Corporate Magazine_II edition of 2014

Page 1



სარჩევი SOLO – თეატრალური ფესტივალის გენერალური პარტნიორი 25 ივნისი – მეზღვაურთა საერთაშორისო დღე „საქართველოს ბანკი“ რეგიონებში, დავით ბერიძე, ბათუმის 33-ე სერვისცენტრის მენეჯერი „საქართველოს ბანკი“ რეგიონებში, შორენა გრიშიკაშვილი, თელავის 102-ე სერვისცენტრის მენეჯერი ინტერვიუ ილია თამარაშვილთან ია ლობჟანიძე სამსახურს გარეთ... ნესტან მიქელაძე სამსახურს გარეთ... ინტერვიუ მაკა ეკიზაშვილთან ირმა ხარაზი სტუმრად რუბრიკა „პროფილში“ ბლიცინტერვიუ მერაბ ახვლედიანთან „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“ 13 პროექტი შეზღუდული შესაძლებლობებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ინტერვიუ საშა ტერნესთან... ინტერვიუ დავით ბირმანთან ლეო ანთაძის მონოსპექტაკლი ინტერვიუ არჩილ გაჩეჩილაძესთან ნდობის მოპოვების შვიდი გზა ინტერვიუ ირაკლი ბურდილაძესთან

4 6 11 12 16 24 28 32 38 40 42 52 54 60 62 66 68


4


SOLO – თეატრალური ფესტივალის გენერალური პარტნიორი „საქართველოს ბანკის“ SOLO მომსახურება უკვე მესამე წელია თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გენერალური პარტნიორია. 3 ივლისს ბანკის სათავო ოფისში ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

SOLO-სთვის დიდი პატივია მხარი დაუჭიროს ამ უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენას საქართველოში, SOLO მომხმარებლები კი შეძლებენ ყველაზე შთამბეჭდავი თეატრალური სანახაობის მონაწილეები გახდნენ. თეატრალური ფესტივალი სიურპრიზს ჰპირდება:

ჩვენს

მომხმარებლებს

უამრავ

- უპირატესი დაჯავშნის უფლებას; - ფესტივალის ბილეთებსა და აბონემენტებზე ფასდაკლებას; - ასევე პერსონალური გიდის კონსულტაციას სპექტაკლების შესახებ.

WWW.TBILISIINTERNATIONAL.COM

5


25 ივნისი 6

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე


25 ივნისს ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება, რომლის გენერალური სპონსორი გახლდათ „საქართველოს ბანკი“ და პერსონალური საბანკო მომსახურება SOLO. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საზეიმო აღლუმი. ახალგაზრდა მეზღვაურების მსვლელობა საზღვაო აკადემიის ტერიტორიიდან დაიწყო და დასრულდა ღონისძიებით, სადაც ღირსების ორდენით დაჯილდოვდა 3 დამსახურებული მეზღვაური. „საქართველოს ბანკმა” და SOLO მომსახურებამ აღლუმზე დააჯილდოვა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი კაპიტანი მამუკა ახალაძე – ევროკავშირის მიერ მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარების დაბრუნებასთან დაკავშირებით და ქართული დროშის იმიჯის ამაღლებისათვის. დღის ბოლოს სასტუმრო „რადისონში“ გაიმართა მიღება, სადაც ბანკის SOLO მომსახურებამ დააჯილდოვა სამი გამორჩეული კაპიტანი: თენგიზ გადილია (ბათუმი), ვახტანგ თავბერიძე (ფოთი), ნიკოლოზ ოვჩარენკო (ყულევი) – საქართველოს ნავსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. ბანკის მხარდაჭერით ბათუმის ბულვარში ნიაზ დიასამიძის კონცერტიც გაიმართა!

7


15 ივნისი

8

საქართველოს ბანკის SOLO მომსახურებამ ბავშვთა დაცვის დღე ღონისძიებით აღნიშნა


15 ივნისს „საქართველოს ბანკის“ SOLO მომსახურებამ თავისი მომხმარებლების შვილებისთვის საბავშვო ღონისძიებას უმასპინძლა – “SOLO რიოს სამყაროში“. ღონისძიება გაიმართა მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ და მოწვეული იყო 800-ზე მეტი სტუმარი. „მუზის“ შესასვლელში ბავშვებს დახვდათ „რიოს“ უზარმაზარი ჭიშკარი, საიდანაც ისინი „რიოს სამყაროში“ შედიოდნენ. ბავშვებს გადაეცათ „რიოს“ გვირგვინები, რომლებიც ღონისძიების განმავლობაში თავზე ეკეთათ. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო „მხიარული სტარტების“ გასართობი სადგურები, ბატუტები, მინიფეხბურთის მოედანი და ფურშეტი. ბავშვებს დაურიგდათ კომპანია „ლიდერის“ უგემრიელესი ნაყინები და SOLO-ს ბუშტები. ღონისძიების ბოლოს კი გაიმართა გრანდიოზული გათამაშება, სადაც გათამაშდა უამრავი პრიზი როგორც ბავშვებისთვის, ისე მთელი ოჯახისთვის. პირველმა ორმა გამარჯვებულმა მოიგო ფერადი თუთიყუშები. 9


„საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სისხლის უანგარო დონაციის აქციაში 2014 წლის 21 თებერვალს „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ჩატარდა სისხლის უანგარო დონაციის აქცია – „მე დავეხმარე“. აქცია ბანკის სათავო ოფისში გაიმართა და უანგარო დონაციის მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა – სისხლი 55-მა ადამიანმა გაიღო, რითაც მათ წვლილი შეიტანეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასა და ტკივილის შემსუბუქებაში. „საქართველოს ბანკი“ მომავალშიც გეგმავს სისხლის უანგარო დონაციის აქციის ორგანიზებას.

10


„საქართველოს ბანკი“ რეგიონებში დავით ბერიძე ბათუმის 33-ე სერვისცენტრის მენეჯერი

რეგიონალურ ოფისში მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ალბათ იცნობთ თქვენს ბევრ მომხმარებელს. რამდენად რთულია თქვენთვის ნაცნობ მომხმარებლებთან დაიცვათ სერვისპლუსის პრინციპები? „საქართველოს ბანკი“ აჭარაში პირველ ადგილზეა როგორც იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტებით, ისე გაცემული სესხებით, აქედან გამომდინარე, მომხმარებლებიც ბევრი გვყავს. ნაცნობობა და ნდობა ბიზნესში – ეს არის პრივილეგია, რომელიც გვიმარტივებს ურთიერთობასა და გადაწყვეტილების მიღებას. ბანკში მოდის მომხმარებელი, რომელსაც სჭირდება გარკვეული სერვისი. ჩემი, როგორც მენეჯერის, ფუნქცია ის არის, რომ მომხმარებელმა მიიღოს მაქსიმალური კომფორტი, რაშიც სიტუაციიდან გამომდინარე, „საქართველოს ბანკის“ ყველა თანამშრომელია ჩართული. რაც შეეხება სერვისპლუსს, ეს ის პრინციპებია, რომლებიც არა მარტო ბიზნესურთიერთობაშია საჭირო, მათი დაცვა მომხმარებელთა ნაცნობობაზე არ არის დამოკიდებული, ეს უკვე ჩვენი ცხოვრების წესია. თავაზიანობა, მათზე ზრუნვა, დახმარების გაწევა – ესაა სერვისი, ესაა ხარისხიანი მომსახურება! რით განსხვავდება თქვენი სერვისცენტრი თბილისში ან სხვა დიდ ქალაქებში არსებული სერვისცენტრებისგან? ბათუმის რეგიონალური სერვისცენტრი უნივერსალურია, აქ მომხმარებელი იღებს ყველა სახის მომსახურებას. დამემოწმებით, სისტემა ისე არის ჩამოყალიბებული, რომ მომხმარებელს ყველა სერვისცენტრში შეუძლია მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება, ასე რომ, ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესოები... მოგვიყევით ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე თქვენს სერვისცენტრში. ყველაზე დასამახსოვრებელი დღე იყო 2008 წლის 12 დეკემბერი, როდესაც რეგიონალური სერვისცენტრი გადავიდა ახალ შენობაში. ეს არის ბათუმში ერთ-ერთი საუკეთესო შენობა, შესულია დაცულ ძეგლთა სიაში. საამაყოა, რომ ომის შემდეგ ეს იყო პირველი ყველაზე დიდი ინვესტიცია აჭარაში, რომელიც „საქართველოს ბანკმა“ განახორციელა და როგორც დრომ გვიჩვენა, დირექტორატის გადაწყვეტილება სწორი და დროული იყო.

11


შორენა გრიშიკაშვილი თელავის 102-ე სერვისცენტრის მენეჯერი რეგიონალურ ოფისში მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ალბათ იცნობთ თქვენს ბევრ მომხმარებელს. რამდენად რთულია თქვენთვის ნაცნობ მომხმარებლებთან დაიცვათ სერვისპლუსის პრინციპები?

რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, რა არის თქვენი სერვისცენტრისთვის დამახასიათებელი, ისეთი, რაც სხვაგან არ შეხვდება „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელს? რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებით სეზონზე, ბანკში შეხვდებით ტურისტებს, რომელთა ჩაცმულობა აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, გაგახალისებთ და ენერგიულ განწყობაზეც დაგაყენებთ.

თელავი პატარა ქალაქია, ამიტომ ბევრი მომხმარებელი ახლო ნაცნობია როგორც ჩემი, ისე თანამშრომლების. ასეთ შემთხვევაში საკმაოდ რთულია დაიცვა სერვისის სტანდარტები, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ სტანდარტების დაცვის გარეშე არ მოვემსახუროთ ნაცნობ მომხმარებელსაც კი. მეორე მხრივ, რაიონში ბიზნესურთიერთობებისთვის საკმაოდ კარგად მუშაობს ნაცნობობა და ეს ხშირ შემთხვევაში გვიადვილებს კიდეც მუშაობას, თუნდაც ახალი მომხმარებლების მოზიდვის თვალსაზრისით. ახალი გადასული ვიყავი მენეჯერად, როდესაც თანამშრომლებს მკაცრად მოვთხოვე სტანდარტების დაცვა, მათ შორის, ოჯახის წევრებთანაც კი, თუ ისინი სერვისცენტრში საბანკო ოპერაციების შესასრულებლად მოვიდოდნენ. გაფრთხილებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი ოპერატორი სრული სტანდარტების დაცვით მოემსახურა და დაემშვიდობა მომხმარებელს, შემდეგ კი მითხრა, რომ ის მომხმარებელი მისი მეუღლე იყო. გაოცებულმა შევხედე თანამშრომელს და სანამ რამეს ვეტყოდი, მან ღიმილით შემომხედა და მითხრა – თქვენ არ გაგვაფრთხილეთ, ოჯახის წევრებსაც კი სრული სტანდარტების დაცვით მოემსახურეთო?!. რით განსხვავდება თქვენი სერვისცენტრი თბილისში ან სხვა დიდ ქალაქებში არსებული სერვისცენტრებისგან? მაქვს სხვა სერვისცენტრებში მუშაობის გამოცდილებაც, მაგრამ ის დადებითი აურა და თანამშრომლებს შორის მეგობრული დამოკიდებულება, რაც თელავის 102-ე სერვისცენტრშია, არსად მიგრძვნია. სტუდენტი ვიყავი, „საქართველოს ბანკის“ თელავის სერვისცენტრში რომ დავიწყე მუშაობა, აქ გავიზარდე პროფესიულად და განსაკუთრებულად მიყვარს ეს სერვისცენტრი. ხშირად აღნიშნავენ მომხმარებლებიც, რომ მიუხედავად რიგებისა, მაინც ჩვენს სერვისცენტრს ანიჭებენ უპირატესობას იმ თბილი დამოკიდებულების გამო, როგორც მათ ჩვენი თანამშრომლები ხვდებიან. მოგვიყევით ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე თქვენს სერვისცენტრში. განსაკუთრებულად მახსენდება ის დღე, როდესაც 102-ე სერვისცენტრი პირველად დასახელდა საუკეთესოდ (ჩვენ უკვე 4-ჯერ დაგვასახელეს საუკეთესოთა შორის). ჯერ ი-მეილი არ მქონდა წაკითხული, რომ დაიწყო მილოცვები, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რას მილოცავდნენ. ყველას გვქონდა უდიდესი სიხარულის, სიამაყის გრძნობა.

12


გაიხსენეთ ყველაზე უცნაური თხოვნა, რომლითაც მოუმართავთ თქვენს მომხმარებლებს? მახსენდება მომხმარებელი, რომელიც შემოვიდა ჩემს ოთახში, პარკიდან ამოიღო საკმაოდ სოლიდური თანხა, დამიყარა მაგიდაზე და მითხრა: „აი შენ ფული, ატრიალე ახლა და მოგება პაპალამო“. თავიდან ვერ მივხვდი, თუ რას მთხოვდა, მაგრამ შემდეგ, როცა უფრო ვრცლად ამიხსნა, ვუთხარი, რომ მოგება მხოლოდ ანაბრიდან მიღებული სარგებელი იქნებოდა და ანაბრის ხელშეკრულებით გავგზავნეთ სახლში. დღეს ეს მომხმარებელი ჩვენი სერვისცენტრის საკმაოდ მსხვილი მეანაბრეა.

რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, რა არის თქვენი სერვისცენტრისთვის დამახასიათებელი, ისეთი, რაც სხვაგან არ შეხვდება „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელს? იუმორით მინდა ვუპასუხო ამ კითხვას: სხვა სერვისცენტრში ხომ საუკეთესო ბანკის საუკეთესო სერვისცენტრის საუკეთესო ოპერატორი ვერ მოემსახურება „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელს? უკვე 2 წელია საუკეთესო სერვისცენტრთან ერთად საუკეთესო ოპერატორსაც 102-ე სერვისცენტრიდან ასახელებენ. თქვენი სერვისცენტრი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძლიერი, გთხოვთ გაგვანდოთ თქვენი წარმატების საიდუმლო? კი, გეთანხმებით, ნამდვილად წარმატებული სერვისცენტრია, მაგრამ ამ წარმატების უკან თითოეული თანამშრომლის უდიდესი შრომა დევს. არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებთ, გარდა გუნდური მუშაობისა სერვისცენტრის საერთო მიზნის მისაღწევად. მაგალითად, მოლარეც ისევე სთავაზობს მომხმარებელს საკრედიტო ბარათს, ურეკავს სხვადასხვა პროდუქტის შეთავაზებებით, როგორც ოპერატორი და პირიქით. არასდროს ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმუმი უკვე გავაკეთეთ, ყოველთვის გვაქვს მიღწეულით დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება და ვაგრძელებთ მუშაობას უფრო მეტი მიღწევებისათვის.

13


‘ საქართველოს ბანკმა“ 14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღე აღნიშნა

14


14 ივნისი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე, „სიცოცხლის ხემ“ და ორგანიზაციამ „პირველი ნაბიჯი საქართველო“ განსაკუთრებულად აღნიშნეს. „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისის ტერიტორიაზე გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ დღის ცენტრის აღსაზრდელები, 198-ე სკოლის მოსწავლეები და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლების შვილები, შეზღუდული შესაძლებლობების ნიჭიერი კონკურსის მონაწილეები და ბავშვები სხვადასხვა ცენტრიდან... „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ და „სიცოცხლის ხე“ დიდ მადლობას უხდის თანამშრომლებს, რომლებიც მოხალისეების სტატუსით მონაწილეობდნენ ღონისძიების ორგანიზებაში.

15


16


ინტერვიუ

ილია თამარაშვილთან „საქართველოს ბანკის“ ტრენინგების დეპარტამენტის დირექტორი

როდის დაიწყეთ „საქართველოს ბანკში“ მუშაობა და რა გზა გამოიარეთ იმ პოზიციამდე, რასაც ამჟამად იკავებთ? „საქართველოს ბანკში“ პირველად 2005 წელს მოვედი, როგორც EBRD-ს კონსულტანტი. თავდაპირველად დაკრედიტების განვითარებაზე კონსულტაციას ვუწევდით მიკროდაკრედიტების დეპარტამენტს, წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ გადმოვედი „საქართველოს ბანკში“ და გავხდი მიკროდაკრედიტე-ბის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. გაყიდვებში მუშაობისას დირექტორის მოადგილეობამდე აბსოლუტურად ყველა რგოლის პოზიციას ვიკავებდი, დაწყებული გარეგაყიდვების ოფიცრობიდან. 2009 წელს შემომთავაზეს „საქართველოს ბანკის“ ტრენინგების დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია. ამ წინადადების მიზეზი იყოს ის, რომ კარგად ვიცნობდი გაყიდვების მიმართულებასა და ბანკის სტრუქტურას, ამასთანავე, EBRDში მუშაობის პერიოდში ხშირად მქონდა ტრენინგებთან შეხება, თანაც ჩემთვის ეს დაწინაურების პერსპექტივაც იყო და სიამოვნებით დავთანხმდი. უკვე 5 წელია, რაც ამ პოზიციას ვიკავებ. დეპარტამენტი შეიქმნა 2 ტრენინგსამსახურის საფუძველზე, აქედან ერთი იყო არასაკრედიტო პროდუქტების, ხოლო მეორე – იპოთეკური დაკრედიტების, რომელთა ბაზაზეც ჩამოყალიბდა ჩვენი მიმართულება. დამხვდა პროფესიონალებითა და დადებითი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელთან ერთადაც როგორც საქმის კეთება, ისე ყოველდღიური ურთიერთობა სასიამოვნო და საინტერესოა. ამ გუნდის შექმნისთვის ჩემს წინამორბედებს, ირინა ქვათაძესა და მერაბ ახვლედიანს, გადავუხდი დიდ მადლობას. ასევე, როგორც ამ სამსახურების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ისე, ზოგადად, ბანკში ტრენინგების განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი და შეაქვს ელენე ჯიმშელეიშვილს, HR-ის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, რომელთან მჭიდრო და პროდუქტიულ თანამშრომლობას აქტიურად ვაგრძელებთ. ყოველდღიურად ელენე და მისი საკურატორო სამსახური აქტიურ მხარდაჭერას გვიწევს საერთო წარმატების მისაღწევად. ტრენინგების დეპარტამენტის შექმნის მიზანი იყო მეტად ფოკუსირებულად მომხდარიყო ბანკში ტრენინგების განვითარება, რაც საბოლოოდ არა მხოლოდ ბანკის 2 დეპარტამენტს გაუწევდა მხარდაჭერას, არამედ ხელმისაწვდომი იქნებოდა ბანკის ყველა მიმართულების დეპარტამენტებისთვის და ასეც არის დღეს. ჩვენ თავდაპირველად მოვიცავით საცალო საბანკო მიმართულების დეპარტამენტები, თუმცა შემდეგ დავფარეთ სრულიად ბანკი როგორც კორპორაციული დაკრედიტების, ასევე დაგროვილი ქონების მართვის, HR-ის, უსაფრთხოების, საკრედიტო რისკებისა და იურიდიული მიმართულებების სხვა მრავალი დეპარტამენტი. გავიხსენებ, ბოლო მასშტაბური ტრენინგების შესახებ, როდესაც უსაფრთხოების მიმართულების თხოვნით, 3 თვეში 3 100-მდე თანამშრომელს ჩავუტარეთ ტრენინგი უსაფრთხოების განახლებული პოლიტიკის თემაზე. ეს ნამდვილად საინტერესო გამოწვევა იყო... უსაფრთხოების მიმართულების კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩემმა ტრენერებმა მოამზადეს საინტერესო ტრენინგპროგრამა და წარმატებით გაართვეს ამ მოცულობის დაკვეთას თავი სხვა მიმდინარე პროექტებთან ერთად. გარდა ამისა, გამომდინარე მრავალწლიანი საქმიანობისა, ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას ჩვენი ბანკის შვილობილ კომპანიებს, როგორებიცაა: BNB, My Family Clinics. დამატებით, ჩვენ სატრენინგო მომსახურებას ვუწევთ როგორც ბანკის შვილობილი კომპანიის თანამშრომლებს, ისე ჩვენს პარტნიორებს, რომელთაც ბანკთან თანამშრომლობა აკავშირებთ.

17


ბოლო 5 წლის განმავლობაში დეპარტამენტი გაიზარდა 30%-ით და 3 თანამშრომელი დაგვემატა ე.წ. soft skill-ების, ანუ ზოგადი უნარების მიმართულებით. მანამდე, თუ არ ჩავთვლით სერვისპლუსის ტრენინგებს, ტრენინგების ძირითადი თემატიკა მოიცავდა უფრო მენეჯერული ტექნიკური ხასიათის უნარების განვითარებას, როგორებიცაა: ბანკის შიდაპროდუქტები, პროცედურები, პროგრამული უზრუნველყოფა. გვინდოდა, ჩვენი ტრენინგების სპექტრის გაღრმავება და ავიყვანეთ 2 ტრენერი ზოგადი უნარების მიმართულებით. ამასთანავე, ჩვენ უზრუნველვყოფთ გაყიდვებისა და სერვისპლუსის ტრენინგებს. ამასთანავე, მიზნად ვისახავთ დამატებით soft skill-ის სხვა მიმართულებების განვითარებას: დროისა და სტრესის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია და სხვა, რაც გაამარტივებს მუშაობას ბანკის სტრუქტურაში. ტრენინგები ჩატარდება როგორც ახალი თანამშრომლებისთვის, ისე არსებულთათვის. ძირითადად, მენეჯერმა უნდა განსაზღვროს, თუ რა ტრენინგები სჭირდებათ მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს, რაზე მორგებულ პროგრამებსაც ჩვენ შევქმნით მათი ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით.

