როგორ ფიქრობთ, რა გჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად? დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თქვენი მიზნებიდან არც ერთი არ შეედრება თავისი მნიშვნელობით ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას -
ისუნთქოთ
ყოველ წელს მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების შედეგად 6.5 მილიონი ადამიანი კვდება
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უდიდესი წილი (71%) ავტო-სატრანსპორტო საშუალებებზე (ასს) მოდის და ამავდროულად ქვეყანაში არსებული ასს-ების 37% თბილისში რეგისტრირებულ პირებზე ირიცხება, თუმცა დედაქალაქში როგორც ტრანზიტულად მოძრავი, ისე მუდმივად მყოფი ასსების რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი საქმიანობას თბილისში ეწევა და მათი საქმიანობაც ძირთადად წარიმართება ავტომობილის ექსპლოატაციით.
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა, ნახშირბადის, აზოტისა და გოგირდის ჟანგეულები, აქროლადი ორგანული ნაერთები, უმცირესი ზომის მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები და სხვა დამაბინძურებლები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემაზე. მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ ჰაერის დაბინძურება უამრავი დაავადების ძირითად გამომწვევს წარმოადგენს, რომელთა შემცირების და პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოში ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესებით გამოწვეულ დაავადებათა ინციდენტობის დინამიკა სისხლის მიმოქცევა
ენდოკრინული
რესპირაციული
18,932
20,022
16,148 12,424 11,623
2,971 1,342 2012
5,135
4,438
4,701
2,090
2,388
2,286
2014
2015
2016
4,376 1,489 2013
ჰაერის დამაბინძურებელი კომპონენტების კონტროლი და მათი შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებები გააუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობას. წყარო: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
სასუნთქი სისტემის პათოლოგია ავადობისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით ზოგად პოპულაციაში მე-3 ადგილზე დგას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ავთვისებიანი სიმსივნეების შემდეგ. ბავშვთა ავადობის სტრუქტურაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით რესპირაციულ დაავადებებს პირველი ადგილი უჭირავს. ყოველი სამი ბავშვიდან, რომელიც მიმართავს პედიატრს, ორს აქვს ამა თუ იმ სახის რესპირაციული ჩივილები. რესპირაციული პათოლოგიის უხშირესი მიზეზი ბავშვებში ინფექციური დაავადებებია. მიუხედავად თანამედროვე მედიცინის მიღწევებისა და ზოგადად პოპულაციის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა, რესპირაციული ინფექციების სიხშირე ისეთივე რჩება, როგორიც იყო 30 წლის წინ.
რა არის მცკ? მუკოცილიარული კლირენსი (მუკო - ლორწო, ცილია - წამწამი, კლირენსი გაწმენდა) - ეს არის სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ადგილობრივი დამცავი მექანიზმი, ის იცავს როგორც ზემო, ისე ქვემო სასუნთქ გზებს დაავადების გამომწვევი ეკზოგენური და პათოგენური აგენტებისაგან. წამყვანი როლი ამაში ენიჭება ეპითელური უჯრედების წამწამებს, რომელთა სინქრონული მოძრაობა (6-14-ჯერ წუთში) განაპირობებს ნაზალური სეკრეტის გადაადგილებას.
ნაზალური სეკრეტის
ძირითადი კომპონენტები ⚫⚫ ელექტროლიტები 1% ⚫⚫ ცილა 2% ⚫⚫ უჯრედული ელემენტები 1% ⚫⚫ წყალი 95%
ნაზალური სეკრეტი, რომელიც წარმოიქმნება ფიალისებურ უჯრედებში, შედგება 2 ფენისგან: თხევადი (ზოლი) და ჟელესმაგვარი (გელი). ზოლის შრეში მოძრაობენ წამწამები. ამ დროს წარმოიქმნება კინეტიკური ენერგია, რომელიც გადაეცემა გელის შრეს და ის იწყებს ზოლის პარალელურ გადაადგილებას. სწორედ ეს მუკოცილიარული ტრანსპორტი განაპირობებს გელის შრეში შეკავებული აგენტების გამოდევნას. სასუნთქი გზების დამცველობითი აპარატი, სახელწოდებით მუკოცილიარული კლირენსი ვრცელდება სასუნთქი სისტემის მთელ პროექციაზე.
