წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდსა და გორში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგი - შუალედური ანგარიში
კოალიცია ახორციელებს სადამკვირვებლო მისიას ზუგდიდსა და გორში, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების კანონიერების მონიტორინგი. მისია მიზნად ისახავს კანონდარღვევების და მავნე ტენდენციების აღმოჩენას, მათზე რეაგირებას და უკეთესი პრაქტიკის დამკვიდრებისათვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს. მოცემულ ანგარიშში ასახულია 1 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევები და იგი ფოკუსირებულია გორისა და ზუგდიდის ქალაქების და თემების ფარგლებში მიმდინარე მოვლენებზე.
ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია
2016
9/30/2016
წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდსა და გორში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგის შუალედური ანგარიში
ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია
სექტემბერი 2016
ანგარიშის ავტორი: ირინე ურუშაძე
ანგარიშზე ასევე მუშაობდნენ: დავით გიგაური, ნინო ოყუჯავა
1
9/30/2016
სარჩევი შესავალი .................................................................................................. 3 მიმოხილვა ................................................................................................ 4 წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევები .......................... 5 მარეგულირებელი რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები ....... 5 1. საარჩევნო სისტემა ........................................................................ 5 2. აუდიტის სამსახურის რეგულაცია რეკლამის შესყიდვის თაობაზე .... 6 3. სარეკლამო პლაკატების განთავსების მუნიციპალური რეგულირება 7 ინსტიტუციური რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები .............. 8 1. საარჩევნო კომისიის წევრების დანიშნვა ........................................ 9 2. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების მონაწილეობა კამპანიაში .. 11 3. ურთიერთ-დაპირისპირება აქციებზე ............................................. 12 4. საჯარო დაწესებულების ადმინისტრირებული ვებ-გვერდების გამოყენება ........................................................................................ 14 5. საარჩევნო სუბიექტის წარმოჩენა საბიუჯეტო ღონისძიებაზე .......... 15 6. საბიუჯეტო დაწესებულებების შენობა-ნაგებობების გამოყენება .... 16 7. მუნიციპალურ საკუთრებაზე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა ...... 17 ძალისმიერი რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები .............. 17 1. ბარიერები საარჩევნო სუბიექტს და განსხვავებული მიდგომა ....... 17 2. სამართალდამცავი სტრუქტურების უმოქმედობა ........................... 17 ფინანსური რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები ................ 18 საინფორმაციო რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები .......... 19 ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო შემთხვევები................................ 21 დასკვნა ................................................................................................... 22
2
9/30/2016
წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდსა და გორში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგი შუალედური ანგარიში
შესავალი ახალგაზრდული
სადამკვირვებლო
კანონმდებლობის
და
მიმდინარეობდეს.
მოცემული
მისიის
საერთაშორისო
მიზანია
საუკეთესო
ანგარიში
სწორედ
საარჩევნო პრაქტიკის ამ
მიზნის
პროცესები შესაბამისად ერთ-ერთი
გამოხატულებაა. იგი ეხება წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ფაქტებს, მოიცავს მათ შეფასებებს და პრობლემების გამოსწორების გზებს. მისია ხორციელდება ზუგდიდსა და გორში, კერძოდ ამ ორი რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში - ქალაქ ზუგდიდში, ქალაქ გორში, ზუგდიდისა და გორის თემებში. თუმცა, მოცემულ ანგარიშში ასევე ასახულია ცალკეული საკითხები, რომლებიც ეხება არა მხოლოდ ზუგდიდსა და გორს, თუმცა ამ მუნიციპალიტეტებზეც უშუალო გავლენა აქვს. ანგარიშში მოცემულია ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შესაძლო შემთხვევები, ხოლო აღნიშნული გაგებულია საერთაშორისოდ აღიარებული და საქართველოში მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, რაც ცესკოსა და არასამთავრობო სექტორს შორის 2016 წლის 8 ოქტომბრისათვის დადებული მემორანდუმიდან საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ნათლად ჩანს. ანგარიშის მომზადება მოხდა ერთის მხრივ საჯაროდ გავრცელებული ფაქტების შეკრებით, გადამოწმებითა და ანალიზით. მეორეს მხრივ, მისიის წარმომადგენლების მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით და მიღებული მასალების ანალიზით, აგრეთვე, მისიის წარმომადგენლების საარჩევნო სუბიექტებთან ვიზიტების და ინტერვიუების დამკვირვებლების
შედეგად მიერ
მიღებული საარჩევნო
თუ
ინფორმაციის სხვა
საფუძველზე
ღონისძიებებზე
და
დასწრებისას
მოგროვებული მასალების ანალიზით. მოცემული ანგარიში მოიცავს 2016 წლის 1 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე პერიოდს და ამ დროის განმავლობაში ზემოთ მოცემული მეთოდოლოგიის საფუძველზე ჩატარებულ კვლევას.
3
9/30/2016
მიმოხილვა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ თანაბარ და კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს. თუმცა არის ცალკეული საკითხები და შემთხვევები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს საარჩევნო პროცესებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა ურთიერთდაპირისპირების შემთხვევები და ამ დროს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობა. აგრეთვე გამოიკვეთა ინსტიტუციური რესურსების გამოყენების შემთხვევები, რა დროსაც იყო საჯარო მოხელეების გარკვეულ ინცინდენტებში მონაწილეობაზე საუბარი, ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე აგიტაციის შემთხვევა, საჯარო დაწესებულების
მატერიალური
თუ
საინფორმაციო
რესურსის
გამოყენების
შემთხვევები. აღნიშნული ფაქტები ერთობლიობაში ქმნის განცდას, რომ საჯარო სამსახური, საჯარო რესურსები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთში აღრეულია. გარკვეული სახით პრობლემურია სამართლებრივი რეგულირებებიც და მათი არასრულყოფილება ხშირ შემთხვევაში ქმნის განცდას, რომ მარეგულირებელი რესურსების გამოყენება ხდება. პრობლემად რჩება სახელმწიფო თუ ადგილობრივი ორგანოების მიერ სატელევიზიო რეკლამის შესყიდვის საკითხი, რა დროსაც ნაცვლად საზოგადოების ინფორმირებისა, ხდება გარკვეული ორგანოების თუ სერვისების რეკლამირება, რაც დაუშვებელია და წინასაარჩევნო
პერიოდში
კი
ქმნის
პოლიტიკური
სუბიექტის
აგიტაციის
შესაძლებლობას. მიგვაჩნია,
რომ
უმთავრესია,
მკვეთრად
გაიმიჯნოს
საჯარო
ხელისუფლება,
სახელისუფლებლო რესურსები და საარჩევნო სუბიექტები, მათი საქმიანობები, რათა არათანაბარ პირობებში არ აღმოჩნდნენ სხვა პოლიტიკურ ძალებთან. ამასთან, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში. მოცემული
ანგარიში
აგებულია
საერთაშორისოდ
და
საქართველოში
დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გაგებაზე, შესაბამისად, თითოეული ფაქტი და თემა დაყოფილია შესაბამისი რესურსების ჯგუფებში, აგრეთვე მოცემულია ქვეთავი ამომრჩევლის მოსყიდვის თაობაზე, რამდენადაც ამ უკანასკნელს არსებითი გავლენა აქვს საარჩევნო პროცესზე. ყოველ საკითხზე მოცემულია მისი შეფასება, ხოლო საბოლოოდ გადმოცემულია ერთიანი რეკომენდაციები და შეჯამება.
