სოციალური მედიის მარკეტინგის მინი კურსი

Page 1

სოციალური მედიის მარკეტინგული მინი კურსი

mini kursi

ავთანდილ მაჩიტაძე E-mail: avtandili88@gmail.com

www.facebook.com/machitadzee www.twitter.com/machitadze

1


სოციალური მედიის მარკეტინგული მინი კურსი

 რა არის სოციალური მედია? სოციალური მედია ეს არის მომხმარებლის მიერ შექმნილი ვიდეო, აუდიო, ტექსტური ან მულტიმედია ნამუშევრები, რომელიც გაზიარდა და გამოქვეყნდა სოციალურ გარემოში, როგორიც არის ბლოგი, ვიკი ან ვიდეო საიტი. სოციალური მედია, რომელიც ძირითადად დაფუძნებულია ინტერნეტსა და მობილურზე, არის საშუალება ინფორმაციის გაზირებისა და დისკუსიისა ადამიანებს შორის.

 ონლაინ "ლექსიკონი" a.

ბაზი (buzz) - ინტერნეტში ამათუიმთემაზე ატეხილი "ხმაური".

b.

ბლოგერი - ადამიანი, ვინცა წარმოებს ბლოგს

c.

ბლოგი - ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ შექმნილი მარტივი ვებგვერდი, სადაც შესაძლებელია აუდიო, ვიდეო და ტექსტური მასალის განთავსება.

d. ბლოგოსფერო - ბლოგების ერთობლიობა e.

გაზიარების - საიტები-ვებგვერდები, სადაც შესაძლებელია ინფორმაციის ატვირთვა და სხვებისთვის გაზიარება(youtube, flickr...)

f. დაგუგლვა - google.com-ზეინფორმაციის მოძიება [სიტყვა to google შევიდა სფორდის ლექსიკონში] g. ვირუსულივიდეო - ვიდეო, რომელიც ვრცელდება სოციალური ქსელებისა და ბლოგების საშუალებით და მოკლე დროში დიდ პოპულარობას ნახულობს. h.

პეიჯრენქი - ვებ გვერდისათვის გუგლისმიერ მინიჭებული ქულა, რომელიც საშუალებას იძლება ძიების დროს გვერდები დალაგდეს მათი მნიშვნელოვნების მიხედვით.

i.

პოსტი - ბლოგზე განთავსებული ჩანაწერი

j.

სოციალური ქსელი - ვებსაიტი,სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ პირადი ინფორმაციისა და სიახლეების გაზიარება ადამიანთა კონკრეტული ჯგუფისთვის

k.

ტვიტერი - სოციალურიქსელი, სადაც ინფორმაციის განახლება ხდება სმსით ან ვებგვერდის საშუალებით და 140 სიმბოლოს არ აღემატება.

l. ტვიტი - 140-სიმბოლოიანი მესიჯი ტვიტერში

ავთანდილ მაჩიტაძე E-mail: avtandili88@gmail.com

www.facebook.com/machitadzee www.twitter.com/machitadze

2


სოციალური მედიის მარკეტინგული მინი კურსი

ფეისბუქი ფეისბუქი მასზე მუშაობის სამი ტიპის შესაძლებლობასგვაძლევს: 1. პირადი პროფილი - განკუთვნილია პერსონისთვის. აუცილებელია საკუთარი სახელისა და გვარის მითითება, ხდება მეგობრების დამატება, აპლიკაციების გამოყენება, ფოტოებისა და ვიდეოების დადება. პირად პროფილს აქვს ლიმიტი - შეუძლებელია დაიმატო 5 000 მეგობარზე მეტი. 2. გვერდი (page) - გვერდი კომპანებისთვის, ბრენდებისთვის, სხვადასხვა აქციებისთვის, ცნობილი პიროვნებებისთვისაა შექმნილი. მისი გაკეთება სრულიად უფასოა და ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა შეიძლება გვერდისთვის უნიკალური იდენტიფიკატორი ლინკის აღება, მისი მაქსიმალური ბრენდირება, აპლიკაციებისა და შიდა გვერდების დამატება, არ არის შეზღუდვა მაქსიმალურ ლაიქერებზე (ადამიანებზე, ვისაც მოსწონთ და ვინც "გამოიწერეს" თქვენი გვერდი) და არსებობს მომხმარებელთა შიდა სტატისტიკა. ის კომპანიებისთვის მომხმარებელთან ურთიერთობის უნიკალური საშუალებაა. საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი TBC smartclub-ის გვერდია 120 000- ზე მეტი მხარდამჭერით. 3. ჯგუფები (groups) - ჯგუფები შეიძლება იყოს ღია - სადაც ყველას შეუძლია გაწევრიანება და სხვადასხვა თემებზე საუბარი, დახურული, სადაც ჩანს წევრების სია, მაგრამ არ ჩანს კონტენტი და საიდუმლო, რომელსაც ხედავენ მხოლოდ იქ გაწევრიანებული მომხმარებლები. ჯგუფები ძფაქტიურად ფეისბუქია ფეისბუქში და ძალიან გამოსადეგია უფრო ახლო წრესთან საურთიერთოდ ან სხვადასხვა პროექტების დისტანციურად დასამუშავებლად.