გელი ზოლი
სასუნთქი გზების ინფექციების განვითარების რისკ-ფაქტორები (რინიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი) 🌕🌕 ჰაერის დაბინძურება (მტვერი, აირები, კვამლი) 🌕🌕 მავნე ჩვევები (თამბაქოსა და სპირტიანი სასმელების გამოყენება) 🌕🌕 ინფექციური აგენტები (ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები) 🌕🌕 ალერგენები (საკვებისმიერი, მცენარეული, ქიმიური, მედიკამენტოზური) 🌕🌕 ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითება (ხშირი გაციება ან ქრ. პათოლოგია) 🌕🌕 ცივი და ცხელი ჰაერის ზემოქმედება (ცენტრალური გათბობა და კონდიციონერი) 🌕🌕 სახმო აპარატის ექსპლუატაცია* (მომღერლები, პედაგოგები, ექიმები) 🌕🌕 პირით სუნთქვა
ზემოთ ჩამოთვლილი აგრესიული ფაქტორების გახანგრძლივებული ზემოქმედება იწვევს როგორც ნაზალურ, ისე ბრონქიალურ სეკრეტში ბალანსის დარღვევას. ზოლის შრეში მცირდება წყლის კონცენტრაცია და მატულობს ცილა. შედეგად ზოლის შრის მოძრაობა ფერხდება, აგრესორი ვერ ტოვებს სასუნთქ სისტემას და იწყებს აქტიურ გამრავლებას. ცილა შესანიშნავი ნიადაგია მათი გამრავლებისთვის. ყოველივე ზემოხსენებულის ფონზე ყალიბდება დაავადებები, როგორიცაა რინიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი.
* ეხება მხოლოდ ლარინგიტს
ცხვირი ცხვირის ღრუ რესპირატორული ტრაქტის მთავარი კარიბჭეა. ცნობილია, რომ ადამიანი საკვების გარეშე ცოცხლობს 4 კვირა, წყლის გარეშე 14 დღე, მაშინ, როცა ჰაერის გარეშე - რამდენიმე წუთი. სწორედ ამიტომ, სუნთქვა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია. ცხვირის ლორწოვან გარსში განთავსებულია ნერვული დაბოლოებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხვირის შიდა ნაწილის რეფლექტორულ კავშირს სხვა ორგანოებთან. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია ცხვირით სუნთქვის უდავო უპირატესობა პირით სუნთქვასთან შედარებით. გამოვლენილია მრავალი ორგანული დარღვევა ცხვირით სუნთქვის საერთო სასუნთქი სისტემიდან გამოთიშვის დროს. პირით მუდმივად სუნთქვა არღვევს გაზების ცვლას ფილტვებში, ჟანგბადის რაოდენობა მცირდება 25-30%-ით.
ცხვირის ფუნქცია ჰაერის ფილტრაცია - ბაქტერიები, მიკრობები, ალერგენები, მტვერი, თავისუფლად მოხვდებოდნენ ფილტვებში, რომ არა ცხვირის ღრუში არსებული ეპითელური უჯრედების წამწამები. ისინი სინქრონულად ირხევიან და ზემოთ ჩამოთვლილი აგენტების ევაკუაციას ახდენენ ცხვირის ღრუდან. ჰაერის დატენიანება - ცხვირის ლორწოვანი გარსის მეშვეობით ხორციელდება ფილტვებისკენ მიმავალი ჰაერის დატენიანება, რისთვისაც ცხვირის ღრუში 500 მლ წყალი ორთქლდება დღეში. ჰაერის გათბობა - ცხვირის ღრუ დაფარულია სისხლძარღვოვანკაპილარული ქსელით, რომელიც ჰაერს ათბობს 37 გრადუსამდე, ანუ ჰაერი ფილტვებში ხვდება უკვე გაწმენდლი, დატენიანებული და გამთბარი. ყნოსვა - ცხვირის გაჭედილობა იწვევს ყნოსვის დაქვეითებას, ვერ აღიქვავთ საყვარელი სუნამოს თუ ყვავილის არომატს, ამ დროს უგემოვნო გეჩვენებათ საკვებიც. ცხვირის ღრუში მდებარე ყნოსვის რეცეპტორების მეშვეობით ადამიანს შეუძლია აღიქვას დაახლოებით 4000-მდე სახეობის სურნელი. … საფოსტო მტრედები ორიენტაციისთვის იყენებდნენ ყნოსვას. ისინი იმახსოვრებდნენ სუნს გადაფრენის მომენტში და ადგენდნენ „სუნის რუკას“. ხმის წარმოქმნა - ცხვირი იღებს მონაწილეობას ხმის წარმოქმნაში. დავახშოთ ცხვირი და ვთქვათ „მიმიკა.“ ვნახავთ, როგორ შეიცვლება ხმა, ის გახდება არა მკაფიო, არათანაბარი, და მოგუდული.
