ევროკავშირი და საქართველო

Page 1

ევროკავშირი და საქართველო


ავტორები: ‣ მარიამ პაპოშვილი ‣ ნინო ხელაძე ‣ ალექსანდრა სულაძე

რედაქტორები: ‣ ეკა ტყეშელაშვილი ‣ ირაკლი ფორჩხიძე


ევროკავშირი და საქართველო

2016


4


ევროკავშირი და საქართველო

გზამკვლევის შესახებ გზამკვლევი მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (GISS) მიერ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. გზამკვლევი მიმოიხილავს ევროკავშირის ისტორიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებასა და საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს. გზამკვლევის მიზანია ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის გაზრდა.

5


ევროკავშირი - მოკლე ცნობარი დევიზი: „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ეტაპები: 1951 წ. პარიზის ხელშეკრულება (ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება); 1957 წ. რომის ხელშეკრულება (ევროპის ეკონომიკური გაერთიანება და ევრატომი); 1992 წ. მაასტრიხტის ხელშეკრულება (ევროპულ გაერთიანებას ეწოდა ევროკავშირი). ფართობი: 4,324,782 კვ. კმ. მოსახლეობა: 508.3 მილიონი (2014 წ.) წევრი სახელმწიფოების რიცხვი: 28 ფულის ერთეული: ევრო ლიდერები: ევროკომისიის პრეზიდენტი- ჟან-კლოდ იუნკერი (2014 წლის 1 ნოემბერიდან) ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - დონალდ ტუსკი (2014 წლის 1 დეკემბრიდან) ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი - მარტინ შულცი (2014 წლის 1 ივლისიდან) მთლიანი შიდა პროდუქტი:13,920,541 (მიმდინარე ფასებში, მლნ ევრო, 2014) მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე: 27,300 (მიმდინარე ფასებში, ევრო, 2014) მთავარი ინსტიტუტები: ევროკომისია ევროპული პარლამენტი ევროპული საბჭო ევროკავშირის საბჭო ევროპის ცენტრალური ბანკი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო აუდიტორთა პალატა

6


ევროკავშირი და საქართველო

სარჩევი 1 2 3 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 4 4.1 4.2 4.3 4.4 5 5.1 5.2 6 6.1 6.2 7 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 8 8.1 8.2 9 10

08

ევროპული ინტეგრაციის დასაწყისი ევროკავშირის ინსტიტუტები გაფართოების ციკლები გაფართოების პირველი ციკლი - დანია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი გაფართოების მეორე და მესამე ციკლები - საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია გაფართოების მეოთხე ციკლი - შვედეთი, ავსტრია, ფინეთი გაფართოების მეხუთე ციკლი - „დიდი გაფართოება“ გაფართოების მეექვსე და მეშვიდე ციკლები - ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია ბაზრების ინტეგრაცია მონეტარული ინტეგრაცია - საერთო ვალუტა საერთო ეკონომიკური პოლიტიკა საერთო აგრარული პოლიტიკა ევროპის პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ჩამოყალიბება საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განვითარება ევროკავშირის როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში ევროკავშირის მისიები ევროკავშირის დელეგაციები და სპეციალური წარმომადგენლები ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა სამეზობლო პოლიტიკის მიზნები და ინსტრუმენტები სამეზობლო პოლიტიკის ევოლუცია 2015 წლის განახლებული სამეზობლო პოლიტიკა ხმელთაშუა ზღვის კავშირი (UfM) აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე (DCFTA) ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ინსტიტუციური ხელშეწყობა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ევროკავშირის პოზიცია მსოფლიო რეიტინგებში

12 14 16 16 16 17 17 20 21 23 24 24 26 28 28 29 30 30 33 33 33 37 39 40 44 46 47 48 51

7


1. ევროპული ინტეგრაციის დასაწყისი ისტორიული კონტექსტი საუკუნეების განმავლობაში ევროპის კონტინენტზე არაერთი ომი გაიმართა. მხოლოდ საფრანგეთმა და გერმანიამ 1870 - 1945 წლების პერიოდში სამჯერ იომეს. მეორე მსოფლიო ომი ევროპას უზარმაზარი მსხვერპლისა და ეკონომიკური ზარალის ფასად დაუჯდა. ომის შედეგად ევროპის ქვეყნების უმეტესობა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. პარალელურად, საბჭოთა კავშირი პოზიციებს იმყარებდა და ხელს უწყობდა კომუნიზმის გავრცელებას ევროპის მასშტაბით, რაც სოციალისტური ბანაკის ჩამოყალიბებაში აისახა. მოვლენების ასეთი განვითარების ფონზე ევროპის ლიდერებს გაუჩნდათ სურვილი, ევროპის ქვეყნებს შორის ანტაგონისტური ნაციონალიზმი და ომები დასრულებულიყო. ეს ევროპის ქვეყნებს ეკონომიკური განვითარებისა და მეორე მხრივ, აღმოსავლეთიდან მომავალ კომუნიზმის საფრთხესთან გამკლავების საშუალებას მისცემდა.

8


ევროკავშირი და საქართველო მონეს გეგმა და შუმანის დეკლარაცია ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის პირველი იდეა ფრანგ დიპლომატს ჟან მონეს ეკუთვნის. მონემ ევროპულ სახელმწიფოებს შორის სოლიდარობის და თანამშრომლობის განვითარების მიზნით დაიწყო ქვანახშირისა და ფოლადის წარმოების ბაზრების გაერთიანების *განხილვა. აღსანიშნავია, რომ ქვანახშირისა და ფოლადის ერთიანი ბაზრის შეუფერხებლად მუშაობისთვის საჭირო იყო, საფრანგეთსა და გერმანიას ამ დარგების მართვა „უმაღლესი ხელისუფლებისთვის“ **გადაეცათ. ქვანახშირისა და ფოლადის ბაზრების გაერთიანება ეფუძნებოდა ე.წ. „გადაღვრის“ (Spill-over) პრინციპს - ერთ სფეროში (ფოლადისა და ქვანახშირის წარმოებების გაერთიანება) დაწყებული ინტეგრაციის პროცესი გამოიწვევდა ასეთსავე პროცესს სხვა სფეროებში, როგორიცაა საერთო ბაზარი, საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკა. ამდენად, ღრმად სწამდათ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ომს არამომგებიანს გახდიდა. ასევე იმის, რომ ასეთი თანამშრომლობა პოლიტიკური ინტეგრაციის საფუძველი გახდებოდა. საბოლოოდ, 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა საჯაროდ განაცხადა მონეს იდეა. ამრიგად, 1950 წელი ევროპის ინტეგრაციის დასაწყისად მიიჩნევა.

ჟან მონე | ფრანგი დიპლომატი

სახელმწიფოთა პოზიციები ევროპის გაერთიანების ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა ხუთი ევროპული ქვეყანა (გერმანია, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი). ეს ინიციატივა საშუალებას აძლევდა გერმანიას და იტალიას, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მშვიდობის მოსურნე ევროპულ ქვეყნებად ყოფილიყვნენ განხილულნი. ხოლო ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებით იყვნენ დაინტერესებულები. მეორე მხრივ, ბრიტანეთის პოლიტიკური წრეები სკეპტიკურად შეხვდნენ ისეთი ორგანიზაციის შექმნის იდეას, რომელიც შეზღუდავდა სახელმწიფოთა სუვერენიტეტს და მნიშვნელოვან ძალაუფლებას გადასცემდა ზეეროვნულ ინსტიტუტს. ამ მიზეზით ბრიტანეთმა უარი თქვა მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობაზე.

*  არსებობს ორი მთავარი მიზეზი, თუ რატომ გამახვილდა ყურადღება ქვანახშირისა და ფოლადის სექტორებზე:

1. ქვანახშირი ყველაზე მეტად გამოყენებადი საწვავი იყო ევროპაში, შეადგენდა რა დასავლეთ ევროპაში საწვავის მოხმარების 70%-ს. 2. ფოლადი არის უმთავრესი მასალა სამხედრო და სამოქალაქო ინდუსტრიაში.

**  „უმაღლესი ხელისუფლება“ წარმოადგენდა ზეეროვნულ ინსტიტუტს, რომელიც გააკონტროლებდა და უზრუნველყოფდა

ფასთა გამჭირვალობასა და ჯანსაღ კონკურენციას.

რობერტ შუმანი | საფრანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (1948-1952 წწ)

9


პარიზის ხელშეკრულების ხელმოწერა - ევროპული ინტეგრაციის დასაწყისი

1951 წლის 19 მარტს ევროპის ექვსმა სახელმწიფომ - საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ლუქსემბურგმა - ხელი მოაწერა პარიზის ხელშეკრულებას, რომელმაც შექმნა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება.

ჟან-კლოდ იუნკერი | ევროკომისიის პრეზიდენტი 2014 წლის 1 ნოემბერიდან

"ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების დროშა", 1951 წ.

გაერთიანებამ დასაბამი მისცა პირველი ევროპული ინსტიტუციების ჩამოყალიბებას. ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების მართვის მიზნით შეიქმნა ზეეროვნული ორგანო „უმაღლესი ხელისუფლება“, რომელიც 1958 წლის რომის ხელშეკრულებით გარდაიქმნა ევროკომისიად. ასევე დაარსდა მართლმსაჯულების სასამართლო და ევროპული გაერთიანების ასამბლეა. ეს უკანასკნელი ევროპარლამენტის წინამორბედია. წევრი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესების დასაცავად შეიქმნა მინისტრთა საბჭო.

მარტინ შულცი | ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი 2014 წლის 1 ივლისიდან

10


ევროკავშირი და საქართველო

დონალდ ტუსკი | ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 2014 წლის 1 დეკემბრიდან

11


2. ევროკავშირის ინსტიტუტები ევროკავშირის ევოლუციის შედეგად თავდაპირველმა ინსტიტუტებმა ცვლილებები განიცადეს. რეფორმები შეეხო ინსტიტუტების სტრუქტურას, შემადგენლობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცედურებს. ინსტიტუტების გარდაქმნა მიზნად ისახავდა ევროკავშირის მართვის გაადვილებას მაშინ, როცა მუდმივად იზრდებოდა წევრ სახელმწიფოთა რაოდენობა, ევოლუციას განიცდიდა ორგანიზაციის ეკონომიკური პოლიტიკა და პოლიტიკური თვალთახედვა. დღეს ევროკავშირი იმართება შვიდი ძირითადი ინსტიტუტის მიერ: ევროკომისია - შეიქმნა 1958 წელს რომის ხელშეკრულებით და ჩაანაცვლა „უმაღლესი ხელისუფლება“. ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს. კომისიის ფუნქციებია საკანონმდებლო ინიციატივით გამოსვლა და აღსრულება, ბიუჯეტის შემუშავება, ევროკავშირის განვითარების ინიციატივების წამოყენება და ინტეგრაციის ახალი მიმართულებების დაგეგმვა, ხელშეკრულებების აღსრულების კონტროლი. ევროკომისია დაკომპლექტებულია თითოეული წევრი სახელმწიფოს თითო წარმომადგენლით (სულ 28 წარმომადგენელი), რომელთაც კომისრები ეწოდებათ. კომისრები ვალდებულნი არიან დაიცვან მთლიანად ევროკავშირის ინტერესები. კომისრები ფლობენ სხვადასხვა პორტფელს - პოლიტიკის მიმართულებების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, რეგიონული პოლიტიკის და ა.შ. ევროკომისიას ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც ევროპული პარლამენტი ევროპული საბჭოს შეთავაზების საფუძველზე 5 წლის ვადით ირჩევს. ევროკომისია ანგარიშვალდებულია ევროპარლამენტის წინაშე. ევროკომისიის სათავო ოფისი მდებარეობს ბრიუსელში (ბელგია). ევროპარლამენტი - შეიქმნა 1951 წელს პარიზის ხელშეკრულების ხელმოწერასთან ერთად და ეწოდებოდა ევროპული გაერთიანების ასამბლეა. ევროპარლამენტი ეწოდა 1962 წელს. მისი უმთავრესი ფუნქციებია საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობა და კანონპროექტის ინიცირება, ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა. ევროპარლამენტი შედგება 751 წევრისგან და აირჩევა 5 წლის ვადით, 1979 წლიდან პირდაპირი არჩევნების გზით. პირდაპირი არჩევნები გულისხმობს, რომ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები უშუალოდ ირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს. ევროპარლამენტის პირდაპირი არჩევნების დამკვიდრება მიზნად ისახავდა ევროკავშირის დემოკრატიულობის ხარისხის გაზრდას. ევროპარლამენტი მდებარეობს სტრასბურგში (საფრანგეთი), ბრიუსელსა (ბელგია) და ლუქსემბურგში.

