ქუთაისი 2011
ტრენერი: ავთანდილ მაჩიტაძე machitadzee@facebook.com
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი www.kedec.ge
1
რა არის ინტერნეტი? ინტერნეტი არის გლობალური კომუნიკაციის სისტემა, რომელიც მოიცავს ტექნიკურ და პროგრამურ ინფრასტრუქტურას. ეს ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს კომპიუტერებს შორის კავშირს; ანუ ინტერნეტი არის ის ქსელი, რომელიც ვების (WWW) ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. 1990 წელს ინტერნეტში სატელეფონო ხაზით (Dialup access) შეერთება გახდა შესაძლებელი. ამგვარად, ინტერნეტის მოხმარება მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ამან ინტერნეტში მასობრივ ჩართვას შეუწყო ხელი. დღესდღეობით, ინტერნეტში ჩართვის უამრავი სხვადასხვა საშუალება არსებობს: თანამგზავრული კავშირი, ტელეფონი, ფიჭური კავშირი, სპეციალური ოპტიკურბოჭკოვანი ხაზები და სხვა. ვები დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ინტერნეტის აუდიტორია ხუთი წლის განმავლობაში 50 მილიონ მომხმარებლამდე გაიზარდა. სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებს მსგავსი რეზულტატის მისაღწევად გაცილებით დიდი დრო დასჭირდათ, მაგალითად რადიოს 38 წელი, ტელევიზიას – 13, ინტერნეტს კი სულ რაღაც 5 წელი. 2010 წლის იანვრიდან ინტერნეტით სარგებლობა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდანაც გახდა შესაძლებელი. როდესაც ერთ-ერთ კოსმონავტს ჰკითხეს, როგორ გამოიყენა პირველად ინტერნეტი კოსმოსში, მან უპასუხა, რომ კოსმოსიდან თავისი მეუღლისთვის ინტერნეტის საშუალებით საჩუქარი დაუკვეთა.
ეს საინტერესოა 1957 წელს შეიქმნა პირველი ხელოვნური თანამგზავრი საბჭოთა მეცნიერების მიერ 1958 წელს შეიქმნა მოწინავე პროექტების კვლევის სააგენტო ARPA-DAPRA (Advanced Research Projects Agency) ამერიკის შეერთებულ შტატებში 1969 წელს შექმნილი ქსელი ARPANET (Advanced Research Projects Agency Network) ოთხ ამერიკულ სამეცნიერო ინსტიტუტს აერთიანებდა და ამერიკელი სამხედროების მიერ იყო დაფინანსებული პირველი ინტერნეტ კავშირი ARPANET-ში ჩართულ ორ ობიექტს შორის 1969 წელს შედგა 1973 ტრანსატლანტიკური კაბელის საშუალებით ქსელში პირველად ჩაერთნენ ევროპული ორგანიზაციები დიდი ბრიტანეთიდან
და ნორვეგიიდან 1983 წლიდან ერთიან ქსელს `ინტერნეტი~ უწოდეს და რადგან ერთიანი ქსელის უდიდეს ნაწილს ARPANET-ი შეადგენდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ARPANET-იქცა ინტერნეტად 1989 წელს ევროპაში, ცერნის ლაბორატორიაში ვების (World Wide Web (WWW)) კონცეფცია წარმოადგინა ბრიტანელმა მეცნიერმა სერ ტიმ ბერნეს ლიმ (Sir Timothy John «Tim» Berners-Lee) 1990 წელს სატელეფონო ხაზების საშუალებით ინტერნეტი ნებისმიერი სატელეფონო აბონენტისათვის გახდა ხელმისაწვდომი 2010 წლის იანვრიდან ინტერნეტით სარგებლობა კოსმოსური სადგრიდანაც გახდა შესაძლებელი
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი www.kedec.ge
2
მედია სახელი „მედია“ მრავლობითი რიცხვია, „მედიუმისა“ და შესაბამისად, ტერმინ „მედიების“ ხმარება არასწორია. იგი ასე განისაზღვრება: ინფორმაციის შენახვისა და გადმოცემის საშუალება, ან მოწყობილობა. შესაბამისად, ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში ყოველი მხრიდან მედიით ვართ გარშემორტყმულნი. წიგნი, ჟურნალი, მობილური, ტელეფონი, საგზაო ნიშნებიც კი – ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედო, ინფორმაციაა შენახული და ყოველი მხრიდან ინფორმაცია მოგვეწოდება.
