დინამო - ლოკომოტივი: მატჩის პროგრამა

Page 1


ჩვენი მეტოქე

ლოკომოტივი თბილისი საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი 1936 წელს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები. ლოკომოტივი საშინაო მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე მართავს. გუნდის ფერები კი ტრადიციული წითელი და თეთრია. ლოკომოტივს 1988-1989 წლებში ომც ლოკომოტივი ერქვა, 1990-1993 წლებში თბილისელები მერანის სახელით ასპარეზობდნენ, ხოლო ფოტო: ლოკომოტივის სოც. მედია 1993-1995 წლებში ჩვენს მომავალ მეტოქეს მერანი-ბაჩო ერქვა. ლოკომოტივი სსრკ- ს უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1946-1948, 1959-1970) და მეორე ლიგებში (1936-1937, 1981-1982, 1984-1986, 1988-1989) გამოდიოდა. საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლოკომოტივს დებიუტი 1997 წელს ჰქონდა. გუნდი არის საქართველოს თასის სამგზის მფლობელი 2000, 2002 და 2005 წლებში. პირველობის ვერცხლის მედალოსანი 2001 და 2002 წლებში და 1999 წლის პრიზიორი.

მწვრთნელი და ლოკომოტივი

2020 წლის ივლისიდან მოყოლებული ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელად ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი გიორგი ჭიაბრიშვილი მუშაობს. მისი გუნდი მიმდინარე ჩემპიონატში 17 შეხვედრაში დაგროვილი 30 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.

დინამო vs ლოკომოტივი

დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. აქამდე ჩატარებული 58 მატჩიდან 34- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 13 მატჩი ყაიმით დასრულდა და 11 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 99/37 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. დიდი სხვაობით დინამომ შვიდჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ-თეთრებმა 4-0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4-0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. 2015 წლის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4-1 მოიგო. თბილისურ დერბიში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მესამედ აჯობა ლოკომოტივს 4-0. გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს ლოკოს კარში. ამ გუნდების დაპირისპირება, რომელიც 2019 წლის 17 მარტს გაიმართა, ისევ დინამოელთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა. გოლები ლევან კუტალიამ, გიორგი ზარიამ და ლევან შენგელიამ გაიტანეს. ერთიც ავტოგოლი ნიკა ჭანტურიას ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობა კი 4 აგვისტოს დაფიქსირდა. ამ გუნდებს შორის ჩატარებული მატჩი დინამომ 6-0 მოიგო. მიხეილ მესხი 2- ზე გამართულ შეხვედრაში ნიკა ნინუამ დუბლი გაიფორმა, დანარჩენი გოლები კი ლევან კუტალიამ, ნოდარ ქავთარაძემ, აკაკი შულაიამ და კვამე კარიკარიმ გაიტანეს. 2020 წლის 3 ივლისს დინამომ საკუთარ სტადიონზე მეტოქეს 4-0 დათო კობოურის, თორნიკე კაპანაძის და პერნამბუკუს გოლებით მოუგო, ერთიც თორნიკე კირკიტაძის ავტოგოლი დაფიქსირდა. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ - 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3-0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6-5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში კი დუელში გახლავთ 1-0, რომელიც 16- ჯერ დაფიქსირდა. 13 ნათამაშები ყაიმიდან კი აღსანიშნავია, რომ 12 უგოლოდ დასრულდა. ბოლო თბილისური დერბი დინამომ 2021 წლის 16 აპრილს ანზორ ფოტო: ბადრი კეთილაძე მექვაბიშვილის და ზორან მარუშიჩის (2) გოლებით 3-1 მოიგო.

