მაროკო-GEO

Page 1





DISCOVER MORE: MARRAKESH WITH THE AIRLINE THAT FLIES TO MORE COUNTRIES THAN ANY OTHER

MOROCCO

turkishairlines.com


რედაქციისაგან

მაროკო – ყველა ამბავი ერთ განზომილებაში ყოველი მოგზაურობა მძაფრი ემოციებით სავსე პროცესია, მაგრამ მაროკოში ეს ემოციები კიდევ უფრო მძაფრია – ამას ქვეყნის მრავალფეროვნება იწვევს. თვითონაა იმდენად ინტენსიური – ისტორიის იმდენი შრით, რადიკალურად განსხვავებული იმდენი პოლიტიკურ-კულტურული გავლენით, რომ მოგზაურობის, მეტის შეცნობისა და აღმოჩენის ჟინი არასდროს იკლებს. მაროკო სიმბოლოების ქვეყანაა. აქ არსებობს ადგილები, სადაც შეგიძლია ნახო, როგორ ემშვიდობები აფრიკას ზურგს უკან და როგორ ეგებები ევროპას წყლის იქით. შეგიძლია, პირიქითაც დადგე, გული და გონება აფრიკას გაუხსნა და ევროპას აქციო ზურგი. აქ ნებისმიერ შენს ნაბიჯს შეიძლება სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს – მზერას უდაბნოს დიუნებზე; გზის დაკარგვას ძველი ქალაქის ლაბირინთებში; შენთვის აქამდე უცნობ ინსტრუმენტებზე მისტიკური მელოდიების შესრულებას; ოხშივარადენილ აბანოში ჩაყვინთვას და მზის ამოსვლას თიხისფერი სახურავების ფონზე. თუმცა, ეს სიმბოლური რიტუალები ქმედებაში, დაკვირვებაში კიდევ სხვა სიღრმის პლასტებს იძენს. მთავარია – რას ირჩევ, როგორ მოგზაურობას. სულთნის შესაფერისი ფუფუნებით სავსე სასტუმროებში დასვენებას და სპეციალურად შენთვის გალამაზებული ნაციონალური რიტუალების ცქერას, თუ ქვეყნის გაცნობას თავის ყოველდღიურობაში – როგორ პოულობენ და ინარჩუნებენ საკუთარ თავს ადგილობრივები სამშობლოში, სადაც წამყვანი ეკონომიკური სექტორი მომსახურების სექტორია; სადაც ხელისუფლება უდიდეს იმედებს ტურისტების მიღებაზე ამყარებს და, ამ ფონზე, ადგილობრივების ცხოვრების დონე საეჭვოდ არ იმატებს. როგორ იმედებს ამყარებენ განათლებაზე, ქალთა უფლებების ლიბერალიზაციაზე, რა სურთ მაროკოელ კაცებს, რა განსხვავებებია უდაბნოს, დიდი ურბანული ცენტ­რების, მთის, ოკეანისა და ზღვისპირა მოსახლეობაში; მათ შორის, ვისაც ფრანგული პროტექტორატის წლები მთელი სიმძაფრით შეეხო; ვინც ესპანური გავლენების ქვეშ მოექცა; ვინც რადიკალური ისლამის მიმდევარი გახდა; ვინც გამოსცადა ცხოვრება ე. წ. ინტერზონაში – ტანჟერში? მაროკოელები გულითად საუბრებზე ადვილად მოგყვებიან – თუ ამ საუბრებს წამოიწყებთ, აღმოაჩენთ, რომ ბევრი საერთო თემა და საწუხარი გაქვთ. და აღმოაჩენთ იმასაც, რომ სიმბოლურ რიტუალებს, რაც ტურისტული განრიგის ნაწილია, თავიანთი მნიშვნელობა და არსი არ დაუკარგავთ – მაროკოში თითქოს ერთ სიბრტყეზე თანაარსებობს წარსულის ყველა შრე, სხვა ქვეყნების ყველა კულტურული გავლენა. მაროკოელები მთელ ამ გამოცდილებას თვითონ დაატარებენ და თუ მოინდომებთ, გულღიად, ტურისტული გრაფიკის მიღმაც სიამოვნებით გაგიზიარებენ. ახალი სამყაროს – მაროკოს მალე აღმოჩენას გისურვებთ.

თამარ ბაბუაძე მთავარი რედაქტორი

4 VOYAGER 14/2019



სარჩევი

მოგზაურობა ზღაპარში ბერბერული ესკიზები მარაქეში _ მაქმანიანი ქალაქი ღირსშესანიშნაობა sastumroebi / რესტორნები

12 16 22 31

სიყვარულის ოაზისი მარაქეშში

32 კასაბლანკა _ თეთრი სახლების ქალაქი 36 ღირსშესანიშნაობა sastumroebi / რესტორნები 47 ქარავნის რწევა ოკეანის ნაპირზე

50 რაბატი 56 ღირსშესანიშნაობა sastumroebi / რესტორნები 63 გემოს მეხსიერება 64 სმის თავისებურებები 68 თხევადი ოქრო 70 ფესი _ ლაბირინთების ქალაქი 74 ღირსშესანიშნაობა sastumroebi / რესტორნები 83 მაროკოს უდაბნოში 84 მოგზაურობა ლურჯ ფერში 88 ტანჟერი _ ფორთოხლიანი 94 სანაპიროს ქალაქი ღირსშესანიშნაობა/sastumroebi/რესტორნები 103 ქალაქი, სადაც ევროპა და ისლამი თანაარსებობს გადასაღები მოედანი

ტრანსული მაროკო არამაროკოელი მაროკოელი მაროკოელი მწერალი ტაბუების წინააღმდეგ მაროკოელი ქალი 6 VOYAGER 14/2019

104 108 116 120 121 125



14, 2019

მთავარი რედაქტორი თამარ ბაბუაძე

დიზაინერი ნინო ყაველაშვილი ავტორები გაგა ლომიძე ირაკლი ბერიძე მედეა იმერლიშვილი თამარ კვინიკაძე ანანო ბაკურაძე თამარ ბურჯანაძე ნათია ახალაშვილი ტაო ლეონიძე ნოდარ ბერუაშვილი

პროექტის კურატორი თინა ოსეფაშვილი კორექტორი ნინო საითიძე ყდის ილუსტრაცია ნელი ქირია

უნა აბაშიძე კახა თოლორდავა დესი დაშკოვა სალომე კიკალეიშვილი ნინო ჩიმაკაძე ლაშა ბუღაძე

სარეკლამო გაყიდვების დირექტორი ნაზი გოშაძე ფოტო Shutterstock

პროექტის ხელმძღვანელი / SOLO-ს დირექტორი ნინო ჩიქოვანი SOLO-ს ბრენდმენეჯერი ქეთი ნიკოლეიშვილი

გამომცემელი: შპს `სოლო~ ვებგვერდი: www.solo.ge ტელ.: +995 32 2 44 44 00

ISSN: 2346-8130

რეკლამა ჟურნალში: +995 599 330 364 ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა წარმოადგენს შპს `სოლოს~ საკუთრებას. ჟურნალში დაბეჭდილი ნებისმიერი მასალის გამოყენება კომპანიის წერი­ლობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია.


საძინებელი • სამზარეულო • მისაღები • საოფისე • გარე ავეჯი


თბილისი

SOLO LOUNGE აბაშიძე აბაშიძის ქ. №70

თბილისი

SOLO LOUNGE მთაწმინდა ჩიტაძის ქ. №11

თბილისი

SOLO LOUNGE ფალიაშვილი ფალიაშვილის ქ. №23

თბილისი

SOLO LOUNGE ცინცაძე ცინცაძის ქ. №12

თბილისი

SOLO LOUNGE ჭავჭავაძე ჭავჭავაძის გამზ. №29

თბილისი

SOLO LOUNGE ყაზბეგი ყაზბეგის გამზ. №24გ

თბილისი

SOLO LOUNGE წერეთელი წერეთლის გამზ. №73

თბილისი

SOLO LOUNGE ყაზბეგი ყაზბეგის გამზ. №25

SOLO LOUNGE ქუთაისი თამარ მეფის ქ. №5

თბილისი

SOLO LOUNGE გლდანი ნოზაძის №8

SOLO LOUNGE თელავი ჩოლოყაშვილის ქ. №3 SOLO LOUNGE ბათუმი რუსთაველის ქ. №22

www.solo.ge

ტელ.: +995 32 2 44 44 00



შესავალი მაროკოში

მოგზაურობა ზღაპარშi გა გა ლ ომიძე მა­რო­კო არ­ცერთ იმ ქვე­ყა­ნას არ ჰგავს, სა­დაც აქამ­დე ვყო­ფილ­ვარ. აქაუ­რო­ბა სიზ­მა­რი­ვი­თაა და ე­რთი გეოგ­რა­­-ფიუ­ლი წერ­ტი­ლი­დან მეო­რე­ში გა­დას­ვლა ბავ­შვო­ბა­ში წა­კით­ხულ ზღაპ­რებს მა­გო­ნებს. მა­რო­კომ ეს­პა­ნე­თი­სა და საფ­რან­გე­თის­გან და­მოუ­კი­დებ­ლო­ ბა 1956 წელს მოი­პო­ვა და მას შემ­დეგ მას მა­რო­კოს სა­­მე­ფო ეწო­და. სა­მე­ფო ზედ­გა­მოჭ­რი­ლი სა­ხე­ლია მა­რო­კოს­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ­კი ატ­ლა­სის მთებ­ში სა­ჰა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოგ­ზაუ­რობთ. ჩემ­მა მე­გობ­

რებ­მა და მეც ასე გა­ვა­კე­თეთ: სა­მი დღით ატ­ლა­სის მთებ­ში და შემ­დეგ სა­ჰა­რა­ში ვი­მოგ­ზაუ­რეთ. მარ­თლაც არა­ფე­რი შეედ­რე­ბა იმ სი­ლა­მა­ზეს, რაც ატ­ლა­სის მთებ­ში ვნა­ხეთ – ბიომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, უამ­რა­ვი სა­ხეო­ბის ყვა­ვი­ლე­ბით და უზარ­მა­ზა­რი კაქ­ტუ­სე­ბით, 400-ზე მე­ტი სა­ხეო­ბის ფრინ­ვე­ლით და, რა თქმა უნ­და, ზღაპ­რუ­ლი, ათას ერ­თი ღა­მის მსგავ­სი, თი­ხით და ბამ­ბუ­კით ნა­გე­ბი ცი­ხე-­კოშ­კე­ბით, რო­მელ­თაც კაზ­ ბა­ჰებს უწო­დე­ბენ და რომ­ლე­ბიც მარ­თლაც გა­ფიქ­რე­ბი­ნებთ, რომ ბავ­შვო­ბის ზღაპ­რულ სამ­ყა­რო­ში მოხ­ვდით. ეს კაზ­ბა­ჰე­ ბი დღემ­დე მსოფ­ლიოს კი­ნოინ­დუს­ტრია­ში მოღ­ვა­წე ადა­მია­

12 VOYAGER 14/2019


ნე­ბის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­შია, რად­გა­ნაც აქ უამ­რავ ფილმს და ვი­დეოს იღე­ბენ. თუ­კი ამ მხა­რეს მოხ­ვდე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და ეწ­ვიოთ კაზ­ბა­ჰებს, რო­მელ­თა­გან ბევ­რი სას­ტუმ­როდ ფუნ­ქციო­ნი­რებს. თან უმალ­ვე ად­გი­ლობ­რი­ვად შეიძ­­ლე­ბა იგ­რძნოთ თა­ვი, რო­დე­საც იმ­ლილ­ში, მარაქეშ­თან ახ­ლოს, რო­მე­ლი­მე კომ­ფორ­ტულ კაზ­ბაჰ­ში გა­ჩე­რე­ბას გა­დაწ­ყვეტთ. ამ დროს, თქვენს ბარგს ულა­მა­ზეს ვი­რებს აკი­დე­ბენ და ასე, ტაა­ტით გაუყ­ვე­ბით რამ­დე­ნი­მე­წუ­თიან სა­ფეხ­მავ­ლო გზას. ქა­ლა­ქე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის გარ­და, გირ­ჩევთ, აუ­ცი­ლებ­ლად შეარ­ჩიოთ უდაბ­ნოს ტუ­რი. ჩემს მე­გობ­რებს და მე გვყავ­და მა­რო­კოე­ლი გი­დი, სა­ხე­ლად სა­ჰი­დი, რო­მე­ლიც თა­ვის ჯი­ პით გვა­ტა­რებ­და სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და ბო­ლოს დავ­ მე­გობ­რდით კი­დეც. საო­ცა­რი იუ­მო­რი ჰქონ­და სა­ჰიდს, გზა­ში არ ვიწ­ყენ­დით. და რო­ცა რო­მე­ლი­მე მა­რო­კოე­ლი თა­ვი­სი მან­ ქა­ნით, წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით, სწრა­ფად ჩაგ­ვიქ­რო­ლებ­და, სა­ჰი­დიც წა­მოი­ძა­ხებ­და ხოლ­მე გაგ­რძე­ლე­ბით: „აფ­რი­კაააა“ – ჩვენ ევ­რო­პე­ლე­ბად გვთვლი­და და მიგ­ვა­ნიშ­ნებ­და, რომ აი, ნა­ხეთ, რო­გო­რი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლე­ბი არიან, წე­სრიგს რომ არ იცა­­ვე­ნო. არ ვი­ცი, ტუ­რის ნა­წი­ლი იყო თუ ჩვენ­და­მი სიმ­პა­თიით გა­ნეწ­ყო, მაგ­რამ სა­ჰიდ­მა სამ­დღია­ნი ტუ­რი­სას, გზად 13 VOYAGER 14/2019


შესავალი მაროკოში თა­ვის სახ­ლშიც მიგ­ვი­პა­ტი­ჟა ტრა­დი­ციულ მა­რო­კოულ სა­ დილ­ზე, თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბი – ულა­მა­ზე­სი ცო­ლი ზაი­ნა­ ბი და მცი­რეწ­ლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი გაგ­ვაც­ნო. პირ­და­პირ ია­ტაკ­ზე გაშ­ლილ სუფ­რას­თან ვიტ­რა­პე­ზეთ. მა­რო­კოუ­ლი კუს­კუ­სი გავ­ სინ­ჯეთ: მხო­ლოდ ბოს­ტნეუ­ლით, კა­რა­მე­ლით და ქიშ­მი­შით; და ხორ­ცით, რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლუ­რი აბა­ნოს ფორ­მის თი­ხის ჭურ­ჭლით, ტა­ჟი­ნით მოგ­ვარ­თვეს. მაგ­რამ ძი­რი­თად კერ­ძამ­ დე, რო­გორც წესი, გიმასპინძლდებიან ნახევრად მოხარშული ახალი ბოსტნეულის სალათებით და უგემრიელესი პურით და ფორთოხლის წვენით, რომელიც მაროკოში კოკა კოლაზე გაცილებით იაფი ღირს. სადილის შემდეგ კი საუკეთესოა პიტნის ფოთლების ჩაი, რომლის სურნელი ყოველ ნაბიჯზე გხვდებათ და ზოგჯერ უდაბნოს გრილ ნიავს მოგაგონებთ.

აფრიკის ყველაზე მაღალი სათხილამურო კურორტი მაროკოში, ატლასის მთებშია, უკაიმედენში (OUKAÏMEDEN), ზღვის დონიდან 2590-3200 მეტრზე.

არასდროს დამავიწყდება უდაბნოში გატარებული ერთი ღამე, როდესაც საჰარაში, აქლემებით სეირნობის შემდეგ, გაშლილი კარვების წინ, ხალიჩებზე ვისხედით, ტამტამებიანი ბედუინების თანხლებით და ჩვენთვის დარიგებულ ინსტრუმენტებზე ბედუინების მუსიკის რიტმს ჩვენს ტამტამებსაც ვაყოლებდით უდაბნოს სიჩუმეში. არც ქვიშაში თხილამურებით სრიალი დამავიწყდება და ულამაზესი მაროკოული ჭრელი ხალიჩებით მორთულ კარავში ბედუინების მორთმეული უგემრიელესი სადილი. ატლასის მთებიდან საჰარამდე მიმავალ გზაზე უფრო მეტად მაროკოული გარემოა – უზარმაზარი, ცათამბჯენისხელა კლდეებით, რომლის წინაშეც გრძნობ საკუთარ უსუსურობას სამყაროს წინაშე; ან კიდევ ფერების საოცარი შეგრძნება, რასაც სხვაგან ვერსად შეხვდებით. და ისეთი გრძნობა გრჩებათ, რომ აქ ნებისმიერი ადამიანი ესთეტია, რადგან ბავ­ შვებიც და უფროსი ასაკის ადამიანებიც პატარა დეტალებში ავლენენ სილამაზის შეგრძნებას – მათ მიერ გაკეთებულ ნივთებში, შენობების შეღებვისას ფერების შერჩევაში. ულამაზეს ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი, ჩალმებით თავშებურული მაროკოელები კინოეკრანიდან გადმოსულ პერსონაჟებს ჰგვანან; ფერადი ქსოვილები მათ გარუჯულ კანზე შეუდარებელია.

მაროკოში სხვადასხვა კულტურის ნაკვალევი ცხადად იგრძნობა. აქ ხომ მე-7 საუკუნიდან ცხოვრობდნენ ჯერ ფინიკიელები და შემდეგ რომაელები, ბიზანტიელები, ესპანელები, ინგლისელები და ფრანგები, რომელთა წინააღმდე­გაც იბრძოდნენ ადგილობრივი ბერბერები. რომაელების ნაკვალევი აქ ძველი ქალაქის – ვოლუბილისის სახითაა შე­ მორჩენილი – იმპერატორის ტრიუმფალური თაღით, ცხელი წყლის გაყვანილობებით თუ რომაელთა სხვადასხვა ღმერ­თის სადიდებლად აგებული, მოზაიკით მორთული იატაკები­ ანი დარბაზებით. თუმცა, ამდენი კულტურული დანაშრევის მიუხედავად, მაროკო და მაროკოელები მაინც ეგზოტიკად რჩებიან, როგორც ეს ტურისტულ ქვეყნებს და ქალაქებს ახასიათებს.

14 VOYAGER 14/2019


როგორი არიან მაროკოელები? სინამდვილეში, ზოგადად, მაროკოული საზოგადოება მაინც ჩაკეტილია. იქნებ ამას საკუთარი იდენტობის დაკარგვის შიში განაპირობებს. ის, რომ ხშირად წერა-კითხვის უცოდინარი რიგითი მარო­კოელი რამდენიმე ევროპულ ენაზე საუბრობს, უმეტეს შემთხვევაში ტურისტისგან რაიმე სარგებლის ნახვის სურვი­ლით და არა გარე სამყაროს ნაწილად თავის აღქმისა და უცხოსთან კომუნიკაციისკენ სწრაფვითაა განპირობებული. მაგრამ ამის საპირისპიროდ, არსებობს ბერბერების სა­ზოგადოება, სადაც მერზუგაში უდაბნოს სამდღიანი ტურის დროს მოვხვდით. ტრადიციული მარო­ კოელები აქ ცხოვრობენ. ბერბერების საზოგადოება უფრო მეტად თავსდება იმ კულტურის კატეგორიაში, რომელსაც ამერიკელი ანთროპოლოგი რუთ ბენედიქტი „დანაშაულის კულტურას“ უწოდებს – საზოგადოება, რომლისთვისაც ზნეობა და მორალური კატეგორიები უმთავრესია და რომელსაც ინდივიდუალური ცნობიერება გააჩნია – ვთქვათ, იმავე მომთაბარე ბედუინებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც უფრო „სირცხვილის კულტურაა“ დამახასიათებელი და ის ცნობიერება, თუ რას იტყვის სხვა. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, კონსერვატიული რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, ისინი საერთოდ არ ჰგვანან აზიური ქვეყნების მუსლიმებს, რომელთათვისაც, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ცხოვრება იმქვეყნიურობისთვის მზადებაა.

მაროკოელები, პირიქით – შეჭირვების მიუხედავად, თი­თოე­ული წამით ტკბებიან; სიცოცხლის მოყვარული ადამიანები არიან, რომლებიც ხელმოკლეობის და ბუნების წინაშე უსუსურობის მიუხედავად, მთელი სისავსით, აფრიკული სიჯანსაღით და სიცოცხლის ხალისით ეძლევიან მხიარულე­ბას; არცერთ ევროპელში არ მიგრძვნია თავდავიწყებისკენ ისეთი სწრაფვა, როგორც მაროკოელებში. ესეც, ალბათ, ნეგროიდული რასის თავისებურებების დამსახურებაა. და სრულიად განსხვავებული კლიმატის და ესთეტიკის გარდა, ალბათ, სწორედ ადამიანური ფაქტორი, ადამიანების მიერ შექმნილი მიკროსამყარო იზიდავს სხვა კონტინენტებიდან ჩამოსულ ტურისტებს – ერთ დროს ახლობელი და ბუნებრივ კატასტროფათა გამო დაკარგული მოძმის გაცნობა და მისი სამყაროს გაზიარება. მოგზაურობისას ხომ ერთ-ერთი უმთავრესი, ადგილობრივ ყოფასთან ზიარება და საკუთარი „სხვის“ გათავისებაა.

15 VOYAGER 14/2019


შესავალი მაროკოში

ბერბერული ესკიზები

ი რ ა კ ლ ი ბერ იძე ძველ თბი­ლის­ში ხელ­ნა­კეთ ნივ­თებ­ზე ვნა­დი­რობ­დით. ხევ­­სუ­რუ­ლი თე­ქის და­ნახ­ვა­ზე ჩემ­მა მა­რო­კოელ­მა ბერ­ბერ­ მა სტუ­მარ­მა, პრო­ფე­სიით ფო­ტოგ­რაფ­მა, ერ­თი კი შეიც­ხა­ და, შემ­დეგ გაი­რინ­და, ორ­ნა­მენ­ტე­ბით და­ხუნ­ძლულ ნა­ბადს ში­ში­თა და ძრწო­ლით მიუახ­ლოვ­და და ისე­თი გა­მო­მეტ­ყვე­ ლე­ბა და ინ­ტო­ნა­ცია მიი­ღო, თით­ქოს, დაახ­ლოე­ბით ასეთ რა­მეს ამ­ბობ­და: „შენ აქ რამ მო­გიყ­ვა­ნა, შე მად­ლია­ნო, შე­ნა!“ ერ­თი პი­რო­ბა ისიც ვი­ფიქ­რე, ამ კაცს ღვი­ნოს აღარ და­ვა­­ლე­ვი­ნებ­-მეთ­ქი, მაგ­რამ იქ­ვე გა­მახ­სენ­და, რომ ის მუს­ლი­მია და ალ­კო­ჰო­ლი ისე­დაც ეკ­რძა­ლე­ბა. სტუმ­რის უჩ­ვეუ­ლო ქცე­ვის ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი კი ძა­ლიან მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდა: მსგავ­სე­ბა ჩვენს მა­მა­პა­პურ და მის ბერ­ ბე­რულ მა­მა­პა­პურ ორ­ნა­მენ­ტებს შო­რის. ხალ­ხუ­რი შე­დევ­რე­ბის შთა­გო­ნე­ბით შე­ვუ­დე­ქით უნა­მუ­სოდ გამ­ბე­და­ვი, აღ­ვი­რახ­სნი­ლი ეთ­ნო­გე­ნე­ტი­კუ­რი თეო­რიე­ბის შეთ­ხზვას. მარ­ტო ეს სიტ­ყვათ­შე­თან­ხმე­ბა რად ღირს –

„ბერ­ბე­რი იბე­რი“?! შემ­დეგ ღრუბ­ლე­ბი­დან დე­და­მი­წას­თან ოდ­ნავ უფ­რო ახ­ლოს ჩა­მოვ­ქვეით­დით, მაგ­რამ უკან­და­სა­ხე­ვი გზა მაინც და­ვი­ტო­ვეთ – აქაო­და, ის­ტო­რია­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა, და ვინ იცის, ვი­სი გო­რი­სა ხარ? გო­რი­სა არ ვი­ცი და, სა­ხე­ლად ჩემს ბერ­ბერ მე­გო­ბარს აქ­სე­ლი ეთ­ქმის, რაც ითარ­გმნე­ბა, რო­გორც „ვეფ­ხვი“. შე­საძ­ ლო პრეის­ტო­რიუ­ლი კავ­ში­რე­ბის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად უმალ ვეფ­ხიად მოვ­ნათ­ლე. შემ­დეგ სას­ტუმ­რო­ში დავ­ბრუნ­დით, სა­დაც ჩემ­მა ვეფ­ხიამ, ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის დახ­მა­რე­ბით, არ­ცთუ ისე მოკ­ლე ექ­სკურ­სია მო­მიწ­ყო ბერ­ბე­რუ­ლი ხელ­ნა­კე­თი ნივ­ თე­ბის, მა­თი ორ­ნა­მენ­ტე­ბი­სა და სიმ­ბო­ლი­კის სამ­ყა­რო­ში. გზა­დაგ­ზა ხევ­სუ­რეთ­ში წა­სას­ვლე­ლად იქა­ჩე­ბო­და და აქა­-იქ მა­რო­კოუ­ლი ან­და­ზე­ბით მი­ტევ­და, მა­გა­ლი­თად: „ვიწ­რო თვალ­სა­წიე­რის მქო­ნე კა­ცის­თვის ვიწ­რო სივ­რცეც ფარ­თოაო“ და „ცად ატ­ყორ­ცნი­ლი მთე­ბიც ძი­რი­დან იწ­ყე­ბაო“.

16 VOYAGER 14/2019


რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ბერ­ბე­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბის საუც­ხოო სი­ლა­მა­ზის მიღ­მა სიმ­ბო­ლუ­რი და მა­გიუ­რი ძა­ლის და­ნახ­ვა შეუძ­ლე­ბე­ლია ერ­თი ჩვენ­თვი­საც კარ­გად ნაც­ნო­ბი სიტ­ყვის გა­რე­შე და მი­სი ბერ­ბე­რუ­ლი ელ­ფე­რის გაუც­ნო­ბიე­რებ­ ლად. ეს სიტ­ყვაა „ბა­რა­ქა“. „ბა­რა­ქა“ სე­მი­ტუ­რი წარ­მო­შო­ ბი­საა. ისე­ვე, რო­გორც ჩვენ­ში, ბა­რა­ქა კურ­თხე­ვას, მადლს, უხ­ვმო­სავ­ლია­ნო­ბას და კი­დევ ბევრ რა­მეს აღ­ნიშ­ნავს. ებ­ რაულ ტრა­დი­ცია­ში ისე­დაც იდუ­მა­ლი, მრავ­ლის­მომ­ცვე­ლი ეს სიტ­ყვა ბერ­ბე­რებ­ში ის­ლამ­მა შეი­ტა­ნა არა­ბუ­ლი ენი­დან და იქ კი­დევ უფ­რო ღრმა მის­ტი­ციზ­მით და­ხუნ­ძლა. მა­გა­ლი­ თად, ბერ­ბე­რებს სჯე­რათ, რომ ამა თუ იმ ნივთს შეიძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ბა­რა­ქა ან არ ჰქონ­დეს; შე­სა­ბა­მი­სად – მას შეუძ­ ლია თა­ვი­სი წი­ლი მად­ლის, კურ­თხე­ვის გა­ზია­რე­ბა თა­ვი­სი მფლო­ბე­ლის­თვის ან არ შეუძ­ლია. გა­ნა ასე არ არის? – რაც თა­ვად არ აქვს, სხვას რო­გორ მის­ცემს? „დე­და ნა­ხე – სა­რე­ვე­ლა; მა­მა ნა­ხე – სა­რე­ვე­ლა; აბა, შვი­ლად ზაფ­რა­ნა რა­ნაი­რად ეყო­ლე­ბათ?“ – ისევ ფოლ­ კლო­რის­კენ გაუ­ტია აქ­სელ­მა. ბა­რა­ქას კი ნე­ბის­მიერ სა­განს, ადა­მიან­საც კი, სძენს ორ­ ნა­­მენ­ტე­ბი და მა­თი შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი – სიმ­ბო­­ლოე­ბი. ბერ­ბე­რულ ორ­ნა­მენ­ტებს, გარ­და წმინ­და წყლის ეს­თე­ტი­კუ­რი, დე­კო­რა­ტიუ­ლი დატ­ვირ­თვი­სა, ძა­ლიან პრაგ­­მა­ტუ­ლი მა­გიუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს: ბა­რა­ქის მო­ტა­ნა ამ სიტ­ყვის უფარ­თოე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით. ბა­რა­ქით უხ­ვად არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი გარ­კვეუ­ლი სა­ხეო­ბის მცე­ ნა­რეე­ბი, – მა­გა­ლი­თად, ზაფ­რა­ნა და ინა, რო­მელ­საც კი­დევ მი­ვუბ­რუნ­დე­ბით, – ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბი და მი­ნე­ რა­ლე­ბი (მა­გა­ლი­თად, თი­ხა). რა გა­მო­დის? – ის, რომ ამა თუ იმ ნა­კე­თო­ბის შექ­მნამ­დე ბერ­ბერ­მა უკ­ვე იცის, რომ ბა­რა­ქის მომ­ტან მა­სა­ლას­თან მუ­შაობს და ჯერ კი­დევ უსა­ხურ­-უ­ფორ­ მო კე­რა­მი­კულ მი­წას თა­მა­მად შეუძ­ლია შეს­ძა­ხოს: „ბა­რა­ ქა, დო­ქი, ბა­რა­ქა!“ ბა­რა­ქის მა­ტა­რებ­ლე­ბია ასე­ვე ფე­რე­ბი, რო­მელ­თა­გან სიუხ­ვით გა­მოირ­ჩე­ვა ლაჟ­ვარ­დი და რომ­ლის შე­საქ­მნე­ლად ბერ­ბე­რე­ბი ზღვის მო­ლუს­კე­ბის ნი­ჟა­რებს იყე­ ნე­ბენ; ბერ­ბერ­თა ლაჟ­ვარ­დი კი ტყუ­პის­ცა­ლი­ვით ჰგავს ჩვენს მშობ­ლიურ, თუნ­დაც იმა­ვე ყინ­წვი­სის ფრეს­კე­ბის ლაჟ­ვარდს. რა თქმა უნ­და, ბა­რა­ქა ფუ­ჭია უღირს ხელ­ში. აქ კი გა­დამ­ წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს საგ­ნის, სამ­კაუ­ლის თუ ხა­ლი­ჩის შემ­ქმნე­ლის და შემ­დეგ მი­სი მფლო­ბე­ლის სუ­ლიერ მდგო­ მა­რეო­ბას – დი­დი ბა­ბუის­გან მსმე­ნია: „ფრა­ნი კუ­დის ძა­ლით დაფ­რი­ნავ­სო“, – მით­ხრა ჩემ­მა სტუ­მარ­მა და მე­რე მოუ­ლოდ­ ნე­ლად წა­მოხ­ტა, გვერ­დით ოთახ­ში შე­ვარ­და და ორიო­დე წუ­ თის შემ­დეგ ჩემ წი­ნა­შე წარ­დგა ტრა­დი­ციულ ბერ­ბე­რულ „ჩო­ ხა­ში“ – ორ­ნა­მენ­ტე­ბით სა­მაძ­ღრი­სოდ დამ­შვე­ნე­ბულ კვარ­თის მსგავს, კო­ჭე­ბამ­დე დაშ­ვე­ბულ პე­რან­გში, მო­სას­ხამ­სა და ფა­ ჩუ­ჩებ­ში, და ყო­ვე­ლი­ვე ამას არა­ნაკ­ლებ მსუ­ყე გან­მარ­ტე­ბე­ბი მოა­ყო­ლა ბერ­ბე­რულ ორ­ნა­მენ­ტებ­ზე, სიმ­ბო­ლოებ­სა და მათ მნიშ­ვნე­ლო­ბებ­ზე.

ისლამურ ტრადიციაში ჰამსა არის მოჰამედის ქალიშვილის – ფატიმას – ხელი (ზოგი ვერსიით, ღვთაების ხელი), მისი ხუთი თითი კი წარმოადგენს რწმენის ხუთ ბურჯს (რწმენის დამოწმება, ანუ მრწამსი, ლოცვა, მოწყალება, მარხვა და მომლოცველობა) ან ხუთ ყველაზე სათაყვანებელ ადამიანს მუსლიმთა შორის (მოჰამედი, მისი ქალიშვილი ფატიმა, ბიძაშვილი და სიძე ალი; და შვილიშვილები: ჰასანი და ჰუსეინი). სწორედ ეს სიმბოლიკა უდევს საფუძვლად ბერბერულ გამოთქმას „ხუთი თითი თვალში“, ანუ, ჩვენებურად რომ ვთქვათ, „თვალი დაუდგა მტერსაო“ ან „ფუი, ეშმაკს!“

სად არ ნა­ხავთ ჰამ­სას ბერ­ბერ­თა ყო­ფა-­ცხოვ­რე­ბა­ში! – კარ­ვებ­ზე (რად­გა­ნაც ბერ­ბე­რე­ბი, ტრა­დი­ციუ­ლად, მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბას ეწე­ვიან), სამ­კაუ­ლებ­ზე, მატ­ყლის ნა­კე­თო­ბებ­ზე, კე­რა­მი­კა­ზე, სვი­რინ­გე­ბის წამ­ყვა­ნი მო­ტი­ვის სა­ხით და ა. შ.

ამ „ავ­გა­როზ­თა ორ­კეს­ტრში“ პირ­ვე­ლი ვიო­ლი­ნო უდა­ვოდ ჰამ­საა – გაშ­ლი­ლი ხე­ლი, რო­მელ­ზეც ხუ­თი­ვე თი­თი ჩანს და ხში­რად თვა­ლი აქვს შუა­ში. სხვა ტრა­დი­ციე­ბის მსგავ­სად, ამ თი­ლის­მა­მაც, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ფი­ნი­კიელ­თა დროი­დან მო­დის, ის­ლა­მის გავ­ლე­ნით ელ­ფე­რი იც­ვა­ლა და ახა­ლი სიმ­ ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა შეი­ძი­ნა, თუმ­ცა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა დღე­საც იგი­ვე აქვს – ავი თვა­ლის­გან და, ზო­გა­დად, ბო­რო­ტის­გან დაც­ ვა და, რა თქმა უნ­და, ბა­რა­ქის მო­ტა­ნა. 17 VOYAGER 14/2019


შესავალი მაროკოში

მაროკო რის მაროკოა, ზეთისხილი თუ არ გამოისახა და ამით არ განმტკიცდა! მართლაც, ზეთისხილის ორნამენტი სიმტკიცის სიმბოლოა – მისი სახელიც კი ბერბერულად სიმტკიცეს ნიშნავს! ბერბერებში, ისევე, როგორც ბევრ სხვა კულტურაში, ხორბლის სიმბოლო ასოცირდება სიცოცხლესთან – „პური ჩვენი არსობისა“, – და სიკვდილთან, რადგან ის იმარხება, კვდება, რათა აღდგეს და ნაყოფი მოიტანოს. ხე განასახიერებს ბედნიერებას, ნაყოფიერებას და სიცოცხლეს, რომელიც სამყაროს შუაგულში აღმართულა და გადმოჰყურებს ქვეყნიერების ქმნილებებს, საგნებს. ხე სულების სამყოფელია. ხომ არ გეცნობათ? სიცოცხლის ხე ფშავ-ხევსურულ მითოლოგიაში, ღვთის შვილები და ა.შ. ურო ძალაა: ბუნების ძალები და შემოქმედებითი ძალა;

ღუზა – სიმტკიცე, თადარიგი, ერთგულება, წონასწორობა და საღი აზროვნება; ცული – ბოროტი ძალების წინააღმდეგ მიმართული რისხვა;

ისარი – ელვა, როგორც მამაკაცური ენერგიისა და ნაყოფიერების განსხეულება; მზე – ცხოველმყოფელი ძალა;

მთვარე – ქალურობა და მისი თანმდევი ცვალებადობა;

ნახევარმთვარე – აღორძინება და სრული მთვარის დადგომის წინაპირობა;

გემი – წყალი, როგორც მუდმივი წრებრუნვის ხატება;

სვასტიკა – ჩიტის სიმბოლო, რომელიც განასახიერებს ცხოვრების შემოქმედებით საწყისს; ექვსქიმიანი ჯვარი – მოძრაობა, კოსმოსი, სიდინჯე, სიმტკიცე; ალმასი – ქალურობა და ნაყოფიერება, ასევე გველის სიმბოლო, რომელიც საპირისპიროთა ერთიანობას აღნიშნავს... ყველაფრის ჩამოთვლას ერთი ბერბერ სტუმართან საუბარი არ ეყოფა.

18 VOYAGER 14/2019


ეს სიმ­ბო­ლოე­ბი უდი­დეს როლს ას­რუ­ლებს ბერ­ბერ­თა ცხოვ­რე­ბა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლით ვლინ­დე­ბა მე­ თუ­ნეო­ბა­სა და სვი­რინ­გე­ბის მო­ხატ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. ხე­დავ ამ დახ­ვე­წილ, გეო­მეტ­რიუ­ლად უზა­დო ფორ­მებს? – ჩემ­ მა ბერ­ბერ­მა ვეფ­ხიამ საუც­ხოო ორ­ნა­მენ­ტე­ბით მორ­თუ­ლი კე­რა­მი­კის შე­დევ­რე­ბის სუ­რა­თე­ბი გა­და­მი­შა­ლა თვალ­წინ, – არ და­მი­ჯე­რებ, მაგ­რამ მაინც გეტ­ყვი. ჩვენ არც მორგვს ვი­ყე­ნებთ და არც ღუ­მელ­ში ვწვავთ ნა­კე­თო­ბას. ისე, თვა­ ლის ზო­მა­ზე ვძერ­წავთ, გუ­მანს ვენ­დო­ბით და შემ­დეგ მზე­ზე ვაშ­რობთ. მზის უკ­მა­რი­სო­ბას, მო­გეხ­სე­ნე­ბა, ნამ­დვი­ლად არ ვუ­ჩი­ვით. ჰოი, მზეო! „მზე ათას ყვა­ვილს დაჰ­ყუ­რებს, ხო­ლო ათა­სი ყვა­ვი­ლი ოდენ ერთ მზეს ხე­დავ­სო“...

ინა, თავისი მომაჯადოებელი ფერითა

რაც შეე­ხე­ბა სვი­რინ­გებს, ეს ხე­ლოვ­ნე­ბა ბერ­ბე­რებ­ში ათა­დან და ბა­ბა­დან მო­დის და მი­სი ფეს­ვე­ბი ის­ლა­მის გავ­რცე­ლე­ბამ­ დე ბევ­რად ად­რე უნ­და ვე­ძე­ბოთ. ეს მა­თი კულ­ტუ­რის, ყო­ფის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, რო­გორც ჩვენ­ში, მა­გა­ლი­თად, მეღ­ ვი­ნეო­ბა და სუფ­რა. არა­და, ის­ლა­მი კრძა­ლავს სვი­რინ­გებს – ყვე­ლა­ფე­რი, რაც ადა­მია­ნის, რო­გორც „ღვთის ხა­ტის“, იერს სა­მუ­და­მოდ ცვლის და ავ­ნებს მას, არის „ჰა­რა­მი“, ანუ აკ­რძა­ ლუ­ლი. სვი­­რინ­გი კი კან­ქვეშ შეყ­ვა­ნი­ლი სა­ღე­ბა­ვია, თა­ნაც მუდ­მი­ვი. გეო­მეტ­რიუ­ლი და საღ­ვთის­მეტ­ყვე­ლო დე­ბა­ტე­ბით თავს არ მო­გაწ­ყენთ. უბ­რა­ლოდ გეტ­ყვით, რომ ბერ­ბე­რე­ბი სე­რიო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე იდ­გნენ – უნ­და გა­მოე­ნა­ხათ რაი­მე გზა, ხერ­ხი, რა­თა „ჰა­რა­მი“ სვი­რინ­გე­ბი „ჰა­ლალ“, ანუ ნე­ბა­დარ­თულ, სვი­რინ­გე­ბად ექ­ციათ, რა­თა ყუ­რა­ნის მკაცრ და უკომ­პრო­მი­სო მცოდ­ნეთ მათ­თვის ეთ­ქვათ: „ა­ლა­ლი იყოს თქვენ­ზეო!“

ჯანმრთელობა და ყველაფერი, რის

და ტონებით, საოცარ პალიტრას ქმნის და უთვალავი გრადაციის ორნამენტს თხზავს ბერბერთა უნიკალური ფაქტურისა და შეფერილობის კანზე. ალბათ, იოლი მისახვედრია, რომ ინის სვირინგებიც, უმცირესი დეტალის, წერტილის ჩათვლით, მისტიკურ მნიშვნელობას ატარებს და მოაქვს ბედნიერება, ბარაქა, სიხარული, მოტანაც მადლიან სვირინგს შეუძლია.

ბევ­რი იფიქ­რეს თუ ცო­ტა, მო­ხერ­ხე­ბულ­მა და ნი­ჭიერ­მა ბერ­ბე­რებ­მა მაინც იპო­ვეს გა­მო­სა­ვა­ლი. ხსნა ინა­ში ყო­ფილა, რომ­ლი­თაც შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სვი­რინ­გე­ბი კანს ზე­მოთ კეთ­დე­ბა და რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ქრე­ბა. იგი არც იერს ცვლის სა­მუ­და­მოდ და არც ჯან­მრთე­ლო­ბას ვნებს – მარ­თლაც ალალ მა­თი! 19 VOYAGER 14/2019


შესავალი მაროკოში

ასაკის სისრულეს მიღწეული გოგო ოფიციალურად შედის ქალწულობაში და ქალთა საზოგადოებას უერთდება. ეს მოვლენა განსაკუთრებული რიტუალით აღინიშნება, რომლის დროსაც გოგონას (აწ ქალიშვილის) სახესა და მტევნებს საგულდაგულოდ ამშვენებენ სვირინგებით, სპეციალური სიმბოლოებითა და ორნამენტებით.

ინის სვი­რინ­გებს გან­სა­კუთ­რე­ბით ყმაწ­ვი­ლი გო­გო­ნე­ბი და ქა­ლე­ბი ეტა­ნე­ბიან. ასა­კის სის­რუ­ლეს მიღ­წეუ­ლი გო­გო ოფი­ ცია­ლუ­რად შე­დის ქალ­წუ­ლო­ბა­ში და ქალ­თა სა­ზო­გა­დოე­ბას უერ­თდე­ბა. ეს მოვ­ლე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რი­ტუა­ლით აღი­ ნიშ­ნე­ბა, რომ­ლის დრო­საც გო­გო­ნას (აწ ქა­ლიშ­ვი­ლის) სა­ხე­ სა და მტევ­ნებს სა­გულ­და­გუ­ლოდ ამ­შვე­ნე­ბენ სვი­რინ­გე­ბით, სპე­ცია­ლუ­რი სიმ­ბო­ლოე­ბი­თა და ორ­ნა­მენ­ტე­ბით. სა­ბედ­ნიე­ როდ თუ საუ­ბე­დუ­როდ, სიყ­მაწ­ვი­ლეც და ინის სვი­რინ­გე­ბიც წარ­მა­ვა­ლია. მეო­რე მხრივ, ასაკს თა­ვი­სი პე­წი აქვს, ხო­ლო ინის სვი­რინ­გე­ბით არც სჯუ­ლი ირ­ღვე­ვა და არც სი­ნა­ნუ­ლი გიჩ­ნდე­ბა ჯეე­ლო­ბა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი სუ­ლე­ლუ­რი „ტა­ტუს“ გა­მო. ვეფ­ხიაც აგ­რძე­ლებს ამ­ბავს: „უნ­და ნა­ხო ჩვე­ნი პა­ტარ­ძლე­ბი, ქორ­წი­ლის დღეს ნაძ­ვის ხე­ სა­ვით სვი­რინ­გე­ბით მორ­თულ­ნი – ავი თვა­ლის­გან და­სა­ცა­ ვად, ოჯა­ხის სიწ­მინ­დის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. წარ­მო­გიდ­გე­ნია, რამ­დე­ნი უყუ­რებს ავი თვა­ლით ოჯა­ხუ­რი ბედ­ნიე­რე­ბის ზღურ­ ბლზე მყოფს? ხომ გსმე­ნია: „სიყ­ვა­რულს, ორ­სუ­ლო­ბას და აქ­ ლემ­ზე ჯი­რითს კა­ცი სხვის თვალ­თა­გან ვერ და­მა­ლავ­სო“? აქ­ლემ­ზე ჯი­რი­თის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. სა­მა­გიე­როდ, გა­გო­ნი­ლი მქონ­და ბერ­ბერ­თა ქორ­წი­ლის რი­ტუა­ლის გა­მაოგ­ ნე­ბე­ლი დე­კო­რა­ციე­ბის, ორ­ნა­მენ­ტე­ბის, სამ­კაუ­ლე­ბის შე­სა­ხ­ებ: ძვირ­ფა­სი თუ ნა­ხევ­რად ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნის­გან ნა­ჭე­დი და ათას­ნაი­რი ქვე­ბის­გან ნა­თა­ლი სამ­კაუ­ლე­ბით – ყელ­სა­ბა­მე­ბით, სა­მა­ჯუ­რე­ბით, ბეჭ­დე­ბით, მძი­ვე­ბით – შემ­კუ­ლი პა­ტარ­ძა­ლი სიმ­ბო­ლოე­ბით მორ­თულ ფარ­დაგს სწევს, ორ­ნა­მენ­ტე­ბით მო­ხა­ტულ კა­რავ­ში შე­დის და დგე­ბა ამ მოვ­ლე­ნის­თვის სა­გან­ გე­ბოდ დამ­ზა­დე­ბულ ხა­ლი­ჩებ­ზე. აქ მას სვი­რინ­გის ხე­ლოვ­­ნე­ბა­ში დაღ­ვი­ნე­ბუ­ლი დე­დე­ბი ხვდე­ბიან, ნახ­ში­რით წარ­ბე­ბის კონ­ტუ­რებს უგ­ვი­რის­ტე­ბენ, წამ­წა­მებს უგ­რძე­ლე­ბენ და უმ­ძი­მე­ბენ, ფე­რუ­მა­რი­ლით ლო­ყებს უსა­ლუ­ქე­ბენ, ხო­ლო ნი­კაპ­სა და ცხვირს ინის სვი­რინ­გით უმ­კო­ბენ.

„პურ­სა და წყალ­ზე გა­დაია­რე – ბა­რა­ქას თა­ვად ღმერ­თი მოგ­ცემ­სო“ – დას­კვნი­თი აკორ­დის სა­ხით მი­ნი­მა­ლიზ­მის­ კენ მო­მი­წო­დებს ვეფ­ხია, თვი­თონ კი, ნიშ­ნის მო­გე­ბით, საი­დან­ღაც საუც­ხოო ორ­ნა­მენ­ტე­ბით გა­ფორ­მე­ბულ პა­ტა­რა ხა­ლი­ჩას იღებს, შლის და უტ­ყვად მა­ნიშ­ნებს, საუ­ბა­რი უნ­და შევ­წყვი­ტოთ, ლოც­ვის დრო დად­გაო. ...მეო­რე დღეს მარ­თლაც და­ვა­დე­ქით ხევ­სუ­რე­თის­კენ მი­მა­ვალ გზას, თუმ­ცა ეს უკ­ვე სულ სხვა ის­ტო­რიაა. P.S. გაი­სად ჩე­მი ხევ­სუ­რი ძმად­ნა­ფი­ცე­ბი მიმ­ყავს „ბერ­ბე­რებ­ჩი“. რო­გორც მა­რო­კოე­ლე­ბი იტ­ყვიან: „ყვე­ლა გზას ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს“.

სა­ქორ­წი­ნო სუფ­რა­ზე ჭურ­ჭე­ლი: ნაირ­-ნაი­რი ფორ­მი­სა და ტე­ვა­დო­ბის დო­ქე­ბი, გო­ბე­ბი, ლარ­ნა­კე­ბი, თა­სე­ბი და სხვა­ ნიც ორ­ნა­მენ­ტე­ბის სიუხ­ვით გა­მოირ­ჩე­ვა. თა­ვად კერ­ძე­ბის დე­კო­რა­ციე­ბიც კი სიმ­ბო­ლურ დატ­ვირ­თვას ატა­რებს. ერ­თი სიტ­ყვით, ქორ­წი­ლი კი არა, სიმ­ბო­ლიზ­მის ზეი­მია! 20 VOYAGER 14/2019


ფაქტები

მაროკოს დედაქალაქია რაბატი

მაროკოს ისტორია რამდენიმე ათასწლეულს ითვ-

ყველაზე დიდი ქალაქი – კასაბლანკა. სხვა ძირითადი ქალაქებია – ფესი, აგადირი, უჯდა, ტანჟერი, მარაქეში და ნადორი. ქვეყნის მთავარი საპორტო ქალაქიც და დემოგრაფიულად ყველაზე მსხვილიც, კასაბლანკაა.

როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაროკო 1956 წლიდან ცხოვრობს.

ლის და სხვადასხვა კულტურის გავლენებს განიცდის. თუმცა ამ ისტორიის აღნუსხვა მავრიტანიის და ბერბერთა სხვა სამეფოების შექმნის დროიდან იწყება, დაახლოებით ძვ. წ. აღ-ით III საუკუნიდან. შემდეგ მავრიტანია რომის იმპერიის ნაწილი გახდა და რომაელებმა ადგილობ­რივებს – ნახევრად მომთაბარე ბერბერ მწყემსებს – მავრები შეარქვეს. ახ. წ. აღ.-ით მეშვიდე საუკუნიდან მაღრიბი არაბებმა დაიპყრეს და ბერბერების მიწაზე არაბული ენა და ისლამი ერთდროულად შეიტანეს. მაროკოს სახელმწიფო იდრისიდების დინასტიის მმართ­­­ვე­­ლობის ქვეშ 788 წელს დაარსდა.

1 მაროკოული დირჰამი = 0.28 ლარს.

რაბატი

მაღაზიების, სასტუმროებისა თუ რესტორნების უმრავლესობაში ანგარიშსწორება ევროშიც შესაძლებელია.

მკაცრად ისლამურ ქვეყნებს შორის მაროკო მაინც მკვეთრად დასავ­ ლური ორიენტაციის მქონე სახელმწიფოა და გმობს ისლამისტურექსტრემისტულ მიმართულებებს.

მაროკოს ეკონომიკა ძირითადად მომსახურების სექტორზეა დამყარებული.

1912 წელს, ხანგრძლივი კრიზისების შემდეგ, ხელი მო­ ეწერა ფესის ხელშეკრულებას და მაროკო საფრანგეთის პრო­ტექტორატი გახდა. იმავე წელს გაფორმებული მეორე ხელშეკრულებით, მაროკოს ტერიტორიის ნაწილი ეს­პა­ნეთის პროტექტორატად გამოცხადდა. ამ ორმაგი გავ­ლენის ქვეშ მაროკო 44 წლის განმავლობაში ცხოვ­ რობდა – ქვეყანას ფაქტობრივად კოლონიზატორთა მთავრობა მართავდა. ამ დროს მაროკოში ნახევარი მილიონი ევროპელი დასახლდა. გაიყვანეს თანამედროვე სატრანსპორტო სისტემა, გაათანამედროვეს სოფლის მეურნეობის სექტორი. მაროკოს მოსახლეობის გარკვეულ ფენებში მნიშვნელოვნად შეიცვალა კულტურული და სოციალური ფასეულობებიც. მაროკოული არაბული – ყველაზე გავრცელებული ენაა. ასევე საუბრობენ ბერბერულ ენებზე. ფრანგული კი ბიზნესის, დიპლომატიური ურთიერთობებისა და სამთავრობო საქმეების ენაა. მაროკოს მოსახლეობა 36 მილიონს აღწევს, მათი დიდი ნაწილი ზღვისპირა ქალაქებში ცხოვრობს. ქვეყნის 1835-კმ-იანი სანაპიროს მეოთხედი ხმელთაშუა ზღვაზეა, დანარჩენი – ატლანტის ოკეანეზე. მაროკოს გარდა ასეთი ორმხრივი გასასვლელი მხოლოდ საფრანგეთსა და ესპანეთს აქვს.

მაროკოს სამეფო ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სამეფო ოჯახია.

მეფე მუჰამად VI, რომელიც ქვეყანას 1999 წლიდან მარ­თავს, მაროკოს ყველაზე მსხვილი ბიზნესმენია. გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ 2017 წლის მონაცემებით, მუჰამად VI აფრიკის უმდიდრესი მეფეცაა 2-მილიარდიანი საერთო ქონებით. ის მართავს მაროკოს საინვესტიციო ჰოლდინგ­კომპანიას, ფლობს ფოსფატის უდიდეს საბადოს და ინ­ვესტიციებს ფინან­სურ, სადისტრიბუციო, სატელეკომუ­ ნიკაციო სექტორებშიც. ქვეყნის სახელწოდება მარაქეშის სახეცვლილი ფორმიდან მოდის. არაბულად მაროკოს „ალ-მაღრიბ“ ჰქვია. „მაღრიბ“ ფიგურირებს ქვეყნის ბერბერულ სახელშიც: TAMURT N LMAGHRIB.

21 VOYAGER 14/2019


მარაქეში

მაქმანიანი ქალაქი გა გა ლ ომიძე

გახ­სოვთ ფილ­მი „სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში 2“, რო­ცა ქე­რი აღ­მო­სავ­ ლურ ქო­შებს იძენს? ან სა­მან­ტას ფე­მი­ნის­ტუ­რი გა­მოს­ვლა ერ­ თ-ერთ სა­ხე­ლოს­ნო­ში? ფილ­მი მა­რა­ქეშ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, იმის მიუ­ხე­და­ვად, რომ თით­ქოს ოთ­ხი მე­გო­ბა­რი არ­და­დე­გებს აბუ და­ბი­ში ატა­რებს – რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გა­დამ­ღებ ჯგუფს არა­ბე­ თის გაერ­თია­ნე­ბულ საა­მი­როებ­ში ფილ­მის გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს და ამი­ტომ მათ მა­რა­ქე­ში არ­ჩიეს.

მა­რა­ქეშს მო­დას­თან არაერ­თი სხვა კავ­ში­რიც აქვს. მა­გა­ლი­ თად, აქ არის ივ სენ ლო­რა­ნის ქუ­ჩა და, რაც მთა­ვა­რია, ფრან­გი დი­ზაი­ნე­რის სა­ხე­ლო­ბის მუ­ზეუ­მი, კოს­ტიუ­მე­ბის კო­ლექ­ციე­ბით, სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცეე­ბით, კი­ნო­დარ­ბა­ზით, წიგ­ნის მა­ღა­ზიით და კა­ფე­თი – გა­ნუ­მეო­რე­ბე­ლი სი­ლა­მა­ზის ჟან­გის­ფე­რი შე­ნო­ ბა, ამა­ვე ფე­რის მაქ­მა­ნი­სე­ბუ­რი სა­და ორ­ნა­მენ­ტე­ბით, რო­მე­ ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რის ბრწყინ­ვა­ლე ნი­მუ­შია.

მა­რა­ქე­ში დღეს ტუ­რის­ტე­ბის ერ­თ-ერთ საყ­ვა­რელ და­სას­ვე­ნე­ ბელ ად­გი­ლად იქ­ცა. მა­რა­ქე­შის მე­დი­ნა – ბა­ზა­რი, სა­დაც ქე­რი თა­ვის შეუც­ვლელ სიყ­ვა­რულს – ეი­დენს ხვდე­ბა, ტუ­რის­ტე­ ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ სა­ნა­ხაო­ბად ით­ვლე­ბა. აქ შე­გიძ­ლიათ იხი­ლოთ არაჩ­ვეუ­ლებ­რი­ვი ხე­ლით ნა­კე­თი ხა­ლი­ჩე­ბი, ტყა­ვის ნივ­თე­ბი თუ ათა­სი ზღაპ­რუ­ლი სამ­კაუ­ლი. მა­რა­ქე­შის მთა­ვარ მოე­დან­ზე – ჯა­მა ელ­-ფა­ნა­ზე ყო­ველ­თვის ხალ­ხმრავ­ლო­ ბაა და ადამიანები ხან ქა­ბა­ბის მო­ლო­დინ­ში არიან, ხა­ნაც – სა­ლა­მურ­მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი გვე­ლის მომ­თვი­ნიე­რებ­ლე­ბის ირ­ გვლივ იკ­რი­ბე­ბიან და სა­ნა­ხაო­ბას ადევ­ნე­ბენ თვალს.

ტუ­რის­ტე­ბის მოყ­ვა­რულ ამ ქა­ლაქ­ში საკ­მაოდ ძვი­რად­ღი­რე­ბუ­ლი სას­ტუმ­როე­ბი­ცაა, ეგ­ზო­ტი­კუ­რი ბა­ღე­ბით და ფე­რა­ დი მარ­მა­რი­ლო­თი თუ ფი­ლე­ბით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი შად­რევ­ნე­ბით, მა­რო­კოუ­ლი სტი­ლის შე­ნო­ბე­ბი არ­ტ-დე­კოს ელე­მენ­ ტე­ბით.

მა­რა­ქე­შის ქუ­ჩებ­ში მუდ­მი­ვად გრძნობთ ათას­გვა­რი სა­ნე­ლებ­ლის, ხა­ნაც – მუშ­კის და ამ­ბა­რის სურ­ნელს, რომ­ლე­ბიც აღ­მო­სავ­ლურ ზღაპ­რებს და „ვის­რა­მიანს“ და მის ეპი­თე­ტებს მა­გო­ნებს. სწო­რედ მე­დი­ნა­ში გა­ვი­გე პირ­ვე­ლად, რა არის მუშ­კი და ამ­ბა­რი – ცვი­ლი­სე­ბუ­რი, სა­პო­ნის­მაგ­ვა­რი რამ, რო­მელ­საც თურ­მე შა­ნე­ლი სუ­ნა­მოე­ბის ბა­ზი­სად იყე­ნებს. მარ­თლაც, მუშ­კის და ამ­ბა­რის თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი სურ­ნე­ ლი მთე­ლი დღე ძლებს და თუ მე­დი­ნა­ში ვინ­მე მუშ­კ-ამ­ბარს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, აუ­ცი­ლებ­ლად შეი­ძი­ნეთ, არ ინა­ნებთ.

და, რა თქმა უნ­და, მა­რა­ქე­შის აე­რო­პორ­ტი – ხე­ლოვ­ნე­ბის ეს თა­ვი­სე­ბუ­რი ნი­მუ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მი­სი ინ­ტე­რიე­რი და მაქ­მა­ნი­ვით კედ­ლე­ბი და ჭე­რი, კედ­ლებ­ზე ში­გა­და­შიგ ცნო­ ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის დი­დი ფო­ტოე­ბით, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც ამ ქა­ლაქს ეს­ტუმ­რნენ. ხმაუ­რია­ნი მა­რა­ქე­ში პიკს სა­ღა­მოს, მზის ჩას­ვლი­სას აღ­წევს, რო­დე­საც ბა­ზარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის და დამ­თვა­ლიე­რებ­ლე­ბის ფუს­ფუსს და ფო­რიაქს მი­ ნა­რე­თი­დან მო­ლას ლოც­ვა ერ­თვის; მა­შინ, რო­ცა გამ­ყიდ­ვე­ ლე­ბი ნივ­თე­ბის ალა­გე­ბას იწ­ყე­ბენ და მზის ჩას­ვლის ფონ­ზე კა­ლა­თე­ბი­დან გად­მოც­ვე­ნი­ლი ფორ­თოხ­ლე­ბი ქვა­ფე­ნილ­ ზე მი­გო­რავს. თქვენ კი ამ დროს თვალს ადევ­ნებთ, რო­გორ ჩა­დის მზე ჟან­გის­ფე­რი შე­ნო­ბე­ბის მიღ­მა, რო­გორ ედე­ ბა ჩრდი­ლე­ბი საგ­ნებს და თან­და­თან რო­გორ მშვიდ­დე­ბა ხმაუ­რი – ამაოე­ბის ბა­ზა­რი.

22 VOYAGER 14/2019


მარაქეშის კულტურული ღონისძიებებისთვის, გირჩევთ, ასევე, მოძებნოთ: მარაქეშის ხელოვნების ბიენალე – თებერვალი-მარტი GOUT DE FRANCE DINNER – ფრანგული კულინარიის ზეიმი მარაქეშის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში RALLYE AICHA DES GAZELLES – ქალების ოფ-როუდ რალი მარაქეშის მარათონი.

ოდნავ მეტი ბაღების ქალაქზე

მარაქეშ­ში მა­ტა­რებ­ლი­თაც ჩახ­ვალთ, მის საერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში – თვით­მფრი­ნა­ვი­თაც და ავ­ტო­ბუ­სი­თაც. ზო­გა­­დად მა­რო­კო­ში გზე­ბი კარ­გია და ხან­გრძლი­ვი მგზავ­რო­ბა ამი­ ტო­მაც არ არის რთუ­ლი. მარაქეში­დან სა­ჰა­რა­საც მოი­ნა­ხუ­ ლებთ, თუ არა და – ფეს­სა და მეკ­ნესს მაინც, მა­ტა­რებ­ლით. პირ­ვე­ლი რჩე­ვა, რა­საც მარაქეშის კარ­გად მცნო­ბი მოგ­ზაუ­რე­ბი გვირ­ჩე­ვენ, ასე­თია: ტყუი­ლად ნუ დაიღ­ლით თავს რუ­ კებ­ში კირ­კი­ტით. რუ­კა მარაქეშ­ში არ ჭრის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი არ ჭრის მე­დი­ნა­ში, სა­დაც ახ­ლარ­თუ­ლი ძა­ფი­ვით ერ­თმა­ ნეთ­ში გარ­და­მა­ვა­ლი ქუ­ჩე­ბი Google-ის რუ­კებ­საც კი უბ­ნევს თავ­გზას. ამი­ტომ გა­მოი­მუ­შა­ვეთ თქვე­ნი „საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი“ და სცა­დეთ, დაი­მახ­სოვ­როთ, რო­გორ იც­ნოთ მი­სას­ვლე­ლი თქვენს სას­ტუმ­რომ­დე ან რია­დამ­დე. ესეც მეო­რე რჩე­ვა: ნუ იტ­ყვით უარს მა­რო­კოულ რია­დებ­ ზე – ფუ­ფუ­ნე­ბა, ში­და აუ­ზე­ბი, ჭრე­ლი მო­ზაი­კა – იქაც შეიძ­ ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ის დაგ­ხვდეთ, რი­თაც 4-5-ვარ­სკვლა­ვია­ნი სას­ტუმ­როე­ბი იწო­ნე­ბენ თავს. მარაქეშუ­ლი დი­ლა სა­ხუ­რავ­ ზე გაშ­ლი­ლი საუზ­მით რიად­შიც არა­ნაკ­ლებ სია­მოვ­ნე­ბას მოგ­გვრით. მე­დი­ნა­ში ხე­ტია­ლით თვა­ლე­ბაჭ­რე­ლე­ბულს და დაღ­ლილს (ვინ იცის, და­კარ­გვი­სა და რო­გორ­ღაც გზის გაგ­ ნე­ბის შემ­დეგ) კი ძა­ლიან გე­სია­მოვ­ნე­ბათ ჭრე­ლი მო­ზაი­კით გაწ­ყო­ბილ აუზ­ში გაგ­რი­ლე­ბა. მარაქეშ­ში ხომ ასე­თი უკი­დუ­ რე­სო­ბე­ბი ფა­სობს: აქ შიშს უცებ მოს­დევს შვე­ბა, დაღ­ლას და და­სიც­ხვას – გაგ­რი­ლე­ბა, ფუ­ფუ­ნე­ბას – სი­ღა­რი­ბე, აღ­მო­სავ­ ლურ ეს­თე­ტი­კას და­სავ­ლუ­რი დახ­ვე­წი­ლო­ბა, თუმ­ცა, შეიძ­ ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქი­თაც მოხ­დეს. ამის­გან და­საზ­ღვე­ ვად გვირ­ჩე­ვენ სწო­რედ გი­დის აყ­ვა­ნას მარაქეშ­ში. თან ჯობს,

გი­დი ყო­ველ­თვის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყოს, რო­მე­ლიც ნაკ­­ლებ ზღა­პარს და მეტ სა­სარ­გებ­ლო ინ­­ფორ­მა­ციას გვიამ­ბობს მარაქეშ­სა და მა­რო­კო­ზე. მარაქეშ­ში მოგ­ზაუ­რო­ბის და­გეგ­ მვი­სას გაით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ 2020 წელს მას აფ­რი­კის კულ­ტუ­რის დე­და­ქა­ლა­ქად გა­მოაც­ხა­დე­ბენ. ასე­თი ტი­ტუ­ლი პირ­ვე­ლად გაი­ცე­მა და მას სწო­რედ მარაქეში დაიმ­სა­ხუ­ რებს – ათა­სი წლის წინ აგე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც იუ­ნეს­ კოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის ძეგ­ლთა ნუს­ხა­ში ორ­ჯერ მოხ­ვდა. 1985 წელს – თა­ვი­სი მე­დი­ნის გა­მო, 2001 წელს კი – ჯა­მაა ლაფ­ნას მოედ­ნის გა­მო. 2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში იქ აფ­რი­კუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ბაზ­ რო­ბა გაიხ­სნა და პირ­ვე­ლად გაი­ღო აფ­რი­კუ­ლი თა­ნა­მედ­ რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზეუ­მის კა­რიც (მე­ტი: Museum of African Contemporary Art Al Maaden (Macaal)). 21 ივ­ნისს იქ კლა­სი­კუ­ რი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლი დაიწ­ყე­ბა. ოქ­ტომ­ბერ­ში კი მსოფ­ ლიო­ში ცნო­ბი­ლი IronMan-ის რბო­ლა პირ­ვე­ლად ჩრდი­ ლოეთ აფ­რი­კა­ში და სწო­რედ მარაქეშ­ში აი­ღებს სტარტს – თვა­ლის­მომ­ჭრე­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნაო­ბე­ბის ფონ­ზე, რო­ მელ­თა შო­რის მა­ჟო­რე­ლის ბა­ღე­ბი­ცაა. თუმ­ცა, მარაქეში სხვა დი­დე­ბუ­ლი ბა­ღე­ბის ქა­ლა­ქი­ცაა. იქაა ალ მაა­დე­ ნის სკულ­პტუ­რა­თა პარ­კი, მარაქეში­დან მიხ­ვალთ ანი­მას ბაღ­შიც (Jardin Anima), რო­მელ­საც არ­ტგა­ლე­რეაც აქვს და საო­ცარ შოუს მას­პინ­ძლობს მცე­ნა­რე­თა მო­ნა­წი­ლეო­ბით, ხო­ლო მე­დი­ნის შუა­გულ­ში, წი­ნას­წა­რი ჩა­წე­რით, კერ­ძო მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ „საი­დუმ­ლო ბაღ­საც“ ეწ­ვე­ვით – Le Jardin Secret (Rue Mouassine) ის­ლა­მუ­რი ბა­ღე­ბის და მა­თი კულ­ტუ­რუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შია.

23 VOYAGER 14/2019


მარაქეში

ღირსშესანიშნაობა

ელ ბადისა და ბაჰიას სასახლეები

TISKIWIN MUSEUM ტის­კვი­ნის მუ­ზეუ­მი მე­ზობ­ლად განთავ­სე­ბულ ორ რიად­შია გაშ­ლი­ ლი. ოთა­ხი­დან ოთახ­ში გა­დას­ვლით მა­რო­კოს ის­ტო­რიის სხვა­დასხვა ეპო­ქას, თე­მას და სფე­როს გაეც­ნო­ ბით.

მარაქეშ­თან ასე­ვე მდე­ბა­რეო­ბას ბა­ჰიას სა­სახ­ლე. ისიც სა­ნა­ხა­ვია – მეც­ხრა­მე­ტე საუ­კუ­ნის დი­დი მთავ­რის მა­მუ­ლი, სა­ დაც მთელ ქა­ლაქ­ში გა­მორ­ჩეუ­ლად ლა­მა­ზი მო­ხა­ტუ­ლი ჭე­რია. სა­სახ­ლის ეზოს სამ­ხრე­თით დაათ­ვა­ლიე­რეთ ერ­ თი დი­დი რია­დიც – რო­მელ­საც ისე­თი ხე­ხი­ლის ბა­ღი ახ­ლავს, სურ­ნე­ლე­ბას დიდ მან­ძილ­ზე აფ­რქვევს.

წამ­ყვა­ნი ხა­ზი ვაჭ­რო­ბას უჭი­რავს – რია­დებ­ში სია­რუ­ლით შეძ­ლებთ წარ­მო­სახ­ვა­ში აღად­გი­ნოთ უძ­ვე­ ლე­სი მარ­შრუ­ტი, რო­მელ­საც ვაჭ­რე­ ბი ძლე­ვა­მო­სი­ლი სა­ჰა­რი­დან ტიმ­ ბუკ­ტუმ­დე გა­დიოდ­ნენ და წარმოიდ­ გი­ნოთ იმ ადა­მია­ნე­ბის ცხოვრე­ბა, რომ­ლე­ბიც გაც­ვლა-­გა­მოცვლის ამ გრძელ და მრა­ვალ­ფე­რო­ვან გზა­ზე ცხოვ­რობ­დნენ.

ელ ბა­დის სა­სახ­ლე კი („შეუ­და­რე­ბე­ ლი სა­სახ­ლე“) მე­თექ­ვსმე­ტე საუ­კუ­ ნის ბო­ლოს აგე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ ლი ან­სამ­ბლია, რო­მე­ლიც საა­დიელ­მა სულ­თან­მა აჰ­მედ ალ­-მან­სურ დჰაჰ­ბიმ პორ­ტუ­გა­ლიელ­თა არ­მიის და­მარ­ცხე­ ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად აა­შე­ნე­ბი­ნა. ამი­ტომ ეს სა­სახ­ლე გა­მარ­ჯვე­ბის ზეიმს აღ­ნიშ­ ნავს არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში და დი­დე­ბუ­ლე­ ბას დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს. ქვის დე­რეფ­ ნებ­ში, მა­ღა­ლი კედ­ლე­ბით შე­მო­საზ­ ღვრულ გვი­რა­ბებ­ში ხე­ტია­ლი და აქაუ­ რი წარ­სუ­ლის უკეთ გაც­ნო­ბა დრო­ში მოგ­ზაუ­რო­ბას ჰგავს.

