საგურამოს სპორტული სკოლა

Page 1

საგურამოს სპორტული სკოლა

ნიუტონის თავისუფალი სკოლისა და ს.კ. “ლოკომოტივის” ერთობლივი პროექტი


საგურამოს სპორტული სკოლა საგურამოს სპორტული სკოლა ნიუტონის თავისუფალი სკოლისა და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ერთობლივი, საგანმანათლებლო დაწესებულებაა. სკოლა განკუთვნილია სპორტით დაინტერესებული ნიჭიერი მოსწავლეებისთვის. სკოლა თბილისთან ახლოს, საგურამოში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. მიიღებიან მოსწავლეები პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით.


საგურამოს სპორტულ სკოლაში ფეხბურთის სწავლებას ,,ლოკომოტივის“ სამწვრთნელო შტაბი უხელმძღვანელებს. ვასილ მაისურაძე 2012 და 2013 წელს საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებების მწვრთნელი იყო. •

2012 წელს საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა. ნაკრების 9 წევრი საფეხბურთო კლუბ ,,ლოკომოტივის“ ფეხბურთელი იყო.

2013 წელს საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. ნაკრების 7 წევრი საფეხბურთო კლუბ ,,ლოკომოტივის“ ფეხბურთელი იყო.

გიორგი დევდარიანი 2013 წელს საქართველოს 17 წლამდე ნაკრებს წვრთნიდა. ნაკრებმა ,,Elite Round“-ში ითამაშა.

გიორგი დევდარიანი

ვასილ მაისურაძე

Georgia U17 Elite Round

Georgia U17 Euro semifinalist

Georgia U19 Elite Round

Georgia U19 Elite Round


გიორგი მელაძე ნიუტონის თავისუფალი სკოლის დირექტორი

„საგურამოს სპორტულ სკოლაში მოსწავლეები მაღალ დონეზე შეისწავლიან ფეხბურთის თამაშს, ისე რომ არ მოუწევთ განათლებაზე უარის თქმა. ამით ჩვენ ვამსხვრევთ სტერეოტიპს, რომ სპორტსა და განათლებას შორის არჩევანის გაკეთება აუცილებელია. საგურამოს სპორტული სკოლა ელოდება ყველას, ვინც დაინტერესებულია ცხოვრების ჯანსაღი წესით.“

წარმატება ამ სკოლაში იწყება


ლექსო თოფურია ს.კ. ლოკომოტივის პრეზიდენტი

„განათლება ძალიან დიდ როლს თამაშობს თანამედროვე ფეხბურთში. ჩვენი მიზანია, რომ ეს ორი სფერო მჭიდროდ დავუკავშიროთ ერთმანეთს და შევქმნათ სისტემა, სადაც გაიზრდებიან სრულფასოვანი სპორტსმენები და პარალელურად მიიღებენ ხარისხიან განათლებას. მნიშვნელოვანია, ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე დაიწყოს ფეხბურთის თამაში. თანამედროვე ფეხბურთელისთვის ეს აუცილებელი წინაპირობაა..“


ს.კ. “ლოკომოტივის” აღზრდილების კარიერა ევროპის საფეხბურთო კლუბებში


ლევან ყენია ტრანსფერი - 2006 წელი „შალკე“ (გერმანია)

ლუკა კიკაბიძე ტრანსფერი - 2014 წელი „ბასტია“ (საფრანგეთი)

ლუკა ზარანდია ტრანსფერი - 2014 წელი „გენკი“ (ბელგია)


სკოლის ინფრასტრუქტურა 1. ორი მოედანი ბუნებრივი საფარით (114x75 მეტრი) 2. ერთი მოედანი ხელოვნური საფარით (110x70 მეტრი) 3. სპორტული დარბაზები 4. Wi-Fi

5. საშხაპეები, გასახდელი ოთახები 6. ოთახი იოგისთვის 7. დასასვენებელი ოთახები 8. კაფეტერია 9. კომფორტული საკლასო ოთახები


ფეხბურთის მოედნები


ნიუტონის თავისუფალი სკოლა ნიუტონის თავისუფალი სკოლის მიზანი მოსწავლეების შესაძლებლობების აღმოჩენა და მათი მომზადებაა წარმატებული მომავლისათვის. სკოლის პრიორიტეტია მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითაროს დამოუკიდებლად და კრიტიკულად აზროვნების უნარი. ეს არის ადგილი, სადაც დიდი დრო ეთმობა პროფესიონალი და საღად მოაზროვნე მასწავლებლების შერჩევას, სადაც მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში მოსწავლეების ჩართულობა.



Tel:

+995 570 705 080 +995 570 705 090 +995 322 000 230

WEB:

http://newton.edu.ge/

Email:

info@newton.edu.ge fb.com/NewtonFreeSchool


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.