იაპონია

Page 1





THE WORLD’S FIRST • Automatic manufacture caliber • Connected smart functions • Analysis of the mechanical caliber

WATCH frederiqueconstant.com


რედაქციისაგან

თავიდან გვეგონა, ასე შორეულ და უცხო ქვეყანაზე წერა ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ სულ მცირედი გარჯა დაგვჭირდა, იაპონიაში მოგზაურობიდან დაბრუნებული, თუ იაპონური კულტურის შორიდან, მაგ­რამ ძალიან კვალიფიციურად მცოდნე ადამიანების საპოვნელად. განვლილი კვირების განმავლობაში, როცა ამ ადამიანების ანთებულ სახე­ებს ვუყურებდი, როცა მიხსნიდნენ მათთვის ძალიან ძვირფას დეტალებს იაპონიის შესახებ, ანდა როცა ვკითხულობდი მათ ემოციურ წერილებს, ვფიქრობდი, რომ ძალიან გამიმართლა — მათ იაპონიაში სამოგზაუროდ თვალდახუჭული გავყევი. გაგა ლომიძე და ლაშა ბუღაძე პოპკულტურასა და საკუთარ ბავშვობაში და­ ლექილ აღქმებს აცოცხლებენ იაპონიის შესახებ; მედეა გოცირიძე-კოჯიმა, თეონა ნაცვლიშვილი, ხათუნა ბარქაია და ნენე კვინიკაძე და სხვები — მოგზაურობიდან ჩარჩენილ იმიჯებს, განწყობებს, პეიზაჟებს, კულინარიულ გემოებსა და სიტუაციებს. კახა თოლორდავა — მუსიკის ისტორიას აღწერს, დესი დაშკოვა — კაბუკის თეატრს, სალომე კიკალეიშვილი კი კარგ იაპონურ ფილმებს გვირჩევს საყურებლად და მსოფლიო კინოში, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეჟისორს, აკირა კუროსავას იხსენებს. თუმცა, გამორჩეული პატივი ჩვენი რედაქციისთვის იაპონიის ელჩის საქართველოში, ბატონი ტადაჰარუ უეჰარას მონდომება იყო, პირადად აღეწერა არა მხოლოდ თავისი მშობლიური ქალაქი ტოკიო, არამედ, მისი აზრით, გამორჩეული მხარეებიცა და ღირსშესანიშნაობებიც; მოეთხრო თავისი ხალხის თვისებებზე, ისტორიასა და თავისებურებებზე. ძალიან დავაფასეთ ჩვენი იაპონელი ავტორის, საქართველოში იაპონური ენის მასწავლებლად ჩამოსული რიოსეი სუგინაკას გაბედული სურვილიც, არა მხოლოდ დაეწერა მისთვის ორ გამორჩეულ ქალაქზე — ნარასა და ოსაკაზე — არამედ დაეწერა ქართულ ენაზე. როცა ზაფხული გადაივლის და Voyager-ი სამოგზაუროდ სხვა ქვეყანაში გასწევს, გამოცემა იაპონიის შესახებ, შესაძლოა, მერეც გამოგადგეთ. ჩვენი სპეციალური ჩანართი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისა და სარაგბო ქალაქების შესახებ სპორტულ-კულტურულ-შემეცნებით მეგზურობას შე­ მოდგომაზე, რაგბის ჩემპიონატის დროსაც გაგიწევთ.

სასიამოვნო კითხვას გისურვებთ, თამარ ბაბუაძე მთავარი რედაქტორი

4 VOYAGER 15/2019



სარჩევი

წელიწადის ოთხი დრო იაპონიაში შორი განწყობები თამაში მარტოსულ კუნძულზე

12 18 24

ქალაქი, სადაც „იაპონურად აზროვნებას“ იწყებ

25

tokio

26 35 36

ღირსშესანიშნაობა

sastumroebi / რესტორნები

იაპონური სამზარეულოს საფუძვლები

okinava _ zafxuli iaponurad ნაჰა / ღირსშესანიშნაობები

ფილოსოფიიდან მოდამდe მოკლედ იაპონიზმის შესახებ

geiSa _ 100% იაპონური

kioto

ღირსშესანიშნაობა

sastumroebi / რესტორნები

osaka _ sxva iaponia ღირსშესანიშნაობა / sastumroebi / რესტორნები

44 50 56 57 65 66 71

sportuli turi iaponiaSi 1. საპორო 2. ტოიოტა 3. კუმაგაია

72 83

4. ჰაგაში-ოსაკა 5. ფუკუროი

ნარა _ დედაქალაქური ტრადიციების სათავე

84 93 98 102

იაპონური ლიტერატურა სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე

104

გზამკვლევი იაპონურ ხელოვნებაში იაიოი კუსამა _ შეშლილი სუპერსტარი ჰაიაო მიაძაკი და იაპონური ანიმე

მურაკამი თავის ქალაქში

106 108

დასავლური მუსიკის თავგადასავალი ამომავალი მზის ქვეყანაში

112

რიუნოსუკე აკუტაგავა

ბუნრაკუს თეატრი

116 118

„რაშომონის ეფექტი“ აკირა კუროსავასგან

120

კინომოგზაურობა იაპონიაში

124

kabuki _ iaponelobis კიდევ ერთი გასაღები

6 VOYAGER 15/2019


EY Advisory Services

Learn how our proprietary deal insights help private equity deal teams thrive in the Transformative Age. Zviad Memarnishvili Director Advisory Services Tel: +995 (32) 215 88 11

© 2019 EY LLC. All Rights Reserved.

How does the right edge redefine private equity’s boundaries?


15, 2019

მთავარი რედაქტორი

ხათუნა ბარქაია თამარ ბაბუაძე თეონა ნაცვლიშვილი ლევან ბერძენიშვილი თამარ ესაკია

დიზაინერი ნინო ყაველაშვილი

თამარ ბაბუაძე

ავტორები გაგა ლომიძე

პროექტის კურატორი

მედეა გოცირიძე-კოჯიმა

თინა ოსეფაშვილი

გურამ ღონღაძე ნესტან ნენე კვინიკაძე

კორექტორი მანანა სანადირაძე

უნა აბაშიძე

სარეკლამო გაყიდვების დირექტორი

კახა თოლორდავა

ნაზი გოშაძე

დესი დაშკოვა

ყდის ილუსტრაცია

სალომე კიკალეიშვილი

ნელი ქირია

ლაშა ბუღაძე

ფოტო Shutterstock

პროექტის ხელმძღვანელი / SOLO-ს დირექტორი ნინო ჩიქოვანი

გამომცემელი: შპს `სოლო~ ვებგვერდი: www.solo.ge ტელ.: +995 32 2 44 44 00

ISSN: 2346-8130

რეკლამა ჟურნალში: +995 599 330 364 ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა წარმოადგენს შპს `სოლოს~ საკუთრებას. ჟურნალში დაბეჭდილი ნებისმიერი მასალის გამოყენება კომპანიის წერი­ლობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია.



თბილისი

SOLO LOUNGE აბაშიძე აბაშიძის ქ. №70

თბილისი

SOLO LOUNGE მთაწმინდა ჩიტაძის ქ. №11

თბილისი

SOLO LOUNGE ფალიაშვილი ფალიაშვილის ქ. №23

თბილისი

SOLO LOUNGE ცინცაძე ცინცაძის ქ. №12

თბილისი

SOLO LOUNGE ჭავჭავაძე ჭავჭავაძის გამზ. №29

თბილისი

SOLO LOUNGE ყაზბეგი ყაზბეგის გამზ. №24გ

თბილისი

SOLO LOUNGE წერეთელი წერეთლის გამზ. №73

თბილისი

SOLO LOUNGE ყაზბეგი ყაზბეგის გამზ. №25

SOLO LOUNGE ქუთაისი თამარ მეფის ქ. №5

თბილისი

SOLO LOUNGE გლდანი ნოზაძის №8

SOLO LOUNGE თელავი ჩოლოყაშვილის ქ. №3 SOLO LOUNGE ბათუმი რუსთაველის ქ. №22

www.solo.ge

ტელ.: +995 32 2 44 44 00


8SABIS

®

0

70,000+ STUDENTS 28,000+ ALUMNI 8,000+ EMPLOYEES 20 COUNTRIES 5 CONTINENTS

OOGO Education for a changing world.

Americas I Europe I Africa I Middle East & Asia

sabis.net


შესავალი იაპონიაში გთავაზობთ ინტერვიუს იაპონიის ელჩთან საქართველოში, ბატონ ტადაჰარუ უეჰარასთან. ის დიპლომატიურ სამსახურს ჩვენს ქვეყანაში 2017 წლიდან უძღვება. წლების განმავლობაში იაპონური კულტურის წარსადგენად საელჩო არაერთ ღონისძიებას მართავს. ბატონი ტადაჰარუ უეჰარა იდეალური მეგზურია თავის ქვეყანაში _ ის იაპონიისთვის დამახასიათებელ თითოეულ სპეციფიკურ თავისებურებაზე გვიამბობს და გვირჩევს, რას დავუკვირდეთ, თუ იაპონიაში მოგზაურობა, ანდა ამ ქვეყნის ახლოს გაცნობა გადავწყვიტეთ. ბატონი ელჩისგან რჩევებსა და ცნობებს, სპეციალური ვიზუალური მინიშნებით, ჟურნალის სხვა გვერდებზეც შეხვდებით.

წელიწადის ოთხი დრო იაპონიაში ინტერვიუ იაპონიის ელჩთან საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარასთან

თ ა მ ა რ ბა ბუა ძე თქვენს ქვეყანას გარედან როგორ აფასებთ? როგორ დაახასიათებთ იაპონურ საზოგადოებას, კულტურას და ტრადიციებს? შენარჩუნებულია თუ არა ტრადიციები? დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის, იაპონია Voyager-ის მკითხველებს გავაცნო. 2017 წლის აგვისტოში საქართველოში იაპონიის ელჩად დანიშვნამდე, იაპონიის კერძო სექტორს წარმოვადგენდი და ოთხ-ოთხი წელი ნიუ იორკსა და ლონდონში ვმუშაობდი. უცხო ქვეყანაში ცხოვრება მეტ-ნაკლებად ყოველთვის მაფო­რიაქებდა, მაგრამ, საბოლოოდ, ეს გამოცდილება და­ მეხ­მარა ცნობისწადილისა და ინტერესის გაღვივებაში უცხო კულტურებისა და ადამიანების მიმართ. იაპონია, საქართველოსავით, უძველესი ისტორიისა და ტრა­ დიციების ქვეყანაა. იაპონელები, ქართველების მსგავსად, თავიანთი კულტურით ძალიან ამაყობენ. მართალია, ჩვენ შორის ბევრია განსხვავებაც, მაგრამ ძირეულ მსგავსებებ­ საც ხშირად ვამჩნევ. მოდით, დავტკბეთ განსხვავებებით და თან მსგავსებებსაც ჩავუღრმავდეთ. ამ მოგზაურობაში მე გაგიძღვებით. ჩემი დაკვირვებით, იაპონიაზე საუბრისას ბევრი სტერეო­ტიპი იჩენს ხოლმე თავს. ნამდვილ იაპონიას მაშინ გაიცნობთ, როცა მორიდებით მომღიმარ, უცნობ იაპონელს გამოელაპარაკებით — ან მატარებელში, ან მივარდნილი ქუჩის რომელიმე პატარა ბარში, ანდა ცხელი სამკურნალო წყლების კურორტზე, სადაც თქვენთან ერთად ისინიც ისვენებენ.

წყლით გარემოცულ იაპონიას ედოს პერიოდში ე. წ. საკოკუს 200-წლიანი პერიოდი ჰქონდა — ესაა იზოლაციის ხანა, როცა ტოკუგავას სამხედრო ხელისუფლებამ 1639 წლიდან 1853 წლამდე უცხოელებისთვის ყველა საზღვარი ჩაკეტა. ერთადერთი გამონაკლისი ნაგასაკის პორტი იყო. საკოკუს პერიოდში იაპონიამ დახვეწა ის უნიკალური მენტალიტეტი და სილამაზის აღქმის ტრადიცია, რომელსაც უხსოვარი დროიდან მოყოლებული სათუთად ვუფრთხილდებით. ამავე ხანაში, ე. წ. ეროვნული იდენტობის სამეცნიერო სფეროში სოლიდური კვლევები გაჩაღდა — დაიწყო იმის შესწავლა, თუ რა არის იაპონელთა თანდაყოლილი მსოფლმხედველობა. ამ მსოფლმხედველობის ფესვები ჯერ კიდევ ბუდიზმისა და კონფუცის მოძღვრების გავრცელებამდე არსებულ უძვე­ლეს რელიგიაში — ანიმიზმში უნდა ვეძებოთ. ეროვნული იდენტობის კვლევის სფეროში სრულფასოვნად სწავლობდნენ სწორედ ანიმიზმზე დაფუძნებით შექმნილ საზოგადოებრივ შეხედულებებს, რომლებიც იაპონიის კუნძულებზე ღრმადაა ფესვგადგმული. მეორე მხრივ, ედოს ხანაშივე, სოციალურ ურთიერთობებს ბიზნესის კეთების მოდელი და ეთიკა განსაზღვრავდა. ურთი­­ერთ­მიმართება ადამიანებს შორის მშვიდობასა და სტაბილურობას ეფუძნებოდა. მშვიდობისა და სტაბი­ლუ­­რობის გარანტი კი იყო მთავრობა, რომელსაც იაპონიის უცხოელი დამპყრობლების მოგერიება აღარ უწევდა. ქალაქელმა ვაჭრებმა გააცნობიერეს, რომ მათი საოჯახო ბიზნესის სტაბილურობა დამოკიდებული იყო სარგებლის სწორ გადანაწილებაზე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის — ამ მხარეთაგან ერთ-ერთი კი, სწორედ საზოგა­დოება იყო. ამიტომაც იზოლაციის პერიოდში ჩამოყა­

12 VOYAGER 15/2019


ლიბებულმა მსოფლმხედველობამ თანამედროვე იაპო­ნიაზე, საზოგა­დოებრივ ურთიერთობებსა და ბიზნესის წარ­ მოებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ამავდროულად, იაპონია უცხოურ კულტურასაც წარმატებით ითვისებს ისე, რომ არ ამოძირკვოს საკუთარი. იაპონელები ძალიან სათუთად ეპყრობიან სხვათა კულტურას და დიდ მოქნილობას იჩენენ ამ პროცესში. ამავე დროს, სილამაზის აღქმის უნარი, იმ სილამაზისა, რომლითაც ქვეყანა უხვად არის დაჯილდოებული, თაობიდან თაობას არაცნობიერად, მაგრამ უწყვეტად და თითქმის უცვლელად გადაეცემა. საინტერესოა დასაკვირვებლად, თუ როგორ „დაფრინავს“ მთელ მსოფლიოში იაპონური კულტურა და სხვა კულტურებს სრულიად უყოყმანოდ, უშიშრად აძლევს შეხების, შეგრძნების, შეთვისების საშუალებასაც კი. იაპონიაში მოგზაურობისას ნახავთ შინტოისტურ ტაძრებს, სადაც თაყვანს სცემენ ბუდას, რომელიც ინდოეთიდან შემოვიდა, ნახავთ უნიკალური არქიტექტურის მრავალ ნიმუშსაც და კულინარიული ფიუჟენის მაგალითებსაც და ეს ყველაფერი იაპონიისა და სხვა ეთნიკური კულტურების ჰარმონიზების მაგალითებად გამოდგება. უძველეს ქალაქებში, კიოტოში, ნარასა თუ კანაძავაში, დატკბებით სეზონური საკვების გემოებით, სათუთად შენახული ტრადიციული შენობებითა და ქალაქების ხედებით, ადგილობრივთა სახა­ სიათო ცხოვრების წესითა და დახვეწილი ქცევით. თუმცა ეს ტრადიციული ქალაქები ამავდროულად კულინარიული ძიებების ცენტრებიცაა, სადაც ოსტატურად ამზადებენ და­ სავლური სამზარეულოს კერძებს და დასავლურ კერძებში ახალთახალ ადგილობრივ ინგრედიენტებს იყენებენ. დროთა განმავლობაში ნებისმიერი ტრადიცია და სილამაზე იცვლება. იაპონელები კი ეფემერულ სილამაზეს ხედავენ დროის ცვლაშიც კი, რასაც ადამიანის ცხოვრების, წუთი­ სოფლის ანარეკლად აღიქვამენ. მეორე მხრივ, მე რომ მკითხო, სილამაზის აღქმის იაპონელთა ძირეული უნარი არ იცვლება და ზოგჯერ მშვენიერების სწორედ ეს უცვლე­ლი აღქმა გვეხმარება იმაში, რომ ტრადიციული მშვენება ახალ, თანამედროვე ცნებებად გარდავსახოთ. გლობა­ ლიზაციის მძლავრი შეტევების მიუხედავად, ეს უხსოვარ დროს შეძენილი აღქმა შევინარჩუნოთ. თუ იაპონური კულტურა გაინტერესებთ, გთხოვთ, დაუკვირ­ დეთ წელიწადის დროთა ფერებს, რათა თქვენც მიხვდეთ, რაში გამოიხატება იაპონელთა უცვლელი სილამაზის შეგ­ რძ­ნება, რაც მათ აღავსებს მზაობით, ბუნებასთან ჰარმო­ნი­ულად თანაცხოვრობდნენ. იაპონიაში მოგზაურობისას შეიძლება თვალში მოგხვდეთ, რომ ბევრი იაპონელი ძალიან აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს და საკუთარი ინდივიდუალურობის არჩაწნეხვის ხარჯზე არ ემორჩი­ლება საზოგადოებრივ და ოჯახურ ნორ­ მებს. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ვგულისხმობ — ისინი პირადი უნიკალური თვისებების გამოვლენას კი­ დევ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ და ბიზნესს თავიან­ თი ინტერესებიდან, გატაცებებიდან გამომდინარე იწყებენ — ახალ მოძრაობებსა და კულტურას ქმნიან და ამით იაპონური ეკონომიკის სათავეშიც ექცევიან. მანგასა და პოპ-კულტურის (ხომ არ გსმენიათ სიტყვა „ქა­ ვაიი“?) ძალა უსაზღვროა, მაგრამ ეს ახალი მიმდინარეობები კულტურაში გლობალური ბაზრის დაპყრობის მიზნით არ შექმნილა. დიახ, ჰაიაო მიაძაკის ფილმი „აჩრდილწაღებული“ მთელ მსოფლიოშია პოპულარული, მაგრამ ის მხოლოდ და მხოლოდ იაპონურ პეიზაჟებსა და უძველეს იაპონურ

ხალხურ ზღაპრებს ეფუძნება. საინტერესოდ მეჩვენება ის, რომ იაპონური პოპკულტურა საზოგადოდ მიმღებლობითაა გამსჭვალული, მაგრამ ძალიან მკვეთრი, პოპულისტური მეამბოხეობის ნიშნებს ხშირად არ ავლენს. რაში გამოიხატება იაპონიის მრავალფეროვნება? იაპონიის მრავალფეროვნებას, უამრავი ფაქტორი, პირველ რიგში კი, გეოგრაფია განსაზღვრავს. იაპონია კუნძულოვა­ ნი ქვეყანაა და მისი სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთის­ კენ, დაახლოებით, 4000 კილომეტრია. იაპონია კლიმატის მრავალფეროვნებითაც უნიკალურია. მაგალითად, ჰოკაიდო, რომელიც ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს, სუბარქტიკულ ზონაში შედის, უკიდურეს სამხრეთში მდებარე ოკინავა კი — სუბტროპიკულ ზონაში. ამ მრავალფეროვანი კლიმატური ზონების გამო იაპონიის ბუნებაც ძალიან მდი­ დარია. ქვეყნის ტერიტორიის, დაახლოებით, 70%-ს მთები შეადგენს. რომ წარმოიდგინოთ, საქართველოს შემთხვევაში მთიანი რეგიონები ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 40%-ია. ახლა მიხვდებით, თუ რამდენად მთა-გორიანია იაპონია. ჩვენს ქვეყანაში დათოვლილ მთებში თხილამურებით სრიალიცა და ტროპიკული თევზით სავსე ზღვაში ცურვაც შეგიძლიათ. წელიწადის დროებს შორის ასეთი მკვეთრი ცვლილება იაპონიის ყველაზე დამახასიათებელი ასპექტია. რაც შეეხება იაპონურ ენას, აქაც ადგილობრივი დიალექ­ ტების გასაოცარი მრავალფეროვნებაა. ე.წ. სტანდარტული იაპონური (ჰიოჯუნგო) ყველაზე ფართოდ გამოიყენება, თუმცა მასთან თანაარსებობს უამრავი კილოკავიც. ისინი ორ კატეგორიად იყოფა: ტოკიოსა და კიოტო-ოსაკას დიალექტები. სიტყვა „მადლობა“, მაგალითად, სტანდარტულ იაპონურში გამოითქმის, როგორც „არიგატო“, მაგრამ ოსაკაში მის ნაცვლად გაიგონებთ სიტყვას „ოკინი“. სიტყვას „დამე“, რომელიც „არ შეიძლებას“ ნიშნავს, იაპონიის სიდიდით მეორე ქალაქში სიტყვა „აკან“ ენაცვლება. კიდევ ერთი მაგალითია სიტყვა „დანდან“, რომელიც, როგორც წესი, ნიშნავს ზმნიზედას „ეტაპობრივად“, „ნაბიჯ-ნაბიჯ“, შიმა­ნეს პრეფექტურაში კი მადლობის გადასახდელად ამბობენ. ვინც იაპონურ ენას შეისწავლის, უნდა ვუთხრა, რომ იაპო­ ნური დიალექტების გაცნობა ძალიან სახალისო პროცესი იქნება თუნდაც იმიტომ, რომ ისინი თანამედროვე ენიდან გამქრალ და ძველი იაპონურიდან შემორჩენილ ბევრ გამოთქმას შეიცავს. მრავალფეროვნების კიდევ ერთი დასტური იაპონური სამზარეულოა, ჩვენებურად — „ვაშოკუ“, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა — ეს მოხდა სწორედ იმ წელს, როცა იმავე სიაში ქართული ღვინოც შეიტანეს. იაპონური სამზარეულოს ხსენებაზე, პირველ რიგში, სუში, საშიმი ან ტემპურა გვახ­ სენდება, თუმცა ჩვენი კულინარია გაცილებით მეტია. რამენის შესახებ რა გსმენიათ? (რამენის რესტორნები თბი­ლისშიც გვაქვს) ეს ჩინური წარმოშობის ატრიის წვნი­ ანია, დროთა განმავლობაში იაპონელთა ერთ-ერთ უსაყ­ვარლეს კერძად რომ იქცა. დღეს რამენის უამრავი რე­ გიონული ნაირსახეობაც გვაქვს. ისინი მომზადების წესის, გემო-არომატის და ინგრედიენტების მიხედვით ძლიერ განს­ხვავდება. ზღვისპირეთში, მაგალითად, ზღვის პროდუქ­ ტების რამენი მზადდება და იაპონელებიც საკუთარი ქვეყ­ ნის სხვადასხვა კუთხეში ხშირად მოგზაურობენ, რამენის ადგილობრივი ვარიაციების დასაგემოვნებლად.

13 VOYAGER 15/2019


შესავალი იაპონიაში იაკიტორი თუ გაგისინჯავთ? იაკიტორი იაპონური მწვადია, ოღონდ ღორისა და საქონლის ხორცის ნაცვლად, ქათმის ხორცის ნაჭრები — ფილე, კანი, გულ-ღვიძლი და სხვა შიგნეული ნაწილები იჭრება. როგორც წესი, იაკიტორის საღამოობით ლუდთან ერთად მიირთმევენ. მძიმე სამუშაო დღის დასასრულს იაკიტორითა და ქართული ლუდით გარ­ თობა ქართველებსაც შეუძლიათ. იაპონური სამზარეულო ამოუწურავი თემაა. „ვაშოკუ“ იაპონიაში მოგზაურობისთვის თავისთავად უკვე სოლი­დური მიზეზია. გთხოვთ, აღგვიწერეთ თქვენი მშობლიური ქალაქი. რო­ გორ შეიცვალა ის თქვენი ბავშვობის დროიდან დღემდე თუნდაც ცხოვრების წესის, ტრადიციების მხრივ? მე დავიბადე და გავიზარდე ტოკიოს უბან უენოში. იმ დროს იაპონიის სწრაფი განვითარება მხოლოდ იწყებოდა. ყველა მოგონების გადმოცემა რთულია, თუმცა ის კი შემიძლია ვთქვა, რომ „წელიწადის ოთხმა დრომ“ ჩემი ბავშვობის მოგონებები გამოძერწა. ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში ჩემი სახლის შესასვლელში „შიშიმაი“ (ლომის ცეკვა) იმართებოდა _ რიტუალი, რომელიც ოჯახის უსაფრთხოებაზე ლოცვაა; მარტში გაზაფხულის ახალი მოლუსკების წვნიანი მზადდებოდა და კერძს მთელი ოჯახი ერთად შევექცეოდით; ზაფხულის დადგომისთანავე „ფურინი“ (იაპონური ქარის ეჟვანი) წკრიალს იწყებდა და ჩვენამდე გრილი სიო მოჰქონდა; შემოდგომაზე მეზობელი სახლიდან მოღწეული შემწვარი სამნას (სეზონური საირა) სურნელი დაუოკებელ მადას აღმიძრავდა; ზამთარში კი ღამის მატარებლის ორთქლმავლის შორეული სტვენა ჩამესმოდა. ჩემს ბავშვობაში, ძველ ტოკიოში, ედოს (ტოკიოს ძველი სა­ ხელწოდება) კულტურის ნიშნები ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. ვამაყობდით, რომ ედოს სულისკვეთებით განმსჭვალუ­ ლი ძირძველი ტოკიოს მაცხოვრებლები (იგივე „ედოკო“, ანუ „ედოს შვილები“) ვიყავით. ბავშვობაში ერთმანეთს ვეჯიბრებოდით კიდეც, „ედოკოს“ სულისკვეთებას ვინ უკეთ გამოამჟღავნებდა — ამ კონკურენციაში, შურის და წყენის ნაცვლად, პატიება და შემწყნარებლობა ჭარბობდა. არსებობს გამოთქმა (თუმცა იგი სიმართლეს ბოლომდე არა ასახავს), რომ ტიპურ „ედოკოს“ ფული ჯიბეში არ უჩერდება, რომ „ედოკო“ სწრაფად დადის და სწრაფად ჭამს და უფრო „სობას“ (წიწიბურა) ატრიას ეტანება, ვიდრე — „უდონს“ (ხორბლის ფქვილი) ატრიას. ეს ყველაფერი ერთდება და „ედოკოს“ სილამაზისკენ სწრაფვის (იაპონურად „იკი“) თავისებურებებამდე დადის. იკი არის მსოფლმხედველობა, რომელიც ძველი ტოკიოს ბინადრების ცხოვრების სტილს ჰარმონიულად ეთვისება. მაგალითად, ახალი წლის წყა­ლობისა და წლის პირველი საკვების „ჰაცუმონოს“ არდა­ ფასება, წელი­წადის დროთა ცვლის ეშხის გაუცნობიერებ­ლობა „ბუ­ნების მიმართ უპატივცემულობად“ მიიჩნეოდა. მაისიდან ივნისამდე ძველ ტოკიოში უამრავი ზაფხულის ფესტივალი იმართებოდა: მაგალითად, ომიკოშის (მოძრავი სალოცავი) მფარველი ღვთაებით ქუჩებში მსვლელობები ეწყობოდა მისგან კურთხევის მისაღებად, ბოროტების თა­ვიდან ასა­ცილებლად, ოჯახის უსაფრთხოების სათხოვ­ ნელად. სა­მეზობლოს ახალგაზრდები ერთმანეთს ხში­ რად ეჯიბ­რე­ბოდნენ და მოხდენილი ტრადიციული მოკ­ლე ქურთუკებით (ჰანტენ), ჩიბუხებითა და დახვეწილი დიზაინის მქონე ცხვირსახო­ცებით თავს იწონებდნენ. ბევრმა ეს არ იცის, მაგრამ ასეა — ბავშვობაში ნინძა მინდოდა, გავმხდარიყავი. ნინძა გამჭრიახ ჯაშუშად და სამართლიანობის დიდ ქომაგად წარმომედგინა. ჩემი

სამეზობლოს ბავშვებს შორის ნინძა ძალიან პოპულარული იყო ბევრად ადრე, ვიდრე „ნარუტო“ — ნინძების შესახებ პოპულარული მანგა გამოქვეყნდებოდა. ჩვენი უბნის არაოფიციალურ ნინძას კლუბში (ნინძა ხომ ყოველთვის ოფიციოზს მიღმაა), რომელსაც მე და ჩემი მეგობრები 6-7 წლის ასაკში შევუერთდით, ვიწრო ბილიკებზე სწრა­ ფად სირბილს, ორმეტრიანი კედლიდან გადმოხტომას და ვარსკვლავის ფორმის სათამაშო დანის სროლას გვას­ წავლიდნენ. ვეჩ­ვეოდით მკაცრ და არაკომფორტულ პი­ რობებში თავის გატანასაც და ამ მიზნით მშობლების თვა­ ლისგან მოშორებით ჩვენს ეზოში, პატარა ქოხში ვიმალე­ბოდით და ვარჯიშების დროს ტკბილეულის მხოლოდ ერთ ნაჭერს ვჭამდით. იმ დროს იაპონიაში ჩურჩხელა რომ გვცოდნოდა, მომავალი ნინძა-ბავშვები ნამდვილად ავიტაცებდით მას, როგორც თავგადასავლებში თან წასაღებ იდეალურ საკვებს. სამწუხაროდ, იაპონიის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ფონზე, ნინძას შესაფერისი სამუშაო ჩემთვის არც ერთ კომპანიაში არ მოიძებნა და მეც ნინძების სკოლა, რაღაცნაირად, უკან მოვიტოვე, თუმცა, ფაქიზი გრძნობები მის მიმართ დღემდე შემრჩა. ნინძის კულტურის გასაცნობად, იქნებ, თქვენც გეცადათ ნინძას საწვრთნელ ბაზაში მისვლა, ტოკიოში მდებარე ეს ცენტრი ვირტუალური რეალობის სიმულაციით საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. შეგიძლიათ, მიეს პრეფექტურაში „იგა“ ნინძას მუზეუმებს ეწვიოთ, ანდა, შიგას პრეფექტურაში „კოგა“ ნინძას სოფელი ნახოთ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენც გსურთ, გაიგოთ, რას ნიშნავს ჩემი ბავშვობისდროინდელი „მაგარი ნინძა“. იაპონიაში მოგზაურთათვის იაპონიის უდიდესი ნაწილი, ძალიან ტრადიციული ძველი ქალაქების გამოკლებით, მსოფლიოს სხვა ნებისმიერ კუთხეში მდებარე დიდ ქალა­ქებს ძალიან ჰგავს. ბოლო 50 წლის განმავლობაში ინ­ ტერნეტმა, მობილურმა ტელეფონმა და სხვა ახალმა ტექ­ ნოლოგიებმა მნიშვნელოვნად შეცვალა იაპონური ქალაქების იერსახე. ჩემი აზრით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 70 წლის განმავლობაში, ყველაზე თვალშისაცემი გარეგნუ­ლი გარ­დასახვა სწორედ იაპონურმა ქალაქებმა განიცადა. მართალია, ეკონომიკური ზრდა ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად იქცა, მაგრამ ბუნებასთან სიახლოვეც დღემდე უმნიშვნელოვანესია. წინა საუკუნის 60-70-იან წლებში იაპონიაში მდინარეებისა და ჰაერის დაბინძურება დიდ პრობლემას წარმოადგენდა. სწორედ მაშინ მივხვდით, რომ ბუნების განადგურებით ყველაზე მნიშვნელოვანს ვკარგავდით. დღეს იაპონია ისევ ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანაა, რომე­ ლიც სათუთად უფრთხილდება ბუნებას, რასაც ხელს უწყობს ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკა და რეგულაციები, ასევე _ რიგითი იაპონელების გულისხმიერება. იაპონიის ბუნების სილამაზეს თითოეული იაპონელი მოქალაქისა და ბიზნესის ძალისხმევა განსაზღვრავს. მათი ერთობლივი მიზანია ეკონომიკურ ზრდას და ბუნების სილამაზის შენარჩუნებას შორის ბალანსის დაცვა. როგორც რიგითი იაპონელი, ძალიან ვამაყობ ამით. თქვენი აზრით, ბავშვის აღზრდის პროცესში რას ექცევა ყველაზე დიდი ყურადღება? ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, არსებობს ორი მთა­ ვარი ღირებულება, რომელთაც ეყრდნობა ბავშვის აღზრდა იაპონიაში: პირველია „თემი“ („საზოგადოება“), ხოლო მე­ ო­რე — „პატივისცემა“. მოდი, ჯერ „თემი“ განვიხილოთ. ამ კონტექსტში „თემი“ ნიშნავს არა მხოლოდ ადგილობრივ,

14 VOYAGER 15/2019


ტადაჰარუ უეჰარა ოჯახთან ერთად

რეგიონულ ჯგუფს, არამედ — ოჯახსაც. ისევე, როგორც საქართველოში, წარსულში იაპონური ოჯახი სამი თაობის წარმომადგენლებს ტრადიციულად ერთ ჭერქვეშ თავს უყ­ რიდა. ასეთი ცხოვრების წესის წყალობით, ბავშვები თა­ ვიანთი მშობლებისა და ბებია-ბაბუებისგან ცხოვრებისეულ გაკვეთილებს სწავლობდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი გაკ­ვეთილი კი როგორც ოჯახში, ისე მის გარეთ, სხვებთან ჰარ­ მონიული თანაარსებობის მნიშვნელობის გაცნობიერებაა. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივ თემსაც, რომლის წიაღშიც ბავშვი იზრდება. ჩვენ გვჯერა, რომ პასუხისმგებლობას ბავშვის აღზრდაზე არამხოლოდ ოჯახი, არამედ ყველა ის ადამიანი იზიარებს, ვინც პატარის გარშემოა. ადგილობრივი თემის წევრები სკოლის გზაზე ადევნებენ ბავშვებს თვალყურს, მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, კულტურულ ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებში რთავენ იამადერა რიშიაკუჯი იამაგატას პრეფექტურის ცნო­ ბილი ღირსშესანიშნაობაა. ეს ტაძარი, 1015 საფეხურისგან შემდგარი კიბით, ადგილია, სადაც ადამიანი ამქვეყნიუ­ რი სურვილების დავიწყებაში ვარ­ჯიშობს — კიბეზე ასვლის კვალდაკვალ, ეს ნელ-ნელა ხდება. 1015-ივე საფეხურის ავლის შემდეგ კი თვალწინ დაუვიწყარი პეიზაჟი იშლება.

და ტრადიციებს მათ ამ გზით აზიარებენ. თემის ურთიერ­თობის მაგალითზე ბავშვი გუნდური მუშაობის პრინციპს სწავლობს და გუნდში უნიკალური როლის შესრულების მნიშვნელობას ხედავს. ბავშვის აღზრდაში მეორე ასპექტს — „პატივისცემასაც“ დი­დი მნიშვნელობა აქვს. „პატივისცემის გაკვეთილებია“ მად­ლიერება ბუნებისა თუ საკვებისთვის, მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების გამასპინძლება, სათნოება, თანაგრძნობა თუ სხვა. ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ „რეიგი“ (თავაზიანობა, ზრდილობა, მანერები) ბავშვის აღზრდის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბურჯია. ახლა გეტყვით, როგორია შუადღის კვება და დასვენება სკოლაში სწორედ ამ ორი პრინციპის გათვალისწინებით: პირველკლასელები (6-7 წლის) მზარეულებს ჯერ მადლობას მოახსენებენ, შემდეგ საკვებს თეფშებზე სათუთად ანა­ წილებენ და თანაკლასელთა მაგიდებზე აწყობენ. საკვების მიღებამდე ისინი სიტყვას „იტადაკიმასუ“ ერთხმად წარ­ მოთქვამენ, რაც ნიშნავს: „მადლიერებით მივიღებთ ამ საკვებს“. ჭამის შემდეგ ისინი არა მხოლოდ თეფშებს ალაგებენ, არამედ — საკლასო ოთახს, საპირფარეშოს და სკოლის სხვა სექციებსაც, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებენ. ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ იაპონელი ბავშვები ერთსულოვნად გამოხატავენ პატივისცემას და მადლიერებას ყველაფრისადმი, რასაც იყენებენ. იაპონურ ადათებს ზოგჯერ ნაკლოვანებებიც ახასიათებს. მაგალითად, „თემთან“ ჰარმონიული თანაარსებობის და სხვათა „პატივისცემის“ პრინციპი ინდივიდუალურ ხასიათს ჩრდილავს. თუმცა, კარგია ის, რომ უნიკალურ ხასიათს, ინდივიდუალიზმს ბავშვის აღზრდის მნიშვნელოვან ასპექ­ ტად სულ უფრო მეტი იაპონელი განიხილავს, ოღონდ ზე­ მოხსენებული ძირითადი ღირებულებები მაინც არასდროს შეიცვლება. რის ნახვას ურჩევთ ტურისტებს იაპონიაში? მოდი, ვისაუბროთ იაპონიის რეგიონების საინტერესო რე­ ლიგიურ თუ ისტორიულ ძეგლებზე:

„იამადერა“ ის ადგილია, სადაც ედოს პერიოდის (დაახ. 1690 წელი) იაპონელმა პოეტმა, მაცუო ბაშომ მდუმარების მშვენიერება იგრძნო და ჰაიკუ დაწერა: „შიძუკასა ია, შიძუკასა ია/ ივა ნი შიმი ირუ/სემი ნო კოე“ „რა სიჩუმეა! ჭრიჭინების ხმები ეხეთქება კლდეებს“.

1 15 VOYAGER 15/2019


შესავალი იაპონიაში

2 კანაძავა

(იშიკავას პრეფექტურა)

ედოს პერიოდში კანაძავა სი­ დი­დით მეოთხე ქალაქი იყო იაპონიაში ედოს (ტოკიო), ოსაკას და კიოტოს შემდეგ. დღეს კანაძავა ყველაზე დი­დი ქალაქია ჰოკორიკუს რეგი­ ონში, რომელიც წარსულში აყვავებულ ციხე-ქალაქს წარ­მოადგენდა. კანაძავაში შეხვ­დებით „ჩაია“ (ჩაიხანა) უბ­ ნებს, რაც ედოს პერიოდის დიდ ქალაქებს ახასიათებს. „ჩაია“ ექსკლუზიური დაწესე­ ბულება, სადაც მომღერალი და მოცეკვავე გეიშები სტუმ­ რებს ართობენ. „ჩაია“ უბნებ­ ში, სადაც უამრავი ფეშენებე­ ლური მაღაზიაა თავმოყრილი, სეირნობა წარსულში მოგზაუ­ რობას ჰგავს. კანაძავა ოქროს ფირფიტებით არის ცნობილი. ამ პროდუქტის 90 %-ს სწორედ აქ აწარმოებენ. კანა­ძავაში ოქ­ როს ფურცლით დაფარული ჩამოსასხმელი ნა­ყი­ნის გასინჯ­ ვასაც შეძლებთ.

კენროკუენი კანაძავას ბაღი „კენროკუენი“ იაპონიის ერთერთ ულამაზეს ბაღად არის აღიარებული ქალაქ მიტოს „კაირაკუენთან“ და ოკაიამას „კორაკუენთან“ ერთად. მისი ვრცელი ტერი­ ტორიები ოდესღაც კანაძავას ციხესიმაგრის გარე ეზო იყო. იქაურობის განაშენიანება მაედას საგვარეულოს თაოსნობით თითქმის ორ საუკუნეს გაგრძელდა.

ბაღი „კენროკუენი“ წელიწადის ოთხივე დროს თავისებურად ლამაზია. ზამთარში, როცა თოვლისგან დასაცავად ხე­ ების და ბუჩქების გარშემო „იუკიძურის“ აგე­ ბენ (ჭარბი თოვლისგან დამცავი იაპონური ტექნიკა), ბაღი პატარძალს მოგვაგონებს.

3

4 ტაკედას ციხესიმაგრე (ჰიოგოს პრეფექტურა)

მთაზე აღმართული „ტაკედა“ ყველაზე თვალწარმტაცი ციხესიმაგრეა იაპო­ნი­აში. შემოდგომაზე ღრუბლებით გარშემორ­ ტყ­მული ციხესიმაგრე თითქოს ჰაერშია გამო­კიდებული. მას ხშირად „იაპონურ მაჩუ-პიქჩუდაც“ მოიხსენებენ.

5 კინოსაკი ონსენი ცხელი მინერა­ლუ­რი წყლებით განთქმული ეს ადგი­ ლი ტაკედას ციხესიმაგრიდან მან ქა­ ნით 1 საათის სავალ­ზეა. აქ თქვენ შეგიძ­ლიათ ნოსტალგიის მომგვრელი პეი­ზა­ ჟებით დატკბეთ და ტაჯიმას საქონლის ხორცი დააგე­მოვნოთ, ასევე, მაცუბას კი­ ბორჩხალა.

16 VOYAGER 15/2019


ნარუტოს მორევები (ტოკუშიმას პრეფექტურა) ეს მსოფლიოში ყველა დიდი მორევებით სავსე ადგილია. ამ მორევების ზომა ზოგჯერ დიამეტრში 30 მ-საც კი აღემატება. ისინი უზარმაზარი, 450 მ-ზე გადაჭიმული და 45 მ-ზე აზიდული შუშის იატაკიანი ხიდიდან შესანიშნავად ჩანს. ამ საოცარი შთაბეჭდილებით დამუხტვის შემდეგ იქვე რესტორანშიც შე­ გიძლიათ შეიაროთ და ახალი ზღვის პროდუქტებით მომზადე­ ბული კერძები დააგემოვნოთ.

6 იაპონელთა სტუმართმოყვარეობა რამდენჯერმე ვახსენეთ, სტუმრის დახვედრის იაპონური ტრადიციის საილუსტრა­ ციოდ, გთხოვთ, რამდენიმე მაგალითი გაგვიზიარეთ. იაპონურად სტუმარმასპინძლობას „ომოტენაში“ ეწოდება და ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისას „ომოტენაშის“ მრავალგვარ ასპექტს ნახავთ. მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ, ტრა­ დიციული იაპონური მცირე ზომის სასტუმროებში როგორც დაგხვდებიან. იქ ნამდვილი, ტრადიციული იაპონური სუ­ ლისკვეთებით გიმასპინძლებენ: მომღიმარე პერსონალი, კეთილმოწყობილი ფოიე და დერეფნები, ეგზოტიკური შიდა ეზო, სუფთა და კოხტა ნომრები, დელიკატესები და ცხელი ბუნებრივი წყლები („ონსენ“ იაპონურად) — ზუსტად ისე, როგორც თბილისში. ასეთ სასტუმროებში იაპონური სტუმართმოყვარეობის ძირძველ ტრადიციებს უმალ იგრძ­ ნობთ. ზოგიერთ მათგანში სხვადასხვა დიზაინის და ფერის ყოველდღიური ბამბის კიმონოს — იუკატასაც შემოგთა­ვა­­ზებენ. თქვენც ქალაქში თქვენი გემოვნებით შერჩეული იაკუტათი გაისეირნებთ. სამზარეულოც თითოეულ ჩასვლაზე შეცვ­ლილი დაგხვდებათ. აქ სეზონის მიხედვით არამხოლოდ მენიუს, თეფშების დიზაინსაც ასხვაფერებენ. იაპონურად „უმი ნო საჩი“ ზღვის წყალობას ნიშნავს, „იამა ნო საჩი“ — მთისას. აქედან გამომდინარე, „უმი ნო საჩი“ ზღვაში მოპოვებულ გემრიელობებს აღნიშნავს, „იამა ნო საჩი“ კი მთისას. ტრადიციულ იაპონურ მცირე სასტუმროებში „უმი ნო საჩიც“ აქვთ და — „იამა ნო საჩიც“ და სტუმრებს ამითაც აბედნიერებენ. რა გზებით უწევს თქვენი საელჩო იაპონური კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში? ჩვენ გვსურს, რომ ქართველი ხალხი იაპონიას სულ სხვა­ დასხვა კუთხიდან და თან უფრო ახლოს გაეცნოს. თუკი აქამდე, ძირითადად, თბილისზე ვიყავით გადართული, ახლა მეტ ყურადღებას რეგიონებს ვუთმობთ, ასევე საგანგებო პროექტებს ახალგაზრდებისთვის ვადგენთ — ვატარებთ რე­ გულარულ ღონისძიებებს და ლექციებს (2009 წელს თბი­

ლისში საელჩოს გახსნის დღიდან წელიწადში რამდენიმეს), რათა ქართველებმა უკეთ გაიცნონ იაპონური კულტურა და იდენტობა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იაპონელი ხალხი. ხედავთ თუ არა მსგავსებებს იაპონელებსა და ქართვე­ ლებს შორის? განსხვავებები ბევრია, მაგრამ მინდა გამოვყო სამი სფე­რო, რომლიც ორივე ერისთვის ორგანულად მნიშვნე­ლოვანია. პირველი ფერების დაფასება და სიყვარულია. როგორც ვაკვირდები, ქართველები დიდი ვნებითა და ხალისით არჩევენ ფერებს ისეთი თემების გამოსახატად, როგორებიცაა სისხლი და ღვინო. იაპონელები კი უფრო დიდი სიფრთხი­ლით, შეფარვით იყენებენ, შესაბამისად, ტონებიც უფრო მკრთალია. ნარას პერიოდში (მე-8 საუკუნე), როცა ჩინური კონტინენტური კულტურის გავლენა განსაკუთრებით იგრძ­ ნობოდა, მკვეთრი ფერები ჭარბობდა: წითელი, ლურჯი და ყვითელი, თუმცა დროთა განმავლობაში, ჰეიანის პერიოდ­ ში (მე-8 საუკუნის ბოლოდან მე-12 საუკუნემდე) იაპონიაში საკუთარი უნიკალური კულტურა ჩამოყალიბდა და ბუნებისა და წელიწადის დროთა გამოსახატად იაპონელებმა უფრო მკრთალი ფერების შერჩევა დაიწყეს. მაგალითად, ცნობილი „ჯუნი-ჰიტოე“ (იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი 12-ფე­ ნიანი კიმონო) შეიცავს 12 ფერის ჰარმონიულ, მსუბუქ გრა­ დაციას, რაც წელიწადის დროებს ფაქიზად განასახიერებს. ფერების გამოყენებისადმი თავისებური მიდგომა იაპონურ სამზარეულოშიც შეიმჩნევა და, საბოლოოდ, გამოდის, რომ ფერებს იაპონელები და ქართველები ძალიან განსხ­ ვავებულად ვიყენებთ, თუმცა ერთი მახასიათებელი მაინცაა, რაც საერთო გვაქვს: ორივე ერში სილამაზის აღქმის უნარს ბუნების სიყვარული განაპირობებს. ორივე ერი ბუნებას მოწიწებით ვეპყრობით. ორივე ქვეყნის კულინარიაში, წე­ლიწადის დროები ფერებითაა გადმოცემული და ამაში, სიმბოლურად, ბუნებისადმი ჩვენი მადლიერებაც ჩანს. მეორე მსგავსება ბალახეულობის გამოყენებაშია. მწვა­ნილებს არა მხოლოდ საკვებისთვის გემოს მისაცემად, არამედ ჯანმრ­თელობისთვის იყენებენ. მართალია, ეს ბალახეული სრულიად განსხვავებულია, მაგრამ საერთოა ის, რომ მათ გარეშე როგორც ქართული, ისე იაპონური სამზარეულოს წარმოდგენა ჭირს. ბევრი იაპონელისგან მსმენია, რომ ქარ­ თულმა კერძებმა მათ იაპონური სამზარეულო გაახსე­ნათ, რადგან ორივე ერის კულინარია შინაურულ სიამოვ­ ნებებზეა აგებული. მესამე მსგავსება სტუმარმასპინძლობაშია — ამ თავისე­ბურე­ბით ორივე ქვეყანა ცნობილია, თუმცა განსხვავებაა ის, რომ ქართველი სტუმრებს სუფრას — საუცხოოდ მომზადებულ კერძებსა და ღვინოს ახვედრებს. იაპონური სტუმარმასპინძ­ლობა კი აქცენტს უფრო სისადავეზე აკეთებს. ოდნავ შესამჩნევ, დელიკატურ დისტანციას სტუმარსა და მასპინძელს შორის დიდი მნიშვნელობა აქვს. იაპონიაში სტუმრების მიღების ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ და აღმატებულ ფორ­მად ჩაის ცერემონიას მივიჩნევთ. ამ დროს ძალიან მნიშვ­ნელოვანია ცნება „იჩიგო იჩიე“ („ერთადერთხელ ცხოვ­ რებაში“) — სტუმარიცა და მასპინძელიც რიტუალში მთელი არსებით ერთვებიან და მაქსიმალური სიამოვნების მიღე­ ბას იმ ერთი მომენტით ცდილობენ, რადგან იციან, რომ ეს კონკრეტული ცერემონია ერთადერთია და ამ ფორ­მით აღარ განმეორდება. ქართველებიცა და იაპო­ნელებიც სტუმრებს გულმხურვა­ლედ ხვდებიან, ამ გრძნობას სხვა­დას­ ხვაგვარად გამოხა­ტავენ, მაგრამ მსოფლმხედველობა იგივეა.

17 VOYAGER 15/2019


შესავალი იაპონიაში

შორი განწყობები

გაგა ლ ომიძე ყველა ქვეყანას აქვს თავისი ტრადიცია და, ცხადია, ტრადიციები ცოცხალი ორგანიზმივითაა — ზოგი მათგანი ცოცხლობს, დროს უძლებს, ზოგი — იცვლება, ზოგიც — დავიწყებას ეძლევა. ტრადიციულ ქვეყნებს შორის ყველაზე გამორჩეული ადგილი მაინც ამომავალი მზის ქვეყანას ეკუთვნის. ალბათ, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ისე ორგანულად არ ერწყმის ტრადიცია და პროგრესულობა, როგორც იაპონიაში — იქ ხომ სამურაები 23-ე საუკუნეში ცხოვრობენ. ხშირად მიფიქრია, ეს ქვეყანა საქართველოს იდეალური მოდელი იქნებოდა, მისი ტიპის სახელმწიფო რომ ყოფილიყო, მაგრამ როცა დავფიქრდები, ეს სურვილი სურვილადვე რჩება — იაპონია ხომ ის ქვეყანაა, სადაც ბიჭებს, იარაღის ნაცვლად, ჯიბით ფერადი კანფეტები და­აქვთ; და მოკლექვედაბოლოიანი და გეტრებიანი გოგო­ნები Yoi ichinichi o-თი ესალმებიან გამვლელებს _ კარგ დღეს უსურვებენ. ტრადიციულად, იაპონია ბევრისთვის მაჰაგონისფერ შემოდ­ გომასთან და გაზაფხულზე საკურას აყვავებასთან, ყვავი­ ლების გაფორმების იაპონურ ხელოვნებასთან — იკებანას­ თან, პოპკულტურასთან — საკულტო ანიმესა და მანგებთან, იეროგლიფებივით ელეგანტურ არქიტექტურასთან, სიცოცხ­

ლით სავსე ღამის ცხოვრებასთან, ინტერნეტის ზე-სიჩქარესა და უახლეს ტექნოლოგიებთან, ფენოვან სამოსთან თუ ხალხით გადაჭედილ მეტროებთან ასოცირდება. ისიც ცნობილია, რომ იაპონიის მეტროებში ე.წ. ფუშერები, მეტროს თანამშრომლები, პიკის საათის დროს მგზავრებს ვაგონებში ტენიან, რომ ვაგონს გარეთ არავინ დარჩეს და დანიშნულების ადგილას მისვლა ყველამ შეძლოს. თორემ დაგვიანება, შეიძლება, თითოეული ადამიანის პირადი დრამის თუ ტრაგედიის საფუძველი გახდეს — იქ ხომ ყველაფერი, როგორც იტყვიან, საათივით არის აწყობილი. წარმოსახვაში სწორედ იაპონიას უკავშირდება ეს იმიჯებიც: კაფსულის ფორმის ე.წ. სასტუმროები — ღამის გასათევები იმ ადამიანებისთვის, რომელთა საცხოვრებლების თხელი კედლებიც სასიყვარულო ემოციების თავისუფლად გამოხატვის საშუალებას არ იძლევა და ამიტომაც ეს სას­ ტუმროებია მათი თავისუფლების ასპარეზი. იაპონელების თავშეკავებული ემოციები ხომ არამარტო მათ ქცევებში იგრძნობა, არამედ გარემოს მოწყობის ლოგიკაშიც — არქიტექტურასა და რეკრეაციული სივრცეების განლაგებაში.

18 VOYAGER 15/2019


და იაპონიას უკავშირდება ციფრული ცხოველი ტამაგოჩიც, რომელიც 1990-იანი წლების ბავშვების საზრუნავი და გასართობიც იყო, მერე კი სწორედ ამ წლების მოგონებად იქცა: რადგანაც რამდენიმე დღის უყურადღებობით ეს ციფრული ცხოველი ფუნქციონირებას წყვეტდა, იაპონიის სკოლებმა სათამაშო აკრძალა _ ბავშვების მოჭარბებულ განცდებს გაუ­ფრ­თხილდა. ამ ქვეყნისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება წლების წინ დაიწყო — როდესაც წინა საუკუნის 90-იან წლებში ჩემს ბიძაშვილს, ამერიკაში სწავლის პერიოდში, იაპონელი შეყვარებული ჰყავდა და იმდენად აღაფრთოვანა სამურაების კულტურამ, რომ იქიდან ბრიტანელი მწერლის და სამხედრო მოღვაწის, ჯეიმს ქლეველის ბესტსელერი „შოგუნი“ ჩამომიტანა — რომანი კოლონისტების თვალით დანახულ იაპონურ კულტურასა და სამურაებზე, სასიყვარულო ინტრიგებზე, ძალაუფლებასა და პასუხისმგებლობაზე. რომანში, ჰარაკირის, seppuku-ს წინ, გმირები ძალიან ხშირად ამბობდნენ ფრაზას: „ამ სირცხვილით ვერ ვიცოცხლებ“. ეს ფრაზა ზუსტად შეესაბამება კულტურის ანთროპოლოგიაში გავრცელებულ სირცხვილისა და დანაშაულის კულტურებად კლასიფიკაციის მოდელს, სადაც იაპონია სირცხვილის კულტურათა კატეგორიაში თავსდება, რადგან იქ მთავარია: რას იტყვიან სხვები ჩემზე? შეეხება ეს თუ არა ჩემს ღირ­სებას? ქლეველისეული „შოგუნი“ ლათინური ასოებით გამოყვანილი იაპონური ფრაზებით უხვად იყო გაჯერებული. ერთხანს რომანის თარგმნაც დავიწყე და პერსონაჟების ფრაზები და რომანის გარემო იმდენად გავითავისე, რომ უკვე არა მარტო მე, არამედ ჩემი მეგობრებიც კი ამ ფრაზებით ვლაპარა­კობდით:

あなたは だれ ですか

Anatawa dare desu ka? (ვინ ხარ?)

わかりますか Wakarimasu ka? (გასაგებია?) こんにちは

Konnichiwa (გამარჯობა)

わたしは...

Watashi wa (რაც შემეხება მე...)

მოგვიანებით ისევ გამახსენდა seppuku-ს ცნება და იაპონე­ ლებში ღირსების განსაკუთრებული შეგრძნება, როდესაც საკულტო იაპონელი ავტორის, იუკიო მიშიმას შემოქმედებას და ცხოვრებას გავეცანი და გავიგე, რომ საკუთარი რიტუალური ჰარაკირი ესთეტიკური პერფორმანსივით ჩაატარა — თითქოს მისთვის ცხოვრებაც თეატრს, ილუზიას, მაიას დაემსგავსა; ილუზიას, რომელსაც მის მოთხრობაში „პატრიოტიზმი“ უპირისპირდება შინჯი ტაკეიამას და მისი ახალგაზრდა ცოლის, რეიკოს მეტაფიზიკური რაციონალიზმი, პასუხისმგებლობა თუ ღირსება. ეს იმ დროს ხდება, როდესაც მთავარი გმირი — ლეიტენანტი და მისი ცოლი მეამ­ ბოხე მეგობრების წინააღმდეგ წასვლის ალტერნატივად რიტუალურ ჰარაკირის ირჩევენ და ამას სრულიად მშვი­დად და, თუ შეიძლება ითქვას, ესთეტურად აკეთებენ. მართლაც, როცა მიშიმას კითხულობ, ხვდები, რომ სიკვდილსაც აქვს თავისი ესთეტიკა და, ასევე, არსებობს ესთე­ტური სიკვდილიც. ამავე დამოკიდებულების გამოხა­ ტულება ჩანს ყოფით სინამდვილეშიც — შხამიანი თევზის, ფუგუს დაგემოვ­ნების რიტუალშიც, რომლისგანაც საკმაოდ ძვირადღირებულ კერძს ამზადებენ და რომელსაც ე.წ. რუ­ სული რულეტის პრინციპით მიირთმევენ. ამ დროს შეიძ­ლება ვინმე ისე მოიწამლოს, რომ ლეტალური შე­დეგი გარდაუვალი გახდეს. სტატისტიკის თანახმად, ყოველ­

წლიურად ფუგუსგან ასეულობით ადამიანი იხოცება. შეიძ­ ლება ამ ყოფით რიტუალშიც არის ცხოვრების, სინამდვი­ლის, როგორც თამაშის გაგება. აღმაფრთოვანებს ეს ხალხი იმითაც, რომ სიკვდილის კონ­ ცეფციაც კი ძალიან დახვეწილი აქვთ: „როცა მოვკვდები, მე კი არ გავალ სამყაროდან, არამედ სამყარო გავა ჩემგან“. ტაკაჰამა კჲოშის ეს ჰაიკუ ერთ დროს ჩემს ერთ-ერთ საყვარელ წიგნში ამოვიკითხე. მაგრამ ამ ფრაზაში, ამავე დროს, სამყაროსადმი იაპონელი ადამიანის მიმართება ვლინდება — სამყაროს მიმართ სრულიად არაეგოის­ტური დამოკიდებულება. ლიტერატურამდე ჩემთვის იყო იაპონური კინო და, კერძოდ, შოჰეი იმამურას შედევრი „თქმულება ნარაიამაზე“, რომელიც ასევე ჩემს მძაფრ შთაბეჭდილებას უკავშირდება, თავისი სიცოცხლის და სიკვდილის ზეიმით და განუყოფლობით, პოეზიით; ფილმი მე-19 საუკუნის იაპონურ უბასუტეს ტრადიციაზე მოგვითხრობს — როდესაც ადამიანი 70 წლის ხდება, უფროსმა შვილმა ის ზურგით უნდა აიყვანოს ნარაიამას მთაზე და იქ დატოვოს. მშობელი მერე შიმშილით კვდება, ან მტაცებელი ფრინველის მსხვერპლი ხდება. აქ ყველაზე მძაფრად ჩანს, ერთი მხრივ, სიკვდილის მიმართ ევროპელი ქრისტიანებისგან განსხვავებული დამოკიდებულება და დამთრგუნველ ლანდშაფტში უჩვეულო სილამაზის მო­ ხელთება და, მეორე მხრივ, საკუთარი „მე“-ს მიმართ სრულიად არაეგოისტური, ჯანსაღი მიმართება. „ნარაიამას“ წყალობით, იაპონია უკვე ვიზუალური იმიჯებით შემოვიდა ჩემს ცნობიერებაში — მინიმალისტური, პასტელური ფერების ინტერიერით — ისეთი გამჭვირვალეთი, როგორიც ჰოკუსაის გრავიურებია; თხელი და კვადრატებად დაყოფილი შჲოჯით — იაპონური ერთგვარი კარით თუ ოთახების გამყოფით, რომელსაც განსაკუთრებული ჟესტით, მუხლმოდრეკით აღებენ; ხისძირიანი ღია ფეხსაცმლით — გეტებით, რომ­ლებიც სიარულის თავისებურ მანერასაც განაპირობებს; კიმონოებით და მრავალფენოვანი ტრა­ დიციული სამოსით, რომლის ელემენტებიც იოჯი იამამოტოს და რეი კავაკუბოს ულტრაკრეატიულ ტანსაცმელში გარდაისახა; გოფრირებული ქაღალდის ქოლგებით თუ უტრირებული მაკიაჟით — როგორც ეს იყო კაბუკის თეატრში. ზღაპრები ბავშვობიდან მიყვარს, მაგრამ არასოდეს მიყვარდა ზღაპრები, რომელთა დასასრულსაც წინასწარ გამოვიცნობდი ხოლმე. იაპონური ზღაპრების შემთხვევაში ჩემი პროგ­ ნოზები თითქმის არასოდეს მართლდებოდა — ისინი, ზოგჯერ ჰორორის ელემენტებით, სულებით და მოჩვენებებით, ხში­ რად შაბლონური ჰეფი ენდით არ მთავრდებოდა. ამი­ტომაც, გასაკვირი არ არის იაპონელი რეჟისორის, ჰაიაო მიაძაკის განუმეორებელი ანიმაციები, თავისი წარმოუდ­ გენელი ფანტაზიით და სამყაროთი. მარტო ჩიჰიროს დაუ­ ჯერებელი ისტორია რად ღირს „აჩრდილწაღებულებიდან~. ასეთივე არაპროგნოზირებადი, მოულოდნელი დასასრულით დამამახსოვრდა რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობები, რომელთა მსგავსიც ალბათ ძნელად მოიძებნება მსოფლიო ლიტერატურაში - განსაკუთრებით კი მოთხრობა „უსიერ ტყეში~, თავისი ღია დასასრულით, სადაც ერთი მკვლელობის ამბის სამი ვერსიაა წარმოდგენილი — მოკლული სამურაის ცოლის, ყაჩაღის და მოკლული სამურაის სულის მიერ მონათხრობი. ამ მოთხრობის მიხედვით შემდეგ აკირა კუროსავამ კლასიკად აღიარებული ფილმი „რაშომონი~ გადაიღო. იაპონური კულტურის ლანდშაფტი, ალბათ, არა­ სრული იქნება გენიალური არტისტის, იაიოი კუსამას გარეშე, რომლის „უსასრულო სარკეებიანი ოთახის~ სერიიდან

19 VOYAGER 15/2019


შესავალი იაპონიაში ერთ-ერთმა ნამუშევარმა როტერდამის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სრულიად გაოგნებული დამტოვა — საგამოფენო სივრცეშივე, პატარა კაბინაში შევედი და ის უცებ უსასრულო სამყაროდ იქცა _ სარკეების, განათების და კოპლებიანი წითელი ბურთების ეფექტის საშუალებით, სრულიად დამკარგა, დამაბნია; საკუთარი მრავალგზის გამრავლებული და სხვადასხვა ზომის გამოსახულების ცქერა საოცრად ემოციური იყო _ ვეღარ ვხვდებოდი, გამოსახულება მიყურებდა მე, თუ თვითონ ვუყურებდი საკუთარ გამოსახულებას. იაპონია იმ ორი-სამი სანუკვარი ქვეყნის რიცხვშია, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ გემრიელ ლუკმად ვიტოვებ. იაპონელებს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც შევხვედრივარ და მათ ამ ერის და ქვეყნის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ორმაგად გააძლიერეს. მახსოვს, თბილისში ტოკიოს უნივერსიტეტიდან ჩამოსულ ლიტერატურის მკვლევარს, ჰაიატე სოტომეს შევხვდი, რომელსაც ინსტინქტურად, ინგლისურად დაველაპარაკე და მან გამართული ქართულით მიპასუხა. შემდეგ ისიც გავარკვიე, რომ ის ქართულ ლიტერატურას იკვლევდა. იაპონელების მიმართ აღფრთოვანება კიდევ ერთხელ გამოვცადე მარტის ერთ დილას. იმ დროს ჩემი ბოლო პერიოდის კოშმარული სიზმარი — ატომური კატასტროფა, ჩემდა გასაკვირად, თითქმის ნანო-სიზუსტით განმეორდა

იაპონიის ელჩი საქართველოში,

ტადაჰარუ უეჰარა

იაპონიის ბუნება რეგიონიდან რეგიონამდე იცვლის ფერსა და ხასიათს. ამ მრავალფეროვნების ერთ-ერთი მიზეზი კი სხვადასხვა მხარის მდიდარი კულტურული ტრადიციებია. მათ შორისაა მოსავლის აღების თუ რელიგიური ხასიათის ფესტივალები, ე. წ. მაცური („მაცური“ იაპონურად დღესასწაულს ნიშნავს). საჯარო ზეიმების აღნიშვნის ფორმა და ტრადიცია ყველგან განსხვავებულია, თუმცა, როგორც წესი, ამ დროს იაპონელები მღერიან, ცეკვავენ და ქუჩებში დაატარებენ გასაბერ, მოფარფატე ფიგურებს, ფერად ტახტრევნებს _ უხვად მორთულმოკაზმულ, მოძრავ სალოცავებს (MIKOSHI). საჯარო დღესასწაულებზე შეიძლება უგემრიელესი სეზონური კერძების გასინჯვაც, რეგიონებში ხომ ისინი სულ სხვადასხვა გემოთი და აქცენტით გვხვდება.

KANDA MATSURI ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დღესასწაულია. მისი ისტორია ედოს პერიოდიდან იწყება, იმ დროიდან, როცა ტოკუგავა შოგუნმა ქვეყნის მართვა დაიწყო. ზეიმის დღეს ტოკიოს ქუჩებში 200-მდე გუნდი გამოდის და ფერად, მორთულ მიკოშის ჩამოატარებს. მიკოშის ასა­

ჰაიაო მიაძაკის ჩემთვის მანამდე უცნობ ანიმაციაში „მოსიარულე კოშკი~ და რამდენიმე დღის შემდეგ, 2011 წლის 11 მარტს, უკვე იუთიუბზე, პირდაპირ ეთერში ვადევნებდი თვალს ცუნამის იაპონიაში და გაოცებული ვუყურებდი, თუ როგორ მშვიდად, მზრუნველობით და რაციონალურად იქცეოდნენ განსაცდელის დროს იაპონელები. მოგვიანებით, მეგობარმა, რომელიც ოთხ წელიწადს იაპონიაში ცხოვრობდა და რომელსაც საკუთარ ემოციებს ვუზიარებდი, ასეთი რამ მომიყვა: იაპონიაში ცხოვრებისას გაიცნო ერთი რუსი პროფესორი, რომელიც, იქ ცხოვრების მიუხედავად, მუდმივად უკმაყოფილო იყო თანამედროვე იაპონიით. ერთხელ, რესტორანში, სადილის დროს, რუს პროფესორს იქვე, სმოკინგში გამოწყობილ იაპონელებზე უთქვამს, — მძულს თანამედროვე სმოკინგიანი იაპონელები, რომლებმაც სულ დაკარგეს სამურაის თვისებებიო. 2011 წელს, როდესაც იაპონიას ცუნამიმ გადაუარა, ათე­ ულობით იაპონელი ფიზიკოსი, რომელთაგან, ალბათ, უმ­ რავლესობა ნობელის პრემიის ლაურეატი იქნებოდა, ატო­მურ ელექტროსადგურზე მივიდა, რომ ქვეყნისთვის ატო­ მური კატასტროფა თავიდან აეცილებინა. ცხადია, იმ დროს, როდესაც ატომური ელექტროსადგურიდან რადიაცია ჟო­ ნავს, იქ მისვლა საკუთარი თავის გაწირვას ნიშნავს. იმ დღეს ჩემმა მეგობარმა მითხრა, სულ მინდა დავურეკო იმ რუს პროფესორს, მისი ნათქვამი შევახსენო და ვუთხრა, რომ სმოკინგიან იაპონელებში ნამდვილი სამურაები ცხოვ­ რობენო.

წევად ბევრი ხალხი მართლაცაა საჭი­ რო, რადგან თითოეული მათგანი 1000 კგ-ს მაინც იწონის. ამ პროცესიის სწორად წარმართვას განსაკუთრებული სიფრთხილეც სჭირდება — ფეხის ჰარ­ მონიული აწყობა და სინქრონში სიარული — მიკოში რომ არ ჩამოვარდეს, ანდა ვინმე რომ არ დაშავდეს. ეს რიტუალი სათემო კავშირებს (kizuna) კიდევ უფრო ამყარებს.

YUKIMATSURI ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზამთრის ფესტივალია, რომელიც საპოროში, ჰოკაიდოს პრეფექ­ ტურაში, ყოველ წელს, თებერვალში იმართება. ფესტივალი 1950 წლიდან იწყება — იმ წელს საპოროს საშუალო სკოლის მოსწავლეებმა მხოლოდ ექვსი თოვლის სკულპტურა დაამზადეს, მაგრამ დიდი ოვაციები მიიღეს. ამიტომ თოვლის ქანდაკებების გამოფენა მომდევნო წელსაც გაიმეორეს. თანდათანობით ფესტივალი მომძლავრდა და სახელი იაპო­ნიის გარეთაც გაითქვა. ა ხლა საპო­როს ყინულის შთამბეჭდავ გა­ მოფენებს, უკვე ხელოვნების ნიმუშებს რომ ჰგვა­ნან, ყოველწლიურად 2 მი­ლი­ ონი დამთვა­ლიერებელი ჰყავს. 20 VOYAGER 15/2019

GION-MATSURI არა მხოლოდ კიოტოს უდიდესი დღესასწაულია, არამედ მისი კულტურული გავლენა მთელ იაპონიას სწვდება. თავდაპირველად რელიგიური ცერემონიალი იყო — მწვავე ეპიდემიების დროს ასე ცდილობდნენ იაპონელები განრისხებული ღმერთების დამშვიდებას. თუმცა, მერე და მერე, გრანდიოზულ ზეიმად იქცა და დღეს კიოტოს კულტურულ ცხოვრებასაც განსაზღვრავს. გიონ-მაცური თითქმის მთელ ივლისს გრძელდება და კულმინაციას 17 ივლისს აღწევს, როცა ქუჩებში უზარმაზარი, ფერადი ტახტრევნები — Yamaboko Junko — გამოაქვთ.

AWA-ODORI („ავა“ ტოკუშიმას პრეფექ­ ტურას ადრე ერქვა, „ოდორი“ კი ცეკვას ნიშნავს) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია იმ უამრავ საცეკვაო დღესასწაულს შორის, რაც იაპონიაში შუა აგვისტოში იმართება. ობონი წინაპართა სულების პატივსაცემად შექმნილი იაპო­ნური ბუდისტური რიტუალია. ეს კონკ­რეტული დღესასწაული, ცეკვების თანხ­ლებით, ტოკუშიმას პრეფექტურიაში იმარ­თება. ფესტივალზე, დაახლოებით, მილ­იონი სტუმარი იკრიბება და ამ დროს ქალაქიც საოცარი ფერებითა და დეკო­რაციებითაა მორთული.



