Ok! Decor Book -issue # 64

Page 1

ნოემბერი 2019

EVERYTHING FOR YOUR HOME!

DECOR f FACEBOOK.COM/TBILISIPAVILION 68 DAVID AGHMASHENEBELI ALLEY, TBILISI, GEORGIA

BOOK

ინოვაციური გათბობის სისტემები


r s £ ¢ ¢ , , ¡

European Chairs Salon

£ z r

236 11 12

DIO.GE

',2 1 ¢ ::: 721 *(


სარჩევი 6 ლუკა ჩაგანავა, ნინო ჭანტურია 8 სოფიო გონგლიაშვილი 10 ტატუკა ჯაფარიძე 12 დავით გიორგაძე 14 ნიკოლოზ ჩხაიძე 24 „სტუდია 9“ – არქიტექტორების სახლი თბილისში 28 ანი მაჭავარიანის თამამი აზროვნება დიზაინში 32 FORTIS - კომFORTIS ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში 36 TON – ბრენდი საუკუნოვანი ისტორიით 60 „ზემელი“ – მყუდრო და კომფორტული გარემო თბილისის ცენტრში

ანი მაჭავარიანის თამამი აზროვნება დიზაინში ანი მაჭავარიანი ახალგაზრდა დიზაინერია, რომლის საქმიანობა ინტერიერის შექმნაზე ზრუნვაა; როგორც თავად აღნიშნავს, საკუთარი პროფესია მისთვის მთავარი გატაცება და კომფორტის ზონაა. სხვადასხვა დროს დეველოპერულ კომპანიებსა და დიზაინის სტუდიებში მუშაობის შემდეგ, ერთგულ გუნდს უწყვეტად დაუკავშირდა და დამკვეთებთან ინდივიდუალურად თანამშრომლობს, პარალელურად კი კომპანია DEMAX GROUP-თან კოლაბორაციით მომხმარებელს გამორჩეულ სტილსა და ინტერიერის ახლებურ გააზრებას სთავაზობს.

INSTA SCROLL @apparatusstudio

ნოემბერი 2019

1


ნომერზე მუშაობდნენ

ელენე ბერიძე ჟურნალისტი, OK! Magazine

ციაკო ღამბაშიძე ჟურნალისტი, OK! Magazine

ნიკა გომართელი აღმასრულებელი რედაქტორი, OK! Magazine

ირაკლი დოლიძე ფოტოგრაფი, OK! Magazine ალექსეი სეროვი ფოტოგრაფი, OK! Magazine 2

ნოემბერი 2019


რედაქტორის სვეტი ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფერს. ფერი სივრცის მთლიანად აღქმაში და დანახვაში მეხმარება. ფერი და განათება ალბათ ის ორი მთავარი კომპონენტია, რომელიც თბილ და მყუდრო გარემოს ქმნის. ისევე, როგორც ხატვისას, თავიდან ყველაფერი წარმოსახვითია და მხოლოდ შემდეგ გადმომაქვს რეალურ სამყაროში, რაშიც მეხმარება მასალები, სადაც ყოველთვის არის სიახლე და ახალი ტენდენციები. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ძველისა და ახლის სინთეზი – როგორც სხვადასხვა ნივთის, ასევე მასალის გამოყენებისას. ახალ პროექტზე მუშაობის დროს, სულ პატარა დეტალმაც კი შეიძლება მოულოდნელად მოგცეს იმპულსი და ინსპირაცია სივრცის შესაქმნელად. ფერი, განათება, შუქი და ჩრდილი, ლაქები, დეტალზე თუნდაც უმნიშვნელო აქცენტის გამახვილება, რაც ქმნის გარემოს, განწყობას. ინტერიერში ხშირად ვიყენებ თითბერს. ის, რისი შექმნაც გინდა, ყოველთვის დიდ ძალისხმევას, დროს და შრომას მოითხოვს. ერთია, როცა ამას შენს წარმოსახვაში ხედავ, და სულ სხვაა, როცა რეალურად ქმნი. რა მიყვარს: მხატვრობა, მოგზაურობა, სპორტი, აზარტი... მოგზაურობა ჩემი ცხოვრების ნაწილია, სიახლეა, და თითოეული ქვეყნიდან წამოღებული ემოციაა. შემოდგომა, მთა, თხილამურები, ცეკვა, იოგა, მეგობრებთან და რაც მთავარია, ჩემს შვილებთან ურთიერთობა.

საყვარელი მხატვრები: პიკასო, დალი. ახალი გამოწვევა ახალი გამოცდილებაა. ადამიანები, რომლებსაც ამჯერად წარმოგიდგენთ, არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში საქმიანობენ. ვფიქრობ, მკითხველისთვის მათთან შეხვედრა სასიამოვნო და ძალიან საინტერესო იქნება. მოწვეული რედაქტორი, ნინო არზიანი მხატვარი, ინტერიერის დიზაინერი ნოემბერი 2019

3



Editorial


6

ნოემბერი 2019


ტენდენციისა და შთაგონების გაერთიანებით მიღებული გამორჩეული შედეგი ლუკა ჩაგანავა / ნინო ჭანტურია: არქიტექტორები გვესაუბრეთ თქვენს საქმიანობაზე. არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში საქმიანობა კომპანია NS STUDIO-ს სახელით დავიწყეთ 2013 წლიდან. საკმაოდ პატარა ასაკში მოგვეცა საშუალება გვემუშავა სხვადასხვა მასშტაბურ პროექტზე, რამაც დიდი გამოცდილება შეგვძინა და გვიბიძგა უფრო დიდი მონდომებით, ჩვენი საქმის უსაზღვრო სიყვარულით, პირველ ადგილზე დაგვეყენებინა საკუთარი პროფესიული განვითარება. მას შემდეგ უწყვეტი, დაუღალავი მუშაობის შედეგად ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ თანამედროვე არქიტექტურის განვითარებაში.

