სახელმძღვანელო დამკვირვებლებისათვის

Page 1

სახელმძღვანელო დამკვირვებლებისათვის

წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი

კოალიცია „საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის“


წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი სახელმძღვანელო დამკვირვებლებისათვის

ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია

2016


სახელმძღვანელო გამოცემულია პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანზაციების კოალიცია „საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის“. პროექტი დაფინანსებულია „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მიერ. სახელმძღვანელოს შინაარსი შესაძლებელია არ ემთხვეოდეს ,,ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის (NED)” პოზიციას და მის შინაარსზე პასუხისმგებელი არიან კოალიციის წევრი ორგანიზაციები „საუნჯე“, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი“, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ“ და „ჰელფინგ ჰენდი“. სახელმძღვანელო მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების, მითითებებისა და ადგილობრივი გამოცდილებების გათვალისწინებით და მასში გამოყენებულია საერთაშორისო და ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების სხვადასხვა ავტორიტეტული მასალა.

კოალიციას „საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის“ საფუძველი ჩაეყარა 2013 წელს და მის ფარგლებში ერთობლივი პროექტები ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის (NED) მხარდაჭერით. კოალიციის მისიაა ვემსახუროთ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას და განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კმაყოფილები ვიყოთ ჩვენ, კმაყოფილები იყვნენ ჩვენი ბენეფიციარები და ჩვენი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები საქმიანობის მაღალი ხარისხით და გამჭვირვალობით.

პროექტს „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ გააჩნია სამი ძირითადი ამოცანა: 1. ახალგაზრდების ინფორმირებულობა არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო სამართლის ძირითად საკითხებზე; 2. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი და შეფასება; 3. არჩევნების დღის დაკვირვება და დასკვნის გამოქვეყნება.

სახელმძღვანელოზე მუშაობდა: ირინე ურუშაძე

აგვისტო, 2016

თბილისი, ალ. ყაზბეგის 47 ზუგდიდი, რუსთაველის 52. ელ-ფოსტა: cgfd.ge@gmail.com ტელ.: +995 555 199 798 Facebook/CGFD.election2016.com


წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი შესავალი

საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანი წონა აქვს წინასაარჩევნო პერიოდს, რომლის დროსაც ყალიბდება ამომრჩევლის ნება. ამ პერიოდში საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური ოპონენტების ან ამომრჩევლების დაშინება ხელს უშლის გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნებს. სწორედ

ამიტომ

მნიშვნელოვანია

განისაზღვროს

რა

წარმოადგენს

წინასაარჩევნო

პერიოდში

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, რომელია მონიტორინგის დროს ყურადსაღები საკითხები და წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში რა კანონდარღვევები თუ ტენდენციები მოქმედებს საარჩევნო გარემოზე. „საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის“ კოალიციის სადამკვირვებლო მისიის მიზანია წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი, რა დროსაც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტების დაფიქსირება და საჭიროების შემთხვევაში რეაგირებაც მოხდება. მისია ფოკუსირებულია ზუგდიდისა და გორის ოლქების არჩევნებზე, შესაბამისად, მონიტორინგი უმეტესწილად სწორედ ამ ტერიტორიულ ერთეულებში განხორციელდება (ზუგდიდის ქალაქი და თემი, გორის ქალაქი და თემი). ეს კი გულისხმობს აქტიურ მონიტორინგს - ინფორმაციის გამოთხოვას, ცალკეული ღონისძიებების მონიტორინგს, ინტერნეტ-რესურსების მონიტორინგს და ა.შ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები თუ ტენდენციები, რომლებიც ამ ორ ოლქში არ მომხდარა, ინტერესის საგანი არ გახდება. ფაქტები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ წინასაარჩევნო გარემოზე მოხვდება მისიის მონიტორინგის ანგარიშებში და მათზე მისია დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას.

