ნიუტონის თავისუფალი სკოლა - შემოდგომა 2014

Page 1

niutonis Tavisufali skola

Semodgoma 2014 www.newton.edu.ge

info@newton.edu.ge

+995 570705080 (90)

+995 322 000230

warmateba am skolaSi iwyeba

ნიუტონის თავისუფალი სკოლის ინტერნეტ ჟურნალი სკოლის საინტერესო და წარმატებული ცხოვრების შესახებ გიყვებათ.


გიორგი მელაძე ნიუტონის თავისუფალი სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი დღეს, ამ წერილის წერის პარალელურად გრანტების საკითხს განვიხილავთ. გვინდა, რომ უფრო მეტ ნიჭიერ ადამიანს ჰქონდეს ნიუტონში სწავლის საშუალება.

“გიორგი, ვიფიქრე ჩვენს ძველ იდეაზე. ზაფხულში „თავისუფალი უნივერსიტეტი“ დიდ დიღომში გადადის და ამ შენობას უკეთეს დატვირთვას ვერ მოვუფიქრებთ. თქვენ, რომ სხვაგან ფიქრობდით ამას, მოდით სკოლა აქ გააკეთეთ. თუ სურვილი გექნებათ, ვახოსაც უთხარით, დაგეხმარებათ და ერთად უფრო გამოგივათ.” - 2013 წლის გაზაფხულზე კახა ბენდუქიძესთან დაახლოებით ასეთი საუბრის შემდეგ, დაიწყო სკოლის შექმნის ბოლო ეტაპი. ბოლო იმიტომ რომ, სკოლის იდეა დიდი ხნით ადრე გაჩნდა. ჯერ კიდევ „თავისუფალ უნივერსიტეტში“ მუშაობის დროს. 6 წლის წინ ხშირად ვმსჯელობდით სკოლის განათლების (ამ სიტყვის ფართო გაგებით) სისუსტეზე. საუკეთესო აბიტურიენტებს ვიღებდით მთელი საქართველოდან და მაინც, ბევრ დროს ვხარჯავდით ისეთ რაღაცებზე, რაც სკოლიდან უნდა სცოდნოდათ. ამ შემთხვევაში, მე უფრო უნარებსა და რეალური ცხოვრების აღქმაზე მაქვს საუბარი, ვიდრე ფაქტობრივ ცოდნაზე. ამიტომაც ხშირად ვამბობდით, შეიძლება ვოცნებობდით კიდეც, რა კარგი იქნებოდა, ისეთი სკოლები ყოფილიყო დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების მქონე მოსწავლეები რომ ჰყოლოდა. ამიტომაც როდესაც „თავისუფალმა უნივერსიტეტმა“ (ჩემს ცნობიერებაში მაინც) სტაბილურ ეტაპს და გარკვეულ წარმატებას მიაღწია, გადავწყვიტე საკუთარი ბიზნესის გაკეთება. სკოლა ლოგიკური და პირველი არჩევანი იყო.

დირექტორის წერილი

01


გაზაფხულის შემდეგ იყო ბევრი შეხვედრა, სადაც განვიხილავდით სკოლის კონცეფციას: რა სეგმენტზე უნდა გაგვეთვალა? როგორ უნდა მიგვეღო საუკეთესო მოსწავლეები, არ გვინდოდა, მორიგი, ელიტური, სუპერ-ძვირი სკოლა არ ვყოფილიყავით. განვიხილავდით, რამდენი

მოსწავლე უნდა გვყოლოდა, ვითვლიდით ინფრასტრუქტურის ხარჯს და

ვფიქრობდით, როგორ დაგვეფარა. დღეს, ამ წერილის წერის პარალელურად გრანტების საკითხს განვიხილავთ. გვინდა, რომ უფრო მეტ ნიჭიერ ადამიანს ჰქონდეს ნიუტონში სწავლის საშუალება. ეს პროექტიც „თავისუფალი უნივერსიტეტის” „სამჭედლოში“ არის შექმნილი, ამის მეტს რას ვაკეთებდით 6 წელი. ერთხელ ზაფხულში, ნიუტონის მორიგი ღია კარის დღის შემდეგ, ერთი ჩვენი მომავალი მოსწავლის მამა მომიახლოვდა და ჩუმად მკითხა: “ბენდუქიძეს რა კავშირი აქვს თქვენთან?” როგორ გინდა, ადამიანს ორი წინადადებით აუხსნა სიტუაცია? მახსოვს, დიდხანს ვუხსნიდი კახას როლს. ახლა, რომ ვფიქრობ, ალბათ, ყველაფერი უფრო მარტივადაა. კახა ბენდუქიძე ნიუტონის თავისუფალი სკოლის დამფუძნებელი არ ყოფილა და არც

მის მენეჯმენტში

მიუღია მონაწილეობა. ცხადია, არც არაოფიციალური წილი ჰქონია როდესმე :) კახა, უბრალოდ, იმას აკეთებდა, რასაც ყოველთვის: უანგაროდ ეხმარებოდა საქართველოს ახალგაზრდებს.

ნიუტონის თავისუფალი სკოლა, 6.1 კლასი

02


2014 სასწავლო წლიდან ნიუტონის სკოლამდელი აღზრდის პროგრამაში მოსწავლეების მიღება დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის პროგრამა იმ ბავშვებისთვისაა, რომლებიც 2015 წლის 1 სექტემბრამდე 6 წლის ხდებიან. უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო, კვალიფიციური მასწავლებლები და ბავშვის ინტერესებზე მორგებული სასწავლო პროგრამა ნიუტონის სკოლამდელი

აღზრდის

პროგრამას

გამორჩეულს

ხდის.

პროგრამის

შესახებ

მის

ხელმძღვანელს ნინო კიკნაველიძეს ვესაუბრეთ.

სკოლამდელი აღზრდის პროგრამა

03


რატომ უნდა გაიაროს ყველა ბავშვმა სკოლამდელი აღზრდის პროგრამა? სკოლაში

წასვლა

ბავშვის

ცხოვრებაში

ახალი,

მნიშვნელოვანი ეტაპია. პატარები გულისფანცქალით ელოდებიან ცვლილებას. იმისთვის, რომ ჩვენი შვილი ამ

მნიშვნელოვანი

სიახლისთვის

მოვამზადოთ,

აუცილებელია მისი მხარდაჭერა და შესაბამისი გარემოს შეთავაზება, ხოლო

რომელიც ხშირად

აპროტესტებენ,

სკოლამდელი აღზრდის

მისთვის

იქ გატარებული დრო

საინტერესო.

