Love & Respect კონკურსი

Page 1

ესსე იქედან გამომდინარე რომ მომავალი სოციოლოგი ვარ, საზოგადოება ყოველთვის დაკვირვების საგანი იყო ჩემთვის და ესეც რომ არა, ნებისმიერი მათემატიკოსი ან ამ საკითხთან შეუსაბამო პროფესიის ადამიანიც კი იგრძნობს და დაფიქსირებს არსებულ მდგომარეობას ურთიერთობებთან დაკავშირებით...და ჩნდება ეჭვი, რომ ადამიანები სიყვარულით კი არ ცხოვრობენ, არამედ არსებობენ ბინძურ რეალობაში, რომელიც ვირტუალურმა ურთიერთობებმა, ურბანული ქალაქებისთვის დამახასიათებელმა სიცივემ საზოგადოებებს შორის, მობილურზე დამოკიდებულებამ და ნატურალური, ადამიანური სამყაროსგან მოწყვეტამ წარმოქმნა და რომელიც თვით კაცთა მოდგმამ დაამკვიდრა, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ “ინიტერნეტის თაობა“ ვართ...როგორ შეიძლება ჯანსაღ ურთიერთობებზე ვისაუბროთ, როცა თვალს ვხუჭავთ ათასგვარ ბოროტებაზე, არ გვტკივა ერთმანეთის ტკივილი თუმცა პირფერულად თანავუგრძნოთ, რაც შეურაცხყოფს ურთიერთობებს ადამიანთა შორის. ჩემი აზრით, ურთიერთობების უმეტესობა უკვე ძალდატანების ასპექტში უნდა განვიხილოთ და ვიგულისხმოთ, როგორც გარკვეული სარგებელის მოტანაზე (კარიერული წინსვლა, საზოგადოების თვალში „მაგარ ტიპად“ გამოჩენა, დროის გაყვანა და ა.შ) ორიენტირებული ქმედება. ხშირად მიმსჯელია ამ საკითხზე და ვფიქრობ, რომ ჩემ მიერ დაწერილი ლექსიდან ამონარიდით უკეთ გადმოვცემ ნაგულისხმევს : ...

„რად მაქვს იმედი მაშინ, როდესაც ადამიანნი ამ ქვეყანაზე გულახდილებად იბადებიან, მაგრამ ბოლოს კი სულელთაგან მხოლოდ „ჭკვიანნი“ მატყუარებად, პირფერებად პირქვე კვდებიან ეფერებიან ვითომ საძმოს ვაი-ვაგლახით, თავის მოყვარეს ზურგსუკანაც ემტერებიან, როს თვალი-თვალში გაუყაროს, მზარავ ხარხარით, სათნო ღიმილით და ტკბილი სიტყვით ეგებებიან...“ ...

დიახ, სამწუხაროდ ასეთი მდგომარეობაა დღეს, თითქოს ვმეგობრობთ, ვახლობლობთ, გვიყვარს და ნამდვილი გვგონია, მაგრამ საჭიროა გამოჩნდეს ელემენტარული პრობლემა და ერთმანეთისგან განდეგილები ვხდებით. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს გამონაკლისები, რომლებიც კბილებით მიათრევენ ერს გარდაცვალებიდან სიცოცხლისკენ, მგრამ სამწუხაროდ იშვიათია, იმდენად იშვიათი, რომ ცალკეული მაგალითების მოყვანაც კი შეიძლება. მოცემული საკითხი საკმაოდ მასშტაბურ პრობლემას წარმოადგენს და ეს იქედანაც სჩანს, რომ აღარ არის მიმოსვლა ხალხთა შორის, მაგალითად მეზობლებთან, ნათესავებთან. ეს ყველაფერი ერთმხრივ ურბანიზაციამ და დღის დატვირთულმა რეჟიმმაც განაპირობა, თუმცა საბედნიეროდ საქართველოში კიდევ შევხვდებით ისეთ ოჯახებსა და საზოგადოებებს, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან კონტაქტში ერთმანეთთან. შეიძლება ითქვას, რომ ეს ასულდგმულებს ჩვენს საზოგადოებას.


ვინაიდან ისეთ ასაკობრივ ჯგუფს მივეკუთვნები, რომლისთვისაც საკმაოდ აქტუალურია სასიყვარულო ურთიერთობები, აქცენტს გდავიტან სწორედ ამ საკითხზე და ვიტყვი, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ჩვენს თაობას არ ეხება, მეტიც, ადრე უფრო აქტუალური იყო ეკონომიკური სიძლიერის მიხედვით ადამინაების „შეყვარება“ და დაოჯახება, თუმცა მე ვთვლი, რომ თუ სიყვარულს ეხება საქმე, უნდა გიყვარდეს არა რაღაცის გამო, არამედ ყველაფრის მიუხედავად. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ისევ ამონარიდს მოვიხმობ საკუთარი ლექსიდან: ...

რა მირჩევნია იცი იმ ვარდებს მტვერში ნაზარდი რომაა, ძალით? ერთი გვირილა, ერთი კესანე და მათი მკვლელი ვაჟკაცის მკლავი... რა მირჩევნია იცი დილაზე ცხელი ყავის და ბარამბოს ლოდინს? ოდნავ გრილი რძე, თიხის სურნელით, თან ვინმე ქმარი მითბობდეს ლოგინს ...

ჩემი აზრით, ადამიანები უპირობოდ უნდა მივიღოთ თუ რა თქმა უნდა საერთოდ ვუშვებთ მათ ჩვენამდე, რადგან ურთიერთბები იმდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში, რომ შეიძლება მეექვსე გრძნობადაც კი მივიჩნიოთ, ანუ როგორც მხედველობა, შეგრძნება, სმენა, სურნელისა და გემოს აღქმაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთობები, რაგდან ყველა ინდივიდი ერთი დიდი საზოგადოების ან ჯგუფის ნაწილია და სხვებთან ურთიერთობის გარეშე ერთი დიდი არარაობა იქნებოდა, რომელიც კარჩაკეტილობიდან სუიციდამდე მივიდოდა...


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.