მოსამზადებლად მათ მიერ მოწოდებული სავალდებულო თემების მიხედვით. ამას გარდა, ი-მეილით ვაცნობებთ პროდუქტებსა და პროცედურებში შესული სიახლეების შესახებ, რაც საკმაოდ ხშირი ხასიათისაა და მაგალითისთვის 2013 წლის იანვრიდან დღემდე გაგზავნილია 600-მდე საინფორმაციო ხასიათის წერილი სიახლეებსა და ცვლილებებზე. ასევე აქტიურად ვუწევთ საკონსულტაციო მხარდაჭერასაც ბანკის პროცედურებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე 200-ზე მეტი სერვისცენტრის თანამშრომელს, რომელთა სრული უმრავლესობა ჩვენი მომზადებულია, ასევე მოგვმართავენ ცალკეულ შემთხვევებში ბანკის სათავო ოფისის დეპარტამენტებიც. ხშირად ერთ-ერთი თანამშრომელი რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაზე გვწერს შესაბამის მეილჯგუფის მისამართზე და ითხოვს ჩვენგან კონსულტაციას, ჩვენ ვუწევთ კონსულტაციას, შესაბამისად კი, ერთი მხრივ, ვეხმარებით კონკრეტული შემთხვევის გადაჭრაში, ხოლო მეორე მხრივ, ვამდიდრებთ ჩვენი ტრენერების მაგალითების/Case-ების ბაზას (რაც ყოველდღიურად ხდება სერვისცენტრებში და საინტერესო და პროდუქტიული ტრენინგების ჩასატარებლად აუცილებელი პირობაა).

ჩვენს დეპარტამენტში 14 თანამშრომელია, აქედან 1 ტრენინგების დაგეგმვისა და მხარდაჭერის მენეჯერია, ხოლო 13 – ტრენერი (აქედან 8 – საოპერაციო მიმართულებით, 3 – საკრედიტო, 2 კი ზოგადი უნარების მიმართულებით მუშაობს). ერთი სიტყვით, ჩვენი დეპარტამენტი გამოხატავს ბიზნესის საჭიროებებს ეფექტურად და გასაგებად მიაწოდოს ინფორმაცია თავის თანამშრომლებს ტრენინგებისა თუ ელექტრონული საინფორმაციო მეილის ფორმით. ჩვენი ძირითადი მისიაა დავწეროთ ტრენინგპროგრამები პროდუქტის, პროცედურისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც იქნება გასაგებ ენაზე გამდიდრებული მრავალი მაგალითითა თუ სიტუაციური ანალიზით და უკვე გაანალიზებულს მივაწვდით თანამშრომელს, რათა მათ მარტივად და სწრაფად აღიქვან მიწოდებული ინფორმაცია.

ჩვენი დეპარტამენტის ერთ-ერთი მსხვილი მიმართულებაა საკვალიფიკაციო ტესტირებების მომზადება სხვადასხვა დეპარტამენტისთვის. აქ იგულისხმება წელიწადში რამდენჯერმე 20-ზე მეტი პოზიციისთვის განსხვავებული სპეციფიკის, სირთულისა და შინაარსის ტესტების მომზადება, რათა მოხდეს მათი კვალიფიკაციის შემოწმება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ განვითარების ახალ ეტაპზე გადავედით და ჩვენი ტესტები გახდა უფრო ანალიტიკური და სააზროვნო, შემოვიღეთ რა სიტუაციური და სიმულაციური

ჩვენ ვუწევთ სატრენინგო მომსახურებას როგორც არსებულ თანამშრომლებს, ერთჯერადად ახალი პროდუქტის, პროცედურისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისას, ისე ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაზე როტაციისას. მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა დეპარტამენტიდან უწყვეტი ნაკადი შემოდის ახლად შერჩეული გამოუცდელი თუ გამოცდილი კადრების

18

კითხვებიც, რომლებსაც მხოლოდ მასალის წაკითხვა-დამახსოვრებით ვერ გასცემ პასუხს, თუ მისი გაანალიზება ვერ შეძელი. წლის განმავლობაში 2 000-ზე მეტი თანამშრომელი წერს საკვალიფიკაციო ტესტირებას, აქედან უმსხვილესი დამკვეთია არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების დეპარტამენტი, რომლის თანამშრომლების რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება სხვა დეპარტამენტებს, ასევე ბოლო პერიოდში ჩაერთო სხვა დეპარტამენტებიც საკვალიფიკაციო ტესტირებების ჩატარების თვალსაზრისით, რაც მისასალმებელია. ასევე ტრენერები ერთვებიან ბანკის ახალი პროექტების დამუშავების ეტაპზევე, ვეცნობით არსებულ “draft“ მასალას, ვესწრებით სამუშაო შეხვედრებს, ვსვამთ კითხვებს, რასაც აუცილებლად დასვამს ტრენინგზე მოსული აუდიტორია და პარალელურად ვამზადებთ ტრენინგპროგრამას. ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია ტრენერების დროული და აქტიური მონაწილეობა, რასაც ყველა დეპარატმენტი ათვითცნობიერებს და მადლობას ვუხდი მათ ჩვენთან სრულფასოვანი თანამშრომლობისთვის, კერძოდ, ამ თვალსაზრისით, აქტიურად ვთანამშრომლობთ IT-სთან,პროდუქტების განვითარების დეპარტამენტთან, საოპერაციო რისკების დეპარატმენტთან და ყველა იმ ბიზნესდეპარატმენტთან, რომელსაც აღნიშნული პროექტი ეხება. მაგალითისთვის, m2-ის ობლიგაციების პროექტი, რომლის ფარგლებშიც m2-ს არ შეუძლია ობლიგაციების გაყიდვა როგორც სამშენებლო კომპანიას, მას სჭირდება ფინანსური ინსტიტუტი, ამ შემთხვევაში კი – „საქართველოს ბანკი“, რომლის მეშვეობითაც მოხდება ობლიგაციების გაყიდვა. ობლიგაციების გაყიდვის შესახებ ტრენინგების ჩატარება ჩვენ დაგვევალა, ამ შემთხვევაშიც დროულად ჩავერთეთ და მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოვახდინეთ პროგრამის


დამუშავება და მომზადება, ტრენინგები ახლაც მიმდინარეობს. წლის განმავლობაში დაახლოებით 10 000-ზე მეტი არსებული და ახლად შერჩეული მონაწილე გადის ტრენინგს, შესაძლებელია ერთმა და იმავე თანამშრომელმა რამდენჯერმე გაიაროს სხვადასხვა ტრენინგი, რაც საბოლოო ჯამში მინიმუმ 10 000 და მეტი ადამიანის ტრენინგში აისახება. მოგეხსენებათ, ჩვენი ბანკი ლიდერია და ყველაზე მეტ ინოვაციურ და საინტერესო პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებელს სხვა კონკურენტებთან შედარებით. შესაბამისად, წარმოებაში არსებული თემების, იქნება ეს პროდუქტი, პროცედურა თუ პროგრამული უზრუნველყოფა, რაოდენობა შეადგენს 400-ზე მეტ თემას. როგორ ხდება რეგიონის თანამშრომლების დატრენინგება? რაც შეეხება რეგიონებს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ბათუმსა და ქუთაისში ჩავატაროთ ტრენინგები. ტრენერები ადგილზე ჩადიან, ბათუმში გვაქვს ტრენინგებისთვის გამოყოფილი სპეციალური ოთახი, სერვისცენტრის შენობის მე-3 სართულზე, რომელიც გათვლილია და სპეციალურად აღჭურვილია შესაბამისი აპარატურითა და ავეჯით დაახლოებით 30 ადამიანზე. ბათუმის სატრენინგო ოთახში განთავსებულია კომპიუტერები, ხოლო იმ რეგიონებში, სადაც არ გვაქვს ტრენინგისთვის განკუთვნილი შესაბამისად აღჭურვილი ოთახი, ჩვენივე ლეპტოპებითა და პროექტორებით ჩავდივართ და ვატარებთ ტრენინგებს სერვისცენტრის ფოიეში, მაგალითად, ბოლოს ჩავატარეთ თელავში, ფოთსა და ახალციხეში. ამ შემთხვევაში იზოგება თანამშრომლების დრო და ჩვენი ბანკის ფინანსები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ ბიზნესდეპარტამენტების საჭიროებებს და მათი საქმიანობის მინიმალური შეფერხებით უზრუნველვყოთ თანამშრომლების დატრენინგება.

გამარტივდა თუ არა სასწავლო პროცესი მას შემდეგ, რაც „საქართველოს ბანკის“ ტრენინგცენტრები გაერთიანდა „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ახალ შენობაში? პირველ რიგში, სასწავლო პროცესი გამარტივდა, რადგან მანამდე ჩვენს თანამშრომლებს ტრენინგები ხან ერთ, ხანაც მეორე ტრენინგცენტრში უტარდებოდათ, ახლა ტრენინგებისთვის განკუთვნილი ადგილი მოექცა ერთ სივრცეში, რამაც თავისთავად პროცესი გაამარტივა. ჩვენს ტრენინგცენტრებში ყველა პირობა იყო შექმნილი ტრენინგის სრულფასოვნად ჩატარებისთვის, თუმცა უნივერსიტეტის ახალი გარემო გაცილებით საქმიანია, სივრცე კარგადაა განაწილებული, ამავდროულად საოფისე და საქმიანი განწყობა იგრძნობა უნივერსიტეტში, რაც კარგია სასწავლო პროცესისთვის. ჩვენს ყოფილ ტრენინგცენტრებში უფრო სახლის სიმყუდროვე იყო, რაც ამჟამად სრულად შეიცვალა საქმიანი გარემოთი. მეორე მხრივ, ჩემი დეპარტამენტის 3 სამსახური 2 სხვადასხვა შენობაში იყო განთავსებული და გარკვეულ სიტუაციებში ქმნიდა სამუშაო შეხვედრებისა თუ პროცესის წარმართვისას შეფერხებებს, დღეს, როდესაც ერთ შენობაში ვართ, უფრო აქტიურია ჩვენი კომუნიკაცია და მეტად მეძლევა მეც და ჩემს თანამშრომლებსაც სხვადასხვა სიტუაციაში აზრების გაზიარებისა და სხვადასხვა საინტერესო შეხვედრის მოწყობის შესაძლებლობა. ასევე 1 ტრენინგცენტრში მჯდომ ტრენერს აღარ უწევს სამუშაო პროცესიდან მოწყვეტა და მეორე შენობაში ტრენინგის ჩასატარებლად გადაადგილება. დღეს ეს ყველაფერი მოგვარებულია და გვაქვს ყველა პირობა, რომ კიდევ უფრო მეტი შედეგები ვაჩვენოთ. როგორია ჩვენი თანამშრომლების აზრი „საქართველოს ბანკის“ უნივერსიტეტის შესახებ? გამოხატავენ თუ არა კმაყოფილებას ახალ გარემოსთან მიმართებით? უნივერსიტეტში საქმიანი და საოფისე გარემოა, გუნდური მუშაობაც გაცილებით მარტივი და პროდუქტიულია... ერთ შენობაში მუშაობა ასევე ხელს უწყობს ჩვენი ტრენერების, ყველა მათგანის ურთიერთობას, ამასთანავე სხვადასხვა ტრენინგის შემდეგ ვიკრიბებით და ვსაუბრობთ იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელსაც გვიზიარებენ ტრენინგის მონაწილე თანამშრომლები. უნივერსიტეტის შენობა ძალიან კარგი ადგილია ტრენინგების დეპარტამენტის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენი ტრენერები ასევე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადიან ე.წ. TOT-ის (trainings of trainers – ტრენერთა ტრენინგებს), მათ შორის, ერთ-ერთ ღირებულ ტრენინგს გამოვარჩევდი, რომელიც ბოლო პერიოდში ჩემმა ტრენერებმა გაიარეს, ეს თორნიკე გურულის მიერ ჩატარებული ტრენინგი იყო. TOT-ის თემატიკა მოიცავს ტრენინგის ჩატარებისა და დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებსა და უახლეს ტენდენციებს. ამასთანავე ჩვენი ტრენერები გადიან ტრენინგს, რომელიც მოიცავს ტესტირების მომზადების პროფესიონალურ მეთოდებს, ტრენინგის ავტორი კი ია კუტალაძეა. მას აქვს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილება, იგი მრავალი ტესტირების ავტორია Naec-ში და საქართველოში ყველა პროფესიული და სასერტიფიკაციო ტესტირების მომზადების პროცესშია ჩართული. სულ რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ მსგავსი ტრენინგები, რაც ჩვენი ტრენერების მუდმივი განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა... ჩვენი ტრენინგები დროთა განმავლობაში გახდება კიდევ უფრო ინტერაქტიული, თანამედროვე მეთოდოლოგიითა და ფორმატით.

19


გაქვთ თუ არა ფორმა, რომელსაც ტრენინგის გავლის შემდეგ ავსებენ ჩვენი თანამშრომლები, კითხვარი, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ მონაწილემ დააფიქსიროს საკუთარი აზრი, კომენტარი ან შენიშვნა... ტრენინგის შეფასების ფორმა ტრენინგცენტრის დაარსებისთანავე შეიქმნა, წლებია ვიყენებთ აღნიშნულ მეთოდს, რათა მოვისმინოთ ჩვენი თანამშრომლების აზრი, შენიშვნები, განვიხილოთ მათი რეკომენდაციები... ფორმის შევსება არ არის სავალდებულო, ტრენინგის ყველა მონაწილე სურვილისამებრ ავსებს ფორმას, ყველა ტესტირებაზე მონაწილეს ეძლევა შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი აზრი როგორც ტრენინგის სხვადასხვა პარამეტრის, ისე თავად ტრენერის მიმართ. ფორმა ანონიმურია, რაც მონაწილეს აძლევს შეფასების თავისუფლებას. შემდეგ ხდება ფორმების

განხილვა ტრენერებთან და ვცდილობთ რეკომენდაციის გათვალისწინებას. ამასთანავე არსებობს ღირებული რჩევები, რომლებსაც აფიქსირებენ ჩვენი თანამშრომლები შეფასების ფორმებში და ჩვენ ეს ძალიან გვეხმარება კრიტიკული თვალით შევხედოთ ჩვენს შესრულებულ სამუშაოს. გამოვყოფ HR-ის ტრენინგებისა და პერსონალის განვითარების სამსახურის აქტიურ როლს ელენე ჯიმშელეიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის დახმარებით როგორც პროცესის ნეიტრალური მხარე, ხდება ამ შეფასებების ორგანიზება, ასევე ყველა ტესტი, როგორც საკვალიფიკაციო ტესტირების, ისე ტრენინგის შემდგომი

ტესტების ადმინისტრირება, დაორგანიზება და ჩატარება ხდება ამ სამსახურის მხრიდან, ჩვენ მათ ვაწვდით გამზადებულ ტესტებს, ხოლო ისინი უზრუნველყოფენ მათ ჩატარებას. მაგალითად, საკვალიფიკაციო ტესტირებები სხვადასხვა დეპარტამენტისთვის წელიწადში დაახლოებით 4-5 თვეს იკავებს როგორც ჩვენი მხრიდან ტესტების მომზადების, ისე ტესტირების ჩატარების თვალსაზრისით.

ილია, რა არის უშუალოდ თქვენი საქმის ყველაზე მომხიბლველი ნაწილი, რა არის ის მამოძრავებელი ძალა და ყველაზე საინტერესო რამ, რამაც ამდენი ხნის განმავლობაში შეგინარჩუნათ მოტივაცია და ენთუზიაზმი? დავიწყოთ იქიდან, რომ „საქართველოს ბანკი“ არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით და ჩემთვისაც მთავარი მამოძრავებელი ძალა მრავალი სიახლე და პროექტია. შემდეგ არის ის, რომ სასიამოვნოა მუშაობა ისეთ ძლიერ კომპანიაში, როგორიც „საქართველოს ბანკია“. ამ ორგანიზაციასთან 9-წლიანი პროფესიული ურთიერთობის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა „საქართველოს ბანკისთვის“ შემეხედა კონსულტანტის თვალით, შემდეგ კი გავმხდარიყავი მისი ნაწილი, როგორც ბიზნესდაკრედიტების მენეჯმენტის ერთერთი წარმომადგენელი, საბოლოოდ კი – ტრენინგების დეპარტამენტის დირექტორი. პირველივე დღიდან გვყავს პროფესიონალთა გუნდი, რომელთა შემადგენლობაც უცვლელია, ჩვენი საერთო მიზანი კი უკვე რამდენიმე წელია არის: ყოველდღიურად ვიზრუნოთ განვითარებაზე და არასოდეს დავკმაყოფილდეთ მიღწეულით. „საქართველოს ბანკში“ ყველა თავისი საქმის პროფესიონალია და ამ ორგანიზაციაში საქმე გაცილებით უფრო მარტივად და დროულად კეთდება, ვიდრე სხვაგან. ამასთანავე მიმაჩნია, რომ ჩემი ლოიალობა გამოწვეულია იმით, რომ ფინანსური თუ ადამიანური თვალსაზრისით დაფასებულია ჩემი შრომა. ჩემი სამუშაო დღეებიც თითქმის არასოდეს ჰგავს ერთმანეთს, ყოველი

20

დღე ახალი გამოწვევებით არის სავსე. ამჟამად ვსწავლობ CSB-სა და Grenoble Ecole De Management-ის (Dual MBA) ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე. ეს ფრანგული უნივერსიტეტი ევროპაში პირველ ოცეულშია და შესაბამისად სწავლის მაღალი ევროპული დონით გამოირჩევა. სწავლის პროცესშიც ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვეცნობი, მაქვს უნიკალური შესაძლებლობა სამსახურში დაბრუნებულმა ყოველდღიურ მუშაობაში გავუკეთო რეალიზაცია მიღებულ ცოდნას, ვფიქრობ, ჩემი დამატებითი განათლების მიღება დადებითად წაადგება როგორც ბანკის ყოველდღიურ შედეგებს, ისე ჩემს სამომავლო კარიერულ წარმატებებს... თავად გუნდში ჩემი მოსვლიდან არცერთ ადამიანს არ დაუტოვებია სამსახური. რასაც ჩემს ერთ-ერთ წარმატებად ვთვლი. ამჟამად კიდევ 3 ადამიანი დავიმატეთ... თითოეული მათგანი თავისი საქმის პროფესიონალია, გუნდურად მუშაობს და ცდილობს, რომ ყოველი დღე წინაზე პროდუქტიული იყოს... რასაკვირველია, რომ არსებობს მრავალი გამოწვევა, ბიზნესი დინამიურია და ყოველდღე გასულ დღეზე მეტ შედეგს ითხოვს, ეს სავსებით ნორმალური და ბუნებრივია. ზოგიერთ თანამშრომელს შესაძლოა გარკვეულ მომენტებში

გაუჭირდეს სათანადო ალღოს აღება ან შეექმნას გარკვეული პრობლემა რომელიმე საკითხთან დაკავშირებით, მენეჯერის როლიც სწორედ ისაა, რომ თავის თანამშრომელს სწორად დაანახოს მიზანი ყოველი ცვლილების, განვითარების, იმ საქმის საჭიროება და მნიშვნელობა, რომელიც მას აკისრია. ერთად დგომით ბოლო 5 წელია მე და ჩემმა გუნდმა მრავალ გამოწვევას გავართვით თავი, ერთმანეთის ხელშეწყობითა და ბანკის სხვა დეპარტამენტებთან ახლო თანამშრომლობით განვვითარდით და ვახერხებთ სხვადასხვა გამოწვევის გადალახვას. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ჩემს გუნდზე, საუბარია პროფესიონალებზე, მათზე, ვისაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და უამრავ საინტერესო შემთხვევასთან ჰქონიათ შეხება. ჩვენს ტრენერებს ბანკის მემატიანეებს ვუწოდებ ხოლმე, ისინი ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობენ, ჩვენი ბანკისა და მისი განვითარების ყოველი ეტაპის მონაწილენი არიან. მაგალითად, გვყავს რამდენიმე ტრენერი, რომელიც 1995 წლიდან მუშაობს ჩვენთან სხვადასხვა პოზიციაზე, დაწყებული ოპერატორიდან და დღეს 6-7 წელია ტრენერის პოზიციაზე მუშაობს, ეს ადამიანები არიან მოსიარულე გამოცდილება და ცოდნა, რომელთაც სათანადო აღიარება და დაფასება სჭირდებათ...


