რედაქციისაგან
ჩრდილოეთის ციალს მიღმა ბუნებრივი რეაქციაა – თავიდან იწყება გაკვირვება და შემდეგ დაეჭვება იმის შესახებ, რომ ყველაზე თუ არა, რიგით მეორე ყველაზე ბედნიერი ერი ნორვეგიაა. არადა, დასკვნა გაეროსთვის მომზადებული ავტორიტეტული კვლევიდანაა. თითქოს, უნდა ენდო, არადა, როგორ შეიძლება იყო ბედნიერი იქ, სადაც წელიწადის უმეტეს დროს ცა რუხია, მიწას ყინული ფარავს; რომლის ერთ ნაწილშიც მზე სულ არ ამოდის თვეობით, მეორე ნაწილში ღამეებიც კი მზიანია. რაღა რჩება – ერთადერთი თავშესაფარი ნებისმიერი სახის თრობაში ჩაშვებაა, ოღონდ კი თავი დააღწიო მელანქოლიას. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ნორვეგიელებს, ჩრდილოეთის ყველა ხალხს გამოვლილი აქვს. და „გამოვლილი“ კარგი სიტყვაა, რადგან ეს ეტაპი მათთვის უკანაა, გადალახული და დაძლეულია. თითქოს, „დააფგრეიდდნენ“, როგორც მანქანებზე იტყვიან, თითქოს, „გაუმჯობესდნენ“ და ახლა მოქალაქეობის, ადამიანურობის ახალ ეტაპზე არიან. იმას აკეთებენ, რაც ბევრ საზოგადოებას (ცხადია, ერთეულ ადამიანებს არ ვგულისხმობ) მხოლოდ თეორიად მოსწონს, პრაქტიკაში კი ერთულებს: ქმნიან ბუნებისა და თანამედროვების ეფექტურ ნაზავზე დაფუძნებულ ურბანულ და სოფლურ ერთობებს, სადაც პრინციპები და ფასეულობები თვალსაწიერიდან არ ეკარგებათ; სადაც, როგორც გულს მოისინჯავ და ფეთქვას
იგრძნობ, ისე გრძნობენ საკუთარ შინაგან ღერძს, რაზეც დგანან. ნორვეგიაში ის ყველაფერია პრაქტიკა და რეალობა, რაზეც ჩვენისთანა საზოგადოებები მხოლოდ ვოცნებობთ და გვგონია, რომ ამათ თუ მივაღწიეთ, მერე მივხვდებით, რას ნიშნავს იყო ბედნიერი დედამიწაზე. ნორვეგიაში უკვე ასე ცხოვრობენ და ამიტომ მგონია, რომ პირველ რიგში იქ ჩასვლა ამის მოსა სინჯად ღირს: აბედნიერებს სრული ურბანული კომფორტი, როცა თხილამურებით სასრიალოდ წასვლა მეტროთი შეგიძლია? აბედნიერებს გარემოზე ზრუნვა და ბუნებასთან სრული ჰარმონიის განცდა? ნოვატორული განათლების სისტემა? ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო, რომლის მიზანიც დასჯა და გარიყვა კი არაა, ჩართვა, მიღება და მოქალაქეების განვითარებაზე ზრუნვა? ნორვეგია ქვეყანაა, სადაც ეს კითხვები არათუ პასუხების მოლოდინში ჩამოწერილ თეზისებად დგას, არამედ ყო ველდღიური პრაქტიკული სავარჯიშოა. ჩვენ კი შეგვიძლია მოვიმიზეზოთ ჩრდილოეთის ციალზე ნადირობა და წავიდეთ ნორვეგიაში იმის გამოსარკვევად, რაც ციალს მიღმა მკაფიოდ და ცხადად ჩანს ამ ქვეყანაში _ პასუხი კითხვაზე: რა აბედნიერებს ადამანს? თამარ ბაბუაძე მთავარი რედაქტორი
#ThisIsYourTime
განსაკუთრებული საჩუქარი აჩუქე საშობაოდ PANDORA-ს მბრწყინავი საჩუქარი
#PANDORAGift
pandora.net
WHERE BUSINESS MEETS LEISURE TO MANAGE YOUR MEMBERSHIP
To become a member please contact:
corporateclub.turkishairlines.com or corporate.iev@thy.com
სარჩევი
werili oslodan
pirveli STabeWdilebebi
14
oslo
22 33
transporti / muzeumebi / sastumroebi / Sopingi
ნორვეგიის კონტროვერსიული და კონსერვატiული თანამედროვე ხელოვნება
34
ჩრდილოეთის ქვეყნის სამზარეულო
38
SKAL –
gagimarjos norvegiulad
რისგან შედგება ნორვეგიული ბედნიერება?!
fiordebi bergeni შვიდ მთას შორის muzeumebi / sastumroebi / restornebi
mzis qarze monadireebi ნორვეგიული დღიური
იბსენი _
46 50 54 63 74 86
ნორვეგიიდან შემოგზავნილი
96
დიდი მწერალი, ვისზეც ხმამაღლა არ საუბრობენ
98
LILYHAMMER – როგორ ჩანს ნორვეგია პატარა სოფლიდან
102
„მე ისეთი გაბრაზებული ვარ, ლივ!“
106
თუ არ წახვედი, ვერ დაბრუნდები
112
ჯაზის აუტანელი ნორვეგიულობა
116
ახირებული თინეიჯერების ოპერა
120
დაგნი იუელ
124
8 VOYAGER 13/2018
13, 2018
დიზაინერი ნინო ყაველაშვილი
მთავარი რედაქტორი თამარ ბაბუაძე
პროექტის კურატორი
ავტორები
თინა ოსეფაშვილი
მაია ყიფშიძე ირინა პოპიაშვილი
კორექტორი
თამარ კვინიკაძე
ნინო საითიძე
უნა აბაშიძე
სალომე კიკალეიშვილი ლაშა ბუღაძე არჩილ ქიქოძე აკა მორჩილაძე
სარეკლამო გაყიდვების დირექტორი
ნათია ახალაშვილი
კონსულტანტი ნორვეგიულ ენაში
ნაზი გოშაძე
კახა თოლორდავა
სოფიო ქარჩხაძე
დესი დაშკოვა
ფოტო
ყდის ილუსტრაცია
სანდრო ნავერიანი
მაია ყიფშიძე
თინა გორდელაძე
მიხეილ ციხელაშვილი
არჩილ ქიქოძე
მარი კახურიშვილი
ვერა ზარკოვსკა
Shutterstock
პროექტის ხელმძღვანელი / SOLO-ს დირექტორი ნინო ჩიქოვანი SOLO-ს ბრენდმენეჯერი ქეთი ნიკოლეიშვილი
გამომცემელი: შპს `სოლო~ ვებგვერდი: www.solo.ge ტელ.: +995 32 2 44 44 00
ISSN: 2346-8130
რეკლამა ჟურნალში: +995 599 330 364 ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა წარმოადგენს შპს `სოლოს~ საკუთრებას. ჟურნალში დაბეჭდილი ნებისმიერი მასალის გამოყენება კომპანიის წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია.
თბილისი
SOLO LOUNGE აბაშიძე აბაშიძის ქ. №70
თბილისი
SOLO LOUNGE მთაწმინდა ჩიტაძის ქ. №11
თბილისი
SOLO LOUNGE ფალიაშვილი ფალიაშვილის ქ. №23
თბილისი
SOLO LOUNGE ცინცაძე ცინცაძის ქ. №12
თბილისი
SOLO LOUNGE ჭავჭავაძე ჭავჭავაძის გამზ. №29
თბილისი
SOLO LOUNGE ყაზბეგი ყაზბეგის გამზ. №24გ
თბილისი
SOLO LOUNGE წერეთელი წერეთლის გამზ. №73
თბილისი
SOLO LOUNGE ყაზბეგი ყაზბეგის გამზ. №25
SOLO LOUNGE ქუთაისი თამარ მეფის ქ. №5
თბილისი
SOLO LOUNGE გლდანი ნოზაძის №8
SOLO LOUNGE თელავი ჩოლოყაშვილის ქ. №3 SOLO LOUNGE ბათუმი რუსთაველის ქ. №22
www.solo.ge
ტელ.: +995 32 2 44 44 00
oslo
წერილი ოსლოდან პირველი შთაბეჭდილებები
მაია ყიფშიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნორვეგიაში
პირველი რიგში, რაც ნორვეგიაზე, ალბათ, თქვენც გახსენდებათ, ფიორდებია, თეთრი ღამეები, ჩრდილოეთის ციალი – Aurora Borealis, ცნობილი მწერლები კნუტ ჰამსუნი, ჰენრიკ იბსენი, ჯო ნესბო, კომპოზიტორი ედვარდ გრიგი, პოლარული მკვლევრები ფრიტიოფ ნანსენი და რუალ ამუნდსენი, ტურ ჰეიერდალი და მისი კონ-ტიკი, მხატვრები ედვარდ მუნკი და თეოდორ კიტელსენი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატები, ტროლები და, რასაკვირველია, ვიკინგები. უკვე 9 თვეა, აქ ვარ. თებერვლის დასაწყისიდან. ოსლოში ახლა უკვე ჩემი საყვარელი ადგილები მაქვს. ვიგელანდის პარკი ერთ-ერთი მათგანია. ამ პარკში მოქანდაკე გუსტავ ვიგელანდის 214 ქანდაკება დგას და ოსლოში ჩამოსული ტურისტების რჩეული ღირსშესანიშნაობაა. ბრინჯაოს, გრანიტისა და გამომწვარი რკინის სკულპტურების სანახავად ზამთარ-ზაფხულ შემიძლია მისვლა და ვიგელანდის მიერ გადმოცემულ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე დაკვირვება: ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, მშობლებისა და ბავშვების, მოხუცების – გიგანტური სკულპტურებით აქ ადამიანის სიცო-
ცხლის მთელი ციკლია ნაჩვენები. ძალიან შთამბეჭდავია და ყოველ მისვლაზე ახალ დეტალს ვინიშნავ ხოლმე. სტუმრებიც ხშირად მიმყავს. ოსლოს კიდევ ერთი პარკი – ეკებერგის პარკიც გამორჩეულად მიყვარს – ქალაქის შუაგულშია, მაგრამ იმდენად დიდია, რომ კეჩხობის ტყეს მაგონებს, ოსლოს ფიორდზე ულამაზესი ხედებით, საინტერესო ქანდაკებებით. საერთოდ, ნორვეგიელებს უყვართ ქანდაკებები – ქუჩაში, ტყეში, ხიდზე სხვადასხვანაირი ქანდაკება ხშირად შეგხვდება. ეკებერგის პარკში ერთი ადგილია, რომელიც ცნობილია იმით, რომ სწორედ იქ დახატა მუნკმა თავისი, ალბათ, ყველაზე ცნობილი ნახატი „კივილი“. არანაკლებ მიყვარს სანაპიროზე დგომა და ოსლოს ფიორდის ყურება. აკერბრიგე – ასე ჰქვია ამ ადგილს, საიდანაც კარგად ჩანს, როგორ დადიან კუნძულებს შორის გემები, ნავები თუ ბორნები. აქედან ბიგდოის კუნძული მშვენივრად ჩანს – იქ ოსლოს ცნობილი მუზეუმებია თავმოყრილი. მომწონს, რომ მეტროთი შემიძლია მისვლა სონსვანის ტბამდე – ოსლოს ჩრდილოეთით, სულ 15 წუთის სავალზე, სადაც უამრავი საპიკნიკე, რეკრეაციული და სპორტული ადგილია.
14 VOYAGER 13/2018
გარემოს თავიდანვე სრულყოფილად აღქმა არ გამიჭირდა. არც ადამიანების. ნორვეგიელი მეგობრები მანამდეც მყავდა და ვიცოდი, რომ ჩაკეტილი ხალხია, დისტანციაზე გამყოფებენ, თავიანთ ცხოვრების წესს ძნელად შეიცვლიან – ზუსტად აქვთ გააზრებული, რას რის გამო აკეთებენ, თავიანთ გარემოში რა რატომ ხდება. მოულოდნელობებს, გამოწვევებსაც კი გააზრებულად იქმნიან. ველურ ბუნებასთან მათი ძალიან სახასიათო კავშირიც ჩემთვის ამის დასტურია. სურთ, დაუმტკიცონ თავს, რომ ბარიერი გადალახეს, გამოწვევას გაუმკლავდნენ. ურჩევნიათ, მარტო წავიდნენ ტყეში, დაიკარგონ და უკან მარტო გამოაგნონ გზას. რაც უფრო გაუკვალავ ადგილზე ისრიალებენ და ისეირნებენ, მათთვის ეს უფრო მძაფრი თავგადასავალია. ამ დროს, მოგზაურობაში, ხშირად მარტოები არიან. ხუმრობენ კიდეც ამაზე: გადასარევი დრო გავატარე, სასრიალოდ რომ ვიყავი, გზაში არავინ შემხვედრიაო, იტყვიან. სირთულეების გადალახვისკენ სწრაფვა – ეს მათი ხასიათის თანდაყოლილი, აბსოლუტურად უნიკალური ნაწილი მგონია. არის სხვა დეტალები, რაც მათ უზადო მოქალაქეობრივ შეგნებაზე მიუთითებს და ამის აღმოჩენა ისევ ოსლოში გატარებულ ჩემს პირველ თვეებს უკავშირდება: მხოლოდ ჩასვლისას გავარკვიე, რომ -21 გრადუსი, დათოვლილი ლანდშაფტი... – ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ვეგუები ძნელად, რომ ოსლოში ტროტუარებიდან ყინულს არ წმენდენ – ძვირი უჯდებათ და, პოლიტიკაა ასეთი, თუ ადამიანმა ფეხი მოიტეხა, ეს მისი ბრალია, რადგან, მაგალითად, ქუჩაში გამოვიდა წრიაპების მაგვარი აღჭურვილობის გარეშე, რაც ყველგან – აფთიაქებსა და მაღაზიებშიც კი იყიდება. მთელი პირველი პერიოდი, აპრილის შუა რიცხვებამდე, ოსლოს ქუჩებში ისე დავდიოდი, ძირს ვიყურებოდი, ზემოთ არაფერი
დამინახავს. ყინულით დაფარულ ტროტუარებზე არავინ წუწუნებს, იციან, რომ თავის დაცვა მათი პირადი პასუხისმგებლობაა. შურით ვუყურებ ახლაც მანქანების ნაკადს – 50-100-მეტრიანი დისტანციით დადიან. მკაცრად აკონტროლებენ მშენებლობების ნებართვის საკითხს – ნებართვის გაცემამდე იკვლევენ გარემოს და თუ დამტკიცდა, რომ შერჩეული ადგილი კონკრეტული მცენარეებისთვის, ფრინ ველებისთვის შეუცვლელი ადგილია, გამორიცხულია, მშენებლობა დაუშვან. 2019 წელს ოსლო ევროპის მწვანე დედაქალაქად გამო აცხადეს და უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი. გვინდა, თბილისიდან ჩვენი დელეგაციაც ჩამოვიდეს, მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვისაც საინტერესო იქნება. დიდ ფულს ხარჯავენ გამართულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საწვავის ხარისხს აკონტროლებენ და მოსახლეობას ელექ ტრომანქანების გამოყენებისკენ მოუწოდებენ. ამას თან ახლავს მთელი რიგი პრივილეგიებიც. ზრუნავენ იმაზე, რომ ცენტრში არ იყოს ბევრი საპარკინგე ადგილი, ეს დისკომ ფორტს უქმნის მძღოლებს, მაგრამ ასე არის საჭირო ქვეყნისთვის და ეს იციან. დიდ მანძილებს ფარავენ ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უმაღლეს დონეზე აქვთ მოწესრიგებული. რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როცა ჩვენთან, საელჩოში, მაღალი რანგის ოფიციალური პირები მეტროთი მოსულან. ქალაქგარეთ სათხილამურო ადგილებამდე მისვლა მეტროთიც შეუძლიათ, ამიტომ ტრამვაისა და მეტროს ვაგონში ხშირად მინახავს ნორვეგიელები თხილამურებით ხელში – სათხილამუროდაც კი მეტროთი დადიან. ამ ქვეყანაში ვნახე ყველაზე ხელშესახებად, როგორ მუშაობს ლოზუნგი – ყველა
ვიგელანდის პარკში 214 ქანდაკება დგას. ბრინჯაოს, გრანიტისა და გამომწვარი რკინის სკულპტურების სანახავად ზამთარ-ზაფხულ შემიძლია მისვლა და ვიგელანდის მიერ გადმოცემულ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე დაკვირვება.
15 VOYAGER 13/2018
oslo
თანასწორია. ამაყობენ იმით, რომ ნორვეგიელები ეგალიტარული საზოგადოებაა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კონსტიტუციური მონარქიაა, დიდი ბრწყინვალებით მეფე და დედოფალიც კი არ გამოირჩევიან. სადღაც წამიკითხავს კიდეც, რომ შესაძლოა, სუპერმარკეტში შეხვიდე და დაინახო, როგორ ყიდულობს მეფისწული პიცას. მეფის სასახლის პარკი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის და ბევრი ოსლოელი, ახლა უკვე მეც მათ შორის, სახლიდან სამსახურში სწორედ ამ პარკის გავლით დავდივართ.
ვიგელანდის პარკი
პრივილეგიები არ არსებობს. ამაყობენ თავიანთი ეგალიტარიზმით და იმედი აქვთ, თანასწორუფლებიანობის ეს ცნება მათ ქვეყანაში არასდროს შეიცვლება.
ბევრი ადამიანი ნორვეგიაში რაოდენ მდიდარიც არ უნდა იყოს, არასდროს მოგახვევთ თავს თავის სიმდიდრეს. გარედან შეიძლება ვერც კი მიხვდე, რომ ამა თუ იმ სახლში მდიდარი ნორვეგიელი ცხოვრობს. შეიძლება ისეთი მაღალჩინოსანი ნახო, სამსახურში ფეხით რომ მიდის და შესვენებაზე სახლიდან წაღებულ ბუტერბროდს შეექცევა, ვერაფრით დაიჯერო. პრივილეგიები არ არსებობს. ამაყობენ თავიანთი ეგალიტარიზმით და ყველგან აღნიშნავენ, რომ იმედი აქვთ, თანასწორუფლებიანობის ეს ცნება და ტრადიცია მათ ქვეყანაში არასდროს შეიცვლება. შეიძლება ამითაც აიხსნებოდეს ნორვეგიელების უნიკალური, საყოველთაოდ ცნობილი ე.წ. საყოველთაო კეთილდღეობის ფონდი, რომელიც ხალხის მემკვიდრეობადაა გამოცხადებული, 800 მილიარდზე მეტ ევროს ითვლის და რომელსაც სახელმწიფო არ ხარჯავს – მომავალ თაობებს უნახავს. როცა საუბრობ ქვეყანაზე, არ შეიძლება გვერდი აუარო რამდენიმე ისტორიულ თარიღს, რომელმაც ამ ერის ჩამოყალიბებას დაღი დაასვა და რამაც მისი ხასიათი, ცხოვრების სტილი, ყოფა ან მეზობლებთან ურთიერ-
მეფის სასახლის პარკი 16 VOYAGER 13/2018
თობა განაპირობა. შორეულ წარსულში რომ არ გადავინაცვლოთ და ვიკინგების ეპოქასაც გადავახტეთ, ნორვეგიელების ისტორიაში ორი მნიშვნელოვანი თარიღია: 1814 წლის 17 მაისი და 1905 წელი, როდესაც ნორვეგიამ დამოუკიდებ ლობა აღიდგინა. ნორვეგია დანიის შემადგენლობაში დაახ ლოებით 400 წელიწადს შედიოდა. 1814 წელს, პირველი კონსტიტუცია დაიწერა, თუმცა 1814 წელს შვედეთის ხელისუფლების გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. საბოლოოდ, დამოუკიდებლობა მან მხოლოდ 1905 წელს მოიპოვა. 17 მაისი ამ ღირსშესანიშნავი დღის აღნიშვნაა. თუ ვინმე ამ დღეს ოსლოში (და არა მხოლოდ ოსლოში) მოხვდება, მოწმე გახდება არაჩვეულებრივი ერთსულოვანი დღესასწაულის, როდესაც თავიანთ ეროვნულ ტანსაცმელში – ბუნადში – გამოწყობილი ნორვეგიელები დამოუკიდებლობას ზეიმობენ. ბუნადი ყველა ოჯახშია. ქორწილში, დღესასწაულებზე ნორვეგიელები თითქმის ყოველთვის ნაციონალურ ტანსაცმელში არიან გამოწყობილი. იმართება აღლუმი, რომელშიც ოსლოს სკოლების ყველა მოსწავლე მონაწილეობს, თავისივე ბენდის თანხლებით. ისინი ამაყად ჩაუვლიან მეფის სასახლეს, საიდანაც აივანზე გადმომდგარი სამეფო ოჯახი ესალმებათ. დიდი ხნის განმავლობაში ნორვეგია საკმაოდ ღარიბი ქვე ყანა იყო, რომელიც ძირითადად სოფლის მეურნეობით, თევზჭერითა და გემთმშენებლობით ირჩენდა თავს. სიტუაცია მკვეთრად 1969 წლის დეკემბერში შეიცვალა, როცა ნავთობის პირველი საბადო „ეკოფიქსი“ გაიხსნა და აღ მოჩენილმა ნავთობმა ნორვეგია მსოფლიოში ერთ-ერთ
თუ ამ ზღაპრული ქვეყნის სანახავად მოგზაურობას თქვენც გადაწყვეტთ, პირველ რიგში, კარგი ფოტოაპარატის შეძენას გირჩევთ.
უმდიდრეს ქვეყნად აქცია. თუმცა ნორვეგიელებისთვის ბედნიერება ბუნებაა და არა ალბათ მხოლოდ ნავთობის საბადოები. რასაკვირველია, ნავთობიც და მისგან წამოსული სიმდიდრეც დიდ გავლენას ახდენს ცხოვრების სტილზე, მაგრამ ნორვეგიელები არნახულ სიამოვნებას მაინც ბუნებაში პოულობენ. ბუნებაში ყოფნა, თითქოს, მათი თვითმიზანია.
ოლიმპიური ჩემპიონი, მოციგურავე სონია ჰენი, მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში „მზიანი ველის სერენადა“
პარასკეობით თვალშისაცემია სავსე მატარებლები, რომლებიც ნორვეგიელებს თავიანთ „ჰიტებში“ ანუ ზაფხულის ან ზამთრის კოტეჯებში მიაქანებენ. ეს ორი დღე აქ წმიდათაწმიდაა – ეს ის დროა, როცა ნორვეგიელები პირდაპირი მნიშვნელობით ბუნებას ერწყმიან (ზამთარში თხილამურებით, ზაფხულში ლაშქრობებით) და რაც უფრო უკაცრიელ ადგილას მოხვდებიან და შორს იქნებიან ცივილიზაციისგან, მით უფრო ბედნიერები არიან. ზოგიერთ ჰიტაში არც გათბობაა, არც წყალი, არც ელექტრობა. სწორედ ამ ზაფხულს ვესაუბრე 80 წელს მიტანებულ ნორვეგიელ ცოლ-ქმარს ჰიტაში წასვლის წინ – ჩვენს კოტეჯში მივდივართ, წყალი არ გვაქვს და ჭიდან ვეზიდებითო, მითხრეს. ეს ჩემს თავზეც გამოცდილი მაქვს. 20 წლის წინ, როცა პირველად ჩამოვედი ნორვეგიაში მეგობრების სანახავად, პატივი მცეს – ესეც
17 VOYAGER 13/2018
oslo
მოტივტივე ქანდაკება SHE LIES და ოპერის თეატრი
მათი ტრადიციაა – და თავიანთ კოტეჯში წამიყვანეს, უღრან ტყეში. მზე რომ ჩავა, დავიძინოთო, მითხრეს. 1995 წელი იყო, საქართველოდან ჩასულს, სანთლის ხსენებაზე, დამ ზაფრა, იქნებ წიგნი მაინც წავიკითხო-მეთქი და სანთლის მოცემას შემპირდნენ. ალბათ, ამ ყველაფრის მერე ქალაქში დაბრუნებული უფრო აფასებ კომფორტს. თან ბუნების გაფრთხილება მართლაც ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი. საქართველოში ჩასული ნორვეგიელებიც სულ ამას გვიმეორებენ, ფრთხილად უნდა იყოთ, ბევრი რამ რომ არ დაზიანდეს ბუნებაშიო. მოგზაურობა ქვეყნის გარეთაც უყვართ – გარე სამყარო აინტერესებთ. „ეს სულ სხვა სამყაროა, უფრო ლამაზი ხალხით, უფრო წითელი ღვინით, უფრო მაღალი მთებით. მჯერა, რომ ყაზბეგში, მთელი წლის მანძილზე, ღმერთი ცხოვრობს“, – ამ ციტატის ავტორი კნუტ ჰამსუნია, რომელიც საქართველოზე საუბრობს. 1899 წელს ის ფინეთიდან, რუსეთის გავლით, საქართველოში სწორედ ყაზბეგიდან (სტეფანწმინდა) ჩამოვიდა და შემდეგ იმოგზაურა ბაქოსა და სტამბოლში. ამ მოგზაურობის შემდეგ დაწერა წიგნი „ზღაპრულ ქვეყანაში: განცდილი და ნაფიქრალი კავკასიაში“, რომელიც 1903 წელს გამოიცა. ზემოთ მოცემული ციტატა იმ წერილიდანაა, რომელიც 1900 წლის დეკემბერში ჰამსუნმა დაგნი კრისტენსენს მისწერა. ჰამსუნი არ იყო ერთადერთი ნორვეგიელი, რომელიც საქართველოთი აღფრთოვანდა. 1925 წლის ივნისსა და ივლისში საქართველოში, სომხეთსა და დაღესტანში იმოგზაურა ფრიტიოფ ნანსენმა, რომელიც სტამბოლიდან ბათუმში და ბათუმიდან – თბილისში ჩამოვიდა. ამ ვიზიტის მიზანი რეგიონის სხვა ქვეყნებიდან სომეხი ლტოლვილების რეპატრიაცია იყო. აღნიშნული მოგზაურობის შემდეგ, ნანსენმა ორი წიგნი გამოაქვეყნა, ერთი სომხეთის შესახებ (1927 წელს) და მეორე საქართველოს შესახებ („კავკასიის გავლით ვოლგამდე“). საქართველოზე ნანსენი წერს, რომ ქვეყანას ყველა
ფერი აქვს: ლამაზი ბუნება, ნაყოფიერი ნიადაგი, დიდი ტყეები, ფართო ველები, გორები, მაღალი მთები და ლამაზი ზღვისპირა ქალაქები. 1932-33 წლებში საქართველოში ცხოვრობდა და ქართულ ენას სწავლობდა ოსლოს უნი ვერსიტეტის პროფესორი და შემდგომ რექტორი, ჰანს ფუგტი (1903-1986). ფუგტი სომხურსა და ქართულს პარიზში სწავ ლობდა. 1936 წელს ოსლოს უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მიიღო თავისი ნაშრომისათვის, რომელიც თანამედროვე ქართულ გრამატიკას ეხებოდა. ასევე სწავლობდა სხვა კავკასიურ ენებს, მათ შორის, ახლა გამქრალ უბიხურ ენას. წერილში, რომელიც საქართველოდან გამოგზავნა, ფუგტი აღნიშნავს თავის აღფრთოვანებას ქართველი ხალხით და საუბრობს მეგობრებზე, რომლებიც საქართველოში თავისი მცირეხნიანი ვიზიტის დროს შეიძინა. ჰამსუნის, ნან სენისა და ფუგტის არქივები ნორვეგიის ეროვნულ ბიბლი ოთეკაში 29 ოქტომბერს გამოიფინა. ბიბლიოთეკის სპეციალური სამკითხველო დარბაზის შესასვლელში მცირე გამოფენა 13 ნოემბრამდე გაგრძელდა. ეს გამოფენა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის თავს მიეძღვნა. საქართველოს საელჩოდან უკვე დავუკავშირდით საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ვგეგმავთ, რომ დაიწყოს ამ ნაშ რომების გაშიფვრისა და დიგიტალიზაციის პროცესი. ეს ორმხრივად საინტერესო იქნება. ვფიქრობ, ლიტერატურული კავშირები კიდევ უფრო გამ ყარდება, განსაკუთრებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ – საპატიო სტუმრის სიმბოლო გრაგნილი ანუ „სტუმარი ქვეყნის გილდია“ საქართველომ საზეიმოდ ხომ სწორედ ნორვეგიას გადასცა – 2019 წლის საპატიო სტუმარ ქვეყანას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. საქართველოს საპატიო სტატუსს კი სპეციალური გამოფენა ჩვენც მივუძღვენით. 12 ოქტომბერს საქართველოს საელჩომ ნორვეგიაში, ოსლოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით,
18 VOYAGER 13/2018
100-მდე სტუმარს გააცნო ქართული ანბანის სამი სახეობის ისტორია. ამ ღონისძიებაზე ჰანს ფუგტის შვილმაც ისაუბრა მამის ღვაწლზე. ნორვეგიული ლიტერატურა კარგადაა ცნობილი საქართველოში – ნორვეგიული წიგნის ფონდთან „ნურლა“-სთან (NORLA Norwegian Literature Abroad) თანამშრომლობით, 80-ზე მეტი ნორვეგიული ნაწარმოები ითარგმნა და გამოიცა ქართულად. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში, ქართულ ლიტერატურასაც გავაცნობთ ნორვეგიელ მკითხველებს. ჩვენი საელჩო უკვე მუშაობს ორ გამომცემლობასთან. წლის განმავლობაში აქ ორი დიდი ლიტერატურული ფეს ტივალი იმართება და გვინდა, ნორვეგიულად თარგმნილი ქართული ლიტერატურის ნიმუშები ორივეზე წარდგეს. ლიტერატურულ და არა მხოლოდ ლიტერატურულ კავში რებს ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი ისტორია აქვს. დიპლომატიური კავშირი ჩვენ შორის პირველად 1918 წელს დამყარდა. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის თავთან დაკავშირებით, სტუდია ABK Technologyთან თანამშრომლობით, საელჩომ მოკლემეტრაჟიანი დოკუ მენტური ფილმიც გადაიღო ქართველ დიპლომატებზე, მიხაკო წერეთელსა და არისტო ჭუმბაძეზე – შვედეთსა და ნორვეგიაში წარგზავნილ პირველ ელჩებზე. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ფრიტიოფ ნანსენმა, ცნობილმა ნორ ვეგიელმა პოლიტიკოსმა, მკვლევარმა და ნობელის მშვი დობის პრემიის ლაურეატმა, დიდი როლი ითამაშა, რომ ერთა ლიგას საქართველოს დამოუკიდებლობა ეღიარებინა. ფილმში ასევე მოთხრობილია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წარმომადგენლის, ცნობილი იურისტისა და დიპლომატის, ზურაბ ავალიშვილის და მისი ნორვეგიელი მეუღლის, მაია ფუგტის ღვაწლზეც. ნანსენი და ორი სხვა ნორვეგიელი მკვლევარი და მოგზაური –
აკერბრიგე. ხედი ოსლოს ფიორდზე
ოსლოს ფიორდი. ფონად მერიის შენობა. 19 VOYAGER 13/2018
oslo
ტურ ჰეიერდალი და რუალ ამუნდსენი ნორვეგიელების იდეალები არიან. მგონია, რომ მათში მთლიანდება ყველა ის ფასეულობა, რაც ამ ერს გამოარჩევს. არ შეიძლება არ ვახსენოთ ტროლები. თეოდორ კიტელსენი (1857-1914) – მხატვარი პეიზაჟისტი, სკანდინავიური ფოლკლორული ნაწარმოებების, ნორვეგიული ზღაპრებისა და ლეგენდების ილუსტრატორი კი, ფაქტობრივად, პირველი იყო, ვინც ტროლები დახატა. მისი ტროლებისგან დისნეიმ შემდეგ 7 ჯუჯა შექმნა. მასვე ეკუთვნის ცნობილი ილუსტრაცია, რომელზეც გამოსახული პატარა ბიჭი ასკელანდი, ზღაპრულ ციხესიმაგრეს სორია მორიას გაჰყურებს.
სკულპტურა – მეფე კრისტიან IV-ის ხელი, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს ქალაქის დაარსებას. „აქ იქნება კრისტიანია (ოსლო)!“
კიტელსენის პატარა სახლ-მუზეუმი უდავოდ ღირს სანახავად – ის ოსლოდან 1 საათის სავალშია ბლოფარვევერქეთში (Blaafarvevaerket), სადაც ასევე ცნობილი კობალტის მაღაროები მდებარეობს და ტურისტებს მათი ნახვის შესაძლებლობაც აქვთ. ტროლები ბევრი ლეგენდის და ზღაპრის გმირები არიან, ისინი ყველგან გვხვდებიან – ლიტერატურულ ნაწარმოებებში (მაგალითად, ჰენრიკ იბსენის და ედვარდ გრიგის ცნობილ პერ გიუნტში), ქანდაკებების სახით ქუჩებში, სუვენირების მაღაზიებში, ღია ბარათებზე. ნორვეგიელების თქმით, მათ ვერ ვხედავთ, მაგრამ ისინი სულ არიან. თუ ამ ზღაპრული ქვეყნის სანახავად მოგზაურობას თქვენც გადაწყვეტთ, პირველ რიგში, კარგი ფოტოაპარატის შეძენას გირჩევთ. სიცივეს ნუ შეუშინდებით, როგორც ნორ ვეგიელები ამბობენ, არ არსებობს ცივი და ცუდი ამინდი – არის მხოლოდ ცუდი ტანსაცმელი. ნორვეგიაში სამოგზაუროდ დაგჭირდებათ კომფორტული ფეხსაცმელი, ფოტო აპარატი და ბუნების სილამაზის აღქმის სურვილი და უნარი. და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კარგად დაგეგმილი ბიუჯეტი, რადგან ქვეყანა საკმაოდ ძვირია.
ბოჰემური უბანი გრუნელოკა
20 VOYAGER 13/2018
2950 2950 2950 ლარიდან ლარიდან ლარიდან
ლობი კონსიერჟის სერვისი და იდეალური ლობი
სივრცე საქმიანი კონსიერჟის სერვისიშეხვედრებისთვის. და იდეალური სივრცე საქმიანი შეხვედრებისთვის. ლობი უსაფრთხო გარემო საბავშვო ბაღი კონსიერჟის სერვისი და იდეალური მშვიდი საცხოვრებელი სივრცე ფერადი გარემო ბაღი და მზრუნველი აღმზრდელები. სივრცე საქმიანი შეხვედრებისთვის. უსაფრთხო გარემო საბავშვო დაცვის განსაკუთრებული სერვისით. მშვიდი საცხოვრებელი სივრცე ფერადი გარემო და მზრუნველი აღმზრდელები. დაცვის განსაკუთრებული სერვისით. უსაფრთხო გარემო საბავშვო ბაღი ივენთ ფიტნეს ცენტრი მშვიდი საცხოვრებელი სივრცე ფერადი გარემოჰოლი და მზრუნველი აღმზრდელები. მშვენიერი ჰოლი ადგილი ხმაურიანი წვეულებებისა 24 საათიანი სავარჯიშოსერვისით. დარბაზი ივენთ ფიტნეს ცენტრი დაცვის განსაკუთრებული და დიდიადგილი ივენთებისთვის. ინსტრუქტორებით. მშვენიერი ხმაურიანი წვეულებებისა 24გამოცდილი საათიანი სავარჯიშო დარბაზი და დიდი ივენთებისთვის. გამოცდილი ინსტრუქტორებით. ივენთ ჰოლი ფიტნეს ცენტრი გამწვანება აუზი მშვენიერი ადგილი ხმაურიანი წვეულებებისა 24 საათიანი სავარჯიშო დარბაზი ოლიმპიური ზომისა და საბავშვო საცურაო 000ივენთებისთვის. მ² -იანი გამწვანებული სივრცე და21 დიდი გამწვანება აუზი გამოცდილი ინსტრუქტორებით. აუზები დასვენებისა ჯანსაღისაცურაო ცხოვრებისთვის. 21დასვენებისთვის. ოლიმპიური ზომისა დადა საბავშვო 000 მ² -იანი გამწვანებული სივრცე აუზები დასვენებისა და ჯანსაღი ცხოვრებისთვის. გამწვანება დასვენებისთვის. აუზი ოლიმპიური ზომისა და საბავშვო საცურაო 21 000 მ² -იანი გამწვანებული სივრცე აუზები დასვენებისა და ჯანსაღი ცხოვრებისთვის. დასვენებისთვის.
წარმოიდგინე წარმოიდგინე წარმოიდგინე პირველი ნიუ-იორკული ცათამბჯენი თბილისში პირველი ნიუ-იორკული ცათამბჯენი თბილისში პირველი ნიუ-იორკული ცათამბჯენი თბილისში
ქალაქის ცენტრში ცენტრში ქალაქის ყველაფერი ერთ სივრცეში ყველაფერი ერთ სივრცეში ქალაქის ცენტრში ყველაფერი ერთ სივრცეში
transporti
მგზავრობა ოსლოში ზამთარში, ოსლოს მეტროს დატვირთულ სადგურებში თუ ჩახვალთ, უცნაურ სანახაობას გადაეყრებით: მგზავრების დიდი ნაწილი თხილამურებით ხელში საქმიანად მიიჩქარის სასურველი გაჩერებისკენ. ჰოლმენკოლენი (Holmenkollen) ერთ-ერთი მთავარი გაჩერებაა, სადაც მოთხილამურეები თავს იყრიან ხოლმე – აქედან მატარებელი პირდაპირ ადის მთის გაჩერებაზე. ქალაქიდან ბუნებაში მოხვედრის ეს სწრაფი საშუალება საუკუნეზე მეტს ითვლის. მატარებელი მთის მიმართულებით ოსლოში 1890-იანი წლებიდან მოძრაობს და ეს ქალაქის ურბანული ქსოვილის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. სასრიალოდ მიმავალი ადამიანები ფროგნეშეტერნ ის (Frognerseteren) გაჩერებაზე ჩამოდიან. აქამდე მისასვლელი გზა ცალკე თავგადასავალია. როცა მატარებელი გვირაბიდან გამოდის და მთისკენ იწყებს ასვლას, თქვენ თვალწინ თვალწარმტაცი ხედები იშლება, თუმცა, ამ მხრივ განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახაობა უკვე ბოლო გაჩერებაზე მისულებს გელით: უთვალავი სასრიალო ბილიკი და უზარმაზარი ტყეები განსაკუთრებულ განწყობაზე დაგაყენებთ.
ნორვეგიის ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი პრიორიტეტი იყოს მანქანებთან შედარებით და ამისთვის ყველანაირ პირობას ქმნის: აიაფებს ტრანსპორტის ბილეთს, უშვებს მოსახერხებელ აპლიკაციებს სმარტფონებისთვის, რაც კომფორტული მგზავრობის წინაპირობაა. არსებობს სპეციალური ბარათიც OSLO PASS (ასეც მოძებნეთ), რომლის ფასშიც შედის: მგზავრობა ოსლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, შესვლა 30 მუზეუმსა და გასართობ ცენტრში, შესვლა ღია ცის ქვეშ მოწყობილ საცურაო აუზებში, ჩართვა საფეხმავლო ტურებში ქალაქის გარშემო და ფასდაკლებები გასართობ პარკში, კონცერტის ბილეთებზე, მთამსვლელობაზე, სათხილამურო ეკიპირებაზე და სხვა. მოძებნეთ ეს სახელიც Ruter – ის ადგილობრივი ავტობუსის, ტრამვაის, მეტროსა და ბორნის ქსელს აერთიანებს. ოსლოს ახლომდებარე კუნძულებზე ასევე ბორნები დადიან, სპეციალური ბორანია დანიშნული სამუზეუმო კუნძულამდე მისასვლელად. დაიმახსოვრეთ NSB – ნორვეგიის სახელმწიფო რკინიგზა – ისიც მხოლოდ და მხოლოდ მგზავრების კომფორტულ გადაყვანაზეა ორიენტირებული. ცხადია, ოსლოს ჰყავს უამრავი საჯარო მოხმარების ველოსიპედიც, ასე რომ, თუ თბილ თვეებში მოგიწევთ იქ ყოფნა, შესაძლოა, დაგჭირდეთ და იცოდეთ: Oslo Bysykkel – მათ ასე იპოვით.
22 VOYAGER 13/2018
muzeumebi
ოსლოს ნაციონალური მუზეუმი
MUNCH MUSEET ედვარდ მუნკისა და თანამედროვე ჰოლანდიელი მხატვრის, მარლენ დიუმას არტისტული გადაკვეთა.
ნორვეგიის ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის ყველაზე დიდი კოლექცია www.nasjonalmuseet.no/en ედვარდ მუნკი და „კივილი“ ეროვნული გალერეა
მთვარის ამოსვლა მარლენ დიუმა და ედვარდ მუნკი გამოფენა გრძელდება 2019 წლის 13 იანვრამდე
1953 წელს დაბადებული მარლენ დიუმა ცნობილია თავისი ექსპრესიული პორტრეტებითა და კომპოზიციებით. მუნკით მის აღფრთოვანებას დიდი ხნის ისტორია აქვს. მხატვრით ის ჯერ კიდევ 1981 წელს მოიხიბლა, როცა მისი მუზეუმი პირველად მოინახულა. იმ დროიდან მოყოლებული, დიუმას ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარი მუნკის შემოქმედებიდან ლითოგრაფიების სერია „ალფა და ომეგაა“ (1908). ამ სატირული იგავის მთავარი თემები მიმ დინარე გამოფენაზეც არის წარმოდგენილი: უმანკოება, რომელიც მარტოობად, ცდუნებად, ეროტიზმად, მღელვარებად და სიკვდილად გადაიქცევა. ამ მუზეუმში ედვარდ მუნკის მრავალი ნამუშევარი და მისი ნამუშევრების სრულყოფილი კატალოგი ინახება. აქვე ეწ ყობა საერთაშორისო კოლაბორაციები და გამოფენები, რომლებზეც სხვა მხატვრების ედვარდ მუნკთან კავშირი ჩანს, ვან გოგის, პოლ გოგენის, ენდი უორჰოლის და სხვების ჩათვლით. Tøyengata 53 / www.munchmuseet.no/en
ოსლოს ნაციონალური მუზეუმი ედვარდ მუნკის (1863-1944) ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექციის მფლობელია, მათ შორის ისეთი ცნობილი და საკულტო ნამუშევრის, როგორიც არის „კივილი“. ნაციონალური გალერეის მუნკის უნიკალურ დარბაზში მუდმივად არის გამოფენილი მხატვრის 15-20 ნამუშევარი. აქ შეგიძლიათ ნახოთ „კივილის“ ყველაზე ადრეული ვერსიები (1893), „მადონა“ (1894-1895), „გოგონები პირსზე“ (1901), „ცხოვრების ცეკვა“ (1899–1900) და „ავადმყოფი ბავშვი“ (1885-1886) – მხატვრის არტისტული მანიფესტები, რომლებიც გვატყვევებს დაუნ დობელი პირდაპირობით და ღრმა ჰუმანიზმით. მუნკის ხელოვ ნების ასეთი სიმძაფრით აღქმას, ალბათ, მხოლოდ აქ შეძლებთ. Universitetsgata 13, Oslo THE SCREAM 1893 წელს შექმნილი ნამუშევარი ნაციონალურ გალერეას 1910 წელს გადაეცა. პოპულარობის თვალსაზრისით ეს ნახატი ისეთ ნამუშევრებს უწევს კონკურენციას, როგორებიცაა და ვინჩის „მონა ლიზა“ (1503) და ვან გოგის „მზესუმზირები“ (1888).
რჩევა: ვისაც მუნკის შედარებით გვიანდელი შემოქმედების უკეთ გაცნობა სურს, ასევე ვურჩევთ, მუნკის მუზეუმის გარდა ოსლოში, მოინახულონ KODE-ის ხელოვნების მუზეუმი ქალაქ ბერგენში. ასევე, მუნკის სახლი ოსგოშრტანდში (Åsgårdstrand) და საზაფ ხულო კოტეჯი ვითსტენში (Hvitsten), სადაც იმ ლანდშაფტების მაგიური ძალა იგრძნობა, რითაც მხატვარი მთელი ცხოვრების განმავლობაში იღებდა შთაგონებას. ორივე სახლი ერთი საათის სამანქანო გზაზეა ოსლოდან.
23 VOYAGER 13/2018
muzeumebi
ნაციონალური მუზეუმი
Bankplassen 3, Oslo
არქიტექტურა
სახლის დათვალიერება HOUSE VIEWING 2018 წლის 30 დეკემბრამდე შთამბეჭდავი გამოფენა 2-ოთახიან საცხოვრებელ სახლში იდეალური ხედებით. 2000-იანი წლების დასაწყისში ოსლო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი გახდა ევროპაში. ახალი საცხოვრებელი შენობები დიდი სისწრაფით აშენდა და ქალაქში მომრავლდა მჭიდროდ დასახლებული უბნები მაღალსართულიანი კორპუსებით. გამოფენა გასული 10-15 წლის განმავლობაში დედაქალაქში განხორციელებულ ურბანისტულ პროექტებს იკვლევს და ურბანული ცხოვრების სტანდარტებზე ამახვილებს ყურადღებას. როგორ აისახება ჩვენი ცხოვრების ხარისხზე გარე სივრცეების, რაიონული ცენტრების ანდა კერძო ბინების დაგეგმარება? გამოფენა გვეხმარება, გავიაზროთ, რა აკავშირებს პოლიტიკას, რეგულაციის მექანიზმებსა და არქიტექტურას. ამისთვის კი, ოსლოსთან ერთად, კოპენჰაგენისა და ვენის მაგალი თებიცაა მოყვანილი.
HARALD SOHLBERG – INFINITE LANDSCAPES
HOUSING DESIGN
ჰარალდ სულბერგი – „უსასრულო ლანდშაფტები“
საცხოვრისის დიზაინი
გამოფენა გრძელდება 2019 წლის 19 იანვრამდე
ნაციონალური მუზეუმი – არქტიტექტურა, The Bucher Room. მუდმივი გამოფენა
ლანდშაფტების ოსტატის, ჰარალდ სულბერგის ნამუშევრების მასშტაბურ რეტროსპექტიულ გამოფენაზე მხატვრის 60-მდე ნახატი, სკეჩები და ფოტოებია წარმოდგენილი. აქ ნახავთ ისეთ ცნობილ ნამუშევრებს, როგორებიცაა: „ზამთრის ღამე მთებში“ (1914), „ზაფხულის ღამე“ (1899), „ყვავილების მდელო ჩრდილოეთით“ (1905) და სხვები. ასევე ნახატებს კერძო და საჯარო კოლექციებიდან, რომელთაგან ზოგიერთი ბოლო 50 წელია არსად გამოფენილა. Universitetsgata 13, Oslo
ვინაიდან ნაციონალური მუზეუმის 2018 წლის ფოკუსი საცხოვ რისია, ეს საგამოფენო სივრცეც აახლებს მუდმივ არქიტექტურულ გამოფენას. კოლექციაში არსებული მოდელებით, ნახატებითა და ფოტოებით, გამოფენა თანამედროვე ნორვეგიული საცხოვრისის ისტორიის დეტალებს გვაცნობს. როგორ შეიცვალა სახლების ხარისხის შესახებ წარმოდგენები საუკუნის განმავლობაში, 1920 წლიდან დღემდე? გამოფენა გვაჩვენებს, თუ როგორ აითვისეს ნორვეგიელმა არქიტექტორებმა ახალი ფორმები და ურბანული დაგეგმარების ახალი მიდგომები საბინადრო პროექტებში. მთავარი ინტერესის საგანია პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის (1918-1939) პერიოდის ქალაქი და გარეუბნების გაფართოება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სოციალურ საცხოვრისზე მთავარი აქცენტის პარალელურად, გამოფენა არქიტექტურის ექსპერიმენტულ ნიმუშებსაც გვთავაზობს და სპეციალურად შერჩეულ განსხვავებულ სახლებს წარმოგვიდგენს. აქვე ნახავთ 1960-იანი წლების ატრიუმსახლებს, რაც წარმატებული მცდელობა გამოდგა ახალი სტილის დასამკვიდრებლად.
24 VOYAGER 13/2018
NOBEL PEACE CENTER ნობელის მშვიდობის ცენტრი მუდმივი და დროებითი გამოფენების საინტერესო კომბინაციას გვთავაზობს. იქ ომზე, მშვიდობასა და კონფლიქტების მოგვარებაზე ინო ვაციური, ინტერაქტიული გამოფენებით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია. მუზუემში მოწყობილ სპეციალურ დარბაზში, ე.წ. ნობელის სივრცეში (Nobel Field), პრემიის ლაურეატების შესახებ ყველაფერს გაიგებთ. მომცრო ზომის ეკრანები სათითაოდ ეძღვნება გამარჯვებულებს – თითოეულ მოწყობილო ბაში კონკრეტულ მათგანზეა ინფორმაცია ჩატვირთული, რომელსაც დამთვალიერებელი როგორც ტექსტური, ისე აუდიო-ვიზუალური ფორმით ეცნობა. ნობელის მუზეუმი საბავშვო აქტივობებს და თამაშებსაც გვთავაზობს. საჩუქ რების მაღაზიაში კი წიგნებით, პოლიგრაფიით, გამოცემების დიზაინით დაინტერესებული ადამიანები უამრავ საინტერესო რამეს აღმოაჩენენ. მიმდინარე გამოფენა ნობელის მშვიდობის ცენტრში: FORTELL VERDEN OM OSS
„გააგებინეთ მსოფლიოს ჩვენზე“ 2002 წელს, კოლუმბიის სამოქალაქო ომის დროს, ფო ტოგრაფმა რუნე ერაკერმა ბოგოტის ციხეში შეღწევა მოახერხა. მას უნდოდა, გადაეღო, თუ როგორ პირობებში უწევდათ პოლიტიკურ პატიმრებს ყოფნა. ერთ ეპიზოდში, გადაღებისას დაცვამ მას ზურგი შეაქცია, ამ დროს ერაკერი ერთ-ერთ პატიმარს იღებდა, რომელიც ცალკე საკანში იჯდა. უცებ ის მიუახლოვდა ფოტოგრაფს და ქაღალდის ნაგლეჯი მიაწოდა. იქ ეწერა: LE CORBUSIER – LITHOGRAPHY
ლე კორბუზიე – ლითოგრაფია გამოფენა გრძელდება 2019 წლის 20 იანვრამდე „1918 წლიდან მოყოლებული თითქმის ყოველდღე ვხატავდი. სწორედ ნახატების საშუალებით ვიპოვე ფორმები ჩემი არ ქიტექტურისთვის ... ვხატავ ნახატებს, რომლებიც არსობრივად სკულპტურებია“, – ეს სიტყვები ლე კორბუზიემ 1962 წლის ინტერვიუში თქვა. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტო რი თავის თავს უპირველესად სკულპტორად ხედავდა. შემოქ მედებითი მუშაობისას ის არ ასხვავებდა ნახატს, სკულპტურასა და არქიტექტურას. ის მათ ერთიან მთლიანობად ხედავდა. 1966 წლის ზამთარში ოსლოს დეკორატიული ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმმა, ლე კორბუზიეს გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, მასშტაბური გამოფენა მოაწყო. ამ ღონისძიებისთვის კურატორმა და არქიტექტორმა, რობერტ ესდეილმა, მუზეუმში საგამოფენო პავილიონი ააშენა, სადაც არქიტექტორული მოდელების რეპროდუქციები, სკულპტურები და ნახატები წარმოადგინა. ნორვეგიულმა პუბლიკამ აქ თავიდან აღმოაჩინა ლე კორბუზიეს ნამუშევრები. 1966 წლის შემდეგ ხელოვნების ეს ნიმუშები პირველად გამოიფინა. 1955 წელს დამთვალიერებელი შოკში ჩააგდო საფრანგეთში, როშანში, ლე კორბუზიეს მიერ აშენებულმა ნოტრ-დამ-დიუ-ომ – ჰოტის ღვთისმშობლის ეკლესიამ, თავისი წარმოუდგენლად ახალი, ირაციონალური ფორმებითა და გრანდიოზულობით. გამოფენაზე შესაძლებლობა გექნებათ, დაათვალიეროთ ფო ტოები ძველი კოლექციიდან და გაეცნოთ პრესის მიმოხილ ვასაც – ნახოთ, როგორ მიიღეს თავის დროზე ეს ახალი არქიტექტურული ფორმები.