მუ­ზეუმ­ში წარმოდ­გე­ნი­ლია კარ­ვე­ბი, ხა­ლი­ჩე­ბი, კა­ლა­თე­ბი, ხელ­საწ­ყოე­ ბი, ძვირ­ფა­სეუ­ლო­ბა და ყო­ფი­თი კულ­ტუ­რის სხვა ნი­მუ­შე­ბი. 8 Rue de la Bahia

მარაქეშის მუზეუმი

palais-el-badi.com

თა­ვად შე­ნო­ბაც, რო­მელ­შიც ეს მუ­ ზეუ­მია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ის­ტო­რიუ­ ლია. ფრან­გუ­ლი კო­ლო­ნია­ლიზ­მის ხა­ნამ­დე იქ მა­რო­კოს თავ­დაც­ვის მი­ ნის­ტრის რე­ზი­დენ­ცია იყო. შემ­დეგ ქალ­თა სკო­ლად გა­დაა­კე­ თეს, მე­რე კი – მუ­ზეუ­მად. ამ შე­ნო­ ბა­ში ახ­ლა თავ­მოყ­რი­ლია მა­რო­ კოუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის, არ­ქეო­ლო­ გიი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფიის მრა­ვალ­ფე­ რო­ვა­ნი ნი­მუ­შე­ბი – დო­კუ­მენ­ტე­ბი, მო­ნეტე­ბი, კე­რა­მი­კა, ტან­საც­მე­ლი, ხელ­ნა­წე­რე­ბი. Museum of Marrakech, Place Ben Youssef

ჰამამი

LES BAINS DE MARRAKECH

ჰა­მა­მი აუ­ზია­ნი, ორ­თქლის ოთა­ხია, თურქულ აბა­ნოს ჰგავს და იქ სია­რუ­ლი მა­რო­კოე­ლე­ბის­თვის ყო­ველ­დღიუ­ რი ყო­ფის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

ეს ერ­თ-ერ­თია მარაქეშ­ში ახ­ლა უკ­ ვე მო­დად ქცეუ­ლი კერ­ძო ჰა­მა­მე­ბს შორის. ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი სტუ­მა­ რი იქ წყვი­ლე­ბი – შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი

ოხ­ში­ვა­რა­დე­ნილ აბა­ნო­ში ბა­ნაო­ბას მა­საჟი მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე და ეს მა­სა­ ჟი, რო­გორც ხშირად აღწერენ, „კანის გამოცვ­ლას“, „თავიდან დაბადებას“ ჰგავს. ხშირად ტურისტები ცნობილი და ფეშენე­ბელური სასტუმროების, „ლა მამუნიასა“ და „როიალ მანსურის“ ჰამამებში სტუმ­რობას არჩევენ ხოლმე, თუმცა, მარაქეშს სხვა ბევრი არანაკლებ სუფთა და კომფორტული ჰამამი აქვს.

ან მე­გობ­რე­ბი არიან. სპე­ცია­ლუ­რად მათ­თვის ორად­გი­ლია­ნი სა­მა­სა­ჟე ოთა­ხე­ბი და ორად­გი­ლია­ნი აბა­ნოე­ბი აქვთ – ანუ წყვილს სა­შუა­ლე­ბას აძ­ ლე­ვენ და­მამ­შვი­დე­ბელ, შვე­ბის მომგვრელ გა­რე­მო­ში გა­ნი­ბა­ნონ და გა­ნიტ­ ვირ­თონ. კონ­ცეფ­ციის შემ­ქმნე­ლი და ავ­ტო­რი მა­რო­კოულ ნა­წარ­მზე და­ფუძ­ნე­ბულ, 100%-ით ბუ­ნებ­რივ და ფრან­გულ პრო­ დუქ­ციას ლა­ბო­რა­ტო­რიულ კვლე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით ქმნის. ეს კი ნიშ­ნავს, რომ კომ­ფორ­ტი და ექ­სპერ­ტუ­ლი მოვ­ლა-­ გაა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა ამ მა­რო­კოულ სპა­ ში სტუმ­რებს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვთ. lesbainsdemarrakech.com

24 VOYAGER 14/2019


გირჩევთ

სალომე მოქია Gbe.ge-ს დამფუძნებელი

KOUTOUBIA MOSQUE ეს ცნობილი მეჩეთი მედინის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და მარაქეშის ყველაზე დიდი მეჩეთია. პირველი მეჩეთის მშენებლობა 1147 წელს დაიწ­­ყეს და XII საუკუნის ბოლომდე რამდენჯერმე შეცვალეს. შემდეგ იქვე, მე­ორე მეჩეთის მშენებლობაც დაიწყეს. ეს ისტორიული ნაგებობები თავისი მინარეთით ისლამური არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშებია. აქაურობას რამდენიმე სახელი აქვს, თუმცა თითოეული მათგანი უკავშირდება არაბულ სიტყვას, რომელიც „წიგნის გამყიდველს“ ნიშნავს და ეხმიანება მარაქეშის ბაზარში წიგნებით ვაჭრობის ტრადიციას – ერთ-ერთი წყაროს მი­ხედ­ვით, ამ ადგილზე 100-მდე წიგნებით მოვაჭრე ყიდდა წიგნებს.

BEN YOUSSEF MADRASA მოზაიკა, სტუკოს ტექნიკა, ხის ორნა­ მენტები, სივრცეთა კლასიკური განაწილება – შუაში მოქცეული დიდი ეზო, ეზოს ცენტრში – აუზი, გვერდებზე განლაგებული ღია გალერეები და სტუდენტების საცხოვრებლები – ბევრი მოგზაურის აზრით, ბენ იუსეფის მედრესე შუა საუ­კუნეების ერთ-ერთი ყველაზე შთამ­ბეჭდავი არქიტექტურული ნიმუშია, რომელიც ინსტრაგრამის ვარსკვლა­ ვიცაა – მარაქეშში ნამყოფი ტურისტების ფოტოებზე ძალიან ხშირად ხვდება. ყველას ხიბლავს თავისი თაღოვანი არქიტექტურით, დერეფნებით, მოზა­ იკით, ყურანიდან ამოკრებილი წარ­ წერებით. ამ ადგილის გადაღება ყველას შეუძლია, განსხვავებით მეჩეთებისგან, რომლებიც ტურისტების კამერებისთ­ვის მიუწვდომელია. დღეს აქაურობა ისლამური ისტორიის ცენტრია, თავისი აღზევების პერიოდში კი ყველაზე დიდი ისლამური სასწავლებელი იყო მაროკო­ში.

პირველად მარაქეშში 2014 წელს ჩა­ვედი. ქორწილში დაგვპატიჟეს. მა­ნამდე რაც მენახა, ყველაფრისგან განსხვავდებოდა. ისე­თი ეკლექ­ ტური აღმოჩნდა, მსგავსს არაფერს ველო­დი. ცენტრში ანუ მედინაში რომ შედი­ხარ, ყველა სახლი, მათ შორის, სა­მეფო სასახლეც ერთი ფერისაა, ნა­რინჯისფერში გარდამავალი მოწი­თა­ლო ფერის. პირველ რიგში, ბაზარში წასვლა გვირჩიეს. უზარმაზარი მოედანია, სადაც ბევრი ადამიანი დადის ქვე­წარმავ­ლებით. ვითომ მოშინაუ­რებულგაწვრთნილი ჰყავთ, მაგრამ ჩემთვის საშიში იყო. ყველა დაგდევს, ყიდვას გაძალებს. აუცილებლად უნდა შეევაჭრო. თუ ფასზე ადვილად და­თანხმდი, ესე იგი, კარგად არ ევაჭრე და კიდევ უნდა გააგრძელო. ბაზრებში ყველაფერი იყიდება, სუნელებიდან დაწყებული, ტანსაცმლით დამთავრებული. ჰოდა, ამ ქაოსსა და ლაბი­რინთში დავიკარგეთ. საბოლოოდ კი გავიგნეთ გზა, მაგრამ ძალიან შევშინდით. იქ ერთი გამორჩეული, ფარდის უკან დამალული მაღაზი­აცაა – Fils D’or, რომელშიც ისე ვერ მოხვდები, თუ არ მიგასწავლეს. სულ ერთი პატარა ოთახია, მაგრამ ყველასგან განსხვავებული და ხარისხიანი ჯელაბა იყიდება. ფერადი ჭაღები და სანათები თვალს აჭრელებს. მათი შემყურე, ზოგჯერ ფიქრობ, რომ 1001 ღამის ზღაპარში მოგზაურობ. მედინა ძალიან ეკლექტურია. სეირნობ, თითქოს ერთი ტიპის სახლები გხვდება და უცბად რომელიმე ჩვეულებრივი კარის მიღმა გამაოგნებელ სასახლეს გადაეყრები. ზუსტად ასეთ სასახლეში იყო ქორწილიც – ორდღიანი ზეიმი – პირველი საღამო მეგობრებისთვის, მეორე უკვე ყველა სტუმრისთვის. პირველ დღეს ყველას მაროკოული სამოსი უნდა სცმოდა. ნაირ-ნაირი ჯელაბები. ძალიან ლამაზი სანახაობა გამოვიდა. მაროკოელები თბილი ხალხია, მხიარული და სტუმართმოყვარე. როგორც ჩვენ ვშლით სუფრებს, ისინიც ასე შლიან, თავიანთი ტრადიციული კერძებით. საჭმელი ამ ქვეყანაში უგემრიელესია. სუნელებს ჩვენზე მეტად იყენებენ. საკმაოდ უსაფრთხო ქვეყანაა, საშიში არაფერი გადაგვ­ხდენია, მაგრამ მაინც მაფორიაქებდა ეს უცხო კულტურა. გზაზე შეიძლება შეგვხვედროდა ერთი მოპედით მოგზაური მთელი ოჯახი – მცირეწლოვანი ბავშვებით – და ყველა უჩაფხუტოდ. მედინის ვიწრო ქუჩებშიც სულ მოპედებს დააქროლებენ. აუცილებლად უნდა დაათვალიერო მარაქეშში 5-სარ­თულიანი, უსასრუ­ლო მაღაზია. ადიხარ, ადიხარ ვიწრო კიბეებით და აღარ მთავრდება. თითქოს სტუმრად ხარ სახლში – სახლური გარემოა, ხან აივანზე ჩამოჯდები, დაისვენებ, მერე ისევ გააგრძელებ. ამ მაღაზიაში ყვე­ლა­ფერია სახლისთვის, ავეჯით დაწყე­ბული, დეკორის მცირე დეტალებით დამთავრებული, სართულებად ერთ­­მა­ნეთზე დაწყობილი ჭრელი ხა­ლიჩები, ჭაღები. კაიაკისა და სერფინგის მოყვარუ­ლებს შეუძლიათ ელ-ს­უვაირას და უფრო სამხრეთ სანაპიროებზე იქროლონ ტალღებზე. კარგი ადგილებია. ცალკე უნდა ვილაპარაკო ცაზე. მარაქეშში ღამე ცაში ყურება ნამდვილი ჯადოსნობაა. ისეა მოჭედილი ვარსკვ­ლავებით, გგონია, რომ ყველას ხედავ, რაც კი არსებობს. მეორე სა­ნახაობაა გამთენიის ცა. ასეთი ფერები არსად მინახავს.

25 VOYAGER 14/2019


მარაქეში სასტუმროები

სას­ტუმ­რო თა­ვის ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრე­მია­საც გას­ცემს ყო­ველ­წლიუ­რად, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­ რუ­ლი პრი­ზია მა­რო­კო­ში. 2015 წელს ეს პრი­ზი ფრან­გ-მა­რო­ კოელ მწე­რალს, ლეი­ლა სლი­მა­ნის გა­დაე­ცა. აქაუ­რო­ბას სპე­ბი­სა და აუ­ზე­ბის გა­მოც სტუმ­რო­ბენ. ორი ტრა­დი­ციუ­ლი ჰა­მა­მი, 10 მულ­ტი­ფუნ­ქციუ­რი სივ­რცე, ბალ­ნეო­ თე­რა­პიის დიაგ­ნოს­ტი­კუ­რი ოთა­ხი, სა­რე­ლაქ­სა­ციო ოთა­ხი, ჯა­კუ­ზი, კი­ნე­ტი­კუ­რი სა­ვარ­ჯი­შოე­ბის დარ­ბა­ზი – ეს და სხვა ფუნ­ქციუ­რი სივ­რცეე­ბი 2.500 კვ.მ-ზეა გა­და­ჭი­მუ­ლი. ცალ­კე დღე­სას­წაუ­ლია კუ­ლი­ნა­რიის გან­ხრით. ფრან­გუ­ლი, იტა­ლიუ­რი, ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის და მა­რო­კოუ­ლი რეს­ტორ­ ნე­ბი დახ­ვე­წილ, მა­ღა­ლი კლა­სის კუ­ლი­ნა­რიულ ზეი­მებს უწ­ყო­ბენ სტუმ­რებს. Avenue Bab Jdid www.mamounia.com

LA MAMOUNIA სა­სახ­ლე-­სას­ტუმ­რო მარაქეშ­ში. მარაქეშის ურ­ბა­ნუ­ლი ქსო­ვი­ლის ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლე­ლი ნა­წი­ლი თა­ვი­სი ის­ტო­ რიით, ფე­რე­ბი­თა და ტრა­დი­ციე­ბით. შან­სი, თქვენც გა­მოს­ ცა­დოთ მა­რო­კო­ში ცხოვ­რე­ბის მა­ღა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა – ასე­ თია ხუთ­ვარ­სკვლა­ვია­ნი La Mamounia, რო­მე­ლიც სტუმ­რებს ჩვეუ­ლებ­რივ ოთა­ხებ­საც სთა­ვა­ზობს, მა­ღა­ლი კლა­სის ნო­ მერ­-ლუქ­სებ­საც და რია­დებ­საც კი. სას­ტუმ­როს ებ­მის თვალ­ წარ­მტა­ცი ბა­ღე­ბიც, რომ­ლე­ბიც პრინც ალ­’მა­მუ­ნის სა­ქორ­წი­ ნო სა­ჩუ­ქა­რი იყო მეთ­ვრა­მე­ტე საუ­კუ­ნე­ში. დღეს იქ 700 ფორ­თოხ­ლის ხე, 5 ათა­სი ვარ­დის ბუჩ­ქი, კაქ­ტუ­სის 21 სა­ხეო­ ბა, პალ­მის ხეე­ბის 6 სა­ხეო­ბა და 200 ზე­თის­ხი­ლი ხა­რობს. თა­ვი­სი დახ­ვე­წი­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რით, მო­ზაი­კით, შად­რევ­ნე­ ბით, აუ­ზე­ბით, არა­ბულ­-ან­და­ლუ­სიუ­რი დე­კო­რი­თა და ხე­დე­ ბით, უამ­რა­ვი მწერ­ლის და მხატ­ვრის ინ­სპი­რა­ციაც გამ­ხდა­რა. აქ ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას პა­ტივს მდიდ­რუ­ლი ბიბ­ ლიო­თე­კი­თა და დროე­ბი­თი გა­მო­ფე­ნე­ბი­თაც მია­გე­ბენ.

ნტული, კოხტა ხეივნებითა და სა­იდუმლო გასასვლელებით. „როიალ მანსურში“ 53 ასეთი საცხოვრებელია მოწყობილი – თითო – სამი სარ­თულით და თვალისმომჭრელი ფუფუ­ნებით. იქვეა ოთხი რესტორანი, რო­მელთაც მიშლენის ვარსკვლავის მფლო­ბელი შეფმზარეული მართავს. ცალკე სამოთხის კარი იღება „როიალ მან­სურის“ ბაღებში, ცალკე – სპა-ცენტრში. სასტუმრო დამსვენებლებს საინტერესო აქტივობებს ბავშვებისთ­ვისაც სთავაზობს.

ROYAL MANSOUR სასტუმროების მაღალი კლასის სტან­დარტს რა კომპონენტებიც განსაზღვ­რავს, როიალ მანსური ამ ყველაფრის ერთობლი­ობააო, ამბობენ. მარაქეშის ჯამა ელ-ფანას მოედნიდან რამდენიმე ნაბიჯში მდებარე სასტუმრო მოგზა­ურებს უნიკალურ კონცეპტს სთავაზობს – მედინა მედინაში. ამიტომაც ამ სასტუმროს ნომრებისა და ნომერ-ლუქსების ნაცვლად მდიდ­რული რიადები აქვს – მედინაში მიმოფა26 VOYAGER 14/2019

Rue Abou Abbas El Sebti www.royalmansour.com


გირჩევთ

მაკა კვიციანი კომპანია დალოოდის კრეატიული დირექტორი მა­რო­კო ორ­გა­ნი­კე­ბის ჰა­ბი და სი­ლა­მა­ზის პრო­დუქ­ტე­ბის სა­მოთ­ხეა. ჩვენ და­სას­ვე­ნებ­ლად ვი­ყა­ვით, სას­ტუმ­რო „ა­მან­ჯე­ნა­ში“. უტო­პიუ­რი სი­ლა­მა­ზის ად­გი­ლია. თა­ვი ზღა­პარ­ში გგო­ნია. მა­რო­კოს ფე­რე­ბი, არო­მა­ტე­ბი, სიმ­შვი­დე დაუ­ვიწ­ყა­რია.

LA SULTANA ამ სა­ხე­ლით მა­რო­კო­ში ორი სას­ტუმ­ როა, ერ­თი ოკეა­ნის პი­რა­საა და შე­ სა­ბა­მი­სი კონ­ცეფ­ციი­საა, მარაქეში­სა კი ხუთ­ვარ­სკვლა­ვიან ფუ­ფუ­ნე­ბას – თვა­ლის­მომ­ჭრელ ფე­რებს, ხა­რისხს, ფაქ­ტუ­რებს სთა­ვა­ზობს სტუმ­რებს მე­ დი­ნის შუა­გულ­ში. „ლა სულ­ტა­ნას“ სტანდარტული და პრემიუმ კლასის ნომრების მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი აქვს, თა­ვი­სი გრან­დიო­ზუ­ლი აბა­ნო და სა­ცუ­რაო აუ­ზიც, კუ­ლი­ნა­რიულ ვორ­ ქშო­ფებ­საც მას­პინ­ძლობს და სტუმ­რებს საავ­ტო­რო კოქ­ტეილს უმ­ზა­დებს, რო­ მელ­საც ასე ჰქვია: „ივ სენ ლო­რა­ნი მა­ ჟო­რელ­ში“. 403 rue de la Kasbah www.lasultanahotels.com/marrakech

ეს ქვე­ყა­ნა გას­ტრო­ნო­მიუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც საინ­ტე­რე­სოა. ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­რო­კოუ­ლი საჭ­მე­ლი სას­ტუმ­რო Royal Mansour-ის რეს­ტო­რან­ში მო­მე­წო­ნა. ამ მიშ­ლე­ნის ვარ­სკვლა­ვის მქო­ნე რეს­ტო­რან­ში მა­რო­კოუ­ლი სამ­ზა­რეუ­ლოს ფიუ­ჟე­ნის და­გე­მოვ­ნე­ბა შე­გიძ­ლია. ასე­ვე ძა­ლიან საინ­ტე­რე­სოა ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­რო­კო­ში მზად­დე­ბა და სხვა­დას­ხვა ბა­ზარ­ში შე­გიძ­ლია ყიდ­ვა. ესაა მა­რო­კოე­ლე­ბის ფე­რა­დი ნაჭ­რე­ბი, ტრა­დი­ციუ­ლი ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი, ჩაი, სუ­ნე­ლე­ბი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­დუქ­ცია სი­ლა­მა­ზის ხა­ზით. საო­ცა­რი ზე­თე­ბი აქვთ. მა­რო­კო­დან აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და წა­მოი­ღო არ­გა­ნის ზე­თი, სუ­ნე­ლე­ბი, ჭი­ლის ნაქ­სო­ვი ჩან­თე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბა­ზარ­ში შე­გიძ­ლია იყი­დო. თავ­გა­და­სა­ვა­ლი, რაც მა­რო­კო­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და გა­დაიხ­დი­ნო – სა­ფა­ რი-­ტუ­რია. ჩვენ აქ­ლე­მე­ბით არ წავ­სულ­ვართ, კვად­რო­ციკ­ლე­ბით წა­ვე­დით. მგო­ნია, რომ ასე სჯობს – უფ­რო სწრა­ფად და­დი­ხარ და მე­ტად ამა­ღელ­ვე­ბე­ ლი­ცაა. უდაბ­ნო­ში ბერ­ბე­რე­ბიც გა­ვი­ცა­ნით, სახ­ლში (თუ შეიძ­ლე­ბა ასე და­ვარ­ ქვათ) შეგ­ვი­პა­ტი­ჟეს და მა­რო­კოუ­ლი ჩაი დაგ­ვა­ლე­ვი­ნეს, პიტ­ნით. სას­ტუმ­როებ­ში რო­ცა შე­დი­ხარ, მე­რე ჭირს იმის წარ­მოდ­გე­ნა, რაც ხდე­ბა გა­რეთ. სულ სხვა რეა­ლო­ბაა, ძა­ლიან შე­ჭირ­ვე­ბით ცხოვ­რო­ბენ ად­გი­ლობ­ რი­ვე­ბი. ოდეს­მე კი­დევ თუ წა­ვალ მა­რო­კო­ში, სას­ტუმ­რო „ა­მან­ში“ წა­ვალ და გა­რეთ არც გა­მო­ვალ, იმი­ტომ რომ ბაზ­რე­ბი, ძვე­ლი ქუ­ჩე­ბი – ძა­ლიან ხალ­ხმრა­ვა­ლი ად­გი­ლე­ბია და ჩემ­თვის რთუ­ლი სივ­რცეე­ბია სა­მოძ­რაოდ, და­სას­ვე­ნებ­ლად.

27 VOYAGER 14/2019


მარაქეში რესტორნები

LA MAISON ARABE ეს რეს­ტო­რა­ნი ცნო­ბილ სას­ტუმ­რო­შია გახ­სნი­ლი, რო­მე­ლიც 1990-ია­ნი წლე­ბი­დან ულ­ტრა­ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი ღა­მის გა­სა­თე­ვია მა­რა­ქეშ­ში. თუმ­ცა ის­ტო­რია კი­დევ უფ­რო ძვე­ლი დროი­დან იწ­ყე­ბა, რო­ცა მეო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ ბის შემ­დეგ, 1940-იან წლებ­ში, ორ­მა ფრან­გმა ქალ­მა იქაუ­­რო­ბა დახ­ვე­წი­ლი კუ­ლი­ნა­რიის ცენ­ტრად გა­დააქ­ცია. მის ცნო­ ბილ სტუმ­რებს შო­რის ყო­ფი­ლან უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლი, ჯე­კი კე­ნე­დი და ერ­ნესტ ჰე­მინ­გუეი.

ახ­ლა, ამ რეს­ტო­რან­ში, სა­ღა­მოო­ბით, ცრემ­ლის ფორ­მის ლამ­ფე­ბი ანა­თებს, არა­ბულ­-ან­და­ლუ­სიუ­რი ცოც­ხა­ლი მუ­სი­კა ქმნის ფონს და გან­წყო­ბა კი­დევ უფ­რო რო­მან­ტი­კუ­ლი ხდე­ ბა, თუ ცხე­ლი წყლით სავ­სე აუ­ზის გვერ­დით, ეზო­ში მიუს­ხდე­ ბით მა­გი­დას. კერ­ძე­ბი – ტრა­დი­ციუ­ლი, მა­რო­კოუ­ლია, მათ შო­რი­საა ბერ­ბე­რე­ბის ბოს­ტნეუ­ლის ტა­ჟი­ნიც. Derb Assehbi www.lamaisonarabe.com

JNANE TAMSNA Palmerie მა­რა­ქე­შის მდიდ­რუ­ლი უბა­ნია, აქ უზარ­მა­ზა­რი რე­ზი­დენ­ციე­ბი და მა­მუ­ლე­ბი აქვთ საუ­დის არა­ბე­თის პრინ­ ცებ­სა თუ იტა­ლიუ­რი ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვებს. თუმ­ცა, ეს რეს­ტო­რა­ნი ამ გა­მოკ­ვე­თი­ლად მდიდ­რულ ფონ­ზე კი­დევ უფ­ რო სა­და და საინ­ტე­რე­სოა. მას საფ­რან­გეთ­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი სას­ტუმ­როე­ბის მე­ნე­ჯე­რი, დი­ზაი­ნე­რი და ხე­ლოვ­ ნე­ბის კო­ლექ­ციო­ნე­რი მე­რიენ ლუმ­-მარ­ტი­ნი და მი­სი ეთ­ნო-­ ბო­ტა­ნი­კო­სი მეუღ­ლე მარ­თა­ვენ და ახერ­ხე­ბენ, რეს­ტო­რან­ში სა­და, მაგ­რამ მომ­ხიბ­ვლე­ლი ეს­თე­ტი­კა შექ­მნან. მა­გი­დე­ბის ნა­წი­ლი ზე­თის­ხი­ლის ხეებს ქვეშ, აუზ­თა­ნაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, კერ­ძებს კი სა­კუ­თარ ბაღ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ბოს­ტნეუ­ლი­თა და სა­კაზ­მე­ბით ამ­ზა­დე­ბენ. www.jnane.com/jnane-tamsna

TERRACE DES EPICES ეს რეს­ტო­რა­ნი შე­რი­ფას სუ­კის სა­ხუ­რავ­ზე მდე­ბა­რეობს და ზედ­გა­მოჭ­რი­ლია ლა­ბი­რინ­თე­ბად ახ­ლარ­თულ სუ­კებ­ში და­ კარ­გვი­სა და სა­ყიდ­ლებ­ზე სია­რუ­ლის შემ­დეგ გან­სატ­ვირ­ თად. სა­სია­მოვ­ნო მუ­სი­კა უკ­რავს, მა­გი­დებს მხურ­ვა­ლე მზის­ გან ქოლ­გე­ბი იცავს, იქ­ვეა ბა­ლი­შე­ბით გაწ­ყო­ბი­ლი ტენ­ტე­ბიც. რაც მთა­ვა­რია, მე­ნიუ შე­რეუ­ლია – მა­რო­კოულ კერ­ძებ­თან ერ­თად, ბარ­ბე­კიუ და ჩიზ­ბურ­გე­რიც აქვთ. დე­სერ­ტის არ­ჩე­ ვა კი ქვე­და სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე სა­კონ­დიტ­რო Patisserie des Epices-ში შე­გიძ­ლიათ. Sidi Abdel Aziz, 15 souk cherifia www.terrassedesepices.com 28 VOYAGER 14/2019


გირჩევთ

ნინო ელიავა კომპანია More is Love-ის კრეატიული დირექტორი და თანადამფუძნებელი

უფ­რო უსაფ­რთხოდ და მშვი­დად თავს ქა­ლაქ­ში მა­მა­კაც­თან ან ად­გი­ლობ­რივ­თან ერ­თად სია­რუ­ლი­სას ვგრძნობ­დი. ად­ გი­ლობ­რი­ვი თან­მხლე­ბი თუ გყავს, იმა­შიც გეხ­მა­რე­ბა, რომ ბა­ზარ­ში არა­ფე­რი მო­გატ­ყუონ. ჭრე­ლი მო­ზაი­კე­ბი, აქ­ლე­მე­ ბი, ფე­რა­დი ნაჭ­რე­ბი და არ­ქი­ტექ­ტუ­რა. საო­ცა­რი სამ­კაუ­ლე­ბი და ლარ­ნა­კე­ბი, ულა­მა­ზე­სი ჯე­ლა­ბე­ბი, საინ­ტე­რე­სო კერ­ძე­ბი – ეს ყვე­ლა­ფე­რია მა­რო­კო.

ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი და საო­ცა­რი ენერ­გე­ტი­კის მა­ ტა­რე­ბე­ლი ჩემ­თვის მა­რო­კო­ში ივ სენ ლო­რა­ნის სახ­ ლ-მუ­ზეუ­მია. მსგავ­სი სი­ლა­მა­ზე, ფე­რე­ბი, ფორ­მე­ბი და ფაქ­ტუ­რე­ბი რთუ­ლად რომ კი­დევ სად­მე შეგ­ხვდეს. მა­ რო­კო­ში მოგ­ზაუ­რო­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ ლო­ვა­ნია, სას­ტუმ­რო სწო­რად შეარ­ჩიოთ. ორ­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი, ერ­თხელ სას­ტუმ­რო La Mamounia-ში, მეო­რედ – Amanjena-ში. ეგ­რე­ვე საო­ცარ გან­წყო­ბას ქმნიან და მგო­ ნია, რომ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზად წარ­მოა­ჩე­ნენ ამ ქვე­ყა­ნას. სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რია­ზე ყვე­ლას სურ­ვი­ლი­სა­მებრ შეუძ­ლია ჩაც­მა, მაგ­რამ ქა­ლაქ­ში, სიც­ხის მიუ­ხე­და­ვად, მაინც ჯობს, და­ხუ­რუ­ლი სა­მო­სი ატა­როთ.

ერ­თი ძა­ლიან უც­ნაუ­რი და გემ­რიე­ლი კერ­ძი და­მა­მახ­სოვ­ რდა – თან მთა­ვა­რი კერ­ძი იყო და თან დე­სერ­ტი. მთა­ვარ ინ­გრე­დიენ­ტად ქათ­მის ხორ­ცი ჰქონ­და, ტკბი­ლად შე­ზა­ვე­ბუ­ ლი, და­რი­ჩი­ნით, შაქ­რის პუდ­რი­თა და ქიშ­მი­შით. საინ­ტე­რე­ სო სინ­თე­ზი იყო. თვი­თონ მა­რო­კოც ასე­თი უც­ნაუ­რი სინ­თე­ ზია, რო­მე­ლიც მუ­დამ გე­მახ­სოვ­რე­ბა – თით­ქოს, არა­ბუ­ლი, თით­ქოს, აფ­რი­კუ­ლი, აშ­კა­რად ფრან­გუ­ლიც, მაგ­რამ მაინც საოც­რად აუ­თენ­ტუ­რი ქვე­ყა­ნა. …ქორ­წი­ლი, რო­მელ­საც და­ვეს­წა­რით, უდაბ­ნო­ში იყო. მე­ფე და პა­ტარ­ძა­ლი სპი­ლოე­ბით შე­მო­ვიდ­ნენ ქორ­წილ­ში, უკან უმ­შვე­ნიე­რე­სი ქა­რა­ვა­ნი მოჰ­ყვე­ბო­დათ, სიზ­მა­რი­ვით იყო…

29 VOYAGER 14/2019


მარაქეში რესტორნები

CHEZ CHEGROUNI ამ ადგილზე განსაკუთრებული კერძების გამო არ დადიან, ზოგიერთი, საკითხში კარგად გაცნობიერებული სტუმარი, პირდაპირ სახურავისკენაც მიდის – იქ, ტერასიდან ხელისგულივით ჩანს მთელი ჯამა ელ-ფანა. ასე რომ, სასმელი – პიტნის ჩაი, ან რამე უბრალო წასახემსებელი – ომლეტი, ან ჰარირას წვნიანი, მაგიდა მოაჯირთან ახლოს და დაუვიწყარი, თვალისმომჭრელი შოუ გარანტირებული გაქვთ. 46 Jemaa el Fna

AL FASSIA ამ რესტორანს, რომლის კონცეფციაცაა ტრადიციული სამზარეულოს ახლე­ბური ინტერპრეტაცია, მხოლოდ ქა­ლები მართავენ და ეს ინტერიერზეც აისახება – რბილი ბალიშები, თბილი ფერები და, რაც მთავარია, მარჯვედ მომზადებული მაროკოული კერძები, უფრო სწორად, კერძები ქალაქ ფესის გავლენით – რესტორნის სახელი ხომ ამას ნიშნავს – „ქალები ფესიდან“. აქ გასინჯავთ ტრადიციულ ტაჟინის კერძს, ცხვრის ბეჭს, მტრედის ბასტილიას და სხვა ადგილობრივ გემრიელობებს. 9 Bis, Zone Touristique de L'Aguedal Km 2 route de L'Ourika www.alfassia.com

JAMAA EL-FNAA თუ აქამ­დე არ იცო­დით, ეს სა­ხე­ლი აუ­ ცი­ლებ­ლად დაი­მახ­სოვ­რეთ, თუმ­ცა, მა­რა­ქეშ­ზე ინ­ფორ­მა­ციის მო­ძიე­ბი­ სას, თავს თვი­თო­ნაც არ და­გა­ვიწ­ყებთ. Jamaa El-Fnaa – ასე ჰქვია მა­რა­ქე­შის მთა­ვარ მოე­დანს, ად­გილს, სა­დაც ახ­ ლად და­წუ­რუ­ლი ფორ­თოხ­ლის წვე­ნის დახ­ლე­ბი, ქუ­ჩა­ში დან­თე­ბულ ცეც­ხლზე მო­თუხ­თუ­ხე ქვა­ბე­ბი, ათა­სო­ბით ტუ­ რის­ტი და ად­გი­ლობ­რი­ვი, მა­წან­წა­ლა და უფ­ლის­წუ­ლი, ფრან­გი და ბერ­ბე­რი, აფ­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი, არა­ბი და ეს­პა­ნე­ლი, მაი­მუ­ნი და მი­სი პატ­რო­ნი – მოკ­ლედ, ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი ერ­ თდროუ­ლად, გაუ­ჩე­რებ­ლად ირე­ვა. თუ აქაუ­რო­ბა ძა­ლიან აგიბ­ნევთ თავ­გზას, შე­გიძ­ლიათ, თა­ვი შეა­ფა­როთ რო­მე­ ლი­მე შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე გა­მარ­თულ კა­ფე­სა და რეს­ტო­რანს, რომ­ლე­ბიც ისევ მოე­დან­ზე გა­მე­ფე­ბულ ურ­ბა­ნულ სა­გი­ ჟეთ­ზე გად­მო­დის.

ხში­რად წე­რენ, რომ მა­რა­ქე­შის ამ მოე­ დან­ზე ყვე­ლა­ფე­რი შეიძ­ლე­ბა მოხ­დეს – ფუ­ლი მოგ­თხო­ვონ იმა­ში, რომ ფო­ტო გა­დაუ­ღეთ სხვას; გველ­თან მო­საუბ­რე მა­რო­კოელ­მა უცებ გვე­ლი მხარ­ზე შე­მო­ გას­ვათ; ვი­ღა­ცამ გაურ­კვე­ველ ფლა­კონ­ ში, გაურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის „უკვდა­ვე­ბის წყა­ლი“ შე­მო­გა­სა­ღოთ; მუ­სიკო­სებ­მა და აკ­რო­ბა­ტებ­მა წრე შე­მო­ გარ­ტყან; თუ ქა­ლი ბრძან­დე­ბით, ერ­თიორი მხურ­ვა­ლე კომ­პლი­მენ­ტი მო­გა­ძა­ ხონ; ვი­ღა­ცამ ფუ­ლის აცინ­ცვლაც სცა­ დოს... დაუმ­სა­ხუ­რებ­ლად ხურ­დე­ბის და­რი­გე­ ბას ნუ დაიწ­ყებთ, თუმ­ცა, გვე­ლი­სა და 30 VOYAGER 14/2019

მაი­მუ­ნის მე­პატ­რო­ნეს სპე­ცია­ლუ­რად თქვენთვის მოწ­ყო­ბილ შოუ­ში გა­დაუ­ხა­ დეთ ცო­ტაოდენი თანხა, ისევე როგორც მზარე­ულებს, რომლებიც მზის ჩასვლის შემდეგ ზედ მოედანზე, თავთავიანთი დახლების უკან ირჯებიან – აცხობენ პურებს, დიდ ტაფებში წვავენ ზღვის ნობათს, ფრინ­ველის ხორცს და ამ ყველაფერს ნამდ­ვილი, ცხელი, გრძნობებით სავსე კუ­ლი­ნარიული წარმოდგენის სახეს აძლევენ. გატაცებით მუშაობენ „შემპატიჟებლებიც“ – შესაძლოა, წინ გადაგიდგეთ ვინმე, გამოგელაპარაკოთ, თქვენი ეროვნების გამოცნობა სცადოს, მენიუ გაგაცნოთ, თავიანთ ჯიხურთან მიგიპატიჟოთ. მოკლედ, მოედანზე გასვლისას ინტ­ როს­­პექცია, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და დახვეწილი სადილი მშვიდ გარემოში დაივიწყეთ. მწუხრის შემდეგ, მოედანი ერთ დიდ, ღია ცისქვეშ მოწყობილ, ხმა­ურიან სასადილოდ იქცევა ხოლმე, სადაც არც ჰიგიენის სტანდარტებია მაღალი და არც კვების ახალი ტრენდები. იქ ჭამა და მაროკოული ქუჩის საჭმლის დაგემოვ­ნება კი ადგილობრივებთან, სრულიად უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის, გა­დაძახილის, გამოცნაურების და მსგავ­სების ფონზე მიმდინარეობს, კუსკუსს, ტა­ჟინს, ქათმის ხორცს კი ზოგჯერ გამოერევა ხოლმე აქლემის შიგნეულობა, ლოკოკინას წვნიანი, ცხვრის თავი... – ეს ყველაფერი ადგილობრივი დელიკატესებია... ბოლოს მაინც ფრთხილად იყავით თან­ხის გადახდისას – გადაამოწმეთ ან­ გარი­ში, ხომ ნამდვილად იმის თანხას იხდით, რაც შეუკვეთეთ.


ESSAOUIRA

ელ-სუვაირა პრეის­ტო­რიუ­ლი წყლის­პი­რა ქა­ლა­ქი, უამ­რა­ვი პო­ლი­ტი­კურ­კულ­ტუ­რუ­ლი გავ­ლე­ნით საუ­კუ­ნეე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­­სა­კუთ­რე­ბით პორ­ტუ­გა­ლიუ­რი გავლენებით, სულ ბო­ლოს, მეო­ცე საუ­კუ­ნის შუა წლებ­ში, ჰი­პე­ბის საყ­ვა­რე­ლი თავ­შე­სა­ ფა­რიც გახდა. დღეს მშვი­დი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ქა­ლა­ქია, ცნო­ბი­ ლი თა­ვი­სი პლა­ჟე­ბით, პორ­ტით, მე­თევ­ზე­თა ბაზ­რით, პა­ტარ­-პა­ტა­რა თევ­ზეუ­ლის რეს­ტორ­ნე­ბი­თა და ცნო­ბი­ლი ფორ­ტით. მი­სი მე­დი­ნა იუ­ნეს­კოს ნუს­ხა­შია შე­ტა­ნი­ლი. იქაუ­რო­ბა სერ­ფე­­რე­ბის სა­მოთ­ხეც ხდე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ელ­-სუ­ვაი­რა არ­გა­ნის ზე­თის წარ­მოე­ბის ცენ­ტრია.

ფორთოხლები ლამის მაროკოს სიმბოლოა, ქუჩაში დაწურულ ფორთოხლის წვენსაც ყველა სვამს, თქვენც თავისუფლად შეგიძლიათ, გაგრილდეთ. უბრალოდ, გადაამოწმეთ – წყალი, რომელსაც წვენში გაურევენ, ბოთლის იყოს.

31 VOYAGER 14/2019


მარაქეში

სიყვარულის ოაზისი მარაქეშში მაჟორელის ფრანგული ბაღები ა ნ ან ო ბა კ ურ ა ძე

პა­რი­ზის­თვის ჩვეულ ნოემ­ბრის ქა­რიან დღეს, დღის 12 საათ­ზე, ავე­ნიუ მარ­სოს 5 ნო­მერს მი­ვა­დე­ქი და გრძელ რიგ­ში ჩავ­დე­ქი. ივ სენ ლო­რა­ნის სახ­ლ-მუ­ზეუ­მი ახა­ლი გახ­სნი­ლი იყო. დაახ­ლოე­ბით სამ­ჯერ 45 წუ­თი ვი­ცა­დე (რო­გორც ფრან­გე­ბი იტ­ყოდ­ნენ).

ლო­რან­მა და ბერ­ჟემ ახ­ლად შე­ძე­ნილ მა­ მულს „ვი­ლა ოა­ზი­სი“ დაარ­ქვეს და ერ­თი წლის თავ­ზე ბა­ღის ფლო­რა 135 სა­ხეო­ბის მცე­ ნა­რით გაამ­დიდ­რეს. თუმ­ცა, იქაუ­რო­ბა ნამ­ დვილ ოა­ზი­სად არა მხო­ლოდ უნი­კა­ლუ­რი ფლო­რის გა­მო იქ­ცა. ის გახ­და ბედ­ნიე­რე­ბის ოა­ზი­სიც წყვი­ლის­თვის, რო­მე­ლიც პა­რიზ­ში ერთ ბი­ნა­ში არ ცხოვ­რობ­და, შე­სა­ბა­მი­სად, მა­ჟო­რე­ლის ვი­ლა იყო ის ძვირ­ფა­სი ად­გი­ ლი, რო­მელ­საც საერ­თო სახ­ლად, სა­ზია­რო სივ­რცედ აღიქ­ვამ­დნენ. წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ მარაქეშ­ში – დე­კემ­ბერ­სა და ივ­ნის­ში – იმის­თვი­საც, რომ სენ ლო­რანს იქ თა­ვი­სი კო­ლექ­ციე­ბი დაე­ხა­ტა. 1966 წლის შემ­დეგ ივ სენ ლო­რა­ნის ყვე­ლა კო­ლექ­ცია­ზე მა­რო­კოუ­ლი გავ­ლე­ნა იგ­რძნო­ბა. ვარ­დის­ ფე­რი, ზურ­მუხ­ტის­ფე­რი, მწვა­ნე, ოქ­როს­ფე­ რი – ეს მა­რო­კოუ­ლი ფე­რე­ბია… პიერ ბერ­ჟე წერ­და, რომ „სენ ლო­რან­მა მა­რო­კოუ­ლი მზის გულ­ზე ფე­რე­ბი სხვა­ნაი­რად აღიქ­ვა, ქსო­ვი­ლი შეც­ვა­ლა და თარ­გი ახ­ლი­დან გა­მოჭ­რა“.

ოქ­როს­ფე­რი ასოე­ბით შე­ნო­ბის ფა­სად­ზე ამოტ­ვიფ­რუ­ლია თარ­გე­ბის, ფორ­მე­ბი­სა და ფე­რე­ბის ჯა­დოქ­რის, ივ სენ ლო­რა­ნის სა­ხე­ ლი. სა­მი სარ­თუ­ლი ფრან­გუ­ლი მა­ღა­ლი ჭე­ რი­თა და თეთ­რი კედ­ლე­ბით და ცალ­-ცალ­ კე სივ­რცეებ­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ასო­ბით ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში, კა­ბე­ბი, სამ­კაუ­ლე­ბი, პი­ჯა­კე­ბი, შარ­ვლე­ბი, თარ­გე­ბი, სა­მუ­შაო მა­ გი­და, „ვო­გის“ გა­მო­ცე­მე­ბი, ეს­კი­ზე­ბი, წიგ­ნე­ ბი, ქსო­ვი­ლე­ბი. ივ სენ ლო­რა­ნის ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი სწო­რედ ავე­ნიუ მარ­სოს 5 ნო­მერ­შია თავ­მოყ­რი­ლი, მეო­რე ნა­წილს კი, მარაქეშ­ში, მა­ჟო­რე­ლის ბა­ღი ინა­ხავს, რად­გან monsieur სენ ლო­რა­ნის ცხოვ­რე­ბა ამ ორი ქვეყ­ნის ამ­ბად იყო­ფა – მი­სი ბიოგ­რა­ფიის ნა­წი­ლი მა­რო­კოს უკავ­შირ­დე­ბა. 1966 წელს მარაქეშ­ში მოგ­ზაუ­რო­ბი­სას ივ სენ ლო­რან­მა და პიერ ბერ­ჟემ აღ­მოა­ჩი­ნეს მა­ჟო­რე­ლის ბა­ღი, რომ­ლის გა­შე­ნე­ბაც ფრან­გმა მხატ­ვარ­მა, ჟაკ მა­ჟო­რელ­ მა 1920-იან წლებ­ში დაიწ­ყო. მა­ჟო­რელს სურ­და, „შეექ­მნა ბა­ღი, რო­მე­ლიც სი­ცოც­ხლით მფეთ­ქავ, მოძ­რავ ნა­ხატს დაემ­სგავ­სე­ბო­და“. სა­ბო­ლოოდ, 40 წელ­ზე მე­ტი დას­ჭირ­ და პრო­ცესს, რომ წი­თე­ლი ქა­ლა­ქის შუა­გულ­ში ზურ­მუხ­ ტის­ფე­რი მარ­გა­ლი­ტი­ვით ჩას­მუ­ლი ვი­ლა და ბა­ღი მა­რო­კოს ყვე­ლა­ზე ტუ­რის­ტულ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნაო­ბად ქცეუ­ლი­ყო. ამა­ში კი სენ ლო­რა­ნი­სა და ბერ­ჟეს დამ­სა­ხუ­რე­ბა უდი­დე­სია. მათ მა­ჟო­რე­ლის ბა­ღი არა მარ­ტო ფი­ზი­კუ­რად გა­დაარ­ჩი­ნეს გა­ნად­გუ­რე­ბას, არა­მედ ახა­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის კონ­ტექ­სტიც შეს­ძი­ნეს მას: „პირ­ვე­ლი­ვე ნახ­ვით მივ­ხვდით, რომ ეს ჩვენი სახ­ლი იყო. ბა­ღი ღია იყო დამ­თვა­ლიე­რებ­ლის­თვის, მაგ­რამ არა­ვინ იცო­და მის შე­სა­ხებ, შე­სა­ბა­მი­სად, არა­ვინ და­დიო­და. ჩვენ კი მა­შინ­ვე მო­ვი­ხიბ­ლეთ ამ უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლით, სა­დაც მა­ტი­სის ფე­რე­ბი ბუ­ნე­ბის ფე­რებ­ში ჰარ­მო­ნიუ­ლად ირეო­ და. მა­ლე­ვე შე­ვიტ­ყვეთ, რომ ბა­ღი იყი­დე­ბო­და და მის ად­გილ­ზე სას­ტუმ­როს აშე­ნე­ბას აპი­რებ­დნენ. შეუძ­ლე­ბე­ლი შევ­ძე­ლით, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ და ვი­ლა და ბაღი შე­ვი­­ძი­ნეთ. მე­რე უკ­ვე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბაში დი­დი მზრუნ­ვე­ლო­ბით ვა­ცოც­ხლებ­დით მას“, – წერს პიერ ბერ­ჟე წიგ­ნში „მა­რო­კოუ­ლი ვნე­ბა“ (2010 წ.).

„წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვპოუ­ლობ­დი ამოუ­ წუ­რავ შთა­გო­ნე­ბის წყა­როს მა­ჟო­რე­ლის ბაღ­ ში, სწო­რედ აქ აღ­მო­ვა­ჩი­ნე სრუ­ლიად ახა­ ლი ფერ­თა გა­მა, შეიძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ფე­რი მა­რო­კო­ში ვის­წავ­ლე“, – ჰყვე­ბა ივ სენ ლო­რა­ნი გა­ზეთ „ფი­გა­როს­თან­“ 2000-იან წლებ­ში ჩა­წე­რილ ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვიუ­ში. „ვი­ლა ოა­ზი­სის“ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას პიერ ბერ­ჟემ მთე­ლი სი­ცოც­ხლე მოან­დო­მა. დღეს იმ სახ­ლში, სა­დაც წყვი­ლი ბედ­ ნიე­რად ცხოვ­რობ­და, სენ ლო­რა­ნის მუ­ზეუ­მია, ქუ­ჩა კი, სა­დაც მა­ჟო­რე­ლის და­მა­ლუ­ლი სა­მოთ­ხე მდე­ბა­რეობს, სენ ლო­რა­ ნის სა­ხელს ატა­რებს. პა­რიზ­ში მუ­ზეუ­მი­დან გა­მოს­ვლი­სას, სუ­ვე­ნი­რე­ბის მა­ღა­ზია­ში აღ­მოვ­ჩნდი და სა­მახ­სოვ­როდ შე­ვი­ ძი­ნე წიგ­ნი, რო­მელ­საც ჰქვია „წე­რი­ლე­ბი ივს“, ავ­ტო­რი პიერ ბერ­ჟე. მა­შინ არ ვი­ცო­დი, რომ თურ­მე ყვე­ლა დი­დი შე­მოქ­ მე­დის უკან დგას მეო­რე უჩი­ნა­რი ადა­მია­ნი, რო­მელ­საც უყ­ ვარს, აფა­სებს და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია მი­სით, და რომ არა ეს ადა­მია­ნე­ბი, გა­ვი­გებ­დით კი ისე­თი ადა­მია­ნე­ბის ცხოვ­რე­ბი­ სეუ­ლი ხედ­ვე­ბი­სა და მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლის შე­სა­ხებ, რო­ გო­რიც ივ სენ ლო­რა­ნი იყო? გაგ­ვახ­სენ­დე­ბოდ­ნენ კი ისი­ნი საფ­რან­გე­თის, მა­რო­კო­სა თუ სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­გო­ნე­ბა­ზე? პიერ ბერ­ჟემ და ივ სენ ლო­რან­მა ცხოვ­რე­ბის 50 წე­ლი გაა­ტა­რეს ერ­თად. სენ ლო­რა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი ბერ­ჟე ყო­ველ­დღე წე­რი­ლე­ბით ესაუბ­რე­ბო­და მას. ჰყვე­ ბო­და ყვე­ლა­ფერ­ზე და იხ­სე­ნებ­და მათ ცხოვ­რე­ბას პა­რიზ­სა და მარაქეშს შო­რის.

32 VOYAGER 14/2019


ერი 2008 30 დეკემბ ­საც პა­რიზშ­ ი ელ ­ში ვარ, რომ­ ავ ნ ი­ რ ფ ი­ნეთ. აქე­ ­ მ თ თვი ს გა­და­ვუფ­რ ნ­მავ­ლო­ ერ ჟ ნ­ ტა . თ არ წლის გა მივ­ყა­ვ ­თად, ხ­ლი ჩანს. 40 დან ჩვე­ნი სა ჯ­ ერ გაგ­ვივ­ლია ეს გზა ერ ვ­ნო ო ­ მ ენ ია ­ დ ­ ს ამ სა რ ი ­ შ ი, შ ­ ეშ ბა რ ­ ო­ბა მა­რა­ქ რომ ივ. ეს მოგ­ზაუ ო. სა­სია­მოვ­ნო იმი­ტომ, ი იყ ლ ი უ­ ლ თ უ­ რ თ ა დ და რ ვინც მიყ­ვარს ყვე­ლა ვნა­ხე, მ ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­ ო რ მ, ა. იმი­ტო ს მახ­სე­ნებ­დ რი შენს თავ ერთ დღეს ი. ვ ე­ შე­ვეჩ­ვ ­ ად ა უ ­ც ი ­ლ ე ბ ლ შე­ვეჩ­ვე­ვი.

31 დეკემბერი 2008

ეს წე­ლი სრულ­დე­ბა. შე­ნი გარ­დაც­ვა­ლე­ბის წე­ლი. შე­ნი გარ­ დაც­ვა­ლე­ბა, გარ­დაუ­ვა­ლი… წე­ლი, რო­დე­საც ექი­მებ­მა მაც­ ნო­ბეს, რომ ვე­ღარ იცოც­ხლებ­დი. იდეა­ლუ­რი სიკ­ვდი­ლი არ­ სე­ბობს? კვი­რა დღეს, პირ­ველ ივ­ნისს, თორ­მე­ტის ათ წუთ­ზე. შენს ოთახ­ში, შენს სა­წოლ­ში, მგო­ნი, შენც ასეთ სიკ­ვდილ­ს ნატ­რობ­დი. მე შენ­თან არას­დროს მი­საუბ­რია შენს დაა­ვა­დე­ ბა­ზე. არ გა­გივ­ლია არა­ნაი­რი მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მე­ლიც ხში­ რად ტან­ჯავს სიმ­სივ­ნით დაა­ვა­დე­ბულ ადა­მია­ნებს. შენ უბ­ რა­ლოდ შეწ­ყვი­ტე სუნ­თქვა და ფარ­თოდ გქონ­და გა­ხე­ლი­ლი თვა­ლე­ბი. მე თვი­თონ და­გი­ხუ­ჭე თვა­ლე­ბი ფრთხი­ლად. დამ­ თავ­რდა. მე არ მი­ტი­რია. ძა­ლიან გვიან, საკ­მაოდ გვიან წა­ მო­მი­ვი­და ცრემ­ლე­ბი. შენ გარ­დაიც­ვა­ლე იმ ხალ­ხის ხელ­ში, ვინც ყვე­ლა­ზე ძა­ლიან გიყ­ვარ­და და ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარ­დი, ივ. მე და ფი­ლიპ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, პრე­სის­თვის შეგ­ვეტ­ყო­ბი­ნე­ბი­ნა შე­ნი ამ­ბა­ვი და მას მე­რე ტე­ლე­ფო­ნი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. და­ზე­პი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი­ვით ყვე­ლას იმას ვეუბ­ნე­ბო­დი, რა­საც სა­ჭი­როდ შენ ჩათ­ვლი­დი. გვიან ღა­მით კატ­რინ დე­ნე­ვი მო­ვი­და, ფრთხი­ლად გა­კო­ცა და ასე ეძი­ნა მთე­ლი ღა­მე შენ გვერ­დით. ამის ცქე­რა ძა­ლიან ამა­ღელ­ვე­ ბე­ლი იყო. შემ­დეგ შე­ნი ფერ­ფლი ჩვენს ოა­ზის­ში, მა­რა­ქეშ­ში მი­მოვ­ფან­ტე. მთე­ლი ის ად­გი­ლი ახ­ლა შე­ნი მე­მო­რია­ლია. ეს უნ­და გეა­მა­ ყე­ბო­დეს და ეს უკ­ვე მოგ­წე­რე – ათა­სო­ბით ტუ­რის­ტი მო­დის, დგა­ნან და ფიქ­რო­ბენ შენ­ზე. რა კარ­გია, რომ აგა­ცი­ლე საფ­ ლა­ვის ცი­ვი ქვე­ბი.

6 იანვარი 2009

გახ­სოვს მა­რო­კოუ­ლი დღეე­ბი და ის ცხოვ­რე­ბა, რო­ მე­ლიც სა­ჩუ­ქარს ჰგავ­და? მინ­და, რომ იმ­დე­ნი ბედ­ნიე­ რე­ბა გახ­სოვ­დეს, აღარ ფიქ­რობ­დე უბე­დუ­რე­ბის აუ­ ცი­ლებ­ლო­ბა­ზე. კარ­გად რომ გიც­ნობ, ამი­ტო­მაც ვი­ცი, რო­გორ გიყ­ვარ­და შავ დეპ­რე­სიას­თან თა­მა­ში. გახ­სოვს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ყალ­ბი მხია­რუ­ლე­ბა, ფუ­ჭი პროექ­ტე­ბი, რო­გორ გა­დაეშ­ვე­ბო­დი უც­ხო ადა­მია­ნე­ბის ვნე­ბებ­ში იმის­თვის, რომ მე­რე გა­ტან­ჯუ­ლი­ყა­ვი. მე ყო­ველ­თვის შენ­თან ვი­ყა­ვი, მოგ­ყვე­ბო­დი, ვცდი­ლობ­დი, დაგ­ხმა­რე­ ბო­დი. იცი, რომ მე ჩემს წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ყვე­ ლა­ფერ­ზე ვი­ნა­წი­ლებ. არ იფიქ­რო, რომ ვნა­ნობ შეც­ დო­მებს. მე შენ გი­ცავ­დი ყვე­ლაფ­რის­გან და შე­საძ­ლოა გა­და­მე­ტე­ბუ­ლა­დაც. გაუაზ­რებ­ლად გაქ­ციე ბავ­შვად და ჰო, ჩემს თავს ვაბ­რა­ლებ, რომ ნარ­კო­ტი­კებ­ზე შე­ჯე­ქი. თა­ვი უნ­და გა­მე­წი­რა ამის ასა­ცი­ლებ­ლად, მაგ­რამ ეს არ ვქე­ნი. ასე­თი იყო ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სი, ჩვე­ნი ამ­ბა­ვი. ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია. რო­ლე­ბი სულ თა­ვი­დან­ვე გა­და­ვი­ნა­წი­ლეთ და ასეც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ბო­ლომ­დე. ეს არ მომ­წონ­და, მაგ­რამ ახ­ლა ძა­ლიან გვია­ნია. ვთქვათ, რომ მე ეს ხელს მაძ­ლევ­და, ისე­ვე, რო­გორც შენ. არც მსხვერ­პლია და არც დამ­ნა­შა­ვე, თუ შეგ­ვიძ­ლია, და­ვუშ­ ვათ, რომ ორი მსხვერ­პლია და ორი დამ­ნა­შა­ვე. გინ­და, ის გა­გან­დო, რაც აქამ­დე არ მით­ქვამს? ყო­ველ­ თვის ვმა­ლავ­დი ამ ამ­ბავს შენ­გან. მიხ­ვდი კი ამას ჩვე­ ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას, რო­ცა მა­რი ლუიზ ბუს­კეს­ თან კლოშ დ’ო­რის ეზო­ში ვვახ­შმობ­დით? შე­საძ­ლოა, მიხ­ვდი. მახ­სოვს, მაგ­რად ვიწ­ვა­ლეთ ორი­ვემ – ძლივს შე­ვი­კა­ვე თა­ვი, რომ ტუ­ჩებ­ში არ მე­კოც­ნა შენ­თვის, რო­ დე­საც იმ ღა­მეს სახ­ლში მი­გა­ცი­ლე. რა ჩქა­რა გან­ვი­ თარ­და ყვე­ლა­ფე­რი ამის შემ­დეგ, გახ­სოვს? 1958 წლის პირ­ველ თვეებ­ში სად ვი­პოვ­ე ძა­ლა, რომ ბერ­ნარ­თან 8-წლია­ნი ურ­თიერ­თო­ბის­თვის წერ­ტი­ლი და­მეს­ვა, მე, ერ­თგუ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოს? ამას გუ­ლი­დან გე­ლა­პა­რა­კე­ ბი. ჰო, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლიან ჩქა­რა მოხ­და. ახ­ლა ისე, რო­გორც თეატ­რში უდე­კო­რა­ციო რე­პე­ტიც­ იე­ბის დროს, ჩე­მი სახ­ლიც ნა­ხევ­რად ცა­რიე­ლია. ახა­ ლი მე­პატ­რო­ნეე­ბი მო­ვიდ­ნენ და თით­ქმის ყვე­ლა­ფე­ რი გაი­ტა­ნეს. გარ­წმუ­ნებ, რომ თავს მი­ტო­ვე­ბუ­ლად არ ვგრძნობ, შენ სულ ჩემ­თან ხარ. მახ­სოვს ოს­კარ უაილ­დის სიტ­ყვე­ბი: „ტერ­ნე­რამ­დე ლონ­დონ­ში ნის­ლი არ არ­სე­ბობ­და“. ჩვენ შე­მოქ­მე­დის თვა­ლით ვხე­დავ­დით სამ­ყა­როს. და შენ იყა­ვი ყვე­ლა­ზე დი­დი შე­მოქ­მე­დი.

33 VOYAGER 14/2019


მარაქეში

22 მაისი 2009

23 იანვარი 2009 ხშირად ვფიქრობ ტანჟერზე. მახსოვს, ყოყმანობდი, გვეყიდა თუ არა სახლი, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ, და რა გითხარი? – „ივ, შენ დაიბადე ორანში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და მე დავიბადე ოლერონის კუნძულზე ატლანტის ოკეანეში. ტანჟერი კი არის ადგილი, სადაც ხმელთაშუა ზღვა და ატლანტის ოკეანე ერთმანეთს ხვდება“. არ ვიცი, ამან გადაგაწყვეტინა თუ არა, მაგრამ ჩვენ ეს სახლი ვიყიდეთ. მე თუ ეს სახლი მიყვარს და იქ ვატარებ დროს, სწორედ ამის გამოა. არასდროს ვყოფილვარ ორანში და არც შენ დაგიდგამს ფეხი ჩემს კუნძულზე. ამაზე არც არასდროს გვისაუბრია. „ფიგაროსთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, რომ ჰომოსექსუალს ორანში მკვლელთან აიგივებენ. არ ვიცი, რას იფიქრებდნენ შენი მშობლები, თუ შეიტყობდნენ, რომ შენ სექსუალური კავშირი გქონდა არაბთან. შენს მშობლებს ხომ სძულდათ არაბებიც და ჰომოსექსუალებიც.

ბი ნზე? აქ მოგონებე ა, რ არ ვიფიქრო შე ლ გო სვ რო წა ი ან შშ ქე იდ აქ რა მა არ მინდა იმ ქალ შენზე ყველგანაა. გავლენა და მნიშვნელობა ჰქონდა ა ბდი, რომ ზუსტად რომელსაც ამხელ და საქმეზე. ამბო ი შენს ცხოვრებასა ალი ფერთა გამა. გაბრუებულ ს ახ ში ე ქე ინ რა აჩ მა მო იც აღ ებ აქ მლ ი, ის სამოსით, რო იყავი იმ ქალებ ნენ. ზაფრანისფერი ყელსახვევებ ქუჩებში გხვდებოდ ბისას ჰაერში ფერს იცვლიდა და აო რომ აქ ყველაზე რომლებიც მოძრ და. მე ვარ მოწმე, ბი ვიყავით. ბო დე ლ თა კრ რმ ფე ყველაზე ბედნიერე ბედნიერი იყავი. აქ 17 აპრილი 2009 მარაქეშში ვარ და ყოველჯერზე უფრო და უფრო აღფრთოვანებული ვარ მედისონით, რომელიც წლების განმავლობაში ქმნიდა მაჟორელის ბაღს. ლამაზი და, რაც მთავარია, ზუსტი. კერამიკის ქოთნები, რომლებიც უჩვეულო ფერით შეღებე, მთელ სიგრძეზე მიჰყვება ხეივანს. ანდალუსიის გასაოგნებელი ბაღის შემდეგ, ვეჭვობდი, რომ მარაქეშის ბაღი ვერ იქნებოდა ისეთი შთამბეჭდავი, მაგრამ ასე არ მოხდა. არ ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ორივე ბაღი მზის გულზე დაიბადა, ორივეში თვალწარმტაცად ხარობს ბუგენვილიები, ამარილისები და კაქტუსები.

ეს სასიყვარულო წერილები ქარიშხლიან ღამესაა დაწერილი, რბილი და ნაზი ხმით მოყოლილი ამბები ბერჟე-სენ ლორანის ისტორიის შეჯამებაცაა და ამჟამინდელი რეალობაც. როგორც ცნობილი პოსტმოდერნისტები გვეუბნებიან ხოლმე, ამ წიგნშიც ასეა, გნებავთ, ეს წერი­ლები დასაწყისიდან ბოლომდე წაიკითხეთ, გნებავთ, შუანაწილიდან უკან. ხოლო თუ მარაქეშში მოგზაურობას გადაწყვეტთ, შეიარეთ ბედნიერების ოაზისში, რომელიც ორი კაცის სიყვარულის ისტორიას ინახავს, გაისეირნეთ იმ ოთახებში, სადაც იწერებოდა მაღალი მოდის მსოფლიო ისტორია და პატივი მიაგეთ კაცს, რომელიც უამრავ ქალს ეხმარებოდა და დღემდე ეხმარება საკუთარი თავის პოვნაში. 34 VOYAGER 14/2019


პიერ ბერ­ჟე 1930 წლის 14 ნოემ­ბერს ოლე­რო­ნის კუნ­ძულ­ზე დაი­ბა­და. 1958 წელს შეხ­ვდა ივ სენ ლო­რანს და მას­თან ერ­თად 1961 წელს დააარ­სა მო­ დის სახ­ლი, რო­მელ­საც 1999 წლამ­დე მარ­თავ­და. ის იყო პიერ ბერ­ჟე­-ივ სენ ლო­რა­ნის ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტიც. ხელ­ მძღვა­ნე­ლობ­და ფი­ლიპ გლა­სი­სა და ჯონ ქეი­ჯის კონ­ცერ­ტებს. 1988 წლის 31 აგ­ვის­ტოს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ფრან­სუა მი­ტე­რან­მა და საფ­რან­გე­თის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­მა ის პა­რი­ზის ნა­ციო­ნა­ლუ­რი ოპე­რის თეატ­ რის პრე­ზი­დენ­ტად და­ნიშ­ნეს. 2017 წელს პიერ ბერ­ჟემ გახ­სნა ივ სენ ლო­რა­ნის მუ­ზეუ­მი მარაქეშ­ში, რო­მე­ ლიც 4000 კვ.მ-ზე არის გა­და­ჭი­მუ­ლი და სა­დაც 300-ზე მე­ტი კა­ბაა წარ­მოდ­გე­ნი­ ლი. ასე­ვე, დამ­თვა­ლიე­რებ­ლის­თვის გახ­სნა ავე­ნიუ მარ­სოს 5 ნო­მერ­ში მდე­ ბა­რე სახ­ლის კა­რიც, სა­დაც სენ ლო­რა­ ნი ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წეობ­და. დღეს ბერ­ჟე-­ლო­რა­ნის ფონ­დის სა­კუთ­ რე­ბაა მუ­ზეუ­მი მარაქეშ­სა და პა­რიზ­ში. პიერ ბერ­ჟე 2017 წლის 8 სექ­ტემ­ბერს გარ­დაიც­ვა­ლა პრო­ვან­სში.

BERBER MUSEUM 2011 წელს, მა­ჟო­რე­ლის ბაღ­ში, ფრან­გი მხატ­ვრი­სა და ბა­ღის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ჟაკ მა­ჟო­რე­ლის სა­ხე­ლოს­ნო­ში, ბერ­ ბე­რე­ბის მუ­ზეუ­მი გაიხ­სნა. ამ ად­გი­ლის ოფი­ცია­ლუ­რი მფარ­ვე­ლი მა­რო­კოს მე­ფე, მი­სი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა მუ­ჰა­მად მეექ­ვსეა. ექ­სპო­ზი­ციე­ბი მდიდ­რუ­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რია. დახ­ვე­წი­ლი და ეფექ­ტუ­რი გან­ლა­გე­ბით მუ­ზეუმ­ში გად­ მო­ცე­მუ­ლია ბერ­ბე­რე­ბის – უძ­ვე­ლე­სი ჩრდი­ლოე­თაფ­რი­კე­ლე­ბის – გან­საც­ ვიფ­­რე­ბე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა – გა­ მო­ფე­ნი­ლია რი­ფის მთე­ბი­დან სა­ჰა­რის უდაბ­ნომ­დე მოგ­რო­ვე­ბუ­ლი 600-ზე მე­ ტი ექ­სპო­ნა­ტი, რომ­ლე­ბიც პიერ ბერ­ ჟე­სა და ივ სენ ლო­რა­ნის პი­რა­დი კო­ ლექ­ციის ნა­წილს შეად­გენს. უხ­ვა­დაა სამ­კაუ­ლიც, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის სო­ ცია­ლუ­რი სტა­ტუ­სის სიმ­ბო­ლოა. იქ­ვეა გა­მო­ფე­ნი­ლი აქ­სე­სუა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ბერ­ბერ­თა კულ­ტუ­რას გა­მო­ხა­ტავს. ასე­ ვე კოს­ტიუ­მე­ბი, ია­რა­ღი, ნა­ქარ­გო­ბე­ბი, ხა­ლი­ჩე­ბი, დე­კო­რი­რე­ბუ­ლი კა­რე­ბი და მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი. 35 VOYAGER 14/2019


კასაბლანკა

თეთრი სახლების ქალაქი თ ა მ ა რ ბურ ჯ ა ნ ა ძე არ­სე­ბობს სხვა მა­რო­კოც – უფ­რო ევ­რო­პუ­ლი, მდიდ­რუ­ლი, ტუ­ რის­ტე­ბის სია­მოვ­ნე­ბა­ზე გათ­ვლი­ლი, რო­მე­ლიც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ლიო­ნო­ბით სტუმარს იზი­დავს. ასე­თია კა­ საბ­ლან­კა, ან კა­სა, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უწო­დე­ბენ მას – ატ­ლან­ტის ოკეა­ნის­პი­რა ოქ­როს­ფე­რი სა­ნა­პი­რო­თი და ოკეა­ნის პი­რას თვა­ლის­მომ­ჭრე­ლი სახ­ლე­ბით თუ კლუ­ბე­ბით; მსოფ­ლიო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი და ძვი­რად­ღი­რე­ბუ­ლი მუს­ლი­მუ­რი ტაძ­რით – 1989 წელს აგე­ბუ­ლი ჰა­სან მე-­2-ის მე­ჩე­თით; ზღაპ­რუ­ლი კორ­ნი­შით, რო­მელ­საც ხში­რად ნიუ ჯერ­სის სა­ნა­პი­როს ადა­რე­ბენ და არ­ტ-დე­კოს შე­ნო­ბე­ბით; ქა­ლა­ქი, რო­მელ­მაც ინ­გრიდ ბერ­გმა­ნის და ჰამ­ფრი ბო­გარ­ტის მო­ნა­წი­ლეო­ბით გა­ და­ღე­ბუ­ლი ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მე­ლოდ­რა­მით გაით­ქვა სა­ ხე­ლი. კა­საბ­ლან­კა მა­რო­კოს ქა­ლა­ქებს შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რად უფ­ რო ძლიე­რია. ალ­ბათ, ამი­ტომ ჩა­მო­დიან მა­რო­კოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქი­დან აქ სა­მუ­შაოს სა­ძებ­ნე­ლად. კა­საბ­ლან­კა­ში არც ისეთ ტრა­დი­ციულ ბაზ­რებს შეხ­ვდე­ბით, რო­გორ­საც სხვა ქა­ლა­ქებ­ში და არც იმ­დე­ნი ად­გი­ლობ­რი­ ვი და­გეხ­ვე­ვათ თავს, რომ რაი­მე სარ­გე­ბე­ლი ნა­ხონ. აქაუ­ რო­ბა უფ­რო მე­ტად ევ­რო­პეი­ზე­ბუ­ლია – შე­საძ­ლოა იმის გა­მო, რომ ერთ დროს კა­საბ­ლან­კა ფრან­გე­ბის კო­ლო­ნია იყო. კა­საბ­ლან­კა­ში ტრა­დი­ციუ­ლი მა­რო­კოუ­ლი დე­ტა­ლე­ბი

უფ­რო მწი­რა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სა­მა­გიე­როდ, მა­რო­კოუ­ ლის და ევ­რო­პუ­ლის – უპი­რა­ტე­სად ფრან­გუ­ლის – სინ­ თე­ზი ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე იგ­რძნო­ბა – არ­ქი­ტექ­ტუ­რა­შიც, ფრან­ გუ­ლი რი­ვიე­რე­ბის მსგავ­სად ქა­ლა­ქის მოწ­ყო­ბა­შიც თუ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ფრან­გულ­ნა­რევ არა­ბულ­შიც. თან, აქაუ­ რო­ბა მა­როკოს ქა­ლა­ქე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ლი­ბე­რა­ლუ­რია, სა­დაც თით­ქმის ყველ­გან თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლიათ მიირ­თვათ ალ­ კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლი. და შე­საძ­ლოა, აფ­რი­კულ სამ­ყა­როს­თან ზია­რე­ბის­თვის კა­საბ­ლან­კა ყვე­ლა­ზე კარ­გი და­საწ­ყი­სი იყოს.

36 VOYAGER 14/2019


HASSAN II MOSQUE 1993 წელს აშე­ნე­ბუ­ლი ჰა­სან მეო­რის მე­ჩე­თი მსოფ­ლიო­ში ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი, აფ­რი­კა­ში კი ყვე­ლა­ზე დი­დი მე­ ჩე­თია. ის ერ­თდროუ­ლად 25 ათა­სამ­დე ადა­მიანს იტევს. მა­რო­კოს ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნაო­ბა 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შენ­დე­ბო­და და ამ პრო­ცეს­ში 1000-მდე მუ­შა და 10 000-მდე ხე­ლო­ვა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი. მე­ჩე­თის ინ­ტე­რიე­რი მდი­და­რია ის­ლა­მუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის მო­ტი­ვე­ბით და გეო­მეტ­რიუ­ლი ფორ­მე­ბით. აქ ყუ­რა­ნი­დან ამო­ნა­რი­დებ­საც ბევ­რგან ნა­ხავთ. მი­ნა­რე­თი 210 მეტ­რი სი­ მაღ­ლი­საა და ძველ ქა­ლაქს გა­დაჰ­ყუ­რებს. შე­ნო­ბის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი­დან კი ატ­ლან­ტის ოკეა­ნის ხე­დი იშ­ლე­ბა. მე­ჩე­თის აგე­ ბი­დან სა­მი ათეუ­ლი წე­ლიც კი არაა გა­სუ­ლი, მაგ­რამ ის უკ­ვე იქ­ცა ქა­ლა­ქის სიმ­ბო­ლოდ და გა­მორ­ჩეულ ნა­გე­ბო­ბად მა­რო­ კო­ში. ეს ერ­თ-ერთი იშ­ვია­თი მე­ჩე­თია მსოფ­ლიო­ში, რო­მე­ლიც მუს­ლი­მე­ბის გარ­და, სხვე­ბის­თვი­საც ღიაა.