რა არის რინიტი? რინიტი - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელსაც ახასიათებს: 🌕🌕 ლორწოვანის შეშუპება, გაგუდულობა, გაჭედილობა 🌕🌕 ცხვირიდან გამონადენი (რინორეა) 🌕🌕 ქავილი და ცემინება 🌕🌕 ყნოსვის დაქვეითება
როგორ ვუმკურნალოთ? რინიტის მკურნალობაში უდიდესი როლი ენიჭება მუკოცილიარული ტრანსპორტის შეუფერხებელ მუშაობას. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს იმ შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორების ლიკვიდაცია, რომლებიც იწვევენ რინიტს. რინიტის მკურნალობა უნდა დაიწყოს მისი გამოვლენისთანავე. სამკურნალოდ გამოიყენება მედიკამენტების რამდენიმე ჯგუფი: 🌕🌕 ანტიბაქტერიული (ანტიბიოტიკი) და ანტივირუსული პრეპარატები 🌕🌕 სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებები (დეკონგენსტანტები) 🌕🌕 ლეიკოტრიენების ინჰიბიტორები (მონტელუკასტი) 🌕🌕 ტოპიკური ნაზალური სტეროიდები (ადგილობრივი მოქმედების სტეროიდები) 🌕🌕 ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების შემამცირებელი და დამატენიანებელი საშუალება (ნიზიტა) რინიტის ეტიოლოგიიდან გამომდინარე პაციენტის სამკურნალოდ ხდება ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფებიდან პრეპარატების კომბინირებული გამოყენება. ყველა შესაძლო კომბინაციაში მნიშვნელოვანია ნიზიტას მალამოს ან სპრეის ჩართვა.
წარმოგიდგენთ ამონარიდს „რინოსინუსიტისა და ნაზალური პოლიპების მკურნალობის შესახებ ევროპული კონსენსუსიდან“
მოზრდილებში მწვავე რინოსინუსიტის მკურნალობის მტკიცებულებები და რეკომენდაციები თერაპია
დონე
რეკომენდაციის ხარისხი
მართებულობა
ანტიბიოტიკი
Ia
A
დიახ, მწვავე ბაქტერიული რინოსინუსიტის დროს
ტოპიკური სტეროიდი
Ia
A
დიახ, ძირითადად მბრს
ანტიბიოტიკთან ერთად ტოპიკური სტეროიდის დამატება
Ia
A
დიახ, მბრს
ანტიბიოტიკთან ერთად პერორალური სტეროიდის დამატება
Ia
A
დიახ, მბრს
მარილიანი ხსნარებით გამორეცხვა
Ia
A
დიახ
ანტიჰისტამინის, ტკივილგამაყუჩებლის დეკონგესტანტის კომბინაცია
Ia
A
დიახ, ვირუსული მრს
იპრატროპიუმის ბრომიდი
Ia
A
მრს
მოზრდილებში ქრონიკული რინოსინუსიტის (ნაზალური პოლიპების გარეშე) მკურნალობის მტკიცებულებები და რეკომენდაციები * % თერაპია
დონე
რეკომენდაციის ხარისხი
მართებულობა
ტოპიკური სტეროიდი
Ia
A
დიახ
მარილიანი ხსნარებით ირიგაცია
Ia
A
დიახ
ბაქტერიული ლიზატები (OM-85 BV)
Ib
A
უცნობია
პერორალური ანტიბიოტიკოთერაპიის ხანმოკლე კურსი < 4 კვირა
II
B
გამწვავების დროს
პერორალური ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივი კურსი ≥12 კვირა**
Ib
C
დიახ, განსაკუთრებით როდესაც მომატებულია IgE
