საფრანგეთი -GEO

Page 1


რედაქციისაგან

რას გთავაზობთ

ვის ვთავაზობთ

შეუცვლელ გზამკვლევსა და თანამოსაუბრეს მოგზაურობისა და ცხოვრების გამორჩეული სტილის შესახებ.

ვისაც აინტერესებს ახალი გამოცდილება, შთაბეჭდილებები და თავგადასავლები; ვისაც უნდა ერთფეროვანი ყოველდღიურობისაგან თავის დაღწევა; ვინც ითხოვს მრავლისმომცველ ინფორმაციას, მყარ ფასეულობებს, ექსკლუზიურობას, კომფორტს და აკეთებს გონივრულ არჩევანს; ვინც მოგზაურობას თვალსაწიერის გაფართოებისა და შთაგონებისთვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს, სურს საინტერესოდ იცხოვროს, ყველაზე ფასეული ფენომენი _ დრო _ გონივრულად განკარგოს და SOLO-ს სამყაროს ნაწილი გახდეს.

ექსკლუზიურ პერსონალურ საინფორმაციო მომსახურებას, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი და მომგებიანი. ჩვენი მიზანია SOLO-ს მკითხველმა ცხოვრების წესად და ნამდვილ ვნებად ახლის ძიება და მოგზაურობა აქციოს. ჟურნალი კი მათთვის შთაგონების წყარო და პრაქტიკული თანაშემწე გახდეს. დაგეხმაროთ არა მხოლოდ საუკეთესო მარშრუტის, სასტუმროს, რესტორნის, პროდუქტის შერჩევაში, არამედ ცხოვრების ახალი სტილის მორგებასა და გამოცდაში.

პირველი ნომერი საფრანგეთზეა, რადგანაც, როგორც ჩვენი ავტორი აკა მორჩილაძე ამბობს: „თუნდაც სულ ცოტა საფრანგეთი ადამიანს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს“.

Tout Arrive En France

ვინ ვართ

_ საფრანგეთში ყველაფერი ხდება. ამიტომაც შევეცადეთ, შეძლებისდაგვარად, ყველაფერზე მოგვეთხრო: პარიზის არქიტექტურულ გრამატიკასა და გულზე ფრთხილი შეხების კინემატოგრაფიულ ამბავზე, ფრანგ ქალებსა და ქართული რაგბის ფრანგ მეკავშირეებზე, წელიწადის ოთხივე დროს განუყრელი დღესასწაულის ქვეყანაზე და ა. შ.

ვისი შთაბეჭდილებების, პირადი გამოცდილებისა და რჩევების გაზიარება, ვისი თვალით დანახული ამბები და მოვლენები თქვენთვის საინტერესო იქნება.

გახდით SOLO მოგზაური, მიყევით საგანგებოდ თქვენთვის შექმნილ რუკას და თავად დარწმუნდით, რომ საფრანგეთში მართლაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.


1, 2015 წელი მთავარი რედაქტორი თეა სხიერელი

არტდირექტორი ნინო დარასელი

სტილის რედაქტორი მარინა ყიფშიძე დიზაინერი ნინო ყაველაშვილი მხატვარი-ილუსტრატორი მაია სუმბაძე

რედაქტორი სალომე დადუნაშვილი

ნომრის კონსულტანტი ეკა ენუქიძე

ავტორები:

ფოტოგრაფები: დიმიტრი ჩიკვაიძე ირაკლი ბლუიშვილი ზინკა ბარნოვი

აკა მორჩილაძე მარგარიტა ანთიძე ბიძინა ბარათაშვილი ნიკოლოზ ჩხაიძე გიორგი კალანდია ალექსანდრე ბახუტაშვილი ზაზა ჭილაძე მზია ჩიხრაძე

Shutterstock ადმინისტრაციული თანაშემწე გიორგი ვასაძე

პროქეტის ხელმძღვანელი / SOLO-ს დირექტორი ეკა დუჩიძე პროექტის კონსულტანტი ნინო გეგეშიძე გამომცემელი: შპს „სოლო“ ვებგვერდი: www.solo.ge ტელ.: +995 32 2 44 44 00

SOLO-ს ბრენდმენეჯერი ქეთი ნიკოლეიშვილი

პრინტ მენეჯმენტი: Ctrl P მისამართი: თბილისი, 0179, მცხეთის ქუჩა 19/21 ტელ.:+995 32 2 381 908

დაბეჭდილია სტამბაში: Bauer Medien Productions-&Handels Gmbh მისამართი: Baumannstrasse 3/19, A – 1030 Vienna, Austria e-mail: office@bauermedien.at www.bauermedien.at

ჟურნალში გამოყენებული მასალა წარმოადგენს შპს „სოლოს“ საკუთრებას. ჟურნალში დაბეჭდილი ნებისმიერი მასალის გამოყენება კომპანიის წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია.

2 VOYAGER 1/2015


თბილისი SOLO LOUNGE აბაშიძე აბაშიძის ქ. №70

თბილისი SOLO LOUNGE მთაწმინდა ჩიტაძის ქ. №11

თბილისი SOLO LOUNGE ფალიაშვილი ფალიაშვილის ქ. №23

თბილისი SOLO LOUNGE წერეთელი წერეთლის გამზ. №73

თბილისი SOLO LOUNGE ყაზბეგი ყაზბეგის გამზ. №24გ

SOLO LOUNGE ქუთაისი თამარ მეფის ქ. №5 SOLO LOUNGE თელავი ჩოლოყაშვილის ქ. №3

SOLO LOUNGE ბათუმი რუსთაველის ქ. №22

www.solo.ge

ტელ.: +995 32 2 44 44 00 3 VOYAGER 1/2015


სარჩევი

სასტუმრო/სპა კაფე/ბრასერია/ბისტრო კლუბი/ბარი/კინო მუზეუმი ექსკლუზიურად მამაკაცებისათვის საათი/ღვინო შატო-სასტუმრო/შამპანური

6 / 25

გასტრონომია 1 Hôtel La Maison Champs-Élysées sastumro

ექსკლუზიურად ბავშვებისათვის

2 Shangri-La Hotel, Paris sastumro 3 Pershing Hall Bar perSin holis bari 4 Le Baron klubi 5 Silencio klubi

კალენდარი

26

გასეირნება მეგობართან ერთად

28

მოგზაურობისათვის გამოსადეგი ფრაზები

33

6 Montana klubi 7 Café Flore kafe 8 La Coupole braseria 9 Les Cocottes braseria 10 Le Chateaubriand restorani

11 Galeries Lafayette galeri lafaeti 12 Le Bon Marché Rive Gauche bon marSe 13 Fondation Louis Vuitton lui viutonis fondi 14 Cinéma du Panthéon kinoTeatri 15 Le Louxor kinoTeatri 16 Ines de la Fressange, La Boutique butiki 17

Hermès butiki

18

Stark & Sons mamakacebis perangebi, aqsesuarebi

19 Guilson atelie mamakacebisTvis 20 Tumi Cemodnebi, samogzauro aqsesuarebi 21 Pierre Hardy fexsacmelebi 22 Chantal Thomass qalis TeTreuli 23 Place Vendôme Shopping samkaulebi

24 La Grande Epicerie safunTuSe 25 Gâteaux Thumieux namcxvrebi

ექსკლუზივი გეალ ორიეს ვარსკვლავური თავისებურებანი

გასტრონომია ვისთვის იღიმება მიშლენის ვარსკვლავი ფრანგული ღვინის ლექსიკონი

J'adore le Fromage! როკფორის ისტორია

26 Laduree makaronebi 27 Lenôtre safunTuSe

34

39 / 47

ხამანწკების ფრანგული დღესასწაული

28 Pierre Hermé namcxvrebi 29 Patrick Roger Sokoladi 30 Nicole Barthélémy yvelis maRazia 31 Le Maisons Boissier wablis deserti 32 Lavinia enoTeka 33 Annick Goutal parfiumi

სტატისტიკა პარიზი ციფრებში

34 Frédéric Malle parfiumi

48

35 Guerlain SPA gerlenis spa

არქიტექტურა

36 Alain Maître Barbier Coiffeur dalaqi 37 Papeteries Gaubert sakancelario nivTebi

პარიზის არქიტექტურული გრამატიკა

mxatvar-ilustratori maia sumbaZe

წელიწადის ოთხი დრო განუყრელი დღესასწაულის ქვეყანაში 4 VOYAGER 1/2015

50 58


68

დიდი გასეირნება

მოდა/სტილი/დიზაინი თაკო ნაცვლიშვილი GREAT FACE საქართველოდან

72 / 89

ქართველი დიზაინერის ექსკლუზიური აქსესუარები VETEMENTS _ დემნა გვასალია ფრანგული მოდის ავანსცენაზე მოდის ეკონომიკა

82

სოლო პროდუქტების კატალოგი

მედიცინა რეზო ბოჭორიშვილი _ „მეორე ფრანგული რევოლუციის“ ქართველი დესპანი

90

მეცნიერების ეთიკური პარადოქსები

ისტორია ფრანგულ-ქართული სევდიანი რომანი

სპორტი

93 96 98

ფრანგი მეკავშირე

მხატვრობა შალვა ქიქოძე _ განწირული სულისკვეთება

102

ეძიე ქალი

108 / 115

Cherchez la Femme! მოჩვენებითი ბრწყინვალება

რეკომენდაცია

116

წიგნები

sayidlebi რაც მუდამ მოგაგონებთ პარიზს

118

5 VOYAGER 1/2015


1896 წელს `პალე იენა~ პრინც როლან ბონაპარტის საცხოვრებელი სახლი და პარიზული არისტოკრატიისა და ბურჟუაზიის თავშეყრის ადგილი იყო. 115 წლის შემდეგ, არქიტექტორ რიშარ მარტინეს მიერ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების წყალობით, სასტუმრო `შანგრი ლა~ მასპინძლობს ძლიერთა ამა ქვეყნისათა. ისტორიულ ძეგლად აღიარებულ შენობაში განთავსებული სასტუმრო აზიური სტუმართმოყვარეობისა და ფრანგული ცხოვრების სტილის შესანიშნავი ნაზავია. უნიკალურია სასტუმროს ადგილმდებარეობაც _ ის ეიფელის კოშკის პირდაპირ, ოქროს სამკუთხედის შუაგულში დგას. მისი ნომრების (101 ოთახი, მათ შორის, 36 სუიტი) დიზაინზე არქიტექტორმა პიერ ივ როშონმა იზრუნა. მან კლასიკური ფრანგული სტილი ოქროსფერში, რძისფერსა და ლურჯ ფერში განახორციელა. ოთახების უმრავლესობას აივანი და ტერასა ამშვენებს ქალაქის დაუვიწყარი ხედით. სასტუმროს კულინარიულ სპექტრს ცნობილი მზარეული ფილიპ ლაბე ზედამხედველობს. მრავალფეროვნებითა და ხარისხით აქაურობა ყველაზე მომთხოვნ კლიენტსაც კი დააკმაყოფილებს. რესტორანი La Bauhinia ფრანგული და აზიური კერძების საუკეთესო არჩევანს გთავაზობთ. ნაპოლეონის პატივსაცემად L’Abeille-დ წოდებული მიშლენის ფრანგულ ორვარსკვლავიან რესტორანს თავისი განსაკუთრებული ნიში გააჩნია. პარიზში ერთადერთი Shang Palace ჰონგ კონგიდან სპეციალურად ჩამოყვანილი ჯგუფის მიერ მომზადებულ კერძებს გთავაზობთ. ამპირის სტილის ბარი საოცნებო ადგილია კოქტეილის, შამპანურის ან ჭიქა ღვინის დასალევად, აზიური აპერიტივის თანხლებით. ოთახის ფასი 750 ევროდან 1500 ევრომდე მერყეობს. 10, Avenue D’Iéna

L’hôtel შუაგულ სენ ჟერმენზე, ჟაკ გარსიას დიზაინით დამშვენებული მითიური ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო L’hôtel-ის მიწისქვეშეთში საოცარი აუზი იმალება. შეგიძლიათ, ეს აუზი საათობრივად იქირაოთ მხოლოდ თქვენთვის, ისარგებლოთ საუნითა და ჰამამით. 13, Rue Des Beaux-Arts

Six Senses სილამაზითა და ფუფუნებით გამორჩეული ეს უზარმაზარი სივრცე ცნობილი ვანდომის მოედნიდან ორ ნაბიჯში მდებარეობს. თქვენ გელოდებათ მომსახურების წარმოუდგენლად მრავალფეროვანი არჩევანი და, რაც მთავარია, პატრიკ ბლანის მწვანე კედელი დარბაზის შუაგულში. 3, Rue de Castiglione 6 VOYAGER 1/2015


სასტუმრო / სპა

LES BAINS 1885 1978 2015

`გრან პალესა~ და მონტენის ავენიუს შორის, ოქროს სამკუთხედის შუაგულში მდებარეობს ახალი სასტუმრო La Maison des Champs Elysées. ის ფუფუნებისა და პოეზიის, გნებავთ, ლუქსისა და ელეგანტურობის ერთგვარი ნაზავია, რომელიც თეატრალურ პროვოკაციას წააგავს. სახელგანთქმულმა მარტინ მარჯიელამ შეძლო შეექმნა კლასიკური და ავანგარდული სტილის დახვეწილი ერთობლიობა, რომელსაც ემატება განსაკუთრებული ყურადღება სასტუმროს პერსონალის მხრიდან. თავს ისე გრძნობთ, თითქოს ჯადოსნურ ადგილას აღმოჩნდით, სადაც მუდმივად მოგინდებათ დაბრუნება. სასტუმროს ულამაზესი რესტორნის რაფინირებული სამზარეულოს ღირსებები ცნობილი შეფის, ბენუა ჰილერის დამსახურებაა; მებაღე რენო ქუენდოს მიერ მოწყობილი ტერასა ზაფხულში სიგრილის ნამდვილი ოაზისია, ხოლო ზამთარში _ მწვანე თავშესაფარი. ოთახის ფასი 200-დან 400 ევრომდე მერყეობს. 8, Rue Jean Goujon

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აბანოებში! სულ ახლახან ლეგენდარული პარიზული კლუბი ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ მოგვევლინა. ორსართულიანი კლუბი ამჯერად შვიდ სართულზე განავრცეს. ჰიბრიდული ადგილი, კერძო სახლი, სასტუმრო, კლუბი, რესტორანი, აბანოები. აქ 39 ოთახი და სუიტია, თითოეული ორიგინალური დიზაინითა და წარმოუდგენლად მშვენიერი ხედით. ფეშენებელური რესტორანი `ნეო ბრასერია~ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს ფრანგულ ვერსიას გვთავაზობს. სასტუმროს შუაგულში მდებარე წითელი ბარი ნამდვილი გემოვნების ლაბორატორიაა, კლასიკური კოქტეილების განახლებული ვერსიებით. გელოდებათ სპა, რომლის კონცეფციაც XIX საუკუნის აქაური კერძო აბანოების ტრადიციას ეხმაურება; ჰამამი და ლეგენდარული საცურაო აუზი ლურჯი თიხის ნამსხვრევებით; და რაც მთავარია, კლუბი ცოცხალი ჩვენებებისა და კონცერტებისთვის. სტანდარტული ოთახის ფასი 392 ევროდან იწყება, სუიტის _ 1440 ევროდან. 7, Rue du Bourg-l’Abbé 7 VOYAGER 1/2015


Café Flore (1887)

Brasserie Lipp (1880)

ძნელია, უფრო მეტად ლეგენდარული კაფე იპოვო, ვიდრე „კაფე ფლორი~, რომელიც 1887 წლიდან ხელოვანთა და ინტელექტუალთა შორის გამორჩეულად პოპულარულია. თავის დროზე აქ სარტრი და ბოვუარი, პიკასო, ჯაკომეტი და პრევერი იკრიბებოდნენ. დღეს მათ ნაცვლად, პარიზელ ინტელექტუალებთან ერთად, ფრანგ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, უამრავ ცნობილ ადამიანს _ კარლ ლაგერფელდს, სონია რიკელს, შარლოტ გინსბურგს, ქეით მოსსა და კიდევ, ვინ იცის, ვის აღარ შეხვდებით დილის საუზმიდან გვიან ღამემდე.

რამდენიმე მიზეზის გამო ეს ელზასური ბრასერია ერთ-ერთი ისტორიული ადგილია სენ ჟერმენზე. მას დღიდან გახსნისა სტუმრობენ მხატვრული, კულტურული და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, მათ შორის, ვერლენი, კამიუ, სარტრი, მიტერანი და ბევრი სხვა. აქ ტრადიციულ, გემრიელ ფრანგულ კერძებს მიირთმევთ. ამასთან, შენობაც ისტორიულ ძეგლად არის აღიარებული _ წითელი აკაჟუს ფასადის, 1900იანი წლების დეკორის, ლეონ ფარგის კერამიკული ფრესკებისა და შარლ გარეს მიერ მოხატული ჭერის გამო. `ლიპში~ ვახშმობას ადრე თეატრში წასვლასაც კი ადარებდნენ _ მეტად თუ ნაკლებად ცნობილ პერსონაჟებთან შეხვედრა ერთგვარი რიტუალი იყო. მთავარი კერძი, რა თქმა უნდა, ტრადიციული ელზასური შუკრუტია _ `ლიპის~ საგანგებო რეცეპტით, ფარშირებული ღორის კანჭით, რომელიც 25 ევრო დაგიჯდებათ; ცნობილი დესერტები _ ე. წ. `ბაბა~ რომით ან Millefeuille (ჩვენებური `ნაპოლეონი~), რომელიც 11,50 ევრო ღირს. სავარაუდოდ, ვახშამობისას თითო ადამიანზე 55-65 ევროს საფასური უნდა გაითვალისწინოთ.

172, boulevard Saint-Germain

151, Boulevard Saint-Germain

Derrière ეს ოჯახური სამზარეულო ქალაქის შუაგულში, პარიზულ ეზოში მდებარეობს. შეგიძლიათ თავისუფლად ისეირნოთ ორიგინალური დიზაინით დამშვენებულ აპარტამენტებში, სადაც მეგობრულ, კოსმოპოლიტურ გარემოში შემოგთავაზებენ ფრანგული ტრადიციული კერძების საინტერესო და განახლებულ ვერსიებს. `დერიერის~ ბრანჩი შეიცავს ხილის წვენს, ყავას ან ჩაის, აპერიტივს და ა. შ. სადილიც ე. წ. `ბუფეტის სტილშია~ და დაახლოებით 30 ევრო დაგიჯდებათ. ვახშამიც 4050 ევროს ფარგლებში მერყეობს. 69, Rue des Gravilliers 8 VOYAGER 1/2015


კაფე / ბრასე რია / ბისტ რო

Brasserie La Coupole `არტ დეკოს~ სტილის ნამდვილი ნიმუში La Coupole მსოფლიოში უდავოდ ყველაზე ცნობილი პარიზული ბრასერიაა. 1927 წლიდან მოყოლებული, მონპარნასელი მხატვრების საყვარელ სახელოსნოში ხან შაგალი იხდიდა დაბადების დღეს, ხან კამიუ ზეიმობდა ნობელის პრემიას, ხანაც მატისი მიირთმევდა ლუდს ან ჯოისი _ ვისკის. ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი პერიპეტიების მოწმე `ლა კუპოლი~ ისტორიულ ძეგლად არის აღიარებული. დღეს

იგი არა მხოლოდ მონპარნასის ისტორიის, მხატვრობისა და, ზოგადად, კულტურის, არამედ ფრანგული ცხოვრების წესის სიმბოლოდ შეიძლება მივიჩნიოთ. თანაც, ეს გახლავთ საუკეთესო ადგილი ზღვის პროდუქტების მოყვარულთათვის. საგულდაგულოდ არჩეული ზღვის პროდუქტების ლანგრის ფასი 26-დან 125 ევრომდე მერყეობს, გემოვნების მიხედვით. 102, Boulevard du Montparnasse

Restaurant la Fontaine de Mars ტრადიციული ფრანგული სამზარეულო `ფონტენ დე მარსში~ დაგხვდებათ. აქ გელოდებათ ოჯახური, გულღია ატმოსფერო და შეუდარებელი კერძები, ასევე ღვინის უზადო არჩევანი. პარიზში ყოფნისას ბარაკ ობამამ ქალიშვილებთან ერთად ამ რესტორანში ისადილა. თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ ბორდოსა და სამხრეთის დიდებული ღვინოები. გაითვალისწინეთ სომელიე კრისტიანის შემოთავაზებები მენიუს მიხედვით. მიირთვით არაჩვეულებრივად შემწვარი ფუა გრა, სტეიკი, იხვის მაგრე (მკერდი). სასმელის გარეშე ერთ ადამიანზე 55-70 ევრო გაითვალისწინეთ. 129, Rue Saint-Dominique

Les Cocottes – Maison Constant გურმანებისთვის კარგად ცნობილია კრისტიან კონსტანის სამი არაჩვეულებრივი რესტორანი სენ დომინიკის ქუჩაზე, განსაკუთრებით, მისი მითიური ბისტრო-კოკოტები, სადაც კერძებს თუჯის პატარა ტაფებით მოგართმევენ. ეს გამოჩენილი, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი, პარიზული დიდი სასტუმროების (`კრიონი~, `რიცი~) მზარეული ამ რესტორანში, სხვა ბევრ საინტერესო კერძთან ერთად, სრულიად განსაკუთრებულ სალათა `ცეზარს~ გთავაზობთ. ბატის ფუა გრა სოფლის პურით 15 ევრო დაგიჯდებათ. აქვე შეგიძლიათ მიირთვათ საოცრად გემრიელი შოკოლადის ტარტის მცირე ულუფებიც. ზოგადად, სადილისათვის 23, ვახშმისათვის კი 80 ევრო გაითვალისწინეთ. აქ სტუმრობას წინასწარი დაჯავშნა არ სჭირდება, რესტორნის წინ ცოცხალი რიგია. 135, Rue Saint-Dominique 9 VOYAGER 1/2015


Sourire de Saigon saiagonis Rimili ვიეტნამური გასტრონომიული რესტორანი უგემრიელეს კლასიკურ კერძებს შემოგთავაზებთ _ `ნემი~, `რავიოლი~, `ბენიე~. თუმცა, მის მთავარ ხიბლს კოლონიური სტილის დეკორი და ტრადიციულ კოსტიუმებში გამოწყობილი გაღიმებული მიმტანები ქმნიან. აქაურობას ხშირად სტუმრობენ ტონი პარკერი და ევა ლონგორია. აქ უნახავთ ჯუდი ფოსტერი და ჯონი ჰოლიდეიც. ერთი ადამიანი დაახლოებით 70 ევროდ ივახშმებს. 54, Rue du Mont Cenis

Marco Polo თუ იტალიური სამზარეულო გიყვართ და გსურთ, სპაგეტი `ვონგოლე~ ან `ტალიატელი~ შავი ტრიუფელის საწებლით მიირთვათ, მაშინ სენის მარცხენა სანაპიროსკენ გაემართეთ. ოდეონის გზაჯვარედინზე, `მარკო პოლოში~ მიბრძანდით და პარიზულ ბომონდთან ერთად სასიამოვნო ტერასაზე დააგემოვნეთ იტალიური კერძები. `პრობლემა არ არის~, _ ამ სიტყვებით შეგეგებებათ რესტორნის გულღია პატრონი, მაშინაც კი, როცა ტერასა სტუმრებით მთლიანად გავსებულია. ის სადმე ერთ პატარა მაგიდას მაინც აღმოაჩენს თქვენთვის. სასმელის გარეშე ერთი ადამიანისათვის დაახლოებით 60 ევრო გაითვალისწინეთ. 1, Rue Saint-Sulpice

Le Relais de l'Entrecôte თუ ფრანგული სტეიკის გასინჯვა გნებავთ, `ანტრეკოტს~ ეწვიეთ. კლასიკურ ფრანგულ დარბაზში ერთადერთ რეცეპტს შემოგთავაზებენ _ ანტრეკოტი და კარტოფილის ფრიტები საიდუმლო შემადგენლობის მქონე საწებლით. ამის მსგავსს სხვაგან ნამდვილად ვერაფერს მიირთმევთ. 15, Rue Marbeuf

53, Passage des Panoramas ძველ პარიზულ პასაჟში მოთავსებულმა სრულიად არაჩვეულებრივმა ბისტრომ მიშლენის მეორე ვარსკვლავი მიიღო. ერთი შეხედვით ულამაზო და არაფრით გამორჩეული ადგილი გასტრონომიის მწვერვალებს იპყრობს. აქაურობა სავსეა პარიზული ხიბლით და გაჯადოებთ უმაღლესი დონის მომსახურებით. თეფშები ერთმანეთს ისე ენაცვლებიან, როგორც მაღალი მოდის კოლექციის ნიმუშები _ გრაფიკული, ფერადი, ულტრარაფინირებული. იაპონელი შეფ-მზარეული საკო საოცრად უხამებს ერთმანეთს ხორცსა და ბოსტნეულს. თითოეული კერძი იაპონურ ბაღს წააგავს. მენიუ სიურპრიზია და, შესაბამისად, ყოველი კერძი საჩუქარს ჰგავს. აქ შეგიძლიათ მიირთვათ ზღვის პროდუქტები, მათ შორის, დაუვიწყარი ლობსტერი პომიდვრის საწებლითა და მოლუსკებით. სადილი _ 60, ვახშამი კი 130 ევრო დაგიჯდებათ. 53, Passage des Panoramas 10 VOYAGER 1/2015


რესტორანი / ბისტ რო

l’Entracte მონტენის ავენიუზე ახალი ბისტრო გაიხსნა _ ცნობილი `თეატრალური ბარის~ ადგილი რესტორანმა `ანტრაქტმა~ დაიკავა. ის რეტრო ჩანაფიქრითა და განსაკუთრებული კონცეფციით გამოირჩევა _ წითელი ხავერდის ტახტი, დიდი სარკეები, მსახიობების ფოტოები და პიერ ივ როშონის დეკორაცია. ეს ყველაფერი თითქოს `თვალს უკრავს~ მოპირდაპირე ტროტუარზე მდებარე `შანზ ელიზეს~ თეატრსაც და სტუდიასაც. ბისტრო გვიან საღამოს სწორედ ამ თეატრებში მიმავალ ან იქიდან გამოსულ საზოგადოებას მასპინძლობს. ის სპექტაკლის ერთგვარ გაგრძელებას ჰგავს ტრადიციული რაფინირებული კერძებით, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ღვინის დახვეწილ არჩევანს. ანტრეკოტი ბეარნული საწებლით 37 ევრო ღირს, არაჩვეულებრივი შოკოლადის ტორტი ვანილის ნაყინით _ 13 ვერო. საშუალოდ, ერთი ადამიანის ვახშამი 60 ევრო ჯდება. 6, Avenue Montaigne

Le Chateaubriand უკვე რამდენიმე წელია, `შატობრიანი~ მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა და მას ფრანგული გასტრონომიის ერთგვარ მეტეორად მოიხსენიებენ. ეს გახლავთ წარმატებული ესთეტიკის მქონე ნეობისტრო, სადაც მისი ბასკი შეფის, თვითნასწავლი და ნიჭიერი ინაკი ეზპირატრის შემოქმედების დასაგემოვნებლად დადიან. რესტორანი მხოლოდ ვახშმისთვის იხსნება და ერთ ხუთნაწილიან მენიუს გთავაზობთ (70 ევრო), რომელიც გემოების ურთიერთკავშირზეა დამყარებული. თითოეულ კერძს სომელიეს მიერ შერჩეული ჭიქა ღვინო მოსდევს. რესტორანი პატარაა და მოთხოვნილება მასზე ძალიან დიდია, ამიტომ გირჩევთ, სულ ცოტა, 15 დღით ადრე დაჯავშნოთ. `შატობრიანის~ მენიუს შესახებ წინასწარ არავინ არაფერი იცის. მას ვერ აარჩევ, ვინაიდან ყოველ საღამოს მენიუ ერთადერთი და განსხვავებულია, ისეთი, როგორსაც თავად მზარეული გადაწყვეტს. 129, Avenue Parmentier

La Petite Cour პარიზში ბევრი ისეთი ადგილია, სადაც გავლისას ვერასოდეს იფიქრებ, რომ მის მიღმა არქიტექტურული მარგალიტი, განსაკუთრებული გარემო ან, უბრალოდ, პრივილეგირებული სივრცე იმალება; ასეთია პატარა ეზო შუაგულ სენ ჟერმენზე. მომცრო ხიდს გაივლით, გაცვეთილი კიბის რამდენიმე საფეხურზე ჩახვალთ და ამ არაჩვეულებრივ ეზოში აღმოჩნდებით. მზიან ამინდში აქაურობა ერთდროულად გასაგრილებელი ადგილიცაა და გემოვნების სამოთხეც. კამპეი ჰისაოკა, ახალგაზრდა ნიჭიერი შეფ-მზარეული, ფრანგული სამზარეულოს სინატიფეს ამუშავებს, მხიარულ და ფერად საკვებში თავისი ორიგინალურობა და რომანტიზმი შეაქვს. საწყის კერძებს შორის გამორჩეულია `რავიოლი~ ლოკოკინებით, რომელიც 17 ევრო ღირს, ხოლო ხორცის ნაჭერი `ბლექ ანგუსი~ ბატის ფუა გრათი _ 37 ევრო. ვახშამი, სასმელის გარეშე 51-დან 70 ევრომდე დაგიჯდებათ. 8, Rue Mabillon

11 VOYAGER 1/2015


ექსკლუზიური Le Baron

დახურული Montana

ეს ღამის კლუბი 2004 წელს გაიხსნა და მას შემდეგ მოდიდან არასოდეს გადასულა. ყველაზე რთული მასში შეღწევაა, თორემ შემდეგ ექსკლუზიურ გარემოში, ფრანგული სიმღერების ფონზეც კი, მშვენივრად იცეკვებ ბიორკის, სოფია კოპოლას, სკარლეტ იოჰანსონის, მიკ ჯაგერისა და სხვათა გარემოცვაში.

ამ ერთ-ერთ ყველაზე დახურულ კლუბში მოხვედრა ისეთივე ძნელია, როგორიც `ლე ბარონში~, მაგრამ კლუბური ცხოვრებისა და გართობის მოყვარულებს ნამდვილად ვურჩევ იქ წასვლას, განსაკუთრებით, პარიზის მოდის კვირეულის დროს.

6, Avenue Marceau www.clublebaron.com

სასტუმრო `რაფაელის რაფაელის~ ელეგანტური ინგლისური ბარი

კინოგენური Silencio ასე ჰქვია ღამის ცხოვრების შესანიშნავ ადგილს, რომელსაც დევიდ ლინჩის მოოქრულ სარდაფებსაც ეძახიან. იქ მოსახვედრად ნაცნობების ელიტარული წრე და დიდი მონდომებაა საჭირო. 142, Rue Montmartre www.silencio-club.com

28, Rue Saint-Benoît

ის მეშვიდე სართულზე მდებარეობს და თითქოს ცაში გამოკიდებული სამოთხეა ლონდონური კლუბების `ამბიანსით~. აქ თავის დროზე სერჟ გინსბურგს ბევრი საღამო ოცნებებში გაუტარებია. ახლა ამ ბარში ჯონ მალკოვიჩს, არიელ დომბალსა და ბერნარ ანრი ლევის შეხვდებით. 17, Avenue Kléber www.raphael-hotel.com

`პერშინგ პერშინგ ჰოლის ჰოლის~ ფეშენებელური ბარი და რესტორანი ოქროს სამკუთხედის შუაგულში მდებარე ამ გამორჩეულ შენობაში პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკული არმიის შტაბბინა იყო. იქნებ სწორედ ამიტომაც უყვართ აქ სტუმრობა ამერიკელ პოლიტიკოსებსა და არტისტებს. 49, Rue Pierre Charron www.pershinghall.com

სასტუმრო De L’amour-ის ბოჰემური ბარი არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებაა შუაგულ პიგალზე, Hotel De L’amour-ის ბარი და მისი რესტორანი ჭიქა ყავის, ვახშამისა თუ კოქტეილის მისართმევად პარიზული ან უცხოელი ბოჰემის გარემოცვაში. 8, Rue de Navarin 12 VOYAGER 1/2015


კლუბი / ბარ ი / კი ნ ო

`სინემა დე პანთეონი~ ერთ-ერთი უძველესი კინოდარბაზია პარიზში, რომელიც გახსნის დღიდან, 1907 წლიდან განუწყვეტლივ მუშაობს. ეს არის დამოუკიდებელი კინოდარბაზი, რომელიც თავის დროზე ფრანსუა ტრიუფოს, ალან რენესა და ჟან ლუკ გოდარის ერთგვარი შტაბბინა იყო და დღემდე მრავალფეროვან და საინტერესო რეტროსპექტივებს გვთავაზობს. დარბაზის ულამაზესი ფოიე და კაფე თავად კატრინ დენევის დიზაინით არის დამშვენებული.

უმჯობესია, რესტორანში ადგილი 48 საათით ადრე დაჯავშნოთ.

გახსოვდეთ, რომ სიგარეტის მოწევა ინტერიერში ყველგან აკრძალულია და მხოლოდ ტერასაზეა ნებადართული.

ვახშამი, ჩვეულებრივ, 20 საათის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ, სადილი _ 13-დან 15 საათამდე.

ყველა არაოფიციალურ ვახშამზე, მეგობრების გარემოცვაში, პარიზული დრესკოდი ლამაზად ჩაცმას (Casual Chic) გულისხმობს. თუკი სადმე მიგიპატიჟებენ, მოსაწვევზე ყოველთვის არის მითითებული განსაკუთრებული დრესკოდის შესახებ.

მამაკაცებს ვურჩევთ, პიჯაკი აუცილებლად თან იქონიონ და მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში შორტით, ჯინსით ან სანდლებით ნუ გამოცხადდებიან.

რესტორანში, რომლის მენიუშიც გამოყოფილია სიტყვები _ Service Compris _ „ჩაისათვის“ ხურდის ჩუქება საჭირო არ არის, თუმცა ადგილობრივები მაინც ტოვებენ მონეტებს. ბარებში კი, იცოდეთ, თქვენგან ზედმეტს არაფერს მოელიან.

სასტუმროში ერთი ევრო საკვოიაჟისთვის, 1-2 ევრო ლაქიისთვის, 10-15 კი კონსიერჟისათვის დაგჭირდებათ, რომელმაც რესტორანში მაგიდა უნდა დაგიჯავშნოთ. საერთოდ, „ჩაისათვის“ თანხის ნახევარს სასტუმროში მისვლისას, მეორე ნახევარს კი გამგზავრებისას იხდიან.

ჩვეულებრივ გიდს 25 ევრო უნდა აჩუქოთ, დიპლომირებულს _ 50, პირად მძღოლს _ 25; 10-20 ევრო ღირებულების ზემოთ თქვენთვის გამოყოფილი მანქანის მძღოლს უნდა დაუტოვოთ, რომელიც აეროპორტიდან წამოგიყვანთ, ხოლო ტაქსის მძღოლს 1-2 ევრო აჩუქეთ.

გახსოვდეთ, რომ პარიზში ტაქსი არც ისე ბევრია, ასე რომ, მანქანის გაჩერება ქუჩაში ხელის დაქნევით ან შეძახილით თითქმის შეუძლებელია. ამიტომ მოგიწევთ ტაქსი ტელეფონით წინასწარ გამოიძახოთ ან სპეციალური გაჩერება მოძებნოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ტაქსით მგზავრობა წარუმატებელი იდეაა, რადგან ქალაქში მოძრაობა ძალიან გადატვირთული და აბურდულია.

გაითავისეთ ფრანგული სიტყვა flâner _ საერთოდ, ის გასეირნებას ნიშნავს, მაგრამ ფრანგები მასში კიდევ განსაკუთრებულ, ღრმა მნიშვნელობას დებენ. მათთვის ის აღნიშნავს გასეირნებას, რომლის დროსაც გსურს, ქალაქი შეიგრძნო. პარიზი სწორედაც რომ ფეხით სეირნობისთვისაა შექმნილი: მთლიანი მარშრუტი ქალაქის ცენტრში 3,2 კმ-ს შეადგენს.

13, Rue Victor-Cousin

Louxor

_ პარიზელების საკულტო კინოდარბაზია. უჩვეულოდ მოხატული კედლებითა და `არტ დეკოს~ სტილით ბარბესის უნიკალური კინოთეატრი თავად ფილმის დეკორაციაა. ეს გახლავთ საუკეთესო საშუალება, რომ ერთი სეანსის მანძილზე მოსწყდე რეალობას. ოციანი წლებიდან მოყოლებული, კინოს ფლაგმანად წოდებულ დარბაზს, როგორც იტყვიან, ერთი ნაოჭიც კი არ დასტყობია. 170, Boulevard de Magenta

Champs Elysées publicis _ მსოფლიოს ულამაზეს გამზირზე ინტელექტუალები და კინოს მოყვარულებიც პოულობენ თავიანთ საზრდოს. ამ კინოდარბაზში ფილმების საკმაოდ ეკლექტურ სპექტრს უჩვენებენ და ძალიან ხშირად ეწყობა წინასაპრემიერო ჩვენებები, რომლებსაც მსოფლიოს კინოვარსკვლავები ესწრებიან. 129, Av. des Champs-Elysees

პარიზის სინემათეკას სინეფილები გვერდს ვერ აუქცევენ. ის წლიდან წლამდე საუკეთესო პროგრამებს სთავაზობს პარიზელებსა და ქალაქის სტუმრებს _ გამოფენებს, პრემიერებს, თემატურ კინოჩვენებებსა და რეტროსპექტივებს. 51, Rue de Bercy

13 VOYAGER 1/2015


ლუი ვიტონის ფონდი

გრან პალე გაერთიანებული ეროვნული მუზეუმების ერთგვარი ფეშენებელური ვიტრინა `გრან პალე~ პარიზის შუაგულში მდებარეობს და ისტორიული ძეგლია, რომელიც `რესპუბლიკამ მიუძღვნა ხელოვნებას~. ის 1900 წელს უნივერსალური ექსპოზიციის ფარგლებში აშენდა და საუკუნეზე მეტია, ემსახურება ქვეყნის მნიშვნელოვან არტისტულ მოვლენებს _ საერთაშორისო სალონებს, თანამედროვე ხელოვნების ფორუმებს, ანტიკვარიატისა თუ ფოტოგრაფიის ბიენალეებს, სპექტაკლებსა თუ კონცერტებს; აქ ცხენოსნობის კონკურსიც გამართულა და კრივის მატჩიც (1972 წელს მარსელ სედანის მონაწილეობით). შეიძლება ითქვას, რომ `გრან პალე~ პარიზის საგამოფენო ამინდს ქმნის, მისი სხვადასხვა სივრცე სრულიად გამორჩეულ და ეკლექტიკურ პროექტებსა და ჩვენებებს გვთავაზობს. საპატიო სალონში შედარებით ინტიმური ღონისძიებები იმართება, სხვადასხვა პრივატულ ინსტიტუციურ ღონისძიებებს მასპინძლობს მისი რესტორანი `პეტი პალე~, სრულიად მომაჯადოებელი ტერასითა და ხედებით.

ერთი წელიც არ არის, რაც პარიზში ლუი ვიტონის ფონდის არაჩვეულებრივი შენობა გაიხსნა. ეს ერთგვარი დაგვირგვინებაა იმ სამუშაოსი, რომელსაც ეს ჯგუფი 20 წელზე მეტია, ეწევა კულტურისა და ხელოვნების მეცენატობის მხრივ და რომლის ამბიციაც ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა. აუცილებლად ეწვიეთ ფონდს და ნახეთ ფრენკ გერის არქიტექტურული კონცეფცია, რომელიც მის საოცარ სივრცეში უამრავ საგამოფენო, საკონცერტო თუ სხვა პროექტს მოიცავს. 8, Avenue du Mahatma Gandhi

Grand Palais 3, Avenue du Général Eisenhower

პინაკოთეკა „პინაკოთეკა“ პირველი პარიზული კერძო მუზეუმია, რომელიც 2007 წელს გაიხსნა ხელოვნებათმცოდნე მარკ რასტელინის ინიციატივით. მუზეუმი უმაღლესი დონის საერთაშორისო გამოფენებს მასპინძლობს და არ ერიდება ხელოვნების ისტორიის ჩვეული ჩარჩოების დარღვევას. ის უმთავრესად ყურადღებას ამახვილებს ნაკლებად შესწავლილ პერიოდებსა და სივრცეებზე, არქეოლოგიით დაწყებული, თანამედროვე ხელოვნებით დამთავრებული. აქ მოეწყო საფრანგეთში ნაკლებად გამოფენილი მხატვრების _ ჯექსონ პოლოკის, მორის უტრილოს, ედუარდ მუნკისა თუ გუსტავ კლიმტის არაჩვეულებრივი რეტროსპექტივები, ამასთანავე, მაიას ტომების ნიღბებისა და ინკების ოქრომჭედლობის გამოფენა. `პინაკოთეკა~ ცოცხალი, საინტერესო კონცეფციის მქონე სივრცეა, გახსნილი აღმოჩენებისა და ინტროსპექციისათვის. Pinacothèque de Paris 28, Place de la Madeleine 14 VOYAGER 1/2015


მუზეუმი ტერასები მუზეუმებში წელს, ხანგრძლივი სარემონტო სამუშაოების შემდეგ, გაიხსნა პიკასოს მუზეუმი მარეში. ესტუმრეთ არაჩვეულებრივ `ოტელ სალეს~ და გაიხსენეთ პიკასოს ცხოვრება, მისი დებიუტი, `მთვრალი ხომალდის~ ხანა, შემდეგ ცისფერი და ვარდისფერი პერიოდი, კუბიზმის დაბადება, დაბოლოს _ 1936 წლის შემდგომი, ანგაჟირებული მხატვრობა. აქვე, მშვენიერ ტერასაზე, `პეტი პალასში~, შეგიძლიათ ჩაი და ტკბილეული დააგემოვნოთ.

საუკეთესო ადგილი ლუვრის შესაგრძნობად კაფე `მარლია~. მისი სახელი იმ დარბაზს უკავშირდება, რომელშიც XVII საუკუნის ფრანგული ქანდაკებებია წარმოდგენილი. სხვათა შორის, შესაძლებელია ამ დარბაზებს რესტორანში სპეციალურად გამართული ფანჯრებიდან დააკვირდეთ. მაგრამ კაფე `მარლის~ უპირველესი ღირსება მისი არაჩვეულებრივი ტერასაა, რომელიც ნაპოლეონის დარბაზების თაღებქვეშ მდებარეობს. ეს საუკეთესო ადგილია, რომ ცნობილი შუშის პირამიდით დატკბეთ. პარიზის შუაგულში შეხვდებით ხელოვნების ნამდვილ სასახლეს _ თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს, რომელსაც ალბათ ჟორჟ პომპიდუს ცენტრის სახელით უფრო იცნობთ. ამ არაჩვეულებრივი მუზეუმის ბოლო სართული უნიკალური ადგილია, საიდანაც მთელ ქალაქს გადაჰყურებთ _ რესტორანი `ჟორჟი~ და მისი ტერასა იდეალურია იმისათვის, რომ პარიზის ცის ქვეშ დაუვიწყარი დრო გაატაროთ, დატკბეთ მზის ჩასვლით და დომენიკ ჟაკობის მიერ შექმნილ კონსტრუქციებს შორის გაისეირნოთ.

პარიზში ნურასოდეს ჩაიცვამთ ისე, როგორც ტურისტი. რაც არ უნდა ცხელოდეს, დაივიწყეთ მოკლე შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი. სანამ პარიზში ხართ, აქაური წესებით იცხოვრეთ, თუმცა განსაკუთრებით ნუ დაიძაბებით. მართალია, პარიზი მსოფლიო მოდის დედაქალაქია, მაგრამ, უბრალოდ, გონივრულად ჩაცმას აქაც აფასებენ.

საქმიან შეხვედრაზე მუქი ფერის, მკაცრი, სხეულზე კარგად მომდგარი კოსტიუმი უნდა ეცვას როგორც ქალს, ისე მამაკაცს. ქუჩაში თვალშისაცემ, მკვეთრი ფერის სამოსს ნუ ჩაიცვამთ. უკეთესია, თუ საფრანგეთში ყოფნისას ნეიტრალურ, კლასიკურ ტანსაცმელს აირჩევთ, თუნდაც ის მაინცდამაინც მოდური არ იყოს.

საღამოს შეკრებაზე, ჩვეულებრივ, ლამაზად უნდა გამოეწყოთ, მაგრამ თუ ეს არის ფორმალური საღამო black-tie, მამაკაცებმა კოსტიუმი (უჰალსტუხოდ), ხოლო ქალებმა კოქტეილის კაბა უნდა მოირგონ. ქალები უმეტესწილად უპირატესობას ანიჭებენ ბუნებრივი აბრეშუმის, სადა შავ კაბებს.

გახსოვდეთ: ფეხსაცმელი და ჰალსტუხი ერთმანეთს უნდა უხდებოდეს, ასევე, პიჯაკის მკერდის ჯიბეში მოთასებული ცხვირსახოცი არ უნდა იმეორებდეს ჰალსტუხის დიზაინს.

პარიზელები ყოველდღიურად არ იცვამენ გამორჩეულად ძვირფას და ექსტრავაგანტურ ტანსაცმელს. ჩვეულებრივ ყოფაში მიღებული სტილია casual, რომელიც ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, რადგან ფრანგებს შეუძლიათ დეტალების გამოგონება და სამოსის ურთიერთშეხამება.

შავი ფერი ყოველთვის მომგებიანია (შესაძლოა რუხით ჩანაცვლდეს).

აქსესუარად შეიძლება გამოიყენოთ ნათელი ფერის შარფი, შლაპა ან სამკაული (მაგრამ ყველაფერი ერთად _ არა).

სამოსი და აქსესუარები იდეალურად უნდა იყოს თქვენზე მორგებული (ე. ი. არც ტომარასავით გეკიდოთ და არც მყვინთავის კოსტიუმივით გეტმასნებოდეთ).

სამოსის ერთიანობას უნდა ასრულებდეს თქვენს გარდერობში საუკეთესო ფეხსაცმელი.

რაც მთავარია, ისე უნდა გამოიყურებოდეთ, თითქოს ტანსაცმლის შერჩევაზე სულ რაღაც ხუთ წუთზე მეტი არ დაგიხარჯავთ.

15 VOYAGER 1/2015


Guilson

Charvet

Pierre Hardy

2009 წელს Guilson-ის შენობა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს. აქ ყველაფერი ხელოვნების სიმაღლეზეა აყვანილი _ თარგის სიზუსტე, ქსოვილების საგანგებო არჩევანი. გამოუცდელი თვალიც კი ერთ წამში გამოარჩევს ათასობით ქინძისთავით გამოყვანილი პიჯაკის სილუეტს.

ფირმა 1838 წლიდან კერავს პერანგებს (და ჰალსტუხებსაც!) მსოფლიო ლიდერებისთვის. დღეს იმპერიის სათავეში და-ძმა კოლბანები დგანან. ისინი უნიკალური თარგებითა და მხოლოდ საკუთარი ქსოვილებით მუშაობენ. Charvet-ის პერანგის ქონა ნიშნავს, რომ ექსკლუზიური სამოსის მფლობელი ხართ.

3, rue Saint-Philippe du Roule, VIIIe. www.guilson.com

28, place Vendôme, Ier. www.charvet.com

პიერ არდი ცნობილია არქიტექტურული ფორმების მქონე ქალის ფეხსაცმელებითა და მამაკაცის `სნიკერსებით~. მან პირველი გამოცდილება `დიორის სახლში~ ფეხსაცმელების კოლექციაზე მუშაობისას მიიღო, შემდეგ `ჰერმესში~ მოღვაწეობდა ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელების ხაზის სამხატვრო ხელმძღვანელად, ხოლო 1999 წლიდან საკუთარი სახლი დააარსა. 2012 წლიდან პიერ არდი პარფიუმერ ფრედერიკ მალთან თანამშრომლობს და მისი სუნამოებისთვის სამოგზაურო ფლაკონებს ქმნის. Jardins du Palais Royal 156, Galerie de Valois www.pierrehardy.com

ფრანგი ქალბატონის სიყვარულის გამო სიმონ სტარკი ინგლისს ტოვებს და 1910 წელს Rue De La Paix-ზე დაიდებს ბინას. ამ სამოდელო სახლის ოსტატობისა და ექსკლუზიური კოსტიუმების მოყვარულნი არამხოლოდპოლიტიკოსები (რეიმონ ბარი, ბილ კლინტონი) და მსახიობები (ჯორჯ კლუნი, შერონ სტოუნი) არიან, არამედ აქ იკერება უნიკალური კოსტიუმები აკადემიკოსებისა და პოლიტიკოსებისათვის. მწარმოებლის ღირსებებს შორისაა გამძლეობის გარანტია და 5 ათასზე მეტი სახეობის ქსოვილის არჩევანი. 16, rue de la Paix Iie. www.starkandsons.com

Tabio

წინდა ის აქსესუარია, რომელიც განსაკუთრებულ და ყოველწამიერ ყურადღებას მოითხოვს. ამ უნიკალურ ბუტიკში წინდების პრესტიჟული ბრენდების ფართო არჩევანია: შოტლანდიური ძაფის, ბამბის, ქაშმირის, აბრეშუმის, აქლემის ბეწვისა თუ ალპაგის.

ქალისა და მამაკაცის წინდების იაპონური მწარმოებელი ორიგინალურობასა და ხარისხს კარგად უთანხმებს ტრადიციას. მაღაზიაშივე შეგიძლიათ წინდების ამორჩევაც და მათზე თქვენთვის სასურველი ნაქარგის გაკეთება.

9 rue César Franck www.meschaussettesrouges.com

32, Rue Saint-Sulpice www.tabio.com

Frédéric Malle ფრედერიკ მალის სამყაროს გრენელის ქუჩის 37-ში გაიცნობთ. სახელოსნოში, რომელიც ერთდროულად კოლექციონერის აპარტამენტს და პარფიუმერის ლაბორატორიას ჰგავს, აუცილებლად იპოვით იმ სურნელს, რომელიც თქვენს სხეულსა და გარემოს ერთნაირად მოერგება და შეგიძლიათ ის თქვენთვის სასურველი ფორმით შეიძინოთ – სუნამოს, სანთლის ან ორიგინალური დიფუზორის სახით. ფრედერიკ მალი უამრავ გამორჩეულ პარფიუმერთან მუშაობდა წლების მანძილზე და ის 25-ზე მეტი პარფიუმერული ნაწარმის უნიკალური კოლექციის მფლობელია. 37, rue Grenelle www.fredericmalle.com

16 VOYAGER 1/2015


ექსკლუზიურად მამაკაცებისათვის

Maitre Barbier Coiffeur თუ გსურთ, წვერ-ულვაში ნამდვილ მეტრთან გაიპარსოთ, ალენს ესტუმრეთ! აქ ტრადიციული მეთოდითა და, რაც მთავარია, სიყვარულითა და ოსტატობით ასრულებენ თავიანთ საქმეს. ეს სალონი ერთგვარი მუზეუმია, სადაც ყველაზე ცნობილი პარიზელები დადიან.

Moynat ეს ჩემოდნებისა და სამოგზაურო აქსესუარების პირველი კომპანიაა საფრანგეთში, რომელმაც ლუი ვიტონზე 5 წლით ადრე, ჯერ კიდევ 1849 წელს მოგზაურობა უჩვეულო და კომფორტულ თავგადასავლად აქცია. Moynat-ს 2010 წელს ბერნარ არნომ ახალი სიცოცხლე შესძინა. Moynat არასოდეს აკეთებს რეკლამას, ის თავისი ჩანთებით და ჩემოდნებით კომფორტული მოგზაურობის ფასის კარგად მცოდნე ადამიანების გულებს ეხება.

