ჩვენი მეტოქე სამტრედია
საფეხბურთო კლუბი სამტრედია 1936 წელს დაარსდა. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში წლების განმავლობაში წარმატებულად ასპარეზობდა სამტრედიის ლოკომოტივი. შემდგომში კლუბი სხვადასხვა სახელით (სამტრედია, სანავარდო, იბერია) გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატში. საშინაო მატჩებს სამტრედია - ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 3000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სამტრედიის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ყველაზე დიდი წარმატება საფეხბურთო კლუბ სამტრედიას 2016 წლამდე, 1994-1996 წლებში ჰქონდა, გუნდმა 1995 წელს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. 20 წლის შემდეგ იმერული გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა, ფოტო: სამტრედისს სოც. მედია სადაც 0:5 დამარცხდა დინამო თბილისთან. 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში კი სამტრედიამ პირველად თავის ისტორიაში - საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2017 წელს სამტრედიამ ასევე პირველად მიიღო მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. იმერული გუნდი აზერბაიჯანულ ყარაბახს დაუპირისპირდა და ჯამში 0:6 დამარცხდა. 2017 წლის სეზონიც ჩვენი მეტოქისთვის წარმატებული გამოდგა, სამტრედიამ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. ევროსეზონი კი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის ტობოლთან მარცხით დატოვა. 2018 წელს სამტრედიამ დატოვა ეროვნული ლიგა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ქართული ფეხბურთის ელიტას.
მწვრთნელი და სამტრედია
სკ სამტრედიის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამა წლის სექტემბრიდან ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - გიორგი მიქაძე მუშაობს. მისი თავკაცობით გუნდს მიმდინარე ჩემპიონატში 16 მატჩიდან დაგროვილი 19 ქულით მეშვიდე ადგილი უკავია.
ურთიერთშეხვედრები
დინამოსა და სამტრედიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 42 მატჩს ითვლის. 42 ჩატარებული შეხვედრიდან დინამომ 31 პაექრობა გამარჯვებით დაასრულა, 5 შემთხვევაში გუნდებმა ფრედ ითამაშეს, 6 დაპირისპირება კი სამტრედიამ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 103/27 თბილისელთა სასარგებლოდ. ხუთი და მეტი ბურთით დინამომ ექვსჯერ დაამარცხა მეტოქე. 1991 წელს თბილისელებმა 6:0 აჯობეს ოპონენტს. მიხეილ ყაველაშვილის ჰეთ თრიქს თითო გოლი ფოტო: სამტრედისს სოც. მედია თემურ ქეცბაიამ, გელა ინალიშვილმა და ზაზა რევიშვილმა მიამატეს. 1996 წელს დინამოელებმა იმავე ანგარიშით აჯობეს სამტრედიას. ალექსანდრე იაშვილი (2), როინ კერძევაძე, გიორგი დემეტრაძე, გელა ინალიშვილი და ლევან ხომერიკი გახდნენ გოლების ავტორები. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 7:2 იმარჯვა. მიხეილ აშვეთიასა და გიორგი შენგელიას დუბლს, გიორგი კიკნაძემ, დავით მუჯირმა და გელა ლურსმანაშვილმა (ს.კ.) შემატეს გოლები. 2000 წელს ამ გუნდების შეხვედრა 5:0 დასრულდა. თავის გამოჩენა თეიმურაზ გადელიამ, დავით დათვაძემ, არჩილ სახვაძემ, კახა გოგოლაძემ და ზაზა ზირაქიშვილმა მოახერხეს. 2011- ში დინამომ 7:1 დაამარცხა სამტრედია. ლევან ხმალაძემ და დონალდ ჯუისმა ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. თითო გოლი პეტარ იელიჩის, ზურაბ არზიანის და გიორგი ხუმარაშვილის (ს.კ.) ანგარიშზეა. ყველაზე მეტჯერ ურთიერთდაპირისპირებიდან დაფიქსირდა ანგარიში 1:0 (სულ რვაჯერ) 5 მატჩი დინამომ მოიგო მინიმალური ანგარიშით და სამიც სამტრედიამ. ბოლო მატჩი ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის 2020 წლის 25 ივლისს სამტრედიაში გაიმართა და დედაქალაქელთა გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. დუბლი ნოდარ ქავთარაძემ შეასრულა, ორი გოლი კი პერნამბუკუმ და თორნიკე ფოტო: ბადრი კეთილაძე კაპანაძემ გაიტანეს.
