ჩვენს შესახებ
ვინ ვართ ჩვენ? აკადემიის საქმიანობის მიმართულებები
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემია საქმიანობას ორი ძირითადი მიმართულებით ავითარებს: 1. ზრდასრულთა განათლება (მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების უწყვეტი სისტემა) ტრეინინგები, სამუშაო შეხვედრები, სემინარები, მასტერ-კლასები, კონფერენციები, სიმპოზიუმები და სხვა სასწავლო ხასიათის პროექტები, რომლის შედეგადაც ვითარდება კონკრეტული მიმართულების ცოდნები, უნარ-ჩვევები და ზოგადად კომპეტენციები/დამოკიდებულებები; 2. პროფესიული განათლება - პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერა. საკუთარი, მიზნობრივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განავითარება, ისევე, პროფესიული განათლების მიმართულებით, არაფორმალური განათლების აღიარების პროცესებში ჩართულობა სამიზნე ჯგუფები, ვისზეც მიმართულია აკადემიის სერვისები: აკადემიის სერვისები ხუთ ძირითად სამიზნე ჯგუფზეა მიმართული. თითოეულ მათგანს აკადემია კონკრეტულ, ექსკლუზიური სერვისების პაკეტებსა და გადაწყვეტილებებს სთავაზობს: ბიზნეს სექტორი - მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნეს-კომპანიები, მეწარმეები და ბიზნესის სფეროში დასაქმებული პროფესიონალები. ბიზნეს სექტორის რესურსების გაძლიერება - ორგანიზაციული და ადამიანური შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერა - ეს აკადემიის უმთავრესი ამოცანა და ძირითადი სტრატეგიული მიმართულებაა; საერთაშორისო ორგანიზაციები და პროექტები - ბიზნესის სფეროს შესაძლებლობების განვითარების, ისევე როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ორგანიზაციების ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების განვითარების მხრდაჭერაზე მიმართული აქტივობების რეალიზების მიზნით აკადემია საერთაშორისო ორგანიზაციებს, უცხოეთის სამთავრობო მიზნობრივ პროგრამებს, საერთაშორისო პროექტებს სხვადასხვა მიმართულების სერვისებსა და გადაწყვეტილებებს სთავაზობს. სახელმწიფო ინსტიტუციების შესაძლებლობების განვითარება და ზოგადად სახელმწიფო სექტორში დასაქმებული პირების პროფესიული ცონებისა და უნარჩვევების განვითარების ხელშეწყობა. ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ბიზნესი ვერ განვითარდება, თუ სახელმწიფო სერვისები, პოლიტიკები და ზოგადად კანონმდებლობა და პროცედურები არ იქნება მოქნილი და დახვეწილი. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებული პროფესიონალების არსებული პროფესიული ცოდნის დონის კიდევ უფრო ამაღლება, საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა და განვითარება, საერთაშიროსო საუკეთესო პრაქტიკების, გამოცდილებების გაზიარება, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის აქტიური დიალოგის განვითარება - ეს ის მიმართულებებია, სადაც აკადემია სხვა, აქტიურად მიმართავს ბიზნესის კუთხით არსებული საჭიროებების ჭრილში და ბიზნესიდან დანახული აუცილებელი გარემოებების გათვალისწინებით.
სტუდენტები და ზოგადად ახალგაზრდა თაობა.–სტუდენტების პროფესიული ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების განვითარება აკადემიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტთაგანია. ჩვენ ზუსტად ვიცით რა სჭირდება ბიზნესს, ჩვენ ზუსტად ვიცით როგორი კომპტენციების მომავალ თანამშრომლებს საჭიროებენ ბიზნეს კომპანიები და მეწარმე სუბიექტები. ამ ორი მხარის ინტერესების დაახლოება, ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრებისა და დოქტორანტების მაქსიმალურად ხელშეწყობა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი პროფესიული ცოდნებისა და უნარ-ჩვევების, საკუთარი კომპეტენციების განვითარება. ნებისმიერი პროფესიონალი, რომელის მიზანსაც წარმოადგენს მუდმივად მიიღოს პრაქტიკული ცოდნა, არსებული გამოცდილებები სრულყოს პრაქტიკული მიმართულებით, ნებისმიერი ვისაც სურს დასაქმება ან არსებული საქმიანობის შეცვლა ან თუნდაც უფრო მეტი წარმატებების მიღწევა.
