DECOR მის: ბელიაშვილის 149 ტელ: (032) 2 25 72 27, 120
www.maxtherm.ge www.gatboba.ge
მაისი 2019
BOOK
Lin&Me პრემიუმკლასის ქართული თეთრეული ქართული თეთრეულის მწარმოებელი ბრენდი − Lin&Me ბაზარზე რამდენიმე თვეა რაც შემოვიდა და მომხმარებლებს საქართველოში წარმოებული თეთრეული შესთავაზა. კომპანიამ პროდუქციის გამორჩეული ხაზის დახმარებით, მომხმარებლის ქცევა მარტივად შეცვალა და თეთრეული ადამიანების განწყობისა და სტილის განმსაზღვრელი გახადა. Lin&Me-ის საწოლის თეთრეულის ნახვისთანავე იგრძნობა ტექსტილის ხარისხი, ხოლო მოდელების ვიზუალური მიმართულება სადა, თანამედროვე და ტრენდულია, რომელსაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს უცხო და განსაკუთრებულად ლამაზი სასაჩუქრე შეფუთვა. პროდუქციის შეძენა მაქსიმალურად კომფორტულია და Facebook-ის ან Instagram-ის მეშვეობით ხდება. მომხმარებლები სასურველ მოდელს და ზომას მთელი საქართველოს მასშტაბით, ადგილზე დამატებითი ღირებულების გარეშე იღებენ. ბრენდის დამფუძნებლებს ბიზნესის გაფართოების კუთხით განვითარების დიდი გეგმები აქვთ და მომხმარებლებს მუდმივად სიახლეებსა და საუკეთესო პროდუქციას ჰპირდებიან.
სარჩევი როგორ გავაფორმოთ სააბაზანო შთაგონება ცნობილი ქალების ინტერიერებით აბაზანა იმ მხრივაა სახლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ მას ხშირად სარელაქსაციოდ, რთული დღის შემდეგ ძალების აღსადგენად მივმართავთ. ცხელი წყალი და თავის მოწესრიგება ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მოდის სამი ცნობილი მიმდევარი ქალბატონი საკუთარი სააბაზანოს მაგალითზე გვაძლევს რჩევებს, თუ როგორ მოვაწყოთ ჩვენი საცხოვრისის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი.
8
სამუშაო სივრცე ბავშვებისთვის − როგორ მოვაწყოთ სწორად
42
ოტო ვაგნერი − უდიდესი არქიტექტორის 10 ყველაზე ცნობილი პროექტი
22
ოტო ვაგნერი 1841 წლის 13 ივლისს ვენაში, ნოტარიუსის ოჯახში დაიბადა. არქიტექტურულმხატვრული განათლება ვენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და ხელოვნების აკადემიაში მიიღო. არქიტექტორის კარიერა 1862 წელს დაიწყო. 1890-იან წლებში ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მოდერნის სტილმა გაიტაცა და საკუთარი შემოქმედებით არტ-ნუვოს ერთგვარი პოპულარიზაცია მოახდინა.
34 ბაღი აივანზე: რეკომენდაციები ბუნების მოყვარულთათვის იმისათვის, რომ შექმნათ საკუთარი ბაღი, აგარაკი სულაც არ გჭირდებათ. საკმარისია აივანი! როგორ უნდა მოვაწყოთ ყველაფერი მინიმალური სირთულით?
8 იდეა: როგორ გავაფორმოთ ცარიელი კედელი სახლის დაპროექტებისას, კედლის ცარიელ მდგომარეობაში დატოვება საუკეთესო იდეა ნამდვილად არაა. ინტერიერის დეკორი სწორედ მაშინ ჩაითვლება დასრულებულად, თუ კედელსაც კი სიცოცხლეს შემატებთ და ამ მხრივ, გარკვეულ რჩევებს გაიზიარებთ.
მაგიდის გაწყობა განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნასთან ასოცირდება და ჩვეულებრივ სადილსაც კი შთამბეჭდავ რიტუალად აქცევს. ამასთან, არაა აუცილებელი ძვირადღირებული აქსესუარები იყიდოთ: მარტივი და ხელმისაწვდომი ნივთებით ძალიან სწრაფად გარდაქმნით სუფრას დიზაინერულ შემოქმედებად.
46
როგორ გავხადოთ შემოსასვლელი უფრო ეფექტური და ფუნქციური
ტრანსფორმერები − ტრენდი ინტერიერშიი
როგორ მოვრთოთ თ52 სასადილო მაგიდა ა მარტივი ხერხებით
68
„კარგად დავიწყებული ძველი“
როგორ განვათავსოთ თევზები ინტერიერში ორიგინალურად თუ თევზები გიყვართ და გსურთ აკვარიუმი სახლის ინტერიერის ნაწილად აქციოთ, რამდენიმე ორიგინალური იდეა გაითვალისწინეთ.
60
74
მაისი 2019
1
„თერმოინდუსტრია“ ხარისხისა და კომფორტის ჰარმონია ქართული OK! კომპანია „თერმოინდუსტრიის“ საქმიანობის მიმართულებებზე, მომსახურებისა და პროდუქციის ძირითად სახეობებზე, ექსკლუზიურ სერვისსა და საქართველოში დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებზე კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და საპროექტო სამსახურის უფროსს, ბესარიონ მელიქიშვილს ესაუბრა. ბატონმა ბესომ სიამოვნებით გაგვიმხილა, თუ რა განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „თერმოინდუსტრიას“ თანამედროვე კონკურენტულ, მოთხოვნად ბაზარზე და ამომწურავად გვესაუბრა კომპანიის ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელიც უპირველესად უმაღლეს, ევროპულ ხარისხზე და მომხმარებელთა განსაკუთრებულ კომფორტზეა აგებული. ბატონო ბესო, გვითხარით, კონკრეტულად რა მომსახურებას სთავაზობს „თერმოინდუსტრია“ თავის მომხმარებლებს? ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ჰელიოსისტემები, გათბობის სისტემები, წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, სახანძრო სისტემები, ცენტრალური სატუმბი სადგურები, საცურაო აუზები, საუნები. ძალიან მალე, გვექნება სავენტილაციო სისტემების მომსახურებაც. როგორ ფიქრობთ, რითი გამოირჩევა „თერმოინდუსტრია“ ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან? ჩვენი კომპანიის დაარსების დღიდან განსაკუთრებულად გამახვილებული გვაქვს ყურაღება ხარისხსა და უსაფრთხოებაზე, რაც ფაქტობრივად, გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. სწორედ ამ ნიშნით ვანიჭებთ უპირატესობას ხარისხიან, ევროპულ ბრენდებს. ჩვენი პროდუქციის 70-80% იტალიურია. გვაქვს ასევე გერმანული, სლოვენიური, უნგრული, თურქული პროდუქციაც. ჩვენმა ხელმძღვანელობამ პრინციპულად უარი თქვა ჩინურ საქონელზე და ორიენტირი ევროპულ, მაღალხარისხიან ბრენდებზე აიღო. დამატებით აღვნიშნავ, რომ რასაც ვყიდით, იმ პროდუქციას თავადვე ვამონტაჟებთ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მობილიზებულნი ვართ. მოგეხსენებათ, გაზის გაჟონვის ბევრი შემთხვევაა, რაც ძირითადად არასწორ მონტაჟთან არის დაკავშირებული. მსგავსი შეცდომები, 2
მაისი 2019
