OK! Decor Book- issue 46

Page 1

  

მაისი 2018

DECOR

BOOK

tel.: +995 32 224 25 02 +995 32 224 25 03 www.knauf.ge info@knauf.ge

Sps knauf gips Tbilisi saqarTvelo, Tbilisi 0160, gamrekelis q. 19



სარჩევი როგორ მოვაწყოთ იდეალური აბაზანა

8

20

სახლში იდეალური განათების მოწყობის 10 საუკეთესო ხერხი

„ვიწრო არქიტექტურა“ იიაპონიის მიკროსახლები

34

30

2018 წლის სამზარეულოს დიზაინის ტრენდები თუ შინ ინოვაციურობის დანერგვა გსურთ და თქვენი სამზარეულოს დიზაინი უკვე მოგბეზრდათ, დროა იგი საოცნებოს ან მოდურს დაამსგავსოთ. საინტერესოა, რა არის მოდაში დღეს? 2018 წლის სამზარეულოს დიზაინი ხის მასალას, ფერების კონტრასტს, მეტალსა და ინდუსტრიულ იმიჯს აერთიანებს.

იაპონელი არქიტექტორები ტოკიოს ცენტრალურ უბნებში თავისუფალი სივრცის დეფიციტის პრობლემას კომპაქტური სახლების დაპროექტებით წყვეტენ. საცხოვრებლები სიგანეში 2.5 მეტრს არ აღემატება. ამომავალი მზის ქვეყანაში ასეთ ნაგებობებს „გველთევზას ბუდეს“ უწოდებენ. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში მსგავსი სახლები უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მოთხოვნა ამ საცხოვრისზე დღითი დღე იზრდება. ფართობის მოგებასთან ერთად, მიკროსახლებს

44

2018 ბაღების წელია! 2 ზაფხულის მოსვლასთან ერთად, ბაღი ბევრი ადამიანის პრიორიტეტი ზ ხხდება. მათი დიზაინის დაპროექტება ხშირად ჩვენს ოცნებებს ფრთებს ასხამს. ღია ცის ქვეშ პატარა სამოთხის შექმნა რელაქსაციაში განსაკუთრებით გვეხმარება. აღსანიშნავია, რომ დეკორაციის მიმართულებით, 2018 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი სწორედ ბაღის მოწყობაა. იგი განსაკუთრებით პოპულარული აგარაკებზეა. წარმოგიდგენთ რამდენიმე იდეას.

ბარსელონა – 52 არა მხოლოდ ანტონიო გაუდი!

მაისი 2018

1


როგორ გავაუმჯობესოთ ინტერიერი ფერების დახმარებით

62

საუკეთესო სახლები ფილმებიდან და 76 სერიალებიდან ზოგიერთი ფილმის ნახვისას, მთავარი გმირების სახლი იმდენად გვხიბლავს, რომ იქ ცხოვრების სურვილი გვიჩნდება

2

მაისი 2018

კედლების შეღებვა ინტერიერის რადიკალურად შეცვლის წინაპირობაა. ინდივიდუალური გარემოს შექმნაში, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ, საყვარელი ფერები დაგეხმარებათ. ფერების არჩევისას, არა მხოლოდ სითამამე, არამედ საკუთარი ემოციების გათვალისწინებაცაა საჭირო. ყველაფრის შეღებვაა შესაძლებელი: კარი, ფანჯარა, კედლები, ჭერი და ა.შ. მთავარია, თავი იდეალურად იგრძნოთ. თუ მზად ხართ, მაშინ ფუნჯი მოიმარჯვეთ და საქმეს შეუდექით!


მეტრო ახმეტელის მიმდებარედ

www.balavari.ge

+995 591 71 10 00; +995 322 560 560

info@balavari.ge

თბილისი, რ.შენგელიას ქ. #9


დიზაინი, რომელიც მხოლოდ შენთვის იქმნება! „დეკოლაინი“ ადგილია, სადაც საკუთარ ოცნებებს ფრთებს მარტივად შეასხამთ. ამ ყველაფრის შესრულებაზე პროფესიონალთა გუნდი იზრუნებს, თქვენთვის კი დიზაინერის შეკითხვებზე პასუხი და სათვალის მორგება საკმარისი იქნება – ვირტუალური რეალობის ამსახველი ხელსაწყოს მეშვეობით, თქვენს მომავალ ოთახსა თუ სახლში, მის აშენებამდე შეძლებთ მოხვედრას. კომპანიის თანამშრომლები

4

მაისი 2018

მომხმარებლის სურვილებს მაქსიმალურად აკმაყოფილებენ და დამკვეთებს მომავალშიც კი მარტივად ახედებენ. ინოვაციური ბიზნესის მოდელი და მისი მუშაობის პროცესი თქვენს სურვილებს სრულად ერგება და ორიგინალური მოწყობილობის საშუალებით, შესაძლებლობას გაძლევთ მომავალი საცხოვრებლისა და ოთახების ინტერიერის უმცირესი დეტალებიც კი, იდეალური სიზუსტით განსაზღვროთ.


„დეკოლაინმა“ მუშაობა ვიწრო სპექტრით დაიწყო, თუმცა დროსთან ერთად, ბიზნესი განვითარდა და კერძო სახლებს ჯერ კომერციული ფართების კეთილმოწყობა, შემდეგ კი კორპუსების მშენებლობაც დაემატა. წარმატებულ კომპანიას უკვე 15-ზე მეტი კერძო სახლი აქვს აშენებული, რომლებიც თბილისში და თბილისის მიმდებარედ, 50 კმ-ის რადიუსში მდებარეობს. ვაშლიჯვარში კორპუსის მშენებლობა მიმდინარე თვეში დასრულდება. თუ ინდივიდუალური სახლის მშენებლობას აპირებთ, „დეკოლაინში“ შეძლებთ შექმნათ პროექტი, დაუკვეთოთ მშენებლობა და მიიღოთ რემონტის სრული პაკეტიც – მოკლედ, კომპანიის მიერ შემოთავაზებული პროცესი, იდეიდან ჩაბარებამდე, ყველა პუნქტს მოიცავს. ამ თემების შესახებ, ჟურნალი OK! „დეკოლაინის“ დამფუძნებელს, ზურაბ კამლაძეს გაესაუბრა. როგორ დაარსდა კომპანია „დეკოლაინი“? „დეკოლაინი“ 3 წლის წინ შეიქმნა. ჩვენ გვაქვს არქიტექტურული სტუდია „არქარეა“, რომელიც იმ დროისთვის უკვე წარმატებული ბიზნესი იყო. მომხმარებელს არქიტექტურულ მომსახურებას ვთავაზობდით. სამშენებლო კომპანიები ძირითადად

დეველოპერულ საქმიანობას ეწეოდნენ და ინდივიდუალურ პროექტებს არ განიხილავდნენ. ამიტომაც, ბაზარზე მსგავსი კომპანიის შექმნის საჭიროება იდგა. თავდაპირველად, მხოლოდ ინდივიდუალურ სახლებზე და მათ რემონტებზე ვაპირებდით მუშაობას, მაგრამ პროცესში გაჩნდა მოთხოვნა, რომ უფრო დიდ სამშენებლო მოცულობებს შევჭიდებოდით და უკვე რამდენიმე კორპუსის მშენებლობაზე დავიწყეთ მუშაობა. კომპანიის დამფუძნებლები არქიტექტორები ვართ. გამოცდილება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში გვაქვს მიღებული. ჩვენი ცოდნის ერთმანეთთან გაზიარებით, შეიქმნა კომპანია „დეკოლაინი“. აღსანიშნავია, რომ ვიწრო სპექტრით არ შემოიფარგლებით. რას ითვალისწინებს თქვენი მომსახურება? მართალია კომპანიის შექმნის პირველ ეტაპზე ვიწრო სპექტრით მუშაობას მოვიაზრებდით, მაგრამ ჩვენი კომპანიის სახელი სწრაფად გავრცელდა, მომხმარებლებმა ჩვენი საქმიანობის შესახებ მალევე გაიგეს და კომპანიამ წარმატებული არსებობა დაიწყო, რის შედეგადაც ჩვენი კლიენტების მხრიდან ინდივიდუალურ პროექტებზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. „დეკოლაინის“ სამუშაო არეალს უკვე მაისი 2018