ტრადიციული მედია ტრადიციული მედია კარგადაა შესწავლილი - ტელევიზიის მუშაობაზე წარმოდგენა მეტ-ნაკლებად ყველას აქვს, ყოველგვარი რეიტინგებისა და კვლევების გარეშე ვიცით, რომელი გადაცემაა პოპულარული და რომელი არა. ისიც მშვენივრად გვესმის, რომ თუკი რომელიღაც გადაცემა საღამოს რვა საათზე გადის, მისი ყურება მხოლოდ ამ დროს არის შესაძლებელი, თუ-კი, რა თქმა უნდა, ტელევიზიით მეორე დღეს არ გაიმეორეს. შესაბამისად, ისიც გვესმის, რომ ტრადიციულ მედიას სრული კონტროლი გააჩნდა დღის განრიგზე. თავად მედიის წარმომადგენლები განსაზღვრავდნენ, რა უნდა გვენახა და როდის. ტრადიციულ მედია საშუალებაში თითქმის არ არსებობდა უკუკავშირი. ის მაუწყებლობდა, მის მეორე მხარეს კი მაყურებლები, მსმენელები ან კი სულაც მკითხველები იმყოფებოდნენ. ოდესღაც მასმედია საერთოდ არ არსებობდა. პირველი მედია საშუალებები არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა. მერე ისინი სრულფასოვან მედიად ჩამოყალიბდნენ. ისინი ფლობდნენ ინფორმაციას და თავადვე განსაზღვრავდნენ დღის განრიგს. კონკურენტებს მხოლოდ სხვა მედია საშუალებებში ხედავდნენ. სხვა მხრივ კი, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა.
სოციალური მედია სოციალური მედია საზოგადოების ცალკეული წევრის ან ჯგუფის მიერ შექმნილი მედია საშუალებაა, მაგალითად, ბლოგი, რომელზეც ხდება ინფორმაციის შენახვა და გადაცემა. ეს არის და ეს. თავად სიტყვა ბლოგი (blog) ასე განიმარტება: web log, ანუ ვებ ჩანაწერი. ბლოგი ერთგვარი ინტერნეტ გვერდია, რომელშიც მისი ავტორი ქრონოლოგიური თანამიმდევრობით განათავსებს ჩანაწერებს. ქართულენოვანი ბლოგებით დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ამ ვებგვერდს მიმართოს - blogroll.ge, რომელზეც ქართული ბლოგების აგრეგატორია განთავსებული. აქ არის თავმოყრილი ქართული ბლოგები, აქვე შეიძლება უამრავ ქართულ ბლოგში ბოლოდროინდელი ჩანაწერების ნახვა, აქვეა ქართული ბლოგების რეიტინგებიც.თუმცა, სოციალური მედია მარტო ბლოგით არ შემოიფარგლება. მაგალითად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისი ინტერნეტ ტელეარხი შექმნას და რის შესახე ბაც მოისურვებს, იმის შესახებ იმაუწყებლოს. თავისთავად სოციალური ქსელებიც ნელ-ნელა იღებენ იმ ფუნქციებს, რომელიც ადრე მხოლოდ ტრადიციულ მედიებს ჰქონდათ თავის თავზე აღებული. უამრავი ადამიანი დღესდღეობით ახალ ამბებს Facebook-იდან იგებს.
და ბოლოს... სოციალური მედია ეს არის ახალი ტექნოლოგიები პიარსა და მარკეტინგში, სადაც ვიგებთ, თუ როგორ გამოიყენოს განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანებმა Web 2.0-ის პლატფორმა საკუთარი იმიჯისა თუ ბიზნესის ფორმირებისა თუ პიარ კამპანიის საწარმოებლად და მიმართოს ის საკუთარი ინტერესებისა თუ კომპანიის მიზნების ეფექტურად შესრულებისკენ. მედია - ინფორმაციის შენახვისა და გადმოცემის საშუალება ან მოწყობილობა. შესაბამისად, წიგნი, მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი და ა. შ. - მედიაა. ტერმინი მასმედია 1920-იან წლებში დამკვიდრდა და ისეთ მედია საშულებებს გულისხმობს,რომლებიც ფართო აუდიტორიაზე მაუწყებლობენ. სოციალური მედია საზოგადოების ცალკეული წევრის ან ჯგუფის მიერ შექმნილი მედია საშუალებაა, მაგალითად, ბლოგი, რომელზეც ხდება ინფორმაციის შენახვა და გადაცემა.
