რედაქციისაგან
ამერიკული თავგადასავალი პანდემიის შემდეგ ვოიაჟერი საბოლოოდ იკრებს მხნეობ ას და ძა ლებს და ბევრისთვის ყველაზე საოცნებო, ყველაზე შორეული, ყვე ლაზე ხშირად წარმოსახული მიწებისკენ გაგიძღვებათ. ამ საშემოდ გომო გამოცემით ამერიკულ სერიას ვიწყებთ. ქვეყნებს საგულდა გულოდ ვარჩევთ. ბრაზილიის გარდა (გამოცემის ნომერი და წელი) აღმოსაჩენი და ფეხით გასავლელი უამრავი ქვეყნის გზები გველის. არგენტინა-კოლუმბია-ეკვადორი – ეს ჩვენი პირველი სამეულია. მათ შესახებ კი წერენ ავტორები, რომელთაც იქაურობა საკუთარი თვალით ნახეს და მეხსიერებაში ღრმად ჩაბეჭდილ შთაბეჭდილებებს ახლა ჩვენ გვიზიარებენ. გვჯერა, რომ ამ ნომერში სათავისო გასართობს ყველა ნახავს - ისი ნიც, რომელთაც თავზეხელაღებული თავგადასავლებისკენ მიუწევთ მუდამ გული; მუდამ ადრენალინსა და განსაცდელებს ეძებენ და ურ ბანულ, კულტურასა და ხელოვნებაზე კონცენტრირებული მოგზაურო ბის მოყვარულნიც. განწყობისთვისა და მეტი შემეცნებისთვის კი ამ შორეული ქვეყნები დან ლიტერატურული და მუსიკალური ხმებითაც აგავსებთ. თამარ ბაბუაძე, მთავარი რედაქტორი
1 VOYAGER 27/2022
სარჩევი
არგენტინა 4 22 30 44 50 56 60
იქ, სადაც დედამიწა მთავრდება ქალაქი პოეტების ბაღით ბუენოს აირესი /სასტუმროები / რესტორნები / რას ნიშნავს Loco, როცა არგენტინაში ხარ კორდოვა კორდოვა /სასტუმროები/ სავარცხელი და ბრიოლინი
კოლუმბია 64
კოლუმბია – მრავალფეროვნებაა ბოგოტა
67
/ რა ვნახოთ / სად გავჩერდეთ / სად ვჭამოთ და სად გავერთოთ
კარდაჰენა
კოლუმბია - ტურები
71 78
არგენტინისა და კოლუმბიის რეალური მაგია
83
/ რა ვნახოთ / სად გავჩერდეთ / სად ვჭამოთ და სად გავერთოთ /
/ LA GUAJIRA / ყავისა და კაკაოს ტური / „თხევად ცისარტყელა“/ / ტაირონის პარკი – სანტა მარტა / ამაზონის ჯუნგლის ტური / / ფესტივალები კოლომბიაში /
ეკვადორი დარვინის კვალდაკვალ – გალაპაგოსის კუნძულებზე
86
/ ეკვადორის რესპუბლიკა / კიტო / გალაპაგოსის კუნძულები / / სანტა კრუზი / იზაბელა / ფერნანდინა / ესპინოზა და ვისენტე როკა / / სანტიაგო / ჯენოვეზა / ჩრდილოეთ სეიმური /
მუსიკა „არგენტინის ხმა“
110
ლიტერატურა სამხრეთი ამერიკა: სამი შადრევანი
2 VOYAGER 27/2022
114
27 , 2022
მთავარი რედაქტორი
ყდის ილუსტრაცია
თამარ ბაბუაძე
თამარ წიტაიშვილი
აღმასრულებელი რედაქტორი ნატა ძველიშვილი
პროექტის კურატორი თინა ოსეფაშვილი კორექტორი მანანა სანადირაძე
დიზაინერი ნინო ყაველაშვილი ავტორები გაგა ლომიძე თენგო ჩანტლაძე ვერა ზარკოვსკა გია ხადური ბიძინა ბარათაშვილი
ნათია ახალაშვილი ირინა ბაგაური ლევან ბერძენიშვილი დიანა ანფიმიადი
სარეკლამო გაყიდვების ხელმძღვანელი ნაზი გოშაძე ფოტო Shutterstock თენგო ჩანტლაძე
პროექტის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი
გამომცემელი: შპს „სოლო“ ვებგვერდი: www.solo.ge ტელ.: +995 32 2 44 44 00
ISSN: 2346-8130
რეკლამა ჟურნალში: +995 599 330 364 ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა წარმოადგენს შპს „სოლოს“ საკუთრებას. ჟურნალში დაბეჭდილი ნებისმიერი მასალის გამოყენება კომპანიის წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია.
3 VOYAGER 27/2022
არგენტინა
იქ, სადაც დედამიწა მთავრდება
4 VOYAGER 27/2022
5 VOYAGER 27/2022
არგენტინა
თ ე ნგო ჩ ა ნტლ აძ ე
პროლოგი
არგენტინა
სპორტის ფანებს არგენტინის ხსენებაზე, პირველ რიგში, მარა დონა, მესი და ბატისტუტა გაგახსენდებათ, ლიტერატურის მოყ ვარულებს – ბორხესი და კორტასარი; ისტორიით გატაცებუ ლებს თვალწინ ჩე გევარა და ხუან პერონი დაგიდგებათ, ბუნე ბისა და ლაშქრობების მოტრფიალეებს კი – იგუასუ, პატაგონია და ანდები; თუ გურმანი ხართ, არგენტინული ღვინო და სტეიკ იც გეცოდინებათ, ხელოვნების მოყვარულები კი უთუოდ ძალიან აფასებთ არგენტინულ ტანგოს, მუსიკასა და კინემატოგრაფიას.
მსოფლიოში სიდიდით მერვე და სამხრეთ ამერიკაში სიდიდით მეორე ქვეყანა, არგენტინა, ყველაზე დიდი ესპანურენოვანი სახელმწ იფოა. ეს ფედერალური საპრეზიდენტო რესპუბლიკა მოქცეულია ანდებსა და ატლანტიკის ოკეანეს შორის და საზღ ვრებს იზიარებს ისეთ სახელმწიფოებთან, როგორიცაა პარაგ ვაი, ბოლივია, ბრაზილია, ურუგვაი და ჩილე.
პირადად ჩემთვის ეს ქვეყანა ბავშვობაში წაკითხულ სათავ გადასავლო წიგნებთან ასოცირდება, განსაკუთრებით, ჟიულ ვერნის ნაწარმოებებთან. საბედნიეროდ, ბავშვობის ოცნებები რეალობად მექცა და, რომანის უშიშარი გმირების კვალდაკ ვალ, მეც გავეშურე იმ სილამაზით განთქმულ და სიურპრ იზე ბით სავსე ქვეყანაში, დედამიწა რომ „მთავრდება“ და სახელად არგენტინას უწოდებენ.
არგენტინის ისტორია 1526 წლიდან იწყება, როცა იტალიელი მოგზაური, კაბოტი, პარანის შესართავს იკვლევდა. იგი ფიქ რობდა, რომ მდინარე ვერცხლით მდიდარი რაიონიდან მო ედინებოდა, ამიტომ მას Río de la Plata ( rio – მდინარე, plata – ვერცხლი) უწოდა, ხოლო მიმდებარე რეგიონს – La Plata. დროთა განმავლობაში ეს სახელი მთელ ქვეყანაზე გავრ ცელდა, ოღონდ ამჯერად ლათინური ფორმით – argentum (ვერცხლი).
6 VOYAGER 27/2022
არგენტინა გადაჭიმულია 4,000 კილომეტრზე, სუბტრ ოპიკული ჩრდილოეთ იდან სუბარქტიკულ სამხრეთამდე. ასეთი გეოგრა ფიული მრავალფეროვნება, კულტურულთან ერთად, ძალიან უწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას. პირადად მე არგენტი ნას ორჯერ ვეწვიე და ამ საინტერესო და სიურპრ იზებით სავსე თავგადასავალში მინდა გაგიძღვეთ.
იგუასუს ჩანჩქერები ეს ვეებერთელა, ულამაზესი კომპლექსი მდინარე იგუას უზე მდებარეობს (ინდიელთა გუარანის ენაზე – „დიდი წყალი“). იგი მოიცავს ორი ქვეყნის – ბრაზილიისა (20%) და არგენტი ნის (80%) ტერიტორიას და შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთ ა ნუსხაში. დაახლოებით 3 კილო მეტრზე გადაჭიმულ 275 ჩანჩქერს შორის ყველაზე მაღალი 82 მეტრს აღწევს. სრული შთაბეჭდილებისთვის, ბუნების ეს საოცრება ორივე ქვეყნის ტერიტორიიდან უნდა დაათვალიე როთ: ბრაზილიის მხრიდან ამ კომპლექსზე ყველაზე ლამაზი
ხედები იშლება, არგენტინაში კი ბევრი სალაშქრო ბილიკია, რომლებიც ჩანჩქერებზე ზემოდან გადასვლის საშუალებასაც მოგცემთ. ქვეყნებს შორის საზღვარი ხიდზე გადის, რომლის ერთი ნახევა რი გადაღებილია არგენტინის, მეორე კი – ბრაზილიის დროშის ფერებში. ხიდიდან მოჩანს მდინარის ის მონაკვეთი, სადაც სამი ქვეყნის (ბრაზილია, არგენტინა და პარაგვაი) საზღვარი იკვე თება. არგენტინის ეროვნული პარკიდან ჩანჩქერებისკენ სამი მარშრუტი გადის, რომელთაგან ყველაზე გრძელი მატარებ ლით იწყება და ხიდამდე მიგიყვანთ. ჩანჩქერზე გადადებული ხიდი რამდენიმე ასეული მეტრით არის შეჭრილი ჩანჩქერების პირამდე და როცა მას მიუყვებით, შხეფებისა და მზარდი გუგუ ნის ფონზე ხვდებით, რომ რაღაც გრანდიოზულს უახლოვდე ბით. ამ მარშრუტს აგვირგვინებს შთამბეჭდავი სანახაობ ა – ე.წ. „ეშმაკის ხახა“, რომელსაც თვალს ვერ მოწყვეტთ: ერთდროუ ლად ლამაზიც არის და შემზარავიც, თუ როგორ ეშვება ამხელა წყლის მასა უზარმაზარი სიჩქარით უფსკრულში. სხვა ორი მარშრუტი საშუალებას მოგცემთ, კომპლექსი ქვემო დან და ზემოდან დაათვალიერ ოთ. იგუასუ განსაკუთრებულად ლამაზია კარგ ამინდში, როდესაც მზის სხივებით გაბრწყინებუ ლი წყლის მასა ტყის ხასხასა მწვანე საფარზე გადმოედ ინება. შეგიძლიათ, ნავითაც მიხვიდეთ რომელიმე ჩანჩქერამდე და თავიდან ფეხებამდე გაილუმპოთ.
7 VOYAGER 27/2022
არგენტინა
ელ კალაფატე მეორე ვიზიტისას არჩევანი პატაგონიაზე შევაჩერე – რეგიონზე, რომელიც მოიცავს არგენტინისა და ჩილეს სამხრეთ ნაწილს. სახელწოდება პირველად ცნობილმა მოგზაურმა, მაგელანმა გამოიყენა XVI საუკუნეში, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალ ხის – პატაგონების აღწერისას. ქალაქი ელ კალაფატე, ჩვენი პირველი დანიშნულების ადგილი, XX საუკუნეში დაარსდა და ერთგვარი ტურისტული ჰაბია, საიდანაც სხვადასხვა მარშრუტი მიემართება ჩილესა და არგენტინის სამხრეთში. რიოდან (ბრაზილია) ელ კალაფატემდე გზა, ფაქტობრივად, ერთ დიდ, დაუსრულებელ რიგში გავატარეთ, სამგზავრო, სა ბაჟო და ყოფითი პროცედურების რიგში. ბუენოს აირესიდან ფრენისას ამას ძლიერი ქარი და „ტურბულენტობის სიამოვ ნებაც“ დაერთო და თვითმფრინავის დაშვებამდე არც კი გავ ნძრეულვარ. ეს უარყოფითი ემოციები პირველივე დღის შთაბეჭდილებებმა გადაფარა – გაბრდღვიალებულ ბუენოს აირესს ღამით გადა ვუფრინეთ, როდესაც მის თავზე სავსე მთვარე ეკიდა და ილუ მინატორიდან გადაშლილ ხედს გამორჩეულ რომანტიზმს სძენ და. მეორე, განსაკუთრებული შთაბეჭდილება იყო თოვლი. არ გენტინაში მოგზაურ ობამდე ბოლო ორი წელი მხოლოდ თბილ ქვეყნებში ვცხოვრობდი და სრულიად დავიწყებული მქონდა შეგრძნება, როდესაც გარეთ ცივა. ელ კალაფატე პატარა, კოხტა ტურისტული ქალაქია, ერთი ან ორსართულიანი სახლებით, ფილმებში ნანახ სამეცნიერო და სახლებებს ან მეთევზეთა უბნებს რომ მოგაგონებთ. გარდა ტუ რისტული ჰაბის როლისა, ქალაქს საკუთარი ღირსშესანიშნაო ბებიც აქვს: მაგალითად, პაწაწინა მუზეუმი, სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიური ექსპონატებით, დაწყებული დინოზავრების 8 VOYAGER 27/2022
ჩონჩხებით და დამთავრებული დღემდე რეზერვაციაში მცხოვ რებ ინდიელთა კულტურული მემკვიდრეობით. ჩემი ყურადღე ბა განსაკუთრებულად მიიპყრო მეგათერიუმმა, ექვს მეტრამდე სიმაღლის ძუძუმწოვარმა, რომელიც უკანა ორ ფეხზე გადაად გილდებოდა და ჯერ კიდევ 8-10 ათასი წლის წინათ თანაარსე ბობდა იმდროინდელ ადამიანებთან. მუზეუმში შემოგვთავაზეს გამხმარ ფოთლებზე დაყენებული პა რაგვაული ჩაი მატე (ინდიელთა ტომის, კეჩუას ენაზე ასე უწო დებენ სასმისს, საიდანაც ამ ნაყენს მიირთმევდნენ). სამხრეთ ამერიკაში მისგან ამზადებენ კოფეინით მდიდარ სასმელს, რომელიც განსაკუთრებულად პოპულარულია არგენტინაში („ეროვნული სასმელის“ სტატუსიც კი მიენიჭა). მატეს გამოყენება გუარანისა და ტუპის ინდიელთა ტომებს დაუწყიათ, რომლებიც დღევანდელი ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობდნენ. XVI საუკ უნეში კი კულტურა ესპანელ კოლონიზატორებშიც ფართოდ გავრცელდა. მატეს რიტუალი საკმაოდ შრომატევადი და მრა ვალკომპონენტიანია: თქვენ გესაჭიროებ ათ შესაბამისი სასმისი, საწრუპი და ცხელი წყლით სავსე თერმოსი, საიდანაც პერიოდუ ლად დაამ ატებთ წყალს. ამიტომ, არგენტინის ქუჩებში ხშირად შეხვდებით იღლიაში თერმოსამოჩრილ ადგილობრივებს.
ქალაქის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა ფრინველთა ხე ლოვნური ნაკრძალი, სადაც ჩემი საყვარელი ვარდისფერი ფლამინგოებიც ვნახე. ეტყობა, ქარი ისე მიწეწავდა თმას, რომ ერთ-ერთ მტაცებელ ფრინველს გემრიელი მსხვერპლ ი მოე ლანდა და გადაწყვიტა, თავს დამსხმ ოდა...
9 VOYAGER 27/2022
არგენტინა
მყინვართა ეროვნული პარკი დილიდან ისეთმა ძლიერმა წვიმამ დასცხო, ვიფიქრეთ, რომ დაგეგმილი ლაშქრობა ჩაიშლებოდა, ამიტომ მოწყენილები გა ვეშურეთ ავტობუსისკენ, რომელსაც მყინვართა ეროვნულ პარ კში უნდა წავეყვანეთ. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შე ტანილი ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკი არგენტინის პატაგონიაში მდებარეობს და სიდიდით მეორეა ქვეყანაში (დაახლოებით 4,500 კმ2). მის ტერიტორიაზე გადაჭიმული ყინუ ლის მასა ყველაზე მასშტაბურია ანტარქტიდისა და გრენლან დიის შემდეგ. ეროვნული პარკისკენ გზაზე თავსხმა წვიმა სველ თოვლში გა დაიზარდა და, როდესაც მივუახლოვდით, ისე ბარდნიდა, თავი გუდაურის საძელეზე მეგონა გაგანია სეზონის დროს. გადათეთ რებულ არემარეში ძლივს იკითხებოდა მთების კონტურები, მწვანე ტყეები კი მხოლოდ ალაგ-ალაგ დაეფარა თოვლს და ამ ორი ფერის კონტრასტი გაფიქრებინებდათ, რომ ზამთარი და ზაფხული ჯერ კიდევ ურთიერთჭ იდილში იყვნენ. გიდებს უკ ვირდათ ასეთი ძლიერი თოვლი შუა ზაფხულში, მე კი ვნერვი ულობდი, რომ ასეთ ამინდში ბევრს ვერაფერს გავარჩევდით. თუმცა სალაშქრო ბილიკებზე დიდებული პეიზაჟი გადაგვეშა ლა – მყინვარი პერიტო მორენო, აქაურობის ერთ-ერთი უმ თავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, რომლის ფართობი
250 კმ2-ია. პატაგონიის ყინულის ველი, 48 მყინვარით, მესამეა მსოფლიოში მტკნარი წყლის მარაგებს შორის, თავად პერიტო მორენო კი იმ სამ მყინვარს შორისაა, რომლებიც იზრდება და მიზეზები დღემდე არ არის ბოლომდე დადგენილი.
10 VOYAGER 27/2022
მომაჯადოებელი სანახაობ ა იყო მრავალ კილომეტრზე გადაჭი მული პერიტო მორენო, რომელზეც ალაგ-ალაგ მაინც შეიმჩნ ე ოდა სხვადასხვა ტონალობის ხასხასა ლურჯი ფერი. დროდად რო ხმამაღალი გრუხუნის ხმა გაისმოდა და, თუ მოასწრ ებდით, დაინახავდით, როგორ იშლებოდა წყალში მოწყვეტილი ყინუ ლის მასა.
11 VOYAGER 27/2022
არგენტინა
ახლომდებარე ნავსაყუდელიდან გემით უშუალოდ მყინვარზე გადავედით ლაშქრობის გასაგრძელებლად. გიდების დახმა რებით, სპეციალური კავები ამოვიცვით და ყინულში გაჭრილ ბილიკს დავადექით. სიტყვებით რთულია იმ ემოციების გად მოცემა, მყინვარზე სეირნობისას რომ გეუფლებათ. დამაგვირ გვინებელი აკორდი იყო ვისკითა და სიდრით სავსე სასმისები, რომლებიც წარმატებული ლაშქრობის აღსანიშნავად დაგვახ ვედრეს გიდებმა მარშრუტის ბოლოს, მყინვარიდან ჩამოტე ხილ, კრისტალურად სუფთა ყინულის ნატეხებთან ერთად.
12 VOYAGER 27/2022
ერთი რამ მაინც მინდა გითხრათ – მყინვარზე მოგზაურობას მზაობა სჭირდება, რათა ჩვენი ჯგუფის იმ წევრს არ დაემსგავსოთ, „დაბნეული ინდოელი“ რომ შევარქვი. ეს უცნაური კაცი მთელი გზა საწყალი თვალებით ეკითხებოდა ყველას, თუ სად იყო, სად მივდიოდით და როდის დავბრუნ- დებოდით უკან, გიდებს კი ფეხებში უვარდებოდა და სთხოვდა, არ მიეტოვებინათ. ეცვა შეუსაბამოდ თხელი სამოსი და ლამის ფაჩუჩები. მყინვარის ბილიკზე კი იმდენჯერ წაიქცა, რომ ბოლოს ჯგუფის ყველა წევრმა, გიდის ჩათვლით, ხელი ჩაიქნია მის წამოყენებაზე.
13 VOYAGER 27/2022
არგენტინა
ტბა არგენტინა ჩვენი მოგზაურ ობის მეოთხე დღეს, როგორც იქნა, გამოიდარა ელ კალაფატეში და თუ წინა დღეს ქალაქის მცხოვრებნი ქუ ჩებში ირმებიანი მარხილებით გადაადგილდებოდნენ, იმ დღეს გასარუჯადაც გამოეფ ინნენ. ამინდის ასეთი გაუმჯობესება ზუს ტადაც რომ ზედგამოჭრილი იყო ტბა არგენტინაზე ნავით გასე ირნებისთვის. ლოს-გლასიარესის ეროვნულ პარკში მდებარე ლაგო არხენ ტინო ყველაზე დიდი და ღრმა ტბაა არგენტინაში, 500 მ. მაქ სიმალური სიღრმით და, დაახლოებით 1,400 კმ2 ფართობით. მის გარშემო უამრავი მყინვარია, ამიტომ აქაურობა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლოკაციაა ტურისტებისთვის. აღსანიშნავია გზაც, რომლითაც ნავსაყუდლამდე მივედით – ამინდმა საბოლოოდ გადახსნა ჩვენ თვალწინ პატაგონიის პე იზაჟების სილამაზე. თავად ტბაში წარმოუდგენელი მასშტაბის აისბერგები ტივტივებდნენ, რომელთა ფონზეც ჩვენი საკრუიზო გემი ასანთის კოლოფივით მოჩანდა. რთულია იმ ემოციის გადმოცემა, რომელიც აისბერგთან მიახ ლოებისას გეუფლებათ. შიგადაშიგ, თოვლის სიმძიმის ქვეშ, ესა თუ ის აისბერგი თავდაყირაც დგებოდა, წყალი კი ისეთი კამკა მა იყო, პირდაპირ ტბიდან დარწყულდებოდით. პეიზაჟს თავის ხიბლს მატებდა სხვადასხვა ტონალობის ლურჯი ფერიც, მყინ ვარებს, აისბერგებსა და ტბას რომ გადაჰკრავდა. 14 VOYAGER 27/2022
უშუაია მოგზაურობის მეხუთე დღეს ელ კალაფატედან უშუაიაში გავე შურეთ, რომელიც მდებარეობს კუნძულზე Isla Grande de Tierra del Fuego და ცეცხლოვანი მიწის პროვინციის დედაქალაქია. ამ ყველაზე სამხრეთით განლაგებულ დასახლებულ პუნქტში, ელ კალაფატესგან განსხვავებით, ისეთი ფუსფუსა და მჩქეფარე ცხოვრება დამხვდა, რომ თავისუფლად შევადარებდი ევროპულ ქალაქს ტურისტული სეზონის პიკში. საპორტო დასახლებაში ერ თი ან ორსართულიანი სახლები დგას, ტურისტულ ცენტრში კი უამრავი კაფე, რესტორანი და სასტუმრო დაგხვდებათ, ქუჩაში მომღერალ ბენდებთან ერთად. სხვათა შორის, უშუაია ერთ- ერთი ჰაბია ანტარქტიდაზე მიმავალი ტურისტებისთვის. ჩასვლისთანავე, 7 კილომეტრში მდებარე მყინვარისკენ (Martial Glacier) გავეშურეთ. მისი დაპყრობის დრო არ გვქონ და, მაგრამ ხედებით ნამდვილად დავტკბით. შემდეგ ადგილობ რივ მუზეუმს ვეწვიეთ, ადრე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამ ხედრო საპყრობილეს, სადაც დღეს ციხის, ანტარქტიდისა და უშუაიას ისტორიის ამსახველი ფლიგელებია განლაგებული. ქალაქის ნავსაყუდელში ვეებერთელა ლაინერები ერთმანეთს საყვირების ჩაბერვაში ეჯიბრებოდნენ და ანტარქტიდისკენ მი ეშურებოდნენ, მგზავრებით დატვირთულნი. უშუაიაშ ი გატარე ბული პირველი საღამო ჩინებული არგენტინული სტეიკ ითა და ღვინით დავაგვირგვინეთ, მომდევნო დღეს კი უშუალოდ ცეცხ ლოვანი მიწის ტური გველოდა. 15 VOYAGER 27/2022
არგენტინა
ცეცხლოვანი მიწა მეექვსე დღეს ჟიულ ვერნის სამყაროდან ჯეკ ლონდონის სამყაროში გადავინაცვლეთ. ცეცხლოვანი მიწის ბუნებას ერთგვარი მკაცრი სილამაზე ახასი ათებს. ტბები იქ ისეთი კრიალაა, რეალობასა და ანარეკლს ვერ გაარჩევ. დათოვლილი მთები მშვიდად დაგყურებენ, მოჯადოე ბულ ტყეებში მდგარი გამოფიტული, შემოძარცული და ხავსმო კიდებული ხეები კი ზეცისკენ ხელაპყრობილ, შიშველ ადამია ნებს მოგაგონებენ. მიწის საფარი კლდოვან ზედაპირამდე სულ რაღაც 40 სანტიმეტრზეა, ამიტომ აქაურობა წინასწარ გაჩეხილ ვეებერთელა პოლიგონს ჰგავს, სადაც ქარისგან ფესვებიანად მოგლეჯილი, გამოფიტული ხეები მიმოფენილან.
ძალიან სახალისო, მისტიკური და სიურეალ ისტური ადგილია საფოსტო განყოფილება ყურის პირას, კონტინენტის ყველაზე სამხრეთით მდებარე შუქურასთან. იქ მომუშავე გრძელულვა შა ფოსტალიონი ჩარლი ჩაპლინის პერსონაჟს მოგაგონებთ (გეხსომებათ, ქარხანაში ჭანჭიკებს თავებს რომ უჭერს): სწო რედ მსგავსი ავტომატური მოძრაობებით გირტყამთ პასპორ ტში სპეციალ ურ საფოსტო ბეჭედს, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ „სამყაროს პირას“ იყავით. ამ ბეჭედს მთელი ატ რიბუტიკა მოჰყვება – თარიღი, ვეებერთელა ტექსტი, ახსნა- განმარტებებით, და ფოსტალიონის პერსონალური სტიკე რი, რომელზეც თვითონ არის გამოსახული ბეჭედის ჩარტყმის პროცესში.
მოგზაურობა სამხრეთის განაპირა რკინიგზით დავიწყეთ. ამ ადგილს, სიმბოლურად, სამყაროს სამხრეთ ბოლოს უწოდე ბენ. დანიშნულების ადგილამდე ორთქმავლით უნდა წახვიდეთ, ზუსტად ისე, როგორც წლების წინათ მგზავრობდნ ენ უშუაიას ციხის ტუსაღები ამ დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურა ზე მუშაობისას. სამხედრო ციხეში ყველაზე თავზეხელაღებულ, სასტიკ და, რაც მთავარია, ჯანმრთელ პატიმრებს აგზავნიდნენ, გზების, რკინიგზისა და ქალაქის ასაშენებლად. ფაქტობრივად, უშუაია ტუსაღებმა და მათმა მეციხოვნეებმა დააარსეს, გადარ ჩენილები კი იქვე დასახლდნენ.
16 VOYAGER 27/2022
სამყაროს ბოლოდან დაბრუნებულებმა პინგვინების ნახვა გა დავწყვიტეთ, რომლებიც უშუაიად ან 100 კილომეტრში მდებარე პატარა კუნძულზე დასახლებულან რამდენიმე ათეული წლის წინათ. კერძო საკუთრებაში არსებულ ამ კუნძულზე, შეიძლება ითქვას, „ნავთობმა ამოხეთქა“ პინგვინების სახით, რადგან მა თი მონახულება მეპატრონემ კერძო ბიზნესად აქცია.
17 VOYAGER 27/2022
არგენტინა
პატაგონიის ტბები უაღრესად საინტერესო და ექსტრემალური იყო ცეცხლოვან მიწაზე გატარებული კიდევ ერთი დღე, როცა პატაგონიის ტბე ბი მოვინახულეთ. ამჯერად ჯერ პოსტაპოკალიფსურ ტყეებში გავეშურეთ, სადაც ხეები ისე წაწოლილან, გეგონებათ, რაღაც უბედურება დატრიალდაო. მათი გახმობისა და წაქცევის მიზეზი მარტო ქარი კი არა, გაუმაძღარი თახვებიც ყოფილან. ეს ცხო ველები პატაგონიაში ხელოვნურად მოაშენეს (კანადისგან გან სხვავებით): თავიდან 25 წყვილი ჩაიყვანეს – სამრეწველო მიზ ნებით, მაგრამ ბიზნესი ჩავარდა და გადაწყვიტეს, ისინი ველურ ბუნებაში გაეშვათ. ცოტა ხანში პატაგონიის ტყეებში სერიოზ ული პრობლემები დაიწყო: თახვებს აქ ბუნებრივი მტერი არ ჰყავთ მტაცებლის სახით, ამიტომ სრულ განცხრომასა და ფუფუნება ში მრავლდებიან. მალე მათ მოჯიშებას ხეების შეუქცევადი გა ნადგურება მოჰყვა და ძლივძლივობით გაშენებული, მოვლილი ტყეები ნელ-ნელა გაქრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნ ენ. არგენტინელები დაფაცურდნენ: ჯერ ინადირეს თახვებზე, მერე აკრძალეს ნადირობა, შემდეგ ისევ დაუშვეს... თუმცა პრობლემა კვლავაც გადაუწყვეტელია. თახვების მერე გზა მოჯადოებ ულ ტყეში გავაგრძელეთ. მინ და გითხრათ, რომ თუ თავიდან აბუჩად ვუყურებდი ე.წ. „ოფროუდის“ თემას, სულ მალე დავრწმუნდი, რომ გიდები არ ხუმრობდნენ – საკმაოდ ძნელი გამავლობის გზები დაგ ვხვდა, სადაც ისინი ტრიუკებსაც გვიტარებდნენ: ტალახიან 18 VOYAGER 27/2022
ოღროჩოღროებზე საჭესთან მჯდომი გიდი უცბად გადმოხტე ბოდა მოძრავი მანქანიდან, სადღაც გავიდოდა, ცოტა ხანში კი დაეწეოდ ა ავტომობილს და ცალი ხელით ასწორებდა საჭეს. პირველ ტბასთან საკმაოდ გრძელი მონაკვეთი წყალში ვია რეთ. მალე უფრო მომცრო, ზღაპრულ ბუნებაში ჩაძირულ ტბას მივადექით, სადაც კანოებით ვისეირნეთ. ტურის გვირგვინი იყო არგენტინული სტეიკ ები და წითელი ღვი ნო, რომლებიც იქვე მდებარე ქოხში, აგიზგიზებულ ბუხართან დავაგემოვნეთ.
19 VOYAGER 27/2022
არგენტინა
20 VOYAGER 27/2022
ბოლოსიტყვაობა მე არ აღმომიჩენია ახალი კუნძულები და ტერიტორიები, უცნობი ტომები, უცხო სახეო ბის მწერები, ან ახალ მდინა რეთა კალაპოტები, მაგრამ მოგზაურობისას ბევრ ისეთ რამეს მივაგენი, ვერცერთ გეოგრაფიულ ატლასში ან ეთ ნოგრაფიულ მუზეუმში რომ ვერ მიაკვლევთ. ყველა ასეთი ტური ახალი გამოცდილებაა, სხვაგვარად რომ დაგანახებს სამყაროსაც და საკუთარ თავ საც. მაგალითად, არგენტინა ში ვისწავლე, რომ ადამიანის დაუფიქრებელ საქციელს უდიდესი ეკოლოგიური კატას ტროფების გამოწვევა შეუძ ლია; რომ ბუნება ყველაზე ნიჭიერი შემოქმედია და მის სუპერრეალისტურ შედევრებს მოფრთხილება სჭირდება; რომ სიხარულის პოვნა ნების მერ განწყობაზე, ნებისმიერ ამინდსა და გარემოებაში შე იძლება... და თუ მოინდომებ, სამყარო მრავალფეროვან, დაუვიწყარ შთაბეჭდილებებ საც გაზიარებს. 21 VOYAGER 27/2022
არგენტინა
ქალაქი პოეტების ბაღით
22 VOYAGER 27/2022
გაგ ა ლ ომ იძ ე მახსენდება ქართველი არტისტის, ლევან მინდიაშვი ლის ნათქვამი იმ პერიოდზე, როცა ბუენოს აირესში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა: იქაურები ძალიან ჰგვა ნან ქართველებს, ბუენოს აირესი საქართველოსავი თაა, უბრალოდ, ისეთი იდეალური საქართველოსავით, როგორშიც ყველას გვინდა ცხოვრებაო. ზუსტად არ ვიცი, რატომ, მაგრამ ალბათ ეს ერთადერთი ქალაქია, სადაც ცხოვრება არ მომბეზრდებოდა. ბუენო საირესელებს, იმავე porteño-ებს (ანუ პორტში მცხოვ რებთ), აშკარა უპირატესობის გრძნობა აქვთ ლათინო ამერიკელთა შორის. მართლაც, ბუენოს აირესი სამხ რეთ ამერიკის პარიზია. დანარჩენი სამხრეთ ამერიკის მსგავსად, აქაც თვალსაჩინოა ადგილობრივთა ვნები ანობა, თუმცა ამ ყველაფერს ღირსებით და მოხდენი ლად ავლენენ — კლიშედ ქცეული, ერთდროულად მაც დური და ვნებიანი ცეკვის, ტანგოს მსგავსად, რომლის მოცეკვავეებსაც აუცილებლად გადაეყრებით ქალაქის ცენტრ ში ხეტიალისას. ამბობენ, ტანგო ვერტიკალურ პოზიციაში სექსს ჰგავსო და, ვფიქრობ, ამით ყველაზე ზუსტად ახასიათ ებენ მის არსს. გადმოცემის თანახმად, ტანგო მართლაც სექსს უკავშირდებოდა, ოღონდ არა პირდაპირი მნიშვნელობით: ეს ცეკვა დიდი ხნის წინათ ბუენოს აირესის ბორდელებთან მდგომმა მამაკაცებ მა გამოიგონეს, როცა რიგის მოლოდინში გაჰყავდათ დრო... სახელიც როგორი პოეტური აქვს ქალაქს: ბუენოს აირეს – თან ზუსტი და მკაცრი, თანაც მაცდური და გა მაბრუებ ელი, როგორც მისი რეალური მნიშვნელობა: „ჩინებული ჰაერი“. ბუენოს აირესში ჩილედან ჩავედი... 23 VOYAGER 27/2022
არგენტინა
გირჩევთ
აჯობებს, თუ სიმ ბარათის აღებაზე მინისტრ პისტარინის სახელობის აეროპორტშივე იზრუ ნებთ და იქვე შეამოწმებთ, როგორ იმუშავებს, რადგან ინტერნეტი ყველგან დაგჭირდებათ. შემდეგ შეგიძლიათ, იფიქროთ დანიშნულების ადგილამდე მისვლაზეც. აეროპორტიდან ცენტ რში მოსახვედრად საუკეთესო მაინც „უბერის“ ტაქსია, რომელიც აქ არ ღირს მაინცდამაინც ძვირი. უკვე ქალაქში გადასაადგილებლად შე გიძლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარ გებლობაც, ამიტომაც საუკეთესო იქნება, თუკი მეტროს სადგურებსა ან კიოსკებში SUBE ბარათს შეიძენთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯობია, თან იქონიოთ ხურდა ფული, რადგან ავტობუსით და მეტროთი სხვაგვარად ვერ იმგზავრებთ. ასე ვე, უფრთხილდით ჯიბის ქურდებს. მახსოვს, რო დესაც პირველად გავედი ქუჩაში ზურგჩანთით, ერთმა ადგილობრივმა მითხრა, რომ ხალხმრა ვალ ადგილებში ასე სიარული არ არის მიზანშე წონილი და მირჩია, წინა მხრიდან ჩამომეკიდა ზურგჩანთა, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აქ ჩამოსულ ტურისტებს აფრთხილებენ, რომ ძვირფასი ნივთები ან ბევრი ფული ხელზე არ ატარონ და ხალხმრავალ ადგილას მოერიდონ ტელეფონის ამოღებას, თუმცა მე მსგავსი თავ გადასავალი არ გადამხდენია. მოგვიანებით, ბუენოსაირესელი მეგობარი მიყვებოდა, რომ ხშირად მოტოციკლზე მჯდომი ადამიანები ხე ლიდან სტაცებენ სხვებს ნივთებს, ამიტომაც ყურადღების კონცენტრაციაა საჭირო. საზოგა დოებრივ ტრანსპორტში თურმე ასეთ ხერხსაც მიმართავენ: რაიმე სოუსს თითქოს შემთხვევით შეასხამენ ადამიანს და გულმოდგინედ და შე წუხებული სახით იწყებენ ტანსაცმლის წმენდას, სანამ მოგვიანებით დაზარალებული არ აღმოა ჩენს, რომ საფულე ან საათი მოჰპარეს. ბანკომატიდან თანხის გამოსატანად მომხმა რებელს საკმაოდ დიდი პროცენტის გადახდა უწევს, ამიტომაც აჯობებს, თუკი ხელზეც იქო ნიებთ გარკვეულ თანხას, რადგან ნაღდი ფული ხშირად დაგჭირდებათ. ფლორიდის ქუჩაზე გა იგონებთ გამაყრუებელ შეძახილსაც – CAMBIO, CAMBIO, CAMBIO – რომელსაც უჩვეულო სისწრა ფითა და გარკვეული რიტმული ლოგიკით იმეო რებენ ვალუტის ხელზე გადამცვლელები, თუმცა მათთან საქმის დაჭერას, ჯობია, მაინც ოფიცია ლურ პუნქტებს მიაკითხოთ იმავე ქუჩაზე.
შეიძლება მაყურებელს ახსოვდეს მიუზიკლიდან „ევიტა“, როცა მადონას პერსონაჟი, პრეზიდენტ პერონის ავადმყოფი ცოლი, ევიტა, სასახლის აივნიდან მიმართავს პლასა დე მაიოს უზარ მაზარ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვებით: No Llores Por Mi Argentina (ნუ დამიტირებ, არგენტინა). არგენტინე ლი მეგობრის თქმით, „ევიტას“ გადაღებისას აქ თითქმის მთე ლი ბუენოს აირესი შეიკრიბა მადონას სანახავად, რომელიც მათთვის საკულტო მნიშვნელობის პირველ ლედის განასახიე რებდა. საქმე ის არის, რომ ეს დაბალი ფენის წარმომადგენელი ქალბატონი, პრაქტიკულად, არაფორმალურად მართავდა არ გენტინას და ბუენოს აირესის მკვიდრთა მემარცხენე უმრავლე სობის კეთილგანწყობა დაიმსახურა მათი ინტერესების შესაბა მისი კანონების შემუშავებითა და ქალთა საარჩევნო ხმისთვის ბრძოლით. სახელწოდება პლასა დე მაიო 1810 წლის მაისის რევოლუციიდ ან მომდინარეობს, რომელმაც სათავე დაუდო არგენტინის დამოუკ იდებლობისთვის ბრძოლას. ამ მოედანს უამრავი სისხლი თუ სიხარული ახსოვს, მაგრამ დღეს აქ სილა ღე და ბედნიერების შეგრძნება არ გტოვებთ, როცა შუაგულში, მოლზე წამოგორებული აკვირდებით სამსახურებში სწრაფი ნაბიჯით მიმავალ ადამიან ებსა თუ უზრუნველ ახალგაზრდებს, რომლებიც ზაფხულის სიცხეში თავიანთი პორტატიული ტრან სპორტით – სკეიტებით, ველოსიპედებითა თუ მოპედებით ერ თობიან. პრეზიდენტის სასახლის წინ აღუმართავთ თეთრი ობელისკი – პირამიდე დე მაიო (მაისის პირამიდა), როგორც ესპანეთისგან გათავისუფლებული არგენტინის სიმბოლო. მო ედანზევე დგას ისტორიული კოლონის თეატრი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ააგეს და რომლის სცენაზე გამოს ვლაც ოპერის ყველა სახელგანთქმული მომღერლის სანუკვა რი ოცნება იყო. პლასა დე მაიოს საერო დიდებულებას ავსებს ბუენოს აირესის საკათედრო ტაძარი, მეგაპოლისებისთვის დამახასიათებელი მედიდური სულიერ ებით. ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ამ ადგილას ესპანელმა კონკისტადორებმა პირველი
სამხრეთ ამერიკაში ეს ერთ-ერთი უდიდესი საპორტო ქალაქი ესპანელმა კონკისტადორებმა დააარსეს მე-16 საუკუნეში. თუ კარგად მიუგდებთ ყურს, მიხვდებით, რომ მას დიდი ქალაქე ბისთვის დამახასიათებელი მედიდური და თავდაჯერებული ხმა აქვს. ქალაქის 48 უბნიდან, რომლებსაც ბარიოებს ეძახიან, ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმეს მონახულება შევ ძელი: სენტრო, როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ცნობილია საფეხმავლო ფლორიდის ქუჩით, რომლის გაყოლებაზეც უამრავი მაღაზიაა. აქვეა მო ვარდისფრო კასა როსადა – პრეზიდენტის სასახლე, რომელიც 24 VOYAGER 27/2022
ტაძარი ააგეს. არადა, შენობა გარედან სადაა, მხოლოდ ინტე რიერია ნეოკლასიკური არქიტექტურისა და ბაროკოს ნაზავი (ორნამენტებით მდიდარი). თუ გაგიმართლათ, შეიძლება აქ ბა ხის ან სხვა კომპოზიტორის საორღანო მუსიკასაც მოუსმინოთ, რადგან ამ ტაძარში დგას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დი დი, ე.წ. უოკერის ორღანი… პლასა დე მაიოდან განტოტვილმა ქუჩებმა შეიძლება სრულიად მოულოდნელ ადგილებამდე მიგიყვანოთ, თუმცა მე ისევ ევი ტას დავუბრუნდები: არსებობს სიმბოლოდ ქცეული კადრები და სწორედ ასეთი სა ხეა პლასა დე მაიოზე გადმომდგ არი ევიტა. ზოგადად, იგი ნამ დვილ პოპვარსკ ვლავს მაგონებს (ყველა პარამეტრით), რასაც ადასტურებს მთელ ქალაქში მოფენილი სტენსილები მისი გა მოსახულებით. ევიტას საფლავიც კი საკულტო ადგილად ქცე ულა – ყველაზე მეტი დამთვალიერებელი რეკოლეტის ერთერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში სწორედ მის აკლდამას ჰყავს. თურმე ამ სასაფლაოზ ე თითოეულ ი აკლდამა ბევრ კე თილმოწყობილ სახლზე ძვირი ღირს ბუენოს აირესში, რაც ატა ვისტურ გამოვლინებად მეჩვენება. მისი თვალიერებით დაღ ლილები მოპირდაპირე მხარეს შევდივართ ქალაქში ცნობილ პაბში Buller Pub and Brewery. ეს ერთ-ერთი იშვიათი ადგილია, სადაც შეგიძლიათ კრაფტ ლუდი (რომელსაც ადგილობრივები cerveza artesanal-ს ეძახიან) მიირთვ ათ ტრადიციული ჭიქით, უგემრიელეს ბურგერთან ერთად, თან ქალაქის ხედით დატკ ბეთ და ცოტა ამაოებ აზეც დაფიქრდეთ. ევიტას გარდა, არგენტინელები განსაკუთრებულ პატივს მიაგე ბენ კიდევ ერთ ადგილობრივს – მარადონას, რომელიც ხელ მოკლე პორტენიოთა უბანში, ბოკაში დაიბადა. აქ უამრავი არტეფაქტია მისი გამოსახულებით – წითელ-ყვითელ-მწვანე
შენობების აივნებზე გადმომდგ არი თოჯინით დაწყებული, სტენსილებითა თუ ბარის კედლებზე გამოსახული საფეხბურთო თემატიკით დამთავრებული. მოხდენილ სახლებს ემატება ფე რადი ფილებით მოპირკეთებული ფასადები და გენიალურობის ზღვარზე შესრულებული კედლის მხატვრობა, მემარცხენეო ბისთვის დამახასიათებელი თემატიკით – მშრომელი ადამიანე ბი და მათი გასაჭირი. მას აგვირგვინებს თანამედროვე „პიეტა“ – მეხანძრეებს გარდამოხსნილი იესოსავით მოჰყავთ დაზარა ლებული რიგითი მოქალაქე. თუმცა, ამ მემარცხენე სულისკვე თებით გაჯერებულ ბუენოს აირესში მარადონა მაინც სულ სხვა სტატუსს ატარებს – ის ერთგვარი ეროვნული გმირია. ყველაფერი 1982 წელს დაიწყო, როცა ატლანტის ოკეანის სამ ხრეთ-დასავლეთით, ბრიტანეთის გავლენის ქვეშ არსებულ ფოლკლენდის კუნძულებზე არგენტინული ჯარი შეიჭრა. არ გენტინა ამ ტერიტორიას მე-19 საუკუნის 30-იან წლებამდე სა კუთარ ტერიტორიად თვლიდა. 1980-იანი წლების დასაწყისში არგენტინის სათავეში მყოფი სამხედრო ხუნტა სულ უფრო კარ გავდა პოზიციებსა და გავლენას, ხოლო ბრიტანეთში მარგარეტ ტეტჩერს პრემიერმინისტრობის პირველი ვადა ეწურებოდა და მის მიმართ უკმაყოფილება მასობრივად იზრდებოდა მთელი რიგი რეფორმების გამო. ამ ორივე მხარისთვის მომგებიან და პირისპირებაში საბოლოოდ ბრიტანეთმა გაიმარჯვა. არგენტინა თავს დამარცხებულად გრძნობდა განადგურებული სამხედრო ებისა და დაკარგული ტერიტორიის გამო. წარუმატებლობიდან 4 წლის შემდეგ, 1986 წელს, ქვეყანას თავმოყვარეობის აღდგე ნის შესაძლებლობა მიეცა: ბედის ირონიით ა თუ კანონზომიე რებით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენ ტინა და ინგლისი ხვდებოდნენ. ამ მატჩშ ი მარადონამ პირველი გოლი ხელით გაიტანა, თუმცა მსაჯმა ეს ვერ დაინახა; არც შესა ბამისი ვიდეოტ ექნიკა არსებობდა იმ დროს. ამიტომ, არგენტი ნელებს გოლი ჩაეთვალათ. მოგვიან ებით მარადონამ აღიარა
25 VOYAGER 27/2022
არგენტინა
ეს, მაგრამ იქვე დაამატა: ბურთი მე კი არა, ღმერთმა გაიტანაო, რის შემდეგაც ამ გოლს La mano de Dios (ღმერთის ხელი) უწო დეს. მატჩშ ი მეორე გოლიც მარადონამ შეაგდო, არგენტინამ 2:0 მოიგო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რამაც ლეგენდარული ფეხბურთელი ეროვნულ გმირად აქცია... სულ ვცდილობ ამოვხსნ ა, მაინც რატომ მომწონს ბუენოს აირე სი განსაკუთრებულად. იქნებ იმიტომ, რომ არგენტინელებს დროის განსხვავებული შეგრძნება აქვთ, თითქმის ისეთი, რო გორიც საქართველოში – მთელი ღამე ფხიზლობენ, გვიან იღვი ძებენ და დაგვიანებაც სჩვევიათ. თუმცა ბუენოს აირესის ხიბლს უდავოდ ადამიანებიც განსაზღვრავენ – სიცოცხლის მოყვარუ ლები და ხმაურიანები. ჩემი საყვარელი მწერალი, ხორხე ლუის ბორხესიც არგენტინე ლია; მისი სამყაროც ისეთივე მრავალწახნაგოვანი და მრავალშ რიანია, როგორც ბუენოს აირესი. წარმოუდგენელი მეჩვენება, აქ იცხოვრო და წერა არ მოგინდეს. არ მგონია, რომ ამ მხრივ სტერე ოტიპების ტყვეობაში ვარ – აბა, სხვაგან სად შეიძლება შეხვდეთ პოეტებისადმი მიძღვნილ მონუმენტს, რომელიც 3 თებერვლის პარკში დგას, ქალაქის შუაგულში, გამწვანებულ ადგილას, ხმაუ რიანი ქუჩებიდან და დაწესებულებებიდან რამდენიმე წუთის სა ვალზე, სახელწოდებით El Jardín de los Poetas (პოეტების ბაღი). საერთოდ, ბუენოს აირესში უამრავი პარკია და ზემოდან რომ გადახედოთ ქალაქს, უმეტესწილად ალბათ ამწვანებული გეო მეტრიული ფიგურები შეგრჩებათ. ერთ-ერთი ასეთი ადგილია ბოტანიკური ბაღი, რომელიც ლანდშაფტის ფრანგი არქიტექ ტორის, კარლოს თაისის სახელს ატარებს. ბუენოს აირესში ეს
შემოქმედი მე-19 საუკუნის ბოლოს ჩავიდა, 40 წლის ასაკში, და გადაწყვიტა, თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით ქალაქის იერსახე შეეცვალა. სწორედ ამიტომ, აქ, სრულიად მოულოდ ნელად, ურბანული ხმაურიდან შეიძლება ზღაპრულ ბაღში აღ მოჩნდეთ, იდილიურ გარემოში, სადაც სიმშვიდეს მხოლოდ ფრინველების ხმა არღვევს. დანარჩენი სამხრეთ ამერიკის მსგავსად, ბუენოს აირესში შეიძლება ისეთი ფრინველები ნა ხოთ, როგორსაც ვერსად იხილავთ, მარტო ამ ბაღში კი 5000მდე სახეობის მცენარეა. ასე რომ, თუკი ქალაქური ღამისთე ვებით დაიღლებით, აუცილებლად ესტუმრეთ ამ ზღაპრულ ადგილს, გადაიარეთ ტბებზე გადებული მოხდენილი ხიდები, დაათვალიერ ეთ ქანდაკებები... აქ ისეთი სუფთა ჰაერია, წამით შეიძლება იფიქროთ, რომ ქალაქს ბუენოს აირესი („ჩინებული ჰაერი“) სწორედ ამის გამო დაარქვეს. მხოლოდ ბორხესის ქალაქში თუ ნახავთ წიგნების მაღაზიას ლიბრერია ელ ატანეო – ე.წ. „მშვენიერი ეპოქის“ დროინდელ ყველაზე მდიდრულ თეატრს სამხრეთ ამერიკაში, რომელიც დღესდღეობით წიგნების მაღაზიად გადაუკეთებიათ და თავი სი არქიტექტურული დიდებულებით წიგნებზე კონცენტრაციას გაკარგვინებთ. აქ შეგიძლიათ, მოისვენოთ, ყავა მოწრუპოთ და სასურველი წიგნი ძველი თეატრის სცენაზე, ფრესკებით მოხა ტული ჭერის ფონზე წაიკითხოთ. გასვლისას იქაურ მეგობარს ვეუბნები, რომ ბიოგრაფიულ ი წიგნების განყოფილებაში მე-20 საუკუნის დასაწყისის არგენტინელი კინომსახიობის, ლოლიტა ტორესის ბიოგრაფია ვნახე. თვალები უფართოვდება, საიდან იციო, მე კი ვუხსნი, რომ საბჭოთა ეპოქაში ის ერთ-ერთი ყველა ზე პოპულარული არგენტინელი იყო და დღესდღეობით, ვისაც საქართველოში ლოლიტა ჰქვია, სწორედ მისი დამსახურებაა.