4
9/30/2016
წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევები მარეგულირებელი რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები 1. საარჩევნო სისტემა დამკვიდრებული
პრაქტიკის,
ისევე,
როგორც
ცესკოსა
და
არასამთავრობო
ორგანიზაციებს შორის გაფორმებულ მემორანდუმში შეთანხმებული ტექსტის თანახმად, მარეგულირებელი რესურსების ბოროტად გამოყენება წარმოადგენს საკანონმდებლო
რესურსის
მმართველი
პოლიტიკური
ძალის
სასარგებლოდ
გამოყენებას.1 ამ ტიპის რესურსის გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო სისტემა, რომელიც შედარებით დაბალი მხარდაჭერის პირობებში პარლამენტის მაღალი შემადგენლობით დაკომპლექტების შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, მოქმედი მაჟორიტარული სისტემის წყალობით, პოლიტიკური ძალა, რომელიც მოახერხებს
მაჟორიტარულ
ოლქებში
გამარჯვებას,
თუნდაც
ზუსტად
50%+1
მხარდაჭერით და პროპორციულ სისტემაშიც იმავე პროცენტს მოაგროვებს, აკომპლექტებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, რაც არაა ამომრჩევლის ნების ზუსტი ასახვა.2 აღნიშნული სისტემა არაერთხელ იქნა გაკრიტიკებული როგორც მესამე სექტორის მიერ, ასევე პოლიტიკური პარტიების მიერ. მმართველი გუნდის მხრიდან სისტემის შეცვლაზე უარის თქმა ცხადყოფს, რომ არსებული მისთვის უფრო ხელსაყრელია, რაც მარეგულირებელი რესურსის გამოყენებაზე მიუთითებს. ასევე
აღსანიშნავია,
გადაწყვეტილების
რომ
საქართველოს
შესაბამისად,
საკონსტიტუციო
საქართველოს
პარლამენტის
სასამართლოს მაჟორიტარული
სისტემა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, მიუღებელია, სხვადასხვა ამომრჩეველთა რაოდენობის მქონე 3
მაჟორიტარული ოლქი ირჩევდეს ერთ წევრს პარლამენტში, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეების ხმას სხვადასხვა წონა ჰქონდა. გადაწყვეტილების
იხ. http://cesko.ge/res/docs/Memorandumi_29.07.2016.pdf [უკანასკნელად გადამოწმდა 2016 წლის 29 სექტემბერს]. 2 საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტში 73 მაჟორიტარული და 77 პროპორციული წესით გასანაწილებელი მანდატია. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, 50%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში, პარტია მოიპოვებს 38 მანდატს პროპორციული წესით და 73-ვე მანდატს მაჟორიტარული წესით. შესაბამისად, მას შეუძლია ჰყავდეს 115 დეპუტატი, რაც პარლამენტის სამ მეოთხედზე მეტია. ეს კი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. 3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება №1/3/547. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2867512 [უკანასკნელად გადამოწმდა 2016 წლის 28 სექტემბერს]. 1
5
9/30/2016 აღსრულების მიზნით საჭირო გახდა საარჩევნო სისტემის ცვლილება, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ცვლილება განახორციელა იმგვარად, რომ მხოლოდ ამომრჩეველთა რაოდენობას მიაბა საარჩევნო ოლქების შექმნა, ნაცვლად იმისა, რომ გეოგრაფიული, ისტორიული და სხვა საკითხებიც გაეთვალისწინებინა. იმ პირობებში, როდესაც საარჩევნო სისტემის ცვლილება რამდენიმე წელია განიხილება და არაერთი პროექტი შემუშავდა, დღეს მოქმედი სისტემის შემოღება მეტყველებს, რომ მმართველ გუნდს არ სჭირდებოდა ძირეული რეფორმა, რადგანაც არსებული არასამართლიანი სისტემა იყო მისაღები და მის შესანარჩუნებლად მუნიციპალიტეტების ხელოვნური დაყოფაც კი მოხდა. აღნიშნული კვლავ მიუთითებს საკანონმდებლო რესურსის ბოროტად გამოყენებაზე. 2. აუდიტის სამსახურის რეგულაცია რეკლამის შესყიდვის თაობაზე სამართლებრივი რესურსების გამოყენების კიდევ ერთი შესაძლო მაგალითია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგულირება - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის ბრძანება №2915/21 „პოლიტიკური საკითხის
ფინანსების
მოწესრიგების
გამჭვირვალობასთან შესახებ“,
რომელმაც
დაკავშირებული
ზოგიერთი
პოლიტიკური
პარტიების
უკმაყოფილებაც დაიმსახურა. აღნიშნული ბრძანების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, გაზეთი, გარე რეკლამა) უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით.“ აღნიშნული რეგულირება ორგვარად იქნა გაგებული პოლიტიკური პარტიები მიიჩნევდნენ, რომ მათ გაუჩნდათ ვალდებულება, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე შესასყიდი რეკლამის თანხა წინასწარ უნდა გადაეხადათ, ხოლო აუდიტის სამსახურის გაგებით ეს ნიშნავდა, რომ პარტიებს შეეძლოთ ნებისმიერი პერიოდით შეესყიდათ რეკლამა, მთავარია ანგარიშსწორება მომხდარიყო წინასწარ და არ იყო სავალდებულო მთლიანი პერიოდის მანძილზე შესყიდვა. აღნიშნული ნორმის აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გაგება შესაძლოა ზუსტია, თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო სუბიექტები ვალდებული გახდნენ მთელი წინასაარჩევნო პერიოდისთვის გადაიხადონ თანხები, რადგან
შესაძლოა,
სწორედ
მთელი
პერიოდით
ხდება რეკლამის
შესყიდვა.
