OK! Techno Book- issue 47

Page 1

TECHNO BOOK მაისი 2018 ივნისი 2018


INDIE

სრულყოფილი ყავის მანქანა იცნობდეთ, ეს ინდია! – სუპერ-პროფესიონალი მანქანა, რომელიც ბარისტას საკუთარი ოსტატობის გამოვლენის უსაზღვრო შესაძლებლობას აძლევს. მაღალი ტექნოლოგიური ხარისხითა და ინოვაციის 70 წლიანი ტრადიციით, იტალიური Elektra ყავის მოყვარულთა გულებს მთელი მსოფლიოს გარშემო იპყრობს.

ინდი Elektra-ს ახალი სიტყვაა – თანამედროვე, მსუბუქი დიზაინი, ძვირფასი ხელნაკეთი დეტალები; და რაც მთავარია, ტემპერატურის, წყლის რაოდენობის, და ყავის ექსტრაციის სრული კონტროლი ონლაინ რეჟიმში - ეს ყველაფერი ერთად ქმნის მანქანას, რომელიც იდეალურ ესპრესოს ამზადებს!


სარჩევი 13

4 უფასო აპლიკაცია მათთვის, ვისაც სწავლა უყვარს

რობოტი FRIBO მათთვის, ვინც მარტო ცხოვრობს

სკოლის, უნივერსიტეტის თუ კოლეჯის დასრულების შემდეგ, ადამიანები სხვადასხვა წყაროდან ცოდნის მიღებას კვლავ განაგრძობენ, ამაში კი თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად გვეხმარებიან. თ

მარტოობა და იზოლაცია – ეს თანამედროვეობის დიდი პრობლემაა. რამდენიმე გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამ ყველაფერმა შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად იმოქმედოს – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით.

4

სწორედ ამიტომ, სამხრეთ კორეის ინჟინრებმა რობოტი „ფრიბო“ შექმნეს, რომელიც ახალგაზრდა მარტოხელა ადამიანებს სოციალური იზოლაციის გადალახვაში ეხმარება. მოწყობილობა აგროვებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რითაა დაკავებული ადამიანი დღის განმავლობაში შინ ყოფნისას. ამ ინფორმაციის გადაცემა კი მეპატრონის მეგობრისთვისაც შეუძლია, თუ რა თქმა უნდა, მასაც ჰყავს „ფრიბო“. სხვა სახლის რობოტებისგან განსხვავებით, „ფრიბო“ არ ცდილობს სოციალური იყოს, პირიქით – იგი მფლობელის სოციალიზაციის განვითარებას უწყობს ხელს. ასეთი რობოტები

ტექნიკა, რომელზეც ვოცნებობთ

„ფრიბოს“ ესმის შინ ადამიანის მოსვლის თუ მაცივრის გაღების ხმა. ამას „კოლეგა“ რობოტებს ატყობინებს, რომლის მფლობელებსაც უნებურად უჩნდებათ შეკითხვა, თუ რას აპირებს მათი მეგობარი. „ფრიბოს“ შემქმნელებმა პროექტი HRI 2018-ის კონფერენციაზე ცოტა ხნის წინ წარადგინეს. რობოტის მფლობელ ახალგაზრდა ადამიანებში გამოკითხვამ აჩვენა, რომ „ფრიბოს“ მეშვეობით მეგობრებთან მიწერ-მოწერა უფრო ხშირად დაიწყეს.

8

სმარტფონები, რომლებიც 2018 წელს გამოდის

სახლის ჭკვიანი ტექნიკა, რომელიც გადასახადებს შეგიმცირებთ

ყოველწლიურად ბაზარზე ძვირადღირებულ სმარტფონებთან ერთად, პრაქტიკული მოდელები შეღავათიან ფასშიც გამოდის. საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ 2018 წელს.

14

მეგობრებთან ურთიერთბისთვის უნდა გამოვიყენოთ – მოწყობილობა მათ შორის ვირტუალურ სივრცეს ქმნის და შორს მყოფ ადამიანებს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს ერთ ბინაში იმყოფებიან.

26

22

რომელი ტექნოლოგიები შეცვლის სამყაროს უკეთესობისკენ 3 საოცარი ავტომობილი, რომელსაც მომავალ წელს ვიხილავთ

32

2019 წელი ახალი, მაღალტექნოლოგიური მანქანებით მდიდარიი იქნება. ვიდგენენ, ავტომობილების ბრენდები ბევრ საინტერესო მოდელს წარმოგვიდგენენ, ფიქრების რომლებიც ინჟინერიის განვითარებისა და დიზაინერული ჩანაფიქრების მხრივ, საოცრად იხვეწებიან. ყოველწლიურად, ავტომობილები უფრო და უფრო ძლიერი, ეკონომიური და ეკოლოგიურად უსაფრთხო ხდება.

თა თანა ანამე მედრ ედროვ ო ე ოვ ეო ობი ბის ს 4 ყვ ყველ ელა აზ ზე მ ნუ მო უმე მ ნტურ ნტ ტური მე ეგა გაპრ როე ექტი ქტ ტი

36

MERCEDES-ის ახალი, მდიდრული ელექტრომობილი კომპანია Mercedes-ს საკუთარი პირველი სპორტული, ე.წ. ელექტროჯიპის მიმართ დიდი ამბიციები აქვს. Maybach-ის ახალი მოდელის სალონი თეთრი ტყავითაა გაფორმებული. ჭერზე ამოჭრილი ორი პანორამული ფანჯარა ღია სივრცის

შთაბეჭდილებას ქმნის. რაც ყველაზე მთავარია, ავტომობილის მთავარ ღირებულებას სავარძლებს შორის ჩაის დასამზადებელი ელეგანტური უჯრა წარმოადგენს. თუ საქმიან მოლაპარაკებაზე ან რომანტიკულ შეხვედრაზე ადამიანის ჩაიზე დაპატიჟება გსურთ, ამას საკუთარ მანქანაშიც უმაღლეს დონეზე შეძლებთ.

საუკეთესო აპლიკაციები ფოტოების დასამუშავებლად

44

დედამიწის მოსახლეობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობას კომფორტული არსებობისთვის გაცილებით გრანდიოზული პროექტები სჭირდება. წარმოგიდგენთ დღეისათვის ყველაზე შთამბეჭდავ სამშენებლო პროექტებს.

ფოტოების დამუშავება ძირითადად სოციალური პლატფორმისთვის, INSTAGRAM-ისთვის სჭირდებათ, რომელიც ბაზარზე 2010 წელს გაჩნდა და დღეისათვის დარეგისტრირებულთა რაოდენობა 300 მილიონ ადამიანს აჭარბებს. ზოგიერთი აპლიკაციის მეშვეობით, ჯადოსნური ქმედებების განხორციელება შეგვიძლია: მაგალითად, წელის დაპატარავება, მზის ჩახატვა თუ ფერის დამატება.

