OK! Gastro Book- issue 44

Page 1

მარტი 2018


გემო ვნებიანი


სარჩევი 6 ფერადი დი იეტა: წითე ელი, ყვითე ელი, მწვანე!

12

7

28 ქვეყანა ქ გურმანებისთვის გ თვ ვის

სასიამოვნოს, სასარგებლოსა და გემრიელის შერწყმა ტურისტულ ბიზნესში ახალი ტრენდული მიმართულებაა. მოგზაურებს დღეს გასტრონომიულ ტურებს სთავაზობენ, სადაც გურმანებს ნაციონალური კერძების მასტერკლასებს ჩაუტარებენ და სადეგუსტაციო ექსკურსიებს მოუწყობენ. რომელი ქვეყნებია პოპულარული სამზარეულოს მოყვარული ადამიანებისთვის?

რომელი 20 პროდუქტები ი უნდა მივირთვათ გაზაფხულზე?

36

12 საჩუქარი მათთვის, ვისაც საჭმლის მომზადება უყვართ სა თუ თქ თქვენს ადრესატს სამზარეულოში ფუსფუსი და კერძების მომზადება ხიბლავს, მაშინ ამ უნივერსალური საჩუქრებით აუცილებლად მოახერხებთ მის გაოცებას. ჯამების ნაკრები ეს პრაქტიკული საჩუქარი კერძების დამზადებისთვის საჭირო ყველა ტიპის ჯამს მოიცავს. სხვადასხვა ზომის ჭურჭელი ერთმანეთში კომპაქტურად თავსდება და სამზარეულოში ადგილის დაზოგვასაც ემსახურება. რაც უფრო ფერადს და მხიარულს აარჩევთ, მომზადება გაცილებით ხალისიანი გახდება. სანელებლების კონტეინერი წიწაკის, დარიჩინის, ქინძისა და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების შენახვის მოხერხებული გადაწყვეტილება. ნაკრებში 6 კონტეინერია, რომელსაც, როგორც მაგიდაზე, ასევე კედელზე

დასამუშავებლად ორი დანა და საჭრელი დაფა – ამ ნივთს ყველა მზარეული დააფასებს, განსაკუთრებით კი – მამაკაცები.

სეზონის მენიუ, რომელიც ზამთრის შემდეგ ძალების აღდგენაში დაგვეხმარება

ალექს ატალას საყვარელი ბრაზილიური კერძები სან-პაულუს საუკეთესო მზარეული

38

დანები ადვილი შესანახია, რადგანაც მაგნიტის მეშვეობით ერთმანეთს უერთდება. დაფის დიზაინი კი საუკეთესოდ აფიქსირებს ხორცს, ზედმეტი სითხე ჩაღრმავებაში ექცევა და სტეიკის

მოათავსებენ. ნაკრები ხორცის

მარტი 2018

1


ბროკოლი ინიექციის მაგივრად: ად: რომელი პროდუქტები უნარჩუნებს კანს სილამაზეს

46

კვებისა და ჯანსაღიი ცხოვრების პროპაგანდას ეწევა: მან იცის ახალგაზრდა, ჯანსაღი კანის საიდუმლო. მისი სიტყვებით, სწორად

42 საკვების მოდური ტრენდები, რომლებიც 2018 წელს პოპულარული იქნება

ნიგმა ტალიბი – ეს არის ქალბატონი, რომელმაც პპლანეტის ნ ს ლამაზმანი მ ზმ ნ ვარსკვლავები რს ბ აალაპარაკა. პ რ პენელოპე კრუსი, ქეით ბოსუორტი, სტელა მაკარტნი და როზი ჰანტინგტონი მზად არიან თვეობით ელოდონ მასთან ადგილის გამოთავისუფლებას. კონსულტაციის შემდეგ კი, თამამად აცხადებენ, რომ ნიგმამ მათი ცხოვრება შეცვალა. ტალიბი სწორი

რეცეპტი 48 ავტოგრაფის მაგივრად: მამაკაცი ვარსკვლავების საყვარელი კერძები

როგორ მოვამზადოთ ჩაი სწორად?

56

ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური მამაკაცები არა მხოლოდ მოდას და სტილს, არამედ კვებასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ისინი ახდენენ ჯანსაღი კვების პროპაგანდას, იცავენ დიეტას, მალავენ ტკბილის მიმართ მიდრეკილებას, ხსნიან პირად კაფეებსა და რესტორნებს, და თავადაც იტაცებთ საჭმლის მომზადება. მოკლედ, საკუთარ კოლეგებს – ცნობილ ლამაზმანებს კონკურენციას უწევენ. წარმოგიდგენთ მრავალფეროვან კერძებს ვარსკვლავების რეცეპტების მიხედვით.

ყავის ორიგინალური გამოყენების იდეები ორგანიზმისთვის ყავის სარგებლიანობასა თუ ზიანზე ბევრი შეიძლება ვიდავოთ, თუმცა მას სხვა გამოყენებაც შეიძლება მოვუძებნოთ. წარმოგიდგენთ, თუ როგორი სასარგებლო შეიძლება იყოს ყავა შინ, ბაღსა და შემოქმედებით სახელოსნოში:

60

რეცეპტები ცნობილი კ კინოფილმებიდან

64

ფილმების ნახვისას, პერსონაჟების მიერ მომზადებული კერძის ან ფილმ სასმელის სასმელი დაგემოვნება ალბათ ბევრ თქვენგანს მოსდომებია. ზოგიერთ შემთხვევაში, ამის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ.

თევზი გარნირით ფილმიდან „თქვენთვის წერილია“ როდესმე გიწარმოებიათ მიმოწერა

უცნობ ადამიანთან მხოლოდ ინტერნეტით? სასიყვარულო წერილები თუ გაგიცვლიათ? იღვიძებთ დილით, ხსნით

2

მარტი 2018

ელექტრონულ ფოსტას და გხვდებათ შეტყობინება: „თქვენთვის წერილია!“ – სწორედ ასეთი ისტორია გადახდათ ტომ ჰენქსისა და მეგ რაიანის გმირებს ამავე სახელწოდების კომედიაში. რომანტიკული ისტორია თანამედროვე ცხოვრების სირთულეებს გამოხატავს, ბიზნესის დაუნდობელ წესებს. გმირები რეალურ და ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ და ერთმანეთს ანონიმურად წერენ. ერთხელ ისინი შემთხვევით წვეულებაზე ხვდებიან, სადაც ჯო კერძს გემრიელად მიირთმევს. საინტერესოა, როგორი გემო ჰქონდა ამ უცნაურ ვახშამს? თევზი ხიზილალით დრო: 30 წთ + 60 წუთი მაცივარში ინგრედიენტები:


" " vanilla sky

bakeryvanillasky@gmail.com facebook.com/bakeryvanillasky ბახტრიონის ქუჩა#11ბ ტ. 599531112


Mr. Cook – ჯანსაღი კერძების მზარეული დავით ჯანჯღავა საბანკო საქმიანობის შესასწავლად ინგლისში გაემგზავრა, თუმცა უცხო ქვეყნიდან სამშობლოს ორი პროფესიით დაუბრუნდა და ინგლისში სწავლის პარალელურად მუშაობისას, კვების ტექნოლოგიაში გათვითცნობიერდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი საკუთარი ბრენდი – Mr Cook შექმნა და 2008 წლიდან საოჯახო სამზარეულოს ხელმძღვანელობს. მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, Mr. Cook-ს არაერთი სახელმწიფო ორგანიზაციის მზარეულობა შეუთავსებია, საბოლოოდ კი დამოუკიდებელი ობიექტის გახსნა გადაწყვიტეს და დღეს უკვე ბრენდი კვების ობიექტის 2 ფილიალს აერთიანებს. Mr. Cook-ის მრავალფეროვანი მენიუ ტრადიციულ ქართულ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გამორჩეულ კერძებს აერთიანებს, ასეთი კი

საერთო ჯამში 600-მდე დასახელებაა. როგორც Mr. Cook-ის დამფუძნებელი, დავით ჯანჯღავა ამბობს, უნდა გიყვარდეს კულინარიის ხელოვნება, სხვა შემთხვევაში ამ სფეროში წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. სწორედ ამ მოსაზრების ირგვლივ, თავს იყრის დამატებით უამრავი ღირებული პრინციპი. Mr. Cook ჯანსაღი პროდუქტისა და მისი ხარისხის სელექციით გამოირჩევა. აქ მოხმარებიდან ამოღებულია სტანდარტული ცხობისა და შეწვის მეთოდი საკვები ზეთით, რადგან გერმანული ტექნოლოგია ჯანსაღი ალტერნატივის შექმნის საშუალებას იძლევა. პროდუქტები 100%-ით ნატურალური და ქართულია, ხოლო ევროპული ან აზიური კერძების მომზადებისას, მათი ლოკალური მახასიათებელი არ იცვლება და სხვადასხვა სპეციფიკური სანელებლებისა თუ საჭირო ინგრედიენტის ჩანაცვლება არ ხდება. Mr. Cook-ში


პიცა ისეთივე იტალიურია, როგორც ჩაქაფული – ქართული, მოცარელა კი ისეთივე შეუცვლელია, როგორც სულგუნი ელარჯში. ასეთია Mr. Cook-ის მენიუს ვრცელი დიაპაზონი და უცხო ქვეყნების რეცეპტების თავისებურების მიმართ ერთგულება. Mr. Cook-ში ქართული სამზარეულო სრულადაა წარმოდგენილი და მასთან ერთად ადგილი იმპროვიზაციასა და გემრიელ, თამამ ექსპერიმენტებს ეთმობა. ქართულ-ევროპულ-აზიურ სინთეზთან ერთად, განსხვავებულ გემოს ყოველდღიურად ცვალებადი მენიუ და მთავარი კერძები ქმნის. Mr. Cook-ის ერთგულმა სტუმრებმა კარგად იციან, კვირის რომელ დღეს რა კერძი ელოდებათ, და თუ სამშაბათსა და პარასკევს ღომის, ელარჯისა და გებჟალიას დროა, ოთხშაბათს მაროკოული კუსკუსის ჯერი დგება, მომდევნო დღეს კი შესაძლოა იტალიური ბრინჯის ან თურქული ბურღულეულის ნაირსახეობით გაუმასპინძლდნენ. Mr. Cook-ის მენიუში საერთაშორისო დემოკრატიაა. აქ გემრიელ საკვებს ყველა ასაკობრივი კატეგორიის სტუმარი დააგემოვნებს. ობიექტი იდეალურია მათთვისაც, ვინც მკაცრ დიეტას იცავს, რადგან ჯანსაღი კერძის ფაქტობრივად შეუზღუდავი ასორტიმენტია წარმოდგენილი. ამავდროულად, შესაძლებელია საყვარელი კერძი თავად შექმნათ. სხვადასხვა ინგრედიენტის საკუთარი გემოვნებით ამორჩევისა და მათი შეზავებისას, კერძს თქვენს სურვილებსა თუ კონკრეტულ საჭიროებებს მოარგებთ. ადგილზე, სადაც სწრაფი კვებაც ჯანსაღია, ნაბახუსევზე გემრიელად დანაყრებასაც შეძლებთ, რადგან მენიუს ამოუწურავი მრავალფეროვნება

განტვირთვის საშუალებას მოგცემთ. ყოველდღიურად შემოთავაზებული 4 ძირითადი, მუდმივად ცვალებადი მთავარი კერძის შემდეგ, 20-მდე სახეობის ჩაროზის მირთმევაც შეგიძლიათ. ტკბილეულის მენიუ კვლავაც ქართული ტრადიციული და მსოფლიო სამზარეულოს დელიკატესებითაა სავსე. Mr. Cook-ში მომხმარებლის სურვილები კარგად იციან და მათთვის გამორჩეული გემოს მუდმივ ძიებაში არიან. გასულ წელს დავით ჯანჯღავა იტალიას ეწვია, რათა ქვეყანაში საუკეთესო ყავის მარცვლებისთვის მიეკვლია. ასეთი ბრენდი Segafredo აღმოჩნდა, რომელიც დღეს Mr. Cook-შია წარმოდგენილი. აქ ყავა ერთადერთი პოპულარული სასმელი არ არის, რადგან განსაკუთრებული აქტუალობით Mr. Cook-ის სამზარეულოში მომზადებული ქართული ნარაჯი (კომპოტი) სარგებლობს. Mr. Cook ის ადგილია, სადაც მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტი იკავებს ადგილს, არ იყენებენ საკვებ დანამატებს და არ ეძებენ მარტივ გზებს. სწორედ ამიტომ, ის ყოველდღიურად ეწევა ლოკალურ ექსპორტს და სხვადასხვა ორგანიზაციები ღონისძიებას Mr. Cook-ის კერძებით მასპინძლობენ. ბრენდის ლოგოზე დედამიწაა გამოსახული, რაც ხაზს მისი სამზარეულოს ინტერნაციონალურობას უსვამს – ქართული კომპანიის კულინარიულ მრავალფეროვნებასა და ჰარმონიულ სინთეზს, ასევე ერთ სივრცეში გაერთიანებულ მრავალმხრივ კონცეფციას.