„გააგებინეთ მსოფლიოს ჩვენზე“. 16 წლის შემდეგ, ეს თხოვნა ნობელის მშვიდობის ცენტრის საგამოფენო ექს პონატად იქცა. ერაკერმა 4 წლის განმავლობაში იმოგზა ურა 18 ქვეყანაში, მოახერხა, შესულიყო მკაცრ და დახურულ ციხეებში ლათინურ ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში, ამერიკასა და ნორვეგიაში. ამ გამოფენის ყველა პერსონაჟს ერთი საერთო აქვთ: მათ თავისუფლება და ღირსება წაართვეს და ისინი მათ დასაბრუნებლად იბრძვიან. Radhusplassen, Oslo / www.nobelpeacecenter.org/en
25 VOYAGER 13/2018
muzeumebi
BYG D ØY
ხუთი ეროვნული მუზეუმის კუნძული ბიგდოი ოსლოს დასავლეთით მდებარე კუნძულია, სადაც რამდენიმე ყველაზე ცნობილი მუზეუმი მდებარეობს. ეს ჩვეულებრივი საცხოვრებელი არეალიცაა, მაგრამ ზაფხულობით პოპულარულ რეკრეაციულ ზონად იქცევა ხოლმე თავისი პლაჟებით, ფრენბურთის მოედნით, საცხენოსნო მოედნებით, წყლისპირა რესტორნებითა და კაფეებით. აქ ლამაზ ბილი კებსაც ნახავთ, როგორც ველოსიპედისთვის, ისე ფეხით სასიარულოდ – კუნძულის ბოლომდე დასათვალიერებლად. რაც მთავარია, ზამთარ-ზაფხულ მუზეუმებისკენ ბორნები გადის და მუზეუმების წინ სათითაოდ ჩერდება. თუმცა მარშრუ ტისა და გაჩერებების შესახებ ინფორმაციას ამ საძიებო სიტყვით ადვილად მოიძიებთ: Bygdøyfergene. 26 VOYAGER 13/2018
THE KON-TIKI MUSEUM ნორვეგიელმა მოგზაურმა ტურ ჰაიერდალმა 1947 წელს მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი, როცა ბალსას ხისგან აგებული ტივით, „კონ-ტიკით“, წყნარი ოკეანე გადასერა. ამ ექსპედიციის აღმწერი წიგნი ბესტსელერად იქცა, მოგზაურობის დროს გადაღებული დოკუმენტური კადრებით აწყობილ ფილმს კი 1951 წელს „ოსკარი“ გადასცეს. მუზეუმი, რომელიც, ფაქტობრივად, ერთ პატარა, პრიმიტიულ ტივს ეძღვნებო და, 1950 წელს გაიხსნა და მას შემდეგ დაუღალავი ცნობისმოყვარეობის, დამ კვიდრებულ ჭეშმარიტებებთან შებრ ძოლების, დედამიწაზე ზრუნვის სიმ ბოლოა. კონ-ტიკის მუზეუმში ექსპოზიციები ბევრ სხვადასხვა ენაზეა. წარმოდგენილია ძველი ტივები, გემები და ჰაიერდალის ექსპედიციების შესახებ სხვა მასალები, ზვიგენებისა და დიდი თევზების ფიტუ ლების ჩათვლით. იქვეა 30-მეტრიანი გამოქვაბული, რომელიც ერთი ერთში ჰგავს აღდგომის კუნძულზე მდებარე გამოქვაბულს.
NORWEGIAN MARITIME MUSEUM საზღვაო მუზეუმში, რომელიც 1914 წლი დან მოქმედებს, აგროვებენ, იკვლევენ და ასწავლიან ნორვეგიული საზღვაო კულტურის მემკვიდრეობას. საგამოფენო სივრცეები ღია და დახურულ ზონებშია მოწყობილი. ბავშვებისთვის განსაზღვრულ დროს სახელოსნოც მოქმედებს – იქ მოზარ დებს პატარა ნავებისა და გემების აგებას ასწავლიან. ცალკე დარბაზში პანორამული ფილმი გადის თითქმის მთელ კედელზე, რომლის თემაც წყალქვეშა
NORSK FOLKEMUSEUM ეს მუზეუმიც მუზეუმების კუნძულზე მდებარეობს და ის ღია და დახურულ არეალებში სხვადასხვა სივრცეს მოი ცავს – ცალკეა აღდგენილი ძველი ქალაქი, ცალკე სივრცე ეძღვნება სოფ ლის ცხოვრების წარმოჩენას. შიდა ექს პოზიციებში შედის ე.წ. საცხოვრებელი სახლი, სადაც ერთი და იგივე შენო ბა მეცხრამეტე საუკუნიდან 2002 წლის
არის წყალქვეშა გამოფენაც, ჰაიერდალის პერსონალური ბიბლიოთეკის წიგნები და სხვა მასალა მისი ბიოგრაფიის უკეთ გასაცნობად. კონ-ტიკის მუზეუმი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოზარდებსა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებზეც კი ახდენს – ექსპოზიციების ნაწილი სწორედ მათ ცოდნასა და აღქმებზეა მორგებული. რა უნდა ისწავლოს ბავშვმა ამაზე მნიშვნელოვანი: „საზღვრები? საზღვრები არსად შემხვედრია, მაგრამ გამიგია, რომ არსებობს ზოგიერთი ადამიანის გონებაში“, – ეს ტურ ჰაიერდალის სიტყვებია. Bygdøynesveien 36 / kon-tiki.no
ცხოვრებაა. ასევე პანორამული ინტერაქტიული ექსპოზიციებით და კომპიუტერული თამაშებით დამთვალირებელი ზღვაში ცხოვრებას და დიდი მოგზაურობების შესახებ ინფორმაციას ეცნობა. მუზეუმის ტერიტორიაზე ცალკე, 500 მ2 ფართობზე მოქმედებს ინტერაქტიული საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ბავშვები უახლესი, შთამბეჭდავი ტექნოლოგიური საშუალებებით ეცნობი ან გამოფენას „ნორვეგია – თვითონ ზღვაა“. Bygdøynesveien 37 marmuseum.no
ჩათვლით რვა სხვადასხვა პერიოდის ინტერიერს აერთიანებს. ამ უზარმაზარ სივრცეში საოცრად შთამბეჭდავი ვიზუალური, ტექსტური და აუდიო ფორმატით იოლად გასაგებ ენაზე ცოცხლდება ნორვეგიის სხვადასხვა ეპოქის ისტორია 1500 წლიდან დღემდე. ხშირად ეწყობა დროებითი გამოფენებიც.
დვილ ზეიმს ბავშვებისთვისაც. ღია ცის ქვეშ მოწყობილი მუზეუმის ტერიტორიაზე 160 ნაგებობაა, რომლებიც ეპოქებს, სოფლებსა და ქალაქებს, სოციალურ ფენებს შორის განსხვავებების ისტორიას აღწერს. მუზეუმი, რაც მთავარია, მიმდინარე ისტორიასაც აცოცხლებს, სხვადასხვა არტისტულ-დოკუმენტური პროექტის სახით.
თუ საშობაოდ აღმოჩნდებით იქ, საშობაო გამოფენას მიუსწრებთ – ნამ
Museumsveien 10, Bygdøy Norskfolkemuseum.no
27 VOYAGER 13/2018
muzeumebi
SKIFORENINGEN
სათხილამურო სპორტის მუზეუმი შიფორენინგენი _ სათხილამურო მუზეუმი ჰოლმენკოლენში (Holmenkollen) მდებარეობს ცნობილი და მსოფლიოში უძველესი სათხილამურო ტრამპლინის ქვეშ და აღწერს თხილამურების 4-ათასწლიან ისტორიას, თავს უყრის პოლარული კვლევის ამსახველ ექსპონატებს და ასევე წარმოადგენს გამოფენებს სნოუბორდინგსა და თანამედროვე
სათხილამურო სპორტზე. გადმოსახედი ბანიდან, რომელიც კოშკის წვერზე მდებარეობს, მთელი ოსლო ხელისგულზე ჩანს, შორიდან კი მთელი ეს კოპლექსი ცაში აფრენილ ტრამპლინს წააგავს და გაცდუნებს, ახლოდანაც შეხვდე. Kongeveien 5 / www.skiforeningen.no
DEN NORSKE OPERA & BALLET ოსლოს ოპერისა და ბალეტის თეატრი ქაკაქის ცენტრალურ უბან ბიორვიკაში (Bjørvika), ზედ წყლისპირას მდე ბარეობს და შორიდანაც და ახლოდანაც, დღისითაც და ღამითაც, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. პროექტის ავტორია არქიტექტურული კომპანია Snøhetta („სნოჰეტა“). 2009 წელს ამ შენობას ევროკავშირის პრიზი გადაეცა თანამედროვე არქიტექტურაში. ეწვიეთ ოპერის ვებგვერდს – წინასაშობაო და ზოგადად ზამთრის სეზონი მათთან ყოველთვის გამორჩეულად ზღაპრული და სადღესასწაულოა. თუმცა, ოპერის მოსმენის განწყობაზე რომც არ იყოთ, ამ შენობის ნახვის გარეშე, ოსლო არ დატოვოთ. ნორვეგიის მთავარ ტურისტულ საიტზე წერია: ოპერის სა ხურავზე ასვლა რომ გაბედოთ, ალბათ, ყველგან დაგაკავებენ, მაგრამ არა – ოსლოში, აქ პირიქით, „არ შეეხოთ“ მიდგომას ვაუქმებთ. ისიამოვნეთ ოპერის მარმარილოს სახურავიდან დაუვიწყარი ხედებით და არ დაივიწყოთ, რომ
თქვენ ფეხქვეშ სამი სუპერთანამედროვე დიზაინით აწყო ბილი სცენა და ასობით უნიკალური დიზაინის მქონე დარ ბაზია. ასევე, ქვემოთ, დარბაზის ჭერზე, სავსე მთვარესავით, უნიკალური ჭაღი ანათებს.
28 VOYAGER 13/2018
Kirsten Flagstads Plass 1 / www.operaen.no
სასტუმროები
ნორვეგიის დედაქალაქში ათობით სასტუმროა, რომელიც ყველა გემოვნებასა და ბიუჯეტს ერგება. ნახავთ კარგად ნაცნობ CONTINENTAL-ისა თუ RADISSON BLUE-ს ბრენდებს და ისტორიულ GRAND HOTEL-საც, რომელიც ქალაქის ძველი იერსახის განუყოფელი ნაწილია. ჩვეულებრივ, ოსლოს სასტუმროების ფასში დიდსულოვნად მომზადებული საუზმეც შედის, თან ბევრი მათგანი ქალაქის ცენტრში ან მის შორიახლოსაა. თუმცა, მანძილი ოსლოში პრობლემას არ ქმნის, კომფორტულად, ჭკვიანურად დაგეგმილი სატრანსპორტო ხაზები მგზავრობას ტურისტებსაც უიოლებს.
სტანდარტულად დიფერენცირებული სასტუმროების, გესტ-ჰაუზებისა და საოჯახო ჰოსტელების გარდა, ოსლოში უამრავი საკემპინგე ადგილიცაა. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ზაფხულობითაა ღია, თუმცა, რამდენიმე მათგანი, მაგალითად, BOGSTAD CAMPING (BOGSTADCAMPING.NO/EN) მთელი წლის განმავლობაში იღებს სტუმრებს. ცხადია, დაჯავშნის გარეშე ოსლოში გამგზავრება აზრად არავის მოუვა, თუმცა ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს, რაც ღამის გათევასაც უკავშირდება, ტურისტების საინფორმაციო ცენტრებს მივმართავთ.
GRAND HOTEL სასტუმრო დელუქსი სრული მომსახურებით, რომელიც ოს ლოს ცნობილ, მთავარ ქუჩაზე კარლ იოჰანს გატეზე (Karl Johans Gate) მდებარეობს და გარშემორტყმულია ქალაქის საუკეთესო სავაჭრო და გასართობი ადგილებით. სასტუმროშია 274 ელეგანტური ნომერი და 54 სუიტი, ფიტნეს დარბაზი და სპა აუზი. 1874 წელს გახსნილ Grand Hotel-ს თავისი ლეგენდები და ისტორიები აქვს. ას წელზე მეტი ხნის წინ, აქ ხშირად დადიოდნენ ედვარდ მუნკი და ჰენრიკ იბსენი. ხოლო ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული, ტრადიციისამებრ, ყოველ წელიწადს სასტუმროს „ნობელის სუიტში“ ცხოვრობს. სასტუმროში ფუნქციონირებს სამი რესტორანი და ბარი. Karl Johans Gate, 31 / www. Grand.no
SCANDING VULKAN თუ გაინტერესებთ ხელოვნება, კულტურა, ცხოვრების სტილი, დიზაინი, მაშინ სწორ სასტუმროს მოაგენითო, წერია მთავარ ვებ-გვერდზე და გვიწვევენ ნომრებში, რომლებიც გამორჩეული დეკორაციითა და კომფორტულობით ხასიათდებიან. სასტუმრო მდებარეობს ვულკანში, მდინარე აკერთან, ჰიპს ტერული უბნიდან გრუნერლოკადან ძალიან ახლოს. გვერდით მატჰალენია (Mathallen) – ჭამა-სმის მექა 30-ზე მეტი დასახელების საკვები ობიექტით, რომლებსაც ერთი საერთო აქვთ: საუკეთესო, ყველაზე ხარისხანი და ლოკალური ინგრედიენტები შესთავაზონ კლიენტს. ოსლოს ცენტრი 15 წუთის ფეხით სავალზეა, ცენტრალურ სადგურამდე 10 წუთია, თვითონ სასტუმროში კი თანამედროვე დიზაინის, ფერების, უცნაური ავეჯის და აქსესუარების ზეიმია. აქვს 201 ოთახი, რომლებიც ხაზგასმით ავანგარდულადაა მოწყობილი „ნებისმიერი ასაკის ახალგაზრდებისთვის.“ www.scandichotels.com/vulkan
THE THIEF გამორჩეულად სახასიათო და ელეგანტური სასტუმრო შუვჰოლმენში (Tjuvholmen), პირველი ოსლოში, რომელსაც პირდაპირი გასასვლელი აქვს ოსლოს ფიორდზე. Thief-ს აქვს 116 ოთახი და სუიტი, პრივატული ფრანგული აივნებით. ასევე აქვს 160 კვ.მ. პენტჰაუზი პრივატული ტერასით სახურავზე, საიდანაც, თქმა არც უნდა, დაუვიწყარი პანორამული ხედი იშლება. გამორჩეულია სასტუმროს რესტორანიც, დახვეწილი, მაღალი კლასის მენიუთი და სახურავზე ტერასაც, სადაც შედარებით თბილი საღამოების კოქტეილის სმაში გატარება შეიძლება. The Thief-ს აქვს 800 კვ.მ.-იანი სპა და ფიტნეს დარბაზიც. Tjuvholmen / thethief.com 29 VOYAGER 13/2018
სასტუმროები
SAGA HOTEL
HOTEL BRISTOL
ესეც ძველი, 1890-იან წლებ ში აგებული სასტუმროა, რომელიც კიდევ ერთხელ, რამდენიმე ხნის წინ გაა რემონტეს. სასტუმრო პატარაა და ქალაქის ცენტრში, დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, უხმაურო, ხეებში ჩაფლულ ქუჩაზე, ორივე მხარეს ძველი, ლამაზი შენობებით, ბუგსტავაიენიდან (Bogstadveien) ორიოდე წუთის სავალზე ფეხით. სასტუმროში 47 ოთახია. ზოგიერთ ერთადგილიან ნომერს აქვს აივანიც. აქ გემრიელად გასაუზმებენ, ბარში ყავას ანდა ღვინოსაც დაგალევინებენ და წასახემსებელსაც არ მოგაკლებენ, ცხადია, ლაპარაკი აღარაა უფასო ინტერნეტზე. იქვე, იმავე წყნარ ქუჩაზე, სასტუმროს აქვს რესტორანი Fangst-იც – ნორდიული ინგრედიენტებისა და საავტორო იაპონური სამზარეულოს წესების გემრიელი ნაზავი restaurantfangst.no/menu-eng. Eilert Sundts gate, 39 www.sagahoteloslo.no
ეს სასტუმროც ქალაქის ცენტრალური ქუჩის სიახლოვეს მდებარეობს, აქვს 251 ოთახი და სუიტი, სრულყოფილად აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი, სპა და სეზონურ გემოებზე აწყობილი რესტორანი Bristol Grill. აქ ფორტეპიანოზე ცოცხალი შესრულებითაც დატკბებით, ამისთვის მიაკითხეთ Vinterhaven/ Biblioteksbaren-ს. Kristian IV Gate 7 www.bristol.no
THON HOTEL ROSENKRANTZ დიზაინერული სასტუმრო ოსლოს ცენტრში, კარლ იოჰანს გატეს კუთხეში, სადაც ისე, როგორც დანარჩენ ოსლოში, არც საჯარო ტრანსპორტია პრობლემა და არც გასართობ-შემეცნებითი ადგილები. სასტუმროში 151 6 სხვადასხვა ზომის ნომერია – სტანდარტული ერთადგილიანით დაწყებული დიდ სუიტებამდე, ინტერნეტით, სმარტ-ტელევიზორით, Bose-ის მუსიკის სისტემითა და სეიფით აღჭურვილი. სასტუმრო დილაობით საუზმის სუფრას საკუთარ რესტორანში Brasserie Paleoში შლის, მერვე სართულზე კი მოსასვენებელი სივრცეა, საიდანაც სამეფო სასახლის პარკი ჩანს, სადაც უფასო ვახშმები იმართება და რიგდება გემრიელი ყავა წასახემსებლით. Rosenkrantz gate 1 www.thonhotels.com
FUGLEN
FIRST HOTEL GRIMS GRENKA ესეც დიზაინერული სასტუმ როა, სადაც ნორვეგიული ბუნების ფერები და ხმები აღმოსავლურ მისტიციზმსა და მგრძნობიარობას ეხამება. მდებარეობს ისტორი ულ უბანში კვადრატურენში (Kvadraturen), კარლ იოჰანს გატეს სიახლოვეს, საიდანაც ფეხით შეგიძლიათ მისვლა ოსლოს ცენტრალურ სად გურსა და აკერ ბრიგეზე. სასტუმროს 65 დელუქს ოთახი აქვს, აქედან 10 სუიტია და ზოგიერთის ფართი 70 კვ.მ.ია. სასტუმროს სახურავზე მდებარეობს გასართობი სივრცე Q Lounge-ი, რომელიც ოსლოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახურავზე მოწყობილი ტერასაა და ღიაა აპრილიდან სექტემბრამდე. Kongens gate 5 www.firsthotels.com
LYSEBU სასტუმრო მდებარეობს ჰოლმენკოლენზე, აქვს 85 ნომერი, სასეირნო ბილიკები, სათხილამურო ტრასები და სათხილამურო რეზორტიც იქვე, ლამის ზღურბლთანაა. სასტუმრო ტრადიციულ ნორვეგიულ სტილშია აგებული 1916 წელს და ნურმარკას (Nordmarka) შესასვლელში მდებარეობს – ქალაქის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე მდებარე ტყით დაფარულ სამოთხეში. იქ ხშირად იმართება ღვინის გასიჯვის რიტუალები, ლექციები და გამოფენები. Lysebuveien 12 www.lysebu.no
დღისით ყავის კაფეა, ღამით კოქტეილ-ბარი და თან ვინტაჟური დიზაინ-მაღაზია. Fuglen-ის კარი პირველად 1963 წელს გაიხსნა და იმ დროს მხოლოდ ყავახანა იყო. უმაღლესი ხარისხის ყავა და ჩაი მასპინძლებისთვის დღემდე მნიშვნელოვანია და „ფულენის“ პროფესიონალი ბარისტა, რომელიც ჩემპიონატის გამარჯვებულია, ყველანაირ ყავის სასმელს მოგიმზადებთ. დაღამდება თუ არა, აქაურ ყავის არომატებს კოქტეილების საინტერესო არომატებიც ემატება. „ფულენში“ ტრადიციულ კოქტეილებსაც იპოვით და ინოვაციურ მიქსებსაც აღმოაჩენთ. აქვე შეგიძლიათ გასინჯოთ ბოთლში ჩამოსხმული ნორვეგიული ლუდი ან სეზონური ღვინის ბარათიდან რომელიმე. რას არ გადააწყდები აქაური ვინტაჟური დიზაინის მა ღაზიაში: სკამებს, მაგიდებს, სანათებს, თეფშებს, ჭიქებს და ათას წვრილმანს. ინტერიერი ძირითადად 1950-60-იანი წლების სკანდინავიური ესთეტიკითაა გაწყობილი. ეს აქაურობის ახალი მფლობელების, მეგობრების, აინარ კლეპე ჰოლტესა და პეპე ტრულსენის დამსახურებაა (Einar Kleppe Holthe, Peppe Trulsen). ჰოლტე ნორვეგიის ბარმენების ჩემპიონატის გამარჯვებულია, ტრულსენი კი ნორვეგიული ვინტაჟური დიზაინის ექსპერტი. „გვინდოდა, ოსლოს იდენ ტობის ეს პატარა ნაწილი შეგვენარჩუნებინა,“ – ამბობს ჰოლტე, შესაბამისად, ეს ადგილი კეთილმოწყობილ ლაუნჯს უფრო ჰგავს, ვიდრე კაფეს. აქაურ საინტერესო ნივთებს შორის თუ რომელიმე ძალიან მოგეწონათ, შეგიძლიათ ანგარიშის მოთხოვნისას ისიც შეატანინოთ სიაში – აქ ყველაფერი იყიდება. ჰოლტემ და ტრულსენმა 2012 წელს Fuglen-ი ტოკიოშიც გახსნეს. მათი თქმით, ნორვეგია და იაპონია გარკვეულწილად ჰგვანან ერთმანეთს საქმისადმი დამოკიდებულებით, ხარისხის სიყვარულით, მინიმალისტური დიზაინით. მშვიდი, რელაქსაციისთვის იდეალური ატმოსფერო და ვინტაჟური ავეჯი სახლის განწყობას გიქ მნის Fuglen-ის როგორც ოსლოს, ისე ტოკიოს ფილიალში.
30 VOYAGER 13/2018
Universitetsgata 2 / www.fuglen.no
შოპინგი
ოსლოს ახალი მოდის უბანი Promenaden ოსლოს შოპინგ-უბანია ქალაქის შუაგულში. მოდით და დიზაინით დაინტერესებულმა ადამიანებმა ეს ადგილი აუცილებლად უნდა მოინახულონ. ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიებთან ერთად, აქ ადგილობრივი მოდის კონცეპტუალურ და ექსკლუზიურ მაღაზიებსაც ნახავთ. ის ოსლოს მთავარ ქუჩაზე, კარლ იოჰანსზე მდებარეობს, თუმცა მისი ნაწილი შემდეგ ქუჩებზეც გადის: Akersgata, Kongens gate, Prinsens gate, Øvre Slottsgate და Nedre Slottsgate. შოპინგის შემდეგ, იქვე ქალაქის საუკეთესო რესტორნებშიც შეგიძლიათ ისადილოთ.
STEEN & STRØM
PALEET
„სთეენ ო სთრომ“ _ ეს სავაჭრო ცენტრის უდიდესი სკანდინავიური ქსელია, რომელიც ნორვეგიაში 1797 წელს გაიხსნა და დღეს სკანდინავიის ქვეყნებში 52 ცენტრითაა წარმოდგენილი. იქ შეგიძლიათ 60-მდე ბრენდის პროდუქციის დათვალიერება და ყიდვა და დაკვირვება მაღაზიის ისტორიაზეც, რომელიც ყველგან იგრძნობა. მაგალითად, ცნობილია, რომ პირველი ესკალატორები ნორვეგიაში 1930 წელს სწორედ აქ დაამონტაჟეს. დღეს ოსლოს შუაგულში მდებარე ეს ცენტრი ექვს სართულზე წარმოადგენს მოდას და სტილს, სილამაზის პროდუქტებსა და საკვებს. Nedre Slottsgate 8 www.steenogstromoslo.no
„ფალეე“ _ უფრო მშვიდი, ელეგანტური ვაჭრობის რიტუალისთვისაა. ცენტრში 30-ზე მეტი მაღაზიაა და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობენ კლიენტს. Paleet-ი Karl Johans-ის კარიბჭეში მდებარეობს, ქუჩაზე, რომელსაც ადგილობრივები მთავარ ქუჩასაც ეძახიან და იქაურობა სავსეა დახვეწილი კაფეებით, ბარ-რესტორნებითა და ბრენდული მაღაზიებით. Karl Johansgate 37-43 www.paleet.no
BYPORTEN
ამ გაყოლებაზე გადანაწილებული ბრენდ-მაღაზიების სია ასე გამოიყურება: Bottega Veneta, Burberry, David Andersen, Gucci, Hermes, Kamikaze Luxury Shoes, Louis Vuitton, Marc Jacobs, Mulberry, Urmaker Bjerke. თუ კოსმეტიკის, აქსესუარების და სხვა ტიპის პროდუქტების შეძენაც გსურთ, მაშინ შეგიძლიათ ეს სავაჭრო ობიექტები მოინახულოთ: Eger, Steen და Strom. Promenaden.no
„ბიპურტენ“ _ეს ადგილი თავად სრულყოფილებაა საყიდლებზე სიარუ ლისას. მდებარეობს ოსლოს ცენტრალურ სადგურთან – მრავალი ღირსშესანიშნაობის გვერდით და იქ ყველა ფერია თავმოყრილი 70-ზე მეტ მაღაზიასა და 12 რესტორანში, რისი ყიდვაც, გასინჯვაც, ჭამაც და სხვისთვის ჩუქებაგაზიარებაც დაგჭირდებათ. აქვეა ნორვეგიაში უდიდესი რესტორნების ქსელის წარმომადგენელი – Egon-ი და სასტუმრო Scandic Hotel-ი. Jernbanetorget 6 www.byporten.no
31 VOYAGER 13/2018
AKER BRYGGE „აკე ბრიგე“_ აქ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ, თუ თანამედროვე, მოდური აქსესუარები და ტანსაცმელი, მსხვილი და ცნობილი ბრენდების სიახლეები გაინტერესებთ. სავაჭრო ცენტრში უამრავი ბარი და რესტორანია, ხოლო 30-ზე მეტ მაღაზიაში საათები, ფეხსაცმელი, წიგნები, სამკაული, საკვები პროდუქტებიც კი იყიდება. Bryggegata 9 www.akerbrygge.no
GLASMAGASINET „გლასმაგასინე“ ერთ-ერთი ყველაზე ძველი სავაჭრო სივრცეა ოსლოში – XIXსაუკუნიდან არსებობს. ახლა აქ მსხვილი ბრენდის მაღა ზიებია თავმოყრილი და დახვეწილი შუშის აქსესუარებისა და ჭურჭლის, საჩუქრების, სუნამოების და სამკაულის დიდ არჩევანს გვთავაზობს. აქვეა მაღაზიაც, სადაც ყველაფერია საქორწინო ცერემონიისთვის. Stortorvet, 9 www.glasmagasinet.no
შოპინგი
NORWAY DESIGNS ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ინტერიერის დიზაინის მაღაზიების ზონაა, სადაც ნორდიული და არა მხოლოდ ნორდიული დიზაინერული ნივთები და აქსესუარები იყიდება: კერამიკა, ვერცხლის ნივთები, ქაღალდის ნამუშევრები, შუშა, სადილის აღჭურვილობა, წიგნები, ავეჯი, ტექსტილი და სხვა დეკორატიული ნამუშევრები. ერთგვარი გამოფენაა, სადაც შეხვალთ და დაიკარგებით. Stortingsgt. 28, 0161 www.norwaydesigns.no
MAGMALOU ეს მაღაზია მოდურ რაიონ Frogner-ში მდებარეობს და ახალ და ვინტაჟურ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს სთავაზობს ექსკლუზიუ რად ქალებს. აქვე, სილამაზის სალონში მიიღებთ ისეთ მომსახურებას, რასაც Magmalouში „ვარსკვლავურ მოვლას“ ეძახიან. ამ სივრცის შემქმნელი ბევრი პრიზით დაჯილდო ებული ვიზაჟისტი Marthe Kvenli Valeberg-ია (მართე ქვენლი ვალებერი) და იმდენად პოპულარულია, რომ 2011 წლიდან გახსნილი სალონი და მაღაზია ქალებს დღემდე პირველი დღესავით იზიდავს. 8 Skovveien www.magmalou.no
FROKEN DIANAS SALONGER „ფროკენ დიანას სალონერ“ _ აბრეშუმის ყელსახვევები, 1960-იანი წლების პრინტებით გაწყობილი ხელჩანთები, ვარდისფერი ტყავის ქამრები, ძველებური სამკაულები, 1950-იანი წლების იტალიური მზის სათვალეები, ავეჯი 1800იანი წლებიდან 1980-იანების ჩათვლით – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია უცნაური და ისტორიებით სავსე ნივთებისა, რაც ამ ვინტაჟურ მაღაზიაში დაგხვდებათ. შეგიძლიათ ისე მიხვიდეთ, როგორც გამოფენაზე, თუმცა იქიდან ხელცარიელი გამოსვლა გაგიჭირდებათ. Frøken Dianas Salonger – თავად სახელწო დება იბსენის პიესიდან, „ჰედა გაბლერიდანაა“, დაახლოებით ასე ერქვა ერთ საეჭვო რეპუტაციის მქონე დაწე სებულებას, სადაც წითელ თმიანი დიანა ათასგვარ სიამოვნებას სთავაზობდა მაღალი კლასის კაცებს. Markveien 56 www.frokendianassalonger.no
MOODS OF NORWAY ნორვეგიული მოდის სახლი Moods of Norway 2003 წელს გაიხსნა და მას მერე ისეთ უცნაურ, სახასიათო, ზოგჯერ „მყვირალა“ სამოსს უშვებს, ყოველთვის ყველას ყურად ღებას იპყრობს. მათი ინს პირაცია, როგორც ამბობენ, ნორვეგიული ბუნება, ხასიათი და ურბანული ცხოვრებაა. საიტზე ასეც წერენ: „ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ ბედნიერების გამომხატველი სამოსი ბედნიერი ადამიანებისთვის“ . 3 Stortorvet www.moodsofnorway.com
ESAIAS SOLBERG AS „ესაიას სულბერ“ _ აქ ბრჭყვიალა, ციმციმა ძვირფასი ნივთების მოყვარულები უნდა შეიკრიბოთ. მაღაზია 1849 წლიდან არსებობს და დღემდე პოპულა რულია ანტიკური, ვინტაჟური ძვირფასი ნივთების მოსა ძებნად. ბრილიანტის ყელსაბამი იქნება, „როლექსის“ საათი თუ ძველი ვერცხლის ბეჭედი, – აქ ყველაფერია, რაც თვალს გაახარებს. რაც მთავარია, როგორც თვითონ ამბობენ, ნახევარ ფასად – რადგან ხშირად სამკაულს თავად ამზადებენ, ანდა ახალ დიზაინს, ფორმას აძლევენ ძველ ნივთებს. 27 Dronningens gate
FUTURA CLASSICS ეს ინტერიერის განათებებისა და ავეჯის, აქსესუარების მაღაზიაა. აქ ნახავთ კლასიკურ Eames-ის სკამებს ყველანაირ ფერში, Verner Panton-ის ქოთნების სადგამებს და George Nelsonის 1947 წლის bubble ლამფებს, ასევე Tom Dixon-ისა და Orla Kiely-ის ახალ ნივთებს. უფრო მეტი ნორდიული აქცენტისთვის, ყურადღება მიაქციეთ Norway's Northern Lighting-სა და დანიურ ბრენდ Gubi-ს. ამ მაღაზიაში მისვლა საგანმანათლებლოც კი შეიძლება იყოს, თუ ნორდიული დიზაინი და მისი გამორჩეული ნიმუშები გაინტერესებთ. Olaf Ryes Plass 1 www.futuraclassics.no
NORLIS ANTIKVARIAT „ნურლის ანტიკვარიატ“ _ ეს ადგილი სამოთხეა ბიბლიოფილებისთვის და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რაც არ უნდა ხმაურიანი და დიდი ქალაქი გეჩვენოთ ოსლო, იქ მუდამ მოიძებნება მყუდრო და მდუმარე, წიგნებით სავსე თავშესაფარი. მაღაზია 1890 წლიდან ფუნქციონირებს და როგორც გახსნის წელიწადს, ისე დღეს წიგნების მოყვარულებს სთავაზობს: დიდ ლიტერატუ რას, დაფარულ განძს, იშვიათ, რარიტეტულ გამოცემებს. 18 Universitetsgata f: Norlis Antikvariat ორიგინალური და უცნაური მაღაზიები ოსლოში სტანდარტული სავაჭრო მარშრუტის გვერდის ავლით
LUCK CONCEPT STORE ქალაქი ჰიპსტერული რაიონის გარეშე დღეს უკვე ძნელად წარმოსადგენია. თუ ოსლოში ხართ, დაიმახსოვრეთ სიტყვა Grünerløkka – ეს ძველ დროში ინდუსტრიული რაიონი იყო მდინარე აკერის ნაპირზე, რომელიც არტისტებმა და
32 VOYAGER 13/2018
ახალგაზრდებმა მოდურ, თუმცა ოსლოსთან შედარებით არც ძალიან ძვირ უბნად აქციეს. იგივე, რაც შორდიჩი ლონდო ნისთვის, უილიამსბურგი – ნიუ-იორკისთვის – ასე ახასიათებენ ამ უბანს ადგილობრივები და ათობით სხვადასხვა საკვებ, სავაჭრო, სახელოვ ნებო, სარეკრეაციო სივრცეს გამოჰყოფენ. Luck Concept Store – ერთ-ერთი მათგანია. შესასვლელი ჯუნგლების კარიბჭეს ჰგავს და ყველაფერი, რასაც იქ ნახავთ, იყიდება: ტანსაცმელიც, წიგნებიც, ავეჯიც, დიზაინერული აქსესუარებიც და სხვადასხვა ზომის ქოთნის მცენარეებიც. აქაურობის სტილისტი Aleksander Sahr-ია, მოდის დიზაინერი, რომელსაც თავისი გამორჩეულად ეკლექტური სტილით ცნობენ. მოკლედ, აქ გარემოც არტისტულია და გასაყიდად გამოტანილი ნივთებიც. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ნებისმიერ რამეზე თქვათ: მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძ ლიაო: ცისფერი პერანგი იქნება, ღუნღულა კაშნე თუ უცნაური ფორმის საფულე. Grüners gate 9 www.luckoslo.com
SINSEN BRUKTHALL „სინსენ ბრუკტჰალ“ _ ეს მთელ ნორვეგიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ღია ცის ქვეშ მოწყობილი ბაზრობაა. აქ ნახავთ ყველა იმ საინტერესო, კარგად გაცვეთილ თუ შენახულ ნივთს, რომელიც ბოლო ასი წლის განმავლობაში ნორვეგიული ყოველდღიურობის დეტალებს ცოცხლად ინახავს და აღწერს. აქ გავლა ღირს, თუ ხელმისაწვდომ, სახალისო და საინტერესო საჩუქრებს ეძებთ სტანდარტული ტურისტული სუვენირების ნაცვლად. Sinsenveien 11
NO. 52 ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიაა ჰიპსტერულ გრუნერლოკაში იმით, რომ საინტერესო, განსაკუთრე ბულად ხარისხიან ვინტაჟსაც ჰყიდიან და ახალ, ძვირფას პროდუქციასაც. ქალისა და მამაკაცისთვის აქ სამოსიც, ფეხსაცმელიც და აქსესუარე ბიც განსაკუთრებულია, სხვა დასხვა ბრენდს წარმოადგენს და შედარებით საშუალო ფასითაც გამოირჩევა. 52 Thorvald Meyers gate
EMBLA KERAMIKK ეს სახელოსნო და მაღაზიაა, სადაც საუკეთესო და ორიგი ნალური კერამიკა მზადდება. სწორედ აქედან მარაგდება შესაბამისი ჭურჭლით ოსლოს სამი მიშლენის ვარსკლავით დაჯილდოებული რესტორანი Maaemo. ქუჩიდანაც კარგად ჩანს, როგორ შრომობენ შიგნით კერამიკოსები და გამორჩეულად ორიგინალურ, საავტორო ნივთებს ძერწავენ – ზოგი მომცროცაა, სამახსოვროდ თან წამოღებაც შეიძლება. Hegdehaugsveien 14 www.embla-keramikk.com
BRUDD „ბრუდ“ _ ამ მაღაზიის თაროები ცნობილი კერამიკოსების, შუშასა და სამკაულზე მომუშავე ხელოვანების ნამუშევრებითაა სავსე. თან გალერეაა, თან მაღაზია, მაგალითად, აქ ნახავთ: Sara Skotte-ის ფირუზისფერი ფაიფურის თასებს, Anne Ka Munkejordის ღვინის სასმისებს ლიმონის ფორმის ფეხით და Dina Haldის ფრინველის გამოსახულებიან ბროშებს. Markveien 42 www.brudd.info
PENTAGON ეს ადგილი, სათაურიდან გამომდინარე, საბრძოლო ხელოვნების მაღაზიას ჰგავს. აქ ნახავთ ვიკინგების სამოსს, უნიფორმებს, დანებს, ნიღბებს და ყველანაირ საბრძოლო აქსესუარს, რაც, თუ გჭირდე ბოდათ, ვერასდროს წარმო იდგენდით. ერთ-ერთ დახასიათებაში წერია, რომ ეს მაღაზია გასართობია უფროსების თვის – ვინტაჟური რელიკვი ებით გართობა ზოგჯერ შეიძლება ყველას მოუნდეს.
RUTH 66 სახელი რუთი ძველმოდური ნორვეგიული ქალის სახელია, თუმცა თუ ინგლისურად მას ოდნავ სხვაგვარად დავწერთ, „გზის“ აღმნიშვნელ სიტყვას მივიღებთ. სწორედ ეს ორმაგი მნიშვნელობა ჩადო ჰეგე ნილუნდმა თავისი მაღაზიის სახელში და ძველმოდურ ნორვეგიულ სახელთან ერთად Route 66 მიიღო – ლეგენდარული ამერიკული გზატკეცილის დასახელება. იქ ყველაფერია, რაც მოგონებებსა და ასოციაციებს აღგიძრავთ ამერიკულ პოპკულტურაზე, გაგახსენებთ ფილმებს, სიმღერებს ანდა პირად თავგადასავლებს. მოკლედ, ეს „ამერიკული მაღაზიაა“ ჰიპსტერულ ოსლოში. Torshovgata 3. www.ruth66.no
KOLLEKTED აქ სულ ხელით ნარჩევი და ერთმანეთთან გემოვნებით შეხამებული ავეჯი და დიზაინერული ინტერიერის აქსესუარები იყიდება. აქვთ ხის საჭრელი დაფები, სანთლები, მარმარილოს სადგამები, ტერაკოტის ლარნაკები… სწორედ ამ მისამართზე მოგიწევთ მისვლა, თუ ახალი, საინტერესო, ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ გამორჩეული საავტორო ხელწერის მქონე სკანდინავიელი დიზაინერების გაცნობა გსურთ. Rathkes gate 4 www.kollektedby.no
NATURENS MANGFOLD „ნატურენს მანგფოლ“ _ ამ ადგილს უფრო სამყარო შეიძლება დავარქვათ, ვიდრე მხოლოდ მაღაზია. სამყაროს შემქმნელი კი რუნე ფროი ლანია, ის აგროვებს მინერალებს, მეტეორიტების ნამსხვრევებს, მწერებს, აქვს მკვლევარ-მოგზაურებისათვის საჭირო აღჭურვილობა და სხვა მსგავსი ნივთები. ამ ყველაფრის საფუძველი რუნეს დაუცხრომელი ინტერესია ბუნების, გარემოს კვლევისა და მეცნიერების მიმართ. შეიძლება განზრახ, შეიძლება, დაუგეგმავად, ეს მაღაზია ასოციაციურად უკავშირდება ოსლოს ბოტანიკურ ბაღსა და ბუნების ისტორიის მუზეუმს, რომელიც იქვე, შორიახლო მდებარეობს – ან ბაღი და მუზეუმი მოგანდომებენ რუნეს მაღაზიაში შევლას, ან პირი ქით – რუნე იქნება თქვენი მოტივატორი ნორვეგიული ბუნების სამუზეუმო დონეზე გასაცნობად. Ullevålsveien 13
RÅKK & RÅLLS „როკ ენდ როლს“ _ მუსიკა ლური ფირფიტების ერთერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული მაღაზია მთელ ნორვეგიაში. აქ არ აქვთ „ამოჩემება“ კონკრეტულ ჟანრებზე. გთავაზობენ ყველაზე დიდ არჩევანს და მუსი კალურ მრავალფეროვნებას და იქვე, მუსიკალურ კაფეში დასვენებასაც. Akersgata 39
NESEBLOD RECORDS „ნესებლუ რექორდს“ _ ეს კი მძიმე მეტალის საკულტო მუსიკალური მაღაზიაა ოსლოში. თუმცა, მას ხშირად ამ მუსიკალური ჟანრის მუზეუმსაც კი უწოდებენ. ფანები მთელი მსოფ ლიოდან ჩადიან მის სანახავად და სულაც არ ადარდებთ, რომ მაღაზიის სახელი თარგმანში „ცხვირიდან სისხლდენას“ ნიშნავს. Schweigaards gate 56
Storgata 37 33 VOYAGER 13/2018
xelovneba
ნორვეგიის კონტროვერსიული და კონსერვატიული თანამედროვე ხელოვნება ირინა პოპიაშვილი ნორვეგია კნუტ ჰამსუნის „მისტერიებით“ გავიცანი. დიდ ხანს ეს ქვეყანა ისეთი მეგონა, როგორსაც ჰამსუნი ხედავდა. და კიდევ, ჩემი მეორე საყვარელი ნორვეგიელი მწერალი, იოჰან ბორგენი თავის Lillelord-ში. ვილფრედ საგენი, ნაგელი, დაგნი ჰელანი – ამ გმირების გამო მინდოდა ფიორდების და საუკუნის დასაწყისის ღარიბი ოსლო-კრისტიანიის ნახვა. იმდროინდელ ნორვეგიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღმოჩენილი ნავთობი და სკანდინავიურ ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლებგანვითარებულად მიიჩნეოდა. თუმცა ის სიღარიბე, რომელიც ჰამსუნის „შიმშილშია“ აღწერილი, მხოლოდ ოსლოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ექსპონატებად შენახულ სახლებსა და ქუჩების ნაწილებში ვნახე. როცა მე ჩავედი ნორვეგიაში 2006 წელს, მას უკვე აღარაფერი ჰქონდა საერთო XX საუკუნის დასაწყისის და მწერლების მიერ ასე ცოცხლად აღწერილ ქვეყანასთან. ნორვეგიაში თანამედროვე ხელოვნების კოლექციონერ როლფ და ვენკე ჰოფებს ვესტუმრე. ეს წყვილი, რომელიც ძალიან აქტიურად აგროვებს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს, მარსელის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაზე გავიცანი. ის ერთ-ერთი ყველაზე პატარა არტბაზრობაა, რომელსაც მარსელელი გალერისტი როჟე პელასი თავის გალე-
რეაში აწყობდა. იგი თავად ირჩევდა და პატიჟებდა გალერეების წარმომადგენლებს. მათთან ერთად, იწვევდა ცნობილ ევროპელ კოლექციონერებს, რომლებთანაც მეგობრობდა და, 4 დღის განმავლობაში, კოლექციონერები და გალერეების მეპატრონეები ერთად ატარებდნენ დროს მარსელში. არტბაზრობის დიდი ნაწილი გალერისტების, მუზეუმების წარმომადგენლების და კოლექციონერების საუბრებს, სა დილებს და ქალაქის გარშემო ტურისტული ადგილების დათვალიერებასა და სეირნობას ეთმობოდა. აქ გავიცანი ჰოფების ოჯახი. ვენკე და როლფ ჰოფების სახლი ახლა ოსლოს ცენტრშია. ეს ისტორიული შენობაა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალაქის გარეუბანში იდგა. მათ მეზობლად გასული საუკუნის ყველაზე ცნობილი ნორვეგიელი მხატვრის, ედვარდ მუნკის ზამთრის სახელოსნო და სახლი, ეკელის ვილა, მდებარეობს. მუნკმა აქ გაატარა თავისი ცხოვრების ბოლო 28 წელი. დღეს აქ მისი სახლ-მუზეუმია – ვილა დაანგრიეს, მაგრამ 1929 წელს აშენებული ზამთრის სახელოსნო ტურისტებისთვის ღიაა. ამავე ტერიტორიაზე 1950-იანი წლებიდან მოქმედებს მხატვრების კოლონიაც – ადგილი, სადაც მხატვრების ჯგუფები სახელოსნოებში ცხოვრობენ და მუშაობენ.
34 VOYAGER 13/2018
როლფ ჰოფმა და მისმა ცოლმა ვენკე ჰოფმა კოლექციო ნერობა 1980-იან წლებში დაიწყეს. როლფ ჰოფი დიდი სარეკლამო კომპანიის Signex-ის მფლობელია და თავისი კოლექციის დიდ ნაწილს სწორედ ამ კომპანიის ოფისებში ჰფენს. მისი კომპანიის მთავარ ვესტიბიულში ბენქს ვაიო ლეტის ინსტალაცია დგას, ხოლო კედელზე ანდრეს სერანოს ცნობილი „Piss Chirst“-ის ფოტოა გამოფენილი. კოლექციის ნაწილი კომპანიასთან არსებულ საწყობში ინახება. როდესაც როლფ ჰოფმა თავისი ოფისის დასათვალიერებლად მიმიწვია და შემდეგ საწყობშიც შემიყვანა, თან გამაფრთხილა, რომ მისმა მეუღლემ კოლექციის ამ ნაწილის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან ხანდახან ნამუშევრებს მის დაუკითხავად და მისგან დამალულად ყიდულობს. ჰოფების კოლექციაში ორი ქართველი ხელოვანიც არის – თამუნა სირბილაძე და გიორგი ხანიაშვილი. ჰოფებმა 1998 წელს ლოფოტენის კუნძულებზე არსებული ის ტორიული შუქურა „ჰენინგსვარი“ (Henningsvær lighthouse) შეიძინეს. ის მეთევზეების ძველ დასახლებაში იდგა, თავისი ფუნქცია, კარგა ხანია, დაკარგული ჰქონდა და ახალი პატრონი სჭირდებოდა – ვინც ამ ეროვნულ მემკვიდრეობად აღიარებულ შენობას მოუვლიდა და დანგრევისგან გადაარჩენდა. ლოფოტენის არქიპელაგი არქტიკული წრის ზემოთ მდებარეობს და, შესაბამისად, ეს კუნძულები ოსლოდან საკმაოდ შორსაა, იქაურობას მხოლოდ თვითმფრინავით ან ნავით შეიძლება მიუდგე, სამანქანო გზით კი დაახლოებით ორი დღე სჭირდება. თავიდან ჰოფები შუქურას სხვადასხვა ხელოვანს სთავაზობდნენ, როგორც სახელოვნებო რეზიდენციას და შუქურაც ამ ფორმით მშვენივრად მუშაობდა. ნელ-ნელა მეთევზეების დასახლებაში ხელოვანებმა დაიწყეს ჩასვლა. ჰოფებთან ზაფხულობით ისედაც ბევრი სტუმარი ჩადიოდა და რადგანაც ლოფოტენის კუნძულები სახელოვნებო
წრეში სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა, იქ მალე ლოფოტენის ფესტივალი დაარსდა. მეთევზეების დასახლებაში ერთი ძველი ხიზილალის ქარხანა იყო, რომელიც 1950-იანი წლებში აშენდა და აღარ ფუნქციონირებდა. 2006 წელს ვენკე ჰოფმა მეუღლე დაიყოლია და ეს ქარხანაც შეიძინეს. თავიდან მათი მიზანი მხოლოდ შენობის გადარჩენა იყო, მისი საგამოფენო სივრცედ გადაქცევა კი მოგვიანებით ვენკე ჰოფმა მოიფიქრა. გადაწყვიტეს, რომ საკუთარი კოლექციის ნაწილი – ანუ 30 წლის განმავლობაში შეგროვებული თანამედროვე ნორვეგიული და საერთაშორისო ხელოვნების ნიმუშები სწორედ ამ ქარხანაში გამოეფინათ. დღეს KaviarFactory უკვე ადგილობრივი კულტურული ცენ ტრია, სადაც გამოფენები ყოველწლიურად იმართება და იქაურობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. საგამოფენო სივრცეს ფასადზე აწარია: „KAVI FAC ORY“. ერთი შეხედვით, ამ გამოტოვებული ასოების გამო, შეიძლება ის სიძველისგან ნახევრად წაშლილ აბრად აღვიქვათ. სინამდვილეში კი, ცნობილი გერმანელი ხელოვანის, მაიკლ სალისტორფერის კონცეპტუალური ნამუშევარია. კარის სახელურები კონტროვერსიული ნორვეგიელი მხატვრის ბიარნე მელგარდის მიერაა გაკეთებული. შენობა ცალ მხარეს წყლის პირას დგას, ის ჰენინგსვარის შუქურასთან ერთად, ყველაზე საინტერესო ტურისტული ადგილია ლოფოტენის კუნძულების არქიპელაგში.
35 VOYAGER 13/2018
xelovneba
წელს იანვარ-თებერვალში ფოურშუ ფონდმა (Faurschou Foundation) იოკო ონოს ONOCHORD სინათლის ინსტალაციის გამოფენა მოაწყო ჰენინგსვარის შუქურაზე და ესეც KaviarFactory-ისთან თანამშრომლობით მოხდა. იოკო ონოს ნამუშევარი ინსტრუქციულია – იოკო ონო ყველა მონაწილეს სთავაზობს, ერთმანეთს გაუგზავნონ მესიჯი: მე შენ მიყვარხარ „I Love You“. ეს მესიჯი ონოს მიერ შექმნილი ONOCHORD-ის კოდის საშუალებით იგზავნება – „I“ არის ერთი სიგნალი-განათება „love“ ორი სიგნალი-განათება და „You“ კი – სამი. ლოფოტენში პირველად მოხდა, რომ ONOCHORD-ის მესიჯი შუქურით გაიგზავნა: ჩრდილოეთის ციალის, თეთრი მთების, ზღვის და სიბნელის ფონზე, ეს არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის მეორესთან გაგზავნილი შეტყობინება, ეს იყო ადამიანების მიმართვა-გზავნილი დედამიწას. გამოფენა 20 იანვრიდან 28 თებერვლამდე მიმდინარეობდა და ამ პერიოდში 24 საათის განმავლობაში ONOCHORD-ის მესიჯი უწყვეტად იგზავნებოდა შექურადან.
და ბიარნე მელგარდს. აინარსონის ინსტალაციები და ნახატები ძირითადად ტექსტუალური ან გრაფიკული ხასიათისაა და ჰოფი მას არაერთხელ დაეხმარა ნამუშევრების დაბეჭდვასა და დამზადებაში.
ჰოფების კოლექცია იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ როლფ ჰოფი თავიდანვე მხარს უჭერდა და ეხმარებოდა ნორვეგიელ ხელოვანებს: გარდარ აიდე აინარსონსა
თუმცა, პროცესი არტისტის სასარგებლოდ ვერ დასრულდა. მუნკის სახელოსნოსთან არსებული ხელოვანების კოლონიამ მის აშენებას სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია.
ბიარნე მელგარდი კი ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ყველაზე დიდი კოლექცია ნორვეგიაში სწორედ ჰოფს აქვს. ცოტა ხნის წინ მელგარდმა, რომელიც ედვარდ მუნკის შემდეგ ყველაზე ცნობილი ნორვეგიელი მხატვარია, გადაწყვიტა, ჰოფების სახლსა და მუნკის ვილა ეკელისთან ახლოს, აეშენებინა ქანდაკება, რომელიც მისი პირადი სახლი და სახელოსნოც იქნებოდა. ამისთვის მან ცნობილ ნორვეგიულ არქიტექტურულ და დიზაინერულ კომპანია „სნოჰეტას“ მიმართა – რომელიც ოსლოს ოპერის და ნიუ-იორკის 9/11 მუზეუმის პავილიონის ავტორია. პროექ ტის მიხედვით, რომელიც მელგარდის ჩანახატებს დაეფუძნა, სახლს მფრინავი თეფშის UFO-ს ფორმა აქვს.