ევროპარლამენტი

12


ევროკავშირი და საქართველო

ევროპული საბჭო - პირველად შეიკრიბა 1975 წელს დუბლინში, ხოლო ოფიციალური სტატუსი მიენიჭა 1992 წელს. ევროპული საბჭოს მიზანია ევროკავშირის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და ევროკავშირის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა. ევროპულ საბჭოში წარმოდგენილნი არიან სახელმწიფოს მეთაურები, რომლებიც წელიწადში ორჯერ უმაღლესი დონის სამიტზე იკრიბებიან. ევროპული საბჭოს სრულუფლებიანი წევრია კომისიის პრეზიდენტი, რომელიც ასევე მონაწილეობს ევროპული საბჭოს მუშაობაში. ევროპული საბჭო მდებარეობს ბრიუსელში. ევროკავშირის საბჭო - იგივე მინისტრთა საბჭო, შეიქმნა 1958 წლის რომის ხელშეკრულებით. იგი პასუხისმგებელია ევროკავშირის პოლიტიკის მიმართულებების კოორდინირებაზე. მინისტრთა საბჭო შედგება წევრ სახელმწიფოთა მინისტრებისგან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან თავიანთ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე (საგარეო პოლიტიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და ა.შ.). მინისტრთა საბჭოს სათავეშია პრეზიდენტი. პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოველ 6 თვეში ერთმანეთს ენაცვლებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. მინისტრთა საბჭო მდებარეობს ბრიუსელში. ევროპის ცენტრალური ბანკი - ფუნქციონირება დაიწყო 1999 წელს ერთიანი ევროპული ვალუტის - ევროს ამოქმედებასთან ერთად. ევროპის ცენტრალური ბანკის მიზანია ევროკავშირის მონეტარული პოლიტიკის გატარება, ევროს მართვა და სტაბილურობა, შედეგად ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა. იგი შედგება ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნის ეროვნული ცენტრალური ბანკის მმართველებისგან. ევროპის ცენტრალური ბანკის სათავეშია პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. მდებარეობს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო - შეიქმნა 1951 წელს და წარმოადგენს ევროკავშირის მართლმსაჯულების უმთავრეს ორგანოს. მისი მიზანია უზრუნველყოს წევრ ქვეყნებში ევროკავშირის მართლმსაჯულების განხორციელება, ეროვნულ მთავრობებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის სამართლებრივი დავების გადაწყვეტა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო, თავის მხრივ, მოიცავს მართლმსაჯულების სასამართლოს, საერთო სასამართლოს და საჯარო სამსახურის სასამართლოს. მართლმსაჯულების სასამართლო შედგება 28 მოსამართლისაგან და 11 გენერალური ადვოკატისგან. საერთო სასამართლო — ასევე 28 მოსამართლისგან, ხოლო საჯარო სამსახურის სასამართლო 7 მოსამართლისგანაა დაკომპლექტებული. მოსამართლეები ინიშნებიან 6 წლის ვადით ეროვნული მთავრობების მიერ. თითოეულ სასამართლოში მოსამართლეები ირჩევენ პრეზიდენტს 3 წლის ვადით. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო მდებარეობს ლუქსემბურგში. აუდიტორთა პალატა - შეიქმნა 1977 წელს. აუდიტორთა პალატის მიზანია შეამოწმოს ევროკავშირის ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვა, დაეხმაროს ევროკავშირს ფინანსური საკითხების მართვაში, თაღლითობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. აუდიტორთა პალატა შედგება 28 წევრისგან (თითო წევრი ქვეყნიდან თითო წარმომადგენელი). აუდიტორთა პალატის წევრებს, ევროპულ პარლამენტთან კონსულტაციის შემდეგ, ნიშნავს ევროკავშირის საბჭო 6 წლის ვადით. წევრები პალატის შემადგენლობიდან ერთ-ერთ წევრს ირჩევენ პრეზიდენტად 3 წლის ვადით. აუდიტორთა პალატა მდებარეობს ლუქსემბურგში.

13


3. გაფართოების ციკლები

1951

ინტეგრაციის დასაწყისი

1973

ჰოლანდია

დიდი ბრიტანეთი

ლუქსემბურგი

ირლანდია

იტალია

დანია

1981

1986

საბერძნეთი

პორტუგალია ესპანეთი

საფრანგეთი გერმანია

ევროკავშირის ინსტიტუციურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ევოლუციას გაფართოების ეტაპები ახლდა, რის შედეგადაც ორგანიზაციას ახალი წევრები ემატებოდა. ევროპის თანამეგობრობის შექმნის შემდგომ გაფართოების

ბელგია

პროცესი მიიჩნევა, როგორც „კავშირის ყველაზე წარმატებული პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელმაც ხელი შეუწყო ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებას“. ეს პოლიტიკა ასევე ხშირად განიხილება, როგორც ევროკავშირის მისწრაფება გაავრცელოს თავისი ნორმები და ღირებულებები, რაც მიზნად ისახავს სტაბილურობის, კეთილდღეობის დამკვიდრებასა და დემოკრატიული სივრცის გაფართოებას ევროპის კონტინენტზე.

14


ევროკავშირი და საქართველო

1995

2004

2007

შვედეთი

სლოვაკეთი

ბულგარეთი

ფინეთი

სლოვენია

რუმინეთი

ავსტრია

პოლონეთი

2013 ხორვატია

მალტა ლატვია ლიტვა უნგრეთი

ევროპული ინტეგრაციის საწყის ეტაპზე ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებაში 6 დამფუძნებელი ქვეყანა შედიოდა. ევროკავშირის გაფართოების შვიდი ციკლის 1973, 1981, 1986, 1995, 2004, 2007 და

ესტონეთი

2013 წლებში - შედეგად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა რიცხვი 28-ს გაუტოლდა.

ჩეხეთის რესპუბლიკა კვიპროსი

15


3.1 გაფართოების პირველი ციკლი - დანია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი 1960-70 წლები დასავლეთ ევროპაში ეკონომიკური აღმავლობის პერიოდია. სხვადასხვა ეკონომიკურ ინტეგრაციულ პროცესთან ერთად დაიწყო საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განვითარება. ექვსი დამფუძნებელი ქვეყნის წარმატებამ სხვა ევროპულ სახელმწიფოებსაც მისცა ბიძგი, ევროპული თანამეგობრობის წევრები გამხდარიყვნენ. 1961 წელს დიდმა ბრიტანეთმა, დანიას, ირლანდიასა და ნორვეგიასთან ერთად, გაერთიანების წევრობაზე განაცხადი გააკეთა.საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი ბრიტანეთის სურვილს უარყოფითად შეხვდა. ამ პერიოდში ბრიტანეთს განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდა აშშ-სთან. ამიტომ შარლ დე გოლი მიიჩნევდა, რომ გაერთიანებაში ბრიტანეთის გაწევრიანება ევროპაში აშშ-ის გავლენას გაზრდიდა.შედეგად, საფრანგეთმა ორჯერ დაადო ვეტო ბრიტანეთის გაწევრიანებას. პარალელურად შეჩერდა დანიის, ირლანდიის და ნორვეგიის წევრობაზე განაცხადების განხილვაც. 1969 წელს საფრანგეთის პრეზიდენტი ხდება ჯორჯ პომპიდუ, რომელსაც დე გოლისგან განსხვავებით ნაკლებად ხისტი დამოკიდებულება ჰქონდა გაერთიანებაში ბრიტანეთის გაწევრიანების მიმართ. მოლაპარაკებები 1970 წელს განახლდა. დანიამ, ირლანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა 1973 წელს მოაწერეს ხელი გაწევრიანების ხელშეკრულებას. ხოლო ნორვეგიამ რეფერენდუმი ჩაატარა, რომელზეც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უარი თქვა თანამეგობრობის წევრობაზე და შესაბამისად, გამოეთიშა მოლაპარაკებებს.

3.2 გაფართოების მეორე და მესამე ციკლები - საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია 1970-იანი წლების ბოლოს საბერძნეთმა, ესპანეთმა და პორტუგალიამ თავი დააღწიეს დიქტატორულ მმართველობას. ამ ქვეყნებს სურდათ დემოკრატიული განვითარება ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებასთან * ინტეგრაციის გზით. თავის მხრივ, ევროპის ეკონომიკური გაერთიანების წევრი ქვეყნები დაინტერესებულები იყვნენ თანამეგობრობის სამხრეთით სტაბილურობის დამყარებით. ამის მიუხედავად, თავდაპირველად არსებობდა გარკვეული შიში, რომ ამ სახელმწიფოების განვითარების შედარებით დაბალი დონე ინტეგრაციულ პროცესებზე უარყოფითად აისახებოდა. საბოლოოდ, მოლაპარაკებების შედეგად, საბერძნეთი 1981 წელს, ხოლო ესპანეთი და პორტუგალია კი 1986 წელს გახდნენ თანამეგობრობის წევრი ქვეყნები.

3.3 გაფართოების მეოთხე ციკლი - შვედეთი, ავსტრია, ფინეთი 1995 წელს შვედეთი, ავსტრია და ფინეთი გახდნენ ევროკავშირის მეცამეტე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე წევრები. მათი ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკური და სავაჭრო ფაქტორებით იყო განპირობებული. *  1958 წლის რომის ხელშეკრულებით ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება გარდაიქმნა ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებად.

16


ევროკავშირი და საქართველო ეს ქვეყნები თავდაპირველად ირიცხებოდნენ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციაში, რომელიც 1960 წელს შეიქმნა და აერთიანებდა ბრიტანეთს, დანიას, ირლანდიას, შვეიცარიას, ისლანდიას, ლიხტენშტეინს და ნორვეგიას. თუმცა 1973 წელს ბრიტანეთის, დანიისა და ირლანდიის მიერ ასოციაციის დატოვებამ და ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანებამ ასოციაციის ეკონომიკური პოტენციალი შეასუსტა. გართულდა ექსპორტი ევროპის თანამეგობრობის ქვეყნების მიმართულებით. ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის საერთო ბაზარი ბიზნესის განვითარებისთვის მეტ შესაძლებლობას იძლეოდა. ამ მიზეზებმა განაპირობა შვედეთის, ავსტრიისა და ფინეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღება.

3.4 გაფართოების მეხუთე ციკლი - „დიდი გაფართოება“ 1990 წელს, ცივი ომის დასრულებასა და საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, სოციალისტური ბანაკის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისა და დემოკრატიზაციის პროცესები დაიწყო. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გარანტიები სჭირდებოდათ, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ აღარ მოქცეულიყვნენ. ასევე, სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა მათ ეკონომიკურ განვითარებას. ევროკავშირსაც სურდა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროპის კონტინენტის გაერთიანება. მას შესწევდა ძალა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გარანტიები შეეთავაზებინა. ამრიგად ევროკავშირის დღის წესრიგში მორიგი გაფართოების საკითხი დადგა. საბოლოოდ, 2004 წელს განხორციელდა ევროკავშირის ყველაზე დიდი გაფართოება, რომლის შედეგადაც 10 ქვეყანა - ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, მალტა და კვიპროსი - გახდა ევროკავშირის წევრი. 2004 წლის გაფართოების შედეგად ევროკავშირის წევრთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.

