GASTRO BOOK მარტი 2019
კლუბ-რესტორანნიი “ანნდერრვილი” ვილ ლი” საუკ სა უკეთ ეთეს ესოო ად ადგი გილი ლი თქვ ქვენ ენიი ღო ღონი ნ სძძიებისთ სთვი ვისს
Club-rest staurant Undderr heel The best place forr yo yourr event event
მისამართი: ფუნიკულიორის ზედა პლატო; fb/Underwheel / Club - ანდერვილ კლუბი Tel: +591 492 323, 599 9 888 584 Address: Funicular upper p pp p plateau; Facebook/Underwheel / Club - ანდერვილ კლუბ კლუბი Tel:l +995 9 591 492 323, +995 599 888 584
სარჩევი გორდონ რემზის 3 ცნობილი რეცეპტი გორდონ რემზი მსოფლიო კულინარიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ბრიტანელი მზარეულის რესტორნებმა „მიშლენის“ 16 ვარსკვლავი დაიმსახურა. 52 წლის ასაკში, გორდონი რამდენიმე წარმატებულ სატელევიზიო შოუს მართავს და წიგნებს წერს, ასევე აქტიურადაა ჩაბმული სოციალურ ცხოვრებაში.
6
24
18 15 საინტერესო ფაქტი პასტაზე
14
იტალიელებმა სპაგეტის მომზადება საუკეთესოდ იციან, ამიტომ ამ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად იტალიურ კერძზე ამავე ქვეყნის შეფმზარეულების მიერ შედგენილი საინტერესო ფაქტები ყველაზე სანდო წყაროს წარმოადგენს.
სამზარეულოს 10 წვრილმანი ნივთი, რომელიც იც აუცილებლად უნდა იქონიოთ
თანამედროვე სამყაროში, სამზარეულოს საქმეებში უკვე ბევრი მარტივი ნივთი გვეხმარება, რომლებიც ქმნიან მყუდრო და მოდურ ატმოსფეროს, გვიმაღლებენ განწყობას, შთაგვაგონებენ კულინარიულ ექსპერიმენტებს, საკვების მომზადებას ნაკლებად შრომატევადს ხდიან და ა.შ. მათ, ვისაც მზარეულობა ხიბლავთ, ეს ორიგინალური და სასარგებლო ნივთები აუცილებლად გამოადგებათ.
როგორი იქნება მომავლის რესტორნები 5 დასკვნა გასტრონომიული გამოფენიდან SIRHA ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ლიონის მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაზე, კვების ინდუსტრიის ახალ იდეებსა და ტრენდებს წარმოადგენენ. ციფრული ტექნოლოგიები შეკვეთისა და საკვებისგან სიამოვნების მიღების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად ცვლის. თავად ცნება „გასტრონომიული ტრენდიც“ ტრანსფორმაციას განიცდის. ყველაფრის თვალყურის დევნება რთულია, თუმცა Sirha-ს ექსპერტებს მნიშვნელოვანი ფაქტორების გამოყოფა წარმატებით გამოსდით. მაინც როგორი იქნება რესტორნების ინდუსტრია მომავალში?
მარტი 2019
1
36
ჯეიმი ოლივერის იტალიური რეცეპტები
9 პროდუქტი, რომელიც საყინულეში არ უნდა შეინახოთ
ცნობილი მზარეულის, ჯეიმი ოლივერის ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია „ჯეიმი ამზადებს იტალიაში“. „თუ იტალიაში რაიმე შეუცვლელი რჩება, ეს საკვების მიმართ ლტოლვაა. გემრიელი კერძები ყველა იტალიელის გულში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. აქაური კერძები გემრიელი, მარტივი და შთამბეჭდავია“, − წერს ჯეიმი თავის წიგნში. თუ ამ მ კერძებს კეე ძ ძეებს სიყვარულით მოამზადებთ, მართლაც ფანტასტიკური გამოვა.
საყინულე საკვების შენახვის ეფექტური საშუალებაა, ოღონდ არა ყველა პროდუქტისთვის. წვეულებების შემდეგ ბევრი სვამს კითხვას: „რა ვუყოთ დარჩენილ საკვებს?“ რა თქმა უნდა, საყინულეში მოთავსება ადვილი გამოსავალია, მაგრამ ყველა პროდუქტი მინუს ტემპერატურას ვერ უძლებს. ზოგიერთი გემოს კარგავს, ზოგიერთი კი – დადებით თვისებებს.
32
40
შოკოლადის შ 3 დესერტი განწყობის ასამაღლებლად, საუკეთესო საშუალება შოკოლადია. მას მრავალფეროვანი დესერტებისთვის გამოვიყენებთ.
46
6 ორიგინალური რიი ყავის რეცეპტი მიმართეთ მრავალფეროვნებას!
ესპანური სამზარეულოს ძირითადი მახასიათებლები 2
მარტი 2019
54
ჯანსაღი კება და უცხიმო კერძები კონსერვანტები გარეშე!
ორ ორთ ორთქლზე ო რთქლზე რთ თქლ თქლზე ქლ ქლზე ლზ ზეე მ ზ მო მომზ მომზადებული მომზადებუ მომზადებ ომ ო მზ მ ზად ზ ად დეეებუ ბული ბ ულ ული უ ლი უ ლი უზ უზეთო ზეეეთ ზ თო თ ო კკერ კე კერძებ კერძები კერძე ეერძე რძეები ბი! ი!
გალერია თბილისი - რუსთაველის გამზირი #2/4 Tel: 0322922550; 0322477422 ტ. შევჩენკოს ქუჩა #5 Tel: 0322922550; 0322477432
მხო მხ ოლოდ ოლ ლოდ დნ ნატ ატ ატურ ტუ ურ რა ალ ლურ ური რი ინგრედიენტებით ი გრ ინ გ ედიენტებით ედიენტ ედ იენტებით ბით მომზ მომ მომზადებული მომზადებუ მზადებული დ ბული კკეეერძე კერძები რძები ძები ები დ დან დანამატ დანამ დანამატები ან ნამ ამ მატ მა ტეეები ტ ბიისს გარეშე! გარ გარეშ გ გარეშე ა არეშ რეეეშ რ შეეე!! შ
გორდონ რემზის 3 ცნობილი რეცეპტი გორდონ რემზი მსოფლიო კულინარიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ბრიტანელი მზარეულის რესტორნებმა „მიშლენის“ 16 ვარსკვლავი დაიმსახურა. 52 წლის ასაკში, გორდონი რამდენიმე წარმატებულ სატელევიზიო შოუს მართავს და წიგნებს წერს, ასევე აქტიურადაა ჩაბმული სოციალურ ცხოვრებაში.
6
მარტი 2019
მარტი 2019
7
ინგრედიენტები: • 750 გრ საქონლის ხორცის ფილე • 400 გრ ქამა სოკო • 6 ნაჭერი ბეკონი • 1 ს/კ ინგლისური მდოგვი • 500 გრ ფენოვანი ცომი • 2 კვერცხის გული • 1 კბილი ნიორი • 1 კონა ქონდარი • ზეითუნის ზეთი • მარილი • დაფქვილი შავი პილპილი
საქონლის ხორცი „ველინგტონი“
მომზადების ხერხი: დაჭერით სოკო, მოათავსეთ მცირეოდენ საკმაზთან ერთად სამზარეულოს კომბაინში და ერთიან მასამდე მიიყვანეთ. შემდეგ სოკოს ეს მასა გახურებულ ტაფაზე მოათავსეთ. მოამზადეთ 10 წუთის განმავლობაში, აურიეთ, რათა ძლიერ ცეცხლზე ზედმეტი სითხე აორთქლდეს. გაახურეთ მეორე ტაფა და დაასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. საქონლის ხორცს მოაყარეთ სუნელები და შეწვით ცხელ ტაფაზე. თითო მხარეს 30 წამი გააჩერეთ. რემზის რჩევით, შეწვის შემდეგ საქონლის ხორცი უნდა გააცივოთ და ზემოდან მდოგვი წაუსვათ. დააფარეთ მაგიდას საკვების შესაფუთი პარკი და დაალაგეთ ბეკონი. ბეკონზე სოკოს ნაზავი გაანაწილეთ, შემდეგ შუაში საქონლის ხორცის ფილე მოათავსეთ. დააფარეთ საკვებისთვის განკუთვნილი პარკი და როლივით დაახვიეთ. პარკი არ მოაშოროთ. შეინახეთ მაცივარში 15-20 წუთის განმავლობაში, რათა ფორმა დაფიქსირდეს. ფენოვან ცომს მართკუთხა ფორმა მიეცით, მოხსენით პარკი საქონლის ხორცს და ცომის ცენტრში მოათავსეთ. ხორცის გარშემო წაუსვით კვერცხის გული. მოაჭერით ხორცს ზედმეტი ნაწილები. მაცივარში 5-10 წუთი გააჩერეთ. 8
მარტი 2019
მაცივრიდან გამოღების შემდეგ, მოაყარეთ ზღვის მარილი და გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ მიკროტალღურ ღუმელში. გარკვეული დროის შემდეგ, ტემპერატურა 180 გრადუსამდე შეამცირეთ და ცხობა კიდევ 15 წუთი განაგრძეთ. მას შემდეგ, რაც კერძს გაზქურიდან გამოიღებთ, 10-15 წუთის განმავლობაში გააცივეთ, შემდეგ დაჭერით ნაჭრებად. ხორცი შიგნით ვარდისფერი შეფერილობის უნდა იყოს. გარნირად გამოიყენეთ კარტოფილი ან სალათი.