სტეროიდები - პერორალურად
IV
C
უცნობია
მწვავე რინოსინუსიტის მართვის ალგორითმი მოზრდილებში ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმებისათვის
2 სიმპტომი, რომელთაგან ერთ-ერთი არის ნაზალური ობსტრუქცია ან გამჭვირვალე გამონადენი ცხვირიდან ± ტკივილი შუბლის წიაღის საპროექციო არეში, თავის ტკივილი ± ყნოსვის დარღვევა კვლევა: წინა რინოსკოპია რენტგენოგრაფია/კომპიუტერული ტომოგრაფია არ არის რეკომენდებული
სიმპტომები პერსისტირებს > 10 დღე ან უარესდება 5 დღის შემდეგ
სიმპტომები აღინიშნება 5 დღეზე ნაკლები ან უმჯობესდება
გაციება
სიმპტომური მკურნალობა: ტკივილგამაყუჩებლები, მარილიანი ხსნარებით გამორეცხვა,* დეკონგესტანტები, ზოგიერთი ფიტოპრეპარატი **
10 დღიანი თერაპიის შემდეგ ეფექტი არ არის
საშუალო სიმძიმე (პოსტვირუსული)
მძიმე (მათ შორის ბაქტერიული)
+ ტოპიკური კორტიკოსტეროიდი
ტოპიკური კორტიკოსტეროიდი; შესაძლებელია ანტიბიოტიკები
ეფექტი არ არის 14 დღიანი თერაპიის შემდეგ
განიხილება სპეციალისტთან რეფერალის მიზანშეწონილობა
48 საათის შემდეგ ეფექტი არის
48 საათის შემდეგ ეფექტი არ არის
განვაგრძოთ მკურნალობა 7-14 დღე
რეფერალი სპეციალისტთან
მინიმუმ 3 ნიშანი ჩამოთვლილთაგან:
დაუყოვნებელი რეფერალი: • პერიორბიტული შეშუპება • თვალის კაკლის გადანაცვლება (ორბიტის პროტრუზია) • მხედველობის გაორება • ოფთალმოპლეგია • მხედველობის სიმახვილის დაქვეითება
უფერო გამონადენი გამოხატული ლოკალური ტკივილი ცხელება ედსი/C რეაქტიული-ს მატება «ორი ტალღა»
• უნილატერალური ან ბილატერალური მძიმე ფრონტალური თავის ტკივილი • ფრონტალური შეშუპება • მენინგიტის სიმპტომები ან • კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები
*
ნიზიტა სპრეით გამორეცხვა
**
მათ შორის ჰომეოპათიური
დოზირების გათვალისწინებით
საშუალებები - ცინაბსინი ასაკობრივი
რატომ ნიზიტა? მიუხედავად თაობისა, ზემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო მედიკამენტები (ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების შემამცირებელი და დამატენიანებელი საშუალებების გარდა) იწვევენ ცხვირის ლორწოვანი გარსის ძლიერ გამოშრობას. სწორედ ამიტომ, გერმანელმა ფარმაცევტებმა შექმნეს ისეთი პრეპარატი, როგორიც არის ნიზიტა. ნიზიტას მალამო და სპრეი უალტერნატივოა თავისი შემადგენლობით. ის არის A დონის რეკომენდაციის მატარებელი მწვავე რინოსინუსიტის მკურნალობის ეროვნულ გაიდლაინში. ნიზიტას შემადგენელი კომპონენტები უზრუნველყოფენ ცხვირის ღრუში pH-ის შენარჩუნებას, ნაზალურ სეკრეტში წყლისა და ცილის ბალანსს, რაც არის გარანტი მუკოცილიარული კლირენსის შეუფერხებელი მუშაობისა.
