Matsne-3656689-0

Page 1

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-3/52, 01.05.2017) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი. 2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 9 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით: ა) ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე); ბ) თამარ ჩუგოშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; გ) ირმა ინაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დ) სერგი კაპანაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; ე) ზურაბ ჭიაბერაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი; ვ) ვასილ გონაშვილი – ექსპერტი; ზ) თენგიზ შარმანაშვილი – ექსპერტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე; თ) ეკა გიგაური – „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი; ი) თორნიკე ჭეიშვილი – საქართველოს სპეციალისტი (კომისიის მდივანი).

პარლამენტის

თავმჯდომარის

კაბინეტის

მთავარი

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

ირაკლი კობახიძე

ქუთაისი, 3 მაისი 2017 წ. N742-IIს

საქართველოს კონსტიტუციური კანონი http://www.matsne.gov.ge

01001000009001016399


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.