ივნისი 2018

1


შენი ცხოვრების სტილი!

iSTYLE წარმოადგენს APPLE-ის პროდუქციის რეალიზატორ კომპანიას. საქართველოში iSTYLE-ის პირველი ბრენდული მაღაზია 2016 წელს გაიხსნა სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“, შემდეგ კი პეკინის N7-ში. უკვე მესამე წელია, რაც კომპანია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომავალშიც აპირებს საკუთარი ქსელის გაფართოებას. iSTYLE საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს APPLE-ის პროდუქციის სრულ ასორტიმენტს აქსესუარების ჩათვლით. ასევე, მაღაზიის შოურუმში წარმოდგენილია APPLE-თან დაკავშირებული ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა Beats by Dr. Dre, JBL, Harman Kardon. კომპანია ეწევა სრული სპექტრის პროგრამულ და ტექნიკურ მომსახურებას. ამჟამად, კომპანია საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებელს საუკეთესო გარანტიას საუკეთესო ფასის პირობებში. iSTYLE-ში შეძენილ APPLE-ის ტექნიკაზე, ტექნიკურ აქსესუარებსა და Beats-ის პროდუქციაზე, ვრცელდება ოფიციალური ადგილობრივი და საერთაშორისო გარანტია, რომელიც გულისხმობს ნივთის შეცვლას ახლით მთელი წლის განმავლობაში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. კომპანია iSTYLE-ის მიზანია APPLE-ის სტანდარტის შემოღება საქართველოში და მომხმარებლის მომსახურება ამ სტანდარტის მიხედვით. სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად, 2

ივნისი 2018


მაღაზიებში მომხმარებელთა მომსახურებას APPLE-ის მიერ სერტიფიცირებული მენეჯერები და კონსულტანტები ეწევიან, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ პროგრამულ თუ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით, გაწიონ კონსულტაცია და დაეხმარონ მომხმარებელს. ასევე, iSTYLE-ის მაღაზიების დიზაინი და ინტერიერი შეთანხმებულია APPLE-თან და მოწყობილია APPLE-ის სტანდარტის მიხედვით. iSTYLE წარმოადგენს მომხმარებელზე ორიენტირებულ კომპანიას, რომლის ძირითადი მიზანი მათი მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილებაა. კომპანია საკუთარ კლიენტებს სთავაზობს ლოიალურობის პროგრამებს, რაც გულისხმობს ფასდაკლებას შენაძენზე, სხვადასხვა სახის საჩუქრებს, და მთელი წლის განმავლობაში უფასო პროგრამულ და ტექნიკურ კონსულტაციას. iSTYLE მომავალშიც აპირებს სერვისების გაუმჯობესებასა და საკუთარ კლიენტებზე მაქსიმალურად მორგებას. ასევე,

კომპანიის სურვილია საკუთარი ქსელის გაფართოება, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს APPLE-ის ოფიციალური პროდუქციის შეძენა საუკეთესო ფასისა და გარანტიის პირობებში. რაც მთავარია, კომპანიას სურს თავისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გაზიარება კლიენტებთან და ამით მათი დაახლოება ბრენდთან, რადგან APPLE არ არის უბრალოდ ტექნიკა, რომელსაც იყენებ, არამედ ეს გახლავთ ინოვაციური ცხოვრების სტილი, რომელსაც მისდევ!

www.iSTYLE.ge facebook.com/iSTYLE.ge Tel: +995 (32) 205 23 23 ქ. თბილისი ს/ც “ისთ ფოინთი” პეკინის გამზ. N7 ივნისი 2018

3


4 უფასო აპლიკაცია მათთვის, ვისაც სწავლა უყვარს სკოლის, უნივერსიტეტის თუ კოლეჯის დასრულების შემდეგ, ადამიანები სხვადასხვა წყაროდან ცოდნის მიღებას კვლავ განაგრძობენ, ამაში კი თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად გვეხმარებიან.

4

ივნისი 2018


ივნისი 2018

5


COURSERA უპირველესად, Coursera საიტია, სადაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სხვადასხვა სალექციო მიმართულების ონლაინკურსებია წარმოდგენილი – პროგრამირებიდან დაწყებული, ფოტოგრაფიის გაკვეთილებით დამთავრებული. აქ იპოვით საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც სტენფორდის, პრინსტონის, კოლუმბიის, მიჩიგანისა და პენსილვანიის ლექტორებმა შეადგინეს. Coursera-ს ოფიციალური აპლიკაცია აქვს, რომლის მეშვეობით ცოდნის მიღებას სმარტფონით შეძლებთ.

TED TED-ის ლექციები, პრაქტიკულობასთან და ხელმისაწვდომობასთან ერთად, ცოდნის მიღების გენიალური წყაროა. ყოველწლიურად, ფონდი კონფერენციას აწარმოებს, სადაც სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები საკუთარ პროფესიაში ახალი მიღწევების შესახებ საუბრობენ. ვიდეორგოლები საიტზე და ოფიციალურ აპლიკაციაში ქვეყნდება.

6

ივნისი 2018


ITUNES U ეს შემეცნებითი მასალების მსოფლიოს უდიდესი კატალოგია. აპლიკაცია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის შეიმუშავეს. პირველები მისი მეშვეობით სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას შეძლებენ, მეორეებისთვის კი უფასო კურსები იქნება ხელმისაწვდომი. აპლიკაცია მილიონზე მეტ ლექციას, რგოლს, წიგნს და სხვა მასალას მოიცავს, რომელიც ჰარვარდს, იელს, ოქსფორდს და სხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტებს ეკუთვნის. აქ ყველაფერს შეისწავლით: ბიზნესეთიკიდან დაწყებული, მათემატიკითა და ისტორიით დასრულებული.

SWIFT PLAYGROUNDS პროგრამირება ახლა იგივეა, რაც PR-ი 2000-იანებში: ყველას სურს მისით დაკავდეს, მაგრამ არ იციან სად ასწავლიან კარგად. ეს აპლიკაცია ძვირადღირებულ კურსებს ანაცვლებს და Swiftზე პროგრამირების შემსწავლელ ადამიანებს გამოადგებათ. სხვადასხვა საკითხი სათამაშო პროგრამითაა ახსნილი და არასტანდარტული დავალებების შესრულებით დაგახელოვნებთ. ივნისი 2018

7


ტექნიკა, რომელზეც ვოცნებობთ ტექნიკური მიღწევები მოლოდინს ყოველთვის აჭარბებს. „ჭკვიანი ნივთები“ ჩვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და მარტივს ხდის. წარმოგიდგენთ ამ წლის ყველაზე ტრენდულ მოწყობილობებს, რომლებიც საოცნებო ტექნიკად აღიარეს.

8

ივნისი 2018


ივნისი 2018

9


რეტრომაცივარი HANSA ვისაც მიაჩნია, რომ სამზარეულოში ვინტაჟური დეტალების დამატება უადგილოა, Hansa-ს კომპაქტური მაცივრების სერია არ უნახავს. ეს დიზაინერული ობიექტი ამერიკული კლასიკური სტილის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს, სტუდიოს ტიპის ბინებსაც შეეფერება და მდიდრულ „პროვანსსაც“. ბრენდი ტექნიკას 7 ნათელ ფერში გვთავაზობს – წითელიდან ფირუზისფრამდე. ამასთან, გარეგნული იერსახე შიგთავსისგან სრულიად განსხვავდება: მაცივარი უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

10

ივნისი 2018

ყავის აპარატი SMEG გასული საუკუნის 50-იანი წლების ინტერიერის მოდა იტალიელებმაც აიტაცეს: Smeg ესპრესოს დასამზადებელი ყავის აპარატი ჯერ გასაყიდად გამოსულიც კი არ იყო, რომ სასურველ ნივთად იქცა მათთვისაც კი, ვინც ყავის დიდი მოყვარული საერთოდ არაა. მოწყობილობა 4 მოდურ ფერშია წარმოდგენილი: წითელში, შავში, ხორცისფერსა და პასტელურ ცისფერში. ტექნიკური მონაცემებიც საკმაოდ მიმზიდველია: მეტალის კორპუსი, მართვის ხელსაყრელი პანელი, 2 ჭიქის მისათითებელი ღილაკი, ყავის ტემპერატურის 3 დონე, რაოდენობის რეგულირება... მოკლედ, მისი მეშვეობით, ესპრესოსა და კაპუჩინოს მომზადებას უსწრაფესად და სასურველ კონდიციაზე შეძლებთ.


