იყავით მიუკერძოებელი!
ყურადღება მიაქციეთ ყველა დეტალს!
8 ოქტომბერი, 2016 წელი ინსტრუქცია და რჩევები დამკვირვებელს არჩევნების დღის დაკვირვებისას ყველა დეტალი მნიშვნელოვანია,
იყავით კონტაქტზე სათავო ოფისთან!
მოინიშნეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი
მოცემული ბუკლეტის მიზანია, მიგითითოთ მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე და დაგეხმაროთ დაკვირვების პროცესში. წინასწარ გაეცანით ინსტრუქციასა და რჩევებს, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით შესაბამის საკონტაქტო პირებს. იქონიეთ ეს დოკუმენტი თან არჩევნების დღეს, ხოლო მოცემული
შეავსეთ მოცემული ფორმა!
ფორმა შეავსეთ და გადაეცით მობილურ ჯგუფს ან მიიტანეთ ოფისში. გისურვებთ წარმატებებს!
კოალიცია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის საკონტაქტო პირი: ირინე ურუშაძე 555 365 365 irine.urushadze@gmail.com
1
ინსტრუქცია დამკვირვებლებს არჩევნების წინა დღეს კიდევ ერთხელ გაეცანით ყველა დოკუმენტს, რომელიც გადმოგეცათ, განსაკუთრებით კი ამ ინსტრუქციას. ასევე, ყურადღებით გაეცანით კითხვარს და საჩივრის ფორმას, რათა იცოდეთ, რა იქნება შესავსები. უბანზე გასვლამდე გადაამოწმეთ, ხომ ყველაფერი გაქვთ სიიდან „უბანზე თან იქონიეთ“; უბანზე იყავით 7 საათზე; დაიწყეთ თანდართული სიის და საჩივრის ფორმის შევსება უბანზე მისვლისთანავე; დააკვირდით უბანზე გასანაწილებელ ფუნქციების გადანაწილებას, არ მოითხოვოთ არც ერთი როლის წილისყრაში მონაწილეობა, თუ თავად არ ჩათვლით საჭიროდ ამას (შეათანხმეთ სათავო ოფისთან); შეამოწმეთ კაბინებში კალმები და კაბინების ირგვლივ/ზემოთ ხომ არაა კაბინაში არსებული სიტუაციის დანახვის შესაძლებლობა; დროულად შეატყობინეთ სათავო ოფისს ინფორმაცია ტელეფონით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით (ქვემოთ მოცემულის მიხედვით); არ გამოთქვათ პოზიცია (გარდა ცალსახა და მარტივი საკითხებისა), სათავო ოფისთან შეუთანხმებლად (მაგალითად, შეგიძლიათ დაადასტუროთ ესა თუ ის ფაქტი მოხდა თუ არა მაგრამ თუ გეკითხებიან ეს ფაქტი დარღვევაა თუ არა და საჭიროა კანონის შეფარდება, დაუკავშირდით იურისტებს);
უბანზე თან იქონიეთ:
პირადობის მოწმობა / პასპორტი; დამკვირვებლის მოწმობა; ტელეფონი და მისი დამტენი; ეს ინსტრუქცია (თანდართული შესავსები კითხვარით და საჩივრის ფორმებით);
ჩანაწერებისთვის წიგნაკი (ბლოკნოტი);
კალამი 2 ცალი; საარჩევნო კოდექსი; სახელმძღვანელო: „კენჭისყრის დღის პროცედურები“;
სათავო ოფისის და ოლქის საკონტაქტო ინფორმაციები.
დაწერეთ საჩივრები მხოლოდ სათავო ოფისთან შეთანხმებით; გადაიღეთ დაწერილი საჩივრების და შენიშვნების ასლები; დაესწარით ხმის დათვლის პროცედურას, თუ საჭიროდ თვლით, მთვლელის გვერდით დადგომა მოითხოვეთ, იყავით ყურადღებით მთელი დათვლის პროცესში, განსაკუთრებით თუ თქვენს უბანზე არის გადასატანი ყუთი ან მიმაგრებული უბანი.
2
სათავო ოფისისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია სათავო ოფისს მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) ატყობინებთ შემდეგ დეტალებს: ამომრჩეველთა და გაცემულ ბიულეტენთა რაოდენობა 10:00, 12:00, 15:00 და 17:00;
სათავო ოფისთან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისას აუცილებლად დაწერეთ ტექსტში ოლქის და უბნის ნომერი.
იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც მივიდნენ უბანზე (არ ჰქონდათ მარკირება გავლილი), მაგრამ მათ ნაცვლად ხმა იყო მიცემული; იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც გავლილი ჰქონდათ მარკირება და მაინც მივიდნენ უბანზე ხმის მისაცემად; უბანზე მოვიდა ამომრჩეველი, რომლის რომელიმე პირადი მონაცემი არ ემთხვევა სიაში არსებულს;
მცირე მნიშვნელობის დარღვევა, რომელიც სიტყვიერი შენიშვნის შედეგად აღმოიფხვრა; სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ დაწერილი საჩივრის შესახებ ინფორმაცია; უბნის დახურვისას არსებული სიტუცია (გარეთ დარჩენილი ამომრჩევლების რაოდენობა, უბნის დახურვის დრო).
სათავო ოფისს სატელეფონო ზარით ატყობინებთ შემდეგ დეტალებს: უბანზე ფიქსირდება შესაძლო „კარუსელის“ შემთხვევა (ქვემოთ მოცემული სიიდან ან თავად თვლით, რომ შესაძლო კარუსელია); უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე უწესრიგობაა და თავმჯდომარე არ რეაგირებს ზეპირი მითითების შემდეგ; ფიქსირდება პროცედურის უხეში დარღვევა;
არ დაწეროთ საჩივარი
სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაცია წერს საჩივარს და თქვენ არ ხართ დარწმუნებული არის თუ არა ეს საკითხი დარღვევა;
სათავო ოფისთან შეუთანხმებლად!
ფიქრობთ, რომ საჭიროა საჩივრის დაწერა.
საკითხები, რომლებიც უნდა მოინიშნოთ ან უნდა იდავოთ 3
აუცილებლად მოინიშნეთ, იდავეთ დაუყოვნებლივ და შესაძლებლობისთანავე შეატყობინეთ სათავო ოფისს შემდეგი
მნიშვნელოვანი დარღვევებია:
შემთხვევები: ხმის დათვლისას ბიულეტენზე დააფიქსირეთ რაიმე ნიშნები, თუმცა საუბნო კომისია უარს ამბობს ბათილად ცნონ ასეთი ბიულეტენები;
თქვენ არ გაძლევენ უბანში შესვლის უფლებას, გაძევებენ უბნიდან, ან არ გაძლევენ პროცედურებზე სათანადოდ დაკვირვების საშუალებას;
ბიულეტენზე ყველა სუბიექტი მოხაზული და შემდეგ გადახაზულია, გარდა ერთისა (ან ის ერთი სხვაგვარად არის მოხაზული) დაითვალეთ ასეთი ბიულეტენები. არ მისცეთ საუბნო კომისიას ასეთი ბიულეტენების ბათილად ცნობის უფლება, არჩევანი ცხადადაა დაფიქსირებული;
კენჭისყრის შენობაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე შეამჩნიეთ ძალადობისა თუ დაშინების მცდელობა;
არის ცარიელი კონვერტი ან კონვერტში ცარიელი ფურცელია - იდავეთ მთელი უბნის ბათილად ცნობისათვის, შესაძლებელია განხორციელდა „კარუსელი“;
უბანში იმყოფება პოლიციელი, რომელიც თავმჯდომარეს არ მოუწვევია და უხეშად ერევა საარჩევნო პროცესში; სისტემატურად ირღვევა კანონით დადგენილი წესები; კენჭისყრის შენობაში არეულობაა; დაიკარგა საარჩევნო მასალები;
განსხვავებული ფერით შევსებული ბიულეტენების რაოდენობა;
საკონტროლო ფურცელი არ არის საარჩევნო ყუთში ან არ ემთხვევა უბანზე არსებულ ფურცელს;
ცარიელი ბიულეტენების რაოდენობა;
შეამჩნიეთ საარჩევნო ყუთში ყალბი ბიულეტენების ჩაყრის მცდელობა;
ყველას საწინააღმდეგოდ მიცემული ხმების რაოდენობა (ყველა გადახაზულია ან ყველა მონიშნულია).