37 VOYAGER 14/2019


კასაბლანკა

PARC DE L’HERMITAGE, YASMINE FUN PARK, PARC DE JEUX SINDIBAD – ასევე გასართობი და დასასვენებელი პარკებია კასაბლანკაში. თუ წყლის ატრაქციონები გიზიდავთ, TAMARIS AQUAPARC-ს შეგიძლიათ ეწვიოთ.

PARC DE LA LIGUE ARABE Parc de la Ligue Arabe – ეს ერ­თ-ერ­თი ყველ­აზე მას­შტა­ბუ­ რი გამ­წვა­ნე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სივ­რცეა კა­საბ­ლან­კა­ში. ასო­ბით პალ­მის ხე, შად­რევ­ნე­ბი და ფე­რა­დი ყვა­ვი­ლე­ბი აქაუ­რო­ბას თვალ­წარ­მტაც ოა­ზი­სად აქ­ცევს, სა­დაც ქა­ლა­ქის ქაო­სის­გან შე­გიძ­ლიათ გა­ნიტ­ვირ­თოთ. 15 ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი პარ­ კი 1918 წლი­დან არ­სე­ბობს. ეს ად­გი­ლი საუ­კე­თე­სოა ფე­ხით სა­სეირ­ნოდ, პიკ­ნი­კის­თვის და ღია ცის ქვეშ სხვა­დას­ხვა თა­მა­შის­თვის. კა­საბ­ლან­კა სხვა რეკ­რეა­ციუ­ლი სივ­რცეე­ბი­თაც მდი­და­რია. ქა­ლა­ქის რიტ­მი­სა და ხმაუ­რის­გან თუ დაი­ღა­ლეთ, პარ­კებს შე­გიძ­ლიათ შეა­ფა­როთ თა­ვი. აქაუ­რი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა მშვი­დი დას­ვე­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბის სა­შუა­ლე­ბას გაძ­ლევთ. სა­პიკ­ნი­კო ად­გი­ლე­ბი, სა­თა­მა­შო მოედ­ნე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის, სხვა­დას­ხვა გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბა, კა­ფეე­ბი და უბ­რა­ლოდ, წა­მო­სა­წო­ლი და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი მწვა­ნე არეა­ლე­ბი – აქ ყვე­ლა გე­მოვ­ნე­ბის და ინ­ტე­რე­სის ადა­მია­ნი იპო­ვის კუთ­ხეს გან­სატ­ვირ­თად.

VILLA DES ARTS Parc de la Ligue Arabe-თან მდე­ბა­რე Villa des Arts კა­საბ­ ლან­კის ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი მუ­ზეუ­მია, რო­მე­ლიც მა­რო­კოს მთა­ვარ კულ­ტუ­რულ ფონდს, ONA Foundation-ს ეკუთ­ვნის. მუ­ზეუმ­ში 800-მდე ნა­მუ­შე­ვა­რი ინა­ხე­ბა. მუდ­მი­ ვი ექ­სპო­ზი­ციე­ბის გარ­და, აქ თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ტის­ტე­ბის დროე­ბით გა­მო­ფე­ნებ­საც ხში­რად ნა­ხავთ. მუ­ზეუ­მი ერ­თნაირ ყუ­რად­ღე­ბას უთ­მობს რო­გორც მა­რო­ კოს კულ­ტუ­რი­სა და მემ­კვიდ­რეო­ბის დაც­ვას, ისე თა­ნა­მედ­ რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ციას. თა­ვად ეს შე­ნო­ბაც არ­ტ-დე­კოს სტი­ლის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნი­მუ­შია, რო­მე­ლიც 1934 წელს აა­შე­ნეს. მეუ­ზუ­მი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძიე­ბას მას­პინ­ძლობს და ერ­თ-ერ­თი მიმ­ზიდ­ვე­ლი ად­გი­ლია ქა­ლაქ­ში რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის, ისე ტუ­რის­ტე­ბის­თვის.

38 VOYAGER 14/2019


PLACE MOHAMMED V კასაბლანკის ადმინისტრაციული ცენტრი მუჰამად V-ის მოედანია. იქაურობა გარშემორტყმულია სხვადასხვა საჯარო დაწესებულებით და სულ საქმიანი ხალხი ირევა. მოედანზე მარშალ ლიოტეს ძეგლი დგას _ ეს სამხედრო პირი პირველი ფრანგი გენერალი იყო მაროკოში მას მერე, რაც მაროკო საფრანეთს დაქვემდებარებული ქვეყანა გახდა. მოედანს გრანდიოზული მოცეკვავე შადრევანიც ამშვენებს.

MUSEUM OF MOROCCAN JUDAISM ეს ერ­თა­დერ­თი ებ­რაუ­ლი მუ­ზე­უ­ მია არა­ბულ სამ­ყა­რო­ში. 1948 წელს აშე­ნე­ბუ­ლი მუ­ზეუ­მი მა­რო­კო­ში მცხოვ­რე­ბი ებ­რაე­ ლე­ბის ის­ტო­რიას, რე­ლი­გია­სა და ტრა­დი­ციებს სხვა­დას­ხვა გა­მო­ ფე­ნით და ინ­სტა­ლა­ციით გვიყ­ ვე­ბა. ნა­ხა­ტე­ბი, ორ­ნა­მენ­ტე­ბი, ტან­ საც­მე­ლი, ინ­ფორ­მა­ცია და ვი­ ზუა­ლუ­რი მა­სა­ლა მა­რო­კოუ­ლი სი­ნა­გო­გე­ბის შე­სა­ხებ – ეს უნი­კა­ ლუ­რი სივ­რცე ყვე­ლა იმ დე­ტალს აერ­თია­ნებს, რი­თიც მა­რო­კო­ ში ებ­რაე­ლე­ბის ყო­ფის გაც­ნო­ ბას და ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან მა­თი თა­ნაც­ხოვ­რე­ბის ამ­ბე­ბის გა­გე­ბას შეძ­ლებთ.

მეფის სასახლე კა­საბ­ლან­კის ახალ მე­დი­ნა­ში მდე­ბა­რე მე­ფის სა­სახ­ლე ისლამური არ­ქი­ტექ­ტუ­რის შე­დევ­რია. სამ­წუ­ხა­როდ, ახ­ლოს ვერ მიხ­ვალთ, მაგ­რამ შო­რი­დან თვა­ლის შევ­ლე­ბაც საინ­ტე­რე­სოა. ყუ­რად­ღე­ბას იქ­ცევს შე­ნო­ბის თა­ღია­ნი შე­სას­ვლე­ლი და ორ­ნა­მენ­ტე­ბია­ნი ბრინ­ჯაოს კა­რი. მსგავ­­სი სა­სახ­ლეე­ბი მა­რო­კოს თით­ქმის ყვე­ლა ქა­ლაქ­ში დგას – ვინ იცის, სად მოუნ­დე­ბა მე­ფეს ღა­მის გა­თე­ვა. სა­სახ­ლის წინ პალ­მე­ბით და შად­რევ­ნე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი უზარ­მა­ზა­რი მოე­და­ნია – სწო­რედ აქე­დან ათ­ვა­ლიე­რე­ბენ სტუმ­რე­ბი შე­ნო­ბას. 39 VOYAGER 14/2019

NOTRE DAME DE LOURDES კასაბლანკის კათოლიკური ტაძარი Notre Dame de Lourdes არქიტექტურული თვალსაზრისით ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ნაგებობაა. თეთრი ფასადის, მაღალი, წაგრძელებული ფორმის შენობა, თავისი უჩვეულო დიზაინით, ეკლესიას არც კი მოგაგონებთ. 1950-იან წლებში აშენებული Notre Dame de Lourdes ევროპული მოდერნისტული არქიტექტურის შთამბეჭდავი ნიმუშია. არანაკლებ ეფექტური და საინტერესოა მისი ინტერიერიც. განსაკუთრებით თვალისმომჭრელია ფერადი მინებით გაწყობილი ფანჯრები.


კასაბლანკა

CORNICHE, CASABLANCA ატლანტის ოკეანის გასწვრივ გაყვანილი ეს რამდენიმეკილომეტრიანი ქუჩა კასაბლანკის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილია. თუ ხმაურიანი ქალაქისგან დასვენება და დროის სასიამოვნოდ გატარება გინდათ, აქ წამოსვლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. სიტყვა კორნიში ინგლისურში ფრანგულიდან, ფრანგულში კი იტალიურიდან მოხვდა და ციცაბო კლდის ფერდზე გაყვანილ, ერთი მხრიდან აღმავალ და მეორე მხარეს დაღმავალ გზას ნიშნავს. და მისი კასაბლანკური ვერსიაც სწორედ ასეთია – გრძელი გზა ოკეანის პირას.

კასაბლანკა ესპანურისა და პორტუგალიურის გავლენით თეთრ სახლს ნიშნავს. ბერბერები მას სულ სხვა სახელს – ანფას უწოდებდნენ, რაც დღეს მხოლოდ კასაბლანკის ერთ უბანს ჰქვია. პორტუგალიელებმა ქალაქი მე-15 საუკუნეში ჯერ დაიპყრეს, გაანადგურეს და მერე აღადგინეს, ციხე-ქალაქად აქციეს.

თვალუწვდენელი ჰორიზონტი, პლაჟის ფეხბურთი, ცხენით გასეირნება, საჰაერო ბუშტები, ამ და სხვა აქტივობებთან ერთად აქ ქალაქის საუკეთესო დასავლური რესტორნები, სანაყინეები და ჩილიმ-ბარებია თავმოყრილი. საჭმელს ქუჩებშიც ბევრგან ნახავთ, ადგილობრივები მას პირდაპირ თქვენ თვალწინ ამზადებენ. ეს ერთგვარი საკურორტო ზონაა ქალაქში, რომელიც ადგილობრივებსა და ტურისტებს ერთნაირად იზიდავს. აქედან ფეხით მიხვალთ ჰასან მეორის მეჩეთთან.

კასაბლანკის პლაჟი ლოს ანჯელესის ლეგენდარულ სანაპიროს მოგაგონებთ – სერფერებითაა სავსე. განსაკუთრებით სექტემბერში, როცა აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან QUIKSILVER PRO სერფინგის ჩემპიონატზე დასასწრებად. მოძებნეთ აქაური სერფერთა სკოლაც AIN DIAB, რომლის ინსტრუქტორებიც დაგეხმარებიან, კასაბლანკაში მოგზაურობა კიდევ უფრო მძაფრი შთაბეჭდილებებით აავსოთ.

AIN DIAB, CASABLANCA კორნიშზე მდებარე ეს რაიონი ქუჩის რბოლებითა და „ფორმულა 1“-ის მსოფლიო ჩემპიონატითაა ცნობილი, რომელიც აქ 1958 წელს გაიმართა. გზის გადაღმა ქვიშიანი პლაჟი და კაფე-ბარებისა და რესტორნების დიდი არჩევანია. აქვე მდებარეობს ქალაქის რამდენიმე დიდი სასტუმრო. აქაურობა განსაკუთრებით აქტიური ღამით ხდება, როცა კლუბები და დისკოთეკები იხსნება. 40 VOYAGER 14/2019


PETIT POUCET Petit Poucet (ფრან­გუ­ლად ცე­რო­ დე­ნა – ზუს­ტად ისე, რო­გორც ჰქვია შარლ პე­როს ზღაპ­რის გმირს) ერ­ თ-ერ­თი ის­ტო­რიუ­ლი ად­გი­ლია კა­ საბ­ლან­კა­ში – ფრან­გუ­ლი რეს­ტო­ რა­ნი, ფრან­გუ­ლი კო­ლო­ნია­ლიზ­მის ეპო­ქი­დან, რო­მე­ლიც უკ­ვე საუ­კუნე­ზე მე­ტი ხნი­საა და ან­ტუან დე სენ­ტ-ეგ­ზიუ­პე­რის, ედიტ პია­ფის და ალ­ბერ კა­მიუს საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია ამ ქა­ლაქ­ში.

LE CABESTAN კორნიშში მდებარე ფრანგული რესტორანი ატლანტის ოკეანის იშვიათ ხედებს გადაგიშლით თვალწინ და თვითონაც უნიკალური დიზაინით განგაცვიფრებთ. უკვე ლეგენდად ქცეული Le Cabestan 1927 წელს გაიხსნა და საუკუნეზე მეტია, მაგნიტივით იზიდავს სტუმრებს. აქ ხშირად ნახავთ არტისტებს, პოლიტიკოსებს და სხვა ცნობილ ადამიანებს. ის დღეს სასტუმრო Four Seasons-ის მეხუთე სა-

რთულზე მდებარეობს და დახვეწილი, მაღალი კლასის ფრანგული და ადგილობრივი მენიუთი გამოირჩევა. 2011 წელს, განახლების შემდეგ, ეს ადგილი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და რესტორანს პლაჟის ბარი და ღამის კლუბიც დაემატა, სახელად Social Club (თუმცა გადაამოწმეთ ალკოჰოლის მოხმარების წესები). აქ საუკეთესოდ მომზადებული ზღვის პროდუქტებიც აქვთ (ცინცხალ ზღვის ნობათს იქვე, ღია გრილზე, თქვენ თვალწინ ამზადებენ) და საკმაოდ ვრცელი მენიუც, რომელიც ვებგვერდზე დევს და სასურველი კერძების არჩევას ონლაინ შეძლებთ. რევიუებში კი ხშირად ახსენებენ ამ რესტორნის რამდენიმე გამორჩეულ კერძს: მთის მცენარეულ თაფლში კარამელიზებულ ცხვრის ბეჭს, ბადრიჯნის გრატინს თხის ყველით, ნიგვზითა და წიწაკით.

ერთ ცნო­ბილ და ბევ­რის­თვის საყ­ვა­ რელ სა­მოგ­ზაუ­რო ონ­ლაინ­გა­მო­ცე­მა Roads and Kingdoms-ში ამ ად­გილ­ზე ვკით­ხუ­ლობთ: „ალ­ბერ კა­მიუ, ედიტ პია­ფი და ან­ტუან დე სენ­ტ-ეგ­ზიუ­პე­ რი შე­დიან ბარ­ში. Le Petit Poucet-ში, კა­საბ­ლან­კის შუა­გულ­ში, სა­მი­ვე სას­ მელს უკ­ვე­თავს. იმ­პორ­ტუ­ლი ლუ­ დი ან­ტუანს – პი­ლოტს; ჭი­ქა ღვი­ნო – რო­ზე, რა თქმა უნ­და, მად­მუა­ზელ პიაფს; ახ­ლად და­წუ­რუ­ლი ანა­ნა­სი­სა და ქო­ქო­სის მარ­ტი­ნი ჭი­ქა­ში ჩარ­ჭო­ ბი­ლი ჭრე­ლი ქოლ­გით კი აბ­სურ­დისტ კა­მიუს. მე­რე სა­მი­ვე­ნი ან­თე­ბენ „გა­ ლუაზ ნუარს“ – სწო­რედ იმ სა­ზა­რე­ ლი გე­მოს შავ სი­გა­რეტს, ერთ დროს ყვე­ლა ფრან­გი ინ­ტე­ლექ­ტუა­ლი რომ ეწეო­და“... – ასე­თი აღ­წე­რის შემ­დეგ,

Phare d'El hank, 90 Boulevard de la Corniche, Dar-el-Beida 20000 www.le-cabestan.com

BAR ATOMIC

ალ­ბათ, ამ ის­ტო­რიულ კა­ფე­ში შე­ სეირ­ნე­ბა თქვენც მო­გინ­დე­ბათ, ცხა­ დია, იქ დღეს ასე ცნო­ბი­ლი და თან ასე ხში­რად აღა­რა­ვინ და­დის – მი­ სი ერ­თგუ­ლი სტუმ­რე­ბი ძი­რი­თა­დად ხან­ში შე­სუ­ლი მა­რო­კოე­ლი მა­მა­კა­ცე­ ბი არიან, შე­წუ­ხე­ბუ­ლი სა­ხეე­ბით რომ სვა­მენ ლუდს და ბარ­ში შე­სულ და­ სავ­ლელ ქა­ლებს ინ­ტე­რე­სით ათ­ვა­ ლიე­რე­ბენ. სა­მა­გიე­როდ, მუქ წი­თელ ფერ­ში გა­დაწ­ყვე­ტი­ლი ძვე­ლე­ბუ­რი ინ­ტე­რიე­რი მყუდ­რო გა­რე­მოს ახ­ლაც ქმნის და გემ­რიე­ლი ფრან­გუ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბის გა­სინ­ჯვის გარ­და (ტა­ჟი­ნი, ფუა გრა, ნაირ­-ნაი­რი სა­ლა­თე­ბი), ამ ად­გი­ლის ის­ტო­რიულ კონ­ტექ­სტსაც მუდ­მი­ვად გახ­სე­ნებთ.

ქალაქის ერთ-ერთი საკულტო ადგილია. ბარის ისტორია 1940-იანი წლებიდან იწყება და მას მერე კასაბლანკის გამორჩეულად ტრენდულ და ალტერნატიულ სივრცედ მიიჩნევა. ინტერიერის კედლები ჰოლივუდის ვარსკვლავების ფოტოებითაა გაფორმებული. რა თქმა უნდა, აქაურობას მაიკლ კერტისის ლეგენდარული ფილმის, „კასაბლანკის“ პოსტერიც ამშვენებს – ფილმის, რომელშიც ინგრიდ ბერგმანი და ჰამფრი ბოგარტი თამაშობენ. მართალია, სურათი ამერიკაშია გადაღებული, მაგრამ ამბობენ, რომ 1940-იან წლებში, კასაბლანკაში სტუმრობისას, ბოგარტმა ეს ბარიც მოინახულა.

91, Avenue Mers Sultan (Centre Ville) 41 VOYAGER 14/2019

86, Boulevard Mohammed V


კასაბლანკა რესტორნები

RICK’S CAFÉ CASABLANCA ქალაქის ცენტრში მდებარე 3-სართულიანი რესტორანი, კაფე და ბარი 2004 წელს გაიხსნა და მისი დიზაინი და კონცეფცია ფილმ „კასაბლანკაში“ არსებული ამავე სახელწოდების ბარის მიხედვით შეიქმნა. ძველ შენობაში განთავსებული კაფე სავსეა არქიტექტურული და დეკორატიული დეტალებით, რაც ფილმის სცენებს მოგაგონებთ: თაღები, გამოქანდაკებული ბარი, აივნები, მოაჯირები და ბისერებით მორთული სანათურები.

LE RELAIS DE PARIS Le Relais de Paris ფრანგული კულინარიული სამოთხეა კასაბლანკაში. კორნიშის პლაჟთან მდებარე რესტორანში უგემრიელესი ფრანგული კერძები აქვთ. კომფორტული გარემო და დახვეწილი ინტერიერი კი ტრადიციებისა და თანამედროვეობის საუკეთესო ნაზავია (აქაურ მენიუში სპაგეტისაც კი ნახავთ).

რესტორანი სასტუმრო Villa Blanca Hotelის ტერიტორიაზეა და სადილის შემდეგ, განსატვირთად, აქაურ Skybar-ში შეგიძლიათ გადაინაცვლოთ.

Boulevard de la Corniche

LA SQALA CAFÉ MAURE La Sqala Café Maure კიდევ ერთი გამორჩეული ადგილია ულამაზესი ბაღით, რომელიც ძველ მედინაში მდებარე მე18 საუკუნის პორტუგალიური ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მდებარეობს – ჟანგისფერი კედლებისა და ცისფერი კარის მიღმა. ღირსშესანიშნაობების თვალიერებისას ეს ადგილი შესანიშნავი დასასვენებელი შეიძლება იყოს – წერენ, რომ აქ მთელ კასაბლანკაში საუკეთესო საუზმით გაგიმასპინძლდებიან, აქვთ საამური პიტნის ჩაი და საუცხოოდ ამზადებენ ტრადიციულ მაროკოულ კერძებსა

და ახლად გამოწურულ ხილის წვენებს. ანდალუსიური სტილით შექმნილ ულამაზეს ბაღში სტუმრებს კვირაში სამჯერ ცოცხალი მუსიკის მოსმენაც შეუძლიათ. რაც მთავარია, ქალაქის ღირსშესანიშნაობად ითვლება თავად ციხესიმაგრეც. La Sqala უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთი საკვანძო ნაგებობა იყო კასაბლანკაში. გალავნიდან ოკეანის საუცხოო ხედი მოჩანს. La Sqala, Boulevard des Almohades restopro.ma/sqala 42 VOYAGER 14/2019

აქვე ნახავთ 1930-იანი წლების პიანინოს, რომელიც „კასაბლანკაში“ აღწერილი პერიოდის ავთენტურია. მასზე ხშირად ასრულებენ ცნობილ სიმღერას As Time Goes By, რომელსაც ფილმში პიანისტი სემი უკრავს ინგრიდ ბერგმანის პერსონაჟის თხოვნით. კაფე განთავსებულია 1930 წელს აშე­ ნებულ ტრადიციულ მაროკოულ, დიდ ეზოიან სახლში, მისი ქუჩის მხრი­ დან შესასვლელი მძიმე ხის კარიც ფილმიდან კადრებს მოგაგონებთ.

კაფეს ფასადი პორტს და ატლანტის ოკეანეს უყურებს. Rick’s Café -ს მენიუ თევზის ფართო არჩევანს გთავაზობთ. არც სტეიკების მოყვარულები დარ­ ჩებით უკმაყოფილო. ფუა-გრა, თხის ყველის სალათა ლეღვით და სხვა კერძებიც საუკეთესოა. დესერტად მა­ როკოული ახალი ხილი შეგიძლიათ მიირთვათ. Rick’s Café ყოველდღე მუშაობს. მათ შორის, რამადანისა და დღესასწაულების დროსაც. 248, Boulevard Sour Jdid rickscafe.ma


LE ROUGET DE L’ISLE პარიზის ცნობილი რესტორნის, Le Fouquet-ის მფლობელი რამდენიმე წლის წინ კასაბლანკაში გადავიდა საცხოვრებლად და Le Rouget de L’Isle შეიძინა. რესტორანი 1930-იან წლებში აშენებულ, ხელოვნების ნიმუშებით სავსე ვილაში მდებარეობს. ფრანგული სამზარეულოსგან შემდგარი მენიუ კარგად ერწყმის შენობის რომანტიკულ ინტერიერს. 16, rue Rouget de l’Isle – Villa Elise fb: @lerougetlisle

PORT DE PÊCHE კასაბლანკის ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური და სახასიათო რესტორანი Port de Pêche, ზღვის პროდუქტების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. იგი ჩრდილოეთ აფრიკაში ყველაზე დიდ სათევზაო ნავსადგურთან მდებარეობს. ახალი, იქვე მოპოვებული ზღვის პროდუქტების გასასინჯად ამაზე უკეთეს ადგილს ქალაქში ვერ ნახავთ. დიდი პოპულარობით სარგებლობს აქაური

პაელაც. რესტორანში ღვინის დიდი არჩევანიც აქვთ, რაც თევზეულს განსაკუთრებით უხდება. არანაკლებ საინ­ ტერესოა რესტორნის დიზაინიც. 1970-იანი წლების ესთეტიკაში გადაწყვეტილი ინტერიერი ბადეებით გაკეთებული ფარდებითაა დამშვენებული. აქ მუდმივად ხალხმრავლობაა, ამიტომ, აჯობებს, ადგილი წინასწარ დაჯავშნოთ.

LE CASART Le Casart სასტუმრო Sofitel-ის პანორამულ ტერასაზე მოწყობილი ბარია, სასმელის მრავალფეროვანი არჩევანით. ჩემპიონატების დროს აქ დიდ ეკრანზე მატჩებსაც უჩვენებენ. გარკვეულ დღეებში დიჯეი უკრავს, სხვა დროს კი კარგად შერჩეული, სასიამოვნო მუსიკაა ჩართული. თუ მოგშივდათ, ამავე სასტუმროში რესტორან Atelier Oriental-ში შეგიძლიათ გადაინაცვლოთ, სადაც ცნობილი

SENS

მზარეული Mourad Mahfoud-ი, მაროკოული, ლიბანური, თურქული და სირიული სამზარეულოს საუკეთესო კერძებს მოგიმზადებთ. Rue Sidi Belyout

SKY 28

სას­ტუმ­რო „კენ­ზი ტაუე­რის“ 27-ე სარ­ თულ­ზე მდე­ბა­რე რეს­ტო­რა­ნი Sens, დაუ­ვიწ­ყა­რია თა­ვი­სი პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­ დის გა­მო კა­საბ­ლან­კა­ზე და ფრან­გუ­ლი და მა­რო­კოუ­ლი სამ­ზა­რეუ­ლოს საუ­კე­ თე­სო ვა­რია­ციებ­საც გვთა­ვა­ზობს. გან­ სა­კუთ­რე­ბულ მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს აქაუ­რი ორა­გუ­ლი, რო­მელ­საც რამ­დე­ ნი­მე­ნაი­რად ამ­ზა­დე­ბენ. მი­სა­ყო­ლებ­ ლად აქ პუ­რის მა­გივ­რად ძი­რი­თა­დად ილის არო­მა­ტია­ნი ბრინ­ჯი მოაქვთ, ასე რომ, გემ­რიე­ლი, ჯან­სა­ღი და მსუ­ბუ­ქი სა­დი­ლი თუ გსურთ, ბევ­რი აღარ უნ­და იფიქ­როთ.

თუ ძვი­რად­ღი­რე­ბუ­ლი და იშ­ვია­ თი სას­მე­ლე­ბის გა­სინ­ჯვა მო­გინ­დათ, იმა­ვე შე­ნო­ბა­ში, ბარ Sky 28-ში უნ­და ახ­ვი­დეთ. დახ­ვე­წი­ლი ინ­ტე­რიე­რი, სა­ სია­მოვ­ნო გა­რე­მო და ქა­ლა­ქის მომ­ხიბ­ ლა­ვი ხე­დე­ბი კოქ­ტეი­ლის სმის პრო­ცესს კი­დევ უფ­რო სა­სია­მოვ­ნოს ხდის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზი ქა­ლა­ქი აქე­დან ღა­მით ჩანს. ქა­ლა­ქის აურ­ზაუ­ რი­სა და მა­რო­კოს ტრა­დი­ციუ­ლი ცხოვ­ რე­ბის­გან და­სას­ვე­ნებ­ლად ეს საუ­კე­თე­ სო ად­გი­ლია. ბარ­ში ცოც­ხალ მუ­სი­კა­საც მოის­მენთ.

Bd Mohamed Zerktouni, Kenzi Tower Hotel, 27 Etage 43 VOYAGER 14/2019


კასაბლანკა შოპინგი

კასაბლანკის ძველი მედინა კა­საბ­ლან­კის მე­დი­ნა უფ­რო საფ­რან­გე­თის კო­ლო­ნია­ლიზ­მის ხა­ნას უკავ­შირ­დე­ბა და მა­რო­კოს სხვა მე­დი­ნებ­თან შე­და­რე­ბით უფ­ რო მომ­ცრო და გა­მოკ­ვე­თი­ლად ევ­რო­პუ­ლი სტი­ლი­საა. აქაუ­რი შე­ნო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა არ­ტ-დე­კოს სტილ­შია გა­დაწ­ყვე­ტი­ლი და რკი­ნის მო­ჩუ­ ქურ­თმე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი და და­რა­ბე­ბია­ ნი ფან­ჯრე­ბი აქვს. დე­კო­რა­ტიუ­ლი, ძვე­ლი არა­ბეს­კე­ბი და­მა­ტე­ბით ხიბლს მა­ტებს მათ. ფრან­გუ­ლი ეპო­ქის საა­თია­ნი კოშ­კი უბ­ ნის ცენ­ტრში დგას, აქ­ვეა ბა­ზა­რიც, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი, ტრა­დი­ციუ­ლი ტყა­ვის სა­ ქო­ნე­ლი, ტან­საც­მე­ლი და სა­ნე­ლებ­ლე­ბი იყი­დე­ბა. მიუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ტა­რაა, კა­საბ­ლან­კის მე­დი­ნა­ში და­კარ­გვაც იო­ლია და ოდ­ნავ ამა­ფო­რია­ქე­ბე­ლიც, თუმ­ცა, სა­ ბო­ლოოდ, სა­ში­ში არა­ფე­რია. აქ სია­რუ­ლი­ სას კარ­გად შეიგ­რძნობთ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ყო­ველ­დღიუ­რო­ბას, ყო­ფით კულ­ტუ­რა­სა და ცხოვ­რე­ბის სტილს.

MOROCCO MALL კორ­ნი­შის ბულ­ვარ­ზე მდე­ბა­რე მა­რო­ კოს მო­ლი აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის ერ­ თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ვაჭ­რო ცენ­ ტრია, რო­მე­ლიც 350-ზე მეტ მა­ღა­ზიას აერ­თია­ნებს. მო­დის და ტექ­ნო­ლო­გიის მოყ­ვა­რუ­ლი თუ ხართ, რამ­დე­ნი­მე საა­თი ამ ად­გი­ ლის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ყა­ვით. და­ბა­ლი და სა­შუა­ლო კლა­სის ბრენ­დე­ბის გვერ­დით, აქ Diorის, Gucci-ს, Louis Vuitton-ისა და მა­ღა­ ლი მო­დის სხვა ბრენ­დებ­საც ნა­ხავთ. სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში კვე­ბი­სა და გა­სარ­ თო­ბი ობიექ­ტე­ბის დი­დი არ­ჩე­ვა­ნი­ცაა. კი­ნო­თეატ­რი, უზარ­მა­ზა­რი აკ­ვა­რიუ­მი, სა­ცი­გუ­რაო მოე­და­ნი, ბავ­შვე­ბი­სა და უფ­რო­სე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სხვა გა­სარ­თო­ბი და სა­თა­მა­შო ად­გი­ლე­ბი – მოკ­ლედ, მა­რო­კოს მოლ­ში, წე­სით,

მო­საწ­ყე­ნი დრო არ დაგრჩებათ. აქ თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლიათ ოჯახ­თან ერ­თად გაა­ტა­როთ მთე­ლი დღე ისე, რომ მე­დი­ნის ლა­ბი­რინ­თე­ბის ჭრე­ლი, ქუ­ჩუ­რი ცხოვ­რე­ბა სუ­ლაც და­გა­ვიწ­ ყდეთ.

HABOUS ჰობუსის კვარტლის, იგივე ახალი მედინის ისტორია 1920-იანი წლებიდან იწყება. პატარა ბაზრობებითა და სუვენირების მაღაზიებით სავსე ქუჩებს ფრანგული და მაროკოული არქიტექტურის ნიმუშები ამშვენებს. ქუჩებში ხეტიალითა და ხელნაკეთი ნივთების თვალიერებით თუ დაიღალეთ, აქვე პატარა კაფეებში შეგიძლიათ შეხვიდეთ და ჩაის ნაირსახეობები დააგემოვნოთ. ამავე უბანში მდებარეობს მეფის სასახლე და რამდენიმე ლამაზი მეჩეთიც. 44 VOYAGER 14/2019


კასაბლანკა სასტუმროები

SHERATON CASABLANCA HOTEL & TOWERS თუ კასაბლანკაში ბიზნესვიზიტი გაქვთ, მაშინ Sheraton Casablanca Hotel & Towers კარგი არჩევანია. ძველ მედინასთან ახლოს მდებარე სასტუმრო ფართო ოთახებით და დახვეწილი მომსახურებით გამოირჩევა. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ კონსიერჟს სთხოვოთ, დღის განრიგი და ტრანსპორტირება დაგიგეგმოთ. სასტუმროს რესტორნების კარგი არჩევანიც აქვს. განსაკუთრებით გირჩევთ El Andalous-ს, რომელიც საავტორო სამზარეულოს გარდა ცოცხალი შოუებითაც დაგაინტერესებთ. მნიშვნელოვანი შეხვედრების შემდეგ რელაქსაციისთვის, აუზი, საუნა, აბაზანები და სავარჯიშო დარბაზიც თქვენს განკარგულებაშია. 100 Avenue des FAR, Dar-el-Beida 20000

HOTEL VAL D’ANFA ზღვასა და კასაბლანკის ყველაზე პრესტიჟულ, თანამედროვე უბანს, Anfa-ს შორის მდებარე სასტუმრო VAL D’ANFA ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზეა. მაღალი ხარისხის სერვისისა და ინფრასტრუქტურის გარდა, ეს ადგილი არქიტექტურული თვალსაზრისითაც საინტერესოა. გარკვეულ სივრცეებს და დეტალებს აშკარად ეტყობა ბერბერების ხელოვნების გავლენა. სასტუმრო ნოვაციისა და ტრადიციის უნაკლო სინთეზია. ხის და კერამიკის დეტალები ინტერიერში და თბილი ფერები აქაურობას განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს. Angle Boulevard De L'océan Atlantique et Boulevard De La Corniche Ain Diab

ART PALACE & SPA ბუტიკ-სასტუმრო Art Palace & Spa კასაბლანკის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური დასასვენებელი და ღამის გასათევი ადგილია. სასტუმროს 25 უნიკალური პრემიუმ კლასის ნომერი აქვს, რომლებსაც სხვადასხვა ეპოქის ცნობილი ადამიანების სახელები ჰქვია. კლეოპატრადან და იულიუს კეისრიდან დაწყებული, აქ ოდრი ჰეპბერნის, ჯეიმს დინის და ედიტ პიაფის ნომრებსაც შეხვდებით. აუზი, ძენ-სპა, ჰამამი – ფიზიკური და ფსიქოლოგიური რელაქსაციისთვის აქ ყველა პირობაა. სასტუმროს რესტორანიც მოწოდების სიმაღლეზეა. ოთახებში ნესპრესოს ყავის აპარატებიც დგას. 4, Rue Soldat Maurice Benhamou, Boulevard d'Anfa 45 VOYAGER 14/2019


კასაბლანკა სასტუმროები

FOUR SEASONS HOTEL კორნიშის ბულვარზე მდებარე სასტუმრო Four Seasons Hotel Casablanca-ს ხუთი ვარსკვლავი და არაჩვეულებრივი მდებარეობა აქვს. თანამედროვე ზღვისპირა დასვენება მაროკოში – ასე უწევს სასტუმრო საკუთარ თავს რეკლამას. აქვს შთამბეჭდავი ხედი სანაპიროზე, ღია საცურაო აუზი, სამი შიდა და გარე რესტორანი ოკეანის ხედით და სპა, რომელიც მაროკოულ გამაჯანსაღებელ პროცედურებს გთავაზობთ. თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, საოჯახო სერვისის არჩევანიც დიდია. Boulevard de la Corniche, Dar-el-Beida www.fourseasons.com/casablanca

SOFITEL CASABLANCA TOUR BLANCHE HOTEL 24-სართულიანი სასტუმრო, Sofitel Casablanca, ქალაქის ბ ცენტრში, ჰასან II-ის მეჩეთის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. მდიდრული, კომფორტული და ინოვაციური დიზაინის მქონე სასტუმრო საუკეთესო ნომრებისა და ნომერ-ლუქსების გარდა რესტორებითა და კაფე-ბარებითაც ცნობილია. ფრანგული და ადგილობრივი სამზარეულოს კულინარიული შედევრების დაგემოვნება თუ გსურთ, Brasserie de la Tour-ში გელიან. Rue Sidi Belyout 46 VOYAGER 14/2019


HYATT REGENCY ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდე­ბა­რე Hyatt Regency Casablanca მა­რო­ კო­ში დაუ­ვიწ­ყა­რი დღეე­ბის გა­ტა­რე­ბის ერ­თ-ერ­თი გა­რან­ტია. ძველ მე­დი­ნა­ში სეირ­ნო­ბი­სა და ჰობუსის კვარ­ტალ­ში შო­პინ­გის შემ­დეგ, 5-ვარ­სკვლა­ვიან სას­ტუმ­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და დას­ვე­ნე­ ბა სად­ღე­სას­წაუ­ლო გან­წყო­ბა­ზე და­გა­ყე­ნებთ. აქ ყვე­ლა­ფე­რია, რაც შეიძ­ლე­ბა მოი­სურ­ვოთ დღის ბო­ლოს: რეს­ტო­რა­ნი, კა­ფე-­ ბა­რე­ბი, დის­კო­თე­კა.

რეს­ტო­რან Café M-ში საუ­კე­თე­სო მზა­რეუ­ლე­ბის მიერ მომ­ ზა­დე­ბუ­ლი კლა­სი­კუ­რი ფრან­გუ­ლი კერ­ძე­ბი და ღვი­ნოე­ბი შე­გიძ­ლიათ დაა­გე­მოვ­ნოთ, შემ­დეგ კი სი­გა­რი­თაც შეიქ­ ციოთ თა­ვი. ეს ად­გი­ლი ერ­თნაი­რად მიმ­ზიდ­ვე­ლია რო­გორც ბიზ­ნეს­ლან­ჩის­თვის, ისე ოჯა­ხუ­რი სა­დი­ლი­სა თუ რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შმის­თვის. Dar beida მა­რო­კოულ სამ­ზა­რეუ­ლოს გთა­ვა­ზობთ. ცოც­ხა­ლი ინ­ გრე­დიენ­ტე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი გემ­რიე­ლი კერ­ძე­ბის გე­მო დიდ­ ხანს გაგ­ყვე­ბათ. სა­დი­ლის შემ­დეგ მუც­ლის მო­ცეკ­ვა­ვეე­ბის შოუ­

თი შე­გიძ­ლიათ გაერ­თოთ, რომ­ლე­ბიც სპე­ცია­ლუ­რად მოწ­ყო­ ბილ არა­ბულ კა­რავ­ში ცეკ­ვა­ვენ. ზაფ­ხუ­ლო­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­ხიბ­ლა­ვია აუ­ზის­პი­რა რეს­ტო­რა­ნი Les Bougainvillées. თუ გვია­ნო­ბამ­დე არ გე­ძი­ნე­ბათ და ღა­მის ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ ლი ხართ, არც ამ­ჯე­რად მო­გი­წევთ სას­ტუმ­რო­დან გას­ვლა. Black house disqotheque ამ მხრივ ქა­ლაქ­ში ერ­თ-ერ­თი საუ­კე­თე­სოა. შავ და ოქ­როს­ფერ ფე­რებ­ში გა­დაწ­ყვე­ტი­ლი ინ­ტე­რიე­რი, კოქ­ ტეი­ლე­ბი და მუ­სი­კა – აქ ყვე­ლა­ნაირ პი­რო­ბას გიქ­მნიან, რომ დი­ ლამ­დე იცეკ­ვოთ.

47 VOYAGER 14/2019

Place des Nations Unies




მოგზაურის დღიური

ქარავნის რწევა ოკეანის ნაპირზე მ ე დე ა იმ ერლ იშ ვილ ი

ყველაფერი ასე დაიწყო – მოგზაურობა ფართოდ გახელილი თვალებით. სხვების არ ვიცი, მე კი თავს მალევე გამოვუტყდი, რომ აეროპორტიდან გამოსვლისთანავე, იქაურ მიწაზე ფეხის დადგმისთანავე, მინდოდა მეგრძნო და მეხილა რაღაც სხვა, ისეთი, რაც მანამდე არსად მენახა. ხრიოკი ლანდშაფტი, ჩვენებური ქართლის ველების მსგავსი. გზა რაბატამდე ასე მიდის, გაშლილი სივრცეა. რომ არა გზისპირებზე მოწითალო-მოაგურისფრო მიწა, ალაგ-ალაგ კაქტუსების ბუჩქები და უცნაური დასახლებები, გამოუწვავი თიხის ფერი, ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი უსარკმლებო სახლები და მათ სახურავებზე სოკოებივით ამოზრდილი სატელიტური ანტენები, რომლებიც ხრიოკ არემარესა და ღარიბ სახლებთან უჩვეულო კონტრასტს ქმნის, სხვა ვერც ვერაფერი მიგანიშნებს, რომ ისევ საქართველოში არ ხარ, რომ ქართლის გზაზე არ ხარ და თბილისისკენ არ მოეშურები. 50 VOYAGER 14/2019


რაბატი – კონტრასტების ქალაქი. სივრცე, რომელიც ყველაფერს იტევს – იმასაც, რაც ჩანს და იმასაც, რის დასანახადაც მხოლოდ თვალი და მზის სინათლე ვერ დაგეხმარება. პირიქით, ამ ქალაქში და საერთოდ, ამ ქვეყანაში თვალებს არც უნდა ენდო.

51 VOYAGER 14/2019


მოგზაურის დღიური რა­ბა­ტის სას­ტუმ­რო. პა­ტა­რა და მყუდ­რო „ი­ბი­სი“ აბ­დერ­რაჰ­მა­ ნის ქუ­ჩა­ზე. ზედ ვაგ­ზლის პი­რას. ახ­ლა რომ ვიხ­სე­ნებ ოთახს, მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი მომ­წვა­ნო ფი­რუ­ზის­ფე­რი იყო – კედ­ ლე­ბიც, პა­ტა­რა სარ­კმე­ლიც, ფარ­დაც, სა­წო­ლიც და ტუმ­ბოც სა­ წო­ლის გვერ­დით. ფი­რუ­ზის­ფე­რი ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ფე­რია და წყა­ლი­ვით სჭირ­დე­ბა უდაბ­ნოს­ფერ ლან­დშაფტს. დი­ლის გუ­შა­გი­ვით ვარ. უთე­ნია მეღ­ვი­ძე­ბა, მთე­ლი სამ­ყა­როს ძი­ლის მო­და­რა­ჯე­სა­ვით. არ ვი­ცი, რო­მე­ლი საა­თია, სი­ჩუ­მეს მო­ ლას ხმა არ­ღვევს და ქა­ლაქს ახა­ლი დღის დაწ­ყე­ბას ამ­ცნობს. გა­თე­ნე­ბას­თან ერ­თად ქუ­ჩი­დან აღ­წევს მან­ქა­ნე­ბის ხმაუ­რი. წინ გვაქვს მა­რო­კოს ფარ­თო და ვიწ­რო ქუ­ჩე­ბიც, ლა­ბი­რინ­თე­ბიც, ოკეა­ნის სა­ნა­პი­რო და მა­რო­კოელ­თა საყ­ვა­რე­ლი შე­ძა­ხი­ლი „ია­ლა, ია­ლა“ – ჩქა­რა-­ჩქა­რაო, ფე­ხი გა­მოად­გიო. თან გი­ცი­ნიან, სა­კუ­თარ ნა­ხე­ლავს გთა­ვა­ზო­ბენ. ფე­რა­დი ფარ­და­გე­ბი, ფე­რა­დი კე­რა­მი­კა, მა­რო­კოუ­ლი სამ­ზა­რეუ­ლო, კუს­კუ­სი, რო­მელ­ზეც ბევ­ რი მსმე­ნო­და და სხვაც, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც მა­ნამ­დე არა­ფე­რი გა­მე­გო­ნა – ეს ყვე­ლა­ფე­რი წინ გვაქვს. ზღურბლს გა­დაა­ბი­ჯებ და ყვე­ლა­ფე­რი მზით არის სავ­სე. თვა­ლი კი მუდ­მი­ვად ოკეა­ნის ზო­ ლის ძებ­ნა­შია. რა­ბა­ტი – კონ­ტრას­ტე­ბის ქა­ლა­ქი. სივ­რცე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ ფერს იტევს – იმა­საც, რაც ჩანს და იმა­საც, რის და­სა­ნა­ხა­დაც მხო­ლოდ თვა­ლი და მზის სი­ნათ­ლე ვერ და­გეხ­მა­რე­ბა. პი­რი­ ქით, ამ ქა­ლაქ­ში და საერ­თოდ, ამ ქვე­ყა­ნა­ში თვა­ლებს არც უნ­ და ენ­დო. მა­რო­კოს უნ­და უს­მი­ნო, უნ­და გა­თა­ვი­სუფ­ლდე მტან­ ჯვე­ლი წყურ­ვი­ლის­გან, ყვე­ლა­ფე­რი დაი­ნა­ხო, ყვე­ლა­ფე­რი შეიგ­რძნო და დაი­მახ­სოვ­რო. უნ­და გა­თა­ვი­სუფ­ლდე და აუჩ­ ქა­რებ­ლად მიენ­დო მუ­სი­კას, რო­მე­ლიც ვიწ­რო ქუ­ჩებ­ში გამ­ ყიდ­ვე­ლი კა­ცე­ბის უდარ­დე­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბის, ქა­ლე­ბის ტკბი­ლი ბაა­სის, აღ­მო­სავ­ლუ­რი მე­ლო­დიე­ბის, სი­ცი­ლის და ზოგ­ჯერ სი­

52 VOYAGER 14/2019


ჩუ­მის ფორ­მი­თაც ვლინ­დე­ბა. ეს ძა­ლიან ძნე­ლია, იმი­ტომ რომ წუ­თე­ბი დათ­ვლი­ლი გაქვს, იმი­ტომ რომ გაფ­რთხი­ლე­ბენ, რომ გვიან ქა­ლაქ­ში ბო­დია­ლი მთლად უსაფ­რთხო არ არის, იმი­ ტომ რომ ლა­ბი­რინ­თში მარ­ტო არ უნ­და დარ­ჩე.

ლა­ბი­რინთს რა­ბა­ტის ძველ უბანს ვარ­ ქმევ, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ერ­თი სუ­ლი მაქვს, თა­ვი იქ აღ­მო­ვი­ჩი­ნო და თან მარ­ თლაც ძა­ლიან წაა­გავს. ეს ვიწ­რო ქუ­ჩე­ბი, შე­სახ­ვე­ვე­ბი ისეა ერ­თმა­ნეთ­ში გა­დახ­ ლარ­თუ­ლი, ათა­სი ყუ­რი და თვა­ლი უნ­და გა­მოის­ხა, რომ თა­ვი დააღ­წიო, თუ­კი ამი­სი სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბა. პა­ტა­რა, ორ­-სამ­სარ­ თუ­ლია­ნი სახ­ლე­ბის კედ­ლე­ბი ადა­მია­ნის სი­მაღ­ლე­ზე ლურ­ჯად არის შე­ღე­ბი­ლი. აქ ყვე­ლა კა­რი და ყვე­ლა ფან­ჯა­რა, ყვე­ლა პა­ტა­რა სარ­კმე­ლი და მა­თი და­რა­ბე­ბიც ლურ­ჯია. რო­გორც გვიხ­სნიან, ამ ფერს ბედ­ნიე­რე­ბა მოაქვს.

53 VOYAGER 14/2019


მოგზაურის დღიური ღა­მის რა­ბა­ტი ასე­თი მახ­სოვს – ვიწ­რო ქუ­ჩე­ბით, ლურ­ჯი ლა­ ბი­რინ­თით და იქ მცხოვ­რე­ბი კა­ცე­ბის გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ღი­მი­ ლია­ნი მზე­რით და გარს შე­მოხ­ვეუ­ლი ბავ­შვე­ბის სი­ცი­ლით. კა­რის წინ დი­დი მწვა­ნე მცე­ნა­რეე­ბია თი­ხის დი­დი ქოთ­ნე­ ბით. ერ­თი სუ­ლი გაქვს, კა­რი შეა­ღო და შეა­ბი­ჯო. დღის რა­ბა­ ტი ფარ­თო და გაშ­ლი­ლია. და­სავ­ლუ­რის და აღ­მო­სავ­ლუ­რის თან­ხმო­ბა-­შე­ზა­ვე­ბით. თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რით, ძვე­ლი მე­ჩე­თე­ბით, ლა­მა­ზი კა­ფეე­ბით და ჩაი­ხა­ნე­ბით. მოტ­კბო არო­ მა­ტით, რო­მე­ლიც ითავ­სებს ვარ­დის, პიტ­ნის, ათას­გვა­რი სა­ნე­ ლებ­ლის, ხი­ლის, ჩა­შუ­შუ­ლი კერ­ძე­ბის სურ­ნელს. კა­საბ­ლან­კა – ქა­ლა­ქი, საი­და­ნაც დაიწ­ყო ჩვე­ნი მა­რო­კო­ ში მოგ­ზაუ­რო­ბა და რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში უნა­ხა­ვი დაგ­ ვრჩა. ერ­თა­დერთ უბანს ვნა­ხუ­ლობთ, ად­გილს, სა­დაც წლე­ ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დი­დი სა­პა­ტიმ­რო იყო და სა­დაც რეპ­რე­სიის წლებ­ში ადა­მია­ნებს აწა­მებ­დნენ. ორ­გა­ნი­ზა­ცია „არ­ქი­ვი და ხსოვ­ნა“ ამ ად­გი­ლე­ბის იერ­სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ ზე ზრუ­ნავს. ამ საქ­მია­ნო­ბის მი­ზა­ნი კი ის არის, მომ­ხდა­რის ხსოვ­ნა არ წაი­შა­ლოს. კა­საბ­ლან­კას ორ საათ­ში ვტო­ვებთ და რა­ბატ­ში ვბრუნ­დე­ბით. გზად ოკეა­ნის სა­ნა­პი­რო – ყი­ნუ­ლი­ვით ცი­ვი და გამ­ჭვირ­ვა­ლე წყა­ლი, რო­მე­ლიც რა­ღაც სას­წაუ­ლით, რაც უფ­რო ღრმად შე­დი­ხარ, მით უფ­რო სიმ­ხურ­ ვა­ლით გავ­სებს, ოქ­როს­ფე­რი სა­ნა­პი­რო, შორს, ჰო­რი­ზონ­ტზე თეთ­რი ქა­ლა­ქი. ფე­სი – მა­რო­კოს ქა­ლა­ქე­ბი­დან ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე უძ­ ვე­ლე­სი, ხში­რად არა­ბუ­ლი კულ­ტუ­რის მარ­გა­ლი­ტად რომ

54 VOYAGER 14/2019


მოიხ­სე­ნიე­ბენ. ქა­ლა­ქი ასო­ბით მე­ჩე­თით, უძ­ვე­ლე­სი სას­წავ­ ლებ­ლე­ბით და სხვა ათა­სი სას­წაუ­ლით. დი­ლაუ­თე­ნია მა­ტა­ რე­ბელ­ში ვსხდე­ბით და მი­ვემ­გზავ­რე­ბით. ვაგ­ზალ­თან ტაქ­ სის ვა­ჩე­რებთ და ის­ტო­რიულ უბან­ში, მე­დი­ნა­ში მივ­ყა­ვართ. აი, აქ იწ­ყე­ბა ნამ­დვი­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი. მე­დი­ნის შე­სას­ ვლელ­ში ვხვდე­ბით ჩვენს სიტ­ყვაუხვ გამ­ცი­ლე­ბელს, გულ­ღია და ხა­ლი­სიან ნა­ჯიმს, წარ­მო­შო­ბოთ ბერ­ბერს, მიდ­ლ-ატ­ლა­სის მთე­ბი­დან. აქ უკ­ვე ჩვე­ნი ბე­დი მის ხელ­თაა. დაგ­ვაქ­რო­ლებს მე­დი­ნის ქუ­ჩებ­ში. ქუ­ჩად ვუხ­მობ, თო­რემ სი­ნამ­დვი­ლე­ში მა­თი სი­გა­ნე ხში­რად ერთ მეტრს არ აღე­მა­ტე­ბა.

სა­კუ­თა­რი ვი­ნაო­ბაც კი აღარ გვახ­სოვს. აქ ვემ­შვი­დო­ბე­ბით ჩვენს ბერ­ბერ გამ­ცი­ლე­ბელს. აქ „აღ­მო­ვა­ჩენ“ ბხი­ვათს – პა­ წია ღვე­ზე­ლებს სხვა­დას­ხვა შიგ­თავ­სით. პიტ­ნის ჩაი შუ­შის თლი­ლი ჭი­ქე­ბით. მა­რო­კოუ­ლი კერ­ძე­ბი ისე­ვე თბი­ლია და ისე­ვე აუჩ­ქა­რე­ბე­ლი, რო­გორც აქაუ­რი დრო. ირ­წე­ვიან ცხიმ­ში და მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბით და მკვეთ­რი ხა­ზე­ბით არ გა­და­გის­ ვრიან სად­ღაც სხვა­გან. მათ დინ­ჯად უნ­და შეექ­ცე, და­მამ­შვი­ დე­ბე­ლია მათ მიერ ამ უხ­მო ფო­ნის შექ­მნა – ქა­რავ­ნის რწე­ვას ჰგავს, ჩემს წარ­მო­სახ­ვა­ში.

ისე­თიც ვნა­ხეთ, სა­დაც კი­დევ უფ­რო ვიწ­როვ­დე­ბა და ერ­თი კა­ცი ძლივს გაივ­ლის. შე­ძა­ხი­ლი „ია­ლა­-ია­ლაც“ და ჩვე­ნი მონ­ დო­მე­ბა და თავ­გან­წირ­ვაც, ყვე­ლა­ფე­რი და­ვი­ნა­ხოთ, გა­ვი­გო­ ნოთ და კარ­გად და­ვი­მახ­სოვ­როთ, კულ­მი­ნა­ციას აღ­წევს. რა­ბა­ტის ლა­ბი­რინ­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აქაუ­რო­ბა თი­ხის­ფე­ რია, და ეს თი­ხის­ფე­რი, ერ­თმა­ნეთ­ზე მი­შე­ნე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი შიგ­ნი­დან ისეთ ზღაპ­რებს მა­ლავს, რომ არც და­გე­სიზ­მრე­ბა. ჩვე­ნი სირ­ბი­ლი ერთ პა­ტა­რა რეს­ტო­რან­თან წყდე­ბა. რეს­ტო­ რანს ვამ­ბობ, მაგ­რამ გა­რე­დან ამა­ზე არა­ფე­რი მი­გა­ნიშ­ნებს. ეჭ­ვის თვა­ლი­თაც კი ვუ­ყუ­რებთ ჩვე­ნი გამ­ცი­ლებ­ლის არ­ჩე­ ვანს. კი­ბე­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ფე­ხუ­რის ავ­ლის შემ­დეგ ეჭ­ვი გვე­ ფან­ტე­ბა, ტე­რა­სა­ზე ასუ­ლებს კი, საი­და­ნაც მთე­ლი ფე­სი თა­ ვი­სი მშვე­ნიე­რე­ბით თვალ­წინ გვეშ­ლე­ბა, არა­თუ ეჭ­ვე­ბი, უკ­ვე

55 VOYAGER 14/2019


რაბატი

RABAT მაროკოს დედაქალაქი რაბატი მე-12 საუკუნიდან არსებობს. ძველად ეს ადგილი არაბული არმიის სიმაგრე იყო და ქალაქის სახელწოდებაც სამხედრო ბანაკის, რიბატისგან მოდის. რაბატი და მისი მოსაზღვრე ქალაქი სალე პირველობისთვის რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იბრძოდნენ, თუმცა რაბატმა თანდათან მოიპოვა უპირატესობა და ქვეყნის ცენტრალურ ურბანულ დასახლებად იქცა. მე-17 საუკუნის დასაწყისიდან რაბატი ანტიევროპული ცენტრი გახდა და მისი მთავარი სიმაგრე უდაიას კას­ბა იყო. 1912 წლიდან კი ფრანგმა მმართველებმა ის ქვეყნის დედაქალაქად გამოაცხადეს. რაბატმა დედაქალაქის სტატუსი მაროკოს დამოუკიდებლობის შემდეგაც, 1956 წლიდანაც შეინარჩუნა. დღეს ის ქვეყნის სამრეწველო და ერთ-ერთი კულტურული ცენტრია. რაბატში ცხოვრობს მაროკოს სამეფო ოჯახიც.

KASBAH DES OUDAIAS რა­ბა­ტის ერ­თ-ერ­თი ის­ტო­რიუ­ლი და გა­მორ­ჩუ­ლად ლა­მა­ზი უბა­ნი უდაიას კას­ბა UNESCO-ს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის ნუს­ხა­შია შე­ტა­ნი­ლი. ძვე­ლი სა­სახ­ ლე, ცი­ხე­სი­მაგ­რე, მე­ჩე­თი და თვალ­წარ­მტა­ცი ქუ­ჩე­ბი ქა­ლა­ქის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. უდაიას კას­ბა მე-12 საუ­კუ­ნე­ში აი­გო და იქაა ძვე­ლი სა­სახ­ლე და მე­ჩე­თიც, ერ­თმა­ნეთ­ში გა­დახ­ლარ­თუ­ლი ქუ­ჩა­ბან­დე­ბით და მო­ლურ­ჯო-­თეთრ ტო­ნებ­ში შე­ღე­ ბი­ლი სახ­ლე­ბის ფა­სა­დე­ბით. იმ პე­რიო­დის ერ­თ-ერთი სა­ხა­სია­თო ღირ­სშე­სა­ნიშ­ნაო­ბაა ალ­მო­ჰა­დე­ბის ხა­ლი­ ფა­ტის დროინ­დე­ლი დი­დი ჭიშ­კა­რი, რო­მე­ლიც ამ ად­ გილს კი­დევ უფ­რო გრან­დიო­ზულს ხდის. ცი­ხე­სი­მაგ­რის გა­ლავ­ნი­დან ოკეა­ნის ხე­დი იშ­ლე­ბა, ხო­ ლო თუ სა­ნა­პი­როს გაუყ­ვე­ბით, ნა­ხავთ, რო­გორ ეხეთ­ ქე­ბა ძვე­ლი კა­რიბ­ჭის კედ­ლებს ტალ­ღე­ბი – სა­ნა­ხაო­ბა მე­დი­ტა­ციუ­რიც კია. 56 VOYAGER 14/2019


მედინა რა­ბა­ტის ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ხმაუ­რია­ნი და ლა­მა­ზი ნა­ წი­ლი, მე­დი­ნა, მე-17 საუ­კუ­ნის ნა­გე­ბო­ბე­ბით არის ცნო­ბი­ ლი. იმ პე­რიოდ­ში აქ ან­და­ლუ­სია­დან ეს­პა­ნე­ლი მუს­ლი­ მე­ბი გად­მო­სახ­ლდნენ და სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რა მა­ლე­ვე და­ნერ­გეს – ეს გავ­ლე­ნე­ბი უბ­ნის არ­ქი­ტექ­ტუ­რას დღემ­დე აშ­კა­რად ეტ­ყო­ბა – სწო­რედ ამით გან­სხვავ­დე­ბა რა­ბა­ტის მე­დი­ნა ფე­სი­სა და მა­რა­ქე­შის მე­დი­ნე­ბის­გან. აქ­ვეა ორი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქუ­ჩაც სა­ყიდ­ლე­ბის­ თვის: Souk es Sebbat და Rue Souka. ღირ­სშე­სა­ნიშ­ნაო­ბე­ ბი­დან გირ­ჩევ­დით, ნა­ხოთ მე­ჩე­თე­ბი: ელ-კუბას მეჩეთი (Koubba Mosque) და დიდი მეჩეთი, მა­რი­ნი­დის შად­რე­ვა­ნი და ებ­რაუ­ლი კვარ­ტა­ლი, რო­მე­ლიც მე­დი­ნის სამ­ხრეთ ნა­ წილ­ში მდე­ბა­რეობს და საინ­ტე­რე­სო ღია ბაზ­რო­ბით გა­ მოირ­ჩე­ვა.

OUDAIAS MUSEUM და ანდალუსიური ბაღები უდაიას კას­ბა­ში ულა­მა­ზეს ან­და­ლუ­სიურ ბა­ღებს ნა­ხავთ, რომ­ლე­ბიც მე-20 საუ­კუ­ნის დას­წყის­შია გა­შე­ნე­ბუ­ლი. ბა­ღებს შო­რის მდგარ მდიდ­რულ სახ­ლში უდაიას მუ­ზეუ­მია გან­თავ­ სე­ბუ­ლი. ეს ნა­გე­ბო­ბა მა­რო­კოს სულ­თან­მა, მუ­ლაი ის­მაილ­მა მე-17 საუ­კუ­ნე­ში აა­შე­ნა და მი­სი პირ­ვე­ლი რე­ზი­დენ­ცია იყო რა­ბატ­ში. შე­ნო­ბის მარ­ჯვე­ნა ნა­წილ­ში, მთა­ვარ ოთახ­ში, უძ­ვე­ლე­სი მა­რო­კოუ­ლი ინ­ტე­რიე­რის ნი­მუშს ნა­ხავთ. დივ­ნე­ბი ატ­ლა­სი­სა და აბ­რე­შუ­მის ბა­ლი­შე­ბით არის და­ფა­რუ­ლი. აქ­ვეა უძ­ვე­ლე­სი ილუს­ტრი­რე­ბუ­ლი ყუ­რა­ნი, ძვირ­ფა­სი სამ­კაუ­ლე­ბი, კე­რა­მი­კუ­ ლი ნა­წარ­მი და მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი. Rue Bazzo

57 VOYAGER 14/2019


რაბატი

58 VOYAGER 14/2019


KENITRA HASSAN TOWER ჰა­სა­ნის კოშ­კი, დაუს­რუ­ლე­ბე­ლი მე­ ჩე­თის მი­ნა­რე­თია, რო­მე­ლიც მე-12 საუ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა. მე­ჩე­თის მშე­ ნებ­ლო­ბა 1195 წელს, სულ­თან­მა ია­კუბ ალ­-მან­სურ­მა დაიწ­ყო და მი­სი მი­ნა­რე­ თი მსოფ­ლიო­ში ყვე­ლა­ზე დი­დი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა, 1199 წელს სულ­თა­ ნი გარ­დაიც­ვა­ლა და მშე­ნებ­ლო­ბაც შე­ ჩერ­და. მი­ნა­რე­თის სი­მაღ­ლე იმ დროს 44 მეტ­რი იყო და ასე­ვე დარ­ჩა.

მა­რო­კოს ჩრდი­ლოე­თით მდე­ბა­რე ქა­ლა­ქი კე­ნიტ­რა 1912 წელს ფრან­გმა გე­ნე­რალ­მა ლიო­ტემ, მა­რო­კოს პირ­ველ­მა ფრან­გმა სამ­ ხედ­რო მმარ­თველ­მა დააარ­სა და თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­ხედ­რო ბა­ ზად იყე­ნებ­დნენ. დღეს კე­ნიტ­რა თა­ნა­მედ­რო­ვე, თით­ქოს არაფ­რით გა­მორ­ჩეუ­ლი ქა­ლა­ქია, თუმ­ცა, მი­სი გავ­ლით შე­გიძ­ლიათ გზა გა­ ნაგ­რძოთ ტან­ჟე­რის­კენ, ან­და სა­მან­ქა­ნო მოგ­ზაუ­რო­ბა და­გეგ­მოთ მეჰ­დია­ში, რო­მელ­საც გრძე­ლი და ლა­მა­ზი სა­ნა­პი­რო და პლა­ჟი აქვს და სერ­ფე­რე­ბის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია. კე­ნიტ­რას­თან ახ­ლო­ საა კასბა მაჰდია - მე-17 საუ­კუ­ნის ცი­ხე­სი­მაგ­რე და რო­მაუ­ლი ჯა­რის სა­გარ­ნი­ზო­ნე ად­გი­ლი თამუსიდაც. მი­სი ნან­გრე­ვე­ბი ძველ სა­ლო­ ცავს, აბა­ნოს, სახ­ლსა და გარ­ნი­ზო­ნის სა­ბა­ნა­კე ბა­ზას მოი­ცავს.

წი­თე­ლი ქვი­შაქ­ვას­გან აგე­ბუ­ლი მი­ ნა­რე­თის შთამ­ბეჭ­და­ვი მავ­რი­ტა­ნუ­ლი დი­ზაი­ნი ეს­პა­ნურ კოშ­კებ­სა და ეკ­ლე­ სიებ­საც ჰგავს.

CHELLAH შალა, შუა საუკუნეების მუსლიმური ნეკროპოლისი, ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილია რაბატში. სახასიათო, ფართო ქუჩები და ნეკროპოლისის ნანგრევები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კომპლექსი მე-13 საუკუნეში, მარინიდების დინასტიის პერიოდშია აშენებული და მეჩეთს, სამეფო სამარხებსა და მინარეთსაც მოიცავს. ამ ისტორიული ძეგლის კიდევ უფრო ძველი ფენა კი ფინიკიელების ეპოქას უკავშირდება. დამცავი კედლით შემოსაზღვრული მინარეთი ისევ მყარად დგას, თუმცა დანარჩენი ნაწილი ჩამოშლილია და მათზე მცენარეები და ხეებია ამოზრდილი, იქ საინტერესო ფოტოების გადაღება შეიძლება – მცენარეებით დაფარულ ნანგრევებში ყანჩების ბუდეებია.

59 VOYAGER 14/2019


რაბატი

სასტუმროები

HOTEL LA TOUR HASSAN Hotel la Tour Hassan, მა­რო­კოუ­ლი სას­ტუმ­როე­ბის ინ­დუს­ ტრიის ფლაგ­მა­ნი, გა­მორ­ჩუ­ლად ავ­თენ­ტუ­რი და სა­ხა­სია­თოა. 1912 წელს აშე­ნე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო მავ­რი­ტა­ნუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­ რის ნი­მუ­შია და ქა­ლა­ქის მთა­ვარ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნაო­ბებ­თან ახ­ლო­საა. აქე­დან ფე­ხით მიხ­ვალთ მე­დი­ნა­ში, დაათ­ვა­ლიე­ რებთ უდაიას კას­ბას, ჰა­სა­ნის კოშ­კსა და სა­მე­ფო სა­სახ­ლეს. სას­ტუმ­როს რეს­ტორ­ნე­ბის და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძიე­ბის მო­საწ­ყო­ბი სპე­ცია­ლუ­რი სივ­რცეე­ბის გარ­და, 3 სა­ცუ­რაო აუ­ზი და მი­ნი­გოლ­ფის მოე­და­ნიც აქვს. 26, Avenue Chellah B.P. 14, Rabat 10000

THE SOFITEL RABAT JARDIN DES ROSES The Sofitel Rabat Jardin des Roses სამეფო სასახლიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. სასტუმროს გარს 7 ჰექტარზე გაშენებული ანდალუსიური ბაღები აკრავს, სადაც 3000-მდე ვარდი ხარობს. Sofitel-ი თანამედროვე მაროკოული სტილის სასტუმროა, ღია აუზით და სადა, დახვეწილი დიზაინით. Impasse Souissi, Rabat 10000 60 VOYAGER 14/2019


VILLA DIYAFA BOUTIQUE HOTEL AND SPA მა­ღა­ლი კლა­სის, ძვირ­და­ღი­რე­ბულ ბუ­ტიკ­-სას­ტუმ­როს თუ ეძებთ, Villa Diyafa Boutique Hotel and Spa კარ­გი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ ბა. რა­ბა­ტის საელ­ჩოე­ბის უბან­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო ზო­გიერ­თი ნომ­რის­თვის პერ­სო­ნა­ლურ მსა­ხურ­საც გთა­ვა­ზობთ. სას­ტუმ­როს აქვს სპა და ველ­ნეს­-ცენ­ტრი, ღია აუ­ზი, თურ­ქუ­ლი აბა­ნო და ლი­ მუ­ზი­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა. Angle Rue Bani Yadder et Rue Jebala, Rue Bani Yadder, Rabat 10220

HOTEL RIAD KALAA 1815 წელს აშენებული Riad Kalaa, ოკეანის სანაპიროსთან ახლოს, რაბატის ცენტრალურ ნაწილში, მედინაში მდებარეობს. მოგვიანებით სასტუმრო განაახლეს, თუმცა ტრადიციული მაროკოული სტილი მაინც შეუნარჩუნდა. 11-ოთახიანი და ნომერ-ლუქსებიანი სასტუმრო სიდიდით არ გამოირჩევა, თუმცა 400 კვადრატული მეტრის ტერასები აუცილებლად მოგხიბლავთ. ამ სასტუმროს ბარბეკიუს ადგილები, საუკეთესო ლაუნჯ-სივრცეები, ბარი და რესტორანიც აქვს. აქვეა, ცხადია, აუზიცა და თურქული აბანოც. Rue Zebdi, Rabat 10000

HOTEL RIAD DAR EL KEBIRA Riad Dar El Kebira Riad Kalaa-სთან ახლოს მდებარე დახვეწილი და მოდური გესტჰაუზია, რომელიც 10 ოთახისგან შედგება. კარგად მოწყობილი, კომფორტული ოთახები, საუზმე სახურავზე მოწყობილ ტერასაზე, თურქული აბანო და სპა, რესტორანი, ბარი – სასტუმრო სრულ კომფორტს და სასიამოვნო გამოცდილებას გპირდებათ. 1 Rue des Consuls, Rabat 10000 61 VOYAGER 14/2019


რაბატი

რესტორნები

DINARJAT

VILLA DIYAFA

მა­რო­კოს ტრა­დი­ციუ­ლი კუ­ლი­ნა­რია ამ რეს­ტო­რან­ში გა­მორ­ ჩეუ­ლად რო­მან­ტი­კულ გა­რე­მო­ში შე­გიძ­ლიათ გა­სინ­ჯოთ. რეს­ტო­რან­ში მი­სულს ტრა­დი­ციულ კოს­ტიუმ­ში ჩაც­მუ­ლი მას­ პინ­ძე­ლი დაგ­ხვდე­ბათ და ჩი­რაღ­დნით შე­გიძ­ღვე­ბათ არა­ ბულ­-ან­და­ლუ­სიურ ბაღ­ში, სა­დაც რა­ხი­დი­სა და ჰა­ლი­მას რეს­ ტო­რა­ნი მდე­ბა­რეობს. იქ, სან­თლის ციმ­ცი­მა შუქ­ზე, ნა­ზი, მე­ ლო­დიუ­რი მუ­სი­კის თან­ხლე­ბით მიირ­თვით მსუ­ყე ან მსუ­ბუ­ქი სა­ლა­თე­ბი, ტრა­დი­ციუ­ლი მა­რო­კოუ­ლი წვნია­ნე­ბი, პას­ტი­ლია, მა­რო­კოუ­ლი ქა­ბა­ბი, კუს­კუ­სი, ტა­ჟი­ნი და სხვა მრა­ვა­ლი.