1


სარჩევი

შესავალი ........................................................................................................................... 1 რა არის ადმინისტრაციული რესურსი? ...................................................................................... 3 ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ზოგადი მაგალითები ................................... 5 სამართლებრივი (საკანონმდებლო და მარეგულირებელი) რესურსები................................................................ 5 ინსტიტუციური რესურსები .......................................................................................................................................... 5 ფინანსური რესურსები ................................................................................................................................................... 5 ძალისმიერი რესურსები/ზეწოლა ................................................................................................................................. 6 მედია რესურსები ............................................................................................................................................................. 6 ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება გასული წლების მაგალითზე ......................................... 7 ინსტიტუციური რესურსები .......................................................................................................................................... 7 სამართლებრივი რესურსები .......................................................................................................................................... 7 ფინანსური რესურსები ................................................................................................................................................... 8 ძალისმიერი რესურსები ................................................................................................................................................. 8 ამომრჩევლის მოსყიდვა .................................................................................................................................................. 9 მონიტორინგის მეთოდოლოგია ............................................................................................. 10 რას უნდა მიექცეს ყურადღება? ................................................................................................................................... 10 როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე? ........................................ 11 აღმოაჩინეთ ფარული რეკლამა ................................................................................................................................... 12

2


რა არის ადმინისტრაციული რესურსი? ადმინისტრაციული რესურსის ან მისი ბოროტად გამოყენების ზუსტი დეფინიცია არ არსებობს, თუმცა ამ საკითხს არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი ეხება და ცდილობს მასთან დაკავშირებით გარკვეული სახის ერთგვაროვანი მიდგომა ჩამოაყალიბოს. ამ დოკუმენტებისა და მეცნიერთა მოსაზრებების ანალიზზე დაყრდნობით შესაძლოა ჩამოვაყალიბოთ ადმინისტრაციული რესურსების შემდეგი სახეები1:

სამართლებრივი (საკანონმდებლო და მარეგულირებელი) რესურსები

გადაწყვეტილების მიმღები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოებისა და სასამართლოების მმართველი პარტიის ან კანდიდატის პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება

ინსტიტუციური რესურსები

წინასაარჩევნო ღონისძიებების ორგანიზებაჩატარებისთვის სახელისუფლებლო სტრუქტურების საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, შენობა-ნაგებობების, დაქვემდებარებული საჯარო მოხელეების და სახელმწიფოს თანხებით დაფინანსებული სხვა მატერიალური და ადამიანური რესურსების გამოყენება

ფინანსური რესურსები

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო რესურსების მიმართვა მმართველი პარტიის ან კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეწყობისთვის

ძალისმიერი რესურსები

პოლიტიკური ოპონენტების, მათი მხარდამჭერების და ამომრჩევლების წინააღმდეგ და მათზე უკანონო ზემოქმედებისთვის ძალადობრივი მექანიზმების გამოყენება

მედია-რესურსები

სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსებული მედია საშუალებების მიერ მმართველი პარტიის ან მისი კანდიდატის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება

საქართველოს

საარჩევნო

კანონმდებლობით

განსაზღვრულია

ცალკეული

ქმედებები,

რომლებიც

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას გულისხმობს და ასეთი ქმედებებისათვის სათანადო სანქციებიც გაწერილია, თუმცა წინასაარჩევნო მონიტორინგის პირობებში ამოსავალი წერტილი ვერ იქნება მხოლოდ საარჩევნო კოდექსი, რამდენადაც ამ პერიოდში ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება ისეთი გზებითაც ხდება, რომელიც კანონმდებლობით ამომწურავად ვერ განისაზღვრება. მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა გვახსოვდეს, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგისას არის მკვეთრი მიჯნა პარტიასა და სახელმწიფოს

1

THE ABUSE OF ADMINISTRATIVE RESOURCES (Draft). Regulation in an international Context and the Georgian situation. Dr Magnus Ohman.

February 2010.