36 VOYAGER 13/2018
მოწინააღმდეგეებს მიაჩნდათ, რომ ეს შენობა-ქანდაკება იმ მიდამოს შეცვლის და დაამახინჯებს, საიდანაც მუნკი შთაგონებას იღებდა – ის ხომ სიცოცხლის ბოლოს ბევრ პეი ზაჟს ხატავდა, ანუ სწორედ ამ მიდამოებს. მელგარდისთვის კი ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია. ის სახლს ასე უწოდებს: A House To Die In (სახლი, სადაც უნდა მოვკვდე) და ამით ეჭვქვეშ აყენებს სკანდინავიური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ „გამძლეობის კონ ცეფციას“. ამიტომაც ავტორისთვის ეს სახლი ბოლო გაჩერების იდეას შეიცავს და ცხოვრების ეფემერულობაზე მიგვა ნიშნებს. ნაგებობა გნომებისმაგვარ ფიგურებზე დგას და შავი ხის ფასადი აქვს. ინსპირაცია ავღანელი ოპიუმ-ბარო ნების სასახლეებია – იქ ხომ ყველანაირი სტილის აღრევას ვხვდებით. ამიტომ ხელოვანმა არქიტექტორებს „ნარკოტიკე ბის ოთახიც“ დააგეგმარებინა. ეს ოთახი კედლებსა და ჭერზეა ჩამოკიდებული და, ავტორების გათვლით, ისეთივე დეზო რიენტაციას უნდა იწვევდეს, როგორც – ნარკოტიკი. საბოლოო ჯამში, მელგარდის ქანდაკება-სახლის პროექტს, რომლის იდეაც 2011 წელს ჩაისახა, 2018 წლის 30 აგვისტოს ოსლოს საქალაქო საბჭომ მშენებლობის ნებართვა არ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა და ეროვნულმა ძეგლთა დაცვის სამსახურებმა დადებითად შეაფასეს პროექტი, ოსლოს მუნიციპალიტეტმა პრიორიტეტი ადგილობრივი მაცხოვრებლების მოთხოვნებს მიანიჭა და ავტორებს შენობისთვის ახალი ადგილის მოძებნა ურჩია. მელგარდმა ნორვეგიულ გაზეთს Aftenposten-ს ტექსტური მესიჯი მისწერა: „ყველაფერ ახალს ძლიერი წინააღმდეგობა ხვდება ნორვეგიაში“. მართალია, ეს ამბიციური პროექტი ოსლოში ვერ განხორციელდა, მაგრამ მაინც აღსანიშნავია, რომ კერძო კოლექ ციონერები თავიანთი საგამოფენო სივრცეებიდან დაწყებული კერძო მუზეუმებით დამთავრებული, ხშირად უწყობენ ხელს ფინანსური თუ პოლიტიკური მიზეზების გამო სახელმწიფო მუზეუმებსა და საჯარო სივრცეებში დაწუნებულ პროექტებს.
ბიარნე მელგარდის პროექტი A House To Die In (სახლი, სადაც უნდა მოვკვდე)
1990-იანი წლებში გაიხსნა და ის 2012 წელს ახალ სამუზეუ მო შენობაში გადავიდა, რომლის ავტორიც არქიტექტორი რენცო პიანოა. მუზეუმის მუდმივ კოლექციაში ნორვეგიულ ხელოვნებასთან ერთად წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული პოპ არტი, გერმანული აბსრაქციონიზმი, ბრიტანელი 90-იანელები. მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე ცნო ბილი ექსპონატი ჯეფ კუნსის მაიკლ ჯექსონის და მისი საყვა რელი შიმპანზეს Bubbles-ის პორცელანის ქანდაკებაა. თავისი კარიერის დასაწყისში არანაკლებ კონტროვერსიული ჯეფ კუნსის ეს ნამუშევარი მუზეუმმა 2002 წელს აუქციონზე 5.1 მილიონ დოლარად შეიძინა. ასე რომ, ნორვეგიაში მოგზაურობისას, თუ ლოფოტენამდე ვერ მიაღწევთ, ასტრუპ ფერნლის მუზეუმი #MUSTSEE ადგილია.
© reddit.com
ოსლოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი თანამედ როვე ხელოვნების მუზეუმი ასტრუპ ფერნლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია. ეს მუზეუმი კერძოა და ის ცნობილი საზღვაო სატრანსპორტო კომპანიის მფლობელი ოჯახის მიერ დაარსებული ორი ფონდის კოლექციებით დაიწყო.
37 VOYAGER 13/2018
kulinaria
ჩრდილოეთის ქვეყნის სამზარეულო 38 VOYAGER 13/2018
დიანა ანფიმიადი პირველად ეს ქვეყანა ბავშვობის საყვარელ წიგნში წავიკითხე, დიახ, დიახ, წავიკითხე. როგორც წესი, ფერიც, ხმაც, სუნიც, გემოც – პირველად წაკითხვით მოდის ხოლმე. დედა, მამა და რვა ბავშვი ხან ქალაქის პაწაწუნა ბინაში, ხან ტყის ხის სუნიან სახლში მიზიარებდნენ თავიანთ მხიარულ სუფრას, მახსოვს ბევრი კენკრა, თევზი, ახალმოდუღებული, ქაფქაფა რძის სუნი და რვა ბავშვის საოცარი თავგადასავლები.
რითი დავიწყოთ? რა თქმა უნდა, თევზით. ჩრდილოეთის ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზღვის პირა ზოლი აქვს, შესაბამისად, ზღვის სიმდიდრეც მრავლადაა. ზღვის პროდუქტების ექსპორტით პატარა ნორვეგია მსოფლიოში მეორე ადგილზეა. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოთ, აქაური ზღვის ბარაქა, ისე, რომ თავადაც არ იცით, აუცილებლად იქნება თქვენს რაციონში.
მერე სხვა, უფრო სერიოზული ავტორები მოვიდნენ, ზოგიერთ მათგანს განსაკუთრებული კავშირიც ჰქონდა ჩემი ქალაქის წარსულთან, მოვიდა ჩემი გოგოობის ხანის შეყვა რებული, ნაგელი „მისტერიებიდან“ და მეც სამუდამოდ დამამახსოვრდა ეს ქვეყანა, სადაც ჩრდილოეთის ციალი, მოკლე ზაფხული და გრძელი, ცივი ღამეებია.
ნორვეგიული ზღვის ნობათის სხვადასხვა სახეობა – ორა გული, სკუმბრია, ვირთევზა, მიდია, მოლუსკი, სკალოპი, ხამანწკა, კიბორჩხალა, რვაფეხა და სხვა მთელი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სამზარეულოში გამოიყენება და, რასაკვირველია, ადგილობივი კულინარიის მნიშვნელოვანი შემადგენელია.
დღეს ამ ქვეყანასთან მხოლოდ გოგოობის შეყვარებული არა, უფრო სხვა შთაბეჭდილებები მაკავშირებს, მათ შორი საა გემოს აღქმა, ჩემი პირადი კომპასი მსოფლიოს რუკაზე ორიენტაციისთვის. ნორვეგია გემოს წაკითხვის თვალსაზრისით ორ, მთავარ კონცეფციას უკავშირდება – ხარისხიანი პროდუქტი და ავთენტური გემო, ისეთივე განსაკუთრებული შთაბეჭდილება, როგორც ყინულოვანი ფიორდებიდან დანახული ჩრდილოეთის ციალი. როგორია მეთევზეების, მოგზაურების და მონადირეების გამოცდილებაზე დამყარებული ნორვე გიული სამზარეულო? ისეთივე, როგორიც თანამედროვე ნორვეგიული ლიტერატურა, უძველესი სკანდინავიური საგების ნახევრად ველურ, მითოსურ სუნთქვასაც რომ ატარებს და თანამედროვე ევროპული ლიტერატურის განწყობასაც. საუკეთესო მარცვლეული და ბოსტნეული, ცოტა სანელებელი, უფრო ველური ბალახები, ახალი, შებოლილი და დაკონსერვებული ხორცი, კენკრის გასაოცარი მრავალფეროვნება, თევზი და ზღვის პროდუქტები, თუ სადმე გას ტრონომიული ვალჰალა არსებობს, ალბათ აქ, ჩრდილოეთში.
ნორვეგიაში თევზის რეწვა გასტრონომიული ტურიზმის საინტერესო თავგადასავლებთან არის დაკავშირებული, ზამთარში ჩრდილოეთის ციალის ნახვასთან ერთად განსაკუთრებული ზუთხის გასინჯვაც შეიძლება, რომელიც სწორედ ზამთარშია ყველაზე გემრიელი, ხოლო თუ ნორვეგიაში, ლუფუტენის არქიპელაგზე მოგზაურობას მარტში დაგეგმავთ, ზუთხის ჭერის ადგილობრივ ჩემპიონატში მონაწილეობასაც შეძლებთ. ადგილობრივ სამზარეულოში თევზის დამუშავების მრავალი წესი და ტექნოლოგია გამოიყენება – გამოშრობა, შებოლვა, თერმულად დამუშავება, სხვადასხვა სითხეში დავარგება. ორაგულის საჭერი ბადეები
39 VOYAGER 13/2018
kulinaria
სადაც თევზი 1276 წლიდან იყიდება, ადგილობრივი ფერმერების გემრიელ, ნატურალურ პროდუქციას შეიძენთ, ხოლო სტავანგერის თევზის ბაზარში გემრიელად ისაუზმებთ ახალ თახალი მოლუსკებით. ნორვეგიაში თევზი სხვადასხვაგვარი კერძის სახით მზადდება, ჩვეულებრივი ბრიტანული თევზითა და ჩიპსით დაწყებული, სუშის, ვრაპის, სპეციალურად მომზადებული კარაქის, სოუსების, სხვადასხვაგვარი სალათის, პასტისა თუ ტაკოს თანხლებით, თუმცა, ყველაზე მთავარი აქ მაინც სულ ცინცხალი, უგემრიელესი ზღვის ნობათია, ჩრდილოური სანაპიროს სუსხი და ცინცხალი ბრიზი რომ იგრძნობა ნა ტურალურ გემოსთან ერთად.
უმი თუ ნახევრად უმი, სხვადასხვაგვარად შენახული, გამომშრალი და დამარინადებული თევზი ნორვეგიული დე ლიკატესია. თუ გამომშრალი ვირთევზას, ახალდაჭერილი ორაგულის, ცინცხალი მიდიების გარდა, ცოტა უფრო მძაფრი და ახა ლი შთაბეჭდილება გჭირდებათ, მაშინ განსაკუთრებით დაგაინტერესებთ თორფისკის (Tørrfisk – ანუ მშრალი თევზი) მომზადების წესი. აქ თევზი თითქმის ლპობის პროცესს გადის, ყურადღება ექცევა ყველა დეტალს, ტემპერატურას, დროსა და სტრუქტურას. ეს რეცეპტი ალბათ უძველეს მეთევზემოგზაურებთან იღებს სათავეს, როცა გაშლილ ზღვაში გასა ტარებელი კვირები და წლები ათასგვარ საშუალებას მოგაფიქრებინებს რაციონის გასამრავალფეროვნებლად. თევზის სხვა დელიკატესების მომზადებაც საინტერესო ტექნოლოგიური პროცესია, რაკფისკ (Rakfisk) სპეციალური წესით დავარგებული ზუთხია, ხოლო მოლიე (mølje) ღვიძლსა და ხიზილალასთან ერთად, მომზადებული ვირთევზაა.
სად უნდა მიირთვათ თევზი? ყველგან, სადაც მოახერხებთ, სისხამ დილით პორტში, სასტუმროში, ადგილობრივ, უბრა ლო სასადილოში, თევზის პატარა ბაზარში, ზღვის, მდინარისა თუ ტბის სანაპიროზე ან, კიდევ უფრო მარტივად, შეგიძლიათ, მეთევზეს შეუამხანაგდეთ, თევზის ჭერის პროცე სითაც ისიამოვნოთ და შესანიშნავი, გემრიელი შედეგითაც დატკბეთ. უფრო კონკრეტული მითითებები გჭირდებათ? თუ გასტრონომიული თამაშებისათვის ემზადებით, ეს რთუ ლად გამოსათქმელი ნორვეგიული სიტყვები დაიმახსოვრეთ: Røkelaks (როკელაქს) – შებოლილი ორაგული, რომელსაც მთლიანადაც იყიდით და სასურველი ნაჭრის მოხელთებასაც შეძლებთ, ბოლოსართად მდოგვი მოჰყვება, რომელიც განსაკუთრებით უხდება ცხიმიანი ორაგულის ოდნავ მძაფრ სინაზეს. Ørret (ორე) – ყავისფერი კალმახი, რომელიც ორაგულზე ოდნავ მოტკბო გემოთი გამოირჩევა.
სკრაი (Skrei) – ნორვეგიული ზუთხის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც ბარენცის ზღვიდან ჩრდილოეთ ნორვეგიის სანაპიროებისკენ გადაადგილდება და განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა. თევზის ამ სახეობას მხოლოდ ადგილობრივი მეთევზეები იჭერენ, ეს პროცესი მკაცრად კონტროლდება და ამიტომაც ეს ზუთხი, თავისი თეთრი, ნაზი და განსაკუთრებით ცხიმიანი სტრუქტურით ძვირფასი და ძალიან პოპულარულია. საერთოდ, აღსანიშნავია ის განსაკუთრებული ზრუნვა, რომელსაც ნორვეგიელი ბუნებადამცველები იჩენენ ადგილობრივი ფაუნის, მათ შორის თევზის მიმართ, ჯიშების მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად თევზის რეწვის პროცესი მკაცრი ყურადღების ქვეშაა. აქაურ ზღვის ნობათსა და თევზს განსაკუთრებულ გემოს ცივი და სუფთა წყალი აძლევს, ცივ წყალში თევზი ნელა, თანმიმდევრულად იზრდება, იკვებება, ამიტომ განსაკუთრებით გემრიელი და ხარისხიანია. თევზის კერძები ნორვეგიის ყველა კუთხისთვის ძალიან აქტუალურია, თუმცა კუთხური ნაირგვარობა საინტერესო ვარიაციებს იძლევა. აქ გემრიელი არქტიკული კიბოს თუ შებოლილი ვირთევზას გარდა, ათასგვარად მომზადებულ, სწორედ თქვენთვის დაჭერილ თევზს გასინჯავთ. ნორვეგიის სანაპიროებზე მრავალი მცირე ბაზარი თუ მარ კეტია, სადაც თევზის შეძენასა და გასინჯვასაც შეძლებთ, მაგალითად, ცნობილი რავნკლუას თევზის ბაზრობა (Ravnkloa Fish Market) ტრონჰაიმში, სადაც თევზს არა მხოლოდ მოგყიდიან, არამედ იქვე მოგიმზადებენ, ბერგენის ისტორიულ ბაზარში, 40 VOYAGER 13/2018
Brunost (ბრუნუსტ) – თხის ტკბილი, ყავისფერი ყველი, რომელიც განსაკუთრებით ლამაზად უნდა დაჭრათ და გან საკუთრებით მყუდრო გარემოში მიირთვათ, Sild (სილ) – საუცხოო ქაშაყი, რომელსაც ადგილობრივ ხრაშუნა პურს, Flatbrød-ს (ფლატბრო) ან რბილ და ნაზ მაჭკატს ლეფსეს (Lefse) მიაყოლებთ. ყველა კერძს აქაური წყალმცენარეების მარილი უხდება, დესერტად კი გემრიელი ყავა, ვაფლისა და კენკრის მურაბის ადგილობრივი სახეობები უნდა დააყოლოთ.
Ribbe (რიბე) – ღორის შებრაწული მკერდი, რომელსაც კომბოსტოს მწნილსა და კარტოფილს, ასევე, საშობაო ძეხვს, შემწვარ გუფთებსა და სოუსს უამხანაგებენ, ნორვეგიული შობისა და აღდგომის განუყრელი კერძია, ისევე, როგორც გამომშრალი და შებოლილი ბატკნის ნეკნები, Lutefisk (ლუტეფისკ) – დამპალი /დამბალი/ თევზი, რომელიც სპეციალური წესით ინახება და შემდეგ ღუმელში გამოცხვება. ამ თევზს, როგორც წესი, კარტოფილთან, ლორთან, ჩაშუშულ ხორცთან, ბარდასა და მდოგვთან ერთად ჭამენ.
ნორვეგია ხორცის მოყვარულებისთვისაც სამოთხეა, სულერთია, როგორი ხორცი მოგწონთ, ბატკნის, გარეული ირმის, ლოსის თუ მწყრის, გემრიელად მომზადებული ნანადირევი ნორვეგიული დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, წესები აქაც არსებობს, ჯერ ერთი, ნანადირევის თუ შინაური ცხოველის ხორცი თითქმის სრულად გამოიყენება, ბევრი კერძი სუბპროდუქტებისა და მეორეხარისხოვანი ნაწილებისგან მზადდება, აქ მნიშვნელოვანია, რომ ის, რასაც ბუნება გვაძლევს, ბოლომდე, მაქსიმალური ეკო ნომიურობით იყოს ათვისებული, ნადირობის სეზონიც მკაცრად განსაზღვრულია და ჯიშთა მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად ადგილობრივ ორგანიზაციებს მკაცრად გაწერილი რეკომენდაციები აქვთ.
სადღესასწაულო ტკბილეულიც მრავლადაა, Multekrem (მულტეკრემ) – ათქვეფილი ნაღებისგან მომზადებული ნოყიერი დესერტი, საშობაო ფუნთუშა თუ ღვეზელი. და, ბოლოს, სასმელი, სხვადასხვაგვარი ბალახით შეზავებული აკვავიტი და გლოგი, სანელებლებით, ნუშითა და ქიშმიშით შეზავებული ღვინო, ასევე, ლუდიც. სულერთია, სად გადაგხდებათ ჩრდილოური გემოთმოყვა რეობის ეს თავგადასავალი, თბილ ნორვეგიულ სახლებში თუ რესტორნებში, გემოების, სანელებლების, შესანიშნავი ხორცისა და თევზის, ნატურალური და ხარისხიანი პროდუქტის გემო იმედს არასდროს გაგიცრუებთ.
ნორვეგიაში გავრცელებული იყო ვეშაპის ხორცისგან მომზადებული კერძები, დღეს ვეშაპის ხორცს ნაკლებად მო იხმარენ, მაგრამ ზოგიერთ ნორვეგიულ რესტორანში მას მაინც შეხვდებით. როგორც ყველა ქვეყანა, სადაც მეცხოველეობას დიდი ხნის ისტორია აქვს, ნორვეგიაც ცნობილია თავისი ყველით, აქ ყველის ძალიან ბევრი სახეობა არ არის, თუმცა ის, რაც მზადდება, განსაკუთრებით ექსკლუზიური და ხარისხიანია. მსოფლიოში ცნობილია აქაური ყავისფერი ყველი, რომელ საც ნორვეგიელები პურის სპეციალურ სახეობასთან ან ვაფლთან ერთად მიირთმევენ, ამ ყველს ოდნავ სპეციფიკური გემო აქვს, ამიტომ ინდივიდუალური, განსაკუთრებული გემოვნების ადამიანებისთვისაა. ბოლო დროს ადგილობრივი ყველის წარმოება უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი გახდა. შესანიშნავი, ხარისხიანი რძისგან ტრადიციული ყველის სახეობების, მათ შორის, Gamalost-ისა (გამალუსტ) და Pultost-ის (პულტუსტ) მზა დებასთან ერთად, ნორვეგიაში ყველის რევოლუცია დაიწყო, 150-ზე მეტი ყველის მწარმოებლის პროდუქციამ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ მსოფლიო ბაზარიც დააინტერესა და, შედეგად, ყველის საერთაშორისო კონკურსზე ნორვეგიული ყველი, პატარა ყველის ქარხანაში დამზადებული Kraftkar (კრაფთკარ) მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს. ქერქიანი ყველის ეს სახეობა განსაკუთრებული სტრუქტურითა და გემოთი გამოარჩიეს, ნორვეგიული ცივი ჰავა ყველის განსაკუთრებულ პირობებში დამწიფებას უწყობს ხელს და მის შესანიშნავ გემოს განაპირობებს. რძე და რძის პროდუქტები ნორვეგიელებს ძალიან უყვართ, მათ შორის, დოს პრინციპით მომზადებული ცივი სასმელი. რძე ფაფებსა თუ სხვა კერძებშიც ხშირად გამოიყენება, რომელიც ნორვეგიული საუზმის განუყრელი ატრიბუტია კენკრის ჯემებსა და უსაფუარო პურის სახეობებთან ერთად. მაშ ასე, თუ ნორვეგიაში დღესასწაულების, განსაკუთრებით კი შობის დროს მოხვდით, ალბათ უნდა იცოდეთ, როგორი გასტრონომიული დღესასწაული გელოდებათ აქ. გადახედეთ, არაფერი გამოგრჩეთ:
სრულიად თანამედროვე, უმაღლესი ტექნოლოგიებით აღ ჭურვილი ნორვეგიული რესტორნები გასტრონომიის ახალ მიღწევებს კიდევ უფრო ავითარებენ, ამ კულინარიული რევოლუციის მთავარი ბაზა და საწყისი კი ადგილობრივი პროდუქტია, ავთენტური, ხარისხიანი, საგულდაგულოდ შერჩეული. ამიტომაცაა, რომ ნორვეგიის სხვადასხვა ქალაქში ცნობილი და საუკეთესო მზარეულების შემოქმედების გასასინჯად ბევრი მიილტვის, ნორვეგია თანამედროვე გასტრონომიის ახალი, ჯერ კიდევ აღმოუჩენელი და შეუსწავ ლელი კუნძულია. ცეცხლი, კვამლი, მარილი და დრამა, ხარისხი, ცოცხალი და ქორფა, ნედლი და გამომშრალი, თევზი და ხორცი, სანელებლები და ზღვის მარილი, ისტორია და თანამედროვეობა, მოგზაურობა და ჩრდილოეთის ქვეყნის მარადიული სიყვარული – სწორედ ეს არის ნორვეგია და ნორვეგიული გასტრონომია.
41 VOYAGER 13/2018
restornebi
MAAEMO „მაემო“ ძველ ნორვეგიულ ენაზე დედაბუნებას ნიშნავს და რესტორნის კონცეფციაც სუფთა, ნათელი ნორვეგიული გემოების შექმნაზეა ორიენტირებული. „მაემოს“ მიშლენის სამი ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. შესაბამისად, აქ სა დილი სხვა თავგადასავალია – რესტორნის მენიუ თითქოს ნორვეგიის პეიზაჟებშიც კი გპირდებათ მოგზაურობას.
STATHOLDERGAARDEN „ფანტასტიკური საჭმელი“, „საუკეთესო რესტორანი ოს ლოში“, „გემრიელი კერძები და ღვინო“, – ასე აფასებენ ამ რესტორანს. რესტორანი „სტატჰოლდერგორენ“ ოსლოს ცენტრში, მე-17 საუკუნეში აგებულ შენობაშია. მისი ხუთი ოთახი სხვადასხვა ზომისა და უნიკალური დიზაინისაა. კლეოპატრას ოთახში ჩრდილოეთევროპულ ყველაზე შთამბეჭდავ ჭერის ბარელიეფებს აღმოაჩენთ, რომელზეც კლეოპატრას სიკვდილია გადმოცემული. რესტორნის ჭერზე ასევე ნახავთ ძველეგვიპტურ ფიგურებს, გვიანდელი ბაროკოსა და ადრეული როკოკოს სტილის დეტალებს. რესტორნის მეპატრონე და შეფ-მზარეული ბენტ სტიანსენია (Bent Stiansen), რომელიც 1993 წელს ნორვეგიის კულინარიული ხელოვნების პირველი ჩემპიონი გახდა. ყოველ დღეს, სტიანსენი და შეფი თურბიორნ ფორსტერი (Torbjørn Forster) რესტორანში სიურპრიზებით სავსე ექვსკერძიან გურმანების მენიუს ადგენენ. მენიუ წლის სეზონებს უწყობს ფეხს და საუკეთესო ნორვეგიული პროდუქტებით მზადდება. სტიანსენი ამბობს, რომ მისთვის ეს რესტორანი იგივეა, რაც სასადილო ოთახი – ანუ სტუმრებს, ფაქტობრივად, შინ მასპინძლობს. ფასები: სამი კერძი „სტატჰოლდერგორენში“ 600-800 კრონა ღირს. ექვსკერძიანი მენიუ – 1395 კრონა და ამდენივე კერძთან დაწყვილებული ღვინის მენიუ – 1270 კრონა. Rådhusgate 11 / www.statholdergaarden.no
სამზარეულოში მხოლოდ ორგანულ და ნატურალურ ინგრედიენტებს იყენებენ. აქ შეგიძლიათ, გასინჯოთ ადგილობრივი ნაწარმით – საუკეთესო ხორცით, ზღვის პროდუქტებით, ბოსტნეულით, კენკრითა თუ მწვანილით ინო ვაციურ სამზარეულოში მომზადებული კერძები. რესტორნის შეფ-მზარეული და ერთ-ერთი მეპატრონე ესბენ ჰოლმბუ ბანგია (Esben Holmboe Bang), რომელიც 2013 წელს ჟურნალმა „თაიმმა“ მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან შეფს შორის დაასახელა. რესტორნის ძირითად სივრცეში სულ 8 მაგიდაა და ერთიც სამზარეულოს სადეგუსტაციო მაგიდა, რომლიდანაც თან შეფის ტრიალს აკვირდებით, თან ოსლოს ცენტრალური უბნის, ბიორვიკას (Bjørvika) თანამედროვე პეიზაჟით ტკბებით. სეზონური მენიუს ფასი: 2800 კრონა. სასმელის მენიუ, დამატებით, 1800 კრონა. შეფი გვირჩევს, სრული თავგადასავლის გასავლელად რესტორნისთვის მთელი საღამო გამოვყოთ. სასურველია დაჯავშნა.
GALT ოსლოს უბანში, ფრონერში (Frogner), რესტორნის მშვიდ გარემოში, გურმანებისთვის შექმნილი და ტრადიციული ნორვეგიული სამზარეულო ერთად დაგხვდებათ. რესტორნის ექვსკერძიან მენიუს დამატებით ხიზილალა, ყველი, ხამანწკები და გამოყვანილი ხორცი ახლავს თან. ღვინო იდეალურად ეხამება კერძებს და „გალთის“ შავი ყავაც კი სრულყოფილებაა. რესტორნის თეფშებზე თითქოს ნორვეგიის ცის თარგებია მიხატული. მართალია, ნორვეგიულად Galt „არასწორს“ ნიშნავს, მაგრამ ამ რესტორანში არასწორად მომზადებულს ვერაფერს იპოვი. სამზარეულოს გუნდს ბიორნ სვენსონი და მისი 4 კოლეგა ხელმძღვანელობენ. „გალთმა“ მიშლენის პირველი ვარსკვლავი წელს პირველივე მცდელობაზე მიიღო.
Schweigaards gate 15b / www.maaemo.no
Frognerveien 12 / www.galt.no 42 VOYAGER 13/2018
KONTRAST „კონტრასტი“ თანამედროვე სკანდინავიური რესტორანია ახალ და თანამედროვე სამეზობლოში. მისი სამზარეულო გურმანებისთვის ნამდვილი სამოთხეა, სადაც საუკეთესო ნორვეგიული და ორგანული პროდუქტებით ყოველდღიურად ახალ-ახალი კერძები იქმნება. რესტორანი მიშლენის ერთ ვარსკვლავს ფლობს. კერძები საშუალო ზომისაა და სათითაოდ მანამდე შეგიძლიათ შეუკვეთოთ, ვიდრე არ დანაყრდებით.
TJUVHOLMEN SJØMAGASIN
აქ სადეგუსტაციო მენიუებიც აქვთ – პატარა კონტრასტი, რომელიც 6 კერძისგან შედგება (950 კრონა) და დიდი კონტრასტი 10 კერძით (1450 კრონა). ასევე შეგიძლიათ კერძებთან შეწყვილებული სასმელის შესაბამისი მე ნიუს არჩევაც (850 და 1250 კრონა). გაითვალისწინეთ, „კონტრასტის“ დასამახსოვრებელი დესერტებიც და ძალაც მათთვისაც შემოინახეთ.
„შუვჰოლმენ შომაგასინ“ რესტორნის შეფები თანხმდებიან, რომ კარგი კერძის საუკეთესო დასაწყისი ყველაზე მარტივი ინგრედიენტია. ასტრუპ ფირნლის (Astrup Fearnley) მუზეუმის წინ მდებარე რესტორანში თევზისა და ზღვის პროდუქტების ზღვასავით არჩევანია. აქ რამდენიმე სივრცეა: ძირითადი რესტორანი, ღია Chambre Separée, Fish Deli და საკონფერენციო ცენტრი. ლობსტერებსა და სამეფო კიბორჩხალებს შესასვლელშივე დაინახავთ აკვარიუმში, ნაირ-ნაირი თევზისა და ზღვის ბინადრების არომატი კი პანორამული სამზარეულოდან სასადილო ოთახამდე გაგყ ვებათ.
„საბოლოო შედეგი ვერასოდეს იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე იმ პროდუქტის ხარისხი, რომლითაც დაიწყე“, – ეს „კონტრასტის“ შეფ-მზარეულის, მიკაელ სვენსონის (Mikael Svensson) სიტყვებია და ეს ადამიანი მსოფლიოს 300 საუკეთესო შეფს შორისაა დასახელებული.
რესტორნის გუნდმა იცის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი, სეზონური პროდუქტია. ამიტომაც ფლობენ იქ „Norwegian Foodprint“-ის ნიშანს, რომელსაც თუ რესტო რანზე შენიშნავთ, თამამად შეაბიჯეთ: ესე იგი, ის საგულდაგულოდ შერჩეულთა შორის მოხვდა და საუკეთესო, ეკოლოგიურად სუფთა, სეზონურ ნორვეგიულ საკვებს სთავაზობს სტუმრებს.
Maridalsveien 15 / www.restaurant-kontrast.no
Tjuvholmen allé 14 / www.sjomagasinet.no
DØGNVILL BURGER VULKAN სახელი რესტორნის შესახებ თითქმის სრულ ინფორმაციას გვაწვდის. „დოინვილ ბურგერ ვულკანი“ ვულკანის ახალ, ენერგოეფექტური პრინციპებით გაშენებულ უბანში მდებარეობს და იქ ქალაქში საუკეთესო ბურგერების გასინჯვა შეგიძლიათ. „დოინვილის“ ბურგერები იარენის (Jæren) ეკოლოგიურად სუფთა გარემოში გაზრ დილი მსხვილფეხა საქონლის ხორცით, ქორფა ბოსტნეულითა და ახალგამომცხვარი ორგანული წესით მოწეული და გამომცხვარი პურით მზადდება. ბურგერებთან ერთად იქ ლუდის, ღვინისა და კოქტეილების საუკეთესო არჩევანია. იქვე დააგემოვნებთ პრმიუმ ხარისხის ნაყინისგან დამზადებულ საუკეთესო სქელ-სქელ მილქშეიკებს. სათავისო ბურგერებსა და დესერტებს ამ რესტორანში ვეგანებიც აღმოაჩენენ. Vulkan 12. www.dognvillburger.no
SANGUINE ბრასერია Sanguine ოპერის თეატრის ფოიესა და გარე სივრცეშია განთავსებული, წყლის პირას. აქ შეჩერება კარგი ყავისთვის თუ წახემსებისთვის შუადღიდან საღამომდე შეიძლება. და არა მხოლოდ წასახემსებლად – უბრალო თევზის წვნიანით დაწყებული, სეზონური ოთხთავიანი სადილებითა და საბავშვო მენიუთი დამთავრებული, Sanguine-ში ბევრი საინტერესო და უცხო გემოა. ბრასერია კიდევ უფრო გვიანობამდე მუშაობს იმ დღეებში, როცა ოპერის მთავარ სცენაზე სპექტაკლია. Kirsten Flagstads plass 1/ www.sanguinebrasserie.no
43 VOYAGER 13/2018
restornebi
VIPPA პორტი ის ადგილია, სადაც ათასი ჯურის ხალხი ირევა, შემდეგ ისინი ქალაქში დიდხანს ან ცოტა ხნით რჩებიან. ბოლო პერიოდში ოსლოს უამრავი ემიგრანტი გაუჩნდა და ჯერ კიდევ არ არსებობს მეტ-ნაკლები თანხმობა იმის შესახებ, ხედავს თუ არა ამ ფაქტს ნორვეგია პრობლემად, და თუ ხედავს, როგორ ჭრის მას. „ვიპა“ – ინოვაციური სოციალური და ბიზნესმოდელია, რომელიც შარშან გაიხსნა ოსლოს პორტში და კვების ინდუსტრიასთან დაკავშირებული ახალგაზრდა ემიგრანტების დასაქმებისა და სოციალური ინტეგრაციის სივრცე გააჩინა. აქ გახსნილი თითოეული კაფე და სასადილო ემიგრანტების გასტრონომიულ კულტურას ასახავს: ალეპოური შაურმა, ბლინები ერითრეადან, ჩილი ტექს-მექსურად (რაც ტეხასის შტატში ინტეგრირებული მექსიკური სამზარეულოს სახელია). ისინი და კიდევ სხვები იმავე სივრცეში ოსლოს თავიანთი განსხვავებული, ჭრელი, სიცოცხლით სავსე კულტურით აფერადებენ. ეთიკურ ურთიერთობებზე, მულტიკულტურულობაზე, ემიგრანტების განათლებასა და ბიზნესის წამოსაწყებად საჭირო ხელშეწყობაზე, რაც „ვიპას“ ფილოსოფიის ნაწილია, მეტის გაგება იქვე, პირადი ისტორიებიდან შეგიძლიათ.
ეწვიეთ ვიპას, თუ: ოსლოში ხართ, გშიათ და გაინტერესებთ, როგორ მუშაობს „უცხოს მიღების“ პროცესი ერთგვაროვან, გამოკვეთილად მონოლითურ საზოგადოებაში. როგორც თვით მხილველები ამბობენ, აქ ეს ყოველდღიურად, შენობის შიგნით და გარეთ განთავსებულ საზიარო მაგიდებთან ხდება.
MATHALLEN FOOD HALL „მათჰალენი“ 2012 წელს მდინარე აკერის სანაპიროზე მდე ბარე ძველი თუჯსასხმელი ქარხნის შენობაში გაიხსნა. ამ ინოვაციურმა პროექტმა ოსლოს კულინარიული კულტურა გამოაფხიზლა და მოსახლეობას მისი მნიშვნელობაც ახლებურად დაანახა. ტურისტებისთვის კი Mathallen მრა ვალფეროვანი კერძებისა და სასუსნავების დაგემოვნებისთვის გამორჩეულ ადგილად იქცა. აქ დიდ სივრცეში ერთადაა თავმოყრილი სხვადასხვა ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები: ევროპისა და აზიის ქვეყნის სამზარეულოები, საუკეთესო ნორდიული ზღვის პროდუქტები და ტკბილეული, იტალიური ნაყინები, ყავის და ჩაის სპეციალური კაფეები და ღვინის ბარები და სხვა ათასი საინტერესო ადგილი. ყველანაირი საკვები ერთ სივრცეში – უფრო სწორად, ერთ დარბაზში – როგორც გვეუბნება სათაური. 17, Maridalsveien. www.mathallenoslo.no 44 VOYAGER 13/2018
Akershusstranda 25
TIM WENDELBOE
© eatdrinkkl.blogspot.com
იმავე ჰიპსტერულ უბანში, გრუნერლოკაში მთელ კონტი ნენტზე ცნობილი ესპრესო ბარია, „თიმ ვენდელბუ“. ხოლო მისამართზე: Tøyengata 29C Tøyen, იმავე ბრენდის ახალი საყავე და ყავის განათლების ცენტრი. ორივეგან მთავარია ამბიცია: Tim Wendelboe იყოს საუკეთესო ყავის ადგილი მთელ მსოფლიოში; მას აკითხავდნენ ცოდნისა და ხარისხის გამო.
TORGGATA BOTANISKE BAR
ტიმი 2005 წლის გამარჯვებულია ყავის ჩემპიონატში, 2004 წელს კი ნომერი პირველი ბარისტა გახდა მსოფლიოში. მას შემდეგ ყავის მცოდნენი მთელ მსოფლიოში ცნობენ და აფასებენ. 2015 წლიდან მას სამხრეთ კოლუმბიაში ყავის საკუთარი ნათესებიც აქვს, რომელსაც მხოლოდ ბიოპრეპარატებით ამუშავებს. როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ერთ-ერთ გამოცემაში წერია: მისი კაფე უბნის უბრალო ყავახანას ჰგავს, მაგრამ გემსახურებიან ისე, როგორც მიშლენის ვარსკვლავიან რესტორანში.
Torggata 17B / f: Torggata-Botaniske
Grünersgate 1
© sprudge.com
„თურგატა ბოტანისკე ბარ“ _ ესაა კოქტეილ-ბარი, სადაც მცენარეებს ისეთივე გულმოდგინებით უდგებიან, როგორც კოქტეილების მომზადებას. „მის ბაზილიკი“ – ასე ჰქვია, მაგალითად, აქაურობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კოქტეილს, რომელიც ჯინით, ლიმონით, შაქრის სიროფით და, რაღა თქმა უნდა, ბაზილიკით მზადდება. ქორფა მწვანილეულს აქ იდეალური გემოების მისა ღებად იყენებენ და არა მხოლოდ ინტერი ერის ნაწილად. კრეატიული მიდგომა მიქსოლოგიაში, ინტერიერის დიზაინში, კლიენტებთან ურთიერთობაში – ამით გამოირ ჩევა მწვანე მცენარეებით, ხისა და შუშის დახვეწილი კომბინაციით გაწყობილი მოდური ბარი.
თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ოსლოს არატურისტულ გასართობებსა და ცხოვრების სტილზე, დაათვალიერეთ ინგლისურენოვანი ონლაინ გამოცემა „ოსლოს წიგნი“. THEOSLOBOOK.NO
HERALDS VAFFEL ეს თითქოს ჩვეულებრივი სავაფლეა პოპულარულ სავაჭრო ქუჩაზე, ოღონდ – არაჩვეულებრივი ისტორიით. მისი ისტორია ოსლოელ შვედს იუნათან ლარსონს უკავშირდება. იუნათანს ისე უყვარდა ვაფლი და ისე მოსწონდა თავისი რეცეპტი, რომ ვაფლების გაყიდვა სახლიდან, საძინებელი ოთახის ფანჯრიდან დაიწყო. ბიზნესი მალე გაფართოვდა და რამდენიმე თვეში ცენტრალურ უბანში გადავიდა.
ENGEBRET CAFE
იუნათან ლარსონს სურს, ნორვეგიულ ვაფლს სახელი ბელგიურივით გაუთქვამს, რადგან მიიჩნევს, რომ ის სამარ თლიანად იმსახურებს აღიარებას. განსხვავება, ერთი შე ხედვით, სისქეა – ნორვეგიული უფრო თხელია და ნაკლებად ტკბილი, თუმცა ლარსონის რეცეპტურაში უამრავ საინტერესო გემოს და მათ შეხამებებს შეხვდებით. აქვს ვაფლები ლურჯი ყველით, ძეხვით, ქოქოსით, რამდენიმე ვეგანური რეცეპტი და რამდენიმეც უგლუტენო ვერსია. ასევე აქვს „ფავაფელიც“, ფალაფელის ინსპირაციით. მოკლედ, ეს ერთერთი პოპულარული წასახემსებელი გაჩერებაა ოსლოში და თუ სადმე გადაეყრებით, არ გამოტოვოთ.
ენგებრეთ კაფეს გარედან რომ დაინახავთ, თავისით მიგიზიდავთ და დანახვისთანავე შეგაყვარებთ თავს. 1857 წლიდან ფუნქციონირებს, წელს 118-ე დაბადების დღე აქვს. აპრილიდან სტუმრებისთვის ბაღის სივრცესაც ხსნის და ადგილების რაოდენობა 340-მდე იზრდება. აქვს შუადღის და სადილის მენიუები, რომლებიც საშობაო სეზონზე კიდევ უფრო სადღესასწაულო და დახვეწილი ხდება და აქვთ საკუთარი ბრენდებიც: ანუ თავად ამზადებენ ბრენდულ წითელი და თეთრ ღვინოებს და ასეევ ლუდს. ეს ოსლოს უძველესი და დღემდე მოქმედი რესტორანია. ამიტომ აუცილებლად მოსანახულებელ ღირსშესანიშნაობა სიაში მაინც ჩაწერეთ.
Torggata 7
Bankplassen 1 / www.engebret-cafe.no 45 VOYAGER 13/2018
სასმელი
გაგვიმარჯოს ნორვეგიულად დავიწყოთ იმით, რომ ონკანის წყლის დალევა უსაფრთხო და გემრიელიც კია ნორვეგიაში. მოგზაურები განსაკუთრებული სიამოვნებით იხსენებენ ველურ ბუნებაში გასინჯული ანკარა წყაროს ანდა პირდაპირ მთის ღელედან მუჭით ამოღებული წყლის გემოს. თუმცა, ეს ექსკლუზიურად ზაფხულის სიამოვნებაა. ყველა სეზონისთვის კი ნორვეგიელებს უნივერსალური ლუდი, აკვავიტი, გლოგი და სიდრი აქვთ. დიახ, სწორად გახსოვთ, ნორვეგიაში ალკოჰოლის მოხმარებასა და დისტრიბუციაზე მკაცრი კანონებია (კვირას საერთოდ არ იყიდება, სხვა დროსაც განსაზღვრული საათები და ოდენობაა) და ამას, თუ დაინტერესდებით, იოლად აღმოაჩენთ, თუმცა, სასტუმროებსა და რესტორნებში ადგილობრივი სასმელების გასინჯვას მაინც შეუფერხებლად შეძლებთ. პირდაპირ უნდა დავაბრეხვოთ: ნორვეგიელები ამაყობენ იმით, რომ სამი ათასი წელია, ხარშავენ ლუდს. ამ რიცხვს, ცხადია, არ გადავუმოწმებთ, ნორვეგიელებს სიტყვაზე ვენდობით, თუმცა, თუ მოვინდომებთ, იმის გადამოწმება კი პირადად შეგვიძლია, მართლა არის თუ არა ქვეყანაში ლუდის 100 მიკროჩამომსხმელი ქარხანა. განსაკუთრებით მიუვალ ადგილებში გახსნილი პატარ-პატარა ლუდსახარშები ხომ ტურისტებსაც ხშირად იზიდავს. ასეთია მაგალითად Voss, რომელიც უცნაურ ინგრედიენტებს იყენებს ლუდის ხარშვისას, მაგალითად, ხელით, მთაში დაკრეფილ ღვიას. თუმცა, თავად სხვებსაც ნახავთ.
ნორვეგიელები ძირითადად სწორედ ლუდის მსმელი ხალხია. თუმცა სიდრის მომზადების ხანგრძლივი ტრადიციაც აქვთ და ბოლო დროს ვაშლისა და მსხლის გამორჩეულად ხარისხიან სიდრს ასხამენ, ასე რომ, ესეც აუცილებლად მოიკითხეთ რესტორნებში. ხოლო თუ უფრო ძლიერი ალკოჰოლის გემოს ეძებთ, შეგიძლიათ ნატოს მიტოვებულ შტაბბინას მიაკითხოთ ქვეყნის ყველაზე ჩრდილოეთით, ლინგენის ფიორდში. ეს არქტიკულ ზოლში მდებარე ვისკის სახდელი ქარხანაა, რომლის იქითაც, როგორც იტყვიან, აღარაფერია. მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე სახდელი ქარხანა, რომლის უახლოესი მეზობლებიც ირმები და ზვიგენები არიან _ ხშირად ასეც ახასიათებენ მას. იქაურობა ზოგჯერ ჩრდილოეთის ციალში ეხვევა და ხისა და შუშის შენობას კიდევ უფრო ჯადოსნურ ელფერს აძლევს. Bivrost _ ამ სახელით თავადაც მოძებნით ამ ადგილის კიდევ უფრო უნიკალურ თვისებებს. და ადვილად იპოვით Vikingfjord-საც _ ასე ჰქვია ყველაზე ცნობილ ნორვეგიულ არაყს, რომელიც მყინვარის წყლით მზადდება, 40 %-იანი ალკოჰოლის შემცველობა აქვს და ყველაზე ცნობილი ბრენდია მძიმე ალკოჰოლურ სასმელებს შორის ნორვეგიაში. ზემოთ ვახსენეთ აკვავიტიც, ნორვეგიელების ეს ეროვნული სასმელი აქარწყლებს ყოველგვარ ეჭვს, რომ კარტოფილისა და ხორბლის ნაზავით კარგი ალკოჰოლური სასმელი ვერ გამოვა. აკვავიტი საპირისპიროს დასტურია, თუმცა, როგორც ამბობენ, მთავარ გემოს მას ცერეცოსა და კვლიავის მარცვლები აძლევს. აკვავიტს ხშირად მიირთმევენ საზეიმო დღეებში, შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე და საქორწინო სუფრებზე, ისევე, როგორც მიდს, რომელსაც ზამთარში ჯანჯაფილიან ორცხობილებს აყოლებენ და მეტსახელად „თაფლის ღვინოს“ ეძახიან, რადგან ფერმენტირებული შაქრის დიდი ნაწილი ამ სასმელში თაფლისაა. წინდაწინვე შეეგუეთ იმას, რომ სხვადასხვა საკმაზისა და სუ ნელის ტონებს ნორვეგიულ ალკოჰოლურ სასმელებში ხშირად წააწყდებით. მაგალითად, აქ ღვინოს ზოგჯერ ამზადებენ მაყვლისგან და მას სხვადასხვა მწვანილითა და სუნელით აზავებენ. ზამთრის ცივი დღეების სასმელია გლოგიც _ ცხელი, სუნელებიანი წითელი ღვინო თავისი არაალკოჰოლური ვერსიებით. თუმცა, საბოლოოდ, ბურბონი იქნება, რომი თუ ტეკილა _ ალკოჰოლური სასმელების კარგად ნაცნობი საერთაშორისო სახეობები _ მათ ნორვეგიის ნებისმიერ ტურისტულ რაიონში მოიძიებთ. უბრალოდ, საჭიროა სმის წესებისა და კანონების კარგად შესწავლა და იმის დაჯერებაც, რომ ცივ, ყინვიან ამინდებს მხოლოდ სასმელით ვერ გაათბობ _ სხვა, ჩრდი ლოური საიდუმლო ისევ ნორვეგიელებს უნდა ვკითხოთ.
46 VOYAGER 13/2018
48 VOYAGER 13/2018
49 VOYAGER 13/2018
ქვეყანა
რისგან შედგება ნორვეგიული ბედნიერება?! უნა აბაშიძე „ერთია, რა ცვლილებას გთვაზობს სახელმწიფო და მეორეა, რას აკეთებ შენ ამ ცვლილებისათვის. როდის ჰკითხეთ თქვენს თავს ბოლოს – რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და რა შეიძლება მის მისაღწევად გავაკეთო? ხვდებით ხომ, რასაც ვგულისხმობ, აი, დინებას რომ არ მიჰყვეთ...“ – ამბობს ნორვეგიელი ფსიქოლოგი, ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტის პროფესორი და ბედნიერების მკვლევარი იუარ ვიტერშო და ამატებს: „ნორვეგიაში ხალხი თანასწორ პირობებში ცხოვრობს და ეს ნდობას ზრდის. ნდობა კი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს, ადამიანი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს“. ეს ინტერვიუ „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტმა მას შემდეგ ჩაწერა, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ „მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში“ ნორვეგია ისევ მოწინავე რიგებში აღმოჩნდა. თუ 2017 წლის მონაცემებში ნორვეგია პირველ ადგილზე იყო, 2018 წელს, მან პირველობა ფინეთს ძალიან პატარა სხვაობით დაუთმო. ასე რომ, ფაქტია, სხვა ქვეყნების მოსახლეობისგან განსხვავებით, ნორვეგიელები ბედნიერების რეიტინგში
ნორვეგიის სამეფო farTobi 385,252km2 ვალუტა:
ნორვეგიული კრონი (NOK) ოფიციალური ენა ნორვეგიული (ბუკმოლი და ნინოშკი)
oslo dedaqalaqi
მოსახლეობა
5 434 799
mamakaci
50.1%
qali
49.9%
50 VOYAGER 13/2018
საკუთარი ქვეყნის ძებნას ზემოდან იწყებენ, რადგან ზუსტად იციან, რომ პირველის გასწვრივ თუ არა, მეორის გვერდით აუცილებლად NORWAY ეწერება. არადა, სულ წარმომედგინა, რომ ბედნიერი ქვეყანა ის არის, სადაც მზე მუდამ ანათებს, თბილი სიო უბერავს და ქალაქის ხმაურს ზღვის ტალღების ხმა აფხიზლებს. გაეროს რეიტინგი კი, რომელიც 2012 წლიდან დგება, მუდამ საპირისპიროს მიმტკიცებს. პირველ ხუთეულში, როგორც წესი, ნორვეგია, დანია, ისლანდია, ფინეთი და შვეიცარია შედის – ქვეყნები, სადაც 6 თვის განმავლობაში თოვს და ცივი ღამეები უსასრულოდ იწელება. რა შეიძლება იყოს ბედნიერების საზომი ერთეული? როგორ შეიძლება ობიექტურად გაზომო მოქალაქეების ბედნიერება, როცა ეს უკიდურესად ინდივიდუალური განცდაა და, ბევრ სხვა რამესთან ერთად, კულტურულ ფასეულობებს, აღზრდას და პირად მსოფლხედვას მოიცავს? გაეროს რეიტინგი გამოკითხული მოსახლეობის პასუხებით დგება და ბედნიერების გასაზომად ექვს კრიტერიუმს აწესებს: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (ცხოვრების სტანდარტის ერთ-ერთი ინდიკატორი), სოციალური დახმარება, ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება, გულუხვობის შესაძლებლობა, კორუფციის გაგება. სწორედ ამ კატეგორიებს ერწყმის მერე ის, რაც ერთი შეხედვით გვეჩვენება ხოლმე ბედნიერების ინდიკატორად: ქვეყნის ლამაზი პეიზაჟები და სუფთა გარემო, მოწესრიგებული და სტრესისგან დაცლილი ყოველდღიურობა, პლუს, კარგი შემოსავალი, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ეფექტური ჯანმრთელობის დაზღვევა, ხშირად მოგზაურობის შესაძლებლობა. ნორვეგიაში 5 მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს 5 მილიონი 385,252 ათას კილომეტრზეა გადანაწილებული. ანუ ეს არის ვეებერთელა ტერიტორია ცოტა ხალხით. აქ ვერ ნახავთ აყვავებულ ქალაქებსა და გაპარტახების პირას მყოფ სოფლებს, რადგან სახელმწიფოს ყველა რეგიონისთვის ბიუჯეტი თანაბრად ნაწილდება, ანუ ყველა მხარე შეძლებისდაგვარად თანაბრად ვითარდება. და, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ნორვეგიაში მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტი ცხოვრობს, იქაც ყველაფერი ისევეა მოწესრიგებული, როგორც სახელმწიფოს სხვა, გაცილებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. ნორვეგია დიდ ყურადღებას უთმობს განათლებასა და მეცნიერებას და ამაში ფულს არასდროს ზოგავს. მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღება იქ უფასოა და ამ მომსახურებით როგორც ნორვეგიელებს, ასევე ჩასულ სტუდენტებსაც შეუძლიათ სარგებლობა. „ეკონომიკური თანასწორობის“ (არც ისე დიდი სახელფასო სხვაობების) ნახვა რეალურ ცხოვრებაში სწორედ ნორვეგიის მაგალითზე შეიძლება. 16 წლამდე მოსახლეობას, ისევე როგორც ორსულებსა და ჩვილი ბავშვების დედებს, უფასო სამედიცინო მომსახურება აქვთ. მართალია, მათი შემოსავლიდან წლიურად გარკვეული თანხა ავტომატურად იჭრება, როგორც აუცილებელი გადასახადი, თუმცა ჯანმრთელობის ხარ-
ჯების დიდ ნაწილს მაინც სახელმწიფო ფარავს. თითო ადამიანზე ის რამდენიმე ათეულ ათასს დოლარს იხდის ყოველ წლიურად, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სახელმწიფო ანაზღაურებს ქვეყნის გარეთ მკურნალობას, დეკრეტულ შვებულებას, ქრონიკული დაავადების დროს მედიკამენტოზურ დახმარებასა და მრავალ სხვას. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელია, ატარებს კვლევას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის განვითარებაზე მზრუნველი ქვეყნების გამოვლენას. 2018 წელს გამოქვეყნებული ამ სიის ლიდერი მეორე ნომრად ისევ ნორვეგიაა, რაც, ერთხელაც რომ გავიმეოროთ კრიტერიუმები, აიხსნება: მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე; სოციალური მხარდაჭერის პროგრამებით; ჯანსაღად ცხოვრების ხანგრძლივობით; ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების თავისუფალი არჩევანით; უნარით, იყო გულუხვი; კორუფციის მაჩვენებლით.
ნორვეგიაა ქვეყანა, რომლის 25-დან 64-წლამდე მოსახლეობის 84%-ს უმაღლესი განათლება აქვს, ხოლო 75%-ზე მეტი დასაქმებულია. უმუშევრებისთვის კი არა მარტო ნორვეგიაში, არამედ ზოგადად სკანდინავიის ქვეყნებში საკმაოდ მრავალფეროვანი დასაქმების პროგრამებია.