ეს რეს­ტო­რა­ნი ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის სას­ტუმ­როს ეკუთ­ვნის და საელჩოების რაიო­ნის შუა­გულ­შია. იქაუ­რი მზა­რეუ­ლე­ ბი ძა­ლას არ იშუ­რე­ბენ ევ­რო­პუ­ლი და მა­რო­კოუ­ლი კერ­ძე­ ბის ორი­გი­ნა­ლუ­რი ვერ­სიე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად. რეს­ტორ­ნის საუ­კე­თე­სო ნა­წი­ლი, ცხა­დია, მი­სი ტე­რა­საა – მწვა­ნე­ში ჩაფ­ ლუ­ლი, მშვი­დი გა­რე­მო, სა­დაც ატ­ლან­ტის ოკეა­ნის ცინ­ცხლად და­ჭე­რილ თევ­ზეულ­სა და ზღვის პრო­დუქ­ტებს კი­დევ უფ­რო ინ­ტენ­სიუ­რი გე­მო აქვს. Angle Rue Bani Yadder villadiyafa.com

6, Rue Belgnaoui / Dinarjat.ma

AL WARDA

LE GEORGES ეს კი თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის რეს­ტო­რა­ნია, რო­მე­ლიც ხმაუ­რიან და მო­დურ რაიონ აგ­დალ­შია გახ­სნი­ლი. აქ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ ნი მე­ნიუ აქვთ, ხორ­ცი გრილ­ზე, ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი და თევ­ ზეუ­ლი, იხ­ვის ხორ­ცის მა­რი­ნა­დი – ამ ეკ­ლექ­ტუ­რო­ბას კარ­გი ცოც­ხა­ლი მუ­სი­კა და გა­მორ­ჩეუ­ლად ფრან­გუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბი აბა­ლან­სებს.

მა­რო­კოუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სამ­ზა­რეუ­ლო – ასეც შეიძ­ ლე­ბა და­ვა­ხა­სია­თოთ მე­ნიუ, რო­მე­ლიც ამ ცნო­ბი­ლი სას­ტუმ­ როე­ბის ქსე­ლის რეს­ტო­რანს აქვს რა­ბატ­ში. შეფ­მზა­რეულს გან­სა­კუთ­რე­ბით მოაქვს თა­ვი ცინ­ცხა­ლი და ქორ­ფა პრო­დუქ­ ტე­ბით, დახ­ვე­წი­ლი სერ­ვი­რე­ბით და, რაც მთა­ვა­რია, ორი­ გი­ნა­ლუ­რი მიგ­ნე­ბე­ბით, რი­თაც მა­რო­კოუ­ლი სამ­ზა­რეუ­ლოს კლა­სი­კურ გა­გე­ბას ცვლის. რეს­ტო­რა­ნი სა­მე­ფო სა­სახ­ლის გვერ­დით მდე­ბა­რეობს, სას­ტუმ­რო „სო­ფი­ტე­ლის“ ვარ­დე­ბის ბაღ­ში. იმა­ვე ბაღ­ში, აუ­ზის მო­პირ­და­პი­რედ, „სო­ფი­ტე­ლის“ კი­დევ ერ­თი გა­მორ­ჩეუ­ლი რეს­ტო­რა­ნია – „ოქ­როს თევ­ზი“, სა­დაც ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­ნიუ აქვთ. მე­ნიუ ხშირ­-ხში­რად იც­ვლე­ბა – იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მე­ ლი ახ­ლად და­ჭე­რი­ლი თევ­ზი მოაქვთ რეს­ტო­რან­ში. შეფ­მზა­ რეუ­ლი აც­ხა­დებს, რომ მის რეს­ტო­რან­ში, საერ­თო­დაც, ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის სამ­ზა­რეუ­ლოს ახ­ლე­ბურ გა­გე­ბას აყა­ლი­ბე­ბენ. ასეა თუ ისე, იქ თევ­ზის რე­ცეპ­ტებს მსოფ­ლიოს სხვა­დას­ხვა სამ­ზა­რეუ­ლო­დან იღე­ბენ და ცდიან; და, რაც მთა­ვა­რია, ყო­ ველ­თვის ახ­ლად და­ჭე­რილ თევზს იყე­ნე­ბენ.

66 Rue Oued Baht, Rabat

CAFE MAURE მას მე­რე, რაც რა­ბა­ტის ერ­თ-ერთ მთა­ვარ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნაო­ ბას, უდაიას კასბას, დაათ­ვა­ლიე­რებთ, მა­რო­კოუ­ლი პიტ­ნის ჩაის და­სა­ლე­ვად და ად­გი­ლობ­რი­ვი ნამ­ცხვრე­ბი­სა და ტკბი­ ლეუ­ლის გა­სა­სინ­ჯად ამ სიმ­პა­თიურ კა­ფეს ეს­ტუმ­რეთ. პიტ­ნის ჩაი აქ კი­დევ უფ­რო გემ­რიე­ლია მდი­ნა­რე­სა და ის­ტო­რიულ ნა­გე­ბო­ბა­ზე გა­მა­ვა­ლი ხე­დე­ბის გა­მო. Rue Bazo, Kasbah les Oudaias, Rabat, Morocco 62 VOYAGER 14/2019

Hotel Sofitel Jardin des Roses Quartier Souissi Sofitel.com


LE DHOW რეს­ტო­რა­ნი რა­ბა­ტის ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ ნაო­ბის – უდაიას კასბას სიახ­ლო­ვეს, გემ­ზე მდე­ბა­რეობს და თა­ვა­დაც კუ­ლი­ნა­რიულ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნაო­ბას წარ­მოად­გენს. შეფ­მზა­რეუ­ლი ცდი­ლობს, სა­კუ­თარ სამ­ზა­რეუ­ლო­ში სრულ­ ფა­სოვ­ნად ასა­ხოს მა­რო­კოს გე­მო­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და თა­ვის მე­ნიუს გე­მოე­ბის „ქორ­წი­ნე­ბას“ უწო­დებს. რეს­ტო­რანს ლაუნ­ჯის სივ­რცეც აქვს, უკ­რავს ცოც­ხა­ლი ბენ­დი, არის კა­ რაო­კე, დი­ჯეი, ჯა­ზი და სხვა მუ­სი­კა­ლუ­რი თე­მე­ბი­სად­მი მიძ­ ღვნი­ლი სა­ღა­მოე­ბი. Avenue Al Mars / ledhow.com

LA BODEGA TORO LOCO აგ­და­ლის რაიო­ნის მე­სა­მე გა­მორ­ჩეუ­ლი რეს­ტო­რა­ნი, რო­მელ­საც ცალ­სა­ხად ეს­პა­ნუ­რი პრო­ფი­ლი აქვს და გახ­ სნი­დან მა­ლე­ვე იქ­ცა მე­გობ­რუ­ლი თავ­ყრი­ლო­ბე­ბი­სა და მხია­რუ­ლე­ბის მი­სა­მარ­თად. ტა­პა, თევ­ზის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მა­რი­ნა­დე­ბი, ნო­ყიე­რი და დიდ­სუ­ლოვ­ნად შე­კაზ­მუ­ლი სა­ლა­თე­ბი – მე­ნიუ აქ ჯან­სა­ღი და ჭრე­ლია, სა­ღა­მოო­ბით ამ ყვე­ლა­ფერს ცოც­ ხა­ლი მუ­სი­კა და დი­ჯეი-­სე­ტე­ბი ემა­ტე­ბა. 30, avenue Michlifen, Agdal

LA VILLA MANDARINE ეს რეს­ტო­რა­ნიც სას­ტუმ­როს შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, რო­მე­ ლიც რა­ბა­ტის საელ­ჩოე­ბის რაიონ­ში მდე­ბა­რეობს და ერ­თი დი­დი, მა­რო­კო­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი ფრან­გუ­ლი ოჯა­ხის ის­ ტო­რიას ასა­ხავს. შე­სა­ბა­მი­სად, შუა­გულ მა­რო­კო­ში ნამ­დვილ ფრან­გულ თავ­გა­და­სა­ვალს უწ­ყობს სტუმ­რებს. ელე­გან­ტუ­რი ინ­ტე­რიე­რი ზედ­გა­მოჭ­რი­ლია რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შმე­ბის­თვის, თუმ­ცა, გან­წყო­ბა კი­დევ უფ­რო ტკბე­ბა, თუ სა­დი­ლის­თვის ბუ­ გენ­ვი­ლიე­ბი­თა და ფორ­თოხ­ლის ხეე­ბით სავ­სე ღია სივ­რცე­ში დას­ხდე­ბით. მე­ნიუ სე­ზო­ნუ­რად იც­ვლე­ბა, თუმ­ცა, რა­საც არ ღა­ლა­ტო­ბენ, ხა­რის­ხი და კლა­სი­კი­სა და ნო­ვა­ციე­ბის ნა­ზა­ვია. 19 Rue Ouled Bousbaa Souissi / villamandarine.com

L’ENTRECOTE სი­ცი­ლიუ­რი კალ­მა­რი, ფრინ­ვე­ლის ხორ­ცი ღვი­ნის სოუს­ ში, ფუა გრა, ტარტ ტა­ტი­ნი საავ­ტო­რო რე­ცეპ­ტით – ეს და სხვა კერ­ძე­ბი გა­მორ­ჩეუ­ლად მზად­დე­ბა ამ ფრან­გულ­-ეს­პა­ნურ რეს­ტო­რან­ში, რო­მე­ლიც ამ პრო­ფი­ლის უძ­ვე­ ლე­სი რეს­ტო­რა­ნია რა­ბატ­ში. სა­ღა­მოო­ბით იქაც ცოც­ხა­ლი მუ­სი­კა უკ­რავს. ისიც რა­ბა­ ტის ცნო­ბი­ლი რაიო­ნის – აგ­და­ლის ერ­თ-ერ­თი გა­მორ­ ჩეუ­ლი რეს­ტო­რა­ნია. Avenue Fal Ould Oumeir / Fb: L’entrecôte Rabat

63 VOYAGER 14/2019


კულინარია

გემოს მეხსიერება

თ ა მ არ კ ვინ იკ ა ძე

ჯერ ფინიკიელები თუ რომაელები, შემდეგ არაბები, ფრან­ გები, მავრები, ინგლისელები, ხმელთაშუაზღვისპირელები – ამ ხალხების გავლენებს მაროკო, როგორც ქვეყანა, ყო­ ველდღიურად, კვების ყოველი რიტუალის დროს იხსენებს. ანდა როგორ ან რატომ დაივიწყოს – მაროკოული გემო ხომ თითოეული ამ ხალხის გემოსგან შედგება. კულინარია სფე­ როა, რომელიც კონკრეტული ერის მსოფლმხედველობრივი სისტემისა და ამა თუ იმ ბუნებრივი პროდუქტის გავრცელების შესახებ უამრავ არსებით დეტალს გვატყობინებს. ამ მხრივ, ცხადია, არც მაროკოა გამონაკლისი. მისი გემოების მრავალ­ ფეროვნება სინამდვილეში სწორედ პოლიტიკური და სოციოკულტურული გავლენების მრავალფეროვნებას ირეკლავს და ამსუბუქებს პოლიტიკური პროცესების თანმხლებ სირთულეებს – ცხელი ქვაბების ფსკერზე ძირავს მათ. შესაბამისად, ყოველ­ დღიურ გემოში მხოლოდ ყოფით მექანიკად ქცეული ანდა შემოქმედებითი ალის საბურველში გახვეული გამოცდილებები გადადის. მათი ჩაშლა და აღწერა ბევრნაირად შეგვიძლია. მაროკოს ძირძველი მოსახლეობა – მომთაბარე ბერბერები – თავიანთი კერძებისთვის გავრცელებულ ადგილობრივ ინგ­ რედიენტებს იყენებდნენ – ისეთს, როგორიცაა ზეთისხილი, ლეღვი თუ ფინიკი, რაც ბუნებრივ სიტკბოს და სიმჟავეს ანიჭებს ცხვრის თუ ფრინველის ხორცისგან მომზადებულ კერძს. ფრინველს ზოგადად იმიტომ მოვიხსენიებთ, რომ მაროკოში ქათმის ხორცთან ერთად, მტრედისასაც მიირთმევენ. არ

დამავიწყდება ფესში რესტორნის მეპატრონის მონოლოგი, როცა კერძებით შთაბეჭდილების მოხდენას აპირებდა ჩემს იტალიელ მეგობარსა და ჩემზე. სწორედ ამ დროს ახსენა მტრედის ხორცი – pigeon meat, რაზეც ორივეს შეცბუნებით აღმოგვხდა შეკითხვა, მან კი პასუხი ასე გადააკეთა: not pigeon, small chicken და თან ხელით აგვიწერა ქათმის ზომა. გავლენებზე დავწერეთ და თანამედროვე მაროკოს სამზა­ რეულოზე ყველაზე ძლიერი გავლენა მაინც არაბულმა კულ­ ტურამ დატოვა. მაგალითად, მაროკოელები არაბებს უნდა უმადლოდნენ თავიანთ უგემრიელეს პურს – ხუბზს და ისეთი სანელებლების გამოყენების ჩვევას, როგორიცაა: დარიჩინი, კოჭა, ზაფრანა და ძირა, რომლებითაც უხვადაა გაჯერებული მაროკოული კერძები. მოტკბო-მომჟავო გემოთა კონტრასტების დაფასებაც არა­ ბებისგან დაიტოვეს. პასტილა კი ესპანურ-მავრიტანულ ნაკ­ვა­ლევზე მიუთითებს. ანდალუსიურ-მაროკოულსაც ხშირად უწოდებენ. უბრალოდ, მაროკოული პასტილა ცოტა განსხვა­ ვებულია. მაროკოული პასტილა – ესაა ფენოვანი ცომისგან დამზადებული დესერტი, ძირითადად მტრედის (ან, ზოგადად, ფრინველის) ხორცის, კვერცხის, დარიჩინის, დაფხვნილი ან მოხალული ნუშისა და ქიშმიშის შიგთავსით. და ეს ერთი შეხედვით კონტრასტული ინგრედიენტები უგემრიელეს, საკმაოდ მსუყე და ცხარე დესერტად იქცევა. დიახ, დესერტიც

64 VOYAGER 14/2019


შეიძლება ვუწოდოთ მას, თუმცა ზოგ სუფრაზე მადის აღმძვრელია. ამზადებენ ღია ცის ქვეშ მოწყობილ ბაზრო­ ბებზეც და ერთ რამედ ღირს იმის ნახვა, მაგალითად, თუ როგორ კეთდება სპეციალური ფენოვანი ცომი პასტილას­თვის, რომელსაც ვარკას (warqa) ეძახიან. როგორც გა­ მიგია, პასტილას ქორწილებისა და სხვა სადღესასწაულო შეხვედრებისთვისაც ბრაწავენ და საერთოდ, მნიშვნელოვანი სადილი მის გარეშე არ არსებობს.

როგორც წესი, მაროკოში სუფრასთან პირველად ორთქლ­ზე მოხარშული ბოსტნეულის სალათი მოაქვთ, როგორც მადის გამხსნელი. სალათები, ძირითადად, ბადრიჯნის, პო­ მიდვრის, ნივრის და ადგილობრივი სანელებლების ნაზავია. ერთ-ერთ, ყველაზე ცნობილ და ადვილად საცნობ სალათს ზალუკს (Zalouk) მაროკოულ რატატუისაც უწოდებენ, რადგან ძალიან ჰგავს ჩვენებურ აჯაფსანდალსა და ფრანგულ რა­ ტატუის.

წმინდად ტრადიციულ მასპინძლობას და გარემოს კი მხო­ლოდ მაროკოულ ოჯახებში თუ ნახავთ, კაფეები და რესტორნები მაინც მეტ-ნაკლებად „ევროპეიზებულია“. ჩვენ ბერბერმა მეგობარმა – საჰიდმა დაგვპატიჟა თავის სახლში, სადაც უკვე მხოლოდ რეგიონებში შემორჩენილი ადგილობრივი წესების მიხედვით მიგვიღეს. კერძები პირდაპირ იატაკზე გაშლილ ხალიჩაზე მოგვართვეს. ჩვენ ჭრელ მუთაქებზე მოვთავსდით, თავიდან ცოტა უხერხულად, მაგრამ მალევე მივეჩვიეთ და ცერა, საჩვენებელი და შუა თითის და პურის დახმარებით მივირთმევდით კერძებს ძველი მაროკოელებივით. მაგრამ ტრაპეზამდე სველი, თბილი ხელსახოცები კი მოგვიტანეს, ხელები რომ გაგვეწმინდა.

ამას მოჰ­ყვე­ბა მთა­ვა­რი კერ­ძი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ხში­რად კუსკუსია. კუს­კუსს ბოს­ტნეულს და ქათ­მის ან ბატ­კნის ხორცს უხა­მე­ბენ და ერ­თად ხარ­შა­ვენ. ზე­მო­დან აყ­რიან მოტ­კბო, კა­ რა­მე­ლი­ზე­ბულ ხახვს და ქიშ­მიშს და სწო­რედ ამ კონ­ტრას­ტის გა­მო, მა­რო­კოულ კუს­კუსს დაუ­ვიწ­ყა­რი გე­მო აქვს. და საერ­ თო­დაც, კუს­კუ­სი მა­რო­კო­და­ნაა. თვი­თონ სიტ­ყვა ბერ­ბე­რე­ბის ენი­დან მომ­დი­ნა­რეობს და „კარ­გად დამ­რგვა­ლე­ბულს, გა­ დახ­ვეულს“ ნიშ­ნავს. კუს­კუსს მა­რო­კოე­ლე­ბი ხე­ლით მიირ­ თმე­ვენ და გემ­რიე­ლად შე­ზა­ვე­ბულს ხში­რად დი­დი სა­ზია­ რო თეფ­ში­დან იღე­ბენ. თუმ­ცა, თი­თე­ბით ბურ­თად შეკ­რუ­ლი ლუკ­მის აღე­ბა მხო­ლოდ თეფ­შის იმ ნა­წი­ლი­დან შეიძ­ლე­ბა, რო­მე­ლიც თქვენ წინ ხვდე­ბა, თო­რემ გა­მო­ვა, რომ ლუკ­მას

ბაზარში უფასო კულინარიული შოუს ცქერა და იქვე კერძის დაგემოვნება – ეს კულინარიული თავგადასავალი მაროკოს დიდ თუ პატარა ქალაქებში აუცილებლად უნდა გაიაროთ.

65 VOYAGER 14/2019


კულინარია

გვერ­დით მჯდომს პირიდან აცლით. ზოგიერთი კუსკუსის კერძი ლამაზ ფერებად მოხატული მაროკოული კერამიკის ჭურჭლითაც მოაქვთ. მსგავსი ჭურჭლით – ტაჟინით მიართმევენ კიდევ ერთ მთავარ კერძს, რომელსაც ჭურჭლის სახელი – ტაჟინი დაერქვა. ჭურჭელი ტაჟინი, თავისი უჩვეულო ფორმით – ბრტყელი ძირით და კონუსისებური გუმბათით – განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს კერძს.

კერძი ტაჟინი მოხარშული ხორცის და ბოსტნეულის და ხილისგან შედგება – ერთგვარი აჯაფსანდალია, ოღონდ მეტისმეტად ეგზოტიკური გემოთი, რასაც ადგილობრივი სანელებლები ანიჭებს. როგორც ამბობენ, თიხის ჭურჭელში კერძის მომზადების ტრადიცია მაროკოში რომაული გავლენის შედეგია. ასეა თუ ისე, ტაჟინის მომზადების წესს ჯერ კიდევ „ათას ერთი ღამის“ ერთ-ერთ წიგნში ვხვდებით.

ტრადიციულად, ტაჟინის წვენს ადგილობრივ, სრულიად უნიკალურ, გრანულებიანი ფაქტურის მქონე პურს – ხუბზს აყოლებენ, უფრო სწორად, პირდაპირ აწობენ კერძში და ხელით მიირთმევენ მას.

კიდევ ერთი ტრადიციულად მაროკოული კერძია კეფტა – გუფთისებური ფარშირებული ხორცის ბურთულები – გასაგები და კარგად ნაცნობი კულინარიული გავლენებით, ძირას ან ზოგჯერ კოჭას არომატით. კეფტას მაროკოელები ზოგჯერ კვერცხსაც ახლიან და ისე ბრაწავენ და ამ წვნიან კერძში პომიდვრის არომატსაც მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ, ხორცი კი მომხმარებლის გემოვნებაზეა – არსებობს ვერსიები ბატკნის და საქონლის ხორცით. არ უნ­და გა­მოგ­ვრჩეს არც ჰარირა, რო­მელ­საც მა­რო­კოს ნა­ ციო­ნა­ლურ სუპ­საც ეძა­ხიან – კუ­ლი­ნა­რიულ ბლო­გებ­ზე ასეთ გან­მარ­ტე­ბა­საც წააწ­ყდე­ბით. ჰა­რი­რა­თი ხში­რად იწ­ყე­ბა სუფ­ რა, მათ შო­რის – დი­ლი­საც. ოს­პით, პო­მიდ­ვრი­თა და სა­ნე­ ლებ­ლე­ბით შე­კაზ­მუ­ლი წვნია­ნი მთა­ვა­რი კერ­ძია რა­მა­და­ნის დრო­საც – რო­გორც ჯან­სა­ღი და ნო­ყიე­რი ინ­გრე­დიენ­ტე­ბის სა­ბა­დო. არა­სა­მარ­ხვო ჰა­რი­რა ცხვრის ხორ­ცის­გან კეთ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ქონ­ლის ხორ­ცის გა­მო­ყე­ნე­ბაც შეიძ­ლე­ბა. მთელ მა­რო­კო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია ლო­კო­კი­ნას წვნია­ნიც, რო­ მელ­საც 15-მდე სხვა­დას­ხვა სუ­ნელს ურე­ვენ და ამ­ბო­ბენ, რომ მა­ღალ სიც­ხეს და საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მას შვე­ლის. მა­რო­კოს ნუ და­ტო­ვებთ სარდინების დაუ­გე­მოვ­ნებ­ლად. ყვე­ ლა­ზე დი­დი ექ­სპორ­ტიო­რი ამ წვრი­ლი თევ­ზი­სა მა­რო­კოა და შერ­მუ­ლას უგემ­რიე­ლე­სი მა­რი­ნა­დი­თა და პო­მიდ­ვრის წვე­ნით მა­რო­კო­ში ამ თევზს მარ­თლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ამ­ზა­დე­ბენ. ამ სუნელებით გაჯერებული კერძების შემდეგ, იდეალურია მაროკოული პიტნის ჩაი, რომელსაც ვერცხლის ჩაიდანში აყენებენ და პატარა ჭიქებით მოაქვთ და რომელიც სადილის სასიამოვნოდ დაუვიწყარ, მაგრამ მძაფრ გემოს სრულიად

66 VOYAGER 14/2019


ანეიტრალებს. ჩაი დღის ნებისმიერ დროს ისმევა მაროკოში. სასმელის შეთავაზება სტუმრის პატივისცემად ითვლება და უარის თქმა უზრდელობაა.

სართიან ამ პატარა ნამცხვრებს, რომელთაც ფორთოხლის არომატიც აქვს, რადგან ფორთოხლის ყვავილებიან წყალ­საც შეიცავს.

და რადგან ჩაიზე მიდგა საქმე, ესე იგი, დესერტების ჩამოთვ­ლაც შეგვიძლია.

საერთოდ, გვერდს ნუ აუვლით ბაზრობებს (სუკი - Souk). იქ, ღია ცის ქვეშ იმაზე დაკვირვება, თუ როგორ მზადდება ძირას, დარიჩინის, პაპრიკის, ზაფრანის და ბევრი სხვა ინტენსიური სუნელით გაჯერებული კერძი – ბადრიჯნის ჩიფსები იქნება თუ სარდინის, ცალკე სანახაობაა. ბაზარში უფასო კულინარიული შოუს ცქერა და იქვე კერძის დაგემოვნება – ეს კულინარიული თავგადასავალი მაროკოს დიდ თუ პატარა ქალაქებში აუცილებლად უნდა გაიაროთ.

კაბ ელ-ღაზალი (kaab el ghazal) ერთ-ერთი მათგანია, ის „ქურციკის კოჭებს“ ნიშნავს – ალ­ბათ ფორმის გამო, რომელზეც ჩვენ ვიტყოდით, რომ ნახე­ვარმთავარისას ჰგავს, თუმცა, მაროკოელები უფრო ორი­გინალურ შედარებას პოულობენ და ამზადებენ ნუშის პასტის გულ-

მაროკოს სამზარეულო

სხვადასხვა ფრინველის ხორცი

არაბული, ხმელთაშუა ზღვის

ქვეყნის სამზარეულოში დომი­

და ბერბერების ტრადიციული

ნანტია, ღორის – აკრძალულია.

ინგრედიენტებითა და

მაროკოში საქონლის ხორცის

კულინარიული ტექნიკის

კერძებსაც შეხვდებით, ბატკნის

ელემენტებითაა მდიდარი.

ხორცი კი ძვირია და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიირთმევენ.

მაროკოდან ექსპორტირებულ ძირითად პროდუქტს შო­რი­ საა მანდარინი (TANGERINES),

მაროკოში უკულტურობად

რომლის სახელიც ზღვისპირა

ითვლება საჭმლის მარცხენა

ქალაქ ტანჟერს (TANGIER)

ხელით მიწოდება და ხორციან

უკავშირდება.

კერძზე უარის თქმა.

67 VOYAGER 14/2019


სასმელი

სმის თავისებურებები მაროკოში პიტნის ჩაი, ფორთოხლის წვენი – მაროკოში ეს ორი სასმელი ყველა ბრუნვაში გესმის და ყველა სიტუაციაში ხვდები – სტუმრად ოჯახში, სასტუმროს ვესტიბიულში, ქუჩაში, მაღაზიის გამყიდველთან საუბრისას და, რა თქმა უნდა, კაფესა და რესტორანშიც. ბევრგან ამოიკითხავთ, რომ ეს ორი მაროკოს ეროვნული სასმელია – ისეთი, როგორიც ზოგ-ზოგიერთების ღვინოა, ან ვისკი. ორივე სასმელი მაროკოელებს წყლის ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება და არა მარტო მათ – მაღალი ტემპერატურის გამო ტურისტებსაც შეიძლება ძვირად დაუჯდეთ დაუდევრობა. ამიტომ რჩევაა, დეჰიდრაციის თავიდან აცილების მიზნით, არცერთ ჭიქა პიტნის ჩაიზე ან ახლად დაწურულ ფორთოხალზე უარი არ თქვათ. მოგზაურობისას ყავის მსმელი საზოგადოებისთვის ყოველთვის ფორიაქის მიზეზია ხოლმე: ნეტა სად დავლევ კარგ ყავას. მაროკოში ყავის საკითხიც გადაწყვეტილია. მაროკოელებს, განსაკუთრებით მამაკაცებს, კარგი ყავის გარეშე დღე არ წარმოუდგენიათ. ამიტომ არც ყველაზე იაფფასიან კაფეებში აკადრებენ თავს და სტუმარს ხსნადი ყავის დალევას. ახლად ათქვეფილი კაპუჩინო, მაგარი ესპრესო ან ფრანგული პრესის ყავა ცხელი რძით – არჩევანი ყოველთვის ყველგანაა. ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობისას კი თვალი მალევე შეეჩვევა ხმაურიან, ხალხით სავსე ქუჩებში გამოდგმულ დახლებთან ყავის მსმელი მაროკოელი მამაკაცების ხილვას.

ვარი წყარო ევროპისთვის – მაგალითად, კოლონიად ქცეული ალჟირის ღვინოს დიდწილად ეტანებოდნენ ფრანგები. მაროკოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მთელ ჩრდილოეთ აფრიკაში ისლამის მოძლიერების გამო, ღვინის წარმოება შემცირდა, თუმცა, მაროკოში მაინც პოპულარულია. 1990-იან წლებში მაროკოს მეფე ჰასან მეორემ ფრანგ ინვესტორებსაც მიმართა – ღვინის ინდუსტრიის აღორძინებაში რომ დახმარებოდნენ.

რაც ეხება წყალს: ტურისტებს მაროკოში ნამყოფი მოგზაურები ხშირად აფრთხილებენ ხოლმე, რომ ეცადონ, ყოველთვის ბოთლის წყალი სვან. იქვე შეგიძლიათ იკითხოთ, რომელია საუკეთესო წყლის ჩამომსხმელი ბრენდები და მერე არ გამოილიოთ, სულ თან ატარეთ. მაროკოელებს კაფეში დასაჯდომად პიტნიანი ჩაიც ჰყოფნით, პიტნიანი ჩაი და მშობლიური ხედები – ოკეანესა და უდაბნოზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მუსლიმურ ქვეყანაში ალკოჰოლს ხშირად არიდებენ თავს. ზოგიერთი მოგზაურისგან იმასაც გაიგებთ, რომ მეჩეთის სიახლოვეს, ანდა რამადანის დღეებში, დალევა არა მხოლოდ დიდ უკულტურობად – ცოდვად ითვლება. მიუხედავად ამისა, მაროკოული ბარები, რომელთაც ფრანგულ სტილზე, ბრასერიებს ეძახიან, ძირითადად მაროკოელი მამაკაცებითაა სავსე – იქაურობა სიგარეტის კვამლით გაბუღულ, მსმელთა ბუნაგს ჰგავს, ევროპელ ქალ მოგზაურებს იქ შესვლა, ცხადია, შეუძლიათ, თუმცა, მწველი მზერის თავიდან ასარიდებლად, თანმხლებ მამაკაცთან ერთად სტუმრობა სჯობს. სხვაგვარი სიტუაციაა მაღალი კლასის რესტორნებსა და კაფეებში. როგორც წესი, მათ ალკოჰოლის გაყიდვა-მოხმარებაზე ლიცენზიებს ანიჭებენ და ლიცენზიებითვე აქვთ განსაზღვრული, რისი გაყიდვის უფლება აქვთ – მხოლოდ ლუდის თუ ღვინისა და სპირტიანი სასმელებისაც – ამის გადამოწმებაც, სიურპრიზების თავიდან ასარიდებლად, წინდაწინვე შეიძლება. იმ ბარებში, სადაც მაროკოელი ახალგაზრდები დადიან, ყველაზე ხშირად ლუდის ადგილობრივი ბრენდები იყიდება – ლუდი „კასაბლანკა“ მათ შორისაა, „ჰაინეკენი“ კი იმპორტირებულ ლუდებს შორის ყველაზე პოპულარულია. მოდი, თავი შევიკავოთ იმის წარმოდგენისგან, თუ რას ფიქრობენ ფრანგები მაროკოელთა ადგილობრივ ღვინოზე, თუმცა, ფაქტია, რომ მაროკოში ძველი წელთაღრიცხვის დროინდელი ღვინის კულტურის აღდგენა მას მერე, რაც მეშვიდე საუკუნეში ისლამის გაბატონების შემდეგ, ღვინის კეთება აიკრძალა, სწორედ ფრანგების სახელს უკავშირდება. სანამ მაროკო საფრანგეთის კოლონიას წარმოადგენდა, მაროკოს ატლასის მთების ძირში გაშენებულ ვენახებში ღვინის მრავალფეროვან ასორტიმენტს აყენებდნენ. 1950-იან წლებში მთელი ჩრდილოეთი აფრიკა იყო ღვინის მიწოდების ერთ-ერთი მთა-

დღეს მაროკოში შვიდი ღვინის რეგიონი აქვთ. ღვინის სხვადასხვა კომპანია, რომელთაც ხშირად ისევ ფრანგები მართავენ (ან ესპანელები), წელიწადში 40 მილიონ ბოთლ ღვინოს ასხამს, მაგრამ ექსპორტზე მხოლოდ 5 პროცენტი გადის. ღვინის ცნობილი მწერალი ჯენსის რობინსონი მაროკოს ღვინოს ასე ახასიათებს: „ღვინის წარმოება კვლავაც მიმართულია ტურისტებზე. ღვინო ასევე გააქვთ ექსპორტზე, განსაკუთრებით კი, მთელ საფრანგეთში მიმოფანტულ „კუსკუსის კაფეებში“, სადაც სახასიათო მშრალ ვარდისფერ ღვინოებს ნახავთ მაროკოდან, როგორიცაა Vin Gris. თეთრები საკმაოდ მძიმე აქვთ, თუმცა Domaine du Val d’Argan-ი ნამდვილად ასხამს დახვეწილ, ექსპრესიულ Rousanne-ს“... ასე რომ, მაროკოში სტუმრობისას ვენახების მონახულებაც შეიძლება ღვინის გასასინჯად. Acima და Marjane – მაროკოს სხვადასხვა ქალაქში მდებარე სუპერმარკეტების ამ ორ ქსელს კი ალკოჰოლური სასმელების კარგი არჩევანი აქვს. როგორც მაროკოში ნამყოფი მოგზაურები ამბობენ, რამადანის დღეებშიც კი, ამ სუპერმარკეტებში ალკოჰოლი უცხოელი სტუმრებისთვის მაინც იყიდება. ისე კი, გაითვალისწინეთ, რამადანი წელს 5 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით გრძელდება (კალენდარი წინასწარ გადაამოწმეთ).

68 VOYAGER 14/2019



MADE IN MOROCCO

თხევადი ოქრო უ ნ ა ა ბა შ იძე მა­რო­კო ეთერ­ზე­თე­ბის სამ­შობ­ლოა. მის ქა­ლა­ქებ­ში ხე­ტია­ ლი­სას, უთუოდ გა­დააწ­ყდე­ბით პა­ტა­რა მა­ღა­ზიებს, რომე­ლთა დახ­ლებ­ზეც კოს­მე­ტი­კუ­რი თუ კუ­ლი­ნა­რია­ში გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ ლი ზე­თე­ბის დი­დი არ­ჩე­ვა­ნია: ვარ­დის, ნუ­შის, ფორ­თოხ­ლის, კაქ­ტუ­სის, ლა­ვან­დის, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ზე­თი, რო­ მელ­მაც მა­რო­კოს მთელ მსოფ­ლიო­ში გაუთ­ქვა სა­ხე­ლი – არ­გა­ნის ზე­თია. ზე­თი, რო­მელ­საც „თხე­ვად ოქ­როს“ ეძა­ხიან. რო­დე­საც ამ ფო­ტოს პირ­ვე­ლად შევ­ხე­დე, თვა­ლებს არ და­ვუ­ჯე­რე. დაახ­ლოე­ბით 15 მეტ­რის სი­მაღ­ლის ხე­ზე, რომ­ლის ტო­ტე­ბიც ბუჩ­ქე­ბი­ვით ხში­რია, თხე­ბი გა­სუ­ლან და იცოხ­ნე­ ბიან. ზო­გი გა­მა­ლე­ბით ილუკ­მება, ზო­გი ფოთ­ლებს არ აშო­ რებს თვალს, ეს კი, ყვე­ლა­ზე დი­დი და ყვე­ლა­ზე შა­ვი – პირ­და­ პირ ფო­ტოა­პა­რა­ტის ობიექ­ტივ­ში იყუ­რე­ბა. ვე­რა­ფერს იტ­ყვი, არ­გა­ნის ზეთ­ზე დაწ­ყე­ბუ­ლი კვლე­ვა ძალ­ზედ და­მაინ­ტრი­გებ­ ლად – ხე­ზე ას­კუ­პე­ბუ­ლი თხე­ბით დაიწ­ყო.

დის და მა­რო­კოე­ლე­ბი მე­რე სწო­რედ ამ მა­სის შეგ­რო­ვე­ბას იწ­ყე­ბენ. სპე­ცია­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვით ისიც კი დად­ გინ­და, რომ დღე­ში ხე­ზე თხე­ბი სა­შუა­ლოდ 387 წუთს, ანუ 6 საათ­ზე მეტს, ატა­რე­ბენ. მას შემ­დეგ, რაც მა­რო­კოე­ლე­ბი არ­გა­ნის ზე­თის პო­პუ­ლა­ ო­ბა­სა და მსოფ­ლიოს ბა­ზარ­ზე მას­ზე არ­სე­ბულ დიდ მოთ­ რ ხოვ­ნი­ლე­ბა­ში დარ­წმუნ­დნენ, ვეე­ბერ­თე­ლა პლან­ტა­ციე­ბი გაა­ შე­ნეს, სა­დაც ნა­ყოფს ბერ­ბე­რი ქა­ლე­ბი ხე­ლით აგ­რო­ვე­ბენ. ბერ­ბე­რი ქა­ლი ფე­ხმორ­თმუ­ლი ზის ეზო­ში. ფე­რად­-ფე­რა­დი მძი­ვე­ბი აუს­ხამს და თავ­ზე ლა­მა­ზი, ჭრე­ლი შარ­ფი მოუხ­ვე­ვია. წინ ვეე­ბერ­თე­ლა ქვა უდევს და მას­ზე ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ ბით აწ­ყობს უკ­ვე კარ­გად გა­მომ­შრალ არ­გა­ნის კა­კალს, მე­რე კი მომ­ცრო ქვას ენერ­გიუ­ლად ურ­ტყამს და შიგ­თავსს ნა­ჭუ­ჭის­ გან ათა­ვი­სუფ­ლებს.

არ­გა­ნის ზეთს არ­გა­ნის ხის ნა­ყო­ფის­გან იღე­ბენ. ხე, რომ­ ლის სი­მაღ­ლე 15 მეტ­რს, 150-300 წე­ლი ხა­რობს და ძი­რი­თა­ დად, მა­რო­კოს სამ­ხრეთ­-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე რე­გიო­ ნებ­ში – ელ­-სუ­ვაი­რას სა­ნა­პი­რო­ზე და ატ­ლა­სის მთებ­ში იზ­რდე­ბა. მი­სი ნა­ყო­ფი ქლიავს ან­და ზე­თის­ხი­ლის მსხვილ ნა­ყოფს მო­გა­გო­ნებთ, რომ­ლის ნა­ჭუჭ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი გუ­ ლის­გა­ნაც მა­რო­კოე­ლე­ბი „თხე­ვად ოქ­როს“ ხდიან. არ­გა­ნის მომ­წა­რო ნა­ყო­ფი ძა­ლიან უყ­ვართ თხებს და ამი­ტო­მა­ცაა, რომ ხე­ზე შეს­კუ­პე­ბუ­ლი ოთ­ხფე­ხე­ბის ნახ­ვა მა­რო­კო­ში არა­ვის უკ­ვირს. ნა­ყო­ფი, რო­მელ­საც თხე­ბი მიირ­თმე­ვენ, მა­თი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მი­დან გა­რეთ გა­მო­ 70 VOYAGER 14/2019


ამ საქ­მეს, რო­გორც წე­სი, ქა­ლე­ბი აკე­თე­ბენ, რაც ბევ­რი მა­რო­ კოე­ლი ქა­ლი­სა და მა­თი ოჯა­ხე­ბის­თვის, მუდ­მი­ვი შე­მო­სავ­ლის წყა­როა. რო­გორც წე­სი, 100 კი­ლოგ­რა­მი ნა­ყო­ფის­გან, რო­მე­ ლიც 6-7 ხი­და­ნაა მო­პო­ვე­ბუ­ლი, დაახ­ლოე­ბით 1 ან 2 ლიტ­რი ზე­თი გა­მო­დის. მო­ხა­ლუ­ლი ნა­ყო­ფის­გან ცი­ვი და­წურ­ვით მი­ ღე­ბუ­ლი ზე­თი კუ­ლი­ნა­რია­ში გა­მოი­ყე­ნე­ბა, ხო­ლო ნედ­ლის­გან – კოს­მე­ტი­კა­ში.

დააკვირდით ქილას და იმ ინფორმაციას, რომელსაც მწარმოებელი გაწვდით.

არ­გა­ნის ზე­თი – მა­რო­კოუ­ლი „თხე­ვა­დი ოქ­რო“ – სი­ლა­მა­ზის, ახალ­გაზ­რდო­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის ელექ­სი­რია. გან­სა­კუთ­ რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია კოს­მე­ტი­კუ­რი არ­გა­ნის ზე­თი, რო­მე­ ლიც სა­ხის, ტა­ნი­სა და თმე­ბის­თვის გა­მოი­ყე­ნე­ბა. მას მუ­ქი ყვი­ თე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბა და ბა­ლა­ხეუ­ლის არო­მა­ტი აქვს. სწრა­ფად შეი­წო­ვე­ბა კან­ში, ღრმად ანო­ტიებს მას, აქ­რობს ნაო­ჭებს და სა­ხეს ფე­რის აღ­დგე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია, თუ მას აბა­ზა­ ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, კარ­გად და­ნო­ტიოე­ბულ კან­ზე წაის­ვამთ. კარ­გია, თუ ზეთს ჯერ ხე­ლის გულ­ზე გა­დაი­ტანთ, თი­თის წრიუ­ლი მოძ­რაო­ბით გაათ­ბობთ და შემ­დეგ შეი­ზელთ კან­ში. შე­ გიძ­ლიათ, მი­სი რამ­დე­ნი­მე წვე­თი სა­ხი­სა და ტა­ნის თქვენს ყო­ ველ­დღიურ კრემ­შიც კი ჩააწ­ვე­თოთ. ხო­ლო თუ გინ­დათ, რომ თქვე­ნი თმა ელ­ვა­რე გახ­დეს, მა­შინ თმის შუა ნა­წი­ლი­დან ბო­ ლოე­ბამ­დე წაის­ვით და ცო­ტა ხნით ასე გაი­ჩე­რეთ. მტვრე­ვა­დი ფრჩხი­ლე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ კი, მა­რო­კოე­ლე­ბი თი­თებ­სა და ფრჩხი­ლე­ბის მი­და­მოებ­ში არ­გა­ნის ზე­თის კარ­გად შე­ზე­ლას გვირ­ჩე­ვენ. A, E და F ვი­ტა­მი­ნე­ბით მდი­დარ ზეთ­ში ან­ტიოქ­სი­დან­ტე­ბი და ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი შე­დის. ის მდი­და­რია ომე­გა-6 და ომე­ გა-­9-ი­თაც. მას ხში­რად ნაია­რე­ვე­ბის, აკ­ნე­სა და კა­ნის დაა­ ვა­დე­ბე­ბის დრო­საც იყე­ნე­ბენ. ტყუი­ლად კი არ ამ­ბო­ბენ, რომ არ­გა­ნის ზე­თი მა­რო­კოს ერ­თ-ერ­თი ნა­ციო­ნა­ლუ­რი სა­გან­ძუ­რია. „თხე­ვა­დი ოქ­როს“ შე­ძე­ნა სააფ­თია­ქო ქსელ­ში ან­და ონ­ლაინ­მა­ღა­ზია­ში შე­გიძ­ლიათ. თუმ­ცა გახ­სოვ­დეთ, რომ თუ ოდეს­მე მა­რო­კო­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით, საუ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი, რაც სა­კუ­თარ თავს და მე­გობ­რებს შე­გიძ­ლიათ გაუ­კე­თოთ, სწო­რედ მა­რო­კოუ­ლი არ­გა­ნის ზე­თია. მა­რო­კოს ნე­ბის­მიერ ქა­ლაქ­ში არ­გა­ნის ზე­თი არაერთ ად­გი­ლას შეგ­ხვდე­ბათ. არ მოგ­ ხიბ­ლოთ ზო­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ­მა და­ბალ­მა ფას­მა, ეს ზე­ თი შეიძ­ლე­ბა მი­ნა­რე­ვე­ბით იყოს, რაც თა­ვის­თა­ვად, მის სა­ სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებ­ზე ცუ­დად აი­სა­ხე­ბა. სა­შუა­ლოდ, 150 მლ ქი­ლის ფა­სი 200 დირ­ჰა­მი (50 ლა­რი) უნ­და იყოს. მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, მარ­ტო ფა­სი არ არის საკ­მა­რი­სი მი­სი ავ­თენ­ტუ­ რო­ბის და­სად­გე­ნად. ძნე­ლია, ახ­ლად ჩა­სულ­მა ტუ­რის­ტმა გაარ­ჩიოს, სად დახ­ვდე­ბა ნამ­დვი­ლი, ჯა­დოს­ნუ­რი ელექ­სი­რი და სად – მი­სი ყალ­ბი ვერ­სია. ამი­ტომ, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შემ­ დეგ მი­ნიშ­ნე­ბებს მიაქ­ცევთ ყუ­რად­ღე­ბას.

1.

მასზე აუცილებლად უნდა ეწეროს 100%-იანი სუფთა არგანის ზეთი (Argania Spinosa).

2. ქილაზე მითითებული უნდა იყოს, რისთვისაა განკუთვნილი, კოსმეტიკური ზეთია თუ კულინარიაში გამოიყენება. 3. უნდა ეწეროს დამზადების თარიღი და მწარმოებელი ქვეყანა – Made in Morocco, რა თქმა უნდა. 4. ორგანული ზეთის შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს შემდეგი სერტიფიკატები: USDA, NOP, ECOSTER. 5. და კიდევ. ქილა უნდა იყოს მუქი ფერის, რადგან ღია ფერის ქილაში მზის სხივები ხვდება, რაც ზეთს სასარგებლო თვისებებს უკარგავს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მოებ­ლე­ბი­დან ერ­თ-ერთ საუ­კე­თე­სოდ Sidi Yassine ით­ვლე­ბა (www.sidiyassine.com). ამ ბრენ­დის პრო­დუქ­ციის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლიათ მა­რა­ქეშ­ში, მა­ღა­ზია­ში „33 rue Majorelle” და ელ­-სუ­ვაი­რა­ში – „Histoire Des Filles“. ამ ბრენ­დის პრო­დუქ­ციის შე­ძე­ნა ასე­ვე შეიძ­ლე­ბა შემ­დეგ ქვეყ­ნებ­ში: ინ­გლი­სი, გერ­მა­ნია, ავ­სტრია, შვე­დე­თი და შვეი­ ცა­რია.

ად­გი­ლობ­რივ ფერ­მებ­ში მოყ­ვა­ნი­ლი მცე­ნა­რეე­ბის­გან მზად­ დე­ბა. სხვა­თა შო­რის, ამ მა­ღა­ზია­ზე მომ­ხმა­რე­ბელ­თა ანო­ ტა­ციებს გა­და­ვაწ­ყდი საიტ­ზე tripadvisor-იც, სა­დაც პრო­ფე­ სიო­ნა­ლი ფე­სე­ლი არო­მა­თე­რა­პევ­ტი არა მარ­ტო მა­ღა­ზიის პრო­დუქ­ცია­ზე ჰყვე­ბო­და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი, არა­მედ მის ყუ­ რად­ღე­ბიან მფლო­ბელ­სა და მის და­ზე, მო­ჰა­მედ­სა და საი­და­ ზეც წერ­და. ეს პა­ტა­რა მა­ღა­ზია, რომ­ლის ვიტ­რი­ნაც არა­ბულ ენა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბი­თაა აჭ­რე­ლე­ბუ­ლი, Grand Hotel Tazi-ს ბო­ლოს, მუ­ლა რა­ში­დის გამ­ზირ­ზეა (Moulay Rachid). „აქ არ­გა­ნის ზღაპ­რულ ზეთს, სულ რა­ღაც 5 ევ­როდ გა­და­ვაწ­ ყდი“, – აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი წერ­და ჟურ­ნა­ლის­ტი.

მა­რა­ქეშ­ში ზე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად ერ­თ-ერ­თი საუ­კე­თე­სო და თან ია­ფი ფა­სე­ბის მქო­ნეა მა­ღა­ზია Herboristerie Firdaous, რომ­ლის თა­როებ­ზეც უამ­რა­ვი ზე­თი, სურ­ნე­ლო­ვა­ნი წყა­ლი, ლო­სიო­ნი და სა­ხის კრე­მია. აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სუფ­თა როზ­ მა­რი­ნის, პიტ­ნის, არ­გა­ნის, ბეგ­ქონ­და­რას და ვარ­დის ზე­თე­ბი,

არ­გა­ნის ზეთს სხვა ბევ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი თუ საერ­თა­შო­რი­ სო კომ­პა­ნია აწარ­მოებს. მათ შო­რი­საა რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი და საკ­მაოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი ბრენ­დი, რო­მე­ლიც, არ­გა­ნის ზე­თის გარ­და, სხვა მცე­ნა­რეულ და ბა­ლა­ხეულ მოვ­ლის სა­შუა­ ლე­ბებ­საც სთა­ვა­ზობს მყიდ­ველს.

71 VOYAGER 14/2019


MADE IN MOROCCO

KAHI NA GI VI NG BEAUTY 2007 წელს, მაროკოში მოგზაურობის და არგანის ზეთის საკუთარ კანზე გამოცდის შემდეგ, ნიუიორკელმა კატერინა ლერომ გადაწყვიტა, ამ საქმისთვის მეტი დრო დაეთმო. მის საწარმოში დასაქმებული ბერბერი ქალები გაუთავებლად ურტყამენ ქვას ქვაზე და ატლასის მთებში შეგროვებული არგანის ნაყოფისგან ამოღებულ „თხევად ოქროს“ სათუთად აშრობენ მზეზე. შავ ფლაკონებს კი, რომელიც მზის სხივებისგან ინახავს ჯადოსნურ ზეთს, ბერბერი ქალების წარწერები ამშვენებს.

NE CTARO M E ეს ბრენ­დი 1977 წელს, სამ­მა მეც­ნიერ­მა დაა­ფუძ­ნა: ქი­მი­ კოს­-ფარ­მა­ცევ­ტმა, ფი­ტო­-ა­რო­მა­თე­რა­პევ­ტმა და ფარ­მა­ ცევ­ტუ­ლი მეც­ნიე­რე­ბე­ბის დოქ­ტორ­მა, კოს­მე­ტო­ლოგ­მა. ისი­ნი ოც­ნე­ბობ­დნენ, ორ­გა­ნუ­ლი ინ­გრე­დიენ­ტე­ბის გა­მო­ ყე­ნე­ბით, ძვე­ლი რე­ცეპ­ტე­ბის მი­ხედ­ვით შეექ­მნათ ისე­თი პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც კომ­პა­ნიას მთელ მსოფ­ლიო­ში გაუთ­ქვამ­და სა­ხელს. ამი­სათ­ვის, მა­რა­ქე­ში­დან 30 კი­ლო­ მეტ­რის და­შო­რე­ბით, ქა­ლაქ ოუ­რი­კა­ში ვეე­ბერ­თე­ლა ბა­ ღი გაა­შე­ნეს და იქ­ვე, სა­ხე­ლოს­ნოც ჩად­გეს. დღეს ისი­ნი მომ­ხმა­რე­ბელს ტა­ნი­სა და სა­ხის მოვ­ლის, არ­გა­ნის, ნუ­შის, კაქ­ტუ­სის თეს­ლე­ბის, სე­ზა­მის, ჟას­მი­ნის და სხვა მცე­ნა­რეე­ ბის­გან მი­ღე­ბულ საუ­კე­თე­სო ზე­თებს, ნიღ­ბებს, ლო­სიო­ ნებ­სა თუ სა­მა­სა­ჟე არო­მა­ტულ ზე­თებს სთა­ვა­ზო­ბენ. მა­თი პრო­დუქ­ციის შე­ძე­ნა მა­რა­ქეშ­სა და რა­ბატ­ში შე­გიძ­ლიათ. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ონ­ლაინ ყიდ­ვაც.

არგანის ზეთთან ერთად, Kahina-ს მაღაზიაში, რომელიც ნიუ-იორკშია, სახისა და ტანის მოვლის უამრავი, ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებულ საშუალება იყიდება.

www.nectarome.com

IL A S PA რო­დე­საც დე­ნიზ ლე­ჩეს­ტე­რი 27 წლის იყო, არაბ შეიხ­თან მომ­ვლე­ლად მუ­შაობ­და. ერ­თხელ დე­ ნიზ­მა შეი­ხის მო­სავ­ლელ სა­შუა­ლე­ბებ­ში ეთერ­ ზე­თე­ბი ჩარ­თო და იმ­დე­ნად გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი დარ­ჩა სურ­ნე­ლო­ვა­ნი ზე­თე­ბის შე­დე­გე­ბით, რომ ინ­გლის­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, არატ­რა­დი­ციუ­ ლი მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუტ­ში ჩაა­ბა­რა და, ქმარ­ თან ერ­თად, მთელ მსოფ­ლიო­ში საუ­კე­თე­სო ორ­გა­ნუ­ლი ინ­გრე­დიენ­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბა დაიწ­ ყო. 2007 წელს ბრენ­დის პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ ციის გა­ყიდ­ვა დაიწ­ყო, დღეს კი მომ­ხმა­რე­ბელს უამ­რავ კოს­მე­ტი­კურ და სპა სა­შუა­ლე­ბას სთა­ ვა­ზო­ბენ. სამ­კურ­ნა­ლო ყვა­ვი­ლე­ბი­სა და ბა­ლა­ ხეუ­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ციის ყიდ­ვა ონ­ლაინ შე­გიძ­ლიათ. www.ila-spa.com

www.kahina-givingbeauty.com

AURUM ARG AN ქი­მიურ ელე­მენ­ტთა პე­რიო­დულ სის­ტე­მა­ში, მენ­დე­ლეე­ვის ცხრილ­ ში, ოქ­რო 79-ე ნომ­რად Aurum-ა­ დაა მოხ­სე­ნიე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, ბრი­ტა­ნელ წყვილს ბრენ­დის სა­ხელ­ზე ბევ­რი არ უფიქ­რია. მას შემ­დეგ, რაც მა­ რო­კოს სოფ­ლებ­ში მოგ­ზაუ­რო­ბის დროს ისი­ნი პა­ტა­რა კოო­პე­რა­ტივ­ში დატ­რია­ლე­ ბულ გაუ­გებ­რო­ბას შეეს­წრნენ, მიხ­ვდნენ, რომ იქ და­საქ­მე­ბუ­ლი მა­რო­კოე­ლი ქა­ლე­ ბი მშვე­ნიე­რი ბიზ­ნეს­პარ­ტნიო­რე­ბი შეიძ­ლე­ ბა გამ­ხდა­რიყ­ვნენ. შემ­დე­გი რამ­დე­ნი­მე თვე არ­გა­ნის ზე­თის წარ­ მოე­ბი­სა და პრო­დუქ­ციის რეა­ლი­ზა­ციის­თვის სა­ჭი­რო დე­ტა­ლე­ბის შეს­წავ­ლა­ში გაა­ტა­რეს. მა­რო­კოელ ქა­ლებ­თან ერ­თად, მათ არ­გა­ ნის ზე­თის წარ­მოე­ბა დაიწ­ყეს და 2 წე­ლი­წად­ში, ბა­ზარ­ზე Aurum Argan-ის 100 %-ია­ნი არ­გა­ნის ზე­თი გა­მოჩ­ნდა, რომ­ლის ყიდ­ვა დღეს ბრენ­დის ონ­ლაინ­მა­ღა­ზია­ში შე­გიძ­ლიათ. რო­გორც მა­ღა­ზიის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, თი­თო ფლა­კო­ნის გა­ყიდ­ვი­დან შე­მო­სუ­ ლი თან­ხის 10 პრო­ცენ­ტი კოო­პე­რა­ტი­ვის ქა­ლე­ბის კე­თილ­დღეო­ბას ხმარ­დე­ბა. ყო­ველ­წლიუ­რი შე­მო­სავ­ლის 10 პრო­ცენ­ტი კი – ახა­ლი მი­წე­ბის ყიდ­ვას, რაც მეტ სა­მუ­შაო ად­გილს გაა­ჩენს. www.aurumargan.com

72 VOYAGER 14/2019



ფესი

ლაბირინთების ქალაქი ნ ო დ ა რ ბერუა შ ვილ ი

მაროკოს ისტორიული ნაკვალევის და ეროვნული თავისებურებების სანახავად ქალაქ ფესის მონახულება აუცილებელია თავისი ისტორიული, მე-8 საუკუნის მედინათი, რომელიც თითქმის უცვლელი სახით გადაურჩა დროის ქარტეხილებს და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად ითვლება. ალბათ, ყველაზე ავთენტური მაროკოს ქალაქებს შორის ფესია. სწორედ აქ გაერკვევით ყველაზე უკეთ მაროკოული ქალაქე­ბის მოწყობის საკითხში. მექა – ძლიერთა ამა ქვეყნისათა საცხოვ­ რებელია, მედინა კი – ჩვეულებრივი მოკვდავების ყოველდღიური სამყოფელი. ფესის მედინა ნამდვილი შუა საუკუნეების ბაზრობაა, თითქოს დროის სვლა არც კი უგრძვნია. აქ ათასგვარი სუნი, ფერი, ნივთი, ადამიანი და ცოცხალი ტრანსპორტი ერთმანეთში ირევა, ვიწრო, ლაბირინთისებური გასასვლელებით, სადაც შეიძლება ადვილად დაიკარგო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს ვიწრო ლაბირინთი ცხენოსანი მტრის გზის ასაბნევად გააკეთეს საუკუნეების წინ. მართლაც, აქ მოსახვევს მოსახვევი მოსდევს და თუკი ლაბირინთს სიღრმეში დამოუკიდებლად, სიფრთხილით შერჩეული გიდის გარეშე შეყვებით, შეიძლება მთელი დღე გზის გამოგნებაში გაატაროთ. თან ქუჩის გამყიდველები დაგედევნებიან და მოსვენებას არ მოგცემენ. ჩვენც გამოცდილი ადამიანების რჩევებს მივყევით და არავის ველაპარაკებოდით, თორემ გზის ჩვენებაშიც კი ანაზღაურებას ითხოვენ. მაგრამ თუ ამ ყველაფერს ყურადღებას არ მიაქცევთ, შეგიძლიათ ისიამოვნოთ ზღაპრული ხელით ნაქსოვი ხალიჩების თვალიერებით, ფე-

რადი ბუნებრივი საღებავებით, ხელნაკეთი ნივთებით, სანელებლებით, ნატურალური ტყავის ნაკეთობებითა და ათასი სხვა რამით. კიდევ კარგი, რომ აქ მაღალქიმიურ ტექნოლოგიებს ჯერ არ შეუღწევია და ყველაფერი ნატურალურია. თვითგადარჩენის აუცილებლობიდან გამომდინარე, აქაური მოსახლეობა, თვით ყველაზე სასოწარკვეთილი უსახლკაროების ჩათვლით, დაახლოებით 7-8 ენაზე მეტყველებს. ნამდვილი ბაბილონია! თან იმ ფონზე, რომ მოსახლეობის დიდი პროცენტი წერა-კითხვის უცოდინარია. მაგრამ ესეც გასაგებია, რადგან უცხო ენაზე მეტყველება ხომ ტურისტებთან კომუნიკაციის, პროდუქტის გაყიდვის და შემოსავლის ერთადერთი წყაროა, რომელმაც უსახლკარო მაროკოელები შეიძლება შიმშილით სიკვდილისგან იხსნას. მახსოვს, ერთი მაროკოელი ბიჭი აგვედევნა, თავს არ გვანებებდა და ბოლოს სახელგანთქმული შუარას დაბახანის დათვალიერება შემოგვთავაზა, სადაც ტყავს ღებავდნენ და ამ ტყავისგან სხვადასხვა ნივთს ამზადებდნენ. ფესი ხომ ცნობილია ტყავის დამუშავების ტრადიციული ტექნოლოგიით, რაც შუა საუკუნეების შემდეგ არსებითად არც შეცვლილა. ისე, ამ დაბახანებში მოხვედრა ადგილობრივების გარეშე შეუძლებელია და ამიტომაც, უმჯობესია, ასეთ გიდებს მიენდოთ, ოღონდ მათთვის მცირეოდენი დირჰამი უნდა გაიმეტოთ. თუმცა გიდს გააჩნია. შეიძლება ისეთიც შეგხვდეთ, რომელიც სანაცვლოდ რომელიმე მაღაზიაში შეგიტყუებთ და რაიმე ნივთის ყიდვას გაიძულებთ.

74 VOYAGER 14/2019


მაგრამ ჩვენი გიდი კეთილსინდისიერი აღმოჩნდა და იმასაც ამბობდა, რომ ჩამოსული ადამიანები გულცივები არიან და ადგილობრივებთან ადამიანურ კომუნიკაციას გაურბიან. მაგრამ ადამიანები ხომ უარყოფითი გამოცდილებებით საზღვრავენ. ფესის მედინაში უზომოდ შეჭირვებული ადამიანები შეიძლება ნახოთ, რომლებიც სულ უმნიშვნელო მოწყალების გაღებით – 1 დირჰამითაც კი ბედნიერები არიან, ოღონდ 1 დირჰამით აქ პურსაც კი ვერ იყიდით. და აქვე შეიძლება დაუჯერებელი გულმოწყალების მომსწრეც გახდეთ – მახსოვს, ხალხმრავალ ადგილას საკუთარი თვალით ვხედავდი, თუ როგორ უნაწილებდა საკუთარ ლუკმას ადამიანი ვირთხას. ფესის მედინაში უკიდურესი სიღარიბის გვერდით დიდი კულტურული მემკვიდრეობაც ვიხილეთ. ერთ დროს ფესს ხომ „აფრიკის ათენს“ ეძახდნენ, რადგანაც შუა საუკუნეების ფესში მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ცენტრები – მედრესები – სასწავლო დაწესებულებები დააარსეს. ერთ-ერთი ასეთი იყო ბუ ინანა, რომელიც მე-14 საუკუნეში ააგეს. მართლაც შეუდარებელია ამ მედრესეს არქიტექტურა, ხის ორნამენტებით და თვალისმომჭრელი შიდა ეზოთი, რომელიც მარმარილოთი, ონიქსით და ტრადიციული მწვანე ფილებით იყო მოპირკეთებული; ან ულამაზესი აღმოსავლური არკადები – დარბაზიდან დარბაზში გასასვლელები, რომელთაც კარის კლიტეს ფორმა აქვს, თითქოს ელოდება, რომ გასაღებით გააღებ და სხვადასხვა სამყაროში მოხვდები, როგორც აღმოსავლურ ზღაპრებშია ხოლმე. აქვეა დაუვიწყარი დარ-ალ-მაგანა – შუა საუკუნეების ნაგებობა თორმეტი სარკმლით, რომელიც წყლის საათის ფუნქციას ასრულებდა. წინათ ამ თორმეტი სარკმლის საშუალებით საათს იგებდნენ – იმის მიხედვით, თუ რამდენი სარკმელი ივსებოდა წყლით. ფესის მთავარი ღირსშესანიშნაობები სწორედ მედინაშია მოქცეული. მაგრამ როგორც მასპინძელმა გაგვაფრთხილა, იქ ღამით სიარული მიზანშეწონილი არ არის, განსაკუთრებით ქალებისთვის, რადგან ადგილობრივები მაინც გაორმაგებული ინტერესით უყურებენ ტურისტ ქალებს და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, ალბათ, ღამით მედინაში სეირნობა უმჯობესია გადაიფიქროთ. სამაგიეროდ, საღამოს შეგიძლიათ ისიამოვნოთ რესტორან L'Amandier-ში ადგილობრივი კერძებით და აქაური ტერასიდან მედინის ხედებით. მით უმეტეს, რომ ყველაზე გემრიელი მაროკოულად მომზადებული კუსკუსი სწორედ აქ გავსინჯეთ. და, რა თქმა უნდა, უგემრიელესი მაროკოული პური, რომელიც რეგიონებსა და პერიფერიებში გაცილებით უფრო გემრიელი, ბუნებრივი და მინარევებისგან თავისუფალია.

BAB BOUJLOUD ბაბ აბი'ლ ჯუ­ნუ­დის მო­ნუ­მენ­ტუ­ რი ჭიშ­კა­რი მე­დი­ნის ყვე­ლა­ზე გა­დატ­ვირ­თულ და ხმაუ­რიან ქუ­ ჩებს და ქა­ლა­ქის ახალ ნა­წილს ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს. ის მე12 საუ­კუ­ნე­ში აშენ­და, ხო­ლო 1913 წელს – მას შემ­დეგ, რაც მა­რო­კო საფ­რან­გე­თის დაქვემდებარებაში გადავიდა – ფრან­გებ­მა ფაქ­ტობ­ რი­ვად თა­ვი­დან აა­შე­ნეს და გა­ ცი­ლე­ბით უფ­რო გრან­დიო­ზუ­ლი იე­რი მის­ცეს, უკეთ რომ გა­მოეკ­ვე­ თათ ძველ ქა­ლაქ­ში შე­სას­ვლე­ლი. თუ „ფე­სის ლურჯ ჭიშ­კარს“ (რო­ გორც მას ეძა­ხიან) გა­რე­დან ანუ ფეს­ ელ­-ბა­ლი­ში შე­სას­ვლე­ლის მხრი­­დან შე­ხე­დავთ, ის მთლია­ნად ლურ­ჯი ფე­რის ფი­ლე­ბი­თაა გაწ­ ყო­ბი­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ ლურ­ჯი ამ ქა­ლა­ქის ფე­რად ით­ვლე­ბა – რად­გან ფეს­ში ულა­მა­ზეს კო­ბალ­

მედინის გარეთ, ფესის ახალი ნაწილის, ფრანგების მიერ დაპროექტებული, თანამედროვე მაღაზიებით მდიდარი ე. წ. ვილ ნუველის სანახავად და განიერ ბულვარზე გასასეირნებლად, უმჯობესია, ტაქსით წახვიდეთ. აქვე გავერკვიეთ მაროკოული ტაქსის ორ სახეობაში: ე.წ. grand taxi – საქალაქთაშორისო ტაქსი, რადგანაც ფესიდან დედაქალაქ რაბატამდე ტაქსით ვიმგზავრეთ სხვებთან ერთად, კოლექტიურად; და petit taxi – მრიცხველიანი ადგილობრივი ტაქსი, რომლითაც თვითონ ფესის ახალ უბანში გადავადგილდებოდით; თუმცა, მაინც უმჯობესია, თუკი ადგილობრივი Uber-ის მსგავსი ტაქსის კომპანიის, Careem-ის მომსახურებით ისარგებლებთ. 75 VOYAGER 14/2019

ტის ლურჯ თი­ხის ჭურ­ჭელს ამ­ზა­ დე­ბენ. ხო­ლო თუ კა­რიბ­ჭეს მეო­რე მხრი­დან დააკ­ვირ­დე­ბით, კედ­ლე­ ბი მწვა­ნე იქ­ნე­ბა – ის­ლა­მის ფე­რი. კა­რიბ­ჭის ში­და მხა­რე მუდ­მი­ვად სავ­სეა ხალ­ხით, ვი­რე­ბით, ჯო­რე­ ბი­თა და მო­პე­დია­ნი ადა­მია­ნე­ბით. იქი­დან იწ­ყე­ბა Tala’a Kebira – ბაზ­ რო­ბის მთა­ვა­რი ქუ­ჩა, რო­მე­ლიც ჯერ მე­დი­ნას გა­და­სე­რავს და მე­ რე ქა­ლა­ქის გულ­ში მდე­ბა­რე ალ­-კა­რაუი­ნის მე­ჩე­თი­სა და უნი­ ვერ­სი­ტე­ტის­კენ მი­დის. იქი­დან იწ­ყე­ბა Tala’a Sghira – ძვე­ლი ქა­ლა­ქის მეო­რე მთა­ვა­ რი ქუ­ჩა. რაც უფ­რო და­შორ­ დე­ბით კა­რიბ­ჭეს და რაც უფ­რო ღრმად შეხ­ვალთ ბაზ­რო­ბის ქუ­ ჩებ­ზე, მან­ქა­ნე­ბის ხმაუ­რი ნელ­-ნე­ლა სულ მთლად გაქ­რე­ბა და


ფესი

მოი­მა­ტებს მო­ნო­ტო­ნუ­რი, ერთ მო­ნო­ლი­თურ ხმად შეკ­რუ­ლი ზუ­ზუ­ნი, რო­მე­ლიც მა­ღა­ზიე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ენა­ზე მო­ლა­პა­რა­კე ტუ­რის­ტე­ბის­გან მო­დის. იქ უამ­რა­ვი კა­ფე, მა­ღა­ზია და რეს­ტო­რა­ნი დაგ­ხვდე­ბათ. ჩა­მო­ჯე­ქით რო­მე­ლი­მე კა­ფეს ტე­რა­სა­ზე და აუჩ­ქა­რებ­ლად დააკ­ვირ­დით მა­რო­კოე­ლე­ბის ყო­ველ­დღიუ­რო­ბას. ეს ის ად­ გი­ლია, სა­დაც და­სავ­ლე­თი მთავ­რდე­ბა და თქვენ წი­ნა­შე იშ­ლე­ბა ის­ტო­რიის სხვა­დას­ხვა შრე ერთ, ლა­ბი­რინ­თე­ბით და­ ხუნ­ძლულ, უმან­ქა­ნო რაიონ­ში.

QARAOUIYINE MOSQUE 857 წელს, ტუნისელი ემიგრანტის მიერ აშენებული ალ-კარაუინის მეჩეთი, ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტი იყო, სადაც წინა საუკუნეების ფილოსოფოსები და მეცნიერები იღებდნენ განათლებას. მის დარბაზში 20,000 მლოცველი ეტევა. მისი ბიბლიოთეკა კი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია და მასში 30,000 წიგნი ინახება, მათ შორის, მე-9 საუკუნის ყურანი. სამწუხაროდ, თუ მუსლიმი არ ხართ, მეჩეთში შესვლას ვერ მოახერხებთ, თუმცა გვერდზე არსებული რესტორნების სახურავებიდან მეჩეთზე ულამაზესი ხედი იშლება და ამ ხედით ტკბობა ფესში მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლია. შე­გიძ­ლიათ ეწ­ვიოთ მე­ლა­საც, ფე­სის ებ­რაე­ლე­ბის უბანს, სა­ დაც ად­რეუ­ლი მე-20 საუ­კუ­ნის სახ­ლე­ბია გან­ლა­გე­ბუ­ლი. იქ­ვეა პა­ტა­რა, რე­კონ­სტრუი­რე­ბუ­ლი იბ­ნ და­ნა­ნის სი­ნა­გო­გა, რო­მე­ ლიც ასე­ვე ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნაო­ბაა. ფე­სის გა­დატ­ვირ­თუ­ლი მე­დი­ნის შემ­დეგ, ნამ­დვი­ლი ფუ­ფუ­ნე­ ბაა ჯა­ნაინ სა­ბი­ლის ბა­ღებ­ში გა­სეირ­ნე­ბა და სუფ­თა ჰაე­რის ჩა­სუნ­თქვა. საუ­კუ­ნე­ზე ძვე­ლი ბა­ღე­ბი სავ­სეა მწვა­ნედ გა­და­ ფურ­ჩქნუ­ლი, სხვა­დას­ხვა ფორ­მის მცე­ნა­რეე­ბით, აქ­ვეა ტბა და ბა­ღის ცენ­ტრა­ლუ­რი შად­რე­ვა­ნიც, რომ­ლის გარ­შე­მოც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და ტუ­რის­ტე­ბი ის­ვე­ნე­ბენ. მოკ­ლედ, აქ ყვე­ ლა­ფე­რია იმი­სათ­ვის, რომ მწვა­ნე ბა­ლახ­ზე წა­მოწ­ვეთ და თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი, ცო­ტა ხნით მაინც, ჭრელ და ქაო­ტურ რეა­ ლო­ბას მოს­წყდეთ.