ნინო კიკნაველიძე

იქნება

ეს

კი-

პატარები

პროტესტი

უსაფრთხო,

სასიამოვნო და

სკოლაში

სიარულს

რამდენიმე

პირობით

შეიძლება იყოს გამოწვეული:

პროგრამის ხელმძღვანელი

1. მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია სკოლის შესახებ, არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ სკოლაში; 2. არ აქვთ თვითრწმენა, არ არიან დარწმუნებულები, რომ თავს გაართმევენ ახალ დავალებებს; 3. არ

აქვთ

საკმარისად

განვითარებული

თავის

მოვლის

უნარები,

როგორიცაა,

დამოუკიდებლად ჭამა, ტანსაცმლის მოწესრიგება, ტუალეტის უნარ-ჩვევები; 4. არ

იციან

თანატოლებთან

და

უცნობ

უფროსებთან

ურთიერთობა,

რადგან

თავს

დაუცველად გრძნობენ; 5. შესაძლოა, ბავშვი იყოს განსაკუთრებული საჭიროების და მას ინდივიდუალური მიდგომა ესაჭიროებოდეს, რაც გულისხმობს მასთან ურთიერთობის თავისებურებების ცოდნას. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ ბავშვს პირველი გამოცდილება პოზიტიური ჰქონდეს. ეს გამოცდილება კი, მან სკოლამდელი აღზრდის პროგრამაში უნდა მიიღოს. რას ეფუძნება სასწავლო პროგრამა? სასწავლო პროგრამა მოსწავლეზეა ორიენტირებული და ეფუძნება ბავშვის განვითარების სტანდარტს, რომელშიც

ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია მისი

შესაძლებლობები და ინტერესები.

04


რა უპირატესობა აქვს ნიუტონის სკოლამდელი აღზრდის პროგრამას? ნიუტონის სკოლამდელი აღზრდის პროგრამაში ყველა პირობაა იმისთვის, რომ ბავშვი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპისთვის, სკოლაში წასვლისთვის, მოვამზადოთ. ნიუტონის

სკოლამდელი

აღზრდის

პროგრამის

მასწავლებლები

განათლებით

ფსიქოლოგები არიან. მათ საგანმანათლებლო სფეროში ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აქვთ და მუდმივად ესწრებიან შესაბამის ტრენინგებს. ჩვენ ვთავაზობთ უსაფრთხო, მეგობრულ გარემოს, რომელშიც ბავშვები თავს იგრძნობენ დაცულად

და

მოიხიბლებიან

განმავითარებელი

სათამაშოებით,

ილუსტრირებული

წიგნებით, ინფრასტრუქტურითა და აქტივობებით, რომელიც მორგებულია მათ ფიზიკურ განვითარებაზე. გარდა ამისა, ბავშვები, რომლებიც გაივლიან ნიუტონის სკოლამდელი აღზრდის პროგრამას, მასწავლებლის რეკომენდაციით, გასაუბრების გარეშე გახდებიან ნიუტონის თავისუფალი სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები. რა არის, შენთვის, როგორც პროგრამის ხელმძღვანელისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა? ინდივიდუალურად,

ბევრ

ბავშვთან

მიმუშავია,

რომლებსაც,

სამწუხაროდ,

ჰქონდათ

პრობლემები სკოლაში წასვლასთან დაკავშირებით. მათი ეს მდგომარეობა გამოიხატებოდა ქცევაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში, მათ აკადემიურ ჩამორჩენასა და სოციალურ იზოლაციას განაპირობებდა. მახსოვს ყველა მშობლის განცდა და იმედგაცრუება საკუთარი თავის მიმართ. სწორედ ეს გახდა ჩემთვის პროფესიული გამოწვევა, რამაც გადამაწყვეტინა, შემექმნა გარემო, სადაც ბავშვებსა და მშობლებს დავეხმარებით. მაგრამ ამისთვის, მხოლოდ ჩემი ინიციატივა არ კმაროდა. აუცილებელი იყო რომელიმე სკოლის მატერიალური და პროფესიონალური მხარდაჭერა, ერთ ენაზე საუბარი, საერთო ხედვა და მიზნები. სწორედ ასეთი გარემოა ნიუტონის თავისუფალ სკოლაში. მათთვის მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა, ლოგიკურად აზროვნების უნარის ჩამოყალიბებაა პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი.

სკოლამდელი აღზრდის პროგრამა

05


06


სკოლამდელი აღზრდის პროგრამა

07


მაია ბეროშვილი - ლიზი ქიტესაშვილის მშობელი „ახლა ჩამოვედი კახეთში ლიზის თბილისში წამოსაყვანად (მან ერთი კვირა გააცდინა) და ვერ წარმოიდგენთ, როგორ ელოდება ორშაბათის გათენებას, რომ შეუერთდეს თავის ჯგუფს და ყველა იმ აქტივობას, რომელიც აბსოლიტურად სწორად და ზუსტადაა გაწერილი მისი ასაკისთვის. ლიზის სიხარული და მოლოდინები, რა თქმა უნდა, მეც მაბედნიერებს. სკოლამდელი აღზრდის პროგრამამ ჩემი მოლოდინები გაამართლა და უფრო მეტიც, მოლოდინს გადააჭარბა: დღის რეჟიმი წინასწარ არის გაწერილი, მასწავლებლები ბავშვებს წესებსა და რეჟიმს მშვიდად აცნობენ, ჯანსაღი მიდგომითა და სხვადასხვა აქტივობებით, ბავშვებს

თვითრწმენას

უყალიბებენ,

ასწავლიან

თანატოლებთან

და

უფროსებთან

ურთიერთობას. ასეთ პოზიტიურ გარემოში ყოფნა ნებისმიერი ადამიანისთვის სიამოვნებისა და დიდი ბედნიერების მომტანი იქნებოდა, მით უფრო ბავშვებისთვის. ისინი ხომ ამ ასაკში ყალიბდებიან ფსიქოლოგიურად და ამ ასაკიდან უერთდებიან სოციუმს. ლიზი ძალიან ბედნიერია, რომ “სკოლის მოსამზადებელში” (ასე ეძახის) უნდა წავიდეს. ძალიან მინდა, ყველა ბავშვი ასეთ გარემოში იზრდებოდეს. გაავრცელეთ თქვენი პროგრამა და დაეხმარეთ სხვებსაც. ასეთი მიდგომები ყველა ბავშვისთვის აუცილებელია!“

08


თათია ჩხეიძე - ანასტასია ჩხეიძის მშობელი „ჩემი ინიციატივა იყო ბავშვის ნიუტონის თავისუფალი სკოლის „პრესქულში“ შეყვანა და ძალიან ვამაყობ ჩემი გადაწყვეტილებით. „პრესქულის“ მასწავლებლების დამსახურებით ისეთი დადებითი და პოზიტიური გარემოა, რომ ჩემი ანასტასია შაბათ-კვირას წუხს, რომ ორი დღე უწევს „პრესქულის“ გარეშე ყოფნა. მასწავლებლები მაქსიმალურად უწყობენ ხელს ბავშვების ინდივიდუალური თავისებურებების განვითარებას. აგრეთვე, ძალიან ეხმარებიან ღირებულებების, უნარებისა და ზნე-ჩვეულებების სწორ ფორმირებაში. ამისთვის შექმნილია ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ფიზიკური, სოციალური, ეკოლოგიურად სუფთა და კეთილგანწყობილი გარემო. სასწავლო პროგრამა ყველა ბავშვისათვის