3.5 გაფართოების მეექვსე და მეშვიდე ციკლები - ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია 2007 წელს ევროკავშირი კიდევ ერთხელ გაფართოვდა - ორგანიზაციის წევრთა რიგებს ბულგარეთი და რუმინეთი შეუერთდა. აღნიშნული გაფართოება ხშირად 2004 წლის „დიდი გაფართოების“ ნაწილად მოიაზრება. ბულგარეთმა და რუმინეთმა წევრობაზე განაცხადი ჯერ კიდევ 1995 წელს გააკეთეს. ამ პერიოდიდან მათ არაერთი რეფორმა განახორციელეს დემოკრატიის გაძლიერების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ბულგარეთმა და რუმინეთმა წარმატებას მიაღწიეს ეკონომიკური განვითარებისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვის მხრივაც. ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრის შედეგად 2006 წელს კომისიის დადებითი ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ორივე ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად იყო. 2013 წლის გაფართოების შედეგად ხორვატია ევროკავშირის 28-ე წევრი გახდა. მოსამზადებელ პერიოდში ხორვატიას სასამართლო სისტემის გაძლიერება, კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრა, უმცირესობების უფლებების დაცვა და ა.შ დაევალა. ხორვატიის გაწევრიანებას აფერხებდა მისი და სლოვენიის სასაზღვრო კონფლიქტი. 2008-2009 წლებში სლოვენია ბლოკავდა ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანებას. 2010 წელს კონფლიქტი გაეროს ჩარევით მოგვარდა, რამაც ხორვატიას ევროკავშირისკენ გზა გაუხსნა.

17


18


ევროკავშირი და საქართველო

2013

19


4. ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია 1951 წელს ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შექმნით იწყება. ამას მოჰყვა მთელი რიგი თანმიმდევრული პროცესები, რომლებმაც საბოლოოდ ევროკავშირის საერთო ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირება განაპირობა.

ერთიანი ევროპული აქტის ხელმოწერა, 1986

20


ევროკავშირი და საქართველო

4.1 ბაზრების ინტეგრაცია შიდა ბაზარზე არსებული სავაჭრო ბარიერები მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქმნიდა წევრ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი იყო ბარიერების აღმოფხვრა ერთიანი, ყველა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სტანდარტებისა და რეგულაციების შემოღებით. 1957 წელს ხელი მოეწერა რომის ხელშეკრულებას, რომელმაც შექმნა ევროპის ეკონომიკური გაერთიანება და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება (ევრატომი). ევროპის ეკონომიკური გაერთიანება საერთო საბაჟო სივრცეს აყალიბებდა. იგი უზრუნველყოფდა წევრ ქვეყნებს შორის საბაჟო ტარიფების გაუქმებასა და არაწევრი ქვეყნების მიმართ საერთო ტარიფების შემოღებას. 1986 წელს მიღებულ იქნა ერთიანი ევროპული აქტი. იგი რომის ხელშეკრულების პირველ, ყველაზე მნიშვნელოვან გადახედვას წარმოადგენდა. იქმნება საერთო ბაზარი, რომელმაც აღმოფხვრა წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული ყველა კვოტა და ტარიფი. თუმცა შენარჩუნებულ იქნა არასატარიფო ბარიერები: ლიცენზიები, ეროვნული ადმინისტრაციული პროცედურები, პროდუქციის უვნებლობის ეროვნული მოთხოვნები და ა.შ. ერთიანმა ევროპულმა აქტმა 1992 წლისთვის მიზნად დაისახა ერთიანი ბაზრის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა ადამიანთა, კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების თავისუფალ გადაადგილებას. 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულებამ აღმოფხვრა არასატარიფო ბარიერები და შექმნა ერთიანი ბაზარი.

21


მაასტრიხტის ხელშეკრულების ხელმოწერა, 1992 წელი

22


ევროკავშირი და საქართველო

4.2 მონეტარული ინტეგრაცია - საერთო ვალუტა სავაჭრო ბარიერებთან ერთად სირთულეებს ქმნიდა თანამეგობრობის ფარგლებში სხვადასხვა ფულის ერთეულის არსებობა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განსხვავებული გაცვლითი კურსი ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობისათვის ზარალის მომტანი იყო, ამიტომ აქტიურად განიხილებოდა სავალუტო კავშირის შექმნის საჭიროება. ამ კუთხით პირველი ნაბიჯების გადადგმა ევროკომისიის პრეზედენტის როი ჯენკინსის სახელს უკავშირდება. მისი მთავარი მიღწევა 1979 წლიდან ევროპის სავალუტო სისტემის ამოქმედებაა, რამაც განაპირობა ევროპული ვალუტის, ეკიუს შემოღება. სისტემის მთავარი მიზანი ევროკავშირის მასშტაბით ინფლაციის დონის შემცირება და ვალუტებს შორის გაცვლითი კურსის მერყეობის დარეგულირება იყო. 1988 წელს ევროპულმა საბჭომ შექმნა კომიტეტი, რათა ეკონომიკური და მონეტარული კავშირის შექმნისთვის საჭირო საკითხები განეხილა. კომიტეტში მონაწილეობდა ყველა წევრი სახელმწიფოს ეროვნული ბანკის მმართველი. კომიტეტმა სამსაფეხურიანი პროგრამა შეიმუშავა: ეტაპი I (1990-1994): შიდა ბაზრის ჩამოყალიბების დასრულება და ბარიერების აღმოფხვრა; ეტაპი II (1994-1999): ევროპული მონეტარული ინსტიტუტის დაარსება; ევროპული საერთო ვალუტის, ევროს შემოღებისთვის მომზადება; მონეტარული პოლიტიკის სტაბილიზაციის მიზნით „სტაბილურობისა და ზრდის პაქტის“ შექმნა; ეტაპი III (1999-შემდგომ): ევროს შემოღება; ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროპული ცენტრალური ბანკების სისტემის შექმნა, რომელსაც ექნებოდა დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარების უფლებამოსილება; წევრი ქვეყნებისთვის მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება.

23


4.3 საერთო ეკონომიკური პოლიტიკა 1992 წლის 7 თებერვალს ევროპის გაერთიანების 13 სახელმწიფოს მიერ ხელი მოეწერა მაასტრიხტის ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების სახელითაცაა ცნობილი. მაასტრიხტის ხელშეკრულებამ აამოქმედა 1988 წლის კომიტეტის პროგრამა - სრულყო ევროკავშირის ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა. შემოღებულ იქნა კრიტერიუმები, რომლებიც მიზნად ისახავდა წევრ სახელმწიფოთა ინფლაციის მაჩვენებლების, დანახარჯებისა და ვალების, გაცვლითი კურსის კონტროლს. გადაწყდა ერთიანი ფულის ერთეულის - ევროს შემოღება. ევრო მიმოქცევაში 1999 წელს შემოვიდა, ხოლო ევროზე სრული გადასვლა და ევროს კუპიურების გამოყენება 2002 წელს დაიწყო.

4.4 საერთო აგრარული პოლიტიკა აგრარულ პოლიტიკას ევროკავშირის დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია. სოფლის მეურნეობა წევრ სახელმწიფოებში პრიორიტეტული მიმართულებაა. ევროკავშირის საერთო აგრარული პოლიტიკის მიზანია:

უზრუნველყოს ევროპისთვის საკმარისი რაოდენობის საკვები პროდუქციის წარმოება უზრუნველყოს საკვები პროდუქციის უსაფრთხოება დაიცვას ფერმერები ფასების მერყეობისა და საბაზრო კრიზისებისგან დაეხმაროს ფერმერებს თავიანთი ფერმების მოდერნიზებაში და პროდუქტიულობის გაზრდაში ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებას დაიცვას გარემო

24


ევროკავშირი და საქართველო აგრარული პოლიტიკის ფორმირების საწყის ეტაპზე ევროკავშირი ამ მიზნების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქციის - მარცვლეული, ხორცპროდუქტები და ა.შ. - წარმოების სუბსიდირების მექანიზმს იყენებდა. კომისია ფასებს სოფლის მეურნეობის ბაზარზე პროდუქციის შესყიდვის ან გაყიდვის გზით არეგულირებდა. ამგვარმა ჩარევამ სუბსიდირებული პროდუქციის წარმოების სტიმულირება მოახდინა და შედეგად ჭარბწარმოება, ე.წ. „საკვების მთები“ გამოწვია. პრობლემის მოსაგვარებლად კომისიამ დაიწყო ექსპორტის სუბსიდირება - მწარმოებლებისთვის ევროკავშირში არსებულ ფასებებსა და მსოფლიო ბაზარზე არსებულ დაბალ ფასებს შორის სხვაობის გადახდა. თუმცა, ექსპორტის სუბსიდირება დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.

2003 წელს სუბსიდირების სისტემა ერთიანი გადახდის სქემამ ჩაანაცვლა. აღნიშნული მექანიზმმა გააუქმა ცალკეული, მნიშვნელოვანი პროდუქციის წარმოების სუბსიდირება და შემოიღო უშუალოდ ფერმების ინდვივიდუალური დაფინანსების მეთოდი. გასაცემი სუბსიდიის მოცულობა ფერმის საკუთრებაში არსებული მიწის სიდიდის პირდაპირპროპორციული უნდა ყოფილიყო. რეფორმა ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის ყველა დარგის თანაბრად განვითარებასა და ფერმების წარმოებისუნარიანობის გაზრდას. ერთიანი აგრარული პოლიტიკის განვითარება არაერთ სირთულესა და გამოწვევასთან არის დაკავშირებული, რის გამოც მის ეფექტურობას ხშირად აკრიტიკებენ თუმცა, ერთიანი აგრარული პოლიტიკა ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით მუდმივად ხორციელდება რეფორმები.

25


5. ევროპის პოლიტიკური ინტეგრაცია 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ეკონომიკური ინტეგრაციის პარალელურად, პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების მცდელობები ხშირი იყო, თუმცა ამ სფეროში ინტეგრაცია ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობდა, რადგან ქვეყნებს არ სურდათ საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა იყო (1954 წელს ჩავარდა ევროპული არმიის შექმნის იდეა, 1960-იან წლებში - ფუშეს ორი გეგმა ახლო პოლიტიკური თანამშრომლობის თაობაზე). წლების განმავლობაში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე თანამშრომლობის ერთადერთ ფორმატს წარმოადგენდა „ევროპის პოლიტიკური თანამშრომლობა“, რომელიც 1970 წელს ჩამოყალიბდა. პოლიტიკური კავშირი მხოლოდ 1992 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულებით შეიქმნა, როდესაც ეკონომიკური გაერთიანება ევროკავშირად გარდაიქმნა. ევროკავშირი სამ სვეტს დაეფუძნა: პირველი იყო ევროგაერთიანება, მეორე - ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და თანამშრომლობა და მესამე - მართლსაჯულება და საშინაო საქმეები. ევროკავშირის სამ სვეტად დაყოფა 2009 წელს ლისაბონის ხელშეკრულებით გაუქმდა, იგი ერთიან აქტორად ჩამოყალიბდა.