26 VOYAGER 27/2022
არგენტინული ესპანური სრულიად განსხვავდება ტრადიციუ ლისგან ესპანური არა მარტო ლექსიკით, არამედ გამოთქმი თაც. ყველაზე თვალშისაცემია ბგერა „შ“-ს ხშირი გამოყენება (მაგ: სიტყვებს calle (ქუჩა) და pollo (ქათამი), დაახლოებით, ასე გამოთქვამენ: კაშე და პოშო). ამბობენ, რომ ეს გავლენა მე-19 საუკუნეში ჩამოსული იტალიელ ებისგან მოდის. თუნდაც საბაზისო ესპანური აქ აუცილებელია, რადგან ინგლისურად იშვიათად საუბრობენ. მახსოვს, როგორ მასწავლიდნენ ვენე სუელელი და მისი არგენტინელი გელფრენდი ბუენოს აირესის ქუჩებში რეგეტონის ცეკვას, როგორ გამოგველაპარაკებოდნენ ხოლმე სრულიად უცნობი ადამიანები და გვიზიარებდნენ თა ვიანთ პრობლემებსა თუ სიხარულს, პირად საზრუნავს... და ეს ყველაფერი საქართველოს მაგონებდა. მეგობრებთან ერთად ბოკაში ვინაცვლებ, ფერადი შენობებით ცნობილ კამინიტოზე, რომელიც ყოველთვის ქუჩა არ ყოფილა: ერთ დროს აქ წყალი მოედინებოდა, რომელიც შემდეგ დაშრა, მის კალაპოტში კი რკინიგზა გაიყვანეს. მოგვიანებით აქაურობა ჩვეულებრივ ქუჩად გადაკეთდა. რომ იცოდეთ, ხუან დე დიოს ფილიბერტომ სწორედ ამ ადგილს მიუძღვნ ა თავისი ცნობი ლი ტანგო Caminito. სხვათა შორის, ეს პატარა ქუჩა ცნობილია არა მხოლოდ ლამაზი შენობებითა და სტენსილებით, არამედ ქურდბაცაცებითა და წვრილმანი ხულიგნებითაც, თუმცა ჩემს პორტენიოებთან ერთად სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს. გაბრუებულს იქვე გოგოს კივილი და გინება მაფხიზლებს – თურმე ჩანთა წაართვა ვიღაცამ, რაც სებასტიანის თქმით, აქ ჩვეულებრივი ამბავია. ნელ-ნელა თენდება. ულამაზესია ბოკა ში კამინიტოს სტენსილები – თითქოს დიეგო რივერას მოხატუ ლია, ისეთივე მოუხეშავი და გიგანტური ფიგურებით.
ლიტერატურულ ასოციაციას იწვევს პალასიო ბაროლოც – ბუ ენოს აირესის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო, კონცეპტუალური 22-სართულიანი შენობა, რომელიც დანტეს „ღვთაებრივი კო მედიის“ შთაგონებით ააგეს: პოემის მსგავსად, მისი სტრუქტუ რაც ჯოჯოხეთად, სალხინებლად და სამოთხედ იყოფა. 1923 წელს, როცა ის აშენდა, მთელ სამხრეთ ამერიკაში ყველაზე მა ღალ ნაგებობად ითვლებოდა. შეგიძლიათ, აქ ფასიანი ტურიც მოიწყოთ, მაგრამ თუკი ამის მოყვარული არ ხართ ან თანხას ზოგავთ, უბრალოდ, ბარში ადით მე-16 სართულზე და ყავის, კოქტეილ ისა თუ საუცხოო არგენტინული ღვინის თანხლებით დატკბით ხედებით. ბუენოს აირესში ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველა წუთი ძვირფასია და არ მინდა, ძილში დავხარჯო. პორტენიოებად გარდაქმნილ ახალშეძენილ კოლომბიელ და ვენესუელელ მეგობრებთან ერთად მთელი ღამე ბარიდან ბარში გადავ დივარ პალერმო სოჰოში, სადაც ერთ დროს ტრადიციული, ერთსართულიანი შენობები ბუტიკებად თუ ბოჰემურ ბარებად გადაუკეთებიათ. სასმელით ხელში ტროტუარებზე ჩამომსხ დარი ახალგაზრდობა (და არა მარტო) აქ თავდავიწყებამდე ერთობა, სანამ Jet Lounge-ში გადაინაცვლებდეს და დილამ დე გაატარებდეს დროს, ან Terrazas del Este-ში, სადაც ოთხ საცეკვაო მოედანზე შეგიძლიათ პოპიც იცეკვოთ, ჰიპ-ჰოპიც და რეგეტონიც. პალერმო სოჰოში 3-4 საათზე ბარები იკეტება. ჩემი კოლომბიელი და ვენესუელელი მეგობრების, სებასტი ან დუარტესა და რენე ალვარესიდას თქმით, ასეთ დროს აქ მღერიან Una Más y No Podemos Más-ს. ეს გულისხმობს, რომ კლიენტები მეპატრონეს/პერსონალს სთხოვენ, ერთსაც დავ ლევთ და წავალთო. 27 VOYAGER 27/2022
არგენტინა
სებასტიანი მირჩევს, ადგილობრივი ტრადიციული ლუდი გავ სინჯო სოსისის სენდვ იჩთან, ჩორიპანთან ერთად, ჩიმიჩურის სოუსით. ბოკა ცნობილია ბომბონერას სტადიონ ით, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ბოკა ხუნიორსს“ ეკუთვნის და ამჟამინდე ლი სახელი შოკოლადის ყუთთან მსგავსების გამო მიიღო. ქალაქის ამ ნაწილში იტალიელ ი ემიგრანტები ერთ დროს დიდი რაოდენობით ჩამოდიოდნენ. ამით აიხსნება, რომ დღევანდელ ბუენოს აირესში იტალიურ სამზარეულოს აღმერთებენ და მის არქიტექტურულ სტილში იტალიურ ელემენტთა გავლენა იგრ ძნობა. ბუენოს აირესი ხელოვნების ერთგვარი ცენტრ იც არის, გამორ ჩეული თვითმყოფადი ნამუშევრებით. თანამედროვე ხელოვნე ბის მოყვარულებს შეუძლიათ, მოინახულონ ლათინური ამერი კის ხელოვნების მუზეუმ ი (MALBA). ეს მოდერნისტული შენობა (ერთმანეთში გარდამავალი კუბიკები) დეკონსტ რუქტივიზმის გამორჩეული ნიმუშია, რომელიც თავიდანვე განგაწყობთ ლა თინოამერიკული ხელოვნების სანახავად. თანამედროვე ხე ლოვნების ყველა თავმოყვარე მუზეუმის მსგავსად, აქაც უამ რავი ინტერაქტიური ინსტალაცია გელით (ფილმებისთვის გან კუთვნილ სივრცეებთან ერთად), რომლებიც სამხრეთამერიკუ ლი ხელოვნების დღევანდელ მაჯისცემას ასახავს.
შუა საუკ უნეების ოსტატებით დაწყებული, რენუარის, როდენის, მონესა თუ ვან გოგის ნამუშევრებით დამთავრებული. მდინარე რიო დე ლა პლატას ორივე მხარეს გაშლილია ერთერთი ყველაზე საქმიანი უბანი, პუერტო მადერო, სადაც საუკე თესოდ ჩანს ძველისა და ახლის შერწყმა. ერთი სანაპიროდან მეორისაკენ თანდათანობით იკვეთება ურბანული ნაწილის ცათამბჯ ენები, რომლებიც ღამის განათებაში ფერადი სარკეე ბივით მოჩანს. შეუძლებელია, არ მოგხიბლოთ ელეგანტურმა ხიდმა – პუენტე დე ლა მუხერმა („ქალების ხიდი“) – ესპანელი შემოქმედის, სანტიაგო კალატრავას ბიოტექნიკურმა შედევრმა. მდინარეში რომელიღაც ფანტასტიკურ ფილმში ნანახი მწერის მსგავსი თეთრი ბორნები დგას, სებასტიანი კი მეუბნება, რომ ერთხელ ამ ბორნით მონტევიდეოში იმგზავრა და მეორედ რომ ჩავალ, მეც აუცილებლად უნდა გადავიდე იმავე გზით ურუგვაის დედაქალაქში. მის ხსენებაზე ყოველთვის გალაკტიონი მახსენ დება —„ლურჯი მონტევიდეო, თეთრი ხელთათმანებით“... და მგონია, რომ იქ ხელთათმანებივით ვიწრო ქუჩები უნდა იყოს…
თუ ევროპელი არტისტები მოგენატრებათ, ბუენოს აირესის თანა მედროვე ხელოვნების მუზეუმს (Museo de Arte Moderno de Bue nos Aires) ესტუმრეთ, ერთ დროს თამბაქოს საწყობს, სადაც დღეს სალვადორ დალისა და პიკასოს ნამუშევრები დაგხვდებათ.
უკვე გათენებულზე ვხედავთ, როგორ მიიჩქარიან ადგილობ რივები სამსახურში, ნაგვის მანქანები წინა ღამით დაუდევრად მიმოფანტულ ნაგავს აგროვებენ. ტაატ ით მივუყვებით ქუჩებს სან ტელმოსკენ და გზადაგზა პარკებში ვისვენებთ. სწორედ ამ ლამაზ, კაფეებით მდიდარ ტურისტულ უბანში ვქირაობთ airbnb საცხოვრებელს. აქვეა საფეხბურთო კლუბი, უზარმაზარი პარკი და ბაზრობა. რიყის ქვებით მოკირწყლულ ქუჩებში ყველა შენო ბას თავისი ხასიათი აქვს, თითოეული ფანჯარა განსხვავდება და უკვე ფაბულის მასალაა დამწყებ მწერალთა რომანებისთვ ის.
ძველი ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ, ნატიფი ხელოვ ნების ეროვნული მუზეუმი მოინახულონ რეკოლეტაში. აქ ინახება ევროპელ და არგენტინელ შემოქმედთა უნიკალური კოლექცია –
ზაფხულის ცხელ დილას განსაკუთრებით სასიამოვნოა ად გილობრივი, შინაური ნაყინის გასინჯვა, მით უმეტეს, რომ არგენტინელთათვის დილის საუზმე, პრაქტიკულად, არ არ
28 VOYAGER 27/2022
სებობს (მაქსიმუმ ყავა დალიონ და გამომცხვარი ემპანადები მიაყოლონ, სხვადასხვა შიგთავსით). განსაკუთრებით სასია მოვნო და უჩვეულოა სადილი puerta cerrada-ში (დახურულ კარს მიღმა) – ასე ეძახიან ადგილობრივ საიდუმლო რეს ტორნებს, რომლებიც მოწყობილი აქვთ საკუთარ სახლებში და სტუმრებს შინაურ გარემოში უმაღლესი ხარისხის კერ ძებს სთავაზობენ. გზად ბუენოს აირესის უნივერსიტეტის კიბეზე გატეხილი კვერ ცხები შევნიშნე. ჩემი მეგზურები მეუბნებიან, რომ ტრადიციის მიხედვით, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს კიბეზე ჩამოს ვლისას ახლობლები კვერცხებს ესვრიან. სებასტიანი მიყვება, როგორ ჩამოვიდა კოლომბიიდან ამ ქალაქში დასთან ერთად, რადგან ითვლება, რომ მთელ სამხრეთ ამერიკაში აქ საუკეთე სო განათლებას იღებენ, და ეს ყველაფერი უფასოა ჩამოსუ ლი სტუდენტებისთვისაც. სებასტიანიც მემარცხენეა, როგორც აქაური მოსახლეობის დიდი ნაწილი, და თვლის, რომ ყველას (შეძლებისდაგვარად) თანაბარი შემოსავალი უნდა ჰქონდეს, და თანაბარი წვდომა სიკეთეებზე. ასევე, ამაყობს, რომ არგენ ტინაში სამედიცინო მომსახურებაც უფასოა. თუ ბუენოს აირესში წასვლას გადაწყვეტთ, კარგად შეარჩიეთ დრო. სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდია ივნისიდან აგვის ტომდე – ამ დროს ქალაქი ცოცხლდება, თბილი ამინდია და ბევ რი გასართობი ღონისძიება ეწყობა. ქალაქში სულ ფესტივალე ბი იმართება, ლაღი და უპრობლემო. თინეიჯ ერ გოგო-ბიჭებს ერთმანეთთან ფლირტი აქვთ და თან თითქოს გენდერული უპირატესობის დამტკიცება უნდათ, როგორც ტანგოში. მინდა, აივნის მოპირდაპირე მხარეს სანაყინესაც ჩავუსწრო, რომ ბუენოს აირესის გემოც გამყვეს, ამ ქალაქის მოხალული არაქისის სურნელთან ერთად. 29 VOYAGER 27/2022
ბუენოს აირესი სასტუმროები
PALACIO DUHAU – PARK HYATT BUENOS AIRES არისტოკრატული ფუფუნება და მაღალი კლასის თანამედროვე დიზაინ ი ამ ორშენობიანი კომპლექსის მთავარი მახასიათებ ლებია. ფრანგული არქიტექტურის, ძვირადღირებული ბუტი კების, ბაღების, კაფეებისა და ცნობილი სასაფლაოს მსგავსად, ეს სასტუმროც რეკოლეტის უბნის ღირშესანიშნაობაა. იარუსე ბად განლაგებული მოვლილი ბაღები, ნეოკლასიკური ფასადი, ბროლის ჭაღები, მარმარილოს იატაკი და კოლონები გაფიქრე ბინებთ, რომ ცოტაც და რომელიმე მაღალი კარიდან მისტერ გეთსბიც გამოვა, ხელში შამპანურის ბოკალით. სასტუმროში არის 165 სტანდარტული ნომერი და ლუქსი, ელე განტური, ვრცელი, კომფორტული ოთახებით. ცალკეა მდიდრუ ლი აპარტამენტები, ბუხრით, ვერანდით, სპარსული ხალიჩები თა და ხელოვნების ორიგინალური ნიმუშებით.
30 VOYAGER 27/2022
დაწყებული, თეთრი, სასიამ ოვნოდ მომჟაო ტორონტესით დამ თავრებული, რომლებსაც ხემსად 40-მდე სახეობის შინაურული ყველი მოჰყვება. Gioia Botanical Cuisine ინგრედიენტებად მხოლოდ მცენარე ებს, ხილს, პარკოსნებს, წყალმცენარეებსა და სოკოს იყენებს და სრულიად გამორიცხავს ცხოველურ პროდუქტებს. Oak Bar, ანტიკვარული მუხის პანელებით, შეშის ბუხრითა და ტერასით, ზედგამოჭრილია არაფორმალური შეხვედრისთვის, საფირმო კოქტეილის თანხლებით. https://www.hyatt.com
თუ აქ გაჩერდებით, არგენტინული კულტურის გასაცნობად შორს წასვლა არ დაგჭირდებათ: სასტუმროს წარმომადგენე ლი მეგზურობას გაგიწევთ სასტუმროში დაცული თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების დასათვალიერებლად. სამხატვრო გა ლერეა კი წლის განმავლობაში თანამედროვე არგენტინელი ფერმწერების, ფოტოგრაფებისა და სკულპტორების ნამუშევ რებს მასპინძლობს. გასტრონომია აქ ცალკე თავგადასავალია: Los Salones del Piano Nobile, ღია ტერ ასით, შესანიშნავი ადგილია ჩაის რიტუალისთვის, ტრადიციულ ად, 17.00 საათზე რომ იმარ თება, ახალგამომცხვარი ფუნთუშეულის თანხლებით. აქვე შეგიძლიათ გემრიელად ისაუზმოთ ან მსუბუქად წაიხემსოთ. Duhau Restaurant არგენტინულ სამზარეულოს გთავაზობთ, ვინოთეკა კი – ადგილობრივ ღვინოებს, ტანინიანი მალბეკით 31 VOYAGER 27/2022
ბუენოს აირესი სასტუმროები
მეთერთმეტე სართულზე მდებარე განახლებული ტერასიდან რე კოლეტას ცნობილი ბაღებით დატკბებით. ბარში შეგიძლიათ, მსუ ბუქი კერძებითა და ორიგინალური საფირმო სასმელით შეიქცი ოთ თავი. აქვეა სუშის ბარიც, ვრცელი მენიუთი და კოქტეილებით. Alvear Grill – სანამ შუშის მიღმა, შეშის გრილზე თქვენი სტეი კი ან რომელიმე ვეგეტარიანული კერძი მზადდება, შეგიძლი ათ, ადგილობრივი და მსოფლიო სამარკო ღვინოების გრძელ ჩამონათვალს გაეცნოთ. თუ კოქტეილ ი უფრო გესიამოვნებათ, სომელიე თქვენს განკარგულებაშია.
ALVEAR PALACE ბუენოს აირესს ამ სასტუმროს გამოც უწოდებენ „სამხრეთ ამე რიკის პარიზს“. ეს თერთმეტსართულიანი კუთხის შენობა, ხუთ დონიანი ცოკოლით, რეკოლეტაზე XIX საუკუნის დასაწყისში აშენდა ევროპელი სტუმრების მზარდი ნაკადის მისაღებად.
Lobby Bar – სასტუმროში მიაჩნიათ, რომ სწორედ აქ ფეთქავს რეკოლეტის გული – ფრანგულ სტილში გაფორმებული ეს სივ რცე 1932 წლიდან ბიზნესმენებისა და ბუენოს აირესის მაღალი საზოგადოების შეკრების ადგილია.
ერთი სიტყვით რომ მოგვიწიოს სასტუმროს დახასიათება, ეს სიტყვა უსათუოდ „ფუფუნება“ იქნება: ბროლის დიდი ჭაღები და ბრები, მარმარილოს პრიალა კედლები და კიბეებ ი, ხალიჩე ბი, ლამბრეკენიანი გრძელი ფარდები, ფაიფური, მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული ფერწერული ტილოებ ი… კართან თეთრ ხელთათმანიანი კონსიერჟი დაგხვდებათ და ფოიეში შეგაცი ლებთ. თუ თანამედროვე მინიმალისტური დიზაინ ი გიყვართ, სასტუმროს გარემოსთან შეგუება ცოტა გაგიჭირდებათ, თუმცა არის მიზეზი, რის გამოც აქ ვიზიტი აუცილებლად უნდა დაგეგ მოთ: Alvear Palace-ის გასტრონომიაზე ლეგენდები დადის.
რესტორან L’Orangerie-ში სეზონური პროდუქტებით გამორ ჩეული მრავალფეროვანი შვედური მაგიდა იშლება. შეგიძლი ათ, შეფკონდიტერის მიერ მომზადებულ ნუგბარს შეუხამოთ შავი და მწვანე ჩაის სახეობები, კუპაჟი და საგანგებოდ შექმ ნილი არომატი – შავი ჩაის, ნუშის, ხმელთაშუაზღვისპირეთის ციტრუსისა და ვარდის ფურცლების გამოყენებით. კვირა დღის მრავალფეროვანი შვედური მაგიდა სამხარზე, დესერტისა და ღვინის თანხლებით, განსაკუთრებული გამოცდილებაა ტურის ტებისა და ადგილობრივებისთვ ის.
32 VOYAGER 27/2022
www.alvearpalace.com
FOUR SEASON HOTEL რეკოლეტის განაპირას მდებარე ეს კომპლექსი თანამედროვე კომფორტის, ეროვნული ხასიათისა და უნიკალური ისტორიის ნაზავია და ორ განსხვავებულ შენობას აერთიან ებს: მრავალ სართულიან ნაგებობას, რომელიც ორგანულად ეწერება თანა მედროვე მეგაპოლისში, და XX საუკუნის დასაწყისში აშენებულ პატარა სასახლეს. აქ ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება – გაგიზიარონ ის, რაც უყვართ და რითიც ცხოვრობენ. ყველაზე მეტად არგენტინა მაინც რესტორნის გასტრონომიაში იგრძნობა: ორსართული ანი, მუქ ტონებში გადაწყვეტილი მყუდრო სივრცე Elena, დახ ვეწილი სამზარეულოს წყალობით, ლათინური ამერიკის 50 საუკეთესო რესტორანს შორის მოხვდა. მრავალფეროვანი მენიუდან განსაკუთრებულად გირჩევენ ხორცისა და ძეხვეუ ლის დაფას, რომელსაც კამამბერი და დავარგებული ჩედარი
მოჰყვება; ასევე, პირდაპირ გრილიდან გადმოღებულ რვაფე ხასა და ძვლიან სტეიკს (Dry-Aged T-Bone Steak). გრძელი ნუსხიდან ადგილობრივი სამარკო ღვინის შერჩევაში მომსახურე პერსონალი დაგეხმარებათ. ღია სივრცეში მოწყობილი ბარბექიუ – Nuestro Secreto („ჩვენი საიდუმლო“) – ადგილობრივ ტრადიციას ლამის სოციალურ მოვლენად აქცევს და გრილის ფლობის უმაღლეს ტექნი კას წარმოგიდგენთ. დააგემოვნეთ რიბაი სტეიკი, ჩაშუშული ნეკნების რავიოლი ან Sweetbreads – თუ ახალ და პიკანტურ კულინარიულ გამოცდილებას არ უშინდებით. Pony Line-ის სივრცე პოლოს გუნდის შთაგონებით შეიქმნა – ცხენები ხომ, ღვინოსა და ტანგოსთან ერთად, არგენტინელთა დიდი ვნებაა. სხვათა შორის, აქ მიიჩნევენ, რომ ქალაქში სა უკეთესო ბურგერი აქვთ. მენიუში ასევე არის კოქტეილ ები და კრაფტ ლუდი. https://www.fourseasons.com
33 VOYAGER 27/2022
ბუენოს აირესი სასტუმროები
La Cava-ს, ელეგანტური მიწისქვეშა თავშესაფრის აგურის კედ ლებში 4 000-ზე მეტი ღვინის ბოთლი ინახება. დეგუსტაციასთან ერთად, აქ შეგიძლიათ, სანთლის შუქზე ივახშმოთ. El Cabaret 1920-იანი წლების ტანგოს კლუბების შთაგონებით შეიქმნა და თანამედროვე არგენტინულ კერძებს, შესანიშნავ ღვინოსა და საავტორო კოქტეილებს გთავაზობთ. თუმცა აქა ურობის მთავარი ხიბლი მაინც არის Rojo Tango – ვნებიანი და მომნუსხველი ტანგოს შოუ, ცოცხალი ორკესტრისა და ცეცხ ლოვანი მოცეკვავეების შესრულებით. El Mercado ითავსებს ბუენოს აირესის ლეგენდარული ბარები სა და ღია ცის ქვეშ გაშლილი მდიდარი ევროპული ბაზრების ტრადიციებს. აქ ნატურალური პროდუქტებისა და სეზონური ხი ლის კერძები თიხის ღუმელში მზადდება. თუ ამინდი საშუალე ბას გაძლევთ, გირჩევთ, ღია ცის ქვეშ ივახშმოთ. საიტზე წინასწარ გადაამოწმებთ ყველა ობიექტის სამუშაო დროსა და მენიუს, ასევე, ტანგოს შოუს საათებს.
FAENA HOTEL BUENOS AIRES თავიდანვე გაფრთხილებთ, თუ წითელი ფერი არ გიყვართ, სჯობს სხვა ვარიანტი ეძებოთ: პუერტო მადეროს ცენტრში მდე ბარე ამ სასტუმროს გრძელი ხალიჩები, ხავერდის დრაპირება, ტყავის სავარძლები, ვიტრაჟები და აუზის გარშემო შემოწყობი ლი შეზლონგებიც კი წითელ ტონებშია. ერთ დროს სასაწყობე ქარხნის მასიურ ი აგურის შენობა ახლა, სასტუმროსთან ერთად, რამდენიმე „ცხელ წერტილს“ აერთიანებს – რესტორნები, ლა უნჯბარი, გასართობი დაწესებულებები...
სასტუმროს სპა-ცენტრში თქვენი ფიზიკური და სულიერ ი ბა ლანისის აღდგენაში ძველი ხალხების სამკურნალო რიტუა ლებსაც გამოიყენებენ. სახურავზე დიდი აუზია – სასტუმროს თვის ჩვეული ექსტრავაგანტული შტრიხით – აუზის შუაგულში უზარმაზარი სამეფო გვირგვინიდან შადრევანი მოჩქეფს. სპა- ცენტრ ის სერვისში შედის იოგას კლასი და ტანგოს გაკვეთილე ბიც (თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად).
ინტერიერი ერთდროულ ად გაბნევთ და გაოცებთ ფანტაზიის სითამამით: არ გაგიკვირდეთ, თუ სავახშმოდ შესულს კედელ ზე წითელთვ ალება, თეთრი უნიკორნების სიმეტრიულად ჩამ წკრივებული თავები დაგხვდებათ. სასტუმროს ყველა ნომერი წითელ, თეთრ და ოქროსფერ ტონებშია გადაწყვეტილი. გან საკუთრებით შთამბეჭდავია Tower Suite – ექსკლუზიური სამ სართულიანი აპარტამენტები, რომლის ინტერიერშიც მუქი ხის ფაქტურა ბროლის სანათებთან არის შეხამებული. Bistro Sur მაღალი სამზარეულოსა და თანამედროვე ტექნო ლოგიების მიქსია. თუმცა გაგვიჭირდება თქმა, აქ დეკორი უფ რო ექსტრ ავაგანტულია, თუ მენიუ.
34 VOYAGER 27/2022
https://www.faena.com/
HOME ბუენოს აირესის ყველაზე დიდი უბნის – პალერმოს იმ ნაწილს, სადაც ტელე-რადიო სადგურები და კინოსტუდია მდებარეობს, არაოფიციალურად პალერმო ჰოლივუდს უწოდებენ. ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობები აქედან შორს არის, თუმცა თუ გურმანი ხართ და გვიანობამდე გართობა და უცხო ქალაქში უმიზნოდ ხეტიალი გიყვართ, ეს უბანი მოგეწონებათ.
MINE HOTEL ეს სასტუმროც ხმაურიანი და ბოჰემური პალერმო სოჰოს ცენტრში მდებარეობს, ტურისტული ღირსშესანიშნაობების გან მოშორებით. ყველაზე სწრაფად აქ მეტროთი მოხვდებით, რომელიც 10 წუთის სავალზეა. გარშემო მოდური ბუტიკები, კაფეები და ბარებია. დასალევად გამოსულს არჩევანის მრა ვალფეროვნება დაგაბნევთ კიდეც. სასტუმროში სულ 20 ნომე რია, რომლებიც განლაგებულია შიდა ეზოსა და საუზმისთვის განკუთვნილი სივრცის გარშემო. ნათელი ფერები, დღის შუქი და ბუნებრივი მასალის შეხამება ინტერიერში სიმშვ იდის გან ცდას გიჩენთ. კუთვნილებითი ნაცვალსახელი (Mine) სასტუმ როს დასახელებაში შემთხვევითი არ არის – აქ უნდათ, რომ ეს ადგილი თქვენს სივრცედ, თავშესაფრად, სახლად იქცეს უცხო ქვეყანაში ყოფნისას. სიმწვანეში ჩაფლული ეზოს შუაში აუზია, შენობის შემინულ და ნათელ სივრცეში კი დილაობ ით შვედური მაგიდა იშლება: ხორცისა და ყველის ნაირსახეობით, ახალგამომცხვარი ფუნ თუშეულით, იოგურტებითა და ტროპიკული ხილით… გაითვა ლისწინეთ, რომ სასტუმროში მხოლოდ ამ ნოყიერ საუზმეს შე მოგთავაზებენ – რესტორანი აქ არ არის. თუმცა, უბნის სპეცი ფიკიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, ყოველდღე ახალ-ახალი მარშრუტები გაკვალოთ და სხვადასხვა ადგილას წაიხემსოთ, ან რომელიმე კაფე-რესტორნის მუდმივი სტუმარი გახდეთ. https://www.minehotel.com/
ბუტიკ-ოტელი, თავისი ინდივიდუალიზმით, მკვეთრად განსხ ვავდება სასტუმროთა ერთფეროვანი გარემოსგან – თანამედ როვე სტილი რეტროს ელემენტებით, ვინტაჟური შპალერი, ბევრი მწვანე ფერი, სკანდინავიური ავეჯი, კარგად განათე ბული სივრცეები, და ნივთები – რომელთა მსგავსიც წამოსვ ლისას სახლში დატოვეთ. კონცეფციიდან დაწყებული, დეტა ლებით დასრულებული, ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული და გათვლილია, რათა აქაურობას გული დაუდოთ, რადგან აქ სჯერათ – სახლი იქაა სადაც გულია. სასტუმროში 20 ნომერია: ოთახები შიდა ეზოს ან ქალაქის ხედით, ლუქსები ჯაკუზით, აპარტამენტები ცალკე შესასვლელით, პრივატული აუზით და ბაღით – საიტზე მოცემული ნომრების ფოტოები და დაწვრი ლებითი დახასიათება არჩევანს გაგიადვილებთ. გაითვალისწინეთ – აქ შემოგთავაზებენ საუზმეს, შუადღის ხემსს, ლანჩს, ბრანჩსა და კოქტეილ ებს. სადილის მენიუ სას ტუმროში არ არის – იმედოვნებენ, რომ მალე ექნებათ. თუ თქვენს ჩასვლამდე ვერ მოესწრ ო, არ დაგავიწყდეთ – საუკე თესო რესტორნების და კაფეების უბანში ხართ! ეზოში – ჟას მინის ბუჩქების, ყვავილების, ხეხილის ხეებისა და გვიმრების გარემოცვაში მდებარე აუზი ღიაა ოქტომბრ ის შუა რიცხვები დან მარტის შუამდე. ttps://www.homebuenosaires.com
35 VOYAGER 27/2022
ბუენოს აირესი სასტუმროები
NUSS BUENOS AIRES SOHO ეს სასტუმრო პალერმო სოჰოს ცენტრში, რაიონის ყველაზე სიმბოლურ გზაჯვარედინზე – ელ სალვადორისა და ხოსე ლუ ის ბორხესის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. აქვეა Plaza Serrano – პატარა, მაგრამ ხალხმრავალი და პო პულარული მოედანი, გარშემორტყმული ბარებითა და რეს ტორნებით, სადაც შაბათ-კვირას სამხატვრო ბაზრობები ეწყობა. ცოტა მოშორებით, დაახლოებით 15 წუთის სავალზე, ულამაზესი ბოტანიკური ბაღია – Jardín Botánico Carlos Thays. სასტუმროს არქიტექტურას თავდაპირველი დანიშნულება განსაზღვრავს – საუკუნის წინ აშენებულ ყოფილ მონასტერში 22 ნათელი ნომერი ესპანურ სტილში მოწყობილი პატარა ატრიუმის გარშემოა განლაგებული.
BE JARDÍN ESCONDIDO პალერმო სოჰოში მდებარე ეს პატარა სასტუმრო, სამდონი ანი ბაღით, აუზით, ზაფხულის სამზარეულოთი და ულამაზესი ტერასით, ნამდვილი ოაზისია, რომელიც ხალხმრავალი და ხმაურიანი უბნისგან დაღლილს, სიმშვ იდეში გაქცევის საშუ ალებას მოგცემთ. ეს ელეგანტური ისტორიული სახლი, იტა ლიური სტილის ელემენტებით, გაწყობილია არგენტინული ტექსტილით, წითელი იატაკის ფილითა და ადგილობრივი სა კარნავალო ნიღბებით. დიდ მისაღებში პატარა ბიბლიოთ ეკაა. საუზმეზე სწორედ აქ შლიან შვედურ მაგიდას, სეზონური ხილით, ახალგამოწურუ ლი წვენებით, ყველისა და ხორცის დაფებით და ბევრი სხვა სასუსნავით.
სასტუმრო მოკრძალებული ზომისაა, თუმცა კომფორტული და თანამედროვედ აღჭურვილი: აქ დაგხვდებათ სატრენაჟო რო დარბაზი, მშრალი საუნა და აუზი ტერასაზე, რომელიც სა უცხოო ადგილია ბუენ ოს აირესის დაისების საცქერლად. აქაურობის ხშირი სტუმარია ფრენსის ფორდ კოპოლა – რომელიც შთაგონების ძებნაში სასტუმროს შვიდი ნომრიდან ერთ-ერთს ირჩევს, საოცარი არგენტინული ღვინით ტკბება და წერს.
დილაობით საუზმეზე შვედური მაგიდა იშლება, თუმცა გირ ჩევთ, კულინარიული შთაბეჭდილებები სასტუმროს გარეთ ეძებოთ, მით უმეტეს, რომ ეს რაიონი განთქმულია თავისი სა რესტორნო ცხოვრებითა და კაფეებით.
https://www.thefamilycoppolahideaways.com/en/jardin-escondido
https://www.nusshotel.com/
36 VOYAGER 27/2022
HOTEL MADERO სასტუმრო მდებარეობს პუერტო მადეროში, ბუენოს აირე სის თანამედროვე, პრესტიჟულ რაიონში, ლა პლატას ყურეს სიახლოვეს. ხედი მდინარესა და დამბაზე, ვრცელი და კომ ფორტული ოთახები და შესანიშნავი სამზარეულო ის სამი უმთავრესი მიზეზია, რომელთა გამოც ღირს ამ სასტუმროში გაჩერება. რვა სართულზე რვა კატეგორიის 197 ნომერია – თანამედრო ვე და ელეგანტური. ჩვენ კუთხის ნომრებს გირჩევთ, გრძელი აივნებისა და დოკებზე ხედის გამო. რა თქმა უნდა, საუკეთე სოა Diplomat Suite – 95 კვ. მეტრი ნომერი, საძინებლით, სას ტუმრო ზონითა და ჯაკუზით ღია ტერასაზე.
HUB PORTEÑO თუ პომპეზური გარემო არ გხიბლავთ, ამ პატარა, კონცეპტუა ლურ სასტუმროს გირჩევდით, 11 ვრცელი და ნათელი ნომრით. აქ ყველაფერი ისეთი მყუდრო, ინტიმური და ინდივიდუალუ რია, გეგონებათ, მდიდარ არგენტინელ მეგობარს სტუმრობთ. ფრანგული სტილის სახლი ორიგინალური სტრუქტურით, 1957 წელს აუშენა ედუარდ (იგივე ლალო) პალასიოსმა თავის მეუღლეს – არგენტინაში ცნობილ მომღერალს, მოცეკვავესა და მსახიობს. როგორც ჩანს ეს სახლი დიდი ბოჰემური თავშეყრის ადგილი იყო. შენობა პირველად 1980-იან წლებში გაიყიდა და რესტორნად გადაკეთდა. 2010 წელს ახალმა მეპატრონემ აქ სარეაბილიტაციო სამუშა ოები დაიწყო და 2 წლის შემდეგ დახვეწილი სივრცე შექმნა. სასტუმროს ყველა დეტალი საერთო კონცეფციის ნაწილია. მთავარი ამოცანა იყო შენობის შენარჩუნება ტრადიციული სახლის სახით, ამიტომ შესვლისას ნუ დაიწყებთ სარეგისტრა ციო მერხის ძებნას; აქ არც ოთახებია დანომრილი. სასტუმროს პერსონალი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. სუხა ნი, სახლის მენეჯერი, თქვენი სურვილის შემთხვევაში თავის ცოდნასა და გამოცდილებას გაგიზიარებთ – ის ხომ იოგას ინ სტრუქტორია, 10-წლიანი სტაჟით. ვანინა – ერთ-ერთი კონსი ერჟი, ტრადიციული ჩაი მატეს დამზადების ხელოვნებასა და საიდუმლოს გასწავლით. ღვინის დეგუსტაციის ტურსაც ის გა უძღვება. ანდრეც კონსიერჟია, თუმცა ამ უბნის და მისი ისტო რიის გასაცნობად უკეთეს გიდს ვერც ინატრებთ. https://hubporteno.com
აქაურობა რამდენიმე გასტრონომიულ სივრცეს გთავაზობთ: Rëd Resto & Lounge პირველ სართულზე, სადაც გემრიელ საუზ მეს მიირთმევთ, სადილად და ვახშმად კი ხმელთაშუაზღვისპი რეთისა და ფრანგული სამზარეულოს კერძებს დააგ ემოვნებთ; White Bar სუშისა და კოქტეილების მოყვარულებს გეპატიჟე ბათ; Rëd Boutique კი დელიკატესებით გიმასპინძლებთ. სასტუმროს სარელაქსაციო ზონაში შედის სპა-სალონი, აუზი გათ ბობითა და გასაწევი ჭერით, მასაჟის ოთახი და ფიტნესცენტრი. https://www.hotelmadero.com/
37 VOYAGER 27/2022
ბუენოს აირესი რესტორნები
თუ ვეგეტარიანელობა თქვენი ცხოვრების წესი არაარის, ბუენოს აირესის გასტრონომიული შესწავლა ასადოთი უნდა დაიწყოთ. ესა არის ღია ცეცხლზე ან გრილზე შემ წვარი, მარილით და პილპილით შეგემებული ხორცი. გადაუჭარბებლად ვიტყვით – ასადო არგენტინელების ეროვნული იდენტობის ნაწილია, მათი სიმდიდრის და ისტორიის განსახიერება. არა ვერცხლი და ოქრო – რო გორც კონკისტადორები ვარაუდობდნენ, არამედ ხორცი გახდა ამ ქვეყნის სიმდიდრისა და ეკონომიკური სიძლიე რის მიზეზი: არგენტინა მესაქონლეობის ქვეყანაა. ასადო უნდა ყოფილიყო მომთაბარე ცხოვრებას ნაჩვევი გაუჩო ების მთავარი საზრდ ოც. გაუჩო არგენტინის გამქრალი ისტორიის ნაწილია – ლათინოამერიკელი კოვბოი, უმე ტესად კრეოლი – დედით ინდიელი, მამით ევროპელი. მი სი მთავარი საქმე იყო მწყემსვა და, როცა ქვეყნის დამო უკიდებლობისთვის არ იბრძოდა, საქონელს ერეკებოდა არგენტინის გაშლილ და ნაყოფიერ პამპებზე. ეს უკიდეგა ნო ველები, თავისი ნესტიანი და თბილი კლიმატით, ასა დოს განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მთავარი მიზეზია – ბალახზე გაზრდილი საქონლის ხორცი განსხვ ა ვებული გემოსია და გადასამუშავებლად უფრო ადვილი. არანაკლებ როლს თამაშობს მომზადების ტექნიკა და არ გენტინული Parrilla– შეშის გრილი. (იცოდეთ – შეწყვილე ბული L არ გამოითქმ ის, მის ადგილას ჰ-ს მსგავს ბგერას გამოსცემთ, ისე – სხვათაშორის, თითქოს არც ამბობთ). Parrilla ასევე ეწოდება ყველა დაწესებულებას, სადაც ხორცს ტრადიციული მეთოდთ ამზადებენ. გაითვალის წინეთ: ეს სიტყვა კვების ობიექტის კლასის მაჩვენებელი არაარის, ის მხოლოდ მიგანიშნებთ რომ აქ ხორცი ცეცხ ლზე იწვება.
DON JULIO აქაურობა ნებისმიერი გზამკვლევის რჩეულ ტოპრესტორანთა უცვლელი წევრია, ამიტომ გირჩევთ, მაგიდა წინასწარ დაჯავ შნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდხანს მოგიწევთ ლოდინი, თუმცა თავშესაქცევად ერთ ბოკალ ცქრიალა ღვინოს მოგარ თმევენ. პერსონალი სიამოვნებით დაგეხმარებათ კერძის შერ ჩევაში და საუკეთესო ღვინოსაც შემოგთავაზებთ. რესტორნის მაღაზიაში შეგიძლიათ, უმაღლესი ხარისხის ხორცი, ძეხვეულ ი და სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუქტიც შეიძინოთ. https://parrilladonjulio.com
სანამ ბუენოს აირესის საუკეთესო სტეიკჰაუსებს მიგას წავლით, კიდევ რამდენიმე სიტყვა ესპანურად – რომე ლიც უთუოდ დაგჭირდებათ და გამოგადგებათ: jugoso (ხუგოსო) – 45-50°-ზე მომზადებული ხორცი (რეარი); a punto (ა პუნტო) – 55-60°-ზე მომზადებული ხორცი (მედიუმ რეარი); bien cocido (ბიენ კოსიდო) – კარგად შემწვარი ხორცი.
38 VOYAGER 27/2022
CABAÑA LAS LILA
EL POBRE LUIS
ერთი მხრივ, სან პაულ ოში ცნო ბილი სარესტორნო ქსელი და, მეორე მხრივ, ადგილობრივი საოჯახო ბიზნესი, რომელიც უკ ვე მეოთხე თაობ ას ითვლ ის და ორიენტირებულია საუკეთესო მსხვილფეხა საქონლის მოშენე ბაზე; Cabaña Las Lila წარმატე ბული არგენტინულ-ბრაზილიური კოლაბორაციაა, რომელსაც თითქმ ის 30-წლიანი ისტორია აქვს. მის მენიუშია შინაური პური და სტარტერი, ხორცპროდუქტები, თევზი და ცივი კერძები, სალა თები, გარნირები, დესერტი და, რა თქმა უნდა, შესანიშნავი ღვი ნო. ცალკე მენიუს გთავაზობენ ბავშვებისთვისაც.
El Pobre Luis ან „ბელგრანოს წითელი კუთხე“ ტურისტული ლოკაციებ იდან მოშორებით, ჩაინათაუნში ან, როგორც აქ ეძახიან, ბარრიო ჩინოში მდებარეობს ამ რესტორანში თით ქმის 32 წელია, ორი დიდი არგენტინული ტრადიცია თუ ვნება იკვეთება: გასტრონომია და ფეხბურთი.
http://www.restaurantlaslilas.com.ar
აქაურობას ურუგვაიდან ემიგრირებული ოჯახი მართავს, რაც მენიუსაც ეტყობა — ტრადიციულ ადგილობრივ კერძებთან ერ თად, ყველაზე მოთხოვნადი ურუგვაული პამპლონაა — ყვე ლით, შემწვარი წითელი წიწაკით და ლორით ფარშირებული ქათმის, ძროხის ან ღორის ხორცის მჭიდროდ გადახვეული და გრილზე შემწვარი როლები. ჭერში თოკებზე სარეცხივითაა გა ფენილი სპორტული მაისურები. მათგან ყველაზე გამორჩეული ალბათ ლეგენდარული 10 ნომერია – თეთრ და ცისფერზოლე ბიანი მაისური, წარწერით: სიყვარულით, დიეგო. https://parrillaelpobreluis.com.ar/ https://www.facebook.com/elpobreluisparrilla/
LA CABRERA საფრანგეთში სწავლის, ასევე, ინგლისში, იტალიასა და ბრაზი ლიაში სტაჟირების შემდეგ, გასტონ რივეირამ 2002 წელს კლა სიკური არგენტინული Parrilla გახსნა და დღემდე მისი უცვლელი შეფია. მენიუშია ტრადიციული კერძები და საუკეთესო ხორცპ როდუქტები – რიბაი სტეიკ ით დაწყებული, ბიფშტექსით დას რულებული, აგრეთვე – შესანიშნავი ღვინოებ ი და თითოეულ ი კერძისთვის საგანგებოდ მომზადებული გარნირი, მაგალითად: გოგრის პიურე ან კარტოფილის სალათი მწყერის კვერცხებით. თუ როზმარინის მძაფრი არომატი არ გაშინებთ, სტეიკთან მის კომბინაციას გირჩევთ. კერძის მოლოდინის დრო შეგიძლიათ, ჭიქა ღვინითა და გემრიელი ხემსით „შეამოკლოთ“. https://lacabrera.com.ar/en
სტეიკის მოყვარულებს კიდევ რამდენიმე რესტორანს გირჩევდით: LA BRIGADA, LA CARNICERIA და FOGON.
39 VOYAGER 27/2022
ბუენოს აირესი რესტორნები
თუ ვეგეტარიანელი ხართ, ნუ ჩათვლით რომ Parrilla სათ ქვენო ადგილი არაა. გრილზე მომზადებულ პროვოლეტას აღწერის დროსაც კი შეიგრძნობენ გემოს რეცეპტორები. ეს იატლიურ ი ყველის — პროვოლონეს არგენტინული ნა ირსახეობაა. 10-15 სმ დაიმეტრის ყველის დისკებს ორეგა ნოსა და წითელ წიწაკაში ამოსვრ იან, პირდაპირ გავარვა რებულ გრილზე დაალაგებენ და ასადოსთან ერთად მო გართმევენ სტარტერად. გირჩევთ, ნახევრად გამდნარი და კვამლის არომატით გაჟღენთილი პროვოლეტა გახუხულ ან კრატუნა პურთან ერთად მიირთვათ და წითელი მალ ბეკიც მიაყოლოთ. ასადოსა და პროვოლეტასთან ერთად, როგორც წესი, ტრადიციული ჩიმიჩურიც მოდის და, თუ არ მოიტანენ, მოითხოვეთ.
BUENOS AIRES VERDE მაურო მასსიმინო, ვეგეტარიანული სამზარეულოს პიონერი არ გენტინაში, გასტრონომიას 18 წლიდან სწავლობდა და მრავალი წელი მუშაობდა შეფმზარეულად სხვადასხვა რესტორანში.
ამ არგენტინულ სოუსში შეზავებულია წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ორეგანო, ხახვი, ნიორი, წითელი წიწაკის ფანტე ლები, ზეითუნის ზეთი და ძმარი. ზოგჯერ ურევენ ქინძს, ლი მონის წვენს, კუმინს, პომიდორსა და ტკბილ წიწაკასაც.