5


კომერციული ლოკაციებიც წარმოადგენს: ოფისები, სასტუმროები, სამშენებლო კომპანიები... ასე ავცდით პირვანდელ ჩანაფიქრს და საზოგადოებისთვის ფართო სპექტრები ავითვისეთ. რაიმე სახის დაბრკოლებებს თუ წააწყდით კომპანიის განვითარებისას? პირველი 6 თვის განმავლობაში, გარკვეული პრობლემები გვქონდა: ვადების გადაცილება, გაუქმებული კონტრაქტი, უკმაყოფილება... ვცდილობდით პრობლემების არსის მოძიებას და საბოლოოდ, ერთ ეფექტურ გამოსავალს მივაგენით: კომპანიის ხელმძღვანელებმა გადავიცვით ფორმები, მივაკითხეთ ობიექტებს და ასეთი სიღრმისეული დაკვირვებით აღმოვაჩინეთ პრობლემის გამომწვევი ყველა ის დეტალი, რომელიც თავიდან განსაზღვრული არ გვქონდა. ამ პერიოდში ყველა პრობლემა აღმოვფხვერით, რომლებიც სამომავლოდ წარმატების განმაპირობებელი ფაქტორი გახდა. დღეს „დეკოლაინი“ გამართული და წარმატებული კომპანიაა, რითაც ვამაყობთ. რა არის თქვენი მიზანი მომხმარებელთან მიმართებაში? ჩვენი მიზანია, მომსახურება მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. ჩვენთან მოსულ ადამიანთა სურვილების მაქსიმალური დაკმაყოფილებისთვის, ძალიან ნოვატორული ნაბიჯი გადავდგით და შიდა, 0%-იანი განვადება შევქმენით. ამ სფეროში ჩვენამდე მსგავსი რამ არავის ჰქონია. მშენებლობა და რემონტი ადამიანის ბედნიერებასთან და ცხოვრების გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული და ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი იმ სივრცის შექმნა და გარემონტება, სადაც ცხოვრობს. განვადების შემოთავაზებას, დროსთან ერთად ვაუმჯობესებთ და ვხვეწთ. ვცდილობთ, მომავალში იგი მაქსიმალურად დიდ ვადაზე იყოს გაწერილი და უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს შანსი, შეცვალოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილი უკეთესობისკენ. რას მიიჩნევთ კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევებად? ხშირად ვაწარმოებთ კომპანიის მუშაობის ანალიზს, ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებას. ჩვენს ძლიერ მხარეს გამოცდილი გუნდი წარმოადგენს, რომელიც პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. ასევე, ჩვენ მიერ შემუშავებული სერვისები ამ სფეროში აქამდე არ არსებობდა. მაგალითად, პერსონალური მენეჯერის მომსახურება, 6

მაისი 2018

რომელიც დამკვეთისთვის 24-საათიან რეჟიმშია ხელმისაწვდომი. ასევე, საიტზე ვაწარმოებთ 24-საათიან ლაივსტრიმს ობიექტებიდან, რომლებსაც ვარემონტებთ და ეს მხოლოდ იმ ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი, ვისთვისაც ვმუშაობთ. ამგვარად, ობიექტები მუდამ მოწესრიგებულია, სამუშაოები სწორად ხორციელდება, დაგეგმილ ვადებსა და ფინანსებში. ნდობის მოპოვება აუცილებელია, ამიტომაც ხარჯთაღრიცხვაც მაქსიმალურად გამჭვირვალეა. მშენებლობის ხარჯები დამკვეთისთვის სრულადაა ხელმისაწვდომი. როგორ ხორციელდება ინდივიდუალური ბინების დაპროექტება? რა ტიპის პროცესს მოიცავს დამკვეთისა და დიზაინერის ურთიერთობა? უპირველესად, მთავარია დიზაინერმა დამკვეთი კარგად გაიცნოს. გაიგოს რა სჭირდება, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი. ისეთ წვრილმან დეტალებზე ვფიქრობთ, რომელსაც ადამიანი ჩვეულებრივ არ უფიქრდება. მაგალითად, პროდუქტებით ხელში, დაბრუნებისას, როგორ უნდა მოვხვდეთ სამზარეულოში ისე, რომ შინ მყოფ სტუმართან უხერხულ სიტუაციაში არ ჩავვარდეთ. არსებობს დეტალები, რომლებიც ოჯახის ინტიმურობას და მათ ყოველდღიურობას ეხება. ამ საკითხებს ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში, უკვე ცხოვრების პერიოდში აწყდებიან, ჩვენ კი ამ მნიშვნელოვან წვრილმანებს დაპროექტებამდე ვითვალისწინებთ. დამკვეთთან კონსულტაციების შემდეგ, მაქსიმალურად ვცდილობთ სახლში შემაფერხებელი პრობლემების წარმოქმნა თავიდან ავიცილოთ. ჩვენი მიზანია, არასოდეს დარჩეს დამკვეთს შეგრძნება, რომ პროფესიონალს მისთვის უფრო მეტი უნდა ერჩია. ამიტომაც, კონსულტირების საკითხი ჩვენთვის საკმაოდ სენსიტიურია. რა შედის კომპანიის სამომავლო გეგმებში? გვსურს საქართველოში უფრო მეტი რეგიონი მოვიცვათ. პირველ ეტაპზე, იმერეთის მიმართულებით ვაპირებთ გაფართოებას, შემდეგ – ბათუმისკენ. ჩვენი სურვილია, წარმომადგენლობა ყველა რეგიონში გვქონდეს. დსთ-ის რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, რათა პერსონალის გაცვლა-გამოცვლა განვახორციელოთ. ამით ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გავუზიარებთ და კვალიფიკაციის ამაღლებას შევუწყობთ ხელს. რაც მთავარია, გვსურს ჩვენი საქმიანობით უფრო მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება, ბედნიერი იყოს!


„დეკოლაინის“ მისამართია: ზაქარიაძის ქ. 8 ტელ. 591 44 20 20; 595 44 20 20 მაისი 2018

7


8

მაისი 2018


როგორ მოვაწყოთ იდეალური აბაზანა

მაისი 2018

9


1978 წელს, ბარბარა სალიკმა სააბაზანოს ავეჯის მდიდრული ბრენდი WATERWORKS დააფუძნა. დღეს, წარმატებული მეწარმე კომპანიის ვიცეპრეზიდენტის პოსტზე საზოგადოებასთან ურთიერთობითაა დაკავებული და პოპულარულ ბლოგს აწარმოებს: „იდეალური აბაზანა“. მისი საქმიანობა მნიშვნელოვანი შთაგონებაა იმისთვის, რომ შინ მშვენიერი სააბაზანო მოვიწყოთ. აბაზანა სახლის უმნიშვნელოვანესი ოთახია. ეს შესაძლოა იყოს პირადი სპა, სადაც მძიმე დღის შემდეგ განტვირთვა გვჭირდება, ან ჩვეულებრივი კომფორტული სივრცე იმისთვის, რომ სტუმრებმა თავი სასიამოვნოდ იგრძნონ. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მოწყობა ადვილი არაა და გააზრებული დაპროექტება სჭირდება.

ფერადი შპალერი პატარა სივრცესაც კი დასამახსოვრებელს გახდის. დანარჩენი ყველაფერი შესაძლოა ერთ ფერში გადაწყდეს. „თამამი კედლები“ ეფექტური მახასიათებელი ნიშანია.

10

მაისი 2018


ფართო და ნათელი აბაზანის შემთხვევაში, მთავარია ხელოვნების ნიმუში. მისი ზომა ოთახის სივრცის ზომასთან უნდა იყოს შეხამებული, რაც სააბაზანოს დინამიკურ ენერგიას შემატებს.