ნორვეგიას ყველაზე ნაკლებად აწუხებს გენდერული ნიშნით დაყოფის პრობლემებიც, რისი დასტურიცაა მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის რეიტინგი: ამ ქვეყანაში ქალსა და მამაკაცს თანაბარი პირობები აქვთ – განათლებაშიც, პოლიტიკაშიც და ერთნაირია მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც კი. ეს ყველაფერი გასაგებია. გასაგებია, რომ მოვლილ გარემოს, განათლებასა და საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას აშკარად მოაქვს შედეგი, მაგრამ ამ მშრალი სტატისტიკის, ცნებების, ტერმინებისა და რეიტინგების მიღმა, მაინც ჩნდება კითხვა – ნუთუ მხოლოდ ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ ყველაზე ბედნიერი მოქალაქეები გყავდეს? ფაქტია, ამ ბედნიერების ინდექსში ყველაზე მდიდარი ქვეყნები ვერ მოხვდნენ, ანუ „ბევრი ფული“, როგორც საწინდარი ბედნიერების, თავიდანვე გამოირიცხა. „არა, ეს ამინდის გამო ნამდვილად ვერ მოხდებოდა, რადგან აქ მუდამ საშინლად ცივა, – ამბობს ნორვეგიელი ქალბატონი იმავე ინტერვიუდან და ამატებს: – მაშინ... იქნებ ბუნება, ბუნება და ადამიანები განაპირობებენ ამას?“ „ცნობილია, რომ იქ, სადაც მზე უფრო დიდხანს ანათებს, ხალხი უფრო ბედნიერია. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს ასე არ არის და ამას ნორვეგიის მაგალითი ამტკიცებს“, – აგრძელებს ბედნიერების მკვლევარი იუარ ვიტერშო. შეიძლება ვთქვათ, რომ ხალხმა აქ ისწავლა ადაპტაცია და ძალიან
51 VOYAGER 13/2018
ქვეყანა
კარგად იცის, როგორ შეუძლია შეირგოს ის, რითიც მისი ქვეყანა ნამდვილად მდიდარია – ბუნება. ნორვეგია ერთ-ერთი პირველი ადგილია, სადაც ადამიანებმა თხილამურების გამოყენება ისწავლეს და ამიტომ ზამთრის სპორტული აქტივობები, თხილამურებით სრიალია თუ მარხილში შებმული ჰასკებითა და ირმებით სეირნობა, ცხოვრების ნაწილი უფროა, ვიდრე, უბრალოდ, ტურისტების მოსაზიდი მანევრი. ეს არის ადგილი, სადაც 6 თვის განმავლობაში ცაში ულამაზეს სანახაობას – პოლარულ ციალს აკვირდებიან, წყალში მოხტუნავე ვეშაპების სეზონი აქვთ და სადაც მყინვარების მოქმედების შედეგად წარმოქმნილი ფიორდები დაუჯერებელ სანახაობას ქმნის.
ტრომსეს ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ვიდეოინტერვიუში.
ბევრგან ნორვეგიას უბრალოდ – ბუნების შედევრს უწოდებენ თავისი 450, 000-მდე ტბით, 50,000-მდე კუნძულით და იუნესკოს დაცული ტერიტორიებით.
„იცით, ნორვეგიელებისთვის სახლში სიმყუდროვეს დიდი მნიშვნელობა აქვს (ნორვეგიული სიმყუდროვისთვის არსე ბობს სპეციალური სიტყვაც „kos“ _ ქუს). ამიტომ ყველა ცდილობს, მაქსიმალურად კომფორტული გარემო ჰქონდეს. აქ მალე ბნელდება და თან ღამე რა უნდა აკეთო გარეთ, ამიტომ სახლში ბევრი სანთლები გვაქვს, რომელთაც საღამოს ვანთებთ“, – ჰყვება ტრომსელი ბირგიტ ჰემი ვიდეოში და თან თავისი 4 შვილისთვის საჭმელს ამზადებს მანამ, სანამ მეუღლე ბუხარში ცდილობს ცეცხლის დანთებას. „თან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში, ჩვენი შვილების მომავალზე არ ვნერვიულობთ“, – ამატებს ბირგიტი ბოლოს.
მთავრობა ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს ხალხს ნაყოფიერად დასვენებაში და ამიტომ თითოეულმა ნორვეგიელმა იცის, რომ როდესაც ოჯახთან ერთად ლაშქრობა, კარვის დადგმა და კოცონის დანთება მოუნდება, ის სრულიად თავისუფალია ადგილის არჩევაში _ იქნება ნაციონალური პარკები თუ კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიები. მთავარია, წესები დაიცვან. ანუ ყველაფერი ორ ფაქტორს ეფუძნება – პასუხისმგებლობასა და ნდობას. „ზოგადად, სკანდინავიურ ქვეყნებში ძალიან განვითარებულია სოციალური პასუხისმგებლობა, – ამბობს „ბედნიერების რეიტინგის“ ერთ-ერთი რედაქტორი ჟან-ემანუელ დე ნევე. „მაგალითისთვის, სკანდინავიური ქვეყნების მოქალაქეებს უფრო ახასიათებთ დაკარგული საფულის მფლობელისთვის დაბრუნება, ვიდრე რეიტინგის ქვედა ნიშნულში მყოფი ქვეყნების მოქალაქეებს. ეს კი ის ინდიკატორია, რასაც ჩვენ „სოციალურ პასუხისმგებლობას“ ვეძახით. თან იცით, რაშია საქმე... ამ ქვეყნებში მთავრობა მუდმივად ცდილობს ლოკალური ინიციატივების მხარდაჭერით წაახალისოს ხალხი. ეს კი კომუნის, ერთობის განწყობას ქმნის“. „რა მნიშვნელობა აქვს ამინდს, მთავარია, ბუნებაში იყვნენ“, – ამბობს
2 წლის ბავშვებს ზუსტად ისე აცვიათ, როგორც ჩვენებს მაშინ, როცა გამოსაზამთრებლად ბაკურიანში მივდივართ: გაბერილი კომბინეზონები, თბილი ფეხსაცმელები და თავზე კარგად ჩამოფხატული ქუდები. ისინი მიიჩნევენ, რომ ბუნებასთან სიახლოვე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ბედნიერებისთვის და ამას თავიანთი შვილებისთვის არასდროს იშურებენ. არც მაშინ, როდესაც გარეთ ცივა და კომბოს ტოებივით შეფუთნული ბავშვები 2-გრადუსიან ნორვეგიის ზღვაში ატყაპუნებენ ხელებს.
და კიდევ ერთი: ნორვეგიულ ენაში არის ბედნიერების გამომხატველი ასეთი სიტყვა Utepils (უტეფილს) – რაც არქ ტიკული ზაფხულის დროს, მაშინ როდესაც დღეში 20 საათი ანათებს მზე, ცივი ლუდის გარეთ წრუპვას ნიშნავს. და, როგორც აღმოჩნდა, Utepils-ის კეთება ნორვეგიელების ერთ-ერთი საყვარელი რამაა. გამოდის, რომ სახელმწიფოსგან ზრუნვას, ადამიანებს შორის ნდობისა და თანასწორობის განცდას თუ Utepils-ის შესაძლებლობას დავუმატებთ, მაშინ აღარც ცივი ზამთარია საშიში და აღარც ბნელი ღამეები იწვევს კაეშანსა და ფორიაქს. რადგან თქვენ გარშემო მაინც მაცდუნებლად დაფარფატე ბენ ენდორფინები, ნორვეგია კი იმ გარემოს ქმნის, რომ ამ ენდროფინებს აყოლა ხშირხშირად მოგინდეს.
52 VOYAGER 13/2018
fiordebi
ველურ ბუნებასთან ახლოს თამარ კვინიკაძე
ჰარდანგენის ფიორდი 54 VOYAGER 13/2018
ფიორდი ნორვეგიული სიტყვაა, რომელიც ყველას გაუგია, შეიძლება დაზუსტებით არ იცოდეს რას ნიშნავს, მაგრამ მის ხსენებაზე თვალუწვდენელი ხეობებისა და მათ შორის დაკლაკნილი ოკეანის არხების დიადი და მომნუსხველი სანახაობა ნამდვილად წარმოუდგენია. თანაც, ხშირ შემთხვევაში, ეს სანახაობა წარმოუდგენია ზედხედში, დისტანციაზე. სწორიცაა. ძველი ვიკინგები ამ სიტყვით აღნიშნავდნენ ადგილსაც, „სადაც რომ მიხვიდე, რაღაც უნდა გადაიარო, გადასერო“, და პატარა გემსაც (რომელიც სავარაუდოდ ამ ადგილამდე მიდის). ფიორდები ორივე მნიშვნელობას დღემდე ატარებს და იხდენს. ფიორდი – ესაა ღრმა, ვიწრო და წაგრძელებული ზღვის ნაწილი, რომელსაც სამი მხრიდან ციცაბო სანაპირო აკრავს. თუ გეოლოგიური ფორმაცია უფრო განიერია, ვიდრე გრძელი, მაშინ მას ფიორდის ნაცვლად ყურე ჰქვია. ფიორდების წარმოქმნა 2.5 მილიონი წლის წინ დაიწყო და რამდენიმე გამყინვარების ხანა დასჭირდა. გიგანტური მყინვარების ენებმა, რომელთა სისქეც სამ კილომეტრს აღწევდა და მთელ ჩრდილოეთ ევროპას ფარავდა, უხსოვარ დროში მიმდინარე პროცესში ნელ-ნელა გამოძერწეს ეს თვალწარმტაცი ლანდშაფტი. ხშირად ფიორდებში უფრო კარგად იგრძნობა ბუნების მდუმარება, ვიდრე ღია წყლებში და ამიტომ მათ „ბუნებრივ პორ ტებსაც“ ეძახიან. ასეთი ადგილები ნორვეგიის გარდა, სხვა ქვეყნებშიცაა, მაგალითად, ყველაზე გრძელი, 350-კილომეტრიანი ფიორდი გრენლანდიაშია, სამაგიეროდ, დასავლეთ ნორვეგიის მხარეს მათი სიმრავლის გამო ფიორდების ნორვეგიას ეძახიან და გრძელი ფიორდების პირველი სამეულიდან მეორე და მესამე ადგილზე გასულები სწორედ იქ იყრის თავს: Sognefjord _ სონეფიური (203 მ) და Hardanger Fjord _ ჰარდანგერ ფიური (179 მ). მათი დათვალიერება ზამთარ-ზაფხულ შეიძლება – წყლიდანაც, კრუიზით, მთებში ლაშქრობითაც, აქა-იქ კარვების დაცემით. და მნიშვნელობა არ აქვს, რა გზას, რა სეზონს აირჩევთ ფიორდების თავისებურებების გამოსაცდელად, ბუნების სასწაულებრივი ძალებით ყოველთვის გაოცდებით. განსაკუთრებით, შეიძლება, მაინც მსოფლიოში უვიწროესმა Nærøyfjord-მა (ნაროიფიური) მოგნუსხოთ, როცა მის გარშემო შემოჯარულ მთებს ახედავთ; შეიძლება Hjørundfjord-ი (იორუნფიური) ჩაგივარდეთ გულში – როგორც ნორვეგიის ფიორდების ჯერაც ბოლომდე გაუცვეთელი განძი. რამდენიმე მათგანს იუნესკოს ძეგლის სტატუსიც იცავს, მათ შორისაა, Geirangerfjord-იც (გაირანგერფიური). ფიორდებში ნახავთ როგორც უკაცრიელ კუნძულებს, ისე დიდ და დასახლებულ არეალებს. მოკლე სამანქანო გზით ურბანული ცხოვრებიდან უცებ სოფელში ან სულაც დაუვიწყარი, ზღაპრული პეიზაჟების მქონე სრულიად უკაცრიელ ადგილებში შეიძლება აღმოჩნდეთ. სხვადასხვა დასახლებასა და სოფელში ტრადიციები და წეს-ჩვეულებებიც განსხვავებულია და მათი ნაწილი დღემდეა შემონახული ნორვეგიის ყოველდღიურ კულტურაში.
55 VOYAGER 13/2018
fiordebi
56 VOYAGER 13/2018
HARDANGERFJORD ჰარდანგერი 179 კმ სიგრძისაა და ნორვეგიის მეორე ყველაზე გრძელი ფიორდია, მესამე ყველაზე გრძელი – მსოფლიოში. ყველაზე ღრმა ნაწილში სიღრმე 800 მეტრს აღემატება. ის თავისი მოყვავილე ხეხილითაცაა ცნობილი. ხოლო მყინვარ ფოლგეფონისთან (Folgefonniსთან) ნახავთ ტროლტუნგას (Trolltunga-ს) საკმაოდ რთულ, მაგრამ დაუვიწყარ სალაშქრო არეალს. ამ ფიორდში უამრავი ზუთხის ფერმაა და ამ მიზეზით ზუთხის მეფერმეობის ოთხი მსხვილი რეგიონიდან მსოფლიოში ერთ-ერთია.
ნორვეგიის ოფიციალურ ტურისტულ ვებგვერდზე წერია, რომ ესენია საუკეთესო 10 ადგილი ნორვეგიულ ფიორდებში მოგზაურობისას: ჰარდანგერის რეგიონი, ქალაქი ბერგენი, გეირანგერის ფიორდის მხარე, ფლომი (*FLÅM), სტავანგერის (STAVANGER) რეგიონი და რიფილკე (RYFYLKE) , სონეფიურის (SOGNEFJORD) მხარე, NORTHWEST, ოლესუნი (ÅLESUND) და სუნმორეს (SUNNMØRE) მხარე, ვოსი (VOSS), ნურფიური (NORDFJORD). 57 VOYAGER 13/2018
fiordebi
58 VOYAGER 13/2018
THE HJØRUNDFJORD იორუნფიური 33 კმ სიგრძისაა, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფიორდია – ამ განსაკუთრებულ სტატუსს ორივე მხარეს ასვეტილი წვეტიანი მწვერვალები აძლევს. ესენია სუნმორეს (Sunnmøre) ალპების მთავარი ადგილები. უფრო ჩრდილოეთით ფიორდი 2.5 კმ არის სიგანეში, ქვედა მხარეს კი ვიწროვდება. მისი სახელი სავარაუდოდ სიტყვა ხმლისგან (hjorr) მოდის, რადგან ფიორდის ფორმა მართლაც შეიძლება შევადაროთ ხმალს. ეს ფიორდი და იმახსოვრეთ იმითაც, რომ გარშემო 70 პატარა ტბა აკრავს, ერთ-ერთს თუსე (Tusse) ჰქვია, რაც დღეს აგრეთვე ერთ-ერთი ბრენდის სახელიცაა.
59 VOYAGER 13/2018
fiordebi
THE SOGNEFJORD სონეფიური _ ეს ფიორდი 204 კმ სიგრძეზეა გადაჭიმული და ეროვნული პარკების იოტუნჰაიმენისა (Jotunheimen) და იუსტედალსბრეენის (Jostedalsbreen) ძირამდე აღწევს. ესაა ნორვეგიის ყველაზე გრძე ლი და ღრმა, მსოფლიოსთვის კი მეორე ყველაზე გრძელი ფიორდი. ყველაზე ღრმა ადგილზე სიღრმე 1308 მ-ს აღწევს. უხსოვარ დროს ეს ფიორდი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი იყო და სწორედ მისი გავლით გადაჰქონდათ სოფლის მეურნეობის პროდუქტები სოფლებს სონსა (Sogn) და ბერგენს (Bergen) შორის. თითოეული ფიორდი – ისინი, რომლებიც აქაა ჩამოთვლილი და ისინი, რომლებზეც არ დაგვიწერია, საუკეთესო ადგილებია ველურ, პირველყოფილ ბუნებასთან მისაახლოებლად; იმ პეიზაჟების რეალურად სანახავად, რაც მხოლოდ ეპიკური და ფენტეზის ჟანრის ფილმებიდან და წიგნებიდან გვახსოვს; ასევე: ჰაიკინგისთვის, საზღვაო კრუიზებისთვის და სხვა სახმელეთო თუ სანაოსნო სპორტული, ტურისტული და გასართობი აქტივობებისთვის ზამთარ-ზაფხულ.
60 VOYAGER 13/2018
THE LYSEFJORD 42 კმ სიგრძისა და 500 მ სიღრმის ამ ფიორდის სახელი კარგად დაიმახსოვრეთ. სწორედ აქ მდებარეობს ცნობილი პრეიკესტულენი (Preikestolen) – 604 მ სიმაღლის ციცაბო კლდე, საიდანაც გადმოხედვა, ამბობენ, რომ იგივეა, თავი ჩიტად იგრძნო, და არანაკლებ ცნობილი შერაგბოლტენ (Kjeragbolten) – 5 მ3-ის ქვა, რომელიც ორ კლდეს შორისაა ჩაჭედილი, ქვეშ კი 984-მეტრიანი სიცარიელეა. ეს სწორედ ის გიგანტური ქვაა, რომლის დანახვაზეც, ალბათ, რამდენჯერ გიოცნებიათ, რომ ფოტოზე უცნობი ტურისტის ნაცვლად თქვენ იყოთ. თუმცა, შეამოწმეთ სეზონი – ყოველთვის, ყველა ამინდში, იქ, ცხადია, ვერ ახვალთ, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს და გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხშირად ქვასთან ტურისტების უზარმაზარი რიგი დგას – ყველას უნდა ამ საოცარ ადგილზე ფოტოს გადაღება. სამაგიეროდ, მუდმივად იპოვით გასართობს ქალაქ სტავანგერში (Stavanger), რომელიც ამ მხარეში ყველაზე დიდი ქალაქია და თავისი მსოფლიო დონის რესტორნებით და სახელოვნებო ცხოვრებით გამოირჩევა. ამავე რეგიონს
სტავანგერი
ეკუთვნის ქალაქი სოკნდალი (Sokndal) – ნორდიულ ქვეყნებში პირველი მუნიციპალიტეტი, რომელიც საერთაშორისო მოძრაობა Cittaslow-ს შეუერთდა და ახლა კარგად, მშვიდად, ხარისხიანად, ნელი ტემპით ცხოვრობს – სხვა სიტყვებით: აქაური კანონმდებლობა ძირითადად მოქალაქეთა სიამოვნებებს ერგება – გგონიათ, ავტორისეული ფანტაზიაა? თავად ნახეთ, რამდენად უახლოვდება ეს ქალაქი მიწიერ სამოთხეს.
61 VOYAGER 13/2018
fiordebi
62 VOYAGER 13/2018
THE GEIRANGERFJORD სუნმორეს (Sunnmøre) რეგიონი გაირანგერფიური 15 კმ სიგრძისაა და 2005 წლიდან იუნესკოს სტატუსი იცავს. რაც ყველაზე შთამბეჭდავია, მას ლათინური ასო S-ის ფორმა აქვს და მოგზაურებს პირველყოფილი მშვენებით იზიდავს. მაღლა, მთებზე, იქ, სადაც თითქმის წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ ვინმეს ცხოვრება, ფერმებს შენიშნავთ. თითქმის ყველა მიტოვებულია, მაგრამ, ბილიკ-ბილიკ, მათი მონახულებაც შეიძლება. ფიორდის სულ თავში, მოინახულებთ პატარა, მშვენიერ დასახლებას. იქიდან, გზად გაივლით „შვიდ დას“ – ჩანჩქერს, რომლის 300 მ-ზე დაშვებული წყლის ნა კადიც შორიდან შვიდი ქალის გაშლილ თმას ჰგავს. მეორე მხარეს ჩანჩქერი ფრიარენია (Friaren), მას ბოთლის ფორ მა აქვს და თქმულების მიხედვით, „არ გაუმართლა“ – დებისგან პასუხს ამაოდ ელოდა და საბოლოოდ, ამიტომაც ჩამოეკიდა ბოთლს.
ამ საიტზე ნახავთ უფრო მეტს – WWW.FJORDNORWAY.COM – იმედია, უკვე გააცნობიერეთ, რომ ეს მოგზაურობა არც იმდენად შორეული, მიუღწეველი და არარეალურია. ახლა კი, ოდნავ მეტი იმ ქალაქზე, საიდანაც ნორვეგიულ ფიორდებში თითქმის ყველა არსებული ტური იწყება – ძაღლებშებმული მარხილებით დაწყებული, საზღვაო კრუიზებით გაგრძელებული და საფარიში ხეტიალით დამთავრებული: WWW.FJORDTOURS.COM 63 VOYAGER 13/2018
bergeni
შვიდ მთას შორის ნათია ახალაშვილი
ეს ქალაქია ბერგენი. Conde Nast Traveler-ის რამდენიმე ასეული ათასი მკითხველის მიერ საუკეთესო ევროპულ ქალაქებს შორის დასახელებული 2017 წელს. სიდიდით მეორე ნორვეგიაში. ზოგჯერ ჩრდილოეთის ციალის ქალაქიც, როცა ღამით წყლისა და სახლების თავზე გიგანტური ფერები ირწევა და ცეკვავს. ქალაქი, რომლის ძველ პორტსა და ფერად ხის სახლებსაც ბრიგენის (Bryggen) უბანში იუნესკოს ძეგლის სტატუსი იცავს (დღეს იქაურობა მუზეუმების, რესტორნების, პაბების, არტისტული სახელოსნოების მისამართია). მოკლედ, ისეთი ქალაქები, როგორიც ბერგენია, ხშირად გვინახავს ღია ბარათებზე, ფოტოებზეც ინტერნეტში, რეალურად კი – დაუჯერებელია, ზღაპარს ჰგავს. რეალურად მას
მხოლოდ იმ შემთხვევაში ვნახავთ, თუ ვეწვევით. დიდია, მაგრამ მომხიბვლელობა და ატმოსფერო ცუცქნა ქალაქისა აქვს. თუ პირდაპირ ადამიანების გაცნობა და ადგილობრივ სი ტუაციებში გარევა გსურთ, მუზეუმების ნაცვლად, თევზის ბაზ რით დაიწყეთ. ეს უნიკალური ადგილია. შეგიძლიათ, წყლის თემა აკვარიუმში ვიზიტით გააგრძელოთ და ინახულოთ ბერგენელი თევზები, პინგვინები, სელაპები და ობობები თავიანთ ბუნებრივ საცხოვრისში. ძველი ნავმისადგომი არქიტექტურული თვალსაზრისით უნი კალურია, ისევე როგორც ყვითელი, წითელი, ლურჯი თუ მწვანე სახლები სანაპიროზე და შემდეგ რაც უნდა ქნათ, სწორედ მათ უბანში გასეირნებაა. თუმცა, ბერგენში ჩასული ტურისტები ხშირად თავად მოინდომებენ ხოლმე უნიკალური რაკურსის, გამორჩეულად საყვარელი ადგილის მოძებნას და ამ მიზნით ადიან კიდეც იმ შვიდი მთიდან რომე ლიმეზე, რომლებიც ქალაქს გარს აკრავს.
64 VOYAGER 13/2018
ამ მთებიდან, ფლოიენი (Fløyen) იქნება თუ ულრიკენი (Ulriken), პანორამული ხედი ქალაქზე, ფიორდსა და ოკეანეზე უბრალოდ დამატყვევებელია. ქალაქის ცენტრიდან მთის წვერზე ფუნიკულორით ასვლას სულ 10 წუთი სჭირდება. ფლოიენის წვერი ზღვის დონიდან 399 მეტრზეა, ტურისტებით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილია და სჯობს, ადრე დილას ესტუმროთ, ხალხიც ნაკლებია და ხედიც საუკეთესო. თუ სიარული არ გეზარებათ, მაშინ ფლოიენიდან გზა უფრო მაღალი მწვერვალისკენ, ბლომანისკენ (Blåmann) (551მ) გააგრძელეთ. ზევიდან გადაშლილი ხედი ძალისხმევად ღირს. ბერგენელები თავიანთი მრავალმხრივი ქალაქის ისტორიითა და კულტურული ტრადიციებით ამაყობენ. ყოველ წელს იქ სკანდინავიის ქვეყნებში ყველაზე დიდი მუსიკალურკულტურული 15-დღიანი ფესტივალი იმართება. მომავალ წელს ქალაქი ფესტივალს 22 მაისიდან 5 ივნისამდე უმასპინძლებს და სტუმრებს კონცერტებზე, თეატრალურ და საო პერო წარმოდგენებზე, გამოფენებზე, დისკუსიებსა თუ ლიტერატურულ შეხვედრებზე ეპატიჟება. ამ ფესტივალის გარდა, კულტურა ბერგენში, რომ იტყვიან, მთელი წლის მანძილზე დუღს, ასე რომ, შვიდი მთისა და ფიორდების ქალაქში ჩას ვლამდე, კალენდრის გადამოწმება ნამდვილად ღირს. გვერდს ნუ აუვლით ძველი ბერგენის ღია ცის ქვეშ მოწყობილ მუზეუმს, რომელიც ქალაქის მე-19 საუკუნისდროინდელ ცხოვრებაში ამოგაყოფინებთ თავს. ბერგენში მე-13 საუკუნის სამეფო რეზიდენციაც ჰოკონსჰალენი (Håkonshallen) შეგიძლიათ ნახოთ, კათედრალებიც და ბერგენჰუსის ციხესიმაგრეც (Bergenhus Fortress). ქალაქი 900 წელზე მეტი ხნისაა და მისი ფესვები ვიკინგებისა და მათ წინაპართა დროიდან მოდის. როგორც სამეფო ქალაქი, 1070 წლიდან არსებობს, მეცამეტე საუკუნიდან კი ნორვეგიის პირველი რეალური დედაქალაქია. მეტიც, 1830-იან წლებამდე ის იყო ყველაზე დიდი ქალაქი ნორვეგიაში, შუა საუკუნეების ეპოქაში კი ამ სტატუსს მთელი სკან დინავიის მასშტაბით ფლობდა.
65 VOYAGER 13/2018
bergeni
ბერგენი შეფების საყვარელი ქალაქიცაა, რასაც საუკეთესო ზღვის პროდუქტებსა და უნიკალურ ბუნებას თან სიახლოვით ხსნიან. აქაური რესტორნების მენიუ იმ ინგრედიენტებზე ეწყობა, რომელიც იმ დღეს მომწოდებელს აქვს. ზუსტად ამ შეკითხვით იწყება შეფებისა და მომ წოდებლების დიალოგი: „დღეს რა გაქვს?“
თევზის ბაზარი
ამხელა მნიშვნელობას იქაურობას პორტი და ვაჭრობის გამოცდილება სძენდა. ბერგენი იყო ჰანზას კავშირში შემავალი ვაჭრების ოთხი ცენტრიდან ერთ-ერთი. ამ გამოცდილებას ქალაქი, ცხადია, არ ივიწყებს. იქ დღესაცაა განვითარებული ინდუსტრიის, ვაჭრობისა და ტურიზმის სხვადასხვა მიმართულება, მეთევზეობა, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიები. იქ იპოვით ყველანაირ სავაჭრო ობიექტ საც: პატარა სალონური, თემატური ბუტიკიდან დაწყებული, დიდი სავაჭრო ცენტრებითა და ბაზრით დასრულებული. მოკლედ, აქედანვე ვატყობთ, ცდუნებას ვერ გაუძლებთ და ქალაქის სავაჭრო ქუჩებიდან ხელცარიელი უბრალოდ ვერ დაბრუნდებით. ბერგენი მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო ქალაქიცაა. ქალაქელების, დაახლოებით, 10 პროცენტი სტუდენტია, რაც აქაურ სამოთხისეულ მდუმარებას ზომიერად ახმაურებს და ახალისებს.
P.S. თუ ბერგენიდან კრუიზებიც გაინტერესებთ ფიორდებში, კარგად დაათვალიერეთ ამ სააგენტოს შეთავაზებები: Fjordcruise Bergen – Mostraumen (www.rodne.no). როგორც თავიანთ ვებგვერდზე წერენ, მათი ერთ-ერთი ტური სულ სამსაათიანია და მოიცავს მგზავრობას კომფორტული კატამარანით, რომელსაც თავისი გასარუჯი გემბანიც აქვს, უსტეფიურსა (Osterfjord) და თვალწარმტაც მოსტრაუმენში (Mostraumen), სადაც ნავები ძლივს ეტევა. ტური ბერგენის თევზის ბაზარში იწყება და ბერგენიდან გასვლამდე ქალაქის საუკეთესო ხედებსაც სთავაზობს მოგზაურებს. მერე კი ველურ ბუნებაში გადის და უნიკალურ ადგილებში გატარებთ. რაც მთავარია, ტურ-ოპერატორებს არ აშინებთ ზამთარი – ეს სამსაათიანი მოგზაურობა ლამაზი ნორვეგიული ქალაქიდან პირველყოფილ სილა მაზეში 31 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება.
იცოდით, რომ ნორვეგიული კრევეტი ყველაზე მოტკბო გემოსია? ბერგენი შეფების საყვარელი ქალაქიცაა, რასაც საუკეთესო ზღვის პროდუქტებსა და უნიკალურ ბუნებას თან სიახლოვით ხსნიან. აქაური რესტორნების მენიუ იმ ინგრედიენტებს ეფუძნება, რაც მომწოდებელს იმ დღეს აქვს. ზუსტად ამ შეკითხვით იწყება შეფებისა და მომწოდებლების დიალოგი: „დღეს რა გაქვს?“ ნორვეგიული ფიორდების დედაქალაქში მოხვედრა თითქმის ყველანაირი ტრანსპორტით შეგიძლიათ: თვითმფრინავით, გემით, მატარებლით, ავტობუსით ან მანქანით – უკვე, ალბათ, ირწმუნეთ, რომ საჯარო ტრანსპორტი ნორვეგიაში ძალიან მოქნილი, კომფორტული და „ყველგანმავალია“. ბოლოსიტყვა: ბერგენს ფიორდების კარიბჭეს ეძახიან. ესაა ყველაზე კულტურული, ყველაზე ურბანული და არტისტული შესავალი იმ მხარეში, სადაც ადამიანის ხელით შექმნილი კულტურა აღარ მოქმედებს და ყველაფერი იმ დროს გვახსენებს, როცა სამყარო ჩვენგან ხელუხლებლად არსებობდა. 66 VOYAGER 13/2018
CORNELIUS
LYSVERKET
დასავლეთ ნორვეგიის არქიპელაგის ყველაზე ეგზოტიკურ სანახაობას ბერგენის ქალაქგარეთ, ჰოლმენში (Holmen) იპოვით. „კორნელიუსი“ ნორვეგიაში ზღვის პროდუქტების ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანია. ზღვის ნაპირზე, პატარა კუნძულზე მდებარე რესტორნიდან გემებსა და ნავებს, ფიორდებს, მთებსა და რიფებს შეგიძლიათ უყუროთ და თან ადგილობრივი საკვები დააგემოვნოთ. „კორნელიუსი“ თავისი ხუთკერძიანი მეტეოროლოგიური მენიუთია ცნობილი. მე ტეოროლოგიური იმიტომ, რომ მენიუ იმდღევანდელი ამინდის შესაბამისად ირჩევა და ზღვის პროდუქტები ინოვაციური კულინარიული ტექნიკით მზადდება.
„ლისვარკე“ ბარი და რესტორანია ბერგენის შუაგულში, ხელოვნების მუზეუმის Kode 4-ის შენობაში. რესტორნიდან მუზეუმებისა და გალერეების გამზირის, ტბის, ქალაქის მთავარი მოედნისა და მთების უნიკალური ხედი იშლება. იქ ლანჩიც შეგიძლიათ მიირთვათ და სადილიც. რესტორანსა და ბარში ადგილობრივი პროდუქციით მომზადებულ თანამედროვე ნორვეგიულ სამზარეულოს სთავაზობენ სტუმრებს, რა თქმა უნდა, აქცენტით ზღვის პროდუქტებზე. თუმცა მათ მენიუში ხორცსაც აღმოაჩენთ და ბოსტნეულსაც.
რესტორანი მთელ წელიწადს ღიაა. ზაფხულში მოსრიალე კარები იღება და მაგიდებს სანაპიროზეც გამოდგამენ ხოლმე. სიცივეში ეპიცენტრი დახურულ, მყუდრო გარემოში ინაცვლებს, კერძებს არომატები უმძაფრდება და სანთლები და ცეცხლიც ინთება. გემი ყოველდღე 18:00 საათზე გადის ბრიუგენის დრეგეკაიენის (Dreggekaien) ნავმისადგომიდან (N8), სასტუმრო Radisson Blu Royal-ის მოპირდაპირედ. ჰოლმენიდან (Holmen) კი 22:30-ზე ბრუნდება. მგზავრობას 25 წუთი სჭირდება. შესაძლებელია პირადი ჩარტერის შეკვეთაც. ონლაინჯავშანი: სასურველია. Holmen v/Bjoroy, Fjell / www.corneliusrestaurant.no
შეგიძლიათ აირჩიოთ გრძელი a la carte მენიუ ან set menu, რაც საშუალებას გაძლევთ წაიხემსოთ და ბარში ერთი ჭიქა მიირთვათ, ან მთელი საღამო ვახშამს დაუთმოთ. იქ ტრადიციულ ნორვეგიულ კერძებსაც შემოგთავაზებენ. „ლისვარკეს“ ბარში მთელ ქალაქში ცნობილ კოქტეილებს აღმოაჩენთ და ნორვეგიული ჩამოსასხმელი ლუდის დიდ არჩევანსაც. ბარში კოქტეილებს თავიანთ სამზარეულოში დამზადებული წვენებით, სიროფებითა და ნაყენებით აზავებენ. ალკოჰოლს თუ ერიდებით, ადგილობრივი ხილის წვენებს გასინჯავთ. Rasmus Meyers allé 9, Inngang gjennom KODE 4 www.lysverket.no
STORM KJØKKEN & BAR სთურმ შოკენ ო ბარი – ბერგენის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანია, სადაც ლანჩს ან სადილს მეგობრულ, უშუალო ატმოსფეროში გთავაზობენ. რესტორანი ქალაქის შუაგულშია, სანაპიროდან და თევზის ბაზრიდან 5 წუთის სავალზე. ამ რესტორანს ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ მიაკითხოთ, მაშინაც, როცა სწრაფად წახემსება გსურთ და მაშინაც, როცა მთელი საღამოს ერთ ადგილზე გატარებას აპირებთ. პოპულარულია რესტორნის სამკერძიანი სადილის მენიუ, რომელსაც კვირის ნებისმიერ დღეს შემოგთავაზებენ. აღნიშვნა აღარც სჭირდება იმას, რომ კერძებს ადგილობრივი პროდუქტებისგან ამზადებენ. მეორე სართულზე, Storm Bar-ში საუკეთესო ბარმენების მენიუა. Øvre Ole Bullsplass 3 / www.olebullhuset.no 67 VOYAGER 13/2018
muzeumebi
KODE _ მუზეუმების ცენტრი ბერგენში
ისე კი, KODE არა მხოლოდ ნორვეგიაში, სკანდინავიის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელოვნებო მუზეუმების
ცენტრია, სადაც თავმოყრილია რენესანსის ეპოქიდან თანამედროვე არტამდე ყველანაირი სახელოვნებო მიმდინარეობა და უამრავი მნიშვნელოვანი ექსპონატი. ეს უძვირფასესი კოლექციები გადანაწილებულია ბერგენის მშვენიერი ლილე ლუნგეგორის ტბის (Lille Lungegard) გარშემო ოთხ სხვადასხვა შენობაში. შესაბამისად, ოთხივე KODE-ს სხვადასხვა მისამართი აქვს (და არ დაიბნეთ, ის რამდენიმე სხვა სახლსა და საგამოფენო სივრცესაც ფლობს).
KODE 1
KODE 2
ამ შენობაში სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის ნიმუშებია. აქვეა Sølvskatten (ვერცხლის განძი) – ბერგენში დამზადებული ოქროსა და ვერცხლის ნივთების მუდმივმოქმედი გამოფენა. აქაა the Singer Collection – რომელიც ევროპულ და აზიურ ანტიკურ ექსპონატებს მოიცავს. და აქაა სრულიად თანამედროვე სამუზეუმო მაღაზია, სადაც მეტწილად დიზაინზე, ინტერიერსა და არქიტექტურაზე ამახვილებენ ყურად ღებას. ამ მუზეუმს აქვს ახალი რესტორანიც Bien Centro და ახალი საგანმანათლებლო სივრცე ბავშვებისთვის.
ეს შენობა ძირითადად დროებით გამოფენებს ეთმობა ხოლმე. ნოემბერში სწორედ აქ გაიხსნა ნორვეგიელი თანამედროვე არტისტის ვანესა ბერდის გამოფენა, რომელიც სექსზე, ვნებასა და ადამიანის სხეულზე ამახვილებს ყურადღებას. შენობის ქვედა ნაწილში მდებარეობს ბერგენის ყველაზე დიდი სახელოვნებო წიგნების მაღაზია, სადაც ათასგვარ იშვიათ და ძვირფას გამოცემას წააწყდებით ვიზუალურ ხელოვნებაზე, ფოტოგრაფიასა და დიზაინზე, არქიტექტურაზე. იქვე იყიდება პოსტერებიც, საბავშვო წიგნებიცა და თემატური სუვენირებიც. ამ შენობაში ფუნქ ციონირებს კაფე სმაკვარკე (Café Smakverket).
Nordahl Bruns gate 9
Rasmus Meyers allé 3
kodebergen.no/en/exhibitions/ongoing – თუ მათ საიტზე, პირდაპირ გამოფენების სექციაში შეხვალთ, იოლად იპოვით სასურველ გამოფენას და საინტერესო არტისტს.
KODE 4 KunstLab – the Children’s Art Museum – ეს ადგილი, ასაკის მიუხედავად, აუცილებლად უნდა ნახოთ, რადგან ესაა პირველი სახელოვნებო მუზეუმი ნორვეგიაში, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის დაპროექტდა. იქვეა ბავშვებისთვის მოწყობილი ლაბორატორიაც, სადაც სკოლამდელ თუ სკოლის ასაკის ბავშვებს შეუძლიათ ხელოვნება თამაშით, სახალისო ცდებით და აზარტული ექსპერიმენტებით შეიმეცნონ. მაგალითად, ახლა მიმდინარეობს გამოფენა Dream Dust – რომელიც სიზმრების განზომილებაში გვეპატიჟება ნორვეგიული სურათებიანი წიგნების გავლით.
KODE 3 ამ შენობაში წარმოდგენილია ბერგენელი ბიზნესმენისა და არტკოლექციონერის რასმუს მაიერსის კუთვნილი ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მან 1916 წელს ქალაქს საჩუქრად დაუტოვა. აქვე ინახება ედვარდ მუნკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციაც მთელ ნორვეგიაში. სპეციალური გამოფენა ეძღვნება ნორვეგიის ოქროს ხანას და ცალკეა გამოფენილი ბერგენის ინტერიერებიც.
ამავე შენობაში არ უნდა გამოვტოვოთ ნიკოლაი ასტრუპის, ნორვეგიელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მხატვრის გამოფენა, მე-14 საუკუნის ხატების ექსპოზიცია და ფართოდ გაშლილი გამოფენა თემაზე „ევროპული მოდერნიზმი მეოცე საუკუნეში“. KODE 4-ში ასევე დაგხვდებათ Lysverket – რესტორანი ზღვის პროდუქტების საავტორო აქცენტით.
Rasmus Meyers allé 7
Rasmus Meyers allé 9 68 VOYAGER 13/2018
სხვადასხვა
SØSTRENE HAGELIN საუკეთესო ნამცხვრები ბერგენში თევზის ნამცხვრებია. რეცეპტი კი უცვლელია 1929 წლიდან, როცა ეს სასუსნავები კაფეს პირველ სტუმრებს ორმა ბერგენელმა დამ გაასინჯა.
აქაურ თევზის წვნიანსაც განსაკუთრებით აქებენ, ასევე თევზის ბურგერებსა და ვრეპებს. Strandgaten 3
TREKRONEREN აქაურობას ხშირად ეძახიან ბერგენის ლეგენდარულ ძეხვის ჯიხურს. ადგილობრივებიც ხშირად სტუმრობენ და ჩასულებიც. სოუსებს, გარნირებს თავად, იქვე უმზადებენ.
რადგან ნორვეგიული ცხვარია განსაკუთრებულად ცნობილი, გვირჩევენ, გავსინჯოთ ცხვრის ძეხვი შინ მომზადებული სოუსით.
VILLA TERMINUS Villa Terminus ყოფილი დასასვენებელი სახლია ბერგენში, სადაც ამჟამად სასტუმრო ფუნქციონირებს. მე-18 საუკუნეში აშენებული ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აქ შესვლისთანავე გეუფლებათ შეგრძნება, თითქოს, სახლში ხართ. ყველაფერი ძალიან ბუნებრივი, სადა და ცოტა ქაოტურიცაა. მაგალითად, წიგნების თაროებზე, როგორც სახლებში, მხოლოდ წიგნები არ დევს და სხვა ნივთებსაც ნახავთ. განათება მყუდრო და თბილია. სასტუმროს ინტერიერის დიზაინი მე19 საუკუნის ცნობილი დანიელი მხატვრის, ვილჰელმ ჰამერსჰოის (Vilhelm Hammershoi) ნეიტრალური ფერებითაა შთაგონებული. თითოეულ ოთახში ნორვეგიული ლიტერატურა სხვადასხვა ავტორითაა წარმოდგენილი. კარგი ყავა და საკონდიტრო პროდუქტები კი იდეალურ გარემოს ქმნის ახალი მეგობრების გასაჩენად, ბერგენის კულ-
Kong Oscars gate 1
COLONIALEN LITTERATURHUSET ეს სახლი ლიტერატურული კაფეს ბერგენული ვერსიაა – ლიტერატურის სახლში მდებარეობს და თავისი უშუალო და მეგობრული, ამავდროულად, მიმზიდველი და ესთეტიკური ინტერიერით გამოირჩევა. იქ სასა უზმოდაც შეგიძლიათ მისვლა და სასადილოდაც. მენიუში ძირითადად „ნორვეგიული კლასიკაა“: კიბორჩხალები, მოლუსკები, თევზეული და ხორცეული – ტრადიციული ნორვეგიული და ჩრდილოური რეცეპტურით. Østre Skostredet 5-7
MAGIC ICE ეს ბარი ზამთრის საოცრებათა ქვეყანას ჰგავს, რამდენიმე ტონა ყინულისგანაა აშენებული და მსოფლიოში განთქმული ყინულის მოქანდაკეები მას წელიწადში რამდენჯერმე აახლებენ. ნამდვილ არქტიკულ თავგადასავალს თუ ეძებთ, Magic Ice-ში იპოვით. ბარში შესვლამდე თბილ პონჩოსა და ხელთათმანებში გამოგაწყობენ, შიგნით ჭიქებიც კი ყინულის დაგხვდებათ. რას არ ნახავთ აქ ყინულისგან დამზადებულს: მაგიდებს, სამეფო სავარძლებს და ცნობილი ხელოვნების ნიმუშების ყინულის ასლებსაც კი. Magic Ice უკვე 11 წელია, სტუმრებს აღაფრთოვანებს. C. Sundtsgate 50 www.magicice.no 69 VOYAGER 13/2018
ტურისა და ისტორიის შესაგრძნობად. აქ რამდენიმე რესტორანი მოქმედებს, ერთიც – კაფე ვერანდაზე. აქვეა ლუდსახარში და ინდუსტრიულ სტილში გადაწყვეტილი რესტორანიც Kalfaret brygghus (www.kalfaretbrygghus.no) Gate 6, Zander Kaaes www.villaterminus.no
olesuni
ბარათიდან „გადმომხტარი“ ქალაქი ოლესუნს ნორვეგიის ყველაზე ლამაზ ქალაქს ეძახიან. მსოფ ლიოს ნებისმიერ წერტილში, სამსახურში მჯდომი და მკაცრი სამუშაო განრიგით დაღლილი ადამიანისთვის ყველაზე მიუწვდომელი ოცნებაც რომ ხშირადაა, ესეც ფაქტია. როგორ შეიძლება, სამოგზაუროდ წასვლა არ მოგანდომოს ამ ქალაქმა, რომელიც ანარეკლებით აელვარებულ წყალში, დაკლაკნილ, ვიწრო ფიორდში გაფანტულ ბზინვარე ბროლის მძივს ჰგავს. ოლესუნი ფიორდების ზედ შესასვლელშია გაშენებული და ეს შეხვედრა – ურბანულ ციმციმსა და პირველყოფილი ბუნების სილამაზეს შორის – უბრალოდ უნიკალურია. ოლესუნში სტუმრობა ნიშნავს: ქალაქის არტ-ნუვოს სტილში გადაწყვეტილი არქიტექტურით ტკბობას (საშინელი ხანძრის შემდეგ ქალაქი 1904 წელს ხელახლა ააშენეს და მას შემდეგ უნარჩუნებენ ავთენტურ იერსახეს); ასევე ნიშნავს – ფიორ დებში ხეტიალს და ლაშქრობას, თხილამურებით სრიალს, თანაც ზამთარ-ზაფხულ, სულ სხვადასხვაგვარი სირთულით და სპორტული სპეციფიკით. კიდევ გასაკვირია, რომ ოლესუნსა და სუნმორეს (Sunnmore) ტურისტები ყველაზე მეტად ეტანებიან? ბევრი მათგანი სწო რედ ამ ქალაქს იყენებს იუნესკოს ძეგლად აღიარებული
ფიორდის, გაირანგერფიურის მოსანახულებლად, ასევე ჩიტების სამფლობელოდ აღიარებულ კუნძულ რუნდეზე (Runde) გასამგზავრებლად და თოვლით დაფარული მწვერვალების გამოსაკვლევად იორუნფიურსა (Hjørundfjord) და სუნმოშალპენეში (Sunnmørsalpene). საფირონივით ლურჯი ფიორდებიდან ეს მწვერვალები თითქმის 2 ათას მეტრამდე ადის და კიდევ ერთხელ გაფიქრებინებს, რომ რომელიმე ნორვეგიული ზღაპრის გადასაღებ მოედანზე ხარ. National Geographic-ი ოლესუნზე ასე წერს: ეს ქალაქი თავის უფ ლად შეიძლება იყოს ნორდიული ზღაპრის სამოქმედო არეალი. თუმცა ოლესუნი დღეს უფრო რეგიონის ერთ-ერთი კულტურული ცენტრია. თუ რაიმე სპეციფიკური გატაცება ან ინტერესი გაქვთ, აუცილებლად ნახეთ კალენდარზე იმ ფესტივალების სია, რაც ოლესუნში წლის გან მავლობაში იმართება: იქნებ, მიიჩნიოთ, რომ ამ ქალაქის კულტურული ცხოვრება ისეთია, რომ ჩრდილოეთის ციალზეც კი გაიცვლება. ოლესუნის ფესტივალებია: თეატრის, ახალი ნორვეგიული ლიტერატურის, ნორვეგიული საკვების, ასევე, მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალები, მათ შორის: JUGENDFEST და TRANDAL COUNTRY FESTIVAL.
70 VOYAGER 13/2018
418 ნაბიჯი და დაუვიწყარი პანორამა
THE ROYAL FJORD ROUTE
www.visitnorway.com
Ålesund – Hjørundfjord – Norangsdalen – Geirangerfjord – Ålesund – ამ გზას სა-
მეფო გზას უწოდებენ, რადგან მე-19 საუკუნიდან პოპულარულ მარშრუ ტად მიიჩნეოდა მეფე-დედოფლებს შორის. ახლა კი თქვენი დრო დადგა, ამ ზღაპრული მშვენებით დატკბე თო, გვარწმუნებენ ტურ-ოპერატორები და გვთავაზობენ ტურებს გაირან გერფიურსა და იორუნფიურში.
ასეც მოძებნეთ და თავად დარწმუნდით, რომ აკსლას (Aksla) გადასახედიდან ქალაქი, ოკეანის სანაპირო და მთები ისე ჩანს, მეხსიერებიდან ვეღარასდროს ამოიშლით. ფეხით იარეთ, არც 418 ნაბიჯის ავლა დაიზაროთ გადასახედამდე და მერე რაც მოხდება, კარგად დაიმახსოვრეთ. გზად აუცილებლად შეჩერდით ბირამპენზე (Byrampen) – ბეტონისა და შუშის ნაგებობაზე, რომელიც სელფის გადასაღებად საუკეთესო ადგილად მიიჩნევა.
უფრო მეტი, უფრო მიმზიდველად, უფრო ინფორმაციულად, ამ ქალაქის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია: www.visitalesund.com
71 VOYAGER 13/2018
olesuni
ოლესუნი – ატლანტის ოკეანეზე გამავალი გზა – ოლესუნი ეს მარშრუტი ნიშნავს, რომ რეალურად გამოცდით იმას, რაც, ალბათ, ვიდეოებში მრავალჯერ გინახავთ: გაივლით გზაზე, რომელსაც ოკეანის ტალღები ეხეთქება, ზოგჯერ კი – ზემოდანაც გადაუვლის და ფარავს. გზა მიხვეულმოხვეულიცაა, დამრეციცაა და ზოგან სწორიც, ხშირად ნისლშია ჩაძირული და დიდი ტალღა სადღაც წინ გისაფრდებათ. მზიან და თბილ დღეებშიც შთამბეჭდავია და წვიმასა და ავდარშიც. ეს გზა ხმელეთთან და სხვა კუნძულებთან აკავშირებს ავეროის (Averøy) პატარა კუნძულებს და, საბოლოო ჯამში, 8.274 მ-ზე გადაჭიმული რვა ხიდისგან შედგება. ტურის განმავლობაში ავტობუსი ჩერდება აიდჰუსოიაზე (Eldhusøya), სადაც საფეხმავლო ბილიკზე გავლა შეგიძლიათ. იქვეა კაფე და საპირფარეშოები. უკანა გზაზე შესაძლებელია გაჩერება პატარა, მომხიბვლელ დასახლებაში, სახელად მოლდე (Molde), თავისი ულამაზესი ხედებით, კაფეებითა და ქუჩებით.
72 VOYAGER 13/2018
73 VOYAGER 13/2018
CrdiloeTis ciali
მზის ქარზე მონადირეები სალომე კიკალეიშვილი
ჩრდილოეთის ციალი ტრომსეს რეგიონში 74 VOYAGER 13/2018
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის, როდესაც შუქით მოჭახჭახე დიდ ქალაქს დავაღწევ ხოლმე თავს და სადმე მოშორებით, მთიან ადგილას აღმოვჩნდები, ერთსა და იმავეს ვაკეთებ – ღამით ცაში ვიყურები – იქნებ, ამჯერად გამიმართლოს და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მოვკრამეთქი თვალი. ცაში ვერტიკალურად მანათობელ გიგანტურ ფერად სვეტებსა და პოლარულ ციალზე არც კი ვოცნებობ, ისიც მეყოფა, რომელიმე ვარსკვლავი მოსწყდეს და სანამ ის შურდულივით ეშვება, მე ერთი სურვილის ჩაფიქრება მოვასწრო.
იყო, რომელიც ასე აუწყებდა ადამიანებს ახალი დღის დადგომას. ჩინეთში ეგონათ, რომ ეს მოკიაფე ფერები კეთილი და ბოროტი დრაკონების შერკინებისას ჩნდებოდა, ხოლო იაპონელები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანს, რომელიც ამ სანახაობის მომსწრე გახდებოდა, ცხოვრებაშიც გაუმართ ლებდა. ფინეთში კი ეგონათ, რომ ეს იმ დიდი მელიის კუდის ნაკვალევი იყო, რომელიც თოვლში ძალზედ სწრაფად დარბოდა და მისი ნაპერწკლები ცამდე აღწევდა. მას მერე საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ცივილიზაციის განვითა რებასთან ერთად, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა.
როგორც აღმოჩნდა, მარტო არ ვარ და სექტემბრიდან მარტის ჩათვლით, ცაში ყურების მოყვარულთათვის აქტიური სანადირო სეზონი იხსნება. ყოველწლიურად, დროის ამ მონაკვეთში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ადამიანი ჩადის ჩრდილოეთის რეგიონებში: ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, ისლანდიაში, კანადასა და ალიასკაზე, რათა ცაში მოცეკვავე ფერებზე ინადირონ. როგორც ამბობენ, ნორვეგია ამ გასაოცარი შოუს სანახავად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც მრავალი ტურისტული კომპანია როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ტურებს შემოგთავაზებთ. ასე რომ, თუ ცაში მოკიაფე ვარსკვლავების ყურება თქვენთვის ბავშვური გასართობია, მაშინ სჯობს, თავს კიდევ უფრო დიდი გამოწვევა დაუსახოთ და პირდაპირ ნორვეგიული ციალის სანახავად წახვიდეთ. რაც უფრო მეტ ვიდეოსა და ფოტოს ვუყურებ, ვხვდები – ეს არაამქვეყნიური შოუა. ამბობენ კიდეც, რომ ავრორა ბორეალისი არის ის, რაც ამ პლანეტაზე მოგ ზაურობის დასრულებამდე ერთხელ მაინც უნდა ნახოთ.
მზე განუწყვეტლივ გამოტყორცნის აურაცხელი რაოდე ნობის დამუხტულ ნაწილაკებს, რომელთა რაოდენობაც მზის აქტივობის პირობებში, კიდევ უფრო იზრდება. ამ დროს, შეინიშნება აფეთქების მსგავსი მკვეთრი ნათება და ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი გიგანტური შადრევნები მზის ზედაპირიდან ათასობით კილომეტრზე დევნის დამუხტულ ნაწილაკებს, რომლებიც დიდი სიჩქარით მოძრაობენ. დედამიწის ატმოსფერულ გარსში შეღწევისას ისინი ურთიერთქმედებენ ატომებთან – გადასცემენ ენერგიას. შედეგად ატომები აღიგზნებიან და ასხივებენ ხილულ სინათლეს პოლარული ციალის სახით. ციალების უმეტესობა გარკვეულ დიაპაზონში ხდება, რომელსაც „ციალის ზონას“ უწოდებენ. მისი ყველაზე კარგად დანახვა შესაძლებელია ღამით, ძალიან ბნელ ცაზე.