SACRO მკაცრ გეომეტრიულ ფორმებზე აგებული ინტერიერი, ხავერ დის სავარძლები, მცენარეებისგან შექმნილი იმპროვიზებული შირმა, სპეციალურად დამზადებული ხის სკამები და მაგიდები, არგენტინელ მხატვართა ნამუშევრები, სიმწვანეში ჩაფლული შიდა ეზო – ეს დახვეწილი სივრცე აერთიან ებს დიზაინს, ხე ლოვნებას, ბუნებასა და გასტრონომიას. 140 სტუმარზე გათვლი ლი რესტორანი 2018 წელს გაიხსნ ა. სამზარეულო მარაგდება ადგილობრივ მწარმოებ ელთა და ფერმერთა მიერ მოწოდებუ ლი ორგანული და სეზონური პროდუქტებით, რაც რესტორანს საშუალებას აძლევს, თავის სამ ძირითად პრინციპს ერთგუ ლებდეს: კრეატიულობას, ინოვაციასა და ხარისხს. ბატატის რა ვიოლი, სოკოს ხიზილალით, ველური სტაფილოს ტორტელინი, ვეგანური ბურგერი, ქეშიუს ყველითა და ჭარხლის სალსით, კიმჩი AL FUEGO… აქაურ მენიუში მართლაც მთელი მსოფლიოს საუკეთესო გემოებია თავმოყრილი. http://www.sacro.com.ar/
2008 წელი ათვლის ახალი წერტილია მის ცხოვრებაში – როცა სამზარეულოს კონცეპტუალური ცვლილება საკუთარი ცხოვრე ბის სტილის რადიკალური შეცვლით დაიწყო. სეზონური, ორგანული და აგროეკოლოგიური პროდუქტებისა და კერძების მომზადების ტრადიციული მეთოდების სინთე ზით, მან ახალი სამზარეულო შექმნა. მანამდე კი აგრონომი ული ფაკულტეტი დაამთავრა, რათა ნატურალური საკვები და ორგანიზმზ ე მისის გავლენა პროფესიულ დონეზე შეესწავლა. ეს ის წლებია, უმი და ვეგეტარიანული საკვებით რომ იკვებება და სჯერა, რომ გასტრონომიის ეს ტიპი საშუალებას იძლევა, ხე ლახლა აღმოაჩინოთ საკვების რეალური გემო. „მე მიყვარს ცეცხლი, სამზარეულოს ენერგია და კვლევა, მაგრამ ყველაზე მეტად მიტაცებს ის, რაც რეალურია და ფესვებიდან იბადება“.
https://bsasverde.com/
LET IT V „დედა ბუნების საკ ვები“ – ასე პოზი ციონირებს ეს პა ტარა რესტორანი, რომელიც 100%-ით მცენარეულ და გლუ ტენისგან თავისუფალ კერძებს გთავაზობთ. ხორცეულსა და ცხოვე ლურ პროდუქტზ ე უარის თქმა მენიუს არ დასტყობია, მრა ვალფეროვნება აქ გემოებ ის, არომატე ბისა და კულტურების შერწყმით იქმნება: იაპონური სამზარე ულო, პერუს გასტრონომია, სუში, ბურიტო, პოკე… და, რა თქმა უნდა, შესანიშნავი ყავა. https://www.facebook.com/letitvresto
40 VOYAGER 27/2022
CHILA პედრო ბარგეროს სიტყვებით, ეს არის არგენტინული პროდუქ ტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი სამზარეულო, კრეოლური გავლენით. პედრო ახალგაზრდა შეფია. ბევრი ცნობილი მზარეულისგან განსხვავებით, კულინარია მისი ბავშვობის ნოსტალგია არაა – ის არ ეჯდა ბებიას კალთაში სამზა რეულოში და არც ოჯახური რეცეპტების გათანამედროვებაა მისი მიზანი. გასტრონომია 20 წლისამ აღმოაჩინა, როცა მიხვდა რომ აგრონომიის სწავლა აღარ სურდა.
CASA CAVIA 1927 წელს ნორვეგიული წარმოშობის ცნობ ილმა არგენტინელ მა არქიტექტორმა, ალეხ ანდრო კრისტოფერსონმა, შეკვეთა და ასრულა – ორსართულიანი ვილა, რომელიც ბუენოს აირესის მდიდარმა მკვიდრმა ცოლს საჩუქრად უძღვნა. მას შემდეგ, რაც 2000-იანი წლების დასაწისში სახლი ქალაქის გამგებლობაში გა დავიდა აქ კონცეპტუალური სივრცე მოეწყო, რომელიც რესტო რანს, კოქტეილბარს, საკონდიტროს, წიგნების, ყვავილებისა და პარფიუმერიის მაღაზიებს და გამომცემლობას აერთიანებს.
კულინარიულ სკოლაში დეიდის რჩევით მისული ახალმა სამყა რომ იმ წუთიდანვე ჩაითრია, როცა პირველად სცადა მაიონე ზის მომზადება. საფრანგეთში საუკეთესო შეფმზარეულებთან მუშაობდა, დიდ ბრიტანეთში, იტალიაშ ი, დანიასა და ბელგიაში კი გასტრონომიული კულტურა შეისწავლა. რესტორანში მიიჩ ნევენ, რომ ინოვაციური მეთოდებით შექმნილი მისი კერძები, ფერების, ტექსტურის, არომატებისა და გემოებ ის მოულოდნე ლი და თამამი კომბინაციებით, კულტურული გარღვევაა მთე ლი ბუენოს აირესის კულინარიულ ცხოვრებაში. მას უწოდებენ გარდამქმნელ ძალას, რომლის უნიკალურობაც Chila-ს ინდი ვიდუალიზმს ქმნის. https://www.chilarestaurant.com/
თეთრი და მწვანე მარმარილო, ლატუნი, ოქრო — დეტალე ბი და მასალა მაქსიმალურადაა შენარჩუნებული ისტორიული ატმოსფეროს გადმოსაცემად. საუკუნისწინანდელ გარემოში იდეალურად ჩაეწერა თანამედროვე აუზი შიდა ეზოში. რეს ტორნის სამზარეულოს ცნობილი არგენტინელი შეფმზარეული, ხულიეტ ა კარუზო ხელმძღვანელობს — გაბედული ექსპერიმენ ტატორი, რომელმაც პრაქტიკული გამოცდილება აღმოსავლე თის ქვეყნებში მოგზაურობითა და გასტრონომიის შესწავლით გაიმდიდრა. https://casacavia.com
ARAMBURU ეს სიტყვა ტყუილად არ ჟღერს შელოცვასავით: ღია დაგეგმარე ბის სამზარეულოში, რომელიც ლაბორატორიას უფრო ჰგავს, თქვენ თვალწინ მზარეულთა ჯგუფი ჯადოქრობს, არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეფის – გონსალო არამბურუს ხელმძღვანელობით. დარბაზში მაგიდები და სკამები ისეა გან ლაგებული, რომ მთელ პროცესს ადევნოთ თვალი. ევროპის, ნიუ იორკისა თუ ჩიკაგოს საუკეთესო რესტორნებში მუშაობი სა და გასტრონომიულ სკოლებში სწავლის შემდეგ, არამბუ რუ 2006 წელს სამშობლოში დაბრუნდა და თავისი სახელობის რესტორანი გახსნა. სადეგუსტაციო მენიუ ყველა სეზონზე ახლ დება, თუმცა უცვლელი რჩება ექსპერიმენტთა მოყვარული შე ფის ზუსტი კულინარიული ხერხები და ლამის ხელოვნების დო ნეზე აყვანილი სერვირება. ის თამამად იყენებს მოლეკულური სამზარეულოს ელემენტებსაც (თხევად აზოტი, ქაფი, ვაკუუმი…). მისი კერძები ეგზოტიკურია და თანამედროვე, თუმცა არ წყდე ბა ფესვებს და, უწინარესად, ლათინოამერიკულ კულტურასა და სამზარეულოს ასახავს. გასტრონომიის მოყვარულთათვის Aramburu აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაშია. http://www.arambururesto.com.ar 41 VOYAGER 27/2022
ბუენოს აირესი რესტორნები
OSAKA ეს რესტორანი საზღვრების გადაკვეთისა და კულტურათა შერ წყმის ადგილია, რომლის ისტორია 20-წელზე მეტი ხნის წინათ, აზიაში მოგზაურ ობით დაიწყო. სახელწოდებასა და ინტერი ერის დეკორს ასოციაც იურად იაპონიისკენ მიყავხარ, თუმცა აქაური მენიუ – ე.წ. Nikkei – იაპონიისა და პერუს საუკე თესო კულინარიული გამოცდილების სინთეზია. ეს უბრალოდ გემოებ ის შეხამება არ გეგონოთ – პერუში ემიგრირებულმა იაპონელებმა აზიური კერძების ინგრედიენტები ადგილობრივი პროდუქტებით ჩაანაცვლეს და უნიკალური სამზარეულო შექმ ნეს. OSAKA-ს რესტორნები პალერმოსა და პუერტო მადეროს რაიონებში აზიური ფიუჟენის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია ბუენოს აირესში.
CRIZIA გაბრიელ ოგეროს ოჯახი ქეით ერინგის ბიზნესში იყო ჩართული, ასე რომ, კულინარია მისი ბავშვობის გატაცებაა . მოგვიანებით შესანიშნ ავი შეფების გვერდ ითაც მოუხდა მუშაობა. მოგზაურო ბის საშუალებით, საერთაშორისო სამზარეულო და უცხო ქვეყ ნების კულტურებიც შეისწავლა, თუმცა, საბოლოოდ, მისი სტილი ადგ ილობრივმა გასტრონომიულმა ტრად იციებმა და პროდ უქ ტებმა განსაზღვრა. რესტორანი მცირე მეწარმეებ ისა და ფერმერების მიერ მოყვა ნილი საუკ ეთესო სეზონური პროდუქტით მარაგდება. საავტორო მენიუში არგენტინულ სამზარეულოს აზიისა და პერუს გავლენა ერწყმის. გრილს აქ საუკ ეთესოდ ფლობენ და ცეცხლზე მომზა დებულ კერძებსაც გირჩევდით, მაგრამ CRIZIA, პირველ რიგში, ზღვის პროდუქტების სამყაროა. Oyster Bar — ხამანწკების ბარი, რესტორნის ნამდვილი მარგალიტია. აქ ცალკე მენიუა – გრძელი და მრავალფეროვანი. თუ უმად გიყვართ ხამანწკები – სევიჩე მი ირთვით, თუ არა და ხრატუნა პანკოში ამოვლებული დააგემოვ ნეთ, ან პარმეზანით და ტრიუფელის ზეთით. www.crizia.com.ar
https://www.osakanikkei.com/
DOPPELGÄNGER
VERNE
აქ დახვეწილი კოქტეილები უყვართ და კლასიკას ეთაყვანე ბიან. ამ ბარის მდიდარი კოლექცია მთელი მსოფლიოდან იმ პორტირებული პრემიუმ კლასის სპირტიანი სასმელებისგან შედგება. განსაკუთრებით გამოირჩევა ჯინის, არყის, ვერმუტისა და ვისკის სახეობები, რომელთა შორის რარიტეტებსაც შეხვდე ბით. სასმელის სუფთა გემოს გარანტი გამოხდილი წყლისგან დამზადებული მყარი და ქათქათა ყინულია. კოქტეილ ების მომ ზადებისას კი მხოლოდ ახალგამოწურული, ცოცხალი ხილის წვენები გამოიყენება.
მისი მმართველია ფედერიკო კუკო, ბარმენი 30-წლიანი გამოც დილებით. თუმცა, ამ ბარს სხვა ლეგენდარული სახელიც უკავ შირდება – ჟიულ ვერნი, ვისი ცნობილი ნაწარმოებიც „80 დღე დედამიწის გარშემო“ აქაურობის შთაგონების წყაროა. თითოეუ ლი კოქტეილი მთავარი პერსონაჟის, ფილეას ფოგის მოგზაურო ბის შთაბეჭდილებაა. აქ ღვინოსაც მოგართმევენ თქვენი გემოვ ნებით – წითელს, თეთრს ან ცქრიალას. ხემსის შესანიშნავი მენი უდან აღსანიშნავია შინაური პურისა და შებოლილი სოსისისგან დამზადებული ჰოთდოგი, რომელსაც ბატატის ჩიფსები მოყვება.
http://www.doppelganger.com.ar
http://vernecocktailclub.com
42 VOYAGER 27/2022
PRESIDENTE აქაურობა სწორედაც რომ შეესაბამება თავის სახელწოდებას – ელეგანტური ბარის თავზე დაკიდებული გრძელი ჭაღებით, ზამთრის ბაღით, ბიბლიოთ ეკის სტილში მოწყობილი კერძო ბა რით და საფირმო თუ კლასიკური სასმელების ფანტასტიკური მენიუთი. http://presidentebar.com.ar/
THE HARRISON SPEAKEASY ეს ბარი, რომელიც შესანიშნავი სამზარეულოს, კოქტეილ ებისა და ცოცხალი ჯაზის კომბინაციას გთავაზობთ, ნიკი ჰარისონის სახელს ატარებს. ცდილობთ, გაიხსენოთ ვინმე ცნობილი მუსი კოსი, მწერალი ან მოგზაური ამ სახელით და გვარით? ტყუი ლად ნუ გაირჯებით — ნიკი ჰარისონი მშრალი კანონის ეპოქის დამნაშავეა, რომელიც 1930-იანი წლების ნიუ იორკში, თავისი ოჯახის კუთვნილი თევზის მაღაზიის უკან, სახელდახელოდ მოწყობილ ბარს ამუშავებდა. ეს ბარიც -The Harrison Speakeasy – (საიდუმლო ადგილია), სუში რესტორნის Nicky NY-ის სიღრ მეში მიმალული. http://www.nicky–harrison.com
FLORERIA ATLANTICO არ გაგიკვირდეთ, თუ დოკების სიახლოვეს მდებარე ამ მყუდრო ბარის მისამართზე ყვავილების მაღაზია დაგხვდებათ – არაფე რი შეგშლიათ, მაღაზიის სიღრმეში მასიური კარი მოძებნეთ და მიწისქვეშა სივრცეში დაეშვით. აქაურობის მფლობელია ერთ ერთი საუკეთესო მიქსოლოგი და ცნობილი ბარმენი, რენატო (ტატო) ჯოვანნონი. კოქტეილ ების გრძელი ჩამონათვალიდან გირჩევთ, PACHAMA MA ან NEGRONI BALESTRINI გასინჯოთ. მრავალფეროვანი მე ნიუ და ბარის დიზაინ ი შთაგონებულია ემიგრანტთა ისტორიით – იმ ხალხის, რომელიც ახალი ცხოვრების დასაწყებად ოკეანის გადალახვას არ შეუშინდა. http://floreriaatlantico.com.ar/
FRANK’S აქ მოხვედრა არც ისე ადვილია, რადგან შესასვლელად პა როლი უნდა იცოდეთ, ზუსტად ისე, როგორც მშრალი კანონის ეპოქაში. ამბობენ, რომ კოდური კომბინაცია ბარის სოციალურ ქსელებშიც ქვეყნდება, თუმცა მაინც გირჩევთ, ვიზიტი წინასწარ დაჯავშნოთ და თამაშის ყველა წესიც გაარკვიოთ მოვლენათა მოულოდნელი განვითარების ასარიდებლად. როგორც კი შე სასვლელში მდგომ დაცვის თანამშრ ომელს გასცდებით, ძვე ლებურ სატელეფონო ჯიხურში აღმოჩნდ ებით, სადაც საიდუმ ლო კოდი უნდა შეიყვანოთ ...და 1920-იანი წლების გლამურული სამყაროს კარიც გაიღება. გაითვალისწინეთ: ბარში მოქმედებს დრესკოდი. https://franks–bar.com/
აქვე გთავაზობთ ტატო ჯოვანნონის მიერ რეკომენ დებული ბარების სიას ბუენოს აირესში, რომლსაც რამდენიმე პუნქტში ჩვენი აზრიც დაემთხვა: Florería Atlántico Presidente Bar Alvear Palace Hotel Gran Bar Danzon Tres Monos Oh No Lulu Chintoneria Doppelgänger CoChinChina
43 VOYAGER 27/2022
არგენტინა
რას ნიშნავს LOCO, როცა არგენტინაში ხარ ჩანაწერები ბუენოს აირესიდან ბიძ ინ ა ბარ ათ ა შვ ილ ი
არგენტინისადმი სიყვარული ბავშვობიდან დამანათლა ბიძა ჩემმა, ლაშა ძიძიგურმა, რომელსაც, ასაკში მცირე სხვაობის გამო, ყველაფერში თუთიყუშივით ვბაძავდი. ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში არგენტინის ნაკრების პირველი მაისური, შეკერი ლი ოქროყანის სამთავრობო აგარაკების ფარდისგან, ასევე, ინტერესი ალფრედო დი სტეფანოსა და ომარ სივორის სპორ ტული მიღწევებისა და, ზოგადად, იქაური ისტორიისა თუ კულ ტურისადმი. თუმცა, საკუთრივ კარლოს გარდელისა და აიტორ პიაცოლას ტანგოს სიღრმეს, ისევე, როგორც ხორხე ლუის ბორხესის, ხუ ლიო კორტასარისა და ადოლფო ბიოი კასარესის ნოველების წიაღსვლებს, გაცილებით გვიან, უკვე მოწიფულ ასაკში შევეჭი დე. სხვათა შორის, სწორედ ლაშამ თარგმნა პირველმა ბორხე სის საუკეთესო ნოველა „განშტოებული ბილიკების ბაღი“, რო
მელიც თამაზ ჩხენკელთან ერთად მომზადებულ მოთხრობების კრებულში შევიდა. მანვე ჩამომიტანა არგენტინული ვოიაჟიდან „არხენტინოს ხუნიორსის“ მატჩის პროგრამა, დიეგო მარადო ნას პირველი ავტოგრაფით. სამი ასეთი რელიკვიიდან, და ნარჩენები მე და ჩემმა ქალიშვილმა ელენემ შევძინეთ ოჯახს: უშუალოდ თბილისში ვიზიტისას, დიეგოს ხელი მოვაწერინეთ ნაკრების მაისურსა და ავტობიოგრაფიულ წიგნზე. მაშინ როსარიოელ ჟურნალისტს, ერნან ამესს ჯერ არ ჰქონ და ჩამოყალიბებული მარადონას ეკლესია, თორემ შეიძლება დღეს ამ პაროდიული რელიგიის მრევლიც ვყოფილიყავი, იმ 150 ათასი ადამიანის მსგავსად, რომლებიც 1998 წლიდან კა ცობრიობ ის ისტორიის ათვლას მარადონას დაბადების დღით იწყებენ – 30 ოქტომბრ ით, აღდგომას 22 ივნისს აღნიშნავენ (ამ დღეს დიეგომ ინგლისს 2 გოლი გაუტანა, მათ შორის, ერთი –
44 VOYAGER 27/2022
„ღმერთის ხელით“) და მკაცრად იცავენ 10 მცნებას: 1. ბურთი არასოდეს ისვრება; 2. გიყვარდეს ფეხბურთი; 3. გამოუცხადე უპირობო სიყვარული დიეგოსა და ფეხბურთის სილამაზეს; 4. დაიცავი არგენტინის მაისური; 5. სამყაროში გაავრცელე ყვე ლა სიახლე დიეგოს სასწაულ ებზე; 6. პატივი ეცი „ტაძრებს“, სადაც დიეგოს უთამაშია, და მის მაისურებს; 7. არ მოიხსენიო დიეგო რომელიმე ერთი გუნდის წევრად; 8. გაავრცელე მარა დონას ეკლესიის პრინციპები; 9. დაირქვი დიეგო მეორე სახე ლად; 10. დაარქვი დიეგ ო შენს პირველ ვაჟს! რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იუმორით კეთდება, მაგრამ კარ გად წარმოაჩენს არგენტინელთა ბუნებას და დამოკიდებულე ბას ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელისადმი. ზოგადად, სამხრეთ ამერიკაში ხშირად აღნიშნავენ არგენტი ნელთა ამპარტავნობასა და ქედმაღლობას. სტუდენტობისას ჩემმა უფროსმა მეგობარმა, ალექსანდრ ე რონდელმა, ლათი ნურ ამერიკაში პოპულარული ხუმრობაც გამაცნო: „იცით, რა არის საუკეთესო ბიზნესი? იყიდო არგენტინელი რეალურ ფა სად და გაყიდო იმ თანხად, რომელსაც თვითონ მიიჩნევს სა მართლიანად!“ ნაწილობრივ ამას თვითონ არგენტინელებიც აღიარებენ. ქვეყ ნის რიგით მეორე პრეზიდენტი, პუბლიცისტი დომინგო ფაუსტი ნო სარმიენტო წერდა:
„ნებისმიერი სოციალური მდგომარე ობის არგენტინელს, განურჩევლად განათლებისა, ახასიათებს საკუთარი ნაციის მნიშვნელობის ჰიპერტრო ფირებული აღქმა. შეურაცხყოფილი მეზობლები ამას ხშირად და არცთუ უსაფუძვლოდ გვსაყვედურობენ, მაგ რამ ეს სულაც არ მაღელვებს – ცოდვაა ერი, რომელსაც საკუთარი შესაძლებ ლობების არ სჯერა!“
ამიტომ, ეს წერილიც ვერ იქნება ტრადიციული. კორტასარისა და ბორხესის გმირთა მსგავსად, მეც შევეცდები, წავშალო დრო ისა და სივრცის საზღვრები და გამოგზაურ ოთ „განშტოებული ბილიკების“ ჩემეულ ბაღში, საგზაო ნიშნებად კი ისევ დონ ხუ ლიოს მიერ პარიზში დაწერილი მოთხრობის სათაურს გამოვი ყენებ. „ჯიბეში ნაპოვნი უბის წიგნაკიდან“, 2016, აგვისტო
12 აგვისტოს დილას ბუენოს აირესში უჩვეულ ოდ გრილა. არ გენტინული ავიახაზების თვითმფრინავმა ქვეყნის რიგით მეო რე აეროპორტშ ი, „ხორხე ნიუბერიში“ ჩამიყვანა, რომელიც, ძი რითადად, ადგილობრივ რეისებს ემსახურება, თუმცა ხანდახან მგზავრებს მეზობელი ბრაზილიიდანაც იღებს. ოლიმპიური თა მაშებიდან სამეზობლოში „გადმოპარვა“ თავიდანვე დავგეგმე და ავიხდინე კიდეც ოცნება. არგენტინელები რომ სპორტის ნიადაგზე შეშლილები არი ან, არახალია. არც ის არის შემთხვევითი, რომ ქვეყნის სა ფეხბურთო ისტორიაში ამდენი კაცი ატარებს არცთუ შესაშურ მეტსახელს Loco (გიჟი). მათგან, ყველაზე ცნობილია მარსელო ბიელსა, რომლის სახელიც როსარიოში სიცოცხლეშივე უკვ დავყვეს და „ნიუელს ოლდ ბოისის“ სტადიონს დაარქვეს! ასე მოიხსენიებენ დღემდე „ბოკას“ ლეგენდარულ მეკარეს, უგო გა ტის და ამავე გუნდის ისტორიულ სნაიპერს, მარტინ პალერმოს, რომელმაც მოახერხა და ერთ სანაკრებო მატჩში 3 პენალტის გაცუდებით, „გინესის“ წიგნში მოხვდა, ესპანურ ვილიარეალში ჩამონგრეული ტრიბუნის ქვეშ ფეხი მოიყოლა, „ბომბონერაზე“ დაბრუნებულმა კი, გამოსამშვიდობებელ მატჩზე, პარტნიორის, ხუან რომან რიკელმეს ნაცვლად, ჩოგბურთელი ხუან მარტინ დელ პოტრო მიიწვია! აი, ასეთი „გიჟების“ სამშობლოში აღმოვჩნდ ი არგენტინული ზამთრის – აგვისტოს – სუსხიან დილით და, რა გასაკვირია, რომ პირველივე ნაცნობადაც „გიჟი“ მერგო!
სარმიენტო დაკრძალულია რეკოლეტის სასაფლაოზ ე, სადაც აქაურების კიდევ ერთი კერპი – ევა პერონი განისვენებს. ეს საფლავი ერთ-ერთია ბუენოს აირესის იმ ღირსშესანიშნაობა თაგან, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. აქვეა მსოფლიოს ულამაზეს წიგნის მაღაზიად აღიარებული „ელ ატენეო გრანდ სპლენდიდი“ (El Ateneo Grand Splendid) – 1919 წელს აშენებულ თეატრში განთავსებული საოცრება, სადაც დარბაზსა და იარუსებზე სკამები წიგნის თაროებს ჩაუნაცვლე ბია, სცენაზე კი შეგიძლიათ, ნაყიდ ლიტერატურას ყავის თანხ ლებით გაეცნოთ. საერთოდ, ბუენოს აირესი არ არის ტრადიციული ლათინოა მერიკული მეგაპოლისი. არქიტექტურული თვალსაზრისით, ეს პარიზისა და მადრიდის ერთგვარი ნაზავია, წარუშლელი ადგი ლობრივი კოლორიტით; ეთნიკური ნიშნით – ესპანურ-იტალი ური; კულინარიულით – სრულიად უნიკალური... აქ ყველა პოულ ობს თავისას – ქალაქი მალევე „გიშინაურდება“ და თავის მრავალსახოვან, ირეალურ სამყაროში გითრევს. შემ თხვევითი არ არის, რომ კორტასარის გმირი ნოველიდან „მეორე ცა“ ფლორიდის ქუჩის 165 ნომერში მდებარე „გუემესის გალერე ის“ (La Galería Güemes) კუთხიდან პირდაპირ XIX საუკ უნის პარი ზის „გალერი ვივიენში“ გადადის, შემდეგ კი უკან, ისევ მომდევნო ასწლეულის 40-იანი წლების ბაირესის ცის ქვეშ ბრუნდება...
„ჯიბეში ნაპოვნი უბის წიგნაკიდან“, 2016, აგვისტო
ტაქსის მძღოლს ორივე სკამისთვის კალათბურთელის მაისუ რი ჩაუცმევია, ერთს – Manu Ginóbili აწერია, მეორეს – Tao. ეს ტაო, კალათბურთის გარდა, „რასინგის“ გულშემატკივარიც ყოფილა და როცა ვკითხე, ლისანდრო ლოპესის ტრავმის პი რობებში, ხვალ „ლანუსთან“ თამაშისთვის რა შემადგენლობას გეგმავთ-მეთქი, ეგრევე 10% დამიკლო: ჩვენ შესახებ რამდენი გცოდნიაო ! მეორე დღეს აველანიდასკენ გავეშურე, „კოპა სენტენარიოს“ მატჩის სანახავად.
45 VOYAGER 27/2022
არგენტინა
El Cilindro de Avellaneda
„დიდი“ ბუენოს აირესის ქალაქ-რაიონი აველანიდა იმ ოდი ოზური ხულიო გრონდონას სამშობლოა, არგენტინულ ფეხ ბურთს 35 წელი რომ პრეზიდენტობდა, მანამდე კი იგივე თანამ დებობა „ინდეპენდიენტეში“ ეკავა. ეს იმ „რასინგის“ მოსისხლე მტერია, „ტაო“ რომ ქომაგობს. ბევრის აზრით, მათი სიძულ ვილის ხარისხი „ბოკა“ – „რივერისასაც“ აღემატება! ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ „რასინგის“ სიმბოლოდ დიეგო მილიტო ითვლება, „ინდეპენდიენტის“ ხატად კი – მისი ღვიძლი ძმა, გაბრიელი. ინტერნეტში დევს კადრები, სადაც ერ თმანეთთან მატჩში დიეგო მსაჯს ძმისთვის წითელი ბარათის ჩვენებას თხოვს, გაბრიელი კი პასუხად დედას აგინებს! ეს ამბე ბი ტელევიზიითაც გაირჩა მშობლების მონაწილეობით – დედამ ლანძღვის კადრებს დელიკატური ღიმილი შეაგება, მამამ კი განაცხადა, ორივენი კრეტინები არიან, მე „ბოკას“ ვქომაგობო! გრონდონას ფრაზებიც ხშირად გამხდარა ბოდიშების საბაბი. 2003 წელს ებრაული სათვისტომო გაანაწყენა: ვერაფრით და ვიჯერებ, რომ ებრაელი შეიძლება კარგი მსაჯი გახდეს, მათ ხომ მძიმე შრომა არ უყვართო! მეორედ ინგლისელებს უკბინა: 2022 წლის მუნდიალ ის მასპინძლის არჩევნებში ხმა ყატარს მივეცი და, თუ ინგლისი ჩვენს კუთვნილ მალვინის კუნძულებს დაგვიბ რუნებს, შეიძლება გადავიფიქრო კიდეცო! უბნურ ქიშპზე საუბრისას აუცილებელია, ჩემი მეგზური და დიდი ხნის ძმაკაცი, გილერმო ბორენსტაინიც წარმოგიდგინოთ. ჩვე ნი ნაცნობობა 7-8 წლის წინათ, კანში დაიწყო, სადაც ყოველ წლიურ საერთაშორისო ტელებაზრობაში ვმონაწილეობდით. იქ გილერმომ მეზობელი „ლანუსის“ წინააღმდეგ საქომაგოდ პერუს „უნივერსიტარიოს“ მაისური ჩამოიტანა! არადა, მატჩის რეპორტაჟი ევროპაში არ გადაიცემოდა და ბორენსტაინი მის მსვლელობას ტელეფონით უსმენდა! „ჯიბეში ნაპოვნი უბის წიგნაკიდან“, 2016, აგვისტო
გილერმო გარეუბნიდან არის, ბანფილდიდან. ბაბუამისი კლუ ბის ვიცეპრეზიდენტი იყო და, როცა შვილიშვილი ეყოლა, სამშობიაროდან ჯერ ტატუს სალონში წაუყვანია საკლუბო გერბის ამოსასვირინგებლად და მხოლოდ შემდეგ მიუბრძა ნებია შინ! დიეგო მარადონას ჩათვლით, გილერმოს ყველა ლანუსელი სძულს, მათთან ასოცირებულ გუნდებთან ერთად.
ზიზღის მთავარი ობიექტი კი ექტორ კუპერია, ვინც „ლანუსს“ პირველი ტიტული მოაგებინა, შემდეგ კი ჩვენს ნაკრებს თავ კაცობდა. საქართველოს ნაწილობრივი „ამნისტია“ მხოლოდ „დინამოს“ მაისურის ჩუქებით მოვახერხე... აი, ამ კაცმა მიმიყვანა „ბისენტენარიოს“ თასის მატჩზე, რო მელიც მოცარტისა და კორბატას ქუჩების კვეთაზე მდებარე „რასინგის“ სტადიონზე გაიმართა. ოფიციალ ურად არენა პრე ზიდენტ ხუან დომინგო პერონის სახელს ატარებს, თუმცა ხალხ ში მას El Cilindro de Avellaneda, ან El Coliseo ჰქვია. ტრიბუნები გადატენილი დაგვხვდა – ცხადია, მასპინძელი „რასინგის“ დიდი უპირატესობით. „ჯიბეში ნაპოვნი უბის წიგნაკიდან“, 2016, აგვისტო
ბილეთები „რასინგის“ ქომაგთა სექტორში გვაქვს – სხვაგან გილერმოს ალბათ ლანუსელები მოკლავდნენ! აი, თასი კი „ლანუსს“ დარჩა. წაგებულთა მწვრთნელმა, ფაკუნდო სავამ, პირდაპირ უმუშევრებში გადაინაცვლა, ხოლო ჩემი ძმაკაცი გი ლერმო ისე დაიბოღმა, მეშინია, თავს რამე არ ავნოს... ხვალ პიკნიკზე მივდივარ ვასერმანებთან, ზეგ კი დაბადების დღე მაქვს და თავს განსაკუთრებული პატივი უნდა ვცე! l პიკნიკი ქალაქგარეთ გაიმართა. აქ ეს ტრადიციული ამბავია. ბუენოს აირესის გარშემო ბევრი შემოსაზღვრული, დაცული ტერიტორიაა, სადაც „პორტენიოები“ ოჯახურად ქირაობენ საუ იკენდო კოტეჯებს და საზიაროდ იყენებენ აქაურ სპორტულ მო ედნებს, აუზებსა თუ საქეიფ ო ადგილებს.
46 VOYAGER 27/2022
„ჯიბეში ნაპოვნი უბის წიგნაკიდან“, 2016, აგვისტო
ჩემი მეგობარი მიშელი და მისი ოჯახი დღეს აქ დაბადების დღეზე არიან დაპატიჟებულნი, მე „ჩანგალზე“ გამომიყოლეს და ცოტას ვღელავ – ნეტავ, რას იფიქრებენ დამხვდურები?! აგერ, გვეგებებიან და, ვასერმანების შემდეგ, მეც მკოცნიან – ალბათ ვიღაცაში ავერიე! – ახლა კი გაგვეცანიო, – მეუბნება იუბილარის მეუღლე და ვხვდები, რომ ესეც ადგილობრივი ტრადიციაა: რახან მეგობარს მოვყევი, ძველი ნაცნობივით მიმიღეს... სადღეგრძელოებიც ჩვენებური იციან და მასპინძლობაც. მეც აქაურად ვპასუხობ, ფოლკლენდის კუნძულებს მალვინებად მოვიხსენიებ და საყოველთაო სიმპათიას ვიმკი – საბოლოოდ მაღიარებენ! ზედაც ისეთ ასადოს (მწვადს) მაჭმევენ, თავი ხორ ცის უნახავი მგონია. როცა იგებენ, რომ კვირას დაბადების დღე მაქვს, ქეიფის თემას მკვეთრად ცვლიან და წინასწარ მილო ცავენ! კვირას დილიდან სასტუმროს პერსონალმაც დამაფასა პატარა ტორტით და გადავწყვიტე, ჩემი მასპინძლები ნაბახუსევზე მაინც დამესვენებინა. დღე ავენიდა 9 ხულიოზე პრომენადით დავიწყე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე განიერ ქუჩად კი ითვლება, მაგრამ ესენი თვითონვე ამბობენ ღიმილით: ტყუილები გვიყვარს – ჯერ ერ თი, ეს რამდენიმე ქუჩის ერთიანობაა და, თანაც, არც მთლია ნობაშია ყველაზე განიერიო! ჩავუარე საოცარ თეატრს, „კოლონს“, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრების ხუთეულში შედის; სამახსოვ რო ფოტო გადავიღე „ობელისკოსთან“, სადაც ყველა არგენტი ნული წარმატება აღინიშნება და გადავუხვიე კორიენტესზე – აქ უამრავ წიგნის მაღაზიაშ ი ძველი საფეხბურთო ჟურნალების პოვნა მეიმედებოდა.
არგენტინული ხორცი სულ სხვა პლანეტისაა. აგერ, ჩემი ოფიციან ტიც ასადოს კოვზით ჭრის! კი გამაფრთხი ლეს წინასწარ, მაგრამ ასეთ ეფექტს მაინც არ ველოდი. თავიდან შე პარვით ვკითხე: იქნებ „ის“ სტეიკ ი გამასინ ჯოთ, კოვზით რომ იჭ რება-მეთქი. ჩვენთან ყველა ხორცი ასეთია, აქ დანას არ ვიყე ნებთო, – მშვიდად მიპასუხა და თვალნათლივაც დამარწმუნა ნათქვამში! კოვზს პირი მაინც გავუსინჯე, ვიფიქრე, წინასწარ ხომ არ გალესა-მეთქი... კერძს გემოც საოცარი ჰქონდა და მენ დოსური „კატენა საპატას“ ბოთლიც მოუხდა. „ლა ბრიგადა“ თბილისში იმდენი ვაქე და იქ გადაღებული ვი დეოც იმდენჯერ ვაჩვენე ახლობლებს, რომ 3 წლის შემდეგ დაბ რუნებული ცოტას ვღელავდი – კომპლემენტებში ხომ არ გადა ვამეტე-მეთქი. ამჯერად „საფეხბურთო“ დარბაზში დაგვსვეს, სადაც კედლები და ჭერი ათასფერ მაისურებსა და ფოტოებს დაეფარათ. „ჯიბეში ნაპოვნი უბის წიგნაკიდან“, 2019, თებერვალი
აქ ყველაფერი კვლავ უმაღლეს დონეზეა! ...ისევ ასადო, ისევ კოვზები და ოფიციანტთა აუღელვებელი სერვისი... მაგრამ ამ ჯერად რესტორნის გადაღმა მდებარე პატარა ბაზრობა – მერ კადო სან ტელმო მინდა გაგაცნოთ, სადაც ულამაზესი სუვენი რებისა და ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთების უზარმაზარი არჩევანია.
„ჯიბეში ნაპოვნი უბის წიგნაკიდან“, 2016, აგვისტო
გადავწყვიტე – აქ ცოტას დავისვენებ და მერე სან ტელმოში წა ვალ – უბანში, სადაც არგენტინული ტანგო იშვა და ჯერაც კო ლონიური სულია შემორჩენილი. 1992 წელს უგო ეჩევარიეტამ იქ, კალე ესტადოს უნიდოსის 465 ნომერში, ძალიან მაგარი რესტორანი „ლა ბრიგადა“ (La Brigada) გახსნა, სადაც თურმე ხორცს კოვზით ჭრიან.
47 VOYAGER 27/2022
არგენტინა
განსაკუთრებით სახალისო სანახავია საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის შეცვლილი იერსახე (მაგ: გადაღებილი გლო ბუსები, ან აპლიკაციებით მორთული ვინილის ფირფიტები და მარაოები)...
მართლა განსაკუთრებული ხალხი ცხოვრობს ამ საოცარ ქა ლაქში, აქ ყოველ ნაბიჯზე ნიჭიერ ებასთან გაქვს პაემანი. არგენტინულ ფეხბურთში მე „ბოკა ხუნიორსს“ ვქომაგობ და მის უბანში ვიზიტზე ბავშვობიდან ვოცნებობდი.
„ჯიბეში ნაპოვნი უბის წიგნაკიდან“, 2016, აგვისტო
„ჯიბეში ნაპოვნი უბის წიგნაკიდან“, 2016, აგვისტო
სან ტელმოდან რეკოლეტისკენ მიმავალმა პატარა ბარში ჩარ თულ ტელევიზორს მოვკარი თვალი – რიოში ძალოსანთა ფი ცარნაგზე გასასვლელად ლაშა ტალახაძე ემზადებოდა. სწრა ფად ჩავურბინე მოწყენილ ბარმენსა და მის ეულ სტუმარს, გზად, ზრდილობისთვის, კათხა ლუდი ვითხოვე, ეკრანს მივუჯე ქი და პირველივე დაძლეული წონა ყიჟინით აღვნიშნე!
დღეს ლა ბოკას უბანში, კამინიტოში, ვიყავი. აქაურობა სავსეა პატარა რესტორნებით, სადაც, ჭამის პარალელურად, ტანგოს ცეკვით გართობენ; ქუჩის მზარეულები შოუს გიდგამენ არაჩვე ულებრივად გემრიელი და იაფი კერძების მომზადებისას; კაშკა შა ფერებად შეღებილი ნახევრად დანგრეული ორსართულიანი სახლების აივნებიდან ცნობილ არგენტინელთა ხის ფიგურები გადმოგყურებენ. პირველი ფრანცისკეა – რომის პაპი, „სან ლო რენსოს“ თავგადაკლული გულშემატკივარი, რომელსაც საყვა რელი გუნდი წელიწადში ორჯერ აკითხავს ვატიკანში; მერე – ევიტა, ჩე გევარა, მარადონა, გარდელი, ბორხესი და ბევრი სხვა. კამინიტოს თავისი ცვილის ფიგურების მუზეუმიც კი აქვს. გარშე მო ათასნაირი სუვენიერების მაღაზია და ქუჩის მხატვარია. ადგი ლობრივი მონმარტრის ყველა მხრიდან ისმის ტანგოს ჰანგები. აქ მღერიან მაშინაც, როცა ირგვ ლ ივ არავინაა – აგერ, კაფედან კაცი გამოვიდა, ქუჩაზე ჩამოქროლილ ველოსიპედისტებს ხელი დაუქნია და ზურგში „კუმპარსიტა“ გააყოლა...
ამასობაში ბარი ნელ-ნელა შეივსო ადგილობრივებით და, პირ ველი გაკვირვების შემდეგ (რა დასამალია და, ძალოსნობა აქ დიდად პოპულარული არ არის), ჩემი აზარტი დამსწრე საზოგა დოებამაც აიტაცა, ბოლოს კი ჩემზე მეტადაც გულშემატკივრობ დნენ ქართველებს და ტალახაძე–თურმანიძის ორმაგი ტრიუმ ფი ერთმანეთის გადაკოცნით აღნიშნეს. ბარმენის ინიციატი ვით, გამარჯვების სადღეგრძელოც შეისვა, ფული კი არაფრით არ გადამახდევინა: რას ამბობ, შენ დღეს „პონტი გაგვიჩითეო“. ეს ეპიზოდი ალბათ ამ ზაფხულის ერთ-ერთ საუკეთესო მოგო ნებად დამრჩება, ისევე, როგორც მიშელ ვასერმანის 6 წლის ვაჟის – ლუკა ლევის მოსალოცი ზარი, ჩემი ნათქვამი რომ და უმახსოვრებია და ახლა გულწრფელად ხარობდა ჩვენს მედ ლებს. „ჯიბეში ნაპოვნი უბის წიგნაკიდან“, 2016, აგვისტო
ემოციების დასაოკებლად, სასტუმრომდე გზას ფეხით ვაგრძე ლებ, მაგრამ შემდეგსავე გზაჯვარედინზე მორიგი სიურპრ იზი მელის. საფეხმავლო მონაკვეთზე ხალხი წრედ შეკრებილა... ხორხე ლუის ბორხესის საზოგადოების ეგიდით, აქ ტანგოს ძველი და მოქმედი ჩემპიონები ქუჩაში ასრულებენ მშობ ლიურ „ბომბონსიტას“. იმავე საღამოს სახელგანთქმულ „კარლოს გარდელის“ შოუზე გახლდით (ვახშმითურთ იმარ თება) და გარწმუნებთ, რომ არც საშემსრ ულებლო ოსტატობი თა და არც ვნებით ეს ცეკვა იმაზე ნაკლები არ იყო! ასეა, ტან გო ამათ სისხლში აქვთ გამჯდარი და, სადაც გინდა იცეკვონ, დიდებული სანახავია...
სტადიონისკენ მომავალმა გზად პატარა მოედანი შევამჩნ იე. ბიჭები თამაშობდნენ, კედელზე კი წარწერაა – Republica La Boca (ბოკას რესპუბლიკა). აქ კონკურენტის „რივერ პლეიტის“ ხსენება უთუოდ სიკვდილით ისჯება! არენის წინ ტურისტები ადგილობრივი კერპების ფიგურებთან იღებენ სამახსოვრო ფოტოებს. აქვეა ლეო მესიც, ეროვნული ნაკრების ფორმაში, რომელსაც „ბოკაში“ არასდროს უთამა შია და ალბათ ამიტომაც დგას ოდნავ განცალკევებით... მთა ვარი ოთხკაციანი კომპოზიციის ფლანგებს კარლიტოს ტევესი და რიკელმე ამაგრებენ, ცენტრში კი თვით დიეგო და „ლოკო“ პალერმო ჩამომსხდარან სკამზე. წინა დღეს „ბოკამ“ ლა პლატაში ამხანაგური თამაში მოუგო „სან ლორენსოს“ და თითქოს სტადიონზე არავინ უნდა იყოს, მაგრამ მაინც ხალხმრავლობაა. ქალიან-კაციანად ყველას ლურჯ-ყვითელი სამოსი აცვია, რომლითაც ადგილობრივებს ქუჩის გადაღმა მდებარე მაღაზია „ბოკა მანია“ (Boca Mania) ამარაგებს!
48 VOYAGER 27/2022
„ჯიბეში ნაპოვნი უბის წიგნაკიდან“, 2019, თებერვალი
როგორც ფეხბურთის ჭეშმარიტ ქართველ მანიაკებს შეეფერე ბათ, ჩვენც „ბოკურად“ შევიმოსეთ, შვილიშვილ სანდროსაც ვუ ყიდე სრული ეკიპირება და, რომ არა მეუღლის მიერ საქართ ველოდან გასახლების არცთუ უსაფუძვლო შიში, ალბათ მთელ სანათესაოს შვედეთის დროშის ფერებში გამოვაწყობდი. გენუელმა სტუდენტებმა, რომლებმაც „ბოკა ხუნიორსი“ დააარ სეს, საკლუბო ფერები პორტში იმ დღეს შემოსული პირველი გემის დროშის მიხედვით შეარჩიეს, ის კი შვედეთისა აღმოჩ ნდა... სამწუხაროდ, „ბოკას“ თამაშს აქ ვერასოდეს დავესწარი და ვერც ტრიბუნების ის საოცარი ვიბრაცია შევიგრძენი, რომელიც აქაურებს ამტკიცებინებს: ჩვენი სტადიონი დადისო! თუმცა, ამის ნაწილობრივ გამოცდა ადგილობრივი ექსკურსიის დრო საც შეგიძლიათ. შეუდარებელი „ბომბონერას“ (ჩვენებურად – „ბამბანერკა“) სტადიონის მინდორთან მდებარე სექტორში სკამები არ არის. ფეხზე მდგომი ინჩასები მთელი თამაშის გან მავლობაში დახტიან და საფარი ისე ვიბრირებს, გეგონებათ, მიწა იძვრისო, თქვენ ქვეშ კი სტუმართა გასახდელია განთავ სებული!!! „ბომბონერა ჯოჯოხეთია!“ – უთქვამს რომარიოს და ბრაზი ლიელის ეს ციტატა ამაყად დაუწერიათ კლუბის მუზეუმ ის კენ მიმავალ ტალანში, სადაც აქაურ ვარსკვლავთა ძეგლების „არაჩვეულებრივი გამოფენა“ გელით.
– კი მაგრამ, ნამუსი არ გაქვს?! – მოულოდნელად ვკითხე საკუ თარ თავს, – ეს ასი წლის კაცი დღემდე მალვინის კუნძულებს ვერ პატიობს ბრიტანელებს და შენ, ამ „ბოკელ“ კაცს, რა გესაქ მება მტრის ბანაკში?! მართალია – ჭირსაც წაუღია „მონუმენტალი“, თავისი „რივე რიანად“! არც ახლა წავალ და არც სხვა დროს! ამ ქვეყანაში ჩა მოსულმა აქაური „გიჟური“ ქუდი უნდა დაიხურო...
„ჯიბეში ნაპოვნი უბის წიგნაკიდან“, 2019, თებერვალი
...მხოლოდ მაშინ „გამოვფხიზლდი“, როცა მონტევიდეოსკენ მიმავალმა ავიალაინერმა „რივერის“ არენას გადაუფრინა. არა, შემდეგ ჯერზე აქ აუცილებლად უნდა მოვიდე!!!
ქერათმიანი გიდი საბრინა გვიყვება, რომ „მხტუნავი ინჩასის“ სექტორი ზუსტად სტუმარი გუნდის გასახდელის თავზეა, რათა მათი ყოფა მაქსიმალურად გაუსაძლისი გახდეს! აქ არც მეტო ქის გულშემატკივრებს სწყალობენ – მათთვის განკუთვნილი სექტორიდან მოედანი ყველაზე ცუდად ჩანს, 3000 კაცზე ერთი ტუალეტია გამოყოფილი და არც ყავის დალევის საშუალება აქვთ.
3 წლის შემდეგ სიტყვა შევასრულე და, 4-კაციანი ჯგუფის თან ხლებით, „მონუმენტალს“ ვესტუმრე, „რასინგთან“ გასამართ „კლასიკოზე“. აველანიდელები ჩემპიონატს ლიდერობდნენ და მატჩი სერიოზ ულ ჯახს გვპირდებოდა. მალე გაირკვა, რომ ბი ლეთები „რივერის“ ყველაზე გიჟმაჟი ინჩასების სექტორში აგ ვიღია...
- ისინი გვძულს და, თუ საერთოდ არ მოვლენ „ბომბონერაზე“, მთლად უკეთესი! – ეღიმება ექსკურსიამძღოლს. ბოლო დღისთვ ის მდიდრულ რაიონში – პალერმოში გასეირ ნება და „რივერის“ შტაბ-ბინის დათვალიერ ება შემოვინახე. ძალიან მაინტერესებდა „მონუმენტალის“ სტადიონის მონა ხულება, სადაც, „მილიონარიოსის“ გარდა, „ალბისელესტეც“ (ნაკრები) მართავს საშინაო მატჩებს. მართლაც, დილით ვისაუზმე და პლასა სან მარტინზე მდებარე გაჩერებას მივაშურე, საიდანაც ტურისტულ ავტობუსს პირდა პირ სტადიონის კარებთან მიჰყავხარ. „ჯიბეში ნაპოვნი უბის წიგნაკიდან“, 2016, აგვისტო
არგენტინის განმათავისუფლებლის ძეგლთან აღლუმია, მალ ვინის კუნძულების კონფლიქტის იუბილესთან დაკავშირებით. სასულე ორკესტრი ქვეყნის ჰიმნს ასრულებს. უცებ, მთავრობის წევრთა და საპატიო სტუმართა გვერდით, ეროვნულ დროშაში გახვეული მოხუცი შევნიშნე. ძალიან უცნაური სანახავი გახლ დათ – გაჯგიმული იდგა და სულგანაბული უსმენდა მუსიკას, თან არტიკულაციასაც აყოლებდა თვალცრემლიანი... ალბათ ესეც „ლოკოა“, პატრიოტ ი „ლოკო“, რომელიც სიცოცხ ლის ბოლომდე ასე დროშაში გახვეულ ი ივლის – გავიფიქრე ჩემთვის და გაჩერებისკენ მივტრიალდი.