INFO

მზადება საქართველოდან გაუსვლელად www.ar.jal.co.jp/world/en/guidetojapan/

ეს იაპონიის ავიახაზების ოფიციალური ვებ­გვერდია, რომელსაც, თუ იაპონიაში გამგ­ზავრებამდე შეისწავლით, ტელეფონ­ ში შეძლებთ ჩატვირთოთ ავიახაზების დაკ­ვეთით მომზადებული „მეგზური იაპო­­ნიაში“. მასშიც მარტივად და გასა­­გებად ყველაფერი წერია ღირსშესა­ნიშ­ ნაო­ბე­ბის, ქალაქების, სასტუმროების და სხვა სფე­როების შესახებ. იქვეა ძალიან პრაქტიკული ინფორმაციაც: • საერთაშორისო აეროპორტებში ნავიგა­ცია; • გზა აეროპორტიდან ქალაქამდე და შესა­ ბა­მისი რჩევები; • მობილური ტელეფონის ქირაობა; • Wi-Fi ინტერნეტის მოხმარების ადგილები და წესები; • ელექტროენერგიის სისტემა; • საბანკო აპარატები; • იაპონური ენა; • დარეკვის წესები და სხვა ბევრი საჭირო დეტალი. • „მეგზური იაპონიაში“ იაპონიის ავიახა­ ზების რამდენიმეენოვანი სექციაა, რო­ მელიც სმარტ ტელეფონზეც მუშაობს, ტაბ­ ლეტზეც და კომპიუტერზეც.

თუ იაპონიაში მგზავრობას სრულიად და­მოუკიდებლად გეგმავთ, მაშინ, წინას­ წარ, აღმოსავლეთ იაპონიის სარკინიგზო კომპანიის ვებგვერდის შესწავლაც მო­ გიწევთ.

www.jreast.co.jp/e/ — აქ გაეცნობით ერთ­ ჯერადი და მრავალჯერადი გამოყენე­ ბის ბილეთების, მარშრუტებისა და მი­ მართულებების შესახებ ყველაფერს. www.jrpass.com — წასვლამდე ეს გვერდიც დაათვალიერეთ.

იაპონიის ელჩი საქართველოში,

ტადაჰარუ უეჰარა

თუკი გაქვთ იაპონიაში მოგზაურობის შე­საძ­ლებლობა, ეწვიეთ არამხოლოდ ცნო­­ბილ ძეგლებს, არამედ ქალაქებ­ საც, რა­თა უკეთ და მთელი სიმძაფრით ეზია­როთ იაპონიის მრავალფე­როვ­ნებას. დეტა­ლები იაპო­ნიის ეროვნული ტურიზმის ორგანი­ზაციის ვებგვერდზე: www.us.jnto.go.jp.

კარგი იდეაა იაპონიის ოფიციალური სამოგზაურო აპლიკაციის ჩატვირთვაც. ეს აპლიკაცია რეგულარულად ახლდება, ქვეყნდება ტურისტული ინფორმაცია; რეს­ტორნების სიები; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები; საავადმყო­ ფოების შესახებ ინფორმაცია, სადაც სერვისის მიღება უცხო ენაზეა შესაძ­ლებელი, სტიქიების შესახებ შეტყო­ ბინებები, Wi-Fi-ზე წვდომის პუნქტები და აპლიკაცია მუშაობს ინგლისურ, კორეულ და ჩინურ ენებზე. ტურიზმის სააგენტო შინაარსს კიდევ ამრავალფეროვნებს და პირობას დებს, რომ ის მომავალშიც დაცლილი იქნება სარეკლამო შეტყობი­ ნებებისგან. www.jnto.org.au/the-japan-official-travel-app

SAKEFAN WORLD

საკეს გასინჯვა ვისაც უნდა, მაგრამ არ იცის, როგორ და სად, ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომლის შექმნის სპონსორიც იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროა, ინგლისურ ენაზე გაეცნობა ყველაფერს საკეს შე­ სახებ: საკეს სახარშების შესახებ ინფოს, საკეს ტიპებს, ალკოჰოლის შემცველობას, დასალევად იდეალურ ტემპერატურას, კერძებს, რომლებიც კარგად ეხამება და ა. შ. ჩატვირთავთ აპლიკაციას, დაას­ კანერებთ საკეს ბრენდის სახელს და წავიდა — ინფორმაცია თქვენს ხელთაა. SAFETY TIP

ესეც ინგლისურენოვანი აპლიკაციაა, რომლის შექმნის სპონსორიც იაპო­ ნიის ტურიზმის სააგენტოა. ის გაუფრთ­ ხილებლად, როცა საჭიროა, გზავნის ინ­ ფორმაციას უსაფრთხოების ნორმების, შესაძლო საგანგაშო სიტუაციების გამო­ ცხადების შესახებ მიწისძვრის, ანდა ცუნამის შემთხვევაში. აპლიკაცია 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ჩაეშვა და გა­ ნახლების შემდეგ ინფორმაციას შეიცავს შტორმის, ვულკანური ამოფრქვევების და სხვა სტიქიების შესახებაც. მეტი ინფო ამ ქვეყნის შესახებ იხილეთ იაპონიის ნაციონალური ტურიზმის ორგა­ ნიზაციის ვებგვერდზე: www.jnto.go.jp/ 22 VOYAGER 15/2019

იაპონიის ელჩი საქართველოში,

ტადაჰარუ უეჰარა

მათ, ვინც დაინტერესებულია იაპო­ნური განათლების სის­ტემით და მას­ში ჩართვა სურს, იაპონიის ხელისუფ­ ლება სხვადასხვა პროგრამას სთავა­ზობს, მაგალითად, განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს სტი­პენდიის პროგრამა „მონბუკაგა­კუშო“ (MEXT). თბილისში რამ­დენიმე დაწე­სებულებაა, სადაც იაპონური ენის შეს­წავლა შეგიძლიათ. ასე რომ, საელჩოს თხოვნაა, მიმარ­თოთ ნებისმიერი კითხვით. იაპონიის საელჩოს ბოლო­დროინ­ დელი კულტურული ღონის­ძიებების შემოკლე­ბული სია: 1. 2017 წლის სექტემბერი: ჩაის ცე­­რე­მონიის დემონსტრირება სა­ქარ­ თ­ველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღ­ში; 2. 2017 წლის ოქტომბერი: იაპონური მუსიკის კონცერტი „ნიკო-იჩის“ შესრულებით: „ვადაიკო“ და „შა­ მისენი“. კონ­ცერტი გაიმართა თბილისის თავისუფალ უნივერსი­ ტეტში, რომლის დროსაც „ვადა­ იკოს“ შემსრულებლებს სცე­ნაზე შე­უერთდნენ ქართველი ინსტრუ­მენ­ ტალისტები (მედოლეები); 3. 2017-2019 წლებში ელჩმა ჩაატა­ რა ლექციები სხვადასხვა უნივერ­ სიტეტში; 4. 2018 წლის ოქტომბერი: ტოკუგავა და სხვა ოსტატები; 5. 2018 წლის მარტი: იაპონური ფილ­ მების ფესტივალი თბილისსა და გორში; 6. 2018 წლის აპრილი-მაისი: ტრადი­ ცი­ული იაპონური თო­ჯინების გა­ მოფენა სიღნაღის ისტორიულ-ეთ­ ნოგრაფიულ მუზეუმში; სიღნაღის სკოლის მოსწავლეებისა და მუ­ ზეუმის სტუმრებისთვის გაიმართა ორიგამის და სუშის ვორქშოფები; 7. 2018 წლის ივლისი: საკეს პოპულ­ არი­ზაციის ღონისძიება; 8. 2019 წლის მარტი: „რაკუგოს“ (ტრა­ დიციული იაპონური თხრობის ხე­ ლოვნება) ღონისძიებები ეროვ­ ნულ მუზეუმში (25-27 მარტი), სამე­ ფო უბნის თეატრში და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. აუდი­ ტო­რიისთვის „რაკუგოს“ წარ­მოდ­ გენა შედგა ინგლისურ ენაზე.


23 VOYAGER 15/2019


ტოკიო

თამაში მარტოსულ კუნძულზე ნ ეს ტ ა ნ ნ ენ ე კ ვინ იკ ა ძე — ნოუ ბომბს, ნოუ დრაგს? — მეკითხება მესაზღვრე და თან თავს ზუსტად ისე ამოძრავებს, ბავშვებს რომ უარყოფის ნიშნად თავის გაქნევით ვეკითხებით ხოლმე — „მუცელი ხომ აღარ გტკივა?“. — ნოუ, — ვპასუხობ თორმეტსაათიანი ფრენით დაშლილი და ნახევრადმძინარე. იაპონელი მესაზღვრე ჩემს დიდ, შავ ჩემოდანს მიბრუნებს და მერე ამ პირველ უცნაურ შთაბეჭდილებასა და ბოლო უცნაურ შთაბჭდილებას შორის ჯიუტად იჭრება მოგზაურობის ამბავი, რომელიც ბოლომდე არც ახლა მჯერა (ტოკიოდან გამოფრენისას, ნარიტას აეროპორტის მექანიკოსები თვით­ მფრინავის აფრენამდე გვერდი-გვერდ იდგენენ და ხელს მანამ გვიქნევდნენ, სანამ თვალს არ მოეფარნენ). ტოკიოში აუცილებლად იფიქრებ, რომ შეიშალე. ეს გარ­დაუვალია. ვერ დაგაზღვევს ვერც იაპონური ლიტერატურის უბადლო ცოდნა, ვერც იუკიო მიშიმას სიყვარული და ვერც ოძუს კინოსურათები. ტოკიოში მუდმივად დაკარგული რომ იქნები, ამას არა მხოლოდ იქ ნამყოფი მეგობრები დაგიდასტურებენ, ამის შესახებ ტოკიოს გზამკვლევებშიც ამოიკითხავ. ეს ამ ქალა­ქის თამაშის წესია — წამით ან წუთით გადაგმალოს და მერე სულ სხვაგან გაჩნდე.

სანამ ამ ქალაქის სევდისა და ეროტიკულობის ნაზავს შე­იგრძნობ, პირველი, რასაც აშკარად დაინახავ, არის ხარის­ ხი. ის მეტროს მატარებელში გამოკრულ პოსტერსა თუ ტოჰო სინემას ვიტრაჟებს ერთნაირად ეტყობა. ტოკიოში მოგზაურობა ძვირია, მაგრამ, ცხადია, ტურისტის ბიუჯეტის შესაბამისი სასტუმროს, რესტორნის და მარკეტის მიგნება მაინც შესაძლებელია. ტოკიოში მთავარია, არ შეგეშინდეს დაკარგვის. ყოველ­თვის გახსოვდეს, მიმართოთ ადგილობრივ პოლიციას. თავაზიანი თანამშრომელი დიდ დავთარს გადაშლის და თქვენთვის სასურველ, თუნდაც უმნიშვნელო, ობიექტს რუკაზე მიგითითებთ. ტოკიო ყველაზე უსაფრთხო ქალაქია. დაკარგულ ნივთს თუ მიაკითხავთ, ის აუცილებლად ადგილზე დაგხვდებათ, მაგრამ ღამით, იქ, სადაც ტურისტების სიმრავლეა, სიფრ­ თხილე მაინც გმართებთ.

ერთად მოვედოთ ტოკიოს, რათა დავიკარგოთ და შეცვლილი ვიპოვნოთ საკუთარი თავი.

24 VOYAGER 15/2019


ქალაქი, სადაც „იაპონურად აზროვნებას“ იწყებ გუ რ ა მ ღონ ღა ძე „ტოკიოს ცენტრში ცხოვრება, მთაში ცხოვრებას ჰგავს, – ამდენი ადამიანის შემხედვარე კაცის თვალი, გარემოს ვეღარ ამჩნევს“, — წერდა იაპონელი მწერალი იუკო ცუშიმა.

ტოკიოში ყოფნისას, აუცილებლად დაგეუფლებათ მოუ­ ლოდნელი, ერთობ დაუპატიჟებელი სიმშვიდე, იაპონური ძენი, თუმცა ამ ქალაქს სიმშვიდის საძიებლად არ სტუმრობენ. იაპონიის უზარმაზარი დედაქალაქი უამრავი შეგრძნებით ფეთქავს, ნეონით განათებული შენობებითა და ღამით აჭრელებული უბნებით, უშველებელი მაღაზიების გაპრიალებული ვიტრინებითა და პაწაწინა ვინტაჟური ბუ­ ტიკებით, ძველისძველი სიწმინდეებითა და თავმომწონე, თანამედროვე ცათამბჯენებით. ტოკიო პოლიტიკური, სამე­წარმეო, საფინანსო, საგან­ მანათლებლო, საინფორმაციო და პოპ-კულტურის ცენტრია; იქ კორპორაციათა შტაბ-ბინების, ფინანსური ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, კო­ლეჯების, მუზეუმების, თეატრების, სა­ ვაჭრო და გასართობი დაწესებულებების ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა. დე­დამიწაზე საუკეთესოდ შეფასებული ყველაზე მეტი სას­ტუმრო და რესტორანიც ამ ქალაქშია — 234 რესტორანი მიშელინის ვარსკვლავით — უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მეგაპოლისში. ასე რომ, ქუჩაში სეირნობისას, იაპონური განათებების ფონზე აბრიალებული გასტრონომიული კულ­ტურა ასათვისებელია.

ტოკიოში ფეხის დადგმისას ადამიანის გონება „იაპონურად აზროვნებას“ იწყებს. პირველ რიგში, ამ უზარმაზარი ქალა­ ქისა და მილიონობით შენობის დანახვაზე აუცილებლად გაიფიქრებთ, რომ აქ ფეხით ვერაფრით ისეირნებთ. ამიტომ აუცილებელია ტოკიოს სატრანსპორტო სისტემას შეეგუოთ. მისი ცნობილი, წრიული მეტროს ქსელი ყველაზე მარტივი გადაადგილების ფორმაა. შეგიძლიათ ისარგებლოთ ტაქ­ სით, რომელიც მწვანე ფერისაა, კარი კი ავტომატურად ეღება. აუცილებელია, მძღოლს თავაზიანად მიესალმოთ და მისამართი გარკვევით უთხრათ, რადგან უმრავლესობამ ინგლისური ან სხვა დასავლური ენა კარგად არ იცის. ტოკიოს ორი საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება — ჰანედა და ნარიტა. იქიდან ცენტრალურ ტოკიომდე სტან­ დარტული, ან ლიმუზინის ტიპის ავტობუსით ჩახვალთ, ან მატარებლით. ტოკიოში ამინდსაც დააკვირდით. გაზა­ფ­ხუ­ლი სასიამოვნო, თბილი დღეებით გამოირჩევა, ზაფ­ხული ცხელი და ნესტიანი იცის, შემოდგომა — გრილი და მა­ ცოცხლებელი ენერგიით სავსე. ზამთარი კი, ძირითადად, უთოვლოა, მაგ­რამ — ცივი. ტოკიო უზარმაზარი ქალა­ ქია, რომელიც 23 რა­იონად იყოფა და ყველას დასათვა­ ლიერებლად შეიძლება რამდენიმე კვირაც დაგჭირდეთ. ამიტომ გადავწყვიტე, ცალკეული ღირს­შესანიშნაობების ნაცვლად, რამდენიმე გან­სა­კუთრებული რა­იონისა თუ უბნის მონახულება გირჩიოთ.

25 VOYAGER 15/2019


ტოკიო

გურამი

შიბუია ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონია, თუმცა ამ სახელით შიბუიას სადგურის მიმდებარე ტერი­ ტორიასაც მოიხსენებენ. რადგანაც აქ იბადება იაპონური კულტურისა თუ გართობის ტრენდები, აუცილებლად გაისეირნეთ ცენტრალურ ქუჩაზე (Center Gai) — იქ იფიქრებთ, რომ სამეც­ ნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში მთავარ როლს თამაშობთ.

SHIBUYA ნენე

შიბუია იაპონელი ახალგაზრდების სა­თა­მაშო მოედანია და ირგვლივ ყვე­ ლაფერი, მაღაზიით დაწყებული, კარა­ოკე კლუბებით დასრულებული, მხო­ ლოდ მათ სერვისშია. დღის განმავლობაში შოპინგი, საღა­ მოდან კი — ფანტას­მაგორიული დეფი­ ლეები. აქ ყველას ის აცვია, რაც სურს. მოდას ტოკიოში სწორედ ეს ინდივი­ დუალური ახირებები ქმნის. ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, მომხიბვ­ ლელ გოგონას, შანელის ვინტაჟურ კა­­ბასთან ერთად, ღორის ჩლიქების ეფექტის ჩექმა ეცვას და გვერდით ქუჩაზე მეორე გოგო კურდღლის ყუ­ რებით იწონებდეს თავს; საცვლის

გამოჩენამდე მოკლე ქვედაბოლოებს დახეული წინდები უხდება. შავ ფართო ლაბადებს — სანდლები. ეს ყველაფერი კი საღამოს შიბუიიაზე უფრო მძაფრდება. ნეონებიან ქუჩებზე, მსოფლიოს ყველაზე დიდ გადა­სასვ­ ლელზე, გეომეტრიული სიზუსტით გავ­ლებულ ხაზებზე, უამრავი ხალხი შეთქმულთა ჯგუფივით მდუმარედ გა­ დაადგილდება, სწორედ ამ დროს კივიან შენობები და ვიდეოანიმაციები ბაზარზე, რაღაც კიდევ ახლის გამო­ ჩენას გვამცნობენ. აქ ყველანაირ გასართობს ნახავთ: სათამაშო ავტო­ მატები და გიგანტური სავაჭრო სახ­ლები. იაპონური ფირფიტები, ჰელო­ უინის აქსესუარები, რუბიკის კუბიკები და ყურსასმენები. თუ ყიდვას არ

2009 წელს Dai-ichi Life Research Institut-ის მიერ ჩატარებული კვლევის მი­ხედ­ვით, იაპონიაში 12,000-მდე სექს­ ბიზნესია და მათი შემოსავალი წელი­ წადში 15 მი­ლიარდ დოლარს აღწევს. იაპონიაში პროსტიტუცია კანონით აკრძა­ლულია, თუმცა „ვარდისფერი ბიზ­ ნესის“ წარმო­მადგენლებს ეს ხელს არ უშლით, სექს­ინდუსტრია ქვეყნის ერთერთ ყვე­ლაზე პოპულარულ საქმედ აქ­ციონ. აკრ­ძალვის გამო, ყველა ეს დაწესებულება მსუბუქი კამუფლია­ჟით – აბანოებითა და მასაჟის ცენტრე­ ბით ინიღბება. სპე­ციალური უბანი, რო­მელიც იაპონიის ყველა ქა­ლაქ­შია,

გეგმავთ, თვალს მაინც მოავლებთ და გეცოდინებათ, რომ შავი ფერის ნე­ ბისმიერი ნივთი ტოკიოში ორმაგი ფასი ღირს. შიბუია, ისე როგორც შინჯუკუს კა­ბუ­კიჩო, სექსის ინდუსტრიის ეპი­ცენტ­ რებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. აქ უამრავი დასახელების კლუბებია, სა­ დაც მხოლოდ ფანტაზიაა საჭირო და შესაბამის სერვისს მიიღებთ. და ამ ყველაფრის შემდეგ, ასჯერ და­ კარგულს, ერთი შესასვ­ლელიდან შე­ სულს და მეორიდან სულ სხვაგან გამოსულს თუ კიდევ დაგრჩათ ენერგია, რომ მუზეუმებითაც გაირთოთ თავი, ნება თქვენია – მაგალითად, „თამბა­ ქოს და მარილის მუზეუმი“, გნებავთ, „სათ­ვალეების“ მუზეუმს მიაშურეთ.

სართულიანი სათამაშოების მაღაზიები დიდებისთვის.

თავგადასავლების მა­ძიებელ სტუმრებს გართობის დიდ არ­ჩევანს სთავა­ზობს: „ვარდისფერი სა­ლონები“, „S&M Clubs“ „Fashion Health“, „Soupland“, „Image Rooms“, და, რა თქმა უნდა, რამდენიმე 26 VOYAGER 15/2019

რამდენიმე წლის წინ გამოცემამ Na­tional Geographic ვრცელი ფოტო­პრო­ ექტიც მიუძღვნა იაპონიაში ცნობილ ე. წ. სიყვა­რულის სასტუმროებს, სადაც სხვა­დასხვა ტიპის დეკორაციაა: ძვი­ რად­ღირებული ლუქ­სები, საკლასო ოთა­ხები, მატა­რებ­ლის ვაგონები, ანი­ მე­ების პოსტე­რე­ბით გაწყო­ბილი საძი­­ნებ­ლები, სამანიპუ­ლაციო ოთა­ხები და სხვა. ცალკეა სექსინდუსტრია და ტექ­ნო­ლოგია. ამ ორის სინთეზის შე­ დეგად იაპონიას უდიდესი მიღწევები აქვს.


გურამი

333 მ სიმაღლის ტელეანძა, მსოფ­­ლი­­ოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფო­ ლადის კონს­ტრუქციაა. ეს გახლავთ მეორე მსოფ­ლიო ომის შემდეგ იაპო­ნიის ეკო­ნომიკური აღორძინების სიმ­­ბო­ლო. სპე­ციალური ლიფტის მეშვე­ო­ბით 150 მ სიმაღლეზე ახვალთ, კაფეში რამე მა­გარ სასმელს თუ გადაკ­რავთ, მინის იატაკზე თამა­მად გაივ­ლით და იაპონიის დედა­ქა­ლაქს საო­ ცარი სიმაღლიდან დაათ­ვალიერებთ.

ROPPONGI ნენე

როპონგი ჰილსი ყველაზე ზუსტად ასა­ხავს ტოკიოს განწყობას და შესაძ­ ლებლობას. ქალაქი ქალაქში, სადაც 54 სართულზე მთელი სამყაროა გა­ დანაწილებული: Mori Art Museum, Tokyo City View, ყველაზე წარმატებუ­ლი კომპანიების ოფისები, ყველაზე ძვი­რად­ღირებული მაღაზიები, კინო­ თე­ატრები – Virgin Toho Cinemas, საი­დანაც ვანილის პოპკორნის შესა­ ნიშნავი სურნელი გამოდის. სწორედ აქაა ტოკიოს საერთაშორისო კინო­ ფეს­ტივალის ოფისი. „თარგამანში და­ კარგულების“ სას­ტუმ­რო „ჰაიატიც“ აქ­­ვეა. რესტორნების და ბარების ფან­ ტას­მაგორიული არჩევანია როპონგი

ის, როგორი ინსტალაციებისთვისაც ევ­როპა საგამოფენო სივრცეებს გა­ მოყოფს ხოლმე, ტოკიოში ყოველ ფეხის ნაბიჯზე უხვად ნახავთ.

ჰილ­ს­ში. ამ თვალსაზრისით, შეიძ­ლება, მთე­ლი როპონგი ლიდე­რობ­დეს კიდეც, რადგან სამზარეულოების ასეთი ფარ­­თო სპექტრი მართლაც ყველა მო­ლოდინს აჭარბებს.

ვენდინგ აპარატები

რებლისა და სავაჭრო ფართის მოძებნა განსაკუთრებით რთულია. რა უნდა ქნას მცირე ბიზნესის პატრონმა, როგორ და­იწ­ყოს ბიზნესი? ამ დროს სწორედ „ვენდინგ აპარატებს“ მიმართავს.

იაპონიის ყოველ 23 მოქალაქეზე, ერთი „ვენდინგ აპარატი“ გვხვდება. ქვეყნის ყველა წერტილში, ქუჩის კუთხეებსა თუ ავტობუსის გაჩერებაზე ამ მოწყობილო­ ბებს შენიშნავთ. შეაცურეთ ხურდები სპეციალურ ღრიჭოში და მიიღეთ: ნუგ­ ბარი, გამაგრილებელი სასმელი, ცხელი ჩაი, სა­თამაშოები, სიგარეტი — „ვენდინგ აპარატები“ იაპონიაში ნე­ბის­მიერ მოთ­ ხოვ­ნას აკმაყოფილებს. მათ სიმრავლეს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: გადატვირთულ სამომხ­ მარებლო სისტემაში დასაქმებული ადა­-

რო­პონგი ჰილსთან ასეთია Louise Bourgeois ობობა და Isa Genzken-ის მიწიდან ამოზრდილი ვარდი. აქ არ დაიკარგებით – ათვლის წერ­ტილად ტოკიო ტაუერი აიღეთ – ეიფელის კოშკს წააგავს და ეს საქმეს აადვი­ლებს.

მიანების ჩასანაცვლებლად ან შესავსე­ ბად ჭკვიანი რობოტების გამოყენება იდე­ა­ლური გამოსავალია. ალბათ გსმენიათ, რომ იაპონიის დიდ ქალაქებში საცხოვ­

27 VOYAGER 15/2019

თუ იაპონიაში მოგზაურობას აპირებთ, თან ნაღდი ფული გქონდეთ. იაპონელები ყველაზე ხშირად ქაღალდის ფულით იხდიან და საკრედიტო ბარათებს ერი­ დებიან. შესაბამისად, ჯიბე ხურდა ფუ­ ლით უნდა იყოს სავსე და ამ მონეტებს ყველაზე ხელსაყრელად სად დახარჯავთ, თუ არა — უჩვეულო, მხიარულ და ხშირ შემთხვევაში ადამიანის ენაზე მოსაუბრე „ვენდინგ აპარატებში?“


ტოკიო

AKIHABARA– ელექტროქალაქი ნენე

მეტროსადგურიდან გამოსულს მალევე გადაგყლაპავთ გიგანტური ანიმაციები და პოსტერები. აქ მილიონამდე და­ სახელების, ზომის და წონის პრო­ დუქციის შეძენა და დათვალიერება შეგიძლიათ. ფასები მერყეობს – ძა­ ლიან მისაღებსა და მიუწვდომელს შორის. ნებისმიერ პროდუქტზე მოითხოვეთ განმარტება – იმუშავებს თუ არა თქვენს ქვეყანაში.

აკიჰაბარასთვის ერთი სრული დღე არ გეყოფათ და თუ მაინცდამაინც ერთ დღეში გსურთ ჩაეტიოთ, შეისვენეთ კაფეებში – უჩვეულო და გამაოგნებელ ანიმაციურ კაფეებში. აკიჰაბარა კომპიუტერული თამაშია. ეს არის ფიზიკის და მეტაფიზიკის, მო­მავლის ტექნოლოგიების მექა; შემდე­გი თაობის კომპიუტერები, ვიდეო და ფო­ტოკამერები, საათები და ასე უსას­ რულოდ.

გურამი

ტოკიოს ყველაზე განვითარებული რაიონი, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა დაიმსახურა იაპონელი ოტაკუების (თავდადებული გულშე­მატ­კივ­რების) კულტურის განვითა­ რე­ბას­თან ერთად. სწორედ ამ რა­ იონშია ანიმეს ესთე­ტიკაში გა­დაწყ­­ვეტილი რესტორნები და კაფეები, რომლებიც დიდი პოპუ­ლა­რობით სარგებლობს.

კარაოკე იაპონელები მღერიან ყველგან და ყო­ ველთვის. დასვენების დღეებშიც და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგაც. კარაოკე იაპონიაში იმდენად პო­პულა­ რულია, რომ 350,000 ბარისა და ღამის კლუ­ბიდან, 280,000-ს კარაოკე აქვს. ქვეყანა­ში 140, 000-მდე „კარაოკე ოთა­ხია“ (თუ ხალხში სიმღერა გე­რი­დე­ ბათ), სადაც სპეციალური ტელე­ფონები დაგხვ­დე­ბათ, რომ საჭმელ-სასმლის გამოძახება შეძლოთ. „კარა“ — ცარიელს, ხოლო „ოკე“ — ორ­ კესტრს ნიშნავს. კარაოკე იაპო­ნელმა დრამერმა დაისუკე ინოუემ (Daisuke Inoue) 1971 წელს გამოიგონა. რამდენი­მე წლის შემდეგ ის გამოცემა Time-მა „მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელო­ ვან აზიელებს“ შორის დაასახელა. თუმ­ცა ინოუეს თავის გა­მოგონება არ

28 VOYAGER 15/2019

განსაკუთ­რებულია ე. წ. Maid Cafe, სადაც ოფი­ციანტი გოგონები წინა საუკუნეების იაპონელი მოახლეების, ან ანიმეს პერსონაჟების ფორმებში არიან გა­მოწყობილები. აქვე შეგხვდებათ მანგა-კაფეები, ერთ­ გვარი ინტერნეტ-სივრცეები, სადაც მომ­ხმარებელს კომიქსების უზარმაზა­რი ბიბლიოთეკიდან სასურველი ნომ­ რის კითხვა და დივიდიზე საყვარელი ფილმების ყურება შეუძლია. დაუპატენტებია და მსხვილმა კომპა­ ნიებმა ძალიან მალე აუღეს ალღო შემოსავლის ამ ახალ წყაროს. კარაოკე განსაკუთრებით პოპულა­რუ­ლი 1990-იანებში გახდა. კა­რაოკებარები იაპონიაში დღის 11 ს­თ-დან ღამის 3-4 სთ-მდე მუშაობს და მათი უმეტესობა კლი­ენტებს „All you can drink“ ანდა „All you can eat“ სერვისს სთა­ ვაზობს. 1KARA – თუ კარაოკე ჯიხურში სოლო შესრულება გინდათ სცადოთ, მაშინ ამ ადგილს უნდა ეწვიოთ. სამუშაო დღე­ ებში 1 სთ 800 იენი (19 ლარი), ხოლო დასვენების დღეებში — 900 იენი (25 ლა­ რი) დაგიჯდებათ. თუ ყურსასმენების დაქირავებაც გინ­დათ, პლუს 300 იენი (8 ლარი) გაით­ვალისწინეთ. 1kara.jp KARAOKE KAN — პოპულარული კარა­ოკე ქსელია. მას სხვადასხვა ზომის ოთახები გააჩნია და ფასიც ამის მიხედვით განისაზღვრება — 80 იენი­ დან (3 ლარი) 600 იენამდე (14 ლარი). karaokekan.jp/index.htm


ASAKUSA – ძველი ტოკიო ნენე

ცათამბჯენების არითმიის შემდეგ, ტო­­ კიოს ძველი უბნის სტუმრობა შვე­ ბულებაში გასვლას ჰგავს. ასაკუსას მეტროდან გამოსვლისას, თვალწინ თვალუწვდენელი ბაზრობა გადაგეშლებათ. ფერადი კიმონოები, მარაოების ფოიერვერკი, თმის და ხე­ლის უთვალავი აქსესუარი, იაპონუ­ რი ქისების და საფულეების გულის ამაჩუყებელი სილამაზე. სიგრძეზე გვერ­დიგვერდ მიწყობილი დახლები ნა­ციონალური პროდუქციით ამაყობს. ხან ნაციონალური ტკბილეულის, ხან სუშის სურნელი უფრო მეტ ბრწყინ­ ვალებას ანიჭებს გარემოს. ქაღალ­ დის ბურთებით მორთული გრძელი ქუჩები, ფერადი, მოფრიალე მაქმანები და იაპონურ ქოლგებზე არეკლილი ფოტო­აპარატების ელვა. ტურისტებით განებივრებულ სივრცეში რელიგიურ რიტუალებსაც მოკრავ თვალს; როგორ ეფერებიან ბუდას ქანდაკებას ბავშვები და უფროსები. მოულოდნელად ცასაწვდენილი კვამ­ ლისკენ ისწრაფვიან ბუდისტები და ჯადოსნურ წყალს ივლებენ ხელებსა და სახეზე.

ძველ ქალაქში ნაციონალური საკვე­ ბის ფართო არჩევანია, აქვე ისიც გა­ ითვალისწინეთ, რომ სხვა უბნებთან შედარებით, ხსენებული საკვები ბევ­ რად იაფია. პატარა გზაჯვარედინებზე ერთმანეთში იჭრებიან რიქშები და სკოლიდან გამოსული ბავშვები, რო­­მელთა სკოლის ფორმა მორიგ აღფრთოვანებას იწვევს. ტურისტების გაფართოებული თვალები სწრაფად ითვისებს და იმახსოვრებს ნანახს. ჰორიზონტზე კიმონოთი დამშვენებუ­ ლი ქალის სილუეტი ჩნდება. პატარა იაპონური რესტორნები თავისკენ გიხ­ მობენ. ბევრს ნუ იფიქრებთ, არაფერი ჯობს ძველ ტოკიოში იაპონურ ლანჩს.

იაპონიის ელჩი საქართველოში,

ტადაჰარუ უეჰარა

ტრადიციულისა და მოდერნის მიქსი — ეს ასაკუსაა. ისტორიული ადგილების გარდა, აუცილებლად სანახავია Tokyo Skytree — იაპონიაში უმაღლესი შენობა. მისი განსაცვიფრებელი დიზაინი მი­ ლიონობით ტურისტს იზიდავს. სულ წვერიდან ტოკიოს გამაოგნებელი პეი­ ზაჟები იშლება. ასაკუსა ცნობილია თავისი „ჰოპი-დო­ რითაც“ — უბნით, სადაც უამრავი პა­ტარა იძაკაია ბარია თავმოყრილი. ქუჩის სახელწოდება ჩემს საყვარელ ალკოჰოლურ სასმელს „ჰოპის“ უკავ­შირდება (ლუდის გემოს მქონე სას­ მელია). გირჩევთ, თქვენც გასინჯოთ! ასაკუსას გაგრძელებაზე რიოგოკუს სუ­­მოს რაიონში აღმოჩნდებით — ეს ადგილი სუმოს სამყაროს ცენტრია. იქა­ურობა სუმოს საწვრთნელი დარ­ ბაზებითაა სავსე, სადაც ნებისმიერ სტუ­მარს შეუძლია შესვლა და სპორტს­მენების დილის ვარჯიშების ხილვა.

გურამი

ასაკუსა ტოკიოს ცენტრალური რაი­ ონია, ერთ-ერთი გამორჩეული მხარე, რომელსაც იაპონური კულტურის წი­ ნა საუკუნეების სურნელი შემორჩა. ასაკუსაში სეირნობისას აუცილებლად უნდა ნახოთ სენსოჯი — ცნობილი ბუ­ დის­ტური ტაძარი, რომელიც მე-7 საუკუნით თარიღდება და ყველაზე ძველი სალოცავია ტოკიოში. სასახ­ ლესთან თანამედროვე ქუჩა ნაკამისე მიგიყვანთ, სადაც სხვადასხვა ტრა­ დი­ციული კერძის გასინჯვა და წინა საუკუნეებიდან გადმოსული სუვენი­რე­ ბის შეძენა შეიძლება. 29 VOYAGER 15/2019

იქვეა ჩანკოს რესტორნებიც (chanko — ეს სუმოისტების საკვებია) და სუმოს­თან დაკავშირებული სხვა გასარ­თო­ბებიც. ტოჩინოშინი, რომელიც ცნო­ ბილი ქართ­ველი სუმოისტია, ჩანკო ნაბეს (chanko nabe — ერთგვარი წვნიანი კერძი) ყო­ველდღე სიამოვ­ ნებით გეახლებათ.


ტოკიო

ზე, დიდი, უტრირებული ყელიანი ფეხ­ საც­მელი, და­სერილი ქა­ლის წინდა და გოტიესეული მადონას რკინის იმი­ ტაციის მაისურები დალიან­დაგებულ მოკლე ქვედაბო­ლოზე. ტაკეშიტა დორი – შოპინგის ქუჩაა, აქ ყველა დაიკმაყოფი­ლებს სურვილს. ტრადიციული მოხმარების პროდუქცი­ ასთან ერთად, ნახავთ ყველაზე უჩვე­ ულო აქსესუარებსაც და სამოსსაც — ცალი ხელის შესაფუთი ასიმეტრიული ხელ­თათმანი იქნება ეს თუ ციგურების პლატფორმაზე დამონტაჟებული ფეხ­საც­მელი. იაპონიაში შობადობის პრობ­ლემა ერთ-ერთი პირველია. მთელ ქვე­ყა­ნაში ბავშვების კულტია. ტოკიოში ბავშვის მაღაზიების ქვედა დახ­ლი სწო­რედ ბაშვების გასარ­თო­ ბებით არის მორთული. საყიდლად მ­ისული დე­დასთვის მაღაზიის გამყიდ­ ველები, ფაქტობრივად, ძიძის ფუნქ­ციას ითავსებენ. მაღაზიების დახურ­ვამდე ორი საათით ადრე გამყიდ­ვე­ლები ყველა ილეთს მი­მართავენ, რომ შიგნით შეგიტყუონ. ათას­გვა­რი შეძახილებით პატარ-პატარა პერ­ფორ­­მანსები იქმნება ჰარაჯუკუზე, სა­ დაც ცხოვ­­რება მართლაც თამაშადაა ქცეული.

HARAJUKU ნენე

მარტოსული კუნძულის არაფერი ეტ­ ყო­ბა ღამის ჰარაჯუკუს. აქ ცხოვრება ზღაპრად იქცევა, როცა ჰარაჯუკუზე გო­­თი გოგონების დეფილე იწ­ყება. როცა სამოსს და მაკიაჟს დე­მონ­სტ­­რირე­ბენ. როცა კომფორტს მიჩვეული ახალ­ გაზრ­დების ეროტიკული ალერსი ყვე­ ლაფერს თავის სახელს არქმევს. შე­ნო­ბებზე დამონტაჟებული რეკლამები – ათას ერთი ზღაპრის ფერის და მანგას კონსტრუქციის იმიჯებით. სევდის და სიხარულის მომგვრელი სლოგანები. წვიმს. აქ გამჭვირვალე ქოლგები ჭარ­ბობს და ყველა დაწესებულება მო­ ბილიზებულია იმისთვის, რომ სველი ქოლგა დისკომფორტი არავისთვის იყოს. წვიმიანი ტოკიო გიყვარდება.

იაპონიის ელჩი საქართველოში,

ტადაჰარუ უეჰარა

ჰარაჯუკუ შიბუიას რაიონშია. ტაკეშიტადორი ჰარაჯუკუს მთა­ვარი ქუჩაა — ქუჩა, რომელიც საყვარელი ნივთებით (Kawaii) სავსე სათამაშოების ლამაზ კოლოფს მოგაგონებთ. აქ ნახავთ უამრავ მაღაზიას, რომელიც სწორედ Kawaii ტანსაცმელს ყი­დის. მოდის ტრენდები სწრაფ-სწრაფად იცვლება, ამიტომ ამ მაღაზიებს დიდი კონკუ­

ჰარაჯუკუზე პირველად რომ მოვხვდი, შაბათი დღე იყო და თოვდა. ეს ხელს არ უშლიდა თინეიჯერებს, შიშველი ფეხები გამოეჩინათ. ათასგვარი ჩან­ თით და ქუდით დამშვენებული, ყვე­ლა თავის გზას მიუყვება. ეს გზები კაფებარებისკენ, მეგა-მარკეტებისა და „სე­ქენდ ჰენდებისკენ“ მიდის. ვინტაჟური მაღაზიების ბუმი ტოკიოს კიდევ უფ­რო მრა­ვალფეროვანს ხდის. თუ ზუსტად იცით, რომელი ბრენდის რომელი წლის კოლექციას ეძებთ, აუცილებლად ნა­ ხავთ. აქ ერთმანეთშია არეული ძველი და ულტრათანამედროვე სამოსი. ჰარა­ ჯუკუზე მოსეირნეები სა­კუთარი თავის გამო­სახატად ყველანაირ ვიზუალურ ხერხს მიმართავენ. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ, როცა გადასასვლელზე გოთი გოგონების სა­­მეგობროს მოჰკ­ რავთ თვალს — შავი ფან­ქარი თვალ­ რენცია აქვთ გაჩაღებული — ვინ უფრო მალე გამოიცნობს კლიენტის მოლო­ დინებს. აქ სეირნობა და ამ სწრაფად­ ცვალებად გარემოზე დაკვირვება სახა­ ლისოა.

30 VOYAGER 15/2019

ქავაი - საყვარლობის ფილოსოფია იაპონიაში ყველაფერ „საყვარელს“ „მომხიბლავს“ და „პატარას“ თავისი სახელი აქვს – ქავაი. ეს მიმდინარე­ ობაა, რომელმაც ყველაფერში იჩინა თავი. „ქავაი კალიგრაფია“, „ქავაი ჩაც­მულობა“, „ქავაი მანერა“ და, რა თქმა უნდა, „ქავაი ნივთები“ _ საქვეყნოდ ცნობილი „ჰელოუ კიტი“ და „პიკაჩუ“ ქავაის აღსაწერად იდე­ალური მაგა­ლითებია. ქავაი სტი­ლის მოყვარულ ადამიანებს კი ყოველ­თვის „საყვარ­ლად“ აცვიათ, რაც უფრო ბავშვურ ტანსაცმელს გულის­ხ­მობს. ისინი „საყ­ვარლად“, ანუ გაწრიპული ხმით ლა­პარაკობენ და წვრილ ხმაზე გულიანად კისკისებენ. ანიმაციასა თუ კომიქსებში დახატუ­ლი გმირები – დიდი ანთებული თვალებითა და სიმორცხვისგან აწით­ ლებული ლოყებით, სწორედ ქავაის სტილში დახატული პერსონაჟებია. ქავაის ფილოსოფიას მსხვილი კომპა­ ნიებიც იზიარებენ, რომლებიც საკუ­ თარ სიმბოლოებად თუ თილისმ­ ებად „საყვარელ“ ფიგურებსა და ნა­ხატებს ირჩევენ. მაგალითად, იაპონურ ავიაკომპანია All Nippon Airways-ის თვითმფრინავებს კორპუსზე ვეებერ­ თელა ყვითელი პიკაჩუები ახატიათ.


UENO იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა

მე დავიბადე და გავიზარდე ტოკიოს იმ ნაწილში, სადაც უენოს ცენტრია _ სა­დაც ახლისა და ძველის საოცარი სინთეზია. იმავე უბანშია ულამაზესი უენოს პარკი, სადაც საქვეყ­ნოდ ცნო­ბილი ადგილე­ბია საკურას ყვავი­ ლობაზე დასაკვირ­ვებლად. საერთოდ, ეს უზარმაზარი პარკი, რომელიც 500 ათას კვ.მ-ზეა გადაჭიმული, უძვე­ლე­სი პარკია იაპო­ნიაში. მას თავისი დიდი ტბაც აქვს და ტყეც. საკურას ყვავილობისას უენოში სულ ხალხის ჟრიამული ისმის. ადა­მიანები დღეებსაც და ღამეებსაც იქ ატარებენ.

SHINJUKU იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა

საკეს მოყვარულებსა და ტოკიოს ღამის ცხოვრებით დაინტერსებულებს ვურჩევ, ეწვიონ „შინძუკუ გოლდენ გაი“ კვარტალს, სადაც ასობით პატარა ბარია თავმოყ­რილი. თითოეული დაახლოებით 5-15 სტუმარ­ ზეა გათვლილი — ასე რომ, ახალი ნაცნო­ბობის გაბმა და პირველად შემხვედრ ადა­ მია­ ნებთან გასაუბრება გარანტირებული გაქვთ. კიდევ ერთი საინტერესო დეტა­ ლი: შინძუკუ გოლდენ გაიში შენარჩუნე­ ბულია 1960-იანი წლების დასაწყისის, ანუ იაპონიის სწრაფი მო­დერ­ნიზაციის წინ­არე პერიოდის ატმოს­ფერო.

გურამი

ეს რაიონი ტოკიოზე შექმნილ ყველა წარმოდგენას გა­გიცოცხლებთ. ცათამ­ ბჯენები, ნეონით აჭრელებული ფა­ სა­დები, გოძილას გიგანტური ქანდა­ კება, ბიზნესცენტრი, ცნობილი კატების კაფე, უშველებელი დასასვენებელი პარკი, გასართობი თამაშების ცენტრი, რობოტების რესტორანი, კარაოკე-ბა­რები და „მოგონებათა ხეივანი“ — სადაც უგემრიელეს კერძებს გასინ­ ჯავთ და წარმოუდგენელი სილამაზით დატკბებით. აქვეა ტოკიოს მთავრობის სახლი, გიგანტური შენობა, რომ­ლის კოშკის ზედა სართულის ფანჯრებიდან ტოკიო ხელის გულზე იშლება. თუ საკურას ყვავილობის ნახვა გნებავთ, ცენტრა­ ლურ პარკში გაისეირნეთ, ან შინჯუკუ გიოენში ჩამოჯექით, რომელიც საუ­კუნეების განმავლობაში იმპერატო­ რების საყვარელ დასასვენებელ ად­გილად ითვლებოდა. თუ ღამის ცხოვ­ რება გიზიდავთ, შინჯუკუში საუკე­ თესო ღამის კლუბებს, რესტორნებს, კარაოკე-ბარებსა თუ ეროტიკულ გა­ სარ­თობებს წააწყდებით.

GINZA გინძა ტოკიოს ყველაზე ცნობილი ძვირადღირებული რაიონია, რო­მე­ ლიც სავსეა ძვირფასი მაღაზიებით, საკვები თუ გასართობი ობიექტებით, ბუტიკებით, საგამოფენო სივრცეე­ბით, რესტორნებით, ღამის კლუბე­ბითა და კაფე­­ებით. აქაური მაღა­ ზიების უმეტესობა მთელი კვირის გან­ მავლობაში ფუნქციონირებს. ამ უბანში სეირნობა განსაკუთრებით სასიამოვნო უქმეებზეა, როდესაც ცენ­ტრ­ა­ლური ქუჩაზე ავტომობილების გა­ და­ადგილება იკრძალება. ტოკიოში ასამ­­დე მუზეუმია, რომლებიც ყველა გემოვ­ნების ადამიანის ინტერესს აკ­ მაყო­ფილებს. აქ ნახავთ ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის, ისტორიისა და მეცნიერების, ტრანს­პორტის, ანიმეს მუზე­უმებს; შემეცნებით ზოოპარკებ­სა და აკვარიუმებს. მუზეუმის მოყვარულებს უენოს პარკში გავლას ვურჩევ, სადაც ყველაზე ცნო­ ბილი მუზეუმების უმრავლესობა ერთ­ მანეთთან ახლოს არის თავმოყრილი. 31 VOYAGER 15/2019

უენოს უბანშია Ameyoko-ს ბაზარი — მუდამ სიცოცხლით სავსე და ტუ­ რისტებით გადაჭედილი სივრცე, რო­ მელიც სარკინიგზო ვიადუქტის ქვეშ 500 მეტრზეა გადაჭიმული და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს. ახალდაჭერი­ლი თევზი, ტანსაცმელი, პირადი ჰი­ გიენისა და სილამაზის საშუალებები — იქ ყველაფერია. აუცილებლად ეწვიეთ Ameyoko-ს, თუ გსურთ ნახოთ, როგორ ვაჭრობენ იაპონელი საქმოსნები და როგორია თვითონ ყიდვა-გაყიდვის პროცესი.

საერთოდ, ჩემს ქალაქზე დაუსრუ­ლებ­ ლად შემიძლია გე­საუბროთ, გიამბოთ ამაზე უფრო ვრცელი ამბები, რომლე­ბიც ძალიან ძვირფასია. მე ტოკიო მიყვარს; მიყვარს ადგილები, რომ­ ლებზეც გიამბობდით — ეს ადგილები ბავშ­ვობის მოგონებებს მიცოცხლებს.


ტოკიო

უენო, ასაკუსასთან ერთად, იაპონიის ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობებითაა სავსე. ეს ადგილები ცნობილია შემდეგი მუზეუმებით: ხელოვნების მეტროპოლიტან მუზეუმი tokyocheapo.com/place/tokyo-metropolitan-art-museum/

TOKYO PHOTOGRAPHIC ART MUSEUM (TOP)

TOKYO NATIONAL MUSEUM ტოკიოს ნაციონალური მუზეუმი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და მსხვილი მუზეუმია. შენობა იუშიმა სეიდოს სალოცავთან 1972 წელს ააშენეს, რამდენიმე წელიწადში კი უენოს პარკში გადაინაცვლა. ტოკიოს მუზეუმის კოლექციაში 110,000 ნივთია გაერ­ თიანებული, რომელთა უმრავლესობაც იაპონური ხე­ლოვნებისა თუ არქეოლოგიის ფასდაუდებელ რელიკ­ ვიას წარმოადგენს. ინგლისურის მცოდნეებს მუზეუმში მოსახერხებელი აუდიო-გიდები ელოდებათ. www.tnm.jp

ტოკიოს ფოტოგრაფიის მუზეუმის შესასვლელთან სამი უზარმაზარი ფოტოა გამოკრული. მათი დათვალიე­ რებისას, შეუძლებელია ცდუნებას გაუძლოთ და ამ მოხდენილი შენობის სალაროსკენ არ გაგექცეთ თვალი. გარწმუნებთ, არ ინანებთ! TOP ზაფხულში გან­ საკუთრებით საინტერესო გამოფენებს გვპირდება; დარწმუნებული ვარ, ფოტოგრაფიის მოყვარულები საგამოფენო სივრცე 3F-ს გულგრილად ვერ ჩაუვლიან, სადაც „არქიტექტურული აპოკალიფსის“ მამად წო­ დებული — რიუჯი მიამოტოს — შავ-თეთრი შედევრების დიდებული კოლექცია დახვდებათ. www.topmuseum.jp/e/contents/exhibition/index-3409.html

NATIONAL MUSEUM OF WESTERN ART დასავლური ხელოვნების ნაციონალური მუზეუმი, რომ­ ლის არა მხოლოდ კოლექციებია შესანიშნავი, არამედ თვითონ გორაკზე წამომართული შენობის არქიტექ­ ტურაც. ნაგებობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრე­ ობის სიაშია შეტანილი, როგორც მოდერნისტული ხელოვნების საოცარი წარმომადგენლის, ლე კორბუზიეს ნამუშევარი. www.nmwa.go.jp/jp

UENO ZOO

NEZU MUSEUM იაპონური და აღმოსავლეთ აზიური ხელოვნების ნამ­ დვილი ოაზისი, ნეძუს მუზეუმი 7,400 ნამუშევარს აერთიანებს. თანამედროვე იაპონური არქიტექტურისა და ტრადიციული ხელოვნების ფორმები დიდებული ბაღის ფონზე ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. დამთვალიერებლებს შეუძლიათ იხილონ აზიური კულ­ ტურის, კალიგრაფიის, მხატვრობის, კერამიკისა და ბუ­დისტური ნამუშევრების საუკეთესო მაგალითები, დღის ბოლოს კი კაფეში ჩამოსხდნენ, ცხელი ჩაი მიირთ­ვან და დაუჯერებელი ხედებით დატკბნენ.

უენოს ზოოპარკი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საყვარელი ადგილია. 1882 დაარსებული ზოოპარკი, იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონაა. აქ ისეთ უჩვეულო ცხოველებს შეხვდებით, რო­ გორებიცაა ჰოკაიდოს დათვები, იაპონური მაკაკები, პანდები და სხვ. ზოოპარკის ზედამხედველები გადა­ შენების პირას მყოფი არსებების გადარჩენაზეც აქტიუ­რად ზრუნავენ, სწორედ ამიტომ, ცოტა ხნის წინ დას­ რულდა გორილებისა და ვეფხვებისთვის განკუთვნილი ხელოვნური ტყეების გაშენება.

www.nezu-muse.or.jp/en

32 VOYAGER 15/2019

www.tokyo-zoo.net/english/index.html


2017 წელს, უკვე მეათედ ტოკიოს რესტორნები „მიშელინის

გურამი სისტემის“ მთავარი პრიზიორი ხდება და ჯამში იმდენ ვარსკვ­ლავს ითვლის, რაც ლონდონს, პარიზსა და ნიუ-იორკს აქვს ერთად. იაპონიის სტუმრობისას ჩხირებით ჭამა მოგიწევთ! კარგი იქნება, სახლში თუ ივარჯიშებთ, რადგან ტოკიოს რესტორნებში დანა-ჩანგლის მოთხოვნა უხერხულია. თუ კერძი იმდენად გემრიელი აღმოჩნდა, რომ სიამოვნებისგან ტუჩებს ააწკლაპუნებთ, ნუ მოგერიდებათ, რადგან იაპონიაში, ხმაურით ჭამა მზარეულს გულს დაუამებს.

SHIROSAKA

KOTARO

HAKKOKU

ამ რესტორანში მენიუს არავინ მოგა­ წოდებთ, ასე რომ საკუთარი გემოვნება დროებით გვერდით უნდა გადადოთ და მთავარ მზარეულს ენდოთ, რომელიც აუცილებლად რაღაც თავბრუდამხვევს მოგიმზადებთ. აქაური კერძები ტრა­ დიციულად გამოიყურება, მაგრამ ჰიპს­ტერული ელფერი დაჰკრავს. რაც მთა­ვარია, თქვენი თეფში მხოლოდ თქვენ­თვის გაფორმდება!

სუშის ამ არაჩვეულებრივი რესტორ­ნის აღწერა შეუძლებელია; აქ სულ 6 ად­გილია, მთავარი მომსახურე პერ­ სონალი კი თავად მზარეული, ცნობილი ჰიროიუკი სატო გახლავთ, რომელიც ფართო დახლთან დგას და ცოცხალ თევზს ხელის სწრაფი და მოქნილი მოძრაობით ამზადებს.

წარმოიდგინეთ კლასიკური იაპონური რესტორნის იმიჯი: მარტივი და მსუბუქი ხის ინტერიერი, მინიატურულ ბაღზე გამავალი ფანჯრები და წარბებშეკრუ­ ლი მზარეული, რომელიც უხმოდ ფუს­ ფუსებს. გამოდის, რომ „შიროსაკას“ ესტუმრეთ. აქაური კერძები ისე ლა­ მაზად არის გაფორმებული, შესაჭმელად დაგენანებათ, მაგრამ აუცილებლად უნდა გასინჯოთ, რადგან აქაურ ატრიას განუმეორებელი გემო აქვს.

მენიუში ვერც აქ ჩაიჭყიტებით, მაგ­ რამ „ჰაკოკუს“ სუშის ვერაფერი შე­ედ­­რება! 30 განსხვავებული ნაწი­ ლისგან შემ­დ­გარი დაფა ნამდვილი გასტრონომიული შე­დევ­რია! დაიწყეთ თინუსით გაწყობილი ნორის როლით, დააგემოვნეთ სია­მოვნების პირველი აკორდი და დიდებული კონცერტისთვის მოემზადეთ. www.cntraveler.com/restaurants/ tokyo/hakkoku

www.japanrestaurant.net/en/shop/shirosaka

მართალია, რეს­ტორ­ნის მიგნება შე­იძ­ ლება გაგიჭირ­დეთ, მაგრამ არ იფიქ­როთ, რომ ცა­რიელ მაგიდას დაგახ­ ვედრებენ. კარგი იქნება, თუ ადგილს რამდენიმე დღით ან კვირით ადრე დაჯავშნით. www.cntraveler.com/ restaurants/tokyo/kotaro KOZUE ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალი დონის რესტორანი ტოკიოში, ქალაქის საუკეთესო ხედით, PARK HYATT TOKYO-ს მე-40 სართულზე. www.restaurants.tokyo.park.hyatt.co.jp/en/koz.html

SALMON & TROUT ერთი შეხედვით, უბრალო ადგილია. სეირნობისგან დაღლილს შეიძლება მო­­გეჩვენოთ, რომ ველოსიპედით ძველ მაღაზიაში აღმოჩნდით; და მართალიც გამოდგებით! ნახევრად... ამ უჩვეუ­ლო რესტორნის ადგილას ადრე ველოსიპე­ დებს ყიდდნენ, 60-იანი წლების თბილი გარემო და მოხდენილი ესთეტიკა, ჰარ­ მონიულად ერწყმის ფართო ფანჯრებსა და ძველმოდურ სასმლის ბოთლებს. დღეს რესტორანს სახელგანთქმული მზა­რე­ულის — კან მორიედას გამო სტუმ­ რობენ, რომელიც ტრადიციულ იაპო­ნურ კერძებს თანამედროვე გემოთი აზავებს.

რესტორანი NARISAWA, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, დახვეწილი, იაპონური სტილის რესტორანი www.narisawa-yoshihiro-en.com რესტორანი ARAGAWA, დაარსდა 1967 წელს, ამ დროის შემდეგ არ შეცვლილა რესტორნის ინტერიერი და გახსნაზე გამოყენებული ავეჯიც კი უცვლელად არის შემორჩენილი. ეს რესტორანი განთქმულია სტეიკით. www.aragawa.jp/english.html რესტორანი, სადაც KILL BILL-ს იღებდნენ. www.gonpachi.jp/nishi-azabu/#menu

www.timeout.com/tokyo/restaurants/ salmon-and-trout 33 VOYAGER 15/2019

რესტორანი RYUGIN. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იაპონური რესტორანი ტოკიოში. სასურველია დაჯავშნა წინასწარ და დრეს კოდის და სხვა მოთხოვნების გათვალისწინება. აქ კერძი და კერძით ტკბობა ნომერ პირველი პრიორიტეტია. www.nihonryori-ryugin.com/en/gallery


ტოკიო

THE RITZ-CARLTON

MANDARIN ORIENTAL

მზად ხართ ცისფრებისთვის? ეს ხუთვარსკვლავიანი სას­ ტუმრო, ტოკიოს სიმაღლით მეორე შენობის ზედა ცხრა სართულს მოიცავს, ფანჯრები კი ქალაქის რიგით მეორე სიმაღლის კონსტრუქციას — ტოკიოს ტელეანძას — უტოლ­დება. მდიდრული რესტორნები და ბარები მიმზიდველ სიბნელეში ჩაძირულა, რბილი სავარძლები და გაპრიალე­ ბული იატაკი კი აღმოსავლური მყუდროების გარანტიაა. ათი წლის იუბილეზე სასტუმროში იაპონური ოთახები გაჩნდა: იატაკის ნაცვლად ტატამი, სრიალა კარები, ხის ჭერი და კიოტოს ოსტატების ტექსტილი. ლოგინში მოკალათდით, ცხელი ჩაის სული შეუბერეთ და დატკბით ფანჯრიდან გამავალი ქალაქის კაშკაშა ხედით.

ნიჰონბაშის რაიონი ხმაურიანი ტოკიოსგან მოშორებით, მაგრამ მაინც „ცენტრში“ მდებარეობს. აქ გადაეყრებით ყველაზე განსაკუთრებულსა და უჩვეულო მაღაზიებს (სხვაგან სად შეგხვდებათ ხელნაკეთი კბილის ჩხირები?!), ძვირფას ბუტიკებსა და რესტორნებს. Mandarin Oriental სწორედ ამ რაიონში მდებარეობს: რაფინირებული და დახვეწილი ცათამბჯენი, რომლის ნომრის ფანჯრებიდან ფუძიამას დაუქნევთ ხელს.

HOTEL NEW OTANI 1964 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აგებული ეს გიგან­ ტური შენობა უჩვეულოდ მყუდროა. დაივიწყეთ იაპონური კულტურისთვის დამახასიათებელი კომპაქტური ოთახები! ოტანის ძველებური დიზაინით გაფორმებული სივრცეები უზარმაზარია. აქ ნახავთ იაპონური, ჩინური, იტალიური თუ ფრანგული სამზარეულოს ოცდაათამდე განსხვავებულ რესტორანს. სასტუმროს მთავარი ღირსება დიდებული ბაღია, სადაც 400 წლის ხეები ხარობს, ჩანჩქერი კი ვეებერთელა თევზებით სავსე მრგვალ აუზში ეშვება.

MUJI HOTEL GINZA თუ ერთხელ მაინც გამოგიყენებიათ „მუჯის“ ფირმის წიგნაკი, ზუსტად მიხვდებით, რა შეგრძნება იქნება ამ ბრენდის სასტუმროში გაჩერება. ბუნებრივი, ერთობ სევდიანი და მინიმალისტური გარემო, დახვეწილი ხაზები და ხის თბილი ფერები, რომლის მსგავსიც მხოლოდ აქ, ტოკიოში გვხვდება.

ნენე

ზუსტად არ ვიცი, რამდენი დღე გეყოფა, ეს ქალაქი სრულ­ ფასოვნად რომ შემოიარო. არც ის ვიცი, რამდენად უძლებს მგრძნობიარე ადამიანი ამდენ ემოციას, რადგან ყვები, წერ და არ მთავრდება: თევზის ბაზარი, საიმპერატორო ბაღები, შინჯუკუ, უენოს პარკი, ოდაიბა. ამ ქვეყანას არ აქვს ანალოგი, არსად არ აღდგენილა ცხოვრება ისე სწრაფად, როგორც მიწასთან გასწორებულ იაპონიაში, იმიტომ, რომ აქაური ხალხისთვის შრომაა ცხოვრების არსი. ამ ქალაქში თვალს არ გისწორებენ, კინოში ბილეთს, მაღაზიაში კი — ფულს ორი ხელით გაწვდიან. სიცილის დროს სახეს ხელით იფარავენ და იქნებ სწორედ წარსულის გაფრთხილების ამ სწორმა ფორმამ შექმნა მომავლის ქვეყანა?! აქ თითქოს არ ბერდებიან, არადა, სწრაფად გადის დრო. აქ კუთვნილ, 1-2-კვირიან შვებულებას არავინ იყენებს, რადგან მიიჩნევენ, რომ ყოველი გაცდენილი დღე მას პროფესიულად უკან დახევს. ლოგიკურიცაა, იაპონიაში ყველაფერი იმაზე უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე წარმოვიდგენთ.

PALACE HOTEL TOKYO მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის დედაქალაქს ე.წ. ცენტრი არ გააჩნია, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ Palace Hotel ტოკიოს გულში მდებარეობს. ისტორიული სასტუმრო იმით გამოირჩევა, რომ ოთახების უმრავლესობა აივანზე გადის, რომელიც იმპერატორების სასახლის ბაღებს გა­ დასცქერის, ცოტა მოშორებით კი ტოკიოს ფუტურისტული ცათამბჯენები მოჩანს.

ეს არის მომავლის ადამიანების და მომავლის იდეების ქვე­­ყანა! სიყვარულის, თავგანწირვის და მანგას იმპერია, სადაც ყოველთვის ეჭვი გეპარება, ნამდვილია თუ არა ეს ყველაფერი. და ამიტომაც, ამ ორგანიზებულ ქაოსში, სადაც 32 მილიონი ადამიანი სხვადასხვა მიმართუ­ლებით გადაადგილდება, მე, 4-მილიო­ნიანი ქვეყნის წარ­ მომადგენელი გამუდმებით ვიმოწმებდი თავს ტუჩის კვნე­ტით, წელზე ბწკენით, ჩურჩულით — „ნოუ ბომბს, ნოუ დრაგს“ და თითქმის ყვირილით: ხომ ნამდვილია, ხომ არ დამთავრდება და ხომ სულ იქნება ტოკიო?!

34 VOYAGER 15/2019


გირჩევთ

ირინა კეიდია

IDS BORJOMI - ბორჯომის ბრენდ მენეჯერი

თუ გსურთ, რომ ნამდვილი იაპონია გაიცნოთ, კიოტო დაათვალიერეთ და ამისთვის ორი დღე მაინც გამოყავით. Gion — ესაა უბანი, სადაც აუცილებლად უნდა გაისეირ­ ნოთ, აქ შეხვდებით ულამაზეს კიმონოებში გამოწყობილს გეიშებს — ისინი ძველ იაპონურ კულტურას აცოცხლებენ, აქვე შეგხვდებათ პატარ-პატარა ტრადიცული რესტორ­ ნები, სუვენირების მაღაზიები და ულამაზესი ვინატაჟური კიმონოების სალონები. კიოტოში ნახავთ ძალიან ძველ სალოცავებსაც, მოკლედ, ამ ქალაქის არ ნახვა არ შეიძლება. ტოკიო ძველისა და თანამედროვეს უცნაური ნაზავია. აუცი­ლებლად ყველამ უნდა მოინახულოს მუზეუმი TeamLab Borderless, თუმცა არ დაგავიწყდეთ ბილეთის წი­ ნასწარ ყიდვა და დილით ადრე მისვლა, უზარმაზარ რიგში რომ არ მოგიწიოთ დგომა. მუზეუმის შენობა გა­ რედან არაფრით გამოირჩევა, შიგნით კი, საოცარი ინსტალაციების გამო, სიზმარში იგრძნობთ თავს. კარგი იქნება იაპონელი თანამედროვე მხატვრის, იაიოი კუსა­მას მუზეუმის ბილეთებსაც თუ წინასწარ შეიძენთ, მე და ჩემი მეგობრებივით გარეთ რომ არ დარჩეთ. იაპონელებმა თავიანთი სტუმართმოყვარეობითა და სი­სუფთავით გამაოცეს. ქუჩები კრიალებს, ამხელა მოძ­ რაობაა ტოკიოში, მაგრამ შემაწუხებელი ხმაური არას­დ­როს მიგრძვნია.

სიდიდის მიუხედავად, ტოკიო არ გაფრთხობს, ტრანს­ პორტსაც ადვილად აუღებთ ალღოს, JR – japan rail და მეტრო — მარტივია, ტაქსიც ყველგან არის, თუმცა, ცოტა არ იყოს, ძვირია. იაპონიაში სტუმრობის შემდეგ ძალიან დავაფასე ეს ხალ­ ხი, ყველა კეთილგანწყობილია, ცდილობის დაგემხაროს, გზის სწავლებას არავინ დაგზარდება, თუნდაც თვითონ ეჩქარებოდეს, აგიხსნის მიმართულებას ან ბოლომდე გამოგყვება. იაპონია ის ქვეყანაა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ნათია ჩხარტიშვილი

„ეშვის“ დამფუძნებელი

ტოკიოში აუცილებლად სანახავი მუზეუმია: TeamLab Planets ერთ-ერთი საუკეთესო წიგნების მაღაზია, სადაც ვყოფილვარ: store.tsite.jp საუკეთესო სუში ბარი: Miyaba განუმეორებელი სანახაობა: თინუსის აუქციონი ტო­კიოს თევზის ბაზარში (ცუკიჯი), რომელიც წინდაწინ, ონლაინ უნდა შეისწავლო და აუქციონსაც დაუვიწყარი შთაბეჭ­ დილების მისაღებად აუცილებლად უნდა დაესწრო. ამის­ თვის დილის ხუთ საათზე დასაკვირვებელ ფანჯარასთან დგომა მოგიწევს. ლალო დოლიძე

LALO CARDIGANS-ის დამფუძნებელი

არქიტექტურა, კაფეები, შოპინგი, კულტურა, ხალხი — ამ ყველაფრისთვის ისეირნეთ Omotesando-ში ესაა ჰარაჯუკის ახლოს მდებარე რაიონი დახვეწილი, ძვირად ღირებული ნივთებისა და სამოსის მაღა­ზიებით, ცნობილი რესტორნებითა და კაფეებით და განსა­ცვიფ­რებელი არქიტექტურით. თუ ჰარაჯუკი უფრო ახალ­ გაზრდებზე შედარებით დაბალფასიანი მაღაზი­ებითაა სავსე, ომოტესანდო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღი­ რებული რაიონია ტოკიოში, თან — მოდის სფეროს წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი და საინტერესო. 35 VOYAGER 15/2019


კულინარია

იაპონური სამზარეულოს საფუძვლები

დაკვირვებები ქართველისგან, რომელმაც იაპონური კვების წესებს ალღო აუღო მ ე დე ა გოცირ იძე-კ ო ჯიმ ა იმ დღეს, როცა იაპონიაში საცხოვრებლად ახალგადასული, სახლთან ახლოს მდებარე სურსათის მაღაზიაში პირველად შევედი, ძალიან დავიბენი: მწვანილი ვერ ვიშოვე, ვერც სანელებლები, არც პური არ იყო. სამაგიეროდ, მაღაზია სავსე იყო ჩემთვის უცნობი სოუსებით, უცხო ბოსტნეულით, ზღვის პროდუქტებით, ჭრელ პარკებში შეფუთული გაუგებარი ნახევარფაბრიკატებით და იაპონურ გემოზე გამოცხობილი ფუნთუშებით. შინ წამოღებული მაიონეზიც ბრინჯს და იაპონურ კერძებს მოუხდა, მაგრამ პურთან და ჩვენებურ კერძებში გემო სხვა მივიღე. მაშინ გადავწყვიტე, წავსულიყავი იაპონური სამზარეულოს კურსებზე და გამერკვია, საერთოდ რითი შეიძლება გამოკვებილიყო იაპონიაში საცხოვრებლად გადასული ადამიანი. კურსებს ერქვა „შევისწავლოთ იაპონური კერძები საფუძვ­ ლიდან“. იქ გავიგე, რომ იაპონური კერძის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ნახარში, რომელიც ზღვის მცენარე „კომბუსა“ და გამშრალი ზოლიანი თინუსის ნათალისგან კეთდება. საბაზისო წესია ისიც, რომ იაპონელისთვის თევზისა და ხორცის პროდუქტების ერთ და იმავე კერძში გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია. აღმოვაჩინე, რომ ხის ბურბუშელას

მსგავსი რაღაც, სოიოს ხაჭოზე რომ აყრიან, გამომშრალი, შებოლილი და თხლად დათლილი თევზი — ზოლიანი თინუსი ყოფილა; რომ, თურმე, სიტყვა სუში სათავეს იღებს „სუ“დან, რაც მჟავეს ნიშნავს იმიტომ, რომ სუშის ბრინჯი ბრინჯის ძმრით ზავდება. მთავარი კი ამ მასაში სწორედ ეს ძმრით შეზავე­ბული ბრინჯია და არა უმი თევზი; რომ სუშის საერთო­ დაც ზოგჯერ სულ არ აქვს თევზი და ამ შემთხვევაში მასში შედის კვერცხი, ან წითელი ხიზილალა, ანდა — ფერმენ­ ტირებული სოიო (ნატტო). ოთხთვიანი კურსის ბოლოს უკვე დამოუკიდებლად ვამ­ ზადებდი იაპონურ კერძებს და ვხვდებოდი, როგორ გა­ მე­შიფრა ინტერნეტში ნაპოვნი იაპონური კერძების რე­ ცეპტები. აქ მოკლედ გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს არამარტო კერძებზე, არამედ ეტიკეტსა და სუფრის გაწყობის ტრადიციაზეც. სუფრასთან მისატანი იაპონური კერძი ისეა დამუშავებული, რომ მას დაჭრა აღარ სჭირდება. ამიტომ დანა მაგიდაზე არ დევს, არც ჩანგალი, თქვენ წარმოიდგინეთ — არც კოვზი. მაგიდაზე ჰორიზონტალურად დევს მხოლოდ ხის ან

36 VOYAGER 15/2019


იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა

იაპონია მთელ მსოფლიოში გამოირჩევა თავისი ბიომრავალფეროვნებით. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო კონსერვაციის“ თანახმად, იაპონია ბიომრავალფეროვნების მხრივ მსოფლიოს 34 მოწინავე რეგიონის რიცხვში შედის.