6

მარტი 2018


მარტი 2018

7


ერთი დღე – ერთი ფერი: ეს დიეტა დაგეხმარებათ წონა ერთ კვირაში დაიკლოთ. ამასთან – მარტივად და სავსებით უსაფრთხოდ! მთავარია პროდუქტების სწორი შეხამება. ძირითადი წესი შემდეგია: ერთი დღე – ერთი ფერი. შეზღუდვები არ არსებობს, გარდა ფერების შეხამებისა. დღის სიიდან შეგიძლიათ მოამზადოთ ყველაფერი, რაც გსურთ, უბრალოდ ეცადეთ ნაკლები კარაქი გამოიყენოთ და დღეების რიგითობა არ შეცვალოთ. თეთრი დღე მოხარშული კარტოფილი ბრინჯი ბანანი ქოქოსი კვერცხის ცილა თეთრი ხორცი თეთრი თევზი რძის პროდუქტები ფერადი კომბოსტო ნიორი და ხახვი ეს ნახშირწყლების დღეა, ამიტომ ეცადეთ შეამციროთ პორციები და დღეში 5-6 ჯერ მიირთვათ.

8

მარტი 2018

წითელი დღე წითელი ლობიო მჭლე წითელი ხორცი ჭარხალი პომიდორი ალუბალი წითელი მოცხარი წითელი ტკბილი წიწაკა წითელი ყურძენი შინდი ძახველი ჟოლო წითელი ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს. პომიდორი სიმსივნის უჯრედების გაჩენას უშლის ხელს. პორციების მხრივ თავისუფალი დღეა: ჭამეთ იმდენი, რამდენიც გსურთ.


მწვანე დღე ისპანახი მჟაუნა სალათის ფურცლები ცხარე მწვანილი ბროკოლი კომბოსტო კიტრი კივი ეს ბოსტნეული მდიდარია კალიუმითა და მაგნიუმით, რაც იმას ნიშნავს, რომ გულისთვის და სისხლძარღვებისთვის სასარგებლოა, ასტაბილურებს ნერვულ სისტემას და ცოტაოდენ კალორიებს მოიცავს. პორციები განსაზღვრული არაა.

ნარინჯისფერი დღე სტაფილო გოგრა წითელი თევზი პაპაია მანგო ხურმა ქაცვი გარგარი ატამი ნარინჯისფერი პროდუქტები მდიდარია კაროტინით და სასარგებლოა კანისა და თმის სიჯანსაღისთვის. ოპტიმალური რეჟიმი დღეში 4-5 პორცია საკვებია.

მარტი 2018

9


იასამნისფერი დღე ბადრიჯანი წითელი კომბოსტო მუქი ყურძენი რეჰანი ქლიავი შავი მოცხარი მაყვალი თირკმლის გადატვირთვის დღე: ზედმეტი სითხეების ხარჯზე დაიკლებთ და ორგანიზმი ტოქსიკური ნივთიერებებისგან გათავისუფლდება.

ყვითელი დღე ანანასი ყვითელი ტკბილი წიწაკა ყაბაყი ყვითელი ვაშლი სიმინდი ყველი თაფლი კვერცხის ცილა ამ პროდუქტებში ვიტამინ C-ს დიდი რაოდენობაა, რაც ჯირკვლების მუშაობას ააქტიურებს და მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტად გვევლინება. 10

მარტი 2018

გამჭვირვალე დღე დალიეთ ნებისმიერი ოდენობის წყალი და მხოლოდ უცხიმო იოგურტი ან კანშემოცლილი კიტრი მიირთვით. თუ დიეტას ერთი კვირა დაიცავთ, 2-4 კილოგრამს დაიკლებთ. თუ კურსს კიდევ ერთხელ გაიმეორებთ, შედეგი 7 კილოგრამი გახდება. 14 დღეზე მეტხანს დაცვა კი რეკომენდებული არაა.



საუკეთესო კულინარიული გვერდები ინსტაგრამზე

12

მარტი 2018


მარტი 2018

13


@jamieoliver ინგლისელ მზარეულს, რესტავრატორსა და ტელეწამყვანს – ჯეიმი ოლივერს მთელი მსოფლიო იცნობს. მისი სახელი კულინარიულ ინდუსტრიაში უმაღლესი ხარისხის ნიშანია. ახალგაზრდა მამაკაცი ახალი რეცეპტების ძიებაში ბევრს მოგზაურობს. პროდუქტების შერჩევისას, ოლივერი ორიგინალურ და არაორდინარულ კომბინაციებს გვთავაზობს, ასევე – ყოველთვის საუცხოოდ გემრიელს. მას 6 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. @rick_poon ფოტოგრაფი ლოს-ანჯელესიდან, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულინარიული ინსტაგრამის გვერდი აქვს. მამაკაცი, ნამდვილი მხატვრის მსგავსად, თითქოს ნატურმორტს კამერის მეშვეობით „ხატავს“. მის გვერდზე მოხვედრისას ფოტოების სტილისტიკა ნამდვილად გაგაოცებთ. იგი ყველა სურათს ისე აღიქვამს, როგორც ხელოვნების ნიმუშს.

14

მარტი 2018


@vkrees ბრუკლინელი ფოტოგრაფი ვანესა რეესი ჩვეულებრივ პროდუქტებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. რაც უნდა მოხვდეს მის კადრში, ყველაფერი სიცოცხლით სავსე და ბრწყინვალეა. თუმცა, კულინარიული საქმიანობა გოგონასთვის პრიორიტეტულია.

@sarkababicka ნიჭიერმა ფოტოგრაფმა პოპულარობა კულინარიული ბლოგის მეშვეობით მოიპოვა. ბლოგზე, სახელად Cook your dream, გოგონა ისეთ რეცეპტებსა და ფოტოებს ათავსებს, რომელთა შეხედვა აღტაცებას მოგგვრით. თითქოს ეკრანს მიღმაც კი გრძნობ ცხელი სუფის მომაჯადოებელ არომატს. ფოტოგრაფსა და ბლოგერს 136 ათასი მიმდევარი ჰყავს. @cannellevanille პოპულარული ინსტაგრამის მფლობელი აშშ-ში ცხოვრობს. მისი კულინარიული ბლოგი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. თავად გოგონას განცხადებით, მისი გვერდი სავსეა ნოსტალგიით, რომელიც იმ პროდუქტებთანაა დაკავშირებული, რომლებსაც ბავშვობაში მიირთმევდა. მარტი 2018

15


@alice_gao ნიუ-იორკელი ახალგაზრდა ფოტოგრაფი კულინარიულ და სამოგზაურო გვერდს მართავს. ალისა რეგულარულად ათავსებს ფოტოებს ინსტაგრამზე. ამასთან, ყველა მათგანი დახვეწილობით და მოდურობით გამოირჩევა. მათი შემხედვარე, რაიმე კერძის მომზადება აუცილებლად მოგინდებათ. @belonika ვერონიკა ყველაზე პოპულარული რუსი კულინარიული ბლოგერია. თუმცა, სამშობლოში არ ცხოვრობს. ქალბატონი გულშემატკივრების მიმართ თბილი დამოკიდებულებით და იუმორის გრძნობით გამოირჩევა. ინსტაგრამზე, სადაც 620 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, საკუთარ რეცეპტებს ხშირად აზიარებს.

16

მარტი 2018


@spoonforkbacon ეს გვერდი კი ორ ნიჭიერ გოგონას ეკუთვნის – კულინარიულ სტილისტს და ფოტოგრაფს. ყველა ფოტო, რომელსაც ინსტაგრამზე ათავსებენ, ნამდვილად მომაჯადოებელია.

@davidloftus დევიდი პორტრეტებს, ინტერიერს, მოგზაურობას და საკვებს იღებს. უკანასკნელი თემა მას განსაკუთრებით უნაკლოდ გამოსდის. მამაკაცი ბევრი ცნობილი კულინარიული კრებულის ავტორია, მისი ფოტოები საუკეთესო კულინარიული ჟურნალების გარეკანებზე მოხვდა. ამჟამად, 140 ათასი მიმდევარი ჰყავს. მარტი 2018

17


ხილის ჩიფსი GEMUANI CRISPS – ისტორიის გაცოცხლება საფრანგეთიდან სამეგრელომდე „გემუანი“ ის კომპანიაა, რომელიც მეგრულ სახელწოდებას ამართლებს და სწორედ სამეგრელოში გემრიელი კივის, ჩაისა და თხილის პლანტაციებს ფლობს. 2011 წლიდან დაწყებული ისტორიის გაგრძელება, რამდენიმე თვის წინ სიახლე გახდა – „გემუანმა“ ქართულ ბაზარზე ინოვაციური, უკონკურენტო ბიზნესგეგმა წარმოადგინა. ეს სუბლიმაციაა – შრომატევადი, და რაც მთავარია, მსოფლიოში გამორჩეული, რთული ხერხი: საკვების შრობის ელეგანტური ტექნოლოგია. „გემუანმა“ მისი ხელმძღვანელის – ნონა თორდიას მხარდაჭერით საქართველო იმ ერთ-ერთ იშვიათ ქვეყნად აქცია, სადაც 100%-ით ნატურალური ხილისა და ბოსტნეულისგან „გემუანის კრისპი“ მზადდება. დანამატების, კონსერვანტების, ცხიმისა და შაქრის გარეშე მომზადებული მსუბუქი და ხრაშუნა ნუგბარი

დელიკატესია, რომელშიც 98%-ით ვიტამინებისა და კვებითი ღირებულების შენარჩუნება ხდება. ამას ერთვის ბუნებრივი არომატი, გემო, ფერი, ფორმა და კვებითი ღირებულება. ტრადიციული ჩიფსების ჯანმრთელი და გემრიელი ალტერნატივა ოჯახის ნებისმიერი წევრის გემოვნებას ითვალისწინებს და ხილის უამრავი სახეობით ხრაშუნა კრისპი მზადდება. მარწყვი, ნესვი, ვაშლი, მოცვი, ატამი, მანდარინი, ჟოლო და სულ მალე, ლეღვი და კივი – ის ჩამონათვალია, რომელთა გამორჩეული გემოს გასინჯვა „გემუანის კრისპის“ შეფუთვაშია შესაძლებელი და რომელიც ასევე სპეციალურადაა შერჩეული. დაფასოება მაღალი ხარისხის პაკეტებსა და ქილებში, პროდუქტს ნესტისა და სინათლისგან იცავს, რაც მისი შენახვის ვადას ახანგრძლივებს.