პოლარული ციალი, იგივე Aurora Borealis, როგორც ტერმინი, გალილეო გალილეის ეკუთვნის. 1619 წელს სწორედ მან დაარქვა განთიადის რომაელი ქალღმერთისა და ჩრდილოეთის ქარის ბერძნული სახელი ამ ბუნებრივ, მაგრამ თან ჯადოსნურ მოვლენას. ძველი ხალხი ამბობდა, რომ ცაში გამოხატული ფერები ქალღმერთ ავრორას ეტლის ნაკვალევი
ციალის ოვალში მყოფი ნათებები შეიძლება ზუსტად თქვენს თავზემოთ იყოს, მაგრამ შორიდან ისინი პოლუსის მიმართულებით ანათებენ მომწვანოდ, ხანდახან კი მათი ნათება მკრთალი წითელია: თითქოს მზე ამოდის უჩვეულო მიმართულებიდან.
მეთევზეების სოფელი ჰამნოი
75 VOYAGER 13/2018
CrdiloeTis ciali ყველაზე ხშირად მზის ქარზე მონადირეებს ვარდისფერი, მწვანე, ყვითელი, ლურჯი და იასამნისფერი ციალი ხვდე ბათ, იშვიათად სტაფილოსფერი და თეთრიც შეიძლება გამოჩნდეს. მზის ნაწილაკების ჟანგბადთან შეჯახებების შედეგად, როგორც წესი, ყვითელი და მწვანე ნათება წარმოიქმ ნება, ხოლო აზოტთან ურთიერთქმედების დროს – იასამ ნისფერი და ლურჯი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დღეს თავისუფლად შე გიძლიათ მზის ქარზე მონადირეთა რიცხვს შეუერთდეთ და ცაზე ცისარტყელას ფერთა ლივლივი საკუთარი თვალით ნახოთ. საუკეთესო სეზონი აპრილამდე და სწორედ ამ სეზონზე ნორვეგიაა საუკეთესო ადგილი ნადირობისთვის. და, რაც მთავარია, ჩრდილოეთის ციალზე დაწყებული ჩემი კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ ეს ერთადერთი გასართობი არ არის, რასაც ნორვეგია ზამთარში ჩასულ სტუმრებს სთავაზობს. მარხილში შებმული ჰასკებითა თუ ირმებით სეირნობა, ყინულის სასახლეში ღამის გათევა, საამების სამკუთხა კარავში კოცონის გარშემო ცხელი კერძების მირთმევა და ვეშაპების თვალთვალი – ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად გავყვეთ. მართალია, შეგიძლიათ ტურისტულ სააგენტოებს არც მია კითხოთ, პირდაპირ ჩახვიდეთ ჩრდილოეთ ნორვეგიის რომელიმე ქალაქში და მანქანა იქირაოთ, რათა გვიან ღამით ფერად ცაზე სანადიროდ გახვიდეთ. თუმცა, ვფიქრობ, პროფესიონალების დახმარება საქმეს გაგიიოლებთ, რადგან თითქმის ყველა სააგენტო გპირდებათ, რომ ისინი თქვენთან ერთად იბოდიალებენ სასურველი შოუს სანახავად და უკუნეთ სიბნელეში გზებიც თქვენზე უკეთ იციან. რადგან იმისათვის, რომ სანახაობა მართლაც თვალწარმტაცი იყოს, საჭიროა ქალაქისა და განათებისგან რაც შეიძლება შორს წასვლა.
მარტო წასვლის შემთხვევაში აუცილებელია, წინასწარ გაითვალისწინოთ შემდეგი: დაგეგმოთ მარშრუტი და დარწმუნდეთ, რომ ის შეესაბამება თქვენს ფიზიკურ მომზადებას. აუცილებლად ადევნოთ თვალი ამინდის პროგნოზს, რომ ტყუილად არ იდგეთ სიბნელესა და სიცივეში ფოტოაპარატით ხელში. თან გქონდეთ თერმოსი ცხელი ჩაით ან ყავით. ანდა იქნებ ცხელი შოკოლადითაც. ახლა კი იმ შეცდომებზე ვისაუბროთ, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ ცის შოუს სანახავად ნორვეგიაში გამგ ზავრებული ადამიანები: გაჩერება ქვეყნის სამხრეთით. მართალია, ნორვეგიის მოსახლეობა არც ისე დიდია, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქვეყანა უზარმაზარია და ის 385 252 კმ2-ზეა გაჭიმული. არ გეგონოთ, რომ ყველა ფოტო, სადაც სანახაო ბისგან მონუსხული ადამიანები დგანან, ნორვეგიის ნების-
ტურისტები ტრადიციულ ნორვეგიულ კარვებთან ციალის დროს
მიერ კუთხე-კუნჭულში შეიძლება იყოს გადაღებული, არა. რაც უფრო ახლოს იქნებით არქტიკულ სარტყელთან, ნადირობის წარმატებით დასრულება მით უფრო გარანტირებულია. ამიტომ სჯობს, დაივიწყოთ მოგზაურობის ოსლოდან დაწყება (განსაკუთრებით მაშინ, თუ სულ რამდენიმე დღით აპირებთ სტუმრობას) და ჩრდილოეთისკენ აიღოთ გეზი. ციალის სანახავად იდეალური ადგილებია: ტრომსე, ალტა, ვესტეროლენი, ლუფუტენის კუნძულები, სვალბარდის არქიპელაგი, ნარვიკი, ვარანგერი და ბუდო. ვიზიტის მოკლე დღეები. ეს კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს. გახსოვდეთ, რომ სანადიროდ გასული, სასტუმროში შეიძლება ხელცარიელი დაბრუნდეთ, რადგან ღრუბლიანმა ამინდმა და ცაზე გამეფებულმა ფუმფულა ნისლმა მთელი სანახაობა საიდუმლოდ შეინახოს. სანადიროდ მინიმუმ 4 დღე მაინც გათვალეთ. დიდი იმედი მაქვს, თქვენ არ შეგეხებათ ის სევდიანი ისტორია, რომელიც ერთ-ერთ „მონადირეს“ გადახდა თავს – პოლარული ციალის სანახავად ლუფუტენის კუნძულზე გატა რებული 7-დღიანი ტური, წარწერით No Images დამთავრდა. არასათანადო ტანსაცმელი – წარმოიდგინეთ, რომ საღამოს 8 საათზე გიდთან ერთად ტურში მიდიხართ და 8-10 საათი კლდე-ღრეში ბოდიალსა და ცაში ყურებაში უნდა გაატაროთ. გარეთ კი ტემპერატურა კარგა ხანია ჩასცდა 0-ის ნიშნულს. აუცილებლად დაგჭირდებათ თერმოტანსაცმელი, რომელიც ძალზედ მსუბუქია და კარგად დაგიცავთ სიცივისა და ქარისგან. და, რა თქმა უნდა, დათბილული ფეხსაცმლის გარეშე არაფერი გამოვა.
76 VOYAGER 13/2018
არჩევანი დაგხვდებათ, რამდენიმე მათგანზე მაინც გავამახ ვილებ ყურადღებას. მაშ, ასე: ვარანგერი – თუ გინდათ, ნამდვილი არქტიკული ყინვა იგრძნოთ, მაშინ მარხილში შებმული ჰასკებით შეგიძლიათ გაისეირნოთ და 20-30 კილომეტრის მანძილზე დატკბეთ ამ მხარის გასაოცარი ბუნებით. ანდა შეგიძლიათ გვიან ღამით დაგეგმილი ტური აიღოთ და ორი კურდღელი ერთად დაიჭიროთ – პოლარულ ციალს მარხილში სრიალით ადევნოთ თვალი. ამის შემდეგ კი, როცა სიცივე უკვე საკმაოდ დაგივლით მთელ ტანში, საამების სამკუთხა კარავში მიგიპატიჟებენ და ცხელ სადილს დაგახვედრებენ. ალტა – 3490 ნორვეგიული კრონი (1000 ლარზე ოდნავ მეტი) დაგიჯდებათ, თუ ალტაში გადაწყვეტთ წასვლას, სადაც ორ ღამეს ფიორდსა და მთებს შორის მოქცეულ ხის კომპლექ სში გაატარებთ. ამ ფასში შედის საუზმე, აეროპორტის შატლი და ციალზე ნადირობის ერთი ღამე. სხვათა შორის, ალტა ცნობილია თავისი კლდის მხატვრობით, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. მისგან 4 კმ-ის დაშორებით, ძვ.წ. აღ-ის 4200 წლით დათარიღებული, კლდეზე ნაკვეთი გამოსახულებების დათვალიერებას შეძლებთ, რომლებიც რელიგიური რიტუალებისა და ნადირობის სცენებს ასახავს.
ზაფხულის არჩევა პოლარული ციალის სანახავად. არ ვიცი, ასეთი რამ რატომ უნდა შეგეშალოთ, მაგრამ ფაქ ტია, რომ მომხდარა და ზოგი ტურისტი ზაფხულში ჩასულა პოლარული ციალის სანახავად. მართალია, მათ ციალი არ დახვდათ, მაგრამ თუ მაინც მოგიწიათ თბილი დღეების ნორვეგიაში გატარება, იცოდეთ, რომ წინ საინტერესო სანახაობა გელით – ღამის მზე. ტრომსეში ეს საოცარი სანახაობა მაისის შუა რიცხვებიდან იწყება და ივლისის 22-მდე გრძელდება. ხოლო მთელ ნორვეგიაში ყველაზე დიდხანს მზე სვალბარდის, იმავე შპიცბერგენის არქიპელაგზე ანათებს – 20 აპრილიდან 22 აგვისტოს ჩათვლით. სულ. სასურველი ტურის დაუგეგმავად წასვლა. ნორვეგიაში ბევრი ტურისტული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ფასად სხვადასხვა ტიპის ტურს შემოგთავაზებთ. კარგი იქნება, თუ tripadvisor-ის, Frommers-ის, visitnorway-ს გვერდებს ერთხელ მაინც ჩაუყვებით და თქვენთვის სასურველ მოგზაურობას წინასწარ დაგეგმავთ. სასურველია, პასპორტი მუდამ თან გქონდეთ. რადგან ნადირობის დროს არავინ იცის, სად ამოგაყოფინებენ თავს ტურ-ოპერატორები. ეს წინასწარ არც მათ იციან. www.visitnorway.com საიტით დავიწყოთ. რადგან, თუ თქვენ ნორვეგიაში სტუმრობას გეგმავთ, მაშინ ამ ონლაინსივრცეს უნდა ეწვიოთ, ის ხომ თითქმის ყველა თქვენს კითხვას გასცემს პასუხს – სასტუმროებიდან დაწყებული, სამოგზაურო ადგილებითა და აქტივობების შემოთავაზებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ აქ საკმაოდ დიდი
ნარვიკი – არქტიკული დასვენებისთვის კიდევ ერთი მშვენიერი მთიანი ადგილია. 1495 ნორვეგიული კრონის (500 ლარი) ფარგლებში შემოგთავაზებენ ერთ პატარა სოფელში გასეირნებას, პოლარული ციალის მოლოდინში კი, ჯერ პოლარულ ირმებს შეგახვედრებენ, რომელთაც თავად გამოკვებავთ, შემდეგ კი საამის კარავში შეგიპატიჟებენ ცეცხლის გარშემო გასათბობად და წასახემსებლად. მთელი ამ დროის განმავლობაში თქვენთან გიდი იქნება, რომელიც საამის კულტურასა და მათ ხელნაკეთობებზე ათას ამბავს მოგიყვებათ. ნარვიკში შეგიძლიათ გაჩერდეთ სასტუმროში Scandic Narvik, რომელიც ჩრდილოეთ ნორვეგიის ყველაზე მაღალ შენობად მიიჩნევა. ერთი ღამე 2-ადგილიან ნომერში: 1008 ნორვეგიული კრონი (300 ლარი) ღირს. რჩევა: საღამო ხანს სასტუმროს მე-15 სართულზე განთავსებულ ბარში საყვარელი კოქტეილის დალევა ფიორდებისა და მთების ფონზე შეგიძლიათ.
77 VOYAGER 13/2018
CrdiloeTis ciali HELGELAND (ჰეგელანი) – არქტიკული წრის სამხრეთით მდებარე ნორვეგიის ეს მხარე, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებდასახლებული ადგილია და ის საუკეთესოა მათთვის, ვისაც თხილამურებით სრიალი, თევზაობა ანდა ზღვაში კანოეთი გასეირნება უყვარს. Visitnorway.com შვიდდღიან ტურს გთავაზობთ, რომელშიც საცხოვრებელიც და კვებაც გათვალისწინებულია. ტურისტებს ბუდოს აეროპორტში ხვდებიან და ყოველ დღეს თხილამურებით სრიალში აწყებინებენ. თხილამურებით სრიალი, ავრორას ძიებაში ნავებით სეირ ნობა და ადგილობრივი მეთევზეობის მუზეუმი: ამ ყველაფრის ფასი 17250 კრონიდან (5,500 ლარი) იწყება.
როგორც იქნა, ტრომსესაც მივადექით. აქ ისინი, როგორც თავად ეძახიან, „ავრორას პროგრამას“ სთავაზობენ ტურისტებს. პროგრამაში თოვლის სკუტერებზე სრიალი და შუშის გუმბათოვან ნაგებობაში საღამოს გატარება შედის. არა, ნუ წარმოიდგენთ, რომ ნაგებობა სულ მთლად გამჭვირვალეა და ყინულის დედოფლის სახლს ჰგავს. აქ ყველაფერი გათვლილია – ბურთის ფორმის ნაგებობა ნაწილობრივ ხითაა მოპირკეთებული და შუაში, აგიზგიზებული ბუხარი აქვს. ხოლო მისი კედლების ზედა ნაწილი სულ მთლიანად გამჭვირვალეა და მოჭედილი ცის დათვალიერება, მოგიზგიზე ბუხართან მჯდომს შეგიძლიათ. ტური 24-საათიანია და დილის 9-ზე იწყება. ჯერ სპეციალურ სამოსს მოგცემენ და 2 საათის განმავლობაში თოვლის სკუტერით ფოტოგრაფიულ ტურს მოგიწყობენ. შემდეგ კი სათხილამუროდ წასვლას ანდა ბროლის ბურთივით გამჭვირვალე სახლში დასვენებას შემოგთავაზებენ. საღამოს ფოტოგრაფიის ვორქშოპი და სადილი გაიმართება, რომლის დროსაც პოლარული ციალის გადაღების ტექნიკას გასწავლიან და შემდეგ, ყველანი ერთად ფერებზე სანადიროდ წახვალთ. ფასი: 3600 ნორვეგიული კრონი (1200-მდე ლარი). იქვე, სასტუმროში SCANDIC ISHAVSHOTEL გირჩევთ გაჩერებას, რომელსაც 2017 წელს ჯილდო აქვს მიღებული ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო საუზმისთვის. სტანდარტული ოთახის ფასი: 1970 ნორვეგიული კრონიდან (600 ლარი). ფასში, ცხადია, „ქვეყნის საუკეთესო“ საუზმეც შედის.
ჩრდილოეთის ციალზე მონადირეები ლონგიერბიენში სვალბარდის რეგიონი
იცოდით, რომ ნორვეგიაში 98 აეროპორტია, რომელთაგან 24 ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს? აქედან გამომ დინარე, მგონი, ხვდებით, რომ დიდი მანძილის მოკლე დროში დაფარვა, ნორვეგიაში იოლად შეიძლება. ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ, სასურველი ტურები ერთმანე თისგან ძლიერ დაშორებულ რეგიონებშიც კი აიღოთ. ნორვეგიული ავიაკომპანია ვიდერო (Widerøe) ციალის მო ყვარულებს ავრორასთან ახლოს, ძალიან ახლოს სტუმრობას სთავაზობს. სპეციალური რეისები, რომელსაც კომპანია 20 ნოემბრიდან 5 მარტის ჩათვლით ახორციელებს, ტრომსეს აეროპორტიდან სრულდება. 1 საათით, გამოცდილი პილოტები ავრორასთან ახლოს ჩაგაქროლებენ და თან ერთ ჭიქა შამპანურს შემოგთავაზებენ, რომ თქვენი ცაში ლივლივი კიდევ უფრო დაუვიწყარი გახდეს. ეს გასეირნება 2900 ნორვეგიული კრონი (1000 ლარამდე) დაგიჯდებათ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ გასასვლელში აიღებთ დასაჯდომ ადგილს. მაგრამ თუ ილუმინატორზე ცხვირმიბჯენილმა გინდათ დაათვალიეროთ ცისარტყელას ფერებად აჭრელებული ცა, მაშინ 600 კრონით (200 ლარით) მეტის გადახდა მოგიწევთ. ზემოთ ტრომსე ვახსენეთ, ქალაქი, რომელიც ჩვენი არქტი კული მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილია. ის ნორვეგიის სიდიდით მე-7 ქალაქია და ლაპლანდიის ნაწილია. რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ქალაქს „ჩრდილოეთის პარიზს“ და „პოლარული ციალის ქალაქს“ ეძახიან. ის 350 კმ-ითაა დაცილებული პოლარულ წრეს და, მიუხედავად ამისა, საკმაოდ მსუბუქი კლიმატით გამოირჩევა. რაც მთავარია, ოდესღაც ეს იყო ადგილი, საიდანაც არქტიკული ექსპედიციები იწყებოდა. ამიტომ მას „არქტიკის კარიბჭეს“ ეძახიან. თუ თქვენ „არქტიკის კარიბჭიდან“ აპირებთ ნორვეგიის გაცნობას, მაშინ შეგიძლიათ ტრომსეში წინასწარ დაჯავშნულ სასტუმროში დასახლდეთ და პოლარული ციალის სანახავად ერთჯერადად ისარგებლოთ ერთღამიანი ტურებით.
Northern Soul Adventures
northernsouladventures.com
ეს კომპანია 2016 წელს დაარსდა და tripadvisor-ზე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. „ჩვენ წლები გავატარეთ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობასა და იმ შთაგონების ძიებაში, რაც აქ და ახლა ვიპოვეთ“, – წერენ ისინი თავიანთ ვებგვერდზე. გპირდებიან, რომ ისეთ ადგილებშიც წაგიყვანენ, სადაც გზა თითქმის არ მიდის და თქვენი ცხოვრების საუკეთესო მომენტებს, თავზე აცეკვებულ ფერებთან ერთად, სამუდამოდ უკვდავყოფენ ფოტოაპარატით. 1550 კრონის (500 ლარი) ფარგლებში, შვიდკაციან ჯგუფში აღმოჩნდებით. მათი ტრანსპორტი უზრუნ ველყოფილია ყველაფრით, რაც არქტიკის ამ მხარეში შეიძლება დაგჭირდეთ. ტურში სეზონური ბოსტნეულის ცხელ სუპს და სხვადასხვა სასუსნაოს შემოგთავ აზებენ, თან ისე, რომ მოწყენასაც ვერ მოასწრებთ – ჩვენ სულ ამბებს ვყვებითო. ამბობენ, ჩვენი ორცხობილები სახლში დამზადებულია და ვეგანებსაც დიდი სიყვარულით ველითო. მერე თქვენს ბედნიერ და ოდნავ გაყინულ სახეებს ავრორას ფონზე გადაიღებენ და „ფირზე აღბეჭდილი ბედნიერი წუთებით“ და გაჯილდოებენ. კოცონსაც დაგინთებენ და თუ დაგჭირდათ, თერმული სამოსითაც მოგამარაგებენ. ეს სიამოვნება 6-9 საათს გაგრძელდება. მართალი გითხრათ, მათ გიდებზე, ჯეფსა და ჰანაზე იმდენი სასიყვარულო მესიჯი წავიკითხე ტურისტებისგან, რომ ციალის სანახავად კი არა, ისედაც გავიდოდი მათთან ერთად სადმე, გასასეირნებლად. ჰო, თუ ტურში უცხო ხალხთან ერთად მგზავრობა და მასასთან ერთად აღმოჩენების გაკეთება არ გიზიდავთ, შეგიძლიათ პირადი ტური აიღოთ და ამ სიამოვნებაში 9850 კრონი (3,000 ლარზე ოდნავ მეტი) გადაიხადოთ.
79 VOYAGER 13/2018
CrdiloeTis ciali Arctic Guide Service
arcticguideservice.com
ეს ტურისტული კომპანია 2006 წელს დაარსდა და არქტიკულ რეგიონში დასვენების რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ. როგორც თავად ამბობენ, ჩრდილოეთის ციალის ტურების ექსპერტები არიან და 17 ოქტომბრიდან 31 მარტის ჩათვლით გარანტირებულ სანახაობას გპირდებიან. ტრომსეში ნადირობა მათთან ყოველ საღამოს 18:30-ზე იწყება და ღამის 01:30-მდე გრძელდება. ავტობუსით ან მინიავტობუსით დაგეგმილ ტურს აუცილებლად მიჰყვება პროფესიონალი გიდი, რომლის მისია საუკეთესო ადგილების არჩევაა. საშუალო ფასი უფროსისთვის 980 კრონი (300 ლარზე ოდნავ მეტი), ბავშვისთვის კი (3-12 წელი) – 500 კრონია (160 ლარი). ამ ფასში შედის ცხელი შოკოლადი, ორცხობილები და ექსკურსიის ამსახველი ფოტოები. ხოლო თუ „ჩრდილოეთ ციალის ფოტოტურს“ აირჩევთ, მაშინ ტურს ჩრდილოეთ ციალის ოსტატ ფოტოგრაფთან ერ თად გაატარებთ, რომელიც დაგეხმარებათ, საუკეთესო მომენტები თავად აღბეჭდოთ ფირზე. ამ შემთხვევაში თანხა 500 ლარს ოდნავ სცილდება, თუმცა, როგორც ამბობენ, არაპროფესიონალი ფოტოგრაფისთვის ცაში გამართული შოუს აღბეჭდვა არც ისე მარტივი რამაა. ამ შემთხვევაში, ცხელ შოკოლადსა და ორცხობილებს პატარა ვახშამიც ემატება. Chasing Lights
chasinglights.com
თუ თქვენ ციალის ნამდვილი ფანი ხართ და ზუსტად იცით, რომ ერთი ღამე არაფერში გეყოფათ, მაშინ ეს კომპანია გაძლევთ შანსს, რამდენიმე ღამე აირჩიოთ მოგებიან ფასად. ერთღამიანი ტური დაახლოებით 950 კრონი (300 ლარი) ჯდება, თუმცა 7-ღამიანის არჩევისას – 2500 კრონი (800 ლარი) დაგიჯდებათ. გთხოვთ, გაითვალის წინოთ, რომ ამ ფასად კომპანია ავტობუსით მგზავრობას გთავაზობთ და, შესაბამისად, დიდი შანსია, 50-კაციან ტურისტულ ნაკადში ამოჰყოთ თავი. ხოლო თუ ტურს
შედარებით ცოტა ხალხში გაატარებთ, მაშინ ფასი 1800 კრონი (600 ლარი) იქნება. ისინი გვპირდებიან, რომ სამოგზაუროდ ადგილს ამინდის მიხედვით აარჩევენ და შეიძლება ტრომ სესთან ახლოს მდებარე რომელიმე კუნძულზე ანდა ფინეთისკენ მიმავალ გზაზე აღმოჩნდეთ. ამბობენ, თქვენ გამო იმაზე მეტ კილომეტრს გავივლით, ვიდრე სხვა კომპანიები და ზუსტად ამიტომაც, ერთ-ერთი საუკეთესოები ვართო. ყველა ტური ცხელი შოკოლადით და ორცხობილებით გვირგვინდება და სასტუმროში მისვლას ვერ მოასწრებთ, რომ ცხელ-ცხელი ფოტოები მეილზე დაგხვდებათ. თან გპირდებიან, რომ თუ სათანადო სამოსი არ გაქვთ, არ ინერვიულოთ, ამაზეც ჩვენ ვიზრუნებთო. Arctic Adventure Tours
Arcticadventuretours.no
საინტერესო შემოთავაზება აქვს კომპანიას, რომელიც პო ლარული ციალის გარდა, ვეშაპების დევნას ანდა მარხილში შებმული ჰასკებით მოგზაურობასაც დაგიგეგმავთ. ვეშაპების დევნის ან იქნებ, უკეთესი იქნება, თუ ვიტყვით – ვეშაპების დათვალიერების სეზონი ნოემბრიდან იანვრამ დე გრძელდება და 2,5 საათით ულამაზეს სანახაობას გპირდებათ 2500 კრონად (800 ლარი). ხოლო თუ ძაღლებით გასეირნებას გეგმავთ, მაშინ იცოდეთ, რომ ეს ტური ჯამში 4 საათს გრძელდება, საიდანაც 90 წუთი მარხილში მოკა ლათებულმა უნდა გაატაროთ და სულ რაღაც 1750 კრონად (600 ლარი) თავი ცოტა ხნით მაინც რობერტ ფლაერტის გმირად, ჩრდილოელ ნანუკად იგრძნოთ.
80 VOYAGER 13/2018
დღის განმავლობაში კი შეგიძლიათ ტრომსეს კულტურული ცხოვრების თვალიერებით გაერთოთ და ამ რამდენიმე ადგილას, გემრიელად წაიხემსოთ:
Hildr Gastro Bar
www.hildrgastrobar.com Skippergata 11, 9008 Tromsø
ჰილდრ გასტრო ბარის 60-იანი წლების ინტერიერი მონადირის სახლს მოგაგონებთ და ეს ადგილი მუდმივი ხალხმრავლობით გამოირჩევა. ტრადიციულ ნორვეგიულ საჭმელთან ერთად, აქ მრავალ ახალ ექსპერიმენტსაც გადააწყდებით. ამიტომ, თუ ამ ადგილას სადილს გადაწყვეტთ, მაშინ გირჩევთ, თადარიგი დაიჭიროთ და მაგიდა დაჯავშნოთ ან გაგანია სადილის დროს არ მიხვიდეთ, მაინც ვერ შეხვალთ.
Aunegarden
www.aunegarden.com Sjøgata 29, 9008 Tromsø
ქალაქის ყველაზე ძველ კაფეში აუნეგორენში გან საკუთრებით გემრიელი ფუნთუშეულია და პერიოდულად, საინტერესო დიჯეი-სეტებიც იმართება. როგორც ამბობენ, აქ ნორვეგიაში ერთ-ერთ საუკეთესო ყავას შემოგთავაზებენ.
Burgr Bar
www.burgr.no Skippergata 6A, 9008 Tromsø
აქ მარტო საჭმელად კი არა, გასართობადაც უნდა იაროთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ გეიმერი ბრძანდებით, ანდა იყავით, წინა ცხოვრებაში. ძველებური აფიშებით გაფორმებულ ბარში საუკეთესო ბურგერებს გთავაზობენ. მათი გასინჯვის შემდეგ კი შეგიძლიათ, 1970 წელს გამოშვებულ სათამაშო ავტომატზე სცადოთ ბედი და 2000 თამაშიდან ერთ-ერთი აირჩიოთ.
Raketten
fb: Raketten Bar & Pølse Storgata 94B, 9008 Tromsø
მარხილებში შებმულ ჰასკებთან ერთად ქროლვაში ატარებთ. მესამე ღამეს ყინულის სასტუმროში რჩებით, თეთრი ქანდაკებების გარემოცვაში. რა თქმა უნდა, მთელი ტურის განმავლობაში თქვენი გასტრონომიული მოთხოვნილებები არავის ავიწყდება და ყოველ საღამოს, სხვადასხვა რესტორანში გამართულ არქტიკულ სადილზე გეპატიჟებიან. მეოთხე დღეს კი ტრომსეში მიფრინავთ, სადაც 2 ღამეს რჩებით. აქ ჯერ გურმანების საყვარელ რესტორანში „ემას საოცნებო სამზარეულოში“ აგემოვნებთ ადგილობრივ საჭმელს, მერე ულამაზეს ხეობებში მოგზაურობთ და ბოლოს ირმებთან ერთად მარხილით სეირნობთ დათოვლილ ნორვეგიაში. რა თქმა უნდა, კოცონის თანხლებით, აქაც დაგახვედრებენ ცაზე მოთამაშე ფერების შოუს და ბოლო, მეექვსე დღეს, ისევ ოსლოში გადმოგაფრენენ. Hurtigruten.no – ამის არხსენება არ გამოვიდოდა. ჰურ ტიგრუტენი ნორვეგიის ყველაზე დიდი საზღვაო ოპერატორია, რომელიც 1893 წლიდან დაცურავს ნავებით, ბორნებით, დიდი თუ პატარა გემებით. ცოტა ხნის წინ კი ოპერირება დაიწყო კანადაში, ისლანდიაში, ანტარქტიდაზე... ეს კომპანია საკმაოდ საინტერესო და ძვირადღირებულ ტურებს შემოგთავაზებთ. აი, წარმოიდგინეთ, რომ დღეს შეგიძლიათ ვიკინგების გზა გაიაროთ, ნორვეგიით დაიწყოთ, შოტლანდიას ჩაუაროთ და ბოლოს მისტიკურ ისლანდიაში, რეიკიავიკში ჩახვიდეთ.
ეს 11-დღიანი საზღვაო თავგადასავალი 2019 წლის 8 მაისს, 1070 წელს დაარსებულ ქალაქ ბერგენში დაიწყება და 39220 კრონი (13,000 ლარამდე) ეღირება. ანდა იმ 7-დღიან საშობაო ტურზე რას იტყვით, რომელიც დეკემბერში ბერგენში იწყება და მთელი ნორვეგიის სანაპიროს მოგატარებთ? გვიან ღამით პოლარულ ციალსაც ახედავთ ხოლმე შუა წყლიდან და დღისით ვეშაპების ხტუნაობასაც დააკვირდებით. თან, ჩვენ ნორვეგიულ საშობაო სიმღერებს გასწავლით და ერთად ვიმღერებთ ხოლმეო, გპირდებიან. საზღვაო მოგზაურობის ფასი ერთ ადამიანზე 12220 კრონიდან (4,000 ლარი) იწყება.
არქტიკული ფასტფუდი? რატომაც არა, რაკეტენი 1911 წელს აშენებული ყველაზე პატარა ხის ჯიხურია, სადაც უგემრიელესი ნორვეგიული სოსისებისგან ჰოთ-დოგებს ამზადებენ. მას მერე, რაც სასურველ ჰოთ-დოგს აიღებთ, შეგიძლიათ გარეთ მოკალათდეთ და ცხელ ბოლში გახვეული სოსისების ჭამით ისიამოვნოთ.
ახლა კიდევ ერთი ვარიანტი განვიხილოთ, თუ თქვენ მთლი ანად დაგეგმილი ტური გნებავთ და ნორვეგიაში სტუმრობის დღეები გინდათ დაგეგმილ/აწყობილი დაგხვდეთ. ამ შემთხვევაში, თავისუფლად შეგიძლიათ ეწვიოთ ოსლოს და სხვადასხვა კომპანიის მიერ შემოთავაზებული რამდენიმედღიანი ტურებით ისარგებლოთ, რომლებიც პოლარული ციალის გარდა, არაერთი საინტერესო ადგილის მონახულებას გთავაზობენ. ამ შემთხვევაში Fjord Travel Norway / fjordtravel.no შეგიძლიათ მოსინჯოთ. ეს ტურები რამდენიმედღიანია და, როგორც წესი, სწორედ ოსლოში იწყება. „ჩრდილოეთის ციალის არდადეგების“ ტური 6 ღამეს გრძელდება და ფასიც შესაბამისი აქვს – 19990 კრონი (6000 ლარი). ოსლოში ათევთ ღამეს, შემდეგ მიფრინავთ შირკენესში და საღამოს 81 VOYAGER 13/2018
CrdiloeTis ciali ალბათ თქვენც დაკვირვებიხართ – სადაც არ უნდა ჩახვიდე, ყველგან ორი ქალაქი გხვდება – ერთი, სადაც ტურისტები ბუზებივით ირევიან და მეორე – სადაც მხოლოდ ადგილობრივი ენა ისმის. ეს მეორე, როგორც წესი, გაცილებით საინტერესოა ხოლმე. ზუსტად ამიტომ, გაპრიალებული შემოთავაზებების მიღმა, ყოველთვის ვცდილობ ისეთ საიტებს მივაგნო, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები საინტერესო რჩევებს გვაძლევენ. ფასებისა და ტურების მოძიების შემდეგ, ამჯერადაც ისევ ადამიანებთან მივედი.
„როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან პოლარულ ციალს მუდმივად ვხედავთ, მაშინაც კი, როცა დილით სამსახურში მივდივართ“, – ამბობს ჯგუფ Frost-ის მუსიკოსი აგი ფროსტი (Aggie Frost). „თუ თქვენ ტრომსეში ხართ და გინდათ, ცოტა ხნით მაინც მოსწყდეთ ქალაქის განათებასა და ხმაურს, რათა უკეთ შეიგრძნოთ ღამის ცის სილამაზე, მაშინ გირჩევთ პარკგატას (Parkgata) ქუჩის დასაწყისში გახვიდეთ, რომელიც ამისთვის იდეალური ადგილია. ანდა ტრომსედან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარე პრესტვანეს (Prestvannet) ტბას ეწვიოთ. გარდა იმისა, რომ ეს მშვენიერი ადგილია, ღამით პოლარული ციალის თვალიერება აქ ერთი სიამოვნებაა,“ – ამბობს აგი. მას ხშირად უწევს ნორვეგიის სხვადასხვა ქალაქში კონცერტების გამართვა და ყოველ მათგანში თავისი საყვარელი ადგილი აქვს. ალტაში ჩასვლისას აუცილებლად სტუმრობს ხოლმე ახლად გახსნილ საზოგადოებრივ აბანოს, რომელსაც ღია აუზები აქვს. წარმოიდგინეთ, ცივა, ცივა კი არა და, ყინავს კიდეც, ლურჯი ფერის აუზთან კი ნამდვილი ბურუსია. წამში ხტებით წყალში და... ცურავთ, ძალიან თბილ წყალში ცურავთ მაშინ, როდესაც თავზე თოვლის ფიფქები გეცემათ, – „ეს ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე მოდური არქტიკული დასვენებაა“, – ამბობს ის.
ვიგო ანტონსენი (Wiggo Antonsen) სვალბარდელი ტაქსის მძღოლია. ამასთან ერთად, ის მთელ ნორვეგიაში ცნობილი ვარსკვლავია – მას შემდეგ, რაც BBC-ის დოკუმენტური სერიალში „Life on the Edge“ გამოჩნდა. „ზოგ ტურისტს ჰგონია, რომ პოლარული ციალის სანახავად სამყაროს ბოლოში უნდა წავიდეს, არადა, საქმე გაცილებით მარტივადაა. სრულებითაც არაა აუცილებელი საჭიროზე შორს წასვლა, სვალბარდის გარშემო ტერიტორია აბსოლუტურად საკმარისია ციალის სანახავად“, – ამბობს ვიგო. ის გირჩევთ, თქვენს ტელეფონებში აპლიკაცია Aurora Forecast 3D ჩამოტვირთოთ, რათა ადეკვატურად შეაფასოთ ციალის გამოჩენა/არგამოჩენის საკითხი და კარგი ფოტოების გადასაღებად, შტატივი წაიღოთ. „ჩრდილოეთის ციალის გადაღება ხომ თითქმის იგივეა, რაც მუდამ მოუსვენარი ბავშვისთვის ფოტოს გადაღება. მიდით, აბა, სცადეთ, გააჩერეთ!“ – ამბობს სახასიათო გარეგნობის თეთრწვერიანი ვიგო.
ანიტა ანდრესენი (Anita Andresen) დღისით ჩვეულებრივ ადმინისტრა ციულ საქმეს აკეთებს სამსახურში. საღამოობით კი, კვირაში რამდენჯერმე მაინც, მეგობრებთან ერთად ლუფუტენის სიახლოვეს, ავრორა ბორეალისის სანახავად კანოეთი მიდის. „თქვენ ვერც კი წარ მოიდგენთ, რა სიამოვნებაა კანოეთი ჩრდილოეთის ციალის ყურება. თან ამ დროს ხომ წყალიც ათასფრად ირეკლავს ფერებს, ამას ჩვენ მურილს (morild) ვეძახით, როდესაც ზღვა პლანქტონების გამო ფოსფორისფრად იწყებს ნათებას. თან ამ დროს შეიძლება ვეშაპებსაც მოჰკრა თვალი... საშიში? არა, აქამდე არასდროს არაფერი მომხდარა“, – ამბობს ანიტა. როგორც წესი, მეგობრების ყოველი ასეთი გასეირნება წყალზე, ტრადიციული კითხვით მთავრდება – „რა ვქნათ, აბა, წავიდეთ სახლებში თუ აქვე დავიძინოთ, საძილე ტომრებში?“
ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, მართალი გითხრათ, თვალების დახუჭვაც აღარაფერში მჭირდება – ისედაც მშვენივრად შემიძლია ამ ყველაფრის წარმოდგენა. მეტიც, ცოტა მეშინია კიდეც, ფინელებივით არ დავიჯერო, რომ თოვლზე მორბენალი მელიის დიდი კუდი ნაპერწკლებს ისხლეტს. იქნებ, ეს ყველაფერი მართალია? ნორვეგიის ნაწილი მაინც ხომ ლაპლანდიას ეკუთვნის, ლაპლანდიაში კი, ყველას კარგად მოგვეხსენება, ვინც ცხოვრობს. 82 VOYAGER 13/2018
lუfუteni
84 VOYAGER 13/2018
ლუფუტენის კუნძულებზე მეთევზების მივარდნილ სოფლებში ხეტიალით, სექტემბრიდან შუა აპრილამდე _ ჩრდილოეთის ციალით, მაისიდან ივლისამდე კი შუაღამის მზით შეგიძლიათ დატკბეთ. კაიაკით კუნძულებს შორის სეირნობა, სათევზაოდ წასვლა, არწივების ყურება ნაცრისფერ ცაში _ აქ ხშირად ამისთვისაც ჩადიან ხოლმე. თბილი გოლფსტრიმის გამო ლუფუტენში ხომ კლიმატი არც ისე მკაცრია, როგორც ამ განედზე მდებარე მსოფლიოს სხვა დასახლებებში. ალბათ, ამიტომაც, ეს კუნძულები არტისტებს განსაკუთრებით აღაფრთოვანებს და შედეგად იქაურობა თავისი გალერეებით, ფოტოგამოფენებით და დახვეწილი კულინარიული ექსპერიმენტებითაცაა ცნობილი. www. lofoten.info/lofoten
85 VOYAGER 13/2018
norvegiuli dRiuri
იყო, არის და იქნება არჩილ ქიქოძე ტექსტი, ფოტო
სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით იფნი სიცოცხლის ხეა. მის ქვეშ სამი ქალი ზის, მათი სახელებია: „იყო“, „არის“ და „იქნება“, ისინი ერთად რთავენ ძაფს, შუაში მჯდომი აწმყო ამ ძაფითაა წარსულსა და მომავალთან დაკავშირებული, ხეს კი, რომლის ქვეშაც სხედან, საკუთარი ფესვებით უჭირავს დედამიწა... არასოდეს დამავიწყდება წამი, როდესაც კლაკნილი ბი ლიკით ტყის ზოლი ავიარეთ და აღმოვჩნდით ზეგანზე, რო-
მელსაც ხალიჩასავით ჰქონდა გადაკრული ნაირფერი ხავსის საფარი. ჩამავალი მზის შუქზე ხალიჩა, რომელშიც ფეხები გვეფლობოდა, კიდევ უფრო ფერადი ჩანდა. ზეგანზე მიმობნეულ პატარა ტბებზე წამობერილი სიო ათასობით მარგალიტად ალიცლიცებდა ზედაპირს. ხალიჩა ცოცხლობდა. წითური მელა თაგვებზე ნადირობდა, ფეხიდან ჩრდილოური კაკბები აგვიფრინდნენ. მოშორებით ხეზე ქორისებრი ბუ შემოჯდა და ეს ყველაფერი თითქოს ადრეც მქონდა ნანახი. ტუნდრა, ჩრდილოეთი, აი, რა იყო ეს. აქეთკენ მოვდიოდი.
86 VOYAGER 13/2018
მე, სამხრეთელ კაცს, ყოველთვის მხიბლავდა და მაჯა დოებდა ჩრდილოეთი. ჯერ კიდევ, სანამ ნორვეგიას ვნახავდი, მისი ბუნების, ლიტერატურის და ხალხისადმი ყოვლად განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. ჩემი მოგზაურობაც, რომელსაც რამდენიმე წლის მანძილზე ვგეგმავდი, არ უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი. ეს ქვეყანა აუცილებლად უნდა მომწონებოდა, და როცა ოსლოს აეროპორტში ჩემი მასპინძელი, ეივინ ფურუ, დამხვდა და სულ პატარა, არაფრით გამორჩეულ დაბა ლანგუსში ჩამიყვანა, მთელი გზა აღფრთოვანებული ვიყურებოდი ფანჯ რიდან და რა ლამაზი ქვეყანაა-მეთქი, გავიძახოდი, მას კი ეცინებოდა: ჯერ არაფერი გაქვს ნანახიო. ჯერ მართლაც არაფერი მენახა, მაგრამ ეივინის გამოციებულმა, ტყავე-
ბით და ფიტულებით სავსე ბინამაც კი მომხიბლა. მომეწონა სახლი, რომელიც თავად მის პატრონსაც კი არ უყვარს, მუდამ ერთი სული აქვს, იქაურობას თავი დააღწიოს და ბუნებაში წავიდეს. ჩემი ხათრით ერთი დღე გაიჭირვა და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები მანახა, ასე მოვინახულეთ პოლარული მკვლევრის და სამხრეთ პოლუსის დამპყრობლის რუალ ამუნდსენის სახლი, პატარა და კოხტა ქალაქი დრაბაკი ოსლოს ფიორდის პირას, სადაც ნორვეგიელმა სამხედროებმა 1940 წლის აპრილში გერმანული კრეი სერი „ბლიუხერი“ ჩაძირეს. ეს გერმანულ-ნორვეგიული ომის დასაწყისიც იყო და დასასრულიც. ფიორდში შემოსულ და ოსლოსკენ მიმა-
87 VOYAGER 13/2018
norvegiuli dRiuri
ვალ კრეისერს კომენდანტმა ერიკსენმა ზევიდან ბრძანების გარეშე გაუხსნა ცეცხლი და ზარბაზნის ორი ჭურვი და ორიც ტორპედო მოარტყა. „ბლიუხერი“ თავის ეკიპაჟიანად ჩაიძირა, რის ხარჯზეც ნორვეგიის მეფემ ოსლოდან ინგლისში გაქცევა მოასწრო. ამას მოჰყვა ხანგრძლივი პარტიზანული წინააღმდეგობა, მაგრამ ომი იმ ორი ტორპედოს და ორი ზარბაზნის გასროლით დაიწყო და დამთავრდა. რაოდენ მნიშვნელოვანი ამბავია ნორვეგიელთათვის „ბლიუხერის ჩაძირვა“, ამაში სულ ერთ საათში დავრწმუნდი, როდესაც გზად ცნობილი ნორვეგიელი არტისტის რეიდარ ფინსრუდის სტუდიაში გავჩერდით. მთელი სტუდია და წალკოტად ქცეული მისი უკანა ეზო შიშველი ქალების ქანდაკებებით იყო სავსე. ერთი მათგანს ეივინი დაუფარავად ეტრფოდა, რადგან თავის ძველ სიყვარულს აგონებდა, თურმე ავლა-ჩამოვლაზე აქ ჩერდებოდა და სიძვირის გამო ყიდვა ვერ გადაეწყვიტა. შიგნით თეთრ კომბინეზონში გამოწყობილი ხმელი და მაღალი, სამოცდაათ წელს გადაცილებული ფინსრუდი შე-
გვეგება, მოგვესალმა და გაქრა. ქვედა სართულზე ჩავედი და ისევ შევეჩეხე მხატვარს, ამჯერად მის ცვილის ფიგურას, ზუსტად ორიოდე წუთის წინ ნანახი ორიგინალივით გამოწყობილს, რომელიც ფუნჯით ხელში „ბლიუხერის“ ჩაძირვის სცენას ხატავდა. სხვათა შორის, ეს ექსპონატი ყველაზე უფრო მომეწონა. მეორე დილით კი ეივინმა თავის „ფოლკსვაგენს“ ზამთრის საბურავები გაუკეთა, ჩავაწყვეთ ბარგი და დავადექით ორასკილომეტრიან გზას მისი ქოხისკენ, რომელიც ზღვის დონიდან ათას მეტრზე მდებარეობს. ამ ადგილს ლიმარკას ეძახიან და ისაა ნამდვილი სახლი ამ მარტოხელა ბუნების შვილისა, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის მოუწევს საპენსიო ასაკი, რომ აქ, ტყეში გადმოსახლდეს. აქ იქნება მშვიდად აივანზე ჩამომჯდარი, შეძლებს, საათობით, თვეობით უცქიროს ფრინველებს და ცხოველებს, წელიწადის დროთა ცვალებადობას, ინადირებს, ითევზავებს...
88 VOYAGER 13/2018
ნორვეგიელი ხალხი ბუნებასთან ახლოს მყოფი ხალხია. ქალაქგარეთ ქოხის ქონა, თხილამურებით სირბილი, გაყინულ ტბებზე ციგურაობა, ნადირობა, თევზაობა... ამით თითქმის ვერავის გააკვირვებ. ეივინი მაინც გამორჩეული მგონია. იმ დიდ ნორვეგიულ ჯგუფშიც, რომელსაც ოთხი წლის წინ საქართველოში მეგზურობა გავუწიე, გამორჩეული ნატურალისტი იყო. უთქმელი, დაბალი და ღონიერი კაცი, ხელმარჯვე ოსტატი და ბუნების უბადლო მცოდნე. მის ქოხში გატარებული ერთი კვირა იყო დასვენება ყვე ლაფრისგან, ჩემთვის ეს იყო ყოფიერებიდან, მგონი, სულაც ჩემი ცხოვრებიდან ამოვარდნილი დრო, რომლის მანძილზე არაფერზე მიფიქრია, არც ცუდზე, არც კარგზე, თითქმის არავინ გამხსენებია და ვიყავი კარგად, იმით, რომ აქ ვიყავი, რომ ამ ტყეებში დავხეტიალებდი, ფერადი ხავსით შემოსილ ზეგნებზე დავდიოდი, ვიკარგებოდი, გზას ვპოულობდი, ვთევზაობდი, საღამოობით ვისკის ვწრუპავდი და მასპინძელს „იანცეს“ – კამათლების მარტივ თამაშს ვე თამაშებოდი. ძილის წინ კნუტ ჰამსუნის წიგნს ვშლიდი და მაშინვე მე ძინებოდა, დილით ღუმელს ვანთებდი, ყავას ვსვამდი და ისევ ტყეში მივდიოდი, ხან ეივინთან ერთად და ხანაც მარტო. მისგან უკვე ვიცოდი აქაური ცხოველების, ფრინველების სამყოფლები, ვარჩევდი მათ კვალს და ექსკრე მენტებს. რაღაცას ვნახულობდი, რაღაცას – ვერა. დილით ადრე გასულს გუბეები გაყინული მხვდებოდა, თხელი ყინულის ქვეშ ყოველი კენჭი ჩანდა, ზევიდან კი ყინულს ახლად ჩამოცვენილი არყის ხის ყვითელი ფოთოლი ჰქონდა მობნეული. ყოველი წამი იქ ყოფნისა მაშინათვე მქონდა დაფასებული და ახლა, დროის გასვლის მერე, კიდევ უფრო ვაფასებ ყველაფერს. ლიმარკაში ჩვენი ასვლიდან სამ დღეში კალმახზე თევზაობის სეზონიც დამთავრდა, გარშემო ქოხები დაიცალა და ხეტიალის დროს აღარ შემხვედრია არცერთი
ცოცხალი ადამიანი, ჩემთვის უცხო ფრინველები და ცხო ველები კი ბევრი ვნახე... ამასობაში მთვარე შეივსო, თუკი ძალიან ქარი არ იყო, პატარა აივანზე ტელესკოპი გამოგვ ქონდა და სავსე მთვარეს ვუყურებდით. თბილად გვეცვა, სასმელიც გვათბობდა. დილაობით ისევ სახეტიალოდ მივდიოდი. არსად შემხვედრია ცხენირემი, მაგრამ მის ახალ ნაკვალევსაც ყოველდღე ვხვდებოდი ჭაობებსა და ტყეებში, და შეგრძნება იმისა, რომ ჩემ მახლობლად ეს უზარმაზარი ცხოველი, ტყის ნამდვილი სული დაიარებოდა, რაღაცნაირი მოწიწებით მივსებდა გულს. თუკი ძალიან ქარი არ იყო, პატარა აივანზე ტელესკოპი გამოგვქონდა და სავსე მთვარეს ვუყურებდით. თბილად გვეცვა, სასმელიც გვათბობდა. დილაობით ისევ სახეტიალოდ მივდიოდი. საერთოდ, ეგეთი ბუნება აქვს ნორვეგიას, მოწიწებით აგავსებს, პატარად, მაგრამ მნიშვნელოვნად გაგრძნობინებს თავს. რაღაცას მოგალანდებს, მოგაჩვენებს, ხანაც შეგაშინებს. გვიან საღამოს თევზაობისას, კლდის მუქ ფონზე ნიავზე ათამაშებულმა არყის ხეზე შერჩენილმა რამდენიმე ფოთოლმა ყოვლად წარმოუდგენელი რამ მომალანდა... აქაურ მდინარეებს კალაპოტები შავი გრანიტის კლდეებში აქვს გაჭრილი, ამიტომაც სრულიად კამკამა წყალი შავად და ავად მოჩანს, ეს შავი სიღრმე იდუმალია, ისევე როგორც აქაური ცა, ჩრდილოური შუქი. იდუმალება არის, მგონი, ყველაზე სწორი სიტყვა, რაც შეიძლება ნორვეგიის ბუნებას ვუწოდო.
89 VOYAGER 13/2018
norvegiuli dRiuri
მერე კიდევ უფრო ჩრდილოეთით გავემგზავრეთ. ეს მოგზაურობა ერთი წლით ადრე დავგეგმეთ. დოვრეს ეროვნულ პარკში ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო არსება, ხარვერძი უნდა გვენახა. ოღონდ იქითკენ მიმავალი კიდევ ორასკილომეტრიანი გზა ცალკე თავგადასავალი იყო, თოვლიან უღელტეხილებზე ასვლებით და ჯერ კიდევ მწვანე ხეობებში დაშვებებით. არსად მინახავს ასეთი ხარისხის გზები, როგორც ნორვეგიაში. გვირაბები ფიორდების – ზღვის ვიწრო ყურეების ქვეშ არის გაყვანილი, გვირაბით ვუქცევდით გვერდს პატარა ქალაქებს, თუკი შიგნით არაფერი გვესაქმებოდა. მიწის ქვეშ დავყვინთავდით და როცა მიწის ზედაპირზე ამოვიდოდით, ქალაქი უკვე უკან გვქონდა მოტოვებული. დრო ისე გავანაწილეთ, რომ წინა და უკანა გზაზე მაქსი მალურად მეტი ძვირფასი ადგილი გვენახა, მაგრამ ბევრ სი-
ლამაზეს უბრალოდ ჩავუქროლეთ. ვჩერდებოდით „იატე გრიტეებთან“ – გრანიტში გაჭრილ ღრმა და ვიწრო კანიო ნებთან. „იატე გრიტე“ ნორვეგიულად დევების ქვაბს ნიშნავს და მართლაც, ჩვენს დაბლა მორევებში თითქოს შავად დუღდა წყალი. ერთ-ერთი იატე გრიტეს ნაპირები ისე ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ ოდესღაც მას ხელში ატატებული მოტაცებული ქალიანად გადაევლო ვინმე სიგურდი. მერე მდევარს მოუტრიალდა, დაელოდა. გამტაცებელი და ქალის საქმრო ერთმანეთის პირისპირ ღრმა და ვიწრო კანიონის პირას იდგნენ. ერთხანს ხმის ამოუღებლად თვალებში უყურეს ერთმანეთს. მერე სიგურდმა ერთ-ერთ თავის კაცს ხელი კრა და დაბლა მორევში ჩააგდო. მეომარი უკვალოდ გაქრა. მდევრები კი მიხვდნენ, რა ბედი ელოდათ, თუ კლდეზე გადახტომას გაბედავდნენ. უხმოდ გატრიალდნენ და უკან გაბრუნდნენ...