პლასტიკის ჩხირები „ო-ჰაში“, დაფარული ლაქითა და ლამაზი ორნამენტებით, ან სულ უბრალო, ერთჯერადი ხის ჩხირები — „ვარიბაში“, რომელიც ერთმანეთზეა მიკრული, რითაც მიგანიშნებენ, რომ ის თქვენამდე არავის გამოუყენებია. თუ იაპონურ კერძებს ჩხირებით მიირთმევთ, უკეთეს გემოს ჩაატანთ. ჩხირების გამოყენებას კი სულ ადვილად, ერთ-ორ დღეში ისწავლით. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, ჩხირები ძალიან მოხერხებულია. მე საქართველოშიც ვიყენებ ხოლმე, სამზარეულოში როცა ვსაქმიანობ. წვნიანს პირდაპირ ფიალიდან დალევთ — ამიტომ კოვზი არ გჭირდებათ, ხოლო იაპონური მოხარშული ბრინჯი ისეთი წებოვანია, სასურველი ზომის ლუკმას ჩხირებითაც მშვენივრად აიღებთ. სუფრასთან მიტანამდე კერძს თეფშზე ან ჯამში ცოტას დებენ. თან ისე, რომ ის ჭურჭელის ნახატს და ფორმას ჰარმონიუ­ ლად ერწყმოდეს. სასმელს კი ჭიქაში ორ მესამედს ასხამენ. ჭურ­ჭლის გავსება ულამაზოდ ითვლება. ოჯახში ყველას თავისი ჩხირები, ჩაის ჭიქა და ბრინჯის ფიალა აქვს. სუფრასთან ადგილიც განსაზღვრულია. თუ იაპონურ

ბრინჯის შესახებ

ბრინჯი მთავარი და უმნიშვნელოვანესი პროდუქტია. ბრინ­ ჯი მოჰყავთ დიდი მონდომებითა და რუდუნებით. სელექ­ციის გზით გამოყვანილი ჯიშებიც არსებობს. იაპონური მრგვალი ბრინჯი მეტად წებოვანია. ხარშვისას ფორმას არ კარგავს, მაგრამ თითოეული მარცვალი რბილი და დამყო­ ლია. ბრინჯს, როგორც ძირითად საკვებს, ხარშავენ მხო­ლოდ წყლით. არ უმატებენ არანაირ სანელებელს. ამიტომ თვითონ ბრინჯის გემო უნდა იყოს იდეალური. ბრინჯს ადრე ცეცხლზე ხარშავდნენ, დღეს კი ბრინჯის სახარში ელექ­ ტრონული ქვაბი ყველა იაპონელის სახლშია. ბრინჯი ის პროდუქტია, რომელსაც იაპონია ახლა თავის სამყოფს აწარმოებს სრულად. იყო დრო, როცა აზიის სხვა ქვეყნებიდანაც შეჰქონდათ, მაგრამ მერე დაიწუნეს და თავი გაანებეს. ბრინჯი განსაკუთრებულად უყვართ.

წვეულებაზე მოხვდით, შეამჩნევთ, რომ მაგიდაზე დევს პატარა ბარათი სტუმრის სახელითა და გვარით, თუმცა, მაინც უნდა დაელოდოთ, სანამ მასპინძელი მიგითითებთ სკამზე. ასეთი დამოკიდებულება ადგილის მიმართ რესტორნებშიც იგრძნობა. რესტორანში შესვლისას აუცილებლად გკითხა­ვენ, რამდენი ხართ და, პასუხის მიხედვით, ოფიციანტი თქვენ­თვის შესაფერის მაგიდასთან მიგაცილებთ. ხმაურით ჭამა ჩინური ტრადიციაა და უძველესი დროიდან იაპონიაშიც მიღებული იყო. ბოლო დროს ევროპისა და ამე­რიკის გავლენით სულ უფრო ნაკლებად შეხვდებით იაპონელს, რომელიც პირის წკლაპუნით მიირთმევს. თუმცა გამონაკლისია უდონის, სობასა და რამენის ჭამა. ეს სუპის ნაირსახეობებია დიდი რაოდენობის ატრიით. აი, მათი ჭამისას კი ფრთებს შლის წრუპვა-ხვრეპის ხელოვნება, რომლის გარეშე, როგორც იაპონელები ამბობენ, ატრიას გემოს ვერ ჩაატანთ. მე ბევრი ვეცადე, ვივარჯიშე კიდეც, მაგრამ მაინც ვერ შევძელი, ისეთი სიძლიერით მეხვრიპა ატრია და პატარა ულუფების მოკვნეტით ჭამას დავჯერდი. იქნებ, თქვენ გამოგივიდეთ. ისე, საჭმელის დატოვება უხერხულია.

ერთი იაპონელი მამაკაცი მიხსნიდა, პური კი მიყვარს, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვჭამო, არ მანაყრებს, ბრინჯი ჩემთვის აუცილებელიაო. თევზი და ზღვის პროდუქტები

რადგანაც იაპონია წყლით გარშემორტყმული, კუნძულოვა­ნი ქვეყანაა, იაპონელების საკვები რაციონი უძველესი დროიდან მდიდარია თევზითა და ზღვის პროდუქტებით. თევზის მრა­ ვალნაირი სახეობა აქვთ. ჩვენთვის ნაცნობი ორაგულიდან, სკუმბრიიდან და თინუსი­დან დაწყებული, ისე­თი თევზებით დამთავრებული, რომელ­­თა სახელების თარგმნა ვერც კი შევძელი. გარდა თევზისა, იყე­ნებენ სხვადასხვა ზღვის მცენარეს სალათის, წვნიანის და ნახარ­შის მოსამზადებლად. ასევე გავრცელებულია ხა­ მანწ­კები, კალმარი, რვაფეხა, კიბორჩხალა და სხვა.

37 VOYAGER 15/2019


კულინარია

ბოსტნეული და მცენარეული პროდუქტები

ბოსტნეულის და სხვა მცენარეულის რაციონში ქონას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. იაპონიაში არის თითქმის ყველა ჩვენთვის ნაცნობი ბოსტნეული. არ არის ჭარხალი და მწვანილი — ოხრახუში, ქინძი და კამა დიდ სუპერმარკეტებში თუ შეიძლება ნახოთ, სამაგიეროდ, გაგიჭირდებათ ტარხუნის და წიწმატის შოვნა. მგონი, ჯობს არც ეძებოთ. რეჰანი კი ქოთნის მცენარეებს შორის აღმოვაჩინე. მისი ლამაზი მუქი იასამნისფერი ფოთლები და წვრილი ვარდისფერი ყვავილები ოთახის მოსართავად გამოიყენება. იაპონიაში ბადრიჯანს ოდნავ სხვა გემო აქვს, ხოლო პომიდორი, რო­ გორც ჩანს, ქართული ჯობს ყველას. იაპონელები ძალიან ხშირად იყენებენ საკვებად ე. წ. ჩინურ კომბოსტოს — „ჰაკუსაის“ და იაპონურ თალგამს „დაიკონს“. გარდა ამისა, ბევრი აქვთ ჩვენთვის უცნობი ბოსტნეულიც.

„იამაიმო“ — იაპონური იამ­ სის ბოლქვები, უმს ხეხავენ და წარმოიქმნება წელვადი მასა. ასხამენ ბრინჯს, შემ­დეგ სოიოს სოუსს, შეიძ­ ლება დაახალონ უმი კვერ­ცხი და მიირთვან. ასევე ამ გახეხილ მასას უმატებენ „ოკონომიაკის“ ან „ტაკო­ იაკის“ ცომში და აძლევს თავისებურ გემოს. „სატოიმო“ (Colocasia esculenta) — მცენარე ტაროს ბოლქვებია, სხვა ბოსტნეულთან ერთად, ერთ-ერთი შემადგენელია მოხარშული ბოსტნეულის კერძი „ნიმონოსი“. „საცუმაიმო“ (Ipomoea batatas) — ბატატი ანუ ტკბილი კარ­ ტოფილი. გემრიელია უბრალოდ მოხარშული, ან სუპში, ასევე, შემწვარი, როგორც ტემპურა.

„ტაკე ნო კო“ – ახალ­ამოზრ­დილი ბამბუკი. ხარშავენ, რბილია და ხრამუნა, აქვს თავისებური არომატი. იყე­ ნებენ სუპში, შეიძლება ბრინ­ ჯთან და სხვა ბოსტნეულთან ერთად მოხარშონ. ასევე ხორცთან ან თევზთან ერთად მოიტანონ. „გობო“ (Arctium Iappa) — ბირკავას ფესვები. თავისებური არომატი აქვს. ხარშავენ ბრინჯთან და სხვა ბოსტნეულთან ერთად, შემწვარს იყენებენ სალათებშიც.

„გოია“ ან „ნიგაური“ — კვა­ხ­ ისებრთა ჯიშის მცენარის ნაყო­ფია. ოკინავას კუნძუ­ ლები მიიჩნევა მის ძირი­თა­ დი გა­მოყენების ადგილად, თუმ­ცა, სეზონზე სურსათის მაღა­ზიებშიც ყველ­გან არის. აქვს მომწარო გემო. გარეგ­ ნულად კიტრს წააგავს. მეტად ხორკლიანი და ხასხასა მწვა­ნე ფერისაა.

„მიოგა“ — იაპონური ჯანჯა­ ფილის ყვავი­ლი. მიირთმევენ უმად სოიოს ხაჭოსთან ერთად, ან ცალკე, სოიოს სოუს­­მოსხმულს. ხრაშუნაა და ოდ­ ნავ წვნიანი. არ გამოირჩევა მკვეთრი გემოთი.

„ვასაბი“ — იაპონური პირ­ შუშ­ხა, ეს არის მცენარის ფეს­ვი, რომელსაც უმს ხეხავენ და მიიღება ღია მწვანე ფერის ცხა­რე გემოს პასტა. მიირთ­ მევენ სუშისთან ერთად. იყე­ ნებენ სანელებლად.

სოიოს პროდუქტები

ბოსტ­­ნეულს. იაპონელი ამ სუპით იწყებს ჭამას. მას ცალკე კი არ მიირ­თმევენ, მთავარ კერძს ატა­ნენ. მი­ სოს სუპის მთავარი შემად­ გენელი მისოა.

სოიო იაპონელებისათვის მნიშვნელოვანი ცილების წყაროც არის. „მოიაში“ (Mung bean sprouts) – გაღვივებული და სიბნელეში ამოზრდილი სოიოს მარცვლები. სალათებში, სუპებში და სხვა კერძებში იყენებენ. თოჰუ

სოიოსგან მზადდება რძე. ამ რძეში უშვებენ ერთგვარ კვეთს და გამოდის „თოჰუ“ — სოიოს რძის ხაჭო. ეს ხაჭო თეთრია და რბილი ტექსტურის. ცივი თოჰუ, სოიოს სოუსითა და ზე­ მოდან დახეხი­ლი ჯანჯაფილით, საუკეთესო საჭმელია ცხელ ზაფხულში. თოჰუს წვნიანებსა და სხვა კერძებშიც იყენებენ. სოიოს სოუსი

ეს მუქი ყავისფერი სითხეა — გემოს მთავარი მიმცემი სა­ ნელებელი იაპონურ კულინარიაში. თევზზე, ბოსტნეულსა და ხორცზეც ასხამენ და ყველაფერს მლაშე, თავისებურ გემოს და არომატს აძლევს. მოხარშული სოიოსა და მოხალული ხორბლის ფერმენტირებით მზადდება. დამზადების პროცესი ხანგრძლივია და სპეციალურ მოწ­ყობილობებს მოითხოვს. ამიტომ ძველ დროშიც კი ამ სოუსს ქარხანაში ამზადებდნენ.

მისოს სუპი

ეს ის სუპია, რომელიც ყვე­ ლა იაპონურ მენიუში შე­დის. არ არსებობს იაპონე­ლი, რომელსაც მისოს სუპი არ უყ­ვარდეს. მისოს სუპი ცხიმის გარე­ შე მზადდება და დაბალკა­ ლორიულია. ის მეტად წვნი­ანია და შეიცავს ცოტა რა­ ოდენობით ზღვის ბალახს, სოკოს, „თოჰუს“ ან სხვა

38 VOYAGER 15/2019

მისო მზადდება სოიოსგან. სოიოს მარცვლებს ხარ­ შავენ, შე­აქვთ მასში სპე­ ციალური ბაქტერია და ტოვებენ გრილ ადგილას. ფერმენტირების პროცესი რამდენიმე თვეს მიმ­დი­ნა­ რეობს. მოხარშული სო­იო გადაიქცევა ღია ყა­ვისფერ პას­ტად. სწორედ ეს არის მისო. ძველ დროში სახლში აკე­ თებდნენ, ახლა, უმეტე­სად, ყიდულობენ.


იწვევს ფერმენტა­ციას. პროცესის დას­ რულებამდე 1 კვირაა საჭირო.

„ნატტოო“

სოიოს წვრილმარცვლოვანი ჯიშის­გან მზადდება. მარცვ­ლებს ორთქლზე ხარ­ შავენ, შემდეგ შეაქვთ ბრინჯის ჩალის­ გან წარმოქმნილი ბაქტერია, რომელიც

„ნატტოოს“ ასხამენ მდოგვს, სოიოს სოუსს და კარგად ურე­ვენ. სოიოს მარცვლებისგან ფერმენტირებისას გა­ მო­ყოფილი ნივთიერება წებოვანია, მო­რევისას იწყებს წელვას და ქაფდე­ ბა. ასეთ მდგომარეობაში მიირთმევენ ბრინჯთან ერთად, ხშირად — საუზმეზე. ნატტოოს აქვს მძაფრი სუნი და ამ სუნის გამო ბევრი უცხოელი ვერ ჭამს. თვით იაპონიაშიც არიან ისეთები, რომ­ლებსაც არ უყვართ. მას ხშირად ფრან­ გულ ლურჯ, ობიან ყველს ადარებენ.

ხორცი და რძის პროდუქტები

ამ პროდუქტების აქტიურად გამო­ ყენება მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყეს. ომის შემდ­გომ პერიოდში ამერი­კე­ლებმა სურსა­თით დახ­მარების პროგ­რამით ყველი რომ ჩაიტანეს და დაურიგეს, იაპონე­ლები ჩიოდნენ, სა­პონს გვაჭმევენო. დღესაც უმ­რავლე­სობა იაპონელებისა არ ჭამს კა­რაქს და ყველს. მაგ­რამ რძე შეტა­ნილია სკოლის სადილის მე­-

ნიუში და აუცილებლად ასმევენ ბავ­ შ­ვებს. ხორციც იაპონური რაცი­­ო­ნის ჩვე­ულებრივი შემადგენელია.

საინტერესოა, რომ სა­თაურში რაისუ ამჯობინეს და არა — იაპონური სიტყვა გოჰან, რაც მოხარშულ ბრინჯს ნიშ­ ნავს. ეს ხაზს უსვამს ამ კერძის უცხო­ურ წარმოშობას, თუმცა, თვითონ იაპონე­ ლები კარე-რაისუს უკვე იაპო­ნურ კერძად მიიჩნევენ. ის თითქმის ყველა რესტორნის მენიუშია. კარე-რაისუ

წინა საუკუნის დასაწყისში ინდოე­ თიდან იაპონიაში ინდური კერძი ქა­რი შეიტანეს. თავდაპირველად იაპო­ნელებისთვის ეს სუნელებით გაჯე­ რებული ცხარე კერძი უცხო იყო. მაგ­ რამ დროთა განმავლობაში მიეჩვივ­ნენ და გააკეთეს ქარი, რომელიც იაპო­ ნურ ბრინჯს უხდება. მას კარე-რაისუ დაარქვეს — კარე იგივე ქარია, ოღონდ იაპონური გამოთქმით, ხოლო რაისუ ინგლისური შესატყვისიდან აიღეს.

სანელებლები

იაპონური კერძების მთავარი სანე­ლებ­ლებია სოიოს სოუსი, მისო და „მირინ“. სოიოს სოუსსა და მისოს შესა­ ხებ უკვე მოგიყევით. ახლა „მირინი“. „მირინ“ ძველ დროში ტკბილი საკე იყო ანუ ბრინჯის ღვინო — არაუმეტეს 15 გრადუსი ალკოჰოლის შემცველო­ ბით. მას ქალები მიირთმევდნენ. შემ­ დეგ კერძებში გამოყენებაც დაიწყეს. დღეს იყიდება უფრო როგორც სანე­ ლებელი. გემოც სანელებლისკენ გადა­ იხარა, ნაკლები ალკოჰოლითაა. ამ სამი სანელებლის გარდა, იაპო­ ნიაში კერძებს ხშირად აყრიან: სე­ ზამის მარცვლებს, პილპილს, შვიდ­ კომპონენტიანი წითელი წიწაკის სა­ნე­ლებელს „შიჩიმი“, „აონორის“ (ზღვის მცენარის ნაირსახეობა გამ­შრალი და დაფხვნილი), გამშრალი ზოლიანი თი­ ნუსის ნათალს და სხვა. საინტერესოა, რომ თევზის ან ხორ­ ცისგან დამზადებული მთავარი კერ­ძის­თვის გემოს მისაცემად ხშირად იყე­ნებენ შაქარს. მაგალითად, სუკი­აკის, რომელიც ძროხის ხორ­ცისგან მზად­ დება და გარკვევით ტკბილი გემო აქვს. ასევე ძალიან აფასებენ ბოსტნეულის ტკბილ გემოს. მაგალითად, მწვანე ბულგარულ წიწაკას,­ წითელს სწორედ სიტკბოს გამო ამჯობინებენ. შემწვარი ან მოხარშული თავი ხახვის ტკბილ გემოზეც ხშირად გამიგია. ტემპურაში შემწვარი კვა­ხის სიტკბო მო­ხარშულ ბრინჯთან არაჩვეულებრივ გემოს ჰარმონიას ქმნის, მაგრამ შესაგ­ რ­ძნობად რამდენიმე წელი დამჭირდა.

არსებობს სპეციალურად კარე-რაი­სუს რესტორნებიც. ოჯახში კი, დაახ­ ლოებით, იმ სიხშირით აკეთბენ, როგორც ჩვენ ბორშს ან ლობიოს ვაკეთებთ. სურსათის მაღაზიებში კა­რეს გასაკე­ თბელი სუნელების ნაზავის დი­დი არ­ჩე­ვანია. იყიდება ბრიკეტები, რომ­ ლებშიც კარეს გემოსმიმცემი ყვე­ლა ინგრედიენტი შედის. შინ მხოლოდ ბოსტნეული და ხორცი უნდა მოხრა­კოთ, წყალი დაასხათ და ეს სანე­ ლებელი ან ბრიკეტი ჩაუშვათ.

საახალწლო კერძების გაკეთების ეს ტრადიცია ჰეიანის (794-1185 წ.) პერიოდში ჩამოყალიბდა. წინა დღეს ბოსტნეულისა და ზღვის პროდუქტებისგან აკეთებენ მოტკბო გემოს კერძებს. შაქარი ძველ დროში ძნელი საშოვნელი იყო, ტკბილი კერძები კი _ იშვიათი. ამიტომ ასეთი საჭმელი სადღესასწაულოდ მიიჩნეოდა. მათი ჭამა მხოლოდ წარჩინებულთა ოჯახის წევრებს შეეძლოთ. შემდეგ კი უბრალო ხალსაც გაუჩნდა ლტოლვა მსგავსი ფუფუნებისკენ. კერძებს ათავსებენ სპეციალურ სადღესასწაულო ლამაზად მოხატულ კოლოფებში, რომლებიც ერთი მეორეზე იდგმება. აკეთებენ 4-5 დღის საკმარს, რომ დღესასწაულებზე საჭმლის კეთება აღარ მოუხდეთ. 39 VOYAGER 15/2019

ტემპურა – სხვადასხვა ბოსტ­ნე­ულს,

თევზსა და კრევეტებს ავლებენ თხელ ცომ­ში და ადუღებულ ზეთში წვავენ — ესაა ტემპურა. შეწვისას, თითო­ეულ ბოსტნეულს, თევზს, თუ კრევეტს უჩნ­ დება ხრაშუნა გარსი. შემდეგ აყრიან მარილს ან აწო­ბენ სპეციალურ სოუსში და მიირ­თმევენ. ტემპურას გაკეთება მე-16 საუ­კუნეში დაიწყეს. ამ კერძის წარ­მომავლობა იაპონიაში ჩასულ პორ­ტუგალიელ მისიო­ნერებს უკავ­ შირდება. მაგრამ დღეს ტემპურა ერთერთი ყველაზე გავრცე­ლე­ბული იაპო­ ნური კერძია.


კულინარია

მწვანე ჩაი

იაპონური მწვანე ჩაი ფერითაც და გემოთიც ჩვენებური მწვანე ჩაისაგან განსხვავდება. თვითონ ფოთოლი იგივეა, განსხვავება დამზადების წესშია. მოკრეფის მერე მისი ფერმენტაცია აღარც ხდება. ფოთოლს ორთქლში ატარებენ, რაც მასში შემავალ ენზიმებს კლავს. სწორედ ეს ენზიმები იწვევს ახალმოკრეფილ მწვანე ფოთოლში ფერმენტაციას და მას შავ ჩაიდ გარდაქმნის.

გენმოდიფიცირებული პროდუქტები იაპონიაში აკრძალულია და ყველა ნაწარმს აწერია, რომ არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტს. ზოგადად კი ხორციელდება მკაცრი კონტროლი სურსათის უსაფრთხოებაზე.

მწვანე ჩაი ტკბილეულში

ბოლო დროს მწვანე ჩაის ფხვნილის — „მაჩჩა“-ს გამოყენება ტკბილეულში დაიწყეს. ღია მწვანე ფერის ნაყინი „მაჩჩა აისუ“ ასე დაიბადა. ნამცხვრებში, მაგალითად, შუს კრემში მწვანე ჩაის ფხვნილს ურევენ და „მაჩჩა შუუკრიმუ“ გამოდის, ანდა ყავის ნაცვლად მწვანე ჩაის ფხვნილს გამოიყენებენ ტირამისუში და მიიღებენ მწვანე ფერის „მაჩჩა ტირამისუს“, ასევე, რძიანი ყავის მსგავსად, მწვანე ჩაის ფხვნილით და რძით ამზადებენ სასმელს „მაჩჩა ორე“. ჩემს იაპონელ მეუღლეს ტკბილეულში მწვანე ჩაის ფხვნილის გაგონებაც არ უნდა. თუმცა ეს გემოვნების ამბავია და თქვენც გასინჯეთ ეს იაპონური საკონდიტრო გამოგონება.

იაპონიაში კვების დროს თითოეული ადამიანის დღის რეჟიმი განსაზღვრავს, მაგრამ თავისებური განრიგი მაინც საერთო აქვთ.

საუზმე: შვიდიდან რვა საათამდე. ოჯახის წევრები, ძირითადად, სახლში ერთად საუზმობენ.

ტკბილეული

მე მხოლოდ ერთ ტიპურ იაპონურ ტკბილეულს აღვწერ. ის კარაქს, რძეს, კვერცხს და პურის ფქვილს არ შეიცავს და ბრინჯისგან და ლობიოსგან მზადდება. ბრინჯის ერთ-ერთ სახეობას — მოჩიგომეს ხარშავენ და დიდ, ხის როდინში ათავსებენ. შემდეგ ხის დიდი უროთი ჩეჩქვავენ — ასე კეთ­­დება მოჩი. მოჩის გაკეთება თანამედროვე პირობებში სპეციალური აპარატითაც შეიძლება. თუმცა ეს ერთგვარი ცერემონიაა და სოფელში, ეზოში მთელი ოჯახი ერთად აკეთებს. ქმარი უროს ურტყამს ბრინჯს, ცოლი კი ურევს, რომ ყველა მხრიდან თანაბ­ რად დაიჩეჩქვოს. ოჯახის სხვა წევრები ამ დროს შეძა­ ხილებით ამხნევებენ. მანამ ხარშავენ წითელ ლობიოს შაქართან ერთად, სანამ არ ჩაიშლება. ასე მზადდება შიგ­ სართი „ანკო“. შემდეგ მოჩის ერთგვაროვანი მასიდან პა­ ტა­რა გუნდას ამოიღებენ, აქ მოჩი შეფერილია ვარდის­ფ­გამოახვევენ მასაში ერთ რად და გადახვეულია მარილში გამოყვანილ საკურას ფოთოლში კოვზ ტკბილ ლობიოს „ანკოს“ და ტკბილეული მზად არის. ძალიან უხდება იაპონურ მწვანე ჩაის. თუ არ იცით, რომ შიგსართი ლობიოსგან არის დამზადებული, შეიძლება ვერც მიხვდეთ, ზოგს ყავისფერი ფერის გამო შოკოლადიც კი ჰგონია. ხილი

იაპონიაში მარტო მანდარინის ათობით სახეობა მოჰყავთ. ანანასი კი ერთ-ერთი ყველაზე იაფი ხილია. ჩვენებურ მსხალს ევროპულ მსხალს უწოდებენ და მაღაზიაში იშვიათად ნახავთ. სამაგიეროდ, დიდი პანტის მსგავსი, მრგვალი ფორმის, წვნიანი მსხალი _ ნაში აქვთ. მჟავე ხილი, ზოგადად, არ უყვართ. ალუბალს, ტყემალს, ალუჩას, გარგარს, ადრეულ მჟავე ვაშლს ვერ ნახავთ. კივიც ისეთი ჯიშის გამოიყვანეს, ყვითელი ფერისა, რომელიც ტკბილია. მოსავალს ძალიან უფრთხილდებიან, სათითაოდ ფუთავენ.

მოხარშული ბრინჯი, მისოს სუპი, შემწვარი თევზი და ერთგვარი მწნილი ტიპური იაპონური საუზმეა. მიუხე­ დავად იმისა, რომ დილით ადრე შვიდზე ან ყველაზე გვიან 8 საათამდე საუზმობენ, საუზმე ყუათიანი აქვთ. თუმცა ზოგადად იაპონური კერძები დაბალკალორიულია. სადილი: თორმეტიდან პირველ საათამდე. ხშირად სახლიდან წაღებულ საჭმელს გარეთ მიირთმევენ, ან — სამსახურის სასადილოში, იშვიათად — სამსახურთან ახლოს, პატარა რესტორანში. ვახშამი: განსაზღვრულია ექვს საათზე, მაგრამ, როგორც წესი, უფრო გვიან აქვთ, რადგან ოჯახის წევრები სამსახურიდან გვიან ბრუნდებიან და ისევ ყველანი ერთად ვახშმობენ. საუზმესა და სადილს შორის, განსაკუთრებით, სადილსა და ვახშამს შორის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია. ამიტომ მოზრდილებმა შუალედში შეიძლება იაპონურ სახრამუნო სენბეისთან ან რამე ტკბილეულთან ერთად ჩაი ან ყავა დალიონ. ბავშვებს კი განსაზღვრულ დროს — დილის ათ საათსა და დღის სამ საათზე რამე მსუბუქ საჭმელს აჭმევენ. ამას ო-იაცუ ჰქვია. ქელეხი იაპონიაშიც იციან. ასევე, წესად აქვთ გას­

ვენებიდან მოსული ადამიანისთვის ხელზე მარილის დაყრა. ხოლო იმ დღეებში, სანამ მიცვალებული სახლში ასვენია, ოჯახისთვის საჭმელს მეზობლები აკეთებენ, თან იმგვარ საჭმელს, რომელშიც ხორცი და თევზი არ არის, ერთხელ ამ გამოთქმას მოვკარი ყური — დედა უხსნიდა შვილს, ისეთი საჭმელი არ უნდა იყოს, რომელშიც გული ფეთქავდაო.

40 VOYAGER 15/2019


სასმელი

საკეს დეკონსტრუქცია ხ ა თუნ ა ბა რ ქა ია სიტყვა „საკე“ ზოგადად ალკოჰოლურ სასმელს ნიშნავს. ის, რასაც ქართული გაგებით, საკე ანუ ტრადიციული იაპონური ბრინჯის სასმელი ჰქვია, იაპონიაში ნიჰონშუ (სიტყვა-სიტყვით _ იაპონური ალკოჰოლური სასმელი) ეწოდება. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საკეს იაპონური ბრინჯის ღვინოსაც უწოდებენ. თუმცა, საწარმოო პროცესი მარცვლის მრავალჯერადი ფერმენტაციით უფრო ლუდს ჰგავს, ვიდრე — ღვინოს. საკეს წარმოშობის ისტორია ცნობილი არ არის, თუმცა ამ იაპონური სასმელის შესახებ პირველი ჩანაწერები მე-3 საუკუნის ჩინურ ტექსტებში გვხვდება. გარკვეული ინფორმაცია ასევე მოიპოვება „კოჯიკიში“, რომელიც იაპონიის ისტორიის უძვე­ლესი სახელმძღვანელოა. ისტორიული მონაცემების თანახმად, საკეს თავდაპირველად რელიგიური ცერემონიებისთვის იყე­ ნებდნენ და მას მხოლოდ სახელმწიფო აწარმოებდა. მეათე საუკუნიდან წარმოება ბუდისტურმა და შინტოისტურმა ტაძრებ­მა დაიწყეს და საკეს წარმოების ცენტრებად იქცნენ. ბრინჯი

საკეს წარმოების ნომერ პირველი, უმნიშვნელოვანესი კომ­ პონენტი ბრინჯია. საკეს წარმოებისთვის განკუთვნილ ბრინჯს „საკა მაის“ უწოდებენ და იაპონიაში უშუალოდ საკეს წარმოებისთვის განკუთვნილი. დაახლოებით, 80-მდე ბრინჯის სახეობა არსებობს. ამ სახეობებს იაპონელები საკვებად არასდროს იყენებენ, რადგან გემრიელი არ არის. ბრინჯის მარცვლის არომატს მარცვლის ზედა ფენები განსაზღვრავს — სწორედ ისინია გაჯერებული ვიტამინებით, ცხიმებითა და პროტეინებით. საკეს წარმოებაში კი მსგავსი ელემენტების დიდი რაოდენობა უარყოფითად მოქმედებს ალკოჰოლის გემოზე. შესაბამისად, წარმოების პროცესისთვის არჩევენ ამ ელემენტების დაბალი შემცველობის მქონე ბრინჯს, რომელსაც დამატებით ამუშავებენ, რათა მარცვალს ზედმეტი ელემენტები არ ჰქონდეს.

წარმოების ბოლო ეტაპი დაძველებაა. დაძველება საკეს ისევე უხდება, როგორც ნებისმიერ სხვა ალკოჰოლს. ამას საშუა­ლოდ ერთი წელი სჭირდება და რაც უფრო ხანგრძლივია დაძველების პროცესი, მით უფრო გემრიელია საკე. როგორ მივირთვათ საკე?

იაპონიაში საკეს ცივ, ოთახის ტემპერატურაზე გამთბარ და ზამთრის პერიოდში გაცხელებულ მდგომარეობაში მიირთ­ მევენ. საკეს დალევის ფორმა მის ხარისხზე, მომხმარებლის გე­მოვნებაზე და, რა თქმა უნდა, სეზონზეა დამოკიდებული. სად მივირთვათ საკე?

იაპონელები ძალიან შრომისმოყვარე ხალხია, ბევრს მუშაობენ, თუმცა კარგად იციან გართობისა და დასვენების ფასიც. ვინაიდან სამუშაო საათებში დალევა აკრძალულია, პარასკევ საღამოს სასმელის მიღება წმინდა რიტუალია. შესაბამისად, ნებისმიერ ქალაქში, მათ შორის ტოკიოში, ბარებს უამრავი იაპონელი სტუმრობს. ალკოჰოლს და, პირველ რიგში, საკეს მწარმოებლებს იაპონიაში განსაკუთრებულ პატივს სცემენ.

წყალი

საკეს წარმოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი წყალია. ეს ინგრედიენტი წარმოების ყველა ეტაპზე გამოიყენე­ ბა: ბრინჯის რეცხვით დაწყებული, მზა ალკოჰოლის ბოთლებში ჩამოსხმით დამთავრებული. წყალში შემავალი მინერალები, წყლის ხარისხი, სირბილე და ა.შ. დიდ ზეგავლენას ახდენს სასმელის გემოზე, ფერსა და ხარისხზე. იაპონიაში, საკეს წარმოებისთვის საუკეთესო წყლად მიიჩნევა ქვეყნის სამხრეთდასავლეთით მდებარე ჰიოგოს პრეფექტურის წყალი. ეს აღმოჩენა წლების წინ გააკეთეს და მას შემდეგ ამ პრეფექტუ­ რაში წარმოებული საკე ყველაზე მაღალი ხარისხის სასმელად მიიჩნევა. ჰიოგოს პრეფექტურაში თავმოყრილია ყველაზე დიდი რაოდენობით საკეს საწარმო. წარმოება

პირველ რიგში ბრინჯი ირეცხება, რასაც ბრინჯის დამუშავების პროცესი მოჰყვება: მარცვალს სცილდება პროტეინებისა და ზეთების შემადგენლობა. დამუშავებულ ბრინჯს გარკვეული დროით აჩერებენ, რის შემდეგაც წყალს ამატებენ. ბრინჯი რომ წყლით გაჯერდება, ბრინჯის ხარშვის პროცესი იწყება. შემდეგ ბრინჯს აგრილებენ და ფერმენტაცია იწყება. ფერმენტაციის პროცესის შემდეგ ფილტრაციით იღებენ საკეს და მცირე რაოდენობით გამოხდილ ალკოჰოლს უმატებენ. ალკოჰოლს საკეს ხარისხისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მეტი ალკოჰოლია, მით უფრო დაბალია ხარისხი. ჩამოსხმის წინა და

ბარები 1. TOKYO WHISKEY BAR, ბარ-რესტორანი www.tokyo-whisky-library.com/en/index.html 2. BAR TRENCH — www.small-axe.net/bar-trench/ 3. HACHIGATSU NO KUJIRA ყველა კოქტეილს ფილმის სახელი ჰქვია, ან არის ის კოქტეილი, რომელსაც ამა თუ იმ ფილმის გმირი მიირთმევს. — www.metrodining.jp/view/hachigatsu-no-kujira 4. SHIMOMIYA - ტრადიციული იაპონური სტილის ბარი, საკეს და იაპონური ალკოჰოლის ფართო არჩევანით. — www.shimomiya.jp პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ყველაზე უკეთ საკეს სმის კულტურას სწორედ იაპონიის რომელიმე ქალა­ ქის ბარში ან საკეს საწარმოში სტუმრობისას გაიგებთ. იქ არა მარტო ახალდამზადებულ, სხვადასხვა სახეობის საკეს დააგემოვნებთ, არამედ წარმოების თითოეულ ეტაპს საკუთარი თვალით იხილავთ. იქვე მოგეცემათ შესაძლებ­ ლობა, შეიძინოთ საკეს ისეთი სახეობები, რომლებიც ჩვე­ ულებრივ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ხელმი­ საწვ­ დომი არ არის. იაპონელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ტრადიციული საწარმოო პროცესების გამჭვირვალობას, ამიტომ საკეს ქარ­ ხა­ ნაში მოხვედრა ადვილია. საკეს ტური ფართოდ გავრცე­ლებული გაგებაა. საკე ტურები: 1. www.saketours.com/ 2. www.seishu-kasen.com/en 3. www.sawanoi-sake.com/en

41 VOYAGER 15/2019


სასმელი

ჩაის სმის ცერემონიალი უ ნა ა ბა შ იძე „მართალია, ჩაის ბევრი სვამს, მაგრამ თუ არ იცი ჩაის გზა, ჩაი თვითონ დაგლევს“ სენ ნო რიკიუ

სადო (chadō or sadō (`ჩაის გზა“) or cha-no-yu (`ცხელი ჩაი“) — ჩაის სმის ცერემონიალი მედიტაციაა, რომელსაც სამი რამ სჭირდება: ადუღებული წყალი, მაჩას ფხვნილი (რაც საგანგებო წესებით მოყვანილი და წმინდად დაფხვნილი მწვანე ჩაია) და სრული სიმშვიდე. VII-VIII საუკუნეებში ჩაი იაპონიაში ბუდისტმა ბერებმა მედიტაციისათვის ჩაიტანეს. ცოტა მოგვიანებით, ჩაის სმის რიტუალი პოპულარული გახდა სამურაებში, რომლებიც მას ერთი ჭიქიდან სვამდნენ ხოლმე — როგორც ერთიანობის სიმბოლოს. XVI საუკუნეში ის სულ სხვა საფეხურზე აიყვანა ჩაის ოსტატმა სენ ნო რიკიუმ (Sen no Rikyū), რომელმაც, ფაქტობრივად, ყველაფერი შეცვალა — რიტუალის წესებიც, ჭურჭელიც, ჩაის სახლის არქიტექტურაც და ჩაის სმისთვის განკუთვნილი ბაღის დიზაინიც კი, როგორც ენციკლოპედია britannica-ში წერია. ამით ის დაუბრუნდა იმ უკიდურეს სისადავეს, რაც დაამ­კვიდ­რა შოკომ, მეთხუთმეტე საუკუნეში მოღვაწე ბერმა — იაპონური ჩაის ცერემონიალის სულის ჩამდგმელმა. სენ ნო რიკიუმ ყველაზე მთავარი რაც გააკეთა, არის ის, რომ ვაბისა (ყოველდღიურობაში ჩაქსოვილი გააზრებული სისადავე) და საბის (ძველისა და მიმქრალის დაფასება) კონცეფციების იდეალი დაამკვიდრა და ამით მთელ იაპო­ნურ კულტურაზე მოახდინა გავლენა, რაც დღემდე გრძელ­

დება. მას ეკუთვნის ჩაშიცუს აგების იდეაც — ცალკე პა­ ვილიონისა იაპონურ ბაღში, რომელიც საგანგებოდ ჩაის ცერემონიალებისთვის შენდება. შესასვლელი აუცილებ­ ლად დაბალია, რათა თავდახრით შესული სტუმრების თანასწორუფლებიანობას გაესვას ხაზი. გარდა ამისა, კარის სივიწროვის გამო ომიანობის პერიოდში სამურაებს არ შეეძლოთ აღჭურვილობით და იარაღით ოთახში შესვლა, ისინი იძულებული იყვნენ, იარაღი კარს მიღმა დაეტოვები­ნათ, რითაც ჩაის ცერემონია და ცერემონიისთვის გან­ კუთვნილი სივრცე მშვიდობის, სულიერი სიმშვიდის, თა­ ნასწორობის და ურთიერთპატივისცემის სამყაროდ ჩა­ მოყალიბდა. გასვლისას კი ყველა გადის სადად გაშენე­ბულ, ფაქიზად მოვლილ, წვრილი ქვებით მოკირწყლულ ბაღს, რაც მედიტაციურ განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ამ დროს მასპინძელი ჩამუხლული ზის და ხელთან ახლოს კერამიკისა და ბამბუკის ჭურჭელი მოუმზადებია. ნეგა­ტიური ფიქრების დასავიწყებლად, მშვიდი ფიქრების მოსა­ ზიდად კი ჩაის სტუმრებს განათებაც ეხმარება. ჩაშიცუ გადატიხრულია ხის ჩარჩოში ჩასმული და გამჭვირვალე ქაღალდით დაფარული სასრიალო პანელებით, რაც შიგ­ ნით მხოლოდ ნაზ, დამცხრალ განათებას უშვებს. ხუთი — სტუმრების იდეალური რიცხვია — ამდენი ადამიანი კომ­ფორტულად ეტევა ოთახში, რომელიც დაცლილია ყო­ ველგვარი ნივთებისგან. იქ მხოლოდ მცირედი ნიშაა, სა­ დაც ნახატები, კერამიკის ჭურჭელი, ყვავილების სადა კომპოზიცია და ხელოვნების სხვა ნიმუშები შეიძლება იყოს

42 VOYAGER 15/2019


კიოტო: www.teaceremonyjuan.com www.tea-kyoto.com ტოკიო: www.hanayashiki.net/shops/nadeshiko/e/ www.tokyo-grand-tea-ceremony.jp/ www.happo-en.com/banquet/plan/detail.php?p=438

თავმოყრილი. სანამ მასპინძელი მაჩას მწვანე ფხვნილით ჩაის დაამზადებს (ფხვნილი ფიალაში იყრება და ბამბუკის ასათქვეფით ირევა, რომ კარგად გაიხსნას და მწვანე ქაფი გაიკეთოს) — ტრადიციული იაპონური ტკბილეულით (ვაგაში) გაგიმასპინძლდებათ. ჩაის ცერემონიალი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: პირველი — ეს არის საერთო ჭიქიდან მოსმა, რომელიც ჯერ მთავარ სტუმარს გადაეცემა, შემდეგ კი — მის გვერდით მჯდომს. შემდეგ კი ყველას თავისი ჭიქა ურიგდება და მაგა­ რი ჩაიდან შედარებით მსუბუქზე გადადიან. ის, ყოველ­თვის, პატარ-პატარა ყლუპებით ისმება. ამასობაში ოთახში სიჩუმეა, ისმის მხოლოდ წყლის დუღილის და ფხვნილის გაზავების ხმა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პრობ­ ლემებსა და ყოველდღიურ თემებზე საუბარი. ჩაი, ყვავი­ ლების ლამაზი კომპოზიცია, რომელიც ოთახში დაგხვდე­ბათ, საუცხოო კერამიკული ჭურჭელი — ესაა, ძირითადად, ის, რაზეც სტუმრები მასპინძელს ესაუბრებიან. როდესაც მასპინძელი ყველა კითხვას გასცემს პასუხს, ის ოთახიდან გადის, რაც ცერემონიალის დასრულებას ნიშნავს. ბაღში მიმავალ სტუმრებს, მასპინძელი თავის დახრით ემშვიდობება.

ამ ფოტოზე MORIUCHI-ს ჩაის პლანტაცია ჩანს — წლის პირველ ჩაის ფოთლებს ადამიანები ხელით კრეფენ. ეს პროცესი აპრილიდან მაისამდე გრძელდება. იაპონია ყოველწლიურად 100 ათას ტონა ჩაის აწარმოებს. როგორც ამბობენ, მისი ხარისხი საუკეთესოა, ამიტომ იაპონურ ჩაის, როგორც საჩუქარს, ყველა განსაკუთრებით აფასებს. შიძუოკას პრეფექტურა იაპონური მწვანე ჩაის წარმოებით მსოფლიოშია განთქმული. იქ იაპონური ჩაის 45% მზადდება. ამ კონკრეტულ პლანტაციას ერთი ოჯახის ცხრა თაობა აწარმოებს და ექსპორტზე ბევრ ქვეყანაში გააქვს.

XVIII საუკუნის დასაწყისში იაპონიაში უამრავი სკოლა შეიქმნა, რომელიც მოსწავლეებს ჩაის ცერემონიალის გა­მართვას ასწავლის. გამორჩეულია იაპონური ჩაის რიტუ­ ალისთვის შექმნილი ჭურჭლის ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში მოღვაწე კერამიკოსის მიერ დამკვიდრებული სტილიც — ყველაფერი მხოლოდ ხელითაა დამუშავებული, თანაც სპეციფიკური ტექნიკით და ზედმიწევნით უხეში, ბუნებრივი და უბრალო ფორმებით გამოირჩევა — სწორედ ამითაც ფასობს. დღეს იაპონიაში ბევრგან აღმოაჩენთ `ჩაის ცერემონია­ლის“ სეანსებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ (ზოგან კიმონოს ჩაცმაც შედის) ამ მედიტაციური ცერემონიალის მონაწილე გახდებით. 43 VOYAGER 15/2019


ნაჰა

ზაფხული იაპონურად უ ნ ა ა ბა შ ი ძ ე ოკინავა — პატარა სამოთხეა, ტურისტებისა და იაპო­ნე­ლების საყვარელი ადგილია, რომელიც იუნეს­კოს მატერიალური კულტურული ძეგლის გარდა, თვალწარ­ მ­ტაცი, ულამაზესი თეთრი ქვიშის პლაჟებითა და მარჯნებითაა ცნობილი. თუ იაპონიაში მოგზაურობა ზაფხულის თვეებში დაგეგმეთ, მაშინ ოკინავას კუნძულს უპირობოდ უნდა ეწვიოთ.

ძველებური ციხესიმაგრეები, ხალხით სავსე სავაჭრო ქუ­ჩე­ბი და ღამის ცხოვრება — ეს ალბათ ის სამი მთავარი ელემენტია, რითაც ნაჰა ოკინავას სხვა ქალაქებისგან გა­ მოირჩევა. და კიდევ ერთი, მთელ ოკინავაში მხოლოდ ნა­ ჰაშია ერთრელსიანი მატარებელი, რომელიც გაცილებით აჩქარებს მგზავრობას. ნაჰას მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი საერთაშორისო ქუ­ჩაა (მისი სახელი სწორედ ასე ითარგმნება) კოკუსაი-დორი (Kokusai-dori). ამ ქუჩაზე არამარტო შოპინგი, ადგილობ­რივი სამზარეულოს დაგემოვნება და ეგზოტიკური სას­ მელების გასინჯვაა შესაძლებელი. რას იტყოდით ჰაბუშუს გა­სინჯვაზე? სასმელი, რომელშიც კონსერვირებული გვე­ლია მოთავსებული, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ანდა ავამორის (Awamori) მოწრუპვაზე? ოკინავას ალკო­ ჰოლურ სასმელებს შორის ავამორის ლიქიორი ყველაზე პო­პუ­ლარულია.

არქიპელაგ რიუკიუს ცენტრალურ ნაწილში მდებარე ოკი­ ნავას პრეფექტურა 100-ზე მეტ კუნძულს აერთიანებს, რო­ მელ­თა­განაც 47 დაუსახლებელია. ამ ვრცელ ტერიტორიაზე 1.44 მილიონი მოსახლეა. მის მთავარ ქალაქ ნაჰაში აეროპორტი და პორტია გან­ თავსებული, ამიტომაც იაპონიის სხვა ქალაქებიდან აქ ჩასვ­ლა უპრობლემოდ შეიძლება ისევე, როგორც ნაჰადან სხვადასხვა კუნძულზე გადაფრენა. ოკინავას გარს აღ­ მოსავლეთ ჩინეთის ზღვა და წყნარი ოკეანე აკრავს, რის გამოც ამ სუბტროპიკულ ზონაში ოკეანის მსუბუქი ბრიზი უბერავს. 44 VOYAGER 15/2019


არავითარ შემთხვევაში არ აუაროთ გვერდი ჰეივა-დორის სავაჭრო ცენტრს (Heiwa-dori). ტრადიციული სამოსი, ქოთ­ ნები, ახალდაჭრილი ხორცი და თევზეული — რას არ ნახავთ დახლებზე. და, რა თქმა უნდა, „შისას“ (Shisa) ქანდაკებები. მისტიკური ქმნილება „შისა“ ნახევრად ძაღლი და ნახევრად ლომია. როგორც წესი, „შისას“ ორი ფიგურა ერთმანეთის გვერდით დგას — ერთი გროტესკულად გაღებული პირით, ხოლო მეორე — დახურულით. ოკინაველებს სჯერათ, რომ ღია პირი — ბოროტი სულის განდევნას, ხოლო დახურული — კეთილის შენარჩუნებას განასახიერებს.

SHIKINAEN ROYAL GARDEN

როდესაც ხმაურიანი ქალაქისგან თავის დაღწევა მოგინ­დებათ, შეგიძლიათ „შიკინა-ენის სამეფო ბაღს“ (Shikinaen Royal Garden) ეწვიოთ. იქაურობა რიუკიუს სამეფო ოჯახის მეორე რეზიდენცია იყო, დღეს კი თავს რომელიმე ძველ იაპონურ ფილმში გაგრძნობინებთ. ულამაზესი ბაღის შუაგულში ტბაა. მთავარი სასახლე მე-18 საუკუნეში აშენდა, მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაქტობრივად, მთლიანად განადგურდა, მაგრამ, ცხა­ დია, აღადგინეს და ბაღი იუნეს­კოს სიაშიც შედის. ქვის ხიდები პატარა სანაპიროებს ერთმანეთთან აკავ­ შირებს, გარშემო უამრავი ეგზოტიკური ჯიშის ხეა და თუ მოსვენება მოგინდებათ, მთავარ შენობაში შედით, ტატამზე ფეხმორთხმით დაჯექით და ამ მწვანე სილა­ მაზეს ვეებერთელა ფანჯრებიდან დააკვირდით. ბაღში შესვლა 9-დან 18-საათამდეა შესაძლებელი. შესვ­ლის საფასური 400 იენია (10 ლარი). ოკინავას ტრადიციული სამზარეულო დიდი ვაჭრობის ეპოქაში (მე-14-16 საუკუნეები) რიუკიუს სამეფოში შეიქმნა და იაპონური და ჩინური სამზარეულოების ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. ის ჯანმრთელი, კარგად დაბალანსებული, ვიტამინებით მდიდარი კერძებისგან შედგება. მაგალითად, ღორის ხორცს, რომელიც აქ ძალიან უყვართ, ისე ამუშავებენ, რომ მთლიანად აცლიან ზედმეტ ცხიმს. ოკინავა სობა (OKINAWA SOBA) შიურის ციხესიმაგრე

ნაჰასგან 20 წუთით დაშორებით მდებარეობს ძველი ქალა­ ქი შიური, რომელიც რიუკიუს სამეფოს და ოკინავას დედაქა­ ლაქი 1870 წლამდე იყო. შიურის ციხესიმაგრე მე-14 საუკუ­ ნეში აშენდა და დღეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკ­ვიდრეობის სიაში შედის. მისი თვალისმომჭრელად წი­თელი ფილებით მოპირკეთებული კედლები იაპონიის სხვა ციხესიმაგრეებისგან განსხვავდება. არაერთხელ აღ­ მოჩე­ნილა განადგურების პირას, განსაკუთრებით — 1945 წლის დაბომბვის შემდეგ, თუმცა 1992-ში აღადგინეს და მას შემდეგ, ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. არც შიური რიუსენი (Shuri Ryusen) გამოტოვოთ, სადაც ოკინავას რჩეული ტექსტილი იყიდება.

როგორც მკვიდრი ოკინაველები ამბობენ, მისი არ­შეყვა­ რება, უბრალოდ, შეუძლებელია. ეს კერძი წიწიბურას ნუდ­­ლსისგან (რომლის ზომა, ფერი და სისქე რეგიონების მიხედვით განსხვავდება), ბოსტნეულისგან, ღორის ძვლი­სა და ბუ­ლიონისგან მზადდება და პიკანტური სა­ნე­ ლებლებით იკაზ­მება.

ამბობენ, რომ დღეში, საშუალოდ, ოკინა­ვაში ამ წვნიანის 150,000160,000 ულუფას მიირთმევენ.

45 VOYAGER 15/2019


ნაჰა

ჩანპურუ (CHANPURU)

ლოკალურ დიალექტზე ჩამპურუ „შერევას“ ნიშ­ნავს. ეს არის ბოსტნე­ ულის, ტოფუსა და ღო­რის ხორცის ნაზავი. ჩამპურუს სამი სხვადა­ სხვა ტიპის კერძი არსებობს და მათი ნახვა რესტორნებში ნამდვილად არ გაგიჭირდებათ — ის ყველას აქვს. ზღვით გარშემორტყმული ოკინავა, რა თქმა უნდა, მდი­დარია თევზის პროდუქტებით. ყველაზე პოპულარული აქ ტუნაა. მას მერე რაც მეთევზეები ტუნას დაიჭერენ და ბაზარში წაიღებენ, რამდენიმე საათში ის თქვენს თეფშზე აღმოჩნდება. აქ მას არავინ ყინავს, ასე რომ ოკინავაში აუცილებლად უნდა მიირთვათ ახალდაჭერილი თევ­ზეულობა.

ნაგო

ოკინავას კუნძულის ჩრდილო­ეთით მდებარე ქალაქია, სადაც გასეირნება ერთი მეტად მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ღირს — ეს ანანასის პარკია, რომელიც ქალაქ ნაგოს მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ტკბილის მოყვარულთათვის! აუცილებლად გასინჯეთ ოკინავას ყავისფერი შაქარი, რომელსაც კუბიკის ფორმები აქვს და ჩაის მირთმევისას დესერტივით აკნატუნებენ.

KOURI BRIDGE

2000-მეტრამდე სიგრძის ხიდია, რო­­ მელიც ორ კუნ­ძულს ერთმა­ნეთ­თან აკავ­ ში­რებს. თუ მანქანით გაუყ­ვებით ხიდს, მაშინ მოგ­ზაურობა ულა­მაზეს ოკეანეზე გარანტირებული გაქვთ.

აქ ყველაფერი ანანასს ეხება და ყველაფერს ანანასის გემო აქვს. პარკში სეირნობთ ანანასის ფორმის ყვითელი გოლფის მანქანით, რომელიც 100 სხვადასხვა სახეობის ანანასის ხეს მოგატარებთ და 1000-ზე მეტ ტროპიკულ ხილს გაჩვენებთ. ტურის შემდეგ კი იმ ოთახში შეხვალთ, სადაც ანანასის ისტორიაა აღწერილი. რა თქმა უნდა, შეიარეთ იმ კაფეებსა და რესტორნებშიც, სადაც ყველაფერი ანანასზეა აწყობილი: ანანასის ნამცხვარი, ანანასის კანფეტი, ახალგამოწურული ანანასის წვენი და — ანანასის ღვი­ ნო თუ გაგისინჯავთ? ხოლო თუ ანანასის კოსმეტიკამ დაგაინტერესათ, მაშინ სუვენირების მაღაზიასაც ესტუმრეთ. ახლა კი რაც ეხება მზეს და ოკეანეს

ოკინავაში უამრავი სანაპირო და ულამაზესი პლაჟია. საცურაოდ და დასასვენებლად იდეალური სეზონია მაისიდან ოქტომბრამდე. წყლის ტემპერატურა არასდროს ეცემა 20 გრადუსს ქვემოთ და ზაფხულის სეზონზე 30 გრადუსს აღწევს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ წყლებში შხამიანი მედუზა (Habu Jellyfish) ბინადრობს, სა­ნაპიროებს სპეციალური დამცავი ბადეები აკრავს და სპე­ციალური ნიშანია პლაჟებზეც. ONNA COAST — პატარა სოფელია, რომლის ფართობი

50 კმ-ია. ცნობილია ულამაზესი თეთრი ქვიშით, კო­ბალტის­ფერი წყლით და მარჯნებით. არ დაგავიწყდეთ, რომ მანძასა და ბრილიანტის (Manza, Diamond) სა­ნა­ პიროებს ეწვიოთ.

მაინც იცოდეთ: დასუსხვის შემთხვევაში, დაზიანებულ ად­­ გილს ძმრით ნამავენ და სასწრაფოდ მიეშურებიან სამე­ დიცინო ცენტრში.

46 VOYAGER 15/2019


იშიგაკის (Ishigaki) კუნძული

ეს სამხრეთით მდებარე კუნძულია 48,000 მოსახლით, ულა­ მაზესი პლაჟებითა და მშვენივრად მოწყობილი საფეხმავლო ბილიკებით, საიდანაც თვალწარმტაცი ხედები იშლება იაეიამას (yaeyama) კუნძულებზე. იშიგაკის კუნძულზე ტოკიოსა და ნაჰადან შეძლებთ გადაფრენას და აეროპორტიდან კუნძულის ცენტრამდე ავტობუსით მოხვალთ. თუმცა მანქანის დაქირავებაც შეიძლება — ასე უფრო თავისუფლად იმოძრავებთ კუნძულის ხუთ მთავარ სანაპიროზე. ფუსაკის სანაპიროზე (Fusaki) საოცარი მზის ჩასვლა გელით, ხოლო სუჯუკი (Sujuki) ტყით დაფარულ მთებს გადაჰყურებს. CHURAUMI AQUARIUM — აკვარიუმი მოტობუს ნახე­

ვარკუნძულზე (Motobu Peninsula) მდებარეობს და მას ყო­ველწლიურად 20 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს. მის აუზებში 740-მდე სახეობის ზღვის ბინადარია, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც 200 მ-ის სიღრმეზე სახლობენ. აქ აუცილებლად ნახავთ ტროპიკული ზვიგენის ჯიშს — 12-მეტრიან whales shark-ს და ხელით შეეხებით ზღვის ვარსკვლავს (starfish).

კერამა (Kerama)

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კერამას ლურჯ სამყარო­ ში. ამ კუნძულების გარშემო მოქცეული ოკეანის წყალი ისე­ თი გამორჩეული ფერისაა, რომ ამ ფერს „კერამას ლურჯს“ ეძახიან. იქ კუნძულების უმეტესობა დაუსახლებელია, ყვე­ ლაზე პოპულარული ადგილები კი ტოკაშიკი, ძამამი და აკაა (Tokashiki, Zamami და Aka). კუნძულზე ფრენები არ სრულდება და აქ მხოლოდ ნაჰადან ბორნით თუ მოხვდებით. ტოკაშიკის კუნძულზე უამრავი პლაჟია, სადაც ბევრი ზღვის კუ ბინადრობს. ძამამის კუნძულის ორ პლაჟს კი სულ რაღაც 20 წუთში მოივლით; 400 ადამიანი ცხოვრობს აკას კუნძულზე, მაგრამ მისი ხელშეუხებელი ბუნების სანახავად, ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ჩადის. მიაკო (Miyako)

თუ ხმაურიანი სავაჭრო ქუჩებისა და ნეონის ღამის ცხოვ­ რებისგან დასვენება გსურთ, მაშინ მიაკოს (Miyako) კუნძულს უნდა ეწვიოთ, სადაც ტოკიოდან, ოსაკადან და ნაჰადან რეგულარულად სრულდება ფრენები. აქ კი ველოსიპედი ანდა სკუტერი უნდა იქირაოთ, მოიაროთ კუნძულის ულამაზესი ადგილები და როდესაც ძალიან დაგცხებათ, მის კობალტისფერ წყალში გაგრილდეთ. მოინახულეთ სამი კუნძულიც — ისინი მიაკოს წყალზე გა­ დებული ხიდებით უკავშირდება. მიაკო ცნობილია თავისი თეთრი პლაჟებით, კამკამა ცისფერი წყლით და ულამაზესი მარჯნებით. 47 VOYAGER 15/2019




MADE IN JAPAN

ფილოსოფიიდან მოდამდე - მოკლედ იაპონიზმის შესახებ უ ნა ა ბა შ იძე

XX საუკუნის 80-90-იან წლებში სამმა იაპონელმა დიზაინერმა _ ისე მიაკემ, იოჯი იამამოტომ და რეი კავაკუბომ _ შტორმით აიღეს დასავლეთ მოდის ინდუსტრია. მათი ფერების, პრინტისა თუ უცნაური ფორმების გავლენის ქვეშ იმხანად ბევრი დიზაინერი მოექცა: ჯონ გალიანო, მარტინ მარჯი­ ელა, ალექსანდრ მაკქუინი და სხვებიც. ამ სამმა იაპონელ­ მა მსოფლიოს ახალი თავსატეხი გაუჩინა _ ეს იყო `ვაბისაბის~ _ იმავე `სადა უბრალოების~ ფილოსოფია _ ახალი და უცხო იაპონური ესთეტიკა. თუმცა, მსოფლიო მოდაში, ეს იაპონიზმის პირველი შემოტევა არ იყო. დასავლეთისა და იაპონიის ურთიერთობა მოდაში გაცი­ ლებით ადრე, კიმონოთი დაიწყო. მიწაში ერთმანეთისგან დაშორებით ხის წვრილი ძელები ჩაარჭო. შემდეგ მათ შორის, რამდენიმე სართულად, აბრეშუმის წვრილი ძაფები გაავლო და სამაგრები გაუკეთა, ძაფები ერთმანეთში რომ არ აიხლართოს _ BBC-ის დო­

კუმენტურ ფილმში დეტალურადაა აღწერილი გრძელი გზა კიმონომდე _ როგორ იწყებენ ყველაფერს აბრეშუმის ძა­ ფებით, ნაჭრის შექმნით, მასზე ნახატების დატანით, შემდეგ კი როგორ გადიან ხელით ღებვის რთულ პროცესს და, საბოლოოდ, როგორ კერავენ სამოსს. „სანამ აბრეშუმის ნაჭერი ჩემამდე მოვა, 1 წელი მაინც გადის, _ ჰყვება კიმონოების მკერავი ქალი და ამატებს, _ რამდენი ხანია? უკვე 50 წელია, ვკერავ და იცით, თუ მშვიდი გონებით არ გააკეთებ, ნამუშევარს დაეტყობა. პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის შრომაც წყალში ჩაიყრება~. 2017 წელს კანის კინოფესტივალის გახნის საღამოზე ნათელი გახდა, რომ კიმონო ისევ დაუბრუნდა დიდ სცენას. კინოს ვარსკვლავები ლუმიერების დარბაზის წინ დაგებულ წითელ ხალიჩაზე სწორედ კიმონოებსა და იაპონური ორნამენ­ტებით მორთულ საღამოს უმშვენიერეს კაბებში ბრწყინავდ­ ნენ.

50 VOYAGER 15/2019


„მაგრამ ეს ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო, კიმონოების სილამაზემ ხომ დანახვისთანავე მოხიბლა ამერიკისა და ევროპის მოსახლეობა, _ ამბობს კიოტოს კოსტიუმის ინსტი­ ტუტის დირექტორი აკიკო ფუკაი, _ ახლა, უბრალოდ, კიმონოს მოდა მობრუნდა~. ერთ კიმონოს რამდენიმე ადამიანი ამზადებს. ლათინური ასო T-ს ფორმის მოსაცმელი დამბის სწორი სარჩულით იკერება. სიგრძე კოჭამდეა, საყელო მიმაგრებული აქვს და მკლა­ვები _ მაჯამდეა დაშვებული. ის ტანს მარცხნიდან მარჯვნივ ეხვევა და ობით (ქამარი) მაგრდება. კიმონოსთან ერთად ფეხზე თითებთან გაყოფილი ტაბი (წინდები) და გეტა (ხის ძირზე მიმაგრებული ორი ტყავის თასმა და 10-სანტიმეტ­რიანი ქუსლი) აცვიათ. ეს სამოსი იაპონელების სავიზიტო ბარათად 794 წლიდან იქცა და, დროთა განმავლობაში, იერსახე არაერთხელ შეიცვალა _ გაუჩნდა მისამაგრებელი საყელო, გაქრა შარ­ ვალი, რომელიც ობის ქამარმა ჩაანაცვლა. ედოს პერიოდში კი (1603-1868), მკლავები საგრძნობლად დაგრძელდა. ობი ნელ-ნელა გაფართოვდა და მისი ტანზე მორგების მრავალი ვარიაცია გაჩნდა. ამას, რა თქმა უნდა, ემატებოდა უამრავი აქსესუარი, რაც კიმონოთი შესამოსად იყო საჭირო: წელზე, ობის ქვეშ მოსახვევი სხვადასხვა ტიპის მყარი ქამრები, თუ თავზე მისაბნევი აბრეშუმის ყვავილები. ტრადიციული კიმონო 20-მდე ნაწილისგან შედგება და მათი მორგებისთვის ზოგ­ჯერ პროფესიონალი ჩამცმელის დახმარება იყო საჭირო.

აი, ამ ფონზე გაჩნდა უკვე მოგვიანებით, ყველაზე მთავარი იაპონიზმი დასავლურ მოდაში _ არა კიმონოს ყვავილები, დრაკონები, წეროები და ტალღები, არამედ _ ზემოთ ხსენებული „ვაბი-საბის~ _ „სადა უბრალოება~ _ ფილოსოფია, რომელიც მეოცე საუკუნის 80-90-იანი წლებიდან ერთბაშად მოედო მოდის ინდუსტრიას და „დიორის~ ქალური, ნარნარა სილუეტები უხეში, უსწორმასწორო ფორმებით ჩაანაცვლა. ისე მიაკეს, რეი კავაკუბოსა და იოჯი იამამოტოს კონტრას­ ტულმა, ანდროგინულმა ესთეტიკამ „ვაბი-საბის~ ფილოსოფია მთელ სამყაროს გააცნო. „ვაბი-საბი~ _ ესაა არასრულყოფილების დაფასების ფი­ლოსო­ფია, როდესაც სილამაზეს, თავის ბუნებრივ მო­ცე­ მულობაში, ყოველგვარი შელამაზების გარეშე ხედავ. სწორედ ამ ფილოსოფიით შთაგონებულმა ევროპელმა დიზაინერებმა უმალ დაივიწყეს მოდის კანონები, ტანის ფორმას აყოლილი ნაჭრის თარგები და, სამაგიეროდ, გაჰყვნენ ქსოვილს _ თავისუფალი ფორმების ძიება დაიწყეს. იოჯი იამამოტო ამბობდა, რომ მას სურდა ქალისთვის მამაკაცის სამოსის შექმნა, მიაკე კი დიდი წარმატებით ქმნიდა ერთი მთლიანი ქსოვილისგან სამოსს. ამ დროს კავაკუბო სამყაროს თავის „ახალ შავს~ წარუდგენდა.

ცალკე ტრადიციაა კიმონოს მოვლა და შენახვა. ამ სამოსს, ყოველი ხმარების შემდეგ, კარგად განიავება სჭირდებოდა და როცა საქმე გარეცხვამდე მიდიოდა, ეს უკვე დიდი ფული ღირდა. რბილ ძაფებს კიმონოს შექმნაში ხომ იმიტომ იყენებდნენ, რომ გარეცხვის წინ, მის ნაჭრებად დაშლას ქსოვილი არ დაეზიანებინა. როგორც წესი, კიმონო ორი ტიპის ნაჭრისგან იკერებოდა: გოფუკუ _ აბრეშუმის ნაჭრით შეკერილი მდიდრული კიმონოები განსაკუთრებული შემ­ თხვევებისთვის და ფუტომონო _ ბამბისგან დამზადებული ქსოვილით შეკერი­ლი ყოვედღიურობისთვის. თუმცა, თვითონ იაპონიაში, კიმონოში გამოწყობილი ადა­ მიანები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან გაიშვიათდნენ _ მას შემდეგ, რაც კუნძულებზე ევროპული სამოსი გავრცელდა. იმის გამო, რომ ქსოვილი სჭირდებოდა ძვირფასი, შრომაც _ ხანგრძლივი და ჩაცმა და მოვლაც არ იყო ადვილი (ზოგი კიმონო ხომ 12 ფენისგან შედგება), კიმონო ნელნელა ფუფუნებად იქცა და მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ იცვამდნენ: ქორწილებში, ჩაის ცერე­ მონიალსა და ოფიციალურ წვეულებებზე. ამასობაში კიმონოს მთავარი ხიბლი _ სტრუქტურის სი­მარ­ტივე, ქსოვილის სილამაზე და ხელით დამუშავებული დე­ კორატიული მოტივები _ ევროპამ აიტაცა. მას შემდეგ, რაც ფრანგული და ბრიტანული მოდის სახლების დიზაინერებმა პირველად ნახეს კოჭამდე დაშვებული იაპონური სილამაზე, საკუთარ კოლექციებში მისი სილუეტისა და დეტალების გამოყენებაც უმალ დაიწყეს. ფრანგული მოდის პატრიარქად წოდებული პოლ პუარე იქნებოდა, თუ ამერიკელი ეილინ ფიშერი _ კიმონოს ყველა იყენებდა შთაგონებისთვის. ხაზ­გასმულად გამოკვეთილი და გადაკეცილი საყელო, დეკო­ რატიულად გაფორმებული ზურგი, გრძელი ფართოდ დაშ­ ვებული მკლავები და მოხატული ქამრები _ ეს ყველაფერი მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მსოფლიო მოდაში ძალზე აქტუალური გახდა.

51 VOYAGER 15/2019


MADE IN JAPAN

მალე მათი გავლენა მთელ ინდუსტრიას მოედო. ჯონ გალიანომ 1994 წლის საშემოდგომო კოლექცია შავ სა­მოს­ში გამოწყობილი მოდელებით, წელზე მოხვეული ობი-ქამრე­ბითა და იაპონური დეტალებით წარუდგინა მაყურებელს. როგორც მაშინ ამბობდნენ, ზუსტად ამ ჩვენებამ განაპი­­რობა ის, რომ მოდის ერთ-ერთი ექსტრავაგანტური დი­ ზაინერი სულ მალე პარიზის „ჟივენშის~ სახლის მთავარი დიზაინერი გახდა. 2007 წელს გალიანო შთაგონებისთვის ისევ მიუბრუნდა იაპონიას და „კრისტიან დიორის~ სახლისთვის იაპონიზმის ნამდვილი კოლექცია შექმნა _ ღია ფერის კიმონოებითა და კაბებით, რომლებიც ტიპური ორნამენტებით: ტალღებით, ბაყაყებით და თევზებითა და ყვავილებით იყო დაფარული. მის მოდელებს გეიშების მაკიაჟი ჰქონდათ და ორიგამის ფიგუ­რების ქუდები ეხურათ თავზე. ბრიტანელმა ალექსანდრ მაკქუინმა კავაკუბოს სხვადასხვა მატერიის გამოყენებით, თითქოს, ქალის სხეულის ძიება თავიდან დაიწყო. გამჭვირვალე ქსოვილებმა, იაპონური აბრეშუმის შარვლებმა, მოსაცმელებმა და კაბებმა მისი 1997 წლის ჩვენება La poupee ნამდვილ სენსაციად აქცია. მარკ ჯეკობსმა, რომელიც ლუი ვიტონის სახლის მთავარი დიზაინერი იყო, შთაგონებისთვის იაპონიას 2003-ში მიმართა.

ჯონ გალიანო. 1994

მხატვარ ტაკაში მურაკამისთან დაწყებული ცამეტწლიანი კოლაბორაციის შედეგად, ლუი ვიტონის ლეგენდარული ხელჩანთებიც ასე შეიქმნა. ცოტა ხანში კი, არტისტ იაიოი კუსამასთან ერთად, ჯეკობსმა ქალის აქსესუარების უჩვე­ ულოდ დაკოპლილი, ექსტრავაგანტური სერია გამოუშვა. „კიმონოს ჩემი საყვარელი ინტერპრეტაცია?“ _ აგრძელებს კიოტოს კოსტიუმის ინსტიტუტის დირექტორი, აკიკო ფუკაი, _ რა თქმა უნდა, კრისტიან ლაბუტენის ფეხსაცმელები~. ფეხსაცმლის დიზაინის გურუმ ხომ 2017 წლის შემოდგომა/ ზამთრის კოლექციისთვის ედოს პერიოდის კიმონოს დი­ დებული ტექსტილი გამოიყენა და საზოგადოებას ზედ ამო­ ქარგული ბამბუკებითა და აყვავებული ქლიავის ყვავილე­ბით გაწყობილი ფეხსაცმელები შესთავაზა. ტომ ბრაუნმა საინტერესოდ გადაათამაშა კიმონოს ესთე­ ტი­კა 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის მამაკაცის სამოსის ჩვენებაში. მისი საქმიანი მამაკაცის შარვალ-კოსტიუმზე დატანილია აყვავებული საკურას ყვავილები და წყლის ელემენტები. ამით დიზაინერმა თანამედროვე მამაკაცის პოპსტილი შექმნა. ირის ვან ჰარპენის 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის კო­ ლექ­ციაში კი, რომლის ჩვენებაც პარიზში გაიმართა, გამო­ ყენებული იყო პოლიმერული ძაფებისგან მოქსოვილი

ჯონ გალიანო. 2007 52 VOYAGER 15/2019

ალექსანდრ მაკქუინი. 1997


საგაზაფხულო კიმონო პეპლებისა და აყვავებული ალუბლის ყვავილის ნახატებითაა მორთული; ზაფხულის _ წყლის ელემენტებით; იაპონური ნეკერჩხლის ფოთლებს _ საშემოდგომო, ხოლო ბამბუკსა და აყვავებული ქლიავის ყვავილებს _ ზამთრის კიმონოზე ნახავთ. ასე რომ, ახლა წყლის ელემენტების სეზონი მოდის.