კატალონიური კრემი ინგრედიენტები: • კვერცხის გული – 4 ც. • შაქარი – 70 გრ • სიმინდის სახამებელი – 2 ს/კ • რძე – 250 მლ • ცხიმიანი ნაღები – 250 მლ • ყავისფერი შაქარი • 1 ლიმონის და 1 ფორთოხლის ქერქი • დარიჩინი
მომზადების ხერხი: დიდ ჯამში მოათავსეთ კვერცხის გული, შაქარი, ქერქი, ნაღები და რძე. საგულდაგულოდ მოურიეთ და ქვაბში გადაიტანეთ. დაამატეთ დარიჩინი და ნელთბილ ცეცხლზე დადგით. ურიეთ ხის კოვზით, სანამ კრემი არ დათხელდება. გადმოიღეთ ცეცხლიდან, საცერში გაატარეთ, ფორმებში ჩაასხით და მაცივარში მოათავსეთ. კრემი გააჯერეთ ყავისფერი შაქრით, შედგით მიკროტალღურ ღუმელში, აცადეთ გამუქება.
მარტი 2019
9
ხორცის ნამცხვარი მომზადების ხერხი: უპირველესად, ვამზადებთ პიურეს. გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით 4 ნაწილად და ადუღებულ მარილიან წყალში მოათავსეთ. მოხარშეთ. შიგთავსი: ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ ფარში. განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვარდისფერი ან ყავისფერი შეფერილობის მიღებამდე შეწვით. გადაიტანეთ ჭურჭელში. იმავე ტაფაზე 5 წუთის განმავლობაში შეწვით დაჭრილი ხახვი და პრასი. მოურიეთ, დაამატეთ სოუსი და ტომატ-პასტა. დააბრუნეთ შემწვარი ფარში ტაფაზე, ყველაფერი აურიეთ. დაამატეთ წითელი ღვინო და 1-2 წუთის განმავლობაში მოამზადეთ. შემდეგ დაუმატეთ ქათმის ბულიონი და 3 წუთი ხარშეთ. აიღეთ როზმარინი, გააცალკევეთ ფოთლები ღეროებისგან და დაუმატეთ ფარშს მარილთან და წიწაკასთან ერთად. ნელთბილ ცეცხლზე 10-15 წუთი ადუღეთ. პიურე: დაასხით წყალი და დაჭყლიტეთ კარტოფილი. დაჭერით მწვანე ხახვი, დაუმატეთ რძეს და ნაღების კარაქს პიურეში. აურიეთ. მიღებული ფარში სპეციალურ ფორმებში მოათავსეთ, ზევიდან პიურე გადაუსვით. ნამცხვარი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.
10
მარტი 2019
ინგრედიენტები: • 1 კგ ცხვრის ხორცის ფარში • 1 თავი ხახვი • 2 პრასი • 1 ს/კ ტომატპასტა • 1-2 ს/კ სოუსი Worcestershire • 100 მლ წითელი ღვინო • 2 კონა როზმარინი • 250 მლ ქათმის ბულიონი • 750 გრ კარტოფილი • 100 გრ ყველი • 3 მწვანე ხახვი • 50 გრ ნაღების კარაქი • 100 მლ რძე • 1 კბილი ნიორი • ზეითუნის ზეთი • ზღვის მარილი • დაფქვილი შავი პილპილი
მარტი 2019
11
დახურული კლუბი „სელფთაიმი“ #გართობაბოლომდე SELFTIME PRIVATE CLUB Above and Beyond Expectations ◆ დახურული წვეულებები ◆ კორპორაციული საღამოები ◆ თინეიჯერული წვეულებები ◆ ქორწილი ◆ წინასაქორწილო წვეულებები
მისამართი: ვაკე, თამარაშვილის 4ა გლდანი, მე-5 მ/რ, ხიზანიშვილის 13/59 Tel: 599 02 31 41 fb: selftime - Private Club
15 საინტერესო ფაქტი პასტაზე იტალიელებმა სპაგეტის მომზადება საუკეთესოდ იციან, ამიტომ ამ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად იტალიურ კერძზე ამავე ქვეყნის შეფმზარეულების მიერ შედგენილი საინტერესო ფაქტები ყველაზე სანდო წყაროს წარმოადგენს. 14
მარტი 2019
1 2
რა არის პასტა? „პასტა“ იტალიური სიტყვაა და ქართულად „ცომს“ ნიშნავს. მისი წარმომავლობა ძველი საბერძნეთიდან იღებს სათავეს: Pastos „მარილიანს“ ნიშნავდა. პასტას უწოდებენ მაკარონის ყველა სახეობას − რა ფორმისაც არ უნდა იყოს ისინი.
სინამდვილეში რამდენი სახეობის პასტა არსებობს? მსოფლიოში 400-დან 600-მდე სახეობის პასტას ითვლიან: სპაგეტი, ფუზილი, პენე, ლინგვინი, რიგატონი და ა.შ. ახალი ფორმა ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს. სწორედ ეს მრავალფეროვნება ხდის პასტას ასე მიმზიდველს შეფმზარეულებისთვის. ყოველ ჯერზე რაღაც ახალი კერძი შეიძლება შექმნა.
3
al dente − პასტის მოხარშვის ხარისხია როცა პასტა მზა მდგომარეობაშია, მაგრამ ჯერ კიდევ ოდნავ მაგარია, მას al dente-ს უწოდებენ. იტალიელები სწორედ ამ ხარისხში ხარშავენ მას, რათა დადებითი თვისებები შეუნარჩუნონ. მიაჩნიათ, რომ ასე უფრო სასარგებლოა, ვიდრე მთლიანად მოხარშულ მდგომარეობაში. მთლიანად მოხარშული პასტა ზედმეტად წყლიანია და კუჭისთვის მძიმე ხდება.
4
როგორია მშრალი პასტა „გრანიანო“? გრანიანო იტალიის ქალაქია, სადაც პასტას აკეთებენ. იგი ნეაპოლთან მდებარეობს და მათი მშრალი მაკარონი მთელ იტალიაშია ცნობილი. ქალაქი ისეა მოწყობილი, რომ ქუჩები მაქსიმალურად მზიანი და ქარით განიავებული იყოს. ქარხნებში ისეთი ოსტატობით ამზადებენ ამ საკვებს, რომ მომზადებისას უფრო მეტ სოუსს იწოვდეს. პასტა „გრავიანოს“ იტალიელი შეფმზარეულები საუკეთესოდ მიიჩნევენ.