8, Rue Saint Claude www. Maitrebarbier.com

Salon De Coiffeur

348, Rue Saint Honoré

Tumi სამოგზაურო აქსესუარების, ჩემოდნებისა და ჩანთების საუკეთესო არჩევანს გვთავაზობენ დიდი მაღაზიები – „ბონ მარშე“ ან „პრენტამი“. ამ უზარმაზარ სივრცეებში გამოსადეგ რჩევასაც მიიღებთ და თქვენი ბიუჯეტისა თუ გემოვნების შესაბამისად

აუცილებლად ამოარჩევთ ჩემოდანს. თუმცა, თუ გსურთ, საკუთარ თავს გამორჩეული დიზაინისა და ხარისხის მქონე სამგზავრო აქსესუარი აჩუქოთ, Tumi-ს ბუტიკს ეწვიეთ სენტ ონორეს ქუჩაზე. აქ ახალი ტექნოლოგიებით დამზადებულ და განსხვავებული დიზაინის მქონე ბორბლებზე, „ომეგას“ მარკის საკეტებზე, განსაკუთრებული წესით შექმნილ სამხრეებზე, ულტრათანამედროვე დეტალებზე, ლიმიტირებულ ნიმუშებზე მოგიწევთ ყურადღების გამახვილება. რაც მთავარია, აქვე შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი აქსესუარის არჩევა სხვადასხვა სახით _ ნაჭრის ან ტყავის შეცვლა, ინიციალების ამოტვიფვრა ტყავზე ან ლითონის სახელურზე, მონოგრამირება. მოკლედ, ამ ბუტიკში შემოთავაზებული სიახლეებით სათანადოდ გაერთობით. 45, Rue St. Honore www.tumi.com 17 VOYAGER 1/2015

„ბონ მარშეში“, მამაკაცების განყოფილებაში შეგიძლიათ Des Mauvais Garçons Vintage სალონში შეისვენოთ და წვერის ან ულვაშის გაპარსვის ტრადიციული პროცედურით ისიამოვნოთ. შეგიძლიათ თმაც შეიჭრათ. სტილისტები საუკეთესო რჩევას მოგცემენ თქვენთვის საჭირო აქსესუარების, კრემებისა და სუნამოს შესარჩევადაც. Le Bon Marché, 26, rue des Sèvres

La Clé du Barbier თუ წვერს ატარებთ, გირჩევთ ეწვიოთ მამაკაცების ესთეტიკის სალონს La Clé du Barbier, რომელიც ცნობილია ნიუ-იორკული „ლოფტის“ ინსპირაციით, რეტროდეკორაციითა და შესაბამისი მუსიკით. იმდენ პროცედურას შემოგთავაზებენ, ნამდვილად გაოცდებით _ წვერის შესწორება, თმის შეჭრა, წარბების ეპილაცია და კიდევ უამრავი რამ. რაც მთავარია, თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. 3, Rue Linné


საათი / ღვი ნ ო

Sébastien Riffault Quarterons Sancerre Blanc ვენახები გაშენებულია თიხის ნიადაგზე, მხოლოდ 5 ჰექტარზე, დამრეც ფერდობზე და აქ ერთ ჰექტარზე საშუალოდ 25 ჰექტოლიტრი მოდის. სერტიფიცირებული ბიოდინამიკოსი სებასტიან რიფო საკუთარ ვენახებს გუთანში შებმული ცხენის დახმარებით ხნავს და რთველის დროს თითოეულ მტევანსაც ხელით წყვეტს ვაზიდან. მისი მიზანია, სოვინიონ ბლანის ყურძენმა სრულ მწიფობას მიაღწიოს, ამიტომ ხშირად რთველი ოქტომბრის მიწურულს იწყება. მას მხოლოდ სოვინიონ ბლანის ჯიშის ყურძენი მოჰყავს. „Quarterons“ Sancerre Blanc ყველაზე ტრადიციულია სებასტიანის თეთრ ღვინოთა შორის. რბილი და გემრიელი, ის თავის თავში აერთიანებს ლიმონის ზეთის, ყვითელი ვაშლის, მინერალებისა და ცოცხალი ყვავილების სხვადასხვაგვარ არომატებს. ...........................................................................

LIP ლეგენდარულმა ფრანგულმა ბრენდმა საათის შესახებ არსებული წარმოდგენის პარადიგმა მთლიანად შეცვალა და პირველმა დაიწყო მაჯის დიზაინერული საათების წარმოება. როგორც ნამდვილ პიონერს შეეფერება, კომპანია Lip-ი უკვე 140 წელზე მეტია საათების უნიკალურ ისტორიას წერს; მუდმივად ნერგავს ინოვაციას, სულ უფრო და უფრო რთულ და დახვეწილ, თუმცა ხელმისაწვდომ მოდელებს ქმნის. მან შეძლო ერთეულებისათვის განკუთვნილი საათები საყოველთაოდ ექცია. 1904 წელს პიერ და მარია კიურების რეკომენდაციით, LIP-მა გამოუშვა საათი ფოსფორირებული ისრებით, რომლებიც სიბნელეშიც ანათებდა. 1952 წელს შექმნა კვარცული მექანიზმის წინაპარი _ ელექტრონული საათი, რომელიც საფუძვლად დაედო მოდელს GDG (General de Gaulle). შემდგომში ეს ელიტარული მოდელი საჩუქრად მიიღეს

პოლიტიკურმა ლიდერებმა: ეიზენჰაუერმა, ჩერჩილმა და კლინტონმა. 50-იან წლებში ინოვაციური კონსტრუქციისა და დიზაინის მქონე მოდელი PANORAMIC, მასში გამოყენებული ტექნოლოგიების გამო, რევოლუციურად აღიარეს, რამაც LIP-ი შეუდარებელ ბრენდად აქცია. მინერალური მინა სრულად ფარავს კორპუსს, მხოლოდ მოსამართი მექანიზმის თავი ჩანს, რომელიც უნიკალური ტექნოლოგიის მეშვეობით ერწყმის საათის ზედაპირს. უჩვეულო სტრუქტურა მოდელის ბრტყელ დიზაინსა და ციფერბლატზე პანორამულ ხედს ქმნის; ის ნებისმიერი დახრილი რაკურსიდან მოჩანს. დღეს LIP-ის 106 მოდელი 9 სერიისაგან შედგება, მათგან 5 დიზაინერულია (Prince François de Baschmakoff, Roger Tallon, Prisca Briquet, Hicham Lahlou, Michel Boyer) და 4 ისტორიული (Fred Lip, Général de Gaulle, Jean Mermoz, Maurice Herzog). 18 VOYAGER 1/2015

Michel Gros Bourgogne Hautes Cotes deNuits AOC 2010 ეს წითელი ღვინო შავი პინოს ყურძნის ჯიშისგან მზადდება. ვენახი ბურგუნდიაში, კერძოდ, არსენანშია გაშენებული, მეზინის ხეობის შუაგულში. მაღალ ფერდობზე განაშენიანების გამო, ყურძენი შედარებით გვიან მწიფდება. მწკრივებს შორის დაშორება 2,60 მეტრია, რაც თითოეულ რიგში მომცრო ტერასის გაკეთების საშუალებას იძლევა. ყურძნის ამ ჯიშებს „ძალა“, „მამაკაცურობა“, თავად ღვინოს კი განსაკუთრებული ბუკეტი და გემოთა ბალანსი გამოარჩევს. ახალგაზრდა რინოც მშვენიერი დასალევია, თუმცა ასაკის მატება მას კიდევ უფრო საამოს ხდის.


შატო-სასტუმრო / შამპანური

Chateau Julie, ბორდო

Château des Briottières, შამპანი, ლუარის ხეობა

ბორდოს ვენახებში ჩაფლული შატო საუკეთესო ადგილია დასასვენებლად. აქაურობას სტუმართმოყვარე ჰოლანდიელი წყვილი პატრონობს. სამზარეულო კი ადგილობრივ ღვინოებთანაა შეხამებული. ოთახები ფუფუნებით არ გამოირჩევა, თუმცა დიდი სააბაზანოები აქვს და ფანჯრებიდანაც საუცხოო ხედი იშლება იმ პარკისაკენ, სადაც შეგიძლიათ ჩოგბურთიც ითამაშოთ, ითევზაოთ და ნაშუადღევს მშვიდად იკითხოთ წიგნი ხის ჩრდილში. ორადგილიანი ნომერი _ 110 ევროდან.

ხეობის სიღრმეში მდებარე მე-18 საუკუნის შატოს, უკვე ექვსი თაობაა, ერთი ოჯახი ფლობს. წითელი ხავერდით გაწყობილი ტრადიციული ინტერიერი, სანთლის შუქზე გაშლილი სუფრა და ადგილობრივი შუშხუნა Crémant de Loire, რაც საუკეთესო აპერიტივია აქაური სადილისათვის. ორადგილიანი ნომერი _ 110 ევროდან. www. briottieres.com

www. chateau-julie.com

Château Charly, ლუარის ხეობა სვეტებიან ჭიშკარსა და გაკრეჭილ მდელოებს შორის მოქცეული მოკირწყლული გზის გავლით მე-19 საუკუნის შატოში მოხვდებით, რომელსაც ირგვლივ ვრცელი მინდვრები აკრავს. კლასიკური ავეჯით გაწყობილი ულამაზესი და უზარმაზარი საძინებლები ზღაპრულ დასვენებას გპირდებათ; დილაობით შატოს სამზარეულოს უზარმაზარი ინდონეზიური მაგიდა ვერ იტევს ახალგამომცხვარ სურნელოვან ოჯახურ ფუნთუშებს, ნამცხვრებსა და მურაბებს. ორადგილიანი ნომერი _ 160 ევროდან. www.chateaucharly.com

Château de Prye , ბურგუნდია პოლონეთის დედოფალი მარი-კაზიმირა ამ განუმეორებელ შატოში მე-17 საუკუნის მიწურულს ცხოვრობდა. ყველა ნომერი ანტიკვარული ავეჯითაა გაწყობილი, იქნება ეს სამმაგსარკიანი ტანსაცმლის კარადა, ბრეტონული ჩუქურთმებით მორთული საწოლის თავი თუ ვინტაჟური გამათბობლები. ეზოში კი შემორჩენილია ტყე საუკუნოვანი ხეებითა და მდინარით. ორადგილიანი ნომერი _ 115 ევროდან. www. chateaudeprye.com

Dumangin Brut La Cuvee 17 ეს გახლავთ დახვეწილი სასმელი, რომელსაც დასაგემოვნებლად განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიირთვათ რბილი, მსუბუქი და სურნელოვანი შამპანური მსუყე, დაუვიწყარი გემოთი. ყურძნის ჯიშები: 34 პროცენტი Pinot Meunier, 33 _ Chardonnay, 33 _ Pinot Noir. ადგილწარმოშობა: შამპანი. რეგიონი: შამპანი.

19 VOYAGER 1/2015


Pierre Hermé

Patrick Roger

Gâteaux Thumieux

პიერ ერმე – საკონდიტროს პიკასო, ტკბილეულის პროვოკატორი, სამზარეულოს იმპერატორი – ასე მოიხსენიებენ ცნობილი კრიტიკოსები ავანგარდისტ შემოქმედსა და გემოთა ნიუანსების ჯადოქარს. პიერ ერმე მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კონდიტერი და შოკოლადის სპეციალისტია. ტკბილეულის ნამდვილმა მეტრმა `მაკარონებით~ გაითქვა სახელი, განსაკუთრებით _ გამოჩენილი `ისპაჰანით~ (ჟოლოსა და ლიჩის კომბინაცია). ამას მოჰყვა `2000 ფურცელი~, `მონ ბლანი~. დაუღალავი შემოქმედი რეგულარულად აანონსებს გემოების ახალ და მრავალფეროვან ურთიერთშეთანხმებას. კლასიკად ქცეული საუკეთესო სამეული ასე გამოიყურება – მაკარონებიდან: `ისპაჰანი~, `უსაზღვრო ვანილი~, ხოლო მესამე ადგილს თანაბრად ინაწილებენ `2000 ფურცელი~, შოკოლადი Carrément Chocolat და ტარტი `უსაზღვრო ლიმონი~. პარიზში პიერ ერმეს უამრავი ბუტიკია, მაგრამ გირჩევთ, სენ ჟერმენზე მდებარე მის მაღაზიას ეწვიოთ:

შოკოლადის მსოფლიო თასისა და საფრანგეთის საუკეთესო ოსტატის სტატუსის მფლობელი პატრიკ როჟე უდავოდ ყველაზე ცნობილი და აღიარებულია შოკოლადის ოსტატებს შორის. ეს ატიპური პერსონაჟი ნამდვილი მოქანდაკე და შოკოლადის თანამედროვე როდენია. ის შოკოლადს იყენებს, როგორც ნედლეულს, ირჩევს საუკეთესო პირველწყაროს და აღწევს ისეთ სინატიფესა და დელიკატურობას, რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ. მის მიერ მომზადებული თხილის პრალინე, მოხალული ნუში და კარამელიზებული შაქარი საუკეთესოა მსოფლიოში. რომ აღარაფერი ვთქვათ `ამაზონზე~ (კარამელი და მწვანე ლიმონი), ანდა `მისტრალზე~, (კარამელი თაფლითა და მარილით).

ორვარსკვლავიანი მზარეულის, ჟანფრანსუა პიეჟისა და Tour d’Argent-ის ცნობილი კონდიტერის, ლუდოვიკ შოსარის ერთობლივი `ტუმიეს ნამცხვრები~ ქალაქში გამორჩეული ტკბილეულის ბუტიკია. აქაური `ბესტსელერების~ (შუ, თხილის პრალინე კრემით, მილფეი და ეკლერი ბლან-მაჟე განსაკუთრებული გემო არასოდეს დაგავიწყდებათ.

არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებათ – პატრიკ როჟეს ნებისმიერი ქმნილება უნიკალურია, მაგრამ მე მაინც `ინსტინქტს~, `ამაზონსა~ და კორსიკულ ორნაჟეტებს გირჩევდით.

ეს სახელგანთქმული საკონდიტრო, რომელშიც ისედაც ღირს შესეირნება ნამდვილი მილ ფრის, ჩვენებურად, ნაპოლეონის გასასინჯად, სასაჩუქრე ტკბილეულის შესანიშნავ არჩევანს გთავაზობთ. ყველაზე პოპულარული, რა თქმა უნდა, მაკარონია _ პაწია, სხვადასხვა ფერის ორცხობილები, რომლებიც ერთმანეთზე კრემითაა მიწებებული. აქვე შეიძენთ შესანიშნავ ჩაისა და შოკოლადსაც.

72, Rue Bonaparte

3, Place de la Madeleine Par.

16, Rue Royale

58, Rue Saint-Dominique

Ladurée

Info ბანკები

თამბაქო

ბანკები მუშაობენ 09:00-დან 16:30-მდე ყოველდღიურად, გარდა ორშაბათის, კვირის და დასვენების დღეებისა. ზოგიერთი ბანკი შაბათსაც მუშაობს.

2008 წლის 1 იანვრიდან მოწევა აკრძალულია ბარებში, სასტუმროებში, რესტორნებში, კაზინოებში, სათამაშო კლუბებსა და დისკოთეკებზე, გარდა საგანგებოდ გამოყოფილი ადგილებისა.

ტელეფონები საგანგებო სიტუაციების დროს: 112 სასწრაფო დახმარება: 15 მორიგე პოლიციის პუნქტი: 17 სახანძრო: 18 SOS ექიმები: 36 24 (0,12 ევრო/წუთი) SOS სტომატოლოგია: 01 43 37 51 00 ტოქსიკოლოგიური ცენტრი:

0140054848

პირველი ოქტომბრიდან პარიზის ქუჩებში სიგარეტის ნამწვავის გადაგდება 68 ევროთი დაჯარიმდება.

საზოგადოებრივი საპირფარეშოები პარიზში 400 უფასო ტუალეტ-ავტომატია, ასევე სისუფთავით გამორჩეული ფასიანი საპიფარეშოების ფართო ქსელი: Point WC.

20 VOYAGER 1/2015

Le Maisons Boissier საკონდიტრომ წაბლის მომზადების ხელოვნება უმაღლეს დონეზე აიყვანა. აქ ნახავთ დაშაქრული წაბლის კანფეტებს, შოკოლადში ამოვლებულ ან კარამელში დაკონსერვებულ წაბლს. მწარმოებლის ოჯახი ამ საქმით 1827 წლიდანაა დაკავებული, ამიტომ განმარტებებსაც კომპეტენტურს მიიღებთ. 184, Avenue Victor Hugo


გასტრონომია და სხვა

Lavinia ალკოჰოლური სასმელისა და მისი დამზადების ხელოვნების მოყვარულთათვის `ლავინია~ ალბათ იგივეა, რაც ბავშვებისთვის დისნეილენდის მაღაზია.

Nicole Barthélémy საფრანგეთი ყველის ქვეყნად არის ცნობილი. პარიზში გვერდს ვერ აუვლით ყველაზე ცნობილ დიდ მაღაზიებს _ Quatrehome-ს ან Cantin-ს, ჩვენ ნიკოლ ბართელემის ბრენდსაც შემოგთავაზებთ. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, უბნის, ძველებური მაღაზიის შესახედაობა ნუ მოგატყუებთ; აქაურობას პარიზის მთელი ელიტა სტუმრობს, კატრინ დენევისა და ვენსან ლანდონის ჩათვლით. თანაც ეს მაღაზია, 1973 წლიდან მოყოლებული, ელისეს სასახლეს ამარაგებს!

საფრანგეთში ყველაზე დიდი ღვინის მაღაზია-სარდაფი ის ადგილია, რომელმაც უკვე კულტად ქცეული ენოლოგია კულტურად ჩამოაყალიბა _ წარმოუდგენლად დიდ არჩევანთან ერთად, სასმელის წარდგენისა და დაგემოვნების მეთოდი სხვა განზომილებაში გადაიტანა. გარდა ყოველდღიური სიახლისა და უნიკალური რჩევებისა, `ლავინიაში~ ეწყობა დეგუსტაციები და მასტერკლასები განთქმული სომელიეების მონაწილეობით, პრეზენტაციები და ვახშმები.

ნიკოლ ბართელემი წელიწადის დროის შესაბამისად, უნიკალურად ამუშავებს ყველს. საუკეთესოა მისი „ბრი“ და თხის ყველის სახეობები, მაგრამ თუკი არჩევანზე მიდგა საქმე, მაინც „ფონტენბლოს“ გირჩევთ, ძროხის რძისგან დამზადებულ, უჩვეულოდ ჰაეროვან ყველს.

აქ ნებისმიერი ფასის, ხარისხის, იშვიათობის მქონე ბოთლს იშოვით _ როგორც ღვინის, ისე თქვენთვის საინტერესო სხვა სასმელებისას.

51, Rue de Grenelle

3-5, Boulevard de la Madeleine

Papeterie Gaubert

Les Mauvaises Graines

ყველაზე მეტად `პარიზული~ საკანცელარიო ნივთების ბუტიკი _ იურისტებისა და ადვოკატების `ალი ბაბას გამოქვაბული~ _ დოფინის მოედანზე მდებარეობს. ტყავისგან დამზადებული საკანცელარიო და ბიუროს ნივთები, სავიზიტო ბარათები, ყოველგვარი ქაღალდი და ბევრი ისეთი აქსესუარი, რომელზეც აქამდე არასოდეს გიფიქრიათ. ეს მართლაც პარიზულად ორგანიზებული ნამდვილი ბაზარი 1830 წლიდან ფუნქციონირებს.

მონმარტრზე, ყვავილების ამ უცნაურ გალერეაში, ტრადიციული თაიგულის ნაცვლად შემოგთავაზებენ ერთგვარ პატარა ბაღებს თანამედროვე კალათებში _ თითოეული მათგანი ორიგინალურია და სხვადასხვა როკჯგუფის სახელს ატარებს.

28, Place Dauphine

Fnac Galerie du Claridge მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ ელისეს მინდვრებზე სახელგანთქმული „ვირჯინ სტორი“ დაიკეტა, ვიდეო თუ კომპაქტდისკების უნივერსალური არჩევანის ადგილად Fnac-ი იქცა, სადაც ტრადიციულად ფილმებს, წიგნებსა და ტექნოლოგიური მიღწევების ბოლო ნიმუშებს შეიძენთ. აქვე შეგიძლიათ კონცერტებისა და სხვადასხვა სპექტაკლის ბილეთებიც იყიდოთ.

25, Rue Custine

74, Av. des Champs-Élysées

საპირფარეშო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ თუ პარიზმა ვერაფრით გაგაკვირვათ, გირჩევთ Madeleine-ის მოედანზე საზოგადოებრივ საპირფარეშოს ესტუმროთ. აქ არტნუვოს სტილის ნამდვილი კონცენტრაცია დაგხვდებათ: საუკუნის დასაწყისის ხის, ქვისა და კერამიკის გაპრიალებული ზედაპირები, დაწნული ყვავილების ქარგა _ ეს მართლაც რომ დროში მოგზაურობაა. 21 VOYAGER 1/2015


Du pain t des Idees

Maison Kayser

`ჩვენი მიზანია, ერთი ნაჭერი პურით მოგანიჭოთ ბედნიერების განცდა. ჩვენ გამოგიცხობთ ისეთ პურს, როგორიც ჯერ არასდროს გინახავს და ამ პურში იქნება სიყვარული და მეგობრობა“.

საფუნთუშეთა ქსელი თავის სტუმრებს პურის უნიკალური სახეობების გასინჯვას ჰპირდება, რომლებიც ფქვილით, რძით, თაფლითა და თხილით არის დამზადებული.

ასეთი მისიით 1889 წლიდან ხვდება სტუმრებს პარიზის ერთ-ერთი უძველესი საცხობი, რომელიც ივ ტუდიკის და მარსელის ქუჩების გადაკვეთის კუთხეში მდებარეობს.

მრავალი სახეობის ხორბლის ფქვილის შერევით ცხვება ჰაეროვანი და მსუბუქი პური, ხოლო ქიშმიშიანი ბაგეტი საუზმეს ძალიან უხდება.

34, Rue Yves Toudic www. dupainetdesidees.com

Le Grenier à Pain საფუნთუშე ამაყობს ჯილდოთი, რომელიც პარიზში საუკეთესო ბაგეტის ცხობისთვის მიანიჭეს. განუმეორებელი შოკოლადის ნამცხვარი, პური ნუშითა და გარგარით აუცილებლად უნდა გასინჯოთ.

ის მოგზაურებიც კი, რომლებიც საკუთარ თავს გურმანებად არ მიიჩნევენ, ვერ უძლებენ ცდუნებას, როდესაც პარიზული საფუნთუშეების _ ბულანჟერიების (Boulangerie) წინ აღმოჩნდებიან ხოლმე. ჩვეულებრივი კრუასანები ქალაქის ყოველ კუთხეში შეიძლება შეიძინოთ, მაგრამ არაჩვეულებრივი ბაგეტისა თუ გემრიელი დესერტისათვის, ჯობს, მაინც პარიზის რომელიმე გამორჩეულ საცხობს ესტუმროთ.

33, Rue Danielle Casanova www.maison-kayser.com

Pain d’Epis ეიფელის კოშკთან მდებარე საცხობი სხვადასხვა ხარისხის ფქვილისაგან დამზადებულ `სამეფო ბაგეტს“ გთავაზობთ. საფუნთუშის სავიზიტო ბარათი `ფუგასია“ _ პური, რომელიც ზეითუნის ზეთში მოზელილი ცომისაგან ცხვება, თხის ყველის, პომიდვრის ჩირისა და წიწაკის გულთავსით. 63, Avenue Bosquet www.quiberon.com

Le Moulin de la Vierge საოჯახო საცხობი პარიზის მონპარნასის სიახლოვეს მდებარეობს. განსაკუთრებით გემრიელია სოფლური პური და ბაგეტი. ჰაეროვანი ფუნთუშები ქიშმიშითა და კრემით გურმანებმა აუცილებლად უნდა გასინჯონ.

149, Rue du Faubourg Saint Antoine www.legrenierapain.com

105, Rue Vercingétorix www.lemoulindelavierge.com

Lenôtre

Jean Pierre Cohier

ვიტრინები ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებია, რომლებიც პარიზელებს შოკოლადის ტორტებითა და მარწყვიანი ბისკვიტებით იზიდავს.

ლეგენდარული საცხობი ცნობილია უამრავი სახეობის პურითა და უჩვეულოდ გემრიელი დესერტებით. 270, Rue Faubourg Saint-Honore www.petitfute.com

10, Rue Saint Antoine www.lenotre.com. 22 VOYAGER 1/2015


საფუნთუშე

Boulangerie

Boulangepicier აქ აღმოაჩენთ ლეღვიან პურსა და დაცეხვილი ხორბლის პურ-ფუნთუშებს. შეგიძლიათ ისიამოვნოთ უგემრიელესი წვნიანებით, ბუტერბროდებითა და ტკბილეულით. აუცილებლად მიირთვით გოგრის წვნიანი, ბრინჯის პუდინგი ვანილით და ფორთოხლის მარმელადი.

პარიზში პირველი რესტორნები საფრანგეთის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე გაჩნდა. სიტყვა „ბულანჟერია“ რესტორნის მეპატრონემ, ვინმე ბულანჟემ მოიგონა, რომელიც სტუმრებს სთავაზობდა „ღვთაებრივ რესტორნებს“ (ასე უწოდებდა იგი სხვადასხვა სახის ბულიონს).

73, Boulevard de Courcelles www.boulangepicier.com.

1975 წელს მან მოიპოვა ნებართვა, რომ არა მხოლოდ ბულიონები გაეყიდა, სტუმრებისთვის ცხვრის კანჭიც მიერთმია თეთრი საწებლით. ბულანჟე საკუთარ თავს „რესტორატორს“ უწოდებდა. ამავე დროს წარმოიშვა მომსახურების სახეობა ე. წ. a’la carte: სტუმარს შეეძლო თავად ამოერჩია საჭმელი დღის ნებისმიერ მონაკვეთში. კერძების საფასური წინასწარ დადგენილი იყო და ყოველდღიურად არ იცვლებოდა. 1786 წლიდან, ახალი ბრძანებულების მიხედვით, პარიზელ მზარეულებსა და რესტორატორებს უფლება ეძლეოდათ, სტუმრებს ზამთრობით 23 საათამდე, ხოლო ზაფხულობით 24 საათამდე მომსახურებოდნენ.

Au 140 საფუნთუშე ბელვილის ხალხმრავალი ქუჩიდან 2001 წლიდან ელისეს სასახლეს ამარაგებს. წელს მისი ბაგეტები პარიზში საუკეთესოდ აღიარეს.

შეძლებულ მოქალაქეებს თანდათანობით ჩვევად ექცათ, საქმიანი შეხვედრები სახლის ნაცვლად რესტორანში გაემართათ. სულ მალე პარიზში არსებული რესტორნების გადათვლა უკვე შეუძლებელი იყო.

140, Rue de Belleville www.au140.com

Poilâne საცხობი 1932 წლიდან არსებობს, აქ შეიძენთ შეშის ღუმელში გამომცხვარ ფუნთუშეულს. ცომის მოსამზადებლად წისქვილის დოლაბზე დაფქული ფქვილი გამოიყენება. 8, Rue du Cherche-Midi 49, Bld de Grenelle www.poilane.com

გასინჯეთ ბაგეტი საფრანგეთში პური განსაკუთრებულად გემრიელია. ამ ქვეყნის კულინარიული დამსახურებების მიუხედავად, ჰაეროვანი, ხრაშუნა, თბილთბილი ბაგეტი არის საუკეთესო რამ, რაც კი ფრანგებს სამზარეულოში შეუქმნიათ. შუაზე გაჭრილ ბაგეტში ჩაწყობილი ყველის ნაჭრები, ლორი, ქათმის ხორცი, მოხარშული კვერცხი, პომიდორი და ა.შ. _ ეს ყველაფერი ხშირად აქაურებს სადილის მაგივრობას უწევს. ბაგეტის ცომს მხოლოდ ხელით ზელენ და ქვებზე აცხობენ. ამ პურის (ასევე სხვა ფუნთუშეულის) გემო მართლაც რომ ღვთაებრივია.

23 VOYAGER 1/2015


ვისაც ერთხელ მაინც უმოგზაურია ბავშვებთან ერთად, კარგად იცის, რას ნიშნავს, როცა პატარას ყველაფერი ბეზრდება და აღარ სურს მუზეუმში, მაღაზიაში ან კიდევ უფროსებისთვის საინტერესო სხვა ნებისმიერ სივრცეში ყოფნა. უცხოეთში მარტივად უყურებენ ბავშვებთან ერთად მოგზაურობის საკითხს და, შედეგად, უადგილო ადგილას აყვირებული და გაბრაზებული პატარების კოჰორტას ვიღებთ. პარიზი, ერთი შეხედვით, არ არის ყველაზე „მეგობრული“ ადგილი ბავშვებისათვის, თუ მეზობელი მაგიდებიდან ნასროლ შეწუხებულ მზერებს გავითვალისწინებთ, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არ ვიცით, პატარა სად წავიყვანოთ. არასდროს მშურს ისე ფრანგების, როგორც პარკებში ყოფნისას. უცნაურია, მსგავსი გრძნობა არც მუზეუმებში ყოფნისას მეუფლება და არც შესანიშნავი ლანდშაფტებით ტკბობისას. გარდა განუმეორებელი სილამაზისა, ეს ადგილები არაჩვეულებრივ არჩევანს სთავაზობს თქვენს პატარას კარგად დასვენებისა და გართობისათვის.

Jardin d’Acclimatation მას შემდეგ, რაც ლუი ვიტონის ფონდმა პარკის შესასვლელში საოცარი სილამაზის შენობა ააგო, აქ გასეირნება გალერეების დათვალიერებას შეგიძლიათ შეუთავსოთ. მუზეუმში შესვლა 14 ევრო ღირს და 3 წლამდე პატარებისთვის უფასოა. იმავე ბილეთით გახვალთ უზარმაზარ პარკში, სადაც მთელი დღე შეგიძლიათ გაატაროთ. გარდა ატრაქციონების უდიდესი არჩევანისა, აქვეა პატარა ზოოპარკი, განებივრებული ცხოველებით, რომლებსაც საერთოდ არ ეშინიათ ადამიანების და თუ პოპკორნს შესთავაზებთ, სულსაც მოგყიდიან. თამამად მიეცით ბავშვებს მათი მოფერების უფლება. აქვე შეგიძლიათ ტბაში პატარა მოტორიანი ნავით გაისეირნოთ ან სუფთა ჰაერზე დამონტაჟებულ ტრენაჟორებზე ივარჯოშოთ. ლუი ვიტონის ფონდის სპეციალური ავტობუსი ტრიუმფალური თაღიდან ყოველ 15 წუთში ერთხელ გადის. მგზავრობა ერთი ევრო ღირს.

Jardin du Luxembourg ლუქსემბურგის ბაღში პირველი და ყველაზე კარგი გასართობი გინიოლის თოჯინების თეატრია. პატარა პავილიონში, რომელიც ბაღის ცენტრში მდებარეობს, კვირაში რამდენჯერმე იმართება წარმოდგენები. ბილეთის საყიდლად წარმოდგენის დაწყებამდე 40 წუთით ადრე უნდა მიხვიდეთ. სპექტაკლები იმართება შაბათსა და კვირას 11, 15 და 16 საათებზე და ოთხშაბათს _ 15 და 16 საათებზე. ბილეთის ფასია 5,60 ევრო. შეგიძლიათ ბავშვი პონითაც გაასეირნოთ. ტურის ფასი ხანგრძლივობის მიხედვით იცვლება და 7-დან 15 ევრომდეა. პატარას სპეციალური ჩაფხუტით აღჭურვავენ. თუ ბავშვი მცირეწლოვანია, შეგიძლიათ თავადაც გვერდით მისდიოთ, მოზრდილებს ინსტრუქტორი ასეირნებს. თქვენ ან ადგილზე დაელოდებით, ან უკან გაჰყვებით ჯგუფს.

აქვე უამრავი ატრაქციონი და სპორტული მოედანია. თუმცა პატარებში დიდი პოპულარობით სარგებლობს კარუსელი ცხენებით. გარდა იმისა, რომ ცხენი წრეზე დაქრის (ერთი ტური 1.50 ევრო ღირს), ყველას პატარა ჯოხებს დაურიგებენ. მათი საშუალებით რკინის რგოლები უნდა მოიპოვო და გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე მეტ რგოლს დააგროვებს. გამარჯვებულს მშობლების აპლოდისმენტები ხვდება წილად. დიდ აუზში გემის გაშვება ისეთივე ძველი გასართობია, როგორიც თავად ბაღი. გემის დაქირავება საშუალოდ 10 ევრო ღირს. აფრიან ხის გემს აუზში ჩაუშვებთ და გრძელი ჯოხით მიაწვებით. მერე აკვირდებით, საით წავა და თუ ნაპირს მიადგა, ისევ ჯოხით მიეხმარებით, რომ ცურვა განაგრძოს. ბავშვებს ამის კეთება საათობით შეუძლიათ; ქირაც საათობრივია.

24 VOYAGER 1/2015


ექ სკლუ ზ იურ ად ბავშვე ბისთვი ს

Disneyland დისნეილენდის მონახულება ოჯახური ტურიზმის განუყოფელი ნაწილია. ბევრი სასტუმროსაც კი იქვე ახლომახლო არჩევს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ პარიზის ცენტრიდან დისნეილენდამდე სულ ცოტა ერთ-საათიანი მგზავრობა მოგიწევთ. ამიტომ ალბათ დასახლება ისევ პარიზში ჯობს. ერთდღიანი დისენეი-ტურის მოწყობა კი რთული არ არის. თუ გსურთ სპეციალური შატლით სარგებლობა, რომელშიც დილის 8 საათიდან პარიზის ცენტრიდან, ოთხი სხვადასხვა ადგილიდან შეგიძლიათ მოხვდეთ, ბილეთი წინასწარ ინტერნეტით უნდა შეიძინოთ. ბილეთის ფასი, რომელიც თითქმის ყველა გასართობს მოიცავს, საშუალოდ 100 ევროა. გაითვალისწინეთ, რომ ეს თანხა (50 ევროდან ზემოთ) სეზონის, ტარიფისა და ატრაქციონებზე წვდომის მიხედვით

იცვლება. ხშირად დაბალფასიანი ბილეთის გადაცვლა არ შეიძლება. დისნეილენდამდე შეგიძლიათ RER-ითაც მიაღწიოთ, ეს არცთუ ისე რთულია და 35 წუთს წაგართმევთ. ბილეთების ყიდვა პარიზის ყველა მეტროსადგურზე შეგიძლიათ. აქვე მიიღებთ ინსტრუქციას, თუ რომელი სადგურიდან უნდა გადაჯდეთ RER-ის მატარებელზე. დისნეილენდი გთავაზობთ 2 ან 3-დღიან ბილეთებსაც და ვიზიტების გადანაწილება მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ისეთ დღესასწაულებზე, როგორიც ჰელოუინი ან შობაა, დისნეილენდი განსაკუთრებულ პროგრამას სთავაზობს ბავშვებს. ამიტომ ფასებიც განსხვავებულია.

Grande Galerie de l’Évolution თქვენს შვილს დინოზავრების ნახვა მოესურვა? აუცილებლად გირჩევთ, ნატურალური ისტორიის მუზეუმში ევოლუციის გალერეას ეწვიოთ. მუზეუმის რამდენიმე კორპუსი მშვენიერ პარკში მდებარეობს, სადაც ასევე შეგიძლიათ პაწია ზოოპარკი მოინახულოთ. აქ სახელგანთქმული ხანდაზმული ორანგუტანგი ბინადრობს. მუზეუმის ერთი კორპუსი მთლიანად დინოზავრებისა და მათი მეგობრების ჩონჩხებითაა სავსე. ევოლუციის გალერეაში კი პატარები დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასა და მის განვითარებას დაკვირდებიან. ბილეთის ფასი 7-დან 11 ევრომდე მერყეობს.

Palais De La Découverte შანზ ელიზესთან სულ ახლოს პარიზის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მუზუმი მდებარეობს. თუ თქვენს პატარას მეცნიერება და კოსმოსი აინტერესებს, ან თავად გსურთ, გაუღვივოთ მას ეს ინტერესი PALAIS DE LA DÉCOUVERTE თქვენს განკარგულებაშია. აქ ფიზიკას, ქიმიას, მათემატიკას, გეოლოგიასა და ბიოლოგიას ისეთი სახალისო ხერხებით აწვდიან პატარებს, თავად დაგენანებათ, რომ ბავშვობისას ვერ მოხვდით ამ მუზეუმში. ბილეთის ფასი 9 ევროა. 25 VOYAGER 1/2015


კალენდარი oqtomberi-dekemberi,

2015

ანიშ კაპურის გამოფენა ვერსალის სასახლეში 2015 წლის 9 ივნისს გაიხსნა და პირველ ნოემბრამდე გასტანს.

გამოფენა „უსაზღვრო უორჰოლი“ პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 2015 წლის 2 ოქტომბრიდან 2016 წლის 7 თებერვლამდე გაგრძელდება. მასზე პოპარტის მეფის, ენდი უორჰოლის 200-ზე მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

ბრიტანელი არტისტი გთავაზობთ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც ნამუშევრების ერთი ნაწილი გასაოცარ გარემოსთანაა შერწყმული, მეორე კი სწორედ ამ გარემოს უპირისპირდება.

გამოფენას „ფლორენცია, მედიჩის კარის პორტრეტები. ბრონზინო, სალვიატი, პონტორმო“ 2015 წლის 11 სექტემბრიდან 2016 წლის 25 იანვრამდე ჟაკმარ-ანდრეს მუზეუმში იხილავთ. ეს ტილოები მედიჩების ოჯახის ძლიერების ხანაში (15121599) განვითარებული ფლორენციული პორტრეტის ისტორიას წარმოაჩენს. მასზე წარმოდგენილია როგორც კარის, ისე ჰეროიკული, ცერემონიული და ალეგორიული პორტრეტები.

გამოფენა „ოსირისი, ეგვიპტის ჩაძირული საიდუმლოებები“ 2015 წლის 8 სექტემბრიდან 2016 წლის 31 იანვრამდე გაიმართება არაბთა მსოფლიო ინსტიტუტში. ვერნისაჟზე წარმოადგენილია მასალა, რომელიც ნილოსის დელტის დასავლეთ ნაწილში ბოლოდროინდელი გათხრებისას აღმოაჩინეს.

ხელოვანთა ქალაქ მონმარტრში არტისტთა სახელოსნოების ღია დღეები _ ეს გახლავთ ხელოვნების ნაწარმოებთა ერთგვარი ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში იმართება. მონმარტრში მუდამ მხატვრული აქტივობის გასაოცარი კონცენტრაციაა. აქ მხატვრების, რეჟისორების, ფოტოგრაფების, მუსიკოსების, მწერლების, დიზაინერებისა და ა. შ. 180 სახელოსნოა, რომლებიც ღიაა მნახველთათვის.

გამოფენა „პიკასო მანია“ 2015 წლის 7 ოქტომბრიდან 2016 წლის 29 თებერვლამდე შეგიძლიათ მოინახულოთ `გრანდ პალეს~ ეროვნულ გალერეებში. თანამედროვე არტისტების _ ლიხტენშტეინის, ეროს, უორჰოლის, ჯასპერ ჯონსისა და კიპერბერგერის ნამუშევრები გამოფენილია თავად დიდი ოსტატის, პიკასოს შედევრების გვერდით.

გამოფენა „მოჩვენებითი ბრწყინვალება, მეძავთა გამოსახულებები, 1850-1910“ 22 სექტემბრიდან 2016 წლის 17 იანვრამდე ორსეს მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ. ეს პირველი დიდი ვერნისაჟია პროსტიტუციის თემაზე. იგი ცხადყოფს, თუ როგორ აღაფრთოვანებდნენ ფრანგ და უცხოელ მხატვრებს პროსტიტუციაში ჩართული ადამიანები და ადგილები, სადაც ისინი საქმიანობდნენ; როგორ პოულობდნენ მხატვრები თავიანთი შთაგონების წყაროს, რომ აესახათ რეალობაც და საკუთარი ფანტაზიებიც. გამოფენაზე წარმოდგენილია მანეს, დეგას, ტულუზ-ლოტრეკის, მუნკის, კიის ვან დოგენის, პიკასოსა და დე ვლამინკის ნამუშევრები.

გამოფენა „მარტინ სკორსეზე“ 2015 წლის 14 ოქტომბრიდან 2016 წლის 14 თებერვლამდე საფრანგეთის კინოთეკაში ჩატარდება. ის პატივს მიაგებს სკორსეზეს შემოქმედებას და აჩვენებს მისი მხატვრული მოდელის ზეგავლენას ამერიკულ კინოზე. რეტროსპექტივა მოიცავს ნიუ-იორკში არსებულ სკორსეზეს პირად კოლექციას და, ასევე, რობერტ დე ნიროსა და პოლ შრედერის კოლექციებს.

საშობაო ნაძვის ხის დიზაინის გამოფენა-დღესასწაული 2015 წლის 21-იდან 27 ნოემბრამდე „შანზ ელიზეს“ თეატრში ჩატარდება. ცნობილი კუტიურიეები, დიზაინერები და არქიტექტორები შექმნიან უნიკალურ ნამუშევრებს, რომლებიც აუქციონზე გაიყიდება, ხოლო მოგება კიბოს დაავადების კვლევას მოხმარდება.

გამოფენა „მარკ შაგალი. მუსიკის ტრიუმფი“ 2015 წლის 13 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 იანვრამდე პარიზის ფილარმონიაში გაიმართება. 26 VOYAGER 1/2015


ჯგუფ U2-ის კონცერტები ბერსიში 2015 წლის 10-დან 15 ნოემბრამდე

გლუკი / ბერლიოზი / ვაგნერი

გაგრძელდება. ბონო და მისი ბენდი თავიანთი ტურნეს, სახელწოდებით „უმანკოება + გამოცდილება“, ერთ ნაწილს ჩაატარებენ პარიზში, სადაც რამდენიმე წარმოდგენას გამართავენ.

_ 2015 წლის პირველ დეკემბერს ჟან ვილარის თეატრში იქნება წარმოდგენილი.

DEEP PURPLE _ პარიზში როკის ლეგენდები მხოლოდ ერთ დღეს, 2015 წლის 11 ნოემბერს გამოვლენ სცენაზე.

2015 წლის 6 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე. პროგრამაშია

CIRQUE DU SOLEIL - მზის ცირკი ბულონის ტყეში წარმოადგენს საცირკო ჩვენებას „ამალუნა“

ასიმეტრიული ძელები, ტრამპლინი, ჟონგლიორობა, საჰაერო ღვედები, სალტეები და წყლის ავზები...

მადონა ბერსიში 2015 წლის 10-11 დეკემბერს იმღერებს.

ცხოველების გამოფენა პარიზის ბოტანიკურ ბაღში 2015 წლის 10-11 ოქტომბერს გაიმართება

პარიზში პოპვარსკვლავი თავისი პროგრამის, „აჯანყებული გულის ტურნეს“ ფარგლებში გამართავს წარმოდგენას.

და ეს არა მხოლოდ ვერნისაჟი, არამედ ბაზრობაც იქნება. შინაური ცხოველების უდიდესი ჩვენება პარიზში ყოველ წელს 30 000-ზე მეტ სტუმარს იზიდავს. აქ თავს იყრიან სპეციალისტები, რომლებიც მნახველებსა და მყიდველებს საჭირო რჩევებს აძლევენ. აქ მათ ასევე შეუძლიათ აღმოაჩინონ ცხოველთა ახალი სახეობები და შეიძინონ შინაური ცხოველების მოვლის საშუალებები.

ბობ დილანი პარიზის სპორტის სასახლეში მსმენელის წინაშე 2015 წლის 18-19 ოქტომბერს წარდგება და მას სხვადასხვა ჟანრის მუსიკას შესთავაზებს.

ბალანჩინი / მილპიე / რობინსი _

ეს ახალი სპექტაკლი ოპერა `გარნიეში~ 2015 წლის 22 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე

გაიმართება.

შოკოლადის ბაზრობა 2015 წლის 28 ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე პარიზსა და ილ-დე-

ვილდონი / მაკგრეგორი / ბაუში _

ფრანსში გაიმართება. აქ იპოვით შოკოლადის მწარმოებლების, მცხობელების, კონდიტრებისა და სხვა ოსტატების ნაწარმს მთელი მსოფლიოდან (საფრანგეთი, ბელგია, ავსტრია, კოლუმბია, მექსიკა, პორტუგალია და ა. შ.). დამთვალიერებლებს შეუძლიათ, დაესწრონ ცხობის პროცესს, რომლის დროსაც წამყვანი შეფ-კონდიტრები თავიანთი კულინარული ოსტატობის დემონსტრირებას ახდენენ; ე. წ. „კაკაოს წარმოდგენას“; შოკოსფეროს (კონფერენციებსა და დეგუსტაციას); ბავშვებისთვის ვორქშოფებსა და, ასევე, საყოველთაოდ ცნობილ, შოკოლადის მოდის ჩვენებას, სადაც მოდელები შოკოლადისგან დამზადებულ კაბებში ჩაცმულები გამოდიან პოდიუმზე.

წარმოდგენა პიერ ბულეს პატივსაცემად გაიმართება ოპერა „გარნიეში“ 2015 წლის პირველი დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე.

სპექტაკლი ახალია. ის 2 საათს გასტანს.

ჯაკომო პუჩინის ოპერა „მადამ ბატერფლაი“ ოპერა „ბასტილში“ 2015 წლის 5 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე იქნება წარმოდგენილი.

ფოუე /გუნო / დებიუსი / რაველი _

შესანიშნავი ფრანგული მელოდიები „ბასტილიის“ ამფითეატრში 2016 წლის 7 იანვარს შეგიძლიათ მოისმინოთ. 27 VOYAGER 1/2015


parizi

28 VOYAGER 1/2015


გასეირნება მეგობართან erTad სა ლო მე და დუ ნა შვ ილ ი

ჩვენ ყოველთვის კაფე „დე ფლორში“ ვხვდებით ერთმანეთს, ეთს, „დე მაგოს“ უკან, სენ ჟერმენზე. ვიცი, რომ პარიზის მარცხენა სანაპირო თავდავიწყებით უყვარს, მაგრამ თავად მაინც გოშისტად რჩება; ყოველ შემთხვევაში, მარჯვენა სანაპიროზე ცხოვრობს და მუშაობს, მარცხენაზე სეირნობს და ერთობა. ბა. ჩემი მეგობარი, მგონი, უფრო მეტადაა პარიზელი, ვიდრე ბევრი, ვინც დაიბადა და გაიზარდა ამ საოცარ ქალაქში. საერთოდ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დაბადების გეოგრაფიული ადგილი არ განსაზღვრავს ჩვენს ბუნებრივ მიკუთვნებულობას რომელიმე წერტილისადმი ამ პლანეტაზე. ეკამ თავის სახლად ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი _ პარიზი არჩია.

მზიანი დღეა და კაფე, რომელშიც ერთ დროს სიმონ დე ბოვუარი და სარტრი მთელი დღე ისხდნენ, რადგან მათ სახლში აუტანლად ციოდა, ახლა კი ხშირად დადიან შერონ სტოუნი, ფრედერიკ ბეგბედერი, რუსი ოლიგარქების ყოფილი თუ მოქმედი მეგობარი გოგონების გუნდი და ასობით ტურისტი, რომელსაც კი ამის შესახებ სმენია, სავსეა. პერიე და პიტნის სიროფი _ ესეც მისი ტრადიციული შეკვეთა. თითქმის ყოველთვის შავებში ჩაცმული, როგორც ნამდვილი პარიზელი, და ყოველთვის მაღალ ქუსლებზე, როგორც ნამდვილი გმირი, ეკა მონატრებულ მზეს ეფიცხება. ამინდის ჭირვეულობა შუა ზაფხულში, ალბათ, ერთადერთია, რითაც მას საყვარელი ქალაქი თავს აბეზრებს და მშობლიურზე ოცნებისკენ უბიძგებს; ალბათ, ერთადერთი არა, მაგრამ... სენ ჟერმენი სავსეა საინტერესო პერსონაჟებით. აქ ჯდომა და პარიზული ცხოვრების სტილით ეფემერული ტკბობა საინტერესოა, მაგრამ დროა, გზას გავუდგეთ.

Rue De Grenel-ზე ჩვენც ცდუნებას ვერ ვუძლებთ და Mark Le Bihan-ის სათვალეების მაღაზიაში შევდივართ. აქ ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო კოლექციაა პარიზში. და, აი, 24 ნომერი, ერთი შეხედვით, სტანდარტული, ხის ლურჯი ფერის პარიზული მაღაზიის ვიტრინა, მაგრამ შიგნით ნამდვილად პარიზის ესენცია გველოდება. ინტერიერის სიღრმეში შეულესავ კედლებს სარკეების კოლექცია ამშვენებს, შუშის ლარნაკში ჰორტენზიების ულამაზესი ვარდისფერი თაიგული ისვენებს. ავეჯი მარტივია, კომფორტული; აქ დაელოდებით, სანამ სასურველ ნივთს მოგართმევენ. კედელზე მიყუდებული ფრანგული დროშის ფერებში გამოწყობილი ველოსიპედი ისე თვალისმომჭრელად ლამაზია, რომ მე, ვისაც ველოსიპედთან მხოლოდ მისი სიმაღლიდან ვარდნა მაკავშირებს ნერწყვი მომდის ეს ველოსიპედია ოცნების კინემატოგრაფიულიპარიზი მისმოწნულკალათაშიუნდაჩააწყოყვავილები და ახალი ბაგეტი რომელიც დილის „მარშეზე“ იყიდე და გაშრიალდე ტიუილრის ბაღში

_ წამოდი, ინეს დე ლა ფრესანჟის ახალ მაღაზიას გაჩვენებ, ძალიან მოგეწონება, ვიცი, _ ვიცი, რომ მომეწონება. და ყველას მოეწონება, ვინც კარლ ლაგერფელდის ამ მუზას იცნობს. „ვგიჟდები ამ ქალზეეე“, _ აჟღურტულდა იმ წუთშივე მისი სახელის ხსენებაზე ჩემი „ფეისბუქის ჯგუფი“. მე და ეკა ვკვეთთ სენ ჟერმენის ბულვარს და სონია რიკელის მაღაზიასთან ჩამავალ ქუჩას მივუყვებით. Rue Dragon-ზე ბავშვების ზეიმებისთვის განკუთვნილი მაღაზიის წინ ვჩერდები. ნამდვილად, პარიზი ცდუნებების ქალაქია. კონსიუმერისთვის სამოთხე, ან ჯოჯოხეთი _ როგორც გენებოთ. 29 VOYAGER

20 5


parizi

არ გეგონოთ, ჟარგონი ვიხმარე; თეთრი დაფხვნილი აგური ბაღის ბილიკებზე სწორედაც რომ შრიალებს ველოსიპედის ბორბლებქვეშ. ალბათ, ასე ხედავს პარიზს თავად ინესიც, იმიტომ რომ ამ მაღაზიაში ის სწორედ ფრანგული სულის „იდეას“ ყიდის: სასაცილო ფერად-ფერად ქვაბებსა და ბატის ფრთის ფორმის საწერკალმებს; მოქარგულ შავ ქვედაკაბებსა და თეთრ, ქათქათა პერანგებს; დღიურებსა და ვარდისფერ სათამაშო ბემბის.

_ არ შემიძლია, არ გითხრათ, როგორ მომწონს თქვენი მაღაზია, _ სახე უბრწყინდება და სასწრაფოდ ხელს მიწვდის. _ მართლა? დიდი მადლობა. _ იცით, ახლა პარიზზე ვწერ და აუცილებლად უნდა ვუამბო მკითხველს თქვენი მაღაზიის შესახებ. ისე მიხდის მადლობას, მგონია, საოცრად დიდი პატივი დავდე. ძალიან ლამაზია; ზეთისხილისფერი კანითა და ძალიან პარიზული, რთულად აღსაწერი მოხდენილობით.