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი www.kedec.ge
3
Web 2.0
Web 2.0
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი www.kedec.ge
ინტერნეტ კონტენტის განთავსება
ინტერნეტ კონტენტის მომხმარებელი
Web 1.0
ინტერნეტ კონტენტის განთავსება
ინტერნეტ კონტენტის მომხმარებელი
Web 2.0 არ არის რომელიმე კონკრეტული ინტერნეტ ტექნოლოგიის ან სერვისის სახელი. ეს, უბრალოდ, ინტერნეტის განვითარების თანამედროვე ეტაპის სახელწოდებაა. თავიდან ინტერნეტ სერვისები და ვებგვერდები ტრადიციული მედია საშუალებების ანალოგიურად ფუნქციონირებდნენ. მაგალითად, როდესაც ტელევიზია მაუწყებლობს, ჯერ ერთი, ის თავად განაგებს დღის განრიგს. ანუ თუკი რაღაც გადაცემა საღამოს 8 საათზე გადის, მისი ნახვა მხოლოდ ამ დროს არის შესაძლებელი. მეორეც, ის მაუწყებლობს იმას, რაც მას ჰგონია, რომ მაყურებლისთვის საინტერესო იქნება. web 2.0 -ის შემთხვევაში კი მაყურებელი თავად ირჩევს, რას და როდის უყუროს. ამის მაგალითია YouTube, რომელშიც არ არსებობს არანაირი დღის განრიგი. მომხმარებელი თავად ირჩევს რას და როდის უყუროს. ამის გარდა, მომხმარებელი თავად ქმნის იმას, რასაც შემდგომ სხვები მოიხმარენ. იმავე You-Tube–ზე ვიდეომასალა ხომ თავად მომხმარებლების მიერ არის ატვირთული.
4
სოციალური ქსელები და მათი სტატისტიკა მისამართი: www.facebook.com 500.000.000 მილიონი რეგისტრირებული 7,7 მილიარდი გვერდის ნახვა დღეს 600 მილიონი დღიური ვიზიტორი (2011 წლის 28 03, ორშაბათი) მისამართი: www.twitter.com პირველი “ტვიტი” დაიწერა 2006 წლის 21 მარტს. დაარსებიდან 500.000.000 მილიონი რეგისტრირებული 3 2 თვესა და 1ნახვა დღეში დაიწერა მემილიარდე 7,7წელიწადს, მილიარდი გვერდის დღეში ტვიტი. დღეში დღიური 50 მილიონი ტვიტი იგზავნებოდა. 2011 წლის 600 მილიონი ვიზიტორი
11 მარტს კი ამ მონაცემმა 177 მილიონს მიაღწია. 572,000 ახალი ექაუნთი შეიქმნა 2011 წლის 12 მარტს, მაშინ როცა საშუალოდ 460,000 ექაუნთი იქმნებოდა ყოველდღიურად.
მისამართი: www.flickr.com სურათების ასატვირთი ყველაზე დიდი სერვისი. 2010 წლის მონაცემებით წუთში იტვირთებოდა ~ 3,000~ სურათი, სულ ატვირთულია ~5 მილიარდი~ სურათი. მისამართი: www.youtube.com 140.000.000 მილიონი რეგისტრირებული 5,3 მილიარდი გვერდის ნახვა დღეში 390 მილიონი დღიური ვიზიტორი (2011 წლის 28 03, ორშაბათი) მისამართი: www.wordpress.com 18,743,378 მილიონი რეგისტრირებული ბლოგი დღეს 403,675 ბლოგერი, დაემატა 441,566 პოსტი და 366,260 კომენტარი. წუთობრივად 307 პოსტი წუთში, და 254 კომენტარი წუთში. სულ დღეს დაიწერა 97,116,609 საინტერესო ბმულები სტატისიკასთან დაკავშირებით
facebook-ის ისტორია http://avtomachi.wordpress.com/2010/10/18/facebook-history/ Facebook – სტატისტიკა
http://www.facebook.com/press/info.php?statistics
http://blog.twitter.com/2011/03/numbers.html
twitter – სტატისტიკა youtube – სტატისტიკა
http://bit.ly/youtubesta wordpress – სტატისტიკა http://en.wordpress.com/stats/
სოციალური მედიის სტატისტიკის მოკლე ვიდეო
http://bit.ly/socmediastat
სხვადასხვა სოციალური ქსელების სტატისტიკა
http://socialmediastatistics.wikidot.com/ ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი www.kedec.ge
5
სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები დადებითი მხარეები:
სოციალურ მედიას შეუძლია დაგეხმაროს მიწვდი მკითხელებს სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, იმის მაგივრად, რომ აიძულო ისინი მოვიდნენ შენთან... ვირტუალური საზოგადოების ძალა კომბინირებული იქნება გეოგრაფიულად მრავალფეროვან საზოგადოებასთან. შენს ისტორიებს ექნება კომენტარები; შეგეძლება ბლოგინგი (ისიც კომენტარებით); შენს განკარგულებაშია Facebook-ი, Twitter-ი; Flickr-ი, YouTube-ი;
კომენტარები და ბლოგინგი ეს არის ყველაზე მოხერხებული შესაძლებლობა, რომ ინტერაქტიული დიალოგი გქონდეს მკითხველებთან; დროის შეზღუდულობის მიუხდავად, შენი მონაწილეობა მთავარია; შეუზღუდავი რაოდენობის წყაროები;
Faebook-ი ჟურნალისტებისთვის თქვენი მკითხველების დიდი ნაწილი სულ Facebook-ზეა; Facebook-ი იმაზე მარტივ ტექნოლოგიებს სთავაზობს მათ, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ. მკითხველებს შეუძლიათ გამოგეხმაუროთ თქვენ და ესაუბრონ ერთმანეთს;
17 უარყოფითი მხარეები:
სანამ ინფორმაციას განათავსებ როდესაც რაიმე ინფორმაციის განთავსებას ვგეგმავთ სოციალურ რჩევებში კარგად უნდა გავიაზროთ ვინ არიან თქვენი მიმდევრები და რა რეაქცია ექნებათ მათ სავარაუდოდ, ასევე შენი გამოქვეყნებული სტატუსი ან პოსტი შეიძლება ბევრმა სხვა ინტერპრეტირებით გამოიყენოს.
ბარაკ ობამას რჩევა „როდესაც ახალგაზრდა ხარ, ხშირად უშვებ შეცდომებს. ხანდახან სისულელეებსაც სჩადიხარ. მე ბევრი მსმენია იმ ადამიანებზე, რომლებსაც Facebook-ზე რაღაც გამოუქვეყნებიათ, შემდეგ კი, სამსახურის ძებნისას პრობლემები შექმნიათ. მოკლედ
სანამ თქვენ შესახებ სოციალურ ქსელში რაიმეს განათავსებდეთ, კარგად დაფიქრდით. დღეს განთავსებულმა ინფორმაციამ შეიძლება ხვალ თქვენს კარიერას ან რეპუტაციას საფრთხე შეუქმნას. კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ ამერიკელ დამქირავებელთა 45 % სამსახურის მაძიებელთა შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში აგროვებს. გამოკითხულთა 35 %-მა განაცხადა, რომ აპლიკანტებისათვის სამსახურში მიღებაზე უარი ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე უთქვამს. ეს გადაწყვეტილება მომავალი თანამდებობისათვის შეუსაბამო ფოტოებმა, ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დამოკიდებულებამ, ან წინა დამსაქმებელებისაგან და ყოფილი თანამშრომლებისაგან უარყოფითმა კომენტარებმა განაპირობა
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი www.kedec.ge
6
რა არის ბლოგი? ბლოგი ძალიან ჰგავს ვებსაიტს, მაგრამ რამდენიმე მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშანიც აქვს. ყველა ბლოგს აქვს სათაური. ბლოგში განთავსებული თითოეული ჩანაწერი დათარიღებულია დაკომენტარების დატოვების საშუალებაც არის. როგორც წესი, ბლოგი რომელიმე კონკრეტული ინდივიდის მიერ არის შექმნილი, მაგრამ არსებობს კორპორატიული ბლოგებიც. კორპორატიულ ბლოგს რომელიმე ორგანიზაცია არეგისტრირებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც თითოეულ ჩანაწერს კონკრეტული ავტორი ჰყავს. კორპორატიულ ბლოგში, მითითებულია, რომ გამოთქმული მოსაზრებები კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის და ამა თუ იმ ორგანიზაციის შეხედულებებს არ წარმოადგენს. ბლოგში გაკეთებულ ჩანაწერს „პოსტი“ ჰქვია, ეს ტერმინი ინგლისური სიტყვიდან (post) არის წარმოებული, ქართულად ითარგმნება, როგორც შეტყობინება. ბლოგში პოსტები რეგულარულად ქვეყნდება და უკუქრონოლოგიურად არის განლაგებული. ზოგიერთი ბლოგერი თავის თავს ონლაინ ჟურნალისტს უწოდებს, ამ საკითხის ირგვლივ დიდი ხანია კამათი მიმდინარეობს. შეიძლება თუ არა ბლოგერებს ჟურნალისტები ვუწოდოთ. თავის მხრივ, ბევრ ჟურნალისტს საკუთარი ბლოგი აქვს გახსნილი.