ინდივიდუალურად,

მისი

ნიჭისა

და

ხასიათის

თავისებურებების

გათვალისწინებითაა შედგენილი. მოკლედ, ძალიან მიხარია, რომ ჩემი შვილი საიმედო ხელშია.“

სკოლამდელი აღზრდის პროგრამა

09


მედი სვანიშვილი - დაჩი ნიორაძის მშობელი „ყოველთვის მინდოდა ბავშვის მოსამზადებლ ჯგუფში მიყვანა, რადგან ვთვლიდი, რომ ამ გზით დაჩი მიეჩვეოდა სკოლის გარემოს, ბავშვებს და გაეცნობოდა სასწავლო მასალას. როცა ნიუტონის „პრესქულის“ შესახებ გავიგე, დავინტერესდი და ღია კარის დღეზე მოვედი. გადაწყვეტილება ადგილზე მივიღე. ნიუტონის „პრესქულმა“ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, რეალურად, მოსალოდნელზე მეტს გვაძლევს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ პრიორიტეტი ენიჭება იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც ბავშვს მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება და არა სასკოლო საგნების სწავლებას, რაც „პრესქულის“ მთავარ პრიორიტეტად მიაჩნიათ ხოლმე. ამ ეტაპზე, საჭიროა ბავშვებს გამოუმუშავდეთ სწავლისადმი სწორი დამოკიდებულება, საკუთარი თავის რწმენა. ამის შემდეგ, ბევრად უკეთესად შეძლებენ სწავლას და თავიანთი ცოდნის გამოყენებასაც. მასწავლებლები აფასებენ თითოეულ ბავშვს და მათთან, პრობლემის შესაბამისად, ინდივიდუალურად მუშაობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი უპირატესობაა ის, რომ „პრესქულის“ მასწავლებლები ფსიქოლოგები არიან და ხელს უწყობენ ბავშვების ინდივიდებად, დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბებას.“

10


კალათბურთის აკადემია ნოემბრიდან ნიუტონის კალათბურთის აკადემიაში ვარჯიში დაიწყო. კვირაში სამჯერ, 7-დან 15 წლამდე, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, ნიუტონის ახალ სპორტდარბაზში საუკეთესო მწვრთნელებთან ვარჯიშობენ. სპორტსმენები 2 ასაკობრივ ჯგუფში არიან განაწილებულნი. „შსს აკადემიის“ მწვრთნელი კოტე ტუღუში 7-გზის საქართველოს ჩემპიონია, 2011 წელს კი, FIBA-მ მწვრთნელი ლიცენზია მიანიჭა. ჟოლივეტ ტუჯანი ტალბა 3-გზის კამერუნის და 5-გზის საქართველოს ჩემპიონია. მათთან ერთად გუნდებს ბუბა ბერიშვილი და ზვიად ბაბიაშვილი ავარჯიშებენ.

კალათბურთის აკადემია

01 1


საგურამოს საკვირაო სკოლა

საგურამოს

სპორტულ

სკოლაში

საკვირაო

სკოლა

ოქტომბრიდან

ფუნქციონირებს.

ნიუტონის თავისუფალი სკოლის მესამე და მეოთხე კლასელები შაბათ-კვირას საგურამოში მიდიან და ფეხბურთში ვარჯიშობენ. ვარჯიშის შემდეგ კი, მათემატიკისა და მითოლოგიის გაკვეთილს ესწრებიან. საკვირაო სკოლის მწვრთნელი გიორგი ყიფიანია. მათემატიკასა და მითოლოგიას კი, ნიუტონის თავისუფალის სკოლის მასწავლებლები ასწავლიან.

გიორგი ყიფიანი - მწვრთნელი „ჩვენ შევქმენით საბავშვო საფეხბურთო გუნდი, რომელიც დავაკომპლექტეთ ერთი ასაკის ბავშვებით. ჩვენი მიზანია, მათ

შევაყვაროთ ფეხბურთი და დავანახოთ ამ სპორტის

საუკეთესო თვისებები. მე, როგორც დამწყები მწვრთნელი, მოტივირებული ვარ, რომ საბავშვო გუნდი „10“ (ათი), ვაქციო პროფესიონალ და კარგად გამართულ საფეხბურთო გუნდად, რომლის მთავარი მიზანი წარმატების მიღწევა იქნება.“

12

საგურამოს საკვირაო სკოლა


საზაფხულო სკოლა ბრიტანეთში

ზაფხულში 13 მოსწავლე საუთჰემპტონის უნივერსიტეტში, ინგლისური ენის შესასწავლად გაემგზავრა.

მათ

შორის,

რამდენიმე

ნიუტონის

თავისუფალი

სკოლის

მოსწავლეა.

ბრიტანეთში მოსწავლეებმა 2 კვირა გაატარეს. გაეცნენ ინგლისურ კულტურას, იმოგზაურეს ინგლისში, შეისწავლეს ენა, დაუმეგობრდნენ თანატოლებს სხვა ქვეყნებიდან. მსგავს კურსს ნიუტონის თავისუფალი სკოლა 2015 წლის ზაფხულში ისევ გეგმავს.

ლუკა ბერაია - ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლე

საუთჰემპტონში ყოფნისას ორჯერ ვიყავით ექსკურსიაზე ლონდონში და ერთხელ, ერთ ძალიან ლამაზ ქალაქში, ვინჩესტერში. ძალიან მხიარული და კარგი „სტაფი“ ყავდათ; ყველას ვურჩევდი, ამ კურსით წასვლას, ვისაც ქვეყნის დათვალიერება და ინგლისური ენის უკეთ სწავლა უნდა.

საზაფხულო სკოლა ბრიტანეთში

13


ლევან კალანდაძე - ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლე სასწავლო ნაწილი ძალიან მომეწონა. ამ კურსით ვისწავლე საკუთარი აზრის გამოთქმა და გამომიმუშავდა კომუნიკაციის უნარი. ასევე, შევიძინე ძალიან კარგი ახალი თვისება, რასაც უკომპლექსობა და აქტიურობა ქვია, ნებისმიერ საკითხის შესახებ ჩემი აზრის დაფიქსირება (სერთიფიკატში „speaking skill”-ში excellent მიწერია, ჩემი დონის ჯგუფში ერთადერთი მოსწავლე ვიყავი, ვინც ეს შეფასება მიიღო). მომეწონა მასწავლებლები და გაკვეთილის ჩატარების მათი სტილი(თამაშების, შეჯიბრებებისა და საინტერესო პროექტების გამოყენებით). ჩემს მეხსიერებაში ეს კურსი ჩაიწერა როგორც ,,ინგლისი 2014“, რადგან პირველად ვიყავი დამოუკიდებლად საზღვარგარეთ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ქვეყანაში და საოცნებო ქალაქ ლონდონში. გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი. მივიღე დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სწავლის გამოცდილება. ძალიან კარგად გამახსენდება ინგლისურის კურსები და მასწავლებლები. ყველას ვურჩევ, გამოიყენოს ეს შემოთავაზება!