5
მართალია, რომ შეიძლება პასტა მიირთვა ყოველდღე და წონაში არ მოიმატო? ეს მართალია. ამისათვის პასტა მაგარი ხორბლის სახეობისგან უნდა დამზადდეს. ასეთი პასტა მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით და სასარგებლო უჯრედებით. იგი სწრაფად კვებავს ორგანიზმს. ერთ პორციაში 200 კალორიაა, 40 გრ ნახშირწყალი, გრამი ცხიმი და გრამი მარილი. „ჩემს ფიგურას მშობლებს და სპაგეტის ვუმადლი. ვერ წარმოვიდგენდი ცხოვრებას პასტის გარეშე, მას ყოველდღე მივირთმევ და არ ვსუქდები“, − აცხადებდა სოფი ლორენი. თუ მის მაგალითს გაიმეორებთ, უმჯობესია პასტა სადილზე მიირთვათ და არა ვახშამზე. სოუსი კი აარჩიოთ არა ცხიმიანი, არამედ ბოსტნეულის. ყველზე სჯობს უარი თქვათ. მარტი 2019
15
6 7
როგორ აკეთებენ ფერად პასტას? პასტის მოსამზადებელ ცომს უმატებენ ნატურალურ ინგრედიენტს, რომელსაც საღებავის ეფექტი აქვს: ორაგულს, საქონლის ხორცს, ყველს, სტაფილოს, გოგრას. შავ პასტას კი მელანთევზა ურევია. რა არის „დახურული პასტა“? ასე უწოდებენ რავიოლის, ტორტელინის და სხვა სახეობის პასტას შიგთავსით. შეიძლება ეს იყოს ორაგული, ყველი, თხილი, მწვანილი...
8
რა არის პასტა al forno? Al forno იტალიურიდან ქართულად „გამომცხვარს“ ნიშნავს. ის ყველასთვის ცნობილი ლაზანია (ხორცის რაგუსთან ერთად) და კანელონიაა (რგოლები ფარშით). ასევე, ნაკლებად პოპულარული ბლინი შიგთავსით, გამომცხვარი სოუსში.
9
ბლინი პასტაა? დიახ. ბლინების პროტოტიპი სწორედ პასტა იყო. უბრალოდ, იგი ზომაში გაზარდეს. შეიძლება ითქვას, რომ ბლინები მაკარონის ნათესავები არიან.
10
პასტა განწყობას ამაღლებს პასტის შემცველობაში შემავალი ნახშირწყლები, სეროტინის ხარისხს ამაღლებენ − ჰორმონის, რომელიც კარგ განწყობაზე „აგებს პასუხს“. მიირთვით პასტა და იყავით ბედნიერები!
11
რამდენ პასტას მიირთმევენ იტალიელები? საშუალოსტატისტიკური იტალიელი წელიწადში 26 კილოგრამზე მეტ პასტას მიირთმევს. 12 თვის განმავლობაში ამ ქვეყანაში 2750 ათასი ტონა პასტა იწარმოება.
12
რეკომენდებულია თუ არა პასტა უგლუტეინო დიეტის მიმდევრებისთვის? უგლუტეინო პასტის გემო არ განსხვავდება ჩვეულებრივისგან − მას ბრინჯის ან სიმინდის ფქვილისგან აკეთებენ. მაღაზიებშიც საკმაოდ ხელმისაწვდომია.
16
მარტი 2019
13
დესერტზე და სასუსნავების მაგივრად პასტა შეგიძლიათ სტუმრებს დესერტზე მიართვათ. ამისთვის ცომში ტკბილ სიროფს, შოკოლადს ან ნებისმიერ ტკბილ შიგთავსს უმატებენ. თუ მოხარშულ პასტას ფრის აპარატში შეწვავთ, მშვენიერ სასუსნავს მიიღებთ. მას ტაფაზეც წვავენ და „პასტა ფრიტას“ იღებენ − ტიპურ სიცილიურ კერძს.
14
პასტა და პარმეზანი ნებისმიერ იტალიურ რესტორანში შემოგთავაზებენ პარმეზანს პასტისთვის, მაგრამ არა ზღვის პროდუქტების გარნირის დროს. იგი სოუსის გემოს აძლიერებს. რადგან პასტა თევზით უკვე ძლიერი გემოთი გამოირჩევა, პარმეზანი საჭირო აღარაა.
15
სპაგეტი „ალ პომოდორო“ თუ სპაგეტი „ალ ლიმონე“? სპაგეტი „ალ პომოდორო“ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სპაგეტის სახეობაა. ალბათ ამიტომაცაა მისი სოუსის მომზადება ასე მარტივი და ხელმისაწვდომ ინგრედიენტებს მოითხოვს: საჭიროა რეჰანი და მწიფე პომიდორი. სპაგეტი „ალ ლიმონე“ პირიქით, იტალიურ მენიუში იშვიათად შეგხვდებათ. ამიტომაც მილანის კაფეში Latteria di San Marco ყოველთვის დიდი რიგია. მათ სახელი სწორედ ამ სპაგეტით გაითქვეს. ზეთი, ლიმონის ქერქი და პასტა „ალ დანტე“ − აი, ჯადოქრობის საიდუმლო.
მარტი 2019
17
როგორი იქნება მომავლის რესტორნები 5 დასკვნა გასტრონომიული გამოფენიდან SIRHA ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ლიონის მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაზე, კვების ინდუსტრიის ახალ იდეებსა და ტრენდებს წარმოადგენენ. ციფრული ტექნოლოგიები შეკვეთისა და საკვებისგან სიამოვნების მიღების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად ცვლის. თავად ცნება „გასტრონომიული ტრენდიც“ ტრანსფორმაციას განიცდის. ყველაფრის თვალყურის დევნება რთულია, თუმცა Sirha-ს ექსპერტებს მნიშვნელოვანი ფაქტორების გამოყოფა წარმატებით გამოსდით. მაინც როგორი იქნება რესტორნების ინდუსტრია მომავალში? 18
მარტი 2019
ტექნობუნება ექსპერტები ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიების განვითარებას დაზიანებული გარემოს აღდგენა შეუძლია. ჰიდროფონური სათბური, წყლის გადამუშავება, ხელოვნური ხორცის წარმოება ლაბორატორიულ დონეზე, ლოკალური სასმელები, ერთჯერად ჭურჭელზე უარის თქმა, მწვანე ენერგია − ეს ყველაფერი ტექნობუნების მახასიათებელი იქნება.
სხეულის ბალანსი ადამიანებს, საკვების მიღების შემდეგ, ჯანმრთელობის დაბალანსება სურთ − რა თქმა უნდა, მკაცრი დიეტის გარეშე. ხილი და ბოსტნეული, რომლებიც არ არის გენმოდიფიცირებული, ნებისმიერ კერძში სასარგებლო ნივთიერებებისა და მინერალების შეხამება, ვეგეტარიანული კვება − ახალი ტრენდები ხდება და ბევრი კონცეპტუალური დაწესებულების მენიუში იმკვიდრებს ადგილს.
მარტი 2019
19
დამატებითი დრო დროის სრული კონტროლი გვსურს. გვინდა ბევრი რამ ვაკეთოთ ერთდროულად და თავი ყოვლისშემძლედ აღვიქვათ. გასტრონომიული გამოცდილება გამონაკლისი არაა: ადამიანებს არ სურთ მომზადებაში დიდი ძალისხმევის გაღება, მაგრამ სურთ მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ. მსოფლიოს რესტორნებში ტრენდი უკვე რეალობად იქცა: შეგიძლიათ დააგემოვნოთ კონკრეტული ქვეყნის კერძები. ამასთან, დადგეთ მზარეულის გვერდით და რაიმე ორიგინალური მოამზადოთ როგორც საკუთარი თავისთვის, ისე მეგობრებისა და მთელი რესტორნისთვის.
ლოკალური ბაღი მზარეულისთვის პირადი ბოსტანი საშუალებაა საკუთარი თავი უკეთესად გამოავლინოს. სხვადასხვა რესტორნის სამზარეულოებში უკვე იხსნება მინიფერმები, სადაც საკუთარ მწვანილს და სხვა ბოსტნეულს ზრდიან.
20
მარტი 2019
კულტურის ენა კვებით მიღებული სიამოვნების დამახსოვრება გემოს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როცა რაიმე პროდუქტი ბავშვობასთან ასოცირდება, მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვიჩნდება. სწორედ ტრადიციების განახლებაა მომავლის ახალი ბაზა.
