Catalogue COBERM

Page 1

COBERM

CHCA

A joint EU-UNDP initiative European Union

პროექტი „ბიზნეს და ეკონომიკურ ურთიერთობათა გაძლიერება კონფლიქტიის შედეგად გაყოფილ თემებს შორის“

PROJECT "Enhancing Business and Economic Relations between Conflict-affected Divided Communities”

საქართველო, თბილისი 0171, ბალანჩივაძის ქ. #69/1 #61/1 Balanchivadze str., 0171 Tbilisi, Georgia ტელ. / Tel.: +995 322 332397 E-mail: tbilisi@chca.org.ge www.chca.org.ge CHCAGeorgia

2015


CHCA

პროექტის შესახებ

საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა "აფხაზეთმა" ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის COBERM-ის ფინანსური მხარდაჭერითა და აფხაზეთში მოქმედ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით 2014-2015 წწ. განახორციელა პროექტი "ბიზნეს და ეკონომიკურ ურთიერთობათა გაძლიერება კონფლიქტის შედეგად გაყოფილ თემებს შორის". პროექტი მიზნად ისახავდა აფხაზეთში მცხოვრები მცირე მეწარმეების ხელმისაწვდომობის გაზრდას ქართულ სასაქონლო ბაზრებზე და აფხაზ და ქართველ მცირე მეწარმეებს შორის საქმიანი კავშირების მდგრადობის ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებმა 100-მა მცირე მეწარმემ გაიარა ბიზნესის მართვის ტრენინგი. ბიზნეს წინადადების 80-მა წარმატებულმა ავტორმა მიიღო 300$ და დაამყარა საქმიანი კავშირები თბილისის ლილოს ბაზარზე მომუშავე მეწარმეებთან. მათ დაიწყეს და განავითარეს მცირე ბიზნეს საქმიანობა და გაიუმჯობესეს საარსებო წყაროები.

About Project

In 2014-2015 Charity Humanitarian Centre "Abkhazeti" with nancial support from COBERM, a joint initiative of the European Union and the United Nations Development Programme, and in cooperation with non-governmental organizations operating in Abkhazia, implemented a project "Enhancing Business and Economic Relations between Conictaffected Divided Communities". The project aimed at increasing access for small entrepreneurs from Abkhazia to the Georgian commodity market and securing their sustainable business connections. 100 entrepreneurs living in towns and cities throughout Abkhazia attended Business Management training within the project. 80 successful applicants have received 300$ in-kind grant assistance and established professional relationships with their counterparts in the Tbilisi Lilo market. They have started or expanded their small businesses and thus improved their livelihood opportunities.

www.chca.org.ge

3


COBERM A joint EU-UNDP initiative European Union

ვეტერინარული მაღაზია

სილამაზის სალონი

„ყველაზე მეტი სარგებელი ამ პროექტში მე ორდღიანი ბიზნეს ტრენინგებიდან მივიღე. პროფესიით ვეტერინარი ვარ და გალის ბაზრის ტერიტორიაზე ვეტერინარულ აფთიაქს ვმართავ. ბიზნეს საკითხების არცოდნის მიუხედავად, ჩემი ბიზნესის მართვას მეტნაკლებად თავს ვართმევდი და ოჯახის რჩენას ვახერხებდი. ადრე ტრენინგებში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია და ბიზნესის მართვის საკითხები ჩემთვის უცხო იყო. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ბიზნესის მართვის, შემოსავლის, გასავლისა და მოგების აღრიცხვის საკითხების გაცნობა. აქ მიღებულ ცოდნას ჩემი საქმიანობის სამართავად უკვე ვიყენებ. ძალიან გამიხარდა, როცა პროექტის თანამშრომლებმა დამირეკეს და ჩემი ბიზნეს იდეის დაფინანსების შესახებ მაცნობეს. მე, სხვა გამარჯვებულებთან ერთად, თბილისში გავემგზავრე და ჩემი აფთიაქისათვის სპეციალური მაცივარი შევიძინე. ამჟამად, ჩემი საქმიანობა ამ შენაძენით უფრო გამარტივდა. ჩემი სურვილია მსგავს პროექტებში მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს. ჩვენთან სოციალური ფონი ძალიან მძიმეა, კრიმინალური მდგომარეობაც მშვიდი ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს. ასეთი პროექტები კი მეტი ცოდნის მიღების და ადამიანების დასაქმების კარგი საშუალებაა. მჯერა, მსგავსი მიდგომა ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის“. მინდია ვეკუა გალი

ელა ეშბა ოჩამჩირე

Veterinary Shop

Beauty Salon

"Most of the benets I got was from participating in the two-day business training. I am a veterinarian and manage a veterinary pharmacy located in the Gali market area. Despite a lack of knowledge in business-related issues, I more or less managed my business and fed my family. I had never taken part in training and business management issues were foreign to me. It was very interesting and important to familiarize myself with the issues of business management and income, expenditure and prot accounting. I am already using the knowledge gained here for managing my business. I was very happy when the project staff called and informed me about nancing my business idea. Together with other winners, I traveled to Tbilisi and bought a special refrigerator for my veterinary pharmacy. Now, with this purchase, my job has become easier. I would like more young people to get involved in similar projects. The social situation is very difcult here and the criminal situation also does not give us a possibility to live a quiet life. Such projects are a good way to gain more knowledge and employ people. I believe that a similar approach will change our lives for the better."

Ella Eshba Ochamchire

4

www.chca.org.ge

Mindia Vekua Gali

www.coberm.net

5


CHCA

COBERM A joint EU-UNDP initiative European Union

ტანსაცმლის რეალიზაცია ადგილზე მიტანით „ჩემი ბიზნესი მოძრავია, ბევრი მუდმივი მომხმარებელი მყავს და საქონელი მათთან შინ მიმაქვს. კლიენტებთან სოხუმშიც დავდივარ და ასეთი სახის ბიზნესი ჩემთვის კომფორტულია. მეუღლე, ორ ვაჟსა და რძალთან ერთად ვცხოვრობ. მრავალსულიანი ოჯახი ვართ და, შესაბამისად, ხარჯებიც ბევრი გვაქვს. პროექტის შესახებ რომ გავიგე ძალიან გამიხარდა, იმედი გამიჩნდა, რომ ეს ოჯახში არსებული რთული მდგომარეობის დაძლევაში ნაწილობრივ მაინც დამეხმარებოდა. ძალიან გავიხარე, როცა პროექტის თანამშრომლებმა დაფინანსების შესახებ მაცნობეს, უზომოდ ბედნიერი ვიყავი. პროექტის დახმარებით სავაჭრო საქონელი გაცილებით მრავალფეროვანი გავხადე, რასაც კლიენტების რაოდენობის ზრდაც მოჰყვა. ვცდილობ, ბიზნეს ტრენინგებზე მიღებული ცოდნა საქმიანობის სწორად სამართავად გამოვიყენო და შემოსავლები და ხარჯები მუდმივად ვაკონტროლო. თბილისში განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩემზე სამების ტაძარმა მოახდინა. მომწოდებლებთან დამყარებულ უ რ თ ი ე რ თ ო ბ ა ს დ ღ ე ს ა ც ვ ა გ რ ძ ე ლ ე ბ . ა მჟ ა მ ა დ , ჩ ე მ ი ყოველთვიური შემოსავალი 450 ლარს აღწევს. ვისურვებდი მსგავს პროექტში კიდევ ერთხელ ჩართვას. ეს განვითარების, ცოდნის შეძენის, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების კარგი საშუალებაა“.