„ჯიბეში ნაპოვნი უბის წიგნაკიდან“, 2019, თებერვალი
აქ სკამებზე მხოლოდ ტაიმებს შუა სხდებიან დასასვენებლად, დანარჩენ დროს ფეხზე ატარებენ, მღერიან და... „ბოკას“ აგინე ბენ! მერე რა, რომ „რასინგიც“ სძულთ, ისევე, როგორც ყველა დანარჩენი, „ბოკა“ მაინც სულ სხვაა... ჩვენ წინ „რივერელთა“ ლიდერი, წელს ზემოთ შიშველი ახმა ხი ბღავის – თავიდან ალმაცერად გვიყურებდა, ვერ გაიგო, ვინ ვართ, მერე თამაში დაიწყო და დავავიწყდით. ყოველი სიმღე რის მერე ტუჩებზე თითის მიდებით აჩუმებს მთელ სექტორს და უცებ დასჭექს: „ბოკა“ შენი დედა... რასაც მერე მთელი ტრიბუნა უერთდება! ასე გრძელდება მთელი 90 წუთი... „რივერმა“ 3-1 მოიგო, კოლომბიელმა ხუანფერ კინტერომ კი საოცარი სილამაზის საჯარიმოთი მთლად გადარია დამსწრენი. სტადიონს სიმღერით ვტოვებთ, სხვა რა გზაა – საერთო ზეიმს ჩვენი ხმაც უნდა შევაშველოთ. ელენემ მითხრა, მე ამათი ინ ჩასი გავხდიო... ხვალ მონტევიდეოში მივდივართ ბორნით, იქიდან – უკან, იგუ ასუზე, სადაც საოცარი ბუნებრივი კომპლექსი უნდა დავათვა ლიეროთ, 275 ჩანჩქერით. ყველაზე დიდს, მგონი, „ეშმაკის ხა ხა“ ჰქვია და მისკენ მიმავალი ხიდების კილომეტრიანი ლაბი რინთი ისევ ბორხესისეულ ასოციაციებს აღმიძრავს... თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...
49 VOYAGER 27/2022
კორდოვა
კორდოვა, მახვილით პირველ „ო“-ზე, ამავე სახელწოდების ადმინისტრაციული ოლქის დედაქალაქია არგენტინის ცენტრალურ ნაწილში, ლათინური ამერიკის თვალუწვდენელი ნაყოფიერი ველების – პამპების საზღვარზე.
ცოტა ესპანურში ხომ არ წაგვევარჯიშა? ენციკლოპედიურ ცნობებს გვერდი ავუაროთ და ასე და ვიწყოთ კორდოვის დახასიათება. La Docta – ესპანურიდან თარგმანში მეცნიერს ნიშ ნავს, განათლებულს, მცოდნეს. ეს კორდოვის მეტსახელია, იმის აღსანიშნავად რომ, იეზუიტთა ორდენის მიერ XVII საუკუნეში აქ დაარსებული და დღესაც მოქმედი უნივერსიტეტი ქვეყნის უძ ველესი საგანმანათლებლო-სამეცნიერო კერაა. Fernet con Coca – ფერნეტი კოკასთან ერთად– კოქტეილ ი, რომელიც ყინულის კუბიკების ჩათვლით 3 ინგრედიენტისგან შედგება არ გენტინაში ყველაზე პოპულარული სასმელია. გამჭვირვალე, სქელძირიან ჭიქაში ჩაყრილ ყინულს სურნელოვან ბალახებზე დამზადებულ, მომწარო იტალიურ ლიქიორს – ფერნეტს ამატე ბენ, შემდეგ ჭიქას ტკბილი და შუშხუნა კოკა-კოლა თი ავსებენ, მოოქროსფერო ქაფიდან ამოწვერილ ყინულის კუბზე ლიმონის კანის თხელ ანათალს დებენ და სვამენ. სვამენ ბევრს, იმდენად, რომ არგენტინა იტალიის გარდა ერ თადერთი ქვეყანაა, სადაც სამარკო Fernet-Branca იწარმოებ ა.
ამბობენ, რომ ეს მარტივი ნაზავი კოროდვული გამოგონებაა და ასეთი პოპულარული იმიტომ გახდა, რომ აქაურმა სტუდენტებ მა შეიყვარეს. Tonada cordobesa – კორდოვული ტონი – ასე უწოდებენ ესპა ნური სამეტყველო ენის რეგიონულ აქცენტს, რომელიც ხმოვანი ბგერების გაგრძელებით ხასიათდება და რომელზეც კორდოვის მოსახლეობა მეტყველებს. არსებობს მოსაზრება, რომ არგენტი ნელებისთვის ადვილად ამოსაცნობი და ცოტა არ იყოს, სახუმარო თემად ქცეული სპეციფიკური აქცენტი ქომეჩინგონების გამქრალი ენის გავლენაა. დღე ვანდელი კორდოვის ტერიტორიაზე მცხოვრე ბი ინდიელთა ამ ტომის წარმომადგენლები ფიზიკური მახასიათებლებით გამოირჩე ოდნენ: ღია ფერის კანი, წვერები, თვალის მომწვანო-მოყავისფრო ელფერი… მათი განვითარების დონეც შესამჩნევად მაღა ლი იყო, რაც მესაქონლეობისა და მიწათ მოქმედების ორგანიზებულ მეურნეობაში გამოიხატებოდა. ეს ყველაფერი საფუძვლად დაედო კიდევ ერთ მოსაზრებას, რომ შესაძ ლოა ქომეჩინგონები სამხრეთ-დასავლეთ ევ როპელებს კოლომბამდეც იცნობდნენ. ამ მხარის კოლონიზაციის ისტორია კონკისტადორ ხერონიმო ლუის დე კაბრერას სახელს უკავშირდება, რომელმაც მდინარე ზე ფორტის აშენების ბრძანება მიიღო და 1573 წელს დაარსებულ ახალშენს, ესპანეთში მდებარე რეგიონისა და ქალაქის პატივსა ცემად, კორდოვა დე ლა ნუევა ანდალუსია უწოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ადგილობრივებთან გამუდმებული შეტაკებების გა მო, დასახლება მდინარის მოპირდაპირე ნაპირზე – თავდაცვისთ ვის უფრო მოსახერხებელ ადგილას გადაიტანეს.
50 VOYAGER 27/2022
კორდოვის განაშენიანების გეგმა, რომელიც, 1577 წელს ვიცე- გუბერნატორმა ლორენცო სუარეს დე ფიგეროამ შეადგი ნა, ერთი შეხედვით ჭადრაკის დაფას მოგაგონებთ. პირველი მოსახლეები აქ ექსპედიციის მონაწილე პრივილეგირებული ოფიცრები იყვნენ, რომელთაც მიწა, იერარქიის შესაბამისად, საჩუქრად მიიღეს. ახალშენის სივრცითი ორგანიზება ესპანე თის ქალაქების მოდელს იმეორებდა. სიგანეში ათ და სიგრძე ში შვიდ ურბანულ ბლოკს შორის გამავალი ქუჩები ერთმანეთს მართი კუთხით კვეთდა. დასახლების ცენტრი იყო Plaza Mayor, რომლის გარშემოც გა შენდა და გაფართოვდა კორდოვა. კოლონიურ ეპოქაში სა ხალხო ბაზრობებისა და ფესტივალების ადგილი დღეს დაახ ლოებით კვადრატული ფორმის ვრცელი მოედანია.
1916 წლიდან მის ცენტრ ში ესპანური კოლონიებ ის დამოუკ ი დებლობისთვის მებრძოლი ეროვნული გმირის – ცხენზე ამ ხედრებული გენერალ ხოსე დე სან მარტინის ქანდაკება დგას, რომლის პიედესტალზეც რელიეფურად არის გამოსახული გე ნერლის ხელმძღვანელობით გამართული განმათავისუფლებე ლი ბრძოლები. იქვე, დამოუკიდებლობის საფეხმავლო ქუჩის გადაღმა, ერთ მანეთის გვერდიგვერდ დგას კოლონიურ ი ეპოქის ორი მნიშვ ნელოვანი ძეგლი: Cabildo – ქალაქის საბჭოს შენობა და საკა თედრო ტაძარი. 1786 წელს სამხედრო ინჟინრის, ხუან მანუელ ლოპესის ხელმძღვანელობით აშენებული კავილდო ქალაქუ რი ცხოვრების ეპიცენტრი იყო ყველა ეპოქაში. 1813 წლის სექ ტემბერში ცენტრალურ აივანზე დამაგრებული ესპანური დროშა
51 VOYAGER 27/2022
კორდოვა
პირველი ნაციონალური გერბით შეიცვალა და მას შემდეგ აქ ხან სასამართლო პალატა ფუნქციონირებდა, ხან წარმომადგენლო ბითი დარბაზი და ხანაც პოლიცია და ციხე. 1900-იანი წლების ბოლოს ის ქალაქის მუზეუმად და კულტურულ ცენტრად გადა კეთდა (Museo de la Ciudad), რომლის საგამოფენო დარბაზები და გალერეებით გარშემორტყმული კოლონიური ეპოქის ეზოები ფესტივალებსა და სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს. კავილდოს გვერდით ტაძრის მშენებლობა XVI საუკ უნის მიწურულს დაიწყო. ის თავიდანვე ქალაქის მთავარ სალოცავად მოიაზრებოდა, რასაც ადასტურებს შენობისთვ ის გა მოყოფილი ადგილი ლორენცო სუარეს დე ფიგეროას გეგმაზე.
Legua Cultural de Oro – ე.წ. კულტურული მედიის ოქროს ლი გა 2500 მეტრიან ი მარშრუტია, რომელიც არქიტექტურული და მხატვრული ღირებულების მქონე რვა სახელოვნებო და კულ ტურულ სივრცეს აერთიან ებს. ის აქ, ქალაქის ცენტრში, სან მარტინის მოედნიდან იწყება და ნუოვა კორდოვაში მთავრდე ბა. Nueva Córdoba – დინამიკური და ახალგაზრდული უბანია, მნიშვნელოვანი სასწავლო დაწესებულებებით, უძრავ ქონება ზე მაღალი ფასებით და 45 000 მცხოვრებით. მისი განაშენიანე ბა 1886 წელს დაიწყო – ქალაქის ცენტრ ის წყალდიდობებისგან დაცვისა და ქარების შესუსტების მიზნით. Teatro Real – კინოთეატრად ჩაფიქრებული ამ სივრცის მშე ნებლობა 1927 წელს დასრულდა. მოგვიან ებით მისი ფუნქცია მკვეთრად შეიცვალა და აქ ბანკი განთავსდ ა. 1990-იან წლებ ში საფუძვლიანი რეკონსტ რუქციის შემდეგ, შენობა, რომლის მთავარი ღირშესანიშნაობაა სამსართულიანი იარუსებით გარ შემორტყმული 700-კაციანი დარბაზი, სამი თეატრალური და სის მუდმივი მასპინძელი გახდა. აქ სპექტაკლებს მართავენ კორდოვა კომედი, საბავშვო და ახალგაზრდული და თოჯინების თეატრები.
პირველი ეკლესიის ბედი ტრაგიკული აღმოჩნდა – 1677 წელს კონ სტრუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოინგრა და ადგილობრი ვი მღვდლის სიცოცხლე იმსხვერპლა. განახლებული სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელად წარმოშობით ესპანელი არქიტექ ტორი მოიწვიეს და 1706 წელს ტაძარი დაუმთავრებელი სახით გა აღეს მლოცველთათვის. გუმბათისა და პორტიკის მშენებლობის დასრულების შემდეგ, 1784 წელს ეკლესია ღვთისმშობლის მიძი ნების სახელზე აკურთხეს. მოგვიანებით მას ორი სამრეკლო შეე მატა, ინტერიერი მოიხატა და XX საუკუნის დასაწყისში პორტიკის თავზე ქრისტეს ქანდაკება დაიდგა. ეკლესიის უკან, პატარა მოე დანზე, ხერონიმო ლუის დე კაბრერას ძეგლი დგას.
El Teatro del Libertador General San Martín – არგენტინის ერთ- ერთ მთავარ საოპერო და საბალეტო დარბაზს საუკეთე სო სცენა აქვს აკუსტიკის თვალსაზრისით. მშობლიურ პროვინ ციაში დიდი საკონცერტო სივრცის მშენებლობის ინიციატორი მაშინდელი იუსტიციის მინისტრი და მოგვიანებით მხარის გუ ბერნატორი – რამონ კარკანო იყო. მან საკანონმდებლო ორგა ნოსგან ფინანსური მხარდაჭერა მიიღო და მშენებლობის ხელ მძღვანელად იტალიელი არქიტექტორი – ფრანჩესკო ტამბური ნი დანიშნა, რომელსაც უკვე ჰქონდა ბუენოს აირესში მუშაო ბის გამოცდილება. ყველა მასალა, ნაჭრები და აღჭურვილობა ევროპიდან ჩამოიტანეს.
თავისუფლების ქუჩის გაყოლებაზე, გზაჯვარედინს გადაღმა, რე ლიგიური ხელოვნების მუზეუმია – Juan de Tejeda Museum of Religious Art. ამ ერთსართულიანი, ვარდისფერი კუთხის შენო ბის ისტორია მასში დაცულ ექსპონატებზე ნაკლებსაინტერესო როდია: ხუან დე ტეხედამ სახლი ქალაქის პრივილეგირებულ უბანში ააგო – მიწის იმ ნაკვეთზე, რომელიც მამამისს, ხერონიმო ლუის დე კაბრერას თანამოაზრესა და თანამებრძოლს, კორდო ვის დაარსებისთანავე გადაეცა საჩუქრად. კომპლექსი, რომელ შიც, მეპატრონის აპარტამენტების გარდა, მონების საცხოვრე ბელი, საჯინიბო და სხვა სამეურნეო დანიშნულების სივრცეები შედიოდა, XVII საუკუნის დასაწყისით თარიღდება. 1628 წელს ხუან დე ტეხედამ დასნეულებული ქალიშვილის სასთუ მალთან დადებული პირობა აასრულა: გოგონას სასწაულებრივი განკურნების შემდეგ, სახლი ფეხშიშველ კარმელიტთა ორდენს გადასცა, რომელმაც აქ მონასტერი დააარსა და წმინდა ტერე ზას ეკლესია ააგო. მონაზვნები თითქმის არასდროს ტოვებდნენ მონასტრის ფარგლებს. ხედი, რომელიც მათ გარესამყაროსთან აკავშირებდა, ახლაც არ შეცვლილა – შიდა ეზოდან, ბერგამო ტისა და ფორთოხლის სურნელოვან ხეებს ზემოთ, კვლავ მოჩანს საკათედრო ტაძრის გუმბათი. 1604 წელს, როცა სახლი ჯერ კიდევ ოჯახის მფლობელობაში იყო, აქ დაიბადა ხუან დე ტეხედას ვაჟი – პირველ არგენტინელ პოეტად მიჩნეული ლუის ხოსე დე ტეხედა. http://www.museotejeda.com/
ინტერიერი ნეობაროკოსა და ლუდოვიკო XV-ის მდიდრულ სტილშია შესრულებული – ჭაღები, წითელი ხავერდი, ავეჯი, ბრინჯაო, მარმარილო… ნალისებური ფორმის დარბაზში ათას ზე მეტი მაყურებელი ეტევა. ცენტრ ალურ ფასადზე სკულპტუ რული რელიეფია – კორდოვის გერბი, რომელიც ორ ქერუბიმს უჭირავს. შენობა საზეიმ ოდ გაიხსნა 1891 წლის 26 აპრილს, 1950 წელს კი, არგენტინის პრეზიდენტის – ხუან პერონის ბრძანებით, გენერალ ხოსე დე სან მარტინის სახელი ეწოდა. სახელმწიფო გადატრიალ ების შემდეგ, სახელწოდებიდან გენერლის ხსენება გაქრა, თუმცა 1973 წელს პერონმა ძალაუფლება დაიბრუნა, თე ატრმა კი – ეროვნული გმირის სახელი.
52 VOYAGER 27/2022
თეატრის მეზობლად, გზაჯვარედინზე მდებარე Patio Olmos – 500 მოსწავლეზე გათვლილი ყოფილი ვაჟთა სკოლაა, რო მელიც გუბარნატორ ხოსე ვისენტე დე ოლმომ 1900-იანი წლე ბის დასაწყისში გახსნა. დროთა განმავლობაში აქ ციხე, ბაზარი და საბაჟო ფუნქციონირებდა. 1968 წლის მიწისძვრამ ნაგებო ბა მწყობრიდან გამოიყვანა, თუმცა ის წლების განმავლობაში ასრულებდა სან მარტინის თეატრის სარეკვიზიტო ფუნქციას. დღეს Patio Olmos კორდოვის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭ რო ცენტრია, 30 000 კვ. მეტრზე განთავსებული 150-ზე მეტი ობი ექტით, მათ შორის, საერთაშორისო ბრენდული მაღაზიებით. Paseo del Buen Pastor (სიტყვასიტყვით – კეთილი მწყემსის გასეირნება) – ეს კულტურული ცენტრ ი უზარმაზარ ტერიტორი აზე გაჭიმული ერთგვარი ლაბირინთია, სადაც ხან კონცერტზე აღმოჩნდებით და ხანაც საცეკვაო წარმოდგენაზე. დარბაზებში გამოფენილია ფერწერული და ფოტონამუშევრები, თანამედ როვე ქანდაკების ნიმუშებთან ერთად. აქ იმართება თეატრა ლური დადგმები და თოჯინების თეატრის სპექტაკლებიც. კომპ ლექსში შედის ბარები, რესტორნები და მაღაზიები. შეგიძლიათ „მოცეკვავე წყლების“ შოუ ნახოთ – შადრევნებიან აუზში მუსი კის და ილუმინაციების თანხლებით მოწყობილი წარმოდგე ნა. კომპლექსის მშენებლობა ამ ადგილას 2004 წელს დაიწყეს – თითქმის 35 წლის მანძილზე უფუნქციოდ მდგარი შენობის ადგილას, რომელიც XIX საუკუნის ბოლოდან ჯერ ქალთა თავ შესაფარი, შემდეგ კი ქალთა ციხე იყო. ხელუხლებლად შემონა ხული ციხის სამლოცველო, რესტავრაციის შემდეგ, კომპლექს ში ჩართეს და ახლა აქ ღონისძიებები იმართება.
შეუმჩნეველი არც კაპუცინების ეკლესია დაგრჩებათ, თავისი მონუმენტური სილუეტ ით, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძ ლება კომპლექსის ნაწილადაც მიიჩნიოთ. კაპიუშონიან ანა ფორებში ჩაცმული კაპუცინების ორდენის წარმომადგენლები კორდოვაში XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნ ენ. 1933 წელს მათ იესოს წმინდა გულის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, რომე ლიც 7 წლის შემდეგ გაიხსნ ა, თუმცა დასრულებული სახე მხო ლოდ 1980 წელს მიიღო. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ნეო გოთიკურ სტილში შესრულებული მთავარი ფასადი, გოთიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი აზიდული პროპორციე ბით, სამი კარით, კოშკებით, შპილითა და თაღებში განლაგებუ ლი შესანიშნავი სკულპტურებით. Museo Superior de Bellas Artes Evita – Palacio Ferreyra – კლა სიკური არქიტექტურული სტილის ამ შესანიშნავი სასახლის ასაშენებლად (1916) მარტინ ფერეირას თანხები არ დაუზოგავს. ცნობილ ექიმს, კირქვის კარიერისა და არგენტინაში კირის უდიდესი ქარხნის მფლობელს, ხელგაშლილობის საშუალება ნამდვილად ჰქონდა. ამიტომ, საუკეთესო ევროპული მასალა შეიძინა, ბაღის მოსაწყობად კი იმ დროისთვ ის სახელგანთქმუ ლი ლანდშაფტის დიზაინ ერი დაიქირავა. 500 კვ. მეტრის ფარ თობის სასახლის მთავარი სივრცეა 20 მეტრი სიმაღლის ცენ ტრალური დარბაზი, მონუმენტური კიბით, ჭერში მოწყობილი ბუნებრივი განათებით და აივნით მთელ პერიმეტრზე.
53 VOYAGER 27/2022
კორდოვა
დარბაზის გარშემო მისაღები ოთახებია, მეორე სართულზე კი – ამპირის სტილში მოწყობილი პირადი აპარტამენტები. მასშ ტაბების გასააზრებლად გეტყვით, რომ აქ 35 საძინებელი და 19 სააბაზანო ოთახი იყო. 2007 წლის 17 ოქტომბერს ფერეირების სასახლეში ხელოვნების მუზეუმ ი – ევიტა გაიხსნა, კორდოვის პროვინციის ხელოვნებისა და კულტურის ნიმუშების საექსპო ზიციოდ. ამბობენ, რომ იმ დროისთვის ქალაქის განაპირა უბანი მარ ტინ ფერეირამ საცხოვრებლად ახალგაშენებული სარმიენტოს ბაღის გამო აირჩია, რომელიც დღეს შესანიშნავი ორიენტი რია მუზეუმის მისაგნებად. ქალაქის ცენტრიდან სულ რამდენი მე კვარტლის დაშორებით მდებარე ეს ვრცელი სარეკრეაციო ზონა 1911 წელს გაიხსნ ა, არგენტინის პრეზიდენტის, დომინგო ფაუსტინო სარმიენტოს დაბადებიდან 100 წლის თავზე და მის სახელს ატარებს. თავდაპირველი ჩანაფიქრით კორდოვის ფარგლებში მასიურ ი ტყის ზონა უნდა გაშენებულიყო, თუმცა მოგვიანებით აქ საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური ტბა, ხი დები, საციგურაო მოედანი და ბერძნული ამფითეატრი მოეწყო. ბაღიდან მთელი ქალაქი შესანიშნავად მოჩანს. აქვეა XX საუ კუნის დასაწყისში აშენებული ვარდების ბაღი, შადრევნებით და ქანდაკებებით. სამხრეთ სექტორში ზოოლოგიურ ი პარკი და ოქროს ლიგის მარშრუტში შემავალი ორი მუზეუმია. Museo Provincial Palacio Dionisi – ფრანგული ნეოკლასიკის სტილში აგებული სასახლე გერმანელი ემიგრანტის, ქალაქში ერთ-ერთი უმსხვილესი სამეურნეო მაღაზიის მფლობელის – ხუან კეგელერის საკუთრება იყო XX საუკუნის დასაწყისში. ფე რეირას სასახლესთან შედარებით, ეს შენობა მცირე ზომისაა, თუმცა არანაკლები არქიტექტურული ღირებულებით გამოირ ჩევა. მუნიციპალური საკუთრების სტატუსი ერთგვარი გარანტი გახდა სასახლის კულტურული და ესთეტიკური ღირებულების
შესანარჩუნებლად: შენობა 1924 წელს დასრულდა და მისი თავდაპირველი სახე, XIX საუკუნის ბოლოს ევროპიდან ჩამო ტანილი მასალებიანად, პრაქტიკულად უცვლელად არის შე მონახული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ცენტრალური დარ ბაზის მასიური კიბე და დიდი, ფერადი ვიტრაჟი. 1992 წელს აქ საგარეო ვაჭრობის სამინისტრო გაიხსნა, შემდეგში – კულტუ რის სააგენტოს შტაბ-ბინა, 2000-იანი წლების დასაწყისიდან კი უმბერტო დიონისის სახელობის ფოტოგრაფიის მუზეუმი დამკ ვიდრდა. აღსანიშნავია, რომ დიონისი კეგელერის ქალიშვილის – მარ გარიტას ქმარი იყო – ცნობილი ექიმი, რომელსაც იმ დროის თვის ერთადერთი კიბოს ინსტიტუტი ჰქონდა საავადმყოფოში გახსნილი. Museo Provincial de Bellas Artes Emilio Caraffa – დიალოგი ადგილობრივ მხატვრულ მეხსიერებასა და თანამედროვე ხე ლოვნებას შორის – ამ მიზნის მისაღწევად ემილიო კარაფას სახელობის მუზეუმ ი კოლექციებზე მუშაობას აქტიურ საგამო ფენო პროგრამას უთავსებს. მუზეუმის ისტორია 1914 წლიდან იწყება, თუმცა მუდმივი საექსპოზიციო სივრცე აქ 1916 წელს გა იხსნა – სახასიათო, მორკალულ შენობაში, სარმიენტოს ბაღის შესასვლელის წინ, შემაღლებულ ადგილზე. 1962 წელს, პირვე ლი ამერიკული სამხატვრო ბიენალეს გასამართად, ნაგებობა მნიშვ ნელოვნად გააფართოეს, შემდგომი რეკონსტრუქცია კი 2007 წელს ჩატარდა. მუზეუმის დღევანდელი სახე ორი ეპოქის არქიტექტურულ სტილს აერთიანებს – ნეოკლასიკური საფა სადო შენობის უკან თანამედროვე კონსტრუქცია დაგხვდებათ, მკაფიო გეომეტრიული ფორმებით, ერთმანეთზე დადებულ უზარმაზარ, შემინულ საზღვაო კონტეინერებს რომ მოგაგო ნებთ. მუზეუმის კოლექციებში დაცული ფერწერის, გრაფიკის, ვიდეოხელოვნების, ახალი ტექნოლოგიების, ფოტოგრაფიისა
54 VOYAGER 27/2022
of Córdoba-ს (ადგილობრივი უნივერსიტეტის) სამხრ ეთის კამ პუსის ნაწილია. მის ტერიტორიაზე ხელოვნებისა და დიზაინ ის ფაკულტეტის ხუთი მიმდინარეობა თანაარსებობს – გამოყენე ბითი ხელოვნების, კერამიკის, სამუსიკო, თეატრალური და სახ ვითი ხელოვნების უმაღლესი სკოლები.
და ქანდაკების ნიმუშები საშუალებას მოგცემთ, თვალი მია დევნოთ არგენტინული ხელოვნების განვითარებას XIX საუკუ ნის ბოლოდან თანამედროვეობამდე. მუზეუმი არგენტინელი მხატვრის – ემილო კარაფას სახელს ატარებს, კორდოვის მთა ვარი ტაძრის ერთ-ერთი გამფორმებლის, რომელსაც მუზეუმის დაარსებაშიც მიუძღვის წვლილი. Provincial Museum of Natural Sciences Dr. Arturo Umberto Illia – არგენტინის პრეზიდენტის – არტურო უმბერტო ილიას სახე ლობის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმის კოლექ ციას დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა თანამედროვე შენობაში 2007 წლიდან ფუნქციონირებს. სპირალურად მოწყობილ შიდა სივრცეში სამი სართული ერთმანეთს უწყვეტი პანდუსით უკავ შირდება. ის თითქოს ამონიტის ფორმას იმეორებს და შენობის ფუნქციას ეხმიანება – მდიდარი პალეონტოლოგიური მასალა ხომ მუზეუმის კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქვედა სარ თულზე სამხრეთამერიკული მეგაფაუნის წარმომადგენლების გამოფენაა – გადაშენებული გიგანტური ძუძუმწოვრების. აქაა ბალახისმჭამელი მეგათერიუმისა და ხმალკბილა კატას – სმი ლოდონის ნატურალური ზომის რეპლიკები და გლიპტოდონტის ჯავშანი, აღმოჩენილი კორდოვიდან დაახლოებით 80 კმ-ის და შორებით. შემდეგი სამყაროს წარმოშობის ექსპოზიციაა, რომე ლიც მეტეორიტებით, ადგილობრივი ქანებით და მინერალები თაა წარმოდგენილი. მას პალეონტოლოგიური და ბიოლოგიუ რი კოლექცია მოჰყვება, სულ ბოლოს კი გიგანტური მფრინავი ხვლიკების – პტეროზავრების ქვეშ მოწყობილი საკონფერენციო დარბაზია და სივრცე მათთვის, ვისაც სურს, ნანახი და გაგონილი გააანალიზოს და პლანეტის გადარჩენაზე იფიქროს.
კორდოვის ისტორიის დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს გამო ტოვებთ, თუ იეზუიტ ების მემკვიდრეობას არ გაეცნობით. ქა ლაქი ჯერ კიდევ ახალი დაარსებული იყო, როცა აქ მისიონ ე რული ორდნის წარმომადგენლები გამოჩნდ ნენ და 1599 წელს იეზუიტთა კვარტლის სახელით ცნობილ უბანში ქრისტეს სა ზოგადოებ ა დააფუძნეს. აქაურობა მასშტაბური კულტურულ- საგანმანათლებლო და ეკონომიკური სისტემის ცენტრად იქცა. 1610 წელს პირველი სასწავლო დაწესებულება – Colegio Máximo გაიხსნა, სადაც სტუდენტები თეოლოგიასა და ფილოსოფიას სწავლობდნენ. 1621 წელს, პაპმა გრიგოლ XV-მ სასწავლებელს ხარისხის მინიჭების უფლება უწყალობა. 1622 წელს, როგორც კი კორდოვაში მეფე ფილიპე IV-ის მიერ რატიფიცირებულ მა ბრძანებამ ჩამოაღწია, იეზუიტების არქიეპისკოპოსმა, პედ რო დე ონიატემ, პროფესორების თანხმობით, უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ოფიციალ ურად გამოაცხადა და მოგვიანებით სასწავლებლის წესდებაც შეადგინა. ასე დაარსდა არგენტინის ყველაზე ძველი უმაღლესი სასწავლებელი.
Ciudad de las Artes – ხელოვნების ქალაქი მარშრუტის ბოლო პუნქტია. კორდოვის ყველზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებ ლო და შემოქმედებითი ჰაბი, რომელიც Provincial University 55 VOYAGER 27/2022
კორდოვა
აქვე დროში საორიენტაციოდ ისიც თქვათ, რომ ფილიპე IV ის მეფეა, ველასკესი რომ ყავდა კარის მხატვრად. იეზუიტთა კვარ ტალის ყველაზე ძველი ნაგებობა მცირე ზომის ტაძარი უნდა ყოფილიყო, რომელიც XVII საუკუნის მეორე ნახევარში ახალი ეკლესიით ჩაანაცვლეს. დღეს ის მნიშვნელოვანი აკადემიური ღონისძიებების, მათ შორის – ხარისხის გადაცემის ცერემონია ლის გამართვის ადგილია. აქვეა Colegio Nacional de Monserrat – 1687 წელს დაარსებუ ლი კოლეჯი. მის სამუზეუმო ექსპოზიციაში სხვა ნივთებთან ერ თად ის ფიზიკური, ქიმიური და ასტრონომიული ხელსაწყოებ ია გამოფენილი, რომლებიც XIX საუკუნის სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა. იეზუიტები თავიანთ მასშ ტაბურ სა განმანათლებლო საქმიანობას საკუთარი რესურსებით აფი ნანს ებდნენ, კორდოვის პროვინციის ექვს ფერმ აში სასოფლო- სამეურნეო წარმოებითა და მევენახეობის მეშვ ეობით. სიტუა ცია 1767 წელს მოულ ოდნელად შეიცვალა, როცა მეფე კარლოს III-მ ესპანური მიწებიდან იეზუიტების განდევნა ბრძანა. ორდენის წარმომადგენლები იძულების წესით გემით იტალიაში გაამგზავ რეს. უნივერსიტეტი ფრანცისკანელებთა ხელში გადავიდა. 1791 წელს ორ მთავარ – თეოლ ოგიურ და ფილოსოფიურ დისციპ ლინას სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულება დაემ ატა, რითიც უნივერსიტეტის სეკულარიზაციის პროცესი და იწყო.
SACHA MISTOL ART HOTEL ქალაქის ცენტრში მდებარე ეს გამორჩეული შენობა 1927 წელს აიგო, როგორც განახლებისა და პროგრესის არქიტექტურული სიმბოლო. მისი მფლობელი იყო ემილიო ფელიპე ოლმოსი – თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი, კორ დოვის მერი და ოლქის გუბერნატორი. პროფესიით ინჟინერ მა მშენებლობისას მიზანმიმართულად აირჩია ნეოკლასიკური სტილი, რომელიც კოლონიურ ი ეპოქის არქიტექტურას დაუპი რისპირა და საფუძველი ჩაუყარა დედაქალაქის ახალ იერსა ხეს. დღეს რეაბილიტირებულ შენობაში მყუდრო და ნათელი ბუტიკ-სასტუმროა მოწყობილი, რომელიც სამხატვრო სალო ნის ფუნქციასაც ითავსებს. „მამაკაცის პორტრეტი“, „ლურჯი ხეები“, „ფრანგული ყვავილე ბი“, „ქალი ბაღში“, „ოცნება“… ასეთი ორიგინალური დასახელე ბის ნომრებს ინდივიდუალური მხატვრული სტილი და განწყობა აქვთ, შექმნილი კედლის მოხატულობით, ნახატებით და თანა მედროვე, კომფორტული ავეჯით… ფოტოებთან ერთად, საიტზე ნომრების დაგეგმარებასაც იპოვით, რაც წარმოდგენას შეგიქმ ნით სივრცით ორგანიზებაზე და არჩევანს გაგიადვილებთ.
სასტუმრო გთავაზობთ შეხვედრების სივრცესაც, დამოუკიდებე ლი გასასვლელით ეზოში, და სპა ცენტრის მომსახურებას. შა ბათ-კვირას გამართული სამხატვრო გამოფენები შესანიშნავი საშუალებაა ადგილობრივი მხატვრებისა და მათი შემოქმედე ბის გასაცნობად. https://sachamistol.com/en
56 VOYAGER 27/2022
AZUR ROYAL BOUTIQUE HOTEL ქალაქის შუაგულში, მთავარი მოედნიდან რამდენიმე ნაბიჯზე მდებარე ამ სასტუმროს მთავარი ღირსშესანიშნაობა უდავოდ სარდაფის სართულში მოწყობილი სპა ცენტრ ია. ისტორიის,
მოგზაურობისა და თავგადასავლების შთაგონებით შექმნილი კომფორტული სივრცე ანტიკური რომის აბანოს განასახიერებს. აქ სიძველე და თანამედროვეობა ორგანულად ერწყმის ერთ მანეთს, კედლები და კამაროვანი ჭერი აგურით არის ამოყვა ნილი, თეთრი მარმარილოს აუზებში კი წყალი ლიცლიცებს. სპა ცენტრ ში დარბაზთა უმეტესობას ლათინური დასახელება აქვს, რომაული თერმების მიბაძვით. გამაჯანსაღებელ ციკლში ამ დარბაზებს გარკვეული თანმიმ დევრობით გადიხართ. თავის, მხრებისა და კისრისთვის გან კუთვნილი ძლიერი ჭავლის ჩანჩქერი, ჰიდრომასაჟი, ოზონის დეტოქს-აბაზანა, აღმოსავლური აბანო, გამწმენდი ბუნებრივი არომატებით, გაფილტრული წყლის შხაპი, ცივი წყლის ჭა, ჰო რიზონტალური შხაპი სხვადასხვა ტემპერატურისა და სიმძლ ავ რის ჭავლით – ეს მრავალფეროვანი სპა პროცედურები დაგეხ მარებათ, რომ მოიხსნათ სტრესი, დაძაბულობა, გაიძლიერ ოთ იმუნური სისტემა, გაიწმინდოთ სასუნთქ ი გზები და გაიუმჯობე სოთ სისხლის მიმოქცევა. სპა ცენტრ თან ერთად, სასტუმროში არის მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი კომფორტული ნომრები, ტერასა აუზით და რესტორანი, რომელიც სეზონურ პროდუქტზ ე ორიენტირებულ მენიუს გთავაზობთ. https://azurrealhotel.com/
YRIGOYEN 111 HOTEL სასტუმრო ქალაქის ფინანსურ რაიონში მდებარეობს, სავაჭ რო ცენტრის – Patio Olmos-ის გვერდით, კულტურული მედიის ოქროს ლიგის მარშრუტზე. შენობის ორიგინალურ იერსახეს განაპირობებს ორი სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურული სტი ლისა და სამშენებლო მასალის გემოვნებიანი შეხამება: ქვედა ნაწილი 1900-იანი წლების Nueva Cordoba-ს ტიპის ნაგებობაა, რომლის რესტავრირებული ფასადი და ინტერიერი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. შენობის ზედა მხარე თანამედროვე შემინული კონსტრ უქციაა, 78 ელეგანტური ოთახით, რომლებსაც კარგი ბუნებრივი განა თება და შესანიშნავი ხედი აქვს ქალაქზე. ბოლო, მე-14 სარ თულზე ტერასა, ღია აუზი, სატრენაჟორო დარბაზი და საუნა გელით. სასტუმროში მოქმედი „1906 ლაუნჯბარი“, კაფეტერიი თა და მსუბუქი ხემსის არჩევანით, კომფორტული სივრცეა რო გორც დასვენებისთვის, ისე საქმიანი შეხვედრებისთვ ის. https://www.y111hotel.com/
VIRREINATO თუ კორდოვის კოლონიურ წარსულში მოგზაურ ობა გსურთ, უთუოდ ამ სასტუმროში უნდა გაჩერდეთ. ქალაქის იეზუიტურ კვარტალში აგებული ეს შენობა 1670 წლით თარიღდება და იდეალური ადგილია ისტორიული ცენტრ ის ღირსშესანიშნაო ბებთან მისადგომად. აქ თითოეულ ი ნივთი ხელოვნების ნიმუ შია და იეზუიტური პერიოდის დიდგვაროვანი ოჯახის ისტორი ას გიყვებათ, ისე, რომ ამ ისტორიის ნაწილად იგრძნოთ თავი. ედუარდ III, უილიამ I, ანნე I – ეს სასტუმროს ნომრების სახელე ბია. მასიური ხის ავეჯი, ჩუქურთმიანი ჩარჩოები, ქვის ბუხარი, ფაიფურის ჭურჭელი... – საუკუნეების წინანდელი სახლის იერი მაქსიმალურად აღდგენილია. თანამედროვე აღჭურვილობის წყალობით, ნომრები მოსახერხებელი და კომფორტულია. სას ტუმროს მყუდრო ბაღიც აქვს. http://virreinato.com.ar/ 57 VOYAGER 27/2022
კორდოვა
WINDSOR HOTEL & TOWER
NH CÓRDOBA PANORAMA
ეს კომფორტული და თანამედროვედ აღჭურვილი სასტუმროა ქალაქის ცენტრ ში, ელეგანტური ოთახებით, ბოლო – მეშვიდე სართულზე მოწყობილი სარელაქსაციო გარემოთი და შესანიშ ნავი გასტრონომიით. დილით შვედური მაგიდა იშლება, თუმცა პირველ სართულზე ბარშიც ისაუზმებთ. სადილი შეგიძლიათ, არგენტინის ცნობილი მარნებიდან ჩამოტანილ ღვინოებს შეუ ხამოთ. ტერასა და ბოლო სართული იდეალურია დასვენების თვის: სპა, ფიტნესცენტრი, საუნა და ღია აუზი, რომელიც ყველა სეზონზე ფუნქციონირებს. თუ კორდოვაში ყოფნა თქვენთვის ღირსშესანიშნავ თარიღს ემთხვევა, საქმიანი და ბიზნესშეხ ვედრისთვის განკუთვნილი დარბაზის გარდა, გაითვალისწინეთ 40 პერსონაზე გათვლილი არაფორმალური სივრცეც, პრივატუ ლი ტერასითა და შესანიშნავი ხედით ქალაქზე (იდეალურია BBQ-ისა და კოქტეილ ის საღამოსთვის).
კორდოვის ცენტრში მდებარე ამ 15-სართულიან სასტუმროს ბევრი სიკეთის გამო გირჩევთ: ისტორიულ ცენტრ თან სიახ ლოვე, თანამედროვედ აღჭურვილი ელეგანტური ნომრები, სა ხურავზე აუზი და შესანიშნავი პანორამული ხედი, სპა ცენტრ ი, სატრენაჟორო დარბაზი, მყუდრო ბარი და რესტორანი. 138 ნომ რიდან ზოგიერთი კორდოვის ჰორიზონტსა და შორეულ მთებს გაჰყურებს, მაგრამ თუ უცნობ ქალაქში ხეტიალი თქვენი ჰობია, იქნებ ჯობდეს, ნომერი ჰიდრომასაჟორიანი აბაზანით აიღოთ? შვედურ საუზმეზე ტროპიკულ ხილს, წვენებსა და ახალგამომ ცხვარ ფუნთუშეულს მოგართმევენ. რესტორან Tipuana-ში კი გელით რეგიონული და საერთაშორისო სამზარეულოს მენიუ, მათ შორის, კორდოვაში განთქმული თხის ხორცის კერძები, არგენტინული სტეიკ ი და იმპორტირებული ღვინის ფართო არ ჩევანი. აქვეა ტელევიზორი და მოსახერხებელი სავარძლებიც, თუკი არ გსურთ, უკანასკნელ სპორტულ მოვლენებს ჩამორჩეთ.
https://www.windsortower.com/
www.nh-hotels.com/
ELETON RESORT & SPA თუ საკურორტო ზონაში განტვირთვა გსურთ და ხმაურიან ქა ლაქში მხოლოდ ექსკურსიებს გეგმავთ, Eleton Resort & SPA სწო რედ ის არის, რასაც ეძებთ. ვილა კარლოს პას შესასვლელთან მდებარე 3-სართულიან შენობაში 107 ნომერია. ჩვენ ზედა სარ თულს გირჩევთ – ფართო ვიტრაჟებით ოთახები კარგად ნათ დება, აივნიდან კი მთაგორიანი ჰორიზონტი და ლანდშაფტის მთავარი ღირსშესანიშნაობ ა, ტბა სან როკე მოჩანს, მოლივლივე აფრიანი ნავებით. აქედან კორდოვამდე 35 კილომეტრია.
CASEROS 248 ეს ოთხვარსკ ვლავიანი სასტუმრო ქალაქის ცენტრში, ტურის ტულ ღირსშესანიშნაობებსა და კომერციულ დაწესებულებებ თან ახლოს მდებარეობს: სავაჭრო ცენტრ ი Patio Olmos აქედან 300 მეტრშია და არც სან მარტინის ხალხმრავალ მოედანზე მო სახვედრად დაგჭირდებათ შორს წასვლა. ეს სადა, ელეგანტური სასტუმრო ყველა თანამედროვე სტან დარტს პასუხობს: 58 ნომერი, შვედური მაგიდა, სნეკის ბარი, ფიტნესის დარბაზი, აგრეთვე – საკონფერენციო სივრცე და 24-საათიანი ბიზნესცენტრი – იმ შემთხვევისთვის, თუ დასვენებას დისტანციურ მუშაობას უთავსებთ. https://www.solans.com/hotel_solans_en_cordoba
თუ Eleton Resort & SPA-ში გაჩერებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ, სასტუმროს ტრანსფერითაც ისარგებლოთ და აეროპორტიდან პირდაპირ აქეთ აიღოთ გეზი. დახურული აუზი, ღია, ორდონი ანი აუზი ტერასაზე, ბარით, კინოდარბაზი, საფეხბურთო მოე დანი, რესტორანი, ლაუნჯბარი, შვედური საუზმე, სპა ცენტრ ი, გამაჯანსაღებელი პროცედურებით და საბავშვო რეკრეაციული ზონა – ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია, რასაც კორდოვის მთის შესანიშნავი ჰავაც ემატება. თუ გართობა მოგინდებათ, ნახევარ საათში მილიონ იანი ქალაქის ცენტრში აღმოჩნდებით, თუმცა არც ვილა კარლოს პაში მოიწყენთ. ეს პატარა ქალაქი რეგიო ნის მნიშვნელოვანი საკურორტო ზონაა და ბევრ თავშესაქცევს გთავაზობთ. მაგალითად, შეგიძლიათ ტბაზე ვინდსერფინგისა და აფროსნული სპორტის შეჯიბრებებსაც დაესწროთ, საექს კურსიო გემები კი მთელ წყალსაცავს მოგატარებენ. მეტი ადრე ნალინისთვის, წყლის მოტოციკლის ქირაობაც შესაძლებელია.
ნომრის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ზოგ შემთხვევაში საშხაპე და ჯაკუზი საერთო სივრცეშია და არ არის გამიჯნული საძინებელი ზონისგან. https://eleton.com.ar/
58 VOYAGER 27/2022
კორდოვის ცენტრში სხვა ცნობილ ბრენდულ სასტუმროებშიც დაბინავდებით: HOLIDAY INN CORDOBA ერთადერთი ხუთვარსკვლავიანი სას ტუმროა ქალაქში, AMÉRIAN EXECUTIVE CÓRDOBA HOTEL და AMÉRIAN CORDOBA PARK HOTEL კი არგენ ტინაში ცნობილი ქსელური ბრენდის სამვარსკვ ლავიანი სასტუმროებია.
PUEBLO NATIVO თუ ქალაქიდან გადახვევას აპირებთ, კორდოვის ჩრდილო ეთით 1 საათის სავალზე მოწყობილი ეს კომპლექსი, თავისი ბუნებრივი გარემოთი, იდეალურია დასასვენებლად. არქიტექ ტურა, დიზაინი, სივრცითი ორგანიზება და სხვა ყველაფერი აქ სამ ძირითად პრინციპს ემყარება: გასტრონომია, აქტიური დასვენება და რელაქსაცია. რესორტის ტერიტორიაზეა ორი დამოუკ იდებელი საცხოვრებელი კომპლექსი საოჯახო დასვე ნებისთვის – საძინებლით, სასადილო ზონით, სამზარეულოთი და მისაღებით. სასტუმროს ორი რესტორანი სრულ წარმოდგე ნას შეგიქმნით ადგილობრივ არგენტინულ სამზარეულოზე და მსოფლიო კულინარიულ გამოცდილებასაც გაგიზიარებთ, იტა ლიური, აზიური, ამერიკული და ახლო აღმოსავლეთის კერძე ბით. განსაკუთრებული სივრცეა სარდაფში მოწყობილი მარანი, უამრავი სახეობის ღვინით, სადეგუსტაციო მენიუთი და ხემსის არჩევანით. ბარი ღია სივრცეშიც მოგემსახურებათ – აუზსა და გოლფის მოედანთან, რომელიც ადგილობრივ ლანდშაფტზეა მორგებული და ხასხასა მწვანე საფარს მთელი წლის განმავ ლობაში ინარჩუნებს. საღამოობით, ღია ტერასაზე, თქვენთვის ცოცხალი მუსიკის კონცერტებიც გაიმართება. https://www.pueblonativo.com.ar/
SCRATCH HOUSE 1918-1919 წლებში დანიელი ემიგრანტების, დიტლევსენების ოჯახ მა სახლის ასაშ ენებლად ცნობ ილი დანიელი არქიტექტორი და იქირავა. ასე გაჩნდა ამ გამწვანებულ ფერდობზე პატარა თეთრი ვილა, სამხრეთული ქვეყნ ებისთვის უჩვეულო ნეოტუდორის არ ქიტექტურ ული ფასადით. თბილ ფერებში გადაწყვეტილი მყუდ რო და კარგად განათებულ ი ინტ ერიერი XX საუკ უნის დასაწყი სის არგენტინის ისტ ორიას ინახ ავს. ზედა სართულზე 5 ოთახ ია, მსოფლიოშ ი ცნობილ გოლფის მოთამაშეთა სახელებით. და სასვენებლად შეგიძლია თ, რომელიმე შეარჩიოთ, ან იქვე ეზოშ ი მდგარ თანამედროვე კოტეჯში მოეწყოთ: საძინებელი, ეზო, ბუ ხარი, სრულ ად აღჭურვილი სამზარეულო, ბარბექიუ – აქაურობა იდეალურია საოჯახო დასვენებისთვის. დამატებით გთავაზობთ გამაჯანსაღებელ სპა პროცედურებს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ მეცადინეობას იოგაში – პროფესიონალი ინსტრუქტორის ხელმ ძღვანელობით. მედიტაციის სეანსები თქვენი ფიზიკური, სულიე რი და ემოციური ბალანსის პოვნაში დაგეხმარებათ. საუკ ეთესო გოლფის მინდვრებთან სიახლოვე და საექსკურსიო ტურები კი აქტიური დასვენების საშუალებას მოგცემთ. https://scratch-house.com
სასტუმროების შერჩევისას, შემთხვევით გადავაწყ დით ინფორმაციას HOTELES CON HISTORIA-ზე. ეს პროექტი ახლებურად იაზრებს სასტუმროებს და ხე ლახლა აღმოგაჩენინებთ რეგიონის იმ ისტორიულ სახლებს, რომლებსაც კორდოვის ძველ ვიზიტორთა ამბები უკავშირდება. მეტიც, მან ისეთი იდილიური, თეთრ-სპილოსძვლისფერი მყუდრო ვილები გვაპოვ ნინა, იქნებ ღირდეს ცვლილებების შეტანა თქვენს თუნდაც უკვე დაგეგმილ მარშრუტში?