მარტი 2019
21
„ასორტი“ – გემოს პალიტრის 10-წლიანი განვითარება „ასორტის“ საკონდიტრო უკვე ათ წელზე მეტია, რაც მომხმარებელს გამორჩეულ ნამუშევრებს სთავაზობს, თანმდევი გემო კი იმ მიმზიდველობად იქცა, რაც ერთგული სტუმრებისთვის ბრენდის სავიზიტო ბარათი გახდა. ისტორია სათავეს მაშინ იღებს, როცა მისმა დამფუძნებელმა, ნატო ცომაიამ საყვარელ საქმიანობას იმგვარი ფორმა გამოუძებნა, ახლობელი ადამიანების წრესაც რომ გასცდებოდა. ასე გაიცნეს გურმანებმა „ასორტის“ გემო, OK! კი გაგაცნობთ მას, ვისაც ბრენდის სახელი უკავშირდება. გვიამბეთ, როგორ ჩაეყარა საფუძველი საკონდიტროს არსებობას, რომელიც დღეს კარგად ნაცნობი ბრენდია. საკუთარი საკონდიტროს დაარსებით, მე ვრცელი მასშტაბით, საკუთარი თავისთვის სასიამოვნო საქმეს მოვკიდე ხელი. ეს ჩემთვის შემოქმედებითი განტვირთვა იყო, რომელიც თავდაპირველად სულ მცირე ზომის მაღაზიაში დაეტია. არც კი ვიცოდი, რამდენად კარგად გავართმევდი თავს ამ ახალ გამოწვევას, თუმცა საკუთარი ძალა მოვსინჯე. მეუღლის თანადგომით, სრულიად მარტო დავიწყე „ასორტზე“ მუშაობა და ყველაფერს თავად ვუძღვებოდით. იყო უამრავი საქმე, ზრუნვა თითოეულ დეტალზე, რომელიც საქმიანობის თანმდევია. ყოველდღიურად, დილით ადრე, პროდუქტის მომარაგება თუ გვიან ღამემდე მათი მომზადება. მომხმარებელმა „ასორტი“ალბათ ყოველ ეტაპზე დააფასა. ამის ფონზე, დროსთან ერთად, ბრენდი განვითარდა და დღეს 7 მისამართზეა წარმოდგენილი. ხედავდით იმ დროისთვის ბრენდის ასეთ წარმატებულ მომავალს? საწყის ეტაპზე ხშირად აღმოვჩენილვარ მდგომარეობაში, როცა თავს ბნელ ოთახში გრძნობ და არ იცი, გზა როგორ გაიკვლიო. ძალიან შორს ვიყავი დაგეგმილი
სტრატეგიებისა თუ გაყიდვების სფეროსგან. მაშინ ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი, კონკრეტულ მოცემულობებზე ორიენტირებული ვიყავი და ვტკბებოდი იმით, რა გამოხმაურებაც მომხმარებლის მხრიდან არსებობდა. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია. მე მხოლოდ ვშრომობდი, დანარჩენი კი თავისთავად შეიქმნა.
წარმატებას განსაზღვრავს, რა მთავარი ძალა არსებობს, ბრენდს რომ დინამიკას სძენს? არასოდეს ვარ კმაყოფილი და ვიცი, რომ არცერთი წუთით არ უნდა გავჩერდე. გარკვეული თვალსაზრისით თუ განვითარება შევაჩერეთ, ეს ნიშნავს, რომ გავაკეთეთ ის, რისი უფლებაც არ გვქონდა.
ხშირად იგონებდით საკუთარ რეცეპტებს? ცხობისას ყველაფერი ტრივიალურიდან იწყება, თუმცა, გამოცდილებასთან ერთად, როცა ამ სფეროში თავისუფლად ლავირებ, იდეები იბადება. დღეს ბრენდის არსებობა ბოლომდე იდეებს ეფუძნება, რადგან მაშინ, როცა ბაზარი ასეთი გაჯერებულია, რთულია ახალი სიტყვა თქვა.
მომხმარებელი მკაცრ პირობებს გვიყენებს, მოდუნების საშუალება არ გვაქვს. მთავარია, საკუთარ ხარვეზებს თავადაც ვხედავ, ამიტომ სულ უფრო მეტის კეთება მინდა. მომხმარებლის მხარდაჭერა კი ამ დროს მთავარი სტიმულია. ყოველ ნაბიჯზე მათ აზრს ვითვალისწინებთ.
ახლა, როცა ბრენდის მასშტაბები ამდენად გაზრდილია, თავადაც ახერხებთ ცხობისთვის დრო გამონახოთ? ამისთვის დრო გამოყოფილი მაქვს. ვცდილობ, მომხმარებლების ყველა მნიშვნელოვანი დღისთვის, ტორტზე მთავარ კონდიტერ ნინო გვრიტიშვილთან ერთად თავად ვიმუშავო. ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემი თანამოაზრე და ყველა მიზნის წინ, გვერდით მდგომია. ჩვენთან ერთად მხატვრების გუნდიც არის, რომელიც ცხობას ხელოვნებად აქცევს. რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ? ვცდილობ, ყველა პოზიციაზე გავნაწილდე. თუ წარმატებით საქმიანობა გსურს, უნდა იყო მზარეულიც, მცხობელიც, დეკორატორიც და ფსიქოლოგიც კი. ჩემთვის, „ასორტის“ გუნდთან ერთად მუშაობა, ადამიანური ურთიერთობები, უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ერთად ვვითარდებით. საოცარი ბედნიერების განცდაა, როცა ხედავ თითოეული წევრის პროგრესს. სწორედ განვითარებისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გამორჩეული კონდიტერები ჩამოგვყავს და ჩვენც არაერთ გამოფენას ვსტუმრობთ. არაფრის მიმართ არ გვაქვს ზერელე მიდგომა და ჩემი მხრივ, ყველა დეტალში ჩართული ვარ. როგორ ფიქრობთ, იმ პროდუქტის გარდა, რომელიც „ასორტის“
გემოსთან კავშირში, სიახლისა და ექსპერიმენტების მოყვარული ხართ? ამის გარეშე, მიმაჩნია, რომ არაფერი გამოვა. ჩემს მზარეულებსაც ყოველთვის ვეუბნები, რომ გასცდნენ ჩარჩოებს. მთავარია, ვიაზროვნოთ, რადგან სფერო, რომელსაც ვემსახურებით, ცოცხალი ორგანიზმია და აქ მხოლოდ ფორმულები არ არსებობს. ვცდილობთ, ნოსტალგიური გემოები კვლავ აქტუალური გავხადოთ. ტექნოკრატიის საუკუნეში ადამიანებს ეს ხშირად სჭირდებათ. ეს ფაქტია, რადგან მათი მოთხოვნაა, კვლავაც არსებობდეს არაერთი ძველი რეცეპტი. რას შეადარებდით ბრენდს „ასორტი“, გემო რომ ყოფილიყო? გემო უამრავ ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის – ასოციაციებს, დროს, როცა ის გასინჯე. ეს არის გრძნობების ვრცელი პალიტრა. ჩემი სურვილია, „ასორტს“ ადგილი დაბალანსებული გემოთი ეჭიროს, რომლის სიტკბოც მოზომილია. რა მიზანი გაქვთ დასახული? მახსოვს, ბრემენში ყოფნისას, მე-18 საუკუნის ერთ-ერთ საკონდიტროში გემო გავსინჯე, რომელიც ის მიგნებაა, სულ რომ გახსოვს და გინდა კვლავ და კვლავ გასინჯო. არ იცი რატომ, მაგრამ აუხსნელი ძალით გიზიდავს. მსგავსი არომატის შესაქმნელად ყოველთვის ვიშრომებ.
სამზარეულოს 10 წვრილმანი ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა იქონიოთ თანამედროვე სამყაროში, სამზარეულოს საქმეებში უკვე ბევრი მარტივი ნივთი გვეხმარება, რომლებიც ქმნიან მყუდრო და მოდურ ატმოსფეროს, გვიმაღლებენ განწყობას, შთაგვაგონებენ კულინარიულ ექსპერიმენტებს, საკვების მომზადებას ნაკლებად შრომატევადს ხდიან და ა.შ. მათ, ვისაც მზარეულობა ხიბლავთ, ეს ორიგინალური და სასარგებლო ნივთები აუცილებლად გამოადგებათ.
24
მარტი 2019
მარტი 2019
25
1. ქვაბში დაკიდული სათავსოების ნაკრები იმისათვის, რომ კვება უფრო ჯანსაღი და სასარგებლო გახადოთ, არაა აუცილებელი ძვირადღირებული სამზარეულოს ტექნიკა იყიდოთ. ეს ნაკრები ნამდვილი ხსნაა მათთვის, ვისაც ფუნქციური და კომპაქტური ნივთები უყვარს. ნაკრები მოხერხებულად მაგრდება ქვაბის ზედაპირზე, ადვილად ირეცხება და სამზარეულოში მინიმალურ ადგილს იკავებს. ზომები სხვადასხვა ტიპის პროდუქტისთვისაა გათვლილი.
