Ok! Techno Book -issue # 59

Page 1

ივნისი 2019

TECHNO BOOK

samSeneblo da saremonto masalebis hipermarketi

0322 06 01 01 WWW.MODUS.COM.GE MODUS/მოდუსი მოდუსი

MODUSGEORGIA

თბილისი, კახეთის გზატკეცილი 65; აგლაძის 51/ბათუმი, პუშკინის 18/20; პუშკინის13; გაგარინის 18; სულაბერიძის 34

WHITE SHARK MIX


მის: ბელიაშვილის 149 ტელ: (032) 2 25 72 27, 120

www.maxtherm.ge www.gatboba.ge


სარჩევი მიზანი − მარსი: ილონ მასკის დიდი რაკეტა

4

11 საჩუქარი, რომელიც ყველა ფოტოგრაფისს გულს მოიგებს დამწყებიდან პროფესიონალამდე

16

10 2019 წლის ბუნების საუკეთესო ფოტოები ფოტოკონკურსის, BIGPICTURE NATURAL WORLD PHOTOGRAPHY 2019 წლის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. კონკურსს ყოველწლიურად კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემია ატარებს. საუკეთესო ფოტოები ჟიურიმ მსოფლიოს 67 ქვეყნიდან აარჩია. სულ 8 გამარჯვებული გამოვლინდა.

2019 წლისს

2019 წლის გამოფენებზე წარმოდგენილი საუკეთესო გაჯეტები

48

ტფო ფ ნიი 10 საუკეთესო სმარტფონი 2018 წლის მიწურულისა და 2019 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო სმარტფონები უკვე გამოვლინდა, რომლებიც ტექნოლოგიურ ბაზარს უდიდესი მიღწევებითა და პოპულარობით იპყრობს. თითოეულ მათგანს თავისი გამორჩეულად ძლიერი მხარე აქვს. მთავარია მომხმარებელმა განსაზღვროს, რას უფრო ანიჭებს უპირატესობას სმარტფონის შეძენისას. მთლიანობაში, სმარტფონები დღეისათვის ყველაზე გამართული და კომფორტული მობილური ტელეფონებია.

2019 წლის პირველ ნახევარში, ტექნოლოგიურ მიღწევებთან დაკავშირებული გამოფენები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა. გაჯეტები ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე იმაზე მეტს ნიშნავენ, ვიდრე უბრალოდ აქსესუარებია, რომლებიც გვეხმარება მოგზაურობაში, ქმნის კომფორტს სახლში, გვიხსნის კრიტიკული სიტუაციებიდან... ახალი, ინოვაციური ნივთები, რომლებიც ყოველწლიურად იქმნება, უფრო და უფრო მეტად ახერხებს ჩვენს გაოცებას.

26 40 კომპიუტერული თამაშების ქალი გმირები, რომლებიც ინსპირაციის წყაროდ იქცნენ

ვსწავლობ და ვმუშაობ: 10 აპლიკაცია დროის სწორი მენეჯმენტისთვის საკუთარი საქმეების დაგეგმვა თანამედროვე ადამიანისთვის მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც გამომუშავებას ითხოვს. იგი განსაკუთრებით მოსწავლეებსა და სტუდენტებს სჭირდებათ, რომლებიც ძალიან არიან დაკავებულნი სწავლით და პარალელურად სამსახურის შეთავსებით. მათ უნდა მოასწრონ მეგობრებთან შეხვედრაც, სპორტით დაკავებაც და სიახლეების გაცნობაც. წარმოგიდგენთ აპლიკაციებს ამ სიტუაციის შესამსუბუქებლად.

58

5 შემეცნებითი და გამო გამ გა ოს გამოსაყენებელი აპლიკაცია პატარებისთვის დღეს უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, აპლიკაციების მეშვეობით ბავშვები არა მხოლოდ გავართოთ, არამედ რაიმე საჭირო შევასწავლოთ. მთავარია სმარტფონი სწორად და არა ბავშვის საზიანოდ გამოვიყენოთ. ისინი ვერ შეცვლიან ცოცხალ ურთიერთობებს ან ზოოპარკში გასეირნებას, მაგრამ ხანდახან მათი დახმარება სასარგებლოც კია.

54 62 2019 წლის 10 ყველაზე ბევრჯერ გაყიდული საავტომობილო მოდელი

ივნისი 2019

1


SUBLUE WHITE SHARK MIX თქვენი ახალი წყალქვეშა მოგზაურობა შემატეთ ემოციები და სიჩქარე თქვენს საცურაო აუზს. გააფართოვეთ თქვენი ჰორიზონტები წყალქვეშ ცურვის დროს. განავითარეთ თქვენი ყვინთვის გამოცდილება მოუმატეთ სისწრაფეს ყვინთვის დროს

ძლიერი და პორტატული • •

ორმაგი პროპელერი იძლევა ძალისა და ბალანსის საშუალებას. დააჭირეთ ორივე ღილაკს ხელი, დაიწყეთ და აკონტროლეთ თითოეული მოძრაობა. პორტატული და მსუბუქი მოწყობილობა ადვილად მოთავსდება თქვენს ზურგჩანთაში. მოწყობილობის ბატარეა უსაფრთხოა საჰაერო მგზავრობის დროს.

უსაფრთხო და საიმედო •

• •

ორივე პროპელერი აღჭურვილია უსაფრთხოების დაცვის მექანიზმით, რომელიც დაგიცავთ თითების დაზიანებისგან. დაბალი ძაბვის დიზაინი უსაფრთხოა წყალქვეშა სამყაროსთვის. შეიცავს ტივტივას და უსაფრთხოების დამჭერ თოკს.

ახალი გამოცდილება წყალქვეშა ფოტოგრაფიისთვის •Go-pro დაგეხმარებათ საოცარი თავგადასავლის გადაღებაში •ასევე შესაძლებელია გადაიღოთ ფოტოები.

Tel. +995 593 399 363; e-mail gc@azimutyachts.ge


დიდებული გასართობი ცურვისა და ყვინთვის დროს •

მისი საშუალებით შესაძლებელია წყალქვეშ ნებისმიერი ილეთის შესრულება საკმარისი ენერგია ყველასათვის

სპეციფიკაცია


2019 წლის ბუნების საუკეთესო ფოტოები ფოტოკონკურსის, BIGPICTURE NATURAL WORLD PHOTOGRAPHY 2019 წლის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. კონკურსს ყოველწლიურად კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემია ატარებს. საუკეთესო ფოტოები ჟიურიმ მსოფლიოს 67 ქვეყნიდან აარჩია. სულ 8 გამარჯვებული გამოვლინდა. 4

ივნისი 2019


ივნისი 2019

5


გრანპრი − აუდუნ რიკარდსენი ტრომსო, ნორვეგია ჩრდილოეთ ნორვეგიაში, პატარა მეთევზეთა საზოგადოებაში გაიზარდა და არქტიკის მკაცრი ლანდშაფტის, კულტურისა და ველური ცხოვრების მიმართ მუდამ მიდრეკილება ჰქონდა − როგორც ოკეანის ქვეშ, ისე მის გარშემო. აუდუნი თავის ხედვას ორიგინალური პერსპექტივიდან წარმოგვიჩენს. მან ფოტოგრაფიას ხელი 2009 წლიდან მოკიდა და ამ წლების განმავლობაში უამრავი ჯილდო მოიპოვა. კატეგორია „წყლის ცხოვრება“ − პიერ მანე კეიპტაუნი, სამხრეთ ამერიკა პიერ მანე წყალქვეშა ფოტოგრაფიას მისდევს და ცდილობს გვაჩვენოს საოცარი ქმნილებები, რომლებიც ოკეანეებში ბინადრობენ. თვითნასწავლი ფოტოგრაფი ზღვის ეკოსისტემითაა მოხიბლული და სურს ადამიანებს დაანახოს, რომ ყველას შეუძლია ცხოველების სახეობათა გადარჩენაში თავისი წვლილი შეიტანოს. სურათი გალაპაგოსის კუნძულებზეა გადაღებული. 6