და სწორედ მაშინ, როცა უთოს ფორმის ფანქრების სათლელი გამყიდველს გავუწოდე, ჩემს უკან ჰაერი შედედდა _ რაღაც მოხდა მაღაზიის სივრცეში ისეთი, რის გამოც მიზიდულობის ცენტრმა აშკარად იქ გადაინაცვლა. „ინესი მოვიდა“, _ ამოვიკითხე ახალგაზრდა გამყიდველი ბიჭის აღფრთოვანებით სავსე თვალებში. და მართლაც, ჩვენს უკან უბრალო ჯინსებსა და ტყავის ქურთუკში გამოწყობილი, უზომოდ მაღალი, გამხდარი და ლამაზი ქალი რაღაცას შესაშური ენთუზიაზმით განიხილავდა მაღაზიის კონსულტანტთან.

მაპატიეთ, საკუთარ თავში ვერ ვძლიე „სელფის“ ზიზღი და ამიტომ არ მაქვს ჩვენი საუბრის დოკუმენტური დასტური, მაგრამ მყავს მოწმე _ ჩემი მეგობარი, რომელმაც მაღაზიიდან გასვლისას მხოლოდ ეს ჩაილაპარაკა: „რა თქმა უნდა, ასე მოხდებოდა, ეს არის პარიზი“. Rue De Sevres-სკენ მივემართებით და თან ისევ ინესზე ვსაუბრობთ. თავის დროზე სწორედ ეკას სახლის მახლობლად თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი კარლ ლაგერფელდს.

30 VOYAGER 1/2015


ნელ-ნელა ვუახლოვდებით „ლუტეციას“ საცურაო აუზს. უფრო სწორად, ყოფილ აუზს, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში პარიზელებისთვის შეხვედრის პოპულარული ადგილი იყო. ახლა აქ „ჰერმესის“ ახალი მაღაზიაა. საოცარია, მაგრამ ამ გრანდიოზულმა კომპანიამ მხოლოდ ახლა გახსნა პირველი მაღაზია მარცხენა სანაპიროზე. „ჰერმესშიც“ ეკასავით გოშისტები მუშაობენ, ეტყობა. თუმცა, ამისთანა მაღაზიის გახსნისთვის 170 წელი ლოდინი ღირდა.

ერულ დუეტს, რომელიც ბრენდს _ Dorothée Bis-ს წარმოადგენდა. როცა „ჰერმესმა“ გადაწყვიტა, ეს სივრცე ახალი მაღაზიისთვის გამოეყენებინა, არქიტექტურული ფირმის, RDAI-სა და დენის მონტელის წინაშე, რომლებიც, ტრადიციულად, „ჰერმესის“ ყველა მაღაზიას აფორმებენ, დადგა რთული, მაგრამ საინტერესო ამოცანა _ გადაექციათ „არტ დეკოს“ სტილის, შუშისჭერიანი აუზი თანამედროვე მაღაზიად და თან რაც შეიძლება ნაკლებად შეხებოდნენ არქიტექტურას.

„ქალებს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ აუცილებელია ატარონ ბრენდული ფეხსაცმელი და სამკაული ვურჩევდი ფეხსაცმელი უმრავლესობა მათ ვერც ამჩნევს ჩაიცვით არა მეგობარი ქალების დასანახად არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის ატარეთ ის რაშიც მოხერხებულად გრძნობთ თავს რაც უფრო სადად გაცვია რაც უფრო მოკრძალებულია მაკიაჟი მით უფრო მდიდრულად გამოიყურები“ 53 წლის მოდელი, დიზაინერი, ლაგერფელდის მუზა.

ინეს დე ლა ფრესანჟის პარიზის რჩეული ადგილები Le Salon du cinema Pantheon

1 4 7

პარიზის უძველესი კინოთეატრის ჩაის სალონი, რომლის დიზაინი კატრინ დენევსა და ანტიკვარიატით მოვაჭრე ქრისტიან საპეტს ეკუთვნით.

Cru Cru _ ქართულად „უმს“ ნიშნავს. რესტორანში შეგიძლიათ გასინჯოთ ფრანგულ ყაიდაზე გემრიელად შეკმაზული კარპაჩო, ტარტარი და სევიჩე.

Soeur დომიტილე ბრიონმა პროფესიით ბავშვთა ფსიქოლოგ დასთან ერთად 4-დან 16 წლამდე პარიზელი გოგონების საკულტო მაღაზია გახსნა.

2 5 8

Roses Costes Dano Roses მსახიობისა და მომღერლის დანის მთავარ სიყვარულად ვარდები იქცა. ვარდების თაიგულები დანისგან რომანტიკულ ჟესტად ითვლება.

Emmanuelle Zysman ემანუელის ახალი ბუტიკში, სამკაულების, სამაჯურებისა და ყელსაბამების საოცარი არჩევანია.

Marie-Hélène de Taillac მარი ჰელენმა ნახევრად ძვირფასი ქვებით მორთული სამკაულები საქმიანი ქალების ყოველდღიურ აქსესუარად აქცია.

ეს არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეინარჩუნო, გადაარჩინო და ააღორძინო ისტორიული არქიტექტურული არეალი საოცარი პატივისცემით, დანაკარგის გარეშე. „ჰერმესის“ მაღაზიაში საყიდლებზე შესვლა, სამწუხაროდ, რჩეულთა ხვედრია, მაგრამ ეს სივრცე იმდენად მნიშვნელოვანია პარიზისთვის და იმდენ ხანს იყო დახურული, რომ მისი ნახვა ნამდვილად ღირს. 1930-დან 1970 წლამდე 17, Rue de Sèvres-ში უზარმაზარი აუზი ლივლივებდა. შემდეგ აქაურობა წარმატებით ემსახურებოდა ფრანგულ დიზაინ3

The English Bar Hotel Regina

3 6 9

გვიანი ღამის სასმელისთვის სასტუმრო „რეჯინას“ ბარი ვიქტორიანული ინგლისის ეპოქის ინტერიერით საუკეთესო ადგილია.

Roger Vivier როჯერ ვივიერის ფეხსაცმელები პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც 1960 წელს კატრინ დენევმა ის „ბელ დე ჟურში“ ფეხზე მოირგო.

Ches Marnie ვინტაჟის სამოთხეში ტრიალებენ კინოს სტილისტები და ჰიპი პარიზელები. სხვაგან სად ნახავთ იაპონური კიმონოების, 30-იანების გოლფის შარვლებისა და 70-იანების ფრიალა კაბების ასეთ არჩევანს!

მოზაიკის იატაკის ქვეშ ხელუხლებლად სძინავს აუზს. დანარჩენი ინტერიერი მხოლოდ აღადგინეს. თანამედროვე იერი და წყლის დინებისა და ბუნებასთან კავშირის თემა კი, რომელიც ასე აქტუალურია „ჰერმესისთვის“, სივრცეს ხის ახალმა კონსტრუქციებმა და კიბემ შესძინა. ამ ადგილმა იმდენად გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ეკამ ჩემი გამხნევება შაქრის გიგანტური დოზით მოინდომა.

VOYAGER

20 5


parizi

პაწია ქუჩების ლაბირინთის გავლით ისევ სენ ჟერმენის ბულვარისკენ გავემართეთ. გენიალურია La Palette, რომელშიც სიმპათიური ბოჰემური ბაბუები გატაცებით თამაშობდნენ ბანქოს. დარწმუნებული ვარ, ეს ტრიო აქ 1968 წლიდან მოყოლებული თამაშობს და მათ სახელოსნოებიც ახლომახლო აქვთ. მანამდე კი აქაურობას სეზანი და პიკასო სტუმრობდნენ. სამხატვრო აკადემიისკენ ავიღეთ გეზი. Rue De Seine-ის გავლით Rue Des Beaus Arts-ზე აღმოვჩნდით.

ისეთი ამბავი ატყდა პარიზში, არ დაახურინეს, _ მიყვება ეკა, _ აი, აქვე, კუთხეში კი, მიტერანის ოფიციალური საყვარელი ცხოვრობს, ლამაზი ეზოა, _ ამატებს და მცოდნე გამომეტყველებით მიიწევს ბულვარისკენ. _ კარგი, სალიკო, გავიქეცი ახლა და საღამოს დაგირეკავ, _ ამბობს და ხელს მიქნევს.

_ Galerie Claude Bernard-ში ყოველთვის ძალიან საინტერესოა ექსპოებია, გუჯიც (გუჯი ამაშუკელი) სულ აქ იფინება, _ ამბობს ეკა. სამხატვრო აკადემია რეკონსტრუქციის ეტაპზეა. ასე წარმატებით დავარტყით წრე მთელ სენ ჟერმენს და ისევ საწყის პოზიციაზე, კაფე „დე მაგოსთან“ აღმოვჩნდით.

შეიძლება ითქვას, ამჯერადაც ისეა დაკავებული, როგორც ყოველთვის. 28 ოქტომბერს პარიზში ანიტა რაჭველიშვილის კონცერტი იმართება. ის „პიერ კარდენის“ ცენტრში ჩატარდება. კონცერტი საქველმოქმედოა და, სავარაუდოდ, შემოდგომის სეზონის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება.

_ აქ, კუთხეში, „დიორის“ მაღაზია იყო. ახლა წიგნებია. რამდენიმე ხნის წინ გადაწყვიტეს, ეს მაღაზიაც დაეხურათ, რენტას ვეღარ იხიდნენ.

ცუდია, რომ „ბონ მარშეში“ ვერ მოვასწარით შესვლა, _ გავიფიქრე და მერე თავი ვინუგეშე, _ არა უშავს, ხვალ შევივლით, როცა კიდევ გავისეირნებთ.

მისი შავი კაბის სილუეტი მანქანების მწკრივში უჩინარდება. ახლა ეკას მართლაც ბევრი საქმე აქვს,

32 VOYAGER 1/2015


mogzaurobisas gamosadegi frazebi მანამ, სანამ საფრანგეთისკენ აიღებდეთ გეზს, დარწმუნდით, რომ ეს მარტივი, საყოველთაოდ ცნობილი ფრაზები კარგად დაიმახსოვრეთ. როგორი რომანტიკულიც არ უნდა იყოს ფრანგული ენა, პარიზში გამგზავრებამდე ორიოდე კვირა მაინც არ გეყოფათ, რომ მას სათანადოდ დაეუფლოთ. მართალია, იქ ჩასვლისას ინგლისურითაც მოახერხებთ ფონს გასვლას, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ადგილობრივები დაგიფასებენ, თუკი საუბრის წამოწყებას თითო-ოროლა ფრანგული სიტყვით შეეცდებით. მიმართვისას თავდაპირველად მუდამ თავაზიანი Bonjour ან Bonsoir წარმოთქვით, იმისდა მიხედვით, დღე-ღამის რა მონაკვეთი იქნება (Bonsoir Bonsoir „საღამო მშვიდობისას“ ნიშნავს).

თუნდაც სულ უბრალო შეკითხვის დასმა გსურდეთ, თქვენი მხრიდან პატივისცემის გამოხატულებად მიიჩნევა, თუკი უცნობ გამვლელს საუბრის დაწყებამდე მიესალმებით. ნუ იდარდებთ, გამოთქმა თუ არ გივარგათ, მცდელობა და მონდომება მაინც დაგიფასდებათ: თანაც, როცა უცხოელობას შეგატყობენ, ფრანგების უმეტესობა მაინც თავადვე „გადაერთვება“ ინგლისურზე. მთავარია, პასუხის მიღების შემდეგ Merci Merci-ს თქმა არ დაგავიწყდეთ. რამდენიმე წინადადების დამახსოვრება (ან თუნდაც ტელეფონში ჩაწერა) ნამდვილად დაგეხმარებათ არა მხოლოდ ენობრივი წინაღობის დაძლევაში, არამედ ფრანგულშიც წაგავარჯიშებთ.

Parlez-vous anglais? = საუბრობთ ინგლისურად? Pouvez-vous m’aider? = ხომ ვერ დამეხმარებით? C’est combien? = რა ღირს? Je vais prendre... = მე ავიღებ... (რესტორანში შეკვეთისას). Il y a... = ეს არის. Je ne comprends pas. = არ მესმის. Je ne sais pas. = არ ვიცი. პარიზში ყოფნისას ასევე გაიგებთ გამოთქმის „არა უშავს“ არაერთ ფრანგულ შესატყვისს. ამ შინაარსის მქონე ფრაზის მართლაც უამრავი განსხვავებული ფორმა არსებობს:

Pas de problème! = ეგ არაფერი!

C’est pas grave!

=

არ იღელვო.

პარიზის ქუჩებში ასევე ყველა ნაბიჯზე გაიგონებთ გამოთქმებს, რომლებიც არც სკოლაში გისწავლიათ და არც რომელიმე გზამკვლევში შეგხვედრიათ. ეცადეთ, თქვენც გამოიყენოთ ერთი-ორი ასეთი საყოველთაოდ გავრცელებული სიტყვა თუ ფრაზა და ეგებ წამით ვინმემ მართლა ძირძველ პარიზელადაც მიგიჩნიოთ. C’est super! = რა მაგარია! Allez-y. = მიბრძნდით! On y va? = წავიდეთ? Ça marche. = ასწორებს!

C’est vrai? = სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „მართალია?“, თუმცა ხშირად შეკითხვის დატვირთვასაც იძენს, როცა საუბრის გაგრძელება სურთ. შეიძლება ჩავურთოთ კიდევ ერთი სიტყვა pas. ფრაზა C’est pas vrai! გრამატიკულად არასწორი, თუმცა ყველასთვის გასაგები იქნება იმ შემთხვევაში, როცა რამეს კატეგორიულად უარყოფთ. ალბათ ხშირად მოჰკრავთ ყურს ასაკოვანი ხალხის საუბარს, როდესაც ამ მოკლე წინადადებას წამდაუწუმ იმეორებენ.

C’est sympa. = რა კარგია. Bien sûr. = რა თქმა უნდა. C’est-à-dire... = იმის თქმა მინდა… En fait... = მართალი გითხრა... Pas du tout. = სულაც არა. 33 VOYAGER 1/2015

ეგებ გგონიათ, რომ ფართოდ გავრცელებული ფრანგული სიტყვები Voilà და Oh Là Là (უარყოფითი თუ დადებითი დატვირთვით) არაფრის მთქმელია? არადა, ისინი ფრანგებისთვის ლექსიკონის მუდმივი და აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, თუნდაც თავად ისინი ამას ყოველ ნაბიჯზე უარყოფდნენ.


გასტრონომია

გაელ ორიეს ვარსკვლავური თავისებურებანი უშეცდომო კარიერა _ ასე აფასებენ გაელ ორიეს მიერ განვლილ პროფესიულ გზას კრიტიკოსები. ოკეანეზე შეყვარებული 18 წლის ახალგაზრდა სრულიად მოულოდნელად საუკეთესო კულინარიული სკოლის კართან აღმოჩნდა... მან სწრაფად დაიწყო აღმასვლა `ტუა დე პასიდან~ (Toit de Passy) `მერისამდე~ (Meurice); პოლ ბოკიუზის რესტორანი, `ლუკა-კარტონი~, `ტაილევენი~ და `ჟორჟ 5~ _ გაიარა კლასიკოს და თანამედროვე შეფ-მზარეულთა გაკვეთილები გაკვეთილები, როგორც იმთავითვე ურჩია ივ ჟაკომ.

32 წლის შეფი ერთგვარ კურთხევას იღებს იანიკ ალენოსგან და 2005 წელს პარიზში, ბურგონის ქუჩაზე ხსნის საკუთარ რესტორან `ოგიუსტს~, რომელსაც სახელს დიდი ოგიუსტ ესკოფიეს პატივსაცემად არქმევს. 2007 წელს რესტორანი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი ხდება. მისი სამზარეულო ტრადიციულია და `მეფის მზარეულის~ კონცეფციას ეფუძნება, მაგრამ თავის ძიებებსა და შემოქმედებაში გაელ ორიე `მზარეულების მეფობისკენ~ მიილტვის.

ექსკლუზიური ინტერვიუ

გაელ ორიესთან

ეს რესტორანი თქვენი ვარსკვლავის სარკეა? არა, რესტორანი ჩემი სარკეა, ვარსკვლავის სარკე ის არის, რასაც მიირთმევთ – ვარსკვლავით მხოლოდ სამზარეულოს ხარისხი ფასდება და ამ შემთხვევაში მხოლოდ ხუთი კონკრეტული კრიტერიუმი არსებობს, რომელთაგან ერთ-ერთი – მზარეულისა და მისი სამზარეულოს ინდივიდუალობაა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ისე ვიგრძნო თავი, როგორც საკუთარ სახლში. ალბათ,ხედავთ, რომ ბევრი რამ შევცვალე

34 VOYAGER 1/2015


მიხარია, როცა დამშვიდობებისას მეუბნებიან: ძალიან მალე შევხვდებით! ინტერიერში ამ 10 წლის მანძილზე, მათ შორის, განათებაც. მუდმივად ვაახლებ დიზაინს, ადრე საყვარელი მხატვრის ნამუშევრებსაც ვფენდი. მიყვარს მხატვრობა. 14 წლის შემდეგ პარიზის მშვენიერ უბანში ვცხოვრობდი, დრუოს ქუჩაზე, გალერეებისა და აუქციონის გარემოცვაში. ამიტომ მხატვრობის თანხლება ინტერიერისთვის ბუნებრივი რამ მგონია.

სადილის კლიენტურას ძირითადად საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები შეადგენენ. თუმცა _ არა მარტო ისინი. ეს ძველი პარიზული ბურჟუაზიული რაიონია, სადაც ბევრი გამოჩენილი ადამიანი ცხოვრობს და მიხარია, რომ საღამოობით ისინი ვახშამზე ჩემს რესტორანს სტუმრობენ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. ტურისტებისა და პარიზის სტუმრების მასპინძლობაც მახალისებს. რა ემოცია გიჩნდებათ, როცა ცნობილი ადამიანებისთვის ამზადებთ, ცდილობთ, მათ განსაკუთრებულად მოაწონოთ თავი? ძნელია, არ აღფრთოვანდე, როცა მიკ ჯაგერს, ჯონი ჰოლიდეის ან ბრუს სპრინგსტინს ხედავ შენს რესტორანში, ფაქტობრივად, საკუთარ სახლში. თუმცა, სამზარეულოს ეს არასოდეს ემჩნევა, რადგან ყველას ერთნაირი ოსტატობითა და გატაცებით ვემსახურები.

თავად ხომ არ ხატავთ? არა, ეგ საქმე სულ არ მეხერხება. ისე, მოქანდაკე სიამოვნებით ვიქნებოდი. თქვენ წარმოიდგინეთ, მგონია, რომ სკულპტურა ახლოა ჩემს პროფესიასთან. მზარეული რომ არ ვიყო, შესაძლებელია, მოქანდაკე გავმხდარიყავი.

გატყობთ, მუსიკა გყვარებიათ, სულ მუსიკოსები ჩამოთვალეთ.

რესტორნის ადგილიც როდენის ბაღის სიახლოვეს შეგირჩევიათ.

არა, რატომ?! ვუდი ალენის სტუმრობაც ძალიან მახარებს ხოლმე და მარიონ კოტიარისაც.

დიახ, ვფიქრობ, ამ მხრივ გამიმართლა. განსაკუთრებულ უბანში ვართ. იცით, რომ სამინისტროებისა და საელჩოების უბანს ეძახიან. აქვეა პარლამენტიც. შესაბამისად, ჩემი

საერთოდ, გახსნილი ადამიანი ვარ, ყველა ჩემს სტუმართან მიყვარს საუბარი; და არა მხოლოდ სამზარეულოს შესახებ. 35 VOYAGER 1/2015


გასტრონომია

გავიზარდე და ყვინთვა ახლაც ჩემი ჰობია. დღემდე მაქვს სახლი ბრეტანში. საერთოდ, ძალიან სპორტული ადამიანი ვიყავი. სხვათა შორის, ბევრი ქართველი თამაშობს ჩვენს საუკეთესო სარაგბო კლუბებში; მართლაც გამორჩეული ბიჭები არიან. ალბათ, ამაყობთ მათით. მე ექიმისა და ფარმაცევტის შვილი ვარ, სამზარეულოსთან ბავშვობაში არასოდეს მქონია ურთიერთობა. შემთხვევით მოვხვდი საუკეთესო კულინარიული სკოლის ღია კარის დღეზე, მოვინუსხე და სპონტანურად აღმოვჩნდი ამ გარემოში. სხვათა შორის, მშობლებმა სრულიად არ იუკადრისეს ეს ამბავი _ პირიქით. ამის შემდეგ უკვე ძალიან გამიმართლა. მუშაობა მსოფლიოს საუკეთესო მზარეულთან, იან ჟაკოსთან დავიწყე, შემდეგ პოლ ბოკიუზთან გადავედი! ხომ იცით, ეს ხალხი ვინ არის? მათთან შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. თავდაუზოგავად ვმუშაობდი, რომ იმ სრულყოფილებისთვის მიმეღწია, რომელსაც ისინი თავიანთ თავს კრიტერიუმად უყენებდნენ. ამის შემდეგ აღმოვჩნდი იანიკ ალენოსთან, როგორც იტყვიან, მოადგილედ, ანუ მეორე შეფად მორისში, მაშინ როცა მის რესტორანს 3 ვარსკვლავი მიენიჭა. საუკეთესო გამოცდილება, ყოველდღიური განახლება, გემოვნებისა და ოსტატობის მწვერვალების დაპყრობა – ასე დავახასიათებდი ჩემთვის ნამდვილად გამორჩეულ მზარეულთან გატარებულ წლებს. სხვათა შორის, თავადაც დიდ პატივს მცემს, თითქმის ყველა მის წიგნში არის ჩემი ფოტო. ალბათ სრულიად ახალ გამოცემაშიც ნახავდით.

ბრძანეთ, პოლიტიკოსებიც ხშირად მოდიანო; მათთან პპოლიტიკაზე არ საუბრობთ? რა თქმა უნდა, როგორც ყველა ფრანგსა და პარიზელს, პარიზელ მეც მიყვარს პოლიტიკაზე საუბარი. სა სამყარო ისეა მოწყობილი, ყველა პრობლემას უნდა გაუშინაურდე. ჩემი ქვეყნის დემოკრატიული ტრადიციებით განებივრებული ვარ, თუმცა კარგად ვაცნობიერებ, რომ მსოფლიო ამგვარ ფუფუნებაში არ ცხოვრობს. ჯერ კიდევ ცხოვრობენ ადამიანები დიქტატურისა და ომის პირობებში. როგორ არ ვიფიქრო სირიელი ლტოლვილების თემაზე; ასევე იმაზე, თუ რამხელა ბოროტებას თესავს დაეში და რა გამოწვევების წინაშე დააყენა ამან ევროპა და ცივილიზებული მსოფლიო. საზოგადოება, ისევე როგორც ჩვენი პოლიტიკოსები, ამაზე ფიქრობს და მწამს, რომ საღი აზრითა და გონიერებით ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით. საერთოდ, მჯერა, თუ თანმიმდევრული და მიზანდასახული ხარ, ყველაფერს მიაღწევ.

`ვარსკვლავიანი მზარეულები~ ძალიან განებივრებულნი ვართ პარიზში არსებული სხვადასხვა პროდუქტით.

ყოველდღიური განახლებაო, ბრძანეთ. რამდენ ხანში ერთხელ აახლებთ მენიუს? მუდმივ ძიებაში ვარ. ყოველდღიურად ვცვლი რამეს, ერთ-ორ კერძს მაინც, იმის მიხედვით, თუ რომელი საუკეთესო პროდუქტი გამოჩნდება. იცით, `ვარსკვლავიანი მზარეულები~ ძალიან განებივრებულნი ვართ პარიზში არსებული სხვადასხვა პროდუქტით. გარდა არაჩვეულებრივი ბაზრისა, მწარმოებლები და ფერმერები განუწყვეტლივ გვთავაზობენ განსაკუთრებულ სურსათს. ჩვენ მათთვისაც ხარისხის და პრესტიჟის გარანტია ვართ და სურთ, რომ საუკეთესო ხელმა გამოსცადოს მათი პროდუქტი. დღეს, მაგალითად, 10 მწყერი მომიყვანეს, ახლა ვფიქრობ, როგორი რეცეპტით მოვამზადო ისინი ვახშმად, ალბათ ილით აჯობებს. ნახეთ, ასევე ეს ვაშლის ზეთი უნდა გამოვცადო, სრულიად უცნობი, ახალგაზრდა მწარმოებლისგან მოწოდებული. ცნობისმოყვარე ვარ, რა თქმა უნდა, ყველაფრის გასინჯვა მინდა. მერე ან მოვირგებ, ან ვერა.

წარმატებას მიზანდასახულობით მიაღწიეთ? თქვენთვის სამზარეულო გატაცება იყო? როგორ გარემოში გაიზარდეთ? რას ამბობთ, ჩემი გატაცება რაგბი და ოკეანეში ყვინთვა იყო. ბრეტანში, ოკეანის ნაპირებთან 36 VOYAGER 1/2015


არის რამე პროდუქტი, რომელსაც არ იყენებთ და იცით, რომ არასოდეს გამოიყენებთ? გაგიკვირდებათ და, ეს ზეითუნის ზეთია. ჩემს რესტორანში, ჩემს სამზარეულოში არ არის მისი ადგილი. ასი მეტრის მანძილიდან ვგრძნობ მის სუნს, უფრო სწორად, ყველგან მისი სუნი დგას და მგონია, რომ აქ ზეითუნის ზეთის გამოყენება მეტისმეტია. კერძებში შესანიშნავად ჩავანაცვლებ მას კარაქით, კრემით ან ნებისმიერი სხვა, მაგალითად, კურკუმის ზეთით (ინდური ზაფრანა).

პარიზში ადამიანები ხშირად დადიან რესტორანში, თითქმის ყოველდღიურად, და როცა ისინი აქ მოდიან, სწორედ სრულყოფილებას ეძებენ.

ან შესაძლებელია მიირთვან ნებისმიერ ქუჩის ბისტროში. დიახ, თქვენ ხშირად მონაწილეობთ საფ რანგეთის სატელევიზიო შოუებში სახელმწიფო თუ კერძო არხებზე, იძლევით რეცეპტებს ჟურნალებისთვის, ხართ სხვადასხვა ჟიურის წევრი. განსაკუთრებით მომწონს თქვენი რუბ რიკა ჟურნალში „ELLE“. გეხალისებათ ტელევარსკვლავობა თუ ეს ერთგვარი მოვალეობაა? როგორც ხედავთ, ამ ბოლო წლებში სამზარეულო ერთგვარ მოდად იქცა. ამიტომ საჭიროა, ბურჟუაზიული კანონები ცოტა დავარღვიოთ და მოდას ფეხი ავუწყოთ. ბოლოს და ბოლოს, პარიზში ვართ. მე ეს ძალიან მახალისებს. ისე, სწავლება მიყვარს, ხშირად გამოვდივარ ტელევიზიით და ასევე ვასწავლი კიდეც ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში. სამზარეულო მარტო გემოვნება და საუკეთესო პროდუქტი არ არის. მას სწავლა და მუდმივი დახვეწა სჭირდება. ძალიან ვაფასებ შრომას და, რა თქმა უნდა, ფანტაზიას.

ე. ი. ფიქრობთ, რომ ვარსკვლავიან სამზარეულოს განსხვავებული სურნელი აქვს? დიახ, ასე ვფიქრობ. ადამიანი რესტორანში ამ განსხვავებული სურნელისთვის მოდის. დღესდღეობით, ინტერნეტისა თუ ყოველდღიური სატელევიზიო სამზარეულოს შოუებისა და ტოპშეფების დახმარებით, სახლშიც, რეცეპტთან მიახლოებით, შეიძლება დაამზადო თითქმის ყველაფერი. მეც მიყვარს სწავლება და ხშირად მთხოვენ კიდეც ამას, თუმცა ვფიქრობ, სახლის პირობებში საუკეთესო კერძის მომზადება მაინც ძალიან ძნელია. პარიზში ადამიანები ხშირად დადიან რესტორანში, თითქმის ყოველდღიურად, და როცა ისინი აქ მოდიან, სწორედ სრულყოფილებას ეძებენ და არა იმას, რის გაკეთებაც თავადაც შეუძლიათ სახლში,

სახლში თუ ამზადებთ სტუმრებისთვის? დიახ, მაგრამ აქ მირჩევნია. აქაურობა ჩემი სახლია და მინდა, რაც შეიძლება მეტი გავცე ნებისმიერი კლიენტისთვის, რომ მას თავი 37 VOYAGER 1/2015


გასტრონომია

დავამახსოვრო. მით უმეტეს, მაშინ, როცა ასეთ რესტორნებში კლიენტი ისე დადის, როგორც თეატრში; ხშირად მის გვერდით მაგიდასთან ცნობილი ვარსკვლავი ან პოლიტიკოსი ზის და ადამიანი ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ არის, აღარც კი ახსოვს, რას მიირთმევს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში ყოფნისას მეც იგივე დამემართა. ჩემს ზურგს უკან ზინედინ ზიდანი იჯდა და რა კერძი შევუკვეთე და როგორ მივირთვი, აღარც მახსოვს. დაასახელეთ თქვენი ერთი საუკეთესო კერძი, რომლითაც ფიქრობთ, რომ ყველას მოხიბლავთ.

ბოლო წლებში სამზარეულო ერთგვარ მოდად იქცა. ამიტომ საჭიროა, ბურჟუაზიული კანონები ცოტა დავარღვიოთ და მოდას ფეხი ავუწყოთ. ბოლოს და ბოლოს, პარიზში ვართ.

ადვილად გიპასუხებთ – ხრაშუნა ლანგუსტები ვერბენით (Croustillants de langoustines à la verveine) ყველას აღაფრთოვანებს.

დესერტებზე რას იტყვით. კონდიტერიც ხართ? მზარეულების უპირატესობა კონდიტრებთან შედარებით ისაა, რომ ჩვენ იმთავითვე ვსწავლობთ კონდიტრობას, ისინი კი არ არიან მზარეულები. მაგრამ გულწრფელად გეტყვით, კარგი მზარეული საუკეთესო კონდიტრის სიმაღლეს იშვიათად მიაღწევს. ამიტომ მე არ ვარ მათი კონკურენტი. ჩემს რესტორანში ისეთ დესერტებს ვთავაზობ სტუმრებს, რომლებსაც საუკეთესო საკონდიტროშიც კი ვერ იყიდით. მაგალითად, თქვენ გაგისინჯავთ ჩემი სუფლე კარაიბული შოკოლადის, ან ფსტის არომატით? აქვე ვამზადებ ნაყინის ნაირსახეობებს, ხომ გსმენიათ ჩემი ხაჭოს ნაყინის შესახებ! ღვინოების არჩევანი თვალისმომჭრელი და საკმაოდ მრავალფეროვანია.

საერთოდ, უფრო თევზი `ხართ ხართ~ თუ ხორცი? ორივე. ისე, იცით ალბათ, რომ თევზის, ანუ ზღვის დამცველი ვარ, ზღვა ჩემი პირველი გატაცებაა და Mr. Goodfish-ის აქტიური მხარდამჭერიც გახლავართ. სამზარეულოში თევზს უდიდეს პატივს ვცემ. ჩემი პირველი კერძი, ეგრეთ წოდებული ანტრე, ძირითადად ზღვის პროდუქტებზეა დამზადებული. რაც შეეხება მთავარ კერძებს, სტუმრებს ყოველთვის ვთავაზობ 3 სახის თევზისა და სამი სახის ხორცის კერძს ასარჩევად. ორივეს ერთნაირი ენთუზიაზმით ვამზადებ.

რესტორანი `ოგიუსტი ოგიუსტი~ 54, რიუ დუ ბურგონი, 75007, პარიზი www.restaurantauguste.fr

დიახ, ღვინო ფრანგული სადილის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია, ერთგვარი რაფინირებული გაგრძელებაა. გამიგია, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა, ძალიან მინდა თქვენი ღვინოების გასინჯვა. საერთოდ, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ქვეყნები, სადაც სუფრის ტრადიციები არსებობს, როგორც საფრანგეთსა და საქართველოში. რესტორანში 40 სახეობის თეთრ და 40 სახეობის წითელ ღვინოს ვთავაზობ სტუმრებს. საუკეთესო სარდაფებიდან მომაქვს. სტრატეგიულ მისამართებს არ ვამხელ. ყოველთვის ვეხმარები კლიენტს არჩევაში, იმის მიხედვით, რას მიირთმევს და როგორი გემოვნება აქვს. თავად თეთრი ღვინოც მიყვარს და წითელიც. უფრო მძიმე ანუ construit ღვინოები მიყვარს, მაგრამ მათ შორისაც რამდენიმეს გამოვარჩევ. მერსოს ღვინოების თაყვანისმცემელი ვარ, თუმცა ამჟამად უფრო მშრალი შაბლი მირჩევნია. დიდხანს მოგაცდინეთ საქმეს. ისე, რამდენი ხნით შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი გუნდი სამზარეულოში უმეთვალყურეოდ? საკმაოდ გაწვრთნილი გუნდი მყავს. მშვიდად შემიძლია დავტოვო თუნდაც ერთი თვე, მაგრამ მე ყოველთვის აქ ვარ, დილიდან ღამემდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ მათ გვერდით ვიყო. ყველა საუკეთესო შეფი თავის რესტორანში ატარებს უმეტეს დროს. განსაკუთრებით მიყვარს სავსე, ხმაურიან რესტორანზე თვალის გადავლება. როგორ უნდა გამოხატოს კლიენტმა მადლიერება და აღტაცება თქვენ წინაშე ? მიხარია, როცა დამშვიდობებისას მეუბნებიან: ძალიან მალე შევხვდებით! მაშინ გმადლობთ და იმედია, ძალიან მალე შევხვდებით, გაელ!

38 VOYAGER 1/2015


ვისთვის იღიმება მიშლენის ვარსკვლავი მიშლენი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრანგული გამოგონება, ასწლეულზე მეტია, მილიონობით გურმანისათვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს. როცა მიშლენის ვარსკვლავს ვახსენებთ, ვგულისხმობთ იმ კომპანიას, რომელიც მე19 საუკუნის დასასრულიდან საბურავებს აწარმოებს. 1900 წელს ამ ფირმის დამაარსებელმა ანდრე მიშლენმა ავტომობილის მფლობელებისათვის გამოსცა საინფორმაციოტურისტული ბუკლეტი „წითელი გზამკვლევი“, რომელიც მათ ცნობებს აწვდიდა სარემონტო სახელოსნოების, მანქანის სადგომების, სასტუმროებისა და იმ ადგილების შესახებ, სადაც საკვების მირთმევა შეიძლებოდა. ეს ცნობარი სრულიად უფასოდ რიგდებოდა და იმხანად მასში ვარსკვლავები არ იყო. პირველი „საბედისწერო“ ვარსკვლავი 1920 წელს გამოჩნდა, მაშინ როცა ცნობარის გაყიდვა დაიწყო. თუმცა, ვარსკვლავები მხოლოდ იმაზე მიუთითებდნენ, რომ რესტორანი ძვირადღირებული იყო. „სამი ვარსკვლავის“ ფენომენი მხოლოდ 30-იან წლებში ჩამოყალიბდა. ის სამზარეულოს ხარისხზე მიუთითებდა და ეს სისტემა დღემდე უცვლელად რჩება. ერთი ვარსკვლავი აღნიშნავს, რომ რესტორანი ძალიან კარგია მხოლოდ საკუთარ, კონკრეტულ კატეგორიაში; ორი გვეუბნება, რომ რესტორანი შესანიშნავია და ამ დაწესებულებაში სტუმრობა ნამდვილად ღირს; ხოლო სამი ვარსკვლავი გვარწმუნებს, რომ ამ სამზარეულოს დასაგემოვნებლად შესაძლებელია საგანგებოდაც კი ვიმოგზაუროთ. გზამკვლევები გამოიცემა საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში. თუმცა, ყველა ქვეყნისათვის კომისია მხოლოდ ერთია. ინსპექტორები 18 თვეში ერთხელ პერსონალისაგან ფარულად მოინახულებენ ხოლმე მიშლენის ვარსკვლავების მქონე რესტორნებს და მათი განვითარების დინამიკას ამოწმებენ. ცნობილია, რომ ვარსკვლავები მიენიჭება მაღალი ხარისხის საავტორო სამზარეულოებს, ყველა დანარჩენი კრიტერიუმი კომპანიის საიდუმლოა. 2003 წელს ეს საიდუმლო ნაწილობრივ გაახმაურა ინსპექტორმა რემი პასკალმა თავის წიგნში, რისთვისაც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. არსებობს

კიდევ ერთი წესი: რეკლამაში რესტორანმა არ უნდა მიუთითოს „თავისი ვარსკვლავების“ შესახებ, თორემ მას რეიტინგიდან ამოშლიან. ინფორმაცია მომხმარებელმა მხოლოდ „წითელი გზამკვლევიდან“ უნდა მიიღოს, რომელიც ექსკლუზიურობის ქრესტომათიულ ნიმუშად გამოდგება. მიშლენი 23 ქვეყანაში მოღვაწეობს, თუმცა, კრიტიკოსთა აზრით, ის ვერ ძლევს საფრანგეთის ხიბლს და უპირატესობას ელიტარულ რესტორნებს ანიჭებს. ყველაზე მეტ ვარსკვლავსაც საფრანგეთი ფლობს (620). თუმცა, ქალაქების სიას თუ გადავხედავთ, პარიზს ტოკიო უსწრებს, სადაც 12 სამვარსკვლავიანი, 25 ორვარსკვლავიანი და 117 ერთვარსკვლავიანი რესტორანია. ავსტრია, ლუქსემბურგი, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია და შვედეთი _ ამ ქვეყნებში არცერთი სამვარსკვლავიანი რესტორანი არ არის. ბოლოხანს მიშლენმა მხოლოდ საფრანგეთში 46 ახალი ვარსკვლავი გასცა. დაიბადა 2 ახალი სამვარსკვლავიანი, 7 ახალი ორვარსკვლავიანი და 37 ახალი ერთვარსკვლავიანი რესტორანი! თუმცა, მთელ აშშ-ში მხოლოდ ცხრა სამვარსკვლავიანი რესტორანია. 2006 წლამდე, ნიუ-იორკის გზამკვლევის გამოცემამდე, მიშლენი მხოლოდ ევროპას ფარავდა. 2012 წელს არეალი გაფართოვდა აზიისკენ და იაპონური გზამკვლევებიც გამოჩნდა. ვარსკვლავის დაკარგვა რესტორატორისთვის დიდი ტრავმაა და ამ დღიდან იწყება რბოლა მის აღსადგენად. ნაკლებად იღბლიანები პირველი ვარსკვლავის მოსაპოვებლად იღვწიან. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ფრანგი მზარეულების ძლიერი იერარქია შეიქმნა – პოლ ბოკიუზით დაწყებული, ალან დიუკასითა და ჟოელ რობიუშონით დამთავრებული. ეს უკანასკნელი მსოფლიოში მიშლენის ყველაზე მეტი (28) ვარსკვლავის მფლობელია. შეფასებისას მხედველობაში მიიღება ზოგადი გარემო, მომსახურება, ინტერიერი, ფასები; მთავარი კი კერძებია, რომლებიც აუცილებლად საავტორო სამზარეულოში უნდა მზადდებოდეს და შეფ-მზარეულის შემოქმედების ნაყოფს წარმოადგენდეს. ვარსკვლავი სწორედ შეფმზარეულს ენიჭება, ამიტომაც მას შეუძლია ამა თუ იმ რესტორნიდან წასვლისას „თავისი“ ვარსკვლავიც „თან წაიყოლოს“. 39 VOYAGER 1/2015

ყველაზე მეტ ვარსკვლავს საფრანგეთი ფლობს 620. თუმცა, პარიზს ტოკიო უსწრებს, სადაც

12 სამვარსკვლავიანი, 25 ორვარსკვლავიანი და 117 ერთვარსკვლავიანი რესტორანია.


Rvino

ფრანგulი ღვინis leqsikoni თეა სხიერელი

ფრანგისთვისაც, ისევე როგორც ქართველისთვის, ღვინო უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, სასმელი; სასმელი ფრანგები ვაზს მუდამ გამორჩეული ენთუზიაზმით აშენებენ, ღვინოსაც ამგვარად აყენებენ და მას დიდი ოდენობითაც მიირთმევენ. ბევრ ფრანგულ ღვინოს ბადალი არ მოეძებნება. ღვინის წარმოება ოფიციალურადაცაა აღიარებული ქვეყნის კულტურული თუ გასტრონომიული ისტორიული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად.

როგორ ავარჩიოთ ფრანგული ღვინო უპირველესად ყურადღება მივაქციოთ ეტიკეტს, რომელიც თვალშისაცემი სულაც არ უნდა იყოს. რაც უფრო ძვირფასია ღვინო, მით უფრო თავმდაბლურად გამოიყურება ეტიკეტი. მასზე აუცილებლად დატანილია სიტყვები: Appellation (მევენახეთა გაერთიანება) ან Chateau (მამული) და შემდეგ რომელიმე მათგანის დასახელება. საკვანძო სიტყვა „კონტროლი“ აღნიშნავს, რომ ღვინის წარმოშობა შემოწმებულია. ფრანგული ღვინის ეტიკეტზე აუცილებლად მითითებულია: მოსავლისა და დამზადების წელი, გეოგრაფიული ადგილწარმოშობა, ჩამოსხმის ადგილი, ღვინის ნაირსახეობა (კლასიფიკაცია), ალკოჰოლის შემცველობა, მწარმოებლის მისამართი, ლიტრაჟი. უმაღლესი კატეგორიის ღვინოებს ნომრების მიხედვითაც არჩევენ: პირველი დამზადებულია საუკეთესო, შერჩეული მტევნებისაგან. მეორე და მესამე კი _ დანარჩენი მოსავლისაგან. უნდა ითქვას, რომ პირველი მეორისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა გაცილებით იაფია. ბორდოული და ბურგუნდიული საუკეთესო

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წელს საფრანგეთი ღვინის უდიდეს მწარმოებლად იქცა და 46,6 მილიონი ჰექტოლიტრი (4,5 მილიარდი ლიტრი) ღვინო დაამზადა.

40 VOYAGER 1/2015


მამული კლასიფიკაცია

დამზადების ადგილი

ბორდოს ღვინოებისათვის საუკეთესო წლად 1982 აღიარეს. დღესდღეობით სომელიეები და დეგუსტატორები გვირჩევენ 1986, 1988,1990 და 1994 წლების ღვინოები დავაგემოვნოთ. სამოცდაათიანების წითელი ღვინის შოვნა კი უკვე შეუძლებელია.

მოსავლის წელი

ალკოჰოლის შემცველობა

ბოთლის მოცულობა ჩამოსხმის ადგილი

ხარისხისაა, მაგრამ ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება მამულის ან გაერთიანების დასახელებას. სხვადახვა მამულში დამზადებულ ღვინოს განსაკუთრებული გემობრივი თვისებები, ბუკეტი და განუმეორებელი არომატი აქვს.

ბორდო მათ შორის ყველაზე ცნობილია. ის სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში მდებარეობს, ატლანტის ოკეანის გასწვრივ. აქ მზადდება ისეთი სახელოვანი ღვინოების მეტი წილი, როგორიცაა: Petrus, Margaux, Cheval Blanc, Haut Brion, Mouton Rothschild, Yquem და ბევრი სხვა. თავად ბორდოს მხარეშიც მეღვინეობის რამდენიმე გამორჩეული რეგიონია, კერძოდ, მარგო, პოიაკი, სენტ მიიონი, პომეროლი, სოტერნე და ა. შ. ბორდოული ღვინოების წარმომავლობას 1885 წლიდან აღრიცხავენ, როცა მედოკის რეგიონში მათი პირველი კლასიფიკაცია ჩატარდა. სწორედ იმ დროს გამოარჩიეს საუკეთესო ღვინოები: Chateau Latour, Chateau Lafite Rotschild, Chateau Mouton Rotschild, Chateau Haut Brion და Chateau Margaux. ამ რეგიონში ძირითადად მოჰყავთ წითელი ყურძენი Cabernet Sauvignon (კაბერნე სოვინიონი) და Merlot (მერლო). ბორდოს ელიტარული ღვინოები ახალი და ენერგიულია 40, 80, ხშირად 100 წლის „ასაკშიც“. ისინი ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებულია.

ღვინის არჩევისას ბოთლის ზომასა და საცობის სიგრძეზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რადგან ეს მის ხარისხზე მიუთითებს. საცობი მუხის ხის ქერქისაგან უნდა იყოს დამზადებული. მასზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მამულის დასახელება და მოსავლის წელიწადი. რაც უფრო გრძელია საცობი, მით ძველია სასმელი და უკეთესია მისი ხარისხი. ხოლო მოკლე, დაპრესილი საცობი იაფფასიანი ღვინის შესახებ მიგვანიშნებს. დაძველებულ ღვინოებს საცობს 15 წელიწადში ერთხელ უცვლიან. ღვინის ბოთლის ზომებიც განსხვავებულია ერთმანეთისაგან: 0,375, 0,7 და 1, 5 ლიტრი. ეს უკანასკნელი ზომა („მაგნუმი“) განსაკუთრებით პოპულარულია ელიტური ღვინოების დამფასებელთა შორის. საქმე ისაა, რომ ასეთ ბოთლებში მხოლოდ საუკეთესო ღვინოებს ასხამენ. მოსავლის ხარისხზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ღვინის გემო თუ თვისებები, არამედ ისიც, თუ რამდენ ხანს გაძლებს სასმელი. იმისათვის, რომ ღვინომ მაღალი კრიტერიუმები დააკმაყოფილოს, წელიწადში გარკვეული რაოდენობის მზიანი და წვიმიანი დღეები უნდა იყოს. ბუნების შეცდომის გამოსწორება კი მხოლოდ გამოცდილ მეღვინეს შეუძლია. ამიტომ ბოლო 20 წლის კლიმატური რუკა ყველა სოლიდურ რესტორანს აქვს.

მეღვინეობით განთქმული მხარეები

ბურგუნდიის საუკეთესო მწარმოებლებად მიჩნეულნი არიან Ramonet, Leroy და Fairelry. აქაური ღვინოების დასაყენებლად გამოიყენება ექსკლუზიური ჯიშები Pinot Noir (პინო ნუარი) და Gamay (გამე). საფრანგეთში ჩამოსხული ღვინის 1/3 საექსპორტოდ გადის, საიდანაც ქვეყანას ყოველწლიურად 10 მილიარდ ევროზე მეტი შემოსავალი აქვს. 41 VOYAGER 1/2015

ბურგუნდიელს რომ ჰკითხო, საუკეთესო ღვინო სწორედ ამ მხარეში მზადდება. აქაური წარმომავლობისაა Romanée Conti, Clos Vougeot, Pommard, Meursault და კიდევ ბევრი, მსოფლიოში უპირობოდ აღიარებული მარკა. ზოგადად, ამა თუ იმ მხარეში დამზადებული უამრავი სხვადასხვა დასახელების ღვინო ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული და განუმეორებელია.


Rvino

სამი ყველაზე ცნობილი ფრანგული ღვინო

Romanée Conti (ბურგუნდია) Pétrus (პომეროლი, ბორდო) Chateau Margaux (ბორდო) ამ ღირსშესანიშნავ სამეულს დიდად სხვებიც არ ჩამორჩებიან; მაგალითად, სოტერნული Yquem, Haut Brion პესაკიდან, Mouton Rothschild პაოიაკიდან, Cheval Blanc სენტ ემილიონიდან და ბურგუნდიული Hospices de Beaune.

რამდენ ღვინოს მიირთმევენ

აშშ იტალია

60% 25% 15%

წითელი ღვინო; ვარდისფერი ღვინო; თეთრი ღვინო.

ღვინის moxmareba ერთ სულ მოსახლეზე (ლიტრი წელიწადში)

(მილიონი ჰექტოლიტრი წელიწადში)

საფრანგეთი

ფრანგული ღვინის გაყიდვები

30.2

ლუქსემბურგი

29

საფრანგეთი

47.7

22,6

პორტუგალია

42.5

გერმანია

20

ჩინეთი

17,8

ბრიტანეთი

12,5

რუსეთი

10,4

50,7

იტალია

37.1

ხორვატია

34,4

სლოვენია

33,1 32,6

არგენტინა

10

დანია

ესპანეთი

9,3

ავსტრია

29,7

ავსტრალია

5,4

ბელგია

27,8

ლექსიკონი Appellation Ap pellation d’Origine Protegée (AOP) _ საუკეთესო ფრანგული ღვინო. Indication Géographique Protégée (IGP) _ რეგიონული ფრანგული ღვინო. Vielles Vignes _ ძველი ღვინოები. Château or Domaine _ ღვინის მარანი. Cru _ ღვინო ამა თუ იმ ვენახიდან. Vin de France _ ფრანგული სუფრის ღვინო. Crémant _ შუშხუნა ღვინო არა შამპანის რეგიონიდან. Blanc _ თეთრი. Rouge _ წითელი. Blanc de Blanc _ თეთრი შუშხუნა ღვინო თეთრი ყურძნის ჯიშებისაგან. Blanc de noirs _ თეთრი ღვინო, დამზადებული წითელი ყურძნისაგან. Brut _ შუშხუნა ღვინო, რომელშიც შაქრის შემცველობა ლიტრზე 15 პროცენტს არ აღემატება. Cuvée _ ოჯახური. Millésime or Récolte _ მოსავლის ან დამზადების წელი. Grand Cru _ ღვინის კატეგორია; მოიცავს ბურგუნდიის, შამპანისა და ელზასის საუკეთესო ვენახების მოსავლისაგან დაწურულ ღვინოებს. Сlairet/Claret _ მსუბუქი წითელი ან ვარდისფერი ღვინო ხილის სურნელით, წარმოებული ბორდოში. АОС კატეგორიის კატეგორიის ღვინოები _ მამულების

(შატოების) ღვინოები; წარმოებული და ჩამოსხმულია სავენახე მეურნეობაში, რომელსაც გააჩნია ციხესიმაგრის (Château) კვალიფიკაცია. Clos _ ბურგუნდიაში გავრცელებული ვენახების სახელი, რომლებსაც კედელი ან ღობე არტყიათ. Cremant _ შუშხუნა ღვინო, ტრადიციულად, ბოთლში დადუღებული; არა შამპანის რეგიონიდან. Cru Classe _ ბორდოს ვენახების კატეგორია; ოფიციალურად აღიარებული, როგორც საუკეთესო. Nouveau _ ღვინოები, რომელთა გაყიდვაც დამზადებისთანავე იწყება. Premier Cru Classe, Grand Cru Classe _ აღნიშნავს საუკეთესო სავენახე მამულებს (შატოებს) 1855 წელს მიღებული ხარისხის კატეგორიის მიხედვით. ბორდოში ის მედოკსა და სოტერნთან, გრავსა და ემოლიონესთან მიმართებით იხმარება. სხვა რეგიონებში ეს ტერმინები გამოიყენება არა ღვინოთა ხარისხის, არამედ კონკრეტული მიწის ნაკვეთების დახასიათებისათვის. Cru bourgeois _ ამ კატეგორიას 1855 წელს მიაკუთვნეს ის ვენახები, რომლებიც უახლოვდება საუკეთესო Cru-ს პროდუქციას. 1832 წლიდან ეს ტერმინი 42 VOYAGER 1/2015

შეესაბამება მხოლოდ მედოკის ღვინოებს. Vieilles vignes _ ძველი ვაზები, რომელთა ასაკი, სულ ცოტა, 15 წელია. Vendanges tardives _ გვიანი მოსავალი, ეს წარწერა შეესაბამება ელზასურ ღვინოებს. მტევნებს რთველის შემდეგ რამდენიმე კვირას საგანგებოდ ტოვებენ ვაზზე დასაჭკნობად, რათა მათი წვენი უფრო კონცენტრირებული გახდეს. Selection des grains nobles _ ვაზის კეთილშობილი სახეობის გადარჩეული მტევნები; ეს წარწერა შეესაბამება ელზასურ ღვინოებს, რომლებიც გადამწიფებული, ბოტრიტისის სოკოთი დაავადებული მტევნებისაგან არის დაყენებული. ინტენსიური არომატის მქონე, ხავერდოვანი, რთული გემო ამ ღვინოებს ნამდვილ „შედევრებად“ აქცევს. Reserve du Millesim _ რომელიმე კონკრეტული წარმოების საუკეთესო ღვინო, დამზადებული გადარჩეული ყურძნისაგან საუკეთესო კლიმატურ წლებში. Villages _ განსაზღვრული სოფელკომუნების ღვინო; ეს ტერმინი ეტიკეტზე აღნიშნავს მოსავალს რეგიონის საუკეთესო ვენახებიდან, რაც ღვინის უფრო მაღალ ხარისხს განაპირობებს.