76 VOYAGER 14/2019


ფეს ელ-ბალი ფეს ელ­-ბა­ლი ფე­სის უძ­ვე­ლე­სი და კედ­ლით შე­მოზ­ღუ­დუ­ლი ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც 1981 წელს იუ­ნეს­კომ მსოფ­ლიო მემ­კვიდ­ რეო­ბის ძეგ­ლთა სია­ში შეი­ტა­ნა, სა­ხე­ლით – ფე­სის მე­დი­ნა. ეს ვეე­ბერ­თე­ლა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრია, რომ­ლის თი­თოეულ ქუ­ ჩა­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხეო­ბის პრო­დუქ­ციაა გა­მო­ფე­ნი­ლი: ხის ნა­კე­თო­ბე­ბი, ბა­ბუ­შე­ბი (ა­ლა­დი­ნის ფორ­მის და­ბალ­ძი­რია­ნი ტყა­ვის ფეხ­საც­მე­ლი), საიუ­ვე­ლი­რო ნა­წარ­მი, ტან­საც­მე­ლი, ტყა­ვის ნივ­თე­ბი, თი­ხის ჭურ­ჭე­ლი, მო­ზაი­კის ფი­ლე­ბი, ბამ­ბის, შა­ლი­სა და აბ­რე­შუ­მის ხა­ლი­ჩე­ბი და და­სარ­ტყა­მი ინ­სტრუ­ მენ­ტე­ბი. აქაუ­რო­ბას ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი ბლო­გე­რე­ბი და მოგ­ზაუ­რე­ბი მსოფ­ლიოს უძ­ვე­ლეს, დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნილ შუა საუ­კუ­ნეე­ბის ქა­ლაქ­სა და მან­ქა­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფალ ურ­ ბა­ნულ ზო­ნას უწო­დე­ბენ. ქა­ლაქ ფეს­ში სა­ყიდ­ლებ­ზე ხე­ტია­ლის­თვის, ამ­ბო­ბენ, რომ სა­ მი რამ გჭირ­დე­ბათ: გამ­ძლეო­ბა, იუ­მო­რის გრძნო­ბა და ფუ­ ლი. სა­ყიდ­ლებ­ზე უმ­ჯო­ბე­სია, თუ თან ნაღდ ფულს წაი­ღებთ. აქ ვაჭ­რო­ბი­სას ხომ ყვე­ლა­ფე­რი მუ­შაობს: მა­რო­კოუ­ლი დირ­ ჰა­მიც, დო­ლა­რიც და ევ­როც. მიუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფეს ელ­-ბა­ლი ფე­ხით მო­სია­რუ­ლე­ თათ­ვის არის გან­კუთ­ვნი­ლი, მის ვიწ­რო ქუ­ჩებ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით ვე­ლო­სი­პე­დებ­ზე, მო­პე­დებ­სა და სკუ­ტე­რებ­ზე შე­მომ­სხდარ მა­რო­კოე­ლებს, რომ­ლე­ბიც ძალ­ზედ სწრა­ფად ატა­რე­ბენ ტრან­სპორტს. ამი­ტომ, აქეთ­-ი­ქით ყუ­რე­ბი­სას და მა­ღა­ზიე­ბის თვა­ლიე­რე­ბი­სას არ და­გა­ვიწ­ყდეთ, სად ხართ და რომ მათ­თვის გვერ­დის ავ­ლა, თქვე­ნი ამო­ცა­ნა­ცაა. მიუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქალ­მა აქ გა­მოს­ვლი­სას სა­სურ­ვე­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რად დაი­ფა­როს სხეუ­ლის შიშ­ვე­ლი ნა­წი­ლე­ბი, მაინც შეიძ­ლე­ბა მო­გი­წიოთ უსია­მოვ­ნო შე­ძა­ხი­ლე­ბის მოს­ მე­ნა და ზედ­მე­ტი ყუ­რად­ღე­ბის ქვე­შაც აღ­მოჩ­ნდეთ. ამი­ტომ თუ მიხ­ვდით, რომ ეს უსია­მოვ­ნო სი­ტუა­ცია გა­ღი­ზია­ნებთ, შე­ გიძ­ლიათ, იქ­ვე მდე­ბა­რე რო­მე­ლი­მე მა­ღა­ზია­ში ან­და რეს­ტო­ რან­ში შეხ­ვი­დეთ და მის მე­პატ­რო­ნეს ტუ­რის­ტულ პო­ლი­ცია­ში და­რეკ­ვა სთხო­ვოთ.

ქალაქ ფესში საყიდლებზე ხეტიალისთვის, ამბობენ, რომ სამი რამ გჭირდებათ: გამძლეობა, იუმორის გრძნობა და ფული. საყიდლებზე უმჯობესია, თუ თან ნაღდ ფულს წაიღებთ. აქ ვაჭრობისას ხომ ყველაფერი მუშაობს: მაროკოული დირჰამიც, დოლარიც და ევროც.

77 VOYAGER 14/2019


ფესი

გირჩევთ

LA BELLE VUE DE LA TANNERIE

CHOUARA TANNERY არ და­გა­ვიწ­ყდეთ მთა­ვა­რი, რომ ქა­ლა­ქი ფე­სი ტყა­ვის წარ­მოე­ბის ცენ­ტრია და სწო­ რედ ამი­ტომ, აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და ეწ­ვიოთ მე­თერ­თმე­ტე საუ­კუ­ნე­ში აგე­ბულ შუა­ რას თრიმ­ვლის ცნო­ბილ ცენტრს – ტყა­ ვის და­სა­მუ­შა­ვე­ბელ სა­წარ­მოს, რომ­ლის ვეე­ბერ­თე­ლა ტე­რი­ტო­რია­ზეც ფე­რა­დი სა­ღე­ბა­ვე­ბით სავ­სე ქვის ჭურ­ჭლე­ბია გან­ თავ­სე­ბუ­ლი და მათ­ში ტყა­ვეულს დღემ­დე მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბუ­ნებ­რი­ვი სა­ღე­ ბა­ვე­ბით ღე­ბა­ვენ. ლურ­ჯის ტო­ნებს ინ­დი­გოს­გან იღე­ბენ. წით­ლებს – ყა­ყა­ჩოს­გან ან წი­წა­კის­გან; ყვი­თელს – ზაფ­რა­ნის­გან, ბრო­წეუ­ლის­ გან, იყე­ნე­ბენ კურ­კუ­მი­სა და მი­მო­ზის ყვა­ ვი­ლებს. ოღონდ, მა­ნამ­დე, ცხვრის, თხის

და ძრო­ხის ტყავს სა­ჭი­როე­ბი­სა­მებრ ახა­ რის­ხე­ბენ და შემ­დეგ ამუ­შა­ვე­ბენ – კი­რიან წყალ­ში ათავ­სე­ბენ, რო­მელ­შიც ძრო­ხი­სა და მტრე­დის ექ­სკრე­მენ­ტე­ბია შე­რეუ­ლი და იქ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტო­ვე­ბენ, ტყა­ვი დრე­კა­დი და რბი­ლი რომ გახ­დეს. შემ­დეგ სა­ხე­ლოს­ნო­ში გზავ­ნიან, სა­დაც სა­ბო­ლოოდ წმენ­დენ და სუფ­თა წყალ­ში დე­ბენ, მე­რე მზე­ზე აშ­რო­ბენ და ღე­ბა­ვენ. ამ საო­ცარ და ლა­მის უნი­კა­ლურ სა­ნა­ხაო­ ბას აუ­ცი­ლებ­ლად დააკ­ვირ­დით გვერ­დებ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი მა­ღა­ზიე­ბის ამაღ­ლე­ბუ­ლი, ღია ტე­რა­სე­ბი­დან, რა­თა სუ­რა­თი კი­დევ უფ­რო თვალ­წარ­მტა­ცი გახ­დეს.

ტყა­ვის ცენ­ტრთან ჩამ­წკრი­ვე­ ბულ მა­ღა­ზიებ­ში ად­გი­ლობ­რივ, მა­რო­კოულ ნა­წარ­მსაც იყი­დით და დი­ზაი­ნე­რე­ბის ხელ­ჩან­თებ­სა და ქურ­თუ­კებ­საც – მა­გა­ლი­თად, Hermes-ის ბირ­კი­ნის ჩან­ თა – ცხა­დია, ფეს­ში შე­კე­რი­ლი – შე­გიძ­ლიათ საკ­მაოდ ხელ­მი­ საწ­ვდომ ფა­სად შეი­ძი­ნოთ. ერ­ თ-ერთ მა­ღა­ზიად ფეს­ში ნამ­ყო­ფი ევ­რო­პე­ლე­ბი ასა­ხე­ლე­ბენ La Belle Vue de la Tannerie-ს – მთა­ვა­ რი გზი­დან ოდ­ნავ მო­შო­რე­ბით. ამ მა­ღა­ზია­ში თა­ვიანთი საქ­მის ოს­ტა­ტი თერ­ძე­ბი ევ­რო­პულ უნა­ რებ­სა და მა­რო­კოულ გა­მოც­დი­ ლე­ბას პრო­ფე­სიო­ნა­ლუ­რად უხა­ მე­ბენ ერ­თმა­ნეთს და საუ­კე­თე­სო ნა­წარმს ამ­ზა­დე­ბენ. ერ­თ-ერთ რე­ვიუ­ში ისიც წე­რია, რომ ამ მა­ ღა­ზიის თერ­ძე­ბი მო­ტო­ციკ­ლე­ტის ჩაჩ­ქანს სამ­-ოთხ საათ­ში შე­კე­ რა­ვენ თხის ან ცხვრის ტყა­ვის­გან, თქვენს ზო­მა­ზე მორ­გე­ბულს, ხა­რის­ხიან­სა და რბილს. კარაუინის მეჩეთისა და სეფარინის მეჩეთის ჩრდილოეთით

TERRASSE DE TANNERIE ფეს­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ტყა­ვეუ­ლის და­სათ­ვა­ლიე­რებ­ლად Terrasse de tannerie-საც ეწ­ვიეთ. აქ­ლე­ მის, ძრო­ხი­სა და თხის ტყა­ვის­გან ქამ­რებს, ქურ­თუ­კებს, სა­ფუ­ ლეებს, ბა­ბუ­შებს და ყვე­ლა ზო­მის ჩან­თებს ამ­ზა­დე­ბენ. მარ­თა­ლია, სა­წარ­მო დი­დი დატ­ვირ­თვით მუ­შაობს და ყო­ველ­დღიუ­რად ტუ­რის­ტე­ბის დიდ ნა­კად­საც მას­პინ­ძლობს, მაგ­რამ მა­ღა­ზიის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არას­დროს დაგ­ზარ­დე­ბიან, ყვე­ლა შე­კით­ ხვას ამომ­წუ­რა­ვად უპა­სუ­ხონ და იქაუ­რო­ბის ყო­ვე­ლი საინ­ტე­რე­სო კუთ­ხე-­კუნ­ჭუ­ლი მო­გა­ტა­რონ. გაითვალისწინეთ, რომ თუ აქ­ ლე­მის ტყა­ვის ნა­წარ­მის ყიდ­ვას გა­დაწ­ყვეტთ, ის აუ­ცი­ლებ­ლად დრე­კა­დი უნ­და იყოს, რად­გან მა­გა­რი ტყა­ვი ნიშ­ნავს ცუდ ხა­ რისხს და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად ტყდე­ბა. თუმ­ცა, ცუ­დი ტყა­ვის პოვ­ნა ამ მა­ღა­ზია­ ში რთუ­ლი იქ­ნე­ბა – რო­გორც fodors.com-ის ერ­თ-ერთ რე­ვიუ­ში წე­რია, აქაუ­რი ტყა­ვი კა­რა­ქი­ვით რბი­ლია. Hay Labilda Chouara, Fez El Bali

78 VOYAGER 14/2019


LES MYSTERES DE FES აქ ანტიკვარული პროდუქციით მოვაჭრე მაღაზიებია განლაგებული. მათგან საუკეთესო ჩაკიბ ლახიმ ბენანის მაღაზიაა Les Mysteres de Fes. „ვალდებული ვარ, ვიპოვო და გავყიდო საუკეთესოთა შორის საუკეთესო“, – ამბობს ჩაკიბი, რომლის ოჯახიც 1922 წლიდან ვაჭრობს.

მის მა­ღა­ზია­ში ნა­ხავთ: მუ­ქი ლურ­ჯი ხა­ ვერ­დის ბა­ლი­შე­ბით გაწ­ყო­ბილ მე-19 საუ­კუ­ნის ვერ­ცხლის დი­ვანს, ბრინ­ჯაოს ურ­ნებს, ხა­ლი­ჩებს შიგ ჩაწ­ნუ­ლი ვერ­

ცხლი­თა და აბ­რე­შუ­მით, ბერ­ბე­რე­ბის დამ­ზა­დე­ბულ ფი­რუ­ზის­ფერ თი­ხის ჭურ­ ჭელს, არა­ბულ სამ­კაუ­ლებს. აქ შეხ­ვდე­ბით არა მხო­ლოდ მა­რო­კოულ ნივ­თებს, არა­მედ სი­რიუ­ლი, თურ­ქუ­ლი და ინ­დუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს. არ იღელ­ვოთ, თუ ვეე­ბერ­თე­ლა ნივ­თი მო­ გე­წო­ნათ ან­და სულაც დი­ვანს დაად­გით თვა­ლი. ამ მა­ღა­ზია­ში თქვენ­თვის სა­სურ­ ვე­ლი ნივ­თის შე­ძე­ნა­სა და ტრან­სპორ­ ტი­რე­ბა­ში, მი­სი მფლო­ბე­ლი და­გეხ­მა­რე­ ბათ. 53 Derb Bin Lemsarri, rue Sidi Moussa

FABRICATION DE PERCUSSIONS & DE POTERIE მა­ღა­ზია­ში Fabrication de Percussions & de Poterie მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს დი­დი ხნის მოგ­ზაუ­რო­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვთ. 1930 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, აქ თაოდაბიდან თაობას გადაეცემა ხა­ რის­ხიანი და­სარ­ტყამი ინ­სტრუ­მენ­ ტების შექმნის გამოცდილება – დარ­ ბუ­კა, ბან­დია, ტაბ­ლა, ჯემ­ბე – მაღაზიაში ყველაფერი აქვთ. ხე­ლოს­ნე­ბი ინ­სტრუ­ მენ­ტებ­ზე, რო­გორც წე­სი, მა­ღა­ზიის ცენ­ ტრა­ლუ­რი ოთა­ხე­ბის გას­წვრივ, უძ­ვე­ლეს ხა­ლი­ჩებ­ზე მო­კა­ლა­თე­ბუ­ლე­ბი მუ­შაო­ბენ. ასე რომ, პიტ­ნის ჩაი, ხა­ლი­ჩაზე ფეხ­ მორ­თხმით ჯდო­მა და მა­ღა­ზიის მე­პატ­რო­ნეს­თან ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის ის­ ტო­რია­ზე საუ­ბა­რი აქაც გარ­დაუ­ვა­ლი იქ­ნე­ბა. 23 Derb el Horra

ABDELLAH LEAJAJ ამავე ტიპის მაღაზიაა Abdellah Leajaj, სადაც კერამიკური დასარტყამი ინსტ­ რუმენტები დაგხვდებათ. მისი შემქმნელი უკვე 50 წელია ამ საქ­ მითაა გატაცებული და ყველაფერს გულ­ დასმით დაგათვალიერებინებთ. საშუალო ზომის დარბუკა დაახლოებით 200 დირჰამი (53 ლარი), ტაბლა – 250 დირჰამი (70 ლარი) დაგიჯდებათ.

54 Foundouk Tazi Tala’a Kbira

SERGHINI MAÎTRE POTIER

LE BLEU DE FES

ART D’ARGILE

Serghini Maître Potier-ში საუ­კე­თე­სო ხა­რის­ხის თი­ხი­სა და კე­რა­მი­კის ჭურ­ ჭელს აღ­მოა­ჩენთ. ორ­სარ­თუ­ლიან სახ­ლში ყვე­ლა­ფე­რია – სა­ფერ­ფლეე­ ბი­დან დაწ­ყე­ბუ­ლი შად­რევ­ნე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

თიხისა და ზილიჯის ფართო არჩევანს გვთავაზობს კიდევ ერთი მაღაზია Le bleu de Fes. აქ შევიძენთ ბინის კარზე მისაკრავ კერამიკულ ციფრებსაც და მოზაიკის ზედაპირიან პატარა მაგიდასაც, რომელიც სულ რაღაც 3 კილოგრამს იწონის, ხოლო ფასი საშუალოდ 300 დირჰამია (80 ლარი).

ეს ნახევრად მაღაზია, ნახევრად გალერეა, უფრო მეტად კი ვორქშოფების ადგილია. ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ დააკვირდეთ, თუ როგორ კეთდება ლარნაკები, თასები, როგორ იხატება. ამ ადგილის მფლობელები ერთი ოჯახის წევრები არიან, რომელთაც საკუთარი ტრადიციული ხელობა ბიზნესად აქციეს და ყველა ახალჩასულს ისე წარუდგენენ ადგილობრივ კულტურას, რომ ადვილია იქ მოხვედრისას დაასკვნა, რომ სწორედ ფესია მაროკოს კულტურული დედაქალაქი.

თა­სე­ბი, ლარ­ნა­კე­ბი, ჭი­ქე­ბი – ყვე­ლა­ ფე­რი საოც­რად სტი­ლი­ზე­ბუ­ლი და მა­ რო­კოულ ფე­რებ­შია გა­ფორ­მე­ბუ­ლი. თუ დრო გექ­ნე­ბათ, დააკ­ვირ­დით მთელ პრო­ცესს, რო­გორ იქ­მნე­ბა ნედ­ლი თი­ხი­დან დახ­ვე­წი­ლი დი­ზაი­ ნის მქო­ნე ნივ­თე­ბი.

fb: Art D’ Argile

32 Aïn Nokbi

79 VOYAGER 14/2019


ფესი შოპინგი

AUX MERVEILLES DU TAPIS „თუ ხალიჩა შენს გულს ესაუბრება, ესე იგი, ის ბედნიერებას მოგიტანს“, – ამბობს ჰაკიმ ჰამიდი, ხალიჩებისა და ფარდაგების მაღაზიის AUX MERVEILLES DU TAPIS-ის მფლობელი.

ეს მა­ღა­ზია მე-14 საუ­კუ­ნის შე­ნო­ბა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, რა­ზეც საუ­ბა­რი მის მფლო­ბელს ძა­ლიან უყ­ვარს, ისე­ვე, რო­გორც იმის ახ­სნა, თუ რა გან­სხვა­ვე­ბაა ბერ­ბე­რულ ფარ­და­გებ­სა და სა­მე­ფო არა­ბულ ხა­ლი­ჩებს შო­რის, ან­და რო­გო­რი უნ­და იყოს ნამ­დვი­ლი ცხვრის ბეწ­ვის შა­ლი და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ხა­ლი­ჩის ქსო­ვი­სას

კვან­ძე­ბის სწო­რად გა­კე­თე­ბას. მის მა­ღა­ზია­ში 3000-მდე ხა­ლი­ჩა და ფარ­და­გია. ფა­სე­ბი ნა­წარ­მის ხა­რის­ხზე, მი­სი დამ­ზა­დე­ბის სირ­თუ­ლე­სა და, რა თქმა უნ­და, ვაჭ­რო­ბის თქვენს უნარ­ზეა და­მო­ კი­დე­ბუ­ლი. სა­შუა­ლოდ, პა­ტა­რა ფარ­და­გი 1000 დირ­ჰა­მი (270 ლა­რი) და­გიჯ­­დე­ბათ, ბერ­ბე­რუ­ლი ხა­ლი­ჩა – 5,000 (1400 ლა­რამ­დე), ხო­ლო ორ­მხრი­ვი ხა­ლი­ჩა, რო­მელ­ზეც ასე უყ­ვარს საუ­ბა­რი ჰა­კიმს, 32, 000 დირ­ჰა­მი (9000 ლა­რამ­დე). 22 Derb Sebaâ Louyat

CHEZ ALIBABA

MAISON DE BRODERIE

ბამბისა და აბრეშუმის მომცრო ზომის ხალიჩებისთვის Chez Alibaba-სთან შეისეირნეთ. მუსტაფა ჯამილა და მისი თანამშრომლები სიამოვნებით გაჩვენებენ ბამბის, შალისა და აბრეშუმის ხალიჩების ქსოვის პროცესს. შეგიძლიათ სასურველი ფორმისა და ფერის ხალიჩა იქვე შეუკვეთოთ, ისევე როგორც საწოლის გადასაფარებელი, ბალიშის შალითა, თავშალი თუ შარფი. სულ რაღაც ერთ დღეში კი მუსტაფა ჯამილას გუნდი ამ ყველაფერს დიდი სიყვარულით დაგიმზადებთ.

ახლა კი წარმოიდგინეთ ფითქინა თეთრი, მაროკოული საწოლის თეთრეული, ბალიშის შალითებითა და მაგიდის გადასაფარებლებით, რომლებიც ბერბერი ქალების მიერ ტრადიციული მაროკოული ორნამენტებითაა ამოქარგული. ამ თეთრეულის ყიდვა, რომელიც ხელოვნების ნიმუშებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება, მაღაზია Maison de Broderie-ში შეგიძლიათ. მაღაზიის მეპატრონე ინგლისურად ლაპარაკობს და ყველაფერი იცის ნაქარგობების შესახებ, ამიტომ ახსნა და განმარტებებიც ენაწყლიანად შეუძლია.

7 Derb el Mitter, Blida

Derb Blida Derb Hassan -ის კვეთაზე სამხრეთ-აღმოსავლეთით 80 VOYAGER 14/2019


ფესი

კაფეები/რესტორნები

სუნელები და სამკურნალო მცენარეები გახსოვდეთ, თუკი სადმე, რომელიმე მაღაზიის ვიტრინაში მწვანე (ჰენა), წითელ (წიწაკა) და ყვითელ (კურკუმა) კონუსისებრი ფორმის გორაკებს დაინახავთ, ესე იგი, თქვენ წინ სუნელებისა და სანელებლების მაღაზიაა. სუნელებს მაროკოელების სამზარეულოში და, შესაბამისად, თითოეული დიასახლისის თაროზე საპატიო ადგილი უკავია. მაღაზიებში ფასები აუცილებლად ფიქსირებული უნდა იყოს, 100 გრამი სანელებელი დაახლოებით 35 დირჰამი (10 ლარი) ღირს. ამ მაღაზიებში მომუშავე ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან ჯადოსნური სუნელებისა და ბალახეულის ფასი. ამიტომ, საჭმლის შესაკაზმად საჭირო სუნელების გარდა, აქ მრავალ საინტერესო და სამკურნალო ბალახეულს შეიძენთ. ზეთებისა და ჩაის ასორტიმენტის მრავალფეროვნებამ შესაძლოა დაგაბნიოთ კიდეც. „კუჭ-ნაწლავის პრობლემებიდან დაწყებული, დეპრესიით დამთავრებული, ყველაფრის განკურნება შეიძლება სწორად შერჩეული ბალახით“, – ამბობენ მისი მეპატრონეები. თუ აბდუ ბელქაიდის Herboriste Abdouში შეივლით, პარფიუმირებული ზეთების სამოთხეში აღმოჩნდებით: ჟასმინის, ფორთოხლის, ვარდისა და კედრის ხისა ზეთების სამყაროში. 148 Sidi Moussa, Guerniz

THE RUINED GARDEN თუ ბუნებაში საჭმლის მირთმევა მოგინდებათ, მაშინ შეგიძლიათ ამ ულამაზეს რესტორანს ესტუმროთ და მისი ბაღის ღია ტერასაზე, რომელიც სიმწვანეშია ჩაფლული და სიძველისგან ნახევრად ჩამონგრეული კედლებითაა შემოსაზღვრული, საუკეთესო მაროკოული სამზარეულო დააგემოვნოთ. აქვე გასწავლიან, როგორ გამოაცხოთ მაროკოული პური და

დატკბეთ კერძებით, რომლებიც ფრანგულისა და მაროკოულის საუკეთესო, ორიგინალური ნაზავია. ვებგვერდზე რესტორანს მენიუც უდევს, ასე რომ, კერძები წინდაწინვე შეგიძლიათ შეარჩიოთ და ვიზიტიც სასურველ დროს დაგეგმოთ. Sidi Ahmed Chaoui Siaj / www.ruinedgarden.com

CAFÉ CLOCK ამ ჭრელ და მრავალფეროვან ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო კაფე უდავოდ Café Clock-ია. რომლის სამ სართულზე ერთმანეთისგან განსხვავებული, ძალზედ მიმზიდველი, კოხტა და ჭეშმარიტად მაროკოული ფერებითა და ქსოვილებით შექმნილი ინტერიერი დაგხვდებათ. როდესაც 250 წლის წინ აშენებულ შენობას ეწვევით, მის ყველაზე პოპულარულ ადგილას – ტერასაზე მოკალათდით და ზემოდან დააკვირდით ფესის ქუჩებში მოხეტიალე ხალხს. 7 Derb El Magana / www.cafeclock.com

BARCELONA CAFÉ

NAGHAM CAFE

იდეალურ ადგილას მოთავსებულ კაფეს, მხოლოდ კაფესაც ვერ დაარქმევ. ის ხელოვნებისა და ანტიკური ნივთების ერთგვარი გალერეაა, რომლის კედლებზე მაროკოელი და ევროპელი არტისტების შემოქმედებაა გამოფენილი. ეს ადგილი სალონში ანდა გალერეაში სტუმრობას უფრო ჰგავს, სადაც წახემსება, ერთი დიდი ცდუნებაა.

საუკეთესო ტაჟინისა და საოცარი პანორამული ხედებისთვის აქ უნდა მოხვიდეთ. ქალაქის მთავარ კარიბჭესთან გახსნილი კაფე სტუმრებს ნამდვილი მაროკოული სამზარეულოს დასაგემოვნებლად ღია ტერასაზე ეპატიჟება. ეს საუკეთესო ადგილია, სადაც ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება შეგიძლიათ.

Tala’a Kbira / fb: Barcelona Café

Derby Mernissi

81 VOYAGER 14/2019


ფესი

სასტუმროები

RIAD FES RELAIS & CHATEAUX თუ ფუფუნებისა და ტრადიციის სინთეზი გაინტერესებთ, მაშინ ამ სასტუმროს უნდა ეწვიოთ, რომელიც ფესის უძველესი ქალაქის შუაგულშია განლაგებული. არაბული ღამეებით შთაგონებული მდიდრული დიზაინი და მშვიდი გარემო, იმპერიული ქალაქის მობინადრეებად გაქცევთ და თავს ზღაპარში გაგრძნობინებთ. ესპანურ-მაროკოული არქიტექტურა, დახვეწილი და ფუფუნებით სავსე სპა-ცენტრი, ულამაზესი ტერასები, დახურული და ღია სივრცეები, აუზი და მაღალი კლასის რესტორანი – იქ ყველაფერია იმისთვის, რომ სასტუმროდან გამოსვლა აღარ მოგინდეთ. ოთახის ფასი 560 ლარიდან იწყება. 5 Derb Ben Slimane, Zerbtana

PALAIS FARAJ SUITES & SPA სუნთქვისშემკვრელი ხედი აქვს ქალაქის სამხრეთით, შემაღლებულ ბორცვზე განლაგებულ ამ სასტუმროს, რომელიც ფესში კომფორტისა და დახვეწილობის ნამდვილი ეტალონია. ეს არის აღმოსავლური ზღაპარი – თაღებით, სვეტებით, ხის დარაბებზე ამოტვიფრული ტრადიციული არაბული ორნამენტებით, მოჩუქურთმებული ხის დეტალებით, თაბაშირისა და სპილენძის ინტერიერის აქსესუარებით, მარმარილოს იატაკითა და გეომეტრიული სიზუსტით აწყობილი მოზაიკური კედლებით. თავის დამსვენებლებს სასტუმროს გუნდი სპეცია-

ლურ, პროფესიონალი გიდების მიერ გამართულ ტურებსა და ვორქშოფებს სთავაზობს, მათ შორისაა ფესის კულინარიული თუ თიხაზე მუშაობის შემსწავლელი მოკლე კურსები. სასტუმროს ჰამამში ევკალიპტისა და არგანის სითხეებისგან დამზადებულ ტანის საცხებს შემოგთავაზებენ და მასაჟებს ნამდვილი მაროკოული ზეთებით გაგიკეთებენ. პალასში მდებარეობს Golden Bar-ი, რომლიდანაც ქალაქსა და ძველ მედინაზე გასაცარი სილამაზის ხედები იშლება. ამ სასტუმროში ერთი ნომრის ფასი 530 ლარიდან იწყება.

82 VOYAGER 14/2019

16-18 derb bensouda, Bab Ziat


PALAIS AMANI თუ ფესზე ვსაუბრობთ, მაშინ Palais Amani-ზე საუბარი გარდაუვალია. ადგილი, სადაც დასვენება, რელაქსაცია და საუკეთესო მომსახურების მიღება ჭეშმარიტ მაროკოულ ფუფუნებაშია შესაძლებელი. ყველაზე საინტერესო ეს სასტუმრო იმ აქტივობების გამო აღმოჩნდა, რომელსაც მისი გუნდი შემოგთავაზებთ. თუ კულინარია და აღმოსავლური კერძების შესწავლა გინდათ, მაშინ 5-საათიანი ვორქშოფი უნდა აიღოთ, რომელსაც აღმოსავლელი ოსტატები სპეციალურად თქვენთვის ჩაატარებენ. თუ ცეკვა გირჩევნიათ, მაშინ შეგიძლიათ საოცრად მხიარული და ენერგიული მაროკოული ცეკვის ვორქშოფი აიღოთ, რომელსაც ბერბერები ქორწილებში, ნათლობებსა და სხვადასხვა სარიტუალო ცერემონიის დროს ასრულებდნენ. სასტუმროში გთავაზობენ ფოტოგრაფიის კურსსაც.

PALAIS SHEHERAZADA რთულია, დაიჯერო, რომ სიმშვიდის ეს ნამდვილი ოაზისი ძველი მედინის ხმაურიანი ქუჩებიდან სულ რაღაც 2 კმ-შია. მე-19 საუკუნეში აშენებული არაბულ-ანდალუსიური სასახლე საფუძვლიანად აღადგინეს და სამოთხეს დაამსგავსეს. სასტუმროს ანდალუსიურ ბაღს თავისი პალმებით, სხვა უზარმაზარი მცენარეებით დაფარული გიგანტური კედლით, უამრავი ვარდითა და ფორთოხლის ხეებით „1001 ღამის“ ზღაპარში გადაჰყავხართ. 2015 წელს პალასში 700 კვ. მეტრის რადიუსზე უზარმაზარი სპა-ცენტრი გაიხსნა, რომელიც სტუმრებს დაუვიწყარ რელაქსაციას ჰპირდება. ოთახის ფასი აქ 500 ლარიდან იწყება. 23, Arsat Bennis Douh

სპეციალურად თქვენთვის, ცნობილი მაროკოელი ფოტოგრაფი (www.omarchennafi.com) ფესის ქუჩებში პატარა ტურს მოაწყობს და აღმოსავლური ესთეტიკის ფირზე ასახვის საიდუმლოებებს გაგიზიარებთ. არ დაგავიწყდეთ, საღამო „ამან პალასის“ ჰამამში გაატაროთ, საიდანაც გამოსული ენითაუწერელ სიმსუბუქეს იგრძნობთ და მთელი დღის ზღაპრული შთაბეჭდილებები გონებაში კიდევ ერთხელ დატრიალდება. სასტუმროში ორკაციანი ნომრის ფასი 500 ლარიდან იწყება. 12 Derb El Miter, Oued Zhoune, iad Fez-Medina 83 VOYAGER 14/2019


საჰარა

მაროკოს უდაბნოში უდაბ­ნოს ტუ­რის გა­რე­შე მა­რო­კო­დან წა­მოს­ვლა არ ღირს. ლურ­ჯი ქა­ლა­ქი, შეფშაუენი კი მომ­ხიბ­ვლე­ლი იმი­თა­ცაა, რომ უდაბ­ნოს გზა­ზე წამ­სვლელ­თა ტუ­რებ­ში უმე­ტეს­წი­ლად ხვდე­ ბა. ტურ­-ო­პე­რა­ტორს ყუ­რად­ღე­ბით შერ­ჩე­ვა უნ­და. ონ­ლაინ ბევრ სან­დო საა­გენ­ტო­საც იპო­ვით და რე­ვიუე­ბის მი­ხედ­ვით ად­ვი­ლად აარ­ჩევთ. მთა­ვა­რია, არ და­გარ­წმუ­ნონ, რომ რამ­ დე­ნი­მე დღე­ში ყვე­ლაფ­რის დათ­ვა­ლიე­რე­ბას შეძ­ლებთ – სა­ჰა­რა ხომ დაახლოებით 9 მილიონ კვ. კი­ლო­მეტ­რზე გა­და­ ჭი­მუ­ლი სივ­რცეა – თითქმის იმ­ხე­ლა­ვე, რამხელაც ამერიკის შეერთებული შტატებია. 3-დღიან ტურს გა­მოც­დი­ლი მოგ­ზაუ­ რე­ბი ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რად ასა­ხე­ლე­ბენ. ლურ­ჯი ქა­ლა­ქის უკან მო­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ჩა­დიან ფეს­ში, იქი­დან კი მერ­ზუ­გა­ში – ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც სა­ჰა­რის შე­სას­ ვლელ­ში მდე­ბა­რეობს. მოგ­ზაუ­რო­ბა ეშ­ხში სწო­რედ ამ წერ­ტი­ ლი­დან შე­დის – ჯი­პე­ბით ღრმად შეხ­ვალთ უდაბ­ნო­ში, დაი­ძი­ ნებთ კარ­ვებ­ში ან­და გლემ­ფინ­გის ოთა­ხებ­ში – რად­გან, რო­ გორც წე­სი, უდაბ­ნო­ში ტუ­რის­ტე­ბი მზის ჩას­ვლი­სას შეჰ­ყავთ – თა­კა­რა მზის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად; ისეირ­ნებთ აქ­ლე­ მე­ბით კა­რა­მე­ლის­ფერ დიუ­ნებ­ში, ისა­დი­ლებთ ბერ­ბე­რებ­თან ერ­თად, ფეხ­მორ­თხმუ­ლი და­ლევთ ჩაის, დააკ­ვირ­დე­ბით მზის ამოს­ვლი­სა და ჩას­ვლის დაუ­ვიწ­ყარ სა­ნა­ხაო­ბას და ფე­რებს, რო­მელ­თაც დიუ­ნე­ბი მზის სხი­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით იც­ვლის და ზოგ­ჯერ ფორ­თოხ­ლის­ფერ­შიც კი გა­და­დის. შემ­დეგ უკ­ვე დაად­გე­ბით გზას მა­რა­ქე­შის­კენ და რამ­დე­ნი­ მე საინ­ტე­რე­სო ად­გილ­საც გაივ­ლით. მათ შო­რი­საა ბუმალნ

დადესი (Boumalne Dades) – სო­ფე­ლი, სა­დაც შე­გიძ­ლიათ ღა­მე ტრა­დი­ციულ კა­სბა­ში გაა­თიოთ, ია­როთ ატ­ლა­სის მთებ­ ში, ნა­ხოთ თოვ­ლი, გაია­როთ აით ბან ჰადუში – სა­დაც ბევ­რი კი­ნოე­პი­ზო­დი გა­დაუ­ღიათ და ეს ეგ­ზო­ტი­კუ­რი მოგ­ზაუ­რო­ბა ჭრელ, მრა­­ვალ­ფე­რო­ვან და ხმაუ­რიან მა­რა­ქეშ­ში დაას­რუ­ ლოთ, სა­დაც უკ­ვე ფუ­ფუ­ნე­ბი­თაც შე­გიძ­ლიათ დატ­კბეთ. მა­რო­კოუ­ლი უდაბ­ნოს ტუ­რის ბიუ­ჯეტს, ცხა­დია, კომ­პა­ნიებ­ თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ გა­წერთ – ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­მოგ­ზაუ­რო დღეებ­ზე, ღა­მის გა­სა­თევ­ზე – კა­რავ­ში თუ კა­სა­ბა­ში, აქ­ტი­ვო­ბებ­ზე – აქ­ლე­მე­ბით სეირ­ნო­ბა, მო­ტო­ტუ­რი, სერ­ფინ­გი ქვი­შა­ზე, ასე­ვე – საკ­ვე­ბის მრა­ვალ­ფე­­როვ­ნე­ბა­ზე, საწ­ვავ­ზე. საა­გენ­ტოე­ბი თა­ვად გაფ­რთხი­ლე­ბენ, თუმ­ცა უნ­და გაით­ვა­ ლის­წი­ნოთ, რომ უდაბ­ნო­ში ინ­ტერ­ნე­ტი არ იჭერს, მხო­ლოდ Orange-ის სიმ­-ბა­რა­თის 3G ინ­ტერ­ნე­ტი მუ­შაობს არ­ცთუ გა­ მარ­თუ­ლად. ტე­ლე­ფონს ხში­რად კარ­ვებ­ში ვერ და­ტე­ნით – მხო­ლოდ სა­ჯა­რო თავ­შეყ­რის სივ­რცეებ­ში. სა­პირ­ფა­რე­შო­სა და აბა­ზა­ნა­ში ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის ჰი­გიე­ნუ­რი სა­შუა­ლე­ბა დაგ­ხვდე­ბათ. საა­ვად­მყო­ფო პუნ­ქტი უდაბ­ნო­ში შეს­ვლის მე­რე 3 საა­თის სა­ვალ­ზე იქ­ნე­ბა. უდაბ­ნო­ში ღა­მით ძა­ლიან ცი­ვა, დღი­სით – მზის ამოს­ვლის­ თა­ნა­ვე ძა­ლიან ცხე­ბა – ეს და სხვა დე­ტა­ლე­ბი წი­ნას­წარ თუ გექ­ნე­ბათ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, უდაბ­ნოს ტუ­რი ზღაპ­რუ­ლად და­გა­მახ­სოვ­რდე­ბათ.

84 VOYAGER 14/2019


KAM-KAM DUNES ეს ერ­თ-ერ­თი კომ­პა­ნიაა, რო­მელ­საც კარ­ვე­ბი უდაბ­ნო­ში უდ­გას, თუმ­ცა, ამით არ შე­მოი­ფარ­გლე­ბა და კლიენ­ტებს სრულ­ფა­სო­ვა­ნი ტუ­რე­ბის და­გეგ­მვა­საც სთა­ვა­ზობს მა­რა­ ქე­ში­დან თუ ფე­სი­დან. გეხ­მა­რე­ბათ სწო­რი ღა­მის გა­სა­თე­ვი ად­გი­ლე­ბის შერ­ჩე­ვა­ში, თუ უდაბ­ნო­ში მიღ­წე­ვამ­დე ეს დაგ­ ჭირ­დათ. გიხ­სნით, რო­გორ უნ­და მოიქ­ცეთ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მოგ­ზაუ­რო­ბას ბავ­შვებ­თან ერ­თად აპი­რებთ; ასე­ვე – სად და­ჯავ­შნოთ მძღო­ლი, რო­გორ ია­როთ მან­ქა­ნით თქვე­ნით; აღ­გი­წერთ თა­ვიანთ მე­ნიუს, სა­ჯა­რო და პრი­ვა­ტულ სივ­ რცეებს, გთა­ვა­ზობთ სა­ქორ­წი­ლო და სხვა დღე­სას­წაუ­ლე­ ბის აღ­ნიშ­ვნა­საც კი. ბა­ნაკ­ი 55 სტუ­მარს მიი­ღებს და სხვა­ დას­ხვა ზო­მის კა­რავ­ში გა­დაა­ნა­წი­ლებს. პრი­ვა­ტუ­ლი სივ­რცე უდაბ­ნოს ბა­ნაკ­ში ცალ­კე კა­რავს ნიშ­ ნავს – სა­კუ­თა­რი საა­ბა­ზა­ნო და სა­პირ­ფა­რე­შო ფარ­თით, სა­დაც ცხე­ლი წყა­ლი მო­დის. ცალ­კეა სა­სა­დი­ლო და მო­სას­ ვე­ნე­ბელ­-გა­სარ­თო­ბი კარ­ვე­ბიც. ყვე­ლა­ფე­რი მზის ენერ­გია­ ზე მუ­შაობს, ამი­ტომ ტექ­ნი­კის ჩარ­თვას მოე­რი­დე­ბით. სა­მა­

გიე­როდ, და­მა­ტე­ბი­თი სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დით და წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბით, წახ­ვალთ ექ­სკურ­სია­ზე აქ­ლე­მე­ბით, მო­ტო­ ციკ­ლე­ტე­ბით, ჯი­პე­ბით, ან­და ფე­ხით – გიდ­თან ერ­თად. საა­ გენ­ტო ნე­ბის­მიერ ამ შემ­თხვე­ვა­ში ორ­გვარ მო­ცე­მუ­ლო­ბას გაძ­ლევთ ასარ­ჩე­ვად – ყვე­ლა­ფე­რი შე­გიძ­ლიათ აკე­თოთ მარ­ტო­მაც და რო­გორც დი­დი ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რმაც – ფა­სი ამის შე­სა­ბა­მი­სა­დაც იც­ვლე­ბა. 2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში იმა­ვე კომ­პა­ნიამ ორ დიდ დიუნს შო­რის ახა­ლი სივ­რცეც გახ­სნა – Kam-kam Suites, არა­ბუ­ლი აქ­ლე­მის ტყა­ვით გაწ­ყო­ბი­ლი ოთ­ხკარ­ვია­ნი ბა­ნა­კი – სრუ­ ლად აღ­ჭურ­ვი­ლი 50 კვ.მ-ია­ნი ოთა­ხე­ბი, მორ­გე­ბუ­ლი თა­ ნა­მედ­რო­ვე მოთ­ხოვ­ნებ­ზე – რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, ეს კი­დევ უფ­რო დახ­ვე­წი­ლი გა­რე­მო, კი­დევ უფ­რო ამ­ძაფ­რებს უდაბ­ნო­ში ყოფ­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას – ხართ სრულ კომ­ ფორ­ტში და მხო­ლოდ გა­რეთ გას­ვლი­სას აღ­მოა­ჩენთ, რომ ეს სრუ­ლი კომ­ფორ­ტი უკაც­რიელ, ზღაპ­რის­მაგ­ვარ, გა­და­ კარ­გულ ად­გილ­ზეა. kamkamdunes.com

DADES VALLEY დადესის ხეო­ბას სხვა­ნაი­რად ვარ­დე­ბი­სა­საც ეძა­ხიან. ვარ­დი მა­რო­კოს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ძვირ­ფა­სი მცე­ნა­რეა არ­გან­ თან ერ­თად – ორი­ვე ექ­სპორ­ტზე გა­დის – ორი­ვეს ეთერ­ზე­თე­ ბის წარ­მოე­ბა­ში იყე­ნე­ბენ. მოგ­ზაუ­რე­ბი იქაუ­რო­ბის აღ­წე­რი­სას, პირ­ველ რიგ­ში, სურ­ნელს ახ­სე­ნე­ბენ – გა­რე­მო ვარ­დის არო­მა­ ტი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი და ამი­ტომ, მან­ქა­ნით სია­რუ­ლის დრო­საც, ჩა­წეუ­ლი ფან­ჯრე­ბით ია­რე­თო, გვირ­ჩე­ვენ. ერ­თი ბოთ­ლი ვარ­დის ზე­თის ან წყლის ყიდ­ვაც თით­ქმის სა­ ვალ­დე­ბუ­ლოა – ბო­ლოს და ბო­ლოს, სურ­ნე­ლე­ბა ხომ მო­გო­ნე­ ბებს საუ­კე­თე­სოდ აცოც­ხლებს. ვარ­დე­ბის ხეო­ბის ზე­და ნა­წილ­ ში, დაახ­ლოე­ბით ზღვის დო­ნი­დან 1500 მეტ­რზე, მდე­ბა­რეობს ზემოთ ხსენებული სო­ფე­ლი ბუმალნ დადესი – ეს მშვე­ნიე­რი ად­გი­ლია მერ­ზუ­გამ­დე – უდაბ­ნო­ში შე­მა­ვალ ბო­ლო სოფ­ლამ­დე – ცი­ვი­ლუ­რად დას­ვე­ნე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ უდაბ­ნოს ტუ­რი მა­რა­ქე­ში­დან დაიწ­ყეთ და გზა­ში 5-6 საა­თი გაა­ტა­რეთ. ყოველი წლის მაისის ბოლოს, მარაქეშიდან 6 საათის სავალზე, დადეს ხეობაში ვარდების ფესტივალი იმართება – ვარდის მოსავლის აღების აღსანიშნავად – ეს მათთვის, ვისაც მაროკოს ქალაქების სიჭრელის შემდეგ, ვარდების ფერთა მრავალფეროვნებითაც სურს, ისიამოვნოს. 85 VOYAGER 14/2019


საჰარა

86 VOYAGER 14/2019


1934-დან 1988 წლის ჩათვლით მაროკოში ყოველწლიურად იმართებოდა თავისი სირ­თუ­ ლით ცნობილი და რამდენიმე სხვადასხვა მარშრუტად დაყოფილი მაროკოს რალი – ცხადია, გრძელი გზით უდაბნოზე (RALLYE DU MAROC). 2018 წლიდან ის კვლავ გრძელდება. 2000 წლიდან მაროკო ასევე მასპინძლობს კიდევ ერთ, არანაკლებ პოპულარულ რალის: RALLYE OILIBYA DU MAROC.

87 VOYAGER 14/2019


შეფშაუენი

© Lucy-Laucht

მოგზაურობა ლურჯ ფერში

ს ა ლ ო მ ე კ იკ ა ლეიშ ვილ ი არასდროს იყო გაოცებული მაროკოში. არც მაშინ, თუ მფრინავ ვირს დაინახავ. უბრალოდ, ჩაიბუტბუტე შენთვის – ალაჰს ყველაფერი შეუძლია. მაროკოული ანდაზა

შეფ­შაუე­ნი XV საუ­კუ­ნე­ში, 1471 წელს ალი იბნ რა­შიდ ალ­-ა­ ლამ­მა აა­შე­ნა, რო­გორც მომ­ცრო ზო­მის ცი­ხე-­ქა­ლა­ქი პორ­ ტუ­გა­ლიე­ლებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად – ეს ის დროა, რო­ცა პორ­ტუ­გა­ლიე­ლე­ბი ჩრდი­ლოეთ მა­რო­კოს უტევ­დნენ. შუა საუ­კუ­ნეებ­ში ეს­პა­ნე­ლე­ბის გაძ­ლიე­რე­ბის ფონ­ზე იქ ბევ­რმა ებ­რაელ­მა შეა­ფა­რა თა­ვი. ეს­პა­ნე­ლებ­მა ქა­ლა­ქი 1920 წელს „ეს­პა­ნურ მა­რო­კოს“ დაუქ­ვემ­დე­ბა­რეს, თუმ­ცა, ქვეყ­ნის და­ მოუ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დეგ მა­რო­კოს სა­მე­ფოს დაუბ­რუ­ნეს. ამ ქა­ლა­ქის მო­ლურ­ჯო ფერს რამ­დე­ნი­მე ლე­გენ­და აქვს. ერ­ თის თა­ნახ­მად, მი­სი ლურ­ჯად გა­და­ღებ­ვა იქ ჩა­სახ­ლე­ბულ­მა ებ­რაელ­მა ლტოლ­ვი­ლებ­მა გა­დაწ­ყვი­ტეს, რომ­ლე­ბიც ლურჯ ფერს – ცის სიმ­ბო­ლოდ მიიჩ­ნე­ვენ და სჯე­რათ, რომ თუ ამ ფე­ რის ძაფს ჩააწ­ნიან სა­ლო­ცავ მან­ტია­ში, ღმერთს მა­რა­დიუ­ლად ახ­სე­ნე­ბენ. მეო­რე ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით კი, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ქა­ლა­ქის გა­და­ღებ­ვა ერ­თი ძა­ლიან ბა­ნა­ლუ­რი, მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლი მი­ზე­ზით გა­დაწ­ყვი­ტეს – ამ­ბო­ბენ, რომ კო­ღოე­ბი

ლურჯ ფერს გაურ­ბიან და ამი­ტომ, ამ ქა­ლაქ­ში მათ შე­მა­ უ­ხე­ბელ წუილს ვე­ღა­რას­დროს გაი­გო­ნებ­დნენ. არის სხვა წ ვერ­სიე­ბიც, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც, ქა­ლა­ქის ინ­ტენ­სიუ­რი სი­ლურ­ჯე ხან ად­გი­ლობ­რივ წყა­როს ეძ­ღვნე­ბა, ხან – ხმელ­ თა­შუა ზღვას, ერ­თ-ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი გი­დის მტკი­ცე­ბით, სულ რა­ღაც 30-50 წლის წინ, ლურ­ჯი მხო­ლოდ ქა­ლა­ქის ერ­თი, ებ­რაუ­ლი ნა­წი­ლი იყო და ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა მთე­ლი ქა­ლა­ქის წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ლურ­ჯად გა­და­ღებ­ვა მხო­ლოდ მას მე­რე დაიწ­ყეს. ასეა თუ ისე, ფაქ­ტია, რომ ლურჯ ფერს ეს ქა­ ლა­ქი მშვე­ნივ­რად იხ­დენს – ამ ინ­ტენ­სიურ სი­ლურ­ჯე­ში, თით­ ქოს, სტრე­სი და ფო­რია­ქი აღარ აღ­წევს. კო­ღოს პრობ­ლე­მაც გა­დაჭ­რი­ლია და კლი­მა­ტი­საც – ქა­ლაქს გა­ზაფ­ხულ­სა და ად­რე შე­მოდ­გო­მა­ზე უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი ჰყავს. თუმ­ცა, მთე­ბის გა­მო, ზაფ­ხულ­შიც მშვე­ნიე­რი ამინ­დე­ბია – და მა­რო­კოს უფ­რო ცხე­ ლი რაიო­ნე­ბი­დან აქ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც ხში­რად ადიან. ტუ­რის­ტე­ბის ნა­კადს რომ გაუმ­კლავ­დნენ, ცხელ სე­ზო­ნებ­ზე სას­ტუმ­როე­ბის რაო­დე­ნო­ბა მა­ტუ­ლობს. ისე კი, მთებს შო­ რის მოქ­ცეულ შეფ­შაუენ­ში 43,000-მდე მო­სახ­ლე ცხოვ­რობს. ქა­ლაქს გარ­შე­მო ელ­-რი­ფის ვეე­ბერ­თე­ლა მთის წვე­რე­ბი რქე­ბი­ვით წა­მოს­დგო­მია თავ­ზე და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მი­

88 VOYAGER 14/2019


სი სა­ხე­ლიც აქე­დან მო­დის – ბერ­ბე­რულ ენა­ზე შეფ­შაუე­ნი „დაუკ­ვირ­დი რქებს“ ნიშ­ნავს. დღეს ეს ქა­ლა­ქი ბერ­ბე­რე­ბის, მუს­ლი­მე­ბი­სა და ებ­რაე­ლე­ბის მდი­დარ კულ­ტუ­რას ასა­ხავს. ბერ­ბე­რებს აქ ბევრს შეხ­ვდე­ბით თა­ვიან­თი გა­მორ­ჩეუ­ლი სა­მო­სით, ნაქ­სო­ვი ქუ­დე­ბით, რომ­ლე­ბიც ჭრე­ლად შე­ღე­ბი­ლი ძა­ფე­ბი­თაა აწ­ყო­ბი­ლი. თუ თქვენ სა­ბერ­ძნე­თის სან­ტო­რი­ნი, თა­ვი­სი თეთ­რად ჩამ­ წკრი­ვე­ბუ­ლი კოხ­ტა სახ­ლე­ბით გულ­გრილს არ გტო­ვებთ, მა­შინ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შეფ­შაუე­ნიც შე­გიყ­ვარ­დე­ბათ: ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით, ლო­გოს კონ­სტრუქ­ცია­სა­ვით ოკ­რო­ბოკ­როდ ჩა­ლა­გე­ბუ­ლი ლურ­ჯი სახ­ლე­ბით სავ­სე ამ ქა­ლაქს თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლიათ „ლურ­ჯი ფე­რის ორ­მოც­ დაა­თი ელ­ფე­რიც“ კი უწო­დოთ. აქ ყვე­ლა სახ­ლი, ფან­ჯრის და­რა­ბა, კა­რი, ჭიშ­კა­რი თუ ქუ­ჩებს შო­რის გა­მა­ვა­ლი თა­ღე­ბი ფი­რუ­ზის, ინ­დი­გოს, კო­ბალ­ტის, სა­ფი­რო­ნის, ლა­ვან­დის, იის და ლურ­ჯი მოც­ვის ფე­რებ­შია. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მზის მოძ­რაო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ქა­ ლა­ქის ტო­ნა­ლო­ბაც არაერ­თხელ იც­ვლე­ბა, ხო­ლო დაი­სის დროს – მა­შინ, რო­დე­საც ქუ­ჩე­ბი თით­ქმის ცა­რიელ­დე­ბა, აქეთ­-ი­ქით მო­ხე­ტია­ლე ხალ­ხი­სა და ლურჯ კედ­ლებ­ზე გა­სა­ყი­ დად გად­მო­ფე­ნი­ლი ჭრე­ლი ფარ­და­გე­ბის­გან, შეფ­შაუე­ნის ვიწ­ რო ქუ­ჩებ­ში ჩა­მა­ვა­ლი მზის შუქ­-ჩრდი­ლე­ბი კა­ლეი­დოს­კო­პურ თა­მაშს იწ­ყე­ბენ.

ამ­ბო­ბენ, რომ ფორ­თოხ­ლის მთელ მსოფ­ლიო­ში ყვე­ლა­ ზე გემ­რიე­ლი ახ­ლად გა­მო­წუ­რუ­ლი წვე­ნი სწო­რედ აქ აქვთ. მდი­ნა­რის­კენ დაეშ­ვით, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლეო­ბას დახ­ლებ­ზე გად­მოუწ­ყვია სტა­ფი­ლოს­ფრად აღაჟ­ღა­ჟე­ბუ­ლი ფორ­თოხ­ლე­ბი და ერ­თი ჭი­ქა შეუკ­ვე­თეთ. არც ის და­გა­ვიწ­ ყდეთ, მდი­ნა­რის ნა­პირს გა­ხე­დოთ, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლეო­ბა ტან­საც­მლი­სა თუ ხა­ლი­ჩე­ბის გა­სა­რეც­ხად გა­მო­დის. არა­ვინ იცის, რა­ტომ, მაგ­რამ შეფ­შაუე­ნის ვიწ­რო ქუ­ჩებ­ში უამ­რა­ვი კა­ტა ზან­ტად დაია­რე­ბა. „დიახ, ეს კა­ტე­ბის ქა­ლა­ქია, – წერს „ვო­გის“ ჟურ­ნა­ლის­ტი, – მა­ღა­ზიებ­თან გა­მოდ­გმულ სკა­მებ­ქვეშ შე­პა­რუ­ლი ციც­ქნა კნუ­ტე­ბით და ფან­ჯრის რა­ფებ­ ზე ჩა­მომ­სხდა­რი ფუმ­ფუ­ლა, კარ­გად გა­მოკ­ვე­ბი­ლი კა­ტე­ბით“. მა­რა­ქე­შის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­დაც უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი, მათ­ ხო­ვა­რი და ხში­რად აგ­რე­სიუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ვა­ჭა­რი ირე­ ვა, შეფ­შაუე­ნი სრუ­ლიად სა­პი­რის­პი­რო ად­გი­ლია. წყნა­რი და მშვი­დია, სა­დაც დროც აუჩ­ქა­რებ­ლად მიიზ­ლაზ­ნე­ბა, რა­თა მი­სი შეც­ნო­ბის სა­სია­მოვ­ნო პრო­ცე­სი კი­დევ უფ­რო გა­ხან­ გრძლივ­დეს. შე­გიძ­ლიათ, საა­თო­ბით იხე­ტია­ლოთ სრულ სიმ­შვი­დე­ში, აუყ­ვეთ მე­დი­ნის კედ­ლებს და ისე, რომ საა­თის არ­სე­ბო­ბაც და­გა­ვიწ­ყდეთ, ათ­ვა­ლიე­როთ გა­სა­ყი­დად გად­მო­ ფე­ნი­ლი ნივ­თე­ბი. ეს ად­გი­ლი ხომ ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ტრა­ დი­ციუ­ლი ხალიჩებით, ნაქსოვი ფარდაგებით, ჯელაბათი

89 VOYAGER 14/2019


შეფშაუენი

(djellaba) – ტრადიციული ბერბერული გრძელი სამოსით, რომელიც კაპიუშონით და თავისუფალი მკლავებით იკერებოდა. როგორც წესი, მას უხეში შალისგან ანდა ბამბისგან ამზადებდნენ, რათა მაროკოს მოსახლეობას კანი მცხუნვარე მზისა და უდაბნოსგან წამოსული ქვიშისგან დაეცვა. აქაუ­რი მე­დი­ნა ამაღ­ლე­ბულ ბორ­ცვზე მდე­ბა­რეობს. რო­დე­ საც ხუ­თი შე­სას­ვლე­ლი­დან ერ­თ-ერ­თით ქა­ლა­ქის ძველ უბან­ ში შეხ­ვალთ, მა­შინ­ვე იგ­რძნობთ შე­შა­ზე ახ­ლად გა­მომ­ცხა­რი პუ­რის მა­დი­საღ­მძვრელ სურ­ნელს. გაუყ­ვე­ბით ხელ­ნა­კე­თი ჭრე­ლი ნივ­თე­ბით მო­ფე­ნილ ვიწ­რო იის­ფერ ქუ­ჩებს, ჩაუვ­ ლით მა­რო­კოუ­ლი ფე­რა­დი ფი­ლე­ბით მორ­თულ სახ­ლებს და აი, აქ, შე­გიძ­ლიათ ელ­-კას­ბას ბაღს (Gardens Of the Keshba) ეს­ტუმ­როთ, სა­დაც ეთ­ნოგ­რა­ფიუ­ლი მუ­ზეუ­მია გან­თავ­სე­ბუ­ ლი. მუ­ზეუ­მის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი კო­ლექ­ცია, მა­რო­კოუ­ლი ძვე­ ლი ია­რა­ღე­ბის, ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი­სა და ტექ­სტი­ლის სამ­ყა­რო­ში გა­მოგ­ზაუ­რებთ. აქ­ვეა მე-15 საუ­კუ­ნე­ში აშე­ნე­ბუ­ლი დი­დი მე­ჩე­თი. ორ­შა­ბა­თი­დან ხუთ­შა­ბა­თის ჩათ­ვლით, მე­დი­ნა­ში

ბაზ­რო­ბა იმარ­თე­ბა, სა­დაც ხალ­ხი ტრა­დი­ციუ­ლი სა­მო­სით გა­მო­დის და თან სა­კუ­თა­რი ხე­ლით გამ­ზა­დე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი გა­სა­ყი­დად გა­მოაქვს. რო­გორც წე­სი, ყვე­ლა ქა­ლაქს აქვს თა­ვი­სი მოე­და­ნი, სა­დაც სა­ღა­მოო­ბით უამ­რა­ვი ადა­მია­ნი იკ­რი­ბე­ბა სა­ვახ­შმოდ, და­ სა­ლე­ვად, სა­საუბ­როდ. შეფ­შაუენ­ში ასეთ ად­გილს უტა ელ­ჰა­მა­მის (Uta el Hammam) მოე­და­ნი ჰქვია, რო­მე­ლიც არა­ბუ­ლი და ეს­პა­ნუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ნა­ზავს წარ­მოად­გენს, ფან­ტას­ ტი­კუ­რი კერ­ძე­ბი­თა და ქუ­ჩა­ში გა­მო­ფე­ნი­ლი რეს­ტორ­ნე­ბით. თქვე­ნი გა­და­საწ­ყვე­ტია, ლო­კო­კი­ნე­ბის სუპს მიირ­თმევთ თუ ტრა­დი­ციულ მა­რო­კოულ წვნიანს – ჰა­რი­რას (Harira). ან იქ­ნებ თაფ­ლში შემ­წვა­რი სე­ზა­მის ორ­ცხო­ბი­ლე­ბი (Chebakia) გირ­ ჩევ­ნიათ წა­სა­ხემ­სებ­ლად. და სა­ნამ მიმ­ტა­ნი შეკ­ვე­თას მო­გარ­ თმევ­დეთ, შე­გიძ­ლიათ ცა­ში აი­ხე­დოთ და წვე­ტე­ბად აშ­ვე­რი­ლი მთე­ბის ბნელ კონ­ტუ­რებს კი­დევ ერ­თხელ აა­ყო­ლოთ თვა­ლი. რე­ლაქ­სა­ცია­ზე გა­მახ­სენ­და. მიუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნა­ ფის წარ­მოე­ბა და მოხ­მა­რე­ბა მა­რო­კო­ში არა­ლე­გა­ლუ­რია,

90 VOYAGER 14/2019


2016 წელს ეს ქვე­ყა­ნა კა­ნა­ფის წარ­მოე­ბა­ში პირ­ველ ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა. და ამი­ტო­მაც, ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებ­ში სეირ­ნო­ბი­ სას, კა­ფეებ­სა თუ სას­ტუმ­როებ­ში, ჰა­შიშ­სა და კა­ნაფს არაერ­ თხელ შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ. მე­ტიც, შეფ­შაუე­ნის სას­ტუმ­როებ­ში არაო­ფი­ცია­ლუ­რად, კა­ნა­ფის პლან­ტა­ციე­ბის ტუ­რებ­ზეც დაგ­პა­ ტი­ჟე­ბენ, რაც 20 დო­ლა­რამ­დე და­გიჯ­დე­ბათ. მოკ­ლედ, არ­ჩე­ვა­ ნი თქვენ­ზეა. უბ­რა­ლოდ გახ­სოვ­დეთ, რომ სიფ­რთხი­ლეა სა­ ჭი­რო, რად­გან არა­ლე­გა­ლუ­რო­ბის გა­მო, პრობ­ლე­მე­ბი მაინც შეიძ­ლე­ბა შე­გექ­მნათ. ხში­რად გვირ­ჩე­ვენ, ვეწ­ვიოთ Lina Riad and Spa-საც. რია­დი ტრა­დი­ციუ­ლი მა­რო­კოუ­ლი სა­სახ­ლეა, რო­მელ­საც ულა­მა­ზე­სი ში­და ეზო აქვს ზე­მო­დან გად­მოშ­ვე­ბუ­ლი ტე­რა­სე­ბით. თუ დი­ ლით მიხ­ვალთ, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად შეუკ­ვე­თეთ ტრა­დი­ციუ­ლი მა­რო­კოუ­ლი საუზ­მე: პიტ­ნის ჩაი, ფორ­თოხ­ლის ახ­ლად გა­წუ­ რუ­ლი წვე­ნი, თხის ყვე­ლის ნაჭ­რე­ბი ტრა­დი­ციულ, თხელ არა­ ბულ პურ­თან ერ­თად, ზე­თის­ხი­ლი და უგემ­რიე­ლე­სი ბლი­ნე­ ბი თაფ­ლით. ამ ფე­შე­ნე­ბე­ლურ სპა­ცენ­ტრში 300 მა­რო­კოუ­ლი დირ­ჰა­მი (80 ლა­რამ­დე) და­გიჯ­დე­ბათ მდიდ­რუ­ლად მორ­თულ ჰა­მამ­ში დას­ვე­ნე­ბა, ხო­ლო თუ ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბი­თა და ორ­გა­ნუ­ლი ზე­თე­ბით აღ­მო­სავ­ლურ მა­საჟს მოი­სურ­ვებთ, 400-500 დირ­ჰა­მის (130-140 ლა­რი) სა­ფა­სუ­რად აქ არც ამ სია­ მოვ­ნე­ბა­ზე გეტ­ყვიან უარს. ამ რიად­ში გა­ჩე­რე­ბა, რო­მე­ლიც შეფ­შაუე­ნის ცენ­ტრშია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ორ­კა­ცია­ნი ოთა­ხი 300დან 600 ლა­რამ­დე ღირს. შე­გიძ­ლიათ, უფ­რო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად, მე­დი­ნა­შიც და­ბი­ნავ­ დეთ, იქ ციც­ქნა სახ­ლებ­ში მოწ­ყო­ბილ პან­სიო­ნა­ტებ­სა თუ სას­ ტუმ­როებ­ში ღა­მის გა­თე­ნე­ბა 100 დირ­ჰა­მი (25 ლა­რი) ღირს. თუ სას­წაუ­ლი მოხ­და და ლურ­ჯი ფე­რის­გან დას­ვე­ნე­ბა მო­ გინ­დათ, მა­შინ ერ­თი თავ­შე­საქ­ცე­ვი მოგ­ზაუ­რო­ბის შე­სა­ ხებ მო­გიყ­ვე­ბით, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად ყი­ნუ­ლი­ვით ცივ წყალ­ში ჩახ­ტო­მით უნ­და დამ­თავ­რდეს. შეფ­შაუე­ნი­დან 30 წუ­თის სა­ვალ­ზე დ’აკ­შუ­რის კას­კა­დის­კენ აი­ღეთ გე­ ზი (Grand Cascade D’akchour), კლდეებ­ში ჩა­მა­ლუ­ლი ფი­ რუ­ზის­ფე­რი აუ­ზე­ბით და „ღმერ­თის ხი­დით“, რო­გორც მას აქ ეძა­ხიან. ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­დან მან­ქა­ნა 150 დირ­ჰა­მად (40 ლა­რი) წა­გიყ­ვანთ და თუ წი­ნას­წარ შე­თან­ხმდე­ბით, შეიძ­ ლე­ბა ამ ფას­ში­ვე და­გაბ­რუ­ნოთ უკან.

შე­სას­ვლელ­ში მარ­ჯვე­ნა გზას გაუ­ყე­ვით და გაით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ხი­დამ­დე ზოგ­ჯერ ხტუნ­ვა-­ხტუნ­ვით სია­რუ­ლი ერთ საათს მაინც გას­ტანს. გზა­დაგ­ზა, პა­ტა­რა კა­ფეებ­შიც შეძ­ლებთ დას­ ვე­ნე­ბას – ად­გი­ლობ­რი­ვებს პლას­ტმა­სის მა­გი­დე­ბი და სკა­მე­ ბი შიგ წყალ­ში უდ­გათ – შეს­ვე­ნე­ბი­სას, სტუმ­რებ­მა ფე­ხე­ბი რომ გაიგ­რი­ლონ, პიტ­ნის ჩაი მოს­ვან და გზა ჩან­ჩქე­რამ­დე ასე გააგ­რძე­ლონ. ახ­ლა კი გზა თა­ვად შეფ­შაუე­ნამ­დე: ამ და­სახ­ლე­ბას თა­ვი­სი აე­რო­პორ­ტი არ აქვს, ამი­ტომ აქ კა­საბ­ლან­კი­დან, ტან­ჟე­რი­დან ან­და ფე­სი­დან თუ მოხ­ვდე­ბით. თუ ფე­სის ახ­ლად აშე­ნე­ბულ აე­რო­პორტს გა­მოი­ყე­ნებთ – იქი­დან გზას 3-4 საა­თი დას­ჭირ­ დე­ბა. შე­გიძ­ლიათ CTM ფირ­მის ავ­ტო­ბუ­სე­ბით იმ­გზავ­როთ. თუ ბი­ლე­თის ონ­ლაინ ყიდ­ვას აპი­რებთ, გამ­გზავ­რე­ბამ­დე 72 საა­ თით ად­რე უნ­და შეი­ძი­ნოთ, რად­გან შეფ­შაუენ­ში ფე­სი­დან, რო­ გორც წე­სი, დღე­ში სულ 2 ავ­ტო­ბუ­სი და­დის. ავ­ტო­ბუ­სის ბი­ლე­ თი 22 ლა­რამ­დე და­გიჯ­დე­ბათ. შე­გიძ­ლიათ, იმ­გზავ­როთ ტან­ ჟე­რი­და­ნაც – ამ შემ­თხვე­ვა­ში გზის ხან­გრძლი­ვო­ბა 3,5 საა­თია, ბი­ლე­თის ფა­სი კი 13 ლარს არ სცილ­დე­ბა. შეფ­შაუე­ნის ავ­ტო­სად­გუ­რი­დან ტაქ­სი 15-20 დირ­ჰა­მად (5 ლა­ რი), პირ­და­პირ მი­გიყ­ვანთ ლურ­ჯი ქა­ლა­ქის ცენ­ტრში. ოღონდ ყუ­რად­ღე­ბა მიაქ­ციეთ, რომ ტაქ­სიც ლურ­ჯი იყოს – ის, რო­ მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი “petit taxi”-ს, ანუ „პა­ტა­რა ტაქ­სის“ ეძა­ხიან. ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი იმ­დე­ნად წვრი­ლია და ერ­თი­მეო­ რე­ში ისე ოს­ტა­ტუ­რად იხ­ლარ­თე­ბა, რომ პირ­ვე­ლად ჩა­სუ­ლი ტუ­რის­ტის­თვის გზის გაკ­ვლე­ვა რთუ­ლია, თუ საო­რიენ­ტა­ციოდ რა­მე წერ­ტილს არ აირ­ჩევთ. მა­გა­ლი­თად, ასე­თი იყოს სას­ ტუმ­რო პა­რა­დო­რი (Hotel Parador). არ გა­გიკ­ვირ­დეთ, თუ Airbnb-ზე არა უბ­რა­ლოდ ბი­ნას იქი­რა­ ვებთ, არა­მედ რო­მე­ლი­მე სა­სახ­ლე­ში, იმა­ვე რიად­ში მოხ­ვდე­ ბით. ოთა­ხე­ბი ასეთ მდიდ­რულ სახ­ლებ­შიც ქი­რავ­დე­ბა და შე­ გიძ­ლიათ, 300 დირ­ჰა­მის (80 ლა­რი) სა­ფა­სუ­რად 1001 ზღაპ­რის რო­მე­ლი­მე ოთახ­ში და­სახ­ლდეთ. P.S. რჩე­ვა სელ­ფე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს: შეფ­შაუენ­ში წას­ვლი­სას შეე­ცა­დეთ, ჩე­მო­დან­ში რაც შეიძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ლურ­ჯი ტო­ნა­ლო­ბის სა­მო­სი ჩაა­ლა­გოთ, თუ გინ­დათ, რომ ფო­ტოს სი­ლურ­ჯე­ში სხვებ­მაც გიც­ნონ და თქვენც იც­ნოთ სა­კუ­თა­რი თავი.

არა­ვინ იცის, რა­ტომ, მაგ­რამ შეფ­შაუე­ ნის ვიწ­რო ქუ­ჩებ­ში უამ­რა­ვი კა­ტა ზან­ ტად დაია­რე­ბა. „დიახ, ეს კა­ტე­ბის ქა­ლა­ ქია, – წერს „ვო­გის“ ჟურ­ნა­ლის­ტი, – მა­ღა­ ზიებ­თან გა­მოდ­გმულ სკა­მებ­ქვეშ შე­პა­რუ­ ლი ციც­ქნა კნუ­ტე­ბით და ფან­ჯრის რა­ფებ­ზე ჩა­მომ­სხდა­რი ფუმ­ფუ­ ლა, კარ­გად გა­მოკ­ვე­ ბი­ლი კა­ტე­ბით“.

91 VOYAGER 14/2019


შეფშაუენი

მზე ლურჯ კედლებში რაც არ უნ­და აკე­თოთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეცა­დეთ, დი­ლაად­რიან, ან­და მზის ჩას­ვლი­სას, თქვე­ნი რია­დის ან სას­ტუმ­როს სა­ხუ­რავ­ზე მოხ­ ვდეთ და საო­ცა­რი სა­ნა­ხაო­ბით დატ­კბეთ. მზე ჯა­დოს­ნუ­რად ამო­დის და ჩა­დის ეს­პა­ნუ­რი მე­ ჩე­თის გო­რა­კი­და­ნაც. რო­გორც ჩანს, ამ სა­ნა­ ხაო­ბას ქა­ლა­ქის სი­ლურ­ჯე კი­დევ უფ­რო მშვე­ ნიერს ხდის. ჰო­და, რა გა­საკ­ვი­რია, რომ ღამ­-ღა­მო­ბით ად­ გი­ლობ­რი­ვე­ბი სა­კუ­თარ ფა­სა­დებს გან­მეო­ რე­ბით ღე­ბა­ვდნენ – რო­გორც კი შეატ­ყო­ბენ, რომ სი­ლურ­ჯე ბაც­დე­ბა, მაშინვე. დღი­სით მათ ჩუმ რი­ტუალ­ზე აღა­რა­ფე­რი მი­გა­ნიშ­ნებთ. ეგაა მხოლოდ, კვლა­ვაც ყვე­ლა­ზე ლურჯ და სიზ­მა­ რი­ვით ქა­ლაქ­ში გაიღ­ვი­ძებთ.