„გემუანის“ პროდუქტი მათთვისაა, ვისთვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი უპირატესობაა. საკუთარი და რეგიონიდან მიღებული სეზონური, ნატურალური ხილი „გემუანი კრისპის“ დასამზადებლად მთავარი ინგრედიენტია. უნიკალური, საბოლოო სახის მისაღებად, საკმაოდ ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესი მიმდინარეობს. წლების წინ საფრანგეთში აღმოჩენილი მიგნება ახლა სამეგრელოში აქტიურად გამოიყენება. მას შემდეგ, რაც პროდუქტი ირეცხება და იჭრება, რამდენიმეწუთიან სწრაფი გაყინვის ფაზას გადის, რის შედეგადაც პროდუქტში წყალი მიკროკრისტალებად იყინება, ხოლო შემდეგ ვაკუუმში გადადის. წყლის კრისტალები ორთქლდება თხევადი ფაზის გავლის გარეშე, მიღებული პროდუქტი კი ბუნებრივად შენარჩუნებული ვიტამინებითა და ყოველგვარი დანამატის გარეშე, ხრაშუნა ჩიფსად იქცევა. ბავშვებისთვის „გემუანი კრისპი“ მიმზიდველი ნუგბარია, ჩიფსების ჯანსაღი ალტერნატივაა, დიასახლისებისთვის გემრიელი ნამცხვრის ინგრედიენტი ან დეკორაციაა (აღსანიშნავია, რომ პროდუქტში წყლის არარსებობის გათვალისწინებით, მისი გამოყენება საკონდიტრო ნაწარმში ეფექტურია), მეგობრების წრეში კი ტკბილი წახემსებაა. პროდუქცია თაროზე მოხვედრამდე პესტიციდებსა და მძიმე მეტალებზე ყველანაირ ლაბორატორიულ შემოწმებას გადის. „გემუანს“ დადებითი დასკვნა ენდოკრინოლოგებმაც მიაკუთვნეს და ცნობილია, რომ იგი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის სრულიად უსაფრთხოა. სამომავლო გეგმებში ე.წ. სამზარეულოს ხაზის დამატება იგეგმება. ასორტიმენტს ბოსტნეული და ხილის ფხვნილიც დაემატება. ასევე სუბლიმირებული ჩაი, რომელიც თქვენს ჭიქაში ისევე გააცოცხლებს ჩაის ფოთლების ეგზოტიკურ გემოს, როგორც დედამიწისგან ძალიან შორს, კოსმოსში, „ნასას“ კოსმონავტების

რაციონში სუბლიმირებული პროდუქციის არომატს. ისინი სწორედ ამ სახით მიირთმევენ ნატურალურ და ჯანსაღ საკვებს. ახლა „გემუანი“ ინოვაციურ მიგნებას ქართველ გურმანებს უზიარებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრები „გემუანსა“ და მის მომხმარებელს შორის არაერთხელ შედგა. კომპანია სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობს, სადაც კრისპის დეგუსტაციაცაა შესაძლებელი. „გემუანი კრისპი“ ამჟამად „გუდვილში“, „აგროჰაბში“, „გემორჩეულსა“ და კინოთეატრებშია წარმოდგენილი, თუმცა პროდუქტი საქართველოს საზღვრებსაც გასცდა და ექსპორტის მიმართულებითაც აქტიურია. ამერიკასა და ჰოლანდიაში „გემუანი კრისპი“ უკვე დააგემოვნეს და მისი გამორჩეული გემო აღიარეს.


რომელი პროდუქტები უნდა მივირთვათ გაზაფხულზე? 20

მარტი 2018


სეზონის მენიუ, რომელიც ზამთრის შემდეგ ძალების აღდგენაში დაგვეხმარება მარტი 2018

21


არაა საიდუმლო, რომ გრძელი და დამღლელი ზამთრის შემდეგ, ორგანიზმს ტონუსი სჭირდება. იმისათვის, რომ არასასურველ ავიტამინოზს გავექცეთ, ყურადღება კვებას უნდა დავუთმოთ. ციტრუსები ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, გრეიფრუტი – გაზაფხულზე ეს პროდუქტები მაცივარში აუცილებლად უნდა იქონიოთ. ციტრუსები მდიდარია C ვიტამინით და სისხლძარღვებისთვის, კანისა და ჯირკვლებისთვის სასიცოცხლოდ საჭიროა. ასევე, ასკორბინის მჟავა აძლიერებს იმუნიტეტს და გაციებისგან გიცავთ. ეს ხილი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნასაც უწყობს ხელს.

ფერმენტირებული რძის პროდუქტები თუ კეფირი, იოგურტი და ხაჭო არ გიყვართ, სჯობს დამოკიდებულება შეიცვალოთ. ფერმენტირებული რძის პროდუქტები კუჭნაწლავის მდგომარეობას არეგულირებს, რათა ორგანიზმმა საკვები პროდუქტები უკეთ აითვისოს. ვიტამინ А-ს წყალობით კი, საგაზაფხულო გაციებას გავექცევით. ამასთან, ეს პროდუქტები კალციუმის უდიდესი წყაროა. 22

მარტი 2018


პარკოსანი მცენარეები პარკოსანი მცენარეები არა მხოლოდ ცილით, არამედ უამრავი სასარგებლო ნივთიერებითაა სავსე. ბარდა ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომელიც ორგანიზმის დაბერების პროცესს აფერხებს. ლობიო მაგნიუმისა და B ვიტამინის წყაროა – აუმჯობესებს ნერვულ სისტემას და აფერხებს სტრესის წარმოქმნას.

კომბოსტო კომბოსტო უფრო მეტად შეიცავს ვიტამინ C-ს, ვიდრე ციტრუსები. ამასთან, ამ პროდუქტის მიღება ნედლ და მოხარშულ მდგომარეობაშიც შეგიძლიათ. მთავარია არ გარეცხოთ მარილწყალში, რადგანაც იგი ყველა სასარგებლო თვისებას წაართმევს. კომბოსტო საჭმლის ჯანსაღი მონელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მარტი 2018

23


სალათის ფურცლები ყველა მწვანილი ქლოროფილითაა მდიდარი, ხოლო სალათა, ზამთრის შემდეგ, საუკეთესო აღმდგენი საშუალებაა. სალათის ფურცლები სავსეა ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. აირჩიეთ ნებისმიერი სახის მწვანილი და მიირთვით საგაზაფხულოდ.

ბოლოკი რაც უფრო წითელია ბოლოკი, მით უფრო მეტ ასკორბინის მჟავას შეიცავს. ამ ბოსტნეულში თავმოყრილია კალიუმი, რკინა და C/B ჯგუფის ვიტამინები. ამასთან, ბოლოკი საგაზაფხულო გაციებას გვარიდებს თავიდან.

24

მარტი 2018


პომიდორი მართალია, ადრე გაზაფხულზე გემრიელი პომიდორი ძნელად იშოვება, მაგრამ ამის გამო მის მიღებაზე უარი არ უნდა თქვათ. პომიდორი მდიდარია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებით, აძლიერებს ნერვულ სისტემას და დაძაბულობის მოხსნაში გვეხმარება. კიდევ ერთი მტკიცებულება იმისთვის, რომ პომიდორი სწორედ გაზაფხულზე მივირთვათ, მისი უნარია: ეს ბოსტნეული კანს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს, ამ სეზონზე კი მზე ყოველდღიურად უმატებს ნათებას.

ცხიმიანი თევზი დიეტოლოგების საყვარელი ნივთიერება, ომეგა 3 – თევზია. ორაგული, სარდინი და ქაშაყი ძვლებსა და კბილებს ამაგრებს. ამასთან, დიდი რაოდენობით ვიტამინ D-ს შეიცავს.

მარტი 2018

25


„2 ტონა“ ლუდის ხელოვნება – კრაფტის პირველი ლუდსახარში პაბი საქართველოში ლუდი „შავი ლომის“ შემქმნელებისგან საქართველოში კრაფტ-ლუდის ხარშვის პირველი პაბი – „2 ტონა“ გაიხსნა. ორიგინალური კონცეფციის მქონე ლოკაციაზე უნიკალური ლუდის სახეობები იქმნება. ლუდსახარშის დირექტორი, გოგა მაჩაიძე OK!-სთან წარმატებულ ინოვაციაზე საუბრობს. რას გულისხმობს კრაფტ-ლუდის წარმოება და როგორ გაჩნდა „2 ტონას“ გახსნის იდეა? კრაფტი არის ლუდი, რომელსაც მცირე ლუდსახარშები აწარმოებენ და იცავენ ლუდის ხარშვის ტრადიციულ რეცეპტებს, ემიჯნებიან ნებისმიერ არაბუნებრივ დანამატს, პასტერიზაციას, და ქმნიან ნატურალურ ბიოპროდუქტს. ასეთია „2 ტონას“ პრინციპიც, რომელიც მაშინ შეიქმნა, როცა სურვილი გაჩნდა, უმაღლესი ხარისხის ალაოსა და სვიის გამოყენებით, სხვადასხვა სახის ლუდი გამოგვეყვანა და იგი მცირე წარმოებაშიც გადაგვეტანა, იდეას კი თან დაერთო კულინარია და ახლა „2 ტონას“ ლუდსახარშში, სადაც სატესტო,

არამეინსტრიმული ლუდი მზადდება, გემრიელი ქართული და მცირედით ევროპულ-ამერიკული სამზარეულო ფუნქციონირებს. იყო თუ არა რისკი, გეწარმოებინათ კრაფტლუდი ქართულ ბაზარზე? რისკი დიდი გახლდათ. ქართველი მომხმარებელი არათუ მზად იყო მის მისაღებად, არამედ ინფორმაციული თვალსაზრისითად, კრაფტ-ლუდის შესახებ ბევრი არაფერი ყოფილა ცნობილი. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე საოცრად პოპულარულია და საქართველოს ბაზარზე ეს ნიშაც თავისუფალი იყო, გაბედული ნაბიჯი გადავდგით და ლუდი „შავი ლომის“ სახით, ჩვენს ქვეყანაში პირველი კრაფტ-ლუდი გამოვუშვით. ინოვაციას ლუდსახარში „2 ტონა“ შეუერთდა, რომელმაც საკუთარი თავი ასეთივე წარმატებით წარადგინა. რამდენი სახის ლუდია წარმოდგენილი და


ეს ქართული წყალია. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ აქ მაღალი ხარისხის ქართული კრაფტ-ლუდი იწარმოება. საქართველოში მცხოვრები უცხოელები ჩვენი ხშირი სტუმრები არიან და პროდუქცია ხშირად მიაქვთ კიდეც, პიკნიკზე მიირთმევენ.

როგორია მათი მომზადების პროცესი? ამჟამად „2 ტონაში“ 5 სახეობის კრაფტლუდი იწარმოება. ესენია: „იპა“, „აპა“, ვენური ლაგერი, ჰოპი პილსი და პორტერი. თითოეულს განსხვავებული არომატი და ალკოჰოლის დოზა აქვს. მომზადება გერმანულ, მაღალტექნოლოგიურ „კასპერ შულცის“ დანადგარებში ხდება. ეს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რომელიც დიდ რესურსს მოითხოვს. საფერმენტაციო, დუღილის პროცესი 21-დან 30 დღემდე გრძელდება. ამ პერიოდში ლუდის ხარშვას დაკვირვება სჭირდება, რასაც ჩვენი მხარშავი გუნდთან ერთად შეისწავლის. ადგილზე ლუდის დეგუსტაციაც ხდება. ვითვალისწინებთ მომხმარებლის შეფასებებს. როგორია კერძები, რომლებსაც სტუმარი კრაფტ-ლუდთან ერთად პაბში მიირთმევს? ლუდის მაღალ ხარისხთან ერთად, აქ საკვებიც შესაბამისია, რომელზეც ჩვენი შეფმზარეული – ირაკლი ჭანტურიძე ზრუნავს. მას ტოპრესტორნებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კერძები აქ შეირჩა მთავარი პრინციპით – „ყველაფერი ლუდისთვის“. ქართულ სამზარეულოსთან ერთად, „2 ტონაში“ წარმოდგენილია ევროპული და ამერიკული წასახემსებლები. თითოეულ კრაფტ-ლუდს შესაბამისი კერძი განსაკუთრებით უხდება, რასაც ადგილზე რეკომენდაციას ვუწევთ. როგორ შეაფასეს ლუდის მოყვარულებმა და თქვენი სფეროს უცხოელმა პარტნიორებმა ქართული კრაფტ-ლუდი „2 ტონა“? ნატურალური ინგრედიენტების იმპორტირება გერმანიიდან, ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან და აშშიდან ხდება, ხოლო რაც უნიკალურ არომატს ქმნის,

ზოგადად, კრაფტ-ლუდის შექმნის ხელოვნებაში ბაზარზე ერთმანეთს მხარს უჭერენ, ამ სფეროში საკუთარი, 15-წლიანი გამოცდილებით. კარგად მესმის ქართველი მომხმარებლის სურვილების. „2 ტონაში“ ლუდის ნებისმიერი გემოს მოყვარული აღმოაჩენს მის ფავორიტს – მნიშვნელობა არ აქვს, უყვარს მას თეთრი თუ შავი, გაფილტრული თუ გაუფილტრავი ლუდი. როგორია ლუდსახარშის სამომავლო გეგმები? გვინდა მაქსიმალურად გავწიოთ მაღალი ხარისხის, ჯანსაღი ლუდის პოპულარიზაცია, ხოლო ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს.


7

ქვეყანა გურმანებისთვის

სასიამოვნოს, სასარგებლოსა და გემრიელის შერწყმა ტურისტულ ბიზნესში ახალი ტრენდული მიმართულებაა. მოგზაურებს დღეს გასტრონომიულ ტურებს სთავაზობენ, სადაც გურმანებს ნაციონალური კერძების მასტერკლასებს ჩაუტარებენ და სადეგუსტაციო ექსკურსიებს მოუწყობენ. რომელი ქვეყნებია პოპულარული სამზარეულოს მოყვარული ადამიანებისთვის?