იაპონური ორგანზა (აბრეშუმის ძაფი), რომელიც ადამია­ნის თმაზე 5-ჯერ თხელია, და მისგან დამზადებული ფიჭისებ­ რი ფორმის კაბები. შიბორის ტექნიკით შთაგონებულ ჩვენე­ ბას იაპონელი მუსიკოსი კაძუია ნაგაია (Kazuya Nagaya) „მომ­ღერალი თასების“ (Zen Bowl) ბგერებით აფორმებდა. და სანამ დღესაც, მსოფლიო მოდის ინდუსტრია იაპონურ მოტივებში აგრძელებს შთაგონების ძიებას, კიოტოში, კიმონოების სამშობლოში, Chiso-ს 100-მდე თანამშრომელი ისევ ისე, ნელა და ყურადღებით, აუჩქარებლად აგრძელებს ქვეყნის სავიზიტო ბარათების კერვას. 1555 წელს დაარსე­ ბულ კიმონოების ამ მაღაზიაში, თითო კიმონოს შექმნას 3-4 თვეს ანდომებენ. ზოგჯერ კი სამუშაო 18 თვემდეც იწელება. იქაური მკერავები სიამაყით იხსენებენ, რომ ერთხელ, სასურველი ინდიგო ფერის მისაღებად, ერთ კიმონოზე 10 წელიწადს მუშაობდნენ. კიმონო მუდამ ძვირადღირებული ფუფუნება იყო. ასეა ახლაც, Chiso-ში. კიმონოების ფასები აქ 380,000 იენიდან (9,000 ლარი) 10 მილიონ იენამდე (277,070 ლარი) მერყეობს. თუ განსაკუთრებული დაკვეთაა, მაშინ ფასი 20 მილიონ იენამდე (500, 000 ლარი) ადის. თუმცა მაღალი ფასი იქ არავის უკვირს, რადგან მდიდრული კიმონო იაპონელებისთვის სოციალური სტატუსის დასტურია და არსებობს ყველაზე ძვირადღირებული კიმონოც _ ის 10 წლის წინ 35 მილიონ იენად შექმნეს. ბოლო ათწლეულებში მაღაზიამ, ფაქ­ტობ­რი­ ვად, ხელახლა დაიწყო არსებობა, მას შემდეგ, რაც კიმონო სულ უფრო და უფრო პოპულარული გახდა იაპონიაში ჩასუ­ლი სტუმრებისა და მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლებისთვის. და კიმონო პოპულარული ხდება თავის სამშობლოშიც. მოდის ბლოგერები ხშირად წერენ, რომ იაპონელი ახალ­ გაზრდები, რომლებმაც ქუჩის სამოსის არაერთი ტენდენ­ცია დაამკვიდრეს მსოფლიოში, დაიღალნენ ამ `ერთფე­ როვნებით~ და ისტორიას მიუბრუნდნენ. სწორედ ამიტომ ძალზე პოპულარულია მეორადი კიმონოების მაღაზიები, სადაც ნახმარი კიმონოს ყიდვა და გადაკეთება იაფი ჯდება. იაპონიის თითქმის ყველა ქალაქში კიმონოს მოყვარულ­თა კლუბებიც აქვთ, სადაც მსურველები კიმონოების არჩე­ვასა და ჩაცმას სწავლობენ. გაჩნდა ისეთი მაღაზიებიც, რომლებიც ფაბრიკულად ადებენ პრინტს ნაჭერს და, შესაბა­მისად, ასეთი ახალი კიმონოს ფასი ყველასთვის ხელმი­ საწვდომია. რა თქმა უნდა, თუ კიოტოში აღმოჩნდებით, აუცილებლად უნდა ეწვიოთ Chiso-ს მაღაზიას, სადაც ჩაითაც გაგი­ მასპინძლდებიან და თან პირველ სართულზე მოწყობილ კიმონოების გამოფენას დაათვალიერებთ. ხოლო თუ ყიდვას გადაწყვეტთ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელს შეიძენთ _ თვეობით ნამუშევარს, საკმაოდ ძვირს, თუ მის შედარებით იაფ ანალოგს, მთავარია, გახსოვდეთ ერთი _ კიმონოზე დატანილი ნახატი მის სეზონურობას განსაზღვრავს.

საკურას ყვავილობა „ჩემს მეზობელს / არასდროს უნახავს / საკურას ყვავილობა“. ეს გახლავთ 2017 წელს გამართული პოეზიის ერთ-ერთი ჩემპიონატის პრიზიორი ჰაიკუ. დასავლეთის ქვეყნების მოქალაქისთვის შეიძლება რთულად გასაგები იყოს, რატომ არის იაპონელისთვის ჰაიკუ საშინლად სევდიანი. საქმე იმაშია, რომ გაზაფხული იაპონიაში ერთერთი ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი სეზონია. ალუბლის ყვავილობა, იგივე საკურა, აქ ნაციონალური დღესასწაულია. მოვარდისფრო ფაფუკი ღრუბლები, ქალაქის პარკებსა და ქუჩებს რომ ეფინება, თვალს ატყვევებს. ამ დროს იაპონელები პიკნიკებზე დადიან და ამ ტიპის პიკნიკს თავისი სახელი ჰქვია - ჰანამი („ჰანამი“ - ანუ ყვავილების ცქერა).

მართალია, საკურას ყვავილობა იაპონიის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დროს იწყება, მაგრამ როგორც წესი, ალუბლის ხეები მარტის ბოლოს იფეთქებს ხოლმე. სწორედ ამ დროს იაპონიის სკოლების ზარები სასწავლო წლის დაწყებას ამცნობს მოსწავლეებს. ბავშვები სკოლაში ზაფხულამდე ივლიან, შეისვენებენ, სექტემბერში კვლავ გააგრძელებენ და გამოცდებს თებერვალში ჩააბარებენ. მერე თითქოს მთელი ქვეყანა ისევ საკურას ელოდება, რომ გრძელი და ცივი ზამთრისგან გამოფხიზლდეს. იაპონურ კულტურაში ალუბლის ხის ყვავილს უამ­ რავი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ყვავილების წარ­მავლობას, მათ წარმოუდგენელ სილამაზესა და სისა­დავეს ბუდისტურ ფილოსოფიაში ხშირად ყოფი­ ერებასთან, ბედისწერასთან აიგივებენ. იაპონური ხე­ლოვნებაც საკურას დაუვიწყარი სახეებითაა სავსე. ეს განუმეორებელი მცენარე ყვავილობს მათ ლიტე­ რატურაში, მანგაში, ანიმესა და კინოში; სხვადასხვა ფერად ანათებს ფოლკლორულ სიმღერებში, ტანკებსა და ჰაიკუებში. ვარდისფერ ყვავილებს შენიშნავთ კიმონოებზე, ჭურჭელსა და ქაღალდზე; ტრადიციულ იაპონურ ტატუებში, დრაკონის, ოქროს თევზებისა და ვეფხვების სიმბოლოების გვერდით.

53 VOYAGER 15/2019



360


კიოტო

ვ ერ ა ზ არკ ო ვს კა 1074 წლის მანძილზე კიოტო იაპონიის დედაქალაქი და იმპერატორის რეზიდენცია იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავარი ქალაქის სტატუსს 1868 წლიდან აღარ ატარებს, ის დღესაც იაპონიის კულტურული ცენტრია. მისმა განსაკუთრებულმა ისტორიულმა ღირებულებამ გადაარჩინა კიოტოს მოსახლეობა, როცა II მსოფლიო ომის დროს ატომური ბომბის სამიზნე ქალაქების სიიდან ამოიღეს. რამდენიმე რჩევა, სანამ ქალაქში გაისეირნებთ: l

სატაძრო კომპლექსებში ფეხსაცმლით შესვლა ნებადართული არაა. ეცადეთ, კიოტოს აღმოსაჩენად ისეთი ფეხსაცმლით წახვიდეთ, რომელსაც ადვილად გაიხდით და ჩაიცვამთ.

l

ივნისი და ივლისი ყველაზე წვიმიანი თვეებია. აუცილებლად იქონიეთ ქოლგა, როცა კიოტოს შესანიშნავ ბაღებში სასეირნოდ წახვალთ.

l

იქონიეთ ნაღდი ფული. იაპონიაში საკრედიტო ბარათზე ხშირად ნაღდი ფულით იხდიან. ნუ დაკარგავთ დროს ბანკომატის რიგში.

l

ქალაქის ზოგიერთ უბანში მაიმუნების აგრესიული ოჯახები ცხოვრობენ. ისინი თავს ესხმიან და იკბინებიან. ნუ მიუახლოვდებით მათ და ნუ გადაუღებთ ფოტოს!

იაპონიის ელჩი საქართველოში,

ტადაჰარუ უეჰარა

თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კიოტო ქვეყნის კულტურული და ის­ ტო­რიული ცენტრია, რომ ეს არის ქალაქი, რომელსაც ცხოვრებაში ერთ­ხელ მაინც უნდა ეწვიო. კიოტოს ღირსშესანიშნაობებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ასე რომ, უბრალოდ ჩა­მოვთვლი ყველაზე მნიშვნელოვან

ობიექ­ტებს: „კინკაკუჯი“, „გინკაკიჯუ“, „კიომიძუდერა“, „ფუშიმი ინარი“, „დაიგოჯი“, „ნანძენჯი“ და „რიოანჯი“, ვილები „შუგაკუინი“ და „კაცურა“, ასევე „არაშიიამა“. რომ შევაჯამოთ, კიოტო საუკეთესო ადგი­ლია იაპონიაში, თუკი გსურთ ტრადი­ციული სალოცავებით, ტაძრებით, ბა­ღებით, გეიშებით, მაღა­ზიებით, რეს­­ტორ­ნები­თა და ფესტივა­ ლებით ისია­მოვ­ნოთ.

www.japanhoppers. com/en/kansai/ kyoto/kanko/555/ www.japan-guide. com/e/e3917.html

საიმპერატორო ოჯახის რეზიდენცია KYŌTO-GOSHO კიოტოს ცენტრში მდებარე ცენტრალური – საიმპერატორო ბაღი (Kyoto Gyoen) ნამდვილი ურბანული ოაზისია. ეს 1300 მ სიგრძის და 700 მ სიგანის გამწვანებული სივრცე წვრილი ხრეშით მოფენილი გზებით, ვიწრო, გატკეპნილი ბილიკებით, ტბორებით და შეზნექილი ხიდებით ადგილობრივების და ტურისტების საყვარელი დასასვენებელი ადგილია. ქალაქის ამ პატარა ნაკრძალში 90 სახეობის ფრინველი და 50 სახეობის პეპელა ბინადრობს. საიმპერატორო სასახ­ლე აქაურობის მთავარი ღირსშესანიშნაობაა – კომპლექსი, რომელიც რამდენიმე კარიბჭეს, ბაღს და შენობას აერთიანებს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბურია შიშინ-დენ – ოფიციალური მიღებების და იმპერატორად კურთხევის დარბაზი. ХХ საუკუნეში აქ ჯერ

კიდევ იმართებოდა იმპერატორად კურთხევის საზეიმო ცერემონიალი, მიუხედავად იმისა, რომ 1868 წლიდან იაპონიის დედაქალაქი და შესაბამისად – იმპერატორის სარეზიდენ­ციო ადგილი ტოკიო გახდა. კიოტოს სასახლის კომპლექსის დღევანდელი სახე 1855 წლის ხანძრისშემდგომი რეკონს­ ტრუქციის შედეგია. ხან­ძარს ემსხვერპლა ბაღის ტერი­ ტორიაზე მდებარე კიდევ ერთი სასახლე – სენტო – გა­ დამდგარი იმპერატორების რეზიდენცია, რომელიც აღარ აღუდგენიათ. ამ კომპლექ­სიდან გადარჩა მხოლოდ ჩაის სმის რიტუალისთვის განკუთვნილი სახლი, ბაღი პატარა ტბით. ხის კოჭებით გადახურულ ხიდს გლიცინია ხეივანივით მიუყვება და მისი იისფერი ყვავილები ზაფხულობით მტევნებივით ჰკიდია. სენტოს ადგილას ომიას სასახლე აშენდა (Omiya Palace), სადაც ღამის გასათევად ჩერდებიან კიოტოში ვიზიტით მყოფი საიმპერატორო ოჯახის წევრები.

56 VOYAGER 15/2019


NIJO CASTLE მე-17 საუკუნეში აშენ­და – სამოქალაქო ომების შემდეგ იაპონიის ისტორიაში ორსაუკუნე­ნა­ხევრიანი მშვიდობის და აღ­მავ­ლო­ბის პერიოდის დასაწყისში. კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემ­კვიდ­რეობის ძეგლთა სიაშია.

ტერამაჩი კიოგოკუ სავაჭრო ქუჩა

NISHIKI MARKET კიოტოს სამზარეულოთი ცნობილ ამ ვიწრო ქუჩაზე მდებარე 100-ზე მეტი მა­ღაზია და რესტორანია ვიწრო დახ­ ლებით დაწყებული, ორსართულიანი სავაჭრო სახლით დამთავრებული. ამ ადგილს რამდენიმე საუკუნის ისტო­რია აქვს და ბევრი მაღაზია უკვე რამ­ დენიმე თაობაა, ერთი ოჯახის საკუთ­რებაა. უძველესი თევზის ბაზარი დღეს კიო­ტოს კულინარიული ღირსშესანიშნაო­ ბების და გემოთა მრავალფეროვნების ეპიცენტრია. რას არ ნახავთ აქ: ზღვის და სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ადილობრივი სამზარეულოს საფირ­მო კერძები, იაპონური ტკბილეული, მა­რინადები, სუში და გამომშრალი ზღვის პროდუქტები. თითქმის ყველაფ­ რის დაგემოვნება შესაძლებელია, თუმ­ცა აქაურობას თავისი წესები აქვს: სია­რულის დროს ჭამა არ შეიძლება – იყიდეთ, იქვე დააგემოვნეთ და გა­ ნაგრძეთ გზა. რამდენიმე ადგილს გან­ საკუთრებით გირჩევთ, თუმცა ჯობს, ყველა დახლთან გაჩერდეთ და თქვე­ნი ფავორიტები შეარჩიოთ. Aritsugu — ამ მაღაზიის ისტორია 1560 წლიდან იწყება. ის დანების ერთ-ერთი უძველესი მწარმოებელია იაპონიაში და საიმპერატორო ოჯახის ოფიცია­ ლური მიმწოდებელი.

Karikari Hakase – აქ ტა­ კოიაკი იყიდ­ება – ცომში ამოვლებული დაკეპილი რვაფეხას დაბრაწული ბურთულები.

მისი უმთავრესი ნაგებობაა ნინო­მარუს სასახლე (Ninomaru Palace). ის ეროვ­ ნული საგანძურია, რადგან ციხე-| სა­სახლის კომპლექსის ერთადერთი შე­მორჩენილი ნიმუშია. სასახლე ერთმა­ნეთთან დერეფნებით დაკავშირე­ბული რამდენიმე ცალკე მდგომი შე­ ნობისგან შედგება. დერეფნების ე. წ. ბულ­ბულის იატაკი, რომელიც ფეხის დადმისთანავე ჭრაჭუნს იწყებს, თავ­ დაცვის ერთგვარი საშუალებაა. კომპლექსის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია – ჰონმარუ (Honmaru) – იმპე­ რატორის საოჯახო სახლის იშვიათი ნიმუში. სასახლეების ბაღებში სხვადასხვა ჯი­ შის ალუბლის ხეებია დარგული, მათ შორის გვიანი ყვავილობის 400 ხე, რომელთა წყალობითაც ალუბლის ყვავილობის სეზონი აქ თვეზე მეტ ხანს – მარტის დასაწყისიდან აპრი­ლის ჩათვლით გრძელდება.

MARUYAMA PARK-ი ალუბლის ყვავილობისას უამრავ სტუმარს იზიდავს. მთავარი სანახაობა აქ „მტირალა“ ალუბლის ხეა, რომელსაც ღამით ანათებენ.

Iyomata – ოკეანის დელიკატესების მრა­ ვალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. Ichihara Heibei Shōten – საკვებისთვის საჭირო ჩხირების უნიკალური მაღა­ ზიაა, სადაც ნამუშევრები მასალის, და­ ნიშნულების და სტილის მიხედვითაა დახარისხებული. Terakoya Hompo – Yaki Sembei იაპო­ნური შემწვარი კრეკერია. აქ მის ათასნაირ სახეობას იპოვით – ტკბი­­ლით დაწყებული, სანელებლებით შე­ ზა­ვებული, პირის დამშუშხველად ცხა­ რეთი დამთავრებული. 57 VOYAGER 15/2019


კიოტო

სასტუმროები

KIYOMIZUDERA კიომიძუდერა ანუ კრიალა წყლის ტა­ ძარი (Pure Water Temple) იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სა­კულ­ ტო ნაგებობაა, რომელიც 780 წელს ოტოვას ჩანჩქერზე, ტყეებით დაფა­ რულ მთაზე აიგო. ტაძარს სახელი ხის ულამაზესმა ტერასამ გაუთქვა, საიდანაც საოცარი ხედი იშლება. აივანი ისევე, როგორც ტაძრის მთა­ვარი დარბაზი, ლურსმნის გარეშეა აშენებული.

ტაძარი იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია.

მთავარი დარბაზის უკან დგას სიყვა­რულის და მაჭანკლობის ღვთაე­ ბისადმი მიძ­ღვ­ნილი ჯიშუს სალოცავი Jishu Shrine. მის წინ, ერთ­მანე­ თისგან 18 მეტრის მოშორებით ორი ქვაა. თუ მათ შორის მანძილს თვალ­ დახუჭული დაფარავთ – სიყვა­რულს იპოვით. თუ ამისთვის დამხმარე დაგჭირდათ – ესე იგი პირად ცხოვ­ რებასაც შუამავლის დახმარებით ააწ­ ყობთ. მთავარი დარბაზის ქვეშ მდებარე ჩანჩქერი სამ ნაკადად იყოფა. ერთს დღეგრძელობა მოაქვს, მეორეს – წარ­ მატება, მესამეს – პირადი ბედნიე­რება. სამივე ნაკადიდან წყლის და­ლევა სიხარბედ ითვლება, ამიტომ არჩევანის გაკეთება მოგიწევთ.

ARASHIYAMA Arashiyama კიოტოს დასავლეთ გარე­უბანში მდებარე ტურისტული რაი­ ონია. „მთვარის გადაკვეთის ხიდი“ ტოგეცუკიო ამ უბნის ერთ-ერთი ცენტ­ რალური ღირს­შესანიშნაობაა. მის სიახლოვესაა ბამ­ბუკების ცნობი­ ლი ტყე, რომელშიც ბი­ლიკებია შეჭ­ რილი. აქ სეირნობა განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ნიავი უბერავს

და მაღალი ბამბუკები მსუბუქად ირ­ წევიან. ჩრდილოეთის მხარე ნაკლე­ბად ტურისტულია. აქ უფრო სოფლის გარემოა და მის ცოცხალ უბნებსა და მთების ძირში განლაგებულ მცირე ტაძრებს შორის ველოსიპედით გასე­ირნება, შეიძლება, ვიზიტის საუკეთესო ნაწილიც კია.

FUSHIMI INARI SHRINE ინარი შინტოიზმის ერთ-ერთი მთავა­ რი ღვთაებაა – დოვლათის, ბრინჯის და მარცვლოვანი კულტურების წარ­მოების მფარველი. ითვლება, რომ მელიები არიან ინარის დესპანები. ამიტომ კომპლექსის ტერიტორიაზე მელიის ბევრი ქანდაკებაა. თუმ­ცა აქაურობა, პირველ რიგში, მკვეთრ წითელ ფერში შეღებილი კარიბ­ ჭეებითაა ცნობილი. რიტუალური კა­რიბჭე თორიი — იაპო­ნიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცე­ლებული სიმ­ბოლოა. ის შინტოისტური ტაძრისკენ მიმავალი გზის მანიშ­ ნებელია. მთავა­რი ტაძრის უკან, ათა­სობით კარიბჭის ხეივანი ორ რიგად 233 მ სიმაღ­ლის წმინდა მთა ინარისკენ მიემართება. თითოეული კარიბჭე ტაძრისადმი კერ­ძო პირის ან კომპანიის შემოწირუ­ლობაა. უკანა მხარეს დატანებულ წარწერაში მოცემულია შემწირველის სახელი და თარიღი. დაახლოებით ნა­ხე­ვარ გზაზე, ამსვლელებს გზაჯვარედინი შეხვდე­ ბათ, საიდანაც კიოტოს მშვენიერი ხედი იშლება და მწვერვალისკენ მიმავალი გზა წრიულ მარშრუტად იყოფა. კომპ­ ლექსს დიდი ხნის ისტორია აქვს, მისი დაარსება, როგორც ჩანს, წინ უსწ­ რებდა 794 წელს კიოტოს იაპონიის დე­ და­ქალაქად გამოცხადებას. 58 VOYAGER 15/2019


THE RITZ-CARLTON

RYOANJI TEMPLE Ryoanji Temple XV საუკუნეში ძენ ბუ­ დისტურ ტაძრად გადაკეთებული არის­ტოკრატების ვილაა, რომელსაც იაპო­ ნიაში ყველაზე ცნობილი ქვის ბაღი აქვს. ესაა კენჭებით დაფარული, 248 კვ.მ-ის ფართობის სწორკუთხა სივრცე, რომ­ ლის ფარგლებშიც ხავსის „კუნძუ­ ლებზე“ 15 ქვაა დალაგებული. არ არ­ სებობს არც ერთი წერტილი ბაღში, საიდანაც ყველა ქვა ჩანს, მინიმუმ ერთი ყოველთვის მხედველობის მიღ­ მაა. ბაღის დანიშნულება ისეთივე გა­ურკვეველია, როგორც მისი წარ­მო­მავლობა. დამთვალიერებელს შეუძ­ ლია თვითონ ჩადოს აზრი იმაში, რასაც ხედავს. ამისთვის ჯობია, ტაძარში დი­ ლით ადრე მიხვიდეთ, სანამ ბაღს სხვა ტურისტები მიაწყდებიან.

მდინარე კამოს ნაპირზე ამ ხუთვარსკვ­ ლავიანი სასტუმროს არსებობა, თით­ქოს ტრადიციის გაგრძელებაა – მე-17 სა­უკუნიდან ეს სანაპირო იაპონური არისტოკრატიის საყვარელი სასეირნო და დასასვენებელი ადგილია. თანამედროვე იაპო­ნური ხელოვნების ოთხასზე მე­ტი ექსპონატით გაფორმებულ სასტუმ­როში კიმონოში გამოწყობილი პერ­სო­ნალი შეგეგებებათ. რეგისტრაცია ტრადიციული იაპო­ნუ­რი ჩაის თანხლებით ჩაივლის. რესტორ­ნებში მიშლენის ვარსკვ­­ლავით აღ­ ნიშნულ იაპონურ სამზა­რე­ულოს, იტა­ლიურ კერძებს, ექსკლუ­ზიურ კოქტეი­ ლებს, ფრანგულ ტკბი­ლეულსა და საკონდიტრო ნაწარმს და­აგემოვნებთ და პირადად თქვენთვის გამართულ ღვინის დეგუსტაციას და­ეს­წ­რებით. სას­ ტუმრო კარ­გად გათვლილი ღო­ნის­ძიებების სერი­ას გთავაზობთ: შე­გიძ­

HOTEL GRAND BACH KYOTO

მანგას საერთაშორისო მუზეუმი 2006 წელს დაწყებითი სკოლის ყო­ფილ შენობაში მანგას საერ­ თაშორისო მუზეუმი გაიხსნა. ესაა ახა­ლი ტიპის კულტურული ობიექტი, რო­ მელიც ერთდროულად ბიბლიოთეკის და მუზეუმის ფუნქციებს ითავსებს. კოლექციაში ნახევარ მილიონამდე ექსპონატია: XVIII საუკუნის გრავი­რე­ ბის ტექნიკაში შესრულებული კარი­კატურები, XIX საუკუნის მეორე ნახევ­რის ჟურნალები, ომის წინა და შემდ­გომი პერიოდის გამოცემები, თანამედ­ როვე პოპულარული სერიები და უცხო­ური პუბლიკაციები. მუზეუმში მთავარი ადგილი „მანგას კედელს“ უჭირავს – ესაა 200 მეტრის სიგრძეზე გაჭიმული თაროების რიგი, შევსებული 1970-იან წლებში გამოცემული 50 000 პუბ­ ლიკაციით.

გაინტერესებთ, რას ნიშნავს Bach იაპო­ნურად? იაპონიასთან მას არავითარი კავშირი აქვს. ეს ბახია – გერმანელი კომპოზიტორი, რომლის პატივსაცემადაც სასტუმროს სახელი შეურჩიეს. სასტუმ­ როს და ბახს საერთო ელეგანტურობა აქვთ – ასე მიაჩნიათ აქ. შენობაში 120 ევროპულად მოწყობილი ოთახია. ვესტიბიულის გაგრძელებაზე რესტორანია. ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რას უკრავენ აქ. დიახ – ბახს. შესანიშნავი კიოტოური საუზმე, რომელ­ საც აქ მოგართმევენ, ადგილობრივი

ლიათ ველოსიპედით ან რიქშათი გაი­­სეირნოთ, სა­მურაის კოს­ტიუმ­ში გა­მოწ­ყობილმა ნამდვილი ხმლით რამ­დე­ ნიმე მოძრა­ობა შეისწავლოთ, ტრა­ დიციული კიმო­ნოთი ქალაქში გახვი­დეთ, ტაძარში ბერების სიმღერას მოუს­ მინოთ და მე­რე ბერებთან ერთად ისაუზმოთ, ორი­გამის, საკეს, ხელნაკეთი საპონის და მინიატურული ძენ-ბაღის მასტერკლასს დაესწროთ. www.ritzcarlton.com/en/hotels/japan/kyoto

ბოსტნეულის, მარინადების, ახალ­მოხარ­ შული ბრინჯისა და მისოს სუპისგან შედგება. სასტუმროს მოსახერხებელი მდებარე­ობა აქვს, იმის მი­უხედავად, კიოტოს საქმიანი ვიზიტით სტუმრობთ, თუ ტუ­ რისტული მიზნებით. აქედან სულ 15 წუ­თის სავალზეა კიოტოს ცნობილი გეი­შების ქუჩები: Gion – თავისი განთქმული ჩაის სახლებით და Pontocho — ნა­ ხევარკილომეტრიანი ვიწრო ქუჩა მდი­ნარის გასწვრივ — კაფეებით და რეს­ ტორნებით. ორი წუთიც არ დაგჭირდებათ კიოტოს სამზარეულოდ წოდებულ Nishiki Marke-ზე მოსახვედრად. მის აღმო­ სავლეთ ნაწილში ტაძარია – Nishiki Tenmangu. ავტობუსით ან მატარებლით 10 წუთი დაგჭირდებათ მანგას – იაპო­ნური კომიქსების და გრაფიკული ნო­ ველების მუზეუმში მოსახ­ვედრად. დილით ადრე ან საღამოს, შეგიძლიათ საერთო, სარელაქსაციო აბანოთი ისარ­გებლოთ. დღის ბოლოს გვიანი ღამის სნეკიც შე­გიძლიათ მოითხოვოთ: ჩაძუკე (cha­zuke) — ბრინჯი და სხვადასხვაგ­ვარი მარინადი ცხელ მწვანე ჩაიში. www.grandbach.com/kyoto

www.kyotomm.jp/en 59 VOYAGER 15/2019


კიოტო

სასტუმროები

RYOKAN იაპონიაში აქვთ სასტუმროები და კიდევ აქვთ Ryokan – იაპონური სასტუმროები. ეს უბრალოდ ღამის გასათევი არაა. ესაა ადგილი, სადაც ყოველდღიური რიტუალებით ტრადი­ციული იაპონური ცხოვრების­ სტილის გათავისებას შეძ­ ლებთ. Ryokan შეიძლება იყოს პატარა, ოჯახური ტიპის სასტუმ­რო, ან თანამედროვე ნა­ გებობა ბევრი ოთახით, სტუმ­რებით, მომსახურე პერსონალით და სერვისის ვრცელი ჩამონათვალით. რას უნდა დაელოდოთ საშუალო ფასის ტრადიციული რიოკანისგან: ესაა ხშირ შემთხვევაში ორ ან ოთხ მაცხოვრებელ­ ზე გათვლილი ნომერი. იატაკზე ტატა­ მია დაფენილი, ცენტ­რში დაბალი მა­ გი­და დგას. ნუ გაგიკვირდებათ, თუ შესვლისთანავე საწოლს ვერ მოკრავთ თვალს – იაპონური საწოლი — ესაა იატაკზე დასაფენი ფუტონი (მატრასი). დღის განმავლობაში ის კარადაში ინა­ ხება. ძილის წინ იატაკზე გაშლით. დილით, მომსახურე პერსონალი მას ისევ კარადაში შეინახავს ისევე, როგორც მოუვლის და მოაწესრიგებს თქვენს ფეხსაცმელს, რომელიც შესასვლელში,

THE KINOE ტიპური იაპონური ინტერიერი, საუზმე და სადილი ნომერში მირთმევით, სადილად – ტრადიციული კიოტოური კაისეკი (კაი­ სეკი არისტოკრა­ტულ წრეებში მი­ღე­­ბული სადილობის დახვეწილი სტი­ლია, დაახლოებით ის, რასაც ფრან­გები Haute cuisine-ს უწო­დებენ. კაი­სე­კის კერძების დადგენილ თანმიმდევ­რობას, მათი მომ­ზადების წე­სი და სპეციფიკურობა გან­ საზღვრავს). ეს სტანდარტული იაპონუ­ რი რიოკანია, თუმცა გამორჩეულია იმით, რომ იაპონიის ალბათ ყველაზე ეგზოტიკურ გასართობს გთავაზობთ – სადილს მაიკოს ან გეიკოს მუსიკალური და საცეკვაო ხელოვნების თანხლებით. www.kinoe.co.jp/ryokan-kyoto/index.html

HENN NA HOTEL ეს საიტი კი ნებისმიერ შემთხვევაში გადაამოწმეთ _ კიოტოში მოგზაურობას რომც არ აპირებდეთ, მაინც. მათ სას­ ტუმროები ტოკიოში, ოსაკასაში და იაპო­ნიის ფარგლებს გარეთ _ სხვა ქვეყ­ნებშიც აქვთ. ესაა უახლესი ტექნო­ ლოგიების გათვალისწინებით გამარ­

ქვედა ზღურბლზე, მიწის დო­ნეზე უნ­ და დატოვოთ. ნომრებს, როგორც წესი, ევროპუ­ლად მოწ­ყობილი სველი წერტი­ ლი აქვს, თუმცა ძველ სასტუმრო­ებში, ის შეიძლება მოშორებით მდებარეობ­ დეს და საერთო სარგებლობის იყოს. ნომერში დაგხვდებათ იუკატა – თავი­ სუფალი სტილის კიმონო, რომელიც შე­ იძლება აბანოში წასვლისას, საუზმისას, სადილობისას ჩაიცვათ, ანდა საღამუ­რად გამოიყენოთ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თავ­შესაქცევი აბა­ზანის მიღებაა. თუ საკუ­ რორტო ქალაქთან ახლოს ხართ, მაშინ ხშირ შემთხვევაში თერმული წყლით მარაგდება. საუზმე რამდენიმე კერძისგან შედგება და ადგილობრივი, სეზონური პროდუქტებითაა წარმოდგენილი.

Machiya ტრადიციული კიოტოური ხის სახლია. ყოველ წელს მათი რაოდენობა სულ უფრო მცირდება. ნაოკომ – ტურიზ­ მის ინდუსტრიაში მომუშავე ახალ­გაზრდა ქალმა ძველ, ავთენტურ სახლებში გესთ­ ჰაუზები გახსნა. ის მი­იჩნევს, რომ ასე ძველსაც ინარჩუნებს და ტურისტებსაც განსხვავებულ სერ­ვისს სთავაზობს – ნომრის ნაცვლად სახლის დაქირავებას, რათა კიოტოში ცხოვრებისას თავი არა გავლით მყოფ ტურისტად, არამედ ამ ქალაქის მკვიდრად იგრძნონ. უნდა ითქვას, რომ ნაოკოს ამისთვის ცდა არ დაუკლია.

VILLA ANEYAKOJI

NAOKONOZA

Villa Aneyakoji ქალაქის ცენტრშია. ასე­თი ტიპის ხის ნა­გებობები, რომლებშიც ადრე ხელოს­ნები და ვაჭრები ცხოვ­ რობდნენ, კიო­ტოს, როგორც ისტო­რიულ დედაქალაქს, ახასიათებს. www.aneyakoji.net/en/concept.php

Naokonoza ერთგვარი კომპ­ლექსია, რო­ მე­ლიც ექვს ორსარ­თულიან, ხის სახლს აერთიანებს. სახლები 80-90 წლის წინაა აშენებული და მინი­მა­ლისტურ იაპონურ სტილშია მოწყო­ბილი. ავთენტურობის შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, ინტე­რიერი, ძირი­თადად, ტაიშოს (Taisho) ეპოქის ავეჯითაა გაწყობილი.

HIIRAGIYA კიოტოს ცენტრში მდებარე ეს ტრა­დიციული იაპონური სას­ტუმრო 1818 წელს გაიხსნა და ერთი და იმავე ოჯახის ექვსი თაობა მართავდა. მის სტუმრებს შო­რის ყოფილან მწერლები, პოლიტიკოსები, მხატვრები, მეცნიერები, საიმპერატორო ოჯახის წევრები. www.hiiragiya.co.jp/en/info/ თული სასტუმროების ქსელი, სადაც ტექნოლოგიები არა მხოლოდ შუქის ანთება-ჩაქრობას, მატრასის ტემპე­რა­ ტურას, ტანსაცმლის გაუ­თოებას, სმარტ ტელეფონის კონ­ტენტის დიდ ეკრანზე ჩვენებას და სხვა მსგავს ნიუანსებს არეგულირებს, არამედ _ აქ მომსახურე პერსონალი რობოტები არიან. რობოტი მოადუ­ღებს ყავას კაფეში, ნომრის და­ სა­­ლაგებლადაც რობოტი გესტუმრე­ბათ. ამ სასტუმროში დარჩენა და ძვე­ლი იაპონური ქალაქის მონა­ხუ­ლება, ალ­ბათ, კონტრასტის შეგრძ­ნების უკიდუ­ რეს, ზედა ზღვარზე გამ­ყოფებთ. www.h-n-h.jp/en/ 60 VOYAGER 15/2019

ტექს­ტილად ძველი კიმონოს ქსო­ვი­ლებია გამოყენებული. მეორე სარ­თულ­ზე, რო­გორც წესი, საძინებლებია, პირ­ ველზე – საცხოვრებელი სივრცე, სამზა­ რე­ულო და აბაზანა. პირველი, რაც დამღლელი მგზავრობის მერე უნდა გააკეთოთ – უზარმაზარ კერამიკულ აბაზანაში ჩაწვეთ და გა­ ნიბანოთ. თა­ნაც, აქა­ურების რჩევით, ეს ისე უნდა გააკეთოთ, როგორც იაპო­ ნელებს სჩვევიათ: წყა­ლი ოდნავ ცხელი უნდა იყოს, რაც შეიძლება რომ დიდხანს დატკბეთ „თქვენი სახლის“ შიდა ბა­ ღის ცქერით. აბაზანის სამკურნალო საშუალებები, ჰიბისკუსის, ვარდის, ატ­მის ფოთლების შემადგენლობით, ამ პროცესს უფრო სასიამოვნოს გახდის. ტრადიციული სახლების შენარჩუნების გარდა, ნაო­კოს კიდევ ერთი მიზანი აქვს – კიმონოს კულტურის პოპუ­ლა­ რიზაცია. ამიტომ, ერთ-ერთი პირველი, რასაც აქ შემოგთავაზებენ, კიმონოთი ქალაქის ქუჩებში გასეირნებაა. www.naokonoza.com/en/



კიოტო

რესტორნები

გიონი — ვიწრო ქუჩებზე ხის ტრა­დი­-ცი­ული სავაჭრო სახლებია. ფასა­დის სი­ განე ბევრგან 5-6 მ-ს არ აღემატება ანუ იმდროინდელია, რო­ცა შენობაზე გადა­სა­ხადი ფასადის სიდიდით ანგარიშ­დე­ ბოდა. ეს გეიშების უბანია ან გეიკოების, როგორც მათ კიოტოში უწოდებენ.

ამბობენ, რომ Ponto-cho ზღაპრული ადგილია, სადაც დღე ღამეა და ღამე – დღე. ავტომობილით მოძრაობა, თა­ნამედროვე ნაგებობები და ჭყეტელა აბრები აქ აკრძალულია. დღისით არა­ ფერია საინტერესო, აი საღამოს კი...

საღამოობით, როცა ფარნებს აან­თე­ბენ, დიდია ალ­ბათობა იმისა, რომ ჭრელ კიმონოში გამოწყობილ გეიშას შეხვ­ დებით. ამ დროს ის, როგორც წესი, შეხვედ­რაზე მიდის, რომელიმე საჩაიეში ან რესტორანში, შეკრებილები უნდა გაარ­თოს — იცეკვოს, იმღეროს და ინსტრუ­მენტებზე დაუკ­რას. თქვენ, რო­ გორც უცხოელს, იქ შესვლა აკრ­ძა­ ლული გაქვთ. თუმცა, გიონის დატო­ვება გემრიელი ვახშმის გარეშე მაინც არ მოგიწევთ.

აქ ყველაფერია: ქუჩის საჭმლით დაწ­­ყე­ბული, თანა­მედროვე სამ­ზარეულოთი დამთავრე­ბული. ზაფხულ­ში – მაისიდან სექტემბრამდე, მდინარის მხარეს ღია, გა­ნიერი ტერასები ეწყობა. ხალხმრავ­­ლო­ბაში შეიძლება გეიკოსაც მოჰკრათ თვა­ლი, რომელსაც მო­წაფეც ახლავს – მაიკო. იქ, სადაც ისინი მიემართებიან, თქვენ არ შე­გიშვებენ. ასეთ მრავალ­ფეროვნებაში თქვენ­­თვის მოსაწონ ად­გილს უსათუ­ოდ იპოვით, სადაც სასი­ ამოვნო გარე­­მო, გემრიელი საჭმელი და ინგლისურ­ენოვანი მენიუ დაგხვდებათ.

ABBESSES

FUJITA

Abbesses — ფრანგული სამზარეულო იაპონურ გარემოში. კერძები აქ ადგი­ლობრივი ინგრედიენტებით: თევზით, ხორცით, ფერმერების მიერ მოწოდე­ ბული ბოსტნეულით მზადდება. ღვინოც ფრანგულია.

აქ საფირმო კერძად ქვაზე შემწვარ იხვს და ადგილობ­რივი, სეზონური ინგ­ რედიენტებისგან დამზადებულ კიო­ტოურ კაისეკის შე­მოგ­თავაზებენ.

გაითვალისწინეთ: პარასკევი – კვირა, ლანჩი 12:00 – 15:00 (ბოლო შეკვეთა 13:00); სამშაბათი – ხუთშაბათი 18:00 – 22:00 (ბოლო შეკვეთა 19:30). დასვენების დღე: ორშაბათი gurunavi.com/en/c654900/rst/

გაითვალისწინეთ: პარასკევი – კვირა, ლანჩი 11:30 – 14:00 (ბოლო შეკვეთა 13:00); სამშაბათი – ხუთშაბათი 17:00 – 22:00 (ბოლო შეკვეთა 20:00). დასვე­ნების დღე: ორშაბათი gurunavi.com/en/k453100/rst/ #restaurantdetail

KAWADOKO — კიოტოური სტილის რესტორანი, როცა წყლის პირას, წყლის ჩუხჩუხის ფონზე სადილობ. www.kibunesou. com/en/ kawadoko/ 62 VOYAGER 15/2019

MAGIC HOUR მყუდრო ბარი – მოსახერხებელი ლო­ კაციით: კიოტო თაუერთან, სადგური­დან სამი წუთის სავალზე; და სას­მელების ფართო არჩევანით: კოქ­ტეილები, ლუდი მსოფლიოს ყველა კუთხიდან, 100-ზე მეტი დასახელების ვისკი და გემრიელი სნეკები. გაითვალისწინეთ: ორშაბათი – კვირა, 18:00 – 02:00 (ბოლო შეკვეთა 01:30). ინგლისური მენიუ. მოწევა ნება­დარ­ თულია. gurunavi.com/en/k498904/rst/

სამურაი სამურაი წარჩინებული სამხედრო, მეომარი რაინდია. მათი პირველი შეიარაღებული რაზმები მერვე საუ­ კუნეში გაჩნდა. მთავარი თვისება: სიბრძნე, ჰუმანურობა და სითამამე იყო. სამურაი ეთიკურ-მორალურსაბრძო­ლო კოდექს „ბუშიდოს“ (მე­ომრის გზა) ემორჩილებოდა და სპე­ ციალურ სკოლაში სწავლობდა. ბიჭებს ამგვარ სკოლებში 6-8 წლის ასაკიდან იღებდნენ. სამურაის მუქი ფერის კიმონო ეცვა და ქამარში 2 დანა ჰქონდა. მას უნდა სცოდნოდა ხმლის (კატანი) უბადლო ხმარება, ცხენით ჯირითი, სამხედრო საქმე და ბატონის დაცვა. სამურაი ბატონებს ერთგულად ემსა­ ხურებოდა და თუ ვერ შეძლებდა მის დაცვას, „სამურაის წესი“ უნდა აღესრულებინა — ჰარაკირი ჩაეტარე­ ბინა. ეს ერთგვარი თეატრალიზებუ­ ლი სანახაობა საღამოს სრულდებო­და — იატაკზე ფენდნენ თხელ ჭილოფს, მასზე თეთრ ტილოს და ზე­მოდან წითელს. სამურაი მუხ­ლებ­ზე ჯდებოდა და რიტუ­ალიც იწ­ყებო­და. უბატონოდ დარჩე­ნი­ლი სამურაი მოხე­ტიალე დაქირა­ვებული მკვლელი — რონინი ხდებო­და. 1868 წელს ბურჟუაზიული რევო­ლუციის შემდეგ სამურაების ფენა გაქრა.


TEMPURA ENDO YASAKA

ICHIRO

სასტუმროს რესტორანი გიონში, საუ­ კუნეზე დიდი ხნის წინ აშენებულ ტრა­ დიციულ კიოტოურ მაღაზიაში გან­თავ­სე­ბული სასტუმროს რესტორანში გემ­ რიელი ტემპურით გა­გიმასპინ­ძლ­დებიან.

გურმანებისთვის საკმარისია ვთქვათ, რომ ამ რესტორანში ნამდვილ, იაპო­ნურ ვაგიუს მოგართმევენ.

ამბობენ, ტემპურა პორტუგალი­ელებმა შეი­ტანეს იაპონი­აში XVI საუკუნეში. შეიძ­ლება მართალიცაა, მაგრამ, საუკუ­ნე­ების განმავლობაში, იაპონელებმა ნამ­დ­ვილად მოიპოვეს მასზე უფ­ლე­ბები. ტემპურა თხელ ცომში ამოვლებული, ზეთ­ში მსუბუქად შემწვარი ბოსტნეული, სოკო ან ზღვის პრო­დუქ­­ტებია.

დანარჩენებისთ­ვის დავამატებთ, რომ ვაგიუ (სიტყვასიტყვით – იაპონური ძრო­ხა) ადგილობრივად გამოყვა­ნილი მსხვილ­­ფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშია, რომლის ხორციც, მოვლის და კვების პირობებიდან გამომდინარე, განსა­კუთ­რებული გემოვნური თვისებებით და რბილი ფაქტურით გამოირჩევა. მას ცხი­მოვანი ჩანართების გამო „მარმარი­ ლოსებრ“ ხორცსაც უწოდებენ. ვაგიუს წარმოება იაპონიაში მკაცრად რეგლა­მენტირებულია. ეს ჯიში ეროვნულ სა­განძურადაა აღი­არებული და მის აღ­ რიცხვას სამთავ­რობო ორგანიზაცია ახორციელებს. სტეიკი თქვენ თვალწინ, დახლთან მზადდება. ხორცის ნაჭრები სათი­თაო­დაა გადარჩეული. იქვე გრილზე ფერ­ მებისგან შესყიდული ბოსტნეული იხრა­ კება – ორგანული და ჯანსაღი, მათ

KIRI მაღალი ხა­რის­ხის ინგრე­დი­ენ­ტები და მომზა­­დების წესი განსა­ზღვ­ რავს კი­დეც ამ კიოტოური ტემპურის განსაკუთრებუ­ლობას.

ამ მოცუცქნულ ბარში სულ შვიდი ადა­ მიანი ეტევა. თუმცა გირჩევთ, გიონში სეირნობისას აუცილებლად შეიაროთ. აქ ამბობენ, რომ მათთან კიოტოს ხუთივე გრძნობითი ორ­გა­ნო­თი აღიქვამთ და არც ცდებიან: კარს შეაღებთ თუ არა, ტიპურ იაპონურ ინ­ტერიერში მოხვდე­ ბით. ბამბუკის სურ­ნელი აშკარად იგრ­ ძნობა. იატაკზე და­ფენილი ფარდაგზე ფეხმორთხმით დაჯექით და სასმელით ისიამოვნეთ.

შორის, მწარე წიწაკა ჩილი და სულ სხვა­ ნაირი, კიოტოური ბადრიჯანი. გაითვალისწინეთ: ინგლისურენოვანი მე­ ნიუ ხელმი­საწვ­დომია. სამუშაო საათები: 17:30 - 22:00 (ბოლო შეკვეთა: 21:30) 175-5 Motoshinzaikecho, Kamigyo Ward gurunavi.com/en/ka21100/rst/#restaurantdetail

კიმონოში გამოწყობილი პერსონალი და­გეხმარებათ, საკეს დამაბნეველ მრა­ ვალ­ფეროვნებაში არჩევანი გააკეთოთ. ტრადიციული იაპონური სასმელის გარ­ და, ბარი გთავაზობთ ლუ­დის, ვისკის, კოქტეილების და უალკო­ჰოლო სას­მელის დიდ ასორტიმენტს. გაითვალისწინეთ: ორშაბათი – შაბათი, 20:00 – 24:00 (ბოლო შეკვეთა 24:00); დასვენების დღე – კვირა. ინგლისური მენიუ. მოწევა ნებადართულია. gurunavi.com/en/kcar002/rst/

ჰოშინოია

რესტორნის სეზონური ბოსტნეულის მა­­რა­­გები ადგილობრივი ფერმებიდან ივ­სება, ზღვის პროდუქ­ტებით აქაური სამ­ ზარე­­ულო ოკეანიდან და მტკნარწყლი­ ანი ტბა ბივადან მარაგდება. პროდუქ­ტები თანმიმ­დევრობით, კლიენ­ტის სა­ დი­ლობის ტემ­პიდან გამომდი­ნარე მზად­ დება.

პრემიუმ-კლასის სასტუმროების ქსელია და მისი კიოტოს კომპლექსი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, სამოთხისებური სიმშვიდითა და მიწიერი სილამაზით. ამ ადგილებში ბუნების დაცვის უმკაცრესი წესები მოქმედებს და ამიტომ ველური ბუნებაც ხელუხლებლადაა შენარჩუნებული.

www.hoshinoya.com/kyoto/en/

გაითვალისწინეთ: ორშაბათი – კვირა, ლანჩი 11:30 – 15:00 (ბოლო შეკვეთა 14:45); ორშაბათი – კვირა, სადილი 17:00 – 22:00 (ბოლო შეკვეთა 21:45). ინგლისურენოვანი მენიუ და სერვისი. gurunavi.com/en/k461300/rst /#restaurantdetail 63 VOYAGER 15/2019




ოსაკა

სხვა იაპონია რ ი ო სეი სუგინ ა კ ა

რიოსეი იაპონელი ახალგაზრდაა, რომელიც თბილისში იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში მსურველებს იაპონურ ენას ასწავლის. საქართველოში გატარებული ორიოდე წლის შემდეგ ძალიან კარგად საუბრობს ქართულ ენაზე. ეს არავის უკვირს — დიდი ცნობისმოყვარეობა და სამყაროს დაფარული ნიუანსების აღმოჩენის სურვილი თანდაყოლილია. თუმცა, რედაქციაში მაინც სასიამოვნოდ გავოცდით, როცა რიოსეიმ წერილები იაპონიის გამორჩეული ქალაქის — ოსაკასა და თავისი მშობლიური ქალაქის — ნარას შესახებ ქართულად დაწერილი გამოგვიგზავნა. ოსაკაზე დაწერა რამდენიმე მიზეზით გადაწყვიტა: ერთერთი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი და მსოფლიო სავაჭრო გამოფენაა.

იაპონიაში 47 პრეფექტურაა და 8 რეგიონი: ჰოკკაიდო, ტოჰოკუ, კანტო, ჩიუბუ, კინკი, ჩიუგოკუ, შიკოკუ და კიუშუ. ოსაკა იაპონიის შუაში, ანუ კინკის რეგიონში მდებარეობს. პირდაპირ ოსაკაში წასვლა რთული არ არის, რადგან ამ ქალაქს საერთაშორისო აეროპორტი `კანსაის საერთა­ შორისო აეროპორტი“ აქვს. სხვა ქალაქებდან ბევრი სარ­ კინიგზო რეისიც სრულდება. ტოკიოდან ოსაკასკენ სწრაფი მატარებელი, ე.წ. `შინკანსენი“ დადის — ის მანძილს 2 საათსა და 30 წუთში ფარავს. ოსაკა, ტოკიოსავით, იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე განვი­ თარებული ქალაქია. მაგრამ მას მართლაც სხვანაირი, აბსოლუტურად უნიკალური კულტურა და ატმოსფერო აქვს — მსგავსს ტოკიოში ან რომელიმე სხვა ქალაქში ვერ იგრ­ ძნობთ. ამ წელს ოსაკაშიც ჩატარდება რაგბის მსოფ­ლიო ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს გუნდიც მო­ნა­წილეობს. 2025 წელს კი ოსაკაში მსოფლიო სავაჭრო გა­მოფენის (world expo: www.bie-paris.org/site/en) ჩატა­­რებას გეგმავენ.

შინსეკაიც ოსაკას ერთ-ერთი სიმბოლური ადგილია — თავისი რესტორნებითა და გასართობი ადგილებით, მაგრამ დოტონბორისგან იმით განსხვავდება, რომ შინსეკაიში იაპონიის ძველ, ნოსტალგიურ ატმოსფეროს მოიხელთებთ. ამ უბანში ბევრი ძველი შენობაა და საღამოობით, როცა მთე­ლი შინსეკაი ლამაზი შუქებით ნათდება, ოსაკას ბევრ უნიკალურ პეიზაჟს წააწყდებით. უბნის ცენტრში ანძა ცუტენკაკუ დგას. ხედს, რომელიც ანძის გადასახედიდან იშლება, ვერასდროს დაივიწყებთ. შინ­სე­კაის სხვადასხვა ნაწილში ბავშვის ოქროსფერ ქან­და­-

ბევრი იაპონელისთვის ოსაკა დოუტონბორისთან ასო­ ცირდება. ამ უბანში ოსაკასთვის დამახასიათებელ უნიკა­ ლურ კერძებს გასინჯავთ, იქვე გასართობი ცენტრიც ბევრია. დოუტონბორი არა მარტო უცხოელ ტურისტებს შორისაა პოპულარული, არამედ სხვა ქალაქებში მცხოვრები იაპო­ ნელებიც ხშირად გასართობად აქ ჩადიან. www.dotonbori.or.jp/en 66 VOYAGER 15/2019


კებებსაც გა­დაეყრებით. ჩვენთან ამბობენ, რომ ამ ქან­­ აკებას ფეხზე თუ შეეხებით, ბედნიერება მოვა. დ ოსაკაც, ტოკიოსავით, იაპონიის ეკონომიკის ცენტრია, ამის სიმ­ბოლო და გამოხატულება კოშკი აბენო ჰარკასუა. 300 მ სი­მაღლის შენობაში უამრავი მაღაზია, სასტუმროს ოთახები, კომ­პანიების ოფისები და მუზეუმიც კი არის. შეგიძლიათ, კოშკს თავზე მოექცეთ და მთელი ოსაკა ხელის გულზე გადაგეშლებათ. www.tsutenkaku.co.jp/Guide-pdf/mishiran-guide-english.pdf

ციხესიმაგრე ოსაკაჯოში ოსაკას ისტორიის სწავლას შეძ­ ლებთ. ეს ისტორიული ციხე-სიმაგრე 400 წელზე მეტი ხნის წინ ააშენეს. ჰიდეიოში ტოიოტომიმ _ მან, ვინც იაპონიის ისტორიაში პირველად მთელ იაპონიას მართავდა, ამ ციხესიმაგრის აშენება საკუთარი ძლევამოსილების დას­ ტურად ბრძანა. აღდგენის შემდეგ ოსაკაჯოში მუზეუმის მსგავსი ოთახები მოაწყვეს — სწორედ იქ შეგიძლიათ ოსაკას ის­ტორიის გაცნობა. ციხესიმაგრეს დღეს აქვს ლიფტი, რო­ მელიც შენობის წვერში აგიყვანთ და იქიდანაც ოსაკას ლამაზ ხედს იხილავთ. www.osakacastle.net თუ `ჰარი პოტერი“, `ადამიანი-ობობა“, `უკან მომავალში“ და მსგავსი ამერიკული ფილმები გიყვართ, აუცილებლად, ეწვიეთ უზარმაზარ გასართობ ცენტრს Universal Studio Japan-ს. ამ გიგანტურ კომპლექსში ამერიკული პოპულარული პერსონაჟებისა და სიუჟეტების მიხედვით უამრავი ატ­რაქ­ციონია. ეს ყველაფერი თქვენს საყვარელ ფილმებში დაგაბრუნებთ და გაჩუქებთ დღეს, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ. Universal Studio Japan-ისთვის ერთი დღე მაინც გამოყავით, თორემ დრო ყველაფრის მოსასინჯად არ გეყოფათ. ბილეთებზე, ადგილის რუკის შესწავლაზე, ატრაქციონების თავისებურებებზე, გირჩევთ, წინასწარ მო­ იძიოთ ინფორმაცია. www.usj.co.jp/e

ოსაკა კულინარიული თვალსაზრისით ყველა ქალაქისგან გამოირჩევა. იქ რომ საჭმელს აკეთებენ, სხვაგან ვერსად გასინჯავთ. მსგავსი უნიკალური და მადის აღმძვრელი გემოები იშვიათია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საჭმელი, რომელსაც ამ ქალაქში ამზადებენ, ტაკოიაკია. ტაკო იაპონურად რვაფეხას ნიშნავს, იაკი კი — შეწვას. ამ კერძში სპეციალურ ფქვილს იყენებენ, შემწვარ მასას წინდაწინ ბურთის ფორმას აძლევენ, შიგნით კი რვაფეხას დებენ. საქართველოში ასეთი საჭმელი არ არის და თუ ოსაკაში მოხვდებით, აუცილებლად გასინჯეთ. ამბობენ, რომ ოსაკელები ძალიან გულღია, ხალისით სავსე ადამიანები არიან, ფიქრობენ, რომ სიცილი და ხუმრობა ამ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა ქალაქებში მცხოვრები იაპონელებისგან ამითაც განსხ­ ვავდებიან. რო­გორც ვიცი, ოსაკაში ბევრი კომიკოსი მსა­ ხიობი და­ბადებულა. ალბათ, ამ ქალაქის უნიკალურ განწ­ ყობას ადგილობრივების ეს სახასიათო შტრიხიც ქმნის. თავიანთი ქალაქის განწყობას თვითონვე ქმნიან. ამიტომ იცოდეთ, როცა ოსაკაში წახვალთ, იქ იაპონიის სულ სხვა სახე დაგხვდებათ.

SHITENNOJI TEMPLE უძველესი ბუდისტური ტაძარი იაპონიაში, რომელიც 593 წელს აშენდა. მან მთელი ერი გააერთიანა და მრავალ ეროვნულ საგანძურს შეიცავს. შენობა უძველესი იაპო­ ნური არქიტექტურის ნიმუშიცაა. ომიანობის პერიოდებში ბევრჯერ დანგრეულა, მაგრამ ზედმიწევნით პირვანდელი სახითაა აღდგენილი. დღეს ამ ტაძარში მრავალი რე­ ლიგიური რიტუალი ტარდება, იქვეა ანტიკური ნივთების მაღაზიები, რაც ტურისტების არანაკლებ იზიდავს.

67 VOYAGER 15/2019


ოსაკა

SUMIYOSHI GRAND SHRINE ეს უძველესი, ბუდისტურ ეპოქამდე აგებული სამლოცველო მოხსენიებუ­ ლია მსოფლიოს პირველ რომანად შე­რაცხულ ტექსტში „თქმულება გენჯიზე“. სამ­ლოცველოს არქიტექტურას Sumiyoshizukuri ეწოდება და მნიშვნელოვა­ ნია იმითაც, რომ აზიურ გავლენებს არ ირეკ­ლავს. სუმიოშის ტაძრები კამის სახელობისაა — მოგზაურების, მეთევზეებისა და მეზღ­ვაურების დასაფა­ რად, ამიტომ ისინი უფრო ხშირად პორტებთან ახლოს გვხვდება. მთავარ შენობასთან მისასვ­ლელად ულამაზე­სი ხიდია გადასასვლელი. Sorihashi ხი­ დი უჩვეულოდ მაღალ, ოვალურ თა­ ღად ევლება მომცრო ტბას.

ამ ადგილს განსაკუთრებით ბევრი მომ­ ლოცველი hatsumode-ს დროს ჰყავს (ასე ჰქვია დღეს, როცა ახალი წლის შემდეგ ადამიანი პირველად მიდის ტაძარში).

დოტონბორი ოსაკა ის ქალაქია იაპონელებისთვის, რომელსაც თავიანთი ქვეყნის სამზა­ რეულოს ეძახიან. ამის მიზეზი უამრავი იაპონური საკვებია, რომლებიც სწო­ რედ ოსაკადან მოდის. ყველასთვის საყვარელ და ოსაკაში დაბადებულ კერძებს შორისაა ოკონომიაკის „ბლი­ ნები“, რომელთაც პირდაპირ მაგი­დაზე განთავსებულ ბლინის მძიმე ტა­ ფაზე ამზადებენ. ასევე, კუშიკაცუ — ბევრ ზეთში დაბრაწული და მწვადი­ვით წალამზე წამოცმული, ციცქნა ლუკ­ მებად დანაწევრებული ბოსტნეული, ხორცეული და ზღვის პროდუქტები. ოსაკას პატივს სცემენ იმის გამო, რომ იქ მოიგონეს სწრაფად მოსახარში ნუდლსი, ნუდლსის კოლოფები და რელსიან დახლ-მაგიდაზე „მოსიარუ­ ლე“ სუშის ლანგრები.

გასტრონომიული რიტუალების და­ საკ­­ვირ­ვებლად დო­ტონბორიში უნდა წახვიდეთ, რომელსაც გარ­თობის, გემ­ რიელი სმა-ჭამისა და თავყ­რილობების მოწყობის ოთხასწლიანი ის­ ტორია აქვს. ნეონით განათებულ დო­ტონბორიში, არხის გასწვრივ, საფეხ­ მავლო პრომენადაზე ხალხის ნაკადი დაუსრულებლად შედის რეს­ტორნებ­ში და გამოდის, ყიდულობს იქვე, ქუჩის დახლებზე მომზადებულ კერძებს და მიირთმევს და ასე დაუსრუ­ლებლად. დოტონობორი კინო-თეატ­რიდან ჭა­მამ­დე, ჭამიდან ბუნრაკუს თეატრამდე ცხოვრობს — ეს ცნობილი მარიონე­ ტების თეატრიც იქვეა (იხილე გვ. 118)

კურომონის გადახურული ბაზარი ესაა ნახევარ კილომეტრზე გადა­ჭი­­მუ­ლი, სახურავქვეშ მოქ­ცეული ვრცელი ზონა, სადაც 150-მდე მაღაზია ჰყიდის, იქვე ამზადებს და იქვე გასინჯებს ნა­­ირგვარ საჭმელს. ზოგიერთ ადგილს მაღაზიის ინტერი­ერი აქვს, ზოგი უბ­რა­ლოდ დახლია, შიგადაშიგ, ხედავ ერთ ადგილზე მო­ქუჩულ, საჭმლის რიგში მომლოდინე ადამიანებს, რომელთა თვალწინაც დახ­ლის უკან მდგომი მზა­რეული ახალ-ახალ კერძებს თვალის და­ხამ­ ხამებაში ამზადებს.

სინათლის ფესტივალი სინათლის ფესტივალი ოსაკაში ზამ­თ­­რის ნეიტრალურ ფერებში ჩაფ­ლულ ქალაქს ცისარტყელასავით აფე­რა­დებს. მთავარი პირობა ესაა — ფეს­ტივალი ზამთარში იმართება. „სი­ ნათლის ფეს­ტივალის“ სახელწო­დე­ბის ქვეშ ორი სადღესასწაულო ციკ­ლი ერთიანდება. ერთს მიდო­სუჯის ნათებები ჰქვია, მეორეს — ოსაკა ჰიკარი-რენესანსი. მიდოსუჯი 4 ნო­ე­მბ­რიდან 31 დეკემ­ბრის ჩათვლით გრძელდება, ოსაკა ჰიკარი რენეს­ ანსი კი 14-25 დეკემ­ბერსაა. აღარავინ დავობს, რომ მი­დოსუჯის ნათებებს ანალოგი არ აქვს — მსგავსი ფეს­ ტივალების დროსაც მსოფლიოს არც ერთ სხვა ქალაქში არ ნათდება ერთ ქუჩაზე იმდენი ხე, რამდენიც — ოსაკაში. ოთხკილომეტ­რიან ზოლზე ოებაში-კიტაძუმეს კვე­თიდან ჰანშინმაეს კვეთამდე ქალაქი ფერად ზღა­ პარს ემსგავსება.

ის­ტო­რიული შე­ნობის კედლებზე ფე­ რადი პროექცი­ების შოუ ეწყობა. კვი­რის დღეებში, მზის ჩასვლის შემდეგ, ოთხი შოუ იმართება, უქმეებსა და ეროვ­ნულ დღე­სასწაულებზე კი — ექვ­სი.

ჰიკარი-რენესანსი ოსაკას მერიასა და ნაკაონიშიმას პარკს შორის სივრ­ ცეს იკა­ვებს. მისი სავიზიტო შოუ „კედლის ორ­ნამენტული ნათებებია“ — ანუ ნაკაო­ნიში­მას ბიბლიოთე­კის

შეიძლება ზეიმის მიზეზი იყოს ფუტონ დაიკო, ან დანჯირი მაცური, ანდა კიდევ სხვა რამ — ფესტივალები ვის თუ არა, მხიარულ და გულღია ოსაკელებს უნდა უყ­ვარ­დეთ.

ტურისტები ფერადი ნათებების საც­ ქერ­ლად ყველა მხრიდან ჩადიან და სპეციალურად ირჩევენ იმგვარ სას­­ტუმროებს ღამის გასათევად, საიდა­ნაც ნათებები მოჩანს. ოსაკა, ასევე, ცნობილია, როგორც იაპო­­ნიიის სამი მთავარი ფესტი­ვა­ლი­­დან ერთ-ერთის მასპინძელი ქა­ლა­ქიც. ესაა 1000 წლის წინ დაარსე­ბუ­ლი ტენჯინ მაცური. თუმცა, თუ ოსაკაში ყოფნისას ფერა­დი მაშხალებითა და ტახტრევნებით გაწ­ყობილ სადღე­სას­ წაულო პროცე­სიას წააწყდით და ამის მიზეზი არც ერთი ზემოთ ხსენებული ფესტივალი არ აღმოჩნდა, არ დაიბნეთ.

68 VOYAGER 15/2019

აქ გვირჩევენ, რომ გავსინჯოთ სუშის ად­­­გილობრივი ნაირსახეობა ოშიძუში, იაპონურად მომზადებული კარი, გრი­ ლ­­ზე შემწვარი ზღვის პროდუქტები, თუმცა — დაბრაწული წაბლიც, ძეხ­ ვეულ-ბურგერებიცა და იაპონური აქ­ ცენტებით შეკმაზული ქაბაბების ჭამაც კი შეიძლება. ბაზარი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ფუნქციონირებს. ჰყიდის ულევი რაო­დენობის ცინცხალ თევზს, ფერმენ­ ტირებულ ინგრედიენტებს, ქორფა ბოსტ­ნეულს, ახალ ხორცს, ტკბილე­უ­ლო­ბასა და დესერტებს. ბაზრის ბო­ ლოში საინფორმაციო ცენტრია. იქვეა დასასვენებელი ადგილიც — ამდენი ვაჭრობის, სხვადასხვაგვარი კერძის გასინჯვის შემდეგ, ადამიანმა სული რომ მოითქვას. www.osakastation.com/ kuromon-ichiba-market


ოკონომიაკი ფუკუტარო ამ რესტორანში ვიზიტს ოსაკაში მოგ­ზაურობის შემდეგ ბევ­რი გვირჩევს. ესაა ძველებური სტილის საკვები ობიექტი, სადაც სტუმრებს იაპონელების ერთერთი ყველაზე საყ­ვარელი კერძით — ოკონომიაკით (თავისებური სანელებ­ ლებითა და მარილით შეზავებული, გრილზე დაბრაწული ბლინია, რომე­ ლიც უამრავ ინგრედიენტს შეიცავს და შე­მადგენლობის განსაზღვრა თვი­თონ სტუმარსაც კი შეუძ­ლია) უმას­პინ­ ძლდებიან. ოსაკა ამ „ბ-კლასის“ კერძის სამ­შობ­ ლოა და იქ თავისებურ ოკონომიაკისაც ამზადებენ. ესეც ავხსნათ: „ბ-კლასის“ — ეს იაპონიაში ძალიან პოპულარული დახასიათებაა იმ დახვეწილი, გემრი­ელი კერძებისა, რომლებიც მასობ­ რივად, ბევრ ადამიანს მოსწონს და თან იაფი ღირს. ცხადია, სპეციალურად გავუსვით ხაზი სიტყვა „დახვეწილობას“

საკაის დანები

— განმარტება „ბ-კლასი“ ხარისხს და გემოს საერთოდ არ აფასებს. რაც ეხება ამ ძველ, მაგრამ ძალიან პოპულარულ რეს­ტორანს, ბარიც აქვს — ცხრაადგილიანი, საერთო დარბაზიც — ორმოცადგილიანი და ტატამის სივრ­ ცეც — სადაც 22 სტუ­მარი დაეტევა. იქ აქვთ ახალთახალი რვაფეხაც, ფორ­ თოხლის სოუსში, ღორისა და ხბოს ხორცის კერძებიც, ავოკადოს ტოფუც და ბევრი სხვა სახასიათო კერძიც. მენიუ ინგლისურიცაა, რჩევას არავინ დაგვზარდება. დაჯავშნა სასურველია. www.2951.jp/en

AMERIKA-MURA ეს სახელი „ამერიკულ დასახლებას“ ნიშნავს და იქაურობა მართლაც იმ­ დენად ამერიკულია, საკუთარი თავი­ სუფლების ქანდაკებაც კი უდგათ. ცხადია, ამ ქანდაკების კულტურული ღი­რებულება მცირეა, მაგრამ ამ რა­ იონის უცნაურ თავისებურებებს, იუმორს და შემოქმედებით განწყობას კი ნამდვილად ხაზს უსვამს. აქ ყვე­ ლაფერი ამერიკულია. 1990-იანი წლე­­ბის მეორადი სპორტული ტანსაც­მე­ლიცა და ამერიკული პოპ-კულტურის სხვა ტკბილად მოსაგონარი წვრილ­ მანებიც უხვად აქვთ. აქაურობის ისტორია 1970-იანი წლე­ბიდან იწყება, როცა ამ უბნის საწყო­ ბებში ამერიკულ ჯინსებს, მეორად მუ­სიკალურ ფირფიტებს და ამერიკი­ დან იმპორტირებულ ათასგვარ ნივთს ჰყიდ­­დნენ. იმავე პერიოდში ერთმა ოსაკელ­მა ინ­ტერიერის დიზაინერმა ამ უბანში თა­ ვისი კაფე გახსნა და ნელ-ნელა საწ­ ყობებისა და საპარკინგე ზონებით სავ­სე დასახლებას ახალგაზრდები მო­აწყდნენ — შემოქმედებითი ენერ­გიის, თავისუფალი სივრცის, „ნამდ­ ვილი, ადა­მიანური ურთიერთობების“ საძებ­ნელად. ამდენი წლის შემდეგაც აქა­ურობა ახალგაზრდა დიზაინერების, მო­­დელების, მუსი­კოსების თუ მოცეკ­ ვავეების საყვარელი ადგილია. ოფი­­ციალურ ვებგვერდზე კი ამ გან­ცხა­ დებით გვესალმებიან: „სალამი ყვე­­ლას — აქ დაიბადა იაპონიის ქუჩის კულ­ტუ­რა“. www.americamura.jp/en

NEKO NO JIKAN ამერიკა-მურაში ცხადია არის „ბურგერ-­ კინგი“ — ამერიკუ­ლობის კიდევ ერთ­ ხელ ხაზგასასმელად, მაგრამ იქვეა ერ­თი უჩვეულო კაფეც, რომლის შესა­ ხებაც, ალბათ, გსმენიათ. ესაა Neko no Jikan — კატების პირველი კაფე იაპო­ ნიაში, რომელიც ცხოველების, განსა­­კუთრებით კი კატების მოყვა­რულებს დღემდე იზიდავს. იქ რომ სიმშვიდეა და ლამის მედი­ტაციური გარემოც, ამაზე გავლენას, წყნარი მუსიკის გარდა, კატებიც ახდენენ. www.nekonojikan.com

MAJIMA FRUITS, SHINSAIBASHI რაიონი იგივეა — შინსაიბაშის „ამე­ რიკული სოფელი“, კაფე-მაღაზია კი სხვათაგან იმით გამოირჩევა, რომ იქ ყველაფერი ხილზეა აწყობილი. უგემ­რიელესი ხილის კოქტეილები აქვთ და მარწყვისა თუ ფორთოხლის სენდ­ ვიჩები კრემით, ხილის პუნშები და ცოცხალი ხილიც — თაროებზე. ვისაც სიჯანსაღისკენ და ახალი ხილისკენ აქვს მიდრეკილება, ეს კაფე მათთვის ღიაა 11:00-დან 22:00 საათამდე. Instagram: majimafruits 69 VOYAGER 15/2019

რადგან იაპონური სამზარეულოს გულ­ში ვტრიალებთ, ეს საქმე ბასრი და მჭრელი დანების გარეშე არ გამოვა. მით უმეტეს, როცა ოსაკადან სამხრეთით, ერთ პატარა ქალაქ საკაიში მჭედლების საბადოა. სა­კაიში ბასრი დაშნებისა და სხვა­დასხვა ფორმის დანების მომ­ზა­­დების ტრადიცია მას შემდეგ და­ ნერგეს, რაც პორტუგალიელებმა იაპონიაში თამბაქო შეიტანეს და აღმოჩნდა, რომ თამბაქოს ყვე­ ლაზე კარგად სწორედ საკაიში დამ­ზადებული დანები ჭრიდა.