მა­რო­კოს ჩრდი­ლოე­თით, ატ­ლა­სის მთე­ბის სის­ტე­მა­ში მდე­ბა­რე, ელ­-რი­ფის ქედ­ზე, კა­ნა­ფი მე-7 საუ­კუ­ნი­დან იწარ­მოე­ბა. შე­სა­ბა­ მი­სად, კა­ნაფ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კულ­ტუ­რაც უხ­სო­ვა­რი დროი­ დან მო­დის – მას იყე­ნებ­დნენ ჩვეუ­ლებ­რივ ყო­ფა­ში, კუ­ლი­ნა­რია­ში, სუ­ფის­ტურ რე­ლი­გიურ რი­ტუა­ლებ­ში. კა­ნა­ფის კულ­ტი­ვა­ცია ელ­რი­ფის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის დღემ­დე ერ­თ-ერ­თი ძი­რი­თა­დი საარ­ სე­ბო წყა­როა, თუმ­ცა, არა­ლე­გა­ლუ­რი. არ­სე­ბობს ვა­რაუ­დი, რომ მა­რი­ხუა­ნის აღ­მნიშ­ვნე­ლი ინ­გლი­სუ­ რი სლენ­გი „რი­ფე­რი“ სწო­რედ ელ­-რი­ფის მთე­ბის სა­ხელ­წო­დე­ ბი­დან მო­დის. კა­ნაფს, რო­მელ­საც არა­ბუ­ლად კიფს ეძა­ხიან, ად­ გი­ლობ­რი­ვე­ბი ამუ­შა­ვე­ბენ და ხში­რად ჰა­ში­შად ჰყი­დიან. ქვეყ­ნის და­მოუ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბი­დან, 1956 წლი­დან, კა­ნა­ფის მოხ­მა­რე­ბა და კულ­ტი­ვა­ცია მა­რო­კო­ში უკა­ნო­ნოა. თუმ­ცა მა­რო­კო ბო­ლო მო­ნა­ცე­ მე­ბი­თაც ჰა­ში­შის მეო­რე უდი­დე­სი ექ­სპორ­ტიო­რია მსოფ­ლიო­ში.

92 VOYAGER 14/2019


მედინაში ყვე­ლა გზამ­კვლე­ვი და სა­მოგ­ზაუ­რო ბლო­გი და­გარ­წმუ­ნებთ იმა­ში, რომ ლურჯ ქა­ლაქ­ში სა­ყიდ­ლე­ბის­თვის ჩას­ვლა ღირს. ამ საქ­მის­თვის, ცხა­დია, მე­დი­ნას უნ­და ეწ­ვიოთ, რაც სხვა სამ­ ყა­რო­ში გა­დას­ვლას ჰგავს. მე­დი­ნა აქ გო­რაკ­ზე შე­ფე­ნი­ლი მიხ­ვეულ­-მოხ­ვეუ­ლი ქუ­ჩე­ბია – სავ­სე, კედ­ლებ­ზე ჩა­მო­ფა­რე­ ბუ­ლი ხე­ლით ნაქ­სო­ვი გა­და­სა­ფა­რებ­ლე­ბით, ჭრე­ლი ფარ­და­ გე­ბით, ზედ მი­წა­ზე გაშ­ლი­ლი მა­რო­კოუ­ლი ქო­შე­ბით, აც­ტე­კე­ ბის ორ­ნა­მენ­ტე­ბით მორ­თუ­ლი ჩან­თე­ბით, მზე­ზე აელ­ვა­რე­ბუ­ ლი თით­ბრის ჩაიდ­ნე­ბით, ვერ­ცხლის თეფ­შე­ბით, თვლე­ბია­ნი სამ­კაუ­ლით, ფე­რა­დი ტომ­რე­ბი­დან გო­რე­ბად გად­მო­სუ­ლი სხვა­დას­ხვა ფე­რის სა­ნე­ლებ­ლე­ბით. მე­დი­ნებ­ში სა­სია­რუ­ლოდ ხში­რად გი­დის აყ­ვა­ნაც შეიძ­ლე­ბა და არა მარ­ტო აქ, მა­რო­კოს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში. ეს კარ­გია უსაფ­ რთხოე­ბის­თვის და გზის არე­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. თან გი­დებ­მა კარ­გად იციან, სად იპო­ვით ჟა­კე­ტებს, შა­ლებს, ნამ­დვილ ცხვრის თუ აქ­ლე­მის ბეწვს. რო­მელ ქუ­ჩა­ზე უნ­და გაუხ­ვიოთ იმის­თვის, რომ ტა­ჟი­ნე­ბის დი­დი არ­ჩე­ვა­ნი გქონ­ დეთ – ეს თი­ხის ხელ­ნა­კე­თი მა­რო­კოუ­ლი ქვა­ბე­ბი, ნაირ­ფე­ რად მო­ხა­ტუ­ლი, ერთ კუთ­ხე­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი აწ­ყვია ერ­თმა­ნეთ­ზე აკო­კო­ლა­ვე­ბუ­ლი.

მიჰყევით პურის ოხშივარს ახ­ლად გა­მომ­ცხვარ ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხეო­ბის პუ­რებს აქ ქუ­ჩებ­ში ატა­რე­ბენ, ხში­რად ქუ­ჩებ­ში­ვე აც­ხო­ბენ. ტა­ჟი­ ნის ხსე­ნე­ბამ ბუ­ნებ­რი­ვად წა­მოი­ღო ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ ბის კერ­ძის სურ­ნე­ლიც. ლურჯ ქა­ლაქ­ში მა­საც გან­სა­კუთ­ რე­ბუ­ლად ამ­ზა­დე­ბენ თევ­ზით, ბოს­ტნეუ­ლით, სუ­ნე­ლე­ბით და ხრა­შუ­ნა კუს­კუს­თან ერ­თად მო­გარ­თმე­ვენ. ზო­გი იმის მტკი­ცე­ბა­საც მოჰ­ყვე­ბა, რომ ამ კერ­ძში 30-მდე სხვა­დას­ ხვა სა­ხის სუ­ნელს იყე­ნებს, მათ შო­რის – კურ­კუ­მას, ილს, პაპ­რი­კას, ჩი­ლის, ძი­რას, და­რი­ჩინს და კი­დევ სხვებს. ბევ­ რი ადა­მია­ნის­თვის ლურ­ჯი ქალაქის კა­ფე-­რეს­ტორ­ნე­ბი­ დან ფა­ვო­რი­ტია კა­ზა ჰა­სა­ნის რეს­ტო­რა­ნი „ტი­სემ­ლა­ლი“­. თან ღა­მის გა­სა­თე­ვი ოთა­ხე­ბი აქვთ, თან კა­ფე­ტე­რია და გან­ სა­კუთ­რე­ბულ ტა­ჟინს ღია სამ­ზა­რეუ­ლო­ში სწო­რედ იქ ამ­ზა­დე­ ბენ. ღია სამ­ზა­რეუ­ლო კი იმის გა­რან­ტია, რომ კუ­ლი­ნა­რიულ შოუ­საც ძა­ლაუ­ნე­ბუ­რად დაეს­წრე­ბით. www.casahassan.com/en/tissemlal-restaurant/ 93 VOYAGER 14/2019


ტანჟერი

ჰერკულესის ქვაბულები (LES GROTTES D’HERCULE) ოკეანის პირას, ტანჟერის დასავლეთით, 15 კმ-ში მდებარეობს მაროკოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა 94 VOYAGER 14/2019


ფორთოხლიანი სანაპიროს ქალაქი გა გა ლ ომიძე

IF YOU SEE HER SAY ‘HELLO’, SHE MIGHT BE IN TANGIER. ბობ დილანი

არიან ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ტუ­რის­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის აუ­ცი­ ლებ­ლად მო­სა­ნა­ხუ­ლე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბის სიით კმა­ყო­ფილ­დე­ ბიან და მხო­ლოდ ფო­ტოებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბით იკ­ ვე­ბე­ბიან. არ­სე­ბო­ბენ მოგ­ზაუ­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც გა­მუდ­მე­ბით თა­ვიანთ ნავ­თსა­ყუ­დელს ეძე­ბენ, თით­ქოს ეპა­ტა­რა­ვე­ბათ ეს დე­და­მი­წა და სა­კუ­თარ ად­გილს ვერ­სად პოუ­ლო­ბენ. რო­გორც პოლ ბოულ­ზის რო­მა­ნის „ცა, რო­მე­ლიც გვი­ფა­რავს“ მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი, პორტ მორ­სბი, ტან­ჟე­რის სა­ნა­პი­რო­ზე გად­მოს­ ვლი­სას ამ­ბობს: „ტუ­რის­ტი, საერ­თოდ, რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რია­ნი ან რამ­დე­ნი­მეთ­ვია­ნი მოგ­ზაუ­რო­ბის შემ­დეგ, ყო­ველ­თვის შინ მიიჩ­ქა­რის, მოგ­ზაუ­რი კი არ­ცერთ ად­გილს არ ეკუთ­ვნის, მთე­ლი წე­ლი ნელ­ნე­ლა გა­დაად­გილ­დე­ბა დე­და­მი­წის ერ­თი წერ­ტი­ლი­დან მეო­რე­ში“. პა­რა­დოქ­სე­ბის ქა­ლა­ქია ტან­ჟე­რი. ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით იყუ­ რე­ბა — ევ­რო­პის­კე­ნაც და აფ­რი­კის­კე­ნაც, რიგ­რი­გო­ბით. ყვე­ ლა­ფერს ორ­გვა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს აქ — საკ­რა­ლუ­რიც და პრო­ფა­ნუ­ლიც, ძვირ­ფა­სიც და იაფ­ფა­სია­ნიც, რთუ­ლიც და მარ­ ტი­ვიც — გააჩ­ნია, რა კუთ­ხით შე­ხე­დავ. თა­ვის დრო­ზე, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ალ­ბათ, სწო­რედ ია­ნუ­სი­სე­ბურ­მა ამ ორ­ბუ­ნე­ბოვ­ნე­ბამ ჩა­მოიყ­ვა­ნა შო­რეუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ხე­ლო­ვა­ნე­ბი და მწერ­ლე­ბი. მა­ტი­სი აქაურ­მა გა­

ნა­თე­ბამ შთაა­გო­ნა, ივ სენ ლო­რა­ნი — მა­რო­კოულ­მა ხიფ­თან­ მა. აქ, ამ გა­რე­მო­ში ისი­ნი ხე­ლახ­ლა აღ­მოა­ჩენ­დნენ სა­კუ­თარ თავს, უშ­რეტ შთა­გო­ნე­ბას პოუ­ლობ­დნენ. თუ­კი ევ­რო­პი­დან მა­რო­კო­ში გამ­გზავ­რე­ბას გა­დაწ­ყვეტთ, შე­გიძ­ლიათ ეს­პა­ნე­თის პა­ტა­რა ქა­ლაქ ალ­ხე­სი­რა­სი­დან ან ტა­რი­ფა­დან ტან­ჟერ­ში ბორ­ნით გა­დახ­ვი­დეთ. სულ რა­ღაც ორი საა­თი და იქ ხართ. აქ ატ­ლან­ტის ოკეა­ნე ხმელ­თაშუა ზღვას ხვდე­ბა. და თუ რაი­მე­ზე შეიძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მულ­ტი­კულ­ ტუ­რუ­ლია, ეს, უპირ­ვე­ლე­სად, ალ­ბათ, ტან­ჟე­რია – მა­რო­კოს ქა­ლა­ქე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი და მრა­ვა­ლე­ნო­ვა­ ნი, სა­დაც არა­ბუ­ლის და საერ­თა­შო­რი­სო ინ­გლი­სუ­რის გარ­და, ფრან­გუ­ლა­დაც ისე­ვე მეტ­ყვე­ლე­ბენ, რო­გორც ეს­პა­ნუ­რად. ამ დროს არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გეოგ­რა­ფიუ­ლი მდე­ბა­ რეო­ბაც – აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტზე, ის ერ­თ-ერ­თია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ახ­ლოა ევ­რო­პას­თან. ტან­ჟე­რი ყვე­ლა­ზე ად­რე მა­ტი­სის ნა­ხა­ტე­ბი­დან მახ­სოვს. მაგ­ რამ მი­სი ტან­ჟე­რუ­ლი ხე­დე­ბი ახ­ლოს ვერ მო­ვა იმას­თან, რაც იქ ვი­ხი­ლეთ, ზო­გა­დად, ფე­რე­ბის შეგ­რძნე­ბის ჩათ­ვლით. გახ­ სნი­ლო­ბის და სივ­რცის შეგ­რძნე­ბა აქ მუდ­მი­ვად თან გდევთ, ისე­ვე რო­გორც ათო­ბით ადა­მია­ნი, რომ­ლე­ბიც ათას­გვარ დახ­ მა­რე­ბა-­სერ­ვისს თუ უც­ხო ქა­ლაქ­ში გზის გაკ­ვლე­ვას გთა­ვა­

95 VOYAGER 14/2019


ტანჟერი

ზობთ გარ­კვეუ­ლი სა­ფა­სუ­რის სა­ნაც­ვლოდ და რის შე­სა­ხე­ბაც წას­ვლამ­დე გა­მაფ­რთხი­ლეს, ყუ­რად­ღე­ბა არ მი­მექ­ცია. მაგ­ რამ ბორ­ნი­დან ჩა­მო­სულს, ქა­ლა­ქის ავ­ტო­ბუს­თან მე­ბარ­გუ­ლი დამ­ხვდა და ზუს­ტად ერ­თი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა­სა და სა­ბარ­ გულ­ში ბარ­გის მო­თავ­სე­ბა­ში 2 ევ­რო მომ­თხო­ვა, რაც, ცხა­დია, გა­და­ვუ­ხა­დე – კა­მა­თი არ ღირ­და. ეს იყო პირ­ვე­ლი კულ­ტუ­რუ­ლი შო­კი, რო­მელ­საც იმა­ვე დღეს, ტან­ჟე­რის სა­ხელ­გან­თქმულ მე­დი­ნა­ში ათას­გვა­რი შე­მო­თა­ვა­ ზე­ბე­ბი მოჰ­ყვა – ად­გი­ლობ­რი­ვი ნელ­საც­ხებ­ლე­ბით თუ სუ­ნე­ ლე­ბით დაწ­ყე­ბუ­ლი, ჰა­ში­შით და ოპიუ­მით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ტან­ჟერ­ში შე­გიძ­ლიათ შეის­წავ­ლოთ მა­რო­კოს ქა­ლა­ქე­ბის­ თვის და­მა­ხა­სია­თე­ბე­ლი მოწ­ყო­ბის ტი­პი: მე­დი­ნა, რო­მელ­საც გა­ლა­ვანს შიგ­ნით მოქ­ცეულ ძველ ქა­ლაქს ეძა­ხიან, ბაზ­რე­ ბი­თა და ვიწ­რო ქუ­ჩე­ბით; და მის გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი ახა­ლი ქა­ლა­ქი, თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ნო­ბე­ბით და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რით. ტან­ჟერ­ში მე­დი­ნი­დან პირ­და­პირ დიდ მოე­დან­ზე, სი­დი ბუ აბი­ბის მე­ჩეთ­თან მოხ­ვდე­ბით, სა­დაც ასე­ვე ირე­ვიან „დახ­მა­ რე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი“, ოღონდ მათ ამ­ჯე­რად ქა­ლა­ქის ახალ­ გაზ­რდო­ბა და უსაქ­მუ­რე­ბის არ­მია ემა­ტე­ბა. ეს ად­გი­ლი სხვა ტან­ჟერ­საც მა­გო­ნებს – უი­ლიამ ბე­როუ­ზის ტან­ჟერს. ნე­კა­ თით­მოჭ­რი­ლი ბე­როუ­ზის და მი­სი კი­კის აჩ­რდი­ლი შეიძ­ლე­ბა დღე­საც დაე­ხე­ტე­ბა ამ მოე­დან­ზე, „კა­ფე სენ­ტრალ­თან“, სა­დაც ოდეს­ღაც, თა­ვი­სუ­ფალ საერ­თა­შო­რი­სო ზო­ნა­ში გა­მოქ­ცეუ­ლი, ცხოვ­რობ­და. ეს საერ­თა­შო­რი­სო ზო­ნა, ის ე.წ. ინ­ტერ­ზო­ნაა, რო­მელ­საც მის რო­მან­ში „შიშ­ვე­ლი საუზ­მე“ ვხვდე­ბით. 1920-ია­ნი წლე­ ბი­დან 1950 წლამ­დე ტან­ჟე­რი მარ­თლაც რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის პრო­ტექ­ტო­რა­ტის ქვეშ იყო, რის გა­მოც ამ თა­ვი­სუ­ფალ ზო­ნა­ ში თავს იყ­რიდ­ნენ ჯა­შუ­შე­ბიც და დევ­ნი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბიც. ეს ბე­როუ­ზის, ბობ დი­ლა­ნის თუ „წმინ­და ჟან ჟე­ნეს“ (რო­გორც მას უწო­და თა­ვის ესე­ში ჟან პოლ სარ­ტრმა) ქა­ლა­ქია, თა­ვი­სი რე­ლი­გიურ რი­ტუა­ლამ­დე აყ­ვა­ნი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ის­ტო­რიე­ ბით, სექ­სით თუ ნარ­კო­ტი­კე­ბით. ტან­ჟერ­ში მარ­თლაც უხ­ვად ნა­ხავთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ად­გი­ლებს. აუ­ცი­ლებ­ლად მოი­ნა­ხუ­ლეთ სა­კულ­ტო კა­ფე „ჰა­ფა“, სა­დაც უი­ლიამ ბე­როუ­ზი, სხვა ბიტ­ნი­კე­ბი თუ მიკ ჯა­გე­რი და ჯონ

ლე­ნო­ნი და­დიოდ­ნენ და დაა­გე­მოვ­ნეთ სა­ხელ­გან­თქმუ­ ლი პიტ­ნის ჩაი, დატ­კბით კა­ფეს 1920-ია­ნი წლე­ბის ყაი­დის ლურ­ჯკედ­ლე­ბია­ნი ინ­ტე­რიე­რით, მო­ზაი­კით გა­ფორ­მე­ბუ­ლი მა­გი­დე­ბით და ულა­მა­ზე­სი ხე­დით ტან­ჟე­რის ყუ­რე­ზე. ტან­ჟერ­ში ყვე­ლა­ფე­რია, რაც ადა­მია­ნის გულს გაუ­ხარ­დე­ბა. თუ­კი მზეს გინ­დათ მიე­ფიც­ხოთ, შე­გიძ­ლიათ, ატ­ლან­ტის ოკეა­ ნის სა­ნა­პი­როს დი­ლას, მზის ამოს­ვლი­სას ეწ­ვიოთ. უფ­რო რო­მან­ტი­კუ­ლი გა­სეირ­ნე­ბა სა­ღა­მოს გე­ლო­დე­ბათ, რო­დე­საც ოკეა­ნე­ში ჩა­კარ­გულ მზეს მია­დევ­ნებთ თვალს და შორს მო­ ლას ლოც­ვას გაი­გო­ნებთ და მწვა­ნე­გუმ­ბა­თიან მე­ჩე­თებ­საც დაი­ნა­ხავთ. ან შე­გიძ­ლიათ, ძვე­ლი მე­დი­ნის ლა­ბი­რინ­თი­ვით ქუ­ჩებს გაუყ­ვეთ და რო­მე­ლი­მე ფორ­თოხ­ლის­ფერ ან ყვი­თელ სა­ჩაიე­ში შე­ჩერ­დეთ, რო­გორც ტილ­და სუინ­თო­ნის გმი­რი ჯიმ ჯარ­მუ­შის ფილ­მი­დან „მხო­ლოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გა­დარ­ჩე­ ბიან“. სა­ნა­პი­რო­ზე ქუ­ჩის მო­ცეკ­ვა­ვეებ­საც ნა­ხავთ, რომ­ლე­ბიც აკ­რო­ბა­ტის ოს­ტა­ტო­ბამ­დე მი­სულ ილე­თებს აკე­თე­ბენ და ექ­ სტრე­მალ ბაი­კე­რებ­საც, აქ­ლე­მე­ბით მო­სულ ფო­ტოგ­რა­ფებ­ საც და ფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შეებ­საც, რომ­ლე­ბიც ამ ქა­ლაქ­ში, ისე­ვე რო­გორც მთელ მა­რო­კო­ში, თით­ქმის ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე გხვდე­ბათ. რო­გორც ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა, ბერ­ბერ­მა სა­ჰიდ­მა გვით­ხრა, ფეხ­ბურ­თი მარ­თლაც უზო­მოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია მა­ რო­კო­ში. ქუ­ჩებ­ში სეირ­ნო­ბი­სას, ისე­თი გან­ცდა გეუფ­ლე­ბათ, თით­ქოს მა­რო­კოე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის უმ­თავ­რე­სი გა­სარ­თო­ ბი ფეხ­ბურ­თია. ყვე­ლა ქუ­ჩას თა­ვი­სი გუნ­დი ჰყავს და ისი­ნი პირ­და­პირ ქუ­ჩებ­ში თა­მა­შო­ბენ. ტან­ჟე­რი და მი­სი მცხოვ­რებ­ლე­ბი ზღვის­პი­რა კუ­რორ­ტე­ბის მცხოვ­რებ­თა სტე­რეო­ტიპს ამარ­თლებს, რაც ად­გი­ლობ­რი­ ვე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ვლინ­დე­ბა – უც­ხოე­ლის­თვის თა­ ვიან­თი პრო­დუქ­ციით თუ სერ­ვი­სით დაინ­ტე­რე­სე­ბის დაუო­ კე­ბელ და მოუ­თო­კავ სურ­ვილ­ში, რომ მომ­დევ­ნო თვეე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­ზი­კუ­რი არ­სე­ბო­ბა შეძ­ლონ. ეს აღარ არის ჟან ჟე­ნეს და ბე­როუ­ზის ტან­ჟე­რი. უფ­რო იმა­ვე უც­ხოე­ლი ტუ­რის­ტე­ბის მიერ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი მა­რო­კოე­ლე­ბით და­სახ­ ლე­ბუ­ლი სა­პორ­ტო ქა­ლა­ქია, რო­მე­ლიც მა­რო­კოს ქა­ლა­ ქებს შო­რის, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შეა – რო­გორ­მე საინ­ტე­რე­სო და გა­ყიდ­ვა­დი გახ­დეს ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის, რომლე­ბის­თვი­საც ტან­ჟე­რი აფ­რი­კის კა­რიბ­ჭეა.

96 VOYAGER 14/2019


ტანჟერი

ღირსშესანიშნაობა

სიარული ტანჟერში სუ­რა­თი ტან­ჟე­რის მე­დი­ნა­შიც უც­ვლე­ლია – ზედ ქუ­ჩებ­ში გა­სა­ ყი­და­დაა გა­მო­ფე­ნი­ლი ხე­ლით ნაქ­სო­ვი ფარ­დე­ბი, ხი­ლი და სხვა პრო­დუქ­ტე­ბი, ლა­ბი­რინ­თე­ ბად იკ­ლაკ­ნე­ბა ქუ­ჩე­ბი, სა­დაც და­კარ­გვა, რო­გორც მა­რო­კოს ნე­ ბის­მიერ სხვა მე­დი­ნა­ში, იო­ლია. თუმ­ცა, საო­რიენ­ტა­ციოდ რამ­დე­ ნი­მე ად­გი­ლის და­მახ­სოვ­რე­ბა ტან­ჟე­რის ძველ ქა­ლაქ­ში მაინც ღირს. მა­გა­ლი­თად, RUE SEBOU და RUE DES ALMOHADES – ეს ორი ქუ­ჩა ტრა­დი­ციუ­ლი მა­რო­კოუ­ლი ნივ­თე­ბის შე­სა­ძე­ნად საუ­კე­თე­ სო ად­გი­ლია. ელ­-კას­ბას გარ­ შე­მო გან­ლა­გე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბი კი სუ­ვე­ნი­რე­ბი­სა და აქ­სე­სუა­რე­ბის სა­მოთ­ხეა.

Rumi 1436 – ამ მა­ღა­ზია­ში ბუ­ნებ­რი­ ვად არო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი სოიოს ცვი­ლის სან­თლე­ბი იყი­დე­ბა, კლა­სი­კურ მა­რა­ ქე­შულ ჩაის ფინ­ჯნებ­ში. Las Chicas – ეს თა­ნა­მედ­რო­ვე გა­გე­ ბის concept store-ია, ბა­ლი­შე­ბის, ფან­ რე­ბი­სა და სა­ნა­თე­ბის, სა­მა­სა­ჟე ზე­თე­ ბის, ხელ­ჩან­თე­ბი­სა თუ შა­ლე­ბის დი­დი არ­ჩე­ვა­ნით. Parfumerie Madini – ეს მა­დინის სუ­ ნა­მოს სახ­ლია, რო­მე­ლიც 1919 წლი­დან უშ­ვებს მსოფ­ლიო­ში ერ­თ-ერთ ყვე­ ლა­ზე გამ­ძლე და ძვირ­ფას სუ­ნა­მოებს, საი­დუმ­ლო რე­ცეპტუ­რით, ის ტან­ჟე­ რის ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ხა­სია­თო ღირ­სშე­სა­­ნიშ­ნაო­ბა­ცაა. Laure Welfling – ეს კი ტან­ჟე­რის ცნო­ ბი­ლი დი­ზაი­ნე­რუ­ლი სა­მო­სის მა­ღა­ ზიაა, სა­დაც ხე­ლით შე­კე­­რი­ლი, ძვირ­ ფა­სი ქსო­ვი­ლე­ბი­სა და მრა­ვალ­ფე­რო­ ვა­ნი ბო­ჰოჩი­კის სტი­ლის ტან­საც­მე­ლი იყი­დე­ბა – laurewelfling.com. დაი­მახ­სოვ­რეთ ეს სა­ხე­ლიც: Petit Socco – ეს ტან­ჟე­რის ერ­თ-ერთი მთა­ ვა­რი მოე­და­ნია. იყო დრო, იქაუ­რო­ბა ნარ­კო­დი­ლე­რებ­სა და სექ­სმ­ უ­შა­კებს ეკა­ვათ, ასე­ვე იყო დრო, რო­ცა ამ ად­ გი­ლებ­ში ამე­რიკე­ლი მწე­რა­ლი პოლ ბოულ­ზი ან­და ამე­რი­კე­ლი ბიტ­ნი­კე­ბი და­ბო­რიალობ­დ­ნენ. ახ­ლა იქ სხვა­ნაი­ რი გა­რე­მოა – ოდ­ნავ უფ­რო სტე­რი­ ლუ­რი – მხო­ლოდ ტუ­რის­ტებ­სა და ჩაის სმა­სა და ნარ­დის თა­მაშ­ში გარ­თულ ტან­ჟე­რე­ლებს თუ ნა­ხავთ. თუმ­ცა, ალენ გინ­ზბერ­გის, უი­ლიამ ბე­როუ­ზი­სა თუ ჯეკ კე­რუა­კის გა­თე­ლილ გზებ­ზე ხე­ტია­ ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა მოგ­ზაუ­რის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რი­­ტუა­ლია – მა­თი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პი­ლიგ­რი­მო­ბა ხომ ტან­ჟე­რის ქუ­ჩებ­ში ხე­ტია­ლით წარ­სუ­ლის აღ­დგე­ნის მცდე­ ლო­ბაა.

OLD AMERICAN LEGATION

DAR-EL-MAKHZEN

Petit Socco-ს სამ­ხრეთ­-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში აშ­შ-ის ყო­ფი­ლი სა­კონ­სუ­ ლოა – ყვე­ლა­ზე ძვე­ლი დიპ­ლო­მა­ტიუ­ რი ცენ­ტრი მსოფ­ლიო­ში.

ამ გრან­დიო­ზულ შე­ნო­ბა­ში, რო­მე­ ლიც ელ-კასბის აღ­მო­სავ­ლეთ მხა­ რეს, ერ­თ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­ღალ ნა­ წილში მდე­ბა­რეობს და მე­დი­ნა­სა და გიბრალ­ტა­რის სრუ­ტეს გა­დაჰ­ყუ­რებს, წი­ნათ ქა­ლა­ქის სა­მე­ფო სა­­სახ­ლე იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი: იქ მე­ფეე­ბი ჩერ­დე­ ბოდ­ნენ თა­ვიანთ ამა­ლას­თან ერ­თად, რო­ცა კი ქა­ლაქს ეწ­­ვეოდ­ნენ. ამი­ტომ დარ ელ-მახზენი ნამ­დვი­ლი არ­ქი­ტექ­ ტუ­რუ­ლი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნაო­ბაა.

დღეს იქ მუ­ზეუ­მია, რო­მელ­ზეც „ნიუ იორკ ტაიმ­სის“ ავ­ტო­რი წერს, რომ „პო­ლის სა­ხა­რე­ბას“ ეძ­ღვნე­ბა და გუ­ ლის­ხმობს პოლ ბოულზს – იქ მარ­ თლაც იმ­დე­ნი მა­სა­ლაა და­ცუ­ლი ბოულ­ზის მა­რო­კოულ ცხოვ­რე­ბა­ზე, რომ ხუმ­რო­ბით ნამ­დვი­ლად შეიძ­ ლე­ბა ასეც დაას­კვნა. თუმ­ცა ექ­სპო­ზი­ ცია, პირ­ველ რიგ­ში, მა­რო­კო­-აშ­შ-ის ურ­თიერ­თო­ბის ის­ტო­რიას აღ­წერს. ექ­სპო­ნა­ტებს შო­რი­საა ჯორჯ ვა­შინ­ გტო­ნის ცნო­ბი­ლი წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მან მა­რო­კოს სულ­თანს გაუგ­ზავ­ნა. თა­ვად შე­ნო­ბაც აშ­შ-ის მთავ­რო­ბას მე-19 საუ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ ში მა­რო­კოს სულ­თან­მა გა­დას­ცა და მას შემ­დეგ ამ ქვე­ყა­ნა­ში ამე­რი­კუ­ლი დიპ­ლო­მა­ტიის შტაბ­ბი­ნაა. იქაა გა­მო­ ფე­ნი­ლი ტან­ჟერ­ში მცხოვ­რე­ბი ამე­­რი­კე­ლი მხატ­ვრის ტი­ლოც, რო­მელ­საც „მა­­რო­კოულ მო­ნა ლი­ზას“ უწო­­დე­ბენ. 8, Rue d’Amerique, Tanger 97 VOYAGER 14/2019

გა­მორ­ჩეუ­ლად ლა­მა­ზია მი­სი ორი ში­ და ეზო, მარ­მა­რი­ლოს შად­რევ­ნე­ბით, ხის ორ­ნა­მენ­ტე­ბი­თა და არა­ბეს­კე­ბით. დღეს იქ ორი მუ­ზეუ­მია გან­თავ­სე­ბუ­ ლი – არ­ქეო­ლო­გიი­სა და მა­რო­კოუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის. ამ უკა­ნას­კნელს სულ­ თნის სა­სახ­ლის ყო­ფი­ლი სამ­ზა­რეუ­ ლოე­ბის ტე­რი­ტო­რია უჭი­რავს. მუ­ ზეუ­მის კო­ლექ­ციე­ბი პრეის­ტო­რიუ­ლი ხა­ნი­დან შუა საუ­კუ­ნეე­ბამ­დე შთამ­ ბეჭ­დავ კო­ლექ­ციებს მოი­ცავს. მეო­რე მუ­ზეუ­მის ექ­სპო­ზი­ციე­ბი კი იქაა მოწ­ ყო­ბი­ლი, სა­დაც წი­ნათ სა­მე­ფო სა­ძი­ ნებ­ლე­ბი იყო. ის­ტო­რიის სხვა­დას­ხვა ხა­ნა­ში მოგ­ზაუ­რო­ბის შემ­დეგ, სტუმ­ რე­ბი ხში­რად სა­სახ­ლის კუთ­ვნილ ან­ და­ლუ­სიურ ბაღ­ში ის­ვე­ნე­ბენ.


ტანჟერი

ღირსშესანიშნაობა

Petit Socco

Bab Haha

Les Fils du Detroit

Bab Haha – ამ ად­გილ­თან გო­ნე­ბა­ში ეს ფრა­ზაც დაა­კავ­ში­რეთ. Bab haha შთამ­ბეჭ­და­ვი, თა­ღო­ვა­ნი გა­სას­ვლე­ ლია, რომ­ლის მეო­რე მხა­რე­საც უკ­ვე ოკეა­ნე ჩანს. აქ, ალ­ბათ, საუ­კე­თე­სოდ იგ­რძნო­ბა გზა­გა­სა­ყარ­ზე ყოფ­ნა – თქვენ ზურგს უკან – ტან­ჟე­რი­დან – აფ­რი­კა იწ­ყე­ბა, წინ, ლურ­ჯი წყლის გა­დაღ­მა კი ევ­რო­ პაა. ეს გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე დგო­მის შეგ­ რძნე­ბა ტან­ჟერ­ში ყვე­ლა მოგ­ზაუ­რის­ თვის ცოც­ხა­ლია. Le Détroit Palace – ელ­-კას­ბა­შია ეს ძვე­ლი, ცნო­ბი­ლი კა­ფეც, რო­მელ­საც ტუ­რის­ტე­ბი დაუ­ვიწ­ყა­რი ხე­დე­ბის გა­მო დღე­საც ეტა­ნე­ბიან. 1960-იან წლებ­ში კი ამე­რი­კე­ლი ექ­სპატ­რია­ტი მწერ­ ლე­ბი­სა და ხე­ლო­ვა­ნე­ბის თავ­შეყ­რის ერ­თ-ერ­თი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლიც იყო. დღეს აქ ტან­ჟე­რე­ლე­ბი ხში­რად ქორ­ წი­ლებს იხ­დიან, რად­გან კა­ფეს უზარ­ მა­ზა­რი დარ­ბა­ზე­ბი აქვს. თუმ­ცა, ქორ­ წი­ლიც რომ არა, იქ ას­ვლა მაინც ღირს – გარ­შე­მო არ­ცერთ სხვა რეს­ტო­რანს არ აქვს სა­ცეკ­ვაო მოედ­ნის ზო­მის ვე­ რან­და, საი­და­ნაც ხე­დი 360 გრა­დუს­ზე იშ­ლე­ბა. Le Détroit Palace, Riad Sultán,

Kasbah

იქ­ვე, იმა­ვე უბან­ში, მსგავ­სი სა­ხე­ ლის მქო­ნე, მაგ­რამ რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ბა­რია Les Fils du

Detroit (რაც თარ­გმან­ში სრუ­ტის შვი­ლებს – იგუ­ლის­ხმე­ბა გიბ­რალ­ტა­ რის სრუ­ტე – ნიშ­ნავს). ესაა მო­ცუც­ქ­ნუ­ლი ოთა­ხი, რო­მელ­საც ერ­თი კა­რი და სა­მი ფან­ჯა­რა აქვს, მაგ­რამ სტუმ­ რე­ბი მაინც მუ­დამ ეტა­ნე­ბიან. ამის მი­ზე­ზი იქაუ­რი მუ­სი­კაა – უკ­ვე ხან­ში შე­სუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი სხვა­დას­ხვა მა­ რო­კოულ ინ­სტრუ­მენ­ტზე უკ­რა­ვენ და არა­ბულ­-ან­და­ლუ­სიუ­რი მუ­სი­კის ჯემ­სეი­შე­ნებს აწ­ყო­ბენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ერ­წყმის ტან­ჟე­რის ბო­ ჰე­მურ გან­წყო­ბას. 1 rue Ibn Abbou EL MOROCCO CLUB ად­გილს ამ სა­ხელ­წო­დე­ბით მრა­ვალ­ ფე­რო­ვა­ნი ფუნ­ქციე­ბი აქვს – ის ბევ­ რის­თვის საყ­ვა­რე­ლი რეს­ტო­რა­ნი­ცაა, ფორ­ტე­პია­ნოს ბა­რი­ცა და ტე­რა­სა­ზე მოწ­ყო­ბი­ლი კა­ფეც. 1931 წლი­დან ამე­ რი­კუ­ლი ბო­ჰე­მის ერ­თ-ერთ საყ­ვა­რელ თავ­შეყ­რის ად­გილს წარ­მოად­გენს ტან­­ჟერ­ში – რო­გორც ნიუ­-იორ­კის ჯაზ­ კლუ­ბის ტყუ­პის­ცა­ლი. იქაუ­რი ნეო­მავ­რი­ტა­ნულ სტილ­ში გა­ დაწ­ყვე­ტი­ლი ლაუნ­ჯი ისე გა­მოი­ყუ­ რე­ბა, გე­გო­ნე­ბა, სა­და­ცაა დარ­ბაზ­ში თეთრ კოს­ტიუმ­ში ჩაც­მუ­ლი ჰამ­ფრი ბო­გარ­ტი უნ­და შე­მო­ვი­დე­სო, – იხ­სე­ ნებს ერ­თი ტუ­რის­ტი და დას­ძენს, რომ იქაუ­რო­ბა უფ­რო „21-ე საუ­კუ­ნის კა­ საბ­ლან­კას“ ჰგავს – და­სას­ვე­ნებ­ლად 98 VOYAGER 14/2019

ჩა­სუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე წყვი­ლე­ბი და მა­რო­კოე­ლი ახალ­გაზ­ რდე­ბი – ასე­თია ახა­ლი ეპო­ქის „ელ მა­რო­კო კლუ­ბი“. დი­ჯეი ხან ჯაზს ატ­რია­ლებს, ხან – მა­ რო­კოულ პოპს, ბა­რის­ტა მო­ხი­ტოს ამ­ზა­დებს, ან­და მა­რო­კოუ­ლი წი­თე­ლი ღვი­ნით უმას­პინ­ძლდე­ბა სტუმ­რებს და ასე გრძელ­დე­ბა ყო­ველ სა­ღა­მოს 8 საა­თის შემ­დეგ. დღი­სით კი ყვე­ლა ას­წლო­ვა­ნი ფი­კუ­სის ხის ჩრდილ­ქვეშ მიის­წრაფ­ვის – ფი­კუ­სი კლუ­ბის ტე­ რა­სა­ზე დგას და მის ქვეშ საუზ­მობა, წიგ­ნის კით­ხვა ან­და გა­მორ­ჩეუ­ლად გემ­რიე­ლი დე­სერ­ტე­ბის გა­სინ­ჯვა ერ­თი სია­მოვ­ნე­ბაა. სხვა­თა შო­რის, „ელ მა­ რო­კოს“ ხში­რად აკით­ხა­ვენ ტკბი­ლეუ­ ლის გა­მო და ტან­ჟერს სხვა მო­დუ­რი სა­კონ­დიტ­­როე­ბი და სა­დე­სერ­ტე კა­ ფეე­ბიც აქვს. elmoroccoclub.ma


ტან­ჟერს აქვს მეო­რე ცნო­ბი­ლი მოე­და­ ნიც – Grand Socco – ად­გი­ლი, სა­დაც ფარ­თო გზა ვიწ­რო, ქვა­ფე­ნი­ლიან ქუ­ ჩა­ბან­დე­ბად მიიკ­ლაკ­ნე­ბა. ერთ მხა­რეს დი­დი მე­ჩე­თია, მეო­რე მხა­რეს – კი­ნო­ თეატ­რი, ამი­ტო­მაც მოგ­ზაუ­რე­ბი იქაუ­ რო­ბას ძველ და ახალ ეპო­ქებს შო­რის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ხიდს უწო­დე­ბენ. ერთ მხა­რეს დახ­ლებ­ზე მა­რო­კოუ­ლი სა­მო­სი, ათას­გვა­რი ხი­ლის ჩი­რი და ახ­ლად დაკ­რე­ფი­ლი ფორ­თოხ­ლე­ბი იყი­დე­ბა. ცენ­ტრში მდგა­რი შად­რევ­ნის გარ­შე­მო კი მერ­ხე­ბია გან­ლა­გე­ბუ­ლი და რეა­ლუ­რად შე­გიძ­ლიათ დააკ­ვირ­ დეთ ძვე­ლი­სა და ახ­ლის შეხ­ვედ­რის ამ უწ­ყვეტ პრო­ცესს. ამ კონ­ტრასტს კი­დევ უფ­რო თვალ­სა­ ჩი­ნოს ხდის ქვის შთამ­ბეჭ­და­ვი თა­ღი (Bab Al Fahs), რო­მე­ლიც ევ­რო­პულ და არა­ბულ ტან­ჟერს ერ­თმა­ნეთ­თან თან აკავ­ში­რებს და თან ჰყოფს. დიდი მეჩეთი ამ მოედ­ნის სიახ­ლო­ვეს მდე­ბა­რეობს დი­დი მე­ჩე­თიც, რომ­ლის ად­გილ­ზეც მე­ხუ­თე საუ­კუ­ნე­ში რო­მაუ­ლი ტა­ძა­რი იდ­გა. პორ­ტუ­გა­ლიე­ლე­ბის დამ­პყრობ­ ლუ­რი კამ­პა­ნიის შემ­დეგ, შე­ნო­ბის დატ­ვირ­თვა შეიც­ვა­ლა, მე­რე კი სუ­ლაც მუს­ლიმ­თა სა­ლო­ცა­ვად გა­დაიქ­ცა – მე­ჩე­თი გახ­და. ეკ­ლე­სია­სა და მე­ჩეთს შო­რის ამ შე­ნო­ბის ფუნ­ქციე­ბი კი­დევ ორ­ჯერ აი­რია და სწო­რედ ამან აქ­ცია დღე­ვან­დე­ლი დი­დი მე­ჩე­თი მა­რო­კოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გავ­ლე­ნე­ბის ამ­ სახ­ველ გრან­დიო­ზულ მო­ნუ­მენ­ტად; ასე­ვე საინ­ტე­რე­სო არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ნა­მუ­შევ­რად. წმინდა ანდრიას ეკლესია ტან­ჟე­რის ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე შთამ­ ბეჭ­და­ვი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნაო­ბაა. მი­სი მშე­ნებ­ლო­ბა 1905 წელს დას­რულ­და მი­წა­ზე, რო­მე­ლიც მა­რო­კოს მე­ფემ ჰა­ სან პირ­ველ­მა ტან­ჟერ­ში მცხოვ­რებ ბრი­ტა­ნელ ემიგ­რან­ტებს ან­გლი­კა­ნუ­ რი ეკ­ლე­სიის ასა­გე­ბად გა­დას­ცა. ეკ­ ლე­სია კი და­ნამ­დვი­ლე­ბით ან­გლი­კა­

ნუ­რია, მაგ­რამ თვი­თონ ნა­გე­ბო­ბის დათ­ვა­ლიე­რე­ბით ამას ვერც მიხ­ვდე­ ბით. ერ­თი ნა­წი­ლი მი­ნა­რეთს ძა­ლიან ჰგავს და მთლია­ნად შე­ნო­ბაც უფ­რო მავ­რი­ტა­ნუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის გავ­ლე­ ნი­თაა – ისე, ამ ინ­ტერ­ნა­ციო­ნა­ლურ ქა­ლაქ­ში სხვაგ­ვა­რად ვერც იქ­ნე­ბო­ და – სხვა­დას­ხვა რწმე­ნის, სტი­ლის, ფა­სეუ­ლო­ბის შერ­წყმა აქ ცხოვ­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა. ეკ­ლე­სია Grand Socco-სთან ახ­ლოს მდე­ბა­რეობს. იქ­ვეა საფ­რან­გე­თის სა­ კონ­სუ­ლო – საფ­რან­გე­თის მოედ­ნის (Place de France) კუთ­ხე­ში. სხვა­თა შო­რის, ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც ქა­ ლაქ­ში ჩა­სუ­ლი უამ­რა­ვი უც­ხოე­ლი სულ ირეო­და და დღემ­დე ირე­ვა; სა­ დაც ომე­ბის დროს აგენ­ტებს ეძებ­დნენ და უამ­რავ გა­საი­დუმ­ლოე­ბულ საქ­ მეს წყვეტ­დნენ; და სა­დაც 2007 წლის ფილ­მის, „ბორ­ნის ულ­ტი­მა­ტუ­მის“, დევ­ნის ცნო­ბი­ლი სცე­ნა გა­დაი­ღეს. 50, rue d'Angleterre

CINEMATHEQUE / CINEMA RIF დი­დი მოედ­ნის არეალ­ში მდე­ბა­რე ეს კო­ლო­ნია­ლიზ­მის ეპო­ქის შე­ნო­ბა ად­ ვი­ლი მი­საგ­ნე­ბია და ის ერ­თნაი­რად პო­პუ­ლა­რუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვებ­სა და ტუ­რის­ტებს შო­რის. მე­ტიც, ტან­ჟერ­ში ჩა­სუ­ლი მოგ­ზაუ­რე­ბი ერ­თ-ერთ აქ­ტი­ ვო­ბად სი­ნე­მა­თე­კა­ში ფილ­მის სა­ყუ­ რებ­ლად წას­ვლას ხში­რად გეგ­მა­ვენ, რად­გან იციან, ესაა შეუ­ლა­მა­ზებ­ლად ტან­ჟე­რუ­ლი რი­ტუა­ლი, რო­მე­ლიც წარ­სულ, ბო­ჰე­მურ ეპო­ქას აცოც­ხლებს და კულ­ტუ­რა­თა გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე გაგ­ რძნო­ბი­ნებს თავს – აქ ხომ ფილ­მებს ფრან­გუ­ლა­დაც უჩ­ვე­ნებენ და არა­ბუ­ ლა­დაც. სი­ნე­მა­თე­კა 1938 წელს გახ­ 99 VOYAGER 14/2019

სნილ კი­ნო­თეატრ „რი­ფის“ შე­ნო­ბა­ში მდე­ბა­რეობს. 1930-იან წლებ­ში, რო­ცა ტან­ჟერს საერ­თა­შო­რი­სო ზო­ნის სტა­ ტუ­სი ჰქონ­და და უამ­რავ მოგ­ზაურს, ვა­ჭარს, ხე­ლო­ვანს იზი­დავ­და, ბუ­ნებ­ რი­ვად დად­გა იმის სა­ჭი­როე­ბა, რომ ქა­ლაქს ეს­პა­ნუ­რი, ამე­რი­კუ­ლი, ბო­ ლი­ვუ­დის თუ ეგ­ვიპ­ტუ­რი მიუ­ზიკ­ლე­ბის გა­საშ­ვე­ბად ცალ­-ცალ­კე კი­ნო­თეატ­რე­ ბი ჰქო­ნო­და. მე­რე და მე­რე, ტე­ლე­ვი­ ზიის პო­პუ­ლა­რი­ზა­ციის შემ­დეგ, ამის სა­ჭი­როე­ბა ნელ­-ნე­ლა გაქ­რა და კი­ნო­ თეატ­რე­ბი დაი­კე­ტა. გარ­კვეუ­ლი დროის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ „რი­ფი“ აგ­რძე­ლებ­და მუ­შაო­ბას. თუმ­ცა, 2005 წელს, უკ­ვე ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი შე­ნო­ბა დან­გრე­ვას არ­ტის­ტებ­მა გა­დაარ­ჩი­ნეს. მათ ამ კულ­ტუ­რულ ძეგ­ლზე პა­სუ­ხის­ მგებ­ლო­ბა აი­ღეს და ორ წე­ლი­წად­ში Cinematheque de Tanger – კი­ნო­თეატ­ რი ორი დარ­ბა­ზით და კი­ნოარ­ქი­ვი გახ­სნეს. CAFÉ CINEMATHEQUE DE TANGER აქაუ­რო­ბა გა­მორ­ჩეუ­ლად ფრან­გუ­ლი ხელ­წე­რის მქო­ნე ად­გი­ლია – საყ­ვა­ რე­ლი თავ­შე­საქ­ცე­ვი ძვე­ლი თაო­ბის მა­რო­კოე­ლე­ბის­თვის და ტან­ჟერ­ში დი­დი ხნის წინ ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი უც­ხოე­ ლე­ბის­თვის. იქ, სა­დაც წი­ნათ ჟან ჟე­ნე და ტე­ნე­სი უი­ლიამ­სი ის­ხდნენ, ახ­ლა ისინი შეექ­ცე­ვიან ლა­ტეს. კა­ფე სწო­ რედ ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ კი­ნო­თეატ­რსა და კი­ნოარ­ქივს ეკუთ­ვნის და ყვე­ლას ხიბ­ლავს თა­ვი­სი რეტ­როა­ვე­ჯით, რო­ მე­ლიც ახ­ლა მო­დუ­რად ით­ვლე­ბა, ახ­ ლად და­წუ­რუ­ლი წვე­ნე­ბით, მა­რო­კოე­ ლი მე­დი­დუ­რი კა­ტე­ბით, ექ­სპატ­რია­ტი ხე­ლო­ვა­ნე­ბი­თა და უფა­სო ინ­ტერ­ნე­ ტით. cinemathequedetanger.com/en/


ტანჟერი

ღირსშესანიშნაობა

ზუს­ტად კი­ნო­თეატ­რის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მენ­დუ­ბის (საერთაშორისო ზონის სტატუსის მქონე ქა­ლაქ­ში სულ­თნის წარმომადგენლის) ყო­ფი­ლი რე­ზი­დენ­ციაა, ახ­ლა იქ ულა­ მა­ზე­სი პარ­კი მდე­ბა­რეობს, Mendoubia Gardens, სა­დაც და­სას­ვე­ნებ­ლად უქ­მე დღეებ­ში ახალ­გაზ­რდა ტან­ჟე­რე­ლე­ბი ოჯა­ხე­ბით ხში­რად და­დიან. ამ ბაღ­ში ერ­თი რვაას­წლო­ვა­ნი ხე დგას და იქაუ­რო­ბა სხვა ეგ­ზო­ტი­კუ­რი შე­სა­ხე­დაო­ბის მცე­ნა­რეე­ბი­თა­ცაა გა­და­პენ­ტი­ლი. ბაღ­ში­ვე, მთა­ვა­რი გო­რის წვერ­ზე, მე­ფე მუ­ჰა­მად მე­ხუ­თის ქვის მო­ნუ­მენ­ტი დგას – ქან­და­კე­ბა ასა­ხავს იმ მო­მენტს, რო­ცა მე­ფემ თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი სიტ­ყვით მი­მარ­თა საფ­რან­გეთს 1947 წელს, რა­თა მა­რო­კოს­თვის და­მოუ­კი­დებ­ლო­ბა მიე­ცათ.

RUE MAGELLAN ერ­თი ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი წერ­და, რომ ტან­ჟე­რის ამ ქუ­ ჩას იმა­ვე რაიონ­ში, სა­დაც „ლე ბულ­ვა­რით“ უკ­ვე შე­ვე­დით, თუ სა­ხელს გა­დაარ­ქმე­ვენ და ბიტ­ნი­კე­ბის ქუ­ჩას დაარ­ქმე­ ვენ, უფ­რო მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან სწო­რედ აქ ცხოვ­­რობ­დნენ, სვამ­დნენ და ერ­თო­ბოდ­ნენ კე­რუა­კი, ბე­როუ­ზი, გინ­ზბერ­გი და სხვე­ბიო. ამ ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რეობს სას­ტუმ­რო „ელ მუ­ნი­რიაც“.

LE BOULEVARD Boulevard Pasteur – ან­და უბ­რა­ლოდ „ლე ბულ­ვა­რი“, რო­გ­ ორც მას ხში­რად უწო­დე­ბენ, – ტუ­რის­ტე­ბის შე­სა­ვა­ ლია კო­ლო­ნიუ­რი ეპო­ქის ქა­ლაქ­ში. არ­ტ-ნუ­ვო­სა და არ­ტდე­კოს სტილ­ში გა­დაწ­ყვე­ტი­ლი შე­ნო­ბე­ბი, კა­ფეე­ბით, სუ­ვე­ ნი­რე­ბის მა­ღა­ზიე­ბით, ან­ტიკ­ვა­რია­ტე­ბით, ბან­კე­ბით, სა­სეირ­­ნო ად­გი­ლე­ბით ხე­დით ხმელ­თა­შუა ზღვა­ზე – მოკ­ლედ, ეს უბა­ნი სულ სხვა რა­კურ­სით გვაც­ნობს ტან­ჟერს.

ერ­თ-ერ­თი სა­კულ­ტო და ბევ­რი მოგ­ზაუ­რის­თვის ლა­მის თაყ­ვა­ნის­ცე­მის ად­გი­ლია მა­ღა­ზია Librairie des Colonnes, რომ­ლის მფლო­ბე­ლიც ივ სენ ლო­რა­ნის პარ­ტნიო­რი პიერ ბერ­ჟე იყო და ამ ად­გილ­ზე 1949 წლი­დან ფუნ­ქციო­ნი­რებს. იქაუ­რო­ბა მეო­ცე საუ­კუ­ნის დი­დი მწერ­ლე­ბის სე­მიუელ ბე­კე­ტის, ტრუ­მენ კე­პო­ტეს, ჟან ჟე­ნე­სა და ტე­ნე­სი უი­ლიამ­სის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი იყო.

HOTEL EL MUNIRIA ეს ის სას­ტუმ­როა, სა­დაც თით­ქმის მუდ­მი­ვად, თვეო­ბით ცხოვ­რობ­და ბე­როუ­ზი. სას­ტუმ­რო დღე­საც ფუნ­ქციო­ნი­რებს, ის უფ­რო იაფ­ფა­სია­ნი ჰოს­ტე­ლია, მაგ­რამ, სა­მა­გიე­როდ – ფას­დაუ­დე­ბე­ლი სა­ვა­ნე ბე­როუ­ზის კულ­ტის მიმ­დევ­რე­ბის­ თვის – ყვე­ლას შეუძ­ლია და­ჯავ­შნოს იგი­ვე ოთა­ხი, სა­დაც მწე­რა­ლი „შიშ­ველ საუზ­მეს“ წერ­და და ას­წო­რებ­და.

მომ­ხიბ­ვლე­ლად ძველ­მო­დუ­რი ფა­სა­დი სწო­რედ ამ წარ­ სულ დროს შეახ­სე­ნებს გამ­ვლელს, შიგ­ნით წიგ­ნე­ბით სავ­ სე თაროს თა­რო ად­გას თავ­ზე – გარ­შე­მო მრა­ვალ სხვა­და­ს­ხვა ენა­ზე და­ბეჭ­დილ წიგნს, რუ­კა­სა და ქუ­ჩის გეგ­მას იპო­ვით ტან­ჟერ­ზე. მათ შო­რი­საა, 2013 წელს გა­მო­ცე­მუ­ ლი, ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე უახ­ლე­სი წიგ­ნი „ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტან­ჟერ­ზე“ ჯოშ შუ­მეი­კის ავ­ტო­რო­ბით. წიგნს ასე ჰქვია: „ტან­ჟე­რი: ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გზამ­კვლე­ვი მოგ­ზაურ­თათ­ვის“ (amazon.com – Tangier: A Literary Guide for Travellers).

ზო­გიერ­თი მი­მომ­ხილ­ვე­ლი ხმაურ­ზე წუ­წუ­ნებს – ამ ლე­გენ­ და­რუ­ლი სას­ტუმ­როს ქვე­და სარ­თულ­ზე ხომ არა­ნაკ­ლებ ლე­გენ­და­რუ­ლი ბა­რია, სა­დაც გვია­ნო­ბამ­დე სვა­მენ (ბარს მა­გა­რი ალ­კო­ჰო­ლის გა­ყიდ­ვის ლი­ცენ­ზია აქვს, თუმ­ცა მაი­სი­ დან 4 ივ­ნი­სამ­დე რა­მა­და­ნის გა­მო იკე­ტე­ბა).

54 Avenue Pasteur / Fb: @librairie.descolonnes

1 Rue Magellan / Fb: Hotel El Muniria

მოგ­ზაუ­რე­ბი სხვა რჩე­ვებ­საც გვაძ­ლე­ვენ – #4 კუთ­ხის ოთა­ხი ძა­ლიან ნა­თე­ლია, #8 ოთახს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტე­რა­სა ჰქო­ნია.

100 VOYAGER 14/2019


ტანჟერი რესტორნებბი

GRAN CAFÉ DE PARIS

CAFÉ HAFA

ეს კა­ფე ტან­ჟერ­ში 1927 წელს გაიხ­სნა და დღემ­დე მყა­რად დგას, რო­გორც ქა­ლა­ქის ის­ტო­რიის ნა­წი­ლი და ლე­გენ­და. ყა­ვის­ფე­რი ტყა­ვის სა­ვარ­ძლე­ბი, ხის ჩარ­ჩოე­ბი და სვე­ტე­ ბი, ზედ ძველ­მო­დუ­რი სა­ნა­თე­ბით, ვო­ლუ­ბი­ლი­სის გაც­ვე­თი­ ლი ფო­ტოე­ბი კედ­ლებ­ზე, სარ­კეე­ბია­ნი სვე­ტე­ბი და კედ­ლე­ ბი – წარ­მოიდ­გი­ნეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი და მიხ­ვდე­ბით, რომ ამ კა­ფე­ში ფე­ხის შედ­გმა საკ­მა­რი­სია, გან­ცდე­ბით ბერ­ტო­ლუ­ ჩის ფილ­მში ან­და ბე­როუ­ზის ეპო­ქა­ში მო­მენ­ტა­ლუ­რად რომ გა­და­სახ­ლდეთ.

ეს ღია ცის ქვეშ მდე­ბა­რე კა­ფე ლა­მის ტან­ჟე­რის სიმ­ბო­ლოა, რად­გან თით­ქმის საუ­კუ­ნის ხნი­საა. გაც­ვე­თი­ლი თეთ­რი ფე­ რის აივ­ნე­ბი გო­რა­კის ცი­ცა­ბო ფერ­დზე ტე­რა­სე­ბად ეშ­ვე­ბა ხმელ­თა­შუა ზღვის­კენ, ანუ ტან­ჟე­რის ყუ­რის­კენ, და ამი­ტომ გა­მოირ­ჩე­ვა თა­ვი­სი პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით ზღვა­ზე, ზღვის იქით კი – ეს­პა­ნეთ­ზე.

აქ საჭ­მელ­-სას­მლის­თვის არ და­დიან, აქ და­დიან აუ­რის, წარ­სუ­ლის, ტან­ჟე­რის ბო­ჰე­მუ­რი რი­ტუა­ლე­ბის შე­საგ­რძნო­ ბად. „მი­ვე­დი, ვნა­ხე, წა­მო­ვე­დი“ – ამ მიდ­გო­მით აქაუ­რო­ბას ვერ აღიქ­ვამთ, თქვენც ზან­ტად უნ­და მიე­ყუ­დოთ კე­დელს და ფარ­თო შე­მი­ნუ­ლი კედ­ლე­ბის იქით დააკ­ვირ­დეთ გამ­ვლე­ ლებს ან­და კა­ფეს სტუმ­რებს – ზო­გი სი­გა­რას ეწე­ვა და ჩა­ფიქ­ რე­ბუ­ლა, ზო­გი გა­ზეთს კით­ხუ­ლობს და რძიან ყავას სვამს – აქ ნიუან­სებ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად უნ­და მიხ­ვი­დეთ.

აქ ნამ­ყო­ფი სტუმ­რე­ბის რჩე­ვა ასე­თია: წრუ­პეთ ტკბი­ლი ჩაი, ჩაჭ­ყლე­ტი­ლი პიტ­ნის ფოთ­ლე­ბით და დატ­კბით წყლის იქით გა­დაშ­ლი­ლი ან­და­ლუ­სიის ხე­დე­ბით. აქაუ­რო­ბაც საუ­კე­თე­ სო ად­გი­ლია გზაჯ­ვა­რე­დი­ნებ­ზე, კულ­ტუ­რა­თა შეხ­ვედ­რებ­ზე, გარ­და­სულ ომებ­სა და მშვი­დო­ბის სირ­თუ­ლეებ­ზე და­სა­ფიქ­ რებ­ლად. ფინ­ჯან ჩაი­სა და ორ ქვე­ყა­ნა­ზე გა­დაშ­ლილ ხედს სწო­რედ ასე­თი გლო­ბა­ლუ­რი თე­მე­ბი უხ­დე­ბა. Avenue El Haj Mohamed Tazi -დან გადასახვევი

Gran Café de Paris, Avenue Pasteur

TANGERINN BAR ამ ბა­რის დე­კო­რი შეც­ვლი­ლია (შა­ვი ტყა­ვის სა­ვარ­ძლე­ბი, ვი­ნი­ლის საკ­რა­ვე­ბი) და სხვაგ­ვა­რად გა­მოი­ყუ­რე­ბიან მი­ სი სტუმ­რე­ბიც – 20 წლის მა­რო­კოე­ლი ჰიპ­სტე­რე­ბი, მაგ­რამ ბე­როუ­ზის აჩ­რდი­ლი აქე­და­ნაც არ­სად მი­დის – კედ­ლებ­ზე მი­სი ცი­ტა­ტე­ბია და იქ­ვეა უზარ­მა­ზა­რი სტრი­ტარ­ტიც. რაც მთა­ვა­რია, ბა­რი დღემ­დე #1 საერ­თა­შო­რი­სო თავ­ყრი­ლო­ ბე­ბის ად­გი­ლია ტან­ჟერ­ში. აქ აღ­ნიშ­ნა­ვენ ჰე­ლოუინ­საც და სხვა და­სავ­ლურ პოპ­კულ­ტუ­რულ დღე­სას­წაუ­ლებს და „კულ­ტუ­რა­თა დია­ლო­გის“ ჰიპ­სტე­რულ გა­გე­ბას კვლა­ვაც აძ­ლიე­რე­ბენ ტან­ჟერ­ში.

LE NUMBER ONE

Fb: TangerInn • საქართველოს მოქალაქეებს მაროკოში სტუმრობისთვის ვიზა ესაჭიროებათ, რომელიც კიევში (უკრაინა) გაიცემა მაროკოს საელჩოს საკონსულოში (მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://www.maec.gov.ma/). • 1 მაროკოული დირჰამი = 0.28 ლარს. მაღაზიების, სასტუმროებისა თუ რესტორნების უმრავლესობაში ანგარიშსწორება ევროშიც შესაძლებელია. • ტაქსი უამრავია, იაფი და იშვიათად იყენებენ ტაქსომეტრს. უმჯობესია, მძღოლს ფასზე თავიდანვე შეუთანხმდეთ.

წლე­ბის შემ­დეგ კი, იქ­ვე, იმა­ვე რაიონ­ში მდე­ბა­რე ეს ბა­ რი გაით­ქვამს სა­ხელს, რო­გორც რო­მე­ლი­მე, სა­მო­მავ­ლოდ ლე­გენ­დად ქცეუ­ლი მწერ­ლის ან არ­ტის­ტის საყ­ვა­რე­ლი თავ­შე­საქ­ცე­ვი ად­გი­ლი – თა­ნა­მედ­რო­ვე ექ­სპატ­რია­ტი მწერ­ ლე­ბი ტან­ჟერ­ში სწო­რედ იქ იკ­რი­ბე­ბიან. დე­კო­რი კი­ჩუ­რია, ლუ­დი – კა­საბ­ლან­კუ­რი, ყვე­ლა­ნაი­რი ფა­სის მქო­ნე ლი­ქიო­ რიც უამ­რა­ვი აქვთ. ქა­ლებს თა­ვი­სუფ­ლად უშ­ვე­ბენ.

101 VOYAGER 14/2019

1 Boulevard Mohamed V


ტანჟერი სასტუმროები

HOTEL NORD-PINUS

GRAND HOTEL VILLA DE FRANCE

ეს სას­ტუმ­რო გა­მო­ცე­მა Conde Nast Traveller-ის 2017 წლის ოქ­როს ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია. ელ­-კას­ბას უმაღ­ლეს წერ­ ტილ­ში პორ­ტუ­გა­ლიუ­რი ნა­გე­ბო­ბის სა­ძირ­კველ­ზეა აშე­ნე­ბუ­ ლი და თვა­ლის­მომ­ჭრე­ლი პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დით გა­მოირ­ჩე­ვა ატ­ლან­ტის ოკეა­ნე­სა და ხმელ­თა­შუა ზღვა­ზე. ოთ­ხი ნო­მერ­-ლუქ­სი­სა და სხვა სტან­დარ­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის გარ­და, სას­ტუმ­რო დამ­სვე­ნებ­ლებს სთა­ვა­ზობს სახ­ლებ­საც ორი­გი­ნა­ ლუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი­თა და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­ რე­ბით. ტყა­ვის, კედ­რის ხეე­ბი­სა და ზღვის სურ­ნე­ლი, ძვირ­ფა­ სი ქსო­ვი­ლე­ბი, მარ­მა­რი­ლოს ია­ტა­კი, უძ­ვე­ლე­სი ხელ­ნა­კე­თი მო­ზაი­კა – ამ და სხვა დახ­ვე­წი­ლი ნიუან­სე­ბით Nord-Pinus-ი ყვე­ლას გაო­ცე­ბას ახერ­ხებს.

1880 წელს აგე­ბუ­ლი ეს სას­ტუმ­რო ტან­ჟე­რის ყვე­ლა­ზე ფე­ შე­ნე­ბე­ლუ­რი სას­ტუმ­რო იყო წი­ნათ, შემ­დეგ, დრო­თა გან­ მავ­ლო­ბა­ში მთლია­ნად დაინ­გრა, 2014 წლი­დან კი ხე­ლახ­ლა აღად­გი­ნეს, რო­გორც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ის­ტო­რიის მქო­ნე, 58-ო­თა­ხია­ნი ხუთ­ვარ­სკვლა­ვია­ნი სას­ტუმ­რო ქა­ლა­ქის ცენ­ ტრში. მას ღია აუ­ზიც აქვს, ოთა­ხე­ბის საკ­მაოდ კარ­გი არ­ჩე­ვა­ ნი და ცნო­ბი­ლი რეს­ტო­რა­ნიც. Angle Rue de Hollande et Angleterre, 90000

EL MINZAH HOTEL ასე­თი ლე­გენ­და არ­სე­ბობს: თით­ქოს, ფილმ „კა­საბ­ლან­ კის“ „რი­კის კა­ფე“ ძველ სას­ტუმ­რო El Minzah-ის სა­ლო­ნის მი­ხედ­ვით შექ­მნე­სო. მარ­თა­ლი რომც არ იყოს, ამ სას­ტუმ­ როს მაინც დაჰ­ყვე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შარ­მი და საო­ცა­რი ეს­თე­ტი­კუ­რო­ბის შეგ­რძნე­ბა. ში­და დე­კო­რი ეს­პა­ნურ­-მავ­რი­ ტა­ნულ სტილ­შია გა­დაწ­ყვე­ტი­ლი და ამას ემა­ტე­ბა პრე­მიუმ­კლა­სის ექ­სკლუ­ზიუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბაც. სწო­რედ ამ უნი­კა­ლუ­ რი ნა­ზა­ვის გა­მოა, რომ სას­ტუმ­როს ბი­ნად­რე­ბი ტან­ჟე­რის ურ­ბა­ნუ­ლი ხმაუ­რი­თაც ახერ­ხე­ბენ ტკბო­ბას და შემ­დეგ ისე გან­ტვირ­თვა­სა და დას­ვე­ნე­ბას, თით­ქოს, მა­ღალ­მთიან, უკაც­ რიელ პან­სიო­ნატ­ში ცხოვ­რობ­დნენ. ალ­ბათ, გიბ­რალ­ტა­რის სრუ­ტე­ზე დაუ­ვიწ­ყა­რი ხე­დე­ბის გარ­და, შვე­ბის მომ­გვრელ გან­წყო­ბას ქმნის სას­ტუმ­როს ბა­ღიც, სა­დაც პალ­მე­ბი, ევ­კა­ლიპ­ტე­ბი, ვარ­დე­ბი, გე­რა­ნე­ბი და სხვა ეგ­ზო­ტი­კუ­რი მცე­ნა­რეე­ბი ხა­რობს. 85, Rue De La Liberte

აქვს გა­მორ­ჩეუ­ლად დახ­ვე­წი­ლი რეს­ტო­რა­ნიც, რო­მე­ლიც ზედ­გა­მოჭ­რი­ლია რო­მან­ტი­კუ­ლი სა­დი­ლი­სა თუ დი­დი, მე­ გობ­რუ­ლი თავ­ყრი­ლო­ბის­თვის. მარ­მა­რი­ლოს სვე­ტე­ბი, თა­ ღე­ბი, დი­დი სარ­კეე­ბი – დე­კო­რი სულ­თნის შე­სა­ფე­რი­სია და არა მხო­ლოდ დე­კო­რი – სუფ­რაც – აქ მა­რო­კოუ­ლი სამ­ზა­ რეუ­ლოს ნამ­დვილ კლა­სი­კას შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ – ელ­-რი­ფის მთე­ბი­დან ფერ­მერ ქა­ლებს ფე­რად­-ფე­რა­დი ბოს­ტნეუ­ლი ჩა­ მოაქვთ რეს­ტო­რან­ში, ტან­ჟე­რე­ლი მე­თევ­ზეე­ბი ახ­ლად და­ჭე­ რილ თევ­ზეულს ეზი­დე­ბიან ხმელ­თა­შუა ზღვი­დან და ატ­ლან­ ტის ოკეა­ნი­დან და ამ გა­მორ­ჩეუ­ლად ჯან­სა­ღი ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტით შე­შის ცეც­ხლზე მზად­დე­ბა ტა­ჟი­ნის ნაირ­სა­ხეო­ ბა, გრილ­ზე იწ­ვე­ბა თევ­ზი და ბოს­ტნეუ­ლი, მზად­დე­ბა ლი­მო­ ნის კან­ფე­ტე­ბი და ასე დაუს­რუ­ლებ­ლად. nord-pinus-tanger.com 102 VOYAGER 14/2019


გირჩევთ

ანა ნინუა საქართველოს ბანკი, ბიზნესის განვითარების მენეჯერი

მაროკოში შარშან ვიყავი – კონკრეტულად, ტანჟერში. მის ძველ ნაწილში სიღარიბისა და ბედნიერების უცნაური შერწყმა რომ ვნახე, მსგავსი არსად მინახავს. ეს საკმაოდ უჩვეულო სინთეზია, ძალიან იშვიათად, რომ ღარიბ ადამიანს ასეთი ღიმილი, ასეთი ფერადოვნება ეტყობოდეს. ტანჟერში კი, ვინც მხვდებოდა, ყველა ბედნიერი იყო, გარემო კი – ჭრელი, ვერაფრით წარმოიდგენდი, რომ ამ ადამიანებს რამე უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ მართლა წარმოუდგენელი სიღარიბეა მდიდრების უბნებს იქით. ქალაქში თეთრი და ცისფერი ჭარბობს და თან იმდენად, რომ ეს ფერი ტანჟერიდან დაბრუნების შემდეგ, სულ იქაურობას მახსენებს. მცენარეებიც საოცრად მკვეთრი ფერისაა მაროკოში. კაქტუსების ინტენსიური, კაშკაშა სიმწვანე არასდროს დამავიწყდება. თუ ტანჟერში ჩახვალთ, აუცილებლად გადით ქალაქგარეთ იმ ადგილას, საიდანაც დააკვირდებით, როგორ უერთდება ზღვა ოკეანეს. ორი სხვადასხვა ფერის ნაკადი ერთდება და ეს ზოლი იმდენად მკვეთრია, არაფერი სჯობს ამის ცქერას. რას არ იპოვი ძველებური ნივთების მაღაზიებში – სკივრებს, სანათებს, საოცარი ფერებით მოხატულ ფილებს და ათას სხვას. სწორედ ასეთი მოხატული ფილებითაა გაწყობილი ძველ ქალაქში სადარბაზოები. მაროკოში რომ სუვენირები შეიძლება შეიძინო, ასეთებს სხვაგან ვერსად იპოვი. ხშირად შეხვდები ნიჟარებს, რომლებიც შუაზეა გაჭრილი და შიგნიდან წარმოუდგენელი ფერები იღვრება. მაროკოდან აუცილებლად წამოსაღებ ნივთებს შორის ტუიას ხის ზარდახშებს დავასახელებდი. დიდი ხნის შემდეგაც კი, თავს რომ ახდი, წიწვოვან, სასიამოვნო სურნელს იგრძნობ და მოგზაურობაც გაგახსენდება. ცხადია, მოგონებებს ყველაზე უკეთ კულინარია აღძრავს. ნაირ-ნაირ ზღვის პროდუქტებზეც მაროკო მახსენდება. მაროკოში მართლაც ზღვის პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანია, თან საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. გრძნობები, რაც მაროკომ დამიტოვა, მალაიზიაში მქონდა მხოლოდ. მეგონა, რომ ზღაპარში ვიყავი, ისეთი ეგზოტიკური, სილამაზითა და ემოციებით დამუხტულია ყველაფერი.