მაისი 2018

11


პატარა სააბაზანოს მოწყობისას კი, დრამატული განწყობა შექმენით. სივრცე მუქ ფერებში გადაწყვიტეთ – იატაკიდან ჭერამდე. კედელი არ გაყოთ ორ ფერში, რადგანაც მთლიანად მუქ ფერში გადაწყვეტილი კედლები სააბაზანოს ერთიანს გახდის. პატარა აბაზანის მოწყობისას, მთავარია ზომა – ძალიან დიდი ან ძალიან პატარა დეტალები სასურველი არაა. 12

მაისი 2018


შუშიანი აბაზანა გონების განტვირთვაში გეხმარებათ. მსგავსი სტილის სააბაზანო სანაპირო ქალაქებისთვისაა დამახასიათებელი. აქედან გადაშლილი ხედი წყნარ, მშვიდ და რელაქსაციისთვის განკუთვნილ სივრცეზე „აგებს პასუხს“.

მაისი 2018

13


პატარა სააბაზანო დაბალი ჭერით რთული მოსაწყობია. ბევრი სარკის გამოყენება სივრცეს გახსნის და მეტად ფართოს გახდის. ამ შემთხვევაში, მუქმა საღებავმა შესაძლოა რთული არქიტექტურული დეტალები დამალოს. ავეჯის დეტალები, რომლებიც კლასიკურ სააბაზანოს არ ახასიათებს, ამ შემთხვევაში ძალიან კომფორტული და მიმზიდველი გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ. მაგალითად, სკამზე ხალათის ან პირსახოცის გადაკიდება პრაქტიკულიც კია.

14

მაისი 2018



16

მაისი 2018


„ინექს დიზაინი“ მომავლის სიტყვა მშენებლობაში დავით ხურცილავამ „ინექს დიზაინი“ 13 წლის წინ დააფუძნა. როგორც თავად აღნიშნავს, იმ გარემოში, სადაც სერვისები, რომელსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, ნაკლები აქტუალობით სარგებლობდა, დღეს ბაზარზე მოთხოვნა მაღალ ნიშნულზეა და „ინექს დიზაინი“, წლებთან ერთად, პროექტირებისა და მშენებლობის სფეროს განვითარებაში საკუთარ წილს ფლობს. როგორი იყო სამშენებლო გარემო მაშინ, როცა „ინექს დიზაინი“ პირველ ნაბიჯებს დგამდა? ზოგადი ფონი ქაოსური იყო, რასაც მომხმარებლის მხრიდან ნაკლები სითამამე ერთვოდა გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა ჩვენს

კომპანიასთან თანამშრომლობით, თითოეული დამკვეთის მოლოდინი გამართლებული აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, პოზიცია, წლებთან ერთად, ყოველდღიურად მყარდება. როგორია დღეს კომპანიის ძირითადი საქმიანობა? რა სახის სერვისს სთავაზობს „ინექს დიზაინი“ მომხმარებელს? „ინექს დიზაინი“ ძირითადად არქიტექტურული პროექტირების, ლანდშაფტისა და დიზაინის შექმნას ხელმძღვანელობს. ამასთან ერთად, სურვილის შემთხვევაში, კომპანია სრულ სერვისსაც გასწევს, რის გამოც უკვე წლებია ჩვენი სერვისი კიდევ უფრო მასშტაბური სახით წარდგა და „ინექს დიზაინი“ სამშენებლო-სარემონტო კომპანიად გადაიქცა.

მაისი 2018

17


18

მაისი 2018


რომელია უახლესი და ყველაზე გრანდიოზული პროექტი „ინექს დიზაინისთვის“? ჩვენს ანგარიშზე არაერთი მასშტაბური პროექტი ირიცხება, თუმცა გამოვარჩევდი ერთ-ერთს, რომელიც ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. ასეთია რუსთავში მდებარე არაფორმალური განათლების ცენტრი – გრანდიოზული კომპლექსი, რომელიც რამდენიმე დაწესებულებას აერთიანებს (ადმინისტრაციული შენობა, ჰოსტელი, საგამოფენო სივრცე, ამფითეატრი თუ სხვ.). მასზე რამდენიმე წელი ვმუშაობდით და ყველა სამუშაო „ინექს დიზაინს“ ეკუთვნის. ლოკაციას ხშირად სტუმრობენ ტურისტები, ამიტომ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში წვლილიც შევიტანეთ და ქართული კუთხის სახით, ეთნოგრაფიული, სახასიათო დეტალებიც ჩავრთეთ. როგორ ფიქრობთ, რამ განსაზღვრა კომპანიის წარმატება? მთავარი მიზეზი თითოეული გამოწვევის მიმართ პროფესიული, ხოლო გადაწყვეტილებების მიღებისას – საკითხთან ჯეროვანი მიდგომაა. კომბინაცია საუკეთესო შედეგს იძლევა.

რა წარმოადგენს „ინექს დიზაინის“ ძლიერ მხარეს? პროექტს ინდივიდუალურად ვუდგებით და მომხმარებლის ყველა სურვილს დეტალებში ავსახავთ. ასევე, ენერგოეფექტური და ეკოსახლების მიმართულებას ვაძლიერებთ, რაც, ვფიქრობ, მომავლის სიტყვაა. მუდმივად ვაკვირდებით მსოფლიო გამოცდილებას, ვიღებთ შესაბამის განათლებას, და შესწავლის საფუძველზე, საქართველოში საუკეთესო მიდგომებს ვნერგავთ. რასთან გსურთ ასოცირდებოდეს „ინექს დიზაინი“ მომხმარებლის თვალთახედვაში? უზარმაზარ პასუხისმგებლობასთან, ინფორმაციის მყისიერ გაცვლა-გამოცვლასთან, ორგანიზებულობასთან და რასაკვირველია – ხარისხთან. როგორია სამომავლო გეგმები? უპირველესად, აღნიშნული ეკომიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ მხრივ, მომხმარებელს სულ მალე სიურპრიზებსაც შევთავაზებთ.

მაისი 2018

19


სახლში იდეალური განათების მოწყობის 10 საუკეთესო ხერხი 20

მაისი 2018


მაისი 2018

21


შესაძლოა სახლი საუცხოო დეკორით გამოირჩეოდეს, თუმცა თუ იქ სწორი განათება არაა შექმნილი, მაშინ ყველაფერი აზრს დაკარგავს. სახლის დაპროექტებაზე ფიქრისას, სინათლეს ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. წარმოგიდგენთ ხერხებს იმისთვის, რომ შინ საუკეთესო სინათლე შექმნათ.

იფიქრეთ ფოტოგრაფივით – ოთახებს ფოტოები სხვადასხვა კუთხიდან გადაუღეთ. რას ხედავენ ადამიანები უპირველესად სახლში შემოსვლისას? როგორია გარემო სასადილო მაგიდასთან ჯდომისას? სახლს ეკრანზე სხვადასხვა პერსპექტივით შეხედეთ და გადაწყვეტილებების მიღება გაცილებით გაგიადვილდებათ.

22

მაისი 2018


ყველა ნათურას საკუთარი ჩამრთველი უნდა ჰქონდეს – აუცილებელია განათებები არა ერთიანად, არამედ ცალცალკე მოვიაზროთ. როცა სინათლის ძირითად წყაროს მხოლოდ ერთი გამთიშველი აქვს, იგივეა, რაც მუსიკის მოსმენა მხოლოდ ხმამაღლა, ან საერთოდ არ შეგეძლოთ. დააბალანსეთ ნათურები სხვადასხვა ჩამრთველით. ამგვარად, შინ მყოფი ყველა ადამიანი თავად გადაწყვეტს, მასთან ახლოს სინათლე აანთოს თუ გათიშოს.

სინათლეში უკეთ გამოიყურებით – ცუდი და კარგი განათება ჩვენს გარეგნობაზე განსხვავებულად აისახება. აბაზანაში მნიშვნელოვანია სინათლის წყარო სწორ ადგილებზე მოახვედროთ. კარგი იქნება, თუ ბრას სარკის ორივე მხარეს მოათავსებთ. ასევე, სწორი გადაწყვეტილებაა, გაანაწილოთ ისინი როგორც თავზე, ისე გვერდებზე.