ქალაქი სამჭედლოებით დღემ­დე მო­­ფენილია, აქვთ სუვენირების მა­ღა­ზიები და მუზეუმიც, სადაც ინ­ ფორმაციას სა­კაის სხვა ტრადიცი­ ულ ხელსაქმეზეც მოიძიებთ: ეს ქალაქი ცნობილია სურ­ნელოვანი ჩხირების დამზადებით, ბამ­ბის ქსო­ვილის ღებვის უნიკალური მე­თო­ დით, კულინარიაში ცნობილი წყალ­მცენარე კომბუს იდეალური დამუ­ შა­ვებით. თუმცა, ჯერ დანები — ბას­ რი, იდეალურად მოელვარე სამ­ ზარეულოს დანები შევათვალიე­როთ და თან — ფრთხილად. www.sakaidensan.jp/en

მისონო ეს შენობა თავიდანვე ერთ დიდ გა­ სართობ ზონად ჩაი­ფიქრეს და დღემდე ასეა — 2019 წლის ოსაკას სამოგზაურო გზამკვლევებშიც მისონო კულინარიის, ღამის გართობის, გრანდიოზული წვე­ ულებების, სასტუმროებისა თუ ბარების ცენტრად სახელდება. ერთ სართულზე მხოლოდ პატარა ბა­რებია, სხვადასხვა თემით, ამ ბარე­ბის ჩამოვლა და თითოეულ მათგანში რა­ ღაც ახლის გასინჯვა ნიშნავს იმას, რომ ოსაკას სმისა და გართო­ბის კულტურას ეზიარეთ — ბარიდან ბარში სმა აუცი­ ლებლად გაგრძელდება ახალი ნაც­ნო­ ბობით და ოსაკელების გულ­ღიაობა, რაზეც რიოსეი წერს თავის სტატიაში, შეიძლება ამგვარ სიტუაციებში ყვე­ ლაზე კარგად გამოჩნდეს. ბარების გა­მორჩევა არ ღირს, თუმცა, ტურის­ტები ამბობენ, რომ Royal Crown-ს ჰყავს ძალიან ხალისიანი მასპინ­ძელი, რო­მელიც ინგლისურად კარგად ლაპა­რაკობს და უცხოელებთან ახა­ლი ნაც­­ნობობის გასაბმელადაც მუდამ მზა­დაა.


ოსაკა

SAM AND DAVE ONE იმავე რაიონში ნამბა/შინსაიბაშიში ოსა­კელებიცა და ტურისტებიც ღამის გასართობებისთვისაც დადიან. ერთერთი ღამის კლუბი, სადაც ხალხი ღამის პირველი საათის მერე ემატება Sam and Dave-ია. ამ კლუბის სახელი იაპონიის გარეთაც იციან, მოწვეული და რეზიდენტი დიჯეები, ძირითადად, ჰაუზსა და ტრანსს უკრავენ, თუმცა ჰიპ-ჰოპისა და სხვა ჟანრების ღა­ მეებიც ხშირად ეწყობა. www.samanddave.jp/sam-anddave-one/?lang=en

GIRAFFE ყველაზე პოპულარულ კლუბებს შო­რის ასახელებენ GIRAFFE-ს, რომელ­საც ახალგაზრდები აწყდებიან. ამ კლუბს ოთხი სცენა აქვს, ძა­ ლიან ლიბერალური შესვლის წე­ სები გოგონებისთვის და კარგი და მრავალფეროვანი მუსიკის რეპუტა­ ციაც.

ცენტი, რასაკვირველია, სასმელზე და მისაყოლებელ კერძებზეა. ზემოთ ნახსენები მისონოს შენობა უამრავ იძაკაიას იტევს ისევე, როგორც ურანამბა და სხვა რაიონები. HOZENJI YOKOCHO — ამ ქუჩის სა­ ხელის ცოდნაც გამო­გადგებათ — ეს ქვაფენილით მოკირწყულული ქუჩა ათობით იძაკაიასა და ბარს აერთიანებს და თავისი ურბანული ლეგენდებიც აქვს (სურვილების ჩა­ ფიქრებასა და ახდენაზე). ჩოჩინ-დორი — აქ კი იმ ცნობილ

კადრს ნახავთ რეალურად, ინსტაგ­ რამზე მაინც რომ ალბათ ყველას შეხ­ ვედრია — 700 ფარნით განათებული ქუჩა — ისევ სავსე ათასგვარი გასარ­ თობით, იძაკაიათი და ბარით. KYOBASHI — და ბარემ ვახსენოთ ეს ადგილიც ცენტრალურ ოსაკაში. ამ გაყოლებაზე ბევრი მოგზაური სა­ კუთარ ფა­ვორიტად შეთქმულივით Bar Pacha-ს ასახელებს. ბარი, თურ­მე, პატარაა, ამერიკული სტილის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისაყოლე­ბელ კერძებ­საც სთავაზობენ სტუმ­ რებს. პატარა ფართის გამო კი ყვე­ ლა ყველას ელა­პარაკება, ან რიგში იცდის, ამი­ტომ ახალი ნაცნობობის გაბმა გარდა­უ­ვალიაო, ტურისტები წერენ.

www.giraffe-japan.com/lang/ en.html#!/home

თუმცა, ამ ორი კლუბის მსუბუქად მოხსენიება მხოლოდ მსუბუქ შესა­ ვალს ჰგავს, ოსაკას ღამის კლუბების სცენა კომპლექსური და საოცრად მრავალფეროვანია. www.nightclubsjapan.com — ამ ინგ­ ლისურენოვან ვებგვერდზე კი სანდო და საქმიან აღწერებს იაპონური ქა­ ლაქების საუკეთესო ღამის კლუბების შესახებ თავად წაიკითხავთ. ისე კი, ნამბასა და მის განშტოებებში, შინ­ საიბაშიში და მის ქველოკაციებზე მო­უწევს ტრიალი ყველას, ვინც ოსა­ კას ღამის ცხოვრებაში გადაშვებას გა­დაწყვეტს. ერთი სასარგებლო ინ­­ფორ­მაცია ისიცაა, რომ ნამბას სა­მი მატარებლის სადგური აქვს, სხვა­ დასხვა ხაზებით, რომელთა შორისაა მი­დოსუჯის მეტროც. IZAKAYA — ამ სახელის ცოდნაც გამოგადგებათ. ეს ირლანდიური პა­ბის თუ ესპანური ტაპას-ბარის იაპო­ ნური ვერსიაა — ქოლგა-სახელი იმგვარ ბარ-რესტორანზე, სადაც აქ­

და კიდევ ერთი გამოსადეგი ვებ­გვერ­დი მათთვის, ვისაც ოსა­კას ღა­მის ცხოვრება აინტერესებს, მაგრამ თან მეგზურს ეძებს. www.osakapubcrawl.com —

ამ სა­იტ­ზე გიდების მოძებ­ნაა შესაძ­ლე­ბელი სწორედ ღა­მეული თავგადა­ სავლებისთვის — ფასში შედის სას­ მელიც და ფასდაკლებაც გარკ­ვე­ ული ტიპის ალ­კოჰოლზე. სტუმარს ერთადერთ რა­მეს ვთხოვთო, წერენ ვებგვერდზე — მოვიდეს, ბარიდან ბარ­­ში გამოგყვეს და იმხიარულოსო. მსგავს მომსახუ­რებას ისინი მოგ­ზა­ურებს სხვა ქა­ლაქებშიც სთავა­ზობენ.

ერთი რამ, რაც მეგზურის გარეშე და­ნამდვილებით შეგიძლიათ გა­­აკე­თოთ — KITAHAMA TERRACE-ზე სადილია — აქ ბევრი საინტერესო, ერთმანეთზე უკეთესი რესტორანია, რომლებიც მდი­ნარეს გადაჰყურებს და შესა­ნიშ­ნავია გარეთ, ტერასაზე სადი­ლის­თვის.

70 VOYAGER 15/2019

220 წევრი ჰყავს იაპონიის სასტუმრო­ თა ასოციაციას (Japan Hotel Association - JHA) და თითოეული წევრი სასტუმრო მომსახურებისა და ინფრასტრუქტუ­ რის უცვლელად მაღალი სტანდარტით გამოირჩევა. ამ სასტუმროების უმ­რავ­ ლესობას ისეთივე სერვისები ექნება, როგორც მათ დასავლურ ანალოგებს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში: გათბობა, ტელევიზორი, კონდიცირება, საცურაო აუზი, სავაჭრო თუ ჯანდაცვითი ცენტრი.

სასტუმროში ღამის გათევა მიღებული წესია თვითონ იაპონელებისთვისაც, თუკი მათ მგზავრობა შორ მანძილზე უწევთ. არც ის გაგიკვირდეთ, თუ ახ­ალგაცნობილი ოსაკელი მეგობ­რები ღა­მის კლუბში გვიანობამდე გართობის შემდეგ სახლში სულ არ წავიდნენ და, მაგალითად, გამოძინება First Cabinის ვიწრო, მაგრამ კომფორტულად მოწყობილ საძილე კაბინაში გადაწყ­ ვიტონ. ეს „კაფსულას“ ტიპის სას­ ტუმროა, სრული აღჭურვილობით და იქ ღამის გათევას არავინ თაკილობს. www.first-cabin.jp/en/hotels/22

სასტუმრო-კაფსულა პირველი სასტუმრო-კაფსულა ოსა­კაში 1979 წელს გაიხსნა. ამ სას­ ტუმროებში ოთახები იმდენად პა­ტა­რაა, რომ მასში მხოლოდ საწო­ ლი ეტევა. ოთახსაც ვერ დაარქმევ, შესაწოლი კაფსულებია, რომ­ლე­ბიც ერთმანეთის გვერდი-გვერდ რამდენიმე სართულადაა განლაგე­ ბუ­ლი. კედლები ხის, მეტალის, ანდა პლასტიკისაა. ზოგ კაფსულაში პატა­ რა ტელევიზორი, ასევე პატარა კონ­ დიციონერი, განათება, მაღვიძარა და შტეფსელი დაგხვდებათ. სასტუმროს აქვს საერთო ტუალეტი, სააბაზანო, სასადილო ოთახი, ხშირად აუზიც კი. მისი პოპულარობა დიდწილად განა­პირობა ფასმა, რომელიც ღამეში 36100 ლარამდე მერყეობს. ტურისტების გარდა, მას ხშირად იყენებენ თა­ვად იაპონელებიც, ისეთ შემთხვე­ ვებში, როდესაც გვიან ღამით საზო­ გადოებრივი ტრანსპორტი აღარ და­დის, სახლამდე კი რამდენიმე საა­ თიანი გზა აქვთ და დილაადრიან კვლავაც სამსახურში უწევთ გასვლა. თქვენზეა დამოკიდებული, იაპონიაში ჩასული, ცდით თუ არა სასტუმროკაფსულაში დაბინავებას, თუმცა გაით­ ვალისწინეთ, თუ კლაუსტროფობი­ ული შიშები გაწუხებთ, ეს ცდად არც ღირს.


RIHGA ROYAL კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სი­ა­მოვნება მოდურ და ცნობილ რა­ი­ონში, ნაკანოშიმაში. პრემიუმ-ხარის­ ხის მომსახურება მაქსიმალურად კომ­ფორტულ ნომრებს, დახვეწილ ინტე­ რიერს, საცურაო აუზსა და საუნას, საუზმესა და აპერიტივს სასტუმროს ლაუნჯში მოიცავს, სტუმრის განკარ­ გულებაშია პერსონალური კონსიერჟიც. სასტუმრო გორაკზე მდებარეობს, ამი­ ტომ ხედიც დაუვიწყარია. ორი სტილით გამოირჩევა: „გემოვნებიანი ფუფუ­ ნება“ — თანამედროვე დიზაინით და მსუბუქი ევროპული სტილი, სათაურით „ევროპული კლასიკა“. www.rihga.com/osaka

ST. REGIS OSAKA

BOLY BOUTIQUE HOTEL

ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მი­ დოსუჯის რაიონში მდებარეობს, ამ უბანს კი ზოგიერთ მიმოხილვაში „ოსაკას ელისეს მინდვრებს“ უწო­ დებენ _ ანუ გამოდის, რომ მიდოსუ­ჯიში დაბინა­ვება შოპინგისთვის იდეა­ლურია ისე­ვე, რო­გორც მგზავ­რო­ბის­თვის (შენო­ბა ზედ მეტროს ამოსასვ­ ლელთანაა) და შინსაიბაშისა და ნამ­ბას უბნებში ღამის გართობებისთვის.

ეს სასტუმრო კიტაჰამაში მდებარეობს. შესანიშნავი ადგილია ოსაკას კულ­ ტურული მემკვიდრეობის გასაცნობად და იმაზე დასაკვირვებლად, თუ რო­გორ ერწყმის ისტორია და ძვე­ლი კულტურა თანამედროვე ყოველ­დღი­ ურობას, ტექნოლოგიებს. სასტუმრო პატარაა, თუმცა, განსა­კუთ­ რებული დახვეწილობითა და ხარის­ ხით გამოირჩევა და მშვიდი, მყუდრო გარემოს მაძიებლებს მოსწონთ.

St. Regis-ს აქვს ძენ-ბუდისტური ბაღი სახურავზე. ინტერიერიც სადა, იაპო­ ნური ესთე­ტიკისა და დახვეწილი ევროპულობის მიქსია. ერთ-ერთი მიმომხილველი დაჟინებით გვირჩევს ამ სასტუმროს ბარში დამზადებული „შოგუნ მერის“ გასინჯვას _ შოგუნ მერი „სისხლიანი მერის“ ოსაკური ვერსიაა. აქვე პატარა ისტორიაც: თვი­თონ „სის­ ხლიანი მერი“ სწორედ ამ სასტუმ­ როში შექმნილა, ოღონდ 1934 წელს და ოღონდ _ ნიუ იორკში. www.marriott.com/hotels/travel/ osaxr-the-st-regis-osaka

კიდევ ერთი სასტუმროს კონცეფცია, რო­მელიც ოსაკას სახელს უკავ­შირდება, ე. წ. „სიყვარულის სას­ტუმ­როა“. ესაა ღამის გასათევი ოთა­ხები მოკ­ლე სასიყვარულო ურთიერ­თობე­ბის­თვის, თუმცა, ხშირად მას სტუდენ­ტებიც იყენებენ — დაბალი ფასის და ფასთან მიმართებაში მშვე­ნიერი კომფორტის გამო. დღეს LOVE HOTELS მთელ იაპონიაშია გავრცელებული, თუმცა პირველადი საჭიროება, რამაც 1960-იანი წლების ბოლოს ოსაკელებს პირველი ასეთი სასტუმრო გაახსნევინა, აშკარად შემ­სუბუქებულია. 1960-იან წლებში წყვი­ ლების დიდი ნაწილი დიდ ოჯახებში, მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ და „სიყვარულის სასტუმროში“ მიდი­ ოდნენ მაშინ, როცა განმარტოება სჭირდებოდათ.

დღეს ამ ტიპის სასტუმროში ოთახე­ბი საათობრივად ქირავდება, თუმცა, მსურ­ ველებს, ცხადია, ღამითაც ტო­ვებენ. ოსაკაში ტენოჯის ქუჩაზე შე­გიძლიათ გასეირნება, თუ ასეთი კონ­ცეფცია გაინტერესებთ.

www.theboly.com/en

CONRAD ამ სასტუმროს მთავარი მარკეტინგუ­ ლი განაცხადი ასეთია: „კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს ციურ მისამართზე“. საქმე ისაა, რომ ორ მდინარეს შო­ რის მდებარეობის გამო სასტუმროდან წყლი­სა და ქალაქის საოცარი პეიზა­ჟები იშლება. ეს სასტუმრო ბევრს მოს­ წონს თავისი სტრატეგიული ლოკა­ ციის გამო: ბიზნესი, შოპინგ-ცენტრები, რესტორნები, ხელოვნების მუზეუ­მები, საფესტივალო ჰოლიც კი იქვეა. გამორჩეულია თვითონ ოთახებიც, რო­ მელთა მინიმალური ფართი 50 კვ.მ-ია. თითოეულ მათგანს იატაკიდან ჭერამ­ დე ფანჯრები აქვს და შუქის, ფარდი­ სა და ტემპერატურის რეგულირებას სტუმრებს ციფრული პანელით ანდობს. სასტუმროს აქვს ოთხი რესტორანი და ლაუნჯი, ასევე სქაი-ბარი და სასადილო დარბაზი სახურავზე, მაღალ სართულზე სპა და ოცმეტრიანი საცურაო აუზი. www.conradhotels3.hilton.com 71 VOYAGER 15/2019

„მესიჯობა“ _ იაპონური თითების ბალეტი იაპონია მობილური ტელეფო­ნე­ბის წარმოებასა და გამო­ყენე­ბაში ერთ-ერთი ლიდერია. 2000 წელს სწორედ აქ, კომპანია J-Phone-მა გამოუშვა პირველი მოდელი, რო­მელ­საც ფოტოების გადაღება, შემ­დეგ კი მათი იმე­ილით გაგზავნა შეეძლო. ტელე­ფონების მორთვაგალამაზება და ათასი ზიზილპიპილოთი აჭრე­ლებაც იაპონე­ ლების მოგონილია. საზოგადოებრივი თავშეყრის ად­გი­ლებში ტელეფონზე საუბარი უხერ­ხულია. ზარის ხმა გამორ­თული აქვთ. ამიტომ მოკლე შეტ­ყობი­ ნებების გაგზავნა გამოსა­ვალია. იაპონელები ემოციების გამომ­ ხატველი სიმბოლოების გამოგო­ ნებაშიც ჩემპიონები არიან. მაგა­ ლითად, წლების წინ, სკოლის მოს­წავლეების საყვარელი მესიჯი ასე­თი გახლდათ: 8-8-9-1-9. მისი გაშიფვრა იაპონური ენის მცოდ­ ნეებისთვის საკმაოდ მარტივია: 8-8-9-1-9 – ჰა-ია-კუ-ი-კუ („დროზე წამო!“). იაპონიაში პირველი ემოჯიც და­ი­ ბადა. შიგეტაკა კურიტა, 1999 წელს ყველაზე მსხვილ იაპონურ სატე­ ლეფონო კომპანია DoCoMo-ში მუ­შაობდა, როდესაც 176 ემოჯი შექმნა _ თან ისეთები, დღესაც რომ საერ­ თაშორისო ხმა­რებაშია.


რაგბი _ 2019

სპორტული ტური იაპონიაში ლ უკ ა ჭ ოჭ უა

2019 წელს რაგბის მსოფლიო თასი პირველად გაიმართება აზიაში, ჩემპიონატის მასპინელი იაპონიაა. ტურნირს ქვეყნის 12 ქალაქი მასპინძლობს: ჩოფუ, იოკოჰამა, ფუკუროი, ჰიგაშიოსაკა, ფუკუოკა, ტოიოტა, საპორო, ოიტა, კუმამოტო, კობე, კუმაგაია და კამაიში.

რაგბი და იაპონია გსმენიათ, ალბათ, ლელობურთის შესახებ. იაპონიაში საკუთარი ლელობურთი აქვთ — კემარი, რომელიც ფეხბურთის და რაგბის პარალელურად ვითარდებოდა. არსებული ცნობებით, კემარი იაპონიაში ჩინეთიდან, ჩვენი წელთაღრიცხვით მეშვიდე საუკუნეში, ასუკას პერიოდში შევიდა. სპორტის ამ სახეობაში უმთავრესი მიზანი ბურთის ჰა­ერში დიდხანს გაჩერებაა და ყველა მოთამაშე ამ მიზნის გარშემო ერთიანდება. კემარის, დღესაც, კვლავ ტრადიციულ კოს­ ტიუმებში გამოწყობილები თამაშობენ. შესაბამისად, ბურთი და სათამაშო სახე­ ობები იაპონელთათვის უცხო არ ყოფილა. პირველი სარაგბო გუნდი 1866 წელს, იოკოჰამას საფეხბურთო კლუბთან შეიქმნა. კაპიტანი ჩარლს როშფორტი, კაპიტანი რობერტ ბლოუნტი და ლეიტენანტი ლორდ ვოლტერ კერი სწორედ ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც ამ კლუბის ჩამოყა­ ლიბებაში მიიღეს მონაწილეობა. სარაგბო დაპირისპირებებიც პირველად ზუსტად იოკოჰამაში, ბრიტანულ სამხედრო გარნი­ზონზე იმართებოდა. დარჩენილია საინ­ტე­ რესო ილუსტრაცია 1874 წლიდან, რო­მელ­ ზეც აღბეჭდილია, თუ როგორ თამაშობენ ამ ქალაქში მცხოვრები ანდა სტუმრად მყოფი ბრიტანელი მეზღვაურები რაგბის. მაშინ დროს, ადგილობრივები სპორტის ამ სახეობით დიდად არ ინტერესდებოდნენ, ან თუ ინტერესდებოდნენ, არ თამაშობდნენ. იაპონელებმა პირველად რაგბი 1899 წელს ითამაშეს, როდესაც კეიოს უნივერსიტეტის სტუდენტებს სპორტის ეს სახეობა პრო­ ფესორმა ედვარდ ბრამველ კლარკმა და ჯინოსუკე ტანაკამ გააცნეს. ორივე _ კლარკი და ტანაკა კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იყვნენ.

რიერები ირღვეოდა. პროფესორმა კლარ­ კმა თავადაც მიიღო ამ მატჩში მონაწილეობა და მას შემდეგ, რაც მისმა სტუდენტმა _ შიოდამ ლელო დადო, გარ­დასახვაც გაი­ ტანა. კეიოდან სპორტის ეს სახეობა სხვა უნივერსიტეტებშიც გავრცელდა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ იაპონური რაგბი საუნივერსიტეტო შეჯიბრებებზე დგას.

იაპონელთათვის სპორტს და მათ შორის რაგბის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. 1901 წელს კეიოს უნივერსიტეტი „იოკოჰამა ფორინერზს“ (იოკოჰამელ უცხო­ ელებს) დაუპირისპირდა და შეხვედრა 35-5 წააგო, თუმცა ამ თამაშმა ყველას ანახა, რომ სპორტში არსებული რასობრივი ბა­

კეი­ოსა და ვასედას უნივერსიტეტებს შო­რის სარაგბო დაპირისპირება ყოველ­წლი­ ურად 1924 წლიდან ტარდება და ადგი­ლობრივი სპორტის ერთ-ერთი უძვე­ლესი დაპირის­პირებაა. აზიურ ქვეყანაში რაგბი დღემდე ვითარდება და მოცემულ მომენტში „მამაცი საკურები“ მსოფლიო რეიტინგში მე-11

72 VOYAGER 15/2019


დაპირისპირება მას­პინ­­ძლებმა 13:6 მოიგეს, თუმცა ბოლო წუთებზე ლელოს დადებასთან ძალიან ახლოს საქართველოს ნაკრები იყო და რომ არა უელსელთა მწვრთნელების ჭკვიანური მოქმედება და მსაჯების შეცდომა, შესაძლოა, შეხვედრა სხვაგვარადაც დასრუ­ლებულიყო.

ად­გილზე იმყოფებიან. იმის განსასაზღვრად, თუ რამ­ დენად პოპულარულია რაღაც იაპონიაში, შეგვიძლია მარ­ტივი კითხვა დავსვათ _ არის ამ სფეროს შესახებ მანგა (კომიქსი) დახატული? რაგბის შესახებ კი არაერთი მანგაა შექმნილი და ერთ-ერთ მათგანზე (All Out!) ანი­მაციური სერიალიც კი გადაიღეს.

„ბორჯღალოსნები“ და იაპონია საქართველო იაპონიაში გასამართ მსოფ­ლიო თასზე ყვე­ ლანაირი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვდა. 2015 წელს „ბორჯღა­ლოსნებმა“ ტონგა და ნამიბია დაამარცხეს, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და შედეგად, ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, ნაკრები მომდევნო ტურ­ ნირზე ავტომატუ­რად მოხვდა. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკ­­რების მეტოქეები ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი იქნებიან. პირველი დაპირისპირება 2019 წლის 21 სექ­ტემბერს, ტო­იოტას სტადიონზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები უელსს დაუპირისპირდება, რომელმაც სულ ახლახანს „ექვსი ერის“ ტურნირი ტრიუმფით და­ას­რულა და ევ­რო­­პის საუკეთესო ნაკრების ტიტული მოიპოვა. „ბორჯღალოსნები“ „დრა­კონებს“ ერთად­ერთხელ, 2017 წლის ნოემბერში, „ფრინ­სიფალითი“ სტადიონზე შეხვდნენ. მატჩი რაგბის ყველა მოყვარულს, როგორც უელ­სელს, ისე ქართველს, კარგად ემახსოვრება.

საქართველო-უელსი, 2017 წლის ნოემბერი, კარდიფი. ©Harry Trump

მეორე თამაში „კუგამაია რაგბის“ სტადიონზე, ურუგვაელთა წინააღმდეგ, 29 სექტემბერს შედგება. საქართველო სამხ­ რეთ ამერი­კელებს ხუთჯერ შეხვდა _ სამი გა­მარჯვება და ორი მარცხი, თუმცა, ალბათ, არც ერთ ქართველ რაგბის ქომაგს არასდროს დაავიწყდება ის იმედგაცრუება, რომელიც ურუგვაის ნაკრებმა 2003 წელს აგრძნობინა. ავსტრალიაში გამართულ მსოფლიო თასზე საქართველოს ჯგუფში ერთადერთი თამაშის მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა ურუგ­ ვაისთან სათანადო დონეზე ვერ ითამაშა, შეხვედრა დათმო (24-12) და პირველი მსოფლიო თასიდან გამარჯვების გარეშე დაბრუნდა. ამის შემდეგ საქართველოში რაგბი ბევრად სწრაფად განვითარდა, ვიდრე _ ურუგვაიში, თუმცა მსოფლიო თასზე რევანშის აღებას მაინც სხვა გემო ექნება. ყველაზე დიდი წონა და მნიშვნელობა ჯგუ­ფური ეტაპის მესამე მატჩს ექნება, რომელ­შიც „ბორჯღალოსნები“ წყნარი ოკეანის კუნძულების საუკეთესო ნაკრებს, ფიჯის, 3 ოქ­ტომ­ბერს და­უპირისპირდებიან. შვიდ­კაცა რაგბიში ოლიმპიური მედ­ლების მფლო­ბელები, რა თქმა უნდა, გაშლილ და სა­ ნახაობრივ რაგბის თამაშობენ, თუმცა არც შერკინებაში და სხვა კომპონენტებში არიან სუსტები. თუკი 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგას დამარცხება სენსაციად მოინათლა, მაშინ ფიჯისთვის მომავალ მსოფლიო თასზე მოგებას სას­წა­ული შეიძლება დავარქვათ. კუნძულელები ყველაზე მნიშვ­ნელოვანი სარაგბო ფორუმისთვის ყოველთვის განსა­ კუთრებით ემზადებიან და, დარწმუნებული ვარ, არც მომ­ დევნო ტურნირი იქნება გამონაკლისი. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ავსტრალიის წინააღ­მდეგ არასდროს უთამაშია, შესაბამისად, პირველი დაპი­ რისპირება 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, 11 ოქტომბერს შედგება. ავსტრალია ოდით­განვე სანაკრებო რაგბის გრანდი იყო, მსოფლიო თასი ორჯერ აქვს მოგებული და პრაქტიკულად ყველა ტურნირის წინ გამარჯვების ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ეს ყველაფერი მცირედით, მაგრამ მაინც შეიცვალა. საკამათო ნამდვილად არაა, რომ ავსტრალია დღესაც გრან­ დი და მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, თუმცა ფედერაციაში პრობლემები აქვთ და ავსტრალიური კლუბები „ზე რაგ­ ბიში“ არც თუ ისე კარგად გამოდიან. იმის ამბიცია, რომ „ბორჯღალოსნები“ ამ მეტოქეს პირველივე ცდაზე დაამარ­ ცხებენ, თითქმის არც ერთ გულშემატკივარს აქვს, მაგრამ სპორტი უცნაური რამაა და გულის სიღრმეში ყველა ქარ­ თველი საუკეთესოს ელის _ თუნდაც იმის დამტკიცებას, რომ „რაგბი ჩვენი თამაშია“! „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში, როგორც გამოცდილ, ასევე ძალიან ახალგაზრდა მორაგბეებს ვიხილავთ. გიორგი ნემსაძის, შალვა სუთიაშვილის და დავით კაჭარავას გვერდით _ თედო აბჟანდაძე, გურამ გოგიჩაშვილი, გელა აფრასიძე და სხვა ახალგაზრდები იქნებიან. ოც წლამდელთა მსოფლიო თასზე რეგულარულად თამაშმა ახალგაზრდა მორაგბეები მაღალ ტემპს და პირველი რანგის გუნდების დამარცხებას მიაჩვია. ბოლო წლებია, საქართველოს ნაკრები სულ უფრო უკეთ თამაშობს გაშლილ რაგბის და იმედია, ეს იაპონიაშიც დამტკიცდება.

73 VOYAGER 15/2019


რაგბი _ 2019

მსოფლიო თასი და იაპონია უკვე ვახსენეთ, რომ მსოფლიო თასი აზიაში პირველად იმართება და გასაკვირი არაა, რომ ტურნირის პირველი მასპინძელი იაპონიაა. აზიის კონტინენტზე საუკეთესო მორაგბეთა ნაკრები სწორედ „მამაცი საკურები“ არიან.

ვირტუალური ტური რაგბის ქალაქებში

ტურნირის ფავორიტებზე საუბარი რთული არ არის _ მსოფლიო რეიტინგის პირველი სამეული. პირველ ად­ გილზე მყოფი ახალი ზელანდია ბოლო ორი მსოფლიო თასის გამარჯვებულია და თასის მოპოვების უპირველეს კანდიდატად მიიჩნევა. მსოფლიო რეიტინგის მესამე ად­ გილოსანი ირლანდია ბოლო გუნდია, რომელმაც ახალი ზელანდიის დამარცხება მოახერხა. მეორე ადგილზე კი უელსია, გუნდი, რომელმაც წლევანდელი „ექვსი ერი“ დიდი სლემით, ანუ ყველა მატჩში გამარჯვების მოპოვებით მოიგო.

Hokkaido Prefecture SAPPORO CITY გელა აფრასიძე, ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, თბილისი, 2017 წ. ©Mark Runnacles

არ შეიძლება ინგლისელთა ჩამოწერაც _ მათი ავსტრალიე­ ლი მწვრთნელი ედი ჯოუნსი თანამედროვე რაგბიში ერთერთი ყველაზე ჭკვიანი და გამოცდილი მწვრთნელია და საგულისხმოა, რომ დიდწილად სწორედ მის სახელს უკავშირდება იაპონური სანაკრებო რაგბის აღზევება. სწო­ რედ მისი თაოსნობით დაამარცხა 2015 წლის მსოფლიო თასზე აზიის საუკეთესო გუნდმა მრისხანე სამხრეთ აფრიკა.

საპორო, ჰოკაიდოს პრეფექტურა

ავსტრალია-ფიჯი, 21 სექტემბერი სტადიონი: SAPORO DOME იტევს: 41,410 სტუმარს აშენდა: 2001 წლის 26 მაისს დაგეგმილი მატჩები: 21 სექტემბერი, ავსტრალია — ფიჯი

სხვა გუნდებს, მათ შორის, სამხრეთ აფრიკას, წელს მსოფ­ ლიო თასის მოგების ნაკლები შანსი აქვთ, თუმცა ერთი რამ არ უნდა დავივიწყოთ – შესაძლოა, რაგბის შედეგები სხვა გუნდურ სახეობებთან შედარებით ადვილი გამოსაცნობი იყოს, მაგრამ ამ ბოლო დროს სენსაციები უფრო და უფრო ხშირად ხდება. ჩვენც, სპორტის მოყვარულებსაც, სწორედ სენსაციების იმედი გვაქვს _ საქართველოს ნაკრების უპირველესი მიზანი წლევანდელ ტურნირზე 2015 წლის შედეგის გამეორებაა, მაგრამ ბევრი გულშემატკივარი უკვე იმაზეც ფიქრობს, რომ, იქნებ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდანაც გავიდეს. შესაძლოა, ეს ოცნების სფეროა, მაგრამ გულშემატკივარს ოცნების უფლება აქვს. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ იაპონიაში საქართველო და ქართველები, ბოლო წლებია, კარგად გაიცნეს და შეიყვარეს, რაც სუმოისტების _ ლევან გორგაძისა (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელის (გაგამარუ) დამსახურებაა. ამიტომაც ვვარაუდობ, რომ იქნებ იაპონელებმა საკუთარი ნაკრების შემდეგ, სწორედ „ბორჯღალოსნებს“ უგულშემატკივრონ, ხოლო მხურვალე გულშემატკივრობის დროს საქართველოს ნაკრებს რომ სასწაულების მოხდენაც შეუძლია, ეს ცნობილია. 74 VOYAGER 15/2019

22 სექტემბერი, ინგლისი — ტონგა


ქალაქში სეირნობისას ერთი ნიშანი იყოს `ნიჯოს ბაზარიც“ — საპოროს ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც საუკეთესო ბრინჯი-საშიმითა და სუში მზადდება — ახალთ - ახალი ინგრედიენტები ზღვიდან იმ დილის მოტანილი იქნება და ამ ქორფა გემოებს თვით ქორფა ზღვის პროდუქტებს ნაჩვევი იაპონელებიც განსაკუთრებით აფასებენ.

საპორო ის ქალაქია, რომელსაც ტურისტები ზამთარზაფხულ, რაგბის გარდა, უამრავი სხვა მიზეზით აწყდებიან. ამიტომაც ავარჩიეთ ის ჩვენი ვირტუალური ტურის ერთერთ პუნქტად მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ამ ქალაქში შეხვედრა არ აქვს. თუ ჩემპიონატის მეორე თამაშზე — ავსტრალია-ფიჯიზე — დასწრებას გადაწყვეტთ, ნამდვი­ლად ღირს ორი დღით მეტ ხანს დარჩეთ და საპოროს კულინარიის, ხელოვნების, ცხოვრებისეული რიტუალებისა თუ ბუნების თავისებურებებს გაეცნოთ. საპოროში ყველაფერი გემრიელიაო, თუ მოკრავთ ყურს, დაიჯერეთ. ამას ახსნა აქვს: ჰოკაიდო ბრინჯის, ხორბლისა და რძის წარმოებით, ასევე, თევზჭერის ინდუსტრიითაა ცნობი­ ლი. საპოროც — ეს `ჭამა-სმის ქალაქიც“, ყოველდღიურად მარაგდება ჰოკაიდოს ფერმებიდან ჩატანილი ქორფა, ცინცხალი საკვებით. მთელ იაპონიაში იციან, რომ საპოროში გამორჩეული რე­ ცეპტურით ამზადებენ რამენ ნუდლსს (ბაზად მისო აქვს და ხვეულა ნუდლსით მზადდება), კარის წვნიანსა და `ჩინგიზ ხანის“ გრილზე შემწვარ ცხვრის ხორცს, რომელიც იაპონიაში მონღოლმა ჯარისკაცებმა შეიტანეს (ეს კერძი განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა იაპონიიდან სწო­რედ ჰოკაიდოზე, ჩინეთსა და ტაილანდში). ორაგული კი თუ სხვაგან დე­ლიკატესია, ამ პრეფექ­ტუ­რა­ში ლამის ყოველდღიური საჭ­ მელია. `ჰოკაიდოს ორაგუ­ ლი“ — ასეთი სიტყვათშეთანხ­მებაც არსებობს იმის დას­ ტურად, რომ აქ ამ თევზს სხვა გემო აქვს. და არა მარტო გემო. ის დაუვიწ­ყარ სანახაობასაც სთავაზობს ტურისტებს. შემოდგომაზე, საპო­როს ცენტრში, იმის ნახვაც შეიძლება, როგორ მიცურავს ორა­გული აღმა, მდინარის დინების საწინააღმდეგოდ, ქვირითის დასაყრე­ ლად. აქვთ ორაგულის ფესტივალებიც, როგორიცაა იშიკარის ორაგულის ფესტივალი, ასევე, აცუტას შემოდგომის გემო (22-23 სექტემბერი — მთლად რაგბის თამაშის მეორე დღეს). ჰოკაიდო ცნობილია რამდე­ნი­მე რეცეპტითაც — დამჟავე­ბუ­ ლი ორაგულის ხიზილალა იქნება თუ იშიკარი-ნაბე (კერ­ძი, რომელშიც მთავარი როლი კვლავაც ორაგულისაა).

ტურისტებს კი, თურმე, დახლებზე ჩამოლაგებული კიბორჩ­ხალები ყველაზე მეტად ჭრით თვალს, მერე კი ყველანი რამდენიმე მაღაზია-კაფის მოსანახულებლად მიდიან — ამ გამორჩეული პირის გემოს მქონე ქალაქიდან სუვენირებიც შესაბამისად გემრი­ელი რომ წაიღონ.

SAKE NO MARUKAME 1935 წელს გახსნილი ეს მაღაზია მთლიანად ორაგულზეა აწყობილი. იქ ხელით ამზადებენ ორაგულის აბსოლუტურად ნატურალურ პროდუქტებს. მათ შორისაა — გამორჩეულად დაფასებული შემოდგომის ორაგულის პროდუქციაცა და სხვა დანარჩენიც. აქაურ საკვებს შორის გემოებს ორაგულის ცხოვრებისეული ციკლის მიხედვითაც ასხვავებენ. მაგა­ ლითად, მაღაზია ყიდის საშიმი ორაგულს, რომელშიც მოვერცხლისფრო-თეთრ, მოზარდ ორაგულს იყენებენ (მას თავისი სახელიც აქვს). ის იშვიათია და 100-დან მხოლოდ ერთხელ გამოერევა ხოლმე ბადეზე. www.marukame.com

SATO SUISAN აქაც ორაგულის დელიკატესები იყიდება, მათ შორის მარილ­ წასმული ორაგული, ნელა დავარგებული (Jukusei aramakizake salmon) და Kanshiobiki — ჯერ მარილში დავარგებული და მარილის ფენის მოცლის შემდეგ ცივ ქარში გამომშრალი. რესტორანში Kaisen Marudai Tei კი ამ კომპანიის გრილზე შემწვარი ორაგული აქვთ. www.sato-suisan.co.jp საპოროს რესტორნებსა და დელიკატესების მაღაზიებზე საუ­ ბარი შორს წაგვიყვანს. მეტი ინფორმაცია კი აქ დაგხვდებათ: WWW.SAPPORO.TRAVEL

75 VOYAGER 15/2019


რაგბი _ 2019

Aichi Prefecture TOYOTA CITY

რამდენიმე საგულისხმო ფაქტი: ოდორის პარკს საპოროში სამოთხეში სამოთხე ჰქვია. ის ქალაქის შუაგულში მდე­ ბარეობს და მწვანეშია ჩაფ­ ლული. გაზაფხულიდან და­ ზა­მთ­რებამდე იქ ათობით ფეს­ტივალი და ღონისძიება ტარდება. ივნისის დასაწყისში Hokkaido Shrine Festival და Yosakoi Soran Festival იმარ­ თება — ასე აღინიშნება ზაფხულის დადგომა. ივლისიდან კი ოდორის პარკში მუსიკა არ წყდება. ყველა ელის Pacific Music Festival-სა და საპოროს ქალაქის ჯაზის დღეებს. ამავე პერიოდ­ში ჩნდება ოდორის პარკის ბაღებში მოწყობილი ლუდხანები.

აიჩის პრეფექტურა, ტოიოტა

საქართველო-უელსი, 23 სექტემბერი სტადიონი: TOYOTA STADIUM იტევს: 45,000 სტუმარს აშენდა: 2001 წლის ივნისში დაგეგმილი მატჩები: 23 სექტემბერი, უელსი — საქართველო 28 სექტემბერი, სამხრეთი აფრიკა — ნამიბია 5 ოქტომბერი, იაპონია — სამოა 12 ოქტომბერი, ახალი ზელანდია — იტალია

თუმცა, საპოროს კარგად აციებულზეც ხშირად სტუმრობენ და ამის მიზეზი აქაური თოვლის ფესტივალია, რომელიც 1950 წლიდან იმართება, 2 მილიონი იაპონელი და უცხოელი სტუმრით. ოდორის პარკი ამ დროს ჯადოსნურ ზღაპარს ემსგავსება ხოლმე — რამდენიმე კვირის განმავლობაში მზად­დება ყინულის სხვადასხვა ზომის ფიგურები და ფესტივალის მიმდინარეობისას ნათდება.

l პრეფექტურის დედაქალაქია ნაგოიოა — სიდიდით მეოთხე ქალაქი იაპონიაში. l ნაგოიაში დაიბადნენ იაპონიის გამაერთიანებელი სა­ მივე დიდი ფეოდალური მმართველი: ოდა ნობუნაგა, ტოიოტომი ჰიდეიოში და ტოკუგავა იეიასუ. l ამ მხარეში დაფუძნდა იაპონიის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდი „ტოიოტა მოტორსი“. l ტოიოტას სახელი ქალაქს ამ პატივსაცემი ბრენდის გამო 1959 წელს დაერქვა. მანამდე კორომო ერქვა. l 1930-იან წლებამდე კორომო აბრეშუმის წარმოებით იყო ცნობილი.

და რასაც სეზონი არ სჭირდება, მაგრამ წვიმიან ამინდს უფრო უხდება, საპოროში ასეთებიც უხვადაა — ამ მწვანე პარკებში ჩაფლულ ქალაქს რამდენიმე ხელოვნების მუზეუმი აქვს — მათ შორის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები და გალე­რეები, ასევე, თეატრი, კინო და საკონცერტო დარბაზი. ახლა მხოლოდ ის დარჩა გადასაწყვეტი — რა უფრო გიზი­დავთ — ქალაქის ბაღებში ჯაზის მოსმენა და ლუდის სმა, თუ ყინულის სკულპტურების ხეივანში ხეტიალი.

აიჩის პრეფექტურა ტოკიოსა და ოსაკას შორის მდე­ ბარეობს. ის ტრადიციული კულტურის, განსაკუთრებით კი სამურაების ისტორიისა და თანამედროვეობის — ავტომობილებისა და ავიაციურ-კოსმოსური ინდუსტრიების წამყვანი ტექნოლოგიების ნაზავია. ნაგოიას ციხესიმაგრე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. თუმცა, ბევრი რამის ნახვა თვი­ თონ ტოიოტაშიც შეიძლება. მათ შორისაა ტოიოტას ბო-ნო-ტეს მუზეუმი. ბონოტე ძველი საბრძოლო ხელოვ­

76 VOYAGER 15/2019


საკეს წარმოებისთვის იდეალურია. ტოიოტაში საკეს ოთხი სახარშია. ვისაც საკეს მომზადების პროცესი აინტერესებს, იმახსოვრებს შემდეგ სახელს: Sekiya Jozo Sake Brewery Horaisen Ginjo Workshop — იქ სუვენირად სტუმრებს თავიანთ მომზადებულ საკეს ატანენ. აიჩის პრეფექტურაში ე.წ. ინდუსტრიული ტურიზმიც ყვავის. ავიაცური ინდუსტრია იქნება თუ კერამიკისა და ტექსტილის წარმოება — მნახველი არც ერთს ელევა. მთავარი სანახაობა კი მაინც ტოიოტას ეკო-ქალაქია, აქ შექმნილი კონცეფციები რეალობაში მუშაობს და გვაჩვენებს, როგორ შეიძლება სმარტ-ტექნოლოგიების გამოყენებით გარემოს და­ბინ­ძუ­ რებისა და ნარჩენების გარეშე ცხოვრება. ეს მიდგომები საჩვენებელი დარბაზების მიღმაც გადადის. ნებაა, რომლის კონსერვაციასაც აიჩის პრეფექტურაში ძალიან ცდილობენ. მუზეუმიც ამ ხელოვნებას ეძღვნება — საბრძოლო ხელოვნების სკოლებს, წარმოშობის ისტორიებს და იარაღებსა თუ ტექნიკას. ორი სიტყვით რაგბიზე: ტოიოტას გუნდი, რომელიც ავტომწარმოებლის სახელს ატარებს, საკმაოდ წარმატებულია — ნაციონალურ ჩემპიონატებში ხშირად იმარჯვებს და მშობლიურ ქალაქში გულშემატკივრების მთელი ლეგიონიც ჰყავს. ტოიოტელები ძალიან ელიან მსოფლიო ჩემპიონატის საკუთარ ქალაქში დაგეგმილ თამაშებსაც.

რაგბის ციებ-ცხელების გააქტიურებამდე კი ტოიოტაში ზაფ­ ხულის ფესტივალების დროა. ყველაზე დიდია Toyota Oiden Festival, რომელიც თავისი გრანდიოზული ფოიერვერკებით და ქუჩებში მოწყობილი ცეკვებითაა ცნობილი. ამ დღე­ სასწაულის სული და გული თავად ტოიოტელები არიან. მათ საკუთარი კულინარიული თავისებურებებიც ძალიან მოსწონთ. საავტორო ბრინჯის ნამცხვარი და თევზის სპეციფიკური კერძები აქვთ (sweetfish). ინდივიდუალური კულინარიული მიგნებებით ქალაქი ნაგოია უფრო გამოირ­ ჩევა — იქაური ტებასაკი თავისებურად მომზადებული ქათ­ მის ფრთებია, მისო კაცუ — ზეთში კარგად შემწვარი ღორის ხორცის კატლეტებია მისოს სოუსით, ტენმუსუ კი ბრინჯის ბურთებია ტემპურათი. ტოიოტა ცნობილია თავისი მოცვით, მსხლითა და ტკბილი ატმის დიდი მოსავლით. ის ბრინჯის მწარმოებელი ქალაქი­ ცაა. ტოიოტაში ბრინჯის რამდენიმე სახეობა მოჰყავთ. ბრინჯი, სუფთა წყალი, გრილი კლიმატი — ეს ყველაფერი კი კარგი

ტოიოტა ნაციო­ნალურმა მთავრობამ მოდელ-ქალაქად დაასახელა — იქაურებმა უნდა გვაჩვენონ, როგორ შეიძ­ ლება უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენება დე­ დამიწაზე საკუ­თარი ნეგატიური კვალის დაუტოვებლად. toyota-ecofultown.com მანქანების მოყვარულები, ცხადია, გვერდს ვერ აუვლიან ორ შოუ-რუმს. ორივე `ტოიოტას“ ეკუთვნის. კურაგაიკეს პარკთან ახლოს 1975 წელს გაიხსნა დარბაზი, რომელიც კომპანიის დაარსებიდან 35-ე წელს მეათმილიონე მანქანის გამოშვებას მიეძღვნა. ამ დარბაზში `ტოიოტას“ ისტორია ცოცხლდება, გამოფენილია `ტოიოტას“ პირველი სამგზავრო ავტომო­ბილი, მოდელი AA და სხვა.

ავტომოყვარულები წინასწარ ჯავშნიან ბილეთს `ტოიოტას“ კაიკანის მუზეუმსა და ქარხანაში შესასვლელად. იქ ყველას შეუძლია ნახოს, რა პროცესს გადის ავტოწარმოება, რა ტიპის ტექნოლოგიებია ჩართული საქმეში, როგორ ვითარდება ჰიბრიდული ავტომობილი და კიდევ რა ტექნოლოგიურ ნოვაციებს იყენებენ. www.toyota.co.jp/en/about_toyota/facility/toyota_kaikan

77 VOYAGER 15/2019


რაგბი _ 2019

ტოიოტას შემოგარენში კიდევ ერთი საინტერესო მუზეუმია, რომელიც უფრო წერა-კითხვისადმი სათუთი გრძნობების შემთხვევაში დაგაინტერესებთ. ესაა ობარას ქაღალდის ხელოვნების მუზეუმი ვაში-ნო-ფურუსატო. იქ ნახავთ სპეციალურ, ძალიან გამძლე ხელით ნამზად ვაშის ქაღალდს, რომელსაც რეგიონში მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოდან ამზადებენ. კოძოგამი ვაში — ასე ჰქვია ქაღალდს, რომლის სახელწოდებაც მოდის სიტყვიდან კოძო — იაპონურად თუთის ხე. ამ შემთხვევაში კი ტოიოტასთან ახლოს, ობარას რაიონში გაზრდილი თუთის ხე და მისგან გამოყვანილი ქაღალდი იგულისხმება. კოძოგამი ვაში უფრო ნაქსოვ ნაჭერს ჰგავს, ვიდრე — ქაღალდს და მას ტრადიციული ხელოვნების დარგებში იყენებდნენ — ორიგამისთვის, შოდოსთვის (კა­ ლიგრაფია), ან ხის ფირფიტებისთვის. ხშირად მასვე ხმა­ რობდნენ კარის ჩარჩოებში ჩასასმელად, წიგნების დასამ­ ზადებლად, ზოგჯერ კი — ტანსაცმლის დეტალებადაც. ვაშის წარმოება ხანგრძლივი და შრომატევადი საქმე იყო, რომელსაც ზამთრის ცივ ამინდებში მიჰყოფდნენ ხოლმე ხელს — რადგან ასე სჭირდებოდა ქაღალდს. www.washinofurusato.jp

Saitama Prefecture KUMAGAYA CITY

საიტამას პრეფექტურა, კუმაგაია

საქართველო-ურუგვაი, 29 სექტემბერი კუმაგაიას რაგბის სტადიონი იტევს: 24 ათას ადამიანს აშენდა: 1991 წელს დაგეგმილი მატჩები: 24 სექტემბერი, რუსეთი — სამოა 29 სექტემბერი, საქართველო — ურუგვაი 9 ოქტომბერი, არგენტინა — აშშ სამაგიეროდ, ამინდს არ ექვემდებარება ტოიოტას ცხელ, ბუნებრივ აბაზანებში წასვლის სურვილი. ონსენი ტოიოტას შემოგარენში უხვადაა. ზოგიერთი ღამის გასათევსაც სთავაზობს სტუმრებს, რაც მთავარია, თითოეულ ადგილზე აგიხსნიან წყლების შემცველობას და სასარგებლო თვი­სებებს — ეს სასურველი აბაზანის არჩევას გაგიადვილებთ. ეს ინფორმაცია ონლაინ მოიპოვება ისევე, როგორც ინფორმაცია ტრადიციული იაპონური სასტუმ­როს — რიოკანის შესა­ხებაც — სადაც ცხელი წყლის აბაზა­ნებიცაა, იაპონური სტილის ოთა­ხე­ბიც, იდეა­ლურად მომზა­დებული ტრადი­ციუ­ლი კერ­­ძებიც და სა­ ხელ­გან­თქმული სტუ­­მართ­მოყ­ვარეობაც. თავისუფლად შეიძ­ ლება რაგბისა და ცხელი, გამაჯანსა­ღე­ბელი, სტრესის მომხსნელი აბაზანების ერთ ტურში გაერთიანება. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ნებივრობა რაგბი-ტურის ამ ნაწილის იდეალური ფინალიცაა. მეტი ინფო ტოიოტასა და მთელ პრეფექტურაზე: www.aichi-now.jp / www.tourismtoyota.jp

საიტამას პრეფექტურა დიდი ტოკიოს ნაწილია — დე­ დაქალაქს ახლომდებარე დასახლებებით ასე ჰქვია. ამ სივრცეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა მთელი იაპონიის მოსახლეობის მეოთხედზე მეტია. საიტამას პრეფექტურა ლამის დედაქალაქზეა მიბმული, რაც სტუ­მარსაც და ადგილობრივსაც სწრაფი მიმოსვლის სა­ შუალებას აძლევს — რაგბის საყურებლად ჩასვლა და მერე ტოკიოში გასართობად თუ ღამის გასათევად დაბრუნება აბსოლუტურად რეალურია — მატარებლით გზა სულ 40 წუთს წაიღებს. თავის მხრივ, საიტამასაც ბუნების, ისტორიისა და კულტურის უამრავი ღირსშესანიშნაობა აქვს, რაც არა მხოლოდ ტოკიოელებს, არამედ ტურისტებს იაპონიის სხვა რეგიონებიდანაც იზიდავს.

78 VOYAGER 15/2019


კუმაგაიას სხვა ცნობილი ფესტივალიც აქვს. მას ფო­ იერვერკების ფესტივალი ჰქვია და 750 ათასამდე ადამიანს აერთიანებს. ქუჩების ორივე მხარეს საჭმლისა და სუ­ ვენირების დახლებია, ახალგაზრდა ქალები თვალწარმტაცი კიმონოებით სეირნობენ, ისმის მუსიკა და როგორც კი ღამდება, ცაში 10 ათასამდე მაშხალა იჭრება — ზაფხულის ცხელ ღამეს ადგილობრივები ფერადი ნათებებით, მუსიკით და კოლექტიური მხიარულებით ახალისებენ. არის რაღაცები, რაც კონკრეტულად კუმაგაიაში უნდა გავ­ სინჯოთ. ასეთია, მაგალითად, გოკაბო (gokabou) — მსუბუქი, სასიამოვნო არომატითა და ხრაშუნა ფაქტურით. მის მო­ სამზადებლად სხვადასხვა ფერის სოიოს მარცვლებს იყე­ ნებენ, ამიტომ ფერითაც განსხვავებული შეიძლება იყოს. ხელით ამზადებენ, დაფქვილ სოიოში ამოვლებულს წვავენ და რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრ­ ცელებული დესერტია.

თვითონ ქალაქი კუმაგაია, სადაც რაგბის გულშემატკივ­ რები ჩავლენ, პირველ რიგში, სწორედ რაგბის მდიდარი ისტორიით გამოირჩევა. იქ სკოლებშიც რაგბის ძლიერი გუნდები ჰყავთ და საერთოდ, რაგბის ერთ-ერთი „წმინდა ადგილად“ მიიჩნევა. ოღონდ, რაგბის სიწმინდეს არ ბღალავს, უფრო ალამაზებს საკურას ყვავილობაც — კუმაგაიას საკურას ყვავილობის საცქერლადაც ხშირად სტუმრობენ — ქალაქის პარკებში, მდინარის გაყოლებაზე ვარდისფრად გადა­პენტილ ხეივნებში სეირნობა, გვარწმუნებენ, სასიამოვნო რიტუალია, რომელიც უნდა გამოსცადო.

იქაურები გამოარჩევენ თავიანთ ნაყინსაც — განსაკუთრებით ცხე­ ლი ზაფხულის გამო, კუმაგაიაში პოპულარულია „იუკი კუმა“ (Yuki Kuma), თოვლივით ხრაშუნა ნა­ყინი, რომელიც 30-მდე სანა­ყი­ ნეში აქვთ და ყველგან — განს­ ხვავებული გემოთი. Ofuro Cafe Utatane — თუ ამ სახელს მოიძიებთ, კუმაგაიადან გასვლა დაგჭირდებათ, თუმცა, არა — პრეფექტურიდან — წარმოიდგინეთ — ისევ ახლოს, ტოკიოსთან რჩებით და წასვლად ნამდვილად ღირს. ამაში ამ მოსასვენებელი სახლის ვებსაიტზე სტუმრობითაც დარწმუნდებით. ეს ადგი­ლი განსაკუთრებით პოპულარულია ქალებში, ასევე იდეალურია წყვილების დასვენებისთვის. კაფეში მრავალ­­ფეროვან მენიუს შემოგთავაზებენ; ღამის გასა­თევი მი­ ნიმალისტურია, მაგრამ ხის ფაქტურითა და სიმყუდროვით, აქვთ მასაჟის უფასო აპარატი, ჰამაკები, ბუხარი, წყნარი მუსიკა — ყველაფერი რელაქსაციისთვის.

www.ofurocafe-utatane.com

19-23 ივლისს კუმაგაიაში უჩივას ფესტივალი იმართება — ესაა ქალაქში მდებარე იასაკას ტაძრის ფესტივალი, რომლის დროსაც ქუჩებში გულმოდგინედ მორთული, ფერადი ტაძარი-ტახტრევნები (მიკოში) გამოაქვთ ხოლმე. ცერე­მონიალი 1750 წლიდან იმართება. უჩივა კი მარაოების გამო ჰქვია. იაპონურად უჩივას ეძახიან ტრადიციულ მარაოს, რომელსაც, დაახლოებით, 1902 წლიდან მოყოლებული ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას ვაჭრები ურიგებდნენ და ამიტომაც ხალხს სჯეროდა, რომ საყიდლებზე წასვლის საუკეთესო დრო მაშინაა, როცა კუმაგაიაში „მარაოებიანი“ დღესასწაული იმართება. ფესტივალს კიდევ ბევრი საინ­ ტერესო ნიუანსი აქვს, ამიტომ მის შესახებ ლინკსაც დაგიტოვებთ: uchiwamatsuri.com 79 VOYAGER 15/2019


რაგბი _ 2019

იაპონიაში უდიდესი სავაჭრო ცენტრი ერთ-ერთი ღირსშე­ სანიშნაობაა. 225 ათას კვ.მ.-ზე გადაჭიმული ცენტრი ტოკიოდან მატარებლით 52 წუთის სავალზე მდებარეობს და გიგანტურ სავაჭრო და გასართობ ზონებს შეიცავს. იქაურობა ეკოლოგიური პრინციპების დაცვითაა შექმნილი და გარემოზე ზრუნვის მაგალითსაც თავისთავად ქმნის. www.aeon-laketown.jp ტუვე იანსონის — ცნობილი ფინელი საბავშვო მწერლის სახელობის საბავშვო პარკი და ტყე არანაკლებ ხალხ­ მრავალი და პოპულარული პუნქტია. სახლი-სოკო, ღამით განათებული ტყე, საძრომიალო, სახტუნაო, სასუსნავი, სამღერი თუ საცეკვაო — აქ ყველაფერია საყვარელი მწერ­ ლის პერსონაჟებისა და თავგადასავლების გასახსენებ­ლად და, უბრალოდ, კარგად გასართობად. www.city.hanno.lg.jp/akebono_en.html იქვე, საიტამას პრეფექტურაში, ქალაქ ომიიაში იაპონიის უდიდესი სარკინიგზო მუზეუმი მდებარეობს და თვითონ იაპონელებს იქაურობის თვალიერება ძალიან მოსწონთ. განსაკუთრებით სიმულაცია-თამაშები იზიდავთ, როცა მუ­ზეუმის სტუმრებს თავად გამოაცდევინებენ ხოლმე, მა­ გალითად, როგორია მატარებლის მართვა. მუზეუმში გამო­ფენილია: #1 ლოკომოტივი, რომელმაც 1852 წელს იოკო­ ჰამა და შიმბაში ერთმანეთთან დააკავშირა, ერთ-ერთი პირველი შინკანსენი (Shinkansen — ეს სუპერ-სწრაფი ექსპრეს-მატარებლია — ფართო, სწრაფმავალი ლიანდაგით) რომელიც ტოკიო-ოსაკას მარშრუტს ასრულებდა და მატა­ რებელი, რომლითაც ექსკლუზიურად საიმპერატორო ოჯახი მგზავრობდა. მუზეუმს რამდენიმე რესტორანი აქვს, თუმცა, ყველას იზი­დავს მატარებლის ვაგონის ფორმის რესტორანი, რომლის მენიუშიც იაპონური კერძებია. www.railway-museum.jp/pdf/flmap_eng.pdf

საიტამას პრეფექტურაზე, ანდა კუმაგაიაზე, ეწვიეთ ლინკებს: www.pref.saitama.lg.jp/chokotabi-saitama/eng/index.html www.rugbyworldcup.com/cities/Saitama-PrefectureKumagaya-City ბონსაი ბონსაი მინიატურული ხეების გაზრდის ტექნიკაა, რომელიც იაპონელებმა ნამდვილ ხელოვნებად აქციეს. მისი სახელი იაპონურად — ლანგარზე გაზრდილ ხეს ნიშნავს. ნეკერჩხალი, ფიჭვი, ბროწეულის ხე, ცაცხვი, ალუბალი თუ ნაძვი სპეციალური მოვლის შედეგად ჯუჯა ხედ იზრდება, რომლის სიმაღლეც 5 სმ-დან 130 სმმდეა და ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ბუნებაში გაზრდილი მისი ანალოგი.

კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, რის დათვალიერებასაც საიტამას სტუმრებს ურჩევენ, ბონსაის მუზეუმია. ტურისტებს ერთ ამგვარ იდეასაც სთავაზობენ — მუზეუმამდე ველოსი­ პედით მისვლას — უფრო სწორად, ველოტურის გავლას, რაც ომიიას სადგურში ველოსიპედის დაქირავებით დაიწყება, ომიიას პარკში საკურას ხეებს შორის გავლით გაგრძელდება და დაგვირგვინდება სწორედ ბონსაის ხელოვნებით — მუზეუმში ბონსაის მცენარეები ისეა გადანაწილებული, რომ ყველა სეზონზე მცენარეების შთამბეჭდავი რაოდენობაა გამოფენილი, მწვანეა და ხარობს. ტერიტორიაზე ექვსი ბონსაის ბაღია, თითოეულის შექმნის ისტორია ერთი მება­ ღის ამბავს გვიყვება და თავისი ერთგულების, ზრუნვისა და თავდადებული შრომის მაგალითებით გვხიბლავს. ამ საიტზე გაიგებთ მეტს ველოსიპედთან დაკავშირებული ნიუანსების შესახებ: saitama-ccs.jp/english.html აქ კი ბონსაის მუზეუმი გელოდებათ: omiyabonsai.jp/museum

ბონსაიზე მუშაობა არასდროს მთავრდება, რადგან ჯუჯა ხის მოვლა მებაღისგან დიდ ყურადღებას მოითხოვს. ბონსაის ფორმის მისაცემად რამდენიმე ვარი­ ანტი არსებობს, მათ შორის: აბსო­ლუ­ტუ­ რად სწორი (ჩიო­კანი), რომე­ლი­მე გვერდზე გადახრილი (მოიოგი), ზიგზაგისებური (ბან­­ კანი), ცოცხისებური (ჰოკიდაჩი) და სხვა. ბონსაის ხე აუცილებ­­ლად გარეთ უნდა იყოს — მისი ბინაში გაჩერება, მხოლოდ რამდენიმე დღითაა სასურველი.

80 VOYAGER 15/2019


Osaka Prefecture HIGASHI-OSAKA CITY

ოსაკას პრეფექტურა, ჰიგაშიოსაკა

საქართველო-ფიჯი, 3 ოქტომბერი

რაგბის 2019 წლის ჩემპიონატისთვის კი 2015 წლიდან ემზა­ დებიან. სტადიონი უახლესი ტექნოლოგიების გამო­ყენებით განაახლეს და სამუშაოები შარშანვე დაასრულეს.

ქალაქი ჰიგაშიოსაკა სიტყვა-სიტყვით თარგმანში ოსაკას აღმოსავლეთით მდებარე ქალაქს ნიშნავს და ოსაკას პრე­ ფექტურაში მდებარეობს. მას იაპონელები „ინდუსტრიულ ქალაქს“, ანდა „რაგბის ქალაქს“ ეძახიან. რაგბისადმი მიდ­ რეკილება უკვე გასაგებია, ინდუსტრიულის იარლიყს კი ფარმაცევტული, სამშენებლო, ელექტრონიკისა და კვე­ ბის საწარმოების გამო ირგებს. იაპონური მასშტაბებით ნახევარმილიონი მოსახლეობით ჰიგაშიოსაკა კიდევ უფრო პატარაა, ვიდრე — ობიექტურად შეიძლება იყოს, მაგრამ თავის წილ შარმს მაინც გაბედულად აფრქვევს. მომხიბვ­ ლელობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ბიზნესია — თუ რო­გორ ვითარდებიან მცირე და საშუალო საწარმოები, ამ ქალაქში შეიძლება დააკვირდეთ. ეს დასახლება, როგორც ქალაქი, 1967 წლიდან სამი ქალაქის გაერთიანების შემდეგ არსებობს. მას მერე ჰიგაშიოსაკასაც, დანარჩენ ოსაკასთან ერთად, აზიის კონტინენტზე გასასვლელ კარიბჭედ მოიხ­ სენიებენ. ისტორიულად ოსაკა იყო კარიც იაპონიისთვის ანტიკური აბრეშუმის გზისკენ. ტრადიციული იაპონური კაფეტერიები, პარკი და ტაძრები — ჰიგაშიოსაკაში ამ ყველაფერსაც იპოვნით. მთავრობის სახლის სახურავზე მოწყობილი გადასახედი პუნქტიდან კი ხელის გულზე გადაშლილი ლანდშაფტის დათვალიერებას შეძლებთ.

ჰანაძონო (HANAZONO) რაგბის სტადიონი იტევს: 24,100 ადამიანს აშენდა: 1929 წელს დაგეგმილი მატჩები: 22 სექტემბერი, იტალია — ნამიბია 28 სექტემბერი, არგენტინა — ტონგა 3 ოქტომბერი, საქართველო — ფიჯი 13 ოქტომბერი, აშშ — ტონგა ეს სტადიონი ყველას მოსწონს, ვინც რაგბის მაყუ­რე­ ბელია, ადგილობრივები კი, საერთოდ, აქაურობას სპორ­ტის მექას ეძახიან. 1929 წელს აგებული ჰანაძანო პირ­ ველია იაპონიაში, რომელიც ექსკლუზიურად რაგბის თამა­შებისთვის დაპროექტდა. ჰიგაშიოსაკაში მოუმზადებიათ პირველად კარის ფუნ­თუშა — ბევრ ზეთში შემწვარი ფუნთუშა, რომელსაც კარის შიგ­თავსი და რაგბის ბურთის ფორმა აქვს. აქვე დღემდე მოქმედებს „გენროკუ სუში“ (Genroku Sushi) — რესტორანი, სადაც თეფშებზე დაწყობილი ბევრნაირი სუში, ლანგრებით რელსიან მაგიდაზე ტრიალებს და სტუმ­რები სასურველს ასე ირჩევენ. გენროკუ სუშის გამომ­ გონებელს ასეთი რესტორნის გახსნის იდეა ლუდის ქარხანაში სტუმრობის მერე გასჩენია. ყველა დანარჩენ დიდებას ჰიგაშიოსაკა ოსაკასთან იყოფს. ოსაკას პრეფექტურაში მთავარ კულტურულ ამინდს სწორედ ქალაქი ოსაკა ქმნის (იხილე გვ. 66). 81 VOYAGER 15/2019


რაგბი _ 2019

Shizuoka Prefecture FUKUROI SHI შიძუოკას პრეფექტურა, ფუკუროი

ავსტრალია-საქართველო, 11 ოქტომბერი შიძუოკას სტადიონი ECOPA იტევს: 50,889 ადამიანს აშენდა: 2011 წელს დაგეგმილი მატჩები: 28 სექტემბერი, იაპონია — ირლანდია 4 ოქტომბერი, სამხრეთი აფრიკა — იტალია 9 ოქტომბერი, შოტლანდია — რუსეთი 11 ოქტომბერი, ავსტრალია — საქართველო

ოსაკასა და ტოკიოს შუამდებარე ამ მხარეს კი, ისე, ერ­ თი გამორჩეული ვარსკვლავი ჰყავს — ესაა სილამაზის ეტალონად შერაცხული, ასობით ფერწერულ ტილოსა თუ ფოტოზე გადატანილი ფუჯის მთა. ყველანაირი მოგზაუ­რობა აქ სწორედ ფუჯის მთის ჩრდილქვეშ მიმდინარეობს. ფუჯის მთა 3,776 მეტრი სიმაღლისაა და იაპონიაში უმაღლესი მწვერვალია, თან აქტიური ვულკანი, რომელიც უკანასკნელად მეთვრამეტე საუკუნეში ამოიფრქვა. მის თითქმის უზადო მოყვანილობასა და ასევე კოხტად გამოყვანილ წვერს სამი თაობის ვულკანური აქტივობები განაპირობებს. თვითონ სიტყვის წარმომავლობა, ერთი ვერსიით, იაპონურ სიტყვას უკვდავებასა და ლამაზ ლეგენდას უკავშირდება, მეორე ვერსიით კი, მთის აღმნიშვნელი იაპონური სიტყვიდან მოდის. როგორც უნდა იყოს, ფუჯის მთა ამ მხარის გვირგვინია — მთამსვლელებიც ხშირად სტუმრობენ და ლაშქრობების მოყვარული მოგზაურებიც. მათთვის სხვადასხვა სირთულის რამდენიმე მარშრუტი არსებობს და, სირთულის მიუხედავად, გზა სულ ულამაზეს, დაბურულ ტყეებზე და საპიკნიკედ ზედგამოჭრილ მდელოებზე გადის. დღესაც მრავლად არიან მორწმუნეები, რომლებიც ფუჯის მთაზე რელიგიური მიზნებით ადიან — თაყვანს სცემენ იქაურობას, მოინახულებენ

ჯერ თავიდან — ანუ სპორტიდან მივყვეთ: შიძუოკა ბევრი იაპონელი სპორტსმენის სამშობლო ყოფილა ფეხბურთში, ცურვაში, ბეისბოლსა თუ რაგბიში. რაგბის კლუბი შიძუოკაში 1929 წელს ჩამოყალიბებულა და დღეს პრეფექტურაში კიდევ ოთხი სხვა რაგბის კლუბიც მოქმედებს. პოპულარულია რაგბის ბავშვთა სკოლებიც და ამ სპორტის გულშემატკივარი უკვე ყველანაირ თაობას მოიცავს. 82 VOYAGER 15/2019


ცხადია, უფესტივალობას არც ეს რეგიონი უჩივის — ფერადი პროცესიები, ტრადიციული ცეკვებისა და მუსიკის თანხლებით, ჩვეული ამბავია. თუმცა შიძუოკას კულტურულ კალენდარზე, ალბათ, ყველაზე დიდი ღონისძიება მაინც ქუჩის წარმოდგენების მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც 1990-იანი წლებიდან იმართება ამ მხარეში და უამრავ უცხოელ ტურისტს იზიდავს. Daidogei World Cup წელს ნოემბერში გაიმართება და ღონისძიებების შესახებ დეტა­ ლები ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდება: daidogei.com

სალოცავებსა და ბუდისტურ ქანდაკებებს და სხვადასხვა ცერემონიალში ერთვებიან, ისეთში, როგორიც, მაგალითად, განთიადის თაყვანისცემაა ფუჯის მწვერვალიდან, ანდა კრატერის გარშემო წრის შეკვრა. თვალწინ გადაშლილი ფუჯის მთის ფონზე სადილსაც სხვა გემო აქვს და ესეც შესაძლებელია წინასწარი ჯავშანის შემ­ დეგ და შესაძლებელია პარაგლაიდინგიც — უსაფრთხოების ზომების დაცვითა და ინსტრუქტორის კვალიფიციური მი­ თითებებით.