ჩვენ შემთხვევაში, სრულიად გამორიცხულია, რადგან ჩვენთან სამონტაჟო სამუშაოებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ასრულებენ, რომელთა პერიოდული გადამზადება და ცოდნის ამაღლება კომპანიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. რომელია ის განსაკუთრებული ადგილი, რომელიც „თერმოინდუსტრიამ“ქართულ ბაზარზე დაიკავა? ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინოვაციაა, დავნერგოთ საქართველოში გათბობის გარექვაბების იმგვარად დამონტაჟების ტექნიკა, რომ ის არ იყოს შესამჩნევი და არქიტექტურა, შენობების გარე დიზაინი არ დაამახინჯოს. ჩვენი პროექტირების მიხედვით, მონტაჟდება ცენტრალური საკვამლე მილები, რომლებიც საერთოდ არ გამოჩნდება შენობის გარე ნაწილზე. შესაბამისად, აღარაა საჭიროება, რომ ქვაბები, წყლის გამაცხელებლები, გამათბობლები ქაოსურად განლაგდეს. ჟანგბადის მიწოდებაც და გამონაბოლქვის გამოყოფაც სწორედ ცენტრალური საკვამლე მილიდან მოხდება. ბევრი მშენებელი ხშირად იმიტომ ერიდება შენობაში გაზის შეყვანას, რომ არ მოხდეს შემდეგ გარე ფასადის დამახინჯება მრავლობითი აგრეგატებით. „თერმოინდუსტრიამ“ კი ეს საკითხი თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომების გამოყენებით ძალიან მარტივად გადაწყვიტა. „თერმოინდუსტრია“ მუდმივად მობილიზებულია სიახლეებსა და ინოვაციების ათვისებაზე. სწორედ ამ მიზნით, ხშირად ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებში, ვიღებთ ინფორმაციას ჩვენი სფეროს უახლეს ტექნოლოგიებსა და ტენდენციებზე, ვიღრმავებთ ცოდნას, კვალიფიკაციას, და აქ, საქართველოში ვნერგავთ. ძირითადად, დავდივართ მილანში, ფრანკფურტში, კიევში, ბაქოსა და სტამბოლის გამოფენებზე. ბატონო ბესო, კიდევ რა სახის განსაკუთრებულ მომსახურებას და პროდუქციას სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს? დამატებითი უსაფრთხოების უზუნველყოფის გათვალისწინებით, გვაქვს კატეგორია ქვაბებისა, რომლებიც მარგი ქმედების მაღალი კოეფიციენტით
და შესაბამისად, CO-ს და აზოტის ჟანგეულების მინიმალური ემისიით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, გარემოც ნაკლებად ბინძურდება. ჩვენი კომპანია სახანძრო პროდუქციის მონტაჟის უსაფრთხოებაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს და ამ მხრივ, სასიცოცხლოდ აუცილებელ კომფორტს ვუქმნით საკუთარ მომხმარებლებს. კიდევ ერთი დამატებითი კომფორტი, რომელსაც უკვე დროის დაზოგვის მხრივ მომხმარებლებს ვუქმნით, ჩვენი მომსახურების ოპერატიულობაა. ვცდილობთ, არ შევაფერხოთ ისინი და ყოველთვის ვიქონიოთ ადგილზე საჭირო რაოდენობის პროდუქცია, რომ შეკვეთისთანავე მოხდეს მიწოდება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებული, ინდივიდუალური მოთხოვნა აქვს მომხმარებელს, ვუკვეთავთ პროდუქციას ევროპაში და განსაზღვრულ ვადაში ჩამოგვაქვს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გარკვეულ როლს თამაშობთ თქვენს სფეროში სპეციალისტთა მომზადებასა და სწავლებაში. დიახ, გასული წლის მიწურულს, დავიწყეთ შემდეგი პროექტი: გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი იმ კოლეჯის ხელმძღვანელობასთან, რომელიც ჩვენი სპეციალიზაციის ფარგლებში სპეციალისტებს ამზადებს და 30-მდე სტუდენტმა ჩვენთან გაიარა პრაქტიკული და თეორიული სწავლება ჰიდრავლიკის, თბოტექნიკის, ჰელიოსისტემების მიმართულებებით. წარმატებული სტუდენტები კომპანიაში დავასაქმეთ.
თბილისი, ბელიაშვილის ქ. 110 ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. 32/34 ფოთი, ჭანტურიას ქ. 12 ზუგდიდი, მეუნარგიას ქ. 12 ტელ: +995 32 214 55 54 ელ.ფოსტა: info@thermoindustria.com
მაისი 2019
3
Tel:(+995)322 14 55 54 Add.1 bokhua str. Tbilisi
როგორ გავაფორმოთ სააბაზანო შთაგონება ცნობილი ქალების ინტერიერებით აბაზანა იმ მხრივაა სახლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ მას ხშირად სარელაქსაციოდ, რთული დღის შემდეგ ძალების აღსადგენად მივმართავთ. ცხელი წყალი და თავის მოწესრიგება ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მოდის სამი ცნობილი მიმდევარი ქალბატონი საკუთარი სააბაზანოს მაგალითზე გვაძლევს რჩევებს, თუ როგორ მოვაწყოთ ჩვენი საცხოვრისის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი.
8
მაისი 2019
მაისი 2019
9
მირანდა ქერი, მოდელი და კოსმეტიკურ ბრენდ KORA ORGANICS-ის დამაარსებელი „ჩემთვის აქ მთავარია დამამშვიდებელი ატმოსფეროს შექმნა“. კრამიტი საშხაპეში „ვიზუალურად აცალკევებს სივრცეს და საშხაპეს ელეგანტურს ხდის“. ქვესადგამი კოსმეტიკისთვის „დარწმუნებული ვარ, მსგავსი ელემენტები ლამაზი 10
მაისი 2019
და ფუნქციურია. ისინი ინტერიერში საკვანძო მნიშვნელობას იძენენ“. დეტალები „აბაზანაში ძალიან მომწონს სკამი და მას ხელოვნური ბეწვის ხალიჩას ვუხამებ“. კრისტალები „ისინი მთელ სახლში მაქვს გაფანტული. ჩემი საყვარელი ვარდისფერი კვარცი დადებითი ენერგიის, სიყვარულისა და ბედნიერების წყაროა“.
მაისი 2019
11
12
მაისი 2019
2 ჯეკი აინა − YOUTUBE-ის ვარსკვლავი და ვიზაჟისტი „ყოველთვის მსურდა სააბაზანო ოთახი მდიდრული ბინის მსგავსი ყოფილიყო“. ჭაღი „თავდაპირველად ამ ჭაღის დაკიდებას საძინებელში ვაპირებდი, მაგრამ მივხვდი, რომ მისი ადგილი აქაა − არც ისე მძიმე და საკმარისად მდიდრული“. ჯორკო „ძალიან მიყვარს პატარა, ბეწვის ჯორკოები. ერთი აბაზანაში მიდგას, იმიტომ, რომ პირველი, რასაც შხაპიდან გამოსვლისას ვაკეთებ, დაჯდომა და სხეულზე დამატენიანებელი კრემის წასმაა. ეს რიტუალი განწყობას შესამჩნევად მიმაღლებს“. თაროები „ცარიელი ადგილი იყო და მსურდა რამით შემევსო. ახლა აქ დადგმულ თაროებზე იმ კოსმეტიკას ვათავსებ, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებ. მაგალითად, ტონიკს და დამატენიანებელ კრემს“. ნათელი ფერები „აბაზანას ნეიტრალურ ფერებში ვამჯობინებ, რათა ყურადღება არ გაფანტოს“. მაისი 2019
13
3 ჯენ აუერბაჰი, კოსმეტიკურ ბრენდ CLARY COLLECTION-ის დამაარსებელი „ვცდილობ, ინტერიერში იშვიათი ნივთები განვალაგო“. საშხაპე კაბინა „შესაბამის კრამიტს მე და ჩემი ქმარი ძალიან დიდხანს ვეძებდით. გვინდოდა მბზინვარე არ ყოფილიყო და არაპრიალა ზედაპირით ვარჩიეთ. საშხაპეს იატაკზე კი ექვსკუთხა მოზაიკა დავაგეთ“. მცენარეები „უზომოდ მიყვარს მცენარეები. სცინდაპსუსი ჰაერს ფილტრავს, ალგაონემას სინესტე უყვარს, ამიტომ აბაზანა მისთვის შესაფერისი ადგილია“. ვინტაჟი „1930-იანი წლების სტილის პირსახოცის საკიდი და სანათები ვინტაჟურ მაღაზიაში შევიძინე. ზოგადად, ვინტაჟი ინტერიერში ძალიან მხიბლავს: ფრანგული სასახლეების ძველი ჭაღები როგორ შეიძლება არ მოგწონდეს?“ 14