„დღეს კლიენტები როგორც ჩემს სოფელში, ისე სოხუმშიც მყავს. მათგან შეკვეთებს ვიღებ და საქონელი ადგილზე მიმაქვს. ასე მომსახურება ბევრისათვის ძალიან კომფორტულია და მოსწონს. მოგებაც ჩემი საქმიანობიდან კარგი მაქვს. ჩვენს სოფელში ყველას ძალიან უჭირს. ჩვენც, როგორც ყველა, საოჯახო მეურნეობით ვირჩენთ თავს, რაც ცხადია საკმარისი არ არის. ამიტომ ჩემთვის მოძრავი ბიზნესი ძალიან მოსახერხებელია. ასე მე შემიძლია ოჯახსაც მივხედო და დამატებითი ფინანსური სარგებელიც ვნახო. მსგავს პროექტში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა, თითოეული ეტაპი ძალიან საინტერესო იყო. წარმატება მაშინ ვირწმუნე, როცა ჩემი ბიზნეს გეგმის შესაბამისად პროექტის თანამშრომლებმა თბილისში საქონელი შეიძინეს და მანქანაში ჩატვირთეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბიზნეს ტრენინგები. სწორი მარკეტინგული გათვლებით მეტი მოგების მიღება შეიძლება. ეს ტრენერებმა კარგად დაგვანახეს, სწორი მართვა პატარა ბიზნეს საქმიანობასაც სჭირდება. ასევე, მინდა თბილისში მასპინძლების არაჩვეულებრივი მიღება აღვნიშნო. მათ ძალიან თბილი დახვედრა მოგვიწყვეს და ლილოს ბაზრობაზე საბითუმო მომწოდებლებს დაგვაკავშირეს. ჩემი ბიზნესის სამომავლო წარმატებისათვის ამ ურთიერთობების გაგრძელება აუცილებელია“.

ვალეტა სოხაძე გალი

ლიანა თაყაიშვილი ოჩამჩირე

Selling and Delivering Cloth Locally

Selling and Delivering Cloth Locally

6

ტანსაცმლის რეალიზაცია ადგილზე მიტანით

"My business is mobile, I have a lot of permanent consumers and I deliver goods to them at home. I also visit clients in Sukhumi and I enjoy this kind of business. I live together with my spouse, 2 sons and a daughter-in-law. We have a very large family and therefore, a lot of expenses. When I learned about the project, I got very excited and started to hope that it would help me to at least partially overcome my current difculties. I was very happy when the project staff informed me about nancing the project. I was extremely happy. With the help of the project, I diversied my goods. This lead to an increase in the number of my clients. I try to use the knowledge gained at the business training for correctly managing my business activities. I constantly control my revenues and expenses. The Holy Trinity Church in Tbilisi particularly impressed me. Contacts with suppliers established at that time are still alive. Today, my monthly income reaches 450 GEL. I would like to once again get involved in the project. It is a great opportunity to develop, acquire knowledge and improve your nancial situation."

"Currently I have customers in my village, as well as in Sukhumi. I receive orders from them and bring goods to their homes or businesses. This service is very convenient for my clients and, therefore, is quite popular. Prot from my business is good too. In our village, everyone faces a difcult nancial situation. We also earned income by working a small family farm, which obviously was not enough. This is why the mobile business turned out to be very convenient for me. This way I can look after my family and also have additional nancial benets. I had never participated in a similar project. Each stage was very interesting. I only started to believe in my success, when the project team purchased goods in Tbilisi required for my business plan and loaded them into the car. The business training were very important. It is possible to increase prot using the correct marketing strategies. The trainers demonstrated to us very well that even small business operations require proper management. Also, I would like to underline the wonderful reception I received from the hosts in Tbilisi. They welcomed us very warmly and connected us to the Lilo market wholesale suppliers. It is necessary for me to continue these relationships in order to maintain the future success of my business."

Valeta Sokhadze Gali

Liana Takaishvili Ochamchire

www.chca.org.ge

www.coberm.net

7


CHCA

COBERM A joint EU-UNDP initiative European Union

შერეული საქონლით ვაჭრობა

სასათბურე მეურნეობა

„ადრე დიასახლისი ვიყავი, ახლა კი ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს, მყავს მუდმივი მომხმარებელი და ლილოს ბაზრობასთანაც მუდმივად ვურთიერთობ. დღეს არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი შვილების ცხოვრებაც შეიცვალა. ჩემი ყოველთვიური შემოსავალი 400-500 ლარია. ეს ყველაფერი პროექტის დახმარებით შევძელი და ჩემთვის ეს დიდი წარმატებაა. ჩემს გარშემო ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია. თავიდან პროექტის ვერ ვირწმუნე, რთული იყო ჩემთვის, რადგან მსგავს სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ. გასაუბრებაზე მაინც გავედი, რადგან მინდოდა ჩემი შვილებისათვის ბიძგი მიმეცა და დავხმარებოდი. ბიზნეს ტრენინგებზე მონაწილეობის მიღების შემდეგ, უკვე გრანტის მიღების იმედი გამიჩნდა. სიტუაცია ჩემთვის უცხო იყო, თუმცა ძალიან საინტერესო. ბიზნეს ტრენინგებზე ძალიან ბევრი ვისწავლე. საქმიანობის წინასწარ დაგეგმვა, ხარჯების გათვლა და ანგარიში ყველა სფეროში აუცილებელია. თბილისში პროექტის თანამშრომლებმა ისეთ საბითუმო მაღაზიებში მიგვიყვანეს, სადაც აქაურ ფასებთან შედარებით გაცილებით მისაღები ფასები იყო. მათთან ურთიერთობას ახლაც ვაგრძელებ. დღეს ჩემი მომხმარებლების რიცხვი გაზრდილია, მაქვს შეკვეთები და ლილო მოლსაც ვსტუმრობ. ყველას მსგავსი გამოცდილების მიღებას ვუსურვებ“.