როგორ ხდება რეგიონის თანამშრომლების დატრენინგება? რაც შეეხება რეგიონებს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ბათუმსა და ქუთაისში ჩავატაროთ ტრენინგები. ტრენერები ადგილზე ჩადიან, ბათუმში გვაქვს ტრენინგებისთვის გამოყოფილი სპეციალური ოთახი, სერვისცენტრის შენობის მე-3 სართულზე, რომელიც გათვლილია და სპეციალურად აღჭურვილია შესაბამისი აპარატურითა და ავეჯით დაახლოებით 30 ადამიანზე. ბათუმის სატრენინგო ოთახში განთავსებულია კომპიუტერები, ხოლო იმ რეგიონებში, სადაც არ გვაქვს ტრენინგისთვის განკუთვნილი შესაბამისად აღჭურვილი ოთახი, ჩვენივე ლეპტოპებითა და პროექტორებით ჩავდივართ და ვატარებთ ტრენინგებს სერვისცენტრის ფოიეში, მაგალითად, ბოლოს ჩავატარეთ თელავში, ფოთსა და ახალციხეში. ამ შემთხვევაში იზოგება თანამშრომლების დრო და ჩვენი ბანკის ფინანსები. ჩვენ

მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ ბიზნესდეპარტამენტების საჭიროებებს და მათი საქმიანობის მინიმალური შეფერხებით უზრუნველვყოთ თანამშრომლების დატრენინგება. რა არის „საქართველოს ბანკის“ ტრენინგცენტრის განვითარების პერსპექტივა? თავდაპირველად ვგეგმავთ პროგრამების დამატებას, განსაკუთრებით ზოგადი მენეჯერული უნარების მიმართულებით. დღეს გვაქვს განვითარებული 2 მიმართულება: გაყიდვები და სერვისპლუსი. გასავითარებელია კომუნიკაციების ნაწილი, დროისა და სტრესის მენეჯმენტი. ჩვენი მიზანია, რომ გამოვიყენოთ ტრენინგის ინოვაციური მეთოდები, რაც გაცილებით უფრო პროდუქტიულს გახდის ტრენინგებს, მეტად ეფექტური იქნება, რადგანაც თავად მონაწილეები ჩაერთვებიან მაქსიმალურად და

გაცილებით ინტერაქტიული გახდება. სწავლის მეთოდები დაეფუძნება უფრო პრაქტიკულ, ვიდრე თეორიულ ნაწილს... ამ მიზნით უახლოეს თვეებში გადაიხედება ყველა არსებული ტრენინგპროგრამა. ამას გარდა, ვგეგმავთ ტესტირებების შედგენის მეთოდის დახვეწასა და გაუმჯობესებას, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასევე არის უნივერსიტეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები: ფინანსური სწავლების ცენტრი, ბიზნესინკუბატორი, სასერტიფიკატო პროგრამები. ძალიან დიდი ენთუზიაზმით ველით ამ პროექტების განვითარებას, შესაბამისად, მზად ვართ მაქსიმალური კონტრიბუციისთვის.

21


რიგით მე-6 ინტელექტუალურ თამაშში

„რა? სად? როდის?” გუნდმა „კრიფდალეულებმა” გაიმარჯვა თამაში „რა? სად ? როდის?“ 3 კვირის განმავლობაში „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონში მიმდინარეობდა. წელს გუნდების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. 31 გუნდი ძალიან დაძაბულ რეჟიმში იბრძოდა პირველობისთვის. 2 ტურის შემდეგ განულებული ანგარიშით ფინალში 18 გუნდი გადავიდა. გამარჯვებული გუნდი „კრიფდალეულები“ სრულად იყო დაკომპლექტებული საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტის, ადმინისტრირებისა და დოკუმენტირების სამსახურის თანამშრომლებისგან. დავით ბასილაიას ხელმძღვანელობით გუნდმა წელს ძალიან დასამახსოვრებელი თამაში აჩვენა და პირველი ადგილიც დაისაკუთრა, მათ ფინალში 21 ქულის მოგროვება შეძლეს.

22


23


24


ია ლობჟანიძე

სამსახურს გარეთ... პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ვარ, ყოველთვის მიტაცებდა მუშაობის სურვილი ისეთ წამყვან და წარმატებულ ბანკში, როგორიც „საქართველოს ბანკია“. მომწონდა საქმიანი, ორგანიზებული, სოციალური, მოწესრიგებული ქალის იმიჯი. ამიტომ ჩემი საქმიანობა დროებით გვერდით გადავდე და „საქართველოს ბანკში“ ვცადე საკუთარი ძალების მოსინჯვა. 2010 წლის გაზაფხულზე განახლებულ ბუნებასთან ერთად განახლებული ძალებით შევუდექი მიზნის მიღწევას და ყველა შესარჩევი ეტაპი წარმატებით გადავლახე. ამჟამად ვიკავებ მოლარე-ოპერატორის პოზიციას. ძალიან მომწონს ჩემი დღევანდელი საქმიანობა, თუმცა გაზრდის სურვილი, როგორც ყოველთვის, ახლაც მაქვს. ვფიქრობ, რომ „საქართველოს ბანკმა“ მომცა მთავარი ბიძგი წარმატებისკენ როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად ცხოვრებაში. ვისწავლე როგორ ვმართო დრო ეფექტურად, შევიძინე ხალხთან კეთილგანწყობილი ურთიერთობების დიდი გამოცდილება. დღესდღეობით ხატვა ჩემი სულიერი საზრდოა. თავისუფალ დროს ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო ამ საქმიანობას და საყვარელი ადამიანების პორტრეტებს ვხატავ. ხატვამდე დავიწყე კერვა. ვკერავდი ყველაფერს, რაც შეიძლებოდა ნაჭრისგან შეკერილიყო. შემდეგ ჩემი იდეები ნაჭრიდან ფურცელზე გადავიტანე. ხშირ შემთხვევაში პირიქით ხდება ხოლმე, მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. თანდათან მისწრაფებებიც გაიზარდა და 2002 წელს ჩავაბარე ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტზე.

პერსონალური გამოფენა არ მქონია, თუმცა მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა ჩვენებასა და გამოფენაზე. საყვარელი ფერმწერებიდან გამოვარჩევდი რენესანსის ხანის მეცნიერგამომგონებელს, მუსიკოსს, ანატომს, ინჟინერს, მოქანდაკეს – ლეონარდო და ვინჩის. ის ნამდვილი სრულყოფილებაა, როგორც მისი საოცარი ნამუშევარი „ჯოკონდა“. ასევე გამოვარჩევდი პოსტიმპრესიონისტ პოლ სეზანს, რომელმაც თავისი პრობლემების მოგვარება დაუღალავი შრომით შეძლო და ბედნიერება განვითარებაში პოვა. დროის სხვადასხვა მონაკვეთში შთაგონების წყარო სხვადასხვა რამ ან ვინმე შეიძლება იყოს. როცა ჩემს კოლექციას ვქმნიდი, შთაგონების წყარო ჭაბუა ამირეჯიბის დათა თუთაშხია გახლდათ, ახლა კი ჩემი შვილი, 2 წლის ანდრიაა. ძირითადად, დღესასწაულებზე, როცა ერთად ვიკრიბებით და ყველანი სუფრას მივუსხდებით, მე ფანქარს და ფურცელს მოვიმარჯვებ, დროს უქმად არ ვკარგავ და საყვარელი ადამიანების ხატვით ვერთობი.

25


26


27


28

ნესტან მიქელაძე სამსახურს გარეთ...


„საქართველოს ბანკში“ მუშაობა 2009 წელს დავიწყე. მას შემდეგ 5 წელი გავიდა და როცა გადავხედავ ხოლმე ჩემი პროფესიული ცხოვრების გარდამტეხ მომენტებს, ვხვდები, რომ ყოველი გადადგმული ნაბიჯი და მიღებული გადაწყვეტილება გაუცნობიერებლად ადამიანს ყოველთვის თავის სასურველ ადგილას მიჰყავს. ამჟამად ვარ საინვესტიციო ოფიცერი ინვესტიციების მართვის დეპარტამენტში, რომელიც „საქართველოს ბანკში“ სულ ახლახან შეიქმნა. მიხარია, რომ ახალ წამოწყებაში ვიღებ მონაწილეობას და ჩემი წვლილი შემაქვს ბანკის წინსვლაში.

ხატვა 27 წლის ასაკში, სულ რაღაც 5 თვის წინ დავიწყე. არც ბავშვობაში დამიხატავს რამე, თუნდაც პატარა ქაღალდის ნაგლეჯზე დედა ან მამა, არც სკოლაში გამოვირჩეოდი ხატვის ნიჭით და, საერთოდ, მეგონა, რომ ეს ყველაფერი ჩემგან ძალიან შორს იყო (მიუხედავად იმისა, რომ დედა ხატავდა ახალგაზრდობაში და ძმაც გატაცებული იყო რაღაც პერიოდი ხატვით), შორს იყო იმ გაგებით, რომ მე ხატვის ნიჭი არ მქონდა და ვერც ვერასოდეს დავხატავდი, თუმცა მთელი ცხოვრება მქონდა სურვილი ვყოფილიყავი ხელოვანი,

29


თუნდაც მხოლოდ ჩემი თავისთვის. ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი ჩემს თავში ამდენი წლის განმავლობაში გაუცნობიერებელი ფიქრის შედეგად გამოვიწვიე. მოკლედ, არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ფუნჯს ხელი მოვკიდე და ახლა ვარ შეყვარებული და გატაცებული სადღაც შორს, იქ... გამოფენა არ მქონია პატარა მიზეზის გამო. ჯერ სულ რაღაც 5 თვე გავიდა. დიდი სურვილი კი მაქვს... ეს ყველაფერი ისეთი ახალია ჩემს ცხოვრებაში, რომ ჯერ ვერ მოვასწარი ამ სფეროს კარგად გავცნობოდი. ძალიან მიყვარს იმპრესიონისტები, განსაკუთრებით, კამილ პისარო, სულ მგონია, რომ მის ნახატებში პარიზის ქუჩებში რავიკი და ჟოანი დადიან. ძალიან მიყვარს ვინსენტ ვან გოგი, იმიტომ რომ რაღაც ზღაპრული ფერები და პროპორციები აქვს (დიდი ყვითელი ვარსკვლავები). მუსიკა, ხასიათი და ბევრი სხვა ემოცია, ნებისმიერი ემოცია. როცა ცუდად ხარ, კარგად ხარ, გადარეული ხარ, თუ ჩამქრალი ხარ, ხატვა ყველაფრის გამოხატვის შესაძლებლობას გაძლევს. ნებისმიერი შემოქმედება ეგეთია ჩემი აზრით, წიგნი, ფილმი, მუსიკა, თეატრი.

ჩემი საყვარელი საქმის კეთებას მუდმივად ვახერხებ, რადგან სურვილს წინ ვერაფერი დაუდგება, თანაც ყოველთვის არის ღამე, როცა ჩემი დრო დგება...

30


31


ინტერვიუ 32

მაკა ეკიზაშვილთან


მაკა ეკიზაშვილზე შთაბეჭდილება ჯერ კიდევ მის გაცნობამდე შემექმნა. ყველა დადებითად საუბრობდა მასზე. მოლოდინი, რომ გავიცნობდი საინტერესო და სასიამოვნო ადამიანს, მასთან შეხვედრის პირველივე წუთებში გამიმართლდა... ის, რაც პირველივე წუთებში ახდენს შთაბეჭდილებას, მისი მოწითალო ხვეული თმა და ძლიერი ხმის ტემბრია, რომელსაც ათასი ქალის ხმაში გამოარჩევთ...

საქმე, რომელიც უყვარს... ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მიხვდა, რომ ისეთი საქმე უნდა აერჩია, რომელიც მხოლოდ ერთ ქვეყანას არ მიაჯაჭვავდა. სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, თუმცა მალევე გააცნობიერა, რომ პოლიტიკა სულაც არ იყო მისი მოწოდება, რაღაც უფრო საინტერესო და მრავლისმომცველი საქმის კეთება სურდა. მისმა ნაცნობებმა, რომელთაც უკვე ჰქონდათ უცხოეთში სწავლის გამოცდილება, ბიზნესისკენ უბიძგეს, ურჩიეს ამ მიმართულებით დაოსტატებულიყო... სწორედ იმ დროს ჩააბარა GMAT-ის გამოცდა და დაიწყო მუშაობა მსოფლიო ბანკში (IFC), თავიდან თბილისში, შემდეგ ქალაქ ვაშინგტონში, სწავლა პარალელურად განაგრძო ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. სწავლა დაასრულა თუ არა, დაუკავშირდა ლადო გურგენიძე, რომელიც „საქართველოს ბანკში“ მუშაობის დასაწყებად მოემგზავრებოდა საქართველოში. სწორედ ამ დროს იწყება „საქართველოს ბანკის“ უახლესი ისტორია. გადაწყვიტა დაბრუნებულიყო საქართველოში და მიეღო ის საინტერესო გამოწვევა, რომელიც ელოდა „საქართველოს ბანკში“ მუშაობით. მაშინ ერთად ჩამოვიდნენ, მაკა ეკიზაშვილი – ვაშინგტონიდან, ირაკლი გილაური და ლადო გურგენიძე – ლონდონიდან. პოზიცია, რომელიც 2004 წელს პირველად „საქართველოს ბანკში“ დაიკავა, დღემდე უცვლელია, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მისი სამუშაო სპექტრი ბანკის განვითარებასთან ერთად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა. ...მის გარშემო თითქმის ყველას უკვირდა გადაწყვეტილება, რომელიც 2004 წელს მიიღო, თავადაც ხშირად უფიქრია, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ არ წამოსულიყო ვაშინგტონიდან! ეს არ იყო მშვიდი პერიოდი, 90-იან წლებთან დიდი ხანი არ აშორებდა მაშინდელ თბილისს, პოლიტიკური მღელვარება პიკს აღწევდა, სოციალური მდგომარეობაც არ იყო სახარბიელო. უკვირდათ, იმიტომ რომ ამერიკა უყვარდა და თავსაც კარგად გრძნობდა ამ ქვეყანაში. მას დღეს აქვს პასუხი ამ კითხვაზე: „მაინც მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, იმიტომ რომ ასეთი საინტერესო ცხოვრება ალბათ არ მექნებოდა. რა თქმა უნდა, არ ვიცი, როგორ განვითარდებოდა სხვა მხრივ მოვლენები, მაგრამ პროფესიული თვალსაზრისით ასეთ გამოცდილებას ალბათ ვერსად მივიღებდი და არც იმ საინტერესო ადამიანებს შევხვდებოდი, რომლებთანაც ამ ათი წლის განმავლობაში მომიწია ურთიერთობა“. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული ქალია, უამრავ ქვეყანაშია ნამყოფი, მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს მიღებული, მაინც ფიქრობს, რომ იყო პერიოდი, როდესაც დრო დაკარგა ან ვერ გამოიყენა მაქსიმალურად. ვერ იხსენებს ერთ ან კონკრეტულ ადამიანს, რომელიც შთააგონებს. ამბობს, რომ ასეთი ადამიანები ყველგან მოიძებნება, უახლოესი ადამიანიდან დაწყებული, ქუჩაში გამვლელით დამთავრებული, შეიძლება სრულიად მოულოდნელმა ადამიანმაც დატოვოს წარუშლელი შთაბეჭდილება მის ცნობიერებაში.

33


ქალი ბიზნესში მაკა უარყოფს სტიგმას, რომელიც ქალს ინტელექტუალური განვითარებით მამაკაცზე დაბლა აყენებს, ყოველ შემთხვევაში თავად არ მოხვედრილა გარემოში, სადაც იგრძნობდა, რომ მამაკაცები მასზე მაღლა დგანან მარტო იმიტომ, რომ მამაკაცები არიან.

ჩემზე გონიერი როგორც მამაკაცი შემხვედრია, ასევე ქალიც, ბევრ მამაკაცზე ჭკვიანი და საინტერესო ქალიც გამიცნია. ინტელექტს, გონიერებას, საქმის შესრულების უნარს და ა.შ. მარტო მამრობით სქესს ვერ მივაკუთვნი. კარიერულ გზაზე მრავალი სირთულეა, რასაც ხშირ შემთხვევაში ქალები მარტივ მიზეზს, თავიანთ სქესს მიაწერენ. თუმცა მიაჩნია, რომ როგორც ქალს, ასევე მამაკაცს მრავალი სირთულისა და პრობლემის გადალახვა უწევს, იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიოს ბიზნესში და, ზოგადად, ნებისმიერ საქმეში. ცხადია, კაცისთვის შედარებით ადვილია, იმიტომ რომ საზოგადოება ქალის მიერ დაშვებულ შეცდომას თუ გაკეთებულ არჩევანს უფრო კრიტიკულად შეაფასებს და განსჯის, ვიდრე მამაკაცის მიერ ზუსტად იგივე შეცდომის ან არასწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. პირადი ცხოვრება ქალს ხშირად ავალდებულებს დროულად გამოეთხოვოს სამსახურს, დარჩენილი დრო ოჯახს დაუთმოს, რაც ბიზნესის სამყაროში თითქმის მიუღებელი კომპრომისია, თუმცა სტიგმა ქალთა გონებრივ შესაძლებლობებზე თავად ქალების წარმოდგენებით სულდგმულობს. თუ ქალს საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტელექტის სჯერა, მაშინ მასაც ისეთივე მიზანდასახულობა, პრიორიტეტების დალაგება და, თუ საჭიროა, დათმობები მოეთხოვება ბიზნესის სამყაროში, როგორც მამაკაცს, რომელთა მიმართ გაცილებით ლოიალური ჩანს სამყარო. ხშირად ამბობს, რომ იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც არ აქვთ ჰობი, რასაც არც კი შეედრება მისი მრავალფეროვანი ინტერესები, უყვარს თხილამურებით სრიალი, მუსიკა, კითხვა, რასაც სიამოვნებით უთმობს დიდ დროს. ამბობს, რომ საბანკო სფერო მისი ცხოვრების ყველაზე დიდ ნაწილს იკავებს, აშკარად ეტყობა, რომ მაკა ეკიზაშვილი ის იღბლიანი ადამიანია, რომელსაც უყვარს თავისი საქმე. საბანკო სფერო მისთვის ძალიან საინტერესო და დინამიურია. მასში ჩართულ ადამიანებს უწევთ საკუთარი ცხოვრებისა და დროის უდიდესი ნაწილის ამ საქმისთვის დათმობა, რაც, თავის მხრივ, სხვა გატაცებებისა და ინტერესების პრიორიტეტებით დაყოფას მოითხოვს. უყვარს და აინტერესებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ურთიერთობა, ამბობს, რომ ეს მისთვის ენერგიის წყაროა. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ იგი საოცრად სოციალური და კომუნიკაბელურია. მასთან ურთიერთობამ კი მრავალ საინტერესო ისტორიასთან შეიძლება გაზიაროთ!

34


წარმატებისთვის საკვანძო თვისებები მიაჩნია, რომ წარმატებისთვის მთავარია ობიექტური თავდაჯერებულობა. თავდაჯერება არც მეტია კარგი და არც ნაკლები, აუცილებელია ზომიერება. როდესაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე უნდა იყოს, მაშინ უბრალოდ იჩაგრება ადამიანი იმ გარემოს მიერ, რომელშიც იმყოფება. მნიშვნელოვანია იმ საქმის სიყვარული, რომელსაც აკეთებ. ამბობს, რომ 09:00დან 18:00 საათამდე სამსახურის არ სწამს; მისთვის გრაფიკი, რომელიც ყოვლისმომცველი ხდება, გაცილებით საინტერესო და მოსახერხებელია. ხშირად საყვედურობენ, რატომ არ იღლება ამდენი მუშაობით, თუმცა მისთვის მუშაობის შეგრძნებას სხვადასხვა სიამოვნება ცვლის. მაკას აზრით, სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების ადამიანებთან მუშაობასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „როდესაც საერთო საქმის ნაწილი ხარ და როდესაც სხვა მრავალ ადამიანთან ერთად აკეთებ რაღაც მნიშვნელოვანს,

როდესაც ისეთი გუნდის წევრი ხარ, რომლის თითოეული წევრისგან საქმისადმი დიდ სიყვარულს გრძნობ“. ფიქრობს, რომ ცნობისმოყვარეობა ნებისმიერი საქმის მამოძრავებელი ძალაა... მაკას სჯერა, რომ იღბალსაც მნიშვნელობა ენიჭება წარმატებული კარიერის შენების პროცესში. შეუძლია სიზუსტით გაიხსენოს ცხოვრების ის მომენტები, რასაც იღბალს მიაწერს, მაგალითად, ის, რომ 90-იან წლებში სრულიად შემთხვევით მოხვდა ამერიკაში და იქ გააგრძელა სწავლა. სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც საქართველოში სტუმრად ჩამოსული ამერიკელი ქალი მოიხიბლა მისით, შემდეგ მეურვეობა გაუწია 15 წლის გოგონას და მიიწვია ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად, მაკას დედაც გაჰყვა თან. ამ ქალბატონის დახმარებით სწავლა განაგრძო ამერიკაში, სწორედ მან აუხსნა სკოლის მესვეურებს, თუ რატომ იქნებოდა

კარგი, თუ საბჭოთა ქვეყნის მოქალაქეს დართავდნენ ამერიკაში სწავლის უფლებას. ამერიკამ ფართო კარი გაუღო მაკას... ამერიკაში გრძნობდა, რომ ის მომავლის ნაწილი იყო. საქართველოდან ამერიკაში წასვლას დროის მანქანით მოგზაურობას ადარებს და ამბობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა სრულიად განსხვავებულ გარემოში. ... მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების თბილისი ნაცრისფერი, უფერული და უღიმღამო ქალაქი იყო, ბუნებით ოპტიმისტი მაკა მას ასეთად მაინც არ აღიქვამდა. მეტწილად უდარდელი ბავშვობა ჰქონდა. ამერიკული სწავლის წესი არ გაჰკვირვებია, მალევე მიეჩვია, იმას, რომ რამდენიმე საგანში წიგნიც კი არ ჰქონდათ და, ძირითადად, დისკუსიების მეშვეობით მიმდინარეობდა სწავლება.