მაისი 2018

23


სინათლე, როგორც თამამი განაცხადი – იპოვეთ ავანგარდული განათება. დანარჩენი ყველაფერი ნეიტრალური დატოვეთ, ოთახის შუაში კი ლამაზმა ჭაღმა უნდა დაისადგუროს.

გაითვალისწინეთ არქიტექტურული სტილი – ხანდახან ეკლექტიკისკენ მივილტვით, ხანდახან კი სჯობს ავირჩოთ სტილი, რომელიც სახლის არქიტექტურას იდეალურად უხდება.

24

მაისი 2018


ორი კარგია, სამი – უკეთესი – როცა სასადილო სივრცის მოწყობაზე ვფიქრობთ, ხშირად გაგვიელვებს აზრი: „საჭიროა მხოლოდ გრძელი მაგიდა, სკამები და ერთი, მთავარი განათება“. მაგრამ, ვერ ვითვალისწინებთ, რომ ვერტიკალური სივრცისთვის ერთი განათება საკმარისი არაა. ჭერზე იმდენი ნათურა მოათავსეთ, რამდენის საშუალებასაც მაგიდის სიგრძე გაძლევთ. შედარებით მომცროს შემთხვევაში 2, ხოლო მოზრდილ მაგიდასთან, სინათლის 3 წყარო დაკიდეთ.

მაისი 2018

25


სარკე და სინათლე – ხერხი, რომელსაც რესტორნის მოწყობისას ბევრი დიზაინერი იყენებს: განათება სარკის წინ უნდა მოათავსოთ. ეს სივრცეს უფრო მეტ სიღრმეს შესძენს. ამის მსგავსად შეგიძლიათ მოაწყოთ სასადილო, მისაღები თუ საძინებელი ოთახები.

26

მაისი 2018


პროპორციები უმნიშვნელოვანესია – მთავარი ჭაღის დიამეტრი ოთახის სიგრძისა და სიფართის მიხედვით უნდა გავთვალოთ. ოთახის სიგრძე და სიგანე მეტრებში გაზომეთ, შეკრიბეთ, სანტიმეტრებში გადაიყვანეთ და მთავარი განათების სიგრძეს მიიღებთ.

კონკრეტულ ადგილას მიმართული განათება – ხანდახან, გვსურს განათებამ მთელი ოთახი მოიცვას, ზოგჯერ კი სასურველია, იგი ერთი კონკრეტული ადგილისკენ მივმართოთ. სამუშაო ადგილზე და სამზარეულოში, სინათლის წყარო მაგიდაზე უნდა იყოს მიმართული, სადაც რაიმე საქმიანობას ვეწევით. დაჩრდილული სინათლე სასიამოვნო განათებას ქმნის – მოათავსეთ სინათლის წყარო მეტალის, შუშის ან სელის მასალაში.

მაისი 2018

27


მაღაზიების მისამართები:

ს/ც გალერია თბილისი, -1 სართული, ტელ: 551 16 77 45 პეკინის N33 - საჩუქრები, დეკორი - ტელ: 551 16 77 09 პეკინის N33 - საოჯახო ნივთები - ტელ: 551 16 77 03 ს/ც პასაჟი, მაღაზია N84-85-86 (საოჯახო ნივთები), ტელ: 551 16 77 80 ს/ც პასაჟი, მაღაზია N101 (საჩუქრები. დეკორი), ტელ: 551 16 77 08 ქ.ბათუმი, გორგილაძის N63, ტელ: 551 16 77 05 ქ.ბათუმი, გორგილაძის N91, ტელ: 551 16 77 63

LTD HOME



„ვიწრო არქიტექტურა“ იაპონიის მიკროსახლები

იაპონელი არქიტექტორები ტოკიოს ცენტრალურ უბნებში თავისუფალი სივრცის დეფიციტის პრობლემას კომპაქტური სახლების დაპროექტებით წყვეტენ. საცხოვრებლები სიგანეში 2.5 მეტრს არ აღემატება. ამომავალი მზის ქვეყანაში ასეთ ნაგებობებს „გველთევზას ბუდეს“ უწოდებენ. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში მსგავსი სახლები უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მოთხოვნა ამ საცხოვრისზე დღითი დღე იზრდება. ფართობის მოგებასთან ერთად, მიკროსახლებს 30

მაისი 2018


მრავალფუნქციური დანიშნულება აქვს: „გველთევზას ბუდეები“ იაპონურ არქიტექტურაში ახალი ტენდენცია გახდა და მისი გამოყენება თანდათანობით სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს. მიკროსახლები მომგებიანია ზღვისპირა ქალაქებშიც. სანაპიროზე მდებარე მსგავს ბინებში, რომლებსაც პატრონები მხოლოდ შვებულების დროს იყენებენ, წლის განმავლობაში მეზობლებს ზღვის ხედს არ უფარავენ. შენობებს მაქსიმალურად გამჭვირვალე ეფექტი აქვს. მაისი 2018

31


მის.: თბილისი, პეკინის გამზ. #39; გუდვილი, ფარნავაზ მეფის გამზ.#1 ტელ: 596 70 40 40 / 596 76 40 40

BOGACHO Georgia



34

მაისი 2018


2018 წლის სამზარეულოს დიზაინის ტრენდები თუ შინ ინოვაციურობის დანერგვა გსურთ და თქვენი სამზარეულოს დიზაინი უკვე მოგბეზრდათ, დროა იგი საოცნებოს ან მოდურს დაამსგავსოთ. საინტერესოა, რა არის მოდაში დღეს? 2018 წლის სამზარეულოს დიზაინი ხის მასალას, ფერების კონტრასტს, მეტალსა და ინდუსტრიულ იმიჯს აერთიანებს.

მაისი 2018

35


ოქროსფერი აქცენტები ოქრო რამდენიმე სეზონია, რაც მოდაშია. 2018 წელს იგი ყავისფერთან და ორგანულ მასალებთან უნდა შევახამოთ. მათი კომბინირება გარემოს გაცილებით მყუდროს გახდის.

თაროები ღია თაროები სამზარეულოში პოპულარობას უფრო და უფრო აღწევს. მცირე აქსესუარების მეშვეობით, საკუთარ ინდივიდუალურობას წარმოვაჩენთ. 36

მაისი 2018


ე.წ. „ჭკვიანი სამზარეულოს“ განვითარება როცა ყველაფერს ერთი ღილაკით აკეთებ – თანამედროვე ტექნოლოგიები ბოლო დროს ყველაზე ეფექტურად სამზარეულოს მოიცავს. ჭკვიანი მოწყობილობების მეშვეობით, შეგვიძლია შევუკვეთოთ პროდუქტი, დავამზადოთ კერძები, მოვიძიოთ რეცეპტები, დავაყენოთ ტაიმერი... ეს ყველაფერი კი ხმოვანი სიგნალებით დარეგულირდება.

„ცოცხალი კედელი“ მწვანე მცენარეული კედელი სამზარეულოში წლის ნამდვილი ჰიტი ხდება. ტრენდი სივრცეს თითქოს მეტ სიცოცხლეს სძენს. მაისი 2018

37


კაშკაშა და ნათელი ფერები სამზარეულოში ფერის არჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და იგი დიასახლისის ინდივიდუალურობას წარმოაჩენს.

ნაზი პასტელური ტონალობა პასტელური ფერები კონტრასტისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ისინი, ვინც არ არიან მზად კერძები მუქი ან მძაფრი ტონალობების კედლებში მოამზადონ, პასტელი გამოადგებათ. პასტელური ცისფერი, ყვითელი, ვარდისფერი თუ მწვანე, სამზარეულოში მომაჯადოებელ ეფექტს შექმნის.