3


შორის. აღნიშნული ხაზგასმულია არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში, რომლებიც საქართველოსთვისაც სავალდებულო ძალას ატარებს (ნაწილი მაინც). მათ შორისაა ადამიანის უფლებათა შესახებ აქტები (ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია2 1950წ; საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ3 1966წ. და სხვა). ასევე, ამ სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტი - ეუთთს კოპენჰაგენის დოკუმენტი4 (1990):  აუცილებელია სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიას შორის მკაფიო გამიჯვნა, პარტია არ უნდა იყოს აღრეული სახელმწიფოსთან (მუხლი 5.4);  სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს ინდივიდის ან ჯგუფის უფლებას სრული თავისუფლებით დააფუძნოს პოლიტიკური პარტია ან სხვა პოლიტიკური ორგანიზაცია და უზრუნველყოს ასეთი პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები აუცილებელი სამართლებრივი გარანტიებით, რათა მიეცეთ მათ შესაძლებლობა კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს თანასწორობის საფუძველზე, როგორც კანონის ძალით და ასევე ხელისუფლების მხრიდან (მუხლი 7.6);  სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პოლიტიკურად და სამართლებრივად პოლიტიკური კამპანიის თავისუფალ და სამართლიან გარემოში წარმართვა, რომელშიც არც ადმინისტრაციული ქმედება, ძალადობა ან დაშინება არ უშლის ხელს არც პარტიებს და კანდიდატებს თავისუფლად წარმოაჩინონ თავიანთი შეხედულებები და კვალიფიკაცია, არც ამომრჩეველს – შეიტყონ და განიხილონ [პარტიების და კანდიდატების შეხედულებები და კვალიფიკაცია] ან მისცენ ხმა სასჯელის შიშისგან თავისუფლად (მუხლი 7.7).  სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ არანაირი სამართლებრივი ან ადმინისტრაციული დაბრკოლება

არ

შეიქმნას

მედიის

შეუზღუდავ

არადისკრიმინაციულ

ხელმისაწვდომობაში

ნებისმიერი პარტიის და ინდივიდისათვის, ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესში (მუხლი 7.8).

2

http://www.echr.coe.int/ECHR/EN/Header/Basic+Texts/The+Convention+and+additional+protocols/The+Eur opean+Convention+on+Human+Rights/ 3

http://www2.ohchr.org/english/law/ccpr.htm

4

ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის თათბირი - ეუთთ (შემდგომში, ევროპის უშიშროებისა და

თანამშრომლობის ორგანიზაცია - ეუთო)

4


ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ზოგადი მაგალითები

სამართლებრივი (საკანონმდებლო და მარეგულირებელი) რესურსები  საარჩევნო სისტემის ან მისი ნაწილების ცვლილება რომელიმე პარტიის ან კანდიდატის ინტერესების შესაბამისად ან ოპონენტებისთვის არახელსაყრელი მდგომარეობის შესაქმნელად;  საარჩევნო რეგულაციების მიღება ან შეცვლა იმგვარად, რომ რომელიმე პარტია/კანდიდატი მომგებიან სიტუაციაში იყოს;  სასამართლოს გადაწყვეტილებები რომელიმე პარტიის/კანდიდატის სასარგებლოდ ან რომელიმეს საზიანოდ (მათ შორის, კანონმდებლობის განსხვავებული ინტერპრეტირება);  სუბიექტების

რეგისტრაციისას

კანონმდებლობის

იმგვარი

გამოყენება/განმარტება,

რომელიც

პოლიტიკური ოპონენტების გზიდან ჩამოშორებას ემსახურება;  საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კანონმდებლობის რომელიმე პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ ინტერპრეტაცია.