„მეუღლესთან ერთად სასათბურე მეურნეობას ვმართავ. ჩვენი საქმიანობიდან მეტი მოგების მისაღებად სარწყავი მოწყობილობა გვინდოდა, მაგრამ დამოუკიდებლად შეძენას ვერ ვახერხებდით. როცა მეუღლემ პროექტის სარეკლამო ბუკლეტი მოიტანა, თავიდანვე პოზიტიურად განვეწყვეთ. პროექტის თანამშრომლები სახლში გვესტუმრნენ და ჩვენი სათბური ადგილზე გადაამოწმეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ბიზნეს იდეის დაფინანსების შესახებ შემატყობინეს. მომეწონა ბიზნეს ტრენინგები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტრენერებისაგან დიდი გამოცდილება შევიძინე. თავად ბიზნეს იდეის შედგენის პროცესი საინტერესო იყო. ყველა ღონეს ვიხმარ და ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას რეალურ საქმიანობაში გამოვიყენებ. სარწყავი მოწყობილობა ზუსტად ისეთი შემიძინეს, როგორიც თავად მინდოდა. ვფიქრობ, ჩვენი შემოსავლები მალე ერთი-ორად გაიზრდება. ამჟამად, სხვა და სხვა მწვანილის მოყვანით ვართ დაკავებული. მალე ახალი თესლის ჩასაყრელად ნიადაგის მომზადებას დავიწყებთ. ჩემთვის ზუგდიდის ბაზართან ურთიერთობა გაცილებით კომფორტულია. ჩემი ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მაჩვენებელი ისიცაა, რომ ოჯახში ახალი შენაძენი - სარეცხი მანქანა - გავაკეთეთ. არასოდეს დამავწყდება ის საოცარი დამოკიდებულება, რომელიც პროექტის თანამშრომლებისაგან გალსა და თბილისში მივიღე“.

ქეთინო თარბაია ტყვარჩელი

რუსუდან ძაძამია გალი

Trading with Mixed Goods

8

Greenhouse Farm

"Before having my own small business I was a housewife. I have loyal customers and a regular communication with the Lilo market. Today, life has changed not only for me, but also for my children. My monthly income is 400-500 GEL. I did all of this with the help of the project and this is a huge success for me. There are too many socially vulnerable people around me. Initially, I did not believe in the project. It was difcult for me, because I've never been in a similar situation. I went for an interview anyway, because I wanted to give encouragement to and help my children. After taking part in the business training, I started to hope of getting a grant. Things seemed weird to me, but also very interesting. I learned a lot from the business trainings. Preliminary planning of the business activity, cost estimations and calculations are necessary during all stages of the project. The project team took us to the wholesale stores in Tbilisi, where prices were reasonable in comparison to the prices here. I keep contacts with them up until now. Today, the number of my customers has increased, I have orders and I also visit the Lilo Mall. I would like everyone to have a similar experience."

"I manage a greenhouse farm together with my spouse. In order to increase our prot, we wanted to buy irrigation equipment, but could not make an acquisition on our own. When my spouse brought home an advertising booklet of the project, we immediately saw its positive potential for us. The project staff visited us at home and assessed our business. I was very happy when I was informed about the nancing for our business idea. I liked the business trainings and I can boldly say that I gained a lot of experience from the trainers. The process of writing the business idea was interesting. I will do everything possible and use the knowledge I received at the trainings in practice. They purchased the exact irrigation equipment I dreamed of. I think that our revenues will signicantly increase. Currently, we are cultivating various greens. Soon we will start to prepare the ground for sowing new seeds. Keeping contacts with the market in Zugdidi has become much easier. One of the indicators of the success of my business is the fact that we have a new acquisition in our family - a washing machine. I will never forget the amazing positivity, which we felt working with the project teams in Gali and Tbilisi."

Ketino Tarbaia Tkvarcheli

Rusudan Dzadzamia Gali

www.chca.org.ge

www.coberm.net

9


CHCA

COBERM A joint EU-UNDP initiative European Union

ელექტროტექნიკის რეალიზაცია

პურ-ფუნთუშეულის საცხობი „ეკონომიური კეთილდღეობა ყველა ოჯახის მშვიდ ცხოვრებას განაპირობებს. ყველას ვუსურვებ ჩაერთოს მსგავს პროექტში, რადგან ეს არა მარტო ფინანსურ დახმარებას, არამედ ადამიანთა შორის ურთიერთობების დალაგებასაც ითვალისწინებს. ცხადია, დახმარებაზე უარს არ ვიტყვი, მაგრამ მინდა სხვებმაც ნახონ და განიცადონ ის, რაც ჩვენ ამ პროექტისაგან მივიღეთ. თბილისში ვიზიტი და იქ გატარებული თითოეული წუთი მშვენიერი იყო. ადრეც ვყოფილვარ იქ, მაგრამ ეს ვიზიტი სულ სხვა დატვირთვას ატარებდა. სასტუმრო, კვება, ექსკურსიები, მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარება, პროექტის თანამშრომლების მხრიდან უდიდესი სითბო და სიყვარული - ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელიც კი იყო. ახლაც იმ ემოციების ქვეშ ვარ. გალის ბაზართან საფუნთუშეს ვამუშავებ. პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, გამიჩნდა სურვილი მაცივარი და ღუმელი შემეძინა. დღეს ჩემი ბიზნესი წარმატებულად ვითარდება, მომხმარებელს სხვა და სხვა საკვებს ვთავაზობ ფუნთუშეულს, ღვეზელებს, ჩებურეკებს და სხვ. დატვირთვა დიდია და ჩემს ბიზნესში ერთი ახალგაზრდის დასაქმებაც დამჭირდა. ყოველთვიური შემოსავალი უკვე 500-დან 600 ლარამდე მაქვს. ოჯახში მეტი შემოსავალი შემოგვდის, რამაც ახალი ნივთების შეძენის საშუალება მომცა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროექტით. ვფიქრობ, ჩემი ბიზნესის განვითარებას მომავალში დამოუკიდებლადაც შევძლებ“.