103 VOYAGER 14/2019


ტანჟერი

ქალაქი, სადაც ევროპა და ისლამი თანაარსებობს ტ ა ო ლეონ იძე ზო­გიერთ ქა­ლაქს წიგ­ნე­ბი­დან ისე იც­ნობს მკით­ხვე­ლი, ჩას­­ ვლის შემ­დეგ ვერ იშო­რებს იქ უკ­ვე ნამ­ყო­ფო­ბის გან­ცდას – თით­ქოს, იმ ქუ­ჩებ­ში უკ­ვე უვ­ლია, არ დაი­კარ­გე­ბა. ცნო­ბი­ლი მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მოე­ბე­ბის გა­მო პა­რი­ზია ბევ­რი იქ საერ­ თოდ ვერ­მოხ­ვედ­რი­ლი ადა­მია­ნის­თვის ასე­თი ქა­ლა­ქი. თუმ­ ცა, ლი­ტე­რა­ტო­რე­ბის გარ­კვეუ­ლი თაო­ბის­თვის არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩას­ვლა ტან­ჟერ­ში. მა­გა­ლი­თად, ტე­ნე­სი უი­ლიამ­სი სწო­რედ აქ, მე­დი­ნა­ში ამო­ჩე­ მე­ბულ ლე­გენ­და­რულ სკვერ­ში მოს­ვე­ნე­ბი­სას წერ­და თა­ვის შე­დევრს – „კა­ტა გა­ხუ­რე­ბულ თუ­ნუ­ქის სა­ხუ­რავ­ზე“. დის­ტო­ პიუ­რი რო­მა­ნე­ბის კლა­სი­კო­სი ჯორჯ ორუე­ლი, რო­მე­ლიც 1938 წელს ეწ­ვია ტან­ჟერს, თა­ვის მე­გო­ბარს, ბრი­ტა­ნელ მწე­ რალ ჯეკ ქო­მონს წერ­და: „ხან­გრძლივ­მა დას­ვე­ნე­ბამ შე­დეგი გამოიღო, ახალი რომანის [„ამოსუნთქვის“] წერას შევუდექი, ვინაიდან ერთი წლის წინ, ესპანეთში დატრიალე­ ბული იმ საზარელი კოშმარის [ესპანეთის სამოქალაქო ომი] შემდეგ, სერიოზულად ვფიქრობდი, რომ ვეღარასდროს ავიღებდი კალამს ხელში“. მეამბოხე ფრანგმა მწერალმა ჟან

ჟენემ კი საერთოდ მაროკოში არჩია ცხოვრება და როდესაც 1986 წელს პარიზში გარდაიცვალა, მისი სხეული მაროკოში გადაიტანეს და იქ დაკრძალეს. და მაინც, იმ საკულტოდქცეულ 1940-50-იანი წლების ტანჟერს – მწერლების თავშესაფარს, რომელიც რომანებიდან გვახ­სოვს, სახელი ამერიკელმა მწერლებმა გაუთქვეს. პირ­ ველი ექსპატრიატი პოლ ბოულზი იყო, რომელიც ტანჟერში 1947 წლიდან, თავის ცოლთან ერთად დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. აქვე წერდა თავის მუ­ სიკალურ ნაწარმოებებს, მოთხრობებს, რომანებს, თარგმნიდა მაროკოელი მწერლების პროზას. როდესაც მის „ცის საფარქვეშ“ კითხულობთ, თითქოს ცხადად გესმით ტანჟე­ რის ქვაფენილიანი ქუჩების ხმაური, მთელი მსოფლიოდან შეყრილი ადამიანების მეტყველება; თითქოს, პორტთან და კიტისთან ერთად მივუყვებით მიხვეულ-მოხვეულ, ვიწრო ქუჩებს და ყოველ მოსახვევთან ფათერაკი ან, უკეთეს შემთხვევაში — თავგადასავალი გველოდება; ან საღამოობით, როდესაც მიჯრით მიწყობილ სახლებს შორის ვსეირნო-

104 VOYAGER 14/2019


„ცოდვის ქალაქად“ წოდებული ტანჟერი მწერლისთვის შთაგონების წყაროდ და ნამდვილ სამოთხედ იქცა — აქ ნარკოტიკიც ბევრი იყო და ახალგაზრდა მაროკოელი ესკორტი ბიჭებიც.

ბთ და საკუთარი გაწელილი ლანდი აგედევნებათ, უცბად მივად­გებით ჩიხს და ცარიელ თეთრ კედელს, — ზუსტად ისე, როგორც პოლ ბოულზთანაა. იქნებ ზოგს დღესაც ახსოვს ტანჟერის ქუჩებში შავი იაგუარით მოსეირნე ტიპური ამერიკელი პოლ ბოულზი. ათასგვარი ბრენდის უკვე გაცვეთილი ჩემოდნების ხილვამ შეიძლება სწორედ მისი რომანიდან პორტის და კიტის ჩემოდნები გაგახსენოთ, რომელთაც, ნავთსაყუდელის ძიებაში, მაროკოს ერთი ქალაქიდან მეორეში გაუთავებლად დაატარებენ. ალბათ, რომანში საკუთარი „შინ“-ის ძიების ეგზისტენციალურმა მოტივმა დააინტერესა ბერნარდო ბერტოლუჩიც, რომელმაც 1990-იან წლებში ბოულზის ნაწარმოების მიხედვით ფილმი გადაიღო. კინო­ვერსიაში „კონფორმისტის“ რეჟისორი კიდევ უფრო ხაზგას­ მით უპირის­პირებს ერთმანეთს აბორიგენ მოსახლეობას, თავისი ტრადიციული რიტუალებით და წეს-ჩვეულებებით, სადაც ჯერ არ შესულა ცივილიზაცია და ამერიკულს, ან ზოგადდასავლურს, რომელიც მაინც მატერიალურ ღი­რე­ბუ­

 

1. უილიამ ბეროუზის ასი წლის იუბილესთვის ტანჟერში არტისტმა ფრენსის პულმა სხვადასხვა ზომის ნახატები შექმნა და მთელ ქალაქში მიმოფანტა - ზოგი ფასადზე, ზოგი რესტორანში. Everybody Comes to Dean's - ეს 1930-იანი წლების ის ბოჰემური ბარია, რომელსაც მოგვიანებით პული პატრონობდა. 2. უილიამ ბეროუზი, სასტუმრო „ელ მუნირია“, ტანჟერი 3. გრეგორი კორსო, უილიამ ბეროუზი, პოლ ბოულზი, ზურგით - იან სომერვილი

 105 VOYAGER 14/2019

4. უილიამ ბეროუზი მაროკოელ მეგობართან ერთად


ტანჟერი

მე-9 ოთახში, 1950-იან წლებში ცხოვრობდა უილიამ ბეროუზი

ლე­ბებს ეფუძ­ნე­ბა და ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ცხა­დია ეპი­ზოდ­ში, რო­დე­საც აბო­რი­გე­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მოხ­ვედ­რი­ლი მშიერი კი­ტი, რი­ტუა­ლის დროს, საჭ­მლის სა­ნაც­ვლოდ ად­გი­ლობ­ რი­ვებს ფულს სთა­ვა­ზობს. პოლ ბოულ­ზის ამ გმი­რე­ბის გა­მო და­სავ­ლურ აღ­ქმა­ში ტან­ჟე­რი არას­დროს იქ­ნე­ბა რი­გი­თი მა­ რო­კოუ­ლი ქა­ლა­ქი. ევ­რო­პეი­ზა­ცია მი­სი ბე­დის­წე­რა ყო­ფი­ლა. ტან­ჟე­რის სა­კულ­ტო ად­გი­ლებს შო­რი­საა Cafe de Paris, სა­დაც ბოულ­ზი ხში­რად და­დიო­და და ამ კა­ფეს გა­ნიე­რი ფან­ჯრე­ბი­დან თვალს ადევ­ნებ­და, რო­გორ მია­ბი­ჯებ­დნენ ქუ­ ჩა­ში აბ­რე­შუ­მის ხა­ლა­თის­მაგ­ვარ, მო­ქარ­გულ­სა­ყე­ლოიან გან­დო­რა­ში გა­მოწ­ყო­ბი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი თუ ფე­რა­ დად შე­მო­სი­ლი ამე­რი­კე­ლე­ბი. მოგ­ვია­ნე­ბით ბოულ­ზი წერ­ და: „პირ­ვე­ლი დღი­დან მთე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც

ტან­ჟერ­ში გა­ვა­ტა­რე, მიყ­ვარ­და მთის კალ­თებ­ზე შე­ფე­ნი­ლი ეს თეთ­რი ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც გიბ­რალ­ტა­რის ყუ­რეს და ან­და­ლუ­სიის მთებს გა­და­ჰყუ­რებს“. თუ­კი პას­ტე­რის ბულ­ვა­რი­დან ზღვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რამ­ დე­ნი­მე კი­ბი­დან ვიწ­რო ქუ­ჩა­ზე გახ­ვალთ, თეთრ ჰოს­ტელ „ელ მუ­ნი­რიას“ მიად­გე­ბით, ლურ­ჯი ფან­ჯრის ჩარ­ჩოე­ბით და კბი­ლე­ბია­ნი სა­ხუ­რა­ვით. ამ შე­ნო­ბა­ში, მე-9 ოთახ­ში, 1950-იან წლებ­ში ცხოვ­რობ­და უი­ლიამ ბე­როუ­ზი და თა­ვის სა­ტი­რულ შე­დევ­რზე „შიშ­ვე­ლი საუზ­მე“ მუ­შაობ­და – წიგ­ნზე, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე ამე­რი­კა გააოგ­ნა თა­ვი­სი გა­ბე­დუ­ლი წარ­მო­სახ­ ვით თუ დაუ­ფა­რა­ვი ჰო­მო­სექ­სუა­ლუ­რი სცე­ნე­ბით და რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მოგ­ვია­ნე­ბით დე­ვიდ კრო­ნენ­ბერ­გმა ფილ­მი გა­ დაი­ღო. შეიძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბე­როუ­ზი ტან­ჟერ­ში გა­მოიქ­

106 VOYAGER 14/2019


1. სასტუმრო „ელ მუნირია“ ტანჟერში. 2. ალენ გინზბერგი, სასტუმრო „ელ მუნირიაში“ 3. ორლოვსკი, კერუაკი და ბეროუზი (მარჯვნივ) ტანჟერში სანაპიროზე, 1957 წ.

ცა, მას შემ­დეგ, რაც მექ­სი­კო სი­თი­ში ნას­ვამს სა­კუ­თა­რი ცო­ლი შე­მოაკ­ვდა. „ცოდ­ვის ქა­ლა­ქად“ წო­დე­ბუ­ლი ტან­ჟე­რი მწერ­ ლის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ და ნამ­დვილ სა­მოთ­ხედ იქ­ცა — აქ ნარ­კო­ტი­კიც ბევ­რი იყო და ახალ­გაზ­რდა მა­რო­კოე­ლი ეს­კორ­ტი ბი­ჭე­ბიც. ბე­როუ­ზის ნაკ­ვა­ლევს ტან­ჟერ­ში მთე­ლი ბიტ­ნი­კი მწერ­ლე­ბი გა­მოჰყ­ვნენ – ის ხომ მათ­თვის გა­მორ­ჩეულ ავ­ტო­რი­ტე­ტად ით­ვლე­ბო­და. ჯეკ კე­რუა­კი მას­თან ხელ­ნა­წე­რე­ბის ბეჭ­დვა­ში და­სახ­მა­რებ­ლად და „შიშ­ვე­ლი საუზ­მის“ ნა­წი­ლე­ბის და­სა­ლა­ გებ­ლად ჩა­ვი­და. მას შემ­დეგ, რაც კე­რუა­კი და­ბა­ხა­ნის­მა­გვა­ რი ფე­რად­სა­ხუ­რა­ვე­ბია­ნი სახ­ლე­ბით შე­ფე­ნილ სა­ნა­პი­როს მოად­გა, თა­ვის მე­გო­ბარს, ბიტ­-დაჯ­გუ­ფე­ბის ერ­თ-ერთ წევრს, ლუ­სიენ კარს წერ­და: „ახ­ლა სან­თლის შუქ­ზე გწერ, მის­ტიკუ­ რი კაზ­ბა­ჰი­დან. ბრწყინ­ვა­ლე ოთა­ხი მაქვს, სა­ნა­პი­როს, ყუ­რეს და ზღვას გა­და­ჰყუ­რებს. აქე­დან გიბ­რალ­ტარ­საც ვხე­დავ.. კარ­ გად ვარ.. მაგ­რამ თავს მარ­ტო ვგრძნობ ამ შეშ­ლი­ლი ბე­ბ­რის გვერ­დით. მის გვერ­დით ასე­თი მარ­ტოო­ბა არა­სო­დეს მიგ­ რძვნია. გა­მუდ­მე­ბით ბუტ­ბუ­ტებს. თან თა­ვი ინ­გლი­სელ ლორ­ დად მოაქვს გაუ­თა­ვებ­ლად. მი­სი ახა­ლი წიგ­ნი საუ­კე­თე­სოა“. კე­რუა­კი ერ­თი თვის შემ­დეგ წა­ვი­და. რო­გორც ჩანს, არც ტან­ჟე­რის ეგ­ზო­ტი­კამ მო­ხიბ­ლა ბე­როუ­ზი­ვით. მაგ­რამ მა­რო­ კო­ში მოგ­ზაუ­რო­ბით შთა­გო­ნე­ბულ თა­ვის წიგ­ნში „მარ­ტო­ხე­ ლა მოგ­ზაუ­რი“, ის შე­ნიშ­ნავს: „უც­ბად გუ­ლი დამ­წყდა, რომ ბი­ლე­თი შე­ვი­ძი­ნე მარ­სე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ტან­ჟერს ვტო­ვებ­დი“.

სა­მა­გიე­როდ, სა­კულ­ტო ფო­ტო შე­მორ­ჩა ტან­ჟე­რის სა­ნა­­პი­როდან: წი­ნა პლან­ზე პეტრ ორ­ლოვ­სკი და ჯეკ კე­რუა­ კი თეთრ სა­ცუ­რაო შორ­ტებ­ში გა­მოწ­ყო­ბი­ლი დგა­ნან, ოდ­ნავ უკან კომ­ბი­ნე­ზონ­სა და ფეხ­საც­მე­ლებ­ში უი­ლიამ ბე­როუ­ზია წა­მო­წო­ლილი, თით­ქოს ტან­ჟე­რის ქვი­შია­ნი სა­ნა­პი­როს გუ­ ლის­ცე­მას უს­მენს. კე­რუა­კის შემ­დეგ ბე­როუზ­თან, ორ­ლოვ­სკის გარ­და, ალენ გინ­ზბერ­გიც ჩა­ვი­და. ბე­როუ­ზის წე­რი­ლებ­ში კარ­გად ჩანს ის ატ­მოს­ფე­რო, რო­მელ­შიც ისი­ნი ცხოვ­რობ­დნენ ამ ქა­ლაქ­ში, რო­მელ­საც ერ­თხელ ტი­მო­თი ლი­რიც ეს­ტუმ­რა, ბიტ­ნიკ მწერ­ ლებ­თან ერ­თად, ფსი­ქო­დე­ლიურ ნივ­თიე­რე­ბებ­ზე ექ­სპე­რი­ მენ­ტე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. რა იზი­დავ­და ამე­რი­კელ მწერ­ლებს ტან­ჟერ­ში? 1956 წელს, და­მოუ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბამ­დე, ტან­ჟე­რი ინ­ ტერ­ნა­ციო­ნა­ლურ ზო­ნად ით­ვლე­ბო­და, რო­მელ­საც სხვა­დას­ ხვა ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა მარ­თავ­და და სა­დაც კა­ნო­ნი გა­ცი­ ლე­ბით შემ­წყნა­რებ­ლუ­რი იყო. ამ „ცოდ­ვის ქა­ლაქ­ში“ ამე­რი­ კე­ლე­ბი იმ დროს თა­ვიანთ კონ­სერ­ვა­ტიულ სა­ზოგა­დოე­ბას გაურ­ბოდ­ნენ. მა­რო­კო­ში კი მათ თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მო ხვდე­ ბო­დათ, სა­დაც თა­ვიან­თ ყვე­ლა­ზე მიუწ­ვდო­მელ სურ­ვი­ლებ­საც კი იხ­დენ­დნენ, ხელ­მოკ­ლე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის პროს­ტი­ტუ­ციის თუ დი­დი რაო­დე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­ხით. მაგ­რამ კი­დევ უფ­რო მე­ტად აქაუ­რო­ბა მწერ­ლებს თა­ვი­სი ორ­ბუ­ნებოვ­ნე­ბით ხიბ­ლავ­და. მა­რო­კო ხომ პა­რა­დოქ­სე­ბით სავ­სე ქვე­ყა­ნაა, სა­ დაც ის­ლა­მი და ამ­ქვეყ­ნიუ­რი სია­მოვ­ნე­ბა თა­ნაარ­სე­ბობს.

107 VOYAGER 14/2019


გადასაღები მოედანი

უკანასკნელი გასეირნება ტანჟერში სალო მე კ იკ ა ლე იშვი ლ ი

108 VOYAGER 14/2019


_ ჩვენ ალბათ ომის შემდეგ პირველი ტურისტები ვართ… _ ჩვენ არ ვართ ტურისტები, ჩვენ მოგზაურები ვართ. და რა განსხვავებაა? _ ტურისტი, როგორც კი სადმე ჩადის, მაშინვე სახლზე იწყებს ფიქრს… და მოგზაური, ის შეიძლება აღარასდროს დაბრუნდეს სახლში. (დიალოგი ფილმიდან)

1990 წელს ბერ­ნარ­დო ბერ­ტო­ლუ­ჩი პოლ ბოულ­ზის რო­მა­ნის მი­ხედ­ვით იღებს ფილმს – „ცის საფარქვეშ“. ოპე­რა­ტო­რად დი­დი ხნის მე­გო­ბარს ვი­ტო­რიო სტო­რა­როს, ხო­ლო კომ­პო­ ზი­ტო­რად, ია­პო­ნელ მუ­სი­კოსს რუი­ჩი სა­კა­მო­ტოს იწ­ვევს. პორტ და კიტ მორ­სბე­ბის მთა­ვა­რი რო­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ ლად მსა­ხიო­ბებს – დებ­რა უინ­გერ­სა და ჯონ მალ­კო­ვიჩს არ­ჩევს. ფილ­მში მთხრო­ბე­ლის როლს თა­ვად რო­მა­ნის ავ­ტო­ რი და კომ­პო­ზი­ტო­რი, პოლ ბოულ­ზი ას­რუ­ლებს.

ბი მოე­და­ნი დიდ ვნე­ბა­ში გაეხ­ვია“, – ჰყვე­ბო­და ბერ­ტო­ლუ­ჩი. ფილ­მში სა­მი ამე­რი­კე­ლის მა­რო­კოუ­ლი მოგ­ზაუ­რო­ბაა აღ­ წე­რი­ლი. ცოლ­-ქმა­რი პორტ და კიტ მორ­სბე­ბი და მა­თი მე­ გო­ბა­რი, ჯორჯ ტა­ნე­რი ჩრდი­ლოეთ აფ­რი­კა­ში გა­სეირ­ნე­ბას გა­დაწ­ყვე­ტენ. მეო­რე მსოფ­ლიო ომი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლია და სამ­ყა­რო­შიც, თით­ქოს, მშვი­დო­ბამ დაი­სად­გუ­რა. ყო­ველ­ დღიუ­რო­ბის­გან გა­დაღ­ლი­ლი ამე­რი­კე­ლი წყვი­ლი მა­რო­კო­ში დაუ­გეგ­მა­ვი მარ­შრუ­ტი­თა და უამ­რა­ვი ჩე­მოდ­ნით ჩა­დის.

ტან­ჟე­რი. მა­რო­კო. ძვე­ლი, ფერ­გა­და­სუ­ლი სახ­ლე­ბის ფონ­ზე, ვეე­ბერ­თე­ლა ევ­კა­ლიპ­ტის ხის ქვეშ ქა­ლი და კა­ცი ისე გაუ­ტა­ ცია საუ­ბარს, ვე­ღარც ამ­ჩნე­ვენ გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რებს, რო­მელ­თაც მო­რი­გი სცე­ნა მზის ჩას­ვლამ­დე უნ­და გა­დაი­ღონ. დებ­რა 36 წლის იქ­ნე­ბა, მოკ­ლედ შეჭ­რი­ლი, სქე­ლი ყა­ვის­­ფე­რი თმა აქვს, თეთ­რი მაი­სუ­რი და ირი­ბად აჭ­რი­ლი, ჰაე­ რი­ვით სიფ­რი­ფა­ნა წი­თე­ლი ქვე­და­ბო­ლო აც­ვია. მა­მა­კა­ცი გა­ცი­ლე­ბით ხნიე­რია და თეთ­რი თმა პე­დან­ტუ­რი სი­ზუს­ტით, გვერ­დზე გა­დაუ­ვარ­ცხნია. დღეს დებ­რამ 79 წლის ბოულ­ ზთან ერ­თად საერ­თო სცე­ნა­ში უნ­და ითა­მა­შოს. რე­ჟი­სო­რი მიიჩ­ნევს, რომ ეს შეხ­ვედ­რა ორი­ვეს წაად­გე­ბა. ახალ­გაზ­რდა მსა­ხიო­ბი მწერ­ლის­გან და­რი­გე­ბებ­სა და მი­თი­თე­ბებს მიი­ღებს, თა­ვი­სი გმი­რის ხა­სიათს დაი­ნა­ხავს, ხო­ლო ბოულ­ზი… საუ­ბარ­ში გარ­თუ­ლი დებ­რა ვერც კი ხვდე­ბა, რო­გორ დაამ­ს­ გავ­სეს ის ბოულ­ზის გარ­დაც­ვლილ ცოლს – ჯეინს. „ვგრძნობ­ დი, რო­გორ დაინ­თო ხე­ლახ­ლა ცეც­ხლი და მთე­ლი გა­და­სა­ღე­

მწე­რალ­მა და კომ­პო­ზი­ტორ­მა პოლ ბოულ­ზმა ნო­ვე­ლა 1948 წელს მა­რო­კო­ში ყოფ­ნის დროს და­წე­რა – ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ ლიც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, მოგ­ზაუ­რო­ბი­სას აღ­მოა­ჩი­ნა და სა­დაც ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი 52 წე­ლი გაა­ტა­რა. „იმ­დე­ნი­ვე ხა­ნია მუ­სი­კო­სი ვარ, რამ­დე­ნიც მწე­რა­ლი და ძა­ლიან და­ვი­ღა­ლე სხვე­ბის­თვის მუ­სი­კის წე­რით. აქ ჩა­მო­ვე­დი, რომ წიგ­ნი დავ­ წე­რო“, – ამ­ბობ­და ბოულ­ზი, რო­მე­ლიც მუ­სი­კას წერ­და ბა­ლე­ ტე­ბის­თვის, ოპე­რე­ბის­თვის, თეატ­რა­ლუ­რი დად­გმე­ბის­თვის და თა­ნამ­შრომ­ლობ­და: ჯორჯ ბა­ლან­ჩინ­თან, ელია კა­ზან­თან, ორ­სონ უელ­სთან და ასე­ვე მუ­შაობ­და სალ­ვა­დორ და­ლი­სა და ტე­ნე­სი უი­ლიამ­სის დად­გმებ­ზე. თა­ვის ახალ ნა­წარ­მოებს „ცის სა­ბურ­ველ­ში“ დაარ­ქვა იმ სიმ­ღე­რის პა­ტივ­სა­ცე­მად, რო­მე­ლიც ყო­ველ ზაფ­ხულს ეს­მო­ და ხოლ­მე ბავ­შვო­ბა­ში. წიგ­ნმა მა­შინ­ვე მიიპ­ყრო მკით­ხვე­ლის ყუ­რად­ღე­ბა და გა­მოს­ვლის დღი­დან, სა­კულ­ტო ნა­მუ­შევ­რად

109 VOYAGER 14/2019


გადასაღები მოედანი

ტან­ჟე­რის ქუ­ჩებ­ში რუი­ჩი სა­კა­მო­ტოს ლი­რი­კუ­ლი მუ­სი­ კის ფონ­ზე. ისი­ნი ხომ ახ­ლა, თა­ვიან­თი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მოგ­ზაუ­რო­ბას იწ­ყე­ბენ. ყო­ველ­თვის რო­დე­საც წყვი­ლი სას­ტუმ­რო­ში ჩერ­დე­ბა, ცალ­ცალ­კე ოთა­ხებ­ში იძი­ნე­ბენ. გაუც­ხოე­ბა, მარ­ტო­სუ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა არის ის, რის­გან დაღ­ლი­ლებ­მაც ეს ეგ­ზო­ტი­კუ­რი მოგ­ზაუ­რო­ბა მოინ­დო­მეს. პირ­ვე­ლი­ვე კად­რებ­ში ვხე­დავთ მათ სას­ტუმ­რო „გრანდ ოტე­ლის“ ოთახ­ში ერ­თმა­ნეთ­თან მო­საუბ­რეებს, ოღონდ ისევ ცალ­-ცალ­კე, სხვა­დას­ხვა ოთახ­ ში, სხვა­დას­ხვა სა­წოლ­ში. თი­თოეუ­ლის ჩვე­ნე­ბი­სას კად­რში მო­ჩანს გმი­რის გვერ­დით გახ­სნი­ლი, ჯერ კი­დევ ამოუ­ლა­გე­ბე­ლი ჩე­მო­და­ნი. ისი­ნი აქ ამ ტვირ­თით ჩა­მო­ვიდ­ნენ. აღია­რეს. „ნიუ იორკ ტაიმ­სმა“ ის სულ რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი წიგ­ნე­ბის სია­ში შეიყ­ვა­ნა, ხო­ლო გა­მო­ ცე­მა „ტაიმ­მა“ 1923-2005 წლე­ბის საუ­კე­თე­სო ინ­გლი­სუ­რე­ნო­ ვა­ნი ნო­ვე­ლე­ბის ასეულ­ში დაა­სა­ხე­ლა. დრა­მა­ტურ­გი ტე­ნე­სი უი­ლიამ­სი მის წიგ­ნზე ამ­ბობ­და, რომ ის ზაფ­ხულ­ში მო­სულ ჭე­ქა-­ქუ­ხილს ჰგავ­და. ნორ­მან მეი­ლერ­მა კი წიგ­ნში აღ­წე­ რი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი – ინ­ტე­ლექ­ტუა­ლი ამე­რი­კე­ლი წყვი­ლის თავ­გა­და­სა­ვა­ლი და უუ­ნა­რო­ბა, იპო­ვონ ბედ­ნიე­რე­ბა, ცი­ვი­ლუ­ რი კულ­ტუ­რის და­სას­რუ­ლად მო­ნათ­ლა. გაუც­ხოე­ბულ ახალ­გაზ­რდა წყვილ­ზე და­წე­რი­ლი რო­მა­ნის ეკ­­ ა­ნი­ზა­ცია არაერ­თხელ უნ­დო­დათ ჰო­ლი­ვუდ­ში. რო­ბერტ რ ოლ­დრიჩს 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­სკლუ­ზიუ­რი უფ­ლე­ბაც ჰქონ­და მის ეკ­რა­ნი­ზა­ცია­ზე. ფილ­მის გა­და­ღე­ბით დაინ­ტე­რე­ სე­ბუ­ლი იყო დე­ვიდ ლინ­ჩიც, თუმ­ცა ეკ­რან­ზე მი­სი გად­მო­ტა­ნა მხო­ლოდ ბერ­ტო­ლუ­ჩიმ შეძ­ლო. – შენ აქ იქ­ნე­ბო­დი ბედ­ნიე­რი? – ეკით­ხე­ბა ფილ­მში ჯონ მალ­ კო­ვი­ჩის გმი­რი კიტს, დებ­რა უინ­გე­რის პერ­სო­ნაჟს. – რას გუ­ლის­ხმობ? – სიტ­ყვა ბედ­ნიე­რე­ბის გა­გო­ნე­ბა­ზე დაბ­ ნეუ­ლი პა­სუ­ხობს კი­ტი. და­საწ­ყის­ში, ფილ­მის ტიტ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ვხე­დავთ აჩ­ქა­რე­ბულ ქა­ლაქს, მა­ტა­რებ­ლებს, გე­მებს, აქეთ­-ი­ქით მი­მა­ ვალ მან­ქა­ნებს – ყვე­ლა­ფერ იმას, რაც მე­რე, მთე­ლი 2 საა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, სად­ღაც ქრე­ბა, და­ვიწ­ყე­ბა­ში იძი­რე­ბა. სა­მი პერ­სო­ნა­ჟი – მორ­სბე­ბის წყვი­ლი და მა­თი მე­გო­ბა­რი ტა­ნე­ რი ღია ფე­რის სა­მოს­ში გა­მოწ­ყო­ბი­ლე­ბი ლა­ღად მია­ბი­ჯე­ბენ

მაგ­რამ ამო­ლა­გე­ბას დრო და მოთ­მი­ნე­ბა უნ­და. კი­ტი და პორ­ტი კი ერთ ად­გი­ლას არ ჩერ­დე­ბიან და გა­ნუწ­ყვეტ­ლივ, ერ­თი ქა­ლა­ქი­დან მეო­რე­ში გა­და­დიან. „იქ­ნებ დროა, სად­მე გავ­ჩერ­დეთ? არ გინ­და?“ – ეკით­ხე­ბა კი­ტი პორტს, რო­მელ­ მაც ეს წა­მია, აღ­მოა­ჩი­ნა, რომ ვეე­ბერ­თე­ლა სა­საფ­ლაო­ზე დგა­ნან. აქა­-იქ მი­მო­ფან­ტუ­ლი ქვე­ბით, არც სა­ხე­ლე­ბით, არც გვა­რე­ბით... „გავ­ჩერ­დეთ? კარ­გი, აი, ელ­-გაა­ში წა­ვი­დეთ და იქ გავ­ჩერ­დეთ“, – პა­სუ­ხობს პორ­ტი. პორ­ტი ელ­-გაა­ში მარ­თლაც ჩერ­დე­ბა და სა­მუ­და­მოდ იქ რჩე­ბა. მოგ­ზაუ­რო­ბი­ სას, მძი­მე ავად­მყო­ფო­ბა შეეყ­რე­ბა და სა­ში­ნელ ტან­ჯვა­ში იღუ­პე­ბა. თეთრ, ცა­რიელ ოთახ­ში გა­მო­კე­ტი­ლე­ბი, ძირს დაგ­ დე­ბულ ლეიბ­ზე წვა­ნან. ძლიე­რი ქა­რიშ­ხა­ლი ოთა­ხის ფან­ჯ­რე­ბი­დან და კა­რი­დან ქვი­შას აყ­რის, თით­ქოს ცოც­ხლად მარ­ხავს მათ. აქ არც ექი­მია და არც წა­მა­ლი. არც შვე­ლაა და არ შვე­ბა. გამ­თე­ნიი­სას, რო­დე­საც ქმრის უსუ­ლო სხეულს ბო­ლო­ჯერ შეე­ხე­ბა, კი­ტი გა­რეთ გა­მო­დის და გზას აგ­რძე­ლებს. გზას, რო­გორც სი­ცოც­ხლეს. მე­რე რა, რომ ამ გზა­ზე, უდაბ­ნოს ამ ერ­თფე­რო­ვან პეი­ზაჟ­ში, ის კი­დევ უფ­რო ღრმა უი­მე­დო­ბა­ში ეფ­ლო­ბა. სა­ჰა­რა ჯა­დოს­ნუ­რი მე­ტა­ფო­რაა სამ­ყა­რო­სი, რო­მე­ლიც უკი­ დე­გა­ნო და თან ბევ­რნაი­რია. ეს არის ამ­ბა­ვი ერ­თი წყვი­ლის ორ მოგ­ზაუ­რო­ბა­ზე, ერ­თი – ჩრდი­ლოეთ აფ­რი­კის მზე­ზე ოქ­ როს­ფრად აელ­ვა­რე­ბულ უდაბ­ნო­ში მიმ­დი­ნა­რეობს, აქ­ლე­მე­ ბის ქა­რავ­ნე­ბით; მეო­რე კი – ადა­მია­ნის სულ­ში, მის პი­რად უდაბ­ნო­ში, რომ­ლის ლა­ბი­რინ­თში ისე­ვე შეიძ­ლე­ბა ჩაი­კარ­გო, რო­გორც ეს ბოულ­ზის რომანის გმი­რებს ემარ­თე­ბათ.

110 VOYAGER 14/2019


– შამ­პა­ნუ­რი? შამ­პა­ნუ­რი კი, მაგ­რამ გთხოვ, ფი­ლო­სო­ფია – არ გინ­და. „სულ იმას ვუხ­სნი დის­ტრი­ბუ­ტო­რებს, – ამ­ბობ­და ბერ­ნარ­ დო ბერ­ტო­ლუ­ჩი, – რომ ეს არ იქ­ნე­ბა მეო­რე „უ­კა­ნას­კნე­ლი იმ­პე­რა­ტო­რი“ (ფილ­მი, რო­მელ­მაც რე­ჟი­სორს დი­დი წარ­ მა­ტე­ბა და მა­რო­კო­ში ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო ბიუ­ჯე­ ტი მოუ­ტა­ნა – ს.კ.); ეს არ არის ეპი­კუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ ლიც ათა­სო­ბით ნა­წი­ლის­გან ეწ­ყო­ბა. ის ეპი­კუ­რია შიგ­ნი­დან, გუ­ლი­დან. ეს ყვე­ლა­ზე ჩვეუ­ლებ­რი­ვი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­ რიაა ორ ადა­მიან­ზე, რო­მელ­თაც უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ არ შეუძ­ლიათ იყ­ვნენ ბედ­ნიე­რე­ბი. მჯე­რა, რომ კა­ცობ­რიო­ბის ნა­ხე­ვა­რი იგ­რძნობს ამ ურ­თიერ­თო­ბას. ადა­მია­ნებ­მა ასე­თი რა­მეე­ბი ხომ ზუს­ტად იციან“. ბერ­ტო­ლუ­ჩი მსა­ხიო­ბებ­თან რე­პე­ტი­ციას არას­დროს გა­დიო­ და. გა­და­ღე­ბის ყო­ვე­ლი დღე კა­მე­რის წინ გა­თა­მა­შე­ბულ სი­ ნამ­დვი­ლეს აღ­ბეჭ­დავ­და. მის­თვის ბევ­რჯერ დად­გმუ­ლი, გა­ მეო­რე­ბუ­ლი და გა­მო­ძერ­წი­ლი თა­მა­ში კი არა, სპონ­ტა­ნუ­რო­ბა და აქე­დან მოუ­ლოდ­ნე­ლად წა­მო­სუ­ლი ენერ­გია იყო მნიშ­ ვნე­ლო­ვა­ნი. რო­დე­საც ჰკით­ხეს, თუ რა აღ­მოა­ჩი­ნა მან ჯონ მალ­კო­ვიჩ­ში, რე­ჟი­სორ­მა დაუ­ფიქ­რებ­ლად უპა­სუ­ხა – რის­ხვა. დებ­რა უინ­გე­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბის დროს რთულ პე­რიოდს გა­დიო­და. ქმარს, მსა­ხიობ ტი­მო­თი ჰა­ტონს შორ­დე­ბო­ და. ჯონ მალ­კო­ვი­ჩის ქორ­წი­ნე­ბა გლენ ჰედ­ლის­თან კი სა­ბო­ ლოოდ ტან­ჟერ­ში, გა­და­ღე­ბე­ბის დროს დას­რულ­და. „ჯონს იმ დროს პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ახა­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო მი­სი ვნე­ბია­ნი რო­მა­ნი მი­შელ პფაი­ფერ­თან, რომ­ლი­თაც იმ­დე­ნად იყო მო­ცუ­ლი, რომ, რო­გორც ექი­მებ­მა უთ­ხრეს, ნე­ბის­მიერ მო­მენ­ტში შეიძ­ლე­ბო­და ეფეთ­ქა რის­ხვას.

მა­ლე გა­თენ­დე­ბა. გა­და­სა­ღე­ბად ყვე­ლა­ფე­რი მზა­დაა. მაგ­ რამ ამინ­დი შეიც­ვა­ლა და მშვი­დი რიჟ­რა­ჟის მა­გივ­რად, ნაც­­რის­ფე­რი ღრუბ­ლე­ბის­გან დამ­ძი­მე­ბუ­ლი ცა მზის სხი­ვებს აკა­ ვებს. ყვე­ლა­ნი ოპე­რა­ტო­რის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას ელიან. მათ შო­რის ქლია­ვის­ფერ ქაშ­მი­რის პუ­ლო­ვერ­სა და შავ ტყა­ვის ქურ­თუკ­ში გა­მოწ­ყო­ბი­ლი ბერ­ტო­ლუ­ჩიც. მან იცის, რომ მი­ სი დი­დი ხნის ოპე­რა­ტო­რის, ვი­ტო­რიო სტო­რა­როს­თვის ცუ­ დი ამინ­დი არ არ­სე­ბობს. ის ქარ­ში შექ­მნის მზიან დღეს და წვი­მა­ში თოვლს მოიყ­ვანს. „ა­რა, ჩვენ მაინც გა­და­ვი­ღებთ, – ის­მის ამ დროს გა­და­სა­ღებ მოე­დან­ზე, – ეს შეიძ­ლე­ბა უკე­თე­სი­ცაა, ასე მე მზის ამოს­ვლას თა­ვად გა­ვა­კონ­ტრო­ლებ“. ჯონ მალ­კო­ვი­ჩის გმი­რის, მისს ლი­ ლი­სა და მი­სი ვა­ჟის მო­ნა­წი­ლეო­ბით სცე­ნა სას­ტუმ­როს აი­ვან­ ზეა. უდაბ­ნოს ქა­რი უბე­რავს და სტო­რა­როს ხე­ლოვ­ნუ­რი აი­სის ფე­რე­ბი ნა­ზად თა­მა­შობს მათ სა­ხეებ­ზე. დღეს, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გიე­ბის ეპო­ქა­ში ამის გა­კე­თე­ბა არა­ვის გაუ­ჭირ­დე­ ბა, მაგ­რამ მა­შინ, ამ საო­ცა­რი ბუ­ნებ­რიო­ბის მიღ­წე­ვა და შუქ­-ჩრდი­ლე­ბის ასე ოს­ტა­ტუ­რად ათა­მა­შე­ბა, მხო­ლოდ სტო­რა­ როს შეეძ­ლო. მას შუქ­-ჩრდი­ლე­ბის ღმერ­თსაც კი ეძახ­დნენ. სტო­რა­როს მიაჩ­ნდა, რომ ყვე­ლა გმირს თა­ვი­სი ფე­რი აქვს. ფრენ­სის ფორდ კო­პო­ლას „ა­პო­კა­ლიფ­სი დღეს“ მი­სი პრო­ფე­ სიო­ნა­ლიზ­მის კი­დევ ერ­თი და­დას­ტუ­რე­ბაა. გე­ნე­რა­ლი კურ­ ცის (მარ­ლონ ბრან­დო) სა­ხე ფაქ­ტობ­რი­ვად სტო­რა­რომ შექ­ მნა. სიბ­ნე­ლი­დან, ნელ­-ნე­ლა, თი­თო სან­ტი­მეტ­რით ბრან­დოს შეშ­ლი­ლი თა­ვის გა­მო­ჩე­ნა ერ­თ-ერ­თი საუ­კე­თე­სო კად­რია კი­ნოს ის­ტო­რია­ში.

ასე რომ, ამ ფილ­მზეც სწორ მო­მენ­ტში მოხ­ვდა. თუ მოა­ შო­რებთ იმას, რაც მალ­კო­ვი­ჩის შემ­თხვე­ვა­ში ზე­და­პირ­ზე ჩანს – ზე­რე­ლე ეს­თე­ტუ­რო­ბას, კარ­გად ჩაც­მის აკ­ვია­ტე­ბულ მა­ნიას, შეგ­რჩე­ბათ ზუს­ტად ის ში­ნა­გა­ნი ბრა­ზი, რაც ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო პორ­ტის გმი­რის­თვის. მარ­თა­ლი რომ გით­ხრათ, არ ვფიქ­რობ, რომ პორ­ტი და ჯო­ნი ძა­ლიან გან­ სხვავ­დე­ბიან ერ­თმა­ნე­თის­გან. სწო­რი სტი­მუ­ლა­ციით მთე­ლი ეს გრძნო­ბა მის თა­მაშ­ში, გა­რეთ გა­მო­ვი­და“.

ეს ყვე­ლა­ზე ჩვეუ­ლებ­რი­ვი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რიაა ორ ადა­მიან­ზე, რო­მელ­თაც უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ არ შეუძ­ ლიათ იყ­ვნენ ბედ­ნიე­რე­ბი. მჯე­რა, რომ კა­ცობ­ რიო­ბის ნა­ხე­ვა­რი იგ­რძნობს ამ ურ­თიერ­თო­ბას. 111 VOYAGER 14/2019


გადასაღები მოედანი

„იქნებ დროა, სადმე გავჩერდეთ? არ გინდა?“ – ეკითხება კიტი პორტს, რომელმაც ეს წამია, აღმოაჩინა, რომ ვეებერთელა სასაფლაოზე დგანან. აქა-იქ მიმოფანტული ქვებით, არც სახელებით, არც გვარებით...

დე­ვიდ ტომ­პსო­ნის დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მში „სი­ნათ­ლით წე­ რა – ვი­ტო­რიო სტო­რა­რო“ ოპე­რა­ტო­რი ბერ­ტო­ლუ­ჩის ფილ­ მზე მუ­შაო­ბას იხ­სე­ნებს და მა­ყუ­რე­ბელს აფ­რი­კის უდაბ­ნო­ში ამოგ­ზაუ­რებს: „მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მზეს მივ­სდევ­დი, – ამ­ბობს სტო­რა­რო და ცა­ში იყუ­რე­ბა, – მაგ­რამ ცა­შია მთვა­რეც, რო­ მე­ლიც მთე­ლი დღე დას­დევს მზეს, რა­თა რა­ღაც მო­მენ­ტში წო­ნას­წო­რო­ბა დად­გეს, საო­ცა­რი მო­მენ­ტი – ერ­თდროუ­ლად მზის ჩას­ვლი­სა და მთვა­რის ამოს­ვლის. ეს ორი წერ­ტი­ლი ასა­ხავს მთელ ჩემს ცხოვ­რე­ბას: წი­თე­ლი – ვნე­ბას და ლურ­ჯი – გო­ნე­ბას“. მის­თვის პორ­ტი მზის და მი­წის სიმ­ბო­ლო იყო. თუ ფილ­მის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი მზეს და მი­წას, შე­სა­ბა­მი­სად, წი­თელ ფერს ეძ­ღვნე­ბა, პორ­ტის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მარ­ტოდ დარ­ჩე­ნი­ლი კი­ტის ჩვე­ნე­ბი­სას ად­გილს მთვა­რე და ჰაე­რი, ლურ­ჯი ფე­რი იკა­ვებს. ბერ­ტო­ლუ­ჩიმ და ფილ­მის სცე­ნა­რის­ტმა მარკ პეპ­ლოუმ რო­მ­ ა­ნი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­დაა­კე­თეს. წიგ­ნში გა­ცი­ლე­ბით მძი­მე­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი­ ტის მოგ­ზაუ­რო­ბა, ფილ­მში კი ის ბელ­ქა­სი­მის (გზად კი­ტი ბე­დუი­ნებს გაჰ­ყვე­ბა) საყ­ვა­რე­ლი ხდე­ბა და მის სახ­ლში, გა­მო­ კე­ტილ ოთახ­ში ცხოვ­რობს მა­ნამ, სა­ნამ ბელ­ქა­სი­მის ცო­ლე­ბი მათ­თვის უც­ხო კულ­ტუ­რი­დან მო­სულ, უც­ნაუ­რი ფე­რის ქალს გა­რეთ არ გააგ­დე­ბენ. წიგ­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფილ­მში კი­ტი და პორ­ტი ხე­ლოვ­ნე­ ბის სფე­რო­დან არიან. კი­ტი მწე­რა­ლია, ისე­ვე რო­გორც პოლ ბოულ­ზის ცო­ლი – ჯეი­ნი, ხო­ლო თა­ვად პორ­ტი კომ­პო­ზი­ტო­ რია, რო­გორც პო­ლი. „პოლ­მა ერ­თხელ მით­ხრა, – იხ­სე­ნებ­ და ბერ­ტო­ლუ­ჩი, – რომ ჯეი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მის­მა ცხოვ­რე­ბამ აზ­რი და­კარ­გა“. ამ­ბო­ბენ, რომ ბოულ­ზე­ბი ტან­ჟერ­ში ეგ­ზო­ტი­კუ­რი კა­ტე­ბი­ვით ცხოვ­რობ­დნენ, თან ერ­თად და თან ცალ­-ცალ­კე. თა­ვი­სუ­ფალ ურ­თიერ­თო­ბებს არ მა­ლავ­დნენ, ისე­ვე რო­გორც სა­კუ­თარ ორიენ­ტა­ციას. „ჩვენ ვი­ცო­დით, რომ ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­ და მიუ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ ვინ შეიძ­ლე­ბა კი­დევ ყო­ფი­ლი­ყო ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში“, – იხ­სე­ნებ­და მწე­რა­ლი. ალ­კო­ჰო­ლიზ­მი­ სად­მი მიდ­რე­კილ ჯეინს, 40 წლის ასაკ­ში ინ­სულ­ტი დაე­მარ­თა. ავად­მყოფ ცოლ­ზე 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი ზრუ­ნავ­და. ჯეინ ბოულ­ზი 1973 წელს გარ­დაიც­ვა­ლა.

„შეიძ­ლე­ბა, მთე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ერ­თი დი­დი შეც­დო­მაა, მაგ­რამ მა­გის დრო აღა­რაა, და­ვად­გი­ნოთ, ასეა ეს თუ არა. და რომც და­ვად­გი­ნოთ, მე­რე? არა­ფერს ვნა­ნობ, რად­გან წარ­სუ­ლის შეც­ვლა შეუძ­ლე­ბე­ლია“, – თქვა 88 წლის მწე­რალ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცო­ტა ხნით ად­რე, ტან­ჟე­რის საა­ვად­მყო­ფო­ში. ბერ­ტო­ლუ­ჩის ფილ­მის ფი­ნალ­ში ვხე­დავთ ცის­ფერ კა­ბა­ში ჩაც­მულ კიტს, რო­მე­ლიც არეუ­ლი სა­ხით და­დის ტან­ჟე­რის ქუ­ჩებ­ში და იმ ბარ­ში შე­დის, სა­დაც მი­სი და პორ­ტის მოგ­ზაუ­ რო­ბა დაიწ­ყო. უახ­ლოვ­დე­ბა თეთ­რთმიან მა­მა­კაცს, ფილ­მის მთხრო­ბელს, მწე­რალს, რო­მელ­მაც ეს ამ­ბა­ვი 41 წლის წინ და­ წე­რა. – დაი­კარ­გეთ? – ის­მის ხმა კადრს მიღ­მა. – დიახ, – ღი­მი­ლით პა­სუ­ხობს კი­ტი და ლურჯ ჟა­კეტს ის­წო­ რებს. მა­მა­კა­ცი აგ­რძე­ლებს: – ჩვენ არ ვი­ცით, რო­დის მოვ­კვდე­ბით და ამი­ტომ, ცხოვ­­რე­ბა უშ­რე­ტი წყა­რო გვგო­ნია. არა­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყვე­ლა­ფე­რი რამ­დენ­ჯერ­მე ხდე­ბა, მხო­ლოდ რამ­დენ­ჯერ­მე. აბა, რამ­დენ­ჯერ შე­გიძ­ლიათ ნა­ხოთ სავ­სე მთვა­რე? 20-ჯერ ალ­ბათ. და თქვენ კი გგო­ნიათ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უსას­რუ­ლოდ იქ­ნე­ბა“.

112 VOYAGER 14/2019


Atlas Film Studios 1983 წელს აა­შე­ნეს, რო­ცა მიხ­ვდნენ, რომ მა­რო­კოს უდაბ­ნო­ში ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბო­დათ მუდ­მი­ვად მოქ­მე­დი გა­და­სა­ღე­ბი მოედ­ნე­ბი და პა­ვი­ლიო­ნე­ბი. დღეს იქ და­სათ­ვა­ლიე­რებ­ლად მის­ვლა ყვე­ლას შეუძ­ლია და ეს მოგ­ ზაუ­რო­ბა – მი­ტო­ვე­ბულ, უფუნ­ქციო ნა­გე­ბო­ბე­ბში, რომ­ლე­ბიც თან გეც­ნო­ბა და თან - არა – სი­ცოც­ხლის­გან იმ­დე­ნა­დაა დაც­ ლი­ლი, არაფ­რით ჰგავს კად­რებს, ასე ნამ­დვი­ლი რომ გე­გო­ნა ეკ­რან­ზე. სტუ­დიის შე­სას­ვლელ­ში­ვე ის თვით­მფრი­ნა­ვი დევს, რო­მე­ლიც 1985 წლის ფილ­მში Jewel of the Nile არის გა­მო­ ყე­ნე­ბუ­ლი. უდაბ­ნოს პა­ვი­ლიო­ნის სხვა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ნა­ხაო­ბაა „კო­ლო­სეუ­მი“, რო­მე­ლიც „გლა­დია­ტორ­ში“ გა­ მოი­ყე­ნეს. კი­დევ სხვა სტუ­დია­ში ნა­ხავთ ეგ­ვიპ­ტურ სა­მარხს, რომ­ლის შე­სას­ვლელ­სა და გა­სას­ვლელს 12 ქან­და­კე­ბა იცავს (ე­სეც ფილმ „მუ­მიის­თვის“).

მაროკო ფილმებში

ATLAS CORPORATION STUDIOS უარზაზათში

MUSEE DU CINEMA ეს ად­გი­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სო­ფელ აით ბანჰადუსთან, რო­გორც კი­ნო­მოყ­ვა­რულ­თა მარ­შრუ­ტის ნა­წი­ლი. Ouarzazate Musee du Cinema მუ­ზეუ­მია, სა­დაც და­ცუ­ლია ძვე­ლი ფილ­მე­ ბის სცე­ნე­ბი, პოს­ტე­რე­ბი, კა­მე­რე­ბი და სხვა გა­და­სა­ღე­ბი ხელ­ საწ­ყოე­ბი. Avenue Mohammed V, Ouarzazate 45000

BOURNE ULTIMATUM – ტანჟერშია გადაღებული 2007 წლის ამ ცნობილი ფილმის ეპიზოდების ნაწილი. ONLY LOVERS LEFT ALIVE – ჯიმ ჯარმუშის 2013 წლის ფილმიც ტილდა სუინტონის მონაწილეობით ტანჟერს უკავშირდება. SEX AND THE CITY-2 – მარაქეშში გადაიღეს 2010 წლის ფილმის ყველა ის სცენა, რომელშიც ოთხი მეგობარი, თითქოსდა, აბუ-დაბიში ჩადის. სინამდვილეში კი ჩერდებიან მარაქეშის უძვირფასეს სასტუმროებში – Amanjena-სა და La Mamounia-ში, საყიდლებზე გადიან მარაქეშის მთავარ მოედანზე და უდაბნოს სცენების გადასაღებადაც კი დასავლეთ საჰარის პატარა დასახლებიდან, მერზუგადან, იღებენ გეზს. OTHELLO – ორსონ უელსის ეს კინოადაპტაცია ერთ-ერთი პირველი ფილმია, რომელიც მაროკოში, პატარა და ისტორიულ საპორტო ქალაქ ელ-სუვაირაშია გადაღებული. ქალაქში დღეს უელსის სახელობის მოედანიც აქვთ და მემორიალური დაფაც – ამ ამბის გასახსენებლად. AMERICAN SNIPER – კლინტ ისტვუდის ეს 2014 წლის ფილმი, რომელიც აღიარებულია, როგორც ყველაზე შემოსავლიანი ომის თემატიკაზე გადაღებული კინოსურათი, მაროკოს უკავშირდება. ერაყის სცენებში, სინამდვილეში, მაროკოს დედაქალაქი ჩანს. INCEPTION – კრისტოფერ ნოლანის ამ 2010 წლის ფილმში ბევრმა მაროკოელმა ამოიცნო საყვარელი ქალაქი და არცთუ ტყუილად: სცენა, რომელშიც ლეონარდო დიკაპ­რიოს გმირს ვითომ მომბასას ქუჩებში ფეხით მისდევენ, სინამდვილეში ტანჟერის მედინის ლაბირინთებს ასახავს – ხალხით სავსე, გარეთ გამოდგმული დახლებითა და სამალავებით. ALEXANDER – ოლივერ სტოუნის 2004 წლის ეს ფილმიც სამუდამოდ უკავშირდება მაროკოს – სცენა, რომელშიც ალექსანდრე მაკედონელი ბაბილონში შედის, მარაქეშია – ეს კარიბჭე გადაღებებისთვის სწორედ იქ ააგეს.

AIT BENHADDOU ამ ტა­ლა­ხი­თა და აგუ­რით ნა­გებ სო­ფელს აით ბანჰადუს ატ­ ლა­სის მთებ­ში, რო­მე­ლიც წი­ნათ სა­ჰა­რა-­მა­რა­ქეშს შო­რის გა­მა­ვალ სა­ქა­რავ­ნო მარ­შრუტ­ზე იყო, გვერდს არც თა­ნა­მედ­ რო­ვე მოგ­ზაუ­რე­ბი უვ­ლიან – 1987 წლი­დან ის იუ­ნეს­კოს კულ­ ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის ნუს­ხა­შია და იმ­დე­ნად სა­ხა­სია­თო იერ­-სა­ხე აქვს, დი­დი ბლოკ­ბას­ტე­რე­ბის გა­და­სა­ღებ მოედ­ნად ხში­რად აქ­ცე­ვენ. იქ გა­დაუ­ღიათ „ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნებ­ლის“, „გლა­დია­ტო­რის“, „მუ­მიი­სა“ თუ „ბა­ბი­ლო­ნის“ სცე­ნე­ბი. ფილმს „ლო­რენ­სი არა­ბე­თი­დან“, რო­მელ­შიც პი­ტერ ო’­ტუ­ლი თა­მა­შობს, ხში­რად იჩე­მებს იორ­და­ნიის უდაბ­ნოე­ბიც, თუმ­ცა, მა­რო­კოს სა­ჰა­რის აღ­წე­რებ­შიც წე­რია, რომ სწო­რედ ამ სო­ ფელ­ში გა­დაი­ღეს და ამის­თვის სო­ფელს ახა­ლი შე­სას­ვლე­ ლიც კი აუ­შე­ნეს.

113 VOYAGER 14/2019

THE JEWEL OF THE NILE – კეთლინ ტერნერისა და მაიკლ დუგლასის მონაწილეობით ეს 1985 წლის ფილმი საბჭოთა კინოგაქირავებაშიც პოპულარული იყო. მისი მეორე ნაწი­ლიც არსებობს. ფილმი მაროკოს რამდენიმე ისტორიულ ადგილ­თანაა დაკავშირებული. რამდენიმე სცენა მექნესსა და უარზაზათშია გადაღებული, თვითმფრინავის ეპიზოდი კი – როცა დუგლასისა და ტერნერის გმირები უდაბნოდან გარბიან, სოფელ აით ბანჰადუში.


გადასაღები მოედანი

საით უბერავს საჰარის ქარი დეს ი დ ა შ კ ოვა ვინმემ რომ მკით­ხოს, აბა, ფილ­მებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად რო­მე­ ლი გეოგ­რა­ფიუ­ლი ად­გი­ლიაო, რა თქმა უნ­და, პა­რი­ზი-­მეთ­ქი, დაუ­ფიქ­რებ­ლად ვუ­პა­სუ­ხებ­დი და მე­რე ნიუ­-იორ­კსაც მი­ვა­ყო­ლებ­დი. ახ­ლა რომ დავ­ფიქ­რდი, პა­სუ­ხი სხვაგ­ვა­რი მაქვს: ალ­ბათ, ჯერ პა­რი­ზი და მე­რე სა­ჰა­რა-­მეთ­ქი. დღე­საც სია­მოვ­ნე­ბით ვი­მოგ­ზაუ­რებ­დი სა­ჰა­რა­ში, აქ­ლე­მით, ან ფე­ხით და თუ ბე­დი გა­მი­ღი­მებ­და, იმ არა­ბუ­ლი ცხე­ნით, რომ­ლის გა­მოც­ხა­დე­ბაც უდაბ­ნო­ში ისე­თი­ვე ფან­ტას­ტი­კუ­რი სა­ნა­ხაო­ბაა, რო­გო­რი­ცაა მი­რა­ჟის ხილ­ვა. ბერ­ტო­ლუ­ჩის ფილ­მის „ცის სა­ფარ­ქვეშ“ ნახ­ვის შემ­დეგ, უდაბ­ნო ჩემ­თვის კი­დევ უფ­რო მის­ტი­კუ­რი გახ­და. მა­რო­კოე­ ლე­ბი­საც და­ვი­ჯე­რე, უდაბ­ნო უნ­და გიყ­ვარ­დეს, მაგ­რამ არ უნ­და გაე­თა­მა­შოო, რომ ამ­ბო­ბენ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს ერ­თმა­ნე­ თის ხელ­მეო­რედ აღ­მო­ჩე­ნა თუ დაგ­ჭირ­დე­ბათ, ტან­ჟერ­ში უნ­ და ჩახ­ვი­დეთ და იქი­დან მოგ­ზაუ­რო­ბას შეუდ­გეთ. მე­რე რაც მოხ­დე­ბა, თქვენ­ზე­ცაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ სი­ცოც­ხლეს რომ ხე­ლახ­ლა შეიყ­ვა­რებთ, ფაქ­ტია. არა­და, მა­რო­კო ეკ­რან­ზე თო­ჯი­ნე­ბით და სა­ჰა­რის ქვი­შა­ში ფეხ­ შიშ­ვე­ლა სია­რუ­ლით გა­ვი­ცა­ნი. ბავ­შვო­ბა­ში იმ დროის­თვის ერთ უც­ნაურ კი­ნო­თეატ­რთან ისე ახ­ლოს ვცხოვ­რობ­დი, რომ, ხში­რად, ეზოს ბავ­შვე­ბი ფილ­მე­ბის სა­ნა­ხა­ვად უფ­რო­სე­ბის გა­ რე­შეც დავ­დიო­დით. სხვა­დას­ხვა სეან­სზე სხვა­დას­ხვა კი­ნო­სუ­ რათს აჩ­ვე­ნებ­დნენ, თან – ორს. არ­და­დე­გებ­ზე დღე­ში რამ­დე­ ნი­მე­საც კი ვნა­ხუ­ლობ­დი. იქ ბი­ლე­თებ­ზე გრძე­ლი რი­გი იდ­გა და მხო­ლოდ ძველ ან ძა­ლიან ძველ ფილ­მებს აჩ­ვე­ნებ­დნენ: ამე­რი­კულს, ფრან­გულს, გერ­მა­ნულს, ბრი­ტა­ნულს... დღე­ში სა­მი თუ ოთ­ხი სეან­სი იყო და სა­ღა­მოს სეან­სებ­ზე უფ­ ო საუფ­რო­სე ფილ­მე­ბი გა­დიო­და ხოლ­მე – მა­შინ­დელ რ ფილ­მებ­ში დი­დი ერო­ტი­კა შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის კოც­ნა იყო და ამ ფილ­მებ­ზე ბავ­შვებს არ უშ­ვებ­დნენ. თუმ­ცა, მაინც, სიყ­ვა­რულ­ზე ფილ­მე­ბი იქ მი­ნა­ხავს, თუ მი­ნა­ხავს. ერ­თ-ერ­თი მა­ რო­კო­ში ხდე­ბო­და. სა­ჰა­რის ქვი­შა­ზე მივ­ყვე­ბო­დი ფეხ­შიშ­ველ მარ­ლენ დიტ­რიხს, რო­მე­ლიც გა­რი კუ­პერს მის­დევ­და იმი­ტომ, რომ უყ­ვარ­და და იმი­ტომ, რომ მზად იყო, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაე­ტა­რე­ბი­ნა მას­თან. ჩე­მი ოც­ნე­ბაც სა­ჰა­რის იქით არ მი­დიო­და, ამ თო­ჯი­ნე­ბით ხელ­ ში მეც ფეხ­შიშ­ვე­ლი მივ­სდევ­დი დიტ­რი­ხის გმირს, ემის, რომ მეთ­ქვა, თო­ჯი­ნე­ბი დაგ­რჩა-­მეთ­ქი და თან ვნატ­რობ­დი, რომ სა­ჰა­რის ქარს დაე­ბე­რა, სია­რულ­ში ხე­ლი შემ­შლო­და და ვერ დავ­წეო­დი, თო­ჯი­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა რომ არ მოეთ­ხო­ვა ჩემ­ თვის. ახ­ლაც გა­მახ­სენ­დე­ბა ხოლ­მე, თუ რა ბე­დი ეწიათ მა­რა­ ქე­შის ერთ პა­ტა­რა ოთახ­ში უპატ­რო­ნოდ დაყ­რილ ჩი­ნელ­სა და აფ­რი­კელ თო­ჯი­ნებს და ფილ­მი­დან მეს­მის: მა­რო­კო­ში პირ­ვე­ ლად ხართ? მა­შინ ბევ­რი სია­მოვ­ნე­ბა გე­ლით! 114 VOYAGER 14/2019


1930 წელი. ჯოზეფ ფონ შტონბერგის ფილმი „მაროკო“. ემისა და ბრაუნის, კაბარეს მომღერლისა და ფრანგი ლეგიონერის სიყვარულზე.

თუ ფილ­მე­ბი­დან სცე­ნებს შეუძ­ლიათ მეხ­სიე­რე­ბა­ში სა­მუ­და­მოდ ჩარ­ჩე­ნა და ნამ­დვი­ლი­ვით გა­ცოც­ხლე­ბა – რო­ცა ფიქ­რობ, რომ ეს ასე იყო, ან ეს ასე უნ­და იყოს, მა­შინ ჩემ­თვის ასე­თია კად­რი, რო­ცა კა­საბ­ლან­კის ბარ­ში ფა­ შის­ტი ოფიც­რე­ბის გერ­მა­ნულ მარშს „მარ­სე­ლიე­ზით“ ახ­შო­ბენ. მსოფ­ლიო კი­ნოს ის­ტო­რია­ში სუ­რა­თი „კა­საბ­ლან­კა“ ცნო­ბი­ლი ფილ­მე­ბის პირ­ველ ათეულ­ში შე­დის. ის მოგ­ვით­ხრობს პა­რიზ­ში და­ბა­დე­ბულ სიყ­ვა­რულ­ზე, რო­მელ­საც კა­საბ­ლან­კა­ში ასე­ვე დი­დი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­და­წო­ნის: ინ­გრიდ ბერ­გმა­ნი­სა და ჰამ­ფრი ბო­გარ­ტის წყვილს პი­რად­სა და სა­ზო­გა­დოებ­რივს შო­რის არ­ჩე­ვა­ნი უწევთ – კა­საბ­ლან­კა­ში ისი­ნი ბე­ დის­წე­რას ხვდე­ბიან. სიმ­ღე­რა As time goes by კი­ნო­მუ­სი­კის ის კლა­სი­კუ­რი ნი­მუ­შია, რო­მე­ლიც სრუ­ლად წარ­მო­გად­გე­ნი­ნებს მა­რო­კო­ში დას­რუ­ლე­ ბულ სა­სიყ­ვა­რუ­ლო დრა­მას და მოს­მე­ნა არას­დროს მოგ­ბეზ­რდე­ბა. 1942 წელი, რეჟისორი მაიკლ კურტიზი, „კასაბლანკა“.

დავიჯერე, რომ სიყვარულს თუ ეძებ, იპოვი და ოცი წლის შემდეგაც კი დაიბრუნებ, ოღონდ – მაროკოში. დეპარდიეს გმირი ფრანგი ინჟინერი ანტუანი თავისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარულის სესილის მოსაძებნად მაროკოში, ტანჟერში ჩადის. საყვარლები, ოჯახი, დები, სოციალური ყოფა, თანაგრძნობა, ბისექსუალური სექსი, რომანტიკა... რამდენი თემაა ამ ფილმში – გაოცებული ვარ, საათნახევარში როგორ ჩაეტია. ისიც გავიგე, რომ მაროკოში მარტო ფრანგულით სრულფასოვანი მოქალაქე ვერ იქნები და თუ არ იცი არაბული, ხელფასიც ნაკლები გექნება, მნიშვნელობა არ აქვს, ჟურნალისტი ხარ თუ – ქირურგი. ანტუანი მშენებლობის უფროსია და მუშებს არც ისე კარგად ექცევა, მაგრამ როცა მას გაუჭირდება და მიწის ზვავი თან ჩაიტანს, მუშები შიშველი ხელებით გამოთხრიან და გადაარჩენენ. მაროკოში სიყვარულის დასაბრუნებლად ჩასულ ანტუანს სწორედ რომ ბედი უღიმის და საჰარის ქარი მის სასიკეთოდ უბერავს. მაროკომ დააჯერა, რომ ოცნება შეიძლება ახდეს და საჰარის ჯადოქრობა გამართლდეს. ფილმში აფროპოპის ვარსკვლავი ანჟელიკ კიჯოც ასე მღერის: „რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო მიყვარხარ“. ანდრე ტეშინე, „დროის უკან დაბრუნება“.

მაროკოში ბევრი დღესასწაული აქვთ და პოლიტიკასთან კავშირში არცერთი არაა. ზეიმობენ ცვილის სანთლების, თაფლის, ვარდისა თუ ფინიკის დღეებს. ნუშის აყვავების დღეც ჰქონიათ. ერთი კარგი ფილმია, რომელიც წარმოშობით აყვავებული ნუშის მხარიდან მაროკოში გათხოვილი ქალისა და მისი ქმრის დიდ სიყვარულზეა. ცოლი გადაწყვეტს, რომ ქალების შრომა შეამსუბუქოს, კაცებს ჭკუა ასწავლოს – ყოველდღიური უსაქმურობისა და ქალზე ბატონობის ნეტარება დაურღვიოს. ქმარიც ქალის სიყვარულით ადგილობრივი ქმრის სტერეოტიპს ამსხვრევს, არ ეპუება წესებს, არ მოჰყავს მეორე ცოლი, რომელიც შვილს გაგიჩენსო, უკიჟინებენ. ცოლს წარსულ სიყვარულსაც „აპატიებს“. უფრო მეტიც, კითხვას ასწავლის და ლეილა თავისით ამოიკითხავს ყურანში, მერე კი სხვა ქალებსაც გააგებინებს, რომ ალაჰმა ქალი და კაცი თანაბარუფლებიანებად გააჩინა. რუმინელი ფრანგი რეჟისორის, რადუ მიჰაელანუს ფილმიც – „ქალების წყარო“ – თავისუფლებისთვის ქალების ცეკვა-სიმღერით გამოცხადებულ სექსუალურ გაფიცვაზე მოგვითხრობს, რომელიც შედეგიანად დასრულდა.

...დაუსრულებლად შეიძლება იმ ფილმების ჩამოთვლა, რომლებიც მაროკოში გადაუღიათ. რადგან ასეა – ეს ქვეყანა მსოფლიო კინოსთან ერთად ცხოვრობს და ეს მაროკოს ნახვის სურვილს კიდევ უფრო ამძაფრებს. 115 VOYAGER 14/2019

მა­რო­კო­ში პირ­ვე­ლად ხართ? მა­შინ ბევ­რი სია­მოვ­ნე­ბა გე­ლით!


მუსიკა

კა ხ ა თოლ ორდ ა ვა ნებისმიერი დიასპორის მუსიკა უმეტესწილად ადგილსა და იდენტობასთანაა ასოცირებული. როგორც წესი, მუსიკის მოქნილი ბუნების გამო, ერთი ტერიტორიიდან მეორეში მოხვედრისას, ის ტრანსფორმირდება, ისევე როგორც მისი შემქმნელი და მატარებელი ხალხები. უცხო ტერიტორიებს „მორგების“ პროცესი ყველასთვის მტკივნეულია; იძულებით გადაადგილებულ ადამიანების ჯგუფებს თავიდან უწევთ საკუთარი იდენტობის შექმნა და ხშირად, ყველაფერ დანარჩენთან ერთად, სწორედ მუსიკა იღებს თავის თავზე იმ შემაკავშირებელი რგოლის, ერთგვარი მედიუმის ფუნქციას, რომლის მეშვეობითაც ხდება დაუძლურებული საზოგადოებების გამოჯანმრთელება. აფრიკას და იქ მცხოვრებ ხალხებს ამის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ და მათ შორის – მაროკოსაც. ბერბერების ენაზე სიტყვა „გნავა“ შავ ადამიანებს ნიშნავს. ამ სიტყვის კიდევ ერთი, ადრეული მნიშვნელობა – „ყრუ“, პირდაპირ კავშირშია ტრანსსაჰარულ სავაჭრო გზასა და იმ ხალხებთან, ვინც მონობით ვაჭრობის ხანგრძლივ და გამთანგველ პროცესს ემსხვერპლა. ახალ ტერიტორიაზე მოხვედრილ ადამიანებს ადგილობრივი ენები და დიალექტები არ ესმოდათ, ამიტომაც მაროკოში, რომელიც მონებით ვაჭრობის ყველაზე დიდი ცენტრი იყო, ახლად ჩამოსულებს „ყრუე-

ბს“ ეძახდნენ. რამდენად ირონიულიც არ უნდა იყოს, სწორედ იმ „ყრუებმა“ შექმნეს ის მუსიკალური კულტურა მაროკოს ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად უკვე ლამის თავად ამ ქვეყნის აკუსტიკურ სავიზიტო ბარათად აღიქმება. დღეს სიტყვა „გნავა“ ერთდროულად ეთნიკურ ჯგუფს და მათ მუსიკალურ კულტურას აღნიშნავს. მაროკოში მცხოვრები გნავას ეთნიკური ჯგუფები მაროკოს ტერიტორიაზე მეთექვსმეტე საუკუნეში მოხვდნენ, ძირითადად დასავლეთ მალიდან, სუდანიდან, ნიგერიიდან, ნიგერიდან და გვინეიდან. ეს და სხვა ეთნიკური ჯგუფები ძირითადად სულთან მულაი ისმაილის ძლევამოსილი არმიის შესავსებად გადაჰყავდათ მაროკოში და მათ საკუთარი ტერიტორიების ანიმისტური და შამანური კულტურები ჩაიტანეს იქ. მონოთეისტურ ისლამთან შერწყმის შედეგად, გნავას ეთნიკური ჯგუფის პრიმიტიულმა კულტურამ, მათ შორის მუსიკამაც, მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და მიუხედავად იმისა, რომ ისლამთან მიმართებით ეს კულტურა ისტორიულად მარგინალურ ელემენტად რჩებოდა საუკუნეების განმავლობაში, გნავას ხალხებმა მაინც შეძლეს მძლავრი და თვითმყოფადი კულტურული სივრცის შექმნა და, ბევრი მნიშვნელოვანი მკვლევრის აზრით, სწორედ ასე მოახერხეს საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და განვრცობა.