ივნისი 2019


კატეგორია „ბუნების ხელოვნება“ − კიარა სალვადორი სავონა, იტალია კიარა ფოტოჟურნალისტია და ბუნების ფოტოგრაფიით სახელი უკვე გაითქვა. მისი სურათების ხილვა შესაძლებელია ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა: Lonely Planet, Conde Nast, Travelbook, Travel + Leisure და National Geographic. ამ სურათს „მარილის ღრუბლები“ უწოდა და სახლიდან შორს, არგენტინაში აღბეჭდა. კატეგორია „ლანდშაფტები, წყლის სივრცე და ფლორა“ − არმანდ სარლანგი ნანტი, საფრანგეთი ფოტოჟურნალისტი და სტუდიის ფოტოგრაფი არმანდი, ვიზუალური ხელოვნებით ბავშვობიდანვეა გატაცებული. მისი ნამუშევრები იბეჭდება ფრანგულ, ეგვიპტურ და ბერძნულ გამოცემებში. მას ხიბლავს ახალი ადგილების აღმოჩენა და ბუნების ფოტოობიექტივში აღბეჭდვა. ამ საერთაშორისო კონკურსში ნორვეგიაში გადაღებული ფოტოს მეშვეობით გაიმარჯვა. კატეგორია „მიწიერი ველური ცხოვრება“ − მაიკ კოროსტელევი მოსკოვი, რუსეთი მაიკი ბუნების დამსახურებულ ფოტოგრაფად ჯერ კიდევ 2017 წელს აღიარეს. ამ ფოტოს „ყავისფერი დათვი. წყალქვეშა ხედი“ უწოდა და კამჩატკაზე გადაიღო.

ივნისი 2019

7


კატეგორია „ფრთიანი ცხოვრება“ − პიტერ ნასკრეცკი გორონგოზა, მოზამბიკი პიტერი ენტომოლოგი, ბიოლოგი და ფოტოგრაფია. იგი ჰარვარდის უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმში და გორონგოზას ნაციონალური პარკის ლაბორატორიაში მუშაობს. პარკის აღდგენას დიდ ძალისხმევას ახარჯავს, რადგანაც ტერიტორია სამოქალაქო ომის შემდეგ მნიშვნელოვნად დაზიანდა. მისი სამეცნიერო ინტერესები მწერებზე და სხვა ცხოველებზეა ორიენტირებული. ამ სურათს „ფრთების დაკარგვა“ უწოდა. კატეგორია „ადამიანი/ბუნება“ − ჯეიმს გიფორდი მაუნი, ბოტსვანა ბოტსვანაში წლობით ცხოვრებამ მას უნიკალური ხედვა ჩამოუყალიბა. ჯეიმსის სურათებს უამრავ ჟურნალსა გიფორდი წიგნში ბეჭდავენ. ის იმედოვნებს, რომ მისი შემოქმედება ადამიანებს სხვანაირად აუხელს თვალს და ბუნების სილამაზეს გადააფასებინებს. ეს ფოტო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია გადაღებული.

კატეგორია „2019 წლის ფოტოისტორია: ლიმიტს მიღმა“ − პიტერ მატერი უაიტჰორსი, კანადა პიტერის ფოტოგრაფია ფოკუსირებულია ველურ ცხოვრებაზე, გარემოს დაცვასა და ჩრდილოეთის ხალხზე. ამ სურათს „ყველაზე გრძელი მიგრაცია“ ეწოდება და ალასკაზეა აღბეჭდილი. 8

ივნისი 2019


MADRIGAL LADY II balmainwatches.com


მიზანი − მარსი: ილონ მასკის დიდი რაკეტა

10

ივნისი 2019


ივნისი 2019

11


SpaceX-ის დამაარსებელი არასოდეს მალავდა, თუ რისკენ მიჰყავდა კერძო კოსმონავტიკის ისტორია. ჯერ კიდევ 2002 წელს გაგვიზიარა ილონ მასკმა სხვა პლანეტებზე მოგზაურობის გრანდიოზული გეგმები, მოგვიანებით კი კონკრეტული მიზანიც დაისახა: მარსი. ჯერჯერობით კაცობრიობა მსგავსი ფრენისთვის მზად არაა, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას კი სათანადო ზომის კოსმიური ხომალდის არარსებობა წარმოადგენს. მასკის გუნდმა ამ პრობლემის გადაჭრა გადაწყვიტა და რაკეტის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ ის ცნობილი ინჟინრის საუკეთესო ქმნილება იქნება. Big Falcon Rocket (BFR) კომპანიის ყველა აქამდე შექმნილ პროდუქტს გადაფარავს. BFR-ის მთავარი ღირებულება უნდა გახდეს ის, რომ რაკეტა მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამოდგეს. მან პირველ რაკეტაზე მეტი სისწრაფე უნდა აკრიფოს. 12

ივნისი 2019

დაჯდომას, მის მსგავსად, ესეც ვერტიკალურად განახორციელებს, ძრავისა და დასაკეცი საყრდენების მეშვეობით. მაგრამ დიდმა რაკეტამ დაჯდომა უნდა განახორციელოს არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ მარსზეც, იყოს დაკომპლექტებული ხალხით და ტვირთით. ამიტომაც, გარეგნულად ცილინდრს უნდა ჰგავდეს. დელტის ფორმის ფრთები ზემო და ქვედა ნაწილში მანევრირებისთვისაა საჭირო. დასჭირდება მეტი საწვავიც. თანამედროვე რაკეტების უმეტესობას მსუბუქი მეტალების შენადნობებისგან ამზადებენ, მაგრამ ილონ მასკი მას უჟანგავი ფოლადისგან ამზადებს. ამის მიზეზი რამდენიმეა: უპირველესად, ის თანამედროვე მასალებზე იაფია, და მეორე − მისი მეშვეობით კორპუსი თბილ დამცავს შეიძენს, რომელიც ატმოსფეროს სხვადასხვა ფენაში განსაკუთრებით გამოადგება. სპეციალური


სარქველების მეშვეობით, საწვავისა და მეთანის ნარჩენები რაკეტის ზედაპირზე მოხვდება და მას გადახურებისგან დაიცავს. კოსმიური ხომალდის ფართო შიდა ინტერიერი საშუალებას იძლევა იქ მოთავსდეს დიდი ეკიპაჟი და კოლონისტების ჯგუფი. BFR Starship-ს 850-დან 1000 კუბომეტრამდე ჰერმეტული მოცულობა ექნება და კიდევ 90-მდე კუბომეტრი ტვირთისა და ინსტრუმენტებისთვის. ეს დაახლოებით დიდი სამგზავრო თვითმფრინავის, Airbus A-380-ის სალონის ზომას უტოლდება. კოსმოსში ჯერ მსგავსი არაფერი მოხვედრილა. აქამდე 8 ასტრონავტით შეკრულ გუნდს Space Shuttle-ში მხოლოდ 86 კუბომეტრი სივრცის საშუალება ჰქონდა. რაკეტა თავიდანვე მარსს არ ესტუმრება. პირველ ეტაპზე ის ორბიტაზე აფრინდება და უკან დაბრუნდება, რის შემდეგაც განახორციელებს მთავარ მისიას. დიდი რაოდენობით საწვავის დახმარებით, კოსმიურ ხომალდს მიზნის მისაღწევად 115-120 დღე დასჭირდება. შემდეგ მარსზე დაჯდომა, ძრავის შემოწმება, გადმოტვირთვა და უკანა გზა ელის. დღეს ის მეცნიერულად, თუმცა ფანტასტიკურად გამოიყურება. მალე გახდება ნათელი, თუ რამდენად სწრაფად იქცევა რეალობად. მოსალოდნელია, პირველი პროტოტიპი უკვე 2-4 წელიწადში მზად იყოს, 2024 წელს კი საპილოტო გაშვება განხორციელდება.

ივნისი 2019

13


BFR-ს ანალოგი არ გააჩნია. არც NASA-ს, არც რუს და არც ჩინელ ინჟინრებს ჯერ არ შემოუთავაზებიათ არაფერი ისეთი მასშტაბური და რევოლუციური, როგორიც მასკის რაკეტაა. როცა ის საბოლოოდ გაფრინდება, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი კოსმიური ერა დაიწყება. უჟანგავი ფოლადის არჩევამ ბევრი გააოცა. ილონმა ეს გადაწყვეტილება საფუძვლიანად ახსნა:

დოლარს მიაღწია. თანაც, წარმოებული მასალების 35% მაინც ნარჩენებისთვის იგზავნება, უბრალოდ მუშავდება და ნაწილები იყრება“. ტემპერატურა „ფოლადის მასალით ვიღებთ კონსტრუქციას, რომელიც 800 გრადუსზე მშვენივრად გრძნობს თავს, ნაცვლად 150-ისა. ეს ნიშნავს, რომ ატმოსფეროში შესვლისას კორპუსის უკანა ნაწილს საერთოდ არ დასჭირდება დამატებითი თბოდაცვა“.