ხმების დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიულეტენების რიცხვი აღემატება სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რიცხვს;
რჩევები და სხვა მითითებები დამკვირვებლებს სასურველია, საარჩევნო უბანში 7 საათზე ადრე გამოცხადდეთ, რადგან არ არის გამორიცხული, საუბნო საარჩევნო კომისიამ გარკვეული პროცედურების განხორციელება კანონით დადგენილ დროზე ადრეც დაიწყოს. უბანში შესვლისას შეამოწმეთ, არის თუ არა კენჭისყრის ოთახი სათანადოდ მოწყობილი, როგორც ეს სახელმძღვანელოში არის აღწერილი. გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლობა კენჭისყრის შენობის კანონის მოთხოვნების შესაბამისად
კენჭისყრის შენობის წინ მიმდინარეობს წინასაარჩევნო აგიტაცია ან ამომრჩეველთა მოსყიდვა; ადგილობრივი ხელისუფლების, რომელიმე პარტიის/კანდიდატის წარმომადგენელი თუ სხვა პირი ცდილობს კომისიის წევრებზე ზეწოლას და საარჩევნო უბანში კენჭისყრის/ხმის დათვლის პროცესის წარმართვას; ხდება კაბინაში ფოტოვიდეოგადაღება; სხვა დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს უბნის საბოლოო შედეგებზე.
4
მოწყობისათვის ისევე, როგორც კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისათვის ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. შესაბამისად, ნაკლოვანებების შესახებ სწორედ მას უნდა მიუთითოთ. მოიკითხეთ, არსებობს თუ არა საარჩევნო უბანში ჩანაწერთა წიგნი და ხდება თუ არა დღის განმავლობაში მისი სათანადოდ შევსება. ჩანაწერთა წიგნს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს: კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს და ამომრჩევლებს უფლება აქვთ მასში შეიტანონ კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები. არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს ან ამომრჩეველს ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში. დააკვირდით უბანში წილისყრას კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გასანაწილებლად. კომისიის წევრებს შორის ფუნქციების წილისყრით განაწილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამით ხდება იმის გარანტირება, რომ მნიშვნელოვანი ფუნქციები (ბიულეტენზე ხელმოწერა, ბიულეტენის ბეჭდით დამოწმება და ა.შ) საერთო ინტერესების მქონე წევრებს შორის გარიგებით არ გადანაწილდეს და ამით ხმების გაყალბების შესაძლებლობა არ გაიზარდოს. საარჩევნო პროცესზე დაკვირვების საწარმოებლად შეარჩიეთ ადგილი, საიდანაც თავისუფლად შეძლებთ კენჭისყრის მთელ პროცედურაზე დაკვირვებას. იცოდეთ, თქვენ უფლება გაქვთ თან იქონიოთ ფოტო ან ვიდეო ტექნიკა (ისევე როგორც კენჭისყრის შენობაში უფლების მქონე მყოფ პირებს) და კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეგიძლიათ აწარმოოთ ფოტო-ვიდეო-გადაღება და შესაბამისად, დააფიქსიროთ კონკრეტული დარღვევები. გთხოვთ, ნუ განახორციელებთ მთელი საარჩევნო დღის ვიდეო-აუდიო გადაღებას, გადაიღეთ მხოლოდ ის მოვლენები და პერიოდი, რომელსაც ჩათვლით საჭიროდ დარღვევის ან სხვა მნიშვნელოვანი ფაქტის დასაფიქსირებლად. დააკვირდით საარჩევნო პროცედურების განხორციელებას თანმიმდევრულად. მნიშვნელოვანია, რომ მარკირების შემოწმების პროცედურა სწორად ხორციელდებოდეს. ზოგიერთი ამომრჩეველი უარს ამბობს შემოწმების გავლაზე იმის შიშით, რომ სპეციალური ნათურით დასხივებამ რამე დაავადება არ დამართოს, ან აქვს სხვა, მაგალითად, რელიგიური მოტივები. კომისიის წევრს ეკრძალება მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის გარეშე ამომრჩევლის უბანში შეშვება. ყურადღება გაამახვილეთ რეგისტრატორ კომისიის წევრებზეც. მოითხოვენ თუ არა ისინი ამომრჩევლებისგან პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას? ადასტურებენ თუ არა ამომრჩევლები ბიულეტენების მიღებას სიაში ხელმოწერით? ხომ არ ცდილობენ რეგისტრატორი კომისიის წევრები ამომრჩეველთა სიაში ყალბი ხელმოწერების დამატებას, რათა ხელოვნურად გაზარდონ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა და შესაბამისად, შესაძლო გახადონ საარჩევნო ყუთში დამატებითი ბიულეტენების ჩაყრა? დააკვირდით რეგისტრატორების მიერ საარჩევნო ბიულეტენების გაცემას. ხომ არ არის ისინი წინასწარ მონიშნული, ან ხომ არ ცდილობენ რეგისტრატორები თითო ამომრჩეველზე საჭიროზე მეტი საარჩევნო ბიულეტენის გაცემას.