შეფასების მთავარი კრიტერიუმები AOC (d’Origine Controlée) _ შეფასების ეს მოდელი აღნიშნავს ადგილწარმოშობის მიხედვით რეგულირებად ღვინოს. ის ოთხ საფეხურს შორის ყველაზე მაღალია; ღვინის ადგილწარმოშობა დატანილია ბოთლის ეტიკეტზე, რაც მიუთითებს გეოგრაფიულ წარმომავლობას, ხარისხსა და, როგორცწესი,ღვინისნაირსახეობას.მაგალითად, ბურგუნდიის რეგიონული Burgundy’s regional AOC Bourgogne Blanc მოიცავს 300-ზე მეტ ოლქს და აღნიშნავს მშრალ ღვინოებს, დამზადებულს Chardonnay-ის, Pinot Blanc-ის ან Pinot Grisის ყურძნის ჯიშებისაგან. ამის საპირისპიროდ, AOC Romanee-Conti Grand Cru მოიცავს მხოლოდ 4 აკრზე გაშენებულ უმაღლესი ხარისხის ვენახს და აღნიშნავს მხოლოდ წითელი პინოს ყურძნისაგან დამზადებულ მშრალ წითელ ღვინოებს. Grand Cru ფრანგული ღვინისთვის უმაღლესი შეფასება გახლავთ. აღნიშნული ტერმინი შეიძლება ამა თუ იმ ღვინოს ორ შემთხვევაში „მიენიჭოს“ _ ვენახის ადგილმდებარეობის, ან იმ შატოს მიხედვით, რომლის ვენახში მოწეული ყურძნისაგანაც ღვინო დაიწურა. პირველ შემთხვევაში მეტწილად ფიგურირებს ბურგუნდია, ელზასი და შამპანი, მეორეში კი _ გამორჩეულად, ბორდო. Premier Cru აღნიშნავს უმაღლესი ხარისხის მქონე, ამა თუ იმ სავენახე ადგილას (უფრო ხშირად ბურგუნდიაში) მოწეული ყურძნისაგან დაწურულ ღვინოს, ან თავად Grand Cru-ს კლასიფიკაციაში კიდევ უფრო მაღალ საფეხურს (როგორიცაა, მაგალითად, Premier Grand Cru Classé შატო ბორდოში).

ყველაზე ძვირადღირებული ფრანგული ღვინოები Pétrus _ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფრანგული წითელი ღვინოა და მის შემადგენლობაში დიდი წილი მერლოს ჯიშის ყურძენზე მოდის; ერთი ბოთლის ფასი სულ ცოტა, 1000 დოლარია. Pétrus-ის ქარხანა ბორდოს მხარეში, პომეროლში მდებარეობს. ერთი ბოთლის ფასი

1787 Chateau Lafite

$160,000

(აუქციონის ფასი)

VDQS (as Vins Délimités de Qualité Supérieure) უმაღლესი ხარისხის შეზღუდული ოდენობის ღვინოს აღნიშნავს. ამ კატეგორიაში ღვინის სახეობათა მცირე ჩამონათვალი შედის, რადგან უფრო ადვილია ღვინის გაყიდვა, თუკი ის AOC-ს ან Vin de Pays-ს მიეკუთვნება. Vin de Pays ნიშნავს ამა თუ იმ რეგიონში წარმოებულ ღვინოს და მოიცავს ფართო არეალს. ეს ღვინოები მუდმივად იხვეწება და სულ უფრო მეტად ამართლებს თავიანთ ფასებს. აქ უმთავრესი მნიშვნელობა არა იმდენად ტრადიციასა თუ ნაირსახეობას ენიჭება, რამდენადაც გეოგრაფიულ წარმომავლობას.

1945 Mouton Rothschild

$28,750

(აუქციონის ფასი)

Romanée Conti

$3,000

(საცალო ფასი)

Pétrus

$1,000 (საცალო ფასი)

Romanée Conti-ს Conti ღვინის ერთი ბოთლი ხშირად 2-3-ჯერ ძვირი ღირს, ვიდრე Petrus-ი და სამართლიანად მიიჩნევა მსოფლიოში საუკეთესო წითელ ღვინოდ. ის ბურგუნდიაში იწარმოება შავი პინოს ყურძნისაგან. დიდი მოთხოვნის მიუხედავად, წარმოებული ღვინის რაოდენობა შეზღუდულია, რაც, შესაბამისად, მის მაღალ ფასს განაპირობებს. 1978 წლის მოსავლისგან დამზადებული ერთი ბოთლი აუქციონზე 24 ათას დოლარად გაიყიდა. სხვა ძვირადღირებული ღვინოებიდან გამოვყოფთ: Cheval Blanc, Yquem, Margaux, Lafite, Mouton და Haut Brion, Bellet, Daumas Gassac. 2006 წელს 1945 წლის მოსავლის Mouton Rothschild ყველაზე ძვირადღირებულ ვინტაჟურ ღვინოდ იქცა _ აუქციონზე ამ ღვინის 6 ბოთლი $345,000-ად გაიყიდა.

Vin de Table სუფრის ღვინოების შეფასების მოდელია. ესაა ერთადერთი კატეგორია, რომელშიც აუცილებელი არ არის გეოგრაფიული წარმომავლობის მითითება. ეს ღვინო ყველაზე დაბალხარისხოვნად მიიჩნევა.

რაც შეეხება თავის დროზე თომას ჯეფერსონის კოლექციაში დაცულ 1787 წლის მოსავლის Lafite-ის მარკის ღვინოს, მისი ბორდოული Lafite ერთი ბოთლი $160,000-ად შეიძინეს, თუმცა ამ ღვინის დაგემოვნება უკვე შეუძლებელია. 43 VOYAGER 1/2015


gastronomia

კროტენ დე შავინიოლი

რებლოშონი

გურმანების იდეალური ყველი არა მხოლოდ იმეორებს პრინცის სახელს, თავადაც პრინცია თხის ყველთა შორის. თქვენც შეგიძლიათ მოამზადოთ კროტენ დე შავინიოლის ნაირსახეობა, სახელად, `რეპასე~. თუ ყველი გამოშრა, ის თიხის ჭურჭელში მოათავსეთ, რომლის ფსკერზეც ცოტაოდენ თეთრ ღვინოს დაასხამთ. თავი დაახურეთ და ორი დღის შემდეგ დაინახავთ, რომ ყველი დარბილდა, მაგრამ მას ჩვეული ხარისხი და გემო არ დაუკარგავს.

ყველს ალპების, მწვანე მდელოებისა და ძროხის რძის სურნელი ასდის. მისი ფაფისებრი გული, რომელიც ვარდისფერ ქერქშია გახვეული, განუმეორებლად გემრიელია. ყოველ პარიზულ სავაჭროში, რომელიც რძის პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებელს, აუცილებლად გირჩევენ რებლოშონის შეძენას. ამოირჩიეთ ფერმერული სახეობა მწვანე, და არა წითელი კაზეინის წებოვანი გარსით.

Crottin de Chavignol

Reblochon

! e g a m o r f e l e J’ador Roquefor t

li: Sarl de go a marTo d n u „rogor melsac qveyana, ro “ yveli aqvs? 246 saxeobis

როკფორი მთ აში, ღრ მა სა რდ აფ ებ ში დღ ემ დე ინ არ ჩუ ნე ბენ ყვ ელ ის ხის და ფე ბზე და ძვ ელ ებ ის ტრ ად იც იას. მხ ოლ ოდ მთ ის გა მო ქვ აბ ულ თა სი ღრ მე ებ ში წა რმ ოი შო ბა „კე თი ლშ ობ ილი ობი“. თუ სო ფელ რო კფ ორ ამ დე ვერ ჩა აღ წე ვთ, პა რი ზში Grande Epicerie du Bon Marché-ს მი აკ ით ხეთ. აქ შე ძლ ებთ ამ ყვ ელ ის სა უკ ეთ ესო სა ხე ობ ის შე ძე ნას.

Le fromage aux ar tisons არტიზუ

საფრანგეთში მოქმედი კანონმდებლობით,

„ხელოსნები“ _ სიყვარულით ასე უწოდებენ ოვერონელი გლეხები პატარა ტკიპებს, რომელთა ზემოქმედებით წარმოიქმნება არტიზუს სურნელოვანი ქერქი. ის ძალიან გემრიელია. ნუ შეშინდებით, ყველის შიგთავსში ტკიპები არ არიან, ხოლო ქერქი, სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოათალოთ. თუმცა, ეს „გარეკანი“ ყველის მოყვარულებისათვის ნამდვილი დელიკატესია.

ყველი, რომლის დასახელება ადგილწარმოშობა უკავშირდება, მხოლოდ საფრანგეთის შესაბამის რეგიონში შეიძლება დამზადდეს. დღეისათვის ასეთი ყველის სახეობა 36-ია.

44 VOYAGER 1/2015


ლეგენდის მიხედვით, გაფანტული ცხვრების მოსაძებნად წასულმა მწყემსმა ბიჭმა ვახშმის ჭამა ვეღარ მოასწრო _ ხმელა პური და ცხვრის რძისგან დამზადებული ხაჭო გამოქვაბულში დარჩა. მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ ბიჭი ცხვრებს უვლიდა, ყველის შექმნაზე Penicillium Roqueforti მუშაობდა. ასე წარმოიშვა სოკოს ბაქტერიის ზემოქმედებით ყველი როკფორი.

როკფორის ისტორია

სოფელი, სადაც როკფორს გამოქვაბულებში ამზადებენ, ამავე სახელს ატარებს. ფრანგები თავიანთ საყვარელ, ობიან, მძაფრი არომატის მქონე „განძეულს“ „ლურჯ ყველებად“ მოიხსენიებენ. ყოველი მათგანი თავისი Penicillium-ის ზემოქმედებით მუშავდება _ იქნება ეს როკფორი თუ კამამბერი. მართალია, მათ ლურჯს უწოდებენ, მაგრამ როკფორის ობი უფრო მეტად მწვანე ფერისაა, რომელიც ოვერონული ყველის სხვა სახეობებშიც გვხვდება (Fourme d’ambert, Bleu d’auvergne) და ბრიტანულ სტილტონშიც. როკფორს კეთილშობილ ყველს უწოდებენ. ეს არა მარტო იულიუს კეისრის დამსახურებაა (ლაშქრობისას მეზობელ სოფელში დასასვენებლად ჩამომხდარ იულიუს კეისარსაც შეუფასებია ობიანი ყველის ღირსებები). არც მხოლოდ კარლოს დიდის, რომელიც ესპანეთიდან დაბრუნებისას ალბის ეპისკოპოსს სტუმრობდა და ეს შესანიშნავი ყველიც მიირთვა. მშიერი იმპერატორი წარშეჭმუხნილი აცლიდა თავის კერძს ობს, სანამ ეპისკოპოსმა სტუმარს არ შეჰბედა, რომ ის არ მიირთმევდა სწორედ იმას, რაც საუკეთესო იყო. იმპერატორმა ობი გასინჯა და ბრძანა, რომ მისთვის ყოველთვიურად ორი ყუთი ყველი სასახლეში ეახლებინათ. გაგზავნამდე როკფორის ყოველ თავს ორად ჭრიდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ სოკომ თავისი საქმე გააკეთა. როკფორი ყველის პირველი სახეობაა, რომელიც 1929 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დაცვის ქვეშ აღმოჩნდა. მისი წარმოების არეალი შემოიფარგლება 2კმ x 300მ ფართობით, რადგან გარკვეული ტემპერატურული რეჟიმი და ტენიანობა მხოლოდ ამ საზღვრებში გვხვდება. როკფორს გაყალბებისაგან ტულუზის პარლამენტი ჯერ კიდევ XVI საუკუნეში იცავდა. საფრანგეთიდან როკფორი ელჩებსა და კონსულებს მიჰქონდათ სხვა ქვეყნებში, რათა იქ საფრანგეთის ორიგინალურობა ეჩვენებინათ. როკფორი, ჯობს, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით მიირთვათ, ის ხუთი თვის დაძველების მაინც უნდა იყოს. დაუჯერეთ ალბელ ეპისკოპოსს და ნუ მოათლით ყველს ობს, რადგან ის ყველაზე გემრიელია. 45 VOYAGER 1/2015


gastronomia

ხამანწკების ფრანგული დღესასწაული

ფრანგულ სამზარეულოში ხამანწკა (HUITRE) სუფრის დახვეწილობისა და გამორჩეულობის სიმბოლოა. ველური ხამანწკები ზღვის მეჩხერ წყლებში ბინადრობენ, იქ, სადაც დიდი მდინარეები ზღვას უერთდებიან. ხამანწკას მტკნარი და მლაშე წყლების ერთობლიობა მოსწონს, თანაც ეს წყალი ცივი არ უნდა იყოს. არსებობენ ველური ხამანწკების მოყვარულები, ები თუმცა რესტორნები, უმთავრესად, სამრეწველო წესით მოშენებულ ხამანწკას გვთავაზობენ. 46 VOYAGER 1/2015


ხამანწკების მეურნეობები როგორც ატლანტის, ისე ხმელთაშუა ზღვის საფრანგეთის სანაპიროებზე განვითარდა. პირდაპირ ზღვაში, მაღალ ლატანებზე მიმაგრებულია ბადეები, რომლებიც მეურნეობის ფართობებს შემოსაზღვრავს. სწორედ აქ იზრდება ეს დელიკატესი სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ხამანწკის რამდენიმე ძირითადი ნაირსახეობა არსებობს: მრგვალი და ბრტყელი, ე. წ. ევროპული ხამანწკა Ostrea edulis ბრეტანში, ბორდოსა და ლანგედოკში მოიპოვება. პორტუგალიური ხამანწკა Crassostrea angulata ფორმით უფრო მოგრძოა. წყნარი ოკეანის, ანუ იაპონური Crassostrea gigas ყველაზე გრძელი და მასიურია. ხამანწკების მოყვარულნი კარგად არჩევენ მათ ხარისხსა და ღირსებებს. თუ ხამანწკა გაყიდვამდე ორი თვის მანძილზე სპეციალურ აუზში (20 ერთეული 1 კვ. მ-ზე) ცხოვრობდა, ის უკეთეს ხარისხს ინარჩუნებს, ვიდრე მაშინ, როცა უფრო პატარა ფართობზეა „შენახული“. ხამანწკები წონითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან _ ეს ყველაზე მარტივი და თვალსაჩინო საშუალებაა ფრანგული დელიკატესის ღირსებების შესაფასებლად. მხედველობაში მიიღება მხოლოდ მოლუსკის სუფთა წონა, ნიჟარის გარეშე; ამასთან, ყოველ კატეგორიას საკუთარი ნომერი აქვს მინიჭებული _ ნულიდან ოთხამდე. ყველაზე მსუბუქი ხამანწკა №4 მხოლოდ 40 გრამს იწონის, №2 _ 60 გრამს, №0 კი _ 90 გრამს. შემდეგ კი ერთგვარი ციფრობრივი სიურეალიზმი იწყება: 100-გრამიანი ხამანწკა ორი ნულით აღინიშნება, 110-გრამიანი _ სამით და ა. შ. ხუთი ნულით დანომრილი 150 გრამზე ნაკლებს არ უნდა იწონიდეს.

ხამანწკა ფინ-დე-კლერი მიუხედავად იმისა, რომ ხამანწკა ცივსისხლიანი და მუნჯია, მანაც შეიძლება აღძრას „ვნება“. და თუ „ვნება“ თქვენც გაგიჩნდათ, ეს ნიშნავს, რომ უკვე დააგემოვნეთ ხამანწკები Marenne Oléron, Oléron რომელიც საფრანგეთში ყველაზე მეტად გავრცელებული და გამორჩეულად გემრიელია. რესტორანში მას მოგართმევენ ფინ-დე-კლერის სახელწოდებით. რესტორანში შემოგთავაზებენ ე. წ. „სპესიალებსაც“ _ ეს არის საგანგებოდ შერჩეული ფორმისა და გემოს ხამანწკები; მაგრამ ყველაზე უკეთესი მაინც Pouce-En-Claire-ია, ოლერონის ნამდვილი სიამაყე. ასეთ ხამანწკებს საშენებში არა ოთხი, არამედ რვა თვის განმავლობაში აჩერებენ, რათა მათ იდეალური ფორმა შეიძინონ. საგანგებოდ ზრუნავენ მათ საკვებზეც (1 კვ.მ-ზე 5 ერთეულზე მეტი არ უნდა ცხოვრობდეს).

ფრანგებს მიაჩნიათ რომ ეს ხამანწკები მხოლოდ განსაკუთრებული საზეიმო შემთხვევებისათვის არის განკუთვნილი მთავარია რომ დღესასწაულიცა და ხამანწკაც _ ორივე მრავლად იყოს მათ ცხოვრებაში

ხამანწკები შეიცავს A, D, С , B ჯგუფის ვიტამინებს. ასევე მდიდარია მინერალებით: ფოსფორი, მანგანუმი, იოდი, კობალტი, თუთია. ხამანწკებით გაჯერებულ რაციონს ჰემატოლოგები ხშირად ანემიის სამკურნალოდაც იყენებენ. ხამანწკები დაბალკალორიული ზღვის პროდუქტია 00 გრამი მხოლოდ 60 კალორიას შეიცავს ასე რომ მათი მირთმევა ნებისმიერი რაოდენობით წონის მომატების შიშის გარეშე მშვიდად შეგიძლიათ

ჰენრი მატისი ნატურმორტი ხამანწკებით 940

ფრანგული სამზარეულოს დიდი ნაწილი ამ დელიკატური მოლუსკების სითბურ დამუშავებას მოიცავს. ყველაზე იოლი წესი ნიჟარიანად მათი საკუთარ წვენში ჩაშუშვა, ან თეთრი საწებლის თანხლებით ჰაერღუმელში „გამოცხობაა“. ხამანწკებს ხშირად ბრაწავენ გრილის ბადეზე და წითელი თევზის ფირფიტებით ფარავენ, რაც გემრიელიც არის და მადისაღმძვრელიც. ხამანწკებს ნიჟარის გარეშეც წვავენ, ამზადებენ კიბორჩხალებსა და ტრუფელებთან, ყველსა და ბატის ღვიძლთან ერთად. გამორჩეულად გემრიელია თეთრ ღვინოში მოხარშული ხამანწკების წვნიანი. ლუარისა და შაბლის დაბლობების ღვინოები და ხამანწკა კლასიკურ ურთიერთშეთანხმებად მიიჩნევა. 47 VOYAGER 1/2015


statistika

143

mosaxleoba

400

Teatri

kinoTeatri

safrangeTi:

66 021 000

parizi:

12 341 418

ucxoeli:

3 889 000

imigranti:

5 605 000

430

samxatvro galerea

parizi 134

muzeumi

69

multimediuri biblioTeka

240

wignis maRazia

parizuli quCebis sarekordo maCveneblebi yvelaze grZeli:

Rue de Vaugirard _ 4.36km yvelaze mokle:

mosaxleobis simWidrove

Rue Degrés _ 5.75 metri yvelaze viwro:

Rue du Chat-qui-Pêche _ 1.80 metri

1 kv. km-ze

yvelaze ganieri:

Avenue Foch _ 120 metri yvelaze damreci:

Rue Gasnier-Guy _ 17.40

13,3 3,6 4,3 26,8 5,3 4,3

p ari z i

79 a da m i an i

av i n i o n i

589 a da m i ani

monpelie

3 a da m i an i

sakvebi da araalkoholuri sasmeli alkoholi, Tambaqo tansacmeli, fexsacmeli komunaluri xarjebi

moxmareba

13,1

komunikacia

2,6

dasveneba, garToba

8,3

ganaTleba

0,9

(saerTo Semosavlis wili)

binis mowyoba jandacva

transportis xarji

sastumrosa da restornis momsaxurebiT sargebloba 48 VOYAGER 1/2015

6,6


evropis yvelaze tyiani dedaqalaqi

gasul wels gaxsnili restornebis raodenoba:

120 saxeobis 478 000 xe;

2 tye: vensanis aRmosavleTiT da

1 finjani yavis fasi: espreso

bulonis dasavleTiT;

400 parki da baRi.

1 Wiqa Rvinis fasi:

158

1,5 3,8

safrangeTi mTliani Sida produqti 2014 wels:

2 132,4 miliardi evro binis qira da Rirebuleba

mTliani Sida produqti erT sul mosaxleze: 32 227 evro

erTsaZinebliani binis saSualo Tviuri qira:

1000 samsaZinebliani binis saSualo fasi:

730 000

9 884 dasajdomi merxi;

107 saaTi;

parizi

1 856 avtobusis gadaxuruli gaCereba;

109 Sadrevani; 30 000 nagvis yuTi.

turizmi 380 sportuli nageboba

2014 wels turistebis raodenoba parizSi: 32.4 milioni;

143 savarjiSo darbazi;

2014 wels parizSi ucxoelma

35 stadioni;

turistebma 15,2 miliardi evro daxarjes;

38 sacurao auzi;

turizmis gadasaxadis saxiT parizis biujetSi

172 CogburTis moedani;

57,4 milioni evro Sevida.

2 yinulis moedani. 6 100 quCa; 13 260 gzajvaredini.

68

jarima quCaSi sigaretis namwvis gadagdebisTvis

წყარო: LE FRANCE EN BREF / INSEE 49 VOYAGER 1/2015


არქიტექტურა

L’architecture est le grand livre de l’humanité, l’expression principale de l’homme à ses divers états de développement, soit comme force, soit comme intelligence. De Victor Hugo, Notre-Dame de Paris

50 VOYAGER 1/2015


პარიზის არქიტექტურული გრამატიკა ნი კა ჩხ აი ძე ჰიუგოს აზრით, არქიტექტურა კაცობრიობის მიერ შექმნილი წიგნია _ არტეფაქტი, რომელშიც ასახულია მისი განვითარება, გონების ძალა და განჭვრეტის უნარი. ამიტომაც ამ ბუმბერაზი ქალაქის იერსახე და გარემო ისე უნდა აღვიქვათ, როგორც წიგნი.

პარიზის არქიტექტურაზე საუბრისას ვიქტორ ჰიუგოს ვერსად წაუხვალ, ისევე როგორც დიუმას, ბოდლერსა და ვერლენს; პრუსტს, კოლეტსა და სარტრს; გოდარს, ტრიუფოსა და დელუზს და სხვა მრავალთ. ეს სიცარიელისა და აღმშენებლობის სასიყვარულო თამაშია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ფრანგი ხალხის გენია. ამ წიგნის წაკითხვა რომ შევძლოთ, მისი ქუჩების, სახლების, პარკებისა და მოედნების ენა რომ გავიგოთ, არქიტექტურული გრამატიკის პირველადი ცოდნაა საჭირო, დანარჩენი კი გამოცდილებასა და სიყვარულზეა დამოკიდებული.

პარიზი, როგორც ფორმა

ვნებმა სორბონის უნივერსიტეტი დააარსეს, ხოლო მარჯვენა _ ვაჭრებისა და ქალაქის ბურჟუაზიის საცხოვრებლად იქცა. ხიდებით, როგორც ძაფებით, გადაკერილ სანაპიროებს მაგიური მნიშვნელობა აქვს _ ისინი ქალაქის განვითარების მთავარი გზამკვლევია. ამ წრის ცენტრში ორი კუნძული მდებარეობს, საიდანაც პარიზი „დაიწყო“. სწორედ აქ არის ნოტრ-დამი _ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომლიდანაც ქალაქს გარგულიებით გარემოცული კვაზიმოდო დაჰყურებდა. მაშინ ამ საოცარი გოთიკური ტაძრის გარშემო ასეთი წესრიგი არ იყო. ირგვლივ პატარპატარა სახლები გაეშენებინათ, რომლებშიც პილიგრიმები და მომლოცველები ცხოვრობდნენ.

პარიზი, ფაქტობრივად, წრეა, რომელსაც გარს პერიფერიული ბულვარების სისტემა უვლის, ცენტრში კი მას მდინარე კვეთს. სენის მარცხენა სანაპირო ცოდნისა და ინტელექტის ქალაქია, მარჯვენა კი _ ბიზნესისა და ლუქსის. ამგვარი დაყოფა მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც მარცხენა სანაპიროზე 1210 წელს მონაზ-

პარიზის ღვთი სმშო ბ ლ ის ტა ძარი (Cathédrale Notre Dame de Paris) 1160 წე ლს ეპის კოპოს მო რის დე სუ ლის ხი ლ ვა ჰქონ და და მან ვეს ტ ას რო მაუ ლი ტა ძრ ის ადგი ლას ახ ალი ეკ ლე სიის აშე ნე ბა გადა წყ ვი ტა. ამ ტაძა რს საფ რ ანგე თი სათ ვ ის უმ ნი შვ ნე ლო ვა ნესი ისტორიული მო მე ნტ ე ბი ახსო ვს: მა გალითად, დედო ფალი მარ გო სა და ჰე ნრი IV-ის ჯვრისწე რის რი ტუ ალი, რო მე ლიც ეკლე სიის კიბეებ ზე ჩატა რ და, რად გ ან მე ფე პრო ტეს ტან ტი იყო. აქ ვე გა ნ ხორ ციელ და ნა პოლე ონ ის კორონა ცია და ჯვ რი სწ ე რა.

51 VOYAGER 1/2015


არქიტექტურა

უბნები გეოგრაფიულად პარიზი ექვს გორაკს (შაიო, მონმარტრი, ბელვილი, მენილმონტანი, მონპარნასი და წმ. ჟენევიევი) შორისაა მოქცეული. ქალაქის უბნები მათ გარშემო ჩამოყალიბდა. პარიზი 20 ადმინისტრაციულ უბნადაა დაყოფილი (Arrondisement). ისინი ერთმანეთისაგან პრესტიჟულობითა და ურბანული დანიშნულებით განსხვავდებიან. სენ-ჟერმენ დე პრე პარიზული „ინტელექტუალების“ სამფლობელოა. ლათინური კვარტალი მოდერნისტული პარიზის სიმბოლოა. ფობურ სენ-ჟერმენში XVII საუკუნის საოცარი „ოტელ პარტიკულიეები“, არისტოკრატებისა და მსხვილი ბურჟუაზიის საქალაქო სასახლეები მდებარეობს. მდიდრულად შემკული ჭიშკრების დანახვისას აუცილებლად მოგინდებათ, რომ მათ შიგნით შეიხედოთ. მონპარნასი, ოდესღაც ლეგენდარული უბანი, დღეს პარიზის მრავალსახეობის ანარეკლია. მისი ცათამბჯენიდან ქალაქის საუკეთესო ხედი იშლება. მონპარნასის სასაფლაოს ბინადართა „შემადგენლობა“ ამ უბნის ლეგენდარულ წარსულს ცხადყოფს. მარსის ველები, ველები დიდი, განიერი ავენიუებით, წყნარი, ბურჟუაზიული უბანია. აქ ორი მთავარი მონუმენტია _ ეიფელის კოშკი და ინვალიდების ტაძარი, რომლებიც თითქოს სრულყოფილებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

პასი შაიოს პატარა ლუქსბუტიკები პასისა და ბელ-ფეის ქუჩების გასწვრივ, ასევე ვიქტორ ჰიუგოსა და მოცარტის ავენიუებზეა განლაგებული. ტროკადეროს მოედანი ამ უბნის მცხოვრებთა თავშეყრის ადგილია. განსაკუთრებით საინტერესო სანახავია მისი ტერასები შუადღის სადილის დროს, როცა აქ პარიზის წარმატებული საზოგადოება იყრის თავს. ტრიუმფალური გზა _ მონუმენტების მოოქრული მზერის ქვეშ მყოფი, მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ქუჩა ისევ მოდურია: ელისეს მინდვრებზე მდებარე ლეგენდარული „ლა დურე“ და „ლუი ვიტონი“, რესტორანი „ფუკე“ და „პლენ ერზე“ არსებული მრავალი გამოფენა თითქოს შინაარსობრივად აბალანსებს იაფფასიანი მაღაზიებისაკენ ჯგუფ-ჯგუფად მიმავალ პილიგრიმტურისტთა ნაკადებს. ლა დეფანსი ტრიუმფალური გზის თანამედროვე გაგრძელებაა. ეს უბანი თავისი ცათამბჯენებითა და ოფისებით პარიზის Skyline-ის ნაწილი გახდა. ლუვრი და ტიუილრის ბაღი (ზოგადად, ლუვრის ბაღები) ამ სამეფო პერიმეტრების მქონე უბანში წარმმართველ როლს თამაშობს. აქვეა არაერთი პასაჟი, მოედანი და თაღოვანი სვეტი, ლეგენდარული „კომედი ფრანსეზი“ და „პალე რუაიალი“. სენტ-ონორედან ოპერამდე საყიდლების ციებ-ცხელებით შეპყრობილთასამოთხეა(დაიმახსოვრეთმათიწმინდანისსახელი– Saint-Honore!).დასავლეთითძირითადადსაცხოვრებელიადგილები და ულამაზესი მონსოს პარკია _ აქ დასახლებული „წარჩინებული“ ოჯახების საყვარელი სასეირნო ადგილი.

52 VOYAGER 1/2015


სიტესა და სენტ ლუის კუნძულზე ღვთისმშობლის ტაძრის გარდა არის პატარა მოედანი, რომელსაც Place Dauphine ეწოდება. აქ საფრანგეთის გამორჩეული მეფის, დედოფალი მარგოს მეუღლის, ჰენრი IV-ის ქანდაკება დგას. აქვეა ულამაზესი ყვავილების ბაზარი; და, რა თქმა უნდა, სენ-შაპელის ვიტრაჟები!!! „ბობური“ და ლე ალი, ალი პარიზის ურბანული ბაბილონი, ევროპის ყველაზე დიდი საფეხმავლო ზონაა. აქ იხილავთ მგზავრთა უდიდეს ნაკადს, რომელიც Satle le alis მიმართულებით მოძრაობს. ამ უბანში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი – პომპიდუს ცენტრი. მარე ერთადერთი უბანია, რომელიც XIX საუკუნის დიდ გარდაქმნებს გადაურჩა. ერთ დროს ებრაელ ვაჭართა დასახლება ამჟამად „გროსისტების“ _ ბითუმად მოვაჭრეების მაღაზიებით არის სავსე. სამხრეთ ნაწილში, როზიეს ქუჩის მიდამოებში საკმაოდ ჭრელი და ელეგანტური საზოგადოების შეხვედრების ადგილია (ლონდონის სოჰოს თუ შევადარებთ). აღმოსავლეთით კი ულამაზესი ვოზჟის მოედანია. აქვეა ბევრი პატარა სასახლე, რომლებშიც ახლა მუზეუმები და გალერეებია განთავსებული. ოდესღაც ამ ადგილას თავიანთ საყვარლებს არისტოკრატები ასეთ სასახლეებს უშენებდნენ. ეს „ჭაობიანი“ ტერიტორია ინტიმური შეხვედრებისთვის იდეალური სამალავი იყო.

XIX საუკუნის დედაქალაქი _ „პარიზის გრანდიოზული გარდაქმნა“ პარიზული სახლები და ქუჩები, რომლებიც მის ძირითად იერსახეს წარმოადგენს, XIX საუკუნის 50-იან წლებში აშენდა. იმ ხანებში არა მარტო ქალაქის გარეგნული მხარე გადასხვაფერდა, არამედ ინფრასტრუქტურაც მთლიანად შეიცვალა. ლონდონში გადასახლებაში მყოფი ნაპოლეონ III მიხვდა, თუ რატომ იყო ბევრად იოლი, პარიზის შუასაუკუნოვანი ქუჩებისაგან განსხვავებით, იდეალურად დაგეგმარებულ ავენიუებსა და ბულვარებზე გაშენებული ქალაქის კონტროლი. ამბიციური იმპერატორი დიდ მანძილზე გადაჭიმულ ავენიუებზე სამხედრო აღლუმების ჩატარებას გეგმავდა. ასევე სურდა, რევოლუციის დროს ბარიკადებით ქუჩების ჩახერგვის საფრთხე აეცილებინა; თანაც, ახალი პარიზის აღმშენებლის ტიტულის მოპოვებასაც ესწრაფვოდა. ნაპოლეონმა პარიზის თანამედროვე და მოდერნიზებულ ქალაქად გადაქცევა ორგანიზატორული ნიჭით განთქმულ ბარონ ოსმანს (1809-1891) დაავალა. ყველა ავენიუ ერთნაირი სიგრძისა და სტილის, ხოლო შენობები მხოლოდ რძისფერი ქვით აშენებული უნდა ყოფილიყო.

მონმარტრის გორაკის ძირში ლეგენდარული პიგალია; ადგილი, სადაც ოდესღაც პარიზის ეროტიკული გული ძგერდა. დღეს ამ მიდამოებში მისი აჩრდილი ცოცხლობს. ზემოთ კი საკრე-კერის ეკლესიაა, რომლიდანაც პარიზზე გადაშლილი საუკეთესო ხედები მოჩანს. მხატვრების თავშეყრის ადგილები კი ტურისტულ სანახაობად ქცეულა. სენ ლაზარიდან სენ მარტენამდე XIX საუკუნის პარიზია, სადაც ყველაზე მეტადაა თავმოყრილი ნამდვილი „პარიზული სახლები“. აქ გელოდებათ ნეოკლასიკურ სტილში გადაწყვეტილი „ახალი ათენი“, ბარონ ოსმანის მიერ გავლებული ბულვარები და სენ მარტენის არხი.

სენ-სიმონის იდეების მიმდევარს, ნაპოლეონ III-ს სჯეროდა ეკონომიკური ვოლუნტარიზმის. იგი მიიჩნევდა, რომ შეეძლო საზოგადოების ტრანსფორმირება და სიღარიბის აღმოფხვრა. სწორედ ავტორიტარული, ძლიერი ძალაუფლების ფუნქციად თვლიდა დიდი სამუშაოებისათვის კაპიტალისტების წახალისებასა და შეგულიანებას, რაც, თავის მხრივ, წაადგებოდა მთელ საზოგადოებას და, პირველ რიგში, ღარიბებს. სისტემის ქვაკუთხედი საბანკო სექტორი უნდა ყოფილიყო, რომელიც იმ დროისთვის საკმაოდ განვითარდა. პარიზის დიდი რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისას ეს სტრატეგია იდეალურად ამოქმედდა. ოსმანის მიერ ჩასატარებელი სამუშაოები სახელმწიფო დონეზე დაიგეგმა და კერძო ინვესტორების მიერ საბანკო სესხების მეშვეობით განხორცილდა.

53 VOYAGER 1/2015


არქიტექტურა

გაიჭრა 12 ავენიუ და 25 ბულვარი, გაიყვანეს 600კმ-ის სიგრძის კანალიზაციისა და სასმელი წყლის ქსელი, აშენდა ხიდები, ხუთი ახალი სადგური, მოედნები, ეკლესიები, ძეგლები, 80 სკვერი და პარკი, გაშენდა ბულონის ტყე, დაირგო მილიონამდე ხე. ააგეს იმ დროისათვის მსოფლიოში ყველაზე დიდი _ „გარნიეს“ ოპერის თეატრი (L’Opéra Garnier). 1852-1870 წლებში ოცი ათასი სახლი დაანგრიეს და მათ ადგილას ორმოცი ათასი ააშენეს. 1860 წელს პარიზმა გარეუბნები შთანთქა. ის XIX საუკუნის საუკეთესო დედაქალაქად იქცა.

შენობების ლექსიკონი ტიპური „პარიზული სახლი“ ლეგენდარული ბარონ ოსმანის სახელს უკავშირდება. მის მიერ განხორციელებულ განაშენიანებაში ექვსასწლოვანმა სახლებმაც თავიანთი ჰარმონიული ადგილი იპოვეს. ეს შენობები ხარისხობრივად ერთმანეთისაგან განსხვავდება: პირველი ტიპი უფრო მდიდრულად შემკული და მოპირკეთებულია (ბევრად კომფორტულიც), ვიდრე მეორე. 1854 წელს სახლები ტრიმფალური თაღის გარშემო, ავენიუების კუთხეში ჟაკ-იგნას ჰიტროფის პროექტით გაშენდა. ეს მაღალი ხარისხის, საუკეთესო შენობები იყო, რომლებიც დღესაც პარიზის ყველაზე პრესტიჟულ სახლებს შორისაა. მათი მოდელი და შთაგონების წყარო ჰირდუინ-მანსარის მიერ XVII საუკუნეში შექმნილი Place des Victoires-ისა და Place Vendôme-ის არქიტექტურაა. კორინთული ორდერების, ფრონტონებისა და მრავალი მედალიონისა თუ კარიატიდის მიუხედავად, ამ სახლებს მონუმენტური მთლიანობა გააჩნიათ.

EMBELLIR, CIRCULER, ASSENIR – გალამაზება, მოძრაობა და სანიტარული მოწესრიგება – ეს იყო გარდაქმნის დევიზი.

აღსანიშნავია, რომ სახლის ორი ტიპი ჩამოყალიბდა: ბურჟუაზიული საცხოვრებელი და გასაქირავებელი _ ე. წ. Immeuble De Rapport. ოსმანმა თავის დროზე რეკონსტრუქციის ნაწილობრივ დასაფინანსებლად სწორედ ასეთი გასაქირავებელი სახლებით შეძლო თანხის შეგროვება. თავდაპირველად სახლების სართულების რაოდენობა 4-დან 6-მდე მერყეობდა, შემდგომ კი 7-მდე გაიზარდა. ნაგებობების სიგანეც შეიცვალა. ძველ სავაჭრო ქუჩებზე სახლების ფასადების სიგანე 6-დან 10 მეტრამდეა, თანამედროვე პარიზის პერიოდის (XIX-XX სს) შენობების სიგანე კი 15-დან 20 მ-მდეა. სახლების ხარისხის განსხვავების ტიპური ნიშნებია: ქუჩათა ქსელი და ფართობი, რომელსაც სახლი მოიცავს; ფანჯრების ღიობების რიტმი; კუთხეების სპეციფიკური გადაწყვეტა – მრგვალი ან წვეტიანი; მოტივების რეპერტუარი: ალაყაფები, აივნები, დარაბები, ერკერები, ლოჯიები, სახურავები და გუმბათები; ორნამენტების გამა _ მარტივიდან რთულამდე, იმის მიხედვით, თუ როგორი ხარისხისაა შენობა _ კონსოლები, მასკარონები, გირლანდები, კარიატიდები. პარიზულ სახლს ე. წ. „სამმაგი“ სისტემა (ორდერი _ Ordonance Ternaire) ახასიათებს: პირველი სართული (Rez De Chausee); 54 VOYAGER 1/2015


ანტრესოლი; მე-2, მე-3 და მე-4 ერთნაირი სართული; ატიკის სართული; ერთ ან ორსართულიანი მანსარდა. შენობებები სამ კლასად იყოფა: I კლასი 4-სართულიანი და ყველაზე მდიდრულად შემკულია. მას თავლა და ფართო შიდა ეზო ჰქონდა; II კლასი ხუთსართულიანია. ის ნაკლებად შემკული და მოპირკეთებულია, თუმცა ფასადით მკვეთრად არ განსხვავდება პირველი კლასის ნაგებობისაგან. მას მომსახურე პერსონალისათვის განცალკევებული კიბის უჯრედი ჰქონდა. III კლასი _ არ გააჩნია ცალკე კიბის უჯრედი მომსახურეთათვის, ასევე, არ აქვს აივნები. ორნამენტის მოტივი რაოდენობრივად შეზღუდულია (მაგ., ყვავილი ან სხვა რაიმე მარტივი თემა). ფანჯრები და ღიობები სახლებს ძირითადად 5-დან 7-მდე ფანჯარა აქვს. ხშირად გვხვდება „ვენეციური ფასადიც“: შუაში მდებარე 3 ფანჯარა აივნით არის გაერთიანებული, რომელიც ემთხვევა ე. წ. სალონს. აივნები XVII საუკუნის ბოლომდე პარიზულ ნაგებობებს ერთნაირი ღიობები ჰქონდა. მერე ოთახების უკეთ გასანათებლად, გაჩნდა უფრო დიდი ღიობები და ფანჯრები, რომლებიც იატაკამდე დადაბლდა და წარმოიქმნა ე. წ. მისაყუდებელი (Garde-Corps), რომელსაც შემდგომში „ფრანგული აივანი“ ეწოდა. კარებები და შესასვლელები ძველი პარიზული კარი ძირითადად ალაყაფის ტიპისა იყო. ზოგჯერ მასში აყოლებდნენ ცალკე „ქოსერულ კარს“. XIX საუკუნიდან ის სადარბაზო კარი ხდება და ლითონის ორნამენტით არის შემკული. ეტლიდან წვიმის დროს დაუსველებლად გადმოსვლისათვის კი ე. წ. „მარკიზები“ ჩნდება. შვერილები და დასრულებები 1880 წლიდან იქმნება ე. წ. ერკერები და დახურული ლოჯიები. ბოლო სართულებისა და მანსარდების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. გაჩნდა ზამთრის ბაღები, სახელოსნოები და „ლოფტები“, რომლებიც ხედებზე იყო ორიენტირებული. კუთხეები ფლორენციული და რომაული ტრადიციით, კუთხეების მოტივს დიდი ხნის განმავლობაში მუხის ხე წარმოადგენდა. ოსმანის რეკონსტრუქციის შემდგომ ტრადიციად კუთხეების ჩამოჭრა იქცა, რაც ქუჩის აქცენტის უფრო თვალნათლივი წარმოჩენის საშუალებას იძლეოდა. ფასადების ორნამენტები და მოპირკეთება პარიზულ ფასადებს უშრეტი მრავალფეროვნება ახასიათებს. რაც უფრო მეტს გვიყვება ექსტერიერი თავისი ორნამენტისა თუ ბარელიეფის საშუალებით, შენობა მით უფრო მაღალი კლასისაა. თუმცა, ზოგჯერ ის გარკვეული შინაარსის მატარებელია და ექიმის საცხოვრებლის ან სავაჭრო სახლის აღმნიშვნელი ორნამენტებითაა დამშვენებული. 55 VOYAGER 1/2015


არქიტექტურა

არქიტექტურული ენები

1 1. ანტიკური პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე არსებული ნაგებობებიდან პარიზში თითქმის არაფერი შემორჩა ნანგრევების გარდა. შუა საუკუნეების გოთიკური სტილის შენობები ძირითადად ეკლესიებია, მათი გვირგვინი კი – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (Notre Dame De Paris).

4. კლასიციზმის შთაგონების ძირითადი წყარო საბერძნეთია. პარიზში ბევრი შენობა პართენონის მოტივებზეა აგებული. მათ შორის აღსანიშნავია მადლენის ეკლესია. რევოლუციური ეპოქის არქიტექტურაც ამ სტილის მიმდევარია. ნაპოლეონის პერიოდში კლასიციზმმა რომაული იერი შეიძინა: იგი საკუთარ თავს იულიუს კეისარს ედარებოდა; ნაპოლეონის არქიტექტორებიც რომაული შენობების ასლებს აშენებდნენ. ეს ყველაფერი კარგად ჩანს ტრიუმფალური თაღისა და ეტუალის მოედნის მაგალითზე.

6. არტ ნუვო და ანტირაციონალიზმი (Belle Époque) _ ეს სტილი უმეტესწილად უილიამ მორისის იდეებს ეფუძნებოდა და პარიზის საერთაშორისო გამოფენების დროს დამკვიდრდა.

6

4

2 2. რენესანსის იდეები პარიზში ჩამოიტანა ჰენრი IV-მ _ დედოფალი მარგოს მეუღლემ, რომელმაც ბართლომეს ღამეს ერთმორწმუნე ჰუგენოტებს უღალატა. მან, იტალიური რენესანსის ქალაქებით შთაგონებულმა, ლუვრი გააფართოვა და ვოზჟის მოედანი შექმნა.

3 3. ბაროკოს სტილის არქიტექტურას ადვილად ამოიცნობთ: შენობები მრგვალია და მათ თავზე თითქოს იმდროინდელი პარიკი ახურავთ. ეს სტილი ლუდოვიკო XVI-ს უკავშირდება, რომელმაც პარიზის „ტრიუმფალურ გზას“ დაუდო საფუძველი. ლუქსემბურგის სასახლე, რომელშიც დღეს სენატია განთავსებული, ბაროკოს არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია.

5. ისტორიზმის ხანას უმთავრესად ემთხვევა პარიზული სახლის არქიტექტურა. ფრანგული სამხატვრო აკადემია ქმნიდა ე. წ. „კატალოგურ“ პროექტებს, რომლებიც არა მარტო პარიზში ხორციელდებოდა, არამედ მთელ მსოფლიოში იგზავნებოდა (მათ თბილისამდეც კი ჩამოაღწიეს, რის დასტურადაც შემოგვრჩა ნაგებობები სოლოლაკსა თუ აღმაშენებლის გამზირზე). ამ პერიოდის პარიზული შენობებიდან აღსანიშნავია „პეტი პალე“ და „გრან პალე“.

7. კლასიკური მოდერნიზმის ხანაში არქიტექტურაში მოდერნისტული რევოლუციის მთავარი ფიგურა ლე კორბუზიე გამოჩნდა. მსოფლიოს არქიტექტურული სამყარო მისი რადიკალური იდეებით საზრდოობდა.

5

7 56 VOYAGER 1/2015

ჰექტორ გიმარმა (Hector Guimard) შექმნა მეტროს ჩასასვლელების ლეგენდარული დიზაინი. 1914 წელს პარიზში მეტროს 10 ხაზი და 141 პავილიონი იყო. მათგან მხოლოდ 80 შემორჩა.


8

8. ომისშემდგომი მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის დროს ყველა პრეზიდენტმა, დე გოლის ჩათვლით, პარიზში თავის სახელთან დაკავშირებული მასშტაბური პროექტი განახორციელა. შარლ დე გოლის მმართველობის დროს, 1960 წელს, პოლ ანდრიემ აეროპორტი ააგო, რომელიც თავისი პლასტიკურობითა და ფლორალური ფორმებით მოდერნიზმის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. პომპიდუს ცენტრი კი _ ეს გახლავთ გარდაქმნა, განხორციელებული ქალაქის გულში. ამ დროს ასევე აშენდა „ლა დეფანსი“ – ახალი პარიზი ლუდოვიკო XVI-ის მიერ

პომპიდუს ცენტრი

დაწყებულ მთავარ ღერძზე, რომელსაც ძველ პარიზთან ოტო ფონ სპრეკელსენის „თაღი“ აკავშირებს.

პარიზელები მას, „ბობურს“ ეძახიან. თანამედოვე ხელოვნების მუზეუმის ასაშენებლად რამდენიმე კვარტლის დანგრევა გახდა საჭირო. 1971 წელს გამართულ კონკურსში 680 არქიტექტორი მონაწილეობდა. 1968 წლის მაისის სტუდენტური გამოსვლების გავლენით ეს ნაგებობა კონსერვატიზმის საწინააღმდეგო სიმბოლოდ იქცა. მთლიანად ლითონის „ჩონჩხზე“ აგებული შენობა არქიტექტორებმა _ რიჩარდ როჯერსმა და რენცო პიანომ შექმნეს. ნაგებობაზე გარედან დამონტაჟებული მთელი საკომუნიკაციო და საინჟინრო სისტემა _ ესკალატორები და ლიფტები _ გამჭვირვალე გარსშია ჩასმული. მთელი „ორგანიზმი“ თითქოს საზოგადოებრივ სივრცეშია გამოტანილი და მეტიც, შენობის „შიგნეულობა“ მისივე დეკორს წარმოადგენს. რაში მდგომარეობს პარიზის ხიბლი? ის სწორედ მრავალსახოვნებაში, ახლისა და ძველის ბუნებრივად შერწყმაში გამოიხატება, რაც, ერთი მხრივ, თანა-

9. თანამედროვე არქიტექტურას საზღვრები არ გააჩნია. გლობალური პოსტინდუსტიული სამყაროს სივრცობრივი ასახვა ჰარმონიულად ეწერება საუკუნოვანი პარიზის იერსახეში და მის ხიბლს აძლიერებს. ეს უწყვეტი და უსაზღვრო პროცესი დინამიკურ ეპოქასა და უკვე კარგად ჩამოყალიბებულარქიტექტურულქსოვილს შორის „დიალოგს“ ემყარება.

9

57 VOYAGER 1/2015

მედროვე დიზაინისა და არქიტექტურის, მეორე მხრივ, კლასიკური შენობებისა თუ ანტიკვარული ნივთების ერთობლიობაში ჩანს. ეს მრავალფეროვნება განუმეორებელ სრულყოფილებას ქმნის, რომელიც არქიტექტორთათვის შთაგონების უშრეტი წყაროა.


4 dro

58 VOYAGER 1/2015


წელიწადის ოთხი დრო განუყრელი დღესასწაულის ქვეყანაში სა ლო მე და დუ ნა შვ ილ ი

ამ პლანეტაზე არცთუ ბევრია ქალაქი, რომელიც არასდროს დაკარგავს მნიშვნელობას, თავისუფლად გაუსწორებს მზერას მარადისობას და თუ კარგ გუნებაზეა, თვალსაც კი ჩაუკრავს მას. გავა დრო, შეიცვლება თაობები და პოლიტიკური წყობები, გადანაწილდება ძალთა ბალანსი მსოფლიოში, გლობალური დათბობა გაადნობს არქტიკის ყინულებს, იბერია გაბრწყინდება, მაგრამ ეს ქალაქები დარჩება. დარჩება ცოცხალ, საინტერესო, განვითარებად სხეულებად, რომლებიც შესაძლოა დაბერდნენ, მაგრამ არასდროს დაიღალონ.

ყოველთვის ისე მეკუმშება გული, როგორც მათი პირველი ნახვისას. მეკუმშება სიხარულისგან, რომ აქ ვარ, ამ შესანიშნავ ქალაქში. ზაფხულში პარიზის ცას უცებ შავი, მძიმე ღრუბელი გადაეკვრება ხოლმე. ზეცა ისე დაბლაა, გეგონება, მოოქრულ რკინის გალავნებს გამოედოო. სწორედ ამ დროს პარიზი თეთრად იწყებს ლიცლიცს. არასდროს არის ეს ქალაქი ისეთი ლამაზი, როგორიც მოქუფრული ცის ფონზე, თეთრად მოელვარე.

პატარა კელტური დასახლებიდან, რომაელების მიერ ლუტეციად მონათლულ ქალაქამდე, პარიზი სწორედ ამ ბედს ატარებს. ქალაქის ხიბლი ნუსხავს და იმონებს ადამიანებს, მისკენ ისწრაფვიან, პარიზით ტკბებიან, ის სძულთ, მაგრამ ვერასოდეს ვერავინ უწოდებს მას უმნიშვნელოს.