დაცვა „წინა მხრიდან ვფიქრობ პირველად გამოიყენება რეგენერაციული თბოდაცვა. ეს იქნება „ორფენიანი ფოლადის სენდვიჩი“ − ფენებს შორის საწვავი ან წყალი მოთავსდება. ამასთან, გარედან წვრილი ფორებით იქნება დაფარული და აორთქლების ხარჯზე გაგრილებას მივაღწევთ“.

სიმაგრე „ცივ ტემპერატურაში მოხვედრისას, ფოლადი ძალიან მყიფე ხდება. მაგრამ, არა უჟანგავი ფოლადი, რომელიც მდიდარია ქრომით და ნიკელით. ის მაღალ პლასტიკურობას ინარჩუნებს და ძალას ზრდის. ბზარების პრობლემაც არ დგას“.

ღირებულება „თავდაპირველად რთული, ბოჭკოვანი სტრუქტურა შევქმენით, მაგრამ პროგრესი ძალიან ნელა მიმდინარეობდა და კილოგრამის ფასმა 135

პროფესიონალიზმი „საოცარი გუნდი მყავს. მაღალი ხარისხის ფოლადს ვიყენებთ. ამ მასალისგან ამზადებენ ჭურჭელს და უკვე მასობრივადაც მოიხმარენ“.

14

ივნისი 2019


ივნისი 2019

15


16

ივნისი 2019


11 საჩუქარი, რომელიც ყველა ფოტოგრაფის გულს მოიგებს დამწყებიდან პროფესიონალამდე

ივნისი 2019

17


ლინზა სმარტფონის კამერისთვის მშვენიერი საჩუქარია მათთვის, ვისაც მობილური ფოტოგრაფია იტაცებს და უკეთესი ხარისხისა და რეზოლუციის ფოტოების გადაღება სურს.

მეხსიერების ბარათი − Sony SF-G Series UHS-II არცერთ ფოტოგრაფს, რომელ ეტაპზეც უნდა იყოს მისი შემოქმედება, არ ჰყოფნის ერთი მეხსიერების ბარათი. ეს 128 GB-იანი ბარათი, დიდი მოცულობის გარდა, საოცარი სისწრაფითაც გამოირჩევა.

18

ივნისი 2019

პლანშეტი − Google Home Hub ეს ელეგანტური და მოსახერხებელი გაჯეტი სმარტფონის ფოტოგრაფებისთვის შესაფერისი მოწყობილობაა. მასში კომფორტულადაა შესაძლებელი ტელეფონიდან სურათების გადატანა და ალბომების შექმნა, რათა არც ტელეფონი დაგეტვირთოთ და ყველაფერს თავი ერთად მოუყაროთ. ასევე, პლანშეტი Google-ის ბევრი დადებითი მახასიათებლით გამოირჩევა. მაგალითად, ხმოვანი ბრძანებების სისტემით.


GoPro HERO7 შესანიშნავი საჩუქარია ფოტოგრაფებისთვის, რომლებსაც სათავგადასავლო სიტუაციები და მოძრაობები ხიბლავთ. ეს კომპაქტური და მარტივი კამერა ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ გამართული და დახვეწილია.

დიოდის მანათობელი კუბი ვის აწყენს დამატებითი განათება? ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის ეს მართლაც საოცნებო საჩუქარია. მისი მეშვეობით შესაძლებელია სინათლე დაემატოს ვიდეოსაც და ფოტოსაც. იგი მობილურს ბლუთუზის მეშვეობით უკავშირდება და აპლიკაციით იმართება. აღსანიშნავია, რომ წყალგამძლეობის მეშვეობით, მისი წყალში მოთავსებაც შესაძლებელია.

ივნისი 2019

19


შტატივი − Vanguard VEO 2 ეს შტატივი 5-კილოგრამიან აპარატს უძლებს. მშვენიერი საჩუქარია როგორც დამწყებთათვის, ისე პროფესიონალებისთვის. სიმაღლეში 144 სმ-მდე იზრდება.

მობილურის დამჭერი − DJI Osmo Mobile 2 ეს მოწყობილობა ტელეფონით ვიდეოს გადაღების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი. მისი მეშვეობით, უფრო მარტივია წინა თუ უკანა ხედების გადაღება. ასევე, განკუთვნილია პანორამული ფოტოებისთვის.

ციფრული კამერა − Nikon COOLPIX P1000 ამ კამერას გიგანტური ზუმი აქვს და საუცხოო საჩუქარია ბუნების და ასტრონომიული თემატიკის ფოტომოყვარულთათვის.

20

ივნისი 2019


კამერის ჩასადები − Lowepro Santiago 30 სანამ ჩანთაში მოათავსებთ, ფოტოაპარატს ჯერ თავისი „ჩასაცმელი“ სჭირდება. აქვეა მეხსიერების ბარათისა და ბატარეის ჯიბეებიც.

სპეციალური ყოველდღიური ჩანთა მსგავსი ჩანთა ყველა ფოტოგრაფს გაახარებს. ფოტოაპარატისა და მისი აქსესუარების ტარება ხშირად მოუხერხებელი და სარისკოა. სპეციალურ ზურგჩანთაში კი ყველაფრის ადგილია გამოყოფილი, სატარებლად მოხერხებულია და მოწყობილობებიც უსაფრთხოდ თავსდება.

ლინზის საწმენდი კალამი − Vortex ეს ნივთი ყველა ფოტოაპარატის ჩანთაში იმსახურებს ადგილს, რომელიც ნაზად და სწორად ასუფთავებს ზედაპირს.

ივნისი 2019

21


22

ივნისი 2019


რა უნდა ვიცოდეთ მზისა და ქარის ენერგიებზე?

ივნისი 2019

23


მსოფლიოში ელექტროენერგიის გამომუშავების მრავალი განახლებადი წყარო არსებობს. მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობით ჰიდროელექტროსადგურები და მზისა და ქარის ელექტროსადგურები სარგებლობს. მსოფლიოში არსებული მდგომარეობა ბოლო პერიოდში, მზისა და ქარის ენერგეტიკა ერთერთი ყველაზე დინამიკურად მზარდი სექტორია. მათ მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, მაგრამ ფაქტია, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის მზისა და ქარის რესურსების ათვისება თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მზისა და ქარის ელექტროენერგიის უდიდესი მწაროებელი ქვეყნებია: ჩინეთი, აშშ, გერმანია, იტალია, ინდოეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და სხვ. ამ ტიპის ელექტროსადგურებით ელექტროენერგიის გამომუშავება გარემოს ფაქტორებზეა დამოკიდებული (მზე, ქარი). შესაბამისად, მათ მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებას ძალიან გაბნეული მახასიათებელი აქვს. გარდა ამისა, ამ ტიპის სადგურებით ელექტროენერგიის გამომუშავება მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჰიდროელექტროსადგურებს. მაგ: ქარი ხან ქრის, ხან არა. ეს ცვალებადობა კი უარყოფითად აისახება სისტემის გამართულ/საიმედო მუშაობაზე. აღნიშნული ცვალებადობის დასარეგულირებლად 24

ივნისი 2019

და სისტემის ავარიების გარეშე მუშაობისათვის აუცილებელია დამატებითი სარეზერვო სიმძლავრეების არსებობა. ჰესები, როგორც სარეზერვო სიმძლავრები როგორც უკვე აღვნიშნეთ, მზისა და ქარის ელექტროსადგურების, როგორც არასტაბილური ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციისთვის აუცილებელია სარეზერვო სიმძლავრეები, რომელთაგან ოპტიმალური წყალსაცავიანი ჰესებია. წყალსაცავიანი, მარეგულირებელი ტიპის ჰესების უპირატესობა, ყველა სხვა ენერგიის წყაროებისგან განსხვავებით, მათი მაღალი მანევრირების უნარია. ჰესებს შეუზღუდავად შეუძლია სიმძლავრის ცვლილება (0-დან 100%-მდე) დროის უმოკლეს მონაკვეთში, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა ტიპის ელექტროსადგურებით. მზისა და ქარის ენერგიის უდიდესი მწარმოებელი ქვეყნების გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ისინი ამ მერყევი ენერგიების ქსელში ინტეგრაციას სწორედ წყალსაცავიანი ჰესების საშუალებით ახერხებენ. ამის ნათელი მაგალითია გერმანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია მზისა და ქარის ენერგეტიკის სექტორში. გერმანიის ახლო მდებარეობა ისეთ დიდ ჰიდროელექტროგენერაციის მქონე ქვეყნებთან, როგორებიცაა ჩრდილოეთით ნორვეგია და შვედეთი, ხოლო სამხრეთით შვეიცარია და ავსტრია, მის ენერგეტიკულ სისტემას ბალანსისა და მოქნილობის შესაძლებლობას აძლევს, რითაც იგი ხელს უწყობს მზისა და ქარის ენერგიების გამოყენებას.