საათი WHAT? WATCH RADAR ავსტრიელი მეწარმეები, რომლებიც ბრენდ What? Watch-ში მუშაობენ, „ჭკვიანი საათების“ შექმნას განაგრძობენ. თუ მათი წინა მოდელი შეხვედრებს გახსენებდათ, ახლის ეკრანის დიზაინი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით იცვლება. ყველა საათის დიზაინი კი უნიკალურია. მსგავსი პროდუქტის შექმნისას, მათ საომარი რადარები შთააგონებდათ.

აიპადი APPLE PENCIL-ის მხარდაჭერით ახალი 9.7 დიუიმის აიპადი ხელმისაწვდომი ახლახან გახდა. ყველაზე პოპულარული აიპადი APPLE PENCIL-ის მხარდაჭერას ფლობს, რომელიც iPad Pro-ს აქსესუარად წარადგინეს. Apple Pencil წერისას და ხატვისას საოცრად მოხერხებული და დახვეწილია.

ივნისი 2018

11


ჰაერის გამწმენდი საშუალება DYSON PURE COOL ეკოლოგიისა და ჰაერის დაბინძურების საკითხი უკანასკნელი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მწვავედ დგას. ეს უკვე არა მხოლოდ მეგაპოლისის, არამედ ქალაქგარეთ მცხოვრებთა პრობლემაც გახდა. ჰაერის ახალი გამწმენდი საშუალება, რომელიც გასაყიდად მიმდინარე პერიოდში გამოდის, პრობლემას 99,95%-ით გადაჭრის. შენობაში ჰაერი იმ ნაწილებშიც კი გასუფთავდება, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს.

სმარტფონი OPPO F7 ამ სმარტფონს უკვე გახმაურებული სელფის კამერა აქვს. ავტოპორტრეტების გადაღება HDR ხარისხშია შესაძლებელი, გაფართოება კი 25 მეგაპიქსელით ხდება. მოწყობილობას, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, გარეგნობის შესწავლა და თითოეული ადამიანის ფოტოს ინდივიდუალურად დამუშავება შეუძლია, რითაც მის ბუნებრივობას ინარჩუნებს. სურათის დამუშავებისას, რეჟიმი მფლობელის უპირატესობებს იმახსოვრებს და შემდეგ გადაღებულ ფოტოებსაც ავტომატურად მსგავს კორექციას უკეთებს. 12

ივნისი 2018


რობოტი FRIBO მათთვის, ვინც მარტო ცხოვრობს მარტოობა და იზოლაცია – ეს თანამედროვეობის დიდი პრობლემაა. რამდენიმე გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამ ყველაფერმა შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად იმოქმედოს – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კორეის ინჟინრებმა რობოტი „ფრიბო“ შექმნეს, რომელიც ახალგაზრდა მარტოხელა ადამიანებს სოციალური იზოლაციის გადალახვაში ეხმარება. მოწყობილობა აგროვებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რითაა დაკავებული ადამიანი დღის განმავლობაში შინ ყოფნისას. ამ ინფორმაციის გადაცემა კი მეპატრონის მეგობრისთვისაც შეუძლია, თუ რა თქმა უნდა, მასაც ჰყავს „ფრიბო“. სხვა სახლის რობოტებისგან განსხვავებით, „ფრიბო“ არ ცდილობს სოციალური იყოს, პირიქით – იგი მფლობელის სოციალიზაციის

განვითარებას უწყობს ხელს. ასეთი რობოტები მეგობრებთან ურთიერთბისთვის უნდა გამოვიყენოთ – მოწყობილობა მათ შორის ვირტუალურ სივრცეს ქმნის და შორს მყოფ ადამიანებს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს ერთ ბინაში იმყოფებიან. „ფრიბოს“ ესმის შინ ადამიანის მოსვლის თუ მაცივრის გაღების ხმა. ამას „კოლეგა“ რობოტებს ატყობინებს, რომლის მფლობელებსაც უნებურად უჩნდებათ შეკითხვა, თუ რას აპირებს მათი მეგობარი. „ფრიბოს“ შემქმნელებმა პროექტი HRI 2018-ის კონფერენციაზე ცოტა ხნის წინ წარადგინეს. რობოტის მფლობელ ახალგაზრდა ადამიანებში გამოკითხვამ აჩვენა, რომ „ფრიბოს“ მეშვეობით მეგობრებთან მიწერ-მოწერა უფრო ხშირად დაიწყეს.

ივნისი 2018

13


14

ივნისი 2018


სმარტფონები, რომლებიც 2018 წელს გამოდის ყოველწლიურად ბაზარზე ძვირადღირებულ სმარტფონებთან ერთად, პრაქტიკული მოდელები შეღავათიან ფასშიც გამოდის. საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ 2018 წელს.

ივნისი 2018

15


APPLE IPHONE 9 გამოსვლის დრო: სექტემბერი, ოქტომბერი ფასი: 900 დოლარიდან მიუხედავად იმისა, რომ პრემიერამდე ნახევარი წელი დარჩა, IPHONE 9-ზე თითქმის ყველაფერი ცნობილია: 6.1 დიუიმის ეკრანი, მეტალის კორპუსი, წყალგამძლეობა... IPHONE-ის მე-9 მოდელი უნივერსალური იქნება, რომელსაც შემოდგომის მთავარი ბესტსელერის სტატუსს უწინასწარმეტყველებენ.

ONEPLUS 6 გამოსვლის დრო: მაისი ფასი: 500 დოლარიდან ჩინეთის მიერ წარმოებული ახალი სმარტფონი უფრო მეტად ავთენტურია, ვიდრე „აიფონის“ მოდელები. OnePlus 6 სამი მნიშვნელოვანი დეტალით გამოირჩევა: ფასით, პროცესორით და დამუხტვის სიჩქარით – ენერგიის 50% შეერთებიდან 20 წუთში იმუხტება.

16

ივნისი 2018


XIAOMI MI7 გამოსვლის დრო: ივნისი, ივლისი ფასი: 400 დოლარიდან აზიის ყველაზე რეზონანსული კომპანია ინოვაციებით გვაოცებს. აღსანიშნავია, რომ Xiaomi Mi7-ს თითის ანაბეჭდისთვის სკანერი ექნება დამონტაჟებული. თუმცა, გარდა ამისა, ახალი მოდელი OLED-ეკრანით, საოცარი ელემენტით და გრანდიოზული პროცესორით გამოირჩევა.