ფერი, რომელიც სხვადასხვა დიზაინს უფრო მყუდროს და კომფორტულს ხდის… რთულია ერთი კონკრეტული ფერის ამორჩევა. მიგვაჩნია, რომ სივრცის სიმყუდროვე ინტერიერის სხვადასხვა დეტალის სწორი განაწილებით, ფორმებისა და ტექსტურების ერთმანეთთან სწორი შეხამებით არის განაპირობებული. მიუხედავად ამისა, ჩვენს ნამუშევრებში უმეტეს შემთხვევაში ფიგურირებს მწვანე ტონი − იქნება ეს მოპირკეთების, ავეჯის თუ დეკორის სახით. თქვენი შთაგონებით ქმნით დიზაინს თუ მიჰყვებით ტენდენციებს? არქიტექტურისა და დიზაინის სფერო

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

რა გამოარჩევს თქვენს დიზაინს სხვებისგან? რაიმე დამახასიათებელი ნიშანი თუ გაქვთ? ვფიქრობთ, ჩვენი დიზაინით შექმნილ სივრცეებს გარკვეული საერთო მახასიათებლები აქვთ. ვცდილობთ თითოეულ პროექტში საკუთარი დიზაინით შექმნილი სხვადასხვა ელემენტი გამოვიყენოთ − იქნება ეს ავეჯი, განათება, თუ სხვადასხვა სტანდარტული მასალის არასტანდარტულად გამოყენება. დიდი ყურადღება ექცევა დეტალებს, რომლებიც საერთო ჯამში ქმნიან ინტერიერის ან არქიტექტურული მოცულობის საბოლოო, დასრულებულ იერსახეს.

ყოველდღიურად ვითარდება და აუცილებელია მუდმივად ეცნობოდე სიახლეებს მსოფლიო მასშტაბით. ჩვენს ნამუშევრებში შთაგონება დიდ როლს ასრულებს, რაზეც დაფუძნებულია ინტერიერისა თუ არქიტექტურული მოცულობის ძირითადი კონცეფცია. ვფიქრობთ, ტენდენციისა და შთაგონების გაერთიანებით ვიღებთ იმ შედეგს და იმ განწყობას, რომელიც ჩვენს პროექტებს გამოარჩევს. ნოემბერი 2019

7


8

ნოემბერი 2019


სამკაულებში გადატანილი ემოცია

სოფიო გონგლიაშვილი: მხატვარი, დიზაინერი გვესაუბრეთ თქვენს საქმიანობაზე. ჩემი საქმიანობა საკმაოდ მრავალმხრივია და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. აქამდე ვაკეთებდი ავეჯს, რომელსაც ახლო მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 20 წელია, მინანქარზე ვმუშაობ და ვქმნი სხვადასხვა დიზაინის სამკაულს. ასევე მაქვს ნაქსოვები, რომლებიც ჩემთვის ძალიან საინტერესო ადგილას იყიდება. რა არის თქვენი დიზაინის ფილოსოფია? ფილოსოფიას რაც შეეხება, კოლექციებიდან უმეტეს ნამუშევარს რომელიღაც კონკრეტული იდეით ვქმნი, ზოგჯერ კი, როდესაც უბრალოდ წარმოსახვის უნარს მივენდობი თუ ჩავუღრმავდები, ფილოსოფიასთან სიახლოვეს მაინც აღმოვაჩენ. გამოარჩევდით თუ არა თქვენი ნამუშევრებიდან რომელიმეს და რატომ? 20 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კოლექცია გავაკეთე და რა თქმა უნდა, გამოვარჩევ ჩემს პირველ ნამუშევარს. ეს იყო თვითმფრინავი (ბროში), რომელიც იმ დროისათვის ალბათ ძალიან საინტერესო იყო, როდესაც ძირითადად, ამ ტექნიკით საეკლესიო ნივთებს აკეთებდნენ. თქვენი შთაგონებით ქმნით დიზაინს თუ მიჰყვებით ტენდენციებს, და რა არის თქვენი ინსპირაცია მუშაობის დაწყების წინ? ინსპირაცია ყოველთვის ცხოვრებიდან მოდის. მოგზაურობიდან, გარშემო მომხდარი ამბებისგან და ვცდილობ ეს ყველაფერი ჩემებურად გადმოვცე, სხვადასხვა ფორმით და სიუჟეტით. ნოემბერი 2019

9


10

ნოემბერი 2019


ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

ლანდშაფტის დიზაინი კომფორტული გარემოსთვის

ტატუკა ჯაფარიძე: ლანდშაფტის დიზაინერი გვესაუბრეთ თქვენი საქმიანობის შესახებ. მე წარმოვადგენ კომპანია Lalage-ს, რომელიც აკეთებს ბაღების დიზაინს; აპროექტებს, აშენებს, უვლის. პირადად მე დიზაინზე ვმუშაობ. რა გამოარჩევს თქვენს დიზაინს სხვებისგან? გაქვთ თუ არა რაიმე დამახასიათებელი ნიშანი? ჩვენი კომპანია მუდმივად სიახლეებს და ახალ გზებს ეძებს. ვცდილობთ ის დადგენილი სტანდარტი, რაც არსებობს, გარკვეულწილად გავითვალისწინოთ, თუმცა მაინც ჩვენს არჩევანს მივყვეთ. ვცდილობთ ხაზი იმას გავუსვათ, რაც გარემოსთვის ძალიან ორგანულია და გადავათამაშოთ ის იდეა, რომელიც ბუნებამ იმ კონკრეტულ ადგილას შემოგვთავაზა. ძირითადად თქვენი შთაგონებით ქმნით დიზაინს თუ რომელიღაც ტენდენციას მიჰყვებით? შთაგონების წყარო ყველაფერი შეიძლება იყოს. თუნდაც ის, რასაც შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს შეხება მცენარეებთან ან ლანდშაფტთან. შესაძლოა შთაგონება იყოს საინტერესო წიგნი, ფილმი, სკულპტურა ან თუნდაც, ქუჩაში ნანახი ფაქტი. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მივყვებით, მაგრამ მებაღეობაში მკვეთრი ტენდენციები არ არსებობს, იმიტომ, რომ ყოველთვის დამოკიდებული ხარ კლიმატზე და ამა თუ იმ მცენარის გამძლეობაზე. ამიტომ რთულია მიჰყვე ტენდენციებს. საინტერესოა უბრალოდ როგორც ინფორმაცია, რათა გაიგო, რა ხდება სამყაროში ახალი. თქვენს რომელიღაც ნამუშევარს ხომ ვერ გამოარჩევდით? დიახ, გამოვარჩევდი სასტუმრო IOTA HOTEL-ს, რომლის კოლაბორაციაც არქიტექტორ სოფო გასვიანთან ერთად შედგა. სასტუმროში საკმაოდ რთული მოცემულობა გვქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ გამოდიოდა პატარა ბაღი, თუმცა ეზოს ჰქონდა ძალიან დიდი კედელი მომიჯნავე მხარეს, რომელიც იყო ავარიული და უსაფრთხოების მიზნით უნდა შეგვემუშავებინა რაიმე სახის გეგმა. გამახსენდა, რომ საბჭოთა პერიოდში ყველა დაწესებულებაში ერთნაირად გამწვანებული კუთხეები იყო, სადაც თაროები და ერთნაირი მცენარეები ელაგა. გადავწყვიტეთ ზუსტად ასეთი რამ გაგვეკეთებინა ამ კედელზე და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოვიდა. ნოემბერი 2019