პოლიტიკური პარტიები გამოთქვამდნენ შეხედულებას, რომ ასეთი შესყიდვის ფინანსური რესურსი მხოლოდ მმართველ პარტიას აქვს, რაც ბადებს ეჭვს, რომ აღნიშნული
ბრძანების
მიღება
შესაძლოა
მართლაც
იყო
პოლიტიკურად
მოტივირებული. როდესაც სახელმწიფო ორგანოები არჩევნებთან დაკავშირებულ რეგულაციებს იღებენ, აუცილებელია ისინი მიუკერძოებელი, ცხადი და განჭვრეტადი იყოს და ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაცია გამოირიცხოს. საარჩევნო სუბიექტებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები, მათ შორის ხარჯების გაწევის დროს.
6
9/30/2016 3. სარეკლამო პლაკატების განთავსების მუნიციპალური რეგულირება სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში პოლიტიკურ გაერთიანებებთან შეხვედრისას თითქმის
ყველა
მუნიციპალიტეტის დაკავშირებით.
საარჩევნო
სუბიექტმა
რეგულაციები
საქართველოს
აღნიშნა,
სარეკლამო
ორგანული
რომ
პრობლემური
ბანერების
კანონის
იყო
განთავსებასთან
„საქართველოს
საარჩევნო
კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 46-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის 5 აგვისტოს მიიღო
დადგენილება
N39
„წინასაარჩევნო
აგიტაციასთან
(კამპანიასთან)
დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“, რის შედეგადაც განისაზღვრა
დეტალები
ქალაქში
სააგიტაციო
ბანერების
განთავსებასთან
დაკავშირებით (ზომა, ფორმა). ამავე დადგენილებით ზუსტად განისაზღვრა ადგილები, შენობა-ნაგებობები და სხვა ინფრასტრუქტურული ერთეულები, სადაც შესაძლებელი იყო ბანერების განთავსება, ასევე ადგილები, სადაც დაუშვებელია ბანერების გაკვრა (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საკულტო ნაგებობები და ა.შ.). თავდაპირველად დადგენილებაში განსაზღვრული არ იყო რამდენი ბანერის გაკვრა იყო შესაძლებელი ერთ გამოყოფილ ადგილზე, რის გამოც დამოუკიდებელი კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ისარგებლეს საკანონმდებლო ბერკეტით და დაიკავეს ყველა გამოყოფილი ადგილი. ამ ფაქტზე თითქმის ყველა საარჩევნო სუბიექტი მოითხოვდა რეაგირებას მერიისგან და საკრებულოსგან, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრები არ არღვევდნენ კანონს, ირღვეოდა თანაბრობის პრინციპი. მივმართეთ შესაბამის სტრუქტურებს, გამოვითხოვეთ ინფორმაცია და მოვიკვლიეთ დეტალები. 2016 წლის 19 აგვისტოს დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რის შემდეგაც განისაზღვრა, რომ საჭიროა თანაბრობის პრინციპის დაცვა და ამისათვის, „გასაკრავი საარჩევნო პლაკატების
მაქსიმალური
რაოდენობა
ერთი
საარჩევნო
სუბიექტისთვის
განისაზღვროს იმგვარად, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი“. დამოუკიდებელი კანდიდატის ირაკლი ოქრუაშვილის საინიციატივო ჯგუფს მერიის მხრიდან მიენიჭა ვადა
16
სექტემბრამდე
მოყვანისათვის.
4
შექმნილი
დადგენილების ვითარებიდან
მოთხოვნებთან გამომდინარე
შესაბამისობაში კი
პარტიების
წარმომადგენლებს მიეცათ გარკვეული შეღავათები, მაგალითისთვის, შესაძლებელი გახდა ბანერების გადაკვრა იმ ადგილებზე, სადაც ჭარბობს რომელიმე პარტიის
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/396999-goris-meria-irakli-oqruashvils-saarchevnoplakatebisthvis-gankuthvnili-adgilebis-mthlianad-athvisebashi-adanashaulebs.html?ar=A [უკანასკნელად გადამოწმდა 2016 წლის 28 სექტემბერს]. 4
7
9/30/2016 ბანერები, აღნიშნული საკითხები მომზადდა ქალაქი გორის საკრებულოს 21 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციას იკავებდა. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტი სამართლებრივი რესურსის გამოყენების გამოვლინება შეიძლება ყოფილიყო. თუ ეს ადგილობრივი კანონმდებლების დაუდევრობით იყო გამოწვეული, გაუგებარია, რატომ მიეცა ირაკლი ოქრუაშვილის საინიციატივო ჯგუფს საკმაოდ ხანგრძლივი ვადა. მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტებმა, სულ მცირე, მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ ნორმატიული აქტების შემუშავებისას, რათა არ დაირღვეს საარჩევნო გარემო და არ შეიქმნას ეჭვი, რომ განზრახ ხდება სამართლებრივი რესურსების გამოყენება რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ. სარეკლამო პლაკატების გაკვრის რეგულაცია გაკრიტიკებული იყო სხვა მუნიციპალიტეტებში. მათი რეგულირებები მოიცავდა სუბიექტებს შორის თანაბრობის პრინციპის დაცვას, ისევე, როგორც ეს საარჩევნო კოდექსშია მოცემული. მაგალითად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 13 ივნისის N45 განკარგულების „საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო
კოდექსის"
ტერიტორიაზე
შესაბამისად,
წინასაარჩევნო
ქალაქ
კამპანიის
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
ჩატარებისათვის
გატარებული
ღონისძიებების შესახებ“ მე-2 მუხლის თანახმად „გამოყოფილი ადგილი და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია“. თუმცა ეს არ არის კანონის მოთხოვნის სრულყოფილი შესრულება. რამდენადაც თანაბრობის დაცვა ზოგადი ჩანაწერით ვერ ხდება. ზუგდიდში მისიის წარმომადგენელთან საუბრისას საარჩევნო სუბიექტები აცხადებდნენ, რომ თანაბრობა მაინც დარღვეულია. მუნიციპალიტეტმა კონკრეტულად უნდა განსაზღვროს თანაბრობის დაცვის წესი, მაგალითად განისაზღვროს თითოეული სუბიექტის მიერ პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა, რაც საშუალებას იძლევა რომელიმე სუბიექტის თვითნებობა აღიკვეთოს. ასეთი ზღვრული ოდენობის დადგენის გარეშე, შესაძლებელია, გორის მაგალითი სხვაგანაც განმეორდეს, რა დროსაც ერთი სუბიექტი დაასწრებს სხვა დანარჩენებს და მათ არ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ გამოყოფილი ადგილებით.
ინსტიტუციური რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები უნდა
აღინიშნოს,
რომ
2016
წლის
8
ოქტომბრის
არჩევნების
კამპანიის
მონიტორინგისას ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობის ფაქტები, რაც საკმაოდ გავრცელებული
8
9/30/2016 პრაქტიკა იყო წლების მანძილზე. თუმცა ინსტიტუციური რესურსების გამოყენების ფაქტები
მაინც
გამოვლინდა.