www.facebook.com/nisita.ge/
ხორხი ცხვირის ღრუდან ჰაერი გადადის ცხვირ-ხახაში, შემდეგ ხორხში. ხორხი შედგება 9 ჰიალინური ხრტილისგან. აქედან 3 წყვილი და 3 კენტი ხრტილია. ხრტილებს შორის ადგილს ყია ეწოდება. ხრტილებს შორის მოთავსებულია სახმო იოგები, აქ იწყება ბგერის წარმოქმნა. ხმის თავისებურება ბავშვებში, ქალებში და კაცებში განპირობებულია სასქესო ჰორმონებით, რომელთა ზემოქმედებითაც ყალიბდება სახმო იოგების სიმაღლე და სისქე. ბიჭებისა და გოგონების ხორხის ანატომია არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ, მათი ხმის ტემბრი და ძალა ერთნაირია გარდატეხის ასაკამდე. პუბერტატულ პერიოდში სასქესო ჰორმონების გავლენით სახმო იოგები იწყებს მუტაციას. ამ მეტამორფოზის ფონზე სახმო იოგების კონფიგურაცია იცვლება და ხმა ხდება დაბალი და უხეში ბიჭებში, ხოლო გოგონებში - უფრო წკრიალა და მაღალი.
სახმო იოგების სიმაღლე: მამაკაცები: 20 -24 მმ ქალები: 18 – 20 მმ ბავშვები: 12- 15 მმ
ხორხის ფუნქცია ხორხის ძირითადი ფუნქცია ხმის წარმოქმნაა. ხმის წარმოქმნას ფონაცია ეწოდება. სახმო იოგები ამოსუნთქვის დროს ვიბრირებს, რაც განაპირობებს ხმის წარმოქმნას. მარტივი ექსპერიმენტი: თქვით „ააააა“ და ამ დროს თითი ხორხზე მიიდეთ. შეიგრძენით ვიბრაცია? ეს არის ჩვენი „ბგერის“ ინსტრუმენტი. სუნთქვა 2 ხასიათისაა: ფიზიოლოგიური და მეტყველებითი. ფიზიოლოგიური სუნთქვის დროს ამოსუნთქვა ჩასუნთქვის ტოლია, ხოლო მეტყველებითი სუნთქვის დროს ჩასუნთქვა ჩქარდება და ამოსუნთქვა ხანგრძლივდება, სწორედ ამ დროს წარმოიქმნდება ხმა. ხმა, რომელიც წარმოიქმნება სახმო იოგების ვიბრაციის მეშვეობით, ძლიერდება რეზონატორებით. რეზონატორები 2 ტიპისაა: თავის და გულ-მკერდის. თავის რეზონატორებს მიეკუთვნება ცხვირი, პირის ღრუ და წიაღები (შუბლის და ჰაიმორის). ზედა რეზონატორები ადამინის ხმას აძლევენ ელფერს ანუ ტემბრს. გულ-მკერდის რეზონატორებს მიეკუთვნება ტრაქეა, ბრონქები, ფილტვები და გულმკერდის ყაფაზი. ქვედა რეზონატორები ხმას აძლევენ ძალას. გაციების, ცხვირის გაჭედილობის, პირში ლუკმის არსებობის ან კბილების არ ქონის დროს ადამიანს ხმა ეცვლება.
რა არის ლარინგიტი? ლარინგიტი ხორხის ანთებაა, რომელიც ხშირად სახმო იოგებზე მომატებული დატვირთვისას ვითარდება. ლარინგიტის დროს სახმო იოგები კარგავენ ვიბრაციის უნარს, მათი მოძრაობა შეზღუდულია, პაციენტს აწუხებს ყელის სიმშრალე, ფხაჭნისა და წვის შეგრძნება, ხმის ჩახლეჩა ან სრულად დაკარგვა. სუნთქვა გართულებულია, მსტვინავია და ვითარდება მტკივნეული, მყეფავი ხასიათის ხველა, რომელიც ძლიერდება ღამით.