PUEBLO ESTANCIA LA PAZ ამ ადგილს დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. რომელსაც ჩვენ ხულიო არხენტინო როკათი დავიწყებთ – XIX საუკუნის ბოლოს არგენტინის კონფედერაციის ორგზის პრეზიდენტით. აქაურობა მისი მეუღლის მზითევია, რომელიც როკამ საზაფხულო რეზიდენ ციად აირჩია, არსებულ შენობას იერსახე შეუცვალა და იტალიური ნეოკლასიკის ნიმუშად აქცია, საჯინიბო ააშენა და ფრანგ ლანდ შაფტის დიზაინერს პარკი და ხელოვნური ტბა დააპროექტებინა. პრეზიდენტი აქედან მართავდა ქვეყანას და ხშირად იღებდა სა პატიო სტუმრებს. სასტუმროც აქაურობის უნიკალური ისტორიის, სტუმართმოყვარეობისა და ტრადიციების გასაზიარებლად გაკეთ და. ცენტრალური შენობა XIX საუკუნეში ააგეს, სადაც დღეს გან თავსებულია ლუქსი Roca Suite და რესტორანი. სასტუმროს სხვა სივრცეები ნაკლებსაინტერესო არ გეგონოთ: აქ შეგიძლიათ, ცალკე ნომრის სახით იქირაოთ ძველი სამ რეცხაო და საუთოო, გარშემო მაშინდელი მასიურ ი ნიჟარები თა და ვარდების პატარა ბაღით. ვილა კლარა სახელს პირველი ლედის პატივსაცემად ატარებს და ერთ დროს ქალთა გადახუ რული აუზი იყო. აქ დიდი ოთახები დაგხვდებათ, ფართო სააბა ზანოთი და ვერანდით, რომელიც გოლფის მინდორს გადაჰყუ რებს. რესტორანი „1830“ განსაკუთრებულ მენიუს გთავაზობთ, თანამედროვე საავტორო ტექნიკებისა და ადგილობრივი კუ ლინარიულ ი ტრადიციების შერწყმით. Rincón Criollo-ში მდი ნარის პირას ღია ცეცხლზე დამზადებულ არგენტინულ სტეიკს დააგემოვნებთ. საღამოობით შეგიძლიათ, ღია ტერასაზე ერთ მწკრივად გაშლილ რომელიმე მაგიდას მიუჯდეთ და Del Cas co-ში მსუბუქი ხემსი და სასმელები შეუკვეთოთ. აქტიური დას ვენების მოყვარულები აქ ნამდვილად მოძებნიან გასართობს, თუნდაც გოლფისა და პოლოს მოედნებზე. https://puebloestancialapaz.com/
59 VOYAGER 27/2022
ტანგო
სავარცხელი და ბრიოლინი არგენტინული ტანგოს ამბავი
60 VOYAGER 27/2022
ი რ ინ ა ბაგ აურ ი
სამხრეთულ ქალაქებში ჩხუბი და აყალმაყალი ვის უკვირს? ჰოდა, მეოცე საუკუნის დასაწყისის ბუენოს აირესიც გაუთავე ბელი აურზაურისა და გაწევ-გამოწევების ქალაქი იყო – მრავა ლეთნიკური და მრავალენოვანი ბაბილონის გოდოლი, სადაც ადამიანები გაუთავებლად იბრძოდნენ სრულიად ქაოტურ და მტრულ გარემოში დასამკვიდრებლად და რაღაცას აუცილებ ლად ვერ იყოფდნენ. ქალაქის პორტი და მთელი რიგი დასახლებები სავსე იყო ქურ დებით, უსახლკარო ემიგრანტებით, მოწყალების მთხოვნელი ადამიანებითა და ჩხუბისთავებით. საეჭვო რეპუტაციის უბნები ძილს უფრთხობდა უმცირესობაში მოქცეულ, განათლებულ და მდიდარ კლასს და მოსვენებას უკარგავდა წესიერი, ღვთისმოში ში ოჯახების დიას ახლისებს, დედებს, ღამღამობით საიდუმლოდ რომ ქექავდნენ საკუთარი ვაჟების ჯიბეებს „სამხილების“ აღ მოსაჩენად: ვაი თუ მათი სამაგალითოდ აღზრ დილი შვილებიც ხელიდან წასულიყვნენ?! ვაი თუ მათთვისაც აღმოეჩინათ ორი სრულიად „ამორალური ნივთმტკიცება“– ტანგოს მოცეკვავე მა მაკაცთა მთავარი ატრიბუტები: სავარცხელი და ბრიოლინი.
ბუენოს აირესი შუბლზე გადავარცხნილი პრიალა თმა, გამართული წელი, და ჭიმული სხეულ ი და მტკიცე ნაბიჯები – ასეთია ტანგოს მოცეკ ვავე კაცის ყველაზე ბანალური სახე: დაძველებული პოსტერე ბიდან მომზირალი სამხრ ეთელი მაჩო, ელეგანტურ კოსტიუმში გამოწყობილი ვნებიანი მაცდური, რომელსაც დაჭიმულ მკლავ ზე ქალი უნდა ჰყავდეს გადაწვენილი.
ცეებში იშვა ტანგოც, ან, როგორც თავად ამბობენ, „იფეთქა“ სამშობლოს მოწყვეტილ ადამიანთა თვითგამოხატვის ხელოვ ნებამ, რომელსაც ურთიერთობებს მონატრებული ადამიანები ეწაფებოდნენ. „იმ რომანტიკულ-სენტიმენტალური სურათის საპირისპიროდ, რომელსაც კინემატოგრაფიაში ვხვდებით, ტანგოს გამომგო ნებლებს არ უფიქრიათ, რომ მას რიგითი, წესიერი ადამიანები იცეკვებდნენ. ხალხი ამ ცეკვას თავდაპირველად ზურგს აქცევდა, რადგან იცოდა მისი უზნეო წარმოშობის შესახებ“, – წერდა ხორ ხე ლუის ბორხესი, დიდი არგენტინელი მწერალი, რომელმაც არაერთი ტექსტი და გამოსვლა უძღვნა ტანგოს, მასთან დაკავ შირებულ მოგონებებსა და მეცხრამეტე საუკუნის ბუენოს აირესს. ამ ჯერ კიდევ პროვინციულ ქალაქში, დაბალსართულიანი სახ ლებით, ხეები არ ხარობდა, საზოგადოება კი კლასებად იყო დაყოფილი, რომელთა შორისაც ჩაცმულობით ადვილად ამო იცნობდით ტანგოს მოცეკვავეებს, დღეს უკვე ლეგენდად ქცე ულ გმირებს – „კომპადრიტოებს“. ღარიბი სოციალური ფენი დან წამოსული ეს ახალგაზრდა მამაკაცები ატარებდნ ენ პიჯაკს, ჭილის ქუდს, კისერზე შებმულ ცხვირსახოცს, ტოტებგაშვებულ შარვალს, დაწნულ ფეხსაცმელს... და, მწერლისავე თქმით, „მუდამ მზად იყვნენ, რომ პატივი მიეგოთ თავიანთი თავზეხე ლაღებული სარწმუნოებისთვის“ – ანუ ჩხუბებსა და აყალმა ყალში ჩაბმულიყვნენ.
სინამდვილეში კი ტანგოს ისტორია უკავშირდება ყოველგვარი მოჩვენებითობისგან დაცლილ, თითქმის პირველყოფილ განც დებს – თვითგადარჩენას, მონატრებას, ხორციელ ვნებებს, ღა ლატს, სიყვარულსა თუ უსიყვარულობას. ეს სევდის ცეკვაა, ერთ დროულად კიდეც რომ აერთიანებს და კიდეც შლის მრავალეთ ნიკურ, მრავალკულტურულ თუ გენდერულ ნიშნებს და ყველა დროისა თუ წარმომავლობის ადამიანთა დარდებს იტევს. ტანგოს ამბავი ბუენოს აირესში მეცხრამეტე საუკუნის მიწუ რულს დაიწყო. საუკუნეთა გასაყარს, როგორც წესი, ცვლილებები და ვნებათა ღელვა სდევს ხოლმე. ასეთი იყო იმდროინდელი არგენტინის დედაქალაქიც: ქაოსური და მღელვარე. 1871-1915 წლებში ქვეყ ნის მთავარი პორტის ნაპირებს 5 მილიონ ამდე ემიგრანტი მი ადგა უკეთესი მომავლის იმედად. მათ შორის იყვნენ შიმშილსა და სიღარიბეს გამოქცეულ ი ევროპელები, აფრიკელები, ებრა ელები და იაპონელები. ასეთი კულტურული მრავალფეროვნე ბის გამო, იქ წაშლილი იყო ყოველგვარი ზღვარი, ეთნიკური იქ ნებოდა, კლასობრივი, თუ გენდერული, მიუხედავად იმისა, რომ ახალჩამოსულ ემიგრანტთა 70% კაცები იყვნენ. ასე იქცა ბუენოს აირესი ძირითადად კაცებით დასახლებულ, პროლეტარულ ქალაქად, სადაც მუშათა კლასი, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, დაქანცულობას ტავერნებში, კაფეებსა თუ ბორ დელებში იქარვებდა. ამგვარ ადგილებს ღამღამობით დასალე ვად, სამღერად, საცეკვაოდ, ვნებათა დასაკმაყოფილებლად და განსატვირთად სტუმრობდნენ მთელი მსოფლიოს ემიგრანტები – მარგინალები, ჩხუბისთავები, კრიმინალები, თუ „წესიერი“, სახლიდან გამოპარული ახალგაზრდები. ასეთ საეჭვო სივრ 61 VOYAGER 27/2022
Arturo de Navas dancing with another man, Buenos Aires, 1903.
ტანგო
თავზეხელაღებულობა და უტიფრობა სუფევდა ტანგოს თავდაპირველ დაწესებულებებშიც. ქვეყნის გენდე რული სურათის გათვალისწინებით, ასეთ ადგილებში ქალის მოსაპოვებ ლად, სულ მცირე, სავსე საფულე ან დიდებულად ცეკვა გჭირდებოდა. მანამდე ტანგოს სწავლაც და შესრულებაც მამაკაცებს, ძირითადად, ერთმანეთში უხდებოდათ, ამიტომ ის ფორმითაც და შინაარსითაც მეტწილად მასკულინური ცეკვა იყო. მეოცე საუკუნის ოციან წლებში, როცა ბუენოს აირესის ტრადი ციებმა პარიზის კაბარეებშიც ჩააღწია და თვით არგენტინული ელიტისა თუ ბურჟუაზიის კეთილგანწყობაც მოიპოვა, ტანგო წარმოსადეგ და ელეგანტურ სანახაობ ად იქცა. საერთაშორი სო აღიარებამ შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ, თუმცა, პოპულარობის ზრდასთან ერთად, ამ „წმინდა წყლის უტიფრობამ და აღვირახსნ ილობამ“ (ბორხესი) ავთენ ტიკური ხიბლი დაკარგა – ბობოქარი როკვა სენტიმენტალურ ცეკვად იქცა, რომელშიც ვნება კი შემორჩა, თუმცა არა პირვან დელი სახით.
ემიგრანტთა ცეკვა გარიყულ, სამშობლოს მოშორებულ ადამიანთა ნოსტალგიით აიხსნება ორი მოცეკვავე სხეულ ის ის სიახლოვე, რომელსაც ტანგოში ვხვდებით, და ბანდონეონის სულში ჩამწვდომ ხმაზე ამღერებული სევდიანი ტექსტები. რადგან ბუენოს აირესს ერთი მდინარე ყოფს ურუგვაის გან, ეს ცეკვა იქაც მალევე გავრცელდა, ამიტომ, 2009 წელს იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის კომიტეტმა ტან გო მსოფლიო საგანძურში შეიტანა, როგორც „არგენტინულურუგვაიული ხელოვნების“ განუყოფელი ნაწილი.
ბუნებრივია, ტანგოს ისტორია პირველი თაობების ემიგრან ტებმა დაწერეს და გადაწერეს. მათ შორის იყო: კარლოს გარ დელი, თავისი ხავერდოვანი ხმითა და ამაღელვებელი პოეზი ით – მომღერალი და კომპოზიტორი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აამღერა ტანგოში ტექსტი; მარია ნიევესისა და ხუან კარლოს კოპესის ვარსკვლავური წყვილი, რომელთა სილამა ზე და ბობოქარი სიყვარულის ისტორია არაერთი დოკუმენტუ რი ფილმის შთაგონების წყარო გახდა; და, რა თქმა უნდა, ლე გენდარული ასტორ პიაცოლა, ვინც ტრადიციული მუსიკა ერთი ხელის მოსმით გარდაქმნა: მასში ჯაზის ელემენტები შეიტანა, ინსტრუმენტული შემადგენლობა ელექტრ ონული გიტარითა და ქსილოფონით გაამდიდრა და მთელი მსოფლიოს გული და იპყრო უკვე კლასიკად ქცეული „ლიბერტაგნოთი“. 1994 წელს გამოცემულ ამავე დასახელების ალბომში შესული კომპოზიცია Libertad პიაცოლას შემოქმედებითი გარღვევის სიმბოლოდ მიიჩნევა – ამ ნაწარმოებ ით კომპოზიტორი ტრადი ციულ ჟღერადობას გასცდა და საფუძველი დაუდო ახალ მუსი კალურ ფორმას Tango nuevo-ს. ტანგოს წარმომავლობასა და ეტიმოლოგიაზე ბევრს მსჯელო ბენ: ერთი მოსაზრებით, სახელწოდებას საფუძვლად უნდა ედოს ლათინური ზმნა tanger (შეხება), თავად ცეკვასა და მუ
62 VOYAGER 27/2022
სიკის რიტმში კი ფლამენკოს, აფრიკული ცეკვებისა და კუბური აბანერას ელემენტები იკითხება. ტანგო სოციალური ცეკვაა, არაერთი ევროპული სამეჯლისო ცეკვის მსგავსად (ვალსი იქნება ეს, თუ მენუეტ ი), თუმცა აქამ დე არცერთ მათგანში არ ყოფილა დისტანცია ასეთი მცირე: არგენტინულ ტანგოს მჭიდროდ გადახვეული მკლავებითა და ახლოს მიტანილი მკერდით ცეკვავენ. მის დასაწყებად საჭიროა სამი რამ: პარტნიორის გამოწვევა, პასუხი და პირველი ნაბი ჯი. ნაბიჯებიც და ცეკვის წესებიც განსაზღვრულია, თუმცა, ქო რეოგრაფიულ ი მონახაზებისა და მოძრაობების მიუხედავად, ტანგოში მთავარია არა დასწავლილი პა, არამედ პარტნიორთა ემოციური კავშირი, ენერგიის გაცვლა, სპონტანურობა და იმპ როვიზაცია.
მილონგა ტანგო თითქმის მთელ მსოფლიოში პოპულარულია, მაგრამ ქალაქი, რომელიც ამ ცეკვითა და მუსიკით ცხოვრობს, ბუენოს აირესია. ცეკვის სკოლები და მილონგები (დარბაზები, ან ადგი ლები ღია თუ დახურული საცეკვაო ღონისძიებებისთვის) მთელ ქალაქშია გაფანტული. დიდი და პატარა სცენები სტილიზებულ შოუე ბს მასპინძლობს, რომლებიც საგანგებოდ ტურისტებისთვის ეწყობა. ტანგოს მოცეკვავეებს შეხვდებით ყველგან: ქუჩაში, მო ედნებზე, კაფეებში. თუმცა, ქალაქის მთავარ მილონგებს, სადაც ათასობით საგანგებოდ ჩასული უცხოელიც იყრის თავს, ბუენოს აირესის უძველესი ისტორიული უბანი – ლა ბოკა მასპინძლობს. მილონგას პრინციპი მარტივია: ერთი თვალის შევლებით იწ ვევ საცეკვაოდ პარტნიორს – უმეტეს შემთხვევაში, სრულიად უცხო ადამიანს, რომელსაც შეიძლება უკანასკნელადაც ხედავ დე, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მთელი ცხოვრების მეგ ზურად გექცეს.
უხერხულობა, რომელიც ახლავს უცხო ადამიანთან მიახლო ებას, თვალითა და სხეულ ით კონტაქტს, უკუგდების შიშსა თუ ურთიერთობას, სრულიად უცხოა არგენტინული კულტურისთ ვის. ამიტომ, მილონგა არსად არის ისეთი ნამდვილი და მომ ნუსხველი, როგორიც ბუენოს აირესში, სადაც ტანგო საუკუნეზე მეტია, ადგილობრივთა იდენტობის ნაწილად, ცხოვრების წესა დაც კი იქცა. ამ კულტურასთან საზიარებლად ჩასული სტუმრებისთვის კი ეს ცეკვა ერთგვარი თერაპიაც არის, რომელიც პლასტიკის, პოეზი ისა და მუსიკის ენით გასწავლის ადამიანებთან ურთიერთობას, უცხოობის დაძლევას: მთავარია, მეწყვილეს მკლავი მტკიცედ მოხვიო, მისი ენერგიითაც აღივსო და საკუთარიც უწილადო, მიენდო, მიჰყვე და თვითონაც გაუძღვე.
63 VOYAGER 27/2022
კოლომბია
It’s Colombia not Columbia
ამ ქვეყანას თავისი მოქალაქეები კოლომბიას უწოდებენ იმისდა მიუხედავად, რომ ლექსიკონებსა და ოფიციალურ დოკუმენტებში კოლუმბია ჰქვია. და ყოველ ჯერზე, როცა სხვაგვარ წარმოთქმას გაიგებენ, ძალიან ნაწყენი რჩებიან. ეს ამბავი მე მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვე, რაც ამ ქვეყნის მიწაზე დავდგი ფეხი. უკან დაბრუნებულმა კი გადავწყვიტე, პატივი ვცე კოლომბიელების სურვილს და ამ სურვილის შესახებ თქვენც შეგატყობინოთ.
64 VOYAGER 27/2022
კოლომბია – მრავალფეროვნებაა ჰგავს, მაგრამ კიდევ სხვა არის
ნ ათ ი ა ა ხალ ა შვ ილ ი
რა გახსენდებათ კოლომბიის გაგონებისას?
გირჩევთ
პირადად მე გონებაში მხოლოდ მარკესი, ყავა, ესკობარი, ნარ კოკარტელები, ამაზონი და კრიმინალი მიტრიალ ებდა ხოლმე. თურმე, არაფრის აზრზე არ ვყოფილვარ. კოლომბია იმაზე გაცილებით დიდი და მრავალფეროვანია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ეს ის ქვეყანაა, სადაც, სულ მცირე, ოთხი სხვადასხვაგვარი მცენარე დაგყურებს თავზე; აქ კა ფეში შეიძლება მოულოდნელად ჩამომჯდ არმა ფრინველ მა ჩაგიკაკუნოს თეფშში, ყვავს მიამსგავსო, მაგრამ სულ სხვა რამ აღმოჩნდ ეს; შუა ქალაქში სეირნობისას ინდაურისხელა ფრინველმა გადაგიშხუილოს თავზე და ესეც ამაოდ გეგონოს კონდოლი; მანქანით მიმავალი იძულებული გახდე, გზა კიბორ ჩხალების არმიას დაუთმო, რომლებიც აპრილიდან ივლისამდე პერიოდში ტყიდან ზღვისკენ მიდიან კვერცხების დასადებად, ან უკან ბრუნდებიან ტყეებში. თუმცა მალე ყველაფერს შეეჩ ვევი, რადგან გაგახსენდება ფრაზა სამოგზაურო ცნობარიდან, რომ კოლომბია ერთ კვადრატულ მეტრზე გამოხატული ბიომ რავალფეროვნებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. სხვათა შორის, ფრინველთა ყველაზე მეტი სახეობა (1826) სწორედ ამ ქვეყანაში ბინადრობს. კოლომბიის ბიოლოგიურ სიმდიდრეს ეკოსისტემათა მრა ვალფეროვნება განაპირობებს: ტროპიკული ტყეები, ანდები, თოვლიანი მწვერვალები, მდელოები, უდაბნოები და 74 კუნძუ ლი წყნარ ოკეანეში, კარიბის ზღვაში, მდინარეებსა და ტბებში (კოლომბია ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ ამერიკაში, რო მელსაც სანაპირო წყნარ ოკეანეზეც აქვს და კარიბის ზღვაზეც). ადგილობრივ რადიოსა და ტელევიზიებში ქვეყნის ჰიმნი დღეში ორჯერ გადაიცემა – დილის და საღამოს 6 საათზე. რა გაიფიქრეთ? ნეტა დილის 6 საათზე ვინ იღვიძებს ჰიმნის მო სასმენადო? ამ ქვეყანაში აქტიური დღე უთენია იწყება, გათენებით კი მთე ლი წლის განმავლობაში ადრე თენდება. ეკვატორზე მდებარე ობის გამო კოლომბიაში დღე და ღამე თითქმის ყველა სეზონზე თანაბარია, ზოგჯერ დღის უპირატესობით.
ტრანსპორტი კოლომბიის ქალაქებს შორის ყველაზე მოსახერხებელი და საკმაოდ იაფია საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობა. ზოგიერთ ქალაქში, მაგალითად ლეტიციაში, მხოლოდ თვითმფრინავით თუ მოხვდებით. დაგვიანება აქ ჩვეულებრივი ამბავია და წუ თებში გათვლილ გეგმებს თუ არ დააწყობთ, საკუთარ ნერვებს დაზოგავთ. ყველაზე კარგი ავიაკომპანიაა Avianca.
კოლომბიაში წასვლა წლის ნებისმიერ დროს კარ გია. სულ ორი სეზონი აქვთ – მშრალი და წვიმი ანი. ტემპერატურის მხრივ, ქვეყნის ზოგ ნაწილ ში მუდმივი გაზაფხულია, კარიბის ზღვას სულ ზაფხული უდგას, ბოგოტაში უფრო გაზაფხულ- შემოდგომის ნაზავი დაგხვდებათ, მწვერვალებ ზე კი მუდამ თოვლი დევს. თუმცა მაინც არსებობს რეკომენდებული სეზო ნები: დეკემბერი-მარტი და ივნისი-სექტემბერი. აპრილ-მაისსა და აგვისტო-ოქტომბერში უფრო მეტად წვიმს, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ტურისტულ სეზონზე ხალხის ოდენობაც მა ტულობს და ფასებიც. რაც შეეხება ველურ ბუნე ბას, მაგალითად, ამაზონზე წასვლა ივნისიდან დეკემბრამდე შეიძლება. ქვეყნის ტერიტორიას ყველაზე კარგად ფარავს მობილური ქსელი „კლარო“, რომლის ბარათები აეროპორტებშიც იყიდება, ქუჩაშიც და მაღაზი ებშიც. ბალანსი ან პატარა ჯიხურებში უნდა შე ავსოთ, ან ესპანურენოვანი აპის ლაბირინთებში გაერკვეთ. სატრანსპორტო კომპანიასთან, სასტუმროსთან, გიდსა თუ კლუბთან კომუნიკაციისთვის ყველაზე მიღებული საშუალებაა whatsapp, ძირითადად, ეს პანურ ენაზე.
მანქანის დაქირავებას კოლომბიაში მაინცდამაინც არ გირჩევთ. მართალია, ქართვ ელ მძღოლს არ გაუჭირდება ალღოს აღება კოლომბიელთა მართვის სტილისთვის, თუმცა საკმაოდ დიდი თანხა გექნებათ გადასახდელი დაზღვევაში. გარდა ამისა, შეიძ ლება რომელიმე სოფელში უცებ გზაზე ადგილობრივები გადა გეღობონ და თანხის გადახდის გარეშე უბრალოდ ვერ გააგრ ძელოთ გზა. მოკლედ, შარია. სჯობს ახლო მანძილზე იმ სატ რანსპორტო კომპანიით ისარგებლოთ, რომელსაც სასტუმროში შემოგთავაზებენ (მაგ: კარტაჰენიდან კარიბის ზღვის ერთ-ერთ ულამაზეს სანაპიროზე, Playa Blanca-ზე წაყვანა, დალოდება და უკან დაბრუნება 100 აშშ დოლარი დაგიჯდებათ. დაახლოებით, 200-კილომეტრიან მონაკვეთზე გადასაადგილებლად კი (მაგ: კარტაჰენა-სანტა მარტა) მიკროავტობუსში 200 აშშ დოლარი უნ და გადაიხადოთ). Marsol ერთ-ერთი საიმედო კომპანიაა. კუნძულებზე წყლის ტრანსპორტით მოხვედრაც არ არის ძვი რი. თუ ადგილს კუნძულზე მდებარე სასტუმროში ან სანაპირო ზე არსებულ კლუბში ჯავშნით, მათ პაკეტში ხშირად ტრანსპორ ტირებაც შედის. შეგიძლიათ, იახტაც დაიქირაოთ, რომლებსაც ონლაინ თუ ოფლაინ უხვად გთავაზობენ.
65 VOYAGER 27/2022
კოლომბია
მოგზაურობამდე გასათვალისწინებელი დეტალები •
ქვეყნის ზოგიერთი ტერიტორიის სტუმრობამ დე, რეკომენდებულია ყვითელი ცხელების საწინაღმდეგო ვაქცინაცია (მაგ: თუ ჯუნგლის ტურს აპირებთ ან გორგონას კუნძულის მონა ხულებას).
•
CDC-ს თანახმად, აცრები და მალარიის სა წინააღმდეგო წამლები საჭირო არ არის, თუ სამოგზაურო რუკაზე მხოლოდ ბოგოტა, კარტაჰენა, მედელინი, კალი, ბარანკია ან ზღვის დონიდან 1700 მეტრზე ქვემოთ მდე ბარე რომელიმე ქალაქი გაქვთ მონიშნული (მაგ: Barranqiulla). თუმცა, გარკვეულ რეგიო ნებში სტუმრობის წინ საჭიროა ექიმთან კონ სულტაციის გვალა. დიარეა საკმაოდ ხშირი პრობლემაა ამ ქვეყნის ვიზიტორთათვის და კარგი იქნება, თუ შესაბამისი პრეპარატებით აღიჭურვებით.
•
კოლომბიის დიდ ქალაქებში ონკანიდან ძი რითადად სასმელი წყალი მოდის.
•
ამ ქვეყანაში მოგზაურობისას არითმეტიკა ში ვარჯიში და მილიონებთან შეთამაშებაც მოგიწევთ. ნუ დაფრთხებით, თუ ქვითარზე „მილიონ ს ჩემტო“ $-ს დაინახავთ: ანგარიშს წორება პესოში გელით, უბრალოდ, აქ $-ის ნი შანს იყენებენ.
•
გირჩევთ, დიდი თანხა თან არ ატაროთ, ფული ნაწილ-ნაწილ დაახურდავოთ და სათადარი გო ბარათი, პასპორტთან ერთად, სასტუმროში შეინახოთ.
•
ცალსახად ვერ გიპასუხებთ კითხვაზე, უსაფ რთხოა თუ არა კოლომბია. თავიდან ძირითადი ტურისტული ადგილები უსაფრთხო გვეჩვენა. რჩევები, რომ სმარტფონი, ოქროს ყელსაბა მი ან ფულის დასტა არ უნდა აფრიალო, გადა ჭარბებულად მივიჩნიეთ და მოვეშვით, თუმცა მოგზაურობის მეათე დღეს მეგობარს ხალხით სავსე ადგილას სამკაული რომ ჩამოგლიჯეს, ისევ დავიძაბეთ. პოლიციაც იქვე ტრიალებ და და მივხვდით, რომ მის ჩართვას აზრი არ ჰქონდა. მართალია, ბოლო წლებში კრიმინო გენური ვითარება გაუმჯობესდა, თუმცა რის კები მაინც არსებობს.
•
სასტუმროს თანამშრომელთა რჩევით, უმ ჯობესი იქნებოდა, ტაქსი მათ გამოეძახათ – დაცვა ასეთ დროს მეტი ყურადღებით გეკიდე ბათ. ასევე უსაფრთხოა სარგებლობა ტაქსის ონლაინსერვისებით (Easy Taxi, Taxis Libres) ან სმარტფ ონის აპით (Uber, Cabify ან Beat).
სოციალური კონტრასტი აქ ძალიან შესამჩნევია: ფერადი, მდიდრული უბნებიდან ორ ნაბიჯში, ჭაობების პირას, გისოსე ბიან ბარაკებში ადამიანები ძალიან დუხჭირად ცხოვრობენ, ქვიან ან ტალახიან გზებზე ფეხშიშველა დადიან და ტურისტის 10-დოლარიან სანდალსაც ალმაცერად უყურებენ. მაღაზიის დახლიც, სადაც ერთჯერად ჭურჭელსა და სწრაფად მოსამზა დებელ სუპს თუ იპოვი, ასევე საგულდაგულოდ დაცულია გი სოსებით. კარტაჰენაში გაზრდილმა 65 წლის მძღოლმა, რომელიც გადა სარევად საუბრობდა ინგლისურად და საშიშ ადგილებში ჩვე ნი უსაფრთხოების გარანტიც იყო, გვითხრა, რომ კოლომბიის მთავარი პრობლემა კრიმინალია. ამიტომ, თუ მოგზაურობისას უსაფრთხოებას ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად მიიჩნევთ, მა შინ ჯერჯერობით ეს ქვეყანა სათქვენო არ არის.
სამაგიეროდ, ბუნების მოყვარულთა და თავგადასავლების მაძიე ბელთათვის აქ ნამდვილი სამოთხეა. ხალხი ძალიან კეთილია და სიტყვაუხვი – პირველივე შეხვედრაზე ოჯახიანად მოგიკითხავენ. მოსახლეობა ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც ქვეყნის პე იზაჟები. უმრავლესობა სამი ძირითადი ეთნიკური ჯგუფის შთა მომავალია: ინდიელების, თავის დროზე მონებად ჩამოყვანილი აფრიკელებისა და კოლონიზატორი ევროპელების. ეს მდიდარი კულტურული მიქსი ყველაფერს აჩნევია – მუსიკასაც, ცეკვასაც, არ ქიტექტურასაც, კულინარიასაც და ხელოვნებასაც. გაუთავებელი კონფლიქტების, სამოქალაქო ომისა და ნარკოტიკების გამო, ტუ რიზმი კოლომბიაში მხოლოდ ახლაღა იკრებს ძალას. გემრიელი საჭმელ-სასმლისა და საოცარი სასტუმროების პოვნა ამ ქვეყანაში უკვე აღარ ჭირს. რაც ჭირს, კომუნიკაციაა. ინგლისური ენა ძალიან ცოტამ თუ იცის. დედაქალაქის უცნობილეს რესტორანში შეიძლე ბა ინგლისურენოვანი მენიუც კი არ ჰქონდეთ. ამიტომ, თუ ესპანურს არ ფლობთ, ინტერნეტი, ონლაინთარგმანის აპები და ჟესტიკულა ციის კარგი უნარები ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაგჭირდებათ. უცნაურია, მაგრამ აქ კარგი ყავის დალევაც პრობლემაა. ამისთვის სპეციალურად ყავახანაში უნდა წახვიდეთ. ყავის მარცვლების შეძენაც იქვე სჯობს. ტურისტული ადგილები საკმაოდ ძვირია და შევაჭრება თამამად შეიძლება, ისევე, როგორც აზიაში. ყველაზე დიდი ენერგია აქ გა რემოვაჭრეებისა ან სხვა სერვისების მოგერიებას სჭირდება. იყი დება ყველაფერი, რისი გაყიდვაც შესაძლებელია, მარგალიტის ყელსაბამებით დაწყებული, ფაეტონით გასეირნების ჩათვლით. აქ შეუვალი „არას“ გარეშე გაგიჭირდებათ. პასუხი ყველაფერზე აქვთ და არ გეგონოთ, რომ თუ ხვალ იმავე ადგილას მოხვდებით, ვერ გიცნობენ, ან ვერ დაგინახავენ. უქმე დღეები კოლომბიელებსაც უყვართ, ჩვენსავით (18 ეროვნული უქმე აქვთ).
ეცადეთ, მოგზაურობა არჩევნებს არ დაამთხვიოთ, თორემ ყვე ლაფერი თავდაყირა დაგხვდებათ. ამ პერიოდში ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალულია, რასაც ყველა დაუჯერებელი კანონმორჩი ლებით იცავს. ესკობარიზე, კოკაინსა და „ნეტფლიქსის“ სერიალ ზე („ნარკოსი“) საუბარს (მით უფრო ხუმრობას) ადგილობრივებ თან არ გირჩევთ. არალეგალური სუბსტანციებ ი მათთვის ტაბუ დადებული თემებია. ეცით პატივი და ნურც ესკობარის ნაირნაირ ტურებს მიეძალებით. თუ მაინცდამაინც ეს ამბები გაინტერესებთ, სთხოვეთ, საკუთარ გამოცდილებაზე გიამბონ ნარკოტიკულ ომებ ში, ასე უფრო ზუსტ და უტყუარ ამბებს გაიგებთ. კოლომბიაში ნაციონ ალური სპორტია რკინის დისკებისთვის ტეხოს სროლა და დაშლა. მისი აუცილებელი ატრიბუტია ლუდი. სანაპი როზე ან პარკებში ეს თამაში ადგილობრივებთან სოციალიზაციის კარგი შესაძლებლობაა, თან საკუთარ მიზანსაც გამოცდიდით.
66 VOYAGER 27/2022
ბოგოტა ეს სუნთქვის შემკვრელი მწვანე ქალაქი ზღვის დონიდან 2600 მეტრზეა გაშენებული (უშგულზე კიდევ უფრო მაღლა). ჩვენ რომ ქოთნებში მცენარეებს ველოლიავ ებით, იქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ კლუმბების სახით. მიწის გოჯს ვერ იპოვით გაუმწვანებელს – აქ ყველაფერი ყვავის და ყველაფერი მწიფს. ერთ დღეში შეიძლება წელიწადის ოთხივე სეზონის გავლა. მე ეჭვება, სადმე იცვლებოდეს ამინდი იმ სიხშირით და სისწრ ა ფით, როგორც აქ. ჩანთიდან ქოლგის ამოღებას ვერც ასწრებ, რომ ისევ მზე აჭერს. ბოგოტა მსოფლიოში ყველაზე მაღლა გა შენებულ ქალაქთა სამეულშია, მაგრამ ეს არ იგრძნობა, აქ არც სუნთქვა გიჭირს და არც წნევა გაწუხებს.
8-მილიონიან ქალაქში მოსახლეობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ადამიანები ქმნიან. ბოგოტის მთავარი მიზიდულობის ძალაც მრავალფეროვნებასა და მულტიკულ ტურულობაშია. ყველას თავისი არომატი, ფერი და ხასიათი ჩამოუტ ანია ამ ქალაქში: ხალხს ყავის სამკუთხედის რეგიონი დან – გემოებ ი, კარიბის სანაპიროელებს – მხიარულება, ბოი აკელ ხელოსანთა მემკვიდრეებს – ნაირნაირ ი ნაკეთობების ხელოვნება (ფესტივალიც კი – „ვალ დე კაუკა“). რა თქმა უნდა, ესპანელთა კვალიც კარგად აჩნევია ქალაქს, მაგრამ კანდელა რიაში მაშინვე მიხვდებით, რომ აქაურობა ესპანეთზე უფრო ხასხასა და ფერადია.
ქალაქს მონსერატის მთა გადმოჰყურებს (3152 მ), მონასტრე ბით, რესტორნებით, ნისლიანი ბაღებით, მთელი ქალაქის ხე დითა და საუკეთესო დაისით. საბაგიროთი ასულს ზემოთ შე იძლება ცოტა ქოშინი დაგეწყოს, მაგრამ ისეთიც არაფერი, სი არულს შეძლებ.
მოკლედ, საკმაოდ ბევრი მიზეზი გაქვთ იმისთვ ის, რომ კოლომბიაში მოგზაურ ობა ბოგოტიდან დაიწყოთ.
ესპანელ კოლონიზატორთა ჩამოსვლამდე აქ ინდიელ ი ტომები – მუიუსკები და ჩიბჩები ცხოვრობდნენ, ევროპელთა დასახლე ბები კი 1538 წლიდან გაჩნდა. სწორედ ამ პერიოდში დაურქმე ვია სამხედრო ლიდერ გონსალო ხიმენეს დე ქესადას ქალაქის თვის Santa Fé de Bacatá. 1700-იანების დასაწყისში ბოგოტა ახალი გრანადის (ახლანდელი კოლომბიის, პანამას, ეკვადორისა და ვენესუელის ტერიტორია) დედაქალაქი გამხდარა, 1830 წლიდან კი – დამოუკიდებელი ახალი გრანადისაც (მოგვიანებით უკვე კოლომბიის). კოლონიალ ური დროის კრამიტისსახურავიანი სახლების გვერ დით, აქ ბევრი თანამედროვე შენობაც გაჩნდა და ამ ძველისა და ახლის კალეიდოსკოპში ტორტმანი მომაჯადოვებლად სასი ამოვნოა.
ქალაქის ისტორიასა და თანამედროვე ხელოვნებას დეტალუ რად გაეცნობით ბოგოტის ეროვნულ მუზეუმში, თანამედრო ვე ხელოვნების მუზეუმში (MAMBO), მალოკას ინტერაქტიულ ცენტრში, ოქროს მუზეუმსა და ბოტეროს მუზეუმში (სადაც ვი ზიტი უფასოა და სამშაბათობით დაკეტილია). ცოტა გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ზოგადად კოლომბიელე ბი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ. ბოგოტაში დღის ნების მიერ დროს დაინახავთ მორბენლებსა და ველოსიპედით მოსე ირნე ადამიან ებს. კვირას ან დღესასწაულებზე მთელი ქალაქი მარათონად გადაიქცევა ხოლმე: 120-კილომეტრიანი ველობი ლიკები ხალხით ივსება და ერთი კარგა განიერი მთავარი ქუ ჩაც იკეტება. იგივე ხდება კარიბის ზღვის სანაპიროზეც, სადაც დილის 6 საათიდან უამრავი ადამიანი სეირნობს და დარბის. კიდევ იმან გამაოცა, რომ კოლომბიაში სიგარეტს თითქმის არავინ ეწევა. საფერფლეებს აქ სასტუმროების ჰექტრ ებზე გა დაჭიმულ ტერიტორიებზეც ვერსად იპოვით.
67 VOYAGER 27/2022
კოლომბია
რა ვნახოთ? ბოგოტის 20 რაიო ნიდან 7-8 უბანი მაინც უნდა ნახოთ (ხათაბალას თუ არ ეძებ, ყველაფრის შემოვლა არ არის საჭირო) ესენია:
Chapinero-Zona G – ყველაზე კარგი უბანი (მათ შორის, საცხოვ რებლადაც), რომლის G ზონა საუკეთესო ადგილია მაღალი კლასის სარესტორნო სადილებისთვის. ინგლისური სტილის წითელი აგურის სახლები, ბისტროები და საუკეთესო სასტუმ როებიც ამ უბანშია. Zona Rosa – ამ სახელით უბანს ყველა დიდ სამხრეთამერიკულ ქალაქში იპოვით, ველური ღამის ცხოვრებით, რესტორნებით, გამწვანებული ქუჩებითა და ძვირიანი კლუბებით.
La Candelaria – ფერადი და ისტორიული უბანი, რომელიც ერ თი დიდი არტგალერეაა ღია ცის ქვეშ, თითქმის ყველა შენო ბის კედელზე დიდი, ფერადი მურალით. აუცილებლად შეიარეთ სამხატვრო სალონებშიც, თითქმის ყველა მათგანს აქვს ჯადოს ნური ეზო, სადაც შეიძლება მაკრამეს ქსოვის გაკვეთილსაც და ესწროთ.
Parque 93 – რესტორნებისა და ბარების ეს შედარებით მშვიდი უბანი პარკთან მდებარეობს და ცნობილია თავისი ფესტივალე ბითა და მთების მომაჯადოვებელი ხედებით. Usaquén – ბოგოტის მდიდარ მკვიდრთა ფავორიტი უბანი, ძვი რი სავაჭრო ცენტრებით, გოლფის მოედნით, რესტორნებით, კლუბებითა და ძველი, კოლონიური ცენტრით. Santa Fé-Los Mártires – ტრადიციული ქალაქის ცენტრი, რომ ლის უსაფრთხო უბანი ჩრდილოეთ არის La Macarena. რესტორ ნებში შესვლა აქ ერთ-ერთ სავალდებულო ამბად მიიჩნიეთ.
უნდა მოერიდოთ L Street-ს, არალეგალური სუბსტანციებით ვაჭრობის ადგილს, რომელიც კრიმინალებით არის სავსე.
68 VOYAGER 27/2022
თუ მთელ კოლომბიას ვერ მოივლით, შეგიძლიათ, ყოფილ რკი ნიგზის სადგურში გამართულ Paloquemao-ს ბაზარში ნახოთ, გასინჯოთ ან გადაიღოთ ის, რაც ამ ქვეყნის ბარაქიან მიწაზე მოდის. თუ ესპანური არ იცით, ამ ფერებისა და არომატების ზეიმთან ზიარებას ტურის აღება გაგიმარტივებთ. კოლომბიის ყველა რეგიონის მიკროსამყარო კი ბოგოტის ბოტანიკურ ბაღ შია თავმოყრილი.
სად გავჩერდეთ? Hotel Bioxury – სასტუმრო უზარმაზარი მწვანე კედლით, საყვა რელი შიდა ეზოთი, რესტორნითა და კარგი მდებარეობით.
Hotel Click Clack – ეს მაღალტექნოლოგიური სასტუმრო ბევრი რამით გაგაოცებთ, მათ შორის, კარგი ბარითა და ლაუნჯით სა ხურავზე. ქალაქის ღამის ცხოვრებაც ერთ ნაბიჯზეა აქედან.
სუვენირებისა და ათასნაირ ი ხელნაკეთი ნივთის, მათ შორის, ჭრელაჭრულა მოჩილას შესაძენად Pasaje Rivas Craft Market-ს უნდა ეწვიოთ.
Sofitel Bogota Victoria Regia – მისი ღირსებებია: კარგი მდება რეობა, ხმელთაშუა ზღვის, ასევე, ფრანგული და კოლომბიური სამზარეულოს ფიუჟენი და Sofitel-ის სტანდარტი ხელმისაწვ დომ ფასად.
თუ Flea Market-ები გიყვართ, ორი ბაზრობის მოვლა შეგიძლი ათ – Mercado de las Pulgas de Usaquén-ისა და San Alejo-სი. Las Pulgas კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მის დახ ლებზე საოცარი აღმოჩენები გელით, მუსიკის თანხლებით. პი რადად მე კოლომბიის გაცნობას ამ ადგილიდან დავიწყებდი, უბრალოდ ადამიანებზე დაკვირვებით.
Casa Medina – ბუტიკი სასტუმრო (კარგი მდებარეობით), რომ ლის ხის კარები და ქვის კედლები კოლონიურ დროში გამოგ ზაურებთ, მის სპაში კი კოლომბიური მეთოდებით შეგიძლიათ თავის პატივისცემა. República Hostel Cabin Beds – პატარა, მყუდრო ჰოსტელი უსაფრთხო და კარგ ადგილას, ბაღით, საკმაოდ იაფი ბარითა და ველოსიპედების გაქირავების შესაძლებლობით. 69 VOYAGER 27/2022
კოლომბია
სად ვჭამოთ და გავერთოთ
აუცილებლად გასასინჯი:
Aji – აბა გამოიცანით რა არის? ჩვენი აჯიკის ნათესა ვია და ინგრ ედიენტების გა მოცნობაც თქვენზე იყოს. Aromática – ცოცხალი ხი ლისა და მცენარეების ჩაი, განსაკუთრებით უხდება გრილ საღამოებს და მისი დალევა Candelaria-ში აჯო ბებს.
Andrés Carne de Res – რომელი სოციალური ფენის ადამიანსაც უნდა ჰკითხოთ, ესაა პირველი, რასაც გირჩევენ. კოლომბიის გა საცნობად ეს Clubstaurant (ანუ კლუბიცა და რესტორანიც ერთად) იდეალური ადგილია – 10 საათ ამდე გრილზე შემწვარი ნაირ- ნაირი ხორცითა და კოლომბიური კერძებით, 10-ზე ბავშვები სახ ლში მიდიან და თავდავიწყებით გართობა იწყება (ბოგოტაში ეს დაწესებულება ორია, ერთი ქალაქგარეთ და მეორე ქალაქში, ნამდვილი თავგადასავალისთვის ქალაქგარეთ უნდა წახვიდეთ).
ცხელი შოკოლადი a la colombiana – არც მეტი და არც ნაკლები, ყველით. არ მოგეს მათ, ღმერთების სასმელია და ეცადეთ, აქ გასინჯოთ პირველად: La Puerta Falsa. Ajaico – ბოგოტას საფირ მო კერძია, წვნიანი, რთული ნახშირწყლებით, ცხიმებითა და ცილებით. სადილის დროს თუ სიცივემ აგიტანათ, გათ ბობის საუკეთესო საშუალ ე ბაც არის. ქათამი, სიმინდი, კარტოფილი, გუასკას მწვა ნილი, ბრინჯი და ავოკადო – ასეთია შემადგენლობა აქვს თუმცა ზოგიერთები ნაღებსა და კაპერსებსაც ამატებენ. როგორი ფორმითაც მოგი ხერხდებათ, ისე უნდა მიირ თვათ, მე ერთიანად ჩავყარე ყველაფერი ჯამში (200 წლის წინ პირველად გახსნილ რესტორანში La Puerta Falsa- ში ყველას ჯობიაო, ასე ამბო ბენ ბოგოტაში). Caldo ყველა ქვეყანას რომ აქვს ნაბახუსევის წამალი, ისეთი წვნიანია, საქონლის ხორცით, კარტოფილით და ქინძით. ნაბახუსევის გარეშეც საუზმეზე მიირთმევენ. Chicha ტრადიციული სასმე ლია და ადგილობრივ ლუდ საც ეძახიან, რომელიც ფერ მენტირებული სიმინდისა და თაფლისგან კეთდება. ძალი ან ტკბილი ლუდის გემო აქვს, თუმცა უფრო მაღალგრადუ სიან ია და არაყივით უნდა გადაკრათ.
Abasto – საუზმეზე ნაირნაირ ი არეპას გასასინჯად იდეალური ადგილია. Usaquén-შია და იქვე საკვირაო ბაზრობაზე წასვლა და მერე აქ შევლაც კარგი იქნებოდა. კიდევ Granadilla-ს წვენი და Putumayo-ს პალმის გულიც უნდა გასინჯოთ. Pajares Salinas – ეს მაღალი კლასის კვების დაწესებულება უკ ვე 60 წელია არსებობს. კლასიკური ესპანური სამზარეულოს ჰიტების – ტაპასებისა თუ შემწვ არი გოჭის დასაგემოვნებლად მისულს იქ, მთელი ქალაქის ელიტაც დაგხვდებათ. Azahar – საუკეთესო ადგილია ყავის გასასინჯად, Parque de la 93თან.
Tamal – ბანანის ფოთოლში გამომცხვარი ბრინჯი, სიმინ დის ფქვილი და ქათამი.
70 VOYAGER 27/2022
კარტაჰენა
Amor Perfecto კიდევ ერთი კაფეა განსაკუთრებულად მომზა დებული ყავის გასასინჯად, სადაც უამრავი ბარისტა გამოწრ თობილა და თითოეულ ი მარცვლის ისტორიასაც მოგიყვებიან (Usaquén-ის ფილიალი ყველაზე დიდი და მომხიბლავია). Sánchez Cervecería – ლუდის ბარია, ახალი და ყველაზე ტრენ დული, უზარმაზარი ხეეებ ით, ჰიპური დეკორით, სადაც ყოველ საღამოს DJ უკრავს. აუცილებლად გასასინჯია Gulupa – მარა კუიას ლუდი.
კარტაჰენაზე თუ რამე არ უნდა დაიჯერო, ეს ამინდის პროგნოზია. ჩვენი იქ ყოფნის 8 დღეში ცნობილმა მეტეო როლოგიურმა პლატფორმებმა ვერაფერი გაარტყეს, მი ახლოებითი ტემპერატურის გარდა. ამ წამს წვიმსო, გვე უბნებოდნენ, და მზე აჭერდა. მზიანი დარიაო, და სინამდ ვილეში მოღრუბლული იყო. ზოგადად, კარტაჰენა მთელი წელი მზიანი, ტენიანი და თბილია. უბრალოდ, არის უფრო მშრალი და უფრო სველი სეზონები. ყველაზე მშრალია დეკემბერი-აპრილი, ყველაზე ცხელი – ივნისი-სექტემბერი (31-33 გრადუსი) და ყველაზე წვიმიან ი – ოქტომბერი-ნო ემბერი, რაც ნიშნავს, რომ თვეში 8-9 დღეა წვიმა. აეროპორტშ ი მიწაზე ფეხის დადგმისთანავე ხვდები, რომ განსაკუთრებულად გულღია და უშუალო ქალაქში მოხვდი. მწვანეში ჩაფლულ ბილიკზე არხეინად მომავალს მითითე ბებით არ გისაფრდებიან მკაცრი იერსახის თანამშრ ომლე ბი. ძველ ქალაქამდე სულ 10-15 წუთი გჭირდება ტაქსით, ამიტომ აჯობებს, მძღოლს თანხა წინასწარვე დააზუსტე ბინოთ. მილიონ იან ქალაქში სტუმრისთვის, ძირითადად, 2-3 უბა ნია საინტერესო – გალავნიან ი ძველი ქალაქი, ძველი გეთ სემანი და მაღალ-მაღალ შენობებით სავსე, შედარებით ახალი უბანი ბოკაგრანდე.