ანგარიშის
მოცემული
ნაწილი
უმეტესწილად
სადამკვირვებლო მისიის ფოკუსში არსებულ გორსა და ზუგდიდში დაფიქსირებულ ფაქტებს მოიცავს. 1. საარჩევნო კომისიის წევრების დანიშნვა კვლავ პრობლემურია საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხი. ზუგდიდში საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა იმ პირებისაგან, რომელთაც გასულ არჩევნებში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დაეკისრათ. კოალიციის მიერ წარმოებული მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის თემის საარჩევნო ოლქების რამდენიმე საუბნო საარჩევნო კომისიაში პროფესიული ნიშნით არჩეული არიან პირები, რომელთაც გასულ არჩევნებზე
დისციპლინური
პასუხისმგებლობა
დაეკისრათ,
მაშინ,
როდესაც
არსებობდნენ ასეთი პასუხისმგებლობის არმქონე სხვა კანდიდატებიც.5 საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირი, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობა დაირღვა არ შეიძლება აირჩეს საუბნო საარჩევნო კომისიაში, კერძოდ: “საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს: ა)
პირი,
რომელიც
საქართველოს
საარჩევნო
კანონმდებლობის
დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 8 წლის განმავლობაში; ბ) პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 8 წლის განმავლობაში.”
კერძოდ, ხსენებულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საუბნო კომისიებში არჩეულ იქნენ შემდეგი პირები: 1) ლამარა თევზაძე, მიღებული აქვს დისციპლინარული პასუხისგებლობის სახით გაფრთხილება 2014 წელს, არჩეულ იქნა№ 65.67.15 საუბნო საარჩევნო კომისიაში; 2) იზოლდა ღვამბერია, მიღებული აქვს დისციპლინარული პასუხისგებლობის სახით გაფრთხილება 2014 წელს, არჩეულ იქნა №66.67.33 საუბნო საარჩევნო კომისიაში; 3) მზია გუგუჩია, მიღებული აქვს დისციპლინარული პასუხისგებლობის სახით გაფრთხილება 2013 წელს, არჩეულ იქნა № 66.67.50 საუბნო საარჩევნო კომისიაში; 4) მაია ჭკადუა, მიღებული აქვს დისციპლინარული პასუხისგებლობის სახით გაფრთხილება 2013 წელს, არჩეულ იქნა № 66.67.64 საუბნო საარჩევნო კომისიაში; 5) თემური შენგელია, მიღებული აქვს დისციპლინარული პასუხისგებლობის სახით გაფრთხილება საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების მხრიდან 2014 წელს, არჩეულ იქნა № 66.67.97 საუბნო საარჩევნო კომისიაში. 5
9
9/30/2016 მოცემულ შემთხვევებში კანდიდატები არ ყოფილან საარჩევნო დარღვევისათვის თანამდებობიდან გათავისუფლებული და არც სასამართლოს მხრიდან მომხდარა მათზე პასუხისმგებლობის დაკისრება. შესაბამისად, კანონმდებლობა მათ საუბნო საარჩევნო კომისიაში წევრად დანიშვნას არ კრძალავს. კერძოდ, მათ პასუხისმგებლობა საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრათ. შესაბამისად, მათი დანიშვნა კანონით ნებადართულია, თუმცა აღსანიშნავია, რომ პირველ რიგში, ზემდგომი საარჩევნო კომისიები ძალიან ხშირად თავს იკავებენ გაფრთხილებაზე უფრო მძიმე პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისაგან და ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც კანდიდატად წარდგენილი არიან ისეთი პირები, რომლებსაც არ აქვთ ასეთი ტიპის პასუხისმგებლობა დაკისრებული არც ერთ ეტაპზე, სულ მცირე, უფრო კვალიფიციურ კადრად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, ამავე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მისიისათვის ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პროფესიული ნიშნით საუბნო საარჩევნო კომისიებში ინიშნებიან პირები, რომელთა შესახებაც არსებობს ეჭვები საარჩევნო სუბიექტ „ქართულ ოცნებასთან“ მჭიდრო კავშირის შესახებ და მათი დანიშნვისათვის რეკომენდაციაც კი გაიცა კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან, რაც ბადებს ეჭვს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არ იქნებიან დამოუკიდებელი საქმიანობაში. კერძოდ, პოლიტიკურმა სუბიექტმა
მისიას
მიაწოდა
კომისიაში
დასანიშნ
პირთა
სია,
რომელთა
რეკომენდატორებად მითითებულია სხვადასხვა თანამდებობის პირები, რაც ასეთი ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ამ პირთა დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. აღნიშნული წარმოადგენს მანკიერ პრაქტიკას და ხელს უშლის საარჩევნო პროცესის ჯანსაღ მიმდინარეობას. პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები არ უნდა იყვნენ დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან პირდაპირ ან ირიბად, რათა საარჩევნო კომისიის ასეთი წევრების დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული. გორის საარჩევნო ოლქებში დასაკომპლექტებელ საუბნო კომისიებზე რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ საუბნო კომისიის წევრებად საოლქო კომისიამ კანდიდატთა სიიდან პირველივე ექვსი კანდიდატები აირჩია. აღნიშნული ფაქტი საეჭვო გარემოებაა და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ წინასწარ იყო ცნობილი იმ პირთა ვინაობა, ვინც უნდა არჩეულიყო საარჩევნო ადმინისტრაციაში. მოცემული
ფაქტი
მოხსენიებული
იყო
ადგილობრივი
და
საერთაშორისო
სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებშიც და მსგავსი ეჭვი გამოითქვა მათ მიერაც. პოლიტიკური პარტიები კი პირდაპირ გამოთქვამდნენ პროტესტს, რომ ეს ფაქტი მიუთითებს არჩეული პირების მმართველი პარტიის ინტერესებზე. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება უნდა ხდებოდეს მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოში და აქცენტი უნდა იყოს გაკეთებული პროფესიონალ, მიუკერძოებელ
10
9/30/2016 კანდიდატებზე, რაც ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა კანდიდატთა სიის პირველივე ექვსი პირის არჩევის შემთხვევაში. 2. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების მონაწილეობა კამპანიაში 2016 წლის 19 და 27 სექტემბერს გამართულ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებებში მონაწილეობდა 65.67.05 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
ინეზა
მურღულია,
კერძოდ
იგი
მონაწილეობდა
მაჟორიტარი
დეპუტატობის
კანდიდატის მერაბ ქვარაიას მიერ ჩატარებულ და მხარდასაჭერ სააგიტაციო შეხვედრაზე. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-8 მუხლის
11
9/30/2016 21-ე
პუნქტის
თანახმად,
დამნიშვნელი/ამრჩევი
„საარჩევნო
სუბიექტის
კომისიის
წარმომადგენელი.