26


ევროკავშირი და საქართველო

მაასტრიხტის ხელშეკრულება

I

სვეტი

ევროპული თანამეგობრობა

II

სვეტი

საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა

III

სვეტი

იუსტიციისა და საშინაო საქმეები

საბაჟო კავშირი შიდა ბაზარი სოფლის მეურნეობა ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა

27


5.1 ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ჩამოყალიბება ცივი ომის დასრულების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ იუგოსლავიის კონფლიქტმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სისუსტეები და კოორდინირებული მოქმედების საჭიროება წარმოაჩინა. 1997 წ. ამსტერდამის ხელშეკრულებით განსაზღვრული ცვლილებები მიზნად ისახავდა, გაეძლიერებინა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა*. იმისათვის, რომ საგარეო პოლიტიკა უფრო მოქნილი გამხდარიყო, ამსტერდამის ხელშეკრულებამ შემოიტანა მექანიზმი - ე.წ „კონსტრუქციული თავშეკავება“. მართალია, შენარჩუნდა მინისტრთა საბჭოზე გადაწყვეტილების ერთხმად მიღების პრინციპი, თუმცა ახალი მექანიზმი საშუალებას აძლევს ქვეყანას, საბჭოს რაიმე გადაწყვეტილების თაობაზე, მისი დაბლოკვის ნაცვლად, თავი შეიკავოს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობის შემოღება იყო. აგრეთვე შეიქმნა პოლიტიკის დაგეგმვისა და ადრეული გაფრთხილების დანაყოფი, რომელსაც საერთაშორისო ვითარების ანალიზი და შეფასება დაევალა. ამსტერდამის ხელშეკრულებით „პეტერსბერგის ამოცანებიც“ საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კომპეტენციაში **გადავიდა. ლისაბონის შემდეგ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამავდროულად კომისიის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საკითხთა საბჭოს თავჯდომარე გახდა. ეს ცვლილება მიზნად ისახავდა ორ ინსტიტუტს - კომისიასა და მინისტრთა საბჭოს - შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას. უმაღლესი წარმომადგენლის ფუნქციაა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების, აგრეთვე თავდაცვის პოლიტიკის კოორდინირება. იგი წარმოადგენს ევროკავშირს საერთაშორისო ასპარეზზე. ეს თანამდებობა 2014 წლის 1 ნოემბერიდან ფედერიკა მოგერინის უკავია, რომელმაც ქეთრინ ეშტონი შეცვალა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა დამოუკიდებელი ორგანოს - ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) შექმნა, რომელსაც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. სამსახური ეხმარება უმაღლეს წარმომადგენელს ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაში. 5.2 საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განვითარება XX საუკუნის ბოლოსკენ ევროკავშირმა წარმატებას მიაღწია საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირების საკითხში. ამის მიუხედავად, აქტუალურ თემად რჩებოდა ევროკავშირის თავდაცვითი (ხისტი ძალის) კომპონენტის განვითარება, რომელიც დამატებით მდგრადობას შესძენდა მის საგარეო პოლიტიკას. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია 1998 წლის სენტ მალოს არაფორმალური შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკსა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტონი ბლერს შორის. ამ შეხვედრამ გადამწყვეტი როლი შეასრულა თავდაცვის პოლიტიკის შემდგომ განვითარებაში. სენტ მალოს შეხვედრაზე ევროკავშირის განვითარების ისტორიაში პირველად შედგა ფრანგულ-ბრიტანული კონსენსუსი ევროპის საერთო თავდაცვის კომპონენტის შექმნის თაობაზე. ეს არ გულისხმობდა ნატოს როლის დასუსტებას, არამედ მიზნად ისახავდა, მიეცა მოქმედების შესაძლებლობა ევროკავშირისთვის იმ შემთხვევებში, როდესაც ნატოს ჩართულობა არ იქნებოდა მიზანშეწონილი. *  ამსტერდამის ხელშეკრულება ამსტერდამის ევროპულ საბჭოზე 1997 წელს მიიღეს. იგი ძალაში 1999 წელს შევიდა. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებდა ევროგაერთიანების (პარიზის და რომის) და მაასტრიხტის ხელშეკრულებების რეგულაციებში გარკვეული ცვლილებების შეტანას. **  „პეტერსბერგის ამოცანები“ 1992 წ. თავდაპირველად დასავლეთ ევროპულმა კავშირმა (დეკ) მიიღო. იგი ითვალისწინებდა სამხედრო შენაერთების გამოყენებას შემდეგი მიზნებისთვის: ჰუმანიტარული და სამაშველო ოპერაციებისთვის; სამშვიდობო ოპერაციებისთვის; საბრძოლო ოპერაციებისთვის კრიზისულ სიტუაციებში, მათ შორის მშვიდობის დამყარებისთვის. დეკ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის 1948 წელს შეიქმნა, მისი ფუნქციები თანდათან ევროკავშირმა იტვირთა. დასავლეთ ევროპულმა კავშირმა 2011 წლამდე იარსება.

28


ევროკავშირი და საქართველო

ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა ოფიციალურად ნიცის ხელშეკრულებით (2001) შეიქმნა. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის სტრუქტურა, ჩამოყალიბდა პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი, ევროკავშირის სამხედრო კომიტეტი და ევროკავშირის სამხედრო შტაბი. თავდაცვის პოლიტიკის შექმნამ საშუალება მისცა ევროკავშირს, ჩართულიყო საერთაშორისო უსაფრთხოების, მშვიდობის უზრუნველყოფისა და კონფლიქტის პრევენციის საკითხებში. უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბებამ გამოკვეთა ევროკავშირსა და ნატოს შორის თანამშრომლობის საჭიროება, რათა თავიდან აეცილებინათ ორგანიზაციებს შორის ფუნქციების აღრევა და სამხედრო შესაძლებლობების დუბლირება. ევროკავშირი - ნატოს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი, რომელიც „ბერლინი პლუსი“-ის შეთანხმებითაა ცნობილი, საბოლოოდ 2003 წლის მარტში ამოქმედდა. იგი დაეყრდნო 1999 წლის ვაშინგტონის სამიტის, 2000 წლის ნიცის ევროპული საბჭოსა და 2002 წლის ევროკავშირი-ნატოს ერთობლივი დეკლარაციის გადაწყვეტილებებს ***. 2009 წლის ლისაბონის ხელშეკრულებით, „ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა“ შეიცვალა „საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკით“. ლისაბონის ხელშეკრულებაში აგრეთვე ჩაიდო სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების პირობა, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების ერთობლივ მოქმედებას, თუ რომელიმე ქვეყანა არის ტერორისტული თავდასხმის, ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფის მსხვერპლი. ხელშეკრულებამ დასაბამი მისცა ე.წ. მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობა თავდაცვაში (PESCO) პლატფორმის ამოქმედებასაც. აღნიშნული მექანიზმი ქვეყნებს საშუალებას აძლევს, უფრო ღრმად ითანამშრომლონ ერთმანეთთან ევროპული თავდაცვითი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

6. ევროკავშირის როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში ცივი ომის დასრულების შემდგომ პერიოდში ევროკავშირისათვის სულ უფრო აშკარაა, რომ ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოების საკითხები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ევროპული უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა შეუძლებელია მეზობელი რეგიონების არასტაბილურობის პირობებში. ევროკავშირის უსაფრთხოების დღევანდელ გამოწვევებს უფრო მეტად გარე ფაქტორები განაპირობებს, ვიდრე შიდა. ამან განაპირობა მომიჯნავე რეგიონებში ევროკავშირის გაზრდილი ჩართულობის აუცილებლობა.

ევროკავშირი მშვიდობის უზრუნველყოფისა და სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებისათვის სხვადასხვა მიდგომას იყენებს. ამ კუთხით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები, როგორიცაა სამშვიდობო მისიები, დელეგაციები და სპეციალური წარმომადგენლობები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

***  „ბერლინი პლუსის“ საფუძველზე ევროკავშირმა მიიღო ნატოს ოპერაციული დაგეგმვის პროცესებში გარანტირებული ჩართვის უფლება, აგრეთვე ალიანსის ქონების, რესურსებისა და სამხედრო ძალების გამოყენების შესაძლებლობა.

29


6.1 ევროკავშირის მისიები ევროკავშირის მისიები ძირითადად ორიენტირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლიციის, სასამართლო და საბაჟო რეფორმების და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერა, სტაბილურობის უზრუნველყოფა, კრიზისების მართვა, სასაზღვრო მონიტორინგი, სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობა. გარდა ამისა, ევროკავშირი ახორციელებს მისიას ისეთი პრობლემის გადასაწყვეტად, როგორიცაა მეკობრეობა (EU NAFOR სომალში 2008 წლიდან). ევროკავშირის სამოქალაქო და სამხედრო ოპერაციები ფართო არეალს მოიცავს, ისინი ხორციელდება ევროპის, აზიის, აფრიკის ქვეყნებში, მაგალითად კოსოვოში, უკრაინაში, ლიბიაში, პალესტინაში, ავღანეთში, ინდონეზიაში, ნიგერიასა და სამხრეთ სუდანში. მიმდინარე და დასრულებული ოპერაციების რაოდენობა 30-ზე მეტია. საქართველოში ევროკავშირთან დაკავშირებულია ორი მისია: ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისია (EUJUST THEMIS), რომელიც 2005 წელს დასრულდა და მიმდინარე სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია (EUMM). EUJUST THEMIS იყო ევროკავშირის პირველი მისია კანონის უზენაესობის საკითხებში, რომელიც დაიწყო 2004 წლის 16 ივლისს და მის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის დახმარება სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის შემუშავებაში.მისიის ფარგლებში საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით ევროკავშირის ექსპერტები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობდნენ. საქართველოში ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია 2008 წლის 1 ოქტომბრიდან მოქმედებს. მისიის ძირითად მიზანს წარმოადგენს აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების მონიტორინგი. მისიაში ჩართულია 200-მდე დამკვირვებელი ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოდან. სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში. მისიას ასევე გააჩნია რეგიონალური ოფისები გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. მისია შემდეგ ამოცანებს ისახავს მიზნად:

არ დაუშვას საომარი მოქმედებების განახლება; ხელი შეუწყოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას; ხელი შეუწყოს კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენას; მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს და რეგიონის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელ სტრუქტურებს.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე ტერიტორიებს, სადაც მისია ახორციელებს სადღეღამისო პატრულირებას. მიუხედავად იმისა, რომ მისი მანდატი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, რუსეთი მისიას არ აძლევს საშუალებას, საკუთარი მანდატი საქართველოს მთელ ტერიოტორიაზე გაავრცელოს. EUMM-ის ყოფნა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, ამჟამად იგი წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ქვეყანაში, რადგან ეუთოს და გაეროს მანდატის გაგრძელებას რუსეთმა ვეტო დაადო 2008 და 2009 წლებში. 6.2 ევროკავშირის დელეგაციები და სპეციალური წარმომადგენლები საგარეო ქმედებათა სამსახურს გააჩნია 139 დელეგაცია და ოფისი, რომლებიც მოქმედებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. ევროკავშირის დელეგაცია ძირითადად წარმოდგენილია ერთ სახელმწიფოში, თუმცა ზოგიერთი მოიცავს რამდენიმე ქვეყანას ან რეგიონს. მათ გააჩნიათ წარმომადგენლობითი ფუნქციები და ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. გარდა ამისა, ევროკავშირს ჰყავს სპეციალური წარმომადგენელი კრიზისულ რეგიონებსა და ქვეყნებში ევროპის, აზიის და აფრიკის მასშტაბით. მათ მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის პოლიტიკის და ინტერესების ხელშეწყობა ამ რეგიონებში და მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში აქტიური როლის შესრულება*.

*  ამჟამად ევროკავშირს ჰყავს 9 სპეციალური წარმომადგენელი, რომლებიც მოქმედებენ ბოსნია-ჰერცოგოვინაში, კოსოვოში, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ცენტრალურ აზიაში, ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთში - სამშვიდობო პროცესის საკითხში, სომალის ნახევარკუნძულზე და ასევე საჰელის რეგიონში.