ინსტიტუციური რესურსები  საჯარო

მოხელის

მიერ

სამსახურებრივი

მოვალეობის

შესრულებისას

რომელიმე პარტიის

ან

კანდიდატის მხარდამჭერი ან ოპოზიციური პარტიის ან კანდიდატის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება;  საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ან მათი ასეთ კამპანიაში მონაწილეობის დავალდებულება;  სახელმწიფო, რეგიონული ან მუნიციპალური დაწესებულებების შენობების გამოყენება რომელიმე სუბიექტის მიერ, თუ სხვა სუბიექტს იმავე რესურსის გამოყენების შესაძლებლობა არ ეძლევა;  სახელმწიფო, რეგიონული ან მუნიციპალური დაწესებულებების ქონების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენება რომელიმე სუბიექტის მიერ;  საჯარო ფინანსებით სხვადასხვა სახის ღონისძიებების მმართველი პარტიის ან კანდიდატის წარმოჩენის მიზნით მოწყობა ან ასეთი ღონისძიებების მათი წარმოჩენისთვის გამოყენება;  სახელისუფლებლო სტრუქტურების მიერ მომზადებული ან/და გამოცემული ბეჭდვითი მასალის რომელიმე სუბიექტის პირდაპირ ან ირიბად რეკლამირებისთვის გამოყენება.

ფინანსური რესურსები  წინასაარჩევნოდ მოსახლეობისთვის ბიუჯეტიდან ფულადი სახსრების ან საჩუქრების გადაცემა, თუ ამ ტიპის ღონისძიებები არ არის რეგულარული არასაარჩევნო პერიოდში და უკანასკნელი წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, მხოლოდ წინასაარჩევნო თვეებში ხორციელდება;

5


 წინასაარჩევნო

პერიოდში

სოციალური

დახმარებების,

ხელფასებისა

და

პენსიების

წინასწარ

დაუგეგმავი მატება, ასევე, სხვა სახის სოციალური პროგრამების ინიცირება;  არჩევნებამდე

მცირე

ხნით

ადრე

წინასწარ

დაუგეგმავი

ისეთი

სამშენებლო

ან

სხვა

ინფრასტრუქტურული პროექტების წამოწყება;  სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტიდან ისეთი სარეკლამო რგოლის დამზადება და გაშვება, რომლითაც ხდება ხელისუფლების ან/და არჩევნებში მონაწილე მისი ცალკეული წარმომადგენლების რეკლამირება, მათ შორის, მათ მიერ განხორციელებული პროექტების რეკლამირების გზით.

ძალისმიერი რესურსები/ზეწოლა  ოპონენტების და მათი აქტივისტების დაშინება, უკანონოდ დაკავება-დაპატიმრება, დარბევა და ა.შ.;  საჯარო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების თანამშრომლებზე ზემოქმედება იმ მიზნით, რომ მათ არჩევნებში რომელიმე სუბიექტს მისცენ ხმა ან თავი შეიკავონ სხვა სუბიექტისათვის ხმის მიცემისგან;  ოპონენტებზე, მათ აქტივისტებზე და ამომრჩევლებზე ზეწოლა, მათი ოჯახის წევრებისა და სხვა ახლობლების სამსახურიდან გათავისუფლების ან სხვა პრობლემების შექმნის მუქარით;  ბიზნეს-სუბიექტებზე ზეწოლა, რომ რომელიმე სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანია დააფინანსონ ან/და სხვა პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსებაზე უარი თქვან;

მედია რესურსები  სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსებული მედია საშუალებების მიერ მხოლოდ მმართველი პარტიის ან მისი კანდიდატის საქმიანობისა და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება ან მმართველი პარტიისა და კანდიდატისთვის გაცილებით მეტი დროის/საგაზეთო ფართის დათმობა, ვიდრე მისი ოპონენტებისთვის;  წინასაარჩევნო კამპანიების მიკერძოებულად – მმართველი პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ – გაშუქება; სიუჟეტებსა და სტატიებში მმართველი პარტიის ან მისი კანდიდატის რეკლამირება ან/და ოპოზიციური პარტიებისა და კანდიდატების ნეგატიურად გაშუქება;  მმართველი პარტიის ან მისი კანდიდატის (თუნდაც ის ამავდროულად საჯარო მოხელე იყოს) სხვადასხვა

სახის

სოციალურ,

კულტურულ

და

სპორტულ

ღონისძიებებში

მონაწილეობის

არათანაზომიერი გაშუქება.