ზამთარში, როცა შეიძლება უჩვეულოდ თბილოდეს, ან სასტიკად ყინავდეს, პარიზი საშობაო ოცნებებს ასრულებს. მგონია, რომ მშობლები ამ დროს სადღესასწაულო ვიტრინების სანახავად ბავშვებს იმიზეზებენ. არ დამავიწყდება ჩემი 3 წლის ქალიშვილის გაოცებული და ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახე, როცა „ბონ მარშეს“ ვიტრინაში სანტა კლაუსის ლაბორატორიის მუშაობას ადევნებდა თვალყურს. ამ სახის დასანახად ღირდა ვიტრინასთან ჩამწკრივებულ რიგში ხანგრძლივად დგომა.

და ასე ვარ მეც _ როგორც ელა ფიცჯერალდი მღერის: „მე მიყვარს პარიზი გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ზაფხულის ხვატსა და ზამთრის ყინვაში“. მიყვარს და ყოველთვის მაოცებს მისი სილამაზე, იდეალური წყობა. როცა სენას ვკვეთ და ერთ მხარეს გრან პალეს შუშის გუმბათს ვხედავ, მეორე მხარეს კი, ნოტრ დამის „გარგულიებით“ დახუნძლულ ქონგურებს,

მოკლედ, პარიზი წელიწადის ყველა დროს მშვენიერია, მაგრამ ის ხშირად მოგზაურობის საწყისი პუნქტია და, იმის მიხედვით, თუ წელიწადის რომელ დროს მოხვდებით საფრანგეთში, შეგიძლიათ თქვენი მოგზაურობა განუმეორებელი გახადოთ. რადგან მთელ საფრანგეთს ერთხელ სტუმრობისას ვერ „მოიცავთ“, იმოგზაურეთ ყველა სეზონზე.

გავა დრო, შეიცვლება თაობები და პოლიტიკური წყობები, გადანაწილდება ძალთა ბალანსი მსოფლიოში, გლობალური დათბობა გაადნობს არქტიკის ყინულებს, იბერია გაბრწყინდება, მაგრამ ეს ქალაქები დარჩება. დარჩება ცოცხალ, საინტერესო, განვითარებად სხეულებად, რომლებიც შესაძლოა დაბერდნენ, მაგრამ არასდროს დაიღალონ.

59 VOYAGER 1/2015


4 dro

გაზაფხული გაზაფხულზე ლუქსემბურგის ბაღი მრავალი ფერისა და სურნელის ყვავილით ყვავის. თეთრი ქვის ხრეშით მოფენილ ბილიკებზე ბერეტიანი მოხუცები, ზუსტად ისე, როგორც კინოში, პეტანგით ერთობიან. დიდ აუზში სათამაშო გემების გაშვება იწყება და ბავშვები საათობით დარბიან მის გარშემო, რათა თავიანთ ხომალდს ჯოხით დაეხმარონ მოგზაურობის გაგრძელებაში. მაისის თბილ დილას სახელგანთქმული „გინიოლის“ თოჯინების თეატრის გვერდით მდებარე კაფეში ვის არ შეხვდებით! ცნობილ რეჟისორებს, ერთ ხელში კრუასანით, მეორეში სცენარით; პოლიტიკოსებს, ძუნძულით რბენის შემდეგ რომ შემოისეირნებენ ყავის დასალევად და, რაც მთავარია, უბრალოდ, კეთილგანწყობილ პარიზელებს (ამ ბოლო დროს ეს დიდი იშვიათობაა, დამიჯერეთ). დილის ეს მცირე მონაკვეთი, სანამ თქვენი ან სხვისი შვილები წაბლის ხეებს შირის დაქრიან, ყველაზე სასიამოვნო წუთებია, რომელთა განცდასაც გულითადად გირჩევდით. აი, ფრაზა მოწოდებათა სერიიდან:

არა _ ტურიზმს! დიახ _ მოგზაურობას! მოგზაურობაზე უკეთესი კი, მგონი, არაფერია ამქვეყნად. გაზაფხულზე საფრანგეთის სამხრეთი ყვავის. ეს არ არის უბრალო ყვავილობა. პროვანსში ლავანდის სურნელი დიდი ბიზნესის სუნს ერწყმის. პროვანსი _ ეს თვალუწვდენელი, კოხტა მწკრივებად განლაგებული ყვავილების მინდვრებია. გრასი, პარფიუმერული სამყაროს ერთ-ერთი ეპიცენტრი, გაზაფხულზე სილამაზის აპოთეოზს აღწევს.

პროვანსი _ ეს თვალუწვდენელი, კოხტა მწკრივებად განლაგებული ყვავილების მინდვრებია. გრასი, პარფიუმერული სამყაროს ერთერთი ეპიცენტრი, გაზაფხულზე სილამაზის აპოთეოზს აღწევს. 60 VOYAGER 1/2015


პროვანსის პასტორალური პეიზაჟების ხილვის ცდუნებას ვერავინ უძლებს. ეს არის ის რომანტიკული ხატება საფრანგეთის პროვინციისა, რომელიც ყველას სურს, რეალობად აქციოს. ამასთან, პროვანსი საუკეთესო სპა სასტუმროების მდებარეობის ადგილიცაა. სწორედ ამ ველურად აყვავებულ გარემოში წიდეებისა და მავნე ნივთიერებებისაგან გაწმენდა და დასვენება ზამთრის თვეების შემდეგ შესანიშნავი საჩუქარია თქვენი სხეულისთვის. საფრანგეთის ხსენებული რეგიონის ყველა კვადრატული მეტრი ოქროსია. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია დასასვენებლად და პრესტიჟული უძრავი ქონების შესაძენად. გაზაფხული ამ საქმიანობასაც მშვენივრად ესადაგება. იყიდი სახლს და, ზაფხულში უკვე საკუთარ ვილაში გაემგზავრები ზღვისპირეთისკენ. გაზაფხულზე სანაპირო ზოლზე სეზონი იწყება, ამიტომ ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროებიც კი შედარებით ხელმისაწვდომ პაკეტებს სთავაზობენ დამსვენებლებს.

Hotel du Cap-Eden-Roc Château Saint-Martin & Spa Grand-Hotel du Cap-Ferrat (St-Jean-Cap-Ferrat) ლეგენდარული სასტუმროების სამოთხის ბაღებით სავსეა ფრანგული რივიერა. ზაფხულში აქ თითქოს მთელი მსოფლიო იყრის თავს. სანაპირო ზოლი სავსეა ხალხით. გაზაფხულზე კი თეთრი ვილები უშფოთველად დგანან და ამ ხანმოკლე სიმშვიდის ზმანებაში ყველგან ბრიჯიტ ბარდოს ახალგაზრდობის სული ტრიალებს.

61 VOYAGER 1/2015


4 dro

ზაფხული ზაფხულის გატარება უმრავლესობას ზღვაზე ურჩევნია, თუმცა საფრანგეთში ამ თვალსაზრისითაც დიდი არჩევანია. მე ძალიან მიყვარს პარიზი აგვისტოში. ეს სულ სხვა ქალაქია: არავითარი საცობები ქუჩებში, სიმშვიდე, ცოტა ხალხი, თქვენ წარმოიდგინეთ, არცთუ ბევრი ტურისტი; მშვენიერი ამინდი, ცარიელი მუზეუმები და დიდი ფასდაკლებები. თუ არ გსურთ არდადეგების დიდ ქალაქში გატარება, რამდენიმე დღეში შეგიძლიათ გზას გაუდგეთ. თუმცა, ეს კიდევ გასარკვევია, საით. თუ ფრანგული რივიერას ერთგული თაყვანისმცემელი არ ხართ, შეგიძლიათ ზაფხული კიდევ უფრო ფრანგულად გაატაროთ. აი, მაგალითად, მონპარნასის სადგურში მატარებელს შეახტეთ და ერთ საათში საფრანგეთის გულში, ლუარის ხეობაში აღმოჩნდებით. ეს არის ყველა ულამაზესი შატოს „თავშეყრის“ ადგილი. ყოველ ბორცვზე, ყოველ მოსახვევში დიდი თუ პატარა სასახლე დგას და ეს მართლაც რომ დაუვიწყარი სანახაობაა. თუ გინდათ, ჭეშმარიტად ზღაპრული ციხესიმაგრეების ნახვა, დიუმასეული საფრანგეთით ტკბობა, ნამდვილად უნდა დაუთმოთ ამ მოგზაურობას ორი-სამი დღე. რამდენიმე უმთავრესი სასახლის სანახავად ეს სრულიად საკმარისი დროა. შამბორი (Château de Chambord) ლეონარდო და ვინჩის მიერ დაპროექტებული სასწაულია, ორმხრივი კიბით, რომელიც დე-ენ-ემ-ის სტრუქტურას ჰგავს. ამ კიბის მეშვეობით მეფესთან შემსვლელთადაგამომსვლელთა გზები არასდროსიკვეთებოდა. კონტაქტი: 00 33 2545 04000; www.chambord.org. შესვლა: €11 შომონის (Chaumont) მთავარი ღირსშესანიშნაობა, გარდა ჩინებული სასახლისა, მისი ბაღებია. მთელი ზაფხულის განმავლობაში აქ ყვავილების ფესტივალი იმართება. კონტაქტი: 00 33 2542 09922; www.domaine-chaumont.fr შესვლა (შატო და პარკი): €10.50, ყვავილების ფესტივალი; €16. ამბუაზი (Amboise) კიდევ ერთი გრანდიოზული სასახლეა, რომელიც მდინარის პირას დგას და პატარა ქალაქს დარაჯობს. ამბუაზი ისტორიულ მოვლენათა რიგში ერთ, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანეს ამბავს ინახავს _ წმინდა იუბერის სამლოცველოში ლეონარდო და ვინჩია დაკრძალული. კონტაქტი: 00 33 2475 70098; www.chateau-amboise.com შესვლა: €10.70

თუ ფრანგული რივიერას ერთგული თაყვანისმცემელი არ ხართ, შეგიძლიათ ზაფხული კიდევ უფრო ფრანგულად გაატაროთ. აი, მაგალითად, მონპარნასის სადგურში მატარებელს შეახტეთ და ერთ საათში საფრანგეთის გულში, ლუარის ხეობაში აღმოჩნდებით.

62 VOYAGER 1/2015


`შინონსო ულამაზესია, ის გახსენებთ იმას, თუ რატომ აღმერთებთ საფრანგეთს~, _ წერენ ხელოვნებათმცოდნეები. ეს ზღაპრული სასახლე მართლაც განსაკუთრებული სანახაობაა. აქ ყველაფერია: პარკიც, წყლის თხრილიც, ასაწევი ხიდიცა და ოთახიც _ ქონგური, რომელშიც ოდესღაც პრინცესა გამოამწყვდიეს. ეს ხუმრობით, მაგრამ შინონსო ორი ძლიერი ქალის დაპირისპირების ეპიცენტრი ნამდვილად იყო. ანრი მეორემ ეს სასახლე საყვარელს, დიანა დე პუატიეს აჩუქა. მეფის სიკვდილის შემდეგ ეკატერინე მედიჩიმ შური იძია, ქმრის რჩეული იქიდან გააძევა და სასახლე დაისაკუთრა. კონტაქტი:: 00 33 2472 39007; www.chenonceau.com შესვლა: €12.50. თუ აუცილებლად ზღვის სანაპიროზე გსურთ დასვენება და გინდათ, სიცხესა და ხალხმრავლობას აარიდოთ თავი, ბიარიცი საუკეთესო არჩევანი იქნება. მატარებელში გატარებული ხუთსაათ-ნახევარი და, აკვიტანიის გამორჩეულ კურორტზე აღმოჩნდებით. ბიარიცი მე-19 საუკუნის შემდეგ გახდა პოპულარული არისტოკრატიული ოჯახებისათვის. 1912 წელს მას ოფიციალურად მიენიჭა ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსი. ხმელთაშუა ზღვის თბილი, გამჭვირვალე წყლის ნაცვლად, აქ ოკეანის უზარმაზარი ტალღები დაგხვდებათ, რომლებსაც დილიდან საღამომდე სერფერები სერავენ. ბიარიცი პარიზული ბურჟუაზიის საყვარელი დასასვენებელი ადგილია, ამიტომ სასტუმროების ხარისხიცა და საზოგადოებაც, რომელიც მათ სტუმრობს, განსაკუთრებულია. პირველი ბუტიკი კოკო შანელმა სწორედ ბიარიცში გახსნა და პარიზული სიცხით გადაღლილ, ოკეანის ჰაერის ჩასასუნთქად ჩამოსულ არისტოკრატიას ტილოს საზღვაო ტუნიკების არჩევანი შესთავაზა. HOTEL DU PALAIS _ ნაგებობა, რომელიც ნაპოლეონ III-მ მეუღლისთვის საჩუქრად შეუკვეთა, 1905 წელს სასტუმროდ გადაკეთდა, მაგრამ სასახლის ყველა ატრიბუტი შეინარჩუნა. სახელგანთქმული დამსვენებლების სიას, უინსტონ ჩერჩილიდან ფრენკ სინატრამდე, შეგიძლიათ თქვენი გვარიც მიუმატოთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ამ სასტუმროში დაბინავება ღირს, ეს მისი სპა „იმპერიალია“. ამ ნამდვილად იმპერატორის საკადრის სპაში გერლენის ყველაზე ცნობილი სახის პროცედურა „ორქიდ იმპერიალი“ უნდა ჩაიტაროთ, რომლის სასწაულმოქმედი შედეგიც რამდენიმე წლით გაახალგაზრდავებას გპირდებათ. ამ მომსახურებით სარგებლობა იმ შემთხვევაშიც შეგიძლიათ, თუ სასტუმროს ბინადარი არ ხართ. ღირს, დრო დაუთმოთ ბიარიცში რამდენიმე ღირსშესანიშნაობის ნახვას. თუ კარგ სპორტულ ფორმაში ხართ და 248 საფეხური არ გაშინებთ, შეგიძლიათ შუქურაზე ახვიდეთ და ოკეანესა და ქალაქს სიმაღლიდან გადაავლოთ თვალი. მეორე გასეირნების ადგილი, სადაც გუსტავ ეიფელის დაპროექტებული ხიდის გავლა მოგიწევთ, ღვთისმშობლის სახელობის კონცხია. გაითვალისწინეთ, რომ თუ იმ დღეს დიდი ტალღებია, დასველება არ აგცდებათ. თუ მანქანით გასეირნების საშუალება გაქვთ, შეგიძლიათ სენ ჟან დე ლუზს ეწვიოთ. ეს პაწაწინა ზღვისპირა სოფელი დღის საუკეთესოდ გატარების „გარანტიაა“. თუ მზად ხართ, ორი საათი მანქანით იმგზავროთ, შეგიძლიათ, ბორდოსაც ეწვიოთ. ეს ქალაქი, თავისი ღვინითა და რესტორნებით, გურმანებისთვის საუკეთესო საჩუქარია. 63 VOYAGER 1/2015


4 dro

შემოდგომა სექტემბერს თუ არ ჩავთვლით, შემოდგომაზე პარიზში ხშირად წვიმს. ადამიანებს უკვე ავიწყდებათ ზაფხულის არდადეგები და საშობაო დასვენებაზე იწყებენ ოცნებას. ამასობაში საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში რთველის დროა. პარიზიდან შამპანში და ბურგუნდიაში გამგზავრება რთული არ არის. მატარებლით საათი, საათ-ნახევარი და, ადგილზე ხართ. თუ არ გსურთ მარტო მოგზაურობა, არსებობს შესანიშნავი ალტერნატივა _ ორგანიზებული ინდივიდუალური ტურები. მოგზაურობა ერთ დღეს გასტანს და ისევ პარიზში დაბრუნდებით. რეიმსის საკათედრო ტაძრის ხატება, რომელიც პრუსტის რომანის _ „დაკარგული დროის ძიებაში“ _ თხრობის გეოგრაფიულ ლანდშაფტს განსაზღვრავს, შამპანის მოსანახულებლად საკმარისად სერიოზული მიზეზია. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ დაბომბილი ეს ტაძარი თავისი უნიკალური არქიტექტურითა და რთული ბედით არა მხოლოდ ქალაქზე, არამედ მეოცე საუკუნის ფრანგი ინტელექტუალების აზრებზეც დომინირებდა. თუ არქიტექტურული წიაღსვლები თქვენთვის არცთუ საინტერესო გასართობია, შეგიძლიათ ღვინის სარდაფების წიაღს ჩაუღრმავდეთ. შამპანში ერთდღიანი მოგზაურობა დაახლოებით 170 ევრო დაგიჯდებათ. ტურის დაჯავშვნა 2 დღით ადრე მაინცაა აუცილებელი. პარიზში მანქანა მოგაკითხავთ და რეიმსში ჩაგიყვანთ. პერსონალური გიდი ვენახშიც გაგასეირნებთ და რეიმსსაც დაგათვალიერებინებთ. ლანჩის შემდეგ შამპანურის მწარმოებელ რომელიმე ქარხანას მოინახულებთ. 64 VOYAGER 1/2015


1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ დაბომბილი ეს ტაძარი თავისი უნიკალური არქიტექტურითა და რთული ბედით არა მხოლოდ ქალაქზე, არამედ მეოცე საუკუნის ფრანგი ინტელექტუალების აზრებზეც დომინირებდა.

თუ შამპანურის მწარმოებელი შატოების დათვალიერება გსურთ, Chateau de Bligny ტურებს გთავაზობთ. Château of Cirey-sur-Blaise-ს კი თვით ვოლტერიც კი ახსოვს. www.parischampagnetour.com მეორე ვერსია დაახლოებით 130 ევრო ღირს და ამ შემთხვევაში მატარებლით მგზავრობა მოგიწევთ, რომელიც მანქანაზე უფრო კომფორტულია. ბილეთებს თქვენთვის შეიძენენ და თავად მხოლოდ სადგურამდე მისვლა მოგიხდებათ. რეიმსში ავტობუსითა და ფეხით გადადგილდებით. ეს ტური ვენახების დათვალიერებას არ მოიცავს, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი იგივეა, როგორც პირველ ვერსიაში. www.parischampagnetour.com როცა ბურგუნდიაში გსურთ გამგზავრება, ბილეთების დაჯავშნა ადრე აჯობებს. თუ სამი თვით ადრე დაგეგმავთ მოგზაურობას, მაშინ 30-დან 70 ევრომდე ღირებულების ბილეთებს შეიძენთ. უშუალოდ გამგზავრების წინ ნაყიდი ბილეთის ფასი დიჟონამდე და უკან 100 ევრო იქნება. ხშირ შემთხვევაში იაფი ბილეთების დაბრუნება არ შეიძლება და არ დაგავიწყდეთ სადგურში მათი დაკომპოსტირება. www.tgv-europe.com ორგანიზებული ტურებისთვის შეგიძლიათ ამ საიტებს მიმართოთ: www.visitdijon.com; www.beaune-tourism.com თუ ბონში, რომელიც დიჟონიდან ნახევარი საათის სავალზეა, ნოემბრის ბოლო კვირადღეს ჩახვალთ, შეძლებთ ღვინის სახელგანთქმულ აუქციონს დაესწროთ, რომელიც ყოფილი საავადმყოფოს შენობაში იმართება. მაგრამ ბონიცა და დიჟონიც, სახელგანთქმული მდოგვისა და ღვინის გარდა, მშვენიერი პატარა ქალაქებია. ბონში მხოლოდ სასწაულებრივად ლამაზი, ფერადი ფილებით მოპირკეთებული სახურავების სანახავად ღირს ჩასვლა. დიჟონი კი ბავშვობის ზღაპრის წიგნების ილუსტრაციებს მოგაგონებთ. ღვინოებიდან Gevrey Chambertin-ს, Vosne Romanee-ს (Cote de Nuit) გასინჯავთ თუ Corton-ს (Cote de Beaune), ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. 65 VOYAGER 1/2015


4 dro

ზამთარი ზამთარი საუკეთესო დროა საშობაო ვიტრინების დასათვალიერებლად და საყიდლებზე სიარულისთვის. დეკემბრის ბოლოდან მაღაზიები საგანგებო შემოთავაზებებს იწყებენ, თუმცა ნამდვილი ფასდაკლებები 10 იანვრის შემდეგ გელოდებათ. ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის ყველა გზა ალპებისკენ მიდის. ზამთარი საუკეთესო დროა ოპერაში წასასვლელად. საშობაოდ ოპერა„გარნიე“ტრადიციულად„მაკნატუნას“წამოადგენს.ოპერა „ბასტილიც“ ინტენსიურად მართავს სპექტაკლებს. ამ დროს ხშირია პრემიერებიც. მელომანებისთვის ეს შესანიშნავი დროა. საფრანგეთი დამსახურებულად მიიჩნევა სათხილამურო სპორტისთვის ერთ-ერთ საუკეთესო, თუმცა ასევე ძვირადღირებულ ქვეყანად. არ აქვს მნიშვნელობა, დამწყები ხართ თუ თხილამურები ან სნოუბორდი თქვენი სერიოზული გატაცებაა, საფრანგეთში შესაბამის ფერდობს ყოველთვის მოძებნით. გაითვალისწინეთ, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში საგაზაფხულო არდადეგები 14-დან 21 თებერვლამდეა და ამ დროს, ისევე როგორც საშობაოდ და საახალწლოდ, სასტუმროს დაჯავშნა გაცილებით ადრე მოგიწევთ. ამ მოგზაურობის დროს, სასტუმროსა და გადაადგილების ხარჯების გარდა, აუცილებელია სპეცაღჭურვილობის ქირისა და საბაგირო გზით გადაადგილების ფასის გათვალისწინებაც. ოღონდ ეს უკანასკნელი კვირის განმავლობაში 300 ევრომდე დაგიჯდებათ. იმის მიხედვით, თუ როგორი მოთხილამურე ხართ, ან სეზონის რომელ მონაკვეთში მოგიწიათ სრიალი, კურორტიცა და მისი სიმაღლეც ზღვის დონიდან განსხვავებული იქნება.

საფრანგეთი დამსახურებულად მიიჩნევა სათხილამურო სპორტისთვის ერთ-ერთ საუკეთესო, თუმცა ასევე ძვირადღირებულ ქვეყანად. არ აქვს მნიშვნელობა, დამწყები ხართ თუ თხილამურები ან სნოუბორდი თქვენი სერიოზული გატაცებაა, საფრანგეთში შესაბამის ფერდობს ყოველთვის მოძებნით.

დამწყებთათვის საუკეთესო ფერდობები კურშაველში ან მის ნაკლებად პათოსურ მეზობელ მორიონშია. Serre Chevalier _ ამ სახელით ათეულობით პატარა სოფელი ერთიანდება, რომლებშიც საშუალო სირთულის ტრასებია თავმოყრილი. მათ შორის გამორჩეული Serre Che-ია, პატარა სოფელი საყოველთაოდ ცნობილი გალური ხასიათითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით. Monêtier Les Bains მშვენიერი სპა კურორტია, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს გახდა პოპულარული. კიდევ ერთი მოდური სათხილამურო ფერდობების თავშეყრის ადგილი Val d’Isère-ია. აქ სასურველია, კარგად ფლობდეთ საკუთარ სხეულსაც და თხილამურებსაც. Tignes-ი კიდევ ერთი სოფელია, რომელიც 2100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ზღვის დონიდან. ამიტომ აქ თოვლი თითქმის ათი თვის განმავლობაში დევს. 300-კილომეტრიანი ტრასა, რომელიც მსოფლიოში ერთერთ საუკეთესოდ მოვლილ სასრიალო ადგილად მიიჩნევა, რამდენიმესაათიანი უწყვეტი დაშვების საშუალებას იძლევა. კურორტი Avoriaz-ი სპეციალურად სნოუბორდისტებისთვისაა გათვალისწინებული. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ გამოცდილმა და დამწყებმა სნოუბორდისტებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. რომანტიკისა და ფრანგული სოფლის ხიბლისა66 VOYAGER 1/2015


თვის ჯობია, St. Martin-ს მიაკითხოთ. ამბობენ, Méribel-ში საუკეთესო ღამის ცხოვრებააო. ოჯახური დასვენებისთვის კი Les Gets-ს ანიჭებენ უპირატესობას. მოკლედ, სხვადასხვა ჯურის, ყველაზე ჭირვეული დამსვენებელიც კი მოახერხებს თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. თუ პარიზიდან რკინიგზით წასვლას დააპირებთ, პირდაპირი მარშრუტის პოვნა გაგიჭირდებათ. გადაჯდომით კი, სწრაფი მატარებლით ოთხი საათი იმგზავრებთ. სამაგიეროდ, მატარებელში შესაბამისი განწყობა დაგხვდებათ: მოთხილამურეთა კონფერენცია ბორბლებზე. გზაში შეგიძლიათ ახალი მეგობრები გაიჩინოთ, ინეტერესები ხომ უკვე საერთო გაქვთ.

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის ზედმეტად დიდი ავანტიურაა, დამიჯერეთ, პარიზშიც შესაძლებელია ზამთრის დღეების საინტერესოდ გატარება. ამისთვის მხოლოდ კომფორტული ფეხსაცმელი და თბილი ხელთათმანების წყვილია საჭირო. 67 VOYAGER 1/2015


კინო

დიდი გასეირნება აკა მო რჩ ილ აძ ე

კინო ფრანგებმა გამოიგონეს. სინემა, ასე ვთქვათ. საკვირველიც იქნებოდა, სხვას რომ გამოეგონებინა. იმ ჩვენს საბჭოთა გარემოში ფრანგული კინო ყოველთვის ბევრი იყო. ისეთიც, რომლითაც მაღალ ხელოვნებას, გემოვნებას, რეჟისორისა და ოპერატორის ოსტატობას სწავლობენ და განიხილავენ და, უბრალოდ, სახალხოც.

ჟან მარეთი და ასე დაუსრულებლად. ამნაირი ფილმების მეფე იყო ანჟელიკებიანი საგა, მიშელ მერსიეთი და რობერ ოსეინით, ფანტომასი კი სამუდამოდ დამკვიდრებულიყო ყოფაში. გმირის სახელი მეტსახელებში შესულიყო, ისე როგორც პუშკინა და კარლსონა, ხოლო ერთი ჩემი უბნელი აღტყინებით შესძახებდა ხოლმე: „მილენ დემონჟო!“

ეს იყო გოგო „ფანტომასიდან“, რომელსაც შემძახებელი მიშელ მერსიეს უპირისპირებდა. ეკრანზე ჩანდა ბურვილიც, რა თქმა უნდა, ლუი დე ფიუნესიც, ბევრი და ეგებ ყველაზე ხშირად, და არა მხოლოდ, როგორც კომისარი ჟიუვი, არამედ, როგორც ახირებული დირიჟორი ლეფორტი „დიდი გასეირნებიდან“ და სხვა კომედიებიდან. პიერ რიშარი იყო, როგორც მაღალი, ქერა მამაკაცი შავი ფეხსაცმელებით და მერე კი _ როგორც სათამაშო. ბელმონდო ალბათ არ ვიცი, ეს ფრანგული წიგნების ბრალია, უფრო ცოტა იყო, ლამის მხოლოდ „შესაფრანგული ფილმების თუ ტილოების, ნიშნავში“, სადაც იაფი რომანების მწერლისა მაგრამ თუნდაც სულ ცოტა საფრანგეთი და მისი გმირის შეყვარება ვერშეყვარების კომედია თამაშდებოდა. ადამიანს ყოველთვის თან უნდა სახალხო იმდენი იყო და იმდენნაირი ჟანრისა და მიმართულებისა, რომ თვით ფრთხილი და მკაცრი საბჭოთა ეკრანიც ლამის წაელეკა.

ჰქონდეს. თუნდაც იმიტომ, რომ რაღაც

ალენ დელონი, ჟან გაბენი და ლინო ვენტურა იყვნენ თითქოს ყველგან და ყოველთვის. „ორნი ქალაქში“ უბედური პრობაციონერისა და მობერებული პოლიციელის სულისშემძვრელი ამბავი იყო, რომელიც გილიოტინით მთავრდებოდა.

ფრანგულის არსებობა გულის კუნჭულში აუცილებელია. ეს რაღაცას ისეთს ნიშნავს.

რა თქმა უნდა, უცხოური ფილმები საბჭოთა ეკრანზე ამორჩევით და დაგვიანებით ხვდებოდა, მაგრამ ალბათ ფრანგული მათში ყველაზე მეტი იყო. კინოდარბაზები იქით იყოს და, ფრანგული ფილმები ტელევიზორშიც ხშირად გამოხტებოდა ხოლმე. ცენტრალური ტელევიზია უცხოურ ფილმებს თითქმის არ აჩვენებდა. იშვიათად, სატელევიზიოებს და ისინი უფრო ფრანგული იყო. გამოურევდნენ ხოლმე სერიალებს და იმასაც _ კლასიკის ეკრანიზაციას. ასე იყო _ „კურტიზანების ბრწყინვალება და სიღატაკე“ და ორიოდე სხვაც. თუმცა, ჩვენს, რესპუბლიკურ ტელეეთერს კი ჰქონდა შესაბამისი გადაცემები და ისედაც, უგადაცემოდაც, ხანდახან რაღაცას გაუშვებდნენ ხოლმე. ფილმები იყო ყველანაირი და ყველა დროისა: „კარტუში“ ბელმონდოთი, „შავი ტიტა“ ალენ დელონით, უფრო განთქმული „ტიტა“ ჟერარ ფილიპით, ძველისძველი და მარადიული; მონტე კრისტო, კუზიანი, პარიზის სადუმლოებანი, კაპიტანი

და იყო ასეთიც, „თავგადასავლების მაძიებლები“, რომელშიც გადაბმული ძმაკაცები, ხიფათიანი საქმეების მოყვარულები, ერთ გოგოს დაიმეგობრებენ და გამოუთქმელი სიყვარულის ამბავი იქ ისეა, როგორც უნდა იყოს ნამდვილ ფრანგულ კინოში. უამრავი რამ იყო, ბევრნაირი და მრავალი ფერისა და ყველა მათგანში, რა გაქანების ფილმიც უნდა ყოფილიყო, იყო მიმზიდველობაც,სისადავეც,დახვეწილობაცდაადამიანურობაც. ყველგან იყო თითქოს უკვე მიჩვეული ფრანგული ტვიფრი. ნიშანი ზედ ჰქონდა. ეს ყველაფერი საინტერესო, სასიამოვნო და სხვანაირი იყო. და სიყვარულის ამბები? დრამები და მელოდრამები? ფრანგივით ვინ გადმოსცემს ამ ამბავს. სხვანაირი აქტრისები, სხვანაირი გარეგნობები, ანუკ ემეები და იმათი ტრენტინიანები ღამის მანქანებში. შერბურის ქოლგები და ბაკენბარდებიანი ფილიპ ნუარეები თავიანთი ანი ჟირარდოებით. ფილმი სასტუმროში შემთხვევით შეხვედრილ შინაბერა, უტელეფონო ქალსა

68 VOYAGER

20 5


69 VOYAGER 1/2015


კინო

მშრალი განმარტებით, ლირიკა არის პირადი განცდა და განწყობილება, გადმოცემული ავტორის და კაცზე, რომელიც გაფუჭებული მანქანის შეკეთებას ელოდება; ერთ მაგიდასთან ხვდებიან და ნუარე ჭამს ქაშაყს, ჟირარდო კი უკვე მუსზე გადასულა. ნუარე ბოდიშს იხდის. ჭორიც კი იყო, სინამდვილეში „შინაბერა“ სხვანაირად მთავრდება, ბოლო კომუნისტებმა მოაჭრესო. ცოტა გვიან დეპარდიეც დააჩნდა გარემოს; ხან ვიღაც ადვოკატი იყო, ხან ფანი არდანი შეუყვარდებოდა ხელახლა. ივ მონტანიც კი იყო ეკრანებზე, სამოციანი წლებიდან მორჩენილი ფილმით „ცხოვრება ცხოვრებისათვის“ და კიდევ საოცარი იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის შესახებ სიცილი შეიძლებოდა. ის „დიდი გასეირნება“ ცალკე და ასევე ძველი „ბაბეტა ომში მიდის“, რომელშიც ბრიჯიტ ბარდო აფენდა თავის ოქროს კულულებს. ძველი, ახალი, მნიშვნელობა არ ჰქონდა. ფრანგულ ფილმებს გადააწყდებოდი ყველგან, სოფლადაც და ქალაქადაც, სადაც კი კინოდარბაზი იყო. ეს კარგი იყო, ბევრად უკეთესი, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო. მერე გამოჩნდა ვიდეო. ამ გამოჩენამ გვარიანად შეცვალა კინოს ყურების ამბავი. გაირკვა, რომ დე ფიუნესი ბევრად მეტია. რომ ალენ დელონი უამრავ ბანდიტსა და პოლიციელს თამაშობს და რომ ბელმონდო, როგორც პროფესიონალი, მომხიბვლელი გმირია. ძნელი გასახსნებელიც კია, რა იყო ვიდეოში და რა ეკრანზე. ფილმებმა იმატა, ყველგან ფილმი იყო. მერე საერთოდაც „პერესტროიკა“ დაიწყო და ყველაფერი შემოიყარა. ერთიც იყო, მჟღერი სათაურით, „ნუ გააღვიძებთ

მიერ რბილი და ნატიფი ემოციურობით. ჰოდა, არამშრალად, ფრანგული კინოდან, მგონი, სწორედ ეგ გამახსოვრდება. გულზე ფრთხილად შეხების ამბავი.

მძინარე პოლიციელს“. ეგეც ალენ დელონით, მაგრამ მაგ დროს უკვე კინო უგულოდ იყურებოდა. ვიდეოს ხანისა იყო ერთი ასეთი ფილმი _ „პროფესიონალი“. ბელმონდო თამაშობდა ხალისიან საიდუმლო აგენტს, რომელიც საკუთარმა მთავრობამ მიატოვა. თავისი დროის ფილმი იყო, ენიო მორიკონეს მუსიკით ჩამტკბარი და მთავარი გმირის სიკვდილისაკენ მსუბუქი ნაბიჯით სვლით, ამ მუსიკის თანხლებით. რომანტიკა. სად გაგიგიათ ასეთი ჯაშუშები? მაგრამ ეგ იყო. საერთოდ, ხშირად უფრო უხეში ურჩევნიათ. სიმართლესაც ეძახიან. ეს ჟოს ბომონი კი ისე მიაბიჯებდა, წესით, ამაზე ყველა მიტოვებული აგენტი უნდა ოცნებობდეს. ალბათ არამიტოვებულიც. სამწუხაროდ, „პროფესიონალის“ ეს და ასევე ბომონისა და კომისარ როსენის დუელის რომანტიკული კადრები საკულტო კადრებად ვერ იქცა. „ფეხი დამიცდა, ნუდლს“, _ აი, ამან აჯობა. აჯობებდა, უფრო უხეში იყო. ველურიც, რასაკვირველია. ჰოდა, მაგ გაქანების საგემოვნებო ამბავში მე ეგ მორიკონეობა მერჩივნა. „იუთუბმა “ გაიხაროს.

70 VOYAGER 1/2015


ფრანგულ კინოს კი არა, მგონი, აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა და განწყობა. ყველაფერი უხეშობისკენ იყო. მე კი მახსოვს, ბოლოჯერ როდის ვნახე „თავგადასავლების მაძიებლები“, კინო „ყაზბეგის“ მეორე დარბაზში. სწორედ ოცდაშვიდი წლის წინათ, ბოლო სეანსზე. მგონი, კარგი გამომშვიდობება გამოვიდა. ჩემი საყვარელი ფრანგული ფილმია და, ამიტომ თუ ვახსენე კიდევ ერთხელ. ფრანგულად, Les avanturieრs ჰქვია, ინგლისურად, საერთოდაც, „უკანასკნელი თავგადასავალი“. ჩვენი სათაური რუსულიდანაა. „თავგადასავლების მაძიებლები“ როგორღაც ისეთი ამბავია, რომ მასში თითქოს სამი მუშკეტერისაც არის რაღაც, უიღბლობასთან შეურიგებელი ადამიანებისაც, სიყვარულისაც და მეგობრობის ხათრით დიდ გრძნობათა გამოუთქმელობისაც. ბევრი რამეა იქა და არის ისე, როგორც მხოლოდ ფრანგულ ამბავში შეიძლება იყოს. მხოლოდ ფრანგული ამბავი კი ისეთია, რომ ადამიანები სულ ცოტათი მაინც უკეთესები არიან, ვიდრე წარმოგვიდგენია. გინდა რომანტიზმი დაარქვი, გინდა მელოდრამა, გინდა დრამა, გინდა დატკბილულობა. ჰო, და კიდევ, ფრანგული ამბავი ლამაზი უნდა იყოს. ყველაზე მძიმესაც კი მომხიბვლელობა უნდა ახლდეს. „შარმს“ რომ ეტყვიან. აი, მაგალითად, როგორც წვიმა პარიზში. საფრანგეთში რომ მოხვდები, თითქოს ისეა, რომ აქ ოდესღაც ყოფილხარ. ძველი ნათქვამია, პარიზში იქ ჩასვლამდე ხარ ნამყოფიო. აქაოდა, იმდენი რამე გაგიგონია და წაგიკითხავსო. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს ნათქვამი ჩვენს დროს, მაგრამ პირველად რომ მოვხვდი იქ, რატომღაც პალე რუაიალთან აღმოვჩნდი და გამახსენდა სრულიად მოულოდნელი სიტყვები: ახალგაზრდა კაცი პალე რუაიალის ბოძებს შორის დადიოდაო. ისიც აღარ მახსოვს, „შაგრენის ტყავი“ იწყება ასე, თუ რაღაც სხვა. ჰოდა, მეც დავიწყე იქ ბოდიალი. საფრანგეთი ეგეთი რამეა: რთველში მოხვდები, მეტროში, ბიბლიოთეკაში, დუქანში თუ სადმე სხვაგან, რატომღაც

გგონია, რომ ამ ადგილის, ან რაღაც დაახლოებით ასეთის, შესახებ რაღაცას გრძნობდი. საფრანგეთი ისეთი ხიბლია, რომელსაც თითქოს დიდხანს ელოდებოდი და, აჰა, აგერ ყოფილა, ხომ ვიცოდი, ასე იქნებოდაო. უარს ვერ ამბობ. ან რატომ უნდა თქვა. ის ხომ ასეთი ცოცხალია და უხსოვარი დროიდან არსებობს შენში. არ ვიცი, ეს ფრანგული წიგნების ბრალია, ფრანგული ფილმების თუ ტილოების, მაგრამ თუნდაც სულ ცოტა საფრანგეთი ადამიანს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს. თუნდაც იმიტომ, რომ რაღაც ფრანგულის არსებობა გულის კუნჭულში აუცილებელია. ეს რაღაცას ისეთს ნიშნავს. ფოლკნერის ძმამ თქვა ერთხელ, მისისიპიში, ოქსფორდის ქუჩებში რომ დავდივარ, ასე მგონია, ბილის წიგნებს ვფურცლავო. ეს ალბათ ყოველთვის და ყველგან ასეა, როცა შემოქმედება სისხლში და ხორცშია და ასეა პარიზშიც და სხვაგანაც. სული კი ყველა კუთხე-კუნჭულს თავისი აქვს. ცხადია, ის მოუხელთებელია, თუმცა, ხილულიც. მშრალი განმარტებით, ლირიკა არის პირადი განცდა და განწყობილება, გადმოცემული ავტორის მიერ რბილი და ნატიფი ემოციურობით. ჰოდა, არამშრალად, ფრანგული კინოდან, მგონი, სწორედ ეგ გამახსოვრდება. გულზე ფრთხილად შეხების ამბავი. ეგებ სულაც არაა ასე და ვის როგორ. მაგრამ სადაც ლირიკაა, იქ ასეც შეიძლება იყოს. ახლა გამახსენდა, „ბაღები შემოდგომისას“. თუმცა, ეს სხვა, უფრო გრძელი ამბავია. საოცრად ფრანგული და სწორედ ისეთი, სულზე რომ შეიძლება მიუსწროს წლებწამოწეული კაცების გუნდს.

71 VOYAGER 1/2015


სტილი

თაკო ნაცვლიშვილი

72 VOYAGER 1/2015


ნი ნო და რა სე ლი

16 წლის მოდელს, რომელიც სულ რაღაც 2 წელია, რაც პოდიუმზე გამოდის, წელს უკვე თავისი უახლესი კოლექციების წარდგენა ისეთმა ცნობილმა დიზაინის სახლებმა ანდეს, როგორიცაა: GIORGIO ARMANI, LA PERLA, ELIE SAAB, DOLCE&GABBANA, VERSACE, DIOR, YOHJI YAMAMOTO, CALVIN KLEIN, CHALAYAN, VALENTIN YUDASHKIN, MAISON RABIH KAYROUZ , ZUHAIR MURAD, RALPH&RUSSO, ANTONIO BERRARDI, JULIEN MACDONALD, MONCLER, ERMANNO SCERVINO…

საქართველოში თაკო ნაცვლიშვილს სააგენტო LOOKMODELS, ხოლო ნიუ-იორკში, მაიამიში, ლონდონში, პარიზსა და მილანში NEXT MODEL MANAGEMENT წარმოადგენს. მშვენიერი ქართველი მოდელის ფოტოები უკვე ამშვენებს გერმანულ HARPERS BAZAAR-ის და FDM-ის, იტალიური AMIKA-ს, ბრიტანული WILD MAGAZINE-ის, ფრანგული და იაპონური VOGUE-ის ფურცლებს; ჩინური STYLE MAGAZINE-ის ყდას; და ახლა უკვე მისი ბლიცინტერვიუ SOLO-შიც შეგიძლიათ წაიკითხოთ. მოდელის ერთი ჩეულებრივი დღე: ჩემი დღე იწყება დილის 8 საათზე, ხანდახან უფრო ადრეც. გააჩნია, როდის მაქვს კასტინგი, რომელიც შესაძლოა დღის განმავლობაში დაახლოებით 7-10 სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობდეს. აქედან გამომდინარე, მთელ დღეს გარეთ ვატარებ. საღამო ისე არ ჩაივლის, რომ სკაიპით ჩემებს არ დავურეკო და ერთ ფილმს მაინც არ ვუყურო. ყოველ ორ კვირაში ერთხელ მაინც ხან სად მივფრინავ და ხან სად. წინასწარ არასდროს ვიცი, როდის დამიძახებენ და სულ მუდამ მზად ვარ იმისათვის, რომ მეორე დღეს შესაძლოა სადმე გამგზავრება მომიხდეს. ყველაზე მეტად მაშინ გამიჭირდა, როცა პირველად დამოუკიდებლად ჰონგ კონგში გავემგზავრე. მარტო ცხოვრებას მიუჩვეველი ვიყავი და სახლი მენატრებოდა.

სამშობლოდან შორს ყოფნას ახლა უკვე შევეჩვიე. პარიზში თავს კარგად ვგრძნობ. შეიძლება იმიტომ, რომ აქ ოჯახთან ერთად ორი წელი ვიცხოვრე და ამ ქალაქს მეტნაკლებად ვიცნობ.

მიღწევა ამ დროისათვის ჩემს მთავარ მიღწევად მივიჩნევ საკუთარ დებიუტს პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე, ვერსაჩეს ჩვენებაში. პირველ გამოსვლას კიდევ ბევრი შემოთავაზება მოჰყვა და თითქმის ყველა ცნობილი ბრენდის ჩვენებაში ვმონაწილეობდი. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაფერი და კიდევ უფრო მთავარი შემოქმედებითი თავგადასავლები წინ არის. 73 VOYAGER 1/2015


სტილი

სილამაზის სტანდარტი დღეს

მნიშვნელოვანი შეფასება

დღევანდელი მოდის სამყაროში ერთადერთი, რაც აუცილებელ მოთხოვნად რჩება, მოდელის სიმაღლეა. სხვა მხრივ, სილამაზის სტანდარტები არაერთგვაროვანი და ინდივიდუალურია. ყველა დიზაინერი განსხვავებულ სახეებს ეძებს. აუცილებლობად აღარ მიიჩნევა, რომ მოდელის პარამეტრები იყოს 90/60/90 და ის კლასიკური სილამაზის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

ჯორჯო არმანიმ პირველი შეხვედრისას ასე შემაფასა: Great Face. ეს ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც კირა ნაითლის ან კენდალ ჯენერს მამსგავსებენ, მაგრამ ვცდილობ, ჩემი ინდივიდუალური სახე შევიქმნა და ის შევინარჩუნო. ვიყო ის, ვინც ნამდვილად ვარ. თუმცა, მეც მყავს ჩემი ე. წ. Fashion Icon. ძალიან მომწონს ჟიზელი. მხიბლავს მისი სიარულის მანერა. მიბაძვით კი, დედაჩემის გარდა, არავისთვის მიმიბაძავს. კონკურენცია მოდის სამყაროში კონკურენცია საოცრად დიდია და ძალიან რთულია, რომ ამდენ ლამაზ მოდელს შორის მაინცდამაინც შენ გამოგარჩიონ. ერთ კასტინგზე რამდენიმე დღის განმავლობაში დაახლოებით 400-მდე გოგონა მოდის. პირველ ხანებში მიკვირდა კიდეც, როდესაც ამდენ ადამიანს შორის მირჩევდნენ. რჩევა დამწყებ მოდელებს ვურჩევდი, იყვნენ მიზანდასახულები; ივარჯიშონ, რომ მუდმივად კარგი ფიზიკური ფორმა შეინარჩუნონ; საკუთარი თავის ობიექტურად შეფასება ისწავლონ. არასდროს დანებდნენ, თუ რაიმე პირველსავე ჯერზე არ გამოუვათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორედ და მესამედ ცდა არ ღირს. შანსი ყოველთვის არსებობს. ჩემი პროფესია საინტერესოა ბევრი რამაა ისეთი, რის გამოც ჩემი საქმიანობა საინტერესოდ მეჩვენება. თუნდაც ის რად ღირს, რომ ყოველდღე ახალ ადამიანებს ვხვდები. ზოგი უკვე ცნობილი ადამიანია, ზოგი კი მომავალი ვარსკვლავი. მახსოვს, პირველად რომ გამოვედი ვერსაჩეს ჩვენებაზე, თითქმის ყველა მოქმედი ტოპმოდელი იქ ჩემთან ერთად მონაწილეობდა. ეს ყველაფერი თითქოს არარეალური იყო, თავი ტელევიზორში მეგონა. მანამდე ხომ მათ მხოლოდ ეკრანზე ვხედავდი და უცბად ისინი ჩემ ირგვლივ აღმოჩნდნენ. არმანის ჩვენებას, რომელზეც მე პირველად გამოვდიოდი, კინოს, სცენისა თუ ტელევიზიის უამრავი ვარსკვლავი ესწრებოდა. მათ შორის იყო ლეონარდო დი კაპრიოც. კარგად მახსოვს, როცა გავდიოდი, კიბეებთან იდგა, შემომხედა და გამიღიმა. ასეთი მომენტებითაა გაჯერებული ჩემი ყოველდღიურობა. პოდიუმი თუ ფოტოსესია

შეიძლება, რომელიმე გოგონა, ერთი შეხედვით, სხვებისგან არც არაფრით გამოირჩეოდეს, მაგრამ სწორედ ის აარჩიონ გრანდიოზული ჩვენებისა თუ მნიშვნელოვანი ფოტოსესიისათვის. გამზადებული სტანდარტი არ არსებობს, თუმცა გამოკვეთილ ინდივიდუალობას, თავად პიროვნებას, მოდელის ხასიათის თვისებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დიზაინერი მომწონს Giorgio Armani. ჩემს გარდერობში ყველანაირ ტანსაცმელს შეხვდებით, თუმცა ჯინსები ჭარბობს. კაბებს იშვიათად ვიცვამ, რადგან თავს კომფორტულად უფრო შორტში ან შარვალში ვგრძნობ.

ფოტოგადაღებას პოდიუმი მირჩევნია. ძალიან ამაღელვებელი და ჩემთვის სასიამოვნო ემოცია მეუფლება, როდესაც სცენაზე, დიდი აუდიტორიის წინაშე გამოვდივარ. ოცნება იშვიათად ვოცნებობ. უმეტესად, მიზნებს ვისახავ და სურვილები ასე უფრო მისრულდება. ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა _ ეს არის შანსი რომ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიო დავაგროვო გარკვეული თანხა და ამ ფულით შემდეგ კარგ უნივერსიტეტში ვისწავლო მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ქალი გავხდე

74 VOYAGER

20 5


ხუთი წლის შემდეგ ნამდვილად არ ვიცი, სად ვიქნები ხუთი წლის შემდეგ, ალბათ ისევ რომელიმე სახელგანთქმული ბრენდის ჩვენებაზე, ოღონდ უკვე, როგორც ყველასათვის ცნობილი და მოთხოვნადი მოდელი. უახლოეს მომავალში კი ნიუ-იორკის, ლონდონის, პარიზისა და მილანის მოდის კვირეულებზე მიხილავთ.

75 VOYAGER 1/2015


სტილი

პროექტში გამოყენებულია ტანსაცმელი ჯაბა დიასამიძის კოლექციიდან: „Diner de Gala Dali“ და მაღაზიიდან Pierrot le Fou. სტილი: ირინა კავილაძე მაკიაჟი: ეკა ჯაფარიძე თმა: ნანა აბურჯანია

76 VOYAGER 1/2015


YO H J I Y A M A MOTO HAIDE R ACKE RM A NN R IC K O W E N S P IE RRE HARD Y UMA WANG BA L E N CI AGA GIVE N CHY LAN V IN A N N DE M E U L M E E STE R M A I S O N M A RTIN M ARGIE LA

ჭავჭავაძის 11A Chavchavadze st. | Tel:(+995 32)218 25 05 77 VOYAGER 1/2015


dizaini

ქართველი დიზაინერის ექსკლუზიური აქსესუარები ნი ნო და რა სე ლი

ქეთევან მაისაია ქართველი დიზაინერია. თუმცა, მის მიერ შექმნილი ფეხსაცმელებისა და სათვალეების კოლექციის ხილვა ჯერ კიდევ 2010 წლიდან არა მარტო საქართველოში, თბილისის PIERROT LE FOU-ში, არამედ მსოფლიო მოდის მოყვარულთათვის ისეთ ცნობილ მაღაზიებშიცაა შესაძლებელი, როგორიცაა: პარიზის COLLET, ლოს ანჟელესის H. LORENZO, ჰონგ კონგის THINK SILLY STORE და მოსკოვის INDEXFLAT. ქეთევანი თბილისიდან 2004 წელს პარიზში, ATELIER CHARDON SAVARD-ში სასწავლებლად გაემგზავრა (2004-2007). სწავლის პარალელურად ახალგაზრდა დიზაინერმა სტაჟირება ალექსანდერ მაკქუინსა და ჰუსეინ ჩალაიანთან გაიარა. საფრანგეთის მოდის ინსტიტუტში აქსესუარების კურსის დასრულების შემდეგ ქეთევანი HERMES-ში ტყავის ნაწარმზე ასისტენტად მუშაობდა, ხოლო შემდეგ MAISON MARTIN MARGIELA-სთან (2011-2012) ხელის ჩანთების დიზაინს ქმნიდა. ამჟამად დიზაინერი Loewe-ში მამაკაცის ჩანთებზე მუშაობს. ქეთევანის სათვალეების შეზღუდული რაოდენობის (LIMITED EDITION) კოლექცია წარმოებულია საფრანგეთში, THIERRY LASRY AT L’INSTITUT FRANCAIS DE LA MODE (FM)თან თანამშრომლობით. სათვალის ჩარჩო მაღალი ხარისხის აცეტატითაა დამზადებული. ქეთევანმა შექმნა სხვადასხვა ფერისა და ფორმის მზის სათვალეები, გამჭვირვალე და ფერადი მინებით. ამ აქსესუარების ფორმა მას თბილისის არქეოლოგიური მუზეუმის საბჭოთა არქიტექტურამ შთააგონა. სათვალეები ჩარჩოში აქცევს და ზღუდავს თქვენს ხედვას, სწორედ ისე, როგორც ადამიანების აზროვნების არეალი იფარგლებოდა საბჭოთა წყობის პერიოდში.

