რედაქციისაგან
სად მოგზაურობ შენ? საქართველოში ძალიან ბევრს აქვს კავშირი თავის მშობლიურ მხარესთან, ძველ ოჯა ხურ სახლებს სოფლებში წელიწადში ერთხელ მაინც სტუმრობს, ცდილობს, დაისვენოს ზღვაზე და მთაში, ან ერთ-ერთგან მაინც, მაგრამ მასობრივად მოგზაურთა ქვეყანას საქართველოს მაინც ვერ დაარქმევ. აქ მრავალი მიზეზის კომბინაცია ერთად მოქმე დებს და დისკუსიასაც ეს გარემოებები ხშირად იწვევს. თუმცა, ზაფხული-შემოდგომის გამოცემა ჩვენ მაინც იმ განცდით მოვამზადეთ, რომ მივმართავდით ყველას, ვინც თავს აქტიურ და პასიურ მოგზაურად მიიჩნევს. რეგიონები სეზონის მიხედვით შევარჩიეთ. აჭარა მაღალი მთიდან დავინახეთ მთელი თავისი ეთნოკულტურით და თითქმის პირველქმნილი ბუნებით, თუმცა, ბათუმს გვერ დი მაინც ვერ ავუარეთ, მით უმეტეს, ჩვენი გიდები ამ ქალაქში აღგვადგენინებენ უკვე თითქმის აღარარსებულ დეტალებს. გურიაშიც, ზღვის ნაცვლად, სხვა შრეების ძებნა დავიწყეთ - ხასიათის, ბუნების სპე ციფიკის, მაღალი მთის, ზღვისა და ტბის სინთეზის, რაჭა-ლეჩხუმიც მწვერვალიდან მწვერვალამდე, სოფლიდან სოფლამდე მოვიარეთ, რომ აღარაფერი ვთქვათ თუშეთ ზე, სადაც სალაშქრო ბილიკები, ეთნოგრაფიული დეტალები, ღამის გასათევი ადგილე ბი და საინტერესო ადამიანები მოვიძიეთ. ამ გამოცემაში აქტიური ტურიზმის მიმდევარიც იპოვნის სათავისოს და უფრო კულტუ რული დასვენების მოსურნეც. ხოლო თუ ჩვენი ჟურნალი საშემოდგომოდ ჩაგივარდათ ხელთ, თქვენთვის საგანგებო სექციაა ბუნებრივი ღვინის შესახებ. მცირე მარნების ატლასი იმ პატარა მეღვინეობებს აერთიანებს, ვინც მხოლოდ ნატურალურ ღვინოს აყენებს, დავიწყებულ ვაზის ჯიშებს აღადგენს, ტრადიციულ მეღვინეობაში ცდებს ატარებს ისე, რომ ბუნებაში ჰარმონიუ ლად ცხოვრებასაც არ ივიწყებს. ეს მეღვინეები თავს „სექტას“ უწოდებენ, მაგრამ ერთ პატარა სექტაზე ბევრნი არიან, რაც კარგია, უბრალოდ, ჩვენს ჟურნალში მხოლოდ მათ ნაწილს წარმოგიდგენთ. ასე რომ, უცვლელია ის, თუ როგორ ხედავს VOYAGER-ი მოგზაურობის მთავარ ხიბლს თავს გადავიხდინოთ ბევრი ამბავი, გავიცნოთ ახალი ადამიანები, სასურველია ჩვენგან განსხვავებული ცხოვრების წესით, მოვიაროთ ისეთი ადგილები, რომელთა შთაბეჭდი ლებაც დიდხანს გაგვყვება და წარმოსახვასაც აგვიშლის — წარსულ ან მომავალ დრო ში გადაგვისვრის და თან იმ კონკრეტული წამის გამოჭერითაც გვასიამოვნებს. თამარ ბაბუაძე, მთავარი რედაქტორი
სარჩევი
აჭარა ბათუმი ცხადში და თან სიზმარში
6
ნიშანი საზღვაო ქალაქიდან
14
ჯერ მთები, ზღვა მოიცდის
16
ჩასვლა დედამიწის უხსოვარ შრეში
26
2 VOYAGER 19/2020
გურია
34
წინ, მეეტლევ, გურიისკენ
დიანა ანფიმიადის სუბიექტური მოგზაურობა
36
გურიის რესპუბლიკა - პირდაპირ და გადატანით
41
მთვარესავით დიდი, მრგვალი ბურთი
44
გურული მშვიდობა
46
თუშეთი
52
აქტიური მოგზაურის ტური
54
რაჭა
არამხოლოდ ჩემი სიყვარული
62
ლაშქრობა რაჭული ტემპით
66
ხელოვნების კვალზე
72
ონის სინაგოგა შოვი _ რაჭის მაგია
76 78
ექსპედიცია მჟავე წყლების საძიებლად
80
ჩვენთან გზა სამი მხრიდან მოდის
მოპატიჟება ლეჩხუმში
86
ლეჩხუმი _ ჩვენებური მოზელი
93
ნატურალური ღვინის ატლასი
98
3 VOYAGER 19/2020
19, 2020
მთავარი რედაქტორი თამარ ბაბუაძე აღმასრულებელი რედაქტორი ნატა ძველიშვილი პროექტის კურატორი თინა ოსეფაშვილი კორექტორი მანანა სანადირაძე ყდის ილუსტრაცია თაკო წიტაიშვილი დიზაინერი ნინო ყაველაშვილი
ავტორები
თინათინ მოსიაშვილი
ნათია ახალაშვილი
დიანა ანფიმიადი
ნინო ნატროშვილი
ქეთო ნინიძე ანნა ძიაპშიპა ირაკლი მახარაძე
ნათია მსხილაძე ქეთი ადეიშვილი ნინო ჩიმაკაძე თამარ კვინიკაძე ვერა ზარკოვსკა
სარეკლამო გაყიდვების დირექტორი ნაზი გოშაძე
ნუცა ცქიმანაური ელენე მოდებაძე დარია ხოლოდილინა ნინო კვირიკაშვილი ირინა ბაგაური მანანა ქველიაშვილი
ფოტო Shutterstock დაცული ტერიტორიების სააგენტო მანანა ქველიაშვილი ანნა ძიაპშიპა nationalparks.ge, visitajara.com
პროექტის ხელმძღვანელი / SOLO LIFESTYLE-ის დირექტორი ნინო ჩიქოვანი
გამომცემელი: შპს „სოლო“ ვებგვერდი: www.solo.ge ტელ.: +995 32 2 44 44 00
ISSN: 2346-8130
რეკლამა ჟურნალში: +995 599 330 364 ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა წარმოადგენს შპს „სოლოს“ საკუთრებას. ჟურნალში დაბეჭდილი ნებისმიერი მასალის გამოყენება კომპანიის წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია.
აჭარა
ბათუმი ცხადში და თან სიზმარში
6 VOYAGER 19/2020
ნ ი ნ ო კ ვირ იკ ა შ ვილ ი რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, მე „აქეთა“ ბათუმი მიყ ვარს. აი, ზღვის გარეშე. როგორ აგიხსნათ. თვითონ ქალაქი ბათუმი _ გამსახურდიას ქუჩა, შაუმიანი, ინაიშვილების სახლი, კათოლიკური ეკლესია, მეჩეთი, ზღვის სუნი, თევზის ბაზარი, ჩემი მეგობრის, ეკას სახლი, სადაც ვრჩე ბი ხოლმე. ჩემთვის ესაა ბათუმი. თუმცა ამასწინათ გიდი, თა მარ ორაგველიძე გავიცანი და ბათუმში მის საფეხმავლო ტურს დავემგზავრე.
„ჩემი ბათუმი შემოსასვლელიდან იწყება. შეიძლება ითქვას, იქით ძალიან უსახური ადგილებია. ჯერ ჭადრაკის სასახლეა, მერე თამარის ციხე და ეკლესია. აქედან იწყება კნუტ ჰამსუ ნის ბათუმიც. „მოგზაურობა ზღაპრულ ქვეყანაში“ _ ასე უწო და მან ნაწარმოებს, რომელიც თამარის ქვეყანაზე დაწერა. „მე ვნახე, როგორ შედიოდნენ ტანზევით შიშველი მამაკაცები ცხენებით ზღვაში“... _ წერს ჰამსუნი. იცით, კიდევ რა უთქვამს ჰამსუნს? „არსად მინახავს უფრო წითელი ღვინო, უფრო ლა მაზი ხალხი და მჯერა ყაზბეგის მიდამოებში ღმერთი ბინად რობსო“, _ ახლა მე მიამბობს თამარი. აი, იმ ბათუმის სულ დასაწყისში მდებარე უბანში _ თამარის და სახლებაში, ერთ-ერთი საინტერესო გაჩერება რელიგიის მუზეუ მია. აქ შეგიძლიათ გაიხსენოთ ის, რაც ბათუმის ყოველდღიურო ბაში ახლოდან ისედაც კარგად ჩანს _ რელიგიური მრავალფე როვნების გამოცდილება, რაც ბათუმს ისტორიულად ახასიათებს.
სხვადასხვა დროს ამ სახლში იყო საბავშვო ბაღი, შემდეგ პო ლიცია, 2007 წლიდან კი მუზეუმია. ნობელების წვლილი ბათუ მის განვითარებაში ძალიან დიდია. ბათუმის ნავთობტერმინა ლი 1883 წელს სწორედ მათ დააარსეს, როცა აზერბაიჯანიდან ბათუმამდე ნავთობის 900-კილომეტრიანი მილი გაჭიმეს. ბა თუმის ნავთობტერმინალზე დღემდე მუშაობს ნავთობის ონ კანი, რომელსაც აწერია „ნობელ“ და რეზერვაური, რომელიც ახლაც მუშა მდგომარეობაშია. ბენზეს ტერიტორია სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტოზეცაა ასახული და მას „ნობელების დასახლება“ ეწოდება. გორსკი საქართველოში რუსეთის იმპერიიდან მიღებული დავალე ბით ჩამოვიდა _ მას კამერით იმპერიაში შემავალი ქვეყნების ცხოვრება უნდა აღებეჭდა. ამიტომ მის კოლექციაში არის ასეთი ალბომიც _ „ბათუმი და მისი შემოგარენი“, რომელიც 1905-1915 წლებით თარიღდება. ახლა როტშილდების სასახლესთან ვჩერდებით. ნავთობის ბიზნესში პარტნიორად ნობელი სწორედ ბარონ როტშილდს ირჩევს. ამ პერიოდში როტშილდი გაიცნობს საზღვაო ბრო კერ ფ. ლეინსს და ვაჭარ მ. სამუელს, რომელთაც პირველებს გაუჩნდათ ტანკერების (ნავთობის გადამზიდავი გემების) შექ მნის იდეა. ბევრმა ბათუმელმაც კი არ იცის, რომ სამშობიარო სახლი რუსთაველის ქუჩაზე სწორედ როტშილდების საკუთ რება იყო. აქ შემორჩენილია მარმარილოს თეთრი კიბე და ფა სადიც აბსოლუტურად უცვლელია.
„ნობელების დასახლება “
„ბათუმური ოჯახები გვაძლევს რელიგიური ტოლერანტობის რეცეპტს“ _ ამბობს თამარი. აქ უამრავ ოჯახში ერთად ცხოვრობენ მუსლიმები და მართლმადიდებლები. ოჯახების 35%-ში, უფროსი თაობა მუსლიმები არიან. შესაბამისად, ისინი ისევე აღნიშნავენ ბაირამს, როგორც აღდგომის დღესასწაულს. ერთი კვარტლის იქით, უკვე ნობელის მუზეუმია. ამ ტე რიტორიას ნობელის ქალაქს უწოდებდნენ. ამ დასახლე ბაში დგას სახლი, სადაც ძმები ნობელები ცხოვრობდნენ. 1918 წელს მათ დატოვეს საქართველო, სახლი კი გადაეცა სახელმწიფოს.
ნობელის მუზეუმი
7 VOYAGER 19/2020
აჭარა „ეს მხარე რომ ვიხილეთ, ეს მშვიდი ზღვა და თბილი ჰაერი რომ ჩავისუნთქეთ, მივხვდით, მთელ რუსეთში რატომ გვიმეორებ დნენ ყველგან და ყველგან, მოიცადეთ, ჯერ თქვენ საქართვე ლო არ გინახავთო“, _ წერს სტაინბეკი, როცა ბათუმში მოგზაუ რობას აღწერს. ბათუმში გატარებულ ი საღამოები მნიშვნელოვანი გამოდ გა სერგეი ესენინისთვისაც, რომელმაც მელიქიშვილის ქუჩა ზე მდებარე სახლში, 1924 წლის დეკემბრიდან 1925 წლის იან ვრამდე იცხოვრა. 2 თვეში პოეტმა 2 ბათუმელი ქალის შეყვა რება მოასწრო _ შაგანე ტალიანის, რომელსაც გაცნობიდან რამდენიმე დღეში მიუძღვნა ლექსი „შაგანე ჩემო, ჩემო შაგა ნე“ და ვინმე კაბცოვას, რომელსაც ნაცნობებს ხუმრობით თა ვის ახალ მეუღლედ აცნობდა. ბათუმში ჯერ კიდევ შეხვდებით ადამიანებს, რომელთაც ახსოვთ, როგორ სეირნობდნენ ფეხით მახინჯაურამდე თოვლში, როგორ ასეირნებდა ესენინი ციგით შაგანეს. ძველი ბათუმი
თამარის ქალაქის რომანტიკული ნაწილი საბაგიროდან იწყე ბა. განსაკუთრებულია გემის მისაბმელი, ე. წ. „კნეხტის“ ნარჩე ნი, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს ეკუთვნის.
„ეს იყო ე.წ. პაემნების ადგილი „მორვაგზალთან“. მშობლების თაობის სასიყვარულო შეხვედრების უმრავლესობა სწორედ აქ იყო. ძველ ბათუმელებს ჯერ კიდევ უყვართ ის ბათუმი, რომე ლიც დღეს უკვე აღარ არსებობს“, _ მიამბობს თამარი. ძველი ბათუმის საიდუმლოებებს ცოცხლად ინახავს წინა ეპოქების რეკლამები და მთლიანად _ პრესა. „ბათუმსკი დენ“ იგივე „ბათუმის დღე“ _ ორენოვანი გაზეთი იყო. მას გარდა, აქ გამოდიოდა პრესა ბერძნულ, სომხურ, რუსულ და თურ ქულ ენებზე. ბეჭდურმა მედიამ უამრავი ცნობა შემოინახა მა შინდელ ქალაქზე და სასტუმროებზე. მათ შორის იყო „ლონ დონი“, „ბელვიუ“, „ფრანცია“, „იმპერიალი“. როგორი მუსიკა ჟღერდა, როგორი „სერვირება“ იყო _ ეს ყველაფერი ძველ გაზეთებშია აღწერილი. ამავე ტექსტებსა და ჩანახატებში ჩანს ისიც, თუ როგორ ხმაურობს ბათუმში ზღვისპირა ქალაქისთვის დამახასიათებელი მულტიკულტურული გავლენები. სწორედ ამას უსვამს ხაზს ჯონ სტაინბეკის ჩანაწერები და რობერტ კა პას ფოტოები, საქართველოში მათ 1947 წელს იმოგზაურეს. კაპას ფოტოებზე აღბეჭდილი საქართველო დღესაც არ კარ გავს ღირებულებას. სტაინბეკის დაკვირვებებიც სხვადასხვა კონტექსტში ხდება აქტუალური.
მერი გიგინეიშვილი, ბათუმელი ქალი ჰყვებოდა, მაგალითად, თუ როგორ უკითხავდა ოდნავ შეზარხოშებული ესენინი შაგა ნეს ლექსებს. სხვათა შორის, მერი გიგინეიშვილის მამა, პლა ტონ გიგინეიშვილი მარიინსკის პროსპექტზე ცხოვრობდა. დღეს ეს მემედ აბაშიძის ქუჩაა. ტელევიზიასთან ახლოს არის კაფე „უოლი“. სწორედ აქ იყო გიგინეიშვილის სახლი, სადაც ის პაციენტებს იღებდა. ამ სახლს უკავშირდება ერთი ძალიან გულისამაჩუყებელი ისტორია. პლა ტონ გიგინეიშვილს 2 სხვადასხვა ფერის ბლანკი ჰქონია. თუ ლურჯზე იქნებოდა რეცეპტი დაწერილი, ნომერ პირველ აფ თიაქში იცოდნენ, რომ ამ წამლების ფასი ექიმის ანგარიშზე უნ და დაეწერათ _ ამ დროს ექიმი წამლის ფულს, სავარაუდოდ, რომელიმე გაჭირვებულს უხდიდა. ხელფასის აღების შემდეგ, თვის ბოლოს, ექიმი მივიდოდა და ანგარიშს პირადად გაუსწო რებდა. მწვანე ფურცელზე კი რეცეპტს შედარებით შეძლებული პაციენტებისთვის წერდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს ნომერ პირველი აფთიაქის შენობა განსაკუთრებით ხიბლავთ. პირველი აფთიაქი – დღემდე ასე უწოდებენ მემედ აბაშიძის გამზირზე #34-ში მდებარე შენობას, რომელიც XIX-XX საუკუ ნეების მიჯნაზე ააგეს ბათუმში. სხვადასხვა წყაროს ცნობით, შე ნობაში თავიდანვე ფუნქციონირებდა „პეტკევიჩის აფთიაქი“ და „სოკოლოვსკის სამკურნალო“. ამ აფთიაქს მოიხსენიებს ცნობილი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი წიგნში „ზღაპრული ქვეყანა“. ჰამსუნი ბათუმში 1899 წელს ჩამოვიდა, მწერალი ავად გამხდარა, ამიტომაც დას ჭირვებია აფთიაქი. გადმოცემის მიხედვით, აქ უყიდია კნუტ ჰამ სუნს ქინაქინა. პირველი აფთიაქი თავდაპირველად ერთსარ თულიანი შენობა ყოფილა, მეორე სართული მოგვიანებით დაუშენებიათ, მაგრამ როგორც სპეციალისტები წერენ – ისე, რომ „სართულების მასშტაბი და დანაწევრების რიტმი სავსე ბით შეესაბამებოდა ერთმანეთს“. კიდევ ერთი სართული პირ ველ აფთიაქს 2010 წელს დააშენეს, რამაც შეცვალა უძველესი შენობის იერსახე. ბათ უმელ ებს აქვთ ასეთ ი გამოთქ მა „ბათუმ ი კინოში“, რაც იმ კადრებზე მიან იშნ ებს, რომლ ებიც ბათ უმშ ი გად აღ ებულ ფილმებშ ია აღბეჭდ ილ ი. ერთ -ერთ ი ასეთ ია ე. წ. „ტიტანე ბის სახლი“ გამსახურდიას ქუჩაზ ე. ეს სახლ ი თენგიზ აბუ ლაძ ის ფილმ „მონ ან იებაშ ია“ გად აღ ებულ ი. სახლ ის მფლო ბელ ი ნიკოლ ოზ საბაშვ ილ ი, იგივ ე საბაევ ი იყო. ტიტან ების ავტორი კი _ ქუთ აისელ ი არქ იტექტორი, სერ აფიმე პოლო ლიკაშვილი.
რკინიგზა. შოთა გუჯაბიძის ფოტოარქივიდან 8 VOYAGER 19/2020
9 VOYAGER 19/2020
ფოტოები მოგვაწოდა თამარ ორაგველიძემ
აჭარა ტიტანების ქანდაკება სახლს 1909 წელს დაემატა. ოდესაში ნას წავლი მხატვარი, სერაფიმე 1918 წელს იმის გამო დახვრიტეს, რომ რომანოვის ძიძის აგარაკზე მუშაობდა. სხვა არანაირი კავშირი მას პოლიტიკასთან არ ჰქონია. სერაფიმე მუშაობდა ბათუმის საკათედრო ტაძარზე, რომლის არქიტექტურაც კა თოლიკურია, თუმცა არსით ეს ტაძარი მართლმადიდებლურია. ტაძარი კათოლიკე ქართველების შემოწირულობით აშენდა. წმინდა ნინოს და წმინდა ანდრიას ქანდაკებები სწორედ სე რაფიმე პოლოლიკაშვილს ეკუთვნის. თამარი მიყვება, რომ მისი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ბა თუმში, სალამურებიანი ბიჭუნას სახლია. გორგასლის 10 ნო მერში, ტონდოს სტილის შენობას, მარჯვენა და მარცხენა მხა რეს სალამურებიანი ბიჭის პაწაწინა ქანდაკებები ამშვენებს. ორსართულიანი სახლი 1905 წელს აუშენებია ვაჭარ სეროპ აკი ნიანს. შენობაზე განთავსებულ ბიჭუნას ქანდაკებას ავსტრიიდან ჩამოტანილი მუსიკალური მექანიზმი ჰქონდა დამონტაჟებული. მექანიზმი მელოდიას ცვლიდა ქარის მიმართულებით. ამიტომ ბათუმის მკვიდრები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ნეტა დღეს რომელ სიმღერას გვიმღერებს ჩვენი ბუჭინაო. სულ 2 მელოდია იყო _ ან წვიმის, ან დარის.
„სხვადასხვა ფერის აგური და ბიჭუნების ქანდაკებები ჩემში განსაკუთრებულ, სიმყუდროვის განწყობას ქმნის“, _ ამბობს თამარი. „აქვე ძალიან მალე, ნიკოლოზის ტაძარს შეხვდებით. თუ რამე არის ამ ქალაქის სავიზიტო ბარათი, ერთ-ერთი ალბათ სწო რედ ნიკოლოზის ტაძარია. „აქ ყველა ოჯახში ცხოვრობს თი თო მეზღვაური, წმინდა ნიკოლოზი კი სწორედ მეზღვაურების მფარველია“, _ მესაუბრება თამარ ორაგველიძე. „ეს ტაძარი ბათუმში, აქაურმა ბერძნებმა ააგეს. ამიტომაც არის გამორჩეუ ლი არქიტექტურის“. ტაძრის მშენებლობა 1865 წელს დასრულდა. ტაძრის აშენების თხოვნით თურქეთის სულთანს ბათუმელ ბერძენთა დელეგა ციამ მიმართა. თხოვნაზე თანხმობა მიიღეს, იმ პირობით, რომ ტაძარში ზარები არასოდეს დაირეკებოდა. დამაარსებლები რანგოსის გვარის ბერძნები იყვნენ, რომლებმაც იმდროინდელ ოსმალურ იმპერიას „გამოაპარეს“ 5 მართლმადიდებლური ხა ტი და ეს ხატები დღემდე აქ ინახება. პოლონელმა ჯარისკაცებმა კი ამ ტაძარს ზარი შესწირეს. ჩვენი შემდეგი გაჩერება მაზნიაშვილის ქუჩაზე, ე. წ. „თამბაქოს მეფის“ სახლია. სახლი ლაზარე ბინიათოღლის ეკუთვნოდა და ის 1910 წელს აშენდა. ბინიათოღლი, იგივე ლაზარე ბინიათიდი
„თამბაქოს სახლი“ მაზნიაშვილის ქუჩაზე
ანატოლიელი ბერძენი იყო. მან პირველმა დაიწყო თამბაქოს მრეწველობა ბათუმში. მისი სიგარეტების მაღაზია დღესაცაა შემორჩენილი მემედ აბაშიძის ქუჩაზე. ბათუმის დატოვება ისე არ შეიძლება რომ არ გასინჯო „კოფე“ ქვიშაზე. ნამდვილი ბათუმური და არა თურქული ყავა (ხაზგას მით აღნიშნავს ჩემი მასპინძელი) სწორედ ქვიშაზე მოდუღე ბულია და ნავსადგურის ტერიტორიაზე მიირთმევთ. ჯერ კიდევ ახსოვთ ბათუმელებს, როგორ ისმოდა ბათუმში, გარეთ გაღე ბული ფანჯრებიდან ყავის საფქვავების ხმა, როცა აქაური ქა ლები ყავას ფქვავდნენ ხოლმე. ამ ყავის სურნელი ჩამოსულ სტუმრებს ათრობდა, ბათუმელი ქალები აივნიდან აივანზე გა დაძახილით უხმობდნენ ხოლმე ერთმანეთს. ყავის გარდა, ბათუმში ჩაის კულტურასაც პატივს სცემდნენ. 3 წლით აქ ჩინელი ლაო ჯინჯაო ცხოვრობდა, რომელმაც ჩაქ ვის ტერიტორაზე ჩაის პლანტაცია გააშენა. აქვე მზადდებოდა აგურა ჩაი, დაპრესილი ჩაი. ლაო ჯინჯაოს სახლი კი ჩაქვში, ნინოშვილის 12 ნომერში მდებარეობდა. მნიშვნელოვანია ბათუმის ფოტოისტორიაც. მაგალითად, „პრი ვეტ იზ ბათუმა“, ასე ეწერა ხოლმე ფოტოებს. ამ შენობაში, სა დაც ახლა ცნობილი კაფეა განთავსებული და სახელგანთქმუ ლია თავის შოკმანჟით, გამოფენილია ცნობილი ფოტოგრა ფების ნამუშევართა ფრაგმენტები. აქ გამოფენილი ფოტოების შუქ-ჩრდილები და თოვლის ვარდისფერი დღემდე გაოცებას იწვევს. ამ უჩვეულო თოვლის მოსაგონებლად მიხეილ გლაუდ ანის ფოტოსერია არსებობს.
„როცა ჩემს თავთან მინდა განმარტოვება, ბულვარში, კოლო ნადებთან მივდივარ, _ მიყვება თამარი, _ აქ ერთ კადრს მივყა ვარ. ესაა ფოტო, რომელზეც პატარა დედაჩემი ბებიაჩემს ხელ ში უჭირავს. ბათუმის ყველა მკვიდრის ფოტოალბომში არის მსგავსი კადრი _ გადაღებული საფეხურებზე“.
წმ. ნიკოლოზის ტაძარი
ბათუმის ბულვარი _ ეს არ არის მხოლოდ ტერიტორია. ეს ქალაქის ისტორიაა. მისი გაშენება 1881 წელს დაიწყო და თავდაპირველად ამ საქმეს სათავეში პრუსიელი მებაღეები, რესლერი და რეიერი ედგნენ. 1885 წელს ბულვარი განვითა რების ახალ ეტაპზე გადავიდა. ქალაქის მთავარ მებაღედ და ნიშნულმა, ფრანგმა დიდგვაროვანმა მიხეილ დალფონსმა, ევროპული გამოცდილებისა და ფრანგული სტილის მიხედვით გააგრძელა ბულვარის გაშენება. ბათუმის ბულვარის განაშე ნიანებაში ასევე უდიდესი წვლილი მიუძღვის ვერსალის სასოფ ლო-სამურნეო ნაციონალური ინსტიტუტის წარჩინებულ კურ სდამთავრებულს, მებაღე-დეკორატორ იასონ გორდეზიანს. 10 VOYAGER 19/2020
11 VOYAGER 19/2020
აჭარა მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გადახალისდა ბულ ვარის მცენარეული საფარი, გაფართოვდა ძველი და შეიქმნა ახალი სანერგეები. ბათუმის ბულვარში, როგორც ფლორა, ასევე ფაუნა მრავალფეროვანი სახეობებითაა წარმოდგენილი. ბულვარის შუაგულში არსებულ ზოოკუთხეში 140-ზე მეტი ბინა დარია, ხოლო ხე-მცენარეთა რაოდენობა 40 ათასს აჭარბებს. შემდეგი გაჩერება თამარის საფეხმავლო ტურში, კლდიაშვი ლის ქუჩაა, სადაც ძალიან ლამაზი სახლებია. ბათუმში არსე ბობდა ფაბრიკა, რომელიც ამზადებდა კერამიკულ ფილებს. მთელ რიგ სადარბაზოებს ეს ფილები დღემდე ამშვენებს. მარიინსკის პროსპექტზე დღემდე შემორჩენილია ეს ფილები. ასევე ცნობილია ჭაბუა ამირეჯიბის ბიძის სახლი, რომელშიც ამჟამად კაფე ფან-ფანია განთავსებული. სწორედ ამ სახლის აივანზე შეიქმნა აივაზოვსკის არაერთი ცნობილი ტილო. მაგ ნოლია, რომელიც სომხური ეკლესიის ეზოს ამშვენებს, სწო რედ აივაზოვსკის დარგულია. თამარის ტურის ბოლო გაჩერება ე. წ. პიონერთა პარკთან მფრინავი ქალის, ფადიკო გოგიტიძის ქანდაკებაა, რომელიც თვითმფრინავის გამოცდის დროს დაიღუპა. მისი ძმა ნავსად გურში მუშაობდა. ფადიკოსთან ერთად, დაიღუპა ასევე მექანი კოსი ორაგველიძე. ეს ქანდაკება დღეს ბევრი ვიზიტორისთვის ძალიან საინტერესო მონუმენტურ ძეგლს წარმოადგენს. საფეხ მავლო ტური, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია კაფეების გარე შე. „პრივეტ იზ ბატუმა“, „ფან-ფანი“, „ბერნი“. ეს უკანასკნელი, სადაც ჩეხოვის სახლი იყო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგ ლია. განსაკუთრებით უყვართ „რვაფეხაც“ ბულვარში, რომე ლიც ახლა აღდგენილია.
„სადაც არ უნდა ვიყო, მარცხენა მხა რეს სულ სილურჯეს ვეძებ. არამც და არამც ეს ზღვა შავი არ არის, _ ამბობს თამარი, _ ჩემი ბათუმი მუდმივად მოძ რაობაშია. არანაირი ტურისტების მერე დასვენება. არა! ბათუმს მუდმივად ჰყავს თავისი სტუმარი, ეს ინტერნა ციონალური კულტურა საოცარ პეწს მატებს“.
ძველი გასტრონომი. შოთა გუჯაბიძის ფოტოარქივიდან
შია. ზოგან სრულიად უსახური გარემო და სკამებია, მაგრამ მზა რეული, მიმტანი და აქაური კოლორიტი უყვარს, ამ დროს უმალ ცოცხლდება იმ ქალაქის განცდა, რომელიც ბევრმა ბათუმელმა დაკარგა და მხოლოდ წარმოსახვა წამოიღებს ხოლმე. თინას, ბევრი ბათუმელის მსგავსად, პორტო-ფრანკოს პერიო დის შენობები მოსწონს.
„ერთი ჩემი საყვარელი ადგილი იყო სტალინის ქუჩაზე _ ძველი გასტრონომი. ულამაზესი, დიდსარკეებიანი, ფრანგული როკო კოს ორნამენტებით. იქვე, ტკბილეულის კაფეც ფერწერული ნახატები იყო ამ გასტრონომში, ბავშვობის შთაბეჭდილებები ძალიან ძლიერია, სულ თავს მახსენებს“, _ იხსენებს თინა.
ჟურნალისტი თინა ცისკარიძე ამბობს, რომ ის სხვა ბათუმში დაი ბადა და ახლა სულ სხვა ბათუმში ცხოვრობს. ნანობს, რომ ბევრი ადგილი უკვე ძალიან „გაპაპსავდა“. უყვარს კაფეები „კონტე“, „k2“, მაგრამ განსაკუთრებით უყვარს პორტი და პორტის კაფე, სადაც უგემრიელესი ყავა 50 თეთრი ღირს.
„მე სულ ასეთ სიტუაციაში ვარ, რამდენჯერაც გავივლი, სულ ახალს აღმოვაჩენ“, _ ჰყვება შოთა გუჯაბიძე. თუ ვინმემ იცის ბათუმის ისტორია, სწორედ შოთამ. დღეს ჩივის, რომ ხში რად უწევს _ „ეს ჩამოინგრა, ის დაანგრიეს“ _ ამ ფრაზების გამოყენება. .
„მეთევზეები, გემები, ყავის დალევა. მთავარი ჩემთვის დამოკი დებულებაა, ადამიანებისადმი მიდგომა“, _ ამბობს თინა.
ნგრევის მიუხედავად, მას მაინც დარჩა საყვარელი ადგილები. ასეთი სულ რამდენიმე ქუჩაა ძველ ბათუმში: მაზნიაშვილი, გო გებაშვილი, ქუთაისი, ზვიად გამსახურდია და მათი კვეთები: კომახიძე, კლდიაშვილი, ფარნავაზ მეფე, გორგასალი, მემედ აბაშიძე, ნინოშვილი.
„სამწუხაროდ, ჩემი საყვარელი შენობები ბათუმში აღარ არსე ბობს. მაგალითად, სასტუმრო ლონდონი, რომლის დანგრევა საც სრულიად შემთხვევით შევესწარი და კამერითაც გადავიღე. ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო. ახლა იქ თანამედრო ვე სასტუმროა აშენებული“. თინას საყვარელი ადგილი ბულვარშია, სადაც პენსიონერები ნარდს თამაშობენ. აქ ხშირად უთამაშია მათთან ერთად. მის თვის საინტერესოა ე.წ. „თურქული“ მონაკვეთიც _ ჩაიხანე ბი, სალონები, მაღაზიები. თუმცა ვერაფრით ეგუება ე.წ. ახალ ბულვარს. ამჟამინდელი ბათუმი მისთვის ეკლექტური ქალაქია. მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთობა ახსენებს, რომ ბათუმ
შოთა, სხვა აქტივისტებთან ერთად, იბრძოდა ბათუმის სავიზიტო ბარათად მიჩნეული რვაფეხას გადარჩენისთვის. სპეციალისტე ბის თქმით, მთლად ისეთი იდეალური რესტავრაცია ვერ ჩაუტარ და, მაგრამ მაინც გადარჩენილია _ ასე მიიჩნევენ აქტივისტები. რვაფეხა 1975 წელს აიგო. ფერადი მოზაიკური ქვებით მოპირკე თებული ფუნქციური ქანდაკება საბჭოთა არქიტექტურის ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია. შოთას მიაჩნია, რომ ქა ლაქი უნდა იყოს ისეთი, როგორც მასში მცხოვრებ ადამიანებს უნდათ და არა როგორც ძლიერთა ამა ქვეყნისათა. ამიტომაც
12 VOYAGER 19/2020
ის რივიერისთვის გამოყოფილი ტერიტორიის გადა სარჩენადაც იბრძვის. მიიჩნევს, რომ არამარტო ბა თუმისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ეს მშენებ ლობა „გულში ჩარჭობილი ლახვარია“. ქალაქის გარკვეული ნაწილი პროექტს ღიად აპრო ტესტებს. ეს ყველაზე ძველი, ისტორიული ადგილია, საიდანაც ბათუმის არსებობა იწყება და რივიერას გამო ის სამუდამოდ იცვლის სახეს.
„როცა უცხო ქალაქს ვსტუმრობ, მინდა ვიცოდე, როგორი იყო ეს ქალაქი ოდესღაც, _ ამბობს შოთა, _ ყოველთვის ღირს თავ განწირვად ის, რომ შეინარჩუნო შენი ქალაქი, თუ მთლიანად არა, ისეთი მაინც, როგორიც იმ მომენტისთვის არის“. ამ მომენტის გამოსაჭერად შოთა თავის ქალაქში ერთ ადგილზე დადის _ ესაა სარკინიგზო გადასას ვლელზე გადებული ხიდი.
„ქვემოთ ძველი უბანია, ძველი ბათუმი. შენ კი ამ დროს ჰაერში ხარ და თითქოს წარსულსა და აწმყოს შორის დგახარ გამოკიდებული, მიწასა და ცას შო რის. ვინმემ რომ მკითხოს, სად წავიყვანდი სტუმარს, აი, აქ წავიყვანდი და დამყავს კიდეც ჩემი მეგობრე ბი. ეს ხიდი ჩემთვის ბოლომდე ამოუხსნელ ღირებუ ლებას ატარებს“, _ ამბობს შოთა. 1883 წელს, ბათუმში, დღევანდელი ბარათაშვილის ქუჩით, ოდნავ ირიბად შემოვიდა რკინიგზა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ძალიან მალე, ძველი რელსები მოიშალა და ეს ხაზი აიღეს. 1890 წელს გაიყვანეს რკინიგზის მეორე ხაზი ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც დარჩა 1997 წლამდე. ეს იყო ქალაქის განაპირა ნაწილი, მერე კი, ნელ-ნელა რკნიგზას მოჰყვა ახალი დასახლებები, ქუჩები გაიზარდა, ძველმა ბათომმა კი შეუქცევადი პროცესი _ დაპატარავება დაიწყო. 1990-იან წლებში ეს რელსები აიღეს და მახინჯაურში გადაიტანეს _ თამარის დასახლებაში, სადაც აიგო კიდეც რკნიგზის ახალი სადგური. როგორც იხსენებენ, ცალკე სანა ხაობა იყო ამ მატარებლის დახვედრა და გაცილე ბა. თუმცა ბევრი ბათუმელი მიიჩნევს, რომ ახალი სადგურის გაჩენა, ის ურბანული მოვლენაა, რომე ლიც ბუნებრივი განვითარების გზით წავიდა და არა ხელოვნურით. ახლა, შორიდან რომ ვუყურებ, ასე მგონია, რომ ბათუმი სულ ამ ბეწვის ხიდზე დადის _ ხელოვნურსა და ბუნებრივს შორის. ის, რაც ბათუ მის ცხადი ყოფა იყო ადგილობრივებისთვის, ახლა თითქმის სიზმარია; ანდა რამდენიმე ქუჩამდე დაყ ვანილი ოაზისი. ბათუმი თვალსა და ხელს შუა შეიცვალა და კიდევ ერთხელ იცვლის კანს, თანაც ძალიან სწრაფი ტემ პით. ამიტომაც ცდილობენ შოთა გუჯაბიძე და მასსა ვით განწყობილი ბათუმელები, თავიანთ ქალაქს სი ნამდვილეშიც შეუნარჩუნონ ის, რაც ბევრს მხოლოდ მოგონებებში დარჩა _ ბათუმი, როგორც სიჭრელის, ძალიან მაცდუნებელი ურბანული ხმაურის ეპიცენტრი.
ქალები მცირე ბიზნესში საქართველოს რეგიო ნებში მოგზაურობისას ერთ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ: ჩვენს ქვეყა ნაში ტურიზმის ინდუსტრიაში ძალიან ბევრი ყოჩაღი ქალია ჩართული. ისეთი, შესანიშნავი მასპინძლობით რომ გამოირჩევა და თან თავისი ის ტორიით შთაგაგონებს, მიზნის მიღწევისკენ გიბიძგებს. მე სწორედ ამ ქა ლებზე გიამბობთ. ყველა რესპონდენტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიე რებისთვის საქართველოში“ მონაწილეა და განვითარებისთვის ენერ გიას არ იშურებს. როცა გაიცნობთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით. გაც ნობამდე კი მათი ისტორიების მოყოლას ნინო გაბრიაძესა და ინდირა ჯაფარიძესთან სტუმრობით დავიწყებთ, მერე რაჭაში მარიამ მარგიანს, მირანდუხტ და თამარ დავითულიანებს ვეწვევით, ბოლოს კი მისტიკურ ლეჩხუმში, ნატო სილაგაძესა და ლელა ხმელიძესთან შევივლით.
სიცოცხლის ხის გზაზე გოჯი ბერი წითელი კენკრაა, სამკურნალო, გამაახალგაზრდავებელი და თვითონაც ლამაზია, მაგრამ ერთი შეხედვით არც ისეთი ზღაპრუ ლი გარეგნობა აქვს, როგორიც, მაგალითად, ატამს. გემოთი პამიდორს მოგაგონებთ, ოღონდ მარილმოყრილსა და შეზავებულს კი არა, ახალ მოწყვეტილსა და ქორფას. ორიოდე წლის წინ ისიც გავიგე, რომ გოჯის აღმოჩენა აჭარაში, ბათუმიდან 10 წუთის სავალზე, სოფელ ახალშენში შეიძლება. გოჯის ბევრი სახეობა არსებობს, თუმცა საუკეთესო ჩინური და ტიბეტურია. ახალშენში სწორედ ჩინური გოჯი ხარობს. ეს კი ნინო გაბრიაძის დამსახურებაა. ნინო გორში დაიბადა და გაიზარდა. ახალშენში საცხოვრებლად დაქორ წინების შემდეგ გადავიდა. ერთხელაც მშობლების მოსანახულებლად ჩა სულმა მამის ნაკვეთიდან ჟოლოს ნერგები გამოიყოლა და მარტო კი არ გაახარა, გაამრავლა კიდეც. მამამთილი სულ ეხმარებოდა და როცა გოჯი ბერის გასაშენებლად ადგილი დასჭირდათ, ეზოში ხეხილიც გაუჩეხა.
„გოჯი ბერიზე როცა გავიგე, სიცოცხლის ხე არისო, ძალიან მოვიხიბლე. მით უმეტეს, სულ მინდოდა, ისეთი ხილი მქონოდა, რომელიც აქაურო ბისთვის სიახლე იქნებოდა. ამ იშვიათობამ წარმატება მომიტანა“, _ ამბობს ნინო.
www.facebook.com/ninosdryfruits
ნინოს ხილი ეკოლოგიურად სუფთაა: ფერმერი მას არასდროს წამ ლავს და სხვებსაც იმავეს ასწავლის. კენკრის მოყვანის წესები მან აქაურ ქალებსაც გაუზიარა, ზოგს სტიმულისთვის ნერგები აჩუქა კიდეც და სიცოცხლის ხე ახლა უკვე არაერთი ადგილობრივის შემოსავლის წყაროა. ნინოს მეურნეობა ტურისტების მისაღებად მზად არის. მას პინძელი ბაღს დაგათვალიერებინებთ, თუ სეზონი იქნება, ნაყოფსაც დაგაკრეფინებთ და გაგასინჯებთ. ნინოსთან მისსავე ნახელავ ჩურჩხე ლას, გარგარის, ჟოლოს, ხურმის, ფორთოხლის, ვაშლის, მანდარინისა და შავი ქლიავის ჩირსა თუ ხილის ჩიფსებსაც მიირთმევთ, ან სამახსოვ როდ წამოიღებთ. პ.ს. ჭავჭავაძის გამზირზე რომ ავტოსადგურია, იქიდან სა მარშრუტო ტაქსები მცირე ინტერვალით დადის. გოჯი ბერი იკითხეთ და მძღოლის გარდა, მგზავრებიც აუცილებლად მიგასწავლიან, როგორ მიხვიდეთ ნინოსთან. ნინო ნატროშვილი
13 VOYAGER 19/2020
აჭარა
ნიშანი საზღვაო ქალაქიდან ა ნნ ა ძია პშ იპ ა ტექსტი, ფოტ ო
ღებულ სრულიად უხარისხო ფოტოს, სადაც რესტორნის მე ნიუს ნამდვილი ღირსება _ თევზეულის დაფა ჩანს. როგორც პესკეტარიანელისთვის, რომელიც ცდილობს, თევზი მხოლოდ ბუნებრივ გარემოში ჭამოს, „ბალაგანი“ არის ყველაზე სასურ ველი ადგილი და მონატრების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი, სადაც ჩვეულებრივები შედიხართ და უკან ფოსფორისფერი თვალებით გამოდიხართ.
K2 _ ჩემი მეგობრის კაფე K2 ზუსტად ვინილის გვერდზეა, ერას მოედანთან და იმ სახ ლთან ახლოს, სადაც ხშირად ვჩერდები ხოლმე. K2 კაფე, რეს ტორანი, ბარი _ ბათუმის ერთ-ერთ შიდა ეზოშია. თუ არ იცით, შეიძლება ვერც შეამჩნიოთ, თუმცა როდესაც ნახავთ, რთულია, რომ თავი დააღწიოთ. იმ ბათუმისგან, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ნელ-ნელა მხო ლოდ მოგონება და რამდენიმე საყვარელი ადგილი რჩება. მაგრამ ჩემთვის, როგორც ზღვისპირა და საპორტო ქალაქე ბის განსაკუთრებული მოყვარულისთვის, ბათუმი ყოველთვის „კარგი აზრია“. ქალაქის რამდენიმე ძველი და ახალი სივრცე კი _ ნიშანი, რომ შეიძლება ყველაფრის გამოსწორების დრო ჯერ კიდევ გვაქვს. ივნისში, იზოლაციის შემდეგ, პირველი ადგილი, სადაც მეგობ რებთან ერთად წავედი, ბათუმი იყო. ჯერ კიდევ ცარიელი, სა სიამოვნოდ ცივი ზღვით, უკაცრიელი სანაპიროთი. აქაურობა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც განსაკუთრებულია. მთელი სი ხარბით შეგაგრძნობინებს გაუთავებელი წვიმისას მარტო ყოფ ნასაც და მეგობრებთან ერთად გატარებულ დღეებსაც, მაგრამ ამ უკანასკნელს ყოველთვის განსაკუთრებულ მოგონებად და ლექავს.
ლევან ხუჯაძე, რომელიც ასეთი სივრცეების შექმნის ოსტატია, ქალაქისთვის მებრძოლი გამოცდილი ადამიანია, ღონისძიება „ბათუმური ეზოს“ ერთ-ერთი ინიციატორი. გარდა იმისა, რომ k2-ში საინტერესო მენიუ აქვთ, პირველ რიგში, ადგილს გა მოარჩევთ ზუსტად ბათუმური ეზოების სპეციფიკის გამო. ლე ვანმა და მისმა კოლეგებმა ქალაქისთვის ახალი, განსაკუთრე ბული სივრცე შექმნეს და მისი საშუალებით ეზო მორიგ მშენებ ლობას გადაარჩინეს.
ქუთაისის ქუჩის თურქული რესტორნები ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი ბათუმში ქუთაისის ქუჩა და მისი თურქული რესტორნებია. ჩემი აზრით, ბათუმის ყველაზე მოძრავი, მბორგავი, შერეული და ცოცხალი ნაწილი, სადაც მიყვარს ხოლმე ჩორბას ჭამა და გვიანი სეირნობის მერე, გამთენიისკენ ცხელი თურქული ჩაის დალევა.
ყავა პორტში ზღვისპირა ქალაქებში ნალექიანი ყავა ყველგან და სულ შეიძ ლება დალიო (ხანდახან შაქრითაც კი, ერთი-ერთზე), მაგრამ არსებობს ადგილები, სადაც მხოლოდ ყავის დასალევად უნდა მიხვიდე. შეიძლება წლების განმავლობაში ამ ადგილმაც და ყა ვამაც დაკარგოს გემო, შეიცვალოს და ჯენტრიფიკაციის ხელიც უშნოდ დაეტყოს, მაგრამ ბათუმის პორტის კაფეში ყავის და ლევა ჯერ კიდევ ის ტრადიციაა, რომელსაც ჩამოთვლილი მიზე ზები ვერ აფერხებს. ამიტომ არაფერი ჯობია მუდმივად ცვალე ბად და მოძრავ სამყაროში გაჩენილ პატარა პაუზებს, პორტში მსუბუქად მოქანავე გემების ყურებას და ძველი ჭიქებიდან ნა ლექიანი ყავის სმას.
თევზი ბაზარში
თბილისი ბათუმში
2020 წლის ივნისში ბათუმში ყოფნის სამი დღიდან ორი ბათუმის თევზის ბაზართან, რესტორან „ბალაგანში“ გავატარეთ. ჩემს მეგობრებს და მე ჩათი გვაქვს, სადაც ძილის წინ ერთმანეთთან შეუთანხმებლად დღის განმავლობაში გადაღებულ ფოტოებს ვცვლით ხოლმე. ამ დღეების განმავლობაში, არ ვიცი, არაცნო ბიერად თუ გააზრებულად, მაგრამ ყოველ საღამოს ბევრ სხვა ფოტოსთან ერთად, მუდმივად ვაგზავნიდი „ბალაგანში“ გადა
ფან-ფანი სეზონის დასაწყისში ან მის მიწურულს მიზიდავს; განსაკუთრებით შავი ზღვის მიდიების კერძებით. თუმცა, თუ გსურთ, იცოდეთ, თქვენ გარდა, კიდევ ვინ შეაფარა თბილისის სიცხეს თავი ბათუმში და ამისთვის ინსტაგრამის დათვალიერე ბა არ გყოფნით, მაშინ თქვენი შუადღეები და საღამოები ფან -ფანში გაატარეთ.
14 VOYAGER 19/2020
ორი კონცეპტუალური ღამის გასათევი HILLTOP BATUMI
სეანსი ბათუმში და სხვა ეს ჩამონათვალი ჩემი ბათუმური რუტინის მცირე, მაგრამ გა ნუყოფელი ნაწილია, მნიშვნელობა არ აქვს, ერთი დღით ვარ თუ ათით. ეს სივრცეები ჯენტრიფიცირებული, ჩაბეტონებული ზღვისპირა ქალაქის გადარჩენილი ადგილებია. სავალდებუ ლო სიაშია ბოტანიკური ბაღის მონახულებაც, სადაც პირველად მეგზურობა მხატვარმა თეა გვეტაძემ გამიწია რამდენიმე წლის წინ; მანვე გამანდო ოსმანთუსის ხეების არსებობის საიდუმ ლო ბათუმის ბულვარში და მათ დაუვიწყარ სურნელზეც მო მიყვა ყვავილობის პერიოდში, რომელიც სექტემბრის ბოლოს ემთხვევა. ხანდახან გგონია, რომ ბათუმს კარგად იცნობ, მაგრამ ზღვის პირა ქალაქების ხიბლი იმაშია, რომ წლების განმავლობა ში კიდევ უფრო გეხსნება, მართალია, საყვარელი ადგილები ქრება, მაგრამ ახალი (ძველი) ამოუცნობი სივრცეები ემატება. ასეთი, ჯერ განუხორციელებელი გამოცდილებიდან, არ მასვე ნებს ბათუმში ცნობილი მკითხავი დების მისტიკური სეანსების ისტორია. თურმე, სეანსზე დასასწრებად, კვირაში რამდენჯერ მე ერთ-ერთი ბათუმური ეზოს სივრცე ხალხით ივსება, ტყუპი დებიდან ერთ-ერთი იძინებს, ხოლო მეორე ბავშვის ხმით მის სიზმარს ჰყვება. სამწუხაროდ, რადგან ერთ-ერთ დას მხოლოდ კონკრეტულ დღეებში, კონკრეტულ დროს ეძინება, მე მათ სეანსზე ჯერ ვერ მოვხვდი. როგორც ჩანს, კიდევ წინ მაქვს ჩემი მომავლის მათგან გაგება _ იმ მომავლის, რომელიც პორტში არასწორი ხელით გადმოტრიალებულ ჭიქაში არ გამოჩნდა.
სიმწვანეში, პატარა გორაზე, ბათუმთან ახლოს, ოთხი აპარ ტამენტ-კოტეჯია, მყუდრო და კოხტა, ლამაზი ხედით. ძალიან ახლოს არის ბათუმის ურბანულ აურზაურთან _ კლუბებთან და ბარებთან, ცნობილ თევზის ბაზართანაც კი, მაგრამ თან ისეთი გარემოა, თავს ამ ყველაფრისგან მოწყვეტილად გაგ რძნობინებს. ეს ეკომეგობრული კომპლექსი მამუკა თურმა ნიძის ოჯახის ბიზნესია. მშენებლობა მაშინ დაასრულეს, რო ცა კოვიდ-19-ის პანდემია დაიწყო, ამიტომ კომპლექსი სულ ახლახან გაიხსნა. რადგანაც „ჰილტოპ ბათუმის“ კონცეფცია ეკოლოგიურ პრინციპებს ეყრდნობა, მშენებლობის დროს არც ერთი ხე არ მოუჭრიათ, არ დაუზიანებიათ აჭარის უნი კალური ბუნება, არ გამოუყენებიათ ჯანმრთელობისათვის მავნე მასალა. ის ენერგოეფექტურია. ასევე, კოტეჯების ირგვლივ მწვანე კუნძულებია. თვი თონ სახლები სამკუთხა ფორმისაა, ზედა ნაწილი შემი ნულია და აქვს ტერასა, საიდანაც ხედი შავ ზღვაზე, აჭა რული სიმწვანის გავლით, დაუვიწყარია, მით უმეტეს, თუ შინ დარჩენას და ღამით ჭიქა ღვინით ხელში ბათუმზე დაკვირვებას შორიდან გადაწყვეტთ. კოტეჯების ინტერიე რი ხის დეტალებითაა გაწყობილი და ზედმიწევნით თანა მედროვეა. ასე რომ, თუ ბუნება გიყვართ, მაგრამ ცივილი ზაციისგან შორს წასვლა არ გინდათ, ძალიან გირჩევთ აქ დარჩენას. კოტეჯები მდებარეობს ბათუმში, შერვაშიძის აღმართზე. www.facebook.com/HilltopBatumi
AJARA GLAMPING მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას გლემფინგის ტიპის დასვენება ისევე შესაძლებელია უკვე, როგორც რაჭაში. ეს დახვეწილი, თეთრი კაფსულები, მინიმალისტური, ხა რისხიანი და დახვეწილი ინტერიერითა და კომფორტული სერვისებით, ბათუმიდან 1 საათის სავალზეა, მწვანეში ჩაფ ლულ მთიან ფერდობზე, საიდანაც ხელის გულივით იშლება აჭარის ხელუხლებელი ბუნება, კონკრეტულად კი, აჭარის წყლის ღრმა ხეობა.
მაგრამ სინამდვილეში, ჩემს პირად ბედზე მეტად, ამ საოცარი ქალაქის მომავალი უფრო მაღელვებს.
Ajara Glamping-ში მისვლა ოთხი სეზონის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა, ზაფხულში აქ ყოფნა აქტიური ლაშ ქრობების მერე ცივილიზაციის სიკეთეებს გაგახსენებთ ისე, რომ ველურ ბუნებას არ მოგწყვეტთ. თან გარშემო მთიანი აჭარის აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობებიცაა. კარვებში საუზმესაც მოგართმევენ და დღის სხვა კვებაზეც იზრუნებენ აჭარული სამზარეულოს აქცენტით _ მენიუსა და ფასების დაზუსტება თქვენთვის მოგვინდია. www.facebook.com/Ajara-Glamping-364868997559788 თამარ კვინიკაძე
15 VOYAGER 19/2020
აჭარა
ჯერ მთები, ზღვა მოიცდის მ ან ან ა ქველ ია შვ ილ ი ტექსტი, ფოტ ო
ჭოროხისა და აჭარისწყლის შეერთება 16 VOYAGER 19/2020
როცა მეკითხებიან, რა უნდა ნახონ მთიან აჭარაში, ციხესიმაგ რეების, ქვის თაღოვანი ხიდების და სუნთქვისშემკვრელი ხე დების ნაცვლად, მე მეჩეთები მახსენდება. ქართული კულტუ რული მემკვიდრეობის ჯერ კიდევ ბოლომდე აღმოუჩენელი და შეუსწავლელი საგანძური. აჭარის მთის სოფლებში ბევრგან შეხვდებით აჭარელი და ლა ზი ოსტატების მიერ ნაგებ ხის მეჩეთებს. ჯამეების ინტერიერში დღემდე უცვლელადაა შემორჩენილი 200 წლის წინ ამოკვეთი ლი ჩუქურთმები. როცა ვამბობთ უნიკალური, ვგულისხმობთ იმგვარ საკულტო ნაგებობებს, რომელთა მსგავსსაც სამყაროს ვერცერთ წერ ტილში ვერ შეხვდებით. ამიტომ, თუკი მთიან აჭარაში მოგ ზაურობა გადაწყვიტეთ, გირჩევთ ყველა სოფელში, სადაც კი მიხვალთ, ჯამე მოინახულოთ. შეუძლებელია, არ მოგხიბლოთ ხეზე ნაკვეთმა, ნატიფმა ორნამენტებმა და გარემომ, რომელიც ძველ ხის მეჩეთებში დაგხვდებათ.
იქიდან გზა ზემო აჭარისკენ გააგრძელეთ და ბოლო წლების ერთ-ერთ პოპულარული მარშრუტით მახუნცეთს მიადგებით. იქაც შეჩერებას გირჩევთ. მახუნცეთის ჩანჩქერის ძირას ცურ ვაც შეგიძლიათ, ფერდობზე პატარ-პატარა კაფეებიც დაგხვდე ბათ, სადაც აჭარულ კერძებს დაგახვედრებენ. ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე ადგილობრივებს ათასნაირი სუვენირი აქვთ გა მოფენილი. შეგიძლიათ სამახსოვროდ რამე შეიძინოთ და ამით მცირედით მაინც დაეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც პანდე მიამ შემოსავალი მნიშვნელოვნად შეუმცირა. ჩანჩქერთან ახლოს, მდინარე აჭარისწყალზე თაღოვანი ქვის ხიდია გადებული. გასულ წლებში, როცა ტურისტი მრავლად იყო, ამ ხიდზე ფოტოს გადასაღებად რიგში ჩადგომა მოგიწევ დათ. ახლა უფრო ადვილად მიხვალთ. თუ ბავშვობაში მდინა რეზე გივლიათ საბანაოდ და ეგ დრო გენატრებათ, აქ ამ მონატ რებასაც შეივსებთ და ბავშვობის მოგონებების გაცოცხლებასაც.
მთიან აჭარაში მოგზაურობა ორი მხრიდან შეგიძლიათ დაიწ ყოთ. ბათუმიდან ან სამცხე-ჯავახეთიდან. გირჩევთ, ბათუმი დან წახვიდეთ. მონატრებულ ზღვაში ჩახტომის და გაგრილების შემდეგ, აჭარის მაღალმთიანეთისკენ გზა ერთიორად ლამაზია. ხელვაჩაურს როგორც კი გასცდებით, აჭარის ორი დიდი მდინარის _ ჭოროხისა და აჭარისწყლის შესართავს მიადგებით. ამ ადგილას გადასახედიცაა. შეგიძლიათ ცოტახანს შეისვენოთ და უცქიროთ, როგორ უერთდება ერთი მდინარე მეორეს და როგორ უდარაჯდებიან თოლიები ჭოროხ ში მობინადრე თევზებს.
მახუნცეთის ჩანჩქერი და თამარის ხიდი მახუნცეთში
მახუნცეთის ჩანჩქერი მდებარეობს ზღვის დონიდან 335 მ-ის სიმაღლეზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს. პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მ-ს სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საკმაოდ მოზრდილ მორევს აჩენს. 17 VOYAGER 19/2020
მერისის ხეობა და მერისის ჩანჩქერი
© ფოტო: მანანა ქველიაშვილი
აჭარაში დღემ დეა შემორჩე ნილი ფრაზა, „დიდი მერისი თქვენთან არის“. ამ ფრა ზას მხარდა ჭერის, მეგობ რობის, დახმა რების ხელის გაწვდენის გამოსახატა ვად იყენებენ.
© visitajara.com
© ფოტო: მანანა ქველიაშვილი
აჭარა
უკვე კარგა მანძილი გაიარეთ. შეიძლება იფიქროთ, რომ მთია ნი აჭარა ნახეთ, თუმცა ცდებით. მახუნცეთიდან აჭარა მხო ლოდ იწყება. ქედის ცენტრამდე 11 კმ და მანქანით დაახლოებით 20 წუთის გზაა. იქ რომ ახვალთ, არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, გზა შუა ხევისკენ გააგრძელოთ, თუ ცოტახნით მერისის ჩანჩქერისკენ გადაუხვიოთ.
საბჭოთა ხელისუფლებამ აჭარაში დახურა ჯამეები, მედრესეები, მეჩეთებს ჩამოერთვათ მათ კუთვნილებაში არსებული ქონება და მიწები. მედრესეებში შეწყდა სწავლა-განათლება. აჯანყება დიდხანს მწიფდებოდა და ბოლოს 1929 წელს ჭვანას ხეობაში იფეთქა. ეს ხეობა მერისის ხეობის გაღმა მდებარეობს.
მერისის ხეობა ულამაზესი, ხელშეუხებელი ბუნებით გა მოირჩევა. თუ უფრო მეტი გაინტერესებთ, ვიდრე უბრა ლოდ ლამაზი ბუნებაა, გზაზე ან სოფლის ბირჟაზე შემ ხვედრი ადგილობრივები გააჩერეთ და ხეობის შესახებ ჰკით ხეთ. თუ გაგიმართლათ და ვინმე ენაწყლიანი შეგხვდათ, აუცი ლებლად მოგიყვებათ ისტორიებს მერისის ხეობის შესახებ.
წლებითა და ისტორიული ფაქტებით რომ არ გადაგღალოთ, გეტყვით, რომ როცა ჭვანის ხეობაში აჯანყება დაიწყო, აჯანყე ბულებმა მათთან მოსალაპარაკებლად მისული საბჭოთა ხე ლისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლები დაატყვევეს. ეს იმდენად თავგანწირული ქმედება იყო, აჯანყებულების გა სამხნევებლად აჯანყების ერთ-ერთი ინიციატორი დიდ ლოდზე შემდგარა და ხალხისთვის მიუმართავს: „ხალხო, ნუ გეშინიათ! აჭარაში სახელმწიფო საზღვრების საგუშაგოები მოხსნილია, დიდი მერისი ჩვენთან არის, ჩვენ გავიმარჯვებთ“.
აჭარაში დღემდეა შემორჩენილი ფრაზა, „დიდი მერისი თქვენ თან არის“. ამ ფრაზას მხარდაჭერის, მეგობრობის, დახმარების ხელის გაწვდენის გამოსახატავად იყენებენ. ამ გამონათქვამის გაჩენის ისტორია კომუნისტურ რეჟიმს უკავშირდება და კერ ძოდ, რეჟიმის ადრეულ წლებს, მე-20 საუკუნის 30-იან წლებ ში აჭარაში დატრიალებულ მოვლენებს, როცა მოსახლეობა კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყდა. 1921-1929 წლებში
საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხება უსისხლოდ და ჭვანას ხეობის მოსახლეობის დამარცხებით დამთავრდა. მაგ რამ სწორედ ამ ფაქტმა განუმტკიცა ადგილობრივებს მეგობ რობა მერისის ხეობასთან. როგორც ჭვანაში ამბობენ, ამ ორ ხეობას ერთმანეთთან „მისვლა-მოსვლა და მოყვრობა“ აქვს. ერთმანეთს კულტურულ დღესასწაულებზე ეპატიჟებიან და ერ თმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებენ.
