დინამო თბილისის გენერალური სპოსნორი
2
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დინამო ევროპაზე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ბრუნდება. მეჩვიდმეტე საჩემპიონო სეზონის შემდეგ ყველანი ჩვენი გუნდის წარმატებულ ევროსეზონს ველით. გუნდი ნელნელა შედის სასურველ კონდიციებში, დინამო ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის გამარჯვებულიც გახდა, რაც ევროსარბიელზე ღირსეული ასპარეზობის იმედს გვიმყარებს. სამწუხაროდ მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო დღევანდელ შეხვედრას გულშემატკივრის გარეშე ვუმასპინძლებთ, თუმცა ევროთასები ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ატმოსფეროთი და დატვირთვით. ჩვენი მეტოქე ალბანური ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია და მათთან საინტერესო შეხვედრას ველი. დინამოს და ტირანას გზები 17 წლის წინ გადაიკვეთა, მაშინ ორმატჩიან დუელში ჩვენი ოპონენტი გამოვიდა გამარჯვებული. ვიტოვებ იმედს, რომ დღევანდელი მატჩი დინამოს ქომაგებს გაახარებს. პატივისცემით დინამო თბილისის პრეზიდენტი - რომან ფიფია
3
დინამო თბილისი 2020
დინამოელებმა 2019 წლის სეზონი საბოლოოდ ტრიუმფით დაასრულეს და ეროვნული პირველობის ოქროს მედლები მეჩვიდმეტედ მოიპოვეს. გამარჯვებულის ტიტულთან ერთად დინამომ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საგზურიც მიიღო. 2020 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდის სადავეები კახა ჩხეტიანმა ჩაიბარა და დინამო ტრადიციულად მორიგი ოქროსკენ მიიწევს. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა (ახალი კოვიდ ინფექცია) რათქმაუნდა ქართულ ფეხბურთზეც იქონია გავლენა და მარტში გამართული ორი ტურის შემდეგ გუნდებმა თითქმის 4 თვე იძულებით დაისვენეს. ამ ყველაფერმა გავლენა ევროთასებზეც იქონია და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის გარდა წლევანდელ ევროასპარეზზე ყველა საკვალიფიკაციო რაუნდი ერთთამაშიანი გახლავთ. აღნისნული მოვლენების გამო საქართველოს პირველობა 4 წრის ნაცვლად 2 წრედ გაიმართება, დინამოელები კი პირველი წრის გამარჯვებულები გახდნენ. კახა ჩხეტიანი მეტოქესა და მომავალ დაპირისპირებაზე ტირანა გამოცდილი და კარგი გუნდია. ჩვენთვის კარგად ნაცნობ კუკეშს მათ 4 ქულით გაასწრეს. გარდა ამისა, გამორჩეულები არიან იმითაც, რომ ბევრი ლეგიონერი ჰყავთ, მათ შორის ინგლისელი, ბრაზილიელი და არგენტინელი. ტირანას არც ტრადიციები აკლია. ალბანეთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ალბანურ გუნდთან თამაშის და გამარჯვების გამოცდილება მაქვს. ცხადია, როცა ერთი კონკრეტული ქვეყნის გუნდს ეთამაშები, გარკვეული სურათი გექმნება, მაგრამ რა თქმა უნდა, კუკეში და ტირანა სხვადასხვა სათამაშო სტილის გუნდები არიან. ის რაც ალბანეთის გუნდების წინააღმდეგ ვისწავლე, პირველ შეხვედრაში მოგების შემდეგაც არ უნდა გაჩერდე, რადგან მეორე მატჩში ისინი ბრძოლისუნარიანები არიან და სცენარის სათავისოდ შემოტრიალება შეუძლიათ, რაც აქამდეც გაუკეთებიათ. თუმცა, ახლა ერთი მატჩია და ამ ერთ შეხვედრას მაქსიმალურად მომზადებულები უნდა შევხვდეთ, ჩვენ არა მარტო დინამოს და თბილისს, არამედ მთლიანად საქართველოს წარმოვადგენთ. ცუდია, რომ გულშემატკივარი არ გვეყოლება, რადგან იგი ფეხბურთში მთავარი ფიგურაა, ის ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაცია და ემოციის წყაროა. თუმცა, კარგია, რომ საშინაო კედლებში ვთამაშობთ, რადგან მგზავრობა და ახალ გარემოსთან ადაპტაცია არ დაგვჭირდება.