5
მიაქციეთ ყურადღება, ხომ არ ცდილობენ კომისიის წევრები რომელიმე ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას – მისთვის გაცემულ საარჩევნო ბიულეტენებზე ხელმოწერების ან ბეჭდის გამოტოვებას, რათა ამ ამომრჩევლის ხმები გაბათილდეს. კომისიის წევრები ასე იქცევიან იმ შემთხვევაში, თუ მათთვის წინასწარაა ცნობილი, რომ ეს ამომრჩეველი მათთვის არასასურველი საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერია. ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმაზეც, რომ საარჩევნო კაბინაში ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩეველი არ შედიოდეს. საქართველოში ხშირია შემთხვევები, როცა ერთი ოჯახის წევრები ერთად შედიან საარჩევნო კაბინაში. კანონით ამგვარი ქმედება იკრძალება. გაითვალისწინეთ, რომ კაბინაში შეიძლება შევიდეს დამატებით ერთი ადამიანი, ხმის მიცემის პროცესში დასახმარებლად. ასეთი ადამიანების პირთა წრე განსაზღვრულია და უნდა შეამოწმოთ, არ შევიდეს ის პირები, რომელთაც ეკრძალებათ ამომრჩევლის დახმარება კაბინაში შესვლით. შეამოწმეთ, გამოკრულია თუ არა საარჩევნო უბანში სადემონსტრაციო ოქმი და ავსებს თუ არა ამ ოქმს კომისიის მდივანი დღის განმავლობაში ისე, როგორც ეს სახელმძღვანელოშია განმარტებული.
გახსოვდეთ! საარჩევნო კომისიას არა აქვს უფლება აგიკრძალოთ საარჩევნო უბანში მოძრაობა, თუმცა არც თქვენ გაქვთ უფლება ხელი შეუშალოთ არჩევნების წარმართვას.
6
საკონტაქტო ინფორმაცია სათავო ოფისის თანამშრომლები (გაქვთ მუდმივი კომუნიკაცია ერთ-ერთ თანამშრომელთან, გზავნით SMS შეტყობინებებს)
იაგო ფასანძე - გამგეობის თავმჯდომარე - 555 19 97 98 ირინე ურუშაძე - პროექტის ექსპერტი, იურისტი - 555 365 365 სახელი გვარი - რეგიონი, პოზიცია - ტელეფონის ნომერი
მობილური ჯგუფის თანამშრომლები (გაქვთ კომუნიკაცია თუ გჭირდებათ მათი დახმარება (შენაცვლება, მაგალითად) ან ვერ უკავშირდებით სათავო ოფისს. უკავშირდებით თქვენი ოლქის მობილურ ჯგუფს)
სახელი გვარი - ოლქი - ტელეფონის ნომერი
საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლები (უკავშირდებით, თუ საუბნო კომისიის თანამშრომლები არ ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს)
სახელი გვარი - ოლქი, თანამდებობა - ტელეფონის ნომერი
7
დამკვირვებლის შეფასების ფორმა 1. დამკვირვებლის სახელი, გვარი, ტელეფონი _______________________________________________________ 2. საარჩევნო ოლქი, ოლქის და უბნის ნომერი ________________________________________________________
საარჩევნო უბნის მოწყობა და გახსნა 3. უბანზე მისვლის დრო:
შეავსეთ უბნის გახსნამდე, ანუ 8 საათამდე
_ _ _ სთ _ _ _ წუთ
4. საარჩევნო კომისიის რამდენი წევრი ესწრებოდა საარჩევნო უბნის გახსნას? ................................................................................................................. 5. იყო თუ არა შემდეგი მასალები გამოკრული? ა. ამომრჩევლებისა და საარჩევნო სუბიექტების სიები: დიახ AA არა AA ბ. ხმის მიცემის ინსტრუქცია: დიახ AA არა AA გ. ბიულეტენების ნიმუშები: დიახ AA არა AA დ. სადემონსტრაციო ოქმი: დიახ AA არა AA ე. კანონიდან ამონარიდი იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში ბათილდება ბიულეტენი: დიახ AA არა AA ვ. სააგიტაციო მასალა: დიახ AA არა AA თუ დიახ, რომელი პარტიის? ................................................................................................................................................................... .............. 6. შეესაბამებოდა თუ არა ბიულეტენებისა და კონვერტების რაოდენობა საოლქო საარჩევნო კომისიასა და საუბნო საარჩევნო კომისიას შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტის მონაცემებს? დიახ AA არა AA თუ არა, რამდენი იყო სხვაობა ...................................................................................................................................................................... ........................ 7. ჩატარდა თუ არა წილისყრა საარჩევნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გასანაწილებლად? დიახ AA არა AA ................................................................................................................................................................................... ........... 8. მოხდა თუ არა საარჩევნო ყუთის დალუქვა და მოთავსება თვალსაჩინო ადგილას? დიახ AA არა AA
ხმის მიცემა
შეავსეთ დღის მეორე ნახევარში
9. როდის გაიხსნა საარჩევნო უბანი? ა.
