დინამო - შუქურა: მატჩის პროგრამა

Page 1


ჩვენი მეტოქე შუქურა ქობულეთი

ქობულეთის შუქურა 1968 წელს დაარსდა. გუნდის ფერები ლურჯ-თეთრადაა გადაწყვეტილი. ქობულეთელები საშინაო მატჩებს ჩელე არენაზე ატარებენ, რომლის ტევადობაც 6000 მაყურებელზეა გათვლილი. თავდაპირველად გუნდს ქობულეთი ერქვა. ქობულეთი 2003-2004 წლების სეზონში პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა. შემდგომ წლებში გუნდი დაიშალა და 2011 წელს განახლდა, მთავარი მწვრთნელის - ასლან ბალაძის დახმარებით რეგიონალურ ლიგაში წარმატებით ასპარეზობის შემდეგ შუქურა პირველ ლიგაში დაბრუნდა. მალევე ასლან ბალაძემ დატოვა კლუბი და მის ნაცვლად ვალერი ჩხარტიშვილი მოვიდა. 2012-2013 წლების სეზონში შუქურა პირველი ლიგის B ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა. 2013-2014 წლების სეზონში ასპარეზობა ამჯერად პირველი ლიგის A ჯგუფში განაგრძო და ჩემპიონიც გახდა. 2013-2014 წლების სეზონში შუქურამ ფოტო: ბადრი კეთილაძე შესძლო ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლა, სადაც საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა. ყველაზე დიდი ანგარიშით შუქურამ ბათუმის ადელი და ოზურგეთის მერცხალი დაამარცხა (6-0). ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩიხურასთან განიცადა (0-8). 2017 წლის სეზონის შემდეგ შუქურამ უმაღლესი ლიგა დატოვა, ხოლო ქართული ფეხბურთის ელიტას 2021 წლის გათამაშებასთან ერთად დაუბრუნდა.

მწვრთნელი და შუქურა

ქობულეთის შუქურას მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2017 წლის მაისიდან ვეტერანი ფეხბურთელი - გიორგი შაშიაშვილი მუშაობს. მისი გუნდი გამართული 33 ტურის შემდეგ დაგროვილი 27 ქულით სატურნირო ცხრილის მეცხრე საფეხურზე იმყოფება.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების დაპირისპირება ეროვნულ ასპარეზზე 13 შეხვედრას ითვლის. 10 მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, სამი კი ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დედაქალაქელთა სასარგებლოდაა - 31/5. საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 2014/2015 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6-0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ. 14 მარტს ქობულეთში შემდგარი შეხვედრა ასევე დინამოელთა გამარჯვებით მორჩა. ფოტო: ბადრი კეთილაძე მატჩის ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა. მომდევნო სეზონში დინამომ ორივე შეხვედრაში აჯობა ქობულეთელ ვიზავის. 2015 წლის 12 დეკემბერს ჩელე არენაზე გამართულ ორთაბრძოლაში დინამომ ერთის წილ სამი გოლი გაუტანა მასპინძლებს. გოლები გიორგი ქვილითაიამ, გიორგი გურულმა და ჯაბა ჯიღაურმა ჩაიწერეს აქტივში. 22 მაისს კი, პირველობის ბოლო ტურში თბილისელებმა ვახო ჭანტურიშვილის გოლით 1-0 დაამარცხეს მეტოქე. დინამო ზღვისპირელებს 2016 წლის 11 სექტემბერს შეხვდა და ფრედ 1-1 დაცილდა მეტოქეს. გოლი ქობულეთელთა კარში ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა. 6 ნოემბერს ქობულეთში ზაზა ჭელიძემ გაიტანა და და დინამომ 1-0 მოიგო. 2017 წლის პირველობის პირველ წრეში გუნდები დინამო არენაზე წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ და დინამომ დიდი ანგარიშით 5-0 დაჯაბნა სტუმრები. ბაჩანა არაბულმა ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი გიორგი პაპუნაშვილმა და საბა ლობჟანიძემ გაიტანეს ზღვისპირელთა კარში. მეორე წრის მატჩში ჩელე არენაზე ასევე 5 გოლი გავიდა. ამჯერად დინამომ 4-1 იმარჯვა. არაბულმა, ლობჟანიძემ და კუციამ გაუტანეს ქობულეთელებს. ჩაჩუამ კი ავტოგოლი ჩაიწერა თავის ანგარიშზე. მესამე წრის შეხვედრა დინამო არენაზე 9 სექტემბერს შედგა და მატჩის ბოლო წუთზე ენვერ ლილუაშვილის გატანილი გოლით ფრედ 1-1 დასრულდა. სეზონის ბოლოს კი გუნდები 2017 წლის 18 ნოემბერს ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ და დინამომ ხვიჩა კვარაცხელიას ერთადერთი გოლით 1-0 იმარჯვა. მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში დინამო 7 აპრილს ზესტაფონს ეწვია და იქ აჯობა შუქურას 2-0. გოლები გიორგი გაბედავას და თორნიკე ახვლედიანის ანგარიშზეა. 9 ივნისს გუნდები ერთმანეთს დინამო არენაზე 1-1 დაუზავდნენ. გოლი ზღვისპირელთა კარში ზორან მარუშიჩის ანგარიშზეა. 20 სექტემბერს ფოთში, ფაზისზე ჩატარებული მატჩი დედაქალაქელებმა ოთხი უპასუხო გოლით მოიგეს. ორი გოლი ზორან მარუშიჩმა ფოტო: ბადრი კეთილაძე გაიტანა, თითო კი ბარნს ოსეიმ და ლევან ხარაბაძემ.

