დინამო - ლოკომოტივი: მატჩის პროგრამა

Page 1


ჩვენი მეტოქე ლოკომოტივი

საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი 1936 წელს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები. ლოკომოტივი საშინაო მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე მართავს. გუნდის ფერები კი ტრადიციული წითელი და თეთრია. ლოკომოტივს 1988-1989 წლებში ომც ლოკომოტივი ერქვა, 1990-1993 წლებში თბილისელები მერანის სახელით ასპარეზობდნენ, ხოლო 1993-1995 წლებში ჩვენს მომავალ მეტოქეს მერანი-ბაჩო ერქვა. ლოკომოტივი სსრკ- ს უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1946-1948, 1959-1970) და მეორე ლიგებში (1936-1937, 1981-1982, 1984-1986, 1988-1989) გამოდიოდა. საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლოკომოტივს დებიუტი 1997 წელს ჰქონდა. გუნდი არის საქართველოს თასის სამგზის მფლობელი 2000, 2002 და 2005 წლებში. პირველობის ვერცხლის მედალოსანი 2001 და 2002 წლებში და 1999 წლის პრიზიორი. დინამო ბათუმი სოც. მედია

მწვრთნელი და ლოკომოტივი

ა/წ მარტიდან მოყოლებული ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელად გამოცდილი ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი სოსო ფრუიძე მუშაობს. მისი გუნდი 3 ტურის შემდეგ დაგროვილი 7 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.

დინამო vs ლოკომოტივი

დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. აქამდე ჩატარებული 55 მატჩიდან 31- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 13 მატჩი ყაიმით დასრულდა და 11 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 90/36 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. დიდი სხვაობით დინამომ ექვსჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ-თეთრებმა 4:0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4:0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. 2015 წლის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4:1 მოიგო. თბილისურ დერბიში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მესამედ აჯობა ლოკომოტივს 4:0. გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს ლოკოს კარში. ამ გუნდების დაპირისპირება, რომელიც 2019 წლის 17 მარტს გაიმართა, ისევ დინამოელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. გოლები ლევან კუტალიამ, გიორგი ზარიამ და ლევან შენგელიამ გაიტანეს. ერთიც ავტოგოლი ნიკა ჭანტურიას ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობა კი 4 აგვისტოს დაფიქსირდა. ამ გუნდებს შორის ჩატარებული მატჩი დინამომ 6:0 მოიგო. მიხეილ მესხი 2- ზე გამართულ შეხვედრაში ნიკა ნინუამ დუბლი გაიფორმა, დანარჩენი გოლები კი ლევან კუტალიამ, ნოდარ ქავთარაძემ, აკაკი შულაიამ და კვამე კარიკარიმ გაიტანეს. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ - 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3:0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6:5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში კი დუელში გახლავთ 1:0, რომელიც 16- ჯერ დაფიქსირდა. 13 ნათამაშები ყაიმიდან კი აღსანიშნავია, რომ 12 უგოლოდ დასრულდა. ბოლოს თბილისური დერბი 19 ოქტომბერს გაიმართა და დინამო არენაზე სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

ლოკომოტივი


დინამომ სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით განაახლა ეროვნული ლიგა პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ საქართველოს თასის მფლობელისა და საქართველოს ჩემპიონის პაექრობით განახლდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვედრის დაწყებამდე ფეხბურთელებმა პანდემიით გარდაცვლილთა და ტრაგიკულად დაღუპული საბურთალოს ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. აღსანიშნავია, რომ დინამოს ცენტრში დებიუტი ახალგაზრდა ანზორ მექვაბიშვილს ჰქონდა, რომელიც გამოცდილ გიორგი პაპავას შეუწყვილდა. თავად მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებს დარჩათ. დინამოს ძირითადში გამწესებული ბრაზილიელი შემტევი პერნამბუკუ საჯარიმოს მისადგომებიდან ემუქრებოდა მასპინძელთა კარს, თუმცა მის დარტყმულს სიძლიერე დააკლდა. პირველი გოლი შეხვედრის მე- 17 წუთზე გავიდა. ერთობ აქტიური თორნიკე კაპანაძე რამდენიმე მეტოქეს დაუსხლტა, მისი შეტევა კი აკრძალული ხერხით შეაჩერეს. საჯარიმო დარტყმა გიორგი კუციამ იდეალურად შეასრულა და დინამო დაწინაურდა. ამის შემდეგ ლურჯ-თეთრებმა სათამაშო ინიციატივა მთლიანად თავის სასარგებლოდ გადაწონეს. აღსანიშნავია ფლანგებზე მოთამაშე ირაკლი ბუღრიძის და პერნამბუკუს აქტიურობა. ბრაზილიელმა ტაიმის შუაში ტექნიკურად და სწრაფად იმოქმედა, მოედნის ცენტრიდან ბურთი საჯარიმომდე მიიტანა, სადაც ორ მცველს გაუსწორდა და კარშიც დაარტყა, ბურთი ბოლო წამს ლაზარე კუპატაძემ კუთხურზე მოიგერია. მეორე გოლი სტუმრებმა მეორე ტაიმის დებიუტში გაიტანეს. მატჩის 50- ე წუთზე ირაკლი ბუღრიძე შეტევის მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეიჭრა, მისი ზუსტი პასი კი თორნიკე კაპანაძემ გოლად აქცია 0-2. ოთხიოდე წუთში გოლი თავის სახელზე უკვე ბუღრიძემ ჩაიწერა, მას ზუსტი გადაცემა გიორგი ქიმაძემ გაუკეთა, ირაკლიმაც ზუსტი თავურით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამის შემდეგ შეხვედრის რიტმი ოდნავ დაეცა, თუმცა დარჩენილ დროში დინამოელებს კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა. საბოლოოდ კახა ჩხეტიანის გუნდმა იმარჯვა და ამ ჩემპიონატში პირველი სამი ქულაც მოიპოვა. დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჩვენი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა .

კახა ჩხეტიანი: კმაყოფილი ვარ გამარჯვებით. მადლობას ვეტყვი ბიჭებს, რომლებმაც ეს გამარჯვება სანახაობრივი გახადეს და ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც სტადიონის გარედან ბოლომდე გვქომაგობდა. ვაგრძელებთ მუშაობას ყველა თამაში ფინალის ტოლფასია და შევეცდებით მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ თითოეულ მათგანს. დღევანდელ შეხვედრაში არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი გვაკლდა. ნოდარ ქავთარაძეს და აკაკი შულაიას მიკრო ტრავმები აწუხებთ, მოგეხსენებათ ნიკა სანდოხაძემ ხელი მოიტეხა და ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს. ასევე ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს ლევან ხარაბაძე. რაც შეეხება საიმონ ბენიოს და ფილიპ ორშულას ისინი ჩამოსულები არიან და სავალდებულო კარანტინში იმყოფებიან.

გიორგი გაბედავა დინამოელია

დინამოს რიგებს ეროვნული ლიგის ბოლო წლების საუკეთესო ბომბარდირი - გიორგი გაბედავა შეემატა. 30 წლის ფორვარდი სხვადასხვა დროს გაგრას, მარიუპოლის, ბაიას, სამტრედიის, ბათუმის დინამოს, ჩიხურასა და სოსნოვიეცის ზაგლებიეს ღირსებას იცავდა, ბოლო სეზონი კი თავდამსხმელმა საბურთალოს რიგებში გაატარა. გიორგი გაბედავამ დინამოსთან 1.5 წლით გააფორმა კონტრაქტი და 9 ნომრიანი ფორმით იასპარეზებს. კვამე კარიკარის ჩვენ კლუბთან არსებული კონტრაქტი დაუსრულდა და დედაქალაქურ გუნდს დაემშვიდობა. დინამო თბილისი განელ თავდამსხმელს წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.

ლოკომოტივი

1. ლოკომოტივი

3

4

7

2. დინამო თბ

3

3

5

3. დილა

3

2

5

4. სამტრედია

3

-1

4

5. საბურთალო

3

-2

4

6. დინამო ბთ

3

0

3

7. თელავი

3

0

3

8. მერანი თბ

3

0

3

9. ჩიხურა

3

-3

1

10. ტორპედო

3

-3

1


კახა ჩხეტიანი

სოსო ფრუიძე

13 30 3 5 6 8 9 12 15 16 17 20 21 22 23 24 25 27 31 38

1 25 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 17 19 21 22 27 30 33 40

ომარ მიგინეიშვილი როინ კვასხვაძე ლუკა ლოჩოშვილი დავით კობოური ბაქარ ქარდავა გიორგი კუხიანიძე გიორგი გაბედავა არფან დაფე გიორგი პაპავა გიორგი ქიმაძე პერნამბუკუ თორნიკე კაპანაძე გიორგი კუცია ირაკლი ბუღრიძე ირაკლი აზაროვი ნოდარ იაშვილი ალექსანდრე კალანდაძე ანზორ მექვაბიშვილი ივან ტრუბოჩკინი ნოდარ ქავთარაძე

ლუკა შეროზია გიორგი მამარდაშვილი ცოტნე კაპანაძე ალექსანდრე გურეშიძე ნიკა ჭანტურია ალექსანდრე ანდრონიკაშვილი ბექა დარცმელია თეიმურაზ შონია დავით სამურკასოვი მამია გავაშელიშვილი ირაკლი სიხარულიძე დათო კირკიტაძე რევაზ ინჯგია შოთა შეყილაძე თორნიკე ძებნიაური თორნიკე კირკიტაძე გიორგი გაბაძე ალექსანდრე კობახიძე გიორგი ჯინჯოლავა დავით უბილავა


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.