როგორ ვუმკურნალოთ? ლარინგიტის მკურნალობისთვის რეკომენდებულია: 🌕🌕 სახმო იოგების დასვენება (მეტყველების შეზღუდვა) 🌕🌕 დიდი რაოდენობით თბილი სიითხეების მიღება 🌕🌕 ცხვირის დატენიანება (ნიზიტას მალამო ან სპრეი) 🌕🌕 ადგილობრივი ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, შემომგარსველი და დამზოგავი მოქმედების მქონე მედიკამენტები (ისლა მინტი ან ისლა მოოსი) 🌕🌕 ამოსახველებელი და მუკოლიზური ბუნების მქონე მცენარეული საშუალებები (პროსპანის სიროფი) 🌕🌕 ინჰალაცია პროსპანის წვეთით თუ ლარინგიტი გამოწვეულია გასტროეზოფაგალური რეფლუქსით, პაციენტმა უნდა დაიცვას კვების რეჟიმი და გამოიყენოს პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ კუჭის წვენის მჟავიანობას.
რატომ ისლა? ისლა გერმანელმა ფარმაცევტმა კარლ ფილიპ ენგელჰარდმა 1868 წელს შექმნა. ეს პრეპარატი ფარმაცევტული კომპანია Engelhard-ის პირველი პროდუქტია. მას აქვს ინოვაციური პასტილის ფორმა. ის ერთ მხარეს ჩაზნექილია, რაც ხელს უწყობს მის მიმაგრებას მაგარის სასის ლორწოვან გარსზე. ისლას თავის ხმას ანდობენ მსოფლიოში ცნობილი ოპერისა და ესტრადის ვარსკვლავები, პედაგოგები, ექიმები და ყველა ის ადამიანი, ვისი სახმო იოგები მაღალი ექსპლუატაციის ქვეშ იმყოფებიან. ისლა შეიცავს ისლანდიურ ხავსს და აქვს ანტიბაქტერიული, ანტიანთებითი (IL-10-ის სეკრეციის გაძლიერება), დამცველობითი, სახმო იოგების ლორწოვანის შემომგარსველი, დამატენიანებელი და იმუნომოდულციური მოქმედება. საქართველოში ისლა წარმოდგენილია ორი საგემოვნო ფორმით: ისლა მინტი და ისლა მოოსი. ისლა მინტი არ შეიცავს შაქარს და მისი გამოყენება დასაშვებია დიაბეტიან პაციენტებშიც.
www.facebook.com/isla.moos.mint/
ბრონქები ბრონქები ადამიანის სასუნთქი სისტემის წყვილი ორგანოა. მედიცინაში არსებობს ტერმინი ბრონქიალური ხე. ის იწყება მთავარი ბრონქებით, რომელიც გადადის მეორად ბრონქებში და სრულდება ალვეოლებით. ბრონქის კედელი შედგება ხრტილოვანი რგოლებისგან და გლუვკუნთოვანი ბოჭკოებისგან. ასეთი აგებულება მას აძლევს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს მუდმივი ფორმა და საჭიროების შემთხვევაში მისი შიდა სანათური გაფართოვდეს და ან პირიქით შევიწროვდეს.
შევიწროვებული ბრონქი
გაფართოვებული ბრონქი
ბრონქების ფუნქცია ბრონქები (ბერძ. Bronchos სასუნთქი ყელი) გულმკერდის დონეზე იყოფა მარჯვენა და მარცხენა მთავარ ბრონქებად. ქალებში, მამაკაცებთან შედარებით, ბრონქები უფრო ვიწრო და მოკლეა. ბრონქების უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ჰაერის გატარება (დრენაჟული ფუნქცია) ფილტვის პარენქიმისკენ, ასევე სასუნთქი სისტემის პერიფერიული ნაწილის დაცვა (დეტოქსიკაციური ფუნქცია) მათში მტვრის ნაწილაკების, მიკროორგანიზმების, გამაღიზიანებელი აირების მოხვედრისაგან. ბრონქები გლუვი კუნთებისგან შედგება, რომელთა შეკუმშვაც სასუნთქი მილის სპაზმს იწვევს, ხოლო გაფართოება - დილატაციას. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, სპაზმი ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს მეტისმეტად დაბინძურებული და ჯანმრთელობისთვის საშიში ჰაერის ფილტვებამდე ჩაღწევას. მთავარი ბრონქები გადადიან წვრილ ბრონქებში, ეს უკანასკნელი ტერმინალურ ბრონქიოლებში. ბრონქიოლები სრულდება ალვეოლებით. ალვეოლებს აქვთ სფერული ფორმა და თითოეული ალვეოლის დიამეტრი 7 მმ-ია. ალვეოლებში ხდება გაზთა ცვლა სისხლსა და ჰაერს შორის.