წევრი იგი
არ
თავის
არის
მისი
საქმიანობაში
დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს. საარჩევნო კომისიის წევრზე ზემოქმედება ან მის
საქმიანობაში
ჩარევა
გადაწყვეტილების
მიღებაზე
ზეგავლენის
მიზნით
აკრძალულია და ისჯება კანონით.“ ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის
თანახმად
საარჩევნო
კომისიის
წევრს
პირდაპირ
ეკრძალება
წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, რაც ნებისმიერი ფორმით მონაწილეობას გულისხმობს. კოდექსის 79-ე მუხლი კი ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქცია - 2000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან ასეთი სამართალდარღვევის დროს ცალსახად კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, რაც მისთვის დისციპლინური გადაცდომის დაწესების საფუძველიცაა. მოცემულ შემთხვევაში კი გადაცდომის სიმძიმის ადექვატური დისციპლინური სახდელი უმკაცრესი ზომა (ამ შემთხვევაში, ხელფასის ან მისი ნაწილის დაკავება) უნდა იყოს გამოყენებული. საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა მოხელე ზედმიწევნით უნდა იცავდეს მათთვის კანონით დაწესებულ მოთხოვნებს, ხოლო ზემდგომი საარჩევნო კომისია დროულ და მკაცრ რეაგირებას უნდა ახდენდეს ასეთ ფაქტებზე. 3. ურთიერთ-დაპირისპირება აქციებზე 2016 წლის 5 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის თემში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატის შეხვედრის დროს გარკვეულმა პირებმა სცადეს შეხვედრის ჩაშლა და ისინი აგრესიულად იყვნენ განწყობილი მედიის წარმომადგენლების მიმართაც, ამასთან, იყო მცდელობა, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელი შეეშალათ.6 საბედნიეროდ, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ასეთი ფაქტი მაინც უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, “წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.”
http://odishinews.ge/ge/cat-politics/item/3881-ჯიხაშკარში-სანდრა-რულოვსის-მოსახლეობასთანშეხვედრის-ჩაშლა-სცადეს [უკანასკნელად გადამოწმდა 2016 წლის 28 სექტემბერს]. 6
12
9/30/2016 2016 წლის 17 სექტემბერს დაპირისპირება მოხდა თვითმმართველი თემის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანშიც, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს არც შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცა და არც სააგიტაციო მასალის განთავსების.7 ინცინდენტში ჩართული პირები აცხადებდნენ, რომ პარტიის წარმომადგენლები კერძო საკუთრებაზე ცდილობდნენ პლაკატების განთავსებას, თუმცა ამავდროულად აცხადებდნენ, რომ „სახლის წინ“ არ მისცეს პარტიას პლაკატის გაკვრის უფლება. აღსანიშნავია, რომ არც სამართალდამცავების მხრიდან არ მომხდარა ინცინდენტის და პლაკატების გაკვრაში ხელშეშლის დროული აღკვეთა და არც მუნიციპალიტეტის მხრიდან მომხდარა საჭირო რეაგირება.8 ჯიხაშკარსა
და
ფლავისმანში
მომხდარი
დაპირისპირება
ცხადჰყოფს,
რომ
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კანონით დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ (ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აგრესიულად განწყობილი პირები ადგილიდან ჯიხაშკარის მაცხოვრებლებმა და ენმ-ის წარმომადგენლებმა გააძევეს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არ მომხდარა ინცინდენტის თავიდან აცილება). მუნიციპალური ორგანოები, ისევე, როგორც სამართალდამცავი უწყებები, ვალდებული არიან, უზრუნველყონ წინასაარჩევნო ღონისძიებებზე უსაფრთხოება და მათ ეს ვალდებულება პირნათლად უნდა შეასრულონ. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ინცინდენტებში
საჯარო
მოხელეებიც
მონაწილეობდნენ.
საჯარო
მოხელეების
წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა კანონით აკრძალულია (თუ ეს სამუშაო დროს ან სამუშაო ფუნქციების შესრულებისას ხდება), მეორეს მხრივ, კანონით ნებადართულ
დროს
საჯარო
მოხელეების
აგიტაციაში
მონაწილეობაც
არ
წარმოადგენს მისასალმებელ პრაქტიკას, მით უმეტეს, თუ ეს მათ დაპირისპირებაში ჩართვას გულისხმობს. საჯარო მოხელეს საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვს წაყენებული
კანონმდებლობით
საქმიანობის
უპარტიო
ხასიათის
გარდა,
მას
მოეთხოვება ზნეობის შესაბამისად მოქმედება, მათ შორის სამსახურს გარეთაც.9
იხ. https://www.youtube.com/watch?v=b36V9e3n5Fk, https://www.youtube.com/watch?v=Iu8fdzR7wRA [უკანასკნელად გადამოწმდა 2016 წლის 28 სექტემბერს]. 8 საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, „წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო- და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 9 საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ მუხლი 78.1.გ. 7
13
9/30/2016 4. საჯარო დაწესებულების გამოყენება
ადმინისტრირებული
ვებ-გვერდების
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრების ამსახველი მასალები, სურათები და ვიდეორგოლია გამოქვეყნებული, ამასთან, სურათების ქვემოთ მოცემულია სააგიტაციო ტექსტები, მაგალითად: „ჩვენ სიმბოლურად დღეს მოვედით ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან და გამგებლობის კანდიდატთან ერთად. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ არამხოლოდ
ადგილობრივების,
დასახმარებლად.