30


ევროკავშირი და საქართველო

31


32


ევროკავშირი და საქართველო

7. ევროპული სამეზობლო პოლიტიკა ევროკავშირმა სამეზობლოში რეგიონული თანამშრომლობის განვითარება 1990-იანი წლებიდან დაიწყო. ამ დროისათვის რეგიონული თანამშრომლობის პირველად მოდელს ევროპა-ხმელთაშუა ზღვის პარტნიორობის პროგრამა წარმოადგენდა. 2002 წელს ევროკომისია უკრაინასთან, ბელორუსსა და ხმელთაშუაზღვის სამხრეთ სანაპიროს ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივით გამოვიდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფორმირებას. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შემუშავება სამმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა: 1 2 3

ტერორიზმის საფრთხე და უსაფრთხოების საკითხებისადმი გაზრდილი მოწყვლადობა; 2004 წლის „დიდი გაფართოებით“ გამოწვეული ახალი რეალობა, ევროკავშირის შეცვლილი საზღვრები; არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ინსტრუმენტების განახლების საჭიროება.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკის შესახებ ინიციატივა თავდაპირველად მოიცავდა შემდეგ ქვეყნებს: უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, ალჟირი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, ლიბია, მაროკო, სირია, ტუნისი და პალესტინა. ინიციატივა საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე 2004 წლის ივნისიდან, საქართველოში მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ გავრცელდა. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განვითარების საწყის ეტაპზე ევროკავშირი იმედოვნებდა, რომ პროგრამაში მონაწილეობას რუსეთიც მიიღებდა. თუმცა 2003 წლის მაისის სანქტ-პეტერბურგის სამიტზე რუსეთმა უარი განაცხადა ევროკავშირის შემოთავაზებაზე, რის შემდეგ ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობები სხვა მიმართულებით წარიმართა. მხარეები შეთანხმდნენ შეექმნათ ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობის საერთო სივრცეები. სამეზობლო პოლიტიკის ფორმირების პროცესი 2004 წლისათვის დასრულდა. დღეისათვის ის 16 ქვეყანას - ბელარუსს, უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ალჟირს, ეგვიპტეს, ისრაელს, იორდანიას, ლიბანს, ლიბიას, მაროკოს, სირიას, ტუნისსა და პალესტინას - აერთიანებს. 7.1 სამეზობლო პოლიტიკის მიზნები და ინსტრუმენტები სამეზობლო პოლიტიკა ევროკავშირის ირგვლივ სამ მნიშვნელოვან და განსხვავებულ რეგიონში - ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში - უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განვითარებას ისახავს მიზნად. სამეზობლო პოლიტიკის მთავარ მიზანს ევროპის „ნორმატიული ძალის*“ მეშვეობით მისი სამეზობლოს ტრანსფორმირების ხელშეწყობა წარმოადგენს. აღნიშნული გულისხმობს, დემოკრატიული ღირებულებებისა და ინსტიტუტების განვითარების მეშვეობით ხელი შეუწყოს მის სამეზობლოში არასტაბილურობისა და მისი გამომწვევი მიზეზების, სიღარიბის, კორუფციის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მოწყვლადობის, საზოგადოების ნაწილის გაუცხოებისა და რადიკალიზაციის აღმოფხვრას. საამისოდ ევროკავშირი მეზობელ ქვეყნებთან ამყარებს „განსაკუთრებულ ურთიერთობებს“, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებას. 7.2 სამეზობლო პოლიტიკის ევოლუცია ევროპული სამეზობლო პოლიტიკა სამეზობლოში განვითარებული მოვლენების პარალელურად მუდმივ ევოლუციას განიცდის. პირველ ეტაპზე, 2002 - 2006 წლამდე პერიოდის განმავლობაში, სამეზობლო პოლიტიკის მთავარ ამოცანას 2004 წლის „დიდი გაფართოების“ შემდგომ სამეზობლოსთან საერთო უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ურთიერთანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბება წარმოადგენდა. ამ დროისათვის საჭირო იყო ევროპის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მისაღწევად გაფართოების პარალელური პროცესის განვითარება.

*  ევროკავშირი, როგორც ნორმატიული ძალა, დაინტერესებულია თავისი ღირებულებებისა და ნორმების გავრცელებით მის საზღვრებს გარეთ.

33


სამეზობლო პოლიტიკის ევოლუცია 2006-2010 წლებში 2006 წლიდან ევროკავშირი ცდილობს გააძლიეროს სამეზობლო პოლიტიკა. ამ პერიოდში ევროკავშირი ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უფრო მაღალი ხარისხის ეკონომიკური ინტეგრაცია, მობილობა, მიგრაციის მართვა, პოლიტიკური დიალოგი და კონფლიქტები. ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით სიახლეს წარმოადგენდა იდეა „სამეზობლოს ეკონომიკური გაერთიანების“ შესახებ, რომლის მიზანი ევროკავშირისთვის და მისი სამეზობლოსთვის საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნა იყო. საერთო ეკონომიკური სივრცე პარტნიორი ქვეყნებისთვის წახალისების მექანიზმი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეფორმებს წარმატებულად განახორციელებდნენ. 2008 წელს ჩამოყალიბდა თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები, რომლებიც მოიცავდა ერთობლივ მფლობელობას*, დიფერენცირებულობასა** და მოთხოვნაზე დამყარებულ დახმარებას. ამ პერიოდში სამეზობლო პოლიტიკის სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებები ფორმალურად ჩამოყალიბდა. 2009 წელს ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის შემუშავდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივა, ხოლო სამხრეთის მიმართულებით კი - „ხმელთაშუა ზღვის კავშირი“. აღმოსავლეთ პარტნიორობა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ სამეზობლოსთან უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას, ხოლო ხმელთაშუა ზღვის კავშირი კი შესაბამისად სამხრეთ სამეზობლოსთან ურთიერთობების გაღრმავებას. 2011 წლის განახლებული სამეზობლო პოლიტიკა 2011 წლის პირველ ნახევარში განვითარებულმა მოვლენებმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განახლების აუცილებლობა წარმოშვა. იმ დროისთვის რეგიონში არსებული გამოწვევები ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს: პირველი კატეგორია მოიცავს არასტაბილურობას სამხრეთით მდებარე სამეზობლოში: მოუგვარებული კონფლიქტები, თვითგამორკვევის ბრძოლები მაროკოსა და დასავლეთ საჰარაში, კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინას შორის, არაბული გაზაფხული და კრიზისი ეგვიპტეში, ლიბიასა და სირიაში. მეორე კატეგორია მოიცავს არალეგალურ მიგრაციას, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს, საერთაშორისო ტერორიზმსა და ენერგოუსაფრთხოებას. ამ მიმართულებებით ეფექტური მუშაობა იყო საჭირო, რის საფუძველზეც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადახედვის პროცესი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სამეზობლო პოლიტიკის განახლება არაბული ამბოხებების ფონზე მიმდინარეობდა, რამაც განაპირობა ევროკავშირის მიერ რეგიონში დემოკრატიის განვითარებაზე აქცენტის გაკეთება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დემოკრატიული ინსტიტუციების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების განვითარების აუცილებლობას. ევროკავშირმა ამ პროცესს მხარი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ინსტრუმენტის (Civil Society Neighborhood Facility) შექმნით დაუჭირა, რომლის მიზანი ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებაა. 2011 წლიდან სამეზობლო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახდა დადებითი პირობითობის („მეტი მეტისთვის“) პრინციპი, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივი ანგარიშვალდებულების პრინციპზე. ახალ მიდგომას პარტნიორ ქვეყნებთან, მათი მოტივაციის შესაბამისად, განსხვავებული ხასიათისა და ხარისხის ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობა უნდა შეექმნა. *  იხილეთ განმარტება 43 გვ-ზე. **  იხილეთ განმარტება 43 გვ-ზე.

34


ევროკავშირი და საქართველო

11 სექტემბერი 2001 წელი 35


„მეტი მეტისთვის“ „მეტი მეტისთვის“ პრინციპი გულისხმობს, რომ ევროკავშირის გაზრდილი მხარდაჭერა მისი მეზობლების მიმართ პირობითია, ანუ რაც უფრო სწრაფად და მეტად განიცდის პარტნიორი სახელმწიფო პროგრესს შიდა რეფორმების გატარების მხრივ, მით უფრო მეტ მხარდაჭერას იღებს ევროკავშირისგან. პარტნიორმა ქვეყნებმა პროგრესს უნდა მიაღწიონ შემდეგი მიმართულებებით:

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გამოხატვის თავისუფლება თავისუფალი მედია კანონის უზენაესობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უსაფრთხოების სექტორის რეფორმა

აღსანიშნავია, რომ ეს პრინციპი არ მოიცავს მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას*, არამედ პოლიტიკურ ასოციაციას, ევროკავშირის შიდა ბაზართან ეკონომიკურ ინტეგრაციასა და ევროკავშირის გაზრდილ მხარდაჭერას. იმ შემთხვევებში, რომლებშიც დაფინანსება არ წარმოადგენს საკმარის სარგებელს პარტნიორისთვის, ევროკავშირი იყენებს სხვა ტიპის წახალისების მექანიზმს, როგორიცაა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და სხვა ფორმის თანამშრომლობა. *  ევროკავშირმა მიიღო ორი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი - „Spring“ და „EaPIC“ - სამხრეთ და აღმოსავლეთ სამეზობლოში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად. ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი „მეტი მეტისთვის“ პრინციპის გამოხატულება იყო, რადგან ევროკავშირი ფინანსურად „აჯილდოვებდა„ პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც რეფორმებს წარმატებით გაატარებდნენ.

36


ევროკავშირი და საქართველო 2011 წლის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის შედეგად შემუშავდა პარნტიორი ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმების შეფასების ახალი მექანიზმი. ევროკავშირმა დაიწყო ზოგადი შეფასებისა და თითოეული პარტნიორის შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება, რომელიც ყურადღებას ამახვილებს, თუ რა პროგრესი განიცადა თითოეულმა პარტნიორმა ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. 7.3 2015 წლის განახლებული სამეზობლო პოლიტიკა 2015 წლის 18 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი კომუნიკე, რომელიც მოიცავს სამეზობლო პოლიტიკის განახლებულ ხედვას. განახლებული სამეზობლო პოლიტიკა ევროკომისიის პრეზიდენტის, იუნკერის ინიციატივითა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თხოვნით შემუშავდა. იგი ეფუძნება ფართო კონსულტაციების პროცესს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მთავრობები, ევროკავშირის ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. სამეზობლო პოლიტიკის განახლების საჭიროება წარმოშვა სამეზობლოში მიმდინარე გამოწვევებმა. მთავარ გამოწვევას უსაფრთხოების თვალსაზრისით მკვეთრად გაუარესებული გარემო წარმოადგენს. სამეზობლოში არსებული არასტაბილურობის ხარისხი, რიგ შემთხვევებში სახელმწიფო მექანიზმების ფაქტობრივი მოშლა, საფრთხეს წარმოადგენს საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის. საგულისხმოა „დაეშის“ („ისლამური სახელმწიფოს“) გაძლიერება, მიმდინარე კონფლიქტები, ექსტრემიზმი, ადამიანის უფლებების დარღვევა და ეკონომიკური სიდუხჭირე, რომელმაც ბიძგი მისცა მიგრაციის ახალ ტალღას და ლტოლვილთა კრიზისს ევროპაში. განსხვავებული სახის გამოწვევას წარმოადგენს სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების მექანიზმების ნაკლები ეფექტიანობა, რომელიც ძირითადად ევროკავშირის გაფართოების მოდელზეა მორგებული. მიდგომამ, რომელმაც ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნების წარმატებულ ტრანსფორმაციას შეუწყო ხელი, მსგავს შედეგს ვერ მიაღწია იმ ქვეყნებთან, რომელთაც რეფორმები ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინის გარეშე უნდა განეხორციელებინათ. განახლებული სამეზობლო პოლიტიკის მიზანი და თანამშრომლობის საერთო პრიორიტეტები განახლებული სამეზობლო პოლიტიკა მიზნად ისახავს უფრო ეფექტური პარტნიორობის მშენებლობას და ყურადღებას უთმობს არასტაბილურობის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას. ამ კონტექსტში ახალი სამეზობლო პოლიტიკა მხარს უჭერს რეგიონში ეკონომიკის განვითარებას, კონფლიქტების პრევენციასა და ადგილობრივი მოსახლეობის სამომავლო კეთილდღეობას. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განახლებული ხედვა პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის საერთო პრიორიტეტების საფუძველზე ურთიერთობების განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას. არასტაბილურობის მიზეზების აღმოფხვრის მიზნით თანამშრომლობის ხასიათსა და ინტენსივობას ამა თუ იმ ქვეყნისა და რეგიონის სპეციფიკა და პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკური ნება განაპირობებს. სამეზობლო პოლიტიკის ზოგად პრიორიტეტებად კომუნიკე შემდეგ მიმართულებებს გამოყოფს: ეკონომიკური განვითარება უსაფრთხოება მიგრაცია და მობილობა დემოკრატია, კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, საჯარო