შიძუოკა მწვანე ჩაის სამშობლო და იაპონიაში მისი მთავარი მწარმოებელია. ამ პრეფექტურის ოფიციალურ საიტზე ნახავთ აქტივობებსაც, როცა შეგიძლიათ ჩაის პლანტაციას ესტუმროთ, ჩაის კრეფაში მონაწილეობა მიიღოთ და ნახოთ, როგორ მზადდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი მწვანე ჩაი (ერთ-ერთი კომპანიის სახელ­წოდება, რომელიც მსგავს ტურებს ადგენს: Kinki Nippon Tourist Numazu Branch Office). მთისა და ზღვის კლიმატის ზემოქმედების გამო, შიძუოკაში გამორჩეულად გემრიელი საზამთრო და ციტრუსებიც მოჰყავთ. თინუსსაც განსხვავებული გემო აქვს და საკეც ძალიან დახვეწილია. შიძუოკას ქალაქ ჰამამაცუში აქვთ საავტორო დამფლინგი, რომელსაც ჰამამაცუ გიოძა ჰქვია — ღორის ხორცისა და ბოსტნეულის შიგთავსით მზადდება და მადის აღმძვრელად იბრაწება (გიოძა ნახევარმთვარის ფორმის აღმნიშვნელი სიტყვაა — ამ დამფლინგებსაც ასე­ თი ფორმა აქვთ). ცნობილია წვნიანი შიძუოკას ოდენის სა­ ხელწოდებით და იაკისობა ნუდლსი ფუჯინომიიას სახელით (Fujinomiya yakisoba noodle). საკე ვახსენეთ და ტურისტებს ელიან შიძუოკას საკესა და ვისკის ჩამომსხმელ საწარმოშიც და გამორჩეული რიტუალია ჩოჯიიას რესტორანში სტუმრობაც (Chojiya Restaurant) — ეს შიძუოკას პრეფექტურის ყველაზე ძველი რესტორანია, 1596 წლიდან რომ ფუნქციონირებს. აღწერილია ცნობილი უკიო-ეს ოსტატის ჰიროშიგე უტაგავას პრინტშიც „ტოკაიდოს გზაზე მდებარე 53 სადგური“. ვინც იქ ყოფილა, ყველა ამბობს, რომ „ჩოჯიიაში“ ჭამა დროში, კერძოდ კი, ედოს პერიოდში მოგზაურობას ჰგავს.

და ეს მხოლოდ ერთი — ფუჯის მთის ზონაა. შიძოუკაში კი სანახავი სხვაც უამრავია. პირველ რიგში, იძუს კუნძულზე, წყნარი ოკეანის ნაპირზე განლაგებულ ცხელ წყაროებს ასახელებენ, ასევე — შვიდი ჩანჩქერის სანახაობას, სერფინ­ გის, კაიაკინგის, დაივინგის სერვისებს და, რაც მთავარია, ასახელებენ „მიშიმას ზეციურ გზას“ — მართლაც ლამის ცაში გამოკიდებულ ხიდს, რომელიც 400 მეტრია სიგრძეში — ყველაზე გრძელი ასეთი ტიპის ხიდი იაპონიაში, საიდანაც, ისევ და ისევ, ფუჯის მთა მოჩანს. ხიდის ერთ ნაწილში აზარტული თამაშებია მოწყობილი, ზიპ-სლაიდი, კლიფჩელენჯერი და სხვა. იქვეა კიდევ ბევრი სატყუარა აქტიური დასვენების მოყვარული ტურისტებისთვის. mishima-skywalk.jp/pdf/english_pamph_2018.pdf შიძუოკას კიდევ ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა ნი­ რაიამას ამრეკლი ღუმელი ტურისტები ეხვევიან ტბა ჰა­ მანასაც, თანაც ყველა სეზონზე, ხოლო კუნოძან ტოშოგუს ტაძარი (Kunozan Toshogu Shrine) ეროვნულ საგანძურადაა გამოცხადებული.

ამ მოკლე მიმოხილვაში ძალიან ბევრი რამ შიძუოკას შესახებ ვერ მოხვდა — ბევრი მუზეუმი, კატების იქნება თუ ლიტერატურის, ბევრი ბუნებისა და კულტურის ძეგლი. ასე რომ, შიძუოკას შესახებ მეტი ინფო, მოიძიეთ აქ: shizuoka-guide.com

83 VOYAGER 15/2019


კულტურა

გზამკვლევი იაპონურ ხელოვნებაში 10 აქცენტი, რაც გაცნობას გაგვიადვილებს მ ა გდ ა გურულ ი

კანძან შიმომურა, „მათხოვარი ბერი“ 1915

მე-17 საუკუნეში, ხანგრძლივი სამოქალაქო დაპირისპი­ რებების შემდეგ, იაპონიაში ძალაუფლებას ხელში ტოკუგავა შოგუნატი — შოგუნების ფეოდალური მმართველობის ბოლო მთავრობა იღებს. ეს პერიოდი, 1603-დან 1868 წლამდე, იაპონიის ისტორიაში ედოს ხანის სახელითაა ცნობილი. 1868 წლიდან იმპერატორ მეიჯის მმართველობა — მეიჯის ხანა იწყება. იაპონური კულტურა და ხელოვნება ხელმისაწვდომი სწორედ ამ დროიდან ხდება, როდესაც იაპონია უარს ამბობს კარჩაკეტილ, ფეოდალურ მმართველობაზე და პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების პარალელურად, საკუთარი კულტურის საზღვრებს უღებს დანარჩენ სამყაროს. ამ პერიოდს ხშირად „მეიჯის რესტავრაციის“ სახელითაც მოიხსენიებენ. იაპონური ხელოვნების ფილოსოფია და ესთეტიკა სწრაფად ხდება მოდური, რის გამოც, შემდეგი ნახევარი საუკუნე იაპონური ხელოვნების გავრცელების და დასავლურ კულტურაზე მისი ზემოქმედების ხანაა. მე-19 საუკუნის ადრეული მოდერნისტული სახელოვნებო მიმდინარეობები — იმპრესიონიზმი და პოსტიმპრესიონიზმი, მე-20 საუკუნის დასაწყისის არტნუვო, მოგვიანებით კი არტე პოვერა, მინიმალიზმი და კონცეპტუალიზმი, შთაგონებულია იაპონური კლასიკური ხელოვნებით, კერძოდ კი იაპონური ფერწერით („ნიჰონგა“) და იაპონური ფერადი გრავიურით („უკიო-ე“). 84 VOYAGER 15/2019

l იაპონური ფერწერის _ ნიჰონგას ნიმუშები ნა­ტურალური მასალებით იქმნება. ნახევრად ძვირფასი ლაზურიტისგან _ ლურჯი, მალა­ ქიტისგან _ წითელი, ხამანწკების ნიჟარების­ გან _ თეთრი ფერი მიიღება. რაც უფრო წმინდადაა დაფქვილი მინერალი თუ ნიჟარა, მით უფრო ღიაა ფერი. მუქი ფერებისთვის სხვადასხვა მცენარე, მიწანარევი თიხა, ცარცი და გამხმარი მწერი გამოიყენება. ნიჰონგას ოსტატები თავიანთ ნამუშევრებში ვერცხლის და ოქროს უთხელეს ფურცლებსაც იყენებენ. არსებობს ნიჰონგას ნიმუში, რომელშიც ფერწერის ფონად დადებული ოქროს ფენის სისქე მილიმეტრის მეათიათასედია. ესაა კანძან შიმომურას „მათხოვარი ბერი“. ოქროსა და მათხოვრობის დაპირისპირებით, ავტორი ცდილობს, ხაზი გაუსვას წინააღმდეგობას სიღარიბესა და სიმდიდრეს შორის. ევროპისგან განსხვავებით, სადაც მხატვარი მეტწილად ტილოს ან მუყაოს იყენებს, ნიჰონგა იაპონურ ქაღალდზე _ ვაშიზე ან აბრეშუმზე


იხატება. ეს ზედაპირები საღებავის პიგმენტს იმგვარად იწოვს, რომ ფერი რბილია, ფერებს შორის გადასვლები შეუმჩნეველი, გამოსახულება კი _ სიცოცხლით სავსე. ნიჰონგას ასეთი მაგალითია ტაიკან იოკოიამას „გაზაფ­ ხული ჩიჩიბუს წმინდა მთაზე“. ნიჰონგას მესამე და მნიშვნელოვანი თავისებურება ნამუშევრის ზედაპირზე დატოვებული ცარიელი სივრცეებია, რითაც მხატვარი აქცენტს, ერთი მხრივ, გამოსახულების მთავარ ობიექტზე აკეთებს, მეორე მხრივ კი, საჭირო განწყობას ქმნის, მის გარშემო სივრცის აღსაქმელად. ამგვარ მიდგომას ვხედავთ შოენ უემურას „ზამთრის ბუმბულებში“, რო­ მელშიც სიცივის, ნისლის და ქარის განცდა სწორედ „ცარიელი სივრცით“ მიიღწევა.

შოენ უემურა, „ზამთრის ბუმბულები“, 1944, იამატანეს ხერლოვნების მუზეუმი

ტაიკან იოკოიამა, „გაზაფხული ჩიჩიბუს წმინდა მთაზე“, აბრეშუმი, 1928 85 VOYAGER 15/2019


კულტურა

l უკიო-ე-ს, ანუ იაპონურ გრავიურას, ოთხი ადამიანი ამზადებს: მხატვარი, რომელიც მელნით ქაღალდზე ერთ მთლიან გამოსახულებას ხატავს. შემდეგ, ხეზე ჭრის ოსტატს გამოსახულება ხის ნაჭრებზე ნაწილ-ნაწილ გადააქვს. ერთ ნაჭერზე მხოლოდ გამოსახულების კონტურებია დატანილი. ხის დანარჩენი ნაჭრების რაოდენობა გამოყენებული ფერების რაოდენობას ემთხვევა. თითოეულ ფერს თავისი ხის ნაჭერი აქვს და, შესაბამისად, თითოეულ ნაჭერზე გამოსახულების სხვადასხვა ნაწილია ამოჭრილი. შემდეგ ხის ნაჭრის ზედაპირები საჭირო ფერის საღებავებით იფარება, იმისთვის, რომ მეოთხემ მათზე გრავიურა ამობეჭდოს. ამ გზით მიღებული ანაბეჭდების რაოდენობა შეზღუდულია _ 2000-დან 10 000-მდე. გარკვეული რაოდენობის დაბეჭდვის შემდეგ ხის ნაჭრები ნადგურდება. უკიო-ე-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი კიტაგავა უტამაროა (1750-1806), რომლის მომხიბლავი ქა­ ლები და ჟანრული _ ყოველდღიური ცხოვრების ამსახ­ ველი სცენების ანაბეჭდის ასლები იაპონიაში 50-დან 100$მდე ღირს. უტამაროს ორიგინალის ფასი 3000-დან 12 000$-მდე მერყეობს. ასლის გარჩევა ორიგინალისგან ყველას შეუძლია, ვინც დაიმახსოვრებს, რომ ორიგინალის ფერი, როგორც წესი, ჩამქრალი, მოყვითალო-მოყავისფრო, ან მომწვანო უნდა იყოს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მის დასაბეჭდად ნატურალური, მცენარეული საღებავებია გამოყენებული, რომელიც 200 წლის განმავლობაში შუქის ზემოქმედების ქვეშ გაუფერულდა. ასლი, რომელიც ანილინის თანამედროვე საღებავებით კეთდება, ხასხასაა და ნაკლებ მიდრეკილი გაუფერულებისკენ. ასლის და ორიგინალის გარჩევა ქაღალდითაც შეიძლება. ორიგინალის ქაღალდი ძალიან თხელი, ნაზი და რბილია, მეტნაკლებად დაზიანებული კიდეებით, რომლებიც თითქოს ხელში გადნება.

სამი ლამაზმანი, კიტაგავა უტამაროა, 1793

საროსკიპოები, ჩაის სახლები და ტრადიციული იაპონური თეატრები უკიო-ეს მთავარი თემები და მოტივები იყო. გრავიურა, როგორც სახვითი ხელოვნების ტექნიკა, იაპონიაში ჩინეთიდან შემოვიდა, სადაც მან უკვე XVI საუკუნეში განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. უკიო-ეს ფუძემდებლად ითვლება იშიკავა მორონობუ (1618-1694). მან ჩამოაყალიბა ედოს სტილის მხატვრობა, რომელსაც „იამატო უკიო-ე“ უწოდა. მორონობუს საუკეთესო ნამუშევრად მიჩნეულია გრავიურების სერია „იოშივარა ნო კარადა“.

კაცუშიკა ჰოკუსაი

უკიო-ე ხეზე ნაკვეთი გრავიურაა, რომელიც ქალაქ ედოში (დღევანდელ ტოკიოში) ჩამოყალიბდა XVII საუკუნეში, მაშინ, როდესაც იაპონიის პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლება შოგუნების ხელში იყო და იაპონია, ფაქტობრივად, მოწყვეტილი იყო დანარჩენ მსოფლიოს. იაპონურად „იუკიო“ „მოტივტივე სამყაროს“ ნიშნავს, „უკიო-ე“ კი – „მოტივტივე სამყაროს სურათს“, რომელიც ზუსტად ასახავდა იაპონიის კულტურის თავისებურებებს.

1789-1801 წლებში უკიო-ემ თავისი განვითარების ზე­ ნიტს მიაღწია. ამის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს საყოველთაოდ ცნობილი კიტაგავა უტამაროს (1753-1806) მიერ შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც უმეტესად ქალის ფიგურებს წარმოადგენს. ყველაზე ცნობილი იაპონელი მხატვარი კი კაცუშიკა ჰოკუსაი (1760-1849) გახლავთ. იგი უკიო-ეს ასპარეზზე 1779 წელს გამოჩნდა. ჰოკუსაი განთქმულია თავისი პეიზა­ ჟებით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია სერია „ფუგაკუ სანჯუროკეი“ („ფუძიამას 36 ხედი“), რომელიც ტემპოს ეპოქის პირველ ნახევარს განეკუთვნება. ეს ყველაზე მნიშნელოვანი ნამუშევარია უკიო-ეს პეიზაჟური მხატვრობის ისტორიაში. ჰოკუსაისეული 36 ხედიდან განსაკუთრებით პოპულარულია „წითელი ფუჯი“.

86 VOYAGER 15/2019



კულტურა

მურაკამის გადაჭარბებული, მანიაკალური მხიარულებით აღბეჭდილი, კაშკაშა ფერებში შესრულებული ნამუშევრები გამოჩენისთანავე მოექცა მსოფლიო სახელოვნებო წრეების და კოლექციონერების ყურადღების ცენტრში.

l იაიოი კუსამას კოპლებიანი სამყაროდან დაწყებული, ტაკა­ ში მურაკამის Superflat (სუპერბრტყელი) გამოსახულებე­ ბით დამთავრებული, იაპონური თანამედროვე ხელოვნება ძლი­ერ მრავალფეროვანია. ტრადიციის, აზროვნების სტი­ ლის და ტექნოლოგიის სინთეზი იაპონური ხელოვნების განუმეორებელ ნიმუშებს ქმნის, რომლებიც ხშირად ფუ­ ტურისტულ _ მომავალთან ასოცირებულ ვიზუალურ გზავ­ ნილად აღიქმება. იაპონური თანამედროვე ხელოვნების თავისებურება მისი პირველწყაროს _ იაპონური კულტურის განუმეორებლობაშია. იაპონური კულტურის შეფასების კრი­ტერიუმი თავად იაპონური კულტურაა, რადგან მის აღ­ საქმელად სხვა ქვეყნის კულტურა არასოდეს გამოდგე­ ბა, რაც მის მკვეთრად გამოხატულ თვითმყოფადობას უსვამს ხაზს. თითქმის 90 წლის იაიოი კუსამა დღეს მსოფლიოში ყველა­ ზე ძვირადღირებული ქალი ხელოვანია. მისი ნამუშევრების ცნობა ადვილია, რიტმულად განმეორებადი კოპლების უსასრულო რაოდენობით, რაც მნახველში ზღაპრულობის განცდას აღძრავს. ფერადი კოპლები კუსამას ფერწერებს, ქანდაკებებს და სარკეებით შექმნილ „უსასრულო ოთახებს“ ფანტასტიკურ სამყაროდ აქცევს. როგორც თვითონ ამბობს _ „დედამიწა ერთი პატარა წერტილია კოსმოსის მილი­ონობით ვარსკვლავს შორის. კოპლები გზაა უსას­რუ­ ლობისკენ. როდესაც სხეული და სივრცე კოპლებით იფა­ რება, ის კოსმოსს უერთდება და მისი ნაწილი ხდება“. კოპლების მოზღვავებას კუსამას შემოქმედებაში საფუძვ­ ლად ბავშვობის ტრავმული ჰალუცინაციური გამოცდილება უდევს, როდესაც ყვავილებიანი მინდორი ერთხელ, მის თვალწინ, უეცრად, კოპლების უსაზღვრო ველად გადაიქცა.

l 1962 წელს დაბადებული ტაკაში მურაკამი ტაქსის მძღოლი მამის და დიასახლისი დედის შვილია, რომელიც ქარგვას და ქსოვილის დიზაინს სწავლობდა. მშობლები ტაკაშის ხში­ რად აიძულებდნენ, იმ გამოფენებზე დაეწერა, რომელთაც ერთად ნახულობდნენ. თუ ტაკაში უარს იტყოდა, სადილის გარეშე მოუწევდა დაძინება. ასეთმა აღზრდამ მას სწრაფი ფიქრის და წერის უნარი განუვითარა.

მურაკამი ე.წ. superflat _ „სუპერბრტყელი“ მოძრაობის პიონერია, რომე­ლიც თავის შემოქმედებაში იაპონურ გრა­ფიკას, ანიმაციას და პოპკულტურას იყენებს. მისი ნამუშევ­რები იაპონური სამომხმარებლო კულტურის ზედაპირუ­ ლობაზე მიუთითებს და სამომხმარებლო საგანსა და მაღალ ხელოვნებას შორის საზღვრებს წაშლას ცდილობს. მისი „გმირები“ პერვერსიული, მაგრამ საყვარელი (kawaii) და თითქოს უცოდველები არიან. მათ ხშირად ძალადობის ქვეტექსტიც მოჰყვებათ. თვითონ მხატვრისთვის მისი ქმნი­ ლებები დასავლური გავლენების კრიტიკაა იაპონურ თა­ ნამედროვე კულტურაზე. მურაკამის ბოლოდროინდელი პროექტებიდან განსაკუთრებულად ცნობილი მურაკამისა და ლუი ვიტონის თანამშრომლობაა, რამაც არა მხოლოდ პოპკულტურასა და ხელოვნებას, არამედ კომერციასა და ხელოვნებას შორის მოახერხა საზღვრის წაშლა. მურაკამის სკულპტურა, „ჩემი მარტოსული ქოუბოი“, 2008 წელს კრის­ ტის აუქციონზე 15 მილიონ დოლარად გაიყიდა, რითაც ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული, ცო­ ცხალი მხატვარი გახდა.

l იოშიტომო ნარას დიდთვალებიანი, საყვარელი, თუმცა შინაგანად დაძაბული, ავისმომასწავებელი, მავნებელი ბავ­შვები მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ბავშვური მოწყენილობით და სასოწარკვეთილებით არიან აღბეჭდილი. ნარას გამოსახულებებში გაუცხოებას და მარტოობას მე­ ამბოხე მუხტი ემატება. მისი ნამუშევრების სათაურებშიც კი ახალგაზრდული პროტესტი იკითხება: „გოგონა დანით“, „ჩუმი ძალადობა“, „ძვლებამდე ნევროტული“, `არაფერი არ­სებობს“. ნარას პირველი დიდი გამოფენა დასავლეთში, სახელწოდებით „აქ სულელი არავინაა“, 2011 წელს, ნიუ იორკის Asian Society Museum-ში გაიმართა. მისი ყველზე ძვირადღირებული ნამუშევარია „პატარა ელჩი“, რომელიც 2016 წელს სოტბის აუქციონზე 3 104 730 დოლარად გაიყიდა.

l თანამედროვე იაპონური კულტურა წარმოუდგენელია მან­გას და ანიმეს გარეშე. მანგა კომიქსის იაპონური, როგორც წესი, შავ-თეთრი ვერსიაა, რომელიც მარჯვნიდან მარცხნივ იკით­ ხება და სერიების სახით გამოიცემა, ახალი თავგადასავლით და პერსონაჟით. მანგა იაპონური პოპკულტურის მეინს­ ტრიმის განუყოფელი ნაწილი და ინსპირაციის შეუცვლელი წყაროა უამრავი შემოქმედებითი სფეროსთვის, როგო­ რებიცაა რეკლამა, კინო თუ ვიზუალური ხელოვნება. რო­ დესაც მანგა ძლიერ პოპულარული ხდება, იქმნება მასზე დაფუძნებული ანიმე _ იაპონური ანიმაციური ფილმი. იაპო­ ნიაში სიტყვა „ანიმე“, ზოგადად, ანიმაციურ ფილმს ნიშნავს, თუმცა იაპონიის გარეთ ეს სიტყვა მხოლოდ იაპონური წარმოების მულტიპლიკაციურ ფილმს აღნიშნავს, რომლის სცენარი შეიძლება ამა თუ იმ მანგას ეფუძნებოდეს ან კონკრეტული ანიმესთვის იყოს შექმნილი. მანგა და ანიმე პერსონაჟების განვითარებაზე აგებული ჟანრებია, რომელთა მომხიბვლელობას რეალურის და ირეალურის მხოლოდ იაპონურ კულტურაში შესაძლებელი სინთეზი ქმნის.

88 VOYAGER 15/2019


მურაკამისა და ლუი ვიტონის ერთობლივი დიზაინით შექმნილი ჩანთა ტაკაში მურაკამი

მურაკამი, Mr. DOB

იოშიტომო ნარა THINKING PINKY

89 VOYAGER 15/2019

იოშიტომო ნარა „პატარა ელჩი“


კულტურა

ეიკო ჰოსოე, „ბარაკეი“, იუკიო მიშიმა. 1961

ნობუიოში არაკი

l

l

იაპონური ფოტოგრაფია, იგივე შაშინი (შა-კვლავ­ წარმოება, შინ _ სიმართლე) მე-19 საუკუნეში, იაპონიის იზოლაციის დასასრულიდან იწყება. 1920-30-იანი წლების იაპონური ფოტოგრაფია თანადროული ამერიკული ფოტოგრაფიის ტენდენციებს იმეორებს და დასავლური სახელოვნებო მიმდინარეობების გავლენას განიცდის.

ნობუიოში არაკი მეამბოხე, სოციალური ნორმების დამანგ­ რეველი, იაპონური ფოტოგრაფიის უცნობილესი ფიგურაა. არაკი ყველაზე ინტიმურის _ ადამიანის სექსუალობის ემო­ციურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებს იკვ­ ლევს, ყველაფერს, რაც კი სექსის „ძალაუფლებას“ გან­ საზღრავს. არაკის ინსპირაცია „კინბაკუ-ბი“ _ იაპონური ეროტიკული მორჩილების ხელოვნებაა, რაც მის ცნობილ ფოტოებში, ქალების თოკით შეკრული სხეულების შავთეთრი გამოსახულებებითაა გადმოცემული. მისი ყველაზე ცნობილი სერიაა „სენტიმენტალური მოგზაურობა“, საკუთა­ რი ცოლის ინტიმური, პროვოკაციული ფოტოებით, რომე­ ლიც კონსერვატორულ იაპონურ საზოგადოებას თითქოს სექსულობაზე, გულახდილობასა, და თავისუფლებაზე სასა­ უბროდ იწვევს.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის იაპონური ფოტოგრაფია ქუჩის ფოტოგრაფების სიმრავლით გამოირჩევა, რომლებიც იაპონური ყოველდღიურობის კლაუსტროფობიას აღწერენ, რაც დასაბამს აძლევს ახალ ფოტოგრაფიულ ფორმას, გადღაბნილი, დაბა­ ლი ხარისხის, უფოკუსო იმიჯებით, რომელსაც „მო­ მენტალური ფოტო“ (snapshot) _ სუნაპპუ შოტტო შე­ არქვეს. 1960-იან წლებში, სწორედ იაპონიაში იბა­ დება ბუნდოვანი, გაორებული, შავ-თეთრი ფოტო გამოსახულება, რითაც იაპონელი ფოტოგრაფების ახალგაზრდა თაობა საკუთარი ქვეყნის წარსულსა და მომავალზე საუბრობდა. ეიკო ჰოსოეს, ფოტოგრაფის და რეჟისორის, ინტერესი არ არის რეალობის დოკუმენტირება. ის ძლიერ კო­ნ­ტრასტული, შავ-თეთრი ფოტოებითაა ცნობილი, სა­ დაც იაპონურ ფოლკლორზე დაყრდნობით, ის შინაგან ემოციებს და ქალსა და მამაკაცს შორის, დრამატულ, დაძაბულობით აღსავსე ურთიერთობებს აღწერს. ჰოსოეს ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, ალბათ, მაინც იუკიო მიშიმას, ცნობილი იაპონელი ავანგარდისტი მწერლის, პოეტის და დრამატურგის, ბოლო ფოტო­ სერიაა, სახელად „ბარაკეი“ („გამოცდა ვარდებით“), რომელიც მწერლის სახლშია გადაღებული. მალე, ფოტოსერიის დასრულების შემდეგ, მიშიმა სი­ ცოცხლეს იაპონური რიტუალური თვითმკვლელობით _ სეპუკუთი (ჰარაკირი) ამთავრებს. არსებობს აზრი, რომ ეს ფოტოსერია წინასწარ გვაუწყებს თითქოსდა მოულოდნელი თვითმკვლელობის შესახებ, რადგან ფო­ ტოები ზედმიწევნით ზუსტად ასახავენ მიშიმას შინა­გან წინააღმდეგობებს და ემოციურ მდგომარეობას.

90 VOYAGER 15/2019


გეიშა

საიტები, სადაც შეგიძლიათ დაჯავშნოთ სადილი, ან ვახშამი მაიკოსთან ან გეიშასთან ერთად: კიოტო: www.govoyagin.com/activities/japan-kyoto-book-an-exclusive-experience-in-tea-house-with-a-maikokyoto/7897?acode=tokyocheapo www.japanican.com/en/tour/detail/NGT1NN4001NNS/?typecd=TOU&kw=geisha&typegrpcd=TPA?aff=japancheapo&utm_ medium=affiliate&utm_source=japancheapo&utm_content=japancheapo_affiliate ტოკიო: www.govoyagin.com/activities/japan-tokyo-dinner-with-a-top-level-geisha-performance-in-kagurazaka/2295?acode=tokyocheapo www.govoyagin.com/activities/japan-tokyo-geisha-encounter-cultural-experience-at-chaya-in-tokyo/8329?acode=tokyocheapo

მათ ხან გეიშას და ხან გეიკოს ეძახიან, თუმცა ორივე შემთხვევაში სახელი თითქმის ერთი მნიშნელობით ითარგმნება — გამრთობი, ხელოვნების ადამიანი. გეიშამ ბრწყინვალედ იცოდა ლიტერატურა და პოეზია, სიმღერა და ცეკვა, ფლობდა მრავალ მუსიკალურ ინსტრუმენტს, ატარებდა ჩაის ცერემონიალს და გამოირჩეოდა მხია­ რულებითა და საზრიანობით. გეიშებს ყოველთვის კიმონო ეცვათ და სახეზე გამოკვეთილი მაკიაჟი ეკეთათ. ფულის გადახდითა და გეიშას დაქირავებით, მამაკაცი გარკვეული დროით მის კომპანიას (და არა სხეულს) ყიდულობდა.

1920-იან წლებში იაპონიაში 80,000-მდე გეიშა იყო, ახლა მათი რაოდენობა 1000-მდე შემცირდა და მათ შორის, რამდენიმე მამაკაციც მუშაობს. რადგან საუკუნეების წინ, მანამ, სანამ გეიშების ინსტიტუტი ჩამოყალიბდებოდა, შეკრებებზე გამრთობის ფუნქცია კაბუკის თეატრის მამაკაცებს ჰქონ­დათ საკუთარ თავზე აღებული. თუ დღეს გეიშას მომსახუ­რება დასჭირდება ვინმეს, სპეციალური სახლის დახმარებით ისინი მათ გარკვეული დროით ქირაობენ. ამბობენ, იმისათ­ვის რომ მაღალი კლასის პროფესიონალი გეწვიოთ, მხოლოდ ბევრი ფული არაფერს გიშველით, კარგი ნაც­ ნობობაც საჭიროა. საჭიროა, ამ სიტყვის ცოდნაც — ჰანამაჩი — ეს გეიშას უბანია, სადაც ჩაის და გეიშას სახლები დგას. გეიშები, როგორც წესი, ღარიბი ოჯახის შვილები იყვნენ, რომელთაც ჯერ კიდევ ბავშვობაში, 5-6 წლის ასაკში, მშობლები სპეციალურ სკოლაში — ოკიაში აბარებდნენ. პირველ ეტაპზე მათ შინამოსამსახურის საქმეს ასწავლიდ­ ნენ, მეორე ეტაპი — უკვე დღესასწაულებში მონაწილეობის მიღება და პროფესიონალი გეიშებისგან უნარ-ჩვევების ათვისება იყო. ამის შემდეგ კი ისინი `მაიკოები“ ხდებოდნენ, რაც სულ მალე გეიშას სტატუსის მიღებას ნიშნავდა. მთელი ამ დროის განმავლობაში კი ცეკვის, მუსიკის, ლიტერატურის თუ პოეზიის გაკვეთილები განუწყვეტლივ უტარდებოდათ. თუ იაპონურ კულტურაში ცოლი, ძირითადად, უნდა ყოფილი­ყო სახლში, მორიდებულად და თავშეკავებულად მოქცეუ­ ლიყო საზოგადოებაში, გეიშა იყო ქალი, რომელიც აუცი­ ლებლად უნდა მიეწვიათ სადღესასწაულო ცერემონიებზე, საქმიან შეხვედრებსა და სადილებზე, რადგან სწორედ ისინი ხდებოდნენ შეკრების მთავარი მასპინძლები. სამწუხაროდ, ბევრმა ფაქტორმა, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომმა, შეუწყო ხელი იმ მცდარი მოსაზრების გამყარებას, რომ გეიშა იგივე კურტიზანი ქალია. არადა, კურტიზანები, ანუ ოირანები ვიზუალურად ძალიან განსხვავდებიან გეიშე­ ბისგან. გეიშას სექსის ვალდებულება არ ჰქონდა და თუ ამას გადაწყვეტდა, ეს მისი არჩევანი იყო.

იაპონიის ელჩი საქართველოში,

ტადაჰარუ უეჰარა

მინდა, თქვენი ყურადღება მივაპ­ყრო ერთ ნაკლებად ცნობილ კერძს, რომლის დაგემოვნებასაც კიოტოში შეძლებთ. ეს არის „მამე ძ(ს)უში“. „მამე“, როგორც წესი, „ლობიოს“ ნიშნავს, თუმცა ამ შემთხვევაში იგი ითარგმნება, როგორც „პაწაწინა“, ხოლო „მამე ძ(ს)უში“ მთლიანობაში პა­წაწინა სუშია _ მრგვალი და ფერადი დეკორაციებით შემკული, რომ წარმოიდგინოთ, დაახლოებით, ერთლარიანი მონეტის ზომის. მთავარი მიზეზი, რატომ განსხვავდება სხვა ტიპის სუშისგან, არის ის, რომ იგი მზად­დება კიოტოელი მაიკოებისთვის. რადგანაც წესი არაა, გეიშამ პირი ფართოდ გააღოს თავისებური მაკიაჟის გამო, სპეცი­ა­ლურად მათთვის ამზადებენ მცირე ზომის „მამე ძ(ს)უშის“.

91 VOYAGER 15/2019


კულტურა

92 VOYAGER 15/2019


იაიოი კუსამა შეშლილი სუპერსტარი

ს ა ლ ომ ე კ იკ ა ლეიშ ვილ ი 2016 წელს Time-მა ის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. 2014 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედე­გებით, რომელიც მუზეუმებში დამთვალიერებელთა რა­ ოდენობას იკვლევდა, ის მსოფლიოში ყველაზე პოპულა­ რული არტისტი გახდა. როგორც გაზეთი Guardian-ი წერს, სხვადასხვა პრესტიჟულ მუზეუმსა და გალერეაში მისი ნამუშევრების სანახავად მისულ დამთვალიერებელს მინი­ მუმ 2-საათიან რიგში უწევს დგომა და ონლაინ ბილეთების გაყიდვებიც რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. მისი ნამუშევრები ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის, ლოს ანჯელესის ხელოვნების მუზეუმის, ლონ­ დონის ტეიტ მოდერნის, პარიზის პომპიდუს ცენტრის და ტოკიოს თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმის მუდმივ კოლექციებშია დაცული. 2017 წელს მან ტოკიოში საკუთარი 5-სართულიანი მუზეუმი გახსნა. `იაიოი კუსამა როკ ვარსკვლავი რომ ყოფილიყო, ის ნამ­დ­ვილად მიკ ჯაგერი იქნებოდა“, _ დაწერა მასზე სახელოვნებო ვებგვერდ­ მა Artsy. კოპლები _ იაიოი კუსამაზე პირველად სწორედ კოპლები გახსენდება. ისინი ხან ფიგურებზე, ხან ვეებერთელა ტილოებზე, ხან განათებებსა და ინსტალაციებზე და ხანაც _ ადამიანის სხეულზეა. კუსამა თითქოს კოპლების მკვლე­ ვარია, თითქოს, ამ სამყაროში მათ მისტიკურ დანიშნულებას ეძებს. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც უკან მოიტოვა ბრინ­ჯაოს შიშველი სხეულები და დამთვალიერებელს ქსოვი­ლისგან შექმნილი, საყოფაცხოვრებო ნივთების რბილი ქანდაკებები შესთავაზა: ნავი, ტახტი, ფალოსი. მას ეკუთვნის სარკეებითა და განათებით შექმნილი `უსასრულობის ოთა­ ხებიც~, სადაც შესვლისას ხან გალაქტიკაში აღმოჩნდები, ხანაც ალისა გეგონება თავი გოგრების „საოცრებათა ქვე­ ყანაში“. 93 VOYAGER 15/2019


კულტურა

კუსამა ხატავს, აქანდაკებს, აწყობს ინსტალაციებსა და პერფორმანსებს, წერს წიგნებს და იღებს ფილმებს. მისი კონცეპტუალური ნამუშევრები ფემინიზმის, მინიმალიზმის, სიურრეალიზმის, პოპ-არტის და აბსტრაქციული ექსპრე­ სიონიზმის ნაზავია, საბოლოოდ კი, ამ ყველაფერს ძალზე პირადულ და ფსიქოლოგიურ მოტივებში აერთიანებს. ანტიდეპრესანტები, ფსიქოტროპული წამლები და ტრავ­ მატული ბავშვობა კუსამამ ზღაპრულ, მსუბუქ, ლაღ და სიყვარულით სავსე სამყაროდ აქცია. მან თითქოს თავისი შეშლილი გონება გამოიყენა ამ ყველაფრის შესაქმნელად. თანამედროვეობის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არტისტი, 90 წლის იაპონელი იაიოი კუსამა, უკვე 42 წელია, ტოკიოში, შინჯუკუს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ცხოვ­ რობს.

ფსიქიატრთან სიარული თინეიჯერობაში დავიწყე~, _ იხსე­ ნებს კუსამა. სამყაროსა და ადამიანებს ზოგჯერ წერტილებით დაფარულს ხედავდა, ამიტომაც ამბობს, რომ ხატვისას კოპლების დასმა მისი თვითმიზანი არ არის _ ხელები თავისით ხატავენ და როცა ამთავრებს ნახატს, მერე გაოცებული უყურებს. იხსენებს, რომ გაბრაზებულ დედას არაერთხელ გამოუგლეჯია მისთვის ხელიდან ტილო და გადაუყირავებია სახატავი დაფა. 1958 წელი იყო. 27 წლის იაიოიმ, თავისი ფსიქიატრის რჩევა გაითვალისწინა და სახლიდან წავიდა. ნიუ იორკში რამოდენიმე ნახატი და 60 აბრეშუმის კიმონო წაიღო, რომ გაჭირვების შემთხვევაში ან ერთი გაეყიდა, ან _ მეორე.

1958-1973. ნიუ იორკი

`დალიე ანტიდეპრესანტი და ის გაივლის…~ _ იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ჟურნალისტებს ინტერვიუებზე თანხმდება, თავის დაწერილ ამგვარ სიმღერებს წაიღი­ღინებს ხოლმე. სულ ხატავს. ასე იყო ბავშვობაშიც და ასეა ახლაც _ მეორე ბავშვობაში. დღის განმავლობაში ადგილობრივ სუპერმარკეტში ნაყიდ სუშის მიირთმევს და ნეონის ფერის ნაჭრებისგან ტანსაცმელს იკერავს. სტუდიაში რამდენიმე ასისტენტი და გალერისტი ჰყავს, ისინი, ძირითადად, ნიუ იორკში, ტოკიოსა და ლონდონში მის სამომავლო გამოფენებს გეგმავენ. და ყოველთვის, როცა კი ინტერვიუებზე მისული ჟურნალისტები ხმის ჩამწერს ჩართავენ ხოლმე, საუბარი ისევ იმაზე იწყება: კოპლები, ბავშვობა, ნიუ იორკი.

`რაც უფრო ჩავუღრმავდი ფროიდის ანალიზს, მით უფრო კარგად დავინახე ჩემი პრობლემები. გრძნობები ჩემი ნამუშევრების მიღმა, არაცნობიერი და ფსიქოსომატურია. ჩემი ნამუშევრები — ესაა ჩემი ფსიქოლოგიური პრობლემების ხელოვნებაში გადმოტანის საშუალება~.

კოპლები და ჰალუცინაციები. ბავშვობა კარგად შეეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა და ყოველთვის ახერხებდა ყურადღების ცენტრში ყოფნას. მისი სახელი ნიუ იორკში მალევე გახდა ცნობილი. მეგობრობდა ფრანკ სტელასთან, კლაეს ოლდენბურგთან, ენდი უორჰოლთან. მათ საერთო გამოფენებიც ჰქონდათ. შიშველი პერფორმანსების წყალობით მისი სახელი არაერთხელ აღმოჩენილა წამყვანი გაზეთების პირველ გვერდზე. კუსამა კოპლებით ებრძოდა ყველაფერს _ მთავრობას, ომს, ჩაგვრას. ვიეტნამის ომის აქტიურმა მოწინააღმდეგემ კოპლებით მოუხატა შემსრულებლებს შიშველი სხეულები და თავისუფლების ქანდაკებასთან როკმუსიკაზე ააცეკვა, ხოლო ნიქსონს ომის შეწყვეტის სანაცვლოდ მასთან დაწოლა შესთავაზა. უოლ სთრითზე მისი შიშველი მიმდევრები პერფორმანსს `ანატომიური აფეთქება~ აწყობდნენ და საპროტესო ტექსტით შედგენილ ფურცლებს გაოგნებულ გამვლელებს ურიგებდნენ. ავანგარდულ სამოსს ქმნიდა _ დიდ კოპლე­ბიან კაბებს, რომელთაც ასევე დიდი ზომის მრგვალად ამოჭრილი ორმოები ჰქონდათ.

`ერთ დღეს მაგიდის გადასაფარებელზე დახატულ წითელ ყვავილებს ვუყურებდი და როდესაც ზემოთ ავიხედე, იგივე ყვავილები დავინახე ჭერში, ფანჯრებზე და კედლებზე. საბოლოოდ ეს ფორმები გამოისახა მთელ ოთახში, ჩემს ტანზე და სამყაროშიც. ვიგრძენი, რომ, თითქოს, საკუთარი თავის განადგურება დავიწყე; თითქოს, სივრცისა და დაუსრულებელი დროის უსასრულობაში დავტრიალდი და არარსებობას დავემორჩილე“.

ჰალუცინაციები ბავშვობაში დაეწყო. საკუთარი ხმა ზოგჯერ ძაღლის ყეფად ეჩვენებოდა და საათობით შეეძლო ბაღში მოსაუბრე იების მოსმენა. როცა კი ჰალუცინაციები შემოუტევდა, მაშინვე ფანქარს იღებდა და ხატვას იწყებდა _ დანახულის ქაღალდზე გადატანა შიშის დაძლევაში ეხმარებოდა. `ემოციურად ძალიან გაუწონასწორებელი ვიყავი და ხშირად ვიტანჯებოდი ნერვული შეტევებით.

Kusama Omophile Kompany (KOK) _ ამ სახელწოდებით გეებისთვის სოციალური კლუბიც გახსნა და 1968 წლის 25 ნოემბერს თავის სტუდიაში ნიუ იორკში პირველი `ჰომოსექსუალური ქორწინების~ რიტუალი ჩაატარა. მართალია, სიტყვები: `შიშველი~, `ორგია~, `ფალოსი~ ძალიან ხშირად ჩნდებოდა პრესაში კუსამას სახელის გვერდით, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი მისი რეალობა კი არა, თვითთერაპია იყო.

94 VOYAGER 15/2019


განდეგილი, რომელიც დიდ ქალაქში საკუთარი თავის განსამტკიცებლად ჩავიდა… მერე კი უკან, თავის სცენაზე დაბრუნდა, რათა კიდევ უფრო დიდი გამხდარიყო. „მასწავლეს, დიდი, ვიდრე ოდესმე~, _ მოგვიანებით დაწერა რომ სექსი იყო New York Magazine-მა. ბინძური და სამარცხვინო. ის უნდა დაგემალა. ბავშვობაში ბევრჯერ მინახავს სექსუალური აქტი და მახსოვს, როგორ ნელ-ნელა გამიჯდა შიში მთელ სხეულში. სწორედ არტთერაპიის გამო შევქმენი ამდენი ხელოვნური ფალოსი. ავავსე მათი ფიგურებით ოთახი, რათა შიში გამექრო“.

სექსი არასდროს ჰქონია. ამბობს, რომ ეს ბავშვობის ტრავმაა. დედა აიძულებდა მექალთანე მამისთვის თვალი ედევნებინა და მისი სასიყვარულო თავგადასავლები დეტალურად მოეყოლა, შემდეგ კი მთელ რისხვასა და სიბრაზეს ბავშვზე ანთხევდა. 1965 წელს კუსამა თავის პირველ სარკეებიან ინსტალაციას `სარკის უსასრულო ოთახი: ფალოსის მინდორი~ ქმნის. ინსტალაცია ასობით თეთრი, წითელი და დაკოპლილი ნაჭრის ფალოსისგან შედგება. ოთახში შესული დამთვალიერებელი მარჯნებივით თავწამოყოფილი ფალოსების მორევში იძირება. მათი „დაუფლება~ დომინანტობის, „ძლიერ სქესზე“ გამარჯვების სიმბოლოა. ამავე პერიოდში ნაჭრის ფალოსებისგან აკეთებს საყოფაცხოვრებო ნივთებსაც: ტახტს, სავარძელს, სკამს, კიბეს, ნავს, ფეხსაცმელსაც კი… საგამოფენო ოთახის ჭერს, იატაკსა და კედლებს კი უწყვეტად გამეორებული ნავის ერთი და იმავე სურათებით ფარავს. იმით, რასაც წლების შემდეგ დიდი წარმატებით გადაათამაშებს უორჰოლი. `ნარცისის ბაღი~ _ ასე ჰქვია ინსტალაციას, რომელიც 1966 წელს ვენეციის ბიენალესთვის გააკეთა. 1500 სარკისებრი ბურთი ძირს დააწყო და პატარა აბრაც დაურთო თან: „შენი ნარცისიზმი იყიდება“. მას შემდეგ, რაც ბიენალეს ვიზიტორები გაოცებულები დაათვალიერებდნენ საკუთარ ანარეკლს ბურთის ზედაპირზე, კუსამა მათ „ნარცისიზმის“ ყიდვას 2 დოლარად სთავაზობდა. მართალია, სოციალური მედიისა და სელფების ბუმის ეპოქაში ნარცისიზმი სწორედაც რომ შესაბამისი საკითხია, თუმცა მაშინ ბიენალეს ხელმძღვანელობამ კუსამას პერფორმანსის შეწყვეტა მაინც აიძულა _ `ხელოვნება არც ნაყინია და არც ჰოთ-დოგი, მისი ასე გაყიდვა არ შეიძლება!~ _ უთხრეს კუსამას. ის კი მაინც სულ იმას ცდილობდა, ხელოვნება გალერეის კედლებს გარეთ გაეტანა და ხალხი თანამონაწილედაც კი ექცია. „დიახ, ხელოვნება კომერციაა“, _ ამბობდა ის.

უკან, სახლში დაბრუნება

ტოკიოში დაბრუნებულმა შინჯუკუს რა­ იონში, მე-10 სართულზე იქირავა ბინა. მისი ფანჯრები ვეებერთელა სასაფლაოს გადაჰყურებდა. ამ დროს ჰალუცინაციები და პანიკური შეტევები ისევ განახლდა, რის გამოც რამდენჯერმე საავადმყოფოში აღმოჩნდა. 1977 წელს კი თავად გადაწყვიტა, რომ ყველაზე უსაფრთხოდ სწორედ ფსი­ქიატრიულ კლინიკაში იქნებოდა. მას შემდეგ, უკვე 42 წელი გავიდა. 90 წლის იაიოი კუსამას რუტინა ყოველ დღე უცვლელია: დღისით ტოვებს საავადმყოფოს შენობას და იქვე, თავის სტუდიაში, სახატავად მიდის _ სამყაროს შეცნობას კვლავაც კოპლებით აგრძელებს, დღის ბოლოს კი უკან, თავის „უსაფრთხო“ ოთახში ბრუნდება. სამყაროს ქაოსი და რიტმი მას აღარ სჭირდება. და სანამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანები საათობით დგანან გრძელ, უსასრულო რიგებში, რომ ამ კაშკაშა, უცნაური ქალის სამყაროში შედგან ფეხი, კუსამაც ამართლებს მათ მოლოდინს _ ხან ვეებერთელა ტილოებს, ხანაც გასაოცარ ინსტალაციებს ჩუქნის ხალხს.

დასასრული ეტლში ზის. მხრებამდე ჩამოშვებული წითელი ნეონის პარიკი ახურავს და თავისი შეკერილი კოპლებიანი კაბა აცვია. BBC-ის ჟურნალისტს მორიგ ინტერვიუს აძლევს. `ეს პატარა სიმღერა დავწერე, რომელსაც მხოლოდ მაშინ ვმღერი, როცა ჩემი მშობლების მიმართ დიდ სიყვარულს ვგრძნობ. გინდათ გიმღეროთ?~ _ და ხნიერი ქალის ოდნავ აკანკალებული ხმით იწყებს: „ახლა, როცა უკვე მოკვდი, / შენი სული სამუ­ დამოდ გადავიდა ბამბის ვარდის ღრუბლებს მიღმა. / ჩვენს გზებზე კი, სიყვარულისა და სიძულვილის დაუსრულებელი ომის დროს რომ გაიყო, / ცისარტყელის შუქის ნამცეცები ფარფატებს~.

კუსამამ ნიუ იორკის სახელოვნებო წრეებში მალევე გაითქვა სახელი, თუმცა დიდ წარმატებას მაინც ვერ მიაღწია. აუტსაიდერი იყო _ ქალი, და თან იაპონელი ქალი. ამიტომ ფიქრობენ, რომ ისე არ აღიარეს და დააფასეს, როგორც მისი თანამედროვე თეთრკანიანი მამაკაცი არტისტები. ერთ დღესაც ხმა გავარდა _ იაიოი კუსამა, იაპონელი არტისტი, საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადმოხტა. `კუსამა ხომ გასაოცარი მუსიკაა, რომელიც მთავარი ამბის ფონად გესმის. 95 VOYAGER 15/2019

„ჩვენ გავჩნდით დედამიწაზე, რომელიც მრგვალია, მზეც მრგვალია და მთვარეც. გალაქტიკაც მრგვალია. ყოველთვის მინდოდა, რომ მათი გავლით ცხოვრების ფილოსოფია გამეგო“. იაიოი კუსამა


კულტურა

ინსტალაციები განადგურების ოთახი _ ეს ინსტალაცია პირველად 2002 წელს გააკეთა და დროთა განმავლობაში ის კოპლების ატომური აფეთქების ადგილად იქცა. თეთრი ოთახია, სადაც ასევე თეთრი ავეჯია: სკამები, მაგიდა, სავარძლები, თარო­ ები, ზედ დალაგებული აქსესუარებით. დამთვალიერებელს სხვადასხვა ზომისა და ფერის დასაკრავ კოპლებს აძლევენ და ისინიც საკუთარი სურვილით ირჩევენ, რამდენი დააკრან _ ხუთი, ათი, თუ კიდევ მეტი. ტეიტის მუზეუმში გადაღებულ ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ იცვლება კუსამას ოთახი ვიზიტორების შეხების შემდეგ, ცოცხლდება და იფერება.

2000-იანებში `უსასრულობის სარკეების~ სერიაში კაშკაშა ინსტალაციები მბჟუტავი განათებით შეცვალა. 13 კვ.მ-ს ოთახში შესული არაამქვეყნიურ, კოსმიურ სამყაროში გადადიხარ და მილიონობით ციცქნა წერტილის სივრცეში, უწონადობაში ეკიდები. ეს ოთახები იმდენად პოპულა­რულია, რომ ზოგიერთმა მუზეუმმა დათვალიერების ლიმიტი დაუწესა სტუმრებს. მაგალითად, 2013 წელს ერთმა ნიუ იორკულმა გალერეამ თითო ვიზიტორისთვის დათვალიერების დრო 45 წამამდე შეამცირა. ხოლო ჰირშჰორნის მუზეუმი ვაშინგტონში, სადაც კუსამას ინსტა­ ლაციის სანახავად მარტო 3 თვის განმავლობაში 457,000 ადამიანი მივიდა, ნახევარ წუთამდე ტოვებდა ვიზიტორებს.

იაიოი კუსამა მოდის ინდუსტრიაში 1968 წელს კუსამამ საკუთარი მოდის კომპანია შექმნა და ავანგარდული სამოსის გაყიდვა დაიწყო. 2009 წელს ერთერთი იაპონური ფირმისთვის მან ხელჩანთის ფორმის მო­ ბი­ლური ტელეფონები შეზღუდული რაოდენობით გამო­უშვა. ამ ნივთს ასე ერქვა: `ხელჩანთა კოსმიური მოგზა­ურო­ბისთვის, დამირეკე, ჩემო ცუგა~ (Handbag for Space Travel, My Doggie Ring-Ring). 2011 წელს კუსამამ ითანამშრომლა პარფიუმერულ კომპანია „ლანკომთან“ და მათთვის ტუჩის საცხის სერია მოამზადა. იმავე წელს, მარკ ჯეკობსთან ერთად (რომელიც ლუი ვიტონის სახლის მთავარი დიზაინერი იყო), ლუი ვიტონის ახალი ხაზი _ `უსასრულოდ კუსამა~ გამოუშვა: გოგრის ფორმის ჩანთები, დაკოპლილი სამგზავრო ჩემოდნები, ყელსაბა­მები და აქსესუარები. შემდეგ კი მომზადდა კუსამას მონოგრაფია, რომელშიც მხატვრის არქივში არსებული, გამოუქვეყნებელი დოკუ­ მენტები, ფოტო თუ ილუსტრაციები შევიდა. "Yayoi KusamaLouis Vuitton" — ეს ნივთები მხოლოდ ლუი ვიტონის მაღა­ ზიებში იყიდებოდა. გასაოცრად იყო მორთული ლუი ვიტონის მაღაზიების ინტერიერიც, რაზეც ასევე კუსამამ იზრუნა. 96 VOYAGER 15/2019


სად ვნახოთ კუსამა, როცა იაპონიაში ვართ

1. ნაოშიმა, კაგავას პრეფექტურა

2. ტოვადა, კაგავას პრეფექტურა

ის, უდავოდ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გოგრაა, რომ­ლის შავი კოპლებით დაფარული ყვითელი ვერსია, თავის, წითელ ანალოგთან ერთად, ნაოშიმას სახელოვნებო კუნძულის არაოფიციალური სიმბოლოა. ღია, უკაცრიელ სივრცეში, უსასრულო წყლის პირას, ის კიდევ უფრო ამოვარდნილია კონტექსტიდან; კიდევ უფრო ინდივი­ დუალური სათქმელით სავსე.

თუ ქალაქ ტოვადაში იქნებით, ეწვიეთ თანამედროვე ხე­ ლოვნების მუზეუმს, სადაც მნიშვნელოვანი იაპონელი არტისტების ნამუშევრებია გამოფენილი. იქვე, მუზეუმის ღია სივრცეში, კუსამას 8 ქანდაკება დაგხვდებათ: გოგონა, ძაღლები, დიდი გოგრა და სასაცილოდ დაკოპლილი სოკოები. towadaartcenter.com/en/ 3. მაცუმოტო,

ნაოშიმა პატარა კუნძულია, რომელსაც, როგორც ამბობენ, ერთ დღეში შემოივლით ფეხით. მისი მოსახლეობა წლების განმავლობაში მცირდებოდა, ბოლოს კი საგანმანათლებლო და საგამომცემლო ბიზნესის დიდმა კონგლომერატმა იქ მიწები საკუთარი სახელოვნებო კოლექციების გამოსაფენად შეიძინა. ასე რომ, კუსამას ცნობილი გოგრების გარდა, იქ თანამედროვე ხელოვნების უამრავ საინტერესო ნიმუშს ნახავთ. დააკვირდით ტადაო ანდოს არქიტექტურასაც _ აქ მისი ნიმუშებიცაა.

ნაგანოს პრეფექტურა

კუსამას დაბადების ადგილი, სადაც კოპლებიანი ავტობუსები დადის. ნახეთ მაცუმოტოს ხელოვნების მუზეუმი. 4. იუსუი, კაგოშიმას პრეფექტურა

კუნძულზე მოხვედრა მარტივი არაა, ბილეთებიც ონლაინ წინასწარ უნდა შეიძინოთ და დროც კარგად დაგეგმოთ. თუმცა, აქვე, ამ პატარა სახელოვნებო მიწაზე, ღამის გათევაც შეგიძლიათ. benesse-artsite.jp/en/

კირიშიმას ღია ცის ქვეშ მუზეუმი.

„ახლა ხომ კუსამას მეორე ოქროს ხანაა“, _ ამბობს მუზეუმის დირექტორი და დამთვალიერებელს ექსპონატების სანახავად ეპატიჟება. კუსამას ნახატების სერიას `უსასრულობის ქსელი~ არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. პირველად ისინი 1959 წელს, ნიუ იორკში გამოიფინა. ამ სერიის ნამუშევრებთან ერთად, მუზეუმში ნიუ იორკული პერიოდის ფოტოებსა და სხვა დოკუმენტურ მასალასაც ნახავთ და ეს საშუალებას მოგცემთ 1960-70-იანი წლების ნიუ იორკის არტ სამყაროში იმოგზაუროთ. კუსამას ტოკიოს მუზეუმში დაგხვდებათ მისი ბოლო სერიის `ჩემი უკვდავი სული~ ნამუშევრებიც: დიდი, კაშკაშა ფერებით შექმნილი ტილოები, რომლებზეც კუსამა 2009 წლიდან მუშაობს. იქვეა სხვა ინსტალაციებიცა და ქანდაკებებიც, რომელთაგან ფოლადის გოგრის სკულპტურა და სარკის ახალი ინსტა­ლაციები წელს იაპონიაში პირველად გამოიფინება.

ტოკიო 2017 წელს ტოკიოში იაიოი კუსამას მუზეუმი გაიხსნა. რა გზა გამოიარა ავანგარდისტმა კუსამამ ნიუ იორკსა და ტოკიოში, რას ქმნიდა ის წლების განმავლობაში _ ამ ყველაფრის დათვალიერება 5-სართულიან მუზეუმში შეგიძლიათ.

ბილეთს ადგილზე ვერ შეიძენთ, ის წინასწარ, საიტზე უნდა იყიდოთ. ფასი 1000 იაპონური იენია (25 ლარი). კიდევ ერთი: მუზეუმში მხოლოდ 90 წუთით შეძლებთ გაჩერებას _ კუსამას ხელოვნების სანახავად დრო შეზღუდულია.

97 VOYAGER 15/2019

107 bentencho, Shinjuku-ku, Tokyo yayoikusamamuseum.jp/en


კულტურა

ჰაიაო მიაძაკი და იაპონური ანიმე გუ რ ა მ ღონ ღა ძე „ჰაიაო მიაძაკი ანიმეს უბრუნდება!“ _ ეს განცხადება 2016 წლის აგვისტოში ჯერ იაპონიას მოედო, მერე _ მთელ სამყაროს. იაპონური ანიმაციის უოლტ დისნეიდ წოდებული, ყველაზე სახელგანთქმული და საინტერესო რეჟისორი 2013 წლის ნამუშევრით „ქარი მატულობს“ დაემშვიდობა ანიმეს ერთგულ მაყურებელს. სიტყვა ანიმე იაპონურად ანიმაციას ნიშნავს და ხელოვნების ამ დარგის ნებისმიერ მედიუმზე ვრცელდება. იაპონიის გარეთ, ანიმე ერთმნიშვნელოვნად იაპონურ, ან იაპონურთან მიმსგავსებულ ანიმაციის სტილს ეწოდება, რომელიც ფერადი გრაფიკით, ემოციური პერსონაჟებითა და ფანტასტიკური თემების კვლევით ხასიათდება. რა თქმა უნდა, ანიმე, შეიძლება, ნებისმიერ ქვეყანაში დაიბადოს, თუმცა, და­ სავლეთში, სიმარტივისთვის, ანიმეს მხოლოდ იაპონურ პროდუქტს ეძახიან. პირველი იაპონური ანიმაცია 1917 წლით თარიღდება. მას შემდეგ ანიმეს წარმოებისა და შექმნის ტემპი ნელ-ნელა

იზრდება. ანიმეს დამახასიათებელი ხელწერა 1950-იან წლებში რეჟისორ ოსამუ ტეძუკას ანიმაციებში იბადება, მეოცე საუკუნის ბოლოს კი საერთაშორისო მაყურებელსა და მომხმარებელზე გადის. ტეძუკას პირველი, საქვეყნოდ ცნობილი პერსონაჟი 1951 წელს გამოჩნდა. ეს გახლდათ ასტრობიჭუნა, ერთგვარი კოსმიური პინოქიო, რომელსაც სტივენ სპილბერგის „ხელოვნური ინტელექტის“ წინა­მორ­ ბედსაც უწოდებენ. ანიმეს იხილავთ კინოთეატრებში, სატელევიზიო გადაცე­ მებში, დივიდისა და სხვა საოჯახო მოხმარების პროდუქ­ ციაზე; რა თქმა უნდა, ინტერნეტშიც. ანიმე უამრავ ჟანრად იშლება, რომლითაც მარტივად იზიდავს ნებისმიერი ასაკის, გემოვნებისა თუ ინტერესის მაყურებელს. ასწლიანი ტრადიციის მიუხედავად, ანიმე ხელოვნების ახალგაზრდა მედიუმად ითვლება, რომელიც არაერთ­ გვა­როვანი მეთოდებითა თუ მიდგომებით ჩამოყალიბდა და თანამედროვე ტექნოლოგიები ადვილად გაითავისა.

98 VOYAGER 15/2019


იაპონური ანიმაცია ამბის თხრობის კლასიკურ ქვაკუთ­ ხედზე დგას, ერთმანეთში ურევს გრაფიკული დიზაინის, პერსონაჟთა კვლევის, ოპერატორული ნამუშევრისა და სხვა ფორმების გამომგონებლურ, ინდივიდუალურ ტექნიკას. ანიმეს კეთებისას რეჟისორები და მხატვრები ნაკლებ ყუ­ რადღებას უთმობენ სხეულისა თუ საგნების მოძრაობას; ყველაზე დიდი ინტერესით იძერწება გარემო და რეალის­ ტური პეიზაჟები. კადრირება, კამერის მოძრაობა და მონტაჟი დიდი კინოოსტატების ნამუშევრებს ემსგავსება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეჟისორი თავის ინდივი­ დუალურ ხედვას და პერსონაჟთა ვერსიებს გვთავაზობს, ანიმეს ყველაზე დამახასიათებელი თვისება პერსონაჟების ფართო, გამომსახველობითი და რეალურზე ბევრად დიდი თვალებია. ანიმეს ინდუსტრიაში, დღესდღეობით, 430 კომპანიაა ჩაბ­ მული. მათგან ყველაზე გამორჩეული კი Studio Ghibli გახ­ ლავთ. კომპანია 1985 წლის 15 ივნისს დაარსდა, მას შემდეგ, რაც ფილმის „ნაუშიკა ქარების ხეობიდან~ პოპულარობამ სა­ხელი გაუთქვა. მათი ნამუშევრები დღემდე ყველაზე უხვშემოსავლიან ფილ­მებად მიიჩნევა იაპონიაში, „ჩიჰირო სულების ქვეყა­ნაში~ კი _ მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პო­პულარულ ანიმაციად. ფილმი 2002 წელს ბერლინის საერ­თაშორისო კინოფესტივალზე `ოქროს დათვით“ დაჯილ­ დოვდა, მოგვი­ანებით კი კინოაკადემიის `ოსკარიც“ დაიმ­ სახურა. კომპანიის ლურჯ ლოგოზე სასაცილო, მსუქანი არსებაა გამოსახული. ეს ტოტოროა, ცნობილი პერსონაჟი ჰაიაო მიაძაკის 1988 წლის შედევრიდან „ჩემი მეზობელი ტოტო­რო“. ჰაიაო მიაძაკი ერთი შეხედვით საკმაოდ ჩაკეტილი, თავნება და მკაცრი ბერიკაცია. თმა ადრეულ ასაკში გა­ უთეთრდა და უზარმაზარ სათვალეს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ მასთან მუშაობაზე ყველა დამწყები თუ გამოც­ დილი ანიმატორი ოცნებობს, თანამშრომლობის დასრუ­ ლების შემდეგ, ბევრს უთქვამს, სახელგანთქმულ სტუდიასა და მის მთავარ რეჟისორს აღარასდროს გავეკარებიო.

მამა ომის დროს ცნობილი მფრინავი ჰყავდა. პატარა ჰაიაო ხშირად სწორედ თვითმფინავებსა და სხვა ტექნიკურ მოწყობილობებს ხატავდა. ალბათ სწორედ აქ იბადება მისი ჭირვეული ხასიათი, რის გამოც დეტალების მიმართ გან­ საკუთრებულ ყურადღებასა და ენერგიას ითხოვს. მისი უკანასკნელი ნამუშევარი „ქარი მატულობს~ ცნობილი მფრი­ნავისა და გამომგონებლის – ჯირო ჰორიკოშის ცხოვ­რება­ ზე მოგვითხრობს. 2013 წელს, ვენეციის კინოფესტივალზე გამართულ პრემიერაზე, მიაძაკიმ დაღონებულ მაყურებელს განუცხადა, რომ ამ ფილმით ბავშვობის ოცნება აისრულა, კარიერა დაასრულა და „პენსიაზე გასვლა“ გადაწყვიტა. რეჟისორი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, „პრინცესა მონო­ ნოკეს~ დასრულების შემდეგ აპირებდა ინდუსტრიის და­ ტოვებას. თუმცა, მას შემდეგ, ჟანრის კიდევ რამოდენიმე შედევრი შექმნა. ანიმეს საერთაშორისო პოპულარობა და მისი აღქმა, როგორც ხელოვნების სერიოზული დარგისა, დიდწილად ამ რეჟისორს უკავშირდება. ჩვენთანაც, 1990იანი წლების თაობამ ანიმე, ძირითადად, მიაძაკის „პრინცესა მონონოკეთი~ გაიცნო, რომელიც მაშინ ტელევიზიაში ხში­ რად ტრიალებდა. მიაძაკისთვის დამახასიათებელ ვი­ ზუალს ემატება დამაჯერებელი პერსონაჟები, გარემოს დაცვის თემატიკა და რეჟისორის იაპონური მითების დიდი სიყვარული. ფილმში ბუნება, იდუმალი არსებები და ტყის ღმერთი თავდაუზოგავად ებრძვიან მათი განადგურებითა და ინდუსტრიალიზაციის ჟინით ანთებულ, ანგარებითა და სიძულვილით სავსე ადამიანებს. თუმცა „პრინცესა მონონოკე~ პოპულარობით ახლა უკვე ბევრად ჩამოუვარდება ზემოხსენებულ ოსკაროსან ფილმს „ჩი­ჰირო საოცრებათა ქვეყანაში~. ჯადოსნური ამბის მიღმა, რომელიც ფილმს „ელისი საოცრებათა ქვეყნიდან~ მოგა­ გონებთ, ამ უკანასკნელზე ბევრად უფრო ღრმა და კომპლექსური პერსონაჟი იმალება. ჩიჰირო – პატარა, ახი­ რებული გოგონაა, რომელიც უკმაყოფილოა, რომ მისმა ოჯახმა უცხო ქალაქში გადაიყვანა საცხოვრებლად. ჩიჰირო მოულოდნელად სულების სამყაროში აღმოჩნდება, სადაც ზღაპრულ პერსონაჟებს გაიცნობს, დაუმეგობრდება და მათი დახმარებით დაამარცხებს ბოროტ კუდიან იუ-ბაბას, რითაც მშობლებს განსაცდელისგან იხსნის.

იაპონური ანიმაცია ამბის თხრობის კლასიკურ ქვაკუთხედზე დგას, ერთმანეთში ურევს გრაფიკული დიზაინის, პერსონაჟთა კვლევის, ოპერატორული ნამუშევრისა და სხვა ფორმების გამომგონებლურ, ინდივიდუალურ ტექნიკას. ანიმეს კეთებისას რეჟისორები და მხატვრები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ სხეულისა თუ საგნების მოძრაობას; ყველაზე დიდი ინტერესით იძერწება გარემო და რეალისტური პეიზაჟები. 99 VOYAGER 15/2019


კულტურა

მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეჟისორი თავის ინდივი­ დუალურ ხედვას და პერსონაჟთა ვერსიებს გვთავაზობს, ანიმეს ყველაზე დამახასიათებელი თვისება პერსონაჟების ფართო, გამომსახველობითი და რეალურზე ბევრად დიდი თვალებია.

თუ „პრინცესა მონონოკეში“ საქმე ტყისა და ბუნების სუ­ ლებთან გვქონდა, აქ თავი მოიყარეს მთელი მსოფლიო ფოლკლორის ჯადოსნურმა არსებებმა. ფილმი სავსეა ფერადი პერსონაჟებით, მუსიკით, ხმაური­ თა და დასავლური მულტფილმებისთვის სრულიად უცხო გრძნობით _ სევდით, მოზარდებისთვის დამახასიათებელი მელანქოლიით.

წლების წინ, მიაძაკი სულ სხვანაირ სევდაზე გვიყვებოდა. „ჩემი მეზობელი ტოტორო“ თავის თავში აერთიანებს იმას, რის გამოც რეჟისორმა და Studio Ghibli-მ იაპონიაში სახელი გაითქვეს და, შესაბამისად, შესანიშნავი პროდუქციის წარმოების საშუალება მოიპოვეს. პატარა დები _ საცუკი და მეი _ მამასთან ერთად სოფლის სახლში გადადიან საცხოვრებლად, რომლის მახლობლად, საავადმყოფოში, მათი დედა უჩვეულო სენს ებრძვის. სწორედ ამ უცხო გარემოში მოუწევთ გოგონებს საზარელ არსებებთან გამკლავება და ახალი მეგობრების გაჩენა, რომლებიც შეიძლება სულაც მათ წარმოსახვაში ცხოვრობენ. დაუვიწყარია წვიმაში გამოჩენილი კატა-ავტობუსის სცენა, რომელშიც უზარმაზარი, ბეწვიანი, ჟღალი კატა დაიკოებს „ბორტზე შეისვამს“ და სახლში დააბრუნებს. აქვეა ბომბორა, გასიებული ტოტოროც, რომელიც ვერ ლაპარაკობს, მაგრამ დიდრონი, სევდიანი თვალებით გადმოსცემს ბავშვებისთვის მარტივად გასაგებ სიმართლეს. ამ სამყაროში მთელი არსებით გადავყავართ მიაძაკის­თვის დამახასიათებელ ვიზუალურ ესთეტიკას. მის ანიმა­ციებში ბალახი ისეთი მწვანეა, რომ მასში, ჯადოქარი კიკის მსგავსად, წათვლემას მოგანდომებთ, ცა ისეთი ცისფერი – მისი ცქერით არასოდეს დაიღლებით; სულები, დემონები და ღმერთები კი _ ისეთი ორიგინალური, მრავალფეროვანი და განუმეორებელი, რომ მათზე ისტორიების მოსმენა არასოდეს მოგბეზრდებათ. და, აბა, რა გასაკვირია, რომ მიაძაკის კინოში დაბრუნება ყველას გაუხარდა. კომპანიის დირექტორი ახალი ფილმის გამოსვლას 2020 წლის ოლიმპიადისთვის გვპირდება, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ახირებული რეჟისორი დიდხანს ლოდინს არ აპირებს და ფილმის ფართო ეკრანებზე გამოსვ­ ლას 2019 წლის ზაფხულისთვის გეგმავს.

მანგას ქართველი ილუსტრატორის, თათუკა აბულაძის ნამუშევრები. სხვა ნახატები იხილე ინსტაგრამზე (GREENPANTSU).

100 VOYAGER 15/2019


STUDIO GHIBLI-ის მუზეუმი ტოტოროს გამოჩენიდან 30 წლის შემდეგ, ეს არსება იაპონიაში კვლავაც საკულტო პერსონაჟად რჩება. ალბათ, სწორედ ეს გახდა იმის საბაბი, რომ 2001 წელს ტოკიოში Studio Ghibli-ს მუზეუმი გაიხსნა. ეს გახლავთ ერთგვარი „დისნეილენდი“, გასართობი და შემეცნებითი ადგილი ბავშვებისა და უფროსებისთვის.

მუზეუმი ტოკიოს დასავლეთ ნაწილში, ქალაქ მიტაკას ინო­კაშირას სახელობის პარკში მდებარეობს. უზარმა­ზარი კომპლექსი აერთიანებს ტექნოლოგიურ, ფერწე­რულ და სპეციალურად პატარებისთვის განკუთვნილ დარბაზებს; ანიმაციისა და ხელოვნების უდიდეს გამო­ფენებს. აქ შეგხვდებათ კატა-ავტობუსის უზარმაზარი ვერსია „ჩემი მეზობელი ტოტოროდან“; კაფე, წიგნების მაღაზია, სახუ­ რავზე გაშენებული ბაღი და კინოთეატრი, რომელშიც სტუდიის მოკლემეტრაჟიან ანიმეებს იხილავთ. რამდენიმე თვის წინ მუზეუმში, მნახველთა დიდი მოთხოვ­ ნით, განახლდა მიაძაკის ფილმებში დაგემოვნებული

კერძების გამოფენა. დიახ, ამ დარბაზში კიდევ ერთხელ იხილავთ იმ მადისაღმძვრელ და უცნაურ საჭმელს, ეკ­ რანზე ნახვისთანავე რომ მიიპყრო ჩვენი ყურადღება: ტოსტზე შემწვარი ერბოკვერცხი („ლაპუტა: ციური კოშკი“), ცრემლსადენი ბრინჯის უზარმაზარი ბურთულა („ჩიჰირო სულების ქვეყანაში“), სოფის ბეკონი („ჰაულის მოსიარულე სასახლე“), ოჯახური ატრია და თაფლიანი რძე („პონიო“) და სხვ. საინტერესოა, რომ მუზეუმის ყველა სტუმარი იღებს საიდუმლო ბილეთს, რომლის მეშვეობითაც, მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ ჰაიაო მიაძაკის 12-წუთიანი ანი­ მაციით დატკბეთ. ამ ანიმაციის ნახვა მხოლოდ მუზეუმში შეიძლება; და მხოლოდ ერთხელ!

www.ghibli-museum.jp

101 VOYAGER 15/2019


ნარა

სანამ რიოსეი სუგინაკას გავიცნობდით, ნარა იმ ქალაქების ჩამონათვალში, რომელზეც ჩვენი ჟურნალი აპირებდა დაწერას, არ იყო. ნარაზე მასალის მომზადება რიოსეიმ შემოგვთავაზა — ძალიან ამაყობს იმით, რომ დაიბადა ქალაქში, რომელსაც გამორჩეულად ძველი ურბანული კულტურა აქვს. ესაა რიოსეის წერილი მცირედი სტილისტური შესწორებებით.

