დინამო - ტორპედო: მატჩის პროგრამა

Page 1


ჩვენი მეტოქე ტორპედო ქუთაისი

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ტორპედო 1946 წელს დაარსდა. ტორპედო საშინაო შეხვედრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 14 000 მაყურებელს იტევს. ქუთაისური კლუბის სიმბოლიკა შავ და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ტორპედომ პირველ სერიოზულ წარმატებას დაარსებიდან სამი წლის თავზე მიაღწია, ტორპედო იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩვენი მომავალი მეტოქე 1960 წლიდან – 1962 წლამდე სსრკ ჩემპიონატის ბ ლიგაში ასპარეზობდა. სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში ტორპედომ პირველი ოფიციალური მატჩი 1962 წლის 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართა. სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით – 4:2 დაამარცხეს. 1963 წლის 15 აპრილი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის ისტორიული თარიღია. ამ დღეს ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩს 40 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისთვის დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. 1970 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა. გუნდი სსრკ- ს პირველობის უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად მომდევნო სეზონი ქვედა ლიგაში დაიწყო. ქუთაისელებმა 1982, 1983 და 1985, 1986 სეზონები გაატარეს უმაღლეს ლიგაში. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქუთაისურმა გუნდმა 1999-00, 2000-01, 2001-02 და 2017 წლებში იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამავე პერიოდს უკავშირდება ტორპედოს წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზეც, გუნდმა 1998–99, 2000–01 წლების სეზონში ორჯერ აღმართა თასი. მომდევნო თასი ქუთაისურმა გუნდმა 15 წლის შემდეგ მოიპოვა. 2016 წლის გარდამავალ პირველობისას რიონისპირელებმა თასის ფინალში მარტვილის მერანი 2:1 დაამარცხეს. 2018 წელს ტორპედომ საჩხერის ჩიხურას დამარცხებით საქართველოს სუპერთასიც მოიპოვა. იგივე ტიტული ქუთაისელებმა 2019 წელს საბურთალოსთან პაექრობაში მოიგეს.

მწვრთნელი

2020 წლის მარტიდან ქუთაისის ტორპედოს გამოცდილი ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - ვლადიმერ ხაჩიძე ხელმძღვანელობს. მისი გუნდი 14 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვილი 16 ქულით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება.

ქართული დერბი | ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 76 მატჩიდან, 38- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 123/69 თბილისელთა სასარგებლოდაა. ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე 2013/2014 სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1:0, რომელიც 16- ჯერ დაფიქსირდა ტაბლოზე. ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისში, საკუთარ სტადიონზე ტორპედომ ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო 2:1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა. ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის ქუთაისში 2020 წლის 12 ივლისს გაიმართა და გატანილი გოლების ფოტო: ბადრი კეთილაძე გარეშე დასრულდა.

ტორპედო ქუთაისი


ორი მნიშვნელოვანი მოგება 3 ნოემბერს გორში ეროვნული ლიგის მე- 15 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა დილამ დინამოს უმასპინძლა. შეხვედრა წვიმასთან ერთად დინამოელთა აქტიურობით დაიწყო და მეხუთე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. გიორგი კუცია გაიჭრა მარჯვენა ფრთაზე, ერთი ერთზე მყოფ გიორგი გაბედავას ზუსტი გადაცემა გაუკეთა და ჩვენი გუნდის ცხრა ნომერმა ასევე ზუსტად დაარტყა. მეათე წუთზე მასპინძელთა სახიფათო კონტრშეტევას სილვა ასრულებდა დარტყმით, ბურთი როინ კვახვაძემ მოიგერია. ხუთ წუთში დინამოელებმა უპირატესობა გაზარდეს. ვიტორ პერნამბუკუს ფინტებს და გადაცემას იაშვილი გამოეხმაურა, ბურთი გაისწორა და დილას კარში ლამაზი, ჩახვეული გოლი გაიტანა 0-2. შეხვედრის 21- ე წუთზე სტუმართა კარი გადაურჩა გაშვებულ გოლს, ლიდორ კოენი შეტევის მარცხენა ფრთიდან არტყავდა, ბურთი ნუგზარ სპანდერაშვილმა გაატარა და საბოლოოდ სამიზნეს მცირედით აცდა. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა. მეორე ნახევარი დილას სახიფათო მომენტით განახლდა. ჩაწოდებულ საჯარიმოს დავით მაისაშვილი თავურით აგვირგვინებდა, თუმცა ზუსტად ფოტო: ლაშა კუპრაშვილი ვერ დაარტყა. საპასუხოდ ნოდარ ქავთარაძე ქტიურობდა შეტევის მარცხენა ფრთაზე, მაგრამ საბოლოოს გიორგი ქიმაძის მიმართულებით გაკეთებული სახიფათო გადაცემა ამოს ნონდიმ ჩაჭრა. 72- ე წუთზე თბილისელთა შემადგენლობაში 17 წლის ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა, იგი ასევე ახალგაზრდა ანზორ მექვაბიშვილის ნაცვლად შევიდა მოედანზე. ასევე სადებიუტო გამოდგა დავით სხირტლაძესთვის დინამოს ფორმით თამაშის 77- ე წუთზე მოედანზე გამოჩენა, მან გიორგი გაბედავა შეცვალა. შეხვედრის 82- ე წუთზე პერნამბუკუს გადაცემის შემდეგ ლუკა გუგეშაშვილი დავით სხირტლაძეზე დაჯარიმდა, თერთმეტმეტრიანი დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა და დედაქალაქელთა ფორმით სადებიუტო გოლიც გაიტანა. საბოლოოდ შეხვედრა დინამომ სამბურთიანი უპირატესობით მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს დაუბრუნდა. 8 ნოემბერს მიხეილ მესხი 2- ზე მე- 13 ტურის გადადებული შეხვედრა შედგა, რომელშიც ლოკომოტივმა დინამოს უმასპინძლა. დედაქალაქური დერბი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი ორივე გუნდმა შექმნა, თუმცა რეალურ ხიფათამდე საქმე არ მისულა. აი ტაიმის ბოლოსკენ კი ლოკომოტივის შეტევას ირაკლი სიხარულიძე დარტყმით ასრულებდა, ბურთი ბოლო წამს როინ კვასხვაძემ კუთხურზე მოიგერია. მეორე ტაიმში როინ კვასხვაძემ კიდევ ერთხელ იხსნა სტუმართა კარი გაშვებული გოლისგან, დინამოს კიპერმა სიხარულიძის ახლო მანძილიდან დარტყმულზე მოასწრო რეაგირება. 77- ე წუთზე როდნი კლოუსტერი გაიჭრა მარჯვენა ფრთაზე, ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ყველას დავით სხირტლაძემ აჯობა და ანგარიში გახსნა. ხუთიოდე წუთში საჯარიმოდან გიორგი კუციამ ჩააწოდა, ბურთს პირველი ისევ დავით სხირტლაძე შეწვდა და დუბლიც გაიფორმა 0-2. 83- ე წუთზე მოედანზე გიორგი კუციას ნაცვლად თორნიკე კაპანაძე გამოჩნდა, რომელმაც ხელის ტრავმა მოიშუშა და მწყობრშია. შეხვედრაში მეტი არაფერი შეცვლილა, დინამომ მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგო (ოთხივე პირველობისთვის მებრძოლ გუნდებთან) და პირველი ადგილი გაიმყარა.