ადმინისტრირება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ბაზართან ინტეგრაცია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეების შექმნით ტრანსპორტის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორების ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან დაკავშირებით კლიმატური ცვლილებების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება

37


ხმელთაშუა ზღვის კავშირი გეოგრაფიული არეალი

38


ევროკავშირი და საქართველო სამეზობლო პოლიტიკის ახალი ხედვის მიხედვით, იცვლება თანამშრომლობის მექანიზმების განხორციელების მონიტორინგის მეთოდოლოგია. წინა სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირი იყენებდა გაფართოების დროს მეზობელ ქვეყნებთან შემუშავებულ მეთოდოლოგიას, რაც გულისხმობდა ყოველწლიური ანგარიშების გამოქვეყნებას პარტნიორი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან დაახლოების მხრივ მიღწეული პროგრესის შესახებ. ახალი სამუშაო მეთოდოლოგია ყოველწლიური ანგარიშების გაუქმებას გულისხმობს. მის ნაცვლად თითოეული პარტნიორისთვის სპეციფიკური ანგარიშები მომზადდება, ხოლო რეგულარული, თემატური ანგარიშები დამატებით გააანალიზებს სამეზობლოში მიმდინარე ვითარებას. სამეზობლო პოლიტიკის ახალი ხედვა ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ და საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას მოიხსენიებს, როგორც ევროკავშირთან მაღალი ხარისხის ინტეგრაციის მოსურნე ქვეყნებს. ევროკავშირი გააგრძელებს პარტნიორ ქვეყნებთან ახალი სამეზობლო პოლიტიკის შესახებ დოკუმენტის განხილვას იმ მიზნით, რომ ერთობლივად განისაზღვროს ახალი პრიორიტეტები და ჩამოყალიბდეს სამომავლო ურთიერთობები. 7.4 ხმელთაშუა ზღვის კავშირი (UfM) ხმელთაშუა ზღვის კავშირი ოფიციალურად 2008 წელს შეიქმნა. იგი წარმოადგენს ბარსელონის* პროცესის გაგრძელებას და მიზნად ისახავს ევროკავშირსა და სამხრეთ სამეზობლოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. წარმოშობა იდეა პროექტის შესახებ 2007 წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს წარმოიშვა, როდესაც ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნიკოლა სარკოზიმ წარმოადგინა ინიციატივა ხმელთაშუა ზღვის კავშირის შექმნის შესახებ. მან აღნიშნა, რომ საჭირო იყო მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება ხმელთაშუა ზღვის ორივე მხარეს. პროექტის ძირითადი მიზანი იყო, წარმატებით გაგრძელებულიყო ბარსელონის პროცესი, რომელიც 1995 წელს ბარსელონის დეკლარაციაზე ხელის მოწერითა და ევროპა-ხმელთაშუა ზღვის პარტნიორობის (EMP) პროგრამის შექმნით განვითარდა. გეოგრაფიული არეალი ხმელთაშუა ზღვის კავშირი მოიცავს ევროკავშირის 28 წევრ სახელმწიფოსა და სამხრეთსა და ახლო აღმოსავლეთში მდებარე 15 პარტნიორ ქვეყანას (ალბანეთი, ალჟირი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, მავრიტანია, მონაკო, მონტენეგრო, მაროკო, პალესტინა, სირია (წევრობის სტატუსი დროებით შეჩერებულია), ტუნისი და თურქეთი). ლიბიას დამკვირვებლის სტატუსი აქვს, ხოლო არაბული ქვეყნების ლიგა ხმელთაშუა ზღვის კავშირის ყველა შეხვედრაში მონაწილეობს. მიზნები და პრინციპები ხმელთაშუა ზღვის კავშირის მთავარი მიზანია შეინარჩუნოს, გააგრძელოს და გააღრმავოს თანამშრომლობის პროცესი ევროკავშირსა და მის სამხრეთ სამეზობლოს შორის. ხმელთაშუა ზღვის კავშირის მთავარი ღირებულება სამხრეთ სამეზობლოსთან ერთად მშვიდობიანი მომავლის შენებაა, რომელიც ბარსელონის დეკლარაციაში დასახულ მიზნებს უკავშირდება, სახელდობრ, მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნას სამეზობლოში. ხმელთაშუა ზღვის კავშირი მიზნად ისახავს ევროკავშირსა და სამხრეთ პარტნიორებს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე ურთიერთობების განახლებას, უფრო მეტ ერთობლივ მფლობელობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას დამატებითი რეგიონული პროექტების მეშვეობით. *  ბარსელონის პროცესი 1995 წელს ბარსელონის დეკლარაციაზე ხელმოწერით დაიწყო, რომელმაც შემდგომ ევროპა-ხმელთაშუა ზღვის პარტნიორობის საფუძველი შექმნა. იგი მიზნად ისახავს ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარე ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

39


ერთობლივი მფლობელობა ერთობლივი მფლობელობა თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც პარტნიორებთან ურთიერთობების ყველა დონეზე გვხვდება. მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის კავშირს ერთობლივად ხელმძღვანელობს ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო და ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყანა. ერთობლივი ხელმძღვანელობის პრინციპი გამოიყენება მინისტრების დონის შეხვედრებზეც.

ორმხრივი ურთიერთობები ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში ევროკავშირი პარტნიორებთან ორმხრივ ხელშეკრულებებს დებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ასოცირების შეთანხმებებია, რომელთა ფარგლებშიც ევროკავშირი ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს მართავს სამხრეთ სამეზობლოსთან.

ბარსელონის დეკლარაციაში გაჟღერებულ მიზნებთან * ერთად ხმელთაშუა ზღვის კავშირის ფარგლებში ევროკავშირი პარტნიორებთან თანამშრომლობს ექვსი ძირითადი მიმართულებით. ესენია: 1 2. 3. 4. 5. 6.

ხმელთაშუა ზღვის ნაგვისაგან გაწმენდა და შემდგომი დანაგვიანების პრევენცია საზღვაო და სახმელეთო გზების მშენებლობა მოქალაქეთა დაცვის ინიციატივები ბუნებრივი კატასტროფების დროს ალტერნატიული ენერგიის სფეროში თანამშრომლობა (ხმელთაშუა ზღვის მზის ენერგიების გეგმა) უმაღლესი განათლება და კვლევა ევროპულ და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების უნივერსიტეტებში ხმელთაშუა ზღვის ბიზნესინიციატივები

7.5 აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთ განზომილებაა, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი ევროკავშირთან დაახლოვებასა და ინტეგრაციის ხელშეწყობას. წარმოშობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ოფიციალურად 2008 წელს გამოცხადდა. ინიციატივა წარადგინეს შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, კარლ ბილდტმა და რადოსლავ შიკორსკიმ. მათ ევროკავშირს შესთავაზეს ინტეგრაციული ინიციატივების განვითარება აღმოსავლეთით მდებარე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან, როგორიცაა საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი და სომხეთი. აღმოსავლეთ პარტნიორობა ოფიციალურად ამოქმედდა 2009 წლის 7 მაისს პრაღაში გამართულ სპეციალურ სამიტზე, რომელზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია იქნა მიღებული. * ბარსელონის დეკლარაციის მიზნებია:

1. თანამშრომლობა პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროებში

2. ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობა

3. სოციალურ და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა

40


ევროკავშირი და საქართველო

აღმოსავლეთ პარტნიორობა გეოგრაფიული არეალი

41


ამ ინიციატივის რეალიზება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია 2008 წელს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოში, რომელმაც გამოაშკარავა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის საპირწონედ აღმოსავლეთ სამეზობლოს ევროპასთან დაახლოების ქმედითი მექანიზმის შექმნის საჭიროება. 2008 წლის 1 სექტემბერს ევროკავშირის საგანგებო სესიამ მხარი დაუჭირა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამუშო გეგმის დაჩქარებული წესით შემუშავებას. ეს ომის პერიოდში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ცხადი მხარდაჭერა იყო. ხმელთაშუა ზღვის პროექტის იდეამ შექმნა საჭიროება, რომ ევროკავშირს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართაც შეემუშავებინა რეგიონალური პოლიტიკა*. აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების ევროპასთან დაახლოება ევროკავშირს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების პროცესის ნაწილად მოიაზრებდა. საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა იყო ევროკავშირის პასუხი აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში არსებულ გამოწვევებზე. ეს ძლიერი სოლიდარობის პოლიტიკური გზავნილი მიზნად ისახავდა რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას.

გეოგრაფიული არეალი

აღმოსავლეთ პარტნიორობა მოიცავს ევროპის მეზობელ 6 ქვეყანას - უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, სომხეთი აზერბაიჯანი და ბელარუსი.

მიზნები

აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგადი მიზანია მხარი დაუჭიროს უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განვითარებას 6 პარტნიორ ქვეყანაში. ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა იმ უნივერსალური ღირებულებების გაძლიერება, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, მდგრადი განვითარება და კარგი მმართველობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია ევროკავშირსა და 6 პარტნიორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ამ მიზნით ევროკავშირი მხარს უჭერს პარტნიორ ქვეყნებს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გატარებაში. ეს გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებლოვ ნორმებთან დაახლოებას. პარტნიორობის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში შემოიტანოს მრავალმხრივი ურთიერთობების კომპონენტი, რაც მანამდე მხოლოდ სამხრეთ მეზობლებთან ურთიერთობისას არსებობდა. პრინციპები ორმხრივი ანგარიშვალდებულება -ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების რეფორმების პროცესის მხარდაჭერა მათ მიერ ევროპული ღირებულებების პატივისცემას ეფუძნება. ესენია: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ძირითადი თავისუფლებები. ევროკავშირის მხარდაჭერა ეფუძნება პარტნიორების მზადყოფნას დაიცვან ეს ღირებულებები. *  ენერგოუსაფრთხოების კუთხით მუშაობის საჭიროება 2006 წელს რუსეთის მიერ უკრაინისთვის გაზის რესურსების გადაკეტვამ აჩვენა. ამჟამად რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად და ევროკავშირში ენერგოწყაროების დივერსიფიკაციისთვის რამდენიმე პროექტი განიხილება, როგორიცაა TAP (ტრანს-ადრიატიკის მილსადენი), TANAP (ტრანს-ანატოლიის მილსადენი) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტი (SCPX). ამ პროექტების ფარგლებში იზრდება საქართველოს მნიშვნელობა ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისთვის.