დედაქალაქური ტრადიციების სათავე რ ი ო ს ეი სუგინ ა კ ა გამარჯობა! იაპონურად ამას ასე გეტყოდით: こんにちは(კონნიჩივა)!

რა თქმა უნდა, იცით, რომ ტოკიო არის იაპონიის დედაქა­ლაქი. ალბათ, ისიც ცნობილია თქვენთვის, რომ სანამ დედაქალაქს ტოკიოში გადაიტანდნენ, იაპონიის დედაქა­ ლაქი კიოტო იყო, მაგრამ ის თუ იცოდით, რომ დაახლოებით მერვე საუკუნემდე ჩვენი ქვეყნის მთავარი ქალაქი ნარა იყო? ნარას ისტორია და ტრადიციები მრავალფეროვანია. დღეს ესაა მშვიდი, წყნარი ქალაქი, სადაც ბევრი ტაძარი და ულამაზესი ბუნებაა. ვისაც გინდათ ნამდვილი იაპონიის გაცნობა, სწორედ ნარაში უნდა წახვიდეთ. ნარა ოსაკას გვერდით და კიოტოს ქვევით მდებარეობს. ამ ორივე ქალაქიდან პირდაპირ მატარებლით შეგიძლიათ დაიძრათ ნარასკენ. უკეთ რომ აუღოთ ალღო ჩემს ქალაქს, გეტყვით, რომ ნარა პირობითად სამ ნაწილად იყოფა: ჩრდილოეთი, შუა და სამხრეთი ნაწილები.

ტოდაიჯიდან ფეხით შეგიძლიათ კასუგა ტაიშაში მისვლა. ამ დიდ ტაძარზე კი ბევრს ვერაფერს მოგიყვებით — მას იმდენად წმინდა, ამაღლებული განწყობა სდევს, რომ სიტყვებით უბრალოდ ვერ აგიხსნით. ნარაში რომ სეირნობთ, ქუჩებში ხშირად დაინახავთ ირმებს. ჩვენი წინაპრები ფიქრობდნენ, რომ ირემი წმინდა ცხოველია, შესაბამისად, მას გარკვეული კანონები იცავს. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ნარას ირმები მართლა საყვარლები არიან, ადამიანების არ ეშინიათ, ამიტომ გზაში თუ შეხვდებით, აჭამეთ ორცხობილები, რომლებიც იქვე, ქუჩებში იყიდება. ეს ნამცხვრები, ძირითადად, ირმებისთვისაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ უგემურია, თქვენც შეგიძლიათ გემო გაუსინჯოთ _ საკმაოდ გემრიელია.

ტურისტული ადგილები რადგან ჩრდილოეთ ნარაში ბევრი ისტორიული ადგილია, ამიტომ ტურისტებშიც უფრო პოპულარული ის არის. აქ იუნესკოს მიერ დაცული ტაძრები და ღირსშესანიშნაობები უხვადაა. მაგალითად, „ტოდაიჯი“ იმპერატორის მიერ აშენებული ტაძარია. იაპონიაში ბუდიზმის გასავრცელებლად „ტოდაიძი“ ააშენეს. სწორედ ამ ტაძრის შიგნით ნახავთ ძალიან დიდ ბუდას, რომელიც არა მარტო უცხოელ ტურისტებზე ახდენს შთაბეჭდილებას, მის სანახავად ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებიდანაც ხშირად ჩამოდიან ხოლმე.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი შორსაა, ჰორიუჯის სა­ ნახავად წასვლაც ნამდვილად ღირს. ამ ტაძარსაც იუნესკოს მატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს და ძალიან შთამბეჭდავია თავისი უნიკალური არქიტექტურითა და მეშვიდე საუკუნის დროინდელი ხის კონსტრუქციით — რაც მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძველია.

102 VOYAGER 15/2019


ასე რომ, ნარაში სამი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობაა თავმოყრილი: ტოდაიჯი, კასუგა ტაიშა და ჰორიუჯი. ასევე გვაქვს კიისანჩი და სხვა ტაძრები.

ნარას შუა ნაწილი, ძირითადად, საცხოვრებელი უბნებითაა სავსე, მაგრამ იქაც ბევრია ისტორიული, ადგილობრივი ტრადიციების ამსახველი ადგილები. მაგალითად, ასეთია, კაშიჰარა ჯინგუუ. ამბობენ, რომ სულ პირველი იმპერატორის საფლავი სწორედ იქ არის. ამიტომაც ამ ტაძარს იმპერატორი ტოკიოდან ხშირად სტუმრობს ხოლმე. კაშიჰარა ჯინგუუდან ავტობუსით ან მატარებლით შეგიძლიათ სოფელ ასუკაში წახვიდეთ. სახურავის გარეშე მუზეუმით ცნობილ ამ სოფელ­ში დღემდე საღადაა შემორჩენილი ბევრი ისტორიული ტაძარი და წინა იმპერატორების საფლავები. ამ სოფელს იაპონური კანონმდებლობა ერთიანობაში იცავს, რათა ჩვენამდე მოღწეული ისტორიული გარემო და ხედები ხელუხლებლად შენარჩუნდეს. კიისანჩი ნარას სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც უმეტესწილად ველური ბუნებაა — მთებითა და მდინარეებით, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ბუნება არ არის. ამბობენ, რომ აქ შინტოიზმის (რაც იაპონური რელიგიაა) ღმერთები ცხოვ­ რობენ და პარალელურად ბუდისტური ტაძარიც ბევრია. ამითაა კიისანჩიც გამორჩეული — ამ თვალწარმტაც გარე­მოში შინტოიზმი და ბუდიზმი ერთად თანაარსებობს.

სუში გიყვართ? მაშინ ნარა სუშის ახალი გემოების აღ­ მოსაჩენად ძალიან კარგი ადგილი იქნება. დაიმახსოვრეთ სიტყვა „კა­ კი­ნოჰაძუში“ — ეს სუშის ადგილობრივი სახესხვა­ ობაა. თუ რუკას ნახავთ, აღ­მოაჩენთ, რომ ნარას არ აკრავს ზღვა. ამიტომ `კაკინოჰაძუში“ მდინარეში დაჭერილი თევზით მზადდება — გამორჩეულ გემოს ესეც აძლევს მას, თუმცა, მის თავისებურებას განსაზღვრავს ისიც, რომ `კაკინოჰაძუში“ კარალიოკის ფოთლებში იხვევა და ამიტომ მოტკბო სუნიც აქვს. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია — რადგან მთიან ნარაში ოკეანის თევზი გვიან ჩადიოდა, მას ხშირად მარილში, ზოგჯერ კი ძმარშიც ინახავდნენ, ეს ზედმეტად მლაშე გემო კი ადგილობრივებს არ მოსწონდათ. ასე ჩართეს საქმეში კარალიოკის ფოთლები — მასში ახვევენ სუშის, რათა უფრო დიდხანს გაძლოს და თან ბაქტერიებისგანაც იცავენ. ერთი შენიშვნაც: კარალიოკის ფოთლებს არ ჭამენ — მას მხოლოდ სუშის დასაცავად, შესაფუთად იყენებენ. გამორჩეული ადგილის მითითება არ დაგჭირდებათ — `კაკინოჰაძუში“ ნარაში ყველგან იყიდება. ამბობენ, რომ იაპონელები, ზოგადად, ძალიან პუნქტუალური ხალხია და ყველაფერში, რაც დროს ეხება, ძალიან მკაცრები არიან. აი, ეს ჭეშმარიტება ნარას ხალხზე დიდად არ ვრცელდება. ჩემი ქალაქის ირგვლივ სულ მთებია, ამიტომ მტრის განგაშის სიგნალიც იშვიათად ისმოდა ხოლმე. ამან ადგილობრივებს მშვიდი, დინჯი ხასიათი გამოუმუშავა, ცხოვრების რიტმიც ასეთია — ნელი, ტაატით მიიწევს წინ. ეს განსხვავება იმ­ დენად საგრძნობია ნარაში, რომ ჩვენი კონკრეტული დროის დასახასიათებლად სპეციალური ცნებაც კი შეიქმნა — `ნარას დრო“ — ასე ჰქვია მას.

103 VOYAGER 15/2019


ლიტერატურა

იაპონური ლიტერატურა სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე ლა შ ა ბუღა ძე

რუსი მწერალი, ბორის აკუნინი, უფრო სწორად, გრიგოლ ჩხარტიშვილი, თავის საუკეთესო წიგნში `მწერალი და თვითმკვლელობა“ იხსენებს ეპიზოდს, რომელშიც სხვა­ დასხვა ეროვნების ბავშვებს მათი მომავალი ცხოვრების შესახებ სთხოვენ თემის დაწერას. ამ მრავალეროვან ჯგუფში კი მხოლოდ იაპონელი ბავშვები აღწერენ ცხოვრებას სიკვ­ დილის ჩათვლით: ზოგი გმირულ, ზოგი უცაბედ, ზოგი ფანტასტიკურ, მაგრამ ყველა უკლებლივ აღწერს სიკვ­დილს. ეს არც ერთისთვის არაა საშიში, ანდა სათაკილო. სხვა ეროვნების ბავშვებისგან განსხვავებით, იაპონელმა ბავშვებმა სავსებით ბუნებრივად ჩათვალეს, რომ ცხოვრების დასასრულის აღწერაც ისეთივე ჩვეულებრივი და ლოგი­ კურია, როგორც — სხვა ცხოვრებისეული მოვლენების. ის, რაც, ვთქვათ, ფრანგ, ამერიკელ, ქართველ, ან ბერძენ ბავშვს შეაშფოთებდა, იაპონელი ბავშვები სულაც არ მიიღებდნენ დამაფრთხობელ და, რაც მთავარია, ცხოვრების უღიარებელ დანამატად: სიკვდილი არსებობს და ამის უარყოფა, სულ მცირე, გაუგებარი იქნებოდა მათთვის. შესაძლოა, სიკვდილთან დამეგობრებულობით აიხსნას თვით­მკვლელობისადმი ინტერესი იაპონურ კულტურასა და ლიტერატურაში, რაც ზოგჯერ ლტოლვის ელფერსაც იძენს, თუკი სუიციდის თუნდაც იმგვარ პერფორმატულ აქციას გავიხსენებთ, როგორიც მწერალი-მებრძოლის — იუკიო მი­ შიმას სიკვდილი იყო. მიშიმასი არ იყოს, არაერთი იაპონელი ავტორი მოუნუს­ ხავს საკუთარი სიცოცხლის განკარგვის იმგვარი თავისუფ­ ლებით ტკბობას, რაც მხოლოდ თვითმკვლელობის აქტის აღსრულებით არის შესაძლებელი. საინტერესო ისაა, რომ მიშიმას შემთხვევაში აქცია-პერ­ ფორმანსი სუიციდი არა დეპრესიასთან ან ეგზისტენციურ პრობლემებთან, არამედ ღირსების საკითხთან იყო და­ კავშირებული, რაც ასევე ძველი, შეიძლება ითქვას, კლა­სი­კური იაპონური ტრადიციაა — სამურაი თავს იკ­ ლავს თავმოყვარეობის შელახვის და არა სხვა რაიმე ფსიქოფაქტორის გამო.

რომ არანორმალურად, სიცოცხლესთან შეუთავსებლად და­ მამცირებელი აღმოჩნდეს იაპონელისთვის. ამ `განსხვავებათა“ აღწერის კუთხით უაღრესად საინტე­რესო ტექსტად მიმაჩნია ბელგიელი მწერლის, ამელი ნოტომის `კრძალვითა და ცახცახით“, რომელიც იაპონელისა და ევროპელის ურთიერთვერგაგების, უფრო სწორად, `აც­დე­ ნების“ ამბავს მოგვითხრობს. ჩემი ყველაზე საყვარელი იაპონელი მწერლის, რიუნოსკე აკუტაგავას თვითმკვლელობის აქტი თავისუფლების გამო­ ხატულების ხილული კონცეფციაა, რომელშიც თვით­ ფლობის სურვილს ყველაზე ძვირფასი — სიცოცხლე ეწირება, მიუხედავად იმისა, რომ აკუტაგავა — ალბათ, ყველაზე ქრისტიანიზებული მწერალი იაპონიაში — სუიციდს უკვე მორალური ასპექტით განიხილავს და არა, როგორც ღირსების აღდგენის, ან გამოხატვის პრეზენტაციად. თვითმკვლე­ლობა და, საერთოდ სიკვდილი, მისთვის მეტაფიზიკური ფენომენია და ისტორიულ-კულტურული კოდის მიღმა არ­ სებობს („ნანკინელი ქრისტე“). თვითმკვლელობის იდეით კიდევ ერთი დიდი იაპონელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, იასუნარი კავაბატა იყო მონუსხული, რომელსაც ხილული მიზეზი არც ჰქონდა, რაიმეთი უკმაყოფილო ყოფილიყო, პირიქით, შეეძლო, საყოველთაო აღიარებითა და ღირსეული სიცოცხლით დამტკბარიყო, მაგრამ ის პირდაპირ მოიცვა სიკვდილის იდეამ მას შემდეგ, რაც მისმა მეგობარმა, პერფორმატორსუიციდანტმა მიშიმამ მოიკლა თავი. ამბობდა, რომ ყოველ ღამე ეცხადებოდა კოლეგის სული და თითქმის ისეთნაირი თავსატეხებით მიმართავდა, როგორიც ჰამლეტის მამის აჩრდილს ჩვეოდა. საბოლოოდ, კავაბატა გაზით გაგუდული იპოვეს თავის ბინაში და დღემდე ვერ შეთანხმებულან, მისი სიკვდილი `შემთხვევითობის“ შედეგი იყო, თუ დაგეგ­მილი აქცია. კავაბატას საყვარელი ბერძენი ტრაგიკოსების აზრით ხომ, პრინციპში, არც არსებობდა შემთხვევითობა.

ღირსების ფატალისტური აღქმის დრამა თავად მიშიმას აქვს აღწერილი მოთხრობაში `პატრიოტიზმი“, რომელშიც ცოლ-ქმრის ორმაგი თვითმკვლელობა სწორედ ღირსების გამოხატულების რიტუალია: სირცხვილის გრძნობით ცხოვ­რება აღარც არის, დამცირების კომპენსირება კი მხოლოდ ამგვარი რიტუალურ-საბედისწერო ჟესტით არის შესაძ­ ლებელი.

ბევრი ფიქრობდა და ფიქრობს, რომ პოპკულტურის ეპოქის აღიარებული და ჭკვიანი პირმშო, ჰარუკი მურაკამი აუცილებლად დაფიქრდება სუიციდის საკითხზე, როცა მას მორიგ ჯერზე არ მისცემენ ნობელის პრემიას, მაგრამ მის და ლიტერატურულად პრეტენზიული სამყაროს დასამ­ შვიდებლად ისღა შეგვიძლია ვისურვოთ, რომ არც ერთი მოხდეს რეალურად და — არც მეორე, რადგან დიდ იაპონელ მწერალთა შორის შესაძლოა სწორედ მურაკამი იყოს დღეს ყველაზე პოპულარული, მაგრამ ეს მისთვის, ამავდროუ­ლად, ყველაზე სუროგატული გვირგვინიცაა.

სხვა საკითხია, რა შეიძლება ჩათვალოს დამცირებად მი­შიმას პერსონაჟმა, რამ აგრძნობინოს თავი შეურაცხყო­ ფილად მას, რადგან ის, რაც შესაძლოა არაფრად უღირდეს სხვა კულტურის წარმომადგენელს, სავსებით დასაშვებია,

შეკითხვა ახლა ასეთია: დასრულდა კი იაპონურ ლი­ ტერატურაში მეტაფიზიკის ხანა, თუ ამომავალი მზის ქვეყ­ნიდან კიდევ უნდა ველოდეთ ბოროტებისა და სიკე­თის­ მიღმიერ ლიტერატურულ სასწაულს?

104 VOYAGER 15/2019



ლიტერატურა

რიუნოსუკე აკუტაგავა ხ ა თუნ ა ბა რ ქა ია

ლიტერატურული განვითარების ეტაპები დედას ძალიან უყვარდა კითხვა და ამიტომ შინ ძალიან მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გვქონდა. დედას მეგობრებს ჰქონდათ ერთი წესი, თუ რომელიმე მათგანი რაიმე ახალ, საინტერესო წიგნს მიაგნებდა, აუცილებლად ათხოვებდა სხვას. სწორედ ასე მოხვდა რიუნოსუკე აკუტაგავას „ცხოვრება იდიოტისა“ ჩვენს ოჯახში და აქედანვე დაიწყო ჩემი და აკუტაგავას მეგობრობა. მერვე კლასის მოსწავლე ვიყავი და საკითხავ ლიტერატურას უცნაურად ვარჩევდი — თუ ნაწარმოების პირველივე გვერდი არ მომეწონებოდა, კითხვას ვწყვეტდი. აკუტაგავას შემთხვევაში არა მარტო ჩემთვის საინტერესო ნოველას მივაგენი, არამედ წავიკითხე ის, რაც იმ კონკრეტულ მომენტში ჩემს სულს და გონებას სჭირდებოდა. კითხვას რომ მოვრჩი, პირველი, რამაც თავში გამიელვა, იყო: „თარგმანში ასე თუ მომწონს, ამის იაპონურად წაკითხვა ნამდვილი ბედნიერება იქნება?!“. ამ დღიდან გამიჩნდა უდიდესი სურვილი, მესწავლა იაპონური ენა, პირველ რიგში, იმ მიზნით, რომ აკუტაგავა ორიგინალ­ ში წამეკითხა. მიზანს მივაღწიე და აკუტაგავას სრულიად განსხვავებულ, მრავალფეროვან სამყაროს გავეცანი. ორი მამა და ოთხი დედა რიუნოსუკე აკუტაგავა 1892 წელს, ტოკიოში დაიბადა. მისი მამა იყო ტოშიძო ნიიჰარა, ხოლო დედა — ჰუკუ აკუტაგავა. რიუნოსუკეს ორი უფროსი და ჰყავდა, ერთ-ერთი მისი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა. შვილის გარდაცვა­ ლების ტკივილს რიუნოსუკეს მამის მუდმივი გაუჩინარება და ოჯახის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულე­ ბაც დაერთო თან და რიუნოსუკეს დედას მწვავე ფსიქი­კური აშლილობა დაემართა. ამ რთული ოჯახური მდგო­ მარეობის გამო, რვა თვის რიუნოსუკე ბიძამ, დედის ძმამ — დოშიო აკუტაგავამ იშვილა. რიუნოსუკეს აღზრდაში უდი­დესი წვლილი სწორედ ამ ადამიანმა შეიტანა. გამზრდელმა ბიძამ მოახდინა გავლენა რიუნოსუკეს მწერლად ჩამოყა­ ლიბებაზეც — მან აზიარა რიუნოსუკე ევროპულ ლიტერა­ტურას, რის შედეგადაც, სკოლის დამთავრების შემდეგ, მომავალმა მწერალმა სწავლა ტოკიოს უნივერსიტეტის ინგ­ლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე გააგრძელა, უნი­ ვერსიტეტის დასრულების შემდეგ კი ინგლისურ ენას სა­ზღვაო საინჟინრო სკოლაში ასწავლიდა.

რიუნოსუკე აკუტაგავამ წერა სტუდენტობის პერიოდში და­იწყო. თავდაპირველად, ლიტერატურულ ჟურნალში ევრო­ პელი მწერლების — უილიამ ბატლერ იეიტსის და ანა­ ტოლი ფრანსის ნაწარმოებების იაპონურენოვანი თარგმანი ფსევდონიმით გამოაქვეყნა, 1915 წელს კი დაიბეჭდა მისი ცნობილი ნოველა „რაშომონი“, რის შემდეგაც ის თავის ყველაზე დიდ ლიტერატურულ გულშემატკივარს, ნაცუმე სოსეკის შეხვდა. 1916 წელს ლიტერატურული ჟურნალის ახალ გამოცემაში დაიბეჭდა აკუტაგავას ნოველა „ცხვირი“, რომელმაც ნაცუმე სოსეკის დიდი მოწონება დაიმსახურა და აკუტაგავას ლიტერატურული წარმატება მალევე მოუ­ტანა. მომდევნო ნოველები „ობობას ქსელი“, „ცხვირსახოცი“ და სხვებიც მკითხველში პოპულარული მალევე გახდა. 1921-1922 წლებში აკუტაგავამ ლიტერატურული მოღვაწეობა დროებით შეწყვიტა და ჩინეთში გაზეთის ჟურნალისტის მისიით გაემგზავრა. თუმცა, ეს მოგზაურობა მისთვის მძიმე და სტრესული აღმოჩნდა, რასაც ჯანმრთელობის მდგო­ მარეობის გაუარესება დაემატა. იაპონიაში დაბრუნებიდან მალევე, 1922 წელს, აკუტაგავამ ახალი ნოველა „უსიერ ტყეში“ გამოსცა. თავისი ორიგინალური შინაარსის გამო ეს ტექსტი დღეს სამართლის სკოლებში კაზუსის სახით ისწავლება. ეს პერიოდი (დაახლოებით 1918-1924 წლები) აკუტაგავას შემოქმედების შუალედური პერიოდია და ამ წლებში შექმ­ ნილ ნაწარმოებებს ფონურ განწყობად გასდევს კონცეფცია „ხელოვნება ხელოვნებისთვის“.

ბიძაში გაუმართლა, დედის თემა კი მუდმივად ღია ჭრილო­ ბად დარჩა. ნამდვილი დედის ფსიქიკური პრობლემების გამო მის აღზრდაში სამი ქალი ჩაერთო: 1) აღმზრდელი ბიძის მეუღლე — ტომო; 2) მშობელი მამის მეორე ცოლი — ჰუიუ; და 3) დედის უფროსი და ჰუკი. მშობლისა თუ აღმზრდელის სტატუსის მქონე თითოეული ეს ადამიანი თავისებურად ცდილობდა რიუნოსუკეს აღზრდას. თუმცა, წარმოიდგინეთ მცირეწლოვანი ბავშვი, რომელზეც ორი მამაკაცი ზრუნავს და ორივე მამასავით ახლობელია, დედობას კი სამი ქალი უწევს მაშინ, როცა ბავშვმა იცის, რომ თავისი მშობელი დედა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია. 106 VOYAGER 15/2019


1924 წლიდან აკუტაგავას ცხოვრების და შემოქმედების ბოლო ეტაპი იწყება — როცა მწერალი ჩინეთში მოგზაუ­რობის დროს დაავადებულ ორგანიზმს, დეპრესიასა და უძილობას ებრძოდა. ამავე პერიოდში გამძაფრდა ფიქრები საკუთარ ცხოვრებაზე, ოჯახურ პრობლემებზე, რაც მისი შემოქმედების დასკვნით ეტაპზე დაწერილ ნაწარმოებებშიც ნათლად აისახა. მიუხედავად იმისა, რომ აკუტაგავამ თავისი ბავშვობის მეგობარსა და სიყვარულზე იქორწინა, სამი ვაჟი შეეძინა და საოცნებო, მშვიდი ოჯახიც შექმნა, საბოლოოდ, მაინც ვერ მოახერხა ბავშვობის სტრესისგან გათავისუფლება. სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერილი ნაწარმოებები, ფაქ­ ტობრივად, ავტობიოგრაფიულია. ეს განსაკუთრებით ეხება თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, 1927 წელს დაწე­რილ ნაწარმოებს „ცხოვრება იდიოტისა“, რომელიც თა­ ვისებური დღიურია და ავტორის ცხოვრების გარდამტეხ მოვლენებსა და უმნიშვნელოვანეს პიროვნებებს ირიბად ასახავს. რიუნოსუკე აკუტაგავას ცხოვრებასა და შემოქმედებაში, დე­ დის გარდა, ქალებიც დიდ როლს თამაშობდნენ. საყვარელ მეუღლე ჰუმისთან ერთად, აკუტაგავას ცხოვრებაში რამ­ დენიმე სხვა ქალი იყო და თითოეულის გავლენა, მნიშვნე­ლობა აკუტაგავას ნაწარმოებებში მკაფიოდაა ასახული. როგორც წესი, აკუტაგავას ნოველებში ქალები მკაცრ, პირ­ ქუშ, ეგოისტ ადამიანებად გვევლინებიან, ხოლო მამაკა­ცები — კეთილ და გაწონასწორებულ გმირებად. მეუღლისა და დედის შემდეგ აკუტაგავას ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალი შიგეკო ჰიდე იყო. იაპონელ მკვლევართა ნაშრომების მიხედვით, ამ ქალბატონსა და აკუტაგავას ვაჟი შეეძინათ, რაც რეალურად 1921 წელს მწერლის ჩინეთში წასვლის მიზეზი გახდა. იმ გარემოებამ, რომ მწერალი იძულებული იყო შვილთან ურთიერთობა გაეწყვიტა, მძიმე დაღი დაასვა. თვითმკვლელობა რიუნოსუკე აკუტაგავამ სიცოცხლე 1927 წლის 24 ივლისს თვითმკვლელობით დაასრულა. საქართველოში მწერლის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი ინ­ფორმაცია ვრცელდება. მათ შორის, ერთ-ერთი ვერსიით, მწერალმა სამართებლით გამოიჭრა ყელი, რადგან რუსი ქალბატონი უიმედოდ უყვარდა. თუმცა, ეს სიმართლე არაა. რიუნოსუკე აკუტაგავამ ვერონალის (დამამშვიდებლის) ჭარბი დოზით მოიკლა თავი. ეს მის სახლში, სამუშაო კაბინეტში მოხდა. თვითმკვლელობისთვის მწერალს ყველაფერი წინას­ წარ მოემზადებინა, მათ შორის ეზრუნა ბიბლიაზეც, რომელიც თავქვეშ ედო. აკუტაგავას თვითმკვლელობის გამომწვევი ერთი კონკ­ რეტული მიზეზის დასახელება რთულია, რადგან ასეთი გა­დაწყვეტილება გარემოებათა მთელი ჯაჭვის შედეგია — ბავშვობის დროინდელი ტრავმა: ჭკუიდან შეცდენილი დე­ და და გაურკვევლობა, რაც ორი მამისა და ოთხი დედის არსებობას უკავშირდება. ცხოვრების ბოლომდე და გან­ საკუთრებით სიცოცხლის ბოლო წლებში მწერალს უზო­ მოდ ეშინოდა, რომ დედამისის ბედს გაიზიარებდა — თვი­ თონაც ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდებოდა. არა­ ნაკლებ ძლიერი დარტყმა იყო აკუტაგავასთვის მისი შე­ მოქმედების დიდი მხარდამჭერისა და ეპოქის გამოჩენილი მწერლის, ნაცუმე სოსეკის გარდაცვალება. და ბოლოს, მძი­მე გამოცდილებად დარჩა საყვარელ ქალთან — შიგეკო ჰი­ დესთან წარუმატებელი ურთიერთობა და მასთან გაჩენილ ვაჟთან ურთიერთობის გაწყვეტა.

ტრადიციული იაპონური პოეზია ტრადიციული პოეზია იაპონური კულტურის ყველაზე საინტერესო წახნაგია. ერთი შეხედვით სადა და მარ­ტივი, სინამდვილეში რთული და ღრმაა. კლასიკურ იაპონურ პოეზიაში რამდენიმე ჟანრს გამოჰყოფენ. მათგან ორია ყველაზე გავრცელებული და ყველაზე დახვეწილიც: ტანკა და ჰაიკუ. თითოეული მათგანის ფორმა მკაცრად დადგენილ ჩარჩოებშია მოქცეული თემატურად, კონცეპტუალურად, ასევე, სტრუქტურითა და ფორმით. ტანკა ხუთსტრიქონიანია და 31 მარცვ­ ლისგან შედგება. ისინი ასეა განაწილებული: 5+7+ 5+7+7. ჰაიკუში კი სულ სამი სტრიქონი და 17 მარცვალია _ 5+7+5. იაპონური პოეზია მსოფლიოს მრა­ვალ ენაზეა თარგმნილი, მათ შო­რის, ქართულადაც. ქართვე­ ლი მკითხველი იაპონურ პო­ ეზიას, ძი­რი­თადად, მურმან ლე­ბანიძის, კონსტანტინე ლორთ­ ქიფა­ნიძისა და ირმა რატიანის თარგმა­ნე­ბით იცნობს. ირმა რატიანმა 1235 წლის კრე­ბული „ჰიაკუნინიშუ“ („ასი პოეტის თითო ლექსი“) უშუალოდ იაპო­ ნური ენიდან თარგმნა.

რიუნოსუკე აკუტაგავამ საინტერესო და მრავალმხრივი ფორ­­მის მქონე 150-ზე მეტი ნაწარმოები შექმნა. ნოველების გარდა, წერდა ჰაიკუს, თარგმნიდა ევროპულ ლიტერა­ტურას და ხატავდა. მისმა შემოქმედებამ მსოფლიოს ყურადღება მალევე მიიპყრო, აკირა კუროსავას 1950 წელს გადაღებული ფილმის _ `რაშომონის“ გარდა, აკუტაგავას ნოველები დაედო საფუძვლად რამდენიმე ოპერასაც. მწერ­ლის გარდაცვალების შემდეგ, 1935 წელს, დაარსდა აკუ­ტაგავას სახელობის ლიტერატურული პრემია, რომელიც თა­ნამედროვე იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიაა. თავშივე გითხარით, რომ რიუნოსუკე აკუტაგავა ჩემთვის იაპონიის მიმართ ინტერესის გაღვივების მთავარი მოტივი გახდა. მისი ნოველებიდან ბევრი რამ გავიგე იაპონიის კულტურის, საზოგადოების და წეს-ჩვეულებების, ამ ხალხის ეროვნული ღირებულებების შესახებ. რიუნოსუკე აკუტა­ გავას ნოველები არასდროს ტოვებს მკითხველს გულ­ გრილს, ნაწარმოებების სიმოკლე და დეტალური აღწერების ნაკლებობა საშუალებას გაძლევს, საკუთარი წარმოსახვის უნარი მაქსიმალურად გამოიყენო. ჩემთვის პირადად აკუ­ ტაგავას ნოველები მოსაბეზრებელი საკითხავი არასდროს ხდება, მრავალჯერ წაკითხული ნოველის ხელახლა წა­ კითხვის შემდეგ დეტალებს ახლებურად აღვიქვამ, მთავარი გმირის ემოციებს ახლებურად განვიცდი და, რაც მთავა­რია, ნოველის სრულიად განსხვავებულ დასასრულს ვხედავ, რომელიც, როგორც წესი, ავტორს მკაფიოდ გამოკ­ ვეთილი და დეტალურად აღწერილი არასდროს აქვს. აკუტაგავას ნოველები არ არის უბრალოდ თვითმკვლელი მწერლის ნაწარმოებები, ეს არის უცნობი ადამიანის ცხოვ­ რებაში მოგზაურობის, მისი თვალით დანახული სამყაროს და ემოციების განცდის შესაძლებლობა.

107 VOYAGER 15/2019


ლიტერატურა

მურაკამი თავის ქალაქში ლე ვა ნ ბერ ძენ იშ ვილ ი სახელგანთქმული იაპონელი მწერალი, ჰარუკი მურაკამი კიოტოში დაბადებული კაცია, კიოტო კი თითქმის თერთმეტი საუკუნე იაპონიის დედაქალაქი იყო. ასე რომ, მწერალი უბრალოდ ქალაქელი კი არა, კიოტოელია. მართალია, მურაკამიმ ბავშვობა სულ სხვა ქალაქში, ასიაში გაატარა, მაგრამ მისთვის, როგორც მწერლისთვის, რომელსაც სამშობლოში არასაკმარის იაპონელობას ედავებიან, კიოტოში დაბადება სხვაგვარი, მეტაფიზიკური ხასიათის არგუმენტი უნდა იყოს. მწერლის ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი მომენტია და ორივეში ქალაქი ფიგურირებს: ჯერ ერთი, მან ტოკიოში 1974 წელს გახსნა ჯაზ-ბარი „პიტერ კეტი“, რომელიც შვიდ წელიწადს წარმატებით ფუნქციონირებდა, და მეორეც, 1978 წლის აპრილში 29 წლის ახალგაზრდა კაცმა ბეისბოლის მატჩზე დასწრებისას აღმოაჩინა, რომ რომანის დაწერა შეუძლია. ასე დაიწყო მან მწერლობა, როგორც ტიპურმა

ქალაქელმა — ბარში გვიანობამდე რჩებოდა და მელნიანი ავტოკალმით წერდა უბრალო ქაღალდზე. სტადიონზე გა­ კეთებული აღმოჩენიდან, მწერალი ვყოფილვარო, წე­ლი­ წადიც არ გასულა და უკვე გამოქვეყნდა ვრცელი მოთხ­ რობა „ყური მიუგდე ქარის სიმღერას“ და მაშინვე მიიღო ორი პრესტიჟული ლიტერატურული პრემია, დებიუტანტი მწერლებისთვის განკუთვნილი „გუნძო“ და წამ­ყვანი ლი­ტე­ რატურათმცოდნეობითი ჟურნალი „ბუნგეის“ ჯილდო „ნომა“. მურაკამის დაწერილი აქვს თოთხმეტი რომანი, გამოცემუ­ ლი აქვს მოთხრობების თორმეტი კრებული, ერთი საბავშვო ზღაპრების წიგნი და დოკუმენტური პროზის ხუთი ნაწარ­ მოები. მისი წიგნები თარგმნილია ორმოცდაათზე მეტ ენაზე და მილიონიანი ტირაჟებით იბეჭდება. მიღებული აქვს უამრავი იაპონური თუ საერთაშორისო პრემია და, თუ ჟურნალის­ტებს დაეჯერებათ, სულ ცოტა, სამჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე. მიუხედავად იმისა, რომ

108 VOYAGER 15/2019


ხშირად კამათობენ მის „სუფთა“ იაპონელობაზე, მურაკამი, უპირველეს ყოვლისა, იაპონური ლიტერატურული ტრა­დიციის გამგრძელებელია და დი­დად არის ამ ლიტე­ რატურის ისეთ ფუძემდებლებზე დამო­კიდებული, როგო­რებიც იყვნენ ნაცუმე სოსეკი და რიუნო­სუკე აკუტა­ გავა; მაგრამ ნობელიატი იასუნარი კავაბატას შეფასების შემდეგ, მას მყარად დაუმკვიდრდა „იაპონური ლიტერა­ ტურის ევროპელის“ სახელი. და მართლაც, იაპო­ნური კულ­ტურა და ტრადიცია მის წიგნებში იმავე როლს არ ასრულებენ, რასაც იმავე კავაბატას, იუკიო მიშიმასა და კობო აბეს ნაწარმოებებში; თუმცა ხანდახან, კავაბატასაც ედავებიან და მურაკამის ევროპელ კი არა, „ამერიკელ იაპონელად“ მოიხსენიებენ — დასამალი არ არის, რომ სწორედ ამერიკელი მწერლები არიან მისი საყვარელი ავტორები. ამ შემთხვევაშიც იაპონელი ხელოვანის ინტერესის სფე­ როში ქალაქის ყოფის ამსახველი ამერიკელი ავტორები აღმოჩნდნენ, სწორედ მან თარგმნა იაპონურად ჯერომ სელინჯერის „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ და რაიმონდ კარვერის რომანები. იმ ავტორებს შორის, რომლებმაც მასზე დიდი გავლენა მოახდინეს, ყოველთვის ასახელებენ მწერლებს: რაიმონდ ჩანდლერს, კურტ ვონეგუტსა და რიჩარდ ბრაუტიგანს. მურაკამის რომანები ხშირად იწყება ოდისეასა და მოგ­ ზაურობის აქცენტებით, მაგალითად, შორეული ადგილე­ ბის, სასტუმროს ან რომელიმე სატრანსპორტო საშუა­ლების ხსენებით. აი, რამდენიმე დამახასიათებელი მა­ გალითიც:

„მარტი 1983. ხშირად მესიზმრება სასტუმრო „დელფინი“ („დენს, დენს, დენს“) „1963-1973. საშინლად მიყვარდა ამბების მოსმენა უცნობი ადგილების შესახებ. ათი წლის წინათ შემეძლო პირველივე შემხვედრისთის მეთხოვა, თავის მშობლიურ ქალაქზე ეამბა რამე“ („პინბოლი, 1973“) „ოცდაჩვიდმეტი წლისა ვიყავი მაშინ, იმ უზარმაზარი ბოინგ 747-ის სავარძელში მოკალათებული, რომელსაც საფრენ ბილიკზე დასაშვებად ჰამბურგის თავზე ხშირი ღრუბლების ფენა გაერღვია“ („ნორვეგიული ტყე“) „რადიო ტაქსიში იანაჩეკის „სიმფონიეტას“ უკრავდა. საცობში მოხვედრილი მანქანის შიგნით მოხვედრილი ამგვარ რამეს მუსიკას ვერ დაარქმევ“ (1Q84)

თითქმის ყველა წიგნში აქვს ფანტასტიკისა და სიურრეა­ლიზმის ელემენტები. მაგალითად, რომანში „უმუხრუჭო სასწაულების ქვეყანა და სამყაროს აღსასრული“ მოქ­მედება ხდება ქალაქში, რომლის მოქალაქეებს ჩრდი­ ლი არ აქვთ და მთხრობელი სიზმრებს მკვდარი მარ­ ტორქების თავის ქალებ­ზე კითხულობს. ძალიან ხშირად მურაკამისთან აღწერილია ჩვეულებრივი ხალხი, რომელ­ თაც არაჩვეულებრივი რამ შეემთხვევათ ხოლმე. თავად მწერლის სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ ასეთი სიუ­ ჟეტი (ჩვეულებრივი მოქალაქე­ები არაჩვეულებრივ გარე­ მოებებში) არის მისთვის ყველაზე უფრო საყვარელი. ძალიან ხშირად მიმართავს ანტიუტოპიის (დისტოპიის) ჟანრს. მაგალითად, მისი 1Q84 აშკარად ჟანრის კლასიკას, ორუელისეულ 1984-ს გულისხმობს. ამ შემთხვევაშიც გარემო, როგორც წესი, ქალაქურია. მურაკამის ძალიან უყვარს ცხოველები და ხშირად გა­ მოჰყავს ისინი და ამ შემთხვევაშიც უპირატესობა ქალაქის ფაუნას ენიჭება: მწერლის საყვარელი ლიტერატურული ცხოველები კატები და ვირთხებია. „ცხვარზე ნადირობაში“ ბებერი კატა გამოჩნდება, რომელსაც თვალები აწუხებს, „მოსამართი ჩიტის ქრონიკებში“ კატის გაქრობა მისტიკური ამბების მიზეზი ხდება, ხოლო რომანში „კაფკა პლაჟზე“ მთავარ გმირს უნიკალური ნიჭი აქვს: კატების ენა ესმის და იოლად ურთიერთობს მათთან. ხშირად ცხოველების ხატები მურაკამისთან სიკვდილსა და მიღმურ სამყა­ როსთანაა კავშირში. და მაინც, არც ერთ წიგნში ისე არ იგრძნობა მურაკამის ქალაქი, როგორც 1Q84-ში („ათას რომელიღაც ოთხმოც­ დაოთხში“). ამ წიგნს ოთხი გმირი ჰყავს — ფიტნეს-კლუბის ინსტრუქტორი ქალი აომამე, მათემატიკის მასწავლებელი ტენგო, 1984 წლის ტოკიო და 1Q84 წლის ტოკიო. აომამე და ტენგო წარმოადგენენ ამ ვრცელი ისტორიის სხვადასხვა განშტოებას. პირველი მათგანი დაკავშირებულია ალტერ­ ნატიულ სამყაროებთან, ხოლო მეორე უფრო რეალის­ტურია, მაგრამ უფრო ღრმა ქვეტექსტსაც მოიცავს. ყველაზე მთავარი მურაკამის ამ წიგნში ისაა, თუ როგორ გადაეჭდობა და დაუკავშირდება ერთმანეთს ეს ორი ისტორია, როგორ შეხვდება ერთმანეთს პარალელურ დროში არსებული ორი ტოკიო და როგორ შექმნის ერთ მთავარ სათქმელს. ეს სამტომიანი ეპოპეა უამრავ თემას ეხება: სიყვარულითა და რელიგიით დაწყებული თაობათა შორის კონფლიქტითა და თვითმკვლელობის პრობლემებით დამთავრებული. მწერლის სიტყვებით, ამ „გიგანტური რომანის“ შექმნა მას დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვებმა“ შთააგონა, რომანმა, რომელიც მას, სხვა დიდ იაპონელებთან ერთად, მსოფლიო ლიტერატურის უდიდეს შედევრად მიაჩნია. რომანის პირველი ორი ტომი იაპონიაში 2009 წლის 28 მა­ისს გამოიცა და მთელი სასტარტო ტირაჟი პირველ­სავე დღეს გაიყიდა. დაბეჭდილი ეგზემპლარების თვალ­ საზრისით წიგნი იაპონიაში პირველ ადგილზე გავიდა — 3.23 მილიონი. ერთი წლის შემდეგ, 2010 წლის მაისში გა­ მოვიდა მესამე ტომი და ისიც იმავე წამს გახდა ბესტსელე­ რი და მილიონ ეგზემპლარს გაყიდვის დაწყებიდან უკვე მეთორმეტე დღეს მიაღწია.

109 VOYAGER 15/2019


© lithub.com/whats-needed-is-magic-writing-advice-from-haruki-murakami

ლიტერატურა

4 იაპონელი ავტორი ქართულ ენაზე: იუკიო მიშიმა. „ნიღბის აღსარება“ გამომცემლობა „დიოგენე“

კობო აბე. „სხვისი სახე“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

კაძუო იშიგურო. „არასოდეს გამიშვა“ გამომცემლობა „პალიტრა L“

ჰარუკი მურაკამი „უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები“ „დენს, დენს, დენს“ „ნორვეგიული ტყე“ „კაფკა პლაჟზე“ „ქარი პინბოლი“ 1Q84 (I), 1Q84 (II), 1Q84 (III) ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

წიგნი გვიყვება ფსიქოლოგიური საყრდენის ძიებაზე წაშ­-ლი­ლი ორიენტირების სამყაროში. ორ მთავარ პერსო­ნაჟზე, აომამესა და ტენგოზე მესამე პირში გვიყვებიან. საერთო ფაბულა აგებულია რწმენისა და რელიგიის, სიყ­ ვარულისა და სექსის, იარაღისა და ოჯახური ძალადობის, მკვლელობისა და თვითმკვლელობის, საკუთარი თავის დაკარგვისა და მამებისა და შვილების თაობებს შორის გაჩენილ სულიერ უფსკრულზე. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წიგნში ქალაქური ცი­ვილიზაციის ისეთ უცნაურ მოვლენას, როგორიცაა რე­ ლიგიური სექტები. მაინც რა წარმოშობს თანამედროვე ტექნოლოგიურ, მაღალგანვითარებულ და განათლებულ სოციუმში ასეთ მახინჯ კულტს, — ამ საკითხს მურაკამი უკვე შეეხო თავის წიგნ „მიწისქვეშაში“. მსოფლიოში ხანგრძ­

ლივი მოგზაურობის შემდეგ 1996 წელს მწერალი იაპო­ნიაში დაბრუნდა და ტოკიოს მეტროში მომხდარ ტერო­ რისტულ აქტებთან დაკავშირებით დაწერა დოკუმენტური პროზის შედევრები „მიწისქვეშა“ და „აღთქმული მიწა“. იქ საფუძვ­ლიანად განიხილა ტერორიზმის წარმოშობის საკითხი, ამჟამად რომანში ავტორის პასუხმა უფრო კონკ­ რეტული სიუჟტური ფორმა მიიღო. თხრობაში ძალიან ხშირად ჩნდებიან ე.წ. გილიაკები; ესაა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის, სახალინისა და ამურის უძველესი მოსახ­ ლეობა, წიგნის დაწერის დროს ოცი კაცი ლაპარაკობდა მათ ენაზე. ამ უნიკალურ მოსახლეობაზე წერდა თავის დროზე ჩეხოვი, ხოლო მურაკამის მათ მიმართ ინტერესი გაუჩნდა 2003 წელს, როდესაც სახალინზე იმოგზაურა. რომანი სტრუქტურულად ორი ცალკეული ისტორიისგან შედგება, რომლებიც უახლოვდებიან ერთმანეთს, იხლარ­ თებიან ერთმანეთში და ვითარდებიან პარალელურ რეა­ ლობებში: ესაა ორი ტოკიო, 1984 წლის ტოკიო და ტოკიო ათასრომელიღაც ოთხმოცდაოთხი (1Q84) წლისა. ასო Q (ინგლ. Question) თარიღში რომანის გმირმა აომამემ ჩასვა, როდესაც საბოლოოდ მიხვდა, რომ „რაღაც ისე ვერ არის“ და „სადღაც არა იქ“ მოახვედრა ბედისწერამ. „ჩასმული ნოველის“ ან „რომანი რომანში“ ასეთი ტექნიკა მურაკამიმ უკვე გამოიყენა „მიწისქვეშაში“, როდესაც ტერორისტული შეტევის რამდენიმე ორგანიზატორისა და მსხვერპლის პორტრეტებისგან მხატვრული მოზაიკა შექმნა. რომანის პირველ ტომში მოქმედება 1984 წლის აპრილ-ივნისს მოიცავს, მეორე – ივლის-სექტემბერს და მესამე – ოქტომბერ-დეკემბერს. თხრობის ის შტო, რომელიც გოგონას ეხება, შეიცავს აომამეს ჩასვლის აღწერას ალტერნატიულ რეალობაში, რო­მელიც წააგავს „ვირთხის ტრილოგიისა“ და რომანის „კაფკა პლაჟზე“ ფსიქოდელიურ სამყაროებს. აომამეს დაკვირვება იმაზე, თუ როგორ იცვლება მისი ცხოვ­ რება და იშლება საზღვრები სამყაროებს შორის, ხშირად ეწინააღმდეგება მისსავე გამოცდილებას, მეხსიერებასა და ჩამოყალიბებულ ჩვეულებებს. წიგნის მეორე პროტა­ გონისტი, უნივერსიტეტის მათემატიკის მასწავლებელი

110 VOYAGER 15/2019


ტენგო პოლიტიკურად პასიურია, არც ისე წარმატებულია, თავისუფალ დროს ძირითადად საწერ მაგიდასთან ატ­ არებს. თვითიდენტიფიკაცია მას ძალიან უჭირს: აღია­­რებს, რომ წარმატებულ მასწავლებლად თავი არ მიაჩ­ნია, რომანებს წერს, მაგრამ წარმატებისთვის არც ამაში მიუღწევია — არც ერთი მისი რომანი არასოდეს დაბეჭ­ დილა. შესაბამისად, მწერალიც არ არის. ლიტე­რატურული ამბიციები აიძულებს ტენგოს საეჭვო საქციელი ჩაიდინოს — სტილისტურად გამართოს ტექსტი, ნაწილობრივ გა­ დაწეროს თავის ყაიდაზე გადააკეთოს გოგონას, რომელ­საც ფუკაერი ჰქვია, პატარა მოთხრობა, რომელიც საიდუმ­ლო არჩევისთვისაა წარდგენილი, რათა აკუტაგავას პრესტიჟული პრემია დაიმსახუროს. რედაქტორ კომაცუს მიაჩნია, რომ მოთხრობა სტილისტური თვალსაზრისით საშინელია, მაგრამ მასში ჩანს ის პოტენციალი, რომელიც, დახვეწისა და ლიტერატურული დამუშავების შემთხვევაში, მას სანუკვარ გამარჯვებას მოაპოვებინებდა. ტენგო თავდაპირველად ყოყმანობს, შეუძლია თუ არა ასე თა­ ვისუფლად მოექცეს ფუკაერის შემოქმედებას, მაგრამ მალე თავად ავტორისგან იღებს თანხმობას, რაც უნდა, ის უყოს მის ტექსტს. თავად ფუკაერი 17 წლის ლამაზმანია, „საჰაერო ჭიის პარკის“ ავტორი, წარმოდგენილია, როგორც თავის თავში ჩაკეტილი გოგონა, რომელსაც დისლექსია სჭირს და სამყაროს ექსტრასენსორულად აღიქვამს. დისლექსიის დაავადება იმას ნიშნავს, რომ გოგონას ტექსტის აღქმის უნარი არ გააჩნია, არანაირი პროზაული ნაწარმოები არ წაუკითხავს და სწორედ ამიტომ მისი პროზა სხვისას არაფრით არ ჰგავს და გამორჩეულად ორიგინალურია. როგორც ვთქვით, წიგნი იმით იწყება, რომ ტაქსი, რომელშიც აომამე ზის, საცობში მოხვდება. მძღოლი ურჩევს მგზავრს, გადავიდეს მანქანიდან და ავარიული საევაკუაციო კიბით ისარგებლოს, რომ დროულად მოხვდეს მნიშვნელოვან შეხვედრაზე, მაგრამ, ამავე დროს, აფრთხილებს, რომ ამან შეიძლება რეალობის ბუნება შეცვალოს. აომამე სარგებლობს ტაქსისტის რჩევით, საევაკუაციო კიბით ეშ­ ვება ავტოსტრადიდან ჩვეულებრივ ქუჩაზე, სასტუმროში მიდის, იქ გადაიცვამს, რომ სასტუმროს სტუმარი მოკლას. მკვლელობისთვის ნემსისმაგვარ იარაღს იყენებს, რომე­ ლიც კვალს იმდენად არ ტოვებს, რომ შემდგომში გამომ­ ძიებელი დაასკვნის, მსხვერპლი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა გულის უკმარისობის გამოო. ნელ-ნელა აომამე ქალაქს ამჩნევს ცვლილებებს, რომლებიც მის მეხ­ სიერებაში არსებულისგან ოდნავ განსხვავდება. მაგალი­ თად, ის ამჩნევს, რომ ტოკიოს პოლიციელები, რომლებიც ადრე რევოლვერებით იყვნენ აღჭურვილები, ახლა ავტო­ მატურ პისტოლეტებს ატარებენ. აომამე თავის მოგონებებს მსხვილი გაზეთების არქივებს ადარებს და აღმოაჩენს, რომ „მომხდარა“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი ამბავი, რომლებიც მას არ ახსოვს. ერთ-ერთი ასეთი ისტორია ეხება ექსტრემისტების ჯგუ­ფებს, რომლებიც პოლიციას დაპირისპირებიან იამანაშის პრე­ფექტურის მთებში. ამ სტატიების წაკითხვა დაარწმუ­ ნებს ქალს, რომ იგი ალტერნატიულ რეალობაში ცხოვ­ რობს და ამ რეალობას, ამ დროს ახალ სახელს არქმევს — ასე ჩნდება 1Q84 და ამ სამყაროში ის მაშინ მოხვდა, როდესაც იანაჩეკის სიმფონიეტას უსმენდა რადიოთი. ამასობაში აომამი ერკვევა საკუთარ თავში და ად­გენს, სა­იდან მოდის ის დავალება, რომელიც მან, თავისთვის

მოულოდნელად ასე მაღალი ოსტატობით და პროფესიო­ ნალიზმით შეასრულა. გაირკვევა, რომ მას პირადი და პროფესიული კავშირი აქვს უფროს მდიდარ ქალთან, რომელსაც „ქვრივად“ მოიხსენიებენ. ქვრივი ფულს უხდის აომამეს, რომ სიცოცხლეს გამოასალმოს მამაკაცები, რომ­ ლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ ქალებს. ორგანიზებული მკვლელობები ოჯახური ძალადობის გან­სა­კუთრებით სასტიკი ფორმებისათვის მოულოდნელი პა­ სუხი აღმოჩნდება. როგორც ეს ხშირად ხდება მურაკამისთან, წიგნი სავსეა მინიშნებებით მსოფლიო ლიტერატურასა და მუსიკაზე. მწერლის მკვლევარებმა სერიოზული კვლევები ჩაატარეს და დაადგინეს, რომ სწორედ ამ ავტორის კითხვისას მკითხველები ყველაზე ხშირად მიმართავენ ინტერნეტსა და გუგლს. კვლევამ ისიც აჩვენა, რომ 1Q84-ის კითხვისას ბევრი მსმენელი პარალელურად უსმენს წიგნში ნახსენებ მუსიკას. მაგალითად, მურაკამის წყალობით მსოფლიოს ფართო საზოგადოებამ ხელახლა გაიცნო ჩეხი კომპოზი­ ტორი იანაჩეკი, რომელიც მანამდე მხოლოდ მუსიკის სპე­ ციალის­ტებისთვის იყო ცნობილი. მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ორი ქალაქის იდეა. მიუხედავად იმისა, რომ აომამეს ტოკიო უნდა იყოს ნამდვილის პარალელური, ცბიერი მურაკამი სწორედ ამ „არანამდვილ“ ტოკიოში მოახდენს რამდენიმე მოვლენას, რომელიც სწორედ „ისტორიულ“ ტოკიოში მოხდა. და მკითხველი ვეღარ ხვდება, რომელი სამყაროა უფრო ნამდვილი. ირგვლივ იმდენი რამ ხდება ისეთი, რომელიც ნამდვილი „არ შეიძლება“ იყოს, მაგრამ ნამდვილად ხდება ტოკიოშიც, პარიზშიც და თბილისშიც. წიგნში ბევრი ისეთი რამაა, რასაც ტრადიციულად „დიდი ლიტერატურა“ აღწერდა; მაგალითად, ნაჩვენებია უძლი­ ერესი სიყვარული, რომელსაც ვერაფერი ვერ ახუნებს და რომელიც არ დასრულებულა ოცწლიანი განშორების შემდეგაც.

ქალაქი ისევ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მურაკამის შემოქმედებაში. თავის დროზე იაპონიის ძველი და ახალი დედაქალაქებიდან იგი მსოფლიო ქალაქებზე გადავიდა, იცხოვრა ათენში, რომში, ლონდონში, პრინსტონში (ნიუ ჯერსი), სანტა ანაში (კალიფორნია), მოიარა ჩინეთისა და მონღოლეთის ქალაქები. ეს მსოფლიო ოდისეა მოულოდნელად დასრულდა 2001 წელს, როდესაც სამუდამოდ დამკვიდრდა იაპონიის ზღვისპირა ქალაქ ოისოში, სადაც ცხოვრობს დღემდე. ეს პატარა ქალაქია, 30-ათასიანი მოსახლეობით და მსოფლიოსთვის, ძირითადად, ცნობილია იმით, რომ მისი ყველაზე სახელგანთქმული მოქალაქე ჰარუკი მურაკამია.

111 VOYAGER 15/2019


მუსიკა

დასავლური მუსიკის თავგადასავალი ამომავალი მზის ქვეყანაში კა ხ ა თოლ ორდ ა ვა

„სინამდვილეში, იაპონია გამოგონილი ქვეყანაა. არ არსებობს არც ასეთი ქვეყანა და არც ასეთი ხალხი“. ოსკარ უაილდი

ჯულიან ქოუფმა, ინგლისელმა მუსიკოსმა და წიგნის ავტორმა იმაზე, თუ როგორ აიფეთქეს იაპონელებმა ტვინები როკ ენ როლით, ერთხელ აღნიშნა, რომ ამ თემაზე წიგნის დაწერა მხოლოდ ერთი მიზეზით მოუნდა: ადგილობრივ მუსიკოსებთან საუბრების მერე დარწმუნდა, რომ როკ-ენ-როლთან შეხების შემდეგ მათ აღარ უნდოდათ დარჩენილიყვნენ იაპონელებად. რა თქმა უნდა, იაპონური ტრადიციული კულტურით მოხიბლული ბევრი დასავლელი

`ნიჰონოლოგისათვის~ (`ნიჰონ~ – იაპონიის დასახელება იაპონურად) ქოუფის ეს განცხადება ერთდროულად ალბათ მოულოდნელიც იყო და გამაღიზიანებელიც, მაგრამ ქოუფმა იცოდა ის, რაც არ იცოდნენ მიამიტმა `ნიჰონოლოგებმა~ _ თავისი განცხადებით იაპონელი მუსიკოსების შეურაცხყოფას კი არ ისახავდა მიზნად, უბრალოდ, ხაზს უსვამდა უცხო კულტურისადმი იაპონელების გახსნილობის ხარისხს და მათ უნარებს — თავიანთ სასარგებლოდ მოეხმარათ ყველაფერი ის, რაც მათი კულტურის ტერიტორიას სცდებოდა. თუ როგორ მოახერხეს იაპონელებმა ამ უნარების შეძენა, სხვა და საკმაოდ რთული საკითხია, მაგრამ ჯერ კიდევ 1630 წლიდან დაწყებული იაპონიის მთავრობა სასტიკად უკრძალავდა საკუთარ მოსახლეობას იაპონიის კუნძულების

112 VOYAGER 15/2019


დატოვებას და გააფთრებით ებრძოდა ყველაფერ იმას, რაც მისი ტერიტორიის ნაწილი არ იყო _ დაწყებული ქრისტიანობით და დასრულებული საზღვაო კატასტროფების შედეგად მათ ნაპირებზე გამორიყული ძალაგამოცლილი ევროპელი მეზღვაურებით _ ის უბედურები, უბრალოდ, სიკვდილით ისჯებოდნენ. იაპონიის 250-წლიანმა თვითიზოლაციამ სრულიად მოწყვიტა ქვეყანა დანარჩენ სამყაროში მიმდინარე მეცნიერულ, ინ­ დუსტრიულ თუ, ზოგადად, ნებისმიერ კულტურულ ცვლი­ ლებას, ამიტომაც, როდესაც 1853 წლის 8 ივლისს, მეთიუ პერის ოთხმა მხრჩოლავმა ორთქლის სამხედრო ხომალდმა — `სასკუეჰანამ~, `მისისიპიმ~, `პლიმუთმა~ და `სარაგოტამ~ ტოკიოს ყურეში ჩაუშვეს ღუზები, ადგილობრივებმა, ვისთ­ ვისაც რამდენიმეზარბაზნიანი იაპონური საბრძოლო გე­ მები _ ატაკებუნეები _ ტექნიკური აზროვნების უკანასკ­ ნელი მიღწევა იყო, პერის შიშისმომგვრელი `სთიმერები~ ცეცხლისმფრქვეველ დრაკონებს მიამგვანეს. გარკვეული თვალსაზრისით, უფრო სიმბოლურად, ეს ოთხი გემი იაპონიის მომავალ სახეს განსაზღვრავდა და ყველა­ ფერ იმას ატარებდა, რამაც იაპონია ისეთ ქვეყნად აქცია, როგორიც დღესაა. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ასეთი გა­ოგ­ ნებული სახეებით შესცქეროდნენ იაპონელი მუსიკოსები იმ დასავლურ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომლებმაც პირველად შეაღწიეს იაპონიაში. სავარაუდოდ, ეს მეიჯის რესტავრაციის ეპოქაში მოხდა _ XIX საუკუნის მეორე ნა­ ხე­ვარში, თუმცა დასავლური მუსიკის ზოგიერთ მაგალითს იაპონელები ჯერ კიდევ XVI საუკუნეში გადააწყდნენ, მუსიკას, რომელიც ქრისტიან მისიონერებს `შეჰყვათ~ ქვეყანაში. ამ საკითხში კარგად ჩახედული ადამიანები დღემდე დავობენ, იყო თუ არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ იაპონია შეემზადე­ ბინა მეიჯის ეპოქის `აკუსტიკურ გახსნილობამდე~. ასეა თუ ისე, მეიჯის რესტავრაციის ეპოქამ ისე დააჩქარა ადგილობრივი მუსიკალური კულტურის მარგინალიზაციის პროცესი, რომ უკვე 1930 წლისათვის იაპონია დასავლური აკადემიური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხ­ მარებელი გახდა, 1945 წლისათვის კი _ დასავლური ინს­ ტრუმენტების, მუსიკალური ტექნოლოგიების და მუსიკალური სწავლების მეთოდების ყველაზე დიდი ექსპორტიორიც.

„იაპონელები თავიდან იგონებენ იმას, რაც უკვე გამოგონილია, – თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში სტივ ჯობსმა, – ისინი იღებენ მათთვის ჯერ კიდევ უცხო რამეს და იქამდე სწავლობენ მას, სანამ ძირფესვიანად არ შეისწავლიან და ასე ხშირად გამომგონებელზე უფრო კარგად ესმით ის, რაც მათ შეისწავლეს“. მეიჯის რესტავრაციის ეპოქის წარმატებული პოლიტიკა დასავლურ მუსიკასთან მიმართებაში ასეთი მიდგომის ლამის იდეალური მაგალითია, თუმცა საწყის ეტაპზე იაპო­ნიის მთავრობის გადაწყვეტილებები დასავლურ მუსიკას­თან მიმართებაში ესთეტიკური მოსაზრებებით ნამდ­ვი­ლად არ იყო განპირობებული. დასავლური მუსიკის სის­ტემატური იმპორტი ქვეყნის მო­ დერნიზაციის პერიოდში, განსაკუთრებით მის სამხედრო და საგანმანათლებლო სისტემებში, განპირობებული იყო ცერემონიული მუსიკის როლით დასავლური ქვეყნების სამხედრო სტრუქტურებში და ზოგადად მუსიკის რო­ ლით ახალგაზრდების ფიზიკური, მორალური და ესთე­ ტიკური აღზრდის საქმეში. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი და­ სავლურ მუსიკასთან მიმართებაში გულისხ­მობდა ამ მუსიკის, როგორც ხელოვნების ფორმის, წა­ხალისებას და ამ გზით ისეთი სახის ეროვნული მუსიკის შექმნას, რომელიც დასავლური და იაპონური მუსიკის საუკეთესო მაგალი­თების მეშვეობით შექმნილი ფენომენი იქნებოდა. რა თქმა უნდა, მსგავსი საეჭვო ექსპერიმენტი თავი­დანვე განწირული იყო, მაგრამ მისი უნებურად დადებითი მხარეების უარყოფაც სწორი არ იქნებოდა, რადგანაც ამ პროცესმა უდავოდ შეცვალა იაპონელების მუსიკალური სენსიტიურობა. ეს კი ცოტა ნამდვილად არაა. როგორც იურგენ ოსტერჰამელი, გერმანელი ისტორიკოსი აღნიშნავ­ და: `ბოლოს და ბოლოს, არავის დაუძალებია იაპონელები, გუნოსა და ვერდისთვის ესმინათ~. კიდევ ერთი საინტერესო საკითხია ის, თუ როგორ `მიიღო~ ადგილობრივმა ტრადიციულმა მუსიკამ `დაუპატიჟებელი სტუმარი~, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ იაპონური მუსიკისათვის სრულიად უცხო იყო `აბსოლუ­ტური მუსიკის~ დასავლური იდეა და, რაც მთავარია, იაპონიაში არ არსებობდა მუსიკის ის კონცეფცია, რაც დასავლეთში. ორივე მუსიკალური კულტურა საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის პარალელურად და ერთ­ მანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდებოდა. ტერმინი `ონგაკუ~ იაპონურად მხოლოდ დასავლურ მუსიკასთან ასოცირდება და ის დღესაც ამ მნიშვნელობას ატარებს იმ დროს, როდესაც იაპონიაში ყველა მუსიკალურ ჟანრს თავისი სახელი და სოციალური ადგილი ჰქონდა. აქ უფრო `მუსიკალურ სამყაროებზე~ შეიძლება ლაპარაკი და არა მუსიკის ერთიანობაზე. მეორე მხრივ, იაპონური ტრადიციული მუსიკა მუდამ `დაუპატიჟებელი სტუმრების~ ასიმილირებაში იყო, განსაკუთრებით _ ჩინური მუსიკის,

113 VOYAGER 15/2019


მუსიკა

მაგრამ ის, როგორც წესი, წარმატებით ახერხებდა უცხო ბგე­რების საკუთარ ყაიდაზე მორგებას და მოგვიანებით მას ეს უნარებიც გამოადგა დასავლურ მუსიკასთან მიმართებაში. დასავლურ მუსიკასთან შეხების მომენტში იაპონელ მუსიკოსებს ჰარმონიის, მელოდიის, რიტმის და პაუზების სრულიად განსხვავებული კონცეფციები და შეგრძნება ჰქონდათ. ბუნებრივია, მათი მუსიკალური ინსტრუმენტებიც სრულიად განსხვავდებოდა იმ ინსტრუმენტებისგან, რო­ მელთა ათვისებაც ათწლეულების შემდეგ იაპონიის საიმ­ პერატორო კარზე არსებული კლასიკური იაპონური მუ­ სიკალური ფორმის _ გაგაკუს შემსრულებელ მუსიკოსებს მოუხდათ. იაპონელებს არც მუსიკის თაობიდან თაობებზე გადაცემის მექანიზმები გააჩნდათ (ეს, როგორც წესი, მასწავლებლიდან მოსწავლეზე გადასული ცოდნის გრძელი მემკიდრეობითი ჯაჭვის მეშვეობით ხორციელდებოდა), არც ნოტირების უნივერსალური სისტემა და არც კომპლექ­სური მიდგომა მუსიკის თეორიასთან.

დასავლურმა მუსიკამ თავისი მოგზაურობა ამომავალი მზის ქვეყანაში არმიით დაიწყო. პირველი სამხედრო სასულე ორკესტრები იაპონიაში 1854 წლიდან გაჩნდა. 1868 წლიდან კი იაპონიის არმიას და ფლოტს უკვე საკუთარი სასულე ორკესტრები ჰყავდათ, ხოლო 1870იანი წლების მეორე ნახევრიდან გაგაკუს შემსრულებელმა ცალკეულმა მუსიკოსებმა დასავლეთში დაიწყეს მუსიკალური განათლების მიღება. დასავლური მუსიკის პირველი საჯარო კონცერტი ამ მუსიკოსებმა 1876 წლის 3 ნოემბერს, იმპერატორის დაბა­დების დღის აღსანიშნავად გამართეს. 1879 წლისათვის იაპონელებს უკვე ონგაკუ ტორიშირაბე გაკარი _ მუ­სიკის

შესწავლის კომიტეტი ჰქონდათ. მისი პირველი ხელმძ­ ღვანელი კი ამერიკელი ლუთერ უაიტინგ მეისონი იყო. მას ფრანც ეკერტი, გიომ სოვლე და რუდოლფ დიტრიხი მოჰყვნენ. მოგვიანებით, 1887 წელს, კომიტეტი ტოკიოს მუსიკის სკოლად გადაკეთდა და XIX საუკუნის ბოლოსთვის დასავლური მუსიკის გავრცელების დინამიკა ისე გაძლიერ­ და, რომ იაპონელებმა `სუძუკის~ ვიოლინოების და `იამა­ჰას~ ორღანების გამოშვება დაიწყეს და დასავლური მუ­სიკის აზიის სხვა ქვეყნებში გავრცელებასაც შეუდგნენ. 1929 წლისთვის იაპონია უკვე გლობალური ეკონომიკის ნა­წილი იყო, თანაც იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ დიდმა დეპრესიამ და მასობრივმა ეკონომიკურმა ვარდნამ მძიმე დარტყმა მიაყენა მის ეკონომიკასაც. ამიერიდან ყველაფერი ის, რაც ქვეყნის თავს ხდებოდა, პირდაპირ აისახებოდა მის კულტურულ ელემენტებზეც და განსაკუთრებით _ მუსიკაზე, რომელიც მიმბაძველობის უკანასკნელ ფაზაში იმყოფებოდა და ნელ-ნელა ცდილობდა არა მხოლოდ დასავლური მუსიკის ელემენტების და ინსტრუმენტების მორგებას ადგილობრივ მუსიკალურ ფორ­ მებზე, არამედ, პირიქით, ამ უკანასკნელის ინტეგრირებას ადგილობრივი მუსიკოსების მიერ შექმნილ კლასიკური ფორმის ნაწარმოებებში. ეს პროცესი იმდენად სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა, რომ XX საუკუნის ორმოცია­-

114 VOYAGER 15/2019


ნების ბოლოს და ორმოცდაათიანების დასაწყისისთვის იაპონელებს უკვე ჰქონდათ ბრწყინვალედ აღჭურვილი ჩამწერი და ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის სტუდიები, ჰყავდათ დიდებული ორკესტრები, შემსრულებ­ ლები და კომპოზიტორები, მათ შორის კაცუო ფუკუშიმა, კაიჯირო სატო, იკუმა დანი, ტოშირო მაიუძუმი, იასუში აკუტაგავა, ტოში იჩიანაგი (იოკო ონოს პირველი ქმარი), ჰიროიოში სუძუკი, იოჯი ტაკაჰაში, ტაკაჰირო სონოდა და, რა თქმა უნდა, ტორუ ტაკემიცუ (იგორ სტრავინსკი იმდენად მოიხიბლა მისი რექვიემით სიმებიანი ინსტრუმენტებისათ­ვის, რომ სადილზე დაპატიჟა ახალგაზრდა კომპოზიტორი). სწორედ ამ მუსიკოსებმა შესძინეს თანამედროვე იაპონურ მუსიკას დღევანდელი სახე. მათი თამამი ექსპერიმენტები ბგერაზე, ზოგადად, მუსიკალურ ფორმებზე და დასავლურსა და ტრადიციულს შორის ბალანსის შენარჩუნების უნარები არც თანამედროვე დასავლელ კომპოზიტორებს დაუტო­ვებიათ უყურადღებოდ. ჯონ კეიჯი და კარლჰაინც შტოკ­ჰაუზენი პირველად უკვე სამოციანი წლების დასაწყისში ესტუმრნენ იაპონიას და მათ კონცერტებს და ლექციების ციკლებს ათასობით ახალგაზრდა იაპონელი მუსიკოსი ესწრებოდა. იმ პერიოდისთვის თანამედროვე იაპონურ მუსიკას უკვე თავისი გმირები ჰყავდა ნებისმიერ მუსიკალურ ჟანრში, დაწყებული აკადემიური მუსიკით და დასრულებული ჯაზით, თავისუფალი იმპროვიზაციით, როკ ენ როლით თუ ელექტრონული მუსიკით. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც დასავლური მუსიკა თითქოს უკვე ასრულებდა თავის ხანგრძლივ მოგზაურობას იაპონიის კუნძულებზე, მაგრამ ელექტროგიტარის გამოჩენამ კიდევ ერთხელ აიძულა იაპო­ნელები, შეებიჯებინათ იმ მუსიკაში, რომელიც მათი ტე­ რიტორიის ნაწილი არასდროს ყოფილა და აქაც ზუსტად იგივე მოხდა, რაც მეიჯის რესტავრაციის პერიოდში, მინუს სახელმწიფო ძალისხმევა. `ელეკი ბუუმი~, ანუ ელექტროგიტარის ბუმი იმდენად მძლავრი და მიმზიდველი აღმოჩნდა ახალგაზრდა იაპონელებისთვის, რომ მათ ნამ­ დვილად უღირდათ ამ ინსტრუმენტის მეშვეობით გაჩენილი მუსიკალური ფორმებით `ტვინების აფეთქება~. ისინი ხვდებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ახალი რეალობის მუსიკაში

`შეგდების~ საშუალებას მისცემდა მათ და ასეც მოხდა, ელექტროგიტარამ და ამ ინსტრუმენტთან ასოცირებულმა მუსიკალურმა ჟანრებმა კიდევ ერთხელ მისცეს იაპონელ მუსიკოსებს საშუალება, გამხდარიყვნენ ჯერ ამერიკელები, ინგლისელები თუ გერმანელები, მერე კი კვლავ იაპონელები. ამ გზით ისინი ქმნიდნენ და დღესაც ქმნიან მუსიკას, რომელიც ძირეულად იაპონური, შესაბამისად, ხშირად შემაშინებელი, ზოგჯერ აუტანელი, მაგრამ ყოველთვის, ყოველთვის ძალიან საინტერესო, გამომწვევი და მძლავრია. ამ მუსიკის აღმოჩენის, მასთან პირისპირ გადაყრის პროცესი კი არასდროს იქნება დროის უქმი კარგვა. მუსიკალური კომპილაცია ავტორისგან Toru Takemitsu Archipelago S Requiem for Strings From Me Flows What You Call Time November Steps Toshi Ichiyanagi Opera Inspired By The Works Of Tadari Yoko’O Takehisa Kosugi Catch-Wave Group Ongaku Music Of Group Ongaku Yoji Yuasa Music For Theatrical Drama Masahiko Satoh Metempsychosis

115 VOYAGER 15/2019

East Bionic Symphonia East Bionic Symphonia Stomu Yamashita &amp Les Rallizes Danudes Heavier Than A Death In The Family Flower Traveling Band Made In Japan Far East Family Band Parallel Word Keiji Haino Double Live Ryuichi Sakamoto Chasm


თეატრი

იაპონურ თეატრალურ მიმდინარეობებს შორის კაბუკი ისაა, რომელიც დედამიწის ჩვენს ნაწილში განსაკუთრებით კარგად იციან და პატივს სცემენ. კაბუკი თვითონ იაპონელებისთვისაც საკუთარი კულტურის სასწაულს წარ­მოადგენს.