საქართველო საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების მთავარი წყარო ჰიდროელექტროსადგურებია, თუმცა ქვეყანა სხვა განახლებადი წყაროების ათვისებასაც გეგმავს. მსოფლიო გამოცდილების მსგავსად, საქართველოშიც აქტუალურია არასტაბილური ენერგიის წყაროების (მზე, ქარი) ქსელში ჩართვის საკითხი. შესაბამისად, მიმდინარე და დაგეგმილი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა დიდ დახმარებას გაუწევს ასაშენებელ მზისა და ქარის ელექტროსადგურების პროექტებს. ერთ-ერთი მსგავსი, მარეგულირებელი ტიპის ნენსკრა-ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს სვანეთის რეგიონში, რომლის სიმძლავრე 280 მგვტ იქნება. ჰესს აშენებს კორეული კომპანია

K-Water, რომელსაც ჰიდროენერგეტიკის სექტორში მუშაობის 50-წლიანი გამოცდილება აქვს. K-Water-ის წყალსაცავიანი ჰესები დიდ დახმარებას უწევს სამხრეთ კორეაში მზისა და ქარის სადგურების სტაბილურ მუშაობას. აღსანიშნავია, რომ თავად კომპანია ფლობს მზისა და ქარის რამდენიმე ელექტროსადგურს. K-water პირველი კომპანიაა მსოფლიოში, რომელმაც „მოტივტივე“ მზის ელექტროსადგური აამუშავა − მზის პანელები ერთ-ერთი წყალსაცავის ზედაპირზე ტივტივებს. საქართველოში ნენსკრა ჰესის მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას მოქნილობის შესაძლებლობას მისცემს. მისი დახმარებით გამარტივდება ქვეყანაში დაგეგმილი არასტაბილური ენერგიის წყაროების − მზისა და ქარის ელექტროსადგურების ქსელში ჩართვა.

ივნისი 2019

25


26

ივნისი 2019


2019 წლის გამოფენებზე წარმოდგენილი საუკეთესო გაჯეტები 2019 წლის პირველ ნახევარში, ტექნოლოგიურ მიღწევებთან დაკავშირებული გამოფენები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა. გაჯეტები ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე იმაზე მეტს ნიშნავენ, ვიდრე უბრალოდ აქსესუარებია, რომლებიც გვეხმარება მოგზაურობაში, ქმნის კომფორტს სახლში, გვიხსნის კრიტიკული სიტუაციებიდან... ახალი, ინოვაციური ნივთები, რომლებიც ყოველწლიურად იქმნება, უფრო და უფრო მეტად ახერხებს ჩვენს გაოცებას.

ივნისი 2019

27


HTC 5G HUB ეს საოცრად ელეგანტური გაჯეტი ჯერჯერობით საუკეთესო მობილურ hotspot-ად აღიარეს. მას 5G ინტერნეტსიჩქარის გადაცემა მაქსიმუმ ოცი დაკავშირებული მოწყობილობისთვის შეუძლია. ის ასევე ძალიან კომპაქტურია სატარებლად.

ყურსასმენები SAMSUNG GALAXY ეს მოდელი კი საუკეთესო უსადენო ყურსასმენების ტიტულით სარგებლობს. მას აუდიოს შესანიშნავი ხარისხი აქვს, რისი მეშვეობითაც გარეშე ხმები ბოლომდე ჩახშულია. ყურსასმენები დამუხტვის შემდეგ 6 საათი მუშაობს, მისი სპეციალური ჩასადები კი, ყურსასმენების დამატებით 7-საათიან მუშაობას უზრუნველყოფს. გაჯეტი სხვადასხვა ფერითაა წარმოდგენილი. 28

ივნისი 2019


ეკრანი LENOVO THINKVISION M14 ეს ნივთი ლეპტოპით მომუშავე ადამიანებს საშუალებას მისცემს მეორე ეკრანიც გამოიყენონ. აქსესუარს 14-ინჩიანი სუფთა გამოსახულება აქვს და მხოლოდ ნახევარ კილოს იწონის. გზაში მყოფებისთვის ეკრანი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. „ჭკვიანი“ საათი SAMSUNG GALAXY ამ მოწყობილობის მეშვეობით ჯანმრთელობას სათანადო ყურადღებას მიაქცევთ. აღსანიშნავია, რომ საათი წყალგამძლეა და ცურვის დროსაც გამოიყენება. მისი დამუხტვა ტელეფონის მეშვეობითაც შესაძლებელია. წარმოდგენილია შავი, ნაცრისფერი, ვარდისფერი და მწვანე ფერებით.

სკანერი NEUTROGENA SKIN 360 კანის სახლის პირობებში მოსავლელად, ეს სკანერი საუკეთესო ტექნოლოგიებს იყენებს. იგი მარტივად უნდა მიამაგროთ ტელეფონს, მიიდოთ სახეზე და სპეციალურ აპლიკაციაში შესაბამისი რეკომენდაციები მიიღოთ.

ივნისი 2019

29


ეპილატორი SILK-EPIL 9 BEAUTY SET ყველაზე სწრაფი და ზუსტი ეპილატორი Braunისგან, რომელიც ყველაზე პატარა თმის ღერებსაც კი უმკლავდება. მისი მეშვეობით, კანი 4 კვირის განმავლობაში გლუვია. ახალი ღერების გაზრდა კი შესამჩნევად მცირდება. მას იყენებენ სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ზონებშიც კი, რადგანაც სავსებით უსაფრთხოა.

„ჭკვიანი“ ჩანთა 90 FUN ეს ჩანთა შექმნილია იმისათვის, რომ გამოგყვეთ. დიზაინერები შთაგონებულები იყვნენ ძაღლებით, რომლებიც პატრონებს მუდამ უკან თუ გვერდით მიყვებიან.

„ჭკვიანი“ ნიღაბი FOREO UFO სახის ქაღალდის ნიღბები მალე წარსულს ჩაბარდება. ყოველ შემთხვევაში, ბრენდი FOREO ასე ფიქრობს. შვედურმა კომპანიამ მსოფლიოში პირველი ე.წ. „ჭკვიანი“ ნიღაბი წარმოადგინა, რომელიც სპეციალური თერმოთერაპიის გამოყენებით, სახის სპამოვლას 90 წამში უზრუნველყოფს. 30

ივნისი 2019


პორტატული პროექტორი CINEMOOD უსაფრთხო გაჯეტი ბავშვებისთვის, რომელიც ერთგვარ ასისტენტს წარმოადგენს. თანამედროვე მშობლების სასიკეთოდ, ეს არაჩვეულებრივი დამხმარე ბავშვის აღზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საყვარელი ანიმაციური ფილმების ნახვა უკვე ყველგანაა შესაძლებელი − პროექტორს მკვეთრი გამოსახულება აქვს და რაც მთავარია, მხედველობისთვის სრულიად უსაფრთხოა. მშობლები დარწმუნებულები იქნებიან, რომ მათი შვილები ასაკისთვის შესაფერის კონტენტს იხილავენ − ძალადობის, რეკლამისა და აგრესიული სცენების გარეშე. პროექტორს არ აქვს მავნე გამოსხივება, არ არღვევს მელატონინს, რომელიც ჯანსაღ ძილზე აგებს პასუხს და ბავშვის ნერვულ სისტემას უფრთხილდება.

„ჭკვიანი“ საპირფარეშო KOHLER KONNECT სააბაზანოს დიზაინერები აქტიურად ამუშავებენ ე.წ. „ჭკვიანი“ საპირფარეშოს დიზაინს. მათ რიგებს Kohler შეუერთდა და ტუალეტის ხმოვანი ტექნოლოგია შემოგვთავაზა, რომელიც აკონტროლებს სინათლეს, წყალს და სარკეებს − ღილაკზე თითის დაჭერის გარეშე.