XIAOMI MI A2 გამოსვლის დრო: ზაფხული ფასი: 300 დოლარი Mi A2 Android-ის საოცარი გამართულობით გამოირჩევა. Xiaomi-ს ამ მოდელს 6-დიუიმიანი ეკრანი, 20+8-მეგაპიქსელიანი ორმაგი კამერა და 64 გბ-იანი მეხსიერება აქვს. რაც შეეხება პროცესორს, სმარტფონში Snapdragon 626-ია დამონტაჟებული.

ივნისი 2018

17


SAMSUNG GALAXY S9 MINI გამოსვლის დრო: ივნისის ბოლოს ფასი: 650 დოლარი Samsung-ს თითქოს არ სურს „აიფონს“ კონკურენცია გაუწიოს და მთელი ძალისხმევით საკუთარ S ხაზის განვითარებაზეა ფოკუსირებული. 2018 წელს კორეელები მიხვდნენ, რომ მსოფლიოს პატარა სმარტფონები აკლია. Galaxy S9 mini გარეგნულად სოლიდური და მოდური იქნება. ძირითადად, 3 ცვლილებას უნდა ველოდოთ: 5.8 დიუიმიან ეკრანს 5 დიუიმიანით ჩაანაცვლებენ, რათა სმარტფონი ცალი ხელით გამოყენებისთვისაც ოპტიმიზებული იყოს და მომხმარებელს მეორე ხელის გამოყენება არ დასჭირდეს; მეორე მხრივ, მას შედარებით დაბალფასიანი, თუმცა კარგი პროცესორი ექნება. მესამე კი კამერაა – ისეთივე, როგორიც S8+-ის.

HUAWEI HONOR 10 გამოსვლის დრო: მაისი ფასი: 450 დოლარი „ჰუავეი“ ბოლო სეზონების განმავლობაში მოდელებს საოცრად ავითარებს და ტექნოლოგიური მიღწევებით მთელ მსოფლიოს აოცებს. ახალი Honor 10 5.8 დიუიმიანი FullHD ეკრანით, საფირმო პროცესორით Kirin 970, 6 გბ ოპერატიული მეხსიერებით, წყალგამტარობით და Huawei P20-ის საოცარი კამერით ხასიათდება. წესით, ახალი მოდელი ბაზარს მინუსებისა და კომპრომისების გარეშე დაიპყრობს. 18

ივნისი 2018


ივნისი 2018

19


რა უნდა იცოდეთ კონდიციონერების შესახებ

ხარჯზე, თანამედროვე მომხმარებელს შეუძლია ამოარჩიოს მისთვის იდეალურად გამოსადეგი კონდიციონერი.

ჰაერის კონდიცირება საშუალებას იძლევა შეიქმნას კომფორტული პირობები ადამიანების მუშაობისა და ტექნიკის სწორი ფუნქციონირებისთვის. კონდიციონერის არჩევა დამოკიდებულია ნაგებობის ზომებზე და კონფიგურაციაზე, ასევე მის დანიშნულებაზე. საყოფაცხოვრებო, კომერციული და საწარმოო კონდიციონერები მუდმივად განიცდიან სრულყოფას, რათა გაფართოვდეს ნაგებობებში ტემპტერატურული კონტროლი და შემცირდეს ადამიანებზე ნეგატიური ზემოქმედება. მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლები უშვებენ კონდიციონერების სხვადასხვა სახეობას, აბანდებენ რა საკუთარი ბიზნესის სამეცნიეროკვლევით ნაწილში მნიშვნელოვან რესურსებს. ამის

როგორი სახის საყოფაცხოვრებო კონდიციონერები არსებობს და რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან თანამედროვე კონდიციონერები ერთმანეთისგან ტემპერატურის რეგულირების მეთოდით, გამოყენებით და დაყენების ადგილით განსხვავდებიან. ინვერტორული კონდიციონერები ინვერტორული ტიპის კონდიციონერები იყენებენ ცვლადი დენის ინვერტირების პრინციპს მუდმივ დენში, შემდგომ ცვლადი დენის ფორმირებით მოთხოვნილი სიხშირით. ამის ხარჯზე იცვლება კომპრესორის ძრავის ბრუნვის სიხშირე – ეს ნიშნავს, რომ იცვლება კონდიციონერის მწარმოებლობაც. ასეთი კონდიციონერის რეგულირება შესაძლებელია მარტივად განხორციელდეს.


არაინვერტორული კონდიციონერები არაინვერტორული კონდიციონერები ინარჩუნებენ აუცილებელ ტემპერატურას, პერიოდულად რთავენ/ჩართავენ კომპრესორს, რის ხარჯზეც მეტი ელექტროენერგია იხარჯება. არაინვერტორული კონდიციონერების რეგულირება გაცილებით რთულია და ისინი ნელა ცვლიან ტემპერატურას შენობაში. მათი არსებითი უპირატესობა, ინვერტორულ კონდიციონერებთან შედარებით, მხოლოდ დაბალი ღირებულებაა. კედლის ტიპის კონდიციონერები (სპლიტსისტემები, მულტი სპლიტ-სისტემები) კედლის ტიპის კონდიციონერი იდეალურად

მოუხდება მცირე ზომის შენობებს. არსებობს ასეთი კონდიციონერების ორი ძირითადი სახეობა: სპლიტსისტემები და მულტი სპლიტ-სისტემები. სპლიტ-სისტემის კონდიციონერები წარმოადგენენ ორ ბლოკს – მცირე შიდა და მასიური გარეთას სახით. გარეთა ბლოკში განთავსებულია ყველაზე ხმაურიანი ელემენტები. მულტი სპლიტ-სისტემა იქმნება რამდენიმე შიდა ბლოკის მიერთებით ერთ გარე ბლოკთან. ეს საშუალებას იძლევა, შენარჩუნებულ იქნას შენობის გარე სახე. აღნიშნული ტიპის კონდიციონერების დიდი არჩევანია „მეტრომარტის“ ხუთივე ჰიპერმარკეტში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში.

4 მნიშვნელოვანი მიზეზი ინვერტორული კონდიციონერის სასარგებლოდ • ნაკლებად ხმაურიანია • სწრაფად აგრილებს, რადგან ჩართვის დროს მეტი სიმძლავრით იწყებს მუშაობას • გაცილებით ეკონომიურია, რადგან მოიხმარს 15%-50%ით ნაკლებ ენერგიას • მუდმივად ინარჩუნებს სიგრილეს, რადგან ჩვეულებრივი კონდიციონერისგან განსხვავებით, მუშაობს დაბალ ბრუნვაზე და პერიოდულად არ ითიშება.