მაისი 2019
მაისი 2019
15
შეიძინეთ ან შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი დიზაინის საოფისე და საოჯახო ავეჯი: •მისაღები ოთახი •საძინებელი ოთახი •რბილი ავეჯი •სამზარეულო •მაგიდა და სკამები •საოფისე ავეჯი
მისამართი: •მახათას აღმართი 49 (ივერთუბანი) •სავაჭრო ცენტრი „საბა“: •მეორე სართული, 10-ა სექტორი •მეორე სართული, 7-ბ სექტორი Tel. 577 658 639; 577 658 638, 577 658 634 e-mail: Furniturehomeapolo@gmail.com
ოტო ვაგნერი − უდიდესი არქიტექტორის 10 ყველაზე ცნობილი პროექტი ოტო ვაგნერი 1841 წლის 13 ივლისს ვენაში, ნოტარიუსის ოჯახში დაიბადა. არქიტექტურულმხატვრული განათლება ვენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და ხელოვნების აკადემიაში მიიღო. არქიტექტორის კარიერა 1862 წელს დაიწყო. 1890-იან წლებში ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მოდერნის სტილმა გაიტაცა და საკუთარი შემოქმედებით არტ-ნუვოს ერთგვარი პოპულარიზაცია მოახდინა. 22
მაისი 2019
1. სინაგოგა, ბუდაპეშტი, 1872 წ. ეს სინაგოგა ბუდაპეშტის ისტორიულ კვარტალში მდებარეობს და ოტოს ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ და მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევა. მან შეკვეთა ერთერთ კონკურსში მონაწილეობის შემდეგ მიიღო. შენობა მავრიტანიულ სტილშია შესრულებული, ფერადი აგურის ფასადით და სვეტებით. მეორე მსოფლიო ომის დროს სინაგოგა ნახევრად დაზიანდა და ბოლომდე დღემდე არ აღუდგენიათ. მაისი 2019
23
2. საცხოვრებელი სახლი, ვენა, 1877 წ. ოტო ვაგნერის არქიტექტურული კარიერის დასაწყისში დადგა ეპოქა, როცა ვენაში ნამდვილი სამშენებლო ბუმი სუფევდა. ამ პერიოდში ოტოს პროექტები ძირითადად საცხოვრებელ და კომერციულ შენობებს მოიცავდა, რომლის კლასიკური მაგალითიც შოტერინგის ქუჩაზე მდებარე ეს სახლია. 24
მაისი 2019
3. ვილა, ვენა 1888 წ. 1888 წელს ოტომ თავის ოჯახს სახლი აუშენა. ამ სიმეტრიული დაგეგმარების შენობას ორივე მხარეს კიბე უერთდება. ფასადი ორნამენტებითაა შემკული. დღეს აქ მხატვარ ერნესტ ფუქსის მუზეუმია, რომელმაც ეს ვილა შეიძინა, რეკონსტრუქცია გაუკეთა და საკუთარი სკულპტურებით მორთო.
მაისი 2019
25
4. ვენის სარკინიგზო ქსელი, 1898-1899 წწ. ქალაქის განვითარება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამედროვე სისტემას მოითხოვდა და 1890-იანებში ვენის სარკინიგზო ქსელის მშენებლობა დაიწყო. 1894 წელს მთავარ არქიტექტორად ოტო ვაგნერი დაინიშნა, რომელიც იმ პერიოდში უკვე ვენის ხელოვნების აკადემიის პროფესორი იყო. მისი ხელმძღვანელობით მეტროს ხაზების, სადგურების, ხიდებისა და ესტაკადების ერთიანი დიზაინი შეიმუშავეს. მნიშვნელოვანია პავილიონი, რომელიც იმპერატორ ფრანც იოსებისთვის ააგეს. ისტორიის მიხედვით, თავად იმპერატორმა ამ პავილიონით სულ ორჯერ ისარგებლა. დღეს ის ყველასთვის ღიაა.
26
მაისი 2019
5. სახლები ვენის უბნებში, 1898-1899 წწ. პარალელურად, ვაგნერი ვენის სამხრეთი უბნების რეკოსტრუქციით დაკავდა. მან სამი სახლი ააშენა, რომლებიც მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში შევიდა და ვენური მოდერნის მოდელებად დამკვიდრდა. ფასადი ოქროსფერი კერამიკითა და მდიდრული ყვავილოვანი ორნამენტებითაა გაფორმებული.
მაისი 2019
27
6. კარიბჭე და ხიდი ლომებით, ვენა, 1898-1999 წწ. 1890-იანების დასასრულს, ოტო კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტზე მუშაობდა. მან დუნაის არხზე ცნობილი ხიდი ააგო. კარიბჭე 1960-1970-იან წლებში გაათანამედროვეს, მაგრამ ხიდი დღემდე პირვანდელი სახითაა შენარჩუნებელი.
28
მაისი 2019
7. საფოსტო ბანკის შენობა, ვენა 1906 წ. 1900-იანი წლების დასაწყისში, ოტო ვაგნერი საფირმო არტ-ნუვოს სტილიდან ნელ-ნელა ნეოკლასიკაში და უფრო მკაცრ, ფუნქციურ სტილში გადადის. ამ პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი საფოსტო ბანკის შენობაა. ეს ცხრასართულიანი ნაგებობა მდიდრულად მორთული მეზობელი სახლებისგან „შიშველი“ ფასადით გამოირჩევა. შენობა მთლიანად კვადრატული მარმარილოს ფილებითაა დაფარული.
მაისი 2019
29
8. ეკლესია KIRCHE AM STEINHOF, ვენა 1907 წ. წმ. ლეოპოლდის ტაძარი მსოფლიო ეკლესიათა არქიტექტურის ისტორიაში შევიდა. ეკლესია ზღვის დონიდან 310 მეტრ სიმაღლეზე, მთის ბორცვზე მდებარეობს. ტაძრის შიგნით ყველა კედელი მომრგვალებულია. პროექტზე მუშაობისას ოტოს ორი სხვა არქიტექტორიც ეხმარებოდა: ოტო შენტალი და მარსელ კამერერი. ინტერიერის გაფორმებაში კი ცნობილ ხელოვანებს მიუძღვით წვლილი.
30
მაისი 2019
9. საცხოვრებელი სახლები, ვენა, NEUSTIFTGASSE და DEUBLERGASSE, 1909-1912 წწ. როცა ვაგნერმა ეს პროექტი წამოიწყო, უკვე 68 წლის იყო და ტრადიციებთან ურთიერთობას წერტილი დაუსვა. სახლი ვენის არქიტექტურაში ახალ სიტყვად შევიდა, რომელიც გამოჩენილი არქიტექტორის თანამედროვე ტენდენციების მიმართ ხედვას გამოხატავდა. კედლებს მონოქრომული გეომეტრიული შავთეთრი ორნამენტები გასდევს, ფასადი სრულადაა დაცლილი სხვა დეკორატიული ელემენტებისგან. 19121926 წლებში აქ ცნობილი სახელოსნო იყო გახსნილი და ისეთი მხატვრები იმყოფებოდნენ, როგორებიც არიან: გუსტავ კლიმტი, იოსეფ ჰოფმანი და კოლომან მოზერი. აქ ასევე თავად ვაგნერის სახლიც იყო, სადაც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა, სანამ 1918 წელს არ გარდაიცვალა.
მაისი 2019
31
32
მაისი 2019
10. ვაგნერის მეორე ვილა, 1913 წ. 1911 წელს ოტომ პირველი ვილა გაყიდა და მეზობლად ახალი ააშენა. შედარებით პატარა ზომის შენობას ვაგნერის გვიანი პერიოდისთვის დამახასიათებელი მკაცრი, გეომეტრიული სტილი ამშვენებს. ასიმეტრიულ ფასადს მაღალი ფანჯრები აქვს. ერთადერთი დეკორი მოზაიკაში შესრულებული ნამუშევარია.