14


ნინო ალანია - ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლე

ბრიტანეთიდან კარგი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო საინტერესო სასწავლო კურსი. ჯგუფში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები ვიყავით, მათთან ურთიერთობა საინტერესო იყო. მთლიანი ტური კარგად იყო ორგანიზებული, კმაყოფილი ვარ საცხოვრებელი პირობებითა და ექსკურსიებით. დიდი გამოცდილება მივიღე და ძალიან კმაყოფილი ვარ!

საზაფხულო სკოლა ბრიტანეთში

15


რუსუდან მეგრელიშვილი - ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლე

ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ ბევრ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ თანატოლთან მქონდა ურთიერთობა. დღემდე ვეკონტაქტები, „ფეისბუქის“ მეშვეობით. სასწავლო პროცესი ძალიან მრავალფეროვანი იყო, ბევრი სახალისო აქტივობა გვქონდა. დავათვალიერეთ ლონდონი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ!

ალექსანდრე პავლიაშვილი - ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლე

კურსი

კარგად

საინტერესოდ

იყო

შედგენილი.

გვასწავლიდნენ,

ძალიან

მომეწონა

გაკვეთილები

არ

სწავლების იყო

მეთოდი.

მოსაბეზრებელი.

მომეწონა საუთჰემპტონის უნივერსიტეტი. შევიძინე ახალი მეგობრები; ასევე, დავმეგობრდი ნინო რაჭველიშვილთან.

16


ნიუტონელები „CERN“-ში ნიუტონის თავისუფალი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ლუკა ჯორბენაძემ, ივა კარიაულმა და ლუკა გიორგაძემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „პროგრესის“ მიერ ჩატარებულ ფიზიკის გუნდურ კონკურსში გაიმარჯვეს. სამინისტრომ

გამარჯვებული

ხელმძღვანელი,

ზურაბ

ბერია,

მონაწილეობით

დააჯილდოვა.

მოსწავლეები

და

მათი

საგანმანათლებლო 1-დან

5

დეკემბრის

გუნდის

ექსკურსიაში ჩათვლით

ნიუტონელებმა დაათვალიერეს „CERN“-ის ლაბორატორია, დაესწრნენ გაცნობით ლექციებსა და მასტერკლასებს.

ნიუტონელები “CERN“-ში

07 1 1


18


ბატონო ზურა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისთვის „CERN“-ის ლაბორატორიის დათვალიერება? ამ ასაკის მოსწავლეებისთვის ასეთი ექსკურსიები ძალიან მნიშვნელოვანია,

მიგყავს

ფიზიკის

ყველაზე

ცხელ

წერტილში, სადაც, მართლაც, ხვდებიან ჩვენი სამყაროს ერთდროულად ყველაზე ცივ და ცხელ ადგილას. მათთვის კი არა, ჩემთვისაც ბევრი რამე ახალი და გასაოცარი იყო. „CERN“-ი ახლა სამეცნიერო და ტურისტული კერაა, უამრავი

ზურაბ ბერია ნიუტონის თავისუფალი სკოლის ფიზიკის მასწავლებელი

ადამიანი ჩადის კოლაიდერის და სხვა ამაჩქარებლებისა თუ შემანელებლების

სანახავად. ექსკურსიის მანძილზე

ისინი შეხვდნენ იქ მომუშავე ქართველებს, დეტალურად გაიგეს, რას ემსახურება „CERN“-ის ლაბორატორია.

საოცარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ბავშვები, იმ ადამიანებთან ურთიერთობდნენ და სადილობდნენ, ვისზეც ამდენი სმენიათ. „CERN“-ში ხომ მხოლოდ ფიზიკის მიმართულებით არ ხდება აღმოჩენები, მარტო ინტერნეტისა და „WWW“-ს შექმნა რად ღირს, რომელიც „CERN“-ში მოღვაწე ინგლისელი ფიზიკოსის ტიმ ბერნერს ლის დამსახურებაა და ამაში ასევე ჩვენი მასპინძელის მიკ სტორის წვლილიც არის. შეიცვალა თუ არა მოსწავლეების დამოკიდებულება ფიზიკის მიმართ ამ ექსკურსიის შემდეგ? რა თქმა უნდა. ბევრ მოსწავლეს გული დაწყდა, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა არ მიიღო და მსაყვედურობდნენ კიდეც, თუკი ამხელა პრიზი იყო, რატომ არ გვითხარითო. არადა, განაცხადში არაფერი იყო მითითებული, არც კი ველოდით, თუ შვეიცარიაში გაგვიშვებდნენ. სამივე მათგანი უფრო სერიოზულად დაინტერესდა ფიზიკით და უნდა ნახოთ, როგორი თავდაჯერებულები არიან გაკვეთილზე. როგორ უნდა დავაინტერესოთ ახალი თაობა საბუნებისმეტყველო საგნებით? სწავლების დროს უფრო მეტი სადემონსტრაციო ექსპერიმენტი უნდა ჩავატაროთ და მეტი საშუალება უნდა მივცეთ მოსწავლეებს, თავადაც ჩაატარონ ექსპერიმენტები. სამწუხაროდ, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ეს გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ჩვენი

ნიუტონელები “CERN“-ში

09 1 1


სურვილითა და ადმინისტრაციის თანადგომით, ამას ვახერხებთ. ეს ტურნირიც ხომ სწორედ ექსპერიმენტულ ფიზიკაში იყო, მოსწავლეებს სკოლაში უნდა ჩაეტარებინათ 10-მდე ექსპერიმენტი და შედეგები წარედგინათ ტურნირზე. მათ მოტივაციაზე ასეთი ექსკურსიები განსაკუთრებულად მოქმედებს. წარმოუდგენელია, ყველა „CERN“-ში წაიყვანო. მაგრამ სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმების დათვალიერება, ცნობილ ფიზიკოსებთან შეხვედრები დადებითად მოქმედებს მოსწავლეებზე.

20


გაგვიზიარეთ „CERN“-ში ექსკურსიის შთაბეჭდილებები ივა კარიაული ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენი ექსკურსია იმ დროს დაემთხვა, როცა დიდი ამაჩქარებელი გაჩერებული იყო და ამიტომ

ყველაფრის დათვალიერება შევძელით.

„CERN“-ში გიდობას ბრიტანელი ფიზიკოსი მიკ სტორი და ქართველი ფიზიკოსი ირაკლი მინაშვილი გვიწევდნენ. პირველივე დღეს შეგვხვდნენ და ჩვენი იქ ყოფნის მიზანი გაგვაცნეს. ირაკლი მინაშვილი “ATLAS”-ის დეტექტორის ლუკა გიორგაძე, ივა კარიაული, ლუკა ჯორბენაძე

ოლიმპიადის გამარჯვებულები

ერთ-ერთი

პროექტის

ხელმძღვანელია.