კაბუკი _ იაპონელობის კიდევ ერთი გასაღები დეს ი დ ა შ კ ოვა იაპონიაში ბევრნაირი ფორმისა თუ შინაარსის თეატრია, კლასიკური თუ მოდერნი, საუკუნეებისა თუ მხოლოდ ათ­ წლეულის. ლამაზი, დახვეწილი სანახაობების მოწყობა კი მართლაც საუკუნეებია იაპონური კულტურის ნაწილია. ხელნაკეთი ნიღბები, კიმონოები, ზოგჯერ ფერების ინ­ ტენსივობა, ზოგჯერ კი _ უკიდურესი სისადავე ყველა ეროვ­ნების მაყურებელს ხიბლავს. განსაცვიფრებელი ექსპ­რე­­ სიულობა _ ესეც ერთი საერთო დამახასიათებელი ნი­ შანია _ ზოგჯერ სხეულის ენით გამოვლენილი, ზოგჯერ _ ხმით, ზოგჯერ _ კოსტიუმებით _ ანდა, ამ ყველაფრის ერ­ თობლიობით. იაპონურ თეატრალურ მიმდინარეობებს შორის კაბუკი ისაა, რომელიც დედამიწის ჩვენს ნაწილში განსაკუთრებით კარგად იციან და პატივს სცემენ მას. კაბუკი თვითონ იაპონელებისთვისაც საკუთარი კულტურის სასწაულს წარ­მოადგენს. დიდი ხნის წინ, მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში იძუმო ტაიშას უძველესი შინტოისტური ტაძრის სიახლო­ვეს, მჭე­დელი ნაკამურა სანემონი ცხოვრობდა. იაპონიის ისტო­რი­აში ეს დაუნდობელი ომების წლებია _ ცნობილი და გავლე­ ნიანი ადამიანები, დაიმიოები, იგივე ფეოდალები, ერთმა­ ნეთს მიწებისა და ხელისუფლებისთვის შეუბრალებლად ებრ­ძვიან. ყოფის შესაბამისად, ასეთ დროს მჭედელი შეძ­ლებული და _ სო­ციალური კანონის შესაბამისადაც _ ან­გა­რიშგასაწევი ფიგუ­რაა. 1571 წელს ერთი მჭედლის ქალიშ­ ვილი, იძუმო ნო ოკუნი დაიბადა. გოგონა რომ მოიზარდა, როგორც ოჯახიშვილს შეეფერებოდა, შინტოისტური ტაძ­

რის მსახური ქალი _ მიკო გახდა. ტაიშას ტაძარი თავისი მკაცრი შინტოიზმით იყო ცნობილი და იქ რიგითი ქალიშვი­ ლი ღვთისმსახური მიკო ვერ გახდებოდა. ჩინურ ენაში იეროგლიფი მიკო მკითხავს, ჯადოქარსა და ექიმბაშსაც ნიშ­ ნავს. მიკოს ტრადიციული სამოსია გრძელი თეთრი პერანგი — კაბა, წითელი ქვე­დაბოლო და მაღალყელიანი თეთრი წინდა _ თაბი, ცალკე გამო­კერილი საცერათითე ადგილით (თუ გაგახსენდათ, სწო­რად გაგახსენდათ, ანიმაციაში, წიგ­ ნებსა თუ ფილმებ­ში ავი სულებისგან დამცველი პერსონა­ ჟები, საბრძოლო ხელოვნების ოსტატები და მაგები, ასე გა­ მოიყურებიან. ჩამოაცილეთ მიკოს მისტიკური შეფერილო­ბა და ის უბ­რალოდ _ ტაძრის მსახური დარჩება). ცნობილია, რომ მიკო მონაწილეობდა საქორწინო ცერე­ მონიაში, ასრულებდა რიტუალურ ცეკვებს; მიკოს ცნობილი ცეკვა იყო მზის ღმერთის გამოქვაბულიდან გამოყვანის სცენა. მიიჩნევდნენ, რომ ამ დროს მიკოში სახლდებოდა კამი და ის წინასწარმეტყველებდა, მკურნალობდა ავადმ­ ყოფებს, პოლიტიკოსებს რჩევას აძლევდა. მიკო მკითხა­ ობდა „ომიკუჯით“. მკითხაობის ეს ფორმა და პროფესია მიკო იაპონიაში დღესაც პოპულარულია. მიკოებად მუშაო­ ბენ სტუდენტი ქალები და ჯიბის ფულს ასეც შოულობენ _ ეს მიღებული პრაქტიკაა. ძველ დროში სჯეროდათ, რომ მიკოები ქალწულები იყვნენ, მაგრამ, იმასაც ამბობენ, რომ ამის ნამდვილობას ისტორიულად არაფერი ადასტურებს. ქალები გათხოვებამდე მიკოები იყვნენ და შემდეგ მხო­ლოდ ოჯახს ემსახურებოდნენ. მიკო იძუმო ნო ოკუნი კი ყველასგან გამორჩეული, სოციალურად გავლენიანი ახალ­გაზრდა ქალი იყო. სწორედ მის სახელს უკავშირ­დება კაბუკის

116 VOYAGER 15/2019


თეატრის შექმნა იაპონიაში და მისი პირ­ველი, ყველაზე თვითმყოფადი დროც _ როცა კაბუკის თე­ატრში მხოლოდ ქალები თამა­შობდნენ. ეს პერიოდი საკ­მაოდ დიდხანს გაგრძელდა. მანამდე კი მოვლენები ასე განვითარდა: ერთხელ, იძუმო ონ ოკუნი კიოტოში წმინდა ცეკვებისა და სიმღერების შესასრულებლად გაგზავნეს. ეს წესი იყო _ მონასტერი მღვდლებსა და ახალგაზრდა ქალებს _ ბუდის­ ტურ მონაზვნებს _ შესაწირის შესაგროვებლად უცხო მხა­ რეში ხშირად აგზავნიდა ხოლმე. იძუმო ონ ოკუნი ლამაზი და ნიჭიერი ქალი იყო, თან _ კრეატიულიც. ცეკვას ორიგინა­ლური ფორმა და შინაარსი შეჰმატა და მალე მისმა შესრულებულმა ცეკვებმა მაყურებელი დაიპყრო. მიუხედა­ვად იმისა, რომ იძუმოს ტაძარში დასაბრუნებლად უხმობ­ დნენ, მან მოწოდება არაფრად ჩააგდო და კიოტოში დარ­ჩა. მდინარე კამოს ნაპირზე იძუმო ნო ოკუნიმ თეატრი და­აარსა. ბუნებრივია, ერთბაშად და უსაფუძვლოდ ეს არ მომხ­ დარა. კამოს სანაპიროზე ეს ადგილი ცნობილი იყო, რო­გორც „ბირჟა“ და გასართობი ადგილი „კაბუკიმონოების­ თვის“ _ მოკლედ, ეს იყო თავშესაფარი ახალგაზრდების­თვის და მათთვისაც, ვინც ასაკის მიუხედვად, თავს მარ­ ტოსულად, ანდა ოჯახისგან გარიყულად გრძნობდა; ვინც სახლიდან სახეტიალოდ, თავგადასავლების საძიებლად იყო გაჭრილი _ თანამედროვე ჰიპები, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ. ოკუნიმ თავის საცეკვაო ნომრებს „კაბუკი“ დაარქვა _ რაღაც „განსხვავებული“. ეს 1603 წელს მოხდა. მან შინტოის­ტურ რიტუალურ ცეკვაში ბუდისტური ელემენტები ჩართო, მისცა მეტი გამომსახველობა და სექსუალურობა. სპექტაკ­ლები იყო მუსიკალური, ხმაურიანი და მრავალფეროვანი. იძუმო ნო ონუკი ქალის როლებსაც ასრულებდა და — კაცი­ სასაც. თავდაპირველად კაბუკი იყო ყველანაირი დათქმის ან დრამატული ხაზის გარეშე ცეკვა და სიმღერა. ხოლო დრამად სანჯაბურო უჯისატოს დახმარებით გადაიქცა. ის წერდა სცენარებს და ყოფილ მიკოს და მაშინ უკვე მაესტრო იძუმოს მხარს უჭერდა, როგორც ფინანსურად, ასევე _ ემოციურად. ისინი შეყვარებულები და თანამშრომლები იყვნენ. სამწუ­ხაროდ, უძისატო მალე გარდაიცვალა, მაგრამ იძუმო ნო ონუკიმ საქმე მის გარეშე განაგრძო. ის ქირაობდა მწერლებს, რომლებიც ექსკლუზიურად კაბუკისთვის ქმნიდ­ ნენ პიესებს და სპექტაკლებს ისევ მუსიკითა და ცეკვის

თანხლებით დგამდა. მისი რევიუები დიდი წარმატებით სარგებლობდა და „ოკუნი კაბუკი“ კიოტოს საზოგადოების ყველა ფენაში პოპულა­რული გახდა. მაყურებლებს მოს­ წონდათ სპექტაკლების დრამატურგია, ქორეოგრაფია, მუ­ სიკა, სცენოგრაფია. ოცდახუთი წლის შემდეგ იძუმო ნო ოკუნი „პენსიაზე გავი­და“. თავისით თუ აიძულეს, ამაზე ისტორია დუმს. შეიძ­ლება, უფრო მეორე ვივარაუდოთ. ამ დროისთვის უკვე ბევრი ბაძავდა იძუმოს მიერ დამკვიდრებულ თეატრალურ ფორმას. მსგავს შოუებს მდიდარი კლიენტების მისაზიდად ბორდელებიც სულ უფრო აქტიურად იყენებდნენ. ამ ტენ­ დენციამ საზოგადოებაზე იმოქმედა, თავისი გავლენა იქო­ ნია პოლიტიკურ მართვაზეც და მაშინდელმა შოგუნმა, მმართველმა ტოკუგავა იეასუმ ქალებს მსგავს წარმოდ­ გენებში მონაწილეობა აუკრძალა. მიზეზი ეს უფრო იქნე­ბოდა, თორემ ისტორია იძუმო ნო ოკუნის გაცილებით ხანგრძლივ ცხოვრებას გვამცნობს. ასე დაიწყეს „კაბუკიში“ კაცებმა ქალების როლის თამაში და დღემდე თამაშობენ. ქალები კი მასში აღარ მონაწილე­ ობენ. შესაბამისად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ კაბუკის თეატრი იძუმო ნო ოკუნის _ ამ მომხიბვლელი და გაბედუ­ლი ქალის წასვლის შემდეგ სხვაგვარად განვითარდა. იაპონიაში კაბუკის თეატრის მსახიობი ცოცხალი ეროვნული საგანძურია, ისინი საზოგადოების კერპები ხდებიან. მათ საკუთარი სასცენო სახელები აქვთ, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა და სახელის ახალი მემკვიდრე ვალდებულია, ამ სასცენო ფსევდონიმსა და მისთვის დამახასიათებელ სამსახიობო სპეციფიკას უერთგულოს. კაბუკისთვის პიესები ხშირად ექსკლუზიურად იწერება, თუმცა ზოგიერთ სიუჟეტს კაბუკის სხვადასხვა დასი არსებული პიესებიდან იღებს. ქალაქიდან ქალაქში კაბუკის თეატრი განსხვავებულია, თუმცა, ხშირად თითოეულ მათგანს ინტენსიურად გა­ ფორმებული სცენა და საოცარი სილამაზის კოსტიუმები და ნიღბები აერთიანებს. სცენაზე ზოგჯერ ჩნდება შავებში ჩაცმული, შავი ნიღბით სახედაფარული მამაკაციც _ ის მსახიობებს ნიღბისა და კოს­ტიუმის ტარებაში ეხმარება. სიხარული იქნება, თუ ტკი­ვილი _ მსახიობები მეტისმეტი ექსპრესიულობით _ მკვეთრი ჟესტიკულაციითა და ხმე­ბით ავლენენ.

117 VOYAGER 15/2019


თეატრი

ჯერ კიდევ ოკუნის პერიოდიდან კაბუკის წარმოდგენას მთავარი სცენის გაგრძელებაც აქვს _ დარბაზში შეჭ­რილი ბილიკი, რაც საზღვარს მსახიობებსა და პუბ­ ლიკას შორის კიდევ უფრო ამცირებს. რაც უფრო ვი­ თარდება ტექნოლოგია, მით მეტად კომპლექსური და ნოვაციებით სავსე ხდება კაბუკის სცენებიც, რომლებიც ხან ტრიალებს, ხან გარბის და მსახიობებს მოძრაობისა და თვითგამოხატვის უამრავ საშუალებას აძლევს. კი­ დევ ბევრი სხვა დეტალია, რაც ტრადიციის ნაწილია და კეთილგანწყობილი იაპონელები აუცილებლად გაგი­ ზიარებენ. ჩემთვის კი, ძალიან მნიშვ­ნელოვანი მაინც ისაა, რომ ეს ყველაფერი მეჩვიდმეტე საუკუნეში ერთმა ნიჭიერმა ქალმა იძუმო ნო ოკუნიმ დაიწყო. სხვათა შორის, გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში თბი­ლისშიც დავსწრებივარ „კაბუკის“ წარმოდგენებს. ეს იყო „სულ სხვა“, უცნაური სანახაობა _ სხვა კულტურა: გონებისთვის საოცარი, თვალისთვის _ ჯერ უნახავი და ყურს ესმოდა განსხვავებული, მანამ გაუგონარი ხმები. თუმცა, წარმომიდგენია, კაბუკი თავის სამშობლოში კიდევ სხვა რამ იქნება. პირველ რიგში, ვიცი, რომ იქ ზედმიწევნით ზუსტად იმუშავებს სამარისებური სიჩუმის დაცვის წესი _ სანამ სპექტაკლია, არათუ ხმის ამოღება, წინ გადაწევაც არ შეიძლება _ შემთხვევით სხვას რომ არ შეუშალოთ ხელი ცქერაში. ძალიან მაინტერესებს ერთი იაპონური რიტუალიც _ მიუხედავად სრული სი­ჩუმისა, ზოგჯერ, შიგადაშიგ, სპექტაკლის მიმდინარე­ ობისას პუბლიკიდან წამოძახილები ისმის _ ისეთი კავ­შირი მყარდება მაყურებელსა და მსახიობებს შორის, ისეთი დაახლოება, რომ დასტურად, ზოგიერთი მაყუ­ რებელი დარბაზიდან თავს მოვალედ მიიჩნევს, შეძა­ ხილით ან ტაშით შუა გზაში გაამხნევოს არტისტი. შეყ­ ვირებები სცენიდან მოშორებით _ მესამე იარუსიდან ის­მის, ამიტომ შეძახილების ავტორებს ასეც ეძახიან _ „შორეულები“. არის ადგილები, სადაც აუცილებლად უნდა მოხვდე, თუ ადგილობრივი საზოგადოების ახლოდან, საკუთარ ყოფაში დაკვირვება გადაწყვიტეთ. კაბუკის თეატრში წასვლაც ასეთი რიტუალია, რომელიც დღესაც შეიცავს კოლექტი­ური გართობის, მხიარული თავყრილობის სხვა­დასხვაგვარ ელემენტებს. სპექტაკლის ცქერის გარდა, კაბუკის თეატრში წასვლა გემრიელად სმა-ჭამას, სუვე­ ნირების ყიდვასაც მოიცავს. სპექტაკლის აქტებს შორის, ანტრაქტებზე, პუბლიკა თეატრის კაფეტერიებს შორის სასურველს ირჩევს, ხსნის დახვეწილად შეფუთულ კო­ ლოფებს და ჭამს სუშის, სენდვიჩს, ტრადიციულ იაპონურ ტკბილეულობას, თან სპექტაკლს არჩევს _ შეიძლება სა­კეს თანხლებითაც კი, რომელიც იქვე იყიდება, ანდა ფოიეში განთავსებულ მაღაზიებში ათვალიერებს სხვა­ დასხვა აქსესუარს _ მარაო იქნება, ბრინ­ჯის ძვირფასი ქაღალდი, ბანქო, თუ ლამაზ ფერებად მოხატული ნაჭრის ხელსახოცები. ესეც წარმოდგენის ნაწილია, რითაც თე­ატრი ყოველდღიურობაში გადმოდის. თუ კაბუკის თეატრში ვიზიტს გადაწყვეტთ, ბილეთების შეძენაზე საქართველოდანვე იზრუნეთ. ყოველ ქალაქში, ტოკიო იქნება თუ ოსაკა, თვეში კაბუკის რამდენიმე წარმოდ­გენა იმართება რამდენიმე თეატრში, ყოველ მორიგ თვეზე ბილეთების ყიდვა კი წინასწარ დათქმული დღი­ დან იწყება. ამ ყველაფერს _ ინფორმაციას თეატრების, წარმოდ­გენების, ქალაქების და ბილეთების შესახებ საქართ­ვე­ ლოდან გაუსვლელად შეიტყობთ კაბუკის ინგლისურ­ ენოვან საიტზე: www.kabukiweb.net

ბუნრაკუს თეატრი ხა თუნ ა ბა რ ქა ია ბუნრაკუს არსებობის შესახებ პირველად 2004 წელს გავი­ გე. ჩემმა იაპონელმა მეგობარმა მიამბო ამ თეატრის შესა­ ხებ და მალევე პირველად მოვხვდი ბუნრაკუს სპექტაკ­ ლზე. ამ დროს ვიცოდი, რა იყო კაბუკი, რა იყო ნოს თეატ­ რი, მაგრამ ტრადიციული იაპონური თოჯინების თეატრი ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი იყო. კარგად მახსოვს დღე, როდესაც თეატრში მივედით, სპექტაკლის დაწყებამდე ერ­თადერთი რამ მაწუხებდა: „რომ არ მომეწონოს?!“ — თოჯინების ბავშვობიდან მეშინოდა და მიზეზიც ეს იყო, მაგრამ, სპექტაკლის დაწყებისთანავე, წამებში შემეცვალა დამოკიდებულება თოჯინების თეატრის მიმართ. დიდი ნათელი სცენა, ძალიან ლამაზი, მრავალფეროვანი დე­ კორაციები ტრადიციულ სტილში, ტრადიციული იაპონური მუსიკა და თოჯინები, რომლებიც სცენაზე ცოცხლებივით მოძრაობდნენ — ამ დღის შემდეგ ბუნრაკუს მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ვგრძნობ. ჩემთვის ისაა იაპონური კულტურის განუყოფელი ნაწილი და მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითიც. ბუნრაკუ — ტრადიციული იაპონური თოჯინების თეატრი მე-17 საუკუნეში (ედოს პერიოდი), ქალაქ ოსაკაში დაარსდა. ჟანრმა პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც იაპონელ­ მა დრამატურგმა ჩიკამაცუ მონძაემონმა მსახიობ ტაკემოტო გიდაუსთან ერთად ქალაქ ოსაკაში ტაკემოტოს თოჯინების თეატრი დაარსა. ბუნრაკუს სპექტაკლები სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ნინგიოძუკაი (მსახიობები და თოჯინები), ტაიუ (მთხრობელი) და შამისენი (მუსიკოსები). კოლექტიურად ამ სამ კომპონენტს ეწოდება სანგიო — რაც სამ პროფესიას ნიშნავს.

118 VOYAGER 15/2019


ნინგიოძუკაი ის თოჯინების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. თითოეუ­ ლი თოჯინის ამოძრავებაზე სამი ნინგიოძუკაი-მსახიობი ზრუნავს. თოჯინას თავის, ასევე, მარჯვენა ხელის, თვალების, წარბების, ტუჩებისა და თითების მოძრაობას მართავს ომოძუკაი; მარცხენა ხელის მოძრაობას — ჰიდარიძუკაი, ხოლო აშიძუკაი ამოძრავებს თოჯინის ფეხებს. მსახიობების სწავლება და მომზადება ხანგრძლივი პროცესია. სწავლების პირველ ეტაპზე ნინგიოძუკაის თოჯინის ფეხების მოძრა­ობას შეასწავლიან, შემდეგ — მარცხენა ხელის და მხოლოდ მე­სამე ეტაპზე ასწავლიან თავისა და მარჯვენა ხელის მოძრაობას. სწავლების თითოეული ეტაპი დაახლოებით ათ წელიწადს გრძელდება, და მხოლოდ დაახლოებით ოცდაათწლიანი გამოცდილების შემდეგ შეუძლია მსახიობს, გახდეს წამყვანი მსახიობი ანუ ომოძუკაი — თავისა და მარჯვენა ხელის მამოძრავებელი. სპექტაკლზე ნინგიოძუკაი/ მსახიობები შავ ტანსაცმელში შემოსილები გამოდიან, მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლებს სახე და თავი სპეციალური შავი ქუდით დაუფარავთ, თუმცა, ნინგიოძუ­კაის ჩაცმულობა დასისა და მათი ტრადიციების მიხედვით ხშირად იცვლება. ტაიუ / მთხრობელი რადგან თოჯინები არ საუბრობენ, მაყურებლებს ამბავს მთხრობელი, მთქმელი მოუთხრობს. თხრობისას ის სცე­ ნაზე მიმდინარე მოქმედებას აკვირდება და ემოციასა და ხმის ტემბრს თოჯინას უსადაგებს. მთავარი მთხრობელი სპექტაკლის მიმდინარეობისას რამდენიმე როლს ახმო­ ვანებს, ერთმა ზოგჯერ შეიძლება თოთხმეტი თოჯინაც კი აალაპარაკოს. ის ხან დიალოგშია ჩართული, ხან იცინის, ხან ჩურჩულებს, ხანაც ყვირის _ ხმით გამოხატავს იმ ემოციებს, რომელთაც თოჯინები ასახიერებენ. ამბობენ, რომ მთხრობელმა სწორად გაცინება რომ შეძლოს, სამწლიანი მეცადინეობაა საჭირო, ხოლო ტირილის სწავ­ლას უფრო მეტი დრო, დაახლოებით რვა წელი სჭირდება. შამისენი/მუსიკოსები: შამისენი შამისენი იაპონური სიმებიანი ინსტრუმენტია. მისი ისტო­ რია მე-15-16 საუკუნეებში, იაპონიის უკიდურესი სამხრე­ თით მდებარე ოკინავას კუნძულიდან იწყება. იაპონური თეატრი და ნებისმიერი ტრადიციული იაპონური ღონის­ ძიება წარმოუდგენელია ამ ინსტრუმენტის გარეშე. არსე­ბობს სამი სახეობის შამისენი: ფუტაძაო, ნაკაძაო და ჰოსო­ ძაო. შამისენზე დაკვრისთვის გამოყენება სპეციალური ხელსაწყო — ბაჩი, რომლის ზომასა და ფორმას თავად შამისენის სახეობა განსაზღვრავს. თითოეული სახეობის შამისენზე განსხვავებული ჟანრის მუსიკა სრულდება.

თუ — მეორეხარისხოვანს, იცვლება თოჯი­ნების თავის ზო­მაც. იმისთვის, რომ პირველხარისხოვანი, მთავარი რო­ ლის შემსრულებელი თოჯინა გამოირჩეოდეს სხვა დანარ­ ჩენებისგან (მაგალითად, მეომრებისაგან, ვაჭ­რებისაგან თუ ფერმერებისგან), შედარებით დიდი ზომის თავს უმაგ­ რებენ. საინტერესოა, რომ ქალ თოჯინას არ აქვს ფეხები. ამის მთავარ მიზეზად სახელდება ის, რომ ტრადიციების თანახმად, ქალს ფეხი არ უნდა უჩანდეს, შესაბამისად, ფეხების არქონა ამსუბუქებს თოჯინას წონას. სპექტაკლი იწყება ხის ორი მოზრდილი ნაჭრის ერთმანეთ­ ზე დაკვრით. ეს ნიშანია როგორც აუდიტორიის, ასევე მსახიობებისთვის, რომ ყველაფერი მზად არის სპექტაკ­ლის დასაწყებად. ხის ჯოხების დარტყმას შავებში გა­ მოწყობილი მსახიობის შეძახილი — „ტოზაი ტოზაი!“ მოს­დევს, რაც სიტყვა-სიტყვით აღმოსავლეთსა და დასვ­ლეთს ნიშნავს, თეატრში კი — „ყურადღება! მოისმინეთ ყვე­ ლამ!“. ფარდა ამ სიტყვების შემდეგ იხსნება და ჩნდება დეკორაციებით მორთული ცენტრალური სცენა, რომელსაც მალე თოჯინები დაიკავებენ. სცენის გვერდით, მარჯვენა მხარეს, მოძრავი სცენაცაა, რომელიც წრიულად ბრუნავს. შეძახილის შემდეგ მოძრავი სცენა ტრიალდება და ჩნდე­ ბა მთხრობელი და შამისენი. სპექტაკლის შინაარსის მი­ ხედვით, მოძრავ სცენაზე შეიძლება გამოვიდეს რამდენიმე შემსრულებელი ერთად. ვინაიდან იაპონიაში ნებისმიერ მოქმედებას წინ თავაზიანი მიმართვა უსწრებს, მთხრო­ბელი და მუსიკოსები, პირველ რიგში, თავის დაკვრით ესალმებიან დამსწრე საზოგადოებას. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება სპექტაკლი, რომელიც 3-4 საათს გრძელდება.

2003 წლიდან ბუნრაკუ იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია. ბუნრაკუს თეატრის ნახვა შესაძლებელია ტოკიოსა და ოსაკას ბუნრაკუს ეროვნულ თეატრებში. JAPAN ART COUNCIL (ntj.jac.go.jp/ english.html) არის ვებგვერდი, რომელიც მოიცავს სრულ ინფორმაციას ბუნრაკუს და სხვა ტრადიციული იაპონური თეატრების, დაგეგმილი ღონისძიებებისა და სპექტაკლების შესახებ. აქვე შესაძლებელია ბილეთების შეძენა და დაჯავშნა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. ტოკიო: ntj.jac.go.jp/english/access/facilities_01.html ოსაკა: ntj.jac.go.jp/english/access/facilities_04.html

თოჯინები ბუნრაკუს თოჯინების სიმაღლე 100-150 სმ-ია, ხოლო წონა 10 კილოგრამი, ან მეტი — წონას კოსტიუმის სისქე და ფენები განსაზღვრავს. თოჯინა შედგება თავისა და ტანისგან. ეს ორი ნაწილი ერთმანეთსა და ხელებს თოკებითა და სახელუ­ რებით უკავშირდება — ასეთია თოჯინას სამოძრაო მექა­ნიზმი. თოჯინების თავს — კაშირას, სპეციალისტები ხე­ ლით ამზადებენ და ამზადებენ ისე, რომ თოჯინების უმ­ რავლესობამ თვალებისა და წარბების ამოძრავებაც კი შეძ­ლოს. ამის გამო თოჯინების თამაში სცენაზე ძალიან ემოციურია. ასევე, თოჯინების თავის მექანიზმს აწყობენ ისე, რომ თუ საჭირო გახდა, პრინცესა თოჯინა დემონად გადაიქცეს. პირველხარისხოვან როლს ასრულებს თოჯინა,

კაშირა _ ბუნრაკუს თოჯინების თავი _ მასალები და ფოტოები წარმოადგენს ცუბოჩის მემორიალური თეატრის მუზეუმის საკუთრებას, ვასედას უნივერსიტეტი

119 VOYAGER 15/2019


კინო

„რაშომონის ეფექტი“ აკირა კუროსავასგან

ს ა ლ ო მ ე კ იკ ა ლეიშ ვილ ი ჰოლივუდიდან ახალი დაბრუნებული იყო, როცა თავის ერთ-ერთ მსახიობს ჯონ ფორდის ავტოგრა­ფიანი ფოტო გაუწოდა და უთხრა — `ნახე, როგორია?“ ფო­ტოზე, ცნო­ ბილი ამერიკელი რეჟისორი მონადირის ქუდსა და მუქ სათვალეებში იყო. „ქუდი ისედაც სულ ეხურა აკირას, მაგრამ იმ მომენტში უეცრად მკითხა: შეძლებ ასეთი სათვალე მეც მაპოვნინო?“. მას შემდეგ ეს ორი აქსესუარი — ქუდი და მზის მუქი სათვალე აკირა კუროსავას განუყოფელი ატრიბუტი გახდა. ცეცხლი გიზგიზებს. ორი სამურაი ერთმანეთის პირისპირ დგას. რეჟისორიც იქვეა, ერთმანეთზე მტრულად მიშ­ ტერებულ სამურაებს აკვირდება. წელშიც კი მოიხარა და თავი წინ წასწია, რომ სურათი უფრო კარგად აღიქვას. ლურჯ საწვიმარშია, ამავე ფერის ოდნავ გახუნებული ქუდი ახურავს, თვალებზე მზის მუქი სათვალე და ხელებზე თეთ­

რი ხელთათმანები უკეთია. მთელი გადამღები ჯგუფი მის­გან ნიშანს ელოდება, რომ კოპებშეკრულმა სამურაიმ თა­ ვისი რეპლიკა წამოიძახოს. 1985 წელია. 75 წლის აკირა კუროსავა თავის 27-ე ფილმზე — „რანზე“ მუშაობს. „მეფე ლირის“ მიხედვით გადაღებულ ამ ფილმს მაყურებელი სულ რამდენიმე თვეში ნახავს. ამ დროს აკირა კუროსავა უკვე ფლობს ფილმების გადაღების საკუთარ ტექნიკას — გადაღებების პარალელურად რთულ სცენებს ფურცლებზე ხატავს და მთელ მიზანსცენებს შავი ფანქრით მოხაზული ნახატებით აწყობს. „შვიდი სამურაის“ გადაღების შემდეგ მან სულაც ასეთი რამ შემოიღო წესად: ყველა კადრს სამი სხვადასხვა კამერით იღებდა და რო­მელს რომელთან გააერთიანებდა, მარტო თვითონ იცოდა. ამბობდა, რომ ფერად კინოში ფერების

120 VOYAGER 15/2019


ბრალი იყო, კადრს რომ სიღრმე აკლდა და ამიტომ თვითონ როცა იღებდა ლანდშაფტს, ვერცხლისფერ ამრეკლავებს იმ ფერის ზო­ლებს უმაგრებდა, რომლის წამოწევაც თავად სურდა. ამ დროს მსოფლიოს უკვე თითქმის აღარ ახსოვდა, რომ ათიოდე წლით ადრე ჰოლივუდში მიპატიჟებული კურო­სავა, რომელმაც უცებ უარი თქვა ყველაფერზე და ისევ იაპონიაში, ახალი შედევრის გადასაღებად დაბრუნდა, ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და საკუთარ სააბაზანოში ვენები გადაიჭრა. მაშინ ექიმებმა მართლა ყველაფერი გააკეთეს და სამურაის შთამომავალი იაპონელი რეჟისორი, რო­ მელმაც მთელი სამყარო აალაპარაკა იაპონურ კინოზე, ისევ დაუბრუნდა გადასაღებ მოედანს.

ერქვა. ერთმანეთის პირისპირ დავსხედით. მან ფურცლები წინ დაიდო და მკითხა: _ ეს რაც დაწერეთ, ცოტა მოკლეა, არა? _ მაშინ, შემიძლია, „რაშომონი“ ჩავამატო, — მივუგე სწრაფად. _ „რაშომონი“? — დაფიქრდა და უცებ დააყოლა, — კარგი, მაშინ დაამატეთ „რაშომონი“ და გადაწერეთ. ჩვენი პირველი შეხვედრა იმდენად სწრაფად დამთავრდა, რომ ვერაფერი მოვასწარი. 2 წუთში სცენარი ჩანთაში მედო და კუროსავა და მისი მეუღლე იოკო უკვე კართან იდგნენ — მაცილებდნენ. წამოვედი და თან წუხილი და სირცხვილი გამომყვა. საიდან მოვიტანე ეს? როგორ დავაკავშირო ახლა აკუტა­გავას ორი მოთხრობა „უსიერ ტყეში“ და „რაშომონი“ ერთმანეთს?“

„ჰონგ კონგში მას აკირა იმპერატორს ვეძახდით, — იხსენებს რეჟისორი ჯონ ვუ. „კუროსავას ფილმები და ფელინის „ტკბილი ცხოვრება“ იყო ის კინო, რამაც რეჟისორობა გადამაწყვეტინა“, — ჰყვება ბერნარდო ბერტოლუჩი. „ვზივარ და ვუყურებ „რაშომონს“, თან ვფიქრობ, როგორ შეძლო კუროსავამ ამის გაკეთება? გინახავთ სადმე ვინმეს ასეთი ღრმა სიმართლისთვის, ასეთი ესთეტური სიმართლისთვის მიეღწიოს? ალბათ, ვერასდროს შევძლებ ამას“, — ამბობდა ვერნერ ჰერცოგი. პირველი კინო-შოკი კუროსავასგან — ფილმი, რომელმაც მთელ სამყაროს გააცნო იაპონური კინო, სწორედ „რაშო­მონი“ იყო. 1951 წელს, ვენეციის საერთაშორისო კინო­ ფესტივალზე, „რაშომონის სახით“, ევროპელმა მაყურე­ ბელმა მისთვის სრულიად ახალი, განსხვავებული ფილმი იხილა. ფილმს ფესტივალის მთავარი პრიზი `ოქროს ლომი“ გადასცეს და მოგვიანებით, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომი­ ნაციაში, „ოსკარიც“ მიანიჭეს. მაყურებელი აღტაცებას ვერ მალავდა, მაგრამ თან დაბნეულიც იყო: მაინც, რა მოხდა ფილმში? გაიგეთ ვინმემ?! — ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ დარბაზიდან გამოსვლისას. „ბატონი კუროსავა ოთახში შემოვიდა, — იხსენებს „რაშო­ მონის“ სცენარისტი შინობუ ჰაშიმოტო, — გასაოცრად მაღა­ლი იყო. განსაკუთრებით მახსოვს მისი გამოკვეთილი ნაკვთები და წითელი სვიტერი. 31 წლის ვიყავი და რადგან ვიცოდი, რომ ის ჩემზე 8 წლით უფროსი იყო, სწრაფად გამოვთვალე, 39-ის იქნება-მეთქი. ხელში ჩემი სცენარი ეჭირა, რომელსაც სამუშაო სახელი „მამაკაცი და ქალი“

საბოლოოდ, მაინც ასე გამოვიდა: ფილმი რიუნოსუკე აკუ­ტაგავას ორ მოთხრობას აერთიანებს: `უსიერი ტყიდან“ აღებულია ფილმის მთავარი ხაზი — მკვლელობა და სასა­ მართლო, ხოლო „რაშომონის კარიბჭიდან“ — დამთრგუნ­ ველი გარემო და ატმოსფერო. გადაღებები 1950 წლის 7 ივლისს დაიწყო და 25 აგვისტოს პრემიერა ტოკიოს საიმპერატორო თეატრში გაიმართა. ამბობენ, ერთხელ, გადაღების მიმდინარეობისას, კურო­ სავასთან გადამღები ჯგუფის დაბნეული წევრები მივიდნენ და მოწიწებით ჰკითხეს: — კი, მაგრამ, ბატონო კუროსავა, რას ნიშნავს მთელი ეს სცენარი? ნუთუ მეტი არაფერია სათქმელი? — ეს ფილმი ცხოვრების ანარეკლია, — მოკლედ მიუგო რეჟისორმა, — ხოლო ცხოვრებას არც ისე ხშირად სჩვევია მარტივად და გასაგებად საუბარი. „რაშომონი“ გამორჩეული ფილმია. საუბარი იმაზე, თუ მართლაც რა მოხდა კუროსავას უსიერ ტყეში, დღესაც ისევეა აქტუალური, როგორც — წინა საუკუნეში. Youtube-ზეც

121 VOYAGER 15/2019


კინო

კი უამრავ ვიდეოს წავაწყდი, რომლებშიც ადამიანები ცდილობენ, ფილმის საიდუმლო ახსნან და ამისთვის მათემატიკური სიზუსტით შლიან ფილმის ეპიზოდებს — ამტკიცებენ, რომ, დიახ, მათ მიაგნეს თავსატეხის პასუხს. ფილმის გამოსვლის შემდეგ ასეთი ტერმინიც გაჩნდა — „რაშომონის ეფექტი“, რომელიც მეხსიერების სუბიექტური აღქმის ფენომენს დაერქვა; მდგომარეობას, როდესაც ადამიანები ერთსა და იმავე მოვლენას სხვადასხვაგვარად ჰყვებიან და ყველას სჯერა, რომ მისი ვერსიაა ნამდვილი. და მართლაც, რა მოხდა იმ დღეს უსიერ ტყეში?

ფილმი კოკისპირული წვიმით იწყება. წარღვნაა, რომელმაც ქალაქ რაშომონის ისედაც მონგრეულ კარიბჭეს აქა-იქ შერჩენილი ხის ფიცრებიც უნდა მოჰგლიჯოს. მის ქვეშ დგანან და ეფარებიან წვიმას სამნი: ტყისმჭრელი (ტაკაში შიმურა), მღვდელი (მინორუ ჩიაკი) და გლეხი (კიტაჯირო უედა). თან განიხილავენ სასამართლო პროცესს, რომელზეც მო­წმეებად ტყისმჭრელი და მღვდელი გამოსულან. იხსენებენ ბურუსით მოცული მკვლელობის ისტორიას, რომლისაც ვერაფერი გაუგიათ. ფილმში მოქმედება სამ ადგილას ვი­თარდება: რაშომონის კარიბჭესთან, ტყეში, სადაც მკვლე­ ლობა მოხდა და სასამართლოში. სასამართლოზე სიტყვით გამოდის ყაჩაღი ტაჯიმარუ, რო­ მელიც დეტალურად იხსენებს ინციდენტის დღეს და ამბობს, რომ მან გააუპატიურა ქალი, შემდეგ კი, მისივე თხოვნით მოკლა მისი სამურაი ქმარი. შემდეგ სიტყვით გამოდის ქალი, რომელიც ამბობს, რომ ყაჩაღის ძალადობის შემდეგ, ვეღარ გაუძლო ქმრის გაყინულ მზერას და ხანჯლით ხელში წაუვიდა გული. როდესაც გა­ მოფხიზლდა, ნახა, რომ ქმარი ამ ხანჯლით იყო მოკლული. მედიუმის დახმარებით სასამართლოზე სიტყვით გამოდის მოკლული სამურაის სულიც. სული ამბობს, რომ გაიგო, როგორ აპირებდა მისი ცოლი ყაჩაღთან ერთად გაქცევას და როგორ სთხოვდა მას ქმრის მოკვლას. ამიტომ, მარტო როცა დარჩა, პატივაყრილმა ცოლის ხანჯლით მოიკლა თავი, მერე კი ხანჯალი ვიღაცამ მოიპარა. „მთავარი სიმართლე არ არის, — ამბობს ამ ამბის მოსმენის შემდეგ გლეხი, — მთავარია, როგორ მოყვები მას“. და მა­შინღა ხვდება, რომ ტყისმჭრელი რაღაცას მალავს; რა­ ღაცას, რაც მან საკუთარი თვალით დაინახა იმ დღეს ხესამოფარებულმა — თუ როგორ წააქეზა სამურაი და ყა­ ჩაღი ნამუსახდილმა ქალმა, რომელთან დარჩენაც მერე არც ერთმა კაცმა აღარ ისურვა. „აჰაა, ესე იგი, ის ხანჯალი, რომლითაც თავი მოიკლა სამურაიმ, შენ მოიპარე, ხო?“ — ეუბნება გლეხი ტყისმჭრელს და მხოლოდ ახლაღა ამჩნევენ, რომ წვიმამ დიდი ხანია გადაიღო. მოულოდნელად ჩვილის განწირული ტირილი ისმის. გაუბედურებული, ჩამონგრეული ქალაქის კარიბ­ ჭესთან ვიღაცას ბავშვი დაუტოვებია. ტყისმჭრელი ხელში აიყვანს ბავშვს და სახლში მიჰყავს. ის, თითქოს, თავისი წილი დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობს. ხელში სათუ­თად უჭირავს ჩვილი, მიდის და მერეღა ამჩნევს, რომ ამა­ სობაში ამინდიც შეცვლილა. ისევ მზე გამოსულა. განათებულა. ეს არის ფილმი, რომელშიც მაყურებელმა მზეს თვალი პირველად გაუსწორა. ოპერატორ კაძუო მიაგავას კამერა ფილმის კიდევ ერთი გმირია, რომელიც პერსონაჟთა სა­ხეზე ათამაშებული შუქ-ჩრდილებით ადამიანების სულში ჩამალულ ლაბირინთს ხატავს. კინოკრიტიკოსები გაუთა­ ვებლად ლაპარაკობდნენ კუროსავას შუქ-ჩრდილებზე, რო­ გორც სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებაზე. „რაშომონი“ ერთგვარი სპექტაკლია, რომლის სადა დეკო­ რაციებშიც მსახიობები ექსპრესიული მანერით თამაშობენ როლებს; ხდება ამბავი, რომელსაც მუნჯი კინოს ესთეტიკა (რაც ძალიან უყვარდა კუროსავას) და წარმოუდგენელი სილამაზის ტყე ამშვენებს. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი,

122 VOYAGER 15/2019


გაოგნებულს ტოვებს მაყურებელს: ვინ არის დამნაშავე, ვისი ვერსიაა ნამდვილი? სასამართლო პროცესის დროს პერსონაჟები კამერის წინ სხედან და პასუხებს გვთავაზობენ. კითხვებს კი არავინ სვამს. ყველაფერს შენ, მაყურებელი წყვეტ.

აკირა კუროსავას წერილი ინგმარ ბერგმანს

„ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის მიმართ ბო­ ლომდე გულწრფელები იყვნენ. მათ არ შეუძლიათ, საკუთარ თავზე შელამაზების გარეშე ილაპარაკონ. ამ სცენარის პერსონაჟებიც თუ არ იცრუებენ, ისე ვერ დააჯერებენ საკუთარ თავს, რომ რამეს წარმოადგენენ. მეუბნებით, რომ არ შეგიძლიათ გაიგოთ ეს სცენარი? იმიტომ, რომ საერთოდ შეუძლებელია გაუგო ადამიანის გულს“, — ამბობდა აკირა კუროსავა 1983 წელს გამოსულ ავტობიოგრაფიულ წიგნში.

1988 წლის ივლისში რეჟისორი ინგმარ ბერგმანი 70 წლის გახდა. ამ დროისთვის მას უამრავი პრესტიჟული ჯილდო არაერთხელ ჰქონდა მოპო­ ვებული: „ოსკარი“, BAFTA, კანის „პალმის რტო“, „ოქროს გლობუსი“, ბერლინალეს „ოქროს დათვი“ და სხვა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მან ცოტა ხნით ფილმების გადაღებისგან დასვენება გადაწყვიტა და თავის წიგნში „ლატერნა მაგიკა“ ასეთი რამ დაწერა — `მე ვგლოვობ იმ ფაქტს, რომ აღარასდროს გადავიღებ ფილმებს“.

აკირა კუროსავას კინოში შიში და წყვდიადი ხშირად ფარავს ყველაფერ სხვას. ეს მან რეალობიდან აიღო. 1923 წლის 1 სექტემბერს, როდესაც 13 წლის იყო, ტოკიოში 8 მაგნიტუ­ დის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იმდენად მძლავრად შეირყა მიწა, რომ ამბობენ, იმ დღეს ტოკიოს 84-ტონიანი ბუდას ქანდაკება ნახევარი მეტრით დაიძრა. 142,800 ადამიანი დაიღუპა, 40,000-მდე უკვალოდ გაქრა. როცა ყველაფერი დასრულდა, თავისზე 4 წლით უფროს ძმასთან, ჰაიგოსთან ერთად, აკირა ქალაქში გავიდა. ქუჩები ნანგრევებითა და დაჭრილებით, გარდაცვლილებით იყო სავსე.

„ნუ გეშინია და თვალები არ დახუჭო, — უთ­ხრა ჰაიგომ ძმას, — თუ დახუჭავ, შეგე­შინდება, ხოლო თუ შეხედავ — აღარ“. ძმასთან ერთად, ტოკიოს კინოთეატრებში გამოსული ყვე­ ლა ფილმი ნანახი ჰქონდა: `ექიმი კალიგარის კაბინეტი“, `მეტროპოლისი“, `ანდალუზიური ნაგაზი“... ჰაიგომ მუშაობაც კი დაიწყო კინოთეატრში — მთხრობელი იყო, მაყურებელს მუნჯი ფილმების შინაარსს უყვებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, გეიშასთან ერთად თავი მოიკლა და ოჯახშიც ერთადერთი ვაჟი — აკირა დარჩა. კინოს სიყვარული და შიშისთვის თვალებში ჩახედვა — ეს ორი რამ მას, ალბათ, ძმისგან დარჩა. „როდესაც ფილმს არ იღებდა, სულ სახლში იყო. ზოგჯერ მთელი ორი წელიც. მაგრამ როცა ახალი ფილმისთვის ლოკაციის ძებნას იწყებდა, დედა სიხარულით დახტოდა. იცით, ჩვენ, იაპონიაში ასე ვიცით თქმა: კარგი ქმარი უნდა იყოს მდიდარი და ოდნავ შორს“, — იხსენებს კუროსავას ქალიშვილი და მისი ფილმების კოსტიუმების მხატვარი კაძაკო კუროსავა. ის ჰყვება: „დედამ და მამამ ერთმანეთი გადაღებებზე გაიცნეს, მალევე იქორწინეს. დედა ძალიან გულღია და მხიარული ქალი იყო, ალბათ, ამიტომაც შეუყვარდა მამას. მაგრამ, იცით, მათი გაცნობის ისტორია ბოლომდე არავინ იცის. დედა ერთს მიყვებოდა, მამა — მეორეს, მესამეს ამბობდა ხალხი... ნამდვილი „რაშომონია“, სადაც ყველას თავისი სიმართლე აქვს“. „რაშომონმა“ უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო კი­ ნე­მატოგრაფზე თავისი ესთეტიკით, ხედვით, გამო­სა­ხუ­­ ლებითა და თავისი ჭეშმარიტებით; ჭეშმარიტებით, რო­მე­­ ლიც არასდროს არ არის ერთი. შეჭმარიტებით, რომელიც იმდენივე შეიძლება იყოს, რამდენიც ვართ ჩვენ, ადამი­ანები.

70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ინგმარ ბერგ­მანმა მისი იაპონელი კოლეგისგან, აკირა კურო­ სავასგან წერილი მიიღო:

`ძვირფასო ბატონო ბერგმან, ნება მიბოძეთ მოგილოცოთ 70 წლის იუბილე. ყოველთვის, როცა კი თქვენს ნამუშევრებს ვუყურებ, ისინი ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ჩემზე. მათგან ბევრი რამ ვისწავლე, თქვენს ფილმებს არაერთხელ მოუციათ ჩემთვის გამბედაობა. მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა, რათა თქვენ, კიდევ უფრო მეტი არა­ ჩვეულებრივი ფილმის გადაღება შეძლოთ ჩვენთვის. იაპონიაში, მეიჯის ეპოქაში (მე-19 საუკუნის ბოლო) ერთი დიდი მხატვარი ცხოვრობდა — ტესაი ტომიოკა. მან ბევრი ბრწყინვალე ნამუშევარი შექმნა მანამ, სანამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, ხოლო როდესაც 80 წლის გახდა, აყვავების ხანა დაუდგა და წინა პერიოდის ნამუშევრებზე გაცილებით დიდებული ტილოების შექმნა დაიწყო. ყოველ ჯერზე, როცა კი მის ტილოებს ვუყურებ, ვხვდები, ადამიანს არ ძა­ლუძს შეჭმარიტად ღირებულის შექმნა მანამ, სანამ 80 წლის არ გახდება. ადამიანი იბადება ჩვილად, შემდეგ ყმაწვილობასა და ახალგაზრდობას გადის — თავისი ცხოვრების საუ­ კეთესო პერიოდს და სანამ საბოლოოდ დაასრულებს ცხოვრებას, ისევ ჩვილობას, ბავშვობას უბრუნდება... მჯერა, რომ დამეთანხმებით, ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია შექმნას უნაკლო ნამუშევრები, როდესაც ის ყველაფრისგან თავისუფალია, როდესაც მას თავისი მეორე ბავშვობის პერიოდი დაუდგება. ახლა მე 77 წლის მოხუცი კაცი ვარ და, დარწმუნე­ბული ვარ, რომ ჩემი ნამდვილი შემოქმედება მხო­ ლოდ ახლა იწყება. კინოს სახელით, მოდი, ერთად დავრჩეთ ამ საქმეში. საუკეთესო სურვილებით,

123 VOYAGER 15/2019

აკირა კუროსავა“.


კინო

კინომოგზაურობა იაპონიაში 6 იაპონური ფილმი, 6 იაპონელი რეჟისორი და 6 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამბავი

„შვიდი სამურაი“

რეჟისორი: აკირა კუროსავა (1954)

ეპიკური დრამა „შვიდი სამურაის“ მოქმედება 1586 წელს, იაპონიის ერთ-ერთ სოფელში ვითარდება. მას შემდეგ, რაც სოფლის ფერმერებს არაერთხელ დაესხმებიან თავს ყაჩაღები, გადაწყვეტენ დაიქირაონ 7 რონინი (ბატონის გა­რეშე დარჩენილი სამურაი), რათა საკუთარი ქონება და მოსავალი დაიცვან. „შვიდი სამურაი“ არაერთხელ აღ­ მოჩენილა საუკეთესო ფილმების ჩამონათვალში. 2018 წელს კი BBC-ის გამოკითხვაში, რომელშიც 43 ქვეყნის 209 კრი­ ტიკოსი იღებდა მონაწილეობას, პირველი ადგილი დაიკავა. ამ ფილმში კუროსავამ პირველად გამოიყენა რამდენიმე კამერა და ერთ კადრს, სხვადასხვა რაკურსით იღებდა. „შვიდი სამურაის“ შემდეგ მას „მსოფლიოს საუკეთესო მე­ მონტაჟეც“ კი შეარქვეს, რადგან ყოველი გადასაღები დღის შემდეგ, სამონტაჟოში მიდიოდა და მთელი ღამე ამონტაჟებდა. „შვიდი სამურაი“ კუროსავას ყველაზე გრძელი ფილმია, რომლის ორიგინალი ქრომონეტრაჟი 3 საათსა და 27 წუთს

ითვლის. მოგვიანებით, ჯონ სტარჯესმა ამერიკული რიმეიკი, ვესტერნი გადაიღო — და „შესანიშნავი შვიდეული“ ძალიან პოპულარული იყო ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი, ყო­ფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ფილმს მიღებული აქვს „ვერცხლის ლომი“ ვენეციის საერთაშორისო კინო­ ფესტივალზე.

„ნისლიანი მთვარის ზღაპრები წვიმის შემდეგ“ რეჟისორი: კენჯი მიძოგუჩი (1953)

ფილმს საფუძვლად უდევს უედა აკინარის ორი კაიდანი (იაპონური ფოლკლორის ჟანრი, რომელიც გულისხმობს რაიმე ზებუნებრივი ამბის მოკლედ მოყოლას, მსმენლის შეშინების მიზნით). ფილმის მოქმედება XVI საუკუნეში ხდება, როდესაც მთელი იაპონია ომში იყო გახვეული. მისი გმირი, მეთუნუქე გენჯურო სიხარბემ დააბრმავა და გადაწყვიტა, არეულობის ჟამს, ცოლი და პატარა შვილი დატოვოს და გასამდიდრებლად ქალაქში წავიდეს. მას თან მიჰყვება მეზობელი ტობეი, რომელიც ოცნებობს, სამურაი გახდეს. თავგადასავლის შემ­დეგ უკან დაბრუნებულებს, სულ სხვა სურათი ხვდებათ. ფილმზე ოპერატორად კაძუო მიაგავა მუშაობდა, რომელ­მაც 3 წლით ადრე კუროსავას „რაშომონი“ გადაიღო. ფილმ­ ში მძაფრად იგრძნობა ჩინური ფერწერის სამხრეთული სკოლის გავლენა. მიაგავა არ იყენებდა მძლავრ განათე­ ბას და გადასაღებად, როგორც წესი, საღამოს, მზის ჩასვ­ლის დროს ირჩევდა. „რაშომონთან“ ერთად, სწორედ ეს ფილმია მიჩნეული ნამუშევრად, რომელმაც იაპონური კინოს მთელ მსოფლიოში პოპულარობა განაპირობა.

ამბობენ, რომ იმ წელს ვენეციის კინოფესტივალის ჟიურიში ბევრს ბჭობდნენ, ვინ გახდებოდა წლის საუკეთესო რე­ ჟისორის ტიტულის მფლობელი: მიძოგუჩი, თუ უილიამ უაილერი ფილმისთვის „რომაული არდადეგები“. იმასაც ამბობენ, რომ ნერვიულობის გამო მიძოგუჩი წინა დღეს სასტუმროს ნომრიდან არც კი გამოსულა. 1953 წელს ვენე­ციის „ვერცხლის ლომის“ მფლობელი კენჯი მიძოგუჩის „ნისლიანი მთვარის ზღაპრები წვიმის შემდეგ“ გახდა.

124 VOYAGER 15/2019


ძალიან დაკავებულები არიან თავიანთი ყოველდღიური ცხოვრებით და მშობლებისთვის არ სცალიათ. მთელ სით­ ბოსა და ყურადღებას მათ ნორიკო, გარდაცვლილი ვაჟის ქვრივი აძლევს. საკუთარ თავსა და ცხოვრებაში ჩაძირუ­ლი შვი­ლები ვერც კი ამჩნევენ, როგორ წყდება მათსა და მოხუც მშობლებს შორის კავშირი. იასუჯირო ოძუ კამერის ოსტატი იყო. მის ფილმებში ისევე, როგორც „ტოკიოს ამბავში“, კამერა სტატიკურია და ყველაფერს ნელა აკვირდება _ ადამიანის სახესაც, პეიზაჟს მატარებლიდანაც და საკვამურებსაც. კამერა ქვედა კუთ­ ხიდან იღებს, თითქოს, ისიც ფილმის ერთ-ერთი გმირია, რომელიც ტრადიციულ იაპონურ მატრასზე _ ტატამზე ზის და მოწიწებით აკვირდება სურათს.

„ტოკიოს ამბავი“

რეჟისორი: იასუჯირო ოძუ (1953)

ხანშესული წყვილი, უმცროს ქალიშვილთან ერთად, ტო­ კიოში, შვილების სანახავად მიდის. ვაჟი უკვე ექიმია, ქალიშვილმა კი სილამაზის სალონი გახსნა. მაგრამ ისინი

იაუჯირო ოძუ 60 წლის გარდაიცვალა და 70-მდე ფილმის გადაღება მოასწრო. იაპონელებმა მის საფლავზე იეროგ­ ლიფი `მუ“ ამოკვეთეს, რაც `სიცარიელეს“ ნიშნავს; იმ სი­ ცარიელეს, რომელიც დიდი ოსტატის გარდაცვალების შემ­დეგ მათ გულებში გაჩნდა.

„გრძნობათა იმპერია“

რეჟისორი: ნაგისა ოშიმა (1978)

ახალგაზრდა კაცს მასზე უფროსი ქალი შეუყვარდება. რად­ გან მის ქმარზე ეჭვიანობს, კაცი ცოლს მისი მკვლელობის­ კენ უბიძგებს. ერთ-ერთ ღამეს, ნასვამ კაცს საყვარლები ახრჩობენ და მის უსულო სხეულს ჭაში აგდებენ. ცოლი კი ყველგან ჰყვება, რომ ქმარი ტოკიოში, სამუშაოდ წავიდა. ამ ფრანგულ-იაპონურმა ფილმმა ნამდვილი სენსაცია მოახ­ დინა 1970-იანების ბოლოს. იტოკო ნაკამურას რომანზე დაფუძნებულმა ფილმმა ერთდროულად დიდი მოწონება და დიდი აღშფოთება გამოიწვია და ღია სექსუალური სცე­ნების გამო ცენზურის მსხვერპლიც გახდა. მაგალითად, მოსკოვში, მაშინდელ `კულტურის ცენტრში“, სადაც 1990 წელს ფილმის ჩვენება გაიმართა, დარბაზის ადმინისტრა­ ცია იძულებული გახდა, შეეწყვიტა სეანსი, რადგან გან­ რისხებული მაყურებე­ლი დიდი აგრესიით შეხვდა იაპონურ „პორნოგრაფიას“. კანის კინოფესტივალზე კი, სადაც ოშიმამ საუკეთესო რეჟი­ სურაში აიღო `პალმის რტო“, ფილმს „პირველი დიდებული ეროტიკული ფილმი“ შეარქვეს.

„ლეგენდა ნარაიამაზე“

რეჟისორი: შოჰეი იმამურა (1983)

მე-19 საუკუნის იაპონიის ერთ-ერთ სოფელში, მდორედ მიედინება ხალხის ცხოვრება. სოფელში, სადაც შიმშილი და სიღატაკეა, მკაცრი წესებით ცხოვრობენ: ქორწინების უფლება მხოლოდ უფროს ვაჟებს აქვთ, გოგონებს საჭმელზე ცვლიან და ახალშობილებს _ კლავენ. ოდესღაც მათ ასეთი წესი შემოიღეს _ მაშინ, როდესაც ოჯა­ ხის წევრი 70 წელს მიაღწევს, ანუ უსარგებლო ხდება, ის უფროსმა ვაჟმა ნარაიამას მთის მწვერვალზე უნდა აიყვანოს და დატოვოს, რათა იქ შიმშილსა და წყურვილში მოკვდეს. ფილმის გმირი ორინი 69 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილის დრომ უწია. მაშინ, როდესაც თოვლის პირველი ფანტელები წამოვა, ტაცუჰეი დედას ზურგზე მოიკიდებს და ნარაიამას გრძელ გზაზე აიყვანს. იაპონური ახალი ტალღის წარმომადგენელი შოჰეი იმამუ­ რას `ლეგენდა ნარაიამაზე“ კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის _ „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი გახდა.

125 VOYAGER 15/2019


კინო

„სიცოცხლის შემდეგ“

რეჟისორი: ჰიროკაძუ კორეედა (1998)

ჩვეულებრივი ოფისია, სადაც რამდენიმე ადამიანი მუშაობს. ოფისის კიბეებზე ადამიანები ადიან და რიგს იკავებენ. ხანშესული ქალბატონი, რომელიც სადად გაფორმებულ ოთახში შედის, მაგიდასთან ჯდება. — ტატარო კიმიკო ხართ, არა? როდის დაიბადეთ? — 1920 წლის 3 აპრილს, — პასუხობს ქალი. — ანუ თქვენ… — დიახ, 78 წლის ვარ. — დარწმუნებული ვარ, გესმით რა სიტუაციაა, თუმცა ოფი­ ციალურად მაინც უნდა აგიხსნათ... ქალბატონო ტატარო კიმიკო, თქვენ გუშინ გარდაიცვალეთ... მიიღეთ ჩემი ღრმა მწუხარება, — გმადლობთ, — ამბობს ქალი და მადლობის ნიშნად ხრის თავს.

ფოკუსში ჰიროკაძუ კორეედა სიყვარულის მასწავლებელი დეს ი დ ა შ კ ოვა თუ იაპონიაში ჩასვლამდე, სანახავ ადგილებსა და შთა­ ბეჭდილებებს, გსურთ, ცოდნა წაუმძღვაროთ, ნახეთ ჰიროკაძუ კორეედას სხვა ფილმებიც, გარდა ფილმისა „სიცოცხლის შემდეგ“. ამ იაპონელი რეჟისორის კინომ მე დამაჯერა, რომ სიყვარულის სწავლაც შეიძლება (და არა მხოლოდ იაპონიის შორიდან შეყვარება). კორე­ედას ნაზი, რბილი, თავაზიანი, კეთილი დრამა სიყ­ვა­რულს ისე იკვლევს, როგორც დისციპლინას; მის სტრუქტურას ისე აწყობს, რომ გაწვდის მზა ცოდნას და თუ გაიმეორებ კიდეც, კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ გამეორება ცოდნის დედაა. ჩემი აზრით, კორეედა საკუთარი კი არა, საზოგადო სა­ ხელია. საყოფაცხოვრებო მეტყველებაში გააქტიურება სჭირდება. ისეთი არსებითი სახელია, როგორებიცაა თანაგრძნობა, სიყვარული და ადამიანობა. კორეედას კინომეთოდიკით მაყურებელი იხსენებსიმას, რაც ეგო­ ნა, რომ უკვე მოძველდა და 21-ე საუკუნეში არავის სჭირდება: იგრძენი, განიცადე და შეიცვალე. მაყუ­რე­ბელი მშვიდად, ძალდატანების გარეშე ხდება რე­ ჟისორის ობიექტი, რომელსაც ფაქტებზე დაყრდნობით ასწავლიან. ჰიროკაძუ კორეედა 1962 წელს ტოკიოში დაიბადა. ტო­კიოშივე მიიღო განათლება და ოთხმოცდაათიანი წლე­ბიდან წერს სცენარებს, იღებს ფილმებს და სა­ ერთაშორისო პრიზს. მაგალითად, ვენეციის კინო­ფეს­ ტივალზე „ოქროს ლომი“ გადასცეს ფილმისთვის — „ილუ­ ზიის სინათლე“; სან სებასტიანში _ პრიზი საუკეთესო სცენარის ნომინაციაში ფილმისთვის „საოცრება“.

ჰიროკაძუ კორეედას ხშირად იასუჯირო ოძუს ადარებენ. ალბათ იმიტომ, რომ ოჯახი და ადამიანური ურთიერთობები მისი ფილმების მთავარი თემაა. კორეედასთან ყოველ­ დღიურობა ისე გადადის პოეზიაში, რომ მონუსხული ადევ­ ნებ ფილმს თვალს და ამ სინამდვილით ტკბობას აგრძელებ. ფილმში `სიცოცხლის შემდეგ“ ის ადგილია აღწერილი, სადაც სულები სიკვდილის შემდეგ მიდიან, რათა იქ, თავიანთი ცხოვრების ყველაზე ლამაზი, ყველაზე მნიშვ­ ნელოვანი დღე გაიხსენონ, კამერაზე გადაიღონ და სანამ საბოლოოდ გაუყვებიან უკიდეგანო გზას, კასეტაზე ჩაწერილი ტკბილი მოგონება თან წაიღონ. ფილმს პრიზები აქვს მიღებული სან-სებასტიანისა და ტო­ რინოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

2015 წელს კანის კინოფესტივალზე ფილმმა „ჩვენი უმც­ როსი და“ ოთხი პრიზი აიღო. 2017 წელს კი ფილმმა „მე­ სამე მკვლელობა“ რეჟისორს ვენეციის კინოფესტივალ­ ზე ექვსი ჯილდო მოუტანა. კორეედა 2018 წლის კანის ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა ფილ­ მისთვის „წვრილმანი მძარცველები“ (ქართულ ენაზე უფრო მოხერხებული იქნებოდა „ქურდბაცაცები“), რომე­ ლიც 2019 წელს აზიური კინოს მე-12 დაჯილდოებაზეც საუკეთესო ფილმად დასახელდა. უყურებ ფილმს „ჩვენი უმცროსი და“ და გრძნობ, რომ ბეწვის ხიდზე გადიხარ _ გგონია, რომ, სადაცაა, ჩაწყ­ დება ან მოთმინება გიღალატებს, ანდა ცოდნა არ გეყო­ ფა. ფილმის დასრულებისას კი ხვდები, მართალია, მე­ორე ნაპირზე გასულხარ, მაგრამ სამშვიდობოა ეს ნა­ პირი თუ _ არა, არ იცი – „ამხელა“ სიყვარულს, კაცთ­­მოყვარეობას გაუძლებ?! და ყველგან ბავშვი, დედა, მამა, ოჯახი და უცხო ადამია­ნები იკვრებიან, მარტო ყოფნა არავის უნდა. ცოტათი იმასაც ხვდები, თუ რატომ მიაჩ­ ნიათ იაპონური აღზრდა სანიმუშოდ: ასწავლო ადამიანს

126 VOYAGER 15/2019


სიმშვიდე, სიყვარული, თანაგრძნობა თუ თანადგომა, მარ­ თალია, ეს დაბადებიდან უნდა დაიწყოს, მაგრამ არასდრო­ საა გვიან. ნუ იქნები ქედმაღლი, იყავი ღირსეული, მაღა­ზიის გამყიდველი იქნები, პოლიციელი თუ _ ქურდი. შეძე­ლი გვერდში დგომა, შენც ხომ გჭირდება გვერდში მდგომი. კორეედა ხშირად უტრიალებს ამ კითხვას _ რა აერთიანებს ადამიანებს; რა არის ჩვენი დამაკავშირებელი ძაფი. თუ „ჩვენს უმცროს დაში“ სისხლით ნათესაობის ძალაზეა კითხვები, ფილმში „ჯერაც დავდივარ“ რეჟისორი დანა­კარგის ინერციას იკვლევს, „ქარიშხლის შემდეგში“ უტრიალებს იმ სტაბილურობის თემას, რომლის ყიდვაც ფულით შეიძლება, ხოლო „ქურდბაცაცებში“ პოულობს უხილავ ძაფს, რომელიც ყველა ამ ძალას აერთიანებს და უკვე მათ ერთობლივ ენერგიას აკვირდება. „ქურდბაცაცები“ კორეედას მაინც ყველაზე გამორჩეული ფილმი მგონია. ლამისაა, ბოლომდე დავეთანხმო რამდენიმე კინომიმომხილველს, რომლებიც ამ ფილმს შედევრს უწო­ დებენ. ყველაფერი იწყება იმით, რომ ტოკიოს გარე­უბან­ში, ერთ უბადრუკ ქოხმახში მცხოვრები ოჯახი, რომელიც მოზარდ ბიჭუნას ზრდის და საცხოვრებელ სივრცეს იზია­რებს ოც წელს გადაცილებულ ქალთან და ხანდაზმულ ბებიასთან ერთად, იშვილებს კიდევ ერთ უსახლკარო გო­გონას, რომელიც მოძალადე მშობლებს ემალება. ურთი­ ერთობების ცვლილებაც ამით იწყება. ერთგან წავიკითხე, ამ ფილმზე წერდნენ, კორეედას ფილმებს 2004 წლამდე უნდა ჩაჰყვე, როცა გამოვიდა მისი „Nobody Knows“, თუ გინდა, რომ ისეთივე დამსუსხველი ძალა იგრძნო, რო­ გორც „ქურდბაცაცებს“ აქვსო; თუ გინდა, ნახო, როგორ ქირურგიულად კვეთს რეჟისორი მარტოობის, არავისზე მიკუთვნებულობის ტკივილს და ერთად დარჩენის ქაოსსო. ამ რეჟისორს კიდევ ერთი რამის გამო ვაფასებ: ძალიან გაბედულად აანალიზებს სწორედ ერთად ყოფნის ან გაყრის, ოჯახად ქცევისა და ვერქცევის თემას. კორეედა, ფაქტობრივად, მიდის იმის საპირისპიროდ, რაც დასავლურ სამყაროს თავიდან სურდა მისგან _ გადაეღო სტანდარტული გაგებით იაპონური კინო _ როგორ სვამენ საკეს ტატამზე

ჩა­მომსხდარი დაბოღმილი მშობლები; როგორ დაძრწის სოფლის შარაგზებზე სამურაი და როგორ დააკაკუნებს ფეხსაცემელებს გეიშაც, სადღაც შორიახლო. და ცხადია, ის ამგვარ კინოს არ იღებს; ოღონდ არც ოჯახის მონოლითუ­ რობის მშობლიურ, იაპონურ მოდელს აღიარებს და ერთ ინტერვიუში ამას ასე ხსნის: „2011 წლის მიწისძვრის შემდეგ, მეხამუშებოდა, როცა ხალხი ამბობდა, რომ ოჯახური თა­ ნადგომა გასაჭირში მნიშვნელოვანია. ჰოდა, მეც გადავწყ­ ვიტე, გამომეკვლია ეს საკითხი იმით, რომ გადამეღო ფილ­მი ოჯახზე, რომელსაც დანაშაული აკავშირებს“. „ბავშვი რომ გიჩნდება, ავტომატურად მშობელი არ ხდები, _ ერთ სხვა ინტერვიუში ამბობს რეჟისორი, _ და ჩემს ფილ­მებში ჩემი პირადი კრიზისი ჩანს. ამ კრიზისზეა ფილმი „ქურდბაცაცებიც“, რომელშიც შემაკავშირებელი ძალა არც სისხლით ნათესაობაა, არც დრო, რომელსაც ოჯახი ერთად ატარებს“. გამოკვლევა კითხვების დასმით იწყება. კორეედა სულ ნა­ წილებად შლის და ასე აკვირდება ოჯახის მონოლითურო­ბის იაპონურ გაგებას, ოღონდ არ გვთავაზობს არც განაჩენს, არც ოფიციალურ დასკვნას, არამედ _ მხოლოდ გაგებას, მი­ ღებას. ამიტომაც დავარქვი მას სიყვარულის მასწავლებელი.

127 VOYAGER 15/2019



SMELL MORE with the airline that flies to more countries than any other

J A PA N

turkishairlines.com



Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.