„მე ჩემი შვილის ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ეზოში ციტრუსის ნარგავები გვაქვს გაშენებული და ჩვენი შემოსავალი წელიწადში ერთხელ მოსავლიდან მიღებული ფულია. სახლთან პატარა მაღაზია მაქვს. როცა პროექტის შესახებ გავიგე, ვიფიქრე, პატარა ფინანსური დახმარება ჩვენი ოჯახისათვის კარგი იქნებოდა, რადგან ამით მეძლეოდა შესაძლებლობა მაღაზია სოფლისათვის ძალიან მოთხოვნადი საქონელით, ელექტროტექნიკით, შემევსო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა ჩემთვის სიახლითა და სიურპრიზებით სავსე იყო. ბიზნეს ტრენინგები, თბილისში გამგზავრება, მომწოდებლებთან კავშირის დამყარება და სხვა - ჩემთვის უჩვეულო გარემო იყო, მაგრამ ამასთან ძალიან მნიშვნელოვანი და სარგებლის მომტანი. ახლა 49 წლის ვარ და ვერ წარმოვიდგენდი ამ ასაკში სწავლა კიდევ თუ შეიძლებოდა. პროექტის დახმარებით ვისწავლე ბიზნეს გეგმის შედგენა, აზრის გამოთქმა და ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. დღეს ჩემი საქმიანობიდან თვეში 300 ლარი შემოსავალი მაქვს. თბილისის ბაზართან ურთიერთობას მომავალში დამოუკიდებლად გავაგრძელებ. მყავს ჩემი მომხმარებლები, რომლებისგან შეკვეთებს ვიღებ. მე ამ პროექტით კმაყოფილი ვარ“.

დარეჯან ქობალია გალი

Bakery

10

ნინა როსტობაია ტყვარჩელი

Selling Electronics

"Economic well-being impacts the lives of all families. I wish everyone to get involved in such a project, because it provides not only nancial support, but also business contacts. Obviously, I will not refuse additional help from the project, but I want others to also see and experience what we have gained from this project. The visit to Tbilisi and every minute spent there was wonderful. I have been there before, but this visit had a totally different meaning. Hotel, meals, excursions, establishing relations with suppliers, great warmth and love coming from the project team - all of this even seemed unbelievable at rst. I am under the inuence of those emotions even today. I run the bakery near the Gali market. After receiving information about the project, I became interested in buying a refrigerator and stove. Today, my business is successfully developing, we offer customers a variety of foods - cakes, pies, patties, etc. Business is booming and I have had to hire one young man. I have a monthly income of 500-600 GEL. Our family now earns more, which allowed me to buy new things. I am very pleased with this project. I think I will be able to independently develop my business in the future."

"I live together with my son's family. We have citrus plants in the yard and our income comes from selling the harvest once a year. I have a small shop near the house. When I heard about the project, I thought a little nancial help for our family would be really good, because it would have enabled me to ll the shop with goods for which there is demand in my village - electronics. All activities planned within the project were full of novelties and surprises. Business trainings, a trip to Tbilisi, establishing communication with vendors and other events - the setting was unusual, but it was very important and benecial. I am now 49 years old and it was hard for me to imagine that learning at this age was still possible. With the help of the project I learned to develop a business plan, to express an opinion, as well as other issues related to the business management. Today I have an income of 300 GEL from my business operations. I will independently continue to maintain contacts with Tbilisi market in the future. I have my clients, who give me orders. I am satised with this project."

Darejan Kobalia Gali

Nina Rostobaia Tkvarcheli

www.chca.org.ge

www.coberm.net

11


CHCA

COBERM A joint EU-UNDP initiative European Union

ხალიჩების რეალიზაცია

სამკერვალო სალონი

„მე ორ მცირეწლოვან შვილს მარტო ვზრდი და პატარა დახმარებასაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აქამდე ბიზნესთან დაკავშირებული დახმარება არასოდეს არავისგან მიმიღია. მჯერა, რომ ნებისმიერი ხელშეწყობა წარმატების საწინდარია. ხალიჩების ბიზნესით რამდენიმე წელია დაკავებული ვარ. გალში ბაზრობის დღეები კვირაში მხოლოდ სამჯერაა. პროექტის შესახებ აქ გავიგე და გადავწყვიტე ბედი მეცადა. ვინაიდან, ამ საქმეში გამოცდილება უკვე მქონდა, ჩემი ბიზნეს გეგმაც ჩემი საქმიანობის გაფართოებისა და საქონლის გამრავალფეროვნების მიმართულებით შევადგინე. ძალიან მომეწონა თვითონ ბიზნეს წინადადების შედგენის პროცესი. ამან ჩემი ხედვა ძალიან დახვეწა. საინტერესო იყო ხარჯებისა და შემოსავლების სწორად გადანაწილების განსაზღვრა. მიღებულ გამოცდილებას დღესაც აქტიურად ვიყენებ. ვფიქრობ, პროექტის დახმარებით ყოფა ცოტათი მაინც შემიმსუბუქდა. ვაჭრობა ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყაროა. დღეს ჩემი სავაჭრო საქონელი გაცილებით მრავალფეროვანია. თბილისის ბაზართან ურთიერთობა ადრეც მქონდა და მომავალშიც გავაგრძელებ. პროექტის დახმარებით ახალ მომწოდებლებთან დავამყარე ურთიერთობა. მსგავს დახმარებაზე უარს არასოდეს ვიტყვი, თუმცა, ვეცდები საქმიანობა დამოუკიდებლადაც წარვმართო“.

„გალის ბაზრის პატარა ფარდულში სავაჭრო ადგილი მაქვს, სადაც ჩემს შეკერილ მაგიდის გადასაფარებლებისა და ფარდების რეალიზებას ვახდენ. მეუღლე ორი წლის წინ გარდამეცვალა და ორი ვაჟიშვილის უზრუნველყოფა ახლა მთლიანად ჩემზეა. სტუდენტები არიან და ხელშეწყობა ძალიან სჭირდებათ. როცა პროექტის სარეკლამო ბუკლეტი ხელში ჩამივარდა, ვირწმუნე, და გადავწყვიტე მონაწილოების მიღება. მჯერა, პატარა ფინანსურ დახმარებასაც შეუძლია დიდი საქმის გაკეთება. ადრე წარმოდგენა არ მქონდა ბიზნესის მართვასა და გეგმის შედგენაზე, არც ჩემი შემოსავლებისა და გასავლების აღრიცხვის მესმოდა. ყველაფერს მარტივად ვუყურებდი. ამ მხრივ, ტრენინგები ძალიან დამეხმარა და ჩემს საქმიანობას ახლა ბიზნესის წესებით ვმართავ. დღეს ჩემი შემოსავალი 300-დან 400 ლარამდეა და ეს გაცილებით მეტია ვიდრე აქამდე მქონდა. მთელს ჩემს შემოსავალს შვილების განათლებას ვახმარ. ამ ეტაპზე ჩემი ბიზნესი ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. ბაზრობის დღეები კვირაში სამჯერაა, დანარჩენი დღეები კი შინ ვმუშაობ. ჩემი სურვილია, ბაზრის ტერიტორიაზე ფართის აღება, კეთილმოწყობა და ბიზნესის გაფართოება. თბილისში ჩემს მომწოდებლებთან ურთიერთობას უკვე დამოუკიდებლად ვაგრძელებ. მჯერა უანგაროდ გაკეთებული სიკეთის. თბილისში გატარებული ორი დღე ჩემთვის დაუვიწყარია“.