78 VOYAGER 1/2015


79 VOYAGER 1/2015


dizaini

სათვალე Solo-ს მომხმარებლისათვის, რომელიც ქეთევანმა დღევანდელი საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობის (1975 წელს აშენებული ყოფილი საავტომობილო სამინისტროს) შთაგონებით შექმნა.

ქეთევანის ფეხსაცმელი, რომელზეც მთელი მსოფლიოდან მოდის ონლაინშეკვეთები, ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ატელიეში ხელით მზადდება. მაღალი ხარისხის ფრანგული ტყავი, რომელიც ქართული მეწაღეობის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით იკერება, შეზღუდული რაოდენობით იწარმოება. ყოველი ფეხსაცმელი უნიკალურია.

2015 წელს ქეთევან მაისაიამ Solo-ს თანამშრომლებისათვის უნიფორმების დიზაინი შექმნა. ასევე ექსკლუზიურად Solo-ს კლიენტებისათვის მან მზის სათვალეების კოლექცია საფრანგეთში გააკეთა. უახლოეს პერიოდში კი ჩვენს მკითხველს ქეთევანის მიერ საგანგებოდ მათთვის შეკერილი ჩანთების შეძენის საშუალება ექნებათ. IPAD-ის ჩანთაც საქართველოში ხელითაა დამზადებული.

80 VOYAGER 1/2015


კრის ბოტის რჩეულ მუსიკალურ ნაწარმოებთა სია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაზმენი, „გრემის“ ჯილდოს მფლობელი, ამერიკელი მესაყვირე და კომპოზიტორი კრის ბოტი (Chris Botti) ექსკლუზიურად SOLO-სთვის ქართველ მსმენელს ყოველთვიურად ფავორიტ მუსიკალურ ნაწარმოებთა სიას სთავაზობს! ივლისი

აგვისტო

ივლისისათვის კრისის მიერ შერჩეული მრავალფეროვანი ნაწარმოებები იმ მუსიკას მოიცავდა, რომელსაც ის უსმენს: კიტ ჯარეტი, მაილს დევისი, პიტერ გებრიელი, ჯონი მიტჩელი და ა. შ.

კრის ბოტის რეკომენდაციით, აგვისტოს SOLO-ს რჩეული მუსიკა ეძღვნება ადამიანს, რომელმაც მის შემოქმედებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. მაილს დევისის My Funny Valentine კრისისათვის საკვანძო, მნიშვნელოვან ნაწარმოებად იქცა. აგვისტოს რჩეული ათეული, რომელიც კრის ბოტმა მაილს დევისის შემოქმედებიდან შეარჩია, ასე გამოიყურება: 1. My Funny Valentine (Live) - My Funny Valentine 2. Seven Steps To Heaven - Seven Steps To Heaven 3. Blue In Green - Kind Of Blue 4. My Ship - Miles Ahead 5. Stella By Starlight (Live) - My Funny Valentine 6. Walkin’ - Live In Tokyo 7. I Thought About You (Live) - My Funny Valentine 8. I Fall In Love Too Easily - Seven Steps To Heaven 9. Concierto de Aranjuez (Adagio) - Sketches Of Spain 10. Flamenco Sketches - Kind Of Blue.

კრის ბოტის რჩეული ათეული: 1. Frank Sinatra, Come Fly With Me, from „Nothing But The Best“ 2. Keith Jarrett, I Love You, Porgy, from „The Melody At Night, With You“ 3. Miles Davis, Stella By Starlight, from „My Funny Valentine“ In Concert 4. Charlie Haden & Pat Metheny , The Moon is a Harsh Mistress, from „Beyond The Missouri Sky“ (Short Stories) 5. Sting, Fragile, from „Nothing Like The Sun“ 6. The Blue Nile, Over The Hillside, from „Hats“ 7. Peter Gabriel, Red Rain, from „So“ 8. Joni Mitchell, Both Sides Now, from „Both Sides Now“ 9. Coldplay, True Love, from „Ghost Stories“ 10. Billy Joel, And So it Goes, from „Storm Front“.

81 VOYAGER 1/2015

სექტემბერი SOLO-სთვის სექტემბრის რჩეულ ნაწარმოებებთა სია კრის ბოტიმ ასევე მისი საყვარელი მუსიკოსის, ფრენკ სინატრას რეპერტუარიდან შემოგვთავაზა: 1. Come Fly With Me, From „A Man And His Music“ 2. Dindi, From „Frank Albert Sinatra & Antonio Carlos Jobim“ 3. It Never Entered My Mind, From „In The Wee Small Hours“ 4. Guess I’ll Hang My Tears, From „Sings For Only The Lonely“ 5. Bewitched, From „The Concert Sinatra“ 6. One For My Baby, From „Sings For Only The Lonely“ 7. Summer Wind, From „Strangers In The Night“ 8. That’s Life, From „That’s Life“ 9. My Way, From „My Way“ 10. Angel Eyes, From „Sings For Only The Lonely“ 11. In The Wee Small Hours Of The Morning, From „In The Wee Small Hours“ 12. Witchcraft, From „A Man And His Music“.


ახალი უნისექს პარფიუმი EPICÉ-FLEURI SOLO SOLO-სგან თეა სხ იე რე ლი

მამაკაცის კანი ხაზს უსვამს მის ველურ, მძაფრ ნიშანთვისებებს: სუნამო უფრო თბილია, მგრძნობიარე და ცოტა მოტკბო, მაშინ როცა ქალის კანზე ყვავილის სურნელი მეტად დომინირებს მას შემდეგ, რაც ხილის თავდაპირველი სურნელი განქარდება. სუნამო პირამიდული აგებულებისაა, თავდაპირველად ყველაზე მძაფრად ციტრუსისა და მწვანე ვაშლის ნოყიერი, შუშხუნა ეფექტი იგრძნობა, რომელსაც მოსდევს ხისა და ველური ყვავილების სიმძაფრე, ბოლოს კი შეინიშნება მუშკისა და ხის ნაჟურის სუსტი კვალიც. მცენარეთა როგორი შემადგენლობა გამოიყენეთ ახალ სუნამოში? მანდარინი, გრეიპფრუტი, მწვანე ვაშლი _ თავდაპირველი სურნელისათვის; ასევე ვარდისფერი წიწაკა, დარიჩინი, ხის თეთრი ყვავილები _ შემდგომი ეფექტისათვის, და ბოლო „წერტილად“ _ თეთრი მუშკი და რუხი ქარვა. ამ სურნელთა გამა ისეთი სუნამოს შექმნის სურვილმა შეგვარჩევინა, რომელიც კანზე თანდათან იკრეფს ძალას და დღის განმავლობაში განსხვავებულად აღიქმება.

Solo-ს ლაუნჯებში ძალიან პოპულარულია პარფიუმერ კლოდინ რუბლოს მიერ შექმნილი ექსკლუზიური სურნელი, რომელიც სამი განსხვავებული არომატითაა წარმოდგენილი: ინტერიერის, ქალისა და მამაკაცის სუნამოებით. ავტორის შეფასებით, ეს არის ძველი და ელეგანტური, მაგრამ საოცრად თანამედროვე სურნელი: თეთრი, გამჭვირვალე ფლაკონი ქალებისათვის; შავი და შთამბეჭდავი _ მამაკაცებისათვის; ტყავის, ხისა და ხილის არომატი _ ინტერიერისათვის. ის უკვე იქცა Solo-ს გარემოსათვის განუყოფელ სუნად.

ჩემი ამოცანა იყო, შემექმნა სუნამო ერთდროულად მამაკაცებისა და ქალებისათვის, რომელიც თეთრ ყვავილებს გაგვახსენებდა. ამისათვის იმდენად უნდა „დამეცხრო“ ჩემი ნაზავი, რომ მამაკაცებისთვისაც მისაღები გამხდარიყო. ამიტომ ჯერ ხილის შუშხუნა გამა შევარჩიე, რომელიც ყნოსვას წინდაწინვე ამზადებს, განაწყობს უფრო მდიდრულ სურნელებათა ერთობლიობის აღსაქმელად. შემდგომ ჯერი მიდგა ხის სუნის შერჩევაზე, რომელიც სუნამოს მამაკაცურ მხარეს აძლიერებს და, ამავე დროს, აკმაყოფილებს იმ ქალბატონებსაც, რომლებიც დღესდღეობით უპირატესობას შედარებით უფრო კაცურ არომატს ანიჭებენ.

ინტერვიუ პარფიუმერ კლოდინ რუბლოსთან

ვისთვის შეიქმნა EPICÉ-FLEURI EPICÉ-FLEURI?? როგორ ხედავთ იმ ადამიანებს, მათი ცხოვრების სტილს, რომელთათვისაც სუნამოა განკუთვნილი?

გვიამბეთ ახალ სურნელზე, რომელიც კვლავ Solo-ს მომხმარებლებისათვის შექმენით; ამჯერად უნისექსი _ რა კონცეფციით არის შემუშავებული ახალი სუნამო? ახალი სუნამო, სახელწოდებით EPICÉ-FLEURI, უნისექსია, თუმცა ვამჯობინებდი მისთვის „საზიარო სუნამო“ მეწოდებინა. ის აერთიანებს გამომშრალი ხის (ფიჩხის) მგრძნობიარე მამაკაცურ არომატსა და თეთრი ყვავილების (ფორთოხლის ყვავილი, ჟასმინი, გარდენია) ქალურ სურნელს. სუნამო სრულიად სხვადასხვანაირად აღიქმება სხვადასხვა სქესის ადამიანის სხეულზე მოხვედრისას.

სუნამო უპირატესად 30 წელს მიღწეული მამაკაცებისა და ქალებისათვის და მათზე უფროსებისთვისაცაა; მოკლედ, იმ ხალხისთვის, რომლისთვისაც უმთავრესი არ არის ფრაგმენტულად მიიქციოს გარშემომყოფთა ყურადღება. სუნამო ჩაფიქრებულია ისეთი ადამიანებისათვის, რომლებიც საკუთარ თავს კარგად იცნობენ, ჩამოყალიბებული გემოვნება აქვთ და იციან სიმშვიდის, ელეგანტურობისა და თავისთავადობის ფასი. ესაა ის კომფორტული სურნელება, რომელიც დიდხანს ინარჩუნებს ხიბლს.

82 VOYAGER 1/2015


მოგზაურობა სუნამოთა მხარეში გრასი სუნამოს მსოფლიო დედაქალაქია. ის პროვანსის განაპირას მდებარე, მთებში შეყუჟული, პატარა, თუმცა გამორჩეული ადგილია. აქ მოჰყავთ სუნამოს წარმოებისათვის აუცილებელი უმნიშვნელოვანესი ნედლეულის უმეტესი ნაწილი. მსოფლიოს ბევრი წამყვანი პარფიუმერი სწორედ გრასში დაიბადა, აქ შეისწავლა საყვარელი საქმე და დღემდე ამ სფეროში მოღვაწეობს. სუნამოს დამზადება გრასში დაიწყეს და ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის უმთავრეს ღირსებებსაც ეს სფერო წარმოადგენს. სუნამოს სამყაროში მოგზაურობა უთუოდ დაუვიწყარ დღეს გაჩუქებთ _ იქნება ეს გასეირნება ყვავილებით აჭრელებულ მინდვრებში თუ ექსკურსია გრასის ფაბრიკებში. მთელი დღის განმავლობაში თქვენი თანმხლებები, კორინი და კლოდინი, გიამბობენ სუნამოსადმი თავიანთ გაუნელებელ სიყვარულზე და არაერთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებასაც გაზიარებენ. კორინ მარი ტოზელო გრასის სუნამოს ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, პარფიუმერიის დიდი მოყვარული კორინი სუნამოს შექმნის ხელოვნების სფეროში სულ ახალ-ახალ პროექტებს (სემინარებსა თუ წვრთნებს) გეგმავს და ახორციელებს. პარფიუმერიის მარკეტინგის 30-წლიანი გამოცდილების მქონე კლოდინ რუბლო კი საზოგადოება PERFUME AND PROJECT-ს ხელმძღვანელობს, რომლის საქმიანობა წამყვანი ბრენდებისათვის არომა-ხელწერის შექმნას გულისხმობს. პროექტი „და-

უვიწყარი დღე პარფიუმერთან ერთად“ შესაძლებლობას მოგცემთ, საკუთარი თვალით იხილოთ სურნელებათა ის სამყარო, რომელიც კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ შეგრძნებებს, განცდებსა და ყნოსვით მეხსიერებას. კორინთან ერთად გაივლით სუნამოს შექმნის თითოეულ საფეხურს, ყვავილის დარგვით, მოწყვეტით, ესენციების შექმნით დაწყებული, საბოლოო, განუმეორებელი ფორმულის მიღებით დამთავრებული. სწორედ ეს პროცესი გამოარჩევს თითოეულ სუნამოს სხვა დანარჩენთაგან. ამ დღის გამორჩეული ხიბლი ისიც იქნება, რომ კორინი და კლოდინი უშურველად გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და სუნამოს შექმნის საიდუმლოსაც გაგიმხელენ. ტური გულისხმობს სტუმრობას ადგილობრივ სანერგეებში, მონაწილეობას თემატურ სემინარში, პიკნიკსა და სადილს, ყვავილებისაგან დამზადებული ნაწარმის ტესტირებას და სუნამოების შეძენას. ეს მოგზაურობა სუნამოს სამყაროში ხუთ საათს გრძელდება. ტური სეზონურია და თებერვლიდან ოქტომბრამდე, ყვავილობის პერიოდებში ტარდება. თუ ამ სასიამოვნო მოგზაურობას დაგეგმავთ, რომელშიც შედის: აყვავებული მინდვრების მონახულება, სტუმრობა პარფიუმერულ ფაბრიკაში, სანერგეების დათვალიერება, სადილი და სუნამოს ტესტირება, შეგიძლიათ VOYAGE EN TERRE DE PARFUM-ს დაუკავშირდეთ.

Connessens. 200, avenue St Exupéry. 06130 Grasse. France T. +33 (0)6 61 88 47 54 / +33 (0)6 16 76 10 00. connessens@gmail.com; claudine@parfumprojet.com

83 VOYAGER 1/2015


მოდა

პარიზული ახალგაზრდული

კულტურის სათავეში

84 VOYAGER 1/2015


დემნა გვასალია _ ფრანგული მოდის ავანსცენაზე

თუკი დემნა გვასალიასა და მის მიერ დაარსებულ ბრენდზე _ VETEMENTS _ ინფორმაციის მოპოვებას ინტერნეტში გადაწყვეტთ, ბევრ საამაყო ინფორმაციას აღმოაჩენთ. დემნა წარმოშობით სოხუმიდანაა და თბილისიდან ანტვერპენში 2002 წელს წავიდა, თუმცა სულ რაღაც 13 წელიწადში მისი წარმატება საქართველოს ფარგლებს ბევრად შორს გასცდა. ის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ნიჭიერ დიზაინერად ითვლება. მის მიერ საფრანგეთში დაარსებულ ბრენდს VETEMENTS ჯერ მხოლოდ 3 კოლექცია ჰქონდა, თუმცა ეს საკმარისი გახდა იმისათვის, რომ დემნა გვასალია მოდის მოყვარულთა ყურადღების ცენტრში მოხვედრილიყო, კრიტიკოსებს კი დემნას ბრენდი ბოლო დროს მოდაში მომხდარ ყველაზე საინტერესო მოვლენად შეეფასებინათ. VETEMENTS მსოფლიო მასშტაბით უკვე 80 სავაჭრო წერტილში იყიდება. დემნას ბიოგრაფიიდან მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი გამოვყავით. სამუშაო გამოცდილება: 2006-2007 _ თანამშრომლობა მამაკაცის სამოსის დიზაინერთან Walter Van Beirendonck, ანტვერპენი, ბელგია; 2007-2008 _ გაზაფხული-ზაფხულის პერსონალური კოლექცია ტოკიოს მოდის კვირეულზე; 2009 _ ქალის ტანსაცმლის პირველი პერსონალური კოლექცია; 2009-2013 _ Maison Martin Margiela _ ქალების კოლექციის დეფილეს მთავარი დიზაინერი; 2013-2014 _ Louis Vuitton-ის წამყვანი დიზაინერი ქალის ტანსაცმლის კოლექციისათვის; 2014-დან დღემდე VETEMENTS _ დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი. ID: ახლა პარიზში მართლა რაღაც ხდება. შეიძლება ჯერ მთლად ხანძარი არ გიზგიზებს, მაგრამ სრულიად ახლებური შემოქმედებითი ენერგიის სიმხურვალე უთუოდ იგრძნობა. სწორედ ასე იყო, როცა ჯერ სიმონ ჟაკმუმ თავისი შემოდგომაზამთრის კოლექციის ჩვენებისას უპერანგო მოდელი გამოიყვანა პოდიუმზე (რასაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა), მერე კი, მაშინ, როცა VETEMENTS-მა საშემოდგომო კოლექცია წარმოადგინა პარიზის ცნობილი კლუბის, „ლე დეპოს“ დარბაზში. 85 VOYAGER 1/2015


მოდა

VETEMENTS _ ეს ჯერჯერობით ნაკლებად ცნობილი მოდელიორთა ჯგუფია, რომელშიც უდიდესი სადიზაინერო სახლების რვა ყოფილი წევრი შედის, სათავეში კი მათ „მარჯიელასა“ და ლუი ვიტონის მოწაფე დემნა გვასალია უდგას. როგორც ჩანს, ის დროულად შეუერთდა შემოქმედებითი ენერგიის რომელიღაც მივიწყებულ წყაროს. სულ რაღაც სამი სეზონის განმავლობაში მისმა გაბედულმა და თამამმა მიდგომამ იმგვარი ხმაური გამოიწვია, რომლის მსგავსიც ბოლოს წლებში არც ერთ პარიზულ ბრენდს არ დაუმსახურებია. წარმოშობით ქართველმა, ამჟამად პარიზში მცხოვრებმა დიზაინერმა განათლება ანტვერპენის ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემიაში მიიღო. როცა მოდის სამყაროში გამეფებულმა დადგენილმა ბიზნეს-მოდელმა იმედები გაუცრუა, გვასალიამ სხვა გზით სიარული გადაწყვიტა და წესებიც სათავისოდ დაადგინა. მან, თანამოაზრეებთან ერთად, ბრენდის სახელად VETEMENTS-ი აირჩია, რაც ფრანგულად „სამოსს“ ნიშნავს. ამჯერად მომხმარებლის ყურადღებას არა ავტორის გვარსახელი, არამედ სწორედ მისი ნახელავი იქცევს; „ჩვენთვის მთავარი იყო თავად ტანსაცმლის ტარებისადმი მიდგომის შეცვლა“, _ ასე ახსნა წარმოდგენის შემდეგ შემოქმედებითი ჩანაფიქრი დემნა გვასალიამ. მის მიერ შექმნილი სამოსი _ იქნება ეს დაჭმუჭნილი ლაბადები, ახლებურად გააზრებული შალის კოსტიუმები, ფართხუნა ჟაკეტები, ამობრუნებული მაისურები თუ ტყავის ხელთათმანებთან სრულიად მშვიდად შეხამებული, მოჩითული, ფერადოვანი კაბები, აშკარად გამომწვევად და, ცოტა არ იყოს, შეუსაბამოდ გამოიყურება. თუმცა, „ლე დეპოში“ ჩვენებაზე წამყვანი კრიტიკოსებისა თუ კაშკაშა ვარსკვლავების სიმრავლე თვალშისაცემი იყო. მათ

შორის კენი ვესტსა და ჯარედ ლეტოსაც შენიშნავდით. მთავარ დიზაინერ დემნა გვასალიას სწორედ VETEMENTS-სა და პარიზის ახალ თაობაზე ვესაუბრეთ ამას წინათ ერთ-ერთ ინტერვიუში გითქვამს, საფრანგეთში ახალგაზრდული კულტურა საერთოდ არ არსებობსო. შენი აზრით, რა უნდა იყოს ამის მიზეზი? დღესდღეობით მართლა არ შეიმჩნევა აშკარა და გამოკვეთილი ახალგაზრდული კულტურა. ეს ალბათ იმიტომაც, რომ ზღვა ინფორმაციას ინტერნეტი ხელმისაწვდომს ხდის, მასმედია და სოციალური ქსელები კი უკიდურესად კომერციალიზებულია. ამასთანავე, ბოლო დროს საფრანგეთს კულტურული კონსერვატიულობაც დასჩემდა.

86 VOYAGER 1/2015


დღეს ამ სამყაროში ტრიალი იმითაცაა საინტერესო, რომ ყველაფერი იცვლება. ამჟამინდელი გამოწვევებიცა და თავსატეხებიც მომწონს.

ერთხანს ჩვენთან სრულიად არაფერი იძვროდა და ეს ახალი ენერგია ძალიან გვჭირდებოდა. დღეს ის უკვე არსებობს. და რატომ მაინცდამაინც ახლა? არ ვიცი. პარიზში ამ ცოტა ხნის წინ წასასვლელიც კი არსად იყო. კონცერტიც კი არ იმართებოდა. ყველაზე მაგარ ჯგუფებს ეს ქალაქი საგასტროლო სიაშიც კი არ შეჰქონდათ. ახლა ეს ყველაფერი იცვლება. ჩემი აზრით, ამაშიც სოციალური მედიისა და ინფორმაციის გავლენა უნდა ვეძებოთ. ისინი, ვინც ახლა 22 წლამდეა, თავიანთ აიფონებს არიან მიჯაჭვულნი. უკვე სრულიად სხვაგვარი დროა. ყველაფერი წინ მიდის და თან ძალზე სწრაფად. რივ გოშეზე კაფეში ჯდომა აღარავის იზიდავს. ჩვენ პარიზის ამ უბანს ხეირიანად არც კი ვიცნობთ.

და არც ცვლილებებს უჩანს პირი? მაგის იმედი კი მაქვს. ასე მგონია, სულ უფრო მეტი ხალხი ბედავს, არ გაიზიაროს უკვე დადგენილი შეხედულებები საზოგადოებრივი ცხოვრებისა და მოდის თაობაზე. იწყება შემობრუნება პიროვნულობისა და ინდივიდუალურობისაკენ, რაც ერთგვარი პროტესტია გლობალიზებული აზროვნების საპასუხოდ. მართალი გითხრათ, VETEMENTS-ის მეშვეობით რაიმე ძირეულის შეცვლას არ ვცდილობთ; უბრალოდ, გვინდა, საკუთარი დამოკიდებულება ავსახოთ იმის მიმართ, რაც დღეს პარიზსა თუ მის შემოგარენში ხდება.

VETEMENTS-ის დანარჩენი წევრები ვინ არიან? ანონიმურად VETEMENTS-ის დარჩენა მათი შეგნებული არჩევანი იყო? ანონიმურად თავიდანვე აუცილებლობის გამო ვრჩებოდით, რადგან ყველა ჩვენგანს სხვა სამსახურიც გვქონდა. ეს ამბავი ერთგვარად გამოგვადგა კიდეც, რადგან არც ერთს არ გვჭირდებოდა მაშინ სახელის მოხვეჭა. მეც ისევე, როგორც კიდევ რამდენიმე ჩემი ახლანდელი კოლეგა, „მარჯიელასთან“ ვმუშაობდი და იქიდან წამოსვლაზეც ვფიქრობდი. არადა, იქ ანონიმურობაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე პიარზე. შესაბამისად, ვალდებულნიც ვიყავით, საკუთარი ვინაობა არ გაგვემხილა. ამისათვის დღესაც არ ვიკლავთ თავს. დიდად არ გვხიბლავს ფოტოგრაფების სამიზნედ ქცევა. ეგ კი არა, სელფებსაც კი აღარ ვიღებთ. როგორ დაიწყო VETEMENTS VETEMENTS-ი? -ი? სხვაგან მუშაობის დროს, შესვენებებზე. ხან საღამოობითაც ვიკრიბებოდით, შაბათ-კვირას. თეთრ ღვინოს ვწრუპავდით, ვეწეოდით და ათას რამეზე ვსაუბრობდით ხოლმე.

როგორია ამჟამინდელი პარიზული ღამის ცხოვრება? არის თუ არა ის შემოქმედებითი წყარო VETEMENTS VETEMENTS-ისათვის? -ისათვის? ღამის ცხოვრება ყოველთვის უაღრესად შთამაგონებელია: სწორედ აქ ჩანს ახალგაზრდობის ნამდვილი სახე, აქ ბედავს ხალხი ჩარჩოებისაგან გათავისუფლდეს. პარიზის ღამის ცხოვრება ახლა გვარიანად ჩამკვდარია. მან საკუთარი თავი გართობის პაროდიად გადააქცია. სწორედ ამიტომ დავდგით ჩვენი შოუ მაინცდამაინც „ლე დეპოში“, რომლის გარემოც თავისთავადი, მოუხეშავი და ნაღდია; ის არ ცდილობს, იყოს ისეთი, როგორიც სინამდვილეში არ არის.

ერთად როგორ მუშაობთ? სულ რვანი ვართ. ზოგი დიზაინზე აგებს პასუხს, ზოგი წარმოებაზე, ზოგსაც გასაღების ან მართვის საკითხები აბარია. პირადად მე დიზაინის ჯგუფს ვხელმძღვანელობ. ყველა საკითხს ერთობლივად განვიხილავთ, ვკამათობთ და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ასე ვპოულობთ. საქმე მართლა დემოკრატიულად გვაქვს აწყობილი.

LVMH-ის პრემიის რვა ფინალისტს შორის სამი საფრანგეთს წარმოადგენს; მათ შორისაა VETEMENTS VETEMENTS-იც. -იც. ზოგადად, რა მიმართულებით ვითარდება პარიზში მოდის სფერო? აქ არც არაფერი ხდებოდა, სანამ რამდენიმე წლის წინ ჟაკემუ არ გამოჩნდა. ახლა თითქოს უკვე სხვა ახალი ბრენდებიც შეიმჩნევა. თუმცა იმდენი სიახლე მაინც არ არის, რამდენიც გაერთიანებულ სამეფოში.

განსაკუთრებულად რით გხიბლავს ეს თანამედროვე მოდის სამყარო? მომწონს, როცა ქალებს ჩვენი ტანსაცმელი აცვიათ. ეს წამახალისებელიცაა და თავისებური შექებაც. დღეს ამ სამყაროში ტრიალი იმითაცაა საინტერესო, რომ ყველაფერი იცვლება. ამჟამინდელი გამოწვევებიცა და თავსატეხებიც მომწონს.

87 VOYAGER 1/2015


ეკონომიკა

მოდის ეკონომიკა მ ა კ ა ა ნ თი ძე

იყო დრო, როცა მოდის ეტალონებად ხან იტალია, ხანაც ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი გვევლინებოდა, თანამედროვე სამყაროში კი ამ სფეროში ტენდენციებს საფრანგეთი ქმნის, უდავოდ, ყველაზე მოდურ ქალაქად პარიზს მიიჩნევენ.

ქალურობისა და ელეგანტურობის სიმბოლო. მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში მოდამ ერთგვარი უხეში შტრიხები შეიძინა. ქალებისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა შარვლის ტარება, რაც მანამდე უწესობად მიიჩნეოდა.

XVII საუკუნეში მეფე ლუი XIV-მ საფრანგეთში უცხოური ქსოვილების შემოტანა აკრძალა და აქედან დაიწყო საფრანგეთის სვლა ტექსტილისა და ტანსაცმლის წარმოებაში არნახული წარმატებებისაკენ. ქვეყანა ევროპის მთავარ ექსპორტიორად იქცა.

როცა ომი, ეს საშინელი სპექტაკლი, დასრულდა, ყველა ელოდა ახალ გადატრიალებას მოდის ინდუსტრიაში. და, აი, 1946 წელს ბიკინის პირველი ჩვენება გაიმართა. სულ მალე კი კრისტიან დიორმა წარმოადგინა ქვედა საცვლების ახალი ხაზი. 50-იან წლებში შემოქმედებითი ტენდენციები იქმნებოდა არა მხოლოდ დიორის, არამედ იუბერ დე ჟივანშის, ივ-სენ ლორანისა და სხვა უმაღლესი კლასის მემოდელეთა მიერ. შემდგომ წლებში ფრანგული მოდა კვლავ და კვლავ ვითარდებოდა და ღირსეულად ატარებდა ამ სფეროს კანონმდებლის სახელს. ყველა მოდის სახლი და სამოდელო სკოლა, ისევე როგორც ბევრი შეუცვლელი რამ ჩვენს გარდერობში, სწორედ საფრანგეთში შეიქმნა. ამიტომაც პარიზი ყოველთვის იყო და დარჩება მოდის დედაქალაქად.

1672 წელს ჟან დონომ სამოსის პირველი კატალოგი შექმნა სამეფო ოჯახისათვის. ეს იყო თანამედროვე გლამურული ჟურნალების წინაპარი და მას „გალანტური მერკური“ ერქვა. სულ მალე თვალსაჩინო გახდა მსოფლიოს სწრაფვა ფრანგული ხიბლისაკენ. მოდის ინდუსტრიის განვითარება საფრანგეთში ჯერ კიდევ XVII საუკუნეში დაიწყო, როცა გაჩნდა ისეთი პროფესია, როგორიცაა ე. წ. „მოდისტკა“ და გაიხნა პირველი მოდის სახლი. დიზაინერ ჩარლზ ვორტის წყალობით, მსოფლიომ პირველად შეიტყო ისეთი სამოსის შესახებ, როგორიცაა ქვედატანი ბიუსჰალტერით და ტურნიური. ამ დროს გამოიყენა ჩარლზ ვორტმა მანეკენები ზომების ასაღებად. სწორედ მან შექმნა პარიზის მაღალი მოდის სინდიკატიც. ეს გახლდათ მსოფლიოში პირველი ამგვარი გაერთიანება, რომელიც შედგომში მაღალი მოდის ფედერაციას შეუერთდა. „კუტურიე“ _ დიზაინის ხელოვნებაში ოსტატობის მაღალი დონის ეპითეტია. შეუძლებელია, ადგე და შეკერო სამოსი, რომლის განსაზღვრებად ეს სიტყვა იქცევა; ამისათვის მოდის სახლმა შესაბამისი სერთიფიკატი უნდა მიიღოს. „სამოსი კუტურიესგან“ მხოლოდ საფრანგეთის პრეროგატივაა, სხვა ქვეყნებში ტანსაცმლის ასეთი კოლექციები არ შეიძლება ამგვარად იწოდებოდეს. 1973 წლიდან საფრანგეთში, ტიულირის ბაღის მახლობლად ყოველ წელიწადს იმართება მოდელების ჩვენება. ყველას გვსმენია პარიზის მოდის კვირეულის შესახებ, რომელზეც თავს იყრიან ამ ინდუსტრიის სტილის დამამკვიდრებლები და კანონმდებლები. აქ ისინი თავიანთ ბრწყინვალე კოლექციებს წარმოადგენენ. მოდის ე.წ. „ხელახალი დაბადება“ 1926 წელს უკავშირდება, როცა კოკო შანელმა თავისი ცნობილი პატარა შავი კაბა შექმნა _

საფრანგეთი პოლ პუარეს, კოკო შანელის, ელზა სკიაპარელის, ჟან ლანვანის, კრისტიან დიორის, ივ-სენ ლორანის, იუბერ დე ჟივანშის სამშობლოა. მათი სახელები დროის სვლასთან ერთად იქცა არა მხოლოდ მაღალი დიზაინერული ხელოვნების სიმბოლოებად, არამედ იმ ბრენდებად, რომლებიც ყველა ეპოქაში იყიდება. დღესდღეობით მოდის სამყაროს ათ უმდიდრეს ბრენდს შორისაა ამ სფეროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგული ფირმა C s an D o ის ასევე შედის მსოფლიოში ლუქსკლასის საქონლის უმსხვილეს მწარმოებელთა ჯგუფში LVMH რომელშიც ასევე წარმოდგენილნი არიან Moë Hennessy და Lou s Vu on კიდევ ერთი უდიდესი ფრანგული ბრენდია Ke ng ეს სახელი იმდენად ცნობილი არ გახლავთ როგორც ის მწარმოებლები რომლებიც ამ კომპანიას ეკუთვნის A exande McQueen Ba enc aga Gucc და S e a McCa ney ეს ბიზნესი იმდენად დიდია რომ აერთიანებს არა მხოლოდ ლუქსკლასის საქონლის მწარმოებლებს არამედ მაგალითად სპორტული პროდუქციის მომწოდებლებსაც Puma Cob a Go Vo com ხსენებული ფრანგული კომპანია წალიწადში 0 მილიარდ ევროს გამოიმუშავებს რაც მსოფლიო ბაზარზე მის უმაღლეს პოზიციას უზრუნველყოფს

88 VOYAGER

20 5


Liliane Bettencourt

Bernard Arnault

Serge Dassault

Francois Pinault

Carrie Perrodo

კოსმეტიკური ფირმა „ლ’ორეალის“ გრანდ-დამა და ევროპის უმდიდრესი ქალბატონი ლილიან ბეტანკური, ხანდაზმული ასაკისა და შთამომავლებთან მუდმივი კონფლიქტების მიუხედავად, ბოლო წლის განმავლობაში უფრო მეტად გამდიდრდა. მან „ნესტლესაგან“ აქციების 8 პროცენტი გამოისყიდა და საოჯახო ბიზნესის წილი 33 პროცენტამდე გაზარდა. ლილიანი „ლ’ორეალის“ დამაარსებლის, ეჟენ შუელერის ქალიშვილია, რომელმაც ეს ბრენდი 1907 წელს შექმნა.

ბერნარ არნოს 37, 2 მლრდ აშშ დოლარი დაუგროვდა. ერთი წლის მანძილზე კი 3, 7 მლრდ შემატა საკუთარ ქონებას. ფრანგი მაგნატის მაღალი კლასის იმპერიის _ Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH) _ ქოლგის ქვეშ ერთიანდება 60 საკულტო ბრენდი, მათ შორის, Dom Perignon, Bulgari, Louis Vuitton, Fendi. ის ძალზე სერიოზულად უდგება მოდის კანონმდებლის როლს: „საკუთარ თავს ფრანგული მემკვიდრეობის მატარებლად და მსოფლიოში ფრანგული კულტურის ელჩად მივიჩნევ“, _ აცხადებს არნო.

ისრაელშიდაბადებული ფრანგი მილიარდერი, რომელმაც მამისგან უზარმაზარი კონგლომერატი Groupe Dassault მემკვიდრეობითმიიღო, საფრანგეთის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. მისი ქონება 16 მილიარდ ევროდ შეფასდა. დასოს ოჯახი აკონტროლებს ავიაკოსმოსურ კომპანია Dassault Aviation-ს, რომელიც 1930 წელს შეიქმნა. იგი აწარმოებს სამხედრო და ბიზნეს-თვითმფრინავებს, მათ შორის, Rafale-ის გამანადგურებლებისა და Falcone-ის ბიზნესჯეტების წარმოებას. ამას გარდა, დასოს ჯგუფი მართავს მთელ რიგ მედია საშუალებებს.

77 წლის ფრანსუაანრი ლუქსსაქონლის დამაარსებელი მაგნატის, ფრანსუა პინოს ვაჟიშვილია და თავად ამჟამად ჰოლდინგ Kering-ს ხელმძღვანელობს. ჰოლდინგის საკუთრებაშია ბრენდები: Alexander McQueen, Balenciaga, Gucci, Saint Laurent, Stella McCartney. ეს ბიზნესი აერთიანებს მსხვილ სპორტულ კომპანიებსაც: (Puma, Cobra Golf, Volcom).

კერი პეროდო 64 წლის ქვრივია და სამი შვილი ჰყავს. სინგაპურში დაბადებული კა იი (კერი) ვონგი ერთ დროს ტოპმოდელი იყო. სწორედ მაშინ შეხვდა ბიზნესმენ ჰუბერტ პეროდოს. მალე ისინი დაქორწინდნენ, ნავთობისა და აირის კომპანია Perenco, რომელიც პეროდომ შექმნა, რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიად იქცა და მისი წლიური შემოსავალი 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა. ჰუბერტი გატაცებით თამაშობდა პოლოს და კარგი ღვინოების მოყვარული იყო. მან ბორდოში რამდენიმე ვენახიც კი შეიძინა. იგი 2006 წელს ალპებში ლაშქრობის დროს დაიღუპა. ქონება კერისა და მისი სამი შვილის ხელში გადავიდა.

$40,1 მლრდ

$ 37,2 მლრდ

$14,4 მლრდ

2009 წელს ფრანსუა ანრი მსახიობ სელმა ჰაიეკზე დაქორწინდა. თუმცა მანამდე წყვილმა ნიშნობა ჩაშალა, მერე კი შერიგდა. ქორწილი მათ ორჯერ გადაიხადეს _ პარიზსა და ვენეციაში.

$12,7 მლრდ

$8,8 მლრდ

ამასთან, სპეციალისტები საუბრობენ ტექსტილურ-სამკერვალო კომპლექსში არსებულ კრიზისზე, ამ სფეროში დასაქმებულთა რიცხვის სიმცირეზე, დიდი ფაბრიკების დახურვაზე, წარმოების ტექნიკურ საშუალებათა ხარისხის გაუარესებაზე და ამის შედეგად ექსპორტის შემცირებაზე.

რჯავს ტანსაცმელზე და მეტს _ გართობაზე, საცხოვრებელი ფართისა და ავტომანქანის შეძენაზე. ამ პროცესზე ასევე გავლენას ახდენს განვითარებად ქვეყნებში ტექსტილის წარმოების უმაგალითო ზრდა და მზა ტანსაცმლის იმპორტის კატასტროფული მატება, რომელიც სამჯერ აღემატება ექსპორტს.

კრიზისის მიზეზებს შორის სახელდება საფრანგეთის მოსახლეობის მოთხოვნილებათა სტრუქტურული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, მომხმარებელი უკვე ნაკლებ თანხას ხა-

თუმცა, საფრანგეთი მაინც რჩება მოდის ინდუსტრიის შეუცვლელ და განუმეორებელ ფენომენად.

89 VOYAGER 1/2015


me dicin a

ფოტო: ზინკა ბარნოვი

“მეო რევ ქართ

90 VOYAGER 1/2015


რეზო ბოჭორიშვილი:

“მეორე ფრანგული რევოლუციის“ ქართველი დესპანი თეა სხ იერელი

რეზო ბოჭორიშვილთან ჩემი შეხვედრა მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა. ის თბილისში ამჯერად სულ რაღაც ერთი კვირით ჩამოვიდა. ამ მცირე დროის განმავლობაში 20-ზე მეტი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება დაგეგმა კლინიკა „კარაპს მედლაინში“. ეს ოპერაციები ძირითადად უროგინეკოლოგიის დარგში ტარდება. ასე ხდება საქართველოში მისი ყოველი ჩამოსვლისას, სულ ცოტა, წელიწადში ორჯერ. ჯერ რეზო ბოჭორიშვილი უკვე 22 წელია საფრანგეთში, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო ცენტრის წამყვანი ქირურგი და სასწავლო ცენტრის დირექტორია.

რეზო ბოჭორიშვილი: „კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო ცენტრი დაარსების დღიდან მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კლინიკაა გინეკოლოგიურ ლაპარასკოპიაში. გინეკოლოგიაში ამ მეთოდის დანერგვა, ისევე როგორც, ზოგადად, ქირურგიაში, ფრანგებს უკავშირდება. პირველად გინეკოლოგიაში კონსერვატორული მკურნალობა მილის შენარჩუნებით 1974 წელს ჩატარდა. კლინიკა პროფესორმა ბრუამ დააარსა, ის პიონერი იყო.

„მეორე ფრანგული რევოლუცია“ უწოდეს კლინიკურ პრაქტიკაში ახალი ოპერაციის, ლაპარასკოპიული ჰოლეცისტოქტომიის დანერგვას.

ლაპარასკოპია ახალი სიტყვაა არა მარტო ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ ის ქირურგიაში სრულიად განსხვავებული ფილოსოფიაა, ორიენტირებული ქალის ორგანიზმის მაქსიმალურ გაფრთხილებაზე. ქალის ორგანიზმის ძირითადი ფუნქცია რეპროდუქციაა და ლაპარასკოპიის უდიდესი დამსახურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეს ფუნქცია არ ზიანდება“. როგორ აღმოჩნდით კლერმონ-ფერანის კლინიკაში? 80-იან წლებში ლაპარასკოპიის შესასწავლად ჯერ ქირურგიის ინსტიტუტიდან ჟორდანიას ინსტიტუტში გადავედი, იქიდან კი სტაჟირებაზე საფრანგეთში წავედი, კლემონდ-ფერანში, სადაც გინეკოლოგიის საუკეთესო სკოლა იყო. საფრანგეთში დარჩენის განზრახვა არ მქონია. ეს თავისთავად მოხდა. უკვე 22 წელია, ფრანგი ექიმი ვარ.

პირველად ნაღვლის ბუშტი ექიმმა ფილიპ მურემ ლიონში ამოკვეთა. დღეს უკვე ლაპარასკოპიის წილი გინეკოლოგიურ ოპერაციებში 90 პროცენტს შეადგენს, ხოლო ზოგად ქირურგიაში, 60 პროცენტზე მეტს“.

როგორც ვიცი, საფრანგეთში ექიმს აუცილებლად ფრანგული დიპლომი მოეთხოვება. როცა იქ ჩავედი, უცხოელ ექიმებს ჯერ კიდევ შეეძლოთ არასრული სტატუსით ემუშავათ. რადგან ფრანგულად ვლაპარაკობდი, სწრაფად მომცეს უფლება, მემუშავა (გასათვალისწინებელია, რომ საფრანგეთში მუდმივად ექიმების ნაკლე-

91 VOYAGER 1/2015


medicina

ბობაა). სტატუსის გამყარებისათვის საჭირო იყო გამოცდის რამდენიმე ეტაპად (თეორიული, წერითი, ზეპირი) ჩაბარება, რაც იძლეოდა სრულ საექიმო სტატუსს.

ჩეემთვის აღმოჩენაა, რომ ექიმთან ვიზიტისა და ჰოსპიტალიზაციის ტარიფებს მთავრობა ადგენს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კლინიკებისათვის.

ასევე სავალდებულო იყო მოქალაქეობის მიღება. სხვაგვარად, აშშ-ისაგან განსხვავებით, საფრანგეთში ექიმად ვერ იმუშავებ.

მკურნალობა იდენტურია როგორც ფასით, ისე ხარისხით. ექიმთან ვიზიტი დაახლოებით 25 ევრო ღირს, ყველაზე გამოჩენილ ექიმს შეუძლია ეს საფასური, ყველაზე მეტი, მხოლოდ 50 ევრომდე გაზარდოს.

ზოგადი სტატუსის, პროფესიის პრესტიჟულობის, თუნდაც შემოსავლების მიხედვით, რა ადგილი უჭირავს ექიმს ფრანგულ სოციალურ იერარქიაში?

ცოტათი „საბჭოთა კავშირია“?

ექიმობა ჯერ კიდევ მიიჩნევა პრესტიჟულ პროფესიად, მაგრამ ახალგაზრდებისათვის ნაკლებად მიმზიდველია, რადგან სწავლა ხანგრძლივია; მერეც, მთელი ცხოვრება, მუდმივად გამოცდებს აბარებ. საფრანგეთი კონკურსების ქვეყანაა.

ცოტათი კი, მაგრამ მომსახურების ხარსისხზე ეს არ აისახება. ყველაფერი, რაც საჭიროა, ხელმისაწვდომია კლინიკისთვისაც და პაციენტისთვისაც. ამას გადასახადების გადამხდელები უზრუნველყოფენ.

საფრანგეთში ამ სფეროში ყველაფერი ისე არაა, როგორც აშშ-ში: ამერიკაში კარდიო და ნეიროქირურგები გამორჩეული ხალხია პრესტიჟითაც და ანაზღაურებითაც. საფრანგეთში არიან უმაღლესი კვალიფიკაციის ნეიროქირურგები, კარდიოქირურგები, მაგრამ მათაც ზუსტად ისეთივე ანაზღაურება აქვთ, როგორიც სხვებს.

ეს სისტემა სოციალური უფლებების გარანტიების ნაწილია. ის ეფუძნება ნებისმიერი ადამიანისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპს; მნიშვნელობა არ აქვს, მოქალაქეს რა ტიპის დაზღვევა გააჩნია.

„ფრანგული სამედიცინო სისტემა ეფუძნება ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის უნიკალურ მოდელს, რომელიც მკურნალობის პროცესის პერსონალიზაციის საშუალებას იძლევა. პაციენტს (როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაზღვევის მქონეს) უფლება აქვს თავად შეარჩიოს ექიმიცა და კლინიკაც“.

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესი საბჭო ადგენს მკურნალობის ხარისხის მოთხოვნებს, რომლებიც ყველა სამედიცინო დაწესებულებისათვის სავალდებულოა. ჯანდაცვის პირველად რგოლში გამორჩეულად მაღალი ხარისხია. მაგალითად, აპენდიციტის ოპერაციას, როგორც წესი, ყველგან ძალიან კარგად აკეთებენ. რაც შეხება სპეციალიზებულ დახმარებას, ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, ჯობს, იცოდე, ვინ არის ამა თუ იმ სფეროში საუკეთესო. არსებობს წესები, დადგენილი სტანდარტები, რომლებიც წარმოუდგენელია, დაარღვიო. არა იმის გამო, რომ ვიღაც შეგამოწმებს, არამედ, უბრალოდ, სხვანაირად არ შეიძლება. დღესდღეობით არსებული მომსახურების დონე ასეთია. მაგალითად, საფრანგეთში შეუძლებელია, ექიმს აზრად მოუვიდეს, რომ 20 წლის გოგონასს ამოაჭრას საკვერცხე და მილები. ეს წარმოუდგენელია. პრაქტიკულად, ამგვარი რამ არ ხდება. რა თვისებები გამოარჩევს ფრანგ ექიმს?

თუმცა საფრანგეთშიმედიკო-ლეგალურიწნეხიარარისისეთი ძლიერი როგორიც აშშ-ში ამერიკელი ექიმი თუ მილიონერია შემოსავლის ნახევარს დაზღვევას უხდის საფრანგეთში ექიმი სოციალურადაც და პროფესიულადაც უფრო მეტად დაცულია ფრანგ ექიმებს გამორჩეულობა დიდად არ უყვართ ვარსკვლავები არიან მაგრამ ფინანსური შესაძლებლობებით დიდად არ ბრწყინავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ფრანგული სამედიცინო სისტემა მსოფლიოში საუკეთესოდ არაერთხელ აღიარა როგორ არის ის მოწყობილი? ეს შეფასება ასახავს ექიმების მაღალ კვალიფიკაციას და იმას რომ საფრანგეთი მაღალი ტექნოლოგიებისა და სიახლეების დანერგვის სფეროში წამყვანი ქვეყანაა ჯანდაცვაში კერძო და სახელმწიფო დაზღვევის შერეულმა სისტემამ იმის გარანტიაშექმნა რომმაღალიხარისხისმომსახურებაყველაპაციენტისათვის ნებისმიერ კლინიკაში თანაბრად ხელმისაწვდომია

ექიმები მეტ-ნაკლებად ერთნაირები არიან... გინეკოლოგიაში ძალზე მიღებული პრაქტიკაა პაციენტის ბოლომდე მოსმენა კატეგორიულად არ შეიძლება კომენტარი გაუკეთო ან მით უმეტეს გააკრიტიკო სხვა ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი და დანიშნულება ფრანგი ექიმების გამორჩეული თვისება ალბათ კოლეგიალურობაა სხვაექიმისათვისნებისმიერსაკითხზერჩევისათვის მიმართვა ძალიან ჩვეულებრივი ამბავია საქართველოში მგონი ასე არ არის იქ კი შესაძლოა ასაკით შენზე ბევრად უფროსმა უფრო მეტად ცნობილმა ექიმმა დაგირეკოს და რაღაც გკითხოს მარტივად მოურიდებლად არსებობს სიტუაცია როცა პაციენტს ვერ ეხმარები ეს შენს კომპეტენციას აღემატება ან პაციენტის მდგომარეობა რთულია და საკუთარ თავზე ვერ იღებ მის მკურნალობას ხელი მოჰკიდო შეგიძლია უარი თქვა მკურნალობაზე მაგრამ ვალდებული ხარ ეს არგუმენტირებულად დაასაბუთო თანაც ის აუცილებლად უნდა გადაამისამართო სხვა ექიმთან

92 VOYAGER

20 5


„საფრანგეთში ჯანდაცვა როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ხარისხობრივად ძალიან კარგად განვითარებულია. ეს ჯერ კიდევ ნაპოლეონის დროიდან მოდის, როცა დამკვიდრდა დეცენტრალიზაცია, ქვეყნის ორგანიზაციული დაყოფა რეგიონებად, დეპარტამენტებად. ყველა დეპარტამენტს unda ჰქონოდა სასამართლო, პოლიციური და სამედიცინო ცენტრi. კანონით განსაზღვრულია მანძილი

მეცნიერების ეთიკური პარადოქსები 1987 წლის გაზაფხულზე ვაშინგტონში ამერიკის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟაკ შირაკი შეხვდრაზე უჩვეულო თემაზე მსჯელობდნენ: რომელ მეცნიერს უნდა ეკუთვნოდეს პატენტი ადამიანის იმუნოდეფიციტის სინდრომის (შიდსი) დიაგნოსტიკაზე _ ფრანგ ლუკ მონტანიეს თუ ამერიკელ რობერტ გალოს? როგორც ცივილიზებულ ქვეყანათა ლიდერებს ეკადრებათ, პატენტი და მისგან მიღებული შემოსავლები თანაბრად გაიყო. პრემია ორივე მეცნიერს უახლოეს დროში უნდა მიეღო. თუმცა, ეს ჯილდო 21 წლის დაგვიანებით მიენიჭათ ფრანგ ლუკ მონტანიესა და ფრანსუაზ ბარი-სინუსს შიდსის გამომწვევის აღმოჩენისათვის. რობერტ გალომ პრემია არ მიიღო, თუმცა განაცხადა, რომ თავს მონტანიეს მეგობრად მიიჩნევს.

