თეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, საზღვარგარეთ პირველი ქართული მართლმა-დიდებელი-პარიზის წმ. ნინოს ეკლესიის დამაარსებელი და მოძღვარი, ცნობილი ორიენტალისტი გრიგოლ ფერაძე დაიბადა საქართველოში(1899), სწავლობდა გერმანიაში, მღვდლად ეკურთხა ინგლისში, მღვდელმსახურობდა საფრანგეთში, პედაგოგობდა გერმანიასა და პოლონეთში, სამეცნიერო კვლევებს აწარმოებდა იერუსალიმში, რუმინეთში, ბულგარეთში, პალესტინაში და ბოლოს 42 წლის ასაკში აღესრულა მოწამებრივი სიკვდილით პოლონეთში, ოსვენციმის ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში, ისე რომ აუხდენელ ოცნებად ექცა სამშობლოში დაბრუნება.
საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო მისი შრომების ხსენებაც კი და ამიტომ ჩვენში დღემდე ბევრმა არც კი იცის ამ დიდებული პიროვნების შესახებ, ბევრს იგი კათოლიკე ჰგონია, მაგრამ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს სინოდის მიერ წმინდანად შერაცხული არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე სულით და ხორცით მართლმადიდებელი იყო, რაც გამოსჭვივის კიდევაც მისდამი მიძღვნილი ტროპარიდან და ყოველი მისი შრომიდან.
წმ.გრიგოლ ფერაძის საზოგადო