2. დაფატრანსფორმერი ბრენდ Joseph Joseph-ის მიერ შემოთავაზებულმა უნიკალურმა სამზარეულოს დაფამ საყოველთაო პოპულარობას მიაღწია. მასზე ნებისმიერი პროდუქტის დაჭრაა შესაძლებელი, ხელის ერთი მოძრაობით კი ნიჩბის ფორმას იღებს და ზედ მოთავსებული პროდუქტი სალათსა თუ ქვაბში ადვილად გადაინაცვლებს. 26
მარტი 2019
3. გრაფინი ხილიანი წყლისთვის წყალი ხილით ჯანსაღი კვების მიმდევრებში ნამდვილი ტრენდი გახდა. იგი სავსეა ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, ასუფთავებს ორგანიზმს და უბრალოდ, ძალიან გემრიელია. მისი მეშვეობით, შინ სასარგებლო წყალს ადვილად მოამზადებთ. ფორმის წყალობით, გრაფინი დასასხმელად მოხერხებულია და თავსახური სითხეს გარშემო არსებული სურნელებისგანაც იცავს. თერმული მინის მეშვეობით, გრაფინი ცხელი სასმელებისთვისაც გამოდგება. 4. სპაგეტის კოვზი პასტის მოყვარულთათვის ეს ნივთი სამზარეულოს შეუცვლელი ატრიბუტია. მისი დახმარებით, სწრაფად და მოხერხებულად გაანაწილებთ მაკარონს თეფშებზე. კოვზზე მოთავსებული „კბილები“ სპაგეტის იჭერს, ზედმეტი სითხე კი ხვრელების მეშვეობით ქვაბში ბრუნდება.
5. ნაკრები გაყინული ხილისთვის რატომ უნდა იყიდოთ გაყინული ხილი, როცა მას შინაც მოამზადებთ? ამასთან, ნატურალური ინგრედიენტებით? კომპაქტური ნაკრები გემრიელი და სასარგებლო დესერტის მომზადებაში დაგეხმარებათ. უბრალოდ, მოათავსეთ ჯოხები სპეციალურ ფორმაში, დაასხით ხილის წვენი და საყინულეში მოათავსეთ. 7-10 წუთის შემდეგ მზად იქნება.
მარტი 2019
27
6. დაწნული ჩანთა კედელზე ეს ნივთი იტალიაში ეკოსტილის მოხერხებულ და ელეგანტურ ნაწილად მიიჩნევა. საყვარელი საკმაზების, ზეთებისა და ძმრის ბოთლები სამზარეულოში ფუსფუსისას მუდამ ხელმისაწვდომად გექნებათ. კალათა კედელზე მაგრდება და სივრცის ეკონომიასაც აკეთებს. ასევე, შეგიძლიათ მასში კულინარიული წიგნები და ჟურნალები მოათავსოთ, რათა თაროებსა და მაგიდაზე ხელი არ შეგიშალოთ.
7. ქილა ყავის საფქვავით ეს არის მოწყობილობა „ორი ერთში“. ყავის საფქვავი ჭიქა არომატული ყავის მოყვარულთათვის ძალიან საყურადღებო საჩუქარია. მარტივი მექანიზმის მეშვეობით, იგი მარცვლებს ფხვნილად აქცევს, ჰაერს გარეთ არ გამოუშვებს და გემრიელი ყავის დაგემოვნების საშუალებას მოგცემთ.
28
მარტი 2019
8. ჯაგრისი დანებისა და ჩანგლებისთვის ჭურჭლის ღრუბლის მშვენიერი ალტერნატივა − ეს ჯაგრისი, დანებსა და ჩანგლებს სწრაფად და უსაფრთხოდ გაგარეცხინებთ. მოხერხებული კონსტრუქციის დახმარებით, ორივე მხარეს ერთდროულად გაასუფთავებთ და დროს დაზოგავთ. ახლა უკვე შეგიძლიათ გარეცხოთ ბასრი დანები და არ გეშინოდეთ დაზიანების. ადვილად გაასუფთავებთ ჩანგლის კბილებს შორის არსებულ სივრცესაც. 9. ბატი-ბუტის მოსამზადებელი ჭიქები შინ ფილმის ნახვა პოპკორნის მირთმევის სურვილს გვიჩენს. ამ სპეციალური ჭიქების მეშვეობით, ბატიბუტს მიკროტალღურ ღუმელში წუთებში მოამზადებთ. დამზადებას თავსახურის ავტომატური მოძრობა მიგახვედრებთ. ამ შემთხვევაში ზეთი არ გჭირდებათ, ამიტომ პროდუქტი დაბალკალორიული გამოდის. მარტი 2019
29
10. „ჭკვიანი“ სახეხი მას ორი სახის სამართებელი აქვს: ფართო – ყველისა და ბოსტნეულისთვის, ასევე წვრილი – პარმეზანისა და ქერქისთვის. დამატებით კომფორტს ქმნის სახელური, რომელიც მაგიდას ეყრდნობა ან საშუალებას გაძლევთ, პროდუქტი კერძს პირდაპირ ზევიდან დაახეხოთ. სახეხს კონტეინერი მოყვება, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაზომოთ დაჭრილი ინგრედიენტები და ნივთი დაცულად შეინახოთ. 30
მარტი 2019
მომხმარებლისთვის კალმახის ნედლი (Fresh) სახით მისაწოდებლად, კომპანიამ „ფიშ თრეიდი“ შეიმუშავა აქამდე მსხვილ წარმოებაში არარსებული მეთოდი, რომელიც მოიაზრებს ყველა სანიტარული ნორმის დაცვით, თევზის წყლიდან ამოყვანისთანავე ქარხნულად დამუშავება/ გასუფთავებას, სათითაოდ ვაკუუმში მოთავსებას და მის სარეალიზაციოდ გამზადებას. Fish Trade•ფიშ თრეიდი Tel: +995 514 214 214
ჯეიმი ოლივერის იტალიური რეცეპტები ცნობილი მზარეულის, ჯეიმი ოლივერის ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია „ჯეიმი ამზადებს იტალიაში“. „თუ იტალიაში რაიმე შეუცვლელი რჩება, ეს საკვების მიმართ ლტოლვაა. გემრიელი კერძები ყველა იტალიელის გულში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. აქაური კერძები გემრიელი, მარტივი და შთამბეჭდავია“, − წერს ჯეიმი თავის წიგნში. თუ ამ კერძებს სიყვარულით მოამზადებთ, მართლაც ფანტასტიკური გამოვა.
32
მარტი 2019
მარტი 2019
33
ლაზანია 8-10 პორცია მომზადების დრო: 2 სთ და 20 წთ.
