რედაქციისაგან
ჯადოსნური სამყაროს ძიებაში თავად სცადეთ – როცა კინოს, ლიტერატურის, მუსიკისა და ყოველდღი ურობის გზაგასაყარზე დადგებით და მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე შთამბეჭდავ ჯადოქრობათა ჩამოთვლას შეეცდებით, ნახავთ, თურმე – რამდენგვარი ჯადოსნური სამყარო არსებობს გარშემო – ჩვენსავე პროზაულ აწმყოსა თუ იდუმალ, მოუხელთებელ წარსულში. ჩვენც ასე დაგვემართა – ვარჩიეთ, ვარჩიეთ და ყველაფერი ამ გამოცემაში მაინც ვერ მოვაქციეთ. თუმცა, მოხვდა ავტორთა საყვარელი სასწაუ ლები და თქვენც გიზიარებთ იმ იმედით, რომ ჩვენგან შთაგონებულები ჯადოსნურობათა სიას თავად გააგრძელებთ და მათ გახსენებას, მოძიებას არასდროს შეწყვეტთ. როგორ გადავდივართ ერთი სამყაროდან მეორეში? ყოფითი საზრუნა ვიდან, რუტინული ცხოვრებიდან – დღესასწაულში? ამისთვის მართლააც ხომ არ არსებობს უხილავი კარი, ციცქნა ღილაკი, საიდუმლო პორტალი? გვესმის, რომ ასე პირდაპირ ვერ იარსებებს: მას უბრალოდ ზოგჯერ ჩვენ თვითონ ვფლობთ, ზოგჯერ – ჩვენი საყვარელი ადამიანები, ზოგჯერ კი – ბედისწერა გვთავაზობს. ამ გამოცემაში იხილავთ მინიშნებებს, თუ სად უნდა ეძებოთ ჯადოქრობები, და გაეცნობით ფაქტებს, რომელთა ცოდნაც მხოლოდ სასწაულებრივი ეფექტის გასამძაფრებლად დაგჭირდებათ. ფაქტობრივად, მთელი გამოცემა გზამკვლევია, როგორ და სად უნდა იაროთ დედამიწაზე, თუკი ჯადოსნურ სამყაროში გარდასახვა მოგინდებათ. თამარ ბაბუაძე მთავარი რედაქტორი
1 VOYAGER 28/2023