`სარეკლამო კომუნიკაციები~ წარმოადგენს `მარკეტინგული კო-მუნიკაციების~ პირველი წიგნის – `რეკლამის ისტორიის~ – გაგრძელებას. პირველი წიგნის დანიშნულებაა მკითხველს შეუქმნას სრული შეხედულება რეკლამის წარმოშობაზე, განვი-თარებაზე, ტენდენციებსა და მეთოდებზე. მასში განხილულია სარეკლამო ბიზნესში ცნო-ბილი პიროვნებების, ფირმების და ბრენდების ისტორია, მარკეტინგული და სარეკლამო სტრატეგიები, წარმატებები, შეცდომები, მარკეტინგული ომები; ასევე, მოტანილია პრაქ-ტიკული მაგალითები. მეორე წიგნში – `სარეკლამო კომუნიკაციები~ – დაწვრილებითაა განხილული სარეკლამო ბიზნესი, მისი მონაწილეები: რეკლამის დამკვეთი, შემსრულე-ბელი და პროდუქციის მომხმარებელი. მოკლედაა აღწერილი სარეკლამო კომუნიკაციის მოდელები, რეკლამის ცალკეული სახეობები: AთL, BთL რეკლამა, სატელევიზიო-, რადიო-, გარერეკლამა, რეკლამა პრესის საშუალებებში, Pღ-ღონისძიებები, რეკლამა სავაჭრო ადგილებში, დღითიდღე მზარდი ინტერნეტრეკლამა, მათი შექმნის მეთოდები. განხილუ-ლია ბრენდის შექმნის საკითხები. მოყვანილია პრაქტიკული მაგალითები, ე.წ. ბიზნეს-სიტუაციები (ქეისები).