Red Room – სამსართულიანი ბარია, ჩამალული განძი Quinta Camacho-ს ბრიტანული სტილის სახლის კედლებში. პირველ სართულზე კრაფტ- კოქტეილ ები იქმნება, მეორე ვისკისა და ცოცხალი მუსიკის ადგილია (ჯაზი პარასკევს, ჰაუსი შაბათს), მე სამე კი – ღვინის სართული. O.D.E.M. – ბარი ბოლო სართულის ტერასაზე, რომელიც Lourdes კათედრალს დაჰყურებს და იდეალ ური ადგილია მზის ჩასვლი სას მოსაწრუპად. დაღამების შემდეგ კი აქაურობა ხმაურიან წვეულებად გადაიქცევა. Kapput – დღესდღეობით საუკეთესო კლუბია ბოგოტაში, ბევრი, დიდი ოთახით და სხვადასხვანაირი მუსიკით (ლათინური, ფან ქი, ტექნო, კლასიკური ჰიტები და ა.შ.).
Theatron – მთელ ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, პრინციპში ქალაქივითაა – 5 სართული, 13 განსხვავე ბული გარემოთი. LGBT თემის თავშეყრის ადგილად კი მიიჩნე ვა, მაგრამ მთელი ბოგოტა აქ არის. 71 VOYAGER 27/2022
კოლომბია
n გალავანში შესვლამდე გზა სანაპიროს მიუყვება. დილის 11 სა ათზე პლაჟზე ძალიან ცოტა ხალხია და არც შეზლონგი ჩანს სადმე. აქა-იქ ადამიან ები დაბალფეხებიან პლასტმასის სკამებ ზე სხედან, ქოლგის ჩრდილში. შემდეგ დღეებში ვარკვევ, რომ შეზლონგზე რუჯის მიღების ცნება კარტაჰენის მხარის სანაპი როზე საერთოდ არ არსებობს; რომ მზე მწველია და ჩრდილშიც რიგიანი დამცავი გჭირდება; და რომ ის სკამები, სანაპიროზე, ძალიანაც კომფორტული ყოფილა – კარიბის ზღვის 50 ელფერს სულ თვალებში უყურებ და ნიავიც უკეთესად გიქიქინებს.
ერთი რამ ცალსახად შემიძლია გირჩიოთ: არ დაიზაროთ და ამ ქალაქში ყოველდღე სხვადასხვა სასტუმროში დარჩით, მათ შორის, კუნძულებზეც გაათიეთ ღამე. მერწმუნეთ, ყველგან სხვადასხვა თავგადასავალში მოხვდებით. გალავანი სრულიად სამართლიანად მოგაგონებთ მეკობრეებს: თავის დროზე ეს ზღუდე სწორედ მათგან დასაცავად აშენებუ ლა, ახლა კი მშვენიერი ადგილია მზის ჩასვლის საცქერლად (მაგ: Cafe del Mar-დან).
დღე აქ ყველგან შემაწუხებელი, ნესტიანი სიცხეა, განსაკუთრე ბით გალავნიან ი ქალაქის წვრილ, ქვაფენილიან, ფერად და ჯა დოსნურ ქუჩებში. ყვითელი, მყვირალა ლურჯი, ნარინჯისფერი და, ვინ მოთვლის, კიდევ რა ფერის დაბალი შენობები აქ ერთმანეთს ენაცვლება. არსაიდან ამოსული მცენარეები ყველა კედელსა და აივანზე, რიკულებიანი გისოსები, კრამიტიანი სახურავები, ფაეტონი ანი ქუჩები... წამში 10 ფოტოს გადაღების სურვილი გიჩნდება. სადღაც რეალურისა და ირეალურის ზღვარზე დააბიჯებ, თავი ჰოლივუდის პავილიონში გგონია და ცოტა ეპოქის იდენტიფი ცირებაც გიჭირს. სასტუმროც ენით აუწერელი გვხვდება. მისი უზარმაზარი ხის ჭიშკარი დღისით სულ მოღიავ ებულია, შიდა ეზო და აუზი კი სულ ჩრდილშია. მალევე ხვდები, რომ აქ სულ ასეთი შენობე ბია, შუაში მოქცეულ ი ეზოებით. 72 VOYAGER 27/2022
n კიდევ უფრო ნამდვილი კარტაჰენა ბაზურტოს ბაზარში გელით, ოღონდ ადგილობრივ გიდთან ერთად. ტროპიკული ხილი, ბოს ტნეული, ცინცხალი ზღვის პროდუქტები... ყველაზე გემრიელ ი street food-იც სწორედ აქ არის. ყველი დახლებზე, იმერულსაც რომ მიამსგავსებთ, მჭადს მოგანდომებთ და ისიც აქვეა: კეცზე თუ პალმის ფოთოლში გამომცხვარი, მშრალი თუ ზეთში მობ რაწული. აი, ჭვიშტარიც... მე ორივე ხელი ამიწევია და თქვენ, თუ გინდათ, არკვიეთ, ვინ, საიდან და რა წაიღო თუ ისწავლა. ქალაქის კიდევ ერთ სიმბოლოს ქმნიან ფერად კაბებში გა მოწყობილი აფრო-კოლომბიელი ქალები – Palenqueras, რომ ლებიც ხილს ყიდიან. მათთან ფოტოს გადასაღებად თანხა უნდა გადაიხადოთ. n რამდენიმე ათწლ ეულის წინათ გეთსემნაში ტურისტი ვერ მოხვ დებოდა. ჩვენი მძღოლის მშობლებსაც თავის დროზე შვილების უსაფრთხოებ ის გამო გაუყიდიათ კაპიკებად სახლი და აქაურო ბას გასცლიან. თუმცა ახლა აქ უძრავი ქონების ფასი გაასმაგებუ ლია. კოლონიურ სახლებში ადგილობრივთა რამდენიმე თაობ აა გამოზრდილი, მაგრამ გეთსემანი დღეს ყველაზე ახალგაზრდუ ლი და გამორჩეული ადგილია მთელ კოლომბიაში. კულტურუ ლი იდენტობა მის ქუჩებში ყველაზე მძლავრად იგრძნობა, თუმცა აქ თავს ყველა შინაურულად გრძნობს. უამრავი ჰიპბარითა და არტს ალონით, ქუჩის უზარმაზარი მხატვრობებითა და შუა ქუჩა ში მომუშავე მხატვრებით, გეთსემანი გალავნიან ქალაქზე უფრო ფერადია. წვრილი ქუჩებისა და ჭრელი კედლებისთვის ორგანუ ლი ქუჩის მუსიკოსების მელოდია კი აქ სიოსავით მოძრაობს და ყოველ ნაბიჯზე კიდევ უფრო საინტერესო სცენისკენ მიგიძღვება.
„კოლომბიაში ნებისმიერი თავყრილობა, რომელზეც 6 კაც ზე მეტი იკრიბება, ცეკვით მთავრდება. სოციალურ ფენასა და დღის მონაკვეთს მნიშვნელობა არ აქვს“, – მარკესის ამ სიტყ ვებში კარტაჰენა დაგარწმუნებთ. ცალკე სანახაობ აა ტროპიკულ სიცხეში გამაყრუებ ელი მუსი კითა და ციმციმა ნეონებით მოძრავი ღია ავტობუსები – ანუ დისკო ბასები: ადამიანები საღამოობით ადიან ავტობუსში, რო მელიც ტაატით მოძრაობს ქალაქის სველი სიცხით გათანგულ ვიწრო ქუჩებში, და თავდავიწყებით ცეკვავენ. 10 წუთში 10 ასე თი ავტობუსი მაინც ჩაგივლით გვერდზე. კიდევ ერთი უცნაურობაა ქუჩაში მოსიარულე მომღერლები – აი, მაგალითად, მოდის ბიჭი, მხარზე გადაკიდებული დინამი კით, საიდანაც „ათასი რიტმის ქვეყნის“ რომელიღაც მელოდია გაყრუებს, და გეკითხება: Where are you from? თუ არ უპასუხებ, თავს დაგანებებს; თუ უპასუხებ, იწყებს რეჩიტატივს, საიდანაც მხოლოდ შენი ქვეყნის სახელი და კარტაჰენა გესმის. გზადაგზა სხვებიც ემატებიან და, რაც უფრო შორს მოგყვებიან სიმღერით, მით უფრო მატულობს მათი გასამრჯელოც.
73 VOYAGER 27/2022
კოლომბია
ახლა პლაჟებზეც ვთქვათ: როგორც გითხარით, კარტაჰენის საკმაოდ გრძელი პლაჟე ბი ინფრასტრუქტურით ვერ დაიკვეხნიან და არც რეალური სურათი ემთხვევა მითებს ან თქვენს წარმოდგენებს კარი ბის ზღვის სანაპიროს შესახებ. ცოტა ხნით ყველაფრისგან გათიშვა თუ გინდათ, ახლომდებარე კუნძულების კლუბებსა ან სასტუმროებს უნდა ეწვიოთ (წყლის ტრანსპორტი ჭიანჭ ველებივით მოძრაობს). მათ შორის რეკომენდებულია: Blue Apple Beach (კუნძული Tierra Bomba) – აქ გელით მოწყვეტილი, ეკომეგობრული გარემო, ხელუხლებელი სა ნაპირო, თავგადასავლებით სავსე მგზავრობა, უმაგრესი სერვისი, დაუჯერებლად გემრიელ ი სამზარეულო, პრინცი პით „ფერმიდან მაგიდამდე“ (ჩემთვის N1 მთელ კარტაჰე ნაში) და რამდენიმე ბუნგალო, სადაც ღამითაც შეგიძლიათ დარჩენა. ამ ადგილზე ყოფნის შემდეგ ბევრ რამეს სხვანა ირად შეხედავთ. Fenix Beach Club (კუნძული Tierra Bomba) – თან კლუბი, თან სასტუმრო, რომელიც ქალაქიდან კატერით სულ 10 წუ თის სავალზეა. გარემო აქ თან ველურია, გარე სივრცეში ზღვის ქაფისგან მოწყობილი შხაპებითა და ონკანის ნაცვ ლად უზარმაზარი ნიჟარებით, თანაც კომფორტული. საღა მოს ულამაზეს ეზოში ცეცხლი ენთება, პირდაპირი და გადა ტანითი მნიშვნელობით. ხის ქანდარაზე შემომდგარი დიჯეი ლათინურ მუსიკაში გძირავს და შენდა უნებურად იწყებ ფეხშიშველა ცეკვას. Makani Luxury Beach Club (კუნძული Tierra Bomba) – აქ დაგხვდებათ დახვეწილი ფუფუნება, საოცარი ბუნება და ულამაზესი სანაპირო, სადაც ძალიან ბევრია ნაფიქრი და გაკეთებული სტუმრის კომფორტისთვის.
Playa Blanca (კუნძული Isla Baru) ყველა ზე ლამაზი პლაჟია კარტაჰენის მიდამოებ ში, თეთრი ქვიშით, დაუჯერებლად ცისფერი წყლითა და ჯუნგლებით. აქ კატერითაც შეიძ ლება მოხვედრა და მანქანითაც. თუმცა, სანა პიროს კლუბებისგან განსხვავებით, ამ სანა პიროზე ძალიან ბევრი ადამიანი ირევა, რომ ლებიც აგრესიულ ად გთავაზობენ სხვადასხვა პროდუქტს და თავს დაცულად არ გრძნობ. ამიტომ, ადგილობრივი გიდის გარეშე წასვ ლას არ გირჩევდით. 74 VOYAGER 27/2022
Rosario Islands 27 კუნძულისგან შედ გება, რომელთაგან ზოგი ძალიან პა ტარაა, სულ ერთსახლიანი, და კერ ძო საკუთრებაშია. ეს ტერიტორია ეროვნული პარკის ნაწილია (ბაუნტის რეკლამა ხომ გახსოვთ? აი, ისეთი ხე დებით). წყლის სწრაფ ტრანსპორტს კუნძულებამდე, დაახლოებით, ერ თი საათი სჭირდება. შეიძლება ცოტა ტალღებიანი მგზავრობა გამოგივი დეთ, მაგრამ ღირს. შეგიძლიათ, ერ თდღიანი ტური სხვებთან გაიზიაროთ, ან იახტა დაიქირაოთ და თქვენს ნება ზე იაროთ.
El Salar de Galerazamba და – ტალახის ვულკანი, დაახლოებით, 1 საათის გზაზეა კარტაჰენიდან. ამ ვარდისფერ წყალში ვერ იბანავებთ, მხოლოდ ინსტაგრამისთვის თუ ჩააჩხაკუნებთ აპარატს. ტალახში ამოვლე ბას ძველი საცურაო კოსტიუმ ი უნდა შესწი როთ და პროცედურის შემდეგ ადგილობრი ვებმა გაგასუფთაონ.
75 VOYAGER 27/2022
კოლომბია
სად ვჭამოთ და გავერთოთ?
აუცილებლად გასასინჯი:
კარტაჰენაში ისეთი და იმდენნაირი გემრიელ ობა მოიპოვე ბა, გული დაგწყდებათ, რომ ჭამისთვის დღეში მაქსიმუმ სამ ჯერ იცლით. ცინცხალ ზღვის პროდუქტებს, ხორცს, ფერად ტროპიკულ ხილსა თუ სხვა მცენარეებს მთელი ქვეყნიდან თავმოყრილი შეფები სხვადასხვანაირი სამზარეულოს გავ ლენებით აზავებენ, ყვავილებით რთავენ, ამატებენ ფერმენ ტირებულ პროდუქტებს, უცნაურ ყველს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის საფუძველი მაინც კლასიკური კოლომბიური სამზარეულოა. Ceviche – პირის რეცეპტორების ნამდ ვილი მალამო. თითქოს ინგრ ედიენტე ბი ყველას ერთნ აირი აქვს, მაგრამ გემო სხვადასხვა ადგილას მაინც განსხვავდება. პირადად მე, სადაც შევედი, ყველგან გავ სინჯე და არსად მინანია. პიურე ქოქოსის რძით – ნამდვილი ღმერთების საჭმელია. ბრინჯი, ასევე ქოქოსით, საუკ ეთესო გარ ნირად გამოდგება თითქმის ყველაფრის თვის.
ანტონი ბოურდენი Ceviche-ს გასინჯვას La Cevichería-ში გვირ ჩევს, მე კი გეთსემანში მირჩევნია, კერძოდ, El Boliche Cebicheria-ში. Cuzco კარგია პერუს სამზარეულოს დასაგემოვნებლად. Quebracho Parrilla Argentina Restaurante Bar-ში გადასა რევ სადღესასწაულო საღამოს გაატარებთ, უზარმაზარი სტეი კების თანხლებით. Juan Del Mar ერთ- ერთი საუკეთესო ადგილია ზღვის პროდუქ ტების გასასინჯად.
Camarones Al Ajillos – სადაც დაინახავთ, უნდა გასინჯოთ – კრევეტებია, კარაქით, ნივრითა და ზოგან ნაღებითაც. ეს კომ ბინაცია შეიძლება ბევრ ქვეყანაში შეგ ხვდეთ, მაგრამ აქ მაინც „არგადარჩენა“ გემო აქვს. Al Ajillos-ის სოუსით არც სხვა რამეებია ურიგო. Mote de Queso – ყველის სუპი კარტაჰე ნულად. მარილიანი ყველის costeño-ს ნა ტეხებით, მცენარის ბოლქვ ის – ñame-ის ნაჭრებით, ხახვით, ნივრით და მსგავსი ბოლქვოვანი ბოსტნ ეულით. ყველა ქვეყანას აქვს თავისი რაგუ და არც კოლომბიაა გამონაკლისი. მენიუში მას Sancocho-ს სახელით იპოვით. წესით, ქათმით მზადდება, მაგრამ შეფები ზღვის პროდუქტებითაც ანაცვლებენ. სხვა და ნარჩენი ადგილობრივი ტოპ ინგრ ედიენ ტებია: ბანანი, იუკკა, სიმინდი და ქინძი. გარნირად ბრინჯი და ავოკადო მოჰყვება. Arepas ლამის მთელი ქვეყნის კულინა რიულ ი სიმბოლოა, მაგრამ კარტაჰენული ვერსია ყველაზე ფუმფულა და კარაქია ნია. ორი არეპასგან ყველანაირ სენდვიჩს გააკეთებს ადამიანი, ყველით, ჯემითა თუ ხორცით.
Alma ძალიან კარგი სივრცეა მაღალი კლასის რესტორნებში სა დილისთვის. სასტუმროს შიდა ეზოში მდებარე რესტორნის შეფი, Heberto Eljach, კარტაჰენის ცხოვრების სტილსაც გაზიარებთ. Cafe Havana მარკესის საყვარელი ადგილია, სადაც საუკე თესოდ ცეკვავენ სალსას და სადაც ყველაზე უკეთ შეიცნობთ კარტაჰენას კულტურას. Alquimico Bar, სახურავზე ტერასით, პირველ სართულზე ადგი ლობრივი პროდუქტებითა და ინსპირაციებით შექმნილ კოქტე ილებს გთავაზობთ, მეორეზე კი – კლასიკურ მენიუს. აქ მუდმივი რუზრუზია და ყველგან სხვადასხვა, თუმცა რაღაცნაირად ერთ ნაირი მუსიკა უკრავს. Café del Mural-ში იწყება ნამდვილი ყავის თავგადასავალი გეთსემანის ჯადოსნურ ქუჩაზე. რამდენსაც შეძლებთ და რამ დენნაირსაც შეძლებთ, გასინჯეთ. თანაც რანაირი შაქარი აქვთ!
Pargo Rojo con arroz de coco y patacon ქალაქისა თუ რეგიონის თითქმის ყველა რესტორანში შეგხვდებათ. ეს არის მთლი ანი შემწვარი თევზი, რომელსაც გარნი რად მოსდევს ბრინჯი ქოქოსით და plan tain-ის ჩიფსები. ჩემი პირადი რჩევაა, სადაც კი შეძლებთ, ყველგან გასინჯოთ Coco Loco (ქოქოსის რძის ლიმონათი), დახლიდან შერჩეული ნაირნაირი ხილის ფრეში და ავენა. 76 VOYAGER 27/2022
გაბოს კვალდაკვალ კოლომბიაში შენდაუნ ებურად სულ ურსულასა და აურელიანოს ეძებ და მაკონდოს ამოცნობას ცდილობ. დიდი უცნაური ხალ ხი კია. წარმოიდგინეთ, გაბო ჰოლანდიელი რომ ყოფილიყო, რამხელა ინდუსტრიას ააგებდნ ენ მის გარშემო, კოლომბიაში კი მასზე მხოლოდ შეგრძნებებსა და ფიქრებს თუ ააგროვებ შინ წამოსაღებად, რომლებიც გამოგონილ მაკონდოსა და რეალო ბას შორის შემორჩენილ ძაფებში უნდა ეძებო. ყველაზე კარგად ამ ძაფებს ადგილობრივი გიდის დაგეგმილი ტურით აღმოაჩენთ, მაკონდოს მოდელად მიჩნეულ მარკესის ბავშვობის სოფელში, არაკატაკაში, სანტა მარტადან 80 კილო მეტრის დაშორებით. მწერლის მუზეუმ ი მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ტიპური საცხოვრისის რეკონსტრ უქციაა, ეზოში გაფანტული პატარ- პატარა ერთსართულიანი შენობებით. მუზეუმში ოჯახის ავთენ ტიკურ ნივთებს მაინცდამაინც ვერ ნახავთ, თუმცა უკანა ეზოში იმხელა ხე დგას, გჯერა, რომ გაბოს ბავშვობასაც მოესწრ ებოდა. უფრო ნამდვილი რამეები ქალაქშია გაბნეული: ეკლესია, სა დაც მწერალი მოინათლა, ნაცნობი რკინიგზის სადგური, რო მელშიც მატარებლები აღარ ჩერდებიან (მხოლოდ ხანდახან თუ ჩაიხრიგინებენ კარიბის ზღვის პორტებისკენ მიმავალი ნახშირით დატვირთული ვაგონები); უმშვენიერესი რემედიო სის ქანდაკება; ქალაქის ცენტრ ალური ბოლივარის მოედანი; თხელსახურავიანი მაღაზია, ბანანის პლანტაციის მუშები ნი სიად რომ ყიდულობდნენ პროდუქტებს; ფოსტა-ტელეგრაფის შენობა; გადაშლილი წიგნის სკულპტურა, გაბოს ბარელიე ფით, პატარა ხიდთან, რომელიც დღეს ადგილობრივთათ ვის სამსახურის საპოვნელ ადგილად ქცეულა; მაღაზიის უკანა ეზო, მთლიანად ბეტონის, რომელშიც კინოთეატრს ამოიცნობ „მარტოობის ასი წელიწადიდან“. თუ გაგიმართლათ, შეიძლება კიდევ ერთ კადრსაც გადააწყდეთ გაბოს წიგნებიდან: როგორ გრილდება რამდენიმე ადამიანი რკინიგზის ხიდთან მდინარე ში. ფერები კარგად ივსება კაკაოსა და ბანანის პლანტაციების შემოვლითაც, ასევე, მუსიკალური, საცეკვაო და თეატრალური პერფორმანსებით.
რას იპოვით ბოგოტაში, გარდა იმ უნივერსიტეტისა, სადაც მარ კესი სწავლობდა? მარკესის სახელობის კულტურის ცენტრს, სადაც წამლად მხოლოდ ერთი ცალი სანიშნე მოვიპოვე, სუ ვენირად რომ წამომეღო; კიდევ – რომელიმე ესპანურენო ვან გამოცემასაც, ოღონდ არა „მარტოობის ას წელიწადს“ (ბესთსელერია და ხშირად არ აქვთ). ცენტრ თან ახლოს კი დი დი კედლის მხატვრობაა, გაბოს ცხოვრების ილუსტრ ირებული ქრონიკით. კარტაჰენაშიც გირჩევთ მარკესის ტურის მოძებნას. მართალია, ძველი ქალაქის კედლებში თქვენც მარტივად იპოვით მის ნა რინჯისფერ სახლსა და საყვარელ კაფე „ჰავანას“, ასევე, უზარ მაზარ კედლის მხატვრობას გეთსემანში, თუმცა ცალკეულ ად გილებს მისი სხვადასხვა ნაწარმოებ იდან ტურით უფრო მარტი ვად მოძებნით, რომელიც ძვირიც არ ღირს.
77 VOYAGER 27/2022
კოლომბია
LA GUAJIRA
ეს კიდევ ერთი განსახვავებული რეგიონია კარიბის ზღვის სანაპიროზე, სადაც დაგხვდებათ უზარმაზარი უდაბნო, გიგანტური ქვიშის დიუნები, ულამაზესი სანაპიროები, ვარდისფერი ფლამინგოები, ყველაზე ძველი კოლომბი ელი ხალხი – Wayuu, იდეალური ადგილები სერფინგისა და კაიტსერფინგისთვის, შუა უდაბნოში ამოზრდილი ჩან ჩქერიანი ოაზისი და ის შუქურა, რომელზე ასულსაც გე ცოდინებათ, რომ სამხრეთ ამერიკაში ამაზე უკიდურესი ჩრდილოეთ ი აღარ არსებობს.
78 VOYAGER 27/2022
ყავისა და კაკაოს ტური
კოლომბიური ყავა ზღვის დონიდან 900-1200 მეტრ სიმაღლე ზე იზრდება და ამ ხალხის ნაციონ ალური იდენტობის ნაწილია. მთელ ქვეყანაში ეს კულტურა 600 ათასამდე ფერმერს მოჰყავს. ავოკადოს, კაკლისა და ხილის ხეების ქვეშ პატარა ყავის პლან ტაცია ლამის ყველა ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ რეგიონში უამრავი ტური გეპატიჟებათ, რომლებიც ყავის მოყ ვანის პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ გაგაცნობთ. როგორც წესი, ტურე ბის ნაწილია ულამაზესი ქალაქი სალენტოც, კაკაოს ფერმები და Valle de Cocora, სადაც კოლომბიის კიდევ ერთი სიმბოლო გელით – 60-მეტრიანი პალმების ტყე, უმრავალფეროვანესი ფლორითა და ფაუნით.
CANO CRISTALES – „თხევადი ცისარტყელა“ ამ მდინარის კალაპოტი ივლისის ბო ლოდან ნოემბრამდე ფერს იცვლის და გარდამავალია ყვითელს, მწვანეს, ლურჯს, შავსა და წითელს შორის.
79 VOYAGER 27/2022
კოლომბია
ტაირონის პარკი – სანტა მარტა სანტა მარტა კიდევ ერთი ზღვისპირა მარგალიტია კარიბზე, ულამაზესი პლაჟებითა და ტაირონის მრავალფეროვანი ნა ციონალური პარკით. ტურისთვ ის 1-2 დღე მაინც უნდა გაითვა ლისწინოთ. რას ნახავთ? ერთმანეთზე უკეთეს პლაჟებს, ჯუნგლის ფლო რასა და ფაუნას და საოცარ მთებს. ღამის გათევა აქ სხვადასხვა ადგილას შეგიძლიათ: პარკის ტე რიტორიაზე განლაგებულ სასტუმროებში, კარავში (საკემპინგე ტერიტორიაზე), ან სულაც ჰამაკში, რომლის დაქირავებაც ად გილზევე შეიძლება. დაკარგული ქალაქის, კოლომბიის მაჩუ პიკჩუსა და ჯერ კიდევ ხელუხლებელ გარემოში მცხოვრები უძველესი ტომების სანა ხავად 4-დღიანი ტურია საჭირო. თან იქონიეთ ნაღდი ფული და პასპორტი.
80 VOYAGER 27/2022
ამაზონის ჯუნგლის ტური – წვიმის ტყეები გაუძლებთ კოღოებსა და ტარანტულებს? და უმაღლეს ტენია ნობას? არ შეგეშინდებათ, როცა დაღამდება და აქაურობა გაღ ვიძებას დაიწყებს? გაძლებთ გაჯეტებისა და მობილური კავში რის გარეშე? მაშინ ჯუნგლის ტური ის ცხოვრებისეული თავგა დასავალია, რომელიც სხვა არაფერს ჰგავს. ტური იწყება სამი ქვეყნის – კოლომბიის, პერუსა და ბრაზილიის საზღვარზე მდებარე ქალაქიდან, ლეტიციიდან, სადაც მხოლოდ თვითმფრინავით თუ მოხვდებით. ამაზონზე სახეტიალოდ, აცრის გარდა, დაგჭირდებათ მწერების საწინააღმდეგო ეფექტიანი საშუალებები, სპეციალური ტანსაცმელი, ბადით, ღია ფერის სამო სი (მუქს კოღო ეტანება), რომელიც ადვილად შრება (ბამბა დაივიწყეთ), მზისგან დამცავი კრემი და რე ზინის ბოტები. ზოგიერთი ჯუნგლებში მოგზაურობას თავისითაც გეგმავს, მაგრამ აქ იმდენი რამის ცოდნა გჭირდებათ (თუნდაც მხოლოდ უსაფრთხოებისთვის), რომ ტურის აღება ყველაზე მიზანშეწონილია. 4 დღე მაინც ივა რაუდეთ აქაურობის მეტ-ნაკლებად გასაცნობად.
რა გელით? უზარმაზარი ცეიბას ხეები, ამაზონის დელფინები, მოზლაზუნე ზარმაცა, ისეთი ფრინველები, აქამდე ანიმატორის ფანტაზია რომ გეგონათ, ნაირნაირ ი მაიმუნები, ტარანტულები და მანათობელი სოკოები, რომელთა სანახავადაც ღამით უნდა გახვიდეთ. გამოცდილი გიდი კაიმანსაც დაგაჭერინებთ ხელში პირანიებზე სათევზაოდ. ერთი რამ კარგად დაიმახსოვრეთ: ტყეში ხელი არა ფერს ახლოთ, რადგან შეიძლება ნებისმიერმა რა მემ დაგაზიანოთ.
81 VOYAGER 27/2022
კოლომბია
ფესტივალები კოლომბიაში
ბარანკიას კარნავალი სიდიდით მეორეა მსოფ ლიოში (რიოს კარნავალის შემდეგ). ოთხდღიანი ზეიმი თებერვლის დასაწყისში იმართება, თუმცა წინასაკარნავალო ამბები და მცირე აღლუმები ქალაქის სხვადასხვა უბანში იანვრის შუა რიცხვე ბიდან იწყება. კოსტიუმირებული მომღერლები, მუ სიკოსები, მოცეკვავეები და მსახიობები, ტრადიციული მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენებით, ისეთ დღესასწაულს ქმნიან ქუჩაში, რომ განწყობა მთელი წელი მიჰ ყვება ადამიანს.
მეორე ადგილზეა ყვავილების ფესტივალი The Feria de las Flores, რომელიც მუდმივი გაზაფხულის ქალაქში, მედელინში იმართება ყოველწლიურად, აგვისტოს პირველ ნახევარ ში. ათდღიან ი ფესტივალის მთავარი ამბავია El Defile de los Silleteros, სადაც მეყვავილეები თავიანთ შემოქმედებას აჩვენებენ უამრავ ადა მიანს. გარდა ყვავილებისა, ფესტივალი მუსიკალურ წარმოდგენებსაც მოიცავს, კულინარიასაც და, რა თქმა უნდა, ცეკვასაც. სიტყვა „დღესასწაული“ უეჭველად სამხრეთ ამერიკაშია დაბადებული და, დიდი ალბათობით, კოლომბიაში. ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუ ქალაქ კალიში სალსას ყვე ლაზე დიდ ფესტივალს, Feria de Cali-ს ეწვევით, რომელიც ყოველი წლის დეკემბერში (25-30) იმართება. რა თქმა უნ და, არც ეს ფესტივალი შემოიფარგლება მხოლოდ სალსას მარათონით: აფერადებული ქალაქის ყველა კუთხეში ისმის სიტყვები „კუმბია“ და „ვალენატო“; Street food-ის არომატიც მთელ ქუჩებს ედება. ეს კონკურსები, ნაირნაირი კულტურუ ლი ღონისძიებები და ცხენების ჯირითი ყოველწლიურად 2 მილიონამდე ვიზიტორს იზიდავს. კილომეტრზე გაჭიმულ სალსადრომზე მთელი მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავეე ბი როკავენ, რომლებიც ამ შოუსთვის ნახევარი წელი მაინც ემზადებოდნენ.
კოლომბიაში 60 ნაციონალური პარკი და 4000-ზე მეტი სახეობის ორქიდეაა. ყვავილების ექსპორტის ოდენობით ქვეყანა მე-2 ადგილზეა მსოფლიოში. მსოფლიოში ზურმუხტის
70-90%-ის წყარო კოლომბიაა. ბოგოტის ოქროს მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ 35 ათასამდე ოქროს ნივთი, რომლებიც ინდიელებმა შექმნეს ესპანელთა მიერ დაპყრობამდე. 82 VOYAGER 27/2022
კულინარია
არგენტინისა და კოლუმბიის რეალური მაგია დიანა ა ნფ იმ იად ი ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ ლიტერატურით დავიწყებ, უფ რო სწორად, ჩემთვის საყვარელი ორი ლათინოამერიკელი ავ ტორით – გაბრიელ გარსია მარკესითა და ხორხე ლუის ბორხე სით, კოლუმბიელი და არგენტინელი გენიოსებით. ერთმანეთს სულ არ ჰგვანანო, მეტყვით და, რასაკვირველია, დაგეთანხმებით: ჩემს საოცნებო ლიტერატურულ ვახშამზე გა ბოს კერძებს მოვამზადებინებდი, ხოლო ბორხესს – ცეცხლოვან და მაგარ სასმელს, რომელშიც პარაცელსუსის მაგიური ვარდი დაიფერფლებოდა კვლავ აღსადგენად. ერთმანეთისგან მართლაც ძალიან განსხვავდებიან: ერთი უხ ვად იყენებს სიტყვებსა და გემოებს, მეორე კი – ზოგავს... თუმცა სწორედ ისინი დგანან მაგიური რეალიზმისა და ჩემი წარმო სახვების კართან, რომლის მიღმაც სანელებლების სუნით გაჯე რებული ჯადოსნური ქვეყნებია.
ბის სახლში, სადაც სულ სტუმარია, დახვავებული ხორაგი, მსუ ყე ფერებით შეღებილი კედლები და მსუყე დესერტი ნასადი ლევს... ჰოდა, ახლა ლიტერატურა კი არა, არგენტინისა და კოლუმბიის გემოებ ი მიმოვიხილოთ: ორივე სამზარეულო ნასაზრდოებია სანელებლებით, სიცხა რით, იმპროვიზაციით, გადარჩენის ხელოვნებითა და ადამი ანის იმ თვისებით, მარადიული მოხეტიალეობა რომ ჰქვია. აბორიგენული კულტურა და მიგრაციები – სწორედ ეს ქმნის ამ მაგიურ სამყაროს, დაუვიწყარი და ჯადოსნური შეგრძნებების საბადოს. ევროპული ექსპანსიის შედეგები, მრავალფეროვან კულტურულ თუ ბუნებრივ ლანდშაფტთ ან ერთად, უპირველეს ყოვლისა, ყოფასა და კულინარიაზე აისახება. რომელია არგენტინული სამზარეულოს ძირითადი პროდუქტები?
„მარტოობის ას წელიწადში“ ურსულა გახსოვთ? ბუენდიების მთავარი ქალი, სახლის მატრიარქალური ცენტრი, გნებავთ, მარადიულ ი სული, კერიის ქალღმერთი და სახლის ყველა სა დილ-ვახშმის გამგებელი. სწორედ ეს ქალია ჩემთვის ის მარა დიული ენერგია, რომელიც სამყაროს წონასწორობას განსაზღ ვრავს, ჩაუქრობელი ცეცხლი, რომელზეც ხორცსაც შეწვავ და სიმინდის ნამცხვარსაც გამოაცხობ... და სწორედ ეს მარადიულ ი ფემინური მეხსიერება ქმნის გასტრონომიულ ხელოვნებას. შე იძლება შემედავოთ, მაგრამ ამას არაფრით დავთმ ობ! სამხრეთამერიკული კულინარიის ხსენებისას, პირველ რიგში, ურსულა ბუენდია მახსენდება; კიდევ – დიდი მაგიდა ბუენდიე
უმთავრესად მაინც ხორცი. წვრილფეხა და მსხვილფეხა სა ქონლის მოვლას აქ დიდი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს უხსოვარ დროში იღებს. პოპულარულია ნანადირევიც, მაგა ლითად, ირემი ან ტახი. ამიტომ, აქ რაციონში დიდ ადგილს იკავებს მრავალფეროვანი ტრადიციით დამუშავებული, სხვა დასხვაგვარად შეზავებული, შემწვარი, ფარშირებული, თუ შე ბოლილი ხორცი. მათგან ყველაზე პოპულარულია ასადო – გრილზე მომზადებუ ლი ხორცი, რომელსაც ისე გემრიელ ად წვავენ, როგორც შუა გულ სამეგრელოში.
83 VOYAGER 27/2022
კულინარია
მას მოჰყვება სიმინდი, რძის პროდუქტები (თხისა და ცხვრის ყველის უგემრიელესი სახეობებით), მრავალფეროვანი ბოსტ ნეული, ბალახეულ ი, ხილი და მატე, რომლისგანაც ტრადიცი ული ჩაი მზადდება. სიმინდი აქ გამომცხვარი, მოხარშული თუ წვნიან ი კერძების ინგრედიენტადაც შეგხვდებათ და სანელებლებლით შეზავებუ ლი ჰუმიტასის სახითაც, რომელსაც ფუჩეჩში ახვევენ, ხარშავენ და ნაკვერჩხალზე წვავენ. ხშირად გამოიყენება სხვა მარცვლე ული კულტურებიც: ხორბალი, ბრინჯი, ქინოა და ლობიო. არგენტინას ცხელი კერძების მრავალფეროვანი მენიუ აქვს, როგორც სამხრეთული, ისე ესპანური, იტალიური და აღმო სავლური აქცენტებით. პუჩერო თიხის ჭურჭელში მზადდება ფრინველის ან სხვა ხორცის, სიმინდის, ნიგვზისა და სანელებ ლებისგან. დიდ ოჯახებში ხშირად აქვთ სადილად ან ვახშმად სხვადასხვა სახის ლოკრო (წვნიანი სიმინდით, ხორცით ან სოსისითა და ბოსტნეულით), გისო კარერო (რაღაც ევროპულ რაგუსა თუ ჩვენს ჩახოხბილს შორის, ოღონდ სხვადასხ ვა ტიპის პასტით), ღუმელში შემწვარი გოჭი (ნამდვილი მეგრელიც რომ აღიარებს), ზღვის პროდუქტები, რვა ფეხა და ფარშირებული თევზი.
ბარაქიანი ვახშმის მერე მატეს ჩაის ან სულაც მსოფლიო ში ცნობილ არგენტინულ ღვინოს რომ დააგემოვნებთ, აქაურ ტკბილეულთან, მაგალითად, ალფახორების რომელიმე სახე ობასთან ერთად, ჯერ კიდევ ნაკვერჩხალზე შემწვ არი ხორცის სუნით გაჯერებულ ჰაერში კი თავშავასა და ბაზილიკის არომა ტებსაც შეიგრძნობთ, მიხვდებით, რომ ეს თვალუწვდენელი და ჯადოსნური ქვეყანა უკვე განუკურნებლად გიყვართ... სულ მგონია, ჩემი მეგრელი ბებო ერთხელ მაინც რომ მოხვედ რილიყო ლათინურ ამერიკაში, განსაკუთრებით, კოლუმბიაში, თავს ისე იგრძნობდა, როგორც შინ: ხელისგულზევე გაუსინ ჯავდა გემოს ათასგვარ ცხარე სანელებელს, შეპიწკინებულ ხორცს, მჭადის „ბიძაშვილ“ არეპას, ლობიოსა თუ ნიგვზიან საწებელს. კოლუმბია სანელებლებისა და მაგიური რეალიზმის კიდევ ერთი საბადოა. მისი სამზარეულო ქვეყნის ექვსი რეგიონის (წყნარი ოკეანე, ამაზონი, ანდები, ორინოკო, კა რიბის ზღვა და კუნძულები) კერძების ნაზავია. თუ სხვადასხვა დროის მიგრაციულ პროცე სებსაც გავითვალისწინებთ – ევროპულ და აფრო-კარიბულ გავლენებს, გასაგები იქ
84 VOYAGER 27/2022
ნება, რატომ არის კოლუმბიური სამზარეულო ისეთივე ჯადოს ნური, როგორიც ოქროს ლაბორატორია მარკესის „მარტოობის ასი წლიდან“. კოლუმბიური წვნიან ებიდან აღსანიშნავია ცხელ-ცხელი ბოგო ტური ახიაკო, რამდენიმე სახეობის კარტოფილის სუპი, ქათმი თა და თავშავათი, რომელსაც სიცხარე მხოლოდ დასახელება ში შემორჩა (ტაინოს ენაზე „ცხარე წიწაკას“ ნიშნავს); კუჩუკო – სიმინდისა და სხვა მარცვლოვნების სუპი; მონდონგო – ღო რისა და საქონლის ხორცისა და ქონისგან მომზადებული მა წიერი წვნიანი; ყველის სუპი, რომელსაც აქ ბანანს აყოლებენ; ქათმის არომატული სანჩოჩო – იგივე ახიაკო სანტაფეურად, წვნიანი ფრინველის ხორცით, სიმინდითა და ნაღებით; ბანდე ხა პაისა – ბრინჯი, ნედლი ლობიო, ხორცი, კვერცხი და ავოკა დო – ბარაქიანი თეფში, რომელზეც ყველაფერია გემრიელ ად დასანაყრებლად. მეგრული კუპატის დიდოსტატი ბებიაჩემი ცოტა ეჭვით კი შე ხედავდა აქაურ მორსილას – სისხლიან ძეხვს, თუმცა მალევე ძალიან მოეწონებოდა, როგორც შემწვარი ზღვის გოჭი, ანდა ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული წვნიანი. ყველაზე მე ტად მაინც არეპას – მჭადის კვერების მრავალფეროვანი რე ცეპტით დაინტერესდებოდა: საუზმეზე ჩაკბეჩ და... თოხლო კვერცხი გადმოიღვრება, სადილად ხორცით ან სულაც ცხარე ჩორიზოთი მოგართმევენ, და როცა გულს რამე ტკბილი მოუნ დება – ტკბილი გულსართით. ტკბილზე გამახსენდა და... ბებიაჩემს ექსპერიმენტები დესერ ტებშიც უყვარდა. სად იყვნენ თანამედროვე კულინარიის გურუ ები, ის რომ ჭყინტი ყველისგან გებჟალიას დესერტს ამზადებდა, ალუბლითა და პიტნით. ჰოდა, აბორაჰადოსაც სათანადოდ დააფასებდა – ბანანის, ყვე ლისა და გუავას ეგზოტიკურ ერთიანობას; არც ქოქოსის რძეში მოხარშული ბრინჯი გამორჩებოდა, არც მოხარშული რძისა და ხილის ნუგბარი და კოკადასები (ქოქოსის ბურთები)... ტროპი კული ხილის შუშხუნა და ცინცხალი გემოებ ით მომზადებულ დესერტებს აბა, რა შეედრება? თუმცა, მოდი, ისევ ლიტერატურას დავუბრუნდეთ და ვთქვათ, რომ სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყნებში მაგიური რეალიზმის გა ჩენა აუცილებლად სანელებლების დამსახურებაა... კიდევ – აქაური ყავისა და ცხელი შოკოლადის, რომელიც ყელს ისევე გწვავს, როგორც შუადღის მზე მაგიური სამხრეთის რო მელიმე ჯადოსნურ სანაპიროზე.
85 VOYAGER 27/2022
ეკვადორი
დარვინის კვალდაკვალ– გალაპაგოსის კუნძულებზე
86 VOYAGER 27/2022
თ ენ გო ჩ ა ნ ტლა ძე
პროლოგი ისტორიას ბევრი რევოლუციური იდეა ახსოვს, რომლებმაც შეცვალეს კაცობრიობ ის წარმოდგენა სამყაროს მოწყობასა და ადამიანის ადგილზე ამ სამყაროში. ერთ-ერთი ასეთია ჩარლზ დარვინის თეორია ბუნებრივი სელექციისა და ევოლუციის შე სახებ, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა მის ერთ- ერთ უმნიშ ვნელოვანეს ნაშრომში „სახეობათა წარმოშობა“. დარვინის ბოტანიკური, ზოოლოგიურ ი, პალეონტოლოგიური, ანთროპო ლოგიური, ეთნოგრაფიული და გეოლოგიურ ი დაკვირვებების მნიშვნელოვანი ნაწილი 1831-1836 წლებზე მოდის, როდესაც გემ „ბიგლით“ იმოგზაურ ა მსოფლიოს გარშემო და შეისწავლა ჩი ლე, არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი, ავსტრალია, ცეცხლოვანი მიწა, პატაგონია, ქოქოსის კუნძულები, მწვანე კონცხის კუნძუ ლები, ტენერიფე, ტასმანია და გალაპაგოსის კუნძულები, რომ ლებიც ეკვადორს ეკუთვნის. ლეგენდის მიხედვით, სწორედ გალაპაგოსის კუნძულებზე დაკ ვირვებებმა უბიძგა მას ევოლუციის თეორიის შექმნისკენ. ჩვენც ამ ლეგენდის კვალდაკვალ ვიმოგზაურ ეთ საოცარი სამყაროს სანახავად, რომელიც უდიდეს მეცნიერს XIX საუკუნის 30-იან წლებში გადაეშალა.
87 VOYAGER 27/2022
ეკვადორი
ეკვადორის რესპუბლიკა სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ეკვადო რის რესპუბლიკას დასავლეთიდან წყნარი ოკეანე და ჩრდილო კოლომბია ესაზღვრება, ხოლო აღმოსავლეთიდან და სამხრ ე თიდან – პერუ. მას ეკუთვნის წყნარ ოკეანეში მდებარე გალაპა გოსის კუნძულებიც. ეკვადორმა დამოუკ იდებლობა 1830 წელს მოიპოვა, მისი სახელი კი ესპანურიდან მოდის და ძალზე ლო გიკურადაც ჟღერს, რადგან ეს გრძედი ქვეყანას ორ ნაწილად ყოფს. თანამედროვე ეკვადორის ტერიტორიაზე ოდითგანვე ცხოვ რობდნენ ინდიელთა ტომები, რომლებიც XV საუკუნეში ინკების იმპერიამ დაიპყრო. შედეგად, იქ დღესაც ყველაზე გავრცელე ბულია კეჩუას ენა (ესპანურის მერე), რომელზეც უმეტესწილად ინკების იმპერიაში საუბრობდნენ. XVI საუკუნეში ტერიტორია ესპანელთა კოლონიად იქცა, თუმცა ახალმა დამპყრობლებმა აქ ვერ მიაკვლიეს ოქროსა და ვერცხლის მნიშვნელოვან სა ბადოებს და აგროსექტორი განავითარეს. XIX საუკუნეში ეკ ვადორის ტერიტორია, მთელი ლათინური ამერიკის მსგავსად,
ეროვნულ-განმათავისუფლებელმა და რევოლუციურმა ბრძო ლებმა მოიცვა, რაც 1830 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა. თანამედროვე ეკვადორის მოსახ ლეობის უდიდეს ნაწილს კოლონიზატორთა და ადგილობრივ ინდიელთა შთამომავლები შეადგენენ. ქვეყნის ეკონომიკა ნავთობის მოპოვებასა და აგროსექტორს ეყრდნობა, თუმცა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზ მიც, რასაც ორი მიზეზი აქვს: გალაპაგოსის კუნძულები მთელ მსოფლიოში განთქმულია ფლორა-ფაუნის ენდემური სახეო ბებით და ტურისტებს განსაკუთრებულად იზიდავს; ამასთანავე, ეკვადორის ქალაქებში თითქმის უცვლელად არის შემონახუ ლი მთელი ლათინური ამერიკის კოლონიურ ი ეპოქის არქიტექ ტურა. ამ მხრივ, აღსანიშნავია დედაქალაქი კიტო, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშიც შეიტანა, რადგან საუკეთესოდ შეინარჩუნა თავისი ისტორიული ცენტრი. სწორედ ამ საოცარი ქალაქით იწყება ჩვენი საოცნებო მოგზაუ რობა გალაპაგოსის კუნძულებისკენ.
88 VOYAGER 27/2022
კიტო ეკვადორის დედაქალაქი ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკუ რი და კულტურული ცენტრია, რომელიც 1534 წელს ესპანე ლებმა დააფუძნეს. მისი სახელწოდება მოდის ძველ ინდიელ თა ტომისგან – „კიტუ“. ვულკან პიჩინჩას სამხრეთ ფერდობზე შეფენილი ქალაქის ცენტრი ზღვის დონიდან 2,800 მეტრზეა გაშენებული. შესაბა მისად, კიტო ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქებს შორის მეორე ადგილზეა, ლა პასის (ბოლივია) შემდეგ. სამხრეთ კონ ტინენტზე ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად მიჩნეული კიტოს არ ქიტექტურაში ჰარმონიულად არის შერწყმული ესპანური, ჰო ლანდიური და ინდიელთა არქიტექტურული სტილი. რიო დე ჟანეიროდან გალაპაგოსის კუნძულებზე მოსახვედრად საკმაოდ ჩახლართული მარშრუტით უნდა გვეფრინა – ჯერ ბო გოტაში (კოლომბია) უნდა ჩავსულიყავით, შემდეგ – კიტოში და, ეკვადორის სხვა ქალაქის გავლით, გალაპაგოსზ ე გადავფრენი ლიყავით.