Facebook Ads ფეისბუქის შემოსავლის ძირითადი წყარო ზედ განთავსებული რეკლამებია. რეკლამის განთავსება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მისი მთავარი ხიბლი მიზნობრივი აუდიტორიის მაქსიმალურად დავიწროებისა და სტატისტიკაზე სრული კონტროლის საშუალებაა. მომხმარებელი ავსებს სპეციალურ ფორმას, ტვირთავს სურათს და ადებს ტექსტს, შემდეგ ირჩევს მიზნობრივი აუდიტორიის სასურველ ზღვარს, შესაძლებელია ასევე სქესისა და სხვა მაჩვენებლების მიერ გაფილტრვა და ბოლოს უთითებს, თუ რამდენი სურს გადაიხადოს თითო კლიკში ან ჩვენებაში და რა არის მისი დღიური ბიუჯეტი, რომელსაც სისტემა არ უნდა გადაცდეს. ის, თუ რამდენად ხშირად გამოჩნდება ჩვენ მიერ განთავსებული რეკლამა მითითებული მიზნობრივი აუდიტორიის გვერდზე, დამოკიდებულია სწორედ ჩვენ მიერ მითითებულ თანხაზე, რისი გადახდაც გვსურს რეკლამაში. მუშაობს აუქციონის პრინციპი - ის, ვინც იგივე მიზნობრივ აუდიტორიაზე ყველაზე მეტი თანხა დადო, პროცენტულად ჩნდება მეტჯერ, ვიდრე მისი მომდევნოები მანამ, სანამ არ ამოეწურება ბიუჯეტის დღიური ლიმიტი. ერთი მომხმარებელი შეიძლება პარალელურად რამდენიმე სარეკლამო კამპანიას აწარმოებდეს, ასევე ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი მიზნობრივი აუდიტორიის, რეკლამის ტექსტის, ბიუჯეტის შეცვლაც. სისტემა გვაჩვენებს, თუ რამდენჯერ იხილეს და რამდენჯერ დაკლიკეს ჩვენს რეკლამაზე.

ავთანდილ მაჩიტაძე E-mail: avtandili88@gmail.com

www.facebook.com/machitadzee www.twitter.com/machitadze

3


სოციალური მედიის მარკეტინგული მინი კურსი

Facebook Pages პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ფეისბუქზე კომპანიის გვერდი დღეს ქართულ სოციალურ მედიაში აუცილებელი ატრიბუტია. მთელი მოსახლეობის 25%, აქტიური ასაკობრივი ჯგუფი საკმაოდ დიდ დროს ატარებს ამ სივრცეში. ხალხი, ვინც დაალაიქებს ფეისბუქის გვერდს, თავის კედელზე გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ მასალას, ფოტო, ვიდეო თუ ტექსტურს, იღებს იგივე პრიორიტეტით, რასაც თავისი მეგობრებისგან. ფეისბუქის მომხმარებლებს ბევრად უფრო ურჩევნიათ, საკუთარ კომფორტულ გარემოში დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები, გამოხატონ დამოკიდებულება ამა თუ იმ კომპანიისადმი და შევიდნენ მასთან უშუალო კონტაქტში, რაც საბოლოოდ კეთილგანწყობას ბადებს.