თბილისი – სადგურის მოედანი „თბილისი ცენტრალის“ მე-2 სართული თბილისი – სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“ რუსთავი – კლდიაშვილი/მეგობრობის გამზირი #23 ქუთაისი – ჭავჭავაძის გამზირი N61, სამტრედიის ხიდის მიმდებარედ ბათუმი – ჭავჭავაძის #119/131 (სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორია) www.metromart.ge facebook.com/Metromarti/ ტელ.: 2 000 555


22

ივნისი 2018


რომელი ტექნოლოგიები შეცვლის სამყაროს უკეთესობისკენ ივნისი 2018

23


კონფერენციაზე Think-2018 კომპანია IBM-მა დააანონსა, თუ რომელ ტექნოლოგიებს უნდა ველოდოთ უახლოესი 5 წლის განმავლობაში, როგორ შეცვლის ჩვენს ცხოვრებას კარდინალურად კვანტური კომპიუტერები თუ მიკროსკოპები. კვლევაში მონაწილეობა 3 ათასმა მეცნიერმა მიიღო. IBM Research მსგავს პროგნოზებს უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია, რაც აქვეყნებს. ჯერ კიდევ 2011 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ ციფრული ტექნოლოგიის სამყაროში უთანასწორობა გაქრება, პაროლები საჭირო აღარ იქნება, სპამი კი პირად ინტერესებს შეისწავლის და ფოსტას მეტად სასარგებლოს გახდის. მართალია თარგეთინგი (მომხმარებლის უპირატესობები) უფრო მეტად დაიხვეწა, მაგრამ სპამი მაინც პრობლემად რჩება. ეს ტექნოლოგიები აუცილებლად ბევრს შეცვლის, მაგრამ პროცესი შესაძლოა ნელი ტემპით განვითარდეს. რობოტი მიკროსკოპები კომპანიის მოლოდინის მიხედვით, 2025 წელს პლანეტის მოსახლეობის ნახევარი ისეთ ტერიტორიებზე იცხოვრებს, სადაც წყლის შეზღუდული რაოდენობა იქნება. ამიტომ აუცილებელია გავიგოთ, რა მოსდით დედამიწაზე წყლის რესურსებს. მეცნიერები ქიმიური ნივთიერებების აღმოსაჩენად სენსორებს იყენებენ, მაგრამ ამ ხელსაწყოებს სიტუაციის პროგნოზი არ შეუძლია. მაგალითად, აპარატები ვერ განსაზღვრავს არატიპურ დაბინძურებას, ან წყლებში ახალი მცხოვრებლების გაჩენას. 24

ივნისი 2018

საკითხს პოტენციურად მინიატურული 3D-მიკროსკოპები გადაწყვეტს. ბევრი ასეთი ხელსაწყო, რომელიც უსადენო ქსელითაა დაკავშირებული და LED-სინათლითაა აღჭურვილი, ოკეანეების, მდინარეებისა და ტბების ყველაზე პატარა ბინადრებს შეისწავლის. პლანქტონი კვებით ჯაჭვში ძალზე ქვემოთაა. მოწყობილობა ამ მიკროორგანიზმების ადგილსამყოფელს სამ განზომილებაში შეისწავლის, დააკვირდება გადაადგილებას, გამოააშკარავებს მათ მრავალფეროვნებას და შეინახავს „ციფრულ ანაბეჭდს“. მართალია ადამიანის თვალი პლანქტონს ვერ ხედავს, მაგრამ ეს უკანასკნელნი საკუთარ საარსებო გარემოში ნებისმიერ ცვლილებას გრძნობენ. თუ მეცნიერები გაიგებენ მათ ქმედებებსა და რეაქციებს, წყლის სამყაროში მიმდინარე მოვლენებსაც შეიცნობენ.


ბლოკი სიყალბის წინააღმდეგ როცა ავტომობილს სარემონტოდ აბარებთ, არ გაქვთ გარანტია, რომ ორიგინალ ნაწილებს დაგიყენებენ. ანდრეას ქაინდის თქმით, რომელიც IBM-ის კვლევით ჯგუფს მეთაურობს და Blockchain-ის მიმართულებით მუშაობს, ბაზარზე არსებული ავტომობილების 40%-ის კომპონენტები გაყალბებულია. ჯანმრთელობის დაცვის საკითხში ეს პრობლემა ნაკლებად კრიტიკული არაა: ზოგიერთ ქვეყანაში მედიკამენტების 70% ვერ გიშველით. ყოველწლიურად, ყალბ ნაწარმს გლობალურ ეკონომიკაში 600 მილიარდი დოლარი შეაქვს. იმისათვის, რომ ამ პრობლემას ვებრძოლოთ და სამყაროს დავეხმაროთ, კომპანიამ ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა. Blockchain-ის მეშვეობით, იგი ნებისმიერ ნაწარმს შეისწავლის, ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე კი გაიგებს, ნამდვილად სანდო მწარმოებელმა გამოუშვა თუ არა ესა თუ ის კონკრეტული ობიექტი.

მეთოდი ისევე მუშაობს, როგორც ყუთზე განთავსებული ჰოლოგრამა ან ლიცენზიის კოდი. ამ ოპერაციას დრო და უამრავი რესურსი სჭირდება. კვანტური კომპიუტერები ამ დავალებას გაცილებით მარტივად გაუმკლავდება. კვანტური კომპიუტერები ტექნოლოგიაში ახალი არ გახლავთ. უკანასკნელი წლების განმავლობაში, მათზე სხვადასხვა კომპანია საუბრობს. წელიწადზე მეტია, რაც IBM-მა საზოგადოებისთვის პირველი მსგავსი კომპიუტერი გამოიტანა, ახლა კი აცხადებენ, რომ კვანტური კომპიუტერები უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, შემდეგ კი სკოლის მოსწავლეებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. კომპიუტერები დაგვეხმარება, გადავჭრათ ყველაზე რთული სამეცნიერო პრობლემები, შევქმნათ დახვეწილი ნეირონული ქსელები და ზოგადად, ყველა სფეროში, სადაც სერიოზული რესურსებია საჭირო, მნიშვნელოვნად დაგვეხმარება.

ივნისი 2018

25


სახლის ჭკვიანი ტექნიკა, რომელიც გადასახადებს შეგიმცირებთ

26

ივნისი 2018


როცა საქმე სახლის გადასახადების ეკონომიას ეხება, შეგვიძლია თანამედროვე ტექნიკას თამამად ვენდოთ. ხანდახან გარკვეული თანხის დახარჯვა მომავალში ფულის დაზოგვის პერსპექტივა ხდება. წარმოგიდგენთ 6 გაჯეტს, რომელსაც ეს შეუძლია.

ივნისი 2018

27


თერმოსტატი Nest E Smart Thermostat $169 ელექტროენერგიაზე ეკონომიას თუ აპირებთ, ეს გაჯეტი დაგეხმარებათ. ჭკვიანი მოწყობილობა ტემპერატურას სხვადასხვა გარემოებების მიხედვით ცვლის. იგი სწავლობს თქვენს ქმედებებს, ხვდება როდის არ ხართ შინ და გათბობის თუ კონდიციონერის მუშაობას ამცირებს. ამრიგად, ენერგია ტყუილუბრალოდ არ იხარჯება. მისი კონტროლი სმარტფონითაცაა შესაძლებელი. გაჯეტი მომხმარებელს წლიურად 145 $-ს უზოგავს.