18 VOYAGER 19/2020
ახლა გზა განვაგრძოთ სოფელ გარეტყისკენ მიმავალ გზაზე, სადაც მშვენიერ საპიკნიკე ადგილს შეხვდებით _ გვახამორევი ჰქვია, სუფთა კამკამა წყალში იბანავებთ და იქვე, მდელოზე იპიკნიკებთ კიდეც, ცხადია, ისე, რომ ნარჩე ნებს თან წაიღებთ. მერე სოფლის ბოლოსკენ გააგრძელეთ გზა, რომელიც დაბუ რულ ტყეში გადის. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, წელიწადის რომელ დროს მოხვდებით ამ გზაზე, ყველა დროს ჯადოსნურია. ზაფხულობით მწვანეა და ჩაბურული, შემოდგომაზე, ყვითელი ფოთლებითაა დაფარული. შეგიძლიათ მანქანა გააჩეროთ და იმდენხანს იაროთ კოჭამდე ფოთლებში, სანამ არ მოგბეზრდე ბათ. ზამთრობით ზღაპარში ამოკითხულ ადგილს ჰგავს, ხეები თოვლის სიმძიმით გზისკენ არიან გადმოხრილი. სოფელში რომ ახვალთ, ჯემალ თურმანიძის საოჯახო სასტუმ რო მოიკითხეთ. დარჩენაც შეგიძლიათ, ან უბრალოდ სადილის შეკვეთა. საოჯახო სასტუმროს „მოყვარე“ ჰქვია. ოჯახის დია სახლისი მანანა დუმბაძე თავის ხელით აკეთებს ყველა კერძს.
ოჯახში სამი თაობა ცხოვრობს. ყველა თაობის წარმომად გენელი მღერის. სტუმრებს ქართული ხალხური სიმღერების მოსმენაც შეუძლიათ და სურვილის შემთხვევაში სწავლაც. მასპინძლები ხალხური სიმღერისა და საკრავების ათვისებაში ხალისით დაგეხმარებიან. მოდი, ისევ იქ დავბრუნდეთ, სადაც მერისის ხეობისკენ გადაუხ ვიეთ. აქედან შეძლებთ გზას შუახევისკენ გაუყვეთ. შუახევი პატარა დაბაა. მთის კალთაზე გაშენებული. ად მინისტრაციული შენობების ნახვა არცერთ ტურისტულ გზამკვლევში არ შედის, მაგრამ გირჩევთ, დაბაში როცა ახვალთ, შუახევის მერია მოიკითხოთ. მთის წვერზეა და იქიდან ულამაზესი ხედი იშლება. შუახევი მუნიციპალური ცენტრია. თუმცა შუახევში მისვლამდე დაბა ხიჭაური უნდა გაიაროთ. თუ ყურადღებით იქნებით, აუცილებლად დაინახავთ ტრაფარეტს, რომელსაც ჭვანა აწერია. არ გამოტოვოთ და სხვა დროისთვის არ გადადოთ ხეობაში შესვლა. ჭვანას გზა მაღლა, მაღლა მიუყ ვება და ქვემოთ ულამაზესი ხედი იშლება.
© visitajara.com
გირჩევთ წინასწარ დაურეკოთ და თქვენი სტუმრობა შეათან ხმოთ. თუ სადილის შეკვეთას გადაწყვეტთ, მის მომზადება ში თავადაც შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. დიასახლისი დაუზარებლად აგიხსნით, რას როგორ აკეთებს. კერძები ტრა
დიციული აჭარულია. დიდხანს, დიდხანს გაგყვებათ იმ ნატურა ლური პროდუქტების გემოები, რომელთაც მასპინძელი შემოგ თავაზებთ.
19 VOYAGER 19/2020
აჭარა
ხაბელაშვილების ხიდი
© visitajara.com
უძველესი, მთლიანად ხით ნაშე ნი 25-მეტ რიანი ხიდი _ ბალავერი ქვითკირი თაა აგებული, დანარჩენი კი ბზისა და წაბ ლის მასალით, გადახურვაც კი ხის აქვს. მსგავსი ხიდი საქართველო ში სხვა არაა.
ხეობის ერთ-ერთ ბოლო სოფელში, ხაბელაშვილებში უძვე ლესი, მთლიანად ხით ნაშენი, 25-მეტრიანი ხიდია, ბალავერი ქვითკირითაა აგებული, დანარჩენი კი ბზისა და წაბლის მასა ლით, გადახურვაც კი ხის აქვს. მსგავსი ხიდი საქართველოში სხვა არაა. სოფელში ზაფხულობით ცოტა ხალხი რჩება, რადგან უმეტესობა მთაში, საზაფხულო იალაღებზე მიდის სამი თვით. სხვათა შორის ხაბელაშვილებიდან გზა გომისმთისკენაც მი ემართება. ოღონდ საკმაოდ რთული მარშრუტია, გზა მოუწეს რიგებელია და მაღალი გამავლობის მქონე მანქანის გარეშე არ გირჩევთ წასვლას.
სანამ სადილი გამზადდება, სოფლის დათვალიერებასაც მოას წრებთ. გზა მდინარისკენ ჩადის და სოფლის ორღობეში ორივე მხარეს, ძველი ხის სახლებია გაყვანილი.
არ ვიცი, იცით თუ არა, რომ აჭარლები და გურულები გომის მთას თანაბრად იყოფენ. აჭარლები ძირითადად სოფლის მეურნეობითა და მეცხოველეობით არიან მთაში დაკავებული, გურულები კი უფრო მეტად დასასვენებლად ადიან. თუ გომის მთაზე ჩლეჩილი ყველი, კაიმაღი ან მაწონი დაგჭირდებათ, აუცილებლად მიგასწავლიან — „აჭარლებთან მოიკითხეო“.
ზაფხულის აჭარაში მთავარი სანახავი ადგილი სწორედ ეს ია ლაღებია.
ხაბელაშვილებში ხის ხიდს რომ ნახავთ და უკან, ცენტრალუ რი გზისკენ დაბრუნდებით, სოფელი ცხემლისი უნდა გაიაროთ. სოფელი პატარაა და იქ სულ რაღაც 180 მოსახლე ცხოვრობს. სოფლის გზაზე დიდი ტრაფარეტი შეგხვდებათ, რომელიც მი განიშნებთ რომ საოჯახო სასტუმრო „ნანინა“ სადღაც ახლოს არის. თუ სადილობას გადაწყვეტთ, ამ საოჯახო სასტუმროს გირჩევთ. ოღონდ წინასწარ შეუკვეთეთ. სასტუმროს მასპინ ძლები ცოლ-ქმარია, ნინო და გურამი. ნინო ცხემლისის სკო ლის დაწყებითი კლასის მასწავლებელია, მისი ქმარი გურამი კი სოფელ ჭვანას მეჩეთის იმამი.
ცხემლისიდან უკან, შუახევისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე დაბრუნდით და გააგრძელეთ გზა აჭარის მთებისკენ. შუახევში მისული ისევ არჩევანის წინაშე დადგებით. ხულოს კენ იაროთ, თუ სოფელ შუბნისკენ გადაუხვიოთ და ამ გზით ჩირუხის საოცარ იალაღებზე მოხვდეთ.
ჩირუხი საზაფხულო იალაღია. აჭარის სოფლებში მცხოვრებლები ყოველი წლის მაისში სახლებს ტოვებენ და სა მი თვით საცხოვრებლად საზაფხულო იალაღებზე მი დიან. თან მიჰყავთ მსხვილფეხა პირუტყვი. ნამდვილი აჭარა ჩემთვის ზუსტად იქაა: ღამეს ტურისტულ თავშესაფარში რომ გაათევ, დილით ეჟვნების წკარუნი და ქალების გადაძახილი რომ გაგაღვიძებს. გარეთ გამოსულს მთებზე ჩამოწოლილი ნისლი რომ დაგხვდება, რომელიც მზის სხივების გაძლიერებასთან ერთად იფანტება. ორღობეში ხის წკეპლებით ხელში ფერად-ფერად თავსაფრიანი ქალები რომ მოდიან და ათას ამბავზე რომ ლაპარაკობენ. საუბრის ში ნაარსს კი ვერ არჩევ, მაგრამ გარემო ხმების სინთეზი საოცარ ხასიათზე გაყენებს.
20 VOYAGER 19/2020
მწყემსებში არ აგერიოთ. აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვ რების სტილია. იალაღებზე ძირითადად ქალები და ბავშვები ადიან ხოლმე. ქალებს თან ძროხები მიჰყავთ. ერთი ქალი შეიძ ლება 10-15 ძროხასაც კი უვლიდეს. ქალები მთელი ზაფხული ჩლეჩილ ყველს, კარაქს (მთაში იაღს ეძახიან), კაიმაღს (მთის არაჟანი) და ყურუთს ამზადებენ. ჩლეჩილი ყველისგან და მთის კარაქისგან ანუ იაღისგან მზად დება სწორედ ის ცნობილი კერძი, ბორანოს რომ ეძახიან. ბო რანოს მიმართ ორგვარი დამოკიდებულება არსებობს _ ან ძა ლიან უყვართ, ან ძალიან არ უყვართ. არადა, მთაში საუკეთესო საჭმელია შრომისგან გადაღლილი ადამიანებისთვის.
ჩირუხში წასვლას თუ გადაწყვეტთ, გირჩევთ, ჯიპით ან რამე მსგავსი მანქანით წახვიდეთ. გზა მთლად კეთილმოწყობილი არაა. ღამის გასათევად რამდენიმე არჩევანი გაქვთ. ერთი სპეციალურ საკარვე ადგილებზე საკუთარი კარვის გაშლაა. კარავს ბონუსად საღამოს კოცონის დანთება მოჰყვება, დი ლით კი ნისლში გაღვიძება და სიჩუმით ტკბობა. როგორც წე სი ასეთი ლაშქრობები, დიდხანს ამახსოვრდება ხოლმე ადა მიანს. მეორე არჩევანი ტურისტული თავშესაფარია. თავშე საფარს „მარეთი“ ჰქვია და ერთდროულად ორი ადამიანის მიღება შეუძლია. ღამის გათევა 25 ლარი ღირს. ტურისტული თავშესაფარი ერთ-ერთი მოიალაღის საიალაღო სახლშია განთავსებული. მოიალაღეებს აი, იმ ხალხს ეძახიან, ვინც სამი თვით ტოვებს თავის სახლს სოფელში და მთაში საცხოვრებ ლად გადადის.
ზემოთ რომ ვთქვი, ყურუთს ამზადებენ-მეთქი, მის შესახებაც გეტყვით. ყურუთი ერთგვარი აჭარული დელიკატესია, რომლის დამზადებას უამრავი დრო და ენერგია სჭირდება. ნადუღს, მჭა დის ფქვილსა და რძეს ერთმანეთში ურევენ. კარგად მოზელვის შემდეგ კაიმაღს ამატებენ. მას შემდეგ, რაც მასა ელასტიკური ხდება, პატარა მრგვალ ბურთებს აკეთებენ და ხის დაფაზე აწ ყობენ. შემდეგ ამ ხის დაფას აივანზე დგამენ გასაშრობად. გა მოშრობის პროცესი დაახლოებით ერთ თვეს გრძელდება. მთი დან დაბრუნებული მოიალაღეები ზამთრობით, მთაში დაგრო ვილ ყურუთს ტაფაზე აცხელებენ და ისე მიირთმევენ. რა თქმა უნდა, ზაფხულშიც შეიძლება გასინჯვა. თუ სოფელ შუბნისკენ არ გადაუხვევთ და ცენტრალურ გზას გაჰყვებით, ერთ საათში ხულოს მიადგებით.
© ფოტოები: მანანა ქველიაშვილი
ჩირუხი
21 VOYAGER 19/2020
აჭარა
ხულო-თაგო
ხულო აჭარის მაღალმთიანეთში ბოლო მუნიციპალური ცენტრია. თუ ხელოვნებით ხართ დაინტერესებული, შე გიძლიათ ხულოს სამხატვრო გალერეას ესტუმროთ და აჭარელი მხატვრების ნამუშევრებს გაეცნოთ. გალერეა ცენ ტრალურ გზასთან ახლოსაა. თუ თავად ვერ მიაგნებთ, ტურის ტულ ცენტრში იკითხეთ და მიგასწავლიან. ზაფხულობით ლამა ზი ხედები მოგხიბლავთ, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ ზამთარში მოხვდით ხულოში, კიდევ უფრო ფანტასტიკური სანახაობის მოწმე გახდებით. ხულო მთის კალთაზეა შეფენილი. მოკლედ რომ ვთქვა, ერთი აღმართია. ზამთრობით, როცა დაბის ქუჩები თოვლით იფარება, საავტომობილო გზას ბავშვები იკავებენ თავიანთი თოვლზე სასრიალო ციგებით. ზამთრის რომელ დღესაც არ უნდა მოხვდეთ ხულოში, თუ თოვლია, თვალს ვერ მოწყვეტთ მათ სრიალსა და ჟრიამულს.
ხულოს მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა ხულოსა და სოფელ თაგოს შორის გამოკიდებული საბაგიროა. თაგო პატარა სოფელია ხულოს მუნიციპალიტეტში და იქ სულ 64 ოჯახი ცხოვრობს. თაგო ხულოს თუ პირიქით, ხულო თაგოს 1719-მეტრიანი საბაგირო გზით უკავშირ დება, რომელსაც ადგილობრივები „ბაგირ გზას“ ეძახიან. საბა გირო 1985 წელს აშენდა. იმის მიხედვით, თუ წელიწადის რომელ დროს მოხვდებით ხუ ლოში, სურათი განსხვავებული დაგხვდებათ. მაგალითად, ად რე გაზაფხულზე შეიძლება კარტოფილის ტომრებთან, ხოლო ზაფხულობით სეზონური ხილით დატვირთულ კალათებთან ერთად იმგზავროთ. ადგილობრივებისთვის საბაგირო გარე
22 VOYAGER 19/2020
თაგო
სამყაროსთან დამაკავშირებელი მთავარი ძაფია. რადგან ყვე ლაზე სწრაფად თავიანთ მუნიციპალურ ცენტრში _ ხულოში ამ გზით ხვდებიან. სოფელში ხის სკოლა და მეჩეთია. სკოლის მოსწავლეების თვისაც საბაგირო უალტერნატივო ტრანსპორტია: ზოგი ცეკვა ზე დადის ხულოში, ზოგი ხატვაზე, ზოგიც აბიტურიენტია და _ რეპეტიტორთან, ამიტომ თაგოელების ნაწილი ხშირად საბა გიროშია გამოკიდებული. მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. სამწუხაროდ, საბაგირო იანვრის შემდეგ არ მუშაობდა, სარემონტო სამუშაოები უტარდებო და, რომლის დასრულებასაც აგვისტოსთვის ვარაუდობდნენ. თაგოში მოხვედრა საბაგიროს გარეშეც შეიძლება. ამისათვის დაახლოებით 8 კმ-ის გავლა მოგიწევთ ან ფეხით, ან მანქანით.
თუმცა გაითვალისწინეთ, რომ გზა დაზიანებულია. თაგოდან სხალთის ხეობისკენ საფეხმავლო მარკირებული ბილიკი მი დის. გზა ტყეში გადის და საუკეთესო არჩევანია, თუ მცირე მან ძილზე ლაშქრობას გადაწყვეტთ. მარშრუტის საერთო სიგრძე 9 კმ-ია და დაახლოებით 3 საათში გადის. ბილიკი სხალთის ხეობაში გადაგიყვანთ და პირდაპირ სხალთის მონასტერს მიადგებით. სხალთის მონასტერი სოფელ სხალთაში მეთორმეტე საუკუნეშია აგებული. მონასტერი დღემ დე უცვლელი ფორმითაა შემონახული. ქვის თაღოვანი ხიდე ბის აგებაც, სხალთის მონასტრის მსგავსად, ხალხური ლეგენ დის მიხედვით, თამარ მეფის სახელს უკავშირდება. უკან, სოფელ თაგოში იმავე გზით დაბრუნდებით.
23 VOYAGER 19/2020
აჭარა ხულოდან გზა კურორტ ბეშუმისკენ გააგრძელეთ. ბე შუმში მისვლამდე გოდერძის უღელტეხილი უნდა გა დაიაროთ. სანამ უღელტეხილამდე მიხვალთ, გზად კუ რორტი გოდერძი შეგხვდებათ. გოდერძიზე წასვლა უფრო ზამ თარშია რეკომენდებული. ახლა იქ გამალებული მშენებლობა მიდის, ინვესტორები სასტუმროებსა და დასასვენებელ კომ პლექსებს აშენებენ. გოდერძის უღელტეხილიდან მალევეა ბეშუმი, რომელიც ერ თდროულად დასასვენებელი კურორტიცაა და საზაფხულო იაილაც. აქ შეხვდებით ქალაქის სიცხეს გამოქცეულ დამსვე ნებლებსაც და მთაში სამი თვით საცხოვრებლად გადასულ მოიალაღეებსაც. ბეშუმთან ახლოს არის საყოველთაოდ ცნობილი მწვანე ტბა. ტბის ზედაპირი თითქმის სულ ხასხასა მწვანეა. იდეალური ადგილია კარვის გასაშლელად და ბუნება ში დასასვენებლად. ბეშუმში ასვლა ნებისმიერ დროს შეგიძ ლიათ, წამოსვლას კი დილით ადრე გირჩევთ. ამ დროს ხეობაში ნისლია ჩაწოლილი და ისეთი შთაბეჭდილე ბა ექმნება მნახველს, თითქოს ღრუბლებზე გადის გზა. თუ გა დაწყვეტთ, რომ მთიან აჭარაში მოგზაურობა არა ბათუმიდან, არამედ ახალციხიდან დაიწყოთ, პირველი სწორედ ბეშუმში მოხვდებით.
ბეშუმი გოდერძის უღელტეხილთან ახლოსაა. ამიტომ აქ ღა მისთევის არჩევანი დიდია. თუ მთაშიც კომფორტს ეძებთ, მაშინ კურორტ გოდერძიზე კოტეჯებში გირჩევთ ღამის გა თევას. ასევე შეგიძლიათ დარჩეთ სოფელ დანისპარაულში, სა დაც რამდენიმე საოჯახო სასტუმროა. სოფელი ახლოსაა როგორც კურორტ გოდერძისთან, ასევე ბეშუმთან. უშუალოდ კურორტ ბეშუმში კი კერძო კოტეჯებია, რომლის დაქირავებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ბეშუმში წას ვლისას გირჩევთ ყველა საჭირო წვრილმანი ნივთი მოი მარაგოთ. მართალია, კურორტზე მაღაზიები არის, მაგრამ არჩევანი მწირია. ნატურალური პროდუქტი თუ გინდათ, მოიალაღეებთან უნდა მოიკითხოთ. აქ შეგიძლიათ იყიდოთ ჩლეჩილი ყველი, მთის კარაქი, კაიმაღი და ბარში წაიღოთ. საოჯახო სასტუმრო „ნადიმი“ დანისპარაულში: +995 591 71 45 06 საოჯახო სასტუმრო „ნუკრი“ კურორტ გოდერძიზე: +995 599 01 34 85 კოტეჯის დაქირავება კურორტ ბეშუმში: +995 577 25 21 88 კოტეჯები კურორტ „გოდერძიზე“: +995 598 88 60 60 მანანა ქველიაშვილი
© visitajara.com
ხულო-ზარზმის გზა ამ დრომდე დასრულებული არაა, ამიტომ გირჩევთ კარგად გამართული მანქანით იაროთ, დეტალური რუკაც თან გქონდეთ და შესაბამისი მოკვლევაც გზებთან, ღამის გასათევთან დაკავშირებით, წინასწარ ჩაატაროთ.
ბეშუმი
24 VOYAGER 19/2020
სად დავრჩეთ და სად ვიკვებოთ მაღალმთიან აჭარაში
...........................................................................................................................
ქედა ქედაში ბევრი საოჯახო სასტუმროა, მაგრამ რადგან ჩვენს გზამკვლევში საოჯახო სასტუმრო „მოყვარეს“ შესახებ გე საუბრეთ, გირჩევთ იქ დარჩეთ. ღამისთევა 30 ლარი ღირს. აქვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ აჭარული კერძები, თავად მიი ღოთ მონაწილეობა მათ მომზადებაში. ოჯახის უხუცესი მას პინძელი კი თქვენი განწყობის შექმნაზე იზრუნებს _ განთავ სებისა და კვების გარდა, სასტუმროში სტუმრებს ქართული პოლიფონიური სიმღერების შესწავლასაც სთავაზობენ. ( +995 577 20 55 13; +995 591 98 08 41 ...........................................................................................................................
GOMARDULI ZEN GARDEN მთიან აჭარაში ამ ძენ-ბუდისტურ სამოთხეს, სხვაგვარად ეკო- ჰედონიზმის თემსაც უწოდებენ. დამფუძნებელი, იევჰენ ვოვკი უკრაინელია, დაიბადა კიევში, განათლებით იურისტია, შემდეგ ინჟინერიაც შეისწავლა. ახლა კონტაქტური იმპროვიზაციისა და ჩაის ცერემონიის მასწავლებლად მუშაობს. საქართველო ში 2018 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად, მანამდე კი აქ კონ ტაქტური იმპოვიზაციის ფესტივალი ჩაატარა _ ოც ქვეყანაში იდეალური ლოკაციის ძებნის შემდეგ, არჩევანი საქართველო ზე შეაჩერა.
შუახევი საოჯახო სასტუმრო „ნანინა“ შუახევის მუნიციპალურ ცენ ტრამდეა. სოფელ ცხემლისში. თუ აქ დაბინავებას გადაწ ყვეტთ, მასპინძელი სოფელში მოყვანილი, ნატურალური პროდუქტებით გაგიმასპინძლდებათ, ღამეს კი ძველ ხის სახლში გაათევთ. დილით ფანჯრიდან კი საოცარი ხედი გა დაგეშლებათ. ( +995 577 45 46 51 ...........................................................................................................................
ხულო, თაგო დაბა ხულოში რამდენიმე სასტუმროა, თუმცა თუ გსურთ მშვიდ გარემოში დასვენება, გინდათ დილით ჩიტების ჭიკჭიკმა და სამზარეულოდან გამოსულმა სასიამოვნო სუნმა გაგაღვიძოთ, გირჩევთ ხულოსთან ახლოს, სოფელ თაგოში დაბინავდეთ. თაგოში 4 საოჯახო სასტუმროა. ოთხივე სასტუმრო გთავა ზობთ განთავსებას და კვებას. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ისეთი კერძები, რომლებიც მხოლოდ ამ რეგიონისთვისაა და მახასიათებელი. მაგალითად, ნაღდიბორა, ჰასუთა, ხავიწი, ბორანო, სინორი და სხვა აჭარული დელიკატესები. დავით ბოლქვაძის საოჯახო სასტუმრო: +995 598 09 09 61 ზებურ ცეცხლაძის საოჯახო სასტუმრო: +995 591 05 58 15 ზურაბ ცეცხლაძის საოჯახო სასტუმრო: +995 598 09 59 09
HILL INN
ქედა
ამ ადგილის მესვეურები თავის ბრენდს ორი, თითქოს ურთიერ გამომრიცხავი სიტყვების ერთობლიობას არქმევენ _ ლაქშერი კემპინგი _ ანუ ღამისთევა კარვებში, ოღონდ დახვეწილად და მდიდრულად. ფოტოების დათვალიერებისთანავე მიხვდებით, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. სასტუმროს ნომრები კომ ფორტულია, ხედები _ პანორამული, წვიმიან ამინდში სახლის კინოთეატრითა და ბიბლიოთეკით შეიქცევთ თავს, სპეციალუ რად მოწყობილ ადგილზე კოცონს დაანთებთ, სპა ზონაში კი ჯაკუზი და საუნა გელით ისეთ ადგილზე, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზეა გაშლილი ჰორიზონტი. www.facebook.com/hillinnkeda
გომარდულში შემთხვევით მოხვდა და დაასკვნა, რომ აქაურობა შესანიშნავი ადგილია retreat-ცენტრის, ანუ, სულიერი და ფიზი კური განტვირთვის ცენტრის გასახსნელად. წელს ამ ადგილზე მსხლის ბაღიც ექნებათ, ბაღს ნენსი სტარკ სმითის სახელი ერ ქმევა _ იმ ქალბატონის, რომელმაც კონტაქტური იმპროვიზა ციის მოძრაობა დააფუძნა და 2020 წელს გარდაიცვალა. გომარდულის ძენ-ბაღი ადგილობრივებს ასაქმებს და ასევე მხოლოდ ადგილობრივ სურსათს იყენებს. იქ ერთდროულად 60 სტუმარს შეუძლია დარჩენა. გომარდულში ყველას დახ ვდება სუფთა ჰაერი, სიჩუმე, სილამაზე, ასევე ცეკვა, მედიტა ცია, ჩაის ცერემონია, იოგა, კონტაქტური იმპროვიზაცია. ერთა დერთი _ აქ არ აქვთ ალკოჰოლი, მაგრამ სხვა იმდენი სიკეთე აქვთ, დარწმუნებული ვარ, გონება ალკოჰოლური სტიმულირე ბის გარეშეც გაგეხსნებათ. ამ მაღალმთიანი სოფლის ერთ მოწმენდილ, გაშლილ მწვანე ფერდობზე 5 ხის კოტეჯი დგას, საძინებელი ოთახები _ მინი მალისტური, ხარისხიანი და დახვეწილი ინტერიერებით მეორე სართულზეა, პირველი სართული ბუხრით, ჩაის დასალევად, მოსასვენებლადაა განკუთვნილი. რესტორნის მენიუ განსაკუთრებით ჯანსაღია და ბიოდინამიკუ რი კულინარიის კონცეფციას ეყრდნობა. რადგან გომარდულის ძენ-ბაღი მხარს უჭერს ადგილობრივი ფერმერების წარმოებას, მაღაზიაც აქვთ, რომლის საშუალებითაც გომარდულელების თაფლის, მურაბებისა და სხვა პროდუქციის ყიდვა შეიძლება. www.gomarduli.life დარია ხოლოდილინა,
ბლოგერი, ღვინის ტურების დამგეგმავი
აგროტურიზმთან დაკავშირებული სხვა აჭარული ადგილები მოძებნეთ მცირე მარნების ატლასზე.
25 VOYAGER 19/2020
აჭარა
ჩასვლა დედამიწის უხსოვარ შრეში აჭარა გაჩვენებს, როგორი იყო სამყარო განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, მთავარია, მიჰყვე გზას ნ უც ა ცქიმ ან ა ურ ი მ წერალი-გ იდი
მატარებელი ბათუმში ჩერდება და მგზავრები უზარმაზარ ჩე მოდნებს მიათრევენ გასასვლელისკენ, გარეთ მზე ანათებს და ლურჯად მოლივლივე ქაფიანი ზღვა და თეთრი შეზლონგები დამსვენებლებს იხმობს. მე კი, ზურგჩანთამოკიდებული, მოდ გაფუნე ზღვას ხელს ვუქნევ და ვშორდები. გეზი აჭარის მთია ნეთისკენ მიჭირავს. ტურის დაწყების წინ, როცა ჩემს სტუმ რებს საქართველოს რუკას გავუშლი ხოლმე, მათ გაოცებულ მზერას ვაწყდები _ რა პატარა ქვეყანა გქონიათო. ჰოდა, მაშინ ვუყვები ხოლმე ძველ, მაგრამ სასაცილო ანეკდოტს: „საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ თუ დააუთავებ, ის რუსეთზე დიდიც კი გამოვაო“. მოგზაურობის დასასრულს კი
ყოველთვის ახსენდებათ ეს ხუმრობა და აღნიშნავენ, რომ ჭეშმარიტად, სულაც არ ყოფილა საქართველო პატარა ქვე ყანა. ამიტომაც მიყვარს ჩემი სამუშაო _ საქართველოს მთა სა და ბარში უსასრულო მოგზაურობა და ახალ ადამიანებ თან ერთად ახალი ადგილების აღმოჩენა, მერე კი ამ ამბების სხვა ადამიანებისთვის გაზიარება. პირველი არ ვიქნები, ვინც ზღვაზე გარუჯვას ლაშქრობას არჩევს, თუმცა რას იტყვით, თუ ორივე ერთად იქნება შესაძლებელი? ლაშქრობა ხომ მხოლოდ მანძილის დაფარვა და ფიზიკური დაღლა არაა, არც მაინცდა მაინც მთაა. ლაშქრობა და დასვენება ყველგან და ყოველთვი საა შესაძლებელი, მთავარია, სწორი მარშრუტები შეარჩიოთ.
26 VOYAGER 19/2020
© nationalparks.ge
შეიძლება იშვიათი სახეობის ჭაობის კუს ან ულამაზეს ლურჯ ფრინველს _ ალკუნს გადაეყაროთ. ვიზიტორთა ცენტრში ასე ვე შესაძლებელია ჭაობის თხილამურებით გასეირნება. თუ კი მეტი ფიზიკური აქტივობისა და თავგადასავლისთვის ხართ მზად, მაშინ კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალს გირჩევთ, რო მელიც ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტშია. აქ ორი ტურის ტული, მარკირებული მარშრუტი გადის _ მარტივი და უფრო რთული. პირველი ბილიკის სიგრძე სულ 700 მეტრამდეა, მაგრამ საკ მაოდ მრავლისმომცველი და ინფორმატიული. აქ საშუალება გაქვთ, ერთ დღეში დაათვალიეროთ კოლხური ბზების კო რომი, მდ. კინტრიშზე გადებული ძველისძველი ქვის თაღო ვანი ხიდი, რომელიც ოდითგანვე აკავშირებდა ქობულეთს სოფელ ხინოსთან, გაგრილდეთ ჩანჩქერში, დაათვალიეროთ მარანი და მოინახულოთ წმ. გიორგის სახელობის მონასტე რი. ბილიკი მარტივი და სასიამოვნო გასავლელია, არ მოით ხოვს განსაკუთრებულ მომზადებას. ხშირი ტყე და გრილი მდინარე მცხუნვარე მზისგან დაგიცავთ და საოჯახო პიკნიკსაც მოგაწყობინებთ.
ისპანის ჭაობი თუ ბავშვებთან ერთად ისვენებთ აჭარის ლაჟვარდოვან სანა პიროზე, მაგრამ მიიჩნევთ, რომ ცოტა „ფეხის გაშლაც“ არ გაწ ყენდათ, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მონახულების შემდეგ, გირჩევთ აუცილებლად მიაკითხოთ ქობულეთის დაცულ ტე რიტორიებს და ისპანის ჭაობი მოინახულოთ. ეს უბრალო ჭაო ბი არ გეგონოთ _ ზღვის სანაპიროდან სულ რაღაც სამასიოდე მეტრში, მსოფლიოში ყველაზე ხელუხლებელი, სფაგნუმიანი ცოცხალი ტორფის მონახულებაა შესაძლებელი. სფაგნუმი იშ ვიათი, გარემოს დაბინძურებისადმი ყველაზე მგრძნობიარე თეთრი ხავსია, რომელიც ისპანის ჭაობს 20-25 სმ. სისქის საბა ნივით ახურავს. სწორედ ეს საფარი იცავს ქობულეთს წყალდი დობებისგან მრავალდღიანი კოკისპირული წვიმების შემდეგ. სფაგნუმი ისე მოქმედებს, როგორც ღრუბელი, მას შეუძლია თა ვის წონასთან შედარებით 25-ჯერ მეტი წყალი შეიწოვოს. სფაგ ნუმის გუმბათისკენ მიმავალ ბილიკზე, თუ გაგიმართლებთ, 27 VOYAGER 19/2020
© visitajara.com
აჭარა
ტბა ტბიყელი
მთა მტირალა, რომლის სიმაღლეც სულ რაღაც 1381 მეტრია, ყველაზე ნალექიანი ადგილია ჩვენს სამშობლოში, ნალექის წლიური რაოდენობა 4520მმ-ია, სწორედ ამიტომ ეწოდება ამ მუდმივად ნისლმოხვეულ მთას „მტირალა“. მტირალას ეროვ ნულ პარკში (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) ცხოველთა და მცენარეთა იშვიათ, გადაშენების პირას მყოფ სახეობებს შეხ ვდებით, სწორედ ამიტომ ტერიტორია 3 ზონადაა დაყოფილი: მკაცრი დაცვის ზონა, სადაც მხოლოდ მეცნიერული დაკვირ ვებების განხორციელებაა შესაძლებელი, ვიზიტორთა ზონა და ტრადიციული გამოყენების, ანუ საცხოვრებელი ზონა. ვიზიტორთა ზონაში კარვების გაშლა, პიკნიკის მოწყობა და ხელუხლებელ ბუნებაში გასეირნება ნებადართულია. აქვეა პა ტარა, 12 მ სიმაღლის ჩანჩქერი და პატარა მდინარე, რომელიც გუბდება და კალმახის საბინადრო ადგილს წარმოადგენს. 28 VOYAGER 19/2020
©დაცული ტერიტორიების სააგენტო. ფოტო: ლაშა გიგაური.
მეორე ბილიკი შედარებით ხანგრძლივი და რთულია. ბილი კი იწყება სოფელ ახოსეილის სამხრეთით მდებარე ფერდო ბიდან და მიემართება სოფელ ხინოსკენ, ბილიკის სიგრძე 18 კმ-ია, რეკომენდებული ხანგრძლივობა 2 დღე. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2220 მეტრი. ტბაში თევზი არ ბინად რობს, თუმცა სავსეა კავკასიური ტრიტონით, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. კარგ ამინდში ტბიდან ულამაზესი პანო რამა იშლება შავი ზღვის სანაპიროსა და კავკასიონზე. უკანა გზაზე, სოფელ დიდვაკეში, 2500-წლიანი უთხოვარის კორომე ბის ნახვაცაა შესაძლებელი.
©დაცული ტერიტორიების სააგენტო. ფოტო: ლაშა გიგაური.
მტირალას ეროვნული პარკი
29 VOYAGER 19/2020
©დაცული ტერიტორიების სააგენტო. ფოტო: ლაშა გიგაური.
მთა მტირა ლას სიმაღლე სულ რაღაც 1381 მ-ია და წარმოადგენს ყველაზე ნალე ქიან ადგილს საქართველოში, ნალექის წლიუ რი რაოდენო ბა 4520მმ-ია, სწორედ ამიტომ ეწოდება ამ მთას „მტირალა“.
აჭარა
თუკი ბათუმში გადაწყვიტეთ დასვენება და ხმაურიან სანაპი როს გსურთ გაერიდოთ ერთი, ან რამდენიმე დღით, გირჩევთ მაჭახელა მოინახულოთ. ესაა ტრანსსასაზღვრო, ბიომრა ვალფეროვნებითა და კულტურული თუ საფორტიფიკაციო ნაგებობებით გამორჩეული ხეობა. მას შემდეგ, რაც XVII საუ კუნეში ეს მხარე ლაზეთთან და სამცხე-საათაბაგოსთან ერთად მიისაკუთრეს, მხოლოდ 1878 წელს დაუბრუნდა საქართველოს. ზემო მაჭახელას ნაწილი კი დღემდე თურქეთის შემადგენლო ბაში რჩება. ამ ხეობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მარშრუტს „მაჭა ხელას თოფის გზა“ ეწოდება და აჭარის ერთ-ერთი ყველა ზე საინტერესო მარშრუტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად მოინახულოთ მაჭახელას განთქმული თოფის მონუმენტი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი სო ფელ სკურდიდში, ცხემლარას თაღოვანი ხიდი, ჩანჩქერი, გვარას ციხის ნანგრევები, 200 წლის ულამაზეს მეჩეთში გან
თავსებული სოფელ ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრა ფიული მუზეუმი და მაჭახელას ეროვნული პარკის ულამაზესი ბუნება: ქოქოლეთის, ტყუპი ჩანჩქერისა და მთავარანგელო ზის ბილიკები. ალბათ მსოფლიოში ბევრგან არაა ადგილი, სადაც თოფს მონუ მენტი დაუდგეს. აჭარაში კი არის და დღემდე ყვება ისტორიას, როგორ გაუთქვა კაჟიანმა თოფმა ხეობას სახელი. მართალია, დღეს ამ იარაღით აღარავინ იბრძვის, მაგრამ მეიარაღეო ბის ტრადიციის გადაცემა ძველებურად გრძელდება. როგორც ზაქარია ჭიჭინაძე წერს, აქაური თოფი ოსმალეთშიც ყოფილა გან თქმული. იარაღში „მაჭახელა“ პირველობდა და ასე იტყოდნენ, თოფი ან „მაჭახელა“ უნდა იყოს, ან „სტამბულიო“. მეოცე საუკუ ნის დასაწყისში, სოფელ ზემო ჩხუტუნეთში საჩიტე, იგივე ფილთა თოფებსაც ამზადებდნენ. მაჭახელას ხეობის იარაღის მჭედლე ბი ძირითადად ორი სახის იარაღს აკეთებდნენ – თოფხანეს და ნალფარას. თოფხანე მოსევადებული იყო ვერცხლითა და ძვლით.
30 VOYAGER 19/2020
©დაცული ტერიტორიების სააგენტო. ფოტო: პაატა ვარდიაშვილი ©დაცული ტერიტორიების სააგენტო. ფოტო: პაატა ვარდიაშვილი
მაჭახელას ეროვნული პარკი იარაღში „მაჭახელა“ პირველობდა და ასე იტყოდნენ, თოფი ან „მაჭახელა“ უნდა იყოს, ან „სტამბულიო“.
გირჩევთ, სოფლის გარშემო გაისეირნოთ და თვალი შეავლოთ აქაურობისთვის დამახასიათებელ და გამორჩეულ ხის არქი ტექტურას. მაღალ ოჩოფეხებზე მდგარ ნალიებში აუცილებლად შეამჩნევთ გასაშრობად დაყრილ ყვითელ სიმინდსა და ნაირფერ ხილს, ცოტა უფრო შორს თუ წახვალთ, 200 წლის სამსართულიან მეჩეთსაც აღმოაჩენთ, სადაც ამჟამად მაჭახელას ხეობის ეთნოგ რაფიული მუზეუმია განთავსებული. 31 VOYAGER 19/2020
© visitajara.com
გადმოცემით თოფებსა და დამბაჩებს ოქრო-ვერცხლითაც ასევა დებდნენ. თოფხანე თოფს ხრახნილი ლულა ჰქონდა, რაც ხელს უწყობდა შორს და მიზანში სროლას. რაც შეეხება ნალფარა თოფს, მისი ლულა ხრახნილის გარეშე მზადდებოდა. ადგილზე ამზადებდნენ დენთსა და საფანტს, ტყვია კი, შემოჰქონდათ. სო ფელი ჩხუტუნეთი გამორჩეული სოფელია. არამხოლოდ იმიტომ, რომ საზღვრისპირია და აქ მთავრდება საქართველო. აქაურობას ბუნებასთან ერთად ადამიანები გამოარჩევენ, რომლებიც დაუღა ლავად უყვებიან სტუმარს საინტერესო ამბებს.
აჭარა მახუნცეთის ჩანჩქერი ბათუმში დამსვენებლებისთვის ყველაზე მარტივი, ხელმისაწვდომი და პოპულარული მიმართულებაა. სულ რაღაც 1 საათია საჭირო აქ მოსახვედრად და სასიარულო დაც მარტივია, რადგან მდებარეობს მთავარ გზასთან ახლოს, ზღვის დონიდან 335 მ-ზე. ვარდნილის სიმაღლე დაახლოებით 50 მეტრია და დაცემისას საკმაოდ ღრმა მორევს ქმნის. გირჩევთ, ჩანჩქერთან მიახლოებისას სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან წყლის ვარდნის გამო, გარშე მო ქვები სველია. ამიტომ მარტივად შეიძლება ფეხი აგისრიალდეთ და დაშავდეთ. აქვეა რესტორნის ტი პის რამდენიმე ობიექტი და საპიკნიკე ადგილი.
თუ კურორტ გოდერძისკენ გადაწყვიტეთ მოგზაურობა, გირ ჩევთ გზად გოდერძის ალპური ბაღი მოინახულოთ. გოდერძის ალპური ბაღის იდეაა, ხელი შეუწყოს მაღალი მთის ადგილობ რივ მცენარეთა კოლექციის თავმოყრას ალპურ ბაღში, მის დო კუმენტირებას და გამოყენებას სამეცნიერო, საგანმანათლებ ლო და შემეცნებითი მიზნებისათვის, უზრუნველყოს საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა კონსერვაცია, დაცვა და შენარჩუნება. გოდერძის ალპური ბაღის მცენარეთა კოლექცია საკმაოდ მრა ვალფეროვანია, რომელიც ძირითადად აბორიგენული სახეო ბებითაა წარმოდგენილი. ამჟამად ალპური ბაღის ტერიტორია ზე არსებობს ექვსი სახეობის მერქნოვანი და ასამდე სახეობის ბალახოვანი მცენარე.
კურორტი ბეშუმი ბათუმი-ახალციხის გზაზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ-ში მდებარეობს აჭარის ერთ-ერთი გამორჩეული მთის კლიმატუ რი კურორტი ბეშუმი. თუკი აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას სიახლოვეს აღმოჩნდებით, აუცილებლად ესტუმრეთ სოფელს. წელიწადის ამ დროს აქ იმართება ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“. დღესასწაულზე ადგილობრივი კერძებისა და ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი და, რა თქმა უნდა, ფოლკლორულ საღამოზე დასწრება. წელიწადის უმეტეს დროს, გოდერძის უღელტეხილის მიმდება რე ტერიტორია თოვლის საფარის გამო დაკეტილია. მისი სი მაღლე დაახლოებით 4-5 მეტრს აღწევს და მხოლოდ მაისის შუა რიცხვებისკენ იწმინდება.
გოდერძის ნამარხი, იგივე გაქვავებული ტყე გოდერძის ნამარხი, იგივე გაქვავებული ტყე, როგორც მას ხშირად უწოდებენ, აჭარისა და სამცხის საზღვარზე, მდინარე ძინძეს ხეობაში, გოდერძის უღელტეხილის შემოგარენში მდე ბარეობს, ზღვის დონიდან 1600-2100 მ სიმაღლეზე. ნამარხს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და ბუნების უიშვიათეს საოცრებას წარმოადგენს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ შუა აზიასა და საქართველოს მიწაზეა მიკვლეული. სხვანაირად მას კაჟის ტყესაც უწოდებენ. დიდი ხნის წინათ აქ ხარობდა ტყე, რომელიც შემდეგ ვულკანური ქანებით დაიფა რა, დროთა განმავლობაში ქანებში მოყოლილი ხის ნაწილე ბი დალპა და მიწის სიღრმეში დარჩა მათი ფორმისა და ზომის სიცარიელე. ალაგ-ალაგ საუკეთესოდ არის შემონახული პალ მისა და სითბოს მოყვარული ფოთლოვანი მცენარეების, გან
საკუთრებით დაფნისნაირების ფოთლების ანაბეჭდი, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ ამ პერიოდში ტროპიკული ჰავა ყოფილა და შესაფერისი მცენარეები ხარობდნენ. აქ ნაპოვნია პალმე ბი, მაგნოლიები, დაფნები, მირიკისებურნი, საპინდუსისებურნი, მირტისებურნი, ერთი მხრივ და ტირისებურნი, არყი, რცხილა, წიფლისებრნი _ მეორე მხრივ. გოდერძის ფლორის ასაკს ქვე დაპლიოცენურად განსაზღვრავენ. მცენარეული ნაშთები გამოსახულია ხეების გაქვავებული და ნახევრად გაქვავებული ღეროებით და ფოთლების ანაბეჭ დებით, რომლებიც მოქცეულია ნაცრისფერ ვულკანურ ტუფ ში. ზოგიერთი ხე ვერტიკალურ მდომარეობაშია დამარხული, ზოგიც წაქცეულია. ეს უკანასკნელი დიდძალ მცენარეულ ნაშ თებს შეიცავს, რაც მოწმობს ვულკანური ამოფრქვევის დროს ამ ადგილას ტყის არსებობას. ,,გოდერძის ფლორა“ შედგენილია ტროპიკული და ზომიერი ჰავისათვის დამახასიათებელი მცენარეების ნარევით (მარად მწვანე და ფოთოლცვენადი სახეობებით) და მკაცრ დაცვას მოითხოვს მეცნიერული მნიშვნელობის გამო, თუმცა, ზოგი მაინც არ ერიდება მის ხელყოფას, რადგან ამ ხეებს ხელნაკე თობისათვის გამოსადეგ მასალად მიიჩნევენ. ბუნების ამ საოც რების ნახვა მარტივადაა შესაძლებელი, თუ ოდნავ მეტად ყუ რადღებით იქნებით, რადგან არსად გადახვევას არ საჭიროებს _ გზიდანვე იოლად შეამჩნევთ. რა თქმა უნდა, აჭარა მხოლოდ ის მარშრუტები არაა, რაც აქ ჩა მოვთვალე. გზის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა, ვეცდები, პირველაღმომჩენის სიამოვნება არ წაგართვათ და და ნარჩენი თავად ნახოთ. მე მხოლოდ ის გამიხარდება, თუ აჭარას ზღვის მიღმა დაინახავთ და მისი ხასიათის მრავალფეროვნებას, მისტიკურობასა და სიძველეს თავად ირწმუნებთ.
ჩანჩხალოს მღვიმე-მაცივარი თუკი შუახევის მუნიციპალიტეტში მოხვდებით, არ გაუშვათ ხელიდან შანსი, სოფელ ჩანჩხალოში შეიაროთ და უცნაური მღვიმე მოინახულოთ. განსხვავებით თავისი თანამოძმე მღვი მეებისაგან, აქ ტემპერატურა მუდმივი კი არაა, არამედ სეზონის მიხედვით იცვლება _ ზაფხულში მაცივარივით ცივა და აქ პრო დუქტების შენახვაც კი შეიძლება ხანგრძლივი დროით, ხოლო ზამთარში, პირიქით, თბილა. სოფლის ამ ნაწილს „ნამალევს“ ეძახიან. დასახელება, სავარაუდოდ „სამალავიდან“ მომდი ნარეობს და იმ დროს უკავშირდება, როცა ადგილობრივებს ხშირად ესხმოდნენ თავს, ისინი კი ტყესა და მღვიმეებში იხიზ ნებოდნენ. ამ სოფელშივეა, გადმოცემის მიხედვით, 600 წლის უთხოვარის ხე, რომელიც ჯერ კიდევ იძლევა ნაყოფს. ხიხანის, იგივე ხირხათის ციხე (აბუსერისძეთა საგვარეულო ციხე) — შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა აჭარაში, ხულოს მუნი ციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში, მდინარე სხალთის სათავეებში, მაღალ ციცაბო კლდის წვერზეა აღმართული. მე კი მას მიაძაკის ანიმეებიდან რომელიმე ციხეს შევადარებდი, მასთან რომ მიაღწიო, ღრუბლებამდე აწვდილი ბილიკი უნდა გაიარო. მარშრუტი საკმაოდ რთული და დამღლელია. რეკო მენდებული დრო 2 დღეა. ბათუმიდან დაბა ხულოსკენ მიმავალ გზაზე ფურტიოს XII საუკუ ნის ქვით ნაშენ, თაღოვან ხიდს გაივლით, რომლის აგების ამ ბავიც ისევე, როგორც სხვა ბევრის, თამარ მეფეს უკავშირდება. თაკარა, მზიან დღეს, გირჩევთ ფურტიოს წყალზე შეისვენოთ, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მარგებელი წყალი და
32 VOYAGER 19/2020
ლიოთ, იქვე მოხარშული, სურნელოვანი და სქელი ნალექიანი ყავით გამხნევდეთ და განაგრძოთ გზა სამხრეთით, სხალთის წყლის ხეობაში. ფურტიოდან ათიოდე კილომეტრში სხალთის მონასტერიც გამოჩნდება – შუა საუკუნეების არქიტექტურისა და მონუმენტური კედლის მხატვრობის ერთადერთი და განსაკუთ რებული ნიმუში ხულოს მუნიციპალიტეტში. ყველაზე ახლოს, ხიხანის ციხესთან სოფელ ბაკიბაომდეა შესაძლებელი მის ვლა, ყველანაირი სახის ტრანსპორტით. აქ სამანქანე გზა წყდე ბა და იწყება საფეხმავლო ბილიკი. ღამის გათევა და დაბანაკე ბა აქვეა შესაძლებელი, ტყის პირას. თუმცა, თუ უპირატესობას საოჯაო ტიპის სასტუმროებს ანიჭებთ, ღამის გასათევი იოლად შეგიძლიათ მონახოთ სოფელ ხიხაძირში. ასაკრეფი სიმაღლის და აკლიმატიზაციის გამო, სჯობს, ეს მარ შრუტი 2 დღეზე გადაანაწილოთ, ასე ფიზიკურ ძალას და ენერ გიასაც შეინარჩუნებთ და აჭარის მთის სილამაზით ტკბობას და სუფთა ჰაერსაც შეირგებთ. ადგილობრივები ტურისტებს ხშირად ურჩევენ ხოლმე, პირი დიდზე დააღეთ და ღრმად ჩაისუნთქეთ შეურყვნელი ჰაერი, შეირგეთ, როგორც თაფლი და კანფეტიო. მეორე დღეს, გამო ძინებულს და დასვენებულს უკვე აღარ გაგიჭირდებათ ციხის ბილიკს შეჭიდება. სტარტიდან საწყისი წერტილი 1800 მეტრია,
ხოლო სასრული სიმაღლე 2220 მ. ჯამში, ფეხით სავალი 4 კმ-ია, რომელიც საკმაოდ დამღლელ და ციცაბო კლდეს მიუყვება. აქ ასასვლელად კარგი ფიზიკური მომზადება და სულიერი გამ ძლეობაა საჭირო. თუმცა, როდესაც ციხის კედლებში შეაბი ჯებთ და მაღალი მთებიდან მონაბერი ლეგენდების სუნთქვას იგრძნობთ, მიხვდებით, რომ ეს გზა ამად ღირდა და თუმცა ბი ლიკზე სულ თავბედს იწყევლიდით, მზად ხართ, ამ ჯადოსნურ ადგილას სამუდამოდ თუ არა, ძალიან დიდხანს მაინც დარჩეთ. ხიხანის ციხე მეათე-მეცამეტე საუკუნეებით თარიღდება, ლე გენდების მიხედვით, ციხის აგებას თამარ მეფეს მიაწერენ. ხი ხანის ციხე, აჭარის ერისთავთერისთავ აბუსერიძეთა მთავარი რეზიდენცია ყოფილა. შემდეგ მას ოსმალები დაეპატრონენ. 1815 წელს ხიხანის ციხეში ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი სელიმ ხიმშიაშვილი იყო გამაგრებული. როგორც ბევრი ციხე საქარვე ლოში, ეს ციხეც შიგნიდან გატყდა. სელიმი კი ოსმალებმა შეიპ ყრეს და თავი მოჰკვეთეს. ვიწრო და დამღლელი ბილიკი, რო მელსაც მივუყვებით, ციხის მისადგომი ერთადერთი, უძველესი გზაა. საფორტიფიკაციო კომპლექსში შედის რამდენიმე ნაგე ბობა: გალავანი, კოშკები, ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულე ბის შენობათა ნაშთები. ამჟამად ციხის ტერიტორიაზე მიმდინა რეობს მოკვლევა და მზადება ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რაც, პირველ რიგში, ციხეზე ასვლას გააადვილებს.
ხიხანის ციხე გაითვალისწინეთ: ხიხანის ციხე რამდენიმე კილომეტრშია თურქეთის საზღვრამდე, რიგ ბილიკებს ისეთი მიმართულება აქვს, ნის ლიან ამინდში, მოგზაურს ადვილად შეიძლე ბა აებნეს გზა და თურქეთის ტერიტორიაზე მოხვდეს. ამიტომ, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, ხიხანის ციხის დასაწყისშივე, ასახვევთან, წელს სამხედრო ბლოკ-პოსტი დადგეს. საბუთების მომზადება სასაზღვრო პოლიციაში შეიძლება თბილისსა და ბათუმ ში და თადარიგის წინასწარ დაჭერაა საჭირო. ადგილზეც შეიძლება საკითხი მოგვარდეს, მაგრამ ეს რამდენიმე საათს მაინც წაიღებს.
33 VOYAGER 19/2020
გურია
გურია
34 VOYAGER 19/2020
©დაცული ტერიტორიების სააგენტო. ფოტო: ლაშა გიგაური.
პალიასტომის ტბაზე ცხრა კილომეტრიანი სანაოსნო ტურის საწყისი წერტილი სამეგრელოს მხრიდანაა, თუმცა, მოივლით “გურიის ნაწილებსაც”. დაათვალიერებთ ლელქაშის მაღალ, გაუვალ რაყებს, მეორად ნოტიო მდელოებს, სამეფო გვიმრების ხშირ საფარს, დააკვირდებით გადაფრენ ფრინველებს - ზოგს უკვე წითელ წიგნში აღნუსხულებს. პალიასტომის ტბა გურიისთვის მნიშვნელოვანი ტბაა მიუხედავად იმისა, რომ გურიას თავისი ზღვისპირეთიც აქვს. ტბის გურიის ნაწილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ეკუთვნის. https://apa.gov.ge/
35 VOYAGER 19/2020
გურია
წინ, მეეტლევ, გურიისკენ დიანა ანფიმიადის სუბიექტური მოგზაურობა დი ა ნა ა ნ ფიმია დი
„მივალ გურიაში მარა“ _ ასე იწყება სიმღერა, რომელიც ყვე ლამ იცის, მერე რა, რომ მისამღერად სხვა, ასევე ხალხური სიმღერის მოტივს ურთავენ ხოლმე. მე, გურიის გზას რომ და ვადგები, სულ სხვა სიმღერას ვღიღინებ. ინოლა გურგულია ძალიან მიყვარს, მისი ულამაზესი მინორით ხმაში, საოცარი, გამჭვირვალე ემოციების გამო, მისი ერთი მელოდია, თავისი ტექსტით კი, ზუსტად მაგონებს გზას ნატანებიდან ურეკამდე _ დაბურული ტყის, ჩაის პლანტაციების, ციტრუსის ბაღების, გვიმ რების და, საერთოდ, სახასიათოდ სველი და ნესტიანი, მუქი და პრიალა სიმწვანის გამო, რომლის დასასრულს ზღვის სუნს ვგრძნობ და ულამაზეს ჰორიზონტსაც ვხედავ. „აწვიმს ორღობეს, აწვიმს დაფნარს, აწვიმს ლიმონებს“... _ ვერავინ დამაჯერებს, რომ ინოლა გურ გულიას ეს სიმღერა გურიაზე არაა, ჰოდა, მეც ვღიღინებ. კიდევ ეს მოტივი მახსენდება: „ახლა იწყება წიფის გვირაბი“ _ ოღონდ ეს უკვე ჩემი ყოფის მარადიული რეჩიტატივია. გურიაში მივდივარ. არ ვიცი, რა უფრო უხდება აქაურობას _ სველი, ჩამუქებული და წვიმაში აპრიალებული სიმწვანე თუ წითელი, მთელ ჰორიზონტზე გადაშლილი დაისი? გვიმრების, უსახელო ბუერა მცენარეების, პრიალა მაგნოლიებისა და ლი მონების, ქაფურის ხეებისა და ბამბუკების კორომები, დაფნა, მანდარინი, ფეიხოა თუ ალპური მდელოები, ნისლი, მისტიკური ჭაობები და ბოლოს _ ზღვის გაშლილი ჰორიზონტი?
გურიის ფერებსა და გემოებში მოგზაურობა ათას ნიუანსს შეი ცავს, ისტორიას, თავზეხელაღებულ თავგადასავლებს, გადარ ჩენის ამბებს, ასევე, ტკივილს, იუმორსა და სიმსუბუქეს. რა უნდა ვნახო? გავყვები მოგონებებს, ამბებს, ისტორიას, გე მოს, ხმას და ვნახავ, სად მიმიყვანს.
გურიის რესპუბლიკა, ბახვის მანიფესტი, ნასაკირალის ბრძოლა იცოდით, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს პა ტარა კუთხე, გურია, რომელიც პოლიციური რუსეთის პაწაწინა ნაწილს წარმოადგენდა, ფაქტობრივად დამოუკიდებელი გახ და და მას მეფის მთავრობა ვეღარ განაგებდა? რევოლუციის, თავისუფლების აჩრდილი დღემდე დაძრწის ოზურგეთში, რომელიც მაშინ სასტიკად გადაწვეს. იქნებ ამ აჩრდილების გამოსადევნებლადაც ღირდეს აქაურობის სტუმრობა?
სიმონა და სხვები სოციალური უთანასწორობა გურიაში ყოველთვის ადარდებ დათ, ცნობილი ფირალების ისტორიაც აქედან მოდის, სისო ნა დარჩია, სიმონა დოლიძე, სხვები. ამიტომ სოფელ ამაღ ლებაში ფირალის ძეგლსაც დავაკვირდები და მოგონებებს გავიცოცხლებ _ რატომ მხოლოდ რობინ ჰუდი და არსენა მარაბდელი?
©დაცული ტერიტორიების სააგენტო. ფოტო: ლაშა გიგაური.
მდ. ფიჩორის ხეობაში არსებული მცირე არხები, თავისი ჭაობის მცენარეულობით, ეკლიანი ბუჩქებით, კოლხური სუროთი და გაუვალი ლიანებით, მინიატურული ჯუნგლების ასოციაციას შეგიქმნით.
36 VOYAGER 19/2020
არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში ხმებს გამოდევნება დაე, ჩემი შემდეგი ნაბიჯი იყოს. გურული სიმღერა, გურული კილო. ოთხხმიანობა, როცა ყველა თავის მუსიკალურ აზრს მიჰყვება, კრიმანჭული და მოძახილი, ცოც ხალი, მრავალფეროვანი, წარმოუდგენელი ჰარმონია და იმ პროვიზაცია და გურული სიმღერის ტექსტები, რომლებშიც რე ლიგია, ფილოსოფია და მნიშვნელოვანი პრობლემები გურული თვალსაწიერითაა დანახული. „ეს სოფელი საზოგადოდ ცრუ და გაუტანელია, აღმინიშნე ერთი ვინმე, კმაყოფილი რომელია“. და კიდევ, გურულ მრავალხმიანობაში გაჟღერებული „ვეფხის ტყაოსნის“ სტროფები. სიმონიშვილების, ბერძენიშვილების, ჩავლეიშვილების, ერქო მაიშვილების, დოლიძეების და სხვათა კვალდაკვალ, გურიაში მომღერალი ოჯახები ჯერ კიდევ შეგხვდებათ. ჰოდა, მათი მოს მენის გარეშე აქედან წასვლა არ ღირს. თუ ერთი სიმღერა, მაშ, რომელი? არა, „ხასანბეგურას“ არ ვიტ ყვი, „შავი შაშვი“ იყოს, ყველაზე გურული სიმღერა: „შავი შაშვი ჩიოდა, ნეტავ რასა ჩიოდა?“... და, რასაკვირველია, მოულოდნელი სულაც არაა, რომ პირვე ლი ქართული ოპერის ავტორიც გურულია _ ვიქტორ დოლიძე.
საბჭოთა მოზაიკა და შენობები ოზურგეთს საბჭოთა ხანაში „მახარაძე“ ერქვა. თუ ქართული საბჭოთა კინო გინახავთ, ის კადრებიც გაგახსენდებათ, კულ ტურის ცენტრისა თუ სოფლის ფერმის შენების, მეჩაიეებისა და კოლმეურნეობების შეჯიბრის. და თუ სოფელ ნატანებში შეივ ლით _ იქ, სადაც „ჭრიჭინაა“ გადაღებული _ ამ კოლექტიური მეხსიერებიდან აუცილებლად წამოვა მოგონებები. ნატანებში ყველაფერი შეიცვალა, ჭრიჭინას ვერსად დალანდავთ, მაგრამ შენობა ისევ იქ დგას, როგორც საბჭოთა არქიტექტურის გამორ ჩეულად სახასიათო ნიმუში.
უფუნქციო შენობების კონკურსი თუ ტარდება სადმე, გურია გა მარჯვებულია, მაგრამ თუ ამ შენობაში შეიხედავთ, პროპაგან დისტული და აგიტაციური კულტურის იმგვარ ნიმუშებს წააწ ყდებით, იმგვარ მოზაიკასა და არქიტექტურას, გაოცდებით. გადავწყვიტე, გურიაში ყველა ასეთ მიტოვებულ და დიადი წარ სულის მქონე შენობაში შევიჭყიტო და იქნებ, მეჩაიე გოგოების ხმაც მომესმას წარსულიდან: „კოლექტივი გაძლიერდა, ნანინა, ნანა, ვაშა ძია სტალინსაო, დილა ოდელა და“.
საგანძური შემოქმედის, ჯიხეთის, ჯუმათის მონასტრები, აჭის, ლიხაურის, ერკეთის ეკლესიები, ციხეები, სასახლეები. ერთი როგორ ამო ვირჩიო? მაშინ ჯუმათი იყოს, მონასტრისკენ ისეთი ლამაზი, ტყიანი გზა ადის, გზად კი ძველი, გურული სასაფლაო გხვდე ბათ, აუცილებლად წაიკითხეთ წარწერები ქვებზე, დააკვირ დით სურათებს. საერთოდ, ძველი სასაფლაოების ნახვის გარე შე არცერთი ქალაქი თუ მონასტერი არ უნდა დატოვოს კაცმა, ასე მგონია, თუ, რა თქმა უნდა, მოგზაური ხართ და მოგზაუ რობისას იმ მხარის ამბებს ეძებთ, რაც იქაურობას ახასიათებს, თუნდაც დავიწყებულ ამბებსა და ბიოგრაფიებს.
© www.soviet-mosaics.ge
უფუნქციო შენობების კონკურსი თუ ტარდება სადმე, გურია გამარჯვე ბულია, მაგრამ თუ ამ შენობაში შეიხედავთ, პროპაგანდისტული და აგიტაციური კულტურის იმგვარ ნიმუშებს წააწ ყდებით, იმგვარ მოზაი კასა და არქიტექტურას, გაოცდებით.
37 VOYAGER 19/2020
გურია ჯუმათის მონასტერი, ულამაზესი არქიტექტურის გარდა, კულ ტურული მნიშვნელობითაც გამოირჩევა _ ფრესკები, ჭედურო ბა, სამონასტრო და სამწიგნოგბრო ტრადიციები _ სწორედ აქ ინახებოდა ცნობილი ხელნაწერები შატბერდიდან, მათ შორის, ადიშის სახარებასაც აქ ინახავდნენ. სამწუხაროდ, ბევრი რამ ჯუმათის განძიდან, დაკარგულია. თუმცა, ექოები წარსულიდან შესამჩნევია და მათ თქვენც იგრძნობთ.
