დინამო - სამგურალი: მატჩის პროგრამა

Page 1


ჩვენი მეტოქე

სამგურალი წყალტუბო წყალტუბოს სამგურალი 1945 წელს დაარსდა. თავიდან გუნდი მედიკის სახელით ასპარეზობდა, შემდეგ კი ოთხმოციანების ბოლომდე გუნდს შადრევანი ერქვა. სამგურალის საკლუბო ფერებია მწვანე და ნარინჯისფერი. გუნდი საშინაო მატჩებს წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე მართავს. წყალტუბოს გუნდი უმაღლეს ლიგას 18 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. იმერლებს ქართული ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში სულ 11 სეზონი უთამაშიათ. პირველი ჩემპიონატის სტარტიდან 2002 წლამდე. სამგურალის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სწორედ 80ანი წლები ითვლება. წყალტუბოელები 1983, 1985 და 1989 წლებში საქართველოს ჩემპიონები ხდებინ. აქტივშია ასევე 1986 წელს ვიცე ჩემპიონობა და 1987 წელს ბრინჯაოს მედლები. 1989 წელს სამგურალმა გარი სორდიას ფოტო: სამგურალის სოც. მედია ხელმძღვანელობით საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და თასის ფინალშიც ცხინვალის სპარტაკი დაამარცხა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში კი სამგურალმა საუკეთესო სეზონი 1992/93 წლებში გამართა, როდესაც საბოლოოდ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა. ტიტულთან ახლოს წყალტუბოს გუნდი 1998/99 წლების თასის ფინალში გასვლით იყო, თუმცა პენალტების სერიაში დამარცხდა. გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი (144) ვარლამ ფესტვენიძეს აქვს ჩატარებული, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი ერთ სეზონში გატანილი 41 გოლით მერაბ მეგრელაძე გახდა.

მწვრთნელი და სამგურალი

სამგურალს 2019 წლის შემოდგომიდან ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი უჩა სოსიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც აპრილში დაითხოვეს და წყალტუბოს გუნდი გამოცდილ ქართველ სპეციალისტს - სოსო ფრუიძეს ჩააბარეს. მისი გუნდი 18 ტურის შემდეგ დაგროვილი 24 ქულით, სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილზე იმყოფება.