Facebook-ის გვერდის ადმინისტრირების რამდენიმე ოქროს წესი: 1. მიაწოდეთ მომხმარებელს ინფორმაცია, რომელიც მას სჭირდება და პერიოდულად ის თქვენთვის საჭირო ინფორმაციითაც დაინტერესდება. 2. არ დატოვოთ პასუხგაუცემელი არც ერთი შეკითხვა, არც ერთი კომენტარი. ინტერაქცია სოციალური მედიის მთავარი ხიბლია. 3. მუდმივად იზრუნეთ მომხმარებლების გაზრდაზე.

ფეისბუქის გვერდზე მომხმარებლების მოსაგროვებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი გზა არსებობს: 1. გვერდი უნდა აწვდიდეს მომხმარებელს მისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას. 2. კარგად მუშაობს წამახალისებელი კონკურსები თვითონ კონკურსები რამდენიმე ტიპისაა, არსებული მომხმარებლების წამახალისებელი და ახალი მომხმარებლების მოსაზიდი. 3. გვერდს აუცილებლად უნდა ჰყავდეს აქტიური ადმინისტრატორი, რომელიც ყველა შეკითხვას დროულად უპასუხებს. 4. ინფორმაციის ზედმეტად აქტიურად გაზიარებამ შეიძლება ლაიქერების დაკარგვა გამოიწვიოს ისინი ან გავლენ გვერდიდან, ან დამალავენ მას კედლის ნიუსებში. არავის უყვარს სპამი :)

ავთანდილ მაჩიტაძე E-mail: avtandili88@gmail.com

www.facebook.com/machitadzee www.twitter.com/machitadze

4


სოციალური მედიის მარკეტინგული მინი კურსი

Facebook Applications ფეისბუქზე შესაძლებელია აპლიკაციების დეველოპმენტი. ამისთვის არანაირი თანხის გადახდა ფეისბუქისთვის არ ხდება, მხოლოდ აპლიკაციის შემქმნელები არიან საჭირო. საინტერესო და სასარგებლო აპლიკაციებს, რომლებიც გვერდზე არიან მიბმულები - ანუ იმ აპლიკაციას ვერ გაააქტიურებ, თუ კონკრეტული გვერდი არ გაქვს დალაიქებული - ძალიან დიდი აუდიტორიის მოზიდვა შეუძლიათ მოკლე დროში. მაგალითისთვის, tbc smartclub_ის მიერ შექმნილი smubble, მათივე "ჯადოსნური ყუთი", საქართველოს ბანკის "love ბარათები" და ა.შ. ფეისბუქს აქვს ასევე ისეთი აპლიკაციებიც, რომლებიც ძალიან გამოსადეგარია და აიოლებს გვერდის მართვას. ესენია, wordpress, networkedblogs, youtube app, სადაც ხდება გვერდის დაკავშირება ჩვენს საიტთან ან სხვა სოციალურ ქსელებთან და გვერდზე ავტომატურად ქვეყნდება ჩვენ მიერ ამა თუ იმ საიტზე დადებული ინფორმაცია. ფეისბუქის გვერდის აპლიკაციებს შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანი FBML-ია. ეს ფეისბუქის 'ენაა', რომელიც html-ზეა დაფუძნებული და სწორედ ამ აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი ჩვენს გვერდზე უნიკალური ქვეგვერდების შექმნა და სასურველი ინფორმაციის განთავსება ბანერების სახით ან სრულფასოვანი გვერდის (მაგალითად, საკონტაქტო გრაფის, რეგისტრაციის გვერდის, ასევე ფლეშ-თამაშების ან ფლეშ-კატალოგის სახით)