11


12

ნოემბერი 2019


არქიტექტურული გამოწვევები საქართველოში

დავით გიორგაძე: არქიტექტორი გვესაუბრეთ თქვენს საქმიანობაზე. პროფესიით არქიტექტორი ვარ. ჩვენი ოფისის საქმიანობა მოიცავს ურბანისტიკას, მოცულობით არქიტექტურას, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინს. რა გამოარჩევს თქვენს პროექტებს სხვებისგან? რაიმე დამახასიათებელი ნიშანი ხომ არ გაქვთ? კონკრეტული ჟესტი არ მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ შენობას, რომელზეც ვმუშაობთ, თავისი ფუნქცია და კონცეფციის განმაპირობებელი გარემოება აქვს. რაც ჩემი ნამუშევრის დამახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს, არის ის, რომ ვცდილობთ იდეაზე იყოს დაფუძნებული, ძლიერი მხატვრული ხაზი ჰქონდეს და ამავდროულად, შენობა მაქსიმალურად ფუნქციური იყოს. თქვენი შთაგონებით ქმნით პროექტებს თუ ტენდენციებს მიჰყვებით? ტენდენცია, რომელიღაც დამკვიდრებული მიმართულება და შაბლონური დამოკიდებულება პროცესთან არ მაქვს. ვცდილობთ თითოეულ ნამუშევარს ჰქონდეს ინდივიდუალიზმი და არა ტენდენციური მიდრეკილება. თქვენს რომელიღაც პროექტს ხომ ვერ გამოარჩევდით? გამოვარჩევდი დარბაზს ქორეოგრაფ თეა დარჩიას საცეკვაო სტუდიისთვის და მიმდინარე პროექტს – Skate Park-ს „მზიურში“ (რომელსაც მალე იხილავთ დასრულებულს). რა არის დღეს არქიტექტორისთვის მთავარი გამოწვევა საქართველოში? არქიტექტორს ზოგადად ბევრი გამოწვევა აქვს, რადგან მისი საქმიანობა გარემოსა და საზოგადოების

მიმართ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. საქართველოში და კონკრეტულად ცენტრალიზებულ ქალაქებში, არქიტექტურულად ქაოსური მდგომარეობაა, რაც ბოლო წლების პოლიტიკურეკონომიკური გარემოებებით არის ფორმირებული. ამ მოცემულობაში ჯერ სწორი სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო, ხოლო შემდეგ ამ სტრატეგიის რეალიზება. არსებული პრობლემების მიუხედავად, აუცილებელია ესთეტიკური მიდგომით და ღრმა შინაარსის ძიებით გარემოს გაუმჯობესებაზე ფიქრი. ნოემბერი 2019

13


14

ნოემბერი 2019


ინდივიდუალური შტრიხები არქიტექტურაში ნიკოლოზ ჩხაიძე: არქიტექტორი გვესაუბრეთ თქვენს საქმიანობაზე. მე წარმოვადგენ კომპანია neo-a-ს, რომლის საქმიანობაც მოიცავს არქიტექტურული პროექტების დამუშავება, მშენებლობას. რა არის თქვენი პროექტების განმასხვავებელი ნიშანი? არსებობს უნივერსალური არქიტექტურული ენა, რომელიც ქმნის სწორ არქიტექტურულ გადაწყვეტილებას. ყველა პროექტი ინდივიდუალურად განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს, რა გამოწვევებს პასუხობს და რა მოთხოვნები არსებობს კონკრეტული მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების მხრიდან. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია იმაზე, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ განსხვავებული და საინტერესო პროდუქტი. გამოარჩევდით თუ არა თქვენს რომელიღაც პროექტს? ყველა პროექტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და ძალიან რთულია რომელიმეს გამორჩევა. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორიისა და შინაარსის მატარებელია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. რა არის არქიტექტორისთვის მთავარი გამოწვევა საქართველოში? საქართველოში არქიტექტურა დაუცველი პროფესიაა. უამრავი გამოწვევის მიუხედავად, არქიტექტორი არ უნდა გატყდეს, ის არ უნდა იყოს უბრალოდ ფანქარი დამკვეთსა და პროექტს შორის.

ნოემბერი 2019

15



Editorial The End



„თერმოინდუსტრია“ საიმედო და ინოვაციური პროდუქცია კომპანიის შესახებ გათბობა-გაგრილება-წყალმომარაგების პროდუქციის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია „თერმოინდუსტრია“ ქართულ ბაზარს 2012 წლიდან გაეცნო და მას შემდეგ, უამრავი პროექტი აქვს წარმატებით განხორციელებული. საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 5 ფილიალი, თბილისსა და რეგიონებში. კომპანია ახორციელებს პროექტებს როგორც კერძო პირებისთვის, ასევე სასტუმრო და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებისთვის. პორტფოლიოში შეხვდებით ევროპული ხარისხის ისეთ პროდუქციას, რომლებიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, მათ შორის: იტალიურს, გერმანულს, სლოვენიურს, ბელგიურს, თურქულს. კომპანიაში წარმოდგენილი პროდუქცია და მიმართულებები საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ცენტრალური გათბობისა და ჰელიოსისტემები, წყალმომარაგება, საცურაო აუზები, საუნები. ინტერიერისთვის წარმოდგენილია არა მხოლოდ სტანდარტული, არამედ განსაკუთრებული, დიზაინერული პროდუქცია ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებლისთვის. მაგალითად, როგორებიცაა რადიატორების იტალიური ბრენდები Scirocco, Global და Radiatori2000. თითოეული მათგანი ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. აღნიშნული პროდუქცია არის როგორც თანამედროვე, მინიმალისტური გემოვნების მქონე მომხმარებლებისთვის, ასევე ვინტაჟური სტილის მოყვარულთათვის. ექსკლუზიურად „თერმოინდუსტრიაში“ მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ მაღალი ხარისხის ITALTHERM-ის ბრენდის გათბობის ქვაბები. თითოეული ცენტრალური გათბობის კედლის ქვაბი ენერგოდამზოგია და სპეციალურად მოწყობილ ლაბორატორიაში გადის ინდივიდუალურ შემოწმებას. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება საქართველოში მათი იმპორტი.