როგორ შევქმნათ ბლოგი? ბლოგის შექმნა ძალიან ადვილია, ამისთვის საკმარისია დარეგისტრირდეთ რომელიმე უფასო ბლოგპლატფორმაზე. მაგალითად, blogger.com ან wordpess.com-ზე. შესაბამისი მონაცემების შევსების შემდეგ თქვენი ბლოგი თითქმის მზად იქნება. დარჩება მხოლოდ მისი ინფორმაციით შევსება იმ სიმარტივის გამო, რომლითაც შესაძლებელია ბლოგის დარეგისტრირება, ხშირად იგნორირებულია მთავარი – ბლოგის ხარისხი. ბლოგში ინფორმაციის განსათავსებლად არ არსებობს არანაირი შეზღუდვები ან წესები, არ არსებობს ბლოგის შეფასების რაიმე საყოველთაოდ მიღებული სტანდარტი, არც ვინმე რედაქტორი, რომელიც გამოქვეყნებული მასალის ხარისხს შეაფასებს. ნებისმიერ ბლოგერს შეუძლია გამოაქვეყნოს ის, რაც მას სურს. შესაბამისად, ბლოგერი თავად აგებს პასუხს იმაზე, რასაც აქვეყნებს; პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან. მაგრამ მაინც არსებობს ბლოგის შეფასების ერთი უტყუარი მექანიზმი – მისი პოპულარობა, ანუ მკითხველთა რაოდენობა. და მაინც, ერთი პატარა რჩევა ბლოგერებს - წერეთ მოკლედ, ადამიანებს არ უყვართ მონიტორზე გრძელი ტექსტის კითხვა. რატომ ქვია ბლოგს-ბლოგი?
სიტყვა ბლოგი შესიტყვებიდან „ვებლოგი“ (weblog) არის წარმოებული. ვებლოგი კი ორი სიტყვის ერთობლიობაა – ვები(web) და ლოგი(log), რაც ითარგმნება როგორც „ვებჩანაწერი“, ან „ვებჟუ-რნალი“. თავად ტერმინი, როგორც ჩანს, ჯორნ ბარგერს (Jorn Barger) ეკუთვნის, რომელმაც 1997 წელს პირველმა გამოიყენა შესიტყვება ვებლოგი (weblog) იმ აქტივობის აღსაწერად, რომელსაც ის ახორციელებდა. შემოკლებული ფორმის – ბლოგის (blog) შემოღება კი პიტერ მერჰოლცის (Peter Merholz) დამსახურებაა, რომელმაც ეს ტერმინი1999 წელს თავის ბლოგში Peterme.com გამოიყენა.
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი www.kedec.ge
7
ბლოგის რეგისტრაცია wordpress.com-ზე? Wordpress-ზე დარეგისტრირება ძალიან ადვილია. ამისათვის შედით მისამართზე wordpress.com. აქ ისევე, როგორც Facebook-ზე, შესაძლებელია ქართული ‘ინტერფეისის’ არჩევა. მაგრამ Facebook-ისაგან განსხვავებით Wordpress-ი ბოლომდე არ არის გადათარგმნილი ქართულად, ამიტომ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ისევ სჯობს ინგლისური ინტერფეისის დატოვება. მიაჭირეთ ღილაკს „Signe up now“ და შეავსეთ შესაბამისი ველები: Blog Address - ბლოგის მისამართი.
1 თქვენი ბლოგის მისამართი უნიკალური 1
2 4 3
უნდა იყოს, ანუ თუკი Wordpress-ის გარემოში თქვენ მიერ არჩეული სახელი დაკავებულია, მოგიწევთ სხვა სახელი შეურჩიოთ თავენს ბლოგს. Username - სახელი რომლითაც 2 მომავალში თქვენი ბლოგის სამართავ პანელში შეხვალთ. Password - თქვენი პაროლ.
3
5
4
Confirm - გაიმეორეთ პაროლი.
4
E-mail Address - ჩაწერეთ თქვენი იმეილი.
მას შემდეგ, რაც ყველა ფანჯარას შეავსებთ, მიაჭირეთ ღილაკს Sign up. ფანჯარა, რომელიც Sign up-ის მიჭერის შემდეგ გაიხსნება, შეგიძლიათ დახუროთ. ახლა თქვენს იმეილს მიაკითხეთ. მაქსიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში ვორდპრესი წერილს გამოგიგზავნით, რომელშიც იქნება ლინკი. ამ ლინკზე მიჭერით ახალი გვერდი გაიხსნება. ეს გვერდი გაუწყებთ, რომ თქვენი ბლოგი აქტიურია – Your account is now active! თქვენ უკვე ბლოგის პატრონი ხართ.