მაისი 2019
33
ბაღი აივანზე: რეკომენდაციები ბუნების მოყვარულთათვის იმისათვის, რომ შექმნათ საკუთარი ბაღი, აგარაკი სულაც არ გჭირდებათ. საკმარისია აივანი! როგორ უნდა მოვაწყოთ ყველაფერი მინიმალური სირთულით? 34
მაისი 2019
1. სინათლე ჩამოყალიბდით, რა რაოდენობის სინათლე გჭირდებათ აივანზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დააკვირდით, მზის სხივებს ხეები ხომ არ ეფარება, რომელ მხარეს გადის ფანჯარა... თუ ბუნებრივი სინათლე საკმარისია, შეგიძლიათ დარგათ მარწყვი, ლავანდა, სალათის ფოთოლი, ორეგანო, პიტნა თუ რეჰანი. თუ სინათლე ცოტაა, სიცოცხლეს შეძლებენ ლილიები, ბეგონიები, გვიმრები და კაქტუსები. 2. აირჩიეთ ქოთნები მნიშვნელოვანია, მცენარეები შესაფერის ქოთნებში და კონტეინერებში დარგოთ, რათა საკმარისი წყალი მიიღონ. ქარიან რაიონებში უფრო ხშირი მორწყვაა საჭირო, ასევე საყრდენები, რომ არ დაზიანდნენ. 3. არ გამოიყენოთ ქუჩიდან აღებული მიწა იყიდეთ შესაბამისი ნიადაგი. ის არაა ძვირადღირებული და სპეციალურად საშინაო მცენარეებისთვისაა განკუთვნილი. 4. არ გადააჭარბოთ წყლის დოზას თუ მცენარე ძალიან ბევრ წყალს იღებს, შეიძლება გახმეს, ამიტომ, ნუ გაგიტაცებთ მორწყვა. დაიცავით ნორმები. 5. მოუარეთ აივნის ბევრ მცენარეს შესაძლოა დამატებითი ან განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდეს. ეს უნდა გაარკვიოთ, ვიდრე იყიდით და დარგავთ.
მაისი 2019
35
ქალაქის ოაზისი: ავეჯი აივნისთვის თბილ და ცხელ დღეებში შეგიძლიათ ბუნება ქალაქის დატოვების გარეშე იგრძნოთ. როცა საქმეები გაქვთ და ჯერ შვებულების დრო არაა, დასასვენებელი სივრცე საკუთარ აივანზე მოიწყვეთ. მცენარეებთან ერთად, ყურადღება უნდა გაამახვილოთ სწორ ავეჯზე. 1. ქოლგა Meteo by Kettal 2. მაგიდის გრილი
3. წამოსაწოლი დივანი Kartell 4. დეკორატიული ქოთნები ალუმინის კორპუსით Fermob 5. დაწნული ხალიჩა 6. დაკიდული სანათები Unopiu 7. დასაკეცი სკამი Knoll 8. ხის ჯორკო Riva 1920 9. პორტატული სანათები, ბუნებრივი სინათლის წყარო Ethimo 10. მინიმალისტური სავარძელი Unopiu
2 1
3
36
მაისი 2019
4
5
6
7 მაისი 2019
37
9
8
10 38
მაისი 2019
მაისი 2019
39
რენოვაციის დაზღვევა − „დეკოლაინის“ საჩუქარი მომხმარებელს სამშენებლო-სარემონტო კომპანია „დეკოლაინი“ ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა და მისი საქმიანობა მალევე ფართომასშტაბიან სეგმენტს მოერგო, რადგან მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია მრავალპროფილურ სამშენებლო ორგანიზაციად იქცა. „დეკოლაინი“ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების გარდა, მრავალსართულიან ნაგებობებსა და კომერციული დანიშნულების ფართებს აშენებს, არემონტებს და სულ უფრო მსხვილ, ქსელურ ობიექტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რადგან მისი დევიზია: „ყველგან, სადაც მშენებლობაა!“ დიზაინერები, მომარაგების ჯგუფი, პროექტმენეჯერები, ზედამხედველობის სამსახური და რენოვაციაზე დასაქმებული სხვა მომუშავეები სარემონტო სამუშაოების წარმოებისას მომხმარებლის სიმშვიდის გარანტია, რაც არც რენოვაციის დასრულების შემდეგ იკარგება − „დეკოლაინის“ ახალი სერვისი მათ მიერ შესრულებული სამუშაოების დაზღვევას გულისხმობს. 1 წლის განმავლობაში კომპანია საკუთარ დამკვეთს სრულიად უსასყიდლოდ, 24-საათიან რეჟიმში, საჭირო მხარდაჭერას უცხადებს. „დეკოლაინის“ მიზანია, პროექტის შექმნით დაწყებულ საქმეს ყველა ეტაპზე უხელმძღვანელოს და მომხმარებლის საოცნებო გარემოს შექმნა რეალური გახადოს, რაც ხელშესახები მანამდეც ხდება, სანამ „დეკოლაინი“ ობიექტის გასაღებს ჩაგაბარებთ. კომპანიის ერთერთი უპირატესობის − VR-სათვალის დახმარებით, ინტერიერის დიზაინის შექმნის
თანამედროვე ტექნოლოგია გამოიყენება. გაჯეტის საშუალებით, მომხმარებელი ფაქტობრივად ობიექტს ათვალიერებს, რადგან სათვალის გაკეთებისას, პროექტი იმდენად რეალურია, რომ დამკვეთი ვიდეოში მაქსიმალურად ეცნობა თითოეულ დეტალს. დიზაინზე მუშაობისას ჩნდება ვირტუალური სივრცე, რომელიც ვიდეოს შექმნის შემდეგ მზადაა. სათვალით მასზე დაკვირვება აჩენს შეგრძნებას, რომ მომხმარებელი საკუთარ ბინაში იმყოფება და სრულად აღიქვამს ნიუანსებს, ხედავს საერთო სივრცეს, რაც ასეთი მოსახერხებელია. სარემონტო პროცესში მასალების დიდი არჩევანია, რაც დროსთან ერთად ხშირად ცვალებადი და განვითარებადია. ვითარდება ტექნოლოგიებიც და სწორედ ამ ყველაფრის გასაცნობად, ჯგუფის გადამზადებას „დეკოლაინი“ პრიორიტეტად მიიჩნევს; გუნდის წევრები ეცნობიან ახალ მიგნებებს, იზიარებენ უცხოეთის გამოცდილებას, ესწრებიან სხვადასხვა კონფერენციას და სწავლობენ უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და მასალების სწორად გამოყენებას; ამიტომაც ეს არის გუნდი, რომელიც უახლესი ტრენდების განხორციელებას საქართველოს ბაზარზე ახერხებს და ყოველთვის გამოსდის, იყოს მოწინავე. „დეკოლაინი“ ერთ სივრცეში გაერთიანებულ სრულყოფილ სერვისს ნიშნავს, რაც მარტივ, დროსა და ხარჯებში გაწერილ რენოვაციას უკავშირდება. არქიტექტორთა, ინტერიერის დიზაინერთა და ტექნიკოსთა გუნდი, მაღალი კვალიფიკაციითა და მრავალწლიანი გამოცდილებით, მომხმარებელს ხელში საკუთარი კომფორტის გასაღებს გადასცემს.
სამუშაო სივრცე ბავშვებისთვის − როგორ მოვაწყოთ სწორად
42
მაისი 2019
მაისი 2019
43
მეცადინეობისთვის გონივრულად შერჩეული მაგიდა არა მხოლოდ კარგი ჩვევების გამომუშავებას შეუწყობს ხელს, არამედ ბავშვის მიღწევებსაც გააუმჯობესებს. რა უნდა გავითვალისწინოთ ინტერიერში, რათა პატარებს დავალებების შესრულება სიხარულად ვუქციოთ?
