ცალმხრივ სიყვარულს შენ შემიყვარდი ? მაინც ვერ ვხვდებოდი ვინ რას ინანებდა ვისგან მოიჩქეფთდა გრძნობა როგორც ცხელი საწამლავი მახსოვს გზას მთვარის ჩუმი ელვარება როგორ მინათებდა როგორ მკარნახობდა დამეტოვებინე , გავქცეულიყავი . ქვეყნის ტკივილი და აგონია ოდნავ შემარყევდა . ღიმილი გაქრა ერთიანად , სიკეთის მსგავსად . ფერების აღქმა და სიყვარული ვერაფერს გვარგებდა ... მე კი სიყვარული დოგმად გადამექცა , ცხოვრების მრწამსად . ფილმებში ასე ხდებოდა ხოლმე რომ არ მჯეროდა ბოროტება ოდესმე კიდევ სძლევდა სიკეთეს . ფილმი როდია ცხადი , სიმართლე - რეალობაა , რომლის იქითაც გრძნობის კარები ბრაზით მიკეტეს . როგორ შევძელი რაიმეს გრძნობა , ძალიან მიკვირს ... ხალხში რომელნიც მარწმუნებდნენ რომ გრძნობები მოკვდა . ნუთუ დავამარცხე ბოროტება და მცირე კეთილი დავბადე სულში რომელიც ლეშად , ტვირთად დამქონდა . არ მჯერა , არა , მე ხომ ვერ ვიგრძნობ ამაოდ რამეს . სისულელეა , რატომ მალანდებ სირცხვილით ცოდვებს . მე ძლიერი ვარ , შესაბამისად ვერ მეყვარება ვერც მეგობარი , ვერც მტერი გრძნობა , მე აღარ მომსდევს . დღეს მე ფული მაქვს შესაბამისად ბედნიერი ვარ . რაში მჭირდება სიყვარული და ღიმილი ვითომ ? ხალხს ჩემი შურს და ამიტომაც მე ძლიერი ვარ . შესაბამისად ვეღარ მაწამებ , არაფერს გითმობ . დილა გათენდა და თბილისს ისევ შეესხა ფერი ! ოდნავ მოყვითალო , სადღაც ალისფერი , ზოგან ვარდისფერი . თურმე ყვავილებს ჩემს ეზოში რომ დაურგავთ ადრე სურნელი ასდით ნებიერი სევდის დამმუსვრელი . გარეთ გავედი აივანზე , ფინჯანში ყავა , ხელში თამბაქო მიჭირავას , ტანზე შიშველი ვდგავარ . ვიღიმი , მართლაც ცოდვილი ვარ , მაგრამ მკიდია . ცოდვილობა და ავადმყოფიბა კი მიღირს ამად .
ვუღიმი ზეცას , ისიც მიღიმის ცისფერი შუქით . ტოტები თვალებს მიხამხამებენ ძალიან ჩქარა . არამგონია ცნობიერება იყიდო ფულით . არ მჯერა გრძნობა ხედვით ირჩევდეს თავის ამარას . მე ყვავილები შემიყვარდა , მათი ალერსი დილდილაობით მიყუჩებდა " ძლიერთა " წყევლას . ღიმილის დროს კი მაჟრჟოლებს და მიხტუნავს გული , ვივიწყებ სევდას , საკუთარ თავს და გარს მყოფთაც ყველას . ზეციდან მთვარის შუქი დამცქეროდა დიდი თვალებით . გიხსენებდი და ვმშვიდდებოდი ურჩი წამებით . ალბათ მართალია " ძლიერი " ხალხი ! გემუდარებით , გადამაჩვიეთ გაღიმებას და ნუ გამწარდებით . მომენატრები როგორც პეპელას გრილი ზაფხული , როგორც ყვავილებს გაზაფხული და ფუტკრები თბილი , როგორც მთის წვერებს იანვარი და არნახული ფაფუკი თოვლი შენსავით რბილი , შენსავით რბილი . აღარ გჭირდები ? ალბათ სიკვდილი ბასრი ბრჭყალებით მოვა და მთვარის შუქზე წამიღებს სადაც გამაგდებ . მე კი პასუხად იდიოტივით გავუღიმებ და მივესალმები , მოვუყვები თუ სად რა დავბანდე , ვის რა გავანდე . მოვუყვები რომ მიყვარდი ერთხელ , თუმცაღა რისთვის . ვესაუბრები უშედეგო ღიმილზე მარად . ის კი შავ ცრემლებს ჩამოყრის როგორც " ძლიერთ " გჩვევიათ მეტყვის გვეყოო , მტაცებს ხელს და წამიყვანს წყნარად . ყვავილთა სუნი გონებაში მაინც იფრინებს როგორ პეპლები შენს დანახვაზე მუცელში თრთოდნენ . მეცოდინება რომ მე არა ვარ შექმნილი შენთვის ვერ ვხვდები ჩემში ენდორფინები რატომ დაძრწოდნენ ... შენ შემიყვარდი ? მაინც ვერ ვხვდებოდი ვინ რას ინანებდა ვისგან მოიჩქეფთდა გრძნობა როგორც ცხელი საწამლავი მახსოვს გზას მთვარის ჩუმი ელვარება როგორ მინათებდა როგორ მკარნახობდა დამეტოვებინე , გავქცეულიყავი .
მე კი დაგტოვე , მაგრამ შენ კი კვლავ ცხოვრობ ჩემში . წითელ ფერს ადნობ , სისხლძარღვებს ოხვრით , ნატვრით ამძიმებ . მთვარის შუქიც ხომ გულში მიდგას და ცრემლს იმას ვანდობ . ვერ დაგივიწყებ , პასუხად ვიცი , ცივად დამცინებ . შენი ნებაა , მე კი ღიმილს გადავეჩვევი ! ალბათ გამიწყრა სიკეთისთვის ჩვენი უფალი . მაგრამ რა ვქნა თუ არ მიზიდავს დინებით ცურვა ? ნეტავ როგორია ადამიანი თავის უფალი ?..
ცალმხრივი სიყვარული ურთულესია და აუტანელი . ყველას თავისი შთაბეჭდილება და ნაკვალევი რჩება ამ „ უსპეტაკესი გრძნობისგან “, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეს ყოველივე მაინც უარყოფითთანაა დაკავშირებული . დიახ , ლექსში გამუქებულია სიტყვები , როგორც საგნები , რომლებიც უმეტეს შემთხვევაში მსხვერპლს ცალმხრივი სიყვარულის დროს ახსენდება . ასეა თუ ისე , ფაქტი ფაქტად რჩება : სიყვარული და ურთიერთობები ნამდვილად ძალიან დიდი მოტივატორი , მაბედნიერებელი და სტიმულატორია , მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუკი პარტნიორებს იდენტური აზრი გააჩნიათ ერთმანეთის შესახებ და ურთიერთობა გაწონასწორებულია და ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემაზეა აწყობილი . ეკე