მომავალში თქვენი ბლოგის სამართავ პანელში შესასვლელეად, მიაკითხეთ ვებგვერდს: wordpress. com გვერდის ზედა ნაწილში არსებულ პანელში ჩაწერეთ თქვენი ლოგინი და პაროლი
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი www.kedec.ge
8
ბლოგინგი
რჩევები ბლოგზე პოსტის წერისას
1. დაიწყე შთამბეჭდავი სათაურით. ბევრმა მკითხველმა შეიძლება მხოლოდ სათაურის მიხედვით შეაფასოს შენი ბლოგი. იცოდე, რომ დიდი კონკურენციაა. არ გამოიყენო ძნელადაღსაქმელი სიტყვა. მკითხველები ლექსიკონში არ დაიწყებენ სიტყვების ძებნას. 2. გამოიყენე ცოცხალი თხრობის სტილი. 3. გამოიყენე შესაბამისი გრაფიკა ან ფოტო; 4. თუ დიდი გამოვა წერილი, დაყავი 45 სტრიქონიან პარაგრაფებად. ასე უფრო ადვილი აღსაქმელი იქნება მკითხველისთვის; 5. იყავი კონკრეტული, მაგრამ დეტალურად ნუ დაიწყებ მოყოლას პირველ ორ სტრიქონში. 6. გამოიყენე ჩამოთვლები; 7. იყავი გამბედავი და არ მოგერიდოს საკუთარი მოსაზრების გამომზეურება, რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი სხვებისთვის; 8. იყავი ორიგინალური; 9. გაამყარე შენი მოსაზრებები შესაბამისი მაგალითებით და თარიღებით; 10. ეცადე იყო ცნობადი სასურველია, რომ შენი რეალური სახელით დარეგისტრირდე, თუმცა თუ გსურს ანონიმურობა, ესეც არ არის პრობლემა; 11. არასოდეს დაწერო იმ თემაზე, რომელიც არ იცი; 12. ბლოგი არც ინფორმაციულ შენიშვნასავით მოკლე უნდა იყოს, და არც 400 სიტყვაზე მეტი; 13. რამდენჯერმე გადაიკითხე გამოქვეყნებამდე. არ გაგეპაროს შეცდომები; 14. საკმარისია დაწერო ერთი და მაღალკვალიფიციური ბლოგი კვირაში, ვიდრე რამდენიმე და არასრულფასოვანი; 15. დათაგე შენი სტატია გონივრულად იპოვე მთავარი სიტყვა, რომლის მიხედვითაც შეიძლება იპოვონ მკითხველებმა;
ბლოგინგის თემები შეიძლება იყოს: შეჯამება საინტერესო საკითხზე დაწერილი სტატიების შეჯამება და ანალიზი; შემეცნებითი საგანმანათლებლო სტატიები; პროფილები ხალხის ან კომპანიების შესახებ; ორი განსხვავებული აზრის „დაჯახება“; განიხილე და განმარტე საკუთარი მოსაზრებები საზოგადოებისთვის საჭირბოროტო თემებზე; განმარტებითი სტატიები როგორ ხდება ან კეთდება რაღაც. საკუთარი გამოცდილების გაზიარება პოპულარულ ენაზე; ახალი ამბები და მოსაზრებები ცნობილ ადამიანებზე;
ლინკები სანამ შენს ბლოგს დალინკავდე, შეეკითხე საკუთარ თავს: „ვითომ, მნიშვნელოვანია?!.“ დაწერილს უცხო თვალით შეხედე; თუკი გინდა შენს ბლოგს გაუკეთო ვიდეო ან სხვა ტიპის ლინკი, ორიგინალიდან გააკეთე და არა სხვისი ბლოგიდან; არ გამოაქვეყნო არარსებული ამბები;
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი www.kedec.ge
9
კომენტარები სანამ კომენტარს გააკეთებდე, კითხე საკუთარ თავს: „იგივეს ვეტყოდი ავტორს პირისპირ?“ იყავი დელიკატური; შეგიძლია გააკეთო კომენტარები, რომლითაც არ ეთანხმები სხვის მიერ გამოთქმულ აზრს, მაგრამ გააკეთე კორექტულად და საკუთარი არგუმენტებით; ბლოგები უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ახალი ამბები... მიუხედავად, იმისა, რომ ახალი ამბების რედაქციები გამალებით აგროვებდნენ ინფორმაციებს ირანში არსებულ სიტუაციაზე, ბლოგებზე უფრო დიდი ინფორმაცია იყრიდა თავს, თანაც, მდიდარი მულტიმედიის თანხლებით. საჭირო ინფორმაციის მოძიების ყველაზე მარტივი მეთოდია ძებნა Google Blog Searchის საშუალებით. ამას დაუმატეთ Google Newsის ახალი ამბები და სრული სურათი გექნებათ. Googleის ალგორითმი თავად აწყობს ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაცია ქრონოლოგიურად, თუმცა თქვენ შეგიძლიათ უფრო ღრმად „შეხვიდეთ“ საძიებო სისტემით საინფორმაციო ბაზაში.