ივნისი 2019

31


32

ივნისი 2019


10 „ჭკვიანი“ გაჯეტი, რომელიც თქვენს არყოფნაში სახლს იცავს ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, შვებულებისა და დასვენების დროც ახლოვდება. ხანდახან არის შემთხვევები, როცა სამოგზაუროდ მთელი ოჯახი მიეშურება და შინ არავინ რჩება. იცოდით, რომ შეგიძლიათ სახლსა თუ ბინაში დატოვებულ შინაურ ცხოველზეც კი იზრუნოთ, სანამ დედამიწის მეორე მხარეს იქნებით? „ჭკვიანი“ სახლის ტექნოლოგიური განვითარების წყალობით, სანერვიულო აღარაფერია. სმარტფონის მეშვეობით, ყველაფრის კონტროლს ადვილად და თავისუფლად შეძლებთ. ივნისი 2019

33


„ჭკვიანი“ ზარი − RING VIDEO DOORBELL 2 ე.წ. „ჭკვიანი“ ზარი აღჭურვილია მიკროფონის, ჩამწერის, სენსორების სისტემით. მისი მეშვეობით შეგიძლიათ დააკვირდეთ სახლს და ესაუბროთ კართან მოსულ სტუმრებსა თუ მეზობლებს. ზარს 1080p ხარისხის ვიდეოს გადაღება შეუძლია და გამოსახულებას ღამითაც არჩევს.

ელექტროენერგიის „ჭკვიანი“ მაკონტროლებელი − BELKIN WEMO INSIGHT ამ მოწყობილობის მეშვეობით, შინ განათებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გააკონტროლებთ. სპეციალური აპლიკაციის დახმარებით, შეგიძლიათ აანთოთ ან ჩააქროთ სინათლე ნებისმიერ ოთახში და შექმნათ შთაბეჭდილება, რომ შინ ვინმე იმყოფება. თვითმფრინავის ბორტზე არც იმაზე იდარდებთ, გათიშეთ თუ არა ყველა ნათურა.

34

ივნისი 2019


კვამლის ამომცნობი − NEST PROTECT დაამონტაჟეთ ე.წ. „ჭკვიანი“ სიგნალიზაცია და საფრთხეს ყოველთვის განჭვრეტთ. იმ შემთხვევაში, თუ შინ ბუნებრივი აირი ჟონავს, თერმოსტატი მას გათიშავს. ბატარეის დაცლის შემთხვევაში კი, შეტყობინებას გამოგიგზავნით.

„ჭკვიანი“ მტვერსასრუტი − SAMSUNG POWERBOT R7070 ციფრული კამერითა და ე.წ. „ჭკვიანი“ სენსორული ტექნოლოგიით აღჭურვილი ეს მოწყობილობა გაასუფთავებს სახლს მაშინ, როცა თქვენ იქ არ იქნებით. მის მუშაობას აპლიკაციის მეშვეობით გააკონტროლებთ.

ივნისი 2019

35


სახლის მონიტორინგის სისტემა − NOTION კარებიდან დაწყებული, ფანჯრებით დამთავრებული, ეს სენსორული მოწყობილობა აპლიკაციის მეშვეობით შეგატყობინებთ, თუ სახლში რაიმე წესრიგში არაა.

განათების უსადენო სისტემა − PHILIPS HUE დენთან დაკავშირებული კიდევ ერთი მოწყობილობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, შინ სინათლე მარტივად აკონტროლოთ.

36

ივნისი 2019


AMAZON KEY ეს მექანიზმი მიტანის სერვისს გაცილებით კომფორტულს გახდის. სისტემა კურიერს უფლებას აძლევს ამანათი ბინაში დაგიტოვოთ მაშინ, როცა შინ არ ხართ. Amazon Key აღჭურვილია კამერით და ე.წ. „ჭკვიანი“ ჩამკეტით. Amazon Key შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ დამლაგებლის, ოჯახის წევრის ან მეგობრის შინ შესაშვებად.

ტემპერატურის მაკონტროლებელი სისტემა − NEST LEARNING THERMOSTAT ეს ე.წ. „ჭკვიანი“ ტექნოლოგია გეხმარებათ დაზოგოთ ენერგია და აკონტროლოთ შინ არსებული ტემპერატურა ტელეფონით, ტაბლეტით ან ლეპტოპით.

ივნისი 2019

37


სათვალთვალო კამერა − LOGITECH CIRCLE 2 ფართომასშტაბიანი გაფაროების, 180-გრადუსიანი ლინზის მქონე კამერა თქვენს საცხოვრისს უმაღლეს დონეზე იცავს. გამოიყენება როგორც სახლის შიგნით, ისე მის გარეთ.

გაჯეტი შინაური ცხოველებისთვის − PETCUBE BITES ამ მოწყობილობის დახმარებით, აღარასოდეს იდარდებთ საკუთარ შინაურ ცხოველზე, როცა გაემგზავრებით. 1080p HD-ხარისხის ვიდეოს მეშვეობით, შეამოწმებთ თქვენი ოთხფეხას საქმიანობას; გამოკვებავთ, გაესაუბრებით და ვირტუალურად ყოველთვის შეძლებთ გააკონტროლოთ.

38

ივნისი 2019



კომპიუტერული თამაშების ქალი გმირები, რომლებიც ინსპირაციის წყაროდ იქცნენ 40

ივნისი 2019


ივნისი 2019

41


კლასიკური ნაწარმოებებისა და ფილმების გმირებს კომპიუტერული თამაშების გმირებიც შეემატნენ, რომელთა რიგებშიც გოგონები საიმიჯო მოდელებს ეძებენ. ვიდეოთამაშების ბაზარი გასართობ ინდუსტრიაში წლიდან წლამდე საოცარი სისწრაფით ვითარდება. გრაფიკაც ფეხდაფეხ იხვეწება და რეალობას მაქსიმალურად უახლოვდება. ტექნიკურმა პროგრესმა მოთამაშეები ჩახლართულ ისტორიებში, დრამებში, ლამაზ პეიზაჟებსა და რთული პერსონაჟების ტყავში მოახვედრა. თამაშების ავტორები გმირების შესაქმნელად უკვე კინოს ვარსკვლავებს, საუკეთესო დიზაინერებსა და ცნობილ კომპოზიტორებს იწვევენ. მაგალითად, 42

ივნისი 2019

უკანასკნელი წლების ერთ-ერთ გახმაურებულ პროექტში Death Stranding, მონაწილეობა მსახიობმა ლეა სეიდუმ მიიღო, მთავარი პერსონაჟი მის პროტოტიპად იქცა. კომპიუტერული თამაშების მიხედვით, თანამედროვე ქალი ძლიერი პიროვნებაა, რომელმაც იცის რა სურს და საკუთარი თავის არ რცხვენია. სურვილის შემთხვევაში, ის მთებსაც გადადგამს. წარმოგიდგენთ ყველაზე საშიშ და შთამაგონებელ გმირებს საკულტო ვიდეოთამაშებიდან, რომლებიც თავდაჯერებას აუცილებლად შეგმატებენ.


THE LAST OF US – ელი უილიამსი ამ პოსტაპოკალიფსურ თამაშს 2 ნაწილი აქვს. მეორე ნაწილში ელი მაყურებლის წინაშე წარდგა როგორც გაზრდილი, ბევრად ძლიერი და მეამბოხე. თავდაპირველად, მოთამაშეებმა ბავშვის სამყაროს აღქმის პრიზმიდან ნათლად შეიგრძნეს პოსტაპოკალიფსური სიტუაცია და ამერიკაშიც დრამატული მოგზაურობა გამოუვიდათ. შემდეგ, ელი თითქოს გვიბიძგებს მასთან ერთად გავიზარდოთ. ის მზადაა ახლობლების გამო შური იძიოს. ტატუები ნაკბენებსა და ნაიარევებს უფარავს, სიწითლეები სახეზე კი აშკარას ხდის, რომ მას მშვიდი ცხოვრება არ გაუვლია. ელი ნამდვილად მისაბაძია. მას მუდამ უხდება სიცოცხლისთვის ბრძოლა, ჩხუბი, ფხიზლად ყოფნა, საკუთარი სექსუალობის გამო პრობლემებთან შეჯახება და ცხოვრებაში დასამკვიდრებელი ადგილის აქტიური ძებნა. ივნისი 2019

43


FINAL FANTASY XIII − ლაითნინგი ცნობილ იაპონურ თამაშ Final Fantasy-ის მეცამეტე ნაწილში, ლამაზმან ლაითნინგ ფარონის დანახვისას, ბევრ გოგონას სურვილი უჩნდება თმა ღია ვარდისფერ ტონალობაში შეიღებოს. გმირი მკაცრ კოსტიუმს ატარებს. დიზაინერის ჩანაფიქრის მიხედვით, ის ნაკლებად ქალური და მეტად ათლეტურია, რაც ახალი ტიპის ქალ პერსონაჟად აყალიბებს. ადრე ფარონი არმიაში მსახურობდა, თამაშის მეცამეტე ნაწილში კი მისი მთავარი მოტივაცია უმცროსი დის ტყვეობიდან გამოხსნაა. ლაითნინგი იმდენად შთამაგონებელია, რომ Louis Vuittonის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკიერის გადაწყვეტილებით, ის 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სარეკლამო სახე გახდა. „ლაითნინგი ნამდვილი გმირის იდეალური განსახიერებაა“, − განაცხადა დიზაინერმა.

