ჩვენი მეტოქე შუქურა ქობულეთი
ქობულეთის შუქურა 1968 წელს დაარსდა. გუნდის ფერები ამ სეზონში შავ-თეთრადაა გადაწყვეტილი. ქობულეთელები საშინაო მატჩებს ჩელე არენაზე ატარებენ, რომლის ტევადობაც 6000 მაყურებელზეა გათვლილი. მიმდინარე პირველობის მატჩებს მშობლიური არენის რეკონსტრუქციის გამო ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მართავენ. თავდაპირველად გუნდს- ქობულეთი ერქვა. ქობულეთი 2003-2004 წლების სეზონში პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა. შემდგომ წლებში გუნდი დაიშალა და 2011 წელს განახლდა, მთავარი მწვრთნელის - ასლან ბალაძის დახმარებით რეგიონალურ ლიგაში წარმატებით ასპარეზობის შემდეგ, შუქურა პირველ ლიგაში დაბრუნდა. მალევე ასლან ბალაძემ დატოვა კლუბი და მის ნაცვლად ვალერი ჩხარტიშვილი მოვიდა. 2012-2013 წლების სეზონში შუქურა პირველი ლიგის B ფოტო: ბადრი კეთილაძე ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა. 2013-2014 წლების სეზონში ასპარეზობა ამჯერად პირველი ლიგის A ჯგუფში განაგრძო და ჩემპიონიც გახდა. 2013-2014 წლების სეზონში შუქურამ შესძლო ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლა, სადაც საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა. ყველაზე დიდი ანგარიშით შუქურამ ბათუმის ადელი და ოზურგეთის მერცხალი დაამარცხა (6-0). ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩიხურასათან განიცადა (0-8). 2017 წლის სეზონის შემდეგ შუქურამ უმაღლესი ლიგა დატოვა, ხოლო ქართული ფეხბურთის ელიტას 2021 წლის გათამაშებასთან ერთად დაუბრუნდა.
მწვრთნელი და შუქურა
ქობულეთის შუქურას მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2017 წლის მაისის თვიდან ვეტერანი ფეხბურთელი - გიორგი შაშიაშვილი მუშაობს. მისი გუნდი გამართული 15 ტურის შემდეგ დაგროვილი 14 ქულით სატურნირო ცხრილის მერვე საფეხურზე იმყოფება.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდების დაპირისპირება ეროვნულ ასპარეზზე 11 შეხვედრას ითვლის. ცხრა მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ორი კი ფრედ. გატანილი და ფოტო: შუქურას სოც. მედია გაშვებული ბურთების ბალანსი დედაქალაქელთა სასარგებლოდაა - 26/4. საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 2014/2015 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ. 14 მარტს ქობულეთში შემდგარი შეხვედრა ასევე დინამოელთა გამარჯვებით მორჩა. მატჩის ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა. მომდევნო სეზონში დინამომ ორივე შეხვედრაში აჯობა ქობულეთელ ვიზავის. 2015 წლის 12 დეკემბერს ჩელე არენაზე გამართულ ორთაბრძოლაში დინამომ ერთის წილ სამი გოლი გაუტანა მასპინძლებს. გოლები გიორგი ქვილითაიამ, გიორგი გურულმა და ჯაბა ჯიღაურმა ჩაიწერეს აქტივში. 22 მაისს კი, პირველობის ბოლო ტურში თბილისელებმა ვახო ჭანტურიშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს მეტოქე. დინამო ზღვისპირელებს 2016 წლის 11 სექტემბერს შეხვდა და ფრედ 1:1 დაცილდა მეტოქეს. გოლი ქობულეთელთა კარში ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა. 6 ნოემბერს ქობულეთში ზაზა ჭელიძემ გაიტანა და და დინამომ 1:0 მოიგო. მიმდინარე პირველობის პირველ წრეში გუნდები დინამო არენაზე წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ და დინამომ დიდი ანგარიშით 5:0 დაჯაბნა სტუმრები. ბაჩანა არაბულმა ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი გიორგი პაპუნაშვილმა და საბა ლობჟანიძემ გაიტანეს ზღვისპირელთა კარში. მეორე წრის მატჩში ჩელე არენაზე ასევე 5 გოლი გავიდა. ამჯერად დინამომ 4:1 იმარჯვა. არაბულმა, ლობჟანიძემ და კუციამ გაუტანეს ქობულეთელებს. ჩაჩუამ კი ავტოგოლი ჩაიწერა თავის ანგარიშზე. მესამე წრის შეხვედრა დინამო არენაზე 9 სექტემბერს შედგა და მატჩის ბოლო წუთზე ენვერ ლილუაშვილის გატანილი გოლით ფრედ 1:1 დასრულდა. სეზონის ბოლოს კი გუნდები 2017 წლის 18 ნოემბერს ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ და დინამომ ხვიჩა კვარაცხელიას ერთადერთი გოლით 1-0 იმარჯვა. მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში დინამო 7 აპრილს ზესტაფონს ეწვია და იქ აჯობა შუქურას 2-0. გოლები გიორგი გაბედავას და თორნიკე ახვლედიანის ანგარიშზეა. ფოტო: ბადრი კეთილაძე
შუქურა ქობულეთი
კახა ცხადაძემ დინამო ჩაიბარა საქართველოს 18 გზის ჩემპიონი - კახა ცხადაძემ ჩაიბარა. დინამო თბილისის გაწვრთნაში მას - გიორგი ჩიხრაძე (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი) და სერბი ფიზ. მომზადების მწვრთნელი - მილოშ იევტიჩი დაეხმარებიან. გიორგი ნემსაძე დინამოში რჩება და სპორტული მენეჯერის პოზიციაზე იმუშავებს.