ინგრედიენტები: • 4 დიდი ზომის პრასი • 3 თავი კამა • 6 კბილი ნიორი • 50 გრ ნაღების კარაქი • ½ კონა ქონდარი (15 გრ) • 125 მლ მშრალი თეთრი ღვინო • 75 გრ ფქვილი • 1,5 ლ რძე • 1 მთლიანი მუსკატის თხილი ველი • 50 გრ პარმეზანის ყველი ეჯო • 100 გრ ყველი ტალეჯო • ½ პასტის ცომი ან 400 გრ ლაზანიის მზა ფირფიტები • 125 გრ მოცარელა გონზოლა • 100 გრ ყველი გორგონზოლა • ზეითუნის ზეთი
მომზადება: წვრილად დაჭერით პრასის თეთრი ნაწილი, კამა და ნიორი. დადგით ნელთბილ ცეცხლზე დიდი ქვაბი. წაუსვით ნაღების კარაქი. ი. დაამატეთ ქონდრის ფოთლების დიდი ნაწილი ლი და დაჭრილი ბოსტნეული. ლი. შეწვით 15 წუთი, მუდმივად ურიეთ. დაასხით ღვინო, დაახურეთ თავზე და კიდევ 20 წუთი ამზადეთ, სანამ ბოსტნეული რბილი არ გახდება. პერიოდულად ურიეთ, საჭიროების შემთხვევაში, დაასხით წყალი. დაამატეთ ფქვილი, აურიეთ და დაასხით თბილი რძე, ისევ მუდმივად ურიეთ. ქვაბში ცოტაოდენი მუსკატის თხილი მოათავსეთ. გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ ნახევარ-ნახევარი პარმეზანი და ტალეჯო. ორივე დაჭრილი. საგულდაგულოდ აურიეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი და გააცივეთ. მიკროტალღური ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ. თუ ცომს იყენებთ, 2 მმ სისქის მართკუთხედებად დაჭერით, სპეციალური ფირფიტების მსგავსად. ლაზანიას გამოსაცხობად ფორმა მიეცით და დაამატეთ მოცარელას, გორგონზოლას და დარჩენილი ტალეჯოს ნაჭრები. 34
მარტი 2019
თავზე სოუსის ფენით გადახურეთ. დარჩენილი პარმეზანი და სხვა ყველი 40 წთ ოქროსფერ შეფერილობამდე გამოაცხვეთ. დარჩენილი ქონდრის ფოთლები აურიეთ ზეითუნის ზეთში და ლაზანიას გამოცხობის დამთავრებამდე, 5 წუთით ადრე დაუმატეთ. გააცივეთ 15 წუთი და სუფრასთან მიიტანეთ. „იტალიელები სეზონურ პროდუქტებს აღმერთებენ, ცდილობენ ცხოვრება არ გაირთულონ და სამზარეულოში საქმეს დიდი მონდომებით შეუდგებიან ხოლმე. თუ მათ მიბაძავთ, არაჩვეულებრივი კერძების მომზადებას შეძლებთ და სუფრასთან მეგობრებსა და ახლობლებს ნამდვილად გააოცებთ. მათი ერთ-ერთი საყვარელი კერძია მინესტრონე ბრინჯით, სეზონური ბოსტნეულით და პარმეზანით. წვნიანი ძალიან ჰაეროვანი გამოდის. მისი მომზადებისას მუდამ ექსპერიმენტებს მივმართავ, ვცვლი პროდუქტებს სეზონის მიხედვით“.
მინესტრონე 6-8 პორცია მომზადების დრო: 1 სთ და 10 წთ.
ინგრედიენტები: • 2 ხახვი • 2 კონა ნიახური • ზეითუნის ზეთი • 600 გრ მწვანე ბოსტნეულის ნარევი. მაგალითად: კამა, ბროკოლი, ყაბაყი, სატაცური, კომბოსტო, ბარდა... • 200 გრ ბრინჯი რიზოტოსთვის • 2 ლ ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი • როზმარინის და ქონდრის ნარევი (30 გრ) • 2 კბილი ნიორი • 50 გრ პარმეზანი • 1 ლიმონი
მომზადება: დაჭერით ხახვი და ნიახური, მოაჭერით ღეროები და დიდ ქვაბში მოათავსეთ. დაამატეთ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი და დადგით ნელთბილ ცეცხლზე. შეწვით 15 წუთი, პერიოდულად ურიეთ. მოამზადეთ ბოსტნეული: დაჭერით ყაბაყი და კამა პატარა ნაჭრებად. წვრილად დაჭერით ბროკოლი და სატაცური, დაამატეთ კომბოსტო. ქვაბში დაამატეთ ბრინჯი, აურიეთ და დაასხით ბულიონი. დაუმატეთ ბოსტნეულიც. მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 15 წუთი. პესტოსთვის ცალკე დაჭერით ნიორი და დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი. წვრილად დაჭერით პარმეზანი და ლიმონის ქერქი. მასთან ერთად, დაუმატეთ ლიმონის წვენი და 4 ს/კ ზეითუნის ზეთი. ქვაბში ბოსტნეული ჩაყარეთ და კიდევ 10-15 წუთი ხარშეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაუმატეთ 1 კოვზი პესტო. მარტი 2019
35
9 პროდუქტი, რომელიც საყინულეში არ უნდა შეინახოთ საყინულე საკვების შენახვის ეფექტური საშუალებაა, ოღონდ არა ყველა პროდუქტისთვის. წვეულებების შემდეგ ბევრი სვამს კითხვას: „რა ვუყოთ დარჩენილ საკვებს?“ რა თქმა უნდა, საყინულეში მოთავსება ადვილი გამოსავალია, მაგრამ ყველა პროდუქტი მინუს ტემპერატურას ვერ უძლებს. ზოგიერთი გემოს კარგავს, ზოგიერთი კი – დადებით თვისებებს.
36
მარტი 2019
მარტი 2019
37
1
მანამდე გაყინული წითელი ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები წითელი ხორცი, ქათამი და ზღვის პროდუქტები მხოლოდ ერთხელ უნდა გაყინოთ. განმეორებითი გაყინვა დაავადების წარმომქმნელი ბაქტერიების გაჩენის რისკს გაზრდის. გამონაკლისი შემთხვევაა, თუ ხორცი მაცივარში მაქსიმუმ 5 გრადუსზე იყო შენახული, მაშინ გაყინვა უსაფრთხო იქნება.
2
მოხარშული მაკარონის და პასტის კერძები რამდენიმე პორცია სპაგეტი დაგრჩათ? მათი საყინულეში გაგზავნა კარგი გამოსავალი არაა. იგი მას უგემურ ატრიად გადააქცევს.
3
ავოკადო ავოკადო მინუს ტემპერატურაზე ნორმალურად შეინახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კურკას ამოაცლით, ნაჭრებად დაჭრით და ლიმონის ცოტაოდენ წვენს დაუმატებთ. ზოგადად,
38
მარტი 2019
საყინულე ავოკადოს იმ გემოს და სტრუქტურას უფუჭებს, რის გამოც მილიონობით ადამიანს უყვარს.
4 5
რძე ამგვარი ქმედების შემდეგ, რძე არაერთგვაროვან მასად იქცევა. გაყინული რძე შეგიძლიათ გამოიყენოთ კერძებისთვის, მაგრამ არც ცალკე და არც შვრიის ფანტელებზე დასამატებლად. რბილი ყველი ყველის სახეობები, როგორებიცაა პარმეზანი, გაუდა თუ შვეიცარიული, საყინულეში „თავს მშვენივრად გრძნობენ“, რასაც რბილ ყველზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.
6
შემწვარი კერძები თუ ბევრი შემწვარი ქათამი ან თევზი დაგრჩათ, ქერქი მოაცალეთ, რადგანაც საყინულეში მოთავსების შემდეგ, ვერანაირ ხრაშუნა თუ რბილ ქერქზე ვეღარ იოცნებებთ. შინ მომზადებული ჩიფსიც ვერ უძლებს დაბალ ტემპერატურას.
7
კიტრი საყინულე ყველა ბოსტნეულს არ უხდება. განსაკუთრებით იმ სახეობებს, რომლებიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავენ. ასევე არ მოათავსოთ საყინულეში კომბოსტო და ყაბაყი. სიმინდი, გოგრა და პომიდორი ამ მხრივ გამძლე სახეობებია.
8 9
ყავა ყავის მარცვლები და დაფქვილი ყავა საკუთარ სტრუქტურას დაკარგავს. ასევე, საყინულის სურნელსაც შეიწოვენ. სუნელები გაყინული პილპილი, მიხაკი თუ ნიორი გემოს შეიცვლის, და არა სასიკეთოდ.
მარტი 2019
39
40
მარტი 2019
შოკოლადის 3 დესერტი განწყობის ასამაღლებლად, საუკეთესო საშუალება შოკოლადია. მას მრავალფეროვანი დესერტებისთვის გამოვიყენებთ.
მარტი 2019
41
„ტრიუფელი“ პორცია: 12 მომზადების დრო: 10 წთ.
ინგრედიენტები: • ნაღები − 190 მლ • კაკაოს ფხვნილი − 55 გრ • შავი შოკოლადი − 148 გრ • ლიქიორი − 25 მლ
მომზადება: გაათბეთ ნაღები კაკაოს ფხვნილის მესამედ ნაწილთან ერთად, მოათავსეთ ბლენდერში და დაუმატეთ დარჩენილი კაკაო. მიღებულ მასას შეურიეთ გამთბარი შოკოლადი და კვლავ ბლენდერში ათქვიფეთ. 40 გრადუს ტემპერატურაზე დაუმატეთ ლიქიორი, შეფუთეთ საკვებისთვის განკუთვნილ პარკში და მაცივარში ნახევარი საათით მოათავსეთ. ამის შემდეგ, მიეცით ფორმა.