ზაზა ფაცია ტყვარჩელი

მედეა წირქვანძე გალი

Sewing Salon

Selling Carpets

12

"I am raising two small children alone and even a little help is very important to me. Never before I have received assistance related to the business. I believe that support is a precondition for success. I have been involved in the carpet business for several years. The market in Gali operates only three times a week. I heard about the project in the market and decided to give a try. Since I already had experience in this business, I put an emphasis on expansion anddiversication of goods in my business plan. I really enjoyed the process of writing a business proposal. This helped to really dene my vision. It was interesting to determine the distribution of costs and revenues correctly. I still actively use the experience gained through the project. I think that life became easier for me at least slightly with the help of the project. Trade is the only source of my income. Today my goods are much more diverse. In the past too, I had contacts with the market in Tbilisi and I will continue to deal with them in the future. With the help of the project, I established relationships with new suppliers. I will never say no to such assistance, however, I will try to work independently".

"I have a shop in a little shed at the Gali market, where I sell table cloth and curtains sown by me. My husband died two years ago and now I have full responsibility for the care of my two young sons. They are students and really need support. When the promotional booklet of the project fell into my hands, I trusted it and decided to participate. I believe that even a little nancial assistance can make a big difference. Before, I had no idea about business management and developing a business plan. Nor had I an understanding of accounting for my incomes and expenditures. I was being too casual in my business activities. In this respect, the trainings helped me very much and now I manage my work using the rules of business. Today my income varies from 300 to 400 GEL and this is much more than I had before. I use my whole income for my children's education. At this point, my business is the only way to support my family. Market days are open three times a week, the remaining days I work at home. I want to rent a space in the market area, I want to repair it and expand my business. I already maintain contacts with the suppliers in Tbilisi independently. I believe in the unselsh kindness of people. The two days I spent in Tbilisi were unforgettable ".

Zaza Phatsia Tkvarcheli

Medea Tsirkvanadze Gali

www.chca.org.ge

www.coberm.net

13


CHCA

COBERM A joint EU-UNDP initiative European Union

სათამაშოებით ვაჭრობა „ყველას ვურჩევ, თუ მსგავს პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, ირწმუნონ და შანსი ხელიდან არ გაუშვან. ვინაიდან, მიღებული სიკეთე და შთაბეჭდილება თან ცხოვრების ბოლომდე გაჰყვებათ. მე შვილებთან და დედამთილთან ერთად ვცხოვრობ. ბევრი არც მიფიქრია, პროექტში ისე ჩავერთე. გავიარე გასაუბრება, შევავსე აპლიკაცია, დავესწარი ბიზნეს ტრენინგებს, შევადგინე ბიზნეს გეგმა და, ბოლოს, მივიღე კიდეც გრანტი. დღეს გალის ბაზარში შერეული საქონლით, უმეტესწილად კი, ბავშვების სათამაშოებით ვვაჭრობ. პროექტის დახმარებით ჩემი საქონელი უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველი გახდა. შესაბამისად, მომხმარებელთა წრე გაფართოვდა და მოგებაც მეტი მაქვს. ჩემი წარმატებული საქმიანობა ჩემი შვილების კეთილდღეობაზე უკვე აისახა, ჩემი უმცროსი შვილი დამატებით ინგლისურ ენაში ემზადება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბიზნეს ტრენინგები. იქ მიღებულ ცოდნას ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად ვიყენებ. სწორი აღრიცხვა და ხარჯების მართებული გადანაწილება ბიზნესში უმთავრესია. ჩემი ბიზნესის წარმატებისათვის, აგრეთვე, უნიშვნელოვანესი იყო ის ურთიერთობები, რომლებიც პროექტის დახმარებით თბილისში საბითუმო მომწოდებლებთან დავამყარე. მე მჯერა, ჩემი ბიზნესის მომავლის და მინდა ის უფრო განვავითარო და წარმატებული გავხადო“. ნატო ფაცურია გალი

Trading with Toys "I advise everyone, if they have an opportunity to participate in a similar project, to believe in and benet from the opportunity becausethe kindnesses and impressions they will receive will follow them till the end of their lives. I live with my children and mother-in-law. I didn't think about it too much and simply became involved in the project. I had an interview, lled out an application form, attended the business training, developed the business plan and at the end, I received the grant. I sell mixed goods, mostly children's toys in Gali market. With the help of the project, my goods became more diverse and attractive. Consequently, the circle of my consumers expanded and I have more prot. My successful work has already started to reect on my children's well-being - my youngest son is taking additional private English classes. I would like to especially point out the business trainings. I am actively using the knowledge gained at these trainings in my daily activities. Proper accounting and cost allocation is paramount in the business. Connections established with the suppliers in Tbilisi with the assistance of the project were also very important for the success of my business. I believe in my business and I want to develop it more and make it more effective and successful." Nato Phatsuria Gali

14

www.chca.org.ge

თეთრეულის რეალიზაცია ადგილზე მიტანით "არასოდეს მქონია შესაძლებლობა, რომ ბიზნეს საქმიანობა წამომეწყო. პროექტის შესახებ მეგობარმა მითხრა. გრანტის მოპოვების ნაკლებად მჯეროდა, მაგრამ ბედი მაინც ვცადე. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობა ჩემთვის სრულიად ახალი და უცხო იყო. ორდღიანმა ბიზნეს ტრენინგებმა ბიზნესის მართვასა და განვითარებაზე ბევრი რამ მასწავლა. ტრენერებმა კარგად აგვიხსნეს ბიზნესის დამწყებთათვის საჭირო უნარ-ჩვევები, სწორად გათვლა, დაგეგმვა, ანგარიში და სხვ. ამას დღესაც ვიყენებ და მომავალშიც აუცილებლად გავითვალისწინებ, რადგან მინდა რომ დაწყებული საქმიანობა გავაგრძელო და განვავითარო. დღეს ჩემი ყოველთვიური შემოსავალი 300-400 ლარია. ჩემი შვილები საბავშვო ბაღში დადიან. მათთვის მიცემული პირობა უკვე შევასრულე და პირველივე შემოსავლით ველოსიპედი ვუყიდე. ლილოს ბაზრობაზე პროექტის თანამშრომლებმა კარგ მომწოდებლებს დაგვაკავშირეს. უკვე კარგად ვიცი სად რა საქონელი შევიძინო. ნივთების შეძენისას მომხმარებელის ინტერესებს ყოველთვის ვითვალისწინებ. თბილისში პირველად ვიყავი და ეს ჩემთვის უკვე წარმატება იყო. მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო იქ განცდილი და ნანახი. მგზავრობა, სასტუმროში დაბინავება, ვახშამი, გასეირნება - ყველაფერი ეს ახალი იყო“. მონიკა ჭოლარია ტყვარჩელი