მოგვიყვნენ

„CERN“-ის შექმნის ისტორიას, გავიგეთ, რომ ამჟამად იქ 36 ქართველი მუშაობს.

ლუკა გიორგაძე ვიყავით შახტაში, რომელიც მიწის ზედაპირიდან ასი მეტრის ქვემოთ არის. ვნახეთ ამაჩქარებელი და შემანელებელი. გავიგეთ „CERN“-ის სამომავლო გეგმების შესახებ. საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ლუკა ჯორბენაძე სასწაულად დიდია, მე სხვანაირი წარმომედგინა. რამდენიმე მუზეუმი ვნახეთ, ერთ-ერთში ტექნოლოგიური გამოგონებები იყო გამოფენილი. ძალიან საინტერესოდ და ლამაზად იყო მოწყობილი. ნაჩვენები იყო ცდა და შენ თვითონაც შეგეძლო იგივე ცდის ჩატარება. ივა კარიაული ყველაზე შთამბეჭდავი მაინც „CERN“-ისა

და „NASA“-ს ერთობლივ პროექტზე დაკვირვება

იყო. კოსმოსში 6 ადამიანი ყავთ გაშვებული, ბნელი მატერიის შესასწავლად. მათი სატელიტი დედამიწის გარშემო ერთი წრის დარტყმას 90 წუთს ანდომებს. ჩვენი თვალით ვნახეთ, როგორ გადავიდა ერთი კონტინენტიდან მეორეზე. შევხვდით ცნობილ ფიზიკოსებს, „CERN“-ის უხუცეს და ცნობილ მეცნიერებთან ჯუზეპე და მარია ფიდეკაროსთან ფოტოც კი გადავიღეთ.

ნიუტონელები “CERN“-ში

01 2


რა შეიცვალა ამ ექსკურსიის შემდეგ? ივა კარიაული მთელი ცხოვრება მაწუხებდა შეკითხვა, რაში შეიძლება დამჭირვებოდა ქიმია. მივხვდი, რომ იმისთვის რომ გამოვიდე ფიზიკოსი საჭიროა კარგად ვიცოდე ქიმია. თან, ამ მოგზაურობამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა, რომ ფიზიკოსი გამოვალ და „CERN“-ში ვიმუშავებ. ლუკა ჯორბენაძე ასეთი ექსკურსიები ყველას მისცემს მოტივაციას უკეთ ისწავლოს, ხვდები, რომ პერსპექტივა გაქვს. კარგი იქნება, თუ უფრო მეტი მოსწავლე ნახავს იმას, რაც ჩვენ ვნახეთ. ლუკა გიორგაძე შეგვეცვალა დამოკიდებულება საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ, მივხვდი რომ კონკურსში მონაწილეობისას მთავარი პრიზი არაა. მგონი ჩვენი სკოლელებიც უფრო მოინდომებენ და გავლენ ხოლმე ასეთ ოლიმპიადებზე. როგორც გავიგეთ, „CERN“-ში მხოლოდ იმ ქართველ ფიზიკოსებს იწვევენ, რომლებიც საქართველოში სწავლობენ.

22


როგორ ემზადებოდით გამარჯვებას?

ამ

ოლიმპიადისთვის

და

ელოდით

თუ

არა

ივა კარიაული თითქმის

ყოველ

დღე

გვამეცადინებდა

ზურაბ

ბერია,

ვატარებდით

ექსპერიმენტებს და შემდეგ ვაანალიზებდით. ფინალის წინა დღეს შუაღამემდე ვიყავით სკოლაში. გამარჯვებას არც ჩვენ და არც ჩვენი მასწავლებელი არ ელოდა. ლუკა ჯორბენაძე ყველა კონკურსს აქვს მითითებული, რა იქნება პრიზი. აქ არაფერი ეწერა. ვიფიქრეთ, მაქსიმუმ დიპლომი მოეცათ. ამხელა პრიზს არავინ ელოდა. თან, „CERN“-ში წასვლა ყველას უნდა, ვისაც ფიზიკა აინტერესებს. ლუკა გიორგაძე მეც მეგონა, რომ სიგელს მომცემდნენ, მაგრამ ამას ჩემი მოტივაცია არ შეუცვლია და მაინც მინდოდა კონკურსში მონაწილეობა.

ნიუტონელები “CERN“-ში

03 2 1


24


პროექტი “ჯაჭვური რეაქცია“

ნიუტონის

თავისუფალი

სკოლა

პროექტის

„Chain

Reaction”-ის

მონაწილეა.

პროექტი

დაფინანსებულია ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში, კონსორციუმში 12 ქვეყნის 12 უნივერსიტეტია გაერთიანებული. პროექტს შორენა სამაკაშვილი და ირაკლი კორძახია ხელმძღვანელობენ. მომდევნო კალენდარულ წელს სკოლას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განსავითარებლად 2000 ევრო ჩაერიცხება. ამჟამად პროექტში მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის 14 მოსწავლეა ჩაბმული. ისინი პროექტზე „Out of sight out of Mind” მუშაობენ და სადნობ ღუმელს ქმნიან.

და ნაგვის გადამუშავებისთვის რობოტსა

პროექტის შესახებ მოსწავლეებს ნინო თაბაგარსა და ანა

გოგოლაშვილს ვესაუბრეთ.

პროექტი პროექტი“ჯაჭვური “ჯაჭვურირეაქცია“ რეაქცია“

05 2 1


ანა გოგოლაშვილი - XI2 კლასი

პროექტი ევროკავშირის ეგიდით ტარდება. თავდაპირველად შესარჩევნი ტურია და მასში მასწავლებლები მონაწილეობენ. ხუთი სკოლა აარჩიეს. მათ შორის ნიუტონიც. ჩვენ მიერ არჩეული პროექტი ნაგვის გადამუშავებას ეხება. ჩემთვის, ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა. პრობლემა გლობალურია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დილით ჩვენ ნაგავს ვყრით, ის მაინც არ ქრება. პროექტს ასე ქვია: „Out of sight out of Mind”.

ნინო თაბაგარი - X2 კლასი

პროექტების

ასარჩევად

უმრავლესობით

კენჭისყრა

გაიმარჯვა.

ჩავატარეთ.

ვფიქრობ,

ამ

ამ

პროექტის

შესაძლებელია და აუცილებლად უნდა განვახორციელოთ.

26

პროექტმა

ხმათა

განხორციელება


როგორ დაიწყეთ პროექტზე მუშაობა?

ანა: პროექტზე მუშაობის პირველ ეტაპზე კვლევა ჩავატარეთ. გამოცდილება

და

გავეცანით,

როგორ

ამუშავებენ

სხვა

მოვიძიეთ მსოფლიო

ქვეყნებში

ნაგავს.