42
მარტი 2019
„შოკოლადის ფონდანი“ პორცია: 4 მომზადების დრო: 20 წთ.
ინგრედიენტები: • კვერცხი − 8 ც. • შაქარი − 20 გრ • შოკოლადი − 200 გრ • ფქვილი − 40 გრ • ზღვის მარილი − 5 გრ
მომზადება: აურიეთ კვერცხი შაქართან და ფქვილთან. დაასხით ეს მასა დამდნარ შოკოლადს. გამოაცხვეთ 180 გრადუზე 8-10 წუთით.
მარტი 2019
43
შოკოლადის ტორტი პორცია: 6 მომზადების დრო: 30 წთ.
ინგრედიენტები: • მწარე შოკოლადი 70% − 340 გრ • ნაღების კარაქი − 95 გრ • გლუკოზის ვაჟინი − 1 ჩ/კ • კვერცხი − 8 ც • შაქრის პუდრა − 40 გრ • ზღვის მარილი • ნაყინი − 1 ბურთულა
მომზადება: გაზქურა გაათბეთ 180 გრადუსზე. დაფას წაუსვით კარაქი. შოკოლადი და კარაქი დაადნეთ და აურიეთ. ამ მასას დაამატეთ რამდენიმე წამით ცეცხლზე გამთბარი გლუკოზის ვაჟინი. შემდეგ კვერცხის გულიც დაურთეთ და კარგად მოურიეთ. კვერცხის ცილები ცალკე აურიეთ, დაამატეთ შაქრის პუდრა, ზღვის მარილი და კვლავ აურიეთ. შემდეგ, ცილის მასა პირველ ნარევთან შეაერთეთ. მიეცით ფორმა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთით. მორთეთ ნაყინის ბურთულით.
44
მარტი 2019
46
მარტი 2019
6 ორიგინალური ყავის რეცეპტი მიმართეთ მრავალფეროვნებას! მარტი 2019
47
ლატე ქურქუმა პორცია: 1 მომზადების დრო: 10 წთ.
ინგრედიენტები: • რძე − 240 მლ (ნებისმიერი) • ქურქუმა − 1 გრ • თაფლი − 5-10 გრ • დაფქვილი დარიჩინი გემოვნებით
48
მარტი 2019
მომზადება: გაათბეთ რძე, ნუ აადუღებთ. გადმოდგით და დაამატეთ ქურქუმა, დარიჩინი და სხვა სუნელები სურვილისამებრ. ყველაფერი კარგად აურიეთ და 5 წუთი გააჩერეთ. რაიმე ჭურჭელში საცერის მეშვეობით ჩაასხით და აურიეთ ბლენდერში. ჭიქაში ჯერ თაფლი მოათავსეთ, შემდეგ მიღებული მასა ჩაასხით.
რაფყავა პორცია: 1 მომზადების დრო: 10 წთ.
ინგრედიენტები: • რძე/ნაღები − 300 მლ • ესპრესო/შავი ყავა − 30 მლ • კარამელის ვაჟინი − 25 მლ • ვანილის შაქარი, შაქარი • კარამელის პოპკორნი
მომზადება: მოამზადეთ ჭურჭელი. ჭიქა გამთბარი უნდა იყოს. ჩაასხით ყავის ასადუღებელ რკინის ჭურჭელში ნაღები, დაამატეთ ჩვეულებრივი და ვანილის შაქარი. მოამზადეთ ესპრესო და ჩაასხით ნაღებთან და შაქართან ერთად. ათქვიფეთ. მორთეთ პოპკორნით. მარტი 2019
49
ყავა-ტონიკი პორცია: 1 მომზადების დრო: 15 წთ.
ინგრედიენტები: • ყავა − 25 გრ • წყალი − 330 მლ • ყინული • ტონიკი − 200 მლ
50
მარტი 2019
მომზადება: მოხარშეთ ყავა ფრენჩ-პრესში, 25 გრ ყავა 330 მლ წყალში. გააცივეთ. შუშის ჭიქაში მოათავსეთ ყინული, დაამატეთ ნახევრამდე ალკოჰოლური სასმელი ტონიკი და ზევიდან ცივი ყავა დაასხით.
ბანანის ყავა პორცია: 1 მომზადების დრო: 5 წთ.
ინგრედიენტები: • 1 ბანანის სმუზი • თაფლი − 1 ჩ/კ • კაკაო − 1 ჩ/კ • ახლად მოხარშული ყავა − 1 ჭიქა • რძე − 1 ჭიქა
მომზადება: ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და აურიეთ.
ყავა ვიეტნამურად პორცია: 1 მომზადების დრო: 10 წთ.
ინგრედიენტები: • დაფქვილი ყავა − 15 გრ • შესქელებული რძე − 20 გრ • ცხელი წყალი − 100 მლ
მომზადება: ადუღებულ წყალში შესქელებული რძე ჩაასხით. გადაასხით ყავისთვის განკუთვნილ მეტალის ფილტრში და დაამაგრეთ ჭიქას. ფილტრის კიდეზე თანაბრად გაანაწილეთ დაფქვილი ყავა, დააწექით. ჩაასხით 20 მლ ადუღებული წყალი და გააჩერეთ 1 წუთი. მარტი 2019
51
ლატე ტოფი პორცია: 1 მომზადების დრო: 10 წთ.
ინგრედიენტები: • დაფქვილი ყავა • რძე − 180 მლ • კარამელის სოუსი − 40 გრ
მომზადება: აურიეთ კარამელის სოუსი და რძე. მოხარშეთ ჩვეულებრივი რაოდენობის ესპრესო და დაამატეთ ჭიქას სოუსით და რძით. გაათბეთ მიღებული პროდუქტები. გადაასხით ჭიქაში. 52
მარტი 2019
მარტი 2019
53
ესპანური სამზარეულოს ძირითადი მახასიათებლები 54
მარტი 2019
მარტი 2019
55
ესპანური სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი რეგიონული მრავალფეროვნებაა. გალისია, ახალი და ძველი კასტილია, კატალონია − ყველა მხარე თავისი ინდივიდუალური კულინარიული მახასიათებლებით გამოირჩევა.
მომდინარეობს, მეორენი კი გაიხსენებენ ისტორიას ესპანურ ქალაქ მაონის შესახებ, სადაც ჰერცოგმა რიშელიემ ქალაქის ალყის დროს მზარეულს დარჩენილი პროდუქტებისგან რაიმეს მომზადება სთხოვა. ასე შეიქმნა სოუსი მაონადან salsa mahonesa − ყველასთვის ცნობილი მაიონეზი.
ესპანეთში სამზარეულოს ძირითადად, სამხრეთ, სანაპირო, ცენტრალურ და დასავლურ ნაწილებად ყოფენ. ზოგიერთ მათგანში ზღვის მეტი პროდუქტია, ზოგიერთში – ხორცი; ზოგი ხილითაა გამორჩეული, ზოგი კი ლობიოთი. ისევე, როგორც ყველა ევროპელი, ესპანელებიც ტრადიციების ერთგულნი არიან. აღსანიშნავია ესპანური და ფრანგული კულინარიის წინააღმდეგობრიობაც. ეს საკითხი კერძების წარმომავლობის გაურკვევლობას მოიცავს. მაგალითად, დავის საგანია ყველასთვის ცნობილი მაიონეზი, რომელიც თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველა სუფრის მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდა. აქ აზრი ორად იყოფა: ერთნი გეტყვიან, რომ მისი სახელი ძველი ფრანგული სიტყვიდან
ამ ქალაქის სახელი ყველის ერთ-ერთი სახეობის სახელადაც იქცა. MAHON − ცნობილი ესპანური ყველია ნაღებისა და ზღვის სურნელით, რომელსაც თითქმის ყველა რესტორანში შემოგთავაზებენ.