Selling and Delivering Linen Locally "I have never had an opportunity to start my own business. A friend told me about the project. I did not really believe that I would receive a grant, but I applied anyway. All activities within the project were completely new and unfamiliar to me. The two-day training taught me a lot about business management and business development. The trainers explained well; business skills for beginners, making correct estimations, planning, calculations and so on. I still use these skills and will take them into consideration in the future because I want to continue and develop my business activity. My monthly income is 300-400 GEL. My children go to the kindergarten. I have already fullled a promise given to them and bought a bicycle from my rst income. The project team helped us to connect with the good suppliers in the Lilo market. I already know very well where to buy the necessary goods. I always take into account the interests of consumers when buying things. It was my rst time in Tbilisi and it was already a success for me. I can only positively speak of the experience gained and felt there. Travel, hotel accommodation, dinner, strolling the city streets - all of this was new."

Monika Cholaria Tkvarcheli

www.coberm.net

15


CHCA

COBERM A joint EU-UNDP initiative European Union

საბავშვო ტანსაცმლის რეალიზაცია

სარიტუალო ინვენტარის გაქირავება „ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის მცირედი ფინანსური დახმარებაც ბევრს ნიშნავს. როცა თბილისში ჩემს მიერ მოთხოვნილი ინვენტარი, სხვა და სხვა დასახელების ჭურჭელი, შემიძინეს და ტრანსპორტში დააწყვეს, მაშინ რეალურად ვიგრძენი, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. მე დიდი ოჯახი მყავს - მეუღლე, შვილი, შვილიშვილები. საოჯახო მეურნეობის გარდა სარიტუალო საქონლის გაქირავებით ვირჩენთ თავს და ეს ჩვენთვის ბიზნესის კეთების მისაღები ფორმაა. ჩემი ბიზნესის დასახვეწად და გასავითარებლად ბიზნეს ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. ვისწავლე ბიზნეს გეგმის შედგენა, გათვლების გაკეთება, კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება და სხვ. სწორი გათვლების გაკეთება ყველა საქმიანობაში მნიშვნელოვანია და ბიზნესში ამის საჭიროება გაცილებით მეტია. მიღებულმა ფინანსურმა დახმარებამ საშუალება მომცა ჩემი საქმიანობიდან მეტი სარგებელი მენახა. უკვე დანაზოგის გაკეთება შევძელი და ოჯახისათვის სარეცხი მანქანის შეძენას ვაპირებ. სიტყვებით ვერ აღვწერ იმ სითბოსა და ყურადღებას, რაც ჩვენს მიმართ თბილისში იყო გამოხატული. ნებისმიერ წამოწყებას თუ ადამიანი მონდომებით მოეკიდება, წარმატების მისაღწევად პატარა ხელის შეწყობაც საკმარისი იქნება“. ლალი დავითულიანი გალი

Renting Ceremonial Items

16

„პროექტის დახმარებით ვისწავლე ის, რაც აქამდე საერთოდ არ ვიცოდი. მე მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ, ამასთან ავადმყოფ დედას ვუვლი. ჩვენი ოჯახისათვის დამატებით შემოსავლის წყაროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩემი მიზანი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო. მე ბიზნესში დამწყები ვარ და ყველაფერი რაც პროექტის ფარგლებში განხორციელდა, ჩემთვის ახალი იყო. საქმიანობის დაწყებაში ძალიან დამეხმარა ბიზნეს ტრენინგებზე მიღებული ცოდნა. სარეალიზაციო საქონლის შეძენისას ყოველთვის ვითვალისწინებ საქონლის რაოდენობას, ყურადღე-ბას ვაქცევ თითოეული ნივთის მომგებიანობას, რაც, თავის მხრივ, ჩემს წარმატებას განაპირობებს. დღეს ჩემი ყოველთვიური საშუალო შემოსავალი 300-400 ლარია. ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან ეს საქმე აქამდე ჩემთვის უცხო იყო და ბიზნესში გამოუცდელი ვიყავი. ჩემი შემოსავლით უკვე მოვახერხე რამდენიმე წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა. თბილისში მსგავს გარემოში არასოდეს ვყოფილვარ, ყველაფერი საუკეთესო იყო. მინდა პროექტის მიერ გაღებული სიკეთე დადებითად აისახოს ჩემი ოჯახის მომავალზე. მინდა, იმედები გავამართლო და ჩემს საქმიანობაში წარმატებას მივაღწიო. პროექტის დახმარებით არა მარტო ბიზნესის მართვა, არამედ ადამიანებთან ურთიერთობაც ვისწავლე და ბევრი კეთილი ადამიანი გავიცანი“. ნინო გარმელია ტყვარჩელი

Selling Children's Cloth

"A little nancial help already means a lot to me and my family. It was only when the inventory and different vessels requested by me were purchased in Tbilisi and loaded in the vehicle, that I really felt like a part of the project. I have a large family spouse, children, grandchildren. In addition to the household farming, we support ourselves by renting the ceremonial goods and for us, this is an appropriate form of doing business. Knowledge acquired at the training turned out to be very useful for improving and developing my business. I learned to develop a business plan, do calculations, establish effective relationships with clients and other skills. To do correct calculations is important in every activity and this is especially necessary in business. Financial assistance received by me maximised the benets of my work. I have been able to save some money and plan to buy a washing machine for the family. Words cannot describe the warmth and attention expressed towards us in Tbilisi. If people approach any initiative with hard work, even a little support will be enough to achieve success."

"With the help of the project I learned something which I never knew. I live together with my spouse and two children. In addition I look after my sick mother. Having an additional source of income was very important to our family. My goal was to improve the economic situation of my family. I am a beginner in business and everything that was implemented within the project, was new to me. Knowledge gained at the trainings helped me a lot in starting my business. When purchasing goods for sale, I always take into account the number of items. I pay attention to the protability of each item, which in turn determines my success. Today my monthly average income is 300-400 GEL. I am satised with this result because this activity was so strange and new to me. I managed to buy some small household appliances with my income. I have never before been in an environment like Tbilisi. Everything was brilliant. I hope the kindness I received from the project will have a positive impact on the future of my family. I want to justify these hopes and achieve success in my work. With the help of the project I learned not only business management, but also how to communicate with people and made a lot of good friends."