გემოები გურული კულინარიის თავისებურებები არსად გამქრალა, სოფლიდან სოფელში მოგზაურობისას ვხვდები, რომ აქ არა ფერი დაუვიწყებიათ, ძველ, ბებია-ბაბუისგან გადმოცემით მიღებულ რეცეპტებს ყოფაში მისდევენ და ყოველ მეტრში დამარხულ ისტორიასა თუ მევენახეობის ტრადიციას გულ მოდგინედ აცოცხლებენ. მხვდება საუკუნეზე მეტი ხნის ფილი (ფილთაქვა), რამდენიმე თაობის დიასახლისის ხელი რომ ახ სოვს, ზოგი უფრო მტკიცე, ზოგი _ ნაკლებად… მზითევში გა მოყოლილი გობი თუ ქვის უძველესი კეცი, საუკუნოვანი ბუფე ტის კარის შეხსნისას სიღრმიდან იჭვრიტებიან ბროლისა თუ ფაიფურის ტვიფრიანი ჩაის ჭიქები, ღმერთმა უწყის, როგორ მოხვდნენ ისინი აქ, ამ ყოფაში.
ვსვამ გურულ, ტანინიან, სურნელოვან ჩაის და ვფიქრობ, მაინც რა არის ამ მხარეში მთავარი? გადასარჩენად მცირე რესურსის მთლიანად გამოყენების ხელოვნება თუ თან იდეების მრავალ ფეროვნებაც, რომელიც ყველაზე კარგად გურულ სიმღერაში ვლინდება _ აზრის სხვადასხვაგვარ განვითარებასა და მაინც საოცარ, ჰარმონიულ ერთიანობაში.
ვენახი, ბაღი, იდეა, მომავალი გურია განსაკუთრებული ადამიანების მხარეა, გაბედულებით, იდეებითა და შთაგონებით აღსავსე, ყოველდღიური თავგადა სავლების მაძიებლების მხარე. სოფელ შემოქმედში „მენაბდის მარანს“ ვსტუმრობ და მაშინაც ამაში ვრწმუნდები. ამ ადგილზე გურული პროვანსია მოწყობი ლი _ საოცარი ფერები და ესთეტიკა, კოპწია და რომანტიკული გარემო, შესანიშნავი ბაღ-ვენახი და ღვინო.
შუაცეცხლზე, ჩემ თვალწინ მზადდება ნოყიერი და თან მსუბუქი ბრინჯულა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს წყაროებს, სა დაც საქართველოში ბრინჯის კულტურის არსებობა დასტურდე ბა. ბრინჯულა იდეალური საუზმეა, უთხელეს ცომს კეცზე ასხამენ, შემდეგ კვერცხში არეული ყველი ემატება (ბევრი, ბევრი ყველი, როგორც აქ ამბობენ, აბდალა ქალის მიერ დაუზოგავად დამატე ბული), ეს ყველაფერი მალევე ცხვება და ცხელივე იჭრება. გურული დიასახლისი მიმზადებს შავ (განსაკუთრებულად გემ რიელ), შეტუტულ, ანუ შესუნელებულ დედალს (მოხარშულ, საუკეთესო დედალს, ნივრით, დანაყილი ქინძითა და თხილით შეკმაზულს), ცეცხლზე, დიდ ქვაბში მზადდება თხის ჩაქინძული (ფენა-ფენა ჩალაგებული თხის ხორცი, ქინძი, ხახვი, პრასი და ცო ტაც ტყემალი), გასასინჯად მიხმობს ნიგვზით თუ თხილით შეკმა ზული ათასნაირი ფხალეული: ეკალა, ჯიჯილაყა, წითელი ფხალი, დანდური (თხილით ხორცისა თუ ბოსტნეულის შენელება აქაურო ბის მთავარ კულინარიულ შტრიხად შეიძლება მივიჩნიოთ). გურული კულინარიაც გადარჩენის ხელოვნებაა, კიდევ _ ბა ლანსის: როცა შეგიძლია თხაც შეაპიწკინო და ტყის ბალახებიც მოაგროვო ფხალისთვის, თხილით თუ ნიგვზით, ნივრითა და ქინძით შეაზავო, ცოტაც ბროწეულის წვენი, იქნებ, კარგი ძმა რი, ძაღე საწებელი, ანდაც ახალი ტყემალი. „გურული ღვეძელი შუაცეცხლზე” _ საუკეთესო ხარისხის ახალი ყველი და რამ დენიმე დღის განმავლობაში შებოლილი კვერცხები რომ ემა ტება, შემჟავებული კეჟერა ნიგვზით, ან თხილით, მოხარშული და აძენძილი ბადრიჯანი ნივრით, ქინძით და თხილით, კეცის ჭადი წყავის ფოთოლში (წყავი განსაკუთრებულ არომატს სძენს ჭადს, ამიტომ მას ხშირად ღვეზელს და ხაჭაპურსაც უფენენ). გზას ვაგრძელებ და ჩაროზად გომისმთის აჭარლების მსუყე კერძების შემდეგ, გურული იუმორის გარდა, ციტრუსისა და კა რალიოკის, ფეიხოასა და კივის ჩირი, თხილის ჯანჯუხა _ თხელ, მომჟავო, ცოცხალ ფელამუშში ამოვლებული, ასევე, თავად ეს არომატული ფელამუში მელოდება. მივყვები ულამაზეს სერპანტინებს, პაწია თუ დიდი მდინარეების ნაპირებს, სადაც ბავშვები ფაცერით თევზაობენ და ახალდაჭე რილ თევზს იქვე, ცეცხლზე აპიწკინებენ, ვხარობ მევენახეობის აღდგენილი ტრადიციით, რაც იმედს მიჩენს, რომ ეს დაცლილი, ულამაზესი ოდებიც მალე ადამიანების ენით დამელაპარაკე ბიან.
მენაბდის მარანი
სოფელი შემოქმედი, ოზურგეთი
„მენაბდის მარანი“ კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მე ნაბდის ოჯახური წამოწყებაა, რომელიც რამდენიმე წელია, წარმატებით აცოცხლებს მამაპაპისეულ კარმიდამოში გუ რიის ეთნოგრაფიას და ყველა იმ დეტალს, რაც ამ მხარის თვისაა უნიკალური. ამიტომ აქ სტუმრობისას სახლის, ეზოსა თუ ბაღ-ბოსტნის თითოეული აქსესუარი, დეკორი კითხვებს აღვივებს, რასაც პასუხად ტრადიციული გურული ყოფის ახსნა მოჰყვება, მასპინძლები სიამოვნებით გიამბობენ გუ რული ჯიშების ღვინოებსა და კონკრეტულად თავიანთი ქვევრის ჩხავერზე, გაჩვენებენ, როგორ მოჰყავთ სუფთა, ნატურალური ბოსტნეული, როგორ ასახავს აქაური რეცეპ ტები გურულ გემოს და, ასევე, როგორ იცავს მხარის კული ნარიულ ტრადიციებს. „მენაბდის მარნიდან“ გომისმთა ერთი საათის სავალზეა და, როგორც თვითონ ამბობენ, ტურებს გომისმთაზე თავადაც შემოგთავაზებენ.
38 VOYAGER 19/2020
www.facebook.com/MenabdesWineCellar
სოფელი წითელმთა და ლიკა მეგრელაძის „კომლი“, ვაზის აღდგენილი ჯიშები, ბამბუკის ტყე, ნავი საკუთარ პაწია მდინა რეზე, საუკუნოვანი ოდა, უძველესი ქვევრები, სტუმრებისთვის მოწყობილი ოთახი დიოგენეს კასრში, შესანიშნავი, ავთენტუ რი ეკოგარემო და ჩაი, რასაკვირველია, ნამდვილი, გურული ჩაი, რომელსაც საკუთარი ხელით დაკრეფთ ეზოში, დაგრეხთ და ლამაზი ფინჯნებით მიირთმევთ. აქ აუცილებლად უნდა მოხ ვდეთ, გურია აღმოჩენების მხარეა, თუ მენაბდეების კარ-მიდა მოში ბანანი მწიფს, „კომლში“ ბამბუკის მწნილით გაგიმასპინ ძლდებიან.
სკიჯის სახლი
სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაური
ბოლოს კი, სოფელი მთისპირი და მისი უბანი ოქროსქედი, ვე ნახების სამოთხე, შავი ღორებისა და ქათმების ფერმა და, რაც მთავარია, მომავლის კონცეფცია _ აქ თუ ჩამოხვალთ, მთელი სოფელი გიმასპინძლებთ, ერთგან _ გურული სადილს მიირ თმევთ, მეორეგან _ ხისსუნიან ოდაში დაგაძინებენ და ღირ სეულ ნადიმსაც გაგიმართავენ. თუ სოფელი არ გაქვთ, დაისვე ნეთ აქ _ თქვენიანებთან _ ასეთია აქაური სოფლის ტურიზმის კონცეფცია.
„სკიჯის სახლიც“ ოჯახური წამოწყებაა და აქ სტუმრობა გუ რულ ეთნოგრაფიულ ყოფაში სტუმრობას ნიშნავს. გურული სოფლისთვის დამახასიათებელი ინტერიერი, ავეჯი და ინ სტრუმენტები, „ქუხნა“ შუაცეცხლი, კეცები _ ეს ყველაფე რი მხიარული, თანამედროვე აქცენტებითაა გარდაქმნილი. სკიჯის სახლთან პატარა მდინარე ჩამოდის, მდინარე ლა გუბა, სადაც, თურმე, ბუნებრივი ჯაკუზი წარმოიქმნება, რო მელსაც ჭურისწყალას ეძახიან. თუ უფრო საფუძვლიანად გსურთ, სანაპიროზე გასვლა, ახ ლოსვეა მდინარე გუბაზოული, თავისი საბანაო ადგილებით. გაგახსენებთ, ეს ის სოფელია, სადაც ნოდარ დუმბაძის, მოსე გოგიბერიძის და ანა კალანდაძის სახლ-მუზეუმებია, იქვეა ცნობილი ეკლესია-მონასტრები, რომელთა მონახულებაც ღირს და ასევე ცნობილი კურორტები _ ბახმარო თუ ნა ბეღლავი. www.facebook.com/skijissakhli
კომლი შემდეგი გაჩერება სოფელი ხიდისთავი და დაკა ბერძენიშვი ლის „სკიჯის სახლია“. სათაური ანგლოსაქსურად კი ჟღერს, მაგრამ „სკიჯი“ საბას ლექსიკონში ნაპოვნი სიტყვაა და ხმელ ყურძენს ნიშნავს. აქ ქვის კეცზე, „ქუხნაში“ გურულ ღვეზელს გამოგიცხობენ, გემრიელ გურულ კერძებს გაგასინჯებენ, ადგი ლობრივი ხილის სასარგებლო ჩირითაც ისიამოვნებთ, ხოლო გარემო და ჰაერი _ სწორედ ის არის, რაც მოგზაურს სჭირდება.
სოფელი ოქროსქედი პროექტ „გე მოვანის“ პროექტია _ აქ სასტუმ როს სხვადასხვაგვარი ფუნქცია სოფლის სხვადასხვა სახლზეა გა დანაწილებული. ოქროსქედში რამდენიმე მისამართზე მიხვალ და ისიამოვნებ გურული ეთნოგრა ფიით, ნატურალური პროდუქტით მომზადებული კერძებით, ჩაერთვე ბი მასტერკლასებში და ღამესაც ნამდვილ გურულ ოდაში გაათევ. ამ საინტერესო ექსპერიმენტში მთელი სოფელი მონაწილეობს.
სოფელი წითელმთა, ოზურგეთი
ლიკა მეგრელაძე თავის შვილებთან და მეუღლესთან, ასე ვე, მოხალისეებთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია, მონ დომებითა და, რაც მთავარია, ცნობისმოყვარეობით, ხალი სით, აშენებს კომუნას მშობლიურ სოფელში, კომლს _ ანუ, სახლს, რომლის საკვამურიდანაც კვამლი ამოდის _ ანუ სი ცოცხლეს აგრძელებს. ლიკა აქაურობას 35-წლიანი განშო რების შემდეგ დაუბრუნდა და ახლა ყველანი ერთად ატარე ბენ ექსპერიმენტებს _ ბავშვობის მდინარეზე უშვებენ ნავს, ხელახლა ჩორკნიან ხისგან ძველ, კულინარიულ თუ ყანაში სამუშაო იარაღებს, სახელდახელოდ ასხამენ ჩხავერს, კას რში აწყობენ საძინებლებს, გრეხენ ჩაის, რთავენ მუსიკას და საღამოობით სტუმრებთან ერთად თვითონაც მხიარულო ბენ. ამ საერთო სახალხო ამბავში ლიკამ მეზობლებიც ჩარ თო _ მათ ცოდნასა და ხელობას ეყრდნობა და ხანშესული დედაც, რომელიც გურულ კულინარიულ მიგნებებს იხსენებს და სტუმრებს უზიარებს. აქ სტუმრობა შინ დაბრუნებას ჰგავს, სადაც მასპინძელს არას დროს ეტყობა დაღლა და, პირიქით, თავისი სიახლეებისკენ სიარულით, მუდამ გაოცებს. „კომლიდან“ სულ ისე მოდიხარ, იცი, შემდეგ ჩასვლაზე, ლიკა მეგრელაძე თავის ეთნოგრა ფიულ კარ-მიდამოში კიდევ რაღაც ახალს დაგახვედრებს.
www.facebook.com/oqrosqediofficial
39 VOYAGER 19/2020
www.facebook.com/komligeorgia
გურია ერთი ლინგვისტის ამბავი
არამატერიალური კულტურის ძეგლი
ეს ჩემი საყვარელი ამბავია. იყო ერთი ბიჭი, რომლის მშობლებ საც ერთმანეთის ენა არ ესმოდათ. ჰო, ასე, პირდაპირი მნიშვნე ლობით, მერე გაიზარდა ეს ბიჭი და გახდა ცნობილი ენათმეცნიე რი _ ნიკო მარი.
გურული დიალექტისთვის ჯერ ეს სტატუსი არ მიუნიჭებიათ, მაგ რამ მე ვანიჭებ. აუცილებლად დატკბით ამ საოცარი, რიტმული, მელოდიური, აქცენტებიანი, ლექსიკურად სრულყოფილი დია ლექტის ჟღერადობით. მოუსმინეთ ადგილობრივებს, მიგასწავ ლონ გზა, საუკეთესო ყველი სოფელში, დიასახლისი, რომელიც საუკეთესო ხაჭაპურს აკეთებს, ღამის გასათევი ან წასახემსე ბელი ადგილი. დააკვირდით ტოპონიმიკას, განსაკუთრებით, მდინარეების სახელებს, რომელთა ხმაბაძვითობა ღიმილს მოგგვრით, ფონისემანტიკის მოყვარულთათვის აქ შესანიშნავი მაგალითებია. თუმცა, ბარემ ერთი ტექსტიც მოვიყვანოთ მაგა ლითად:
მისი სახლ-მუზეუმი ჩოხატაურში, სოფელ დაბლაციხეშია, თუ ოთხი ელემენტის თეორიის ავტორის ბავშვობის სახლი გაინტე რესებთ, აქ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ. სხვა სახლ-მუზეუმე ბის სტუმრობაც შეიძლება. მაგალითად, ნოდარ დუმბაძის, ანა კალანდაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, მოსე გოგიბერიძის, ეგნა ტე ნინოშვილის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმების და სხვა.
პალიასტომი, ეგნატე ნინოშვილი გურია ჩემთვის მაინც ეგნატე ნინოშვილია, ეს ნაღვლიანი და ზუსტი მწერალი, მშიერი, გამხდარი გენიოსი, განათლებაზე მეოცნებე, წიგნის ჭია. ამიტომ მოგზაურობას პალიასტომის ტბის გურულ ნაწილთან ვასრულებ. აქედან ფრინველების გადაფრენასაც დავაკვირ დები და ნაღვლიან მოთხრობასა და ლეგენდასაც გავიხსენებ, წყალში დანთქმულ პავლიას ტომზე. „ახლა რომ ტბაა, იმ ადგილას თურმე ხმელეთი იყო. ზედ ხალ ხი იდგა და იმ ხალხს პავლიას ტომს ეძახდნენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, ერთ ადგილას მიწა გაირღვა, უცბად წყალი ამოვარდა დედამიწიდან და მთელი სოფელი დაფარა. აქაური ხალხი და ყოველი სულდგმული დაიღრჩო. გადარჩე ნილა მხოლოდ ერთი დიაკვანი, რომელმაც გაიტაცა მთავარან გელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკონიც, გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენეს“. გურიის სოფლებში მოგზაურობისას ტრადი ციულ გურულ ოდას - ხან გამოკეტილსა და ხანაც სიცოცხლით სავსეს - აუცილებლად ნახავთ. ეს ლამაზი ნაგებობები დიდ, მწვანე ეზოებში დგას. ფიცრებით აწყობილი ერთსართულიანი სახლი, როგორც წესი, ქვის ფე ხებზეა - მიწიდან ამაღლებულია და განიერი, ხის ორნამენტებით მორთული აივანი აქვს. უფრო გვიან პერიოდში გურულები ოდებს ორ სართულად აშენებდნენ და პირველს უფრო საკუჭნაოდ, სათავსოებად, შინაურულ სივრცეებად იყენებდნენ.
„გურვანეთი შრალი არდგილია. ძველათ ზეთ ტყეი ყოფილა. ყვალა სოის ნადირი ყოფილა. ნაქომარაიც შრალი არდგილი ყოფილა. რეიზა დუუძახეს ნაქომარაი, არ ვიცი. უკუჭუპული არის ჭოლიპაის და საღობისკარის გვერდით. ტყეი ყოფილა მაგარი. ხეები ყოფილა შით. შრალი არდგილი ყოფილა შით. ლაშის ფსორი ყოფს უკუჭუპულს და ჭოლიპას. ნატეხი აგურ ხანას ქვეჲდანაა. ტყეი უუღია იქინეი ერ კაცს. დიეთქვა ნატეხი. ლიცვანარში ლიცვი ყოფილა. მეტი ხეი არ ყოფილა. დიეთქვა ლიცვნარი. ლიცვი ეკლიანი ხეა, იზდება საჯენს, კაია ტაბიკე ბათ. ჭიოლი ყოფილა შრალი არდგილი საღობის კარში ჟორ დანიეფს საღობი ქონდა და თებზს იჭირავდენ. ყარაული ხავდა ზეთ. დიდი ორმო ქონდა მოთხრილი. ორმოში წყალი იყო. და ჭირულ თებზს შით ჩააგდებდენ. ჭოლიპაი ყოფილა გაშლილი მინდორი და წყალი. საღობისკარიდან მიეფინებოდა თებზები ჭოლიპაში. ჯიკისტპაში ჯიკიც ყოფილა და ტპაიც ყოფილა დიდი. ნაწრეტი წყალი მიდიოდა იქინეი. სახოხფიაში ხოხობი ყოფილა ბერი და უწყობდენ მალამდი სხაფს“. (corpora.co)
მამია გურიელი ის ლექსი ხომ გახსოვთ, ბავშვობაში რომ ყველას დაგვაზეპი რებინეს „ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო“, მამია გურიელისაა ეს ლექსი, ძალიან კარგი და ლამაზი კაცის, რუსთაველის პოემის ილუსტრაციების პროტოტიპად რომ დაი ნახა მიხაი ზიჩმა. ჰოდა, ეს ლექსი იყოს ამ მოგზაურობის ფინა ლი _ ერთიანი საქართველოს ხედვა _ გურიიდან.
ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი
ფიცრულ ოდებს, ძირითადად, წაბლით აგებ დნენ - წაბლს, რო გორც ძა ლიან ნეს ტგამ ძლე მასალას, ხშირად იყენებდნენ, გადასა ხურ მასალად კი - კრამიტს მიმართავდნენ და ბუხარიც აუცილებლად ჰქონდათ. ეზოში ხშირად ედგათ სამზადი - როგორც სამზა რეულოს ალტერნატივა, ნალია - სიმინდის შესანახად, ფაცხა - შესაბოლად და სხვა და ნიშულებებისთვის და - ჭა. გურიაში ჩასუ ლებს ასეთი აღდგენილი ტრადიციული კარმიდამოს ნახვა რამდენიმეგან შეგიძლიათ. მათ შორის ერთ-ერთი მენაბდის მარანია. სოფლიდან სოფელში გადასვლისას მოიკით ხეთ ცნობილი გურულების სახლ-მუზეუმებიც (ასეთებს კი რა დალევს...) - ტრადიციული სივრცეები თითქმის პირვანდელი სახით ამ შენო ბებშიც შემოჩენილია.
40 VOYAGER 19/2020
გურიის რესპუბლიკა პირდაპირ და გადატანით ი რ ა კლ ი მ ა ხა რ ა ძე
მკვლე ვა რი, კინ ოდოკ უმენტალისტ ი, ესეისტი
მამაჩემი ხუმრობით იტყოდა ხოლმე, გურულები ან ჯანყდებო დენ და ომობდენ, ან რევოლუციონერობდენ, ან მთავრობაში ისხდენ, ან ამერიკაში ჯირითობდენ ან კიდევ ტყეში იყვენ ფი რალებად გავარდნილებიო; მარაო, _ დაამატებდა ხოლმე, _ პირველობას არავის უთმობდენო. მის სიტყვებში იყო ჭეშმარი ტების მარცვალი. ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპ ზე გურულები ერთ-ერთ მთავარ ვიოლინოს პარტიას ასრუ ლებდნენ, განსაკუთრებით მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა რუსეთის იმპერიას რევოლუციურმა გრიგალმა გადაუარა და მთელ რუსეთში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ნაწილში, შეიქმნა ნაძალადევის, გორის, ჭიათურის, ყვირილის, ზუგდიდის და სხვა რესპუბლიკები, რომელთაც სულ მცირე ხნით იარსებეს. მათგან არც ერთ რესპუბლიკას არ ღირსებია ისეთი წარმატება და საყოველთაო ყურადღება, როგორც გურიის რესპუბლიკას. ეს იყო უნიკალური მოვლენა, რომელსაც ანალოგი არ მოეძებ ნება გლეხთა მოძრაობის ისტორიაში, როგორც რუსეთის იმპე რიაში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რესპუბლიკას, როგორც წესი და რიგია, სახალხოდ არჩეული პრეზიდენტიც ჰყავდა _ ბენია ჩხიკვიშვილი, რომლის არჩევ ნები გურიის დედაქალაქში ჩატარდა. აუცილებლად შეიარეთ ზედა გურიის მწვანეში ჩაფლული ჩოხატაურის მხარეთმცოდ ნეობის მუზეუმში, სადაც გურიის რესპუბლიკისადმი მიძღვნი ლი ფოტოგამოფენა დაგხვდებათ, ასევე ამ მხარისადმი მიძ ღვნილი სხვა საინტერესო გამოფენები. დასაბამიდან ბევრს საუბრობენ გურულების სიფიცხეზე, ფრანგი მეცნიერი და არქეოლოგი ბარონ დე ბაი, რომელმაც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში რამ დენჯერმე იმოგზაურა, აღნიშნავდა, რომ „საქართველოში.... ხასიათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, (გურულები) ისეთივე რეპუტაციით სარგებლობენ, როგორითაც გასკონელები საფ რანგეთში“. ბენია ჩხიკვიშცილი
მთელი გურია, რომელიც პოლიციური რუსეთის პაწაწინა ნა წილს წარმოადგენდა, ფაქტობრივად დამოუკიდებელი ტერი ტორია გახდა _ მას მეფის მთავრობა ვეღარ განაგებდა. ოც ნება, რომელსაც რუსული ინტელიგენციის რამოდენიმე თაობა გადაყვა, საქართველოში ასრულდა _ გლეხთა ფართო მასებში რევოლუციურმა შეგნებამ გაიღვიძა და გურიამ რევოლუცია გა ნახორციელა. ეს ნამდვილი „სიურპრიზი“ იყო მარქსისტებისათ ვის, რადგან რევოლუციონერ კარლო ჩხეიძეს რომ დავესეს ხოთ, „მარქსიზმი _ ეს პროლეტარიატის ფილოსოფიაა. გლეხს, როგორც წვრილ მესაკუთრეს, არ შეუძლია აღიქვას მარქსიზმის იდეოლოგია. ის, როგორც წვრილი ბურჟუა, უფრო ახლოს დგას ბურჟუაზიასთან, ვიდრე პროლეტარიატთან“, _ ის შეცდა. გურიის რესპუბლიკას პარიზის 1871 წლის კომუნასაც ადარებენ. მათში განსხვავება ის არის, რომ პარიზის კომუნამ დაახლოე ბით ათ კვირას იარსება, გურიის რეპუბლიკამ კი, ფაქტობრი ვად, რამდენიმე წელიწადს გაძლო. თუმცა იმის გამო, რომ პა რიზი ევროპის შუაგულში იყო, ეს ამბავი ფართო საზოგადოებამ დღესაც კარგად იცის, გურიის რესპუბლიკა კი _ უფრო მეტად სპეციალისტების ვიწრო წრემ. 41 VOYAGER 19/2020
©ფოტოები ირაკლი მახარაძის არქივიდან
საქართველოს სხვა კუთხეებისაგან გამორჩეულია ბუნებით უხ ვად დაჯილდოებული გურია და მისი მაცხოვრებლები _ ამა ყი, ფიცხი, მეამბოხე და კეთილშობილი გურულები, რომლებიც „საგრძნობლად განსხვავდებიან კიდეც თავიანთი ნათესავე ბისაგან. თუ სხვა კუთხის ქართველები უპირატესად ვაჭრები არიან – პროფესიით და ხასიათითაც, _ გურია ხელოვანთა ქვეყანაა, ცხოვრების ხელოვანთა“, _ ასე წერდა გენერალ მაკ სუდ ალიხანოვ-ავარსკის 1905 წლის სადამსჯელო ექსპედიციის მონაწილე, ვინმე ედუარდ იუონი (როცა გურიამ რუსეთის იმ პერიას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, მთავრობამ მათ და სასჯელად ჯარი გამოგზავნა და 1906 წლის იანვარში ამბოხი სის ხლში ჩაახშო).
გურია კიდევ ამბობენ, რომ გურულები ყველაფერს ახალს და უცხოს, როგორც კარგს, ისე ავს, ადვილად ითვისებენ. ერთი ანეკდოტი მახსენდება ხოლმე: საქართველოში რევოლუციის მოხდენას გადაწყვეტენ. დაუვლიან ქვეყნის ყველა კუთხეს, მაგრამ ყველა სხვადასხვა მიზეზით _ ყანა მაქვს გასათოხნი, ღობეა შესაკე თებელი, ბოსტანია მოსავლელი და ა. შ. _ უარით ისტუმრებს. როცა გურიაში ჩავლენ და გურულებს საქმის არსს მოახსენებენ, ისინი დაუფიქრებლად შეეკითხებიან: როის დევიწყოთ? გუ რიის რესპუბლიკის ამბებიცა და გურული მხედრების ცნობილი ტრანსატლანტიკური მოგზაურობაც ფიცხი და დაუდგრომელი ხასიათის ამ შტრიხებს ავლენს ჩემთვის.
თავად ბახვი ბუნებით მდიდარი და ლამაზი სოფელია, სადაც არა ერთი ცნობილი ადამიანი დაიბადა _ ეპისკოპოსი გაბ რიელ ქიქოძე, მხატვრები დიმიტრი შევარდნაძე და შალვა ქიქოძე, საზოგადო მოღვაწე და მწერალი გერონტი ქიქოძე, მომღერალი დავით ანდღულაძე. ეს სოფელი ასევე ცნობილია „ბახვის მანიფესტით“, რომელიც 1905 წელს აჯანყებულმა გუ რულებმა მეფისნაცვლის სპეციალურ წარმომადგენელ კრიმ -გირეის წარუდგინეს.
გურული მოჯირითე
შარშან ზაფხულში ჩემმა უფროსმა შვილმა სალომემ, რომე ლიც ნიუ იორკში ცხოვრობს, გამომიგზავნა ფოტო, რომელიც მან უესტ ვილიჯში სეირნობისას ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე გადაიღო, _ მამიკო, ნახე, რა ვნახე _ ამ კედელზე ჩვენებურის სახე დაუხატავთო. მართლაც ესაა ცნობილი ნამუ შევარი _ 800 კვ. მ ფართობზე გაშლილი ნახატი _ ედუარდო კობრას მიერ შესრულებული ხუთი იმიგრანტის მონუმენტური პორტრეტი. ერთ-ერთი კი „რუსი კაზაკის“, იგივე გურული მო ჯირითის პორტრეტია. მაშინვე ვიცანი, კობრას ამ ნახატზე ბათ ლომე მშვიდობაძე იყო გამოსახული. გურული მოჯირითეების თავგადასავალი ბავშვობიდანვე მიტა ცებდა, განსაკუთრებით როცა მოხუცები ყვებოდნენ ამის შესახებ: „ბიძია, გურულებმა ამერიკა სუნთლა გადარიენ, მარა თვითონაც გადარეულები ჩამევიდენ“. შეიძლება „სუნთლა“ არ გადაურევიათ ამერიკა, მაგრამ ერთი რამ კი ნაღდი და უდავოა _ „ცხენზე ჯირი თი როდეოში შემოიტანეს თავზეხელაღებულმა კაზაკებმა. კაზაკე ბის თავბრუდამხვევი ტრიუკებით დაინტერესებულმა ქაუბოებმა ეს გაითავისეს და შემდგომ თავისებური ვარიანტი წარმოადგინეს ამერიკულ როდეოში“, _ წერდა „ველური“ დასავლეთის ცნობი ლი მკვლევარი და ისტორიკოსი დი ბრაუნი. პირველად გურულები ევროპაში, კერძოდ კი ინგლისში, 1892 წელს მოხვდნენ ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილ ქოუდის წყალობით, რომელიც მთელ მსოფლიოში ეძებდა გა მოცდილ ცხენოსნებს და მისმა წარგზავნილებმა რუსეთის იმ პერიაში მხოლოდ გურულებზე შეაჩერეს არჩევანი. ლონდონში გურულები შეუერთდნენ ველური დასავლეთის შოუს, ხოლო 1893 წელს ისინი აშშ-ში ჩავიდნენ. გურულები „რუსი კაზაკების“ სახელით 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილისა და სხვა ცირკებისა და შოუების არენებზე. გურულ მხედრებს (მათ შორის ხუთი ქალბატონი იყო) სხვადასხვა მიზეზთა გამო კაზაკებს ეძახდნენ, უმთავრესი კი ის მიზეზი გახლდათ, რომ ჩვენი ქვეყანა მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და აქედან გამომდინარე, ყოველი მისი მოქალაქე რუსად მოიაზრებოდა. 1997 წელს მათ შესახებ დოკუმენტური ფილმი გადავიღე. იქიდან მოყოლებული, უამრავი მასალა შევაგროვე, როგორც საქართვე ლოში, ასევე ამერიკის არქივებსა და მუზეუმებში. მივაღწიე იმას, რომ რამდენიმე მუზეუმში გურულების ფოტოსურათებზე შევაც ვლევინე წარწერები და ახლა მათ არა რუსი კაზაკები, არამედ „ქართველი მოჯირითეები გურიიდან“ აწერია. შარშან კი ლან ჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ მდებარე მოედანს ჩემი პეტიციის საფუძველზე გურული მხედრების სახელი დაარქვეს. ამ მუზეუმში, სადაც გურული მხედრებისადმი მიძღვნილი ყველაზე სრული მასალაა შეკრებილი, ასევე წარმოდგენილია ამ მხარის საინტერესო ეთნოგრაფიულ-არქეოლოგიური არტეფაქტები. პირველი მოჯირითეები უმეტესწილად ბახველები იყვნენ, ეს სოფელი გურიის დედაქალაქის, ოზურგეთის სიახლოვესაა. ოზურგეთი ლამაზი და მყუდრო ქალაქია, სადაც აუცილებლად სანახავია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი, რომელშიც უამ რავი საინტერესო მასალაა დაცული.
გლეხები მოითხოვდნენ საბატონო, საეკლესიო და სახელმწი ფო ბეგარის გაუქმებას, დრამის გადასახადის გაუქმებას, წოდე ბათა გაუქმებას, საუფლისწულო, საეკლესიო-სამონასტრო და სანადელო მიწების უსასყიდლოდ გადაცემას გლეხობისთვის, სიტყვის, კრების, კავშირების და გაფიცვის თავისუფლებას, პიროვნების ხელშეუხებლობას, პოლიტპატიმრების გათავი სუფლებას, დახურული სამკითხველოების გახსნას, 16 წლამდე ორივე სქესისთვის უფასო საყოველთაო სწავლების და სკო ლებში ქართულ ენაზე სწავლების შემოღებას, საღვთო სჯულის სწავლების, ცენზურის გაუქმებას და სხვა. როცა კრიმ-გირეიმ პეტიცია წაიკითხა, ჩაილაპარაკა: „ამათ მოთხოვნებს არამც თუ ჩვენი კონსტიტუცია, საფრანგეთის რეს პუბლიკაც კი ვერ დააკმაყოფილებსო“. უნდა დავამატო, რომ ლანჩხუთში კრიმ-გირეისთან შესახვედრად 18 დეპუტატიდან ექვსი ქალი გახლდათ. და საერთოდ, ბევრ ცივილიზებულ ქვე ყანამდე ადრე, გურულებმა 1905 წლის არჩევნებში დაუშვეს „ციცების“ (გურულად _ ქალების) არჩევნებში მონაწილეო ბა (ცნობისათვის: რუსეთში არჩევნებში ქალთა მონაწილეობა მხოლოდ 1917 წელს დაუშვეს, ხოლო აშშ-ში _ 1920 წელს). გამო ჩენილი ბოლშევიკი და დიპლომატი, ალექსანდრა კოლონტაი აღნიშნავდა: გურული გლეხი ქალები სოფლის თავყრილობებ ზე ქუთაისის გუბერნიაში რეზოლუციებს იღებდნენ და მამაკა ცებთან პოლიტიკურ თანასწორობას მოითხოვდნენო.
42 VOYAGER 19/2020
გურული ცხენოსნების გამოსვლებს ხშირად ესწრებოდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისა, მათ შორის ინგლისის დედოფალი ვიქ ტორია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები ვუდრო უილსონი და თეოდორ რუზველთი. ეს უკანასკნელი, ყოფილი ქაუბოი და ესპანეთ-ამერიკის ომის გმირი, ჩიკაგოში ყოფნისას, ისე აღფრთოვანებულა მოჯირითე გიორგი ჩხაიძის ოსტატობით (ეს მოხდა XX საუკუნის დასაწყისში), რომ მისთვის სამახსოვ როდ ოქროს ბეჭედი და ლანგარი გადაუცია, ცხენზე ამხედრებუ ლი პრეზიდენტის გამოსახულებით. ბეჭედი იმხელა იყო, როცა წამომაცვა, ნახევარი თითი დაფარაო, _ იხსენებდა მოჯირითე.
ეგნატე ნინოშვილის მუზეუმი ლანჩხუთიდან რამდენიმე კი ლომეტრში, იდილიურ სოფელ არჩეულში მდებარეობს. იქ ექვსი ათასამდე ექსპონატია დაცული. მუზეუმში ოთხი საგამო ფენო დარბაზია. პირველში ნინოშვილის ბავშვობის წლების ამსახველი განყოფილებაა, მეორეში გამოფენილია მწერლის მიერ არალეგალური ცხოვრების პირობებში შექმნილი რომა ნის, „ჯანყი გურიაში“ ილუსტრაციები. მესამე დარბაზში ეგნატე ნინოშვილისა და ნადასი კალანდაძის უიღბლო სიყვარულის ამბავს გაიგებთ. მეოთხე დარბაზი მთლიანად მიძღვნილია თე მისადმი „ეგნატე და თანამედროვეობა“.
გურულ მოჯირითეებზე, რომელთაგან ბევრი თბილისშიც კი არ იყო ნამყოფი, დასავლეთმა და ყველაზე მეტად კი ამერიკამ, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, ეს იყო ნამდვილი კულტუ რული შოკი. მხედრები აღტაცებულები იხსენებდნენ შტატებს. მოჯირითე ნიკოლოზ ჭყონია სახლში გამოგზავნილ წერილში იტყობინებოდა: „..პატივისცემა ნამეტანი გვაქვს. თელი ჩემგან არ ეიწერება და უკანასკნელს გეტყვი მარმარილოს ქვის ჩერ ჩმები გვაქვს, იმოდენა სიმდიდრე ყოფილა“.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გურულ მოჯირი თეებს ბოლშევიკებმა გზა გადაუკეტეს დასავლეთისაკენ. ვინც საზღვრის იქითა მხარეს იმყოფებოდა, უკან აღარ ისურვა დაბ რუნება და დროთა განმავლობაში ამერიკელებში აითქვიფა. კარგი დღე არ დაადგათ სამშობლოში დაბრუნებულ მოჯირი თეებს. ბოლშევიკებმა ბევრი დააპატიმრეს, ზოგი გადაასახლეს _ ამერიკის აგენტი ხარო. მხედრები თავისი და ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად თავისივე ხელით ანადგურებდნენ და წვავდნენ ფსევდომამხილებელ მასალებს _ ფოტოებს, წე რილებს. შიში დიდხანს გამოჰყვა ხალხს, როცა მასალებს ვაგ როვებდი, მახსოვს, ბევრი უარით მისტუმრებდა, აფერი არ დამ რჩაო, მაგრამ როცა ჩემი ფილმი ნახეს, შემდეგ კი წიგნი წაი კითხეს, მასალებიც გამოამზეურეს.
კირილე ხოფერიას თქმით, ისინი ცხოვრობდნენ მაღალსარ თულიან სახლებში, ადიოდნენ მოძრავი ოთახებით, რამაც გურულები გააოგნა. იგი იგონებდა ქუჩების არაჩვეულებრივ სისუფთავეს და წესრიგს. ქუჩაში იმდენი სადენია გაჭიმული, ჩიტები რომ დაფრინავენ, ეჯახებიან სადენებს და მკვდრები ცვივიან მიწაზეო, _ წერდა მოჯირითე გიორგი ჩხაიძე. ბახველების შემდეგ გურული მხედრების უმრავლესობა ლანჩხუ თის რაიონიდან იყო. აქედან არიან წარმოშობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია და საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. აღსა ნიშნავია, რომ ლანჩხუთის რაიონიდან დაიწყო ორი დიდი ამბო ხი: 1905 წლისა, რაც გურიის რესპუბლიკის შექმნით დასრულდა და 1841 წლის ჯანყი გურიაში, რომელიც შესანიშნავად აღწერა ამ რაიონის მკვიდრმა მწერალმა და პუბლიცისტმა ეგნატე ნინოშ ვილმა (ინგოროყვა). მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის გუ რული ყოფა, გურული გლეხის ცხოვრება, გურული ფირალების მებრძოლი სახეები ეგნატე ნინოშვილმა პირველმა ასახა, გურუ ლი კოლორიტი პირველმა შემოიტანა და რომ არა ნინოშვილი, ამ თვალსაზრისით, ქართულ ლიტერატურაში ცარიელი ადგილი, თეთრი ლაქა დაგვრჩებოდა.
ბაფალო ბილისა და გურულების ურთიერთობის მაგალითი უძველესია ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ისტორია ში. ქართველებმა გასაოცარი ტექნიკის წყალობით საუკეთესო მხედრების სახელი მოიხვეჭეს და თავისდა უნებურად, წარუშ ლელი კვალი დაამჩნიეს ამერიკული შოუ-ბიზნესის განვითარე ბის საქმეს, რომლის პიონერად ბაფალო ბილი ითვლება. ეს ისტორია გურიაში მოგზაურობისას ზედაპირზე არ დევს, მაგ რამ გურული მხედრებისა თუ გურიის რესპუბლიკის შემქმნელ თა ხასიათის დაჭერას მაინც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეძლებთ. მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მიუდგებით გურიას _ წინ გზა ზღვისკენ გიდევთ, თუ მთებში ასვლას აპირებთ. მხარეთმცოდ ნეობის მუზეუმები რეგიონებში ყველაზე კარგი საშუალება მგო ნია ადგილობრივთა ყოფის გასაცნობად, თან მათ თავიანთი სიძველის ხიბლი და პროვინციისათვის დამახასიათებელი გან საკუთრებული კოლორიტი გასდევთ.
გურული მოჯირითეები ინგლისში. 1903
43 VOYAGER 19/2020
გურია
მთვარესავით დიდი, მრგვალი ბურთი ი რ ა კლ ი მ ახ არ აძ ე
,,ინგლისელებმა ბურთი და შავი ქვაი ერთად წეიღეს იქინე და დაარქვეს რეგბი“, – შაკო ორაგველიძე, დოკუმენტური ფილმი ,,ლელოს შემობრუნება“ (1984).
ხით გამოათრევდნენ თავპირ დასისხლიანებულ გულშეღონე ბულ მობურთალს, მარა მაგიორ ათი შედიოდა შეკრულ წრეში ბურთის გამოსატანად, გამოსაღლეტად“.
,,ლელო“ უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გატანას ნიშ ნავს, ძველად კი, თურმე, იყო კიდევ სხვა თამაში, რომელიც ლელობურთს ჰგავდა და მას კილაშურს ეძახდნენ. კიდევ ერ თი სახელი, რაც ლელობურთის ახლომახლო ჩნდება, ასეთია: „ზედაურ-ქვედაურობა“ – ზოგიერთი მთხრობელის ცნობით, ზო გიერთი ბახველი ლელობურთს, თურმე, სწორედ ასე ეძახდა.
მეცნიერის, სერგი ჟღენტის ნაშრომში „გურული კილო“ ვკით ხულობთ: „...ქვედაბახველები ცოტა იყვენ: საცხა წასული იყვენ დღეობაზე. ზედაბახველები ბეური იყვენ. იშონეს დროი და წა გუართუენ ბულთი. გეიქცენ და მივსდევთ. რომ დევედევნეთ, დაგვიჭრენ აი თუთხმეტი კაცი და ზრუგზე შესმული წაგვიყვანენ კარქა მანძილზე. ზედაბახველებმა ჩვენზე თქუენ: ევიყვანოთ და კანცელარიაში დავანწყვტიოთო. ამ დროს ანტონა ნაკაიძემ მეიგდო ბულთი ხელში და გუუწვა ბაღდადისკენ, მარა მისი და წევა აღარ იქნა. ბახვში ატანილი ბულთი ქე დააბრუნა ანტონამ“.
ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, აპოლონ წუ ლაძის მიხედვით ლელოს, იგივე გატანიე ბურთს თამაშობდნენ ორგვარს: „ღლეტით“ და „არა ღლეტით“ ან „უღლეტია“. წესი კი ასეთი ყოფილა: მოწინააღმდეგე მხარე ცდილობს ბურ თის წართმევას, მომხრე კი მოთამაშის გათავისუფლებას ბურ თიანად, ან თუ ამდენი ვერ შეძლო – მხოლოდ ბურთის წართმე ვას. ლელოს თამაშის დროს თუ ვინმე წაიქცა, თამაში ჩერდება. მოთამაშეები ხელების მაღლა აწევით ყველას აფრთხილებენ ამის შესახებ. ძველი მოთამაშეები იხსენებენ: „იყო ყვირილი: „გაშალეთ ბურთი! – ნუ იღლიტებით! არიქა დეიხჩვა კაცი, გეიშალეთ!“ ფე
კიდევ ერთი გადმოცემა, რომელსაც დღესაც მისდევენ გურულე ბი, ასეთია: ლელობურთის თამაში აღდგომის დღესასწაულზე უნდა გამართულიყო, ასე იყო ოდითგან, მაგრამ კომუნისტების დროს თამაშს, თურმე, სულ პირველ მაისს ამთხვევდნენ (ერთი ჯურუყვეთელი გლეხის გამოთქმა რომ ვიხმაროთ – „აღდგომის მოადგილეა პირველი მაისიო“). თუმცა, ცნობილია ისიც, რომ გუ რულებსა და მეგრელებს შორის, ანუ კუთხეებს შორის შეჯიბრი ყოველ წელს, ფოთში ერთ უცვლელ დღეს, სწორედ პირველ მაისს იმართებოდა. ერთ ასეთ თამაშს 1897 წლის „კვალიც“ აღ წერს (#20):
44 VOYAGER 19/2020
„მუდამ ხმა დადიოდა 1 მაისი ფოთელებისათვის მეტად შესამ ჩნევი დღე არისო... აქ ჯიბრობით ბურთაობა სცოდნიათ მეგრე ლებსა და გურულებს... ნაშუადღევს 4 საათზე ბურთი გაგორ და და ზედ მეგრელების შტვენა-კიჟინას საზღვარი არ ჰქონია. კაციან-ბურთიანად უეცრად უნდა მიეტანათ ლელოზე, მაგრამ შევარდენივით გამოუქროლეს ორმოციოდე გურულებმა... და ნახევარი საათის განმავლობაში ბურთი ლელოზე მიარბენინეს. გულდაწყვეტილი მეგრელები ერთმანეთს ებაასებოდნენ: „დე ვიღუპეთ კოჩი, გურულებმა მორჯგინესო“. აპოლონ წულაძის მონათხრობის მიხედვით, „ხშირად, რომ ბურთი მდინარეში ჩავარდებოდა, ბურთის თამაშით დამთვრა ლი, გაბრუებული მოთამაშეებიც წყალში ჩაყვინთავდნენ (მო თამაშეები თავდაუზოგავად ხტებოდნენ წყალში ბურთის და საუფლებლად და მდინარეში დიდი „ბრძოლა“ ჩაღდებოდა). აბა, ღობეს ვინ ერიდებოდა – „პინტრიშით“ გაჰქონდათ, ეზოს ზიანს აყენებდნენ, მაგრამ ზარალის ანაზღაურებას არავინ მოითხოვდა...“ ძველი წესების მიხედვით, ლელოს ბურთი უნდა იწონიდეს დაახლოებით ერთ ფუთს (16 კგ-ს). ბურთის ტყავი სპეციალუ რად უნდა შეიკეროს და შემდეგ აივსოს რიონის სილითა და ნა ხერხით (როგორც ჩანს, წინათ ბურთი ასეთი მძიმე არ ყოფილა, რადგან ხშირად თურმე, როცა ლელოს თამაში მდინარის პირას მიმდინარეობდა, მოთამაშეთა ის მხარე, რომლის ლელო მდი ნარის ქვემოთ იყო, სპეციალურად აგდებდა ბურთს წყალში, რათა დინებას ის რაღაც მანძილზე წაეღო. ბურთი მძიმე რომ ყოფილიყო, აუცილებლად ჩაიძირებოდა). ვიცით ისიც, რომ სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამ დე, აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა ალადასტურის, თაფლის, ბროწეულის წვენის და კიდევ სხვადას ხვა ინგრედიენტის ნაზავია. ამ ნაზავს მოთამაშეებს თამაშის წინ ასმევენ, რადგან ის ადამიანს ძალას და გამბედაობას ჰმატებს. ლანჩხუთში, კერძოდ კი სოფელ შუხუთში, თამაში სოფლის შუაგულში, ზედ საავტომობილო ტრასასთან მდებარე ცაცხვის ქვეშ იწყებოდა და ტრასა იკეტებოდა. მოწინააღმდეგეთა მი ზანი იყო, ლელო საკუთარ მხარეს გაეტანათ – ქვემოურებს ჟორდანიას ღელეში, ზემოურებს კი ე. წ. „უკან ღელეში“ (ჩო ხატაურლები ლელობურთის განკუთვნილ ადგილს „სათამაშო ეწერს“ უწოდებდნენ). წინათ ლანჩხუთის სასაფლაოს ეზოში დიდი ეკლესია იდგა, რომლის წინამძღვარი სოლომონ იმნაიშ ვილი ყოველ წელს, ლელობურთის წინ სასაფლაოს ღობეს თა ნასოფლელების დახმარებით შლიდა, შემდეგ ძველ ანაფორას იცვამდა და ლელობურთს თამაშობდა. ვლასა მგელაძე ასე აღწერს ლელობურთის თამაშს: „დაჩაქუ რებულ, დაკოტავებულ მობურთალების შუა გუგუნავების ეკ ლესიის კარის მიძღვარი იდგა, რომელმაც მთვარესავით დიდი, მრგვალი ბურთი აკურთხა. ბურთი მოხუცებულ მამა-შვილმა ზევით ააგდეს და წრიდან გავიდენ, მაყურებელთა შორის დად გენ. როგორც მწევრები ბუჩქიდან გამოვარდნილ კურდღელს, ისე მიესიენ გურულები ბურთს და შეიქნა ბდღვნა, ღლეტა, ყვი რილი, ყიჟინა...“ ვლასა მგელაძის მიხედვით, მობურთალები ლამის ყაბალახ-ჩა ქურებში გამოწყობილნი თამაშობდნენ, შეიძლება ზოგჯერ ასეც იყო, მაგრამ, როგორც წესი, მოთამაშეები ძველ ტანსაცმელს იცვამდნენ, ანდა წინასწარ ტილოსაგან იკერავდნენ, რათა ამ ორომტრიალში ტანზე არ შემოეგლიჯ-შემოეხიათ ყოველდღიუ რი ტანსაცმელი. ახლა აპოლონ წულაძეს მოვუსმინოთ: „...მო ქიშპე მხარეები ცდილობენ ბურთი ხელთ ეგდოთ და გაქცეუ ლიყვნენ ლელოსაკენ, მოწინააღმდეგე გამოუდგება.... ცხადია (ყოველი მხარე) ცდილობს თავისი ლელოსკენ წაიღოს ბურთი...“
„მეტად კარგი საყურებელი და წარმტაცი თამაში ერთი სოფ ლის ცოლიანებისა და უცოლოების შეჯიბრება იყო... უცო ლოები გაიხდიდნენ ჩოხას, შემოიხსნიდნენ ქამარ-ხანჯალს, გადასცემდნენ გასათხოვარ ქალიშვილებს, ქალიშვილები ჩო ხას კაბაზე გადაიცვამდნენ, ქამარ-ხანჯლით ვაჟურად მოირ თვებოდნენ... ახალმოყვანილებიც ასევე მოირთვებოდნენ თავიანთი ქმრების ჩოხა-ქუდით, ქამარ-ხანჯლით. ქალებიც ბურთის მოთამაშეებს დასდევდნენ და თავისიანებს ამხნე ვებდნენ, გასათხოვარი – უცოლოებს, გათხოვილები ქმრებს... შეუძახებდნენ: აბა, ბიჭებო, თქვენ იცით, მარჯვედ იყავით, თვარა თუ მაჭამეთ სირცხვილი და „ყაზილარებმა“ გაჯობათ, ქალები გაგექცევათ, აბა, ბიჭებო! არ გაჯობოს ცოლიანებმა, თვარა, უცოლოდ დარჩებით და სხვა“. ლელობურთში ხანდახან გურული ქალბატონებიც მონაწი ლეობდნენ. ისტორიამ შემოგვინახა მათი სახელები: ელპიტე გოგოლაშვილი, ათინო ბაჯელიძე, ელისაბედ ანდღულაძე, ლი სა შავიშვილი. თამაშის მსვლელობისას აკრძალული იყო წესების დარღვე ვა, როგორიცაა მოწინააღმდეგის ფიზიკური შეურაცხყოფა თუ გინება, მაგრამ აზარტში შესულ გურულებს ძალიან ხშირად წესების დაცვა ავიწყდებოდათ, იყო ერთი გაწევ-გამოწევა და ხელჩართული ჩხუბი. ამიტომ ხშირად მარტო აღფრთოვანებას კი არა, შეცოდებასაც იმსახურებდა ბურთის – ამ „განძის“ ბედ ნიერი მფლობელი – ჩხუბში წაქცეულს ხომ ზემოდან მოთამა შეების რამდენიმე იარუსი აწვებოდა. თურმე, ხანდახან მოთამაშეები ეშმაკობასაც მიმართავდნენ – ორომტრიალში ჩუმად გააპარებდნენ ბურთიან კაცს, რომე ლიც, თუ გაუმართლებდა, საკუთარ ლელოში გაიტანდა ბურთს, მაგრამ ვაი, მისი ბრალი თუ „შპიონს“ შეამჩნევდნენ, მას გახუ რებული გურულების უზარმაზარი მასა ისე დაედევნებოდა, რო გორც ფუტკრების გუნდი დედა ფუტკარს.
ყოფილა შემთხვევები, ბურთი შუაზე გაუჭრიათ: „შეიქნა ყვირილი: ბურთი გასჭრეს, ბურთიო! და, თავპირ დასის ხლიანებული, ტანისამოს შემოხეულ-შემოწეკვილი ხალხი ზე წამოდგენ, წრე დაიშალა, ბურთაობა გათავდა“. ზოგიერთ რაიონში ლელობურთში ცხენოსნებიც იყვნენ ჩარ თულნი. სერგი ჟღენტი იხსენებს: „აქანე ტევრში დიდი თამა შობა იცოდენ. ქვედაბახვს ორი საზოგადოება რომ მოსული ყო, ბულთს ვერ წაართუმდა. ერხელ ესოფ ქიქოძემ მეინდომა, ცხენით წიეღო ბულთი, მარა არ გაატანენ. ცხენზე რომ იჟდა და მიაჭენებდა, დიეწია აგია თენეიშვილმა, შამუახტა ცხენზე, გად მუაგდო ძირს. შეიქნა ნამეტარი ბდღვნაი, ნამეტარი წეკვა, მარა ქვედაბახვს მაინც ვერ წაართუეს ბულთი“. თამაშის დამთავრების შემდეგ გამარჯვებული მხარის წარმო მადგენლები, დამარცხებულებთან ერთად, მიდიან რომელიმე ახალგარდაცვლილი ახალგაზრდას საფლავზე, ბურთს დებენ საფლავის ქვაზე, პატივს მიაგებენ და შესანდობარს შესვამენ. სავარაუდოდ, ეს უფრო გვიანდელი რიტუალია, რომელმაც ფე ხი, ალბათ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოიკიდა. დღესაც რომ გახვიდეთ სასაფლაოზე, იქ ნახავთ საფლავებზე დადებულ ბურთებს, რომელთაგან ზოგიერთი ჟამთასვლამ ლა მის მთლიანად გაანადგურა.
45 VOYAGER 19/2020
გურია
გურული მშვიდობა ნ ა თ ია მ ს ხილა ძე
46 VOYAGER 19/2020
სქელი, თეთრი ღრუბლები, მზე, წვიმა, ქარი და ნისლი ერთდროუ ლად. ღრმად ჩაისუნთქავ ჰაერს იქ, სადაც ზღვისა და მთის ჰავა ერ თმანეთს ხვდება. თვალწინ გადაგეშლება მთები ალპური მინდვრე ბით, ფერადი ფიცრული სახლებით და უცებ ვერც გაიაზრებ, რომ ღრუბლებზე მაღლა დგახარ. გომისმთაზე მოსახვედრად თბილისიდან საჭიროა, გაიაროთ დაახ ლოებით ხუთსაათიანი მოასფალტებული გზა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩაგიყვანთ. შემდეგ უნდა გაუყვეთ მოხრეშილ საგზაო მონაკვეთს, რომელსაც მიყავხართ სულ მაღლა, ღრუბლებს ზემოთ. აქ ამინდს ვერ განსაზღვრავთ. 10 წუთის მონაკვეთში წვიმა, ქარი, მზე და ჭექა-ქუხილი ერთმანეთს ენაცვლება. ღამე ელვა ვარ სკვლავებით მოჭედილ ცას გადასერავს და დილას, ზღვის დონიდან 2755 მეტრზე ნისლში გახვეული იღვიძებთ. გურულები ამ ადგილს ღრუბლების სამეფოს უწოდებენ. ჰოდა, ალიონზე ადგომა არ დაიზა როთ, რომ ის ემოცია შეიგრძნოთ, რაც არც დაწერით და არც ფირზე აღბეჭდით არ გადმოიცემა. გომისმთა ოდითგანვე საძოვრებით იყო ცნობილი. გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე სხვადასხვა სოფლიდან მესაქონლეობით დაკავებული ფერმერები ოჯახებით სახლდებოდნენ. აჭარლებს აქ დღესაც ნახავთ და გირჩევთ, სადილი მათთან დაგეგმოთ. მაგიდას სახელდახელოდ სახლის წინ ეზოში გაგიშლიან და აჭარული კული ნარიის ზეიმიც იქ დაიწყება: სინორი, ბორანო, კაიმაღი და კორკოტი და დესერტად — მომთაბარე ოჯახების ამბები. არ გამოგრჩეთ ჭინჭაოს ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2500 მ-ზეა. მანძილი გომისმთიდან 11 კმ-ია, მიდის როგორც საფეხმავლო ბილი კი, ასევე გრუნტიანი გზა და გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავ ლობის მანქანით შეიძლება. მე მაინც გირჩევთ, გზა ცხენით გაიაროთ. ტბა დიდი არაა, თუმცა ძალიან ლამაზია და ამ სიმაღლეზე განუმეო რებელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
გომისმთა
47 VOYAGER 19/2020
გურია
გურიის მეორე სამთო კურორტი, ბახმარო გომისმთიდან არც ისე შორსაა. გადასვლა, ტრანპორტის გარდა, ფეხით და ცხენე ბით შეიძლება. ბახმარო ერთგვარი ქვაბულია, რომელიც გარ შემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყეებით, ამ სიმწვანეში კი ფიცრული სახლებია. ჩემს გურულ ბებიას განსა კუთრებით უყვარდა ბახმაროს ლეგენდის მოყოლა და ხშირად ძილისწინ მოსაყოლ ზღაპრებს ამ ლეგენდით ანაცვლებდა. ამბავი ასეთია: კურორტის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მარო თურქებმა მოიტაცეს, უკან დადევ ნებულ მდევარს ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით, ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: „ბახ მარო“ – ნახეთ თქვე ნი მარო. ბახმაროში ხვდები, რომ სიზმრის სამყაროში გადახვედი, რეა ლობაში დაბრულებულს კი ისღა გინდა, ყველა კადრი გადაღე ბული გქონდეს: რკინის ლოგინებიც, მაქმანებიანი ფარდებიც და ფანჯრიდან ბჟუტავი სინათლეც. არცერთ სახლს ღობე არ აქვს, რაც კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ აქ ყველაფერი ყველასია. გომის მთის მსგავსად, აქაც ამინდი ელვის სისწრა
ფით იცვლება და სულ სხვანაირად ამოდის დიდი, კარალიო კისფერი მზეც. მაისში გახსნილი სახლის კარი გვიან შემოდგომაზე იხურება. არაფერი სჯობს აჭარელთან სტუმრობისას სახელდახელოდ „ფეჩზე“ მოდუღებულ ყავას და „ფეჩთან“ მოყოლილ ამბებს. აქ ჰყვებიან, როგორ ქმნიდნენ ოჯახებს გარიგებით და როგორ ქარგავდნენ მზითვებში გასატანებელ თეთრეულს. ფეხით გავ ლისას ცხენზე შემჯდარი ბავშვების ჟრიამული მიიქცევს ყურად ღებას — მოქრიან და ცხენს მოღერებით დააჭენებენ. აქ ხვდები, რომ თავისუფლების სურნელს სუნთქავთ და არც ის დაივიწ ყოთ, რომ ეს ჰაერი სასუნთქი გზების დაავადებებსა და მათ პროფილაქტიკასაც უხდება. ბახმარო ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღეს ახმაურ დება ხოლმე. ამ დღეს აქ დოღი იმართება. მონაწილეობის მი საღებად ცხენოსნები სხვადასხვა სოფლიდან ამოდიან. დოღის სანახავად მისულებს ადგილობრივი ნაწარმის შეძენის საშუა ლებაც გექნებათ.
48 VOYAGER 19/2020
ბახმარო
49 VOYAGER 19/2020
გურია ბებიაჩემი კიდევ ერთ ძველ ტრადიციაზე — „ალეგრობაზე“ გვიყვებოდა, რომელიც ათწლეულებია არ გამართულა. ამბის მოყოლას იმით იწყებდა, რომ გურია ევროპული კულტურის სალონი იყო და ამ ამბავს უკანასკნელი მთავრის, მამია გუ რიელის სასახლე მასპინძლობდა. მაშინდელ გურიაში არც უც ხოელების გამოჩენა უკვირდა არავის და არც ქუჩაში იტალიელ მისიონერების ნახვა. მამია გურიელმა თავის კარზე დაიტოვა გერმანელი მოხეტიალე მსახიობ-კომედიანტთა დასიც და ასე სახალხო სანახაობას აწყობდა. „ალეგრობა“ საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. ოჯახები სურსათსა და თანხას სწირავდნენ, რაც საზოგადოებრივ-საქველმოქმედო დანიშნულებით იხარ ჯებოდა. ბებიაჩემი ამ ტრადიციის თხრობისას თავის თანატოლ გოგო-ბიჭებს იხსენებდა, თუ როგორ გამოეწყობოდნენ სა განგებოდ ყაბალახიანი, ულვაშაწკეპილი ბიჭები და გოგოები ჩითის კაბებში და ცეკვავდნენ ფოქსტროტს და ვალსს. დიდი მხიარულება ყოფილა. ეს დღე იყო გადანახულების ადგილი და ბევრი გოგო-ბიჭის ბედი ამ მხიარულებაში წყდებოდა.