ურთიერთშეხვედრების ისტორია

ფოტო: სამგურალის სოც. მედია

დინამოსა და სამგურალის ურთიერთშეხვედრების ისტორია 21 მატჩს ითვლის. ამ შეხვედრებში გამოკვეთილი უპირატესობა დედაქალაქელთა მხარესაა. დინამომ 15 მატჩი მოიგო და მხოლოდ ორი დათმო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 65/14. დიდი ანგარიშით თბილისელებმა 10- ჯერ იმარჯვეს, ამათგან აღსანიშნავი კი პირველ ჩემპიონატში 16 ივნისს 7-1 მოგებული მატჩია. გია გურულმა და კახა კაჭარავამ დუბლი შეასრულეს, დანარჩენი გოლები კი გოჩა ჩიქოვანმა, ზაზა რევიშვილმა და კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანეს. დინამომ მეტოქე იმავე ანგარიშით 1999 წლის 19 ნოემბერსაც დაამარცხა. დუბლი ამ შემთხვევაში რატი ალექსიძემ და კლიმენტი წიტაიშვილმა გაიფორმეს, სამი გოლი კი მიხეილ აშვეთიამ, ირაკლი ვაშაკიძემ და გიორგი შენგელიამ გაიტანეს. ყველაზე დიდი სხვაობა დინამოსა და სამგურალის პაექრობაში 1995 წლის 22 მაისს დაფიქსირდა, როცა დედაქალაქელებმა შვიდი უპასუხო გოლით იმარჯვეს. ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ შეაგდო, თითო შედეგიანი დარტყმა კი ალექსანდრე იაშვილმა, გიორგი კიკნაძემ, გოჩა ჯამარაულმა, ლევან ყიფიანმა და ლევან ცქიტიშვილმა შეასრულეს. ანგარიშით 6-0 დინამომ ორი შეხვედრა დაასრულა. 1996 წლის 1 აგვისტოს სამი დუბლი ლევან კობიაშვილმა, ლევან ხომერიკმა და გელა ინალიშვილმა ჩაიწერეს აქტივში. ხოლო 1999 წლის 23 მაისს გოლები მიხეილ აშვეთიამ (2), გიორგი კიკნაძემ, ამირან მუჯირმა, რატი ალექსიძემ და ზურა ხიზანიშვილმა გაიტანეს. ასევე ორჯერ მოიგო დინამომ ანგარიშით 4-0. 1991 წლის 30 მაისს გია ჯიშკარიანმა, კახა კაჭარავამ, შოთა არველაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გამოიჩინეს თავი. 1994 წლის 1 დეკემბერს ალექსანდრე იაშვილმა ჰეთ თრიქი გაიფორმა, ერთი გოლიც გოჩა ჯამარაულის ანგარიშზეა. დინამოს ორი მარცხიდან ერთი შორეული 1991 წლის 29 ნოემბრით თარიღდება. დედაქალაქელებმა მატჩი 1-2 დათმეს, გოლი კი მიხეილ ყაველაშვილის ანგარიშზეა. ყველაზე ხშირად (ოთხჯერ) ამ გუნდებს შორის სწორედ 2-1 ანგარიშია დაფიქსირებული. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს ამა წლის 25 აპრილს შეხვდნენ. წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 2-0 დასრულდა. ფოტო: ბადრი კეთილაძე

სამგურალი წყალტუბო


დამაჯერებელი გამარჯვება დედაქალაქურ დერბიში 19 ივნისს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მე- 18 ტურის მატჩი შედგა, რომელშიც დინამომ ლოკომოტივს უმასპინძლა. შეხვედრა ორივე გუნდმა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე და მაღალ ტემპში დაიწყო. პირველი რეალური საგოლე მომენტი მასპინძლებმა მატჩის მე- 15 წუთზე შექმნეს. ზორან მარუშიჩმა თავით დაუგდო გიორგი გაბედავას, ფორვარდმა აჯობა მცველს, წინ გაიჭრა, აი დარტყმა კი აღარ გამოუვიდა და ბურთი კარს აცდა. თუმცა ამ მომენტიდან ორ წუთში გაბედავამ მაინც მოახერხა ანგარიშის გახსნა. ასისტი კი ისევ ზორან მარუშიჩმა ჩაიწერა, გაბედავამ საჯარიმოს მისადგომებიდან ტექნიკურად დაარტყა და 1-0. დინამომ ხელთ იგდო სათამაშო უპრატესობა და ორი მწვავე მომენტი შექმნა ლოკომოტივის კართან. ჯერ საიმონ ფოტო: ბადრი კეთილაძე ბენიოს დარტყმული მცირედით აცდა კარს, შემდეგ კი გიორგი კუციას მართებდა უფრო მეტი აქტიურობა. საპასუხოდ სტუმართა შეტევა და სახიფათო დრიბლინგი ვიქტორ მონხილმა შეაჩერა. პირველი ტაიმი ამავე ანგარიშით დასრულდა. მეორე ტაიმი ზორან მარუშიჩის შეტევით განახლდა, სერბმა გაისროლა, მარა ბურთი ხარიხამ უკუაგდო, დამატებაზე გიორგი კუციას ტექნიკური დარტყმული კი რევაზ თევდორაძემ კუთხურზე მოიგერია. მატჩის 53- ე წუთზე დინამომ ანგარიშში დაწინაურების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. ლევან ხარაბაძის ტექნიკურ თამაშს და საჯარიმოში შერბენას გადაცემა მოჰყვა გიორგი კუციაზე, დარტყმა კი ჩვენი გუნდის შემტევს მეტად ხელსაყრელი პოზიციიდან აღარ გამოუვიდა. 62- ე წუთზე ლოკომოტივის კარი გოლისგან გოლკიპერმა იხსნა. კუციას პასის შემდეგ გაბედავა ცდილობდა დუბლის შესრულებას. ცოტახანში კი სტუმრები გიორგი პაპავაზე საჯარიმოში დაჯარიმდნენ და პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად გიორგი გაბედავამ დაარტყა და 2-0. 82- ე წუთზე მარუშიჩს მეორე ასისტის გაფორმება შეეძლო, თუმცა გიორგი კუციას დარტყმული სულ მცირედით აცდა ლოკომოტივის კარს. თორნიკე ახვლედიანმა შეხვედრის ბოლოს ტექნიკურად ითამაშა, ცრუ მოძრაობით გაცდა მეტოქეს, ტექნიკურად დაარტყა და ... ძელი. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და დინამომ მორიგი სამი ქულა მოიპოვა.