სამზარეულოს ქურა Crock-Pot 5-in-1 $149.99 კვლევების მიხედვით, რიგითი ამერიკელი წელიწადში 3000 $-ს გარეთ ჭამაზე ხარჯავს. ეს გაჯეტი კი მოგცემთ საშუალებას სავახშმოდ საყვარელ სამზარეულოს მიაკითხოთ. ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეძლებთ შეწვათ, მოხარშოთ, გამოაცხოთ... დააყენეთ მომზადების დრო და შინ გემრიელ, ცხელ კერძთან დაბრუნდით. 28

ივნისი 2018


Wi-Fi-ს ტალღების მცველი – Tonbux $30.99 თერმოსტატის მსგავსად, ეს მოწყობილობა შინ არყოფნისას ელექტროენერგიას დაგიზოგავთ. აპლიკაციის მეშვეობით, სინათლისა და სხვა ელექტრომექანიზმების გაკონტროლებას შეძლებთ.

Panasonic-ის დამუხტული ბატარეები $ 12.48 ტიპური ბატარეებისგან განსხვავებით, მათი ხელმეორედ გამოყენება 2100-ჯერ შეგიძლიათ. აღარ მოგიწევთ მაღაზიაში გაქცევა ახალი ბატარეების შესაძენად და არც მათი ყიდვის დავიწყებას ინანებთ. გამოიყენეთ ისინი ძალიან დიდხანს!

სენსორული ჩამრთველი Lutron Maestro $29 ეს მოწყობილობა კი ნათურების გათიშვას ემსახურება. ყველა ოთახში დამონტაჟებით, ყოველთვიური გადასახადების შემცირებას შეძლებთ.

ივნისი 2018

29


WaterHawk ჭკვიანი შხაპი $49.99 WaterHawk-ის ჭკვიან შხაპს ეკრანი აქვს დამონტაჟებული, რომელიც წუთის განმავლობაში გამოყენებული წყლის რაოდენობას გაჩვენებთ. მოწყობილობა წყლის ენერგიითაა აღჭურვილი და დამატებით წყაროებს არ საჭიროებს. იგი ტემპერატურასაც აკონტროლებს.

30

ივნისი 2018


ივნისი 2018

31


3 საოცარი ავტომობილი, რომელსაც მომავალ წელს ვიხილავთ 2019 წელი ახალი, მაღალტექნოლოგიური მანქანებით მდიდარი იქნება. ავტომობილების ბრენდები ბევრ საინტერესო მოდელს წარმოგვიდგენენ, რომლებიც ინჟინერიის განვითარებისა და დიზაინერული ჩანაფიქრების მხრივ, საოცრად იხვეწებიან. ყოველწლიურად, ავტომობილები უფრო და უფრო ძლიერი, ეკონომიური და ეკოლოგიურად უსაფრთხო ხდება.

MERCEDES-ის ახალი, მდიდრული ელექტრომობილი კომპანია Mercedes-ს საკუთარი პირველი სპორტული, ე.წ. ელექტროჯიპის მიმართ დიდი ამბიციები აქვს. Maybach-ის ახალი მოდელის სალონი თეთრი ტყავითაა გაფორმებული. ჭერზე ამოჭრილი ორი პანორამული ფანჯარა ღია სივრცის 32

ივნისი 2018

შთაბეჭდილებას ქმნის. რაც ყველაზე მთავარია, ავტომობილის მთავარ ღირებულებას სავარძლებს შორის ჩაის დასამზადებელი ელეგანტური უჯრა წარმოადგენს. თუ საქმიან მოლაპარაკებაზე ან რომანტიკულ შეხვედრაზე ადამიანის ჩაიზე დაპატიჟება გსურთ, ამას საკუთარ მანქანაშიც უმაღლეს დონეზე შეძლებთ.


4 ელექტრული ძრავა, რომელიც თითოეულ ბორბალს საკუთარი აქვს, 750 ცხენის ძალას ქმნის. ერთი დამუხტვით კი მანქანა 300 კილომეტრს დაფარავს. თუმცა, Maybach-ის ახალი მოდელი მთლიანად ინტერიერზეა ფოკუსირებული და რაღაც დიადს წარმოგვიდგენს, კერძოდ კი –„სიმდიდრეს“. საოცრად სახვეწილ სავარძლებს მასაჟის „შემოთავაზებაც“ კი შეუძლია. ბრენდი გეგმავს, რომ მოდელი წარმოებაში 2019 წელს გადასცეს, მანამდე კი, წლის ბოლოს, ლოს-ანჯელესის ავტომობილთა გამოფენაზე წარადგენს. ივნისი 2018

33


HONDA URBAN EV Honda-მ დაადასტურა, რომ მომავალ წელს Urban EVის პროტოტიპის სერიული ვერსია გამოვა. ეს ბრენდის პირველი ავტომობილი იქნება, რომელიც ევროპაში იმაზე ადრე მოხვდება, ვიდრე იაპონიაში. კომპანიის უფროსი აცხადებს, რომ ევროპაში ელექტრომობილების გამოყენება იმაზე სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე მსოფლიოს სხვა ადგილებში, ამიტომ ამჯერად სწორედ ამ კონტინენტზე მოახდენენ ფოკუსირებას. ელექტრული ავტომობილი ახალ, სპეციალურ ელექტრულ პლატფორმაზეა აგებული. ავტომობილის სიგრძე 3895 მმ-ია. სალონში, ფართო შუშის დახმარებით, მაქსიმალური ხილვადობა იქმნება. პანორამული ფანჯრის ქვეშ, საჭე და რამდენიმე ღილაკია დამონტაჟებული. ავტომობილი 4 ადამიანის მოთავსებაზეა გათვლილი.

34

ივნისი 2018


BMW 8-SERIES GRAN COUPE კომპანია BMW საკუთარი მე-8 სერიის აღორძინებითაა დაკავებული და მუშაობას ორკარიანი მოდელებით იწყებს. მე-8 სერია ლუქსკლასის ავტომობილების ბაზარზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. „ვნება, დინამიკა და გრძელ გზებზე საიმედოდ სიარული – ეს ყველაფერი ჩვენს ახალ მანქანას აღწერს“, – განაცხადა BMW-ს ხელმძღვანელმა. ახალი მოდელი, სპორტულ მოდიფიკაციასთან ერთად, კაბრიოლეტით იქნება წარმოდგენილი. Gran Coupe ძრავის რამდენიმე ვარიანტით აღიჭურვება, მათ შორის – V8 და V12-ით. მოდელი 2019 წლის შემოდგომაზე გაიყიდება. ივნისი 2018

35


36

ივნისი 2018


დედამიწის მოსახლეობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობას კომფორტული არსებობისთვის გაცილებით გრანდიოზული პროექტები სჭირდება. წარმოგიდგენთ დღეისათვის ყველაზე შთამბეჭდავ სამშენებლო პროექტებს.

ივნისი 2018

37


გოტარდის გვირაბი, შვეიცარია მსოფლიოს ყველაზე გრძელი და ღრმა სარკინიგზო გვირაბი შვეიცარიის ალპებში გადის. მისი მშენებლობა 20 წელი მიმდინარეობდა, თუმცა მხოლოდ 2016 წელს გაიხსნა. მგზავრებს საშუალება მიეცათ ციურიხიდან მილანში გამგზავრებულიყვნენ. ერთი ლოკაციიდან მეორემდე მისაღწევად, სულ რაღაც 2 საათი და 50 წუთია საჭირო. გვირაბის სიგრძე 57,1 კმ-ს წარმოადგენს.