აქ ასევე შეხვდებით გერმანულ ბრენდ Viessmann-ის გათბობის ქვაბებსაც. ეს არის ერთერთი უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში, რომლის პროდუქციასაც, მონტაჟის შემდეგ, „თერმოინდუსტრიას“ ტექნიკური ჯგუფი ყოველი სეზონის წინ, თავად უტარებს მონიტორინგს. გარდა ამისა, კომპანიის ძირითადი მიმართულება ეკომეგობრული, ინოვაციური სისტემების დანერგვაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მწარმოებლის ქვაბი ენერგოდამზოგია და არ აბინძურებს გარემოს. ასეთია ალუმინის რადიატორი OTTIMO-ც, რომელიც მზადდება გადამუშავებული ალუმინის ქილებისგან. კომპანიის მიზანი „თერმოინდუსტრია“ ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტითა და დანერგვით ქართულ ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის მიზანი უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის დამკვიდრება და რეალიზაციაა. კომპანიის კიდევ ერთი ძირითადი მიზანი კვალიფიციური კადრების გაზრდაა. „თერმოინდუსტრიას“ მაღალკვალიფიციური ტექნიკური ჯგუფის მიერ პროფესიული სასწავლო კურსი ჩაუტარდა 50-მდე სტუდენტს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მოწვევით, სწავლებებს ატარებენ უცხოელი სპეციალისტებიც. მონაწილეები იღებენ სერტიფიკატებს, რის შემდეგაც შესაძლებლობა აქვთ, იმუშაონ პროდუქციასთან და მომხმარებელს ჯეროვანი მხარდაჭერა აღმოუჩინონ. სამომავლო გეგმები ვინაიდან კომპანია მუდმივად ვითარდება, სამომავლოდაც უამრავი გეგმა აქვს. ერთერთი ასეთი კი საქართველოში განახლებადი ენერგიის სისტემების განვითარებაა. „თერმოინდუსტრიამ“ ამ მიმართულებით უკვე არაერთი პროექტი განახორციელა, თუმცა მოცემული კუთხით, კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს გეგმავს.





WWW.THERMOINDUSTRIA.COM თბილისი: ბელიაშვილის 110 ბათუმი: ჯავახიშვილის 32/34; ერისთავის 2 ფოთი: ჭანტურიას 12 ზუგდიდი: მეუნარგიას 12


„სტუდია 9“ – არქიტექტორების სახლი თბილისში

„სტუდია 9“– გახლავთ კომპანია, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ პროექტირების სერვისის მქონე დაწესებულება. მისი შინაარსობრივი მხარე არაერთ საინტერესო მომსახურებას აერთიანებს. კომპანიაში უცხოელი და ქართველი არქიტექტორები, სამშენებლო თუ დიზაინის სფეროს პროფესიონალი ადამიანები იყრიან თავს და მომავალი თაობებისთვის წარმატების ერთგვარი ტრამპლინი ხდებიან, რადგან აქ მათთვის გარკვეული სასწავლო გარემო ყალიბდება. კომპანიის მიზანი ქართველი და უცხოელი პროფესიონალების გაერთიანება და ერთ გუნდად ჩამოყალიბებაა. „სტუდია 9“-ში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საკონსულტაციო მომსახურებით, არქიტექტურული 24

ნოემბერი 2019

პროექტირებით, სამშენებლო სამუშაოების წარმოებით და მონიტორინგით, საინვესტიციო და საკონკურსო კონცეფციებისა და პაკეტების შემუშავებით, სფეროსთან დაკავშირებული იურიდიულ-სამართლებრივი და საადვოკატო მომსახურებით. „სტუდია 9“-ს მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელსაც სათავეში მისი დამფუძნებელი, მამუკა ჩხაიძე უდგას. სწორედ მას ეკუთვნის იდეაც, რომლის განხორციელება გაფართოებულსა და განახლებულ „სტუდია 9“-ში, მისი საქართველოში კარიერული დაბრუნების შემდეგ გადაწყდა. „სტუდია 9“-ის მიერ არჩეული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, კერძოდ, კომპანიის


მასშტაბურ „არქიტექტურულ სახლად“ ქცევა წარმატებული სიახლეა. ეს სფეროს ირგვლივ ყველა მაღალკვალიფიციურ ადამიანს შემოკრებდა, გააჩენდა მათი მოსმენის, მათთან თანამშრომლობისა და საერთო საქმის წარმატებით განხორციელების საშუალებას.

კომპანიის მიერ შექმნილი არაერთი პროექტი, არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტითა და ინდივიდუალიზმით, ქმნის კომპანიის მახასიათებელ სტილს, რომელიც გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და საერთაშორისო სტანდარტით.

ნოემბერი 2019

25


პროექტები წარმოადგენს არქიტექტურის ძირითადი, ტრადიციული მიმდინარეობებისა და თანამედროვე არქიტექტურის მიღწევების საუკეთესო სინთეზს. ახალ მისამართზე ოფისის გახსნა დედაქალაქში სრულიად ახლებური სივრცის გაჩენას ნიშნავს.