42


ევროკავშირი და საქართველო

დიფერენცირება - ევროკავშირი პარტნიორ ქვეყანასთან ავითარებს ურთიერთობებს იმის მიხედვით, თუ რამდენად მჭირდოდ სურს მას ევროკავშირთან ინტეგრაცია და რამდენად მზადაა განახორციელოს ამისთვის საჭირო რეფორმები. ევროკავშირს სურს ძლიერი და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა ექვსივე პარტნიორთან, თუმცა ამავდროულად პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკური ნებისა და მზაობის მიხედვით შესაძლებლად მიიჩნევს თითეულ მათგანთან ინტეგრაციის ხარისხის მიხედვით განსხვავებული მიდგომის განვითარებას. დღეისათვის ევროკავშირს ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატი საქართველოსთან, მოლდავეთსა და უკრაინასთან აქვს. დადებითი პირობითობა** - ევროკავშირი სთავაზობს პარტნიორ ქვეყნებს წამახალისებელ მექანიზმებს, რომელიც დამოკიდებულია ცალკეულ სფეროებში განხორციელებული რეფორმების პროგრესზე. ერთობლივი მფლობელობა - ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებთან განსახორციელებელი რეფორმების პაკეტს ერთობლივად შეიმუშავებს, რაც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნის საჭიროებების უკეთ გათვალისწინებას, ისევე როგორც განხორციელებაზე მათი პასუხიმგებლობის ხარისხის გაზრდას. ** იგივეა რაც „მეტი მეტისთვის“ პრინციპი

ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ქვეყნებთან თანამშრომლობა ორი განსხვავებული ფორმატით ვითარდება, რაც მოიცავს ორმხრივ და მრავალმხრივ მიმართულებებს. ორმხრივი მიმართულება გულისხმობს დიალოგს ევროკავშირსა და ცალკეულ პარტნიორ ქვეყანას შორის, რომლის ფარგლებშიც ღრმავდება ორმხრივი კავშირები კონკრეტული პრობლემების მოგვარების მიზნით. ორმხრივი მიმართულების გამოხატულებაა ასოცირების შეთანხმებები DCFTA-ის ჩათვლით. პარტნიორ ქვეყნებს აქვთ საერთო გამოწვევები, რომელთა მიმართებითაც საჭიროა საერთო მიდგომის შემუშავება გამოცდილების გაზიარების მეშვეობით. ამჟამად არსებობს ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ქმედითი ქსელი. იგი მოიცავს ექსპერტთა შეხვედრებსა და ოფიციალურ სამიტებს, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროკავშირის ინსტიტუტები და აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები მონაწილეობენ. მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატი უზრუნველყოფს ერთობლივ დიალოგს ევროკავშირსა და მის ექვსივე პარტნიორ ქვეყანას შორის საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარების მიზნით. ეს დიალოგი მიმდინარეობს ოთხი თემატური პლატფორმის ფარგლებში: 1. დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა 2. ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან მორგება 3. ენერგეტიკული უსაფრთხოება 4. ხალხთა შორის კონტაქტი

43


8. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება

2014 წლის 27 ივნისს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას*. ეს არის შემოთავაზება, რომელსაც არ გააჩნია ანალოგი, რადგან შეთანხმება ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს (DCFTA) და ეხება პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებს. აღნიშნული ხელშეკრულება მნიშვნელოვნად აღრმავებს ევროკავშირთან ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულება სამართლებრივად სავალდებულოა. საქართველოს პარლამენტმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება 2014წ. 17 ივლისს განახორციელა, ამავე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა შეთანხმების უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 70-80%). ბელგია იყო ბოლო წევრი ქვეყანა, რომლის პარლამენტმაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას გაუკეთა რატიფიცირება 2015 წლის 24 დეკემბერს. რატიფიცირების დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ ხელშეკრულება სრულად შევა ძალაში. 2013 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას წინ უძღოდა სამწლიანი მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ოფიციალურად განხილვა უფრო გვიან, 2011 წლის დეკემბერში დაიწყო. ასოცირების ხელშეკრულების ტექსტი მოიცავს პრეამბულას და პირობითად სამ ძირითად ნაწილს: პოლიტიკური თანამშრომლობა (კარი I-III; VIII) ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) (კარი IV) დარგობრივი თანამშრომლობა ( კარი V-VII). *  საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებების მხარედ ევროკავშირთან ერთად გამოდიან წევრი ქვეყნები და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებელი სამართლებრივი სტატუსი, ვინაიდან აღნიშნული შეთანხმება მოიცავს ისეთ სფეროებსაც, რომლებიც სცდება ევროკავშირის ექსკლუზიურ კომპეტენციას.

44


ევროკავშირი და საქართველო

ასოცირების ხელშეკრულებას ერთვის 4 ოქმი და 34 დანართი, სადაც მოცემულია ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივი აქტი, რომლებთანაც უნდა დაახლოვდეს საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა კონკრეტულად განსაზღვრულ ვადებში. ასოცირების შესახებ შეთანხმება არ უნდა გავიგოთ, როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მეორე მხრივ, ის არც წევრობის სანაცვლო შემოთავაზებას წარმოადგენს. ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და ევროპის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია სამომავლოდ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების მეტ შესაძლებლობებს მისცემს ქვეყანას. ასოცირების ხელშეკრულება ვრცელდება, ერთი მხრივ, ევროკავშირის და მეორე მხრივ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე, მათ მიმართ შეთანხმების ამოქმედება დაიწყება მას შემდეგ, რაც საქართველოს ექნება ამ ტერიტორიებზე ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა. შეთანხმების პოლიტიკური ნაწილი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ზოგადი პრინციპები (დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, საბაზრო ეკონომიკა და მდგრადი განვითარება), პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა: თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში (კონფლიქტის პრევენცია და კრიზისის მართვა; კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება; რეგიონული სტაბილურობა; საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მძიმე დანაშაულები; მასობრივი განადგურების იარაღი; ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა) და თავისუფლება, უსაფრთხოება და მართლმსაჯულება (პერსონალურ მონაცემთა დაცვა; თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში; პირთა გადაადგილება და რეადმისია; სამართლებრივი თანამშრომლობა; ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; უკანონო ნარკოტიკული საშუალებები; ფულის გათეთრება). ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად ასოცირების ხელშეკრულებაში ჩაიდო ცალკე მუხლი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების თაობაზე. ამ ნაწილში კიდევ ერთხელ გამოხატულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონფლიქტის შემდგომ რეაბილიტაციის და შერიგების ერთობლივ ძალისხმევას. ასევე აღნიშნულია 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების, არაღიარების პოლიტიკის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების, ადგილზე ქმედითი საერთაშორისო ჩართულობის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა. ასოცირების ხელშეკრულება აგრეთვე ითვალისწინებს მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას და დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზებას: ტრანსპორტი; ენერგეტიკა; გარემოს დაცვა; კლიმატი; სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკა და სამთო-მოპოვებითი საქმიანობა; ფინანსური მომსახურება; ტურიზმი; სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება; მეთევზეობა და საზღვაო მმართველობა; მომხმარებელთა პოლიტიკა; დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები; საზოგადოებრივი ჯანდაცვა; განათლება, სამოქალაქო თავდაცვა და სხვა დარგები. ამდენად, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები კონკრეტულ სარგებელს მიიღებენ, რაც გულისხმობს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ სტაბილურობას, სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, ენერგოეფექტიანობის გაზრდასა და განახლებადი ენერგორესურსების განვითარებას, უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკონომიკური განვითარების ის შესაძლებლობა, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ითვალისწინებს.

45


8.1 ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე (DCFTA) ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც გულისხმობს როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო ბარიერების აღმოფხვრას და არეგულირებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვები, სურსათის უვნებლობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. DCFTA -ით მოხდება ამჟამად არსებული GSP+ რეჟიმის ჩანაცვლება*. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. 2015 წლის წინასწარი მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მაჩვენებელი იანვარ-ოქტომბერში 29%-ია ხოლო ევროკავშირიდან იმპორტი 32% უდრის**. DCFTA-ის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ეხსნება ევროკავშირის უმსხვილესი ბაზარი, რომელიც მოიცავს 28 ქვეყანას, 500 მილიონზე მეტი მაღალი მსყიდველუნარიანობის მომხმარებლით. 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, DCFTA-ის ამოქმედება მოკლევადიან პერიოდში განაპირობებს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 1,7%-ით, ხოლო გრძელვადიან პერიოდში 4,3%-ით ზრდას. აგრეთვე მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტის 9%-ით, ხოლო იმპორტის 4,4%ით, ხანგრძლივ ვადაში ექსპორტის 12%-ით, ხოლო იმპორტის 7,5%-ით გაზრდას***. ასოცირების ხელშეკრულებით ევროკავშირში საქართველოდან იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე უქმდება ყველა სახის საბაჟო გადასახადი. თუმცა განსაზღვრულია შემდეგი 3 პირობა გარკვეული პროდუქციისთვის: *  2006 წლიდან საქართველო ევროკავშირთან სარგებლობს ე.წ. “პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით (GSP +), რომლიც ითვალისწინებს საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებას და ტარიფების ცალმხრივად შემცირებას 7200 სახეობის პროდუქტზე. GSP + არის მოკვლევადიანი და ექვემდებარება განახლებას 3 წელიწადში ერთხელ. DCFTA-ს მნიშვნელოვანი უპირატესობები გააჩნია, რამდენადაც გაუქმდება ტარიფები თითქმის ყველა პროდუქტზე, ის ასევე გულისხმობს ევროკავშირის შიდა ბაზართან საქართველოს ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას. ** http://www.geostat.ge/?action=page&p_id=136&lang=geo  ***  ECORYS & CASE “ Trade Sustainability Impact Assessment in Support of Negotiations of a DCFTA between the EU and Georgia and the Republic of Moldova” October 2012.