ევროგვირაბი, დიდი ბრიტანეთი/საფრანგეთი ლა-მანშის სრუტეზე გამავალი გვირაბი ევროპას დიდი ბრიტანეთის კუნძულთან აერთებს. სრული 51 კილომეტრიდან, 39 კმ სრუტის ქვეშაა მოქცეული. პროექტი, რომელსაც 6 წელი ამუშავებდნენ, მსოფლიოს ყველაზე ფართო წყალქვეშა გვირაბია.

38

ივნისი 2018


პორტ-მენის ხიდი, ვანკუვერი ეს გრანდიოზული ნაგებობა 2012 წელს აღმართეს და დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე განიერ ხიდს წარმოადგენდა. საიმედო სამაგრებისთვის ფოლადის 288 ბაგირი დასჭირდათ.

პანამის არხი, პანამა ცნობილი არხი 1914 წელს გათხარეს, თუმცა ტექნოლოგიური ინდუსტრია ერთ ადგილს არასოდეს ტკეპნის. 2016 წელს არხისთვის ახალი პროექტი შეიმუშავეს, რომელიც მის სიგრძეს 6 კილომეტრზე მეტად გააფართოებდა. საბოლოოდ, მასშტაბურ მშენებლობას 4 400 000 კუბური მეტრი ბეტონი დასჭირდა.

ივნისი 2018

39


40

ივნისი 2018


უკეთესი, ვიდრე კინოთეატრში: SONY-მ ტელევიზორების ახალი მოდელები გამოუშვა არასტანდარტული ფუნქციებით

გიცდიათ გაერკვეთ, რას ნიშნავს OLED, HDR და ACOUSTIC SURFACE? მათი გაგონება თითქოს გვაფრთხობს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით საინტერესოა. ივნისი 2018

41


რაში გვჭირდება კონტრასტები? ახალი მოდელების უპირატესობა ფორმატ HDR-ის მხარდაჭერაა. ეს აბრევიატურა „მაღალ დინამიკურ ასორტიმენტს“ ნიშნავს. სიტყვა „მაღალში“ ფერების თამაში იგულისხმება – არსებულიდან მუქამდე. როცა სინათლის დიაპაზონი იზრდება, ახალი ფერები და ელფერი ჩნდება, გამოსახულება კი უფრო მეტად მოცულობითი ჩანს. ფერთა დიაპაზონი ფართოვდება, HDR ფორმატი ფერთა კონტრასტებს გადმოსცემს, ობიექტები გაცილებით გამოკვეთილი ხდება... რატომ თხელი ეკრანი? A1 სერიის ტელევიზორები OLED მონიტორებითაა აღჭურვილი. ეკრანი უამრავი პატარა ნათურისგან შედგება, რომლებიც დამოუკიდებლად ანათებენ. OLED-ის ნაწილაკები იმდენად პატარაა, რომ დამცავ შუშას ან პანელს არ საჭიროებს, ამიტომ ეკრანის სისქე შესაძლოა მილიმეტრს უდრიდეს. გათიშულ მდგომარეობაში OLED საერთოდ არ ასხივებს და ფერებს რეალისტურად გადმოსცემს. 42

ივნისი 2018


საიდან ისმის ხმა? სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით, ხმა ეკრანის მთელ სიბრტყეზე გადაიცემა, ამიტომ მონიტორს ზედმეტი წერტილოვანი დეტალები არ სჭირდება. ახალ ტელევიზორს აკუსტიკური ტექნოლოგია უმაღლეს დონეზე აქვს დამონტაჟებული. მოდელის ოპერაციული სისტემა Android 6.0 Marshmallow-ს ბაზაზეა განახლებული. მენიუში სპეციალური განყოფილებაა, სადაც ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს მიიღებთ.

ივნისი 2018

43


საუკეთესო აპლიკაციები ფოტოების დასამუშავებლად

ფოტოების დამუშავება ძირითადად სოციალური პლატფორმისთვის, INSTAGRAM-ისთვის სჭირდებათ, რომელიც ბაზარზე 2010 წელს გაჩნდა და დღეისათვის დარეგისტრირებულთა რაოდენობა 300 მილიონ ადამიანს აჭარბებს. ზოგიერთი აპლიკაციის მეშვეობით, ჯადოსნური ქმედებების განხორციელება შეგვიძლია: მაგალითად, წელის დაპატარავება, მზის ჩახატვა თუ ფერის დამატება. 44

ივნისი 2018


VSCO Camera ეს სმარტფონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გამართული აპლიკაციაა. VSCO Camera-ს უპირატესობა არა მხოლოდ უამრავი ფილტრი, არამედ სურათის კორექციისთვის ყველანაირი ასპექტის ქონაა. სურათზე შეგიძლიათ შეცვალოთ ექსპოზიცია, კონტრასტი, დაამატოთ ან გააქროთ ჩრდილი, დააკორექტიროთ ადამიანის სხეულის ფერი...

მანამდე

მერე

LD (Lens Distortions) ეს აპლიკაცია პეიზაჟის გადაღების მოყვარულთათვისაა. LD-ის მეშვეობით, სურათს ნისლის, წვიმის, მზის სხივების პროფესიულ ეფექტს დაამატებთ. დამუშავების შემდეგ, ფოტო ჯადოსნური ხდება, ეს ყველაფერი კი რამდენიმე დაწკაპუნებით.

მანამდე

მერე

Prisma ნეიროქსელების მეშვეობით მომუშავე აპლიკაციამ პოპულარობის პიკს გასულ წელს მიაღწია. დღემდე, იგი უამრავ მომხმარებელს უყვარს. Prisma-ს შემქმნელების ლოზუნგი ტყუილად არ ჟღერს შემდეგნაირად: „ვასრულებთ ჯადოქრობას“. შედეგი მართლაც ასე გამოიყურება.

მანამდე

მერე

ივნისი 2018

45


SnapSeed VSCO-ს ანალოგი მაღალი დინამიკური დიაპაზონის მორგებაზეა ორიენტირებული. PhotoShop-ის პროფესიონალებისთვის მისი გამოყენება ძალიან მარტივია, მაგრამ ვისაც ცხოვრებაში მსგავსი პროგრამებით არ უსარგებლია, აპლიკაციის მეშვეობით ბევრ საინტერესო გამოცდილებას მიიღებენ. SnapSeed-ის უპირატესობა სურათის ჟანრის ამოცნობა, თქვენ მიერ გადაღებული ფოტოპორტრეტი, პეიზაჟი თუ კიდევ სხვა რამაა. გაშიფვრის შემდეგ, აპლიკაცია შესაფერის ინსტრუმენტებს გთავაზობთ.

მანამდე

მერე

Color Pop ეს აპლიკაცია ფოტოს შემოქმედებითი რედაქტირებისთვისაა. სპეციალური ფუნჯის მეშვეობით, შეგიძლიათ ფოტოს ფერები შეუცვალოთ და მას 7 სხვადასხვა ფილტრი მოარგოთ. მისი მეშვეობით, სურათზე ზღვის, ყვავილების, საჭმლის და სასმელის გამოსახულებები გაცილებით ეფექტურად გამოიყურება.

