პროექტი "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში"

Page 1


პროექტი "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" არის აშშის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია. პროექტი მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებას ეროვნული ინტეგრაციის გასაძლიერებლად საქართველოში. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრების ჩამოყალიბებას, სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვის მიმართულებებით არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, სხვადასხვა რეგიონების ახალგაზრდებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას გაცვლითი პროგრამებისა და სოციალური მედიის გამოყენებით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ეროვნული დისკუსიის წახალისების მიზნით რეგიონალური და ნაციონალური მედია რესურსების გამოყენებას, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭოს დახმარებას. პროექტის ახალგაზრდული კომპონენტი აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვასა და ახალგაზრდების საერთო კვალიფიკაციის ამაღლებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში; საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის ინტეგრაციის გაძლიერებას ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სტერეოტიპების წინააღმდეგ ერთობლივი მუშაობით; მოხალისეობრივი აქტივიზმის, თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობას ახალგაზრდებს შორის, მათ შორის სოციალური მედიისა და კომუნიკაციის სხვა თანამედროვე საშუალებების ეფექტური გამოყენებით.


www.facebook.com/ani.ycan


რატომ უნდა გაწევრიანდე ახალგაზრდულ ცენტრში? ეს არის შესაძლებლობა: • • •

• • •

შემოუერთდე საქართველოს მასშტაბით მოქმედ "სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდულ ქსელს" დაუმეგობრდე მოზარდებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან განავითარო ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა არგუმენტირებული მსჯელობა და კრიტიკული აზროვნება, საკომუნიკაციო უნარები, კრეატიულობა, ჯგუფში მუშაობა, თვითდისციპლინა, ლიდერობა და ინტერკულტურული ურთიერთობები მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში (გაცვლითი პროგრამები, ტრენინგები, სემინარები, საზაფხულო სკოლები და სხვა); სამოქალაქო აქტივიზმის გზით, დაგეგმო და განახორციელო საკუთარი იდეები გახდე ქვეყნის აქტიური მოქალაქე

პროექტის ახალგაზრდული კომპონენტი მოიცავს: • 13 ახალგაზრდულ ცენტრს 13 ქალაქში (თბილისი, თელავი, გორი, მარნეული, გარდაბანი, დმანისი, ნინოწმინდა, ახალციხე, ახალქალაქი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) • ტრენინგებს, დებატებს, სემინარებს, დისკუსიებს და შეხვედრებს მოწვეულ სტუმრებთან • ახალგაზრდულ ცენტრებს შორის ერთობლივ პროექტებს • ადგილობრივ მოხალისეობრივ და სათემო ღონისძიებებს • ადვოკატირების კამპანიებს • საზაფხულო სკოლებს • თემატურ სკოლებს • მოხალისეების გაცვლით პროგრამას • თანატოლგანმანათლებელთა გაცვლით პროგრამას • თანატოლთა განათლებას • გაეროს მოდელირებას • მცირე გრანტებს სამოქალაქო პროექტებისთვის


ვის შეუძლია გახდეს ახალგაზრდული ცენტრის წევრი? 14-21 წლის ყველა მოზარდს, მათ შორის: • • • • •

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს იძულებით გადაადგილებულებ პირებს მშობლის მზრუნველობას მოკლებულ მოზარდებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდებს სოციალურად დაუცველ მოზარდებს

თითოეულ ახალგაზრდულ ცენტრში შექმნილია სამოქალაქო ქვე-კლუბები ძირითადად ექვსი მიმართულებით: • • • • • •

გენდერული თანასწორობა ტოლერანტობა და კულტურათაშორისი დიალოგი ადამიანის უფლებების დაცვა განათლება ჯანსაღი ცხოვრება გარემოს დაცვა

მოზარდს, რომელიც გაწევრიანდება ახალგაზრდულ ცენტრში, შესაძლებლობა ექნება აირჩიოს მისთვის საინტერესო მიმართულება და გახდეს სასურველი თემატური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი.

www.facebook.com/ani.ycan



საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1995 წლის დეკემბერში დაარსდა და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. საქართველოს გაეროს ასოციაცია აქტიურად უწყობს ხელს თანამშრომლობის განვითარებას სამოქალაქო, სახელმწიფო და ბიზნეს სექტორებს შორის და მუშაობს საქართველოში ტოლერანტული, ღია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. საქართველოს გაეროს ასოციაცია 1996 წლიდან გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის წევრია. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ფედერალური სააგენტოა, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ს მიერ განვითარებადი ქვეყნებისთვის გაწეულ დახმარებაზე მსოფლიოს მასშტაბით. სააგენტო დახმარებას უწევს მრავალ ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარებასა და სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოფხვრაში. USAID-ის ბიუჯეტი მთლიანად დაფინანსებულია ამერიკელი ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით. www.facebook.com/ani.ycan


axalqalaqis axalgazrduli centri "demokrat mesxTa kavSiri" terianis #25, q.axalqalaqi axalcixis axalgazrduli centri "demokrat mesxTa kavSiri" rusTavelis #26, q. axalcixe baTumis axalgazrduli centri "Tavisufal JurnalistTa saxli" memed abaSiZis #48, q.baTumi gardabnis axalgazrduli centri samoqalaqo integraciis fondi energetikis quCa #4/2, q.gardabani goris axalgazrduli centri "goris invalidTa klubi" TarxniSvilis q #20, q.gori dmanisis axalgazrduli centri samoqalaqo integraciis fondi 9 aprilis quCa #64, q.dmanisi zugdidis axalgazrduli centri asociacia "aTinaTi" rusTavelis q. #94, q.zugdidi

Tbilisis axalgazrduli centri fondi "alpe" da ilias universiteti i.WavWavaZis gamziri 32, oTaxi 106, q.Tbilisi Telavis axalgazrduli centri "Telavis ganaTlebis ganviTarebisa da dasaqmebis centri" daviT reqtoris #8, q.Telavi marneulis axalgazrduli centri "marneulis axalgazrduli centri" erekle II quCa #1, q.marneuli ninowmindis axalgazrduli centri organizacia "farosi" WavWavaZis # 21, q.ninowminda ozurgeTis axalgazrduli centri "axalgazrda pedagogTa kavSiri" gabriel episkoposis #3, q.ozurgeTi quTaisis axalgazrduli centri "quTaisis ganaTlebis ganviTarebisa da dasaqmebis centri" griSaSvilis me-4 Sesax.#3, q.quTaisi

proeqti "erovnuli integraciis gaZliereba saqarTveloSi" saqarTvelos gaeros asociacia doliZis q.#2, 0171, q. Tbilisi +995 032 2 33 52 16 +995 032 2 33 25 16 www.una.ge www.facebook.com/una.ge www.facebook.com/ani.ycan


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.