შუქურა ქობულეთი


დინამო-2 ზედა ლიგაში პირველი ადგილით 16 ნოემბერს აკადემიის მოედანზე დინამომ მეოთხე ლიგის ზედა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. თბილისელებმა მარგვეთს უმასპინძლეს და გიორგი ჭვრიტიძის დებიუტში გატანილი გოლით 1-0 აჯობეს მეტოქეს. დინამოს მთელი მატჩის მანძილზე საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა მასპინძლებმა მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხეს. საბოლოოდ ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ფოტო: თამარ ჯიშკარიანი უკვე მოპოვებულ, მე- 3 ლიგის საგზურთან ერთად, სატურნირო ცხრილში პირველი ადგილიც გაინაღდა. დინამო-2 მომავალი სეზონიდან ეროვნული ჩემპიონატის მე3 ლიგაში იასპარეზებს.

გამარჯვება ინგლისთან და ხუთი დინამოელი ძირითადში საქართველოს ახლგაზრდულმა ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისს უმასპინძლა. რამაზ სვანაძის შეგირდებმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს და მეტოქე 3-2 დაამარცხეს. გოლები ინგლისელთა კარში გიორგი ფოტო: ლაშა კუპრაშვილი ფოტო: ლაშა კუპრაშვილი გულიაშვილმა (2) და გიორგი გოჩოლეიშვილმა გაიტანეს. ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ხუთმა დინამოელმა - საბა ხვადაგიანმა, ლევან ხარაბაძემ, სანდრო კალანდაძემ, ანზორ მექვაბიშვილმა (ნაკრების კაპიტანი) და გიორგი მოისწრაფიშვილმა იასპარეზეს.

პატარა დინამოელები ბათუმის თასზე 19- დან 22 ნოემბრის ჩათვლით ბათუმში 11 წლამდე ფეხბურთელთა შორის საერთაშორისო ტურნირი - ბათუმის თასი ჩატარდება. ტურნირში 4 ქვეყნის 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. A ჯგუფი: რიზესფორი (თურქეთი), კლაიპედა (ლიეტუვა), პორტუს ბათუმი ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

(საქართველო), ლოკომოტივი თბილისი (საქართველო), დინამო თბილისი (საქართველო). B ჯგუფი: ბურსასფორი (თურქეთი), ჟალგირისი (ლიეტუვა), დინამო ბათუმი (საქართველო), გლდანი თბილისი (საქართველო), აგრომატი (უკრაინა) თბილისელები ბათუმში დავით კაციას ხელმძღვანელობით და 24 ფეხბურთელით გაემგზავრნენ: ნიკა თარაშვილი, ოთო გურიელი, ირაკლი ხვიჩია, ნიკა კობზონაძე, სანდრო ხარაზი, თორნიკე ფილაური, ანდრია ფოცხვერია, ლუკა ჯიქიძე, სანდრო ბინიაშვილი, გიორგი აბულაძე, ლუკა კაკაშვილი, ნიკა სახვაძე, ალექსანდრე ჩიქოვანი, რეზი ჭანგურიძე, გაბრიელ გოგუა, ანრი უგულავა, დემეტრე გელაშვილი, ანდრია ოჩიგავა, ლუკა გარუჩაბა, გეგა ბეგიაშვილი, დემეტრე დემეტრაშვილი, ალექსანდრე სიხარულიძე, ანდრია სიხარულიძე და საბა ტაბატაძე ტურნირზე ლურჯ-თეთრ ფერებს დაიცავენ.

შუქურა ქობულეთი

1. დინამო ბთ

33

41

68

2. დინამო თბ

33

28

63

3. დილა

33

15

59

4. ლოკომოტივი

33

-1

51

5. საბურთალო

33

7

50

6. სამგურალი

33

-6

40

7. თელავი

33

-19

38

8. ტორპედო

33

-12

33

9. შუქურა

33

-17

27

10. სამტრედია

33

-36

20


კახა ცხადაძე

გიორგი შაშიაშვილი

1 ანდრეს პრიეტო 13 ომარ მიგინეიშვილი 3 ალექსანდრე კალანდაძე 5 დავით კობოური 6 ბაქარ ქარდავა 8 მილან რადინი 9 გიორგი გაბედავა 12 ლევან ხარაბაძე 15 გიორგი პაპავა 16 გიორგი ქიმაძე 18 ბარნს ოსეი 19 საიმონ ბენიო 21 გიორგი კუცია 22 ფაბიან სპორქსლედე 23 გიორგი მოისწრაფიშვილი 25 თორნიკე მორჩილაძე 27 ანზორ მექვაბიშვილი 32 ზორან მარუშიჩი 38 ნოდარ ქავთარაძე 39 საბა ხვადაგიანი

1 გაბრიელ თებიძე 13 ლუკა შეროზია 2 მირზა ფარტენაძე 4 ბექა ვარშანიძე 5 ნიკა ჭანტურია 7 ზურაბ მუსელიანი 8 ლევან ხმალაძე 10 ნიკა ძალამიძე 11 ჟუნინიუ კაბრალი 14 ლევან ინგოროყვა 15 ირაკლი კომახიძე 17 ბექა ვერულიძე 21 მიშიკო სარდალიშვილი 22 გიორგი გაფრინდაშვილი 23 გიორგი რეხვიაშვილი 26 კახაბერ კაკაშვილი 27 ლაშა კვარაცხელია 32 ივან სპიჩკა (უკრაინა) 33 ჯეფერსონ ჯერალდუ 40 შალვა ექვთიმიშვილი


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.