დინამო - ტორპედო: მატჩის პროგრამა

Page 1


ჩვენი მეტოქე ტორპედო ქუთაისი

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ტორპედო 1946 წელს დაარსდა. ტორპედო საშინაო შეხვედრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 14 000 მაყურებელს იტევს. ქუთაისური კლუბის სიმბოლიკა შავ და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ტორპედომ პირველ სერიოზულ წარმატებას დაარსებიდან სამი წლის თავზე მიაღწია, ტორპედო იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩვენი მომავალი მეტოქე 1960 წლიდან – 1962 წლამდე სსრკ ჩემპიონატის ბ ლიგაში ასპარეზობდა. სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში ტორპედომ პირველი ოფიციალური მატჩი 1962 წლის 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართა. სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით – 4:2 დაამარცხეს. 1963 წლის 15 აპრილი ქუთაისის ცენტრალური ფოტო: ტორპედოს სოც. მედია სტადიონისთვის ისტორიული თარიღია. ამ დღეს ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩს 40 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისთვის დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. 1970 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა. გუნდი სსრკ- ს პირველობის უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად მომდევნო სეზონი ქვედა ლიგაში დაიწყო. ქუთაისელებმა 1982, 1983 და 1985, 1986 სეზონები გაატარეს უმაღლეს ლიგაში. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქუთაისურმა გუნდმა 1999-00, 2000-01, 2001-02 და 2017 წლებში იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამავე პერიოდს უკავშირდება ტორპედოს წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზეც, გუნდმა 1998–99, 2000–01 წლების სეზონში ორჯერ აღმართა თასი. მომდევნო თასი ქუთაისურმა გუნდმა 15 წლის შემდეგ მოიპოვა. 2016 წლის გარდამავალ პირველობისას რიონისპირელებმა თასის ფინალში მარტვილის მერანი 2:1 დაამარცხეს. 2018 წელს ტორპედომ საჩხერის ჩიხურას დამარცხებით საქართველოს სუპერთასიც მოიპოვა. იგივე ტიტული ქუთაისელებმა 2019 წელს საბურთალოსთან პაექრობაში მოიგეს.

მწვრთნელი და ტორპედო

ქუთაისის ტორპედოს ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი კახა ჩხეტიანი ხელმძღვანელობს, რომელიც ქუთაისურ გუნდს ა/წ ზაფხულში დაუბრუნდა. ქუთაისელები 28 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 26 ქულით მერვე ადგილს იკავებენ.

ქართული დერბი | ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 80 მატჩიდან, 42- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ფოტო: ტორპედოს სოც. მედია ხოლო 17 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 129/70 თბილისელთა სასარგებლოდაა. ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5-1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე 2013/2014 სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4-0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0-3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5-0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4-0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1-0, რომელიც 18- ჯერ დაფიქსირდა ტაბლოზე. ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისში, საკუთარ სტადიონზე ტორპედომ ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო 2-1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა. ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის ქუთაისში 2021 წლის 27 ივნისს გაიმართა და დედაქალაქელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გოლი ტორპედოს კარში გიორგი ფოტო: ბადრი კეთილაძე კუციამ გაიტანა.

ტორპედო ქუთაისი


28- ე ტური წყალტუბოში წყალტუბოში 3 ოქტომბერ ერთმანეთს სამგურალი და დინამო დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩი გადაუღებელი წვიმის თანხლებით წარიმართა. შეხვედრა სტუმართათვის არასახარბიელოდ დაიწყო. ანდრე პრიეტომ პირველივე წუთზე ყვითელი ბარათ მიიღო, სერგო კუხიანიძემ კი ზუსტი პენალტით გახსნა ანგარიში. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პენალტის ეპიზოდი მეტად საეჭვო გახლდათ. დინამომ უმალ შეუტია და საიმონ ბენიოს თავურისგან სამგურალის კარი ხარიხამ იხსნა. მე- 8 წუთზე უკვე მაქსიმე ქვილითაიამ იხსნა კარი, მან დავით სხირტლაძეს ერთი შეხებით დარტყმული აუღო. თბილისელებმა სათამაშო უპირატესობა მალევე გარდასახეს გოლში. ზუსტი თავურით სტატუს ქვო დავით სხირტლაძემ აღადგინა 1-1. ქვილითაიამ 25- ე წუთზე უკვე ლევან ხარაბაძის დარტყმულისგან იხსნა კარი. დინამოელებმა მეორე გოლი ფოტო: ბადრი კეთილაძე ნახევარი საათის თავზე გაიტანეს, ლევან ხარაბაძის მეორე ასისტი და ბარნს ოსეის ზუსტი დარტყმა. სამგურალის შეტევა და უკვე დინამოელთა ხარიხამ იხსნა კარი. პირველი ტაიმი ესეც მორჩა. მეორე ნახევარი იმავე რიტმში გაგრძელდა. 55- ე წუთზე დინამოელებს მიჯრით სამჯერ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ორჯერ ზორან მარუშიჩს და ბარნს ოსეის არ გამოუვიდათ ზუსტი დარტყმები. 73- ე წუთზე მასპინძლებმა ნიკა კალანდარიშვილის გოლით ანგარიში გაათანაბრეს 2-2. არაერთი მცდელობის მიუხედავად თბილისელებმა ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხეს და მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.

