ჩვენი მეტოქე საბურთალო
საფეხბურთო კლუბი საბურთალო 1999 წელს დაარსდა. 2017 წლის სეზონიდან გუნდმა არენა შეიცვალა (მანამდე ბენდელაზე გამოდიოდნენ) და სტუმრებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მასპინძლობდა. უკვე სამი წელია საბურთალოს საშინაო არენად მიხეილ მესხის სტადიონი ითვლება. საბურთალოს საკლუბო ფერები წითელი და თეთრია. 2013/2014 სეზონში საბურთალოს დებიუტი ჰქონდა საქართველოს პირველ ლიგაში. 2014/2015 სეზონში იმარჯვა კიდევაც პირველი ლიგის პირველ ჯგუფში და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში, წითელ ჯგუფში საბურთალომ მესამე პოზიცია დაიკავა და ბრინჯაოს პლეი ოფში დინამოს შეხვდა, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდა. 2017 წლის პირველობა საბურთალომ მეოთხე ადგილზე დაასრულა, ხოლო 2018 წელს გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები ფოტო: საბურთალოს სოც. მედია მოიპოვა. ამ წარმატებას გუნდმა 2019 წელს საქართველოს თასი შემატა. საბურთალოელებმა ფინალში ლოკომოტივს 3:1 აჯობეს და 2020 წელი გუნდმა სუპერთასის მოპოვებით გახსნა. საბოლოოდ კი საქართველოს ჩემპიონატი საბურთალომ მეხუთე ადგილზე დაასრულა.. .
მწვრთნელი და საბურთალო
2020 წლის სექტემბრიდან საბურთალო ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთის სპეციალისტმა - ლევან კორრალიძემ ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში მისი გუნდი 3 მატჩიდან დაგროვილი 5 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.
ურთიერთშეხვედრები საბურთალოსთან
ეს გუნდები საქართველოს ჩემპიონატში 18- ჯერ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ათ შემთხვევაში დინამომ აჯობა მეტოქეს, სამი მატჩი ფრედ დასრულდა და ხუთჯერ საბურთალომ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 32/15 დინამოელთა სასარგებლოდ. 2015 წლის 29 აგვისტოს დინამო არენაზე მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. გიორგი ქვილითაიამ პირველივე ტაიმში მეორედ აიღო საბურთალოს კარი. მესამე გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, ხოლო წერტილი ალექსანდრე იაშვილმა დასვა და დინამომ 4:0 იმარჯვა. მეორე ფოტო: მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო საბურთალოს სოც. მედია მოედანზე 2016 წლის 27 თებერვალს გაიმართა - გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი თევზაძემ გაუტანეს საბურთალოს და ისევ 4:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. მესამედ თბილისური გუნდები ერთმანეთს 2016 წლის 30 ნოემბერს, გარდამავალი პირველობის ბრინჯაოს პლეი ოფში შეხვდნენ და გატანილი გოლების გარეშე 0:0 დაცილდნენ. საპასუხო მატჩი დინამომ 4 დეკემბერს 1:0 მოიგო. გოლი საბურთალოს კარში გიორგი ზარიამ გაიტანა. მიმდინარე პირველობაზე დინამომ 23 აპრილს მიიღო თანაქალაქელი და 2:0 აჯობა. გოლები საბურთალოს კარში საბა ლობჟანიძემ და გიორგი თევზაძემ გაიტანეს. მეორე წრის თამაში 17 ივნისს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა და ლურჯ-თეთრების გამარჯვებით 5:0 დასრულდა. გიორგი პაპუნაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ბაჩანა არაბულმა, საბა ლობჟანიძემ და ნიკა ნინუამ გაიტანეს. მესამე წრის შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2017 წლის 17 სექტემბერს ჩატარდა და საბურთალოს გამარჯვებაც დაფიქსირდა. სტუმრებმა 4:1 აჯობეს დინამოს. გოლი საბურთალოს კარში ლაშა თოთაძემ გაიტანა. 2017 სეზონის ბოლო მატჩი საბურთალოსთან დავით პეტრიაშვილის სტადიონზე ჩატარდა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მიმდინარე სეზონში ეს გუნდები 15 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. იმავე ანგარიშით გაიმარჯვა საბურთალომ 17 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარებულ მატჩში. 16 სექტემბერს დინამომ 2:1 დაამარცხა მეტოქე. გიორგი რეხვიაშვილმა ავტოგოლი მიითვალა, გამარჯვება კი ლევან შენგელიას დარტყმას მოჰყვა. 26 ნოემბერს საბურთალომ თამაში 2:1 მოიგო. ჩვენი კლუბიდან თავი ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა. 2019 წლის პირველი მატჩი ამ გუნდებმა 31 მარტს გამართეს და დინამომ 4:2 დაამარცხა მეტოქე. ლევან კუტალიამ ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლიც ფრან კარბიამ გაიტანა. მეორე შეხვედრა კი 20 მაისს საბურთალომ 2:0 მოიგო. 2 ოქტომბერს ჩატარებულ მატჩში დინამომ 2:1 ნიკა ნინუას დუბლით იმარჯვა. 27 ოქტომბერს მესხზე გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 2020 წლის ჩემპიონატის პირველი წრის შეხვედრა დინამომ საბურთალოსთან გასვლაზე ჩაატარა და 3-0 აჯობა მეტოქეს. გოლები გიორგი კუციამ, თორნიკე კაპანაძემ და ირაკლი ბუღრიძემ გაიტნეს. მეორე წრის შეხვედრაში კი დინამომ მეტოქეს 3-1 ნოდარ ქავთარაძის ფოტო: ლაშა კუპრაშვილი დუბლით და გიორგი პაპავას გოლით აჯობა.