ედიშერ
არამედ
თოლორაია
არის
აქ
ჩასახლებული
ადამიანი,
დევნილების
რომელიც
ყოველთვის
ცდილობდა და აკეთებდა კიდევაც იმას, რომ საკუთარ რაიონში წამოეღო რაც შეიძლება მეტი პროექტი, რომელიც ხალხს შეუმსუბუქებდა ყოფას. გარწმუნებთ, რომ უფრო მეტს გააკეთებს ის, როგორც მაჟორიტარი. იგივე შემიძლია ვთქვა, ამ ახალგაზრდა ადამიანზე, ლაშა გოგიაზე. ასე, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ხვალინდელი დღე. აუცილებლად უნდა ავირჩიოთ უკეთესი მომავალი და მე ამაში ეჭვიც არ მეპარება“ (20 სექტემბერს, 12:26 საათზე გამოქვეყნებული მასალის ტექსტი) და „დღევანდელი ხელისუფლება არის ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული. ,,ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარმატებული ბიზნესმენია, ასეთივე წარმატებული იქნება პარლამენტშიც და იზრუნებს ფოთის მოსახლეობაზე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ (20 სექტემბერს, 23:54 საათზე გამოქვეყნებული მასალის ტექსტი). საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი
პუნქტის
„ბ“
ქვეპუნქტის
მიხედვით
სახელმწიფო
ხელისუფლების
დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება. წინასაარჩევნო
აგიტაციისა
და
კამპანიისას
გამოყენებისას
და
სამსახურეობრივი
გამოყენებისას
ამ
კანონით
ან
ადმინისტრაციული თანამდებობრივი
გათვალისწინებული
რესურსების
მდგომარეობის
მოთხოვნების
დარღვევა
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად ითვალისწინებს 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულების მიერ დაფინანსებულ რესურსს, სოზარ სუბარი, მართალია, არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, თუმცა მას აგიტაციის
14
9/30/2016 დროს არ აქვს უფლება გამოიყენოს სამინისტროს ამ ტიპის რესურსი. შესაბამისად, სახეზეა ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება. აღნიშნულ საკითხზე განცხადებით მივმართეთ საარჩევნო ადმინისტრაციას გამოეყენებინა სანქცია, ხოლო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიას - დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და გასცეს რეკომენდაცია საჯარო დაწესებულებებზე მომავალში მსგავსი ფაქტების განმეორების თავიდან აღსაკვეთად. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო უწყებები სოციალურ ქსელშიც დარჩნენ პარტიისაგან გამიჯნულნი. 5. საარჩევნო სუბიექტის წარმოჩენა საბიუჯეტო ღონისძიებაზე 2016
წლის
10
სექტემბერს
აღინიშნა
ზუგდიდობა, რისთვისაც ქალაქის მერიამ გარკვეული
ღონისძიებები
ჩაატარა.
ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა
ზუგდიდობაზე
დააფიქსირეს, რომ ქალაქის მერს თან დაჰყვებოდნენ პირები, რომელთაც მმართველი ძალის, „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის
გამოსახულებიანი
ტანისამოსი (მაისურები, კეპები) ეცვათ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე
მუხლის
მე-7
პუნქტის
თანახმად,
„აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით
ორგანიზებულ
ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება
ადმინისტრაციული
რესურსების გამოყენებად.“ მართალია, ღონისძიების დროს ქალაქის მერის
მხრიდან
არ
დაფიქსირებულა
15
9/30/2016 საარჩევნო სუბიექტის პირდაპირი აგიტაცია, თუმცა სუბიექტის აგიტატორების თანხლება ცალსახად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ღონისძიებასთან სწორედ ამ სუბიექტს აქვს პირდაპირი კავშირი. სასურველია, კანონის პირდაპირი გაგების ნაცვლად თვითმმართველობის ორგანოებმა მის მიზნებსაც მიაქციონ ყურადღება და თავი აარიდონ მათ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ამ სახით საარჩევნო სუბიექტების ჩართულობას. 6. საბიუჯეტო დაწესებულებების შენობა-ნაგებობების გამოყენება ააიპ თვითმმართველი თემის გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების შენობა 2016 წლის 25 სექტემბერს გვიან ღამით გამოყენებული იქნა წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის.10 კერძოდ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბიულეტენები ამ შენობაში მიიტანეს და შემდეგ გადაიტანეს პარტიის შტაბში. აღნიშნული ფაქტის შესახებ მედიასთან რამდენიმე თანამშრომელმაც ისაუბრა და დაადასტურა ბროშურების გადაზიდვის ფაქტი. გავრცელებულ
ვიდეო მასალაში მოცემულია, რომ ააიპ-ის თანამშრომლებიც
მონაწილეობდნენ ბროშურების გადაზიდვაში, რაც თავისთავად არ წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის დარღვევას, შესაძლებელია, ეს პირები დაავალდებულეს კიდეც, რამდენადაც გამოკითხული პირი აღნიშნავს, რომ „გადაატანინეს” შეფუთული ბროშურები. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი
პუნქტის
„ა“
ქვეპუნქტის
თანახმად,
აკრძალულია,
სახელმწიფო
ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა. ამასთან, ასეთი შენობების გამოყენება კოდექსით დასაშვებია მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების ჩასატარებლად და არა საარჩევნო სუბიექტის შიდა საორგანიზაციო ღონისძიებებისათვის. წინასაარჩევნო
აგიტაციისა
გამოყენებისას გამოყენებისას
და ამ
და
კამპანიისას
ადმინისტრაციული
რესურსების
სამსახურეობრივი ან თანამდებობრივი მდგომარეობის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა
http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/3492gvianghamithbaghebisgaerthianebashithemurkhubulurisbroshurebisheitanes [უკანასკნელად გადამოწმდა 2016 წლის 28 სექტემბერს]. 10
16
9/30/2016 საქართველოს საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად ითვალისწინებს 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. მისიამ
აღნიშნულ
ფაქტზე
მიმართა
საარჩევნო
ადმინისტრაციას,
სანქციის
გამოყენების მოთხოვნით, ხოლო უწყებათაშორის კომისიას - პრევენციის მიზნით რეკომენდაციის გაცემის თხოვნით, რათა საბიუჯეტო დაწესებულების შენობები მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესით იყოს გამოყენებული. 7. მუნიციპალურ საკუთრებაზე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრის თვეებში გორის რამდენიმე სოფელში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სტადიონებზე მისიის წარმომადგენელმა დააფიქსირა „ქართული ოცნების“ დროშები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წარმომადგენელმა ერთ-ერთი შეხვედრის დროს მოუწოდა მუნიციპალიტეტის თანამშრომელს გადაემოწმებინა ეს ფაქტი და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება. მისასალმებელია, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის მითითების შემდეგ აღნიშნულ სტადიონებზე საარჩევნო სუბიექტების დროშები ჩამოხსნილია და მხოლოდ სახელმწიფო დროშები დარჩა. თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან ადმინისტრაციული
რესურსების
გამოყენების
მიგვაჩნია, რომ ასეთი მყისიერი ფაქტის
ადგილობრივი რეაგირება და
დროული
აღმოფხვრა
საგრძნობლად უწყობს ხელს საარჩევნო გარემოს უკეთ მიმდინარეობას.