4
ჩვენი მეტოქე | ტირანა (ალბანეთი) ალბანეთის ჩემპიონი ტირანა საუკუნის წინ შეიქმნა და ქვეყანაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. საკლუბო ფერებად ლურჯი და თეთრია მიჩნეული, ხოლო საშინაო არენა 12 500 გულშემატკივარზე გათვლილი სელმან სტერმასის სახელობის სტადიონია. ტირანა ალბანეთის 25 გზის ჩემპიონი გახლავთ. გუნდმა 16- ჯერ მოიპოვა ალბანეთის თასი და 11- ჯერ სუპერთასის მფლობელი გახდა. წლევანდელი ჩემპიონობა ტირანამ 11 წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ კუკეშის საბოლოოდ 4 ქულით აჯობა. გუნდის საუკეთესო ფორვარდი ინლისელი მაიკლ ნგოო 13 გატანილი გოლით გახდა. გუნდში არერთი ლეგიონერია და მათგან შეტევის წინა ხაზში არგენტინელი აგუსტინ ტორასა და ბრაზილიელი ელტონ კალე გამოირჩევიან. ასევე აღსანიშნავია ახალგაზრდა ალბანელი შემტევი ერნესტ მუჩი. გუნდს 47 წლის ნიგერიელი ფეხბურთის სპეციალისტი და ტირანას ყოფილი მეკარე ემანუელ ეგბო ხელმძღვანელობს. ურთიერთშეხვედრების ისტორიიდან დინამოსა და ტირანას გზები 2003/2004 სეზონში გადაიკვეთა. ჩემპიონთა ლიგის პირველ რაუნდში 16 ივლისს თბილისელებმა უმასპინძლეს მეტოქეს და 3-0 იმარჯვეს. გოლები ლევან მელქაძემ, გიორგი ანჩაბაძემ და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს. აი საპაუხო მატჩში კი 23 ივლისს უკვე ალბანელებმა მოიგეს 3-0. შედეგიანად საუდ ლიჩიმ, ინდრიტ ფორტუზიმ და მაჰირ ჰალილიმ ითამაშეს, ხოლო მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანთა სერიაში ალბანელებმა 4-2 იმარჯვეს. ტირანას შემადგენლობიდან პენალტები ზუსტად საიმირ პატუშიმ, საუდ ლიჩიმ, ნევილ დედემ და მაჰირ ჰალილიმ შეასრულეს. დინამოელთაგან ირაკლი სამხარაძემ და ოთარ ხიზანეიშვილმა გაიტანეს, ალექსანდრე გოგობერიშვილის და ლადო ახალაიას დარტყმულმა კი შედეგს ვერ მიაღწია. ფოტოზე: ლადო ახალაია და ლუან პინარი
5
დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე 36 მატჩი. 14/4/18 ბალანსი 48:52 1979/80: ჩთ 1/16 ფინალი - (ინგ) ლივერპული 2:1 დინამო თბილისი 1979/80: ჩთ 1/16 ფინალი - დინამო თბილისი 3:0 ლივერპული (ინგ) 1979/80: ჩთ 1/8 ფინალი - (გფრ) ჰამბურგი 3:1 დინამო თბილისი 1979/80: ჩთ 1/8 ფინალი - დინამო თბილისი 2:3 ჰამბურგი (გფრ) 1993/94: ჩთ პრე რაუნდი - დინამო თბილისი 2:1 ლინფილდი (ჩრ.ირ) 1993/94: ჩთ პრე რაუნდი - (ჩრ.ირ) ლინფილდი 1:1 დინამო თბილისი 1997/98: ჩლ 1 საკ. რაუნდი - (ჩრ.ირ) კრუზეიდერსი 1:3 დინამო თბილისი 1997/98: ჩლ 1 საკ. რაუნდი - დინამო თბილისი 5:1 კრუზეიდერსი (ჩრ.