ლონდონი... მიაჩნია, რომ ლონდონში მისი თვითდამკვიდრების პროცესი ჯერ არ დასრულებულა... ამბობს, რომ ამერიკა განსხვავდება ინგლისისგან, ხოლო ინგლისი 180 გრადუსით – საქართველოსგან, იქ ყველაფერი განსხვავებულია, ტემპი, ურთიერთობები... ანგლოსაქსური კულტურა მისთვის ძალიან საინტერესოა, ის ინტელექტუალურადაც ხიბლავს, მოსწონს პროფესიული კუთხითაც. ლონდონი კოსმოპოლიტურობით საგრძნობლად განსხვავდება თბილისისგან და არა მარტო ამით... თუკი შედარებაზე მიდგება საქმე, მოჰყავს შუქნიშნის მაგალითი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო ინგლისელს, გერმანელსა და ქართველს შორის: ქართველი გადავა შუქნიშანზე, მიუხედავად იმისა, თუ რა ფერის შუქი ანთია და როგორი მოძრაობაა. გერმანელი, თუ წითელი ანთია და მანქანა საერთოდ არ მოძრაობს, მაინც არ გადავა, დაელოდება მწვანე შუქს; ინგლისელი არავითარ შემთხვევაში არ გადავა ქუჩაზე, თუ წითელი ანთია, მაგრამ, თუ მანქანები არ ჩანს და წითელი ანთია, მაშინ აუცილებლად გადავა და ეს იმიტომ, რომ ტყუილუბრალოდ დროსა და შანსს არ დაკარგავს...

...4 წელია ლონდონში ცხოვრობს, თითოეული დღე აქვს დათვლილი. იქაური საგადასახადო სისტემა ქვეყანაში ცხოვრების დღეების მიხედვით იანგარიშება. ლონდონში ცხოვრება მარტივი არ არის. თავისუფალ დროს უყვარს სეირნობა, სანახაობრივად ძალიან ლამაზი და საინტერესო ქალაქია. მიუხედავად იმისა, რომ წლის თითქმის 8 თვეს ლონდონში ატარებს, მაინც ფიქრობს, რომ ჯერ სრულად არც კი შეუსწავლია ეს მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით სავსე ქალაქი. „რიგითი ბრიტანელისთვის ლონდონში ცხოვრება არც ისე ადვილია, ქართველისთვის კი ძნელად აღსაქმელია იქაური ადათ-წესები. ქართველმა ნაკლებად იცის, რას ნიშნავს გაიღვიძო დილის 5 საათზე იმიტომ, რომ დილის 7 საათზე მეტროში შესვლა მოახერხო, 8-ზე კი სამსახურში გამოცხადდე. ლონდონი დიდი ქალაქია, ხალხი, ძირითადად, ქალაქგარეთ ცხოვრობს. მეტროში საშუალოდ 2 საათის გატარება უწევს ლონდონის რიგით მცხოვრებელს, ამას ისიც ემატება, რომ ხელფასის თითქმის ნახევარი სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს. რთულია ქართველისთვის ამის გააზრება, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ

„ქართულ სიმარტივეს“ დაფასება უნდა,– ამბობს მაკა.

„ქართულ სიმარტივეს“ დაფასება უნდა ლონდონი ხიბლავს მაკას, ასევე ძალიან უყვარს ამერიკა, განსაკუთრებით ნიუიორკი. ლონდონში პირველად ჩასულს, თავიდან არ მოეწონა, მეორე და მესამე ჩასვლაზე რადიკალურად შეეცვალა დამოკიდებულება, ერთგან ასეთ შედარებას აკეთებს: „თუ ნიუ-იორკი 40 წლის მომხიბლავი მამაკაცია, ლონდონი მაშინ მამამისია“... ლონდონის კიდევ ერთხი ხიბლი მისი ეკლექტიკური გარემოა, რომელსაც ეს ქალაქი ქმნის. ინგლისურ სამზარეულოს არაფრით გამოარჩევს, არ უყვარს პარკებში სიარული, თუმცა St. Jamesის პარკი განტვირთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. კიდევ ერთი

35


ნიუანსი, ეს სილამაზე ნაწილობრივ ამ ქალაქის გამორჩეული არქიტექტურისა და გამწვანების დამსახურებაა, არავინ ელოდება მთავრობას ან მერიას, რომ მოვა და გაამწვანებს გარემოს, თითოეული ინგლისელი თავს მოვალედ მიიჩნევს იზრუნოს იმ გარემოზე, სადაც ცხოვრობს, ეს მათი მაღალი კულტურის გამოხატულებაა. მაშინ როდესაც ინგლისში გვალვები დაიწყო, გამოვიდა რეგულაცია, ყველა ინგლისელს აეკრძალა საკუთარი ეზოს მორწყვა, რამაც მათი დიდი აღშფოთება გამოიწვია, რადგან ვერ უვლიდნენ თავიანთ ბაღებს.

ერთი სიტყვით, ყველამ საკუთარ ბაღს უნდა მოუაროს, როცა ამის შესაძლებლობა ეძლევა და სხვას არ უნდა ელოდოს, არავინაა ვალდებული შენი საქმე აკეთოს. მოქალაქეობრივი კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს და ამაში თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, რადგან ვინმეს ხელისშემყურეობა კარგს არაფერს მოგვიტანს.

და მაინც... ...ზოგადად ქალმა გარეგნობას აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება. ფიზიკური დატვირთვა, ჯანმრთელი ცხოვრების სტილი და, ზოგადად, გარეგნობაზე ზრუნვა, პირველ რიგში, ჯანმრთელობისთვის არის კარგი... შესაბამისად, გარეგნობაზე ასახული შედეგი ამაღლებს თვითშეფასებას, რაც ქალს ხალხთან ურთიერთობისას მეტ დამაჯერებლობასაც შემატებს და თავს კომფორტულად აგრძნობინებს... და საერთოდ, ქალურობა და მომხიბვლელობა ყველა ქალის პრეროგატივაა, დიასახლისი იქნება ის, მოდელი თუ ბიზნესის სფეროში მოღვაწე. ქალი, თუ ბიზნესში მუშაობა უნდა და აინტერესებს, თავად მიხვდება, რა უნდა აკეთოს იმისათვის, რომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ამ სფეროში. „საბანკო სფერო სიზუსტეს მოითხოვს, ბუნებრივია, სწავლობ და ეჩვევი საქმის ლოგიკურ ანალიზს, არ ვიცი, სხვა პროფესია რომ ამერჩია, ასეთი მსოფლმხედველობა და უნარები მექნებოდა თუ არა, მაგრამ მაინც მგონია, რომ, რასაც ვაკეთებ, ეს ჩემი 10-წლიანი პროფესიული გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგია. საბანკო საქმეში არსებობს მეთოდურობა, რომელიც

36

რაიმე საკითხის გაანალიზებისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა“, – ასე ფიქრობს მაკა ეკიზაშვილი.

ლიტერატურა და კინო... უყვარს დეტექტიური ჟანრის ლიტერატურა. როცა პატარა იყო, დედა ეუბნებოდა, რომ კითხვა ადრეულ ასაკშივე უნდა მოესწრო, განსაკუთრებით მხატვრული ლიტერატურის. მას სულ უკვირდა, რამ უნდა შემიშალოს ხელიო, შემდეგ მიხვდა, რომ, როდესაც პროფესიულ ცხოვრებას იწყებ, დრო თითქმის აღარ გრჩება სხვა საქმისთვის. კითხვა მისთვის მთელი ფუფუნებაა, შიგადაშიგ მაინც პოულობს დროს საყვარელი საქმისთვის, უყვარს ჰემინგუეი, ჰენრი მილერი. უყვარს საბავშვო ლიტერატურაც: ანდერსენისა და ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრები დღესაც შეუძლია სიამოვნებით წაიკითხოს... მოსწონს და აოცებს მურაკამის მდიდარი ფანტაზია. iPad-ში აქვს უამრავი წიგნი და არც აეროპორტში კარგავს დროს... კინოც ძალიან უყვარს და სერიალებიც, მრავალი ჟანრის ფილმები მოსწონს. მაგრამ თითქმის არასოდეს ღალატობს

პრინციპს, რომ არ უყუროს ე.წ. „მძიმე ფილმს“ – „თუკი გავიგებ, რომ ტრაგედიული ან მძიმე შინაარსისაა, წინასწარვე უარს ვამბობ ასეთი ფილმის ნახვაზე“... ფილმისთვისაც არ რჩება დრო, ამიტომაც ხშირად სერიალს ანიჭებს უპირატესობას. სერიალებიდან გამოარჩევს “Seinfeld”-სა და “Sex and the City”-ს, მიაჩნია, რომ ქალმაც და კაცმაც აუცილებლად უნდა ნახოს “Curb Your Enthusiasm”-ი. სირთულეები პროფესიულ გზაზე სვლის სიამოვნების ნაწილია მისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებს ურჩევს, რომ არასოდეს დაკარგონ ცნობისმოყვარეობა, არ შეეშინდეთ მრავალფეროვნებისა და ცვლილებების, უნდა სჯეროდეთ საკუთარი თავის, იყვნენ მუდამ ცნობისმოყვარენი და სიახლეების მაძიებელნი...


37


ირმა ხარაზი რუბრიკა „პროფილი“ სახელი /გვარი/ პოზიცია ირმა ხარაზი, ფილიალების ქსელში არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების დეპარტამენტი რომელი წლიდან მუშაობთ „საქართველოს ბანკში”? 1997 წლიდან განათლება ტექნიკური უნივერსიტეტი, ავტომატიკატელემექანიკის სპეციალობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბანკო საქმე, თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება. ჰობი იაპონური სუდოკუს შევსება, ლიტერატურის კითხვა. გაქვთ თუ არა მეტსახელი? გააჩნია, როდის ვინ რას მეძახის – ზღარბი, ვანესიტა, ბავშვებმა იმა შემარქვეს.

38


დაასრულეთ ფრაზა: ჩემი შეგნებული ცხოვრების არცერთ დღეს არ ჩაუვლია... იმედის, კარგის, დადებითის მოლოდინის გარეშე. საყვარელი ციტატა დრონი მეფობენ და არა მეფენი. საყვარელი ფერი ყველა ფერი თავისებურად ლამაზია, მომწონს პასტელის ფერები, თეთრი, შავი და, რა თქმა უნდა, გამოვარჩევ ნარინჯისფერს. საყვარელი საგანი სკოლაში ალგებრა, გეომეტრია. თქვენი მეგობრები თქვენზე ამბობენ, რომ... მოგვანატრა თავიო... თქვენს ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს... ორი დიდი ოჯახი, სამსახური და სახლი. ყველაზე ბედნიერი იყავით, როცა... სხვადასხვა დროს ვიყავი სხვადასხვა დოზით ბედნიერი. სამსახური დავიწყე, ბედნიერი ვიყავი, მიყვარდა და მიყვარს, ბედნიერი ვარ, შვილები შემეძინა, ბედნიერი ვარ, მეგობრები შევიძინე, ბედნიერი ვარ... დაასრულეთ ფრაზა: რომ არ ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ... არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე, ამ ეტაპზე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ. ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურად და ყველაზე ხშირად ამბობთ. რა პრობლემა გვაქვს? გისმენთ, მოგვარდა პრობლემა? რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? ასე გამოკვეთილად არ მახსოვს, მაგრამ ალბათ იმაზე, რაზედაც ყველა გოგონა ბავშვობაში ოცნებობდა, თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე, რომელიც უცხენოდ და უპრინცოდ, მაგრამ მაინც ამისრულდა.

ყველაზე საჭირო რჩევა, რაც ცხოვრებაში მიგიღიათ? თვითონ უნდა იბრძოლო საკუთარი მიზნის მისაღწევად. ყველაზე საინტერესო ადამიანი, ვისაც შეხვედრიხართ... ყველა ადამიანი ჩემთვის თავისებურად საინტერესოა, საინტერესო საუბრის მოსმენა მიყვარს ზოგადად. ისტორია, რომელსაც ყველაზე ხშირად ყვებით... ხშირად ვყვები ჩემი შვილების ისტორიებს, სამსახურის ისტორიებს. დათმობდით ბევრს, რომ... ჩემი შვილები იყვნენ ბედნიერები. დაასრულეთ ფრაზა: ხალხი გაოცდება, თუ შეიტყობს, რომ... პირადად მე არ მგონია გავაკეთო ისეთი რამ, რაც გაოცებას გამოიწვევს ხალხში. რა შეიძინეთ თქვენი პირველი ხელფასით? ჩემი პირველი ხელფასით მამას ვუყიდე საჩუქარი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ყველაზე სასიამოვნო მოგონება, რომელიც ჩვენს ბანკთან გაკავშირებთ... ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს ჩვენს ბანკთან, პირველ რიგში, შევხვდი ჩემს მეუღლეს, ბევრი მეგობარი და ახლობელი ადამიანი შევიძინე ამ ბანკში. რა მოგწონთ ყველაზე მეტად „საქართველოს ბანკში“? გამოყოფა რთული იქნება, ერთად აღებული ყველაფერი, აქ გავიზარდე, ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მომწონს და ჩემს შრომას ხედავენ. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა რომ შეგეძლოთ, რომელ ქვეყნებს აირჩევდით? ევროპის ქვეყნებს მოვივლიდი.

დაახასიათეთ თქვენი თავი სამი სიტყვით. პასუხისმგებლიანი, ერთგული, გაწონასწორებული. რა არის ის, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ? შვილები. ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ თქვენს თავში. ერთგულება. დაასახელეთ თქვენი პროფესიის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ტერმინები. ვა-ბანკი, ფრიზინგი, ჯავშანი, ლიმიტი. რასაც სამსახურში ყველაზე ხშირად ამბობთ... ალბათ აიტის მისამართით ფრაზას: გთხოვთ მხარდაჭერას, გავასწორეთ ეს ხარვეზი... როგორ წარმოგიდგენიათ 10 წლის შემდეგ თქვენი თავი? იმედი მაქვს, ისევ „საქართველოს ბანკში“. სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებთ... არ მჩვევია ღიღინი, მაგრამ ამ ბოლო დროს მიწევს იავნანას ღიღინი. ის, რისი თქმაც სულ გინდოდათ და დღეს ამბობთ... შენს დასახულ მიზანს მიაღწიო უნდა კეთილსინდისიერად, ღირსეულად (მიზანი ამართლებს საშუალებას – ამ ფრაზას ვერ ვეთანხმები ხოლმე). ნიჭი, რომელსაც ყველაზე მეტად გინდათ რომ ფლობდეთ... ნიჭზე ასე გამოკვეთილად არ მიფიქრია, მაგრამ ძალიან მინდოდა, რომ მქონოდა ფორტეპიანოზე დაკვრის ნიჭი, ზოგადად, არა აქვს მნიშვნელობა, რისი ნიჭი აქვს ადამიანს, ყველა ნიჭიერს დიდ პატივს ვცემ.

თქვენი ცხოვრება რომ წიგნი იყოს, რა სათაურს დაარქმევდით? დასარქმევი დიდი არც ცხოვრება მშვენიერია.

არაფერია.

39


40


ბლიცინტერვიუ

მერაბ ახვლედიანთან რა არის თქვენი ჰობი, რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს? ალბათ კითხვა. ყავას ანიჭებთ უპირატესობას თუ ჩაის? ჩაის. საყვარელი სპორტი? ფეხბურთი. ორიოდე სიტყვით მოგვიყევით თქვენი პროფესიული ცხოვრების შესახებ. ჩემი პროფესიული გამოცდილება თავიდან ბოლომდე „საქართველოს ბანკთანაა“ დაკავშირებული. „საქართველოს ბანკში“ მუშაობა დავიწყე 1994 წელს ოპერატორის პოზიციიდან, შემდეგ ვიყავი სერვისცენტრის მენეჯერი (ადრე მოსახლეობის მომსახურების განყოფილება ერქვა), ჩუღურეთის ფილიალის, ქუთაისის რეგიონალური ფილიალის, ვაკე-საბურთალოსა და ცენტრალური ფილიალის მმართველი, დეპარტამენტის დირექტორი. „საქართველოს ბანკში“ გატარებული ამ წლების ფონზე, ვფიქრობ, შემიძლია მოვუწოდო ჩვენს დამწყებ თანამშრომლებს, რომ ნებისმიერი თქვენგანის მომავალი დამოკიდებულია თქვენზე, რამდენადაც მიზანსწრაფული, შემტევი და მომთხოვნი იქნებით საკუთარი თავისა და მიმდინარე გამოწვევების მიმართ, მით უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევთ. ამჟამად რა პოზიციას იკავებთ „საქართველოს ბანკში“? ამჟამად ვარ სამომხმარებლო და იპოთეკური დაკრედიტების დეპარტამენტის დირექტორი.

რით არის თქვენი საქმიანობა საინტერესო „საქართველოს ბანკში“? ცოტა ვიწრო გადმოსახედიდან, გაყიდვები ძალიან აზარტული და საინტერესოა, სულ გაქვს მისაღწევი მიზანი/წერტილი, რომელიც კონკრეტულ ციფრებშია გამოხატული, რომლისკენ განუწყვეტლივ მოძრაობ და ცდილობ, რომ მთელი შენი გუნდი აიყოლიო, მომართო და ერთი მიზნისკენ აამოძრაო. ძალიან საინტერესო პროცესია, უფრო ზოგადად კი კომპანია, სადაც მუშაობ, იცი, რომ ძლიერი კომპანიის თანამშრომელი ხარ და ხშირად ხდები სხვადასხვა ნოვაციებისა და წარმატებების მომსწრე/თანამონაწილე... და ისევ გავიმეორებ, გუნდი, რომელთან ერთად იგებ წარმატებისა და მარცხის გემოს.

დაახასიათეთ საკუთარი თავი 3 სიტყვით. ყველაზე მეტად ეს არ მეხერხება (5 სიტყვა გამოვიდა). მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ. მყავს მეუღლე და ორი შვილი (ჩემი მეუღლეც ჩვენი თანამშრომელი იყო, როდესაც ოჯახი შევქმენით. ეს ფაქტი ალბათ ჩვენი თანამშრომლებისათვის გასაკვირი არაა), უფროსი ირაკლი 8 წლის არის, უმცროსი ალექსანდრე კი – 2 წლის (ჯერ მხოლოდ რაღაცების გაფუჭებას სწავლობს და კარგადაც გამოსდის).

რომელია ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში ყველაზე ხშირად იყენებთ? არ დავკვირვებულვარ ასეთ ფრაზებს, უფრო ჩემს კოლეგებს ექნებათ დაფიქსირებული, შეიძლება თვის დასაწყისში იყოს – „პროექტებზე რა ხდება?“, თვის ბოლოს კი – „გაცემებზე რა ხდება?“.

41


42


„საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ გადავიდა აქტიურ ფაზაში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვების მხარდაჭერის მიზნით გამართული პირველი საგრანტო კონკურსის 13 გამარჯვებული პროექტი უკვე გამოვლენილია და მიმდინარეობს მათზე მუშაობა. „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“ დირექტორი თორნიკე გურული:

შერჩევისას ერთ მთავარ პრიორიტეტზე ვამახვილებდით ყურადღებას. პროექტი უნდა ყოფილიყო მდგრადი, რაც მის გრძელვადიან შედეგში გამოიხატებოდა, უფრო ზუსტად კი, პროექტს დასრულების შემდეგაც სარგებელი უნდა მოეტანა საზოგადოებისთვის.