ბოგოტამდე ნერვების მინიმალური წყვეტით ვიმგზავრე, მაგ რამ აი, კიტომდე უკვე სხვა ტურბულენტური ზონა გველოდა. ეს ერთსაათ იანი რეისი ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება: აფრენისას პილოტმა ძალზე თავდაჯერებულად და ტკბილად გამოაცხადა, რომ წინ უდარდელი ერთი საათი გველოდა, რად გან ამინდი უნალექო იყო, ცა – მოწმენდილი და, ფაქტობრივად, სამოთხეში ვიმყოფებოდით. ის იყო, ძილისკენ წავედი, რომ სა ჰაერო ორმოში აღმოვჩნდით – თვითმფრინავმა ისე მოულოდ ნელად და სწრაფად დაკარგა სიმაღლე, რომ ინერციის ძალამ სავარძლებიდან ამოგვყარა. ყვირილის, წივილისა და გოდება- ტირილის ფონზე პილოტმა სწრაფადვე მოახერხა სიმაღლეზე დაბრუნება, თუმცა მე დაშვებამდე გაფითრებული და სავარძ ლის სახელურებს ჩაფრენილი ვიჯექი. კიტოში მოხვედრისთანავე ყურადღებას იპყრობს ყვითელი ფე რი, რომელიც დომინირებს: აქ მზისფერია საგზაო ნიშნები, მან ქანები, ქუჩის აბრები, შენობები, სამოსი და, მგონი, საერთოდაც ყველაფერი. თავიდან მეგონა, სტრესის შედეგად დამიბნელდა
89 VOYAGER 27/2022
ეკვადორი
თვალთ, მაგრამ შემდგომ მივხვდი, რომ ეკვადორელებს ძალი ან მოსწონთ თვისი დროშის ეს კომპონენტი. ჩვენი სასტუმრო კიტოს ისტორიულ ცენტრ ში კოლონიურ ი არ ქიტექტურის მშვენიერი ნიმუში გახლდათ – ოთახში შესვლის თანავე თავი ესპანელ კონკისტადორად ვიგრძენი. სასტუმროს თან ქუჩების უმეტესობა საფეხმავლო იყო, სავსე კაფეებითა და რესტორნებით. გვიან ღამემდე აქ სიცოცხლე დუღდა და ყოველი კუთხე-კუნჭულიდან სასიამოვნო მელოდიების ჰან გები ისმოდა. აღვფრთოვანდი ტრადიციული და ავთენტიკური მუსიკით, რომელიც სულაც არ იყო ერთფეროვანი, პირიქით, ბლუზის, ჯაზის, ფოლკისა და როკის ვარიაციებ ი ტრადიციულ ეკვადორულ ჰანგებზე გადაეკეთებინათ. ქალაქის ცენტრში უამრავ ადამიანს შეხვდებოდით ადგილობრივ, ტრადიციულ სამოსელში. საღამოს კიტოს კოლონიურ ი არქიტექტურით დავ ტკბით მთვარის შუქზე და დღე ეკვადორული სამზარეულოს და გემოვნებით დავასრულეთ, მეორე დღის შთაბეჭდილებებმა კი მოლოდინს გადააჭარბა. 90 VOYAGER 27/2022
დილით ჩემი ნომრის ფანჯრიდან მოწმენდილი ცა გადამეშალა, ორიოდე თეთრი ღრუბლის ნაგლეჯით და კაშკაშა მზით, სას ტუმროს წინ, გორაზე შეფენილმა სახლებმა კი მთაწმინდა და ძველი თბილისის ხედები გამახსენა. გადავწყვიტეთ, ქალაქი ტურისტული ავტობუსით დაგვეთვა ლიერებინა და ხან ერთ გაჩერებაზე ჩავუსაფრდით, ხან მეო რეზე, მაგრამ ამაოდ. ორსაათიანი დევნის შემდეგ მივხვდით, რომ ამასობაში ქალაქის ისტორიული ცენტრ იც შემოგვერბინა. შთამბეჭდავად გამოიყურებოდა მზიან ამინდში მისი თვალის მომჭრელად თეთრი და ჭრელი კოლონიურ ი არქიტექტურა, ვიწრო ქუჩები ფეხით მოსიარულეებისთვის, მოედნები ხასხასა მწვანე სკვერებით და ჩუქურთმიანი ეკლესიები. 35 კმ-ზე გაშე ნებული კიტოს ისტორიულმა ცენტრმა ძველი ქალაქების ისტო რიებით სავსე წარსული გაგვახსენა.
მას შემდეგ, რაც ტურისტულ ავტობუსზე ხელი ჩავიქნიეთ, პიჩინ ჩას ვულკანისკენ გავეშურეთ. მისი ერთ-ერთი მხარე, საიდანაც მწვერვალზე ადიხართ საბაგიროთი, 4,100 მეტრზე მდებარე ობს (პერუსა და ბოლივიაში მდებარე ტიტიკაკას ტბაზე მაღლა). ვულკანიდან კიტოზე ულამაზესი ხედები იშლება, თავად ვულ კანზე კი, რომელიც დღესდღეობით აღარ არის მოქმედი, ბევრი საინტერესო ლაშქრობა ეწყობა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონ და ამის დრო და საბაგიროთი უკან დავეშვით. ქალაქში მოულოდნელად ტურისტულ ავტობუსსაც გადავაწყ დით, რომელმაც კიტოს ისტორიული ცენტრის გარდა, სხვა ღირსშესანიშნავი უბნებიც შემოგვატარა და იმ მთაზეც აღმოვჩ ნდით, დილით მთაწმინდას რომ მივამსგავსე. მომდევნო დღეს უკვე გალაპაგოსისკენ მივფრინავდით.
91 VOYAGER 27/2022
ეკვადორი
92 VOYAGER 27/2022
გალაპაგოსის კუნძულები ვულკანური წარმოშობის კუნძულთა ეს არ ქიპელაგი მდებარეობს წყნარ ოკეანეში, სამ ხრეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთით, სანაპიროდან, დაახლოებ ით, 900 კილომეტ რზე. მასში შედის 18 ძირითადი და 3 მომცრო კუნძული, 107 კლდოვანი წარმონაქმნი და ჯუჯა კუნძულები, ჯამში 8000 კმ2 ფართობით. 5 განაშენიანებული კუნძულიდან ყველაზე მჭიდროდ დასახლებული 15,000 მცხოვრებს მოიცავს, ხოლო ყველაზე ნაკლებად დასახ ლებული – მხოლოდ 100-ს. მსოფლიოს ამ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანურ რეგი ონში ბოლოს ვულკანი 2022 წელს ამოიფრ ქვა. 1535 წელს აღმოჩენილი გალაპაგოსის კუნ ძულები 1832 წლიდან ეკვადორის შემად გენლობაშია. არქიპელაგს ადრე სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ, მათ შორის იყო „მოჯადოებული კუნძულებიც“. თანამედროვე სახელწოდება მასზე მობინადრე გიგანტურ კუებს უკავშირდება (insulae de los galopegos, ესპანურად – კუების მიწა). არაერთ ექსპედიციას შორის ღირსშესანიშ ნავია ევროპელ მეცნიერთა 1835 წლის ვიზი ტი, ბრიტანელი ბიოლოგის, ჩარლზ დარვინის ჩათვლით. სწორედ მისი ნაშრომებით გახდა ეს კუნძულები საქვეყნოდ ცნობილი და პოპუ ლარული. ასეთ ფლორასა და ფაუნას სხვაგან ვერსად შეხვდებით: კუნძულისთვის ენდემუ რია სხვადასხვა სახის რეპტილია, რომელთა შორის აღსანიშნავია გალაპაგოსის გიგან ტური კუ. აქ ფართოდ არის გავრცელებული ხვლიკი იგუანაც, უამრავი სახეობის ფრინ ველთან ერთად, ხოლო წყლებში სახლობენ პინგვინები, დელფინები, ზღვის ლომები, ზვი გენები, სკაროსები, ზღვის კიტრები და სხვა ულამაზესი თევზები. ეკვადორის მთავრობამ გალაპაგოსი ეროვ ნულ პარკად გამოაცხადა და შეზღუდა რო გორც ვიზიტორთა რაოდენობა, ისე ტურის ტული სეზონები. კუნძულებზე მოგზაურობის თვის ყველაზე პოპულარული მეთოდია მცი რე ზომის გემები და იახტები, სპეციალურად მომზადებული გიდების თანხლებით, რომ ლებიც თქვენს უსაფრთხოებაზეც ზრუნავენ, კუნძულების ფლორა-ფაუნაზეც, და ერთგვარ ბლიც-კურსსაც გიტარებენ ისტორია-ბიოლო გია-ზოოლოგიაში. ამ სილამაზის სრულყოფილად შესაგრძნო ბად, საუკეთესო პერიოდია იანვრიდან აპ რილამდე, ანუ როდესაც აქ ზაფხულია. შე საბამისად, მცირეგაბარიტიანი გემი კუნძულ სანტა კრუზის სანაპიროსთან ჩვენც იანვრის ბოლოს გველოდა. 93 VOYAGER 27/2022
ეკვადორი
სანტა კრუზი კიტოდან გალაპაგოსზ ე პირდაპირი რეისი არ დაფრინავდა, ამიტომ იქ ეკვადორის სიდიდით პირველი ქალაქის გავლით გა ვემგზავრეთ. ამ ქალაქის სახელწოდების წარმოთქმა ჩემთვის აბსოლუტურად შეუძლებელია, ამიტომ უბრალოდ ლათინურად დავწერ – GUAYAQUIL. კუნძულ ბალტრაზე, რომლის ფართობი, დაახლოებ ით, 25 კმ2-ს შეადგენს, გალაპაგოსის მთავარი აეროპორტი მდებარეობს, თუმცა ეს ადგილი დაუსახლებელია და აეროპორტის პერსონა ლი ახლომდებარე სანტა კრუზის კუნძულიდან გადმოდის კონ კრეტული რეისების დროს. უჩვეულ ო იყო სცენა, როდესაც ბო ლო მგზავრის დარეგისტრირების შემდგომ თანამშრ ომლებმა უბრალოდ სინათლე ჩააქრეს აეროპორტში, კარები გამოკეტეს და ჩვენთან ერთად გამოეშურნენ ავტობუსით ბალტრას მცირე ნავსაყუდელისკენ. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პასპორტი ნელ-ნელა სკოლის დროინდელ მეგობრობის დღიურს ემსგავსება, სხვა დასხვა ქვეყნის უჩვეულო ფორმისა და ფერის ბეჭდებით, ვი ზებითა და მარკებით, რომელთა შორისაც საპატიო ადგილი დაიმკვიდრა გალაპაგოსის კუნძულების სასაზღვრო შტამპმაც.
არქიპელაგის სიდიდით მეორე და ყველაზე მჭიდროდ დასახ ლებულ სანტა კრუზის კუნძულთან ნავით მივცურეთ. მისი ად მინისტრაციული ცენტრი, პუერტო აიორა, ყველაზე მსხვილი დასახლებაა მთელ გალაპაგოსზ ე. ზუსტად მის სანაპიროებთან ელიან მგზავრებს მცირე ზომის საკრუიზო გემები. ეს ადგილი საინტერესო და უცნაურია კლიმატური პირობებითაც – შესანიშ ნავი ამინდი კუნძულის დასაწყისში და საშინელი თქეში ცენტ რალურ ნაწილში, სადაც ფერმერები ცხოვრობენ.
94 VOYAGER 27/2022
95 VOYAGER 27/2022
ეკვადორი
სწორედ ერთ- ერთ ასეთ ფერმაში გავემგზავრეთ კუების მო სანახულებლად. როგორც გიდმა აგვიხსნა, არსებობს სამი ძი რითადი სახეობა – დიდი კუ, რომელიც წყალში დაცურავს, ან მიწაზე დახეტიალობს და წყალზე ტივტივებს, და პატარა კუები, როგორიც ჩვენს კუს ტბაზე გვხვდება. სანტა კრუზზე დარვინის დიდი კუების სანახავად გავეშურეთ უზარმაზარი რეზინის ჩექ მებით, თავსხმაში. სხვათა შორის, ხასხასა მინდორზე ზანტად მხოხავი ეს არსებები გემ „ბიგლის“ ეკიპაჟის წევრებს ისეთი რაოდენობით მიურთმევიათ კუნძულებზე ყოფნისას და დამა ტებით სანოვაგედაც იმდენი ჩაუტვირთავთ, რომ სახეობა ლა მის გაქრობის პირას მისულა. კუნძულ სანტა კრუზზე ვულკანები აქტიური არ არის, სამაგიე როდ, ადვილად შენიშნავთ წარსულ ამოფრქვევათა ანაბეჭდს – გვირაბებს, რომლებიც ლავას ზედაპირზე ამოღწევისას გაუკ ვალავს. ისინი სათაფლიას ა და პრომეთეს გამოქვაბულებსაც წააგავს, თუმცა სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების გარეშე. კუნძულის მეორე ბოლოსკენ, პუერტო აიორასკენ მიმავალ ნი ქალაქის სანაპირო ზოლზე მოვხვდით და ნავსაყუდელთან ნათლად გამოჩნდა გალაპაგოსის მრავალფეროვანი ბუნება. მთელი ყურე გადაჭედილი იყო პატარა, წითელი კიბორჩხალე ბით, წყლის იგუანებით, ხოლო სკამებზე და გემების სიახლოვეს უდარდელად და ზანტად თვლემდნენ ზღვის ლომები. მცირე ლოდინის შემდეგ, ნაპირს ვეებერთელა რეზინის ნავი მოადგა, ჩვენი გიდით. ეს „ადამიანი ენციკლოპედია“ მთელი კრუიზის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჩვენს ლაშქრო ბებსა და განათლების პროცესს. ლამაზი საკრუიზო ხომალდის
გემბანზე შებიჯებისთანავე მივხვდით, რომ წინ ზღაპრული თავ გადასავლები გველოდა. 3-სართულიანი და 8-კაიუტიანი გემი მხოლოდ 16-19 მგზავრს იტევდა. შეხვედრებისა და სადილის თვის განკუთვნილი ვეებერთელა მაგიდა პირველი სართულის ცენტრალურ დარბაზში განეთავსებინათ. სადილსა და ვახშამს გემის კაპიტანიც ესწრებოდა, როგორც საუკეთესო სათავგადა სავლო ფილმებშია.
96 VOYAGER 27/2022
გირჩევთ
გალაპაგოსის საკრუიზო გემებისა და სამოგზაურ ო პაკე ტების შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ შემ დეგი რჩევები: •
რაც უფრო მცირეა გემი და მგზავრთა რაოდენობა მის ბორტზე, მით უფრო ექსკლუზიურია სერვისი;
•
დაუჯერეთ გემის კაპიტანსა და გიდს, თქვენივე უსაფრთხოებისთვის;
•
ყურადღებით გაეცანით გემზე ქცევის, კუნძულებზე ლაშქრობებისა და წყალში ყვინთვის წესებს;
•
კარგი იქნება, თუ მცირერიცხოვან მგზავრებს თავი დანვე გაიცნობთ და მეგობრულ ატმოსფეროს შექმ ნით. არ დაგავიწყდეთ – მომდევნო 1-2 კვირის გან მავლობაში ყველამ ერთად უნდა იცხოვროთ საკმა ოდ მცირე ფართობზე, შუა ზღვაში;
•
ასეთ საკრუიზო გემებზე ეკიპაჟი და მომსახურე პერსონალი, ჩვეულებრივ, ძალზე მეგობრულია და თქვენც იმავეთი უპასუხეთ;
•
დაიცავით უსაფრთხოების წესები, განსაკუთრებით, როდესაც ზღვა ღელავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სერიოზ ული ტრამვა მიიღოთ, განსაკუთ რებით კიბეზე გადაადგილებისას;
•
თუ აღელვებული ზღვა გწყენთ, აუცილებლად წი ნასწარ მიიღეთ სპეციალ ური აბები, რომლებიც საკ რუიზო გემებზე უფასოდ რიგდება.
*** კაიუტებში გადანაწილების შემდეგ, გიდმა პირველი სართუ ლის დარბაზში შეგვკრიბა, ქცევის წესები გაგვაცნო, ეკიპაჟი და კაპიტანი წარმოგვიდგინა და მომდევნო დღის მარშრუტი განგვიმარტა, შემდგომ კი სრული თავისუფლება მოგვეცა გე მის გასაცნობად. მეტი რა მინდოდა – ეგრევე დავირბინე სამი ვე სართული, ყველა სახელური ჩამოვქაჩე და ყველა ღილაკს დავაჭირე, აი, გემის საჭესთან დაჯაჯგურებული კი პანღურებით გამომაგდეს და გამაფრთხილეს, რომ ზვიგენებთან მიკრავდნენ თავს, თუკი კიდევ ერთხელ შევიდოდი კაპიტნის ოთახში. ვახშმის შემდეგ, სხვა მგზავრებთან ერთად, ზედა გემბანზე მოვ კალათდი გამგზავრების მოლოდინში. გარშემო აბსოლუტური სიმშვ იდე სუფევდა – ზემოთ მოწმენდილი ცა, ქვემოთ კი – თბი ლი ნიავ ი და ტალღების ხმა.
97 VOYAGER 27/2022
ეკვადორი
იზაბელა სანტა კრუზის ყურე ღამის პირველ საათზე უნდა დაგვეტოვე ბინა და მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, დავლოდებოდი ამ ღირსშესანიშნავ მომენტს – ღამე ზედა ბაქანზე გამეტარებინა ვარსკვლავების თვალიერებაში. გემის დაძვრამდე როგორღაც ვიფხიზლე, თუმცა ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ დაღლილს ტკბილად ჩამეძინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ტალღებ ზე რყევამ გამომაღვიძა (პირველ სართულზე ბიძგები საკმა ოდ ძლიერად იგრძნობოდა). ფრენისგან განსხვავებით, ზღვაში ყოფნა ჩემი სტიქიაა და ძალიანაც მინდოდა, ტალღებზე ლივ ლივიც შემეგრძნო და მთვარისთვისაც მეცქირა, მაგრამ დაღ ლილობამ კვლავ მძლია. ხუთსაათიანი ცურვის შემდეგ იზაბელას მივადექით. არქიპე ლაგის ამ უმსხვილეს კუნძულს სახელი დედოფალ იზაბელას პატივსაცემად დაარქვეს, რომელმაც მხარი დაუჭირა კოლომბს ცნობილ მოგზაურ ობაში. სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქი პუ ერტო ვილიამილი მდებარეობს – სიდიდით მესამე დასახლება გალაპაგოსზე. იზაბელა არქიპელაგის ერთადერთი კუნძულია, რომელსაც ეკვატორი კვეთს.
გარიჟრაჟი გალაპაგოსის კუნძულებზე განსაკუთრებულად ლა მაზია – ნარინჯისფერი, ყვითელი და წითელი ფერები წყალ ში ირეკლება, რაც სანახაობ ას კიდევ უფრო თვალწარმატაცს ხდის. მოვლენებს წინ გავუსწრებ და აღვნიშნავ, რომ პირველ დილას, მთელი ღამის რყევის შემდეგ, ბაქანზე ნაბახუსევივით დაბო დიალობთ, კრუიზის დასრულებისკენ კი ისე გამოიწრთ ობით, რომ ჩვეულებრივი რიტმი უკვე მოსაწყენი მოგეჩვენებათ (მაგ: მე უკვე არასოდეს ავაცდენ აბაზანის ნიჟარას; შხაპს მივიღებ, როგორ ძლიერადაც უნდა მაჭანჭყაროთ; კბილებს კი თვალდა ხუჭული და ცალ ფეხზე მდგომიც გამოვიხეხავ). გემრიელი საუზმის შემდეგ, სალაშქროდ ტინტორერას ჯუჯა კუნძულზე გადავინაცვლეთ, სადაც იგუანები, ვარხვები, პინ გვინები, ზღვის ლომები, უზარმაზარი კუები, კიბორჩხალები, ზვიგენები, ხვლიკები და მრავალი სახეობის ფრინველი ცხოვ რობს. ზოგადად, გალაპაგოსის კუნძულების ბინადრებზე ნა დირობა ან მკაცრად იკრძალება, ან მკაცრად რეგულირდება.
98 VOYAGER 27/2022
მეტიც, აქაური ფაუნის წარმომადგენლები ერთმანეთზეც იშვია თად ნადირობენ. შედეგად, მათ შიში არ აქვთ და ძალზე ადვი ლად უახლოვდებიან მნახველებს. მაგალითად, ზღვის ლომები შეიძლება თქვენ გვერდითაც ჭყუმპალაობდნენ, სკამზე მოგისხ დნენ მზის ჩასვლის ყურებისას, ნავზე ამოგიხოხდნენ, ან თევზა ობისას იქვე წამოგიკოტრიალდნენ წასათვლ ემად, იმ ზარმაცი მუშებივით, ნებისმიერ ზედაპირზე, ნებისმიერ ვითარებაში და ნებისმიერ დროს რომ შეუძლიათ დაძინება. იგუანებს წალეკილი აქვთ გალაპაგოსის კუნძულები. ისინი ვულ კანურ ზედაპირზე მწოლიარე ქვის ქანდაკებებს ჰგვანან, რომ ლებიც მზისგან სითბოს დაგროვებას ცდილობენ. სასაცილოა
მათი თავდაცვისა და მუქარის მექანიზმი – თავების უხმო, მაგ რამ ენერგიული ქნევა ზემოთ-ქვემოთ. იაგუანა დარვინის ევო ლუციის თეორიის კლასიკური ილუსტრაციაა: მისი წინაპარი მწვანე რეპტილია ხეზე ცხოვრობდა, გალაპაგოსის კუნძულებზე მოხვედრის შემდეგ კი პირველ რიგში ცურვის სწავლა და წყალ ში საკვების მოპოვება მოუწ ია, რადგან აქაურ ვულკანურ ზე დაპირზე საკმარისი საჭმელი არ არის. შედეგად, იგუანის კუდი უფრო მეტად თევზისას დაემსგავსა. ამასთანავე, მის ორგანიზმში გამომუშავდა მექანიზმი, რომლითაც ოკენის წყალს ფილტრავს და მარილს ნესტოებიდან აფრქვევს, კანი კი გაუშავდა, რაც სა შუალ ებას აძლევს, მაქსიმალურად შთანთქოს მზის სითბო და ნაკლებად გამოჩნდეს ვულკანურ ზედაპირზე.
99 VOYAGER 27/2022
ეკვადორი
100 VOYAGER 27/2022
მამრ იგუანას თურმე ძალიან უყვარს მდედრებთან დროის გა ტარება და, როგორც წესი, რამდენიმე პარტნიორით არის გარ შემორტყმული. მისი სიძლიერე და წარმატება (მათ შორის, პარტნიორთა რაოდენობა) პირდაპირ უკავშირდება კუნთების ზომას. შესაბამისად, სუსტ იგუანებს განსაკუთრებული ხრიკე ბის მოფიქრება უწევთ: კერძოდ, აგროვებენ ვულკანურ ქვებს, ნელ-ნელა აგორებენ დიდკუნთება იგუანასთან და სანამ ეს ჩვე ნი „რემბო“ აღმართულ კედელს თავს დააღწევს, პატარა, მაგ რამ სხარტი იგუანები მდედრებთან ურთიერთობით ტკბებიან. მათდამი სიმპათიის მიუხედავად, ჩემი ოსკარი მაინც „ბუქნია“ ხვლიკებს ერგოთ, რომლებიც ასეთი უცნაური „ენით“ ურთიერ თობენ (სახელი მე შევარქვი, რადგან ლათინური სახელწოდე ბა არ მახსოვს). სხვადასხვა კუნძულის „ბუქნიათა“ კომუნიკაცია 101 VOYAGER 27/2022
ეკვადორი
ვარსკვლავებსა და ფერად თევზებს აკვირდებით. ვახშმის შემდეგ კუების ფერმასა და ვარდისფერი ფლამინგოე ბის (ჩემი ფავორიტი ფრინველები) ყურეს ვესტუმრეთ, ვულკა ნურ ტყეშიც შევისეირნეთ და ულამაზეს, კამკამა სანაპიროებსაც ვეწვიეთ. დაახლოებით დილის სამ საათზე იზაბელას მეორე მხრიდან მივადექით და ღუზაც ჩავუშვით. ექვს საათზე უკვე ჩამწკვ რი ვებულები ვიყავით სასაუზმოდ და მორენო პოინტის პატარა კუნძულის დასალაშქრად, სადაც თვალნათლივ ჩანს ლამაზ რელიეფებად გაქვავებული, ალაგ-ალაგ ნარინჯისფერი ლა ვა. აქ წყლის ტემპერატურა ამ დროს 24-27 გრადუსია და არც მკვლელი მედუზები დაცურავენ (ავსტრალიისგან განსხვავე ბით), შესაბამისად, თავისუფლად შეგიძლიათ კოსტიუმის გარე შე ცურვაც.
მარცხით სრულდება, განსხვავებული ბუქნების სისტემის გამო. გემზე დაბრუნების შემდეგ, საყვინთაო ნიღაბი მოვირგეთ, სა სუნთქი მილით, და წყალქვეშა „სალაშქრო ბილიკს“ გავუყე ვით. წარუშლელი შთაბეჭდილებაა, როცა ვულკანურ კლდეებს შორის ხან პინგვინი ჩაგიქროლებთ, ხან ზღვის ლომი და ხანაც ვეებერთელა კუ, ფსკერზე კი სკაროსებს, ზღვის კიტრებს, ზღვის
დღის მეორე ნახევარში ელიზაბეტის ყურესკენ გავცურეთ რე ზინის ნავებით. შუა წყალში გადაჭიმულ მანგროს ტყეებს ფეს ვები პირდაპირ წყალში გაუდგამთ და თავი ზღაპარში გგონია, როდესაც მათ შორის მიცურავ, გვერდით კი ვეებერთელა კუები და ზღვის ლომები ჭყუმპალაობენ. უკანა გზაზე ტროპიკული თბილი წვიმაც ჩამოგვექცა თავზე, თუმცა მაინც მოვინახულეთ ახლომახლო კლდეებზე მობი ნადრე ჩიტების კოლონიებ ი. ამ დღეს კიდევ ერთი ფავორიტი ფრინველი აღმოვაჩინე (ვარდისფერი ფლამინგოების მერე): მისი სახელი ქართულადაც და ინგლისურადაც გენიალურად ჟღერს – ლურჯფეხება რეგვენა (Blue-Footed Booby).
102 VOYAGER 27/2022
ფერნანდინა დილის ოთხ საათზე ზედა გემბანზე ავედი ვარსკვლავებისა და მთვარის საცქერად. არქიპელაგის ამ წერტილში გემზე არსე ბული განათების ამარად დავრჩით. ყავით ხელში სავარძელში მიწოლილმა მთვარის ჩასვლიდან მზის ამოსვლ ისკენაც გადა ვინაცვლე. გარიჟრაჟის სიომ ახალი დღის სურნელი მოიტანა... გალაპაგოსის არქიპელაგში სიდიდით მესამე კუნძული ფერ ნანდინა გეოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე ახალგაზრ დაა. მას სახელი მეფე ფერდინანდ II-ის პატივსაცემად დაერქვა, რომელმაც ქრისტეფორე კოლომბის ცნობილი ექსპედიცია და აფინანსა. ამ ვეებერთელა ვულკანის ზედაპირზე მწირი მცენა რეული საფარი დაგხვდებათ, სამაგიერ ოდ, სანაპირო ზოლზე უხვადაა მანგროს ტყეები, მის აკვატორიაში კი ზღვის იგუანები, ვარხვები, ზღვის ლომები, პინგვინები და კუები ბინადრობენ. სანაპიროს ყურეში წყალი იმდენად მეჩხერი დაგვხვდა, რომ ერთხანს ხელითაც მოგვიწია ნავების თრევა, რაც შემდეგ თბილ წყალში ყვინთვით ავინაზღაურეთ. მოგვიანებით ურბინას ყურეში (იზაბელა) ვიცურავეთ ვეებერ თელა კუებთან ერთად და დღე ფერნანდინას კუნძულზე ლაშქ რობით დავასრულეთ, სადაც მომცრო კუები და ყვითელი იგუ ანები ვნახეთ. გვიან ჩვენმა საკრუიზო გემმა კვლავ ამოწია ღუზა... იმ საღამოს მზე იასამნისფრად ჩაესვენა, გემს კი თოლიები მიაცილებდნენ...
ესპინოზა და ვისენტე როკა მშვენიერი დღე იყო, პირველ რიგში იმიტომ, რომ ზვიგენებმა არ შემჭამეს. ესპინოზა და ვისენტე როკა ორი ულამაზესი ლოკაციაა ორ კუნ ძულზე (ფერნანდინა და იზაბელა). აქ ლაშქრობა მოკლე, მაგ რამ შთამბეჭდავი იყო. კუნძულიდან ულამაზესი ხედები იშლე ბოდა – უზარმაზარი ტალღები, ლურჯი წყალი, ლავის კლდეები, იგუანები, სელაპები, კიბორჩხალები... ძალზე ახლოდან მოვა ხერხეთ შავი იგუანების დათვალიერ ება, რომლებიც პატარა ზომის დრაკონებს ჰგვანან. ზღვის ლომებმაც აუღელვებლად მიგვიშვეს, გაუნძრევლად განაგრძობდნენ მზეზე ნებივრობას. გემზე დაბრუნებისთანავე ულამაზეს ყურეში გადავინაცვლეთ – მაღალი ვულკანური კლდეები, გროტები, გამოქვაბულები, ცოტაც და კინგ კონგიც გადმოხტებოდა საიდანღაც... უეცრად,
ლამაზი პეიზაჟებით გართულმა, ზვიგენები შევნიშნე. აღელვე ბულმა დავიწყე სხვა მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების გაფ რთხილება, მაგრამ გიდმა მშვიდად ამიხსნ ა, რომ ესენი კეთი ლი, უვნებელი, მეგობრული და არააგრესიული გალაპაგოსის ზვიგენები იყვნენ და, სტატისტიკის მიხედვით, ადამიანს თავს არ ესხმოდნენ. სტატისტიკა სტატისტიკად და ჩემთვის ზვიგენი მაინც ზვიგენია, ამიტომ ძალზე არასასიამოვნო შეგრძნებებით „ვისნორკელე“ ამ ყურეში. ის იყო, სიმშვიდე დაგვიბრუნდა, რომ უეცრად ისევ ალიაქოთი ატყდა: ფრთხილად ზვიგენებიო. მომ დევნო ათი წუთის განმავლობაში ყველას გაბედულად გვეჭი რა თავი, მაგრამ ცოტა ხანში სათითაოდ მივცურეთ გემთან და სწრაფად ამოვხტით წყლიდან. მოგვიანებით ჯგუფის იმ წევრმა მოგვიყვა, რომ ძლივს მოიგერია ზვიგენი ლასტებით, აღწერის შემდეგ კი გიდმა დაასკვნა, რომ თურმე საკმაოდ სახიფათო და აგრესიულ ხარის ზვიგენს გადავწყდომივართ, რომელსაც ბლაგვ ზვიგენსაც უწოდებენ. კუნძულის სხვა სანაპიროსთან ულამაზესი სანახაობა გადაგვე შალა – გამოქვაბულები, გროტები, კლდეზე შეფენილი ზღვის სელაპები, კუები, ზღვის ლომები, სხვადასხვა სახეობის ფრინვე ლები… და დილის არასასიამოვნო ინციდენტიც გადაგვავიწყდა. გემზე საზეიმ ო ვახშამი დაგვხვდა – კრუიზის განმავლობაში პირველად უნდა გადაგვეკვეთა ეკვატორი და, ზღვის ტრადი ციით, ეს მოვლენა შამპანურისთვის თავის წაცლით უნდა აღ გვენიშნა. ღამით გემი ჩვეულებრივ მიირწეოდა ტალღებზე და მეც ტრადიციულად ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საცქერად გავეშურე.
103 VOYAGER 27/2022
ეკვადორი
სანტიაგო მას სან სალვადორის ან ჯეიმსის კუნძულსაც ეძახიან. ფაქტობ რივად, ეს ორი ერთმანეთთან გადაჯაჭვული ვულკანია, საკმა ოდ მდიდარი ფაუნით. იქ მისულებს საკმაოდ კონტრასტული ფერთა შეხამება დაგვხვ და – ღაჟღაჟა წითელი კიბორჩხალები შავი, გაქვავებული ლა ვის ზედაპირზე. რამდენიმე ადგილას გამოფიტული კლდეები ბუნებრივ თაღს ქმნიდნენ, რომლის ჩრდილშიც ზღვის ლომები გაშხლართულიყვნენ. წყალში რამდენიმე წუთის ჩასულებს გვერდით ზვიგენმა ჩაგ ვიქროლა. მართალია, უდრეკად გავაგრძელეთ ყვინთვა, თუმცა პირადად მე ვეღარ ვისიამოვნე ჭრელ და ლამაზ თევზებზე დაკ ვირვებით, რადგან წამდაუწუმ უკან ვიხედებოდი. მეორე ჯერზე კაიაკით გასეირნება ვამჯობინე, გემზე დაბრუნებისას კი ეკიპაჟ მა გვითხრა, რომ თურმე ზვიგენები წრეებს გვირტყამდნენ.
104 VOYAGER 27/2022
შთამბეჭდავი იყო რეზინის ნავებით გასეირნება კლდოვანი სანაპიროს გასწვრივ – გამოქვაბულები, გროტები, ულამაზესი ფერის წყალი, ალაგ-ალაგ შუა ზღვაში წამოჭიმული კლდეები, რომლის ფერდობებზეც სელაპები, ზღვის ლომები და ფრინ ველები შეფენილიყვნენ. ზუსტად ამ ადგილზე უნდა დაედგა პირველად ფეხი დარვინს, როდესაც გალაპაგოსის კუნძულებს მიადგა. ღამით კვლავ ეკვატორი გადავკვეთეთ – ამჯერად ყოველგვარი ზარზეიმის გარეშე.
105 VOYAGER 27/2022
ეკვადორი
ჯენოვეზა მას სახელი ქალაქ გენუას პატივსაცემად ეწოდა, თუმცა ჩიტების კუნძულსაც ეძახიან, რადგან აქ უთვალავი სახეობის ფრინველ თა კოლონიებ ი ბუდობენ, ყველაზე პატარა ზღვის იგუანებთან ერთად. თავდაპირველად კუნძულს რეზინის ნავებით მივადექით, სა ნაპირო ზოლის კლდოვან ფერდობთა დასათვალიერებლად, შემდგომ კი ნაპირზეც გადავინაცვლეთ და კლდეში გაჭრილ ციცაბო ბილიკს ავუყევით. კლდის თავზე პრინც ფილიპეს ხის კიბით მოვხვდით, საიდანაც ჩვეულებრივი, არაექსტრ ემალუ რი სალაშქრო მარშრუტი იწყებოდა. მთელი ბილიკის გასწვრივ ფრინველთა კოლონიებ ის ახლოდან დაკვირვება შეიძლებოდა.
გვერდით ჩაგვიქროლა. მდგომარეობა ნელ-ნელა დაიძაბა და ჯგუფის წევრებმა გემზე დაბრუნება დაიწყეს. მე ჯერ კიდევ არ ვიტეხდი იხტიბარს, თუმცა ერთ-ერთი მოხედვისას ორი ზვიგე ნი რომ დავინახე, რომელთაგან ერთი აშკარად თავჩაქუჩა იყო, წყლიდან ამოვხტი და გიდს ვთხოვე, ახლომდებარე სანაპირო ზე წავეყვანე, სადაც ბედნიერად და უსაფრთხოდ ვიცურავე ბავ შვებთან ერთად და ქვიშის კოშკებიც ავაშენე.
ყვინთვის დროს დიდი დილემის წინაშე დავდექი – ერთი მხრივ, მელოდა ლამაზი ყურე, კამკამა თბილი წყალი და მრავალფე როვანი წყალქვეშა ფაუნა, ხოლო მეორე მხრივ მახსენდებოდა ბოლო ორი დღის არცთუ სასიამ ოვნო შთაბეჭდილებები, რასაც ამძაფრებდა გამთენიისას წყალში დანახული ორი საკმაოდ დიდი ზვიგენი. ბევრი ყოყმანის შემდეგ, მთელი ჩემი დარჩენი ლი ვაჟკაცობით (რომელიც ერთ მუჭაში ჩამეტია) მცირერიცხო ვან მყვინთავთა ჯგუფს შევუერთდ ი (მგზავრების უმეტესობამ გემზე დარჩენა არჩია). დიდი შეცდომა კი დავუშვი – წყალში ჩასვლისთანავე ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ყვირილი დაიწყო: ზვიგენიო! რამდენი მე წუთში მოშორებით თავადაც შევამჩნ იე მეორე მტაცებელი, მაგრამ მაინც გავაგრძელე ცურვა, ცოტა ხანში კი მესამემ უკვე 106 VOYAGER 27/2022
დღის მეორე ნახევარში კუნძულის სხვა ყურეში ჩიტების კოლონიებ ი დავათვალიერეთ, საკრუიზო გემზე კი პომ პეზური ვახშამი გველოდა, გემის კაპიტანსა და ეკიპაჟთან ერთად. ჩვენი ზღაპრული მოგზაურობა დასასრულს უახ ლოვდებოდა – ეს ჩვენი ბოლო საღამო იყო გემზე, ამიტომ კაპიტანი და ეკიპაჟი ოფიციალ ურად დაგვემშვიდობნენ და ფინალური კუნძულისკენ გავცურეთ.
107 VOYAGER 27/2022
ეკვადორი
ბოლო მზის ჩასვლა განსაკუთრებით ლამაზი მეჩვენა გალაპაგოსზე – გემი ტალღებს მიაპობდა, დელფინები და თოლიები მოგვყებოდნენ, მე კი რამდენი მე საათი მოჯადოებულივით ვუცქერდი სხვადასხვაფრად განათებულ ცას.
ჩრდილოეთ სეიმური დაუვიწყარი კრუიზის ბოლო დილას ჩრდი ლოეთ სეიმურის კუნძულთან ჩავუშვით ღუზა. ეს მომცრო კუნძული სეისმური აქ ტივობის შედეგად წარმოიქმნ ა, კერძოდ, წყალქვეშა ლავის ზედაპირზე ამოწევით. მიუხედავად ჯუჯა ზომებისა, ჩრდილოეთ სეიმურზე ცხოვრება ჩქეფს. აქ ყოველი ფე ხის ნაბიჯზე გადააწყდებით იგუანებს, ზღვის ლომებსა და უამრავი სახეობის ფრინველს. ბოლო ლაშქრობა მცირეხნიანი, სასიამ ოვ ნო და ცოტათი სევდიანიც იყო. საბოლოოდ გადავავლეთ თვალი გალაპა გოსის ულამაზეს ხედებს და შთაბეჭდილე ბებით დატვირთულები დავემშვ იდობეთ არქიპელაგის ბინადართ. 108 VOYAGER 27/2022
ეპილოგი როგორც დარვინი ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ვიზიტი გა ლაპაგოსის კუნძულებზე მსოფლიო ისტორიას, ბიოლოგიასა და ზოგადად ცნობიერ ებას გადაატრიალებდა, ასევე ვერ ვიფიქ რებდი, რომ ეს 10 დღე წარუშლელ შთაბეჭდილებად გამომყ ვებოდა დღემდე. კუნძულებზე გატარებულმა დრომ და მიღე ბულმა ინფორმაციამ მიბიძგა, უფრო დეტალურად გავცნობოდი ევოლუციის თეორიას, რაშიც თანამედროვეობის გამორჩეული ევოლუციონისტის, რიჩარდ დოკინზის წიგნები დამეხმარა. თეორია თეორიად, პრაქტიკაში კი ამასაც გირჩევდით:
გალაპაგოსზე მოგზაურობისას გადა დეთ ტელეფონები და კამერები და ნუ შეეცდებით ნიჟარების ან ულამაზესი ვულკანური კენჭების შეგროვებას, უბრალოდ დატკბით ამ გარემოს, ფლო რისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, წყლის ბინადრებთან ერთად თბილ ტალღებში ლივლივით, ულამაზესი განთიადებით, ვარსკვლავებიანი ცით, საინტერესო და შემეცნებითი ისტორი ებით და შინ ყველაზე ძვირფასი სუვე ნირებით – ზღაპრული შთაბეჭდილებე ბითა და ახალი ცოდნით დაბრუნდით. 109 VOYAGER 27/2022
მუსიკა
„არგენტინის ხმა“ გია ხა დ ურ ი მერსედეს სოსა არა მხოლოდ არგენტინის, არამედ მთელი ლა თინური ამერიკის სოციალურ-კულტურული ბუნებისა და სუ ლიერების სახე იყო.
მისი ხმა ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი შეიძლება მოისმინოს ადამიანმა. ეს არის სამხრეთ ამერიკის ხალხების, განსაკუთრებით, ყველაზე დაუცველი ფენის, აუტსაიდერებისა და მარგინა ლების ხმა. უზარმაზარი პოპულარო ბისა და დაფასების მიუხედავად, სოსა ვერასდროს გახდა ე.წ. სელებრითი, რომელიც ტკბება საკუთარი წარმატე ბით. მის მონუმენტურ ფიგურას კვარ ცხლბეკი საკუთარი ხელებით აუგო უბრალო არგენტინელმა ხალხმა.
სოსა უყვარდათ ჩილეში, ურუგვაისა და ბრაზილიაშიც, თუმცა მშობლიური არგენტინა მთელი ცხოვრება მისი მთავარი, ორ მხრივი სიყვარული იყო. არგენტინელი ხალხი ლამის ფიზიკუ რად შეიგრძნობდა მის ფენომენს, რომელშიც გადამწყვეტი აღ მოჩნდა მეოცე საკუნის არგენტინის არაორდინარული სოცია ლურ-პოლიტიკურ-კულტურული მოძრაობები. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ლამის 40-იან წლებამდე არგენტინა საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა ეკონომიკურად და წლების განმავ ლობაში ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოც კი იყო მსოფლი ოში ცხოვრების დონით. ამიტომ, ევროპიდან საკმაოდ ბევრი ემიგრანტი ჩადიოდა საშოვარზე ამ ქვეყნაში. სწორედ ასე მოხ ვდა არგენტინაში მერსედეს სოსას ფრანგი მამაც, რომელიც პროვინციულ ქალაქ ტუკუმანში დასახლდა, მუშაობა შაქრის პლანტაციებში დაიწყო და ცოლად მრეცხავი ინდიელ ი ქალი მოიყვანა „აიმარას“ ტომიდან. 1935 წლის 9 ივლისს (არგენტინის დამოუკიდებლობის დღეს) სამყაროს მათი მეტისი ქალიშვილი მოევლინა, მოგვიან ებით კი ორივე მშობლის ეთნიკური საწყისი მკაფიოდ აისახა მისი, როგორც ფოლკის არტისტის ჩამოყალიბებაშიც. პატარა მერ სედესმა ბავშვობიდანვე შეისისხლხორცა ეთნიკურად ჭრელ ღარიბ არგენტინელთა ყოფის ყველაზე საინტერესო დეტალი
110 VOYAGER 27/2022
– ერთმანეთისთვის ცეკვა და სიმღერა მოცალეობ ისას. საკუ თარი ტალანტი მან პირველად სკოლაში გამოამჟღავნა და ად გილობრივი რადიოს მესვეურებმა მოკრძალებული სამუშაო შესთავაზეს. მაშინდელ პატრიარქალურ სამხრეთ ამერიკაში ქალის არტისტობა უწესო პროფესიად მოიაზრებოდა, ამიტომაც მერსედესის მამა სასტიკი წინააღმდეგი წავიდა. 15 წლის მერსე დესმა პირველად სწორედ აქ გამოამჟღავნა მტკიცე და შეუპო ვარი ხასიათი, თავისი გაიტანა და მამა აიძულა, შეგუებოდა მის არჩევანს. ასეთი უკომპრ ომისობა მომავალში გადამწყვეტიც კი გახდა მის ცხოვრებისეულ თუ სასცენო უღელტეხილებზე. რამდენიმე წლის შემდეგ, მერსედესი პროდიუსერმა და სიმღე რების ავტორმა, ოსკარ მატუსმა შეამჩნია. სწორედ ის გახდა სო სას პირველი რეპერტუარ ის ავტორი, გზის პირველი გამკვალავი და პირველი მეუღლე. კარიერის საწყის ეტაპზე მნიშვნელოვა ნი იყო პოეტ არმანდო ტეხადა გომესთან თანამშრომლობაც, რომელიც სპეციალურად მერსედესისთვის წერდა ლექსებს. ეს სტრიქონები უბრალო, უპოვარი, უთქმ ელი ხალხის ყოფას, ვა რამსა და სიხარულს გამოხატავდა, რომელიც მერსედესს სიმღე რებში გადაჰქონდა. ამ არჩევანისთვის მომღერალს არასდროს უღალატია – მთელ ესპანურენოვან სამყაროში სახელგანთქ მულსაც კი არასდროს დაუკარგავს თანაგრძნობა მათ მიმართ, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროებ ოდა და ვისიც არავის ესმოდა. ამიტომაც უწოდეს მოგვიანებით „უთქმელთა ხმა“. ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში მერსედეს სოსამ ზუსტად იცოდა, რომ საკუთარი შემოქმედებითი მიზნების განსახორ ციელებლად, უნდა აერჩია არა ტანგო, არა მსუბუქი პოპმუსიკა, არამედ ე.წ. Neuva Cancion, „ახალი სიმღერა“, რომლის პიონე რიც გახდა არგენტინაში. ფოლკის ამ მიმართულებაში საწყის ეტაპზე აბორიგენ ინდიელთა სასიმღერო ინტონაციებიც ისმო და, გადაჯაჭვული ევროპულ, განსაკუთრებით, ესპანურ მელო დიებთან. ამიტომაც, „ახალი სიმღერა“ ხშირად ავთენტიკური სახალხო რომანსივით ჟღერდა, რომლის აკუსტიკაში ეგზო ტიკური ინსტრ უმენტებიც მონაწილეობდნენ. ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა სოციალურ-პოლიტიკური თემატიკის ტექსტებსაც, რომელთა ადრესატები, ამერიკული საპროტესტო ფოლკისგან განსხვავებით, იყვნენ არა მხოლოდ ინტელექტუ ალი მემარცხენე სტუდენტები, არამედ უბრალო ადამიანებიც. ამიტომაც სამხრეთამერიკული Neuva Cancion უფრო ტემპერა მენტული და ვნებიანია.
60-იან წლებში, როცა სოფლებიდან დიდ ქალაქებში მიგრაცია და იწყო, ეს სასიმღერო მუსიკა გაურბანულდა, ეთნომოტივებიც უფ რო მოუხელთებელი გახდა და წინ წამოვიდა ე.წ. საავტორო ინტი მური ესთეტიკა (ე.წ. singer songwriter). „ახლი სიმღერის“ დანერ გვა თითქმის მთელ სამხრეთ ამერიკაში ერთდროულად დაიწყო, თუმცა ამ დინების უდავო პიონერი და მთავარი ინსპირატორი იყო ჩილელი არტისტი, ეთნომკვლევარი და ავტორ-შემსრულებელი, ვიოლეტა პარა. მერსედეს სოსა თავს სწორედ მის მემკვიდრედ მიიჩნევდა და შემთხვევითი არ არის, რომ პარას სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო ინტერპრეტატორი გახდა, მის მიერ შეს რულებული Gracias a la Vida (გმადლობ, სიცოცხლევ) კი დღემდე საკულტო შედევრად ითვლება ლათინურ ამერიკაში (თუმცა ჩემი ფავორიტი პარას სიმღერებიდან არის Volver a los 17). უკვე 60-იანების შუა ხანებში სოსას რამდენიმე ალბომი ჰქონდა გამოშვებული და, თავისი უნიკალური ხმის ტემბრისა და შეს რულების მანერის გამო, საკმაოდ პოპულარულიც გახლდ ათ. მთელი არგენტინის დაპყრობა უბრალოდ დროის ამბავი იყო, რომელმაც ამ ეტაპზე დიდი დარტყმა მიაყენა – თანამოაზრე სა თაყვანებელმა ქმარმა მიატ ოვა. როგორც თავად იხსენებს, მაშინ არგენტინაში (ალბათ ყველგანაც) უსახსროდ მიტოვებული ქალი, ბავშვით ხელში, ნამდვილ სოციალურ ტრაგედიად აღიქმებოდა, მაგრამ მერსედესმა კვლავ გამოიჩინა სიმტკიცე და პატარა ქალაქ მენდოსადან ბუენ ოს აირესში გადაბარგდა ბედის საძიებლად. იმ დროს მომღერალი უკვე მაღალი რეპუტაციით სარგებლობ და მუსიკალურ წრეებში, რომელთა უმეტესობა სწორედ ბუენოს აირესში იყო თავმოყრილი, ასე რომ, შემოთავაზებები გამოც დილი და პოპულარული ავტორებისგანაც არ აკლდა. მათი სიმ ღერები, მერსედესის ინტერპრეტაციით, სულ სხვა სიღრმესა და
111 VOYAGER 27/2022
მუსიკა
გარდაცვალებამდე 20 წლის განმავლობაში მან განაახლა რეპერტუარი და უმთავრესად ახალი თაობის სხვადასხვა ჟანრის ავტო რებთან თანამშრომლობდა, სხვადასხვა ქვეყანაში. მისი სიმღერები უკვე ნებისმი ერი თაობისა და გემოვნების აუდიტორიას ხიბლავდა. თითქმის ყველა კონცერტზე მერსედესს სცენაზე გამოჰყავდა თავისი სიმღერების ავტორები და მათთან ერთად ასრულებდა ამ ნიმუშებს. მის ალბომებშიც სწორედ ეს დუეტები შევიდა.
