ვისთვისაა განკუთვნილი კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აზიური სამზარეულო უყვარს და სურს ისწავლოს დამახასიათებელი კერძების მომზადება საკუთარ სამზარეულოში. ჩვენ გავემგზავრებით საინტერესო მოგზაურობაში იაპონიიდან ტაილანდამდე და გზადაგზა შევჩერდებით, იდეალური ტომ-იამის ან შესანიშნავი როლების დასაგემოვნებლად - იმისთვის ხომ ძვირადღირებულ რესტორანში წასვლა სულაც არაა აუცილებელი!
რა გელით კურსზე? -2-საათიან პრაქტიკულ მეცადინეობას აზიურ სამზარეულოზე სპეციალიზირებული გამოცდილი შეფ-ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით -სხვადასხვა აზიური სამზარეულოს 3 კერძის რეცეპტს -ცივ კერძებს, სალათებს, წვნიანებს, ბრინჯის კერძებს, ატრიას კერძებს, ცხელ კერძებს და რა თქმა უნდა, სუშისა და როლებს - პრაქტიკაში გამოცდილ ცოდნას, ტექნიკებსა და რეცეპტებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ნამდვილად გამოგადგებათ თქვენს სამზარეულოში; - ოჯახის წევრებისა და მეგობრების გაოცების საშუალებას, იქნება ეს სახლში, ქალაქგარეთ თუ წვეულებებზე
რა გეცოდინებათ კურსის გავლის შემდეგ: – აზიური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი თავისებურებები, ტრადიციული საგემოვნო შეხამებები; – აზიური კერძების მომზადების ოსტატობა და მირთმევის კულტურა; – რა არაჩვეულებრივი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი ორთქლსახარშის მეშვეობით; – რომელ ბოსტნეულს, მწვანილსა და თევზს იყენებენ აზიურ სამზარეულოში, სად ვიყიდოთ იშვიათი პროდუქტები და რითი შევცვალოთ, საჭიროების შემთხვევაში.
რას გთავაზობთ ჩვენ: სპეციალურად ორგანიზებულ სამუშაო ადგილს: ყველა მეცადინეობა ჩატარდება სპეციალურად აღჭურვილ სამზარეულოში, სადაც თითოეული მოსწავლისთვის განცალკევებული სამუშაო ადგილია გამოყოფილი პრაქტიკას: თითოეულ მეცადინეობაზე თქვენ რამდენიმე კერძს მოამზადებთ (თემის სირთულიდან გამომდინარე) შედეგს: თქვენ შეძლებთ კურსზე ნასწავლი კერძების მომზადებას, მიიღებთ უამრავ პოზიტივსა და არაჩვეულებრივ მუხტს მასალებს: კურსის ღირებულებაში შედის მზარეულის წინსაფარი და კურსის რეცეპტები
მასტერკლასი N1 იაპონური ვახშამი: • ორაგულის სუში • ორაგულის როლი • ბოსტნეულის როლი
ფასი: 110 ლარი
კულინარული სკოლა “კულინარიუმი” gamarjoba@culinarium.ge + 995 551 63 01 03 0105, ლერმონტოვის ქ. # 1 საქართველო, თბილისი ფეისბუქი: Culinarium Cooking School ვებგვერდი: culinarium.ge