საგრანტო კონკურსის გამოცხადებას ძალიან დიდი აქტიურობა მოჰყვა სხვადასხვა ორგანიზაციიდან თუ საინიციატივო ჯგუფის მხრიდან. კონკურსის დასრულებისას შეგროვდა 141 პროექტი, რომელთაგანაც მოწვეულმა ჟიურიმ 11 საუკეთესო შეარჩია. 2 პროექტი m2-მა მოიწონა. პროექტები „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“ დაფინანსებით განხორციელდება. საუკეთესო პროექტები გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი, რომელიც სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა მიმართულებით მუშაობს; განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც ინკლუზიური განათლების მიმართულებით მუშაობს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision საქართველოს” წარმომადგენელი, რომელიც ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების თემატიკით არის დაინტერესებული და „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. პროექტების გაცნობის, ანალიზისა და შერჩევის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობდა. ჟიურის წინაშე რთული და საპასუხისმგებლო ამოცანა იდგა, მათ უნდა აერჩიათ ის პროექტები, რომლებიც მდგრადი სარგებლის მომტანი იქნებოდა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გაუმარტივებდათ ცხოვრებას, სწავლასა და საზოგადოებასთან ადაპტაციას. პროექტი ამავდროულად უნდა ყოფილიყო ღირსეული პასუხი იმ სტიგმაზე, რომელიც მყარადაა ფესვგადგმული ჩვენს საზოგადოებაში. „ჩვენ მიერ არჩეული პროექტები ეძღვნება არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ შეზღუდულ შესაძლებლობას, გვაქვს პროექტები, რომლებიც განხორციელდება სმენადაქვეითებულთათვის, დაუნის სინდრომით დაავადებული, აუტისტი, ეტლით მოსარგებლე ბავშვებისათვის. ჩვენ მიერ არჩეული პროექტებით მოვიცავით ყველანაირი ტიპის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინტერესები. თითოეული პროექტი საინტერესოა თავისი შინაარსითა და მიზნით. ყველა უნიკალურია, სწორედ ამიტომ შეირჩა და მოხვდა 13 პროექტს შორის, რომლებსაც „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ დააფინანსებს. სტიგმის ადგილი ჯანსაღ საზოგადოებაში არ არის... ყველასთვის ცნობილია სტიგმის პრობლემა, რომელიც არსებობს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებაში. შეზღუდული შესაძლებლობები არ არის მიღებული, საზოგადოება უფრთხის და გაუცხოებულია იმ ხალხისადმი, რომელიც მათგან განსხვავებულია.

43


არსებობს მრავალი გავრცელებული ცრურწმენა, რომელიც შშმ ბავშვებისთვის დისკომფორტის საფუძველია და მიგვაჩნია, რომ ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერი ცრურწმენა და მისი გამოხატულება თანამედროვე სამყაროში. ხშირია შემთხვევები, როდესაც შშმ ბავშვები სახლიდან არ გაჰყავთ მშობლებს, არ სურთ, რომ საზოგადოებამ გაიგოს მათი შვილის შესახებ და მალავენ მათ. სახალხო დამცველის ოფისმა ერთერთ რეგიონში აღმოაჩინა გოგონა, რომელიც ჯაჭვით ჰყავდათ ოჯახის

1

2 3 44

წევრებს დაბმული. გოგონას ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებოდა და ამ ხერხით ცდილობდა მისი ოჯახი პრობლემასთან გამკლავებას. უამრავ ბავშვს სჭირდება ჩვენი თანადგომა და ყურადღება. „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ კი მუდმივად ფიქრობს, თუ როგორ შეუმსუბუქოს და გაუმარტივოს შშმ ბავშვებს საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ჩვენ გვწამს, რომ ამ ბავშვებს არათუ რაიმე ნაკლი აქვს, არამედ პირიქით, ისინი ხშირად საოცარი ნიჭით დაჯილდოებულებიც არიან, უამრავი ფარული თუ გამოვლენილი შესაძლებლობები აქვთ, რაც მათ

მართლა განასხვავებს სხვებისგან. და კიდევ ერთხელ, „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“ ყველა წარმომადგენელს ღრმად სჯერა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ჩვენი პროექტებით გვსურს, რომ ხელი შევუწყოთ ამ ბავშვების ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზაციას, შევუქმნათ განათლებისთვის საჭირო პირობები, ჩვენ გვინდა, რომ მოხდეს მათი სოციალიზაცია და დაიმკვიდრონ საზოგადოებაში ღირსეული წევრის სტატუსი...

13 პროექტი ანაკლია-კახათის სათემო ფონდმა „ნეფამ“ ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვებისათვის დამხმარე საშუალებებისა და ხერხემლის ტრავმის მქონე გოგონასთვის ადაპტირებული სამეცადინო მაგიდისა და ეტლის შეძენის ინიციტივით მომართა ჩვენს ფონდს; იმავე პროექტის ფარგლებში ანაკლიის საჯარო სკოლის უფროსკლასელებსა და მასწავლებლებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შშმ პირების პრობლემებზე. პროექტის მეშვებით მოხდება სკოლის ადაპტაცია შშმ ბავშვებისთვის (რომლებსაც ავტობუსი ემსახურებათ). ჩვენ უკვე შევიძინეთ ეტლი პატარა ლიკა ზაქარაიასთვის, რომელმაც წერილით მოგვმართა (ლიკას წერილს ჟურნალში გთავაზობთ). „საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტმა და ბრენდის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეკრიბეს თანხა, რომლითაც ლიკას ეტლი და სხვადასხვა საჭირო ნივთი შეუგროვეს. საჩუქრები ჩვენი თანამშრომლების დახმარებით ანაკლიაში ჩავუტანეთ და გადავეცით პატარა ლიკას. პროექტის ფარგლებში მოხდება ანაკლიაში სკოლის ადაპტირება, ბავშვებისთვის სპეციალური ინვენტარისა და ეტლების შეძენა.

აიპ „სარეაბილიტაციო საშუალებათა განვითარების ცენტრმა“ გამოგვიგზავნა პროექტი, რომელიც შშმ ბავშვებისთვის სოციალურ ინტეგრაციას გაცილებით გაამარტივებს. პროექტი ითვალისწინებს ადაპტირებული საქანელების დადგმას მთელი საქართველოს მასშტაბით ეტლით მოსარგებლე ბავშვებისათვის. ადაპტირებული საქანელები განთავსება თბილისის ზოოპარკში, ბათუმის ბულვარში, ვაკის პარკში, მუშთაიდის ბაღში, მთაწმინდის „ბომბორაში“, ურეკისა და ქუთაისის გასართობ პარკებში.

შემდეგ პროექტს განახორციელებს ასოციაცია „ქალი, ბავშვი და სოციუმი“. პროექტის ფარგლებში მოხდება ანიმაციური ფილმების გახმოვანება სპეციალურად უსინათლო და მცირემხედველი შშმ ბავშვებისათვის. ეს პროექტი უპრეცედენტოა საქართველოში, პირველად „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“ მეშვეობით გახდება შესაძლებელი აუდიოდესკრიფციული (აღწერილობითი) მეთოდით ანიმაციური ფილმების გახმოვანება მხედველობადაქვეითებული ბავშვებისთვის. პროექტის ფარგლებში ითარგმნება 7 ანიმაციური ფილმი, ჩაიწერება დისკებზე და გადაეცემა სხვადასხვა დაწესებულებას, ბენეფიციარსა და ტელევიზიას.


4

5 6 7 8

ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახში ჩნდება სმენადაქვეითებული ბავშვი, რომელსაც მშობელთან ურთიერთობა უჭირს, მათ დისკრიმინირებულ ყრუ-მუნჯ ბავშვებს უწოდებენ, რადგან გარშემომყოფებმა არ იციან ენა, რითაც შესაძლებელია ამ ბავშვებთან ურთიერთობა. „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ და „საქართველოს ყრუთა კავშირი“ პირველად შევქმნით ონლაინლექსიკონს, სადაც საბაზისო სიტყვები გადაითარგმნება ჟესტურ ენაზე. ვებგვერდის საშუალებით ბავშვები შეძლებენ ჟესტურ ენაზე 300 სიტყვის სწავლას (განთავსებული ფოტო და ვიდეომასალის მეშვეობით), მშობლებს კი მიეწოდებათ ინფორმაცია სმენადაქვეითებული ბავშვების სერვისების შესახებ. საინტერესოა ის, რომ საბჭოთა სივრცეში გამოიყენებოდა საერთო ჟესტური ენა, რომელიც გავრცელებული იყო კავშირში შემავალ ქვეყნებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საქართველომ შექმნა საკუთარი ჟესტური ენა, რომელიც დღემდე გამოიყენება. ამასთანავე საინტერესოა ისიც, რომ სხვადასხვა ქვეყნის ჟესტური ენების პარალელურად არსებობს საერთაშორისო ჟესტური ენაც...

სამწუხაროდ, არსებობენ ბავშვები, რომლებიც დაავადებულები არიან აუტიზმით, აქვთ სმენისა და მხედველობის პრობლემა, ზოგ მათგანს გადაადგილება უჭირს. სხვადასხვა შშმ ბავშვი მიიღებს მონაწილეობას თეატრალურ წარმოდგენა „ჰელადოსში“. პროექტს განახორციელებს ინვალიდ და დიაბეტით დაავადებულ მოზარდთა რეაბილიტაციის ფონდი „არტ ჰოლი +“ „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით. სპექტაკლი ნაჩვენები იქნება მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში და ასევე ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში. ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ სპექტაკლი მ. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის 2014-2015 წლის პროგრამაში შევა.

ფონდი ასვე დააფინანსებს ერთ-ერთი საინიციატივო ჯგუფის პროექტს, რომელიც ეხება ასევე დედაენისა და მათემატიკის დამხმარე სახელმძღვანელოს გამოცემას. გამოცემა უფასოდ დარიგდება იმ საჯარო სკოლებში, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები. ამ პროექტის განხორციელებაში განათლების სამინისტროც გვიდგას მხარში. სახელმძღვანელო გაამარტივებს ამ ბავშვებისთვის სწავლის პროცესსა და განუვითარებს მათ ელემენტარული წერა-კითხვისა და არითმეტიკის უნარებს.

საქართველოს აუტიზმის ასოციაციასთან ერთად „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ ახორციელებს პროექტს, რომელიც გულისხმობს ქართულენოვანი სასწავლო აპლიკაციის შექმნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის (ცერებრული დამბლის, აუტისტური სპექტრის აშლილობის, დაუნის სინდრომისა და განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის). აპლიკაცია ითვალისწინებს უნარების შესწავლას ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეთოდით.

აუტიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, პროექტი ეხება საქართველოს სპეციალიზებულ ორ სკოლაში (ქალაქ თბილისის 198-ე საჯარო და ქალაქ თბილისის მე-200 საჯარო) მძიმე აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეების ხარისხიანი განათლების მისაღებად სპეციალური სასწავლო კლასის მოდელის შექმნას. კერძოდ, შევქმნით სპეციალურ ოთახებს, სადაც ბავშვები ისწავლიან დამოუკიდებელ ცხოვრებას, რადგან დამოუკიდებლობას აუტიზმით დაავადებული ბავშვები ადრეული ასაკიდან უნდა მიეჩვიონ.

45


9 10 11

არასამეწარმეო, არაკომერციულმა იურიდიული პირმა „პარსამ“ მიმართა „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდს“ პროექტით, რომელიც ითვალისწინებს შშმ ახალგაზრდების გადამზადებას ინკლუზიური ტურიზმის მენეჯმენტში მათი მომავალი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. პროექტში ჩაერთვება 10 შშმ ახალგაზრდა. ისინი გაივლიან ინტენსიურ ტრენინგებს ინკლუზიური ტურიზმის მენეჯმენტში და პრაქტიკულ ნაწილში დაიწყებენ ინკლუზიური ტურისტული პაკეტების შედგენასა და გაყიდვებს „ენატის“ ინკლუზიური ტურიზმის ევროპულ ქსელში. პროექტის ფარგლებში საქართველოს ეყოლება პირველი გიდები ჟესტურ ენაზე.

შემდეგი პროექტი ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სენსორული ინტეგრაციისა და სოციალური ადაპტაციის განვითარების ხელშეწყობას. დამზადდება 250 სენსორული სათამაშო და შეიქმნება დამხმარე სახელმძღვანელო. პროექტში ჩაერთვება 10 მოხალისე „საქართველოს ბანკიდან“, რომლებიც შეისწავლიან სენსორული სათამაშოების დამზადებას ექსპერტებთან ერთად. შეიქმნება დამხმარე სახელმძღვანელო წიგნი მშობლებისა და სპეციალისტებისთვის: „როგორ შევქმნათ განმავითარებელი სენსორული სათამაშოები“. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნება პორტალი, სადაც განთავსდება სათამაშოების შექმნის ვიდეოები. აღნიშნული სათამაშოები შშმ ბავშვებს ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაში დაეხმარება.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს განსაკუთრებით სჭირდებათ წყალი, რაც დეფიციტს წარმოადგენს დღემდე საქართველოს სხვადასხვა რაიონში. ამ პრობლემით მიმართა „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდს“ საქველმოქმედო კავშირმა „თემმა“. პროექტის ფარგლებში მოხდება თემში შშმ-თათვის სოფ. გრემში 2 არსებული არტეზიული ჭისა და წყალმომარაგების სისტემის სხვა კომპონენტების რეაბილიტაცია საყოფაცხოვრებო (სასმელი, საკვების მომზადება, საშხაპეების, საპირფარეშოებისა და სამრეცხაოს მომარაგება) დანიშნულებით გამოყენებისთვის. ჩვენი პროექტებით ჩვენ ვახორციელებთ ასევე ორი მნიშვნელოვანი გამზირის ადაპტაციას. ესენია: რუსთაველის გამზირი და ვაჟა-ფშაველას გამზირი. უკვე დაიწყო ვაჟა-ფშაველას ქუჩის ადაპტაცია. „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრების ადაპტაცია ჩვენ უკვე მოვახდინეთ „საქართველოს ბანკის“ 8 სერვისცენტრის ადაპტაცია თბილისში და ეს საქმიანობა აუცილებლად გაგრძელდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს არ გაუჭირდეთ სერვისცენტრში შესვლა. ამას გარდა, ბანკში შეიცვალა პროცედურები უსინათლოთათვის. წელს ინტელექტუალურ თამაშზე განსაკუთრებული სტუმარი იყო, რომელმაც ძალიან საინტერესო შეკითხვა დასვა და მოაზროვნეები საგონებელში ჩააგდო. თამაშზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, უსინათლო სიმონ არშაულიძე, „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“ მეშვეობით მოვიწვიეთ. მოთამაშეებში განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია უსინათლო მწერლის ისტორიამ, რომელიც დამსწრეებს ფონდის დირექტორმა თორნიკე გურულმა უამბო. სიმონს „მომავლის ფონდისგან“ საჩუქრად სპეციალური პროგრამით ადაპტირებული ლეპტოპი გადაეცა. სიმონი ვერცერთი თვალით ვერ ხედავს, არცერთი თირკმელი არ უმუშავებს, ამ ყველაფრის პარალელურად კი დიაბეტით არის დაავადებული. მიუხედავად სიმონის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, ის მაინც ახერხებს სხვადასხვა სოფელში მოგზაურობას, აგროვებს ადგილობრივი ფოლკლორის ნიმუშებსა და ლეგენდებს, რასაც შემდეგ გამოსცემს წიგნად...

46


„საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ ნიჭიერი შშმ ბავშვების მხარდამჭერია... „საქართველოს ბანკის“ უკლებლივ ყველა თანამშრომელმა იცის წიგნი სახელწოდებით „სინათლის სვეტი“, რომელიც „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდმა“ გამოსცა. წიგნში შესულია შშმ ბავშვის, უნიჭიერესი მაკა ნათელაურის მოთხრობები. ამასთანავე, „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ სერვისცენტრში მომხმარებელს შეუძლია 5 ლარის ოდენობით შემოსწიროს თანხა, რომლის შემდეგაც მას საჩუქრად გადაეცემა მაკა ნათელაურის მოთხრობების კრებული. შემოწირულობიდან მიღებული თანხის ნაწილი მოხმარდება მაკას, ნაწილით თავად მაკა დაეხმარება სხვა შშმ ბავშვებს.

ყველას ვთხოვთ, მოგვწერეთ facebook-ზე ან ჩვენს ვებგვერდზე – www.tree.ge, დაგვიკავშირდით, თუ გყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, რომელიც რომელიმე სფეროში ნიჭიერებით გამოირჩევა... მოგვწერეთ მათი ისტორიები, ჩვენ ყველგან ჩავალთ, მოვინახულებთ მათ და ერთად დავუმტკიცებთ სამყაროს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები სინამდვილეში არ არსებობს. თორნიკე გურული, „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“ დირექტორი

გამარჯვებულ პროექტებს „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ „სიცოცხლის ხის“ სტატუსს მიანიჭებს. „სიცოცხლის ხე“ არის სიმბოლო ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს მეორე საგრანტო კონკურსი. სულ 152 პროექტი შემოვიდა და მისი დამუშავების პროცესია.

47


გუნდი RB UNITED 2014 წლის საქართველოს ბანკის თასის მფლობელი გახდა 14 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით პერიოდი, „საქართველოს ბანკის“ ფეხბურთის მოყვარულებისათვის განსაკუთრებული მოვლენით, მინიფეხბურთის თასის გათამაშებით აღინიშნა. ჩემპიონატი საინტერესო, დაძაბული და ემოციური გამოდგა. დაახლოებით 1 თვის განმავლობაში 22 გუნდი საქართველოს ბანკის თასის მოპოვებისთვის იბრძოდა. იმედის სტადიონი ყოველდღე ჩემპიონატი „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის სხვადასხვა გუნდს მასპინძლობდა. ჩემპიონატის ბოლოს გამოვლინდა ღირსეული გამარჯვებული – RB United-ს წელს ეს ტიტული ღირსეულად მიენიჭა!

48


„საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სპორტულ-სოციალურ პროექტ "WINGS FOR LIFE WORLD RUN"-ში 2014 წლის 4 მაისს ჩატარდა სპორტულ-სოციალური პროექტი "Wings for Life World Run"-ი. ეს არის ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო რბენა, რაც აქამდე ჩატარებულა. ღონისძიებაში 40-ზე მეტი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, საქართველოც. პროექტიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხა არაკომერციულ ფონდ “Wings for Life Spinal Cord Research Foundation”-ს, რომელიც მხარს უჭერს ზურგის ტვინის დაზიანებების კვლევასა და მკურნალობას. „საქართველოს ბანკის“ 51-მა თანამშრომელმა მიიღო მარათონში მონაწილეობა „საქართველოს ბანკის სიცოცხლის ხის“ სახელით. თანამშრომლების რეგისტრაციის საფასური, რომელიც „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდმა“ დაფარა, სრულად გადაირიცხა "Wings for Life"-ის ფონდში და მოხმარდება ზურგის ტვინის კვლევებს.

49


7-8 ივნისს „საქართველოს ბანკის” სათავო ოფისმა ქუჩის კალათბურთის ტურნირს უმასპინძლა 7-8 ივნისს „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისის ღია პარკინგის ტერიტორია ნამდვილ საკალათბურთო სტადიონად გადაიქცა. შიდაკორპორაციულ შეჯიბრში მონაწილეობას „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებისგან შემდგარი 14 გუნდი იღებდა. ფინალურ შეხვედრაში SOLO-ს კალათბურთელებმა საოცარი თამაშით დაამახსოვრეს თავი მაყურებელს და მოწინააღმდეგეც დაამარცხეს ანგარიშით – 8:5

50


51


ინტერვიუ 52

საშა ტერნესთან


საშა, მოგვიყევით თქვენი პროფესიული გზის შესახებ... მუშაობა ადრეულ ასაკში სწავლის პარალელურად დავიწყე, მომწონდა და კმაყოფილი ვიყავი ამ გადაწყვეტილებით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ პრაქტიკული გამოცდილების მიღებაც. თავდაპირველად ვმუშაობდი გერმანიაში, ტექნოლოგიურ ჯგუფში, რომელიც მრავალ საერთაშორისო პროექტს ახორციელებდა. იქ ვიკავებდი სხვადასხვა აღმასრულებელ პოზიციებს, ძირითადად, ფინანსების, ინვესტიციებისა და დეველოპმენტის მიმართულებით, და ამასთანავე ვიყავი პასუხისმგებელი საწარმოებისთვის ცენტრალური, აღმოსავლეთი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. აღნიშნულ კომპანიაში 13-წლიანი მუშაობის შემდეგ გადავედი კომპანია “ProCredit Holding Germany”-ში იმ მიზნით, რომ გავმხდარიყავი საქართველოში არსებული ბანკის ფინანსური დირექტორი. 7 წლის განმავლობაში ვიყავი „პროკრედიტ ბანკის“ მმართველი საბჭოს წევრი და ამ დროის სხვადასხვა მონაკვეთში ვხელმძღვანელობდი ბანკის თითქმის ყველა დეპარტამენტის მუშაობას, საბოლოოდ კი გენერალური დირექტორის პოზიციაზე დავინიშნე. გარკვეული დროის განმავლობაში ვიყავი „პროკრედიტ ბანკის“ აუდიტის საბჭოს წევრი სომხეთში და სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველი ბულგარეთში. ამასთანავე არაკომერციულ, მოხალისეობრივ საქმიანობას ვეწევი გერმანიის ბიზნესასოციაციაში საქართველოსა და სომხეთში, როგორც საბჭოს წევრი და ასევე ვარ თბილისში არსებული გერმანული საერთაშორისო სკოლის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ახლა კი მოხარული ვარ, რომ მაქვს ახალი მოვალეობები. ჩემთვის დიდი პატივია „საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტის გუნდში მოღვაწეობა და ის, რომ შესაძლებლობა მეძლევა „საქართველოს ბანკის“ წარმატებაში შევიტანო ჩემი წვლილი. როდის ჩამოხვედით საქართველოში? პირველად საქართველოში 19961997 წლებში ჩამოვედი. ბიზნესიდან და სხვადასხვა პროექტზე მუშაობიდან გამომდინარე საქართველოს ხშირად ვსტუმრობდი. ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე დრო იყო, ქვეყანაც მნიშვნელოვნად შეიცვალა ამ დროის განმავლობაში. მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ. ჩემი მეუღლე ქართველია, ერთმანეთი თბილისში გავიცანით. 1998 წელს დავქორწინდით, შემდეგ გადავედით გერმანიაში საცხოვრებლად, სადაც 9 წელიწადი ვცხოვრობდით, 2007 წელს კი ისევ თბილისში დავბრუნდით. ჩვენ ვართ 3 შვილის ბედნიერი მშობლები (გვყავს 2 ბიჭი და 1 პატარა გოგო). ფლობთ თუ არა ქართულ ენას? ქართულად საუბრის დროს თავს კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ შედარებით სუსტი ვარ, როდესაც საქმე ქართულად კითხვასა და წერაზე მიდგება.

