ჩვენი მეტოქე დინამო ბათუმი
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს დაარსდა. 1990 წელს გუნდის სახელი შეიცვალა, როგორც სკ ბათუმი, თუმცა 1994 წელს კლუბმა ისევ პირვანდელი სახელი დაიბრუნა. საკლუბო ფერებად ლურჯი და თეთრია მიჩნეული. დღეისათვის (14 წლიანი პაუზის შემდეგ) ბათუმელები საშინაო შეხვედრებს საკუთარ ქალაქში, დინამო ბათუმის საფეხბურთო ბაზაზე (ანგისა) ატარებენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ახალი, ევროპული დონის სტადიონის მშენებლობა. დინამო ბათუმმა 1993, 1995 და 1996 წლებში ითამაშა საქართველოს თასის ფინალში. 1997 წელს გუნდმა ბრინჯაო დაიმსახურა და ისევ თასის ფინალში დამარცხდა. 1998 წელს ბათუმელებმა ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს, საქართველოს თასი და სუპერთასი მიაყოლეს. ევრო ასპარეზზე ზღვისპირელებს 1995 წელს ჰქონდათ დებიუტი (თასების მფლობელთა თასი). ბელგრადის ობილიჩთან თამაში საერთო ჯამში 3:2 დასრულდა ბათუმელთა სასარგებლოდ. შემდეგ იყო დუელი გლაზგოს სელტიკთან და მარცხი ორი მატჩის ჯამში 2:7. ბათუმელებმა კიდევ სამი სეზონი იასპარეზეს ევროთასებზე. 2008 წელს დინამო პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012- ში ზღვისპირელები დაუბრუნდნენ ქართული ფეხბურთის ელიტას. იმ სეზონის ბოლოს ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდნენ და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უმაღლესი ლიგა. 2015 წლის ზაფხულს ბათუმელებმა ქვეყნის ვიცე ჩემპიონის სტატუსით ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. პირველ ეტაპზე დინამოელთა მეტოქე ომონია ნიქოზია გახლდათ. ზესტაფონში ჩატარებული დაპირისპირება ბათუმელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. კვიპროსში კი მასპინძლებმა იმარჯვეს ორი უპასუხო ბურთით. 2016 წლის გარდამავალი პირველობა წარმატებული გამოდგა ზღვისპირელთათვის. გუნდმა მცირე ფინალში დინამო თბილისი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებთან ერთად ევროპა ლიგის საგზურიც დაიმსახურა, სადაც პოლონურ იაგელონიას გადაეყარა და გათამაშების პირველივე ეტაპზე საერთო ჯამში 0:5 დამარცხდა. მომდევნო სეზონის შედეგებთ გუნდი უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. 2018 წელს კი ქვედა დივიზიონში იპირველა და ისევ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. აჭარული კლუბის მთავარ მწვრთნელად მეორე სეზონია ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - გია გეგუჩაძე მუშაობს. მისი გუნდი დღეისათვის 20 ჩატარებული მატჩის შემდეგ 39 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.
ურთიერთშეხვედრები ზღვისპირელებთან საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 56 მატჩიდან, 39- ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 8 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 9 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 117/49 თბილისელთა სასარგებლოდ. ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ - თერთმეტჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1:0. შვიდჯერ მატჩი 2:1 მორჩა, ექვსჯერ კი შეხვედრები 2:0, 3:0 და 3:1 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით. 2017 წლის 28 მაისს დინამო არენაზე გაიმართული პაექრობა თბილისელთა გამარჯვებით ასევე დიდი ანგარიშით 4:0 დასრულდა. გოლები ბათუმელთა კარში ბექა მიქელთაძემ, საბა ლობჟანიძემ (2) და გიორგი გველესიანმა გაიტანეს. ბოლოს ორი დინამო ერთმანეთს ბათუმში, ანგისას ბაზაზე შეხვდა. დრამატული და საინტერესო მატჩი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
დინამო ბათუმი
მიჯრით 6 მოგება დინამო თბილისი განაგრძობს მაქსიმალური ქულების დაგროვებას და ჩვენს კლუბს დღევნადელი მატჩის წინ მიჯრით 6 გამარჯვება აქვს მოპოვებული. 23 ივნისს თბილისელებმა საჩხერის ჩიხურა მიიღეს და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს მეტოქე. დინამოელებს სათამაშო უპირატესობა კი გააჩნდათ, თუმცა ვერაფრით ახერხებდნენ გოლის გატანას. საბოლოოდ ნიკა ნინუამ უზუსტესი საჯარიმო დარტყმით მასპინძლებს მოუტანა 3 ქულა. 4 დღის შემდეგ ჩვენი გუნდი ბოლნისს ეწვია. ამჯერად სიონთან არსებული სათამაშო უპირატესობა დინამოელებმა გოლებშიც ასახეს და 3:0 დაამარცხეს მეტოქე. დუბლი ლევან შენგელიამ გაიფორმა, ერთი გოლიც ლევან კუტალიას ანგარიშზეა.