საბურთალო
დინამო თბ 0-1 დინამო ბთ 9 მარტს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა დინამო ბათუმს უმასპინძლა. თავად მატჩი კი პირველივე წუთებიდან ბოლომდე საშუალო ტემპში და მინიმალური სახიფათო მომენტით წარიმართა. ორივე გუნდი ზედმეტად ფრთხილად მოეკიდა აღნიშნულ შეხვედრას და ეს ფრთხილი ტაქტიკა მთლიანად შეხვედრაზეც აისახა. რიგ მომენტებში გუნდები ამწვავებდნენ თამაშს, თუმცა უშედეგოდ. 33- ე წუთზე გიორგი პაპავამ ტრავმა მიიღო და თავის საიუბილეო გამოსვლაში (100 მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში დინამოს ფორმით) თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. პირველი ტაიმის რეალური მომენტი სტუმრებმა 45- ე წუთზე შექმნეს, როდესაც ერთი ერთზე გასულ გიორგი ნიქაბაძეს როინ კვასხვაძემ არ დაანება გატანა. მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, შეხვედრის 66- ე წუთზე დედაქალაქელთა დაცვის ხაზში დაშვებული შეცდომით ზღვისპირელებმა ისარგებლეს და გიული მანჯგალაძემ ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. მატჩის გადარჩენა მასპინძლებს ბოლო წუთზე შეეძლოთ, თუმცა კარლოს კასტროს ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულს სიზუსტე დააკლდა და თამაშიც დასრულდა.
გიორგი პაპავა - 100 მატჩი დინამოში როინ კვასხვაძე - 300 მატჩი უმაღლეს ლიგაში 9 მარტის მატჩის დაწყებამდე დედაქალაქელთა გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ ჩვენი კლუბის კაპიტანი და გოლკიპერი დააჯილდოვა - გიორგი პაპავამ დინამოს ფორმით ეროვნულ ჩემპიონატში მე- 100 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო როინ კვასხვაძემ უმაღლეს ლიგაში 300- ჯერ ითამაშა.
საბურთალო
1. დილა
3
3
7
2. დინამო ბთ
3
2
7
3. საბურთალო
3
2
5
4. დინამო თბ
3
1
4
5. თელავი
3
0
4
6. შუქურა
3
0
4
7. ლოკომოტივი
3
-1
4
8. სამგურალი
3
0
3
9. ტორპედო
3
-3
1
10. სამტრედია
3
-4
0
გიორგი ნემსაძე
ლევან კორღალიძე
13 ომარ მიგინეიშვილი 30 როინ კვასხვაძე 3 ვიქტორ მონხილი 5 დავით კობოური 6 ბაქარ ქარდავა 7 ლევან წოწონავა 8 მილან რადინი 9 გიორგი გაბედავა 15 გიორგი პაპავა 17 თორნიკე ახვლედიანი 19 საიმონ ბენიო 20 სეკუ კეიტა 21 გიორგი კუცია 22 ფაბიან სპორქსლედე 24 ნოდარ იაშვილი 27 ანზორ მექვაბიშვილი 28 კარლოს კასტრო 32 ზორან მარუშიჩი 34 ლუკა გაგნიძე 39 საბა ხვადაგიანი
1 თორნიკე მეგრელიშვილი 13 ოთო გოშაძე 2 ნიკოლოზ მალი 3 გიორგი ლაცაბიძე 4 გიორგი ჯგერენაია 5 გიორგი ჯინჯოლავა 6 შოთა ნონიკაშვილი 7 იური ტაბატაძე 9 გიორგი გულიაშვილი 11 ლევან ნონიკაშვილი 12 ლევან კაკუბავა 15 დაჩი ცნობილაძე 17 რომან ჩაჩუა 19 გიორგი ერისთავი 20 ელვინ ტერა 22 თომა ტაბატაძე 25 რაფიქ ამინუ 27 გიორგი გოჩოლეიშვილი 32 აკაკი შულაია 34 დმიტრი მანდრიჩენკო