AA 8 საათამდე
ბ. AA 8:00 საათზე
გ.
AA 8 სთ-დან 9 სთ-მდე
დ. AA 9 სთ-ს მერე. AA არ გახსნილა
დაგვიანების მიზეზი .......................................................................................................................................................... 10. შეივსო თუ არა სამი საკონტროლო ფურცელი კანონის მოთხოვნების დაცვით? დიახ AA არა AA 11. ითხოვენ თუ არა რეგისტრატორები ამომრჩევლებისგან პირადობის მოწმობის/პასპორტის წარდგენას? დიახ AA არა AA თუ არა, დააკონკრეტეთ ......................................................................................................................................................... ..................................... 12. დაფიქსირდა თუ არა ამომრჩეველზე ზემოქმედების ან მათი უფლებების შეზღუდვის რაიმე ფაქტი? დიახ AA არა AA
8
თუ დიახ, დააკონკრეტეთ ........................................................................................................................................................... ................................... 13. კანონის მოთხოვნების დაცვით ხორციელდება თუ არა მარკირების პროცედურა? დიახ AA არა AA თუ არა, დააკონკრეტეთ ........................................................................................................................................................... ................................... 14. ახდენდნენ თუ არა რეგისტრატორები ბიულეტენების სათანადოდ ხელმოწერას და ბეჭდით დამოწმებას? დიახ AA არა AA თუ არა, დააკონკრეტეთ ........................................................................................................................................................... ................................... 15. აფიქსირებდნენ თუ არა ამომრჩევლები ბიულეტენების მიღებას ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით? დიახ AA არა AA თუ არა, რა მიზეზით და რა სიხშირით ................................................................................................................................................................... ........................... 16. ჰქონდა თუ არა ადგილი ხმის რამდენჯერმე მიცემას ან ხმის სხვის მაგივრად მიცემას? დიახ AA არა AA თუ დიახ, დააკონკრეტეთ ........................................................................................................................................................... ................................... 17. დაცული იყო თუ არა კენჭისყრის ფარულობა? დიახ AA არა AA დააკონკრეტეთ ........................................................................................................................................................... ................................... 18. მიმდინარეობდა თუ არა კენჭისყრა მშვიდ და წყნარ გარემოში? დიახ AA არა AA თუ არა, დააკონკრეტეთ ................................................................................................................................................................................... ...........
დაკვირვების პროცესი და საჩივრები დახურვამდე
შეავსეთ დღის ბოლოსკენ - უბნის
19. შეგიზღუდეს თუ არა თქვენ ან სხვა დამკვირვებელს საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლება? დიახ AA არა AA თუ დიახ, რა ფორმით ………………………………………………………………………………………………………………………………………... 20. ესწრებოდნენ თუ არა სხვა ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლები ან წარმომადგენლები საარჩევნო პროცესს? დიახ AA არა AA თუ დიახ, ჩამოთვალეთ ………………………………………………………………………………………………………………………………………. 21. იმყოფებოდა თუ არა კენჭისყრის შენობაში მასში ყოფნის უფლების არმქონე პირი/პირები? დიახ AA არა AA თუ დიახ, დააკონკრეტეთ ........................................................................................................................................................... ................................... 22. იმყოფებოდა თუ არა პოლიცია საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე? დიახ AA არა AA 23. იმყოფებოდნენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დიახ AA არა AA თუ დიახ, დააკონკრეტეთ ........................................................................................................................................................... ........................ 24. დაფიქსირდა თუ არა სიაში არ მყოფი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არ მქონე უკან გაბრუნებულ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი რაოდენობა? დიახ AA არა AA თუ დიახ, დაახლოებით რამდენი ............................................................................................................................................................