ჩვენს ძირითადი მიზნები და ამოცანები
GCCI ACADEMY ზემოთხსენებული სამიზნე ჯგუფების და სერვისების განსახორციელებლად ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავებული საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით, დარგის ყველაზე კომპეტენტური, პროფესიონალი ექსპერტებისა და სპეციალისტების, ასევე აკადემიის პროფესიონალი და გამოცდილი გუნდის ჩართულობით ისეთ სერვისებს გთავაზობთ როგორიცაა: ბრენდირებული ტრეინინგები; საშუალო და გრძელვადიანი მიზნობრივი სასერტიფიკატო პროგრამები თემატური სემინარები; „MASTER CLASS“-ები - საერთაშორისო და ადგილობრივი, დარგის წამყვანი ექსპერტების ჩართულობით; თემატური კონფერენციები, სიმპოზიუმები და ფორუმები; დისკუსიები, „World Caf“-სა და მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები; მიზნობრივი კურსები; თემატური დღეები; Ted სესიები; ქმედებაში სწავლება; ტექნიური თემატური დღეები; კვლევითი პრეზენტაციები; სხვა აქტოვობები, რომლის მიზანიც კონკრეტული მიმართულებით, პრაქტიკული ცოდნის მიღება, უნარ-ჩვევების განვითარება და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებაა.
აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:
კომპეტენციების განვითარების მიმართულებით:
სერვისებისა და კომუნიკაციის განვითარება მენეჯმენტი მარკეტინგი
PR - საზოგადოებასთან ურთიერთობა
უნარ - ჩვევების განმავითარებელი მიზნობრივი პროგრამები
HRM - ადამიანური რესურსების მართვა ფინანსები ბიუჯეტირება აუდიტი ხარისხის კონტროლის სისტემები შესყიდვები - ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკული სამართლებრივი მიმართულებები, კონტრაქტების /სახელშეკრულებო მიმართულება
მათ
შორის
Soft და Hard უნარების განმავითარებელი სპეციალური პროგრამების პაკეტები ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით: o
o
o o
o o
ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესებში ჩართვა, თანამონაწილეობა და დახმარება შედეგების მაღალეფექტიანობის უზრუნველსაყოფად; შემუშავებული ორგანიზაციული სტრატეგიებისა და განხორციელების სამოქმედო გეგმების ანალიზი, შეფასება და სტრატეგიით გათვალისწინებულ მიზნების მიღწევაში დახმარება; ორგანიზაციული კვლევები, პროცესებისა და პროცედურების ანალიზი; ინსტიტუციაზე მორგებული შიდა ორგანიზაციული პროცესებისა და პროცედურების დიზაინის შემუშავება, მათი დანერგვა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობა: ორგანიზაციის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯმენტის კონსულტირება და სტრატეგიული მენეჯმენტისა და მართვის სისტემების აწყობა; ორგანიზაციების ინსტიტუციური და შესაძლებლობის განვითარებაზე მიმართული სხვა სახის საერთაშორისო დონის პროექტების განხორციელება (მათ შორის დარგის საერთაშორისო ექსპერტებისა და სპეციალისტების თანამონაწილეობით - ორგანიზაციის დაკვეთისა და ასეთის საჭიროების შემთხვევაში).
ორგანიზაციული მიმართულებით: o o
o o o o
o o
და
ადამიანური
რესურსების
განვითარების
ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების კვლევები და ანალიზი; ადამიანური და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარების გზამკვლევების/ Road Map -ების, პროფესიული და კარიერული განვითარების სტრატეგიების შემუშავება; შიდა ორგანიზაციული ტრეინინგების საჭიროებების კვლევებისა და შეფასებების განხორციელება/ანალიზი; ადამიანური რესურსების თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვის მიზნით, შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება; ადამიანური რესურსების თანამედროვე მართვის ელემენტების დანერგვა, პროცესებისა და ქვეპროცესების აწყობა და ბიზნეს-პროცესების დანერგვა; საქმიანობის (ბიზნეს) პროცესების, პროცედურების განხორციელების, ტექნოლოგიური სქემების, Road Map -ებისა და სახელმძღვანელო მანუალების შემუშავება; ორგანიზაციებში საკადრო პოლიტიკების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ატესტაციებისა და კონკურსების სრული პროცედურული ციკლის ორგანიზება და ადმინისტრირება;
o
o
o
o
ახალი კადრების შესარჩევის პროცესების ორგანიზება და ადმინისტრირება. მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული მეთოდოლოგიებისა და საქართველოს რეალობაზე ადაპტირებული სხვადასხვა მიმართულების ინსტრუმენტებისა და სისტემების გამოყენებით; ორგანიზაციაში არსებული და ახალი საკადრო რესურსების პროფესიული შესაძლებლობების ანალიზი და შეფასება. შეფასების შედეგების გათვალისწინებით, მათი კარიერული და პროფესიული განვითარების პროფილებისა და გზამკვლევების შემუშავება; ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის ორგანიზაციული პოლიტიკების, ხედვების შემუშავება, ჩამოყალიბება დანერგვა და განვითარება; ადამიანური რესურსების საქმიანობის შედეგების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა მიმართულების სისტემების დანერგვა. შესაბამისი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელება.
„გახდი პროფესიონალი, პროფესიონალები მართავენ!“ ჩვენ ვქმნით ოქროს სტანდარტს!