Lali Davituliani Gali

Nino Garmelia Tkvarcheli

www.chca.org.ge

www.coberm.net

17


CHCA

COBERM A joint EU-UNDP initiative European Union

შერეული საქონლის რეალიზაცია „დღეს ჩემი ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 600 ლარია. მე მშობლებთან ერთად ვცხოვრობ და ოჯახის გარდა დისშვილსაც ვეხმარები. ადრე პროექტში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია. თავიდან ყველაფერს სკეპტიკურად ვუყურებდი. ბიზნეს ტრენინგები, ბიზნეს გეგმის შედგენა, თბილისში მგზავრობა, სასტუმროში დაბინავება, კვება, საინტერესო ადგილების მონახულება, ლილოს ბაზრობა - ვიცი ეს დიდი თანხები ღირს, ჩვენთვის კი ყველაფერი უფასო იყო. მიღებულმა ემოციამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. მე ამ პროექტისაგან ფინანსური დახმარების გარდა, წარუშლელი შთაბეჭდილება მივიღე. ადრე მხოლოდ ბიჟუტერიით ვვაჭრობდი. პროექტის დახმარებით ჩემი მაღაზია მრავალფეროვანი საქონლით ელექტროტექნიკა, ჭურჭელი - შევავსე. დღეს ბევრად მეტ არჩევანს ვთავაზობ მომხმარებელს და, შესაბამისად, მათი რიცხვიც საგრძნობლად გაიზარდა. ჩემი ბიზნესისათვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პროექტისაგან მიღებული გრანტი. მან ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა მომცა. დღეს გაცილებით ძლიერი ვარ და მეტი შესაძლებლობის საშუალება მაქვს. თბილისში ჩემს მომწოდებლებთან ურთიერთობას დამოუკიდებლად ვაგრძელებ. ასევე, უმნიშვნელოვანესი იყო ბიზნეს ტრენინგები. ჩემი საქმიანობის წარმატებით სამართავად და მეტი მოგების მისაღებად მას უკვე ვიყენებ“. ლორენა ფაღავა ოჩამჩირე

Trading in Miscellaneous Goods "Today, my monthly income is about 600 GEL. I live together with my parents and in addition, I also help my nephew. I have never before taken part in such a project. At rst I was skeptical about everything. Business trainings, developing a business plan, travel to Tbilisi, hotel accommodation, meals, visiting interesting places, Lilo market - I know all of this costs a lot of money, but everything was free for us. Everything exceeded my expectations. In addition to the nancial assistance received from this project, I came away with memories that I will treasure forever. In the past, I was only selling bijouterie. With the assistance of the project, I lled up my shop with a variety of goods such aselectronics and pottery. Today, I offer much more to customers and therefore, their numbers have signicantly increased. The grant received from the project turned out to be very important for my business. It gave me the opportunity to expand the business. Today I am much stronger and have more opportunities and means. I independently continue my relationship with the suppliers in Tbilisi. Also, the business training was very important. Every day I use the knowledge gained at the trainings for the successful management of my business and gaining more prot." Lorena Phaghava Ochamchire

18

www.chca.org.ge

თეთრეულის რეალიზაცია „ადრე ბიზნესს მეწყვილესთან ერთად ვმართავდი, პროექტმა კი საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელების საშუალება მომცა. მიღებულმა დახმარებამ საკუთარი თავის წარმოჩენის სტიმული გამიღრმავა და უფრო მეტად დავიწყე ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვინმე ასეთი საჩუქრით დამაჯილდოვებდა. დღევანდელ დღესაც შეიძლება თურმე კეთილი საქმეების კეთება ... გალის ბაზარში პროექტის შესახებ სრულიად შემთხვევით გავიგე. ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ადრეც მოსმენილი მქონდა და გრანტის მიღების იმედი იმთავითვე გამიჩნდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნეს ტრენინგები, ძალიან ბევრი ვისწავლე ტრენერებისაგან. ადრე ჩემს საქმიანობას მარტივად ვუყურებდი, ტრენინგებზე მიღებულმა ცოდნამ კი სწორი ანგარიში მასწავლა. ახლა ხარჯების განაწილებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ. დღეს ჩემი ყოველთვიური შემოსავალი 700 ლარს აღწევს. ეს არ არის პატარა თანხა. ჩემი შემოსავალი საშუალებას მაძლევს ჩემს ობოლ დისშვილს დავეხმარო. მას დამატებითი საგნების მეცადინეობაში ფულს ვუხდი. ამჟამად, კვირაში მხოლოდ სამ დღეს ვმუშაობ. ჩემი სურვილია, მომავალში მაღაზია დავიქირავო და ყოველდღე ვიმუშაო“.

თეონა ტაბაღუა გალი

Selling Linen "In the past, I managed my business together with a partner, but the project gave me an opportunity to pursue my activities independently. The aid received by me gave me the condence and capacity to promote myself and I started to concentrate on the development of my own business. It would have been unimaginable that someone would reward me with such a gift. It turns out that it is still possible to do good deeds... I found information about the project accidentally really, in the Gali market. I had previously heard about the project and from the very beginning I had hopes of receiving a grant. The business trainings were especially important and I learned a lot from the trainers. Before the trainings I approached my business in a casual way. The knowledge received at the trainings taught me how to do accounting correctly. Now I pay particular attention to the distribution of costs. Today, my monthly income is 700 GEL. This is not a small amount. My income allows me to help my orphan niece. I pay for her private classes. Currently, I only work three days a week. I dream of renting a shop in the future and working every day."