28

მარტი 2018


საფრანგეთი ქვეყანა ცნობილია თავისი ყველით, ბაგეტებით და ღვინით. რა თქმა უნდა, მრავალწლოვანი ტრადიციები გარკვეულ ცვლილებებს განიცდის, მაგრამ ფრანგული სამზარეულოს მთავარი ღირებულებები უცვლელია. ფრანგული სამზარეულოს განსაკუთრებული მახასიათებლები: • კერძის დამზადებისას ღვინის, კონიაკისა და ლიქიორის ფართო გამოყენება.

• დესერტი ფრანგულ სამზარეულოში გამორჩეულ ადგილს იკავებს. • ფრანგებს ცხოვრება სუფების გარეშე ვერ წარმოუდგენიათ და უპირატესობას პიურე-სუფს ანიჭებენ. • ხორცს ბოლომდე არ წვავენ: შიგნით წვენი უნდა ჰქონდეს, გარედან კი უნდა გამოიყურებოდეს,

• რძის პროდუქტები უფრო ნაკლებად გამოიყენება, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. გამონაკლისი ყველია. • სოუსი აუცილებელი კომპონენტია: ქვეყანაში 3000-ზე მეტი სახეობის სოუსს ამზადებენ. • გარნირად გამოიყენება: სალათა, სატაცური, ისპანახი, ბადრიჯანი და ბოსტნეული.

როგორც ნახევრადგამომცხვარი. • ძალიან უყვართ ზღვის პროდუქტები. რა უნდა გასინჯოთ საფრანგეთში? უპირველესად, ღვინო და ყველი. შემდეგ: ხამანწკა, რომელსაც ცოცხლად მიირთმევენ; დელიკატესი ფუა-გრა, ბაყაყის ფეხები, ხახვის სუფი, პროვანსის ლეგენდარული სუფი Bouillabaisse და სხვადასხვა შიგთავსის ღვეზელი. მარტი 2018

29


მექსიკა მაიასა და აცტეკების ტომების ტრადიციების კვალდაკვალ, აქ თამამი გურმანები მიემართებიან. კერძების მომზადებაზე გავლენა ესპანურმა, აფრიკულმა და ფრანგულმა სამზარეულომ იქონია. მაგრამ მექსიკური სამზარეულო ყველაზე მჭიდროდ დიდებულ ინდოელთა სამეფოს უკავშირდება – მაიასა და აცტეკებს.

ფერადი კომბოსტო, ისპანახი, ადგილობრივი კიტრი, ბანანი, მანგო და პაპაია დომინირებს. • დიდი რაოდენობის სასმელებიდან შოკოლადის წვენი, პალმის ფურცლებისგან დამზადებული ჩაი და ტეკილა უნდა გამოვყოთ.

მექსიკური სამზარეულოს განსაკუთრებული მახასიათებლები: • კერძის ძირითადი შემადგენელი ნაწილი სიმინდია. მას ყველაფერში იყენებენ. • კერძების უმრავლესობა 120 სახეობის სუნელითაა გაფორმებული. • ხმელი მწვანილი აუცილებელია: ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, ორეგანო, ნიორი და აშ. • ბოსტნეულსა და ხილს შორის პომიდორი, ავოკადო,

30

მარტი 2018

რა უნდა გასინჯოთ მექსიკაში? სიმინდის ფაფა, ტეკილა ლიმონითა და მარილით, ხორცისა და ყველის კვერები, ფახიტოსი ლობიო ბოსტნეულითა და სუნელებით, ნაჩოსი, ტრადიციული მისაყოლებელი გუაკამოლე, ბურიტოსი, ცხარე სოუსი „სალსა“, მექსიკური ჩიფსი „ჩიჩარონი“. რა თქმა უნდა, კერძებში წიწაკის რაოდენობის გამო, მექსიკური სუფრა ყველას გემოვნებაში არ ჯდება – მხოლოდ მათ, ვისაც ცხარე უყვარს!


იაპონია ქვეყანა, სადაც მხოლოდ სასარგებლო და ახალ პროდუქტებს მიირთმევენ და ბრინჯის გარეშე არცერთ ვახშამს არ ამზადებენ. აქ თევზი და ზღვის პროდუქტები დიდი რაოდენობით შეგხვდებათ. და რა თქმა უნდა, სუში! იაპონიის სამზარეულოს განსაკუთრებული მახასიათებლები: • ხორბლის პროდუქტების დიდი რაოდენობა • ქორფა თევზი, ზღვის მცენარეები და სხვა პროდუქტები. • შემოდგომაზე კერძს ლოტოსის ფესვებს, ხოლო გაზაფხულზე ბამბუკის თესლს უმატებენ. ზამთარში ძალებს მანდარინით აღიდგენენ. • ფართოდ გამოიყენება: ლობიო, სტაფილო, კომბოსტო, ბატატი, ბოლოკი. • ხორცის მოხმარება შეზღუდულია.

• აქ დესერტიც კი სასარგებლოა: დაბალკალორიული და მარტივი. რა უნდა გასინჯოთ იაპონიაში? მისო-სუფი, ტოფუ, ფუგუ, ნაბემონო, დესერტი Mochi, ვაგასი, ონიგირი, სუში, საშიმი, სოკოს კერძი სუკიაკი, სასმელები: საკე და ჩაი, ყველაზე თამამებმა კი: ჰატინოკო, ნაყინი ხორცის გემოთი, ბრინჯის კრეკერი. ნამდვილ იაპონურ სამზარეულოს გემოს მხოლოდ და მხოლოდ თავად ამ ქვეყანაში გაუგებთ.

მარტი 2018

31


იტალია

მსოფლიოს გარშემო იტალიური სამზარეულოს უამრავი მოყვარულია. ყველას უყვარს პასტა, პიცა, რიზოტო, ტირამისუ დაა იტალიური ღვინო. იტალიის სამზარეულოს ოს განსაკუთრებული მახასიათებლები: • პიცას აქ მინიმალური ინგრედიენტებით აკეთებენ. • ხილი და ბოსტნეული პრაქტიკულად ყველა რეცეპტშია. • ყველი უფრო პოპულარულია, ვიდრე ხორცი. მოცარელა, პარმეზანი... 500-ზე მეტი სახეობა. • პასტის მომზადების რეცეპტი ბევრია და ყველა იტალიელმა მინიმუმ 15 მაინც იცის. • კალორიული საკვების მიუხედავად, მოსახლეობა ზედმეტი წონისგან არ იტანჯება. საიდუმლო ფქვილის ხარისხიანი დამზადება გახლავთ. • დესერტების მთავარი შემადგენელი ნაწილი ხილია. სუნელების მიმართ კი იტალიელებს ფრანგებზე მეტად აქვთ მიდრეკილება. 32

მარტი 2018

რა უნდა გასინჯოთ იტალიაში? ლაზანია, ნამდვილი რევიოლები, დესერტის ღვინო, რომელიც ფრანგულ ღვინოს უწევს კონკურენციას, „ტირამისუ“, პიცა „მარგარიტა“, კარბონარას პიცა, ბოლონეზი, „რიზოტო“, „კარპაჩიო“.


ტაილანდი წინ, ეგზოტიკისკენ! ამ ქვეყანაში კულინარიული მოგზაურობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ტაილანდის სუფრა – ეს ტროპიკული ხილი, ატრია და ბრინჯია. ყველაფერი უჩვეულო და ცხარე. ტაილანდის სამზარეულოს განსაკუთრებული მახასიათებლები: • აქ მიირთმევენ ყველაფერს აკრძალვების გარეშე. სუფრაზე ნახავთ ხორცს, პიცას, შემწვარ მწერებს... რაციონის შემადგენელი ნაწილი ხილი, თევზი, ხორცი და ბოსტნეულია. საუკეთესოდ ახდენენ ტკბილისა და ცხარეს შერწყმას. • ბრინჯს მიირთმევენ ყველგან და ყოველთვის. აქ მას ორიგინალურად წარმოგვიდგენენ – ფერისა თუ სურნელის მიხედვით. • ცხარე სანელებლების გამო, რესტორანში აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ, რომ დოზა შეამცირონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყელში „ხანძარიც“ კი

შეიძლება იგრძნოთ. • აქ დურიო, ქოქოსი, პაპაია და მანგო ფეხის ყოველ ნაბიჯზეა. რა უნდა გასინჯოთ ტაილანდში? ქოქოსის რძისგან დამზადებული სუფი, ატრია, ბრინჯი ქოქოსითა და მანგოთი, სმუზი.

მარტი 2018

33


ჩინეთი • 300-ზე მეტი სახეობის საკაზმი სოუსებზე პოპულარუ პოპულარულია. ხორციდა განსაკუთრებით პოპულარულია ღორი, • ხორციდან ქათ იხვი და ქათამი. • თევზზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. • ბოსტნეულიდან ბოსტნეულ უპირატესობას ისპანახს, წიწაკას, სხვადასხვა სახეობის კომბოსტოს და პომიდორს ანიჭებენ. • პურს, ყვე ყველს, არაჟანს, ხაჭოს, რძეს და კარტოფილს კარტოფილ ჩინელები არ მიირთმევენ. • ჩინელებს უყვართ ჯანჯაფილი. „უკვე ნასადილევი ხარ?“ სწორედ ასე ეკითხებიან ერთმანეთს ჩინელები, ტიპური შეკითხვის – „როგორ ხარ?“ მაგივრად. ჩინური სამზარეულოს მთავარი ღირებულება ტრადიციები და ყველაფერში ჰარმონიის შენარჩუნებაა. მათთვის საკვები რიტუალია. ჩინეთის სამზარეულოს განსაკუთრებული მახასიათებლები: • კერძების დამუშავებაზე უფრო დიდი დრო მიდის, ვიდრე მომზადებაზე.

34

მარტი 2018

რა უნდა გასინჯოთ ჩინეთში? უპირველესად, იხვი პეკინურად. მას ტკბილ სოუსში მოგართმევენ. ღორის ხორცი, ტოფუ, ცხარე პელმენი და ფუნთუშა შიგთავსით. კერძების მომზადება ჩინეთში სრულყოფილებამდე აქვთ აყვანილი – ამგვარი დამოკიდებულება არცერთ ქვეყანაში არაა. მხოლოდ გასტრონომიული ცერემონიების გამოც კი ღირს ამ ქვეყნის სტუმრობა. ჩინური სამზარეულო, იაპონურის მსგავსად, სასარგებლო და ჯანსაღია.


საბერძნეთი

ზეითუნის ზეთი, მარტივი რეცეპტები, პროდუქტებისს ხარისხი და სანელებლები. ბერძნები დიდხანს ცხოვრობენ, მათი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო კი ჯანსაღი საკვებია. საბერძნეთის სამზარეულოს ოს განსაკუთრებული მახასიათებლები: • დიდი რაოდენობით ბოსტნეული ტნეული • სანელებლების სწორი გამოყენება მ ნ ბ • ყველა პროდუქტი ახალია • დიდი პორციებით გამოირჩევიან • მთავარი შემადგენელი ნაწილი ზღვის

პროდუქტები, ხორცი, ყველი პროდუ და ზეთისხილია. ზ რა რ უნდა გასინჯოთ საბერძნეთში? ყავა „ფრაპე“, ყ ჩაი, ჩა ყველი ფეტა, დოლმადესი, დო პასტიციო, არნი, სტიფიდო კურდღლ ხორცით, კურდღლის იო რვაფეხა, იოგურტის დესერტი, თეთრი რ ღვინო, ნ მუსკატი. მ ს მთავარია იკვებოთ იქ, სადაც თავად ბერძნები იკვებებიან, და ყველაფერი, რასაც მიირთმევთ, სასარგებლო იქნება.