ემოციას იძენდა, ამიტომ ბევრი ნიმუში სპეციალურ მისთვის იქ მნებოდა. მერსედესი ხშირად ამბობდა, რომ არის Cantora, პირ დაპირის თარგმანით – „მომღერალი ქალი“, თუმცა ამ სიტყვის უკან უფრო ღრმა შინაარსი იყო: „მომღერალი ქალი, რომელიც ვალდებულია, იმღეროს“, არა მარტო საკუთარი თავის, არამედ იმ ხალხის სახელითაც, რომელსაც ეს არ შეუძლია. ერთია სურ ვილი, იდეა, მეორე კი – მისი ხორცშესხმა. ამიტომაც, 1966 წელს, როცა მერსედესი დაუგეგმავად ავიდა ფოლკის მთავარი მუსი კალური ფესტივალის, Cosquin-ის სცენაზე, მოულოდნელობის გან გარინდული უზარმაზარი აუდიტორია მყისვე აღაფრთოვანა. ეს იყო სრული ტრიუმფი – უკვე მთელი არგენტინის მასშტაბით. „ახალ სიმღერაში“ მოღვაწე სხვა არტისტებისგან განსხვავებით, სოსა არც მუსიკას წერდა, არც ტექსტებს, მხოლოდ შემსრულე ბელი გახლდ ათ, მაგრამ ამას ისე აკეთებდა, რომ უკვე საკუთარ სიმღერებად აქცევდა – მერსედეს სოსასა და მისი აუდიტორიის სიმღერებად. იყო მის წარმოდგენებში რაღაც მაგია, ძველ ინდი ელთათვის დამახასიათ ებელი შამანიზმიც კი, და იქნებ ამიტომაც ხალხი მასში ხედავდა საკუთარ თავს. 60-იანების მიწურულს, სოსამ ჩაწერა Cancio Con Todos („სიმღერა ყველასთან ერთად“), რომელიც მყისვე მთელი სამხ რეთ ამერიკის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა. სწორედ ამ დროს ჩნდება მის რეპერტუარში სიმღერები დიდი ჩილელი პოეტის, პაბლო ნერუდას ლექსებზე, თუმცა ის აქტიურად ეძებდა სრუ ლიად ახალგაზრდა, უცნობ პოეტებსაც და ცდილობდა, არაფე რი გამოპარვოდა, რაც კი გარშემო ხდებოდა. ალბათ ამიტომაც მიმართა 70-იანების დასაწყისში „ახალი სიმღერის“ ჩილელი კორიფესა და კომპარტიის წევრის, ვიქტორ ხარას შემოქმედე ბას და ე.წ. „ქავერებიც“ ჩაწერა. მერსედეს სოსაც მაშინ შევიდა კომპარტიის რიგებში. ამ ყველაფრის გაგება საკმაოდ რთულია სამხრეთამერიკული კონტექსტ ის გაუთვალისწინებლად, იმ პა რადიგმის, რასაც გულისხმობდა მემარცხენე სოციალისტთა და პირისპირება მემარჯვენე კონსერვატორებთან.
ეს კონფლიქტი 1960-იანი წლებიდან გამძაფრდა და კულმინა ციას სწორედ ლათინურ ამერიკაში მიაღწია. გადამწყვეტი აღ მოჩნდა კუბის რევოლუცია – ფიდელ კასტროც და ჩე გევარაც გმირებად იქცნენ, მაგრამ თუკი დასავლელი მაძღარი ახალ გაზრდები მათ იმპერიალიზმსა და კაპიტალიზმთან მებრძოლ კონტრკულტურულ სიმბოლოებად აღიქვამდნენ, სამხრეთ ამე რიკისთვის კუბა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი, ფასეულ ი და მისაბაძი მაგალითი იყო. დასვლეთს იმ დროისთვ ის უკვე მოგ ვარებული ჰქონდა უბრალო, მშრომელი ხალხის სოციალური თუ მატერიალურ პრობლემები, სამხერთ ამერიკა კი ამ მხრივ უაღრესად ჩამორჩენილი რეგიონი გახლდათ, ჯერ კიდევ ნახევ რად აგრარული, სადაც მთელ ტერიტორიებს მიწათმფ ლობელი ლატიფუნდისტები განაგებდნენ. მემარჯვ ენე კონსერვატორები სწორედ მათ ინტერესებს იცავდნენ და, შესაბამისად, კარგადაც ფინანსდებოდნენ. ამ გაერთიანებებთან ბრძოლა მხოლოდ რა დიკალ მემარცხენეებს შეეძლოთ, ანუ კომუნისტებს, რომელ თაც, ცხადია, სსრკ უმაგრებდა მხარს. დაჩაგრული ხალხის სიმპათიებიც თანდათანობით კომუნისტე ბისკენ იხრებოდა, მით უმეტეს, რომ პოპულარული და განათ ლებული არტისტებიც აქტიურად სოციალისტობდნენ. პოლიტი კურ სარბიელზე ბრძოლა უკვე სამკვდრო-სასიცოცხლო სახეს იღებდა. სწორედ ამიტომ, ლამის გარდაუვალი გახდა სამხრეთ ამერიკის მთელ რიგ სახელმწიფოებში სამხედრო რეჟიმების გაბატონება სამხედრო გადატრიალების გზით. სხვაგვარად, სამხრეთ ამერიკას კუბასავით გაკომუნისტება ემუქრებოდა. გამონაკლისი გახდა ჩილე, სადაც 1970 წელს კომუნისტებთან ალიანსში მყოფმა სოციალისტებმა გაიმარჯვეს დემოკრატიულ არჩევნებში. ამ ფაქტმა დიდი ეიფორია გამოიწვია სამხრეთამე რიკული „ახალი სიმღერის“ კორიფეებში. მათ შორის იყო ვიქ ტორ ხარაც, უნიჭიერესი ავტორ-შემსრულებელი და ამ მოძრა ობის ლიდერი, რომლის სოციალური თემატიკით გაჯერებული სიმღერები ყოველთვის დიდ რეზონანს იწვევდა მთელ ლათი
112 VOYAGER 27/2022
ნურ ამერიკაში; ასევე, მერსედეს სოსა, რომელიც უპოვართა და ჩაგრულთა სულისკვეთებას გამოხატავდა და, ცხადია მემარ ცხენეებ ის, კომუნისტებისა და ვიქტორ ხარას მხარეს დადგა. როდესაც ჩილეში სამხედრო ხუნტამ დაამხო სოციალისტუ რი ხელისუფლება (1973) და კომუნისტების მიმართ მასობრივი რეპრესიები დაიწყო, ვიქტორ ხარა დახვრიტეს. მერსედესის სოსამ განაცხადა, რომ არასდროს ჩავიდოდა ჩილეში, სანამ ამ ქვეყნის სათავეში პინოჩეტის ხუნტა იქნებოდა, თუმცა მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც სამ წელიწადში არგენტინასაც იგივე ბედი ელოდა. 1976 წელს ქვეყნის სათავეში დიქტატორი გენერლის, ხორხე ვი დალის მოსვლისთანავე, მერსედეს სოსა შავ სიაში შეიყვანეს, თუმცა, რეალურად, მხოლოდ რამდენიმე სიმღერა აკრძალა ცენზურამ. მერსედესის რეპერტუარში აშკარად პოლიტიკური საპროტესტო სიმღერები არცთუ ისე ბევრი იყო, მისი მთავარი ძალა მაინც პირად გამოცდილებასა და ემოციებზე დამყარებუ ლი განცდების გადმოცემა გახლდათ. სწორედ ასე გამოხატავდა საკუთარ პოზიციასა და დამოკიდებულებებს, თანაც უბრალო ხალხისთვის გასაგებ ენაზე, ამიტომაც მას კონცერტების გამარ თვის საშუალებას არ აძლევდნენ, დაჭერითაც კი ემუქრებოდ ნენ და ემიგრაციაში წასვლისკენ უბიძგებდნ ენ. თუმცა მომღერალი არსად წასვლას არ აპირებდა – ქვეყნის თვის ამ ძნელბედობის ჟამს სწორედ არგენტინაში, საკუთარი ხალხის გვერდით ხედავდა საკუთარ მისიას, თუნდაც მხოლოდ სიმღერების შესრულებით. გადამწყვეტი გახდა შემთხვევა ქა ლაქ ლა პლატაში, სადაც სტუდენტებისა და საპროტესტოდ გან წყობილი ახალგაზრდებისთვის გამართულ საჯარო კონცერტს პოლიციის რეიდი მოჰყვა. უამრავი ადამიან ი დააპატიმრეს, თა ვად მომღერალი კი სცენიდან ჩამოყვანეს და საკანში ჩასვეს. მერსედესი გისოსებიან ფანჯარასთან მივიდა და მთელი ღამე მღეროდა, იცოდა რა, რომ გარეთ, ციხის ფანჯრებთან უამრა ვი ადამიანი შეგროვილიყო სოლიდარობის გამოსახატავად. აი, ასე დაასრულა შეწყვეტილი კონცერტი.
ბაეზი). მალე მას კიდევ ერთი ტიტული მიანიჭეს – „დიდი დე და“. ეს აღიარებაც, სხვების მსგავსად, არგენტინელი ხალხისგან ერგო, თუმცა სხვა ჯილდო მერსედეს სოსას არც სჭირდებოდა. გარდაცვალებამდე 20 წლის განმავლობაში მან განაახლა რე პერტუარი და უმთავრესად ახალი თაობის სხვადასხვა ჟანრის ავტორებთან თანამშრ ომლობდა, სხვადასხვა ქვეყანაში. მისი სიმღერები უკვე ნებისმიერი თაობისა და გემოვნების აუდიტო რიას ხიბლავდა. თითქმის ყველა კონცერტზ ე მერსედესს სცე ნაზე გამოჰყავდა თავისი სიმღერების ავტორები და მათთან ერთად ასრულებდა ამ ნიმუშებს. მის ალბომებშიც სწორედ ეს დუეტები შევიდა. მერსედეს სოსა 2009 წლის 4 ოქტომბერს გარდაიცვალა, ჯანმრ თელობის გაუარესების გამო. მისი პანაშვიდები და გამოსვენე ბა არგენტინის კონგრესის სასახლეში გაიმ ართა.
ანდერძის თანახმად, მომღერლის ფერფლი გაფანტეს მისთვის საკრალურ სამ ადგილას: ბუენოს აირესში, მენდოსასა და ტუკუმანში. ასე რომ, მერსედეს სოსას საფლავი ფიზიკურად არ არსებობს. სამაგიეროდ, მისი სული მთელ არგენტინაში დანავარდობს, ყველგან არის და ყველგან იგრძნობა, როგორც ძველი ინდიელი შამანების სულს, როგორც სამხრეთამერიკული რეალიზმის მაგიურ ტრადიციებს შეეფერება...
რეჟიმმა ვერ გაბედა მისი დიდი ხნით დაკავება, თუმცა სოსა იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. სწორედ მაშინ გა იცნო საფუძვლიანად მომღერალი დანარჩენმა სამყარომ და მეტსახელად „არგენტინის ხმა“ შეარქვა (მანამდე მხოლოდ ეს პანეთის ტურნეთი იყო ნამყოფი ევროპაში, ფრანკოს მმართვე ლობის ბოლო წელს, და ნამდვილი ფურორიც მოახდინა). მსოფლიო წარმატების მიუხედავად, გული მაინც სამშობლოს კენ მიუწევდა. 1982 წელს დაბრუნდა, გარკვეული რისკის ფასად, თუმცა მი სი მსოფლიო ავტორიტეტის წინაშე უკვე უსასტიკესი რეჟიმიც უძლური იყო. ფოლკლენდის კრიზისის შემდეგ (1981), ხორ ხე ვიდალის რეჟიმი მალევე გაუქმდა, ქვეყნის სათავეში კი დემოკრატიული ძალები მოვიდნენ. სწორედ 80-იანების მე ორე ნახევრიდან დაიწყო სამხრ ეთ ამერიკაში დიქტატორუ ლი სისტემების საბოლოო ჩამოშლა. ქვეყნების სოციალურ- პოლიტიკურ-კულტურულ ყოფაზე უკვე ვეღარც უკიდურესი მე მარჯვენეები ახდენდნენ გავლენას და ვეღარც სოციალისტები. ცხადია, ამას ხელი შეუწყო სოციალისტური სისტემის მორღვე ვამ. კომუნიზმის საფრთხესთან ერთად, მემარჯვენე კონსერვა ტიული დიქტატურის საჭიროებაც გაქრა. ამ მოვლენების ფონ ზე კიდევ უფრო გაიზარდა მერსედეს სოსას როლი და ღვაწლი – მთელი ლათინური ამერიკის ხმად შერაცხული „არგენტინის ხმა“ გაეროს ელჩი და წარმომადგენელი გახდა კონტინენტ ზე. სოსა დადიოდა აუდიენციებზე რომის პაპთან, ერთობლივ კონცერტებს მართავდა ლუჩიანო პავაროტისთან, მარია აგ რერიხსა და პოპვარსკ ვლავებთანაც კი (შაკირა, სტინგი, ჯოან 113 VOYAGER 27/2022
ლიტერატურა
სამხრეთი ამერიკა: სამი შადრევანი
114 VOYAGER 27/2022
1.
ხულიო კორტასარი
რას გიყვება ქვა, როცა, ბალახო, საფლავზე გძინავს? რბილი ხელებით გარწევს საღამოს სიო. საფლავის ქვებთან გესმის ჩივილი, ქვითინი, საიდუმლო, ყველაფერი გესმის და შენში ინახავ. მხოლოდ შენ დაძრწი დაუსრულებლად ლოდებს შორის შუაღამით და მკვდრებს შენი ხმა არ აკვირვებთ. ისინი წვანან, შენით დაფარულნი, თითქოს საბანი ხურავდეთ, და სამყარო თავისი უაზრო ფაციფუცით რაა შენთვის? შენ აქ ხარ, მარადიულ ფილებთან.
1948 წელს კორტასარმა ცხრა თვეში გაიარა ინგლისური და ფრანგული ენებიდან თარგმნის სამწლიანი კურსი, ერთი წლის შემდეგ კი პირველი ლექსიც დაბეჭდა: Los Reyes; ამავე წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი – „მხიარულება“, 1951 წელს კი მკითხველებს წარუდგინა „ბესტარიუმი“, რვა მოთხრობით, რომლებმაც სახელი გაუთქვა არგენტინაში. მალევე მწერალი პარიზში გადავიდა, პრეზიდენტ პერონის ხელისუფლებასთან უთანხმოების გამო. 1953 წელს მიიღო პუერტო რიკოს უნივერსიტეტის წინადადება, ედგარ პოს მთელი პროზა ეთარგმნა. ეს ნამუშევარი დღემდე მიიჩნევა ამერიკელი მწერლის საუკეთესო ესპანურ ვერსიად. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა მოქალაქე ობა მიანიჭა, 30 წელზე მეტი იცხოვრა საფრანგეთში. 1983 წელს უკანასკნელად ჩავიდა არგენტინაში, რომელიც იმ დროს დე მოკრატიის პირველ ნაბიჯებს დგამდა, თუმცა მალევე დაბრუნ და პარიზში, სადაც 1984 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა ლეიკემიით.
პირველი მსოფლიო ომი მთავრდებოდა, როდესაც ოჯახმა ბელ გიის დატოვება მოახერხა. ჯერ შვეიცარიაში ჩავიდნენ, ხოლო შემდეგ – ბარსელონაში. ბავშვობა ბანფილდში გაატარა – ბუენოს აირესის სამხრეთით, დედასთან, დეიდასა და დასთან ერთად. ეს წლები სავსე იყო მწუხარებით. ექვსი წლისა მამამ მიატოვა და აღარასოდეს გამოჩენილა. ბავშვი დიდ დროს ატარებდა საწოლ ში, რადგან სულ ავად იყო. ლოგინმა კითხვა შეაყვარა. ცხრა წლი სას ათვისებული ჰქონდა ვიქტორ ჰიუგო, ჟიულ ვერნი და ედგარ ალან პო, რომელიც ხშირად უგზავნიდა ღამის კოშმარებს. მოგვიანებით ხულიო კორტასარი უცნაურ ახალგაზრდად ჩა მოყალიბდა. ლიტერატურის გარდა, საათობით კითხულობდა ენციკლოპედიას Petit Larousse. ამ სიტუაც იამ იმდენად შეაშფო თა დედამისი, რომ სკოლის დირექტორსა და ექიმს მიაკითხა აზრის საკითხავად. ორივემ ურჩია, ნახევარი წლით მაინც მოე რიდებინათ წიგნები და უპირატესობა მზისთვის მიენიჭებინათ. ათი წლისამ რომანი დაწერა. უფრო ადრინდელი რამდენიმე მოთხრობა და სონეტი იმდენად დახვეწილი აღმოჩნდ ა, რომ ნათესავების ეჭვით, ბავშვი ვერ დაწერდა. კორტასარმა შემდ გომში რამდენჯერმე აღიარა, რომ ამ უნდობლობამ დიდი ტკი ვილი მიაყენა. ბანფილდის მეათე სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა მა რიანო აკოსტას პედაგოგიურ სასწავლებელში განაგრძო. 1932 წელს უმაღლესი განათლება მიიღო და მასწავლებელი გახ და, სამ წელიწადში კი ლიტერატურის პროფესორის სტატუსიც მოიპოვა და ბუენოს აირესის უნივერსიტეტში ფილოსოფიის შესწავლა დაიწყო. პირველი კურსის შემდეგ სწავლა შეწყვი ტა, რათა პროფესიისთვის მიეხედა და დედას მატერიალურად დახმარებოდა. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მასწავლებლობდა, მათ შორის, ბოლივარსა და ჩივილკაშიც, სადაც 1939 წლიდან ლიტერა ტურას ასწავლიდა პედაგოგიურ სასწავლებელში. 1944 წელს მენდოსაში გადავიდა და კუიოს ეროვნულ უნივერსიტეტში კითხულობდა ფრანგული ლიტერატურის კურსს. სწორედ მაშინ გამოაქვეყნა ჟურნალში პირველი მოთხრობა „კუდიანი“. ორი წლის შემდეგ ბუენოს აირესში დაბრუნდა და არგენტინის წიგ ნის პალატაში დაიწყო მუშაობა. მალევე გამოაქვეყნა მოთხრო ბა „სახლი აღებულია“.
კლასობანა ავტორის თქმით, ამ წიგნის წაკითხვა ორნაირად შეიძლება: (1) 56 თავის (ანუ რომანის პირველი ორი ნაწილის) მიყოლებით გაცნობით, მესამე ნაწილის („არააუცილებელი თავების“) გარე შე; და (2) მწერლის მიერ შედგენილი ცხრილის მიხედვით, ანუ „გადახტომა-გადმოხტომით“. ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში რამდენიმე წიგნს ვკითხუ ლობთ, რომელთაგან მთავარია 2 – ავტორის მიერ შემოთავა ზებული. რომანის მოქმედება მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ხდება.
115 VOYAGER 27/2022
ლიტერატურა
უსმენენ ჯაზს და ლიტერატურასა თუ ფილოსოფიაზე კამათო ბენ. მათი ურთიერთობა სნობების შეჯიბრებას უფრო ჰგავს. მო მაკვდავი მწერლის, მორელის (ვისაც წიგნის დაწერა ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მხოლოდ მოუწესრიგებელი ჩანაწერები დატოვა) არქივი ვრცელ მასალას იძლევა იმდროინდელ წერის მანერასა და ავანგარდულ ლიტერატურაზე, რომელიც თავისი არსით წამქეზებლობა, შარავანდედის მოცილება და დაცინვაა. მაგა თავს უმნიშვნელოდ გრძნობს ამ ჭკუისკოლოფების გვერ დით, თუმცა ორასიოს ხანდახან სულიერ ად და აზრობრივად ახლობელ ადამიანებთანაც ემძიმება ყოფნა – ვერ გრძნობს ღრმა კავშირს მათთან, ვისაც „წმინდა შემთხვევითობით გადა ეყარა დროსა და სივრცეში“.
პარიზში მცხოვრებ 40 წლის არგენტინელს, ორასიო ოლივეი რას, ხანდახან ბუენოსაირესელი მდიდარი ნათესავები უგზავ ნიან ფულს, რომლითაც ძალიან მოკრძალებულად შეიძლება ცხოვრება. ორასიო გაურკვეველ საქმიანობას ეწევა, თუმცა ერთი რამ სრულიად გარკვეულად უყვარს: პარიზში უაზროდ ხეტიალი. ეს მისი ფრანგი თანამემამულეების საყვარელი საქ მიანობაა – სწორედ პარიზში უნდა წახვიდე, რომ გამოცადო ან აღზარდო საკუთარი გრძნობები. ჩაიძირები საკუთარ თავში და მუდმივად აანალიზებ შენს ფიქრებს, განცდებს, საქციელს... და განზრახ უპირისპირებ თავს სინამდვილეს, რომელიც არსები თად მიუღებელია. ორასიოს აზრით, ნამდვილი ყოფიერება ყოველდღიურობის მიღ მაა და მუდმივად ელოდება, რომ მისი შინაგანი პრობლემები გა რედან გადაწყდება. იგი ისევ და ისევ ასკვნის, რომ „ფიქრი ბევრად იოლია, ვიდრე ყოფნა და მოქმედება“, ამ ცხოვრებაში საკუთარი თვის პოვნა კი ნიშნავს „წრის გათელვას, რომლის ცენტრი ყველ განაა და წრე – არსად“. ორასიო სრულ მარტოობას განიცდის და თავს აიძულებს, კინოში ან კონცერტზე წავიდეს, ან მეგობრებს ეს ტუმროს. ქალებთან – ფრანგ პოლასა და ურუგვაელ მაგასთან ურ თიერთობაში გარკვევაც უჭირს. როცა გაიგებს, რომ პოლას მკერ დის სიმსივნე აქვს, წყვეტს მასთან ურთიერთობას. მაგას კი მომღერლობა სურს და მუსიკის გაკვეთილებს იღებს. იძულებულია, შვილი, პატარა როკამანდური, სოფელში დატო ვოს ძიძასთან. ისედაც მწირი სახსრების დასაზოგად, ორასიო და მაგა ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ. „ერთმანეთზე შეყ ვარებულები არ ვიყავით, სიყვარულს უბრალოდ ვეძლეოდ ით, გარიყულობითა და კრიტიკული დახვეწილობით“, — იხსენებს შემდეგ ორასიო. ბუნებრივი, უშუალო და გამგები მაგა ხანდა ხან აღიზიანებს კიდეც, რადგან საკმარისად განათლებული არ არის და მასში ვერ პოულობს ნატიფ სულიერ ებას, რომელსაც თავად ესწრაფვის. ოლივეირ ას მეგობრები არიან: მხატვრები, ეტიენ ი და პერიკო; მწერლები, ვონგი, გი მონო და ოსიპ გრეგოროვიუსი; მუსიკოსი რონალდი; და კერამიკოსი ქალი ბეპსი. ამ ინტელექტუალური თანამეგობრობის, ე.წ. „გველის კლუბის“ წევრები ყოველ კვი რას იკრიბებიან ლათინურ კვარტალში, რონალდისა და ბეპსის მანსარდაზე, სადაც ეწევიან, სვამენ, მწვანე სანთლების შუქზე
როცა როკამადური დაავადდება და მაგას ბავშვის წამოყ ვანა დასჭირდება, ორასიო ღიზიანდება – ისე, რომ ბავ შვის სიკვდილსაც გულგრილად ხვდება. მეგობრები მას ღირსების სასამართლოს უწყობენ და არ პატიობენ ასეთ სიტუაციაშ ი გამოვლენილ გულცივობას. მაგა მიემგზავ რება და ორასიო ხვდება, რომ ეს ქალი უყვარდა, მისი დაკარგვით კი სიცოცხლეც აზრს კარგავს. ახლა მართ ლაც მარტო დარჩენილი და ჩვეული წრისგან გარიყული მაწანწალების საზოგადოებაში ეძებს „საძმოს“, მაგრამ პოლიციაში ხვდება, სადაც ქვეყნიდან დეპორტაციას უსჯიან. და აი, მრავალი წლის შემდეგ ორასიო ისევ აღმოჩნდება ბუ ენოს აირესში. სასტუმროს პატარა ოთახში გაჭირვებულად მცხოვრები ხეკრეპტენის გულისამაჩუყებელ მზრუნველობას იტანს. ურთიერთობა მხოლოდ ბავშვობის მეგობართან, ტრე ველერსა და მისი ცოლთან, ტალიტასთან შეუძლია, რომლებიც ცირკში მუშაობენ. ორასიოს სიამოვნებს მათთან ურთიერთობა, მაგრამ ეშინია, „ეჭვი არ დათესოს და კეთილ ხალხს მოსვენე ბა არ დაუკარგოს“: ტალიტა რაღაცით მაგას აგონებს და უნე ბურად იზიდავს. ტრეველერი ამჩნევს ამას და ღელავს, მაგრამ ორასიოსთან მეგობრობასაც ვერ ელევა – მასთან საუბრებში ხომ დიდი ხნის სურვილს, ინტელექტუალურ ურთიერთობას იკ მაყოფილებს. ცირკის მეპატრონე ფარაგუტო ფსიქიატრიულ კლინიკას ყიდუ ლობს და ეს სამი მეგობარი სამუშაოდ გადაჰყავს. უჩვეულო გარემოში თავიდან უჭირთ, ორასიო კი სულ უფრო ავლენს უც ნაურ ობებს, სინდისის ქენჯნას, რომ მაგა მის გამო მოკვდა. იგი თავს ირწმ უნებს, რომ ეჭვიანობის ნიად აგზე ტრეველერი საქმის გარჩევას უპირებს და ფანჯრიდან გადახტომით იმუქრება. პალა ტაში განმარტოებ ული ორასიო ქვაფენილიან ქუჩაში იხედება და ფიქრობს „საოცრად ტკბილ წამზე, როდესაც ყველაზე უკეთესია, ოდნავ გადაიხარო ქვემოთ და გაუშვა საკუთარი თავი – ჰოპლა... და დასასრული!“ მაგრამ ქვემოთ მოყვარული, თანამგრძნობი, მის გამო შეწუხებული ტრეველერი და ტალიტა დგანან.
რომანს ღია ფინალი აქვს – გადადგამს თუ არა ორასიო ამ ნაბიჯს, მკითხველ მა უნდა გადაწყვიტოს. ეპიზოდი, რო დესაც ორასიო თვითმკვლელობის გან ზრახვის შემდეგ შინ აღმოჩნდება, შე იძლება სიკვდილისწინა ხილვა იყოს. გამორიცხული არ არის, ადამიანურ ურთიერთობათა ნამდვილობაში დარ წმუნებული პერსონაჟი დათანხმდეს მოსაზრებას, რომ „ტერიტორიიდან წასვლის ერთადერთი შესაძლო ხერ ხია მისგან ყველაზე მაღალ მწვერ ვალზე ასვლა“.
116 VOYAGER 27/2022
2.
ხორხე ლუის ბორხესი
შესაძლებელია, ერთი რომანი დაწერო (მაგ: „მარტოობის ასი წელიწადი“) და ბორხესის მთელ შემოქმედებას სიტყვათა რა ოდენობით გადაასწრ ო, ანდა ეს მწერალი ლიტერატურულ ხუ ლიგნობაში ამხილო, მაგრამ მის გენიას ვერ გადააჭარბებ. სი ნამდვილეში მთელი მსოფლიო ლიტერატურა იმ მთის ძირას დასეირნობს, რომელსაც ბორხესი ჰქვია. ინსტიტუციას რომ თვითმკვ ლელობა შეეძლოს, უპირველეს ყოვლისა, ნობელის პრემიის კომიტეტი ჩაიდენდა, რომელმაც მოახერხა და ტოლსტოი და ბორხესი (მსოფლიოს ყველაზე „გრძელი“ და ყველაზე „მოკლე“ გენიოსები) პრემიის გარეშე დატოვა. რა თქმა უნდა, ეს უსაშველო და ცინიკური გადაჭარ ბებაა, დაახლოებ ით ისეთი, ქართულ ლიტერატურულ ფოლკ ლორში გალაკტიონსა და მის თანამედროვე პოეტებზე შექმნილ ანეკდოტებში რომ მჟღავნდება. ბორხესზე ბევრი წამიკითხავს – სად დაიბადა, როგორ გაი ზარდა, მამამისი რომ დაბრმავდა, მისი ოცნების (მწერლობა) ხორცშესხმა შვილს რომ დაეკისრა, დედა რომ აკონტროლებ და ამოდენა კაცს, თავადაც რომ დაბრმავდა და ა.შ. – ეს ყველა ფერი ბრწყინვალედ არის აღწერილი, მაგრამ მისი ნაწერების სრულფასოვანი ანალიზი შეუძლებელი აღმოჩნდა. იმდენად შეკუმშულად წერს, რომ სამგვერდიან მოთხრობაზე ათასგვერ დიანი დისერტაციაც ბევრს ვერაფერს იტყოდა. ამიტომ, მარტი ვად გადავწყვიტე, მისი რამდენიმე შედევრი უბრალოდ მოვყვე. მგონი, წაკითხვის შემდეგ, ეს საუკეთესი გზა უნდა იყოს ამ მარ თლაც ჯადოსნური მთის დასანახად.
ჯონ უილკინსის ანალიტიკური ენა (1952) ეს მოკლე ესე ეძღვნება XVII საუკუნის ღვთისმეტყველსა და ლინგვისტს, რომელმაც განწირულად სცადა იდეალური ენის შექმნა. თხზულება იქნებ არც გამორჩეულიყო პოპულარული საჟურნალო სტატიებიდან, სწორედ მასში რომ არ მოეგონებინა ბორხესს „ცხოველთა კლასიფიკაცია“, რომელიც თითქოს ჩი ნური ენციკლოპედიიდან ისესხა. კლასიფიკაცია იწყება იმპერა ტორის კუთვნილი ცხოველებით და მთავრდება იმ არსებებით, „რომლებიც გიჟებივით დარბიან“ და „რომლებმაც ყვავილების ვაზა გატეხეს“. ეს დამცინავი და უაზრო „კლასიფიკაცია“ იმ მო წესრიგების უნაყოფო სიმბოლო გახდა, რისი დალაგებაც შეუძ ლებელია.
ედუარდ ფიცჯერალდის გამოცანა (1952) ეს ბიოგრაფიულ ი ნარკვევი შეეხება ადამიანს, რომელმაც, ბორ ხესის მტკიცებით, არა მხოლოდ პირველად თარგმნა ინგლისუ რად ომარ ხაია მის რუბაიები, არამედ ხელახლა ააგო შუა საუ კუნეების ასტრონომისა და სახელმწიფო მოღვაწის ცალკეული პოეტური მინიატურები. შედეგად, მან აღადგინა ერთიანი დასრუ ლებული ნაწარმოებ ი, თვით ხაიამისგან კი დიდი პოეტი შექმნ ა. მეტიც: როგორც ბორხესი გვარწმუნებს, ომარ ხაიამი და ედუ არდ ფიცჯერალდი ერთი პოეტის ორი ნახევარია, რომლებიც მრავალი საუკუნითა და ათასობით კილომეტრით იყვნენ და შორებულნი ერთმანეთს.
ალეფი (1949) ეს სიტყვა ფინიკიურად „ხარს“ ნიშნავს და პირველი ანბანური დამწერლობის პირველი ასოა, ამავდროულად, ყველაფრის დასაწყისის სიმბოლოდაც რომ აღიქმება. ამ სახელწოდების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინიატურა ბორხესის შემოქმედებაში მინი მოთხრობაა, თავისი სიუჟეტით, გმირე ბით, დიალოგებითა და სხვადასხვა თემის კომბინაციით. ამბის მთხრობელი წელიწადში ერთხელ სტუმრობს გარდაცვლილი სატრფოს სახლს, რა დროსაც დაუახლოვდება მის ძმას, უნიჭო პოეტს. ეს უცნაური კაცი დაუსრულებლად წერს პოემას, რომე ლიც მთელ სამყაროს აღწერს. მთხრობელს უკვირს, როგორ ახერხებს ამას პოეტი, მაგრამ გაირკვევა, რომ კიბის ქვეშ ყო ფილა ალეფი – წერტილი, საიდანაც გავდივართ ზესამყაროში და ხელისგულზე მოჩანს მთელი მსოფლიო...
ბაბილონის ბიბლიოთეკა (1941) ნაწარმოები აღწერს წიგნის სამოთხეს, სადაც თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი ოდესმე დაწერილა, მათ შორის იმ ენაზეც, რომელზეც არავის არასდროს უსაუბრია (ყოველ შემთხვევაში, მოკვდავთა შორის). „ასოთა რა შეთანხმ ებაც უნდა დამეწერა, მაგალითად, დხცმრლჩდჲ, ღვთაებრივ ბიბლიოთეკაში ერთ-ერთ საიდუმ ლო ენაზე მასში აღმოჩნდებოდა რაღაც საშიში აზრი.“ ინტერნეტის გამოჩენის შემდეგ, გაცხადდა, რომ ბორხესმა სწო რედ ვირტუალური სამყარო აღწერა, მაგრამ როგორ მოახერხა ეს 1941 წელს?! 117 VOYAGER 27/2022
ლიტერატურა
ბაბილონური ლატარია (1944)
ავეროესის ძიება (1949)
„როგორც ყველა ბაბილონელი, მეც პროკონსული ვიყავი; როგორც ყველა, მეც ვყოფილვარ მონა. გამომივლია ყოვ ლისშემძლეობა, პატივის აყრა, დატუსაღება... ერთხელ, მთე ლი მთვარის წელიწადის განმავლობაში, მე უხილავად შემ რაცხეს: შემეძლო, მეყვირა, მაინც არავინ მიაყურადებდა ჩემს ძახილს; შემეძლო, პური მომეპარა, არავინ წამაცლიდა თავს. ვიცოდი ისეთი რამ, რაც ბერძნებსაც არ სცოდნიათ: გაურკვევ ლობა. სპილენძის ოთახში, ჯალათის მდუმარე ყელსახვევის წინაშე იმედი არ დამკარგვია. სიამოვნებათა მდინარეში პანი კას არ შევუპყრივარ.“
კომიკური ისტორია – შეიძლება ითქვას, ანეკდოტი – შუა საუ კუნეებ ის მუსლიმ ფილოსოფოსზე, რომელიც არისტოტელეს ტრაქტატის თარგმნისას სერიოზ ულ პრობლემას აწყდება: ხელ ნაწერში მრავალგზის ხვდება სიტყვა „დრამა“, მას კი მცირედი წარმოდგენაც არ აქვს თეატრალურ ხელოვნებაზე. ამავე დროს, განსწავლულობის მიუხედავად, ვერ იგებს, რომ ჩინეთიდან ჩა მოსული მოგზაური იქ ნანახი თეატრალური წარმოდგენის აღ წერისას სწორედ იმას ყვება, რაზეც არისტოტელე წერს... და როგორც ყოველთვის ბორხესთან, უბრალო ანეკდოტი ფილო სოფიურ იგავად იქცევა – იგავად ჩვენი განსწავლულობისა და შემეცნების საზღვართა შესახებ.
ლატარიაშ ი, სადაც თანხები კი არა, ბედისწერა თამაშდება, შე იძლება სიკვდილიც „მოიგო“ – მეოცე საუკუნის ამ მთავარ მე ტაფორაში ადამიანები ამოგდებულია წინასწარ განსაზღვრუ ლი ტრაექტორიიდან, ისე მსუბუქად, როგორც ხოჭო ქვის ქვეშ.
„ბაბილონი სხვა არაფერია, თუ არა შემთხვევითობის უსასრულო თამაში“. ღმერთის წერილი (1949) იგავი ესპანელთა მიერ საპყრობილეში ჩაგდებულ აცტეკ ქუ რუმზე, რომელმაც იცის, რომ თავისმა ღმერთმა წერილი დაუ ტოვა. ...და აი, ქურუმმა იაგუარის ტყავის ლაქებზე დიდი წვალე ბით ამოიკითხა შელოცვა, რომლის წარმოთქმაც კმარა იმპე რიის აღორძინებისთვის, მაგრამ ეს არ წარმოთქვა, რადგან ამ შემთხვევაში საკუთარ თავს დაივიწყებდა. შეიძლება ითქვ ას, რომ ბორხესმა იწინასწარმეტყველა მეცნი ერების მთელი დარგები – სემიოტიკა და მეცნიერება ნიშნების შესახებ, რომლებიც ყოველთვის ანბანის ასოებით არ ჩაიწ ერება.
პიერ მენარი, ავტორი „დონ კიხოტისა“ (1939) ბორხესის ალბათ ყველაზე ცნობილი ტექსტი, რომელიც სამარ თლიანად მიიჩნევა პოსტმ ოდერნიზმის ღია მანიფესტად: მისი გმირი, ვინმე პიერ მენარი, მწერალი, მიზნად ისახავს „დონ კი ხოტის“ გადაწერას, უფრო სწორად, გადააზრებას, ისე, რომ XVII საუკუნის ტექსტი, რომელშიც ასოც არ არის შეცვლილი, ახალი აზრით შეივსოს. მაგალითად, თუკი სერვანტესისთვის მტკიცე ბა – „ისტორია ჭეშმარიტების დედაა“ – ზოგადად აღიარებული ფაქტის დადასტურებაა, მენარისთვის ის მწარე დაცინვას გუ ლისხმობს. ამრიგად, პიერ მენარი არა მხოლოდ პოსტმოდერ ნიზმის მამა გამოდის, თავისი „ყველაფერი უკვე იყოთი“, არა მედ კონცეპტუალიზმისაც, რომელიც ამტკიცებს ტექსტის ტოტა ლურ დამოკიდებულებას კონტექსტზ ე.
პარაცელსის ვარდი (1983) ბორხესის გვიანდელი შედევრი, რომელიც კი არ დაგვიწერა, გვიკარნახა სრულად დაბრმავებულმა მწერალმა. ტრაგიკული იგავი მასწავლებელსა და მოსწავლეზე, რომელთაც ვერ იპო ვეს ერთმანეთი, როგორც მელიამ და წერომ იგავიდან.
ლატარიაში, სადაც თანხები კი არა, ბედისწერა თამაშდება, შეიძლება სიკვდილიც „მოიგო“....
118 VOYAGER 27/2022
განშტოებულ ბილიკთა ბაღი (1941)
(როგორც ჰომეროსის ორი პოემიდან დაიბადა ვერგილიუსის „ენეიდა“, „ენეიდადან“ კი – დანტეს „ღვთაებრივი კომედია“).
კიდევ ერთი მოთხრობა-სიმბოლო, ჰიპერტექსტის მანიფესტი, როგორც ტექსტისა და მის უკან მდგომი მენტალიტეტის შექმნის პრინციპი. 1916 წელს, გაგანია პირველი მსოფლიო ომის დროს, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ჩინელი იუ ცუნი ეწვევა სინოლოგ სტივენ ალბერს, რომელიც სტუმარს განუმარტავს ვითომდა იუ ცუნის წინაპრის მიერ დაწერილი დაუსრულებელი რომა ნის არსს. აღმოჩნდება, რომ ეს გახლავთ არა „ერთმანეთთან დაუკ ავშირებელ ხელნაწერთა გროვა“, არამედ ნამდვილი ჰი პერტექსტი, ამბის განვითარების ყველა შესაძლო ვერსიის გათ ვალისწინებით. ეს ყველაფერი ხდება განშტოებულ ბილიკთა ბაღში, სადაც ისინი სეირნობენ და საუბრობენ. თუმცა მომხიბ ლავი სეირნობა ორივეს ძვირი უჯდება: გერმანიის დაზვერვაზე მომუშავე იუ ცუნი იძულებული ხდება, ალბერი მოკლას, რათა მისმა გერმანულმა ხელმძღვანელობამ, რომელიც ამ ამბავს გა ზეთებიდან გაიგებს, შეიტყოს, რომ ფრანგული ქალაქი ალბერიუ დასაბომბია, რადგან სწორედ იქ მდებარეობს ინგლისური არტი ლერიის პარკი.
ამბობენ, რომ მარკესმა ამერიკაში თავისი კერპის, ფოლკნერის მიწის მოსანახულებლად იმოგზაურ ა, მისისიპის თვალიერები სას კი უცებ მიხვდა, რომ სახლშია – ეს ადგილი ყოფილა შეერ თებული შტატების კოლომბია. სხვათა შორის, ასეთი განცდა შეექმნება ყველა ქართველს, რო მელიც სამხრეთ საფრანგეთს ესტუმრება – იზერის ხეობის ნახ ვისას არაგვის ხეობაში აღმოჩნდება, გრაცისკენ გზაზე კი და ვარცხნილ ტყიბულში ეგონება თავი. ამაზე ფილოსოფოსმა გიგა ზედანიამაც ისაუბრა თავის გასაოცარ ლექციაში „მარტოობის ასი წელიწადის“ შესახებ.
ტლონი, უქბარი, ორბის ტერტიუსი სიმბოლურია, რომ ჩვენი ნუსხა, რომელიც დაიწყო „ალეფით“ (ბორხესის სამყაროს ალფათი), მთავრდება „ტლონით“, მისი ყველაზე მასშტაბური და ინტელექტუალური მისტიფიკაციით. სახასიათოა თავად დასაწყისიც – „სარკეები და სქესობრივი კავშირი გულისამრევია, რადგან სარკეები რაოდენობას ზრდი ან“ – რომელიც რეალურისა და წარმოსახვითის იგივეობ ას ადასტურებს. ამგვარი პროლოგი თავისთავად გულისხმობს გამოგონილი ქვეყნის, ტლონის ძიებას ძველებურ ენციკლოპე დიებსა და ატლასებში, როგორც ახლა ვიტყოდით, ვირტუალურ რეალობაში.
3.
გაბრიელ გარსია მარკესი
ძალიან ნაყოფიერ ი მწერალი, რომელმაც ბევრი კარგი ნაწარ მოები დაწერა, მაგრამ დარჩა Homo unius libri-ად, ერთი წიგ ნის კაცად, მთელი სამხრეთ ამერიკა კი ამ ერთი წიგნის მიწად – Terra unius libri-ად იქცა. „მარტოობის ასი წელიწადი“ სამხრეთ ამერიკის „დონ კიხოტი“ ანუ მთავარი ნაწარმოებ ია. ბორხესი უფრო დიდია, კორტასარი – უფრო ინტელექტუალური, ლიოსა – უფრო წელგამართული იდეურად, მაგრამ მთავარი წიგნი მა ინც გაბომ, გაბრიელ გარსია მარკესმა დაწერა. „მარტოობის ასი წელიწადი“ მაგიური რეალიზმის ყველაზე სა ხასიათო ნაწარმოებად ითვლება. პირველად ბუენოს აირესში გამოქვეყნდ ა 1967 წელს, 8000-იანი ტირაჟით (ჯერ 3000 და შემ დეგ კიდევ 5000). ამჟამად 35 ენაზე გამოცემულია 30 მილიო ნი ეგზემპლარი. წიგნი მარადიულ თემებს ეხება: ჭეშმარიტების ძიებას, სიცოცხლის მრავალფეროვნებას, სიკვდილის გარდა უვლობასა და მარტოობას... გამოგონილი ქალაქი, მაკონდო, და ბუენდიების ოჯახის უჩვეუ ლო, ტრაგიკული და კომიკური ისტორია. დამფუძნებლები: ხოსე არკადიო ბუენდია და ურსულა, ბიძაშ ვილები (ინცესტი). მარკესის წიგნს წინაპარი ჰყავს – მწერლის მთავარი მასწავ ლებლის, უილიამ ფოლკნერის „აბესალომ, აბესალომ!“, რო მელიც, თავის მხრივ, „ხმაური და მძვინვარებიდან“ მოდის
რომანს „აბესალომ, აბესალომ!“ წერს „ხმაური და მძვინვარე ბის“ მთავარი პერსონაჟი, კვენტინ კომპსონი. „მარტოობის ას წელიწადში“ კი ვიღაც სანსკრიტზე აღწერს უკანასკნელი ბუ ენდიას ამბავს... და უეცრად აღმოვაჩენთ, რომ მკითხველია ეს პერსონაჟი – სამყაროს დასასრულის ამ ამბავში ჩვენზეა ლაპა რაკი, ჩვენ ვიღაცის პერსონაჟები ვართ და ეს „ვიღაც“ ღმერთი არ არის. წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში ორი ადამიანი მოდის. ასაკით მამა- შვილს უფრო ჰგვანან, ვიდრე ძმებს. უფროსი ძალიან დახვეწი ლად არის ჩაცმული, თითქოს მთელი მსოფლიოს საუკეთესო დიზაინ ერებს შეუქმნიათ მისი სამოსი, ხოლო უმცროსს ჯვალოს ტომარა აცვია.
119 VOYAGER 27/2022
ლიტერატურა
წარმოიდგინეთ? ჰოდა, იცოდეთ – არ არსებობს მსოფლიო ლიტერატურა ში „მარტოობის ას წელიწადზე“ უფრო იოლად წასაკითხი და „აბესალომ, აბესალომზე!“ უფრო რთულად წასაკითხი წიგნი... არადა, მამა-შვილზე ვსაუბრობთ. „მარტოობის ასი წელიწადი“ სამყაროს დაბადებასა და აღსას რულზეა. ერთი გვარის შვიდი თაობ ა, ერთი და იმავე სახელებით, ერთსა და იმავე საქმეებს სჩადის და უსახელოდ გადაეგება. რომანს კიდევ ერთი წინაპარი ჰყავს, რომელსაც „წიგნები“ ანუ ტა ბიბლია ჰქვია. შესაქმიდან აპოკალიფსამდე იქაც ყველაფე რი უამრავჯერ მეორდება. მარიო ვარგას ლიოსამ შვიდასგვერდიანი ნარკვევი დაწერა მარკესის შესახებ, რომელიც მისი უახლოესი მეგობარიც იყო. მასში საყვარელ წიგნზე, „მარტოობის ას წელიწადზე“ საუბრი სას აღნიშნავს ოიდიპოსისა და, საერთოდ, თებეს ციკლის მი თოსის უზარმაზარ გავლენას მარკესზე. კადმოსიანთა ბედი, გა მეორებები (კადმოსმა მოკლა დრაკონი, ოიდიპოსმა – სფინქსი, ძმამ თავი დადო დისთვ ის, დამ კი – ძმისთვის), ლაბდაკიდების აღსასრული, ინცესტი, როგორც მთავარი ამბავი – ყველაფერი ეს „მარტოობის ასი წელიწადიცაა“ და ოიდიპოსის ამბავიც.
„აურელიანო ისე გაიტაცა კითხვამ, რომ ვერც კი გაიგო, რა ძლიერ დაჰქროლა ქარმა მეორედ – მძლავრი ციკლონივით გა დაუარა იქაურობას... სახლის საძირკველი შეაზანზარა. ამასო ბაში აურელიან ომ გაიგო, რომ ამარანტა ურსულა დად კი არა, დეიდად ერგებოდა, ფრენსის დრეიკიც რიოაჩას თავს დასხმია მხოლოდ იმიტომ, რომ ამღვრეული სისხლ ის ლაბირინთებში იქამდე ეძებნათ ერთმანეთი, ვიდრე ქვეყანას არ მოევლინებო და ის საზარელი მითოლოგიური არსება, რომელიც წერტილს დაუსვამდა მათ მოდგმას. მაკონდო იქცა მტვრისა და ნაგვის მორევად, რომელიც ბიბლიურ ქარიშხალივით მძვინვარებდა და ტრიალებდა... კვლავ გამოტოვა რამდენიმე გვერდი, ახლა უკვე ერთი სული ჰქონდა, გაეგო, როდის და როგორ მოკვდე ბოდა. ლექსი ბოლომდე არც კი ჩაეკითხა, რომ მისთვის უკვე ცხადზე უცხადესი გახდა: ამ ოთახიდან ვერასოდეს გავიდოდა, რადგან პერგამენტების წინასწარმეტყველების მიხედვით, გრი გალი პირისაგან მიწისა აღგვიდა გამჭვირვალე (თუ მოჩვენე ბით) ქალაქს და ადამიანთა მეხსიერებაშიც წაშლიდა სწორედ იმ წამს, როდესაც აურელიანო ბაბილონია პერგამენტების ამო კითხვას დაამთავრებდა... რამეთუ იმ კაცთა მოდგმა, რომელიც განწირულია ასი წლის მარტოობისათვის, მეორედ აღარ მოვა ამქვეყნად.“
„გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“, „მარტოობის ასი წე ლიწადის“ ერთგვარი მოკლე შინაარსი, პირდაპირ ოიდიპოსის მითია, სადაც აპოლონმა გამოაცხადა, რა მოხდებოდა, პერსო ნაჟებს კი არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ამ ნაწარმოების გმირები, ერთი შეხედვით, აპოლონის დაწერილი ტექსტის მა რიონეტები არიან, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან.
ისტორიული სამართლიანობისთვის ბარემ ვთქვათ, რომ სამივე უცხოეთში დაიკრძალა: კორტასარი – საფრანგეთში, ბორხესი – შვეიცარიაში, და მარკესი – მექსიკაში.
გაივლის მრავალი წელი და პირველი თაობის აურელიანო ბუ ენდია დახვრეტის მოლოდინში გაიხსენებს იმ დროს, მამამ რომ ყინულის სანახავად წაიყვანა. გაივლის კიდევ ასი წელიწადი და ბოლო თაობის კიდევ ერთი აურელიანო სანსკრიტზე დაწერილ ტექსტს ჩაუღრმავდება.
მართალია, სამხრეთ ამერიკაში დემოკრატია მოვიდა, თუმცა თავისი დიდი შვილები კონტინენტს ჯერ არ დაუბრუნებია.
120 VOYAGER 27/2022