‼ სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი გამოყენება, შესაძლოა, განხორციელდეს არა მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მიერ, არამედ იმ ოპოზიციური ძალის მიერაც, თუ მას აქვს ასეთი რესურსების გამოყენების შესაძლებლობა და ასეთი გამოყენებით იშლება ზღვარი პარტიასა და საჯარო ხელისუფლებას შორის (მაგალითად, საჯარო მოხელეების კამპანიაში ჩართვა).

6


ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება გასული წლების მაგალითზე

ინსტიტუციური რესურსები წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად ფიქსირდება საჯარო მოხელეების მხრიდან შვებულებებში გასვლა და ამ დროს კამპანიაში აქტიური მონაწილეობა. აღნიშნული არ წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კანონდარღვევას და შვებულების პერიოდში საჯარო მოხელეებს უფლება აქვთ კამპანიაში ჩაერთონ, თუმცა საჯარო მოხელეების მხრიდან მასიურად შვებულებაში გასვლა მაშინ, როდესაც, ერთის მხრივ, არაერთ რეგიონში სამუშაოები სწორედ ამ პერიოდშია აქტიური და, მეორეს მხრივ, დასვენების ნაცვლად ათეულობით მოხელის კამპანიის დატვირთულ რეჟიმში ჩართვა მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომელიც მიუთითებს, რომ ცალკეული სუბიექტები იყენებენ საჯარო მოხელეებს, როგორც რესურსს საარჩევნო პერიოდში. მაგალითისათვის, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე განსაკუთრებით ხშირად გამოიყენებოდა ინსტიტუციური რესურსები, რაც უმეტესწილად სამსახურებრივი და პარტიული საქმიანობის აღრევით იყო გამოხატული. შვებულებებში გასვლა იმდენად მასიურად ხდებოდა, რომ საჯარო დაწესებულებები ხშირად პარალიზებული იყო.  31 მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო პერიოდში 1300-ზე მეტი საჯარო მოხელე იყო შვებულებაში

ასევე ხდება საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო ვალდებულებების განხორციელებისას კამპანიის გაწევა, რაც პირდაპირ კანონდარღვევასაც წარმოადგენს. მაგალითისათვის, როდესაც მოხელეს სამუშაო კაბინეტში განთავსებული აქვს სააგიტაციო მასალა.

სამართლებრივი რესურსები არსებული საარჩევნო სისტემა უკვე წარმოადგენს სამართლებრივი რესურსის გამოყენების მაგალითს, რამდენადაც იგი არ იძლევა ამომრჩეველთა ნების ზუსტი გამოხატვის შესაძლებლობას და უპირატესობას ანიჭებს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს რესურსი მოიპოვოს დიდი მხარდაჭერა არჩევნებზე, თუმცა

7


არ აქვს რესურსი, ეს მხარდაჭერა იყოს იმდენად დიდი, რომ დააკომპლექტოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა. მაჟორიტარული სისტემა დამატებითი მანდატების მოპოვების შესაძლებლობას იძლევა ისე, რომ 50%-იანი მხარდაჭერით დაკომპლექტდეს საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი. სამართლებრივი რესურსების გამოყენების თვალსაჩინო მაგალითი იყო 2012 წლის არჩევნებამდე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის რადიკალური ცვლილება, რაც მიზნად ისახავდა პოლიტიკაში მოსული დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ძალისათვის (ბიძინა ივანიშვილი) მაქსიმალურ ხელშეშლას, მით უმეტეს, როდესაც ამ პირის პოლიტიკაში მოსვლამდე სრულიად საპირისპირო რეფორმა იგეგმებოდა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების თვალსაზრისით. სამართლებრივი რესურსის გამოყენების შესაძლო მაგალითია მიმდინარე წელსვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დადგენილი ახალი წესი რეკლამის თანხის ანაზღაურების შესახებ. 5 მისი არაერთგვაროვანი გაგების შესაძლებლობა, რომელთაგან ერთ-ერთი ინტერპრეტაცია შესაძლოა ხელს უშლიდეს ცალკეულ პოლიტიკურ გაერთიანებებს და საგრძნობლად აბრკოლებდეს საარჩევნო რეკლამის შესყიდვას მათთვის, ბადებს ეჭვს, რომ რეგულაცია მორგებულია ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტს. სამართლებრივი რესურსების ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს ყოფილი მმართველი გუნდის წევრების სისხლის სამართლებრივი დევნის ფაქტებიც (ივანე მერაბიშვილი, გიორგი უგულავა და ა.შ.), რამდენადაც ცალკეული ავტორიტეტული ორგანიზაციების შეხედულებით, ამ საქმეების ნაწილში არაა საკმარისი მტკიცებულებები ან ხდება კანონის არასწორი ინტერპრეტაცია.

