ჩვენი მეტოქე დილა გორი
გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 000 მაყურებელზეა გათვლილი. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო – 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა (C) დილას სოც. ქსელი უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2:0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4:1 მოუგეს. 2014/2015 სეზონი კი გორელთათვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. დილამ თავის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. ასევე დილამ ვერცხლის მედლები ირგუნა სუპერთასის ფინალში, სადაც 0:1 დამარცხდა დინამოსთან. ა/წ ივლისიდან მოყოლებული გორელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე მუშაობს. მისი გუნდი 25 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვილი 27 ქულით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება.
ურთიერთშეხვედრები დილასთან
ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 65- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს. 46 შემთხვევაში გამარჯვება (C) არჩილ მელაძე თბილისელებს დარჩათ, 13 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 6 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 163/39 არის. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა - 6:1 და ხუთჯერ 5:0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1, 4:0 და 1:1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2:2 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2:0). 2018 წლის 5 ივლისს დინამო არენაზე ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დასრულდა. შეხვედრაში დუბლი ოთარ კიტეიშვილმა და ბუდუ ზივზივაძემ შეასრულეს, ერთი გოლიც ლაშა თოთაძემ გაიტანა. ბოლოს ეს გუნდები გორში 2019 წლის 1 ივნისს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 3:2 მორჩა. გორელთა კარში დუბლი ლევან შენგელიამ შეასრულა, ერთი გოლიც აბდელ მეჯუბის ანგარიშზეა.
დილა გორი
დასანანი ფრე რუსთავთან დინამომ ეროვნული პირველობის 25- ე ტურში რუსთავს უმასპინძლა და დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად მიჯრით მეათედ გამარჯვება ვეღარ შეძლო. ანგარიში ლევან შენგელიამ მოხდენილი დარტყმით გახსნა, მანამდე კი გოლის გატანა გიორგი კუხიანიძეს და ნოდარ ქავთარაძეს მართებდათ. შეხვედრის დებიუტში აბდელ მეჯუბმა მიიღო ტრავმა, რასაც ნახევარი საათის თავზე ლევან შენგელიას ტრავმაც მიემატა და დინამოელებს პირველივე ტაიმში ორი დაუგეგმავი ცვლილების გაკეთება მოუხდათ. ასევე სათქმელია, რომ ტაიმის შუაში რუსთაველთა კარში მეორე გოლიც გავიდა, რომელიც მსაჯებმა არარსებული ოფსაიდის გამო გააუქმეს. მეორე ტაიმის დებიუტში ნიკა ნინუამ დაახლოებით 35 მეტრიდან უზუსტესად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ანგარიში 2:0 გახდა. საპასუხოდ მალევე ბექა ქავთარაძემ გააბათილა ერთი გოლი. ამის შემდეგ დინამომ რამდენიმე ხელსაყრელი საგოლე სიტუაცია ვერ გამოიყენა - რიგ შემთხვევაში თბილისელთა შემტევები ბოლო წამს ცოდავდნენ, რამდენჯერმე კი მეტოქის გოლკიპერმა გადაარჩინა რუსთაველთა კარი. თამაშის ბოლოს სტუმრებმა მეორე გოლიც გაიტანეს და შეხვედრა 2:2 დასრულდა
ლევან შენგელია ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს
საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 და 8 სექტემბერს ორ შეხვედრას გამართავს. პირველ ჯერზე ჯვაროსნები სამხრეთ კორეის ნაკრებს სტამბულში ამხანაგურად გაეჯიბრებიან, 8- ში კი დინამო არენაზე ევრო 2020- ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში დანიას უმასპინძლებენ. ვლადიმერ ვაისის კრებული შეკრებას 2 სექტემბრიდან დაიწყებს, ნაკრებში კი სადებიუტო მატჩისთვის ჩვენი გუნდის შემტევი ლევან შენგელიაა გამოძახებული. ასევე ნაკრებშია ციურიხში იჯარით მყოფი ლევან ხარაბაძე, ხოლო ნიკა ნინუა გაფართოებულ შემადგენლობაშია. დინამო თბილისი წარმატებას უსურვებს ჩვენს ფეხბურთელებს და მთლიანად ეროვნულ ნაკრებს მოახლოებულ შეხვედრებში. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ეროვნულის დარად ორ შეხვედრას ჩაატარებს. 5 და 10 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების ეგიდით გია ცეცაძის გუნდი ჯერ გორში ლიხტენშტეინს უმასპინძლებს, შემდეგ კი ბაქოში აზერბაიჯანელებს ესტუმრება. მთავარმა მწვრთნელმა მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან ნიკა ნინუას და დავით კობოურს უხმო. ასევე ნაკრებში არიან სხვადასხვა კლუბებში იჯარით მყოფი დინამოელებიც - გიორგი მამარდაშვილი და პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), გიორგი კუცია (დილა) და ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა).
პატარა დინამოელები მომავლის თასზე ეროვნული ლიგა
29 აგვისტოდან მარტვილის აკადემია 13 წლამდე ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. დინამოელები 12 წლამდელთა გუნდით და მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ჩაერთვებიან მომავლის თასის მორიგ გათამაშებაში. თბილისელები მარტვილში 24 აგვისტოს გაემგზავრნენ და ტურნირის დაწყებამდე 5 დღიან შეკრებას ადგილზე გაივლიან. ჩვენი გუნდის გარდა გათამაშებაში მონაწილეობას მარტვილის დინამო, აზერბაიჯანული საბაჰი, ბათუმის დინამო, ზუგდიდის ბაია, ფოთის კოლხეთი, ქუთაისის მართვე და სამეგრელოს რეგიონის 12 წლამდელთა ნაკრები მიიღებენ.
დილა გორი
1. დინამო ბთ
25
21
49
2. დინამო თბ
24
23
48
3. საბურთალო
23
15
44
4. ლოკომოტივი
25
-2
36
5. ტორპედო
24
7
35
6. ჩიხურა
25
4
31
7. რუსთავი
25
-9
29
8. დილა
25
-6
27
9. სიონი
25
-33
26
10. ვიტ ჯორჯია
25
-20
17
ფელის ვისენტე
გიორგი ნემსაძე
1. ხოსე პერალესი 12. სერგეი ლიტოვჩენკო 2. გუჯა რუხაია 3. ვიქტორ მონხილი 5. დავით კობოური 6. ბაქარ ქარდავა 7. გიორგი ზარია 8. გიორგი კუხიანიძე 9. კვამე კარიკარი 11. აკაკი შულაია 14. არფან დაფე 15. გიორგი პაპავა 16. გიორგი ქიმაძე 19. ლევან კუტალია 24. ნოდარ იაშვილი 27. ლევან შენგელია 32. ნიკა ნინუა 38. ნოდარ ქავთარაძე
1. ლაშა ტიტვინიძე 16. გიორგი ჩოჩიშვილი 2. გურამ გიორბელიძე 4. გია ჩადუნელი 6. ამოს ნონდი 7. ლუკა რაზმაძე 9. ალვინ ფორტესი 11. ლევან ნონიკაშვილი 13. ნუგზარ სპანდერაშვილი 14. ალეფ სანტოსი 18. ბალგუ იენდეუნტი 19. თენგიზ წიქარიძე 20. ნიკა გაგნიძე 24. ლევან ქურდაძე 25. გურამ გოშთელიანი 27. ფაბიან რიდი 31. ერიკს სანტოსი 37. ფელიპე პაიმი