38

მაისი 2018


„იდუმალი სინათლეები“ კარადებში ჩამალული სინათლე სამზარეულოს ატმოსფეროს მნიშვნელოვნად ცვლის. ტრენდი თანამედროვე შენობებში უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება და სამზარეულოს ინტერიერში ეფექტიანი დიზაინი ხდება.

ინდუსტრიული სტილი ინდუსტრიულ იმიჯს რკინა და კონკრეტული ეფექტები ქმნის. მაისი 2018

39


რამდენიმე ღუმელი დღესდღეობით ადამიანები უფრო და უფრო დატვირთული ცხოვრებით ცხოვრობენ, რამდენიმე ღუმელი კი მათ მისცემს საშუალებას, ერთზე მეტი კერძი პარალელურად მოამზადონ. 40

მაისი 2018



იფიქრეთ თქვენს გარემოზე... კომპანია „სპექტრუმი“

რესტორანი „ქალაქი“ თბილისი 2015 - 2018 ადამიანი თავისი ცხოვრების 90 პროცენტს ადამიანების მიერ შექმნილ ‘გარემოში’ ატარებს, ეს უწყვეტი თანაარსებობა უზარმაზარ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ყოფაზე. კომპანია SPECTRUM-ს ეს პასუხისმგებლობა ზედმიწევნით გააზრებული აქვს და სწორედ ამ მისიას ემსახურება! კომპანია SPECTRUM-ი ჩამოყალიბდა 2014 წელს, სამშენებლო ბიზნესში მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილების მქონე კომპანიების ინტელექტუალური და საწარმოო რესურსის კონსოლიდაციის შედეგად. იგი წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო / სამშენებლო კომპანიას, რომელიც შესაძლებელს ხდის საერთაშორისო სტანდარტების სერვისების კონსოლიდაციას ერთი სახურავის პრინციპის ქვეშ. კომპანიის მომსახურეობის სფეროები მოიცავს ყველა იმ აუცილებელ სერვისს პროექტის ჩასახვიდან მის სრულ რეალიზებამდე, რაც საშუალებას აძლევს დამკვეთს მაქსიმალურად მიაღწიოს ჩანაფიქრს.

პროექტის მიზნობრივი და კომერციული ხედვა, სამშენებლო ბიუჯეტის წინასწარი განსაღვრა, პროექტის ყველა კომპონენტის და დეტალური პროექტირება და მაღალი ხარისხის მშენებლობის უზრუნველყოფა, სამშენებლო და გადახდების გრაფიკების წინასწარი დაგეგმა და ანალიზი დამკვეთს აძლევს ყველა იმ სამუშაო წინაპირობას რაც წარმატებულ პროექტს განაპირობებს. კომპანიის ერთ ერთ განსაკუთრებულ და დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს დამკვეთან აბსოლუტურად გამჭირვალე ურთიერთობა, როდესაც ურთიერთობის მიზნობრივად შემუშავებული ფორმა განაპირობებს ორივე მხარის პარტნიორულ დამოკიდებულებას და ქმნის საოცრად ჯანსაღ სამუშაო გარემოს, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევით მოვეკიდოთ პროექტს და ერთიანი რესურსით შევქმნათ ფასეულობა. კომპანია SPECTRUM-ს მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება, მსოფლიო ბაზარზე


საცხოვრებელი სახლი. წყნეთი 2012-2014

ლოფტი ნიუ ორკი 2012-2014

ლოფტი ნიუ ორკი 2012-2014

საცხოვრებელი სახლი. ნიუ ორკი 2002-2005

მიღებული სტანდარტების დეტალური ცოდნა, ინოვაციური ტექნოლოგიების განუწყვეტელი ძიება, ინტეგრირებული პროექტირების მართვა და მუდმივი სწრაფვა განსკუთრებული გარემოს შესაქმნელად ჩვენს კომპანიას ქართულ ბაზარზე უნიკალურ სტატუს ანიჭებს.

კომპანიის ერთ ერთ მთავარ ინტერესის სფეროს წარმოადგენს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის/ბინის პროექტირება და მშენებლობა, თუმცა კომპანიის მიმდინარე პროექტებში მრავალფუნქციური ცენტრები და კომერციული ობიექტების მრავალფეროვნებაა. კომპანია SPECTRUM-ი იტოვებს იმედს ჩვენს შემდგომ თანამშრომლობაზე და ელის თქვენს გამოხმაურებას. იფიქრეთ თქვენს გარემოზე...

მისამართი: ყიფშიძის ქ. 9ბ ტელეფონი: +995 577 74 96 56 www.spectrum.ge FB: spectrumarch Mail: info@spectrum.ge


44

მაისი 2018


2018 ბაღების წელია! ზაფხულის მოსვლასთან ერთად, ბაღი ბევრი ადამიანის პრიორიტეტი ხდება. მათი დიზაინის დაპროექტება ხშირად ჩვენს ოცნებებს ფრთებს ასხამს. ღია ცის ქვეშ პატარა სამოთხის შექმნა რელაქსაციაში განსაკუთრებით გვეხმარება. აღსანიშნავია, რომ დეკორაციის მიმართულებით, 2018 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი სწორედ ბაღის მოწყობაა. იგი განსაკუთრებით პოპულარული აგარაკებზეა. წარმოგიდგენთ რამდენიმე იდეას.

მაისი 2018

45


ვერტიკალური ბაღი ერთ-ერთი ეფექტური ხერხი ყვავილების ვერტიკალური განთავსებაა. მცენარეებით შევსებული თაროები ეზოებსა და აივნებზე სიმწვანეს ზრდის. ტრენდი ინსტაგრამზე ჰეშთეგით #verticalgarden ვრცელდება.

გაზონის ტონალობები ორი სხვადასხვა ტონალობის გაზონი მინდორს გაცილებით მომხიბვლელს ხდის, რადგანაც იგი სხვადასხვა ფორმას გამოკვეთს.

ულტრაიისფერი 2018 წლის მთავარი ტონალობა ულტრაიისფერია და იგი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება, მათ შორის – ბაღზეც. იისფერი ყვავილები, ტერასის დეკორაციის სახით, მომგებიანი და ეფექტურია.

46

მაისი 2018


ბუჩქებით შექმნილი კედლები ბაღში სივრცეების გამოყოფა ისევ ბუნებრივი გზითაა მომგებიანი. მცენარეებით შექმნილი კედლები საუკეთესო გადაწყვეტილებაა, როცა სახლთან მეტი სიმწვანის მოწყობა გვსურს.

ცხოველებისთვის ადაპტირებული ბაღებში სხვადასხვა ცხოველისთვის განკუთვნილი ადგილი სივრცეს გაცილებით ორგანულს ხდის. წელს ბაღში საჩიტეების ჩამოკიდება განსაკუთრებით პოპულარულია და ხელნაკეთი ნივთებიც ფართოდ ვითარდება. მაისი 2018

47


სკანდინავიური სტილი სკანდინავიური სტილი 2018 წელს პოპულარობას განაგრძობს. ამჯერად, ბაღების რიგია. შვედები და ფინელები საუკეთესო ტერასების მოწყობით ცნობილები არიან, რადგანაც ჩვეული სიცივის გაქარწყლებაში უკვე დახელოვნდნენ.

განათება თუ გსურთ, ბაღს ღამითაც უყუროთ, სინათლის რამდენიმე წყარო გამოიყენეთ. მაგალითად, ხეებზე ჩამოკიდებული განათება გარემოს უფრო იდუმალ იერს ანიჭებს.

48

მაისი 2018


სახლის შიდა ინტერიერის გარეთ გამოტანა მოაწყვეთ სასტუმრო ოთახი ეზოში. განსაკუთრებით კომფორტულია, როცა დივანზე წამოწოლა ღია ცის ქვეშაც შეგიძლიათ.