ძალისმიერი რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები 1. ბარიერები საარჩევნო სუბიექტს და განსხვავებული მიდგომა მისიის ფარგლებში საარჩევნო სუბიექტებთან ჩატარებული ინტერვიუების დროს პოლიტიკურმა პარტიებმა აღნიშნეს შემთხვევები, როდესაც ცალკეული ძალოვანი სტრუქტურები
არაერთგვაროვნად
ეპყრობიან
საარჩევნო
სუბიექტების
წარმომადგენლებს. კერძოდ, 13 სექტემბერს სოფელ შავშვებში ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის დროს პარტიის წევრები სოფელ წითელუბანში ოსი მხარდამჭერების ტრანსპორტირების მიზნით ჩავიდნენ. რამდენადაც აღნიშნული რაიონი ცხელი ზონაა, სოფელში შესვლა კონტროლს ექვემდებარება. პარტიის წარმომადგენლების საარჩევნო სუბიექტების ბროშურებისა და პლაკატების დანახვის შემდგომ კონტროლი იმაზე გაცილებით მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე ეს სტანდარტულად ხდება. მსგავსი შემთხვევა მისი დადასტურების შემთხვევაში მიუთითებს, რომ ძალოვანი სტრუქტურები შერჩევითად უდგებიან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, რაც დაუშვებელია, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდის დროს. 2. სამართალდამცავი სტრუქტურების უმოქმედობა 17
9/30/2016 2016 წლის 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში რამდენჯერმე დაფიქსირდა პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირების ინცინდენტები და უმეტესწილად ასეთ შემთხვევებში პასიურია სამართალდამცავი ორგანოები. აღნიშნული წარმოჩინდა ჯიხაშკარის შემთხვევაშიც და აგრეთვე გორში, სოფელ ფლავისმანში (ინცინდენტების დეტალები იხილეთ ზემოთ, ინსტიტუციური რესურსების გამოყენების ფაქტებში). როგორც
აღინიშნა,
საარჩევნო
თვითმმართველობის
ორგანოებს
კოდექსი
ავალდებულებს
უზრუნველყონ
ადგილობრივ
საარჩევნო
შეხვედრების
უსაფრთხოება, რაც არ გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უმოქმედობის გამართლებას. სამართალდამცავი ორგანოები დროულად უნდა რეაგირებდნენ მსგავს შემთხვევებზე და უზრუნველყოფდნენ ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტის მიერ კამპანიის უსაფრთხო ჩატარებას.
ფინანსური რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები ფინანსური რესურსების გამოყენების თვალსაზრისით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
არ
დაფიქსირებულა
ისეთი
შემთხვევა,
როდესაც
წინასაარჩევნო
პერიოდში შეიქმნა ახალი პროგრამები ან ღონისძიებები, რაც მანამდე არ იყო გათვალისწინებული, ან გაიზარდა არსებული. თუმცა, ფინანსური რესურსების გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ზოგადი ანალიზიც. რამდენადაც საარჩევნო თარიღი მუნიციპალიტეტებისთვის საკმაოდ ადრეა ცნობილი, მით უმეტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ზუსტი თარიღი - 8 ოქტომბერი დაასახელა წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ისე დაეგეგმათ წლის ხარჯები, რომ გაეთვალისწინებინათ არჩევნების მიმდინარეობა. მართალია, აღნიშნული კანონდარღვევა არაა, თუმცა იგი ძლიერ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე. სწორედ ამიტომ მონიტორინგის ფარგლებში ხდება ქალაქ ზუგდიდის და ქალაქ გორის, ასევე ზუგდიდისა და გორის თემების ბიუჯეტების ანალიზი. ამ მხრივ მხოლოდ ბიუჯეტის დოკუმენტის ანალიზი საკმაოდ მწირია და აუცილებელია, ხარჯების წლის განმავლობაში გადანაწილება შეფასდეს. ამ მიზნით კოალიციამ მიმართა
შესაბამის
ორგანოებს
თხოვნით
ბიუჯეტის
კვარტალური
განწერა
მოეწოდებინათ, თუმცა არც ერთმა მუნიციპალიტეტმა ასეთი დოკუმენტი არ მოგვაწოდა (მივიღეთ მთლიანი ბიუჯეტები, ასევე წლიური შესრულების ანგარიშები, თუმცა არა კვარტალური განწერა). ამის შემდეგ მოვითხოვეთ ბიუჯეტით დაგეგმილი ღონისძიებების
განხორციელების
პერიოდები,
რათა
თავად
გვენახა,
როგორ
ნაწილდებოდა ბიუჯეტები წლის განმავლობაში და გამოკვეთილიყო, საარჩევნო
18
9/30/2016 პერიოდის დროს ხომ არ არის განსაკუთრებული ტენდენციები. მუნიციპალიტეტების უმრავლესობამ მოითხოვა 10 დღე ინფორმაციის დასამუშავებლად (მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინფორმაცია არ ექვემდებარება 10 დღის ვადაში გაცემას, არაა ერთმანეთთან დაუკავშირებელი ან სხვა ტიპის) და მიუხედავად ამისა, მოწოდებული ინფორმაცია კვლავ არაა საკმარისი. აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე, მსგავსი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის ყველაზე მეტად უნდა იყოს მუნიციპალიტეტი მზად და სრულყოფილად უნდა აწვდიდეს განმცხადებელს მოთხოვნებს. ამასთან, ნაცვლად საბიუჯეტო ღონისძიებების სრული ჩამონათვალისა, მუნიციპალიტეტები გვაწვდიდნენ ინფორმაციას გასართობი ან სპორტული ღონისძიებების ჩატარების შესახებ. საბიუჯეტო კოდექსის თანახმად კი, ბიუჯეტი შედგება პროგრამების, ქვეპროგრამების და ღონისძიებებისაგან, ეს უკანასკნელი კი არ წარმოადგენს მხოლოდ გასართობ ან კულტურულ-სპორტულ მოვლენას, არამედ ნებისმიერ ერთად აღებულ ხარჯს, თუნდაც ერთ-ერთი სოფლის გზის რეაბილიტაციას. სადამკვირვებლო
მისია
ამ
ეტაპზე
აგროვებს
დეტალურ
ინფორმაციას
მუნიციპალიტეტებისაგან და მომდევნო ანგარიშში მიღებული მასალების სრულ ანალიზს წარმოადგენს.