რა არის ბრონქიტი? ბრონქიტი ბრონქების ანთებაა. განასხვავებენ ბრონქიტის ორ ფორმას: მწვავეს და ქრონიკულს. მწვავე ბრონქიტის ხანგრძლივობა არ აღემატება 90 დღეს. თუ სიმპტომები გახანგრძლივდა, ითვლება, რომ პაციენტს ქრონიკული ბრონქიტი აქვს. ბრონქიტით ავადდებიან ნებისმიერ ასაკში. მწვავე ბრონქიტის უმთავრესი ნიშანია ხველა, რომელიც ორგანიზმის ერთერთი უმნიშვნელოვანესი დამცველობითი რეფლექსია. თავდაპირველად ხველა მშრალია, ხოლო შემდეგ მოყვითალო-მოთეთრო ან ყვითელი ფერის ნახველის გამოყოფით მიმდინარეობს (ანუ ხველა ხდება პროდუქტიული, სველი). ბრონქიტის დროს ხველა ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ იწვევს თავის, გულმკერდის ან/და მუცლის კუნთების ტკივილს. თანმდევი სიმპტომებია: ზოგადი სისუსტე, ყელის ტკივილი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, წვისა და ჩახეხვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, მაღალი ტემპერატურა. ხშირად ხველის ხანგრძლივობა 2 კვირას აღემატება. ქრონიკული ბრონქიტის მთავარი და ძირითადი სიმპტომია ხველა, რომელსაც ახლავს ბრონქო-ობსტრუქცია ქოშინის სახით. ამ დროს ნახველი ხშირად ჩირქოვანია და ზოგჯერ სისხლნარევი.
როგორ ვუმკურნალოთ? ბრონქიტის მკურნალობისთვის რეკომენდებულია: 🌕🌕 დიდი რაოდენობით სიითხის მიღება 🌕🌕 მუკოლიზური, ამოსახველებელი და ბრონქოდილატაციური პრეპარატები (პროსპანის სიროფი და პროსპანის წვეთები) 🌕🌕 თუ ტემპერატურა გახანგრძლივდა 3 დღეზე მეტ ხანს საჭიროა ანტიბაქტერიული ან ანტივირუსული თერაპია 🌕🌕 ადგილობრივი პრეპარატების გამოყენება ინჰალატორების, ნებულაიზერების ან ცხვირის სპრეის სახით
ინჰალაციური თერაპია ინჰალაციური თერაპია რესპირატორული ტრაქტის დაავადებების მკურნალობის საკმაოდ ძველი და გამოცდილი მეთოდია, რომელიც მე-20 საუკუნეში გახდა პოპულარული. პირველად მკურნალობის ეს ფორმა გამოყენეს 1925 წელს, ინგლისში, როცა ასთმით დაავადებულ პაციენტს ჩაუტარეს ინჰალაცია ეპინეფრინით. ინჰალაციური თერაპიის უპირატესობები: • მედიკამენტი სწრაფად და მარტივად ხვდება დანიშნულების ადგილას • პაციენტი იღებს მედიკამენტის ოპტიმალურ დოზას დანაკარგის გარეშე • არ ვლინდება მედიკამენტის გვერდითი მოვლენები • საინჰალაციო თერაპია რეკომენდებულია ნებისმიერ ასაკში საინჰალაციო თერაპიაში გამოიყენება მუკოლიტიკები, მუკორეგულატორები და ბრონქოდილატატორები (პროსპანის წვეთი). ასევე, კრომონები, ანტიბიოტიკები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ტუტე და მარილიანი ხსნარები.