ავთანდილ მაჩიტაძე E-mail: avtandili88@gmail.com

www.facebook.com/machitadzee www.twitter.com/machitadze

5


სოციალური მედიის მარკეტინგული მინი კურსი

ბლოგოსფერო რა არის ბლოგი? ბლოგი ნიშნავს ერთი ან რამოდენიმე ადამიანის მიერ წარმოებულს ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვამოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულვიდეო-აუდიო მასალას. ბლოგერი - ადამიანი, ვინც აწარმოებს ბლოგს. ბლოგის მეშვეობით ბიზნესის მფლობელი საკუთარი ბიზნესის სიახლეებს უზიარებს დაინტერესებულ მკითხველს, დედა - თავისი ოჯახის შესახებ წერს, სპორტსმენს კი შეუძლია ფანებს გაუზიაროს სიახლეები. ეს ხალხი ბლოგერები არიან. მე-20 საუკუნეში ნიუსებს პროფესიონალურად აკეთებდნენ - როდესაც რაიმე ხდებოდა, რეპორტიორი წერდა სტატიას, რომელსაც ადამიანების პატარა ჯგუფი განიხილავდა და წყვეტდა, უნდა გასულიყო თუ არა ეს ნიუსი გაზეთში ან ტელევიზიაში. პროფესიონალური ნიუსები მხოლოდ დიდ, გლობალურ თემებს მოიცავდა - პოლიტიკა, ეკონომიკა, სპორტი. ეს ნიუსები შეზღუდული და ძალიან ზოგადი იყო. ვებსივრცეში გაჩნდა საიტების ტიპი, "ვებლოგი", რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას იყოს როგორც რეპორტიორი, ასევე გამომცემელი. თან ეს ყველაფერი - უფასოდ. ბლოგების პოპულარიზაციასთან ერთად გაჩნდა უამრავისხვადასხვანაირი ნიუსი, ყველაფერს გაუჩნდა თავისიაუდიტორია. ის, რაც ვერ ხვდება გაზეთებსა და ტელევიზიაში - მაინც პოულობს თავის მკითხველს. ბლოგის მეშვეობით ინტერნეტში ინფორმაციის გაზიარება ძალიან, ძალიან ადვილია. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს რაიმე იდეა, შეუძლია გახდეს ბლოგერი - სულ რამდენიმე კლიკის საშუალებით გახსნას ბლოგი.

ბლოგი საიტია, რომელიც შედგება პოსტებისგან (ანუ სტატიებისგან). ბლოგერი უბრალოდ ავსებს ფორმას - წერს სათაურს და წერს ტექსტს. შემდეგ ერთი კლიკი - და სტატია გამოქვეყნებულია და ჩანს საიტის თავში, უკანასკნელი პოსტის თავზე. დროთა განმავლობაში ბლოგზე პოსტები გროვდება და არქივდება თემატურად და ქრონოლოგიურად. თითოეული პოსტი შეიძლება დისკუსიის საგნად იქცეს. ამისათვის ბლოგზე ჩართულია კომენტარების სისტემა. მკითხველს შეუძლია თავისი მოსაზრება დაწეროს თითოეული პოსტის შესახებ. ამის მეშვეობით ნიუსი ორმხრივი ხდება - არა მხოლოდ იგებ რაღაცას, არამედ შენი წვლილიც შეგაქვს. ეს მე-20 საუკუნის ნიუსებში შეუძლებელი იყო. ბლოგინგი მხოლოდ პოსტების წერა არაა, ეს არის ქომიუნითი, უამრავი ახლის გაგებისა და გაზიარების საშუალება, უამრავი საინტერესო ადამიანის გაცნობის შესაძლებლობა, საკუთარი თავის გამოვლენა. ადვილი მოხმარების, ინტერაქტიულობისა და პირადი აზრის გაზიარების შესაძლებლობის გამო ბლოგინგი ძალიან პოპულარული გახდა. ბლოგზე განთავსებული პოსტი ბევრად უფრო უსწრებს თავისი "ტირაჟით" გაზეთებში გამოქვეყნებულ სარეკლამო სტატიას. ავთანდილ მაჩიტაძე E-mail: avtandili88@gmail.com