ჩვენთან

შედარებით, მსოფლიოში სიტუაცია გაცილებით უკეთესია. მე კი, ეს დიდ დისკომფორტს მიქმნის. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე, ეს საკითხი უნდა წამოვწიოთ წინ, ყველამ უნდა დაიწყოს სახლში ნაგვის დიფერენციაცია. ჩემთვის ეს გაცილებით აქტუალური საკითხია, ვიდე მარსზე წასვლა. ალბათ, ამიტომაც ავირჩიე ეს პროექტი.

ნინო: გადავწყვიტეთ, პროექტის განხორციელება ჩვენი სკოლიდან დაგვეწყო. სკოლაში ყველაზე „ძვირი“ ნაგავი ალუმინის ქილებია. დავიწყეთ შეგროვება, დამლაგებლებიც დაგვეხმარნენ. აღმოჩნდა, რომ ქილებში დატოვებული სითხე მთელი მოცულობის ¼ -ია. ეს კი, პრობლემას წარმოადგენს ჩვენთვის. ამიტომ, ვაპირებთ რობოტის ტიპის, ქილების შესაგროვებელი, ჭურჭლის მოდელის შექმნაზე, რომელიც თავად დაცლის ალუმინის ქილებს სითხისგან.

ანა: შემდეგი ეტაპი საჭყლეტის გაკეთებაა, რომლითაც დავჭრით და დნობის პროცესს უფრო მარტივს გავხდით. ღუმელი მზის ენერგიაზე იმუშავებს. ვმუშაობთ პარაბოლასა და ღუმელის მოდელებზე.

პროექტი “ჯაჭვური რეაქცია“

27


შესაძლებელია თუ არა მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნით ასეთი პროექტი განახორციელონ?

ნინო:

შესაძლებელია,

რაც

არ

ვიცით,

ვკითხულობთ,

ამის

განხორცილება

ვუმატებთ

ინფორმაციას,

მასწავლებლებიც გვეხმარებიან.

ანა:

რეალურად,

ჩვენი

ცოდნით

შეიძლება.

ჩვენ

ვიყენებთ

ყველაფერს ეკოლოგიურს. ეს კონკურსი მარტო ქიმიისა და ფიზიკის კონკურსი არ არის. მოიცავს პროგრამირების ელემენტებს, ყველა პროექტს სჭირდება მოდელირება და 3D უზრუნველყოფა. კონკურსი იმდენად მრავალმხრივია, რომ სხვდასხვა ინტერესის მოსწავლეს შეუძლია ჩართვა. ამჟამად რა ეტაპზეა პროექტის სამუშაოები?

ნინო: კაფეტერიაში ალუმინის ქილების შესაგროვებელ ყუთს დავდგამთ. იმედია, მთელი სკოლა დაგვეხმარება ქილების შეგროვებაში. პროექტის დასრულებამდე რამდენიმე თვე დარჩა და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით დაგეგმილ სამუშაოებს.

28


რადიო “ნიუტონი“ ნიუტონის

თავისუფალ

სკოლაში

კლუბების

ჩამონათვალს

ჟურნალისტიკის

კლუბი

დაემატა. სწავლის დაწყებისთანავე, მოსწავლეებმა აქტიურად დაიწყეს ინტერვიუებისა და საინტერესო ინფორმაციის შეგროვება. “J club”-ის წევრები პერიოდულად სკოლის ცხოვრების შესახებ რადიო გადაცემებს ამზადებენ. გადაცემების მოსმენა სკოლის კაფეტერიაში, დიდი დასვენების დროს არის შესაძლებელი. ჟურნალისტიკის კლუბის მასწავლებელი ნათია კობერიძეა.

რადიო “ნიუტონი“

09 2 1


კალათბურთის კლუბი სპორტი

ნიუტონის

თავისუფალ

სკოლაში

განსაკუთრებით

უყვართ.

ფეხბურთთან

ერთად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტი კალათბურთია. ახალ, კომფორტულ სპორტდარბაზში ვარჯიშები თითქმის ყოველ დღე იმართება. კალათბურთის კლუბის მასწავლებელი ჟოლივეტ ტუჯანი ტალბაა, 3-გზის კამერუნის და 5-გზის საქართველოს ჩემპიონი. კალათბურთის კლუბში ვარჯიში ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს შეუძლია.

30

კალათბურთის კლუბი


ნიუტონის მოსწავლეები „Google“ წარმომადგენლებს შეხვდნენ 25

სექტემბერს

ნიუტონის

თავისუფალი

სკოლის

მოსწავლეები

საქართველოს

აგრარული უნივერსიტეტის კამპუსში „Google“-ის სპეციალისტების გაცნობით ლექციებს დაესწრნენ.

“Google”-ის წარმომადგენლებმა კომპანიაში დასაქმებაზე ისაუბრეს და

მსმენელებს სამოტივაციო წერილისა და CV-ის წერის დროს გასათვალისწინებელი რჩევები მისცეს.

ბულინგის პრევენციის დღე

ოქტომბერში, ბულინგის პრევენციის თვეს, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში ფსიქოლოგიის დოქტორმა,

ლოს-ანჯელესის

უნივერსიტეტის

პროფესორმა

მინდია

გაბიჩვაძემ

მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩაატარა. მოსწავლეებმა ბულინგის წინააღმდეგ მებრძოლი სუპერ გმირი შექმნეს და სახელად ნიუტონი დაარქვეს. ნიუტონის პოსტერი სკოლის დერეფანში გამოიფინა და მისთვის ძალის მინიჭება ყველა მოსწავლეს შეუძლია.

ლექცია, სემინარი

01 3


ჩინეთი და ჩინური ენა

30 სექტემბერს ნიუტონის თავისუფალ სკოლაში კონფუცის ინსტიტუტის სათავო ოფისის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება „ჩინეთი და ჩინური ენა.” ღონისძიებას საპატიო სტუმრებთან ერთად დაესწრო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში . ნიუტონის თავისუფალი სკოლის ჩინური ენის კლუბის მოსწავლეებმა ღონისძიება ჩინური მუსიკითა და ლექსებით გააფორმეს.

32


ტრენინგი ამერიკის საელჩოში ნიუტონის თავისუფალი სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ამერიკის საელჩოში ტრენინგს დაესწრნენ. ტრენინგი ამერიკის ელჩის მოადგილემ ჩაატარა. ტრენინგი მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის ამერიკის განათლების სისტემისა და გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაციის გაცნობას.

ტრენინგი განათლების სისტემის შესახებ “ამერიკის მეგობართა ახალგაზრდული კლუბისა” და აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრობლობით ჩატარდა.

ლექცია, სემინარი

33


საჯარო ლექცია მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე 7 ნოემბერს ნიუტონის თავისუფალ სკოლას სანდრო ურუშაძე ესტუმრა. უფროსკლასელებთან შეხვედრაზე,

ბატონმა

სანდრომ,

მზრუნველობამოკლებული

ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებაზე ისაუბრა.

34

ბავშვების

ფოსტერ

და


შეხვედრა დათო ტურაშვილთან 14 ნოემბერს, მოსწავლეების თხოვნით, ნიუტონის თავისუფალ სკოლას დათო ტურაშვილი ესტუმრა. შეხვედრას სკოლის უფროსკლასელები დაესწრნენ. მწერალმა ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე და მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა.

