დინამო - საბურთალო: მატჩის პროგრამა

Page 1

08.08.08 #ჩვენგვახსოვს


ჩვენი მეტოქე საბურთალო

ფოტო: საბურთალოს სოც. მედია

საფეხბურთო კლუბი საბურთალო 1999 წელს დაარსდა. 2017 წლის სეზონიდან გუნდმა არენა შეიცვალა (მანამდე ბენდელაზე გამოდიოდნენ) და სტუმრებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მასპინძლობდა. უკვე სამი წელია საბურთალოს საშინაო არენად მიხეილ მესხის სტადიონი ითვლება. საბურთალოს საკლუბო ფერები წითელი და თეთრია. 2013/2014 სეზონში საბურთალოს დებიუტი ჰქონდა საქართველოს პირველ ლიგაში. 2014/2015 სეზონში იმარჯვა კიდევაც პირველი ლიგის პირველ ჯგუფში და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში, წითელ ჯგუფში საბურთალომ მესამე პოზიცია დაიკავა და ბრინჯაოს პლეი ოფში დინამოს შეხვდა, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში 0-1 დამარცხდა. 2017 წლის პირველობა საბურთალომ მეოთხე ადგილზე დაასრულა, ხოლო 2018 წელს გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. ამ წარმატებას გუნდმა 2019 წელს საქართველოს თასი შემატა. საბურთალოელებმა ფინალში ლოკომოტივს 3-1 აჯობეს და 2020 წელი გუნდმა სუპერთასის მოპოვებით გახსნა. საბოლოოდ კი საქართველოს ჩემპიონატი საბურთალომ მეხუთე ადგილზე დაასრულა.

მწვრთნელი და საბურთალო

2021 წლის აპრილიდან საბურთალო ქართველმა ფეხბურთის სპეციალისტმა - ხვიჩა შუბითიძემ ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში მისი გუნდი 21 მატჩიდან დაგროვილი 35 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები საქართველოს ჩემპიონატში 20- ჯერ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. 12 შემთხვევაში დინამომ აჯობა მეტოქეს, სამი მატჩი ფრედ დასრულდა და ხუთჯერ საბურთალომ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 40/18 დინამოელთა სასარგებლოდ. 2015 წლის 29 აგვისტოს დინამო არენაზე მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. გიორგი ქვილითაიამ პირველივე ტაიმში მეორედ აიღო საბურთალოს ფოტო: საბურთალოს სოც. მედია კარი. მესამე გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, ხოლო წერტილი ალექსანდრე იაშვილმა დასვა და დინამომ 4:0 იმარჯვა. მეორე მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 2016 წლის 27 თებერვალს გაიმართა - გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი თევზაძემ გაუტანეს საბურთალოს და ისევ 4:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. მესამედ თბილისური გუნდები ერთმანეთს 2016 წლის 30 ნოემბერს, გარდამავალი პირველობის ბრინჯაოს პლეი ოფში შეხვდნენ და გატანილი გოლების გარეშე 0:0 დაცილდნენ. საპასუხო მატჩი დინამომ 4 დეკემბერს 1:0 მოიგო. გოლი საბურთალოს კარში გიორგი ზარიამ გაიტანა. მიმდინარე პირველობაზე დინამომ 23 აპრილს მიიღო თანაქალაქელი და 2:0 აჯობა. გოლები საბურთალოს კარში საბა ლობჟანიძემ და გიორგი თევზაძემ გაიტანეს. მეორე წრის თამაში 17 ივნისს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა და ლურჯ-თეთრების გამარჯვებით 5:0 დასრულდა. გიორგი პაპუნაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ბაჩანა არაბულმა, საბა ლობჟანიძემ და ნიკა ნინუამ გაიტანეს. მესამე წრის შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2017 წლის 17 სექტემბერს ჩატარდა და საბურთალოს გამარჯვებაც დაფიქსირდა. სტუმრებმა 4:1 აჯობეს დინამოს. გოლი საბურთალოს კარში ლაშა თოთაძემ გაიტანა. 2017 სეზონის ბოლო მატჩი საბურთალოსთან დავით პეტრიაშვილის სტადიონზე ჩატარდა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მიმდინარე სეზონში ეს გუნდები 15 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. იმავე ანგარიშით გაიმარჯვა საბურთალომ 17 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარებულ მატჩში. 16 სექტემბერს დინამომ 2:1 დაამარცხა მეტოქე. გიორგი რეხვიაშვილმა ავტოგოლი მიითვალა, გამარჯვება კი ლევან შენგელიას დარტყმას მოჰყვა. 26 ნოემბერს საბურთალომ თამაში 2:1 მოიგო. ჩვენი კლუბიდან თავი ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა. 2019 წლის პირველი მატჩი ამ გუნდებმა 31 მარტს გამართეს და დინამომ 4:2 დაამარცხა მეტოქე. ლევან კუტალიამ ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლიც ფრან კარბიამ გაიტანა. მეორე შეხვედრა კი 20 მაისს საბურთალომ 2:0 მოიგო. 2 ოქტომბერს ჩატარებულ მატჩში დინამომ 2:1 ნიკა ნინუას დუბლით იმარჯვა. 27 ოქტომბერს მესხზე გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 2020 წლის ჩემპიონატის პირველი წრის შეხვედრა დინამომ საბურთალოსთან გასვლაზე ჩაატარა და 3-0 აჯობა მეტოქეს. გოლები გიორგი კუციამ, თორნიკე კაპანაძემ და ირაკლი ბუღრიძემ გაიტნეს. მეორე წრის შეხვედრაში კი დინამომ მეტოქეს 3-1 ნოდარ ქავთარაძის დუბლით და გიორგი პაპავას გოლით აჯობა. 2021 წლის 14 მარტს უხვგოლიანი თრილერი გამოდგა. დინამომ საბურთალოს 4-3 ზორან მარუშიჩის (2), გიორგი გაბედავას და გიორგი პაპავას გოლებით მოუგო. დინამოელებმა 4 გოლი ბოლო შეხვედრაშიც გაუტანეს მეტოქეს, კარი კი მშრალად შეინახეს. ზორან მარუშიჩმა ისევ ორი გოლი მიითვალა, თითოჯერ შედეგიანად თორნიკე ახვლედიანმა და ფოტო: ბადრი კეთილაძე ფოტო: ბადრი კეთილაძე გიორგი გაბედავამ გაისროლეს.