www.facebook.com/machitadzee www.twitter.com/machitadze

6


სოციალური მედიის მარკეტინგული მინი კურსი

კორპორატიული ბლოგინგი კორპორაციები ხშირად იყენებენ ბლოგებს თავიანთი შიდა სამზარეულოს გამოსამზეურებლად და მომხმარებელთან საკონტაქტოდ. არსებობს რამდენიმე სახის კორპორაციული ბლოგი (შიდა, რომელიც ფაქტიურად ინტრანეტია, გარე, რომელიც სხვა მომხმარებლებისთვისაა და ceo ბლოგები, სადაც კომპანიის ჰედები ბლოგავენ, თუმცა ეს უკანასკნელნი იმდენად პოპულარულები არ არიან). ორგანიზაციის ბლოგი ასევე შეიძლება იყოს ორი სახის: 1.საინფორმაციო, სადაც კომპანია თავის შიდა სამზარეულოსა და ნიუსებს აქვეყნებს. ის ვებგვერდისგან განსხვავდება არაოფიციალური ენითა და მიდგომით. 2. თემატური ბლოგი, რომელსაც კომპანია აწარმოებს, ასპონსორებს. მაგ., რესტორანს შეიძლება ჰქონდეს კულინარიული ბლოგი, რომელიც თავის მხრივ მოიზიდავს კულინარიით აინტერესებულ მომხმარებელს, ისინი შეეჩვევიან ბლოგზე შემოსვლას, ინფორმაციის ძიებას და კომპანიას შეეძლება გახდეს ქართულ ვებსივრცეში კულინარიული თემის ლიდერი. გარდა იმისა, რომ ორგანიზაციას შეუძლია გააკეთოს ბლოგი, მას ასევე შეუძლია არსებული ბლოგები გამოიყენოს საკუთარი თავის გასაპიარებლად.

ინსრუმენტები სოცმედია მარკეტინგისთვის              

Wordpress.org - ბლოგის უფასო ძრავა, cms. Facebook.com - ფეიჯები, აპლიკაციები, ჯგუფები Youtube.com - არხი და 10-წუთიანი ვიდეოების უფასო განთავსების სერვისი Myvideo.com - youtube.com–ის ქართული ანალოგი Twitter.com– მიკრი ბლოგინგი Slideshare.com - პრეზენტაციების შერინგი scribd.com - ფაილების შერინგი issuu.com – ვირტუალური ბიბლიოთეკა picasa.com - ფოტოშერინგი flickr.com - ფოტოშერინგი foursquare.com - გეოლოკაცია Google maps, bing maps Google docs, calendar, forms. Google alerts

ავთანდილ მაჩიტაძე E-mail: avtandili88@gmail.com

www.facebook.com/machitadzee www.twitter.com/machitadze

7


სოციალური მედიის მარკეტინგული მინი კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის სტრატეგია 1. კვლევა იმ ვებგვერდებისა და რესურსების იდენტიფიცირება, სადაც საუბრობენ ჩვენთვის საინ-ტერესო თემაზე. დაკვირვება და ანალიზი, ტრენდსეტერების ამოცნობა. კონკრეტული რესურსების estimated reach - რა აუდიტორიაზე გადის ამა თუ იმ ფორუმზე დაპოსტილი კრიტიკა. შედარება, გვაქვს თუ არა იგივე ფიდბექი offline. კონკურენტების ძიება ვებსივცრეში. კონკურენტებზე დაკვირვება, მათი ონლაინ-მხარდამჭერების ქცევის pattern. კონკურენტების ძლიერი და სუსტი ხმარეების ამოცნობა ონლაინ (არასაკმარისი ლაიქერები, არაკომპეტენტური პასუხები, ფიდბექის უგულვებელყოფა და ა.შ.)

2. მიზნები ვენ შეიძლება გვქონდეს ძალიან წარმატებული სოც-მედია მარკეტინგის კამპანია, მაგრამ მან არსად მიგვიყვანოს. ამის ძირითადი პრობლემა, როგორც წესი, წინასწარ გაუწერელი მიზნებია. მნიშვნელოვანი კითხვები, რომელიც უნდა დავსვათ:     

არის თუ არა ონლაინ ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია? რისთვის გვჭირდება ონლაინ აუდიტორია? [გაყიდვების გაზრდა, ლოიალურობა, ახალი მომხმარებლები, უბრალოდ ახალი მედიაპლატფორმა] რა იმიჯის ჩამოყალიბება გვსურს ონლაინ? რას ველით ამ კამპანიისგან?