9
25. მიეცა თუ არა ყველა კანონით უფლებამოსილ პირს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის შეტანის შესაძლებლობა? დიახ AA არა AA 26. დაიწერა თუ არა საჩივარი კენჭისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით? დიახ AA არა AA თუ დიახ, რამდენი ..................................................................................................................................................................... ........................
უბნის დახურვა და შედეგების შეჯამება
შეავსეთ შედეგების შეჯამების შემდეგ
27. დაიწერა თუ არა საჩივარი ხმის დათვლის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით? (შეავსეთ ხმის დათვლის შემდეგ) დიახ AA არა AA თუ დიახ, რამდენი .................................................................................................................................................................... .......................... 28. წილისყრით გამოავლინეს თუ არა მთვლელები? დიახ AA არა AA თუ არა, დააკონკრეტეთ ........................................................................................................................................................... ................................... 29. დაითვალეს თუ არა კომისიის წევრებმა ხელმოწერები სიებში? დიახ AA არა AA 30. დაითვალეს თუ არა მთვლელებმა გაფუჭებული და გამოუყენებელი. ბიულეტენები საარჩევნო ყუთების გახსნამდე? დიახ AA არა AA 31. საარჩევნო კომისიის რამდენი წევრი დაესწრო ხმის დათვლის პროცედურას? …………………………………………………………... 32. ესწრებოდა თუ არა ხმის დათვლას საამისოდ არაუფლებამოსილი პირი? დიახ AA არა AA თუ დიახ, დააკონკრეტეთ ……………………………………………………………………………………………………………………………………. 33. დაცული იყო თუ არა ლუქის მთლიანობა საარჩევნო ყუთებზე ? დიახ AA არა AA 34. აღმოჩნდა თუ არა საკონტროლო ფურცლები ყუთებში? დიახ AA არა AA 35. ჩატარდა თუ არა ხმის დათვლის პროცედურა წესების დაცვით? დიახ AA არა AA თუ არა, დააკონკრეტეთ …………………………………………………………………………………………...................... 36. მოხდა თუ არა ბიულეტენების ბათილად ცნობა კანონის მოთხოვნების დაცვით? დიახ AA არა AA თუ არა, დააკონკრეტეთ …………………………………………………………………………………………...................... 37. მოაწერა თუ არა საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა შემაჯამებელ ოქმზე ხელი? დიახ AA არა AA 38. დაფიქსირდა თუ არა `განსხვავებული აზრი~ შემაჯამებელ ოქმში? დიახ AA არა AA თუ დიახ, დააკონკრეტეთ ........................................................................................................................................................... ......................... 39. ავსებდა თუ არა მდივანი სადემონსტრაციო ოქმებს კენჭისყრის დღის განმავლობაში (და არა ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ)? დიახ AA არა AA 41. გადაეცა თუ არა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლები დამკვირვებლებს და წარმომადგენლებს? დიახ AA არა AA 42. დალუქეს თუ არა საარჩევნო კომისიის წევრებმა ყველა შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია ხმების დათვლის შემდეგ? დიახ AA არა AA 43. უბნიდან წამოსვლის დრო :
_ _ _ სთ. _ _ _ წთ.
ხელმოწერა: ___________________________
შევსებული ფორმა მოახიეთ ინსტრუქციას აუცილებლად გადაეცით თქვენი მობილური ჯგუფის კოორდინატორს !
10
დიდი მადლობა
დამატებითი შენიშვნებისთვის
გთხოვთ, მიუთითეთ იმ კითხვის ნომერი, რომელზეც აკეთებთ დამატებით კომენტარს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
/
ს ა ჩ ი ვ ა რ ი
სახელი, გვარი, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
ფაქსი, ელ.ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
: საათი, წუთი
”--
სახელი, გვარი, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით
11
ი (შედგენის დრო (საათი, წუთი))
ხელმოწერა
12