90 VOYAGER 13/2018
სხვა მრავალთან ერთად, ამ გზაზე ერთი ძვირფასი საჩუქარიც მელოდა. სრულიად შემთხვევით მივაგენით კნუტ ჰამსუნის დაბადების ადგილს – პატარა ფერმას, რომელიც მწერლის მშობლებს ეკუთვნოდა. გავხსენით მავთულით შეკრული ჭიშკარი და შევედით. ორიოდე ხის სახლი, ხისავე სათავსო, კოხტად გაკრეჭილი ბალახი და საკუთარი ხალხისგან შეჩვენებული ჩემი საყვარელი მწერლის ნატურალური ზომის ძეგლი, რომელიც მომეწონა, რადგან ჰამსუნი ჯიუტად და ამპარტავნად გამოიყურებოდა. მგონი, სწორედ ეს თვისებები გახდა მისი ტრაგიკული ბედის განმსაზღვრელი, როდესაც ღრმად მოხუცებულმა მწერალმა საკუთარი რეპუტაცია გერმანელ ნაცისტებთან კოლაბორაციონიზმით შებღალა.
დოვრეს ეროვნულ პარკში ჯოჯოხეთური სიცივე დაგვხვდა. ესეც მაღალი ადგილია, თითქმის ტიტველი ზეგანი, აქა-იქ ამოჩრილი გლუვი მთებით. აქ თავს უფლება მივეცით და ორი ღამით წესიერ სასტუმროში დავსახლდით, ხარვერძების სანახავად კი გიდი ვიქირავეთ, უფრო სწორად, მივუერთდით მის ფასიან საფარის, რომელიც წელს უკანასკნელი იყო. დოვრეში უკვე ზამთარი იყო მოსული და ტურიზმი სულს ღაფავდა. მეორე დღეს სულ რაღაც ოთხი კილომეტრის ფეხით გავლის მერე ხარვერძები ვნახეთ და ეს სულაც არ ყოფილა უბრალო სანახაობა. ეს უცნაური ცხოველი, რომელიც მხოლოდ უკიდურეს ჩრდილოეთში ცხოვრობს, თავისებურ ევო-
91 VOYAGER 13/2018
norvegiuli dRiuri
სტაინმა გვითხრა, გაქცევა კიდევ უფრო უიმედო რამ არის, რადგან მსოფლიოში უთბილესი ბეწვით მოსილ ამ ერთი შეხედვით მოუქნელ არსებას საათში 60 კმ-ის სიჩქარით შეუძლია სირბილი.
ლუციურ გაუგებრობას წარმოადგენს. უკიდურესად პატარა ტვინის პატრონს საერთოდ არ გააჩნია შიშის გრძნობა და ნორვეგიის ფაუნის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელთანაც შეხვედრა ადამიანისთვის საბედისწეროდ შეიძლება დამთავრდეს. „მაგრამ დღეს ტრაგედია არ მოხდება. რატომ? იმიტომ, რომ მე ვარ თქვენთან ერთად“, – საფარის დაწყების წინ ცოტა ამბიციურად გვარწმუნებდა ახალგაზრდა გიდი, რომელიც სინამდვილეში, მართლა კარგი მცოდნე აღმოჩნდა ამ ცხოველისა, რომელიც ჩრდილოური ქარის ზუზუნსა და ნაირფერად შემოსილ ტუნდრაში რომ დავინახე, მართლაც მამონტების ეპოქიდან გადმოსულად მომეჩვენა. სტაინმა (ასე ერქვა გიდს) ზუსტად იცოდა მათი ადგილსამყოფელი და ისიც, როდის შეგვეძლო მათთან მიახლოება და როდის უნდა დაგვეხია უკან. იმაზე, რომ ხარვერძი ჩვენგან გაქცეულიყო, ლაპარაკიც არ ყოფილა, მთავარი იყო, ჩვენ არ გაგვხდომოდა გასაქცევად საქმე. და როგორც სტაინმა გვითხრა, გაქცევა კიდევ უფრო უიმედო რამ არის, რადგან მსოფლიოში უთბილესი ბეწვით მოსილ ამ ერთი შეხედვით მოუქნელ არსებას საათში 60 კმ-ის სიჩქარით შეუძლია სირბილი. დოვრეს ეროვნულ პარკს შუაზე კვეთს რკინიგზის ხაზი. მამალი ხარვერძი კი, იმდენად მუდამ მზად არის საკუთარი ღირსება და ჰარამხანა დაიცვას და იმდენად უტვინობამდე უშიშარია, რომ თუკი მატარებელმა ლიანდაგზე მოუსწრო, პირდაპირ შუბლით ეკვეთება საკუთარ სიკვდილს... ამაზე ბევრი ვიფიქრე და მერეც ვეღარ მოვიცილე თავიდან ეს ხატება – გრძელი ბეწვით მოსილ, სამასკილოიან კუნთის
მასას, ევოლუციურ გაუგებრობას, პრეისტორიული წარსულიდან შემორჩენილ ანაქრონიზმს სასიკვდილო იერიში მიაქვს ოსლო-ტრონჰეიმის ჩქაროსნულ მატარებელზე... არის ამ სცენაში რაღაც დიადი და ჩემთვის სრულიად ამაღელვებელი. მეორე დილით, დავემშვიდობეთ დოვრეს და სამხრეთისკენ ვქენით პირი. ეივინის შვებულება მთავრდებოდა. რამდენიმე ასეული კილომეტრიც გვქონდა გასავლელი ეივინის გამოციებულ ბინამდე, მეორე დილით კი ოსლოს აეროპორტიდან უნდა გავფრენილიყავი ბერგენში, ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროზე გერმანელი ვაჭრების მიერ აშენებულ ულამაზეს ქალაქში, სადაც ერთი წვიმიანი კვირა უნდა გამეტარებინა. ბერგენი ზუსტად ისეთი ლამაზი და წვიმიანი აღმოჩნდა, როგორც აღწერდნენ. აეროპორტში მეტროში ჩავჯექი და უკანასკნელ გაჩერებაზე ძველი ქალაქის ცენტრში ამოვედი, აქედან კითხვა-კითხვით მივაგენი ლიტერატურის სახლს და პირდაპირ ნორვეგიელი მწერალი ქალის ტორბორგ ნადრეასის შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოვხვდი. ერთ-ერთი წამყვანი ჩემი მასპინძელი პოეტი გრეტა ფატიმა საიდი იყო, ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ვუსმინე ჟღურტულივით ენას, რომელიც სულ ცოტა ხანში ისე მომენატრა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ნორვეგიულ პავილიონში შევდიოდი და იქ ვაყურადებდი. ჩემი მეგობარი და კიდევ სამი წამყვანი ისეთი ყურადღებით უსმენდნენ ერთმანეთს და ისე ჰარმონიულად კამათობდნენ, თითქოს წინასწარ იყვნენ მოლაპარაკებული, ვინ ვის მერე რას იტყოდა. ნადრეასის პორტრეტიც იქვე ეკიდა, გამხდარ,
92 VOYAGER 13/2018
სიმპათიურ და დიდცხვირა ქალს, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ იატაკქვეშა ბრძოლის მონაწილეს, ქალთა მოძრაობის ლიდერს და ბოჰემურ ქალბატონს, გრძელი მუნდშტუკი ჰქონდა გაჩრილი და იმგვარი ქედმაღლობით დაგვცქეროდა, თითქოს იცოდა, რა შედეგით დამთავრდებოდა კონფერენცია, რომლის თემა თურმე ასეთი ყოფილა: არსებობს კი დღეს ნორვეგიულ ლიტერატურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვინმე ისეთი, ვინც ნადრეასის ტვირთს იკისრებს? ოთხი მოდერატორი და დამსწრე საზოგადოება ერთხმად შეთანხმდა, რომ ამგვარი არავინ ეგულებოდათ. გრეტას სახლში გატარებული დღეები მყუდრო სიხარულებით იყო სავსე. სადილები შთამბეჭდავი კერძებით, სტუმრიანობა, სითბო, საუბარი ლიტერატურაზე, სკანდინავიურ მითოლოგიაზე. საღამოობით კონცერტებზე დავდიოდით, ეს ყველაფერი იმდენად განსხვავებული იყო ჩემი ქოხში ცხოვრებისგან, რომ თითქოს სულ სხვა ქვეყანაში მოვხვდი. ბერგენსა და მის შემოგარენში დავხეტიალებდი, ზღვის ყურის ციცაბო ფერდობებზე შეფენილი ქალაქი, მუდმივი წვიმის მიუხედავად, მაინც სასიამოვნო ადგილი იყო. მაღლა მთაზე ხან ფუნიკულიორით ავდიოდი, ხანაც ფეხით და მუდამ გაწუწული ვბრუნდებოდი სახლში.
ალკოჰოლური ტესტის ჩაბარება მოსთხოვა. მივხვდი, რომ სამი კვირის მანძილზე პირველად ვხედავდი პოლიციელს. ჩემი მასპინძელი კი ძალიან კმაყოფილი დარჩა, რომ მართვის მოწმობის წარდგენა მოუხდა – მეორედ ცხოვრებაში... ბერგენი მაინც ჩემი ნორვეგიული მოგზაურობის ბოლო იყო, ამას ყოველწამიერად ვგრძნობდი, აქედან ახალი თავგადასავალი მელოდა, წარსულიდან გამოჭიმული ძაფით კი სამუდამოდ ვიყავი მიბმული ეივინის ქოხს, რომლის გარშემოც ხეებს ნამდვილად დასცვივდებოდათ უკანასკნელი ფოთლები, შეიძლება უკვე თოვლიც იდო. ერთ საღამოს კამათლებით თამაშისას ვკითხე: შენ, როგორც ბუნების კაცს, ალბათ ისე არ გაშინებს ზამთრის გრძელი დღეები, რომლებიც დეპრესიაში აგდებს სრულიად სკანდინავიას-მეთქი? დაფიქრდა და მაშინებსო, მითხრა, ახალგაზრდობაში – არა და ასაკთან ერთად უფრო მიჭირს გადატანა, გრძელი ზამთრის მანძილზე უმზეობა მასუსტებსო...
ღამით საწოლთან ფანჯარას ვაღებდი და წვიმის ხმას და სუფთა ჰაერს ვუშვებდი ოთახში, ხანდახან სადღაც სულ ახლოდან ტყის ბუს ხმა მესმოდა. ბერგენი ერთი ბეწო ქალაქია, გრეტას სახლის უკან კი პირდაპირ ტყიანი ფერდობი იწყებოდა.
ჰოდა, ბერგენში მყოფი წარმოვიდგენდი, როგორ აბრუნდება ზამთრის ლიმარკაში ჩემი მეგობარი, როგორ დაანთებს ღუმელს, მოწევს სიგარეტს, ჩიტებს საკენკს დაუყრის და უსასრულოდ დიდხანს უცქერს. ღამით კი მარტოკაცის გასართობს, პასიანსს გაშლის. მისი ეს მარტოობა თან მშურდა და თან გულს სევდით მივსებდა...
ქალაქიდანაც გავდიოდით და მანქანით ვსეირნობდით. ერთერთი ასეთი გასვლის დროს პოლიციამ გაგვაჩერა და გრეტას
ბერგენშივე ვიცოდი და ახლაც ვიცი, რომ ნორვეგიაში კიდევ უნდა დავბრუნდე.
93 VOYAGER 13/2018
©forbrukerliv.no/happy-norway
ლიტერატურა
ნორვეგიული ამბავი აკა მორჩილაძე ნორვეგიული ერთი-ორმა ქართველმა თუ იცის, უფრო სწორად, იმ ქართველებმა, რომლებიც ნორვეგიაში დასახლებულან, მაგრამ, ასე, სამოგზაუროდ ჩასულისთვის, ინგლისური სრულად საკმარისია. იშვიათად, რომ იქ ამ ენის არმცოდნე გამოერიოს. თავად ნორვეგიულ ენას კი გვარიანად სიანტერესო თავგადასავალი აქვს და მისი სწავლა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კი წერის წესების. 94 VOYAGER 13/2018
საქმე ისაა, რომ ნორვეგიული ენა ორია _ სამეფო ოფიციალურად აღიარებს ორ საწერ ნორვეგიულ ენას. ერთს სადღეისოდ ჰქვია ბუკმოლი, მეორეს კი ნინოშკი, ან ნინოღსკი, სოლსკიაერ-სულშერისა არ იყოს. ამ ენათა ამბავი კი ნორვეგიის ისტორიის და მისი თავისუფლების ამბავში ძევს: რახან დანია ლამის ოთხას წელიწადს ბატონობდა ნორ-
ვეგიაზე, იმისი ენაც შემოეპარა ნორვეგიულ ნაირგვარ დიალექტებს და ენა პრაქტიკულად გადანიურდა, უფრო სწორად კი, ენა რომელზეც ნორვეგიაში რამე იწერებოდა, განორვეგიულებული დანიური იყო, რომელსაც ანბანთწყობაც დანიური შეექნა. ნორვეგიამ რომ თავის დაბრუნებისთვის იწყო ბრძოლა, ამ დანიურმა ენამ თავი არ დათმო. იმ დროს ნორვეგიელი მწერლები სწორედ ამ ენას მოიხმარდნენ, თუმცაღა სტიქიურად ამ ენას მრავალრიცხოვანი ნორვეგიული დიალექტებიც ერეოდა აქეთ-იქიდან და რო მელი ნაწერი რა ფორმისა და იერის იქნებოდა, ანგარიშის მიმცემი არავინ იყო. ეს გადანორვეგიულებული დანიური თანდათან ჩამოიქნა საწერ სახელმწიფო ენად და მეოცე საუკუნის დასაწყისში ასეც დაერქვა: რიკსმოლი, ანუ ერის ენა, ან სახელმწიფოს ენაო. თანდათან, ამ ენაზე წერის სტანდარტები ჩამოყალიბდა, გაიოლდა და იმ რიკსმოლობიდან ოცდაათიოდ წელიწადში, გაიოლებულ რიკსმოლს დაერქვა სწორედ ბუკმოლი, ანუ საწიგნე ენაო. მაგრამ ამასობაში რიკსმოლის ჩამოქნის კვალად, ნორვეგიელთა შორის იყო სხვა შეხედულებაც ეროვნული ენის თაობაზე, ეგ ხომ დანიურიაო და მწერალმა ივარ ოსენმა ერის ენის, ანუ ლანსმოლის ჩამოყალიბებას მიჰყო ხელი. მან ეს ენა დასავლეთ ნორვეგიის დიალექტებზე დააფუძნა. თანდათან ამ ლანსმოლს, ნინოშკი, ანუ ახალნორვეგიული დაერქვა და მასზე წერაც გავრცელდა. უფრო სწორად, მისი საფუძვლები ისედაც იცოდა ქვეყნის ასე, მეათედმა. დღეს საქმე ისეა, რომ ნინოშკის გრამატიკა თანდათან უახლოვდება ბუკმოლისას, თუმცა, ნინოშკს მაინც აქვს სტილი და ნორმები, რომელსაც ჰოგნოშკს, მაღალ ნორვეგიულს უწოდებენ. ეს არის ნინოშკზე წერის პირველადი, უფრო კონსერვატიული ფორმა. ოფიციალურად ორივე ენა სრულიად ტოლია, საწერადაც და სალაპარაკოდაც და მათ ნორმებს არაოფიციალური ნორვეგიის აკადემია აწესრიგებს, მაგრამ ბუკმოლისა და ნინოშკის მხარდამხარ, ასევე თავისუფლად შეიძლება იმ ძველი როკსმოლისა და ჰოგნოშკის გამოყენებაც, რაც არაოფიციალურია, მაგრამ არავის აუკრძალავს. ამიტომ, გადასვლა-გადმოსვლები ხშირია. ბუკმოლიცა და ნინოშკიც მხოლოდ წერის საკითხებს აგვარებენ, მაგრამ ლაპარაკის ამბავი ნორვეგიაში სრულიად თავისუფალია: ყველა თავის დიალექტზე ლაპარაკობს. ჰოდა, თუ წერის წესებს იცავს, ნორვეგიელს არავინ ეტყვის
მისი კუთხის დიალექტზე, რომ ის კუთხურია, ენისთვის მიუღებელი. ასეთი სტანდარტი არ არსებობს. წევიდა-მევედა და რათა და იმათა, იქ სწორ ნორვეგიულად ითვლება, რადგან საერთო ეროვნული სტანდარტი არ აქვთ.
ოფიციალურად ორივე ენა სრულიად ტოლია, საწერადაც და სალაპარაკოდაც და მათ ნორმებს არაოფიციალური
ერთი ხანობა იყო ბუკმოლისა და ნინოშკის გაერთიანების მცდელობაც, დიდი გრამატიკული საქმიანობაც გაჩაღდა, რათა ჩამოქნილიყო ერთიანი ენა _ სამნოშკი, რაც არ განხორციელდა, რადგან ორივე ენა ეძვირფასათ, მაგრამ ამ მცდელობამ ბევრი სიახლე კი შვა ორივე წერით ვარიანტში.
ნორვეგიის აკადემია აწესრიგებს, მაგრამ ბუკმოლისა და ნინოშკის მხარდამხარ, ასევე თავისუფლად შეიძლება იმ ძველი რიკსმოლისა
საერთოდ, ნორვეგიაში, სკოლიდანვე ამ ორივე ენას და მართლწერას სწავლობენ. ქვეყნის ბევრად უმეტესი ნაწილი კვლავ განორვეგიულებულ დანიურს, ბუკმოლს მისდევს, მაგრამ მეორე საგნად ნინოშკის წერასაც სწავლობს, ხოლო ნინოშკელები ბუკმოლს ითვისებენ და რომელი მათგანი უნდა იყოს პირველი სასწავლო ენა, ამას კომუნის სრულწლოვან მოქალაქეთა ხმები წყვეტს. პირველი ენის არჩევის რეფერენდუმის მო თხოვნა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ხუთ წელიწადში ერთხელ. ადრე მხოლოდ მოწაფეთა მშობლებს შეეძლოთ, მაგრამ მერე ენა მთელი კომუნის საქმეაო და ხმოსნობა გაფართოვდა. მერვე კლასიდან ისედაც ორივე ერთად ისწავლება. ნორვეგიაში ყველა გაზეთი ბუკმოლზე არ იბეჭდება (არსებობს რეგიონული გამოცემები, რომლებიც ნინოშკის ფორმებს მისდევენ. არსებობს გაზეთები, რომლების გამოცემებშიც ორივე ენაზე დაწერილ სტატიებს იპოვით), მაგრამ დასავლეთი ნორვეგია ნინოშკისაა, რადგან იქაურ დიალექტებს ეფუძნება, ასევე სამხრეთის მთებიც და სხვა რამდენიმე ადგილიც. საერთოდ, ამბობენ, ენათა რუკა სულ უფრო შერეული ხდებაო. ტელევიზია კი, ორივე ენაზე ჰყვება ამბებს და სახელმწიფოც ორივე ენაზე ადგენს საბუთებს.
ბუკმოლიცა და ნინოშკიც
მეტად თავისუფალი მოქმედების ენებია. მათი თავგადასავალიც დახლართულს ჰგავს და თითქოს რაღაც გაუგებარი და რთული უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი გასაგები და იოლია.
95 VOYAGER 13/2018
და ჰოგნოშკის გამოყენებაც, რაც არაოფიციალურია, მაგრამ არავის აუკრძალავს. ამიტომ, გადასვლაგადმოსვლები ხშირია.
ლიტერატურა
ნორვეგიიდან შემოგზავნილი ლაშა ბუღაძე არცთუ დიდი ხნის წინ ფოთის საკრებულოში დაუჩივლიათ ამავე ქალაქის თეატრის ერთ-ერთი სპექტაკლის გამო, სადაც პიესის ავტორს კრიტიკულად შეუფასებია ფოთის საკრებულოს მუშაობა. ქალაქის ზოგიერთი ხელმძღვანელის აზრით, ფოთის თე ატრში დადგმული სპექტაკლი ცილისმწამებლური იყო და იქ წამოჭრილ საკითხებს არანაირი საერთო არ ჰქონდათ სინამდვილესთან – მართალია, ფოთში ბლომად პრობლემა დაგროვილიყო, მაგრამ არა იმ სიმსხვილით, როგორც ეს სპექტაკლში ყოფილა წარმოჩინებული. ზოგიერთებს თურმე ეჭვიც კი გასჩენოდათ, რომ პიესის ავტორი ოპო ზიციური პარტიებისგან აგროვებდა მასალას... ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა საკუთარ ყურებს არ დაუჯერა, როცა ეს უკუბრალდებები მოისმინა ქალაქის ხელმძღვანელობისგან, მით უფრო, პიესის ავტორის შესახებ, რადგან, მართალია, პიესა საჭირბოროტო საკითხებს ეხებოდა, მაგრამ არა უშუალოდ ფოთის პრობლემებს, რაკი ტექსტი, რომელიც თავიანთ კრიტიკად მიიღეს ხელმძღვანელმა მუშაკებმა, თითქმის ასი წლის წინ დაეწერა დიდ ნორვეგიელ დრამატურგ ჰენრიკ იბსენს. როცა ჰენრიკ იბსენი თავის „ხალხის მტერს“ თხზავდა, ის, ცხადია, შორეულ ფოთზე არ ფიქრობდა, მაგრამ ფიქრობდა ქალაქზე, სადაც ადამიანის ინტერესებს, ჯანმრთელობას და საერთოდ ყოფას „კლანების“ და „ამა ქვეყნის ძლიერ თა“ ინტერესები უპირისპირდება. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, ყველგან – მათ შორის, ფოთშიც – გაჩე ნილიყო ჰენრიკ იბსენის უკვდავი და პრინციპული დოქტორი შტოკმანი, რომელიც უმრავლესობის აზრს დაუპი რისპირდებოდა და მეგობრებისა და ოჯახის წევრების კე თილგანწყობას დაკარგავდა გმირად თუ ხალხის „მტრად“ ქცევის პროცესში.
წინ დაწერილ „ლისისტრატეს“ შეემთხვა ამერიკაში, სადაც კუდიანებზე, ანუ კომუნისტებზე ნადირობის დროს, შუბლთხელმა ფანატიკოსებმა ძველ ბერძენ დრამატურგ ზე დაწერეს საჩივარი, რომელშიც „ვინმე კომუნისტი არისტოფანეს“ განდევნას ითხოვდნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან), ჰენრიკ იბსენი კი სწორედ ასეთი ავტორია – ყოველთვის დაუჯერებლად თანამედროვე და გასაგებად ფილოსოფიური, ბიბლიური წინასწარმეტყველივით მამხი ლებლური და, ამავდროულად, უაღრესად მგრძნობიარე ფსიქოლოგიურად. იბსენის თემები დღემდე არ კარგავს დრამატულ აქტუა ლობას, პირიქით, შეიძლება ითქვას, მეოცე საუკუნის ყველა ათწლეული ახლებურ და მაშოკირებელ (გამაოგნებლად სწორ და ინტუიტიურ) ელემენტს ნახულობს მის ტექსტებში, ეს იქნება „ნორა, ანუ თოჯინების სახლი“ (ქალზე, რომელიც საკუთარ „თოჯინურ“ როლს აუჯანყდება), ხსენებული „ხალხის მტერი“ თუ გრანდიოზული პიესა იმპერატორ იულიანე განდგომილზე „კეისარი და გალილეველი“, და, რაც მთავარია, ყველაზე ცნობილი ნორვეგიული პოემა „პერ გიუნტი“, რომელიც იბსენისავე თხოვნით, მუსიკალურად ააჟღერა ნორვეგიის ყველაზე ცნობილმა კომპოზიტორმა – ედვარდ გრიგმა.
ჰენრიკ იბსენს ჩრდილოურ ლომს უწოდებდნენ მისი იდეების მასშტაბურობისა და სიძლიერის გამო, და, სხვათა შორის, ის გარეგნობითაც ლომს ჰგავდა თავისი ფაფარივით გაბარდნილ-გაჩეჩილი ბაკებითა და ყველას და ყველაფრის
ის, რომ ჰენრიკ იბსენის ლიტერატურა მარადიულად აქტუალურია, ფოთის აბსურდულმა „ეპიზოდმაც“ დაა დასტურა, სადაც ჩვენმა არასაკმარისად წიგნიერმა (ეს, რბილად რომ ვთქვათ) მოხელეებმა საკუთარი თავები ამოიცნეს კლასიკად ქცეულ პიესაში.
დამმორჩილებელი მზერით. ჰოდა,
ასეთი ლიტერატურულ-სოციალური „გაუგებრობები“ უმე ტესად იმგვარ ავტორებთან არის დაკავშირებული, რომ ლებიც სწორედ სოციალურ და პოლიტიკურ თემებს ეხებიან თავიანთ შემოქმედებაში (ყველაზე ცნობილი და საინტერესო სისულელე არისტოფანეს მიერ 25 საუკუნის
მოხვდებით ოდესმე, იმასაც უნდა
ამ თუ სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, გახსოვდეთ, რომ თუკი იბსენის ტერიტორიაზე შეეგუოთ, რომ, სავარაუდოდ, სრულიად შეუძლებელი გახდება მისგან თავის დაღწევა...
96 VOYAGER 13/2018
97 VOYAGER 13/2018
ლიტერატურა
დიდი მწერალი, ვისზეც ხმამაღლა არ საუბრობენ
ლაშა ბუღაძე
კნუტ ჰამსუნს უცნაური ბედი აღმოაჩნდა: ის დიდ მწერლად მიიჩნევა, მაგრამ მისი საშინლად რცხვენიათ. კნუტ ჰამსუნი ნორვეგიული ლიტერატურის კლასიკოსია, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავლის განმსაზღვრელი ავტორი, ნობელის პრემიის მფლობელი, მოდერნიზმის მამა, რომელსაც მთელ მსოფლიოში ეთაყ ვანებიან, მაგრამ მის სამშობლოში არც ჰამსუნის სახელობის ქუჩა არსებობს, არც მისი იუბილეების აღნიშვნით იკლავენ
დიდად თავს და არც მისდამი მიძღვნილ კონფერენციებს აწყობენ ყოველწლიურად, როგორც ეს სხვა მწერლების, მათ შორის, ასევე დიდი ნორვეგიელი მწერლის, ჰენრიკ იბსენის შემთხვევაში ხდება. ნორვეგიელებს უყვართ ჰამსუნი-მწერალი, მაგრამ განუ ზომლად უხერხულად გრძნობენ თავს ჰამსუნი-ადამიანის გამო, რადგან არცთუ ადვილი საქმეა იმის ახსნა, თუ როგორ შეეძლო ასეთი იდუმალი, დახვეწილი და სწორედ ადამიანური
98 VOYAGER 13/2018
ლიტერატურის შექმნა ადამიანს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დანაშაულების გამომჟღავნების მერეც კი ჰიტლერის თაყვანისმცემლად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ 1945 წლის მაისში ოჯახის წევრები ლამისაა მუხლებზე დაჩოქილები ევედრებოდნენ, არაფერი ეთქვა ნომერ პირველ ნაცისტზე, მან მაინც პათეტიკური ნეკროლოგი მიუძღვნა „უკანასკნელ ტევტონელს“, რადგან ჰამსუნი ჯიუტი კაცი იყო და ეს სიჯიუტე მას ბიოგრაფიულ კატასტროფად დაუჯდა. რამდენადაც გენიალურია ჰამსუნი თავის რომანებში, იმდენად ბანალური და დაუჯერებლად დაბრმავებულია პოლიტიკურ აკვიატებებში. ისეთი განცდა ჩნდება, რომ მასში ორი ადამიანია ჩასახლებული: ერთი ჭკვიანი, კეთილი, რაღაცნაირად სევდიანად ფარული იუმორის მქონე და უაღრესად დაკვირვებული, მეორე კი – პრიმიტიული, რა სობრივი უპირატესობის თეორიებით მოწამლული დემაგოგი, მხოლოდ რომელიმე თანამედროვე ფაშისტი, მის მსგავსად ნორვეგიელი ბრეივიკი რომ ჩათვლის კერპად. „პანის“, „შიმშილის“ და, რაც მთავარია, უკვდავი „მის ტერიების“ ავტორს საერთო არაფერი აქვს ამ მეორე, მოსაწყენ და ზედაპირულ კონსერვატორთან. დიდ მწერლებში ხშირია ამგვარი ღირებულებითი ბიპო ლარობა, რაც არა მხოლოდ ჰამსუნის, არამედ გენიალური პოეტის, ეზრა პაუნდის, ან უდიდესი და, წესით, ძალიან ჭკვიანი ფილოსოფოსის, მარტინ ჰაიდეგერის მაგალითებითაც ჩანს. ამ უკანასკნელს მთელი პოეტურ-ფილოსოფიური ჩანახატი აქვს შექმნილი ჰიტლერის ღრმად ადამიანური, უაღრესად ნატიფი და ლამაზი ხელების შესახებ. იმ ხანად, სხვა დიქტატორსაც უქებდნენ ფიზიკურ და ინტე ლექტუალურ მონაცემებს – მაგალითად, სტალინს, – ბორის პასტერნაკით დაწყებული და გოგლა ლეონიძით დამთავრე ბული, მაგრამ ეს იყო ხარკი და არა გულწრფელი აღტაცება, რომ ადამიანს რაიმენაირად მაინც მოეპოვებინა ბელადის კეთილგანწყობა (რაც, ზოგჯერ, სიცოცხლის შენარჩუნების ტოლფასი იყო), მაგრამ ჰაიდეგერი, პაუნდი, ჰამსუნი, ბერნარდ შოუ თუ სხვები (სტალინის შემთხვევაში – ჟიდი, სარტრი და ა.შ.), ყოველგვარი იძულების და აუცილებლობის გარეშე, თავიანთი „პოზიციებითა“ და კეთილგანწყობით ამართლებენ ტირანიის სხვადასხვაგვარ გამოვლინებებს... მართალია, რასისტული თეორიებით არა, მაგრამ რადიკალური სლავიანოფილური შეხედულებებით გამოირჩეოდა ფიოდორ დოსტოევსკი, რომლის „გაორებული“ ბუნების შესახებ შესანიშნავი კვლევა დატოვა ზიგმუნდ ფროიდმა, „დოსტოევსკი და მამის მკვლელობა“, რომელშიც დიდმა ფსიქიატრმა დოსტოევსკის მამასა და რუსეთის იმპერატორს შორის გაავლო პარალელი, რაც კონტრასტულ, ერთი მხრივ, დანაშაულებრივტრავმულ, მეორე მხრივ, ნების დამაჩლუნგებელ ფსიქიკურ პროცესებს იწვევდა მწერალში. ჰამსუნს ამგვარი პრობლემები არ ჰქონია, მისთვის ჰიტლერი სულაც არ ყოფილა მამა, რომლისთვისაც დამცირება უნდა ეპატიებინა და შემდეგ კი შეყვარებოდა (ფროიდისეული დოსტოევსკის მსგავსად), მისთვის ეს კაცი ჩრდილოევრო პული სიდიადის განსახიერებას წარმოადგენდა, რომელმაც მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი „ანგლოსაქსებს დაანახა ნორდიული სულის ძლიერება“. მაგრამ ამგვარი
აღტაცების მიუხედავად, როცა სტუმრად ეწვია ფიურერს, თაყვანისმცემლისთვის შეუფერებელი გულწრფელობით გაულანძღა მის მიერვე დანიშნული ნორვეგიის ნაცისტი მმართველი და კატეგორიულად მოითხოვა, რომ გესტაპოს ერთხელ და სამუდამოდ შეეწყვიტა ხალხზე ძალადობა(!). ჰიტლერს, წესით, ჰამსუნის ინფანტილიზმზე უნდა გას ცინებოდა, მაგრამ ჯიუტმა და თავისებურად პრინციპულმა მწერალმა იმდენი კი მოახერხა, რომ მესამე რაიხის მეთაური აეყვირებინა, შესაბამისად, ეს ვიზიტი არცთუ სასი ამოვნოდ დასრულდა. ამის შემდეგ, ჰამსუნის შეხედულებებში ერთგვარი ბზარი გაჩნდა, თუმცა იმხელაც არა, რომ გაეცნობიერებინა, ან, მით უმეტეს, საჯაროდ ეღიარებინა თავისი საბედისწერო სისულელე. ისტორიკოსები დღემდე თავს იმტვრევენ იმაზე ფიქრით, რატომ ესიმპათიურებოდა ბუნებით ტოლერანტულ ჰამსუნს ნაცისტები, მაგრამ ამ შემთხვევაში, ალბათ, არა ისტორია, არამედ ისევ და ისევ ფსიქოანალიზი დაგვეხმარებოდა, თუმცა სამწუხაროდ ფროიდმა ჰამსუნისთვის ვერ მოიცალა – მას საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა ეზრუნა, რადგან ვენაში ნაცისტების შესვლის შემდეგ შესაძლოა საკონცენტრაციო ბანაკში ამოეყო თავი, როგორც წარმო შობით ებრაელს. ყოველ შემთხვევაში, ავსტრიაში დარ ჩენილი მისი ხანდაზმული დები მალევე აღმოჩნდნენ „გაზის კამერაში“. როგორც ჰყვებიან, ჰამსუნი პროპაგანდის ოინებად მიიჩნევდა ამგვარ ამბებს, რადგან არ სჯეროდა, რომ „ტევტონელებს“ ასეთი ბოროტების ჩადენა შეეძლოთ, თუმცა მისი უკანასკნელი წლები – და, რაც მთავარია, ტექსტები – დეპრესიით, სინანულით და იმედგაცრუებით არის გაჟღენთილი. ეს არც არის გასაკვირი, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მწერლის ბოლო თავშესაფარი ფსიქიატრიული კლინიკა და მოხუცთა პანსიონი იყო. ცხადია, „გვიან ჰამსუნზე“ მეტად მკითხველს საუკუნის დასაწყისის, „პირველი ხანის ჰამსუნი“ უფრო უყვარს, როცა ის არ იყო ასე მგზნებარედ პოლიტიზებული და თავის დაუვიწყარ შედევრებს ქმნიდა. სწორედ ამ დროს, მეოცე საუკუნის ცხრაასიან წლებში ეწვია მწერალი ტფილისს, სადაც თავისი პიესისთვის, „დედოფალ თამარისთვის“ აგროვებდა ისტორიულ მასალას. ჰამსუნი ცოლთან ერთად ჩამოსულა და სასტუმრო „ლონდონში“ დაბინავებულა. ამიტომ მისი პოვნა ახლა არა მხოლოდ ისტორიულ ტფილისში, არამედ აკა მორჩილაძის რომანშიც, „გადაფრენა მადათოვზე და უკან“, არის შესაძლებელი - ამ წიგნის აჩრდილებს შორის ეს უცნაური ბატონი ჰამსუნ-პედერსენიც გაიელვებს ხოლმე...
კნუტ ჰამსუნი – უცნაური და გაორებული, როგორიც მისი ლიტერატურის მთავარი სახე, დაუვიწყარი იუჰან ნაგელი „მისტერიებიდან“.
99 VOYAGER 13/2018
ლიტერატურა
კნუტ ჰამსუნი
norvegiuli literatura qarTulad
მისტერიები
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ცნობილი ნორვეგიელი მწერალი, 1920 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კნუტ ჰამსუნი ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ავტორია. როგორც მწერალს, აღიარება პირველმა რომანმა, 1890 წელს გამოცემულმა „შიმშილმა“ მოუტანა. 1892 წელს კი გამოვიდა მისი მეორე რომანი – „მისტერიები“, რომელსაც კრიტიკოსები მწერლის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევენ. მე-19 საუკუნის მიწურულს გამოქვეყნებულ ამ ფსიქოლოგიურ, მოდერნისტულ რომანში მე-20 საუკუნეში ფართოდ გავრცელებული ფილოსოფიური შეხედულებები იჩენს თავს. ესაა რომანი ადამიანის შინაგან კონფლიქტებსა და მის ადგილზე გარესამყაროში. მთავარი პერსონაჟი – არაორდინარული, გაორებული და მარტოსული ნაგელი, სიყვარულის მუდმივი, დაუსრულებელი მისტერიითაა შეპყრობილი. ქართულად გამოცემულია კნუტ ჰამსუნის არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწარმოები, ნეორომანტიკის სახარებად მიჩნეული „პანიც“, რომლის თითოეული თავიც პოეზიის ნიმუშია (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).
ოსნე საიეშტაიდი
გროზნოს ანგელოზი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამორჩეული თანამედროვე ნორვეგიელი ავტორი და ჟურნალისტია ოსნე საიეშტადი, რომელიც ომსა და კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები ადამიანების ბედს აღწერს. მისი წიგნები „გროზნოს ანგელოზი“ და „ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე“ ქართულადაც გამოიცა, თუმცა აღარ გამოდის. საიეშტადის ბოლო ბესტსელერი ნორვეგიაში 2015 წელს მომხდარ ტრაგედიას და მის ანტიგმირს – ანდერს ბრეივიკს ეხება. წიგნის სახელია: One of Us. ამელი სკრამი
პროფესორი ჰიერონიმუსი
გამომცემლობა „დრამა“
ამელი სკრამი ნორვეგიელი ფემინისტი მწერალია, რომელსაც ნორვეგიაში ძალიან ხშირად მოიხსენიებენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამედროვე ავტორად. მისი შემოქმედება პირობითად 3 ეტაპად იყოფა: რომანები ქორწინებასა და ოჯახზე, რომლებშიც ამელი სკრამი ღიად წერს იმ დროისთვის ტაბუირებულ თემაზე – ქალის სექსუალობაზე. მას აქვს რომანები სხვადასხვა თაობაზე და ადამიანებზე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებით. ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული „პროფესორი ჰიერონიმუსი“ სწორედ ამ მესამე ეტაპის რომანია.
იოჰან ბორგენი
იუსტაინ გორდერი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
კრებული „ნოველები სიყვარულზე“ შედგება იოჰან ბორგენის თოთხმეტი ნოველისაგან.
„სოფის სამყარო“ თრილერის ჟანრში დაწერილი რომანია და, ამავე დროს, ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელო. წიგნში მოთხრობილია თოთხმეტი წლის სოფი ამუნდსენის ამბავი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ორწინადადებიან უცნაურ წერილს მიიღებს: „ვინ ხარ შენ? როგორ შეიქმნა სამყარო?“ ასე იწყება სოფის თავგადასავალი, მისი ფილოსოფიური მოგზაურობა სოკრატედან სარტრამდე, ინტელექტისა და ფანტაზიის საკვირველი ნაზავი, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, ბავშვის თვალით შეხედოს სამყაროს.
ნოველები სიყვარულზე
კრებულის უმთავრესი თემა, ბუნებრივია, სიყვარული და თანაცხოვრებაა. ნოველების გმირები არაორდინარული, შინაგანი კონფლიქტებითა და ბავშვობისა თუ მოზარდობის დროინდელი კომპლექსებით დათრგუნვილი ადამიანები არიან. შელ ასკილდსენი
უეცრად გამათავისუფლებელი ფიქრი გია ქარჩხაძის გამომცემლობა
შელ ასკილდსენი გამორჩეული თანამედროვე ნორვეგიელი პროზაიკოსია. ცნობილია როგორც უკიდურესად მინიმალისტური მოკლე მოთხრობების ავტორი, რომლებშიც გმირები ხან მარტოობას ებრძვიან, ხან კი ეგზისტენციალურ პრობლემებს ეჭიდებიან. კრებული „უეცრად გამათავისუფლებელი ფიქრი“ მწერლის ყველაზე ცნობილ და თავის დროზე სკანდალურ მოთხრობებს მოიცავს.
სოფის სამყარო
ჰენრიკ იბსენი
როზმერსჰოლმი
გამომცემლობა „დრამა“
„როზმერსჰოლმი“ კრიტიკოსების აღიარებით ჰენრიკ იბსენის – ნორვეგიელი თეატრმცოდნის, დრამატურგისა და პოეტის ერთ-ერთი საუკეთესო პიესაა. მისი მთავარი თემა სოციალური და პოლიტიკური ცვლილებებია, რომლის დროსაც ტრადიციული მმართველი კლასები უარს ამბობენ საკუთარი იდეალების ხალხისთვის თავს მოხვევაზე.
ქართულად გამოცემულია ასევე: ამელი სკრამის „შობის დღესასწაულიც“. ჰენრიკ იბსენის „ჰედა გაბლერი“. იუ ნესბოს „თავებზე მონადირე“, „თოვლის კაცი“ ერლენდ ლუ "დოპლერი. ნაივური. სუპერი"
100 VOYAGER 13/2018
სიგრიდ უნსეთი
გვირგვინი
გამომცემლობა MTP
სიგრიდ უნსეთი ნობელის პრემიის ლაურეატი ნორვეგიელი მწერალია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული „ქრისტინი, ლავრანსის ასულის“ ტრილოგიით გახდა. საგა მე-14 საუკუნის ნორვეგიაში ვითარდება, რომელიც ასახავს შუა საუკუნეებში ქალის ბედსა და როლს დაბადებიდან სიკვდილამდე. „გვირგვინი“ „ქრისტინი, ლავრანსის ასულის“ ტრილოგიის პირველი ტომია, რომელიც 1920 წელს გამოიცა.
ანე-კატარინე ვესტლი
დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა
ოთხი პატარა ქალბატონი
გამომცემლობა MTP
მოხუცი, ბრძენი და მდიდარი ბებია თავის ოთხ შვილიშვილ გოგონას, ერთი წლით, თავისთან საცხოვრებლად იწვევს.
გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
„...დედა, მამა და მათი რვა შვილი ცხოვრობდნენ ნორვეგიის ერთი უშველებელი ქალაქის ცენტრში, ქვითკირის მაღალ სახლში. ოჯახი ხომ ასეთი დიდი იყო, ბინა კი ერთი ციდა ჰქონდათ – სულ ერთი ოთახი და სამზარეულო...“ – მოგვითხრობს ვესტლი.
ახალი სკოლა, ახალი მეგობრები, მსჯელობა ცხოვრების სხვადასხვა თემაზე, ზოგჯერ ჯადოსნური და ზოგჯერ შიშის მომგვრელიცაა.
ერნე სვინგენი თანამედროვე ნორვეგიელი მწერალია. ის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი საყვარელი ავტორია და მისი ნაწარმოებები ძალიან პოპულარულია ნორვეგიაში. „ბალადა გატეხილ ცხვირზე“ სიმამაცის, შიშის, სპორტისა და მუსიკის შესახებ მოთხრობილი ამბავია, მაგრამ ყველაზე მეტად ისეთი დღეების შესახებ, როცა მოულოდნელად აცნობიერებ, რომ შენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ცამეტი წლის ბარტს მეტად რთული ცხოვრება აქვს, მაგრამ ის ყოველთვის ოპტიმისტად რჩება, რადგან ერთი რამ ზუსტად იცის: გულგატეხილობითა და მოწყენით ვერაფერს შეცვლის. დედას სურს, ბარტმა კრივი ისწავლოს, რათა თავის დაცვა შეძლოს, მაგრამ ბიჭს თავდაცვა სხვაგვარად ესმის: ეს არის დადებითი განწყობა და... ოპერა.
მარია ფარი
ვაფლის გულები
ბაკურ სულაკაურის
სახლი ბებიასავით დიდი, მშვენიერი და ძველია. ყველა გოგონას განსხვა ვებული ხასიათი და ტემპერამენტი აქვს. ისინი ბებიას გავლენით იცვლებიან და ვითარდებიან.
ბალადა გატეხილ ცხვირზე ბაკურ სულაკაურის
ნორვეგიელი მწერალი ქალის, ანე-კატარინე ვესტლის მიერ შექმნილი ზღაპრების მთელი სერია ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახზე, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბავშვებისთვის საყვარელი საკითხავია, „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ კი ამ სერიის პირველი წიგნია.
დიკენ ზვილგმეიერი
ერნე სვინგენი
გამომცემლობა
ასევე გამოცემულია: ანე-კატარინე ვესტლის „დიდედა და რვა ბავშვი ტყეში“ და ამავე სერიის სხვა წიგნები.
„ვაფლის გულების“ ავტორს, მარია ფარს, ხშირად ადარებენ ასტრიდ ლინდგრენს და არცთუ უსაფუძვლოდ: მის წიგნში მოთხრობილი მხიარული, ხიფათიანი ამბები აუცილებლად გაგახსენებთ დიდ შვედ საბავშვო
101 VOYAGER 13/2018
ასბიერნსენი და მო
ნორვეგიული ზღაპრები
გამომცემლობა MTP
ეს კლასიკური ნორვეგიული ხალხური ზღაპრების კრებულია. ზღაპრები 1840 წელს პეტერ კრისტენ ასბიერნსენმა და ეთნოგრაფმა, ეპისკოპოსმა და მწერლმა იორგენ მომ შეაგროვეს. სწორედ მათ შთააგონეს ზღაპრების შეგროვება გერმანელ ძმებ გრიმებსაც, რომლებიც, თავის მხრივ, ნორვეგიულ ზღაპრებს ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდნენ. კრებულში შესული ზოგიერთი ზღაპრის პერსონაჟი ძალიან ნაცნობიც კი შეიძლება იყოს ქართველი მკითხველისთვის – განსაკუთრებით გამორჩეულია ამ მხრივ უმცროსი ძმა ასკელადი, ნაცრის ბიჭი, რომელიც ქართველ ნაცარქექიას ჰგავს არა მარტო სახელით, არამედ ხასიათით.
მწერალს, თუმცა, მეორე მხრივ, ახალგაზრდა ნორვეგიელი ავტორი სრულიად განსხვავებულ სამყაროს ქმნის, რომელშიც ბევრი სიკეთე, ერთგულება, სიყვარული და სევდაა. სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი ადამიანური თვისებები აერთიანებს „ვაფლის გულების“ ყველა პერსონაჟს – როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს.
seriali
როგორ ჩანს ნორვეგია პატარა სოფლიდან
სანდრო ნავერიანი
წარმოიდგინეთ, რომ ხართ ნორვეგიელი, მუშაობთ ტელევიზიაში სცენარისტად, გაქვთ სურვილი, თქვენი თანამედროვე კულტურა გააცნოთ მსოფლიოს, გიჟივით გიყვართ „სოპრანოს კლანი“ და ზამთრის სპორტის სახეობები და ამ დროს თქვენთან მოდის ტელევიზიის ბოსი და გეუბნებათ, რომ ახალი სატელევიზიო სეზონისთვის ახალი სერიალის სცენარი უნდა დაწეროთ. სხვა არ ვიცი, მაგრამ მე, პირველ რიგში, მივიხედ-მოვიხედავდი და თუ ვინმეს ჩემსავით იდენტური სურვილები ამოძრავებს, თანამშრომლობას შევთავაზებდი. ასე დაიწყეს ანნე ბიორნსტადმა და ელიფ სკოდვინმა ახალი სერიალის შექმნა,
რომლის მოქმედებაც ხდება ნორვეგიის ყველაზე ცნობილ სოფელში _ ლილეჰამერში. „სოპრანოს კლანი“ ალბათ საუკეთესო სე რიალია, რაც კი ოდესმე შექმნილა სატელევიზიო ისტორიაში. არ ვგულისხმობ ვიზუალურ თხრობას, ან მონტაჟის საოცრებებს, საუბარია სრულიად ახალ ხედვაზე, რომელმაც დეპ რესიაში მყოფი მაფიოზი ანტიგმირის მიმართ მაყურებელს თანაგრძნობა გაუჩინა და ბონუსად მიაყოლა ნიუ ჯერსის განსაკუთრებული, შავი იუმორი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ამერიკელებისთვისაც კი სიახლე იყო. ერთი სიტყვით, სოპრანოს კლანმა სრულიად შე102 VOYAGER 13/2018
ლილეჰამერი (LILYHAMMER) სატელევიზიო სერიალი (2012-2014) ნორვეგია-აშშ, Netflix-ის პირველი ევროპული კოპროდუქცია.
ცვალა დამოკიდებულება ტელესერიალების მიმართ და ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ამ სერიალის გმირები დღემდე კულტებად რჩებიან ბევრისთვის. ერთ-ერთია სილვიო დანტე. იგივე სილი, რომელსაც სტივ ვან ზანდტი ასრულებს. ვან ზანდტი მსახიობი არასდროს ყოფილა. ის მუსიკოსია და ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ წარმოუდგენლად ასრულებს სილის როლს და ცხადია, რომ მისი არტისტიზმი ისევე ჩანს ნორვეგიაში, როგორც საქართველოსა და დანიაში. ამიტომაც, ანნემ, და ელიფმა გადაწყვიტეს გაეკეთებინათ სოპრანოს კლანის სიქველი, რომელშიც მთავარი გმირი სილის პერსონაჟი იქნებოდა, ოღონდ სხვა სახელით _ ფრენკი ტალიანო. ფრენკის მოკვლა ახალ ბოსს უნდა, მაგრამ ფრენკის მაგივრად მოკლავენ მის ძაღლს, რის შემდეგაც ფრენკი გადაწყვეტს, რომ ბასტა! და გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ჩაუშვებს ალდო დელუჩის, სანაცვლოდ კი ითხოვს ახალ, ნორვეგიულ პასპორტს და თავშესაფარს ლილეჰამერში (რომელსაც ფრენკი ლილიჰამერს ეძახის). სუფთა ჰაერი, ქათქათა თოვლი, ლამაზი გოგოები და, რაც მთავარია, ლილიჰამერში არავინ მომძებნის _ ასე ახასიათებს ფრენკი ლილეჰამერს და ჯონი ჰენრიქსენის პასპორტით მიდის ნორვეგიაში. ეს იყო, ალბათ, მთავარი, რაც ანნეს და ელიფს უნდა მოეფიქრებინათ, დანარჩენი, როგორც ამბობენ ხოლმე, კარაქივით წავიდა. წარმოიდგინეთ უაღრესად პოლიტკორექტული საზოგადოება, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა ემიგრანტების ნორვეგიულ საზო გადოებაში ინტეგრირება და მათი ევრონორდიულ კულტურასთან ზიარებაა და ამ დროს, სოფელში, რომელმაც ერთდროს ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა და რომლის მოსახლეობაც 30 ათასს არ აღემატება, ჩადის ნიუ იორკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაფიოზი, რომელსაც ახალი ცხოვრების დაწყება უნდა. მოცემულობა იმდენად საინტერესოა, რომ ნებისმიერი სცენარისტი ინატრებდა ამ სამყაროზე წერას. სერიალი იდეალურად გვიყვება ნორვეგიულ საზოგადოებასა და განსხვავებებზე, რომელიც ნორვეგიელებს სხვა კულტურის ადამიანებისგან გამოარჩევს. ნორვეგიაში შეიძლება იყო წყალწაღებული ნარკომანი, რომელსაც არ გაქვს სახლი, ცხოვრობ სახელმწიფოს დანიშნულ პენსიაზე, რითიც მხოლოდ ნარკოტიკებს ყიდულობ და, ამავე დროს, შეიძლება შენი საჩივრის საფუძველზე ბავშვზე მეურვეობის უფლება წაართვან კარგ მეოჯახე მამას. მოცემულობიდან გამომდინარე, ჯონი ჰენ-
რიქსენს ვერავინ ვერაფერს წაართმევს, მაგრამ სერიალს მიღმა ნორვეგიაში, ასეთი რამ შესაძლებელია. მას შემდეგ, რაც ნავთობი აღმოაჩინეს, ნორ ვეგია მალევე გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა. სიმდიდრემ მოიტანა ის, რომ ნორვეგიელებმა დაიწყეს თითქმის ყველას და ყველაფრის უფლებების დაცვა. ასე ჩამოყალიბდა უაღრესად პოლიტკორექტული საზოგადოება, რომელსაც ამ პოლიტკორექტულობის გამო მოუწია ბევრ ისეთ ტრადიციაზე უარის თქმა, რაც ერთიან ევროპულ ოჯახში მათ იდენტობას განსაზღვრავდა. ასეთ საზოგადოებაში ნიუჯერსელი მაფიოზის ინტეგრირება, თუ რამდენიმე ერთეულ ეპიზოდს არ მივაქცევთ ყურადღებას, იმდენად რბილად და უმტკივნეულოდ მოხდა, რომ თვითონ ნორვეგიელებიც კი გაკვირვებული დარჩნენ, როცა ჯონიმ გადაწყვიტა ირმების დოღი მოეწყო, ნორვეგიელები კი ვერაფრით მიხვდნენ, თვითონ რატომ არ აწყობდნენ მსგავს ღონისძიებას ათეულობით წლებით ადრე. ერთ-ერთ ეპიზოდში ჯონი ჰენრიქსენი, რო მელსაც ადგილობრივებმა წლის ბიზნესმენის ტიტული მიანიჭეს, სიტყვით გამოსვლისას ნორვეგიელებს ეუბნება, რომ მათ აქვთ ყველაფერი, მაგრამ არ იციან გართობა; რომ ნორვეგიელებს დაავიწყდათ, რეალურად რა უხაროდათ და რა მოსწონდათ, როგორ ერთობოდნენ, ვიდრე უზრუნველი ცხოვრება მათ ცხოვრების სტილს შეცვლიდა. ეს ძალიან ირონიულად ჩანს ერთ ეპიზოდში, როცა ჯონი პატარა ბიჭს დაბადების დღეზე აჩუქებს მაკბუქპროს, ხოლო ერთ-ერთი სტუმარი _ ხის ტოტს, რომელსაც განმარტებასაც მიაყოლებს, რომ ეს ტოტი გამოიყენება ზურგის საფხანად. ურთიერთპატივისცემა კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარია. ძალიან ფილოსოფიურად გამოდის, მაგრამ ასეა. ახალი ნორვეგიის საზოგადოება სწორედ ურთიერთპატივისცემაზე დგას. მაგრამ ლილიჰამერი მომენტებში გვაჩვენებს, რომ ამ მეგობრულ და ჰუმანურ საზოგადოებაში საჭიროა ცვლილებები, ისეთი, რაც ამ საზოგადოებას თავისუფლად გამოახატინებს ემოციებს, ხოლო ქმედებებს დაუწესებს მორალურ და საზოგადოებაში გამეფებულ ზნეობის ფილტრს. ლილეჰამერი სწორად ამას გვიყვება, თუ როგორ სჭირდება ნორვეგიულ საზოგადოებას სიახლეები და თუ როგორი ხალისით და ინტერესით იღებს ის მას. მაგრამ, ამავე დროს, ის ძალიან მკაცრი და ეჭვიანია საკუთარ სოციუმშივე აღმოჩენილი სიახლის მიმართ და ამასაც ძალიან კარგად ჰყვებიან ლილიჰამერის ავტორები. როცა ჯონი ჰენრიქსენი ჩადის 103 VOYAGER 13/2018
პირველ სეზონს ნორვეგიულ ტელეეთერში რეკორდული მაყურებელი ჰყავდა 998,000 რაც ნორვეგიის მოსახლეობის მეხუთედია.
seriali
ლილიჰამერის აფიშა ნიუ იორკში ტაიმს სკვერში
ლილეჰამერში, ყიდულობს კლუბს. კლუბიდან კი დაითხოვს მუსიკოსს, ელვისს, რომელიც პოლიციის დეტექტივია. ელვისი დაიწყებს ჯონის წარსულის გამოძიებას და გაარკვევს, რომ ჯონი ყოფილი მაფიოზია, რომელიც თავის წარსულს მალავს. ელვისი კოლეგებსაც გაუზიარებს ამბავს, მაგრამ მას არავინ უჯერებს და ყველა ფიქრობს, რომ ის შეიშალა. ამიტომ გადაწყვეტენ მცირე განტვირთვისთვის მემფისში, ნამდვილი ელვისის სამშობლოში გაუშვან, მაგრამ ფსევდოელვისი ჯონი ჰენრიქსენის საქმის გამოძიებას გადაწყვეტს. გამოძიების პროცესში მას ნიუ იორკში კლავენ.