საინფორმაციო რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები საინფორმაციო რესურსების ბოროტად გამოყენება უმეტესწილად გულისხმობს საბიუჯეტო
დაფინანსებაზე
მყოფი
საინფორმაციო
საშუალებების
ბოროტად
გამოყენებას. იგი ასევე მოიცავს სოციალური რეკლამით ფარულ საარჩევნო რეკლამას. სახელმწიფო ორგანოები ხშირად იყენებენ სატელევიზიო რეკლამას საკუთარი პროექტების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად. თუმცა ასეთ დროს ე.წ. სოციალური რეკლამა იძენს ფარული საარჩევნო რეკლამის ბუნებას. საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“ 66-ე პრიმა მუხლის თანახმად, „აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება“ გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც
ადმინისტრაციული
ორგანო
შეისყიდის
მაუწყებლის
მომსახურებას სოციალური რეკლამის განთავსებისთვის კანონით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების
19
9/30/2016 მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. შესაბამისად,
ნებისმიერი
რეკლამა,
რომელსაც
ადმინისტრაციული
ორგანო
განათავსებს მაუწყებელში, უნდა იყოს სოციალური რეკლამა ან საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდეს. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი კი სოციალურ რეკლამას შემდეგნაირად განმარტავს: „სოციალური რეკლამა – საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.“ მონიტორინგის პერიოდში საკმაოდ ხშირად ვრცელდება რეკლამები, რომლებიც არ არის მთლიანად სოციალური რეკლამის შინაარსის მატარებელი და უფრო მეტად ცალკეული უწყების ან მათი პროექტის რეკლამას წარმოადგენს. რაც წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მიუღებელია, რადგან ამომრჩევლისთვის მმართველ გუნდთან ასოცირდება. ასეთია საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის რეკლამების ციკლი და თბილისის მერიის პროექტის „ახალი ტიფლისის“ რეკლამები. ისინი საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობას, მნიშვნელოვან საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას ან ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლას
არ
ემსახურება
და
უფრო
მეტად
წარმოადგენს
სახელმწიფო
ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან მათი მომსახურებების რეკლამებს, რაც ერთის მხრივ შესაძლო კანონდარღვევაა, მეორეს მხრივ კი, უარყოფითად მოქმედებს საარჩევნო გარემოზე. მიგვაჩნია, რომ ასეთი რეკლამები არ უნდა თავსდებოდეს მაუწყებლების ეთერში, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში და მაუწყებლებმა უნდა გაითვალისწინონ კანონის მოთხოვნები და მათი მიზნები რეკლამის განთავსებისას. აღსანიშნავია, რომ ასეთი რეკლამების
სოციალური
განმათავსებელს
შორის,
ბუნება
თუ
სადავოა
საქართველოს
მაუწყებელსა
და
კომუნიკაციების
რეკლამის ეროვნული
მარეგულირებელი კომისია წყვეტს დავას. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, პასუხისმგებელმა
უწყებამ
დაადგინოს
რეკლამის
ბუნება,
რისი
გამოყენებაც
აუცილებელია წინასაარჩევნო პერიოდში.
20
9/30/2016
ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო შემთხვევები საანგარიშო პერიოდში ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევები გორსა და ზუგდიდში ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა. თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 13 სექტემბერს პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის წარმომადგენელთა მხრიდან მოსახლეობას დაურიგდა საკვები პროდუქტები.11 აღნიშნულ ფაქტზე შეფასება და შესაბამის ორგანოებისადმი მიმართვა გაკეთდა
სადამკვირვებლო
ორგანიზაციების
მხრიდანაც,
ადგილობრივი
მოსახლეობის ნაწილი არ ადასტურებს მოსყიდვის შემთხვევას, მაგრამ სრული მოკვლევის აუცილებლობა ნამდვილად არსებობს. წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სამართალდარღვევაა,
სწორედ
ამიტომ
არის
მისთვის
უმკაცრესი
საარჩევნო-
სამართლებრივი სანქცია - სუბიექტის მოხსნა და ასევე სისხლის სამართლებრივი სანქცია გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია ფაქტის ზუსტი და ყოველმხრივი მოკვლევა და სათანადო რეაგირება, რათა მსგავსი შემთხვევები მომავალშიც არ განმეორდეს.
http://trialeti.ge/?menuid=2&lang=1&id=5937 სექტემბერს]. 11
[უკანასკნელად
გადამოწმდა
2016
წლის
21
28
9/30/2016
დასკვნა ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიის მიერ 1 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე პერიოდში დაფიქსირებული მოვლენები ცხადჰყოფს, რომ არსებითად უარყოფითი ტენდენციები არ შეიმჩნევა, თუმცა ცალკეული მოვლენები ნამდვილად მოითხოვს სათანადო რეაგირებას, რათა წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ, კონკურენტულ და თანაბარ გარემოში მიმდინარეობდეს. მნიშვნელოვანია, როგორც განჭვრეტადი და სრულყოფილი რეგულაციების არსებობა, საჯარო დაწესებულებების სხვადასხვა რესურსის გამოყენების თავიდან აცილება და საარჩევნო სუბიექტებისადმი თანაბარი მოპყრობა, ასევე სამართალდარღვევებზე დროული, ეფექტური და მკაცრი რეაგირება, რათა ერთის მხრივ, კანონდამრღვევმა პირებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა და, მეორეს მხრივ, მოხდეს დარღვევების პრევენცია.
ამ
მიმართულებით
არსებითია
საარჩევნო
ადმინისტრაციის
და
უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს განსაკუთრებული როლი აქვთ საარჩევნო პროცესების უსაფრთხოების და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფაში. საჭიროა, მათ ეს როლი გაითავისონ და შეასრულონ კანონით დადგენილი ვალდებულებები. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არის შემთხვევები, როდესაც არაა სახეზე კანონდარღვევა, თუმცა ისინი იწვევენ საარჩევნო სუბიექტებისა და სახელმწიფო ორგანოების ერთმანეთში აღრევას, რაც არანაკლებ აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთი უარყოფითი ტენდენციებიც უნდა აღმოიფხვრას, ისევე, როგორც საარჩევნო კოდექსის პირდაპირი დარღვევები.
22
9/30/2016 ანგარიში გამოცემულია პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ ფარგლებში, პროექტს ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე“, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი“, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ“ და „ჰელფინგ ჰენდი“. პროექტი დაფინანსებულია „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მიერ. სახელმძღვანელოს შინაარსი შესაძლებელია არ ემთხვეოდეს „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის (NED)” პოზიციას და მის შინაარსზე პასუხისმგებელი არიან კოალიციის წევრი ორგანიზაციები „საუნჯე“, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი“, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ“ და „ჰელფინგ ჰენდი“.
პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა 2013 წელს და მის ფარგლებში ერთობლივი პროექტები ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის (NED) მხარდაჭერით. ორგანიზაციების მისიაა ვემსახუროთ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას და განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კმაყოფილები ვიყოთ ჩვენ, კმაყოფილები იყვნენ ჩვენი ბენეფიციარები და ჩვენი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები საქმიანობის მაღალი ხარისხით და გამჭვირვალობით.
პროექტს „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ გააჩნია სამი ძირითადი ამოცანა: 1. ახალგაზრდების ინფორმირებულობა სამართლის ძირითად საკითხებზე;
არჩევნების
მნიშვნელობასა
და
საარჩევნო
2. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი და შეფასება; 3. არჩევნების დღის დაკვირვება და დასკვნის გამოქვეყნება.
სექტემბერი, 2016
ზუგდიდი, რუსთაველის 52. ელ-ფოსტა: cgfd.ge@gmail.com ტელ.: +995 555 199 798 Facebook/CGFD.election2016.com
23