ფინანსური რესურსები ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ხშირად ვლინდება ბიუჯეტის ცვლილებაში. საარჩევნო კოდექსის დღევანდელი რედაქცია კრძალავს გარკვეული ცვლილებების შეტანას ბიუჯეტში წინასაარჩევნო პერიოდში, რაც მიზნად ისახავს ფინანსური რესურსების გამოყენების შეზღუდვას. თუმცა, ტენდენციის სახით შესაძლოა გამოვლინდეს ბიუჯეტში წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე შეტანილი ცვლილებები (შრომის ანაზღაურების და დასაქმებულ პირთა რაოდენობის ზრდის სახით, სოციალური პროექტების და ინფრასტრუქტურული ან სხვა ისეთი ტიპის პროექტების შექმნის ან ზრდის სახით, რომელიც ამომრჩევლის გულის მოგებას ემსახურება). საინტერესო ტენდენციაა წინასწარ იმგვარად დაგეგმილი საბიუჯეტო რესურსი, რომ ცალკეული პროექტების (სოციალური, ინფრასტრუქტურული) ხარჯვის დიდი ნაწილი სწორედ წინასაარჩევნო პერიოდზე მოდიოდეს. ყოველივე ეს კანონდარღვევა არაა, თუმცა

ასეთი

ღონისძიებები

სწორედ

საარჩევნო

კამპანიის

ნაწილი

ხდება,

რაც

შლის

ზღვარს

ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიას შორის.

ძალისმიერი რესურსები ძალისმიერი რესურსების გამოყენების ფაქტები უკანასკნელ წლებში ფიქსირდებოდა ძირითადად სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების გზით. 2012 წელს მაგალითად, რამდენიმე პოლიტიკურად აქტიური პირი დაკავებულ იქნა სხვადასხვა საფუძვლით (მაგალითისთვის, მაშინდელი ოპოზიციური ძალის, „ქართული ოცნების“ მესტიის საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელსაც სწორედ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე შეეფარდა 1-თვიანი პატიმრობა, რითაც იგი მთელს საარჩევნო პროცესს ჩამოშორდა),

5

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3276164

8


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული წარმოებების ფარგლებში კი არაერთი პირის დაკითხვა იმგვარად მოხდა, რომ ბევრ მათგანზე ზეწოლის ფაქტებიც გამოვლინდა, რის გამოც საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები სამსახურს პოლიტიკურ იარაღად მოიხსენიებდნენ.

ამომრჩევლის მოსყიდვა ამომრჩევლის მოსყიდვა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, თუმცა ცალკეული მოსყიდვის ფაქტები შესაძლოა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ხდებოდეს. ამასთან, ასეთი ფაქტები დიდ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე, რის გამოც, მათი დაფიქსირება მნიშვნელოვანია. გასული წლების პრაქტიკის გათვალისწინებით მოსყიდვის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია:  ამომრჩეველთათვის გარკვეულ ღონისძიებებზე გამასპინძლება ისეთი სახით, რომელიც არ ატარებს მცირე ფასიანი ღონისძიების სახეს - 2012 წელს, ქალაქ რუსთავში დაფიქსირდა მოსახლეობისათვის ცხვრითა და ღვინით (რამდენიმე კორპუსის ეზოში მიიტანეს დაკლული ცხვარი და 20ლ. ღვინო და განაცხადეს,