თუ საიდუმლო არ არის, რამ განაპირობა თქვენი წამოსვლა „პროკრედიტ ბანკიდან“?

ბოლო დროს „პროკრედიტ ბანკში“ მრავალ სტრუქტურულ, ორგანიზაციულსა და სტრატეგიულ ცვლილებებს ჰქონდა ადგილი, ცვლილებები მეტწილად განპირობებული იყო ერთგვაროვანი მიდგომით, რასაც აქციონერი მსოფლიოში „პროკრედიტის“ ქსელში შემავალ ყველა ბანკთან მიმართებით ახორციელებდა. მე ბანკის განვითარების განსხვავებული ხედვა მქონდა, განსაკუთრებით, ქართული სპეციფიკური კონტექსტის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ვერ შევძელი აქციონერის სრული მხარდაჭერის მოპოვება. სწორად აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება დამეტოვებინა გენერალური დირექტორის პოზიცია 2014 წლის იანვარში. როგორ შეგხვდათ ახალი გუნდი, როგორია თქვენი შთაბეჭდილება ყოფილ კონკურენტზე? ძალიან გამიმართლა, რომ მოვხვდი ისეთ მეგობრულ გარემოში, სადაც სიხარულით მიმიღეს. ცხადია, რომ „საქართველოს ბანკი“ არის შედეგზე ორიენტირებული, მაღალპროფესიონალური ორგანიზაცია.

როგორია თქვენი თვალით დანახული საქართველო და ქართველები? მიუხედავად საქართველოში გატარებული მრავალი წლისა, დღესაც მაკვირვებს ამ ქვეყნის საოცარი ბუნება და მდიდარი კულტურა, თუმცა ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ადამიანები ახდენენ. ქართველების სტუმართმოყვარეობას ბადალი არ ჰყავს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ საქართველოს თავისი სრული პოტენციალი ჯერ კიდევ არ გამოუყენებია და მომავალსაც ოპტიმისტურად ვუყურებ. ქართულსა და გერმანულ კომპანიებში მუშაობის შედარების დროს რა პოზიტივები და ნეგატივები გახსენდებათ? არ მსურს, რომ სტერეოტიპული პასუხი გავცე ამ შეკითხვას. პირველ რიგში, მჯერა, რომ, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს იმუშაოს მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში, მაშინ მან უნდა შეძლოს იმ ქვეყნის რეალობასთან ადაპტაცია და სულაც არაა საჭირო შედარება, ეს მხოლოდ სირთულეებს გამოიწვევს. მრავალ ქვეყანაში მიმუშავია და დროთა განმავლობაში განსხვავება მათ შორის თითქმის სრულად გაქრა, მე ამას, როგორც შთაგონების წყაროს, ისე აღვიქვამ. თუმცა, მაგალითად, ის უპირატესობები, რასაც გერმანიაში აღმოაჩენ (ეფექტური მუშაობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და ა.შ.). ვფიქრობ, რომ ყველაფერ ამას კარგად აბალანსებს ქართველების ემოციური დამოკიდებულება საქმისადმი, ისინი მთელ გულს დებენ საქმეში. თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც წარმატებისთვის არის საჭირო? ვფიქრობ, რომ ადამიანს უნდა უყვარდეს ის, რასაც აკეთებს, უნდა იყოს საკუთარი საქმის ერთგული, შეუპოვარი, პასუხისმგებლიანი და აუცილებლად უნდა ფიქრობდეს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, რითაც ფართო გასაქანს მისცემს თავის შესაძლებლობებს.

53


გუნდი, რომელიც „საქართველოს ბანკისა“ და სხვა შვილობილი კომპანიების ციფრულ სამყაროს ქმნის... თუ შემთხვევით მოხვდით „საქართველოს ბანკის“ ამ მხარეს, აუცილებლად აღმოაჩენთ ადამიანებს, რომლებიც გამოირჩევიან დამახასიათებელი გარეგნობითა და განსაკუთრებული განწყობით. ეს ის ხალხია, რომლებიც ქმნიან „საქართველოს ბანკის“ (და არა მარტო ბანკის) ციფრულ სამყაროს. m2, iDeals, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი, მომავლის ფონდი, ალდაგი – იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ხშირი და ნაყოფიერი საქმიანი ურთიერთობა აქვთ ამ საინტერესო ხალხთან. ერთი სიტყვით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრენდის მართვის დეპარტამენტში, ელექტრონული მარკეტინგის სამსახურში!

54


ინტერვიუ

დავით ბირმანთან

55


სამსახურის უფროსმა დავით ბირმანმა შეგვახედა იმ სივრცეში, სადაც ელექტრონული მარკეტინგის სამსახური მუშაობს: „დიჯითალის“ გუნდის ისტორია ბრენდის მართვის დეპარტამენტის შექმნას უკავშირდება. როგორც კი შეიქმნა ეს დეპარტამენტი, მაშინვე გაჩნდა სოციალური მედიისა და ვებპროექტების არსებობის აუცილებლობა, შემდეგ კი ყველაფერმა ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ ლოგიკური გახდა კადრების დამატება.

დღეს გვყავს ისეთი ძლიერი გუნდი, რომლის წევრები მოტივირებული არიან, რომ წვლილი შეიტანონ ჩვენს საერთო საქმეში... რამდენიმე ძირითადი მიმართულებით ვმუშაობთ: ერთი სოციალურ მედიაში ურთიერთობას მოიცავს, მეორე კი – ვებგვერდები, ინტერნეტრეკლამის განთავსება და სხვა სპეციალური პროექტებია, რომელთა ფარგლებშიც მხარდაჭერას ვუწევთ სხვადასხვა სამსახურს.

გიორგი ხინთიბიძე ანინა ტეფნაძე

ვახო ბერიძე თამარ ქოჩიაშვილი ნინო ელიაშვილი

ლუკა გიორგაძე

თემურ მინდიაშვილი

ალექსი ომიაძე

56


დიზაინერები ალექსი ომიაძე, თემურ მინდიაშვილი და ნინო ელიაშვილი... ალექსი და თემური, ძირითადად, interface-ის დიზაინსა და შედარებით დიდი ზომის პროექტებზე მუშაობენ, ალექსი Express Pay-ს, Express Online-ისა და პრომოგვერდების დიზაინს აკეთებს, რამდენიმე კარგი საიტი სწორედ მისი დიზაინით არის აწყობილი, მაგალითად, სწრაფი და პატარა ავტოსაიტები. თემურის პროექტებში გამოვარჩევ „m2“-ისა და „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ოფიციალურ ვებგვერდებს, გარდა ამისა, ალექსიც და თემურიც გვეხმარებიან facebook-ის აქტივობებში. მაგალითად, თემურის დახატულია თამაში „ეტრისი“, ალექსის დახატული კი Orange Santa-სთვის საახალწლო მისალოცები აპლიკაციებია. ნინო ელიაშვილი ილუსტრაციების მიმართულებით მუშაობს. ნინო ჩვენი გუნდის ახალი წევრია და, ძირითადად, facebook აპლიკაციებს ქმნის. გარდა ამისა, მისი დახატულია „სიცოცხლის

ხის“ ილუსტრაციების ციკლი. ამ ილუსტრაციების მეშვეობით ვცდილობთ უკეთ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი მომხმარებლებამდე და მესიჯები ყველასთვის გასაგები გავხადოთ. ელექტრონული მარკეტინგის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს და მხარდაჭერას უწევს სხვადასხვა ბიზნესმიმართულებას, მაგალითად, IT დეველოპერებს დიზაინს ჩვენი სამსახური აწვდის. ყველაზე მნიშ-ვნელოვანი პროექტები რომ გამოვყოთ, რაშიც ჩვენ მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ IT-ს, იყო: Express Online-ი (ინტერნეტბანკი ფიზიკური პირებისთვის), Business Online-ი (ინტერნეტბანკი იურიდიული პირებისთვის), Express Pay, epay.ge (გადახდების ახალი საიტი ipay.ge-ს მაგივრად, რომელიც ახლა გადის ტესტირებას, მაგრამ თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია), მობილბანკი Android-ის, iPhone-ის, Blackberry-ისა და iPad-ისთვის. ეს არის ის ბიზნესპროექტები, რომლებმაც ჩვენს ხელში გაიარა. დიდი პორტალების გარდა, გვაქვს რამდენიმე ათეული მიკროსაიტი,

რომ-ლებიც შეიქმნა ამა თუ იმ კამპანიისთვის, მაგალითად, ganvadeba.com და corolla.ge. ფაქტობრივად, ყოველი ჩვენი მარკეტინგული კამპანიისთვის იქმნება ცალკე მიკროსაიტი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს მომხმარებლის მარტივ ნავიგაციას. როდესაც ვიზიტორი შედის ვებგვერდზე, სადაც თავს იყრის მრავალი სხვადასხვა ინფორმაცია, არის ალბათობა იმისა, რომ იგი დაიკარგება ან არ გაეცნობა იმ პერიოდისთვის ჩვენთვის აქტუალურ ინფორმაციას. ამა თუ იმ კამპანიის ფარგლებში ვქმნით მიკროგვერდს, სადაც შესულ მომხმარებელს ხშირ შემთხვევაში ხვდება ერთი ძირითადი თემა, ყველა დანარჩენ თემაზე გადასასვლელად კი შეუძლია გამოიყენოს ღილაკი „სხვა აქციები“ ან მოხვდეს მომავლის ფონდის, უნივერსიტეტის ან „საქართველოს ბანკის“ ძირითად გვერდზე. ასევე საგულისხმოა ის, რომ, როდესაც კამპანიები სრულდება, საიტები ითიშება და იქ შესულ ვიზიტორს ვამისამართებთ ძირითად საიტზე, ზოგ საიტს კი, საჭიროების შემთხვევაში, ვიტოვებთ.

დეველოპერები ამჟამად გვყავს 3 დეველოპერი: ლუკა გიორგაძე ფრონტის დეველოპერია, ანუ უმეტესად საიტის იმ ნაწილზე მუშაობს, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები იცნობენ. გარდა ამისა, მისი წარმოებულია „კონტენტის“ მართვის სისტემა, რომელიც ამ მიკროსაიტებსა და პორტალებზე ვიყენებთ. გიორგი ხინთიბიძე facebook-ის აპლიკაციების, ვახო ბერიძე კი f lash აპლიკაციების დეველოპერია. ვახო მუშაობს 2

ძირითადი მიმართულებით. ერთი არის facebook-ის აპლიკაციები და მეორე – m2-ისთვის შენობების ინტერაქციული მოდელების დეველოპმენტი. ვახო და გიორგი ამზადებენ facebook-ზე გაშვებულ ყველა თამაშს. გიორგი დამოუკიდებლად ამზადებს იმ აპლიკაციებს, რომლებიც f lash ტექნოლოგიით არ არის შესრულებული. მაგალითად, აპლიკაცია „მისწერე სანტას“ არ საჭიროებდა f l ash

კომპონენტს და ამიტომაც ის გიორგიმ დამოუკიდებლად დაამზადა.

– ვებინტერაქციის მენეჯერი... ტეფნაძე, ანინა პასუხისმგებელია ვებსივრცეში მომხმარებლებთან ურთიერთობაზე, ეს ეხება როგორც ბანკის, ასევე უნივერსიტეტის, ფონდის, m2-ისა და ideals-ის facebook გვერდებს, რაც მისი საქმიანობის მხოლოდ ერთი მხარეა. ჩვენ გვაქვს არხი რამდენიმე სხვა ქსელსა და საიტზე: YouTube, Myvideo, Instagram, LinkedIn. ყველა ამ არხს ასევე სჭირდება მოვლა-პატრონობა და ესეც ანინას მოვალეობებში შედის. მას ასევე ეხმარება როგორც facebook-ის დეველოპერების გუნდი, ისე

ნინო (რომელიც ილუსტრაციებით ამარაგებს) და ყველა სხვა დიზაინერი სხვადასხვა დროს. გარდა ამისა, ამ ორ მენეჯერს შორის არის განაწილებული რეკლამის მედიაგანთავსება. ამჟამად ანინა ხელმძღვანელობს facebook-ის რეკლამების განთავსებას, ხოლო დანარჩენი საბანერე განაწილება ეხება პროექტების მენეჯერს. ასევე ისინი არიან პასუხისმგებლები რეპორტინგზე. დაინტერესებულ კოლეგებს გარკვეული პერიოდულობით ვაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ წარმატებას მიაღწია ამა თუ იმ კამპანიამ ვებსივრცეში.

ლუკა გიორგაძე უმეტესად მიკროსაიტების მიმართულებით მუშაობს. ცხადია, არის ისეთი პროექტებიც, რომლებიც ყველა დეველოპერის ერთიან ჩართულობას საჭიროებს. მთელი გუნდის ერთად მუშაობა კი ყოველთვის საინტერესო შედეგით სრულდება.

მენეჯერები გარდა ჩვენი დიზაინერებისა და დეველოპერებისა, ჩვენს გუნდში არიან მენეჯერებიც: პროექტების მმართველი ანა სარალიძე, რომელიც ანაწილებს დროს და ამოცანების ჩამოყალიბებაშიც აქტიურად მონაწილეობს. ერთი სიტყვით, ანა მართვას ჩვენს პროექტებს დაწყების წამიდან დასრულებამდე. გარდა ამისა, გვყავს სოციალური მედიის მენეჯერი, ჩვენ ამ პოზიციას ინგლისურად Web engagement manager-ს ვუწოდებთ, რაც შემდეგნაირად ჟღერს

57


ერთი მაგალითი... m2-ის საიტი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გამართული ვებგვერდი უშუალოდ კომპანიის გაყიდვებზე აისახოს. მანამდე იყო რამდენიმე ფრაგმენტული საიტი, ერთგან ინფორმაციას იღებდი, მეორეგან ბინას ათვალიერებდი, არცერთი მათგანი არ უბიძგებდა ვიზიტორს ბინის ყიდვისკენ. ჩვენ შევქმენით ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა ბინის ფასისა და ფართობის მიხედვით არჩევის შესაძლებლობას. იგივე ინსტრუმენტი გამოიყენება facebook-ზე, ანუ ზუსტად ის მოდული, რომელსაც იყენებს საიტი, გადმოვიტანეთ როგორც facebook-ზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში. m2-ის ახალი საიტი სპეციალურად ისეა აწყობილი, რომ ვიზიტორმა თანმიმდევრულად მიიღოს ბინების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, მის ნავიგაციას საიტზე კი ლოგიკური დასრულება – კომპანიაში ზარი უნდა მოჰყვეს... ამასთანავე გავუშვით უნივერსიტეტის საიტი, თავისთავად სპეციფიური პროექტი, რადგან ჩვენი თავდაპირველი ამოცანა განათლების სამინისტროს მოთხოვნების დაკმაყოფილება იყო. ჩვეულებრივ საიტებთან მიმართებით მსგავსი შეზღუდვები არ არსებობს, ამიტომაც ხშირად გვიწევდა ამ საიტის სტრუქტურის გადაკეთება, მრავალი ცვლილება შევიტანეთ ვებგვერდზე უნივერსიტეტის აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პარალელურად. ვერსია, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ, არის მომხმარებელზე გათვლილი, გარდა ამისა, უნივერსიტეტისთვის გავაკეთეთ პრომოგვერდი – mba.edu.ge, რომელიც მიეძღვნება მაგისტრატურას და იქ უფრო სტუდენტებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია იქნება განთავსებული. Facebook-ზე ბოლოს გავაკეთეთ თამაში „ეტრისი“, რომელიც მიეძღვნა მარტივი ფულის აქციას. მოგეხსენებათ, აქციაში მონაწილეობისთვის Express Cardის მფლობელს 10-ჯერ გადახდის შემთხვევაში საჩუქრად ერიცხებოდა 5

58

ლარი. ეს 10 გადახდა თამაშის ფორმატში შემდეგნაირად აისახა: 10 ხაზის გავსების შემთხვევაში თამაშის მონაწილე იქაც იღებდა პრიზს. საბაზისოდ ავირჩიეთ თამაში „ტეტრისი“, რომელსაც Express-ის გამო დავარქვით „ეტრისი“. თამაშმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას თამაშში. სიმართლე გითხრათ, ყველაფერი ისე ავაწყვეთ, რომ სირთულის შეგრძნება აღარ გვაქვს. თუ რომელიმე პროექტს დიდ დროს ვუთმობთ, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მოცულობითაა დიდი. დროში გაწელილი ყველაზე მასშტაბური პროექტი იყო ინტერნეტბანკი “Business Online”-ი. Business Online-ის პირველი დიზაინი დაიხატა და მზად იყო 2 წლის წინ, აგვისტოში, მაგრამ შემდეგ, როდესაც დეტალებში ჩავედით, ფაქტობრივად, ნახევარი ინტერნეტბანკი დასაზუსტებელი, ჩასასწორებელი გახდა. გარდა ამისა, გვაქვს ბევრი ისეთი პროექტი, რომელიც დახატულია და შემოდებულია თაროზე, ელოდება თავის დროს... მაგალითად, iPhone-ის აპლიკაციებისთვის დახატული გვქონდა გაუმჯობესებული დიზაინი, რომელიც მრავალი თვის წინ შეიქმნა და სულ ახლახან გამოვიყენეთ. როდესაც გვიწევდა outsourcing-ი, მაშინ ვიყავით შებოჭილები, ვუკვეთავდით მხოლოდ იმას, რაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა. როგორც კი ეს გუნდი გაჩნდა ჩვენს კომპანიაში, მრავალი ამოცანის ინიცირება სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ეს გუნდი სხვადასხვა რთული ამოცანის ეფექტურად

გადაჭრის შესაძლებლობას გვაძლევდა. რომ არა ჩვენი გუნდი, მრავალი საინტერესო პროექტი შეიძლებოდა არც განხორციელებულიყო. თუ outsourcing-ს შევადარებთ შიდა გუნდთან მუშაობას, პირველ შემთხვევაში გვიწევდა იმაზე ფიქრი, რომ ყველა შეკვეთა ყოფილიყო ხარჯთეფექტური და წარმატებული. როდესაც ასეთი ძლიერი გუნდი გყავს, ფიქრობ, ის, რაც შეიძლება ეფექტურად გამოიყენო, ამიტომ რაც შეიძლება მეტ რამეს გეგმავ, რაც შეიძლება მეტი რამ გინდა შექმნა დროის შეზღუდულ მონაკვეთში. ჩვენ ისტორიულად ყველაზე დიდი ხანი გვაქვს სოციალური მედიის ფუნქცია, იქაც სტაბილურად ვითარდება, ნახევარი მილიონი ადამიანი გვყავს facebook-ზე, „საქართველოს ბანკის“ გვერდზე, ყველა კომპანიის facebook-ის გვერდზე სხვადასხვა ენით ვსაუბრობთ, რადგან ერთსა და იმავე ტაქტიკას სხვადასხვა კომპანიის სოციალურ გვერდებზე ვერ გამოიყენებ. სრულიად განსხვავებული მიდგომა გვაქვს „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებთან, სრულიად სხვა – ideals-ის და კიდევ უფრო რადიკალურად განსხვავებული – m2-ის facebook-ის გვერდის მომხმარებლებისთვის. ნებისმიერ სოციალური გვერდის უკან არა ერთი და ორი, არამედ გაცილებით ბევრი თანამშრომელი დგას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მესიჯი. ხშირია, როდესაც მრავალგზის ვამოწმებთ ინფორმაციას, განვიხილავთ და რამდენიმე მიმოწერის შემდეგ ვიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებას, ისე რომ ეს მომხმარებელმა ვერც იგრძნოს.

რომ არა ჩვენი გუნდი, მრავალი საინტერესო პროექტი შეიძლებოდა არც განხორციელებულიყო.