სამტრედია
გამარჯვება და მარცხი ორი ტურით ადრე 26 ნოემბერს დინამო არენაზე მე- 14 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც დედაქალაქელებმა ტორპედოს უმასპინძლეს. შეხვედრამდე ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით ლეგენდარული დიეგო მარადონას ხსოვნას მიაგეს პატივი. თავად მატჩი საშუალო რიტმში დაიწყო და ორთაბრძოლები ძირითადად მოედნის ცენტრში განვითარდა. საწყის წუთებში ტორპედო მეტი აქტიურობით გამოირჩა, თუმცა მასპინძლებმა მეთოდურად მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა. რამდენიმე ნახევრად სახიფათო მომენტს თუ არ ჩავთვლით პირველ ტაიმში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა. მეორე ნახევარი კი გაცილებით აქტიური გამოდგა. დინამოელებმა უმატეს შეტევებს და რამდენიმე მომენტში ნოდარ ქავთარაძეს და დავით სხირტლაძეს შეექმნათ საგოლე სიტუაცია. შეხვედრის 64- ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში დავით სხირტლაძეზე დაჯარიმდნენ, თერთმეტმეტრიანი კი ზუსტად ნოდარ ქავთარაძემ შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა. სამიოდე წუთში გიორგი ფანცულაიამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე სტატუს ქვო აღადგინა. დედაქალაქელებმა ბოლომდე იბრძოლეს და 82- ე წუთზე ფოტო: თამარ ჯიშკარიანი კიდევ ერთი პენალტი მოიპოვეს, აქტიურობით ისევ დავით სხირტლაძე გამოირჩა, ნოდარ ქავთარაძემ კი დუბლი შეასრულა. შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა, დინამომ მიჯრით მეხუთე მატჩი მოიგო და პირველი ადგილი გაიმყარა. 30 ნოემბერს მიხეილ მესხი 2- ზე მე- 17 ტურის მატჩში ჩიხურამ დინამოს უმასპინძლა. ამ გუნდების 30- ე დაპირისპირება საშუალო ტემპში და სტუმართა აქტიურობით დაიწყო. შეხვედრის დებიუტში ნოდარ ქავთარაძის სახიფათო ჩაწოდებას გიორგი ქიმაძე აგვირგვინებდა, თუმცა ბურთი ხელსაყრელი მომენტიდან ააცილა კარს. მე- 17 წუთზე კახა კახაბრიშვილმა ერთი შეხებით და უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში. დინამოელებს გათანაბრება პერნამბუკუს საჯარიმო დარტყმის შემდეგ შეეძლოთ, თუმცა ცხრიანში მიმავალი ბურთი ზუსტ ნახტომში გიორგი ბეგაშვილმა კუთხურზე მოიგერია. დინამო ამის მერეც ბევრს უტევდა, მაგრამ საბოლოო მომენტში შემტევებს სიზუსტე არ სწყალობდათ, ან ჩიხურას მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე. მატჩის 85- ე წუთზე მასპინძელთა კონტრშეტევა და ლუკა კიკაბიძემ ორამდე გაზარდა სხვაობა. საბოლოოდ დინამომ მიმდინარე ჩემპიონატში მეორე მატჩი დათმო. ჩვენი გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან ბათუმის დინამოს 2 ქულით ფოტო: ლაშა კუპრაშვილი უსწრებს.
დინამო 2 გადამწყვეტი მატჩისთვის მზადაა
რეგიონული ლიგის დ ჯგუფის გათამაშება ფინიშს უახლოვდება. დინამოს მეორე გუნდმა მე- 11 ტურის მატჩი საგარეჯოში გამართა და მასპინელი გარეჯი-2 რვა უპასუხო გოლით დაამარცხა. შეხვედრაში ნოდარ ლომინაძემ და გიგი აბუაშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულეს, ჯადული იობაშვილის ანგარიშზე კი დუბლია. ვლადიმერ კაკაშვილის კრებული სართიჭალის შტურმთან ერთად უდანაკარგოდ ლიდერობს ამ გათამაშებას. სწორედ ეს გუნდები 6 დეკემბერს ურთიერთშეხვედრაში გაარკვევენ რეგიონლიგის გამარჯვებულის ბედს. შეგახსენებთ, რომ დ ჯგუფში გამარჯვებული მომავალ წელს ლიგა 4- ის საგზურს მიიღებს.
ფოტო: ლაშა კუპრაშვილი
სამტრედია
1. დინამო თბ
16
20
34
2. დინამო ბთ
16
14
32
3. ლოკომოტივი
17
8
29
4. დილა
17
11
27
5. საბურთალო
17
6
24
6. თელავი
17
7
23
7. სამტრედია
16
-7
19
8. ტორპედო
16
-12
16
9. ჩიხურა
17
-22
12
10. მერანი თბ
17
-25
6
ჩისკო მუნიოსი
გიორგი მიქაძე
13 30 2 3 5 6 7 8 9 11 12 15 16 17 18 19 22 24 27 38
12 19 2 6 7 8 9 10 11 16 17 20 22 23 24 26 27 29 33 40
ომარ მიგინეიშვილი როინ კვასხვაძე როდნი კლოუსტერი ვიქტორ მონხილი დავით კობოური ბაქარ ქარდავა გიორგი ზარია გიორგი კუხიანიძე გიორგი გაბედავა აკაკი შულაია დავით სხირტლაძე გიორგი პაპავა გიორგი ქიმაძე პერნამბუკუ ფილიპ ორშულა საიმონ ბენიო ირაკლი ბუღრიძე ნოდარ იაშვილი ანზორ მექვაბიშვილი ნოდარ ქავთარაძე
გოგი კულუა კონსტანტინე სეფიაშვილი გუჯა რუხაია ვარლამ კილასონია მათე კვირკვია ლაშა ქოჩლაძე ლუკა იმნაძე გიორგი ილურიძე არფან დაფე გიორგი ახალაძე ნიჯატ ყურბანოვი ანატოლი მესიაჩენკო სამუელ ინკუმი დიეგო დისი გიორგი ჯგერენაია სტრაჰინია პავიშიჩი შოთა კერძევაძე კაბა სამბუ ლაშა თოთაძე ნათან ჟუნიორი