ლოკომოტივი თბილისი


სამტრედიიდან წამოღებული სამი ქულა 13 ივნისს სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მე- 17 ტურის მატჩი გაიმართა. შეხვედრის პირველი საგოლე მომენტი მეშვიდე წუთზე სტუმართა ანგარიშზეა. ზორან მარუშიჩი შეიჭრა საჯარიმოში და ერთი შეხებით ბურთი გიორგი კუციას გააყოლა, მისი დარტყმული კი ბექა ქურდაძემ კუთხურზე უკუაგდო. ბექა ქურდაძემ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი 23- ე წუთზე, მან გიორგი კუციას საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული მოიგერია, თუმცა ხსენებული შეტევა დინამომ მაინც შედეგიანად დაასრულა. ფაბიან სპორქსლედეს მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულს თავი ზორან მარუშიჩმა შეაგება, ბურთს მილან რადინს თავით მიწვდა და მორიგი სერბული გოლი დინამოს სასარგებლოდ 0-1. პირველი ტაიმის ბოლოს ორივე გუნდმა სახფათო მომენტები გაცვალა. ჯერ ლევან ხარაბაძის შეტევა საბოლოოდ უხეირო დარტყმით დასრულდა, საპასუხოდ კი ანდრო გიორგაძის დარტყმული მცველს ფოტო: ბადრი კეთილაძე მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. მეორე ნახევარი დინამომ ასევე აქტიურად განაახლა. შეხვედრის 76- ე წუთზე სტუმრებს ორი ბურთით დაწინაურება მართებდათ, თორნიკე ახვლედიანის რეიდი, გადაცემა ზორან მარუშიჩზე და სერბმა შემტევმა მეტად ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. ოთხ წუთში ჩემპიონატის ბომბარდირმა გამოასწორა შეცდომა, თავად მოიპოვა მოედნის ცენტრში ბურთი, საჯარიმოში შეიჭრა, ზუსტი გადაცემით თორნიკე ახვლედიანი მოძებნა და ახალგაზრდა ფორვარდმაც შედეგიანად გაისროლა. საბოლოოდ დინამომ ორბურთიანი სხვაობით იმარჯვა.

ლიგის პირველ ეტაპზე ბაქოს ნეფთჩი

შვეიცარიაში უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც ჩვენი გუნდის მეტოქე გაირკვა. დინამო 7 ივლისს თბილისში და 14 ივლისს ბაქოში ნეფთჩის დაუპირისპირდება. მეორე ეტაპზე გასულ გუნდს კი საბერძნეთის ჩემპიონი, პირეოსის ოლიმპიაკოსი დაელოდება.

კახა ცხადაძე: მაქსიმალური შედეგი უნდა ვაჩვენოთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა: ბაქოს ნეფთჩი აზერბაიჯანის ჩემპიონია და თავის ქვეყანაში ისეთივე საფეხბურთო ბრენდია, როგორც დინამო საქართველოში. სერიოზული მეტოქეა და რათქმაუნდა ვაფასებთ მას. ამ ეტაპზე შანსებზე საუბარი მიუღებელია, ჩვენი ამოცანაა კარგად მოვემზადოთ ამ მატჩებისთვის. ჩვენი გეგმები გვაქვს, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შედეგიც მაქსიმალური ვაჩვენოთ.

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

ლოკომოტივი თბილისი

1. დინამო ბთ

17

21

35

2. დინამო თბ

17

14

35

3. ლოკომოტივი

17

6

30

4. საბურთალო

17

4

28

5. დილა

17

3

26

6. სამგურალი

17

-3

23

7. ტორპედო

17

-2

17

8. შუქურა

17

-10

16

9. სამტრედია

17

-14

10

10. თელავი

17

-19

9


კახა ცხადაძე

გიორგი ჭიაბრიშვილი

13 ომარ მიგინეიშვილი 30 როინ კვასხვაძე 3 ვიქტორ მონხილი 5 დავით კობოური 6 ბაქარ ქარდავა 8 მილან რადინი 9 გიორგი გაბედავა 12 ლევან ხარაბაძე 14 დავით ზურაბიანი 15 გიორგი პაპავა 17 თორნიკე ახვლედიანი 19 საიმონ ბენიო 21 გიორგი კუცია 22 ფაბიან სპორქსლედე 24 ნოდარ იაშვილი 25 თორნიკე მორჩილაძე 27 ანზორ მექვაბიშვილი 29 ნოდარ ლომინაძე 32 ზორან მარუშიჩი 34 ლუკა გაგნიძე

1 რევაზ თევდორაძე 13 სოსო კოპალიანი 2 რატი მჭედლიშვილი 5 ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 6 ბექა დარცმელია 7 ირაკლი სიხარულიძე 9 მამია გავაშელიშვილი 10 ულად ომარ-იმრანი 11 თეიმურაზ შონია 16 ნიკა სანდოხაძე 17 ლუკა კეკელიძე 18 ირაკლი ჭიაბრიშვილი 19 კახა კახაბრიშვილი 20 გიორგი იაკობიძე 22 თორნიკე კირკიტაძე 23 გივი მუკბანიანი 27 გიორგი გაბაძე 33 ბექა ბუიღლიშვილი 35 გიორგი ქველაძე 40 დავით უბილავა


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.