უახლოესი რეზერვი წარმატებულად ასპარეზობს

დინამო თბილისის უახლოესი რეზერვი - დინამო 2 და დინამოს 19 წლამდე შემადგენლობა, წარმატებულად ასპარეზობენ. დინამო 2 ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანეობით ლიგა 4- ის თეთრ ჯგუფს სათავეში უდგას. დინამოელებმა 12 ჩატარებული მატჩიდან 10 მოიგეს, 2 დათმეს და 30 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფებიან. 19 წლამდე დინამოს შემადგენლობა კი ვალერი გაგუას ხელმძღვანელობით ოქროს ლიგის სათავეშია. დედაქალაქელები 13 ტურის შემდეგ 11 მოგებითა და ერთი ფრით ლიდერობენ. დინამოელებს ერთი მატჩი მარაგში აქვთ. ვიტ ჯორჯიასთან გამოტოვებულ შეხვედრას ისინი 2 ივლისს გამართავენ.

სამგურალი წყალტუბო

1. დინამო ბთ

18

23

38

2. დინამო თბ

18

16

38

3. საბურთალო

18

8

31

4. ლოკომოტივი

18

4

30

5. დილა

18

1

26

6. სამგურალი

18

-3

24

7. ტორპედო

18

-2

18

8. შუქურა

18

-11

16

9. თელავი

18

-18

12

10. სამტრედია

18

-18

10


კახა ცხადაძე

სამსონ ფრუიძე

13 ომარ მიგინეიშვილი 30 როინ კვასხვაძე 3 ვიქტორ მონხილი 5 დავით კობოური 6 ბაქარ ქარდავა 8 მილან რადინი 9 გიორგი გაბედავა 12 ლევან ხარაბაძე 15 გიორგი პაპავა 17 თორნიკე ახვლედიანი 19 საიმონ ბენიო 21 გიორგი კუცია 22 ფაბიან სპორქსლედე 24 ნოდარ იაშვილი 25 თორნიკე მორჩილაძე 27 ანზორ მექვაბიშვილი 29 ნოდარ ლომინაძე 32 ზორან მარუშიჩი 34 ლუკა გაგნიძე 39 საბა ხვადაგიანი

1 მაქსიმე ქვილითაია 28 კახაბერ მეშველიანი 2 უშანგი ბანძელაძე 3 ლუკა ასათიანი 4 ომარ პატარკაციშვილი 5 ლუქმან გილმორი 7 სერგო კუხიანიძე 9 პაპუნა ფონიავა 10 დემურ ჩიხლაძე 11 დათო კირკიტაძე 13 ილია ახვლედიანი 15 ნიკა კალანდარიშვილი 17 ალექსანდრე ვერულიძე 20 ლევან ქურდაძე 21 ირაკლი ლექვთაძე 22 გრიგოლ დოლიძე 25 შალვა ბურჯანაძე 27 თედო კიკაბიძე 29 გიორგი ბუხაიძე 33 გიორგი მჭედლიშვილი


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.