26

ნოემბერი 2019

ინჟინრები, კონსტრუქტორები, ტრანსპორტის სპეციალისტები თუ ინტერიერის დიზაინერები ერთობლივი ძალისხმევით შექმნიან ამინდს არქიტექტურაში და სრულყოფილ პაკეტს დამკვეთს შესთავაზებენ; მას, ვისაც სურს, რომ სასურველი ნაგებობა აშენდეს, მოხდეს მისი პროექტირება,


მშენებლობა და რენოვაციური სამუშაოების ბოლომდე მიყვანის ზედამხედველობა. დღეს, „სტუდია 9“-ის ერთ-ერთ სერვისს ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების ხელშეწყობა წარმოადგენს. აქ სწავლებისა და სტაჟირების პროგრამაც მოქმედებს, კომპანიის ბაზაზე სასწავლო ცენტრი და პრაქტიკული სტაჟირების კურსები დამწყები არქიტექტორებისთვის ღიაა, სადაც გაეცნობიან: არქიტექტურის საფუძვლებს, დაპროექტების ძირითად პრინციპებსა და მეთოდებს, პროექტირებისა და მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საჭირო მასალებს, ასევე ტენდენციებს, რომელიც არქიტექტურაში დგას. შეისწავლიან ყველა იმ მიმართულებას, რომელსაც „სტუდია 9“ თავად კურირებს. კომპანია მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისს ხელმძღვანელობს. მთავარი ამოცანა მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა. პროექტირებისას ყურადღება ექცევა ზოგად არეალს, ეკოლოგიურ

გარემოს, ხდება თანამედროვე და ისტორიული კონტექსტების კომბინაცია და მათი ჰარმონიული სინთეზი. ეს ყველაფერი საკმაოდ რთული და შრომატევადია, თუმცა წარმოუდგენლად აზარტული, შედეგი კი ის საბოლოო წერტილია, რაც კვლავ გახსენებს, რომ არქიტექტურა ხელოვნებაა, რომელშიც განუზომელი ენთუზიაზმის გახარჯვა ღირს.

მის: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ #30 ტელ: 577 00 11 99 www.studio9.ge info@studio9.ge ნოემბერი 2019

27


ანი მაჭავარიანის თამამი აზროვნება დიზაინში ანი მაჭავარიანი ახალგაზრდა დიზაინერია, რომლის საქმიანობა ინტერიერის შექმნაზე ზრუნვაა; როგორც თავად აღნიშნავს, საკუთარი პროფესია მისთვის მთავარი გატაცება და კომფორტის ზონაა. სხვადასხვა დროს დეველოპერულ კომპანიებსა და დიზაინის სტუდიებში მუშაობის შემდეგ, ერთგულ გუნდს უწყვეტად დაუკავშირდა და დამკვეთებთან ინდივიდუალურად თანამშრომლობს, პარალელურად კი კომპანია DEMAX GROUP-თან კოლაბორაციით მომხმარებელს გამორჩეულ სტილსა და ინტერიერის ახლებურ გააზრებას სთავაზობს.

28

ნოემბერი 2019


საკმაოდ შრომატევად პროფესიას ემსახურებით. რა არის მთავარი მოტივატორი? მთავარი მოტივატორი ისაა, რომ ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. იშვიათად, როცა ძალიან გადავიღლები, ვუყურებ წლების წინ ჩემ შექმნილ ნამუშევრებს, ვიაზრებ, რომ მას შემდეგ გაზრდა მოვახერხე და ყველაზე ძლიერი ენთუზიაზმით ვივსები. თქვენი დაკვირვებით, წლების განმავლობაში რა შეიცვალა თქვენს პროფესიასთან მიმართებაში? ყოველი დღე განსხვავებულია და ახალ აღმოჩენებს გვპირდება. ჩემი დაკვირვებით, ყველაზე მეტად რაც შეიცვალა ის არის, რომ ყველაფერმა ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა. როგორ დგება კომუნიკაცია თქვენსა და მომხმარებელს შორის, სწორედ იმ მიზნით, რომ საერთო კონსენსუსს მიაღწიოთ,

ჩამოყალიბდეთ საერთო ხედვებზე? კომუნიკაცია საწყის ეტაპზე გამოწვევაა, სანამ დამკვეთსა და მის ფსიქოტიპს, მოთხოვნებს გაეცნობი. ამ ყველაფრისთვის კითხვარი შევიმუშავე, სადაც ჩემთვის საჭირო ინფორმაციას ვაგროვებ. შემდეგ სხვადასხვა მაღაზიას ერთად ვსტუმრობთ, განვიხილავთ სტილსა და სხვადასხვა აქსესუარს. როცა ყველა ასპექტი მოგვარდება, მუშაობას ვიწყებ. უამრავ დამკვეთთან დღეს მეგობრობა მაკავშირებს, რადგან ეს სფერო ადამიანის სულიერად გაცნობის საშუალებას გაძლევს. თუ ამ გზას არ გადიხარ, მას ვერ შეუქმნი ისეთ სახლს, რომელიც მის სურვილებსა და საჭიროებებს მოერგება. როგორ ახერხებთ, დამკვეთის პროექტში საკუთარი ხელწერა არ დაიკარგოს? ზოგჯერ ეს ამოცანა საკმაოდ რთულია, დამოკიდებულია დამკვეთის ხასიათზე, ცხოვრების სტილსა და გემოვნებაზე. როცა ორივე მხარეს შორის საერთო ხედვები ჩნდება, მუშაობა ენთუზიაზმით მავსებს. არის შემთხვევები, როცა დამკვეთის ნოემბერი 2019

29


კონკრეტულ მოთხოვნას ვითვალისწინებთ, მაგრამ თუ ეს კონტექსტიდან ამოვარდნილია, კომპრომისზე წასვლა სწორი არ არის. როგორ ფიქრობთ, გამოცდილების მიღმა, რა გავითარებთ პროფესიულად? შრომა და ახალი გამოწვევების მიღება. არ უნდა შეგეშინდეს შექმნა ის, რაც სხვას აქამდე არ შეუქმნია. როგორია წლევანდელი ტენდენციები? ბიონიკას სტილი არქიტექტურასა და დიზაინში ახალი სიტყვაა. მის მიზანს ბუნებისა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების ერთმანეთში შერწყმა წარმოადგენს. ასევე სკანდინავიური სტილი, თანამედროვე კლასიკა, მოდერნი და ეკლექტიკა – აქტუალურია. 21-ე საუკუნე ის დროა, რომელშიც კაცობრიობის განვითარების განმავლობაში შემუშავებული მრავალი სტილიდან არაერთი 30

ნოემბერი 2019

მათგანის შერჩევა, მათი შერწყმა და აბსოლუტურად ახლის დაბადებაა შესაძლებელი. როგორ დაახასიათებდით ქართულ ბაზარს ინტერიერის დიზაინის თვალსაზრისით? ჩვენთან ინტერიერის დიზაინის კუთხით მომართვიანობის კულტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, თუმცა სულ უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება აქტუალური ტენდენცია, რომელიც სივრცის მოწყობის პროცესში პროფესიონალი ადამიანების დახმარებას გულისხმობს. დაბოლოს, რა არის თქვენთვის სახლი? როდესაც სტუმრად ვიმყოფები და ინტერიერს ვაკვირდები, ასე ადამიანების დაახლოებითი პროტოტიპის ამოცნობა შემიძლია, ეს სახალისო სავარჯიშოა. სახლს აქვს უნარი, უსიტყვოდ გადმოსცეს ადამიანის ბუნება და მის შეცნობაში დაგეხმაროს.


