,,დებიუტი" არის სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებული, რომლის პირველი ნაწილი 2016 წელს, ხოლო მეორე 2018 წელს გამოიცა. კრებულში წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა პოეტური, პროზაული, პუბლიცისტური ნამუშევრები და თარგმანები. აგრეთვე ჩართულია თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ფერწერული ნამუშევრები.
პროექტმა უკვე 66 ავტორი გააერთიანა.
პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი: სალომე კაპანაძე
იკითხეთ ,,დებიუტი” საბაზე.