დინამო - ლოკომოტივი: მატჩის პროგრამა

Page 1


ჩვენი მეტოქე

ლოკომოტივი თბილისი საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი 1936 წელს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები. ლოკომოტივი საშინაო მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე მართავს. გუნდის ფერები კი ტრადიციული წითელი და თეთრია. ლოკომოტივს 1988-1989 წლებში ომც ლოკომოტივი ერქვა, 1990-1993 წლებში თბილისელები მერანის სახელით ასპარეზობდნენ, ხოლო 1993-1995 წლებში ჩვენს მომავალ მეტოქეს მერანი-ბაჩო ერქვა. ლოკომოტივი სსრკ- ს უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1946-1948, 1959-1970) და მეორე ლიგებში (1936-1937, 1981-1982, 1984-1986, 1988-1989) გამოდიოდა. საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლოკომოტივს დებიუტი 1997 წელს ჰქონდა. გუნდი არის საქართველოს თასის სამგზის მფლობელი 2000, 2002 და 2005 წლებში. პირველობის ვერცხლის მედალოსანი 2001 და 2002 წლებში და 1999 წლის პრიზიორი.

მწვრთნელი და ლოკომოტივი

2020 წლის ივლისიდან მოყოლებული ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელად ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი გიორგი ჭიაბრიშვილი მუშაობს. მისი გუნდი მიმდინარე ჩემპიონატში 35 შეხვედრაში დაგროვილი 53 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება.

თბილისური დერბი - ურთიერთშეხვედრები

დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. აქამდე ჩატარებული 60 მატჩიდან 35- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 14 მატჩი ყაიმით დასრულდა და 11 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 103/39 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. დიდი სხვაობით დინამომ შვიდჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ-თეთრებმა 4-0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4-0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. 2015 წლის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4-1 მოიგო. თბილისურ დერბიში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მესამედ აჯობა ლოკომოტივს 4-0. გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს ლოკოს კარში. ამ გუნდების დაპირისპირება, რომელიც 2019 წლის 17 მარტს გაიმართა, ისევ დინამოელთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა. გოლები ლევან კუტალიამ, გიორგი ზარიამ და ლევან შენგელიამ გაიტანეს. ერთიც ავტოგოლი ნიკა ჭანტურიას ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობა კი 4 აგვისტოს დაფიქსირდა. ამ გუნდებს შორის ჩატარებული მატჩი დინამომ 6-0 მოიგო. მიხეილ მესხი 2- ზე გამართულ შეხვედრაში ნიკა ნინუამ დუბლი გაიფორმა, დანარჩენი გოლები კი ლევან კუტალიამ, ნოდარ ქავთარაძემ, აკაკი შულაიამ და კვამე კარიკარიმ გაიტანეს. 2020 წლის 3 ივლისს დინამომ საკუთარ სტადიონზე მეტოქეს 4-0 დათო კობოურის, თორნიკე კაპანაძის და პერნამბუკუს გოლებით მოუგო, ერთიც თორნიკე კირკიტაძის ავტოგოლი დაფიქსირდა. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ - 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3-0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6-5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში კი დუელში გახლავთ 1-0, რომელიც 16- ჯერ დაფიქსირდა. 14 ნათამაშები ყაიმიდან კი აღსანიშნავია, რომ 12 უგოლოდ დასრულდა. ბოლო თბილისური დერბი დინამომ 2021 წლის 29 სექტემბერს გამართა და ფრედ 2-2 დაასრულა შეხვედრა. გოლები ზორან მარუშიჩმა და ბარნს ოსეიმ გაიტანეს. ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

ლოკომოტივი თბილისი


უგოლო ფრე სამტრედიაში და მეორე ადგილით დასრულებული პირველობა

28 ნოემბერს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის 35- ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც სამტრედიამ დინამოს უმასპინძლა. პირველი სახიფათო მომენტი შეხვედრის მეექვსე წუთზე სტუმრებმა ჩაიწერეს აქტივში. ზორან მარუშიჩი მეკარესთან პირისპირ გადიოდა მაგრამ ბოლო წამს ვერ დაასწრო მასპინძელთა გოლკიპერს. საპასუხოდ სამტრედიის ფეხბურთელებსაც შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. გიორგი არაბიძის გადაცემის შემდეგ გიორგი ლომთაძის დარტყმული ანდრეს პრიეტომ კუთხურზე მოიგერია. დინამოელებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა 24- ე წუთზე მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ და რომ არა ანდრეს პრიეტოს კარგი თამაში, მათე კვირკვია ანგარიშსაც გახსნიდა. შესვენების შემდეგ თბილისელებმა შეხვედრა ორმაგი ცვლილებით განაახლეს. ბაქარ ქარდავასა და გიორგი მოისწრაფიშვილის ნაცვლად მოედანზე ანზორ მექვაბიშვილი და მილან რადინი შემოვიდნენ. მატჩის 55- ე წუთზე ბარნს ოსეის შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მიჯრით ფოტო: თამარ ჯიშკარიანი ორი დარტყმული მოიგერიეს მასპინძლებმა. საერთოდ ტაიმი დინამოელთა აშკარა უპირატესობით განახლდა. მომდევნო შეტევაში ფაბიან სპორქსლედე მარჯვენა ფრთიდან გაიჭრა, მის ჩაწოდებულს ოსეიმ შეაგება თავი, რევაზ ლომიძემ კი ბურთი ბოლო წამს კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის 67- ე წუთზე კიდევ ერთი სახიფათო მომენტი მასპინძელთა კართან, ოსეი ბარნსის დარტყმა და ბურთი ზევიდან გადაცდა სამტრედიის კარს. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ამ ყაიმის შემდეგ გაირკვა, რომ მიმდინარე პირველობა დინამოელებმა მეშვიდეთ ისტორიაში - მეორე ადგილზე დაასრულეს.