და ის ადგილიც კი, სად უნდა მიიღო პირველადი დახმარება“. რა გამოარჩევს ფრანგ პაციენტს? ექიმის ნდობა. თუ მან გადადგა ეს ნაბიჯი და შენთან სამკურნალოდ მოვიდა, ის სრულიად გენდობა. ძალიან იშვიათია, რომ მერე სხვასთან წავიდეს. ეს ფაქტორი გავალდებულებს, რომ ადამიანის ნდობა გაამართლო. საქართველოში ენდოსკოპიური ქირურგიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეთ… ექიმის სავალდებულო ფუნქცია სწავლება, გამოცდილების სხვებისათვის გადაცემაა. ვინაიდან კლერმონ-ფერანის კლინიკა ამ სფეროში პიონერია (სადაც გაჩნდა და დაინერგა გინეკოლოგიური ლაპარასკოპია), შესაბამისად, დიდი გამოცდილებაც დაგროვდა. ამიტომ შეიქმნა სასწავლო ცენტრი, რომლის ფუნქცია თეორიული და პრაქტიკული სწავლებაა. აქ არის სიმულატორებიც და ცხოველებზე მუშაობის საშუალებაც. მე ამ ცენტრის დირექტორი ვარ. ჩემს საქმიანობაში სწავლებას უფრო მეტი ადგილი უკავია. იმის გამო, რომ ქართველი ვარ, ჩემს თანამემამულეებს იქ ჩამოსვლა უადვილდებათ. რაც იქ ვიმყოფები, დაახლოებით 100-მა ადამიანმა ისწავლა კლერმონ ფერანში. ჩვენთან სასწავლებლად მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან. ქართველები, სიის მიხედვით, ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან. მათ მოსდევენ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები. ეს სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკაა და სტაჟირება საფასურის გადახდას არ გულისხმობს. საამაყოა, რომ, ლაპარასკოპიული ოპერაციების მხრივ, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ლიდერობს. ამაში, რა თქმა უნდა, გარკვეული წვლილი ჩვენც შევიტანეთ. 93 VOYAGER

თავიდან ფრანგები და ამერიკელები თანამშრომლობდნენ შიდსის გავრცელების მიზეზის დასადგენად, რომლის ინფექციურ წარმომავლობაში ეჭვი არავის ეპარებოდა. 1983 წელს მონტანიეს ლაბორატორიაში აღმოაჩინეს უცნობი ვირუსი, რომელსაც უწოდეს LAV. იდენტიფიცირებისა და დახასიათებისთვის ნიმუში გალოს ლაბორატორიას გადაეგზავნა, რომელმაც ამავე ოჯახის ვირუსი ადრე აღმოაჩინა. ის სისხლის უჯრედების კიბოს იწვევდა. 1984 წელს გალომ ჟურნალ Science-ში ამ თემაზე სტატია გამოაქვეყნა და ვირუსს HTLV-III უწოდა. შემდგომში გაირკვა, რომ LAV-ი და HTLV-III ერთი და იგივე ვირუსი იყო. გალოს სტატიის დეტალურმა ანალიზმა ცხადყო, რომ მეცნიერმა თავის კვლევაში საფრანგეთიდან გამოგზავნილი ნიმუშები გამოიყენა. სკანდალი აგორდა. ეთიკის კომისია გალოს კვლევებს ამოწმებდა, თუმცა 1993 წელს მას ყველა ბრალდება მოუხსნეს. მიუხედავად ამისა, სანობელო კომიტეტმა ამერიკელს „გვერდი აუარა“. ჯილდოს მიღების შემდეგ მონტანიე წარმატებით მოღვაწეობდა H V ინფექციის სადიაგნოსტიკო ტესტის გასაუმჯობესებლად და წარუმატებლად ქმნიდა ვაქცინებს ამ დაავადების პროფილაქტიკისათვის 2008 წელს ჯილდოს მიღების დროს მონტანიე უკვე ამერიკაში მუშაობდა თუმცა რობერტ გალოსაგან მოშორებით 20 5


მეცნიერება

ავეჯი

პუანკარე

მა რთ ლმ სა ჯუ ლე ბი სა თვ ის

ფარდობითობის თეორიის იდეოლოგი

გილიოტინის _ თავის მოკვეთისათვის საჭირო გადასატანი მოწყობილობის გამოგონებას მიაწერენ ჟოზეფ იგნას გილიოტენს (1738-1814), ანატომიის პროფესორსა და საფრანგეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატს. თუმცა, იგი კიდევ ორი ადამიანის ერთობლივი შრომის ნაყოფია _ ქირურგის, ანტუან ლუის და გერმანელი ფორტეპიანოს ოსტატის, ტობიას შმიდტის. მათ კონსულტაციებს უწევდა პარიზელი ჯალათი შარლ ანრი სანსონი. მიუხედავად ამისა, დეპუტატის მანტიამ გაიმარჯვა და მოწყობილობას მისი სახელი დაერქვა. სიკვდილის მანქანა პირველად პარიზის გრეის მოედანზე გამოიყენეს. გილიოტინა ბაზარზე გამოჩნდა, როგორც ფრანგული განმანათლებლობისა და რევოლუციის იდეოლოგიური გამოხატულება _ ღვთისა და სახელმწიფოს წინაშე ადამიანთათანასწორობისსიმბოლო მანამდედაბალიფენისწარმომადგენლების დასასჯელად არსებობდა ძელზე გასმა ჩამოხრჩობა და კოცონზე დაწვა ხოლო არისტოკრატებისათვის _ ხმლით თავის მოკვეთა გილიოტინამ ყველა გაათანაბრა ჯალათი კი მხოლოდ მექანიზმის ჩამრთველ პირად აქცია მას მკვლელობაზე პირადი პასუხისმგებლობა „მოუხსნა“ სწორედ ამიტომ უწოდესამმოწყობილობას მართლმსაჯულების „ავეჯი“ რომლითაც რობესპიერის მმართველობის 6 თვის განმავლობაში 4 000 ადამიანი მოაკვდინეს რევოლუციურ არმიას გადასატანი გილიოტინები თან დაჰქონდა რათა არისტოკრატების მღვდლებისა და სხვა როიალისტების განადგურებისათვის გამოყოფილი ტყვიაწამალი დაეზოგა გილიოტინის ყველაზე ცნობილ მსხვერპლთა შორის იყვნენ მეფე ლუდოვიკო XV დედოფალი მარია-ანტუანეტა და თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელი ანტუან ლავუაზიე გილიოტინა საერთაშორისო იარაღად იქცა მას მოიხმარდნენ იტალიაში გერმანიის სამთავროებში შვეიცარიის კანტონებში რადგან გილიოტინა საფრანგეთშიპირველადმასობრივიტერორისდროსგამოიყენეს ამ მოწყობილობის ფრანგული წარმოშობის ვერსია გამყარდა დოქტორი გილიოტენი 8 4 წელს ბუნებრივი სიკვდილით მიიცვალა თუმცა ძალზე პოპულარულია მითი თითქოს იგი საკუთარი გამოგონების მსხვერპლი გახდა გილიოტინამ კი თავის შემოქმედზე საუკუნე-ნახევრით მეტხანს „იცოცხლა“ ბოლოს ის 977 წელს გამოიყენა მართლმსაჯულებამ დასავლეთ ევროპაში

94 VOYAGER

ფარდობითობის თეორია, თანამედროვე ფიზიკის ფუნდამენტი, ალბერტ აინშტაინმა შექმნა, თუმცა... ერთ დროს სერ ისააკ ნიუტონმა თავისი წინამორბედების შესახებ ბრძანა: „მე მხოლოდ ჯუჯა ვიყავი, რომელიც გიგანტების მხრებზე იდგა“. აინშტაინისთვის კი ასეთი გიგანტი, ბელგიელ კონრად ლორენცთან ერთად, ფრანგი მათემატიკოსი ანრი პუანკარე (1854-1912) იყო. XX საუკუნის ბევრი ფიზიკოსი, მათ შორის, უიტეკერი, მიიჩნევდა, რომ ეს თეორია სწორედ ანრი პუანკარემ შეიმუშავა, რომელმაც კონრად ლორენცის შექმნილი მათემატიკური აპარატი განავითარა. აინშტაინის დამსახურება კი იმაში მდგომარეობს, რომ მან ფიზიკოსებისათვის გასაგებ ენაზე მოკლედ გადმოსცა თეორიის არსი. მიუხედავად ამისა, 1913 წელს დასტამბულ გერმანელ ფიზიკოსთა ნაშრომების კრებულში აინშტაინი ფარდობითობის თეორიის ერთადერთ შემქმნელად სახელდება, ლორენცი კი მის წინამორბედად, ისე რომ ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი ანრი პუანკარეს ნაშრომებზე. საფრანგეთში ფიზიკოსი პოლ ლანჟევენი მრავალჯერ აღნიშნავს ფარდობითობის თეორიის შემუშავებაში პუანკარეს წვლილის შესახებ, თუმცა მალე ისიც ჩუმდება. მრავალრიცხოვან გერმანელ ფიზიკოსთა ერთსულოვნება ფრანგებს ამარცხებს. პატიოსან პუანკარეს შემოქმედებითი ხელგაშლილობა ახასიათებდა, რომელიც მის მიმდევრებს საშუალებას აძლევდა, დაემუშავებინათ პუანკარეს ბრწყინვალე იდეები. იგი ერთი აღმოჩენიდან მეორისკენ მიისწრაფოდა და თავის ფარდობითობის თეორიას დროისა და სივრცის პრობლემის მხოლოდ ერთ-ერთ შესაძლო გადაწყვეტად მიიჩნევდა. მეორეც, პუანკარე, როგორც კონვენციონიზმის ფუძემდებელი, მიიჩნევდა, რომ ნებისმიერი თეორიის წარმატებას სამეცნიერო საზოგადოების შეთანხმება (კონვენცია) განაპირობებს. თანამედროვენი არ იზიარებდნენ მის რწმენას, რომ ფარდობითობის თეორია სამყაროს აღწერის მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი მათემატიკური მეთოდია. ეს მხოლოდ XX საუკუნის შუა ხანებში დამტკიცდა. აღმოჩნდა, რომ ფიზიკური მოვლენები შეიძლება აღვწეროთ როგორც გალილეის მათემატიკის, ასევე პუანკარე-ლორენცის მიხედვით. ამიტომაც თანამედროვე ფიზიკა პუანკარეს დამსახურებას ფარდობითობის თეორიის განვითარებაში ისევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აფასებს, როგორც აინშტაინის წვლილს.

20 5


პასტერის

ინტერნეტის

დიდი აღმოჩენის პირველმიზეზი

ფრანგი წინაპარი

სწორედ ღვინის ავადმყოფობათა შესწავლას უნდა ვუმადლოდეთ ინფექციური დაავადებების შესახებ ფუძემდებლური თეორიის წარმოშობას. XIX საუკუნის შუა ხანებში ევროპაში პოპულარული ფრანგული ღვინოების ყიდვა ჯერ დიდ ბრიტანეთში შეწვიტეს, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში. ღვინოს მწარე გემო დაჰკრავდა და არომატი მალე ეკარგებოდა. საფრანგეთი ფინანსურ დანაკარგებსაც განიცდიდა და იმიჯსაც კარგავდა. შეშფოთებულმა იმპერატორმა ნაპოლეონ III-მ ბრძანა, საქმის მოგვარება ცნობილი მეცნიერის, ლუი პასტერისათვის (1822-1895) მიენდოთ. მან ამ დროისათვის უკვე აღმოაჩინა, რომ ნივთიერების დუღილს (აფუებას) მიკროორგანიზმები იწვევს, ხოლო ამ პროცესის შედეგად წარმოქმნილი ალკოჰოლი მათი სიცოცხლისუნარიანობის გამოვლინებაა აღმოჩნდა რომ ღვინოების დაავადებებს თავისი სპეციფიკური გამომწვევი „ჰყავს“ _ მიკრობები პასტერმა „მკურნალობის“ მეთოდიც შეიმუშავა ღვინის გაცხელება 50-60 გრადუს ცელსიუსამდე და ამით ბაქტერიების განადგურება რასაც პასტერიზაცია ეწოდა

ინტერნეტით სარგებლობისას არც კი გვახსენდება მისი ნაკლებად წარმატებული წინამორბედი, რომელიც საფრანგეთში გაჩნდა. მას მინიტელი (Minitel) ერქვა და ინჟინერმა ჟან ივ პუშარმა (Jean Yves Pouchard) გამოიგონა ХХ საუკუნის 70-იან წლებში. მინიტელი პირველად სენ მალოში, გამოცადეს და მაშინ მას 55 აბონენტი ჰყავდა. უკვე 1981 წელს მისი მომხმარებლების რაოდენობა 4 ათასს აღწევდა, 1999 წელს კი 25 მილიონი ფრანგი სარგებლობდა მინიტელით, რომელსაც სიყვარულით „ყუთს“ ეძახდნენ. მინიტელის ტერმინალებს ეკრანით, კლავიატურითა და მოდემით, ტელეფონის აბონენტებს უფასოდ უდგამდნენ. აბონენტი იღებდა ელექტრონულ საფოსტო ყუთს, საძიებო სისტემას (გუგლი 15 წლის შემდეგ გაჩნდა), მაღაზიების კატალოგებს (ამაზონი 15 წლის შემდეგ გაჩნდა), ბილეთების თუ სასტუმროს დაჯავშნის შესაძლებლობას, სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობას; იყო ჩატის საშუალებაც. დღეისათვის ინტერნეტის ყველაზე ხშირად გამოყენებული პრაქტიკულად ყველა სერვისი ფრანგებისთვის ხელმისაწვდომი იყო მინიტელის საშუალებით.

მადლიერმაიმპერატორმამეცნიერი შატო კომპიენში მიიპატიჟა შვიდი თავი კერძისგან შემდგარ სადილსა და მეჯლისს შორის პასტერმა სამეფო წყვილს უამბო ფრანგული ღვინის გადარჩენის შესახებ მოხსენებას თან ერთვოდა მიკროსკოპის შესაძლებლობათა დემონსტრირება რომელშიც დედოფალი ცნობისმოყვარედ იცქირებოდა ცდისთვის მან საკუთარი სისხლიც კი გაიღო მაშინ კაცობრიობამ ჯერ კიდევ არ იცოდა რომ იწყებოდა პასტერიზაციის ინდუსტრიალიზება რომელმაც სურსათით საერთაშორისო ვაჭრობას დაუდო საფუძველი არც მდიდარი სუნელებითმოვაჭრეებიეჭვობდნენ რომმეცნიერებამ მათი შემოსავლიანიბიზნესისდასასრულიმოაახლოვა აღარავის დასჭირდებოდა პილპილისა და სხვა სანელებლების გამოყენება პროდუქტების შესანახად ლუი პასტერმა მალე ციმბირული წყლულისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავა „პასტერიზებული“ მიკროორგანიზმები და მათგან გამოყოფილი შხამები ავადმყოფობას არ იწვევდნენ მაგრამ ადამიანის ორგანიზმს „ასწავლიდნენ“ როგორ ებრძოლათ დაავადების წინააღმდეგ როცა ღვინის ბოკალს ხელში აიღებთ და მის სასარგებლო თვისებებზე ისაუბრებთ გაიხსენეთ რომ სწორედ ამ სასმელის ოდინდელი ავადმყოფობისა და ლუი პასტერის წყალობით შევძელით ოდესღაც მომაკვდინებელ დაავადებათა დამარცხება

სამწუხაროდ, მინიტელი მხოლოდ ფრანგულ „ნაციონალურ“ ინტერნეტად დარჩა. რატომ გაიმარჯვა ინტერნეტმა? ინტერნეტისუფასოხელმისაწვდომობადამომხმარებლებისთვის ცენზურის არარსებობა იყო მისი მთავარი მანტრა; კონტენტი, რომელსაც მომხმარებლები ნახულობდნენ, რეკლამითფინანსდებოდა,რომლისფულსაცკორპორაციები იხდიდნენ. გარდა ამისა, ინტერნეტის ხელმისაწვდომობისთვის საჭირო არ იყო სპეციალური მოწყობილობები _ ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისი იყო ნებისმიერი მარკის და მოდელის პერსონალური კომპიუტერის ქონა. მინიტელი უფასოდ იძლეოდა მოწყობილობას, მაგრამ ყველა შეთავაზებული სერვისის სანაცვლოდ საფასურს აწესებდა. საკმარისი იყო კომპიუტერის და მოდემის ყიდვა და უფასო ინტერნეტთან წვდომა გექნებოდათ. მინიტელის უფასო „ყუთი“ ეკონომიკურ აზრს კარგავდა _ კომპიუტერის ყიდვა მაინც საჭირო იყო ნებისმიერ შემთხვევაში. მინიტელი ძირითადად ფრანგულად „ლაპარაკობდა“, რაც მის აუდიტორიას საფრანგეთის ტერიტორიით შემოსაზღვრავდა, ინტერნეტი კი ნებისმიერ ენაზე იყო ხელმისაწვდომი. 2012 წელს „ფრანს ტელეკომმა“ მინიტელის მომსახურება შეწყვიტა. ასე დასრულდა ინტერნეტის ყველაზე მასობრივი წინამორბედის არსებობა საფრანგეთის უფროსი თაობისთვის სამწუხაროდ, რომელიც ჯერ კიდევ სარგებლობდა „ნაციონალური“ ინტერნეტით. რუბრიკის ავტორი

ალექასანდრე ბახუტაშვილი 95 VOYAGER

20 5


ისტორი ა

ფრანგულ-ქართული სევდიანი რომანი გი ორ გი კა ლა ნდ ია

მალე საფრანგეთის მთავარი სასახლე ქართული კულტურის თავისებურ ცენტრად იქცა. შეხვედრები დადიანების აპარტამენტებში იმართებოდა, სადაც შორეული საქართველოს აწმყოსა და მომავალზე მსჯელობდნენ. დადიანების ოჯახს ლუვრში ალექსანდრე დიუმაც ეწვია. ერთი სიტყვით, ქართველი დედოფალი და მისი ამალა თითქმის ყოველდღე საფრანგეთის მაღალი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყვნენ... აქვე 1867 წელს ეკატერინეს ქალიშვილმა სალომე დადიანმა გაიცნო საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ III-ის მამიდაშვილი, საფრანგეთის კავალერიის მთავარსარდლისა და ნეაპოლის მეფის შვილიშვილი, იმპერატორის პირადი ადიუტანტი, პრინცი აშილ შარლ ლუი ნაპოლეონ მიურატი, ძმა იოაჰიმ მიურატისა. მაშინ პრინცი ოცდაერთი წლისა იყო, სალომე კი _ ოცის.

სალომე დადიანი, პარიზი, 1868

1856 წელს სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძედადიანი ოჯახთან ერთად რუსეთის იმპერიის დედაქალაქში მიიწვიეს ალექსანდრე II-ის ტახტზე ასვლის ცერემონიალში მონაწილეობისათვის. ქართველებს დიდი პატივი ხვდათ წილად _ მათ პირადად იმპერატორმა უმასპინძლა. „მისი უავგუსტესი ნებით“ ეკატერინე წმინდა გიორგის ოქროს მედლითაც დააჯილდოეს. კორონაციას ესწრებოდა საფრანგეთის საკონსულოს საკანონმდებლო კრების მდივანი იოაჰიმ მიურატი, რომელიც ქართველ დიდგვაროვანთა მშვენიერებამ და განსწავლულობამ მოხიბლა. ქართველთა სილამაზით დატყვევებულმა ფრანგმა დიპლომატმა მალე ისინი პარიზში მიიპატიჟა. საფრანგეთის დედაქალაქში ეკატერინე და მისი ოჯახი ლუვრში დააბინავეს. მაშინდელი ფრანგული პრესა და საზოგადოება დიდი ინტერესით გამოეხმაურა „უბრწყინვალესი ოჯახის“ პარიზში სტუმრობას: „შევხედე ღირსეულ პრინცესა დადიანს, სამეგრელოს დედოფალს და მის ვაჟს, რომლებსაც ძველაზიურ კოსტიუმებში გამოწყობილი ბრწყინვალე ამალა ახლდათ. აქ ვნახე პირველად ნორჩი პრინცესა, რომელიც სილამაზით ძალიან ჰგავს დედას“, _ წერდა ერთ-ერთი აღფრთოვანებული ჟურნალისტი პარიზის ყველაზე მრავალტირაჟიანი გაზეთის პირველ გვერდზე.

ნიუ ჯერსის შტატში დაბადებულ პრინცს შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა: მაღალი, მხარბეჭიანი, ქერა თმებითა და ცისფერი თვალებით... უაღრესად გულკეთილი, თავაზიანი. მიუხედავად მისი ამერიკული წამოშობისა, მაინც უფრო მეტად პარიზელს ჰგავდა, ვიდრე ამერიკელს. მან სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და ლეიტენანტის წოდება მიიღო. ამიტომ ძალიან ხშირად სამხედრო ფორმაში ჩაცმული დადიოდა, რითაც თავის მედიდურობასა და მოქნილ სხეულს განსაკუთრებით ხაზს უსვამდა. სალომე, პირიქით, სიფრიფანა და ტანდაბალი იყო, თუმცა საოცარი მომხიბვლელობა გააჩნდა. მისი დიდრონი შავი თვალები დაუძლეველ ეშხს აფრქვევდნენ. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და 1868 წლის 18 მაისს ქორწილიც გაიმართა.

„ვინ არის ეს სამეგრელოს თავადის ასული, რომელიც ახალგაზრდა მიურატს ცოლად გაჰყვა? იგი ხომ არაა ასული შამილის მიერ ერთ დროს ტყვედ წაყვანილი ქალისა, რომლის დაწერილი თავგადასავალი სადღაც წამიკითხავს?“ _ ეკითხებოდა მშვენიერი სალომეს შესახებ პროსპერ მერიმე რუს მწერალ ივან ტურგენევს.

96 VOYAGER 1/2015


მერიმეს მსგავსად, ევროპის მთელი მაღალი საზოგადოება დადიანისა და მიურატის ქორწინებით განსაკუთრებით დაინტერესდა. ჯვრისწერა ტიუილრის კარის ეკლესიაში, საფრანგეთის იმპერატორისა და დედოფალი ევგენია მონტიხის თანდასწრებით აღსრულდა. წყვილს რუსეთის მონარქმა ოცი ათასი, ხოლო იმპერატორმა ნაპოლეონმა თავის ძმისწულს ერთი მილიონი ფრანკი დაუნიშნა, მონსოს ბაღის ახლომდებარე პერეირასის მშვენიერი სასახლეც უყიდა. იმდროინდელი ფრანგული პრესა ახლად დაქორწინებული წყვილის შესახებ ბევრს წერდა. „პრინცესა სალომე დადიანი, _ ნათქვამია ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში, _ იყო გრაციოზული და წარმტაცი, როგორც დედამისი, ცხოვრობდა ლუვრის სასტუმროში. საფრანგეთის მაღალი წრის საზოგადოება თავს იყრიდა მათთან, დადიანების გვარის წარმომადგენლები დიდი ხანი მეფობდნენ სამეგრელოში, კავკასიის სამხრეთ პროვინციაში, სადაც, ამბობენ, რომ ქალები ლამაზები არიან“. 1870 წელს, საფრანგეთ-პრუსიის ომის დაწყებისთანავე, აშილ მიურატი, როგორც საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ III-ის ადიუტანტი, სასწრაფოდ გამოიძახეს. მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა: ნაპოლეონი და აშილი ტყვედ ჩაცვივდნენ, საფრანგეთის პარლამენტმა კი მონარქია გაუქმებულად გამოაცხადა. მიურატი ამ მოვლენის შემდეგ პოლიტიკას თანდათან ჩამოშორდა და სამეგრელოში, მეუღლის მამულში დასახლდა. განათლებულ და მეურნე ევროპელთა მსგავსად, გულმოდგინედ მიჰყო ხელი სოფლის მეურნეობას, გამოიწერა საფრანგეთიდან სხვადასხვაგვარი ვაზი და, ამავე დროს, ხელახლა მოაშენა ჩვენში თითქმის სრულიად გადაშენებული ოჯალეში, რომლისგანაც საუკეთესო ღვინოს აყენებდა. პრინცის ღვინომ იმდროინდელ საქართველოსა და ევროპაში განსაკუთრებით გაითქვა სახელი. მიურატი ქართველობას თავისი თავმდაბლობითა და უბრალოებით ხიბლავდა. იგი გლეხებთან ერთად დღედაღამ ბარავდა, თოხნიდა და მოსავალს უვლიდა; მათთან ერთად ნადირობდა; აარსებდა სკოლებსა და აფთიაქებს, გაჰყავდა გზები, უხვად აჯილდოებდა ღარიბ ოჯახებს. სხვათა თვალის დასანახად მიურატი საქართველოში თითქოს მშვენივრად მოეწყო და თავს ლაღად გრძნობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდებულ ფრანგს სამშობლოს დაუოკებელი ნოსტალგია უღრღნიდა გულს. დაკარგული ძალაუფლება და ქონება ხშირი დეპრესიის საბაბი იყო... 1895 წელს მისი თვითმკვლელობის შემზარავი ამბავი მთელ საქართველოს მოედო... პრინცი აშილი იქვე, ჭკადუაშის დაუმთავრებელი კათოლიკური ეკლესიის ეზოში საგანგებოდ მოწყობილ აკლდამაში დაკრძალეს. მეუღლის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ სალომემ სამშობლოზე გული აიცრუა და პარიზში გადასახლდა. დადიანების სასახლეში შემორჩენილია მისი ბოლო ფოტო, რომელზე გამოსახული სალომე ძალიან ჰგავს დედას; გვერდს შვილიშვილი უმშვენებს, მუხლებზე კი თეთრი ძაღლი უზის. სალომეს სახეზე განუსაზღვრელი დარდი და ტკივილი აღბეჭდვია. ამ ფოტოს გადაღებიდან დიდი ხანი არ გასულა, 1913 წლის ივლისში პარიზში სამეგრელოს მთავრის ერთ დროს ულამაზესი ქალიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მიიცვალა.

სალომე დადიანი და აშილ მიურატი

ამ ამბავმა უხმაუროდ ჩაიარა: არც ნეკროლოგი, არც სამძიმარი, ქართულ პრესას ერთი სიტყვაც არ დასცდენია... საქართველოსთან განშორება არ ინდომა სალომეს ქალიშვილმა ანტუანეტა კატერინა (ბებე) მიურატმა. ის მენშევიკების დროს სალხინოში ცხოვრობდა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე საქართველოს დატოვება მოუწია. ის ნიცაში გარდაიცვალა. საქართველოსთან გამოთხოვება სალომე და აშილ მიურატების შვილიშვილმა, არჩილ მიურატმა შეძლო. ის რვა წლის იყო, როცა პარიზიდან ზუგდიდში ჩამოიყვანეს. თვრამეტი წლისამ კი დედულეთი დატოვა და საფრანგეთის არმიაში დაიწყო სამსახური. 1965 წელს საგანგებო ნებართვის მიღების შემდეგ საქართველოს ესტუმრა... სალხინოში პრინცს სოფლის ყოველი კუთხე-კუნჭული დაუვლია, წინაპრების სასახლის ეზოში ერთბაშად ნაწვიმარ მიწაზე გაგორებულა, ტალახში ამოსვრილი ახალთახალი კოსტიუმი გაუხდია, სათუთად შეუხვევია და უთქვამს:

„მე ალბათ პარიზში მოვკვდები. ჩემს შვილებს ანდერძად ვუტოვებ, ამ ქართულმიწიანი კოსტიუმით დამკრძალონ. მინდა, დედულეთის საფიცარი მიწა სამარეში თან ჩავიტანო“.

97 VOYAGER 1/2015


სპ ორ ტ ი

ფრანგი მეკავშირე აკა მო რჩ ილ აძ ე ეს ამბავი ოცი წლის წინათ დაიწყო, როცა ოთხი ქართველი პატარა ფრანგულ გუნდებში აღმოჩნდა. ჩვენი რაგბის მაშინდელმა უფროსობამ საფრანგეთისკენ ქართველ მორაგბეთა დესანტი სწორ და კარგ საქმედ დაინახა და გზაც არა მხოლოდ გაიჭრა, არამედ გაფართოვდა.

Michel Yachvili tente de s'opposer à un départ des avants Springboks lancés par le troisième ligne aile Kleinte Grobler (ballon en main). 98 VOYAGER 1/2015


ქართული რაგბი ახლა ფრანგულადაც ლაპარაკობს, მაგრამ ფრანგი მეკავშირეები ადრეც არსებობდნენ.

დღეს უამრავი ქართველი მორაგბე საფრანგეთში თამაშობს: ყმაწვილები, ჭაბუკები, ზრდასრულნი, ჩვეულებრივები, იმედისმომცემნი, ვარსკვლავები _ სხვადასხვა გაქანებისა და სიძლიერის გუნდებში. ეს ამბავი ოცი წლის წინათ დაიწყო, როცა ოთხი ქართველი ჯერ პატარა ფრანგულ გუნდებში აღმოჩნდა. ჩვენი რაგბის მაშინდელმა უფროსობამ საფრანგეთისკენ ქართველ მორაგბეთა დესანტი სწორ და კარგ საქმედ დაინახა და გზაც არა მხოლოდ გაიჭრა, არამედ გაფართოვდა. მით უმეტეს, რომ ჩვენს ნაკრებს ფრანგი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში. ეს ფრანგული კავშირი ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ჩვენი რაგბისთვის, მორაგბეებისთვის, ნაკრებისთვის, უამრავი რამისთვის, რაც ალბათ პირდაპირ არ უკავშირდება სპორტს, მაგრამ კარგი რამ კი არის. მართალია, ქართული რაგბი ახლა ფრანგულადაც ლაპარაკობს, მაგრამ ფრანგი მეკავშირეები ადრეც არსებობდნენ. ცოტა უცნაური ამბებია, უფრო კი ჩვენი იმდროინდელი ცხოვრებით გამოწვეული, მაგრამ ნამდვილი. ძველად, როცა რაგბის ქართული თემი მცირე იყო და მის საყურებლად მხოლოდ შინაური და ამ თამაშში ღრმად გარკვეული ხალხი დადიოდა, რაგბის შესახებ სახალხოდ ცნობილი იყო რამდენიმე რაღაც, რაც უშუალოდ თამაშზე ნაკლებად იტყოდა რამეს. მაგალითად, ის, რომ მორაგბეები მაგრა ჩხუბობენ და ვისაც მორაგბე მეგობარი ჰყავს, იმას ქუჩაში არაფერი გაუჭირდება, რახან, თუ ჩხუბში მორაგბეები წამოგყვებიან, ცა ქუდად არ მიგაჩნია და დედამიწა ქალამნად. მით უმეტეს, რომ მორაგბეებს სულ სხვანაირი ერთობა აქვთ და სადაც ერთი, იქაც ყველა. ამიტომ მათი თემი როგორღაც ცალკე დგას მიღებული წესებისგან და უპირატეს კეთილშობილურად და ვაჟკაცურადაც გამოიყურება. თბილისის სტუდენტებში პოპულარული იყო რაგბი, როგორც ამოუცნობი, მაგრამ სასიამოვნო თემა, და მერე და მერე, როგორც ვარჯიშობა, მაგრამ ეს არ იყო სახალხო თამაში. როგორღაც მოსაწყენ სეირად ითვლებოდა. მაშინ ფეხბურთი იყო და უკან კალათბურთი მისდევდა. 99 VOYAG VOYAGER 1/2015


სპორტი

უბრალოდ, ასე იყო

ფრანგულ

ცნობილი, რომ რაგბის

კლუბებში ამჟამად

კარგი ხალხი თამაშობს;

71 ქართველი

ცოტათი სხვანაირი.

მორაგბე თამაშობს.

თუ სუფრებზე მოსმენილ ქართველ მორაგბეთა თავგადასავლებს არ ჩავთვლით, რაგბიზე

რა თქმა უნდა, რაგბის ხალხმა არა მხოლოდ მეტი, არამედ სიმართლეც იცოდა ამ კაცის შესახებ და ეგებ ეს ცოდნა დიდი არ იყო, მაგრამ ალბათ იმ წარმოსახვის საშუალებას არ იძლეოდა, რომელსაც ამ სახელისა და გვარის გამგონე უბრალო ადამიანის ფიქრი და გონება გასწვდებოდა. მიშელ იაშვილი მაშინ ჟღერდა დაახლოებით ისე, როგორც პრინცი მაჩაბელი, ერეკლე ბაგრატიონი, ბუჭუტა აბაშიძე, დიმიტრი ამილახვარი, ან რაღაც ასეთი.

მიშელ იაშვილი.

წარმოდგენით, რა თქმა უნდა, ძველ ემიგრანტთა შთამომავალი, თავადიშვილი, რაღაცა იდუმალება, თან რაგბი, რომელიც ჩვენ არ გვესმის, მაგრამ იქ, სადღაც განუმეორებელი და დიადი თამაშია. თანაც სამოყვარულო, ანუ მხოლოდ იმათი, ვისაც სულით უნდა მისი თამაში და არა ხელფასისთვის და გასამდიდრებლად. ეს ხატოვანი ფიქრები იყო.

გაისმოდა იგი მართლაც იმგვარი შორეულობითა და ძველი თავადური ტონალობით, რომ ზოგიერთი ხუმრობდა და არც მთლად ხუმრობდა კიდეც, საეჭვოა ამ გვარისა და სახელის კაცი არსებობდესო. კი, მართლა ლიტერატურულად ჟღერდა, მით უმეტეს, იმ წლებში: მიშელ იაშვილი.

საბედნიეროდ, დრო გამოიცვალა და ახლა ჩვენ ვიცით, რომ მიშელ იაშვილი იყო მეორე მსოფლიო ომის ტყვე ჯარისკაცის, იმ შალვაშარლ იაშვილის ვაჟი, რომელიც გერმანული ბანაკიდან გაიქცა, თავი მისცა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას და ომის შემდეგ სტალინურ საბჭოეთში ციხეში ჩასაჯდომად აღარ დაბრუნდა და იქავე დარჩა.

საუბრისას აქა-იქ გაისმოდა სრულიად მაგიური სახელი უცნობი და შორეული კაცისა:

100 VOYAGER 1/2015


მიშელ იაშვილი იყო პროფესიონალი პოლიციელი და მოყვარული მორაგბე, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად სლემიც მოახერხა და, საერთოდაც, დიდხანს ითამაშა რაგბი. ისიც ვიცით, რომ მისი სამივე ვაჟი მორაგბეა და იმათგან უფროსებმა უკვე ითამაშეს საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებებში. ამიტომ ის ძველი მითი და იდუმალი გვარსახელი აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს ნამდვილი ამბავი სარაგბო დინასტიის შესახებ. კარგი ამბავი. სწორი და რაღაცნაირად ლამაზიც. მაგრამ საფრანგეთი სხვა რამითაცაა გარეული ჩვენს სარაგბო ისტორიაში და ეს გარდამტეხი გარევაა. ჩვენი რაგბის მეისტორიეთ აქვთ ცნობები და კინოქრონიკაც კი, რომ რაგბის თამაშმა საქართველოში გასული საუკუნის განმავლობაში რამდენჯერმე იფეთქა და, თუმცა ნაირგვარ მიზეზთა გამო გაგრძელება და ყოველდღიურობა არ მოჰყოლია, თბილისში სტალინის დროს რაგბის ბურთებიც კი შეკერილა. ასე კი მოხდა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა ქალაქებში გამოჩნდნენ რეპატრიანტები, უცხოეთიდან მობრუნებული ემიგრანტები და მათი შთამომავლები. იმათგან ბევრი კი გადაასახლეს, მაგრამ არა მარსელელი ჟაკ ასპეკიანი, რომელიც ჯერ ერევანში ცხოვრობდა, მერე კი თბილისი ამჯობინა და აქ თერძად მსახურობდა. როგორც კი დათბობის დროება დადგა, ასპეკიანმა დაიწყო სიარული სპორტის მესვეურებთან და ორი წლის თავზე რაგბის სექციაც გამოსთხოვა მათ. მანამდე მას ასეთი რამ ერევანშიც ეცადა, მაგრამ იქაურ უფროსობას ბურჟუაზიული თამაში უარეყო. საბოლოოდ, სექცია შეიქმნა „გეპეის“ ბაზაზე, პირველი ვარჯიში კი 1959 წლის 15 ოქტომბერს, შუა კვირაში ჩატარდა იპოდრომზე, რომელიც მაშინ კარგა ხრიოკად გამოიყურებოდა. ასე დაიწყო უწყვეტი რაგბი საქართველოში. ასპეკიანმა კიდევ ორი სექცია დააარსა. ჯერ ფაბრიკა „ისანში“ და მერე კი სასოფლო ინსიტუტში. ეს კი იყო, რომ ბურთი მაშინ ერთი ჰქონიათ და პირველი ორი სექცია მას კენტ და ლუწ კვირის დღეებში ინაწილებდა.

_ აი, იცნობ ამას? ქართველია, _ გეუბნება მასპინძელი, _ ჩვენთან თამაშობს. უუუ, გიჟია, ნამდვილი გიჟი. სხვანაირად, აბა, როგორ?!

საქმე და თამაშიც თანდათან აეწყო. სამოციანი წლების შუაგულში ასპეკიანი საფრანგეთში დაბრუნდა, რაგბი კი საქართველოში დარჩა და დარჩა სამუდმაოდ. ასპეკიანი ენთუზიასტი იყო და მისი სარაგბო განსწავლულობის ჩხრეკისას ალბათ ბევრი რამ აღმოჩნდება ისეთი, რაც მას სპეციალისტად ვერ წარმოსახავს. მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. დასაწყისი ასეთი იყო.

საბოლოოდ, მაინც ისე გამოდის, რომ დღევანდელ ფრანგულ კავშირს ერთგვარი წინაპირობა ჰქონდა. ეს კი ძალიან საინტერესოა და კვლავ და კვლავ უცნაური. საერთოდ კიდევ, რაღაცნაირი შეგრძნებაა, როცა სამხრეთ საფრანგეთში, პატარა ქალაქის ერთადერთ მოედანზე, კაფეში ზიხარ და ხედავ, სუპერმარკეტიდან ბრგე, გაუპარსავი ახალგაზრდა კაცი გამოდის ხელებში ცელოფანის პარკებით და ზანტი, მაგრამ ღონიერი ნაბიჯით მიდის მანქანისკენ, რომელშიც ახალგაზრდა ქალი და, ასე, ერთი წლის ბავშვი ელიან. _ აი, იცნობ ამას? ქართველია, _ გეუბნება მასპინძელი, _ ჩვენთან თამაშობს. უუუ, გიჟია, ნამდვილი გიჟი. სხვანაირად, აბა, როგორ?!

101 VOYAGER 1/2015


მხატვრობა

ავტოპორტრეტი, ზეთი, ტილო, 1920

102 VOYAGER 1/2015


განწირული სუ ლი სკვე თება მა რი ნა ყი ფშ იძ ე

შეხვედრები დიდ და ცნობილ მხატვრებთან, დაკვირვება ბოჰემურ და ქალაქურ ყოფაზე ახალგაზრდებისთვის ძალზე საინტერესოა, მაგრამ ყველა ქართველი მხატვარი ერთხმად აღიარებს, რომ პარიზში შემოქმედებითი ვნებათაღელვა მიმცხრალია. კუბისტებისა და დადაისტების ძიებათა რევოლუციური ფაზა დასრულებულა და „ობივატელური“ მხატვრობა მომძლავრებულა. ქიქოძე და მისი მეგობრები ასეთ გამოფენებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, თუმცა სულ მალე გალერეა „ლეკორნში“ დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და შალვა ქიქოძის ერთობლივი გამოფენა გაიმართა, რომელმაც უცებ მოხიბლა პარიზის არტისტული საზოგადოება.

ნიღაბი, ტილო, ზეთი, პარიზი 1921

bebiisadmi, 1921 w. Zvirfaso bebiko, Cemo bebiko, rogor menatrebi, rom icode. yvelafers mirCevnia exla SenTan patara sasadilo magidasTan damsva. erTi boTli maWari, patara wiwila Semwvari, cxeli mWadi patara kveri yveliT _ bavSobaSi rom mikeTebdi. Sen ver warmoidgen, bebiko, rogori Zvirfasia CemTvis baxvis yoveli kunWuli, aqauri cxovreba uflebas ar maZlevs, rom xSirad vifiqro amaze, magram rodesac davfiqrdebi, mzada var mTeli evropa... vanacvalo Cems patara baxvs, ezos, WiSkars, qaTmebs, goWebs, vin mosTvlis. Sen Cemo bebiko, Cemi nazi siyvaruli da pirze kocna, icocxle da iyav janmrTelad... 103 VOYAGER 1/2015


მხატვრობა

მხატვრების ყავახანა პარიზში, ზეთი, ტილო, 1920

შორიახლოს გურიის მთები მოჩანს. ხეებით დაბურულ ეზოში, მოლზე პატარა ბიჭი ზის და გახუნებულ ქაღალდზე შავი ფანქრით გამალებული ხატავს, მაგრამ გრძნობს, რომ ხელი აღარ ემორჩილება. დროდადრო ფანქარი მარცხენაში გადააქვს. მალე ის ცაცია გახდება, რადგან მარჯვენა ხელი გაუჩერდება. თუმცა, ხატვას არასოდეს შეწყვეტს, პირიქით, ეს მისი ცხოვრების მთავარ საქმედ იქცევა, მის უდიდეს ვნებად და სიხარულად. შალვა ქიქოძე მუდმივად ებრძოდა ბედისწერას ხანმოკლე, 26-წლიანი სიცოცხლის განმავლობაში... „შალვა ქიქოძემ ხატვა თითქმის ლაპარაკთან ერთად დაიწყო... ის ფანქრით ხატავდა

ყველაფერს, რასაც შეეძლო შთაბეჭდილება მოეხდინა ამ პატრიარქალურ და იდილიურ გარემოში აღზრდილ ბავშვზე. ის ორი-სამი წლის იყო, როცა მარჯვენა ხელზე დამბლა დაეცა და იძულებული გახდა, მარცხენა ხელით ეხატა“, _ ასე იხსენებს ბიძაშვილს ერთ-ერთ წერილში ლიტერატორი და მკვლევარი გერონტი ქიქოძე. მხატვრის მამას, კოლეგიის რეგისტრატორს, რომელიც ერთხანს პედაგოგადაც მუშაობდა, ცხოვრების მთავარ მიზნად შვილისათვის უნაკლო განათლების მიცემა დაესახა და დადგა თუ არა ახალი საუკუნე, იმაზე დაიწყო ფიქრი, სად გაეგზავნა ვაჟი.

104 VOYAGER 1/2015


ლუქსემბურგის ბაღი, პარიზი, ზეთი, ტილო, 1920

mamisadmi, 1921 w. .... ukanasknel werilSi Sen wuxils gamoTqvamdi imis gamo, rom me Cems samuSaos aq ver Sevasrulebdi da ise davbrundebodi. Sen unda icode, mamaCemo, is rom, Tu me aq vzivar, es mxolod Cemi sam SoblosaTvis da yoveli dRe da saaTi awonili da Segnebuli maqvs da raki saxelmwifo miwevs mfarvelobas, imasac kargad vgrZnob, Tu ra didi valdebulebebi mekisreba amiT. me winaT gwerdi, Tu ranairad meZneleba me aseTi mfarveloba! meZneleba zneobisaTvis, misTvis, rom Cems Tavs Zalian kritikulad vucqeri... amisaTvisaa, rom saqmes ubralod ar vekidebi da xelcarieli ar davbrundebi... 105 VOYAGER 1/2015


მხატვრობა

სცენა თოჯინების ცხოვრებიდან, ქორწილი, ზეთი, ტილო, 1920

სულ მალე შვიდი წლის შალვა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში შეიყვანეს. ბიჭი შესანიშნავად სწავლობს, ხშირად განმარტოვდება ხოლმე მისთვის საგანგებოდ გამოყოფილ ოთახში, რომელშიც სახელოსნოს გამართავს და ჩვეული სწრაფი მონასმებით ხატავს. იგი ასურათებს ამირანის თქმულებას, თარგმნის კონან დოილის „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალს“ და ამ ნაწარმოებისთვის თავადვე ქმნის ილუსტრაციებს, არციმასუფრთხის,გიმნაზიისმკაცრიპედაგოგებისკარიკატურები ხატოს. ერთი სიტყვით, სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობს და ხეიბრობას არ იმჩნევს. ლადო გუდიაშვილი, რომელიც გიმნაზიაში შალვა ქიქოძესთან ერთად სწავლობდა, იგონებს: „ის მკვირცხლი ბუნების, გამხდარი, მაღალი, ლამაზი, ენამახვილი, უაღრესად განათლებული ახალგაზრდა იყო... ჰქონდა კიდევ ერთი საინტერესო თვისება _ ცხოვრების იუმორის პრიზმაში დანახვის უნარი...“ როგორც კი გიმნაზიას დაასრულებს, შალვას „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ სტიპენდიას უნიშნავს და 1914 წელს იგი მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სასწავლებლად მიემგზავრება. მალე ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების ინსტიტუტშიც ირიცხება და ორივე სასწავლებელში ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტია. როგორც სერგო კლდიაშვილი იგონებს, შალვა ქიქოძე „მალაია ბრონნაიაზე“ უმშვენიერეს სახელოსნოს მოიწყობს და ახალგაზრდები ღამეებს ათენებენ ინელექტუალურ საუბრებში; შესანიშნავად იცის ხელოვნების ისტორია და გატაცებულია მისი თანამედროვე ფრანგული ხელოვნებით;

აღფრთოვანებით საუბრობს ვან გოგსა და გოგენზე; ქიქოძე ქმნის კარიკატურებს, ჩანახატებსა და მეგობრულ შარჟებს რუსული ჟურნალებისთვის, თანამშრომლობს თეატრებთან. სხვათა შორის, მოსკოვის თეატრალურ მუზეუმში დაცულია იმ პერიოდში შალვა ქიქოძის მიერ თეატრ-კაბარე „ღამურასათვის“ მოხატული ფარდა. თბილისში, 1910-იანი წლებიდან მოყოლებული, მხატვრულლიტერატურულ ცხოვრებაში ავანგარდისტული ნაკადები ბობოქრობს. მრავალი გაერთიანება ცდილობს თვითდამკვიდრებას. მოძრაობას, რომელიც ფუტურისტული ლოზუნგებით გამოდის, სათავეში ძმები ზდანევიჩები უდგანან. ისინი ევროპული თანამედროვე ხელოვნების შემოქმედებითად გააზრებას და ქართულ ნიადაგზე გადმოტანას ცდილობენ. 1916 წელს სამშობლოში არდადეგებზე ჩამოსული შალვა ქიქოძე „ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას“ უერთდება და მეგობრებთან ერთად ლამის მთელ საქართველოს მოივლის, მონაწილეობს სამხატვრო-სამეცნიერო ექსპედიციებში. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 20 წელი ის-ისაა შეუსრულდა, მიზანსწრაფულად და დაუღალავად მუშაობს: ფერწერის გარდა მისი საყვარელი სფერო თეატრია, და კიდევ _ პრესა. ხატავს კარიკატურებსა და შარჟებს ჟურნალებისთვის, თანაც, არასოდეს ღალატობს იუმორისა და ზომიერების გრძნობა. ამ დროის გრაფიკულ ნამუშევართა შორისაა ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტიც. ქიქოძე ქმნის კოსტიუმებსა და დეკორაციებს თეატრისთვის, რომლებიც, სამწუხაროდ, არ შემორ-

106 VOYAGER 1/2015


სცენა თოჯინების ცხოვრებიდან, კოცნა, ტილო, ზეთი, 1920

ჩენილა. ვერიკო ანჯაფარიძე იგონებს, რომ ახალგაზრდა მხატვარს სურდა, დაემარცხებინა კონსერვატიული მიდგომა თეატრალური სამოსისადმი და სრულიად ორიგინალური იდეები ჰქონდა, ხოლო ერთ სპექტაკლში მისთვის ძალიან თხელი, გვერდზე შეჭრილი კაბა შექმნა და მაყურებლის წინაშე მსახიობი ლამის ნახევრად შიშველი წარდგა. 1917 რევოლუციის შემდეგ „დამსხვრეული ოცნებებითა და გაურკვევლობის ბინდით მოცული“ ინტელექტუალები რუსეთიდან თავისუფალი საქართველოსკენ გამოემართნენ. შალვა ქიქოძე და მისი მეგობრები მათთან ერთად ექსპერიმენტულ წრეებს ქმნიან, იკრიბებიან კაფეებში, რომელთა კედლები მათ მიერვეა მოხატული. პოეტები და მწერლები კითხულობენ თხზულებებს, ლექციებს, იმართება დისკუსიები, თეატრალიზებული და საქველმოქმედო საღამოები... შალვა ქიქოძის იმდროინდელ ნამუშევრებში (მაგ., „ავტოპორტრეტი“) რუსული აკადემიური სკოლის გავლენა იგრძნობა, მაგრამ მხატვრის ინდივიდუალობა ნაწარმოებებს არნახული შინაგანი ენერგიით ავსებს. აქ უკვე აშკარაა ის მუხტი, რომელიც შემდგომ იჩენს თავს და ქიქოძეს გერმანულ ექსპრესიონიზმთან აახლოებს. ამავე ხანებშია შექმნილი მისი შესანიშნავი „ქალაქიც“ _ იმპრესიონიზმის შორეული, გაბედული გამოძახილი. 1919 წლის მაისში ქართველ მხატვართა საზოგადოებამ მოაწყო გამოფენა, რომლის შემდეგ დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე და ლადო გუდიაშვილი დაჯილდოვდნენ სტიპენდიით პარიზში სასწავლებლად. შალვა ქიქოძის საბედისწერო უცხოური ოდისეა

1920 წლის 13 იანვარს დაიწყო და, სამწუხაროდ, წელიწადნახევარზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა.... შეხვედრები დიდ და ცნობილ მხატვრებთან, დაკვირვება ბოჰემურ და ქალაქურ ყოფაზე ახალგაზრდებისთვის ძალზე საინტერესოა, მაგრამ ყველა ქართველი მხატვარი ერთხმად აღიარებს, რომ პარიზში შემოქმედებითი ვნებათაღელვა მიმცხრალია. კუბისტებისა და დადაისტების ძიებათა რევოლუციური ფაზა დასრულებულა და `ობივატელური~ მხატვრობა მომძლავრებულა. ქიქოძე და მისი მეგობრები ასეთ გამოფენებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, თუმცა სულ მალე გალერეა `ლეკორნში~ დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და შალვა ქიქოძის ერთობლივი გამოფენა გაიმართა, რომელმაც უცებ მოხიბლა პარიზის არტისტული საზოგადოება. 1921 წელს ქიქოძე მონაწილეობს დამოუკიდებელ მხატვართა ყოველწლიურ ჩვენებაში, გამოფენს ნამუშევრებს „დამოუკიდებელთა სალონში“. ქიქოძის ნამუშევრებში ჩანდა დიდი ქალაქის დამღლელი გავლენა, ბოჰემური კაფეების გარემო და ექსპრესიონისტული ძიებები, თემები, რომლებიც ეხმაურება მოდერნს და ფორმები, რომლებიც უახლოვდება ნეოპრიმიტივიზმს („სამი მხატვარი პარიზში“, „კაფეში“, „მარიონეტების ცხოვრებიდან“); მისწრაფება მისტიკურ-სიურეალისტური მიმართულებისაკენ (მაგ., „უდროოდ დაღუპული მეგობრის მოსაგონებლად“), რომელიც სრული სიახლე იყო ქართულ მხატვრობაში და 26 წლის მხატვრის გარდაცვალებასთან ერთად დასრულდა.

107 VOYAGER 1/2015


ეძიე ქალი

ბიძინა ბარათაშვილი ბ ქალი საფრანგეთში უნიკალური ფენომენია. ფენომენია დღემდე ქვეყნის სიმბოლოდ ფრიგიული ჩაჩით თავშებურვილი მარიანა მიიჩნევა, რომლის გამოსახულებაც, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო მარიანა“ მსოფლიოში სრულიად დაწესებულებას ამშვენებს. 1792 წლიდან მოყოლებული, „მარიანა საფრანგეთის მეტსახელადაც იქცა! გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მის სახედ გამორჩეული ფრანგი ლამაზმანები გვევლინებიან: ბრიჯიტ ბარდო, მიშელ მორგანი, მირეი მატიე, კატრინ დენევი, ლეტიცია კასტა, ეველინ ტომა, სოფი მარსო...

ფრანგი ქალი დღემდე რჩება ელეგანტურობის, მომხიბვლელობისა და მაგნიტური მიმზიდველობის ეტალონად – აი, ისეთად, როგორც მას ანუკ ემე ასახიერებს კლოდ ლელუშის ფილმში „მამაკაცი და ქალი“. რომელ ჩვენგანს არ უოცნებია, გაეცვალა ადგილი ჟან-ლუი ტრენტინიანისთვის, მანქანით გადაესერა ნახევარი ქვეყანა და სადგურში დახვედროდა საყვარელ ქალს ერთი გაკვირვებული ღიმილის სანაცვლოდ?!