ჯონი ჰენრიქსენიც, ვისთვისაც სერიალის და საწყისში მხოლოდ საკუთარი ინტერესები იყო მნიშვნელოვანი, დასასრულს ლილეჰამე რელებთან ერთად ცდილობს, რაც შეიძლება უკეთესი გარემო შექმნას თავისთვის და თანასოფლელებისთვის.
ნიუ იორკი, 19 ნოემბერი Lilyhammer-ის მეორე სეზონის საზეიმო პრემიერას ამერიკაში სერიალის შემქმნელები და მსახიობები ესწრებიან.
ავტორებმა ზედაპირზე დადეს პრობლემა, რომელიც ნორვეგიელებს აქვთ _ ის, რაც ადგილობრივებს სასაცილოდ ეჩვენებათ, ამერიკაში ამის გამო კლავენ.
© Photo by Laura Cavanaugh
მთავარი, რაც ლილიჰამერში ჩანს, ნორვეგიული საზოგადოების გავლენაა სხვა კულტურის ადამიანებზე. სწორედ ამ პატარა სოფელში ვხედავთ, რომ ნორვეგიელებს აქვთ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული უნარი _ დაინ ტერესდნენ ახალი ადამიანების, ახალი კულ ტურების გაცნობით და ეცადონ, სხვებს მისცენ მეორე შანსი. 104 VOYAGER 13/2018
SKAM (სირცხვილი) ონლაინსერიალი, რომლის გამომშვებიც ნორვეგიული სამაუწყებლო კორპორაცია NRK-ა და თინეიჯერების ცხოვრებას გვიამბობს. თითოეული სეზონი ერთ მთავარ გმირს მიჰყვება, მოქმედება ხდება რეალურ დროში – ანუ როცა სეზონი გამოდის, სწორედ მაშინ და გარდა იმისა, რომ გადის ონლაინ, აქტიურად ეფუძნება სოციალური მედიის საიტებსაც: თითოეულ გმირს თავისი ინსტაგრამის გვერდი აქვს, საუბრობენ ტექსტური შეტყობინებებითა და სკაიპით. ევა, ნურა, ისაკი, სანა – ესენი არიან თინეიჯერები, რომელთა პოპულარობაც მომენტალურად გასცდა ნორვეგიას და თითქმის მთელი ევროპა დაიპყრო. საიტზე visitoslo.com სპეციალურ მარშრუტს ნახავთ, რომელიც სერიალის გმირების გზას მიჰყვება და განმარტავს.
VALKYRIEN სეზონი - 1 (2017 წ.) სატელევიზიო დრამას, რომლის მთავარი გმირებიც ექიმი და პოლიციელია, ორიგინალურობას ვერ მოსთხოვო, წერია სერიალის ერთ-ერთ ანოტაციაში, თუმცა, ირკვევა, რომ ორივენი თავზეხელაღებულები და შეურაცხადები არიან და იმდენს ახერხებენ, საიდუმლო საავადმყოფო მოაწყონ ძველ ბომბსაცავში დაშავებულებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო მკურნალობას არ უფინანსებს, ან რომლებიც სისტემასთან პრობლემების გამო საავადმყოფოში ვერ მიდიან.
NOBEL სეზონი - 1 (2016 წ.) სერიალში, რომელიც ნორვეგიული ტელევიზიის (NRK) ნაწარმია და მოგვიანებით NETFLIX-მა შეისყიდა, მოთხრობილია ნორვეგიის სამხედრო ოპერაციები ავღანეთში მთავარი გმირის, ნორვეგიელი სამხედრო პირის ისტორიის ჩვენებით, როცა ის საერ თაშორისო პოლიტიკურ თამაშში გაერევა. რა ფასი აქვს მშვიდობას? დაახლოებით ამ კითხვას უტრიალებს სერიალი, რომლის გადაღებებიც ოსლოში, პრაღასა და მაროკოში მიმდინარეობდა.
OCCUPIED სეზონი - 1 (2015 წ.) მოქმედება ახლო მომავალში ხდება და იმ პოლიტიკურ და გარემოსდაცვით საკითხებს უტრიალებს, რაც განსაკუთრებით ეხება სკანდინავიას. ამ ათეპიზოდიან დრამაში კრიზისის მიზეზი ნორვეგიის ახალი მთავრობის გადაწყვეტილება ხდება, გარემოზე ზრუნვის ეგიდით, შეაჩეროს ნავთობისა და გაზის მოპოვება ჩრდილოეთის ზღვაში. შედეგად, მსოფლიოში კრიზისი იქმნება. საქმეში რუსეთი ერთვება, ნორვეგიას იპყრობს და ნავთობის საბადოებზე კონტროლს სრულად იღებს. რუსეთს საკუთარი იმიჯი, რეალობასთან უამრავი პარალელით სავსე ნორვეგიულ სერიალში, ცხადია, არ მოეწონა. „ცივი ომის ყველაზე ცუდი ტრადიციებით“ გადაღებული ფილმი – ასეთი შეფასებაც გაჩნდა. თუმცა სერიალი ზედმეტად რეალისტურიც კი ჩანს. გადაღებულია ბესტსელერი ნორვეგიელი მწერლისა და მუსიკოსის იუ ნესბოს წიგნის მიხედვით. 105 VOYAGER 13/2018
romani
„მე ისეთი გაბრაზებული ვარ, ლივ!“ სალომე კიკალეიშვილი
ნორვეგიელი მსახიობი ლივ ულმანი ტოკიოში დაიბადა. ნიუ-იორკსა და კანადაში ცხოვრობდა. ხოლო ოსლოს თეატრის სცენაზე – იბსენის, სტრინდბერგის, იუჯინ ო’ნილის პიესებში თამაშობდა. 25 წლის იყო, როდესაც თავისი ცხოვრების მთავარ რეჟისორს, ინგმარ ბერგმანს შეხვდა. ულმანი მთავარ როლებს ასრულებდა ბერგმანის ფილმებში: „პერსონა“, „ყვირილი და ჩურჩული“, „შემოდგომის სონატა“, „სარაბანდა“ და სხვა. როგორც ცოლი, ცოტა ხანი იყო მის გვერდით, როგორც მუზა და მეგობარი – სულ, მუდამ. 2003 წელს ეკრანზე გამოდის ცნობილი შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ბოლო ფილმი „სარაბანდა“. მთავარ როლებში მისი მუზა, ყოფილი ცოლი და მეგობარი ლივ ულმანი და ერლანდ იუსეფსონი თამაშობენ. ფილმი დიდი ხნის წინ განქორწინებული ხანშიშესული ცოლ-ქმრის შეხვედრით იწყება. „რატომ ჩამოხვედი?“ _ ეკითხება
ასაკოვანი კაცი ყოფილ მეუღლეს. „იმიტომ რომ შენ დამიძახე,“ _ პასუხობს ქალი. „შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, – ჰყვება 4 წლის შემდეგ ლივი, – მაგ დროს ნორვეგიაში ვიყავი. კერძო თვითმფრინავი დავიქირავე – მანამდე ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია – და ინგმართან ჩავედი, ფაროზე. ის უკვე იწვა. ხელი ჩავკიდე და ცოტა ხანს ასე ვიყავი. არ ვიცი, გაიგო თუ არა, რომ მივედი, ის ხომ უკვე მიდიოდა. მე კი ვუთხარი – „შენ ხომ დამიძახე“. ინგმარი იმ ღამით გარდაიცვალა“. *** შავ-თეთრი ფოტოა. ზღვის ფონზე კლდოვან სანაპიროზე, ორნი სხედან. ახალგაზრდა ქალი ასე 25 წლის იქნება. სვიტერი და ვიწრო შარვალი აცვია, თავზე კი სქელი სა-
106 VOYAGER 13/2018
რომ ჰკითხო, რას თვლის თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომად, დაუფიქრებლად გიპასუხებს – „უარი, რომელიც ვუთხარი ბერგმანს ფილმში „ფანი და ალექსანდრე“ მონაწილეობაზე“.
ლტე აქვს მოხვეული. ძირს იყურება და თითქოს... მორიდებულია, დარცხვენილიც კი. ის კი უფროსია, მასზე ორჯერ უფროსი. თავისუფლად აცვია და თავზე პატარა ქუდი ახურავს. ფეხი ფეხზე გადაუდევს და დოინჯშემორტყმული, ქალისკენაა გადახრილი, ახლოდან უყურებს. „სიზმარი ვნახე, სადაც მე და შენ ტკივილამდე დავუკავშირდით ერთმანეთს“, – უთქვამს მაშინ ლივისთვის. „მეე? – პასუხობს ჟურნალისტს ლივი, – მე უბრალოდ, ყოველთვის მჯეროდა მისი“. ბერგმანმა 25 წლის ნორვეგიელი ლივ ულმანი პირველად ფოტოზე ნახა, რომელზეც თეატრის წარმატებული მსახიობი თავის კოლეგასა და ბერგმანის მსახიობთან, ბიბი ანდერსონთან ერთად, წითელი კედლის ფონზე იდგა. მრგვალი პირისახისა და ღია ფერის გრძელი თმების მიღმა, შეუძლებელი იყო, არ დაგენახა დიდი, ცისფერი თვალები, რომლებიც რაღაც უცნაურ სევდასა და დარდს ასხივებდნენ. ინგმარმა სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ ლივ ულმანი მისი
მომავალი ფილმის, „პერსონას“ ერთ-ერთი გმირი იქნებოდა. ამ დროისათვის ორივე დაოჯახებული იყო, ბერგმანს კი უკვე მეოთხე ცოლი და 7 შვილი ჰყავდა. გადაღებებისგან თავისუფალ დროს ინგმარი სპირიტუალურ სეანსებს უტარებდა და აღფრთოვანებული უყურებდა ლივს, რომელიც ბავშვურად გიჟდებოდა მაგიდაზე ათამაშებულ თეფშებზე. „ლივ, ხომ იცი, რომ ინგმარი აკეთებს ამას“, არაერთხელ უთქვამს მისთვის ბიბი ანდერსონს. ინგმარია? ჰოო? ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც მოგვიანებით, დოკუმენტურ ფილმში „ლივი და ინგმარი“ ლივი გაიხსენებს, ინგმარი გადაღებების შემდეგ ყველა მათ საერთო მეგობართან მიდიოდა და ეუბნებოდა – „უთხარით ლივს, რომ ჩემთან უნდა იყოს, უთხარით! მარტო ჩემთან!“. კუნძულ ფაროზე ბერგმანის დიდ სახლში დასახლდნენ. ერთად სულ რაღაც 5 წელი გაატარეს. ამასობაში რამდენიმე ფილმი გადაიღეს და ქალიშვილიც გაუჩნდათ – ლინი.
107 VOYAGER 13/2018
romani
ეს წლები ლივის ცხოვრებაში უცნაური იყო, ძალიან უცნაური. ხშირად ამბობს, რომ სწორედ ამ წლებმა და ბერგმანთან შეხვედრამ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება, რომ ოდესღაც მორიდებული და მორცხვი გოგონა სწორედ მასთან „გაიზარდა“. ზოგჯერ კი ეგონა, რომ გამოკეტილი იყო. გამოკეტილი კი არა, გამომწყვდეული. ფაროს სახლში, რომელსაც ვეებერთელა გალავანი ერტყა, მხოლოდ სამნი ცხოვრობდნენ: ის, ინგმარი და ლინი. „მახსოვს ეს საშინელი გრძნობა, როდესაც სახლის ერთ ბოლოში ბავშვი ტიროდა და ამ დროს ინგმარი მასთან მისვლას მთხოვდა. მე კი უნდა ამერჩია. თქვენ არ იცით, რა ბედნიერება იყო ოთხშაბათი დღე, როდესაც შემეძლო სახლისა და მისი გალავნის, ვეებერთელა გალავნის გარეთ გასვლა და ფილმის ჯგუფთან სტუმრობა. ისინი ხომ იქვე იყვნენ დაბინავებულები. ოთხშაბათი იყო დღე, როდესაც მე ვიცინოდი, ვსვამდი, ვმღეროდი, ვცეკვავდი. ფაროზე, მე ვცხოვრობდი ისე, როგორც მას უნდოდა. და მე მყავდა მხოლოდ ის, ესეც ასე უნდოდა მას“.
„უთხარით ლივს, რომ ჩემთან უნდა იყოს, უთხარით! მარტო ჩემთან!“
პროფესია ეხმარებოდა, რომ მთელი ის სიბრაზე და განცდები, რაც ყელში მობჯენილს ახრჩობდა, გარეთ გამოეტანა, კინოში გადმოენთხია. ეს კუნძული ინგმარის უსაფრთხო ადგილი იყო, მაგრამ არა მისი. თუმცა... არა, მთლად ასეც არ ყოფილა. მასაც ჰქონდა ის ჯადოსნური მომენტები, როდესაც კუნძულზე გამომწყდეული თავს ყველაზე ნამ დვილად, ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობდა. აი, მაშინ, როდესაც ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ ანდა როდესაც სკამზე ჩაძინებულს ინგმარი ჩაუვლიდა და მსუბუქად შეახებდა ხოლმე მხარზე ხელს. „მე ეს ყველაფერი მახსოვს“, – იმეორებს ლივი. „რომელია ბერგმანის თქვენი ფავორიტი ფილმი?“, ჰკითხეს ერთხელ ულმანს. „რა თქმა უნდა, „სცენები ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან“, – უპასუხა მსახიობმა. „რადგან ჩემი გმირი ძალიან ჰგავს იმ ქალებს, რომლებიც... არა, არ არიან ნევროტულები, ისინი უბრალოდ, იზრდებიან და დამოუკიდებლები ხდებიან“. პირველი, რაც მისგან წამოსვლის შემდეგ გააკეთა, შვედეთში, თავის მეგობრებთან, მსახიობებთან ჩავიდა. აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში ბიბი ანდერსონი ყველაზე წინ იდგა. რამდენიმე მათგანს ხელში სასაცილო ტექსტით გაფორმებული პლაკატები ეჭირა. ძველმა მეგობრებმა მთელი ღამე ძირს დაყრილებმა, სასმელის წრუპვასა და სიყვარულზე საუბარში
108 VOYAGER 13/2018
გაატარეს. ეს ლივის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა, რომელიც ისევ ინგმარს უკავშირდება. დაშორების მერე კიდევ უფრო კარგი მეგობრები გახდნენ. ურთიერთობის 50-წლიანი ისტორიიდან ძალიან ძნელად თუ ახსენდება ისეთი დღე, როდესაც მისთვის არ დაურეკავს. დარეკვა, წერილების მიწერა – ეს ჩვეული რეჟიმი იყო. „ერთხელ, გადაღებებზე, მაგ დროს უკვე დიდი ხნის დაშორებულები ვიყავით, მე და გოგოებმა საღამოს ცოტა დავლიეთ. აშკარად შევთვერი. უცბად წამოვხტი და ინგმართან გავიქეცი. ისტერიულად ვაკაკუნებდი, გამიღემეთქი, მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებული იყო. ის კი არ აღებდა. არადა, ამ დროს, ინგმარს სხვა ცოლი ჰყავდა და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მახსოვდა... მართალია, მე დიდი ხნის წინ მივატოვე ინგმარი, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ... სინამდვილეში არასდროს მიმიტოვებია“. „კი, გუშინ ნამდვილად იყავი და აკაკუნე ჩემს კარზე, – უპასუხა მეორე დღეს ინგმარმა, – მე კიდევ შემეშინდა და ფანჯრიდან გადავძვერი“. „ნუთუ არ მოგბეზრდათ ინგმარზე საუბარი?“, ჰკითხეს მას ერთ-ერთ ინტერვიუში. „არა, – გულწრფელად უპასუხა მსახიობმა, – რადგან ყოველ ჯერზე რაღაც ახალი მოდის. ეს მეხმარება იმის აღქმაში, თუ რა არაჩვეულებრივი ცოდნა და გამოცდილება მომცა ინგმარმა. განსაკუთრებით ახლა,
როდესაც მისი ნაწერების კითხვა დავიწყე. მას მიაჩნდა, რომ წერა ეს იყო ფურცელზე შენი სულის გადმოტანის პროცესი. აქ, მე ვპოულობ იმ ბერგმანს, რომელსაც არასდროს ვიცნობდი, არადა, უნდა მცოდნოდა, წესით. მაშინაც კი, როცა ინტერვიუების დროს კითხვა ჩემზეა, მე მაინც მასთან მივდივარ. ამაზე ინგმარსაც კი შევჩივლე ერთხელ და იცით, რა მითხრა? რას იზამ, შენ ჩემი სტრადივარიუსი ხარო“. ჰოლივუდში ლივმა რამდენიმე ფილმში ითამაშა. რამდენიმე კი თავად გადაიღო, ინგმარის სცენარის მიხედვით. კუნძულ ფაროს დატოვების შემდეგ ლივი და მისი ქალიშვილი ლინი ბევრს მოგზაურობდნენ. ლინს 13 სხვადასხვა სკოლის გამოცვლა მოუხდა, სანამ საბოლოოდ, 15 წლის ასაკში, მანჰეტენზე არ დაბინავდნენ. მამას მხოლოდ ზაფხულობით, ფაროზე ჩასული ნახულობდა. მიუხედავად იმისა, რომ ლივს ხშირად უთქვამს „მე და ჩემი ქალიშვილი ძალიან ახლოს ვართო“, ფაქტია, ლინი ასე არ ფიქრობდა. 1999 წელს, როდესაც ნიუ-იორკში დღეს უკვე ცნობილი ნორვეგიელი ჟურნალისტი და მწერალი ლინ ულმანი საკუთარი ნოველის „ვიდრე შენ გეძინა“ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ჩავიდა, ის ყველა ინტერვიუში უარყოფდა რაიმე კავშირს ცნობილ რეჟისორ ბერგმანსა და მსახიობ ულმანს შორის. ხოლო მისი ნოველის გმირ ანაში, რომელსაც მწერალი „ყველაზე გულწრფელ ფარისევლად“ მოიხსენიებს, ბევრმა კრიტიკოსმა სწორედ ლივ ულმანი ამოიცნო. „მართალი გითხრათ, თავს დამნაშავედ
109 VOYAGER 13/2018
romani
ვგრძნობ, – წერდა ლივ ულმანი თავის წიგნში „ცვლილება“, – რადგან მისთვის თითქმის არ მეცალა. მე მქონდა ჩემი ცხოვრება, ჩემი კარიერა და ჩემი სიყვარული...“ „არა, მე არ ვარ სახასიათო მსახიობი და არ მაქვს თამაშის არანაირი მეთოდი _ უმეორებდა ლივი ჟურნალისტს, – არ შემიძლია, ცხვირი მივიმაგრო ანდა რიჩარდ III ვითამაშო. მე ყოველთვის ლივს და მის გამოცდილებას ვიყენებ. არ ვიცი, ვერ ვხსნი სხვანაირად. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, რომ მე მსახიობი კი არა, ადამიანის მოსიარულე ემოცია ვიყავი. და იცით... ჰო, შეიძლება ეს უფრო ზუსტი ახსნაა. მაგრამ ფაქტია, ესაა ადგილი, სადაც ყველაზე დაცულად და ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს“. რომ ჰკითხო, რას თვლის თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომად, დაუფიქრებლად გიპასუხებს – „უარი, რომელიც ვუთხარი ბერგმანს ფილმში „ფანი და ალექსანდრე“ მონაწილეობაზე. დარწმუნებული ვარ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო რამ იქნებოდა, რაც კი ინგმარს ჩემთვის მოუცია“. არადა, დასაწყისში ინგმარი ეუბნებოდა, კომედიის გადაღებას ვაპირებო. უარის შემდეგ კი, ლივის გმირის ეპიზოდები მთლიანად გადაწერა და გადაღებებისა და მონტაჟის ერთწლიანი პერიოდის განმავლობაში, პირველად თავის ცხოვრებაში, ლივისთვის გაგზავნილ წერილებს „მისს ულმანს“ აწერდა. „ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ მეგობრები აღარ ვიყავით და ეს ნამდვილად საშინელება იყო“, – იხსენებდა ლივი. როდესაც ინგმარი მუშაობას მორჩა, სთხოვა, მასთან მისულიყო და ფილმი ენახა. ლივი გვერდზე ეჯდა და ტიროდა, ბევრს ტი-
„ძვირფასო პინგმარ (ასე ეძახდა თურმე ინგმარს), ბევრი ადამიანი ვერ გაიგებს იმას, თუ რა მომცა ცხოვრებამ შენთან შეხვედრით. 35 წელი გავიდა მას მერე, რაც აქ დავსახლდით და შენ მითხარი _ „ჩვენ ტკივილამდე დაკავშირებულები ვართ“. 110 VOYAGER 13/2018
როდა. მოგვიანებით კი, სტოკჰოლმის არქივიდან ვიღაცამ უთხრა, რომ იქ დაცულ ბერგმანის ხელნაწერში, რამდენიმე ადგილას კალმით იყო მიწერილი „მე ისეთი გაბრაზებული ვარ, ლივ!“. „ვინ? მე და ვუდი ალენი? არა, არასდროს გვქონია პაემანი, ჩაეცინა ლივს, – ერთხელ შემხვდა და ისიც იმიტომ, რომ ინგმარი აინტერესებდა. მე მისთვის ინგმარი ვიყავი და გაუთავებლად იმეორებდა: „ინგმარი“, „ინგმარმა“, „ინგმარს“. მაშინ აღვნიშნე, რომ ინგმარი ბროდვეის სცენაზე ჩემ სანახავად ჩამოდიოდა და ამაზე გაოგნებულმა ვუდიმ მკითხა – „რა? ფიქრობ, რაიმე შანსი მაქვს, შევხვდე?“. მოგვიანებით ინგმარს დაურეკა – „იცი, ვუდი ალენს ძალიან უნდა შენი გაცნობა და გინდა შეგახვედროთ?“. კუნძულ ფაროდან ჩამოსული ინგმარი თავის ახალ მეუღლესთან ერთად სასტუმრო „პიერში“ დაბინავდა. წარმოდგენის შემდეგ, ვუდი ლივს თავისი ლიმუზინით გარეთ ელოდა. ძალიან ნერვიულობდა და სულ მთლად კანკალებდა. „ინგმარი ვუდისთვის ნამდვილი კერპი იყო, თუმცა მგონი, ვუდიც ასეთივე იყო ინგმარისთვის, უბრალოდ ის ამას არასდროს აღიარებდა“, – იხსენებს ლივი. სასტუმრო ოთახის კარზე დააკაკუნეს. კარი ინგმარმა გააღო და სტუმრები უხმოდ შეიპატიჟა. „ინგმარის ახალ ცოლთან ბევრი საერთო არ მქონდა, – ჰყვება ლივი, – და ამიტომ, ჩვენი სასაუბრო თემა მხოლოდ საკვებს და ვახშამს შეეხებოდა. გეფიცებით, ყველაფერს გეფიცებით, კაცებს სიტყვაც კი არ დასცდენიათ! იდგნენ და ერთმანეთს ჩუმად უმზერდნენ. ვახშმის შემდეგ ვუდიმ თქვა: „გმადლობთ, ბატონო ბერგმან“ და ჩვენ გამოვედით. „დიდი მადლობა, ლივ! ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო“, მიმეორებდა ვუდი გაუჩერებლად. სახლში მისულს კი ინგმარმა დამირეკა – „დიდი მადლობა ლივ, ეს ჩემთვის ნამდვილი პატივი იყო“. როგორც ვიცი, მათ ამის შემდეგაც არასდროს უსაუბრიათ ერთმანეთთან. ხომ იცით, გენიოსები ძალიან ფრთხილები არიან“. *** დირაჯ აკოლკარის დოკუმენტური ფილმი „ლივი და ინგმარი“ 2012 წელს გამოვიდა ეკრანზე. ამ ფილმში, ლივი მათ სახლში, ფაროზე იმყოფება და მისი და შვედი რეჟისორის სასიყვარულო ამბავზე, თანამშრომლობასა და ფილმებზე უყვება მაყურებელს. ლივის ინტერვიუებს, ფოტოებსა და ბერგმანის ფილმებიდან აღებულ ეპიზოდებს შორის ხშირად მეორდება ერთი და იგივე კადრი – ხელი, რომელიც დაფაზე გაკეთებულ კალენდარს ეხება. ეს მათი კალენდარია, რომელსაც ერთად ცხოვრების წლებში (1965-1970) აწარმოებდნენ. გაკრული ხელით დაწერილი თარიღები, კითხვის ნიშნები, წითელი მარკერით დახატული გულები... „აი, ხომ ხედავთ, როგორი ადგილია? მზე მთელი დღე ადგება, განსაკუთრებით კი ზაფხულობით, და ეს ნაწერებიც ნელ-ნელა ხუნდება. ინგმარი ყოველ გაზაფხულს ერთხელ მაინც ჩამოუვლიდა ხოლმე მთელ კალენდარს და ყველაფერს კალმით ამუქებდა. რომ არ გამქრალიყო, არ წაშლილიყო“. დღეს, ფაროს კუნძულზე არსებული სახლი რეზიდენციადაა გადაკეთებული, რომლის კედლებში ბევრ არტისტს, მსახიობს, ჟურნალისტსა და რეჟისორს გაუტარებია შთაგონების ძიებაში დრო. მაღალი ჭერი, ხით მოპირკეთებული კედლები და ვეებერთელა, ღია წიგნების თაროები. ზუსტად ამ სახლში
დგას ახლა ლივი. მგონი, კაბინეტშია, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. დგას და ხელში პატარა ზომის სათამაშო – რბილი დათუნია უჭირავს. ნაქსოვ ცისფერ კომბინეზონში გამოწყობილი დათუნიას ჯიბეში, გადაღებებზე ჩასულმა ქაღალდის ნაგლეჯი იპოვა, პატარა ნაკუწი, რომელიც საგულდაგულოდ იყო ციცქნა ჯიბეში ჩაკუჭული. ეს მისი წერილია, რომელიც ოდესღაც ინგმარისთვის გაუგზავნია: „ძვირფასო პინგმარ (ასე ეძახდა თურმე ინგმარს), ბევრი ადამიანი ვერ გაიგებს იმას, თუ რა მომცა ცხოვრებამ შენთან შეხვედრით. 35 წელი გავიდა მას მერე, რაც აქ დავსახლდით და შენ მითხარი – „ჩვენ ტკივილამდე დაკავშირებულები ვართ“. დიახ, ასეთი კავშირი სავსეა მადლით. მადლობა ამისათვის, შენი ლივი. მე შენ ისე ძალიან მიყვარხარ...“ – კითხულობს ფურცელზე დაწერილ ტექსტს და ამატებს: ბოლოში გულია, გული დამიხატავს.
111 VOYAGER 13/2018
ვიკინგები
თუ არ წახვედი, ვერ დაბრუნდები დესი დაშკოვა
ჩემს გონებას პირველი შეხება ნორვეგიასთან სიგრიდ უნსეთის „ქრისტინი, ლავრანსის ასულით“ ჰქონდა. მაშინ დაიწყო პატარა ქალის გატაცება საგებითა და ვესტლით, იბსენითა და კნუტ ჰამსუნით. მომწონდა ის, რომ შვედი ასტრიდ ლინდგრენი ან ინგმარ ბერგმანი, დანიელი ჰანს ქრისტიან ანდერსენი ისტორიულად ვიკინგებიდან მოდიოდნენ. და ეს გონების ფანტაზიის ის კომფორტია, რომელიც დღემდე ბავშვური აღტაცებით გრძელდება. როცა ცნობილ გასართობ ქუიზებში კითხვაზე, შენი წინა სამშობლოო, პასუხად ნორვეგია, შვედეთი ან დანია გამოდის, ისიც მიხარია. ჩვენი დროის მასკულტურაში ვიკინგის სახე ერთ-ერთი ცნობილი ხატია. როგორც წესი, ეს სახე, ხშირად, პოპლიტერატურაში, ასევე კინოსა და ვიდეოთამაშებშიც ისტორიულ რეალობასთან არც ისე ახლოს დგას. ვხედავთ ახოვან, წვერიან ველურს რქიანი მუზარადით, რომელიც მხოლოდ ძარცვითა და დაუნდო-
ბელი ბრძოლითაა დაკავებული. თუმცა, ვიკინგების ეპოქის რეალური შინაარსი გაცილებით რთულია და მნიშვნელოვანიც. ისტორიულად სკანდინავიურ-ვიკინგური საგა ბევრ გამოგონებულ ამბავზე საინტერესოა. და, მაინც, ვინ იყვნენ ვიკინგები და რა როლი ითამაშეს არა მხოლოდ სკანდინავიის, არამედ მთელი ევროპის ჩამოყალიბებაში, დაწყებული ალბიონით და დამთავრებული ძველი რუსეთით? გეოგრაფიით სკანდინავია უკიდურესი დასახ ლებული ჩრდილოეთია და კონტინენტურ ევ როპასთან ფიზიკურად მხოლოდ კუნძულების ჯაჭვი აკავშირებს. ისტორიულად კონტინენტური ყოფის იქ შეღწევას და ასიმილირებას საუ კუნეები სჭირდებოდა, სკანდინავიის მოსახ ლეობა ფერმერები იყვნენ და თევზაობას მის დევდნენ, მაგრამ მერვე საუკუნიდან სწორედ მათი ჩარევისგან დაჩქარდა კონტინენტზე საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია და 112 VOYAGER 13/2018
ძველ ინგლისურში არის სიტყვა wic, რაც გამაგრებულ ადგილს ნიშნავს. პირადად, ვემხრობი ჰიპოთეზას, რომ ტერმინი ზმნა „მობრუნებას“ უკავშირდება – WIKJA კაცია, რომელმაც საზღვაო ლაშქრობისთვის სახლი დატოვა, საზღვაო მოლაშქრეა ანუ მეკობრე, რომელიც სახლში აუცილებლად ბრუნდება.
სწრაფადვე დასრულდა. აბა, რა არის ასეთი შედეგისთვის სამი საუკუნე: დასრულდა ევროპის გასახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების ისტორია, ჩამოყალიბდა ახალი ცენტრალიზებული ძლიერი ფორმაცია – ფეოდალიზმი. ვინაიდან მთავარ გოტრიკის სიკვდილის შემდეგ იწყება სკანდინავიის თავბრუდამხვევი ვიკინგიზაცია და ისინი თავდაპირველად ინგლისსა და საფრანგეთს ლაშქრავდნენ, საინტერესოა, ამ ენებმა როგორ შემოგვინახა მათი სახელ წოდება. ფრანგები მათ „ჩრდილოეთის ხალხს“ უწო დებდნენ და ინგლისელები – იფნის ხალხს, იფნით მოცურავეებს, რადგან ვიკინგების სალაშქრო ხომალდების ზედაპირი იფნისგან იყო. აი, ირლანდიელები უკვე ვიკინგების სახელებს მათი ტერიტორიების მიხედვით იხსენიებდნენ: დუბგალები, ქერა უცხოელები, იყვნენ ნორვეგიელები და ფინგალები, მუქი უცხოელები – დანიელები. ბიზანტიელებისთვის ვარანგები იყვნენ, რუსებისთვის კი – ვარიაგები. ესპანელებმა ზიზღით მადჰუსები – წარმართი საფრთხობელები უწოდეს და ეს ესპანეთის არაბული ხანის გამოძახილიც მგონია, აქედანაა სახელის აღმოსავლური ჟღერადობაც. ძველ ინგლისურში არის სიტყვა wic, რაც გამაგრებულ ადგილს ნიშნავს და ისტორიული ლინგვოფანტაზიებისთვის დიდი გასაქანია. პირა დად, ვემხრობი ჰიპოთეზას, რომ ტერმინი ზმნა „მობრუნებას“ უკავშირდება – WIKJA კაცია, რომელმაც საზღვაო ლაშქრობისთვის სახლი დატოვა, საზღვაო მოლაშქრეა ანუ მეკობრე, რომელიც სახლში აუცილებლად ბრუნდება. სკანდინავიელებისთვის ტერმინ „ვიკინგს“ უფ რო უარყოფითი ელფერი აქვს. მეცამეტე საუკუნის ისლანდიურ საგებში ამ ტერმინით ავაზაკები და მძარცველები მოიხსენიებოდნენ. თუმცა, სკანდინავიელების მრავალფეროვანი უნარი აოცებდა კონტინენტს, მძარცველი ვიკინგებისგან ისინი თვალის დახამხამებაში გარდაიქმნებოდნენ ვაჭრებად, კოლონისტებად, თვალსაჩინო ფერმერებად, თუ მოგზაურებად. ხომალდის შენებისა და ნავიგაციის ცოდნა საშუალებას აძლევდათ, რომ მოწინააღმდეგეს ზღვიდან დასხმოდნენ თავს, სწრაფად გაევლოთ ნებისმიერ „წყალში“. ნაოსნობა და ზღვა მათი მოურეველი სამხედრო სტრატეგია იყო. მათი საჯილდაო ქვა. ფრანკები და ანგლო საქსები საპასუხო საზღვაო ლაშქრობას ვერ ახერხებდნენ და უმნიშვნელოვანესი ისიც იყო, რომ კონტინენტის მოწინააღმდეგეები შიდა ბრძოლებით დაღლილები იყვნენ. ვიკინგებს თავდაპირველად ყაჩაღური და სამხედრო ლაშქრობების „მარტივი“ სქემა ჰქონდათ: მოულოდნელად ზღვიდან თავს ესხმოდნენ მოწინააღმდეგეს, პატარა ჯგუფი ხმელეთზე გადადიოდა და ვიდრე მოწინააღმდეგე უპასუხებდა, იქაურობას ძარცვავდნენ, რაც გადაუ-
რჩებოდათ, იმას ცეცხლს აძლევდნენ. შემდეგ, ზღვითვე, ისევ სწრაფად ქრებოდნენ. თანდათან საზღვაო ლაშქარიც იზრდებოდა და მარშრუტებიც ვრცელდებოდა. ე.წ. დანიელი ვიკინგების ექვსასზე მეტი ხომალდი, მაგალითად, ერთხელ, თავს დაესხა ჰამბურგს და ისე საშვილიშვილოდ გაანადგურეს იქაურობა, რომ ჰამბურგის საეპისკოპოსო ბრემენში – სხვა ქალაქში გადავიდა. 866 წელს კი ოცი ათასმა ვიკინგმა შოტლანდიაში ჯერ გამოიზამთრა, მერე კი სახელმწიფო „დაიარსა“ – დენლო, რომელშიც რამდენიმე დამოუკიდებელი მხარე გააერთიანეს და მხოლოდ თორმეტი წლის შემდეგ მოახერხეს ანგლოსაქსებმა ვიკინგების ბატონობისგან თავის დახსნა. 880 წლიდან ვიკინგები 40,000-იანი ლაშქრით საფრანგეთს უტევენ. ქალაქი რუანი დაიპყრეს და პარიზს დაემუქრნენ, თუმცა პარიზი მანამ სამჯერ უკვე ჰქონდათ დაყაჩაღებულ-დალაშქრული. ბოლოს პარიზმა გამოსასყიდი გადაუხადა და ვიკინგები ჩრდილო-დასავლეთისკენ გაემართნენ, სადაც მათი დიდი ნაწილი დასახლდა. შემდეგ მეფე შარლ მესამემ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და ეს ადგილი ნორვეგიელ ნორლონს დაუთმო, იმ დღიდან მოყოლებული იქაურობას ნორმანდია ჰქვია, დღეს საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილია და, სულ რომ არაფერი, დელიკატესი ყველის კამამბერის სამშობლოცაა. მეათე საუკუნეში დღევანდელი დანიის ტერი ტორიაზე დიდი სახელმწიფო დააარსეს. პარა ლელურად კი ნორვეგიაში ცენტრალური ხე ლისუფლება მტკიცდებოდა. მოსახლეობის ნა წილმა ნორვეგია დატოვა და კონტინენტისკენ იწყო მიგრაცია მაშინ, როცა დანიელები დიდხანს აგრძელებდნენ ვიკინგურ სამხედრო სახელმწიფო პოლიტიკას. ბევრჯერ დამარცხდნენ და განადგურდნენ, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდნენ და ახალ, დიდსა თუ მცირე ექსპანსიებს ბოლო არ უჩანდა. მეთერთმეტე საუკუნეში ნორმანდიის ვიკინ გების შთამომავალი ვილჰელმ დამპყრობელი სამი ათასი ახალთახალი ხომალდით, ოცდაათი ათასი მეომრითა და ორი ათასი ცხენით ევროპიდან ინგლისში სრუტით გადავიდა და ინგლისის სამეფო დაიპყრო. გამოდის, რომ საზოგადოებრივი განვითარების ისტორიული ნორმის შესაბამისად, სახელმწიფოსთვის ბრძო ლით დასრულდა ვიკინგების სამასწლოვანი ისტორია – ის, რაც პატარა ჯგუფების ყაჩაღური თავდასხმებით დაიწყო. რომ შევაჯამოთ: მეცხრე საუკუნიდან მეთერთ მეტე საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა ის მოკლე ხანა, როცა ევროპის ისტორიის ტექტონიკაში დომინანტები სკანდინავიელები იყვნენ. ვიკინგების ეპოქის პირველი ეტაპი მერვე საუკუნის შუა ხანებამდე ლაშქრობების მასშტაბების სწრაფი ზრდით გამოირჩეოდა, სალაშქრო გეოგრაფია სულ უფრო ვრცელდებოდა და სულ უფრო მეტი და უკეთესი ხომალდი შენდებოდა. მეცხრე საუკუნის შუა წლებიდან კოლონიზაციის ეტაპი დაიწყო: იპყრობენ – იყოფიან, აგრძელებენ დაპყრობას, აარსებენ, ისევ იყოფიან. 113 VOYAGER 13/2018
ერთ-ერთი სავარაუდო ვარიანტის მიხედვით, ტერმინი „ვიკინგი“ ძველ ჩრდილოურ ზმნას უკავშირდება, რომელიც „სახელისა და სიმდიდრისთვის ზღვაზე გასვლას“ ნიშნავს.
© Photo by Spot Studio, Spot Studio
© www.fjordnorway.com
ვიკინგები
ეს ორფხიანები არქეოლოგიური გათხრებისას ნორვეგიაში უხვად იპოვეს. მეცნიერებამ დასაშვებად მიიჩნია, რომ წრთობის ეს მეთოდი სკანდინავიელებისაა.
მესამე დამამთავრებელი ეტაპი, სკანდინავიური ექსპანსია და ცენტრალიზაცია, მეათე საუ კუნის ბოლოდან მეთერთმეტე საუკუნის ბოლომდე გრძელდება. ამ დროის ლაშქრობები პრინციპულად განსხვავდება წინა პერიოდე ბისგან, დანიის კონუნგები იპყრობენ ინგლისს და პრაქტიკულად ჩრდილო-დასავლეთ ევროპის გამგებლები ხდებიან. მოგვიანებით ნორვეგიაც შვედეთის გამგებლობაზე აცხადებს პრეტენზიას და იწყება ნორვეგიისა და შვედეთის სახელმწიფოებად ფორმირება.
ზაურობდა, აი, რა აღმოაჩინა. ხომ გახსოვთ, ქართულ ლიტერატურაში „ხმლის“ თანაბარ სინონიმად იხმარება „ფრანგული“: ალუდა ქეთელაურმა სცადა ფრანგული ფხიანიო. ბუნებრივია, რომ ეს სახელი დამკვიდრდა კვეთის განსაკუთრებული მეთოდის გამო, ფრანგული წესით დამზადებული ხმლის გამო. ევროპულ კულტურაში ცნობილი ფრანგი მჭედლების ოჯახური კლანი იყო ულფბერთი (Ulfberth) და მათი ორმხრივფხიანი „კაროლინგები“ საქვეყნოდ ქუხდა.
ვიკინგების ეპოქა რომანტიზმითა და თავგადასავლებით ბრჭყვიალებს. რომელ სრუტეშიც კი „გაეტეოდა“ მათი ხომალდი, ყველა რეგიონში შედიოდნენ და მათი ნაკვალევი დღემდე ყველგანაა. ცნობილია, რომ ვიკინგების აქ ტიურობით დაარსდა ირლანდიის ცნობილი ქალაქები, ინგლისურ ენაში სკანდინავიურიდან ნასესხები უამრავი სიტყვაა, ნორმანდიაში – გეოგრაფიული სახელები. ვიკინგები ისლანდიის პირველაღმომჩენები და პირველი მოსახლეები იყვნენ. უამრავი წიგნი, ფილმი, მუზეუმი თუ გამოფენაა ვიკინგების ეპოქაზე. ვიკინგების სიმბოლიკა სუვენირულ ინდუსტრიასა და რეკლამაში ხშირად გამოიყენება – ვიკინგები სკანდინავიის სავაჭრო ნიშანია, იქაური ბრენდია. წერისას ჩემმა გონებამაც, ბევრი იარა თუ ცოტა, თურ ჰაიერდალივით, რომელიც ვიკინგების მარშრუტით მათ ნაკვალევზე „კონ-ტიკით“ მოგ-
სწორედ ეს ორფხიანები არქეოლოგიური გათხრებისას ნორვეგიაში უხვად იპოვეს. მეცნიერებამ დასაშვებად მიიჩნია, რომ წრთობის ეს მეთოდი სკანდინავიელებისაა. ეს ისე, ძალიან მინდოდა საქართველოსა და სკანდინავიას შორის კავშირის მოძებნა.
114 VOYAGER 13/2018
ვიკინგების ხანა თავბრუდამხვევი და სასტიკი სინამდვილეა, რომელმაც საბოლოოდ ახალ საფეხურზე აიყვანა მსოფლიოს ისტორიული განვითარება. ერთ-ერთი სავარაუდო ვარიანტის მიხედვით, ტერმინი „ვიკინგი“ ძველ ჩრდილოურ ზმნას უკავშირდება, რომელიც „სახელისა და სიმდიდრისთვის ზღვაზე გასვლას“ ნიშნავს. ჰოდა, თუ არ წახვალ, ვერ დაბრუნდებიო, ნათქვამია.
© Lofotr Vikingmuseum-Foto-Kjell Ove Storvikper
LOFOTR VIKING MUSEUM
ლუფუტენის კუნძულებიდან ერთ-ერთზე, მწვანეში ჩაფლულ ვესტ ვოგოიზე (Vestvågøya), სადაც ავტობუსიც წაგიყვანთ, გემიც და სამანქანო გზაც, ზღაპრული ადგილი მდებარეობს – ადგილი, სადაც თქვენთან შეხვედრას ვიკინგები ათას წელზე მეტია, ელოდნენ. არქეოლოგიური გათხრების ადგილზე, არქეოლოგიური ექსპონატების გარემოცვაში, აღდგენილია ვიკინგების ყოფა და ცხოვრება, გამოფენილია იმპორტირებული შუშა, ოქრო და კერამიკა – ისეთი არტეფაქტები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ წინათ აქ, სავარაუდოდ, ვიკინგების მდიდარი კლანი ცხოვრობდა. ესაა ვიკინგების ბელადის სახლი, სადაც ყველაფერს თქვენი თვალით ნახავთ, იქვეა მისაღები სივრცე, მუდმივმოქმედი გამოფენები, მუზეუმის მაღაზია და კაფე. თუ ძალიან შეჰყევით თვალიერებას, ღამის გასათევს კუნძულზეც ადვილად იპოვით. Lofotr Viking Museum Museum Nord-ის გაერთიანების წევრია. ეს გაერთიანება მართავს მუზეუმებს ლუფუტენის კუნძულებზე.
© Lofotr Vikingmuseum foto Ruben Schipper
Prestegårdsveien 59 / www.lofotr.no
VIKINGSKIPSHUSET ოსლოს სამუზეუმო კუნძულზე მდებარე ვიკინგების გემის მუზეუმში ყველაზე კარგადაა შემონახული ვიკინგების გემები. აქ წარ მოდგენილია გოკსტადის, ოსებერგისა და ტუნეს გემები, ვიკინ გების დროინდელი ისტორიული არტეფაქტები, ხის ნაკეთობები. თითოეული გემი ვიკინგების უმნიშვნელოვანესი მოგზაურობების ამბებს ჰყვება, არტეფაქტების დათვალიერება საშუალებას გვაძლევს, ვიკინგების ყოფა და ინტერესები აღვადგინოთ, მუზეუმის მაღაზია კი დროში დაკარგვას გპირდებათ – იმდენად საინტერესოა იქ წარმოდგენილი წიგნები, სუვენირები და საჩუქრები. მუზეუმში მთელი დღის განმავლობაში განსაზღვრულ დროებში გადის სათავგადასავლო ფილმი „ცოცხალი ვიკინგები“. Huk Aveny 35 / www.khm.uio.no
115 VOYAGER 13/2018
FRAMMUSEET ფრამი ყველაზე ძლიერი ხის გემია, რომელიც ოდესმე აუგიათ და ის დღემდე რეკორდსმენია, როცა საქმე უკიდურეს ჩრდილოეთსა და სამხრეთში მოგზაურობას ეხება. ისაა აღმოჩენებისა და კვლევების და, ზოგადად, ნორვეგიელების წვლილის აღმნიშვნელი სიმბოლო დედამიწის შესწავლის საქმეში. ფრიტიოფ ნანსენი, ოტო სვერდრუპი და რუალ ამუნდსენი რიგ-რიგობით იკვლევდნენ არქტიკისა და ანტარქტიკის ახალ-ახალ ადგილებს ამ გემით. ექსპედიციების დასრულების შემდეგ კი, რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად, ფრამის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა და 1936 წელს დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. ახლა თქვენც შეგიძლიათ ახვიდეთ ბორტზე და გაიგოთ, როგორ მოახერხეს ეკიპაჟის წევრებმა და მათმა ძაღლებმა გადარჩენა დედამიწის ყველაზე ცივ და საშიშ ადგილებში. ფრამმუსეეს _ მუზეუმს პოლარული სიმულატორიც აქვს, სადაც 100 წლის წინანდელი პოლარული ექსპედიციის სიცივე და საფრთხეები საკუთარ თავზე შეგიძლიათ შეიგრძნოთ. მთავარი შენობის გვერდით მდებარე იოას (Gjøa) შენობაში კი, რომელიც მთავარ სივრცეს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდება, მოინახულებთ იოასაც (Gjøa) – პირველ გემს, რომელმაც ე.წ. ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელი ბოლომდე გაიარა – საზღვაო გზა ჩრდილოეთყინულოვან ოკეანეზე ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთი სანაპიროს გასწვრივ. მოკლედ, ამ მუზეუმში ყველაფერია დიდი აღმოჩენების, დიდი მოგზაურობების, დიდი კვლევებისა და სასწაულებრივი შემეცნების შესახებ – ყველაფერ იმის, რაც მერე დედამიწით გაოცებაში გვეხმარება. Bygdøynesveien 39 0286, Oslo www.frammuseum.no
musika
ჯაზის აუტანელი ნორვეგიულობა კახა თოლორდავა
თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასული საუკუნის სამოციანი წლების ბოლომდე ზოგადად ნორვეგიული მუსიკის შესახებ ძალიან, ძალიან ცოტა თუ იცოდა დანარჩენმა სამყარომ, სავარაუდოდ, მხოლოდ მათ, ვინც აკადემიური მუსიკის სივრცეში ტრიალებდნენ. რაც შეეხება პოპულარულ მუსიკალურ კულტურას, მის სფეროში მოღვაწე არტისტებს და განსაკუთრებით ამ კულტურის სივრცეში გაჩენილ ახალგაზრდა მსმენელთა მზარდ რიცხვს მთელ მსოფლიოში, საერთოდ საეჭვოა, იმ დროს თუნდაც ედვარდ გრიგის შესახებ მაინც რომ სცოდნოდათ რამე. იმ ახალგაზრდებს თავიანთი მუსიკალური გმირები ჰყავდათ და ისინი იმდენად მძლავრ აკუსტიკურ აკომპანიმენტს აყოლებდნენ აწრიალებულ და ცვლილებებით სავსე რეალობას, რომ ნორვეგიელი მუსიკოსებისა და ნორვეგიული მუსიკისათვის არც არავის ცხელოდა.
თანამშრომლობა ამის იშვიათი, მაგრამ მაინც კარგი მაგალითია. და მაინც, ნორვეგიელ ჯაზმენებს ჯერ კიდევ გრძელი გზა ჰქონდათ გასავლელი განვითარების იმ ფაზამდე, როდესაც ტერმინი „ნორვეგიული ჯაზი“ ლამის ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდ კიდევ ერთ შეძახილად არ იქცა. ამაში კი მათ თავად ადგილობრივი მუსიკალური ფორმები, ნორვეგიის მკაცრი ბუნება, მისი პეიზაჟები და ნორვეგიელი მუსიკოსების გახსნილობა დაეხმარა.