მანამდე

მერე

Facetune ლეგენდარული აპლიკაცია, რომლის არასწორი გამოყენება ხშირად პოპულარულ ბლოგერებსა და ვარსკვლავებს „საქმეს უფუჭებს“. ერთ-ერთი ხელსაწყოს, Liquify-ის დახმარებით, სასურველი ნივთების გადაადგილება ან შეცვლაც კი შესაძლებელია. აპლიკაცია ადამიანსაც რადიკალურად ცვლის: უგრძელებს ფეხებს, უპატარავებს წელს, უთხელებს მხრებს, უკორექტირებს სახის ოვალს.

მანამდე

46

ივნისი 2018

მერე


Studio ერთი შეხედვით რთული, თუმცა მაქსიმალურად ფუნქციური აპლიკაცია კომერციული გვერდების ადმინისტრატორთა ფავორიტია. მისი მეშვეობით, სურათს გრაფიკულ ელემენტებს: ჩარჩოს, წარწერას, გეომეტრიულ ფიგურებს ვამატებთ. ასევე შეგიძლიათ „მოირგოთ“ ქუდი, სათვალე თუ ულვაში.

მანამდე

მერე

YouCam Makeup აპლიკაცია სელფის დამუშავებისთვისაა ეფექტური. დიდი გაფართოებით გადაღებულ სახეზე იგი თვალის ფერს, თმას, მაკიაჟს ასწორებს. როცა სახეზე გამოუძინებლობა ან დაღლილობა გეტყობათ, YouCam-ს მიაკითხეთ.

მანამდე

მერე

ივნისი 2018

47


10 გაჯეტი, რომელიც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს დღეს სმარტფონი თითოეული ადამიანის ერთგული ატრიბუტია, თუმცა მის გარდა, კიდევ რამდენიმე გაჯეტია მნიშვნელოვანი, რომლებიც ქალბატონებსა და მამაკაცებს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ. ტექნიკური მიღწევებით, ყველა ნივთი „ჭკვიანი“ ხდება – „ჭკვიანი“ სახლის დაპროექტებისას, აუცილებელია თან „ჭკვიანი“ დეტალები ვიქონიოთ.

Fujifilm-ის პორტატული პრინტერი მათთვის, ვისაც ვირტუალური ფოტოები მობეზრდა მოწყობილობა სწრაფად დაბეჭდავს ფოტოებს მაღალი ხარისხით. ერთი დაწკაპუნებით უკავშირდება სმარტფონს და დამუხტვის გარეშე რამდენიმე დღე ძლებს.

48

ივნისი 2018


წყლის მარეგულირებელი Sportline HydraCoach მათთვის, ვინც ჯანმრთელობაზე ზრუნავს წყლის მიღება კანის სიჯანსაღისთვისაც აუცილებელია. მოწყობილობა დაითვლის საჭირო რაოდენობას თქვენი ორგანიზმისთვის და ყოველთვის შეგახსენებთ, რომ გაგრილებაა საჭირო.

„ჭკვიანი“ სათვალეები Spectacles მათთვის, ვისაც წარმატებული კადრის გამოტოვება არ უნდა მოწყობილობით stories გადაღება გაცილებით ადვილი ხდება. სათვალე იღებს ფოტოებს, ვიდეოებს და მოგვიანებით მათი ატვირთვა Bluetooth-ით ან WiFi-ით შეგიძლიათ. მოწყობილობა სათვალის გამწმენდი ქსოვილითაც იტენება.

დამტენი Mi Smart მათთვის, ვისაც ყველაფერი ავიწყდება მოწყობილობა უკავშირდება თქვენს სმარტფონს და მისი მეშვეობით შინ ყველაფრის გათიშვა შეგიძლიათ.

ელექტრონული ჯაგრისი LUNA mini 2 მათთვის, ვინც კანზე ზრუნავს გაჯეტები, რომლებიც სახის გაწმენდასა და მასაჟში გვეხმარება, სახის მოვლას გაცილებით მოხერხებულს გახდის. ეს მოწყობილობა დაგეხმარებათ გაისუფთავოთ კანი და წაისვათ კრემი.

ფიტნესსაათი მათთვის, ვინც საკუთარ აქტივობას ყურადღებას აქცევს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისას, ეს გაჯეტი მნიშვნელოვან და ფუნქციურ ადგილს იკავებს. დაითვალეთ ნაბიჯები, აკონტროლეთ გულისცემა და იყავით საქმის კურსში საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. ივნისი 2018

49


ტელეფონის დამტენი დაფა მათთვის, ვისაც დღის განმავლობაში ბევრი საქმე აქვს თუ ფიქრობთ, რომ ელონ მასკი გაუთავებლად ეძებს სადენს, რითაც სმარტფონს დამუხტავს, ცდებით – იგი უბრალოდ მაგიდაზე არსებულ დაფაზე ათავსებს მას, როცა არ სჭირდება.

ხმის დამხშობი ყურსასმენები მათთვის, ვისაც საქმეზე ფოკუსირება სჭირდება თუ სამსახურში ყოფნისას კონცენტრირება გჭირდებათ და თანამშრომლების ხმა გიშლით, გარეთ მანქანები, ეზოში ბავშვის ტირილი და შინ ტელევიზორი, ამ უნიკალური ყურსასმენების მორგება სცადეთ.

50

ივნისი 2018


ივნისი 2018

51


ციფრული ფურცელი მათთვის, ვისაც კომფორტულად მუშაობა და დროის დაზოგვა სურს თუ წერა ფურცელზე კალმით უფრო გეადვილებათ, მაგრამ შედეგი ციფრული სახით გჭირდებათ, „ჭკვიან ტექნოლოგიას“ გამოსავალი თქვენთვისაც აქვს: მომავლის ოფისში მსგავსი ნივთი ალბათ ყველას ექნება. სპეციალური ბლოკნოტის მეშვეობით, ნაწერს ციფრულ სამყაროში ავტომატურად მიიღებთ.

რობოტი მტვერსასრუტი მათთვის, ვინც სახლის ფუნდამენტური დასუფთავებისთვის ვერ იცლის ეს მოწყობილობა შინ თავისთვის „დასეირნობს“, „მიირთმევს“ მტვერს, შინაური ცხოველის თუ ადამიანის თმას, აღწევს იმ კუნჭულებში, სადაც დასუფთავება გვავიწყდება და არასასურველ ნივთიერებებს სახლიდან ჩვენი ძალისხმევის დახარჯვის გარეშე აქრობს.

52

ივნისი 2018


INDIE

სრულყოფილი ყავის მანქანა იცნობდეთ, ეს ინდია! – სუპერ-პროფესიონალი მანქანა, რომელიც ბარისტას საკუთარი ოსტატობის გამოვლენის უსაზღვრო შესაძლებლობას აძლევს. მაღალი ტექნოლოგიური ხარისხითა და ინოვაციის 70 წლიანი ტრადიციით, იტალიური Elektra ყავის მოყვარულთა გულებს მთელი მსოფლიოს გარშემო იპყრობს.

ინდი Elektra-ს ახალი სიტყვაა – თანამედროვე, მსუბუქი დიზაინი, ძვირფასი ხელნაკეთი დეტალები; და რაც მთავარია, ტემპერატურის, წყლის რაოდენობის, და ყავის ექსტრაციის სრული კონტროლი ონლაინ რეჟიმში - ეს ყველაფერი ერთად ქმნის მანქანას, რომელიც იდეალურ ესპრესოს ამზადებს!


TECHNO BOOK მაისი 2018 ივნისი 2018


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.