მარტი 2018

35


12 საჩუქარი მათთვის, ვისაც საჭმლის მომზადება უყვართ თუ თქვენს ადრესატს სამზარეულოში ფუსფუსი და კერძების მომზადება ხიბლავს, მაშინ ამ უნივერსალური საჩუქრებით აუცილებლად მოახერხებთ მის გაოცებას. ჯამების ნაკრები ეს პრაქტიკული საჩუქარი კერძების დამზადებისთვის საჭირო ყველა ტიპის ჯამს მოიცავს. სხვადასხვა ზომის ჭურჭელი ერთმანეთში კომპაქტურად თავსდება და სამზარეულოში ადგილის დაზოგვასაც ემსახურება. რაც უფრო ფერადს და მხიარულს აარჩევთ, მომზადება გაცილებით ხალისიანი გახდება. სანელებლების კონტეინერი წიწაკის, დარიჩინის, ქინძისა და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების შენახვის მოხერხებული გადაწყვეტილება. ნაკრებში 6 კონტეინერია, რომელსაც, როგორც მაგიდაზე, ასევე კედელზე მოათავსებენ. ნაკრები ხორცის დასამუშავებლად ორი დანა და საჭრელი დაფა – ამ ნივთს ყველა მზარეული დააფასებს, განსაკუთრებით კი – მამაკაცები. დანები ადვილი შესანახია, რადგანაც მაგნიტის მეშვეობით ერთმანეთს უერთდება. დაფის დიზაინი კი საუკეთესოდ აფიქსირებს ხორცს, ზედმეტი სითხე ჩაღრმავებაში ექცევა და სტეიკის მომზადებისთვის იდეალურ პირობას ქმნის. 36

მარტი 2018

ლანჩისთვის განკუთვნილი ყუთი ორიგინალური ფორმის ყუთში ადვილად თავსდება სენდვიჩები და ხილი. ჰერმეტული გადახურვა კი ჩანთას მძაფრი სურნელისგან იცავს.

სამზარეულოს ინსტრუმენტების ნაკრები ეს სოლიდური საჩუქარი სამზარეულოს 5 მნიშვნელოვან ინსტრუმენტს მოიცავს. საკიდების მეშვეობით, ინსტრუმენტები და მაგიდას არასოდეს ეხება.


მიქსერი Kitchen Aid-ის მიქსერი ბევრი დიასახლისის ოცნებაა. აქ დაფიქრება მხოლოდ ფერთა პალიტრაზე გმართებთ.

სამზარეულოს ხელთათმანი ამ საჩუქრით საყვარელი ადამიანის მიმართ ზრუნვას გამოამჟღავნებთ. არსებობს ტყავის ვარიანტებიც.

ელექტროთერმომეტრი იმისათვის, რომ დუღილის ტემპერატურა გავიგოთ.

ლამაზი თეფში ამ ნივთით აუცილებლად გაახარებთ ადამიანებს, რომლებსაც სუფრის გაშლა და კერძისთვის ფოტოს გადაღება უყვართ. ხის, ფაიფურის, მარმარილოსი თუ კერამიკის – ყველანაირი ვარიანტი გამოგადგებათ.

უცნაური წინსაფარი სამზარეულოში მოფუსფუსე ადამიანებს წინსაფარი აუცილებლად ექნებათ, თუმცა მისი ჩუქება მაინც კარგი იდეაა, თუ ორიგინალურ და უჩვეულო დიზაინს აარჩევთ. შეგიძლიათ ჩვეულებრივ წინსაფარზე სასაცილო ფრაზა ან ფოტო დაიტანოთ.

რეცეპტის დამჭერი დაფა ეს მოწყობილობა ყველა დიასახლისს განსაკუთრებულად შეუმსუბუქებს მომზადების პროცესს. წიგნის შემთხვევაში, ფურცლებიც არ დაისვრება.

ბლენდერი ბლენდერი არა მხოლოდ სმუზის გასაკეთებლად, არამედ ბევრი სხვა რამისთვისაა საჭირო.

მარტი 2018

37


38

მარტი 2018


ალექს ატალას საყვარელი ბრაზილიური კერძები სან-პაულუს საუკეთესო მზარეული

მარტი 2018

39


ადგილობრივ ინდოელთა ტრადიციები, აფრიკელი მონების მიერ შემოტანილი კულინარიული ჩვევები; ჰოლანდიელი, პორტუგალიელი, იტალიელი და გერმანელი ემიგრანტების სამზარეულო – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რისგანაც თანამედროვე ბრაზილიური სუფრა შედგება. წარმოგიდგენთ 6 ყველაზე საინტერესო კერძს, რომელსაც სან-პაულუს ცნობილი რესტორნის მზარეული ამზადებს. FAROFA კერძს აფრიკული ფესვები აქვს – შემწვარი მანიჰოტის ცომი, ამერიკული ტროპიკული ძირები, ფაქტობრივად მთლიანად სახამებლისგან შედგება. შემწვარი სახამებელი ცუდად ჟღერს, თუმცა თუ ფაროფას სწორად მოამზადებთ, განსაკუთრებით კი ბეკონის ნაჭრებით, არაჩვეულებრივ კერძს მიიღებთ.

VATAPA კიდევ ერთი აფრო-ბრაზილიური კერძი: სქელი არაქისის სოუსი, რომელშიც თევზს და ხამანწკებს ამზადებენ. მსგავსი კერძი აფრიკის სანაპირო ქალაქებში და ბრაზილიის ჩრდილოეთით, სალვადორში შეგხვდებათ. ვატაპა ლობიოსთან ერთად მოაქვთ. აღსანიშნავია, რომ კერძი საკმაოდ კალორიულია. 40

მარტი 2018


CABIDELA ჩვეულებრივი რაგუ კურდღლის, ქათმის ან ინდაურის ხორცით, სანელებლებითა და ბრინჯით. ცხოველს თავსსავე სისხლში წვავენ.

QUINDIM გოაზე მოხვედრილთა უმეტესობას აუცილებლად გაუსინჯავს ქოქოსის, კვერცხისა და მუსკატის ეს გემრიელი პუდინგი, სახელად „ბებინკა“. მას პლანეტის მეორე მხარესაც ამზადებენ და „კინდიმს“ უწოდებენ.

CAPYBARA C ბბრაზილიის სამხრეთ შტატებში სიამოვნებით მიირთმევენ ამ ცხოველს სია – კაპიბარას. მაგრამ მისი სწორად კა მომზადებისთვის ოსტატობაა საჭირო, რათა მომზ პროცესში ხორცმა გაფუჭება არ დაიწყოს. პრო

CHORIZO შაქარი, ქოქოსის რძე, დარიჩინი, მიხაკი, ცერეცო და თხილი თითქოს ჩვეულებრივი კარამელია, თუმცა ამ დესერტის მნიშვნელოვანი ინგრედიენტები ღორის სისხლია. მარტი 2018

41


42

მარტი 2018


საკვების მოდური ტრენდები, რომლებიც 2018 წელს პოპულარული იქნება მარტი 2018

43


არასოდეს დაფიქრებულხართ, რომ მოდის ტენდენციები არა მხოლოდ ჩაცმულობასა და ინტერიერის გაფორმებაში, არამედ იმაშიც გამოხატება, რასაც მივირთმევთ? ყოველ წელს რესტორნებისა და კაფე-ბარების მფლობელები ცდილობენ გაიგონ, თუ რა იქნება მათი სტუმრების მოთხოვნა. პროდუქტების მაღაზიებიც მომხმარებელთა გემოვნების ცვლილებასთან ერთად ვითარდება. რისი მირთმევა იქნება „მოდური“ და პოპულარული 2018 წელს:

ღვინო ერთისთვის მსოფლიოში ბევრი ადამიანი ცხოვრობს მარტო და დროსაც საკუთარ თავთან ერთად ატარებს. ისინი ზრუნავენ თავის ჯანმრთელობაზე და არ სურთ დახარჯონ ზედმეტი თანხა მთელი ბოთლისთვის. ღვინის მეწარმეებმა გაითვალისწინეს მათი სურვილი და მომცრო ზომის პაკეტები გამოუშვეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ პორციას მოიცავს, რაც მოხერხებული და ეკონომიურია.

ვეგეტარიანული ბურგერები ვეგეტარიანელებისა და ვეგანების რიცხვი დღითი დღე იზრდება, ამიტომ საზოგადოებრივი კვების ადგილებს მათი უფრო მეტად დაინტერესება სურთ. იხსნება ახალი ობიექტები, სადაც ბურგერებში ხორცის მაგივრად ლობიოს, მუხუდოს და ოსპს შემოგთავაზებენ, მაიონეზის მაგივრად კი არაჟნის სოუსს, ტომატს, კეფირს ან იოგურტს. ბურგერები ხორცის გარეშე ნამდვილად გემრიელი და სასარგებლოა.

ფერადი პურის სახეობები კიდევ ერთი ტრენდი – არანაირი წებოვანა! წებოვანა ცილაა, რომელიც ყველანაირ მარცვლეულში შედის, მათ შორის ფუნთუშაში, პურსა და ორცხობილაში. ადამიანები ხშირად ეძებენ პურს, რომელიც წებოვანას არ შეიცავს. მეწარმეებს კი სურთ, რომ ბაზარზე ასეთი პროდუქტი ფართოდ იშოვებოდეს და ფერადი დიეტური პურის სახეობებს უშვებენ, რომლებიც ტომატს, ჭარხალს ან წიწიბურას შეიცავს. 44

მარტი 2018


სოკოს ყავა სოკოს ყავა სასმელებში 2018 წლის ჰიტი გახდება. ეს ტრენდი ფინეთიდან მოდის. ერთმა ფინურმა კომპანიამ გამოუშვა უნიკალური ყავა, რომელიც ენერგიას შეგმატებთ, მაგრამ ნერვიულობისა და შფოთვის გრძნობას არ გამოიწვევს. სასმელის შემადგენლობაში შედის ორი სახეობის სოკო და შაქრის გარკვეული რაოდენობა. სასმელი ჩვეულებრივ ყავას და სოკოს ფხვნილს შეიცავს.

JACKFRUIT ამ ხილის მოპოვება ინდოეთში ხეებზე, ან ინტერნეტში გამოწერით შეგიძლიათ. ბევრი კითხულობს, თუ რისთვისაა იგი საჭირო, მაგრამ თავდაპირველად არც კივის, ავოკადოს ან მანგოს შესახებ იცოდნენ რამე. ახალი ხილი ვიტამინ C-ს შეიცავს, კიბოს უჯრედებს კლავს, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ხსნის სტრესს, გამოდევნის ტოქსინებს და აფერხებს დაბერების პროცესს. მას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ბანანს.

მარტი 2018

45


ბროკოლი ინიექციის მაგივრად: რომელი პროდუქტები უნარჩუნებს კანს სილამაზეს სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრებისს პროპაგანდას ეწევა: მან იცის ახალგაზრდა, ჯანსაღი კანის საიდუმლო. მისი სიტყვებით, სწორად შერჩეული რაციონი

ნიგმა ტალიბი – ეს არის ქალბატონი, რომელმაც პლანეტის ლამაზმანი ვარსკვლავები აალაპარაკა. პენელოპე კრუსი, ქეით ბოსუორტი, სტელა მაკარტნი და როზი ჰანტინგტონი მზად არიან თვეობით ელოდონ მასთან ადგილის გამოთავისუფლებას. კონსულტაციის შემდეგ კი, თამამად აცხადებენ, რომ ნიგმამ მათი ცხოვრება შეცვალა. ტალიბი 46

მარტი 2018


მაღალტექნოლოგიური პროცედურების მსგავსად მოქმედებს. წარმოგიდგენთ თავის მოვლის 5 მთავარ რეკომენდაციას, რომელიც ნიგმა ტალიბმა შეიმუშავა. რა თქმა უნდა, კონკრეტული რეკომენდაციები მხოლოდ ინდივიდუალური კვლევის შედეგად ვლინდება, თუმცა არსებობს უნივერსალური პროდუქტები, რომლებიც კანის გაუმჯობესებაში გვეხმარება. ექიმის ფავორიტებია: ქათამი, ყველი ტოფუ, ბროკოლი, ფორთოხალი და ბრიუსელის კომბოსტო. შაქარს, ალკოჰოლს, რძეს და წებოვანას კი უნდა გაექცეთ. მაგალითად, ღვინო ხელს უწყობს თვალების გარშემო ნაოჭის გაჩენას, ტკბილეულის გადაჭარბებული რაოდენობა კი სიმსივნის უჯრედების წარმოქმნას იწვევს. იოგურტზე და დესერტზე მუდამ უარის თქმა არაა აუცილებელი. თავი შეიკავეთ 28 დღის განმავლობაში, შემდეგ კი 80/20 სქემას მიჰყევით: 80% ჯანსაღი საღი საკვები, 20% დანარჩენი. ბოსტნეული და ხილი ლი ბევრი სასარგებლო ო ელემენტის ბუდეა. დაიმახსოვრეთ: სტაფილო და პომიდორი სჯობს ჯობს თერმულად დაამუშავოთ. დიეტას კანის სწორი რი მოვლა დაამატეთ: უპირატესობა მიანიჭეთ იჭეთ იმ საშუალებებს, რომლებიც ვიტამინ C-ს და რეთინოლს შეიცავს. არ დაგავიწყდეთ მოძრაობა – ფიზიკური აქტივობა კარგად არა მხოლოდ ფიგურაზე აისახება.