ირ) 1997/98: ჩლ 2 საკ. რაუნდი - (გერ) ბაიერი ლევერკუზენი 6:1 დინამო თბილისი 1997/98: ჩლ 2 საკ. რაუნდი - დინამო თბილისი 1:0 ბაიერი ლევერუზენი (გერ) 1998/99: ჩლ 1 საკ. რაუნდი - დინამო თბილისი 3:0 ვლაჟნია (ალბ) 1998/99: ჩლ 1 საკ. რაუნდი - (ალბ) ვლაჟნია 3:1 დინამო თბილისი 1998/99: ჩლ 2 საკ. რაუნდი - დინამო თბილისი 2:1 ატლეტიკი ბილბაო (ესპ) 1998/99: ჩლ 2 საკ. რაუნდი - (ესპ) ატლეტიკი ბილბაო 1:0 დინამო თბილისი 1999/00: ჩლ 2 საკ. რაუნდი - დინამო თბილისი 2:1 ზიმბრუ (მოლ) 1999/00: ჩლ 2 საკ. რაუნდი - (მოლ) ზიმბრუ 2:0 დინამო თბილისი 2003/04: ჩლ 1 საკ. რაუნდი - დინამო თბილისი 3:0 ტირანა (ალბ) 2003/04: ჩლ 1 საკ. რაუნდი - (ალბ) ტირანა 3:0 (4:2 პ) დინამო თბილისი 2005/06: ჩლ 1 საკ. რაუნდი - (ესტ) ლევადია 1:0 დინამო თბილისი 2005/06: ჩლ 1 საკ. რაუნდი - დინამო თბილისი 2:0 ლევადია (ესტ) 2005/06: ჩლ 2 საკ. რაუნდი - დინამო თბილისი 0:2 ბრონდბიუ (დან) 2005/06: ჩლ 2 საკ. რაუნდი - (დან) ბრონდბიუ 3:1 დინამო თბილისი 2008/09: ჩლ 1 საკ. რაუნდი - დინამო თბილისი 3:0 რუნავიკი (ფარ) 2008/09: ჩლ 1 საკ. რაუნდი - (ფარ) რუნავიკი 1:0 დინამო თბილისი 2008/09: ჩლ 2 საკ. რაუნდი - (საბ) პანათინაიკოსი 3:0 დინამო თბილისი 2008/09: ჩლ 2 საკ. რაუნდი - დინამო თბილისი 0:0 პანათინაიკოსი (საბ) 2013/14: ჩლ 2 საკ. რაუნდი - დინამო თბილისი 6:1 სტრეიმური (ფარ) 2013/14: ჩლ 2 საკ. რაუნდი - (ფარ) სტრეიმური 1:3 დინამო თბილისი 2013/14: ჩლ 3 საკ. რაუნდი - დინამო თბილისი 0:2 სტიაუა (რუმ) 2013/14: ჩლ 3 საკ. რაუნდი - (რუმ) სტიაუა 1:1 დინამო თბილისი 2014/15: ჩლ 2 საკ. რაუნდი - დინამო თბილისი 0:1 აქტობე (ყაზ) 2014/15: ჩლ 2 საკ. რაუნდი - (ყაზ) აქტობე 3:0 დინამო თბილისი 2016/17: ჩლ 2 საკ. რაუნდი - დინამო თბილისი 2:0 ალაშკერტი (სომ) 2016/17: ჩლ 2 საკ. რაუნდი - (სომ) ალაშკერტი 1:1 დინამო თბილისი 2016/17: ჩლ 3 საკ. რაუნდი - (ხორ) დინამო ზაგრები 2:0 დინამო თბილისი 2016/17: ჩლ 3 საკ. რაუნდი - დინამო თბილისი 0:1 დინამო ზაგრები (ხორ) 2020/21: ჩლ 1 საკ. რაუნდი - დინამო თბილისი : ტირანა (ალბ)
6
მატჩის ოფიციალური პირები
უეფას დელეგატი: დავიდ ავანესიანი დამკვირვებელი: გევორგ ჰოვანისიანი მსაჯი: როომერ ტარაევი მსაჯის ასისტენტები: ნეემე ნეემლაიდი სანდერ საგა მეოთხე მსაჯი: კარლ კოპელი
7
კახა ჩხეტიანი
ნდუბუისი ემანუელ ეგბო
13 ომარ მიგინეიშვილი 30 როინ კვასხვაძე 35 ლუკა კუტალაძე 3 ლუკა ლოჩოშვილი 5 დავით კობოური 6 ბაქარ ქარდავა 7 გიორგი ზარია 8 გიორგი კუხიანიძე 9 გიორგი გაბედავა 11 აკაკი შულაია 15 გიორგი პაპავა 16 გიორგი ქიმაძე 17 პერნამბუკუ 18 ფილიპ ორშულა 19 საიმონ ბენიო 20 თორნიკე კაპანაძე 21 გიორგი კუცია 22 ირაკლი ბუღრიძე 24 ნოდარ იაშვილი 29 თორნიკე ახვლედიანი 31 ივან ტრუბოჩკინი 38 ნოდარ ქავთარაძე
1. ილიონ ლიკა 95. მარვინ კოდრა 99. პანო ქირკო 2. მარსელ ისმაილგეცი 3. კრისტიან ტოშევსკი 4. გენტიან მუჩა 5. ფილიპ ნაიდოვსკი 7. ელტონ პერეირა გომეში 8. ვინფულ კობინა 9. დერიკ სასრაკუ 10. იდრის ბათა 11. ალბიონ ავდიჯაი 15. აგუსტინ ტორასა 18. ანდრი სტაფა 20. ერნესტ მუცი 21. იურგენ ცელჰაკა 22. იურგენ ვრაპი 26. მარლინდ ნური 27. გრენდ ჰალილი 28. ერიონ ჰოშალარი 32. კრისტი ვანგიელი 77. არდიტ ტოლი