მეორე მხრივ, ნორვეგია, როგორც ევროპის ნაწილი, აკუსტიკურ იზოლაციაში არც არასდროს ყოფილა და მისი მუსიკალური კულტურა სტაბილურად და ძალიან საინტერესოდაც ვითარდებოდა. ჯაზი, მაგალითად, ამ ქვეყანაში პირველად 1919 წელს მოისმინეს და შემდგომი ათწლეულების განმავლობაში ნორვეგიელი ჯაზმენები მონდომებით ისრუტავდნენ მათთვის ახალი და უცხო მუსიკალური იდიომის ენას. ამ მეცადინეობამ სასურველი შედეგიც გამოიღო, – ორმოცდაათიანი წლების ბოლოს, სამოციანების დასაწყისში, იქაური მუსიკოსების უნარებმა სხვადასხვა ინსტრუმენტზე იმდენად მაღალ დონეს მიაღწია, რომ ზოგიერთი ამერიკელი ჯაზმენი მიზანმიმართულად ქირაობდა ცალკეულ ნორვეგიელ ინსტრუმენტალისტს. ჯორჯ რასელის და იან გარბარეკის 116 VOYAGER 13/2018
ტერმინი „ნორვეგიული ჯაზი“ დღესაც გამაღიზიანებლად, ხშირად აბსურდულადაც კი ჟღერს ჯაზის ბევრი ექსპერტისა და მოყვარულისთვის. ამის საბაბი მათ ნამდვილად აქვთ. მართლაც, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს აფრიკიდან ამერიკის კონტინენტზე გადაბარგებულ, იქ კი უკვე კრეოლი შავკანიანების მიერ თავის გემოზე „გაღუნულ“ მუსიკალურ ფორმებს ნორვეგიასთან? ან, თუნდაც, ჯაზის სინკოპირებულ რიტმებს, ბლუზს, სვინგს, ჩარლი პარკერს, თელონიუს მონკს, დიზი გილესპის? და საერთოდ, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ ძალიან მდიდარ და ელასტიკურ მუსიკალურ ფორმას, რომელიც შეერთებული შტატების უახლესი ისტორიის ლაიტმოტივია, რომელიც ამ ისტორიას „ახმოვანებდა“ და რომელიც მხოლოდ ამ ტერიტორიის მუსიკად შეიძლება მოიაზრებოდეს, ნორვეგიელების მენტალიტეტთან? ამ და სხვა მსგავს კითხვებზე ლაზათიანად არტიკულირებული პასუხის გაცემა ადვილი არაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთ-ერთი, აზრს არმოკლებული პასუხი, თავად ამ კითხვებშივე შეიძლება დაიძებნოს. ჯაზის უნარი, საკუთარ სივრცეში უმტკივნეულოდ შემოიყვანოს სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაჩენილი მუსიკალური იდეები და ფორმები, მართლაც რომ სრულიად არაჩვეულებრივი რამაა. სხვა საკითხია, რჩება თუ არა ის ამ დროს იმავე, აფრო-ამერიკულ მუსიკალურ ფორმად. ამ თემაზე დღემდე უამრავი წიგნი თუ ნაშრომი იწერება, მაგრამ თეორიასა და პრაქტიკას შორის დღეისთვის ისეთი ღრმა უფსკრულია ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, რომ ჯაზის მილიარდობით თაყვანისმცემელი არც კი ფიქრობს თეორიული არგუმენტებით თავის შეწუხებას. მათთვის პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე თავად მუსიკა დგას და მის წინააღმდეგ, თუ ის მძლავრი და ღრმაა, ვერანაირი ძალა ვერაფერს გახდება. ამიტომაცაა, ასე თამამად რომ ამბობენ ხოლმე – ეთიოპური ჯაზი, ინდური ჯაზი, პოლონური ჯაზი, ნორვეგიული ჯაზი... ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაში გაჩენილ იმ მუსიკალურ ფორმებს, რომელთა საყრდენიც ჯაზი იყო, საკუთარი ისტორია აქვთ. ნორვეგიელების შემთხვევაში, ჯაზის „განორვეგიულება“, მისი „ნორვეგიულად მორჯულება“ ნამდვილად არ იყო წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილი. ეს ბუნებრივად მოხდა იმ ნორვეგიელი მუსიკოსების მეშვეობით, ვისთვისაც ჯაზის აფრო-ამერიკული მდგომარეობა ზედმეტად
შემზღუდავი აღმოჩნდა პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს მუსიკოსები ინტერესის და შესაძლებლობების უსაზღვრო ტერიტორიიდან აღიქვამდნენ ამ მუსიკას და, რაც მთავარია, მათივე ტერიტორია, ამ ტერიტორიის მუსიკალური მდგომარეობა და რეალობის განსხვავებული ხედვა აიძულებდა მათ, მოესინჯათ ისეთი რამეები, რაც ჯაზის კანონის მიღმა არსებობდა. ისინი ხვდებოდნენ, რომ აფრო-ამერიკული ჯაზის ჰეგემონიისგან განთავისუფლება, პირველ რიგში, თავად მუსიკას წაადგებოდა; არა იმიტომ, რომ ჯაზის აფრო-ამერიკულ ვერსიას რამე პრობლემა ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ მისგან დისტანცირება ახალი ბგერის, ახლებურად ხედვის და ახალი აკუსტიკური რეალობის აღმოჩენისკენ მიმავალ ბილიკებს აჩენდა. ეს ბგერა და რეალობა კი იმდენად ღირებული აღმოჩნდა, რომ ვიღაც-ვიღაცები „ჩრდილოეთის ზღვიდან მონაბერი ქარის სუნზეც“ კი საუბრობენ ამა თუ იმ ნორვეგიელი ჯაზმენის რომელიმე ალბომის ან კონცერტის მოსმენის შემდეგ. რამდენადაც მოულოდნელი არ უნდა იყოს ეს მათთვის, ვისთვისაც ნერვეგიული ჯაზი ჯერ კიდევ უცხო ხილია, ეს მუსიკა მართლაც ისე მკაფიოდ „ვიზუალურია“, რომ „ჩრდილოეთის ზღვიდან მონაბერი ქარის სუნი“ სრულიადაც არაა აბუჩად ასაგდები ფრაზა იმ ადამიანებისათვის, ვინც კარგადაა ჩახედული/ჩაყურადებული ნორვეგიულ ჯაზში. ინგლისელი მუსიკოლოგი დანიელ მ. გრიმლი თავის წიგნში „გრიგი: მუსიკა, პეიზაჟი და ნორვეგიული იდენტურობა“ ასე აღწერს ყველაზე ცნობილი ნორვეგიელი კომპოზიტორის მუსიკის ამ თვისებას: „გრიგის მუსიკაში შემოყვანილი ნორვეგიული ბუნება და პეიზაჟები უბრალოდ ლამაზი „დასურათებულობის“ გრძნობას კი არ აჩენს ადამიანში, არამედ უჩენს მას ყოფიერების ღრმა განცდას მოცემულ დროსა და სივრცეში... მისი მუსიკალური პეიზაჟები ასოცირდება ნოსტალგიის შეგრძნებასთან, ნიჰილიზმსა და მოჯადოებულ მდგომარეობაში ყოფნასთან“. გრიმლის ეს ციტატა იმდენად ზუსტად მიესადაგება ნორვეგიულ ჯაზში ყველაზე ცნობილი მუსიკოსების – იან გა-
117 VOYAGER 13/2018
musika
შუქ-ჩრდილებით და სიჩუმით გაჯერებულ ნორვეგიულ ჯაზს ბევრი მსმენელი გამოუჩნდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის კარგად გასაყიდ პროდუქტად იქცა. მაგრამ ყველაფერთან ერთად ამ მუსიკას კარგადაც გაუმართლა იმაშიც, რომ ის დროულად „გადაეყარა“ დღეისთვის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე სოლიდურ ლეიბლს, გერმანულ ECM-ს. სამოციანი წლების ბოლოს, ამ ლეიბლის ფუძემდებლის მანფრედ აიჰერის და ნორვეგიელი საქსოფონისტის იან გარბარეკის შეხვედრა ბოლონიაში შეიძლება ჩაითვალოს ნორვეგიული ჯაზის აღმასვლის არაფორმალურ ათვლის წერტილად. აიჰერი, რომლის ლეიბლის დევიზი პირდაპირ კავშირშია სიჩუმის ცნებასთან მუსიკაში, – „ყველაზე ლამაზი საუნდი სიჩუმის შემდეგ“, – სწორედ მუსიკაში სიჩუმის გამოყენების ნორვეგიულმა მიდგომამ მოხიბლა, მუსიკალურმა აზროვნებამ, რომელშიც ნორვეგიული გარემო არა ფიგურატიულადაა წარმოჩენილი, არამედ ლამის ხელშესახებად რეალურად.
რბარეკის, ტერიე რიპდალის, არვე ჰენრიკსენის, ნილს-პეტერ მოლვაერის თუ ტორდ გუსტაფსენის მიერ შექმნილ აკუსტიკურ გარემოს, რომ თუნდაც ამ მოკლე ციტატით შეიარაღებულ ახალბედასაც კი არ გაუჭირდება მათი მუსიკის ადეკვატური აღქმა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს მუსიკოსები ბრმად ეყრდნობიან გრიგის ან სხვა რომელიმე ნორვეგიელი კლასიკოსის მუსიკას. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მუსიკოსებმა, ისევე, როგორც ედვარდ გრიგმა, კარგად შეისწავლეს ზოგადად ნორვეგიული მუსიკის საწყისები, მისი უცნაურად ჩუმი და „მსხვრევადი“ ფოლკფორმები, ხალხის მუსიკა და სწორედ ეს მუსიკა „შეაგებეს“ ჯაზის აფრო-ამერიკულ ფორმებს. ასეთ სპეციფიკურ მუსიკალურ კულტურასთან შეხებისას კი, ჯაზმა, როგორც ეს მას სჩვევია, სრულიად ბუნებრივი რეაგირება მოახდინა შემოთავაზებულზე – ის განორვეგიელდა.
ნორვეგიელი ჯაზმენების კონცერტებზე სცენიდან ხშირად სიცივე უბერავს, მაგრამ ეს სიცივე რატომღაც უფრო გათბობს, ვიდრე გთოშავს იმიტომ, რომ მასში იგრძნობა ის ტერიტორია, ის მყარი ნიადაგი, რომელზე დგომაც არჩიეს ამ მუსიკოსებმა მას შემდეგ, რაც ჯაზის მეშვეობით საკუთარი მუსიკისკენ გაიხედეს. ეს დაახლოებით შეიძლება შეადარო იმას, როდესაც თბილად ჩაცმული ადამიანი ფიორდებს გადაჰყურებს, ან კიდევ მარტოდმარტო მიაბიჯებს დათოვლილ ტყეში. ასეთი მუსიკალური მდგომარეობა გარკვეულ დისტანციას ქმნის მსმენელსა და მუსიკას შორის, რომელიც თავის მხრივ მედიტაციურ მდგომარეობას ბადებს და ადამიანს საკუთარ სიღრმეებში ჩაღრმავებისკენ უბიძგებს. სიჩუმე და შინაარსით დატვირთული პაუზებით გაჯერებული მუსიკა ექსკლუზიურად ნორვეგიული (ან ზოგადად სკანდინავიური) ფენომენი და ამ მუსიკის საკუთრება ნამდვილად არაა, მაგრამ სიჩუმის ცნება ნორვეგიულ მუსიკაში, კერძოდ, ჯაზშიც, სრულიად განსხვავდება ამავე ცნების ზოგადევროპული ან ამერიკული კონცეფციისგან. და მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიელი მუსიკოსებისათვის უდავოდ უცნობი არ იყო ჯონ კეიჯის, ჯერი მალიგანის, აჰმად ჯამალის, მაილზ
118 VOYAGER 13/2018
დევისის, კიტ ჯარეტის და სხვების მიერ აკუსტიკური სივრცის ათვისების ბგერისა და პაუზების მონაცვლეობასთან ასოცირებული თავისებურებები (სავარაუდოდ, ხშირად გამოყენებულიც კი), საკუთარი ტერიტორიის მუსიკის ამ იდეებთან მორგება-შეზავებამ სრულიად უნიკალური ელფერი შესძინა მათ მუსიკას, რომლის ძირითადი მახასიათებლებია გამოხატვის გამჭვირვალობა, აზრის სისადავე, ემოციის ინტენსიურობა და არა უბრალოდ მისი სიმულირება ვირტუოზულობის მეშვეობით, სივრცის ეკონომიური ათვისება და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – საუნდის გამომხატველობა. ნორვეგიელი ჯაზმენებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, რომ მოახდინო შთაბეჭდილება, არამედ ის, თუ როგორ მიაღწიო გამომხატველობის მაქსიმალურ ხარისხს თუნდაც რამდენიმე ბგერაზე დაყრდნობით. და როდესაც ისინი ამას ახერხებენ, მათი მუსიკაც სრულიად განუმეორებელი, ზედმიწევნით პოეტური, ლამის ეგზოტიკური, მაგრამ ამავე დროს მძლავრფესვიანი და ერთდროულად ზოგადსაკაცობრიო ხდება. მსოფლიომ დაუფასა ასეთი ძალისხმევა ნორვეგიელ ჯაზმენებს და ზოგადად ნორვეგიულ მუსიკას, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს მუსიკა ნორვეგიული იდენტობითაა გამსჭვალული, მასში იგრძნობა ნორვეგიელის ხედვა, ის რაკურსი, საიდანაც ის საკუთარ რეალობას, საკუთარ სივრ ცეს აკვირდება და სწორედ ამიტომაც დღეს უკვე ნორვეგიულ ჯაზზე კი არა, ზოგადად „ნორვეგიულ სცენაზე“ საუბრობენ. ამ სცენის სივრცეში გაჩენილი სხვა მუსიკალური იდიომები იმდენად მდიდარია იდეებით, რომ ნორვეგიაში მოგზაურობისას მხოლოდ იქაური მუსიკის სმენით შეიძლება გაიგო ნორვეგიელებზე იმაზე მეტი, ვიდრე ტურისტული ინფრასტრუქტურის მიერ შემოთავაზებული „აუცილებელი“ სანახაობებით. ეს კი იმ ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც ხუთ მილიონს შეადგენს, ურიგო ნამდვილად არაა.
შესავალი ნორვეგიულ ჯაზში რით დავიწყოთ მოსმენა: Afric Pepperbird – Jan Garbarek Quartet Khmer – Nils Petter Molvaer Fairytales – Radka Toneff Steve Dobrogosz Masqualero – Masqualero Some Other Spring – Karin Krog & Dexter Gordon Plastic Sun – Svein Finnerud Trio Witchi-Tai-To Jan Garbarek Bobo Stenson Quartet Winter Poem – Radka Toneff Chaser – Terje Rypdal Duplex Ride – Sidsel Endresen, Bugge Wesseltoft Arve Henriksen – Cartography Eivind Aarset – Light Extracts
119 VOYAGER 13/2018
musika
MAYHEM-ის კლასიკური შემადგენლობა.
ახირებული თინეიჯერების ოპერა მიხეილ ციხელაშვილი
დრომ და ისტორიამ დაამტკიცა, რომ ბლექ მეტალი ნორვეგიაში დაიბადა. მუსიკას ახალი ისტორია გარდატეხის ასაკში მყოფმა ახირებულმა თინეიჯერებმა აჩუქეს. 1984 წელს 15 წლის იორნ სთუბერუდმა და მისმა მეგობრებმა ბრიტანული ჯგუფ Venom-ის ალბომ Black Metal-ის გავლენით, ბენდი შექმნეს, Mayhem დაარქვეს და სასცენო ფსევდონიმები აირჩიეს; იორნმა – „ნეკრობაჩერი“ ანუ გვამების ყასაბი და ოისტაინ ორშეთმა „ეურონიმუსი“, რაც ბერძნულად სიკვდილის უფლისწულს ნიშნავს. ბიჭებს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდათ სწრაფვა წყვდიადის, შიშისა და მისტიციზმისადმი, მაგრამ ამასთან ერთად იორნი ხვდებოდა, რომ მისი მუსიკა, პირველ რიგში, აკუსტიკური გავლენებით იქმნებოდა. იმაში კი, რაც 1990-იანი წლების დასაწყისში ჟანრს იარლიყად მიეკრა, ყეყეჩ მოზარდებთან ერთად ბრალი მედიასაც მიუძღვის, სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც. და საერთოდაც ისტორიის თავისებურებაა, რომ ყველაზე ჩუმ დროს რაღაც არასწორად უნდა აფეთქდეს.
რამდენიმეთვიანი რეპეტიციების შემდეგ, Mayhem-მა სიმღერები 100 ცალ კასეტაზე ჩაწერა, Pure Fuckin Armagedon დაარქვა და ოსლოს ანდერგრაუნდ წრეებში გაავრცელა. 1986 წელს ვოკალისტ „მანიაკთან“ ერთად ბენდი პირველად დადგა სცენაზე, მომდევნო წელს კი პირველი EP გამოსცეს – Deathcrush – ათასიანი ტირაჟით – მართალია, ძალიან პრიმიტიული და დაუხვეწავი, მაგრამ ინდივიდუალური ჟღერადობისა და ექსპრესიის მქონე. მერე Mayhem-მა დრამერთან ერთად ვოკალისტიც გამოიცვალა და მოღვაწეობა შვედ პერ „პელე“ ინგვე ულინთან ერთად განაგრძო. პელემ სასცენო სახელად „დედ“ – გარდაცვლილი აიღო. პელე არ ჭამდა ბევრს, უნდოდა, ჩონჩხივით გამხდარი ყოფილიყო. საძინებელში ცხოველთა გვამები მიმოებნია, რათა მუდმივად ეგრძნო სიკვდილის სუნი. ბიჭი კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე ტანსაცმელს მიწაში ფლავდა, რომ სიმღერისას მიწისსუნიანი, ლპობაშეპარული სამოსი სცმოდა, სცენაზე გასვლის წინ კი მკვდარი ცხოველების ფილტვებიდან ჰაერის დარჩენილ მარაგს მთლიანად ისუნთქავდა. სცენაზე
120 VOYAGER 13/2018
გადიოდა მაკიაჟით, რომელიც გარდაცვლილს ამსგავსებდა; ეს არ იყო KISS-ის კომიკური ან King Diamond-ის „ბოროტების მაკიაჟი“. პელეს უბრალოდ უნდოდა, მკვდარს მგვანებოდა. მოგვიანებით მისი სტილი გახდა როგორც საკულტო, ასევე საბაზისო აუცილებლობა ჟანრის მუსიკოსებისთვის. პელესთან ერთად Mayhem-ის ტექსტებმა მეტი სიბნელე შეიძინა, გახშირდა სიკვდილის თემატიკა, რამაც ბენდის მუსიკა გაცილებით შთამბეჭდავი და მისტიკური გახადა. პელე იყო ის, ვინც ბლექ მეტალი ჩანასახშივე დაუკავშირა გარდაცვალების კულტს. პელე უყვარდათ და ესმოდათ მისი. აფასებდნენ მის იუმორს, ნაფიქრალს, ხასიათს. მისი და იორნის წინამძღოლობით Mayhem შეკრულ ძალად ჩამოყალიბდა. ოსლოში უკვე ყველა საუბრობდა „ვიღაც ახალგაზრდებზე“, რომლებიც სისხლითა და სიბნელით სავსე, მომაჯადოებელ კონცერტებს მართავდნენ და ჰყავდათ მსმენელი, რომელიც ზოგჯერ გულისრევით ტოვებდა დარბაზს. ეს ოთხეული Mayhem-ის კლასიკური შემადგენლობაა. მათ პირველად დაუკრეს სოლო-კონცერტი და მოიარეს ევროპის არაერთი ქვეყანა. მაგრამ ეს თავგადასავალი დიდხანს არ გაგრძელებულა; გასაკვირი იქნება, რომ გითხრათ, პელემ თავი მოიკლა-მეთქი? მოიკლა. 1991 წლის აპრილში. 22 წლის იყო. ვენებგადასერილმა ჯერ წერილი დატოვა, რომელშიც ოთახის სისხლით დასვრის გამო ბოდიშს იხდიდა, მერე თავში სანადირო თოფი დაიხალა. როცა მისი გვამი ბენდის გიტარისტმა ეურონიმუსმა იპოვა, პოლიციაში დარეკვამდე, გარდაცვლილ პელეს ფოტოები გადაუღო. იორნი პელეს თვითმკვლელობას ძალიან განიცდიდა. გლოვას ეურონიმუსის საქციელით აღშფოთებაც დაერთო და მან ბენდის გიტარისტს უბრძანა, ფოტოები არ გაემჟღავნებინა, თავად კი Mayhem დატოვა. აი, ეურონიმუსი კი პელეს სიკვდილზე სულაც არ დარდობდა; მაშინ, როცა Mayhem-ის სადავეები გადაიბარა, ჯერ მუსიკალური მაღაზია „ჯოჯოხეთი“ გახსნა, მერე კი ხმის ჩამწერი სტუდია „სიკვდილისებრი სიჩუმეც“. მალე ამოავსო მუსიკოსების დანაკლისიც, ბენდში ვოკალისტად უნგრელი „ატილა“ დაამტკიცა, ბას-გიტარაზე კი – ბერგენელი მუსიკოსი, კრისტიან „ვარგ“ ვიკერნესი. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რამაც ბლექ მეტალის ისტორია სხვა ლიანდაგზე გადაიყვანა. * 1993 წლის იანვარში, გაზეთ Bergens Tidende-ს რედაქტორმა ფინ ბიორნ ტონდერმა ყურადღება მიაქცია სტაჟიორების მიერ მომზადებულ და დასაბეჭდად დაწუნებულ ინტერვიუს ერთკაციანი ბენდის Burzum-ის შემქმნელთან, 19 წლის კრისტიან ვიკერნესთან. ინტერვიუს უკანასკნელი ნაწილი ეხებოდა რამდენიმე კვირით ადრე ბერგენში მომხდარ ხმაურიან ამბავს: შობის ღამეს იქ XII საუკუნეში აშენებულ ოსანეს ეკლესიას ცეცხლი გაუჩნდა. ზუსტად 18 საათში ხანძარმა მიწასთან გაასწორა მეთოდისტების ეკლესიაც. იყო მსხვერპლი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ახალგაზრდულმა დაჯგუ ფებამ აიღო, სახელწოდებით „სატანისტები“. ეს ამბავი მალე გასცდა ნორვეგიას და უკვე სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს ეკლესიების დაწვა. ვიკერნესი ინტერვიუში სწორედ ეკლესიების დაწვასა და მკვლელობებზე საუბრობდა. რედაქტორი მასთან სახლში მივიდა და დაარწმუნა, თავისი ქმედებების შესახებ არა ირიბად და ხატოვნად, არამედ პირდაპირ და საჯაროდ ესაუბრა, რადგან ეს „მისი ბენდისთვის დიდი რეკლამა“ იქნებოდა. ვიკერნესი ანკესზე წამოეგო.
მეორე დღეს, ინტერვიუს გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, კრისტიანის პატარა ბინას ცხრა პოლიციელი დაადგა, საღამოს კი ბერგენის ყველა ტელე-, რადიო- თუ ბეჭდურმა მედიამ გააშუქა, რომ ხანძრებში ბრალი 19 წლის ახალგაზრდას მიუძღოდა. მედია ვიკერნესს სასცენო სახელით „გრაფი გრიშნაკით“ მოიხსენიებდა და ამაში ირონიას აქსოვდა. ამ ირონიის შედეგი ნორვეგიამ მალევე იწვნია. „გრაფი“ პოპულარულ პერსონაჟად ჩამოყალიბდა და მიმდევართა დიდი არმია გაუჩნდა. „ნორვეგია ქრისტიანული მორალითაა სავსე, ჩვენ ამ წესებით ვცხოვრობთ და ეს ჩვენი ტრაგედიაა, – აცხადებდა ვიკერნესი, – მიწაზე, რომელზეც ოსანეს ეკლესია ააშენეს, მანამდე ვიკინგთა საფლავები იყო. მე არ ჩამიდენია დანაშაული, მე სამართლიანობა აღვადგინე“. მის ამ პათოსს ბევრი იზიარებდა. მისი დაპატიმრებიდან მალევე, ქვეყნის მასშტაბით კიდევ 5 ეკლესია გადაწვეს. ჩიხში შესული მედია კი თითს კვლავაც ვიკერნესის ერთკაციანი ბლექ მეტალ პროექტისკენ იშვერდა. უფრო სწორად კი, ადანაშაულებდა თავად ამ ახალ, ექსტრემალურ მუსიკალურ ჟანრს, რითაც ფაქტობრივად ბლექ მეტალისკენ გზა გაუხსნა ნეონაცისტური იდეოლოგიით შეპყრობილ ახალგაზრდობას. ესენი იყვნენ გოგო-ბიჭები, რომლებიც ერთი შეხედვით ინფან ტილური, ფსევდოვიკინგური მორალის კითხვით იქცევდნენ თავს და თავშესაფრად სწორედ ბლექ მეტალს ირჩევდნენ. ეს ტერიტორია მათთვის ხელსაყრელი იყო ფსევდონიმების გამოც – ასე საკუთარ ვინაობას არ ამჟღავნებდნენ; მეტიც, ბენდის სახელების გაურკვეველ ლოგოებად გარდაქმნაც ქვეცნობიერ კავშირში იყო სურვილთან – დაემალათ რეალური „მე“. და სულ რაღაც ნახევარ წელიწადში სატანიზმისა და ნაციზმის იარლიყები ისე მჭიდროდ მიეკრა ბლექ მეტალს, რომ აგერ უკვე მეოთხედი საუკუნის შემდეგაც ძნელია ჩამოშორება. იმ დროს ნორვეგიაში და მის გარეთაც Mayhem-ის გავლენით რამდენიმე სხვა ბლექ მეტალ ბენდიც ჩამოყალიბდა. თუმცა მუსიკისადმი მიდგომა ამ ბენდების უმეტესობამ მთლიანად ვიკერნესისგან გადაიღო; მას კი მიაჩნდა, რომ არაა საჭირო იფიქრო მუსიკაზე მუსიკის შექმნისას, მთავარია, დააფიქსირო პოზიცია. ეს განწყობა ასობით მუსიკოსს და ათასობით მსმენელს გადაედო. ბევრმა არც კი იცოდა დაკვრა, მხოლოდ მედიაში ასე პოპულარული „სატანისტების“ მარაქაში გარევა სურდათ. ჟანრში კი, რომელშიც ჯერ კიდევ 2 წლით ადრე სრულიად ახალი და ბევრისთვის ამოუხსნელი აკუსტიკური ძვრები იგრძნობოდა, ახლა არაპროფესიონალიზმი და ნაციზმი იწყებდა გაბატონებას. ბლექ მეტალი მთავარ იარაღად იქცა ქრისტიანობის წინააღმდეგ ჯერ სკანდინავიაში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში, მაშინ როცა ჟანრის სამი პიონერიდან არცერთისთვის არ იყო რელიგიის წინააღმდეგ გაბრძოლება პირველხარისხოვანი. ამ პერიოდში Mayhem-ში ვიკერნესი (რომელიც საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, ციხიდან მალევე გაა თავისუფლეს) ეურონიმუსთან ერთადაა. 1993 წლის ზაფხულისთვის, უკვე ჩაწერილი აქვთ პირველი სრული სტუდიური ალბომი, De Mysteriis Dom Sathanas, თუმცა გამოცემაც არ დასცალდათ; იმავე წლის აგვისტოში ეურონიმუსისა და ვიკერნესის გზები გაიყო. ვარგმა ხმის ჩამწერი სტუდიის დატოვება გადაწყვიტა, ეურონიმუსი კი მას ამის გამო მოკვლით დაემუქრა. მაგრამ ვიკერნესმა 10 აგვისტოს, გამთენიისას, თავად მოკლა 25 წლის სიკვდილის უფლისწული – სახლის სა დარბაზოში დანით დაჩეხა.მეორე დღეს Mayhem მედიის მთავარ ამბად იქცა.
121 VOYAGER 13/2018
musika
აინარ სელვიკი იგივე KVITRAFN ქუჩაში. პიტერ ბესტეს ფოტო
ბლექ მეტალის არსებობა უკვე ეროვნულ ტრაგედიად შეირაცხა. 20 წლის ვიკერნესს იმ დროისთვის მაქსიმალური სასჯელი, 21 წლით პატიმრობა შეეფარდა. Mayhem უპატრონოდ დარჩა – დამაარსებლებიდან ბენდში აღარც ერთი აღარ უკრავდა. ეურონიმუსის დაკრძალვაზე იორნმა ბენდის დრამერს შესთავაზა, რომ ერთად დაეწყოთ ახალი გიტარისტის ძებნა და როცა სწორ კანდიდატს იპოვიდნენ, Mayhem აღედგინათ. ძიებამ ერთ წელიწადს გასტანა, ამასობაში ორი ადრინდელი ჩანაწერი გამოიცა, ჯერ De Mysteriis Dom Sathanas 1994 წელს, რომელიც დღემდე ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ჩანაწერია, 1995-ში კი ვინილის 300 ეგზემპლარზე გამოქვეყნდა ბენდის 1990 წლის საკონცერტო ჩანაწერი, სახელწოდებით Dawn of the Black Hearts, რომლის გარეკანსაც, არც მეტი, არც ნაკლები, ეურონიმუსის გადაღებული, მკვდარი პელეს ფოტო „ამშვენებს“. სწორედ ამ დროს Mayhem-ის ძველმა წევრებმა 19 წლის გიტარისტს, რუნე ერიკსენს მიაგნეს, ბენდი აღადგინეს და ჯერ 1997 წელს 25-წუთიანი ჩანაწერი Wolf’s Lair Abyss გამოსცეს, 2000 წელს კი რიგით მეორე სრული სტუდიური ალბომი – Grand Declaration of War. 2000 წელს დასრულდა მილენიუმი და დასრულდა ბლექ მეტალიც ნორვეგიაში – უფრო სწორად, მისი ნამდვილი პირველი ტალღა. ამ ალბომის შემდეგ უკვე დაიწყო სრულიად ახალი მუსიკა – ბლექ მეტალი, რომელიც გახდა იმაზე უფრო საერთაშორისო, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. მის ჟღერადობასა და კომპოზიციურობაზეც დაფუძნდა ჟანრის საუკეთესო
ჩანაწერები. Mayhem-ის მუსიკაში არ გაქრა, მაგრამ იკლო აგრესიამ. თუკი აქამდე ეს მუსიკა ჯერაც ბოლომდე დაუხვეწავი იყო – ყოველგვარი იდეოლოგიური სარჩულის მიღმა – ახლა სიტუაცია შემოტრიალდა და ბლექ მეტალი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ბოლო მეტალ ჟანრად, რომელმაც წმინდა მუსიკალური თვალსაზრისით გაიბრძოლა მეტალ-ლექსიკის გამდიდრებისთვის. Mayhem-ს, ამ ახალი კომპოზიციურობის გამო, უამრავმა მსმენელმა აქცია ზურგი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სწორედ ეს ალბომი იყო იმ ძიების ლოგიკური გაგრძელება, რომელიც 1983 წლის ერთ ისტორიულ დღეს დაიწყო – იმ დღეს, როცა 15 წლის იორნ სთუბერუდმა პირველად მოისმინა Venom-ის ალბომი Black Metal და ბენდის შექმნა გადაწყვიტა. ვიკერნესი კი ამ დროს ციხიდან პასკვილებს აგზავნიდა – წუხდა, რომ ხალხს არა იდეა, არამედ მართლა მუსიკა აინტერესებდა. ასე გაგრძელდა 2009 წლამდე, სანამ 16-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ნაადრევად არ გაათავისუფლეს. ამნისტიის გამოცხადების შემდეგ ამბობდა, რომ გაიაზრა შეცდომები და აღარაფერი აკავშირებს ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან, მაგრამ მისივე სიტყვების ირონიულობა მალევე გამჟღავნდა – 2011 წელს, ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა ვიკერნესი თავის იდეოლოგად და თანამებრძოლად მიიჩნია. ვიკერნესი დღეს ცოლშვილთან ერთად ცხოვრობს, აქტიურადაა ჩართული ნაციზმის პროპაგანდაში და, ბევრის აზრით, დაუმსახურებლად მიიჩნევა ბლექ მეტალის ისტორიაში უდიდეს ფიგურად. თავად ბლექ მეტალი კი დღემდე არ კარგავს პოპულარობას – 21-ე საუკუნეში ჟანრი სოციალურ ფენომენად ნორვეგიის-
122 VOYAGER 13/2018
გან შორეულ ქვეყნებშიც კი ჩამოყალიბდა – გუატემალასა თუ იაპონიაში, მაგალითად. თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ლოკალური ბლექ მეტალ სცენები და ისინი იმ ორი გზით ვითარდებიან, რომლებიც თავის დროზე იორნ სთუბერუდმა და კრისტიან ვიკერნესმა გაკვალეს: ნაწილისთვის ბლექ მეტალი თერაპიაა, ახალი აღმოჩენებისა და მუსიკალური ლექსიკონის გაფართოების საშუალება, მეორე ნაწილისთვის კი – ნაციზმის ერთ-ერთი თავშესაფარი. ფანები იმ ქვეყნებში, სადაც მძიმე სოციალური ფონია, ბლექ მეტალს რელიგიურ დიქტატურასა და მჩაგვრელ სახელმწიფო აპარატთან ბრძოლის ელემენტად განიხილავენ, უკანა პლანზე აქვთ გადაწეული მუსიკა და ძირითადად ტექსტებითა და აგრესიული ჟღერადობით კმაყოფილდებიან. მეორე მხრივ კი, ამერიკასა და ევროპაში ასობით არტისტია, ვისთვისაც მთავარი მუსიკა და აკუსტიკური ნაკადის მაქსიმალურად დახვეწაა.
რთ ყველაზე ბედნიერ ერად მიიჩნევა მსოფლიოში. არსად, არცერთ მუსიკაში არ არის ამხელა დოზით წარმოდგენილი სიკვდილი, როგორც ოპერასა და ბლექ მეტალში. ეს მუსიკა რეაქციაა იმ თაობის, რომელიც უზრუნველად ცხოვრობდა, ცხოვრებისეული გამოცდილება არ ჰქონდა და ერთ დღესაც სიმშვიდე ყელში ამოუვიდა. ეს სისხლითა და ხმაურით სავსე მუსიკის ისტორია დღეს უკვე ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობაა – ნორვეგიის კიდევ ერთი საჩუქარი მსოფლიოს.
და მაინც, ყველა სხვა არტისტის მიღმა ისევ დგას Mayhem; იორნ სთუბერუდს ოცდაათი წლის წინანდელ იდეებთან რელიგიის სიძულვილის გარდა თითქმის აღარაფერი აკავ შირებს, მაგრამ დღემდე მართავს კონცერტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ასობით ათასი თაყვანისმცემლისთვის დღემდე მითიური ფიგურაა; ერთხელ, როდესაც ელ სალვადორში გამართულ კონცერტზე ჟურნალისტმა ფანებს ჰკითხა, თუ როგორ სახლში ცხოვრობს იორნ სთუბერუდი მათი წარმოდგენით, ასე უპასუხეს: გამოქვაბულის მაგვარ სახლში უნდა ცხოვრობდეს, რომლის კედლებზე, ალბათ, მსხვილი სანთლები იღვენთება, გარშემო კი წყვდიადი და სისხლის სუნიაო. ვინ იფიქრებს, რომ სინამდვილეში იორნ სთუბერუდი ნორვეგიულ სოფელში, ხის სახლში ცხოვრობს, მაცივარზე მიკრული მაგნიტებით და ყვავილების ბაღით, და როცა ტურს – თავის ბლექ მეტალ თერაპიას – მორჩება ხოლმე, ერთი სული აქვს, სამშობლოში დაბრუნდეს და შვილიშვილი ინახულოს.
ჯგუფ IMMORTAL-ის ფრონტმენი „აბატი“ ნორვეგიის დროშით ხელში. პიტერ ბესტეს ფოტო
1980-იან წლებში Mayhem-ის წევრები თავიანთ მუსიკას ოპერას ადარებდნენ, როგორც ოპერის მოსასმენად გჭირდება მზადყოფნა, ისე გჭირდება ბლექ მეტალისთვისაცო. არის ამაში სიმართლე. მათი მუსიკა პირქუში, ამაღელვებელი და ჟრუანტელის მომგვრელია. მან უამრავი ქარტეხილი გამოიარა იმ ერის ისტორიასა და ცნობიერებაში, რომელიც ერთ-ე-
123 VOYAGER 13/2018
ამბავი
დაგნი იუელ
Madonna, 1894 by Edvard Munch
ვერა ზარკოვსკა
ტფილისი 23 მაისი, 1901. ოთხშაბათი, ნაშუადღევი. მზეა. ცხელა. სატივედან მდინარეზე დაშვებული ტივები მტკვარმა მადათოვის კუნძულთან, ერთმალიანი ხიდის ქვეშ მოაქუჩა. გაღმა ნაპირიდან წყლის წისქვილების რიტმული დგაფადგუფი ისმის. ალექსანდრეს ბაღის ქვედა მხრიდან კონკა ვიწრო ქუჩაზე
უხვევს წკარუნით და მიხეილის ხიდის გავლით ვორონცოვის მოედნისკენ ეშვება. ღია ვაგონში ადვილად ჩანს თავისუფალი ადგილები, მაგრამ ვიღაც ფორმიანი მაინც უკანა ასასვლელ კიბეზე დგას – რკინის სახელურს მოჭიდებული. ქუჩის ორივე მხარეს სასტუმროებია. მარჯვნივ, №21 – ცნობილი „ლონდონი“ – „Hôtel de Londres“. მას გერმანელი ქვრივი – ფრაუ კატარინა რიხტერი ინახავს. როგორც ყოველთვის, 28 ნომრიდან 28-ვე შევსებულია, მომსახურე პერსონალი სამ ევროპულ ენაზე თავისუფლად საუბრობს და საღამოობით, დიდი სასადილო ოთახიდან ფორტეპიანოს ხმა გამოდის.
124 VOYAGER 13/2018
მარცხნივ, მირზოევების სახლში „გრანდ ოტელია“. რამდენიმე წლის წინანდელი მაღალი კლასის სასტუმრო ახლა „მებლირებულ“ ოთახებში გადის. ჩრდილოეთის ვიწრო, ხუთსართულიანი ფასადი მადათოვის კუნძულს გაჰყურებს. შენობის ეს ნაწილი პირდაპირ მდინარეში დგას. ზედა სართულების აივნებიდან კუნძულიც კარგად მოჩანს და მთელი მარცხენა სანაპიროც. აქ, „გრანდ ოტელის“ №4-ე ოთახში, ახალგაზრდა ქალი, 5 წლის ვაჟთან ერთად, მეთერთმეტე დღეა ცხოვრობს. ახლა, ნასადილევს, მიწო ლილა და თვლემს. გვერდით, მეხუთე ნომრიდან, მისი თანმხლები ახალგაზრდა მამაკაცი გამოდის, ქალის ოთახში დაუკაკუნებლად შედის, ბავშვი ხელჩაკიდებული გარეთ გაჰყავს, დერეფანში კოცნის და თავის ნომერში, ნაცნობთან ტოვებს. თვითონ ქალის ოთახში ბრუნდება და კარს შიგნიდან კეტავს. აუჩქარებლად მოძრაობს, თითქოს ყველაფერი წინდაწინ აქვს გათვლილი, არც აღელვება ეტყობა, არც ორჭოფობა. მაგიდაზე რამდენიმე დაბეჭდილ კონვერტს დებს და ქალისკენ ტრიალდება, დატენილ პისტოლეტს ახლო მანძილიდან კეფაში უმიზნებს, ერთი გასროლით კლავს და მერე იმავე იარაღიდან იკლავს თავს.
ბატონთან და მის 5-იოდე წლის ვაჟთან ერთად დაბრუნდა. ქალბატონი, რომელიც ემერიკმა თავის დად გაასაღა და თავისი ნომრის გვერდით დააბინავა ისე, რომ არავითარი დოკუმენტი არ წარუდგენია, ნორვეგიაში დაბადებული დაგნი პრჟიბიშევსკაია აღმოჩნდა – მწერლის ცოლი. მათთვის საბედისწერო დღეს, ქალის ოთახიდან ერთმანეთის მიყოლებით ორი გასროლის ხმა გაისმა. მას მერე, რაც კარი შეამტვრიეს, ოთახში შესულ პოლიციელებს შემდეგი სურათი დახვდა: საწოლში, სისხლის გუბეში იწვა მკვლელობის მსხვერპლი – დაგნი პრჟიბიშევსკაია... ის ჩაცმული იყო. საწოლის გვერდით ხალიჩაზე იწვა ემერიკი და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა ... იქვე დატოვებულ წერილში, ემერიკი აღიარებს, რომ მოკლა ცნობილი პოლონელი მწერლის ცოლი დაგნი პრჟიბიშევსკაია და თავისთვისაც მოისწრაფა სიცოცხლე. ითხოვს, არ ჩაეძიონ მიზეზებს და არც არავინ დაადანაშაულონ. ამასთან – არ გახსნან მოკლულის ქმრისადმი განკუთვნილი და სხვა წერილები, არამედ გადააგზავნონ ისინი დანიშნულებისამებრ. ორივე ცხედარი გადაგზავნილია მიხეილის საავადმყოფოს ანატომიურ თეატრში, – წერია გაზეთ „Кавказъ“-ში.
27 მაისს გაზეთმა „ივერიამ“ მოკლედ დაწერა: „ვარშავის გუბერნიის მცხოვრები ვლ. ავგ. ემერიკი (ცნობილის შავის ქვის მწარმოებლის შვილი) და პოლონელ მწერლის ცოლი დაგნა პრჟიბიშევსკისა 23 მაისს „გრანდ-ოტელის“ სას ტუმროში ნახეს მოკლულნი“.
ემერიკის სიკვდილისწინა სურვილი – მისი წერილები ადრესატებისთვის გაუხსნელად გადაეცათ, არ შესრულდა. ზუსტად ისე, როგორც არ გამართლდა იმედი, რომ წერი ლები ყველა კითხვას პასუხს გასცემდა. ზედმიწევნით გასაგები მხოლოდ ვინმე მელჩავსკისთვის – ემერიკის თბილისელი მეგობრისადმი განკუთვნილი ბარათი გამოდგა. როგორც ჩანს, მელჩავსკის დაუტოვა ემერიკმა ბავშვი მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე. წერილშიც სთხოვს, მიხედოს და მამას დააკავშიროს პოლონეთში.
ორი დღით ადრე გამოსული რუსულენოვანი გაზეთი „Кавказъ“ ამბავს უფრო დაწვრილებით ჰყვება – 23 მაისს „გრანდ ოტელის“ ნომრებში შემდეგი დრამა გათამაშდაო: სასტუმ როში დიდი ხნის წინ დაბინავდა ვარშავის გუბერნიის აზნაური ვლადისლავ ავგუსტის ძე ემერიკი. ერთი თვის წინ ის ვარშავაში გაემგზავრა, საიდანაც ორი კვირაა, რაც ქალ-
ემერიკის მეორე წერილი დაგნის მცირეწლოვან ეკუთვნოდა, რომელიც 24 წლის ასაკში უნდა გაეხსნა:
125 VOYAGER 13/2018
ვაჟს
ამბავი
ნახეთ მუნკის „ეჭვიანობა“ – დახატული დაგნის გათხოვების მერე – სიღრმეში გამოსახული წყვილით და წინა პლანზე მამაკაცის პორტრეტით, რომელშიც პშიბიშევსკი ძალზედ ადვილი ამოსაცნობია
„ძვირფასო ზენონ! მე შენ დედას გართმევ და არ ვიცი, რას გიმზადებს ცხოვრება. როგორი იქნები, როგორი წარმოდგენა გექნება მასზე. უცნაურ აზრებს, რომლებსაც დედაზე გაიგებ, უკვე არსებული ლიტერატურული წყაროებიდან, ალბათ ნაკლებად უნდა ერწმუნო. დედაშენი ძალზე არამიწიერი იყო. ის იყო წმინდანი, თან დედოფლური სიკეთით სავსე, მისთვის ყველაფერი იყავი. პირველი დედოფალი და განუმეორებელი არსება მხოლოდ შენ გემორჩილებოდა და მიაჩნდა, რომ მისი ცხოვრების გამართლება მხოლოდ შენ იყავი.
დამწყევლი და ეს იქნება ჩემი უბედურება. სტას, მე მას ვკლავ და ასე უმჯობესია მისთვის. ოო, ნეტა შეგეძლოს, არ დამწყევლო! შენი ვლადისლავი, ტფილისი, 21 მაისი, 1901 წელი“.
მაგრამ მას გართმევ, გაყენებ საშინელ, განუზომელ ბოროტებას. იქნებ ამან ცხოვრება დაგინგრიოს... მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო...“
ნორვეგიელმა დაგნიმ და პოლონელმა სტანისლავმა ერთმანეთი ბერლინში გაიცნეს და 1893 წელს იქორწინეს. მანამდე: ცნობილი ექიმის ოჯახში გაზრდილი დაგნი, არისტოკრატული გვარით – იუელი, 19 წლის ასაკში ოჯახს და ნორვეგიის პატარ ქალაქ კონგსვინგერს ტოვებს და მუსიკალური განათლების მისაღებად ოსლოში მიემგზავრება. მოგვიანებით, უკვე ბერლინის კონსერვატორიაში სწავლისას, ის ამ ქალაქის შემოქმედებითი ბოჰემის ცენტრშია ან იქნებ თვითონაა ბოჰემის ცენტრი. მისი ნახვა ყოველთვის შესაძლებელია მოცუცქნულ ტრაქტირ Zum schwarzen Ferkel-ში (შავი გოჭი), რომელიც XIX საუკუნის 90-იან წლებში უპირატესად სკანდინავიელი მწერლების, პოეტების და მხატვრების შეკრების, ლოთობის, დროსტარების, გართობის, ხელოვნებასა და ფილოსოფიაზე დაუსრულებელი საუბრების ადგილია.
ძნელი წარმოსადგენია, რას გრძნობს არა მარტო სრულიად უცხო, არამედ უცხოენოვან გარემოში, ოჯახისგან შორს, ბედის და შემთხვევითი ადამიანის ანაბარა დარჩენილი 6 წლის ბავშვი, რომელიც დედის მკვლელობას შეესწრო და რომელიც ყველაფრის გასამართლებლად 18 წლის შემდეგ ამ ბოდვას კითხულობს. მესამე წერილი, რომელმაც ეჭვები არათუ გააქარწყლა, არამედ ახალი ეჭვების საბაბად იქცა, დაგნის ქმრის – პოლონელი მწერლის – სტანისლავ პშიბიშევსკისათვის იყო მიწერილი: „პატივცემულო ბატონო სტანისლავ პშიბიშევსკი, ძვირფასო სტას! რა უნდა გითხრა. ძალზე ცოტა. მე გავაკეთე ის, რაც შენ უნდა გაგეკეთებინა. მან ყველაფერი იცოდა... მერე დედობამ სძლია... ძალზე უყვარს ზენონი. ამგვარად, უნდა გადამედო ყველაფერი და ვკლავ იმ მომენტში, როცა ყველაზე ნაკლებად მოელის, როცა შენ უყვარდი და უყვარხარ. იცოდე, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ შენ უყვარდი. მე შენ პატივს გცემ, გაღმერთებ და მიყვარხარ, მაგრამ ვიცი, რომ
ამ პატაკივით წერილმა, რომელიც თითქოს რაღაც წინა პირობას, წინაისტორიას გულისხმობს, ზოგიერთებს ეჭვი გაუჩინა, რომ პშიბიშევსკი ცოლის მკვლელობაში არც ისეთი უცოდველი იყო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა.
ამბობენ, რომ კაფანდარა დაგნის უღმერთოდ ბევრი აბსენტის დალევა შეეძლო. ის ლამაზი იყო, გადამდები სიცილით და ცოტა ბრტყელი მკერდით. შესანიშნავად უკრავდა და განსაკუთრებით მომნუსხველი იყო ცეკვისას. უკომპრომისო და თამამი, პრაქტიკულად არ ცნობდა აკრძალვებს. და მწერალ ზურაბ ქარუმიძის თქმით, წერდა იმას, რასაც მაშინდელი ქალები ჯერ არ წერდნენ: სიმბოლისტურ ლექსებს, პიესებს, პროზას. თარგმნიდა – დაგნი იუელი იმ თაობის ქალების წარმომადგენელია, რომლებმაც ემანსიპაცია დაიწყეს ხელოვნებაში.
126 VOYAGER 13/2018
მის სასიყვარულო თავგადასავლებსაც ბევრი გამომძიებელი ჰყავს. ზოგი მიიჩნევს, რომ დაგნის თავბრუდამხვევი რომანი ჰქონდა ედვარდ მუნკთან და ბერლინშიც მის გამო ჩავიდა. დაგნი ნორვეგიელი მხატვრის არაერთ ტილოზეა გამოსახული და საყოველთაოდ მიღებულია, რომ სწორედ ისაა მხატვრის ცნობილი მადონას პროტოტიპიც. თუმცა მათი მიმოწერის გაცნობისას, ძნელად დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ მხურვალე საყვარლების წერილებს კითხულობთ. მეორე მხრივ კი, ნახეთ მუნკის „ეჭვიანობა“ – დახატული დაგნის გათხოვების მერე – სიღრმეში გამოსახული წყვილით და წინა პლანზე მამაკაცის პორტრეტით, რომელშიც პშიბი შევსკი ძალზედ ადვილი ამოსაცნობია. დაგნის საყვარლობას მიაწერენ ავგუსტ სტრინდბერგსაც. პირად მიმოწერაში შვედი დრამატურგი თავად ირწმუნება, რომ საცოლის არყოფნისას სამი კვირის განმავლობაში დაგნი იუელი მისი საყვარელი იყო. სხვა ვერსიით, შეყვარებულ სტრინდბერგს, რომელიც იუელს ანტიკური საბერძნეთის ყველაზე ჭკვიან, გამჭრიახ და ლამაზ ჰეტერა ასპისიას ადარებდა, დაგნიმ ცოლობაზე უარი განუცხადა და დასცინა კიდეც ასაკის გამო. სტანისლავ პშიბიშევსკიმ – იშვიათად სკანდალურმა და უც ნაური ფილოსოფიური იდეებით შეპყრობილმა პოლონელმა მწერალმა, დაგნი პირველად „შავ გოჭში“ ნახა. მალე ორი შვილი და ფეხმძიმე ცოლი მიატოვა და მასზე იქორწინა. დაგნი ქმარს მოფერებით „სტახუს“ ეძახის და მისგან ორ შვილს აჩენს. ოჯახი ჯერ ნორვეგიაში დაგნის მშობლებთან ცხოვრობს, მოგვიანებით პოლონეთში – კრაკოვსა და ვარშავაში. პშიბიშევსკის პოპულარობა იზრდება – ის მოგზაურობს და ლექციებს კითხულობს ხელოვნებასა და ლიტერატურაზე. დაგნიც მიემგზავრება ევროპაში – პოლონელ პოეტ ვინსენტ ბრზოზოვსკისთან ერთად, მას შემდეგ, რაც იგებს, რომ მის საყვარელ „სტახუს“ მეგობრის – პოეტ იან კასპაროვიჩის ცოლთან – იადვიგასთან გაუჩაღებია რომანი. დაგნის რევანშისტულმა საქციელმა ნორვეგიაში მისი ოჯახის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მოგვიანებით წყვილი ურთიერთობის გამოსწორებას ცდილობს და სწორედ მაშინ იღებენ ემერიკისგან კავკასიაში სამოგზაუროდ წასვლის მიწვევას. ამბობენ, სადგურზე, სადღაც უცნობ ქვეყანაში, აზიისა და ევროპის გასაყარზე გასამგზავრებლად მისულმა პშიბიშევსკიმ საქმე მოიმიზეზა და პატარა ქალიშვილ ივასთან ერთად დარჩა. ცოლის საბუთები დაიტოვა და დაგნის, რომელიც 5 წლის ზენონთან ერთად ემერიკს გააყოლა, დაჰპირდა, რომ ერთ კვირაში ტფილისში ნახავდა. იმ 11 დღის განმავლობაში, რაც „გრანდ ოტელში“ დაჰყო, დაგნიმ რამდენჯერმე მისწერა ქმარს და უკან გასამგზავ რებლად საბუთების გაგზავნა სთხოვა. პშიბიშევსკის არ ეცალა – ორ საყვარელს შორის იხლი ჩებოდა. მერე ის დღე იყო, დაგნი ნასადილევს რომ თვლემდა მისთვის სრულიად უცხო ქალაქის, ტფილისის სასტუმრო „გრანდ ოტელის“ №4-ე ოთახში, სადაც 5-6 წლის ვაჟთან ერთად, თერთმეტი დღით ადრე დასახლდა.
THE WOMEN'S MUSEUM დაგნი იუელი თითქოს ნახევრად მითია. დღეს მის ბიოგრაფებსაც უჭირთ, რეალური ამბები მისი შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი ადამიანების ფანტაზიისგან გამიჯნონ. თუმცა ყველაზე ნამდვილი დაგნის შესახებ – ანუ მისი შემოქმედება – ჩანაწერები, ლექსები, პიესები, დიდხანს იყო მივიწყებული ნორვეგიაშიც და პოლონეთშიც. სტატიების გამოქვეყნება დაგნი იუელის შესახებ 1960-იანი წლებიდან დაიწყეს, რასაც სამი ბიოგრაფიული წიგნი მოჰყვა. ნორვეგიაში დაგნი იუელი ახლა უკვე ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლოა. ქალაქ კონგსვინგერში, მის საგვარეულო სახლში გახსნილი ქალთა მუზეუმიც ამის დასტურია. ვილა Rolighed – ცნობილი ექიმი ჰანს ლემიხ იუელი, მეუღლესა და ოთხ ქალიშვილთან ერთად, აქ 1875 წელს დასახლდა. 2001 წლიდან, დაგნის გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ კი, დები იუელების ყოფილ საძინებელ ოთახში მუდმივმოქმედი ექსპოზიცია „ქალი ბერლინში“ მოეწყო. დაგნი იუელის შესახებ ლიტერატურა ინახება მუზეუმის ბიბლიოთეკის სპეციალურ სექციაში. მუზეუმთან არსებულ მაღაზიაში სრულადაა წარმოდგენილი დაგნის ლიტერატურული მემკვიდრეობა ნორვეგიულ ენაზე. მუზეუმთან არსებული კაფე გთავაზობთ ოჯახის ნამ ცხვრებს და გემრიელ სუპებს. თავად შეგიძლიათ აირჩიოთ, სად გსურთ წახემსება: ლურჯ სამზარეულოში, სასადილოში თუ ვერანდაზე. კაფეს გვერდით გასართობი ოთახია პატარა ვიზიტორებისთვის.
127 VOYAGER 13/2018
Løkkegata 35, 2213 Kongsvinger kvinnemuseet.no/en