საინტერესო ბლოგები: ამ ბლოგს ადამიანი და კანონი ჰქვია. ახალგაზრდა ბლოგერი, ერთი შეხედვით, ისეთ თემებზე მსჯელობს, რომლებიც მის ასაკს არ შეეფერება. თუმცა, თავის მხრივ, უფროსებს ყველა ეს პრობლემა მოგვარებული რომ ჰქონდეთ, მაშინ სამს-ჯელოც არაფერი იქნებოდა. ბლოგის ავტორი ახალგაზრდა გოგონაა, რომელსაც პროფესია უკვე არჩეული აქვს http://publicorder.wordpress.com/ –იურისტია თუმცა როგორც ჩანს წერა მისი ჰობია და წერს არა მხოლოდ თავის პროფესიაზე, არამედ –ყველაფერზე. წერს რეალურად, შელამაზების გარე– შე. ალბათ, ამიტომაც ჰყავს ძალიან ბევრი მკითხველი, მე განსაკუთრებით მისი პირდაპირობა, ორიგინალურობა და გულახდილობა მომწონს. არა– ჩვეულებრივად წარადგენს საკუთარ თავს.
http://diasworld.wordpress.com/
ბლოგი ეკოლოგიის შესახებ. ნინი ცდილობს, თავი მოუყაროს ყველანაირ ინფორმაციას, რაც თემას ეხება, იღებს ფოტოებს, აქტიურად მუშაობს ბლოგზე
http://ekonia.wordpress.com/
კოლფილდის ბლოგი ავტორი ინკლუზიური განათლების შესახებ წერს, დადის დღის ცენტრებში ხვდება ინკლუზიურ ბავშვებს და პირადად გებულობს რა პრობლემებია მათ ირგვლივ. ამ ბლოგს ოპტიმისტური სათაური ამშhttp://kolfildisblog.wordpress.com/ ვენებს – ხელოვნება გადაარჩენს მსოფლიოს! და შესაბამისად, ხელოვნებას ეძღვნება. ბლოგის ავტორი პერი-ოდულად, თანატოლ ხელოვანთა შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. თავის მოსაზრებებს უზიარებს ყველას, ვინც ხელოვნებით არის დაინტერესებული.
http://hearthelp1.wordpress.com/
სხვა ბლოგი: http://socialmediaatschool.wordpress.com/bmulebi/
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი www.kedec.ge
10
Wordpress.Com-ზე
პოსტის დამატება
1. 2. 3. 4. 5.
დავამატოთ სიახლე; პოსტის სათაური; თქვენი პოსტის ადგილი; სურათის დამატება; ვიდეოს დამატება გაკვეთილი wordpress–ის ბლოგზე youtube.com, (http://en.support.wordpress.com/videos/youtube/) google video, (http://en.support.wordpress.com/videos/google-video/) vimeo.com, (http://en.support.wordpress.com/videos/vimeo/) 6. მუსიკის დამატება; 7. გამოკითხვის ჩამატება პოსტში; 8. კატეგორიების მონიშვნა; 9. + add New Category ახალი კატეგორიის დამატება; 10. პოსტის გამოქვეყნება ბლოგზე
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი www.kedec.ge
11
YouTube.Com-ზე
რეგისტრაცია
YouTube-ში ვიდეოს განსათავსებლად აუცილებელია დარეგისტრირება. თუკი თქვენ ხართ Google-ის რომელიმე სერვისის მომხმარებელი, მაშინ YouTube-ზე შესასვლელად შეგიძლიათ უკვე არსებული ლოგინი და პაროლი გამოიყენოთ. თუმცა YouTube-ზე დარეგისტრირება მაინც აუცი– ლებელია. თქვენს ბროუზერში აკრიბეთ YouTube-ს მისამართი: www.youtube.com ზედა მარჯვენა კუთხეში მიაჭირეთ ლინკს: Create Account
შემდეგ გვერდზე YouTube გთავაზობთ თქვენი პირადი მონაცემები შეიყვანოთ. მოცე– მულ ფანჯრებს შორის ყველაზე საყურადღებოა `Username~. ამ ფანჯარაში ჩაწერილი სიტყვა შემდგომში თქვენი YouTube-ის გვერდის სახელი იქნება. YouTube-ის გვერდის სახელი უნიკა– ლური უნდა იყოს. ამიტომ, თუკი თქვენ სხვის მიერ უკვე არჩეული სახელი ჩაწერეთ შესაბამის ფანჯარაში YouTube-ი შეგატყობინებთ, რომ სა– ხელი დაკავაბულია და ალტერნატივას შემოგ– თავაზებთ მას შემდეგ, რაც ყველა ველს შეავსებთ და ღილაკს `accept~ მიაჭერთ. რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია.
