მარკეტინგული კომუნიკაციები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დისციპლინაა და მისი გაცნობა საშუალებას მისცემს არა მარტო ბიზნესით დაინტერესებულ პირებს, არამედ ყველას, ვინც რაიმე საქმიანობითაა დაკავე-ბული, ადვილად მონახონ მათი საქმიანობის არსის, მომხმარებლამდე ეფექტურად მი-ტანის გზები. მარკეტინგული კომუნიკაციები – ესაა უნივერსალური, დარგთაშორისი ენა, რომელიც აკავშირებს მწარმოებელს მომხმარებელთან და ამ ენის ცოდნა ყველა-ნაირ საქმიანობაში წარმატების საწინდარია.
ესაა ლექციების კურსი `ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში~, რომლის საბაკალავრო პროგრამაც გათვლილია 3 წელზე და შედგება 3 წიგნისგან. ეს წიგნები წარმოადგენენ სახელმძღვანელოს სტუდენტებისათვის, რომლებიც ნამდვილად განიც-დიან ამ თემაზე, ქართულ ენაზე დაწერილი ლიტერატურის ნაკლებობას. სწორედ ეს იყო ყველაზე ძლიერი იმპულსი ამ სახელმძღვანელოს შექმნისა. ამავდროულად, მასალების გაცნობა არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, ადვილად იკითხება და იგი გასაგები იქნება მკითხველთა ფართო წრისათვის.