56
მარტი 2019
იგივე სიტუაცია შეიქმნა სოუსი აიოლის გარშემოც, რომელიც, რა თქმა უნდა, ესპანურია, კატალონიიდან, თუმცა ფრანგებსაც აქვთ რეგიონულ სამზარეულოში მსგავსი სოუსი. ესპანური კერძების უმრავლესობას თავისი ისტორია და ლეგენდა აქვს. ცნობილი ესპანური ტორტილა − კარტოფილის ომლეტი, სიღარიბის ფონზე წარმოიშვა, ისევე, როგორც კულინარიის ბევრი
შედევრი. „ჩვენმა ქალებმა იციან, 2-3 კვერცხისგან როგორ დააპურონ 6 ადამიანი!“ − სიამაყით აცხადებენ ესპანელები ამ კერძის აღწერაში. მოკლედ, ესპანური სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია. კატალონიაში არ მიირთმევენ იმას, რასაც კასტილიაში, ბასკების სადილი კი ანდალუსიელებისგან განსხვავდება. მაგრამ მთელ ესპანეთში ჭამენ ტაპასს, პაელიას და გასპაჩოს; უყვართ ზეითუნის ზეთი და შაშხი. რის გარეშე ვერ წამოვიდგენთ ესპანურ ტრაპეზს? ზეითუნის ზეთს ესპანელები პრაქტიკულად ყველა კერძს უმატებენ: სალათებს, შემწვარს და გამომცხვარს, სოუსებს და დესერტებსაც კი. ესპანეთში ჰყოფნით გამბედაობა, ნაყინიც კი ზეითუნის ზეთზე დაამზადონ. ხორცის პროდუქტები ცალკე თემაა. აქ ის ბევრნაირია: ღორის ცხარე ძეხვი ჩორიზო,
შებოლილი სალჩიჩონი, morcilla... მაგრამ, ყველაზე ცნობილი შაშხია. პომიდორი და წიწაკა ევროპაში XVI საუკუნეში გაჩნდა და მას შემდეგ ესპანეთმა ძალიან შეიყვარა. აქ მზეზე გამომშრალი პომიდორებისგან ამზადებენ სალათებს, ცხელ და ცივ კერძებს, წვნიანებს. ზღვის პროდუქტები ესპანური სამზარეულოს შეუცვლელი ნაწილია. ესპანეთი, იაპონიის შემდეგ, თევზისა და ზღვის პროდუქტების გამოყენებით, მსოფლიოში მეორე ადგილასაა. ესპანელები აღმერთებენ იხვს, მიდიებს, ხამანწკებს. მათგან ამზადებენ წვნიანებს, პაელიას, სოუსებს და ტაპასს. ტაპასი ცივი და ცხელი წასახემსებელი პროდუქტის სახეობაა. ესპანელებისთვის ის არა მხოლოდ საკვები, არამედ ცხოვრების სტილია. ესპანურ ენაში ერთი ზმნაც კი არსებობს − Tapear, რომელიც ბარში სიარულს, მეგობრებთან საუბარს, ღვინის დალევას და ტაპასის მირთმევას გულისხმობს.
მარტი 2019
57
58
მარტი 2019
არავინ იცის, ზუსტად როდის და როგორ წარმოიშვა ეს ტრადიცია. როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც რამდენიმე ისტორია არსებობს. ერთი გადმოცემის მიხედვით, კასტილიის მეფე ლეონ ალფონსო ბრძენმა შემოიღო კანონი, რომ სასმელი მხოლოდ წასახემსებელ პროდუქტთან ერთად მოეტანათ, რადგანაც მშიერ კუჭზე მირთმეული სასმელი არასასიამოვნოდ აისახებოდა ადამიანებზე. ამიტომ ღვინოსთან და ლუდთან ერთად, პირდაპირ ჭიქაზე ჩამოცმული მისაყოლებელი მოჰქონდათ. აქედან წარმოიშვა სახელწოდებაც „ტაპასი“, რომელიც ესპანურად თავსახურს ნიშნავს. ადრე ის სასმელს უფასოდ მოყვებოდა, მაგრამ ახლა უკვე ყველა ცალკე უკვეთავს. ტაპასის როლში ბევრი რამ გამოგადგებათ. კლასიკური ვარიანტია ხამონი ან ჩორიზო. ასევე: დამარილებული ან გრილზე მომზადებული ბოსტნეული – პილპილი, პომიდორი, ხახვი და ა.შ. შემწვარი ან დამარილებული სოკო, კარტოფილი ან ბრინჯი, შემწვარი კალმარი ან მიდიები; მინისენდვიჩები პაშტეტით, სოუსით, თინუსით და კვერცხით, წიწაკით, ხახვით, ნივრით, ყველით და მაიონეზით. კვერცხს გვერდზე დაუწყვეთ პომიდორი, სარდინები, ანჩოუსი ან ქათამი; ხორცი ღვინის სოუსში, სალათები, ზღვის პროდუქტები, პატარა კარტოფილი თუ არომატული მწვანილი.
ძალიან პოპულარულია ისეთი ტაპასები, როგორებიცაა ტორტილა და ბანდერილა. ბანდერილა ძალიან კარგი ვარიანტია, როცა წასახემსებელ პროდუქტს ვერ არჩევთ. თუ მოულოდნელად მოსული სტუმრების გამოკვება გიწევთ, მით უმეტეს. მას არ სჭირდება მოხარშვა ან შეწვა, და საჭირო ინგრედიენტებსაც შინ აუცილებლად იპოვით. წვნიანებს ესპანელები ბოსტნეულისგან და თევზისგან ამჯობინებენ. ბევრ მათგანს ცივად მოგართმევენ, რადგანაც ზაფხულში ამ ქვეყანაში ძალიან ცხელა. გასპაჩო ცივი წვნიანების მეფეა, რომელიც ანდალუსიაში დაიბადა, მაგრამ ახლა მთელ მსოფლიოში ამზადებენ. ესპანელები მას უფრო სასმელად მიიჩნევენ, ვიდრე წვნიანად. ამიტომაც, არა თეფშით, არამედ ჭიქით მოგართმევენ. პაელია ყველაზე ცნობილი ესპანური კერძია ბრინჯით. მისი სამშობლო ვალენსიაა, მას მხოლოდ მამაკაცები ამზადებდნენ, პირდაპირ ქუჩებში. ბრინჯის გარდა, იგი ზღვის პროდუქტებს, ხორცს, ბოსტნეულს, სანელებლებს და ბევრ სხვა რამეს შეიცავს.
მარტი 2019
59
დესერტებიდან ესპანელებს ყველაზე მეტად ჩუროსი მოსწონთ − წვრილი, გრძელი და ტკბილი ფუნთუშები. ჩუროსს მიირთმევენ საუზმეზე, სადილზე მთავარი კერძის შემდეგ და საღამოს, როცა ბარებს მიაშურებენ. ამ ტკბილეულს ტრადიციულად, ცხელ შოკოლადთან ერთად დაგაგემოვნებინებენ. სხვა ესპანურ დესერტებში კატალანის კრემი გამოირჩევა − ფრანგული კრემბრულეს ადგილობრივი ვარიანტი, რომელსაც სხვადასხვა სოუსით აფორმებენ. დაბოლოს: ესპანური კერძები წარმოუდგენელია ღვინის გარეშე! საფრანგეთსა და იტალიასთან ერთად, ესპანეთიც ვენახებისა და ღვინის წარმოების სამშობლოა. აქაურ ღვინოს მსოფლიო მასშტაბით უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. წითელი, რომელიც ხორციან კერძებს მოუხდება, თეთრი, ვარდისფერი ზაფხულის განწყობისთვის და ა.შ. განსაკუთრებით გამოიყოფა ორი სახეობა: ხერესი და მალაგა. ხერესი უნივერსალური ღვინოა − ძლიერი სასმელი, რომელიც სადილის დასრულებას ბრწყინვალედ უხდება. 60
მარტი 2019
კლუბ-რესტორანნიი “ანნდერრვილი” ვილ ლი” საუკ სა უკეთ ეთეს ესოო ად ადგი გილი ლი თქვ ქვენ ენიი ღო ღონი ნ სძძიებისთ სთვი ვისს
Club-rest staurant Undderr heel The best place forr yo yourr event event
მისამართი: ფუნიკულიორის ზედა პლატო; fb/Underwheel / Club - ანდერვილ კლუბი Tel: +591 492 323, 599 9 888 584 Address: Funicular upper p pp p plateau; Facebook/Underwheel / Club - ანდერვილ კლუბ კლუბი Tel:l +995 9 591 492 323, +995 599 888 584
GASTRO BOOK მარტი 2019