რომ

ეს

ერთ-ერთი

საარჩევნო

სუბიექტის

წარმომადგენლის

საჩუქარი

იყო)

გამასპინძლება. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებამ დაადგინა, რომ საჩუქარი ნამდვილად იყო საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისაგან, თუმცა ეს არ მომხდარა საარჩევნო სუბიექტის მიერ და შედეგად მხოლოდ კონკრეტულ პირს დაეკისრა სანქცია; ასეთივე ფაქტი იყო ქართული ოცნების და მასთან დაკავშირებული პირების მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციების შექმნა წინასაარჩევნო პერიოდში და ცალკეული პირებისათვის თანხების გადაცემა (ფონდი „ქომაგი“ გასცემდა დახმარებებს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირებისათვის.  2013 წელს და მიმდინარე წელს დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც საარჩევნო სუბიექტის ლიდერი და ამავდროულად მაღალი თანამდებობის პირი (ორივე შემთხვევაში ეს იყო პრემიერ-მინისტრი) საჩუქრად საქორწინო ბეჭედს გადასცემდა ახლადდაქორწინებულ წყვილს ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე. საჩუქარი საბიუჯეტო სახსრებით იყო შეძენილი (2016 წლის შემთხვევაზე არაა ჯერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად) და ტრადიციის ხასიათს ატარებს, თუმცა ყოველ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა ამ ტრადიციაში ჩართული.

9


მონიტორინგის მეთოდოლოგია

რას უნდა მიექცეს ყურადღება? ადმინისტრაციული

რესურსების

ბოროტად

გამოყენების

ფაქტების

დასაფიქსირებლად აუცილებელია ყურადღება მიექცეს შემდეგ ქმედებებსა და ღონისძიებებს:  ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა;  სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის განმგებლობაში არსებულ შენობებში პოლიტიკური პარტიების მიერ ღონისძიებების ჩატარება;  საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა;  სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე კანდიდატების დასწრება და აგიტაცია;  სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა;  სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთა შვებულებაში მასიური გასვლა;  სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სახელმწიფო

ბიუჯეტით

ერთჯერადი,

არათანმიმდევრული

და

არასეზონური ღონისძიებების მასიური განხორციელება;  საარჩევნო სუბიექტების მიერ მოსახლეობისათვის საჩუქრების (გარდა სააგიტაციო მასალისა) გადაცემა ან სხვა ტიპის უფასო/შეღავათიანი პირობებით მომსახურების გაწევა.

10


როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე?

(ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების და ამ ოლქებში არსებული საჯარო დაწესებულებების მიმართ, ასევე ამ ოლქებში განხორციელებულ საარჩევნო ღონისძიებებზე)  გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია სახელმწიფო, რეგიონული (გუბერნატორის ადმინისტრაცია) ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან;  სთხოვეთ საარჩევნო სუბიექტებს, მოგაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე და სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რესურსების გამოყენებისათვის ხელმისაწვდომობაზე (რამდენად დაეთმო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ამა თუ იმ სუბიექტს);  დააკვირდით საჯარო დაწესებულებებს და საარჩევნო სუბიექტებს, მათ მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს;  დააკვირდით, პარტიის წარმომადგენლები ხომ არ ახორციელებენ ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციას, მაგალითად არიგებენ სხვადასხვა ტიპის უფასო ან შეღავათიან ვაუჩერებს;  გადაამოწმეთ, რამდენი მოხელეა გასული შვებულებაში, ამასთან გაარკვიეთ, ამის გამო საჯარო დაწესებულების პარალიზება ხომ არ ხდება;  ხშირად გადაამოწმეთ საჯარო მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, რამდენად ხშირად მონაწილეობენ ისინი აგიტაციაში მაშინ, როდესაც შვებულებაში არ არიან გასული;  შეამოწმეთ, სამსახურებრივი მივლინებისას საჯარო მოხელეები (მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირები) ხომ არ აგროვებენ ხელმოწერებს ან გასწევენ აგიტაციას;  შეეცადეთ მოიპოვოთ