მოზღვავებული ემოციების დამშვიდებას ახლა ფინჯანი ჩაით გირჩევთ — ოზურგეთიდან 3 კილომეტრში სოფელ მელექე დურში, სადაც პროფესიით კინომხატვარი და ახლა უკვე მეჩაიე გოგო ცქრიალით შემოგეგებებათ. ლანა ჟღენტი ქალაქიდან სოფლად დაბრუნდა და გურიაში ჩაის აღორძინებას შეუდგა. ამ მხარეში ჩაის ბუჩქი, საუკუნეების წინ თავად გურიელს ეზოში დაურგავს, თუმცა მას მხოლოდ დეკორაციის ფუნქცია ჰქონია. უკვე საბჭოთა კავშირის დროს კი საქართველოში ჩაის პლან ტაციები 67 ათას ჰექტარზე იყო გაშლილი და წარმოება, ხარის ხის მიხედვით, მსოფლიოში მეოთხე-მეხუთე ადგილს იკავებდა. ქართული ჩაის ეპოქის დასასრულად კი 1990-იანი წლები მიიჩ ნევა, როდესაც გურიის სოფლებში უმრავლესობამ გაჩეხა ჩაი და თხილის პლანტაციებით ჩაანაცვლა. ჟღენტების ოჯახს ჩაისთვის ხელი არ უხლია, თუმცა სიცოცხლე ლანამ დაუბრუნა. გურიაში ჩაის კრეფა თავშეყრის, სასიამოვ ნო შრომის რიტუალი იყო და დღესაც ასეა. აქ უთენია სოფლის ქალები ორღობეს მოუყვებიან შეძახილებით — „წამოი ჩაში“ და იქ ქვეყნის ამბებს ყვებიან. თანასოფლელებთან ერთად ჩაის მწკრივში ლანაც ჩადგა, ამ რიტუალში ჩართვა ახლა ყველა მის სტუმარს შეუძლია. ასე გაგიხაზირებენ ჩაის ქუდს, კალათას და თქვენც გაუყვებით გზას, რომელიც ჩაის პლანტაციებამდე მი გიყვანთ. სახლში დაბრუნებულები დაგრიხავთ ფოთლებს, სა ხელდახელოდ გააშრობთ და დაახლოებით 40 წუთში გახაზი რებულ მაგიდასთან მიგიპატიჟებენ „ჩას“ დასალევად. ლანას დიდი გეგმები აქვს, მალე ეზოში ჩადგამს ნალიებსაც, რომელ თაც სასტუმროს ფუნქცია ექნება. მწვანე ოქროს კიდევ გურიის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ნა გომარში შეხვდებით. ნაგომარი მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 70 მ-ზე, ოზურგეთიდან 16 კმ-ში მდე ბარეობს. ეს ის სოფელია, სადაც ჩემი ბავშვობის დიდი წილი გავატარე. ოჯახში, რომელიც მე მმასპინძლობდა, 80 წელს მი ტანებული სონია ბებია ცხოვრობდა. კარგად მახსოვს, ჩაის პლანტაციაში წასულ სონია ბებიას როგორ მივყვებოდით და რაზმული ბავშვები და მერე დასიცხულები მდინარე სუფსაში ვგრილდებოდით.
თუკი ვინმეს ახსენდება გურია, ცხადია, ახსენდება ნოდარ დუმ ბაძეც და პირიქით. ბახმაროდან ჩოხატაური 53 კილომეტრშია. ჩოხატაურიდან 7 კილომეტრში კი, სოფელ ხიდისთავის თემის ზენობანში ნოდარ დუმბაძის სახლმუზეუმი. თვითონ ჩოხატაუ რი გურიის ქედის სამხრეთ კალთის ძირას, მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 150 მეტრზე მდებარეობს და 60 სო ფელს აერთიანებს. ამ სოფლებს შორისაა ხიდისთავიც. მუზეუ მის ეზოში შესვლისთანავე გულღია მასპინძელივით გეგებებიან კარგად ნაცნობი პერსონაჟების ქანდაკებები — ზურიკელა, ბე ბია, ილიკო, ილარიონი და მურადა. როდესაც სახლმუზეუმ ში შეხვალთ, გიდად ილარიონის შვილიშვილი დაგხვდებათ. ჯერ კიდევ სიცოცხლეში უნდოდა ნოდარ დუმბაძეს მშობლიურ სოფელში დასასვენებელი სახლის აშენება. დღევანდელი მუ ზეუმის ჩანახატი სწორედ მას ეკუთვნის და შემდეგ, მისმა მეგო ბარმა ჯემალ დავითაიამ პროექტი შეადგინა. ეს მუზეუმი ბევრ ნივთს და ბევრ ამბავს იტევს და როგორც გურულები იტყვიან, იმფერი ემოციით ბრუნდები, ღამე ლოგინში ბორგავ. თან რომ გაიხსენებ, იმავე სოფელში დგას ანა კალანდაძის სახლიც და მისი მონახულებაც შეგიძლია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩაიმ აქტუალობა 90-იან წლებში და კარგა, სონია ბებია მაინც არ თმობდა მას და თავისი დაკოჟრი ლი ხელებით დილას დაკრეფილ ჩაის საღამოს ვახშმისთვის გვიყენებდა. იმ დროს ვერც მე და ვერც სონია ბებო ვერ წარ მოვიდგენდით, რომ ნაგომრის ჩაის წლების შემდეგ ამერიკა შიც გაიცნობდნენ. დღეს ეს პროდუქტი ექსპორტზე გადის და ნიუ იორკში იყიდება. ამიტომ თქვენ ადგილზე ნაგომრის ჩაის გაუსინჯავად გურიას არ დავტოვებდი. ამ სოფელში ნანა ყირმე ლაშვილმა ჩაის წარმოება სპონტანურად გადაწყვიტა. დღეს უკ ვე ოთხი სახეობის ჩაის აფასოებს და სეზონურად ამრავალფე როვნებს. ოქროს ტიფსებისგან ხელით დამზადებული ქართული ჩაის დასაგემოვნებლად ნანა გიმასპინძლებთ. არ გამოტოვოთ არც „მწვანე ოქროს“ კრეფის რიტუალი, იქ გურული ქალები თავ ბრუს დაგახვევენ და იმ დროინდელ ამბებს მოგიყვებიან, როცა საბჭოთა ნაგომარში პლანტაციები 350 ჰექტარზე იყო გაშლილი და როცა ამავე სოფელში ჰქონდათ ჩაის ფაბრიკაც. დღეს ნაგომრელები ყველაფერს თავიდან იწყებენ. რაც მთავა რია, ჩაის საკრეფად ფარფლებიანი ქუდი და სპონტანური იუ მორი უცვლელად აქვთ. „დალიე ჩა, ცა?“ — ამის დაულევლობა არ იქნება და სად უნდა გაჩერდეთ, კი იცით.
50 VOYAGER 19/2020
„ნაგომარის“ ჩაის კრეფა გურიაში
ასე რომ, ლანაც, ნანაც და მთელი გურიაც გელით თავისი მწვანეში ჩაფ ლული ცვალებადი ხასიათით. თუმცა, თვითონ გურულებს რამდენჯერაც არ უნდა ჰკითხოთ, რა ხდებაო, იმდენჯერ გიპასუხებენ: „მშვიდობა!“ ჰოდა, ეტყობა, აქ მართლა მშვიდობა აქვთ. 51 VOYAGER 19/2020
ლანა ჟღენტი
თუშეთი
თუშეთი „...ჩემი ძველი ომალოელი მასპინძელი გოგი იჩუაიძე მიხსნიდა, რომ თუში ისე არა დაადგებოდა გზას, არ ეხსენებინა მგზავრის მფარველი და დარ-ავდრის გამრიგე თუშეთის სალოცავები _ ელია ნაქერალი და ჭიხალე ხისოსთაველი. სუფრაზეც და გზა შიც აუცილებლად მოიხსენებს გზაში დარჩენილებს: ზვავ-წყალ ნალევთ, მაქც-ფათერაკით დაღუპულებს, ცხენ-საკაცით ნაზიდებს. სამანქანო გზის გაყვანა თუშეთში XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყეს და 70-იან წლების ბოლოს დაასრულეს. ბევრ სოფლამდე ახლაც მხოლოდ ცხენით მგზავრობა მოგიწევს. სტორის ხეობაში შეხვალ თუ არა, ტელეფონი აღარ იჭერს, თით ქმის ასეა უღელტეხილამდე. გზა ხან კლდეებშია გაჭრილი, ხან ტყიან ფერდობებს მიუყვება, მერე ალპური მდელოებია. სანამ ალპური მდელოები დაიწყება, მარცხნივ გადასახვევია და მინერალური თერმული წყალი _ თორღვას აბანო ამოდის. აქ, ტრადიციულად, თუშები საბანაოდ ჩერდებოდნენ. უღელტეხილსაც ამიტომ ჰქვია ასე. აქედან იწყება საოცარი მოსახვევები, მანქანასაც სულ უფრო უჭირს აღმართის ავლა და ბოლოს აბანოს უღელტეხილთან ვართ, 2926 მ-ზე. ახლა უკვე თითქმის განახევრებული გაქვს გზა ომალომდე. ტრა დიციის მიხედვით, ამ ადგილას აუცილებლად უნდა შეისვენო და სამი სადღეგრძელო თქვა. ვინც თუშეთში პირველად მიდის, „ნათ ლობისთვის“ არყიან ჭიქას მიაწვდიან. პირველ თუშურ ნათლო ბას სწორედ ამ გზაზე იღებ“. თინათინ მოსიაშვილი გეოგრაფი, გიდი
52 VOYAGER 19/2020
53 VOYAGER 19/2020 ©დაცული ტერიტორიების სააგენტო. ფოტო: ლაშა გიგაური.
აქტიური მოგზაურის ტური ნ უ ც ა ცქიმ ა ნ ა ურ ი მწ ერ ა ლ ი - გ ი დი
...რაიოდ მეტად მომნატრებიხარ, ხაგირო, ეხო, აშტოოდ, მთაწვერ. რად ვერ შაგტყობდი ჩემ ტკბილ თუშეთო, ზამთრისპირ თეთრად აგპენტვი თმა-წვერ. იახლ ჯანღ ქურდულად შეეპარ ქისტეთს და ქირსლებში გახვი ხეკინჩხოს მთა-წვერ. /ეთერ თათარაიძე/
რამდენიმე წლის წინ, როცა პირველად მოვხვდი თუშეთში და დართლოში ეთერ თათარაიძის ეს სიმღერა მოვისმინე, ვერა ფერიც ვერ გავიგე, მასპინძლებს ავახსნევინე. მათ არ გაჰკვირ ვებიათ და მოთმინებით ამიხსნეს შინაარსი. წლების შემდეგ კი, თუშეთში ახალმოსულებს უკვე მე ვუხსნი თუშურ ადათ-წესებს. ბევრი ადამიანი, ქართველიცა და უცხოელიც, თუშეთში მოგ ზაურობისგან თავს საშინელი გზის გამო იკავებს. 2013 წელს BBC-მ თუშეთის გზა მსოფლიოს საშიში გზების ხუთეულშიც კი შეიყვანა. ამ იმიჯს ინტერნეტში გავრცელებული ყალბი ფოტოე ბი ამაგრებს. თუმცა, ცოტათი მაინც რომ გაგიქარწყლოთ შიში, გეტყვით, რომ სეზონზე 12-15-ჯერ მაინც მიწევს ამ გზის გავლა და უკვე იმდენად მივეჩვიე, უღელტეხილზე ზოგჯერ მძინავს კი დეც. მთავარია, ტრანსპორტი და მძღოლი იყოს კარგი. თუშეთში სამოგზაურო სეზონი წინასწარ არასოდესაა ცნობი ლი, ეს ძირითადად გზის გახსნაზეა დამოკიდებული _ მაისის
ბოლოდან ივნისის პირველ ნახევრამდე. შესაბამისად, სამოგ ზაუროდ რეკომენდებული პერიოდიც ივნისიდან ოქტომბრის ბოლომდეა, ვიდრე მაღალი მთების კალთებს თოვლი შაქრის პუდრასავით არ დაეფინება. დიდთოვლობა შემდეგ თუშეთის კენ მიმავალ გზას თითქმის 7 თვის განმავლობაში კეტავს, თოვ ლის საფარი ოთხ მეტრამდე აღწევს და აქ მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა თელავის რაიონის სოფელ ფშავლიდან იწყება და ომალომდე, რომელიც თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრია, 72 კმ გაშო რებთ. თუმცა ამ გზის უსაფრთხოდ გავლას მაღალი გამავლობის მანქანით, დაახლოებით 4-5 საათში მოახერხებთ. უმაღლესი წერტილი ცერი, ანუ აბანოს უღელტეხილია, სი მაღლით 2860 მ-ზე. კარგ ამინდში იქიდან ულამაზესი პანო რამული ხედები იშლება. ჩეჩნეთი და დაღესტანი ხელის ერთ გაწვდენაზეა. ერთხელ მეგობარმა მკითხა, თუშეთში რა არის სანახავიო. ჰო და, რთული აღმოჩნდა პირდაპირ და მოკლედ პასუხის გაცემა. სანახაობები კატეგორიებად შეიძლება დაიყოს, მაგალითად, მარტივი და რთული _ შედარებით ზარმაცი და შედარებით აქტიური მოგზაურების თვის და, რაც მთავარია, უნდა შეეგუოთ იმას, რომ დრო საკმარისი არასდროს არის.
54 VOYAGER 19/2020
©დაცული ტერიტორიების სააგენტო. ფოტო: ლაშა გიგაური.
თუშეთი
სანამ თუშეთში მოგზაურობას დაგეგმავთ, უნდა დაიხსომოთ, რომ მთაში ღორის ხორცი არ აიტანოთ. ეს თუშებისთვის ცუ დის ნიშანია და უბედობას მოასწავებს. ამ ურყევ ტრადიციას იქ, ზევით, ყველა _ ადგილობრივიცა და მოგზაურიც პატივს სცემს. ახსნა ამ ამბავს ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეს მთაში, ბუნ დოვანი აქვს. როგორც ყვებიან, ერთ-ერთი სოფელი შეწუხე ბული იყო მუდმივი მეწყერითა და ზვავით. ერთხელაც აღუთ ქვამთ, ოღონდაც ხალხი და საქონელი აღარ დაგვეხოცოს და ღორის ხორცს აღარ შევჭამთო. მართლაც, მომდევნო წლიდან ბუნება დამნდობი გამხდარა და სოფელში მშვიდობას დაუსად გურებია. ტრადიცია კი ტრადიციად დარჩენილა, რადგან თუშე ბი ფიცს არ ტეხენ. ©ნუცა ცქიმანაური
აქ სხვა აკრძალვებიცაა: ხატები, ნიშები, სალოცავები, სადაც ქალს არ მიესვლება და ჩვენც, როგორც კი მთე ბის საუფლოში შევაბიჯებთ, აქაური წესები უნდა მოვირგოთ, აქაური ხმით ავმღერდეთ. ხატები და დღეობები ხომ იმდენადაა გამჯდარი თუშების ყო ველდღიურ ყოფაში, რომ საუკუნეებია, ტრადიციული ქრისტიანობა ცდილობს, დაამარცხოს, მაგრამ ვერაფერს ხდება, თუშები კიდევ კარგა ხანს იდღეობებენ.
აწუნთა აწუნთის, იგივე თუშეთი-ხევსურეთის მარშრუტი ერთ-ერთ რთულ ბილიკად მიიჩნევა, არა იმდენად ტექნიკური მიზეზების გამო, რამდენადაც ხანგრძლივობის. მის გასავლელად საჭიროა 4-5 დღე. კლასიკური მარშრუტის ჯამური სიგრძე 72 კმ-ია, იწყე ბა ომალოდან და სრულდება შატილში. უმაღლესი წერტილია აწუნთის უღელტეხილი _ ზღვის დონიდან 3432 მ-ზე.
© გიორგი სეხნიაიძე
მოგზაურების უმეტესობა გზას თუშეთიდან იწყებს, რადგან აქ ბევრად ნაკლები სიმაღლეა ასაკრეფი და აღმართიც შედარე ბით ნელა, დინჯად მიიწევს წინ.
ნიშები ყველა სოფელშია, ზოგან მოშორებით, ზოგან კი მთე ლი ქუჩა „წმინდაა“ და ქალები სხვა გზით ადიან ხოლმე. ასე თია, მაგალითად, შენაქოსა და კვავლოში ასასვლელი გზა. ეს საკრალური ადგილები ზოგჯერ საერთოდ არაა შემოზღუდული, ზოგან კი მხოლოდ სიპები ალაგია, ამიტომ ყურადღებით სია რული გვიწევს. თუშები ჭკუას კარგავენ სტუმარზე. განსაკუთრებით მწყემსებს უხარიათ ზურგჩანთიანი მოგზაურების დანახვა _ მათ ხომ ბა რიდან ახალი ამბები ამოაქვთ. ესეც ერთგვარი მოლაშქრეთა ტრადიციაა: როცა მგზავრები ერთმანეთს ვხვდებით ბილიკზე, არ აქვს მნიშვნელობა, ნაცნობია თუ უცნობი, ქართველია თუ უცხოელი, აუცილებლად ვჩერდებით და მოვიკითხავთ ერთმა ნეთს. ეს ჩემი საყვარელი რიტუალია მთაში სიარულისას, გან საკუთრებით _ აწუნთას მარშრუტზე.
თუმცა, მე პირადად შატილიდან დაწყება მირჩევნია, როცა ვიწ რო ხეობიდან გამოსულს უცებ ჩამომემხობა ხოლმე გაშლილი სივრცე და ბუნების აუტანელი სილამაზე ყოველ ჯერზე მაცვი ფრებს. ალბათ თუშეთი ერთადერთი ადგილია, სადაც მთები ზემოდან კი არ დაგცქერიან, მათი განუყოფელი ნაწილი ხდები. თუმცა, თან იცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში ორი დიდი აღმართი გაქვთ ასავლელი — ხიდოტნის ქედი და მერე უკვე აწუნთა. ლაშქრობის დაწყებამდე,აუცილებლად გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. სხვა შემთხვევაში მარშრუტის შეწყვეტა მოგიწევთ. დოკუმენტების წარდგენა ხდება სამჯერ: 1. მუცოში 2. ხიდოტანზე 3. გირევში.
რადგან ეს ბილიკი ჩვენს მეზობელ სახელმწიფო საზღვართან ახლოს გადის, ამიტომ ყველა მოგზაურს აღრიცხავენ. როგორც იტყვიან, ყოველი შემთხვევისა და უსაფრთხოებისთვის. მას შემდეგ, რაც მუცოს მესაზღვრეებს დავემშვიდობებით, შეგ ვიძლია გზა განვაგრძოთ. საით? აქ გზა ორად იყოფა, მარცხენა ბილიკი მდინარე ხონისწყალს მიუყვება და სოფელ ხონისჭალის გავლით ადის ხიდოტნის ქედზე. მარჯვენა კი მდინარე ანდაქს მიჰყვება და სოფელ არ დოტის შემდეგ შეუყვება იმავე ქედს.
55 VOYAGER 19/2020
©ნუცა ცქიმანაური
თუშეთი
ბილიკის არჩევამდე მესაზღვრეებს ვეკითხებით ხოლმე მდი ნარეებზე ხიდების მდგომარეობის შესახებ. ზოგიერთს „ხიდი“ პირობითად ჰქვია — ესაა 2-3 გასხეპილი ხის ვარჯი მდინარის კალაპოტზე. არ იფიქროთ, ხევსურებს ეზარებათ ხონისწყალ ზე ხიდების გადება. უბრალოდ, ეს გიჟმაჟი და დაუდეგარი მდი ნარე ყოველ გაზაფხულს კალაპოტს იცვლის, ღრიალით მოა გელვებს ტალღებს და ხისგან აშენებულ ხიდებს ნაცარტუტად აქცევს. ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, მოგზაურები მარჯვენა ბილიკს ირჩევენ ხოლმე. იქ წლებია, სტაბილურადაა გადებული მდინარის მთელ სიგრძეზე სამი-ოთხი ხიდი. ბილიკი ნელ-ნელა ზემოთ, მთისკენ მიიწევს და როგორც კი მესაზღვრეების პუნქტს დაინახავთ, აუცილებლად მოგტაცებთ თვალს სილამაზით განთქმული, თოვლის საბურველით და ფარული მზეთუნახავი. მას თუშები თებულოს მთას ეძახიან, ხევსურები — დაქუეხს. ის ორი ქვეყნის — საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე დგას და იქ ნებისმიერი სახის აქტივობა იკრძალება. სიმაღლე 4493 მეტრია და მწვერვალს მუდმივი თოვლი და ყინული ფარავს. ეს თვალწარმტაცი მთა განსაკუთ რებით ლამაზია, როცა ამომავალი, ან ჩამავალი მზის სხივებს ირეკლავს და იქაურობას ჯადოსნურ ელფერს სძენს. ამიტომ კარავი ისეთ ადგილას გაშალეთ, საიდანაც დაქუეხი გამოჩნდე ბა, როცა დილას კარს გამოაღებთ.
ვინ არ იცნობს კალმიკას — აწუნთაზე მიმავალი თუ მომავალი მოგზაურების ადგილობრივ ღმერთს. კალმიკასთან ყველაზე კარგი საბანაკე ადგილია — გაშლილი სივრცე, წყალი, მდინარე, თვითონ მასპინძელიც — გულღია. თუ შუა სეზონზე ჩახვედით, კალმიკას კუსტარულად გამართული, შეშაზე აგუგუნებული აბა ნოც დაგხვდებათ ცხელი წყლით. ვტოვებთ მის საბანაკეს. დასახლებულ პუნქტამდე, სოფელ გი რევამდე, 17 კმ გვაშორებს. ალბათ, ამ გზაზე იარა ცნობილი გა მოცანის „ვკეცე-ვკეცე, ვერ დავკეცე — რა არის?“ ავტორმა და გამოცანაც მერე შეთხზა. თუშეთის მთებში ზღაპრები რეალო ბად იქცევა, აქ მართლა 9 ზღვა და 9 მდინარე უნდა გადაელა ხათ თუშ ვაჟებს, გულის სწორის კოშკს რომ მისდგომოდნენ. კოშკების სიმცირეს თუშეთის არცერთი ხეობა არ უჩივის. მალევე გამოჩნდება ნასოფლარი ჭონთიო, ულამაზესი, სიპით ნაშენი, ერთადერთი შემორჩენილი კოშკით. აქ მუდმივად არა
ხიდოტნიდან იწყება მთავარი ამბავი — აწუნთის უღელტეხილი, რომელიც ბაბილონის გოდოლივით დაუსრულებელია და მაღ ლა, ცაში ადის, ისე ზევით, რომ გეგონებათ — ღმერთთან; ხო ლო თუ გაგიმართლებთ და შეხვდებით — ჯიხვებამდე. პირველი, რასაც უღელტეხილიდან დაინახავთ, მდინარე ქვახიდისწყლის მარჯვენა ფერდზე მოციმციმე შენობის სახურავია. აქაც ყვე ლაფრისმხედველი მესაზღვრეები არიან. თუმცა, ჩვენი შემდე გი დანიშნულების პუნქტი მათგან 2 კმ-ში მდებარე მეცხვარის ბინაა. 56 VOYAGER 19/2020
ვინ ცხოვრობს, მხოლოდ მწყემსები ამოდიან მაისში და პირ ველი თოვლის მერე ნელ-ნელა, დასევდიანებულები, ჩადიან უკან, ბარში. ალბათ, აქაურ მწყემსათან შევლაც კარგი იქნე ბოდა, რომ არა აფთარივით თუში მეცხვარე ძაღლები. ჩემი პი რადი აზრით, თუშეთში ყველაზე საშიში ცხოველი მეცხვარის ძაღლია, რომელიც თავის ტერიტორიას და მთის კალთებზე შეფენილ ცხვარს იცავს — თავის საქმეს აკეთებს. ცხვარი კი აქ დაუჯერებლად ბევრია და დაუჯერებლად მაღლა, ისეთ დამრეც ფერდობებზეც დამინახავს ზოგჯერ, რომ მიფიქრია, ჰა და ჰა, ჩამოვარდებიან-მეთქი. გირევამდე, მის მოპირდაპირედ, ზღაპრული ციხეკოშკებიანი ნასოფლარია _ ჰეღო. ჰეღო პირველად ხევსურეთიდან მომა ვალმა დავინახე, ცხენდაცხენ მოვდიოდით, საშინლად წვიმდა და თან ცისარტყელა გადაჭიმულიყო ცაზე. უცებ, მზის სხივები დაეცა ნასოფლარს და იმდენად დაუჯერებელი სილუეტები გა მოაჩინა, კარგახანს ენაჩავარდნილი შევცქეროდით. ჰეღო ზედ მდინარეების — ლაროვნისწყლისა და ქვახიდის წყლის შესართავზე აუშენებიათ და, თურმე, ომიანობისას, მარტო ამ სოფლიდან 300 ჯარისკაცი გამოდიოდა ქუდზე. აქე დან იწყება პირიქითის ალაზანი და მთელ პირიქითის ხეობას მიუყვება, სანამ თუშეთის ალაზანს არ შეუერთდება ომალოს თან და დაღესტნისკენ არ განაგრძობს გზას, უკვე ანდისყოისუს სახელით. გირევში უკანასკნელად შეგვიმოწმებენ საბუთებს და გზას დაგვილოცავენ. გირევში რამდენიმე კეთილმოწყობილი ღამის გასათევი და კაფეა. ამიტომ თუშეთიდან შატილისკენ მიმავლებს აქვე შეუძლიათ საჭმლის და სასმლის მარაგის შევსება.
ფელ დართლოში მიდის. აქაც 2 ვარიანტია — გაუყვე სამანქანე მტვრიან გზას ან მშვიდი ბილიკი არჩიო. ბილიკი 3 კმ-ით აგ რძელებს გზას, სამაგიეროდ, მთელი გზა პანორამები არ მოგაკ ლდებათ, თუმცა, მეცხვარის ძაღლებიც უხვად არიან. დანოდან ბილიკი სოფელ კვავლოში გადადის, სადაც გაოცდებით და მხოლოდ ერთი სასტუმრო სახლი დგას. აქედან კი სერპანტინი უკვე დართლოში ეშვება.
გირევიდან 3 კმ-ში კი, სილამაზით გამორჩეული პატარა სოფ ლებია — ბასო და ფარსმა, სადაც ძალიან კარგადაა შემორჩენ ლი თუშური ხალხური ტრადიციული საცხოვრებლის ნიმუშები, საბრძოლო კოშკები და სალოცავი — ხატი.
დართლო და ომალო თუშეთის ცივილიზაციის ცენტრია — აქე დან უკვე უპრობლემოდ შეგიძლიათ სატელეფონო და ინ ტერნეტკომუნიკაცია. აქვე ამოდის ტურისტების უმრავლესობა კესელოების მონახულების შემდეგ, ასე რომ, წინა დღეების სიმშვიდე დართლოში სრულდება.
ფარსმაში რამდენიმე კაფეცაა, სადაც პირველად, სამდღიანი მოგზაურობის შემდეგ, გარესამყაროსთან კომუნიკაციცაა შესაძლებელი. თორემ, ანატორიდან ფარსმასა და ჭეშომდე ხომ არათუ ინტერნეტი, სატელეფონო კავშირიც არ არის.
ლაშქრობის გახანგრძლივებისთვის, დართლოდან რამდენიმე ბილიკის არჩევაა შესაძლებელი:
©ნუცა ცქიმანაური
მომდევნო სოფელი ჭეშოა, ლამაზაივნებიანი სიპით ნაშე ნი სახლებითა და მოყვარე მასპინძლებით. ჭეშოდან გზა სო
ნაყაიჩოს უღელტეხილი მაკრატელას ქედზე. ბილიკი იწყება სოფელ ფარსმიდან. კვეთს მდინარე ალაზანს და გრძელი და დამღლელი სერპანტინი მიდის უღელტეხილისკენ. მაქსიმალური სიმაღლე 3000 მ და ფარსმადან დაახლოებით 3-4 საათი სჭირ დება. აქედან ერთი ბილიკი ომალოსკენ მიუყვება მაკრატელას ქედის ზურგს, მეორე კი გომეწრის ხეობაში ჩადის, სოფლებს — ვერხოვანს, ალისგორს, ჯვარბოსელს გაივლის და წრიული გზით ომალოში სრულდება. ომალომდე კი, განთქმული სოფელია — ბოჭორნა, როგორც ტრაფარეტი გვამცნობს, ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად მიჩნეული, სადაც უკვე რამდენი მე წელია მარტოკაცი, ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე ცხოვრობს და არც ზამთარში ტოვებს წინაპრების ბინას. ტუტარეკის უღელტეხილი ერთ-ერთ რთულ, მაგრამ შთამ ბეჭდავ ორდღიან მარშრუტად ითვლება. ბილიკი იწყება დარ თლოდან, ადის სოფელ ჩიღოში, მთის ფერდს მიუყვება და ხეობაში ღრმად ჩადის, მდინარის დონეზე, აქედან კი სიმაღლე
57 VOYAGER 19/2020
©დაცული ტერიტორიების სააგენტო. ფოტო: ლაშა გიგაური.
თუშეთი
ხელახლაა ასაკრეფი. საბოლოო პუნქტი ომალოს თემის სოფ ლები, დიკლო და შენაქოა. მამაც მოგზაურებს ამ გზის გავლა ერთ დღეშიც უცდიათ, თუმცა, რეკომენდებულია მარშრუტის ორ დღეზე გადანაწილება, სოფელ ჩიღოს დათვალიერება და იქვე დაბანაკება. უკვე ოთხი წელია, ჩიღოში ზამთარშიც კი ერ თი მარტოკაცი, ირაკლი ბაკურიძე რჩება. მის სახლში ღამის თევა და გემრიელ, ნამდვილი ცხვრის ხინკლის გასინჯვას შეძ ლებთ. ასეთ ხინკალს, როგორსაც თუშეთში ამზადებენ, ალბათ ვერსად მიირთმევთ. აქ უცხო გემოს განმსაზღვრელი წყალქონ დარაა, ჰაერთან, მთებთან და ხალხთან ერთად. აქ ხომ ნახავთ ადამიანებს, რომლებმაც ზეპირად იციან თუშეთის ფოლკლორი და გაზიარება არასდროს ეზარებათ. ძველი დიკლოს ციხე მოინახულეთ, თუკი დიკლოში გადაწ ყვიტეთ ღამისთევა. ეს ბილიკიც ისევე, როგორც ტუტარეკი, მარკირებულია და ჯამში 5 კმ-ს შეადგენს. ძველ დიკლომდე გასეირნებას თუ გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წაღება. ბილიკი მარტივი და სასიამოვნოა, არ მოითხოვს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზა დებას, ამიტომ მცირეწლოვანი ბავშვებით წასვლაც შეიძლება. გაითვალისწინეთ, წყლის მარაგი შეივსოთ სოფელ დიკლოში და არ დაგავიწყდეთ ქუდი, სათვალე და მზის დამცავი კრემი. მთაში მზე ბევრად მწველია და შეიძლება უცებ მუხთლად შეგაპიწკინოთ. მარშრუტის ხანგრძლივობა სამი-ოთხი საათია.
დიკლოდან შენაქოში სამანქანე გზა მიუყვება, რომლის სიგრძე 5 კმ-ია. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ მეორე, საფეხმავლო ბილიკით, რომელიც ბევრად გრძელია და შენაქოს მთას უვლის. შენაქოში აუცილებლად გირჩევთ, ნახოთ წმინდა გიორგის მე19 საუკუნის ტაძარი, რომელიც მოქმედია. ტაძართან ახლოს კი ბეხვნეა, სოფლის ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილი, სადაც
ღამღამობით კოცონი ინთება და თუშური სიმღერები არ მო გაკლდებათ. შენაქოც მუდივად დასახლებული სოფელია, სადაც ზამთარში მხოლოდ ცოლ-ქმარი, კაკო და ელიკო ბუქვაიძეები რჩებიან ხოლმე. ომალოში გადასასვლელი ბილიკი შენაქოდან იწყება და კესე ლოებთან სრულდება, ზემო ომალოში. მარშრუტის ნახევარი საფეხმავლო ბილიკია, რომელიც მოგვიანებით სამანქანო გზას უერთდება. წვიმიან ამინდში ამ გზის გავლა მაღალი გამავლობის მანქანებსაც უჭირთ და ფეხმავლებისთვისაც არ იქნება იოლი. კესელოები, იგივე კესელოს ციხე ზემო ომალოში, საცხოვ რებელი კოშკების კომპლექსია, რომელიც ამჟამად მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. ჩემს ტურისტებს ბევრჯერ უთქვამთ,რომ აქაურობა „სამეფო თამაშების“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ გადასაღებად ზედგამოჭრილ ადგილს ჰგავს. კესელოებსაც, როგორც ყველა საცხოვრებელ პუნქტს თუშეთში, ორი შესას ვლელი გზა აქვს, ქალებისთვის და კაცებისთვის. დაბოლოს, ჩემი ფავორიტი ორეთის ტბაა. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 2650 მ-ზე, საკმაოდ ღრმა და საშინლად ცივია, ფერი კი შთამბეჭდავი აქვს — მოლურჯო-მომწვანო. მარშრუ ტი სოფელ ქვემო ომალოდან, ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და სოფელ ქუმელაურთამდე მიუყვება სამანქანე გზას. ბილიკი მეტწილად მარკირებულია და ქუმელაურთადან იწყება, თუმცა, ჩემთვის ბევრად მარტივი და მოსახერხებელი იყო ცოქალთა დან დაწყება, რადგან აქ უფრო მკვეთრად ჩანდა ბილიკი და ბევრად სასიამოვნო გასავლელიც იყო. ივლის-აგვისტოში თუ შეთის ბილიკებზე ჟოლო, იგივე მოცვი ხარობს. აქაური მოცვი კი განსაკუთრებულად ტკბილი და გემრიელია. როგორც გითხარით, თუშეთი ამოუწურავია და თუნდაც ერთი და იმავე ბილიკის გავლა ერთნაირი არასდროსაა. აქ სულ მზად არიან, გულში ჩაგიკრან ცადაწვდილმა ლურჯმა მთებმა. მთავარია, მზის ჩასვლის მერე თებჟორიკებს უფრთხილდეთ. აქ მითები და თქმულებები ყველა მოსახვევში გხვდებათ.
58 VOYAGER 19/2020
„ო'დილა თუშეთი“
ომალო
ამ 120 წლის სახლში ღვინის ბარი და ბიბლიოთეკა აქვთ გახ სნილი _ ასეთი კონცეფცია აქ ჯერ ერთადერთია. ადვილად მიაგნებთ, სოფლის ცენტრალური ნაწილიდანვე გამოუკრავთ ფერადი ისრები. შედიხარ და ხვდები, რომ აქ შეკრებილი ნივ თები და კედლებიც კი მთის კულტურისა და ისტორიის ნაწი ლია. სიპის ქვებზე გაკრული წიგნის უზარმაზარი თაროებია და ღვინის ეტიკეტები. „ო'დილა“ პოპულარიზაციას სხვადასხვა გლეხის მიერ დაყენებულ და დაწურულ ღვინოს უწევს. სახე ლის ინსპირაცია კი განთიადის, ამომავალი მზის ქალღმერთი „ო'დილაა“, გოგო, რომელმაც ეს სივრცე შექმნა, ამბობს, რომ ქალღმერთი პოზიტივის, სიხარულის და მოტივაციის მომტანია.
სასტუმრო-სახლი შუნი
დართლო
დართლოში ასვლისას აუცილებლად მიაქცევთ ყურადღებას ამ ულამაზეს სახლს, რომელიც დების, თამრო და სალომე იდოი ძეებისაა. შთაბეჭდილებები ეზოს კარიდან იწყება. თუშეთში, ალბათ, რაც კი ყვავილი და მცენარე ხარობს, ყველაფერი ეზოში აქვთ: ლაშქარა, მოცვი, მაჩიტა, კავკასიური კლდისდუმა. ესეც კი სანახაობაა _ ქოთნებში გამოყვანილი თუშური ფლორა. სასტუმროში სამი ნომერია, ორადგილიანი საძინებლებით. მე ნიუში ბევრნაირი კერძი აქვთ: წვნიანები, სალათის რამდენიმე სახეობა. თუშური დელიკატესი კოტორი _ თუშური ყველით, კალტითა და ერბოთი მომზადებული ხაჭაპური, ხავიწი _ მთე ლი მთიანეთისთვის დამახასიათებელი, ერბოსა და ხაჭოს კი დევ ერთი საინტერესო კერძი და თუშურის უხვნაოჭიანი, ბეგ ქონდარათი შეზავებული ხინკლის მსუყე ასორტიმენტიც. სველი წერტილები და აბაზანა საერთოა, ოღონდ სუფთა და მოწესრი გებული გარემოთი. ინტერნეტი ყველგან აქვთ, დილა კი იწყება ყავით ან ბეგქონდარას ჩაით. მსგავი გემო თუშეთში სხვაგან, მე პირადად, იშვიათად ვიცი, განსაკუთრებით მაშინაა საამური აქაური ბეგქონდარას ჩაი, როცა მთელი დართლო ნისლსა და წვიმის წვრილ წვეთებში ეხვევა.
ამ 120 წლის სახლში პირვანდელი იერსახე ბოლომდეა შენარ ჩუნებული. წლების წინ ამ სახლში დღევანდელი მასპინძლის დიდი ბებია, მარო სისაური ცხოვრობდა, რომელმაც შვილი ომში გაუშვა. იმ დღის მერე, თურმე, დედა შვილის ტანსაც მელს ყოველ დილით ამზეურებდა იმ იმედით, რომ ბიჭს ომი დან დაიბრუნებდა, მაგრამ ევსო იჭარაული უკან არ მოსულა, მისი ტანისამოსი კი დღემდეა გამოფენილი, როგორც სევდისა და მოლოდინის სახსოვარი. სახლში ასევე გამოფენილია საუ კუნეების წინანდელი ომალოს ფოტოები _ ეს ის დროა, როცა ომალო მჭიდრო დასახლება ყოფილა. ღვინის ბარი „ო'დილა“ გთავაზობთ 10-მდე სახეობის ღვინოს და ღვინოზე დასაყოლებელ წასახემსებლებს _ ყველისა და ხილის დაფებს. მათ ეზოში მიმუშავია, მიწერია კიდეც და გეტ ყვით, ომალოს ხედებით როცა ტკბები, თან ღვინოს სვამ, მუ შაობაც დასვენებას ჰგავს. ფონად სულ ისმის მუსიკა და ჩვენი მასპინძლის შვილის, ოქროსქოჩრიანი ნიკუშას თამაშის ხმა.
ხედი გადაჰყურებს სოფელსა და მაკრატელას ქედს. გოგოები ამ ბობენ, რომ, როდესაც მაკრატელაზე მოქუფრულია, დართლოს აუცილებლად გაუწვიმდება. მომღერალი დების წყალობით, სა ღამო თუშური მუსიკის ფონზე მიდის, რა თქმა უნდა, თუ ეს სტუმ რებსაც უნდათ. დები გიამბობენ თუშურ ყოფაზე და ძალაუნებუ რად გაყვარებენ იმას, რაც ხალხს ამ სიმაღლეზე იზიდავს. www.facebook.com/Guesthouse-shuni-სასტუმრო-სახლი-შუნი
შიოს საოჯახო სასტუმრო
გირევი
აქ მოხვდება ყველა, ვინც თუშეთი-ხევსურეთის გზას ადგას, ან და პირიქითა ხეობიდან გემოწრის ხეობაში გადადის. ასეთე ბი შიოსთან ჩერდებიან და გზას მერე აგრძელებენ. სასტუმრო მდებარეობს სოფელ გირევში, რომელიც თუშეთის ბოლო სო ფელია და იქ დღემდე მხოლოდ ზურგჩანთიანი მოგზაურები და თვითონ თუშები დადიოდნენ. სამანქანო გზას გირევამდე ახლა აკეთებენ. მიუხედავად ამისა, შიოს გესტჰაუზს სტუმრები არ აკ ლია. ორსართულიან სასტუმროში ექვსი ნომერია, ორს საკუ თარი აბაზანა აქვს, დანარჩენს _ საზიარო. ცალკე მუშაობს კა ფეც და წინასწარი ჯავშნის შემთხვევაში, შიოსთან ღამის თევის გარეშეც გაგიმასპინძლდებიან.
აქვთ ინტერნეტი, ცხენებით გასეირნების სერვისი, თუშური კერ ძების მასტერკლასები (ხინკლის, კოტორის, ხავიწის, მხლოვა ნის…), თონე და სათბური _ ამიტომ უკვე ცდილობენ, რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, ბოსტნეულიცა და ხილიც თავიანთი ჰქონდეთ. დაგალევინებენ თუშურ ალუდასაც. ეს პირველი სახლია სოფელ გირევში, რომელიც ხელახლა დასახ ლების მერე აშენდა. სოფელი მიტოვებული იყო და 1974 წელს თამთა ჩაგოშვილის ბაბუამ უკან დაბრუნება გადაწყვიტა. მას სხვებიც მიჰყვნენ და გირევი ხელახლა დასახლდა. ახლა ის თქვენ გელით.
59 VOYAGER 19/2020
www.facebook.com/Tushetiguesthouse/ თამარ კვინიკაძე
თუშეთი „მირგველა“
ომალო
თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავ, მრგვლად მოჩანს და ამიტომ ჰქვია ასეო, მირგველა თუშურად „მრგვალს“ ნიშნავს. ადგილი პირიქითისა და გომეწრის გასაყარზე, საიდანაც უნდა აირჩიო, „ახლა საით წახვიდე“, რომელ მიმართულებას დაადგე თუშეთის დასათვალიერებლად.
ომალოდან 3,5 კმ დაშორებაზე, დიდ ტერიტორიაზე გაშენებუ ლი საოჯახო ტიპის სასტუმროა, ფიჭვნარში ჩაშენებული ხის კოტეჯებით. პირველად როცა ამ სივრცეში მოვხვდი, აბრაზე კილომეტრაჟებს ვითვლიდი _ ზურგჩანთააკიდებულს ძალიან მიმძიმდა ბოჭორნასკენ გასავლელი კიდევ 14,5 კმ. სწორედ ამ დროს დავინახე ხის სახლუკები და დასვენება გადავწყვიტე. არაფრის სანაცვლოდ სრულიად უცხო ადამიანს მთელი გუ ლით მიმასპინძლეს. მერე უკვე ოფიციალურად ვესტუმრე. „მირგველას“ ცხრა ნომერი აქვს, ორ და სამადგილიანი განთავ სებით. ინდივიდუალური, კეთილმოწყობილი სველი წერტილები 6 ნომერს თავისი აქვს. wi-fi ინტერნეტი გამართულია, საუზმე _ ნოყიერია ახალი პურით, კარაქით, ყველითა და თაფლით; ასე ვე, კოტორით, მურაბებითა და ნატურალური ხილის წვენებით. ლანჩსა და ვახშამზე კი, თუ გნებავთ, არც თუშური ხელებით მოხ ვეული ხინკალი დაგაკლდებათ და არც ჭაჭის გრადუსები.
Mirgvela-Guesthouse-in-Tusheti-246894886198680
„უშარო“
მასპინძლები გვთავაზობენ ცხენით მომსახურების სერვისს და ვიცი, დაათვალიერებთ, თავად მეპატრონე ქალბატონის დაქსო ვილი თუშური წინდებისა და თექის ნამუშევრების გამოფენასაც. ზამთარში რასაც ვქსოვთ მე და ჩემი გოგოები, ეგ არისო, გეტყვით. ელენე მოდებაძე
შენაქო
ამ სასტუმროს, სტანდარტული, მაგრამ კარგად გამართული სერ ვისების გარდა (ცხენებით გასეირნება, კვალიფიციური და მცოდ ნე მძღოლის სერვისი და სხვა), გამორჩეული აქვს ბრენდირე ბული ჩაისა და მურაბების საწარმო. ცხადია, დილა-საღამოს ამ ეკოლოგიურად სუფთა და მთაში მოგროვებული ნედლეულით დამზადებული ჩაისა და ტკბილეულის გასინჯვა ყველა სტუმარს შეუძლია. აქვთ გირჩისა და ჟოლოს მურაბები, ბექგონდარას, დე კას, გვირილას, თავშავას, კრაზანასა და მთის პიტნის ჩაი. თვითონ სასტუმრო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტა ტუსის მქონე შენობაშია მოწყობილი. ტერასულადაა აგებული და სოფლის კონტურს იმეორებს, რომელიც ასევე ტერასულად გაუშენებიათ. მთლიანობაში რვა საწოლი აქვთ, სამზარეულო და სველი წერტილები _ პირველ სართულზე. ურჩევნიათ პატა რა ჯგუფები მიიღონ, კარგად გაუმასპინძლდნენ და დააპურონ კიდეც. „უშაროში“ მისვლა სადილადაც შეიძლება _ წინასწარ თუ გააფრთხილებთ მასპინძლებს. www.facebook.com/hotelsamzeo
www.facebook.com/Guesthouse-Usharo-2334551520157330/
მენიუ თუშურია, მაგრამ სხვა კერძებსაც დაგიმზადებენ. ცდი ლობენ, თავიანთი ბოსტნეული მოიყვანონ, მაგალითად, ბიო ლოგიურად სუფთა კარტოფილი და ჭარხალი ჰქონდეთ.
მრავალფეროვნებასა და რესტორნის მენიუშიც. „სამზეოში“ გეუბნებიან, რომ ის პირველი სასტუმროა საქართველოში, რომელიც მთლიანად მზის ენერგიაზე მუშაობს. ინტერიერში ჭარბობს დახვეწილი თანამედროვე კომპონენტები, ოღონდ ტრადიციული, თუშურის შტრიხებით. „სამზეოში“ 43 ნომერია, სხვადასხვაგვარი ფართით, საწოლე ბის ოდენობით, ხედებითა და დამატებითი სერვისებით. ძირი თადი შენობა ძველი, ფიქალით ნაგები თუშური სახლის ფრაგ მენტებზეა დაშენებული. რესტორანში განსაკუთრებული დახვე წილობით ამზადებენ თუშურ კერძებს და გთავაზობენ თუშურ ლუდსაც. ცალკეა სასტუმროს ლაუნჯი, რომელიც ყავას და ალ კოჰოლურ სასმელებს გთავაზობთ.
„სამზეო“
ომალო
„სამზეო“ სულ სხვა კონცეფციის მქონე სასტუმროა თუშეთში. აქ აშკარად იგრძნობა სასტუმროთა საერთაშორისო სტან დარტების შესაბამისი ხარისხი დეკორში, მომსახურებათა
აქ სფეშიალთი ყავების არჩევანი აქვთ ლონდონის სახალავი სახლ „კატალისტიდან“.
ამ სასტუმროდან შეგიძლიათ დაგეგმოთ ცხენით გასეირნება, და მიიღოთ ფასიანი შატლის მომსახურებაც აეროპორტში.
60 VOYAGER 19/2020
თუშური ჭამა-სმის ლექსიკონი თუშეთში ყველაფერი რძის პროდუქტებისა და ქერის გარშემო ტრიალებს. ადრე აქ ქერის ისეთი გამძლე ჯიშე ბი ხარობდა, საქონლის გადა თელვას რომ უძლებდა, თუმცა, დღეს უკვე დაკარგულია. ხინკლის თუშური ვერსია ფშაურისგან ფორმითა და ოდ ნავ სქელი ცომით განსხვავდება, გულსართად მასაც აქვს დაკეპი ლი ცხვრის ხორცი და კვლიავი, როგორც ადგილობრივები უწო დებენ _ წყლის ქონდარი. კოტორი კი თუშური ხაჭა პურია და იგი უფუარი ცომით მზადდება, გულში აქვს სამი დღის განმავლობაში დავარგე ბული, მარილმოყრილი ხაჭო. ზემოდან კოტორს ერბოს უს ვამენ და ცხელ-ცხელს ჭამენ. თვითონ სიტყვა _ კოტორა მრგვალს ნიშნავს და, როგორც მკვლევარმა, ნუგზარ იდოიძემ განგვიმარტა, მზის კულტთანაა კავშირში. გემოთი დამბალხა ჭოს კეცეულს ჰგავს ჩემთვის, ფშაური სამზარეულოდან, ოღონდ, ნაკლებად მკვეთრი არომატითა და გემოთი. ასეთივე დავარგებული ხაჭოთი თუშები ხავიწს ამზადებენ. ხავიწიც ხაჭო-ერბოს მსგავსი კერძია, პურის ჩაწობით ჭამენ. თავის დროზე მეგობარმა მირ ჩია, ხავიწს მწვანე ხახვი უხდე ბაო და მართლაც საუკეთესო შეხამებაა. თუშური სამზარეულოდან სიახ ლე იყო ჩემთვის საწებასა და სახვრეტას გასინჯვა. სახვრეტა 3 დღით გაჩერე ბული აუდუღარი, შემჟავებული რძეა. გემოზე ნაღებიან კეფირს მაგონებს და ძალიან კარგია ცხელ ზაფხულში. თუშები ასეთ რძეს შეგდებულ რძეს ეძახიან.
სახვრეტა იმიტომ ჰქვია, რომ უნდა შეხვრიპო. საწებას კი ეძახიან ადგი ლობრივ ველურ მცენარეებს, რომელთაც სახვრეტაში აწო ბენ და სახელიც აქედან მო დის. ყველაზე მეტად ჭიმი და ქარნუყა დამამახსოვრდა. ამ სიტყვის გამოთქმაში ცალ კე მავარჯიშა ჩვენმა თუშმა მასპინძელმა. ამ მცენარეებს დებენ მწნილადაც. ამ მცენა რეებს, ასევე, აშრობენ და ამ ზადებენ ჩავეს _ გამშრალი ცხვრის ხორცი იჭრება, იხარ შება ამ მცენარეებთან ერთად და ემატება რძე. თუშეთში მზადდება გორდი ლაც _ ცომეული, რომელსაც სახვრეტასა და ყველის თან ხლებით მიირთმევენ. ამ კერ ძების მისაყოლებლად თუშები „მწველ არაყს“ გთავაზობენ _ ბეგქონდარასა და ჭაჭას წა მოადუღებენ, ცოტა შაქარს დაუმატებენ და ცხელს სვამენ. შენაქოში, დარეჯან იჭირაულ მა გაგვასინჯა მაჭკატებამოწო ბილი ხავიწი (დათხური) ქუ
თუშური კალტი ტრადიციუ ლი პროდუქტია, რომელსაც თუშეთში, ზაფხულში გუდის ყველის წარმოების შემდეგ დარჩენილი შრატისგან ამ ზადებენ. შრატს აცხელებენ (შეშის ცეცხლზე), ურევენ ხის კოვზით, რათა არ მიეკრას ჭურჭლის ძირს. მიღებული კალტი იწურება ქსოვილის ტომ სიკებში. გასახმობად ნედლი კალტის ბურთულებს ალაგებენ ფიცარზე, ხოლო ნედლს _ მარილით გადაზელავენ და ცხვრის ტყავში _ გუდაში ჩადებენ.
მელთან ერთად. ამზადებენ ხა ვიწს ისე, როგორც გითხარით, მოუკიდებენ ქუმელს, მოხა ლულ ქერის ფქვილს და თხე ლი, უფუარი ცომის მაჭკატების თანხლებით მიირთმევენ. მოსმულა ატრიის სახეობაა, ხინკლის ცომით მომზადებუ ლი. დაჭრის განსხვავებული ტექნიკის გამო, მას მოსმულას უწოდებენ, უმატებენ ერბოსა და ყველს. თუშური სამზარეულო, მსგავ სად მთლიანად ქართული სამ ზარეულოსი, განსაკუთრებული დესერტებით არ გამოირჩევა. აქვთ ქუმელი _ მოხალულ ქერის ფქვილს თაფლიან წყალში ზელენ და მიირთმე ვენ. ამზადებენ სასმელსაც, რომელსაც, როგორც ქალბა ტონი დარეჯანი გვიამბობს, ჯანზე მოჰყავს ადამიანი: მო ხალული ქერის ფქვილს თაფ ლიან ან შაქრიან წყალში ხსნიან და სვამენ. ბოლო და ყველაზე გემრიელ ლუკმად კი ჩობან-ყაურმა მოვიტოვე და მასზე მოგიყვებით.
ქეთევან ადეიშვილი
კერძის დასახელება თურქული წარმოშობისაა, „ჩობან“ თურქუ ლად ნიშნავს მწყემსს. ეს კერძი მთელ კავკასიაშია გავრცელე ბული. უპირველესად ითხრება ორმო და ინთება ცეცხლი. სა ნამ ნაკვერჩხლად გადაიქცევა, ცხვრის ფაშვში ათავსებენ დაჭ რილი ცხვრის ხორცსა და დუ მას მარილისა და წყლის ქონ დრის თანხლებით, მჭიდროდ კრავენ, დებენ ნაკვერჩხალზე, ფარავენ სიპი ქვებით, აყრიან მიწას და ტკეპნიან, რომ ჰერმე ტიზაცია შენარჩუნდეს, ზემოდან ცეცხლს ანთებენ და 6-7 საათის განმავლობაში ამზადებენ. ბო ლოს გამოდის ცხიმში ჩაშუშუჩახარშული, ნაზი კონსისტენციის ხორცი. ადრე მწყემსები ბლომად ნაკ ვერჩხალში დებდნენ ხორცით სავსე ფაშვს, მთელ ღამეს ტო ვებდნენ და დილით გამზადე ბული ხვდებოდათ. მერე გუ დაში ინახავდნენ და მწემსს იგი მთელი კვირა ყოფნიდა. ამ კერძს დღესდღეობით შინ, ქვაბითაც ამზადებენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ქვაბში მომზადე ბულ ყაურმას გემო და არომატი სხვა აქვს. ყველანაირი სუფრისა და ახა ლი კერძის გასინჯვის დასას რული კი თუშეთში არის ქონ დრის ჩაი. კიდევ დიდხანს დავრჩებოდი თუშეთში, ვისაუბ რებდი ადგილობრივებთან, მოვაგროვებდი სამკურნალო მცენარეებს და მათთან ერთად დავაყენებდი არომატულ ჩაის. თუშური გასტრონომიის ექს პედიცია 2020 წლის ივლისში მოეწყო საქართველოს გას ტრონომიის ასოციაციის და ტურიზმის ეროვნული ადმინის ტრაციის ერთობლივი ორგანიზებით.
კალტს მკვეთრი სუნი აქვს, რბილი კონსისტენცია და ცხარე გემო. მწყემსები მას მცირე რაოდენობით, მხოლოდ საკუთა რი მოხმარებისთვის ამზადებდნენ. მწყემსებისთვის ის ერთერთი ძირითადი სასურსათო პროდუქტია ზამთრის პერიოდ ში. კალტს ჩვეულებრივ, ტრადიციულ ადგილობრივ ლუდთან _ ალუდთან ერთად მიირთმევენ. დღეს ის პოპულარულია ქალაქის მოსახლეობასა და ტურის ტებს შორისაც. სხვადსხვა მაღაზიაში მას „ხმელი კალტის“ ან „თუშური კალტის“ სახელით შეიძენთ.
61 VOYAGER 19/2020
საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია
რაჭალეჩხუმი
რაჭა _ არამხოლოდ ჩემი სიყვარული
62 VOYAGER 19/2020
ნ ი ნ ო კ ვირ იკ ა შ ვილ ი
5 წლის ვარ. ღამე ბებიასთან ვრჩები, მაგრამ ვერაფრით ვიძი ნებ. ყველაფერი ჩალაგებული მაქვს სამოგზაუროდ, ყველაზე ძვირფასი ნივთები, პირველ რიგში. მათ შორისაა ჩემი საყვა რელი თოჯინაც, რომელიც ბაბუაჩემმა მომიტანა, ბოტკინიანი საავადმყოფოში რომ ვიწექი. ხოდა, ამ თოჯინას ხვალ რაჭაში წავიღებ, როგორც ყველაზე ძვირფასს, ასევე, ყველაზე ძვირ ფასთან შესახვედრად. რაჭაში წასვლა ბავშვობიდან ასე ემოციურია ჩემთვის. მგონია, მე და ჩემი ორი ბიძაშვილის გარდა, ეს სიხარული არავინ იცის. რაჭა არც ერთ მთიან რეგიონს არ ჰგავს საქართველოში. ბევ რად უფრო „მსუბუქი“ და კეთილია, მაგალითად, ვიდრე სვანე თი ან ყაზბეგი. ჩემი დედულეთი ონის რაიონის სოფელი ცხმორია. ახლაც ასე ვყვები ხოლმე _ ჩვენთან მიწას ფეხი რომ დაარტყა, მჟავე წყალი ამოდის. კიდევ, ამ სოფელში ისეთი მაგარი ჩანჩქერია, მსგავსი სილამაზის სხვა არ ვიცი. ბაბუას აშენებული ხის სახლი, ვრცელი ეზო და დიდი კაკლის ხე და მის ტოტზე ჩამოკიდებული ჰამაკი, სადაც ბავშვობის საყვარელი წიგნები წამიკითხავს _ ეს გარემოც ჩემთვის ედემის ბაღში დაბრუნებას უდრის. ხშირად ხომ არ ვცხოვრობთ სახლში, რომელსაც ბაბუა თავისი ხელით აშენებს. ჩემი ცხმორის სახლი კი ასეთია. აქ სხვა ოჯა ხებსაც ბევრს დარჩათ ასეთი _ წინაპრის მიერ აშენებული, ხის ასწლოვანი მოჩუქურთმებული ოდა-სახლი. არანაირი ჩარხი ან დაზგა, ან სხვა მსგავსი დანადგარი არაა გამოყენებული. სახ ლების უმეტესობა ისეთ დროსაა აშენებული, როცა არც ელექ ტროენერგია იყო და არც სამშენებლო ტექნოლოგიები. ამიტომ მათი უმეტესობა, ბაბუას სახლივით, სულ ხელითაა ნაგები, თი თოეული ორნამენტი ხელით გამოჩორკნილი. რაჭველები ხომ განთქმული ხის ოსტატები იყვნენ _ ხით ხუროები და სახლების მშენებლობებზე საქართველოს კუთხეებში _ აფხაზეთში, სა მეგრელოსა თუ კახეთში ხშირად იწვევდნენ გასული ორი საუ კუნის განმავლობაში. ბევრი ხის სახლი თბილისშიც რაჭველი ხელოსნების მიერაა აწყობილი. აწყობილი იმიტომ ვთქვი, რომ რაჭველებმა ხის სახლის დაშლა-აწყობის ტექნიკაც გამოიმუ შავეს. ამიტომ გადატანაც შესაძლებელი იყო და ამ მეთოდს ხშირად მიმართავდნენ ხოლმე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, თბი ლისში სახლების ნაწილი სწორედ ასეა ჩამოტანილი. რაჭულ სახლებში დარაბების გახსნა შეიძლება, ტიხრების გადატანა, სივრცეების გაერთიანება.
გაწყობილ აივნიან ოდა სახლებს ბევრს ნახავთ ქვემო რაჭის სოფლებში. ხის ამ დეკორს ორგვარი დანიშნულება ჰქონდა _ ესთეტიკურია და სახლის ავი თვალისგან დამცველიც. თუმცა ზოგ ნაგებობაზე ოსტატებს დაუტანიათ ეპოქის ამსახველი სიმ ბოლიკაც და არა მხოლოდ რელიგიურ-წარმართული. მაგალი თად, სოფელ თხმორში, ერთ-ერთ სახლზე შეგიძლიათ ნახოთ კომუნისტური ნამგალი და ურო, რომელიც ამ კუთხეში სახელ განთქმულ დურგალს, ზოსიმე კობახიძეს ეკუთვნის. რაჭაში შეხვდებით ე. წ. დუროიან სახლებსაც, რომელთაც ბო ლო სართულზე დუროები, ანუ სათოფურები ჰქონდა განთავ სებული. ქვედა სართულებზე კი საცხოვრებლები და საქონლის სადგომები იყო. სართულები ერთმანეთს შიდა კიბით უკავშირ დებოდა. ასეთი სახლები დღეს თითქმის აღარ გვხვდება. ამ მხარეში თანდათან შემოჭრილმა თანამედროვეობამ გაანად გურა ისინიცა და ძველი ადათ-წესების ნაწილიც. ამიტომ მე-19 საუკუნის ბოლოდან რაჭაში ხის ორსართულიანი ოდები ჭარ ბობს, ზემოთ რომ უკვე ვახსენეთ, ლამაზად მოჩუქურთმებული, ჭვირული ორნამენტებით შემკული ხის აივნებით. ასე რომ, სოფელ-სოფელ სიარული და სახლების თვალიერე ბა რაჭაში მოგზაურობის ერთი მხარე ნამდვილად შეიძლება იყოს. თუმცა, ახლა გავიხედოთ ბუნებაშიც. ამ მხარეში დღემდე უამრავი სალოცავი შემორჩა. მათი ძალის რაჭველების დიდ ნა წილს დღემდე სჯერა. მაგალითად, დედაჩემის სოფელში აქვთ „ფიცართა“ სალოცავი, რომელსაც როგორც წმინდა ადგილს, ისე მოილოცავენ ხოლმე. ძალიან სადა, არაფრით გამორჩეუ ლი სალოცავია _ მხოლოდ ხის ტანში დასვენებული ხატი, მაგ რამ თავისი ბუნებრივი გარემოთი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას
კიდევ რა არის რაჭულ სახლში ასე გამორჩეული? თითოეულ მათგანს ძალზე სახასიათო, ხის ჭვირული აივნები და ქვით ნა შენი „პალატები“ აქვს. ჭვირული აივნის სახელს მთელ საქარ თველოში შეხვდებით, მაგრამ თუ ჯერ ლექსიკონში ჩაიხედავთ, მის ულამაზეს განმარტებასაც გაიგებთ. ჭვირი _ ესაა გამჭვირვალე საგანში მოკიაფე შუქი და მართლაც ამ აივნებში მზის სხივები დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვა დასხვანაირად აღწევს და შუქ-ჩრდილებსაც განსხვავებულს ქმნის. კარები, ფანჯრები და დარაბებიც ძირითადად ხისგანაა გამოყვანილი. ორნამენტები გაგაოცებთ. მზე, ბორჯღალი, ზღაპ რული ფრინველი, ცხოველი, ჯვრები და ვაზი _ ამ სიმბოლიკით 63 VOYAGER 19/2020
სოფელ თხმორში, ერთ-ერთ სახლზე შეგიძლიათ ნახოთ კომუნისტური ნამგალი და ურო, რომელიც ამ კუთ ხეში სახელგან თქმულ დურგალს, ზოსიმე კობახიძეს ეკუთვნის.