ნოემბერი 2019

31


FORTIS - კომFORTIS ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მრავალსართულიანი შენობებისა და სკვერების თუ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და მათი ბაღების დაგეგმარება, საზოგადოებრივი თუ კომერციული ნაგებობების დაპროექტება, მათ გასახორციელებლად ყველა საჭირო მასალის შერჩევა, პროცესში კი საავტორო ზედამხედველობა კომპანია FORTIS-ის პრეროგატივაა! საპროექტო და სამშენებლო სექტორში 15-წლიანი წარმატებული საქმიანობით, აქ მომუშავე გუნდი მომხმარებლისთვის ყველაზე ძვირფასს – დროს ზოგავს, რადგან ნდობას FORTIS-ის გუნდი მათთვის ყოველ ჯერზე ამართლებს.

დიზაინის შემუშავებას სიზუსტით გაწერილი ხარჯთაღრიცხვა ერთვის და დათქმული ვადის ფარგლებში მომხმარებელი რენოვაციის დაწყებამდე ყველა ფინანსური გასავლის შესახებ ინფორმირებულია. აღნიშნული უპირატესობის გარდა, კომპანიის სერვისებში პროექტის საბოლოო სახის რეალისტური კომპიუტერული დიზაინის შექმნაც შედის; Fortis-ი ლანდშაფტის დაგეგმარებასა და სრული დიზაინის საერთო სურათის შექმნასაც კურირებს. ნებისმიერი ამოცანის შესრულებისას, კომპანიაში მომუშავე გუნდი დანერგილ სამუშაო 32

ნოემბერი 2019

პრინციპებს ეყრდნობა – ყველა წევრი ერთმანეთს ხედვებსა და გამოცდილებას უზიარებს, რაც საბოლოოდ, მაქსიმალურად დახვეწილ შედეგს ქმნის და გუნდის თითოეული წევრისთვის მორიგ საინტერესო გამოცდილებად იქცევა. გამოცდილება კი FORTIS-ის გუნდში განსაკუთრებულად ძლიერი მხარეა. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტების მუშაობა განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებთან კოლაბორაციაში ერთიანდება, რომელთაც


შემოქმედებითი მიზნები და ხედვები გამოარჩევთ. გუნდის მიერ შეჯერებული იდეების საუკეთესო გამოვლინება FORTIS-ის მიერ განხორციელებულ პროექტებში მუდმივ უპირატესობას წამოადგენს. დამკვეთთან ურთიერთობა კომპანიის საქმიანობის განმსაზღვრელი ასპექტია, რასაც FORTIS-ი უცვლელ გამოწვევად იტოვებს და მომხმარებლის სურვილებზე მოსარგებად მაქსიმალურად ორიენტირდება – ასე პროექტზე მუშაობის პროცესი ორმხრივად მარტივდება. მომხმარებელი მიმართულებას, fortis კი პროდუქტს ხელმძღვანელობს, რომელიც საოცნებო შედეგს რეალობაში ახორციელებს. სწორედ მსგავსი

მიღწევების გათვალისწინებით, fortis-ი წლების განმავლობაში ერთგული არჩევანია. იმისათვის, რომ საკუთარ გეგმებს კომპანია სწორხაზოვნად მიჰყვეს, მუდმივი განვითარების გზიდან არასოდეს უხვევს, სახავს ახლო თუ შორეულ გეგმებს. FORTIS-ი მცირე ხანში კომპანიის მიერ წარმოებულ ავეჯს ქართულ ბაზარზე გასაყიდად ჩაუშვებს და სასურველი ავეჯის შერჩევისას, ფართო არჩევანს გააჩენს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი fortis-ი შექმნის ადგილს, სადაც პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა სერვისსა და პროდუქტს ერთ სივრცეში გააერთიანებს.

მის: იპოლიტე ხვიჩიას 32 ნოემბერი 2019

33


რადიატორები: სითბო, კომფორტი და სიმყუდროვე – ყველაფერი ეს ქმნის იმ გარემოს, რომელში ცხოვრებაც ყოველდღიურობას გვიმარტივებს და მას უფრო მიმზიდველს ხდის. ვენეტო დიზაინში წარმოდგენილი რადიატორები კი, ესთეტიკურობის ხიბლს მზის სხივებივით შემოიტანს თქვენს სახლებში. ინოვაციური ფორმები და უმაღლესი ხარისხი – სრულყოფილი საცხოვრებლის შესაქმნელად.

კაბინები და ცალკე მდგარი აბაზანები: სააბაზანოში მთავარი ყურადღება კაბინებისა და აბაზანების შერჩევას ეთმობა. ელეგანტური, მომრგვალებული და ტრენდული ფორმები, რომლებიც გულგრილს ვერ დაგტოვებთ. ეს ის ადგილია, რომელიც ინსპირაციის წყარო შეიძლება გახდეს უამრავი ადამიანისთვის; ადგილი, სადაც ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებთ.

კერამოგრანიტის ფილები და მოზაიკა: მრავლისმთქმელი ინტერიერის ამოსავალი წერტილი კედლებისა და იატაკის გამორჩეული, განსაკუთრებულად დახვეწილი ფაქტურაა. ხარისხი, მასალა, ზედაპირის დამუშავება – ყველაფერი ის, რაც მფლობელის ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს. „ვენეტო დიზაინში“ წარმოდგენილი ყველა მოდელი განკუთვნილია სრული ჰარმონიისა და ეფექტურობის მისაღწევად.


სამზარეულო და ტექნიკა: თითოეული დიასახლისი ოცნებობს ზღაპრულ გარემოზე სამზარეულოში; გამართულ, ხარისხიან ტექნიკასა და მყუდრო ინტერიერზე, რომელშიც საყვარელი ადამიანებისთვის ბედნიერ მომენტებს შექმნის. თქვენი სახლის მნიშვნელოვანი ნაწილი „ვენეტო დიზაინთან“ ერთად, ბევრი ჯადოსნური წუთისა და იდეის დასაბამი გახდება.