პირველი დიდი გამარჯვება

18 ნოემბერი ქართული ფეხბურთში პირველი დიდი გამარჯვების დღეა. 1964 წლის 18 ნოემბერს, დინამოელები პირველად გახდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. რეგულარულ ჩემპიონატში ჩვენმა გუნდმა და მოსკოვის ტორპედომ 46-46 ქულა დააგროვეს, რის გამოც ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრის გამართვა გახდა საჭირო. ოქროს მატჩი ტაშკენტში - 56 წლის წინ ჩატარდა. შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ნახევრის დებიუტში კი ანგარიში მოსკოველმა ვლადიმერ შერბაკოვმა გახსნა, თუმცა შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ილია დათუნაშვილმა ანგარიში კუთხურიდან, ეფექტური დარტყმით გაათანაბრა და შეხვედრის ძირითადი დროც ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით პირველ ტაიმში ილია დათუნაშვილის და მიხეილ მესხის გოლებმა ფაქტობრივად გადაწყვიტეს ჩემპიონის ვინაობა. დამატებითი დროის მეორე ტაიმში მოსკოველი მცველის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა სლავა მეტრეველმა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 4:1. ჩვენმა გუნდმა პირველად მოიპოვა სსრკ- ს ჩემპიონატის ოქროს მედლები. ოქროს მატჩში დინამოს ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. მთავარი მწვრთნელი - გავრილ კაჩალინი გახლდათ, გუნდის უფროსი კი - ავთანდილ ღოღობერიძე.

ტორპედო ქუთაისი

1. დინამო თბ

14

21

31

2. დინამო ბთ

14

14

29

3. დილა

16

10

24

4. საბურთალო

16

7

24

5. ლოკომოტივი

15

3

23

6. თელავი

16

2

20

7. სამტრედია

15

-6

19

8. ტორპედო

14

-7

16

9. ჩიხურა

16

-24

9

10. მერანი თბ

16

-20

6


ჩისკო მუნიოსი

ვლადიმერ ხაჩიძე

13 30 2 3 5 8 11 12 15 16 17 19 20 21 23 24 27 34 38 39

17 31 2 3 4 5 6 7 8 11 14 19 20 22 23 24 33 35 39 40

ომარ მიგინეიშვილი როინ კვასხვაძე როდნი კლოუსტერი ვიქტორ მონხილი დავით კობოური გიორგი კუხიანიძე აკაკი შულაია დავით სხირტლაძე გიორგი პაპავა გიორგი ქიმაძე პერნამბუკუ საიმონ ბენიო თორნიკე კაპანაძე გიორგი კუცია ირაკლი აზაროვი ნოდარ იაშვილი ანზორ მექვაბიშვილი ლუკა გაგნიძე ნოდარ ქავთარაძე საბა ხვადაგიანი

ლევან შოვნაძე დემეტრე ბულისკერია ვაჟა ტაბატაძე ბაქარ მირცხულავა ლაშა კასრაძე ცოტნე ნადარაია ვანია მარკოვიჩი ზაზა ციცქიშვილი ირაკლი ძარია დავით იონანიძე გიორგი ფანცულაია ოთარ კვერნაძე თამაზ შარვაშიძე გიორგი ჯანელიძე ოლეგ მამასახლისი გიორგი ივანიშვილი თორნიკე გრიგალაშვილი გურამ ადამაძე ანდრო გიორგაძე ბექა ტუღუში


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.