3. მესიჯი და მეთოდი იმის მიხედვით, თუ რა არის ჩვენი მიზანი, შემდეგი ნაბიჯი მეთოდისა და მესიჯის ჩამოყალიბებაა. მეთოდები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. თუ ბრენდის ცნობადობაა ყველაზე მნიშველოვანი, მაშინ აგრესიული კამპანია იწყება, კონკურსებითა და წამახალისებელი პრიზებით. ეს ირგვლივ ახალგაზრდა აუდიტორიას იკრებს, რომლებიც მსყიდველუნარიანნი უმეტესწილად არ არიან, თუმცა მათი გავლენით და გამოწვეული buzz-ით ბრენდის შესახებ ყველა იგებს. თუ კომპანია გადაწყვეტს, რომ სჯობს გარშემო მიზნობრივი აუდიტორია შემოიკრიბოს, რომელიც შეიძება არ იყვნენ თინეიჯერები, გზა უფრო გრძელია - აუდიტორიის შეკრება მალევე არ ხდება, თუმცა ისინი ბევრად უფრო ლოიალურები არიან. ისინი შეიძლება გავაერთიანოთ მათთვის საინტერესო თემის ირგვლივ, გაიმართოს დისკუსიები, მოეწყოს გასვლები. ამის შემდეგ კი ჩვენთვის საჭირო ონლაინ-ინსტრუმენტების შერჩევის დროს. დღესდღეობით ყველა კომპანიის არჩევანი facebook-ია, რადგან 545 000+ ქართველი მომხმარებელი ანგარიშგასაწევი ძალაა ნებისმიერი კომპანიისთვის. ასევე შეიძლება განვიხილოთ: 

ბლოგები; ფორუმები; ტვიტერი; Linkedin; სხვა სოციალური ქსელები; მედიაშერინგ საიტები;

ავთანდილ მაჩიტაძე E-mail: avtandili88@gmail.com

www.facebook.com/machitadzee www.twitter.com/machitadze

8


სოციალური მედიის მარკეტინგული მინი კურსი

სტატისტიკა და მისი ანალიზი ტრადიციულ მედიაში გაშვებული რეკლამისაგან განსხვავებით, სადაც რეალურად შეუძლებელია ზუსტად გაზომო აუდიტორია, რომელსაც მიწვდი, გქონდეს მათთან უკუკავშირი და დააკვირდე მათი ქცევის მანერას, სოციალურ მედიაში სტატისტიკა ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი ანალიზი, ძირითადი მახასიათებლები და შეგვეძლოს ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება. ამისთვის ჩვენ ორ მძლავრ იარაღს გამოვიყენებთ: Google analytics - გუგლის უფასო სერვისი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ჩვენს ვებგვერდზე/ბლოგზე შემოსული მომხმარებლების სტატისტიკა ვაწარმოოთ. უამრავი დეტალური ინფორმაცია. Facebook insights - ფეისბუქის ბიზნესგვერდის შიგნით "ჩაშენებული" სტატისტიკა, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას მომხმარებლებისა და მათი ინტერაქციის სიხშირის შესახებ. Google Analytics - ვიზიტორები 

რამდენი მომხმარებელი შემოვიდა

გვერდზე, რამდენი უნიკალური, აბსოლუტური უნი-

კალური მომხმარებელი და რამდენი ჰიტი განხორციელდა? 

თითო მომხმარებელი საშუალოდ რამდენ გვერდს ნახულობს?

თითო მომხმარებელის აშუალოდ რამდენ ხანს ჩერდება საიტზე?

რამდენია Bounce rate? (შემოსვლისთანავე გამსვლელები)

რამდენი %-ია ახალი ვიზიტორები?

რა ბროუზერიდან, როგორი ინტერნეტით, რა სისტემით შემოდიან მომხმარებლები?

ავთანდილ მაჩიტაძე E-mail: avtandili88@gmail.com

www.facebook.com/machitadzee www.twitter.com/machitadze

9


სოციალური მედიის მარკეტინგული მინი კურსი

საიტზე შემომსვლელების (ტრეფიკის) 3 ძირითადი წყაროა: • Direct traffic • Reffering sites • Search engine traffic პირდაპირი ტრეფიკი არის ის მომხმარებლები, ვინც პირდაპირ კრეფენ საიტის მისამართს ბრაუზერის ველში და ისე შემოდიან. თუ ეს %ული მაჩვენებელი მაღალია, ესე იგი, ჩვენი ბრენდი საკმარისად ძლიერია ონლაინ. რეფერალი საიტებისგან მიღებული ტრეფიკი ის მომხმარებლებია, ვინც სადმე საიტზე წააწყდა ლინკს, დაკლიკა და გადმოვიდა თქვენთან. საქართველოში ყველაზე კარგი რეფერალური ტრეფიკის მისაღები წყარო ფეისბუქია საძიებო სისტემისგან მიღებული ტრაფიკი ის მომხმარებლებია, ვინც გუგლში თუ სხვა სისტემაში ამა თუ იმ სიტყვის/ფრაზის ძიებისას ჩვენს საიტზე გადმოვიდნენ.