ხასიათი ბავშვობიდან ყალიბდება − ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. ის, რასაც ბავშვი პატარა ასაკში ეჩვევა, მომავალში აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ამიტომაც, მშობლებმა ბავშვის ჰარმონიულ და სწორ განვითარებას უნდა შეუწყონ ხელი: მიაჩვიონ სწავლას, შრომას თუ შემოქმედების სიყვარულს. ამისათვის კი აუცილებელია მას საკუთარი სამუშაო სივრცე შეუქმნან. მნიშვნელოვანი მომენტები უპირველესად, ბავშვები უკეთ მეცადინეობენ, თუ მათი სამუშაო მაგიდა მშობლებისას ჰგავს, რადგანაც პატარებს უყვართ თავის დიდებად მოჩვენება. თუ ავეჯი ოფისის მსგავსია, ესეც შეიძლება დადებით მხარედ იქცეს. მაგრამ, რაღაც განსხვავებები მაინც უნდა აღენიშნებოდეს. მეორე მხრივ, ბავშვის მაგიდა ნათელი უნდა იყოს. აირჩიეთ სწორი ფერი პატარას გემოვნებისა და ხასიათის გათვალისწინებით. მაგიდა, რომელიც ყურადღებას იქცევს, საინტერესო საქმეებზე კონცენტრირების სურვილს გააჩენს. მესამე − სწორი ავეჯის არჩევით, ბავშვს წესრიგს მიაჩვევთ. ამისათვის სასურველია, მაგიდაზე იყოს თაროები და ყუთები, რომლებშიც ის შეძლებს ლამაზად მოათავსოს თავისი ფერადი ფანქრები, ალბომები და საღებავები. დასასრულ, მნიშვნელოვანია ყველაფერი ერთად შეიძინოთ. აჩვენეთ ვაჟიშვილს ან ქალიშვილს რამდენიმე ვარიანტი და მიეცით საშუალება თავად აირჩიოს. ბავშვი ზრდასრულად იგრძნობს თავს, როცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება თავად ექნება და გააცნობიერებს, რომ მისი
44
მაისი 2019
აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია. ეს დამატებითი მოტივაცია იქნება სამომავლო მეცადინეობისთვისაც. ზომა მაგიდა და სკამი ზუსტად უნდა იყოს შერჩეული ბავშვის სიმაღლის მიხედვით. ასე ის კომფორტულად იგრძნობს თავს და მეცადინეობის დასრულება დისკომფორტიდან გაქცევას არ დაუკავშირდება. მაგალითად, ფეხები ჰაერში არ უნდა იყოს ჩამოკიდებული. ეცადეთ, ავეჯი „გაიზარდოს“ ბავშვთან ერთად, ყურადღება მიაქციეთ, რომ მათი სიმაღლე შეთავსებადი დარჩეს. არსებობს სპეციალური ცხრილები, რომელთა მეშვეობითაც არჩევანს უფრო ადვილად გააკეთებთ: ბავშვის სიმაღლე, სმ
სკამის სიმაღლე, სმ
მაგიდის სიმაღლე, სმ
85-ზე ნაკლები
17-19
32-34
85-100
21-23
38-40
100-115
25-27
44-46
115-130
29-31
50-52
130-145
33-35
56-58
145-160
37-39
62-64
160-175
40-42
68-70
175-ზე მეტი
46-48
74-76
რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და მსგავსი ცხრილები უბრალოდ დაახლოებითი გათვლის რეკომენდაციაა, მაგრამ მშობლები მისი მეშვეობით ორიენტირს ადვილად ჩამოიყალიბებენ. სანამ შეიძენთ, დასვით პატარა რჩეულ მაგიდასთან, მიეცით საშუალება რაიმე დახატოს და რეაქციებით ყველაფერს მიხვდებით. თუ მსგავსად არ დატესტავთ, შესაძლოა არასწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვისთვის სამუშაო ზონა მოუხერხებელი იქნება, ის სწავლის თუ შემოქმედების მიმართ ინტერესს დაკარგავს და ნაკლებად ყურადღებიანი გახდება. ასევე, სხეულის არასწორი მდგომარეობა ხერხემლის პრობლემებს გამოიწვევს და ბავშვს დგომას გაუფუჭებს. გამართული ზურგით ჯდომას და იატაკზე ფეხების დაწყობას ადამიანი ბავშვობიდან უნდა მიეჩვიოს. თუ ბავშვი მათ ჰაერში ამოძრავებს, მუშაობის განწყობა არ შეექმნება. თუ ძალიან მაღალი მაგიდა უკვე შეძენილი გაქვთ, შეუხამეთ შესაბამისი სიმაღლის სკამი, მაგრამ იატაკზე დამატებითი სიმაღლის შესაქმნელად სადგამი
მოათავსეთ, რათა პატარამ ფეხები მასზე დაალაგოს და მეცადინეობაზე კონცენტრირდეს. მაგიდა არც ძალიან დაბალი უნდა იყოს. შესაძლოა ვერც შენიშნოთ, ისე გაიზარდოს ბავშვი და ძველი მაგიდა აღარ მოერგოს. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ მაღალი, სწორი ნივთი მაგიდაზე მოათავსოთ და იგი აამაღლოთ. თუ ბავშვი უკვე კომპიუტერთან მუშაობს, გააკონტროლეთ რამდენად შორს აქვს მონიტორი თვალებისგან. ტექნიკასთან ძალიან ახლო კონტაქტი მხედველობის გაუარესებას იწვევს. დღეს, ბაზარზე არსებობს ავეჯი, რომელიც მოგვაგონებს „ალისას საოცრებათა ქვეყანაში“ და ზრდას ექვემდებარება. ავეჯი სპეციალური მექანიზმებით ბავშვთან ერთად იცვლება: რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო მაღლდება სკამი და მაგიდა. გამოყენება იოლია, თუმცა რამდენიმე გასათვალისწინებელი ნიუანსი არსებობს: ასეთი ავეჯი მეტალისგან მზადდება, რომელიც არ ხასიათდება მრავალფეროვნებით, ძირითადად ერთმანეთს ჰგავს და მექანიზმები ოდესმე შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს. მაისი 2019
45
8 იდეა: როგორ გავაფორმოთ ცარიელი კედელი სახლის დაპროექტებისას, კედლის ცარიელ მდგომარეობაში დატოვება საუკეთესო იდეა ნამდვილად არაა. ინტერიერის დეკორი სწორედ მაშინ ჩაითვლება დასრულებულად, თუ კედელსაც კი სიცოცხლეს შემატებთ და ამ მხრივ, გარკვეულ რჩევებს გაიზიარებთ.
46
მაისი 2019
მაისი 2019
47
1. ცარიელი ჩარჩოები არაა აუცილებელი ჩარჩოებში სურათები მოათავსოთ. რამდენიმე ცარიელი ჩარჩო კედელს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს და კრეატიულ გადაწყვეტილებად ჩაგეთვლებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხის, ასევე მეტალის ჩარჩოები − ინტერიერის შესაბამისად. გადაკვეთეთ ისინი ერთმანეთთან ან უბრალოდ დაკიდეთ გარკვეული ინტერვალების დაშორებით.
2. პოსტერები სამი პოსტერი ერთ სტილში − ფერადი კედლის საინტერესო მორთულობაა. მიმართეთ ფანტაზიას ან აირჩიეთ საყვარელი თემატიკა. ნებისმიერ შემთხვევაში, კედელზე რამდენიმე სწორად დაკიდული პოსტერი სივრცეს სასიამოვნოდ შეავსებს. 48
მაისი 2019
3. არტობიექტი შეგიძლიათ ინტერიერს ცოტაოდენი იუმორი შესძინოთ. მაგალითად, თეთრი კედლის ფონზე ხის რვაფეხას გამოსახულება დაკიდოთ. თუმცა, არტობიექტით გაფორმება სერიოზულიც შეიძლება იყოს. ხელნაკეთი ხელოვნების ნიმუში კედელს დახვეწილობასა და სინატიფეს შესძენს.
4. კედლის პანელები ცარიელი კედლის სხვადასხვა ფორმის პანელებით მორთვა, კიდევ ერთი საინტერესო დეკორატიული გადაწყვეტაა. ფერის მიხედვით, ისინი კედლის ტონალობასთან მიახლოებული და შესაფერისი უნდა იყოს. ასე, ინტერიერი ჰარმონიულ იერს მიიღებს.
5. ცარცის დაფა ეს დეტალი განსაკუთრებით აგურის კედლებს უხდება. ხის ჩარჩოში ჩასმული ცარცის დაფა სახლს მოწესრიგებულს გახდის. შეგიძლიათ მიმართოთ ირონიულობას და მასზე სასაცილო ფრაზა დაიტანოთ, ან გამოიყენოთ ყოველდღიურად და გეგმები ჩამოწეროთ. ასე, არაფერი დაგავიწყდებათ ან გამოგრჩებათ.