ინფორმაცია,

შვებულებაში ყოფნისას საჯარო

მოხელეები სამსახურებრივ

მოვალეობას ხომ არ ასრულებენ, მათ შორის პარტიის ოფისებიდან;  დაესწარით

საარჩევნო

სუბიექტების

მიერ

ჩატარებულ

ღონისძიებებს

და

შეამოწმეთ,

ხომ

არ

მონაწილეობენ მათ ორგანიზებაში ან სხვა მხრივ საჯარო მოხელეები, ან სხვა პირები, რომელთაც ეკრძალებათ აგიტაციაში მონაწილეობა (საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები და ა.შ.);  დაესწარით სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებს და შეამოწმეთ, ხომ არ ეწევიან აგიტაციას მასში საარჩევნო სუბიექტები;  დააკვირდით საჯარო ფინანსების ხარჯვას - ხომ არ ემთხვევა სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ღონისძიებები წინასაარჩევნო პერიოდს მიზანმიმართულად (არასეზონურია და შესაძლებელი იყო, სხვა პერიოდშიც განხორციელებულიყო);  გაეცანით წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივ თვითმმართველობის მიერ ბიუჯეტის ცვლილებებს და მიაქციეთ ყურადღება, ხომ არ ხდება ახალი პროექტის განხორციელება ან არსებულის ზრდა;  მოიპოვეთ ინფორმაცია საჯარო მოხელეებზე ზეწოლის შესახებ: ხომ არ ხდება მათი იძულება და დავალდებულება პარტიულ ღონისძიებებზე დასასწრებად, ხელმოწერების შესაგროვებლად და ა.შ.;  სოციალური აგენტები ხომ არ ახდენენ ზეწოლას ამომრჩევლებზე სოციალური დახმარების შეწყვეტის ან პირიქით, სამომავლოდ დახმარების დაპირების გზით; 

პატიმართა ოჯახებზე ხომ არ ხდება მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების დავალდებულება;

 ოპოზიციურ გაერთიანებებთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ პირებზე ხომ არ ხდება ზეწოლა. მაგალითად, სტამბაზე, მეიჯარეზე და ა.შ.  დ 11


აღმოაჩინეთ ფარული რეკლამა 

სოციალური რეკლამები, რომლებითაც სახელმწიფო პროგრამების ან პროექტების აშკარა რეკლამირება ხდება;

ხდება გადაცემებში ინფორმაციის შერჩევითი გაშუქება;

პერიოდულად გაარკვიეთ, რა ფასად მოხდა ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაშუქება, იყო თუ არა შეუსაბამოდ გაზრდილი ტარიფი ან სხვადასხვა სუბიექტისათვის სხვადასხვა ტარიფად სარეკლამო დროის გამოყოფა.

მოპოვებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ დეტალებს:  ინციდენტის ზუსტი თარიღი და დრო;  შემთხვევის ზუსტი, დეტალური აღწერა;  დამატებითი გარემოებების მითითება (მაგალითად, შემთხვევა ღამის საათებში, ან მიუვალ ადგილას, ა.შ.)  ინციდენტის მონაწილე მხარეების შესახებ ზუსტი ინფორმაცია, მათ შორის, მათი სამსახურებრივი მდგომარეობა, სოციალური სტატუსი და ა.შ.;  სატელეფონო ზარის შემთხვევაში, ზარის განხორციელების ზუსტი დრო და ტელეფონის ნომერი;  დამატებითი მტკიცებულებები (დოკუმენტური, ფოტო მასალა, ა.შ.);  მოწმეების ან თვითმხილველების ვინაობა.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოჩენისას შეეცადეთ მოიპოვოთ დამატებითი მტკიცებულებები, მათ შორის თვითმხილველთა ჩვენებები, დოკუმენტური, ფოტო, ვიდეო ან აუდიო მასალა.

12


2016 კოალიცია „საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის“


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.