116 VOYAGER 14/2019


გნავა, ამჯერად როგორც მუსიკალური მოვლენა, რიტუალურ-ცერემონიალური ფენომენია, რომლის სული და გული მუსიკის მეშვეობით ადამიანის ან ადამიანების ტრანსის მეშვეობით განკურნებაა. ტრანსი, როგორც სხვა სამყაროში ან მდგომარეობაში მოხვედრისათვის აუცილებელი კარი, საკმაოდ ბევრი პრიმიტიული კულტურისათვის დამახასიათებელი მოვლენაა. რა თქმა უნდა, ყველა ტრანსული მდგომარეობა არაა უშუალო კავშირში მუსიკასთან, მაგრამ აფრიკის ტერიტორიაზე არსებული პრაქტიკა, როგორც წესი, პირდაპირ კავშირშია მუსიკის და განსაკუთრებით კი გამეორებადი რიტმული სტრუქტურების მეშვეობით ადამიანების და სულების სამყაროს გაერთიანებასთან. ამ თვალსაზრისით გნავა ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მუსიკალური კულტურაა ჩვენს პლანეტაზე. ის, თუ რატომაა ასეთი სასურველი გარკვეული თემებისათვის ტრანსულ მდგომარეობაში მოხვედრა, დღემდე სადავო, არაკონსოლიდირებული საკითხია. ზოგი მკვლევრისათვის ეს ერთგვარი კულტურული თერაპია ან სექსუალური სუბლიმაციაა, ზოგისთვისაც კი, იდენტობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი კათარსისული პრაქტიკა, ან სულიერი ძიებებისათვის იდეალური საშუალება. ჟან რუში, ფრანგი დოკუმენტალისტი და ანთროპოლოგი, ვინც ხშირად ესწრებოდა ტრანსულ ცერემონიალებს, წერს: „როგორც ჩანს, ტრანსის ფენომენი (კონტროლირებული ან არაკონტროლირებული), ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია სხვადასხვა რელიგიისათვის და ალბათ არტისტული შემოქმედებისათვისაც“. ასეა თუ ისე, ადამიანის ტრანსში „შეგდების“ პრაქტიკას დიდი ხნის ისტორია აქვს და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ეს პრაქტიკა განსხვავებულია.

გნავას შემთხვევაში ერთგვარი მეტონიმური კავშირი სულით შეპყრობილობასა და მონობის პერიოდში მეპატრონით „შეპყრობილობას“ შორის დღესაც სახეზეა. მათ ენაზე სული, „მლუკ“, მფლობელს ნიშნავს. გნავას ხალხისთვის სულით შეპყრობილობა სომატურ კავშირშია მონობასთან ასოცირებულ მეხსიერებასთან და სწორედ ამ კავშირის გადააზრებისათვისაა საჭირო აკუსტიკურ-ტრანსული ცერემონიალი, რომელიც სულებთან „დაზავებაში“ ეხმარება ადამიანს. აქ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის, რომ ეს ცერემონიალი არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ეგზორციზმს, ანუ სულების განდევნას. ის მხოლოდ ტრანსის, მუსიკის, საკმევლების და ზოგჯერ შინაურ ცხოველთა მსხვერპლშეწირვის მეშვეობით სულებთან დიალოგში შესვლის მცდელობაა და სწორედ ეს დიალოგია ის, რაც ადამიანის „სულებთან დაზავების“ საშუალებას იძლევა. ისინი, ვინც ერთხელ მაინც დასწრებიან ამ ცერემონიალს, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს დაუვიწყარი სანახაობაა და ალბათ ამიტომაცაა, რომ მაროკოში ჩამსვლელთაგან ბევრისთვის ლამის აუცილებლად იქცა გნავას თუნდაც ყალბ, ტურისტულ ცერემონიალებზე დასწრება. „სულებთან დაზავების“ რიტუალს ბამბარას ენაზე „ლილა“ ეწოდება. როგორც წესი, ლილა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობს და მას „მაალემი“ უძღვება. მაალემი მუსიკოსი და მუსიკის მეშვეობით სულებთან დამაკავშირებელი მედიუმია. მისი და მისივე მუსიკოსების პატარა ჯგუფის დანიშნულებაა, შექმნან ისეთი მდგომარეობა (ამ მდგომარეობას „ჰალ“-ს უწოდებენ), რომელიც მოახერხებს ადამიანში ჩაბუდებული სულ(ებ)ის დაშოშმინებას. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი განსაკუთრებული ყურადღებით უსმენს სამი ძირითადი ინსტრუმენტის მიერ შესრულებულ მუსიკას, რომელიც პირდაპირი გზაა ტრანსში შესასვლელად.

„შენ უსმენ და გრძნობ, როგორ შემოდიან შენში მუსიკის მეშვეობით გაღვიძებული სულები“.

117 VOYAGER 14/2019


მუსიკა

ამ დროს, როგორც ერთმა მაალემმა აღნიშნა, „შენ უსმენ და გრძნობ, როგორ შემოდიან შენში მუსიკის მეშვეობით გაღვიძებული სულები“. მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებიც აუცილებელია ცერემონიალის დროს, – გიმბრი (ხშირად მას ჰაჯჰუჯს უწოდებენ), – ხის სამსიმიანი ბას-ლუტნია, ქრაქაბი – მეტალის მოზრდილი კასტანეტები, და განგა – დიდი ორმხრივი დოლი, ცერემონიალის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტებია. სწორედ ამ ინსტრუმენტების მიერ შექმნილი რიტმული მონახაზები აჩენს იმ მძლავრ აკუსტიკურ ველს, როდესაც შესაძლებელი ხდება ტრანსში „შებიჯება“. ამ ცერემონიალებს, თერაპევტულის გარდა, ზოგჯერ ინიციაციური ხასიათიც აქვს. ვინაიდან გნავას მუსიკა დასავლეთაფრიკული და ისლამური მუსიკალური კულტურების ნაზავია, ცერემონიალებზე, როგორც წესი, სეკულარული და საკრალური მუსიკა სრულდება. ლილას განგების, დოლების, ბგერები ხსნის. მათი მეშვეობით ხდება მონაწილეების ცერემონიალზე თავმოყრა, ადგილის განწმენდა და „კოსმიური კარიბჭის“ გახსნა. ამას მოჰყვება ცერემონიალის სეკულარული ნაწილი, რომლის დროსაც მაალემი და მისი მუსიკოსები მღერიან გნავას ხალხების ფოლკლორულ სიმღერებს და იხსენებენ წარსულს; მერე კი თავად „მულუკის“, სულებთან ტრანსის მეშვეობით დაკავშირების ნაწილის, ჯერი დგება. მულუკი წინასწარ შეთანხმებულ გეგმას მიჰყვება და თავიდან შვიდ მთავარ სულს მიმართავს. თითოეულ სულს თავისი ფერი, სუნი (საკმევლების მეშვეობით) და მუსიკალური სტილი შეესაბამება. მთელი ღამის განმავლობაში მუსიკოსები მიმართავენ ნათელ და ბნელ სულებს, წმინდანებს, წყლის, ჰაერის, სისხლის, მიწისა და ტყეების სულებს, მამრ და მდედრ სულებს და როგორც კი ყველა იმ მონაწილეს, ვინც მუსიკის მეშვეობით ტრანსში ვარდება, სული „ესტუმრება“, ამა თუ იმ სულის შესაბამისი ფერის თავშალს აფარებენ. ამგვარად, გნავას მკვლევრების აზრით, ამ ცერემონიალის მეშვეობით გნავას ხალხს წინა პლანზე გამოაქვთ მათივე გადარჩენის ფაქტი და მათი უნარი, შეეწინააღმდეგონ მონობის შედეგად გაჩენილ ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელმაც ბევრი სხვა ხალხები იმსხვერპლა. დებორა კაპჩანის, გნავას და მათი მუსიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპერტის აზრით: „გნავას ხალხისთვის მთავარი კითხვა არაა, თუ „ვინ ვართ ჩვენ?“, მათთვის მთავარი კითხვაა: „ვინ გავხდით ჩვენ!“ ისლამური ფუნდამენტალიზმისთვის გნავა ისტორიულად ყოველთვის მიუღებელი იყო, ისევე როგორც, მაგალითად, თავად ისლამის გულში გაჩენილი სუფიზმი. დღეს ბევრი აკავშირებს გნავას და სუფიზმს ერთმანეთთან და ეს მცდარი აზრი ნამდვილად არაა. დღეს გნავას ხალხი, როგორც წესი, მუსლიმები არიან და ლილას ცერემონიალების დროს, ჩვეულებრივ, წინასწარმეტყველსაც მოიხსენიებენ და შესაბამისადვე ადიდებენ ღმერთს, მაგრამ თუ სუფისტური ცერემონიალები ღმერთთან ერთობისაკენ მიილტვის, გნავას ლილები სულებთან „სასაუბროდ“ და შეპყრობილთა განსაკურნავად იმართება, თუმცა, ამავე დროს, ისიც ადიდებს ღმერთს და წინასწარმეტყველ მუჰამედს. უფრო მეტიც, გნავას მუსიკალური საძმოს წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი წინასწარმეტყველი მუჰამედის ეთიოპიელი თანაშემწის, ყოფილი შავკანიანი მონის და პირველი მუეძინის, ბილალ იბნ რაბაჰის შთამომავლე-

„სულებთან დაზავების“ რიტუალს ბამბარას ენაზე „ლილა“ ეწოდება. როგორც წესი, ლილა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობს და მას „მაალემი“ უძღვება. მაალემი მუსიკოსი და მუსიკის მეშვეობით სულებთან დამაკავშირებელი მედიუმია. მისი და მისივე მუსიკოსების პატარა ჯგუფის დანიშნულებაა, შექმნან ისეთი მდგომარეობა (ამ მდგომარეობას „ჰალ“-ს უწოდებენ), რომელიც მოახერხებს ადამიანში ჩაბუდებული სულ(ებ)ის დაშოშმინებას.

118 VOYAGER 14/2019


ბი არიან. გნავამ ისეთივე მოქნილი მუსიკა შექმნა, როგორ მოქნილადაც თავად გადაირჩინეს თავი. გნავას ჰიპნოტური რიტმული სტრუქტურები და უბრალო, მაგრამ ეგზოტიკური მელოდიები იმდენად მომხიბვლელი და ადვილი აღსაქმელი გახდა დანარჩენი სამყაროსათვის, რომ დღეს იმ დასავლელი მუსიკოსების სია, ვინც ეს მუსიკა საკუთარ მუსიკას მოარგო, მართლაც რომ ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება: ბრაიან ჯონსი, რობერტ პლანტი და ჯიმი პეიჯი, დონ ჩერი, ფაროა სანდერსი, იოაკიმ კუნი, რენდი უესტონი, ბილ ლასუელი, ტაკერ მარტინი, ჯეიკობ კოლიერი, ადამ რუდოლფი და სხვები. თავის მხრივ, მაალემებიც მოქნილად მოერგნენ სხვადასხვა დასავლურ ჟანრს, დაწყებული ჯაზით თუ როკით და დასრულებული ჰიპ-ჰოპით, და დღეს უკვე არავის უკვირს, თუ რომელიმე საფესტივალო სცენაზე, მაგალითად, გნავას მუსიკის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე ელ-სუვაირაში, ერთად მდგომ რომელიმე მოროკოელ მაალემს და, ვთქვათ, კარლოს სანტანას მოკრავენ თვალს. სადღაც კი, ტურისტულ ხმაურსა და მუსიკალურ ინდუსტრიას მოცილებულ მაროკოს რომელიმე მიჩქმალულ სოფელში, ფულს არდახარბებული „გაუპაპსავებელი“ მაალემები დღესაც ცდილობენ მუსიკის მეშვეობით ადამიანების სულებთან დაზავებას. როგორც ამბობენ, მათი დაძებნა საკმაოდ ძნელია, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ ნამდვილ ლილაზე დასასწრებად არათუ მაროკოში, არამედ პლანეტის ყველაზე შორეულ წერტილშიც ღირს გამგზავრება. გნავას მუსიკის მოსმენის მსურველთათვის:

GNAWA LEILA • • • • •

Volume I. Gnawa Songs and Music from Morocco. Volume II. The Masters of Guimbri: The White Suite. Volume III. The Masters of Guimbri: The Blue Suites. Volume IV. The Masters of Guimbri: The Red and Green Suites. ALCD 147 (60:28). Volume V. The Masters of Guimbri: The Dark and Yellow Suites. ALCD 148 (67:35). Guimbri and Lead Vocals: Amida Boussou (vol. I); Ma’allem Sam (Mohammed Zourhbat) and Ma’allem Hmidah (Ahmed Boussou) (vol. II-V). Produced by Antonio Baldassarre and Michel Pagiras for Al Sur. Distribution: Media 7, 14 rue des Goulvents, 92000 Nanterre, France.

119 VOYAGER 14/2019


ლიტერატურა

არამაროკოელი მაროკოელი ლა შ ა ბუღა ძე

– ნი­გე­რია საი­დან­ღა იცით? – ჯი­ქურ ეკით­ხე­ბა ხელ­მძღვა­ნე­ლი, მგო­ნია, რომ სიტ­ყვა­ზე გა­მოი­ჭი­რა, მაგ­რამ რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს: – ნი­გე­რია­ში, საყ­ვა­რე­ლო, სა­მი კარ­გი მწე­რა­ლია – შიიონ­კა, ჩი­ნუა აჩე­ბე და გაბ­რიელ ო’­ჰა­რა. ალ­ბათ, გეც­ნოთ: ესაა ცნო­ბი­ლი ფრაგ­მენ­ტი გუ­რამ დო­ ჩა­ნაშ­ვი­ლის უკ­ვე კლა­სი­კუ­რად ქცეუ­ლი მოთ­ხრო­ბი­დან „კა­ცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლიერ უყ­ვარ­და“, ჰო­და შე­კით­ხვის დამ­სმე­ლი სკეპ­ტი­კო­სის მსგავ­სად, შე­საძ­ლოა, არა ერ­თი და ორი აღ­მოჩ­ნდეს უხერ­ხულ მდგო­მა­რეო­ბა­ში, რო­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში არა ნი­გე­რია­ზე, არა­მედ მა­რო­კო­ზე და მის საუ­კუ­ნო­ვან თუ თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ჩა­მო­ვარ­დე­ბა სიტ­ყვა. მე რომ გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის მოთ­ხრო­ბა­ში მეარ­სე­ ბა პერ­სო­ნა­ჟად და ჩემ­თვის მა­რო­კოს შე­სა­ხებ დაეს­ვათ შე­კით­ხვა, ლე­გენ­და­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რო­ფი­ლი­ვით გავ­ ცემ­დი პა­სუხს: – მა­რო­კო­ში, საყ­ვა­რე­ლო, ერ­თი სრუ­ლიად გა­მორ­ჩეუ­ლი რო­მა­ნის­ტია – მუ­ჰა­მედ ზაფ­ზა­ფი, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­­როდ, ცოც­ხა­ლი აღარ არის, მაგ­რამ მი­სი წიგ­ნე­ბი კი იყი­დე­ბა შე­სა­შუ­რი და სა­მარ­თლია­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლო­ბით.

შე­სა­ბა­მი­სად, სხვა ცნო­ბი­ლი აზ­რის არ იყოს, ლი­ტე­რა­ტუ­ რის სწო­რედ ამ მამ­ხი­ლებ­ლუ­რი პო­ზი­ციის გა­მო, პუბ­ლი­ კუ­მი „სარ­კე­ზე ბრა­ზობს“ და არა იმა­ზე, რა­საც „სარ­კე“ ირეკ­ლავს... ჩემ მიერ გა­მორ­ჩეუ­ლი ავ­ტო­რი სწო­რედ ასე­თი სარ­კეა თა­ვი­სი ქვეყ­ნი­სა თუ სა­ზო­გა­დოე­ბის­თვის, რომ­ლის ტექ­ სტე­ბი­დან იმ მა­რო­კოს ამოც­ნო­ბა და და­ნახ­ვაა შე­საძ­ლე­ ბე­ლი, ტუ­რის­ტუ­ლი სიჭ­რე­ლის მიღ­მა რომ იმა­ლე­ბა. ზაფ­ზა­ფის პირ­ვე­ლი­ვე რო­მა­ნი­დან „ალ­-მარ­’ა ვა-­ლვარ­და“ („ქა­ლი და ვარ­დი“ – რო­გორ მომ­წონს ამ სა­თა­ ურ­ში სიტ­ყვა ვარ­დი!) ჩანს ის დრა­მა, რო­მე­ლიც არა მა­ რო­კოს და­მოუ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბას, არა­მედ თა­ვი­ სუფ­ლე­ბის ეს­თე­ტი­კით თუ „კა­ნო­ნე­ბით“ იმედ­გაც­რუე­ბას მოჰ­ყვა. ეს იმედ­გაც­რუე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით საგ­რძნო­ბი იყო ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, ადა­მია­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც „და­კარ­გულ“ თაო­ბად მოიხ­სე­ნიებს თა­ვად ავ­ტო­რი, და ცხა­დია, დრო­თა და ეპო­ქა­თა შო­რის და­კარ­გუ­ლად მოიაზ­რებს სა­კუ­თარ თავ­საც.

რო­გორც ბევრ კარგ და დიდ რო­მა­ნისტს შეე­ფე­რე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ხსე­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­რის ტექ­სტე­ბის მეშ­ვეო­ ბით შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­გოთ, რა არის არა „ეგ­ზო­ტი­კუ­რი“, არა „შო­რეუ­ლი“, არა სტე­რეო­ტი­პულ­-აფ­რი­კულ­-ა­რა­ბუ­ ლი სა­მე­ფო, არა­მედ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფო – მა­რო­კო – მთე­ლი თა­ვი­სი ამ­ბი­ვა­ლენ­ტუ­რო­ბით... პო­ლი­ტი­ კა, სა­ზო­გა­დოე­ბა, კონ­ფლიქ­ტე­ბი ძველ­სა და ახალს შო­ რის, და ადა­მია­ნე­ბი, ცოც­ხა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლე­ბიც, მარ­თა­ლია, გეოგ­რა­ფიუ­ლად შორს არიან ჩვენ­გან, მაგ­რამ არ­სებ­რი­ვად, პრობ­ლე­მე­ბის მსგავ­სე­ბის კუთ­ხით – შე­მაძ­რწუ­ნებ­ლად ახ­ლოს...

ბევ­რის­თვის, მა­რო­კოს და­მოუ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა უკე­თე­სი ცხოვ­რე­ ბის დაწ­ყე­ბის სი­ნო­ნი­მი გახ­და, რეა­ლუ­რად კი ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლა აღ­მოჩ­ნდა და სხვა არა­ფე­რი. ბევ­რმაც თა­ ვი­სუფ­ლე­ბა საფ­რთხედ მიიჩ­ნია – საფ­რთხედ ფორ­მა­ლუ­ რი ტრა­დი­ციე­ბის­თვის; ბევ­რმა, უფ­რო სწო­რად, ცო­ტამ კი (ა­ნუ სწო­რედ იმ „ცო­ტამ“, ვი­საც ზაფ­ზა­ფი აღ­წერს) ერ­თგვა­რად „გააზ­რე­ბუ­ლი“ ასო­ცია­ლუ­რო­ბით, გა­რე­მო­ სად­მი გულ­გრი­ლო­ბით, თავ­დაც­ვი­თი ეგო­ცენ­ტრუ­ლო­ბით უგულ­ე­ბელ­ყო ყვე­ლა ის კა­ნო­ნი და წე­სი, რო­მე­ლიც არაა­დეკ­ვა­ტურ რუ­დი­მენ­ტად გად­მოჰ­ყვა აწ­მყოს წარ­სუ­ ლი­დან. ზაფ­ზა­ფის გმი­რე­ბი უც­ნაუ­რი იდეა­ლის­ტე­ბი არიან: „ა­რა­მა­რო­კოე­ლი“ მა­რო­კოე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ეჭ­ვია­ნად უფ­რთხილ­დე­ბიან თა­ვი­სუფ­ლე­ბის ექ­სკლუ­ზიურ „კუნ­ძუ­ ლებს“.

ორ­ჰან ფა­მუ­ქის აზ­რით, იმ რეა­ლო­ბა­ში, სა­დაც ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სი­მარ­თლე აქვს და ესა თუ ის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, ანუ „სი­ნამ­დვი­ლე“, უმე­ტე­სად აქ­ტუა­ლუ­ რი მე­დია-­პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნიუნ­ქტუ­რის მო­დე­ლე­ბის მი­ ხედ­ვით იქ­მნე­ბა, მხო­ლოდ­ღა ლი­ტე­რა­ტუ­რაა, რო­მე­ლიც არ ცრუობს, რო­მე­ლიც სწო­რედ „კო­ნიუნ­ქტუ­რის“ გა­რე­ შე წარ­მოა­ჩენს და აღ­წერს სი­ნამ­დვი­ლეს, გა­ნა­ხებს და მი­გი­თი­თებს, ზოგ­ჯერ კი ამ­ხელს კი­დეც იმ ილუ­ზიას, რომ­ ლი­თაც მი­ზეზ­თა გა­მო თავს იტ­ყუე­ბენ ადა­მია­ნე­ბი.

ზაფ­ზა­ფიც ასე­თია: არა­მა­რო­კოე­ლი მა­რო­კოე­ლი, გან­ ზე მდგო­მი, თით­ქოს­და ჩა­კე­ტი­ლი, ემო­ციუ­რად დის­ტან­ ცი­რე­ბუ­ლი პატ­რიო­ტი... თუმ­ცა ეს ქვე­ყა­ნა არა მხო­ლოდ მა­რო­კოე­ლი, არა­მედ დი­დი უც­ხო­ტო­მე­ლი მწერ­ლე­ბის­ თვი­საც ქცეუ­ლა ინ­სპი­რა­ციის წყა­როდ, რო­მელ­თა შო­ რის, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი, მარკ ტვე­ნი, ჯორჯ ორუე­ლი, ტე­ნე­სი უი­ლიამ­სი, ჯეკ კე­რუა­კი და სხვე­ბი არიან... ასე რომ, „მა­რო­კო­ში, საყ­ვა­რე­ლო, ბევ­რი კარ­გი წიგ­ნი შექ­მნი­ლა...“

120 VOYAGER 14/2019


მაროკოელი მწერალი ტაბუების წინააღმდეგ უ ნა ა ბა შ იძე „უმ­ცრო­სი ბი­ჭი მა­შინ­ვე მოკ­ვდა. მას თით­ქმის არ უწ­ვა­ ლია. ექი­მი არ­წმუ­ნებ­და, რომ ის საერ­თოდ ვე­რა­ფერს იგ­რძნობ­და. უსი­ცოც­ხლო სხეუ­ლი აბა­ზა­ნი­დან ამოიყ­ვა­ ნეს, რო­მელ­შიც რე­ზი­ნის სა­თა­მა­შოე­ბი ეყა­რა. ნაც­რის­ ფერ ტო­მა­რა­ში ჩააწ­ვი­ნეს და ელ­ვით შეკ­რეს. გო­გო­ნა პო­ლი­ციის მოს­ვლამ­დე ცოც­ხა­ლი იყო. ეტ­ყო­ბო­და, რომ მთე­ლი ძა­ლით იცავ­და თავს... საა­ვად­მყო­ფოს­კენ მი­მა­ ვალ სა­საწ­რა­ფოს მან­ქა­ნა­ში მას კრუნ­ჩხვე­ბი დაეწ­ყო. იწ­ვა ფარ­თოდ გა­ხე­ლი­ლი თვა­ლე­ბით და პი­რით ჰაე­რის და­ჭე­რას ცდი­ლობ­და. ყე­ლი­დან სის­ხლი სდიო­და. ფილ­ ტვი გახ­ვრე­ტი­ლი ჰქონ­და და თა­ვის საყ­ვა­რელ ლურჯ კა­რა­და­ზე შე­ჯა­ხე­ბე­ბის­გან, თა­ვი გა­სტეხ­ვო­და“.

ამ შემ­ზა­რა­ვი, უკი­დუ­რე­სი ნა­ტუ­რა­ლიზ­მით აღ­წე­რი­ლი სცე­ნით იწ­ყე­ბა წარ­მო­შო­ბით მა­რო­კოე­ლი და პა­რიზ­ში მცხოვ­რე­ბი მწერ­ ლის, ლეი­ლა სლი­მა­ნის ბეს­ტსე­ლე­რი რო­მა­ნი „ტკბი­ლი სიმ­ღე­რა“, ან­და „იავ­ნა­ნა“ (ინ­გლი­სურ გა­მო­ცე­მა­ში წიგნს „ი­დეა­ლუ­რი ძი­ძა“ ჰქვია), რო­მე­ლიც 2016 წელს საფ­რან­გეთ­ში გა­მო­ვი­და, პირ­ვე­ლი­ვე წელს 600,000 ეგ­ზემ­პლა­რი გაი­ყი­და, მე­რე უკ­ვე 43 ენა­ზე ითარ­გმნა, ავ­ტო­რი კი, 34 წლის ლეი­ლა სლი­მა­ნი, ფრან­გუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო­თი – გონ­კუ­რის პრე­მიით და­ჯილ­დოვ­და. ის გახ­ და მე­თორ­მე­ტე ქა­ლი, ვინც ამ პრე­მიის მფლო­ბე­ლია; პირ­ვე­ლი მა­რო­კოე­ლი ქა­ლი, ვინც ამ პრე­მიას ფლობს და ერ­თა­დერ­თი ადა­მია­ნი, რო­მე­ლიც ჯილ­დოს მი­ღე­ბის მო­მენ­ტში ოთ­ხი თვის ორ­სუ­ლი იყო.

121 VOYAGER 14/2019


ლიტერატურა

„იავ­ნა­ნას“ შემ­დეგ, სლი­მა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ფრან­გუ­ლი ლი­ ტე­რა­ტუ­რის სა­ხე გახ­და. „ლეი­ლა სლი­მა­ნი სუ­პერ­სტა­რი“ – ამ წარ­წე­რით გა­მო­ვი­და ჟურ­ნა­ლი Elle სლი­მა­ნის ფო­ტო­თი ყდა­ზე. ხო­ლო 2018 წელს ჟურ­ნალ­მა Vanity Fair-მა მსოფ­ ლიო­ში მეო­რე ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნიან ფრან­გად დაა­სა­ხე­ლა. საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუელ მაკ­რონ­მა მას კულ­ტუ­ რის მი­ნის­ტრო­ბა შეს­თა­ვა­ზა. „მე ჩე­მი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ძა­ლიან მიყ­ვარს“, – ასე უარ­ყო მწე­რალ­მა შე­თა­ვა­ზე­ბა. „დაიწ­ყო რო­მა­ნი ბავ­შვის სიკ­ვდი­ლით, ამას გამ­ბე­დაო­ბა სჭირ­დე­ბა“, – აღ­ნიშ­ნა ავ­ტორ­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის წამ­ყვანმა პა­რიზ­ში, წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზია „შექ­სპი­რი და კომ­პა­ ნია­ში“. ლეი­ლამ კი უპა­სუ­ხა: „ეს არ არის წიგ­ნი მკვლე­ლო­ბა­ზე... უბ­რა­ლოდ, მინ­დო­და, თვა­ლებ­ში ჩა­მე­ხე­და ში­ში­სათ­ვის, რაც შვი­ლე­ბის და­კარ­გვას, მათ სრუ­ლიად უც­ხო ადა­მიან­თან და­ტო­ვე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამ რო­მა­ნის წე­რა ჩემ­თვის დი­დი შვე­ბაც იყო, რად­გან ყვე­ლა ჩე­მი ში­ში მკით­ხველს გა­და­ვუ­ნა­ წი­ლე“. ავ­ტორს არ სურ­და კლა­სი­კუ­რი ფსი­ქო­ლო­გიუ­რი ტრი­ლე­რის და­წე­რა და არც გა­მოს­ვლია ასე­თი. მის წიგ­ნში ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ფა­სეუ­ლი რამ სო­ციოკულ­ტუ­რუ­ლი კონ­ტექ­სტია. ერ­ თ-ერ­თი მთა­ვა­რი თე­მა, რაც წიგნს გას­დევს ფო­ნად, არის: ლი­ბე­რა­ლურ, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ სა­ზო­გა­დოე­ბა­ შიც კი აწევს თუ არა დე­დას ტვირ­თად არ­ჩე­ვა­ნი – მუ­შაო­ბა­სა და შვი­ლე­ბის აღ­ზრდას შო­რის? ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტიის ქვეყ­ნებ­ში რამ­დე­ნა­დაა აქ­ტუა­ლუ­რი ოჯა­ხუ­რი უთა­ნას­წო­რო­ ბის თე­მა – ვის ერ­გე­ბა კა­რიე­რის გა­კე­თე­ბა და უნა­რე­ბის გა­ მოვ­ლე­ნა; ვი­სი ინ­ტე­ლექ­ტუა­ლუ­რი ზრდაა წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი, ვინ შოუ­ლობს ფულს, ვინ იღებს სია­მოვ­ნე­ბას ბავ­შვებ­თან ურ­ თიერ­თო­ბით, ვინ ას­რუ­ლებს ისეთ მე­ქა­ნი­კურ საქ­მეებს, რო­ გო­რი­ცაა სა­ყიდ­ლებ­ზე სია­რუ­ლი, და­ლა­გე­ბა და რეც­ხვა? ლეი­ლა სლი­მა­ნის წიგ­ნში სა­შუა­ლო კლა­სის პა­რი­ზე­ლი ოჯა­ხის ის­ტო­რიაა მოთ­ხრო­ბი­ლი. ცოლ­-ქმრის აღ­წე­რა­ში მკით­ ხვე­ლი მა­ლე­ვე შეიც­ნობს სტან­დარ­ტულ ჰიპ­სტერ წყვილს. პა­რი­ზის მე-10 უბან­ში, ერთ პა­ტა­რა ბი­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ მუ­სი­ კა­ლუ­რი პრო­დიუ­სე­რი პოლ მას­სე (Paul Massé), მი­სი მეუღ­ლე მი­რიამ ჩარ­ფა (Myriam Charfa) და მა­თი ორი მცი­რეწ­ლო­ვა­ნი შვი­ლი: მი­ლა და ადამი. ოჯახს ერ­თი არაო­ფი­ცია­ ლუ­რი წევ­რიც ჰყავს – ძი­ძა ლუი­ზა. რო­მა­ნის პრო­ტა­გო­ნის­ტი მი­რია­მიც, სლი­მა­ნი­ვით, მა­რო­კოე­ ლია. ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნის შემ­დეგ, სის­ხლის სა­მარ­თლის ყო­ ფი­ლი ად­ვო­კა­ტი მთელ დროს ბავ­შვებ­თან ატა­რებ­და, და­საწ­ ყის­ში, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლიც კი იყო დე­დო­ბით, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს გა­ფერ­მკრთალ­და. მი­რიამ­მა იგ­რძნო, რომ „უბ­რა­ლო, ჩუ­მი, ცი­ხის­მაგ­ვა­რი ბედ­ ნიე­რე­ბა“ აღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და და ბავ­შვე­ბის­თვის მომ­ვლე­ლის ძებ­ნა დაიწ­ყო სამ­სა­ხურ­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად. პო­ლი­სა და მი­რია­მის არ­ჩე­ვა­ნი ლურჯ კა­ბა­ში გა­მოწ­ყო­ბილ, კოპ­წია ფრანგ ქალ­ზე, ლუიზ­ზე შე­ჩერ­და. და ესეც გან­ზრახ მოხ­და – მა­რო­კოე­ლი ქა­ლი დამ­ქი­რა­ვებ­ლის როლ­ში აღ­მოჩ­ნდა, მას­ზე სო­ცია­ლუ­რი სტა­ტუ­სით დაბ­ლა მდგო­მი ფრან­გი ქა­ლი კი – ძი­ძის როლ­ში – რომ­ლის ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მარეო­ბა, მი­რიამთან ჯერ ფა­რუ­ლი და შემ­დეგ უკ­ვე შე­სამ­ჩნე­ვი და­პი­რის­პი­რე­ბა ისე მწვავ­დე­ბა, რომ ბავ­შვებს ხო­ცავს.

ფე­მი­ნის­ტუ­რი კით­ხვე­ბი წიგ­ნში ძი­ძის და­ქი­რა­ვე­ბის იდეის გა­ ჩე­ნის­თა­ნა­ვე, ქმრის რეპ­ლი­კე­ბის გავ­ლი­თაც ჩნდე­ბა. პოლს სჯე­რა, რომ მი­სი ცო­ლის ხელ­ფა­სი მხო­ლოდ ძი­ძის ხელ­ფასს და­ფა­რავს და მე­ტი არა­ფე­რი. პო­ლი ირო­ნიუ­ლად ამ­ბობს: „ის მუ­შაობს იმი­ტომ, რომ ჩვენც ვი­მუ­შაოთ“. ლუი­ზის სო­ცია­ლუ­რი ფო­ნიც მკა­ფიოდ იკ­ვე­თე­ბა: მას არც მე­გობ­რე­ბი, არც მა­ღა­ლი პრო­ფე­სიუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია და არც გა­მოკ­ვე­თი­ლი ინ­ტე­რე­ სე­ბი არ აქვს, ცხოვ­რობს ღა­რი­ბულ უბან­ში, საი­დან გას­ვლაც მხო­ლოდ სამ­სა­ხურ­ში წა­სას­ვლე­ლად შეუძ­ლია. ამ ფონ­ზე კი სა­ბო­ლოოდ იკ­ვრე­ბა მწერ­ლის ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­რი სათ­ქმე­ ლი: სის­ტე­მა ისეა მოწ­ყო­ბი­ლი, რომ ერ­თი ქა­ლის პრო­ფე­სიუ­ ლი წარ­მა­ტე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მეო­რე ქა­ლის ხარ­ჯზე ხდე­ბა. სლი­მა­ნი ერთ ინ­ტერ­ვიუ­ში ამ­ბობს: „დღეს მა­სობ­რი­ვად მუ­ შაო­ბენ ქა­ლე­ბი და ეს კარ­გია, მაგ­რამ იმის­თვის, რომ ქალ­ მა კა­რიე­რას მი­ხე­დოს, მეო­რე ქა­ლი სჭირ­დე­ბა შვი­ლე­ბის მი­სა­ხე­დად და შე­დე­გად ვი­ღებთ ქალს, რომ­ლის უკა­ნაც ქა­ლი დგას, რომ­ლის უკა­ნაც კი­დევ სხვა ქა­ლი დგას და სულ ბო­ლოს რჩე­ბა ერ­თი პა­ტა­რა ქა­ლი, რო­მელ­საც ვე­ღა­რა­ვინ ხე­დავს – ის უხი­ლა­ვია, რად­გან ყვე­ლა სხვა ქალ­ში ით­ქვი­ფე­ბა. აი, ამ ქალ­ზე მინ­დო­და და­მე­წე­რა – უხი­ლავ ქალ­ზე“. რო­გორც ჩანს, სლი­მა­ნი გვეუბ­ნე­ბა, რომ სო­ცია­ლუ­რი უსა­მარ­თლო­ბის სა­კით­ხე­ბი ერ­თი შე­ხედ­ვით ეგა­ლი­ტა­რუ­ლი პრინ­ცი­პით მცხოვ­რებ, გა­ნათ­ლე­ბულ ოჯა­ხებ­სა და სა­ზო­გა­ დოე­ბებ­შიც დღემ­დე მწვა­ვედ დგას. პა­რი­ზიც ისეა გახ­ლე­ჩი­ ლი ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბით, კლა­სობ­რი­ვი და გენ­დე­რუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბით, საო­ჯა­ხო გა­რე­მო­ში სხვა­ზე კონ­ტრო­ლი­ სა და ძა­ლაუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლით, რო­გორც რე­ლი­გიით წა­ლე­კი­ლი პატ­რიარ­ქა­ლუ­რი რა­ბა­ტი. ლეი­ლა სლი­მა­ნის ამ მწა­რე გა­ნა­ჩე­ნით, ფრან­გულ­მა სა­ზო­ გა­დოე­ბამ ახა­ლი ხედ­ვა, სი­მარ­თლის მკაც­რი მხატ­ვრუ­ლი ხერ­ხე­ბით მთქმე­ლი გა­ბე­დუ­ლი მწე­რა­ლი აღ­მოა­ჩი­ნა. ამ გა­ ბე­დულ­მა მწე­რალ­მა კი თა­ვი­სი სა­ხე­ლი, მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­ რეგ­ნო­ბა და სო­ცია­ლუ­რი სტა­ტუ­სი მის­თვის შეიძ­ლე­ბა კი­დევ უფ­რო აქ­ტუა­ლუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბის და­სავ­ლურ სა­ზო­გა­დოე­ბა­ში პო­პუ­ლა­რი­ზა­ციის­თვის გა­მოი­ყე­ნა. სლი­მა­ნი თით­ქმის ყო­ველ­თვის წერს თე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დოე­ბა­ში ტა­ბუი­რე­ბუ­ლია, მის ტექ­სტებ­ში კი გა­მომ­წვე­ ვი პირ­და­პი­რო­ბით იხ­სნე­ბა. მი­სი ფრან­გუ­ლე­ნო­ვა­ნი რო­მა­ნი, რო­მე­ლიც 2014 წელს და­წე­რა, Dans le Jardin de l’Ogre („კა­ცი­ ჭა­მიას ბა­ღი“), ქა­ლე­ბის სექ­სზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იკ­ვლევ­და, 2017 წელს და­წე­რი­ლი არამ­ხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მოე­ბი „სექ­სი და ტყუი­ლე­ბი“ კი – არა­ბი ქა­ლე­ბის სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბას იძიებ­ და ქა­ლებ­თან ჩა­წე­რი­ლი ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუე­ბის ფორ­მით. სა­ნამ რო­მა­ნებს და­წერ­და, სლი­მა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტად მუ­შაობ­ და და არა­ბულ რე­ვო­ლუ­ციას აშუ­ქებ­და. თა­ვა­დაც ორი შვი­ლის დე­და მა­რო­კო­ში დაი­ბა­და და აღი­ზარ­და. სხვა­თა შო­რის, მის აღ­ზრდა­შიც აქ­ტიუ­რად მო­ნა­წი­ლეობ­და ძი­ძა, რად­გან მშობ­ ლე­ბი სე­კუ­ლა­რულ, ბურ­ჟუა­ზიულ ფე­ნას ეკუთ­ვნოდ­ნენ და მსგავ­სი სე­კუ­ლა­რუ­ლი ფა­სეუ­ლო­ბე­ბით გაზ­რდი­ლი სლი­მა­ნიც თით­ქმის ბავ­შვო­ბი­დან­ვე ვერ იტან­და ფაქტს, რომ ბევრ მუს­ ლიმ ქალს ის­ლა­მუ­რი ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მის წნეხს ქვეშ უწევს ცხოვ­რე­ბა. მა­რო­კო­ზეც, სა­დაც ჰო­მო­სექ­სუა­ლო­ბი­სა და ქორ­ წი­ნე­ბის გა­რე­შე სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბას კა­ნო­ნი სჯის, სლი­მა­ ნი მწვა­ვედ კრი­ტი­კუ­ლი აზ­რი­საა: „მა­რო­კო თვალ­თმაქ­ცო­ბის სა­წამ­ლა­ვით იშ­ხა­მავს თავს, ტყუი­ლი კულ­ტუ­რაა, რო­მე­ლიც ინ­სტი­ტუ­ციუ­რა­დაა ზურ­გგა­მაგ­რე­ბუ­ლი“.

122 VOYAGER 14/2019


„ეს არ არის წიგნი მკვლელობაზე... უბრალოდ, მინდოდა, თვალებში ჩამეხედა შიშისათვის, რაც შვილების დაკარგვას, მათ სრულიად უცხო ადამიანთან დატოვებას უკავშირდება. ამ რომანის წერა ჩემთვის დიდი შვებაც იყო, რადგან ყველა ჩემი შიში მკითხველს გადავუნაწილე“.

„სექ­სი და ტყუი­ლე­ბი“ ქა­ლებ­თან ინ­ტერ­ვიუებ­ზეა აგე­ბუ­ლი. მი­სი რეს­პონ­დენ­ტე­ბი არიან სექ­სმუ­შა­კე­ბი, ქმარს გაყ­რი­ლი ქა­ლე­ბი, ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სიო­ნა­ლე­ბი, დე­დე­ბი, ცო­ლე­ბი, ლეს­ბო­სე­ლე­ბი, ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბი და ში­ნა­მო­სამ­სა­ხუ­რეე­ ბი. ერთ თავ­ში სლი­მა­ნი პენ­სია­ზე გა­სულ მა­მა­კაც პო­ლი­ციის ოფი­ცერ­საც ესაუბ­რე­ბა. ქა­ლე­ბი სლი­მან­თან საუბ­რო­ბენ თე­მა­ზე, რო­მე­ლიც არა­ბულ სამ­ყა­რო­ში მკაც­რად ტა­ბუი­რე­ბუ­ლია – საუბ­რო­ბენ სექ­სზე და საუბ­რო­ბენ დი­დი მონ­დო­მე­ბით, ვნე­ბით. „რო­ცა ახალ­ გაზ­რდას წაარ­თმევ სექ­სუა­ლო­ბას, ავ­ტო­მა­ტუ­რად რი­ყავ მას. უფ­ლე­ბა სექ­სუა­ლო­ბა­ზე ადა­მია­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბაა.

მა­რო­კო­ში კი ყვე­ლა­ნაი­რი სექ­სი ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე, პა­ტიმ­ რო­ბით ის­ჯე­ბა. ჰო­მო­სექ­სუა­ლო­ბა და აბორ­ტიც უკა­ნო­ნოა. ბავშვს, რომ­ლის დე­დაც და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არაა, გვა­რი არ აქვს და იუ­რი­დიუ­ლად არ არ­სე­ბობს“, – ამ­ბობს სლი­მა­ნი ერთ ინ­ტერ­ვიუ­ში. სლი­მა­ნი წიგ­ნში ხან პირ­ველ პირ­ში ჰყვე­ბა ქა­ლე­ბის ამ­ ბებს, ხან მათ ალა­პა­რა­კებს. ის­ტო­რიე­ბი სავ­სეა შემ­ზა­რა­ვი დე­ტა­ლე­ბით, ისე­თით, რო­გო­რიც 16 წლის მა­რო­კოე­ლი გო­გოს, ამი­ნა ფი­ლა­ლის ამ­ბა­ვია – ამი­ნამ ვირ­თხის წა­მა­ლი და­ლია, რად­გან ძა­ლით აქორ­წი­ნებ­დნენ კაც­ზე, რო­მელ­მაც გააუ­პა­ტიუ­რა.

123 VOYAGER 14/2019


ლიტერატურა

„შერ­ცხვე­ნი­სა და თვალ­თმაქ­ცო­ბის კულ­ტუ­რა უამ­რავ მსხვერპლს შობს: ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც უკა­ნო­ნოდ იკე­თე­ბენ აბორტს და დღე­ში ასე­თი 600 შემ­თხვე­ვა ხდე­ბა; მარ­ტო­ხე­ლა დე­დებს, რომ­ლებ­საც სახ­ლე­ბი­დან აგ­დე­ბენ. რო­გორც მწე­რალს, ერ­თა­ დერ­თი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­მეძ­ლო – და ეს ია­რა­ღი სიტ­ყვე­ ბია – რომ რო­გორ­მე და­მერ­ღვია სი­ჩუ­მე“, – ამ­ბობს სლი­მა­ნი და დას­ძენს, რომ ქა­ლე­ბი მეო­რე დო­ნის მო­ქა­ლა­ქეე­ბი არიან მა­რო­კო­ში, მათ ორი არ­ჩე­ვა­ნი აქვთ: ან იყ­ვნენ ქალ­წუ­ლე­ბი, ან­და გათ­ხო­ვი­ლე­ბი. მათ კვლა­ვაც სჭირ­დე­ბათ „დეფ­ლო­­რა­ციის სერ­ტი­ფი­კა­ტის“ ჩვე­ნე­ბა ქმრის ოჯა­ხის­თვის, თუ ოჯა­ხის შექ­მნა საერ­თოდ უნ­დათ. სექსს და სექ­სუა­ლურ ორიენ­ტა­ციას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­ დექ­სი არე­გუ­ლი­რებს. თუმ­ცა, ამ კა­ნო­ნებს ინ­დი­ვი­დუა­ლურ შემ­თხვე­ვებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სუ­ბიექ­ტუ­რად არ­გე­ბენ. მას ძი­ რი­თა­დად საქ­მეე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად იყე­ნე­ბენ – ან პო­ლი­ცია იყე­ნებს ქრთა­მის ასა­ღე­ბად, ან­და, ვთქვათ, შუ­რის­მა­ძიე­ბე­ლი მეუღ­ლე, თუ სურს, ვთქვათ, მო­ღა­ლა­ტე ცო­ლი პო­ლი­ციას­თან „ჩაუშ­ვას“. ყვე­ლა­ნაი­რი სექ­სუა­ლუ­რი ურ­თიერ­თო­ბა შან­ტა­ჟის თე­მა ხდე­ბა. თუ ქალს გააუ­პა­ტიუ­რე­ბენ, ის სა­ჩი­ვარს ვერ და­ წერს, რად­გან და­ნა­შაუ­ლი პირ­ველ რიგ­ში თა­ვად ჩაი­დი­ნა – სექ­სი ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე ჰქონ­და. სლი­მა­ნი ამ­ბობს, რომ ამ სის­ტე­მის მსხვერ­პლი კა­ცე­ბიც არიან. მა­თი ან­ტი­ფე­მი­ნის­ტუ­რი მენ­ტა­ლო­ბა ძა­ლიან მდგრა­დია, რად­გან ესაა ერ­თა­დერ­თი რამ, რაც დარ­ჩათ სა­ზო­გა­დოე­ ბა­ში, სა­დაც და­სავ­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის მო­დე­ლი მძლავ­რად იკი­დებს ფეხს. „ა­მი­ტო­მაც ვუ­ძებ­ნი მსგავს მოვ­ლე­ნებს ის­ ტო­რიულ კონ­ტექ­სტში ახ­სნას. კო­ლო­ნი­ზა­ცია, შემ­დეგ და­ სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რის ჰე­გე­მო­ნია, წარ­მო­შობს მი­კუთ­ვნე­ბუ­ ლო­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბის ფე­ნო­მენს. უც­ხო ფა­სეუ­ლო­ბე­ ბის ში­შით ამი­ტო­მაც ვებ­ღაუ­ჭე­ბით ტრა­დი­ციულ მო­დელს...

დღეს მაროკოში ყველა ძველი პოლიტიკურ-კულტურული გავლენა კვლავაც ახალივით ნედლი და ხელშესახებია. პოლიტიკური პატიმრები, ქალთა უფლებები, ძალადობა ბავშვებზე, ბერბერთა რეპრეზენტაცია, ევროპული მემკვიდრეობის დაცვა და გამოყენება არაბული ცხოვრების წესის ფონზე, მაროკოს, როგორც ქვეყნის ეგზოტიზაცია დასავლური ქვეყნების მხრიდან და სწორი ტურისტული პოლიტიკა – ქვეყანაში სტუმრად ჩასული ნებისმიერი ადამიანიც კი ამ საკითხების აქტუალურობას მაშინვე იგრძნობს. მაგალითად, სულ რაღაც ოცი წლის წინ, რაბატის ქუჩებში 300 ათასი ქალი მართავდა დემონსტრაციას პოლიგამიის აკრძალვისა და სამოქალაქო გაყრის შესახებ კანონის შემოღების მოთხოვნით. 2004 წლიდან მაროკოში მოქმედებს ოჯახის კანონი, რომელიც ქალთა უფლებებს ნაწილობრივ ითვალისწინებს.

მა­რო­კოულ­მა კულ­ტუ­რამ სუ­ფის­ტუ­რი კულ­ტუ­რა საუ­კუ­ნეე­ბია, გაი­თა­ვი­სა, ეს კი უკი­დუ­რე­სად სპი­რი­ტუა­ლუ­რი კულ­ტუ­რაა და ამი­ტომ ბევ­რი მა­რო­კოე­ლი ში­შობს, რომ სწო­რედ ეს მიდ­გო­მა იკარ­გე­ბა ვა­ჰა­ბიზ­მი­სა და სა­ლა­ფიზ­მის გავ­ლე­ნით. ამ აღ­მსა­ რებ­ლო­ბის მუს­ლი­მე­ბი მა­რო­კო­ში 1980-90-იან წლებ­ში ჩა­მო­ ვიდ­ნენ და მათ შექ­მნეს ჩვენ­თან სხვა, უფ­რო რა­დი­კა­ლუ­რი ის­ლა­მი. მა­რო­კოე­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ვერ ეგუე­ბა იმას, რომ ქა­ლებს ქუ­ჩებ­ში ნი­ქა­ბე­ბი უკე­თიათ. კი­დევ კარ­გი, მა­რო­ კო­ში ნი­ქა­ბის ტა­რე­ბა აიკ­რძა­ლა, რად­გან ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უც­ხოა ჩვე­ნი კულ­ტუ­რის­თვის“. სლი­მა­ნის წიგ­ნში მო­ქა­ლა­ქი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს, ზო­გა­ დად სის­ტე­მი­სა და მის ნა­წი­ლად ქცეუ­ლი ინ­დი­ვი­დე­ბის ბე­დი იკით­ხე­ბა, ცხა­დია, რე­ლი­გიუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ჭრილ­ში. მი­სი წიგ­ნი გარ­კვეულ­წი­ლად ეყ­რდნო­ბა ცნო­ბი­ლი სწავ­ლუ­ლე­ბის ნაშ­რო­მებს. მათ შო­რის, 1975 წლის ნაშ­რომს – ტუ­ნი­სე­ლი სო­ ციო­ლო­გის, აბ­დელ­ვა­ჰაბ ბუჰ­დი­ბას წიგნს „სექ­სუა­ლო­ბა ის­ ლამ­ში“. ასე­ვე ალ­ჟი­რე­ლი ან­თრო­პო­ლო­გის მა­ლეკ ჩე­ბე­ლის 2014 წლის წიგნს „ა­რა­ბუ­ლი ერო­ტი­კა“, ან­და მა­რო­კოე­ლი სო­ ციო­ლო­გის ფა­ტე­მა მერ­ნი­სის წიგნს „სიყ­ვა­რუ­ლი მუს­ლი­მურ ქვეყ­ნებ­ში“. „მო­ქა­ლა­ქეებს ბავ­შვე­ბი­ვით აღ­ვიქ­ვამთ – მო­ზარ­დე­ბი­ვით, რომ­ლებ­საც ჯერ არ შეუძ­ლიათ ჰქონ­დეთ სა­კუ­თა­რი ეთი­კა, ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბა. მათ ღირ­სე­ბა­ზე ამ ფორ­მით შე­ხე­ბა მა­თი გა­კონ­ტრო­ლე­ბის გზაც არის. რა თქმა უნ­და, მო­ქა­ლა­ქეებს აძ­ ლე­ვენ უფ­ლე­ბებს, მაგ­რამ რო­ცა მის სხეულს ეკ­რძა­ლე­ბა სა­ჯა­ რო სივ­რცე­ში სრულ­ფა­სოვ­ნად წარ­მო­ჩინ­დეს, გა­მო­დის, რომ რა­ღაც თა­ვი­დან­ვე იზ­ღუ­დე­ბა, იბო­ჭე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­თა სხეუ­ლე­ ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ასე­ვე არის გზა მა­თი გო­ნე­ბის გა­თა­ვი­ სუფ­ლე­ბის­კენ. ეს ორი ერ­თმა­ნეთ­თან არის კავ­შირ­ში“, – წერს ლეი­ლა სლი­მა­ნი. ხო­ლო მი­სი ერ­თ-ერ­თი რეს­პონ­დენ­ტი წიგ­ნში, სო­ციო­ლო­გი აბ­დე­სა­მად დიალ­მი სხვა კუთ­ხი­დან ავი­თა­რებს აზრს. ის ამ­ ბობს, რომ ახალ­გაზ­რდა მა­რო­კოე­ლე­ბი იხ­ლი­ჩე­ბიან ოფი­ ცია­ლუ­რად დამ­კვიდ­რე­ბულ კონ­სერ­ვა­ტო­რულ ნორ­მებ­სა და რეა­ლო­ბას შო­რის, რო­მე­ლიც უკ­ვე სხვაა. მა­ღა­ლი ფე­ნა ქრთა­ მით ყი­დუ­ლობს თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ექ­სკლუ­ზიურ უფ­ლე­ბას სექ­სზე და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სექ­სი ფუ­ფუ­ნე­ბი­სა და უთა­ ნას­წო­რო­ბის კი­დევ ერ­თი კომ­პო­ნენ­ტი ხდე­ბა. ლეი­ლა სლი­მა­ნი ახ­ლა უკ­ვე საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლია. მი­სი, რო­გორც მწერ­ლის ტრი­ბუ­ნა, რო­მელ­საც მთე­ლი თა­ნა­ მედ­რო­ვე და­სავ­ლუ­რი სა­ზო­გა­დოე­ბა აკ­ვირ­დე­ბა ინ­ტე­რე­სით, ახ­ლა ყვე­ლა­ზე ქმე­დი­თი სივ­რცეა ცვლი­ლე­ბე­ბის მოთ­ხოვ­ნი­სა და მი­ღე­ბის­თვის. სლი­მა­ნის წიგ­ნებს, ცხა­დია, უკ­ვე მა­რო­კო­ შიც კით­ხუ­ლო­ბენ. მი­სი სხვა წიგ­ნი მა­რო­კოს მთა­ვარ ლი­ტე­ რა­ტუ­რულ პრე­მია­საც ფლობს, თუმ­ცა, ავ­ტო­რის ან­ტიის­ლა­ მურ გზავ­ნი­ლებს, ცხა­დია, სლი­მა­ნის სამ­შობ­ლო ვერ იტანს და ებ­რძვის. საინ­ტე­რე­სო ისაა, რომ სლი­მა­ნი ტრა­დი­ციუ­ლი „მო­ ღა­ლა­ტე“ არ არის მა­რო­კოს­თვის. ეს ახალ­გაზ­რდა ქა­ლი ყვე­ ლა­ნაირ კულ­ტუ­რა­ში ამ­ჩნევს უსა­მარ­თლო­ბას და მის ყვე­ლა­ ნაირ გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ზე წერს არა მხო­ლოდ მა­რო­კოს, არა­მედ საფ­რან­გე­თის შემ­თხვე­ვა­შიც. P.S. 2019 წელს, საფ­რან­გეთ­ში, ლეი­ლა სლი­მა­ნის რო­მა­ნის „ტკბი­ლი სიმ­ღე­რის“ მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი გა­მო­ვა – მკვლე­ლი ძი­ძის და „დამ­ნა­შა­ვე“ დე­დის ამ­ ბა­ვი.

124 VOYAGER 14/2019


ეთნოგრაფია

მაროკოელი ქალი დეს ი დ ა შ კ ოვა ეს გაცრეცილი წიგნი, რომლის გარეკანზეც სათაური თითქმის აღარ იკითხება, ფურცლები კი ალაგ-ალაგ დაფლეთილია და დაშლილი, საოჯახო ბიბლიოთეკაში ინახება ათწლეულებია და მსოფლიოს ულამაზეს ქა­ლებს ეძ­ღვნე­ბა. გა­მო­ცე­მის წე­ ლი აღარ ჩანს, დე­დ­ნის გა­მო­ცე­მის თა­რი­ღი კი, სა­ვა­რაუ­დოდ, XVIII საუ­კუ­ნის ბო­ლო­სა და XIX საუ­კუ­ნის და­საწ­ყის­ში მერ­ ყეობს. ავ­ტო­რი გახ­ლავთ ა. ვი­ნიო­ლა. წიგ­ნი ფრან­გუ­ლი­დან რუ­სუ­ლა­დაა თარ­გმნი­ლი, 64 ნა­ხატს შეი­ცავს და რუ­სე­თის იმ­პე­რია­ში მი­სი გა­მო­ცე­მა ე. კო­ნო­ვა­ლო­ვი­სა და კომ­პა­ნიის სა­ვაჭ­რო სახ­ლის გა­მომ­ცემ­ლო­ბას ეკუთ­ვნის. ამ წიგ­ნზე საუ­ბა­რი სხვა დროს ცალ­კე საინ­ტე­რე­სო თე­მაც შეიძ­ლე­ბა გახ­დეს, რად­გან ის ოჯა­ხის ყვე­ლა ბავშვს იზი­დავ­-

და გარ­კვეულ ასაკ­ში – რო­გორც სხვა რა­სე­ბის ადა­მია­ნე­ ბის გაც­ნო­ბი­სა და შეს­წავ­ლის ჯა­დოს­ნუ­რი სა­შუა­ლე­ბა, მათ შე­სა­ხებ უც­ნაუ­რი და პი­კან­ტუ­რი დე­ტა­ლე­ბის გა­გე­ბის წყა­რო. თა­ვის დრო­ზე ამ წიგ­ნში ამო­ვი­კით­ხე სწო­რედ მა­რო­კოელ ქა­ლებ­ზეც და, რო­გორც ჩანს, ისე და­მა­მახ­სოვ­რდა, რომ ახ­ლა, სპე­ცია­ლუ­რად ამ გა­მო­ცე­მის­თვის, ტექსტს ხე­ლახ­ლა მი­ვუბ­რუნ­დი. ხე­ლახ­ლა გა­და­ვი­კით­ხე, თუ რას წერს მათ­ზე ავ­ტო­რი, ა. ვი­ნიო­ლა – სა­ვა­რაუ­დოდ, მოგ­ზაუ­რი, ან ეთ­ნოგ­რა­ფი, ან ორი­ვე ერ­თად, ან­და უბ­რა­ლოდ კაცი, რომელსაც მთელი მსოფლიოს ქალების ინტერესი კლავს.

125 VOYAGER 14/2019


ეთნოგრაფია

ამ რა­სის ქა­ლებს გა­ნიე­რი ოვა­ლუ­რი სა­ხე აქვთ, მაგ­რამ ლა­მა­ზი ნაკ­ვთე­ბი და გა­მო­მეტ­ყვე­ლე­ბა ამ ნაკლს შეუმ­ჩნე­ ველს ხდის. ცხვი­რი სწო­რია, მაგ­რამ თხე­ლი არაა, აქვთ სქე­ლი ტუ­ჩე­ბი და ულა­მა­ზე­სი თვა­ლე­ბი. მა­თი მზე­რა ნა­ზი, მწვე­ლი, სი­ცოც­ხლის ტო­ნუ­სი­თა და ვნე­ბით სავ­სეა. მარ­თა­ ლია, დღეს უდაბ­ნოს მცხოვ­რებ­ლე­ბი არა­ბუ­ლად ლა­პა­რა­კო­ბენ და მუს­ლი­მე­ბი არიან, მაგ­რამ უძ­ვე­ლე­სი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის შთა­მო­მავ­ლებს, ტრა­დი­ციე­ბი უმე­ტე­სად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვთ, ჩვე­ვე­ბი და, ხში­რად, რწმე­ნაც. ბე­დუი­ნებ­ში დღე­საც ბევ­რი გვხვდე­ბა თეთ­რი კა­ნი­თა და ცისფე­რი თვა­ლე­ბით. მა­თი ქა­ლე­ბი ქვე­და ტუჩს ლურ­ჯად იღე­ ბა­ვენ და სა­ხე­ზე გეო­მეტ­რიუ­ლი ხა­ზე­ბით ტა­ტუს იკე­თე­ბენ. ბე­დუი­ნე­ბი სხვა ტო­მის ქა­ლებ­ზე არ ქორ­წინ­დე­ბიან. მავ­რე­ბი არიან ჩრდი­ლოეთ აფ­რი­კის იმ ნა­წი­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც რო­მაე­ლებ­მა მავ­რი­ტა­ნია დაარ­ქვეს. დღეს ჩრდი­ლოეთ აფ­რი­კის მო­სახ­ლეო­ბა უკი­დუ­რე­სად შე­რეუ­ლი რა­საა: ბერ­ბე­რებს შეერ­თე­ბუ­ლი რო­მაე­ლე­ბი, ვან­ და­ლე­ბი, არა­ბე­ბი და ხმელ­თა­შუა ზღვის ყვე­ლა მე­ზო­ბე­ლი ხალ­ხი, მათ შო­რის – შავ­კა­ნია­ნე­ბიც. ბერ­ბე­რის სუფ­თა გე­ნე­ტი­კუ­რი ტი­პი დღეს იშ­ვია­თად გვხვდე­ბა. დღე­ვან­დე­ლი მავ­რე­ბი ახალ­გაზ­რდო­ბი­დან­ვე ძა­ლიან ჰგვა­ნან ეშ­მაკ კარ­თა­გე­ნე­ლებს, მომ­ხვე­ჭე­ლებ­სა და თან – ძუნ­წებს. მა­თი ქა­ლე­ბი ლა­მა­ზე­ბი და გრა­ციო­ზუ­ლე­ბი არიან. ახალ­გაზ­ რდო­ბი­დან­ვე მიდ­რე­კი­ლე­ბი – სიმ­სუქ­ნის­კენ, რო­მე­ლიც მა­თი სი­ლა­მა­ზის კი­დევ უფ­რო მეტ სამ­შვე­ნი­სად და ხიბ­ლად ით­ ვლე­ბა. ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბი გა­სა­სუ­ქებლად ატ­რიებს ჭა­მენ, რო­გორც ეს მომ­თა­ბა­რე ტო­მებ­მა იციან და ხში­რად, ნეხ­ვის ხო­ჭო­საც კი მიირ­თმე­ვენ, რომ წო­ნა­ში მოი­მა­ტონ. მავრი­ტანელი ქალი

სარჩევში, სემიტ ქალებს შორის, წერია ქვეთავი – „მავრი­ ტანელი ქალები“ და, ბუნებრივია, სწორედ ამ თავში აღწერს ავტორი მაროკოელ ქალებსაც.

„არის კიდევ ერთი რასა, რომელიც თეთრს მიეკუთვნება, მიუხედავად იმისა, რომ ის, მაინც, კანის ფერით საგრძნობლად განსხვავდება. ეს რასა აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობს, ეგვიპტიდან მაროკომდე და ზანზიბარიდან – სენეგალამდე. ეს სემიტური ნაერთი რასაა, რომელსაც, არაბების გარდა, მიეკუთვნებიან ებრაელები, სირიელები, აბისინიელები, ეგვიპტელები, ნუბიელები, ანდალუსიელები...

მა­რო­კო­ში ბერ­ბე­რუ­ლი ელე­მენ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით მძლავ­ რობს. მა­გა­ლი­თად, რი­ფა­ში მო­სახ­ლეო­ბის ნა­წი­ლი ქე­რაა. ბერ­ბე­რი ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჩად­რის გა­რე­შე ღია სა­ხით და­დის. ისი­ნი უც­ხო კაც­თან შეხ­ვედ­რი­სას სა­ხეს შარ­ფით იჩ­რდი­ლა­ვენ და ქვე­ვით იხე­დე­ბიან. სამ­ხრეთ მა­რო­კო­ში ქა­ლე­ბი სხვა მე­ზო­ბელ ტო­მებ­თან უფ­რო მეტად შერეულები არიან, შავი კანი აქვთ, მაგრამ ეს არ უშლით ხელს ლამაზები იყვნენ. მათი არაჩვეულებრივად მეტყველი თვალები მათ მხიარულ გამომეტყველებასთან სრულ ჰარმონიაშია და ვიდრე ახალგაზრდები არიან, მოძ­რაობაც დახვეწილი და მოქნილი აქვთ. ულამაზესი მაროკოელი ქალები მაინც იმ ტომების ქალები არიან, რომლებიც საჰარის ოაზისებთან მომთაბარეობენ. მათი ხელების სითეთრე, სახის სრულყოფილება და უზადო პროფილი ყველას აოცებს და იზიდავს. მაროკოელი სულთნები ისევე, როგორც ზოგადად აღმოსავ­ ლეთის მმართველებს სჩვევიათ, ქორწინდებიან დიდებული ოჯახის სილამაზით განთქმულ ქალიშვილებზე. მერე ისინი რაღაც ხნით იტოვებენ ქალებს, ვიდრე კაპრიზი გაუვლით, ან ის პოლიტიკური მოსაზრებები, რის გამოც აირჩიეს ქალი, აქტუალური აღარაა. თუმცა, გაშორებული ცოლი საზო­გადო­ ების სრულფასოვან წევრად რჩება, პირიქით, დიდი პატივიცაა

126 VOYAGER 14/2019


ასეთ ქალზე დაქორწინება მაშინვე, როგორც კი დატოვებს ჰარემს. ზოგადად, ბერბერი ქალები უფრო მაღლებიც არიან, ვიდრე არაბული სამყაროს სხვა ქალები. ქორწილამდე გოგოები სრული თავისუფლებით ცხოვრობენ, თუმცა მათი გათხოვების ასაკი თავისუფლების დიდ გასაქანს მაინც არ იძლევა. ხშირად, გოგონას იმ ასაკშიც ათხოვებენ, როცა საქორწილოდ მომწიფებული არაა და ასეთ დროს ქმარს პირობას ადებინებენ, რომ ვიდრე არ გაიშლება უდაბნოს ყვავილი, არ უნდა მოწყვიტოს.

ქორწილის შემდეგ, როცა უცხოები დაიშლებიან, ქალი მარტო რჩება და ელოდება ქმარს, რომელიც კარვის ფარდას ასწევს და შედის. შემდეგ იწყება ვაჭრობა, ქალი სთხოვს, რომ გადაიხადოს პირველი ღამის ფასი და სიძესაც, შესაძლებლობის მიხედვით გადახდილი თანხის შემდეგ, ეძლევა უფლება, რომ მოხსნას ქალს სამაჯურები და საყურეები. დი­ლით დე­დამ­თი­ლი ამოწ­მებს რძლის სა­ღა­მურს და, რო­გორც მისი ქალწულობის დამადასტურებელ ფაქტს, მეზობ­ ლებსა და მოწვეულ სტუმრებს აჩვენებს. ისინიც გახარებული შეძახილებით ხვდებიან. საფრანგეთის ბატონობამ აქ პოლიგამია თითქმის მოსპო. ისე, არც ადრე ყოფილა ძალიან გავრცელებული, რადგან ბერბერები ღარიბები არიან და ჰარემის შენახვა ყოველთვის უჭირდათ. ხოლო დღეს ძალიან მდიდრებიც კი პოლიგამიის წინააღმდეგი არიან. ზოგადად, არაბი ქალები მსუბუქი ყოფაქცევისა არიან. კეკ­ ლუცები და ეშმაკები საყვარლებს მხოლოდ იმისთვის იჩე­ ნენ, რომ ქმრები მოატყუონ და, ხშირად, ვერცხლის ბეჭდის ან აბრეშუმის შარფის ფასად ღალატობენ. ზოგჯერ, საყვა­ რელთან ვნებიანი შეხვედრა იმავე კარავში ხდება, სადაც მათ ეჭვიან ქმრებს სძინავთ. არსებობს გამონათქვამი, რომ ებრაელი ქალი სატანაზე უფრო ეშმაკიაო, მაგრამ ეშმაკის მერე ეშმაკი მუსლიმი ქალია. საზოგადოების რომელ კლასსაც არ უნდა ეკუთვნოდეს, სულ­­ ერთია, მისი მთავარი საზრუნავია, ცხოვრება ისე დაგეგმოს, რაც შეიძლება მოხერხებულად მოატყუოს ქმარი, რომ მერე, როცა თვითონ დაბერდება და ქმარი ახალგაზრდა ქალებში დაიწყებს სიარულს, სამაგიერო უკვე გადახდილი ჰქონდეს. ბერბერების ერთ-ერთ ტომში პროსტიტუცია ღია და დაშ­ ვებული საქმიანობაა, სათაკილოდ და დანაშაულად არ ითვლება. ახალგაზრდა ქალი მიდის ზღვისპირა ქალაქებში და თავისი მზითვის ფულს შოულობს – საღამოობით მავ­რიტანულ ყავახანებში ცეკვავს. მერე, მშობლიურ მხარეში დაბ­რუნებული, თხოვდება და სამაგალითო დიასახლისიც ხდება.

მაროკოელი ებრაელი ქალი

ესპანელი მავრების ჩამომავლები, ანდალუსები, რომლებიც არისტოკრატიულ კლასს განეკუთვნებიან, არ ერევიან სხვა ტომებს და ერთმანეთზე ქორწინდებიან. ამ ტომის ქალები განსაკუთრებით დახვეწილები არიან, რასაც მათი გემოვნებიანი სამოსი ხაზს უფრო უსვამს. ებრაელი ქალები აღემატებიან მუსლიმ ქალებს, როგორც ყო­ფაქცევის მორალური წესებით, ასევე კარგი დიასახლისის თვისებებით. ცნობილია, რომ აფრიკაში სილამაზის პირველობის პალმის რტო ტანჟერელ ებრაელ ქალს ეკუთვნის. ის ასახიერებს თავისი რასის – ევროპელი და აღმოსავლელი ქალის სილამაზის საუკეთესო ვარიანტს: კანი თეთრი აქვს, თვალები – შავი და ბრჭყვიალა; ამავე დროს, მორჩილი და ვნებიანია. სხეული გრაციოზული, მოქნილი და აწყობილი აქვს. რაც შეეხება თმებს, მისი თმა საოცრებაა. თუმცა, გათხოვილმა ქალებმა თმა უნდა დამალონ, უცხომ არ უნდა დაინახოს. და რასაც ვხედავთ და რაც უჩანთ თავსაფრისა თუ ქუდის ქვეშ, ორი შავი აბრეშუმის თავსაკრავია, რომელიც მათ სპილოსძვლისფერ სახეს შუბლთან შემორტყმია“.

127 VOYAGER 14/2019





Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.