დინამოელები 19 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა წარმატებით დაასრულა ნორვეგიაში მიმდინარე ევროშესარჩევი ტურნირი. ვასილ მაისურაძის გუნდმა ბოლო ტურის შეხვედრაში მასპინძლთა ნაკრები 1-0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ ჭაბუკმა ჯვაროსნებმა მანამდე უელსთან ფრედ 0-0 ითამაშეს, ხოლო შემდეგ კოსოვოს 1-0 აჯობეს. ტურნირში მონაწილეობა რვა დინამოელმა - თორნიკე დუნდუამ, ლუკა სალუქვაძემ, ნიკა უგრეხელიძემ, მუხრან ბაგრატიონმა, დავით გოგოტიშვილმა, ნიკა ცხოვრებაშვილმა, ნიკა სიხარულაშვილმა და ჯადული იობაშვილმა მიიღო. ნაკრებში გამოძახებული ასევე იყვნენ: მიხელ მაქაცარია და ფოტო: მარიუს სიმენსენი პაპუნა ბერუაშვილი. ელიტრაუნდის მატჩები გაზაფხულზე გაიმართება, ხოლო ფინალურ ეტაპს ზაფხულში სლოვაკეთი უმასპინძლებს.

#BeActive დინამოს აკადემიაში

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში დინამო თბილისის აკადემიამ საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლა. #BeActive შერეული ფეხბურთის ტურნირში, რომელიც საქართველოს სპორტის მენეჯმენტის ასოციაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის ორგანიზებით ჩატარდა, გოგონებისა და ბიჭებისგან დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. რიგით მე- 7 კვირეულის აღსანიშნავად, მოთამაშეებმა სიმბოლურად 7 ნომრიანი მაისურებით იასპარეზეს. გამარჯვებული გუნდი ორგანიზატორებმა თასით დააჯილდოვეს. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები - ნათია ჯოჯუა და ლუკა კოზანაშვილი. ღონისძიების ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. 1. დინამო ბთ 28 36

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

ტორპედო ქუთაისი

60

2. დინამო თბ

28

23

53

3. საბურთალო

28

12

46

4. დილა

44

28

3

5. ლოკომოტივი 28

1

44

6. სამგურალი

28

-3

36

7. თელავი

28

-16

29

8. ტორპედო

28

-11

26

9. შუქურა

28

-13

25

10. სამტრედია

28

-32

16


კახა ცხადაძე

კახა ჩხეტიანი

1 ანდრეს პრიეტო 13 ომარ მიგინეიშვილი 3 ალექსანდრე კალანდაძე 5 დავით კობოური 6 ბაქარ ქარდავა 8 მილან რადინი 11 დავით სხირტლაძე 12 ლევან ხარაბაძე 15 გიორგი პაპავა 16 გიორგი ქიმაძე 18 ბარნს ოსეი 19 საიმონ ბენიო 21 გიორგი კუცია 22 ფაბიან სპორქსლედე 23 გიორგი მოისწრაფიშვილი 25 თორნიკე მორჩილაძე 27 ანზორ მექვაბიშვილი 32 ზორან მარუშიჩი 38 ნოდარ ქავთარაძე 39 საბა ხვადაგიანი

30 დინო ჰამზიჩ 39 როინ კვასხვაძე 2 ვაჟა ტაბატაძე 3 ბაქარ მირცხულავა 4 ლუკა ქაფიანიძე 5 ცოტნე ნადარაია 6 ოლეგ მამასახლისი 7 ირაკლი ძარია 9 ფადი ზიდანი 10 მეჰდი ბუკასი 15 დმიტრი რეკიში 18 თედორე გრიგალაშვილი 20 თამაზ შარვაშიძე 22 სამუელ ინკუმი 23 მათე ცინცაძე 25 ოთარ კვერნაძე 27 მაგომედ პარაგულგოვი 32 ვასილის კარაგუნისი 33 ლაშა ჩალაძე 37 ალიკო ჩაკვეტაძე


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.