44

ივნისი 2019


METAL GEAR SOLID 3: SNAKE EATER − THE BOSS კიდევ ერთი ძლიერი გმირი − The Boss, სათამაშო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროტაგონისტის, ნეიკედ სნეიკის ხელმძღვანელია. The Boss ლეგენდარული ჯარისკაცი და ყველა ამერიკული სპეცდანიშნულების არმიის „დედაა“. ნამდვილი საიმიჯო მოდელი, რომელსაც სამშობლოს მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, ბევრს შთააგონებს.

RESIDENT EVIL 4 − ადა ვონგი იმისათვის, რომ საბრძოლო სიტუაციაში თავი კომფორტულად იგრძნონ, ყველა ვიდეოთამაშის გმირს სპეციალური დამცავი სამოსი არ სჭირდება. მათ შორისაა ადა ვონგი. ეს იდუმალი ჯაშუში საყოველთაოდ ცნობილ თამაშში გვევლინება. მასზე პრაქტიკულად არაფერია ცნობილი, მაგრამ მისი არსებობა ყველა მოთამაშემ იცის. ადა აუცილებლად წითელ სამოსს ატარებს და სხვადასხვა სახის იარაღს იყენებს. სიუჟეტის მიხედვით, ის იმ კორპორაციის კონკურენტებთან მუშაობს, რომელთა ექსპერიმენტებმაც ზომბი-აპოკალიფსი გამოიწვიეს. ივნისი 2019

45


SILENT HILL 2 − მარია ვიდეოთამაშებში ყველა ქალი პერსონაჟი ნამდვილად არ გამოირჩევა ჰეროიზმით და თვითშეწირვით. მაგალითად, მარია − ცნობილი იაპონური საშინელებათა ჟანრის თამაშის პროტაგონისტი, ნისლით მოცულ ქალაქში იმიტომ ჩადის, რომ გმირს გაახსენოს: მხოლოდ ისაა დამნაშავე საკუთარი ცოლის სიკვდილში. მარია იშვიათად ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს. მისი სავიზიტო ბარათი გარეგნობაა. თუ გეშინიათ ატაროთ მოკლე ხასხასა ქვედაბოლო და ცხოველის პრინტით მოცული სამოსი, მარია ამ კუთხით სითამამეს შეგძენთ. ის სექსუალური და იდუმალია, არ პასუხობს კითხვებს წარსულზე, იწვევს ინტერესს მისდამი და დეკორაციებში მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყურება. მარიას კოშმარების არ ეშინია. BAYONETTA − ბეიონეტა კიდევ ერთი საოცრად სექსუალური და ზღაპრულად მებრძოლი, მომხიბვლელი ჯადოქარი ბეიონეტაა. ის ვარცხნილობას მაგიის მეშვეობით იცვლის, საშიშ მოძრაობებს ასრულებს, ორი იარაღიდან ისვრის, მოტკეცილ სამოსს ატარებს... მას შეუძლია გრაციოზულ პანტერადაც იქცეს. იგი მონსტრების არმიასაც თავისუფლად შეერკინება. 46

ივნისი 2019


BLOODRAYNE 2 − რეინი

THE WITCHER 3: WILD HUNT − ცირილა

NIER – 2B

SHADOW OF THE TOMB RAIDER – ლარა კროფტი

ახლა კი წარმოგიდგენთ სიის უკანასკნელ გმირებს. თითოეული მათგანი მარტივად უმკლავდება უჩვეულო იარაღს და განჭვრეტის მშვენიერი უნარით გამოირჩევა. ყველა ეს გმირი ახლებურად გადაგახედებთ ინდუსტრიას და სამყაროს, შთაგაგონებთ იმოქმედოთ სარისკო სიტუაციებში, არ გეშინოდეთ საკუთარი თავის და აღმოაჩინოთ ახალი ჰობი ან თავშესაქცევი.

ივნისი 2019

47


2019 წლის 10 საუკეთესო სმარტფონი 2018 წლის მიწურულისა და 2019 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო სმარტფონები უკვე გამოვლინდა, რომლებიც ტექნოლოგიურ ბაზარს უდიდესი მიღწევებითა და პოპულარობით იპყრობს. თითოეულ მათგანს თავისი გამორჩეულად ძლიერი მხარე აქვს. მთავარია მომხმარებელმა განსაზღვროს, რას უფრო ანიჭებს უპირატესობას სმარტფონის შეძენისას. მთლიანობაში, სმარტფონები დღეისათვის ყველაზე გამართული და კომფორტული მობილური ტელეფონებია.

48

ივნისი 2019


ივნისი 2019

49


SAMSUNG GALAXY S10 PLUS გამოშვების დრო: მარტი 2019 | წონა: 175 გრ | ზომები: 157.6x74.1x7.8მმ | სისტემა: Android 9 | ეკრანის ზომა: 6.4 ინჩი | გარჩევადობა: 1440x3040 | RAM: 8/12GB | მეხსიერება: 128/512GB/1TB | ბატარეა: 4,100mAh | კამერა: 12MP + 12MP + 16MP | წინა კამერა: 10MP + 8MP ეს მოდელი „სამსუნგის“ საუკეთესო მახასიათებლებს წარმოგვიდგენს და ამჟამად სმარტფონებში საუკეთესო გამოცდილების მიღებას გვპირდება.

HUAWEI P30 PRO გამოშვების დრო: მარტი 2019 | წონა: 192 გრ | ზომები: 158x73.4x8.4მმ | სისტემა: Android 9 | ეკრანის ზომა: 6.47 ინჩი | RAM: 8GB | მეხსიერება: 128/256/512GB | ბატარეა: 4,200mAh | კამერა: 40MP + 20MP + 8MP + ToF | წინა კამერა: 32MP საუკეთესო სმარტფონი, როცა საქმე ფოტოების გადაღებას ეხება! მოდელი გამოსახულების მიახლოებისა და სინათლის ბრწყინვალე ხარისხით გამოირჩევა.The P30 Pro არა მხოლოდ „ჰუავეის“ ახალ, არამედ მთლიანად ინდუსტრიის სტანდარტს ამკვიდრებს.

HUAWEI MATE 20 PRO გამოშვების დრო: ნოემბერი 2018 | წონა: 189 გრ | ზომები: 157.8x72.3x8.6მმ | სისტემა: Android 9 | ეკრანის ზომა: 6.39 ინჩი | გარჩევადობა: 1440x3120 | RAM: 8GB | მეხსიერება: 256GB | ბატარეა: 4200mAh | კამერა: 40MP + 20MP + 8MP | წინა კამერა: 24MP „სმარტფონი უამრავი ენერგიით“ − ეს მოდელი საოცარი დიზაინით, ბატარეითა და მახასიათებლებით გამოირჩევა. გვთავაზობს დიდ ეკრანს, სამმაგ კამერას და თითის ანაბეჭდის პრინტერს. 50

ივნისი 2019


SAMSUNG GALAXY S10 გამოშვების დრო: მარტი 2019 | წონა: 157 გრ | ზომები: 149.9x70.4x7.8მმ | სისტემა: Android 9 | ეკრანის ზომა: 6.1 ინჩი | გარჩევადობა: 1440x3040 | RAM: 8GB | მეხსიერება: 128/512GB | ბატარეა: 3,400mAh | კამერა: 12MP + 12MP + 16MP | წინა კამერა: 10MP ეს თითქმის საუკეთესო სმარტფონი იყო, მის „დიდ ძმას“ − Samsung Galaxy S10 Plus-ს რომ არ გადაეფარა. S10 სტანდარტული მოდელია, საოცრად კომპაქტური და შეღავათიანი ფასით.