რაჭალეჩხუმი
სოფელი ღები
ტოვებს. გვერდით უიშვიათესად გემრიელი, ყონულივით ცივი წყალი მოდის. ასწლოვანი ხეების ჩრდილში მოქცეული ტე რიტორია კი საოცარ ატმოსფეროს ქმნის. აქ ამოსული ხალხი წმინდა სალოცავს ყველაზე საკრალურ სურვილს ჩაუთქვამდა და საქონელსაც შესწირავდა ხოლმე. თუმცა, მე პირადად, ჩვე ნი სოფლის წარმართული რიტუალებიდან ყველაზე იდუმალად შელოცვები მახსენდება ხოლმე. რაჭველი მოხუცი ქალები ძირითადად ავი თვალისგან დასაცავ შელოცვებს ატარებდნენ, ხელში შავტარიან დანას დაიჭერდნენ, პატარა ნახშირს დაჭრიდნენ და ბავშვებს გამოულოცავნენ უტარებდნენ _ შიშებისგან იცავდნენ. „ჭრელთვალა ქალისა, ჭრელთვალა კაცისა, შავთვალა ქალისა, შავთვალა კაცისა“... „გამოვარდა შავი კაცი, შავი ლაგამონაგერი“, _ ეს სიტყვები სწორედ ერთ-ერთი შელოცვიდან მახსოვს. ნიკორწმინდის, ბარაკონის და მრავალძალის სამშობლოში ესეც გაგაოცებთ _ წარმართულ-რიტუალური ტრადიციები, მთავარია, აქაურებს შეხვდეთ და გაესაუბროთ, მათ ყოფას დააკვირდეთ. რაჭაში კიდევ ერთი საინტერესო მოვლენაა _ „ოჩხარი“ _ საერთო სახალხო ლხინი. ტრადიცია სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ელემენტითაა გავრცელებული. ზოგან ის დაზარა ლებული მეცხვარის დასახმარებლად იმართებოდა, რაჭაში კი ძირითადად სახალხო ზეიმის სახე ჰქონდა და ყველას ის მოჰქონდა სახლიდან, რაც შეეძლო. ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი რაჭაში, აუცილებლად დაამახსოვრდებოდა საღამოს ღვინის სმა და დროის ტარება, რომელიც აქ ასე ძალიან უყ ვართ. მჟავე წყლების და ჩანჩქერების მხარეში, ალბათ ყველაზე და სანანი ისაა, რომ სოფლები თითქმის ცარიელია. ახალგაზრდე ბი ფაქტობრივად აქ არ ცხოვრობენ, თუ არ ჩავთვლით, რამ დენიმე ენთუზიასტს, რომლებმაც ქალაქის ცხოვრებას, რაჭის მთები არჩიეს.
ის რაც რაჭაშია, მთელ მსოფლიოში სანუკვარია _ კრისტალურად სუფთა ჰაერი, ალპური მდელოები, ჩანჩქე რები და მინერალური წყლები.
რაჭის უნიკალურობის ერთ-ერთი სიმბოლო ხვანჭკარაა. მხო ლოდ რაჭაში. ხვანჭკარა, რომელიც ყურძნის უნიკალური ჯიშე ბისგან _ ალექსანდროულისა და მუჯურეთულისგან მზადდება. ღვინო „ხვანჭკარის“ მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფელ ხვანჭკარის მახლობელ სოფლებს: წესი, კვაცხუთი, სადმელი, ღვიარა, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ჭრებალო, ჭყვიში, ჟოშხა, ქვიშარი, ღვარდია, ბარეული, ღადიში, ბაჯი, ბუგეული, საკეცია, ჯვარისა, იწა, კრი ხი, ახალსოფელი, გორი, ხიმში, აბანოეთი. ზოგიერთ წლებში „ხვანჭკარის“ ღვინო მასალის მიღება შესაძლებელია ცაგერის რაიონის სოფლებში _ ალპანასა და ორბელში. ღვინის ტურიზმი კი თანამედროვე რაჭის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეს რაჭაში უკვე კარგად ვითარდება საოჯა ხო ტიპის მარნები, სადაც აქაური ღვინის დაგემოვნება და რა ჭულად მოლხენაცაა შესაძლებელი. ხვანჭკარასთან ერთად, აუცილებლად უნდა მივუძღვნათ თავისი წილი კომპლიმენტი რაჭულ ლობიანსა და ლორსაც. ნამდვილი ლორის მისაღე ბად ცეცხლი გაუნელებლად უნდა ბოლავდეს ხორცს, რომ კარგად გამოშრეს და, როგორც აქაურები ამბობენ, სათანა დოდ „შეიბოლოს“. თვითონ ცეცხლს კი, განსაკუთრებული შეშა სჭირდება. როგორც ქართული კულინარიის სპეციალის ტები ამბობენ, რაჭა ყველაზე მდიდარი მხარეა ე. წ. „გულ სართიანი“ კერძების თვალსაზრისით. ბაჭულები, ქონუანები, კაკლუანები _ ეს სწორედ რაჭული გულსართიანი კერძებია. საინტერესოა ე.წ. ოთხკუთხა ხაჭაპური, რომელსაც „შეკეცი ლი“ ეწოდება. სხვაგვარ, არა ოთხკუთხედ რაჭულ ხაჭაპურს კი ბაჭულებს უწოდებენ.
64 VOYAGER 19/2020
ბუნების უნიკალური ძეგლებით რაჭა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მხარეა. აქ სხვადასხვა სოფელში სწრაფი, ულა მაზესი ჩანჩქერებია მიმოფანტული. მაღალმთიან სოფლებში ჩანჩქერები რამდენიმე სართულად ეშვება. ზაფ ხულის სიცხისგან თავდასაცავად ჩან ჩქერებთან გასეირნება კი ნამდვილ თერაპიას უდრის. ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ე. წ. გულის ჩან ჩქერი, რომელიც ამბროლაურშია. თავიდან შეიძლება ხელოვ ნურად შექმნილი გეგონოთ, თუმცა ასე არ არის. როგორც ამბროლაურის, ასევე ონის რაიონში კომფორტულ დას ვენებასაც შეძლებთ საინტერესო, მცირე ზომის სასტუმრო სახ ლებში და თავგადასავლებით სავსე ლაშქრობების მოწყობასაც. აბა, სხვა რისთვისაა, თუ არა აღმოსაჩენად და სახეტიალოდ _ ალპური მდელოები, ღრმა ქვაბულები, გრანდიოზული მთები და ლურჯად მოკამკამე ტბების ნაპირები. აქ მრავალი საინტერესო ბილიკია მყინვარებსა და ტბებზე ხეტიალისთვის. მოლაშქრეების ერთ-ერთი საყვარელი ტურია, მაგალითად სოფელ შქმერიდან
© ფოტო: სოფო ჩინჩალაძე
რაჭაში მოსახვედრად ბავშვობაში ცხინვალის გავლით მივ დიოდით. ამჟამად, სამწუხაროდ, ამ გზას რაჭაში ვეღარ მივყა ვართ და რეგიონში მისასვლელი გზა ტყიბულზე გადის. ტყი ბულიდან ჯერ ნაქერალას აივლით. ნაქერალას უღელტეხილი ზღვის დონიდან 1218 მეტრზეა. თუ ნაქერლას ვახსენებთ, არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ ცხრაჯვარს _ წმინდა გიორგის სალოცავს, რომელიც ზღვის დო ნიდან 1500 მეტრზე, ნაქერალას უღელტეხილთან მდებარეობს. ცხრაჯვარის სალოცავთან ახლოს უნიკალური კარსტული მღვი მეა აღმოჩენილი, მას მურადის მღვიმეს უწოდებენ.
სოფელი გონა
დაწყებული მარშრუტი, რომელიც ხიხათის მთისკენ მიდის. მარ შრუტის ბოლოს შეგიძლიათ მოინახულოთ სოფელ შუა სხვავ აში მდებარე ეკლესიის ნანგრევები და სოფლიდან ოთხ კილო მეტრში მდებარე მღვიმე საყინულეც. ეს წერილი რაჭაზე მხოლოდ შესავალია, აღმოჩენები და დაუ ვიწყარი შთაბეჭდილებების მხოლოდ მიმოხილვა. პირადი მო გონებები ყველაფერს განსაზღვრავს. ამიტომ თქვენც რაჭაში თქვენი თავგადასავალი გელით. ღრმად ისუნთქეთ აქაური, კამკამა ჰაერი. მომავალი მოგზაურობების ეიფორია მაშინვე მოაქვს, როგორც კი გზად პირველ უღელტეხილს შეეყრებით. ცხრაჯვარი წმინდა გიორგის სალოცავი, ზღვის დონიდან 1500 მ-ზე, ნაქერალას უღელტეხილთან მდებარეობს.
65 VOYAGER 19/2020
რაჭალეჩხუმი
ლაშქრობა რაჭული ტემპით ნ უცა ცქი მ ა ნ ა უ რ ი მწერ ალი - გ ი დი
მირჩა ელიადე – რუმინელი რელიგიათმცოდ ნე, მითოლოგი, ეთნოლოგი და მწერალი, წერ და, რომ მითები მუდამ ცოცხლობენ და დღესაც ჩვენ გვერდით არსებობენ, ოდნავ ტრანსფორ მირებულები და ძველებურად ხელშესახებიო. სამწუხაროდ, მწერალს საქართველოში არ უმოგზაურია,თორემ ამ ცნობილ ფრაზას ალბათ კონკრეტული ადრესატი ეყოლებოდა – საქარ თველოს მთიანი რეგიონი რაჭა და მისი ბინადა რი რაჭველები. რაჭა, კავკასიონის თვალუწვდენელი მთებით გარშემორტყმული მხარეა, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში.
„თუ რაჭა არ გინახავს, მაშ, საქართველოც არ გინახავს, ბოშუ ნიკაო“, – გეტყვიან რაჭველები და მართლებიც იქნებიან. ოღონდ, რაჭის სანახავად გამოყოფილი დრო საკმარისი არას დროს არ არის და ის ყოველთვის ეცდება უკან მოგიხმოს და მოგაბრუნოს, ოღონდ რაც შეიძლება მეტი დროით. მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში ინფრასტრუქტურა ამ ეტაპზე ნაკლებადაა განვითარებული, ეს მოწყენის საბაბს მაინც არ გაძლევთ, განსაკუთრებით თუ დაუღალავი მოსიარულე ხართ და მზად ხართ, მალე შეეყაროთ აქაურ ხელშეუხებელ ბუნებას. შთაბეჭდილებები ჯერ კიდევ ნაქერალამდე იწყება, როცა გა დამწვანებულ და საინტერესო არქიტექტურის მქონე ტყიბულს გაივლით. პირველი, რაც გაგახსენდებათ, ალბათ, „ტყიბულის ჩაია“, თუმცა, ტყიბულში ამჟამად გიშრის დამუშავებითაც არიან დაკავებული. მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს. მთავარი სილამაზე კი ნაქერალადან იწყება, აქედან მთელი იმერეთი ხელისგულივით მოსჩანს.
შემდეგი გაჩერება შაორის წყალსაცავია, რომელიც უდიდე სია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. წყალსაცავი შერეული ფოთლოვანი ხეებით დაფარულ ქვაბულშია მოქცეული, რომე ლიც წარმოიშვა მდინარე შაორის დაგუბებით. ქვაბულში მანამ დე იყო ორი ტბა: ხარისთვალი და ძროხისთვალი, რომელთაც დღესდღეობით წყალსაცავი ფარავს. ტბაში ბინადრობს სხვადასხვა სახეობის თევზი. აქ სათევზაოდ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოდიან. ასევე შეგიძლიათ ნავით ისეირნოთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ გასაბერ ნავს თავად წაიღებთ. წყალსაცავს გარს აკრავს ნა ქერალას ქედი და საწალიკის მთა, რომელზეც უამრავი დიდი და პატარა სალაშქრო ბილიკი ადის. წყალსაცავის ირგვლივ ტყეში მრავლადაა სოკო, ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და ძვირადღირებული კი ცნობილი სამეფო ნიყვია. ტბასთან მოწ ყობილია მცირე ინფრასტრუქტურაც, ტბაში დამონტაჟებული საქანელები, რომლებიც ფოტოსესიის მოყვარულებს გულ გრილს ვერ ტოვებს.
66 VOYAGER 19/2020
შაორის წყალსაცავი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1100-1200მ-ზე. შაორის სიგრძე მაქსიმალური სიგანე სიღრმე
7.1 კმ-ია 2.7 კმ 14.5 მ
შაორი ვისაც მთა, ცურვა და კომფორტი ერთდროულად უნდა, მის თვის საუკეთესო არჩევანია, სასტუმრო „შაორი“, რომელიც ზედ შაორის წყალსაცავზე მდებარეობს. სასტუმროს აქვს საკუთარი, კეთილმოწყობილი ეზო ღია აუზითა და რეს ტორნით. მთავარი კი ნავსადგომია, საიდანაც იახტით შაორზე დასეირნობენ. ნომრების ფასს, კომფორტისა თუ საუზმის გარდა, ხედიც განსაზღვრავს, არჩევა მოგიწევთ _ მწვანეში ჩაფლული ტყეების ყურება გირჩევნიათ გაღვიძებისას, თუ ჰორიზონ ტზე გაჭიმული წყალსაცავის. სასტუმრო „შაორს“ 26 ნომერი აქვს. აქ დასვენება კარგია მაშინ, როცა უფრო მთიანი რა ჭის გამოსაკვლევად დრო არ გაქვთ. „შაორი“ _ პირველი სასტუმრო და რესტორანია რაჭაში, მხარე თავის ბუნებრივ ხიბლს მერე და მერე უფრო მძაფრად ავლენს, მაგრამ ზოგ ჯერ სწორედ „შაორის“ მოზომილი რაჭულობისა და თანა მედროვე კეთილმოწყობილი გარემოს ნაზავიც კმარა. www.facebook.com/HotelShaorio 67 VOYAGER 19/2020
რაჭალეჩხუმი დაიწყო, რომელსაც მთელი საქართველო უნდა მოეცვა, მაგრამ რუსეთის არმიამ დაასწრო აჯანყებულებს და მთელი სოფე ლი მიწასთან გაასწორა. აქ წყდება ამბავი ფუსტი რაინდებისა, თუმცა ადგილობრივები ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებიან ფუსტებზე, მათი კურთხევის ტრადიციასა და საქმიანობაზე. როგორც ამბობენ, ფუსტების გზად წოდებული ბილიკი დღესაც გადადის რაჭიდან სვანეთში. ალბათ, საინტერესო იქნება ძვე ლი ლეგენდების გაცოცხლება და მათ კვალდაკვალ სიარული უკიდეგანო მთებში. მთები ვახსენეთ და რაჭის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარუ ლი სალაშქრო ბილიკისაც უნდა ვთქვათ, რომელსაც უძირო ტბასთან მივყავართ. ეს ტბა ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლასა და შოვის მახლობლად მდებარეობს, მწვერვალი კი კატიწვერას დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2800 მ-ზე აქვს. ტბიდან ულამაზესი ხედი იშლება კავკასიონზე. უძირო ტბის საფეხმავლო მარშრუტი სოფელ შოვიდან იწყება. ბილიკი მთლიანადაა მარკირებული და ძალიან თუ არ ეცდებით, გზას ვერ გადაუხვევთ და ვერ დაიკარ გებით. ყველა ჩვენგანი, მოგზაურობის დაგეგმვამდე, ჯერ ფო ტოებს ვეძებთ და შესაბამისი განწყობით ვარჩევთ მიმართუ ლებასაც. ამ შემთხვევაში, უძირო ტბის ფოტოები ძალიან მომ ხიბვლელად კი გამოიყურება, მაგრამ ლაშქრობის დაწყებამდე სიმაღლის და რელიეფის გათვალისწინებასაც გირჩევდით. ლაშქრობა ორდღიანია, წრიული მიმართულებით. იწყება შოვში და სრულდება სოფელ გლოლაში. სავალი მანძილი ჯამში 20 კმ-ია საშუალო და რთული მონაკვე თებით. თუმცა, მეორე დღეს, კარგი ამინდის შემთხვევაში, შე გიძლიათ ზარმაცი დღე მოიწყოთ და სვანეთის მთების ცქერით დატკბეთ.
ამბროლაურშივეა განთქმული ჩანჩქე რი, რომელიც უფრო მეტად „სიყვარულის ჩანჩქერადაა“ ცნობილი. გადმოცემის მიხედვით, მისი წყალი უიღბლო სიყ ვარულს შველის, გატეხილ გულს ამ თელებს და, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ადამიანს ბედს უხსნის. აქედან ოციოდე კილომეტრში არის პატარა სოფელი ფუტიე თი, სადაც ნამდვილად ღირს შეჩერება. როგორც ცნობილია, ძველად საქართველოში ყოფილა საეკლესიო სიწმინდეები სა და ქონების დამცველთა და გადამნახველთა, შეფიცულ რაინდთა ორდენი, რომელთა მოვალეობაც მტრის შემოსევის დროს საეკლესიო ქონებისა და პერსონალის უსაფრთხო ად გილებში გახიზვნა ყოფილა. ისინი ძირითადად დასავლეთ სა ქართველოს მთიანეთის – რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მკვიდრნი ყოფილან და ფუსტელები ეწოდებოდათ. ამ ტრადიციის დამ ცველი რაჭაში ყოფილა სოფელი ფუტიეთი, სადაც მათი მთავა რი ფორტპოსტი იყო. რაღა ტამპლიერები და რაღა ქართველი ფუსტები! სოფელში, 2003 წელს, მღვდელმა ავთანდილ გიორგობიანმა, ბავშვო ბის ოცნება აიხდინა და თავის სახლში მოაწყო მუზეუმი, სადაც სოფლის მკვიდრთა რელიქვიებს, სხვადასხვა პერიოდის დო კუმენტურ მასალას და ექსპონატებს ინახავს. სოფელი საკმაოდ დიდი ყოფილა, უამრავი ტაძრითა და საყო ფაცხოვრებო ნაგებობით, თანაც მჭიდროდ დასახლებული. 1820 წელს აქ „ცერკოვნი ბუნტის“ სახელით ცნობილი შეთქმულება
ოღონდ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ტბიდან სოფელ გლოლამდე 9 კმ კვლავაც გრჩებათ გასავლელი _ ამას კი დაახლოებით სამი-ოთხი საათი სჭირდება. ზოგჯერ მეტიც. ლაშქრობის დაწყებამდე აუცილებლად გაითვალის წინეთ, რომ პირველი სამი საათი ბილიკზე წყალი არ არის, შესაბამისად, მოიმარაგეთ სასმელიც.
თუ შოვში გადაწყვიტეთ დაბანაკება და დროც გაქვთ, შეგიძლიათ ძალები გამოსცადოთ და მყინვარ ბუბასკენ აისეირნოთ. მარშრუტი მარტივი, ერთდღიანი და სასია მოვნო გასავლელია, არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებას, ამიტომ ბავშვების თან წაყვანაცაა შესაძლებელი. მარშრუტი იწყება კურორტ შოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით და მდინარე ბუბისწყლის ხეობით ბუბას მთისკენ მიემართება. ბილიკი პანორამული ხედების სიმრავლით გამოირჩევა. მარ შრუტზე მინერალური, იმავე მჟავე წყლების, ანუ ვეძას დაგე მოვნებასაც შეძლებთ, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი მდინარე ბუბას სათავესთან შევხვდებით. მთლიანად რაჭა გამოირჩევა წყალუხვი მდინარეებითა და მცი რე ჩანჩქერებით, მაგრამ განსაკუთრებით მრავლად მაინც ამ ბროლაურის რაიონის სოფლებში ვიპოვით, ვთქვათ, ზნაკვასა და ბარეულში. მდინარე ზნაკულაზე ერთმანეთის მოშორებით ორი ჩანჩქერია, რომელთაგან ერთ-ერთის სიმაღლე თით ქმის 30 მეტრს აღწევს. ამ ჩანჩქერებს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ, ნაწილი ზნაკვის ჩანჩქერს ეძახის, ნაწილი კი წყლისთავას, ან ცივწყალას.
68 VOYAGER 19/2020
უძირო ტბა ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლასა და შოვის მახლობ ლად მდებარეობს, მწვერვალი კი კატიწვერას დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2800 მ-ზე აქვს.
69 VOYAGER 19/2020
რაჭალეჩხუმი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, აუცილებელ სანახავ ადგილებს შორისაა ე.წ. „საყინულე“, კლდეში შეჭრილი ღრმა გამოქვაბული, რომელიც ლავაში ტექტონიკური პროცესების შედეგად წარმოქმნილ ყინულოვან მღვიმეს წარ მოადგენს. ქვაბულში ზაფხულის სიცხეშიც კი იმდენად გრილა, რომ ყინულის წარმოქმნისთვის ხელსაყრელი პირობებია და წლის ნებისმიერ დროს ტემპერატურა სტაბილურად ნულ გრა დუსს უდრის. გამოქვაბულში უხვადაა ყინულის სტალაქტიტები, სტალაგმიტები და უზარმაზარი ყინულის სვეტები, რომლებიც მნახველზე დაუვიწყარ, ზღაპრულ შთაბეჭდილებას ახდენს. მღვიმე სოფელი ნიკორწმინდიდან სამ კილოეტრში მდება რეობს და იქამდე სოფლიდან გრუნტის გზა მიდის. ბოლო 600 მ კი უკვე გახლავთ საფეხმავლო ბილიკი. არ დაიბნევით – გზა სოფლიდან გამოქვაბულამდე მონიშნულიც არის. კიდევ ერთი მარტივი და თვალწარმტაცი მარშრუტია სა წალიკეს მთის ბილიკი. მწვერვალი რაჭა-იმერეთის საზღვარზეა, ზღვის დონიდან 1997 მ-ზე და მართალია, რაჭის ქედზე მდებარეობს, მაგრამ მაინც ჭიათურის უმაღლეს მწვერვალად მიიჩნევენ. მარშრუტი სოფელ ზედა თლუღში იწყება, მთა საწალიკეზე ადის და კვლავ ზედა თლუღში ბრუნდება. ბილიკი მარტივად სასიარულოა, თუმცა სიგრძის გამო საკმაოდ დამღლელი. ბი ლიკის უმაღლესი პუნქტი მთა საწალიკეა, საიდანაც თვალწარ მტაცი პანორამები იშლება როგორც რაჭის, ასევე იმერეთის მთიან მასივებზე. განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახავია მზის ამოსვლის, ან ჩასვლისას. საწალიკეს მიდამოებში მრავლად გვხვდება კარსტული ძაბრებიც, რაც დამატებით სილამაზესა და სანახაობას სძენს ბილიკს.
მღვიმე საყინულე — კლდეში შეჭრილი ღრმა გამოქვაბული, ბუნებრივი ჭა, სადაც წლის ნებისმიერ დროს ტემპერატურა ნული გრადუსია, კლდიდან გამონაჟონი წყლის წვეთები კი მიწაზე დაცემისთანავე ყინულად იქცევა. სოფელ ნიკორწ მინდიდან 3 კმ.
მარშრუტის სიგრძეა 1 კმ. მანძილის დაფარვას დაახლოებით რვა საათი სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ მარშრუტზე წყა ლი ნაკლებადაა და მარაგის შევსება აუცილებელია სტარტი დანვე. ასევე, დასაწყისიდან მალევე, ბილიკს სხვა მარშრუტე ბიც კვეთენ, ამიტომ გზაჯვარედინზე მეტი ყურადღებით იარეთ. რაჭაში მრავლადაა კულტურული ძეგლებიცა და თავდაც ვითი ნაგებობებიც. ერთ-ერთია მინდა-ციხე. ის ამბრო ლაურისა და ონის დამაკავშირებელ მთავარ საავტომო ბილო გზაზე მდებარეობს, ბარაკონის ტაძართან. ციხემდე ნებისმიერი ტიპის ავტომობილით მიხვალთ. ციხეზე ფეხით ას ვლა უპრობლემოდაა შესაძლებელი. ნაგებობამდე მისასვლელი ბილიკი საშუალო სირთულისაა, იწყება ტყიან ზონაში და ბოლო მონაკვეთი ციცაბო კლდეზე ადის, ამიტომ სასურველია, გეცვათ მყარძირიანი და დახურული ფეხსაცმელი. ციხიდან მდინარე რიონზე ულამაზესი პანორამული ხედი იშლება. ციხესიმაგრის დათვალიერებისას აუცილებლად დაიცავით სიფრთხილე, რადგან ნაგებობა ძველია და კედლების ჩამოშლის საფრთხე ყოველთვის არ სებობს.
ჩვენი მოგზაურობა დასარულს მიუახლოვდა. თუმცა, რაჭაში სიარულს თუ დაიწყებთ, ვეღარ გაჩერდებით _ ახალი ბილიკე ბის, ტყეების, ალპური მდელოებისა თუ ჩანჩქერების აღმოსაჩე ნად გული მაშინვე გაგიწევთ, როცა რომელიმე პატარა დეტალი ძველ მოგზაურობას გაგახსენებთ. იარეთ დინჯად, დაიცავით უსაფრთხოების წესები, რაჭული ტემპით მოგზაურობა მეტ დე ტალს დაგამახსოვრებინებთ, მეტ სიამოვნებას განგაცდევინებთ.
მღვიმე საყინულე
ზღვის დონიდან 1200 მ-ზე.
გამოქვაბულში გვხვდება ყინულის სტალაქტიტები, სტალაგმიტები, საუკუნოვანი ყინულის სვეტები (ზოგი სვეტის სიმაღლეა 8 მ, ხოლო გარშემოწერილობა 20 მ).
70 VOYAGER 19/2020
RACHA ADVENTURE HUB
ჯომარდობა რაჭაში
ჩაინიშნეთ გიორგი მაცაბერიძის (მაცოს) სახელიც. სოფელ ველევში, დასახლების განაპირას, ნაძვნარში ცხოვრობს აქტიური და ენერგიული მაცო, რომელიც ალტერნატიული დასვენების ბევრ ვარიანტს სთავაზობს მძაფრი შეგრძნე ბების, ადრენალინის და თავგადასავალთა მაძიებლებს, როგორიცაა: ზიპლაინი, ჯიპტურები, ველოტურები, საფეხ მავლო გასვლები ალპურ მდელოებზე, წყლის ველოსიპედი.
ამავე სახელწოდების მქონე მცირე კომპანია ქუთაისიდან ხშირად აწყობს საჯომარდო ტურებს მდინარე რიონზე. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, ამიტომ 2017 წლიდან კომპანიის გიდები გადამზადებას ჯომარდო ბის საერთაშორისო ფედერაციაში (IRF) გადიან და წითელი ჯვრის ტრეინინგის გავლის შედეგად პირველადი დახმარე ბის წესებიც იციან. ერთი და იმავე ტურზე 80 ადამიანს ერ თდროულად დაშვება შეუძლია _ გასაბერი ნავები, ჩაფხუ ტები, სამაშველო ჟილეტები, ნიჩბები, ჰიდრო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი _ ყველასთვისაა. კომპანიას ასევე აქვს საკუთარი ბანაკიც მდინარე რიონის პირას, სადაც კემპინ გზე გვეპატიჟებიან.
აქ შეგიძლიათ გამოსცადოთ ზიპლაინით მოგზაურობა ხეო ბიდან ხეობაში, ცხრაჯვარზე, წაჰყვეთ შოვის მიმართულე ბით სხვადასხვა სირთულის სალაშქრო ბილიკზე, ზამთარში კი ეწვიოთ თხილამურით გაუკვალავში და გაყინულ ტბაზე ციგურებით სასრიალოდ. გიორგის მცირე კომპანია აქვს _ Racha Adventure Hub _ ფეისბუკზე ამ გვერდზე მისწერთ და რაჭაში თქვენი მოგზაურობაც დაუვიწყარი გახდება.
მათ შეგვიძლია დავუკავშირდეთ მაშინაც, თუ ლაშქრობებ ში გამყოლი, კაიაკინგი, კანიონინგი, საცხენოსნო ტურები და სათვგადასავლო მოგზაურობები გვინდა.
www.facebook.com/RachaAdventureHubo
www.facebook.com/raftinginracha/?ref=page_internalo
კაფე ჟანგბადი ამბროლაური ამბროლაურში, მ. კოსტავას 41 ნომერში, განთავსებულ ამ პატარა მყუდრო კაფე ში შეგიძლიათ კაფე, სალონი, ბიბლიო თეკა და კლუბი მოინახულოთ. ასეთი თანამედროვე კონცეფციის მქონე სივ რცეები რაჭაში იშვიათი გამონაკლისე
ბია. ამიტომ „ოქსიჯენიც“ პოპულარული მალე გახდა. არც რაჭის ტრადიციულ ხასიათს აზიანებს, პირიქით, იხდენს და თავისუფალ, ლაღ თანამედროვე ცხოვ რების სტილს უზავებს. Cafe Oxygen-ში, განსაკუთრებული მე ნიუ აქვთ, აქაურ ალუბლის ნამცხვარსაც აქებენ. ვერანდა მდინარე კრიხულას გამოჰყურებს. სიმწვანეში ჩაფლულ ეზოში კი ღია კინოთეატრიცაა, სადაც ყოველ ოთხშაბათს ფილმების ჩვენება იმართება. ასევე ეს მუსიკალური საღა მოებისა და პრეზენტაციების ადგილია. კაფე წელს ზაფხულში გაიხსნა. როგორც ადგილობრივი ბიზნესისა და კულტურუ ლი გარემოს განვითარების მხარდამჭე რებს, იმედი გვაქვს, რომ „ოქსჯენი“ კი დევ დიდხანს იქნება და მასთან ერთად სხვებიც გამოჩნდებიან. www.facebook.com/Cafe-OxygeNo
71 VOYAGER 19/2020
www.facebook.com/bungalowchangeso
ეს ადგილი დაიმახსოვრეთ, რად გან რაჭული გართობის ერთ-ერ თი ეპიცენტრია. მდინარე კრი ხულაზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და მას მერე ყოველ ზაფხულს ბრუნდება. ადგილს ასე ჰქვია _ Bungalo changes და მდინარე კრიხულას და ხოტეუ რას შესართავთანაა გახსნილი. აქ მსუბუქი წახემსება, ლუდის სმა და, თავისთავად, მდინარეში გაგრილებაც შეგიძლიათ.
რაჭალეჩხუმი
ხელოვნების კვალზე
72 VOYAGER 19/2020
კო ტე ჯინ ჭ ა რ ა ძე
სახელოვნებო რეზიდენციის არტელი-რაჭას დამფუძნებელი
ბუგუელი
რაჭა თავიდანვე ძალიან მაღალი ნოტით იწყება _ ნიკორწმინ დითა და მისი საოცარი ფრესკებით. ბავშვობაში ბაბუას მოვ ყავდი აქ და მახსოვს, როგორ ავყურებდი ტაძრის ერთ-ერთ ფასადზე ფრთიან ანგელოზებს, სარკმლების მორთულობას, სადაც არც ერთ ორნამენტი არ მეორდება, გალაკტიონიც ხომ ახსენებს 12 სარკმელს თავის ლექსში _ „ქებათა ქება ნიკორ წმინდას“. კიდევ მახსოვს სამრეკლოს კედელში ჩატანებული ქვის კიბე, ძნელად შესამჩნევი კი იყო. ადიოდი ამ ხვეული, ლა მაზი, ქვის კიბით და მერე ერთბაშად იხსნებოდა სივრცე _ ღია თაღებიდან, სადაც ზარები ეკიდა, ულამაზესი ხედი იშლებოდა. რესტავრაციის შემდეგ ეს ასასვლელი დამთვალიერებლები სათვის დახურულია. ნიკორწმინდის შიდა მოხატულობაც სას წაულია. გუმბათს თუ ახედე, თვალს ვერ მოწყვეტ. სხვადასხვა ეპიზოდი სახარებიდან უჩვეულოდ თავისუფალი მანერითაა შესრულებული, ადამიანებიც და გველეშაპებიც _ ყველა, ვინც ჯოჯოხეთშია მოხვედრილი ამ სცენაზე, მატისის ფერწერას და მეოცე საუკუნის არტს უფრო ჰგავს, ვიდრე მეთერთმეტე საუკუ ნის კანონიკურ საეკლესიო ფრესკებს.
ზღაპრული, ჯოტოს დონის ფრესკები აქვს ქვემო რაჭაში, ხვან ჭკარის ზონის სოფელ ბუგეულის სასაფლაოს ძველ პატარა ბაზილიკას. გარედან სოფლის რიგით საყდარს ჰგავს, მოხატუ ლობა კი ისეთია, ნებისმიერი ტაძრის კედლებს დაამშვენებს. რამდენიმე წლის წინ რესტავრაცია ჩაუტარდა. შორიახლოს მცხოვრები მღვდელი გვიღებდა ხოლმე კარს, ახლა კი, იქვე, პატარა მაღაზიის გამყიდველს აბარია ეს ფუნქცია. მნახველებს გასაღებს აძლევენ, ისინიც თვითონ აღებენ, სანთელს ანთებენ, შესაწირს ტოვებენ, კარს თვითონვე კეტავენ და გასაღებს ეკ ლესიის მცველს უბრუნებენ.
ბარაკონი
მინდა ციხე
ამბროლაურიდან ონისკენ წასულებს ბარაკონის ჯვარ-გუმბა თოვანი ეკლესია შეგხვდებათ, გარეთა დეკორი მასაც ძალიან კარგი აქვს, შიგნით კი გაგაოცებთ საკურთხევლის ხუთსართუ ლიანი უნიკალური კედელი, თაღებში განლაგებული ხატებით. იქვე, ახლოს მინდა ციხეა, რომელიც ამაყად გადმოჰყურებს ბა რაკონის ტაძარს და ერთიან ანსამბლად აღიქმება.
73 VOYAGER 19/2020
რაჭალეჩხუმი ასევე ონამდე, სოფელ მუხლის გადასახვევიდან ადის გზა მაღ ლა, მრავალძალში, საიდანაც საოცარი ხედი იშლება მთელ რაჭაზე. ალპური მდელოების და ტყითშემოსილი მთების თავ ზე, კავკასიონის ყინულიანი კლდეები მოჩანს. სოფლის სასაფ ლაოზე დაკრძალულია სიმონიკა სხირტლაძე, კოლორიტული პიროვნება, ცნობილი თამადა, განთქმული მჭევრმეტყველები თა და სადღეგრძელოებით.
კეტიც. თითქოს შეუძლებელია ამსისქე რკინა ვინმემ მკლავ ზე გადაიხვიოს. თუმცა, გახსენდება, რომ ამ კუთხეში ძალიან უყვართ ლეგენდები და თქმულებები. უსმენ მათ და აშკარად გრძნობ, როგორ ფერმკრთალდება და იშლება ხოლმე ზღვარი მითსა და რეალობას შორის. ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი ამბროლაურის მთავარ მოედანზე საბჭოთა პერიოდის კოლონებიან შენობაშია განთავსებული. ეს ნაგებობა თვითონაც ძეგლია _ „სტალინუ რი არქიტექტურის“ გამორჩეული ნიმუში. აქ გამოფენილია ავ თო ვარაზის, უჩა ჯაფარიძის, აპოლონ ქუთათელაძის, თენგიზ მირზაშვილის ტილოები. მას შემდეგ, რაც არტელი-რაჭის რეზიდენცია ფუნქციონირებს, ვცდილობ, რაჭაში ჩამოსულმა მხატვრებმაც თითო ნამუშევარი გადასცენ საჩუქრად ონისა და ამბროლაურის მუზეუმებს. მიხა რია, რომ ამ გზით ნელ-ნელა მდიდრდება ამ მუზეუმებში და ცული 21-ე საუკუნის თანამედროვე მხატვრების კოლექცია. აქ ნახავთ ოლეგ ტიმჩენკოს, ვახო ბუღაძის, თემო ჯავახიშვილის, ნიკო ცეცხლაძის, მიშა შენგელიას, კარლო კაჭარავას, უშანგი ხუმარაშვილის, მიშა გოგრიჭიანის ნამუშევრებს. მუზეუმს ხელმძღვანელობს მხატვარი ბესო კობახიძე, იგი ცდი ლობს, საინტერესო გახადოს სამუზეუმო და საგამოფენო ცხოვ რება, თან ახლოსვე ცხოვრობს და მის სახელოსნოში შევლაც კარგი იდეაა, ბესოს საინტერესო ქანდაკებისა და ფერწერის დასათვალიერებლად.
მრავალძალი
ჭყვიშის ზემოთ, სოფლის ბოლოში, წყალგამყოფ ქედზე ლა ბეჭინის მთავარანგელოზის ეკლესიაა, მეცხრე საუკუნის ბა ზილიკა, რომლის ცნობილი ხატიც თბილისის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში ინახება. თვითონ ეკლესია კი საო ცარ ადგილზეა აგებული _ ერთ მხარეს ხვამლის მთა და ლეჩ ხუმის მხარე მოჩანს, მეორე მხარეს საკუთრივ მთელი რაჭა _ რიონის ხეობა: ამბროლაური, მთის კალთებზე შეფენილი სოფლებით.
„ცხრაჯვარი“
ბ. გორდეზიანი
თუ გინდათ, შეიცნოთ კუთხის ისტორია, კულტურა და ტრადი ციები ანტიკური ხანიდან დღემდე, აუცილებლად უნდა დაათვა ლიეროთ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მის საგამოფენო დარბაზებსა და ფონდებში, მთელი რაჭის ყოფა-ცხოვრების ამ სახველი ნივთები და არტეფაქტებია. იქვეა გამოფენილი სხვა დასხვა პერიოდის ცნობილი მხატვრების ნამუშევრები. ჩემთვის ყველაზე გამორჩეულია მხატვარ ბენო გორდეზია ნის 1920-იან წლეში შესრულებული კუბისტური ნამუშევარი „ცხრაჯვარი“. იგი ხელოვანთა ცნობილი ავანგარდული ჯგუ ფის, H2SO4-ის წევრი იყო. გასაბჭოების მერე, 1930-იან წლებში ძალიან საეჭვო ვითარებაში, ხანძარმა გაანადგურა მხატვრის სახელოსნო. თითქმის ყველა ნამუშევარი დაიწვა, გადარჩა მხოლოდ ორი ფერწერული ტილო, რომელთაგან ერთი ონის მუზეუმშია დაცული. აქვე დაათვალიერებთ უჩა ჯაფარიძის, სერგო ქობულაძის, ალექსანდრე ბანძელაძის და პიკო ნიჟა რაძის ნამუშევრებსაც. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშივეა დაცული საოცარი ღო ნის პატრონი ძალოსანისა და ფალავნის, კოსტა მაისურაძის, ფოტომასალა და სხვადასხვა ტურნირში მიღებული ჯილდოები, აქვეა გამოფენილი მის მიერ მკლავზე დაგრეხილი ლითონის
როგორც ამბობენ, ისტორიული გზა ადრე ლაბეჭინაზე გადა დიოდა ლაილაშისკენ, რასაც სოფელ ქვიშართან ჩატარებული გათხრებიც ადასტურებს. აქ ნაპოვნი ანტიკურ ხანის ბალთები _ ბრინჯაოს პერიოდის ნიმუშები, ცხადყოფს, რომ ამ მიდამოებში უხსოვარი დროიდან არსებობდა მეტალურგიის კერები. ახლა ამ ბალთების ნახვა ონის მუზეუმის კოლექციებშია შესაძლებე ლი. გამიგია ისიც, რომ აკაკი წერეთელი თავისი ისტორიული მოგზაურობის დროს რაჭა-ლეჩხუმში, სწორედ ამ გზით ჩამო სულა ლაილაშიდან ჭრებალომდე. სოფელ ქვიშარში ნახავთ რადიომოყვარულ თენგიზ ფრუიძის კავშირგაბმულობის „იატაკქვეშა“ სადგურს, რომელიც თავად მოაწყო. ჩემი პირველი მისვლა ძალიან უცნაური იყო. მივედით და ვერ მივაგენით. ახლომახლო არაფერი იდგა ისეთი, რაზეც ვიფიქრებდი, რომ სადგურს ჰგავს. დიდი ხნის ძებნის შემდეგ მობილურით დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ თენგიზ ფრუიძის საშინაო მუზეუმი ძალიან დაბალ, ბუნკერის მსგავს შენობაში აქვს, რომელსაც შეა ღებთ თუ არა, მოხვდებით რადიოლებით, რადიოგადამცე მებითა და სხვა საოცარი ნივთებით სავსე ჯადოსნურ სამ ყაროში. თავად ძალიან მხიარული კაცია, დაუზარლად მო გიყვებათ თავისი გატაცების შესახებ, გიამბობთ, თუ როგორ გადაარჩინა მყინვარზე დაკარგული საექსპედიციო ჯგუფი თავისი ხელნაკეთი რადიოგადამცემით, როცა სრულიად შემ თხვევით, ტალღებზე მორიგი „ხეტიალისას“ მათი განგაშის სიგნალს მოუსმინა და დაკარგულთა კოორდინატები შემდეგ მეტეოსადგურს გადასცა.
74 VOYAGER 19/2020
ქვიშარის გაგრძელებაა ჩემი სოფელი ჭყვიშიც. ზოგს გალაკ ტიონის სოფელში ერევა. თუმცა დიდი პოეტის სოფელი იმე რეთშია, ვანის რაიონში. აქ კი, ჩემი წინაპრების კარმიდამოში, 2005 წლიდან იღებს სტუმრებს თანამედროვე ხელოვნების რე ზიდენცია – არტელი-რაჭა. ეს იდეა რომ მომივიდა, მამისეუ ლი სახლი გავარემონტე, გადავაკეთე და მას შემდეგ, ყოველ ზაფხულს ხელოვანებს საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან ვიღებ. უკვე თხუთმეტი წელია, აქ ვაწყობთ გამოფენებს, ვორ კშოპებს, სემინარებს, კონცერტებს, მასტერკლასებს. გვაქვს გა ლერეა, სამუშაო სტუდიები, მედიათეკა, საგამოფენო გალერეა, საღამოობით ფილმებს ვუშვებთ ხოლმე ეზოში, გვინდა ადგი ლობრივებთან მეტი კონტაქტი გვქონდეს, აქაურების კულტუ რული ცხოვრება გავმრავალფეროვნოთ და ერთმანეთს მო ვუსმინოთ, ჩვენი ფიქრები გავუზიაროთ ხოლმე. წელს ივლის-აგვისტოში თანამედროვე ხელოვნების ფესტივა ლი – „არტრა 2020“ გვაქვს _ უკვე ზედიზედ მეექვსედ რაჭაში. ივლისში შოთიკო აფციაურის გამოფენა გვექნება, ელენე რაქ ვიაშვილის წიგნის პრეზენტაცია _ კაფე ოქსიგენში, კრიხულას სანაპიროზე კი მირანდა კუპრავას ქანდაკებების ერთდღიან გა მოფენას მოვაწყობთ. არტელი-რაჭა, როგორც გითხარით, ჩემი წინაპრების სახ ლშია მოწყობილი. ეს სახლი კი უნიკალურია მთელ რაჭაში. ჩემი წინაპარი ძმებ ზუბალაშვილებთან მუშაობდა, და ეს სახ ლიც მათი ბორჯომის დასასვენებელი სახლის პროექტით არის აშენებული. მეორე სართული წიფლისა და თელის მასალის ხის დიდრონი ფიცრებითაა ნაგები, აივნის გარეთა დეკორიც, ორნამენტებიც და თვითონ ინტერიერებიც კუთხისთვის დამა ხასიათებელ, ტრადიციულ, რაჭულ სტილს ავითარებს, საძინებ ლების განლაგება და ავეჯი, ინტერიერები _ ყველაფერი შე ნარჩუნებულია თავდაპირველი სახით. არაფერი დამირღვევია, მხოლოდ პირველ სართულზე გავაერთიანე სამზარეულო და მისაღები დარბაზი, რამაც პირველი სართულის სივრცე უფრო თანამედროვე გახადა და ცოტათი ფრანგულ შატოს დაამსგავსა ყოფილი მარნ ის გარემო.
რაჭაში ხშირად ნახავთ სახლებს, რომელთაც ორი, შეიძლე ბა ზოგჯერ სამი ბუხარიც აქვთ. ჩვენი სახლი კი უნიკალურია _ ის ხუთბუხრიანი ოდაა. ერთ ქვაში ორი ბუხარია გამოყვანილი პირველ სართულზე, რასაც ზევით, მეორე სართულზე, კიდევ სამი ბუხარი ემატება _ რომელიც სამ სხვადასხვა ოთახს ათ ბობს. ახლა რეზიდენციის სტუმრებთან ერთად მომავალი გამოფენის თვის ვემზადებით, წელს მუზეუმების სივრციდან გვინდა გავი დეთ საზოგადო სივრცეში, ხელოვნების ინტერვენცია მოვაწ ყოთ _ შეჭრა ამბროლაურის ბაზარში _ როცა ხალხი არ მიდის ხელოვნებასთან, ხელოვნება მივიყვანოთ ხალხთან, მაქსიმა ლურად მეტი ალტერნატიული სივრცის ათვისება გვინდა რაჭა ში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივების ცხოვრების გამოსაცოცხლებლად, რადგანაც აქ ისედაც მძიმე სოციალური ფონი, პრობლემები, უმუშევრობაა. ჩვენი რეზიდენციის მიზანი კი კულტურული სივრცის ჩამოყა ლიბებაა ამ საინტერესო რეგიონში. ხელოვნების გააქტიურება, დიალოგისა და სააზროვნო სივრცის შექმნა. სწორედ ამ კონტექსტში მომწონს ძალიან სოფელ ხვანჭკა რაში, მეღვინე ალეკო სარდანაშვილის მიერ დაარსებული საფეხბურთო ტურნირი „ხვანჭკარის თასი“. ვხედავ ხოლმე, ჩემპიონატის მიმდინარეობისას, აგვისტოში, როგორ ერთბაშად ცოცხლდება სოფლები, როგორ იცვლებიან რაჭველი ახალგაზ რდები, ბავშვები და მოზარდები. ყოველ თამაშს მინიფეხბურ თის მოედანზე უამრავი ხალხი ესწრება, ახლომახლო სოფლე ბიდან მოდიან და გულშემატკივრობენ. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ეს ტურნირი ყველაზე მასობრი ვი სპორტული სანახაობაა მთელ რაჭაში, ცხარე სპორტული და პირისპირება ყოველ საღამოს მთავრდება გულშემატკივრების და ფანების ოვაციებითა და ფეირვერკებით, რაც უფრო მიმ ზიდველს, საინტერესოს და სახალისოს ხდის ცხელი ზაფხულის დღეებს რაჭაში.
75 VOYAGER 19/2020
რაჭალეჩხუმი
ონის სინაგოგა ნ ინო ჩ იმ აკ აძ ე
ონის ცენტრალური მოედნიდან გამავალ გრძელ ქუჩას თუ დაადგებით, ქუჩის შუაშივე დაინახავთ სინაგოგას _ არქი ტექტურული თვალსაზრისით ყველაზე გამორჩეულ შენობას რეგიონში, სიდიდით მესამეს საქართველოში, თბილისი სა და ქუთაისის სინაგოგების შემდეგ, სტილისტურად კი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზსა და ორიგინალურს, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. სინაგოგის ქუჩას დავით ბააზოვის სახელი ჰქვია. ცნობილი ებ რაელი რაბინი და საზოგადო მოღვაწე 1903-1923 წლებში სწო რედ აქ ცხოვრობდა. მისი შვილი მწერალი, გერცელ ბააზოვი იყო, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ქალაქში საგამომცემლო საქმიანობის გააქტიურება. 1910-იან წლებში ახალგაზრდა ბააზოვმა, მხატვარ უჩა ჯაფარიძესთან და თეატ რმცოდნე დიმიტრი ჯანელიძესთან ერთად, ლიტერატურული ჟურნალი „ონი“ დააარსა, რომელიც საქართველოს გასაბჭოე ბამდე გამოიცემოდა.
ბააზოვების მოღვაწეობა ისევე, როგორც თავად ონის სინაგოგა, ქართველებისა და ებრაელების გან საკუთრებული ურთიერთობისა და თა ნაცხოვრების საინტერესო სიმბოლოა. საქართველო ხომ ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ებრაე ლებს ეთნიკური და რელიგიური ნიშნით მასობრივი დევნა და შევიწროვება არ განუცდიათ. ისტორიული წყაროებში საქართველოში ებრაელების გადმო სახლება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნით თა რიღდება და ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მიერ იერუ სალიმის აღებას და ხალხის განდევნას უკავშირდება.
76 VOYAGER 19/2020
სწორედ აქედან მოდის ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის ისტორია, რასაც ორივე ერის წარმომადგენლები განსაკუთრებულად აფასებენ. მე-18 საუკუნემდე ებრაელებსა და მათ ცხოვრებაზე საქართველოში ძალიან მწირი ინფორმაციაა, უფრო ახალი წყაროებიდან კი ვიგებთ, რომ ისინი ქვეყნის სხვა დასხვა ქალაქსა და რეგიონში დასახლდნენ და ხელი საქმოსნო ბას მიჰყვეს. ამ ორი ხალხის ურთიერთობის დეტალებსა და განსაკუთრე ბულ მეგობრობას ყველაზე კარგად პატარა ქალაქებსა და და სახლებებში შეამჩნევთ. ონი ამ მხრივ გამორჩეულია, რადგან აქ ებრაელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემი ცხოვრობდა. 1960-იან წლებში ისინი მოსახლეობის დაახლოებით ერთ მე ხუთედს შეადგენდნენ _ რაიონის მთლიანი მოსახლეობა 1516 ათასი იყო, ქალაქში კი 3000-მდე ებრაელი ცხოვრობდა. ონელ ებრაელებზე ცნობები მე-18 საუკუნის შუა პერიოდიდან გვხვდება. მე-19 საუკუნის ბოლოდან კი ებრაულ თემს როგორც ქალაქის, ისე მთლიანი რეგიონის სავაჭრო და კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. ონის სინაგოგა 1895 წელს აშენდა და ის ვარშავის სინაგოგის ანალოგია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურ და. გრძელი ქუჩის შუაში მდგარი სინაგოგა მთებითა და ტყეე ბით გარშემორტყმულ პატარა ქალაქში მისტიკურობის განცდას გიქმნით. დღის განათებაზე, ცის და სივრცის ფონზე, ნაგებობა განსაკუთრებით მონუმენტური ჩანს. ეკლექტიზმის სტილში აგე ბული სინაგოგის სამშენებლო მასალად თეთრი კირქვაა გა მოყენებული. შენობას ოთხკუთხედი ფორმა აქვს და ოთხივე კუთხეს ქვის ლამაზი სტელა ამშვენებს. სახურავი გუმბათიანია. გუმბათი მრავალქიმიანი დავითის ვარსკვლავით სრულდება. სინაგოგის აშენებამდე ებრაელებს ამავე ეზოში ძველი, პატა რა სამლოცველო ჰქონიათ, მაგრამ როგორც ჩანს, მუდმივად მზარდ მოსახლეობას ის აღარ ჰყოფნიდა. ამიტომ, გადაწყვი ტეს, ახალი, უფრო დიდი სალოცავი აეგოთ. გადმოცემის მი ხედვით, მშენებლობას სათავეში ჩაუდგა რაბინი, ელია ამში კაშვილი. ის გარკვეული დროის განმავლობაში პოლონეთში სწავლობდა და ვარშავის სინაგოგის პროექტი სწორედ იქიდან ჩამოიტანა. მალე მშენებლობაც დაიწყო. როგორც ამბობენ, საჭირო ფი ნანსების დიდი ნაწილი ამშიკაშვილმა ევროპაში მცხოვრები ებრაელების დახმარებით მოიპოვა, მათ შორის, განსაკუთრე ბული ინვესტიცია ძმებ ნობელებს და როტშილდების ოჯახს შეუტანია. მშენებლობაზე ძირითადად ბერძენი ქვის მთლელი ოსტატები მუშაობდნენ. თუმცა, პროცესში ადგილობრივ მაც ხოვრებლებიც მონაწილეობდნენ. სალოცავის აგებაში ქალაქის ებრაელ თუ ქართველ მოსახლეობას წვლილი ისე შეჰქონდათ, როგორც შეეძლოთ _ ზოგს ქვები მოჰქონდა, ზოგი ინტერიე რისთვის ხის მასალას ამზადებდა. მშენებლობა ოთხ წელიწადს გაგრძელდა და 1895 წელს საზეიმოდ გაიხსნა. ნაგებობაში მლოცველი რაბინის ხმა ყველა კუთხეში თანაბ რად ისმის. სკამები 400-მდე ადამიანს იტევს, დღესასწაულის დროს კი, ფეხზე მდგომთა ჩათვლით, 700-მდე მლოცველს შეუძლია დასწრება. ცისფერ და ლურჯ ტონებში გადაწყვეტილი ინტერიერი ძალიან შთამბეჭდავია. შემოსასვლელიდან ხელმარჯვნივ კიბეებია, რომლითაც მეორე სართულზე, აივანზე ადიხარ, ეს ქალების თვის განკუთვნილი სივრცეა.
დღეს სინაგოგა, ძირითადად, დაკეტილია. 6 წელზე მეტია, აქ ყოველდღიური რიტუალები აღარ სრულდება, რადგან ამის თვის 10 მამაკაცია საჭირო. ონში კი, ამ ეტაპზე სულ 11 ებრაელია. სინაგოგას აღარც რაბინი ჰყავს. ასეთ შემთხვევაში მათ მხო ლოდ ინდივიდუალურად შეუძლიათ შესვლა და ლოცვა. ალიას დაწყებიდან (1948 წ. ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ებრაელთა გადასახლება ისრაელის მიწაზე) ებრაელებ მა თანდათან დაიწყეს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება. ონიდან პირველი ნაკადი 1970-იანებში წავიდა, თუმცა, 90-იან წლებამდე ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი განაგრძობდა აქ ცხოვრებას. წასვლის მეორე დიდი ტალღა საბჭოთა კავშირის დაშლის შემ დეგ, 90-იანებში იყო, როცა ქვეყანაში ეკონომიკური სიდუხ ჭირე და არეულობა დაიწყო. მაღალმთიანი რეგიონის პატარა ქალაქს განსაკუთრებით გაუჭირდა და უპერსპექტივოდ დარჩა. ბევრისთვის აქედან წასვლა თავის გადარჩენის ერთადერთი გზაც კი იყო. ქალაქი თანდათან დაიცალა ებრაელებისგან. 2000-იანი წლებდან ახალგაზრდა თაობის ბოლო წარმომად გენლებიც წავიდნენ და ახლა ძირითადად შუა ხნის, ან პენსიის ასაკის ადამიანები არიან. თუმცა, სახლები ბევრს არ გაუყიდია და ზაფხულობით ისევ ჩამოდიან მათთვის საყვარელ რაჭაში. ამ დროს ონის სინაგოგა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და რო გორც ყველდღიური, ისე სადღესასწაულო რიტუალებიც წესი სამებრ ტარდება. სინაგოგას დღეს სიმონ შიმშილაშვილი პატრონობს და გასა ღებიც მას აქვს. თუ შიგნით შესვლა და დათვალიერება გინდათ, მას უნდა მიაკითხოთ. ის იქვე, გვერდით ქუჩაზე ცხოვრობს და ხშირად უწევს ტურისტებისა და ექსკურსიების მიღება. ოღონდ, გაითვალისწინეთ, შაბათი ებრაელებისთვის წმინდა დღეა და მოსვლა სხვა დღეს დაგეგმეთ. ონის სინაგოგას ერთი საინტერესო ამბავი უკავშირდება, რო მელსაც ონელები ხშირად ჰყვებიან: კომუნისტების მიერ ეკლე სია-მონასტრების გადაკეთებისა და ნგრევის პერიოდში, 1930იანი წლების შუა პერიოდში, სინაგოგასაც მოსდგომიან. ქალაქ ში ხმა გავრცელებულა, რომ მის ან დანგრევას ან დახურვას აპირებდნენ. სალოცავის გადასარჩენად ებრაელებს ასეთი რამ მოუფიქრებიათ: მეძუძური ქალები, ჩვილ ბავშვებთან ერთად, შიგნით ჩაკეტილან და რამდენიმე დღე გარეთ არ გამოსულან. სინაგოგის დასანგრევად მისულებს კი ჩვილი ბავშვების ტირი ლი რომ გაუგიათ, უკან დაუხევიათ. ამასობაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან რამდენიმე ებრაელს მოლაპარაკებებიც უწარმოებია და გადაწყვეტილებაც შეუცვლიათ. ასე გადარჩა ონის სინაგოგა დანგრევას და გადაკეთებას. დაცლას და გამო კეტვას კი _ ვეღარ.
ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა სეზონურად ახმაურებულ სინაგოგაზე დაკვირვება _ უკან, რაჭაში დაბრუ ნებული ებრაელების ნახვა და იმაში დარწმუნება, რომ აქ რაღაც მისტიკური მართლა ხდება _ პერიოდულად ამ ადა მიანებისთვის ძალიან ძვირფასი მეხ სიერება ცოცხლდება.
77 VOYAGER 19/2020
შოვი _ რაჭის მაგია ნ ინო ჩ იმ აკ აძ ე ზღვის დონიდან 1600 მეტრზე მდებარე შოვი საქართველოში ყველაზე მაღალმთიანი ბალნეოლოგიურ კურორტია. სამკურ ნალო-გამაჯანსაღებელი ჰავისა და მინერალური წყლების სიუხვესთან ერთად, აქაურობა პირველყოფილი, ხელუხლებე ლი სილამაზითა და მომაჯადოებელი ლანდშაფტებით გამოირ ჩევა. რაჭა, განსაკუთრებით კი ზემო რაჭა, ის იშვიათი ადგილია საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ არ მომხდარა გარემოს სტან დარტიზირება და გაცვეთილ ტურისტული დანიშნულების ადგი ლად ქცევა. ეს კი სხვანაირ ხიბლს და ავთენტურობას სძენს ამ მხარეს და გაუკვალავი გზებით სიარულის აზარტს ჰმატებს. კურორტი შოვი ქალაქ ონიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. ცალკე სანახაობაა ონიდან შოვისკენ მიმავალ გზა, სადაც უკვე ხვდები, რომ განსაკუთრებულ ადგილზე მოხვდი. თვალუწვდე ნელი მთებით და წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით გარშე მორტყმული მიხვეულ-მოხვეული გზის მარჯვნივ მდინარე რიო ნი მოედინება, რომელსაც სოფელ გლოლასთან მდინარე ჭან ჭახი უერთდება. სწორედ ჭანჭახის ხეობაში მდებარეობს შოვი. ონიდან შოვში ასვლას დაახლოებით ნახევარი საათი სჭირ დება. უკვე მესამე წელია, აქ გზაც ბოლომდე გაკეთებულია და
ნებისმიერი მანქანით შეძლებთ მისვლას. თუმცა, თუ შოვის ზე მოთ, უფრო მაღალ სოფლებსა და მთებში გინდათ სიარული, მაშინ აუცილებლად მაღალხიდიანი და ძლიერძრავიანი მანქა ნა დაგჭირდებათ. კურორტის დაარსების იდეა ექიმს და მეცნიერს, შამშე ლეჟავას ეკუთვნის. ის წარმოშობით ამბროლაურის ერთ-ერთი სოფლი დან იყო. 1905-1910 წლებში ლეჟავა ევროპაში, ვენის უნივერ სიტეტში სწავლობდა და კურორტებით ჯერ კიდევ მაშინ დაინ ტერესდა. მას ფეხით მოუვლია დავოსი, ალანდი, ვილდუნგენი, ბადენი, და ევროპის სხვა საკურორტო ზონები და უკან დაბრუ ნებულს, მიზნად დაუსახავს, მშობლიურ რაჭაშიც გაეკეთებინა იგივე. კურორტის მშენებლობის დაგეგმვა და მოსამზადებელი სამუშაოები 10 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. მშენებლობა 1923 წელს დაიწყო, 1928 წელს კი შოვმა უკვე პირვე ლი დამსვენებლები მიიღო. ჩრდილოეთიდან შოვს კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღ ლე 4000 მეტრს აღემატება. სამხრეთით, დასავლეთითა და აღმო სავლეთით იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება
78 VOYAGER 19/2020
© ფოტო: სოფო ჩინჩალაძე
რაჭალეჩხუმი
ტერიტორიას ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან იცავს. კურორტი საუკეთესო ადგილია სასუნთქი გზებისა და ტუბერკულოზური დაავადებებისთვის, გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტე მის დაავადებების მქონეთათვის, ასევე ბავშვებისთვის, რო მელთაც უმადობა და ანემია აწუხებთ _ აქაური რკინისა და კალცის წყლები მათზე დადებითად მოქმედებს. შოვში სანაღველე და საშარდე გზების დაავადებების და კუჭნაწლავის სისტემის პრობლემის მქონე ადამიანებიც ხშირად ისვენებდნენ და სუფთა ჰაერზე, უწერის წყლებით მკურნა ლობდნენ. თავის დროზე აქ ორი სანატორიუმი და პანსიონა ტის ტიპის რამდენიმე პატარა დასასვენებელი დაწესებულება ფუნქციონირებდა. პირველ, ყველაზე დიდ სანატორიუმს ერ თდროულად 200-250 ადამიანის მიღება შეეძლო. დღეს სამკურნალო ინფრასტრუქტურა და კომპლექსები აღა რაა, თუმცა შოვში დასვენება მაინც შეგიძლიათ. არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანია: 4-ვარსკვლავიანი სასტურმო სანსეტ შოვი, სასტუმრო მამისონი და კოტეჯების ქსელი. ასე ვე შეგიძლიათ, შოვთან მდებარე სოფელ გლოლაში იქირაოთ კერძო სახლები. შოვი საინტერესო ადგილია ასევე ლაშქრობისა და რაფტინგის მოყვარულებისთვის. ცნობილია, რომ კავკასიონის ამ ნაწილში რამდენიმე ისეთი მწვერვალია, რომლებზეც ფეხი ჯერ არავის დაუდგამს. საფეხმავლო ტურების მოყვარულებისთვის საინ ტერესო მარშრუტია შოვიდან მამისონის უღელტეხილამდე (2820 მ) მიმავალი ბილიკი, რომელიც ჭანჭახის ულამაზეს ხეო ბას მიუყვება. შოვის ბუნებრივი პირობები აქ სამთო-სათხილა მურო კურორტის განვითარების საშუალებას იძლევა. სანატორიუმის ეზო უკვე წლებია მოუვლელია და ალაგალაგ ორმოები, გუბეები და გზებზე ჩამოვარდნილი ხის ტოტები შეგხვდებათ. აქვეა ძველი, ულამაზესი ხის სახლი, რომელსაც სტალინის სახლსაც ეძახიან. ეს უნიკალური არქიტექტურული ძეგლი დღეს ავარიულ მდგომარეობაშია. შენობაში ბევრი ადა მიანის ერთად შესვლა სახიფათოა, რადგან ზოგ ადგილზე იატა კი ჩატეხილია, კედლებიც გამყარებას საჭიროებს. სახლი მთის ფერდის მოვაკებულ ადგილას არის აღმართული. ტერასული ეზო სადა ქვის მოაჯირით არის შემოსაზღვრული. ორსართუ ლიანი მსხვილმასშტაბიანი ნაგებობა სარდაფისა და კოშკუ რებიანი სხვენის შემცველია. სარდაფის სართული ქვით არის ნაშენი, მთლიანი შენობა კი _ ხისაა. სახლი, სავარაუდოდ, კუ რორტის გაშენების პერიოდში, 20-იანი წლების ბოლოსაა აგე ბული. წლების წინ აქ მემორიალური დაფაც ყოფილა, სადაც შენობის არქიტექტორად ვინმე კოლჩინი იყო დასახელებული. ამბობენ, რომ მის აშენებაში გერმანელებსაც აქვთ წვილი, თუმ ცა, დეტალები უცნობია. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, გია ბერიშვი ლი ამბობს, რომ ეს შენობა აქ გაშენებული კომპლექსის ნაწი ლი იყო და ათეული წლების წინ ამ ეზოში სხვა ხის შენობებიც იდგა: „ყველაფერი იყო აქ, კინოდარბაზი, კლუბი, დასასვენე ბელი სახლები, სხვა ცოტა უფრო პატარა ხის შენობებიც იყო, ასევე ძალიან ლამაზები. ამ შენობაზე, როგორც გამიგია, ლურ სმანიც არ იყო ნახმარი, ისე იყო აგებული“. არსებობს ლეგენდა, რომ სტალინი აქ ჩამოდიოდა და ისვენებ და, თუმცა, როგორც ისტორიკოსები და ადგილობრივი მაცხოვ რებლები ამბობენ, სტალინი შოვში არასდროს ყოფილა. გია ბერიშვილი გვეუბნება, რომ სინამდვილეში ყველაფერი შემდეგ ნაირად იყო: „დაახლოებით 1920-იანი წლების ბოლოს სტალინი ონში ჩავიდა, საიდანაც შოვში ასვლაც გადაწყვიტა. გზაზე, უწე რაში თევზი უჭამია და მოწამლულა. იქვე ადგილობრივი ექიმის, საშა ბაქრაძის ძალისხმევით, ადგილზევე უმკურნალიათ უწერის
წყლებით და სხვა საშუალებებით, შემდეგ კი უკან გაბრუნებულა და ონში გაჩერებულა. მოგვიანებით როცა მას ჰკითხეს, როგორი კურორტია შოვი, სტალინს უთქვამს: კარგად მყოფი იქ ვერ მიაღ წევს და ავად მყოფი გზაში მოკვდებაო“. როგორც გია ბერიშვილი ამბობს, არსებობს ცნობები, რომ ეს სახლი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეცნიერების თავშეყრის ადგილი იყო. მაგალითად, ცნობილია, რომ 1930იან წლებში აქ იმყოფებოდა ცნობილი რუსი ფიზიკოსი, აბრამ იოფე, რომელიც თავის გუნდთან ერთად ატომურ იარაღზე და სხვა საიდუმლო თემებზე მუშაობდა. ამ ეზოს რომ გასცდებით, რამდენიმე ასეულ მეტრში, დიდ გაშ ლილ სივრცეს მიადგებით, რომელიც ყველა მხრიდან მთებითაა შემოსაზვრული. აქ ძალიან ლამაზი, მუქი ყავისფერი ხის შენობა დგას, რომელიც ასევე გამორჩეული არქიტექტურული ღირებუ ლებისაა. ეს ერთსართულიანი, მოზრდილი ნაგებობა საბჭოთა პერიოდში სამხედრო სანატორიუმი იყო, სადაც ზაფხულობით ჯარისკაცები ისვენებდნენ. ამჟამად ეს შენობაც ნახევრად ავა რიულ მდგომარეობაშია და რესტავრაციას საჭიროებს.