მაისი 2019
49
6. მსოფლიოს რუკა გახადეთ ინტერიერი უფრო კრეატიული და დაკიდეთ კედელზე მსოფლიოს რუკა. ეს ხერხი განსაკუთრებით მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც მოგზაურობა უყვარს. აღსანიშნავია, რომ დეკორატიული რუკა მრავალფეროვანი სახისაა. ფორმის, ზომის თუ მასალის მიხედვით, აუცილებლად შეუთავსებთ მას თქვენს ინტერიერს.
7. სურათი განათებით ეს ერთ-ერთი მარტივი გადაწყვეტაა: დაკიდეთ კედელზე სასურველი სურათი და გამოკვეთისთვის დაუმაგრეთ მას განათება. ამ პატარა დეტალით აქცენტს გაამახვილებთ ობიექტზე და დეკორსაც გაამრავალფეროვნებთ.
50
მაისი 2019
8. მოლდინგები ისინი არა მხოლოდ რთავენ კედელს, არამედ ვიზუალურად აფართოებენ გარემოს. მოლდინგები თანამედროვე ინტერიერის მნიშვნელოვან ნაწილად დამკვიდრდა.
მაისი 2019
51
როგორ მოვრთოთ სასადილო მაგიდა მარტივი ხერხებით მაგიდის გაწყობა განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნასთან ასოცირდება და ჩვეულებრივ სადილსაც კი შთამბეჭდავ რიტუალად აქცევს. ამასთან, არაა აუცილებელი ძვირადღირებული აქსესუარები იყიდოთ: მარტივი და ხელმისაწვდომი ნივთებით ძალიან სწრაფად გარდაქმნით სუფრას დიზაინერულ შემოქმედებად.
52
მაისი 2019
მაისი 2019
53
პერსონიფიცირება ბარათები სახელებით სადღესასწაულო ატმოსფეროს გააძლიერებენ და თითოეულ სტუმარს თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებენ. შეგიძლიათ სხვადასხვა მასალით ითამაშოთ: გამხმარი ყვავილებით, ხილით, ტოტებით, ცოცხალი ყვავილებით, ღვინის ბოთლის საცობით, დარიჩინით, ტკბილეულით და ქვებითაც კი − რაც უფრო კრეატიული იქნება, მით უკეთესი.
54
მაისი 2019
სანთლები ყურადღების ცენტრში სანთლები ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანი ვარიანტია − ხმაურიან ღონისძიებაზე თუ წყნარ ოჯახურ ვახშამზე. ცოცხალი ალი ყოველთვის ამშვიდებს. ამასთან, სანთლებით ძალიან ეფექტური და თემატური კომპოზიციების შექმნა შეგიძლიათ. „ინგრედიენტებს“ სამზარეულოშივე მიაგნებთ. სასანთლეებად გამოგადგებათ ლარნაკები და ქილები, აკვარიუმი, ჭიქა, ხილის ქერქები... დეკორისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მძივები, ბისერები, ლენტები, ყავის მარცვლები, ყვავილები, კენკრა, ტოტები, თასმა, გირჩი, მარილი თოვლის ეფექტისთვის და ა.შ. შეზღუდვა არ არსებობს, მთავარია უსაფრთხოება დაიცვათ.
მაისი 2019
55
ბუნებრივობა ეკოსტილი დღეს ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს. ინტერიერის ხელოვნურ ელემენტებს ბუნების ძღვენი ცვლის: სეზონური ხილი, ბოსტნეული, ყვავილები, გამხმარი მცენარეები, ფოთლები, კენკრა, ქვა და ხე. ყველა ეს ელემენტი სასადილო მაგიდის ეფექტური დეკორი გახდება. მთავარია ნატურალური მოსართავები საერთო სტილისტიკასთან და ფერთა გამასთან ჰარმონიას ახდენდეს და მაგიდა ვიზუალურად არ გადატვირთოს.
56
მაისი 2019
ტოტები ჭეშმარიტი სილამაზე ყოველთვის მარტივად გასაგებია. ჩვეულებრივი ხის ტოტები ინტერიერის გაფორმებაში იმდენად მოდური ტრენდი გახდა, რომ მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ასეთ დეკორს ადვილად მიაგნებთ ახლომახლო მდებარე ბაღში, პარკში, ტყეში ან ეზოში. როგორ არტ-ობიექტს შექმნით, თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ ტოტები ჭურჭლის ფერებში შეღებოთ ან დატოვოთ ისეთი, როგორიც არის, რა თქმა უნდა, გაწმენდის შემდეგ. ლარნაკით მოათავსეთ მაგიდის შუაში, მორთეთ ქაღალდის თუ ცოცხალი ყვავილებით, სანთლებით და სხვა საინტერესო დეტალებით. სტუმრები აუცილებლად აღტაცებული დარჩებიან.
მაისი 2019
57
ორიგინალური ხელსახოცები ბამბის ან სელის ხელსახოცები ქაღალდის მაგივრად არა მხოლოდ შთამბეჭდავი, არამედ ეკოლოგიურია. თუ ცოტაოდენ ფანტაზიას გამოიყენებთ, მაგიდის ძალიან ეფექტურ ელემენტებს შექმნით. შეგიძლიათ დაახვიოთ, შეკრათ ლენტით, დაკეცოთ მართკუთხად. ამასთან, დაამატეთ პიკანტური დეტალები: ფოთლები, როზმარინის ტოტი, დარიჩინის ჯოხი, ხილი ან ტკბილეული. ჩანგლით და დანით ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ფანტაზიას − არაა აუცილებელი ისინი კლასიკურად თეფშის გვერდით ელაგოს. შეახვიეთ ლამაზი თასმით, ლენტით ან თოკით. ეს საკმაოდ ორიგინალური და მოდური გადაწყვეტილება იქნება.
58
მაისი 2019
სამარილე ზღვის ნიჟარა, რომელიც ოდესღაც მოგზაურობიდან ჩამოიტანეთ, შეგიძლიათ არა მხოლოდ აკვარიუმის დეკორად, არამედ საკმაზების ჩასაყრელად გამოიყენოთ. მოათავსეთ თეფშებთან ერთად და სტუმრებს არ დასჭირდებათ ყოველ ჯერზე საერთო სამარილეს მიმართონ. მსგავსი გადაწყვეტილება განსაკუთრებით საზღვაო სტილში გაფორმებულ მაგიდას მოუხდება.
მაისი 2019
59
როგორ გავხადოთ შემოსასვლელი უფრო ეფექტური და ფუნქციური
60
მაისი 2019
მაისი 2019
61
შეღებეთ კედლები მიმართეთ ექსპერიმენტებს, რადგანაც სახლის შემოსასვლელი არის ადგილი, სადაც დიდხანს სულაც არ ჩერდებიან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რომელი ფერიც უნდა აირჩიოთ, ის სტუმარს ვერ მობეზრდება. საუკეთესო არჩევანი იქნება მშვიდი ცისფერი.
შეუცვალეთ სინათლეს როლი ჭერის სინათლეს დაუმატეთ ბრა ან ლამფა. საღამოობით ასე უფრო მყუდრო ატმოსფეროს შექმნით.
62
მაისი 2019
დაკიდეთ დიდი სარკე შემოსასვლელის კომპოზიციაში უპრობლემოდ თავსდება სარკე. გარდა ამისა, იგი ვიზუალურად ზრდის სივრცეს. თუ მცირე ზომის ჰოლი გაქვთ, დიდი სარკით მას მეტ სინათლეს და სიმყუდროვეს შესძენთ. უმჯობესია, თუ სარკე მთელ კედელს მოიცავს.