SAMSUNG GALAXY NOTE 9 გამოშვების დრო: აგვისტო 2018 | წონა: 205 გრ | ზომები: 162x76.4x9მმ | სისტემა: Android 8.1 | ეკრანის ზომა: 6.4 ინჩი | გარჩევადობა: 2960x1440 | RAM: 6/8GB | მეხსიერება: 128/512GB | ბატარეა: 4,000mAh | კამერა: 12MP + 12MP | წინა კამერა: 8MP ეს არის სმარტფონი ყველაზე პროდუქტიულად მოაზროვნე მომხმარებლებისთვის. ძვირადღირებული მოდელი ფასის შესაბამის ეკრანის ხარისხს, ბატარეასა და კამერას გვთავაზობს.

IPHONE XS გამოშვების დრო: სექტემბერი 2018 | წონა: 177 გრ | ზომები: 143.6x70.9x7.7მმ | სისტემა: iOS 12 | ეკრანის ზომა: 5.8 ინჩი | გარჩევადობა: 1125x2436 | RAM: 4GB | მეხსიერება: 64/256/512GB | ბატარეა: 2,658mAh | კამერა: 12MP + 12MP | წინა კამერა: 7MP ახალი გმირი „აიფონის“ გულშემატკივრებისთვის, რომელიც მრავალფეროვანი შემოთავაზებებით ხასიათდება. iPhone XS ჯერჯერობით Apple-ის საუკეთესო მოდელად მიიჩნევა. მას სწრაფი პროცესორი, საუკეთესო ეკრანი და ჩარჩო აქვს. ივნისი 2019

51


GOOGLE PIXEL 3 XL გამოშვების დრო: ნოემბერი 2018 | წონა: 184 გრ | ზომები: 158x76.7x7.9მმ | სისტემა: Android 9 | ეკრანის ზომა: 6.3 ინჩი | გარჩევადობა: 1440x2960 | RAM: 4GB | მეხსიერება: 64GB/128GB | ბატარეა: 3,430mAh | კამერა: 12.2MP | წინა კამერა: 8MP + 8MP მისი შეძენით მიიღებთ საოცარ კამერას, დიდ ეკრანს, ხანგრძლივ ბატარეას და უამრავ სხვა გამოსაყენებელ თვისებას. HUAWEI P30 გამოშვების დრო: მარტი 2019 | წონა: 165 გრ | ზომები: 149.1x71.4x7.6მმ | სისტემა: Android 9 | ეკრანის ზომა: 6.1 ინჩი | გარჩევადობა: 1080x2340 | RAM: 8GB | მეხსიერება: 64/128/512GB | ბატარეა: 3,650mAh | კამერა: 40MP + 16MP + 8MP | წინა კამერა: 32MP „ჰუავეის“ ამ მოდელის ფორმა ცალი ხელით გამოყენებისთვის ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. ეს ტელეფონის მის შემდგომ მოდელებზე უფრო იაფია და ერთერთ საუკეთესო სმარტფონად მიიჩნევა.

52

ივნისი 2019

SAMSUNG GALAXY S10E გამოშვების დრო: მარტი 2019 | წონა: 150 გრ | ზომები: 142.2x69.9x7.9მმ | სისტემა: Android 9 | ეკრანის ზომა: 5.8 ინჩი | გარჩევადობა: 1080x2280 | RAM: 6/8GB | მეხსიერება: 128/256GB | ბატარეა: 3,100mAh | კამერა: 12MP+16MP | წინა კამერა: 10MP ამ სმარტფონს ბევრი ლიდერული თვისება აქვს, რითაც კომპანიის სხვა მოდელებისგან ეფექტურად გამოირჩევა. გთავაზობთ მოსახერხებელ ფორმას, ხოლო ვისაც პატარა ზომის სმარტფონები ურჩევნია, მათთვის ნამდვილად მისწრებაა.

IPHONE XS MAX გამოშვების დრო: სექტემბერი 2018 | წონა: 208 გრ | ზომები: 157.5x77.4x7.7მმ | სისტემა: iOS 12 | ეკრანის ზომა: 6.5 ინჩი | გარჩევადობა: 1242x2688 | RAM: 4GB | მეხსიერება: 64/256/512GB | ბატარეა: 3,174mAh | კამერა: 12MP+12MP | წინა კამერა: 7MP ეს სმარტფონი Apple-ის სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, ეკრანის დიდი დამატებითი ნაწილით გამოირჩევა. მას გაუმჯობესებული კამერა და მეხსიერების ახლებური სისტემა აქვს.


ივნისი 2019

53


54

ივნისი 2019


ვსწავლობ და ვმუშაობ: 10 აპლიკაცია დროის სწორი მენეჯმენტისთვის საკუთარი საქმეების დაგეგმვა თანამედროვე ადამიანისთვის მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც გამომუშავებას ითხოვს. იგი განსაკუთრებით მოსწავლეებსა და სტუდენტებს სჭირდებათ, რომლებიც ძალიან არიან დაკავებულნი სწავლით და პარალელურად სამსახურის შეთავსებით. მათ უნდა მოასწრონ მეგობრებთან შეხვედრაც, სპორტით დაკავებაც და სიახლეების გაცნობაც. წარმოგიდგენთ აპლიკაციებს ამ სიტუაციის შესამსუბუქებლად.

ივნისი 2019

55


PAPER აპლიკაცია მათთვის, ვინც თავისი აზრების ფურცელზე დაწერასაა შეჩვეული. თქვენ წინაშეა ვირტუალური წიგნაკი, რომელშიც შეგიძლიათ დახატოთ, დაამატოთ ფოტოები, ჩაინიშნოთ გეგმები და წეროთ ტექსტები. ამისათვის ინსტრუმენტთა დიდი ვარიაცია, სხვადასხვა სახის ფურცელი და რედაქტირებისთვის საჭირო ელემენტებია შემოთავაზებული. აპლიკაცია შესანიშნავად გამოდგება გეგმების შედგენისა და იდეების ვიზუალიზაციისთვის.

GOOGLE KEEP შენიშვნების ეს ვირტუალური დაფა იწერს თქვენს გეგმებს, იდეებსა და ჩანაფიქრებს. Google-ის აპლიკაციები ძალიან მოხერხებულია იმით, რომ ყოველთვის მზად არიან თქვენი მონაცემების სინქრონიზაცია მოახდინონ. ამ აპლიკაციის მეშვეობით ადვილად და სწრაფად ხდება ჯგუფური დავალებების შესრულება, რადგანაც კონკრეტული საქმის განყოფილებაში იმდენი ადამიანის დამატებაა შესაძლებელი, რამდენიც გესაჭიროებათ. ასევე, შეგიძლიათ ჩართოთ ოჯახის წევრები საყიდლების მუდმივად განახლებად სიაში. Google Keep ავტომატურად გახსენებთ შეუსრულებელ დავალებას ან მიგითითებთ, რომ არასწორ ლოკაციაზე იმყოფებით.

56

ივნისი 2019


FOCUS KEEPER მუდამ ინსტაგრამს ათვალიერებთ, იმის მაგივრად, რომ საქმეებით დაკავდეთ? ეს აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ საქმეზე ან სწავლაზე მეტად კონცენტრირდეთ. იგი „პომიდვრის მეთოდს“ იყენებს − კონცენტრაციის ერთ-ერთ პრინციპს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მუშაობის ყოველ 25 წუთში მოკლე, 3-5 წუთიან შესვენებას გააკეთებთ. ჩართეთ წამზომი და მთლიანად მობილიზდით საქმეზე.

TOROUND ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ გეგმებს სათანადო ორგანიზება გაუწიოთ. ჩაწერეთ დავალება და ეკრანზე, მის გარშემო წრე გაჩნდება. მას შემდეგ, რაც მას შეასრულებთ, წრე ძაბრში გადაადგილდება. წრეების ზომა შეგიძლიათ ცვალოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქმე. ფერებით შეგიძლიათ კატეგორიები გამოყოთ: სწავლა, სამსახური, ოჯახი და ა.შ.