მაშო მაზარვაშვილი - ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლე

„დათო ტურაშვილი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია, შეხვედრის შემდეგ, მე მას პირადად გავესაუბრე. კარგია, რომ ამის საშუალება მომეცა“.

ქეთუთა ხალვაში - ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლე

„კარგი შეხვედრა იყო, მომეწონა, ძალიან ბევრი გავიგე ლიტერატურის შესახებ, ბავშვებმა კარგი შეკითხვები დასვეს. დათოსთან პირისპირ შეხვედრით უკეთ გავეცანი მის შემოქმედებას.“

ლექცია, სემინარი

05 3 1


შეხვედრა კოკა ბრეგაძესთან ნიუტონის თავისუფალ სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით, კოკა ბრეგაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სკოლის უფროსკლასელები დაესწრნენ. ბატონმა კოკამ ქართულ რომანტიზმზე ისაუბრა.

კოკა ბრეგაძე: ,,უღრმესი მადლობა ნიუტონის თავისუფალ სკოლას იმ შესაძლებლობებისთვის, რასაც ჰქვია მოსწავლეებისთვის ლიტერატურული და ფილოსოფიური განათლების გაზიარება და გადაცემა.“

ფრანგულის კლუბის მოსწავლეების ვიზიტი ფრანგულ ინსტიტუტში ნიუტონის თავისუფალი სკოლის ფრანგული ენის კლუბის მოსწავლეები, მასწავლებელთან ერთად, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მედიათეკა, გაეცნენ ფრანგულ წიგნებს. მოსწავლეებს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის ერთწლიანი საშვი გადაეცათ.

36


მარი ნაკანის „ვორკშოპი“

5

დეკემბერს

ფოტოგრაფმა

მარი

ნაკანიმ

ნიუტონის

თავისუფალ

სკოლაში

მინი

„ვორკშოპი“ ჩაატარა. მარი მოსწავლეებს ფოტოგრაფიაში სინათლის მნიშვნელობაზე ესაუბრა და პრაქტიკული სამუშაოების ნაწილიც განათების კუთხის სწორად შერჩევას დაუთმო. შეხვედრას ნიუტონის თავისუფალი სკოლის ფოტოგრაფიით დაინტერესებული უფროსკლასელები დაესწრნენ. მარი ნაკანი ნიუტონის თავისუფალ სკოლაში ფოტო-ვიდეო კლუბის მასწავლებელია.

ლექცია, სემინარი

07 3 1


კარიერის დღე - შეხვედრა ნინო კობახიძესთან

28 ნოემბერს ნიუტონში კარიერის დღე გაიმართა. ამჯერად შეხვედრა საქართველოს მთავრობის

ადმინისტრაციის

უფროსის

მოადგილესთან,

ნინო

კობახიძესთან

შედგა.

ქალბატონი ნინო მოსწავლეებს საკუთარი კარიერის შესახებ ესაუბრა. საინტერესო შეხვედრას ნიუტონის უფროსკლასელები დაესწრნენ.

38


ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე ნიუტონის სკოლაში 14 ნოემბერს საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. ნიუტონის თავისუფალ სკოლაში მწერალი განსაკუთრებულად უყვართ. ხელოვნების კათედრამ დაწყებითი კლასის მოსწავლეების ნამუშევრების

გამოფენა მოაწყო. გამოფენის თემა

მწერლის შემოქმედება იყო.

დაწყებითი კლასის მოსწავლეები განასახიერებდნენ.

მწერლის

ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებების პერსონაჟებს

დაბადების

დღე

სკოლამდელი

აღზრდის

პროგრამის

მოსწავლეებმაც აღნიშნეს. მათთან სტუმრად მხატვარი და მეთოჯინე ანა იაკობაშვილი იყო. ბავშვებმა სტუმართან ერთად პეპისა და კარლსონის თოჯინები გააკეთეს.

ღონისძიება

09 3 1


40


ფეხბურთის ჩემპიონატი მეექვსე კლასებს შორის

ნიუტონის თავისუფალ სკოლაში ფეხბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატი ოქტომბერსა და ნოემბერში მიმდინარეობდა. ტურნირში მონაწილეობას ნიუტონის თავისუფალი სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები

იღებდნენ. დაძაბულ

ბრძოლაში პირველობა 6.1 კლასს დარჩა. მეორე ადგილზე 6.2 კლასი გავიდა.

ნომინაციები ასე გადანაწილდა: • ბომბარდირი: ირაკლი თოფურია • საუკეთესო მეკარე: ანდრეა პარკაია • საუკეთესო ფეხბურთელი: რეზი კობიძე • მაყურებლის სიმპათია: დაჩი ყაზაიშვილი • საუკეთესო გულშემატკივრის ნომინაციაში კი, 6.1 კლასმა გაიმარჯვა.

სპორტული შეჯიბრებები

01 4


ფეხბურთის ჩემპიონატი მეცხრე კლასებს შორის

დეკემბერში

ნიუტონის

თავისუფალი

სკოლის

მეცხრე

კლასებს

შორის

ფეხბურთის

ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატის გამარჯვებული 9.3 კლასი გახდა, მათ საფინალო დაპირისპირება 9.2 კლასთან მოუხდათ და ერთი ბურთის სხვაობით გაიმარჯვეს კიდეც. მესამე ადგილი 9.4 კლასს ერგო.

42


ფარიკაობის შიდა ტურნირი

ნოემბერში ნიუტონის თავისუფალ სკოლაში ფარიკაობაში „ნიუტონის თასის“ შეჯიბრი ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა სკოლის ფარიკაობის კლუბის მოსწავლეებმა მიიღეს. დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლის შედეგად, საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:

რაპირა გოგონები: • I ადგილი: მარიამ მეგრელიშვილი. • II ადგილი: ქეთო მაჭარაშვილი. • III ადგილი: ნატალია ჟღენტი; სოფიო ხონელია.

რაპირა ბიჭები: • I ადგილი: ლუკა ჩანქსელიანი. • II ადგილი: გიორგი კერესელიძე. • III ადგილი: ნიკოლოზ მაილაშვილი, ცოტნე კახიძე.

სპორტული შეჯიბრებები

03 4 1


გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. სპორტსმენები ნიუტონის თავისუფალი სკოლის დირექტორმა - ვახტანგ მეგრელიშვილმა, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის რაპირით მოფარიკავეთა უფროსმა მწვრთნელმა - ირაკლი ღაღანიძემ და ნიუტონის სკოლის ფარიკაობის კლუბი “ბიკას“ დამფუძნებელმა ირაკლი კერატიშვილმა დააჯილდოვეს.