დაამატეთ დეკორის ელემენტები ჩამოკიდეთ საყვარელი ფოტო ლამაზ ჩარჩოში, დააფინეთ იატაკზე ორიგინალური ხალიჩა. ამ ხერხით შემოსასვლელს ახალ სიცოცხლეს შესძენთ და რემონტისგან დარჩენილ გარკვეულ ნაკლსაც დაფარავთ. მაისი 2019
63
დადგით ღია თაროები ჩვეულებრივი კარადების მაგივრად, ნივთების შენახვის ღია სისტემა გამოიყენეთ, რაც ვიზუალურად ნაკლებ ადგილს დაიკავებს. თუ შემოსასვლელში ნიშა გაქვთ გაკეთებული, კონსტრუქცია მასში მოათავსეთ.
64
მაისი 2019
6. მისაღებ ოთახთან გამჭვირვალე სივრცით დააკავშირეთ შემოსასვლელსა და მისაღებ ოთახს შორის ჩვეულებრივი კედლის ნაცვლად თუ მინისას ამჯობინებთ, ჰოლს მეტი სინათლე მოიცავს.
მაისი 2019
65
ნივთების მოთავსება კედელზე ვიწრო შემოსასვლელის მოწყობისას, კედლების გამოყენება დაგეხმარებათ. მოათავსეთ მათზე საკიდები და კაუჭები, რათა სამოსი, ჩანთები, ქუდები თუ სხვა ნივთები პირდაპირ კედელზე დაკიდოთ.
66
მაისი 2019
დასაჯდომი ზონა თუ შემოსასვლელში თავისუფალი კვადრატული მეტრები გაქვთ და სივრცე საშუალებას გაძლევთ, მოათავსეთ მცირე ზომის დივანი ან ჩამოსაჯდომი ადგილი. სახლში შესვლისას შეგიძლიათ მაშინვე ჩამოსხდეთ, გაიხადოთ ან კომფორტულად დაუცადოთ ბავშვებს და ოჯახის სხვა წევრებს, ეზოდან ამოვიდნენ. მაისი 2019
67
ტრანსფორმერები − ტრენდი ინტერიერში „კარგად დავიწყებული ძველი“
68
მაისი 2019
მაისი 2019
69
ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინათ, რთული იყო წარმოედგინათ, როგორ გარდაიქმნება სამზარეულო საძინებლად, მაგიდა კი კარადად ხელის მარტივი მოძრაობით. ახლა სხვადასხვა ზონა და ნივთები ერთმანეთს ეფექტურად ერწყმის და თანამედროვე დიზაინერებიც ტრენდის განვითარებას და გაადვილებას აქტიურად უწყობენ ხელს.
70
მაისი 2019
საოცნებო სახლის იდეალური ვარიანტია, როცა პირადი სივრცე არა მხოლოდ პასუხობს მფლობელის ყველა სურვილს, არამედ ყოველდღიურადაც იცვლება. არასტანდარტული გადაწყვეტილებები და ინტერიერში ტრანსფორმერების არსებობა, რომელთა შესახებაც ოდესღაც ფანტასტიკის ჟანრის მწერლები წერდნენ, ახალ სიცოცხლეს იძენს.
ტრანსფორმერი-ავეჯის ისტორია ჩვენს ერამდე იღებს საფუძვლებს. ფუნქციური სკამები და ტახტები ძველი ეგვიპტის ცნობილი მმართველების სასახლეებს რთავდა. დროთა განმავლობაში, შემოიღეს ისეთი სკამები, რომლებიც საომარ სიტუაციებში იარაღის შესანახ ყუთებს წარმოადგენდა. ფუნქციურობასთან ერთად, სკამები სახლში განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნიდა. საომარმა ცხოვრებამ დიზაინის ისტორიას ბევრი უნიკალური ქმნილება აჩუქა.
თეთრეულის შესანახად. იმ პერიოდის დიზაინერებს ყველაზე მეტად მაინც საძინებლის ინტერიერი ანაღვლებდათ. შეიქმნა „ცბიერი“ მექანიზმი, რომელმაც პატარა სახლების პრობლემა გადაჭრა. იმ დროისთვის ინოვაციური დივანი-საწოლი და დივანიკარადა გახდა. მოგვიანებით, მსგავსმა ავეჯმა საბჭოთა ბინები მორთო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
მაგალითად, ალექსანდრე მესამეს დასაკეცი კაბინეტი, რომელსაც ყველა მოგზაურობისას თან ატარებდნენ, შენახვისა და თაროების ცნობილი სისტემის უძველეს პროტოტიპად შეიძლება ჩავთვალოთ. თავის მხრივ, სტაციონარული კაბინეტები მოიცავდა სავარძელ-საწოლებს, სათავსო მაგიდებს, კიბეების ფორმის კომოდს და სხვა მრავალფუნქციურ ავეჯს. ქალაქების მასიურ გაფართოებასთან ერთად, მეტი სახლის აშენების საჭიროება შეიქნა, რამაც ბინების დიზაინის მიმართ ახალი მიდგომა წარმოშვა. ინგლისში გამოიგონეს სკივრები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ჩემოდნის ფორმას იღებდა. გერმანიაში შეიქმნა საწოლი ჩაშენებული ყუთებით − მაისი 2019
71
ტრანსფორმერ-ავეჯთან ერთად, დიზაინერები კედლების გადაადგილებამდე და ერთი საცხოვრებელი ზონის მეორედ გარდაქმნამდეც უნდა მისულიყვნენ. ეს ყველაფერი კი იტალიელ დიზაინერ ჯო კოლომბოს დამსახურებაა. ის დარწმუნებული იყო, რომ უპირველესად უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა ადამიანს ავეჯის მეშვეობით თავისი ოთახის გარდაქმნა. შეიქმნა კედელი-ტრანსფორმერები, რომლებიც დღეს დიდი წარმატებით სარგებლობს. ბინები, სადაც კედლები და ავეჯი ტრანსფორმირდება, საძინებელი ადგილი იწევა ან მოძრაობს, საცხოვრებელი ადგილი ადამიანის მოთხოვნებს საუკეთესოდ პასუხობს. ტრანსფორმერ-ინტერიერებში კომფორტულია დასვენება, მუშაობა, მომზადება... თანამედროვე ინტერიერებში აქცენტი მრავალფუნქციურობაზე და კვადრატული მეტრების რაციონალურ გამოყენებაზეა გამახვილებული. შეგიძლიათ ნათესავები თუ მოულოდნელი სტუმრები კედლის ერთი მოძრაობით მისაღებ ოთახშიც განათავსოთ. 72
მაისი 2019
მსგავსი ინტერიერი სივრცეს ვიზუალურადაც ზრდის. შეგიძლიათ ვიზუალურად გააფართოვოთ ოთახი, თუ იატაკის ერთ ნაწილს აამაღლებთ, მეორეს კი უცვლელს დატოვებთ. პოდიუმის დახმარებით, ზონები გამოიყოფა და ოთახი მეტ სიღრმეს შეიძენს. სასადილო მაგიდის გარშემო შეგიძლიათ მოათავსოთ სავარძლები ან სკამები, რომლებიც მოხერხებულად დაიმალება მაგიდის ქვეშ. ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, გარდერობი თქვენს ყველა საიდუმლოს ახდის ფარდას. ერთი შეხედვით არ ჩანს არც თაროები, არც საკიდები, არც ნივთები თუ ტანსაცმელი − ყველაფერი კედელშია მოქცეული, გარეშე თვალისგან დაფარულად. მოკლედ, მომავალი ტრანსფორმერი-ინტერიერებისაა − ფანტაზიების, რომლებსაც თანამედროვე დიზაინერები რეალურ ცხოვრებაში ახორციელებენ. ისინი არა მხოლოდ ჯადოსნურ გარემოს ქმნიან, არამედ საცხოვრებელ სახლს თავისუფლებას ანიჭებენ. ამასთან, ყველა იმ საჭირო ნივთის განთავსებით, რომლებიც სიცოცხლისთვის, კომფორტისა და სიმყუდროვისთვისაა საჭირო.
მაისი 2019
73
74
მაისი 2019
როგორ განვათავსოთ თევზები ინტერიერში ორიგინალურად თუ თევზები გიყვართ და გსურთ აკვარიუმი სახლის ინტერიერის ნაწილად აქციოთ, რამდენიმე ორიგინალური იდეა გაითვალისწინეთ.