შემრევები: ნათქვამია, რომ დეტალები ქმნის სრულყოფილებას, საგულდაგულოდ შერჩეული თითოეული წვრილმანი კი, საერთო სურათს, რომელიც საბოლოოდ, ჩვენი აღქმის ჰორიზონტად გვევლინება. რთულია „ვენეტო დიზაინის“ შემრევების კოლექციაში ვერ იპოვო სწორედ ის, შენთვის სასურველი უნაკლო მოდელი, რომელიც დიადემასავით დაამშვენებს ულტრათანამედროვე და მოდურ ხელსაბანს.

სანტექნიკა: მაღალი ხარისხი და გამძლეობა, ესპანური და იტალიური ბრენდების წარმოებული გამორჩეული პროდუქცია თქვენი აბაზანის სანტექნიკას განსაკუთრებულად სანდოდ აქცევს.

სარემონტო მასალების შოურუმი დავით აღმაშენებლის ხეივანი 38. ვენეტო დიზაინი/Veneto Design


TON – ბრენდი საუკუნოვანი ისტორიით მე-19 საუკუნეში მოღვაწე გერმანელი დურგლის, გამომგონებლისა და დიზაინერის, მიხაელ ტონეტის ისტორიას, რომელიც არსებობას დღესაც აგრძელებს, საქართველო უკვე 15 წელია იზიარებს. კეკელიძის ქუჩის 14 ნომერში ევროპული სკამების სალონი, სახელწოდებით „ტონი“ დედაქალაქში საუკუნოვანი ამბის მთხრობელია. 1930-იანი წლებიდან ტონეტმა საკუთარ სალონში წიფლის ხის მასალის დაგრეხვის ექსპერიმენტებს მიჰყო ხელი და შემდგომში მეთოდი წარმოებაშიც წარმატებით დანერგა. ქალაქ კობლენცში გრეხილი ხის ავეჯის გამოფენაზე გამოჩენამ ავსტრიის კანცლერის ყურადღება მიიპყრო და მისი რეკომენდაციით დიზაინერი ვენაში საკუთარი ფირმის გასახსნელად გაემგზავრა… გრეხილ ავეჯზე მოთხოვნის სწრაფ ზრდასთან ერთად, მისი წარმოებაც ვითარდებოდა; ჩეხეთში დაარსებული უდიდესი მანუფაქტურის პროდუქცია ექსპორტზე მსოფლიო მასშტაბით გადიოდა და გრეხილი ავეჯის ფაბრიკა, სახელწოდებით 36

ნოემბერი 2019

TON მალევე უმსხვილეს მწარმოებლად იქცა. მნიშვნელოვანია, რომ ის დღემდე არ თმობს ლიდერ პოზიციას მსოფლიო მასშტაბით. 2004 წელს საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. ამიერკავკასიაში ერთადერთი ფილიალი თბილისში მდებარეობს, რომელიც სკამების 100-მდე სახეობას აერთიანებს და თითოეული მათგანის შემთხვევაში, ფერთა განუსაზღვრელ არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. ძირითადად, კლასიკური სტილით დახასიათებულ სკამებს, უნიკალურ დიზაინთან ერთად, „ტონის“ გრავირება გამოარჩევს. ნებისმიერი მოდელის შერჩევისას შესაძლებელია ხის 30-მდე ფერის გამოყენება, მათი დარბილება 100-მდე ფერის ნაჭრით, ტყავის შემცვლელითა თუ ბუნებრივი ტყავით. ფაქტი, რომ „ტონის“ სკამები ხელნაკეთია, მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფასთან ერთად, პროდუქციის უნიკალურობას უსვამს ხაზს. „ტონში“ წარმოდგენილია სკამები, მაგიდები,


საქანელა-სკამები და რამდენიმე საბავშვო მოდელი, რომელთა შექმნაზეც მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები მუშაობენ. ისინი ბრენდის ხაზისგან გადახვევის გარეშე ქმნიან ტრადიციული და თანამედროვე მოდელის საუკეთესო ვარიაციებს, ინარჩუნებენ „ტონის“ ხასიათს და ამავდროულად ახერხებენ, პროდუქცია ნებისმიერ ინტერიერს მოარგონ. „ტონის“ პროდუქცია ნატურალური ხისგან მზადდება. გამოიყენება მოხარშული წიფელი, მუხა და ამერიკული კაკალი. ხის მასალის ბუნებრივ

პირობებში მრავალთვიანი შრობისა და ორთქლში მოხარშვის ტექნოლოგია ის საიდუმლოა, რომელიც მისი ხანგრძლივი ექსპლუატაციისას სიმყარის გარანტიას იძლევა. „ტონის“ ისტორია მსოფლიოს 40 ქვეყანაში გრძელდება, იბადება ახალი ნამუშევრები, რომლებიც საქვეყნოდ ცნობილი „ვენური სკამის“ მაგალითის მსგავსად, ტრენდული სიახლე ხდება. ჩნდება სურვილიც, რომ შეიქმნას იდენტური, თუმცა „ტონი“ შეუცვლელ არჩევანად ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იქცა.

ნოემბერი 2019

37


„თბილისი პავილიონი“

38

ნოემბერი 2019


19 ნოემბრიდან - ბრენდი, რომელიც ქმნის ცხოვრების სტილს

ნოემბერი 2019

39


დედაქალაქში უპრეცედენტო მნიშვნელობის კომპლექსური პროექტის სახელწოდებად „თბილისი პავილიონი“ შეირჩა. კომპლექსი მიზნად ისახავს ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანისა და ინტერიერის დიზაინის კუთხით მომხმარებლის ნებისმიერი სურვილის, ინდივიდუალური თუ ინდუსტრიული პროექტის განხორციელებას. „თბილისი პავილიონი“ ავეჯის მიმართულებით სტილისტურად მდიდარ სურათს შექმნის, რადგან აქ სტუმრად მყოფს საშუალება ექნება, ინდივიდუალურად შერჩეული მასალის, ფერისა თუ მოპირკეთების საშუალებით ინტერიერი სრულიად განსხვავებულ მიგნებად აქციოს. დეკორაციისა და აქსესუარების მაღაზია, რომელიც ვრცელ, სტილისტურ გამას გააერთიანებს ,,თბილისი პავილიონში“ ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩამოყალიბდება და ინტერიერის საინტერესო ნამუშევრად გადასაქცევად, ასორტიმენტში ჭურჭლის, ტექსტილის, განათების, გამწვანებისა თუ სხვადასხვა აქსესუარის ჩამონათვალს შეიყვანს. ცენტრში სხვადასხვა ბრენდის, Bogacho, STYLE Italia, შნო, TON, H&M Accessories, Gioff, ოპ-არტი,Porland 40