საბურთალო


ევროთასები

ფოტო: ბადრი კეთილაძე

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

დინამომ ამ სეზონის ევროასპარეზი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს ნეფთჩისთან მატჩით გახსნა. პირველი შეხვედრა დინამო არენაზე 7 ივლისს გაიმართა და მასპინძელთა დასანანი მარცხით 1-2 დასრულდა. ერთ კვირაში საპასუხო შეხვედრა მასპინძლებმა იმავე ანგარიშით მოიგეს და დინამომ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ნეფთჩისთან ორივე მატჩი კახა ცხადაძის გუნდის გამოკვეთილი სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა ეპიზოდური მიუტევებელი შეცდომების გამო გამარჯვება მეტოქეს დარჩა. გოლები ბაქოელებს სერბმა ლეგიონერებმა ზორან მარუშიჩმა და მილან რადინმა გაუტანეს. უეფას ახალ გათამაშებაში თბილისელებმა 22 ივლისს ისრაელის ჩემპიონ ჰაიფას მაქაბის უმასპინძლეს. დინამომ სახლში 1-2 დათმო (გოლი გიორგი პაპავას ანგარიშზეა), ხოლო ერთი კვირის თავზე ჰაიფაში გამართული მატჩი მასპინძლებმა 5-1 მოიგეს. გოლი დინამოს ახალწვეულმა ბარნს ოსეიმ ჩაიწერა აქტივში.

ფოტო: ბადრი კეთილაძე

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

დინამოს ახალწვეული - ბარნს ოსეი

დინამომ 26 წლის შემტევი ნახევარმცველი - ბარნს ოსეი დაიმატა. განელ ფეხბურთელს კარიერის ძირითადი ნაწილი პორტუგალიაში აქვს გატარებული. იცავდა პასუშ ფერეირას, უნიაუ მადეირას, აროუკასა და კოიმბრას ფერებს. ოსეის ბოლო გუნდი კვიპროსული ნეა სალამისი გახლდათ. ასევე უთამაშია განის ახალგაზრდულ ნაკრებში. დინამომ ბარნს ოსეისთან 1.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გუნდი ლუკა გაგნიძეს დაემშვიდობა. ახალგაზრდა შემტევმა მოსკოვის დინამოსთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც კლუბმა ფეხბურთელი ურალში გაანათხოვრა. გუნდი ასევე დატოვეს ვიქტორ მონხილმა, ფილიპ ორშულამ და როინ კვასხვაძემ.

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

საბურთალო

1. დინამო ბთ

21

24

43

2. დინამო თბ

21

15

41

3. საბურთალო

21

10

35

4. დილა

21

4

35

5. ლოკომოტივი

21

3

33

6. სამგურალი

21

-2

29

7. შუქურა

21

-10

20

8. ტორპედო

21

-6

19

9. თელავი

21

-16

19

10. სამტრედია

21

-22

10


კახა ცხადაძე

ხვიჩა შუბითიძე

1 ლუკა კუტალაძე 13 ომარ მიგინეიშვილი 3 სანდრო კალანდაძე 5 დავით კობოური 6 ბაქარ ქარდავა 8 მილან რადინი 9 გიორგი გაბედავა 12 ლევან ხარაბაძე 15 გიორგი პაპავა 18 ბარნს ოსეი 19 საიმონ ბენიო 21 გიორგი კუცია 22 ფაბიან სპორქსლედე 24 ნოდარ იაშვილი 25 თორნიკე მორჩილაძე 27 ანზორ მექვაბიშვილი 31 გიორგი ჩხეტიანი 32 ზორან მარუშიჩი 38 ნოდარ ქავთარაძე 39 საბა ხვადაგიანი

1 თორნიკე მეგრელიშვილი 13 ოთო გოშაძე 2 ნიკა მალი 3 გიორგი ლაცაბიძე 4 გიორგი ჯგერენაია 6 შოთა ნონიკაშვილი 7 იური ტაბატაძე 8 თორნიკე ძებნიაური 9 გიორგი გულიაშვილი 11 ლევან ნონიკაშვილი 12 ლევან კაკუბავა 15 დაჩი ცნობილაძე 17 რომან ჩაჩუა 20 ელვინ ტერა 25 რაფიკ ამინუ 27 გიორგი გოჩოლეიშვილი 32 აკაკი შულაია 34 დმიტრი მანდრიჩენკო 35 ოგაგა ოდუკო 40 ვიქტორ მუდრაკი


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.