მაისი 2019
75
მაგიდა-აკვარიუმი აქციეთ ჟურნალებისთვის განკუთვნილი ან უბრალოდ მისაღებ ოთახში განთავსებული მაგიდა თევზების თავშესაფრად. ეს ეფექტური და არც ისე რთული გადაწყვეტილება იქნება. მაგიდა აკვარიუმი სივრცეს რელაქსაციის განწყობას შესძენს და დასასვენებელ ზონას ორიგინალური აქცენტით დაამშვენებს. აკვარიუმის განათება ოთახში კიდევ ერთი სინათლის წყარო გახდება.
76
მაისი 2019
სამზარეულოს კუნძული, როგორც აკვარიუმი თუ მსხვილმასშტაბიანი აკვარიუმები და თამამი დიზაინერული გადაწყვეტილებები გხიბლავთ, სამზარეულოს კუნძულად გაკეთებული აკვარიუმის იდეა ნამდვილად მოგეწონებათ. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის გაღება მოგიწევთ, რათა იდეალური სისუფთავე დაიცვათ, თუმცა შთამბეჭდავი ეფექტი გარანტირებულია.
მაისი 2019
77
თევზები ნიჟარაში საკმაოდ ორიგინალურად ჟღერს, არა? ინტერიერში მსგავსი ელემენტის დამატებით, ყოველდღიურ პროცედურებს, როგორიცაა ხელპირის დაბანა და კბილების გამოხეხვა, უფრო სასიამოვნო და საინტერესო თავშესაქცევს გახდით.
78
მაისი 2019
აკვარიუმი კედელში ან ტიხარზე ამ იდეას მრავალფეროვანი განვითარება აქვს. ამასთან, ასეთი აკვარიუმი ორიგინალურად და ეფექტურად გამოიყურება და ყურადღებასაც მნიშვნელოვნად იქცევს. თუ თქვენი თევზებისთვის შინ თავისუფალი ადგილი არ მოიძებნება, ჩააშენეთ მათი სახლი პირდაპირ კედელში.
მაისი 2019
79
80
მაისი 2019
სიმეტრია ინტერიერში ავეჯისა და დეკორის სიმეტრიული წყობა გარკვეულ შემთხვევებში საუკეთესო არჩევანია. ეცადეთ შეიტანოთ სიმეტრიული მოტივები ინტერიერში და გაოცდებით, თუ როგორ შეიცვლება მისი ხასიათი.
მაისი 2019
81
კლასიკური ინტერიერების მნიშვნელოვანი ნაწილი ინტერიერში ავეჯისა და დეკორის სიმეტრიული წყობა კლასიკური და ნეოკლასიკური სტილის ერთ-ერთი საკვანძო კომპოზიციაა. კლასიკურ ჭრილში გაფორმებული სახლი აუცილებლად ითხოვს სიმეტრიულ განაწილებას. მის გარეშე შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ სივრცეს რაღაცის ნაკლებობა აქვს.
82
მაისი 2019
მოწესრიგებული და ორგანიზებული სივრცის ეფექტი სიმეტრია ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ხერხია სივრცის ორგანიზებისთვის. გაქვთ შეგრძნება, რომ შინ ავეჯი არალოგიკურად დგას, დეკორი ზედმეტად ეკლექტურია და გარშემო ქაოსი სუფევს? სცადეთ მიმართოთ სიმეტრიულ წყობას: შედეგი არ დააყოვნებს, გარემო გაცილებით მოწესრიგებული გახდება.
მაისი 2019
83
გარემო სიმკაცრეს შეიძენს სიმეტრია გამოგადგებათ მაშინაც, როცა ინტერიერს სიმკაცრე აკლია. შესაძლოა გატაცებული იყოთ თავისუფალი და დემოკრატიული სტილით (ლოფტი, ბოჰემური, ქანთრი), მაგრამ შინ მათი გავლენის შემცირება გსურდეთ. ან თავდაპირველად ილტვოდით შეგემატებინათ ინტერიერისთვის დინამიკა, ვინტაჟი, ასიმეტრია და ცოტათი გადააჭარბეთ? ავეჯისა და დეკორის სიმეტრიული განლაგება სიტუაციას გამოასწორებს და გარემოს სოლიდურ, მკაცრ ელფერს დაუმატებს. 84
მაისი 2019
ეფექტური დეკორატიული გადაწყვეტა თუ გსურთ შექმნათ შთამბეჭდავი, ყურადღების მიმქცევი კომპოზიცია, სიმეტრია იდეალურად გამოგადგებათ. ადამიანის თვალი დეკორის ელემენტებს განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქვამს. ასეთ ინტერიერში შეძლებთ დეკორატიული აქცენტები გაცილებით ეფექტურად დასვათ.
მაისი 2019
85
საშუალება, შეუხამოთ ერთმანეთს შეუთავსებელი სიმეტრიის გამოყენებით, ერთმანეთთან შეუთავსებელ ელემენტებსაც შეახამებთ. მაგალითად, ორ სხვადასხვა ტუმბოს საწოლის გვერდებზე ან რამდენიმე სხვადასხვა პოსტერს ერთნაირ, სიმეტრიულ ჩარჩოებში. ასევე სხვადასხვა ფერისა და ფორმის სკამებს ერთ მაგიდასთან.
86
მაისი 2019
მარტივი გადაწყვეტილება ავეჯის განაწილებისა და კედლის კოლაჟებისთვის სიმეტრია იმ შემთხვევაშიც გიხსნით, როცა ზუსტად არ იცით, როგორ დადგათ ავეჯი ან მორთოთ კედელი. ეს ერთ-ერთი მარტივი ხერხი კომპოზიციას დასრულებულ იერს მისცემს. განთავსებული ობიექტებიდან თანაბარი დაშორებები გააკეთეთ. არაფერია რთული ან შეუძლებელი − კომპოზიციურად აირჩიეთ ცენტრი.
მაისი 2019
87
ასიმეტრიის გამოყენება შესაძლებელია სიმეტრია გამოიყენოთ იმისათვის, რომ გამოკვეთოთ და უფრო შთამბეჭდავი გახადოთ სხვა ეფექტური ხერხი − ასიმეტრია. სიმეტრიულად განლაგებული ნივთების გვერდით ასიმეტრიული აქცენტები განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება და დამატებით წონას შეიძენს. მაგალითად, სიმეტრიულად განთავსებული ფანჯრების ფონზე ავეჯის ასიმეტრიულად განლაგება გაცილებით ბრწყინვალეა. კედელზე განთავსებული სიმეტრიული სურათები კი არეულ სასადილო მაგიდას მოუხდება. 88
მაისი 2019
Lin&Me პრემიუმკლასის ქართული თეთრეული ქართული თეთრეულის მწარმოებელი ბრენდი − Lin&Me ბაზარზე რამდენიმე თვეა რაც შემოვიდა და მომხმარებლებს საქართველოში წარმოებული თეთრეული შესთავაზა. კომპანიამ პროდუქციის გამორჩეული ხაზის დახმარებით, მომხმარებლის ქცევა მარტივად შეცვალა და თეთრეული ადამიანების განწყობისა და სტილის განმსაზღვრელი გახადა. Lin&Me-ის საწოლის თეთრეულის ნახვისთანავე იგრძნობა ტექსტილის ხარისხი, ხოლო მოდელების ვიზუალური მიმართულება სადა, თანამედროვე და ტრენდულია, რომელსაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს უცხო და განსაკუთრებულად ლამაზი სასაჩუქრე შეფუთვა. პროდუქციის შეძენა მაქსიმალურად კომფორტულია და Facebook-ის ან Instagram-ის მეშვეობით ხდება. მომხმარებლები სასურველ მოდელს და ზომას მთელი საქართველოს მასშტაბით, ადგილზე დამატებითი ღირებულების გარეშე იღებენ. ბრენდის დამფუძნებლებს ბიზნესის გაფართოების კუთხით განვითარების დიდი გეგმები აქვთ და მომხმარებლებს მუდმივად სიახლეებსა და საუკეთესო პროდუქციას ჰპირდებიან.
DECOR მის: ბელიაშვილის 149 ტელ: (032) 2 25 72 27, 120
www.maxtherm.ge www.gatboba.ge
მაისი 2019
BOOK