„პატარები რომ ვიყავით, მახსოვს, აქ როცა ვიყავით, სამხედ როები მოდიოდნენ და ხან ვარსკვლავებს გვჩუქნიდნენ, ხან მედლებს და ძალიან გვიხაროდა“, _ იხსენებს გია ბერიშვილი. ამ ადგილზე გასულ ზაფხულს მუსიკალური ფესტივალი ჩატარ და. წვიმისა და შეზღუდული ინფრასტრუქტურის მიუხედავად, ღონისძიება მაინც კარგი გამოვიდა, რასაც დიდწილად მდება რეობამ და აქაურმა მაგიურმა ატმოსფერომ შეუწყო ხელი. ფეს ტივალი აგვისტოში წელსაც იგეგმება და თუ მზის ჩასვლის მომა ჯადოებელი პეიზაჟის ნახვა და სუფთა ჰაერზე დროის სასიამოვ ნოდ გატარება გინდათ, აუცილებლად გირჩევთ, ეწვიოთ შოვს.
სანსეტ შოვი
ონი ჯანსაღი გარემო, სუფთა ჰაერი, უგემრიელესი კერძები, კეთილმოწყობილი ეზო, სიმშვიდე, კომფორტი, ტურები, ცხენით გასეირნება, ლაშქრობები მთელი რაჭის მასშტა ბით. ამ ყველაფერს დამსვენებელს სასტუმრო „სანსეტ შო ვი“ და მისი კეთილგანწყობილი პერსონალი ჰპირდება. სასტუმრო მაღალი სტანდარტებისაა, შესაბამისად, მთელ რეგიონში სერვისების ხარისხითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სასტუმროს რაჭის უძველესი და ულამაზესი კურორტის, შოვის სახელი ჰქვია. კომპლექსი წიწვოვანი ტყის პირას მდებარეობს და ესეც დამატებითი პლუსია. სას ტუმროს შენობის გარდა, „სანსეტ შოვში“ კოტეჯებიც დგას. აქვს სპორტული დარბაზიც, რესტორანში კი, ტრადიციული, რაჭული კერძების გარდა, ევროპული სამზარეულოს მიმარ თულებაც აქვთ.
79 VOYAGER 19/2020
www.facebook.com/sunsetshovio
რაჭალეჩხუმი
ექსპედიცია მჟავე წყლების საძიებლად
მოგზაურობის წინ ხან კლიმატს ვამოწ მებთ, ხან კულტურულ ძეგლებს, ხან სა ლაშქრო ბილიკებს, რაჭაში მოგზაურობის დაგეგმვისას კი ჯობს წინდაწინ გაეცნოთ აქაური მინერალური წყლების ნაირსა ხეობებსა და მათ სარგებელს. ერთად თავმოყრილ ამდენ მინერალურ წყალს არა თუ საქართველოს სხვა კუთხეში, რე გიონის მასშტაბითაც ვერსად შეხვდებით. დღევანდელი მონაცემებით, რაჭაში 50მდე სამკურნალო, ბალნეოლოგიური და სუფრის მინერალური წყალი მოიპოვება. ბუნებასა და ჰაერთან ერთად, ეს წყლები აქაურობის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა და მათი უნიკალური გამაჯანსაღებელი თვისებების არგამოყენება დიდი შეცდომა იქნება, განსაკუთრებით თუ რაჭაში 2 კვი რაზე მეტ ხანს აპირებთ დარჩენას. „მჟავე წყლები“ _ ასე ეძახიან რაჭის ოქ როს საბადოს ადგილობრივი მაცხოვრებ ლები და თავადაც აქტიურად მოიხმარენ მათ. უფროსი თაობისგან მიღებული ცოდ ნით აქ ზოგჯერ ბავშვებიც გაგაკვირვებენ, ისე ზუსტად გირჩევენ, რა შემთხვევაში რომელი წყლის დალევა ჯობს. 80 VOYAGER 19/2020
ნ ინო ჩ იმ აკ აძ ე
სასარგებლო წყლების სიუხვით და ხარისხით განსაკუთრებით ონის რაიონი და მისი კურორტები, უწერა და შოვი გამოირჩე ვა. თუმცა, მინერალურ წყლებს ამბროლაურშიც შეხვდებით. მათ შორის ყველაზე ცნობილი იწის, ბუგეულის და ხიდიკარის წყლებია, რომლებიც ამავე სახელწოდების სოფლებში მდება რეობს.
საკურორტო ზონაა. გზა კარგია და აქ ამოსასვლელად დაახ ლოებით 20 წუთი გჭირდებათ. ულამაზესი ხედებით, წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყეებით დაფარული სოფელი ზღვის დონიდან 1050 მ-ზე მდებარეობს. დღეს აქ 300-მდე ადამიანი ცხოვრობს, რაც რაჭის სოფლების პირობაზე კარგი მაჩვენებე ლია. ბევრგან, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში ხომ სულ რამდენიმე ოჯახია შემორჩენილი.
ონთან მოახლოებისას პირველი მინერალურ წყალი ქალა ქის შემოსასვლელთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ. სანამ დიდ თეთრ ხიდს გადმოივლით და ავტოსადგურზე შემოხვალთ, მთავარი გზიდან მარცხნივ უნდა გადაუხვიოთ და პატარა მდი ნარე ჭალურას და ამავე სახელწოდების მინერალურ წყალს მიადგებით. უკვე მეორე წელია აქ ინფრასტრუქტურა მოწეს რიგებულია და ის ადგილიც ცალკეა გამოყოფილი, თან _ გა დახურულიც, საიდანაც წყალი ამოდის. წყლის ავსების შემდეგ, შეგიძლიათ აქვე ჩამოჯდეთ და დაისვენოთ, ან ოდნავ მოშო რებით, მდინარის პირას მოწყობილ პატარა სკვერში გადაინაც ვლოთ.
საბჭოთა კავშირის დროს ეს ადგილი რესპუბლიკური მნიშვნე ლობის კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტი იყო და დიდი სანატორიუმიც ჰქონდა. სანატორიუმს „ფაზისი“ ერქვა და 200ზე მეტი ადამიანი მარტო ამ დაწესებულებაში საქმიანობდა. აქ ერთდროულად 250-მდე ადამიანის მიღება შეეძლოთ. სეზონი 1 მაისს იხსნებოდა და ნოემბრამდე გრძელდებოდა. დღეს ეს შე ნობა კერძო საკუთრებშია და ჯერჯერობით უქმად დგას, არა ვინ იცის, რა იქნება დიდი ისტორიის მქონე „ფაზისის“ ადგილზე რამდენიმე წელიწადში.
ჭალურის წყალი, შოვის და უწერის წყლებისგან განსხვავებით, საკურორტო ზონაში არ არის და მისი სრულფასოვანი კვლევაც ჯერ არ ჩატარებულა. თუმცა, შეგვიძლია მისი მომხმარებლე ბის ათწლეულობით დაგროვებულ გამოცდილებასაც ვენდოთ და დავიჯეროთ, რომ ამ წყალს კუჭ-ნაწლავისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის რეგულირებისთვის სვამენ, უხდება ნაბახუსევსაც, მისი მომხმარებლები არიან ჭარბწონიანებიც. დოზებისა და მიღების წესების შესახებ, კონკრეტული დანიშ ნულებიდან გამომდინარე, ჯობს ექიმთან გაიაროთ კონსულტა ცია, ანდა რაჭველებს მოუსმინოთ _ აქ დღის თითქმის ყველა მონაკვეთში ნახავთ წყლის დასალევად თუ წასაღებად მოსულ ადამიანებს.
უწერაში 28 სახეობის მინერალური წყალი არსებობს, თუმცა სანატორიუ მის კომპლექსი გვერითას წყლის ბაზაზე ააგეს, რადგან ის თავისი სასარგებლო თვისებებით ყველასგან გამორჩეული გახლავთ. წყარო N1 _ ასე ერქვა ოფიცილურად წყალს, რომელიც ყველაზე ხშირად საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადე ბის სამკურნალოდ ინიშნებოდა.
ჭალურა გემრიელი და მსუბუქი დასალევია, რადგან ნაკლე ბი გაზი აქვს, ცივია და გემოც რბილი და სასიამოვნო. წყალი აღების მერე, დაახლოებით 2 დღის განმავლობაში ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. ონის კიდევ ერთი და განსაკუთრებულად სასარგებლო წყალი სორტუანია. ეს ქალაქის განაპირას მდებარე რკინისა და გო გირდის მაღალი შემცველობის ჰიდროკარბონატულ-ქლორი დული ნატრიუმიანი სასმელია, რომელიც, როგორც ამბობენ, ესენტუკის ცნობილი მინერალური წყლის ანალოგია. სორტუანის წყალი სასარგებლოა თირკმელების არაკენჭოვა ნი დაავადებებისას, ყაბზობის დროს, კანისა და ფრჩხილების დაავადებების შემთხვევაშიც. თუმცა, მისი მიღება დიდი რაო დენობით რეკომენდებული არ არის, განსაკუთრებით თუ გას ტრიტი გაწუხებთ ან წინა დღით ალკოჰოლი მიიღეთ. კანის, ფრჩხილების და ძვლოვანი სისტემისთვის ძალიან სა სარგებლოა სორტუანის წყლის აბაზანები. 1970-80-იან წლებში აქ აბანოებიც ფუნქციონირებდა, სადაც სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანები მკურნალობდნენ. დღეს ეს ინფრასტრუქტუ რა აღარ არსებობს, თუმცა, წყალი დიდი ნაკადით მოედინება და ერთ ადგილზე დაგუბებულიც არის, ასე რომ, თუ მაინცდამაინც კომფორტი არაა პრიორიტეტი, ახლაც შეგიძლიათ მისი აბაზანის სახით გამოყენება. ზემო რაჭაში მინერალური წყლებით ყველაზე განთქმული ად გილი უწერაა. ონიდან 15 კმ-ში მდებარე ეს სოფელი მთლიანად
გასტრო-ენტეროლოგი და კურორტოლოგი, ნელი გვარაძე სანატორიუმში 40 წელზე მეტ ხანს მუშაობდა და მისი ბოლო დირექტორი და მთავარი ექიმი იყო. ის იხსენებს, თუ როგორ ივსებოდა მაისიდან მოყოლებული კურორტი დამსვენებლე ბით. თავდაპირველად ბავშვიანი დედები და პენსიონერები მოდიოდნენ, ივლისი-აგვისტოდან, შვებულებების პერიოდ ში, დამსვენებელთა ასაკი და სოციალური ფენა უფრო მრა ვალფეროვანი ხდებოდა. სექტემბრის მეორე ნახევრიდან კი ისევ ასაკოვანი და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ჭარბობდნენ. რადგან მსგავსი დაწესებულებები პროფკავ შირების სისტემას ექვემდებარებოდა, საგზურები იაფი, ზოგ ჯერ უფასოც იყო. ამიტომ აქ დასვენება და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება მოსახლეობის უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი გახლდათ. „ჰიდროკარბონატული ნარტიუმიანი წყალი გვერითა გახლავთ საშუალო მინერალიზაციის მქონე უნიკალური წყალი, რაც პრაქტიკაში გამოსცადეს ათეული წლების განმავლობაში. სამ წუხაროდ, დაბალი დებეტის გამო, წყლის ჩამოსხმა და წარმოე ბა ვერ ხერხდებოდა, მაგრამ ადგილზე მოხმარებით და სრული სამკურნალო კურსის გავლით ეს წყალი არაჩვეულებრივად მოქმედებდა წყლულოვან დაავადებებზე და გასტრიტებზე. შე დეგი გვქონდა შაქრიანი დიაბეტისა და ნაღვლის დაავადებების დროს, რადგან ის ნივთიერებათა ცვლასაც აუმჯობესებს. სამა გიეროდ, ნაღვლისა და თირკმელების კენჭოვანი დაავადებების დროს ეს წყალი არ ინიშნებოდა ისევე, როგორც ონკოლოგიუ რი დაავადებებისას“, _ გვეუბნება ნელი გვარაძე.
81 VOYAGER 19/2020
რაჭალეჩხუმი გვერითას გარდა, უწერასა და შოვში კიდევ არაერთი წყალია, რომელთა როგორც დასალევად, ისე აბაზანებისთვის დღესაც იყენებენ. მათ შორისაა კალცის წყალი, მყრალი წყალი, იოდის წყალი, შავი წყალი, სილამაზის წყალი _ ადგილობრივებმა მათ სხვადასხვა დასახელება შეურჩიეს, გემოს და ეფექტის შესაბამი სად და ცოდნა მათ სარგებელზე თაობიდან თაობას გადასცეს.
ლად, ასევე, ბავშვებში მადის მოსამატებლად. ამ წყლებს სა ნატორიუმ „ფაზისში“ აბაზანებში, ჰიდრო პროცედურებისთვის იყენებდნენ, მათ შორის, წყალქვეშა მასაჟებისა და ინჰალაციე ბისთვის. 1990-იანი წლებიდან სანატორიუმი პანსიონატად გადაკეთდა და შედარებით მცირე დატვირთვით 2000-იან წლებშიც მუშაობ და, თუმცა, პროფილი შეიცვალა. სამკურნალო მიმართულება გაუქმდა, რადგან სახელმწიფო აღარ აფინანსებდა. როგორც ნელი გვარაძე ამბობს, მკურნალობის სრული კურსი 24 დღეს საჭიროებს, მინიმუმ 2 კვირას მაინც, და ამის საშუალება დღეს იშვიათად თუ ვინმეს აქვს.
განსაკუთრებით პოპულარულია უწერაში #1 ჭაბურღილის წყა ლი, რომელსაც „ნაპერწკალას“ ეძახიან. ეს წყალი მდინარის პირას ამოდის და დაბალი დებეტის გამო, რამდენჯერმე დაი კარგა კიდეც. გაქრა შარშანაც, თუმცა, წელს, ივნისში ისევ იპო ვეს და გარშემო მოაპირკეთეს. ეს წყალი მართლაც ნაპერწკა ლივითაა, მაღალი გაზირებით, ცივი, გემრიელი, ძალიან სასია მოვნო დასალევი, განსაკუთრებით ცხელი ზაფხულის დღეებში. თუმცა, ნაპერწკალაც, ისევე როგორც სხვა ზემოჩამოთვლილი წყლები, რკინა-კალცის მაღალი შემცველობის წყალია და გას ტრო-ენტეროლოგიური და ნაღველის მწვავე დაავადებების დროს ექიმები არ ნიშნავენ.
თუმცა, უწერასა და შოვში დღესაც უამრავი დამსვენებელია, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. მართალია, ოფიციალუ რი სამკურნალო თერაპიული კურსები ამ ეტაპზე აქ აღარ აქვთ, მაგრამ მინერალური წყლების ისტორიის მოსმენა და სხვადას ხვა მათგანის დაგემოვნება მაინც ერთ თავგადასავლად ღირს.
სამკურნალო კურსისთვის სანატორიუმში ძირითადად გვერი თას მოიხმარდნენ. ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეო ბის დროს კი ნაპერწკალა და რკინა-კალცის სხვა წყლების ზომიერი მიღება იყო კარგი, განსაკუთრებით საჭმლის მომნე ლებელი სისტემისთვის, ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებ
მინერალური წყლები რაჭის უნიკალური პოტენციალია. ისტორიებისა და ინფორმაციის შეგროვება კი მათ სასარგებლო თვისებებზე ახალი პროექტების შექმნის წინაპირობაც კი შეიძლება გახდეს.
ნაცარქეციას ზღაპრის რა ჭული ვარიანტი ასეთია: „ნაცარქექია კუტი არის ნა ცარში და ვეღარ გამოყავსყე გარედ. დააცხვეს ხაჭაპუ რები და: გამოდიო, ხაჭა პურებსა თოვსო. მოიტანეს გოდლით და ბუხარში ქვე შეყარეს, ჩემი წილი აგერ შემოცვივაო. გამოიტყუეს გარედ; მოუხურეს კარები“, _ ასეთ ამბავს გვიყვება ჩა ნაწერი, რომელიც რაჭაში, სოფელ ღებშია ჩაწერილი. ღები მნიშვნელოვანი სოფე ლია, აქაური ქვაყველი ნამდვილი განძია, ხოლო ამ და სხვა რამდენიმე ყველის სახეობით გამომცხვარი ხა ჭაპური _ განსაკუთრებული გულსართიანი. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაგაოცებთ პურსა და ცხობასთან დაკავშირე ბული ნივთების სიმრავლე: საფქვავები, გობები, საცერე ბი თუ სპეციალური, ხარატუ ლი, მოჩუქურთმებული კი დობნები, რომლებშიც პურს ინახავდნენ, იქვეა პურისა თუ სხვა ცომეულის ტვიფ რები, ბორჯღალოს, ჯვრის ან სხვაგვარი ფორმის. პური და გულსართიანი ყვე ლი კულტურაში რიტუალუ რია, ზოგან სიცოცხლის სიმ ბოლოა _ ქორწილის ან ბავშ-
© ფოტო: www. facebook.com/Sad Meli Winery
გამოდი, ხაჭაპურებს თოვს
ვის გაჩენის დროს ცხვება, სხვადასხვაგვარი მოხატულო ბა აქვს, ფორმა და საალერ სო სახელწოდება. ხაჭაპურებს ადამიანები სწირავენ, რომ ზე ციურმა სამყარომ კარგი ამინ დი, ნაყოფიერება, ბედნიერება მოუვლინოს. მოგვიანებით გულსართიანი პურეული ქრისტიანულ დღე სასწაულებსაც დაუკავშირ და და მითოსი და რელიგია გააერთიანა _ ის ხან ქრისტეს საგზალია, რომელსაც მარიამი ამზადებს, ხანაც _ პირველი კერძი, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა გასინჯო, ის ბუნე ბასთან ურთიერთობის საფუძ ველია _ ჩიტებმა უნდა გაკენ კონ, თაგვებმა წაიღონ, ან ცეც ხლში დაიწვას. „პურიანობა“ ისაა, რასაც რა ჭაში, მეკვლე აუცილებლად უსურვებს ოჯახს:
„მოვიდა ახალწელიწადი ღვინიანობისა, პურიანობისა, ნათვლისა, ქორწილისა, შეძენისა, მოგებისა“. რაჭაში მზადდებოდა და მზად დება პურის სხვადასხვა სახეო ბა _ გომიჯი, მურასა, ლავაში, შოთი, ნიგვზიანი, ნიგვზის ზეთ მოსმული, ლობიანი, ქონუანი, ლობიანი ქონუანი, ბაჭული, ბოსლობის ხაჭაპური ანუ ძრო ხის სალოცავის ხაჭაპური _ „ჭუჭელიებიანი“: „ძროხის სალოცავისთვინ გა მოვაცხობდით ყველიანს, ოთხ ძუძუს გოუკეთებდით. ახლა ხა რებისას, გოუკეთებდით უღელს ხარებს, აქეთ-იქით ტაპიკებს, შვაზე ღვლეჯი იყო. გამოაცხობ დით და წევიღებდით ბოსელ ში”, _ მოგვითხრობს ხალხური მთქმელი.
82 VOYAGER 19/2020
დიანა ანფიმიადი
შიგთავსიც მრავალფერო ვანია _ ყველის, ხაჭოსა და ნადუღის, არაჟნიანი ხაჭოს, ლობიოს, ფეტვისა და ცერ ცვის გარდა, ურევენ გოგ რას, სოკოს, ცულისპირას, ხალას (ერბოში აზელილ მოხალულ ქერის ფქვილს). ფორმაზეც _ ხან მრგვა ლია, ხან სამკუთხედი, ხან ოთხკუთხედი (იგივე „ბაჭუ ლი“). ზედაპირიც ან სადაა, ან ჯვრიანი, ან მოხატული, ხოწითა თუ დანით მოჭრე ლებული. მოკლედ, რაჭვე ლი მცხობელი პურს სულ სხვადასხვა რამეს ჩაურ თავს და მერე სხვადასხვაგ ვარად „შემოკანავს“. რაჭული ცხობის ტრადიციი სათვის ერთი მნიშვნელო ვანი ამბავიც გავიხსენოთ: 1865 წლიდან თბილისის მეპურეთა გაერთიანების თავკაცი, უსტაბაში სწორედ რაჭველი კაცი, სოფრომ ვარაზი იყო. ცხობის ტრადიცია რაჭაში დღესაც ცოცხალია, ჯერაც ნახავთ ნამდვილ, რაჭულ თონეში გამომცხვარ სხვა დასხვა სახის პურეულს, მცხობელი მათ ისევ ლამა ზად უხატავს ზედაპირს და ზრუნვითა და სიყვარულით ინახავს ხარატულ კიდობ ნებში.
ნამდვილი რაჭული
„კარსე“ სადმელი, ამბროლაური სასტუმრო „კარსე“ ვენახებსა და სიმწვანეში ჩაფლული თა ნამედროვე სასტუმროა. აქ ძველი რაჭული სახლის ნაცვლად, ახალაგებული, შესაბამისად კეთილმოწყობილი შენობა დაგ ხვდებათ. თუმცა ამ ჭარბი თანამედროვე აქცენტების მიუხე დავად, „კარსეს“ თავი მაინც რაჭულ სამყაროში შემავალ კა რიბჭედ წარმოუდგენია. კარსე, თურმე, სწორედ კარიბჭეს, ზღურბლს ნიშნავს და ამ სასტუმროშიც მოგვიწოდებენ: „დააგე მოვნეთ ნამდვილი რაჭული კერძები ჩვენთან. შემოაღეთ კარი რაჭულ სამყაროში“.
მხატვრის სახლი
ონი
„მხატვრის სახლი“ ონის ცენტრში, ტყის პირას, წყნარ და მყუდ რო ადგილას მდებარეობს. ამ სასტუმროს ინტერიერსა თუ ექ სტერიერში უხვად შეხვდებით ტრადიციულ ქართულ ავეჯს, ამ კუთხისთვის მახასიათებელ სხვადასხვა ძველ ნივთსა და დია სახლისის _ ქალბატონი ლიას მიერ შესრულებულ ფერწერულ ნამუშევრებს.
ამას ადვილად მოვახერხებთ, თუ ეზოში გამართულ თონეში თავად ჩავაკრავთ ლობიანს, რომლის შიგთავსიც ხის გობზე იზილება, ანდა დავლევთ ხვანჭკარას, რომელიც სასტუმროს კუთვნილ ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან იწურება. „კარსეში“ 10 სადა, მინიმალისტურად გაფორმებული ნომე რია. ექვსი ორადგილიანი და ოთხი სამადგილიანი, კონდიცი რებით, ინტერნეტით, აბაზანით და სხვა ატრიბუტიკით. „კარსე“ ამბროლაურის აეროპორტიდან მანქანით 5 წუთის სავალზეა. www.facebook.com/hotelkarseinrachao
ამ საოჯახო სასტუმროში ზუსტად გაიგებ, რა არის ნამდვილი რაჭული მასპინძლობა. თონეში რაჭულ ლობიანებსაც და გიცხობენ, რაჭულ ღვინოსაც დაგაგემოვნებინებენ და არყის ხდის პროცესსაც კი შეიძლება დაესწრო. თუ სურვილი გაქვს, ამ პროცესებში თავადაც ჩაერთვები. მასპინძლები ამ უნიკა ლური, მრავალფეროვანი და თითქოს ხელუხლებელი მხარის დათვალიერებაშიც დაგეხმარებიან. მათი მეგზურობით მოივ ლი რაჭის ჩანჩქერებს, გამოქვებულებს, ტბებს, მყინვარებსა და ისტორიულ ადგილებს. ბიბლიოთეკა, მარანი, თონე, ქვების კოლექცია, არყის სახდე ლი, ხეხილის ბაღი, ყვავილები, მოსასვენებელი ადგილები, მთის ველოსიპედები _ ეს ყველაფერი ამ ერთ საოჯახო სას ტუმროშია თავმოყრილი. თუ გაგიმართლა და სეზონი სათა ნადოდ შეარჩიე, აქ შეგიძლია ნამდვილი რაჭული ლორიც კი დააგემოვნო. სასტუმროს ოთახებში არის Wi-Fi ინტერნეტი. სასტუმროს აქვს 8 ნომერი და იტევს 20 ადამიანს.
www.facebook.com/hotelinonio
ციბენა
ამბროლაური
ამ სასტუმროში კეთილგანწყობა და სტუმრებზე ზრუნვა ფეის ბუკის გვერდიდანვე იწყება. ალბათ, ასე გულითადი დახვედრის გამოც ამბობენ „ციბენას“ სტუმრები, რომ აქ რაჭული ეზო-კა რის ხასიათი და გემო განსაკუთრებით კარგად იგრძნობა. „ციბენაში“ სასტუმროს შენობაც დგას _ ახალაშენებული და თანამედროვე, შვიდი კეთილმოწყობილი ნომრით; და ასევე, ცალკეა, ოთხი კოხტა ხის კოტეჯი, პატარა მწვანე ბაღებით. „ციბენაში“ თქვენთვის ღონისძიებებისა და წვეულე ბების მოწყობაც შეუძლიათ.
www.facebook.com/Tsibenao
„ციბენაში“ აქვთ თანამედროვე კომფორტული დასვენებისთვის საჭირო ატრიბუტიკაც, სივრცეც ბავშვებისთვის, ფანჩატურები, ჰამაკები და გემრიელი რაჭული სამზარეულოც.
83 VOYAGER 19/2020
რაჭალეჩხუმი „ყოველთვის მინდოდა, მქონოდა სახლი, სადაც ჩემი სიმყუდ როვის ზონას შევქმნიდი. როცა ეს ადგილი ვნახე, ვიფიქრე, აქაურობა სხვებისთვისაც გამეზიარებინა. მართლაც, მათთვის, ვინც კომფორტსა და ბუნებასთან სიახლოვეს ეძებს, იდეალური გამოვიდა“, _ მიყვება მარიამი.
WINE SPACE
სადმელი, ამბროლაური
ფეისბუქზე მეგობრები რომ პოსტავენ ხოლმე, დილა უნდა იყოს ასეთიო, ზუსტად ეგ დილები თენდება აქ. ხის კარს ჭრიალით რომ გააღებ, 100 წელს გადაცილებული სახლის აივანზე ყავის ფინჯნით ჩამოჯდები და გაშლილ ხედს დაუწყებ ცქერას, იგ რძნობ, რომ მართლაც მაღლა ხარ, ყველაფერზე მაღლა. რაჭაში ბევრი მიტოვებული, ზოგიც უკვე ნგრევის პირას მისული სახლია. ესეც ერთ-ერთი მათგანი იყო. ხვანჭკარის მიკროზო ნაში, სოფელ სადმელში, საოცარი ხედებით გარშემორტყმული იდგა და რაჭული სიდინჯით ელოდა, როდის აღმოაჩენდნენ. ბოლოს თბილისელმა მარიამ მარგიანმა იპოვა და სასტუმრო Wine Space-ად აქცია.
სახლში სიძველე ხელუხლებელი დატოვა, მხოლოდ კომფორ ტი დაუმატა და მეუღლესთან, გურამთან ერთად, ყველა აქსე სუარი თუ დეტალი საკუთარი ხელით, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შექმნა. მერე გლემფინგ კოტეჯიც ააშენა: დიდი ბურთი, სადაც ბუნებასთან ხელის ერთ გაწვდენაზე ხარ და თან ყველა კომფორტი გაქვს. ეზოში სახლის ასაკის ღია მარანია მოწყობილი. მეღვინეობით გურამია გატაცებული და სტუმრებს არა მარტო რაჭის სახელგანთქმული ღვინით, არამედ მის ბაზაზე დამზადებული კოქტეილებითა და ნატურალური ლიმონათები თაც გვიმასპინძლდება. საღამოობით კი აქაური მცენარეული ჩაის მირთმევას გირჩევთ: ცაცხვის, პიტნისა და ასკილის მიქსს ან თავის საავტორო „კუპაჟს“. რაჭაში ღვინისა და კერძების სადეგუსტა ციო ტურშიც აუცილებლად უნდა წახვიდეთ, თუმცა შეგიძლიათ, საფეხმავლო, საჯომარდო ან სულაც ჯიპით ტურიც სცადოთ. ამ ყველაფერს სასტუმროშივე დააორგანიზებენ. და თუ აქაურო ბას რთველის დროს ესტუმრებით, ყურძენსაც მოკრეფთ, დაწუ რავთ კიდეც და ჩურჩხელასაც ამოავლებთ. Wine Space-ში სამი განსხვავებული ნომერია: კლასიკური, სტანდარტული და ლუქსი. ამას ემატება კოტეჯიც, რომელიც 4 პერსონას თავისუფლად იტევს. სულ კი სასტუმრო 11 ვიზიტორს იღებს. სასტუმრო სადმელის მუნიციპალური ცენტრიდან 7 კმში მდებარეობს. რთული მისაგნები არ არის, მაგრამ თუ მაინც დაიბნევით, მასპინძლები დაგეხმარებიან და საოცრად ზუსტი მინიშნებებით ყველაფერზე მაღლა აგიყვანენ. www.facebook.com/WinespaceSadmel ნინო ნატროშვილი
„წესიერი“
ღვინის მაღაზია სოფელი ხვანჭკარა ღვინის მაღაზიაც რაჭისთვის ახალი და იშვიათი მოვლენაა. აქ ხომ მცირე და საშუალო მარნებია, ღვინოსაც მეღვინეე ბი თავად ყიდიან. ამიტომ მარიკა დოხნაძის სურვილი _ ერთად მოეყარა თავი სხვადასხვა ღვინისთვის, სიახლე იყო, თუმცა, უკვე ბევრს მოსწონს. რაც მთავარია, მაღაზია ღვინის შერჩევისა და დაგემოვნების პროცესს აიოლებს. ვისაც არ აქვს მარნიდან მარანში დეგუსტაციებზე სიარულის დრო და სურს, რაჭიდან კარგი ღვინო გაიყოლოს, ეს სწორედ შესაფერისი ადგილია.
მაღაზიის მფლობელი პროფესიით მხატვარია, ამიტომ გა რემოც საინტერესოა. ინტერიერს მისი ხელით გაკეთებუ ლი მოზაიკა ამშვენებს. ჩამოსასხმელი ღვინო ამ მაღაზია ში 30 ლარი ღირს, ბოთლში დაბეჭდილის ფასი კი 45-დან 50 ლარამდეა _ ცხადია, მეღვინეს, ჩამოსხმის თარიღს, ნატურალურობას და, თავისთავად, გემოს გააჩნია. www.facebook.com/winehousekhvanchkarao
წესი
წესი, ამბროლაური
მასზე სოფელში ხშირად ამბობენ, ერთ-ერთ ყველაზე „წესიე რი“ სასტუმროაო მთელ რაჭის რეგიონში. და გადამეტებულ შეფასებას არ ჰგავს, ნომრები ფართო და ხარისხიანი მასა ლით მოპირკეთებულია. დიზაინშიც ხარისხი და სისადავე ჩანს. სტუმრებს საპიკნიკე ზონა, გვერდით ჩამომავალი მდინარე და ღირსშესანიშნაობებითა და ტყეებით სავსე გარემო ხვდებათ. იქვე მწვადების მაყალზე შეწვაც შეუძლიათ, ღონისძიებების გამართვაც. ეს კარგი ადგილია ლაშქრობების დასაგეგმადაც _ ახლოსაა ბარაკონის ეკლესია და მინდა ციხეც. www.facebook.com/Hotel.Tsesio
84 VOYAGER 19/2020
GLAMPING GEORGIA ქვემო კრიხი, ამბროლაური Glamping ორ იდეას აერთიანებს _ glamour და camping-ს _ დახვეწილობა და კემპინგი. და მართლაც ეს თეთრი, გამჭვირვა ლე სფეროები სწორედ ამ ორი კომპონენტის ნაზავია. თბილისი დან მშობლიურ რაჭულ სოფელ კრიხში დაბრუნებულმა გიორგი ისაკაძემ თავიდან ვენახი გააშენა და მეღვინეობა დაიწყო, შემ დეგ კი გადაწყვიტა, ვიზიტორებისთვის რამე განსხვავებული შეე თავაზებინა. აქ მოხვედრა ლაშქრობასაც მოიცავს, რადგან კოტეჯები, იგივე კაფსულები, სათიბების ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, ხელუხლე ბელ ბუნებაშია მოწყობილი, სადაც მანქანა ბოლომდე ვერც ავა და საიდანაც რაჭის უმშვენიერესი ხედები იშლება.
როგორც ჩანს, რაჭის ხელშეუხებელ ბუნებას და ჰორიზონტზე გაწოლილ სიმწვანეს კოსმოსური განწყობაც უხდება _ ანუ ის, რაც სფეროს ფორმის კაფსულებს მოაქვს.
ამ დროისთვის ქვემო კრიხში 10 საცხოვრებელი კაფსულა დგას. თითოეულს თავისი ტერასა, სამზარეულო და აბაზანა და ყველა საჭირო კომფორტული აქსესუარი აქვს.
იპოვე შენი გარემო
www.facebook.com/glampinggeorgiao თამარ კვინიკაძე
ისევ აუცილებლად რაჭაში დაბრუნდებოდნენ. ასეც მოიქცნენ. სოფელ სადმელში მამისგან დატოვებული მიწის ნაკვეთი და ძველისძველი სახლი ეგულებოდათ. ეზო ეკალბარდებისგან გაწმინდეს, ახალი, კოხტა შენობა ააგეს, ჰოსტელად აქციეს და თავად რომ სურდათ, ისეთი „გარემო“ შექმნეს. ამ ამბავს დები ახლა თვალებანთებულები, სხაპასხუპით მიყ ვებიან და თან აქაურობას მათვალიერებინებენ. კოხტა სივრცე სიმყუდროვესაც გიქმნის და მხიარულ განწყობასაც. დიზიანი თან ახალგაზრდულია და თან _ ვინტაჟური. ფერადი ფანჯრე ბი და ლამაზ-ლამაზი განათება კი რომანტიკულიცაა და ცოტა ზღაპრულიც. „ნივთები ლამპიდან პიანინომდე ისე შევარჩიეთ, რომ ნებისმიერმა საკუთარ ასოციაციებს დაუკავშიროს. თავი სი გარემო იპოვოს. ადამიანებს ეს გამორჩეულობა მოსწონთ. ჩვენც ვცდილობთ, ისეთი სიტუაცია შევქმნათ, რომ სტუმრები ზუსტად ისე იყვნენ, როგორც თავად სურთ“, _ მიყვება თამარი. „გარემოს“ 4 ნომერი და 1 კოტეჯი 20 ადამიანს მასპინძლობს. კოხტად მოწყობილ ეზოში, ვენახის პირას აუზიც გაგაგრილებთ და ლამაზი ფანჩატურებიც. გაითვალისწინეთ, რომ აქ Wi-Fi და ტელევიზორი არ დაგხვდებათ. ასეთია მირანდუხტისა და თამარის მტკიცე გადაწყვეტილება.
„ეს ჩვენი პრინციპული მიდგომაა. გვინდა, დამსვენებლები გა რეთ გავიდნენ, ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდეთ და ოთა ხებში — ინტერნეტსა და ტელევიზორთან არ გამოიკეტონ. სხვა თა შორის, ამართლებს კიდეც. სტუმრები ჩვენგან დამეგობრე ბულები და ახალი ემოციებით სავსეები რომ მიდიან, ამის დამ სახურებაცაა“, _ მეუბნება მირანდუხტი.
ჰოსტელი გარემო სადმელი, ამბროლაური მირანდუხტ და თამარ დავითულიანები სტუმარ-მასპინძლო ბის სფეროში დიდ წარმატებას რომ მიაღწევენ, ბრენდისთვის ლეგენდის გამოგონება ნამდვილად არ დასჭირდებათ. ლე გენდა რეალობას დაემთხვევა. ჯერ კიდევ სკოლაში სიარულის დროს ტყუპ დებს გული სწყდებოდათ, როცა მათი თანატოლები რაჭიდან თბილისში საცხოვრებლად გადასვლაზე ოცნებობ დნენ, მერე მართლაც მიდიოდნენ და უკან აღარ ბრუნდებოდ ნენ. სწორედ ამიტომ, ერთმანეთს პირობა მისცეს, რომ დედაქა ლაქში მხოლოდ სასწავლებლად წავიდოდნენ, მაგრამ შემდეგ
სამაგიეროდ, გემრიელ საკვებზე ფიქრი არ მოგიწევთ. მათ სამ ზარეულოში თავადაც შეძლებთ მომზადებას და გამასპინძლე ბაზე არც დები გეტყვიან უარს. სხვათა შორის, თამარსა და მი რანდუხტს ქორწილებისა და სხვა წვეულებების ორგანიზებაც შესანიშნავად გამოსდით. სადმელში საკუთარი გარემოს საძებ ნელად წასვლას თუ გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ავტო მობილით მგზავრობის გარდა, ნატახტარიდან გაფრენაც შეგიძ ლიათ. მით უფრო, რომ ამბროლაურის აეროპორტიდან ტყუპე ბის ჰოსტელამდე არც ისე შორია. თუ ბევრი ბარგი არ გექნებათ, ფეხით მიხვალთ, თუ არადა, ავტოსტოპით მისვლა სცადეთ.
85 VOYAGER 19/2020
www.facebook.com/garemoo ნინო ნატროშვილი
რაჭალეჩხუმი
ჩვენთან გზა სამი მხრიდან მოდის მოპატიჟება ლეჩხუმში ნ ინ ო კ ვირ იკ ა შვ ილ ი
ლეჩხუმში, სხვადასხვა სცენარის გათვალისწინებით, რამდენი მე მხრიდან შეიძლება მოხვდე. დიდ და გაცვეთილ მაგისტრალ ზე მისკენ მიმავალი გზა არ დევს, საგანგებოდ უნდა დაისახო მიზნად და იქით გადაუხვიო _ ან ბაბუის მიტოვებული სოფელი უნდა გეგულებოდეს, ან _ გამოკეტილ და სევდიან ხის ლამაზ სახლებს აფეტიშებდე; ან ლეჩხუმში ბოლო ხანს მომრავლებუ ლი მცირე, ადგილობრივი მეწარმეების გაცნობა უნდა გსურ დეს, ანდა მაინცდამაინც ლეჩხუმის ჩანჩქერების, ქვაბულების, ქულბაქ ტბების, ამ მონაკვეთზე მორბენალი რიონისა და, რაც მთავარია, იდუმალი ხვამლის მთის ნახვა.
რაჭიდან წამოსვლაც შეგიძლია დაგეგმო აქ _ ამბროალურიდან სოფელ ტვიშამდე 45 კმ-ია; ანდა, პირიქით, ქუთაისიდან, ან წყალტუბოდან მიხვიდე ლეჩხუმში და აქედან შეუყვე გზას რაჭისკენ.
ერთი სიტყვით, შეგიძლია, აკაკი წერეთლის ცნობილი მარშრუ ტი გაიმეორო _ „მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ და ისიც შეგიძ ლია, ამ მოგზაურობას საწყისი და ფინალური პუნქტები შეუც ვალო.
86 VOYAGER 19/2020
საირმის სვეტები
მე ბავშვობიდან სულ რაჭიდან ლეჩხუმისკენ მიმავალი გზა მახსოვს. ამ გზაზე კი ჩემი ბავშვობის, ალბათ, ყველაზე შთამ ბეჭდავი სანახაობა _ საირმის სვეტები. გზიდან ყველაზე მძაფრად უცნაური, კლდოვანი წამონაზარდები გამახსოვ რდება და კიდევ ოღროჩოღრო გზა. ამ გარემომ შეიძლება ინდიელების შესახებ ნანახი ფილმებიც გაგახსენოს და თან სასიამოვნოდ აგაფორიაქოს _ ნეტა, მალე დადგები თუ არა თავადაც სოფელ ლაილაშში, იმ ცნობილი აუზის კიდეზე, ლეჩ ხუმის სტუმრების ინსტაგრამის ფოტოებზე აუცილებლად რომ ხვდება ხოლმე. 87 VOYAGER 19/2020
საირმის სვეტები ცაგერის მუნიციპალი ტეტში სოფელ ალპანასა და ჭრებალოს შორის მდებარეობს. ის მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს, უღელტეხილიდან მო ჩანს. ლაშქრობის მოყვარულები განსა კუთრებით ეტანებიან. საფეხმავლო მარ შრუტის სიგრძე 3 კმ-ია. უღელტეხილიდან გზა ტყეში უხვევს, ვიწრო ბილიკზე დგები და სერპანტინით ტყის აღმართზე ადიხარ. მთისკენ მიმავალ გზაზე შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევებია. მთის წვერიდან, რომელიც ზღვის დონი დან 680 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს, ულამაზესი ხედი იშლება.
რაჭალეჩხუმი
ლაილაში და ოქრონიშის აუზი სოფელი ლაილაში ცნობილია თა ვისი საინსტაგრამე აუზით, მაგრამ, თუ უფრო ჩავუღრმავდებით, მრა ვალეთნიკური დასახლების საუკე თესო მაგალითიც არის. ახლა სო ფელია, წარსულში ქალაქად იწო დებოდა. სავაჭრო ცენტრში იყო და იქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ებრაელები, სომხები, ბერძნები და ქართველები. 1912 წელს, აკაკი წე რეთლის ცნობილი, რაჭა-ლეჩხუმ ში მოგზაურობის ბოლო წერტილიც ლაილაში გახლდათ. ლაილაშის კადრები ვასილ ამაშუკელის სა კულტო ფილმშიცაა მოხვედრილი. 88 VOYAGER 19/2020
©ფოტო: სოფო ჩინჩალაძე ©ფოტო: ლევან ხმელიძე
მწვანე ტყე ღვირიშის ჩანჩქერიდან მიდიხარ სოფელი ქულბაქისკენ და გზადაა მწვანე ტყე.
ღვირიშის ჩანჩქერი ღვირიში თვალწარმტაცი ჩანჩქერია სოფელ ნაკურალესის კენ მიმავალ გზაზე. მთის მწვერვალიდან დაშვებული ჩანჩქერი მდინარე ლაჯანურში იშლება. თავის მხრივ, მდინარე ლაჯანური მდინარე რიონში ჩადის. ჯომარდობის ტურებიც ხშირად აქ ეწ ყობა ხოლმე. 89 VOYAGER 19/2020
რაჭალეჩხუმი
ხვამლის მთა მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის ამოზიდული ხვამლის მთა მნახველ ზე გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს. იურული პერიოდის ქვისგან ნაგები მასივის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2002 მ-ზეა. მასივის სიგრძე 10.5 კმ-ია. სიგანე _ 7 კმ. მღვიმეები, ნაპრალები, მიწისქვეშა წყალსატევები _ ეს ყველაფერი ხვამლის მთას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გეოგრაფიულ ადგილად აქცევს. ლეგენდები და მითები კი, მთას მისტიკურო ბასა და საკრალურობას ჰმატებს. მაგალი თად, გადმოცემის თანახმად, აქ აურაცხელი განძი იმალებოდა, რომელიც საქართველოს რენესანსის ეპოქაში, მეფეებმა დავით ულუმ და დავით ნარინმა ორად გაყვეს და დიდი ნაწილი სწორედ ამ მთაზე შეინახეს. განძის საძებრად არათუ წარსულში, ჩვენს დროშიც არაერთი ექსპედიციამოეწყო. ხვამლის მთის მნიშვნელობის წარმოჩე ნისას, ხშირად იმოწმებენ ფრაზას ქართლის ცხოვრებიდან: „ოდეს საქართველოს გაუ ჭირდეს, ხვამლმა არჩნოს“. ხვამლის მთის შესახებ ვახუშტი ბატონი შილიც წერს: „რიონის დასავლეთით მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით“. სიტყვა „ხომლი“ კი, სულხან-საბას მიხედვით, „ვარსკვლავ თა კრებულს“ ნიშნავს. მარშრუტი სოფელი ოყურეშის შესასვლე ლიდან იწყება და მიუყვება საავტომობილო გზას მაღალი გამავლობის მანქანებისთვის. საბანაკე ზონამდე 10.5 კმ-ია გასავლელი. გზაგასაყარიდან ერთი გზა აღმოსავლეთით სოფელი ტვიშისკენ მიდის, მეორე გზა _ ტყისკენ. ასე მივალთ სწორედ „თეკენთე რას ჭამდე“ _ ანუ მღვიმემდე, რომელშიც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვხვდებით, თუ მის ჩასასვლელზე ამოზრდილ მრავალ წლოვან ხის ფუღუროს გავივლით.
ზანდურის სახლი ღვირიში ცნობილია არა მხოლოდ ღვირიშის ჩანჩქერით, არამედ იმითაც, რომ ამ სოფელში ენდემური ხორბლის უნიკალური ქართული ჯიშები იზრდება. ენ დემური ხორბლის მნიშვნელოვანი თვისებაა მისი წინააღმდეგობა სოკოვანი დაავადებების მიმართ. ხორბლის ეს თვისება ძალიან მნიშვნელოვანია ცხე ლი კლიმატისთვის მაღალი ტენიანობით. საქართველო და კერძოდ, სოფელი ღვირიში ხორბლის კულტივირებული ჯიშებიდან — ზანდურას, დიკას წარმო შობის ერთ-ერთი უძველესი ადგილია. ლეჩხუმელები ამაყობენ, რომ ასეთი უნიკალური ჯიშის ხორბალი მათ მხარეში მოდის. ზანდურის ასაღებად ლეჩხუმელები ტრადიციულ ხელსაწყოს, შნაკვს იყენებ დნენ. ხატოვანი ლეჩხუმური გამოთქმა „ვაი შენ და შნაკვი კისერშიც“ აქედანაა _ ის პირდაპირი გაგებით აწყვეტდა ხორბალს თავთავებს. შნაკვზე მიჯრით გაწყობილი ხორბლის თავთავები ეგრევე ცვიოდა სალასტოში. ვისაც ქარ თული ხორბლის ჯიშების აღდგენისა და ლეჩხუმური თავისებურებები გაინ ტერესებთ, შეძლებთ, ცაგერის რაიონში სოფელ ღვირიშში, მასწავლებელს, მანონი ახვლედიანს ესტუმროთ. მან თავის კარ-მიდამოს ზანდურის სახლი დაარქვა, პატარა ბეღელი და მუზეუმი მოაწყო თავისივე ეზოში; ვენახსა და ხეხილს უვლის და ფუტკარიც ჰყავს, ტურისტების მიღებაც შეუძლია და საინტე რესო ამბების გაზიარებაც.
რაც უფრო მაღლა ვართ, მიტ უფრო უცებ იცვლება ამინდი, იცის ნისლიანობა, ამიტომ ტექნიკურად აღჭურვა, პროგნოზის ცოდნა და სხვა ნიუანების გათვალისწინება ამ გზაზე წასვლისას აუცილებელია. 90 VOYAGER 19/2020
©ფოტო: ლევან ხმელიძე
ლური ცომეულია, რადგან ხვამლობის დღესასწაულზე იყენე ბენ. მიაქვთ ხვამლის მთის ძირში და იქვე სანთელსაც ანთებენ. ასევე შეხვდებით ამ პურს, ისკელიტობის დღესასწაულზე. ისკე ლიტა წარმართული სალოცავია, რომელიც ხათუნას სოფელ ში, ნასპერშია. როგორც ხათუნა მეუბნება, ნიგოზი ლეჩხუმური სამზარეულოს მეფეა. კიდევ არსებობს სიმინდიანი, ქონიანი და ფხლოვანი პურები.
ლეჩხუმური აჯიკა ხათუნა ღურჭუმელიძე სოფელ ნასპერში ცხოვრობს. ის ლეჩხუ მური კულინარიის მკვლევარია, პროფესიით მასწავლებელია. არის ფონდ „ტასოს“ სათემო მუშაკი. ამ ეტაპზე მუშაობს იმაზეც, რომ სოფელ ნასპერში საბავშვო ბაღი გაიხსნას. თუმცა, ხათუნას ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლეჩხუმური სამზარეულოს პოპუ ლარიზაციაა. მან სოფლები მოიარა და შეკრიბა და გამოიკვლია არაერთი ავთნეტური კერძი, მაგალითად, კალმახის კატლეტი და კვახტიტელა, რომელიც, თურმე, გოგრის ყვავილისგან მზად დება. ეს კონკრეტული რეცეპტი სოფელ თაბორში, მანანა ქარ სელაძისგან ჩაიწერა. დღეს დაახლოებით 150 რეცეპტი აქვს _ ყველა მათგანი ლეჩხუმურ სოფლებში შეაგროვა, სახელით, ად გილმდებარეობით და სხვა ნიშნებით აღნუსხა. ახლა ოცნებობს იმაზე, რომ ეს რეცეპტები ერთ წიგნად გამოსცეს. ხათუნა ღურჭუმელიძე თავად ამზადებს შვიდი სახეობის აჯი კას და გვეუბნება, რომ აჯიკა ლეჩხუმში მეგრელების დანა ტოვარია. საერთოდაც, მისი თქმით, ლეჩხუმური სამზარეულო სხვადასხვა რეგიონის გავლენას განიცდის _ რაჭის, სვანე თის, სამეგრელოსა და აჭარისაც კი, თუმცა, ის მაინც თავისთა ვადი და ყველასგან განსხვავებულია. აქაური სამზარეულოს ერთ-ერთი ჰიტია ნიგვზიანი პური. ამ პურს თონეში აცხობენ, შიგთავსად კი ხახვისა და ნიგვზის ნაზავს იყენებენ. ეს რიტუა
ხათუნას არსენალში ინახება ლეჩხუმური მარილიც. ეს ხმელი საკაზმების მიქსია, რომელსაც ლეჩხუმელი დიასახლისები შე მოდგომაზე ამზადებენ. საკაზმებს გაზაფხულიდან მოყოლებუ ლი ინახავენ, შემდეგ ნივრით აზავებენ და ამ საუცხოო მარილს იღებენ. ეს რეცეპტი ხათუნამ სონა საღინაძისგან ისწავლა. სა კუთარი ბებიისგან, რომელიც 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. სონასგან ახსოვს ასევე, ქვევრის ყველი და ხალამის ყველი. „ხალამი“ თიხის ჭურჭელია, რომელშიც ყველს ინახავენ. ხათუ ნას ოცნებაა, ლეჩხუმში აგროტურიზმი მალე განვითარდეს. წუხს, რომ ადგილობრივები ძველი ვაშლის ჯიშებსაც კი ივიწყებენ. თუ რაშაული, „ცარსკი“, აბილოური, დედოფალა, შოფრანი, ყინულა _ ეს უნიკალური ვაშლის ჯიშებია, რომელთა წარმომავლობაც შეისწავლა და ზეპირად იცის, ვის ეზოში, რომელი ჯიშია შემორ ჩენილი. „კვირტები ავიღე და დამყნობა ვისწავლე“, _ ამბობს ხათუნა. ხათუნასთან სტუმრად შეჩერება, მისი აჯიკების გასინჯვა და შეძენა ნამდვილად ღირს. მის მიერ შეგროვებულ რეცეპტებში ლეჩხუმური ხასიათი ძალიან ცოცხლადაა შემონახული.
„გვესოს ფერმა“ თუ გადაღმა ლეჩხუმში მოხვდებით, ბარემ ადგილზე ეწვიეთ ლეჩ ხუმელების კოოპერატივს, „გვესოს ფერმას“, რომელიც ბიომეურ ნეობაა და თხის რძისგან დამზადებულ 12-მდე ყველის სახეობას პროდუქტებს 2017 წლიდან აწარმოებს. ხუთი ფერმერიდან სამი ქალია, „გვესოს ფერმაში“ წარმოებული ყველი, ხაჭო, ნადუღი თბი ლისის რამდენიმე მაღაზიასა და რესტორანში ხვდება. ეს „ბედნიე რი თხების“ - ანუ საძოვრებზე გაშვებული, ქართული ჯიშის თხების რძით დამზადებული პროდუქციაა. ზოგიერთ მათგანს როზმარინი, წიწაკა, ჭინჭარი, ბეგქონდარა ემატება და ყველს კიდევ უფრო საინ ტერესო და პიკანტურ გემოს ანიჭებს
91 VOYAGER 19/2020
რაჭალეჩხუმი ჩაუკარი თვალი ხვამლის მთას როცა ლელა ხმელიძემ სოფელ ქორენიშის მამაპაპისეულ სახ ლში ტურისტების მიღება გადაწყვიტა, მეზობლებმა გულწრფე ლი ღიმილი შეაგებეს: ქორენიშში ხალხი როგორ ამოვა, შო რია და თან გზაც არ ვარგაო. დღეს ყველა აქაურმა იცის, რომ სინამდვილეში ეს რთულად სავალი გზა დაბრკოლება კი არა, სანახაობაა, დიდი თავგადასავლის შთამბეჭდავი დასაწყი სი. ჩემთვის მთელი ლეჩხუმი მისტიკაა. პირველად ორპირის კლდეკარს თავსხმა წვიმაში რომ მივადექი, გულმა ბაგაბუგი დამიწყო. მერე კი, ცაგერს რომ გავცდი და ლელასკენ მიმა ვალმა ქორენიშის აღმართზე ავუხვიე, მწვანეში ჩაფლულ და ოღროჩოღრო გზაზე ხეები შემეგებნენ და ერთი-ორჯერ თმაში ტოტიც გამომდეს.
ამ გადასახვევიდან დაახლოებით 20 წუთის სავალზე „ქორე ნიშული ვერანდა“ დამხვდა. კიბე რომ ავიარე, აივანზე ავედი, ნისლში ჩავიძირე და ხვამლის მთას თვალიც ჩავუკარი, მივ ხვდი, რომ ეს სახლი ლელას ბებიამ და ბაბუამ მართლაც საო ცარ ადგილას ააშენეს. ვერანდის ამბავი მეღვინეობით დაიწყო. 5 წლის წინ ლელამ და მისმა ძმამ, ლევანმა ეზოში გაშენებული ვენახი კიდევ უფრო გააფართოვეს და ცოლიკაურისგან ღვინოც ჩამოასხეს. იფიქ რეს, პოპულარიზაცია სოფელსაც გავუწიოთო და ღვინოს სახე ლად „ქორენიშული“ დაარქვეს. მალე „ქორენიშული“ ხვამლის მთიდან მთაწმიდაზე, ნატურალური ღვინის ფესტივალზე მოხ ვდა და ყველა მოხიბლა. ზოგს ისე მოეწონა, უმალ ჩაბარგდა და დეგუსტაციისთვის პირდაპირ სოფელში ჩავიდა. ამ დღის შემდეგ ლელასა და ლევანის სახლში სტუმრიანობა გახშირდა. „მაინც რთული და დამღლელი გზაა. ზოგჯერ შემოაღამდებო დათ ხოლმე, ამიტომ ბევრი ღამის გათენებასაც გვთხოვდა. გადავწყვიტეთ, სახლი, რომელშიც გავიზარდეთ, სასტუმროდ გვექცია და მისი ოჯახური გარემო სხვებისთვისაც გაგვეზიარე ბინა“, _ ამბობს ლელა. საოჯახო სასტუმრო თანდათან გაფართოვდა. მასპინძლები, კომ ფორტულ ოთახებთან ერთად, ახლა უკვე საოჯახო მარანში ღვი ნის დეგუსტაციას, ცხენით გასეირნებას, ჯომარდობასა და ხვამ ლზე ფეხით ასვლას შემოგთავაზებენ. გიდობას თავად ლევანი გაგიწევთ. თუ ყურძნის კრეფისას ჩახვალთ, რთველშიც ჩაერთვე ბით, მერე ჩურჩხელასაც ამოავლებთ და თონეში ლობიანებსაც ჩააცხობთ. წელს კი გასაგრილებად და გასარუჯად უკვე აუზიც დაგხვდებათ. სხვათა შორის, ქორენიშული ვერანდის სეზონი სულ არის. ლელა ამბობს, რომ მათ ზამთარშიც ბევრი სტუმრობს, ზოგი კი ახალ წელსაც პირდაპირ ხვამლის მთაზე ხვდება. საკვებზე ცალკე უნდა დავწერო: ნატურალურ სურსათ-სანოვა გეს, რომელსაც აქ მოგართმევენ, სულ ადგილობრივი ქალები აწარმოებენ. ლელა პროდუქტებს მხოლოდ მათგან იძენს. აი, თაფლს კი თავადვე ამზადებს: სასარგებლოსა და ბევრი რამის უებარ წამალს.
ვიზიტორების მოთხოვნა დიდია, ამიტომ სჯობს, დასვენება წი ნასწარ დაჯავშნოთ. საოჯახო სასტუმრო 20 ადამიანს იტევს. გაითვალისწინეთ, რომ თუ თავად წახვალთ, მაღალი გამავლობის მანქანა დაგჭირდებათ. თუმცა, სხვა ვა რიანტიც არსებობს: ქუთაისამდე ჩახვიდეთ და მერე იქ მასპინძლები საჭირო ტრანსპორტით თავად ჩა მოგაკითხავენ. სხვათა შორის, ქუთაისიდან სასტუმ რო კიდევ უფრო ახლოა: რაჭა-ლეჩხუმის გზას რომ დაადგებით და ჯაჭვის ხიდს გადაივლით, ქორენიში სულ რაღაც 42 კმ-ში იწყება.
ლეჩხუმი გელით
იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც მშობლიური კუთხის სიყვარულს ისე გამოხატავდეს, როგორც ამას ნატო სილაგაძე ახერხებს. როცა ის ლეჩხუმზე გესაუბრება, აღფრთოვანების გან გული იმხელა გიხდება, რომ მზად ხარ, ხვამლის მთა უკან მოუხედავად, შეუსვენებლად აირბინო. ნატო პირველი ადამია ნია, ვინც ამ სტუმართმოყვარეობით გამორჩეულ მხარეში ჯერ კიდევ 12 წლის წინ სასტუმრო გახსნა, აქაურობის სიყვარული მის სახელშიც გამოხატა და „ხვამლი 2002“ უწოდა. 2002 წელი არ გეგონოთ, ეს ის მანძილია, რომლითაც ცნობილი მთა ზღვის დონიდანაა დაშორებული.