ფოტო: თამარ ჯიშკარიანი
დინამოელები ქართულ-ამერიკულ სკოლაში
1 ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ჩვენი კლუბის ფეხბურთელები - გიორგი პაპავა, გიორგი კუცია, ფაბიან სპორქსლედე და თორნიკე ახვლედიანი ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრნენ. დინამოელებმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს, დინამოს ბრენდირებული სასკოლო სუვენირები გადასცეს და მათთან ერთად ფეხბურთიც ითამაშეს.
დინამოელები ასაკობრივ ნაკრებებში ფოტო: თამარ ჯიშკარიანი
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სასტუმრო მოხალისეში შეიკრიბა. რამაზ სვანაძემ სანაკრებო შეკრებაზე დინამოდან 4 ფეხბურთელს უხმო. თორნიკე ჯანგიძე, ლევან ხარაბაძე, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი მოისწრაფიშვილი 4 ივნისამდე ახალგაზრდული ნაკრების განკარგულებაში იმყოფებოდნენ. საქართველოს 17 წლამდე ნაკრები 8 ივნისამდე შეიკრიბა და ორი ამხანაგური მატჩიც ჩაატარა აზერბაიჯანელ თანატოლებთან. გიორგი ჩიტაურმა მეზობლებთან გასამართი შეხვედრებისთვის დინამოდან 6 ფეხბურთელს უხმო: თენგო გობეშია, გაბრიელ სიგუა, გიორგი ფარცვანია, ამინ კარაევი, ნიკა ნინიძე და საბა ხარჩილავა ჭაბუკ ჯვაროსნებთან ერთად ემზადებოდნენ ამ მატჩებისთვის. საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა 31 მაისის ჩათვლით გაიარა შეკრებას და ადგილობრივ კლუბებთან ჩაატარა ამხანაგური მატჩები. ვასილ მაისურაძემ ნაკრებში დინამოს 11 ფეხბურთელი - საბა ხვადაგიანი, ბადრი გოგობერიშვილი, გიორგი გვიშიანი, გიორგი ჩხეტიანი, ნიკა სიხარულაშვილი, ნიკა ცხოვრებაშვილი, თორნიკე დუნდუა, ლუკა სალუქვაძე, დავით გოგოტიშვილი, ნიკა უგრეხელიძე და მუხრან ბაგრატიონი გამოიძახა.
ფოტო: თამარ ჯიშკარიანი
შუქურა ქობულეთი
1. დინამო ბთ
15
18
31
2. დინამო თბ
15
12
31
3. დილა
15
6
25
4. ლოკომოტივი
15
2
24
5. საბურთალო
15
1
24
6. სამგურალი
15
-1
22
7. ტორპედო
15
0
16
8. შუქურა
15
-10
14
9. სამტრედია
15
-12
9
10. თელავი
15
-16
8
კახა ცხადაძე
გიორგი შაშიაშვილი
13 ომარ მიგინეიშვილი 30 როინ კვასხვაძე 3 ვიქტორ მონხილი 5 დავით კობოური 6 ბაქარ ქარდავა 8 მილან რადინი 9 გიორგი გაბედავა 12 ლევან ხარაბაძე 14 დავით ზურაბიანი 15 გიორგი პაპავა 17 თორნიკე ახვლედიანი 18 ფილიპ ორშულა 19 საიმონ ბენიო 21 გიორგი კუცია 22 ფაბიან სპორქსლედე 25 თორნიკე მორჩილაძე 27 ანზორ მექვაბიშვილი 32 ზორან მარუშიჩი 34 ლუკა გაგნიძე 35 თორნიკე ჯანგიძე
1 გაბრიელ თებიძე 13 ლუკა შეროზია 2 მირზა ფარტენაძე 5 ნიკა ჭანტურია 6 გელა გოგიტიძე 7 ზურაბ მუსელიანი 8 ლევან ხმალაძე 9 დავით მუჯირი 10 გიორგი ჩელებაძე 11 ჟუნინიუ კაბრალი 14 ლევან ინგოროყვა 16 გურამ გურეშიძე 17 ბექა ვერულიძე 20 კოლინს ტენორი 21 მიშიკო სარდალიშვილი 22 გიორგი გაფრინდაშვილი 23 გიორგი რეხვიაშვილი 26 კახაბერ კაკაშვილი 33 ჯეფერსონ ჯერალდუ 40 შალვა ექვთიმიშვილი