Online VS Offline Online o ბანერი o პოსტი პოპულარულ ბლოგზე o ონლაინ ტრენდსეტერი

ავთანდილ მაჩიტაძე E-mail: avtandili88@gmail.com

o ვირუსული ვიდეო o word of mouth

Offline o o o o o

ფლაერი სტატია ჟურნალში პოპულარული ადამიანი რეკლამა ტელევიზიაში კვლევები

www.facebook.com/machitadzee www.twitter.com/machitadze

10


სოციალური მედიის მარკეტინგული მინი კურსი

როგორ შევინარჩუნოთ კონტაქტი მომხმარებელთან? არსებობს მომხმარებელთან კონტაქტის შენარჩუნების რამდენიმე ძირითადი ტაქტიკა, რომელსაც ბევრი კომპანია მიმართავს: 

Facebook updates - ყველა მომხმარებელს, ვინც გვერდი დაალაიქა, ავტომატურად ეგზავნება აფდეითი.  Newsletter - თუ მომხმარებელმა თანხმობა თქვა თქვენ მიერ მისთვის ნიუსლეთერის გაგზავნაზე - ან დაადასტურა ონლაინ ფორმით, ან თავადვე გამოიწერა.  მომხმარებლების მეილებზე პერიოდულად გამოკითხვების გაგზავნა. Online survey. [როგორც წესი, პროდუქტის შეძენიდან 10-ოდე დღეში].  ყველგან გაუსვით ხაზი, რა მნიშვნელოვანია თქვენთვის მომხმარებლის აზრი და წაახალისეთ.  ისინი ამ აზრის გამოსათქმელად. როდესაც სოციალურ მედიაში შევდივართ და ვიხსნებით უკუკავშირისთვის, უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ უკუკავშირი ნეგატიურიც შეიძლება იყოს. რაც უნდა კარგი იმიჯი გვქონდეს, მუდამ არის საშიშროება, რომ ჩვენს ბლოგზე/ფეისბუქის გვერდზე კონფლიქტი აგორდება. პირველ რიგში, ნეგატიური ფიდბექი ონლაინში, კარგი ფიდბექი არ არის. თქვენი პროდუქტის სახელის ჩაწერის შემდეგ გუგლში პირველივე რეზულტატად ნეგატიური თემა თუ ვარდება, დიდი შანსია, რომ სცადონ შემდეგი თქვენი კონკურენტის პროდუქტი, ამიტომ ნეგატიური ფიდბექის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. როგორც წესი, კონფლიქტს იწვევს და აღვივებს ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელსაც პირობითად ტროლი ჰქვია. ის შეიძლება არ იყოს ყველაზე აქტიური, მაგრამ საჭირო მომენტში ჩნდება და ამატებს ცეცხლში ნავთს. 3 ოქროს ნაბიჯი: 1. არ უგულვეყოთ საკუთარ სივრცეში გაჩაღებული კონფლიქტი 2. თავაზიანად, ამომწურავად უპასუხეთ ყველა კითხვასდა პრეტენზიას 3. ამოიცანით ტროლი, თუ საჭირო გახდა, პირადად მისწერეთ და გამოთქვით დაინტერესება მისი პოზიცისადმი, მნიშვნელოვანია მას ვაჩვენოთ, რომ მის აზს ვითვალისწინებთ და კრიტიკა გვაინტერესებს. უმეტეს შემთხვევებში ამ სამი ნაბიჯის შესრულება კონფლიქტს აბსოლუტურად აქრობს და ნეგატიურად განწყობილი მომხმარებლებიც მკვეთრად ტრიალდებიან პოზიტიურისაკენ.

ავთანდილ მაჩიტაძე E-mail: avtandili88@gmail.com

www.facebook.com/machitadzee www.twitter.com/machitadze

11


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.