იტალიური სამზარეულო

Page 1


ვისთვისაა განკუთვნილი ყველასთვის, ვისაც სურს უფრო ახლოს გაიცნოს მრავალფეროვანი იტალიური სამზარეულო, ისწავლოს მაკარონის (პასტის) მომზადების მრავალი ახალი ხერხი და შეისწავლოს ის საჭირო ინგრედიენტები და სუნელები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება იტალიურ სამზარეულოში.


რას მიიღებთ – საქართველოში ცნობილი შეფ–მზარეულის ხელმძღვანელობით ჩატარებული 2-საათიან პრაქტიკულ მეცადინეობას; – 3 დახვეწილ რეცეპტსა და საჭირო ნოუ-ჰაუს, რომლებიც ნამდვილად გამოგადგებათ თქვენს სამზარეულოში; – ყველა შესაძლო შეცდომის დამუშავებას, რომლებიც შესაძლებელია დაუშვათ მომზადების დროს. ბილი შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით ჩატარებულ


რა გეცოდინებათ და რას შეძლებთ: – იტალიური სამზარეულოს ძირითადი მახასიათებლები (გემო, პროდუქტები, სუფრაზე მიტანის თავისებურებები) – პასტის რომელი სახეობების გამოყენება ჯობია და რას ნიშნავს პასტა ალ-დენტეს მომზადება – რითი ჩავანაცვლოთ იშვიათი იტალიური ინგრედიენტები


რას გთავაზობთ ჩვენ: საკუთარი სამუშაო ადგილი: ყველა მეცადინეობა ჩატარდება სპეციალურად აღჭურვილ სამზარეულოში, სადაც თითოეული მოსწავლისთვის განცალკევებული სამუშაო ადგილია გამოყოფილი პრაქტიკა: თითოეულ მეცადინეობაზე თქვენ დამოუკიდებლად მოამზადებთ; შედეგი: კურსზე ნასწავლი რეცეპტებით კერძების მომზადების შესაძლებლობა თქვენს სამზარეულოში და ამით ოჯახის წევრებისა და ახლობლების გაოცება. ჩვენი კურსი მათზეა გათვლილი, ვინც სერიოზულადაა განწყობილი, ამიტომ სწავლების პროცესისადმი დამოკიდებულებაც ძალიან სერიოზული იქნება - ცოდნის გარეშე კურსიდან არავის გავუშვებთ მასალები :ღირებულებაში შედის მზარეულის ფორმა (წინსაფარი), საჭირო ინგრედიენტები, ფურცელი საჭირო რეცეპტების ნუსხით, და კურსზე წარმოდგენილი კერძების შესაფერისი ღვინო


მასტერკლასი N1 იტალიური სამზარეულო: • კაპრეზე • პასტა ბოსტნეულით • პანა კოტა

ფასი: 90 ლარი


კულინარული სკოლა “კულინარიუმი” gamarjoba@culinarium.ge + 995 551 63 01 03 0105, ლერმონტოვის ქ. # 1 საქართველო, თბილისი ფეისბუქი: Culinarium Cooking School ვებგვერდი: culinarium.ge


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.