სონებს, მეორე _ ნიკოლა სარკოზიმ 2010 წელს „კინოს ხატად“ გამოაცხადა და საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა, ჩვენ კი უკვე მის გვარსაც ფრანგულ ყაიდაზე გამოვთქვამთ – ბისე... აღარაფერს ვამბობ გერმანელი ემა აუგუსტა შვეინბერგერისა და ალჟირელი მოჰამედ შერიფ აჯანის ქალიშვილ იზაბელზე, რომლის გენებშიც „ფრანგული“ არაფერია, მაგრამ ის ყველა ფრანგზე ფრანგია!

არ არსებობს მამაკაცი, რომელსაც პარიზში ყოფნისას მზერა არ მოუწყვეტია ღირსშესანიშნაობების თვალიერებისთვის და უნებლიედ არ გაუყოლებია თვალი იქვე ჩავლილი, თითქოსდა არაფრით გამორჩეული ქალისთვის.

მხოლოდ ორი ფრანგი ქალი გახდა ისე ფენომენალურად წარმატებული, რომ მთელი მსოფლიო მათ გვარ-სახელის პირველი ასოებით იცნობს და მოიხსენიებს _ „C.C.“ და „B.B.“ _ კოკო შანელი და ბრიჯიტ ბარდო.

ფსიქოლოგები ამ ფენომენს დღემდე უშედეგოდ სწავლობენ და ვერაფრით თანხმდებიან მისი გამომწვევი მიზეზების თაობაზე. ყველა მოსაზრებას განსხვავებული ახსნა აქვს. საბოლოო დასკვნა კი იმაში მდგომარეობს, რომ ფრანგებს ვერავინ შეედრება ქალურობაში!

ფრანგი ქალი გამახსოვრდება! ის არასოდეს მიჰყვება სტერეოტიპს, თვითონ ირჩევს ქცევის მანერასა და გარეგნობას, ყოველთვის ახსოვს თავისი სქესი, აცნობიერებს, რა ქვეყანაში ცხოვრობს და რა კულტურას წარმოადგენს.

ჩემი მოკრძალებული აზრით, „ფრანგქალობა“ საუკეთესო ქალური თვისებების კრებული და სულიერი მდგომარეობა უფროა, ვიდრე ეროვნების განმსაზღვრელი კატეგორია. შეუძლებელია, ქალი გარუსდეს, გაქართველდეს ან გაგერმანელდეს – ფრანგ ქალად „ქცევის“ მაგალითებს კი ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. შორს რომ არ ვიაროთ, ისევ კინოსამყაროს მივუბრუნდეთ. 1957 წელს დანიელი გოგონა ჰანე კარინ ბაიერი პარიზში ჩავიდა და რამდენიმე წლის შემდეგ ჟან-ლუკ გოდარის მუზად, ადგილობრივი ქალის იდეალად შერაცხულ ანა კარინად იქცა, ფრანგულად ამღერდა და ისტორიული სამშობლოსკენ აღარც გაუხედავს; ან კი ვის ახსოვს, რომ ჯეინ ბირკინი და ჟაკლინ ბისეტი ბრიტანელები არიან? პირველი _ დღემდე ფრანგულად მღერის გარდაცვლილი მეუღლის, სერჟ გინსბურგის შან-

უნისექსი და ერთნაირი საოფისე ტანსაცმელი იქ მოდაში არ არის! ფრანგი ქალის მიხრა-მოხრა, სიარული, ეტიკეტი სუფრასთან, მანერები... _ მას ყველგან ბუნებრიობა გამოარჩევს; არასოდეს მალავს ფიზიკურ ნაკლს, არ ისწორებს ხუჭუჭ თმას ან პირიქით; ნაკლსაც კი საკუთარი იმიჯისათვის ორიგინალობის მისანიჭებლად იყენებს. არაფერს იჭრის, არ იდიდებს, არ იპატარავებს; იკვებება საუკეთესო ხარისხის პროდუქტით და არ ცნობს „ფასტ-ფუდს“! სამაგიეროდ, ცდილობს, გააღრმაოს საკუთარი ღირსებები და იპოვოს ის, ვინც ამას ჯეროვნად დააფასებს. სტილის გრძნობა და სექსუალურობა სისხლში აქვს _ ავტომატურ რეჟიმში; მაშინაც კი, როცა არ ცდილობს, რომელიმე კონკრეტულ მამაკაცს მოაწონოს თავი. ბრენდის ლეიბლს მალავს – მისთვის ეს კარგი ტონია. იქ დღემდე აქტუალურია კოკო შანელის დევიზი: „ინდივიდუალური

108 VOYAGER 1/2015


მხოლოდ ორი ფრანგი ქალი გახდა ისე ფენომენალურად წარმატებული, რომ მთელი მსოფლიო მათ გვარსახელის პირველი ასოებით იცნობს და მოიხსენიებს _ C.C. და B.B. _ კოკო შანელი და ბრიჯიტ ბარდო.

გემოვნება გადამწყვეტია, საყოველთაოდ აღიარებული კი არაფერს ნიშნავს!“ ინტუიციით გამორჩეული და გაცნობისას უკომპლექსო, პირველ პაემანზე ყოველთვის უშუალოა; ისეთი, როგორიც თვითონ მოსწონს. მოკლე კაბა და მაღალი ქუსლები მისთვის სულაც არაა აუცილებელი ატრიბუტი. თუ პაემანის გაგრძელებას დათანხმდა, მამაკაცით რომ მოიხიბლოს, მისგან ჭკუას, ინტელექტსა და ენაწყლიანობას ელის... ურთიერთობისას ფრანგი ქალი რამდენიმე ურყევ პოსტულატს იყენებს: მას გულწრფელად უყვარს მამაკაცი და ცდილობს, ჩვენში მხოლოდ საუკეთესო დაინახოს; დაახლოებით ამგვარი პრინციპი გააჩნია: რაში მაინტერესებს მისი ნაკლოვანებები?! შეიძლება ის ვიღაცისთვის ცუდია, ჩემთვის კი _ საუკეთესო! ნუ ეცდები მამაკაცის შეცვლას. ნუ დახარჯავ დროს უქმად – ან შეეწყვე მის ხასიათს, ან სხვა ეძებე. შენი წარსული მამაკაცს არ აინტერესებს. ამიტომაც ფრანგი ქალი არ გიყვება დუხჭირი ცხოვრების გრძელ და მოსაწყენ ისტორიას. არასოდეს საუბრობს იმაზე, თუ რა ცუდი იყო მისი ყოფილი შყვარებული. ყოველთვის იტოვებს რაღაც უთქმელს, რითაც მისდამი ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს. მამაკაცი დღეს და აქ! არანაირი გადაჭარბებული მოთხოვნა... უფლისწული თეთრ ცხენზე – ქიმერაა! მამაკაცი უნდა გაწყობდეს მოცემულ დროს და მოცემულ ადგილას. მომწონს, მოვწონვარ? დამთავრდა!!! ფრანგი ქალი არ მორცხვობს. გაცნობის წუთიდან იწყებს ფლირტს. მისთვის ეს ისევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ჰაერი! ამასთან, სრულიად არ აღელვებს არც საკუთარი და, მით უმეტეს, არც თქვენი ოჯახური სტატუსი – ცოლიანი ხართ თუ არა, თან გახლავთ ან საერთოდ გყავთ თუ არა მეგობარი ქალი? თუ მოეწონეთ, არანაირი დაბრკოლება აღარ არსებობს. 109 VOYAGER 1/2015


ეძიე ქალი

ოღონდ, არ იფიქროთ, რომ ასეთ დროს ის საკუთარი თავის პატივისცემას კარგავს. უყურადღებობა მისთვის ყველაზე მძიმე შეურაცხყოფაა. ერიდება სკანდალებსა და საჯარო კონფლიქტებს, ყოველთვის ინარჩუნებს ღიმილს, სიცოცხლით ხარობს, საკუთარი პრობლემებით არასოდეს გაწუხებს და მსუბუქი ხასიათით იწონებს თავს. მას საოცრად უყვარს სიცოცხლე და არც ცხოვრების ახლიდან დაწყება უჭირს. ამასთან, ასაკს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ის ხშირად იცვლის იმიჯს, ზოგჯერ 50 ან 60 წლის ასაკშიც კი. ეს მას სასიცოცხლო ტონუსისა და ყოველდღიური დინამიკის შენარჩუნებაში ეხმარება. სექსუალობა თანამედროვე ფრანგული ყოფის მთავარი ნერვია. იქ ყველაფერი სექსუალურობა – რეკლამა, ტელეწამყვანები, ჟურნალების გარეკანი, მეტეოკომენტატორების ხმის ტემბრიც კი... ამასთან, იშვიათია ხორციელი, „სექსბომბური“ მიმზიდველობა, უფრო ნიმფეტური ტიპისა ჭარბობს _ ბიჭურად ვიწრო თეძოები, პატარა მკერდი, ოდნავ დაძაბული, ინტერესის გამომხატველი მზერა. ფრანგი ნიმფეტა სულაც არაა ნაბოკოვის ლოლიტასებური – აქ ნიმფეტურობა ასაკობრივი კატეგორია კი არა, უბრალოდ, თანდაყოლილი ქალური თვისებაა. ქუჩაშიც და კოტ დ’აზურის პლაჟებზეც ხშირად შეხვდებით მკერდმოშიშვლებულ ასაკოვან ნიმფეტებს, რომელთა ნაოჭები უფრო ბუნების შეცდომად მოგეჩვენებათ, ვიდრე დროის მიერ დასმულ დაღად... მახსოვს, ორიოდე წლის წინ კანის კრუაზეტზე ნანახი დაუვიწყარი სურათი – ჯოხზე დაყრდნობილი 60-ს გადაცილებული ქალი თვალებანთებული აკვირდებოდა ვიტრინაში გამოფენილ მოდურ, მაქმანებიან „სტრინგებს“ და თითქოს იქვე იზომებდა! ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მსგავსი რამ დამცინავ ღიმილს გამოიწვევდა, საფრანგეთში კი ეს სრულიად ბუნებრივად აღიქმება – ქალი ყოველთვის ქალია! ამის შემხედვარე, ადვილად იჯერებ, რომ სარა ბერნარი, რომელსაც 1915 წელს ფეხი მოჰკვეთეს, სიკვდილამდე იცვლიდა ნორჩ საყვარლებს... შემთხვევითი არაა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის შვილები სწორედ პარიზში ქმნიან თავიანთ ყველაზე ვნებიან, გიჟურ ნაწარმოებებს იქაური ქალბატონების ეშხით შთაგონებულნი. ჟოზიანას სიყვარულში არგენტინელი ხულიო კორტასარი დროსა და სივრცეში დაიკარგა პარიზი-ბუენოსაირესის „მეორე ცის“ ქვეშ, მშობლიური ქალაქის კედლებზე დახატული ნაცემი ქალის „გრაფიტიში“ კი ფრანგული ნაკვთები ამოიკითხა; ამერიკელმა ირვინ შოუმ ნიცის „ნეგრესკო“ „ოტელ ბიზანტიად“ აქცია და გულისშემძვრელად მოიწყინა კრისტინას „ფრანგულ ყაიდაზე“ დაკარგვის შემდეგ; ერნესტ ჰემინგუეი და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი მონპარნასის კაფე „როტონდაში“ დავობდნენ ხუან მიროსა და პაბლო პიკასოს შემოქმედებაზე იქვე, კუთხეში მოკალათებული „აბსენტიანი ქალის“ ღიმილის თანხლებით; ინგლისელმა ჯეიმს ოლდრიჯმა კი, რომელიც მთელი ცხოვრება მათთან მეგობრობას ნატრობდა, ოცნება ნორჩი ბოსკენ ნასროლი „უკანასკნელი მზერით“ აიხდინა... მოკლედ, თუ გილხინთ ან გიჭირთ, მოწყენილს გამგონი გაკლიათ, ვერავის უზიარებთ მოძალებულ გრძნობებს, სიყვარულს ან თავგადასავალს ეძებთ, წადით საფრანგეთში და ენდეთ ალექსანდრე დიუმას რჩევას: Cherchez La Femme! ეძებეთ ქალი!

moCvenebiTi brwyinvaleba ოქტომბერში პარიზის ორსეს მუზეუმი თავის დარბაზებს მეტად საინტერესო გამოფენას დაუთმობს: `moCvenebiTi ბრწყინვალება. სურათები მეძავთა ცხოვრებიდან. 1850-1910~. ფრანგული ფერწერა მართლაც გადაუხდელ ვალშია იქაურ კურტიზანებსა და მეძავებთან. სწორედ ისინი იქცნენ მხატვართა პირველ ნატურებად...

110 VOYAGER 1/2015


1. ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი, სალონი რუ დე მულენის ქუჩაზე, 1894, ტულუზ ლოტრეკის მუზეუმი, ალბი. 111 VOYAGER 1/2015

1


ეძიე ქალი

2

3

2. ედუარდ მანე, ოლიმპია, 1863, ორსეს მუზეუმი, პარიზი. 3. ედგარ დეგა, სერიოზული კლიენტი, 1879, კანადის ეროვნული გალერეა, ოტავა. 4. ჟან ლუი ფორენი, კლიენტი, 1878, დიქსონის გალერეის და ბაღების კოლექცია, მემფისი. 5. ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი, მარტო, 1896, ორსეს მუზეუმი, პარიზი. 6. ედგარ დეგა, სამი ქალი ბორდელში, 1880. 7. ედუარდ მანე, ქალი იკრავს წვივსაკრავს, 1878, ორდრაფგარდის კოლექცია, კოპენჰაგენი. 8. ედგარ დეგა, ქალბატონის სახელობის დღე, 1879, პიკასოს მუზეუმი, პარიზი. 9. ედგარ დეგა, საუბარი, 1879, კერძო კოლექცია, შვეიცარია.

4 პარიზი სიყვარულის ქალაქიაო, ალბათ გაგიგონიათ. ეს განსაზღვრება მთელ საფრანგეთს ეხება და ამაშიც გადამწყვეტი როლი ფრანგ ქალებს მიუძღვით. არც ერთი ქვეყნის ისტორიაში არ უთამაშიათ მეფეთა ფავორიტებს იმხელა როლი, როგორიც საფრანგეთში. შუა საუკუნეების ევროპის ისტორიაც ხომ ძირითადად ლუვრისა და ვერსალის საძინებლებში იწერებოდა. ყველაფერი ჯერ კიდევ VIII საუკუნეში პიპინ II-ის კონკუბინა ალპაიდათი დაიწყო. მერე იყვნენ შარლ VII და ანიეს სორელი, რომელსაც ჟანა დ’არკს ადარებდნენ და ინგლისელთაგან საფრანგეთის გათავისუფლებას მიაწერდნენ _ ქალი, რომლის ვნებიან სილამაზესაც თვით რომის პაპი პიუს II 112 VOYAGER 1/2015

აღიარებდა; ანრი II-ის საყვარელი დიანა დე პუატიე, რომელმაც ცბიერებით განთქმული დედოფალი ეკატერინე მედიჩიც კი დაჩრდილა და მეფის სიკვდილამდე ერთპიროვნულად განაგებდა ქვეყანას; ლუი XV-ის ფავორიტი მადამ დე პომპადური, რომლის ჩარევამ სახელმწიფო საქმეებში დიდწილად განაპირობა საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია. ცალკე თემაა კურტიზანები და მათი გავლენა იქაური ცხოვრების წესზე, ზოგადად, ფრანგულ კულტურაზე. მართალია, ამ ტრადიციას საფუძველი ანტიკურ საბერძნეთსა და რომში ჩაეყარა და შუა საუკუნეების იტალიასაც ეთქმოდა თავისი წონადი სიტყვა, მაგრამ ფრანგებმა ამ შემთხვევაშიც ყველას აჯობეს.


5

6

7

8

გადაავლეთ თვალი XVIII-XIX საუკუნეთა ფრანგულ ლიტერატურას და თავად დარწმუნდებით: ბალზაკისეული ესთერი, აბატი პრევოს მანონ ლესკო, ზოლას ნანა, ჰიუგოს მარიონ დელორმი და დიუმა უმცროსის მარგარიტა გოტიე ქალის ეტალონებად უფრო აღიქმებიან, ვიდრე ზნედაცემულ დიაცებად. საზოგადოებრივი მორალი აქ უკანა პლანზე გადავიდა და ხორციელ სიყვარულს არნახული თავისუფლება უბოძა.

`მე ვწვები მამაკაცებთან, მაგრამ არ ვიყიდები!~

XVIII-XIX სს. პარიზში, მადამ დე სტალისა და მადამ რეკამიეს სალონების პარალელურად, ცნობილ კურტიზანთა სალონები გაიხსნა და კიდევ საკითხავია, სად უკეთესი საზოგადოება იყრიდა თავს. მოლიერი, ვოლტერი, რასინი, ლაროშფუკო, შარლ პერო, ლაფონტენი, ეჟენ

9 113 VOYAGER 1/2015

სიუ, ალფრედ დე მიუსე, როჟე დე ბოვუარი, ფერენც ლისტი, თეოფილ გოტიე, შარლ ბოდლერი და ვიქტორ ჰიუგო, ნაპოლეონ III – ყველანი კურტიზანთა ტრფიალნი იყვნენ და მათთან ინტელექტუალურ საუბრებში ატარებდნენ დროს. რაც ყველაზე საინტერესოა, ლიტერატურული გმირების პროტოტიპები რეალურ ცხოვრებაში კიდევ უფრო გავლენიანები და დაფასებულნი იყვნენ. აქ ფანტაზია და რეალობა ისეა გადაჯაჭვული, რომ ძნელია მათი გარჩევა... ნურც ვეცდებით... მარიონ დელორმმა ერთმანეთის მიყოლებით დაატყვევა ალექსანდრე დიუმა უფროსის გმირთა მთელი თანავარსკვლავედი: კარდინალი რიშელიე, ჰერცოგი ბაკინგემი,


ეძიე ქალი

10

11

პრინცები _ კონდე, კონტი, დაბოლოს, თვით ლუი XIII. ვიქტორ ჰიუგომ მას რომანი მიუძღვნა, დიუმამ კი მილედის, იგივე ლედი ვინტერის პროტოტიპად გამოიყენა. `მე ვწვები მამაკაცებთან, მაგრამ არ ვიყიდები!~ _ მხოლოდ ფრანგ კურტიზან ნინონ დე ლანკლოს შეეძლო ასე ელეგანტურად ეთქვა უარი ყოვლისშემძლე კარდინალი რიშელიეს შეთავაზებაზე – 50 ათასი ფრანკი ერთ ღამეში! ეს ქალბატონი საერთოდ გამოირჩეოდა თავისი მაქსიმებით: `აირჩიეთ: ან გიყვარდეთ ქალები, ან გესმოდეთ მათი!~ _ დაუბარა მან 70 წლის ასაკში ბარონ სიგიზმუნდ ბანიეს, რომელსაც ნინონი 19 წლისა ეგონა (!!!) და ცოტა ხანში მის გამო გამართულ დუელს შეეწირა...

და ბომარშეს მუზა. `ქალი ეძლევა ღმერთს, როდესაც მას ეშმაკი ივიწყებს! – ამბობდა ის, – ქალის გული ვარდს ჰგავს, ყოველ მამაკაცს მიაქვს თითო ფურცელი, ქმარს კი მხოლოდ ეკლები რჩება!~

`აირჩიეთ: ან გიყვარდეთ ქალები, ან გესმოდეთ მათი!~

მოგვიანებით სენტ ევრემონის თხოვნით დაწერილ წიგნში ნინონმა ერთი სიტყვაც კი არ დაუთმო თავის სასიყვარულო თავგადასავლებს და გადაწყვეტილება ჩვეული მახვილგონიერებით ახსნა: `ეს წიგნი ჩემი პორტრეტია, ოღონდ _ წელს ზემოთ~. არანაკლებ ენამოსწრებული გახლდათ მადლენ სოფი არნუ – თავისი ეპოქის საუკეთესო სოპრანო, მსახიობი და კურტიზანი _ ვოლტერის, დიდროსა

ალექსანდრ დიუმა უმცროსისა და მარი დიუპლესის ერთწლიანი რომანი კი მის საუკეთესო ნაწარმოებსა (`ქალი კამელიებით~) და ჯუზეპე ვერდის `ტრავიატას~ დაედო საფუძვლად. დიუმას მიერ განშორებისას მისდამი მიწერილი წერილი დღემდე რჩება ეპისტოლარული ჟანრის შედევრად: `ძვირფასო მარი, მე არ ვარ იმდენად მდიდარი, რომ მიყვარდე ისე, როგორც მინდა და არც ისე ღარიბი, რომ გიყვარდე ისე, როგორც შენ გსურს! ...შენ მეტისმეტად კეთილშობილი ხარ, რომ ვერ გაიგო ამის მიზეზი და საკმარისად გონიერი, რათა მაპატიო!~ ოქტომბერში პარიზის ორსეს მუზეუმი თავის დარბაზებს საინტერესო გამოფენას დაუთმობს: `მოჩვენებითი ბრწყინვალება. სურათები მეძავთა ცხოვრებიდან. 1850-1910“. ფრანგული ფერწერა მართლაც გადაუხდელ ვალშია იქაურ კურტიზანებსა და მეძავებთან. სწორედ ისინი იქცნენ მხატვართა პირველ ნატურებად. ედუარდ მანემ `ოლიმპიას“ ნატურად მოდელი

114 VOYAGER 1/2015


10. ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი, მულენ რუჟი: ლაგულუ, აფიშა, 1891. 11. ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი, სამედიცინო შემოწმება რუ დე მულენის ბორდელში (1894). 12. ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი, ცეკვა მულენ რუჟში, 1890 ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმი. 13. ედგარ დეგა, აბსენტი, 1876, ორსეს მუზეუმი, პარიზი.

12

ვიქტორია მიორანი გამოიყენა, თუმცა ამბობენ, რომ მანეს მუზა ნაპოლეონ III-ის საყვარელი კურტიზანი მარგარიტა ბელანჟე გახლდათ. მანე, პოლ სეზანი, ედგარ დეგა, ოგიუსტ რენუარი, ანრი ჟერვე და იმ ეპოქის უამრავი შემოქმედი შთაგონებას სწორედ მეძავთა საზოგადოებაში პოულობდნენ. ან კი როგორ შეიძლებოდა აბსენტისტ და ნარკომან ჯუჯას, ანრი დე ტულუზლოტრეკს შეექმნა თავისი შედევრები, რომ არა `მულენ რუჟის“ მოცეკვავენი და მათი ვნებიანი `კანკანი“: შარლ ზიდლერის მიერ ნაპოვნი ივეტა გილბერი, ლა გულუ და ჟანა ავრილი ლოტრეკის გენიის მუზები გახლდნენ; და მათ გარეშე მისი ნახატები სიცოცხლესა და ეშხს დაკარგავდა. საერთოდ, `მულენ რუჟი“ _ განსაკუთრებული კულტურული ფენომენია, სწორედ აქ 1893 წელს მოეწყო პირველი სტრიპტიზი, აქ ჩაისახა `მშვენიერი ეპოქის“ (Belle Époque) სულისკვეთება. დღევანდელი `ლიდო“, `ქრეიზი ჰორსი“ და სხვა მსგავსი შოუები იქაური ტრადიციების გამოძახილია მხოლოდ... მთავარი პრინციპი მარტივია: აქ ყველა საერთო დღესასწაულის ნაწილია – უელსის პრინცი, პიკასო, ჰერბერტ უელსი, თქვენ და მე...

დღესაც ალბათ იმიტომ ვდგებით უყოყმანოდ ბილეთების უგრძეს რიგში კლიშის ბულვარზე, რომ იმედი გვაქვს, რაღაც უკვდავი, ვნებიანი, მიმზიდველი სანახაობის ნაწილად ვიქცევით...

13 115 VOYAGER 1/2015


წიგნeბი

C’est étrange une amnésie. Comme une réponse à une question qu’on ignore.

1

monatreba da sicariele

2

gaqceva iq, sadac ar uyvarxar

3

SeviyvaroT is, vinc xeli daibana

ამელი ნოტომი

ერიკ-ემანუელ შმიტი

ერიკ-ემანუილ შმიტი

ტკბილი ნოსტალგია

ულისე ბაღდადიდან

პილატეს სახარება

თარგმნა მაია ქაცანაშვილმა

თარგმნა მერაბ ფიფიამ

თარგმნა მერაბ ფიფიამ

ვისაც უყვარს სხვათა დღიურებისა და წერილების კითხვა, ეს პატარა წიგნი მათთვის სწორედ ნუგბარი ლუკმაა. სხვა მხრივ, ეს მონათხრობი განსაკუთრებული ღირსებებით არ გამოირჩევა. ის ერთდროულად მხატვრული ნაწარმოებიცაა და გულახდილი მემუარებიც. ამიტომაც გახდა ბესტსელერი, და კიდევ იმიტომ, რომ ამელი ნოტომს ეკუთვნის _ ბელგიელ ფრანგულად მწერალ ქალბატონს, სკანდალური რომანების ავტორს, რომელთაგან რამდენიმე უკვე წავიკითხეთ ქართულად.

ფოლკნერი ამბობდა, ვისაც სათქმელი აქვს, სტილზე არ ფიქრობსო. მწარე და მრავალპლანიანი სათქმელისთვის მწერალმა თავისი ფილოსოფიური განათლება და შეუდარებელი მხატვრული ოსტატობა გამოიყენა, რათა ეს ისტორია უბრალოდ და გენიალურად მოეთხრო კეთილდღეობით დამტკბარი, რაციონალური ევროპისათვის, ამბავი აღმოსავლეთში გაჩაღებულ ომებს გამოქცეულ სასოწარკვეთილ, მშიერ ადამიანებზე. რა ურჩევნია ბიჭს, რომელიც ბაღდადში, ინტელექტუალის ოჯახში გაიზარდა: დიქტატორ სადამ ჰუსეინის რეჟიმში მშვიდად, თუმცა უფლებაშეზღუდულად იცხოვროს თუ „დემოკრატიულმა ომმა“ მის ოჯახსა და ქვეყანას სისხლი და ცხედრები მოუტანოს? საადის სულისშემძვრელ თავგადასავალში ერთმანეთს ენაცვლება ნგრევა და სიყვარულის დაბადება, სამშობლოდან გაქცევა და ნარკოტიკები, ბებერ კონტინენტზე მოგზაურობა და კანონმორჩილი ადამიანების დაუნდობლობა უცხოთა მიმართ; და კიდევ, სწრაფვა ბედნიერებისკენ, რომელიც რომანის გმირს თავის შორეულ წინაპარს,მითოლოგიურულისესამსგავსებს.

ერიკ-ემანუელ შმიტმა, მსოფლიო ბესტსელერების ავტორმა, სახარება დეტექტივად აქცია: რომაელი გამგებელი პილატე „გამომძიებელია“, მისი კეთილშობილი, ლამაზმანი მეუღლე კი ,ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი.

იაპონია ნოტომის მეორე სამშობლოა, იქ ცხოვრობს მისი იდუმალი გადია, ასევე ჭკვიანი მამაკაცი _ მისი ცხოვრების პირველი სერიოზული სიყვარული და მეგობარი. დოკუმენტური ფილმის გადამღები ჯგუფი ამელის ბავშვობის ნაკვალევებზე დაატარებს, თუმცა... რას უზამ სიცარიელეს, რომელიც უნებურად ჩნდება მონატრების შემდეგ? უნდა დავბრუნდეთ თუ არა იქ, სადაც ოდესღაც ძალიან ბედნიერები ვიყავით? რუბრიკის ავტორი: მარინა ყიფშიძე

116 VOYAGER 1/2015

ეს ყველაფერი პოსტმოდერნული გამონაგონია, ასეთები მრავლად დაწერილა, მაგრამ ამ წიგნს იშვიათი მხატვრული ღირსებები აქვს: ლაღი თხრობა, ცოცხალი, დამაჯერებელი პერსონაჟები, რომლებიც ისტორიულრელიგიური ხატები კი არა, ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ეს ყველაფერი იმითაცაა საინტერესო, რომ პილატე იესოს გამქრალ სხეულს დაეძებს; თანამედროვე ენაზე თუ ვიტყვით, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს იყენებს, რომ დაამტკიცოს _ ქრისტე არ აღმდგარა, უბრალოდ, მისი მკვდარი სხეული თაღლითმა მოწაფეებმა გადამალეს. მიუხედავად იმისა, ღვთაებრივი ჩასახვის გვწამს თუ არა, ეს დიდი სიყვარულით დაწერილი წიგნი ყველას მოხიბლავს და თავს მოვლენების მონაწილედ აგრძნობინებს.


4

cxovreba, romelic sxvisaSi ar icvleba

5

absoluturi romani

6

marjvniv waxval, daiRupebi

ფრედერიკ ბეგბედერი

მიშელ უელბეკი

რომანტიკული ეგოისტი

კუნძულის შესაძლებლობა

მორჩილება

თარგმნა ნინო თურქესტანიშვილმა

თარგმნა მერაბ ფიფიამ

თარგმნა მერაბ ფიფიამ

ეს წიგნი ათასწლეულთა მიჯნაზე მცხოვრები დეპრესიული ადამიანის დღიურია, რომელიც იმიტომ წერს, რომ თავადვე გაიგოს, რას ფიქრობს, ანუ საკუთარი გულახდილობა შეამოწმოს.

ეს არის წიგნი, რომელსაც წაკითხვის შემდეგ ვეღარსად გაექცევი; სულ თან გახლავს და, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად გაჯადოებს. ეს შედევრების თვისებაა: გგონია, რომ მთავარი გმირი შენ ხარ, კითხვით მოგვრილ სიხარულსა და დიდ ტკივილებს ერთდროულად გრძნობ, გგონია, რომ, აი, ჭეშმარიტება მხოლოდ შენთვის გაცხადდა. გენიოსია თუ არა უელბეკი? არ ვიცი. ამ კითხვას ალბათ დრო უპასუხებს, მაგრამ „კუნძულის შესაძლებლობა“ მისი საუკეთესო წიგნია. ეს გახლავთ წიგნი შემოქმედებით კრიზისზე, შუა ასაკის ტკივილებზე, სიყვარულისა და სექსის ფატალურობაზე, ტოტალიტარულ სექტებსა და გენურ ინჟინერიაზე, ფანტაზია დედამიწის მომავალზე, ნეოადამიანებზე და, რა თქმა უნდა, კაცობრიულ ტრაგიზმზე. მიუხედავად იმისა, რომ უელბეკი თავის ესეებში ამტკიცებს, ათეისტი ვარო, ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო არაათეისტური წიგნია, რომელიც კი ოდესმე წამიკითხავს... ნეოადამიანად ქცეული დანიელი მთელი არსებით მიისწრაფვის იქ, შორს, ძალიან შორს, სადაც ნამდვილად არსებობს „კუნძულის (იქნებ გადარჩენის) შესაძლებლობა“.

უელბეკის ბოლო რომანი, ფანტასტიკური თუ წინასწარმეტყველური, 2022 წლის საფრანგეთის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. რომანის მთავარი გმირი ჰგავს უელბეკის წინა რომანების პერსონაჟებს _ უიმედო, მარტოსულ ინტელექტუალებს. ის ლიტერატურის მკვლევარი და სორბონის უნივერსიტეტის პროფესორია, რომელსაც ძალიან უჭირს, გაუმკლავდეს ახალ რეალობას. საფრანგეთის არჩევნებში მუსლიმური პარტია იმარჯვებს, რომლის ლიდერის სიმპათიურობასა და ძლიერებას ყველა აღიარებს (რომანი პოლიტიკაზე საუბრებითაა გაჯერებული). ყველაფერი იცვლება, მოქალაქეები რჯულს იცვლიან, მამაკაცები ცოლების სიმრავლით თავს იწონებენ.

მემუარების მსგავსი პატარ-პატარა ჩანაწერები მახვილგონივრული ცინიკური გამონათქვამების, სახალისო ამბებისა და თვითირონიული თავგადასავლების ნაკრებია, რომელიც მსუბუქად კი იკითხება, მაგრამ მაინც გვთრგუნავს. ოსკარს უყვარს თავისი უბედურება, რომელიც მას მარტო არ ტოვებს, მაგრამ სურს, ზოგჯერ გიჟური გართობით დაივიწყოს იგი, შეიქმნას არარსებული ჰარმონიის ილუზია _ მოგზაურობა, მექალთანეობა, კლუბური ცხოვრება, ეპატაჟი, ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა. და აღარ ვიცით: ეს ბიჭი, უბრალოდ, საზიზღარი სნობია თუ მისი ყოველდღიურობა თვითგანადგურების ამაო მცდელობაა.

117 VOYAGER 1/2015

მიშელ უელბეკი

შესაძლოა, ეს უელბეკის ერთგვარი გაფრთხილებაა ევროპისადმი, სადაც „ღმერთი მოკვდა“, ან, უბრალოდ, ხულიგნური ხუმრობა, რაც მისგან უფრო მოსალოდნელია. პროფესორის არჩევანი საჩოთირო და მომაკვდინებელია: ან ისლამი, ან სამსახური და საკუთარ თავში დარჩენილი მცირედი ღირსებების უარყოფა.


sayidlebi

რაც მუდამ მოგაგონებთ პარიზს სალომე დადუნაშვილი

აი, დგახართ ვიტრინის წინ და დაძაბულად ფიქრობთ: _ რა? ამჯერად რა ვუყიდო დედას? _ მეგობარს რა წავუღო? უი, კოლეგისთვისაც არაფერი მიპოვია! საჩუქარი უფროსისთვის ხომ, საერთოდ, კოშმარული ასარჩევია. არც პატარა სუვენირი ვარგა და არც ზედმეტად ძვირფასი რამ. მოკლედ, დილემაა, სერიოზული დილემა. არა, თავიდან ეს ამბავი ძალიან მარტივად ხდებოდა. ყველაფერი ახალი, ლამაზი და ბრჭყვიალა მეჩვენებოდა და პირველი რამდენიმე წელი საფრანგეთიდან საჩუქრების ჩამოტანა არ გამჭირვებია.

ადამიანები უტყუარად გრძნობენ, რამდენი დრო დახარჯეთ იმის მოსაფიქრებლად, თუ რა ჩამოგეტანათ მათთვის; დრო და არა ფული. ყველაზე ორიგინალური საჩუქარი ხშირად საერთოდ უფასოა, იმიტომ რომ მას აუცილებლად მოგონება ან ისტორია ახლავს თან. საფრანგეთს ბევრი დახვეწილი და გემოვნებიანი საჩუქრის შემოთავაზება შეუძლია. აი, მაგალითად, მიგიქცევიათ ყურადღება, თუ როგორი ელეგანტურობით ატარებენ ფრანგი ქალბატონები პატარა, მოხდენილ შარფებს?! ეს თითქმის პიონერის ყელსახვევისოდენა ნაჭერი მათ კისერზე, თავსა თუ მაჯაზე საოცარ მნიშვნელობას იძენს. რა თქმა უნდა, ფრანგული დახვეწილი გემოვნების ყველაზე მაღალი სინჯის დამღა `ჰერმესის~ შარფებს ადევს. გამოცდილი თვალი იმწუთას გამოიცნობს ასლს. ასე რომ, თუ `ჰერმესის~ ნამდვილ ნაწარმს ვერ შესწვდებით, უმჯობესია, სხვა, შედარებით ნაკლებად პომპეზური ფირმის ორიგინალური შარფი არჩიოთ. ამ მხრივ, პარიზის დიდი მაღაზიები უზარმაზარ არჩევანს გპირდებათ. ვინც ზამთარში ერთხელ მაინც ყოფილა საფრანგეთში, აუცილებად შეამჩნევდა, რომ ფრანგი მამაკაცები კაშნეს გარეშე, რაც ფრანგულად ცხვირის დამალვას ნიშნავს, სახლიდან პურის საყიდლადაც კი არ გადიან. ყველაზე კონსერვატიული სტილის მქონე ფრანგებიც კი კაშნეების არჩევაში საოცარ ფრივოლურობას იჩენენ და ზამთრის პარიზში ფრანგულ პატივცემულ ცხვირებს საოცრად თამამი ფერთა გამითა და პრინტებით შემკულ კაშნეებში მალავენ.

კიდევ ერთი გამოცდილი საჩუქარი _ საკვებია. ლოგიკურია, საფრანგეთიდან ახლობელ ადამიანს ყველი ჩამოუტანო. თუმცა, ამ შემთხევაში რამდენიმე ასპექტის გათვალისწინება მოგიწევთ. ფრანგული ყველი სახელგანთქმული, მაგრამ სპეციფიკური დელიკატესია. უმეტესობას საკმაოდ მძაფრი სუნი და გემო აქვს. გარდა ამისა, ის საკმაოდ ცუდად იტანს მგზავრობას. ამიტომ ყველი უშუალოდ გამგზავრების წინ უნდა შეიძინოთ. საჩუქარი კი საჭიროა კარგად შეიფუთოს, იმისთვის, რომ თქვენი ტანსაცმელი სამუდამოდ კამამბერის სურნელით არ გაიჟღინთოს. Ladure-ის სახელგანთქმული საკონდიტრო, რომელშიც ისედაც ღირს შესეირნება ნამდვილი მილ ფოის, ჩვენებურად, ნაპოლეონის გასასინჯად, სასაჩუქრე ტკბილეულის შესანიშნავ არჩევანს გთავაზობთ. ყველაზე პოპულარული, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული მაკარონია _ პაწია, სხვადასხვა ფერის ორცხობილები, რომლებიც ერთმანეთზე კრემითაა მიწებებული. აქვე შეიძენთ შესანიშნავ ჩაისა და შოკოლადსაც (www.laduree.com). თუმცა, თუ შოკოლადის თაყვანისმცემელი მეგობარი გეგულებათ, აუცილებლად `ანჯელინაში~ უნდა შეისეირნოთ. ისევე, როგორც `ლა დურეს~, `ანჯელინას~ ტკბილი რეპუტაციაც საუკუნეებს ითვლის. აქ ამზადებენ საუკეთესო ცხელ შოკოლადს პარიზში, მაგრამ, რაც მთავარია, მისი სასაჩუქრე ვერსიის შეძენაცაა შესაძლებელი. კიდევ ერთი საჩუქარი, რომელიც ფრთხილად და მხოლოდ ახლობელი ადამიანისთვის უნდა შეარჩიოთ _ ეს გახლავთ

118 VOYAGER 1/2015


მასპინძლობს კლიენტებს. მისი ტუჩის საცხები ექსკლუზიური დიზაინით, ხავერდოვანი სტრუქტურითა და იდეალური ფერთა გამით ნამდვილად განსაკუთრებული საჩუქარი იქნება მათთვის, ვისაც კარგზე უფრო მეტი სურს. Palais Royal - Serge Lutens ხელთათმანი ალბათ კიდევ ერთი აქსესუარია, რომელიც ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული ფრანგული ცხოვრების სტილთან. მარცხენა სანაპიროზე, სენ ჟერმენის ბულვარზე, „არტიზანის~ არაერთი მაღაზიაა, რომელიც ყველა სახის, ფერისა და მოდელის ხელთათმანებით ვაჭრობს. მოკლედ, მთავარია, საჩუქრის შერჩევას დრო დაუთმოთ.

არომატი. საგანგებოდ არ ვამბობ სუნამოს, იმიტომ რომ პარფიუმერები უკვე დიდი ხანია ზრუნავენ არა მხოლოდ ჩვენი სხეულისთვის განკუთვნილ სურნელზე, არამედ იმაზეც, თუ რა არომატი მოუხდება სახლს ან ახლად გარეცხილ თეთრეულს. ეს უკანასკნელი, მაგალითად, ელისეს მინდვრებზე მდებარე `გერლენის~ მაღაზიაში შეგიძლიათ იპოვოთ. არომატის შერჩევისას ადამიანს ძალიან კარგად უნდა ვიცნობდეთ, რომ მისთვის მისაღები და კომფორტული სუნამო აღმოვაჩინოთ. ალბათ იმის გათვალისწინებაც ღირს, რომ საფრანგეთიდან ჩამოტანილი არომატი განსაკუთრებული უნდა იყოს. ორ პარფიუმერს გირჩევდით, რომელთა ნაწარმსაც საქართველოში ჯერჯერობით ვერ შეიძენთ: ფრედერიკ მალის სუნამოები ექსკლუზიური სურნელის დამფასებლებისთვის კარგადაა ცნობილი. იგი პარფიუმერების ტრადიციული ოჯახიდანაა. ფრედერიკ მალის ბაბუა კრისტიან დიორის სუნამოების ხაზის შემქმნელია. ხელოვნების ისტორიის შესასწავლად ის ჯერ ნიუ-იორკში აღმოჩნდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ `სურნელოვან გზას~ ვერ გადაუხვევდა. 2000 წელს მან ანდრე პუტმანის დახმარებით ცხრა ცნობილ პარფიუმერს მოუყარათავიდაყველას,სრულიფინანსურიდაშემოქმედებითი თავისუფლების პირობით, საკუთარი სურნელის შექმნა სთხოვა. ამ უკვე ლეგენდად ქცეული ექსპერიმენტის შედეგად გაიხსნა პირველი მაღაზია, რომელიც შემოქმედებითი ლაბორატორიისა და პარიზული სახლის ნაზავია. მაღაზია მალევე იქცა `ნამდვილ მექად~ მათთვის, ვისაც განსაკუთრებული, ელიტარული, განსხვავებული სურნელის `შლეიფის~ დატოვება სურს. 37, RUE DE GRENELLE კიდევ ერთი პარფიუმერი სერჟ ლუტენსი ასეთივე პოპულარობით სარგებლობს და მისი ნაწარმის არჩევანს ახლახან დეკორატიული კოსმეტიკის სპექტრიც შეემატა. პარფიუმერი, რომლსაც წლების განმავლობაში ანდობდნენ საკუთარი კოსმეტიკის ხაზების განვითარებას `დიორი~ და `შისეიდო~, 1982 წლიდან პალე რუაიალის ბაღში განლაგებულ მაღაზიაში

თუმცა, ეს უკანასკნელი არის სწორედ ის, რაც არასდროს გვყოფნის. ამ შემთხვევაში ისღა დაგვჩენია, ვიყიდოთ მორიგი ჭიქა წარწერით `დრო~, იმ იმედით, რომ მეგობარს იუმორის გრძნობა არ უღალატებს და კალამბურს მიგვიხვდება.

რა თქმა უნდა, სწრაფი და ეფექტიანი შოპინგის მოყვარულებისთვის პარიზის დიდი მაღაზიები საუკეთესო არჩევანია. „პრინტემპი~ და „გალერი ლაფაიეტი~, რომლებიც, ფაქტობრივად, გვერდიგვერდ მდებარეობს, სავსეა ყველა სახის და ფასის ნაწარმით. აქ შეიძლება შეიძინოთ ყველაფერი, „დიორის~ საღამოს კაბით დაწყებული, საბავშვო წიგნებით დასრულებული. ეს არის ის ხარისხიანი სტანდარტული ბაზისი, რომელიც ყველა გარდერობის ძირითადი ნაწილია. ამ მაღაზიებს ყველაზე კომფორტული „ტაქს ფრის~ სისტემა აქვთ. თუ ამ მაღაზიებში საყიდლებზე მიემართებით, თან იქონიეთ პასპორტი და ბილეთი. გარდა სტანდარტული მომსახურებისა, რომელიც ყველა მაღაზიაშია ხელმისაწვდომი, შეგიძლიათ ქეში წინასწარ აიღოთ. რაც იმას ნიშნავს, რომ საყიდლების მეორე წრეზეც წახვალთ. აეროპორტში მისვლისას ტრადიციულ პროცედურას გაივლით, მაგრამ ფულის ასაღებად რიგში დგომა აღარ მოგიწევთ. რამდენიმე მიზეზის გამო ამ სამი დიდი მაღაზიიდან ჩემი საყვარელი მაინც „ბონ მარშეა~. უპირველეს ყოვლისა, ის ტურისტული ბაკქანალია, რომელიც ჰაუსმანის ბულვარზე, „პრინტემპსა~ და „გალერი ლაფაიეტთან~ ტრიალებს, სიცოცხლის სურვილს მიკლავს, რაიმეს ყიდვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. „ბონ მარშეს~ გამორჩეულად ლამაზი შენობის მეორე სართულზე კი შეიძლება ფანი არდანს ან კეტრინ დენევს გადააწყდეთ. მათაც სჭირდებათ ახალი კაბები. ვარსკვლავების სახის კანის მდგომარეობით ტკბობა უფასო ბონუსია იმ შესანიშნავი კოლექციის გარდა, რომელსაც ეს დიდი მაღაზია ტრადიციულად სთავაზობს მომხმარებელს.

119 VOYAGER 1/2015


sayidlebi

საფრანგეთში საყოველთაოდ ცნობილი ბრენდების გარდა, არის ძალიან ბევრი დიზაინერი, რომლის ნაწარმიც შესაძლოა ისეთი პოპულარობით არ სარგებლობდეს, როგორითაც „ლანვანი~, მაგრამ პარიზში ყოფნა და მათი ნამუშევრებისთვის გვერდის ავლა შეცდომა იქნებოდა, მით უმეტეს, რომ ფასები იქ გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე ამ უკანასკნელში. Sandro (81, Rue des Saints-Pères) €95-დან. Maje ( 24, Rue Saint-Sulpice) €200-დან. Comptoir des Cotonniers (12, Place Saint-Sulpice) €40-დან. მოდის მოყვარულები დიზაინერ ისაბელ მარანს კარგად იცნობენ. მისი მეუღლეც, ჯერომ დრეიფუსი (Jérôme Dreyfuss, 4, Rue Jacob), მოდის ბიზნესშია ჩართული და საინტერესო და ლამაზ ჩანთებს ამზადებს, რომლებიც პარიზელი გოგონების საყვარელი აქსესუარებია. მათ შორისაა ლუ დუაიონიც, ჯეინ ბირკინის ქალიშვილი. კლასიკის მოყვარული ქალბატონები პირდაპირ ვანესა ბრუნოს (Vanessa Bruno, 25, Rue SaintSulpice) მაღაზიაში უნდა გაემართონ. სენ ონორეს ქუჩა ერთერთი საუკეთესო ადგილია საყიდლებისთვის.

Atelier de Production et de Création (A. P.C.) _ ეს გახლავთ შესანიშნავი ულტრამოდური და ახალგაზრდული კოლექციები ქალებისა და მამაკაცებისთვის. ფასები 200 ევროდან იწყება (38, Rue Madame). თუ ბავშვისთვის ხარისხიან ფეხსაცმელს ეძებთ, მათ Pom d’Api-ში აუცილებლად მიაგნებთ. ნატურალური მასალებისგან შექმნილი ლამაზი ფეხსაცმელი 80 ევრო და მეტი ღირს (28, Rue du Four). ბავშვების ლამაზი ტანსაცმელი ფრანგული ელფერითა და მისაღები ფასებით Petit Bateau-ში ეძებეთ (9, Rue du 29 Juillet). თუ დედისთვის განსაკუთრებულ საჩუქარს ეძებთ _ Alexandra Sojfer-ის ქოლგით მას ნამდვილად გაახარებთ. არსებობს ვერსიები მაქმანებითა და ნატურალური ბეწვითაც კი (218, Boulevard Saint-Germain). ფასები 180 ევროდან იწყება. Didier Ludot-ის მაღაზიაში მისვლა ორი მიზეზის გამო ღირს. პირველი: ის `პალე რუაიალის~ ბაღში მდებარეობს, რომელშიც, სავარაუდოდ, შემთხვევით ვერ მოხვდებით; ეს კი ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი, გალერეებით გარშემორტყმული ბაღია პარიზში. ეძებეთ შესასვლელი „კომედი ფრანსეზის~ გვერდით. ის უფრო სამუზეუმო ხარისხის ვინტაჟია, ვიდრე, უბრალოდ, მაღაზია. აქ ელზა სკიაპარელის ნაქარგ კიმონოებს, ლუი ვიტონის ძველ ჩემოდნებსა და კიდევ, ღმერთმა უწყის, რას არ აღმოაჩენთ (Jardin du Palais Royal, 24, Galerie de Montpensier).

თუ მზად ხართ უფრო თამამი ნაბიჯებისთვის, თეთრეულის ცნობილი დიზაინერის, შანტალ ტომას მაღაზიაც აქვეა (211 Rue Saint-Honoré). სენ ონორეს ქუჩას თუ გაუყვებით, ვანდომის მოედანს მიადგებით. თავისთავად, ეს მოედანი არქიტექტურული სრულყოფილების ნიმუშად შესაძლოა გამოდგეს, მაგრამ სასტუმრო „რიცის~ ულამაზესი ფასადის გარდა, ამ მოედანს კიდევ ასობით ბრილიანტის ბრწყინვალება ანათებს. ყველა უცნობილესი საიუველირო კომპანიის მაღაზია აქ იყრის თავს. აქ გავლა ვიტრინებში გამოფენილი სილამაზით დასატკბობად მაინც ღირს. თუ ასეთი ინვესტიციისთვის მზად არ ხართ, იქვე, ისევ და ისევ სენ ონორეს ქუჩაზე, ვინტაჟური სამკაულების შესანიშნავი მაღაზიაა, რომელშიც შეიძლება, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, განძს წააწყდეთ. ამ მაღაზიაში ნანახი სამკაულების სილამაზე არასოდეს მომცემს მოსვენებას . (Françoise Montague Bijoux et Vintage, 231, Rue Saint Honoré). თუ ვინტაჟის მოყვარული ხართ, აუცილებლად მიაკითხეთ მაღაზიას: Les 3, Marches de Catherine B. აქ „შანელის“ ძველ ბიჟუტერიასა და აქსესუარებს იპოვით. გაითვალისწინეთ, რომ შარფების ფასი 300 ევროს ფარგლებში მერყეობს (1, Rue Guisarde).

თუ ჯერ კიდევ წერთ წერილებს, ან გსურთ განსაკუთრებული დღისთვის განსაკუთრებული ქაღალდი შეიძინოთ, მაღაზია Calligrane-ს მიაკითხეთ. აქ ხილისგან დამზადებულ ქაღალდსაც კი აღმოაჩენთ (6, Rue du Pont Louis-Philippe). თუ მონოგრამის გაკეთება გსურთ და შეკვეთისთვის დროც გაქვთ, პირდაპირ Olivier de Sercey-Olser-ისკენ გაემართეთ (96, Rue du Bac). და კიდევ ერთი: თუ განსაკუთრებული არაფრის ყიდვა გსურთ, მაგრამ საინტერესო ადგილზე გასეირნებაზე არ იტყოდით უარს, შაბათ-კვირას გირჩევთ ანტიკვარული ნივთებისა და, უბრალოდ, ხარახურის უდიდეს ბაზრობაზე გაისეირნოთ. Marche Aux Puces de Saint-Ouen ყველაზე დიდია პარიზში და მერწმუნეთ, ამ ბაზრობას მისივე ფრანგულ სახელში ნახსენებ რწყილებთან (Puces) არაფერი აქვს საერთო. აქ იყიდება ყველა სახის ანტიკვარული ნივთი, ძვირფასი ავეჯით დაწყებული, ძველი სათამაშოებით დამთავრებული. თავისთავად, ეს გასეირნება ნამდვილი მოგზაურობაა ალი-ბაბას გამოქვაბულში. თუ ძალიან მოინდომებთ, აუცილებლად იპოვით თქვენი ჯიბისა თუ ჩემოდნის შესაფერის ნივთს. ტანსაცმელი გაცვდება, სუნამო გათავდება, აქ ნაპოვნი ნივთი კი აუცილებლად და ყოველთვის მოგაგონებთ პარიზს.

120 VOYAGER 1/2015


121 VOYAGER 1/2015


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.