1

2

3 4 5

მარტი 2018

47


რეცეპტი ავტოგრაფის მაგივრად: მამაკაცი ვარსკვლავების საყვარელი კერძები ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური მამაკაცები არა მხოლოდ მოდას და სტილს, არამედ კვებასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ისინი ახდენენ ჯანსაღი კვების პროპაგანდას, იცავენ დიეტას, მალავენ ტკბილის მიმართ მიდრეკილებას, ხსნიან პირად კაფეებსა და რესტორნებს, და თავადაც იტაცებთ საჭმლის მომზადება. მოკლედ, საკუთარ კოლეგებს – ცნობილ ლამაზმანებს კონკურენციას უწევენ. წარმოგიდგენთ მრავალფეროვან კერძებს ვარსკვლავების რეცეპტების მიხედვით.

48

მარტი 2018


მარტი 2018

49


ბრედ პიტი და პიცა ახლა ბრედ პიტი ვეგეტარიანელია. მაგრამ იყო დრო, როცა ჰოლივუდის სექსსიმბოლო სტეიკსა და ბეკონის პიცაზე უარს ვერ ამბობდა. გთავაზობთ ბრედის ხორციან პიცას მისი რეცეპტით. პიცა „მარტოხელა იტალიელი“ ბრედ პიტისგან

ინგრედიენტები: გაყინული ცომი პიცისთვის ჭიქა ტომატის სოუსი 30 ნატეხი ძეხვი პეპერონი 200 გრ გამზადებული ხორცის ბურთულები 200 გრ შებოლილი ძეხვი 50 გრ ბეკონი ¼ ჭიქა გახეხილი პარმეზანი 400 გრ გახეხილი მოცარელა

როგორ მოვამზადოთ: გაზქურა ჩართეთ და 200 გრადუსამდე გააცხელეთ. დაადნეთ პიცის ცომი. ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით. დაასხით ტომატის სოუსი, გადაანაწილეთ და პარმეზანის ნახევარი მოცულობა მიმოაბნიეთ. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხორცის ბურთულები, ძეხვი პეპერონი (შეგიძლიათ ე.წ. სამონადირეო ძეხვით ჩაანაცვლოთ), შებოლილი ძეხვი (მაგალითად, სალიამი) და ¾ მოცარელა. ბეკონი ხელით დატეხეთ, შიგთავსზე მოათავსეთ და დარჩენილი მოცარელა დააყარეთ. გაზქურაში პიცა 12-15 წუთის განმავლობაში უნდა გამოცხვეს. გამომცხვარ პიცას დარჩენილი პარმეზანი მოაყარეთ.

50

მარტი 2018


ტომ კრუზი და კატლეტი ტომ კრუზი ხშირად სტუმრობს ამერიკულ შოუებს ფორმატით „მოვამზადოთ ვარსკვლავთან ერთად“. ის ძალიან აფასებს იტალიურ სამზარეულოს. მსახიობი აღმერთებს „რავიოლას“ და ვირტუოზულად ამზადებს ამ კერძს. მას კულინარიული იმპროვიზაციებიც უყვარს და რეცეპტებს მთელი მსოფლიოდან აგროვებს.

პურის ნაჭრებში. კარაქი დიდ ნაჭრებად დაჭერით და დაბალ ცეცხლზე 15 წუთი გააცხელეთ, რათა დადნობისას ერთგვაროვანი მასა გამოვიდეს. ხორცი კარაქში შეწვით და ყოველი მხარე 3-4 წუთი გააჩერეთ. ისინი შეწვისას ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს. ლიმონი ორად გაჭერით. ერთი დაჭერით და მორთეთ, მეორედან კი წვენი დააწურეთ.

ხბოს ხორცის კატლეტი ტომ კრუზისგან

ინგრედიენტები: ხბოს ხორცი 200 გრ ნაღების კარაქი 2 კვერცხი ¼ ჭიქა ფქვილი 2 სუფრის კოვზი გაყინული და შემდეგ ადუღებული წყალი ½ გახუხული პურის კუბები 1 ლიმონი 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

როგორ მოვამზადოთ: მოამზადეთ 3 კერძი: პირველში ფქვილი და ¼ სუფრის კოვზი მარილი შავ პილპილთან აურიეთ. მეორეში აურიეთ კვერცხი ცივ წყალში და ¼ სუფრის კოვზი მარილი, ასევე შავი პილპილი დაამატეთ. მესამეში გახუხული პურის ნაჭრები და ¼ სუფრის კოვზი მარილი. ხორცის თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ფქვილში, კვერცხში და გახუხული მარტი 2018

51


მეთ დეიმონი და ქათამი მეთ დეიმონი ჟურნალისტების შეკითხვას საყვარელ კერძზე ყოველთვის ასე პასუხობდა: „პიცა! შემიძლია ის დღეში 3-ჯერ მივირთვა“. აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავი არა მხოლოდ პიცას, არამედ მთლიანად იტალიურ სამზარეულოს აღმერთებს. „ქათამი მილანურად“ მეთ დეიმონისგან

ინგრედიენტები: ქათმის მკერდის ფილე – 6 ნაჭერი ჭიქა ფქვილი 1 კვერცხი ½ ჭიქა რძე 1.5 ჭიქა გახუხული პური 1/3 გახეხილი პარმეზანი ¼ ჭიქა დაჭრილი ოხრახუში ¼ ჭიქა მცენარეული ზეთი 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

როგორ მოვამზადოთ: ქათმის ხორცის ნაჭრები დაჭერით, დაამარილეთ და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. მოამზადეთ სამი კერძი: პირველში ფქვილს ცოტაოდენი მარილი, წიწაკა და დაჭრილი მწვანილი შეურიეთ, მეორეში კვერცხი და რძე, მესამეში კი გახუხული პურის ნატეხები, ყველი და ოხრახუში. ქათმის ყველა 52

მარტი 2018

პორცია თავდაპირველად ფქვილში ამოავლეთ, შემდეგ კვერცხსა და რძეში, ბოლოს კი მესამეში მოათავსეთ. ფილეს ორივე მხარე გახუხული პურის ნაჭრებით უნდა დაიფაროს. გააცხელეთ ტაფა, დაამატეთ ზეთი. ფილეს ორივე მხარე შეწვით, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ქათმის ნაწილები შეწვისას ერთმანეთს არ შეეხოს. თუ გარნირს მოამზადებთ, მაგალითად პასტას ან ბოსტნეულს, მაშინ ქათმის მზა ხორცი დროებით გაზქურაში მოამზადეთ.


ჯონი დეპი და ბანანის ბურგერები ჰოლივუდის ყველაზე „შეშლილ მეფეს“ პარიზში კაფე-რესტორანი აქვს, შინ ბოსტნეული მოჰყავს და კარამელის პუდინგს აღმერთებს. ამასთან, ორიგინალურ კულინარიულ გადაწყვეტილებებსაც იღებს. მაგალითად, ძალიან უყვარს პუერტორიკოული კერძი „მოფონგო“. „მოფონგო“ ჯონი დეპისგან

ინგრედიენტები: 4 უმწიფარი ბანანი ჭიქა გაყინული და შემდეგ ადუღებული წყალი 4 ჭიქა ქათმის ცხელი ბულიონი 4 შემწვარი ბეკონის ნაჭერი

3 დიდი ზომის კბილი ნიორი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი მცენარეული ზეთი შესაწვავად ქინძი გარნირისთვის მარილი გემოვნებით

როგორ მოვამზადოთ: ბანანი 2 სმ სისქის ზომაზე დაჭერით და მარილიანი ცივი წყლის ჯამში 15 წუთი მოათავსეთ. დაჭერით ბეკონი და ცალკე თეფშზე ნიორი, მარილი და ზეითუნის ზეთი დაამატეთ. მიღებული მასა ერთგვაროვანი უნდა გახდეს. ბანანი ჯამიდან ამოიღეთ. მცენარეული ზეთი გასაცხელებლად მაღალ ქვაბში მოათავსეთ (ჭურჭელს შევსებამდე 2 სმ უნდა დააკლდეს). კარგად გააცხელეთ ზეთი და მასში ბანანები 10-12 წუთის განმავლობაში მოათავსეთ. როცა ხილი ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს, ამოიღეთ და ქაღალდზე მოათავსეთ. ბანანები ოთხად დაყავით და ყველა ნაწილი ბეკონთან და კარაქთან ერთად პიურედ აქციეთ. ბოლოს შეაერთეთ. მზა ნაჭრები ქათმის ბულიონთან ერთად მიირთვით. მარტი 2018

53


ლეონარდო დიკაპრიო და პასტა მსახიობს ყოველთვის ჰქონდა მიდრეკილება რაიმე გემრიელი, თუმცა უსარგებლო საკვებისკენ. „სანაპიროს“ გადაღებების შემდეგ, დიკაპრიომ დიეტოლოგი დაიქირავა, რათა უწინდელი ფიზიკური ფორმა დაებრუნებინა, თუმცა თავიდანვე განაცხადა, რომ ბოსტნეულს და სპორტს ვერ იტანს. ამიტომაც, რაციონიდან დროებით ცომეული ამოიღო, თუმცა საყვარელ პასტაზე უარს ვერასოდეს ამბობს. პასტა „მარინარა“ ლეონარდო დიკაპრიოსგან

ინგრედიენტები: 400 გრ პასტა 550 გრ დაჭრილი პომიდორი 200 გრ პარმეზანი 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 2 ხახვი 2 კბილი ნიორი ¼ ჩაის კოვზი ორეგანო ¼ ჩაის კოვზი შაქარი ¼ ჩაის კოვზი ხმელი რეჰანი მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

როგორ მოვამზადოთ: ხახვი ზეითუნის ზეთში შეწვით. დაუმატეთ ნიორი, დაჭრილი პომიდორი, ორეგანო, რეჰანი, შაქარი, მარილი. შეწვით და ურიეთ 1 საათის განმავლობაში, სანამ მასა სქელი არ გახდება. სანამ სოუსი მზადდება, პასტა მოხარშეთ. მზა მაკარონი პორციებად დაყავით, მოასხით სოუსი, გახეხილი პარმეზანი და რეჰანი.

54

მარტი 2018


ჰიუ ჯეკმანი და ბლინები როცა ავსტრალიელ მსახიობს საყვარელ კერძზე ეკითხებიან, სიამაყით პასუხობს: „ყველაფერი, რასაც ჩემი ცოლი ამზადებს“. თუმცა, თავად ცოლს და შვილებს გემრიელ საუზმეს – ბლინებს უმზადებს. ლიმონის ბლინები ჰიუ ჯეკმანისგან

ინგრედიენტები: 6 კვერცხი 80 გრ მცენარეული ზეთი ყველი ½ ჭიქა ფქვილი ½ სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი ¼ ჭიქა შაქარი ½ სუფრის კოვზი მარილი 2 სუფრის კოვზი ლიმონის კანი შაქრის პუდრა გემოვნებით 2 სუფრის კოვზი ნებისმიერი კენკრა

როგორ მოვამზადოთ: განაცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან. ათქვიფეთ ცილა. აურიეთ ყველი, მცენარეული ზეთი, კვერცხის გული და ვანილი. ცალკე ჯამში გააერთიანეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და ლიმონის კანი. ეს მასა დაუმატეთ ყველის მასას. ცომს ფრთხილად დაუმატეთ ცილა და მსუბუქად აურიეთ. კენკრას ცოტაოდენი წყალი და შაქარი დაუმატეთ, რამდენიმე წუთი ზომიერ ცეცხლზე გაათბეთ, სანამ წყალი არ ადუღდება და შაქარი სრულად არ გაიხსნება. ტაფა კარგად გააცხელეთ, დაუმატეთ ზეთი. შეწვით ოქროფერის მიღებამდე. მორთეთ შაქრის პუდრით და კენკრით. მარტი 2018

55


56

მარტი 2018


რა შეიძლება იყოს უფრო მარტივი, ვიდრე ჩაის მოდუღება? გაგიკვირდებათ, მაგრამ სწორედ ამ უმარტივესი პროცესის დროს, ყოველდღიურად უამრავ შეცდომას ვუშვებთ. საუკუნეების განმავლობაში ჩაი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია. იმისათვის, რომ მისი არომატი და გემო არ დაიკარგოს, გარკვეული წესების დაცვაა საჭირო. ონკანის წყალი ჩაისთვის არაა „წყალი ჩაის დედაა“ – ამბობენ ჩინელები, ამიტომ ჩაის მომზადების მთავარ წესად წყლის ხარისხი რჩება. წყალი მაქსიმალურად მსუბუქი უნდა იყოს, კალციუმისა და სხვა მინერალური ნივთიერებების დაბალი შემცველობით. ონკანის წყლის მაგივრად, სჯობს ბოთლის სუფთა წყალი გამოიყენოთ. „ცოცხალი და მკვდარი“ წყალი ჩაის დასაყენებლად ყოველთვის მხოლოდ ის წყალი გამოიყენეთ, რომელიც ერთხელაა ადუღებული. ასეთ

წყალში ჟანგბადის მეტი ატომია, რაც ჩაის გემოსა და არომატზე აგებს პასუხს. მწვანე ჩაი: მხოლოდ დელიკატური მიდგომა! მწვანე ჩაის ფურცლები ძალიან სათუთია, ამიტომ მომზადება 80 გრადუს ტემპერატურაზე უნდა მოხდეს. ადუღებული წყალი გააგრილეთ ან უბრალოდ, არ მიიყვანოთ ადუღებამდე. მწვანე ჩაის მომზადებისას ერთი ხრიკი დაიმახსოვრეთ: ჩაიდანს თავსახური მჭიდროდ არ დაახუროთ, რათა ჩაის უფრო ნაზი გემო ჰქონდეს.