HABIT ეს აპლიკაცია შესასრულებელი ჩამონათვალის მოყვარულთათვის ან მათი დამკვიდრების მსურველთათვისაა. სპორტი, კითხვა, ბიზნესსაუბრების მოსმენა − თუ დიდი ხანია ეძებთ მეწყვილეს, რომელიც დაგეხმარებათ სასარგებლო უნარები განივითაროთ, Habit სწორედ თქვენთვისაა შექმნილი. მოტივაციის მოცემისა და დახვეწილი დიზაინის გარდა, აპლიკაცია თქვენი ჩვევების გრაფიკს ადგენს და შეგიძლიათ დროდადრო თავი მიღწევებით მოიწონოთ. „ახლა 40%-ით მეტს ვკითხულობ!“ − სოლიდურად ჟღერს, არა?

ივნისი 2019

57


58

ივნისი 2019


5 შემეცნებითი და გამოსაყენებელი აპლიკაცია პატარებისთვის დღეს უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, აპლიკაციების მეშვეობით ბავშვები არა მხოლოდ გავართოთ, არამედ რაიმე საჭირო შევასწავლოთ. მთავარია სმარტფონი სწორად და არა ბავშვის საზიანოდ გამოვიყენოთ. ისინი ვერ შეცვლიან ცოცხალ ურთიერთობებს ან ზოოპარკში გასეირნებას, მაგრამ ხანდახან მათი დახმარება სასარგებლოც კია.

ივნისი 2019

59


KHAN ACADEMY KIDS ეს აპლიკაცია ცნობილ სასწავლო აკადემია Khan-ს ეკუთვნის. 5 მხიარული პერსონაჟი თამაშის, ისტორიებისა თუ ვიდეორგოლების მეშვეობით, სხვადასხვა ასაკის ბავშვებს მათემატიკას, ენას და სხვა საინტერესო საგნებს ასწავლის და თემებს გააცნობს. მომხმარებლებს აკადემიის ბიბლიოთეკასთანაც აქვთ წვდომა, ასევე ბევრ წიგნთან და შემეცნებით ვიდეოსთან. ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალური პაკეტი იქმნება − მათი ასაკისა და უნარების მიხედვით.

60

ივნისი 2019

THE HUMAN BODY ეს ადამიანის ორგანიზმის შემსწავლელი აპლიკაციაა. ინტერაქტიული მოდელი ბავშვებს სხეულის დაფარულ ნაწილებს ასწავლის და მათ სამეცნიერო ცოდნას შესამჩნევად გააფართოვებს. მომხმარებელს შეუძლია თითოეულ ორგანოს დააკვირდეს, რომლებიც ხმას გამოსცემენ: გული ცემს, ფილტვები სუნთქავენ...


BUBL DRAW ამ აპლიკაციის მეშვეობით, ბავშვები ხატვას და მუსიკის შექმნას ერთდროულად ისწავლიან. ნეირობიოლოგიაში არსებობს ტერმინი: „სინესთეზია“− ადამიანის უნარი, კონკრეტულ ფერზე მუსიკალური ასოციაცია მოიფიქროს, ნოტზე − ციფრი. ის იდეალურად ავითარებს ბავშვის შემოქმედებით მხარეს. შეგიძლიათ გაარკვიოთ, რა უფრო მოსწონს თქვენს პატარას და შემდეგ მის შემსწავლელ წრეზე ატაროთ.

LINGOKIDS ეს ინგლისურის შემსწავლელი აპლიკაციაა და ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა ბავშვებისთვის. თამაშებისა და დავალებების შესრულების მეშვეობით, ბავშვი სიტყვების მარაგს ითვისებს. აპლიკაციას სხვადასხვა ფორმატი აქვს: აუდიოწიგნები, სიმღერები, თამაშები. აირჩიეთ ბავშვის ასაკი, სქესი, ცოდნის დონე და ინდივიდუალურად შერჩეულ ფორმატს მიიღებთ.

MY ZOO ANIMALS ამ აპლიკაციაში ცხოველების ინტერაქციული რუკაა. ისინი იმყოფებიან ზოოპარკში, ტყეში ან სოფელში. ბავშვები ეკრანზე თითის დაჭერით თითოეულ ანიმაციას გაააქტიურებენ. ისინი ისწავლიან, როგორ ხმებს გამოსცემს ესა თუ ის ცხოველი და როგორ გამოიყურება.

ივნისი 2019

61


2019 წლის 10 ყველაზე ბევრჯერ გაყიდული საავტომობილო მოდელი 62

ივნისი 2019


ავტომობილი თანამედროვე სამყაროში არა ფუფუნების, არამედ ყოველდღიური საჭიროებების აუცილებელ ატრიბუტად იქცა. მათი მწარმოებლები წლიდან წლამდე ცდილობენ დახვეწონ დიზაინი და განავითარონ ყოველი შემდეგი მოდელი იმაზე მეტად, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება. მსოფლიო ბაზარზე დიდი კონკურენციაა, თუმცა წლის პირველ ნახევარში პოპულარობით რამდენიმე მოდელი უკვე გამოიკვეთა. ივნისი 2019

63


TOYOTA HILUX უხეში ექტერიერის მიღმა, მოდური, სწორად შერჩეული ინტერიერი იმალება.

FORD RANGER ინტერიერი ისეთივე მარტივი და უბრალოა, როგორიც ექსტერიერი. Ford Ranger ძლიერი ძრავით გამოირჩევა.

64

ივნისი 2019


TOYOTA COROLLA ეს ავტომობილი მთელ ინდუსტრიაში გაყიდვების რეკორდს ხსნის. სპორტული სკამები რამდენიმესაათიან მგზავრობას განსაკუთრებით კომფორტულს ხდის. MAZDA 3 Mazda 3-ს გასაოცარი აუდიოსისტემა აქვს, რაც ხმის მაღალ ხარისხს განაპირობებს. ამ კომპაქტურ ავტომანქანაში მძღოლის სავარძელსაც დიდი ყურადღება ექცევა.

ივნისი 2019

65


TOYOTA LAND CRUISER ეს მოდელი ყველა გამოწვევას სათანადოდ უპირისპირდება და გაუვალ გზებსაც შესაშურად ართმევს თავს.

MAZDA CX-5 ავტომობილს Apple-ის და ანდროიდის სისტემური ინტეგრაცია აქვს დამატებული, რაც სმარტფონთან კავშირზე აგებს პასუხს. მაღალი სიჩქარით სვლისას, ეს მოდელი ძლიერ ხმას არ გამოსცემს.

66

ივნისი 2019


HYUNDAI I30 სმარტფონთან ინტეგრაციის უმაღლესი ხარისხით ეს მოდელიც გამოირჩევა. მას თავდაცვისთვის 7 ბალიში, პარკირებისთვის იშვიათი სახის სენსორები, დღის დიოდური განათება და უსაფრთხოების ქამრების მაკონტროლებელი ფუნქცია აქვს.

KIA CERATO ამ შეღავათიან მოდელს ყველაფერი სათანადო დონეზე აქვს წარმოდგენილი. შეეფერებათ ახალბედა ოჯახებსა და წყვილებს. სწორედ პრაქტიკულობის გამო გამოირჩევა გაყიდვის მაჩვენებლებში პოპულარობით.

ივნისი 2019

67


TOYOTA PRADO ამ მოდელში ძალისა და სტილის გასაოცარი კომბინაციაა წარმოდგენილი. დიზელზე მომუშავე მოქნილი ძრავი საშუალებას გვაძლევს ყველგან თავდაჯერებით ვიმოგზაუროთ.

HYUNDAI TUCSON მინის პანორამული ჭერი, ფართო შიდა სივრცე და პრემიუმდიზაინის ინტერიერი. Hyundai Tucson უხეშ გზებზე საკმაოდ კომფორტულად გატარებთ.

68

ივნისი 2019


მის: ბელიაშვილის 149 ტელ: (032) 2 25 72 27, 120

www.maxtherm.ge www.gatboba.ge


ივნისი 2019

TECHNO BOOK

samSeneblo da saremonto masalebis hipermarketi

0322 06 01 01 WWW.MODUS.COM.GE MODUS/მოდუსი მოდუსი

MODUSGEORGIA

თბილისი, კახეთის გზატკეცილი 65; აგლაძის 51/ბათუმი, პუშკინის 18/20; პუშკინის13; გაგარინის 18; სულაბერიძის 34

WHITE SHARK MIX


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.