Teona Tabaghua Gali

www.coberm.net

19


CHCA

COBERM A joint EU-UNDP initiative European Union

კომპიუტერული ტექნიკის რეალიზაცია და შეკეთება

სილამაზის სალონი „მე 13 წლის ვაჟთან ერთად ვცხოვრობ. გალში პატარა სალონი მაქვს, რომელიც თავის გასატანად ჩვენ ორს გვყოფნიდა. თუმცა, ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად ოჯახში მოთხოვნები გაიზარდა. შვილისათვის განათლების მიცემა ჩემთვის უმთავრესია. ჩემი პატარა სალონი კი ამდენის შესაძლებლობას არ მაძლევდა. პროექტის შესახებ სრულიად შემთხვევით გავიგე, კრიტერიუმების გაცნობის შემდეგ იმედი მომეცა და ვიფიქრე, რომ ეს ჩემი შანსი იყო და უნდა გამომეყენებინა. მინდოდა სალონის მოძველებული ინვენტარი თანამედროვე ინსტრუმენტებით ჩამენაცვლებინა და კლიენტების მომსახურების ხარისხი გამეზარდა. ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემი სურვილი რეალობად იქცა და დღეს ჩემი სალონი განახლებული ძალებით აგრძელებს მუშაობას. სალონში ორი ადამიანი დავასაქმე და ჩვენი კლიენტების წრე მუდმივად ფართოვდება. ყოველთვიური შემოსავალი 500-600 ლარს აღწევს, რაც საშუალებას მაძლევს ჩემი შვილი დამატებით რამდენიმე საგანში მოვამზადო. გარდა ფინანსური დახმარებისა პროექტისაგან ბევრი სხვა სიკეთეც მივიღე. მნიშვნელოვანი ის ადამიანური სითბო, ყურადღება და სიყვარული იყო, რომელიც თბილისში სტუმრობის დროს განვიცადე. მე მსგავს გარემოში არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი რჩევაა მსგავსი პროექტების მიმართ ადამიანები პოზიტიურად განეწყონ, რადგან სიკეთის უანგაროდ კეთება რეალურია, მე ეს ჩემს თავზე გამოვცადე“. ინგა უბილავა გალი

Beauty Salon "I live together with my 13 year old son. I have a small beauty salon in Gali, which is just enough for both of us to make ends meet. However, with the child's age, family needs change and increase. To give an education to my son is really the most important thing for me. My little beauty salon could not really give me the opportunity to do so much. I learned completely accidentally about the project. After receiving information about the criteria, I started to hope and thought it was my chance andhad to take it. I wanted to replace the outdated salon inventory with modern tools and raise the quality of my service. I am very happy that my wish came true and today, my salon continues to work with renewed strength. I employ two people in the salon and the circle of my customers is constantly growing. My monthly income reaches 500-600 GEL, which allows me to prepare my son in several additional subjects. In addition to the nancial assistance, I received a lot of other great things from the project. The warmth, attention and love that I experienced during my visit to Tbilisi were important. I have never been in a similar setting. My advice to others is to positively think of such projects, because generosity without selshness is realistic, I felt it myself." Inga Ubulava Gali

20

www.chca.org.ge

„საინფორმაციო ტექნოლოგიები ყოველთვის მაინტერესებდა და ჩემთვის მნიშნელოვანი ინფორმაციას ინტერნეტიდან ყოველთვის ვღებულობდი. დროთა განმავლობაში საკუთარი საქმიანობის წამოწყების სურვილი ნელ-ნელა გამიმძაფრდა. ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე ერთადერთ საქმიანობად კომპიუტერული მაღაზიის გახსნა მესახებოდა. ამ ბიზნესის წარმატების მჯეროდა, რადგან ამით ადგილობრივი მოსახლეობა არა მარტო კომპიუტერულ ტექნიკას იყიდდა, არამედ ინტერნეტის დახმარებით ახალ ინფორმაციასა და მეგობრებს შეიძენდა. პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტით ჩემი საქმიანობის სფერო გავაფართოვე. თბილისში სპეციალური მოწყობილობები შევიძინე და დღეს კომპიუტერების რეალიზაციის გარდა, კომპიუტერის დიაგნოსტიკითა და შეკეთებითაც ვარ დაკავებული. პროექტში ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული. მათი დახმარებით ჩემი ბიზნესის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი მომწოდებლები გავიცანი და კავშირი დავამყარე, რომელთა გაგრძელებას სამომავლოდაც ვაპირებ. პროექტში მონაწილეობა დადებითად აისახა ჩემი ოჯახის კეთილდღეობაზე. გაიზარდა ჩემი ყოველთვიური შემოსავალი. სახლისათვის სარეცხი მანქანა და წყლის გამათბობელი შევიძინე. თბილისში ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ მსგავს გარემოში არასოდეს. უაღრესად დადებითი ემოციებით ვარ სავსე. პროექტისაგან მიღებულმა პატარა ბიძგმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ბიზნესზე“. თემურ არშბა ტყვარჩელი

Selling and Repairing Computer Equipment "I have always been interested in information technology. I was always receiving interesting information from Internet. Over time, the desire to start my own business became stronger. Taking my interests into account, the only business I was thinking of opening was a computer shop. I believed in the success of this business, because I thought it would enable the local population not only to buy computer equipment, but also to receive new information and acquire new friends with the help of the Internet. With the grant received from the project I expanded my business. I bought specialized equipment in Tbilisi and today, in addition to selling computers, I provide computer diagnosis and repairs. A lot of people were involved in the project. With their help I met suppliers important for the development of my business and established contacts with them. I plan to keep these contacts into the future. Participation in the project has positively affected my family. My monthly income has increased. I bought a washing machine and a water heater for my house. I have been in Tbilisi before, but never in such an environment. I am lled with positive emotions. A little push received from the project had a huge impact on my business." Temur Arshba Tkvarcheli

www.coberm.net

21


COBERM A joint EU-UNDP initiative European Union

COBERM-ის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა COBERM ადრეული რეაგირების მექანიზმია, რომლის მიზანია კონფლიქტებით დაზარალებულ თემებს შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართული სწრაფად განხორციელებადი და კონკრეტული ინიციატივების მხარდაჭერა. COBERM-ის ამოსავალი წერტილი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაა. COBERM-ის მიზნებია: გააძლიეროს პირდაპირი კონტაქტები, დაამსხვრიოს მითები/ცრურწმენა და ხელი შეუწყოს შემწყნარებლობის კულტურის დამკვიდრებას იმ თემებს შორის, რომლებიც ძალადობრივი კონფლიქტის მსხვერპლნი არიან ან იმყოფებიან მისი საფრთხის ქვეშ; ძალადობრივი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ან მისი საფრთხის ქვეშ მყოფი თემებისთვის მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გააძლიეროს მშვიდობის აღდგენისკენ მიმართული ადგილობრივი და სახელმწიფო ინიციატივები; ხელი შეუწყოს მშვიდობიანი გარემოს ჩამოყალიბების პროცესს, რაც გამოიხატება თემების, სამოქალაქო საზოგადოებების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებისა და სახელისუფლო სტრუქტურების.

About COBERM Condence Building Early Response Mechanism (COBERM) is a rapid response mechanism funded by the EU and implemented by UNDP that aims to enhance peace dividends and foster a peaceful transformation of conicts. COBERM supports condence building opportunities which seek to prevent and transform conicts through Increased direct people-to-people contacts across conict divides to enhance the culture of tolerance between and within communities affected and/or at risk of a conict; Strengthen local and national peace building initiatives to provide direct peace dividends; Enhance peace and development through increased capacities within communities in order to mediate political differences in constructive ways.

22

www.coberm.net


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.