მარტი 2018

57


შავ ჩაის განსაკუთრებით ცხელი წყალი „უყვარს“ მწვანე ჩაისგან განსხვავებით, შავი ან წითელი ჩაი მაღალ ტემპერატურაზე – 95-100 გრადუსზე უნდა მოდუღდეს. ამ გზით, მისი თვისებები უკეთ წარმოჩინდება. ცნობილი ჩაი OOLONG საკმაოდ პრეტენზიულია Oolong-ის არომატი და გემო მ საუკეთესოდ 90 გრადუსზე ვლინდება. ეს ჩაი საშუალო ფერმენტაციისაა და მხოლოდ ნაწილობრივაა „დაჟანგული“, ამიტომაც მადუღარა მის არომატს ხშირად აქრობს. რითი ავადუღოთ? ჩაის მოსადუღებლად ყველაზე შესაფერისი ჭურჭელი ფაიფური და შუშაა, რადგან ორივე ნეიტრალურია და ჩაის გემოს თუ არომატის გახსნასს ხელს არ უშლის. იშვიათ შემთხვევებში გამოდგება თიხის ჭურჭელიც, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ დ

58

მარტი 2018

ერთი ტიპის ჩაისთვისაა მიზანშეწონილი, ერ რადგანაც თიხა პროდუქტს „იმახსოვრებს“. რა ჩაის ადუღების საშუალო დრო 3-დან 5 ჩაი წუთამდე მერყეობს. სწრაფად შეიძლება წუთ ავადუღოთ მწვანე ჩაი, რადგანაც მწვანე ჩაის ავა ფურცლები ძალიან სათუთია. ფუ მცენარეული და ხილის ჩაი მც ჩაის ჩა ფურცლებისგან განსხვავებით, მცენარეულ და ხილის ჩაის მც განსაკუთრებული გ რეცეპტები არ აქვს. მცენარეული მ ჩაი მზადდება შემდეგნაირად: 1 ჩაის კოვზი 200 მილილიტრში; 100 გრადუსზე, გ 5-დან 10 წუთამდე. ხილის ჩ 1 ჩაის კოვზი 100 მილილიტრში; 100 ჩაი: გ გრადუსზე, 5-დან 7 წუთამდე.



ყავის ორიგინალური გამოყენების იდეები ორგანიზმისთვის ყავის სარგებლიანობასა თუ ზიანზე ბევრი შეიძლება ვიდავოთ, თუმცა მას სხვა გამოყენებაც შეიძლება მოვუძებნოთ. წარმოგიდგენთ, თუ როგორი სასარგებლო შეიძლება იყოს ყავა შინ, ბაღსა და შემოქმედებით სახელოსნოში:

60

მარტი 2018


მარტი 2018

61


წუთი გაიჩერეთ. ყავაზე დამზადებული სახის მოვლის საშუალება ამცირებს შეშუპებას და აქრობს თვალის გარშემო გაჩენილ შავ წრეებს. ყავა ცელულიტსაც შველის და ნატურალური ავტორუჯის სახითაც გამოგვადგება. წაისვით მარცვლები კანზე და 5 წუთი გაიჩერეთ. სამზარეულოში ცოტამ თუ იცის, რომ საზარეულოში ყავა მხოლოდ ცივი და ცხელი სასმელის დასამზადებლად არ გამოიყენება. ყავის დაფქული მარცვლებისგან სხვადასხვა კერძისთვის არაჩვეულებრივი სანელებელი მზადდება. ყავის სანელებელი შეგიძლიათ დაამატოთ ჩილის, გამომცხვარ ფრინველის ხორცს და სტეიკს. აბაზანაში ბევრმა გოგონამ იცის, რომ ყავა სილამაზის საკითხებში არაჩვეულებრივი პროდუქტია. სკრაბის დამზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, რომელთა მთავარი ინგრედიენტი ყავაა. მაგრამ დაფქული ყავის შხაპის გელში დამატება ყველაზე მარტივი ხერხია. იგივე შეგიძლიათ მოიმოქმედოთ შამპუნში – ამ გზით მიიღებთ ნიღაბს, რომელიც თმის ზრდას უწყობს ხელს და აჯანსაღებს. გამაახალგაზრდავებელი სახის ნიღაბი შეგიძლიათ დაფქული ყავისა და ზეითუნის ზეთის არევით დაამზადოთ. წაისვით მიღებული მასა სახეზე და 10

62

მარტი 2018

შემოქმედებაში რაიმე ხელნაკეთის დამზადება გსურთ? ყავა ამაში დვ ლ დ დ გე ე გ დ დე ნამდვილად დაგეხმარებათ. მისგან დაამზადებთ არომატულ


სანთლებს (მდნარი ცვილი და ყავის მარცვლები), ან ხის კოლოფს სიძველის ეფექტით (ხეზე ფუნჯით ხსნარის დატანებით). ყავის მეშვეობით, ფერწერულ ტილოსაც ქმნიან – საღებავის ნაცვლად იყენებენ. ბაღში ყავის მარცვლები ნიადაგისთვის ნაყოფიერია. ყავა თქვენს ყვავილებს დაასხით. უპირველესად, ეს სასმელი მავნებლებისგან გარემოს ნეიტრალიზაციას ახდენს. მეორე მხრივ კი, მცენარეებს ფოსფორით, აზოტით, მაგნიუმით, კალიუმით და სპილენძით ამდიდრებს. ყავის მარცვლებს დეკორის ელემენტადაც გამოიყენებთ.

ყავის პაკეტი ყავას შეუძლია ყველაზე მძაფრი სურნელიც კი გაანეიტრალოს. მაგალითად, ქისაში ჩაყრილმა ყავამ შესაძლოა მაცივრიდან ან ავტომობილის სალონიდან უსიამოვნო სუნი გააქროს. დატოვეთ ყავის მარცვლებით სავსე ღია ქილა მაგიდაზე და რამდენიმე ხანში ინტერიერში სასიამოვნო არომატი იტრიალებს.

მარტი 2018

63


რეცეპტები ცნობილი კინოფილმებიდან ფილმების ნახვისას, პერსონაჟების მიერ მომზადებული კერძის ან სასმელის დაგემოვნება ალბათ ბევრ თქვენგანს მოსდომებია. ზოგიერთ შემთხვევაში, ამის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ.

თევზი გარნირით ფილმიდან „თქვენთვის წერილია“ როდესმე გიწარმოებიათ მიმოწერა უცნობ ადამიანთან მხოლოდ ინტერნეტით? სასიყვარულო

წერილები თუ გაგიცვლიათ? იღვიძებთ დილით, ხსნით ელექტრონულ ფოსტას და გხვდებათ შეტყობინება: „თქვენთვის წერილია!“ – სწორედ ასეთი ისტორია გადახდათ ტომ ჰენქსისა და მეგ 64

მარტი 2018

რაიანის გმირებს ამავე სახელწოდების კომედიაში. რომანტიკული ისტორია თანამედროვე ცხოვრების სირთულეებს გამოხატავს, ბიზნესის დაუნდობელ წესებს. გმირები რეალურ და ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ და ერთმანეთს ანონიმურად წერენ. ერთხელ ისინი შემთხვევით წვეულებაზე ხვდებიან, სადაც ჯო კერძს გემრიელად მიირთმევს. საინტერესოა, როგორი გემო ჰქონდა ამ უცნაურ ვახშამს? თევზი ხიზილალით დრო: 30 წთ + 60 წუთი მაცივარში ინგრედიენტები: ყველი პარმეზანი: 10 გრ მაიონეზი: 100 გრ თინუსის კონსერვი: 250 გრ პალტუსის ფილე: 200 გრ


ზუთხის ხიზილალა: 50 გრ ორაგულის ხიზილალა: 50 გრ რძე (0.7 %): 100 გრ მოხარშული კარტოფილი: 500 გრ როგორ მოვამზადოთ: პალტუსის ფილე გაადნეთ, ადუღებულ წყალში 10 წუთის განმავლობაში მოხარშეთ. შემდეგ თინუსთან ერთად ბლენდერში მოათავსეთ. მოხარშეთ კარტოფილი, გაასუფთავეთ და რძის დამატებით, კარტოფილის პიურე გააკეთეთ (ზოგიერთმა შესაძლოა რძის ნაცვლად წყალი გამოიყენოთ). აურიეთ პიურე თევზთან და ყველ პარმეზანთან ერთად. დაუმატეთ ნახევარი მაიონეზი და მიეცით ფორმა. მაცივარში 1 საათის განმავლობაში შეინახეთ. ზევიდან დარჩენილი მაიონეზი მოასხით და ხიზილალათი გააფორმეთ.

ყავა კონიაკითა და მარილით დრო: 10 წუთი ინგრედიენტები: შაქარი: 10 გრ მარილი წყალი: 400 გრ კონიაკი: 40 გრ ნატურალურად დაფქვილი ყავა: 20 გრ

ყავა ფრანგულად, კონიაკითა და მარილით ფილმიდან „ამელი“ იცოდით, რომ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში გადაგვხვდება, მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენსავე თავთან? როცა სხვას რაიმე სასიამოვნოს გაუკეთებთ, აუცილებლად თავადაც იგრძნობთ დიდ აღტაცებას. ფილმში „ამელი“, ოდრი ტოტუს პერსონაჟის ყველა უჩვეულო ქმედება უკავშირდება იმას, რომ სხვები გაახაროს. ამელი თავისი ფანტაზიის სამყაროში ცხოვრობს და ყოველ მომენტს ფერადი საღებავით აფერადებს. ყავაც კი, რომელიც იმ კაფეში მზადდება, სადაც გოგონა მუშაობს, განსაკუთრებით გემრიელი და არომატულია. გსურთ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება? მაშინ უყურეთ „ამელის“ და მოიმზადეთ ყავა ფრანგულად.

როგორ მოვამზადოთ: აადუღეთ ყავა გაზქურაზე (რკინის მადუღარაში ე.წ. ჯეზვეში, რომლითაც თურქულ ყავას ამზადებენ), დაუმატეთ ძალიან ცოტა მარილი და გაანაწილეთ ჭიქებში. თითოეულ მათგანს დაუმატეთ ცოტაოდენი კონიაკი და შაქარი გემოვნებით.