„ლეჩხუმი რაჭას, სვანეთსა და იმერეთს შორის მოქცეული, გამორჩეული მხა რეა, ამიტომაც ამბობენ ხოლმე, ლეჩ ხუმელებს სვანების სიამაყე, რაჭვე ლების სიდინჯე და იმერლების სიფიცხე ახასიათებთო“, _ მიყვება ნატო. მაღალმთიან რეგიონში კარგი ინფრასტრუქტურისა და ხარის ხიანი მომსახურების შეთავაზება რთულია, თუმცა ნატომ ბევ რი უძილო ღამისა და უდიდესი შრომის ფასად მაინც შეძლო: დღეს იგი უკვე ცაგერში ჩამოსულ სტუმრებს 11 კეთილმოწყო ბილი ოთახითა და გამართული სერვისით ხვდება. მასპინ ძელს წელს სიახლეებიც აქვს. თუ მოისურვებთ, იგი ცაგერთან ახლოს, თვარაძეების მარანში წაგიყვანთ, ლეჩხუმურ შაშხსა და საუცხოო ღვინოებს _ უსახელაურს, ცოლიკაურსა და ოჯა ლეშს გაგასინჯებთ, მერე გასტრონომიულ მასტერკლასსაც ჩაგიტარებთ და თონეში პურსა და ლობიანებს გამოგაცხობი ნებთ. რაც მთავარია, ლეჩხუმზე უამრავ საინტერესო ისტორიას მოგიყვებათ. ნატო ამბობს, რომ სტურმებისთვის აქაურობის გაცნობა მისთვის დიდი პატივია. „ხვამლი 2002“ ცაგერში, თა მარ მეფის N24-ში მდებარეობს და ლეჩხუმთან ერთად გელით.
92 VOYAGER 19/2020
ნინო ნატროშვილი
ლეჩხუმი _ ჩვენებური მოზელი ქ ეთ ო ნ ინ იძ ე
მეღვინე, „საოჯახო მარანი ოდას“ დამფუძნებელი
Goodbye Riesling, Hello Orbeluri Ojaleshi _ თვალებს არ ვუჯე რებდი და გული ყელში მომაწვა, როცა The New Yorker-ში ჩემი ღვინის შესახებ ეს ფრაზა ამოვიკითხე. ლორენ კოლინსი თავის ვრცელ სტატიაში ამერიკელ მკითხველს მსოფლიოში ქართული კერძებისა და ღვინოების მზარდ პოპულარობაზე უამბობდა. დიახ, „ორბელური ოჯალეში“ და არა _ „ოჯალეში“. ეს ორი სხვადასხვა ჯიშია, თუმცა ხუთიოდე წლის წინ ამ სახელს ვერც ერთ იმ ღვინის ეტიკეტზე ვერ ნახავდით, რომელიც ლეჩხუმუ რი ორბელური ოჯალეშისგან იყო დაყენებული. როგორც ჩანს, მაშინ და, ნაწილობრიც, დღესაც, ღვინის მწარმოებელთათვის ნაკლებად პრიორიტეტული იყო ვაზის ბიომრავალფეროვნები სა და ტერუარისთვის ხაზგასმა. შედეგად, პოპულარული მეგ რული ოჯალეშის ბრენდის ჩრდილში უსამართლოდ იჩაგრებო და ლეჩხუმი და აქაური ვაზის ენდემური ჯიშები.
საქართველოში მცირე მარნების ასპარეზზე გამოსვლამ ეს სუ რათი საგრძნობლად შეცვალა. მათი ღვინოების ეტიკეტებზე გამოჩნდა ახალი გზავნილები _ „ახოები“, „უროები“, „ჟღია“, „ჭყაპა“, „სიმონასეული“, „ორბელური ოჯალეში“, „ორხვი“, „წულუკიძის თეთრა“, „ტეხურის ხეობა“ და სხვა. თითოეული მათგანი იშვიათი ჯიშებისა და უნიკალური ტერუარების აღმნიშ ვნელი სახელებია. ადგილწარმოშობის ღვინოებს ახალი დასახელებები შეემა ტა. საერთო ჯამში, საქართველოს მევენახეობით გამორჩეული სოფლების, სპეციფიკური ადგილებისა და ზვრების ცნობადობა გაიზარდა და ქართულ ღვინოში ტერუარის გავლენა გამოიკ ვეთა. ამ კონტექსტში კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა მევენა ხეობის ისეთი რეგიონების მნიშვნელობა და უნიკალური შესაძ ლებლობები, როგორიც, მაგალითად, ლეჩხუმია.
93 VOYAGER 19/2020
რაჭალეჩხუმი 2016 წელს, ამ რეგიონში პირველივე მოგზაურობისას, ლეჩხუმ მა გერმანიის ღვინის ერთ-ერთი მთავარი რეგიონი _ მოზელი გამახსენა. ცხადია, არა ვენახების მასშტაბურობითა და მარნე ბის სიმრავლით, არამედ, პირველ რიგში, რელიეფით _ მდი ნარის ხეობაში, ციცაბო, ქვიან ფერდობებზე დაკიდული ვენა ხებით, პატარა სოფლებისა თუ ქალაქების ყოველ ორღობესა და შუკაში შემოჭრილი, ყოველ ალაყაფსა თუ ტალავერს მობ ღაუჭებული ვაზით; რაც მთავარია, ადამიანების ისტორიებით, რომლებიც ამ ვენახების მცველებადღა შემორჩნენ ლეჩხუმს და რომლებსაც, როგორც მოზელში, აქაც ვერასდროს ჩაანაც ვლებს ტექნიკა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც ეს მხა რე ახლოს გავიცანი, საოცნებო პარალელის მიღმა უფრო და უფრო რეალურ საფუძველს ვხედავ. ყოველი მოგზაურობისას გულიც მწყდება, რომ ლეჩხუმი „მოზელი არ არის“ და მღელვა რებაც ამიტანს ხოლმე იმის წარმოდგენით, „რამდენი რამ შეიძ ლება, გაკეთდეს“.
ლეჩხუმში მევენახეობის სამი ძირი თადი მიკრორაიონია _ ლაჯანურის, ცხენისწყლისა და რიონის ხეობებში. ცხენისწყლის ხეობის სოფლები _ ოყურეში და ზუბი საქართველოს ერთერთი უიშვიათესი და ძვირფასი ჯიშით _ უსახელოურითაა ცნობილი. აქაური მოსავლებისგან დგება კომპლექსური არომატების, სხეულიანი, ღრმა და დაძ ველების პოტენციის მქონე ღვინოები, რომლებსაც ისტორიულად „მანდა რიას ღვინის“ სახელით იცნობდნენ. ლაჯანურის ხეობაში მევენახეობით გამორჩეული სოფლებია ორბელი, ლა ჯანა და უსახელო. აქაური ორბელური ოჯალეშისგან მსუბუქი, მაღალმჟავია ნი, მინერალური, ცოცხალი ღვინოები იქმნება. ხვამლის მთის დასავლეთი და ჩრდილოეთი კალთები _ ცხენის წყლისა და ლაჯანურის ხეობების სოფლები, თითქმის, დაცლი ლია. ვინც ჯერ კიდევ შემორჩა აქაურობას, მევენახეობით უდგას სული. ამ მხრივ, ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა ლეჩხუმის მეო რე მხარეს, რიონის მარჯვენა სანაპიროს სოფლებში _ ტვიშსა და ალპანაში, რომლებიც ლეჩხუმის მევენახეობის ერთადერთ სპეციფიკურ, კანონით განსაზღვრულ ზონას _ ტვიშს წარმოად გენს. ამ მიდამოებში არსებულ ნეშომპალა-კარბონატულ ნიადა გებზე მოწეული ცოლიკოურის მოსავლებისგან ადგილწარმო შობის დასახელების ღვინო _ თეთრი, ნახევრად ტკბილი ტვი ში დგება. ყურძნის ბიზნესი აქ უდავოდ სარფიანია, მევენახეები თავიანთი საქმიდან გონივრულ სარგებელს იღებენ. ბუნებრივია, ვაზი ამ მხარეში სოფლის მეურნეობის დომინანტი კულტურაა და აქაურობასაც, სწორედ მევენახეობა ინახავს. სწორედ ტვიშის მკვიდრია 34 წლის მევენახე, მირანდა ჩხეტია ნი. რამდენიმე წლის წინ მის ოჯახს საცხოვრებლად ქუთაისში გადასვლა მოუხდა, თუმცა გოგონამ გამზრდელი ბებიების კე რისა და ბაბუის ვენახის მიტოვებას სოფლად მარტო ცხოვრება არჩია.
მირანდას გარშემო ყველა ვაზს უვლის. ვენახის სხლვა და გა მორჩვა არავის აკვირვებს, თუმცა ეს გამოცდილება უდავოდ პატრიარქალურია და ვენახში ქალის დამოუკიდებელ შრომას ზოგი სკეპტიკურად უყურებს. ამ საქმეში შინაგანი ლეგიტიმა ციის განცდა მირანდამ პირველად ტვიშის ვაზის სანერგე მეურ ნეობაში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ იგრძნო. ერთ გაზაფხულზე სამსახურიდან ფულადი ანაზღაურების ნაცვლად ნერგები წამოიღო და ბაბუის ძველი ვენახის ადგილას ახალი გააშენა. მას მერე მირანდა ახალშენს ყოველ წელს აფართოებს 200-300 ძირი ცოლიკოურით. ძალიან მალე ამ საქმემ კიდევ უფ რო სერიოზული სახე მიიღო. ვაზთან დაახლოებამ, მისი ბუნე ბის შესწავლამ გადააწყვეტინა, ახალ საჯილდაო ქვას შესთამა შებოდა და მეღვინეობა წამოიწყო. მირანდას ოჯახი, როგორც ყველა ოჯახი საქართველოში, ში ნაური მოხმარებისთვის ღვინოს მუდამ აყენებდა. ბოთლში ჩა მოსხმასა და გაყიდვაზე კი არასდროს უფიქრიათ. ეს იდეა პირ ველად მეგობარმა, ალეკო სარდანაშვილმა შთააგონა, რომე ლიც სოფელ ხვანჭკარაში, საკუთარ საოჯახო მარანში თავადაც მეტად სასიამოვნო ღვინოებს ქმნის. ალეკომ მირანდას ღვინო პირველად მეგობარ სომელიესთან ერთად, 2017 წელს დააჭაშ ნიკა და იმდენად აღფრთოვანდა, რომ დარჩენილი სამოციო დე ბოთლიც სასწრაფოდ ჩამოასხმევინა. მირანდამ პირველად სწორედ ამ ღვინით მიიპყრო პროფესიონალების, რესტორნე ბისა და ჟურნალისტების ყურადღება. შემდეგ რთველზე ახალი ვენახის მოსავალიც გაიზარდა და საქმეც გართულდა _ ტონამდე ყურძენი მირანდამ და მე გობრებმა სულ ხელით დაბიმბლეს (დამარცვლეს _ ლეჩხ.). შემდეგ წელს ეს პრობლემაც მოგვარდა, როცა მის მარანს ფერმერთა ასოციაცია ყურძნის გადამამუშავებელი და ჩამომ სხმელი ხელსაწყოებით დაეხმარა. მირანდა მიიჩნევს, რომ ამგვარი პროგრამები დიდწილად წაახალისებს და შრომას შეუმსუბუქებს მცირე მარნებს, რომელთა რიცხვი მის მხარეში წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა, საერთო სურათში, საოჯახო მეღვინეობები ლეჩხუმში ზღვაში წვეთია. რეგიონში წარმოებული ყურძნის უმთავრეს წილს დიდი ქარხნები გადაამუშავებენ, რომელთა უმეტესობას საწარმო კახეთში აქვს. ყურძენი სატვირთო მანქანებით რთულ და გრძელ გზას გადის დანიშნულების ადგილამდე, რაც მის ხა რისხზე საბედისწეროდ მოქმედებს. სტაბილურობის მისაღწე ვად მას ძლიერ ამუშავებენ და საბოლოოდ, ტვიშის ღვინოში, „ოჯალეშის“ არ იყოს, ტვიშისგან მხოლოდ ბრენდი რჩება. მირანდას თქმით, ინდუსტრიული მარნების მიერ ტვიშის მიკ როზონაში 5 ლარად შეძენილი ყურძნისგან დაყენებული ღვინო მაღაზიის თაროზე, მაქსიმუმ, 20-22 ლარი ღირს. გარდა ამისა, ყოველ წელს, საშუალოდ 200-250 000 ბოთლი ადგილწარმო შობის დასახელების ღვინო „ტვიში“ გადის ექსპორტზე მაშინ, როდესაც მიკროზონაში მოსავალი, წლიურად, მაქსიმუმ, 50 ტო ნაა. ეს გარემოებები კი ტვიშის მევენახეთა თემში ლეგიტიმურ კითხვებს აღძრავს. გამოსავალი ყურძნის ადგილზე დაწურვაშიაო, ამბობს მირან და. კიდევ უფრო უკეთეს სცენარად მას საკუთარ სოფელში მცი რე მარნების განვითარება ესახება, რასაც ჯერ კიდევ ბევრი რამ უშლის ხელს _ პირველ რიგში, მევენახეებში ენოლოგიური და მარკეტინგული ცოდნის დეფიციტი _ როგორ დააყენონ უზა დო ღვინო და როგორ მოერგონ საბაზრო მოთხოვნებს. მეურ ნეებისთვის კვლავ დაუძლეველ პრობლემად რჩება ფინანსებ ზე წვდომა, რომ საოჯახო მეურნეობის პირველადი წარმოება ბიზნესად გარდაქმნან. ამ პრობლემას არამხოლოდ ფინანსუ რი, არამედ სოციოკულტურული ფაქტორებიც ასაზრდოებს. ლეჩხუმშიც, ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში,
94 VOYAGER 19/2020
მირანდა ჩხეტიანი
თითქმის, არ არსებობს სამეწარმეო ცნობიერება. ხანგრძლივი საბჭოთა გამოცდილების შემდეგ მეურნეებს უჭირთ ახალი ეკო ნომიკური პარადიგმის გათავისება. ფიქრობენ, რომ ბიზნესის კეთების ექსკლუზიური უფლება აქვთ მხოლოდ „ძლიერებს“, რომლებიც დანარჩენების რესურსებს აითვისებენ. „ჩაიბარე ბენ“, როგორც ჩვენებური მევენახეები იტყვიან.
ნაბიჯზე მცირე ან საშუალო მარანია. ისინი უნიკალური ტერუა რებიდან მოწეული მოსავლებით ქმნიან განსხვავებული სტი ლისტიკის, ფილოსოფიისა და კონცეფციის ღვინოებს. წვრილ და საშუალო მევენახეთა თემი ძლიერია და „თამაშის“ პირო ბებსაც არა ინდუსტრიული მარნები აწესებენ, არამედ _ მევე ნახეთა წარმომადგენლობითი პალატა.
თუმცა იმ ტიპის ღვინოებს, რასაც ტვიშის ვენახებში მოწეული მოსავლებისგან ინდუსტრიული მარნები ქმნიან, რუსეთის ბაზ რის მიღმა დიდი პერსპექტივები არ უჩანს. მეორე მხრივ, მსოფ ლიოში უცნობი, ისტორიული რეგიონების ნიშური, ბუტიკური მარნების მიმართ მოთხოვნა იზრდება და მიუხედავად იმისა, რომ არაერთმა ქართულმა, ქვევრის ღვინომ დაიმკვიდრა ად გილი მსოფლიოს საუკეთესო რესტორნის ღვინის ბარათში, ჯერ კიდევ სევდისმომგვრელი აცდენაა ამ მოთხოვნასა და ჩვენი მცირე მარნების მეტისმეტად ლიმიტირებულ წარმოებას შო რის. მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ახალ დიზაინს საქარ თველოს ისეთ რეგიონებში, როგორიც ლეჩხუმია, მალე თავად საბაზრო მოთხოვნა ჩამოაყალიბებს და მოსალოდნელია, რომ მცირე და საშუალო მარნების გაძლიერება შეუქცევად სახეს მიიღებს.
მეღვინეობებს შორის, ბუნებრივია, არის კონკურენციაც, თუმცა სწორედ მარნების სიმრავლე, მათი ბრენდები სა და ღვინოების მრავალფეროვნება იზიდავს ღვინის მოყვარულებს და ანი ჭებს მოზელს, ისევე, როგორც ნების მიერ სხვა მხარეს, ღვინის რეგიონის სტატუსს.
მირანდასა და მისი ბიძის, სიმონ ცინარიძის ვენახები სულ რა ღაც ასი მეტრითაა ერთმანეთისგან დაშორებული. არც ასაკშია დიდი სხვაობა. თითქოს, მსგავსი მიკროკლიმატი, ნიადაგი და მზის ექსპოზიცია უნდა ჰქონდეთ, თუმცა ამ ზვრებიდან ყო ველ წელს სრულიად განსხვავებული ღვინოები დგება. სიმონი რთველს გვიან ატარებს და მისი ნახევრად ტკბილი ცოლიკოუ რები, როგორც წესი, ტროპიკული და ყვითელი ხილის მწიფე გემოებით გამოირჩევა. მშრალი ღვინის მისაღებად მოსავალს შედარებით ადრე აბინავებს მირანდა. მისი ვენახის ნაჟური კი საუკეთესო აპერიტივი ღვინოა _ ხალისიანი, მაღალმჟავიანი და ციტრუსოვანი. ღვინის დიდ რეგიონებში, როგორიც, თუნდაც, ჩვენ მიერ გან ხილული მოზელია, პატარა ქალაქებსა და სოფლებში ყოველ
სანამ პატარა მეღვინეობები ძალას მოიკრებენ და განაახლებენ ძველ მარნებს, ან ახლებს ააშენებენ, სანამ ისწავლიან ბრენდის შექმნასა და ბაზარზე პოზიციონირებას, ლეჩხუმის ყურძნის ად გილზე გადამუშავების ალტერნატიული გზაც შეიძლება მოიძებ ნოს, კერძოდ, კოოპერაციული წარმოება. აქაც გერმანიის ამ ჟამინდელი ან ისტორიული მაგალითები შეიძლება მოვიხმოთ. მაგალითად, ცნობილია, რომ მოზელის ერთ-ერთ მთავარ ქა ლაქში _ ბერნკასტელში შუა საუკუნეებში არსებობდა სათემო მარანი, სადაც მიმდებარე სოფლის ყველა ვენახის მოსავლები გროვდებოდა და ერთად გადამუშავდებოდა. რატომ არ შეიძ ლება, მსგავსი სათემო საწარმო ცაგერშიც არსებობდეს? მეს მის, რომ საქართველოში ამხანაგობების განვითარებას ბევრი სკეპტიკოსი ჰყავს, თუმცა, თუ კარგად ჩავეძიებით, ჩვენი მრეწ ველობის ისტორია შუა საუკუნეებიდან გასაბჭოებამდე სათემო თანამშრომლობისა და წარმატებული კოოპერატივების ბევრ
95 VOYAGER 19/2020
© ფოტოები: სოფო ჩინჩალაძე
რაჭალეჩხუმი
საინტერესო მაგალითს ინახავს. თუნდაც, ზემო იმერეთში ქო რეთის სათემო მეღვინეობა, სადაც სოფლის ცენტრში, ერთ სივრცეში 20-ზე მეტი მარანია თავმოყრილი და შუა საუკუნეები დან დღემდე ადგილობრივი ვენახებიდან მოწეულ მოსავლებს აქ აბინავებენ. ლეჩხუმის უპირატესობებზეც რომ ვთქვათ, აქაური სოფლები ეკოლოგიურად გაცილებით სუფთაა, ვიდრე, თუნდაც გერმა ნიის ღვინის ყველაზე ცნობილი რეგიონები. ამას, ერთი მხრივ, ურბანიზაცია და ბუნებაზე ადამიანური ზემოქმედების შემცირე ბა განაპირობებს, მეორე მხრივ, მრავალფეროვანი შხამ-ქიმი კატებისა და ქიმიური სასუქების გამოყენებასთან დაკავშირე ბული „ახალი ცოდნის“ სიმწირეც. ლეჩხუმის მთავარი ხიბლი დღეს მისი ხელშეუხებლობა, ველური ფლორა-ფაუნის თვით მყოფადობა და ეკოსისტემების ცხოველმყოფელობაა. სწო რედ ამიტომ აქვს ამ რეგიონს ეკოტურიზმისა და სოფლის ტუ რიზმის განვითარების უზარმაზარი პოტენციალი. „უზარმაზარი“ არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი თვალსაზრისით. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აქ მცხოვრები ადამიანები ამ ორ ასპექტს შორის ბალანსის დაცვას მოახერხებენ. ტურიზმი დამატებით აძლიერებს ჩხეტიანების მეღვინეობასაც. რაკი ტვიშში შემთხვევითი გამვლელი ვერ მოხვდება, მარანს მხოლოდ ის მოგზაურები სტუმრობენ, ვისაც კარგად აქვს გათა ვისებული ავთენტური კულტურის მნიშვნელობა და ეკოტურიზ მის ეთიკური მხარე. მათ შორის, უმეტესად არიან ღვინის პრო ფესიონალები, მოლაშქრეები და სამთო ბაიკერები. მირანდას თქმით, განსაკუთრებულ აღტაცებას მათში პირველ ქმნილი ბუნება იწვევს, თუმცა სტუმრები ვერც ეზოში დაკრეფი ლი ხილის, ქორფა ბოსტნეულის, თონეში გამომცხვარი გოჭისა და ოჯახში შებოლილი ლეჩხუმური ლორის მიმართ რჩებიან გულგრილნი. ეს რეგიონი გამორჩეულად ნაყოფიერი და ხვავ რიელია. ამას ჯერ კიდევ 1742 წელს წერდა ვახუშტი ბატონიშ ვილი ლეჩხუმზე, ვენახიანი და ხეხილიანი მხარეა, საუკეთესოდ 96 VOYAGER 19/2020
ხარობს მარცვლოვნებიცა და სხვა კულტურებიც, გარდა ბრინ ჯისა და ბამბისაო. მთავარი საფრთხე, რაც პირდაპირ ემუქრება ლეჩხუმში ეკო ტურიზმის განვითარებას, დიდი ჰესების მშენებლობაა. მრავა ლი წელია, სახელმწიფო ტვიშსა და ნამახვანში მდინარე რიონ ზე მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებ ლობას გეგმავს, თუმცა აქაურების შეუპოვარი წინააღმდეგობის გამო, ჯერჯერობით, თავს იკავებს. თუკი პროექტები განხორ ციელდება, ხალხისგან დაიცლება და დაიტბორება უძველესი სოფლები, დაიკარგება ავთენტური კულტურა, შეიცვლება მიკ როკლიმატი, დიდი გამოწვევების წინაშე დადგება მევენახეო ბა. როგორც ჩანს, პოლიტიკის შემქმნელები ვერ ხედავენ, რომ ლეჩხუმში ეკოტურიზმის განვითარება გრძელვადიან ჭრილში, ამ მხარესა და მთელ ქვეყანას გაცილებით მეტ და რაციონა ლურ სარგებელს მოუტანს, ვიდრე _ გიგანტური ჰესები. ლეჩხუმი მეც სრულიად განსაკუთრებული, ამოჩემებული სიყ ვარულით მიყვარს. მამუნჯებს აქაური გოროზი მთები, მაბედ ნიერებენ ამ მზის გულზე მოფუსფუსე ლაღი, იმედიანი ადამია ნები. მთელი წლის განმავლობაში ორბელის რთველს ველი, რომ ჩემი პატარა მარნიდან, მათი ვენახის წინა მოსავლის ღვი ნო გავაცნო, ახალი ამბები მივახარო. მეამაყება, რომ მაქვს ბედნიერება, ამ მთისბროლივით კრიალა და თვითნაბადი ზვრების მოსავლები მსოფლიოს 4 კონტინენტზე, 7 ქვეყანას გავუზიარო. თუმცა ყველაზე მეტად იმას ვისურვებდი, რომ ორბელშიც, ოყუ რეშშიც და მირანდას ტვიშშიც ბევრმა ოჯახმა თავად შეძლოს საკუთარი ვენახიდან მოწეული ყურძნის დაწურვა და ბოთლში ჩამოსხმა, გააშენოს ძველი ლეჩხუმური, მივიწყებული ჯიშების ვენახები და კოხტა ჭურისთავების გარშემო ღირსეული ღვინით ღირსეულ ადამიანებს უმასპინძლოს. ტვიშის ცოლიკოურიც, უსახელოურიცა და სხვა ენდემური ჯიშებიც უდავოდ მოიპოვებს აღიარებას რისლინგის თაყვანისმცემელ საზოგადოებაში. 97 VOYAGER 19/2020
ღვინის ატლასი
ლეჩხუმი
ნატურალური ღვინის ატლასი მცირე მარნები, რომლებიც ზაფხულსა და შემოდგომაზე თავიანთ მარნებში გელიან
ჩვენს ატლასზე საქართველოს ის რეგიონებია გამოკვეთი ლი, რომლებიც ვაზის მრავალფეროვნებით, მეღვინეობის მდიდარი ტრადიციითა და ამ დარგში ტრადიციისა და ახალი, ნოვატორული მიდგომების საინტერესო ნაზავით გამოირჩე ვიან. ამ რეგიონებში მეღვინეების შერჩევა კი არ გაგვჭირვე ბია _ ვენდეთ საკუთარ გემოვნებას, რადგან თავად ნატუ რალური ღვინისა და ბუნების პატივისმცემელი ხალხი ვართ და ვენდეთ ნატურალური ღვინის ასოციაციასაც, სადაც ჩვენი რესპონდენტებიც გაწევრიანებულები არიან. ეს ადამიანები ჩვენს თვალწინ ცვლიან ბუნებრივი ღვინის გაგებას, მაღლა სწევენ ხარისხს, ეძებენ ღვინის საექსპორტო გზებს და ამით ქართულ ღვინოს მსოფლიოშიც ავრცელებენ და აყალიბებენ ახალ პროფესიულ ჩვევებს პოსტ-საბჭოური მიდგომების სა პირწონედ. ჩვენს ატლასზე მონიშნულ მეღვინეებთან სტუმრობა შეიძ ლება (ამიტომ ისეთები, რომლებიც სტუმრებს ვერ იღებდნენ, თავად უნდა აღმოაჩინოთ). ატლასზე დატანილ მარნებში კი შეგიძლიათ მიხვიდეთ ან ღვინის საყიდლად, ან დეგუსტაცია ზე, ან ვახშმად, ანდა _ მთელი ერთი დღის გასატარებლად. ეს აგროტურიზმის მიმართულებაა, რომელიც ჩვენში ახლა იკიდებს ფეხს და რომლის კეთების წესებსაც მეღვინეები ისევე სწავლობენ ჯერაც, როგორც ჩვენ _ მათი სტუმრები მათი ნახელავის გასინჯვით, მათთან ღვინოზე საუბრით, მა თი ვენახის დათვალიერებით სიამოვნების მიღებას. ჰოდა, ეს ატლასი საქმეს გაგვიიოლებს, აგვარიდებს თავი დან ახალი ნაცნობობის ეიფორიას და იქნებ, 2020 წლის ღვი ნის სეზონზე ეს სტუმრობებიც შედგეს. პ.ს. ამ პირობით ატლასზე ყველა კარგი მეღვინე, ვისაც ვიცნობთ და ვგულშემატკივრობთ, ვერ მოხვდა. ამიტომ განსაკუთრებულად გაუმარჯოს „ბუნებრივი ღვინის სექტის“ მთლიანობას და კიდევ იმას, რომ მათი წრე გაიზრდება, პანდემიის და სხვა გამოწვევების მიუხედავად. 98 VOYAGER 19/2020
ვახტანგ ასლანიკაშვილის უსახელოურის მარანი
ოყურეში
ვახტანგ ასლანიკაშვილმა მამის ანდერძის შესრულებაზე ფიქრი 2000-იანების დასაწყისში დაიწყო. თავის მშობლიურ სოფელში მიტოვებულ სახლს ვეღარ მიაგნო, ამიტომ ოყურეშში შეიძინა მიწა და ვაზიც ჩაყარა. დღეს ბუნებრივად ნახევრად ტკბილი უსახელოურის წარმოება ასლანიკაშვილების ოჯახური ბიზნესია. სატესტო ვერსიაც გააკეთეს - ნახევრად მშრალი უსახელოური დააყენეს და წარმატებით. მარანს 2012 წლიდან უძღვებიან. უვლიან ოთხი ათას ძირ უსახელოურს და შესაბამისად ღვინოსაც მცირე რაოდენობით ასხამენ - მაქსიმალური რაოდენობა რვა ათასი ბოთლი ჰქონიათ. მაქსიმალური მოსავალი კი ხუთი ტონა. ნაწილით ღვინოს აყენებენ, ნაწილს ყურძნად ჰყიდიან - ლეჩხუმური უსახელოურის ფასი რამდენჯერმე მაღალია. მთელ პროცესს, გაფილტვრასა და ბოთლებში ღვინის ჩაწურვამდე ხელით აკეთებენ. საბოლოო პროდუქტში სიტკბო და ცოტა ლექიც შენარჩუნებულია. ქვევრის ეტაპების გავლის შემდეგ ღვინო უჟანგავი ლითონის მაცივარში გადააქვთ - რადგან კლიმატი იცვლება და ზამთარი სულ ერთნაირად ცივი არ არის, ღვინო ბოლომდე რომ არ გაშრეს - ამიტომ. ასლანიკაშვილების ღვინო ჯერ საზღვარგარეთ არ გადის, ამ მხრივ მომავალი წლიდან გეგმავენ გაფართოებას. სამაგიეროდ, სასიამოვნოა მათთან სტუმრობა - ხვამლის მთისკენ მიმავალ გზაზე, ან უკან. ოყურეშიდან ხვამლისკენ ხომ გზა პირდაპირ ადის. ვახტანგ ასლანიკაშვილი კი კარგი ღვინით, ჩირებით, თხილეულითა და თონეში გამომცხვარი ხაჭაპურ-ლობიანით დაგხვდებათ, თუ წინასწარ გააფრთხილებთ ოჯახს. არც ლეჩხუმური მიკროზონებისა და ღვინოების, არც სოფლების დაცლისა და ხელახლა გაცოცხლების ტენდენციის შესახებ მოყოლას დაგზარდებათ. ჯავშნისთვის სატელეფონო კომუნიკაცია ურჩევნიათ. თუმცა, შეხმიანება ფეისბუკსა და ინსტაგრამზეც შეგიძლიათ. 599 50 84 11 / 599 43929
Usakhelouri.aslanikashvili თამარ კვინიკაძე
ქორენიშული ვერანდა საკუთარ ვენახში და ღვინის დეგუსტაციაზეც გელით (გვ. 92).
მირანდა ჩხეტიანის ღვინო
ტვიში
მირანდა ჩხეტიანი ქეთო ნინიძის სტატიის მთავარი გმი რიცაა და ღვინის რუკაზე ნატურალური და ორგანულად სუფთა ღვინის მცირე მეწარმეების მონიშვნასაც მისი ვე ნახებიდან ვიწყებთ. მირანდა ჩხეტიანი ლეჩხუმში, ტვიშის მიკროზონაში, სო ფელ ტვიშში ცხოვრობს და უკვე აქტუალობადაკარგულ სტერეოტიპს, რომ ქალს ღვინის კეთებასთან არაფერი ესაქმება, ბოლო კედელს ურყევს. „ჩემს ოჯახს მუდმივად ჰქონდა ვაზთან და მეღვინეობას თან შეხება, ბაბუა მყავდა აგრონომი, მამაჩემიც აყენებდა ღვინოს, ჩემი ძმაც ერკვევა ამ ამბავში. დროთა განმავლო ბაში შემიყვარდა ვაზი და მასთან ურთიერთობა. გადავ წყვიტე ბედი მეც მეცადა“, _ ყვება მირანდა. ვენახი 500 ძირით გააშენა. შემდეგ ცოტა კიდევ შემატა და პირველი ბოთლი საკუთარი ვენახიდან მოწეული ყურ ძნისგან დაყენებული ღვინით 2017 წელს ჩამოასხა. ვენახს ორგანული და ბიოდინამიკური მეთოდით უვლის და თუ წინასწარ შეითანხმებთ, სტუმრადაც მიგიღებთ, მეღ ვინეობაში ჩაბმულ ქალებზე, ლეჩხუმზე, თავისი სოფლის მიკროზონაზე და მირანდას ღვინის თავისებურებებზე გე საუბრებათ. დაგახვედრებთ ყველის დაფას, ლეჩხუმურ ცო ლიკაური ტვიშს და ჭაჭას, გაგასეირნებთ ცხენებით, გაგიმას პინძლდებათ ლეჩხუმური კერძებით და შეუძლია ხვამლის მთაზეც აგიყვანოთ, ქულბაქის ტბებისკენაც გაგიძღვეთ. 598264378 ნათია ახალაშვილი
99 VOYAGER 19/2020
ღვინის ატლასი
რაჭა
ლიკაურს ასხამდა, ახლა საფერავი და წულუკიძის (რაჭული) თეთრაც აქვს – ბუნებრივი არომატებით გამორჩეული ნატურა ლური ღვინოები. კარმიდამო ტრადიციულია – ხის სახლი შე შის ღუმელით, ორი მარანი – ძველი და ახალი, წკნელებისგან გაკეთებული ფაცხა, ეზოში – დაპირქვავებული ქვევრები. ალეკოს პატარა სასტუმროს ერთდორულად 12 სტუმრის მი ღება შეუძლია – მასპინძლობას თავად მეღვინე გაგიწევთ და თქვენს ყველა კითხვას უპასუხებს. ეს ადგილი ზედგამოჭრი ლია ადგილობრივი ღვინის ტრადიციების გასაცნობად და იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი ინტერესი ღვინოს სცდება და რაჭის ისტორიული ძეგლების მონახულებაც გაინტერესებთ. ალეკოს საოჯახო მარანი ძალიან მოსახერხებელი პუნქტია მათთვისაც, ვინც მოგზაურობის გაგრძელებას სვანეთსა და ლეჩხუმში გეგ მავს. ალეკოა ის მეღვინე, რომელიც ხვანჭკარაში საფეხბურთო თასს აწყობს ხოლმე და მთელ მიმდებარე სოფლებს კრებს. 558 90 09 62
@alekosguesthouse
ალეკო სარდანაშვილის საოჯახო მარანი ხვანჭკარა, ამბროლაური
ალეკო სარდანაშვილის საოჯახო მარანი და გესთჰაუზი ხვან ჭკარაშია – სოფელში, სადაც ყველაფერი ღვინის და მევენა ხეობის გარშემო ტრიალებს. მეღვინეობა მათი საოჯახო საქ მეა, მარანიც დიდი ხანია აქვთ, თუმცა ათვლის წერტილად 2012 წელს მიიჩნევს – როცა პირველად მიიღო მონაწილეობა ახალი ღვინის ფესტივალში. მის ვენახებში ალექსანდროული, მუჯუ რეთული და ცოლიკაური მოდის. თავიდან ხვანჭკარას და ცო
დიდგორის მეღვინეობა
ვერა ზარკოვსკა
ხვანჭკარა, ამბროლაური
2013 წელს ხვანჭკარის კი არა, „ნაღდი საყიფიანო ღვინის“ აღ დგენა ცნობილი ანსამბლის _ „დიდგორის“ წევრმა, გიორგი ყიფიანმა გადაწყვიტა. წარმოების დაწყებაში სწორედ თავისი ანსამბლის წევრები დაეხმარნენ და მათდამი მადლიერების ნიშნად გიორგიმ რაჭულ მეღვინეობას ასეთი, ერთი შეხედვით, შეუსაბამო სახელი დაარქვა. 2020 წელს გიორგი ყიფიანი აწარმოებს ნატურალურ ღვინოს ყოველგვარი ხელოვნური თუ ქიმიური ჩარევის გარეშე. საინ ტერესოა, მისი რაჭული კაბისტონიც, რომელიც, ფაქტობრივად, გადაშენების პირას მყოფი ჯიშია. 2015 წელს სულ 18 ბოთლის ჩამოსხმა შეძლო, რადგან მთელი რაიონის მასშტაბით, მხო ლოდ სამ ვენახში მიაკვლია ამ ჯიშს, ისიც 3-4 ძირს. იმავე წელს საკუთარ ვენახში დაამყნო და ახლა ცდილობს მის გამრავლე ბას. გიორგი „ნაღდი საყიფიანო ღვინის“ გასასინჯად და ღვინის ადგილზე შესაძენად ყველას ეპატიჟება. 551 51 53 53
WinemakingDidgori დარია ხოლოდილინა
პატარიძის რაჭული
აბანოეთი, ამბროლაური
შორენა პატარიძემ სოფელ აბანოეთში, ზღვის დონიდან 700 მ-ზე წითელი ყურძნის ჯიშების – ალექსანდროულისა და მუჯუ რეთულის ორგანული ვენახები 2008 წელს გააშენა. მისი მიზანი ამ რაჭული ჯიშებისგან მშრალი ღვინის ჩამოსხმა იყო, რასაც მიაღწია კიდეც და, შეიძლება ითქვას, მას თავდაპირველი გემო და არომატი დაუბრუნა: „ისტორიულად ცნობილია, რომ პირვე ლად რაჭაში ალექსანდროულისა და მუჯურეთულისგან მშრა ლი ღვინო ძმებმა ყიფიანებმა დაამზადეს. საბჭოთა პერიოდში, რუსული გემოვნების გავლენით, შაქრის დამატება დაიწყეს და ღვინოც ნახევრადტკბილი გახდა. გადავწყვიტე, ძველი ტრადი ცია აღმედგინა. შაქარი რომ ბოლომდე დაშლილიყო, მარანში სტაბილურად მაღალი ტემპერატურა უნდა შემენარჩუნებინა. ბევრი ღამის გათენება მომიხდა, მაგრამ შედეგი ამად ღირდა“. ღვინოს ბაბუის მარანში, ასწლიან საწნახელში წურავს. „პატა რიძის რაჭული“ ამერიკაში, ისრაელსა და საფრანგეთში გადის. თუ ამ მარანს ეწვევით, ღვინოს რაჭული კერძების თანხლებით გაგასინჯებენ. აქვე გაუგებთ გემოს მარნის სიახლესაც – ვარ დისფერ ღვინოს – „რაჭულ როზეს“. 577 50 11 34
Pataridze’s Rachuli ვერა ზარკოვსკა
100 VOYAGER 19/2020
მარგველიძეების მარანი სადმელი, ამბროლაური
მარგველიძეების ოჯახი ოთხი სახეობის ღვინოს თავიანთი მიკროზონისთვის დამახასიათებელი ყურძნის ჯიშებით აყენებს. საოჯახო სასტუმროში ერთდროულად თორმეტი ადამიანის მიღება შეუძლიათ. 2 ერთსაწოლიანი და 5 ორსაწოლიანი ნომ რები აქვთ, ორი დიდი საზიარო აბაზანით. სიმყუდროვესა და ინტიმური სივრცის პატივისცემას იცავენ ერთმანეთისგან დაშო რებული ოთახებით, საიდანაც ხმა არ გადის. კერძები, რომელთაც დიასახლისი მოგიმზადებთ (ტრადიციუ ლი დილის ყავისა თუ ბლინების გარდა), რაჭული კლასიკური სამზარეულოდანაა: შებოლილი ლორი, ლობიანი, შქმერული. ბოსტნეულისა და მწვანილის უმრავლესობა საკუთარ ბოსტან ში თავად მოჰყავთ, სხვა პროდუქტებს კი სოფლისას იყენებენ.
სად მელის მარანი
სადმელი, ამბროალური
„2017 წელს მე და ჩემი მეუღლე, თათია, ჯვრისწერის შემდეგ, რაჭაში, ოჯახში ვატარებდით დროს. ერთ დღესაც ასე, დაუგეგ მავად გადავწყვიტეთ, ღვინო გვეწარმოებინა. დაახლოებით ღამის 9-10 საათი იქნებოდა, როცა რაჭიდან ჭიათურაში, ზალი კო ბოჟაძის სახელოსნოში გადავედით და ქვევრი შევიძინეთ. ასე ჩავრგეთ ჩვენი პირველი ქვევრი, დღეს უკვე მეორე მარ ნის მშენებლობის ეტაპზე ვართ“, _ ასე იწყებს მოყოლას ბექა მაისურაძე და გარწმუნებთ, მისი და თამარის ამბავი კიდევ უფრო საინტერესოდ გრძელდება მარანთან ერთად, „ხელი შეავლეს“ ძველ სახლს და მესამე წელია, ღვინისა და რაჭის ბუ ნებით დაინტერესებულ სტუმრებს მასპინძლობენ.
აქვთ თონე და არა მხოლოდ გაგასინჯებენ, თავადაც გამოგაც ხობინებენ რაჭულ პურსა და ლობიანს. აქ ხშირად, წინასწარი შეთანხმების შემდეგ, სადილადაც მოდიან და ღვინის დეგუს ტაციაზეც. ამ დროს ხვანჭკარას, რაჭულ თეთრას, სადმელურ საფერავსა და მშრალ ალექსანდროულს გაგასინჯებენ, მარ ნის ისტორიას გიამბობენ, რაჭული სახლის სახასიათო დეტა ლებზე გესაუბრებიან. მარგველიძეები უვლიან საფერავის ყურძენსაც, რომლის მო შენებაც ბევრი წლის წინ სადმელშიც უცდიათ და საადმელური საფერე ჯიშადაც მას მერე გაჩნდა. maranimargvelidze
ღვინოს იღებენ ქიმიურად მაქსიმალურად ნაკლებად დამუ შავებული ყურძნისაგან. ვენახს უვლიან მხოლოდ 1%-იანი სპილენძითა და გოგირდით. შეაქვთ ბუნებრივი სასუქები და არ იყენებენ ქიმიურ პრეპარატებსა თუ ჰერბიციდებს ბალა ხის შესაწამლად. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღე ბას იმითაც ახერხებენ, რომ ვენახი მდებარეობს ცენტრალური ტრასიდან შორს და ზღვის დონიდან 800 მ-ზე. არ გადის პასტე რიზაციას, გაყინვას და არც ფილტრაციას. შესაბამისად, რეა ლიზაცია შორ მანძილზე, მითუმეტეს ტემპერატურული რეჟიმის დაუცველად, მიზანშეწონილი არაა. ამიტომ სადმელის მეღვი ნეობა მეტი სიამოვნებით იღებს სტუმრებს ადგილზე _ „ჩვენ გვინდა მხოლოდ ადგილზე დაგაგემოვნებინოთ ხვანჭკარა“. +995 555 42 42 80 sadmeli_winery
Sad Meli Winery /სად მელის მარანი დარია ხოლოდილინა
101 VOYAGER 19/2020
თამარ კვინიკაძე
ღვინის ატლასი
იმერეთი არჩილ გუნიავას მარანი
BAYA’S WINERY
ობჩა, ბაღდათი
ბაიას მეღვინეობამდე სუფთა, კარგი ასფალტიანი გზა მიდის, ორივე მხარეს იმერული კოხტა სოფლები გხვდება. რაღაც მო მენტში თავი სადმე სხვაგანაც გგონია. აღიარება ამ ოჯახის ღვი ნომ 2015 წელს მიიღო, მას მერე ფართოვდებიან. დღეს, ბაიას სახელის გარდა, ღვინოს მისი დის, გვანცას სახელითაც უშვე ბენ. ამ ორი გოგოსგან ამდენ ცოდნას და ექსპერიმენტების დაუ ფარავ სურვილს არავინ ელის და მათთან საუბარიც ღვინოზე ორმაგად საინტერესოა.
კვალითი, ზესტაფონი
არჩილ გუნიავას ღვინის მარანი ზესტაფონის სოფელ კვა ლითში, პატარ საოჯახო მეურნეობაა. გუნიავების რამდენიმე თაობა აქ ღვინოს ტრადიციული ქართული მეთოდით ამზადებს. ყურძნის ადგილობრივი ჯიშები საკუთარ ვენახში მოჰყავთ – კრახუნა, ციცკა, ცოლიკოური, ოცხანური საფერე, ძელშავი და აქვთ გადაშენების პირას მყოფი ჯიშებიც – დონდღლაბი და მგალობლიშვილი. ვენახი დიდი არაა – ჰექტარნახევარი, თუმ ცა საკმარისია იმისთვის, რომ ბოთლებში ჩამოსხმული ღვინის ნაწილი ექსპორტზეც გაიტანონ. 2019 წელს მოთხოვნა გუნიავე ბის ღვინოზე ისე გაიზარდა, რომ ახალი ვენახების გაშენება გა დაწყდა, სადაც იმერული ჯიშები – დონდღლაბი და ციცკა ჩაყა რეს. თუმცა, როგორც ოჯახის და მეურნეობის უფროსი ამბობს – ეს მისი მაქსიმუმია, რადგან ვენახებში მძიმე ტექნიკა ვერ შე დის, ყველაფერს ხელით აკეთებს, რომ ბიომეუნეობის სტატუსი შეინარჩუნოს. ამჟამად მარანში ხუთი დასახელების ღვინო ის ხმება: ციცკა, ცოლიკაური, კრახუნა, ოცხანური საფერე და მგა ლობლიშვილი. და დაემატა დონდღლაბიც _ პირველი ღვინო უკვე ჩამოასხეს. გუნიავებს ურჩევნიათ, თუ რთველამდე ეწვე ვით. რთველს კი სექტემბრის ბოლოდან გეგმავენ. +995 599 53 42 95 archilguniavawinecellar@gmail.com
საერთოდ, აბულაძეები მეღვინეების ოჯახია. საქმეში დედაც ჩართულია, რომელიც თან სკოლის მასწავლებელია, მამაც და სამივე შვილი. როცა ნამგზავრს და დაღლილს გემრიელად გა გიმასპინძლდებიან, ვეღარც გაიხსენებთ, აბულაძეებთან ღვინის თვის ჩამოხვედით თუ გემრიელად შეკმაზული იმერული კერძე ბის გამო _ აქ მართლა ყველა გემო იდეალურად იმერულია. წელს ბაის მარანი გთავაზობთ ქვევრში, იმერული მეთოდით დაყენებულ ღვინოებს: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ციცქა- ცოლიკოური, ციცქა-ცოლიკოური-კრახუნა, ოცხანური საფე რე, ვარდისფერი ალადასტური და ალადასტური. აქვთ ჭაჭაც. Always Open – ასე წერია აბულაძეების FB გვერდზე. აქ სულ გელოდებიან, როცა გინდოდეთ, მაშინ ჩადით.
599 68 28 22
www.baiawine.com baiaswine@gmail.com
რამაზ ნიკოლაძის მარანი ნახშირღელე, თერჯოლა
გასაოცარია, მაგრამ საკმაოდ პატარა ფართობზე – 1.5 ჰა-ზე მოწეული ყურძნისგან დაყენებული სულ 6000-მდე ბოთლი ღვინო, ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოშია ხელმისაწვდომი: საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, იაპონია, ახალი ზელანდია. რამაზ ნიკოლაძე ნატურალური მეღვინეების პირ ველი თაობის წარმომადგენელია, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე წარმატებას 2003 წელს მიაღწია. ის Slow Food-ის მოძ რაობის წევრია და ბიოდინამიკურ მევენახეობას მისდევს. დი დი ბაბუის განახლებულ მარანში ღვინო ტრადიციუად – ქვევ რებში, ჭაჭაზე ან ჭაჭის გარეშე ყენდება: ციცკა, ცოლიკაური, ცოტა ალადასტურიც. მარნის სტუმრებს ღვინის დეგუსტაციას და გემრიელ იმერულ სამზარეულოს შემოგთავაზებენ. აქ საო ცარი მასპინძელი დაგხვდებათ – კაცი, რომელსაც ისე ზედმი წევნით ესმის ღვინო, რომ ყურძნის შაქრიანობის გაზომვისას, პირველ რიგში, პირის გემოს ენდობა და არა რეფრაქტომეტრს. 577 50 11 34 georgianslowfood@gmail.com
გაიოზ სოფრომაძის მარანი შოთა რუსთაველის მეორე ჩიხი #8, ბაღდათი
გაიოზ სოფრომაძე ნატურალური ღვინის მწარმოებელი პირვე ლი თაობის წარმომადგენელია. მისი ღვინოები წლებია ევრო პის, აშშ-ის, ავსტრალიის და იაპონიის ბაზრებზე გადის, საერ თაშორისო და ადგილობრივი ნატურალური ღვინის ფესტივა ლებზე პრიზებს იღებს და კრიტიკოსებიც აღიარებენ. ამბობენ, რომ სოფრომაძის ცოლიკოურისთანა ცოლიკოური გასინჯული არ გაქვთ – ასეთი მდიდარი და ღრმა ბუკეტი წარმოუდგენელ ეფექტს ქმნის. გაიოზ სოფრომაძეც ქიმიური ჩარევის გარეშე მუ შაობს, მისი ჭურჭელიც მხოლოდ თიხის ქვევრია, სადაც ღვინო ბუნებრივ ფილტრაციას გადის. სტუმრებს თავის მარანში იღებს, ჭურის თავზე. მის წლევანდელ მოსავალში შედის: ძელშავი (2019), ჩხავერი (2019), ალადასტუ რი როზე (2019), ოცხანური (2018), კრახუნა (2019), ცოლიკოური მელქო ბაზალეთი (2019), ჩხავერი-მელქო როზე, ციცკა-ცო ლიკოური-კრახუნა (2019) და სხვა. სტუმრებს თავად ხვდება, წინასწარი შეთანხმების შემდეგ სადილით, იმერული იუმო რით და საინტერესო, მახვილგონივრული საუბრებით უმას პინძლდება და თუ სურვილია, მათ ღამითაც იტოვებს, საკუთარ სახლში. სოფრომაძეების სახლის მახლობლად მდინარეც ჩა მოდის, სადაც საბანაო ადგილებია. Gaioz-Sopromadze-Wine-Cellar თამარ კვინიკაძე
102 VOYAGER 19/2020
ღვინის ატლასი
სამეგრელო საოჯახო მარანი – ოდა თბილისის ქ. #6, მარტვილი ODA FAMILY WINERY მეგრული ოდა – თითქმის საუკუნისწინანდელი, პატარა ფაცხა და ეთნოგრაფიული ნივთები, საოჯახო მარანი გამორჩეული ღვინოებით, რესტორანი ტრადიციული კერძებით, ხეხილიანი ეზო და ნაკადული ეზოში – „ეს საოჯახო მარანი – ოდაა“ მარტვილში, კანიონიდან 5 წუთის სავალზე. ქეთო ნინიძე აქ ოჯახთან ერთად 2016 წელს თბილისიდან გადმოვიდა და მეუღლის მამაპაპისეულ კარ-მიდამოს ახალი შინაარსი მოუგონა – დასავლეთ საქართველოს იშვიათი ყურძნის ჯიშების წარმოჩენა და პოპულარიზაცია.
მეღვინეობა 300-ლიტრიანი უჟანგავი ავზით და 500 კგ შე ძენილი ყურძნით დაიწყო. პირველი მოსავლის ღვინო 200 ბოთლი „შიშველი ოჯალეში“ იყო – თეთრი, ჭაჭის გარეშე დაყენებული. სიმცირის გამო ექსპორტის მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა, სამაგიეროდ – მეორე წელს ვარდისფერი ორბელური ოჯალეში ექსპორტზე ამერიკაში გავიდა.
იას ორგანული მეღვინეობა და სამზარეულო მუხრან მაჭავარიანის ქ. #139, საჩხერე
„დაუმუშავებელი ადგილი არ მიყვარს და მითუმეტეს – ვენახი. ვენახი სულ მოვლილი უნდა იყოს“, – ამბობს ია გოშაძე, რო მელმაც პირველი ღვინო 9-10 წლის ასაკში დაწურა _ სხვი ტორში, მეზობლად მცხოვრები მამის ბიძის მარანში. შთაბეჭდილება ახლაც არ განელებია. ყველაფერი, რაც ვაზსა და ღვინოზე იცის – იმ წლებიდან იცის, როცა მამას ვენახში ეხ მარებოდა. 1993 წლიდან თავისი ვენახიც აქვს და ეამაყება, რომ არცერთი წელი, მოსავლის გარეშე არ დარჩენილა. ახლა მის მიწაზე ძირითადად ცოლიკაური მოდის, რამდენი მე ძირი ციცკა, ჩინური, ოჯალეში და ძელშავიც უდგას. ღვინო გამორჩეული არომატის და გემოსი აქვს – ციცკა-ცოლიკაური – ტრადიციული წესით, ჭურში დაყენებული. ვენახს მზე მთელი დღის განმავლობაში ადგება და სიტკბოთი ავსებს. ამიტომაც ამ ადგილს ზვარეს უწოდებენ, რაც ვენახით გაშენებულ ადგილს ნიშნავს. პანდემიის გამო მარნის და სადეგუსტაციო სივრცის ინ ფრასტრუქტურულად გამართვა ერთი წლით გადადო.
დღეს ღვინოს თავის საოჯახო და მუდმივი პარტნიორების ორგანულ ვენახებში მოწეული ყურძნისგან წურავს. „სადე ბიუტო“ ღვინოებს ძელშავი და ცოლიკოურიც დაუმატა. 2017 წელს მარანთან ღვინის რესტორანიც გაიხსნა, სადაც ცდილობს მეგრული სამზარეულოს ავთენტური გემოები და სერვირების თანამედროვე პრინციპები გააერთიანოს. ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული და მწვანილეული საკუთარი მეურნეობიდანაა – ყველაფერი პესტიციდების და სასუქის გარეშე. ყველიც ფაცხაში იბოლება. რაც აკლდებათ, სოფლის ოჯახური მეურნეობებიდან ავსებენ. თუ რეს ტორანში სტუმრობას გეგმავთ, თადარიგი წინასწარ დაიჭირეთ, მარანში სტუმრობა და ღვინის დეგუსტაცია კი წინასწარი დაჯავშნის გარეშეც შესაძლებელია. 598 90 03 79
თუმცა ოჯახურ გარემოში სიამოვნებით გიმასპინძლებთ, იმე რულ სუფრასაც გაგიშლით და ღვინოსაც დაგაგემოვნებინებთ, ციცკა-ცოლიკაურსა და ძელშავს, საუკეთესო იმერული კერძე ბის თანხლებით, დეგუსტაციაზე კი _ ღვეზელებისა და ღვინის შეხამებით. ოღონდ წინასწარ დარეკვა არ დაგავიწყდეთ. 577 32 22 21
sachkherewinery ვერა ზარკოვსკა
103 VOYAGER 19/2020
@Oda.Wines · Family Style Restaurant ვერა ზარკოვსკა
ღვინის ატლასი
სამეგრელო
სალხინოს მონასტრის ღვინის მარანი სალხინო, მარტვილი
დადიანების რეზიდენციის – სალხინოს სასახლის კომპლექსის რეაბილიტაცია, 2007 წელს მეუფე პეტრე ცაავას ინიციატივით და ძალისხმებით შედგა, თორემ, როგორც აქაურებმა გვითხ რეს. „ჭიშკარიც არ იყოო...“. კომპლექსში მოქცეულია დადიანების განახლებული სასახლე, მარანი, ღვთისმშობლის ტაძარი და ბაღი. სალხინოს მარანი მეგრული მეღვინეობის ცენტრია. თითქმის პირვანდელი სახით აღდგენილი მარნის გარშემო ბერებმა ვენახი გააშენეს, სადაც ქართული აბორიგენული, მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიში – განთქმული ოჯალეში მოჰყავთ. მას მოსახლეობისგან შეს ყიდულ ყურძენს უმატებენ და ღვინოს ორსართულიან მარან ში აყენებენ. მეორე სართულის ვრცელ დარბაზში რამდენიმე დიდი საწნახელია. დაწურული ღვინო ქვედა სართულზე მილე ბის საშუალებით ჩაედინება. მარანში 12 ქვევრია – 12 საუფლო დღესასწაულის და 12 მოციქულის სიმბოლური განსახიერება. აქ არსებული მიკროკლიმატი ბუნებრივად წარმოქმნის ობს, რაც ღვინოსაც იცავს და შესანიშნავი საშუალებაა მის დასაძ ველებლად. მარნის ბოლოს ოჯალეშის ბოთლებისგან შემდგა რი კედელია, სადაც 3000-ზე მეტი ბოთლია. წელიწადში ორჯერ ბერები ბოთლებს სათითაოდ, 180 გრადუსით ატრიალებენ.
ოჯალეში სალხინო
სალხინო, მარტვილი
ღვინის დეგუსტაცია, მგზავრობის შემდეგ დასვენება, ღამის გათევა შესაძლებელია მარანთან არსებულ ღვინის სახლში, რომელიც სასტუმროს ფუნქციასაც ითავსებს. აქ დღემდე შემორჩენილია დადიანების ძველი მარნის ქვევ რების კვალი. თვითონ სალხინოს სასახლე კი თავის დროზე გიგანტური, 300-კოკიანი ქვევრით ყოფილა განთქმული, რის გამოც მას „ქვევრის სასახლესაც“ უწოდებდნენ. ვიზიტი წინასწარ უნდა შეათანხმოთ. 579 802842
dadianiwinercellar
თარგამეულის მარანი
თარგამეული, მარტვილი
სავსე, დახვეწილი, ხალისიანი, ექსტრაქტული და ჰარმონიუ ლი, ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშუ რი არომატით, დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამო ხატული ბუკეტი ხილის ტონებით – ეს სალხინოს ოჯალეშის გემოვნური თვისებების დახასიათებაა, რომელიც დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა და მხოლოდ სალ ხინოს მიკროზონაში მოდის. ასეთი დახასიათების მერე ძნე ლია ინტერესი მოთოკოთ არა? პაატა ლაშხიას საოჯახო ვენახ ში 1000 ძირამდე ოჯალეში აქვს. სულ რამდენიმე წელია, რაც თავის საოჯახო მეურნეობას სხვა მასშტაბი მისცა – 2018 წელს მარანი ააშენა და შარშან პირველი სარეალიზაციო ღვინო ჩა მოასხა. ბიომეთოდით მოვლილი ყურძნისგან ღვინოს ცისტერ ნებში, ჭაჭაზე აყენებს. ოჯალეში მისი უმთავრესი პროდუქტია, თუმცა სპეციალურად სტუმრებისთვის – დეგუსტაციაზე მისარ თმევად მცირე რაოდენობით ციცკა-ცოლიკოური, რქაწითელი და ალადასტურიც აქვს.
მარტვილის რაიონის სოფელი თარგამეული ოჯალეშის ერთერთ საუკეთესო მიკროზონად ითვლება. ამ სოფლის მკვიდ რმა ნიკა ფარცვანიამ გადაწყვიტა, ღვინის საოჯახო მეურნეობა ბიზნესად ექცია და ადგილობრივი – მეგრული ვაზის უძველესი ჯიშები მოეშენებინა. 2012 წელს მან საკოლექციო ვენახი გაა შენა 1500 ვაზის ძირით. ვენახში 7 სახეობის ყურძენი მოდის, თუმცა ჯერჯერობით წარმოებაში მხოლოდ ოჯალეში, მაჭყვა ტური და ჭვიტილური გამოიყენება. ოჯალეშის სანერგეც აქვს, სანაშენე ვენახში კი კოლოში, ეგუძგური და დუდღუში მოდის. ღვინო ქვევრში – ტრადიციული წესით ყენდება. საუკეთესო მი საყოლებელი მეგრულ ღვინოზე – უძველესი, ე.წ. ღომის ღომი – რითაც მეგრელები სიმინდის შემოსვლამდე ღომს ამზადებ დნენ, მოძიებული და მოშენებულია. ეს იმ დროისთვის, სანამ რეგულაციები მოიხსნება და სტუმრების სრულფასოვნად მიი ღებს და გაუმასპინძლდება. მანამდე კი მარანში იშვიათი ჯიშის მეგრული ღვინის გასინჯვას და შეძენას შეძლებთ.
598 45 45 84 paatalashxia@yahoo.com
598920234 104 VOYAGER 19/2020
targameuliwinecellar targameuliwinecellar@gmail.com
ღვინის ატლასი
აჭარა
ჯაფარიძეების მარანი
ახალშენი, ბათუმი
ღვინო მანდარინის ნაცვლად _ ასე შეიძლება დავარქვათ აჭა რელი ცოლ-ქმრის ისტორიას. 20 წლის წინ, როცა ამ მხარეში ვაზის მოყვანისა და ღვინის დაწურვის პრაქტიკა თითქმის აღარ არსებობდა, ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ტრადიციული ციტრუ სის მოყვანაზე უარი თქვა, მანდარინის ბაღი გაჩეხა და პატარა ვენახი გააშენა.
ილიას მარანი
ჩიხუნეთი, მთიანი აჭარა
აქ მოხვედრა დაუსრულებელი გაოცებების კასკადს იწვევს _ ამ სიმაღლეზე, ამ მივარდნილ, მაღალმთიან სოფელში ბევრ რამეს ვნახავთ და ვისწავლით. ბათუმიდან 38 კმ-ია, მარნამდე ასფალტირებული გზა მიდის. ეზოში მეათე-მეთორმეტე საუ კუნეებით დათარიღებული მარანი დგას, იქვეა მაღალმთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი დეკორით მოწყობილი სადე გუსტაციო სივრცე. მარანს ცნობილი აჭარელი მეღვინის სახე ლი ჰქვია _ ილია მალაყმაძის, საქმეს მისი სეხნია შვილიშვი ლი აგრძელებს და სამი სახეობის ღვინოს აყენებს _ ჩხავერს, ცხენის ძუძუსა და ცოლიკოურს. თუ მოისურვებთ, მიგიწვევენ აჭარული კერძებით გაწყობილ სადილზეც და დეტალურად აგიხსნიან, აჭარული ხაჭაპურის მიღმა, რამდენად მრავალ ფეროვანი შეიძლება იყოს მათი სამზრეულო. „ილიას მარანში“ ვერ დარჩებით, მაგრამ იმავე სოფელში საო ჯახო სასტუმროებს გირჩევენ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ილიას მარნის მერე ტყუპი ჩანჩქერების ბილიკი მიდის _ მაჭა ხელას ეროვნული პარკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშე სანიშნაობა. შეივლით მუზეუმშიც, დალაშქრავთ მთავარანგე ლოზის ბილიკს და დატკბებით ულამაზესი ხედებით. Iliawinecellar თამარ კვინიკაძე
კობიძეების მარანი ერკეთი, სუფსის ხეობა
ამ ამბავს მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი ინდირა ჯაფარიძე ახლა ღიმილით იხსენებს, მაგრამ მაშინ ეს ფაქტი ნამდვილი კულტურული ამბოხი იყო. ამას როგორ აკეთებთო, _ შფოთავ დნენ მეზობლები, მაგრამ ახალგაზრდებმა გაბედეს და „ჯაფა რიძეების მარნის“ ისტორიის წერა წამოიწყეს. „პირველად ჩხავერი დავრგეთ. ეზოში სულ პატარა საკუჭნაო გვქონდა და მოსავალი რომ მოგვივიდა, იქ დავწურეთ“, _ მიყ ვება ინდირა. მაშინდელი ჩხავერი „ჯაფარიძეების მარანში“ მი სულებს ახლაც დაგხვდებათ. მასპინძელი მას განსაკუთრებუ ლად უვლის: „ყოველ დილით 6 საათზე ვდგები და ყველაფერს ვაწესრიგებ. ვაზზე, როგორც შვილზე, ისე ვზრუნავ“, _ ამბობს ინდირა.