ნოემბერი 2019

Georgia, I world smart technologies, Good sleep, wood decor, არტფერი, აპოლო, ნანინა, პლანტ შოპი, Zepter Georgia, Ideal home, Max, პრიმაკასა, Modern house, Ameli, Casa lucci, სამეული, მანპა, Bedroom, ფარდის სახლი, ავეჯის სახლი კონიბე, Rettro, DEMA, Royal, Rumin studio, home decore, მაგი და სხვა მრავალი საინტერესო პროდუქცია: ავეჯის, ჭურჭლის, თეთრეულის, დეკორაციული აქსესუარების, ოთახის განათებისა და მრავალი საინტერესო დეტალის სახით წარსდგება. პირველ სართულზე განთავსებული კომფორტული ავტოსადგომი სტუმრობას კიდევ სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. ცენტრი, რომელიც მრავალმხრივ კომფორტზეა გათვლილი, უზრუნველყოფს ცხოვრების სხვადასხვა სტილისა და მრავალფეროვანი სურვილების მქონე მომხმარებლისთვის არასტანდარტული გადაწყვეტილებების ასრულება-განხორციელებას. ერთი სარკმლის პრინციპით, 27 000 კვ. მ-ის სივრცეში ავეჯის, აქსესუარების, ჰორეკა მაღაზიებისა და კაფე-რესტორნისთვის ადგილი გამოიყოფა; მყუდრო და კომფორტულ გარემოში საქმიანი შეხვედრების გამართვას, განტვირთვასა


ყველაფერი შენი სახლისთვის!

და დროის სასიამოვნოდ გატარებას სტუმრები უგემრიელესი კერძების დაგემოვნების ფონზე შეძლებენ. ცენტრი კვლავ მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირების ფარგლებში მარტივად მისადგომ მისამართზე განთავსდება. სავაჭრო ცენტრი „თბილისი პავილიონი – ყველაფერი შენი სახლისთვის“ ქალაქის ცენტრში, დავით

ყველაფერი შენი სახლისთვის!

ყველაფერი შენი სახლისთვის!

აღმაშენებლის ხეივნის 68 ნომერში მოეწყობა. „თბილისი პავილიონი“ გახდება ადგილი, სადაც დროის სასიამოვნოდ გატარების პარალელურად, მომხმარებელი საკუთარი თავისთვის, სახლისთვის და ახლობელი ადამიანებისთვის საინტერესო ნიმუშებს შეიძენს, თითოეული პროდუქტი კი დემოკრატიული ფასების ყველაზე ვრცელ არეალში მოხვდება.

ყველაფერი შენი სახლისთვის! ნოემბერი 2019

41


INSTA SCROLL @apparatusstudio

42

ნოემბერი 2019


@1stdibs

ნოემბერი 2019

43


@botanicatrading

44

ნოემბერი 2019


ნოემბერი 2019

45


@debbytenquist

46

ნოემბერი 2019



@elfennmarrakech

48

ნოემბერი 2019


@elledecoration_nl

ნოემბერი 2019

49


@emilianosalci

50

ნოემბერი 2019


ნოემბერი 2019

51


@lamaisonpierrefrey

52

ნოემბერი 2019


ნოემბერი 2019

53


@nilufargallery

54

ნოემბერი 2019


@pierrefrey

ნოემბერი 2019

55


@the.real.maggie.shepherd

56

ნოემბერი 2019


ნოემბერი 2019

57


უმაღლესი ხარისხის აფრიკული ხის – მაკაგონის ავეჯი თქვენი გლამურული კომფორტისათვის


მის: ქ.თბილისი, ხიზანიშვილის ქ. #59, WWW.MAKAGONI.GE TEL: 579 18 56 15/ 555 96 59 53 fb. African Mahogany House ● აფრიკული მაკაგონის სახლი


„ზემელი“ – მყუდრო და კომფორტული გარემო თბილისის ცენტრში

60

ნოემბერი 2019


ცოტა ხნის წინ თბილისის ცენტრში ახალი ბუტიკური სტილის სასტუმრო – „ზემელი“ გაიხსნა. თანამედროვე დიზაინით შექმნილი სასტუმრო მომხმარებლებს ძალიან მყუდრო და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. „ზემელის“ სასტუმროს მთავარი არქიტექტორი გიორგი ჭყონია, არქიტექტორ-დიზაინერი ნინო მშველიძე, მხატვარ-დიზაინერი კი ნინო არზიანია. „ზემელი“ სასტუმროა თანამედროვე, კომფორტული ოთახებით, სადაც თითოეული ნომერი გაფორმებულია ექსკლუზიური ნამუშევრებით. სასტუმროს შეუძლია იამაყოს მრავალფეროვანი და ჯანსაღი სამზარეულოთი, რომელსაც მომხმარებელს შესთავაზებენ პირველ სართულზე განთავსებულ ლაუნჯში.

ნოემბერი 2019

61


#ArtToDecor, Inspirational Mood Boards

MOROSO

MOROSO

Zemeli 62

ნოემბერი 2019


მოჭიქული ფილები

ნანუკა ჩიჩუა

FOSCARINI

NEMO ნოემბერი 2019

63


Zemeli

EMU Collection ARKETIPO

Zemeli

64

ნოემბერი 2019


r s £ ¢ ¢ , , ¡

European Chairs Salon

£ z r

236 11 12

DIO.GE

',2 1 ¢ ::: 721 *(


ნოემბერი 2019

EVERYTHING FOR YOUR HOME!

DECOR f FACEBOOK.COM/TBILISIPAVILION 68 DAVID AGHMASHENEBELI ALLEY, TBILISI, GEORGIA

BOOK

ინოვაციური გათბობის სისტემები


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.