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი www.kedec.ge
12
ახლად გახსნილ ფანჯარაში შეიყვანეთ ის ლოგინი და პაროლი რომლითაც Google-ის რომელიმე სერვისში, (მაგალითად gmail–ში ან Blogger-ში) შედიოდით ხოლმე. ამ პროცედურის შემდეგ თქვენ საკუთარ YouTube-ის არხზე შეხვალთ. ზედა მარჯვენა კუთხეში, ღილაკზე `Upload~მიჭერით, თქვენ გადახვალთ გვერდზე, რომლიდანაც ვიდეოს ატვირთვაა შესაძლებელი.
ვიდეოს ატვირთვა
ზედა ნაწილში, არხის თქვენ მიერ შერჩეული სახელი წერია. მასზე მიჭერით ჩამოიშლება მენიუ. თუკი ამ მენიუში აირჩევთ My Channel, გადახვალთ გვერდზე, რომლიდანაც შეგიძლიათ თქვენი YouTube არხის ძირითადი პარამეტრები შეცვალოთ.
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი www.kedec.ge
13
საინტერესო ბმულები: 1. სტატია ინტერნეტის შესახებ: ka.wikipedia.org/wiki/ინტერენეტი 2. ინტერნეტის მოხმარება საქართველოში: www.internetworldstats.com/asia/ge.htm 3. Defense Advanced Research Projects Agency: www.darpa.mil/history.html 4. Internet History: www.livinginternet.com/i/ii.htm 5. რა არის მასმედია: www.wordiq.com/definition/Mass_media 6. ბლოგების მოკლე ისტორია: www.blockstar.com/blog/blog_timeline.html 7. ბლოგის ისტორია wikipedia -ზე
http://ka.wikipedia.org/wiki/ბლოგი 8. ბლოგის წარმოების პოპულარული პლატფორმები: www.blogger.com, www.wordpress.com, www.tumblr.com, www.twitter.com 9. სტატია ინტერნეტ ცენზურის შესახებ: en.wikipedia.org/wiki/Internet_censorship 10. Facebook-ის ისტორია “გარდიანის” ფურცლებზე: www.guardian.co.uk/technology/2007/jul/25/media.newmedia 11. პირველი ვიდეო YouTube-ზე: www.youtube.com/watch?v=jNQXAC9IVRw 12. ინტერნეტ ტელევიზიები: www.fora.tv; www.current.com; www.clicknetwork.tv; www.gevision.tv; itv.ge; www.youtube.com/user/ijustine
„
ბროშურაში გამოყენებული მასალა:
სოციალური მედია სკოლაში“ წიგნის ელექტრონული ვერსია: http://www.sandroasatiani.com/publications/ ავტორი: სანდრო ასათიანი ავტორის ბლოგი: www.sandroasatiani.com
ბ
როშურა გამოცემულია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ მიერ, სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International საქართველოს ოფისისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. მისამართი, ქ. ქუთაისი, 4600, გრიშაშვილის მე-4 შესახვევი 3 ტელ: (8431) 5 13 30 მობ: 877 78 04 06; 899 15 73 15 ელ–ფოსტა: civilprograms@gmail.com ვებ გვერდი: www.kedec.ge მეტი ინფორმაციის მიღებისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ–პორტალებს: www.initiatives.ge www.civics.ge
ბ
როშურა მომზადებულია ავთანდილ მაჩიტაძის მიერ ტელ: 855 600 311 ვებ გვერდი: www.fb.com/machitadzee ელ–ფოსტა: machitadzee@facebook.com avtandili88@gmail.com ქუთაისი 2011 წელი
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი www.kedec.ge
14