ღვინის ატლასი
გურია
დავით და ტარიელ კობიძეების საოჯახო მარანი ისტორიულ სოფელში მდებარეობს, აქაა მერვე საუკუნის ეკლესია და ძველი ციხის ნანგრევები. ქვევრის ნაშთებითა და ვაზის აბორიგენული ჯიშებით თუ ვიმსჯელებთ, უნდა ვთქვათ, რომ კობიძეები თავიანთ სოფელში უხსოვარ ტრადიციას მისდევენ. მათ მოიძიეს ვაზის ძველი, დავიწყებული ჯიშები, გააშენეს ახალი ვენახები და საკოლექციო ვენახიც, სადაც 15-მდე ძველი გურული ჯიშის ვაზს ახარებენ. ღვინოს ბოთლებში 2014 წლიდან ასხამენ, აქცენტი აქვთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე, ამიტომ წლიურად წარმოების მოცულობა ოთხი ათას ბოთლზე მეტი არ არის.
ჩხავერის გარდა, „ჯაფარიძეების მარანში“ რქაწითელი, ციცქა და ცოლიკაურიც იწურება. ტრადიციულ მარანში ღვინოსაც გა გასინჯებენ და _ ადგილობრივ კერძებსაც. თანაც, წელს პირ ველად „ინდირას ჩხავერსაც“ გაუგებთ გემოს _ ვარდისფერ ღვინოს, რომელიც ინდირამ განსხვავებული წესით, ცივი მაცე რაციით დააყენა. გირჩევთ, წინასწარ აჭარული დესერტის, ყაისაფას მომზადე ბა სთხოვოთ, რომლის მხოლოდ გახსენებაზეც კი ჟრუანტე ლი მივლის. ყაისაფა ქლიავითა და ნიგვზით კეთდება და მისი ნაირსახეობა მესხეთშიცაა გავრცელებული, თუმცა თუ მოშუშუ ლი ხახვი ჩემსავით არ გიყვართ, სჯობს, აჭარული არჩიოთ და „კოფესთან“ ერთად გემოების დღესასწაული მოიწყოთ. სოფელი ახალშენი ბათუმთან ძალიან ახლოა: ავტოსადგუ რიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დადის. „ჯაფარიძეე ბის მარანს“ კი ყველა მიგასწავლით. Jafaridzesmarani
ნინო ნატროშვილი
მეღვინეობაში კობიძეების ოჯახის ყველა წევრია ჩართული. უარს ამბობენ პესტიციდებსა და ქიმიურ დანამატებზე, ასევე, კულტივირებული საფუვრის და სხვა დანამატების შეტანაზე, მცირე დოზით ღვინის სულფიტაციის გარდა. უძღვებიან საკუთარ ბრენდს „დათოს ღვინოს“, რომლის სახელითაც გამოდის ჩხავერი თეთრი, მშრალი; ჩხავერი ვარდისფერი, მშრალი; ჯანი-სხილათობანი წითელი, მშრალი; ალადასტური წითელი, მშრალი; საკმიელა-კამური თეთრი, მშრალი; ცოლიკოური თეთრი, მშრალი. 591 55 18 95
datoswine თამარ კვინიკაძე
გურული ღვინისთვის ესტუმრეთ მენაბდის მარანსაც გვ.38
105 VOYAGER 19/2020
ღვინის ატლასი
ღვინის ატლასი
სამცხე-ჯავახეთი
ფანასკერტელის მარანი
ქართლი
სარო, ასპინძა
კახაბერ ასპანიძეს უკვე 5 წელია ღვინის ფესტივალზე თავის სოფელში – საროში უძველესი და გადაშენების პი რას მყოფი მესხური ჯიშებისგან ჩამოსხმული ღვინო ჩა მოაქვს. თავის ვენახებში მოჰყავს კაპნის წითელი, მეს ხური მწვანე, ხიხვი, ხარისთვალა, სამარიობო თეთრი, სამარიობო წითელი, სავშეთურა, ჯავახეთურა, კლარ ჯული, თავკალოების თეთრი. ღვინო ექვსი სახეობის აქვს – ამ და სხვა ჯიშების საუკეთესო ნაზავი – ნატურა ლური, უძველესი წესით, ქვევრში, ჭაჭაზე დაყენებული 5, 6, 7 თვის განმავლობაში. მარანი ახლახანს განაახლა, პატარა სასტუმროსაც გეგ მავს, თუმცა ეს სამომავლოდ – მანამდე კი ღვინის ტურ ზე სიამოვნებით მიგიღებთ, ღვინით გიმასპინძლებთ, ვენახსაც დაგათვალიერებინებთ და მის სოფელში აღ მოჩენილ უძველეს მარნებსაც. ოღონდ წინასწარ უნდა დაურეკოთ და შეუთანხმდეთ. ისე, სარო – ზღვის დონიდან 1480 მ-ზე მდებარე ულამა ზესი სოფელია, სამარხ-სამაროვნებით, ციხეებით, ეკლე სიებით, ციკლოპური ნაგებობებით, ჯავახური საცხოვრებ ლების ნაშთებით. აქ უამრავ აღმოჩენას გააკეთებთ და დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი ფანასკერტელის ღვინის მარანიც იქნება. +995 599 090 093 tsinaprebigvikhmoben@gmail.com ..........................................................................................................................................
გიორგი ნათენაძე
იაგოს ღვინო
ჩარდახი, მცხეთა
იაგოს ღვინოს ადვილად იცნობთ – პირველ რიგში ლოგოთი – მამაკაცის სილუეტით, რომელიც ცალი მუხლით ქვევრის ყელზე დაყრდნობილი, გრძელტარიანი სარცხით ქვევრს საღვინედ ამ ზადებს. ეს თვითონ იაგოა – მეღვინე ოცწლიანი გამოცდილებით, რომლის წყალობითაც მცხეთიდან 15 კმ-ით დაშორებული სო ფელი ჩარდახი საქართველოს ტურისტულ რუკაზე გაჩნდა. 2003 წელს იაგო ბიტარიშვილმა თავისი სოფლის სახლის მარანში მუხ რანის ველზე გაშენებული ერთ-ერთი საუკეთესო ქართული საღ ვინე ჯიშის – „ჩინურისგან“ ბიოღვინის დაყენება დაიწყო.
სააკაძის ქუჩა #20, ახალციხე
„15 წელიწადს ვეძებდი მესხური ვაზის იშვიათ ჯიშებს და დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ვიდრე მათ ჩემს პა ტარა საკოლექციო ნაკვეთში გავახარებდი. ეს ჯიშები სხვადასხვა ადგილას არის ნაპოვნი: ადიგენში, ასპინძა ში, ახალციხეში, ვარძიაში. ზოგჯერ 80-100 კმ-ის გავლა მიწევდა მარტო ერთისთვისაც კი“, _ ამბობს გიორგი ნათენაძე. ნათენაძის მარნის სახელით, პირველი მესხური ღვინო 2009 წელს ჩამოასხეს. ნათენაძე პირველი იყო სამცხე-ჯა ვახეთში, ვინც მესხური ვაზის უიშვიათესი ჯიშები აღად გინდა და ქსპერიმენტული და ექსკლუზიური ღვინის წარმოება დაიწყო. დღეს მარანსაც მართავს და ყოველ წელს თავის ასორტიმენტს ახლად აღმოჩენილი ჯიშების გან მცირე რაოდენობის საექსპერიმენტო ღვინით ავსებს. გიორგი სტუმრებსაც იღებს, ღვინოს ასინჯებს და მესხურ ღვინოზე უამბობს (თუ მოინდომებთ, მესხური კერძების თანხლებით). მისი ინიციატივით აღდგენილი მესხეთის ისტორიული – ხიზაბავრის ტერასების 32 ჰექტარზე გაშენებულია მეს ხური ვაზის უიშვიათესი სახეობები: მესხური მწვანე, მესხური ხარისთვალა, მესხური შავი, შავი ასპინძურა, კაპნის წითელი, მესხური საფერე, თამარის ვაზი, სამა რიობო თეთრი, ცხენის ძუა შავი, ცხენის ძუძუ თეთრი, კლარჯული, საწური, ახალციხური თეთრი, ჩიტისთვა ლა თეთრი და შავი, ჩიტისკვერცხა თეთრი – სულ 24 დასახელების მესხური ვაზის ჯიში. 2018 წელს აქ XVI საუ კუნის შემდეგ პირველი რთველი მოაწყვეს. 5 71 000021 natenaze.wines@gmail.com/natenadzegio@gmail.com
რატომ მაინცდამაინც ბიო? იმიტომ რომ საქართველოში თითქმის ყველა კაცი მეღვინეა და როცა მეღვინეობა გადაწყვიტა, ერთა დერთი სიახლე, რაც შეეძლო გაეკეთებინა – ეკოლოგიურად სუფ თა ღვინის წარმოება იყო. თანაც ბიო ღვინო უფრო მეტად ემსახუ რება ცნობიერების შეცვლას.
ნატურალური ღვინო უფრო საინტერესო და სასარგებლოა, – ამბობს იაგო ბიტარიშვილი, საქართველოში ორგანული მევე ნახეობის ინიციატორი და 2005 წელს, პირველი ბიო სერთიფიკა ტის მფლობელი. დღეს ის წელიწადში 5000 ბოთლ თეთრ მშრალ ქვევრის ღვინოს აწარმოებს, რომელიც სრულად გადის ექსპორ ტზე – აშშ-ში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ევროპის ქვეყნებში. ღვინოს ლუდიც დაამატა, ბებიის სახელით — „ანეტა“. თუმცა მთა ვარი პროდუქტი მისთვის მაინც ისაა, რითიც მეღვინეობა დაიწყო: 6 თვეს ქვევრში, ჭაჭაზე გაჩერებული ჩინური. ჩვენთვის სასიამოვნო სიახლე ისაა, რომ ადგფილობრივებს მაინც შეგვიძლია იაგოს ღვინის შეძენა – ჩარდახში, ან გამოძახებით. 599 551 045
106 VOYAGER 19/2020
www.iago.ge tour@iago.ge
ვაჩეიშვილის სასტუმრო–მარანი ატენი, გორი
ატენის სიონი VII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია გორიდან 12 კილომეტრში – ტრადიციული სავენახე ტერასებისა და ბაღების გარემოცვაში. თუ აქ ვიზიტს დაგეგმავთ, ნიკა ვაჩეიშ ვილის მარანს აუცილებლად უნდა ესტუმროთ – ფეხით სულ რა ღაც 10 წუთის სავალზეა. ჩვენც ასე მოვიქეცით – სიონის დასათვა ლიერებლად წასულებმა შევიარეთ. რთველი მოთავებული იყო, ღვინოც დაწურული და დაბინავებული. მასპინძლები ეზოში ფუს ფუსებდნენ – ერთი შეხედვითაც ჩანდა, საქმე ბევრი იყო.
WINE ARTISANS
წედისი, გორი
ღვინის ოსტატები შედარებით ახალბედა, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო საოჯახო ტიპის მარანია შიდა ქართლში. აქვთ ჩი ნური მწვანე, რქაწითელი ხაშმი, რქაწითელი უროები, ხაშმის საფერავი, თავკვერი, შავკაპიტო. სუფრას იქ გაგიშლიან, სა დაც ისურვებთ – ტერასაზე, ბარში ან მდინარის პირას – ფანჩა ტურში. ყველა პროდუქტი ადგილობრივია – გლეხის მოწეული, ნატურალური. როცა ამინდი საშუალებას იძლევა, სადილი ცის ქვეშ ცეცხლზე მზადდება. ღამე შეგიძლიათ პატარა, მყუდრო, სამოთახიან სასტუმროში გაათიოთ, რომელიც დიდ ოჯახს ან სამეგობროს დაიტევს. აქაურობის დამფუძნებელი და პირველი ბინადარი ანდრო ბარნოვია – ყოფილი სახელმწიფო მოხელე. ისტორია 2013 წელს ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციის დაარ სებით იწყება. ასოციაციის მთავარი მიზანი მაშინაც და ახლაც – ადგილობ რივი მეღვინეობის და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელ შეწყობაა: ყოველწლიური ღვინის ფესტივალების ორგანიზება, ახალი მარნების მშენებლობის და ძველის რესტავრაცია-აღ დგენის მხარდაჭერა, სპეციალური ლიტერატურის ბეჭდვა, ად გილობრივი მეღვინეებისთვის სემინარების ორგანიზება. 2015 წელს, ატენის ხეობის სოფელ წედისში ასოციაციის ცენ ტრალური ღვინის სარდაფის მშენებლობა დაიწყო. ერთი წლის შემდეგ მას ტრადიციული მარანი მიემატა 33 ქვევრით. შიდა ქართლის ტერიტორიაზე, თეძმის, ტანასა და მტკვრის ხეობე ბის მიმდებარედ გაშენებულ ვენახებში მოწეული ყურძენი ღვი ნოდ იწურება. წარმოებაში არასდროს იყენებენ მძიმე ქიმიურ ნივთიერებებს და შრომობენ, რათა ნატურალური ღვინის წარ მოება საქართველოში ახალ დონეზე გავიდეს. 577392828
wine.artisans.ge wine.artisans.2013@gmail.com
გაუფრთხილებლად მოსულ სტუმრებს მაინც გულღიად შეგ ვხვდნენ, ღვინოც გაგვასინჯეს, ხემსიც მოგვართვეს, საქმეს მოსცდნენ და, როგორც წესია, სტუმრებს ჩამოგვისხდნენ. ეგ რევე ვინანეთ ჩვენი სპონტანური ვიზიტი, ამიტომ გირჩევთ – ერთი დღე დაგეგმეთ, მერე ვაჩეიშვილის მარანში დარეკეთ და ეს დღე შემეცნებითი ტურისთვის დაჯავშნეთ – ამ მხარის ისტო რიის, კულტურის და მეღვინეობის – როგორც ამ კულტურის ნა წილის გასაცნობად ნიკა ვაჩეიშვილი გიმასპინძლებთ.
ვაჩეიშვილიების მცირე სასტუმროც თქვენს განკარგულებაშია. შეგიძლიათ კორპორატიული წვეულება დაგეგმოთ ან სადილი მდინარის პირას, ფაცხებში. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ნატუ რალური, ტრადიციული ღვინო ვაჩეიშვილების ვენახებიდან: ატენური, კოშკების ჩინური, ხიდისთაური (როზე), თავკვერი და ჭაჭის ბიოარაყი. 5 77 27 00 31
www.atenuri.ge
შიოს მარანი
ხიდისთავი, გორი
გიორგი დვალიშვილმა საოჯახო მარანი 2017 წელს გახსნა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ღვინო აქ ჯერ კიდევ 3 საუკუნის წინ იწურებოდა. როგორც მასპინძელი ყვება, VXIII საუკუნეში აქაუ რობა სასულიერო პირს, ვინმე შიო რამაზაშვილს ეკუთვნოდა და მის მარანში „ხიდისთაური“ იწურებოდა. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და გორის მუნიციპალიტეტის გამ გეობის ხელშეწყობით, გიორგი დვალიშვილმა აქაურობას ძვე ლი ფუნქცია დაუბრუნა, სახელიც თავდაპირველი მეპატრონის უწოდა და დღეს ის „შიოს მარანის“ მასპინძელია. აქ შეგიძ ლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ხიდისთავის სავარგულებ ში მოყვანილი — ძელშავი, ალადასტური, თავკვერი, ჩინური და გორული მწვანე ყურძნისგან ტრადიციური გლეხური წესით დაყენებული გაუფილტრავი წითელი და თეთრი ღვინო. 599 43 45 12 / 551402822
`shiosmarani@gmail.com ვერა ზარკოვსკა
107 VOYAGER 19/2020
ღვინის ატლასი
ღვინის ატლასი
ქართლი
კახეთი
რუისპირის ბიოდინამიკური მეღვინეობა
რუისპირი
„რუისპირის ბიოდინამიკური მეღვინეობა“ საქართველოს მასშტაბით ერთადერთი სერთიფიცირებული მარანია, რომელიც ღვინოს ბიოდინამიკური წესით ქმნის. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ალადაშვილია, რო მელმაც აღნიშნული მეთოდი შვეიცარიაში ყოფნის დროს შეისწავლა და 2015 წლიდან კახეთში, საკუთარი მარანში გადმოიტანა, სადაც ის ღვინოს, ბიოდინამიკურთან ერ თად, ქართული ტრადიციული წესით აწარმოებს.
დემის მარანი
ბროწეულა, მარტყოფი
ბროწეულა ჯერ მარნის სახელი მეგონა და ვიფიქრე, რა კარ გი რამე მოუფიქრებიათ-მეთქი, მერე აღმოვაჩინე, ბროწეულა დასახლება ყოფილა გარდაბრნის რაიონში, 350 ოჯახით, რომე ლიც ათეული წლებია სოფლის სტატუსის მინიჭებას ელის. სწო რედ ამ ლამაზსახელიან ადგილასაა დემის მარანი – საოჯახო ბიზნესი კარგი ღვინით და კარგი ხალხით. ეს ზედგამოჭრილი ადგილია ოჯახური დასვენებისთვის სუფ თა ჰაერზე, ამწვანებულ ეზოში, სადაც შემოგთავაზებენ: ღვი ნის ტურს დეგუსტაციით, ადგილობრივი, ნატურალური პრო დუქტებით მომზადებულ კერძებს, ღამისთევას კომფორტულ სასტუმროში და სასიამოვნო გართობას: თევზაობას, ჯირითს. მათ ვენახებში საუკეთესო საღვინე ყურძნის ჯიშები – თავკვერი და ჩინური მოდის. დემის მარნის ყველა ღვინო ბიოდინამიკუ რია და 100 %-ით ნატურალური. www.demigroup.online
ორი მარანი
იგოეთი
თბილისიდან დასავლეთით, სოფელ იგოეთში, ტრასიდან გა დაუხვევთ და 5 წუთიც არ დაგჭირდებათ ორ მარანში მისას ვლელად. ეს 2017 წელს, დაარსებული, პატარა, საოჯახო მეღ ვინეობაა ცქრიალა და ქვევრის ღვინის ასორტიმენტით. ორი მარანი ყურძნით იმერეთის, შიდა ქართლის და კახეთის ეკოვე ნახებიდან მარაგდება. რთველი მოილევა და გაივსება მარანი, მოდის იმერეთიდან ციცქა, ძელშავი, ალადასტური, ქართლი დან – ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, კახეთიდან _ რქა წითელი, საფერავი და კახური მწვანე. ღვინის ფერმენტაცია ქვევრში მიმდინარეობს, დავარგების პროცესი – შამპანისა და ბურგუნდიის რეგიონებიდან ჩამოტანილ მუხის კასრებში. „ორი მარანის“ მიზანია _ ქართული და ევროპული მეღვი ნეობის კოლაბორაციით მიიღოს საუკეთესო შედეგი.
დღეს აქ ხუთ-ხუთი სახეობის ცქრიალა და ქვევრის ღვინოს გთავაზობენ. ცქრიალა ღვინოებია: პეტნატი თაფლის არომა ტით და სამი კლასიკური, შამპ ანურის მეთოდით დამზადებუ ლი. იგოეთიდან ღვინო ექსპორტზეც გადის – აშშ-ში, კანადა ში, იაპონიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ორი მარანი გთავაზობთ ცქრიალა და ქვევრის ღვინოების დაგემოვნებას, ადგილობრივი ყველის, ლობიანის და პურის ხემსით. ცალკეა შუშხუნა ღვინის დეგუსტაციაც ვენახის მონახულებით. მასპინძლები გთხოვენ, დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირ დეთ, მით უმეტეს, თუ ჯგუფი 3-ზე ნაკლები ან 8-ზე მეტი წევ რისგან შედგება. 595 030978
`www.orimarani.com
სოფელ რუისპირში და ძველ ანაგაში გაშენებულ ვენახებ ში კომპანიას ხუთი ქართული ყურძნის ჯიში: რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ქისი და საფერავი მოჰყავს და შესაბამისად, ამავე დასახელებების ქვევრის ღვინოს აწარმოებს: „რქა წითელი“ ქარვისფერი მშრალი, „მწვანე“ ქარვისფერი მშრალი, „ხიხვი“ ქარვისფერი მშრალი, „ქისი“ ქარვისფე რი მშრალი, „საფერავი“ წითელი მშრალი და პორტვეინი. ვენახების მოვლა მთვარის ფაზებისა და ბუნებრივი რიტ მების სხვა ინდიკატორების გათვალისწინებით ხდება. მიწა ქართული ტრადიციული მეთოდით _ ცხენის გუთნით იხვნება. ვენახებში შეტანილი სასუქი მხოლოდ ბუნებრი ვია, რაც აისახება კიდეც ღვინის ხარისხსა და გემოში. კომპანია მეღვინეობის გარდა, აგროტურიზმის, მეფრინ ველეობისა და მეფუტკრეობის დარგშიც მუშაობს. 2020 წელს „რუისპირის ბიოდინამიკური მეღვინეობის“ ტერი ტორიაზე მცირე სასტუმროც გაიხსნა. +995 557 511 155 www.ruispiris-marani.com / www.biodynamic.ge
108 VOYAGER 19/2020
დნენ. 2002 წელს ძმებმა ქართული მივიწყებული ვაზის ჯიშების მოძიება გადაწყვიტეს და 2013 წელს შპს „საწნახელი“ _ იგივე ჭოტიაშვილების მარანი დააარსეს. დღეს კომპანიის საქმიანობა ში მთელი ოჯახი, მათ შორის შვილებიც არიან ჩართულები. ჭო ტიაშვილების 12 ჰა-ზე გაშენებულ ვენახში 40-ზე მეტი ქართული ვაზის სახეობა ხარობს და მათ მარანში 14 დასახელების, პრემიუმ კლასის, მაღალი ხარისხის ქვევრის ღვინო ყენდება: რქაწითელი რჩეული ქვევრი, მწვანე რჩეული ქვევრი, ქისი რჩეული ქვევრი, ხიხვი რჩეული ქვევრი, საფერავი რჩეული ქვევრი, თავკვერი SB (სპეციალური ჩამოსხმა), ნიცას ღვინო SB და სხვა.
საწნახელი _ ჭოტიაშვილების მარანი სანიორე, თელავი
ჭოტიაშვილებისთვის მეღვინეობა ოჯახური ტრადიციაა: კახეთ ში, სოფელ სანიორეში, ძმები უჩა და კახა ბავშვობიდან იყვნენ ჩართული მეღვინეობა-მევენახეობის საქმეში. თუმცა, ღვინოს არა გასაყიდად, არამედ საკუთარი მოხმარებისთვის ამზადებ
ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები
„საწნახელის“ პროდუქციას სხვადასხვა საერთაშორისო კონ კურსზე არაერთი ოქროს მედალი ხვდა წილად და მათ ღვინოს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საზღვარგარეთ _ თხუთ მეტ ქვეყანაში შეხვდებით. განსაკუთრებული პოპულარულო ბით სარგებლობს 8 წლის ნიცა ჭოტიაშვილის მიერ შექმნილი ვარდისფერი ღვინო, რომლის ეტიკეტიც და დიზაინიც გოგონამ თავად შექმნა და დღეს მისი ეს პროდუქტი იაპონიაში, ამერიკა ში, პოლონეთსა და გერმანიაში იყიდება. სანიორეში მისულ სტუმრებს ჭოტიაშვილები სწორედ ამ ღვი ნოების დეგუსტაციას სთავაზობენ. 593985502
www.tchotiashvili.com
ვარდისუბანი, თელავი
ჯაყელების ოჯახმა ვენახი 2001 წელს გააშენა, პირველი ღვინო კი 2007 წელს ჩამოასხეს ბოთლში. მიზანი თავიდანვე ბიოლო გიურად სუფთა ნაწარმის შექმნა იყო, რაც რამდენადაც ტრენ დულია დღეს, იმდენად უცხო იყო იმ დროისთვის მეღვინეთა წრეში. ამ ეტაპზე კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის ორ განულ საფერავს, რქაწითელ-ქისს და კახურ მწვანეს. ჯაყელე ბის ღვინო ექსპორტზე გადის იაპონიაში, უკრაინაში, ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში, აშშ-ში და სხვა. მათი ნაწარმი ევროპაში „მიშლენის“ ვარსკვლავის მქონე რესტორნებში იყიდება. 2016 წლიდან ოჯახი სტუმრებსაც იღებს, მარანში მისულებს თა ვად კომპანიის დამფუძნებელი და მთავარი მეღვინე _ ზაზა ჯაყელი დეტალურად აცნობს ყველა იმ პროცესს, რასაც კომ პანიის ღვინო გადის და ასინჯებს 3 სახის ღვინოსა და ჭაჭას ქართულ ნატურალურ წასახემსებლებთან ერთად. ტურების
ღვარძელაშვილის მარანი
მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, მისი ფესვებისა და ღირებულებების წარმოჩენაა. 599 777 079
Jakeli Wines
Jakeliwines
კონდოლი, თელავი
მარანი გიორგი ღვარძელაშვილმა 2014 წელს დააარსა, პირ ველი მოსავალისგან დაწურულმა ღვინომ (სულ 800 ბოთლი საფერავი) თავიდანვე დიდი მოწონება დაიმსახურა. ღვარძე ლაშვილის ვენახი 2 ჰექტარზეა გაშენებული (საფერავი, რქაწი თელი, ჟღია, ბუდეშური, კახური მწვანე). ვაზის მოვლისას, აქ არ გამოიყენებენ ჰერბიციდებს, პესტიციდებს და ქიმიკატებს. ვენახ ში წლიურად საშუალოდ 6-7 ტონა ყურძენი იკრიფება და მისგან 5000-მდე ბოთლი ღვინო მზადდება. ღვარძელაშვილის მარნის ღვინოებს შორისაა: საფერავი, კონდოლური (რქაწითელი და მწვანე ერთად), ასევე ძველი ქართული ჯიშის ყურძნისგან და წურული ჟღია და ბუერა _ ვაზის ძველი სახეობების აღდგენა და ტრადიციების შენარჩუნება მარნის ერთ-ერთი მთავარი მიმარ თულებაა. ღვარძელაშვილის ღვინო ბიოლოგიურად სუფთაა. მარნის ნაწარმი _ საფერავი, ჟღია და კონდოლური კი არაერ თგზის გამხდარა კონკურსების გამარჯვებული.
სოფელ კონდოლში ჩასულებს მარანშივე შეგიძლიათ დააგე მოვნოთ ადგილობრივი ნაწარმი. 555104110
109 VOYAGER 19/2020
Ghvardzelashvilis-Marani-1144938028856151
ღვინის ატლასი
კახეთი
აქ მოსულები ერთ დღეს ატარებენ მარანში, მიდიან ვენახში, ქვევრიდან იღებენ ღვინოს, კრეფენ პომიდორს ბოსტანში, აცხობენ პურს და ამზადებენ სადილს. დაგეგმილი გრაფიკი არ არსებობს ისევე, როგორც მეგობრების სტუმრობისას. სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ასეთი მიდგომის დანერგვა ოჯახურ ტრადიციებზე დგას. ანასტასია ახვლედიანი და მარიამ ფალავანდიშვილი კახეთის ამ თავისი ისტორიით გამორჩეულ სოფელში წინაპრების საქმეს აგრძელებენ. ღვინოს სრულიად ბუნებრივი მეთოდებით აყენებენ. მათ ასორტიმენტში შედის რქაწითელი, საფერავი, ქისი, თავკვერი, ჭაჭა და გამოხდილი სასმელი, სახელად „მარო“. ღვინისა და მაგარი ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტებიცა და დიზაინიც თანამედროვე, საინტერესო და იუმორნარევი მიდგომით გამოირჩევა.
მეღვინეობა ართანა
ართანა, თელავი
ეს მეღვინეობა სტუმრებს რამდენიმე საათიანი სტანდარტული დეგუსტაციის ნაცვლად დროის ერთად გატარებას, სოფლად ცხოვრების რიტუალებში თანამონაწილეობას, გზადაგზა ექსპრომტად წამოსულ სასაუბრო თემებს, კულინარიულ მიგნებებსა და კარგი ღვინის გემოს სთავაზობს.
თუმცა, ამ ყველაფერზე თვითონ და უკეთ გიამბობენ. მათი მომსახურება გათვლილია უფრო მაღალშემოსავლიან სეგ მენტზე და თან იმ ადამიანებზე, ვისაც ბუნებრივი ღვინო აინ ტერესებს. სტუმრებს წელს იღებენ შუა აგვისტოდან, ჯავშანს – ორი დღით ადრე. 577 55 51 30
http://artanawines.com/
ართანული ღვინო/გოგო ვაინ ბერიშვილების საოჯახო მარანი ართანა, თელავი
ჭონას მარანი
ბახტრიონის ქ. 16, თელავი
„ჭონას მარანი“ ჭონიშვილების საგვარეულო მარანი გახლავთ, რომელიც, მარნის გარდა, წინანდილის მიკროზონაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ კურდღელაურში, ვენახებს ფლობს რქაწითელის, კახური მწვანისა და საფერავის ჯიშის ვა ზით. ჭონიშვილები ვენახს ბიოორგანული წესების შესაბამისად უვლიან და ღვინოსაც ამავე მეთოდით აწარმოებენ.
უკვე იმდენი დრო გავიდა, რაც კახა ბერიშვილი თბილისიდან ართანაში გადასახლდა ღვინის დაყენების მიზეზით, რომ, პირველ რიგში, ახლა სწორედ მეღვინედ მოიხსენიებენ და მხოლოდ მერე დასძენენ, რომ ბატონი კახა მუსიკოსიცაა. ის 2006 წლიდან მისდევს ღვინის კეთების ახლა უკვე ოჯახურ საქმეს და ნაფარეულის მიკროზონაში, სოფელ ართანაში საფერავის, რქაწითელისა და მწვანის ვენახებს უვლის. ბერიშვილის მარანში ღვინო მეორე სახელითაც გამოდის. „გოგო ვაინ“ – ეს კახას შვილის, ქეთის ღვინოა, რომელიც, მამის ღვინოებთან ერთად, გამოფენებში ხშირად მონაწილეობს. თუ ართანული ღვინის სახელით ყველაზე ხშირად საფერავი გამოდის, „გოგო ვაინი“ უფრო ექსპერიმენტული სივრცეა. მაგალითად, წელს, არატრადიციული მეთოდით, საფერავი, რქაწითელი და მწვანე ერთად, ჭაჭაზე ექვს თვეს გააჩერეს და, ამ „სახალისო არეულობის“ გამო, ღვინოს „კოლია მორია“ დაარქვეს – აქცენტი იუმორზე, რაც ტრადიციულ მეღვინეობაში საინტერესო და დასაფასებელი ხედვაა. ბერიშვილები ღვინის დეგუსტაციებზე დიდ ჯგუფებს არ იღებენ, თუმცა, მათთან სტუმრობა და ღვინის ყიდვა მაინც შეიძლება. 599 18 11 01
„ჭონას მარნის“ ღვინოები შესაბამისი ტერუარული მახასიათებ ლებით გამოირჩევა, მათი ნაწარმი კი როგორც საქართველო ში, ისე საზღვარგარეთ: აშშ-ში, გერმანიაში, დანიაში, იტალიასა და საფრანგეთში იყიდება. წინასწარ დაჯავშნის საფუძველზე, მარანში მისულებს ღვინის დეგუსტაციაცა და ადგილობრივი კერძების გასინჯვაც შეუძ ლიათ. 599 50 50 06
www.chona.ge
MikheilChonishvili 110 VOYAGER 19/2020
artanuligvino
ღვინის მარანი „ლაგაზი“
ზემო ალვანი, ახმეტა
ღვინის მარანი „ლაგაზი“ 2015 წელს შოთა ლაგაზიძემ და და ვით ფახურიძემ დააარსეს. ადგილობრივ ვენახებში ყურძნის მოსავლელად შხამ-ქიმიკატებს არ იყენებენ, შესაბამისად „ლაგაზის“ მიერ წარმოებული რქაწითელი, კახური მწვანე, ცოლიკოური და საფერავი ნატურალური ღვინოებია. შოთა ლაზაგიძის დიდი პაპის მიერ 1928 წელს აშენებულ სახლში კომპანია სტუმრებს სადილებსა თუ ვახშმებზე იწვევს. ნაგებო ბის რესტავრაციისას, მეპატრონეებმა შენობის პირვანდელი სახე მაქსიმალურად შეინარჩუნეს. ზემო ალვანი თუშებით დასახლებული სოფელია და შესამისად, აქ მოსულ სტუმრებს, კახურ ღვინოსთან ერთად, მდიდარი თუ შური სამზარეულოს ისეთი გამორჩეული კერძების დაგემოვნება შეუძლიათ, როგორებიცაა თუშური ხინკალი, კოტორი და დათ ხური. სურვილისამებრ, სტუმრებს შეუძლიათ გამოხადონ ჭაჭა, მოამზადონ თათარა და ჩურჩხელები, ბუნებრივი საფუარით გამოაცხონ წითელი დოლის ხორბლის ფქვილისგან მოზელი ლი პური. თუშური და ქართული ხალხური მუსიკის მოყვარულებს, სურ ვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ცოცხლად მოისმინონ ტრადი ციული საკრავების თანხლებით, ადგილობრივი მუსიკოსების მიერ შერულებული სიმღერები.
+995551940217 / +995 591 231 118
LagaziWineCellar
2019 წლიდან „ახმეტის ღვინის სახლის“ ყველა ვენახი ოფი ციალურად ბიოსერტიფიცირებულია. კომპანია ნატურალური ღვინის ასოციაციის წევრი და „კავკასსერტის“ ბენეფიციარია, რომელიც საქართველოში DAkkS-ის მიერ ISO-17065-ის მიერ აკრედიტირებული, ბიოსერტიფიცირების ერთადერთი ადგი ლობრივი ორგანოა. 2015 წელს კომპანიამ ალავედრის ტაძრის მიმდებარედ, ქისის, ხიხვის, საფერავისა და კახური მცვივანის ვენახების გაშენე ბა დაიწყო, საიდანაც პირველ, სრულყოფილ მოსავალს 2020 წელს ელიან. მარანი ნატურალური ღვინის დაგემოვნების მსურველებს, წი ნასწარი დაჯავშნის შემთხვევაში იღებს. +995 599 001212
akhmetawine
ახმეტის ღვინის სახლი რუსთაველის ქ. № 38, ახმეტა
„ახმეტის ღვინის სახლი“ ნიკა გარსევანიშვილმა და შალვა კოღუაშვილმა 2014 წელს დააარსეს. კომპანიისთვის მნიშვნე ლოვანია, მაქსიმალურად იყოს დაცული ვენახისა და ყურძნის ბიომრავალფეროვნება, ბუნებრივი ციკლი და ბიოლოგიური პროცესები. ამიტომ საოჯახო მარანში, ნატურალურ-ორგანული ღვინო მხოლოდ მათსავე, ახმეტაში გაშენებულ ვენახებში მო წეული ყურძნიდან იწურება და ქვევრში ბუნებრივ საფუარზე დუღილის შედეგად ყენდება. 111 VOYAGER 19/2020
www.akhmetawinehouse.ge akhmetawine
ღვინის ატლასი
კახეთი
ლექსოს მარანი
ახშანი, ახმეტა
ლექსო ფირცხალაურის მარანი მისივე მოსახელე პაპის დაარ სებულია და საუკუნოვან ისტორიას ითვლის. დაფუძნების დღი დან, აქ ღვინო უწყვეტად ყენდება კახური ტრადიციული მეთო დით და ძველი ქვევრების ნაწილი დღემდე ექსპლუატაციაშია. მარნის ღვინო პირველად 2015 წელს ჩამოისხა გასაყიდად და დღეს აქ უკვე 8 000-მდე ბოთლი ღვინო იწარმოება: რქაწითე ლი, მწვანე, ქისი, ჯანანურა (ხიხვი), მაღრანული, საფერავი და ვარდისფერი მუსკატი. კომპანიის ვენახში უარს ამბობენ პესტიციდებისა და ჰერბიციდების გამოყენებაზე. ღვინის ად გილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსებზე მარნის ღვინოს არაერთი ოქროს და ვერცხლის პრიზი აქვს მოპოვებული. ლექსოს მარანში სისტემატურად ეწყობა ადგილობრივი ღვი ნის დეგუსტაცია, მოთხოვნის შემთხვევაში კი სტუმრებს ვახ შმითაც მასპინძლობენ. 591010199 @leksosmarani a.pitskhela@gmail.com
დანიელის მეღვინეობა / ეკა ჭვრიტიძე არგოხი, ახმეტა
ამ მცირე კომპანიას ისეთი ცნობილი მასპინძელი ჰყავს, მხოლოდ მისი გაცნობაც სასიამოვნოა, არა მხოლოდ მისი ღვინის გასინჯვა. ეკა ჭვრიტიძე ახალგაზრდა თუში ქალია, რომელიც ახმეტის რაიონში, სოფელ არგოხში ცხოვრობს თავის მეუღლესთან, ოლაფ მალვერთან და შვილებთან ერთად, და აკეთებს ღვინოს გამოცდილ გუნდთან ერთად ქისის ჯიშის ყურძნისგან, საოცარი ცხენოსანია და ხშირად ანგრევს სტერეოტიპებს ქალური და კაცური როლების შესახებ. „დანიელის მეღვინეობის“ ფილოსოფიაც ადგილობრივი ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შეზავებაზე, ტერუარისა და ბუნებრიობის დაცვაზე დგას. „ვიღაცამ ჩვენამდე დიდი ხნით ადრე აღმოაჩინა, რომ სიტყვა „არგოხი“ ნიშნავს ადგილს, სადაც სეტყვა არ იცის, რაც ჩვენს სოფელს მშვენიერ ტერუარად აქცევს ქისის გასაზრდელად“, _ წერია დანიელის საიტზე და მართლაც, ეს სოფელი ბაბანეურის ბუნებრივ ნაკრძალთან სიახლოვის გამოც გამორჩეული ლოკაციაა ვაზის გასახარებლად. „დანიელის ღვინოებს“ თბილისის არაერთ რესტორანსა და ღვინის მაღაზიაში შეხვდებით. მათ შორისაა: ქისი, მუკუზანი, ნაფარეული _ სხვადასხვა სტილით. www.danieliwinery.com
112 VOYAGER 19/2020
instagram: leksos_marani
თემი გრემი, ყვარელი
საქველმოქმედო კავშირი „თემი“ 1989 წელს გრემში, ნიკო ლოზ კვაშალმა დააარსა და ის პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთერთი პირველი სოციალური საწარმოა. „თემში“ სხვადასხვა გამოცდილებისა და შესაძლებლობის 70მდე ადამიანი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ბიომევენახეო ბისა და ბიომეურნეობის დარგში მუშაობს. ვენახები ქინძმარაულის მიკროზონაშია გაშენებული და მარან ში, რქაწითელის და საფერავის ყურძნისგან მაღალი ხარისხის ორგანული ღვინო იწურება. ექსპორტზე გადის გერმანიაში, ნორვეგიასა და იაპონიაში. „თემის“ ნაწარმი კი რამდენიმე გა მოფენის ოქროს და ვერცხლის პრიზიორია. საზოგადოება „თემი“ გრემის მონასტრიდან სულ რაღაც ორ კილომეტრში მდებარეობს და ტურისტების ნაკლებობასაც არ უჩივის. აქ მოსულებს, ადგილობრივი მაცხოვრებლები თუ მოხალისეები, გარდა ტრადიციული დეგუსტაციისა, მასპინ ძლობენ სადილებით და ვახშმებით. მსურველებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ პურის ცხობისა და ღვინის დაწურვის მასტერკლასებში, ადგილზე იქირავონ ველოსიპედი და მოია რონ ახლომდებარე სოფლები. დაესწრონ რთველს და ქვევრის მოხდას, საკუთარი ხელით ამოავლონ ჩურჩხელა და საზოგა დოების წევრების მიერ შესრულებული ქართული სიმღერებით დატკბნენ. +995 591 633 633
TEMI.community contact@temi-community.org/
მარანი ჩუბინი შილდა, ყვარელი
„მარანი ჩუბინი“ თორნიკე ჩუბინიძემ 2016 წელს დააარსა, მას შემდეგ, რაც თბილისიდან 25 წლის ასაკში, სოფელ შილდაში საცხოვრებლად გადავიდა და მარნის გვერდით, ერთ ჰექტარზე ვენახი გააშენა. დღეს თორნიკე ჩუბინიძის მარანში სამი დასახელების ღვინო მზადდება: საფერავი, რქაწითელი, რქაწითელისა და ჩინურის კუპაჟი და ჭაჭა. თავად „ჩუბინის“ ღვინოს განსაკუთრებულობას სძენს ადგილი, ნიადაგი და შილდის მიკროკლიმატი. შილდა ისტორიულ წყაროებში ტრადიციული მეღვინეობის ერთერთ უძველეს სოფლადაა მოხსენიებული. თორნიკე ჩუბინიძის მიერ დაყენებული ქვევრის ღვინო კი 2017 წლიდან მსოფლიოს სამ კონტინენტზე და ოთხ ქვეყანაში იყიდება. მარანი ისტორიული და რელიგიური ძეგლების სიახლოვითაცაა გამორჩეული: ათწუთიან მანქანით სავალ გზაზე მდებარეობს ქართული მემკვიდრეობის ორი უმნიშვნელოვანესი ძეგლი _ ნეკრესისა და გრემის მონასტრები. „ჩუბინი“ სიამოვნებით მას პიძლობს სტუმრებს, რომლებიც ღირსშესანიშნაობების მონა ხულების შემდეგ მარანში, ოჯახურ გარემოში ეცნობიან ქართუ ლი მეღვინეობის ტრადიციებს, სინჯავენ ღვინოსა და კერძებს. 599070428 chubiniwine chubini_wine_cellar?igshid=wlkvzlzwcw71
მეღვინეობა მალატი
საბუე, ყვარელი
„მალატის“ მარნის ისტორია 150 წლის წინ იწყება, ამ პერიოდის განმალობაში საბუეში, ამ ადგილას, თითქმის უწყვეტად აყენებ დნენ ღვინოს ქვევრებში. თუმცა, მარნის მეპატრონის _ თამარ გერლიანის თქმით, კახეთში დადგა პერიოდი, როცა ტრადიცია შესუსტდა: უამრავმა ადმიანმა გადაწყვიტა ასწლოვანი ქვევ რების ამოვსება და ღვინის უფრო მარტივი ხერხებით დაყე ნება, პლასტმასის ჭურჭლის გამოყენებით. მდგომარეობა არც მევენახეობის კუთხით იყო უკეთესი: უკონტროლოდ ხდებოდა შხამქიმიკატების მოხმარება და ვენახი ეკოლოგიურად საშიშ ადგილად გადაიქცა. ამ ტენდენციით შეშფოთებულმა თამარმა, რომელიც თვითნასწავლი მეღვინეა, დარგის შესახებ ინფორ მაციის მოძიება და ადგილობრივი მევენახეობის ტრადიციების
საფუძვლიანად შესწავლა დაიწყო. 2015 წელს კი ვენახის გაშე ნება გადაწყვიტა, რომელსაც მხოლოდ ორგანული მეთოდით უვლის. პირველი რთველი 2019 წელს ჰქონდათ. დღეს მისი ოჯახი 1.5 ჰექტარ ვენახს ფლობს საფერავის, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშებით. „მალატის“ მარანში ღვინო ქვევრში მზადდე ბა, ვენახში არ გამოიყენებენ პესტიციდებს და სისტემურ პრე პარატებს, ინარჩუნებენ ბუნებრივ ბალანსს და მაქსიმალურად ცდილობენ ტერუარის წარმოჩენას. საბუეში მისულ სტუმრებს ღვინის დეგუსტაციას, ვახშამს, ვენა ხისა და ბოსტნის დათვალიერებას სთავაზობენ. 591175755 / tamargerliani@gmail.com
113 VOYAGER 19/2020
ღვინის ატლასი
კახეთი
მარანი–მუზეუმი ნუმისი ველისციხე, გურჯაანი
ამ უნიკალური ადგილის დიასახლისი ნუნუ კარდანახიშვილია. უძველეს მარანში ძველი ტექნოლოგიებით, მუხის კასრსა და თიხის ჭურჭელში დაყენებული ღვინო ინახება. თუმცა ამ ადგი ლის მთავარი ღირსშესანიშნაობა ღვინო როდია. როცა აქაუ რობის გაწმენდა-გასუფთავება დაიწყო, ჯერ ხუთი საუკუნის მარნის კედლები აღმოაჩინა და მერე მარანში ჩაყრილი 33 სხვადასხვა ზომის ქვევრი – 20 ლიტრიანიდან ოთხტონანახევ რიანამდე, სულ 45 ტონის ტევადობისა. ქვემოთ – სარდაფის სართულში ახლა ვინოთეკაა, ღვინოს ინა ხავენ. ტემპერატურა 15 გრადუსზე ზემოთ არ ადის. ირგვლივ ყველაფერი სიძველისმოყვარული დიასახლის მიერ წლე ბის განმავლობაში ნაგროვები უნიკალური ნივთებითაა სავ სე – ძველი საწნახელი, უძველესი ჭურჭელი, მეისენის ფირმის კედლის იტალიური ბუხარი, ფრანგული გრამაფონი, რომელიც ახლაც მუშაობს, ინგლისური ხელსაბანები, სეიფები, საბეჭდი მანქანები, რადიოლები, ფარდაგები.
საოჯახო მეღვინეობა „ბეგასო“ საბუე, ყვარელი
საოჯახო მეღვინეობა „ბეგასოს“ ისტორია 2015 წელს დაიწყო: ბეჟიტაშვილების და ბერაძეების ოჯახმა ყვარლის მუნიციპა ლიტეტში, ქინძმარაულის მიკროზონაში მიწა შეიძინა. დღეს მათ ვენახში ვაზის ისეთ ჯიშებს შეხვდებით, როგორებიცაა სა ფერავი, ქისი, ხიხვი, კახური მწვანე, რქაწითელი და ვარდის ფერი რქაწითელი. „ბეგასოში“ მეღვინეობას არა მხოლოდ როგორც ინდუსტრიულ საქმიანობად, არამედ ფილოსოფიად აღიქვამენ, რომელსაც ფესვები უძველეს წარსულში და ქართულ ტრადიციებში აქვს გადგმული. „ბეგასოს“ მიერ ჩამოსხმული ღვინო სერტიფიცირებული ბიოპროდუქტია. წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში, დეგუსტა ციის გარდა, შეგიძლიათ, „ბეგასოს“ მარანში ისადილოთ კიდეც.
ეზოში 200 წლის წინანდელი ბეღელია. ყველა ნივთს ვერ ჩა მოვთვლით – სია უგრძესი გამოგვივა. ერთადერთი, შეგვიძლია დაჟინებით გირჩიოთ – მაღალი ხარისხის ღვინო, გემრიელი სამზარეულო და ერთი ქალის შექმნილი მუზეუმი – ამ საოცარი სინთეზის სანახავად აუცილებლად ეწვიოთ ველისციხეს. ველისციხის კერძო მარან-მუზეუმი „ნუმისი“
551193293
599 561031 / 571 165529
ნიკალას მარანი
numisi
კარდანახი, გურჯაანი
ნიკალა მღვდლიაშვილის მიერ 1928 წელს აშენებული მარანი მისმა შთამომავალმა – ზურა მღვდლიაშვილმა 2005 წელს გა ნაახლა და ნიკალა პაპას ქვევრებში ღვინო დააყენა. ვენახები ოჯახისთვის კარგი ღვინის ჩამოსხმის სურვილით შეი ძინა, თუმცა 2013 წელს „ნიკალას მარანი“ კომპანიად დაფუძნდა და მისი სახელით ბოთლებში ჩამოსხმული ღვინოც გამოჩნდა. კარდენახი საუკეთესო ადგილია საფერავის და რქაწითელის ჯიშის ყურძნისთვის. სხვა ჯიშის ყურძენი – ქისი, ხიხვი, კახური მწვანე წარაფებში, ახოებში მოწყობილ და, ასევე, სოფელ მა ნავში გაშენებულ ვენახებში მოდის. ნატურალური ღვინო კახური წესით – ჭაჭაზე დადუღებით ან ჭაჭის გარეშე დგება და ძირითადად ექსპორტზე გადის – ამე რიკასა და ევროპის ქვეყნებში. თუ „ნიკალას“ ღვინის შეძენა გსურთ, მთავარია, წინასწარ შეუთანხმდეთ და სიამოვნებით გიმასპინძლებენ, მარანსაც დაგათვალიერებინებენ, ღვინოსაც გაგასინჯებენ და გემრიელ სუფრასაც გაგიშლიან.
თუ ღვინო ძალიან მოგეკიდებათ, გესთჰაუზსაც მიგასწავლიან ახლოსვე, ღამის გასათევად. 599 96 33 17 /
114 VOYAGER 19/2020
@nikalasmarani / nikalasmarani@gmail.com
ხოხბის ცრემლები
ბარათაშვილის ქ. #18, სიღნაღი
ჯონ უერდემანი 20 წლის იყო, როცა პირველად საქართველოში ჩამოვიდა. კახეთში ტურისტული ვიზიტი მისი ამ მხარეში დაფუძ ნებით დასრულდა – 1996 წელს სიღნარში სახლი იყიდა, რომე ლიც დიდი და წარმატებული საოჯახო ბიზნესის ათვლის წერ ტილი გახდა. თავიდან ჯონის გატაცება მხატვრობა და ქართული პოლიფონიური მუსიკა იყო, 2006 წელს კი ღვინის ბიზნესში ჩაება და კომპანია „ხოხბის ცრემლები“ დააარსა. „ხოხბის ცრემლები“ ღვინოს უძველესი ქართული ვაზის ჯიშებისგან ტრადიციულად ქვევრში აყენებს. ჭაჭაზე დავარგების პროცესი ყურძნის ჯიშსა და ქვევრის ზომაზეა დამოკიდებული და 3-დან 6 თვემდე გრძელდე ბა. ქვევრები სხვადასხვა ასაკისაა, ზოგი XIX საუკუნის შუა წლებ საც კი მიეკუთვნება. მარანი ვენახშია გაშენებული, რათა მაქსი მალურად აიცილონ თავიდან ტრანსპორტირებისას ყურძნის დაზიანება. თანაც შესაძლებელია ღვინო მანამ დაიწუროს და ქვევრში ჩადგეს, სანამ მზე ძალიან დააჭერს. რესტორანი „ხოხ ბის ცრემლები“ ღვინისთვის კარგი „აკომპანემენტის“ გასაწევად
ჩერქეზას ზედაშე
შეიქმნა, თუმცა ახლა ის დამოუკიდებელი კულინარიული ცენ ტრია, რომელიც ფერმერული ბაზრიდან და ადგილობრივი მეურ ნეობებიდან მარაგდება. იდეა გემრიელი ინგრედიენტების მარტი ვი შერწყმაა, შთაგონება კი – ქართული სახლური სამზარეულო. რესტორანი გთავაზობთ „ხოხბის ცრემლების“ ღვინოების დიდ არჩევანს, მათ შორის ვინტაჟური და experimental Cuvee-ის ჩათ ვლით, რომელთაც სხვაგან ვერსად ნახავთ. აქვეა ნატურალური ღვინოების დიდი არჩევანი მთელი მსოფლიოდან. „გიჟი ბროწეული“ – 2018 წელს გაიხსნა. ეს რესტორანია, რო მელიც მხოლოდ წინასწარი შეკვეთით, მინიმუმ 10 ვიზიტორის შემთხვევაში „გაიღება“ – სადაც ადგილობრივ ფერმებსა და მინდვრებში მოწეული საუკეთესო სეზონური ინგრედიენტე ბისგან დამზადებული გემრიელი სუფრა იშვიათი ნატურალუ რი ღვინის თანხლებით კავკასიონის ქვეშ გაჭიმული ზვრების ფონზე იშლება. 0355 23 15 56 / (598) 72 28 48 contact@pheasantstears.com
www.pheasantstears.com
ნუკრიანი, სიღნაღი
ბუნებრივი ღვინის მწარმოებელ მეღვინეთა წრეში ბევრი ამბობს, რომ სტუმრების მისაღებად ვერ იცლის, რადგან პრიორიტეტი მევენახეობა და მეღვინეობაა. ცხადია, სრულიად გასაგები პოზიციაა ისევე, როგორც მეღვინეთა მეორე ნაწილის პოზიცია, რომ ღვინის დაყენების „ფინალი“ – სუფრა მათ არანაკლებ აინტერესებთ. რატომაც – არა, აგროტურიზმი ადამიანებს იმ ყოფაში გვახედებს, რაც ასე განსხვავდება ჩვენისგან, სადაც ბევრი სიახლეა და კითხვების დასმის საშუალებაც არ გვაკლია. გიორგი ჩერქეზიშვილი, იგივე ჩერქეზა, პედაგოგი, გამყოლი გიდი და მეღვინე, თავის ლამაზ სოფელში და მშვენიერ მარანში ამ გამოცდილების მისაღებად გველის. ეს საოჯახო მარანია, სადაც, ბოლოს და ბოლოს, ბუნებრივ გარემოსა და პრაქტიკაში გავარკვევთ ზედაშესა და ზედაშეს ქვევრების მნიშვნელობას (ზედაშე შესაწირ ღვინოს ნიშნავს და საგვარეულო სალოცავს). გავსინჯავთ ბიოლოგიურად სუფთად დაყენებულ წითელ ღვინოს, კახურ ტრადიციულ თეთრსა და ჭაჭას. თუ დროს სწორად შევარჩევთ, მასპინძელი რთველში, არყის გამოხდაში, თათარაობასა და მწვადის შეწვაშიც დაგვიხმარს და იმის უფლებასაც მოგვცემს, თვითონ მოვამზადოთ ნაღდი
ქიზიკური კერძები. ანუ ყველაზე ნამდვილ, შეულამაზებელ და მყუდრო გარემოში, ადგილობრივ მეღვინესთან ერთად, ვეზიაროთ ქიზიკურ ეთნოგრაფიულ კულტურას.სადეგუსტაციო სივრცე ზედ ვენახთან და ზედაშესთანაა მოწყობილი. დარეკეთ წინასწრ. + (995) 599 974 372
115 VOYAGER 19/2020
cherkezaszedashe cherkezatravel@gmail.com
ღვინის ატლასი
კახეთი
ოქროღვინო
ჭავჭავაძის ქუჩა 7 ა, სიღნაღი
ჯონ ოქრუაშვილი პირველი თაობის ნატურალური მეღვინეა. მისი სახელი კარგადაა ცნობილი ნატურალური და ორეგანული მეღვინეების საერთაშორისო პროფესიულ წრეებში. 2004 წელს დაარსებული მისი კომპანია – „ოქროღვინის“ მთავარი მიმარ თულებაა – აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული ვაზის ჯი შებიდან ნატურალური, დახვეწილი გემოს ღვინის წარმოება. ღვინო აქ ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით მზადდება, ვენახი კი ორგანულია, ქიმიური დანამატების გარეშე. 5.5 ჰა-ზე გაშლილ ზვრებში 6 სახის ადგილობრივი ჯიშის ყურძენი მოდის – რქაწითელი, მწვანე, საფერავი, ბუდეშური, ცოლიკოური და თავკვერი. „ოქროღვინოს“ აქვს რესტორანიც მდიდარი ქართული სამ ზარეულოთი, რომელსაც ჯონის და უძღვება. ის შესანიშნავი მასპინძელია, ღვინის, ქართული სამზარეულოს, ისტორიის და მეღვინეობაში ქალების როლის ცოდნით. თავადაც მეღ ვინეა.
ცალკე უნდა აღვნიშნოთ, რესტორნის საუკეთესო ხედი ქალაქ ზე, ალაზნის ველსა და კავკასიონის მწვერვალებზე. წინასწარი ჯავშანი აუცილებელია. 032 284 55 84 info@okroswines.com
იასეს მარანი
ვერა ზარკოვსკა
კაკაბეთი, საგარეჯო
ეს ნატურალური მეღვინის – გოგიტა მჭედლიშვილის მარანია, რომლის ოჯახსაც ღვინის კეთების ტრადიცია დიდი პაპის, ია სეს დროიდან მოსდევს, ბოთლებში ჩამოსხმა და ბრენდირება კი 2016 წლიდან ხდება. „იასეს მარნის“ საფერავი, რქაწითელი და მანავის მწვანე, რო მელიც მანავის მიკროზონაში, მათ ოჯახურ 50 წლის წინანდელ ვენახებში იზრდება, უჟანგავი ლითონის ცისტერნებში ძველდე ბა ბუნებრივი მეთოდით. ექსპორტზე საფრანგეთში გააქვთ და თბილისის მაღაზიებშიც იყიდება. წელს გოგიტას ღვინის ასორ ტიმენტს ვარდისფერი რქაწითელი, ქისი და ბუერაც დაემატა. იასეს მარანიც ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრია და შხამქიმიკატებს ღვინოს არც ერთ ეტაპზე არ აკარებს. კაკაბეთში თუ ეწვევით, სადეგუსტაციო დაფასა და ღვინოებს დაგახვედრებთ, ასევე, თავის გამოხდილ ჭაჭასა და ხილის არყებს. გოგიტას გეგმაა – საგარეჯოს ცენტრში, ბაბუის ორსაუკუნოვანი მარნის აღდგენა, სადაც ქვის საწნახელი და ძველი ქვევრებია. 577 24 44 84
თედოს მარანი
ყაზბეგის ქ. #2, საგარეჯო
თედო გზირიშვილი ღვინოს 1985 წლიდან აყენებს, უკვე წლებია ექსპორტზეც გააქვს. მცოდნე მეღვინეა, შეუდარებელი მასპინ ძელი და კარგი მთხრობელი. ქართულ ნატურალურ მეღვინეო ბასა და მის ისტორიაზე საუბარი დაუსრულებლად შეუძლია. ხუ თი სახეობის ღვინოს აწარმოებს, მათ შორისაა ბუერა და ასევე იშვიათი _ ბუდეშური წითელა. აკეთებს ჭაჭას და თავისი ორგა ნულად სუფთა თაფლიც აქვს. „თედოს მარანში“ მწვადსაც უზადოდ წვავენ და კარგი გუდაც აქვთ. გემოების შეხამება უკვე სტუმრებზეა, რომელთაც, სავა რაუდოდ, სექტემბრიდან მიიღებენ, დაუკავშირდით წინასწარ. 599 94 23 45
TedosMarani 116 VOYAGER 19/2020
IasesMarani
კავშირის დაშლის შემდეგ ღვინის დაყენება მხოლოდ თავიან თი ოჯახისთვის გააგრძელეს, მაგრამ ქვევრისა და ღვინის ნა ტურალური წარმოების მეთოდის მიმართ პატივისცემა არ დაუ კარგავთ. ეს მოწიწებული დამოკიდებულება დღესაც იგრძნობა „ჯუსოს“ მარანში, სადაც 60 წლის წინ დარგული ვაზი, ტრადი ციულ სტილში მოწყობილი ჩვიდმეტქვევრიანი მარანი და სა დეგუსტაციო სივრცე დაგხვდებათ და, თუ მოინდომებთ, „ჯუსო ში“ ტრადიციული კახური სუფრითაც გაგიმასპინძლდებიან. ღვინოს ორგანულად მოყვანილი ყურძნით, ტრადიციული კახუ რი მეთოდით, ბუნებრივი ფილტრაციით ამზადებენ. 2018 წელს „ჯუსოს“ მარნის ბუდეშურმა საფერავმა და რქაწითელმა ორ სხვადასხვა კონკურსზე ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მე დალი დაიმსახურა. 595 55 88 57
ჯუსოს მეღვინეობა გულისაშვილის ქ. #24, საგარეჯო
ამ მეღვინეობას დღეს ნატურალური მეღვინეობისადმი დიდი ინტერესითა და ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდა ოჯახი გა ნაგებს, მაგრამ ღვინის კეთების გამოცდილება წინაპრებისგან მოსდევთ – ჯერ კიდევ საბჭოთა წლებიდან, როცა ოჯახის ბა ბუამ, ცნობილმა მეღვინემ ვაზი კახეთის მიწაზე ჩაყარა და ღვი ნის ქარხანაც გახსნა, რომელიც ბოთლებში ჩამოსხმული ღვი ნით საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს ამარაგებდა.
ანთაძეების მარანი
საგარეჯო
ნიკი ანთაძე ნატურალური ღვინის მწარმოებელი მეღვინეების პირველ თაობას მიეკუთვნება. მისი ვენახები მანავის მიკრო ზონაშია, სადაც მწვანე, რქაწითელი და საფერავი მოდის. ნიკი ანთაძე ორგანული მეღვინეობის პრინციპებს მისდევს და ღვინოსაც ბუნებრივად, ქიმიური დანამატების გარეშე აყენებს ქვევრში. მისი ღვინო არაერთი ადგილობრივი და საერთაშო რისო პრიზის მფლობელი გამხდარა ისევე, როგორც ცნობილი უცხოელი ღვინის კრიტიკოსების ქების ღირსი. ნიკი ანთაძის ღვინო ექსპორტზე გადის და თბილისის ღვინის მაღაზიებშიც იყიდება, თუმცა, მასთან სტუმრობა კიდევ დამატე ბითი თავგადასავალია. 593 73 88 63
antadzewines 117 VOYAGER 19/2020
jusowinery
შპს ზიგი 5 წელია ოფიციალურად წარმოადგენს პრემიუმ ხაზის ტექნიკას საქართველოში
032 2 105 025
www.zigie.com