მაისი 2018

49


  



წებოცემენტი ფილებისთვის



ელასტიური წებოცემენტი ფილებისთვის

გამოყენების სფერო:

გამოყენების სფერო:

ნარევი “კნაუფ-ფლიზენ” განკუთვნილია შემდეგი სამუშაოებისათვის:

ნარევი “კნაუფ ფლექსი” განკუთვნილია შენობების შიდა და გარე (მათ შორის, ცოკოლის) მოპირკეთებისათვის:

• კედლების მოპირკეთება 30X30 სმ-მდე ზომის და 45 კგ/მ2 წონის კერამიკული ფილებით (წყალშთანთქმით არანაკლებ 3%) შენობების შიგნით და გარეთ (ცოკოლის გარდა); • იატაკების (გათბობის გარეშე) მოპირკეთება 60X60 სმ-მდე ზომის კერამიკული ფილებით (შენობის შიგნით და გარეთ) და კერამოგრანიტით (შენობის შიგნით).

tel.: +995 32 224 25 02 +995 32 224 25 03 www.knauf.ge info@knauf.ge

• კედლების მოპირკეთებისათვის კერამიკული ფილებით, კერამოგრანიტით, ბუნებრივი და ხელოვნური ქვით ფორმატის და წონის შეზღუდვის გარეშე; • იატაკების მოპირკეთებისათვის კერამიკული ფილებით, კერამოგრანიტით, ბუნებრივი და ხელოვნური ქვით ფორმატის და წონის შეზღუდვის გარეშე.

Sps knauf gips Tbilisi saqarTvelo, Tbilisi 0160, gamrekelis q. 19


  



უნივერსალური დასაგრუნტი მასალა შემწოვი ზედაპირებისთვის გამოყენების სფერო Knauf – მულტიგრუნდი – მზა დასაგრუნტი მასალა, სწრაფი გაშრობის, ორთქლგამტარი, პოლიმერული დისპერსიის ბაზაზე. განკუთვნილია შემდეგი ზედაპირების დასამუშავებლად: გაზობეტონის და ქაფ-ბეტონის, კერამიკული და სილიკატური აგურის, კერამზიტის და ბლოკის, თაბაშირის და ცემენტის ბათქაშების, ბეტონის, ცემენტის და თაბაშირის მოჭიმვის. ეფექტურად ამცირებს და არეგულირებს საფუძვლის შეწოვისუნარიანობას, ხელს უწყობს თაბაშირისა და ცემენტის ნარევების ხსნარის თანაბარ ბმას. გამოიყენება საფუძვლის დასამუშავებლად: • თაბაშირის და ცემენტის ბათქაშის დადებამდე • მოსაპირკეთებელი ფილის დადებამდე წებო-ცემენტის გამოყენებით • knauf – ტრიბონის მოჭიმული იატაკის, თაბაშირისა და ცემენტის სხვა მოჭიმვების შემთხვევაში, • კნაუფის ფილების მონტაჟის წინ კნაუფის თაბაშირის წებოს – პერლფიქსის გამოყენებით. შიდა და გარე სამუშაოებისთვის

tel.: +995 32 224 25 02 +995 32 224 25 03 www.knauf.ge info@knauf.ge



ღრმა შეღწევადობის გამამყარებელი დასაგრუნტი მასალა გამოყენების სფერო Knauf – ტიფენგრუნდი – მზა დასაგრუნტი მასალა, სწრაფი გაშრობის, ორთქლგამტარი, პოლიმერული დისპერსიის ბაზაზე. განკუთვნილია საფუძვლის დასამუშავებლად ზედაპირის გამაგრების, მისი შეწოვისუნარიანობის შემცირებისა და ადჰეზიის გაუმჯობესების მიზნით საბოლოო საფარის (ფითხი, საღებავი, შპალერი), კერამიკული ფილების და სხვ. დაგების წინ. მისი მაღალი შეღწევადობის გამო კარგად გამოიყენება წვრილფორიანი მასალების დასაგრუნტად.Knauf – ტიფენგრუნდი შემდეგი ზედაპირების დასამუშავებლად გამოიყენება: • თაბაშირმუყაოს და თაბაშირბოჭკოვანი ფილები • თაბაშირის და ცემენტის ბათქაშები • თაბაშირის ღარქიმიანი ფილები • თაბაშირმუყაოს და თაბაშირბოჭკოვანი ფილების ნაკერები, თაბაშირის ფითხით დამუშავებამდე • თაბაშირის და ცემენტის მოჭიმვა შიდა და გარე სამუშაოებისთვის

Sps knauf gips Tbilisi saqarTvelo, Tbilisi 0160, gamrekelis q. 19


ბარსელონა – არა მხოლოდ ანტონიო გაუდი!

52

მაისი 2018


ბარსელონა ესპანეთის არქიტექტურის ნამდვილი მარგალიტია. კატალონიის დედაქალაქი ლეგენდარულ არქიტექტორ ანტონიო გაუდის შემოქმედებითაა ცნობილი. ნებისმიერი ტურისტი, რომელიც ერთხელ მაინც ხვდება ამ დიდებულ ქალაქში, საგრადა ფამილიას წინაშე ქედს აუცილებლად იხრის. თუმცა, აქ თანამედროვე არქიტექტორთა მიერ დაპროექტებულ მოდურ სასტუმროებს და ფუტურისტულ პროექტებსაც შეხვდებით.

მაისი 2018

53


AGBAR-ის კოშკი ჟან ნუველის პროექტი 145-მეტრიანმა კოშკმა ბარსელონას პეიზაჟი 2005 წელს შეცვალა. იგი ქალაქში სიმაღლით მესამე შენობაა. მასშტაბური ჩანაფიქრის რეალიზაციისთვის, არქიტექტორმა მაღალი ტექნოლოგიები გამოიყენა.

54

მაისი 2018


კავშირგაბმულობის კოშკი ნორმან ფოსტერის პროექტი 288 მეტრი სიმაღლის კოშკი სპეციალურად 1992 წლის ოლიმპიადისთვის, ტიბიდაბოს მთაზე ააგეს. დღეს კი, ბარსელონას ყველაზე მაღალი წერტილია, საიდანაც ქალაქზე არაჩვეულებრივი ხედი იშლება. მეათე სართულზე ასვლისას, პანორამული ლიფტის მეშვეობით, ქალაქს ფაქტობრივად ციდან დახედავთ.

მაისი 2018

55


56

მაისი 2018


ფორუმის სამკუთხა შენობა: EDIFICI FORUM 2004 წელს აქ ნობელის ლაურეატი სალმან რუშდი გამოვიდა, დღეს კი მასტერკლასები, ლექციები და სხვა ღონისძიებები ტარდება. ვენეციის ბიენალეს ჯილდოს მფლობელი შენობა აუცილებლად მოსანახულებელ შენობათა სიაში შედის.

მაისი 2018

57


თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი რიჩარდ მეიერის პროექტი ბარსელონას ცენტრში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი 1995 წელს გაიხსნა. მისი მონახულება სამი მიზეზის გამოა აუცილებელი: უპირველესად, შენობა თავადაც ხელოვნების ნიმუშია, მეორე – აქ XX-XXI საუკუნის ხელოვნების კოლექციაა თავმოყრილი, და მესამე – მუზეუმის შორიახლოს ყავის დაგემოვნებას და სკეიტბორდისტების თვალიერებას შეძლებთ. „დიდი თევზი“ ფრენკ გერის პროექტი თევზის ფორმა ფრენკ გერის შემოქმედების ცენტრალური დიზაინია. 1992 წელს აგებული ეს ნაგებობა, რომელიც სანაპიროს შორიახლოს მდებარეობს, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 56-მეტრიანი სკულპტურის დაპროექტებისთვის, მან პირველად გამოიყენა კომპიუტერული დაანგარიშება. თუ საშოპინგო ადგილი დაგჭირდებათ, ოლიმპიკის პორტს მიაკითხეთ.

58

მაისი 2018


ტელეანძა MONTJUIC სანტიაგო კალატრავას პროექტი კიდევ ერთი ოლიმპიური ობიექტი, რომელიც 1992 წელს აშენდა. კოშკის რთული ფუტურისტული ფორმა სპორტსმენს მოგაგონებთ, რომელსაც ოლიმპიური ჩირაღდანი უჭირავს.