დინამოელებმა ბათუმის თასი მოიპოვეს

დინამო თბილისი ბათუმის თასის გამარჯვებულია. 22 ნოემბერს დინამოელებმა ფინალში ვილნიუსის ჟალგირისი 5-1 დაამარცხეს და ოქროს მედლები მოიპოვეს. გადამწყვეტ შეხვედრაში გოლები გიორგი აბულაძემ, ანდრია ოჩიგავამ, სანდრო ბინიაშვილმა, დემეტრე დემეტრაშვილმა და ნიკა სახვაძემ გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე დედაქალაქელებმა კლაიპედა 4-0 დაამარცხეს, პორტუს ბათუმს 3-1 აჯობეს და ლოკომოტივს 1-0 მოუგეს, რითაც ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს. დინამოელებმა რიზესფორთა შეხვედრა 1-3 დათმეს, ნახევარფინალში კი საფეხბურთო კლუბი გლდანი 1-0 დაამარცხეს. დავით კაციას შეგირდებმა პრიზები ასევე ინდივიდუალურ ნომინაციებშიც მოიპოვეს: ტურნირის საუკეთესო მეკარე ნიკა თარაშვილი. ტურნირის საუკეთესო მცველი - ირაკლი ხვიჩია. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - სანდრო ბინიაშვილი. თბილისელები ბათუმში ფოტო: აჭარის ფეხბურთის ფედერაცია დავით კაციას ხელმძღვანელობით და 24 ფეხბურთელით იმყოფებოდნენ: ნიკა თარაშვილი, ოთო გურიელი, ირაკლი ხვიჩია, ნიკა კობზონაძე, სანდრო ხარაზი, თორნიკე ფილაური, ანდრია ფოცხვერია, ლუკა ჯიქიძე, სანდრო ბინიაშვილი, გიორგი აბულაძე, ლუკა კაკაშვილი, ნიკა სახვაძე, ალექსანდრე ჩიქოვანი, რეზი ჭანგურიძე, გაბრიელ გოგუა, ანრი უგულავა, დემეტრე გელაშვილი, ანდრია ოჩიგავა, ლუკა გარუჩაბა, გეგა ბეგიაშვილი, დემეტრე დემეტრაშვილი, ალექსანდრე სიხარულიძე, ანდრია სიხარულიძე და საბა ტაბატაძე.

დინამოს თასი 2021

3- დან 5 დეკემბრის ჩათვლით დინამო თბილისის აკადემია 15 წლამდე გუნდებს შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. დინამო თბილისის გარდა გათამაშებაში ატეიტისი ვილნიუსი (ლიეტუვა), გაბალა (აზერბაიჯანი) და რიგა (ლატვია) მიიღებენ მონაწილეობას. ლურჯ-თეთრ ფერებს ტურნირზე ლუკა ხელაშვილი, მათე საური, დათო ქელდიშვილი, გიორგი მეფარიშვილი, გიორგი ხუფენია, ნიკა ბენდიანიშვილი, სოსო მესტიაშვილი, რატი გრიგალავა, გიგი გაბრიაძე, ლექსო ფეიქრიშვილი, ლუკა შაშიაშვილი, ლუკა ბუბუტეიშვილი, ვახტანგ სალია, ბექა ბურდიაშვილი, ცოტნე ბერელიძე, ლუკა ბუხრაშვილი, მიხეილ საჯაია, 1. დინამო ბთ 35 46 74 ლაშა პატარკაციშვილი, თემურ ოდიკაძე, ალექსანდრე თურქია და ლევან ნაჭყებია დაიცავენ. მთავარი მწვრთნელი - ვასილ გეგუჩაძე. 2. დინამო თბ 35 30 67

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

ლოკომოტივი თბილისი

3. დილა

35

13

60

4. საბურთალო

35

8

54

5. ლოკომოტივი

35

-1

53

6. თელავი

35

-19

41

7. სამგურალი

35

-9

41

8. ტორპედო

35

-9

37

9. შუქურა

35

-20

27

10. სამტრედია

35

-39

21


კახა ცხადაძე

გიორგი ჭიაბრიშვილი

1 ანდრეს პრიეტო 13 ომარ მიგინეიშვილი 3 ალექსანდრე კალანდაძე 6 ბაქარ ქარდავა 8 მილან რადინი 9 გიორგი გაბედავა 12 ლევან ხარაბაძე 14 ჯადული იობაშვილი 15 გიორგი პაპავა 18 ბარნს ოსეი 19 საიმონ ბენიო 21 გიორგი კუცია 22 ფაბიან სპორქსლედე 23 გიორგი მოისწრაფიშვილი 25 თორნიკე მორჩილაძე 27 ანზორ მექვაბიშვილი 28 გიორგი ომარაშვილი 32 ზორან მარუშიჩი 38 ნოდარ ქავთარაძე 39 საბა ხვადაგიანი

1 რევაზ თევდორაძე 12 მარკ სპენკელინკი 3 ალექსანდრე გურეშიძე 5 ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 6 ბექა დარცმელია 7 ირაკლი სიხარულიძე 8 დავით სამურკასოვი 9 მამია გავაშელიშვილი 10 ულად ომარ იმრანი 11 თეიმურაზ შონია 15 ადამა ვადი 16 ნიკა სანდოხაძე 18 ირაკლი ჭიაბრიშვილი 19 კახა კახაბრიშვილი 20 გიორგი იაკობიძე 21 გიორგი დიასამიძე 23 გივი მუკბანიანი 27 გიორგი გაბაძე 35 გიორგი ქველაძე 40 დავით უბილავა


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.