სწრაფად ცვალებადი ციფრული სამყარო... გუნდის მუშაობის სისწრაფესთან დაკავშირებით საილუსტრაციოდ მიკროსაიტების შექმნის პროცესს მოვიყვან. დღე-ნახევარი სავსებით საკმარისია მიკროსაიტის კონცეფციის შემუშავების, საიტის დახატვისა და მისი აწყობისთვის. ერთი სიტყვით, დღე-ნახევარში ერთი სრულყოფილი მიკროსაიტის დამზადება შეუძლია ჩვენს გუნდს. ზოგადად, არსებულ სწრაფადცვალებად სამყაროს ჩვენც სისწრაფითვე ვპასუხობთ. თუ სხვა ორგანიზაციებში 2 დღე მხოლოდ შეხვედრებსა და დისკუსიებს უთმობენ, ჩვენ ამ დროში უკვე დასრულებული საიტი გვაქვს მზად. ცხადია, შემდეგ რაღაცებს ვცვლით, ვაახლებთ, რადგან უამრავი იდეა ჩნდება განხორციელების პროცესში და მის შემდეგაც. თუმცა ერთი კი ცხადია, იდეის გაჩენიდან უშუალო განხორციელებამდე ხშირ შემთხვევაში დღე-ნახევარი საკმარისია. ჩვენს დიზაინერებთან გვაქვს შეთანხმება, რომ აქვთ სრული უფლება გაეცნონ ნებისმიერი რაოდენობის გარე საიტებს,

თუკი ეს ემსახურება მათ პროფესიულ განვითარებას, მინიმუმ ნახევარ საათს უთმობენ ახალი ტენდენციების გაცნობას. ისინი მუდამ ცდილობენ, რომ ერთნაირი სტილი არ ჰქონდეთ, მუდმივად ისახავენ მიზნად ორიგინალურად მუშაობას. გარდა ამისა, მთელი გუნდი გრძნობს, რომ ეს არის იდეალური ადგილი მათი იდეების განხორციელებისთვის, არ არსებობს საქართველოში კომპანია, რომელიც ისეთ მნიშვნელობას ანიჭებდეს ინტერნეტით მომხმარებელთან ურთიერთობას. ინტერნეტპროვაიდერებიც კი არ აქვეყნებენ იმდენ ინფორმაციას ინტერნეტში, როგორც „საქართველოს ბანკი“, თავად ბანკებიც არ არის იმ ოდენობით წარმოდგენილი ინტერნეტში, როგორც „საქართველოს ბანკი“. ცხადია, ცდილობ, რომ ყოველ პროექტში იყოს ინტერნეტის კომპონენტი, ანუ ფიქრობთ, რა განვითარება შეიძლება პოვოს ამ იდეამ ინტერნეტში... ისეთი პროექტებიც გვქონია, რომლებმაც დასაბამი სწორედ ინტერნეტში აიღეს, მაგალითად, 3

წლის წინაც კი, როდესაც გავაკეთეთ ვებკონკურსი "love.bog.ge", ეს იყო კონკურსი, რომელიც დაიწყო ინტერნეტში, შემდეგ მას დაემატა სატელევიზიო კომპონენტი, ბოლოს თანამშრომლებიც იღებდნენ მონაწილეობას, ყველა სერვისცენტრი ქმნიდა საკუთარ ვიდეოს. ეს იყო ინტერნეტიდან დაწყებული პროექტი. ასევე გავიხსენებ, სათავო ოფისში გადმოსვლისთანავე გავაკეთეთ თამაში “HQ კონსტრუქტორი”, რომელიც ახალი ამბის გავრცელების კრეატიული მეთოდი იყო. ათეულობით ათასი ადამიანი იყო ჩართული ამ თამაშში, რომელსაც ერთი მარტივი წესი ჰქონდა – სათავო ოფისის მაკეტის უმოკლეს დროში აწყობა უნდა მოესწროთ. ბოლო კონკურსი “dance. bog.ge” ინტერნეტსა და რეალობაში ერთდროულად მიმდინარეობდა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ არცერთმა კამპანიამ არ ჩაიაროს ისე, რომ ინტერნეტში არ პოვოს განვითარება.

მომავალი... თანამედროვე სამყაროში იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები, რთულია ზუსტი დროის განსაზღვრა რა და როდის მოხდება, თუმცა ინტერნეტის როლი იზრდება და შესაბამისად იზრდება მნიშვნელოვნება იმ საქმისა, რომელსაც გააკეთებს ინტერნეტზე ორიენტირებული მარკეტინგის სამსახური. ამის გამო ტრადიციულ მედიაში არსებული როლები შეიძლება გაჩნდეს საჭირო ინტერნეტშიც. მნიშვნელოვანია, რომ ამ ზრდას ავუწყოთ ფეხი არა მარტო წარმოებაში, არამედ დაგეგმარებისა და სტრატეგიული ხედვის თვალსაზრისით.

59


14 ივლისს სპეციალურად „საქართველოს ბანკის” თანამშრომლებისთვის

ლეო ანთაძის მონოსპექტაკლი 60

გაიმართა


14 ივლისს „საქართველოს ბანკის“ სათავოს ოფისის საკონფერენციო დარბაზში სრულიად უჩვეულო ღონისძიება მოეწყო. ამ დღეს სპეციალურად მოვიწვიეთ თანამშრომლები ჩვენი ბანკის თბილისის, მცხეთის, წყნეთისა და რუსთავის სერვისცენტრებიდან. დარბაზში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე კი ყველასთვის საყვარელი მსახიობი ლეო ანთაძე წარდგა მონოსპექტაკლით „ქვიშხური ესკიზები“. „ბავშვობა ქვიშხეთში, მწერალთა სახლის ეზოში მაქვს გატარებული. იქ ბევრი ვაშლის ხე იდგა. ბავშვები ფეხბურთს ვაშლებით ვთამაშობდით. კონსტანტინე გამსახურდიას (ოჯახთან ერთად), კონსტანტინე ლორთქიფანიძეს, გოგლა ლეონიძესა და მრავალ სხვა მწერალს ვხვდებოდი. ქვიშხეთში ბებიას დავყავდი. სწორედ იმ პერიოდის გამოძახილია ჩემი სპექტაკლი „ქვიშხური ესკიზები“ – იხსენებს ლეო ანთაძე.

61


ინტერვიუ 62

არჩილ გაჩეჩილაძესთან


ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, დარწმუნებული ვარ, თავიდან აღმოაჩენს საოცრად შრომისმოყვარე, რისკიან და საინტერესო ადამიანს. გაიცანით არჩილ გაჩეჩილაძე! ფერწერის კოლექციონერი ბანკირი, ყოველთვის მომღიმარი, ხანდახან ემოციური, მაგრამ, ძირითადად გაწონასწორებული. “EBRD”, “Salford Equity Partners”, “KPMG Barents”,“CERMA”, “Lehman Brothers Private Equity”... MBA ხარისხი კორნელის უნივერსიტეტში… თუმცა აქამდე ყველაფერი არც ისე მარტივად დაიწყო.

სკოლის დასრულების შემდეგ 1 წელი ამერიკაში გავაგრძელე სწავლა იქაურ სკოლაში. ფული მეც და ჩემს ოჯახსაც ძალიან ცოტა გვქონდა, რის გამოც თვეში მხოლოდ ერთხელ ვრეკავდი სახლში, ისიც 10 წუთით. სწორედ ამიტომ დავიწყე მუშაობა გადახურვებზე. ეს იყო მძიმე საქმე, რომელსაც შაბათ-კვირაობით დილის 6 საათზე ვიწყებდი, ანაზღაურების სახით კი დღეში 25$-ს მაძლევდნენ. მეორე ქალაქში რომ გადავედი, იქ პიცა დამქონდა, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან შრომისა და „საქართველოს ბანკი“ თქვენს ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა მქონდა; ეს საქმე ცხოვრებაში... კარგად გამომდიოდა. საქართველოში რომ დავბრუნდი, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში აღვმოჩნდი და ოოო, ეს ალბათ ყველაზე საინტერესო ეტაპია ჩემი კარიერის. მე ჩამოვედი, იმდენად დამტანჯა იქაურმა უმოძრაობამ, რომ მიზნად რომ კერძო საინვესტიციო ფონდი დავისახე სამსახური მეშოვა; 6 თვე მცდელობის შემდეგ დამეარსებინა და სანამ ჩემი საქმე აეწყობოდა, TBC-მ შემომთავაზა დროდავიწყე მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში ებითი კონტრაქტი. 2008-2009 წლის უცხოელი დირექტორის ასისტენტად.

MBA-ს შემდეგ საკმაოდ წარმატებული კარიერა მიატოვეთ და საქართველოში დაბრუნდით, რატომ? ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და ალბათ სხვაგან ვერასდროს ვიცხოვრებ. ყოველთვის, როცა იქ ვიყავი, მინდოდა დაბრუნება, არასდროს მიფიქრია სხვა ქვეყანაში სამუდამოდ დარჩენა. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ბოლოს მაინც ჩემს ქვეყანაში დავბრუნებულიყავი. გადაწყვეტილება ემოციურად მივიღე, აგვისტოს მოვლენების დროს ავიღე ბილეთი და საქართველოში გამოვფრინდი. მას მერე აქ ვარ, ბედნიერი ჩემი იმჟამინდელი გადაწყვეტილებით.

კრიზისის გამო ფონდის თემა დაიხურა და შესაბამისად კონტრაქტის მიხედვით 12 თვე იმ გუნდში ვიმუშავე. ვადის ამოწურვის შემდეგ ვერ შევთანხმდით გარკვეულ დეტალზე და წამოვედი. დავიწყე სამსახურის ძებნა და ძალიან მალე მივიღე შემოთავაზება „საქართველოს ბანკიდან“. მეც ბევრი არ მიფიქრია და სწრაფად გადმოვედი ამ ჯგუფში, სადაც დღემდე ვაგრძელებ მოღვაწეობას. თავიდან უნდა ვყოფილიყავი კორპორატიული რეაბილიტაციის სამსახურის ხელმძღვანელი (დირექტორის მოადგილე), მაგრამ ზუსტად ჩემი დანიშვნის დღეს რაღაც შეიცვალა და ჩამაბარეს კორპორატიული საბანკო მომსახურება.

63


თქვენზე ამბობდნენ, არ არსებობს კლიენტი ან კომპანია, რომელსაც გაჩეჩილაძე ვერ დაიყოლიებსო... როგორ ახერხებდით ამას? გაქვთ თქვენი ოქროს წესი? ეს კორპორატიული მიმართულების დამსახურებაა. ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი რაღაც განახორციელა იმისთვის, რომ გუნდურობა გაზრდილიყო. კომუნიკაცია გავაუმჯობესეთ და ბევრი ნოვატორული იდეა დავნერგეთ. რაც მთავარია, თითოეულ მათგანს აქვს გათავისებული, თუ რა როლს თამაშობს მთლიანი შედეგის მიღწევაში, რაც მგონი მთავარი მოტივაციაა. რაც შეეხება კლიენტების დაყოლიებას, მთავარია იფიქრო იმ ადამიანის თვალსაზრისით, გადმოიხედო მისი გადმოსახედიდან, შეხვიდე მის მდგომარებაში და გაანალიზო, თუ რა არჩევანი აქვს მას შენ გარდა. მნიშვნელოვანია კონცენტრაცია გააკეთო მის დადებით თვისებებზე, თუგინდ სრულად მისაღები არ იყოს ესა თუ ის პიროვნება შენთვის. ეს ყველაფერი სუფთა ადამიანურ დონეზე ძალიან გეხმარება ურთიერთობის აწყობასა და მიზნის მიღწევაში. გუშინდელი თვალით. სულ ვცდილობ რაღაც ახალი გავაკეთო, თავიდან შევხედო და, რაც მთავარია, ამ ყველაფრის შანსს სწორედ „საქართველოს ბანკი“ მაძლევს და მეხმარება. კორპორატიული მიმართულებით ბევრი სიახლე დაინერგა, რაც ალბათ საბოლოოდ აისახა ჩვენს პირველობაში საქართველოს ბაზარზე, რამდენიმე წლის წინ ჩვენი კონკურენტი ლიდერობდა ამ თვალსაზრისით. ადრენალინს რა გაძლევთ თქვენს საქმიანობაში?

რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში? არ მითხრათ, რომ ფინანსისტობა გინდოდათ? არა, მაგას როგორ გეტყვი?! ბავშვობაში დიდი სატვირთო მანქანის მძღოლობა მინდოდა. რამდენჯერაც ამას ვიტყოდი, ბებიაჩემს გული უსკდებოდა. 13-15 წლის ასაკში მათემატიკოს-ფიზიკოსობა დავისახე მიზნად და საკმაოდ კარგად ვსწავლობდი ამ საგნებს. მაგრამ ძალიან ცუდი დრო დაემთხვა ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც პროფესიის არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ჩემი ორივე მეცნიერი მშობელი უსამსახუროდ დარჩა და სწორედ ამან გადამაფიქრებინა მათემატიკოსობა. გულის სიღრმეში ხომ არ ნანობთ? არავითარ შემთხვევაში! მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო საქმეს ვაკეთებ. ახალი ნოვატორული იდეების განხორციელება მიყვარს. არცერთ ეტაპზე არ ვუყურებ ჩემს საქმიანობას

64

ისეთ ახალ პროექტებზე მუშაობა, რომლის დადებით შედეგსაც თვალნათლივ ხედავ. აი მაგალითად: ჩვენი დახმარებით საქართველოში პირველად დაფინანსდა მასშტაბური საავადმყოფო კერძო სახსრებით, რაც ჯამში ქვეყნისთვისაც და კონკრეტული ბანკისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. ასევე „საქართველოს ბანკმა“ პირველად საქართველოში დააფინანსა ბრენდირებული სასტუმრო, კონკრეტულად, „ჰოლიდეი ინ თბილისი”. სხვანაირად, უნდა შეხედო ყველაფერს და სწორად უნდა გარისკო, ეს არის ბიზნესის მამოძრავებელი. ერთი სიტყვით, ახლის კეთება მაძლევს ბევრ ადრენალინს. რაც შეეხება თქვენს ახალ მიმართულებას, რას საქმიანობთ? რამდენიმე მიმართულებაზე ვმუშაობ. პირველი, ეს არის კვლევების სამსახური. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ბანკისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისათვის. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ გააკეთოთ იმ სექტორების ანალიზი, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის

განვითარებისთვის და მაშასადამე მნიშვნელოვანია როგორც ბანკისთვის, ისე ინვესტორებისთვის. აქ ვგულისხმობ არა მხოლოდ მაკროეკონომიკის ანალიზს, არამედ სხვადასხვა სექტორისა და ბონდის გამომშვები კომპანიების ანალიზსაც. ამას გარდა, არის კერძო კაპიტალის მართვის მიმართულება, ე.წ. “Private Equity”. ამ მიმართულებით რამდენიმე ფონდის წამოწყება ხდება. ეს ძალიან მარტივად რომ ავხსნა ასეა: ჩვენ ვიღებთ ინვესტორებისგან ფულს და ვაბანდებთ, ვაშენებთ ჰესებს, შემდეგ ვყიდით. ამასობაში ჩვენს ხელფასებს იხდიან და ასევე მოგებიდან ვიღებთ საკომისიოს. უხეშად რომ ვთქვა, საკუთარი კაპიტალის გარისკვის გარეშე მხოლოდ ეფექტურად ინვესტიციების მართვაში გვიხდიან ფულს; ბანკის კაპიტალის რისკი ამ მიმართულებით უნდა იყოს მინიმალური. ბევრი შრომაა, მაგრამ ახალი მიმართულება იქმნება და ძალიან საინტერესოა. რატომ გადადიხართ ახალ შენობაში? „საქართველოს ბანკი“ ასოცირებულია სესხთან და დეპოზიტთან. კლიენტს, რომელიც შენგან სესხს იღებს, მიაჩნია, რომ ფინანსური რჩევაც, საგადასახადო და ხშირად იურიდიული კონსულტაციაც შენ უნდა გაუწიო, თანაც უსასყიდლოდ. უცხოეთში საინვესტიციო ბანკის მომსახურება კარგად ესმით რა არის. ჩვენთან მაინც ახალი ხილია და ამიტომ სჯობს ცალკე აღიქვან, რომ მოლოდინი არ ჰქონდეთ – ჩვენ მხოლოდ დაკრედიტებაზე ვესაუბრებით. სექტორებისა და ეკონომიკის ანალიზი, ობლიგაციების გამოშვება სხვა ინვესტორებისათვის, შეძლებული კლიენტების ფულის მართვა (არა


მხოლოდ დეპოზიტის მიმართულებით) და მსხვილ გარიგებებში ფინანსური მრჩევლის ფუნქცია, ეს არის ნაწილი იმ მომსახურებებისა, რომლებსაც ჩვენ გავუწევთ კლიენტებს ახალი ბრენდის ქვეშ. რომელ სექტორში ხედავთ ქვეყნის განვითარებას? საქართველო შედარებით პატარა ქვეყანაა მხოლოდ 4.4 მილიონი ადამიანით, ამიტომ ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც ფოკუსირებულია შიდა ბაზარზე, არის შეზღუდული მასშტაბში. ამიტომ საჭიროა, ჩვენ რეგიონის მომსახურე ეკონომიკა გავხდეთ. ჩვენ ამას ტურიზმის კუთხით უკვე ვაკეთებთ, აქ არის უფრო თავისუფალი, უსაფრთხო გარემო, ვიდრე ჩვენ გარშემო რეგიონში და, შესაბამისად, უფრო კომფორტულია სტუმრებისთვის. იგივე უნდა შევძლოთ ვაჭრობაში, ჯანდაცვაში, განათლებასა და თუნდაც კულტურაში. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა რეგიონში მომსახურების თვალსაზრისით (დასვენება, განათლება, ჯანდაცვა, ლოჯისტიკა). შევეშვათ საქმიანობას და მომიყევით თქვენს ოჯახზე... საკმაოდ დიდხნიანი ურთიერთობისა და 5-წლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ, სამწუხაროდ, 2011 წელს მე და ჩემი მეუღლე, დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ მყავს შესანიშნავი ოთხწლინახევრის ანა, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. ძალიან ჭკვიანი გოგოა და როგორ ვხდები ამას? იცის, რომ მამა არის ყველაზე კარგი ქვეყანაზე  შაბათკვირას, ძირითადად, სულ ჩემთან არის, ვინაიდან კვირის განმავლობაში ცოტა დროს ვუთმობ, ამიტომ ეს 2 დღე გვაქვს ხოლმე ძალიან დატვირთული. ერთად დავდივართ სასეირნოდ, სათამაშოდ, მოკლედ, ძალიან მაგრად ვერთობით. როგორ უნდა დაიჭიროთ ბალანსი პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის? შენი პირადი აუცილებლად უნდა გქონდეს დაბალანსებული. ზუსტად

ბალანსი სად გადის, ეს ინდივიდუალურია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად გაავლო ეს ოქროს შუალედი და რაღაცნაირად შეძლო სწორ მომენტებში საქმეც გამოგივიდეს და პირადი ცხოვრებაც გქონდეს დაბალანსებული. როგორ ისვენებთ? ფეხით მაქვს შემოვლილი თითქმის მთელი საქართველო: თუშეთი, ხევსურეთი, სვანეთი. სერიოზული მთამსვლელი არ ვარ, მაგრამ სტუდენტობიდან მოყოლებული ბევრს დავდიოდი მთაში. მყინვარწვერზე ვგეგმავ წელს ასვლას, ვნახოთ, რამდენად გამომივა... რამდენად დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ამ დროს ვისვენებ ყველაზე მეტად. ასევე მთის ველოსიპედი მყავს. წავკისში ვცხოვრობ და იქიდან დავდივარ ხოლმე მთაში... ცურვა, თხილამურები, ცხენზეც ვიჯექი ერთ დროს კარგად. მარტო ვარ ერთადერთი მაშინ, როცა ვკითხულობ, დანარჩენ დროს სულ მეგობრებთან ერთად ვატარებ, თუ, რა თქმა უნდა, არ ვარ ბავშვთან ერთად.