მაისი 2018

59


„ლავა ბიზნესი“ ხარისხიანი მშენებლობის დამოწმებული სტანდარტი 2013 წლიდან სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლავა ბიზნესი“ საქართველოს ბაზარზე სწრაფი და ხარისხიანი მშენებლობის წარმოებას უზრუნველყოფს. მისი დირექტორის, ვახტანგ ლაღიძის ხელმძღვანელობით, კომპანიის ანგარიშზე 25 განხორციელებული და 2 ათეულზე მეტი მიმდინარე პროექტი ირიცხება. „ლავა ბიზნესი“ მომხმარებლისთვის ნებისმიერი სამშენებლო ობიექტის სასურველი კონფიგურაციითა და მდგომარეობით ჩაბარებას შეძლებს; შესრულებული პროექტების გათვალისწინებით, თავად გთავაზობთ საოცნებო სახლის თქვენს სურვილებზე მორგებულ დიზაინს, ან სრულად

ვითვალისწინებთ თქვენ მიერ მიწოდებული იდეების კონსტრუირებას. კომპანია აღნიშნულ საქმიანობას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში წარმატებით ეწევა, მის ძლიერ მხარეს კი უმთავრესად მშენებლობისა და სამშენებლო მასალის ხარისხი განსაზღვრავს. რკინა, ბეტონი, აგური თუ სხვა მასალა, მომხმარებლის სურვილის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნიდან მოიპოვება. „ლავა ბიზნესში“ მათ შესახებ ექსპერტიზის დასკვნაც მუდმივად არსებობს, რომელზე დაყრდნობა სანდოობას ზრდის. პროექტის შედგენა, თუ მისი სრულ რენოვაციამდე


მიყვანა, „ლავა ბიზნესის“ პრეროგატივაა, ხოლო ვადები – მკაცრად განსაზღვრული. მერიის არქიტექტურის სამსახურში პროექტის დამტკიცებაზე ზრუნვაც კომპანიის ერთ-ერთი ამოცანაა. როგორც ვახტანგ ლაღიძე ამბობს, ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია, ამჟამად კი საგაზაფხულო აქციაც ძალაშია, რაც ფასდაკლებას გულისხმობს.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ბატონი ვახტანგი აღნიშნავს, რომ გეგმა მრავალმხრივია, რაც კომპანიის მასშტაბების, მისი საქმიანობის ზრდას გულისხმობს. მისამართი: შარტავას14ა. ტელ. 598985151 LAVABUSINESS

BUSINESS


როგორ გავაუმჯობესოთ ინტერიერი ფერების დახმარებით

62

მაისი 2018


კედლების შეღებვა ინტერიერის რადიკალურად შეცვლის წინაპირობაა. ინდივიდუალური გარემოს შექმნაში, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ, საყვარელი ფერები დაგეხმარებათ. ფერების არჩევისას, არა მხოლოდ სითამამე, არამედ საკუთარი ემოციების გათვალისწინებაცაა საჭირო. ყველაფრის შეღებვაა შესაძლებელი: კარი, ფანჯარა, კედლები, ჭერი და ა.შ. მთავარია, თავი იდეალურად იგრძნოთ. თუ მზად ხართ, მაშინ ფუნჯი მოიმარჯვეთ და საქმეს შეუდექით!

მაისი 2018

63


2

1

4

3 64

მაისი 2018

1. შუშის კარის კონტური ყავისფერში 2. ფოლადის ტიხრები პიტნის ნაზი ფერით 3. თაღი ქვიშისფერ ტონალობაში 4. სამზარეულოს კედლები ფარშევანგის ბუმბულების ტონალობაში


5 5. ხის პანელები და სასადილოს კედლები შოკოლადისფერ ტონალობაში 6. შავი ფერის კედლები აბაზანაში 7. ნარინჯისფერი კედლები ტერასაზე

6

7

მაისი 2018

65


8

8. კაბინეტის კედლები ზღვის ტალღების ტონალობაში 9. ოთახების ტონალობის გადასვლა ვარდისფრიდან ცისფერზე 10. ცისფერი – სასტუმრო ოთახის კედლებზე

66

მაისი 2018

9

10


11

12 11. უსწორმასწორო ეფექტი ფერების მეშვეობით 12. მისაღები ოთახის კედლები და ავეჯი ფირუზისფერ ტონალობაში 13. ნაცრისფერი კედლები საძინებელში 14. დერეფანში განთავსებული ხის პანელები ცისფერში 15. კარები მზესუმზირის ფერებში 15

13

14

15 მაისი 2018

67


უმაღლესი ხარისხის მარმარილო


უმაღლესი ხარისხის ტრავერტინი

allstone

მის: დიდი დიღომი, ჯ. ბალანჩინის 6ტელ: +995 599 44 31 31 web- www.allstone.ge, fb- Allstone/ოლსთოუნი


70

მაისი 2018


როგორ განვაახლოთ სახლის ინტერიერი ზაფხულის შესაფერისი დიზაინით ზაფხულის მოახლოება, გარდერობის განახლებასთან ერთად, სახლის გადაწყობასაც მოითხოვს. ამ დროს ფანჯრები ფართოდაა გაღებული, ფარდები გადაწეულია და მზის სხივებით მაქსიმალურად ვტკბებით. ცხელი დღეები ახლებურ იდეებს და მეტ აქტიურობას ითხოვს, რომლის მიღწევას მარტივი ხრიკებითაც შეძლებთ.

მაისი 2018

71


დინამიკური სივრცე როცა დიდი ფართობის მოწყობის პროცესში ხართ, სხვადასხვა აქტივობისთვის ზონები უნდა გამოყოთ. მაგალითად, ტყავის ვინტაჟური დივანი ტელევიზორის საყურებელ და საკომუნიკაციო სივრცეებს გამოყოფს.

მონოქრომატული მონოტონურობას თავი მონოქრომატულობით უნდა აარიდოთ. ითამაშეთ ფერისა და მასალების ვარიაციებით.

72

მაისი 2018


ხედი სახლის დაპროექტებისას, მხედველობაში აუცილებლად იქონიეთ ფანჯარა. 4 სეზონის გათვალისწინებით, აირჩიეთ ტონალობა, რომელიც ყველაზე ჰარმონიული იქნება. მნიშვნელოვანია, შინ ბუნებრივი სინათლის წყარო შექმნათ, განსაკუთრებით – ზაფხულში.

მცენარეები მცენარეები ოთახს ფერებსა და სიჯანსაღის იერს მატებს. ამასთან, ისინი ოთახს ოაზისად აქცევს, რაც განტვირთვაში განსაკუთრებით გვეხმარება. ზაფხულში ხომ ბუნებასთან რაც შეიძლება ახლოს გვინდა ყოფნა.

მაისი 2018

73


როცა ძველი ხვდება ახალს ძველი სტილის ინტერიერში რაიმე ახლისა და თანამედროვეს დამატება ყოველთვის ეფექტიანად გამოიყურება.

74

მაისი 2018


მაისი 2018

75


საუკეთესო სახლები ფილმებიდან და სერიალებიდან ზოგიერთი ფილმის ნახვისას, მთავარი გმირების სახლი იმდენად გვხიბლავს, რომ იქ ცხოვრების სურვილი გვიჩნდება 76

მაისი 2018


მაისი 2018

77


მდიდრული სახლი სერიალიდან „ამერიკული კრიმინალური ისტორია“ ცნობილი ამერიკული სერიალის მეორე სეზონი ლეგენდარულ დიზაინერ ჯანი ვერსაჩეს მკვლელობას მიეძღვნა. სიუჟეტთან დაკავშირებით, ბევრი მოსაზრება არსებობს, თუმცა სახლის დეკორაციების სიზუსტეზე არავინ დავობს. ზოგიერთი ეპიზოდის გადაღებები ჯანის მაიამის სახლში მიმდინარეობდა, რომელიც დიზაინერმა 1992 წელს შეიძინა. ინტერიერის მოწყობაზე ჯანის 31 მილიონი დოლარი დაეხარჯა. 1997 წელს, დონატელამ ელიტური შენობა გაყიდა, 2013 წელს კი იგი მაგნატ ჯო ნაკაშის ხელში მოხვდა. დღეს ცნობილ სახლში ელიტური სასტუმროა, სადაც ერთი ღამის გათენება 1000 დოლარი დაგიჯდებათ.