44


ტრენინგები ნიუტონის თავისუფალი სკოლის მასწავლებლებისთვის სექტემბრის პირველ კვირას, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში მასწავლებლებისთვის ტრენინგების კურსი ჩატარდა. სკოლის დირექტორმა, გიორგი მელაძემ, ტრენინგი “პრეზენტაციის უნარები“ ჩაატარა. სკოლის ფსიქოლოგმა ანა მეუნარგიამ მასწავლებლებს ბულინგის, კლასში ჯანსაღი ფსიქოლოგიური გარემოს შექმნასა და მოსწავლის აგრესიული ქცევის მიზეზების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია; სკოლის ფინანსური დირექტორი თეონა ოძელაშვილი მასწავლებლებს სხვადასხვა საოფისე პროგრამების გამოყენების შესახებ ესაუბრა. 2

ოქტომბერს

ანჯელესის

ნიუტონის

უნივერსიტეტის

თავისუფალ

სკოლას

პროფესორი,

მინდია

ფსიქოლოგიის გაბიჩვაძე

დოქტორი,

ესტუმრა.

ლოს-

ტრენინგს

სკოლის მასწავლებლები დაესწრნენ. შეხვედრაზე, ბატონი მინდია, მასწავლებლებს იმ მოსწავლეების შესახებ ესაუბრა, რომლებსაც ქცევითი პრობლემები აქვთ. ნიუტონის თავისუფალი სკოლის მასწავლებლებმა ფსიქოლოგისგან

პრაქტიკული რჩევები მიიღეს

და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.

ტრენინგები

05 4 1


კონფერენცია „ინგლისური ენა” ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გლობალიზებულ მსოფლიოში”

8 ნოემბერს “ქორთიარდ მარიოტში” ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ინგლისური ენა

ქვეყნის

ეკონომიკური

განვითარებისთვის

გლობალიზებულ

მსოფლიოში”.

კონფერენციას ნიუტონის თავისუფალი სკოლის ინგლისური ენის 13 მასწავლებელი ესწრებოდა. კონფერენცია გახსნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ. კონფერენციის მთავარი მომხსენებელი იყო პროფესორი დევიდ გრედოლი, რომელმაც ისაუბრა ინგლისური ენის როლზე გლობალურ განათლებაში. სესიებს

ასევე

უძღვებოდნენ

IATEFL–ის

(ინგლისურის,

როგორც

მეორე

ენის,

მასწავლებლების საერთაშორისო ასოციაცია) პრეზიდენტი ქეროლ რიდი, ინგლისური ენის საერთაშორისო ტრენერები და სხვადასხვა წიგნების ავტორები დევიდ სპენსერი და ფილიპ ქერი.

46


გვექნება თუ არა გამოცდები ზამთრის სემესტრის ბოლოს?

FA

ზამთრის სემესტრში შიდა სასკოლო გამოცდები არ გექნებათ. როგორ შეიძლება სწავლის გაგრძელება ნიუტონის თავისუფალ სკოლაში? ნიუტონის თავისუფალ სკოლაში მოსწავლეები კონკურსის საფუძველზე მიიღებიან, რეგისტრაციისთვის შეავსეთ აპლიკაცია. II, III, IV კლასში სწავლის გაგრძელების მსურველ მოსწავლეებს გასაუბრება ჩაუტარდებათ სკოლის მასწავლებელთან და ფსიქოლოგთან. V, VI, VII, VIII კლასის მოსწავლეები საგამოცდო ტესტს მათემატიკასა და ქართულში ჩააბარებენ. IX, X, XI კლასის მოსწავლეებს ტესტირება ქართულში, მათემატიკასა და ფიზიკაში ჩაუტარდებათ.

გამოცდები

ჩატარდება

9

იანვარს,

14:00

საათზე,

ნიუტონის

თავისუფალ სკოლაში. როგორ

მიიღებიან

პირველკლასელი

მოსწავლეები

ნიუტონის

თავისუფალ

სკოლაში? ნიუტონის თავისუფალი სკოლა იზიარებს მსოფლიო პრაქტიკას და მოსწავლეებს გასაუბრების

საფუძველზე

ირჩევს.

გასაუბრებას

სკოლის

ფსიქოლოგი

და

დაწყებითი კლასების მასწავლებლები უძღვებიან. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით

მშობლებთან

ურთიერთობის

სამსახურს:

info@newton.edu.ge;

+995570705080; +9955705090; +995322000230; რა ასაკის მოსწავლეები მიიღებიან კალათბურთის აკადემიაში? კალათბურთის აკადემიაში ვარჯიში შეუძლიათ 8-დან 15 წლამდე მოსწავლეებს. რა ღირს კალათბურთის აკადემიაში ვარჯიში? კალათბურთის აკადემიაში ვარჯიშის ღირებულება თვეში 80 ლარია. რა ასაკიდან მიიღებიან ბავშვები სკოლამდელი აღზრდის პროგრამაში?


AQ

ხშირად დასმული შეკითხვები

სკოლამდელი აღზრდის პროგრამაში მიიღებიან 5 წლის ბავშვები, ისინი, ვინც მომავალ სასწავლო წელს სკოლაში მიდიან. რა ღირს სწავლა და ტრანსპორტირება სკოლამდელი აღზრდის პროგრამაში? სწავლის საფასური 4200 ლარია, ტრანსპორტირება დამატებითი სერვისია და მისი ღირებულება 660 ლარია. მაქსიმუმ რამდენი ბავშვია ჯგუფში? ჯგუფში მაქსიმუმ 20 ბავშვია. რამდენი საათი გრძელდება ყოველდღიური პროგრამა? სკოლამდელი აღზრდის პროგრამა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გრძელდება. ვინ არიან სკოლამდელი აღზრდის პროგრამის მასწავლებლები? სკოლამდელი

აღზრდის

პროგრამას

კვალიფიციური

პედაგოგები

ხელმძღვანელობენ. ყველა მათგანს აქვს ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება და განათლებით ფსიქოლოგები არიან. რა ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი საგურამოს საკვირაო სკოლა? საგურამოს საკვირაო სკოლა 8-10 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. რას ასწავლიან საკვირაო სკოლაში? საკვირაო სკოლაში მოსწავლეები ფეხბურთში ვარჯიშობენ. ვარჯიშის შემდეგ კი, მათემატიკისა და მითოლოგიის გაკვეთილები უტარდებათ. როგორ ხდება საგურამოს სპორტულ სკოლაში ტრანსპორტირება? მოსწავლეების ტრანსპორტირებას ნიუტონის საკვირაო სკოლა უზრუნველყოფს. შაბათ-კვირას,

დათქმულ

დროს,

ვაკის

პარკის

მიმდებარე

ტერიტორიაზე

მოსწავლეებს მიკრო ავტობუსი ელოდება. რა ღირს საკვირაო სკოლაში სწავლა? საგურამოს საკვირაო სკოლაში მეცადინეობა, ტრანსპორტირება და კვება უფასოა.


niutonis Tavisufali skola E. Bedia Str. I- Micro District, Nutsubidze Plateau, 0183 Tbilisi, Georgia +995570705080 (90) +995322000230; info@newton.edu.ge


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.