ახალწვეულები დინამოში ჩვენს გუნდი 26 წლის შემტევი ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე შეემატა. ქავთარაძე ბოლოს ქუთაისის ტორპედოში გამოდიოდა. მან 20 ჩატარებულ შეხვედრაში 7- ჯერ მოახერხა გოლის გატანა. მანამდე კი საქართველოში გორის დილასა და თბილისის ლოკომოტივის ღირსებას იცავდა. ნოდარ ქავთარაძემ ჩვენს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გააფორმა და 38 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. დინამოს ღირსებას 27 წლის მარცხენა მცველი გიორგი ქიმაძე დაიცავს. მან კარიერა საჩხერის ჩიხურაში დაიწყო, 2015 წლიდან კი ქუთაისის ტორპედოში გამოდიოდა. გიორგი ქიმაძემ კლუბთან 2020 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი და ჩვენს კლუბში 16 ნომრით ითამაშებს. დედაქალაქელთა რიგებს უკრაინელი გოლკიპერი სერგეი ლიტოვჩენკო შეუერთდა. 31 წლის მეკარეს დედაქალაქური გუნდის გულშემატკივარი კარგად იცნობს, სწორედ ლიტოვჩენკო იცავდა დინამოელთა კარს 2017 წლის სეზონში და თბილისელთა მაისურით 29 შეხვედრაც გამართა. დინამოს შემდეგ ლიტოვჩენკო აზერბაიჯანულ ქიაფაზში და ოდესის ჩერნომორეცში ასპარეზობდა. გოლკიპერმა გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გააფორმა და დედაქალაქურ გუნდში 12 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ეროვნული ლიგა
დინამო ბათუმი
1. დინამო ბთ
20
13
39
2. საბურთალო
20
12
39
3. დინამო თბ
20
15
38
4. ტორპედო
20
11
34
5. ლოკომოტივი
20
2
29
6. ჩიხურა
20
6
26
7. დილა
20
-4
22
8. სიონი
20
-27
22
9. რუსთავი
20
-12
18
10. ვიტ ჯორჯია
20
-16
14
ფელის ვისენტე
გია გეგუჩაძე
1. ხოსე პერალესი 12. სერგეი ლიტოვჩენკო 2. გუჯა რუხაია 3. ვიქტორ მონხილი 5. დავით კობოური 6. ბაქარ ქარდავა 7. გიორგი ზარია 8. გიორგი კუხიანიძე 11. აკაკი შულაია 14. არფან დაფე 15. გიორგი პაპავა 16. გიორგი ქიმაძე 19. ლევან კუტალია 23. ირაკლი აზაროვი 24. ნოდარ იაშვილი 27. ლევან შენგელია 32. ნიკა ნინუა 38. ნოდარ ქავთარაძე
12. მიხეილ ალავაიძე 19. ლევან შოვნაძე 3. ბენჟამინ ტეიდი 4. გურამ ადამაძე 6. თორნიკე გაფრინდაშვილი 10. ვალერიან თევდორაძე 13. გიული მანჯგალაძე 14. ნიკოლოზ საბანაძე 16. ჯოვინუ ფლამარიონი 17. ვლადიმერ მამუჩაშვილი 18. ლევან გეგეჭკორი 20. მამუკა კობახიძე 21. ვლადიმერ დვალიშვილი 22. გიორგი ჯანელიძე 23. კიჭი მელიავა 24. მალხაზ გაგოშიძე 29. გიორგი ნავალოვსკი 30. გაბრიელ რამოსი