78

მაისი 2018

შუშის სახლი ფილმიდან „ღამის ცხოველები“ ტომ ფორდი არაჩვეულებრივად ერკვევა როგორც მოდაში, ასევე კინოს ინტერიერშიც. ამიტომაც, მაყურებელი მოხიბლული ადევნებდა თვალყურს სუზენის შუშის სახლს ფილმიდან „ღამის ცხოველები“. სანსეტის ბულვარზე მდებარე ეს სახლი, მკაცრი ინტერიერითა და ფერთა აქცენტებით გამოირჩევა. სახლის დაჯავშნას და იქ დროის გატარებას Airbn-ის მეშვეობით შეძლებთ.


ვილა ფილმიდან „შენი სახელით მომმართე“ ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ეს მშვენიერი სახლი XVI საუკუნეშია აგებული. 14 მდიდრული ოთახი რაფაელის მოსწავლის – აირელიო ბუსოს ფრესკითაა დამშვენებული. ფილმის ნახვისას, მაყურებელი მშვენიერი ინტერიერით საოცრად იხიბლება. იგი გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონისთვის იდეალურ სახლს წარმოადგენს.

კოტეჯი ფილმიდან „მონანიება“ ამ ტრაგიკულ, თუმცა საოცრად რომანტიკულ ისტორიაში კირა ნაითლი და ჯეიმს მაკავოი თამაშობენ. 30 წლის ნიჭიერი მწერლის ცხოვრება რამდენიმე ადამიანის ბედს კარდინალურად ცვლის, დრამატულობას კი, სურათს მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი სძენს. ამ ადგილის დაქირავება ონლაინპლატფორმიდან Homeaway ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სახლთან რამდენიმე თვალწარმტაცი ბაღია.

მაისი 2018

79


სასახლე ფილმიდან „მელანქოლია“ ძველი სასახლე XIX საუკუნის ბოლოს, შვედეთის პროვინცია ჰალანდში ააგეს. ლარს ფონ ტრიერმა სწორედ ეს სახლი აარჩია თავისი ფილმისთვის, სადაც დედამიწის განადგურებაზე მოგვითხრობს. თუ ეძებთ ადგილს, სადაც სამყაროს დასასრულს გინდათ შეხვდეთ და ცარიელ უზარმაზარ ბაღში ისეირნოთ, შვედეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს მიაშურეთ.

სახლი ფილმიდან „მდიდარი რიჩი“ ალბათ ბევრს ახსოვს კომედია მაკოლეი კალკინის მონაწილეობით, მათგან უმრავლესობას კი ამ სახლში მოხვედრაზე აუცილებლად უოცნებია. საოცარია, მაგრამ ის რეალურადაც არსებობს და აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ოჯახს ეკუთვნის. ჩრდილოეთ კაროლინაში მისი მონახულება ღირსშესანიშნაობის სტატუსით შეგიძლიათ. წელიწადის განმავლობაში, სახლს მილიონობით ტურისტი სტუმრობს. 80

მაისი 2018


სახლი ფილმიდან „დიდი გეთსბი“ ლეგენდარულ რეჟისორ ბაზ ლურმანის ფილმი, რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო და კერი მალიგანი მონაწილეობენ, მაყურებელს არა მხოლოდ სიუჟეტითა და კოსტიუმებით, არამედ ისტორიული ინტერიერებითაც ხიბლავს. სურათის გადაღებებისას, სიდნეიში არსებული რეალური შენობა გამოიყენეს. მაისი 2018

81


საკულტო ობიექტი: ქსავიე პოშარის ინდუსტრიული სკამი

80 წელზე მეტია, რაც ქსავიე პოშარმა არქეტიპული სკამი A მოიფიქრა, რაც სამრეწველო ესთეტიკის უდავო სიმბოლოდ იქცა. ფრანგ დიზაინერს გალვანიზაციის მეთოდით ავეჯის დამზადება შემთხვევით არ დაუწყია – პატარა ასაკიდან მოყოლებული, იგი მამას და ბაბუას სახელოსნოში

ეხმარებოდა. XX საუკუნის დასაწყისში, მეტალი მხოლოდ მშენებლობაში გამოიყენებოდა. 1907 წელს 27 წლის პოშარმა კოროზიისგან და ჟანგვისგან მეტალის დაცვის ახალი ხერხების ძიება დაიწყო. სხვადასხვა ვარიანტის ძიებისას, ავტორი გალვანიზაციის მეთოდამდე მივიდა: რკინა მდნარი თუთიით უნდა დაეფარათ. საინტერესოა, რომ გალვანიზაციის პიონერი ქალაქგარეთ, ბუნების გარემოცვაში, ტყით სავსე რეგიონში ცხოვრობდა, მაგრამ საკულტო ობიექტის შექმნისას, სწორედ „უსულო“ მეტალმა შთააგონა. ექსპერიმენტებიდან წარმოებამდე, პოშარმა საკუთარი საწარმოს დაარსება გადაწყვიტა, მაგრამ იდეის რეალიზაციამდე 20 წელი გავიდა. კომპანია Tolix, რომელიც სახლის ჩვეულ

82

მაისი 2018



ნივთებს – მაგიდებსა და სკამებს უშვებდა, 1937 წელს გაიხსნა. სკამი სერიიდან A კი 1934 წელს შეიქმნა. ლეგენდის მიხედვით, ბრენდმა წარმატება მხოლოდ ლაინერ „ნორმანდიის“ მსხვილი შეკვეთის შემდეგ მოიპოვა. გემის დაბრუნების შემდეგ, პოშარის ნივთის შესახებ უკვე ოკეანის ორივე მხარემ იცოდა. სკამს ძირითადად ქუჩის კაფეები, ბისტროები და ბარები უკვეთავდნენ. მოდელი სამრეწველო დიზაინის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა: მას ყველგან ადვილად იცნობთ, მაღალი ზურგითა და ფართოდ გაშლილი ფეხებით. ქარხნისა და კომპანიის მართვა პოშარის შვილებმა განაგრძეს, თუმცა 2000-იან წლებში Tolix-ი ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა და ეკონომიკური სიტუაციის გამო, ქარხანა შანტალ ანდრიოტმა გამოისყიდა. ბიზნესმენის მოსვლის შემდეგ, ბრენდმა აღორძინება დაიწყო. 2015 წელს, როცა საკულტო ობიექტს 80 წელი შეუსრულდა, ბრენდის იუბილეს 8 საერთაშორისო დონის დიზაინერი ეწვია. მათთან ერთად, 84

მაისი 2018

ღონისძიებაზე ცნობილი არქიტექტორები და სტუდიები იმყოფებოდნენ. ყველა მათგანმა სკამის განახლების თავისებური ვერსია ჩამოაყალიბა. ისედაც ცნობილი სკამის პოპულარიზაციისთვის ყველაზე ელეგანტური გადაწყვეტილება სტუდია Formafantasma-მ მიიღო. კრეატიულობის მიზნით, მათ გიგანტური სასწორის ფორმის ინსტალაცია შექმნეს, რომლის ერთ მხარეს სკამი იქნებოდა, მეორეზე კი მეტალის ნაჭერი, რომლისგანაც ნივთი მზადდება. ბეტან ლორა ვუდის ვერსიას მსოფლიოს ისეთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში შეხვდებით, როგორებიცაა: ნიუ-იორკის MoMa, Vitra და პომპიდუს ცენტრი.



  

მაისი 2018

DECOR

BOOK

tel.: +995 32 224 25 02 +995 32 224 25 03 www.knauf.ge info@knauf.ge

Sps knauf gips Tbilisi saqarTvelo, Tbilisi 0160, gamrekelis q. 19


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.