მარტი 2018

65


ხახვის სუფი ფილმიდან „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ ირონიული კინოკომედია 30 წლის გაუთხოვარ ბრიჯიტ ჯონსზე მოგვითხრობს. ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს მასზე: ასაკისგან გამოწვეული კრიზისი, საკუთარ თავში რწმენის ნაკლებობა, მარტოობა, წარუმატებლობა, ზედმეტი კილოგრამები და მავნე ჩვევები. მთავარი გმირი უცებ გადაწყვეტს თავისი ცხოვრება შეცვალოს და შეყვარებული იპოვოს. ცხოვრებისეული თავგადასავლები სწორედ აქედან იწყება. ბრიჯიტი ცდილობს კერძების მომზადებაც ისწავლოს. ერთ საღამოს, მეგობრებსა და „ოცნების მამაკაცზე“ შთაბეჭდილების მოსახდენად, სუფპიურეს მომზადებას გადაწყვეტს. სამწუხაროდ, გმირის დაუდევრობის გამო, კერძი ცისფერ შეფერილობას იღებს. გთავაზობთ ბრიჯიტის რეცეპტს, თუმცა მისი მიხედვა არ დაგავიწყდეთ. ხახვის სუფ-პიურე ბრიჯიტისგან დრო: 20 წუთი +15 წთ გაზქურაზე ინგრედიენტები: გახუხული თეთრი პური: 120 გრ მარილი შავი დაფქვილი პილპილი მწვანე ხახვი: 100 გრ ზეითუნის ზეთი: 30 გრ წყალი პრასი 66

მარტი 2018

როგორ მოვამზადოთ: პრასი დაჭერით, მოათავსეთ ქვაბში, დაფარეთ ლიტრი წყლით და მოხარშეთ. მწვანე ხახვი დაჭერით და ზეითუნის ზეთში მსუბუქად შეწვით. დაამატეთ სუფს, დააყარეთ მარილი და პილპილი. მზა სუფი ოდნავ გააცივეთ, შემდეგ ბლენდერის მეშვეობით პიურედ აქციეთ. დაამატეთ გახუხული პურის კუბები.


ბლინები ფილმიდან „ქარწაღებულნი“ 1861 წლის საგრაფოს ცხოვრება სამოთხედ მოგეჩვენებათ: დაუსრულებელი მეჯლისები, თაყვანისმცემლები, ცხელი ზაფხული და მშვენიერი სამოსი. მაგრამ სკარლეტ ო’ჰარას პრობლემები მაინც ჰქონდა. გოგონას წელზე კაბას ისე უჭერდნენ, რომ მისი სიგრძე მხოლოდ 43 სმ ხდებოდა. ამასთან, სკარლეტს კარგად უნდა ესაუზმა, რათა ვახშამზე ძალიან ცოტა ეჭამა. როგორი იყო საუზმე სკარლეტთან ერთად? წიწიბურას 2 უზარმაზარი ბლინი. გადაეშვით მე-19 საუკუნის სამხრეთ ამერიკის ატმოსფეროში და მოიმზადეთ ისეთი საუზმე, როგორსაც ცნობილ რომანში მიირთმევდნენ. წიწიბურას ბლინები სკარლეტისთვის დრო: 30 წუთი ინგრედიენტები: ქათმის კვერცხი: 200 გრ რძე (2.5%): 250 გრ წიწიბურას ფქვილი: 250 გრ შაქარი: 60 გრ მარილი როგორ მოვამზადოთ: გამოყავით ცილა და კვერცხის გული ერთმანეთისგან. კვერცხის გული შეურიეთ რძეში. აურიეთ მშრალი კომპონენტები: წიწიბურას ფქვილი, შაქარი, მარილი. ცილა ათქვიფეთ. ორივე მასა ერთმანეთს შეურიეთ. გააცხელეთ ტაფა და დაიწყეთ მასის კოვზით მოთავსება. შეწვით ორივე მხრიდან. დაამატეთ თაფლი. მარტი 2018

67


ვახშამი Jack Rabbit Slim’s ფილმიდან „მაკულატურა“ როცა მია უოლესმა გართობა გადაწყვიტა, მუდამ საქმეებით დაკავებული ქმრის გამო, პარტნიორად მისი დაცვის წევრის წაყვანა მოუწია. წყვილი ცნობილ რეტრორესტორანს ეწვია. მენიუ საკმაოდ კონსერვატიული და ამერიკული იყო. მიამ ბურგერი და რძიანი კოქტეილი შეუკვეთა, რომლის მომზადებასაც წუთები სჭირდება. ბურგერი: Big Kahuna დრო: 20 წუთი +10 წთ ინგრედიენტები: მარცვლეულის პური: 100 გრ საქონლის ხორცის ფარში: 80 გრ სალათი ანანასი კონსერვის ქილაში: 20 გრ ხახვი: 10 გრ ჯანჯაფილის ძირები ნიორი ბარბექიუს სოუსი როგორ მოვამზადოთ: ფარში ჯანჯაფილთან და ნიორთან აურიეთ. შეწვით ხორცი მშრალ ტაფაზე ან გრილზე. ანანასის 68

მარტი 2018

ნაჭრები ოდნავ შეწვით ტაფაზე ან გრილზე. პურის ორ ნაჭერს შიგნიდან სოუსი წაუსვით. ერთ-ერთ მათგანზე დადეთ სალათის ფურცელი, შემწვარი ანანასის ნაჭერი, ხორცი, ხახვი და მეორე ნაჭერი თავზე დაახურეთ. სახელწოდება და რეცეპტი სპეციალურად ფილმისთვის მოიგონეს. კოქტეილი: Martin & Lewis დრო: 5 წუთი ინგრედიენტები: ნაღების ნაყინი: 200 გრ რძე (1.5%): 400 გრ ალუბალი ხილის ვაჟინი როგორ მოვამზადოთ: ბლენდერში რძე, ნაყინი და ვაჟინი აურიეთ. მორთეთ ალუბლით.


ორცხობილები ფილმიდან: „მატრიცა“ გიფიქრიათ, რა მისიით მოევლინეთ ქვეყანას? „მატრიცას“ ტრილოგიის გმირმა ნეომ თავისი ყოფის მიზნის შესახებ იცის. კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად, ნეო წინასწარმეტყველს სტუმრობს, რომელიც მას ორცხობილით უმასპინძლდება. ორცხობილები ნეოსთვის დრო: 10 წთ +20 წთ გაზქურაში ინგრედიენტები: ჰერკულესის შვრიის ფანტელები: 140 გრ ქოქოსის ნატეხები შაქარი ფქვილი: 110 გრ თაფლი ვაშლის პიურე: 160 გრ როგორ მოვამზადოთ: ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. ფრთხილად მიეცით ორცხობილას ფორმები. ელექტროღუმელი 180-200 გრადუსზე გააცხელეთ. გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. მარტი 2018

69


სუფის 5 რეცეპტი სიცივეში ძალების აღსადგენად იანვარი – დეტოქსის ტრადიციული დროა. ვარჯიშისა და დიეტისთვის განკუთვნილი პერიოდი. გოგონები ზაფხულისთვის მოსამზადებელ სეზონს გახსნილად აცხადებენ. ამასთან, აქტივობების შემდეგ, წელიწადის ცივ დროს, თბილი და ჯანსაღი საკვები გვჭირდება. წარმოგიდგენთ იდეალურ კომპრომისს – სუფს, რომელიც ძალებს ზედმეტი ძალისხმევის, ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე აღგიდგენთ.

ყველის კრემ-სუფი ქათმით მომზადების დრო: 1 საათი პორცია: 2 პერსონა ინგრედიენტები: ნახევრადმაგარი ყველი – 80 გრამი მდნარი ყველი – 200 გრამი ქათმის ფილე – 400 გრამი სტაფილო – 1ც. ხახვი – 1ც. ქათმის ბულიონი – 300 მლ. ნიორი – 1 კბილი ოხრახუში – 3 ღერო მომზადების წესი: აადუღეთ ბულიონი, ცალკე ტაფაზე შეწვით დაჭრილი ხახვი, ნიორი, სტაფილო და კარტოფილი ოქროსფერ ტონალობამდე. შემწვარი პროდუქტი ბულიონს დაუმატეთ და 10 წუთი საშუალო ცეცხლზე დატოვეთ. ქათმის ფილე შეწვით ტაფაზე და გაზქურაში. მზა ფილე ნაჭრებად დაანაწევრეთ. პროდუქტებით შერეულ ბულიონში დაუმატეთ გახეხილი ნახევრადმაგარი ყველი, აურიეთ, დაუმატეთ მარილი და წიწაკა. სუფი კიდევ 5 წუთი ადუღეთ და ბლენდერით ათქვიფეთ. თეფშზე დაუმატეთ ქათმის ფილე და მორთეთ ოხრახუშით. 70

მარტი 2018


სუფ-პიურე ისპანახითა და ბარდით მომზადების დრო: 45 წუთი პორცია: 5 პერსონა ინგრედიენტები: მწვანე ბარდა – 200 გრამი ხახვი – 80 გრამი ისპანახი – 210 გრამი არაჟანი – 4 სუფრის კოვზი კარტოფილი – 200 გრამი ქათმის ბულიონი – 1,2 ლიტრი ზეითუნის ზეთი – 10 მლ მარილი, წიწაკა მომზადების წესი: ქათმის ბულიონს შეურიეთ დაჭრილი ხახვი, კარტოფილი, ბარდა და ისპანახი. მიღებული მასა ბლენდერით ერთგვაროვან კონსისტენციამდე მიიყვანეთ. ცალკე, წუთის განმავლობაში ზეთში შეწვით ისპანახის ფურცლები. თეფშზე არაჟნით მორთეთ.

ნიორი – 3 კბილი ტომატი – 450 გრამი ტომატის სოუსი – 2 ჭიქა ქათმის ბულიონი – 2 ჭიქა მარილი, წიწაკა

ტომატის სუფი ბრინჯით მომზადების დრო: 1 საათი პორცია: 6 პერსონა

მომზადების წესი: შეწვით ფარში ქონიანი ადგილის შეწითლებამდე. დაამატეთ მოხარშული ბრინჯი, ნიორი, წიწაკა, და ეს ყველაფერი 5 წუთი საშუალო ცეცხლზე დატოვეთ. ფარშს ტომატის სოუსი, ტომატის ნაჭრები, ქათმის ბულიონი და სანელებლები დაუმატეთ. ნახევარი საათის განმავლობაში, დახურულ სახურავში, ჩამქრალ ცეცხლზე დატოვეთ.

ინგრედიენტები: ხორცის ფარში – ნახევარი კილოგრამი ხახვი – 1 ცალი მოხარშული ბრინჯი – 3 ჭიქა დაჭრილი ბულგარული წიწაკა (წითელი და მწვანე) – 1 ჭიქა მარტი 2018

71


მომზადების წესი: წვრილად დაჭრილი ხახვი, კარტოფილი და გოგრა ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. დაამატეთ ცოტაოდენი წყალი და ბოსტნეული დარბილებამდე გააჩერეთ. სუფს შაქრით, მარილითა და თაფლით გემო მიეცით. ბლენდერით კრემოვან მასამდე მიიყვანეთ. ათქვიფეთ მასკარპონე არაჟანთან ერთად. თეფშზე გადატანისას, მორთეთ მასკარპონეთი და გოგრის თესლით. გოგრის კრემ-სუფი მომზადები დროს: 1 საათი პორცია: 4 პერსონა ინგრედიენტები: გოგრა – 1 კგ პრასი – 100 გრ კარტოფილი – 100 გრ თაფლი – 150 გრ არაჟანი – 200 მლ მასკარპონე – 120 გრ ზეითუნის ზეთი შაქარი, მარილი გოგრის თესლი

კარტოფილი სუფი მომზადების დრო: 35 წუთი პორცია: 4 პერსონა ინგრედიენტები: კარტოფილი – 5 ც ხახვი – 2 ც ნიორი – 6 კბილი ძირა – 1 სუფრის კოვზი არაჟანი – 200 მლ მარილი, პილპილი მომზადების წესი: დაჭრილი ხახვი ზეთში ოქროსფერ 72

მარტი 2018

შეფერილობამდე მოშუშეთ. დაუმატეთ მომცროდ დაჭრილი კარტოფილის კუბები, გასუფთავებული ნიორი და ყველაფერი ერთად 10 წუთის განმავლობაში შეწვით. ქვაბში ბოსტნეულს ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით. სუფი მხოლოდ მარილითა და პილპილით შეკაზმეთ და ცეცხლზე 15 წუთი დატოვეთ – კარტოფილის სირბილემდე. შემდეგ დაამატეთ არაჟანი, არ აადუღოთ ბოლომდე და ბლენდერით ერთიანი მასის მიღებამდე თქვიფეთ. ცალკე ტაფაზე, კარაქში, ძირა წუთის განმავლობაში შეწვით. თეფშზე სუფი მიღებული ძირათი მორთეთ.


გემო ვნებიანი


მარტი 2018


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.