46


ევროკავშირი და საქართველო სატარიფო კვოტა ამ კატეგორიაში შედის მხოლოდ ერთი პროდუქტი - ნიორი. ერთი წლის განმავლობაში საბაჟო გადასახადის გარეშე იმპორტი განხორციელდება მხოლოდ 220 ტონა ნიორზე. ევროკავშირში „შესვლის ფასი“ - ადვალური გადასახადიდან თავისუფალი ეს მექანიზმი გულისხმობს, რომ 28 სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე მოქმედებს ევროკავშირში „შესვლის ფასი“, თუ საქართველოში წარმოებული პროდუქციის საინვოისო ფასი (გასაყიდი ფასი) ევროკავშირში შესვლისას დადგენილზე დაბალია, იმპორტიორი იხდის საბაჟო გადასახადს, თუ თანაბარია ან უფრო მაღალი, მაშინ თავისუფლდება „შესვლის ფასის“ მექანიზმისგან. გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი მოქმედებს სოფლის მეურნეობის და კვების გადამამუშავებელი პროდუქციის 277 სახეობაზე, რომლებზეც ევროკავშირმა დააწესა საქართველოდან იმპორტის ფიქსირებული მოცულობა. თუმცა ეს არ არის კვოტა და ექვემდებარება გადახედვას. თუ კალენდარული წლის დასაწყისიდან აღნიშნული კატეგორიის პროდუქტის იმპორტი მიაღწევს ფიქსირებული რაოდენობის 70%-ს , ევროკავშირი ატყობინებს საქართველოს, რომელმაც უნდა წარადგინოს არგუმენტირებული დასაბუთება, თუ რამ შეიძლება განაპირობოს ფიქსირებულ მოცულობაზე მეტი ოდენობის პროდუქტის იმპორტი ევროკავშირში, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება გადაჭარბებული რაოდენობის საქონლის ჩვეულებრივ შეტანა, საბაჟო გადასახადის გარეშე. DCFTA ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს უფრო მიმზიდველი ინვესტორებისთვის, გაზარდოს და დივერსიფიცირება გაუკეთოს ქართული პროდუქციის ექსპორტს, დაეხმაროს ბიზნესკომპანიებს განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში. DCFTA ითვალისწინებს რეფორმებს შემდეგ სფეროებში: ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში; სანიტარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებები (სურსათის უვნებლობა); მომსახურებით ვაჭრობა; საქონლით ვაჭრობა; სახელმწიფო შესყიდვები; ინტელექტუალური საკუთრება; კონკურენცია; საბაჟო სფერო. რეფორმების ვადები ისე განისაზღვრა, რომ გარდამავალი ეტაპი შედარებით უმტკივნეულოდ განხორციელდეს. მაგალითად, საწარმოო პროდუქტების, საჯარო შესყვიდვებისა და მომსახურების რეგულირების სფეროში სტანდარტების დაკმაყოფილებისათვის რვაწლიანი ვადაა დადგენილი. DCFTA-ის წარმატებით განხორციელების მიზნით 2014 წლის 28 ივლისს დამტკიცდა ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის 2014-17 წლების სამოქმედო გეგმა. გარდა ამისა, ევროკავშირი საქართველოს ფინანსურ, ტექნიკურ და პოლიტიკურ დახმარებას გაუწევს ასოცირების ხელშეკრულების, მათ შორის DCFTA განსაზღვრული შესაძლებლობების სრულად და ეფექტიანად გამოყენების ხელშეწყობის მიზნით. 8.2 ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ინსტიტუციური ხელშეწყობა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ზედამხედველობის და მონიტორინგის მიზნით შეიქმნა ასოცირების საბჭო, რომელიც რეგულარულად იკრიბება მინისტრების დონეზე, მინიმუმ წელიწადში ერთხელ. გარდა ზედამხედველობისა, ასოცირების საბჭო განიხილავს შეთანხმების ფარგლებში წამოჭრილ ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხს. ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა საქართველომ და ევროკავშირმა 2015 წლის 16 ნოემბერს გამართეს. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა ასოცირების კომიტეტი (მინისტრის მოადგილეების დონეზე), რომელიც ეხმარება ასოცირების საბჭოს მოვალეობების შესრულებაში. ასოცირების კომიტეტი ასევე პერიოდულად შეიკრიბება სპეციალური შემადგენლობით, რათა განიხილოს ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები (DCFTA).

47


ასოცირების კომიტეტს დახმარებას უწევენ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე შექმნილი თემატური ქვეკომიტეტები, რომლებიც იკრიბებიან საჯარო მოხელეების დონეზე და განიხილავენ კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს. ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე აზრთა ურთიერთგაცვლის მიზნით, ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ შეიქმნა საპარლამენტო ასოცირების კომიტეტიც. ასოცირების ხელშეკრულებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობასა და ჩართულობას შეთანხმების განხორციელების პროცესში. ამ მიზნით შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს ფორუმს შეხვედრისათვის და აერთიანებს ევროკავშირის და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმას შეუძლია რეკომენდაციები მისცეს ასოცირების საბჭოს.

9. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს მოქალაქეთა გადაადგილების ხელშეწყობას, შეთანხმებაში ხაზგასმულია შესაბამის ეტაპზე უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობა კარგად მართულ და უსაფრთხო გარემოში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არის დამოუკიდებელი პროცესი, რომელიც 2012 წლიდან მიმდინარეობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ე.წ. სავიზო დიალოგის ფარგლებში. 2011 წელს ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმების გამარტივების შესახებ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისთვის გამარტივდა სავიზო პროცედურები, შემცირდა ან გაუქმდა ვიზის საფასური. ევროკავშირთან საბოლოოდ უვიზო რეჟიმის მისაღწევად საქართველოს განესაზღვრა განსახორციელებელი ღონისძიებები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით, რომელიც 2013 წლის თებერვალში გადაეცა. იგი ითვალისწინებდა საკანონმდებლო და იმპლემენტაციის ეტაპებს (I და II ფაზა) და შეეხებოდა შემდეგ საკითხებს:

დოკუმენტების უსაფრთხოება

საზღვრის მართვა, მიგრაცია, თავშესაფრის პოლიტიკა

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (ორგანიზაციული დანაშაულის, ნარკოტიკების,

კორუფციის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა, პერსონალური მონაცემების დაცვა) საგარეო ურთიერთობები და ფუნდამეტური უფლებები (ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, უმცირესობათა უფლებები).

ამჟამად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებიდან მხოლოდ მოლდოვა სარგებლობს შენგენის წევრ და კანდიდატ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით (2014 წლიდან). 2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა პოზიტიური დასკვნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე. უვიზო რეჟიმის საბოლოოდ ამოქმედებამდე საჭიროა ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ევროკავშირის სავიზო რეგულაციაში (N539/2001) ცვლილება შევა. ეს გარკვეულ ვადებს მოითხოვს, ამდენად საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ მიმოსვლა სავარაუდოდ 2016 წლის მეორე ნახევარში გახდება შესაძლებელი.

48


ევროკავშირი და საქართველო

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ფარგლებში (ევროკავშირის 22 წევრი და 4 არაწევრი ქვეყანა - ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია) და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში (ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია). ეს არ შეეხება ევროკავშირის მხოლოდ 2 ქვეყანას: დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას.

49


უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც გააჩნია ბიომეტრიული პასპორტი, თავისუფლად განახორციელოს მოკლევადიანი ვიზიტები ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში სხვადასხვა მიზნით, იქნება ეს მკურნალობა, სამეცნიერო ან კულტურული ღონისძიებები, მოკლევადიანი სასწავლო ან გაცვლითი პროგრამები, ტურისტული ვიზიტები და სხვ. აღნიშნული მოკლევადიანი ვიზიტები არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. ამდენად მუშაობის, განათლების ან სხვა მიზნით ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში უფრო ხანგრძლივი ვადით გაჩერებისათვის საქართველოს მოქალაქეებს კვლავ დასჭირდებათ ვიზა. სასაზღვრო პუნქტთან, გარდა ბიომეტრული პასპორტისა, რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების პერიოდისთვის არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები, შეიძლება მოითხოვონ შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტი სამოგზაურო დაზღვევა უკან დასაბრუნებელი ბილეთი სასტუმროს ჯავშანი

აღნიშნული საბუთები საკმარისია ტურისტული ვიზიტებისთვის. სხვა დოკუმენტებიდან შესაძლოა საჭირო იყოს მოწვევა ან პროგრამა რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევაში; სამკურნალოდ გამგზავრებისას იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც საქართველოს მოქალაქე გეგმავს მკურნალობას ან საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია წევრ ქვეყანაში მკურნალობის ჩატარების თაობაზე; აგრეთვე მიმღები პირის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ნათესავების ან მეგობრების მონახულების მიზნით გამგზავრებისას. დაშვებულ ვადაზე მეტხანს არალეგალურად გაჩერების შემთხვევაში დამრღვევს შეეზღუდება ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნა 5 წლის პერიოდით, ამის სანაცვლოდ შეიძლება გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე.

50


ევროკავშირი და საქართველო

10. ევროკავშირის პოზიცია მსოფლიო რეიტინგებში

51


ევროკავშირის წილი მსოფლიო ვაჭრობაში - საქონლისა და კომერციული სერვისების ვაჭრობა 2013 (მილიარდი ევრო)

3

2,5

2

1,5

1

0,5

0

ევროკავშირი

აშშ

ჩინეთი

2,188

2,079

1,716

750

468

2,415

1,688

1,817

648

506

იმპორტი

ექსპორტი

მილიარდი ევრო (2013)

მილიარდი ევრო (2013)

იაპონია

სამხრეთ კორეა

წყარო: ევროკომისია ევროკავშირს 500 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი აქვს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარია გამჭირვალე წესებითა და რეგულაციებით.

52


ევროკავშირი და საქართველო

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2004 წელს ევროკავშირში შესული ქვეყნებისთვის

ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც 2004 წელს გაწევრიანდნენ

2004 წლის მონაცემები მშპ/ერთ სულ მოსახლეზე (დოლარი)

2014 წლის მონაცემები მშპ/ერთ სულ მოსახლეზე (დოლარი)

1

ლიტვა

6,706.8

16,444.8

2

ლატვია

6,746.1

16,037.8

3

ესტონეთი

8,849.3

19,719.8

4

ჩეხეთი

11,667.6

19,553.9

5

პოლონეთი

6,639.9

14,422.8

6

სლოვაკეთი

10,671.3

18,416.5

7

სლოვენია

17,260.9

23,962.6

8

უნგრეთი

10,206.3

13,902.7

9

მალტა

14,064.2

22,776.2 (2013)

10

კვიპროსი

23,578.4

27,194.4

წყარო: მსოფლიო ბანკი

53


საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირის ქვეყნებთან (მლნ ევრო)

3000

2500

2000

1500

1000

500

0 2004

2005

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

611

684

930

1112

1260

939

1228

1609

2069

2031

1909

314

276

474

459

736

517

567

614

583

667

662

იმპორტი

წყარო: Eurostat

54

ექსპორტი


ევროკავშირი და საქართველო

ბულგარეთი

რუმინეთი

ლატვია

ხორვატია

უნგრეთი

პორტუგალია

მალტა

სლოვაკეთი

პოლონეთი

ლიტვა

ესტონეთი

კვიპროსი

საბერძნეთი

ჩეხეთი

ესპანეთი

იტალია

სლოვენია

ფინეთი

ლუქსემბურგი

ბელგია

ავსტრია

საფრანგეთი

დიდი ბრიტანეთი

შვედეთი

ირლანდია

დანია

გერმანია

ჰოლანდია

ევროკავშირის ქვეყნები ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით (2014)

ადამიანის განვითრების ინდექსი წარმოადგენს ქვეყნის განვითარების ინდიკატორს და გამოითვლება სამი მთავარი მაჩვენებლით, როგორიცაა განათლების დონე, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. წყარო: UNDP

გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი 2015 (Global Gender Gap Index) 2015 წლის გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი 145 ქვეყანას აფასებს ქალთა ჩართულობის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და პოლიტიკურ აქტივობებში. გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსის პირველ ხუთეულს ევროპის ქვეყნები იკავებენ. საქართველო ამ ინდექსში 82-ე ადგილს იკავებს.

1.ისლანდია

2.ნორვეგია

3.ფინეთი

4.შვედეთი

5.ირლანდია

წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum)

55


სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი მსოფლიოში (2013)

იაპონია

83.4

ესპანეთი

83.2

შვეიცარია

82.9

იტალია

82.8

საფრანგეთი

82.3

ავსტრალია

82.2

ისრაელი

82.1

ისლანდია

82.1

შვედეთი

82.0

ლუქსემბურგი

81.9

წყარო: გაეროს მონაცემთა ბაზა

56


ევროკავშირი და საქართველო

დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი ევროკავშირში

მიზანი

ქალი

მამაკაცი

20-64 ასაკის დასაქმებული მოსახლეობის პროცენტი

წყარო: Eurostat

57


საშუალო წლიური ხელფასი (მიმდინარე ფასებში)

ავსტრია

წყარო: OECD.Stat

58

ბელგია

ესტონეთი

საფრანგეთი

გერმანია

სლოვაკეთი

იტალია

ლუქსემბურგი




Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.