საყვარელი წიგნი, ნაწარმოები, გმირი... ზღაპრებიდან პირდაპირ გადავედი დიუმაზე და „გრაფ მონტე კრისტო“ რომ წავიკითხე, მინდოდა გადამეცურა ოკეანეები, ციხიდან გადმოვმხტარიყავი, მოკლედ, რასაც ის აკეთებდა, ეგ მომწონდა. მერე იყო რემარკი, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ოთარ ჭილაძე, ჰემინგუეი... ეს ყველა ჩემი საყვარელი მწერალია. ერთს ვერ გამოვარჩევ. ჩემს სახლში, საძინებელ ოთახში, ლოგინის ორივე მხარეს, ძალიან ბევრი წიგნი მიწყვია, ამიტომ ერთი სამაგიდო წიგნი ნამდვილად არ მაქვს. ფერწერა... ძალიან მომწონს მხატვრობა. მცირე კოლექციონერიც ვარ. ედმონდ კალანდაძეს გამოვარჩევდი. თენგიზ მირზაშვილი (ჩუფჩიკა), ირაკლი ფარჯიანი, ირაკლი სუთიძე, კაკაბაძე, გუდიაშვილი მომწონს, ოღონდ კონკრეტულად ერთი პერიოდი – სატი-

რული გრაფიკა. კაკაბაძის გარდა, ვინც ჩამოვთვალე, ყველა მაქვს ჩემს კოლექციაში. თქვენი ცხოვრება ისეთია, როგორიც წარმოგედგინათ 13-15 წლის ასაკში? მთავარი ცხოვრებაში თავისუფლებაა და, მგონი, საკმაოდ თავისუფალი ვარ. უცხოეთში წასვლა და ჩამოსვლაც იყო დარწმუნება საკუთარი თავის, რომ მე ამას შევძლებდი. იგივეა ჩემს საქმეშიც, როცა რაღაცას ვაკეთებ, ჩემს გადაწყვეტილებებში აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. ამიტომ დიახ, ზუსტად ასეთს ვხედავდი ჩემს თავს ბევრი წლის შემდეგ, რაც მთავარია, თავისუფალს... თქვენი აზრით, რომელი თვისების გარეშე ვერ მიაღწევს ადამიანი წარმატებას? ჩემი აზრით, ნიჭი არის 5%, 95% კი – დაუღალავი შრომა და გამტანობის ჟინია. გამართლება მოდის ბევრი შრომის შედეგად. მალკონ კლედველის ძალიან კარგი წესია და ის ამბობს: თუ 10 ათასი საათი ბალეტს ცეკვავ, აუცილებლად იცეკვებ ბოლოს ძალიან მაგრად, ამიტომ ეს არის მთავარი, რომ რასაც აკეთებ, იმას საკმარისი ძალისხმევა უნდა დაუთმო, რომ კარგად გამოგივიდეს. ცოდნისა და განათლების გარდა, რა თვისება გაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებისთვის? დამარცხებას არ ვიღებ არასდროს. აი მაგალითად, High School-ში რომ წავედი, სამჯერ ჩავიჭერი ანალოგიურ პროგრამაში და მეოთხედ გავიმარჯვე. Muskie-ს პროგრამაზეც ასე მოხდა, მესამე ცდაზე გავედი. მიზანდასახული ვარ და დაწყებული საქმის მიტოვება არ მიყვარს. რაღაც თუ გადავწყვიტე, ის მიმყავს ბოლომდე. რისკების არ მეშინია. ცუდი იქნება ძალიან, ერთ დღეს ქონებრივად თუ ყველაფერი დავკარგე, მაგრამ ტრაგედია არ იქნება. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის დავიწყებ თავიდან.

65


ნდობის მოპოვების

შვიდი გზა 66

ნდობის მოპოვება ადამიანებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და რთული პროცესია. ნდობას ერთ ან ორ დღეში ვერ დაიმსახურებთ, ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი უნდა გაითვალისწინოთ. ჩვენ გთავაზობთ ნდობის მოპოვების 7 გზას, რომელიც ამ ხანგრძლივ პროცესს გაამარტივებს და შეამოკლებს.


1 კომპეტენცია გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად კარგად უნდა ერკვეოდეთ იმ საკითხში, რომლის შესახებაც იწყებთ საუბარს. თქვენი კომპეტენცია თქვენდამი ნდობის ხარისხს აამაღლებს და გარშემომყოფებს მოსმენის სურვილს აღუძრავს.

2 აღიარეთ თქვენი შეცდომები კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორ ბელა დეპაულოს კვლევამ სიცრუის შესახებ გამოავლინა, რომ მატყუარა ადამიანები თითქმის არასოდეს აღიარებენ დაშვებულ შეცდომებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად აღიაროთ და არ შეგრცხვეთ შეცდომების, პირიქით, ამით სხვების თვალში პატივისცემასა და ნდობას დაიმსახურებთ.

3 გჯეროდეთ საკუთარი თავის პირველ რიგში, აუცილებელია, რომ თავად გწამდეთ თქვენივე სიტყვების, თავად გჯეროდეთ საკუთარი თავის, სხვა შემთხვევაში გაგიჭირდებათ სხვების დარწმუნება და ნდობის მოპოვება.

4 ცოტა თავისუფლად... დავუბრუნდეთ ისევ ბელა დეპაულოს კვლევას სიცრუის შესახებ, რომელმაც საინტერესო შედეგები გამოავლინა კიდევ ერთი ასპექტით. კვლევის ფარგლებში ნაჩვენებია, რომ მატყუარა ადამიანები ხასიათდებიან ნერვიულობითა და მოუსვენრობით. ნაკლებად სასიამოვნოა მათთან ერთად ყოფნა და მიდრეკილნი არიან წუწუნისკენ. ასე რომ, მოეშვით, არ დაიძაბოთ, იყავით თავისუფალნი და ცხოვრებაც გაცილებით მარტივი გახდება...

5 სხეულის ენა მიჩნეულია, ადამიანები სიმართლეს ამბობენ მაშინ, როდესაც საუბრისას ხელის გულებს მოსაუბრისაკენ მიმართავენ. ამას გარდა, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ თვალებში უყუროთ იმ ადამიანს ან ადამიანებს, რომლებსაც ესაუბრებით, ეს გულწრფელობის გამომხატველია.

6 იყავით პოზიტიური იყავით პოზიტიური, არ დაიშუროთ კარგი სიტყვები და კომპლიმენტები გარშემომყოფთა მისამართით. ეს აუცილებლად მოგიტანთ მათს კეთილგანწყობასა და ნდობას.

7 გავლენიანი ნაცნობები დაუმეგობრდით ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გავლენა და ძალაუფლება, მათი დადებითი დახასიათება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აუცილებლად გამოგადგებათ...

67


ინტერვიუ 68

ირაკლი ბურდილაძესთან


მისი პირველი სამსახური არა ბანკსა და ფინანსებს, არამედ საერთოდ სხვა სფეროს უკავშირდება. სპორტულ ჟურნალისტიკაში ბედი უნივერსიტეტში სწავლის დროს სცადა. მეზობლის რეკომენდაციით მუშაობა სპორტულ გაზეთ „სტადიონში“ დაიწყო. წერდა სტატიებს და თარგმნიდა ინგლისურიდან. სამი თვის თავზე სპორტულ ჟურნალისტიკაზე ხელი ჩაიქნია და სამსახურიდან წამოვიდა... მიზეზი – ხელფასი არ გადაუხადეს, თუმცა სამახსოვროდ რამდენიმე საინტერესო სტატია დარჩა ცნობილ ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან, ყველაზე გამორჩეული სტატიაც აქვს, რომელიც კოტე მახარაძესთან ჩაწერა. მე გიყვებით ისტორიას ირაკლი ბურდილაძეზე. დღეს ის „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

დავიწყოთ „საქართველოს ბანკით“... „საქართველოს ბანკში“ მოვედი 2006 წელს. მაშინ ბანკი აპირებდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველად განთავსებას (IPO), ამ მიზნით კი არსებულ მენეჯმენტთან ერთად აკომპლექტებდა გუნდს, რომელიც ამ საქმის წარმატებით განახორციელებას შეძლებდა. იმ პერიოდში გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე იყო, ირაკლი გილაური კი მისი მოადგილე გახლდათ საოპერაციო და ფინანსურ ნაწილში. სწორედ ლადომ და ირაკლიმ შემომთავაზეს შევერთებოდი „საქართველოს ბანკის“ გუნდს. მანამდე ვმუშაობდი „ჯიემთი ჯგუფში“ ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. ეს არის ამერიკული კაპიტალით შექმნილი კომპანია, რომელიც სხვადასხვა სექტორში აბანდებს ფულს. აღნიშნული კომპანიის ყველაზე ცნობილი პროექტები არის „მარიოტ თბილისი“ და „ქორთიარდ მარიოტი“. ირაკლისა და ლადოს შემოთავაზებაზე ბევრი არც მიფიქრია და ზუსტად 1 თვეში შევუერთდი „საქართველოს ბანკის“ გუნდს. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, „საქართველოს ბანკმა“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად განათავსა და 2007 წლიდან მე გავხდი საოპერაციო დირექტორი. ამის შემდეგ ჩემი კონცენტრაცია იყო საოპერაციო და ფინანსური ნაწილი. 2008 წლიდან, მას შემდეგ, რაც გიორგი ჭილაძემ გადაიბარა ფინანსური მიმართულება, ძალიან ცოტა ხანი ვხელმძღვანელობდი კორპორატიული სესხების რეაბილიტაციის დეპარტამენტს, ხოლო 2010 წლიდან ჩავიბარე m2.

განათლება? ვსწავლობდი 51-ე საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. ამის შემდეგ გავიმარჯვე "Muskie"-ის პროგრამაში და გამიშვეს ამერიკაში, "Johns Hopkins"-ის უნივერსიტეტში, რომელსაც აქვს პოლიტიკური მეცნიერებათა სკოლა... მაგისტრატურაში იქ ჩავირიცხე. ვსწავლობდი 2 მიმართულებით – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და საერთაშორისო სამართალი. არ იყო რთული პირველი და ასეთი ძლიერი კომპანიიდან გადასვლა m2-ში? თან მაშინ, როდესაც სამშენებლო ბიზნესი არ სარგებლობდა კარგი რეპუტაციით სხვადასხვა მიზეზის გამო. მე მიყვარს გამოწვევები და მინდოდა გამომეცადა რაღაც ახალი. როდესაც მითხრეს, რომ ეს ბიზნესი უნდა ამეწყო თავიდან, ზუსტად ამან დამაინტერესა. რეპუტაცია ნამდვილად შელახული ჰქონდათ დეველოპერებს, მაგრამ სწორედ ეგ იყო ამოსავალი წერტილი, რომ ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ისეთი კომპანია, რომელიც მოახდენდა უძრავი ქონების დეველოპერის ინსტიტუციონალიზაციას, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვა, გვინდოდა აწყობილი სისტემა, გაწერილი პროცედურები. პირველ რიგში, რისკების მართვის პროცესები უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად დალაგებული, რაც ჩვენ და ჩვენს აქციონერებს დააზღვევდა ისეთი შეცდომებისგან, რაც სხვა დეველოპერებმა დაუშვეს.

69


რას აშენებს m2? ჩვენ ამ ეტაპზე ვაშენებთ ბინებს, რომელიც გათვლილია საშუალო სეგმენტზე, სრული რემონტით, რაც კლიენტს უქმნის ძალიან დიდ კომფორტს და უზოგავს თანხას. რატომ? იმიტომ რომ 800 ბინას როცა ვარემონტებთ, უფრო ადვილია ესაუბრო კომპანიებს ფასდაკლებაზე, ერთი ბინის შემთხვევაში კი ეს ყოველივე ძალიან ძნელია. მე პირადად ვაპირებ ახალ პროექტში ერთი ბინის შეძენას და არა მარტო მე, ჩემი ძმაც გეგმავს გახდეს m2-ის ბინის მფლობელი. რამდენიმე წლის შემდეგ რას მოუტანს კომპანია ქვეყანას? კომპანიის სტრატეგიაშია გაიზარდოს და მოახდინოს პროდუქტების დივერსიფიკაცია. ჩვენ შევალთ ისეთ სეგმენტში, როგორიც არის ლუქსის ტიპის დეველოპმენტი, ანუ მაღალ სეგმენტში, ასევე დაბალმსყიდველობითი უნარის მქონე კლიენტებისთვის ვიწყებთ 2-ოთახიანი გარემონტებული ბინების გაყიდვას 29 ათას დოლარად, რაც დამეთანხმებით, ჯამში ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საკმაოდ მომგებიანია ჩვენი კომპანიისთვის და მეორე მხრივ ჩვენ მოსახლეობას, ადამიანებს ვუქმნით კომფორტს. ამიტომ ჩვენი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის განვითარებაში და დემოგრაფიულ პრობლემასაც ვაგვარებთ, ეს ნახევრად ხუმრობით 

70

ცოდნის გარდა, რა თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ იყოს შენს გუნდში ან რა თვისების გარეშე ვერ იმუშავებს? 3 მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც დგას ჩვენი კომპანიის კორპორატიული ხედვა. პირველი, ეს არის შრომისმოყვარეობა, მეორე – პატიოსნება და მესამე – ეს არის ლოიალობა, ერთგულება ჯგუფისა და გუნდის მიმართ. მე თვითონ ვერ ვიტან ღალატს, ბუნებით ისეთი ადამიანი ვარ, რომ ძალიან ბევრს ვენდობი, ხანდახან ძალიან გულუბრყვილოდაც და ამიტომ, როდესაც ვინმე მატყუებს, ამაზე ძალიან ცუდი რეაქცია მაქვს. რომ არ აგერჩიათ ეს პროფესია? ჩემი მშობლები მაძალებდნენ, რომ გავმხდარიყავი ექიმი. თავის დროზე სამედიცინო ინსტიტუტში ვერ მოვხვდი და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. მაშინ საკმაოდ კორუმპირებული სისტემა იყო და პირველ წელს ჩავიჭერი. იცით ალბათ, როგორც ხდებოდა იმ დროს სამედიცინო ინსტიტუტში მოხვედრა. ჩემს მშობლებს არც ფინანსები ჰქონდათ სამაგისო და არც მე მქონდა სურვილი, რომ ამ გზით ჩამებარებინა. ზუსტად იმ წელს უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და მეც მოვეწყვე.


71


თქვენი პირველი სამსახური რა იყო? გაგეცინებათ ახლა ალბათ, მაგრამ ჩემი პირველი სამსახური იყო სპორტული გაზეთი. მაშინ ისეთი დრო იყო, რომ ოჯახს უჭირდა. მეც ვიფიქრე, თავისუფალ დროს გამოვიყენებ, ოჯახს რამენაირად დავეხმარები-მეთქი. მეზობელმა შემომთავაზა დასაქმება – სპორტულ გაზეთ „სტადიონს“ სჭირდებოდათ ჟურნალისტი, რომელიც სტატიებს დაწერდა სპორტზე და ასევე გადათარგმნიდა უცხოურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს ქართულად. ხელფასი დამინიშნეს თვეში 50$, რაც იმ დროს არცთუ პატარა თანხად ითვლებოდა. რამდენიმე სერიოზული ინტერვიუ ჩავწერე, მათ შორის, კოტე მახარაძესთან, 3 თვე მამუშავეს, ხელფასი კი არ გადამიხადეს. შესაბამისად, მე ამ გაზეთიდან წამოვედი. ასე დავასრულე კარიერა სპორტულ ჟურნალისტიკაში  სპორტს შევეხეთ და თავად თუ ვარჯიშობთ? საშინლად არასპორტული ვარ! ყურება მიყვარს, დანარჩენი არაფერი გამომდის. მუსიკა? რას უსმენთ? აქაც ძალიან ცუდად არის საქმე, სპილომ დამაბიჯა ყურზე, საშინლად არამუსიკალური ადამიანი ვარ.

72

ფილმები? თავის დროზე ვიყავი ძალიან გატაცებული იტალიური ნეორეალიზმით და ჩემი საყვარელი ფილმი იყო და არის ძალიან ძველი „ველოსიპედების გამტაცებლები“. მოგვიყევით ოჯახზე. მყავს მეუღლე მაია მერედოვა, რომელიც არის თურქმენი. გავიცანი თბილისში საერთო მეგობრების წრეში. სხვათა შორის, მაია სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმავე უნივერსიტეტში, სადაც მე, ოღონდ ჩემ მერე და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოხვდა „პროკრედიტ ჰოლდინგის“ სტრუქტურებში. თავიდან მუშაობდა ყირგიზეთში, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ გამოგზავნეს თბილისში, „პროკრედიტ ბანკში“. ჩემმა მეგობრებმა ერთ მშვენიერ საღამოს დაგვპატიჟეს მეც, მაიაც და კიდევ რამდენიმე ჩვენი საერთო მეგობარი. მოგვეწონა ერთმანეთი, 1-წლიანი ურთიერთობის მერე კი მივხვდით, რომ სიყვარული გვეწვია და აბსოლუტურად გააზრებულად შევქმენით ოჯახი. გვყავს ორი შვილი: 7 წლის სოფია ბურდილაძე და 1 წლის ნიკოლოზ ბურდილაძე.

ასეთ დატვირთული გრაფიკის დროს როგორ ახერხებთ ბავშვებთან ურთიერთობას? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ორივე მშობელი ნახონ მეტნაკლებად თანაბრად. როდესაც მაიაც მუშაობდა, მასაც ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, „პროკრედიტ ბანკის“ გენერალური დირექტორი იყო და მისი საქმეც ძალიან დიდ დროს მოითხოვდა, ამიტომ სოფია ფაქტობრივად ძიძასთან გაიზარდა. ნიკოლოზის დაბადების შემდეგ მაიამ გადაწყვიტა, რომ მინიმუმ 1 წელი სახლში ყოფილიყო და უფრო მეტი ყურადღება დაეთმო ბავშვებისთვის, ასეც მოხდა. მეც სულ ვცდილობ, რომ შაბათკვირა გავატარო მაქსიმალურად მათთან ერთად ოჯახურ გარემოში.


კოლექცია? აგროვებთ რამეს? ადრე ვაგროვებდი საფოსტო მარკებს, სხვათა შორის, დღემდე მაქვს ეს კოლექცია, იმის შემდეგ შევეშვი ამ საქმიანობას  სად ხედავთ, რომელ სექტორში ჩვენი ქვეყნის განვითარებას? ორიგინალური ვერ ვიქნები და ვიტყვი, რომ ეს არის ტურიზმი, სოფლის მეურნეობა. თუმცა სოფლის მეურნეობაში, ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ორგანული პროდუქტები და კონცენტრაცია ქვეყანამ სწორედ ამაზე უნდა გააკეთოს და არა მასობრივ წარმოებაზე. ორგანულ პროდუქტებს მარჟაც მაღალი ექნება, შესაბამისად, ექსპორტზე გავა ისეთ ქვეყნებში, სადაც მსყიდველობითი უნარი მაღალია. ასევე ენერგეტიკა, ლოჯისტიკა და ტრანსპორტი, საქართველო არის სატრანსპორტო კორიდორი და ეს ბუნებრივად უნდა განვითარდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ საქართველო იყოს ლიდერი ფინანსური ბაზრების თვალსაზრისით რეგიონში.

კარიერის განმავლობაში ყველაზე ცუდად თუ გახსენდებათ რომელიმე მოვლენა, ჩავარდნა, გაუმართლებლობა და პირიქით, როდის გაგიმართლათ ყველაზე მეტად? ცხოვრებაში მაქვს ასეთი მიდგომა, რომ პრობლემები და ჩავარდნები დავივიწყო, რადგან მაგაზე ფიქრით წინ ვერ წახვალ. სჯობს მიიღო გამოცდილება და არასდროს გაიხსენო მომავალში. გამართლებას რაც შეეხება, მე 2 ფაქტორს გამოვყოფდი. ეს იყო განათლების მიღება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამაც რადიკალურად შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა და დამოკიდებულება რაღაც საკითხების მიმართ და მეორე გადამწყვეტი მომენტი იყო ჩემი გადმოსვლა „საქართველოს ბანკში“, ამ გუნდში მოხვედრა. მე ისეთ ხალხთან ერთად მომიწია მუშაობა და ურთიერთობა, რომლებმაც დანერგეს საქართველოში იმ დროისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი პროდუქტები, მიმდინარეობები. ზუსტად ამან მომცა თვითრეალიზების შესაძლებლობა. ზუსტად ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა. რომ არა „საქართველოს ბანკი“, ვერ შევძლებდი ჩემი პოტენციალის გამოყენებას, ვიქნებოდი სხვა კომპანიაში ჩვეულებრივი თანამშრომელი ფიქსირებულ ხელფასზე.

რომ არა საქართველო, სად ისურვებდით ცხოვრებას? იტალია! 1982 წლიდან ვარ იტალიის ფანი ყველაფერში და ძალიან მიხარია, რომ ბევრი რაღაცის ნახვა შევძელი ამ ქვეყანაში, თუმცა დამრჩა კიდევ დასათვალიერებელი პატარა ლამაზი ქალაქები და ადგილები. ირაკლი ბურდილაძის რჩევა წარმატებისთვის... არის ასეთი გამონათქვამი „არ არსებობს სიტყვა „არ შემიძლია“, – არსებობს სიტყვა „არ მინდა“, ანუ ყველაფრის მიღწევა არის შესაძლებელი, ოღონდ სურვილი უნდა არსებობდეს. ადამიანის შესაძლებლობები არის შეუზღუდავი, მთავარია იყოს მონდომება. მე ჩვენს თანამშრომლებს ვუსურვებდი, რომ რა მიზანსაც დაისახავენ, უკან არ დაიხიონ, საკუთარ თავთან იყვნენ მართლები და ამ მიზნისთვის მაქსიმალურად ბევრი გააკეთონ. ამ შემთხვევაში აუცილებლად გამოვა ყველაფერი.

ადამიანის შესაძლებლობები არის შეუზღუდავი, მთავარია იყოს მონდომება.

73



Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.