რატომ პროსპანი? პროსპანი გერმანული 69 წლის ფიტობრენდია, რომელიც სურფაქტანტის სეკრეციის გაძლიერებით მე-2 რიგის ალვეოლებში ათხიერებს ნახველს. პროსპანს გამოხატული აქვს ბეტა-2 ადრენომიმეტური მოქმედება, რაც განაპირობებს ბრონქების სპაზმის მოხსნას და გაფართოებას. პროსპანი აიოლებს გათხელებული ნახველის მიგრაციას და ევაკუაციას სასუნთქი გზებიდან. 2016 წელს გერმანიაში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ პროსპანს გააჩნია ანტიანთებითი მოქმედება. პროსპანი თრგუნავს ანთებიითი მედიატორის IL-6 გამოყოფას მაკროფაგებიდან, რითაც ეწინააღმდეგება ანთების ჩამოყალიბებას ბრონქების ლორწოვან გარსში. პროსპანი მისი 5 ფარმაკოლოგიური ეფექტიდან გამომდინარე უალტერნატივოა მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის მკურნალობაში. ინიშნება 0-წლიდან, ორსულებსა და თინეიჯერებში, ქალბატონებსა და მამაკაცებში, ახალშობილებსა და ხანდაზმულებში. არ შეიცავს შაქარს და კონსერვანტებს.
www.facebook.com/prospan.ge/
საინტერესო ფაქტები ყოველდღე ჩვენს ფილტვებში ხვდება 15,000 ლიტრი ჰაერი. ჰაერის ეს მოცულობა საკმარისია 1,600 ბუშტის გასაბერად. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ 60 წლის ქალაქში მაცხოვრებელი სიცოცხლის მანძილზე დევნის საკუთარი ფილტვებიდან დაახლოვებით 16 გრ მტვერს, 200 გრ აქროლად ქიმიკატებს და 0,5 გრ ლითონებს. მწველები თავს არ ზოგავენ. ამიტომ, ქრონიკული ბრონქიტი მწველებში 7-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე არამწეველებში. ასევე, ონკოლოგიური დაავადებები მათში 10-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება. განსაკუთრებით თუ მოწევა დაიწყეს ადრეული ასაკიდან. თუმცა, ონკოლოგიური დაავადებებისგან არავინაა დაცული. ფილტვების ზედაპირის ფართობი გაშლილ მდომარეობაში შეადგენს 100მ2. ამისთვის ადამიანმა უნდა განახორციელოს 23 ათასი ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა. ფილტვების მოცულობა პროფესიონალ მონიჩბეებში აღწევს 7,5 ლ, მაშინ როცა ჩვეულებრივ ადამიანში – 3,75 ლ. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ადამიანის მარჯვენა ფილტვი მოცულობით მეტია მარცხენა ფილტვზე.
რესპირაციული ტრაქტის პინ-კოდი მოიცავს 3 გერმანული ბრენდის
პროსპანის,
ისლას და ნიზიტას სინთეზურ გამოყენებას ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობაში. პირველად, დასახელება რესპირაციული ტრაქტის პინ-კოდი გამოიყენა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა - ქალბატონმა მაია გოთუამ, რაც გახდა ჩვენთვის ინსპირაცია ამ სახელმძღვანელოს შექმნისა, რის გამოც, მას გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ. ყოველივე ამას მოჰყვა პინ-პროექტის შექმნა, რომლის წარდგენის სასტარტო ეტაპია 18 ოქტომბერი 2018. პროექტი გულისხმობს ექიმების, ფარმაცევტების და მომხმარებლის ჩართულობას. პინ-პროექტის ფარგლებში იგეგმება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, შემეცნებით-გასართობი პროგრამები და საქველმოქმედო ღონისძიებები.
წარმომადგენლობა საქართველოში
თბილისი, მიცკევიჩის 27ბ, ოფისი 508 www.alpenpharma.ge